6
ღონისძიებები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საია ოცი წლისაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის რიგით მე-7 ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანგარიშების გამოქვეყნებით, საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა, ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში პრაქტიკაში გამოვლენილი ძირითადი ტენდენციების დაფიქსირება, როგორც პროგრესის, ასევე ხარვეზების და გამოწვევების თვალსაზრისით. პროექტი 2012 წლიდან ხორციელდება USAID-ისა და East-West Management Institute-ის მხარდაჭერით. ვრცლად... ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ'' იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის სამწლიანი შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს. ანგარიშში შეჯამებულია 2012-2014 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა გამჭვირვალობისა და საბჭოს გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის მიმართულებით ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომლებიც ეხება მოსამართლეთა დანიშვნას, სხვა სასამართლოში მივლინებას, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებასა და სხვ. ანგარიშის ბოლოს წარმოდგენილია რეკომენდაციები. 2015 წლის, ივნისი საინფორმაციო ბიულეტენი გამოცემა #2 საიამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა საპარლამენტო დებატების ტურნირის ფინალური შეხვედრა გამართა და დებატებში გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. ჩემპიონატი საქართველოს მასშტაბით (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი) მიმდინარეობდა. დებატებში ფონდის სტუდენტები და რეგიონების დებატ-კლუბების წევრები მონაწილეობდნენ. ფოტოგალერეა საპარლამენტო დებატების ტურნირი საიაში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით 2 ივნისს ამერიკის დღეები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. ამერიკის დღეებს საია თბილისსა და რეგიონებშიც შეუერთდა. საინფრმაციო გამოფენაზე ორგანიზაციამ წარმოადგინა USAID - ის მიერ დაფინანსებულ პროექტები, რომლებსაც ორგანიზაცია წლების განმავლობაში ახორციელებს. ფოტოგალერეა ,,დევნილთა სტატუსი მომიხსნეს, თან იმ დროს როდესაც არანაირი შემოსავალი არ მქონდა. ძალიან მიჭირდა, გადავწყვიტე საიაში მოვსულიყავი. როგორც კი მოვედი თქვენი იუირისტი შემხვდა, მელაპარაკა და გამოთქვა სურვილი დამხმარებოდა. ერთი წელი ვიარეთ, განცხადება დამიწერეს, განიხილა სასამართლომ. 2014 წლის მარტის თვეში შემიწყდა სტატუსი და ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებით დევნილთა სამინისტროს მთელი წლის დანაკლისის ანაზღაურება დაეკისრა. ახლა რომ მახსენდება ჩემი ერთი წლის წვალება, ხელები მქონდა ჩაქნეული, თავიდან არც მინდოდა საქმის გაგრძელება, მაგრამ ბოლომდე მიმაყავნინეს საქმე, იმდენი მოინდომეს რომ გავიმარჯვე და გადაწყვეტილება გადმომცეს. დიდი სიყვარულით მინდა მადლობა მოგახსენოთ ასეთი მოპყრობისათვის, მგონია რომ საიაში ყველა ერთნაირი და ყველა კარგები ხართ''. ვრცლად... i საია ამერიკის დღეებს შეუერთდა ვიდეოგალერეა ვრცლად... ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის სამწლიანი შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია

საინფორმაციო ბიულეტენი #2

Embed Size (px)

DESCRIPTION

ივნისი, 2015

Citation preview

Page 1: საინფორმაციო ბიულეტენი #2

ღონისძიებები

საქართველოს ახალგაზრდაიურისტთა ასოციაციასაია ოცი წლისაა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის რიგით მე-7 ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანგარიშების გამოქვეყნებით, საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა, ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში პრაქტიკაში გამოვლენილი ძირითადი ტენდენციების დაფიქსირება, როგორც პროგრესის, ასევე ხარვეზების და გამოწვევების თვალსაზრისით. პროექტი 2012 წლიდან ხორციელდება USAID-ისა და East-West Management Institute-ის მხარდაჭერით.

ვრცლად...

ფოტოგალერეა

ვიდეოგალერეა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ'' იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის სამწლიანი შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.ანგარიშში შეჯამებულია 2012-2014 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა გამჭვირვალობისა და საბჭოს გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის მიმართულებით ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომლებიც ეხება მოსამართლეთა დანიშვნას, სხვა სასამართლოში მივლინებას, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებასა და სხვ. ანგარიშის ბოლოს წარმოდგენილია რეკომენდაციები.

2015 წლის, ივნისისაინფორმაციო ბიულეტენი

გამოცემა #2

საიამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა საპარლამენტო დებატების ტურნირის ფინალური შეხვედრა გამართა და დებატებში გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. ჩემპიონატი საქართველოს მასშტაბით (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი) მიმდინარეობდა. დებატებში ფონდის სტუდენტები და რეგიონების დებატ-კლუბების წევრები მონაწილეობდნენ.

ფოტოგალერეა

����� ��������� ���������� ����������� ������ �������� “���������� �� ������������� ����������

����������” �������� ��������� �������

საპარლამენტო დებატების ტურნირი საიაში

ამერიკის საელჩოს ორგანიზებით 2 ივნისს ამერიკის დღეები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. ამერიკის დღეებს საია თბილისსა და რეგიონებშიც შეუერთდა. საინფრმაციო გამოფენაზე ორგანიზაციამ წარმოადგინა USAID - ის მიერ დაფინანსებულ პროექტები, რომლებსაც ორგანიზაცია წლების განმავლობაში ახორციელებს.

ფოტოგალერეა

,,დევნილთა სტატუსი მომიხსნეს, თან იმ დროს როდესაც არანაირი შემოსავალი არ მქონდა. ძალიან მიჭირდა, გადავწყვიტე საიაში მოვსულიყავი. როგორც კი მოვედი თქვენი იუირისტი შემხვდა,

მელაპარაკა და გამოთქვა სურვილი დამხმარებოდა. ერთი წელი ვიარეთ, განცხადება დამიწერეს, განიხილა სასამართლომ. 2014 წლის მარტის თვეში შემიწყდა სტატუსი და ახლა სასამართლოს

გადაწყვეტილებით დევნილთა სამინისტროს მთელი წლის დანაკლისის ანაზღაურება დაეკისრა. ახლა რომ მახსენდება ჩემი ერთი წლის წვალება, ხელები მქონდა ჩაქნეული, თავიდან არც მინდოდა საქმის გაგრძელება, მაგრამ ბოლომდე მიმაყავნინეს საქმე, იმდენი მოინდომეს რომ გავიმარჯვე და

გადაწყვეტილება გადმომცეს. დიდი სიყვარულით მინდა მადლობა მოგახსენოთ ასეთი მოპყრობისათვის, მგონია რომ საიაში ყველა ერთნაირი და ყველა კარგები ხართ''.

ვრცლად...

i

საია ამერიკის დღეებს შეუერთდა

ვიდეოგალერეა

ვრცლად...

ფოტოგალერეა

ვიდეოგალერეა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის სამწლიანი შემაჯამებელი ანგარიშის

პრეზენტაცია

Page 2: საინფორმაციო ბიულეტენი #2

ფოტოგალერეა

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდში ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების სკოლები, რომლის ფარგლებშიც 9-12 კლასის მოსწავლეები პრაქტიკული სამართლის საკითხებს შეისწავლიან. სამოქალაქო სკოლაში 2014-2015 წლის სასწავლო წელი დასრულდა. ამასთან დაკავშირებით ივნისის თვეში თბილისსა და რეგიონებში გაიმართა კონკურსი ,,ბრეინ-რინგი’’ და წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

განცხადებები

აღნიშნულ საქმეზე პატიმარს, რომელსაც რამდენიმე დღეში უნდა დაეტოვებინა სასჯელაღსრულების დაწესებულება, პროკურატურამ ცრუ დასმენის ბრალდება წაუყენა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მან პრევენციის ეროვნულ მექანიზმს მიაწოდა მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულს რამდენიმე საათიანი ინტერვალით წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის განცხადება იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აღნიშნულ პატიმარს (ბრალდებულს) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული და რომლის განხილვაც სასამართლოში არ იყო დასრულებული.

26 ივნისს, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა უზრუნველყოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროული, დამოუკიდებელი და სრულყოფილი გამოძიება.მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა წამებასთან ბრძოლის მიმართულებით, საიას განცხადებით წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირება არასრული და არაეფექტურია.

საიას განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან

დაკავშირებით

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის საკვირაო სკოლაში

სწავლა დასრულდა

საია გიორგი ოქროპირიძის საქმეზე პრემიერის განცხადებას და პროკურატურის თანმდევ

მოქმედებებს უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევად და საშიშ პრეცედენტად მიიჩნევს

ვრცლად...

ვრცლად...

ვიდეოგალერეა

საიას განცხადება თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ.

“კაბელების”საქმეზე

საია თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ ,,კაბელების საქმეზე’’ საქალაქო სასამრთლოს 5 ივნისის განჩინებას გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებით სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული. ამასთან, ბრალდების მხარის უმთავრესი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობით, სასამართლომ სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბრალდების დასაბუთებულობა და უტყუარობა, რაზეც დაცვის მხარე აღნიშნული პირების დაკავების მომენტიდან საუბრობდა. თუმცა, უარყოფით შეფასებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლომ, კანონის არასწორ განმარტებაზე დაყრდნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა.

ვრცლად...

აღნიშნულ საქმეზე პატიმარს, რომელსაც რამდენიმე დღეში უნდა დაეტოვებინა სასჯელაღსრულების დაწესებულება, პროკურატურამ ცრუ დასმენის ბრალდება წაუყენა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მან პრევენციის ეროვნულ მექანიზმს მიაწოდა მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულს რამდენიმე საათიანი ინტერვალით წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის განცხადება იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აღნიშნულ პატიმარს (ბრალდებულს) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული და რომლის განხილვაც სასამართლოში არ იყო დასრულებული.

საია სახელმწიფოს მოუწოდებს, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა და მათ

მიმართ მუქარის ფაქტის ეფექტური გამოძიება

ვრცლად...

Page 3: საინფორმაციო ბიულეტენი #2

საია პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.საიას თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით ,,სახელმწიფო და კანონი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა ადამიანის თანასწორობა და მისი პოლიტიკა თუ კანონმდებლობა არ შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც რაიმე ნიშნით ვინმეს აფიქრებინებს, რომ ის არის მეორეხარისხოვანი ადამიანი და მოქალაქე''.

ნაცვლიშვილმა ამ თემაზე ტელეკომპანია “იმედის’’ ეთერში გამართულ დებატებზეც ისაუბრა.

საია ახორციელებს პროექტს ,,ინფორმირებული მოქალაქეები საჯარო სამსახურში’’, რომლის მიზანია გააქტიუროს და ჩართოს მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, ხელი შეუწყოს მათ ურთიერთთანამშრომლობას და მოახდინოს მოქალაქეთა მონაწილეობის საუკეთესო მოდელის შემუშავება. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საინფორმაციო სახის კამპანია, საჯარო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით, რის შედეგად ხდება მოქალაქეების ყოფითი პრობლემების გამოკვეთა, რომლის აღმოფხვრა ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას წარმოადგენს და მათი გადაჭრის გზების დასახვა. საზოგადოებას გააცნობს.

სტრატეგიული სამართალწარმოება

ადვოკატირება

ვიდეოგალერეა

2010 წელს საიამ მომჩივნის ზ.ჯაყელის სახელით საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან გაირკვა, რომ მომჩივანს დანაშაულის ჩადენის დროს გააჩნდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. წინასწარი გამოძიების განმავლობაში ის არ იყო უზრუნველყოფილი ადვოკატის დაცვით, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირი ექვემდებარებოდა სავალდებულო წესით დაცვას როგორც საქართველოს კანონმდებლობის (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის I-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტი, 1998 წლის 20 თებერვლის მოქმედი რედაქცია), ასევე ევროპული კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად.აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 12 მაისს გამოიტანა განჩინება, რის საფუძველზეც მთავრობამ ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი მორიგების პირობების თანახმად აღიარა ჯაყელის მიმართ სავალდებულო დაცვის უფლების დარღვევა და მომჩივნის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აიღო.

საია ახორციელებს პროექტს ,,ინფორმირებული მოქალაქეები საჯარო სამსახურში’’

საიას საჩივრის საფუძველზე ხელისუფლებამ ევროპული სასამართლოს წინაშე ზ.ჯაყელის

მიმართ სავალდებულო დაცვის უფლების დარღვევა აღიარა

საია პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა

ვიდეოგალერეა

ვრცლად...

Page 4: საინფორმაციო ბიულეტენი #2

წარმატებული საქმეები

კოალიციური აქტივობა

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებათა დარღვევების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ფორუმი გამართა. ფორუმზე წარმოადგინეს რეკომენდაციები, რომელთა მიზანია სამართლის აღსრულება ჩადენილი დარღვევების მიმართ იმგვარად, რომ პროცესი დაცული იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან.

ვრცლად...

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო საპილოტე პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“. მიმდინარე წლის 13 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი და მიიღონ საჭირო ცოდნა საარჩევნო თემებზე. პროექტის მიზანია უზრუნველყოს ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა ქვეყნის საარჩევნო და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ამასთანავე აღნიშნული პროექტის მხარდასაჭერად საია, პარტნიორ ორგანიზაცია ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - სააქართველოსთან’’ ერთად პარალელურად ახორციელებს პროექტს ,,ახალი თაობის ხედვა’’.

2015 წლის 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში IDFI -ის დირექტორის გიორგი კდლიაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. გიორგი კლდიაშვილის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.საიას თბილისის ოფისი ასევე იცავდა კლდიაშვილის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე (236-ე მუხლის მეორე ნაწილი) გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, ხოლო მისი დაკავება უკანონოდ იქნა ცნობილი.

იხილეთ არასამთავრობოების განცხადება გიორგი კლდიაშვილის საქმესთან დაკავშირებით

საიას ზუგდიდის ოფისი სასამართლოში იცავდა მოქალაქის ინტერესებს, რომელსაც ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში საიას დაცვის ქვეშ მყოფმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს. სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული არ იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რაიონ სოფელ ზედა ეწერში მთავარი სამმართველოს თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დროს.

ვრცლად...

ფოტოგალერეა

ვიდეოგალერეა

საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით მოქალაქეს მიმართ სასამართლომ

გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

2015 წლის 16 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაზეთი ,,ბათუმელების’’ მიერ შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ,,ერთსულოვნების’’ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.

,,გაზეთი ბათუმელების’’ ინტერესებს საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი წარმოადგენდა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ტელევიზია ,,ერთსულოვნების’’ ეთერით გასული სიუჟეტი ,,სიმართლე წმიდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონზე’’ შეეხებოდა ,,გაზეთი ბათუმელების’’ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას აღნიშნულ გიმზანია-პანსიონში მოსწავლესა და მასწავლებლებს შორის მომხდარ უთანხმოების თაობაზე. სიუჟეტში უარყოფითად იყო წარმოჩენილი გაზეთის საქმიანობა.მარეგულირებელ კომისიაში საიას მიერ წარდგენილი საჩივრის შედეგად მაუწყებელმა განიხილა „გაზეთი ბათუმელების“ მიმართვა, საჩივრის დაზუსტების შემდეგ კი აღიარა ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის’’ დარღვევა და საჩივარი სრულად დააკმაყოფილა.

ვრცლად...

ფორუმი წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევების მიმართ პოლიტიკაზე

„საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ - საპილოტე პროექტი ახალგაზრდებისთვის

საიას დახმარებით გაზეთი ,,ბათუმელების’’ მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა

საიას დავა გიორგი კლდიაშვილის საქმეზე სასამართლოში წარმატებით დასრულდა

Page 5: საინფორმაციო ბიულეტენი #2

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე მმართველი კოალიციის პოზიციას გამოეხმაურნენ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტერული სისტემის გაუქმებასა და პროპორციული სისტემის დანერგვას, მხოლოდ 2020 წლისთვის ითვალისწინებს.წარმოდგენილი ცვლილებები, ნაწილობრივ ეხმიანება იმ პრობლემებს, რომელიც მოქმედ საარჩევნო სისტემას ახასიათებს და იგი კომპლექსურად ვერ უზრუნველყოფს საქართველოში კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას.

არასამთავრობოების განცხადება საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე

მმართველი კოალიციის პოზიციასთან დაკავშირებით 2015 წლის 16 ივნისს ქართულმა არასამთავრობო

ორგანიზაციებმა თბილისში ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშების პირველადი მიგნებები და პროექტის ფარგლებში მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები წარადგინეს. საიას თავმჯდომარემ ისაუბრა მართლმსაჯულების სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და წარმოადგინა პროკურატურის რეფორმის თაობაზე მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი. ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს 6 არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" მხარდაჭერით ახორციელებს.

ვრცლად...

19 და 20 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლები ვენეციის კომისიის სხდომებს დაესწრნენ. სხდომებზე „პროკურატურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არის ინიცირებული. აღნიშნულმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს 30-ზე მეტი არასამთავრობოს მიერ კოალიციის ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ფარგლებში შემუშავებული მოსაზრებები.

ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგი

კოალიციამ ვენეციის კომისიის სხდომაზე პროკურატურის რეფორმასთან

დაკავშირებით მოსაზრებები წარადგინა

ფოტოგალერეა

ვიდეოგალერეა

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი ადგილობრივი არასამთავრობო

ორგანიზაციების მიმართვა

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინეს, რაც პარტიების მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში 50%-იან კვოტირებას გულისხმობს. აღნიშნული ცვლილება პარლამენტში ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფს.არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით სახელმწიფო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს არსებული დისბალანსი და ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, რათა საზოგადოებაში ქალთა მიმართ მომძლავრებული ძალადობა და ქალთა წლად გამოცხადებული 2015 წელი, საერთო ძალისხმევითა და მონდომებით, იქცეს ისტორიულ გარდატეხად ქვეყანაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის.

ვრცლად...

ვრცლად...

Page 6: საინფორმაციო ბიულეტენი #2

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა პარლამენტის წევრებს “უსაფრთხოების

სამსახურის შესახებ” მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით

არასამთავრობოები პოზიტიურად აფასებენ საპოლიციო და უშიშროების სამსახურების გამიჯვნის ინიციატივას. თუმცა მათი თქმით გამიჯვნა რეალურ შინაარსს უნდა ატარებდეს და ქმნიდეს არამხოლოდ ინსტიტუციური, არამედ ფუნქციური გაყოფის საფუძველს. ხოლო შემოთავაზებული კანონპროექტი აღნიშნულ გარანტიას ვერ ქმნის. ის მხოლოდ ფორმალურ გამიჯვნას წარმოადგენს და დამატებით უკავშირდება არაერთი ახალი საფრთხის წარმოშობას ადამიანის უფლებებისა და კანონიერი მმართველობის პრინციპის წინააღმდეგ. ამიტომ პარლამენტის წევრებისადმი მიმართვაზე ხელმომწერმა ორგანიზაციებმა კანონმდებლებს მოუწოდეს არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტის არსებულ რედაქციას და ხელი შეუწყონ მსჯელობის გაგრძელებას კანონპროექტთან დაკავშირებით.

ვრცლად...

ვიდეოგალერეა

პრესკონფერენცია ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით

ქალთა მოძრაობის წევრებმა ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღო საიას თავმჯდომარემ. აღნიშნული საკითხი ქვეყანაში დღემდე ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად რჩება. ერთის მხრივ, იკვეთება, რომ როგორც საზოგადოებაში ასევე სახელმწიფოს მხრიდან დაბალია პრობლემის გააზრებისა და აღიარების ხარისხი. მეორეს მხრივ არ არსებობს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს შორის ერთიანი კოორდინირებული მიდგომა და სტრატეგია პრობლემის დასაძლევად.ქალთა უფლებების დაცვა საიას საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საია გააგრძელებს ადრეული ქორწინებების თემაზე მუშაობას.

ვიდეოგალერეა