Upload
levan-jgerenaia
View
328
Download
0
Embed Size (px)
DESCRIPTION
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოფაქტები და მონაცემები
Citation preview
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო _________________________________________________
1959 . 50 . 2009
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ფაქტები და მონაცემები
1959-2009
ევროპის საბჭო
წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია სასამართლოს სამდივნოს მიერ და არ ავალდებულებს სასამართლოს. ის გამიზნულია სასამართლოს საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოსაწოდებლად.
დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ სამდივნოს მიერ გამოცემული დოკუმენტებით, რომლებიც ხელმისაწვდომია სასამართლოს ვებ გვერდზე: www.echr.coe.int.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს დაარსებიდან 50 წლისთავს
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ევროპის საბჭოს ფარგლებში შემუშავებული საერთაშორისო ხელშეკრულება, ხელმოსაწერად გაიხსნა ქ. რომში 1950 წელს და ძალაში შევიდა 1953 წელს. კონვენციის მნიშვნელობა მდგომარეობს არა მხოლოდ მასში განსაზღვრული ძირითადი უფლებების მასშტაბებში, არამედ, აგრეთვე, ამ უფლებათა დაცვის სისტემაში, რომელიც შეიქმნა სტრასბურგში, სავარაუდო დარღვევათა განხილვის და სახელმწიფოთა მიერ კონვენციის თანახმად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. ამგვარად, 1959 წელს დაარსდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.
თავდაპირველი სისტემის თანახმად, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ვალდებულებების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ნაწილდებოდა სამ ინსტიტუტს - ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შორის. ინდივიდუალური განმცხადებლების და ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილი ყველა განაცხადი ექვემდებარებოდა პირველად განხილვას კომისიის მიერ, რომელიც წყვეტდა მათი მისაღებობის საკითხს. საჩივრის მისაღებად გამოცხადების შემთხვევაში, თუკი არ მიიღწეოდა მორიგება მხარეებს შორის, კომისია წარმოადგენდა მოხსენებას, რომელიც ადგენდა ფაქტებს და საკონსულტაციო მოსაზრებას, საჩივრის არსებით მხარესთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, კომისიასა და/ან მოპასუხე სახელმწიფოს მთავრობას შეეძლოთ, საჩივარი გადაეცათ სასამართლოსათვის, რათა მას გამოეტანა საბოლოო, სავალდებულო ხასიათის გადაწყვეტილება. თუკი საქმე არ გადაეცემოდა სასამართლოს, მას განიხილავდა მინისტრთა კომიტეტი.
1998 წლის 1 ნოემბრიდან, მაშინ როცა ძალაში შევიდა მე-11 ოქმი, ზემოხსენებულ პირველ ორ ინსტიტუტს ჩაენაცვლა ერთიანი, მუდმივმოქმედი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა, პირდაპირ მისთვის მიემართათ საჩივრით.
გასული ნახევარი საუკუნის მანძილზე სასამართლომ გამოიტანა 10,000-ზე მეტი განჩინება. მათი აღსრულება სავალდებულოა მოპასუხე სახელმწიფოებისათვის და შესაბამისად, აიძულებს მთავრობებს, შეიტანონ შესწორებები ეროვნულ კანონმდებლობასა და ადმინისტრაციულ პრაქტიკაში მრავალ სფეროში. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მეშვეობით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იქცა დინამიურ და მძლავრ ინსტრუმენტად ევროპაში ახალი გამოწვევებისა თუ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცების მიმდინარე პროცესში.
სასამართლოს ბინა უდევს ადამიანის უფლებათა სასახლეში სტრასბურგში, რომლის მშენებლობაც დასრულდა 1994 წელს ბრიტანელი არქიტექტორის, ლორდ რიჩარდ როჯერსის პროექტი მიხედვით. მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ ამ შენობაში სასამართლო მეთვალყურეობს 800 მილიონი ევროპელის ადამიანის უფლებათა დაცვას, მცხოვრების 47 სახელმწიფოში, რომელთა მიერაც რატიფიცირებულია კონვენცია.
საკვანძო თარიღები
1959 წლის 21 იანვარი
ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ასამბლეის მიერ არჩეულ იქნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პირველი წევრები
1959 წლის 23-28 თებერვალი
სასამართლოს პირველი მოსმენა
1959 წლის 20 აპრილი
სასამართლოს საზეიმო გახსნა ევროპის საბჭოს დაარსების ათი წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით
1959 წლის 15-16 სექტემბერი
სასამართლო ირჩევს მის თავმჯდომარეს, ლორდ მაკნეირს, მის მოადგილეს, რენე კასენსა და მდივანს, პოლის მოდინოსს.
1959 წლის 18 სექტემბერი
სასამართლო ამტკიცებს მის რეგლამენტს
1960 წლის 14 ნოემბერი
სასამართლოს პირველი განჩინება საქმეზე – ლოულესი ირლანდიის წინააღმდეგ (Lawless v. Ireland)
1998 წლის 1 ნოემბერი
კონვენციის მე-11 ოქმის ძალაში შესვლა, “ახალი სასამართლოს” შექმნის შესახებ
2004 წლის 13 მაისი
მე-14 ოქმის ხელმოსაწერად გახსნა, კონვენციის სამეთვალყურეო სისტემაში შესწორებების შეტანის შესახებ
2008 წლის 18 სექტემბერი
სასამართლომ გამოიტანა მე-10,000 განჩინება
სასამართლო ერთეულებისადმი მიკუთვნებული განაცხადები 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით
სასამართლო ერთეულებისადმი მიკუთვნებული განაცხადები იმგვარი საჩივრებია, რომლებიც სასამართლომ მიიღო სათანადოდ შევსებული ფორმით, თანდართული საჭირო დოკუმენტაციის ასლებით. ამ განაცხადებს განიხილავს სასამართლოს კომიტეტი ან პალატა. ეს მონაცემები არ მოიცავს წინასწარი განხილვის სტადიაში არსებულ საჩივრებს (არასრულყოფილად შედგენილი საქმეები).
გადაცემული საქმეები განხილვის სტადიაში 2009 წლის 1 იანვარს შესაბამისი ორგანოს წინაშე განხილვის სტადიაში იყო დაახლოებით 97,300 განაცხადი. მათგან ნახევარზე მეტი მიმართული იყო ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ: რუსეთი, თურქეთი ან რუმინეთი.
ჩეხეთის რესპუბლიკა 2,100 (2,2%)
ბულგარეთი 2,250 (2.3%)
საფრანგეთი 2,400 (2,5%)
მოლდოვა 2,450 (2,5%)
გერმანია 2,500 (2,6%)
სლოვენია 3,200 (3,3%)
პოლონეთი 3,500 (3,6%)
იტალია 4,200 (4,3%)
უკრაინა 8,250 (8,5%)
რუმინეთი 8,900 (9,1%)
თურქეთი 11,100 (11,4%)
რუსეთი 27,250 (28,0%)
ყველა სხვა 19,200 (19,7%)
სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებები 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით
სასამართლო რეფორმის განხორციელების შემდგომ, 1998 წლის 1 ნოემბრიდან საგრძნობლად გაიზარდა სასამართლოში შეტანილ საჩივართა რაოდენობა. რეფორმიდან სულ რაღაც ათ წელიწადში, სასამართლოს დაარსების 50 წლისთავის მოახლოებისთვის, სასამართლომ გამოიტანა თავისი მე-10,000 განჩინება. დღიდან მისი დაარსებისა 1959 წელს, განჩინებათა 90%-ზე მეტი გამოტანილ იქნა 1998-2008 წლებში.
უკანასკნელ წლებში, სასამართლომ აქცენტი მიმართა კომპლექსური საჩივრების განხილვაზე და გადაწყვიტა, განახორციელოს ზოგიერთი იმგვარი განაცხადის გაერთიანება, რომლებიც წამოჭრის მსგავს სამართლებრივ საკითხებს, რათა შეძლოს მათი ერთობლიობაში განხილვა. ამდენად, თუმცა სასამართლოს მიერ ყოველწლიურად გამოტანილ განჩინებათა რიცხვი წარსულის მსგავსად სწრაფად აღარ მატულობს, სასამართლო განიხილავს უფრო მეტ განაცხადს.
განჩინებები დარღვევების შესახებ სახელმწიფოების მიხედვით 1959-2009
2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით
პოლონეთი 5,99%
რუსეთი 6,08%
საფრანგეთი 6,99%
თურქეთი 18,33%
იტალია 18,47%
სხვები 44,11%
სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებათა ნახევარზე მეტი შეეხება ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოდან ოთხს: იტალია (1,953 განჩინება), თურქეთი (1,939 განჩინება), საფრანგეთი (740 განჩინება) და რუსეთი (643 განჩინება). დღიდან მისი დაარსებისა 1959 წელს, საქმეთა 81%-ზე მეტში სასამართლომ ცნო კონვენციის სულ მცირე ერთი უფლების დარღვევა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ.
დარღვევის შესახებ განჩინებები საგნობრივად 1959-2009
2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით
სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი) 7,86%
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი) 10,15%
საკუთრების დაცვა (1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი) 14,44%
საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (მე-6 მუხლი) 21,49%
სამართალწარმოების ხანგრძლივობა (მე-6 მუხლი) 28,07%
სხვა 16,00%
დარღვევის შესახებ განჩინებათა ნახევარზე მეტი შეეხება მე-6 მუხლის დარღვევას, როგორც საქმის სამართლიანი განხილვის, ისე სამართალწარმოების ხანგრძლივობის კუთხით. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ გამოვლენილ დარღვევათა 64% შეეხება მე-6 მუხლსა (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და 1-ლი ოქმის 1-ლ მუხლს (საკუთრების დაცვა). და ბოლოს, სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევათა 8% უკავშირდება სიცოცხლის უფლებას ან წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვას (კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლები).
სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებათა მაგალითები მე-2 მუხლი
სიცოცხლის უფლება
• პოლიციის მიერ განხორციელებული სასიკვდილო გასროლები ირლანდიის რესპუბლიკური არმიის (IRA) წევრთა მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ გიბრალტარის სრუტეში ტერორისტული აქტის მოწყობაში – დარღვევა
მაკკენი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (McCann and others v.the United Kingdom), 1995 წლის 27 სექტემბერი
• სროლები ჩრ. ირლანდიაში და ეფექტიანი გამოძიების არარსებობა –დარღვევა
მაკკერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (McKerr v. the United Kingdom), 2001 წლის 4 მაისი
• გაუჩინარების ფაქტები თურქეთის მიერ კვიპროსის ოკუპაციის შემდგომ და ეფექტიანი გამოძიების არარსებობა – დარღვევა
კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (Cyprus v. Turkey), 2001 წლის 10 მაისი
• ცოლის თვითმკვლელობაში დახმარებისთვის ქმრის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ წინასწარ თანხმობაზე უარი _ დარღვევის გარეშე
პრეტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Pretty v. the United Kingdom), 2002 წლის 29 აპრილი
• ადამიანების სიკვდილი ნაგავსაყრელზე მომხდარი აფეთქების შედეგად, რომლის მომიჯნავედ სტიქიურად იყო გაშენებული დასახლება – დარღვევა
იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ (Öneryıldız v. Turkey), 2004 წლის 30 ნოემბერი
• მშვიდობიან მოქალაქეთა ავტოკოლონისა და სოფლის დაბომბვა ჩეჩნეთში – დარღვევა
ისაევა, იუსუპოვა და ბაზაევა რუსეთის წინააღმდეგ (Isayeva, Yusupova and Bazayeva v. Russia) და ისაევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Isayeva and others v. Russia), 2005 წლის 24 თებერვალი
• სამხედრო მოსამსახურეთა მიერ განხორციელებული მკვლელობები ჩეჩნეთში – დარღვევა
კაშიევი და აკაევა რუსეთის წინააღმდეგ (Khashiyev and Akayeva v, Russia), 2005 წლის 24 თებერვალი
• ორი ბოშა წვევამდელის სასიკვდილოდ დაჭრა სამხედრო პოლიციის მიერ და ეფექტიანი გამოძიების არარსებობა – დარღვევა
ნაჩოვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (Nachova and others v. Bulgaria), 2005 წლის 6 ივლისი
• შიდსით დაავადებულის გარდაცვალება პოლიციის განყოფილების გამოსაფხიზლებელში – დარღვევა
ტაისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Taïs v. France), 2006 წლის 1 ივნისი
• პოლიციის უუნარობა, დაეცვა განმცხადებლის შვილები, რომლებიც მოკლა მამამ – დარღვევა
კონტროვა სლოვაკეთის წინააღმდეგ (Kontrova v. Slovakia), 2007 წლის 31 მაისი
• ჩეჩნეთში მომხდარი გაუჩინარება რუსი სამხედრო მეთაურის ბრძანების შემდგომ, ესროლათ განმცხადებლის ვაჟიშვილისთვის და ეფექტიანი გამოძიების არარსებობა – დარღვევა.
ბაზორკინა რუსეთის წინააღმდეგ (Bazorkina v. Russia), 2007 წლის 27 ივლისი
• ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილი ასფიქსიით, რომელიც პოლიციის თანამშრომლებს, ხელბორკილებით, პირქვე ეწვინათ მიწაზე – დარღვევა.
საუდი საფრანგეთის წინააღმდეგ (Saoud v. France), 2007 წლის 9 ოქტომბერი
მე-3 მუხლი
წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა
წამების აკრძალვა
• წამება პოლიციის დაწესებულებაში _ დარღვევა
სელმუნი საფრანგეთის წინააღმდეგ (Selmouni v. Framce), 1999 წლის 28 ივლისი
• ოპოზიციის ლიდერის წამება და ეფექტიანი გამოძიების არარსებობა –დარღვევა
მამადოვი (ჯალალოღლუ) აზერბაიჯანის წინააღმდეგ (Mammadov (Jalaloglu) v. Azerbaijan), 2007 წლის 11 იანვარი
• პატიმრობის პირობების გამო მოშიმშილე პატიმრის კვება ძალდატანებით – დარღვევა.
ჩიორაპი მოლდოვას წინააღმდეგ (Ciorap v. Moldova), 2007 წლის 19 ივნისი
არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა
• პატიმრებისადმი მოპყრობა ჩრ. ირლანდიაში – დარღვევა
ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. The United Kingdom), 1978 წლის 18 იანვარი
• სამი როზგით გამოხატული სხეულებრივი დასჯა სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო – დარღვევა.
ტაირერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Tyrer v. The United Kingdom), 1978 წლის 25 აპრილი
• გადაწყვეტილება განმცხადებლის აშშ-ში ექსტრადირების შესახებ, სადაც მას ემუქრებოდა სასიკვდილო განაჩენი განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის – დარღვევა.
სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Soering v. The United Kingdom), 1989 წლის 7 ივლისი
• სოციალური სამსახურების უუნარობა, მოერიდებინათ ბავშვები მშობლებისგან, რომლებიც გულგრილად ეპყრობოდნენ მათ – დარღვევა.
ზ. და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (z. and others v. The United Kingdom), 2001 წლის 10 მაისი
• პატიმრობის პირობები – დარღვევა.
კალაშნიკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Kalashnikov v. Russia), 2002 წლის 15 ივლისი
• უარი უკურნებელი სენით დაავადებული პატიმრის გათავისუფლებაზე და მისი პატიმრობის პირობები, მათ შორის ხელბორკილების დადება –დარღვევა.
მუიზელი საფრანგეთის წინააღმდეგ (Mouisel v. France), 2002 წლის 14 ნოემბერი
• საპატიმრო ადგილის გადატვირთულობა, სივრცის შემოსაზღვრა და საკვებისა და წყლის უკმარისობა – დარღვევა.
კადიკისი ლატვიის წინააღმდეგ (¹2) (Kadiķis v. Latvia (¹2)), 2006 წლის 4 მაისი
• ტერორისტული აქტების ჩადენაში ეჭვმიტანილი განმცხადებლის გაჭიანურებული პატიმრობა იზოლირებულ საკანში – დარღვევის გარეშე.
რამირეს სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ (Ramirez Sanchez v. France), 2006 წლის 4 ივლისი
• ამოსაზიდი საშუალების იძულებით მიცემა ნარკოტიკებით მოვაჭრისთვის, რომელსაც მიღებული ჰქონდა პოლიეთილენში მოთავსებული ნარკოტიკული ნივთიერება – დარღვევა
იალო გერმანიის წინააღმდეგ (Jalloh v. Germany), 2006 წლის 11 ივლისი
• ხუთი წლის გოგონას დაკავება და გაძევება _ დარღვევები
მუბილანზილა მაიეკა და კანიკი მიტუნგა ბელგიის წინააღმდეგ (Mubilanzila Mayeka and Kaniki Mitunga v. Belgium), 2006 წლის 12 ოქტომბერი
• სულიერი აშლილობის მქონე პირის პატიმრობის პირობები _ დარღვევა
დიბეკუ ალბანეთის წინააღმდეგ (Dybeku v. Albania), 2007 წლის 18 დეკემბერი
• ტერორისტის მიმართ უდიერად მოპყრობის რისკი მისი ტუნისში დეპორტირების შემთხვევაში, სადაც ის დაუსწრებლად იქნა გასამართლებული _ დარღვევა.
საადი იტალიის წინააღმდეგ (Saadi v. Italy), 2008 წლის 28 თებერვალი
• 71 წლის პირის ვალდებულება, გაევლო სამხედრო სამსახური _ დარღვევა
ტასტანი თურქეთის წინააღმდეგ (Taştan v. Turkey), 2008 წლის 4 მარტი
მე-4 მუხლი
მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა
• პრაქტიკაზე მყოფი ადვოკატის ვალდებულება, ანაზღაურების გარეშე დაეცვა ბრალდებული _ დარღვევის გარეშე.
ვან დერ მუსელი ბელგიის წინააღმდეგ (Van der Mussele v. Belgium), 1983 წლის 23 ნოემბერი
• “ოჯახური მონობის” აღკვეთის შესახებ ფრანგული კანონის შეუსაბამობა _ დარღვევა.
სილიადინი საფრანგეთის წინააღმდეგ (Siliadin v. France), 2005 წლის 26 ივლისი
მე-5 მუხლი
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
• მაწანწალების დაპატიმრება _ დარღვევა.
დე ვილდე, ოომსი და ვერსიპი ბელგიის წინააღმდეგ (De Wilde, Ooms and Versype v. Belgium), 1970 წლის 18 ნოემბერი
• უარი განმცხადებლის გათავისუფლებაზე, მიუხედავად მისი გამართლებისა _ დარღვევა.
ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ (Assanidze v. Georgia), 2004 წლის 8 აპრილი
• ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (HIV) ინფიცირებული პირის იძულებითი იზოლირება ვირუსის სხვათათვის გადადების რისკის საფუძველზე _ დარღვევა.
ენჰორნი შვედეთის წინააღმდეგ (Enhorn v. Sweden), 2005 წლის 25 იანვარი
• წინასწარი პატიმრობის ვადის ავტომატურად განგრძობა _ დარღვევა.
სვიპსტა ლატვიის წინააღმდეგ (Svipsta v. Latvia), 2006 წლის 9 მარტი
• პატიმრობის მაქსიმალური ვადის შესახებ კანონის დებულებიდან გადახვევა, რაც გამოიხატა პირის გათავისუფლებიდან ათ წუთში მის ხელახალ დაპატიმრებაში _ დარღვევა.
ჯონი საბერძნეთის წინააღმდეგ ( John v. Greece), 2007 წლის 10 მაისი
მე-6 მუხლი
საქმის სამართლიანი განხილვის უფლება
• უარი ადვოკატთან გასაუბრებაზე პატიმარს, რომელსაც სურდა სამართლწარმოების დაწყება ციხის თანამშრომლის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით _ დარღვევა.
გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Golder v. The United Kingdom), 1975 წლის 21 თებერვალი
• უარი წარმომადგენლობაზე მომჩივანს, რომელიც სხდომას არ ესწრებოდა _ დარღვევა.
ვან გეიზეგემი ბელგიის წინააღმდეგ (Van Geyseghem v. Belgium) 1999 წლის 21 იანვარი
• მსჯავრდება პოლიციის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაუცემლობისთვის _ დარღვევა.
ჰენი და მაკგინესი ირლანდიის წინააღმდეგ და ქუინი ირლანდიის წინააღმდეგ (Heaney and McGuinness v. Ireland and Quinn v. Ireland), 2000 წლის 21 დეკემბერი
• სამოქალაქო პირთა გასამართლება სამხედრო სასამართლოების მიერ ჩრ. კვიპროსში _ დარღვევა.
კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (Cyprus v. Turkey), 2001 წლის 10 მაისი
• მოსამართლის მიერ პრესაში გაკეთებული განცხადებების ზეგავლენა უდანაშაულობის პრეზუმფციაზე _ დარღვევა.
ლავენტსი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia), 2002 წლის 28 ნოემბერი
• მოსამართლის მიკერძოებულობა მისი ქმრის დავალიანების გამო ერთ-ერთი მხარისადმი _ დარღვევა.
პეტურ ტორ სიგურდსონი ისლანდიის წინააღმდეგ (Pétur Thór Sigurđsson v. Iseland), 2003 წლის 10 აპრილი
• მედიაკამპანიის ზეგავლენა სასამართლოს მიუკერძოებლობაზე _ დარღვევის გარეშე.
კრაქსი იტალიის წინააღმდეგ (Craxi v. Italy(¹2)), 2003 წლის 17 ივლისი
• განმცხადებლის დამნაშავედ ცნობა კანონის შესაბამისად ბრალის დადასტურებამდე _ დარღვევა.
მატიაშევიჩი სერბეთის წინააღმდეგ (Matijašević v.Serbia), 2006 წლის 19 სექტემბერი
• მოსამართლის მიკერძოებულობა, გამომდინარე იქიდან, რომ წინარე სამართალწარმოებისას ის იყო განმცხადებლის ოპონენტის იურიდიული ექსპერტი _ დარღვევა.
შვარცი და კავნიკი სლოვენიის წინააღმდეგ (Švarc and Kavnik v. Slovenia), 2007 წლის 8 თებერვალი
• ბრალდებულისა და მოწმეებისგან წამებით მოპოვებული ჩვენებების გამოყენება სასამართლო განხილვისას _ დარღვევა.
ჰარუთუნიანი სომხეთის წინააღმდეგ (Harutyunyan v. Armenia), 2007 წლის 28 ივნისი
• ავტომობილის მფლობელის ვალდებულება, სისხლისსამართლებრივი დევნისას წარმოედგინა ინფორმაცია მძღოლის შესახებ _ დარღვევის გარეშე.
ო’ჰალორანი და ფრანსისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (O’Halloran and Francis v. The United Kingdom), 2007 წლის 29 ივნისი
მე-7 მუხლი
არავითარი სასჯელი კანონის გარეშე
• აღმოსავლეთ გერმანიის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისა და მესაზღვრის მსჯავრდება გერმანიის გაერთიანების შემდგომ, იმის გამო, რომ მათ მიიღეს მონაწილეობა აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრებთა მკვლელობაში, როდესაც ეს უკანასკნელნი ცდილობდნენ, თავი შეეფარებინათ დასავლეთ გერმანიისათვის _ დარღვევის გარეშე.
შტრელეცი, კესლერი და კრენცი გერმანიის წინააღმდეგ და კ.-ჰ.ვ. გერმანიის წინააღმდეგ (Streletz, Kessler and Krenz v. Germany and K.-H.W. v. Germany), 2001 წლის 22 მარტი
მე-8 მუხლი
პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება
• შვილად აყვანის ვალდებულება მარტოხელა დედისთვის, რათა მის გოგონას ესარგებლა მემკვიდრეობის ისეთივე უფლებებით, როგორიც ზოგადად გააჩნია კანონიერ შვილს _ დარღვევა.
მარკსი ბელგიის წინააღმდეგ (Marckx v. Belgium), 1979 წლის 19 ივნისი
• სისხლის სამართლის კანონმდებლობა, რომელიც კრძალავდა სქესობრივ კავშირს მამაკაცებს შორის _ დარღვევა.
დადჯონი ირლანდიის წინააღმდეგ (Dudgeon v. Ireland), 1981 წლის 22 ოქტომბერი
• ორაზროვნება ფრანგულ კანონში სატელეფონო მოსმენების შესახებ _ დარღვევა.
კრუსლინი და ჰუვიგი საფრანგეთის წინააღმდეგ (Kruslin and Huvig v. France), 1990 წლის 24 აპრილი
• განმცხადებლის საცხოვრისის სიახლოვეს მდებარე ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მავნე ზემოქმედება _ დარღვევა.
ლოპეს ოსტრა ესპანეთის წინააღმდეგ (Lopez Ostra v. Spain), 1994 წლის 9 დეკემბერი
• ჰომოსექსუალების დათხოვნა შეიარაღებული ძალებიდან მას შემდეგ, რაც გამოძიებულ იქნა მათი პირადი ცხოვრება _ დარღვევა.
სმიტი და გრადი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Smith and Grady v. The United Kingdom), 1999 წლის 27 სექტემბერი
• ბავშვების მოთავსება გარემოში, სადაც მომუშავე პერსონალის ზოგიერთ წევრს გააჩნდა მსჯავრდება პედოფილიის გამო - დარღვევა.
სკოცარი და ჯუნტა იტალიის წინააღმდეგ (Scozzari and Giunta v. Italy), 2000 წლის 13 ივლისი
• პატიმრის კორესპოდენციის სისტემატური ცენზურა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან _ დარღვევა.
მესინა იტალიის წინააღმდეგ (¹2) (Messina v. Italy (¹2)), 2000 წლის 28 სექტემბერი
• უუნარობა პირისა, რომელსაც ჰყავდა ანონიმი მშობლები, დაედგინა საკუთარი დედის ვინაობა _ დარღვევის გარეშე.
ოდიევრი საფრანგეთის წინააღმდეგ (Odièvre v. France), 2003 წლის 13 თებერვალი
• ადვოკატის სამუშაო ადგილის ჩხრეკა _ დარღვევა.
როემენი და შმიტი ლუქსემბურგის წინააღმდეგ (Roemen and Schmit v. Luxembourg), 2003 წლის 25 თებერვალი
• ჰითროუს აეროპორტში საღამისო ფრენებით გამოწვეული ხმაურის მავნე ზემოქმედება _ დარღვევის გარეშე.
ჰატონი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hatton and others v. the United Kingdom), 2003 წლის 8 ივლისი
• ჟურნალისტების საცხოვრისისა და სამუშაო ადგილების ჩხრეკა და საბუთების ამოღება _ დარღვევა.
ერსნტი და სხვები ბელგიის წინააღმდეგ (Ernst and others v. Belgium), 2003 წლის 15 ივლისი
• პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებისგან თავის დაცვის შეუძლებლობა _ დარღვევა.
ფონ ჰანოვერი გერმანიის წინააღმდეგ (Von Hannover v. Germany), 2004 წლის 24 ივნისი
• ხელისუფლების უუნარობა, აღეკვეთა ღამის კლუბებიდან და ბარებიდან მომდინარე უზომო ხმაური _ დარღვევა.
მორენო გომესი ესპანეთის წინააღმდეგ (Moreno Gómez v. Spain), 2004 წლის 16 ნოემბერი
• მსჯავრდება სადო-მაზოხისტური ქმედებების გამო _ დარღვევის გარეშე.
კ.ა. და ა.დ. ბელგიის წინააღმდეგ (K.A. and A.D. v. Belgium), 2005 წლის 17 თებერვალი
• ხელისუფლების უუნარობა, მიეღო ადექვატური ზომები, რათა დაეცვა მომჩივანი მის სიახლოვეს მდებარე ფოლადის ქარხნიდან მომდინარე ძლიერი დაბინძურების მავნე ზეგავლენისგან _ დარღვევა.
ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ (Fadeyeva v. Russia), 2005 წლის 9 ივნისი
• მამობის იურიდიული პრეზუმფციის გასაჩივრების შეუძლებლობა სასამართლოში _ დარღვევა.
მიცი მალტის წინააღმდეგ (Mizzi v. Malta), 2006 წლის 12 იანვარი
• მგზავრობის აკრძალვა გადაუხდელი გადასახადების გამო _ დარღვევა.
რიენერი ბულგარეთის წინააღმდეგ (Riener v. Bulgaria), 2006 წლის 23 მაისი
• არასაკმარისი ღონისძიებების გატარება ბავშვის საზღვარგარეთ მოტაცების შემდგომ _ დარღვევა.
ბიანკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Bianchi v. Switzerland), 2006 წლის 22 ივნისი
• გარემოს კვლევითი წინასწარი სამუშაოს გაუწევლობა და ხელისუფლების უუნარობა, აღეკვეთა საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს მდებარე ქარხნის ფუნქციონირება, რომელიც მუშაობისას გამოყოფდა ტოქსიკურ ნივთიერებებს _ დარღვევა.
ჯაკომელი იტალიის წინააღმდეგ (Giacomelli v. Italy), 2006 წლის 2 ნოემბერი
• უარი სამედიცინო აბორტის ოპერაციაზე, დედის მხედველობის სერიოზული დაქვეითების რისკის მიუხედავად _ დარღვევა.
ტისიაკი პოლონეთის წინააღმდეგ (Tysiac v. Poland), 2007 წლის 20 მარტი
• მამის თანხმობის მოთხოვნა განაყოფიერებული საკვერცხეების დიდი ხნით შენახვასა და მათ ჩანერგვაზე _ დარღვევის გარეშე.
ევანსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Evans v. the United Kingdom), 2007 წლის 10 აპრილი
• უარი სახელ ექსლის რეგისტრაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ იგივე სახელის აღების შესახებ განცხადებები სხვა შემთხვევებში დაკმაყოფილებულ იქნა _ დარღვევა.
იოჰანსონი ფინეთის წინააღმდეგ (Johansson v. Finland), 2007 წლის 6 სექტემბერი
მე-9 მუხლი
აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება
• იეჰოვას მოწმის მსჯავრდება საკუთარი რწმენის გავრცელების გამო _ დარღვევა.
კოკინაკისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Kokkinakis v.Greece), 1993 წლის 25 მაისი
• სახარებაზე ფიცის დადების ვალდებულება პარლამენტის წევრთათვის _ დარღვევა.
ბუსკარინი და სხვები სან მარინოს წინააღმდეგ (Buscarini and others v. San Marino), 1999 წლის 18 თებერვალი
• იეჰოვას მოწმის ჩამოშორება პროფესიული საქმიანობიდან იმის გამო, რომ ის მსჯავრდებული იყო სამხედრო სამსახურის გავლისთვის თავის არიდების ბრალდებით _ დარღვევა.
ტლიმენოსი საბერძნეთის წინააღმდეგ (Thlimmenos v. Greece), 2000 წლის 6 აპრილი
• სტუდენტისათვის უნივერსიტეტში მუსლიმური თავსაბურავის ტარების აკრძალვა _ დარღვევის გარეშე.
ლეილა საჰინი თურქეთის წინააღმდეგ (Leyla Sahin v. Turkey), 2005 წლის 10 ნოემბერი
• დასაქმების შეჩერება რელიგიური მრწამსის გამო _ დარღვევა.
ივანოვა ბულგარეთის წინააღმდეგ (Ivanova v. Bulgaria), 2007 წლის 12 აპრილი
მე-10 მუხლი
გამოხატვის თავისუფლება
• სტატიის გამოქვეყნების აკრძალვა, რომელიც შეეხებოდა “თალიდომიდური ბავშვების” ტრაგედიის შესახებ მიმდინარე სამართალწარმოებას _ დარღვევა.
სანდი თაიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Sunday Times v. the United Kingdom), 1979 წლის 26 აპრილი
• ჟურნალისტის მსჯავრდება ავსტრიის ფედერალური კანცლერის მიმართ ცილისწამების გამო _ დარღვევა.
ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria), 1986 წლის 8 ივლისი
• ორსულთა ინფორმირების აკრძალვა კომპანიებს, საზღვარგარეთ აბორტის ოპერაციის შესაძლებლობების შესახებ _ დარღვევა.
კომპანია Open Door and Dublin Well Woman ირლანდიის წინააღმდეგ (Open Door and Dublin Well Woman v. Ireland), 1982 წლის 29 ოქტომბერი
• ჟურნალისტის მსჯავრდება ახალგაზრდების ჯგუფისათვის რასისტული კომენტარების გაკეთების შესაძლებლობის მიცემის გამო _ დარღვევა.
იერსილდი დანიის წინააღმდეგ (Jersild v. Denmark), 1994 წლის 23 სექტემბერი
• ჟურნალისტისთვის მითითება, გაემჟღავნებინა წყაროები _ დარღვევა.
გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Goodwin v. the United Kingdom), 1996 წლის 27 მარტი
• მსჯავრდება უკანონო გზითAმოპოვებული ფოტოასლების განკარგვისთვის _ დარღვევა.
ფრესოსი და რუარი საფრანგეთის წინააღმდეგ (Fressoz and Roire v. France), 1999 წლის 21 იანვარი
• პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა პოლიციის მუშაკთა მიერ _ დარღვევის გარეშე.
რეკვენი უნგრეთის წინააღმდეგ (Rekvényi v. Hungary), 1999 წლის 20 მაისი
• გამომცემელი რედაქტორისა და ჟურნალისტის მსჯავრდება უცხო ქვეყნის სახელმწიფო მეთაურის შეურაცხყოფისთვის _ დარღვევა.
კოლომბანი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ (Colombani and others v. France), 2002 წლის 25 ივნისი
• პრაქტიკოსი ექიმის დაჯარიმება დისციპლინური ზომის სახით იმის გამო, რომ მან დაარღვია აკრძალვა რეკლამირების შესახებ _ დარღვევა.
სტამბუკი გერმანიის წინააღმდეგ (Stambuk v. Germany), 2002 წლის 17 ოქტომბერი
• რელიგიური შინაარსის რეკლამის აკრძალვა რადიოში _ დარღვევის გარეშე.
მერფი ირლანდიის წინააღმდეგ (Murphy v. Ireland), 2003 წლის 10 ივლისი
• ჟურნალისტის დაკავება ინფორმაციის მისეული წყაროს გამჟღავნების იძულების მიზნით _ დარღვევა.
ვოსკვილი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Voskuil v. the Netherlands), 2007 წლის 22 ნოემბერი
• ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირის მოქრთამვაში ეჭვმიტანილი ჟურნალისტის საცხოვრისისა და სამუშაო ადგილის ჩხრეკა და ამოღება _ დარღვევა.
ტილაკი ბელგიის წინააღმდეგ (Tillack v. Belgium), 2007 წლის 27 ნოემბერი
• ჟურნალისტის მსჯავრდება სტრატეგიის შესახებ კონფიდენციალური დიპლომატიური საბუთის გამოქვეყნებისთვის _ დარღვევის გარეშე.
შტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ (Stoll v. Switzerland), 2007 წლის 10 დეკემბერი
მე-11 მუხლი
შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
• საჯარო დაწესებულებებში დასაქმების კანდიდატთა ვალდებულება, განეცხადებინათ, რომ ისინი არ იყვნენ ფრანკმასონები _ დარღვევა.
Grande Oriente d’Italia di Palazzo Giustiniani იტალიის წინააღმდეგ (Grande Oriente d’Italia di Palazzo Giustiniani v. Italy), 2001 წლის 2 აგვისტო
• უკანონო მიგრანტთა ძალის გამოყენებით გამოყვანა მათ მიერ დაკავებული ეკლესიიდან _ დარღვევის გარეშე.
სისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Cisse v. France), 2002 წლის 9 აპრილი
• დაუსაბუთებელი უარი ჰომოფობიის საწინააღმდეგო მსვლელობისა და მიტინგების გამართვის უფლების გაცემაზე _ დარღვევა.
ბაშკოვსკი და სხვები პოლონეთის წინააღმდეგ (Baczkowski and others v. Poland), 2006 წლის 11 იანვარი
• პროფკავშირში გაწევრიანების ვალდებულება დასაქმების წინაპირობის სახით _ დარღვევა.
სორენსენი და რასმუსენი დანიის წინააღმდეგ (Sørensen and Rasmussen v. Denmark), 2007 წლის 3 მაისი
მე-12 მუხლი
ქორწინების უფლება
• ყოფილი მეუღლისთვის ხელახლა დაქორწინების დროებითი აკრძალვა, რადგან ის მიჩნეულ იქნა განქორწინებაზე პასუხისმგებლად _ დარღვევა.
ფ. შვეიცარიის წინააღმდეგ (F. v. Switzerland), 1987 წლის 18 დეკემბერი
• დაქორწინების შეუძლებლობა ტრანსექსუალებისთვის _ დარღვევა.
კრისტინ გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Christine Goodwin v. the United Kingdom), 2002 წლის 11 ივლისი
• მამამთილისა და რძლის ქორწინების აკრძალვა მათი ყოფილი მეუღლეების სიცოცხლეშივე _ დარღვევა.
ბ. და ლ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (B. and L. v. the United Kingdom), 2005 წლის 13 სექტემბერი
მე-13 მუხლი
ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება
• შიდასამართლებრივი მისაგებლის არაეფექტიანობა სამართალწარმოების ხანგრძლივობის კუთხით _ დარღვევა.
სურმელი გერმანიის წინააღმდეგ (Sürmeli v. Germany), 2006 წლის 8 ივნისი
• სამართლებრივი მისაგებლის არარსებობა, რათა გასაჩივრებულიყო საჯარო მოხელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის გადაწყვეტილება რეგიონის გუბერნატორისა, სადაც მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობა _ დარღვევა.
მეტინ თურანი თურქეთის წინააღმდეგ (Metin Turan v. Turkey), 2006 წლის 14 ნოემბერი
• სამართლებრივი მისაგებლის არარსებობა, რათა პატიმარს მისცემოდა შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა უარი კორესპოდენციის გაგზავნაზე _ დარღვევა.
ფრერო საფრანგეთის წინააღმდეგ (Frérot v. France), 2007 წლის 12 ივნისი
მე-14 მუხლი
დისკრიმინაციის აკრძალვა
• “ჰოლანდიურენოვან” რეგიონში მდებარე მუნიციპალიტეტებში ფრანგული ენის სწავლების არარსებობა ან მისი არასაკმარისი დონე _ დარღვევა.
“Belgian linguistic” ბელგიის წინააღმდეგ (“Belgian linguistic” v. Belgium), 1968 წლის 23 ივლისი
• უარი ნებართვაზე უცხოელებს, დარჩენილიყვნენ ან ჩასულიყვნენ გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ მეუღლეებთან _ დარღვევა.
აბდულაზიზი, კაბალესი და ბალკანდალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Abdulaziz, Cabales and Balkandali v. the United Kingdom), 1985 წლის 28 მაისი
• მშობლის უფლებების ჩამორთმევა დედისათვის იმის გამო, რომ ის იყო იეჰოვას მოწმე _ დარღვევა.
ჰოფმანი ავსტრიის წინააღმდეგ (Hoffmann v. Austria), 1993 წლის 29 ივნისი
• უნარშეზღუდული სრულწლოვანისათვის არსებული შემწეობის გაცემაზე უარი უცხო ქვეყნის მოქალაქეს _ დარღვევა.
კოუა პუარესი საფრანგეთის წინააღმდეგ (Koua Poirrez v. France), 2003 წლის 30 სექტემბერი
• კერძო სექტორის ცალკეულ სფეროებში დასაქმებაზე უარი “სუკ”-ის ყოფილ თანამშრომლებს _ დარღვევა.
სიდაბრასი და ზიაუტასი ლიტვის წინააღმდეგ (Sidabras and Džiautas v. Lithuania), 2004 წლის 27 ივლისი
• ეფექტიანი გამოძიების ჩატარების უუნარობა ბოშაზე განხორციელებული რასისტული ხასიათის თავდასხმის საქმეზე _ დარღვევა.
შეჩიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Šecic v. Croatia), 2007 წლის 31 მაისი
• ბოშა ბავშვების მოთავსება “სპეციალურ” სკოლებში _ დარღვევა.
დ.ჰ. და სხვები ჩეხეთის წინააღმდეგ (D.H. and others v. Czech Republic), 2007 წლის 13 ნოემბერი
• შვილად აყვანის თანხმობაზე უარი განმცხადებელს მისი ცხოვრების წესის გამო, რადგან ის იყო ლესბოსელი და ცხოვრობდა პარტნიორ ქალთან ერთად _ დარღვევა.
ე.ბ. საფრანგეთის წინააღმდეგ (E.B. v. France), 2008 წლის 22 იანვარი
34-ე მუხლი
ინდივიდუალური საჩივრები
• უარი დაკავებული მომჩივნის და მისი სამედიცინო ისტორიის ნახვაზე _ დარღვევა.
ბოიჩენკო მოლდოვას წინააღმდეგ (Boicenco v. Moldova), 2006 წლის 11 ივლისი
• პატიმრის დაშინება სახელმწიფო მოხელეების მხრიდან განხორციელებული კანონგარეშე ზეწოლის შედეგად _ დარღვევა.
პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ (Popov v. Russia), 2006 წლის 13 ივლისი
• მომჩივნის ექსტრადირებისაგან თავის შეკავების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებიდან გადახვევა _ დარღვევა.
ოლაეჩეა კაჰუასი ესპანეთის წინააღმდეგ (Olaechea Cahuas v. Spain), 2006 წლის 10 აგვისტო
• სისხლის სამართალწარმოების დაწყება კომპანიის მთავარი აღმასრულებლის წინააღმდეგ და მისი დაპატიმრების ბრძანება იმ მიზნით, რათა კომპანიას ხელი აეღო სასამართლოში ჩივილზე _ დარღვევა.
Oferta Plus S.R.L მოლდოვას წინააღმდეგ (Oferta Plus S.R.L. v. Moldova), 2006 წლის 19 დეკემბერი
38-ე მუხლი
საქმის განხილვა და მორიგების პროცედურა
• მთავრობის არაერთგზისი უარი, სტრასბურგის სასამართლოსადმი მიეწოდებინა მოთხოვნილი საბუთები _ დარღვევა.
იმაკაევა რუსეთის წინააღმდეგ (Imakayeva v. Russia), 2006 წლის 9 ნოემბერი
• მთავრობის უარი, გაეხსნა დოკუმენტები გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე, რომელიც უკავშირდებოდა ადამიანის მოტაცებასა და მკვლელობას სამხედრო მოსამსახურეთა მიერ, ან სავარაუდო ძალადობას მომჩივანთა მიმართ _ დარღვევა.
ახმადოვა და სადულაევა რუსეთის წინააღმდეგ (Akhmadova and Sadulayeva v. Russia), 2007 წლის 10 მაისი
• მთავრობის უარი, გაეხსნა დოკუმენტები გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე, რომელიც უკავშირდებოდა მომჩივნის ნათესავების გაუჩინარებას ჩეჩნეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისას _ დარღვევა.
კუკაევი რუსეთის წინააღმდეგ და კამილა ისაევა რუსეთის წინააღმდეგ (Kukayev v. Russia and Khamila Isayeva v. Russia), 2007 წლის 15 ნოემბერი
1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი
საკუთრების დაცვა
• საკუთრების ჩამორთმევის შესახებ ნებართვის ძალაში დატოვება და მშენებლობის აკრძალვა დიდი ხნის მანძილზე _ დარღვევა.
სპორონგი და ლონროტი შვედეთის წინააღმდეგ (Sporrong and Lönnroth v. Sweden), 1982 წლის 23 სექტემბერი
• განმცხადებლისთვის მისი საკუთრების ხელმიუწვდომლობა თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაციის გამო _ დარღვევა.
ლოიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (Loizidou v. Turkey), 1995 წლის 23 მარტი
• მიწის მესაკუთრეთა ვალდებულება, დაეშვათ ნადირობა მათ კუთვნილ ტერიტორიაზე _ დარღვევა.
შასანიუ და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ (Chassagnou and others v. France), 1999 წლის 29 აპრილი
• ნაციონალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება _ დარღვევა.
ბრუმარესკუ რუმინეთის წინააღმდეგ (Brumarescu v. Romania), 1999 წლის 28 ოქტომბერი
• სახელმწიფოს უპირატესი უფლება ხელოვნების ნიმუშზე, რომელიც, რამდენიმე წლით ადრე, შეძენილ იქნა შუამავლის მეშვეობით სათანადო დეკლარირების გარეშე _ დარღვევა.
ბეიელერი იტალიის წინააღმდეგ (Beyeler v. Italy), 2000 წლის 5 იანვარი
• ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების დისკრიმინაცია მათ მემკვიდრეობის უფლებებთან მიმართებაში _ დარღვევა.
მაზურეკი საფრანგეთის წინააღმდეგ (Mazurek v. France), 2000 წლის 1 თებერვალი
• მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისას მიტოვებული უძრავი ქონების საკომპენსაციოდ სხვა ქონების გადაცემის ვალდებულების შეუსრულებლობა სახელმწიფოს მხრიდან _ დარღვევა.
ბრონიოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Broniowski v. Poland), 2004 წლის 22 ივნისი
• ქონების დაბრუნების ან მოიჯარეებისაგან შესაბამისი საიჯარო თანხის მიღების შეუძლებლობა _ დარღვევა.
ჰუტენ-ჩაპსკა პოლონეთის წინააღმდეგ (Hutten-Czapska v. Poland), 2006 წლის 19 ივნისი
• სავაჭრო ნიშნის რეგისტრირების გაუქმება _ დარღვევის გარეშე.
Anheuser-Busch Inc. პორტუგალიის წინააღმდეგ (Anheuser-Busch Inc. v. Portugal), 2007 წლის 11 იანვარი
1-ლი ოქმის მე-2 მუხლი
განათლების უფლება
• სახელმწიფო სკოლის მოწაფის სკოლიდან დათხოვნა იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა დისციპლინური ზომის სახით სხეულებრივ დასჯაზე _ დარღვევა.
კემპბელი და კოზანსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Campbell and Cosans v. the United Kingdom), 1982 წლის 25 თებერვალი
• სახელმწიფო დაწყებით სკოლებში ქრისტიანული, რელიგიური და ფილოსოფიური სწავლებისაგან სრულ გათავისუფლებაზე უარი _ დარღვევა.
ფოლგერო და სხვები ნორვეგიის წინააღმდეგ (Folgerø and others v. Norvege), 2007 წლის 29 ივნისი
• რელიგიისა და მორალის შესახებ სავალდებულო გაკვეთილებიდან გათავისუფლებაზე უარი სახელმწიფო სკოლის მოსწავლეს, რომლის ოჯახი ალევიზმის მიმდევარი გახლდათ _ დარღვევა.
ჰასან და ეილემ ზენგინები თურქეთის წინააღმდეგ (Hasan and Eylem Zengin v. Turkey), 2007 წლის 9 ოქტომბერი
1-ლი ოქმის მე-3 მუხლი
თავისუფალი არჩევნების უფლება
• გიბრალტარის გამორიცხვა ევროპული საპარლამენტო არჩევნების სივრციდან _ დარღვევა.
მატეუსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Matthews v. the United Kingdom), 1999 წლის 18 თებერვალი
• ეროვნული პარლამენტის კანდიდატთა ვალდებულება ლატვიური ენის სათანადოდ ფლობის შესახებ _ დარღვევა.
პოდკოლზინა ლატვიის წინააღმდეგ (Podkolzina v. Latvia), 2002 წლის 9 აპრილი
• უარი განმცხადებელს საარჩევნო კანდიდატად რეგისტრირებაზე იმის გამო, რომ ის იყო კვიპროსის თურქული თემიდან _ დარღვევა.
აზიზი კვიპროსის წინააღმდეგ (Aziz v. Cyprus), 2004 წლის 22 ივნისი
• საარჩევნო უფლების ჩამორთმევა მსჯავრდებულ პატიმართათვის _ დარღვევა.
ჰირსტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (¹2) (Hirst v. the United Kingdom (¹2)), 2005 წლის 6 ოქტომბერი
• საბჭოთა პერიოდის კომუნისტური პარტიის ყოფილი წამყვანი წევრის მოხსნა საპარლამენტო კანდიდატობიდან _ დარღვევის გარეშე.
ჟდანოკა ლატვიის წინააღმდეგ (Ždanoka v. Latvia), 2006 წლის 16 მარტი
• პროფესიული საქმიანობის განხორციელების აკრძალვა პარლამენტის წევრისათვის _ დარღვევა.
ლიკურეზოსი საბერძნეთის წინააღმდეგ (Lykourezos v. Greece), 2006 წლის 15 ივნისი
მე-4 ოქმის მე-2 მუხლი
მიმოსვლის თავისუფლება
• შეზღუდვების დაწესება თურქი კვიპროსელების მიმოსვლაზე _ დარღვევა.
დენიზცი და სხვები კვიპროსის წინააღმდეგ (Denizci and others v. Cyprus), 2001 წლის 23 მაისი
• პასპორტის ჩამორთმევა საბაჟო მოხელის მიერ და მისი დაბრუნება მხოლოდ ორი წლის შემდგომ _ დარღვევა.
ნაპიჟალო ხორვატიის წინააღმდეგ (Napijalo v. Croatia), 2003 წლის 13 ნოემბერი
• საზღვარგარეთ მგზავრობის შეუძლებლობა პასპორტში თვითნებურად გაკეთებული შენიშვნის გამო _ დარღვევა.
სისანისი რუმინეთის წინააღმდეგ (Sissanis v. Romania), 2007 წლის 25 იანვარი
მე-4 ოქმის მე-4 მუხლი
უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა
• სლოვაკი ბოშების კოლექტიური გაძევება _ დარღვევა.
ჩონკა ბელგიის წინააღმდეგ (Conka v. Belgium), 2002 წლის 5 თებერვალი
12 50 years of activity: European Court of Human Rights — Some Facts and Figures
Workload and outputon 1 January 2010
State
TOTAL 59-98 1999 2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009
Albania 381 3 1 4 3 15 17 13 45 52 54 75 99
Andorra 36 3 1 3 2 - 2 1 5 8 4 1 6
Armenia 1223 - - - - 7 67 96 110 98 614 106 125
Austria 6689 3299 227 244 230 309 322 304 298 344 329 373 410
Azerbaijan 2186 - - - - - 236 151 175 221 708 334 361
Belgium 3443 1914 136 77 108 139 117 126 173 107 124 166 256
Bosnia and Herzegovina 2951 - - - - 5 59 135 209 243 708 971 621
Bulgaria 7318 231 196 301 403 461 515 738 820 748 821 890 1194
Croatia 5484 34 104 87 116 666 666 698 553 640 557 608 755
Cyprus 583 91 17 16 20 47 36 46 66 56 63 66 59
Czech Republic 9073 340 151 199 367 329 629 1070 1267 2466 808 721 726
Denmark 1210 478 56 56 52 86 75 86 72 68 45 73 63
Estonia 1424 25 29 46 89 89 132 138 165 184 154 169 204
Finland 3194 606 145 109 106 185 260 244 243 262 269 276 489
France 22296 4937 871 1031 1118 1605 1482 1735 1821 1831 1552 2724 1589
Georgia 4373 - - 7 22 29 35 48 72 105 162 1771 2122
Germany 20209 7029 535 594 717 1024 1009 1536 1592 1601 1485 1572 1515
Greece 4006 553 144 123 192 311 355 274 365 371 384 416 518
Hungary 4409 475 93 163 172 307 332 398 644 423 528 425 449
Iceland 136 62 1 4 3 6 10 6 6 12 9 7 10
Ireland 657 259 18 18 16 45 29 32 45 40 45 48 62
Italy 20138 5092 881 865 587 1303 1352 1482 847 931 1350 1824 3624
Latvia 2089 10 29 79 125 208 133 195 233 268 235 248 326
Liechtenstein 63 15 2 3 - 3 3 5 4 1 5 8 14
Lithuania 3046 75 76 183 151 530 362 455 267 204 227 255 261
Luxemburg 406 153 12 15 11 25 21 13 28 32 32 35 29
Malta 135 35 6 3 3 4 4 8 13 16 17 12 14
Moldova 5447 13 33 63 44 245 238 344 594 517 887 1147 1322
Monaco 29 - - - - - - - 1 4 10 5 9
Montenegro 572 - - - - - - - - 13 134 156 269
Netherlands 5363 1780 206 175 200 317 278 350 410 397 365 385 500
Norway 871 242 20 30 49 48 51 83 58 70 62 79 79
Poland 39103 1792 692 773 1755 4026 3647 4314 4563 3975 4211 4369 4986
Portugal 2161 535 112 98 140 142 148 114 221 215 133 151 152
Romania 29364 472 293 638 542 1955 2160 3218 3103 3310 3171 5242 5260
Russia 70561 116 971 1322 2104 3986 4728 5824 8069 10132 9497 10146 13666
San Marino 51 24 1 1 4 6 2 - 4 2 1 4 2
Serbia 5506 - - - - - 1 453 660 595 1154 1067 1576
Slovakia 4603 324 163 282 343 406 349 403 442 487 347 488 569
Slovenia 5881 98 87 55 206 269 251 271 343 1338 1012 1353 598
Spain 6442 1252 227 284 807 799 454 420 495 361 309 393 641
Sweden 5290 1819 175 233 246 294 262 397 449 371 360 317 367
Switzerland 4446 1886 156 187 162 213 161 201 230 282 236 261 471"the former Yugoslav Republic of Macedonia" 2243 7 16 18 34 90 98 118 229 295 454 395 489
Turkey 31873 2526 652 734 1058 3861 3546 3670 2488 2328 2830 3706 4474
Ukraine 26955 214 431 727 1057 2820 1857 1533 1869 2482 4502 4770 4693
United Kingdom 15278 6197 442 625 479 986 687 744 1003 843 886 1253 1133
Total 389197 45016 8408 10475 13843 28201 27178 32490 35369 39349 41850 49861 57157
Applications allocated to a decision body
1350 years of activity: European Court of Human Rights — Some Facts and Figures
Workload and outputon 1 January 2010
State
TOTAL 59-98 1999 2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009
Albania 140 1 2 1 1 3 11 12 17 28 22 15 27
Andorra 27 1 1 1 4 - 1 - 2 9 3 3 2
Armenia 393 - - - - - 28 24 62 95 44 36 104
Austria 5581 2670 153 227 208 371 401 253 208 150 272 313 355
Azerbaijan 1063 - - - - - 45 200 120 57 84 253 304
Belgium 2871 1750 29 30 79 124 118 135 192 110 105 98 101
Bosnia and Herzegovina 861 - - - - - - 46 71 149 254 245 96
Bulgaria 4279 119 57 93 232 394 293 298 344 832 587 434 596
Croatia 4343 12 32 81 75 338 349 580 477 352 745 752 550
Cyprus 441 66 5 13 14 44 11 2 49 64 27 39 107
Czech Republic 6865 248 61 75 267 437 280 399 420 1264 1080 1569 765
Denmark 1106 414 57 47 50 40 65 88 86 96 73 56 34
Estonia 981 20 7 19 24 57 138 70 82 88 127 179 170
Finland 2660 389 85 125 123 151 97 191 256 187 253 461 342
France 18574 3897 280 626 892 1254 1451 1678 1442 1374 1549 2619 1512
Georgia 293 - - 2 3 13 24 17 48 33 40 27 86
Germany 17764 6651 331 642 528 748 462 914 1386 1121 1690 1580 1711
Greece 2680 314 70 99 96 134 171 253 349 237 298 323 336
Hungary 2830 380 53 67 86 198 293 337 220 302 323 338 233
Iceland 109 44 3 3 6 2 5 6 9 7 6 9 9
Ireland 562 222 6 18 24 43 31 16 36 53 40 28 45
Italy 8988 1622 255 277 265 1126 1009 1178 838 580 796 458 584
Latvia 1469 4 11 24 58 102 152 115 92 75 208 147 481
Liechtenstein 44 12 1 3 1 1 3 2 6 - 3 5 7
Lithuania 2620 55 23 72 150 166 199 586 444 169 208 217 331
Luxemburg 325 128 8 25 11 11 28 3 16 17 26 27 25
Malta 95 28 2 7 1 2 - 4 12 10 4 10 15
Moldova 1906 1 6 48 23 31 104 79 302 248 201 477 386
Monaco 24 - - - - - - - - 1 1 12 10
Montenegro 140 - - - - - - - - - - 5 135
Netherlands 4570 1495 121 170 218 278 237 339 440 333 335 334 270
Norway 770 195 11 33 54 20 62 44 53 61 70 78 89
Poland 33669 937 358 741 1411 2469 1702 2344 6465 5816 3966 3825 3635
Portugal 1481 278 22 72 72 108 252 102 117 124 169 75 90
Romania 18917 268 33 217 536 508 700 1200 2036 2323 2536 4466 4094
Russia 36083 7 348 916 1253 2223 3207 3704 5262 4856 4364 2982 6961
San Marino 35 8 1 3 2 1 2 5 2 3 1 6 1
Serbia 2113 - - - - - - - 384 421 529 335 444
Slovakia 3045 231 42 102 159 366 277 353 283 130 286 459 357
Slovenia 2475 47 25 37 78 72 62 198 131 226 159 812 628
Spain 5603 1076 130 228 231 1345 377 204 426 284 408 401 493
Sweden 4821 1574 102 137 110 350 303 366 391 435 370 409 274
Switzerland 3543 1670 94 191 210 182 108 170 178 170 165 157 248"the former Yugoslav Republicof Macedonia" 1112 2 9 16 13 16 57 51 62 66 60 330 430
Turkey 16106 538 153 394 385 1638 1635 1817 1366 3167 1573 1475 1965
Ukraine 16227 15 310 431 510 1763 1665 1246 1698 1076 2606 2044 2863
United Kingdom 12854 5213 223 466 529 737 863 721 732 963 403 1240 764
Total 253458 32602 3520 6779 8992 17866 17278 20350 27612 28162 27069 30163 33065
Applications declared inadmissible or struck out
14 50 years of activity: European Court of Human Rights — Some Facts and Figures
Vio
lations
by
articl
e an
d b
y co
untr
y1959-2
009
on 1
Jan
uar
y 2010
1959
-200
9
Totalnumber
of judgments
Judgmen
tsfin
ding atlea
st one
violat
ionJu
dgments
finding no vi
olation
Friendly
settle
ments
/ Stri
king
out judgmen
tsOther
judgments*
*
Right to
life- de
priva
tion of
life
Lack
of eff
ectiv
e inv
estig
ation
Prohibi
tion of
tortur
e
Inhum
anor
degra
ding tre
atmen
t
Lack
of eff
ectiv
e inv
estig
ation
Prohibi
tion of
slave
ry / fo
rced
labou
rRight to
libert
y and
secu
rity
Right to
a fair tria
l
Leng
th of
proce
eding
s
No pun
ishmen
t with
out la
w
Right to
respe
ctfor
priva
te an
d
family
life
Freedo
m of th
ough
t, con
scien
ce
and r
eligio
nFreedo
m of ex
press
ion
Freedo
m of as
sembly
and
asso
ciatio
n
Right to
marry
Right to
aneff
ectiv
e rem
edy
Prohibi
tion of
discri
minatio
n
Protec
tion of
prope
rty
Right to
educ
ation
Right to
free ele
ction
s
Right n
ot to
be tri
ed or
punis
hed
twice
Other Artic
les of
theCon
venti
on
Tota
lTo
tal
Tota
lTo
tal
Tota
l2
23
33
45
66
78
910
1112
1314
P1-1
P1-2
P1-3
P7-4
Alb
ania
2018
10
12
118
21
69
1A
ndor
ra4
20
11
11
Arm
enia
2019
10
04
121
62
17
Aus
tria
268
199
3323
131
410
7772
141
321
817
34
Aze
rbai
jan
2622
02
21
12
29
21
53
51
1B
elgi
um15
810
919
1614
41
1442
559
36
91
1B
osni
a H
erze
govi
na13
130
00
12
71
11
71
Bul
garia
294
274
94
77
933
1320
541
110
224
58
724
351
7C
roat
ia17
013
38
263
15
245
728
231
111
Cyp
rus
5747
43
32
18
341
51
82
41
1C
zech
Rep
ublic
147
133
48
217
4076
121
112
27
Den
mar
k34
139
111
11
81
11
21
Est
onia
2118
21
02
74
44
3Fi
nlan
d13
410
320
92
11
3548
167
102
1Fr
ance
773
576
103
6232
32
111
141
230
278
325
192
268
234
Geo
rgia
3528
61
010
511
95
21
14
13
11
Ger
man
y15
799
419
81
1514
541
143
15
111
Gre
ece
556
488
1420
344
313
320
106
320
58
85
836
612
Hun
gary
190
179
46
11
26
515
61
15
23
12
Icel
and
118
03
01
41
11
Irela
nd23
135
14
25
54
13
1Ita
ly20
2315
5648
351
681
31
131
2722
910
952
128
43
762
291
115
21La
tvia
4134
43
05
228
61
153
21
21
35
Liec
hten
stei
n4
40
00
11
11
1Li
thua
nia
5745
66
01
13
1610
1612
35
Luxe
mbo
urg
2924
23
01
813
32
13
11
Mal
ta27
222
03
75
51
12
5
1550 years of activity: European Court of Human Rights — Some Facts and Figures
Vio
lations
by
articl
e an
d b
y co
untr
y1959-2
009
on 1
Jan
uar
y 2010
1959
-200
9
Totalnumber
of judgments
Judgmen
tsfin
ding atlea
st one
violat
ionJu
dgments
finding no vi
olation
Friendly
settle
ments
/ Stri
king
out judgmen
tsOther
judgments*
*
Right to
life- de
priva
tion of
life
Lack
of eff
ectiv
e inv
estig
ation
Prohibi
tion of
tortur
e
Inhum
anor
degra
ding tre
atmen
t
Lack
of eff
ectiv
e inv
estig
ation
Prohibi
tion of
slave
ry / fo
rced
labou
rRight to
libert
y and
secu
rity
Right to
a fair tria
l
Leng
th of
proce
eding
s
No pun
ishmen
t with
out la
w
Right to
respe
ctfor
priva
te an
d
family
life
Freedo
m of th
ough
t, con
scien
ce
and r
eligio
nFreedo
m of ex
press
ion
Freedo
m of as
sembly
and
asso
ciatio
n
Right to
marry
Right to
aneff
ectiv
e rem
edy
Prohibi
tion of
discri
minatio
n
Protec
tion of
prope
rty
Right to
educ
ation
Right to
free ele
ction
s
Right n
ot to
be tri
ed or
punis
hed
twice
Other Artic
les of
theCon
venti
on
Tota
lTo
tal
Tota
lTo
tal
Tota
l2
23
33
45
66
78
910
1112
1314
P1-1
P1-2
P1-3
P7-4
Mol
dova
168
158
12
77
2812
4690
107
316
627
701
9M
onac
o1
10
00
1M
onte
negr
o1
10
00
1N
ethe
rland
s12
471
2715
113
17
2121
814
41
31
Nor
way
2720
70
01
92
35
1P
olan
d76
767
446
407
22
125
237
5836
071
131
182
183
Por
tuga
l18
712
35
563
216
713
91
126
Rom
ania
648
584
1823
231
61
2620
4530
462
135
92
822
373
19
Rus
sia
862
815
2813
611
512
218
193
3426
547
511
234
416
617
82
386
12
266
San
Mar
ino
118
02
17
21
1S
erbi
a40
372
01
412
167
414
10S
lova
kia
207
178
521
31
11
1517
137
115
151
7S
love
nia
227
217
73
02
21
22
209
219
9S
pain
7850
242
21
13
2411
26
21
1S
wed
en89
4320
233
11
225
116
21
21
5S
witz
erla
nd91
6321
52
111
226
111
111
13
“the
form
er Y
ugos
lav
Rep
ublic
of
Mac
edon
ia”
6358
32
04
311
401
44
Turk
ey22
9520
1746
204
2876
129
2417
574
436
657
357
469
118
239
209
354
44
529
Ukr
aine
608
602
32
12
61
3110
4939
613
316
34
112
228
92
5U
nite
d K
indg
om42
225
779
6521
212
1358
8724
158
103
328
392
23
1Su
b To
tal
1015
668
710
4731
821
730
456
607
190
116
2932
0740
0821
652
3039
298
411
8715
222
159
398
175
Tota
l*
Ten
judg
men
ts c
once
rn tw
o C
ount
ries
: Fra
nce
& S
pain
, Tur
key
& D
enm
ark,
Mol
dova
& R
ussi
a, G
eorg
ia &
Rus
sia,
Rom
ania
& H
unga
ry, R
oman
ia &
Uni
ted
Kin
gdom
, Rom
ania
& F
ranc
e, H
unga
ry &
Ital
y A
lban
ia &
Ital
y an
d M
onte
negr
o &
Ser
bia
** O
ther
judg
men
ts: j
ust s
atis
fact
ion,
revi
sion
judg
men
ts, p
relim
inar
y ob
ject
ions
and
lack
of j
uris
dict
ion
1219
8*
შუალედური გამოცემა (2010 წლის აპრილი)
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ევროპის საბჭო
67075 სტრასბურგი Cedex
საფრანგეთი
www.echr.coe.int