შებრუნებული საკლასო ოთახი

Preview:

Citation preview

მასწავლებელთა მეორე კონფერენცია

უნივერსიტეტი სკოლას- სკოლა უნივერსიტეტს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2014 წელი

21-ე საუკუნის განათლებაშებრუნებული საკლასო ოთახი

ლელა გოგინაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელიgoginashvililela@gmail.com

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა ითვალისწინებს მოსწავლის საჭიროებებს, შესაძლებლობებს, ინტერესებს ,სწავლის სტილს. ყველა მოსწავლეს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ამ პრობლემის გადაჭრის ერთერთი გზა ,,შებრუნებული საკლასო ოთახია’’.

შებრუნებული სწავლება ინოვაციაა არამარტო მოსწავლეებისათვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც. მასწავლებელს აქვს დრო იმისათვის, რომ ყურადღება მიაქციოს მთლიან კლასს და დაინახოს თითოეული მოსწავლის ჩართულობა და სამუშაოს შესრულების ხარისხი.

შებრუნებული საკლასო ოთახის შემთხვევაში

ხდება ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენება ისე, რომ მოსწავლეცა და მასწავლებელიც მაქსიმალურად იყენებს თავის დროსა და ძალისხმევას.

შებრუნებული საკლასო ოთახი

მოსწავლეები სხდებიან სახლში და უყრებენ იმ ვიდეოგაკვეთილს , რაც მათ მასწავლებელმა დავალებად მისცა.

ზოგი მოსწავლე ჩვეული ტემპით მუშაობს.

ზოგი დაინტერესებულია, ვინაიდან მას შეუძლია გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიები, წინ გადაახვიოს ვიდეომასალა, მისთვის ადვილი საკითხები გამოტოვოს და საინტერესო საკითხებზე გადავიდეს.

ზოგი კი აღარაა სასოწარკვეთილი , ვინაიდან ახლა მას შეუძლია გადაახვიოს მისთვის ბუნდოვანი მასალა და რამოდენიმეჯერ უყუროს მას.

საკლასო ოთახიტრადიციულიმასწავლებელი აკავშირებს მოსწავლეს ცოდნასთან

შებრუნებულიმოსწავლე თავად იღებს ცოდნას. მასწავლებელი ეხმარება მას ცოდნის წვდომაში.

ტრადიციული საკლასო ოთახი

მოსწავლეები სხედან რიგებად ჩამწკრივებულ მერხებთან და უყურებენ, როგორ უხსნის მათ მასწავლებელი ახალ მასალას

ყველა მოსწავლე ზუსტად ერთსა და იმავე ინფორმაციას იღებს ერთსა და იმავე დროში. მოსწავლეები განსხვავებულად პასუხობენ მასწავლებელს, მიუხედავად იმისა, რომ მან ყველა მოსწავლეს ერთნაირად აუხსნა ახალი მასალა.

შებრუნებული საკლასო ოთახი

მასწავლებელი მთელი გაკვეთილის განმავლობაში მერხებს შორის დადის და აკვირდება მოსწავლეთა თანამშრომლობასა და ჩართულობას. ზოგ მოსწავლეს შედარებით რთულ დავალებას აძლევს შესასრულებლად, ზოგს კი ეხმარება საკითხის უკეთესად გაგებაში.

მოსწავლეები თავად სწავლობენ თემას ვიდეოგაკვეთილების დახმარებით. მათ საშუალება აქვთ იმდენჯერ ნახონ ვიდეოგაკვეთილი, რამდენიც საჭიროა თემის სრულად ასათვისებლად. მოსწავლეები სავარჯიშოებს აკეთებენ კლასში მასწავლებლის ხელმძღვანელობით.

სასწავლო გარემო

მოსწავლეები სახლში ასრულებენ იმ

სამუშაოს, რასაც ტრადიციულის

შემთხვევაში -კლასში

ხოლო კლასში აკეთებენ იმ

დავალებას , რასაც ტრადიციულის დროს-

სახლში

მოსწავლეებს შევთავაზე სწავლების განსხვავებული

მოდელი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის

ამაღლებას.შებრუნებული საკლასო ოთახის შემთხვევაში

სახლში ეცნობიან

ახალ მასალას

ვიდეოგაკვეთილებისა და სხვადასხვა სასწავლო რესურსის

დახმარებით

კლასში კი ახდენენ მის

განმტკიცებას მრავალფერ

ოვანი აქტივობების გამყენებით

შებრუნებული საკლასო ოთახის შემთხვევაში

მოსწავლის სარგებელი

დიფერენციაცია

თანამშრომლობა

მხარდაჭერა

ინტერესი

მაღალი მოტივაცია

მაღალი ინტერაქტიურობის

ხარისხი

გთავაზობთ გაკვეთილს , რომელიც ჩატარდა შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის

შესაბამისად

საგანი : ბუნებისმცოდნეობაკლასი : მეორეგაკვეთილის თემა :ვულკანებიგაკვეთილის მიზანი:ახალი ცოდნის სიღრმისეულად გააზრება/განმტკიცება.ცდაზე დაფუძნებული კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.ახალი ცოდნის გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში.ისეთი უნარ- ჩვევების განვითარება, როგორიცაა: თანამშრომლობა,კომუნიკაცია, ჰიპოთეზის გამოთქმა, დაკვირვება და აღწერა, უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.ინდიკატორები:. ბუნ.II.9.მოსწავლეს შეუძლია გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. ბუნ.II.8.მოსწავლეს შეუძლია უსაფრთხო ქცევის ძირითადი წესების დაცვა.

გაკვეთილის აღწერაწინა დღით მოსწავლეებს, ბუკებში, კლასის მართვის პროგრამის ფაილის გავრცელების რეჟიმით მივაწოდე დამხმარე რესურსი, ვიდეოგაკვეთილი ,,ვულკანები“,[5] ასევე ბუკებში გადავუგზავნე შესავსებად კორნელის ჩანაწერების ცხრილი. მომდევნო გაკვეთილზე რეფლექსიის ფაზა გაგრძელდა საკლასო ოთახში მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით.

გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები:კორნელის ჩანაწერების მეთოდიცდები, ექსპერიმენტები და სხვა სახის პრაქტიკული სამუშაოებიდაკვირვებაილუსტრაციებზე მუშაობა

აქტივობები1- დავალება მთელი კლასისთვის- 7წთვიდეოგაკვეთილის განხილვა კორნელის გრაფის მიხედვით.მოსწავლეები ჯგუფებში აკეთებენ დასკვნას და პასუხობენ შემდეგ კითხვებს:როგორი მთაა ვულკანი და რა იცით მის შესახებ?რა საფრთხის მოტანა შეუძლია მას?რა ჰქვია მთის ჩაღრმავებულ წვეროს?სიძლიერის მიხედვით რამდენი სახის ვულკანი არსებობს?როგორია ჩამქრალი ვულკანი?

აქტივობა 2 - ინდივიდუალური სამუშაო - (5 წთ )იპოვეთ დაკარგული სიტყვებისავარჯიშოს ნიმუში

ვულკანი ისეთი მთაა, რომლის მწვერვალიდან დროდადრო , ან მუდმივად ამოიფრქვევა გამდნარი ქანები, რომელსაც --------------- ეწოდება. განასხვავებენ ორი სახის ვულკანს ------------------ და -----------------------. მთის ზედა ნაწილზე არსებობს წრიული ჩაღრმავება, რომელსაც --------------------უწოდებენ. აფეთქების სიძლიერის მიხედვით ვულკანი ----------------------- სახისაა.--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აქტივობა 3—(5 წთ)

ვორდის სავარჯიშო, რომელიც გადავუგზავნე მოსწავლეებს ბუკებში ფაილების გავრცელების რეჟიმით.სურათებს შევუსაბამოთ შესაბამისი ტექსტი.გთავაზობთ სავარჯიშოს ნიმუშს.

აქტივობა 4—(15 წთ.) - ჯგუფური მუშაობა

ცდის ჩატარების ინსტრუქციის გაცნობა ჯგუფში. ჯგუფის მიერ ვარაუდების გამოთქმა და დაფიქსირება დაფაზე. ჯგუფების მიერ ცდის ჩატარება.ვარაუდის და ცდის ჩატარების შედეგად გაკეთებული დასკვნის შედარება.

აქტივობა 5—6 წთ. ცდის შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაციაპასუხობენ კითხვებს:აღწერეთ მიღებული შედეგი, რა დაინახეთ?რა კავშირს ხედავთ ამ ცდასა და ვულკანის მოქმედებას შორის?

აქტივობა 6 – 7 წთ. -- შეჯამება

ინდივიდუალურად ავსებენ ცხრილის სვეტებს.

მოსწავლეებს ურიგდებათ ფორმატის ფურცლებზე ამობეჭდილი ცხრილები. მათ უნდა შეავსონ ცხრილის სვეტები. პირველ სვეტში ჩაწერონ ის, რაც იცოდნენ მანამდე, სანამ სახლში ვიდეოგაკვეთილს ნახავდნენ. მეორე სვეტში დაწერონ ყველაფერი ის, რაც გაიგეს და დაიმახსოვრეს გაკვეთილის ჩატარების შემდეგ, მესამე სვეტში კი - მათთვის საინტერესო კითხვები.

მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას დაკვირვების საფუძველზე.

მსჯელობა ვიდეოგაკვეთილის საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის შესახებ .

ვორდის და წერითი სავარჯიშოების შესრულება.

ცდის ჩატარება, ჯგუფური მუშაობაპრეზენტაცია.აქტიურობა /ჩართულობაბუკის გამოყენებადროის ლიმიტის გათვალისწინება.

შეფასება

შ ე დ ე გ ე ბი

მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია. ინტერაქტიულობის მაღალი ხარისხიახალი ცოდნის სიღრმისეული გააზრება-განმტიკეცაბა ბუნების ობიექტებსა და ცნებებს შორის კავშირის ჩამოყალიბება, შედარება ვარაუდების გამოთქმა, შემოწმება და დასკვნების გამოტანა; წერითი და ზეპირი მეტყველების განვითარება, ეროვნული სასწავლო გეგმით მოცემული გამჭოლი პრიორიტეტული კონპეტენციებისა და 21-ე საუკუნის უნარების განვითარება.

შებრუნებული სწავლების დანერგვა, პირველ რიგში მოსწავლეების ჩართულობის ზრდასა და სწავლისადმი ინტერესის გაღრმავებაში აისახება. სხვადასხვა მეთოდების გამოყენებისა და მათი კომბინირების შედეგად სასწავლო პროცესი ხდება უფრო მრავალფეროვანი. მეთოდების კომბინირება უზრუნველყოფს მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენასა და განვითარებას.

დ ა ს კ ვ ნ ა

გმადლობთ ყურადღებისთვის!