Upload
ewmi-access
View
72
Download
0
Embed Size (px)
DESCRIPTION
დისკუსია - 15 დეკემბერი, 2015
Citation preview
პრესრელიზიდიკუსია - მოსახლეობის დამოკიდებულება ევროინტეგრაციისადმი და კომუნიკაციის
სახელმწიფო სტრატეგია
15 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში (რუსთაველის გამზ. 13) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია, რომლის მიზანია ევროინტეგრაციის პროცესისადმი მოსახლეობის, მათ შორის ახალგაზრდების, აზრის გამოკითხვების შედეგების განხილვა და ევროინტეგრაციის კომუნიკაციის სახელმწიფო სტრატეგიაზე მსჯელობა.
დისკუსიაზე გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაცია - მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის „ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესისადმი“ პრეზენტაცია. ასევე განხილული იქნება CRRC-ის მიერ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის - „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება“ შედეგები. კომუნიკაციის ექსპერტები აღნიშნული კვლევების და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ევროინტეგრაციის კომუნიკაციის სტრატეგიის შემდგომი გაუმჯობესების გზებზე იმსჯელებენ.
დღის წესრიგი:
მისასალმებელი სიტყვა
14:00 – 14:10 – თამარ ქაროსანიძე, ACCESS-ის პროგრამის ხელმძღვანელი
პრეზენტაციები:
14:10 – 14:30 – თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის (MDF) გამგეობის თავმჯდომარე; ლელა ხომერიკი, მედიის განვითარების ფონდის (MDF) მკვლევარი - „ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესისადმი“ - კვლევის შედეგების პრეზენტაცია და რეკომენდაციები.
14:30 – 14:50 – კობა თურმანიძე, CRRC საქართველოს ხელმძღვანელი - კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება“ შედეგების შესაძლო გამოყენება ევროინტეგრაციის შესახებ კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვაში
14:50 – 15:10 – ეჰტელ ჰალისტე - აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის კომუნიკაციისა და სახალხო დიპლომატიის ექსპერტი - ესტონეთის გამოცდილების გაზიარება: მოსაზრებები ევროინტეგრაციის თაობაზე საქართველოს სახელმწიფო კომუნიკაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით
15:10 – 15:30 – სალომე სამადაშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციისა და დემოკრატიის ცენტრის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - ეფექტიანი კომუნიკაციის სტრატეგია რუსეთის პროპაგანდისა და ევროკავშირისადმი მზარდი სკეპტიციზმის ფონზე
15:30 – 15:50 – მარიამ რაქვიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე - ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის სახელმწიფო სტრატეგია: წარსულის შეფასება, სამომავლო გეგმები.
15:50 – 17:00 - დისკუსია
ACCESS არის 5.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტი (EWMI). USAID
ადმინიტრირებას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების პროგრამებს, რაც მოიცავს 80 -ზე მეტი ქვეყნისთვის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.
#5 Marjanishvili St., Third Floor • Tbilisi 0102 Georgia • Tel/ტელ: (+995 32) 2202 444 • www.ewmi-access.org მარჯანიშვილის ქ. # 5, მესამე სართული • თბილისი 0102 საქართველო