12
ქქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქ

Anastasia kochiashvili

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Anastasia kochiashvili

ქვეწარმავლებიანასტასია ყოჩიაშვილი

Page 2: Anastasia kochiashvili

ქვეწარმავლები, რეპტილიები ,ხერხემლინ ცხოველთა კლასს მიეკუთვნებიან. ნამდვილი ხმელეთის ცხოველები არიან, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხმელეთზე მრავლდებიან და ვითარდებიან. დებენ ყვითრით მდიდარ და ნაჭუჭით დაფარულ კვერცხებს, ამფიბიებთან შედარებით უფრო სრულყოფილი სუნთქვისა (დიფერენცირებული ტრაქეითა და ფილტვებით) და სისხლის მიმოქცევის სისტემები აქვთ.

Page 3: Anastasia kochiashvili
Page 4: Anastasia kochiashvili

გველები

Page 5: Anastasia kochiashvili

გველები (ლათ. Serpentes ან Ophidia) — ქვეწარმავალთა ქვერიგი. აქვთ წაგრძელებული უკიდურებო, ქერცლით დაფარული სხეული, რომლის შეფერილობა ხშირად გარემოს ეხამება. თვალები დაფარული აქვთ გამჭვირვალე გარსით, რომელიც კანის ცვლისას სცილდებათ. დაფის აპკის და შუა ყურის უქონლობის გამო პრაქტიკულად მოკლებული არიან სმენას. მოძრაობენ კლაკვნით, მალების დახრილობის ცვლისა და მუცლის ფარების მოქმედების მეოხებით. 200-ზე ნაკლები მალა იშვიათად აქვთ. ამასთან ტანისა და კუდის მალები ერთნაირია. კვადრატული, ქიცვისებრი, ფრთისებრი, სასისა და ზედა ყბის ძვლები ერთმანეთთან და ქალასთან მოძრავადაა შეერთებული. ყბები დაკავშირებულია გამწელავი მყესით, რომელიც ხელს უწყობს საკვების ყლაპვისას პირის ღრუს მოცულობის გაზრდას. შხამიან გველებს ზედა ყბაზე განლაგებული აქვთ მილიანი ან ღარიანი კბილები, რომლებიც სადინარით უკავშირდება შხამიან ჯირკვლებს. კბენის მომენტში საფერთქლის კუნთი იკუმშება, ჯირკვალს აწვება და გამოიყოფა შხამი.

Page 6: Anastasia kochiashvili
Page 7: Anastasia kochiashvili
Page 8: Anastasia kochiashvili

გიურზა — შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახის მიეკუთვნება. აქვს დაახლოებით 1,5 მ სიგრძის სხეული. რუხი ფერისაა, ზურგზე მუქი კოპლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. გვხვდება ამიერკავკასიაში, დაღესტანში, შუა აზიის რესპუბლიკების სამხრეთ ნაწილში; საქართველოში — შირაქში, გარეჯის უდაბნოში, თბილისის მიდამოებში. გიურზა გვხვდება როგორც ფიროსმანში ისე საბათლოსა და სამთაწყაროში. ბინადრობს ქსეროფიტულ ბიოტოპებში. ადის ზღვის დონიდან 1500 მ-მდე. ზაფხულის დამლევს დებს 15-20 კვერცხს, რომლებიდანაც 35-45 დღის შემდეგ იჩეკება 23-25 სმ სიგრძის წიწილები. გიურზა იკვებება ხვლიკებით, პატარა ფრინველებითა და მღრღნელებით, ბაჭიებით. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის.

გიურზა

Page 9: Anastasia kochiashvili
Page 10: Anastasia kochiashvili

კავკასიური გველგესლა — შხამიანი გველების სახეობაა გველგესლასებრთა ოჯახიდან. ბინადრობს მხოლოდ კავკასიაში. გავრცელებულია ძალზე ფრაგმენტულად. საქართველოში ცნობილია ათზე ნაკლები პოვნის წერტილი. ახასიათებს მალული ცხოვრების ნირი. წყვილდება მაისსა და ივნისში. ცოცხალმშობიარეა. შემოდომაზე ბადებს 5-10 ახალშობილს. იკვებება მღრღნელებით, ახალგაზრდა გველები — მწერებით.

კავკასიური გველგესლა

Page 11: Anastasia kochiashvili
Page 12: Anastasia kochiashvili

დასასრული