45
როგორ ჩავრთოთ 5-წლიანი მოსწავლეები სასწავლო პროცესში ნატო ლომსაძე, გიორგი ჭანტურია, ანა მიქაძე, ანა ქინქლაძე სამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე განათლების ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნების შესაბამისად პროგრამა: განათლების ადმინისტრირება სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნათია ანდღულაძე, ასისტენტ-პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2014

ხუთწლიანები სკოლაში

Embed Size (px)

DESCRIPTION

რატომ შეიცვალა კანონი

Citation preview

Page 1: ხუთწლიანები სკოლაში

როგორ ჩავრთოთ 5-წლიანი მოსწავლეები სასწავლო პროცესში

ნატო ლომსაძე, გიორგი ჭანტურია, ანა მიქაძე, ანა ქინქლაძე

სამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე განათლების ადმინისტრირების

მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნების შესაბამისად

პროგრამა: განათლების ადმინისტრირება

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნათია ანდღულაძე, ასისტენტ-პროფესორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2014

Page 2: ხუთწლიანები სკოლაში

2

სარჩევი

აბსტრაქტი.........................................................................................................................3

საკვლევი პრობლემა........................................................................................................4

ზოგადი ასპექტები...............................................................................................4

კერძო შემთხვევა - სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“...............................................6

რა არის პრაქტიკული კვლევა........................................................................................7

ლიტერატურის მიმოხილვა.........................................................................................11

სხვა ქვეყნების გამოცდილება..........................................................................23

კვლევის მიზანი და მეთოდოლოგია..........................................................................28

კომისიის წევრები..............................................................................................28

მონაცემთა შეგროვების მეთოდები.................................................................29

მონაცემთა ანალიზი......................................................................................................30

პრობლემის დიაგნოზირება.........................................................................................34

ინტერვენციის ეტაპები.................................................................................................36

ინტერვენცია 1.....................................................................................................37

ინერვენცია 1-ის შეფასება.................................................................................38

ინტერვენცია 2.....................................................................................................38

ინტერვენცია 2-ის შეფასება..............................................................................39

კვლევის შედეგები.........................................................................................................40

შედეგების განხილვა.....................................................................................................41

კვლევის დადებითი და უარყოფითი მხარეები.......................................................42

რეკომენდაციები............................................................................................................43

ბიბლიოგრაფია...............................................................................................................44

Page 3: ხუთწლიანები სკოლაში

3

აბსტრაქტი

კვლევა, რომელიც ეხებოდა 5-წლიანი მოსწავლეების ჩართვას სასწავლო პროცესში,

ჩატარდა 2013 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით. ამ პერიოდის მანძილზე

კვლევის ჯგუფი ნატო ლომსაძის, ანა მიქაძის, გიორგი ჭანტურიას და ანა

ქინქლაძის შემადგენლობით, კერძო სკოლა „ცოდნის“ დაწყებითი საფეხურის

კლასის მოსწავლეებს აკვირდებოდა გაკვეთილზე, ატარებდა ინტერვიუებს

პედაგოგებთან, ურიგებდა კითხვარებს მშობლებს, საბოლოოდ კი განახორციელა

ორი ინტერვენცია, რომელთა საფუძველზე მიღებული შედეგებიც კიდევ ერთხელ

ცხადყოფს, რომ იმ შემთხვევაში თუ 5 წლის მოსწავლე დაიშვება სკოლაში, მას

მისთვის ნაცნობი გარემო უნდა დახვდეს კლასში, რაშიც უპირველეს ყოვლისა,

თამაშით სწავლებას და არასტანდარტულ საკლასო ოთახს ვგულისხმობთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, არც კანონი უნდა ითვალისწინებდეს 5-წლიან სასკოლო

ზღვარს და არც მშობლებს არ უნდა ჰქონდეთ სურვილი შეიყვანონ შვილი სკოლაში

განურჩევლად მიზეზისა, იქნება ეს ბავშვის ნიჭის თუ მშობლისთვის დროის

გამონთავისუფლების/დატვირთული გრაფიკის გამო. საბედნიეროდ, ჩვენი

კვლევის დასკვნას დაასწრო ქართულმა კანონმდებლობამ და აიკრძალა 5 წლის

მოსწავლეთა სკოლაში მიღება. თუმცა ამით, რა თქმა უნდა, ვერ გადაიჭრა საკითხი

იმ მოსწავლეებთან მიმართებაში, რომლებიც წინა წლების მანძილზე 5-წლისები

შეიყვანეს მშობლებმა. შემოდგომიდან სწორედ ამ მიმართულებით განვავითარეთ

კვლევა.

გავეცანით რა, ჩვენს თემასთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევებს, სტატიებს,

ქართულ თუ უცხოურ რეალობაში, გამოვკვეთეთ შემდეგი:

Page 4: ხუთწლიანები სკოლაში

4

თუ გვსურდა ჩვენ მიერ დასახული მიზნის მიღწევა - უფრო აქტიურად ჩაგვერთო

5-წლიანი მოსწავლეები სასწავლო პროცესში - აქცენტი უნდა გაგვეკეთებინა

გარემოზე. 5 წლის მოსწავლეებთან ყველაზე მნიშნელოვანი ფსიქოლოგიური

ფაქტორებია.

საბოლოოდ კი, განხორციელებული ინტერვენციებით კარგი შედეგები მივიღეთ 5

წლის ბავშვებთან და ვფიქრობთ, ქვემოთ მოცემული კვლევა არა მხოლოდ კერძო

სკოლა „ცოდნას“, არამედ სხვა სკოლებსაც დაეხმარება სამომავლოდ, უკეთესი

შედეგები მიიღონ 5 წლის მოსწავლეებთან როგორც აკადემიურ მოსწრებაში, ასევე

მათი ქცევის სწორად განვითარებაში, რადგან დასმული პრობლემა უფრო მეტად

უფროს კლასებში იჩენს თავს, ვიდრე დაწყებით საფეხურზე.

საკვლევი პრობლემა

ზოგადი ასპექტები

2010 წელს ცვლილება შევიდა „კანონში ზოგადი განათლების შესახებ“, რომლის

თანახმად, ზოგადი განათლების სისტემაში სწავლის დაწყების ასაკი 5 წელი გახდა.

ცვლილება 2011 წლის სასწავლო წლიდან ამოქმედდა1. საკონონმდებო დონეზე

მიღებული ცვლილების იმპლემენტაცია მოხდა საქართველოში მოქმედ ყველა

საჯარო და კერძო სკოლაში, კანონი ავალდებულებს მათ მიიღონ 5 წლის ბავშვები

სკოლაში და მოახდინონ მათთვის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად

1 კანონი ზოგადი განათლების შესახებ

Page 5: ხუთწლიანები სკოლაში

5

გაწერილი ყველა მოთხოვნის შესრულება. გამონაკლის არც კერძო „სკოლა-

ლიცეუმი ცოდნა“ წარმოადგენს. სწორედ ამ კონკრეტული სკოლის მაგალითზე

მოვახდინეთ პრაქტიკული კვლევის განხორციელება, რომელიც თავის მხრივ

პრობლემის შესწავლას და ამ პრობლემაზე ერთობლივ მუშაობას გულისხობს2.

მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილება შევიდა, არ წყდება ინტერესი ამ საკითხის

მიმართ. განსხვავებუილი დამოკიდებულება არსებობს საზოგადოების წევრების,

მასწავლებელების, მშობლების, განათლების სფეროს წარმომადგენლების და

ფსიქოლოგების მხრიდან. სწორედ ამ თემას მიეძღვნა კვლევა, რომელიც 2012 წლის

დეკემბერში კავშირმა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ სსიპ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაკვეთით

განახორციელა „ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების

კვლევა“. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ამ სფეროს დაინტერესებულმა მხარეებმა

და უშუალოდ პროცესის მსვლელობის მონაწილეებმა (მასწავლებლებმა და

მშობლებმა). ეს არის საკმაოდ სიღრმისეული კვლევა, რომელიც დეტალურად

აღწერს თუ რა პრობლემები აქვთ 5 წლის მოსწავლეებს სწავლის პროცესში. „5 წლის

ბავშვებს ხშირად აქვთ გაუმართავი მეტყველება, საუბრობენ ენის მოჩლექვით და

მწირია მათი ლექსიკური მარაგი, უჭირთ გაკვეთილზე კონცენტრაცია 15–20 წუთის

შემდგომ აღარ შეუძლიათ საგაკვეთილო პროცესში ჩართვა, უჭირთ კითხვა ასოებს

სწავლობენ, მაგრამ გამართულად კითხვა უჭირთ3.

2 William Foote Whyte (ed), Participatory Action Research, Sage Publications (London, 1991). Jan Irgens

Karlsen, Action Research as a Method: Reflections from a Program for Developing Methods and

Competence, (pp 143-158).

3 სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ხუთი წლის ასაკის

მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა (თბილისი: სოციალური კვლევისა და ანალიზის

ინსტიტუტი, 2012)

Page 6: ხუთწლიანები სკოლაში

6

კერძო შემთხვევა - სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“

სწორედ ზემოაღნიშნული პრობლემა დასახელდა ჩვენს მიერ შერჩეულ პარტნიორ

ორგანიზაციაში „სკოლა-ლიცეუმ ცოდნაში“. თემის აქტუალურობიდან და

პრობლემატურობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ შეგვესწავლა აღნიშნული

საკითხი პრაქტიკული კვლევის პირობებში. კვლევის მიზანი იყო, უკვე არსებული

მგდომარეობის გათვალისწინებით პრობლემის იდენტიფიცირება და

სიღრმისეული შესწავლა-ანალიზი, სადაც ჩართულნი იყვნენ „სკოლა-ლიცეუმ

ცოდნის“ დაწყებითი კლასის მასწავლებლები–კომისიის წევრები, სწორედ მათთან

ერთად მოხდა პრობლემის გადაჭრის გზების ძიების შემუშავება. კვლევის ეს ტიპი

ტრადიცულ კვლევისაგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ გაცილებით უფრო

სიღმისეულ კვლევას გულისხმობს, სადაც მონაწილეობს არა მარტო მკვლევარი,

არამედ ამ პრობლემის გადაწყვეტით დაინტერესებული მხარე4. ჩვენ შემთხვევაში

დაინტერესეულ მხარეს წარმოადგენენ აღნიშნული სკოლის დაწყებითი კლასის

მასწავლებლები, რომლებსაც უშუალოდ აქვთ შეხება ამ პრობლემასთან და

სურვილი გამოთქვეს ჩვენთან თანამშორმლობაზე.

სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნაზი ნადირაძემ– შემოგვთავაზა, რომ

გვემუშავა დაწყებით საფეხურზე და დავინტერესებულიყავით 5 წლიანი ბავშვების

საგანმანათლებლო პროცესში ჩართვით. საკვლევი საკითხი ძალზე აქტუალური

აღმოჩნდა უშუალოდ 5 წლიან ბავშვებთან მომუშავე პედაგოგებისთვის. მათ

უჭირთ ახალ რეალობასთან მორგება და 5–6 წლიანი ბავშვების ერთობლივი

4 William Foote Whyte (ed), Participatory Action Research, Sage Publications (London, 1991). Jan Irgens

Karlsen, Action Research as a Method: Reflections from a Program for Developing Methods and

Competence, (pp 143-158).

Page 7: ხუთწლიანები სკოლაში

7

ჩართვა სასწავლო პროცესში. ამასთანავე ეს მათთვის არის სიახლე და არ აქვთ

საკმარისი გამოცდილება ამგვარი სწავლების.

კერძო სკოლისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ მიერ შეთავაზებულ საგაკვეთილო

პროცესში ყველა მოსწავლე აქტიურად იყოს ჩართული, რათა მოახდინონ

კონკურენტუნარიანი ცოდნის მიწოდება. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ

საგაკვეთილო პროცესი პასუხობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

გარდა გარე მოტივაციისა სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები უშუალოდ

არიან დაინტერესებულნი, ამ პრობლემის მოგვარებით, რათა შეძლონ

სრულფასოვანი საგაკვეთილო პროცესის განხორციელება.

რა არის პრაქტიკული კვლევა?

პრაქტიკული კვლევა, რომელიც თანამშრომლობით კვლევად გვევლინება, გასული

საუკუნიდან მოყოლებული თანდათანობით გავრცელდა და დღესდღეობით,

თითქმის ყველა სფეროში გამოიყენება. განსაკუთრებით გავრცელებულია

პრაქტიკული კვლევა იქ სადაც აქტუალურია ექსპერიმენტების ჩატარება და

ურთიერთთანამშრომლობითი პროცესი. „ეს არის ცოდნის მიღების სრულიად

ახლი ფორმა, სადაც ურთიერთობა პრაქტიკასა და თეორიას შორის, ასევე, კვლევასა

და მოქმედებას შორის გაცილებით უფრო ორიგინალურია და დაახლოებულია

ვიდრე ეს ტრადიციულ საზოგადოებრივ მეცნიერებებში გვხვდებოდა’’. როგორც

იან ირენს კარლსენი განმარტავს, ეს მიდგომა მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მას

იყენებენ რთული, პრობლემური სიტუაციის გადასაჭრელად, რომლის

Page 8: ხუთწლიანები სკოლაში

8

განვითარებაც მოითხოვს გუნდურ მუშაობასა და ერთობლივ ვალდებულებას

სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის5

ტერმინი „ პრაქტიკული კვლევა“ გასული საუკუნის ორი დიდი მეცნიერის, ჯონ

კოლიერის და კურტ ლევინს სახელს უკავშირდება. ისინი შეეცადნენ ჯონ დიუის

მეცნიერებაზე დაყრდნობით შეექმნათ რაღაც ახალი. განსაკუთრებით დიდია

კურტ ლევინის როლი პრაქტიკული კვლევის განვითარებაში. იგი დარწმუნებული

იყო პრაქტიკული კვლევის, როგორც ინსტრუმენტის ძლიერ მხარეში, რომელსაც

შეეძლო „პრაქტიკული საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტასთან ერთად,

წინ წაეწია მეცნიერება „ლევინი მიიჩნევდა, რომ კოლექტიური მართვის მეთოდები,

რომელთა საშუალებით მუშები თავიანთ ზედამხედველებთან ერთად მუშაობენ

და მსჯელობენ ცვლილებებზე, უფრო ნაყოფიერია, ვიდრე ცვლილებების შეტანის

ტრადიციული მიდგომები, სადაც ცვლილებების განმსაზღვრელები თავად

ორგანიზაციის სპეციალისტები არიან, თუმცა პრაქტიკაში მათი განხორციელება

მუშებს ევალებოდათ6. ლევინი ამბობდა,“ვერ გაიგებ ორგანიზაციას მანამ, სანამ არ

შეეცდები ცვლილების განხორციელებას“, სწორედ ეს დაედო საფუძვლად

პრაქტიკულ კვლევას, რომელიც სწორედ ცვლილებების განხორციელებაზეა

ორიენტირებული.

პრაქტიკული კვლევა წარმატებით გამოიყენება განათლების სფეროშიც. ლევინი და

დევიდ გრინვუდი მნიშვნელოვნად მიიჩნევენ სასწავლო პროცესში პრაქტიკული

5 William Foote Whyte (ed), Participatory Action Research, Sage Publications (London, 1991). Jan Irgens

Karlsen, Action Research as a Method: Reflections from a Program for Developing Methods and

Competence, (pp 143-158).

6 Peter Reason and Hilary Bradbury (eds.), Handbook of Action Research: Participative Inquiry and

Practice, (Sage Publications, London, 2001). William Passmore, Action Research in the Workplace: The

Socio-technical Perspective, pp 38-47

Page 9: ხუთწლიანები სკოლაში

9

კვლევის გამოყენებას. „პრაქტიკის კვლევაში მასწავლებელი ტოვებს თავის

„კათედრას“ და სტუდენტებთან აქტიურ კრიტიკულ და რეფლექტორულ საუბარში

ერთვება. სტუდენტებისთვის ეს ავტორიტეტების გამოწვევის შესაძლებლობას

ქმნის, მაგრამ ამავე დროს, მათ საკუთარ სწავლასა და ათვისებული ცოდნის

ხარისხზე პასუხისმგებლობის აღების ვალდებულებასაც აკისრებს“7

პრაქტიკული კვლევის დროს, როგორც თეორია და პრაქტიკა, ასევე კვლევა და

მოქმედება ორგანულ კავშირშია ერთმანეთთან.

კარგ საკვლევ საკითხს ოთხი ძირითადი მახასიათებელი უნდა ჰქონდეს:

• საკითხი მნიშვნელოვანი უნდა იყოს სასწავლო პრაქტიკისათვის;

• კვლევის შედეგებმა აუცილებლად უნდა მიგვიყვანოს კონკრეტულ ქმედებამდე,

უნდა შევცვალოთ სწავლების არჩეული სტრატეგია;

• საკვლევი საკითხი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ კვლევის

განხორციელება შესაძლებელი იყოს დროის, რესურსებისა და ძალისხმევის

ოპტიმალური გამოყენების თვალსაზრისით.

• მოქმედებებისა და დაგროვილი მტკიცებულებების გულდასმით ჩაწერა, რათა

განისაზღვროს, მიღწეული იქნა თუ არა მიზანი;

პრაქტიკული კვლევა არის იდეალური მიდგომა საგანმანათლებლო გარემოში

ცვლილებების ხელშეწყობისათვის სკოლაში, კლასის შიგნით, რაიონული თუ

ქვეყნის მასშტაბით (Johnson, 2008). პრაქტიკული კვლევა იწარმოება

განმანათლებლების მიერ, რათა შეამოწმონ, ანალიზი გაუკეთონ ჩატარებულ

აქტივობებს და დარწმუნდნენ მათ სისწორეში, იქნება ეს მასწავლებელი,

7 Kurt Lewin, Group Decisions and Social Change, Readings in Social Psychology, (G. Swanson, T. Newcomb

and E. Hartley, eds.) (Henry Holt, New York, 1952)

Page 10: ხუთწლიანები სკოლაში

10

ადმინისტრატორი, თუ სხვა ვინც ცდილობს რომ გაანალიზოს თავისი საქმიანობის

მარცხი ან წარმატება იყენებს პრაქტიკულ კვლევას. სწორედ ამიტომ დღეს

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა იყენებს პრაქტიკულ კვლევას, განათლების სფეროში,

სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად.

საქართველო განვითარებად ქვეყნებს მიეკუთვნება. რეფორმები ყველა სფეროში

მიმდინარეობს, განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები კი ქვეყნის

პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხს

წარმოადგენს. სახელმწიფო ყოველწლიურად გამოყოფს თანხებს მასწავლებელთა

პროფესიული განვითარებისათვის და კვალიფიკაციის ასამაღლებლად, თუმცა

გატარებულ ღონისძიებებს შედეგი არ მოაქვს, საერთაშორისო კვლევების

მიხედვით საქართველოს „საშუალოზე დაბალი“ მაჩვენებელი აქვს8.

სწორედ ამ მდგომარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია რომ

საქართველოში მოხდეს პრაქტიკული კვლევის დანერგვა, რომელიც ერთის მხრივ

ხელს უწყობს პრობლემების აღმოფხვრას, ხოლო მეორეს მხრივ ეხმარება

მასწავლებელს ცოდნის მიღებაში და გაღრმავებაში.

8 ეკა ქევანიშვილი, „საშუალო სკოლა - მრავალწლიანი დილემა. ნაწილი III“, რადიო

თავისუფლება, (აპრილი 2013), http://www.tavisupleba.org/articleprintview/24944574.html

(24.12.2013).

Page 11: ხუთწლიანები სკოლაში

11

"ძვირფასო ადელ, მე 4 წლის ვარ და შემიძლია წავიკითხო ნებისმიერი ინგლისური

წიგნი. შემიძლია ლათინურად წარმოვთქვა ყველა არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი,

დამოუკიდებელი ზმნა და 52 სტრიქონი ლათინური პოეზიიდან".

ფრენსის გალტონი (წერილი დისადმი, 1827)

"ხალხს არ ესმის, რა დროისა და ტანჯვის ფასად ხდება კითხვის სწავლა. ოთხმოცი წელია, ამას

ვცდილობ და ჯერ კიდევ ვერ ვიტყვი, რომ წარმატებას მივაღწიე".

გოეთე9

ლიტერატურის მიმოხილვა

ლიტერატურის მიმოხილვაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ყველა იმ

შეკითხვაზე პასუხის გაცემას არსებული წყაროებიდან გამომდინარე, რაც

პრობლემას ქმნის 5 წლის ასაკში შესული მოსწავლეებისთვის. არის თუ არა 5 წლის

ბავშვი ინტელექტითა და სოციალურ-ემოციური განვითარებით მზად სკოლაში

წასასვლელად? რას ნიშნავს სასკოლო მზაობა? რა წარმოდგენა აქვთ მშობლებს

საქართველოში, როგორია მშობლების დამოკიდებულება სასკოლო მზაობისადმი?

მოხდა თუ არა ეროვნულ სასწავლო გეგმებში შინაარსისა და სასწავლო მიზნების

ძირეული ცვლილებები ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით? მოხდა

9ჯანელიძე, ანა. სასკოლო მზაობა. ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“.

http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=2&id=92 (25.12.2013)

Page 12: ხუთწლიანები სკოლაში

12

თუ არა მასწავლებელთა გადამზადება და სკოლის ინფრასტრუქტურული

ცვლილება ამ ასაკის ბავშვების მისაღებად? რა შედეგებს იძლევა 5 წლის ასაკში

დაწყებული განათლება მაღალ კლასებში, ან, ჯანმრთელობის თუ ფსიქიკური

თვალსაზრისით, რა გამოვლინებებს ვიღებთ ზრდასრულ ასაკში? როგორ

გავაუმჯობესოთ მოსწავლის აკადემიური მოსწრება?

ბავშვის განვითარებისა და ადრეული განათლების სფეროში განხორციელებული

კვლევების საფუძველზე, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ბავშვის სასკოლო მზაობა

სხვადასხვა უნარებს გულისხმობს. აღნიშნული უნარები შეგვიძლია, პირობითად,

რამდენიმე კატეგორიად დავყოთ:

ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება: გულისხმობს ჯანმრთელობის

მდგომარეობას, ზრდას, შეზღუდულ შესაძლებლობებს; მსხვილ და წვრილ

მოტორულ უნარებს;

სოციალური და ემოციური განვითარება: გულისხმობს სხვებთან ურთიერთობის

უნარს; ისეთ სოციალურ უნარებს, როგორიცაა რიგითობის დაცვა და

თანამშრომლობა; საკუთარი თავის აღქმა; სხვა ადამიანთა გრძნობების გაგება და

საკუთარი გრძნობების გააზრება-გამოხატვა;

სწავლისადმი მიდგომა: გულისხმობს მოტივაციას, ცნობისმოყვარეობას,

ყურადღების კონცენტრაციას, შემოქმედებითობას;

ენობრივი განვითარება: გულისხმობს ვერბალური და წიგნიერების საწყისი

უნარების განვითარებას; ვერბალური უნარები მოიცავს მოსმენას, ზეპირ

მეტყველებასა და ლექსიკას; წიგნიერების საწყისი უნარები გულისხმობს ნაბეჭდი

მასალის მიმართ ინტერესს, მოთხრობის პრინციპის აღქმასა და წერის საწყის

უნარებს (მაგ. იდეების ხატვით ან ასოების მსგავსი ფორმებით გამოხატვა);

Page 13: ხუთწლიანები სკოლაში

13

შემეცნება და ზოგადი ცოდნა: გულისხმობს შემოქმედების აღქმას და გაგებას,

შემოქმედებით თვითგამოხატვას; ოჯახური, საზოგადოებრივი და კულტურული

ნორმების ცოდნას, რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარებას, საგნებსა და

მოვლენებს შორის მიმართების წვდომას.

„ფსიქოლოგიაში 5 წლის ასაკის ბავშვი ითვლება თამაშის და არა სწავლის

სუბიექტად. შესაბამისად, 5 წელი სკოლამდელ ასაკად მოიაზრება. სკოლისათვის

მოსამზადებლად კი საბავშვო ბაღია გათვალისწინებული. მაშინ, როცა სკოლა

ინფრასტრუქტურულადაც კი არაა მომზადებული საამისოდ, 5 წლის ბავშვის

პირდაპირ სკოლაში შეყვანა არამარტო მიუღებელია, საშიშიცაა“, - ამბობს ილიას

უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ნათელა იმედაძე. მისი თქმით, კანონის

ეს ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ სკოლა 5 წლის

ბავშვს სპეციალურ პირობებს შეუქმნის, თუ სწავლა თამაშის მეთოდს დაემყარება,

ანუ პირველი კლასი მოსამზადებელი კლასი იქნება. თუმცა კანონი

მოსამზადებელი კლასის არსებობას არ ითვალისწინებს.

„ჩვენთან ყველა თავისებურად განიხილავს იმ საკითხს, თუ რას ნიშნავს

სკოლისთვის მომზადება. ძალიან ბევრს დღეს საქართველოში ეს ესმის როგორც

წერა-კითხვის სწავლება“, - ამბობს ნეიროფსიქოლოგი, ივანე ჯავახიშვილის

სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გაგოშიძე. „ცნება - სკოლისათვის

მზაობა - ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკაში რამდენიმე კომპონენტს გულისხმობს.

ეს არის შემეცნებითი, ანუ კოგნიტური, მზაობა, ნებელობითი, ფიზიკური და

ემოციურ-პიროვნული მზაობა. თუ ბავშვი აქედან ერთი კომპონენტით მაინც

ჩამორჩება თავისი ასაკისთვის შესაბამის მაჩვენებელს, მისი სკოლაში შეყვანა

დანაშაულია“.

თამარ გაგოშიძის აზრით, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ წერა-

კითხვის სწავლება და სკოლისთვის მზაობა. ბავშვმა შეიძლება ძალიან კარგად

Page 14: ხუთწლიანები სკოლაში

14

ისწავლოს წერა-კითხვა, შევიდეს სკოლაში და მეორე კლასში დაიწყოს ჩამორჩენა.

ეს სკოლისთვის მზაობის აუცილებელი კომპონენტებიდან ერთ-ერთის

ნაკლებობით აიხსნება და ასე გამოიხატება: თავიდან ნიჭიერების, კარგი სმენითი

და მხედველობითი მეხსიერების „ხარჯზე“ ბავშვი ახერხებს ყველაფრის

დამახსოვრებას. როცა ხედავს, რომ მშობელს და მასწავლებელს ეს მოსწონს,

წახალისებულია, ცდილობს მაქსიმუმი გაკეთოს და გამოსდის კიდეც, იზეპირებს

ასოებს, მარცვლებს. მაგრამ როგორც კი შესასწავლი მასალა იზრდება, მოტივაცია

უფრო და უფრო იკლებს და ბავშვს პროგრამის დაძლევა უჭირს.

„მერე აღმოჩნდება, რომ ამ ბავშვს კითხვის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი

ელემენტარული ფონოლოგიური უნარი ჯერ არა აქვს მომწიფებული, არ შეუძლია

ფონემა გრაფემაში გადაიყვანოს და პირიქით. ამიტომ სპეციალური თამაშები

სჭირდება, რომლითაც ამ პრობლემას დაძლევს. თუ ასე არ მოვიქცევით, რაც არ

უნდა ძლიერი ინტელექტი ჰქონდეს, ის კითხვას ვერ ისწავლის“, - ამბობს ქ-ნი

თამარ გაგოშიძე, რომელიც ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში „ბავშვის

განვითარების პრობლემების ადრეული იდენტიფიკაციისთვის“.

იმავე პრობლემას გამოყოფს ქ-ნი ნათელა იმედაძეც: „ბავშვმა სიტყვა უნდა

განიცადოს, შეაფასოს როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, მისთვის სიტყვა

გამჭვირვალეა და ის მხოლოდ მის შინაარსთან და მნიშვნელობასთან ასოცირდება.

ამის დასაძლევად ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური მეთოდები არსებობს, რაც

საბავშვო ბაღებში უნდა გამოიყენებოდეს. იმის შესამოწმებლად, რამდენად

შეუძლია ბავშვს კითხვისას შინაარსის გამოყოფა, რომლის აღქმა თავიდან

გლობალური და დიფუზურია, ეკითხებიან, რამდენი სიტყვაა წინადადებაში „სამი

ბიჭი თამაშობს ეზოში“? პასუხი, როგორც წესი, არის - სამი. ან კიდევ, როცა

ეკითხებიან, რომელი სიტყვა უფრო გრძელია ჭიანჭველა თუ გველი? პასუხობს -

გველი“.

Page 15: ხუთწლიანები სკოლაში

15

ასეთ დროს ბავშვს ინტელექტის მაჩვენებელი შეიძლება თავისი ასაკის შესაბამის

მაჩვენებელზე მაღალიც ჰქონდეს და ადვილად შეძლოს ასოების დაზეპირება, რის

გამოც ფონოლოგიური განვითარების პრობლემა ზოგჯერ შეუმჩნეველი რჩება და

გვიან იჩენს თავს.

ამდენად, ცხადი ხდება განსხვავება წერა-კითხვის სწავლებასა და სკოლისათვის

მომზადებას შორის, რასაც ხშირად სკოლებში, ისევე როგორც სკოლამდელი

აღზრდის დაწესებულებებში, ყურადღებას არ აქცევენ.

ეროვნული გამოცდების ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის წევრი თეონა

ლოდია, რომელიც დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების სასერთიფიკაციო

გამოცდის ტესტზე მუშაობს, ამბობს, რომ იმ პროგრამების, სახელმძღვანელოების,

მეთოდებისა და ფიზიკური გარემოპირობების იმედით, რასაც დღეს სკოლა

გვთავაზობს, 5 წლის ასაკში სწავლის დაწყება აბსურდია. „ყველაფერი

გადასახედია. როგორც ვიცი, ამაზე პასუხისმგებელია ეროვნული სასწავლო

გეგმებისა და შეფასების ცენტრი, რომელმაც უნდა მოამზადოს პროგრამის

სტანდარტები და მის საფუძველზე ახალი სახელმძღვანელოები უნდა შეიქმნას“.

მისი აზრით, პრობლემური იქნება 5 წლის ბავშვის ექვსწლიანებთან ერთ ჯგუფში

ყოფნაც, რადგან ამ ასაკში მათ სხვა ტიპის აქტივობები სჭირდებათ, ვიდრე 6-7 წლის

ბავშვებს. ეს ეხება გაკვეთილების და დასვენებების ხანგრძლივობასაც - 5 წლის

ბავშვს გაცილებით ცოტა ხანს შეუძლია ყურადღებისა და ნებისყოფის

მობილიზება. მისი აზრით, შესაძლებელია პრობლემა ინდივიდუალური

მიდგომებითაც მოგვარდეს, თუმცა ესეც ძნელად განსახორცილებელი ხდება იმ

პირობებში, როცა ჯგუფში 30-35 ბავშვია.

„რა თქმა უნდა, შეიძლება 5 წლის ბავშვმაც დაძლიოს პროგრამა, მაგრამ ასეთი

შემთხვევები იშვიათია და გამონაკლისად ითვლება. უმეტესობას არ შეუძლია

მოერგოს იმ მოთხოვნებს, რასაც სკოლა უყენებს და ამის გამო შემდეგ თავს იჩენს

Page 16: ხუთწლიანები სკოლაში

16

თვითშეფასების პრობლემა, რაც ბავშვის მომავალი განვითარების სერიოზული

შემაფერხებელი შეიძლება გახდეს. როცა ბავშვი ხედავს, რომ მისი თანატოლი

კარგად უმკლავდება მასალას, კარგად წერს და კითხულობს, გამართულად ზის

გაკვეთილზე, თვითონ კი ყოველივე ამას თავს ვერ ართმევს, სულ უფრო და უფრო

ნაკლებად ინიციატივიანი ხდება, ნაკლებად ცდილობს საკუთარი ძალები

მოსინჯოს“.

ეროვნული გამოცდების ცენტრის წევრი მიიჩნევს, რომ უმჯობესია ბაღებისთვის

დაიხვეწოს და შეიქმნას ახალი სასწავლო პროგრამები, ვიდრე სკოლაში მოხდეს

ყოველივე ამის გადატანა, სადაც არაფერია მზად იმისთვის, რომ 5 წლის ბავშვები

მიიღონ და ასწავლონ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპეტენტური ფსიქოლოგი

დაწერს სკოლებისთვის სათანადო სწავლების პროგრამას, პრობლემად პედაგოგები

და მათი მომზადების ხარისხი რჩება.

თეონა ლოდია: „დაწყებითი სწავლების მეთოდოლოგია ცალკე ფილოსოფიაა და

ძალიან მეეჭვება 1-2-კვირიანი ტრენინგებით ეს უნარები შეიძინონ

მასწავლებლებმა. ვიცნობ დაწყებითი სწავლების სახელმძღვანელოებს და მათ

შორის ძალიან ცოტაა ისეთი, რომელიც ბავშვის ასაკობრივი განვითარების

თავისებურებებს ითვალისწინებს. ზოგჯერ ისინი 6 წლის ბავშვისთვის გაუგებარი

ტერმინოლოგიის გამოყებითაც კია შედგენილი. როგორ, რა მეთოდით მიაწოდებს

ცოდნას მასწავლებელი მოსწავლეებს, და, საერთოდ, გაამახვილებს თუ არა

მცირეწლოვნათა სწავლების თავისებურებებზე ყურადღებას, ეს მასწავლებლის

კომპეტენციაზეა დამოკიდებული. არ მინდა ყველაფერი მათ გადავაბრალო. ალბათ

უნივერსიტეტებშიც ვერ ვთავაზობთ შესაბამის განათლებას პედაგოგებს,

თანამედროვე მეთოდოლოგიების სახელმძღვანელოები არ არის ხელმისაწვდომი,

მით უმეტეს რაიონებში“.

Page 17: ხუთწლიანები სკოლაში

17

სახელმწიფოს აქვს პრეროგატივა რაღაც ეტაპზე გადაწყვიტოს, რომ სისტემაში

ცვლილებების შეტანით დაწყებით კლასში მიღების ასაკის ერთი წლით დაწევა

შესაძლებელია, მაგრამ ამასთანავე მას სათანადო პირობების შექმნის

ვალდებულებაც ეკისრება. თამარ გაგოშიძე: „ჩვენთან სახელმწიფო ამგვარი

ცვლილებისთვის საკმარისად მიიჩნევს თქვას, რომ თანამედროვე ბავშვი

აქსელერირებულია, ესე იგი, შესაძლებელია მან 5 წლის ასაკში დაძლიოს პირველი

კლასის მასალა. ამგვარი მიდგომის უარყოფითი შედეგები, თავს მომავალში იჩენს.

5 წლის ბავშვის ფიზიკური განვითარების დაჩქარების პირდაპირპროპორციულად

გაიზარდა მის მიმართ მოთხოვნაც და გარემო გამღიზიანებლებით დატვირთვაც,

რასაც „აქსელერირებული“ ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემა ვერ უძლებს.

აქ მე როგორც სპეციალისტი, ყოველთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ადვოკატი

ვიქნები და ვერასოდეს მივემხრობი აზრს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის

ხარჯზე ვასწავლოთ ბავშვს“10.

2010 წლიდან მინიმალურ სასკოლო ასაკად 5 წელი განისაზღვრა. საქართველოში

ხუთწლიანების სწავლების პრობლემებზე ჩატარებული კვლევებით, მათთვის

სასკოლო დატვირთვა უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მათი თანაკლასელებისთვის,

რომელთაც ექვსი წელი შეუსრულდათ.

ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლის პრობლემები “სოციალური კვლევისა

და ანალიზის ინსტიტუტმა” მასწავლებელთა პროფესიული განვითარების

ცენტრის დაკვეთით იკვლია. კვლევამ აჩვენა, რომ მშობლები ხუთი წლის

ბავშვების სასკოლო მზაობის ფაქტორად ლექსების ცოდნას და ფიზიკურ

პარამეტრებს განიხილავენ. (“ჩვენ ირგვლივ ყველამ წაიყვანა ხუთწლიანი და ...”

“რადგან არსებობდა ასეთი პრეცედენტი, ვიფიქრე ვცდი-მეთქი”). მშობლები ხაზს

10 გულიაშვილი, ნათია; ბექიშვილი ნინო. 2010. 5 წლის ბავშვი - ბაღში თუ სკოლაში? სოლიდარობა http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0--0-0---0prompt-10-

-..-4----4---0-1l--11-en-10---10-preferences-50--00-3-help-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-

00&a=d&c=period&cl=CL4.10&d=HASH016ba8d9955116f53b7f0d93.5.1 (24.12.2013)

Page 18: ხუთწლიანები სკოლაში

18

უსვამდნენ აგრეთვე იმასაც, რომ დრო გამოუთავისუფლდებოდათ (“ძალიან ცელქი

იყო და ჩავთვალე, რომ სკოლაში დახარჯავდა ენერგიას”)

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვის სასკოლო მზაობა მთელ რიგ ფიზიკურ, შემეცნებით

და სოციალურ ფაქტორებს მოიცავს და მხოლოდ ლექსების, ასოების და ციფრების

ცოდნით არ განისაზღვრება.

სპეციალისტებით თქმით, ფიზიკური მზაობის კუთხით მოსწავლეს უნდა

შეეძლოს სხეულის კოორდინაცია; ღილების, ზონრების შეკვრა; სწორი ხაზების

გავლება; კარგად განვითარებული ნატიფი მოტორიკა გამოიხატება მაკრატლის,

ფანქრის, ფუნჯის სწორად გამოყენების უნარში და თუ ამ ყველაფერს ბავშვი

სკოლამდელ ასაკში აკეთებს, მას წერის სწავლა ნაკლებად გაუჭირდება.

შემეცნებითი მზაობა აღქმის დანაწევრებას გულისხმობს. აქ მოიაზრება

მთელიდან დეტალების გამოყოფა, დეტალების ერთ მთლიან ხატად გაერთიანება,

სივრცითი მიმართებების აღქმა - მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ; თუ ბავშვს

უჭირს ნახატში გარკვეული დეტალების აღქმა, მისთვის ასოების სწავლაც რთული

იქნება.

სოციალური მზაობა გულისხმობს ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობის

მოთხოვნილებასა და უნარს დაუქვემდებაროს საკუთარი ქცევა ბავშვების

ჯგუფის/თამაშის წესებს, მართოს იმპულსური რეაქციები და შეეძლოს უინტერესო

საქმის ხანგრძლივად კეთება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანამშრომლის ნინო

ლაბარტყავას თქმით, ექვსწლიანებს ხუთი წლის ბავშვებისგან განსხავავებით,

ნატიფი მოტორული უნარები მეტად აქვთ განვითარებული.

„ექიმების აზრი, ხუთი წლის ბავშვის ხერხემალი საკმარისად გაძვლოვანებული არ

არის, რომ ჯდომასთან დაკავშირებული დატვირთვა აიტანოს. ხუთი წლის ბავშვს

ექვსწლიანებისგან განსხვავებით უფრო უჭირს მთელიდან მცირე დეტალების

გამოყოფა; მხოლოდ 10-15 წუთი შეუძლია კონცეტრირება და ამის გარდა

Page 19: ხუთწლიანები სკოლაში

19

ნებისყოფა ექვსი წლის ბავშვს უფრო მეტი აქვს, ვიდრე ხუთი წლისას.“ - ამბობს

ნინო ლაბარტყვა.

“სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული კვლევის

ფოკუსჯგუფების შემადგენლობაში შედიოდნენ ექსპერტები, ხუთწლიანი

მოსწავლეების მშობლები და განათლების დაწყებითი საფეხურის პედაგოგები.

კვლევამ აჩვენა, რომ ხუთი წლის ბავშვს უჭირს 35 წუთის განმავლობაში ერთ

ადგილას ჯდომა, მალე იღლება, ამბობს, რომ ეძინება (არის შემთხვევები, რომ

მერხზე ეძინება), შია და თამაშს იწყებს. ასევე ვლინდება ჰიპერაქტიურობა,

ყურადღების კონცენტრაცია 15 წუთს არ აღემატება, უჭირს დამარცვლით კითხვა,

კალმის სწორად დაჭერა და ასოების გამოყვანა;

ზოგადად, ხუთი წლის ბავშვს უჭირს სკოლის მიღება, რის გამოც საკმაოდ ბევრმა

მშობელმა ბავშვი სკოლიდან გაიყვანა. ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ამბობს,

რომ ბავშვებში ფსიქიკურმა პრობლემებმა იმატა, რაც ვლინდება უნებლიე

შარდვით, ტიკებით, ენის ბორძიკით, შიშებით, სკოლაში გულის რევით, მუცლის

ტკივილით. არიან ბავშვები, რომლებიც ამბობენ, რომ არ უნდათ სკოლაში წასვლა.

„კლასში მარტო ერთი ხუთი წლის ბავშვი მყავდა, რომელიც თავს ძალიან

დაჩაგრულად გრძნობდა. ამბობდა, ხუთი წლის ვარ, არ ვივლი მოსამზადებელ

ჯგუფშიო; ხშირად ტიროდა, ემჩნეოდა ფიზიკური გადაღლა, მერხზე წვებოდა. ამ

ასაკის ბავშვი თამაშისკენ არის მიდრეკილი. კანონის ეს ნორმა ქართულ

სინამდვილესთან შეუსაბამოა. ამ კანონის გამო საჯარო სკოლაში ძალიან ბევრმა

ბავშვმა მოიყარა თავი. გადაიტვირთა კლასები და ბავშვებთან ინდივიდუალურად

ვეღარ ვმუშაობთ.“ - ამბობს ერთ-ერთი კერძო სკოლის პედაგოგი მაგდა აბესაძე,

თუმცა აღნიშნავს, რომ ხუთწლიანების სწავლება მნიშვნელოვნადაა

დამოკიდებული იმაზეც, თუ როგორი საკლასო გარემო ხვდება ბავშვს სკოლაში.

„დასავლეთში სკოლამდელი და სასკოლო გარემო ერთმანეთისგან მკვეთრად

გამიჯნული არ არის. ჩვენთან ბაღების სისტემა ძალიან დასახვეწია. ხუთი წლის

Page 20: ხუთწლიანები სკოლაში

20

ბავშვს თამაშით უნდა ასწავლო. დიდ კლასებში კი დიფერენცირებული

მიდგომის დანერგვა ძალიან რთულია,” - ამბობს მაგდა აბესაძე.

კვლევის ავტორების აზრით, იმისთვის, რომ მასწავლებელმა ბავშვებთან

ინდივიდუალური მიდგომა გამოიყენოს, ან უნდა შემცირდეს კლასების ზომა, ან

ხუთი და ექვსი წლის ბავშვები უნდა გამოაცალკევონ. ასევე

აუცილებლია ხუთწლიანი ბავშვებისთვის საკლასო ოთახების შესაბამისად

მოწყობა.

„ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება ხუთწლიანი ბავშვების

თავისებურებების და მათი სკოლისათვის მზაობის შესახებ. სასკოლო მზაობა

ყოველთვის არ არის დამოკიდებული ასაკზე, შეიძლება რომ ბავშვი ექვსი წლის

ასაკშიც არ იყოს მზად სკოლისთვის და ამიტომ სასურველია მშობელმა იზრუნოს

მნიშვნელოვანი უნარების განსავითარებლად," - ამბობს ნინო ლაბარტყავა.

“განვითარების ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევა ხუთწლიანების

სწავლებასთან დაკავშირებული ერთადერთი კვლევა არ არის. სასკოლო მზაობის

შეფასება 2009-2010 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ეროვნული

სასწავლო გეგმების ცენტრის მიერაც განხორციელდა.

შეფასდა ხუთი სფერო: ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება, მეტყველება,

შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა, სოციალურ-ემოციური

განვითარება, სწავლისადმი მიდგომა.

ნინო ლაბარტყავას თქმით, რომელიც კვლევის ერთ-ერთი თანაავტორია,

ასაკობრივი სხვაობის თვალსაზრისით კვლევაში ხუთ და ექვსწლიან

მოსწავლეებთან სანდო განსხვავება დაფიქსირა. ექვსწლიან მოსწავლეებს უფრო

განვითარებული აქვთ ნატიფი მოტორიკა, უკეთ შეუძლიათ თვალსაჩინო

მასალაზე დაყრდნობით არითმეტიკული ოპერაციების შესრულება, პატარა

ტექსტის დამახსოვრება, სიტყვის ბგერებად დაშლა, ბგერების მიხედვით

სიტყვების შედგენა და ა.შ.

Page 21: ხუთწლიანები სკოლაში

21

„ამიტომ მოსალოდნელიც იყო, რომ ხუთწლიანებისთვის სასკოლო დატვირთვა

უფრო მძიმე აღმოჩნდებოდა, ვიდრე მათი თანაკლასელი ექვსწლიანებისთვის,” -

ამბობს ნინო ლაბარტყავა.

კვლევის მიხედვით, ბაღში მოსიარულე და არამოსიარულე მოსწავლეთა შორის

სტატისტიკურად სანდო განსხავება დაფიქსირდა.

მაგალითად, კვლევამ აჩვენა, ბაღში მოსიარულე ბავშვებს უკეთ შეუძლიათ

საკუთარ თავზე ინფორმაციის მოწოდება - იციან საკუთარი ასაკი, დაბადების

თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, შეუძლიათ წელიწადის დროების, კვირის

დღეების ჩამოთვლა, ცხოველების, ხილის დასახელება, თვლა, ათის ფარგლებში

თვალსაჩინო მასალაზე დაყრდნობით არითმეტიკული ოპერაციების

განხორციელება.

„სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობა

სკოლამდელი დაწესებულებების დონეზე,“ - ამბობს ნინო ლაბარტყავა და

აღნიშნავს, რომ უპირველესად სკოლამდელი დაწესებულების

ხელმისაწვდომობის პრობლემა და სხვა სისტემური პრობლემები უნდა

მოგვარდეს.

ნინო ლაბარტყავას თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანაში საკმაოდ დიდია იმ

სოფლების რაოდენობა, სადაც არ არსებობს ბაღები. სადაც არსებობს - ძალიან

დიდი ჯგუფებია, სკოლამდელი დაწესებულებები მუნიციპალიტეტების

დაქვემდებარებაშია, რაც ხელს უშლის ერთიანი საგანმანათლებლო გეგმის

განხორციელებას.

კვლევის ავტორები თვლიან, რომ თუ ხუთწლიანი ბავშვების სკოლაში მიღებასთან

დაკავშირებული პრაქტიკა დარჩება, აუცილებელია სკოლის ან სკოლამდელი

აღზრდის ეტაპზე ბავშვების სკოლისთვის მზაობის შემოწმების სისტემის შექმნა,

რაც საჭიროებს პედაგოგების გადამზადებას, ფსიქოლოგის ჩართვას

და მშობლების ინფორმირებას ხუთი წლის ბავშვების თავისებურებების შესახებ,

რადგან როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მშობლები ხუთი წლის ბავშვების

Page 22: ხუთწლიანები სკოლაში

22

სასკოლო მზაობის ფაქტორად ლექსების ცოდნას და ფიზიკურ პარამეტრებს

განიხილავენ11.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ კლასში მოსწავლეთა უმრავლესობა ერთი და

იმავე ასაკისაა, ბავშვთა მზაობა განსხვავებულია ინდივიდუალური

გამოცდილების, ცოდნის, უნარებისა და გენეტიკური მემკვიდრეობის გამო.

კვლევები ადასტურებს, რომ სწავლის პირველ წლებში წარმატება, ხშირ

შემთხვევაში, უფროს კლასებში წარმატების განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ,

დაწყებით კლასებში ნაკლები მზაობის მქონე მოსწავლეების ხელშეწყობა

უკიდურესად მნიშვნელოვანია.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადრეულ ასაკში ბავშვები სწრაფად ვითარდებიან და

იცვლებიან. არ არსებობს სკოლაში სწავლის დაწყებისთვის ისეთი იდეალური

ასაკი, რომელიც უსათუოდ წარმატების მომტანი იქნებოდა ყველა ბავშვისთვის.

არის მოსაზრება, რომ სკოლაში შედარებით უფროს ასაკში შესული ბავშვები უფრო

მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე მათი უმცროსი თანაკლასელები, თუმცა უმცროსე-

ბი უფრო ინტენსიურ პროგრესს ავლენენ პირველი წლის განმავლობაში. მეორე

მხრივ, არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ სკოლაში სწავლის დაწყებისთვის

უმცროსი ასაკი იმთავითვე არახელსაყრელი ფაქტორია.

კვლევების ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს,

რომ ასაკი არ წარმოადგენს სკოლაში წარმატების განმსაზღვრელ ერთადერთ

ფაქტორს. სხვა ფაქტორები, როგორიცაა ოჯახი, სკოლა, თემი და სკოლის

11 ზაკაშვილი, ლიკა. 2013. თამაშისთვის მოპარული ერთი წელი. ლიბერალი, მარტი 1.

http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/114148/ (25.12.2013)

Page 23: ხუთწლიანები სკოლაში

23

ფარგლებში ბავშვის ინდივიდუალური გამოცდილება, არანაკლებ მნიშვნელოვანია

წარმატებისთვის12.

სხვა ქვეყნების გამოცდილება

სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემებში განსხვავებულია როგორც

სკოლაში მიღების ასაკი, ისე დაწყებითი კლასის ცნების განსაზღვრება და

სკოლამდელ და სკოლის სასწავლო პროგრამებისადმი მიდგომის პრინციპებიც.

ოღონდ ერთი რამ, ძირითადად, საერთოა: იქ, სადაც სავალდებულო სწავლება 5

წლიდან იწყება, სწავლის პირველი წელი ე.წ. preschool-ად ითვლება. ასეთ

კლასებში არ დგას მერხები და არაა სასკოლო გარემო. პროგრამებიც

აბსოლუტურად გამიჯნულია დაწყებით სკოლის სწავლების მეთოდოლოგიისგან13.

12ჯანელიძე, ანა. სასკოლო მზაობა. ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“.

http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=2&id=92 (25.12.2013)

13 გულიაშვილი, ნათია; ბექიშვილი ნინო. 2010. 5 წლის ბავშვი - ბაღში თუ სკოლაში? სოლიდარობა

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0--0-0---0prompt-10-

-..-4----4---0-1l--11-en-10---10-preferences-50--00-3-help-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-

00&a=d&c=period&cl=CL4.10&d=HASH016ba8d9955116f53b7f0d93.5.1 (24.12.2013)

Page 24: ხუთწლიანები სკოლაში

24

მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიის ზოგიერთ შტატში სწავლის

დაწყების ასაკი 5 წელია; სინგაპურში, ნორვეგიასა და საფრანგეთში - 6; შვედეთში -

7 წელი; აშშ-ს სხვადასხვა შტატში კი სწავლის დაწყების ასაკი 5-იდან 8 წლამდე

მერყეობს. ზოგიერთ სახელმწიფოში/შტატში სავალდებულო განათლების ასაკი

მკაცრად არ არის განსაზღვრული და მშობლებს ეძლევათ არჩევანის უფლება, ერთი

წლით ადრე ან ერთი წლით გვიან შეიყვანონ ბავშვი სკოლაში (მაგ. შვედეთში 6

წლის ასაკში 7-ის ნაცვლად). ასეთ შემთხვევაში, მშობლები თავად წყვეტენ, არის

თუ არა მათი შვილი მზად სკოლისათვის, მიუხედავად სასკოლო ასაკისა.

სამწუხაროდ, ხშირად მშობელთა მიერ ბავშვის სასკოლო მზაობის შეფასება ხდება

შემეცნებითი და წიგნიერების საწყისი უნარების საფუძველზე, ხოლო არანაკლებ

მნიშვნელოვანი ფიზიკური და სოციალურ-ემოციური მზაობა ყურადღების მიღმა

რჩება14.

სკოლაში შესვლის მომენტისთვის ბავშვის მზაობის შეფასება ფართოდ

დამკვიდრებული პრაქტიკაა მრავალ ქვეყანაში (მაგ. ავსტრალია, აშშ.). აშშ-ს

ზოგიერთ შტატში ბავშვის სასკოლო მზაობის შეფასება სავალდებულოა. შეფასების

ინსტრუმენტები (კითხვარები) განსხვავებულია და, რიგ შემთხვევებში, მათი შემუ-

შავება სკოლას ან მასწავლებელს ევალება. ზოგჯერ არამართებულადაც ხდება

სასკოლო მზაობის შეფასების ინსტრუმენტის საფუძველზე მიღებული შედეგების

გამოყენება. თანამედროვე მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ სასკოლო მზაობის

შეფასების ინსტრუმენტების გამოყენების მთავარი მიზანი უნდა იყოს არა

ბავშვებისათვის სკოლაში მიღებაზე უარის თქმა, არამედ თითოეული ბავშვის

14 ჯანელიძე, ანა. სასკოლო მზაობა. ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“.

http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=2&id=92 (25.12.2013)

Page 25: ხუთწლიანები სკოლაში

25

საჭიროებების განსაზღვრა სკოლის ცხოვრებაში დაუბრკოლებლად გა-

დასვლისთვის და შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზებისთვის15.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სასკოლო სწავლება შვიდი წლის ასაკიდან იწყება,

თუმცა ექვსი წლიდან ბავშვი ერთვება სავალდებული სწავლების ციკლში, რაც

მოსამზადებელი პერიოდია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სკოლისთვის

მოსამზადებელი კლასები ბაღის ან სკოლის ბაზაზეა16.

ალბათ, გასათვალისწინებელია, რომ ფინეთში, ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოში

ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემის მქონედაა აღიარებული,

სკოლაში სწავლა 7 წლის ასაკიდან იწყება. მაგრამ, მიუხედავად ამისა,

საერთაშორისო გამოკვლევებით ფინელი მოზარდები მსოფლიოს ყველაზე

ჭკვიანთა რეიტინგში ლიდერობენ. 15 წლის მოსწავლეებში მათ უმაღლესი

შეფასება დაიმსახურეს 57 ქვეყნის მონაწილეთა შორის. ფინეთი პირველ ადგილს

არავის უთმობს პროგრამების საერთაშორისო შეფასებისას, როცა მოსწავლეთა

საგანმანათლებო მიღწევები კომბინირებული სისტემით ფასდება. ბოლო

გამოცდის დროს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა და მეცნიერების

შესწავლის ხარისხს აფასებდა, ფინელმა სტუდენტებმა ზოგად მეცნიერებებსა და

უმაღლეს მათემატიკაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

სკანდინავიის სამივე ქვეყანაში მოსწავლეები სკოლაში შვიდი წლის ასაკიდან

შედიან. მაგრამ, სანამ სკოლაში შევლენ, ყველა მოსწავლე სახელმწიფოს მიერ

დაფინანსებულ 2-წლიან წინასასკოლო პროგრამას გადის. ნახტომებზე

15ჯანელიძე, ანა. სასკოლო მზაობა. ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“.

http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=2&id=92 (25.12.2013)

16ზაკაშვილი, ლიკა. 2013. თამაშისთვის მოპარული ერთი წელი. ლიბერალი, მარტი 1.

http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/114148/ (25.12.2013)

Page 26: ხუთწლიანები სკოლაში

26

ფოკუსირებული აკადემიური პროგრამებისგან განსხვავებით, ეს ადრეული

საბავშვო პროგრამები თვითრეფლექსიასა და სოციალურ ქცევაზეა

ორიენტირებული. საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ ფინელი ბავშვების ერთ-ერთი

ყველაზე გამორჩეული თვისება მათი პიროვნული პასუხისმგებლობის მაღალი

ხარისხია. ადრეული ასაკიდან თვითრეფლექსიაზე ფოკუსირება განიხილება

როგორც სწავლის პროცესში პასუხისმგებლობის განვითარების ამოსავალი

კომპონენტი.

ეს მიდგომა ეხმიანება საბავშვო ბაღების ორიგინალურ თეორიას, რომელიც

გერმანელმა მეცნიერმა ფრიდრიხ ფროებელმა 1837 წელს შეიმუშავა. ფროებელის

ნაშრომებში გვხვდება ასეთი მსჯელობა: „ჩვენი დაკვირვებით, თუკი ბავშვები ვერ

იღებენ ისეთ აღზრდას, რომელიც მათ განვითარებას განსჯის მიმართულებით

წაიყვანს, მათ მოაკლდებათ ის საფუძველი, რაც აუცილებელია იმ ამოცანების

გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც სკოლაშიც და მომავალი ცხოვრების

მანძილზეც აღმოჩნდებიან“. ის იმასაც ამბობს, რომ „ნებისმიერი სოციალური

კლასის ქალებისა და მამაკაცების დღევანდელ და ხვალინდელ ცხოვრების სტილს

განაპირობებს ადრეულ ბავშვობაში მიღებული აღზრდა, რომელიც მენტალურ და

ფიზიკურ განვითარებას გულისხმობს“.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული „პერლის“ სკოლამდელი კვლევის

მიხედვით, სკოლამდელი აღზრდა ადამიანზე მთელი მომავალი ცხოვრების

მანძილზე ახდენს ზეგავლენას. კვლევაში მონაწილე მეცნიერთა თვალსაზრისით,

მოქალაქეების სოციო-ეკონომიკური სტატუსის ფართო სპექტრის და ამ ჯგუფში

შემავალი მშობლების განსხვავებული შეხედულებებისა და განათლების

გათვალისწინებით, მოზარდების ჰომოგენიზაციისა და განათლებაზე

ორიენტირებული ახალი თაობის აღზრდის ყველაზე ეფექტური გზა სწორედ

უნივერსალურ წინანასკოლო განათლების შემუშავებაზე უნდა გადიოდეს.

Page 27: ხუთწლიანები სკოლაში

27

ბავშვების სოციალური და ემოციური ჩვევების გამოსავლენად მარტინ ჰაბერმანის

თეორიაზე დაფუძნებული კვლევაც ჩატარდა აშშ-ის 207 სკოლაში. ჩიკაგოში

დაფუძნებული ჯგუფის, CASEL-ის (the Collabora-

tive for Academic, Social, and Emotional Learning - საერთო აკადემიური, სოციალური

და ემოციური სწავლება), ოთხწლიანი კვლევა გვიჩვენებს, რომ, თუკი პედაგოგი

დროს უთმობს მოსწავლეებისთვის ემოციების მართვის სწავლებას, თანაგრძნობის,

ყურადღებისა და თანამშრომლობის გამომუშავების საშუალებით, მაშინ არა

მხოლოდ სკოლის საერთო სოციალური კლიმატი უმჯობესდება, არამედ

მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ხარისხიც იზრდება.

ფინეთში ამ პროცესს ჯერ კიდევ სკოლამდელი წლებიდან იწყებენ და სწორედ ეს

ფაქტორი განსაზღვრავს მომავალ დადებით შედეგებს. „ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და

სხვა ბუნებრივი რესურსები ან სიმდიდრეები. ცოდნა და განათლება - ეს არის ის,

რაც ფინეთს და ფინელ ხალხს კონკურენტუნარიანს ხდის მთელ მსოფლიოში“, -

ამბობს ერთ-ერთი ფინური სკოლის დირექტორი ელენ ფრანცი17.

17 გულიაშვილი, ნათია; ბექიშვილი ნინო. 2010. 5 წლის ბავშვი - ბაღში თუ სკოლაში? სოლიდარობა

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0--0-0---0prompt-10--..-4-

---4---0-1l--11-en-10---10-preferences-50--00-3-help-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-

00&a=d&c=period&cl=CL4.10&d=HASH016ba8d9955116f53b7f0d93.5.1 (24.12.2013)

Page 28: ხუთწლიანები სკოლაში

28

კვლევის მიზანი და მეთოდოლოგია

პრაქტიკული კვლევა, როგორც უკვე მოგახსენეთ ეს არის

ურთიერთთანამშრომლობითი კვლევა, რომელიც ორიენტირებულია პრობლემის

გადაჭრის გზების ძიებაზე.

კვლევის მიზანია, ერთის მხრივ კარგად და გააზრებულად შევისწავლოთ „სკოლა

ლიცეუმ ცოდნაში“ არსებული პრობლემები 5 წლის ბავშვების სასწავლო პროცესში

მონაწილებასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ

შეიძლება ამ პრობლემების გამოსწორება. პრაქტიკული კვლევა ხომ გულისხმობს –

პრობლემების დიაგნოსტიკას, კვლევის დაგეგმვას და განხორციელებას, ახალი

ცოდნის გენერირებას კვლევაზე დაყრდნობით და მიღებული ცოდნის გამოყენებას

არსებული პრობლემების გადასაჭრელად18.

კომისიის წევრები

როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, სკოლის დირექტორთან და მასწავლებლეთან

საუბრის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საკვლევი თემა იქნებოდა – როგორ

ჩავრთოთ 5 წლიანი მოსწავლეები სასწავლო პროცესში. მიზნობრივ ჯგუფად

შეირჩა 1– ლი, მე–2, და მე –3 კლასის მოსწავლეები. ასევე შევარჩიეთ 3 კომისიის

წევრი – თითო კლასიდან თითო მასწავლებელი. კომისიის წევრები:

მაია დათუკიშვილი– პირველი კლასი;

მაია არაბული– მეორე კლასი;

18 Kurt Lewin: “Group Decisions and Social Change,” Readings in Social Psychology, (G. Swanson, T. Newcomb

and E. Hartley, eds.) Henry Holt, New York, 1952

Page 29: ხუთწლიანები სკოლაში

29

თამარ ბოჭორიშვილი – მესამე კლასი

მონაცემთა შეგროვების მეთოდები

პრობლემის სიღრმისეულად შესასწავლად გამოვიყენეთ თვისებრივი კვლევის

შემდეგი ინსტრუმენტები :

ფოკუს ჯგუფი – კომისიის წევრებთან;

გაკვეთილზე დაკვირვება;

კითხვარი –მშობლებთან;

კვლევის დაგეგმვისას ძალზე მნიშვნელოვანია სწორად იქნას შერჩეული კვლევის

მეთოდოლოგია, რათა კვლევის შედეგები იყოს სანდო. პრაქტიკული კვლევის

პრიციპეპიდან გამოდინარე, გადავწყვიტეთ შერჩეული კვლევის მეთოდები

გაგვეცნო ჩვენი კომისიის წევრებისთვის.

თვისებრივი კვლევის აღნიშნული მეთოდოლოგია დაგვეხმარა ერთის მხრივ

„სკოლა ლიცეუმ ცოდნაში“ არსებული პრობლემის იდენტიფიცირებაში, ხოლო

მეორეს მხრივ მოგვცა საშუალება რეალური პრობლემების გათვალისწინებით

დაგევეგეგმა ინტერვენციები და მოგვეხდინა დაკვირვება.

კვლევისთვის, თავდაპირველ ეტაპზე შევისწავლეთ უშუალოდ რა პრობლემები

აქვთ 5 წლის ბავშვებს. შემდეგ ეტაპზე სკოლის მასწავლებლებთან ერთად(

კომისიის წევრებთან) მოვახდინეთ პრობლემების იდენტიფიცირება, შემდეგი

ეტაპი კი მთლიანად პრობლემის გადაჭრის გზების ერთობლივ მუშაობას და

ინტერვენციას მიეძღვნა.

აღნიშნული მეთოდოლოგიის გამოყენება გადავწყვიტეთ, რათა ჩვენი საკვლევი

საკითხი ყოფილიყო მრავალმხრივ შესწავლილი. ამასთანავე გავითვალისწინეთ ის

ფაქტი, რომ კვლევა ყოფილიყო სანდო და ინფორმაციის გადამოწმება მომხდარიყო

სწორედ სხვადასხვა მეთოდოლოგიით, ასე მაგალითად, ფოკუს ჯგუფის შედეგად

Page 30: ხუთწლიანები სკოლაში

30

პედაგოგებისგან მიღებული ინფორმაცია გადავამოწმეთ უშუალოდ გაკვეთილზე

დაკვირვების შედეგად, ხოლო მშობლებთან ინტერვიუმ მოგვცა დამატებითი

ინფორმაცია იმაზე, თუ რას თვლიდნენ ისინი ძირითად პრობლემად, და რამდენად

მოვახერხეთ ჩვენ ამ პრობლემის დანახვა საგაკვეთილო პროცესზე. შეგვიძლია

ვთქვათ, რომ ჩვენ მიერ შერჩეულმა კვლევის მეთოდებმა სწორი მიმართულებით

მოახდინა კვლევის წარმართვა.

მონაცემთა ანალიზი

როგორც უკვე აღვნიშნეთ კვლევა მიმდინარეობდა სხვადასხვა მიმართულებით და

შევეცადეთ 5 წლის ბავშვების სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა მხარის

მოსაზრება გაგვეგო (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი). ამ თავში განხილულია

მონაცემთა შეგროვების თითოეული მეთოდის გამოყენებით მიღებული

მნიშვნელოვანი ინფორმაციის ანალიზი.

ფოკუს ჯგუფი – აღნიშნული კვლევის მეთოდოლოგია გამოვიყენეთ კომისიის

წევრებთან, რათა მათგან მიგვეღო რაც შეიძლება დეტალური ინფორმაცია

პრობლემასთან დაკავშირებით, ფოკუს ჯგუფში მონაწილეობა მიიღეს სკოლა

ლიცეუმ ცოდნის დაწყებითი კლასის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასის

მასწავლებლებმა.

კვლევის მიზანი იყო, დაწყებითი კლასის მასწავლებლების დამოკიდებულბის (

ზოგადი ფონის ) შესწავლა. რაც დაგვეხმარა ჩვენი შემდგომი მუშაობის სწორად

წარმართაში.

ფოკუს ჯგუფის შედეგად ცალსახად გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლები, რაც

აქვთ 5 წლის ბავშვებს სასწავლო პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

Page 31: ხუთწლიანები სკოლაში

31

საინტერესო იყო მათი დამოკიდებულება პრობლემასთან დაკავშირებით, როგორც

ერთ-ერთმა კომისის წევრმა აღნიშნა ჩვენთან საუბარში, მათ უჭირთ

სტანდარტული საგაკვეთილო გარემოს საკლასო ოთახის და სახელძღვანელოს

პირობებში მათი ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. ასევე დიდ პრობლემას

წარმოადგენს 5 და 6 წლის ბავშვის ერთად სწავლის პროცესი.

მათ ჩვენთან ასევე ისაუბრეს პრობლემის გადაჭრის გზებზეც და აღნიშნეს, რომ ამ

სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი იქნება ცალკე ჯგუფებად დაიყოს 5 და 6

წლიანი ბავშვები, რადგან მათი ერთად სწავლების პროცესი არაეფექტურია, ასევე

აუცილებელია 5 წლის ბავშვებისთვის შეიქმნას განსხვავებული სახელმძღვანელო.

ფოკუს ჯგუფი საბოლოოდ წარიმართა ძალზე ეფექტურად რადგან მოვახდინეთ იმ

ძირითადი პრობლემების გამოყოფა რომელიც 5 წლის ბავშვებს ხელს უშლის

საგაკვეთილო პროცესში ეფექტურად ჩართვაში:

5 წლის მოსწავლეს არ შეუძლია 20 წუთზე მეტი კონცენტრაცია;

აქვთ კითხვის პრობლემა, და უჭირთ მათემატიკური ფიგურების აღქმა;

არ შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა;

გაკვეთილის მსვლელობისას ხშირად ეძინებათ;

კლასიდან კლასში გადასვლისას აღინიშნება ჩამორჩენა ( მომდევნო კლასში

უფრო უჭირთ დავალებების შესრულება);

5 და 6 წლიანი ბავშვების ერთად სწავლის არაეფექტურობა;

მშობლების კვლევა - მშობლების განწყობის შეფასება მნიშვნელოვანია

პრაქტიკული კვლევის წარმატებით განხორციელებისთვის, ჩვენს შემთხვევაში

როცა საქმე ეხება 5 წლის ბავშვების მონაწილებას სასწავლო პროცესში, ძალზე

საინტერესო იყო მშობლების დამოკიდებულების ცოდნა ამ პრობლემასთან

დაკავშირებით, მშობლების რაოდენობისა და კომუნიკაციასთან დაკავშირებული

სირთულეების გამო, მათგან საჭირო ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტურ

Page 32: ხუთწლიანები სკოლაში

32

საშუალებად მივიჩნიეთ კითხვარების გამოყენება, რათა გაგვეგო უმრავლესობის

აზრი კონკრეტულ საკითხებზე. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს პირველი

კლასის მოსწავლეების ყველა მშობელმა სულ გამოკითხულ იქნა 25 მშობელი.

მიუხედავად, იმისა რამდენი წლის მიიყვანეს მათ სკოლაში მოსწავლე, რათა უფრო

ნათელი წარმოდგენა შეგვქმნოდა მშობლების დამოკიდებულების შესახებ.

პედაგოგებმა მოსწავლეებს გაატანეს კითხვარები სახლში. მშობელმა შევსებული

კითხვარი კვლავ გამოუგზავნა დამრიგებელს. მიღებული კითხვარები ზოგად

წარმოდგენას ქმნის მშობლების დამოკიდებულების და მოსაზრებების გასაგებად 5

წლის ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ჩვენი კვლევის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ფოკუს ჯგუფიდან მიღებული

ინფორმაციის გადამოწმება. როგორც კომისიის წევრებმა განგვიცხადეს მშობლები

მათთან საუბარში გამოყოფენ იგივე პრობლემებს.

კითხვარის დამუშავების შედეგად დადასტურდა პედაგოგებისგან მიღებული

ინფორმაცია. გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი აღნიშნავს, რომ მათი შვილი

ვერ იღებს სრულფასოვან ზოგად განათლებას, მთავარ პრობლემად გამოყვეს

მათემატიკური სავარჯიშოები და წერითი დავალებების შესრულება, როგორც

მშობლიურ ასევე უცხო ენაზე.

ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე ( შეკითხვა#4) რა არის ყველაზე დიდი პრობლემა,

რაც თქვენ შვილს აქვს სწავლის პროცესში? პასუხები თითქმის თანაბრად

გადანაწილდა მათემატიკური სავარჯიშოების შესრულებასა და წერის

პრობლემაზე.

მშობლები ყურადღებას ამახვილებენ ასევე ბავშვების არამზაობაზე საგაკვეთილო

პროცესისადმი. გამოკითხული მშობლების უმრავლესობა მათი შვილის 5 წლის

ასაკში სკოლაში მიყვანის მიზეზად საკანონდებლო ცვლილებას ასახელებს.

საინტერესო იყო ასევე მშობლების დამოკიდებულება 5 წლის ბავშვის სკოლაში

Page 33: ხუთწლიანები სკოლაში

33

მიყვანასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე ( შეკითხვა #5),

ურჩევდით თუ არა, სხვა მშობლებს მიიყვანონ ბავში 5 წლის ასაკში სკოლაში? 18

მშობელმა უარყოფითი პასუხი დააფიქსირა.

ჩვენ მიზანს წარმოადგენდა ასევე იმის გაგება, თუ რას თვლიან ისინი ამ

სიტუაციიდან გამოსავლას, მშობლების ნაწილი გამოსავალს სწავლის მეთოდების

შეცვლაში, ნაწილი კი 5 და 6 წლის ბავშვების ცალ-ცალკე კლასებად დაყოფაში და

ინდივიდუალური სასწავლო მეთოდების შექმნაში ხედავს.

გაკვეთილზე დაკვირვება - გაკვეთილზე დასწრების მიზანს წარმოადგენდა ფოკუს

ჯგუფის და მშობელთა კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის გადამოწმება,

ასევე საგაკვეთილო პროცესის სტრატეგიების, სასწავლო გარემოს და სწავლების

მეთოდების შეფასება ანალიზი. იმ პრობლემების სიღრმისეული შესწავლა, რაც

დასახელდა ფოკუს ჯგუფზე – უშუალოდ მასწავლებლების მხრიდან და მშობელთა

კვლევის შედეგად.

სწორედ ამ ყოველივეს გათვალისწინებით გადავწყვიტეთ დაკვირვება

განგვეხორციელებინა მათემატიკის და ინგლისურის გაკვეთილებზე, ასევე

დაკვირვება ვაწარმოეთ ხელოვნების გაკვეთილზეც, რათა გაგვეგო რამდენად

უჭირთ 5 და 6 წლიან მოსწავლეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია და ჯგუფური

მუშაობა.

უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვების პროცესმა,

ჩვენი კვლევის და შემდგომ ინტერვენციების დაგეგმვა განხორციელების პროცესზე

ძალზე დიდი გავლენა მოახდინა, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა თითოეული

გაკვეთილის სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასების.

ჩვენი ჯგუფი დაესწრო 1ა კლასის მათემატიკის გაკვეთილს, პედაგოგს ვთხოვეთ არ

ეთქვა თუ რომელი იყო 5 წლის ასაკის. გვაინტერესებდა თავად თუ მივხვდებოდით

ან თუ დავინახავდით რაიმე განსხვავებას ხუთ და ექვს წლიან მოსწავლეებს შორის.

Page 34: ხუთწლიანები სკოლაში

34

შედეგი არც ჩვენ და არც პედაგოგს არ გაკვირვებია, ზუსტად მივხვდით თუ

რომელი იყო ის ოთხი მოსწავლე. აქედან ერთმა ტირილიც კი დაიწყო არ უნდოდა

არაფრის დაწერა, დანარჩენები პასიურად იყვნენ მასწავლებელი მათ გააქტიურებას

კითხვების დასმით ცდილობდა თუმცა უშედეგოდ.

ჩვენი შემდეგი ვიზიტი განვახორციელეთ ინგლისური ენის გაკვეთილზე,

გვაინტერესებდა რამდენად შეუძლიათ უცხო ენის დაუფლება ამ ასაკში ბავშვებს,

უნდა აღინიშნოს, რომ მათემატიკისაგან გასხვავებით ინგლისურის გაკვეთიზე

ბევრად უფრო ჩართულები იყვნენ. მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესში

იყენებდა თვალსაჩინოებებს, მოსასმენ მასალას სადაც ჩაწერილი იყო ის სიმღერები

და სიტყვები რომელსაც თავად იმეორებდნენ.

პრობლემის დიაგნოზირება

კვლევის შედეგებს თუ გადავხედავთ პრობლემა, რომელიც დასახელდა როგორც

კომისიის წევრების, ასევე მასწავლებლების მხრიდან (ბევრ სხვა პრობლემასთან

ერთად) იყო 5 და 6 წლიანი მოსწავლეების ერთად სწავლის არაეფექტურობა,

ხოლო ჩვენს მიერ გაკვეთილებზე დაკვირვების შედეგად აღნიშნულ

პრობლემასთან ერთად გამოიკვეთა, ჯგუფური მუშაობის უარყოფითი მხარეები.

გაკვეთილზე დაკვირვებისას დავინახეთ პრობლემა, რომელსაც შეიძლება

ვუწოდოთ „გარიყულობა“ , ასე მაგალითად, 5 წლის მოსწავლეები ძირითადად

ისხდნენ ერთ მერხზე. როდესაც მასწავლებელს ვკითხეთ მიზეზი, მან გვიპასუხა

რომ, ასე თავად მოისურვეს დაჯგუფება. ძირითადად იგივე პრინციპით

ჯგუფდებოდნენ ჯგუფური დავალების შესრულებისასაც.

Page 35: ხუთწლიანები სკოლაში

35

დაკვირვების პროცესმა, ასევე ცალსახად დაგვანახა მათი განსხვავებული

შესაძლებლობები, ასე მაგალითად, წერის პრობლემა (რომელიც დასახლედა

როგორც ფოკუსჯგუფის კვლევისას ასევე მშობელთა კვლევისას ), 6 წლიანი

მოსწავლეები გაცილებით უფრო სწრაფად წერდნენ, ვიდრე 5 წლის მოსწავლეები.

მასწავლებელი იძულებული იყო მეტი დრო დაეთმო 5 წლის მოსწავლეებისათვის.

იყო შემთხვევა, როცა პედაგოგმა 5 წლის მოსწავლეს, რომელმაც ვერ დაამთავრა

დაფიდან რიცხვების გადაწერა უთხრა „ შენ დასვენებაზე გადაწერე, მეტს ვეღარ

დაგელოდებით“. ყოველივე ეს გაკვეთილზე ქმნიდა დაძაბულ და არასასურველ

საგაკვეთილო გარემოს.

კვლევის შედეგების გაანალიზების შედეგად ჯგუფის წევრებს არ გაგვჭირვებია

მთავარი პრობლემის გამოვლენა, რომელიც უკავშირდება ერთობლივ სწავლებას.

როგორ უნდა მოხდეს სასწავლო პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ ყველა

მოსწავლე იყოს თანაბრად ჩართული საგაკვეთილო პროცეში? მსჯელობის

შედეგად მივედით იმ დასკვნამდე, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელი

იქნებოდა ჯგუფური მუშაობის ეფექტურობის გაზრდით, და 5 და 6 წლიანი

მოსწავლეების ერთად დაჯგუფებით.

ინტერვენციის ეტაპები

სკოლაში პირველი კლასის სულ 2 პარალელია, სკოლას ჰყავს 25 პირველკლასელი

აქედან 9 არის 5 წლის ასაკის.

1 ა კლასში 13 მოსწავლეა აქედან 4 მოსწავლე სკოლაში შემოვიდა 5 წლის ასაკში,

Page 36: ხუთწლიანები სკოლაში

36

1 ბ კლასში 12 მოსწავლეა და ჰყავთ სამი 5 წლის ასაკის მოსწავლე.

გაკვეთილზე დაკვირვებების შემდეგ, დავგეგმეთ ინტერვენცია, რომელიც

შევათანხმეთ დირექციასთან. ჯგუფური მუშაობის თავისებურებების კვლევისას

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ისეთი საკითხები როგორიცაა:

პიროვნებათშორისი დამოკიდებულებების ზეგავლენა ჯგუფური მუშაობის

ეფექტურობაზე, ჯგუფის შემადგენლობის ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურ

თავისებურებებზე. ჯგუფური მუშაობის პირობებში შემეცნებითი ამოცანების

შესწავლა და სხვ. კვლევების შედეგებმა მეცნიერებს შესაძლებლობა მისცა

გაეკეთებინათ დასკვნა, რომ ჯგუფური მუშაობა მეტი ეფექტურობით ხასიათდება,

ვიდრე ინდივიდუალური. ჯგუფური მუშაობის ძირითად მახასითებლად

აღინიშნა:

სასწავლო მასალის ერთობლივად აღქმა-განხილვა.

ერთობლივი ძალისხმევის ეფექტურობა შემეცნებითი თუ შემოქმედებითი

ამოცანების გადაწყვეტის პროცესში.

მოვალების/ფუნქციების განაწილების დამოკიდებულების არსებობა.

ურთიერთკონტროლისა და პასუხისმგებლობის არსებობა.

ინტერვენცია 1

ინტერვენცია მდგომარეობდა შემდეგში:

ხელოვნების გაკვეთლილის თემა იყო „ოცნების ქალაქი“ სამუშაო იყო ჯგუფური,

კლასი გავყავით სამ ნაწილად, თითო ჯგუფში ერთი ხუთი წლის ასაკის მოსწავლე

იყო (ერთ ჯგუფში მოხვდა ორი ხუთწლიანი). დავურიგეთ ფერადი ფურცლები,

Page 37: ხუთწლიანები სკოლაში

37

ფერადი ფანქრები და მაკრატელი. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ

გაეზიარებინათ იდეები, წარმოსახვები და ისე შეესრულებინათ ნამუშევრები.

უნდა აღინიშნოს ერთი მოსწავლე სახელად ნათია, რომელიც ხუთი წლის ასაკის

შემოვიდა სკოლაში, (მიუხედავად იმისა რომ ის ამ დაკვირვების პროცესში

გაიზარდა და გახდა 6 წლის) ტირილი დაიწყო და გამოეყო ჯგუფს, არ სურდა

არაფრის გაკეთება, მხოლოდ სახელი და გვარი დაგვიწერა ფურცელზე. მეორე

ჯგუფში ის მოსწავლეები, რომლებიც 5 წლის ასაკში შემოვიდნენ სკოლაში ძალიან

კარგად გაართვეს თავი, ნათიას ჩასართავად ჯგუფში პედაგოგმა გამოიყენა ე.წ

„სტიკერები“, „სტიკერები” დაურიგდათ ყველა ჯგუფს დავალების უკეთ

შესასრულებლად. ნათიაც გახალისდა და აქტიურად ჩაერთო საგაკვეთილო

პროცესში.

აღნიშნულმა სწავლების მეთოდმა პედაგოგს საშუალება მისცა ყველა მოსწავლე

ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეებს საკუთარი აზრი გამოეთქვათ,

ფუნქციები გადაენაწილებინათ და ისე შეესრულებინათ სამუშაო. სუსტი მოსწავლე

კი წახალისების მეთოდით აქტიურად ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში.

ინტერვენცის 1-ის შეფასება

მასწავლებლის შეფასება პედაგოგმა აღნიშნა ჯგუფური სწავლების მეთოდის

დადებითი მხარე, მან ისიც დაამატა რომ აღნიშნულ აქტივობას აქამდე არც ისე

ხშირად იყენებდა. რადგან ჯგუფურ სამუშაოს თავისი უარყოფითი მხარე აქვს

ხმაური კლასში, საკლასო ოთახის ვიზუალური ცვლილება და ა. შ. მაგრამ

ინტერვენციის პროცესში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ჯგუფურ

სამუშაოში. პედაგოგმა დასძინა, თუ თემა კარგად იქნება შერჩეული და ჯგუფებში

მოსწავლეების შემადგენლობა კარგად გადანაწილებული ხშირად ამ ტიპის

Page 38: ხუთწლიანები სკოლაში

38

აქტივობის შესრულება ნამდვილად წარმატებული იქნება ისეთი

მოსწავლეებისათვის, რომელიც ხუთი წლის ასაკში შემოვიდნენ სკოლაში.

მოსწავლეების შეფასება ბავშვებმა აღნიშნეს ამ ტიპის აქტივობის ხშირად

გამოყენება სწავლას უფრო სახალისოს გახდის, ერთმანეთის დახმარება და

აზრების გაზიარება მოსწავლეებში სწავლების მოტივს ზრდის.

ინტერვენცია 2

შემდეგი ინტერვენცია რომელიც განახორციელა ჩვენმა ჯგუფმა იყო ის, რომ ხუთი

წლის ასაკის მოსწავლე დავსვით ძლიერ მოსწავლის გვერდით. ვთხოვეთ ძლიერ

მოსწავლეს ყურადღება მიექცია თანაკლასელისათვის, როლები გადავუნაწილეთ

ძლიერ მოსწავლეს „მასწავლებელი“ დავარქვით სუსტს კი „სტატუსი“

შევუნარჩუნეთ. შედეგი მივიღეთ დადებითი. პატარა ნინი, რომელიც ვერ

ასრულებდა წერით დავალებას ინგლისიურ ენაში ძალიან დაეხმარა მისი

„მასწავლებელი“, იგი უხსნიდა რომელი ნახატი რა ფერად გაეფერადებინა,

ყურადღებას აქცევდა არ ჩამორჩენოდა თანაკლასელებს. პედაგოგი რომელიც

დაფაზე წერდა რომელ სავარჯიშოში რა სიტყვა უნდა ჩაეწერათ, ნინის თავისი

„მასწავლებელი“ აქტიურად მიუთითებდა. ამ ტიპის როლების გადანაწილება

მოსწავლეებში საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა თავად ინგლისური ენის პედაგოგმაც

აღნიშნა.

Page 39: ხუთწლიანები სკოლაში

39

ინტერვენცია 2-ის შეფასება

პედაგოგის შეფასება

ამ ტიპის დავალება მოსწავლეს საშუალებას აძლევს წარმოაჩინოს საკუთარი

ცოდნა, კონკრეტული დავალების არცოდნის შემთხვევაში იგი თანაკლასელისაგან

სწავლობს მიბაძვით, მოტივაციაც უფრო მეტი აქვს, რომ თავად დასძლიოს ისეთი

დავალებები რისი გაკეთებაც მის კლასელებს შეუძლიათ. ხდება სოციალიზაციის

უნარ-ჩვევების გამოვლენა.

მოსწავლეების შეფასება

ამ შემთხვევაში გამოვკითხეთ კონკრეტულად ეს ორი მოსწავლე რამდენად

მოეწონათ აღნიშნული აქტივობა. „მასწავლებელმა“ მოსწავლემ აღნიშნა, როლების

გადანაწილებით თავი გარკვეულწილად პრივილეგირებულად ჩათვალა. საკუთარ

მოვალეობად მიიღო თანაკლასელის დახმარება, „მოსწავლეს“ საშინაო დავალების

შესრულებაში დახმარებასაც კი დაპირდა გაკვეთილების შემდეგ

კვლევის შედეგები

როგორც ჩვენი კვლევა გვიჩვენებს ხუთი წლის ასაკის მოსწავლეებს უჭირთ

სოციუმთან შეგუება. ისინი არ არიან ფსიქოლოგიურად მზად იმისათვის, რომ

კლასში ისხდნენ და ისწავლონ. ამ ასაკის მოსწავლეებს ძირითადად თამაშით

სწავლა უნდათ. რა შეიძლება გაკეთდეს მათ დასახმარებლად? ჩვენი კვლევა

ჩატარდა კერძო სკოლაში. კერძო სკოლას აქვს შესაძლებლობა შექმნას კლასი

Page 40: ხუთწლიანები სკოლაში

40

სპეციალურად 5 წლის ასაკის მოსწავლეებისათვის. საკლასო ოთახი აღჭურვოს

მათი განვითარების შესაბამისად, პედაგოგებმა შეიმუშავონ სწავლების ის

მეთოდები რაც დაეხმარებათ ამ ასაკის მოსწავლეებს მასალის ათვისებაში.

საჯარო სკოლებში ცოტა სხვაგვარად გვაქვს საქმე. იმისათვის რომ სკოლამ შექმნას

შესაფერისი სასწავლო გარემო ამ ტიპის ბავშვებისათვის გარკვეულ ფინანსურ

საშუალებებთან არის დაკავშირებული: პედაგოგთა გადამზადება, საკლასო

ოთახების მოწყობა და ა.შ. ძალიან ბევრი საჯარო სკოლა ამას ვერ შეძლებს ამიტომ

პრობლემა რჩება პრობლემად. ისევ პედაგოგზეა დამოკიდებული მართოს კლასი,

აქტივობები მოარგოს კლასს ისე, რომ ხუთი წლის ასაკის მოსწავლე არ ჩამორჩეს და

არ „დაიჩაგროს“ . ჩვენს შემთხვევაში პედაგოგია მთავარი ფიგურა, თუმცა

დირექციამ აღნიშნა მომავალ წელს თუ იქნება დიდი ნაკადი ხუთი წლის ასაკის

მოსწავლეებისა არ გამორიცხავენ ცალ-ცალკე კლასის შექმნას, რაც საბოლოო ჯამში

მოსწავლეებს კარგ შედეგზე გაიყვანს და სკოლაც ერთ-ერთი წარმატებული

გახდება ამ პრობლემის დაძლევაში.

შედეგების განხილვა

ჩვენმა ჯგუფმა შეძლო „სკოლა ლიცეუმ ცოდნის“ პედაგოგებისათვის

შეგვეთავაზებინა პრობლემის სხვაგვარად გააზრების საშუალება, რადგან როგორც

კვლევის შედეგებმა ცხადყო ისინი ( კომისსის წევრები და მშობლები) არაეფექტურად

და მიუღებლად თვლიდნენ 5 და 6 წლიანი მოსწავლეების ერთობლივ მონაწილეობას

საგაკვეთილო პროცეაში, თუმცა მათთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მივედით იმ

Page 41: ხუთწლიანები სკოლაში

41

დასკვნამდე, რომ 5 და 6 წლიანი მოსწავლეების ერთობლივი სწავლება სულაც არ არის

შეუძლებელი, თუ სწორად იქნება შერჩეული სასწავლო მეთოდოლოგია და

ეფექტურად მოხდება როლების გადანაწილება მოსწავლეებს შორის. ინტერვენციებზე

დაკვირვების და შემდგომ კომისიის წევრებთან შედეგების განხილვის პროცესმა ამაში

საბოლოოდ დაგვარწმუნა.

„სკოლა ლიცეუმ ცოდნის“ დაწყებითი კლასის პედაგოგები კმაყოფილნი დარჩნენ

ჩვენი მუშაობით, როგორც ერთ-ერთმა კომისიის წევრმა აღნიშნა – „როდესაც

პრობლემას ყოველდღიურად უყურებ ძნელია მისი ამოცნობა, სწორედ ამიტომ იყო

თქვენი ჩვენთან მუშაობა ეფექტური, რადგან თქვენ შეძელით პრობლემის სხვა

კუთხით დანახვა“. ჩვენს მიერ შეთავაზებულმა საგაკვეთილო პროცესმა რომელიც 5

და 6 წლიანი მოსწავლის ერთად დაჯგუფებას და დახმარებას გულისხმობს ძალზე

კარგი შედეგი გამოიღო.

შეზღუდული დროის პირობებში ჩვენ ვერ შევძელით ყველა გაკვეთილზე

ინტერვენციის განხორციელება, როგორც უკვე მოგახსენეთ ჩვენი სამიზნე ჯგუფი

პრობლემატურობიდან გამომდინარე შევარჩიეთ, და სწორედ იმ გაკვეთილებზე

განვახორციელეთ ინტერვენცია. თუმცა აღნიშნული სწავლების მეთოდი ეფექტური

იქნება ყველა გაკვეთილისთვის, განსაკუთრებით მათემატიკის გაკვეთილისთვის,

რადგან მათემატიკის სწავლება კვლევის მონაცემების შედეგად დასახელებულ იქნა

ყველაზე პრობლემატურად, რაც ასევე დადასტურდა ჩვენი დაკვირვების შედეგად

საგაკვეთილო პროცესზე. სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ თუ პედაგოგი ერთად

დააჯგუფებს 5 და 6 წლის მოსწავლეებს, 6 წლის მოსწავლეს რომელიც გაცილებით

უფრო სწრაფად აღიქვამს მათემატიკურ სავარჯიშოებს, შეუძლია დახმარება გაუწიონ

5 წლის მოსწავლეს.

ჩვენს მიერ შეთავაზებული საგაკვეთილო პროცესი, რომელიც 5 და 6 წლის

მოსწავლეების ერთად დაჯგუფებას და საგაკვეთილო პროცესში ჯგუფური მუშაობის

ეფექტურ წარმართვას უკავშირდება, მოწონებულ იქნა კომისიის წევრების მხრიდან,

Page 42: ხუთწლიანები სკოლაში

42

როგორც მათ ჩვენთან საუბარში განაცხადეს ისინი შეეცდებიან, ჩვენი ერთობლივი

მუშაობის შედეგების განზოგადებას და სხვა გაკვეთილების ასევე წარმართვას.

უახლოეს მომავალში ისინი გეგმავენ სწორედ მატემატიკის გაკვეთილის ამგვარად

დაგეგმვას.

კვლევის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ყველაზე მეტად დადებითი იყო ის, რომ შევძელით და კვლევას არ დავუკარგეთ

აქტუალობა, ჩვენი ხელმძღვანელის დიდი დახმარებით.

თავდაპირველად ნაშრომს ვწერდით მხოლოდ 5-წლიანი მოსწავლეების

პრობლემებზე, რომ არ უნდა ხდებოდეს მათი შეყვანა სკოლაში და შესაცვლელია

კანონმდებლობა, თუმცა შემოდგომაზე მიღებულმა კანონმა ცოტა არ იყოს და

შეგვაშინა და გვარიანადაც აგვაღელვა. ვიფიქრეთ, რომ თემა ჩაგვივარდებოდა,

თუმცა ქალბატონმა ნათიამ თემის განსხვავებული გააზრება შემოგვთავაზა და

მთლიანობაში ამ თემაზე მუშაობით უფრო კმაყოფილი დავრჩით და

ინტერვენციებით უფრო საინტერესო გამოვიდა. ბევრი რამ ვისწავლეთ

მოსწავლეებისგან.

ასევე დადებით ფაქტორად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ სკოლის დირექციისგან

მხარდაჭერით ვსარგებლობდით და არასდროს შეგვქმნია პრობლემები. პირიქით,

საკმაოდ ჩართულები იყვნენ კვლევის პროცესებში.

უარყოფით მოვლენად აუცილებლად უნდა დავასახელოთ ის, რომ ვერ შევძელით

უშუალოდ ჩაგვეწერა ინტერვიუები ფსიქოლოგებთან, რაზეც ძალიან გვწყდება

გული.

Page 43: ხუთწლიანები სკოლაში

43

რეკომენდაციები

იმისათვის, რომ 5 წლის ბავშვებმა წარმატებულად შეძლონ სასწავლო პროცესში

ჩართვა, მნიშვნელოვანია:

სასწავლო გეგმისა და სასწავლო გარემოს ადაპტირება ასაკის შესაბამისად;

კეთებით სწავლება - ისეთი დავალებების მიცემა, სადაც მოსწავლეს

დამოუკიდებლად მოუწევს გარკვეული სამუშაოს შესრულება;

თამაშით სწავლება - მოსწავლეებისათვის მასალის არა სტანდარტულად,

არამედ გარკვეული თამაშებით შეთავაზება;

ჯგუფური სამუშაოებით საგაკვეთილო პროცესის წარმართვა;

5 და 6 წლიანი მოსწავლეების ერთ მერხზე დასმა.

ეს ყოველივე პედაგოგებს დაეხმარება ისეთივე ინტერესით ჩართონ 5 წლის

მოსწავლეებიც სასწავლო პროცესში, როგორც უფროსები.

ბიბლიოგრაფია

გულიაშვილი, ნათია; ბექიშვილი ნინო. 2010. 5 წლის ბავშვი - ბაღში თუ სკოლაში? სოლიდარობა

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0--0-0---

0prompt-10--..-4----4---0-1l--11-en-10---10-preferences-50--00-3-help-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-

0utfZz-8-00&a=d&c=period&cl=CL4.10&d=HASH016ba8d9955116f53b7f0d93.5.1 (24.12.2013)

ზაკაშვილი, ლიკა. 2013. თამაშისთვის მოპარული ერთი წელი. ლიბერალი, მარტი 1.

http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/114148/ (25.12.2013)

Page 44: ხუთწლიანები სკოლაში

44

მაჭარაშვილი, ნანა. ეფექტური სწავლების ტექნოლოგიები და სტრატეგიები (სახვითი და

გამოყენებითი ხელოვნება). თბილისი: მერიდიანი, 2012.

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/11616/1/Teqnologiebi_Da_Strategiebi.pdf (14.12.1013)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ადრეულ ასაკში სწავლისა და

განვითარების სტანდარტები (თბილისი, 2010)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სასკოლო მზაობის შეფასება

(თბილისი, 2011)

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ხუთი წლის ასაკის

მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა (თბილისი: სოციალური კვლევისა და

ანალიზის ინსტიტუტი, 2012)

ქევანიშვილი, ეკა. „საშუალო სკოლა - მრავალწლიანი დილემა. ნაწილი III“. რადიო

თავისუფლება (აპრილი 2013), http://www.tavisupleba.org/articleprintview/24944574.html

(24.12.2013).

ჯანელიძე, ანა. სასკოლო მზაობა. ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“.

http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=2&id=92 (25.12.2013)

Kurt Lewin: “Group Decisions and Social Change,” Readings in Social Psychology, (G. Swanson, T.

Newcomb and E. Hartley, eds.) Henry Holt, New York, 1952

Peter Reason and Hilary Bradbury (eds.), Handbook of Action Research: Participative Inquiry and

Practice, Sage Publications, London, 2001. Edgar Schein, “Clinical Inquiry/Research”

Peter Reason and Hilary Bradbury (eds.), Handbook of Action Research: Participative Inquiry and

Practice, Sage Publications, London, 2001. William Passmore, “Action Research in the Workplace: The

Socio-technical Perspective”

Peter Reason and Hilary Bradbury (eds.), Handbook of Action Research: Participative Inquiry and

Practice, Sage Publications, London, 2001. Ken Zeichner, “Educational Action Research”

William Foote Whyte (ed), Participatory Action Research, Sage Publications, London, 1991. Jan Irgens

Karlsen, “Action Research as a Method: Reflections from a Program for Developing Methods and

Competence”

Page 45: ხუთწლიანები სკოლაში

45