2008

Preview:

Citation preview

თბილისის, საქართველოს დედაქალაქის მახლობლად გაჩერდნენ. დაპირისპირებასახელმწიფოთაშორის და ქვეყნისშიდა კომბინირებულ კონფლიქტში გადაიზარდა, ერთიმხრივ, საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირებაში,ხოლო მეორე მხრივ, სამხრეთ ოსეთისა და აფზახეთის მეომრებსა და ქართულშეიარაღებულ ძალებს შორის. სხვადასხვა დონეებზე მიმდინარე კონფლიქტების ამგვარიკომბინაციის დროს დიდია ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების სფეროშისაერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის ალბათობა. ამჯერადაც ასე მოხდა.ბევრი ამგვარი ფაქტი განაპირობა სამხრეთ ოსეთის მხარის არარეგულარულიშეიარაღებული დაჯგუფებების მოქმედებებმა, რომლებიც არ და ვერ იქნებოდასათანადოდ კონტროლირებული რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების მიერ.შემდეგ გაიხსნა სამხედრო მოქმედებების მეორე არენა დასავლეთ ფლანგზე, სადაცაფხაზეთის ძალებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ქართველებისმხრიდან უმნიშვნელო წინააღმდეგობის პირობებში ზემო კოდორის ხეობა დაიკავეს.ხუთდღიანი ბრძოლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული იქნა შეთანხმებაცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს,საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლასარკოზის შორის. ეს უკანასკნელი ევროკავშირის სახელით მოქმედებდა. ამას კვლავსაფრანგეთის პრეზიდენტის დაჟინებული მცდელობების შედეგად მოჰყვა 2008 წლის 8სექტემბრის შეთანხმება განხორციელების შესახებ. ეს წარმატებული პოლიტიკურიქმედება მკვეთრად გამოირჩეოდა საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის კიგაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობისგან, ემოქმედა სწრაფად და გაბედულად მზარდიდაძაბულობის გასაკონტროლებლად შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე. თუმცა,ამის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ეკსმ) შექმნასადა ჟენევის მოლაპარაკებებს, არ მომხდარა წინსვლა რეგიონში მშვიდობისა დასტაბილურობის დამკვიდრების რთულ პროცესში. სიტუაცია რჩება დაძაბული დაცვალებადი, და ბევრი შიშობს, რომ შესაძლებელია სამხედრო მოქმედებები განახლდეს.3.) ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის საარტილერიო დაბომბვით 2008წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს დაიწყო ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტისაქართველოში. თუმცა, ეს იყო დიდი ხნის განმავლობაში მზარდი დაძაბულობების,პროვოკაციებისა და ინციდენტების კულმინაცია. მართლაც, კონფლიქტს გააჩნია ღრმაფესვები რეგიონის ისტორიაში, ერების ნაციონალურ ტრადიციებსა და მისწრაფებებში,ასევე, ერთმანეთის აღქმაში ან, უფრო სწორედ, არასწორ აღქმაში, რაც არასდროს ყოფილაგამოსწორებული და მხოლოდ ხანდახან იყო გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომრეგიონს გააჩნდა სხვადასხვა ერებისა და სარწმუნოებების მშვიდობიანი თანაცხოვრებისდიდი ხნის ტრადიცია, მის პატარა ერებს ჰქონდათ იმის ქვეცნობიერი შეგრძნება, რომმათი უფლებები შევიწროებული, ხოლო მდგომარეობა__

Recommended