15
ვვვ ვვვვვ, ვვვვვ. 1. ვ 2. ვ ვ 3. 4. ვ ვ ვ ვ ვ ვ ვ ვ ვ ვ ვ 5. ვვვვვ ვვვვ 1. ვვვვვვვვვვვ რრრრრრრრ ”რრრრრრრრრ” რრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრ რრრრ რრრრრრ რრრრრ რრრრრრრრ: რრრრრრრ რრრრრრრრ რრ რრრრრრრ რრრრრრრრრრრ. რრრრრრ რრრრრ რრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრ, რრრრრრრრრრ რრრრრ რრრრრრ, რრრრრ რრრრრ რრრრრრრრ რრრრრრ რრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრრ, რრრ რრრრრრრ რრრრრრრრრ. რრ რრრ რრრრრრრ რრ რრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრ. რრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრ, რრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრრრ, რრრრრრრრ რრრრრრ რრრრრ რრრრრრრრრრრრრ რრ რრრრ რრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრ, რრრრრრრრრრრრრ რრრრრრრ რრრრრრრრრრრ. რრრრრრრ, რრრრრრრრ რრრრრრრ რრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ, რრრრრრ რრრრ რრრრრრრ, რრ რრრ რრრრრრრრ რრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრ. რრრრრრ რრრრრ რრრრრრრრ რრრრრრ რრრრრრრ, რრრრრრრრრ რრრრ, რრრრრ რრრრ რრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრ რრ რრრრრრ, რრრრრრრრრრრ რრრრრრ რრ რრრრრრ რრრრრ. რრრრრრრ რრრრრ, რრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრ, რრრრ რრრ რრრრრრრრრრრრ რრრრ რრრრრრრრ, რრრრ რრრ რრრ რრრრრ რრრრრრრრრ. -რრრრრრრრ, რრრრრრრრ ” რრრრრრრრრრრრრ” რრრრრრრრ ”რრრრრრრრრრრრ” რრრრ რრ რრ რრრრ რრრრრრრრ რრ რრრრრრრრრრრრრ რრრრრ. რრ რრრრ, რრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრ, რრრრრრ რრრრრრრრრ, რრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ, რრრრრრრრრრრ რრრრრრრ რრრრრრრრრრ, რრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრ რრრ რრრრრ რრრრრრრრრრ, რრრრრრ რრრრრრ რრრ რრრ რრ რრრ რრრ რრრრრრ, რრრრრრრრრ რრრრრრ-რრრ. რრ რრრრრრ რრრრრრრრრ რრრ რრრრრრრ რრრრრრრრრრ, რრრ რრ რრ რრრრ რრრრრრრრ რრრ რრრრ რრრრრრრრრრრრრრ.

ვაჰ, დრონი,დრონი

Embed Size (px)

Citation preview

ვახ დრონი, დრონი.

1. ბ ი ზ ნ ე ს კ ლ უ ბ ი

2. მ ა რ ტ ე ლ ი

3. რ უ ს უ ლ ი დ ა რ ბ ა ზ ი

4. ჩ ე მ ი ფ ო თ ლ ე ბ ი

5. კარგი რამე

1. ბიზნესკლუბი

რესტორან ”ქალაქურში” წმინდა თბილისურ დაბადების დღეს იხდიდა ჩვენი მეგობარი: თორმეტი მამაკაცი და არცერთი მანდილოსანი. როგორც ხდება ხოლმე მამაკაცების სუფრაზე, რამოდენიმე ჭიქის შემდეგ, ვიღაც მოყვა ისტორიას თავისი ამურული თავგადასავლიდან, თან საკმაოდ დეტალურად. ეს იყო სიგნალი და ერთმანეთს ასწრებდნენ თავთავიანთის გადმოცემას ანალოგიურ თემებზე. ყველა ახლობლები ვიყავით, მოხარშულს ვიცნობდით ერთმანეთს, ამიტომაც არავის უცდია მიუნჰაუზენობა და რომც ეცადა შებახუსების გამო, დანამდვილებით არაფერი გამოუვიდოდა. უბრალოდ, მომქმედი გმირები მეორდებოდნენ სხვადასხვა ეპიზოდებში, მაგრამ ვინც ყვებოდა, ე ის იყო კაზანოვა და ბატალიების მოწინავე ხაზზე. სუფრამ ისეთი ეროტიული ელფერი შეიძინა, იუბილარმა თქვა, კუპის კარს ვინმემ შემთხვევით ყური არ მოადოს, ანანისტების კლუბში არ ეგონოს თავიო. თამადას თხოვა, მორიგი სადღეგრძელო შესვი, ამათ რომ ტემპერამენტი ცოტა დავუცხრო, ზოგი რამ მეც მაქვს მოსაყოლიო.

-მოსკოვში, სასტუმრო ” კონტინენტალის” რესტორან ”ბიზნესკლუბში” ვართ მე და ჩემი მეგობარი ორ მანდილოსანთან ერთად. რა ვქნა, ყველა ქართველივით გამომივა, ზღვაზე მილიონრის, მოსკოვში აკადემიკოსის, მივლინებაში ტრესტის მმართველის, ჯარში გენერლის ულამაზეს ქალიშვილებთან რომ უწევთ ურთიერთობა, მაგრამ მართლა ასე იყო და ხომ ვერ ვიტყვი, მახინჯები იყვნენ-თქო. იქ მყოფთა უმეტესობა მათ აქცევდა ყურადღებას, აბა მე და ჩემი მეგობარი ვის რაში ვაინტერესებდით. პირველად უხერხულადაც კი ვიგრძენით თავი, ამ მზეთუნახავების გვერდით ძალიან არათანაბარ წყვილებათ ხომ არ გამოვიყურებით-თქო, მაგრამ იმან დაგვამშვიდა, არცერთი გონჯი არ ვართ და თან ბრწყინვალედ გვეცვა. მოდი ვითომ მილიონრები ვართ-თქო. არა და ადმინისტრატორმა, ალბათ ადრინდელ დამსახურებათა გამო, ყველაზე საპატიო, ყოველ შემთხვევაში ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე დაგვსვა, რომელიც მთელი დარბაზიდან ხელის გულივით ჩანს.

შეკვეთის დრო რომ დადგა, ერთერთმა მანდილოსანმა, ჩემთვის შემწვარი სოკო უთხარით, დიდი ხანია არ მიჭამია, მომენატრაო. ოფიციანტმა, ტყეში, ნადირობისას, შამფურზე რამდენიც გინდა, მაგრამ აქ არც მინახიაო. ჯიგიტი რის ჯიგიტია, გავუშვი

შეფ-მზარეულთან, ესა და ეს უნდა მოგვიმზადო-თქო. პასუხი მოიტანა, სოკოს მხოლოთ ჟულიენში ვხმარობთ, მარაგი არც გვაქვს და რომც გვქონდეს, მზარეულებს მომზადებაც არ ეცოდინებათო. გამიგე დღეში რამდენი ჟულიენი იჭმება-თქო. სულ მცირე-ასოციო. ჰოდა აიღოს თქვენმა მზარეულმა ტაფა, ჩათუშოს ხახვი, ჩაყაროს შიგ ასორმოცდაათი ჟულიენის სამყოფი ნახევრად გამზადებული სოკო, ამოურიოს ”ვოლოგოდსკისთან” და არაჟანთან ერთად, დადგას დაბალ ცეცხლზე, რომ გამზადდება, მოაყაროს შავი პილპილი და მოგვიტანე, გადაგიხდით ასორმოცდაათი ჟულიენის საფასურს. მალევე მობრუნდა, მზარეულმა თქვენი შეკვეთა მიღებულია, მაგრამ ვინაიდან მსგავს რამეს პირველად ვაკეთებ, შეიძლება შემაგვიანდესო.

რაღაც ძაან გამიგრძელდა, დანარჩენს სხვა დროს მოგიყვებით.

- არა! არა! არა! არა!

-მაშინ, უფროსმა თითოც დაგვალევინოს და განვაგრძობ.

სურვილის შესასრულებლად დაბრკოლების იოლად დაძლევამ, ყურადღების ცენტრში ყოფნამ, სასიამოვნო ვითარებამ, ორთავეს გაგვიხსნა ხელ-ფეხი და მოგვცა საშუალება ერთი-ორად გამოგვევლინა შესაძლებლობები. შეიქმნა უშუალობის გარემო, რის მოპოვებას ვერც მაღალი მდგომარეობით, ვერც ფულით და მითუმეტეს ვერც ძალით ვერ მიაღწევს ვერავინ. შევატყვე, აქამდე ან არ, ან ვერ ამჟღავნებდნენ ჩვენდამი იმ კეთილგანწყობას, რაც ეხლა სუფებდა. დანამდვილებით ეამაყებოდათ, წმინდა ქალურად, ჩვენთან ყოფნა, ჩვენი მოსმენა, ჩვენი სიახლოვე. ხომ გეუბნებით, იმდენად თბილ მიკროსამყაროში აღმოვჩნდით, აღარავის გვახსოვდა კულინარია.

ამ ქვეყანაზე დაგვაბრუნა რაღაც ზღაპრულმა სუნმა. უცებ ვერც მოვედი აზრზე, თავი ყვიბისში მეგონა. გავხედე და ჩვენ ოფიციანტს, ვეებერთელა შავი ტაფით ჩვენი სოკო არ მოაქვს? რესტორანში მყოფთ ყველას მზერა მას მიეჯაჭვა.

მზარეულმა ბოდიში შემოგითვალათ, უფრო მეტად დავგვიანდი ვიდრე მეგონა, შესაბამისი ტაფაც კი ძლივს ვიშოვეო.

როგორც იქნა მოათავსა შუა მაგიდაზე და გადმოგვიღო. აი მაშინ ატყდა ოფიციანტების მასიური გამოძახება. ეტიკეტის წესების ყოველგვარი დაცვის გარეშე ჩვენკენ იშვერდნენ ხელს, ის მოგვიტანეო. აბა საიდან? მგონი სოკოც აღარ დარჩათ.

” ბიზნესკლუბში” მოხვედრა ასე ადვილი არ არის. თქვენ წარმოიდგინეთ, ამა ქვეყნის ძლიერთაც კი უჭირთ შესვლა ხანდახან. ხშირად ფულიც კი არა ჭრის. საკმაოდ ბევრი გურმანიც იყრის თავს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათი გაკვირვება რაიმით თითქმის შეუძლებელა. ეტყობა მზარეულმა მაგრად მოინდომა.სასწაულად კარგი გამოვიდა. როდესაც ტაფას ძირი გამოუჩნდა, საერთო აზრიც გამოითქვა:

-ასე გემრიელად არაფერი მიჭამია.

ჩვენთან მყოფმა, იუბილარის ძალზედ ახლობელმა, ლიტერატურის ბრწყინვალედ მცოდნემ მას ურჩია:

-შენი მონათხრობი ” პლეიბოის” გადაუგზავნე, იმდენად თემატურია და ლაღი, ყოველგვარი შესწორების გარეშე დაგიბეჭდავენ.

2. მ ა რ ტ ე ლ ი

 

 

       „ბიზნეს-კლუბში„  ცოტა   გვიან მოგვიწია მისვლა  -  ყველა მაგიდა დაკავებული აღმოჩნდა. მოსკოვის  სეზონი,   დანამდვილებით არ იყო,  ამიტომაც  მივეცით თავს გვიან მისვლის  უფლება, მაგრამ რათ გინდა რააა.  

    „პეპსი-კოლას„  გამოსაშვებ კონვეიერის შესაძენ,  წინასწარ მოლაპარაკებაზე,   თამაზ  ჯავახიშვილის  თხოვნით,  გუჯა და  მე   მოსკოვში  წავყევით .   სტუმრებში გამოსაჩენებს ჩამოგავხართ,  მგონი  არ შემარცხვენთ,  თან ორივე შვებულებაში ხართ, მაინც საქმე არაფერი გაქვთო.  თანმხლებებს  რა დაულევდა, უბრალოდ ჩვენთან ერთად  უნდოდა ყოფნა. 

      დაგვასწრო მოლაპარაკებას, თან  წინდაწინ  ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა,  არასპეციალისტობაში რომ არ გაიყიდოთ , ხმას ნუ ამოიღებთ, მე ვილაპარაკებ, თქვენ კი ყველაფერში დამეთანხმეთო.  მოლაპარაკებამ  ჩვენთვის ძალზედ შინაარსიანად ჩაიარა.  როიალზე დასადებ  ჩინურ ფაიფურის  თოჯინებივით, თამაზის ყოველ ნათქვამზე  თავს  ვაქნევდით .  ყველაზე გრძელი ჩვენი გამონათქვამი  იყო :   ოქეი, ოქეი......ოღონ  ორჯერ.     

       დადებითი რეზულტატის განსამტკიცებლად, საღამოსთვის  რესტორანში  დაპატიჟა  ყველა.   პირველმა პირმა,  ბოდიში მოუხადა, ესენი სამ-ოთხ  საათში  ვენაში  მიფრინავენ, ბილეთები   აღებული აქვთ,  მე  კი თქვენს განარგულებაში ვარო.  აუუჰ! შემოირტყა თავში ხელი თამაზიმ,  საბანკეტოში მაგიდა, რვა კაცზე  მაქვს შეკვეთილი, ეხლა იძულებული ვარ  რვამდე შევავსო  ნაცნობებით.  მოსკოვში,  რატომღაც,   მარტო  ქალებს ვიცნობ,  წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, მანდილოსნებით  დავაკომპლექტოო.  ავსტრიელი, ჩვენი ხნის კაცი იყო, თვალები გაუბრწყინდა,  დედააა,  ეს  რა  კარგ ფეხზე ავმდგარვარო.

      შეხვედრა,  თამაზის უსაყვარლესი სასტუმროს  რესტორან  „ბუდაპეშტთან„  დავთქვით.

      არცერთს  წამიც  არ  დაუგვიანია, მაგრამ უკვე გარკვეული გვქონდა, რომ სიტუაცია, სულ მთლად არ   შეესაბამებოდა  ჩვენს  განწყობილებას. 

       გუჯამ  „ბიზნეს- კლუბში„  მივიდეთ, გაგვისწორდებაო.  მაშინ დავრეკოთ, რვა  კაცზე მაგიდა შევუკვეთოთ, მაინც მოსკოვია-თქო.  დარეკვა რათ უნდა, ვერ ხედავთ, სეზონი რომ არ არის,  რესტორანი აქაც კი,  სანახევროდ ცარიელიაო.

      დაველოდეთ  სრულად დაკომპლექტებას   და   მივადექით  „ბიზნეს-კლუბს„.   ადმინისტრატორი  ჩვენთვის  უცნობი აღმოჩნდა, მაგრამ პროფესიონალური ალღოთი მიხვდა, სასურველ  მომხმარებლებთან  ჰქონდა  საქმე,  ცოტათი ადრე დაგვკავშირებოდით, დაგიჯავშნიდით,  ეხლა  კი,  სულ ყველა  მაგიდა  დაკავებულია,  არადა,  გუშინ ასეთი ხალხმრავლობა  არ იყო,  დღეს არის რატომღაც ასეო.   თუ   ორიოდ  საათს  აქვე,   ჩვენს   მეორე რესტორანში  ინებებთ  შესვლას,  გული  მიგრძნობს,  გამონთავისუფლდება  მაგიდები და  პირველ  რიგში  თქვენ   მოგხედავთო.

        მოთავემ მომენტალურად შექმნა მითი, თუ  როგორ დაუთმო თბილისელ  ახლადდაქორწინებულ  ახლობლებს,  მაყრიონიანად,  რესტორან „ბუდაპეშტში„   უკვე  გაწყობილი მაგიდა.  

      „ბიზნეს-კლუბის„   ადმინისტრატორმა, მიგვაცილა გვერდზე რესტორანში, 

დაგვაბინავა   კაკლის ხით მოპირკეთებულ მყუდრო  მომცრო  დარბაზში, გაგვიმეორა  რა  თავისი შეპირება,  დაგვტოვა. 

         იმდენად მიმზიდველი  და მშვიდი  გარემო  აღმოჩნდა,  ყველამ ვთქვით,  არსადაც არ  მივდივართ,  აქ ვრჩებით, უკეთეს ადგილზე სად უნდა წავიდეთო.   თითქოს  ჩვენს  ნათქვამს ადასტურებსო, სამი შემსრულებლიდან შემდგარმა,  მევიოლინეთა  მობილურმა  პატარა  ანსამბლმა,   დაბალ ხმაზე,    ჩაპლინის  „დიდი ქალაქის ჩირაღდნებიდან„     მელოდიის   შესრულება    დაიწყო.

        ახალგაზრდა  ოფიციანტი  მოგვიახლოვდა, გაგვეცნო,  მე მოგემსახურებით,  რას  ინებებთო.  თამაზი  პირდაპირ  საქმეზე   გადავიდა,   დასალევს  რას შემოგვთავაზებთო.  „ქამიუ„ , „მარტელი„ ,  „ოქროს„ შამპანური....აღარ გააგრძელებინა, საკმარისია,  ოღონდ  ის  გამიგეთ, რომელი კონიაკი  რა ხნის არის და  რამდენი აქვთო.   ოფიციანტმა ეგრევე უპასუხა,  ულევი რაოდენობისო.  ზუსტად მასევე  მიპასუხა   „გარილკაზე„    ოფიციანტმა  და  შემდეგ  გასტრონომიდან   მოუწია ამოტანა,   ხრეშჩატიკზე,  კიევში.   მოსკოვი,  კიევი არ არის, ოფიციანტს ცოტა  ქედმაღლურად  გამოუვიდა.     კარგი,  კარგი,  წადი  და  გამიგე,  რაც  გითხარიო.

         სანამ  მობრუნდებოდა,  გავარკვიეთ,  ვის  რა  უნდოდა.  ოთხიდან  სამმა  მანდილოსანმა, შამპანური  ინდომა,  დარჩენილმა ხუთმა,  კონიაკი ვამჯობინეთ.

          ოფიციანტმა,  „მარტელი„ , ოცი წლის დახანების არის,  „ნაპოლეონი„  ბევრად  ნაკლების,  ისე,  თითო,  სულ მცირე,  ათ-ათი ბოთლი გვაქვს,  შამპანური კი რამდენიც გნებავთ, იმდენიო.  სამი შამპანური  და  ორიც  „მარტელი„  მოგვიტანეთ,  ოღონდ,  შეთხელება  თუ შეატყვე, ორი  „მარტელი„  და შამპანური კიდევ  მოგვიტანეო. 

       შეკვეთა  შესრულებულ იქნა,   „მარტელი„  არც თუ ისე  ცუდი კონიაკია, მითუმეტეს  ოცი წლის,  გალაღდა  ავსტრიელი  და როცა ანსაბლმა, „სამ ვერ  მაი  ლავ„  წამოიწყო,  ვეღარ გაუძლო  ნორჩმა გულმა  და  თავისი კონიაკის პარტნიორი მანდილოსანი გაიწვია საცეკვაოდ.  ცეკვა  მასე არ  უნდაო  და  მათ  კიდევ  სამი წყვილი შევუერთდით.     

        წრუპვა-წრუპვაში  კონიაკი  გაგვითავდა.  ოფიციანტს ვთხოვეთ,  ორი  კიდევ   მოგვიტანე-თქო.  მოვიდა  ჩასვრილი ბავშვივით,  ბოდიში უნდა მოგიხადოთ,  გათავებულა,  თუ გნებავთ  „ნაპოლეონს„  მოგიტანთო.  

        ეს  ისეთი ქლიავი  ჩანს,  შამპანურიც  გათავებული იქნებაო.     შამპანურიც  გათავებულაო, გვახარა ოფიციანტმა,  გვერდზე რესტორნიდან  შემოტანა   კი,  კატეგორიულად  აკრძალული გვაქვსო.

       მგონი  დაგვცინის.  არადა,  ღირსი  არ  არის,  ყველაფერი  თავზე  დაახურო,

მაგრამ  ისევ ჩვენ გაგვამტყუნებენ,  ქართველები არიან, ზედვე   ნასვამიო.

       ბედად,  ადმინისტრატორი შემოვიდა,  თუ ინებებთ,  ერთი სუფრა  უკვე განთავისუფლდა,  შეგვიძლია გავაწყოთო.  მოთამაშეები ეჭვიანი ხალხი ვართ,  ამან  ხომ  არ ჩაგვიწყო,  კლიენტების მოსაზიდათ-თქო, მაგრამ  საბანკეტო  ოცკაციან  მაგიდას გავხედეთ,  გადაძეძგვილი  იყო  „მარტელებით„  და  „ოქროს„ შამპანურებით .    ცოტათი  დავწყნარდით.

      ხუთ  წუთში  „ბიზნეს-კლუბის„  მაგიდას  ვუსხედით.   ესენი  ისე  აცა-ბაცად   იქცევიან,  აქაც  რაიმე  გაუთვალისწინებელი არ მოხდესო,  ჯავახიშვილმა,  იმდენი  „მარტელი„  და  „ოქროს„ შამპანური მოატანინა ,    ორ  ჩვენდენს  შედენიდა  გამოსაფხიზლებელში.

 

                                        

3. რ უ ს უ ლ ი დ ა რ ბ ა ზ ი

 

 

         ლაო-ძის  ნააზრების  შეფასება,  ცოტა არ იყოს ამპარტავნობად  მიმაჩნია,  ყოველ  შემთხვევაში  ჩემი დონისათვის.    

          უბრალოდ რაც მოგწონს,   უსიტყვოდ  უნდა გაიზიარო,  შეისისლხორცო  და ეცადო  ცხოვრებაში  გაატარო,  მიუხედავად  ბევრი რაიმის  თითქმის შეუძლებლობისა.   

         რაც  არ მოგწონს,   ან ვერ  იგებ,   ზოგს სირთულის,  ზოგს  არქაიზმის,   ზოგს დღესდღეობითი  მიდგომის  სხვა  კუთხის გამო  ( ბოლო-ბოლო  ოცდახუთ   საუკუნეზე  მეტი გავიდა,  ეხლანდელი   ცოდნით),   მათზე  ხელაღებით   ვერდიქტის გამოტანის უფლება არ გაქვს.   ბევრი  რამ,  რაც ადრე  ვერ გავიგე,   ან საკამათოდ ჩავთვალე,  დრომ  თავის  ადგილზე დააყენა.  არ გავთავხედდები  და  ვიტყვი,  ყველაფერი გავიგე-მეთქი, მაგრამ მთელ რიგ საკითხებზე  აღქმა,  რადიკალურად  შემეცვალა.

       სიკეთის თესვას,   შრომას,  გონიერებას,   თავმდაბლობას,   ზომიერებას,   სიყვარულს,  პატიოსნებას,  სილამაზეს, სიდარბაისლეს,  ბუნებრიობას,  სწორ აღქმას,  ერთგულებას მოქმედების  ვადა  არა  აქვთ,    რა  დროც  არ  უნდა  გავიდეს ,   ყავლი არ ეკარგებათ, ზოგადსაკაცობრიო  ღირებულებებს   წარმოადგენენ  და  ღრმად ვარ დარწმუნებული,  მოვა დრო,  მხოლოდ  ამით  იხელმძღვანელებს  ადამიანი.

      მაღალ  მატერიებში  ავიჭერი,  დავეშვები  ქვევით   და  რამაც   გამახსენა,   მასზე

გავამახვილებ  ყურადღებას.  

      ყველა   ჭეშმარიტების  არა,  მაგრამ  ამათგან   რამოდენიმე  მცნების შესრულებას,  უდაოდ  მოითხოვს  დღევანდელი   მოგონება.

      მოსწავლეთა  არდადეგებებზე,  ჩაავლეს  შვილებს  ჩვენმა მეუღლეებმა ხელი,

ბაკურიანში  წაიყვანეს  და დაგვტოვეს  მამაკაცები  უპატრონოდ.  

     ზედამხედველის  გარეშე დარჩენილი ბავშვებივით,  აღარ ვიცოდით  რომელ გასართობისთვის მიგვენიჭებინა  უპირატესობა.  პარასკევს  რაღაცა წავიცუღლუტეთ,   შაბათს  კი  ნაცნობის დაბადების  დღეზე  აღმოვჩნდით   თამაზი,  გუჯა  და  მე.  

     იმ ხანათ,  საოცრად გვათამამებდა სამივეს  განგება,   გავზულუქდით,  ადამიანთა  უმეტესობის  ხასიათში ჩადებულმა  სნობიზმმაც  ეტყობა  შეუწყო  ხელი.    ჩვენი მოსაწონი აღარაფერი იყო.   რატომღაც  ღვინოც არ მოგვეწონა  არცერთს  და  დროზე  ადრე  დავტოვეთ  იქაურობა. 

       მაშინ, გვიან  ღამის  საათებში, მხოლოდ  „ივერიის„  „აჭარის„  „თბილისის„   „უშბას„    სასტუმროების  ღამის  ბარები  იყო   ღია.    ფუნიკულიორზე ხომ  არ   ავიყვანდი  ამ პატიოსან ხალხს  და  ჩავიყვანე  „ივერიის„   ღამის  ბარში.   

      ჟაკო  და  თემური  ჩვეული გულღიობით  შეგვხვდნენ  და  არა მხოლოდ  იმიტომ,  რომ  იქ  აღარავინ იყო,  არამედ  ჩვენი   მისვლა  მუდამ ახარებდათ.  ერთად-ერთმა  რუდიკომ  შემოიხედა, ისიც  დიდი  ხნით  არ  დარჩა.

        გულწრფელად   ვაღიარებ   ცოდვას,  მაგრამ  დანაშაულებრივი  ქმედებების  ჩადენიდან იმდენი  დროა  გასული,  იურიდიული ძალა აღარ გააჩნია,   არც  ბარმენებისთვის  და არც  ჩვენთვის.   ანგარიშსწორება  მხოლოდ  ვალუტაზე  იყო  შესაძლებელი.  ჩვენ კი  დანახარჯს  საბჭოთა  მანეთებით  ვისტუმრებდით,   ბარმენთა მიერ  მაქსიმალურად შესაძლო მცირე გადასაანგარიშებელი  კოეფიციენტის  მიყენებით.  

         გულიანად  გვმასპინძლობდნენ,  მაგრამ  დროს თავისი    გააქვს ყოველთვის.  ხუთის  ნახევარზე  ბოდიში მოგვიხადეს, უნდა დავკეტოთ, მეტის უფლება, ამჟამად არა გვაქვსო.

         ვსხედვართ  სამივენი  მთავარი ფოსტის  გრანიტის  კიბეებზე,   ისე,  როგორც მობუზული  ბეღურები  ელექტროსადენებზე.   თამაზიმ,  ეს  რა  უბედურებაა   ჩვენს თავს,  მთელი პარასკევი პენსიონერ  ქალებზე დამახარჯიეთ,  შაბათს  ძმარივით  ღვინო მასვით, კვირადღე  თენდება და  უპატრონო  ბავშვებივით გამოგვაბუნძულეს,  არა ბატონო,  არა  და  არა,  ისევ მე უნდა ავიღო ინიციატივა  ჩემ  ხელში,  წაგიყვანოთ  ისეთ ადგილზე,  სადაც  კაის გვაჭმევენ,  კაის  გვასმევენ,  რამდენიც   გვინდა  იმდენ   ხანს  ვიქნებით  და  ზედვე  ნარჩევ-ნარჩევი მანდილოსნები   მოგვხედავენო.

        მიგვიყვანა  აეროპორტში.  ფრენები უამინდობის გამო  შეფერხებული იყო.  გუჯა და  მე  ავბუზღუნდით,   ხვალ  სამუშაო  დღეა,  შენსავით გენერალურ დირექტორად კი  არ  ვართ,  უფროსები  გვყავს-თქო.   თქვე  კაი  ხალხო,   სამუდამოთ  კი  არ   მიმყავხართ,   შანიძე  

გვყავდეს ჯანმრთელად,  ორშაბათს პირველი რეისით გადმოგვაფრენს,  მე  დაგარიგებთ  სამსახურებში,   წუთსაც  არ  დაიგვიანებთ,  ვითომ არსადაც  არ  ყოფილხართ,  ისე..... თქვენ  თუ  არ  ჩამიშვით ,  ვერც  ვერავინ  გაიგებსო.

       საღამოს  5  საათისთვის  ჩავაღწიეთ მოსკოვში.  2  საათი მოგვინდა  სრული მოწესრიგებისთვის  და  მზადყოფნისთვის.   რვისათვის    „კონტინენტალის„     რესტორან    ”რუსულ  დარბაზის„    მშვენივრად   გაწყობილ  ექვსპერსონიან  მაგიდას  ვუსხედით.    რატომ   მაინცა   და  მაინც  „რუსულ  დარბაზში„ ?   თამაზიმ  ბრძანა:

ბრწყინვალე   რესტორანია,     ბოშების  ანსამბლი  უკრავს,  ისეთი    გადასარევი  სიტუაციაა  და  ადგილი,   წამოსვლა   აღარ  მოგინდებათო.    

      ახლოდან  კი  აღმოჩნდა,  გუჯას  მეტი,  არც-ერთი  არ  ვიყავით  აქ  ადრე  ნამყოფი.

       საკმაოდ   მალე  გავშინაურდით,  რაშიც  ლომის  წილი  ბოშათა,  მართლაც  და   მაღალკვალიფიციურ  ანსამბლს   და  გულშიჩამწვდომ  ბოშურ  ჰანგებს  მიუძღვოდა.

თავს   „რომენის„   საჩვენებელ  კონცერტზე   ვგრძნობდი.     მოკლე-მოკლე  ცეკვები

 ოდითგან   ჩვენთვის  ნაცნობ  მელოდიებზე,   ჰარმონიულად  ერწყმოდა   ერთმანეთს,  უმალ ჩანდა  დამდგმელის   ნატიფგემოვნებიანი  ხელი.   

       დარბაზი  არც  ისე  დიდია,  ყოველი  მაგიდიდან  ისიც კი მოჩანს,    ვინ რას მიირთმევს,   სადაა  და  კარგი  გუნება-განწყობილების  შექმნას  ყოველმხრივ  უწყობს  ხელს.  სიმპათიური ბალზაკის  ასაკის  ოფიციანტი  ქალი  გამოეცნაურა  თამაზის:

      - ძალიან კარგად  გიცნობთ,  ხშირად  შევხვედრივართ  ერთმანეთს.

      -    ალბათ ვინმეს მიმამსგავსეთ,   აქ  პირველადა  ვარ. 

      - არა,   აქედან  კი არა,   ადრე  „მეტროპოლში „  ვმუშაობდი,   შემდეგ   კი   „ბუდაპეშტში„  ვიყავი  დიდი  ხანი. 

     - სვეტა  ძვირფასო! 

     - ვიკა.

     -  მაპატიე,  რასაკვირველია  ვიკა.  ისევ იქ ცხოვრობ?

     - სად იქ?

     -საბაღე  წრის  მიდამოებში.

    

         დაიწყო  პატარა  სპექტაკლი  თემებზე:   გახსოვს-არ-გახსოვს    და   „განშორების  სიიიიმძიმე,  გულზედ  მაწევს  ლოდივით„.

 

       -აკი   ძალიან  უკეთებდი  რეკლამას,  ასეთია   და  ისეთიო?

       -ცუდ  ადგილას  ხომ არ მომიყვანიხართ?   ისეთმა  სანდო  კაცმა  მიქო,   ნამდვილად დაეჯერება.

       დიდი  სპექტაკლი  შედგა  მას მერე,  როდესაც  ბოშები ესტრადიდან  დაეშვნენ,   ნახევარწრე  შემოგვარტყეს  და  გააგრძელეს  მინი  წარმოდგენა,  თითქოს  ჩვენს  მეტი  არავინ  იყო.    ეჟვან-ზინზილაკების  ყოველი გაჟღარუნება  თამაზის  მიდამოებში,  თავდებოდა  მისი პიჯაკიდან ბანკნოტების  გარკვეული რაოდენობის  ახალ მფლობელობაში გადანაცვლებით.   რაღაც  ხნის მერე, ოფიციანტს  შეეხმიანა,  სამყოფი  დასალევი  მოატანინა  და  წინდაწინ  გადაიხადა დანახარჯი. 

        -მგონი  უთავდება.

       წამჩურჩულა  გუჯამ.

       მეყვავილე  მოვიდა  პატარა  თაიგულებით. თამაზიმ  ორ-ორი  უბოძა  სუფრის  და  ამდენივე  ესტრადაზე  მყოფ  მანდილოსნებს.

 

         ცოტა ხანში მოგვადგა  მშვენიერი  გოგონა,  რაღაც  სუვენირებით.  გუჯამ შეხედა  სულ  სხვა მხარეს  მომზირალ  ურეაქციო თამაზის  და  ხმადაბლა, ოღონდ სრულიად  დარწმუნებულმა  ჩამილაპარაკა:

        -გაუთავდა.

        ჩვენი წამოსვლის დროც დადგა.  თამაზიმ  უკან  მოგვიტოვა ყველა  ჩქარი ნაბიჯით   და  ვესტიბიულის  შორეულ  კუთხეში   გაჩერდა გუჯასთან  ერთად.

      ნახევარი საათი,  რაღაცას თხოვდა, გუჯა კი არ  უსრულებდა.

 ის  თავდახრილი  უსმენდა  გუჯას.    ვერ  მივხვდი  რა  ხდებოდა.  როდესაც                                         

რეგლამენტი  ზღვარს  გადასცილდა,  მივუახლოვდი,   ბოლო  სიტყვებსღა  შევესწარი:

     .....იმიტომ,  რომ  მაგალითი  იყოს  შენთვის, ზომიერებამ  და თავმდაბლობამ   აღარ

გიმტყუნოს,   გონიერი ქცევა,  ნასვამზეა  დასაფასებელი,  თორემ ფხიზელი   ყველა  

დინჯები ვართ. 

      უკითხავდა ნატაციებს,  როგორც პატარა ბავშვს  (არადა  ხუთი-ექვსი წლით იყო  ჩვენზე უფროსი) , ისიც თავჩაქინდრული ხმას არ იღებდა,  თითქოს  ჩაწვდაო თავის  საქციელის   გადამეტებას  .    მე რომ დამინახა,  მხარდამჭერის  სიახლოვე  იგრძნო,  დამნაშავის  ღიმილით  ამიხსნა:

    -  25  მანეთს  ვთხოვ,  მეტს  ხომ  არა,  ტაქსისთვის  მინდა,   ჩემი  შორსა  მყავს  მისაყვანი,  თან  თქვენ  საწინააღმდეგო  მხარეს.

     როგორც  იქნა,  გაიღო  გუჯამ,  თანაც  ზუსტად  25  მანეთი. 

    -  მოიცა, მოიცა, ხვალ  აეროპორტში  ფეხით  წამოვიდე? 

    -ცოტა  მომჭირნება  ისწავლე,   მთელ  ფულს  ერთად  ნუ  დახარჯავ,   10  იქამდე,   15  აეროპორტამდე,   თვითმფრინავის  ბილეთს კი,   მეტი  რა  გზაა,   მე  აგიღებ. 

4. ჩ ე მ ი ფ ო თ ლ ე ბ ი

„ნაციონალის„ მეორე სართულზე, შუადღისას, რესტორანში შევედით გუჯა და მე მშვენიერ მანდილოსნებთან ერთად. ასეთ დროს, moskovSi, რესტორანში არც ვმჯდარვარ, მაგრამ სამ-ოთხ საათში მოვფრინავდით თბილისში, გოგონებმა თქვეს გაგაცილებთო. მაშინ, ბარემ ერთად წავისაუზმოთ-თქო. სრულიად ახალგაზრდა ოფიციანტმა დაგვაბინავა ნიშაში შედგმულ მაგიდასთან. ვეებერთელა დარბაზი, თითქმის ცარიელი იყო. მხოლოდ სამი-ოთხი მაგიდა დაეკავებინათ ჩვენნაირ შემთხვევით შემომსვლელებს, ხოლო ნიშებში ვინ იჯდა, არ ჩანდა. გვერდით სუფრიდან ძალზე ნაცნობი ხმები შემომესმა. გავხედეთ და აღმოჩნდენ თენგიზ სულხანიშვილი და კობა მირცხულავა მეუღლეებით. გადავკოცნეთ ერთმანეთი. გაირკვა, რომ ისინი დღეს მიდიოდნენ საზღვარგარეთ და დროის მოსაკლავად შემოსულიყვენ. მოვილაპარაკეთ გაგზან-გამოგზავნები არ დაგვეწყო და მივხედეთ ჩვენ-ჩვენ საქმეს. ვინაიდან უფრო ადრე წამოვედით, ორივე სუფრის დანახარჯი გადავიხადეთ . ოფიციანტი კიბეებამდე გამოგვყვა, დღეს პირველი დღეა რომ ვმუშაობ და თქვენი სახით ბედნიერება დამებედებაო. წამოვედით აეროპორტისკენ. გუჯამ, ერთი წუთით შევივლი ბუსკინთან, საქმე მაქვსო.

ჩვენ სამივე, მანქანაში ველოდებით. ძალიან რომ შეაგვიანდა, მკითხეს სად წავიდაო. ვუპასუხე,გადამყიდველია და ალბათ მისგან რამე უნდა აიღოს-მეთქი. არ მომეშვენ, სამივემ ერთად ავაკითხეთ. რას ვხედავთ, ზის გუჯა , უდიდესი ნეტარებით „სელიოდკას” და მოხარშულ კართოფილს მიირთმევს, “ნაციონალში „ თითქმის ხელუხლებელი სამეფო სუფრის დატოვების შემდეგ ჰა-და-ჰა ნახევარ საათში. იქ დაგვხდა ირაკლიც, ბუსკინების ოჯახთან ჩახუტებული ჩემი კლასელი. ერთი კი მკითხა, საით გაგიწევიათო. მე ვუთხარი:

-გუჯა გეტყოდათ, ერთ საათში თბილისში მივფრინავთ.

ბუსკინის ცოლი, ირა თვალის ერთი შევლებით მიხვდა, საკმაოდ კარგ ჩამცმელებთან ჰქონდა საქმე, ტელეფონის ნომრები გაცვალეს, ხშირად მაქვს უმაღლესი დონის ტანსაცმელი და პირველად თქვენ შეგატყობინებთო.

როგორც იქნა მოვწყვიტე არნახულ დელიკატესებს და მივედით აეროპორტში. მიგვაცილეს გოგოებმა ტრაპამდე და იმავე მანქანით გაბრუნდნენ უკან, მოსკოვში.

ჩავსხედით თვითმფრინავში და ველოდებით აფრენას. თქვენც არ მომიკვდეთ, ერთი საათის მერე გამოგვიცხადეს, ესაო და ისაო, უამინდობის გამო ფრენა გადადებულია, საორიენტაციოდ ხვალამდეო. რა უნდა გვექნა, დავრწმუნდით ინფორმაციის შეუცვლელობაში და წამოვედით ისევ მოსკოვში. გუჯამ:

- განგება ჩვენსკენ არის, რაც ხდება,სასიკეთოდ ხდება, უამინდობაც კი ჩვენზე მუშაობს, მთავარია უაზროთ არ გავაცდინოთ დრო.

ეცა ტელეფონს და თავის პარტნიორ გოგონას დაურეკა. რამოდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ მითხრა:

-დაურეკე შენსას და სამივემ გავუაროთ, ეტყობა ისე ჩაეძინა, ტელეფონის ზარიც ვერ აღვიძებს.

დავრეკე .

- ასე უცებ როგორ ჩახვედი თბილისში და თან ტელეფონთანაც მოხვდი. ტელეპატი ხარ? როგორ გამოიცანი, რომ შენთან მინდოდა დალაპარაკება?

- აი ყურმილი და მითხარი რისი თქმაც გინდა?

-შენმა მეგობარმა დამირეკა ორი საათის წინ, რანდევუ დამინიშნა. მე კი ცივი უარი ვტკიცე (რუსულად არის, ოტ ვოროტ-პოვოროტ), მაგრამ შენც კარგი მეგობრები გყოლია, ქალაქიდან გასვლასაც არ გაცდიან, ან კიდევ ჩემზე უთხარი ისეთი რამ, თავის თავს ზედმეტის უფლება მისცა.

ვიფიცე და ვიფიცე:

-ჩვენს ურთიერთობაზე, გუჯასთანაც კი არ მომსვლია აზრად მესაუბრა.

გუჯამ ცქვიტა ყურები:

- რასაა ასე გამწარებით იფიცები, ორასი წელია გიცნობ და შენგან დაფიცება პირველად მესმის, თან ჩემი სახელი რად ახსენე?

-ორ-სამ წუთში გადმოგირეკავ, ცოტა გონს მოვალ, თან აქა ვარ მოსკოვში, აგიხსნი რატომ.

გუჯას გადავეცი, ასე და ასე მითხრა-თქო. ეგრევე მოწვა:

- დაურეკე და უთხარი, ერთ საათში დაგირეკავ-თქო.

დავიჭირეთ მანქანა და დავბრუნდით უკან.

-ის მაინც მითხარი, საით მივდივართ.

- ბუსკინთან, რაღაც უნდა შევამოწმო.

გუმანით მეც ვხდებოდი რა, მაგრამ სიტყვიერად ვერ დავაწყვე, აბდა-უბდათ გამომივიდა.

- თუ ის იქ დაგვხვდა, რა მოხდა, თავისუფალი ადამიანია, სადაც უნდა იქ წავა, რა უფლება გვაქვს ავუკრძალოთ?

-როგორც კაცს გეკითხები, მართლა გულით ამბობ რასაც ამბობ? შენ რომ ჩემ მდგომარეობაში აღმოჩენილიყავი, ასე ილაპარაკებდი?

წავკეტე.

-წინასწარ რად ხატავ ყველაფერს მუქ ფერებში,იქნებ ტყუილა ნერვიულობ?

შევედით და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც გუჯას მოსაზრება გამართლდა. ყოველგვარი პროტესტის გარეშე ლენა სააღდგომო ბატკანივით, მომენტალურად გამოგვყვა, მხოლოდ ის თქვა:

- ირამ დამირეკა, ბრწყინალე რამეები მომიტანეს, მე კი, როგორც ჩემი სიტყვის პატრონმა, პირველი შენ შეგატყობინეო. ისე კი, გადასარევი არაფერი არ ჰქონდა.

- მოიცა, მოიცა, არ დაეჭვდი ორ-სამ საათში ახალი საქონელი საიდან გაჩნდაო?

გავაანალიზეთ და სურათიც გამოიკვეთა. ვინაიდან ირაკლიმ ჩემსას დაადგა თვალი, დაურეკა და როცა უარი მიიღო, უკვე ივირეშმაკა, მეორესთან ირას დაარეკინა.

პირველი, რაც მომივიდა აზრად, იყო შერმადინის პასუხი შალვა გიორგაძისადმი.

სამოცდაათიან წლებში, რამოდენიმე ახლო მეგობარი ისვენებს ბიჭვინთაში. ციტრუსების ხეივნის პლაჟზე, ხეების ჩრდილში წამოწოლილი არიან და ხან ერთს ამბობენ და ხან მეორეს. შალვა მიმართავს:

- შერმადინ, მაგ შენ ხეს რომ ფოთლები ასხია, ყველა თუმნიანებათ აქცია, მე რამდენს მომცემ?

- ჩემ ფეხებს მოგცემ, შენ გვერდზე ხე როა, იმაზე იოცნებე, რაღა ჩემ ხეს ეცი? მოგონების დასაწყისში ირაკლიზე ვწერ კლასელი-თქო, და არა მეგობარი.

მეგობრები ასე არ იქცევიან. მართლაცდა, რაღა ჩემს ხეს ეცა?

ისე, ევროპის და აზიის საზღვარზე ვცხოვრობთ. არცერთი ცივილიზაცია უცხო არ არის ჩვენთვის, მაგრამ კერძო მესაკუთრული და აზიური ხშირად გვძალავს, განსაკუთრებით კი მამაკაცებს:

ჩვენს თავს ყველაფრის უფლებას ვაძლევთ, მანდილოსნებისგან კი მოვითხოვთ უზომო კდემამოსილებას.

5. კარგი რამე.

მას არ შეუძლია შეყვარება, რადგან თვით არის სიყვარული. არ არსებობს შენი და ჩემი, არსებობს მხოლოდ ჩვენი. ახდენს ორი ადამიანის ერთში გაერთიანებას. ვერც შეადრი ვერაფერს, იმდენად ყოვლისმომცველია. ვერ უწოდებ სახელს, რადგანაც ვერანაირი სახელით ვერ გადმოსცემ სრულად მის არსს. არ ცნობს ფერს, რასას, სარწმუნოებას, არ ჭირდება ენა, იმდენად ადვილად გასაგები და უნივერსალურია. არის ჭეშმარიტად დემოკრატიული, ყველაფერი ზედმეტი, თვით განათლებაც კი, ხშირად ხელისშემშლელიც კია. ბუნებაში არ მოიპოვება სხვა რამ, რასაც შეუძლია მისი სადარი სიამოვნება მოგანიჭოს. მოკლედ, კაი რამეა რაააა.