გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება

Preview:

Citation preview

გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება

ისტ. XII.4. მოსწავლეს შეუძლია პოლიტიკური ისტორიის საკითხების კვლევა. მსოფლიო ისტორიულ პროცესში საქართველოს ადგილის განსაზღვრა.

გაკვეთილის მიზანი

არჩ. კომპ. მეც. X/XI/XII. 2 მოსწავლეს შეუძლია კომპიუტერის მეხსიერებაში ჩანაწერების ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენისათვის მონაცემთა სხვადასხვა სტრუქტურის შერჩევა.

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს და გაანალიზოს გეორგიევსკის ტრაქტატის მნიშვნელობა, შეაფასოს ამ ისტორიული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაცია.

გაკვეთილის შედეგი

მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის გამოყენებით შექმნას ანიმირებული პრეზენტაცია, ინტერნეტ რესურსის მოძიება, ვიდეო-აუდიო მასალის დახარისხება, დაფორმატება და ვიდეო რგოლის აწყობა.

საქართველო XV საუკუნის დასასრულს

ქართლი

კახეთი

სამცხე

იმერეთი

ჯიქები

საქართველო 1578-1639 წწ

ლორე-დებედა

კაკ-ენისელი

იგივე საინგილო

ჩილდირის (

ახალციხის

)

საფაშო

ვახტანგ VI

თეიმურაზ II

განჯის

სახანო

ერევნის სახანო

ნახჭევნის სახანო

ოსმალეთი

რუსეთი

ახალციხე

ქუთაისი

თბილისი

ერეკლე II

ეკატერინე II

სოლომონ I

ჭარიაწყური

ხერვთვისიახალციხე

ახალქალაქი

1770ქართლ-

კახეთი

რუსეთი

ირანიოსმალეთი

რუსეთი

საქართველო

ქართლ-კახეთი

რუსეთი◦გეორგიევსკი

ტრაქტატი

მუხლებიპირველი მუხლი: ქართლ-კახეთის მეფე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით აცხადებდა, რომ უარყოფდა ირანის ან სხვა სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებას და ცნობდა მხოლოდ რუსეთის უზენაესს ხელისუფლებას და მფარველობას.აღუთქვამდა რუსეთის საიმპერატორო ტახტს ერთგულებას და რუსეთის სახელმწიფოს შეწევნისათვის ყოველთვის მზადყოფნას, როცა ამას მისგან მოითხოვდნენ. მეორე მუხლი: იმპერატორი ეკატერინე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით პირობას დებდა ყოველთვის მზრუნველობა გამოეჩინა და მფარველობა გაეწია ქართლ-კახეთის მეფეებისადმი. ამის ნიშნად იმპერატორი ერეკლეს სამფლობელოს მთლიანად და უკლებლად დაცვას ივალებდა. გარდა ამისა ხელმწიფისთვის თავდებობა გავრცელდებოდა იმ ქვყნებზედაც რომელნიც დროთა განმავლობაში საქართველოს შეურთდებოდნენ.

მესამე მუხლი: ქართლ-კახეთის სამეფოთა ტახტზე ახალასული მეფე ამიერიდან რუსეთის იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა სათანადო სიგელითა და ინვენსტიტურის ნიშნების გამოგზავნით.ახლად გამეფებულს რუსეთის წარმომადგენლის წინაშე საზეიმოდ უნდა მიეცა ფიცი, რომლის ტექსტიც ტრაქტატს თან ერთვოდა.

მეოთხე მუხლი: ქართლ-კახეთის მეფე ამიერიდნ უცხო სახელმწიფოებთან დამოუკიდებელ დიპლომატიურ ურთიერთობას არ აწარმოებდა. ყოველ ასეთ შემთხვევაში იგი მოვალე იყო რუსეთის საიმპერატორო კარის რეზიდენტს ან კიდევ კავკასიის ხაზის უფროსს შეთანხმებოდა.

მეხუთე მუხლი: ორივე მხარეს ერთმანეთის სამეფო კარზე უნდა დაენიშნა თავისი წარმომადგენელი რეზიდენტი ანუ მინისტრი.

მეექვსე მუხლი: რუსეთის იმპერატორი, თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით, საქართველოს მეფეს აღუთქვამდა შემდეგს: 1. ქართლ-კახეთის სამეფოს მცხოვრებნი ჩაითვლებოდნენ რუსეთის იმპერიასთან მჭიდრო კავშირში მყოფად და მათი მტრები რუსეთის მტრებად გამოცხადდებოდნენ. ოსმალეთთან და ირანთან ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების პირობები გავრცელდებოდა საქართველოზედაც; 2. მეფე ერეკლე და მისი მემკვიდრენი ქართლ-კახეთის ტახტზე უცვლელად დაცულნი იქნებოდნენ; 3. ქვეყნის საშინაო მართვა-გამგეობა, სამართლის წარმოებადა გადასახადების აკრეფა მთლიანად საქართველოს მეფის უფლებებში რჩებოდა. რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ საქართველოში რაიმე განკარგულების გაცემა.

მეშვიდე მუხლი: ერეკლე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით დაპირებას იძლეოდა:

1.ყოველთვის მზადყოფილიყო თავისი ჯარით რუსეთის იმპერიის სამსახურად;

2. ყოველ მნიშვნელოვან საკითხში, რაცრუსეთისადმი სამსახურს შეეხებოდა, შეთანხმებოდა რუსეთის ხელისუფალთ, დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნები და დაეცვა რუსეთის ქვეშევრდომები ყოველგვარი განსაცდელისა და შევიწროებისაგან;

3. ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე დანიშვნისა თუ დაწინაურების დროს გაითვალისწინებდა რუსეთის წინაშე მის დამსახურებასაც.

მერვე მუხლი: საქართველოს ეკლესიის საკითხს შეეხებოდა. როგორც ჩანს, ამ საკითხში მხარეები საბოლოოდ ვერ შეთანხმებულან. 1771 წლის 30 დეკემბერს ერეკლეს მიერ რუსეთის საიმპერატორო კარისადმი გაგზავნილ პირობებში აღნიშნული იყო, რომ „კათალიკოზიცა წესსავე თვისსა ეგოს მოუშლელად“, ე. ი. საქართველოს კათალიკოსი უნდა დარჩენილიყო თავის უფლებებში ხელშეუვალად. ამჯერად კი იგი (თუმცაკი მის გვერდით და მის მაგიერად დასახელებულია საქართველოს არქიეპისკოპოსიც) ჩაყენებულია რუსეთის საეკლესიო იერარქიის რიგში, იგი მერვე ადგილზეა (გობოლსკის ეპისკოპოსის შემდეგ) დაყენებული და სამუდამოდ მინიჭებული აქვს უწმინდესი სინოდის წევრის ტიტული. საქართველოს ეკლესიის საკითხი უფრო ვრცლად უნდა განმარტებულიყო ცალკე დანართში, მაგრამ ასეთი განმარტება ტრაქტატისთვის აღარ დაურთავთ.

შემდეგ მუხლებში (მეცხრე, მეათე) დადასტურებული იყო, რომ ქართლისა და კახეთის მცხოვრებთ რუსეთში გადასვლის, ასევე საქართველოში დაბრუნების სრულიუფლება ჰქონდათ. რუსეთის მთავრობა კისრულობდა თურქეთის, ირანისა და სხვათა ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველების სამშობლოში დაბრუნებას იმ პირობით, რომ ანაზღაურებული ყოფილიყო მათი გამოხსნისა და გადმოყვანის ხარჯები. საქართველოს მეფე კი, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა ასევე მოპყრობოდა ტყვეობიდან გათავისუფლებულ რუსებს. მეთერთმეტე მუხლი: შეეხებოდა ვაჭრობას. ქართველ ვაჭრებს რუსეთში თავისუფალი აღებ-მიცემობის უფლება ეძლეოდათ და ენიჭებოდათ ყველა ის შეღავათი, რითაც თვითონ რუსი ვაჭრები სარგებლობდნენ. ერეკლე კისრულობდა ვალდებულებას, რომ შეღავათები მიეცა რუსი ვაჭრებისთვისაც. მეთორმეტე მუხლი: ეს ხელშეკრულება დადებუღი იყო „საუკუნოდ“, მასში რაიმე ცვლილების შეტანა მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით უნდა მომხდარიყო. მეცამეტე მუხლის მიხედვით სარატიფიკაციო ვადად დაწესებული იყო 6 თვე.

დამატებით სეპარატულ (საიდუმლო) მუხლებში, რომლებიც არ უნდა გამოქვეყნებულიყო, აღნიშნული იყო, რომ ერეკლე სოლომონ იმერთა მეფესთან თანხმობით ყოფნას ივალებდა, ხოლო უთანხმოების შემთხვევაში ის რუსეთის იმპერატორს „მეშუამავლედ“ ცნობდა და საცილობელ საკითხს მის მსჯავრს მიანდობდა; საქართველოში მუდმივ სამყოფად გამოიგზავნებოდა ორი ქვეითი რუსული ბატალიონი 4 ზარბაზნით, ომის შემთხვევაში ამას სხვა ძალაც დაემატებოდა: კავკასიის ხაზის უფროსს ჰქონდა რწმუნება, შეთანხმებულიყო ერეკლე მეორესთან საერთო მტრის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისათვის. უკანასკნელი სეპარატული მუხლით რუსეთის მხარე აღუთქვამდა საქართველოს მეფეს, რომ ომისა თუ დაზავების დროს რუსეთის საიმპერატორო კარი ყოველღონეს იხმარდა, რათა საქართველოს დაბრუნებოდა მტრების მიერ მიტაცებული მიწები — ახალციხე და ყარსი სამცხეში, საინგილო — აღმოსავლეთ კახეთში.

გურჯის

ტანის ვ

ილაიე

თი

განჯის

სახანო

შაქის სახანო

ჭარი

ენის

ელი

ერევნის სახანო

ყარაბაღის სახანო

დაღესტანიავარია

დიდოეთი

ახტალა

ვახანი

◦ლორე

ახალციხე

დარეჯან დედოფალი

გიორგი XII

ალექსანდრე I

პავლე I

რუსეთი

ქართლ-კახეთი

იმერეთი

გიორგი XII

სოლომონ II

გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე

მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები

და ნუ გშურს მათი ბედნიერება, ნუ შეუშლი

ხელს მათ მისწრაფებებს, ეცადე,რომ შენი

სამშობლო არავინ დაჩაგროს და

გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს.ვაჟა - ფშაველა

დადებითიქრისტიანობის შენარჩუნებატერიტორიული ერთიანობის აღდგენა რუსეთის იმპერიის

ფარგლებში

უარყოფითიდამოუკიდებლობის დაკარგვაავტოკეფალიის გაუქმებაქართველთა ეროვნული ცნობიერების გენოციდიტერიტორიების დანაწილებასეპარატიზმის გაღვივებადემოგრაფიული და სოციალური ექსპანსიასაეკლესიო ქონების ხელყოფაბაგრატიონთა დინასტიის განადგურება

Recommended