12
გამოცემის მეცამეტე წელი “LITERATURULI MESKHETI” გიორგი ლეონიძე # 5 (149) მაისი 2011 წელი ფასი 40 თეთრი “ЛИТЕРАТУРУЛИ МЕСХЕТИ” “დადგით მესხეთში აკვნები, აღზარდეთ კვლავ რუსთაველი” ბედნიერებამ მითხრა: ნუ მეძებ! ბედნიერებამ მითხრა: ნუ მეძებ! შენი შვილების თვალებში მნახე, ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე ნაწვიმარ სიოდ გამომიძახე. შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან, სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს, სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო. მნახე კახეთის უდრეკ დგომაში, მთვარისფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში, თრიალეთს მომწყდარ შემოდგომაში და ჭირნახულის ჟივილ–ხივილში, დაზამთრებული გურიის მთებში, ხელიხელ ნაკრეფ ჩხავერის ტკბილში, საგაზაფხულოდ მზა ნადურებში და კრიმანჭულის ჭირზე სიცილში. ბედნიერებამ მითხრა: რად მეძებ! მე ხომ მეგრული ნანები მქვია, ლაზური ქვისფერის დაბლობებზე გაზრდილ ქალ-ვაჟებს რომ ზნედ ატყვია. მე ამ ჰერეთის ან იმერეთის სიზმრების ცა ვარ დაუსაბამო, სტუმრის გულიან მოსაფერეთის, უარყოფა ვარ სოფლის საამო. ის ქალაქი ვარ, ქარის მცნობელი, გულით ბაგრატის გუმბათისხელა, ზემო იმერეთს დინჯად მომსვლელი, ზრდილობიანი ვარ საპოვნელა. მე მთების ზღვა ვარ თეთრად გაშლილი, სვანური ზარის ცრემლში ნაჟური, უშბის კალთა ვარ, მეწყრად დაშლილი და აქაფებულ ენგურს ნაწური. დარიალს მჯდომი ქირიკაშვილის შეცოდებული ჯიხვი ვარ ნორჩი, გერგეის მზე ვარ, მყინვრად აშლილი და განძის გადამმალავი ომში. ჭიუხში ხევსურთან შემთხვეული, ფშავში მისული ნისლის უბე ვარ, დინჯი თუშის და ფიცხი მთიულის თვალში დამდგარი ფიქრის გუბე ვარ. ქართული სულის მგელვარე რაშის შმაგი, ამაყი და მორცხვი მთა ვარ, ჭოროხის თავშიც და გურჯის კარშიც ჩაუქრობელი ქრისტეს ნატვრა ვარ. კუპრად და ჭირად მოზღვავებულით ვერმოწამლული ხულოელი ვარ, განდაგან თრევას არგუებული შენი ერთგული აჭარელი ვარ. ბედნიერებამ მითხრა: თუ მეძებ, ალესანდროულს ნუ მოსწევ გვიან... რაც კი რაჭველმა სწრაფად ვაკეთე იმას ნამდვილი ხვანჭკარა ჰქვიან. ჭელიშის ოთხთავთან შეწირული, სანთელ–ბერების არგანაგონი, სჯულის მსხვერპლი ვარ თავგანწირული, სიდარბაისლე ვარ ბარაკონიის. ტაოს ცრემლი ვარ ბანად შთენილი, სახლის ლოცვა ვარ ლომგულ ფხოველის... კლარჯეთის ხმა ვარ, ვერმოწვდენილი გალავნებამდე სვეტიცხოველის... მამა გრიგოლის შეწყნარებული არაუდები ხანძთის შვილი ვარ. ფარავანი ვარ, ნინოს ხლებული, იოთამ ზედგინიძის ძილი ვარ. თუ არ დაგღალე, აფხაზეთი ვარ... სურნელი სოჭის მთუთქავს, მაციებს. მე ყოველ ღამე კვლავ იქ შევდივარ, სანამ უფალი არ მაპატიებს ქართულის ზერელედ მიივიწყებას, სტუმარ-ქალების მალულად დევნას, სიმდიდრისათვის გაფაციცებას, მიწას მოწყვეტას, საფლიდო ლხენას. სანამ უძღები შვილი მამასთან თავჩაქინდრული ცრემლით არ მივალ, სამოსელს პირველს მამა ჩამაცვამს და სიხარულით გული წამივა. სანამ ილორში წმინდა გიორგის არ მივენდობი მწირველ მღვდელივით და არ ვიტირებ, რაც არ ვიცოდი, ზურმუხტ ბიჭვინთის ღვთისმშობელივით. მაშინ დასცხრება აბელის ცრემლად სამაჩაბლოში დაბა ბრწყინვალე, აღარ ვიქნები კერპების მძევლად, აღარ შემარცხვენს ჩემი სიმხდალე. ბედნიერებამ მითხრა: სად მეძებ! მზე დასავლეთში როდის ასულა! რეებს აგროვებ, დარდობ საგნებზე და ვეღარ იცლი, იდგე კაცურად! სადმე სულ ახლოს, აქ, ვარძიასთან, სარგის თმოგველის ნაკამარალზე, მტრის გაოგნებულ ელეგიასთან, მის მოღალატე ცოლის დანკალზე, ქორებრ ხედვიდე მღელვარე ზეგანს ლურჯ–ბალახიან ჯავახეთისა, მესხთა სამკვიდროს, აბულის წყებას, კუმურდოს ლოდის ძღვენთა კვეთისა. ნაათაბაგარ, ნამოღალატარ, ოდესღაც ტყიანს განვლიდე გორებს, დაუდევარი ფიქრის კვალდაკვალ მიადგებოდე მოპარულ ლორეს... ბედნიერებამ მითხრა: რა ვიცი, კახში ინგილოს რა ეშველება, თუ გეშორება უკვე დმანისი და მარნეული არ გეშენება... ისე მოკვდები, გარეთ არ გახვალ, რისთვისღა ცხოვრობ? საერთოდ ვინ ხარ? შენ, ძმაო, ქართველს სულ აღარ ჰგავხარ, რას ადღეგრძელებ! რაებს იხსენებ! ვის რად არგია, სად რა მოგსვლია?! დასთვრები, ისტორიას იჩემებ... ხალიბებს, ჭანებს, კაბადოკიას... არაფერს არ ქმნი, რითღა შოულობ მაგ საგროვებელს და არა – სარჩოს? მოფხანვის მაგვარ შვებას პოულობ, როცა იყიდი და აღარც გახსოვს, რისთვის იყიდე, რის გეშინოდა, როცა მოხვეჭის გზაზე დგებოდი, რით მიგაძინეს და რა გინდოდა, როცა ნამუსთან დაბრუნდებოდი. ბედნიერებამ მითხრა: არ მეძებ! თორემ სამშობლოს ცვარიან ბგერას იავარქმნილი გულისნადებზე იმყოფინებდი მალამოდ ძგერას... მელექსეობის ამპარტავნებას მდუმარე ჭვრეტის ლხინში გასცვლიდი, დამანებებდი დევნას თავნებას და შენთან მოსვლას თვითონ მაცლიდი. ნაღდი თბილისის საღამოებად, არდანაბიჯებ ხატების გრილში, ვიწრო ქუჩების ჭა-ეზოებად, ნატანჯი ხალხის დაღლილ ღიმილში. დაბრუნდებოდი მშობლების სახლში, რაც ღმერთმა მოგცა, იმით ძლიერი, დათმენის სიბრძნეს ჩაჰხედდი თვალში, მოიქცეოდი, როგორც ივერი. ჩაგიხუტებდი, რაც წლები დაგრჩა, ჩემს სამკვიდროში კვლავ იქნებოდი და შენნაირი გარეთ ვინც დაგრჩა, აწი იმაზე დაფიქრდებოდი. წარდგომის ჟამი დამშვიდებულზე უეცარ ხმობად დაგიდგებოდა, ნააღსარებზე აწი შენს გულზე ძებნა და შფოთი არ იქნებოდა. ამიტომ ნურსად, გესმის? ნუ მეძებ! ყველა ასახდენ ზღაპარში მნახე! ... და სიხარულის უხლებ ველებზე იმედის სიოდ გამომიძახე!.. ლევან ვასაძე სხალთა ვარძია მარტვილი ატენის სიონი ანანური ალავერდი ბაგრატის ტაძარი სვეტიცხოველი ჯუმათი ილორი ბარაკონი ნარიყალა

№5 (149) მაისი

  • Upload
    -

  • View
    529

  • Download
    1

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: №5 (149) მაისი

გამოცემის მეცამეტე წელი “LITERATURULI MESKHETI”

გიორგი ლეონიძე

#5 (149)მაისი

2011 წელიფასი 40 თეთრი

“ЛИТЕРАТУРУЛИ МЕСХЕТИ”

“დადგით მესხეთში აკვნები, აღზარდეთ კვლავ რუსთაველი”

ბედნიერებამ მითხრა: ნუ მეძებ!ბედნიერებამ მითხრა: ნუ მეძებ!შენი შვილების თვალებში მნახე,ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზენაწვიმარ სიოდ გამომიძახე.შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან,სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს,სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდატალღებს მომდგარი მთების ფრიალო.მნახე კახეთის უდრეკ დგომაში,მთვარისფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში,თრიალეთს მომწყდარ შემოდგომაშიდა ჭირნახულის ჟივილ–ხივილში,დაზამთრებული გურიის მთებში,ხელიხელ ნაკრეფ ჩხავერის ტკბილში,საგაზაფხულოდ მზა ნადურებშიდა კრიმანჭულის ჭირზე სიცილში.

ბედნიერებამ მითხრა: რად მეძებ!მე ხომ მეგრული ნანები მქვია,ლაზური ქვისფერის დაბლობებზე გაზრდილ ქალ-ვაჟებს რომ ზნედ ატყვია.მე ამ ჰერეთის ან იმერეთისსიზმრების ცა ვარ დაუსაბამო,სტუმრის გულიან მოსაფერეთის,უარყოფა ვარ სოფლის საამო.ის ქალაქი ვარ, ქარის მცნობელი,გულით ბაგრატის გუმბათისხელა,

ზემო იმერეთს დინჯად მომსვლელი,ზრდილობიანი ვარ საპოვნელა.მე მთების ზღვა ვარ თეთრად გაშლილი,სვანური ზარის ცრემლში ნაჟური,უშბის კალთა ვარ, მეწყრად დაშლილიდა აქაფებულ ენგურს ნაწური.დარიალს მჯდომი ქირიკაშვილისშეცოდებული ჯიხვი ვარ ნორჩი,გერგეის მზე ვარ, მყინვრად აშლილიდა განძის გადამმალავი ომში.ჭიუხში ხევსურთან შემთხვეული,ფშავში მისული ნისლის უბე ვარ,

დინჯი თუშის და ფიცხი მთიულისთვალში დამდგარი ფიქრის გუბე ვარ.ქართული სულის მგელვარე რაშისშმაგი, ამაყი და მორცხვი მთა ვარ,ჭოროხის თავშიც და გურჯის კარშიცჩაუქრობელი ქრისტეს ნატვრა ვარ.კუპრად და ჭირად მოზღვავებულითვერმოწამლული ხულოელი ვარ,განდაგან თრევას არგუებულიშენი ერთგული აჭარელი ვარ.

ბედნიერებამ მითხრა: თუ მეძებ,ალესანდროულს ნუ მოსწევ გვიან...რაც კი რაჭველმა სწრაფად ვაკეთეიმას ნამდვილი ხვანჭკარა ჰქვიან.ჭელიშის ოთხთავთან შეწირული,სანთელ–ბერების არგანაგონი,სჯულის მსხვერპლი ვარ თავგანწირული,სიდარბაისლე ვარ ბარაკონიის.ტაოს ცრემლი ვარ ბანად შთენილი,სახლის ლოცვა ვარ ლომგულ ფხოველის...კლარჯეთის ხმა ვარ, ვერმოწვდენილიგალავნებამდე სვეტიცხოველის...მამა გრიგოლის შეწყნარებულიარაუდები ხანძთის შვილი ვარ.ფარავანი ვარ, ნინოს ხლებული,იოთამ ზედგინიძის ძილი ვარ.თუ არ დაგღალე, აფხაზეთი ვარ...სურნელი სოჭის მთუთქავს, მაციებს.მე ყოველ ღამე კვლავ იქ შევდივარ,სანამ უფალი არ მაპატიებსქართულის ზერელედ მიივიწყებას,სტუმარ-ქალების მალულად დევნას,სიმდიდრისათვის გაფაციცებას,

მიწას მოწყვეტას, საფლიდო ლხენას.სანამ უძღები შვილი მამასთანთავჩაქინდრული ცრემლით არ მივალ,სამოსელს პირველს მამა ჩამაცვამსდა სიხარულით გული წამივა.სანამ ილორში წმინდა გიორგისარ მივენდობი მწირველ მღვდელივითდა არ ვიტირებ, რაც არ ვიცოდი,ზურმუხტ ბიჭვინთის ღვთისმშობელივით.მაშინ დასცხრება აბელის ცრემლადსამაჩაბლოში დაბა ბრწყინვალე,აღარ ვიქნები კერპების მძევლად,

აღარ შემარცხვენს ჩემი სიმხდალე.ბედნიერებამ მითხრა: სად მეძებ!მზე დასავლეთში როდის ასულა!რეებს აგროვებ, დარდობ საგნებზედა ვეღარ იცლი, იდგე კაცურად!სადმე სულ ახლოს, აქ, ვარძიასთან,სარგის თმოგველის ნაკამარალზე,მტრის გაოგნებულ ელეგიასთან,მის მოღალატე ცოლის დანკალზე,ქორებრ ხედვიდე მღელვარე ზეგანსლურჯ–ბალახიან ჯავახეთისა,მესხთა სამკვიდროს, აბულის წყებას,კუმურდოს ლოდის ძღვენთა კვეთისა.ნაათაბაგარ, ნამოღალატარ,ოდესღაც ტყიანს განვლიდე გორებს,დაუდევარი ფიქრის კვალდაკვალმიადგებოდე მოპარულ ლორეს...

ბედნიერებამ მითხრა: რა ვიცი,კახში ინგილოს რა ეშველება,თუ გეშორება უკვე დმანისიდა მარნეული არ გეშენება...ისე მოკვდები, გარეთ არ გახვალ,რისთვისღა ცხოვრობ? საერთოდ ვინ ხარ?შენ, ძმაო, ქართველს სულ აღარ ჰგავხარ,რას ადღეგრძელებ! რაებს იხსენებ!ვის რად არგია, სად რა მოგსვლია?!დასთვრები, ისტორიას იჩემებ...ხალიბებს, ჭანებს, კაბადოკიას...არაფერს არ ქმნი, რითღა შოულობმაგ საგროვებელს და არა – სარჩოს?მოფხანვის მაგვარ შვებას პოულობ,როცა იყიდი და აღარც გახსოვს,რისთვის იყიდე, რის გეშინოდა,როცა მოხვეჭის გზაზე დგებოდი,რით მიგაძინეს და რა გინდოდა,როცა ნამუსთან დაბრუნდებოდი.

ბედნიერებამ მითხრა: არ მეძებ!თორემ სამშობლოს ცვარიან ბგერასიავარქმნილი გულისნადებზეიმყოფინებდი მალამოდ ძგერას...მელექსეობის ამპარტავნებასმდუმარე ჭვრეტის ლხინში გასცვლიდი,დამანებებდი დევნას თავნებასდა შენთან მოსვლას თვითონ მაცლიდი.ნაღდი თბილისის საღამოებად,არდანაბიჯებ ხატების გრილში,ვიწრო ქუჩების ჭა-ეზოებად,ნატანჯი ხალხის დაღლილ ღიმილში.დაბრუნდებოდი მშობლების სახლში,რაც ღმერთმა მოგცა, იმით ძლიერი,დათმენის სიბრძნეს ჩაჰხედდი თვალში,მოიქცეოდი, როგორც ივერი.ჩაგიხუტებდი, რაც წლები დაგრჩა,ჩემს სამკვიდროში კვლავ იქნებოდიდა შენნაირი გარეთ ვინც დაგრჩა,აწი იმაზე დაფიქრდებოდი.წარდგომის ჟამი დამშვიდებულზეუეცარ ხმობად დაგიდგებოდა,ნააღსარებზე აწი შენს გულზეძებნა და შფოთი არ იქნებოდა.ამიტომ ნურსად, გესმის? ნუ მეძებ!ყველა ასახდენ ზღაპარში მნახე!... და სიხარულის უხლებ ველებზეიმედის სიოდ გამომიძახე!..

ლევან ვასაძე

სხალთა

ვარძია

მარტვილი

ატენის სიონი

ანანური ალავერდი ბაგრატის ტაძარი

სვეტიცხოველი

ჯუმათი

ილორი

ბარაკონი

ნარიყალა

Page 2: №5 (149) მაისი

ლიტერატურული მესხეთი2 2011 წელი, მაისი

რეზო ადამია პროზა

შხეფის უძველესი ციხის სამხრეთით, მაღალსა და ნოყიერ ნიადაგზე ამაღლებულ ბორცვზე, ისლით გადახურული, განმარ-ტოებული, ერთადერთი ფაცხა იდგა. ეზოს ღობიდან რამდენიმე ნაბიჯში აკაციისა და რცხილის გაუვალი ტყე იწყებოდა, რომელიც მაღლა მთაზე იყო შეფენილი, შიგადაშიგ ბროწეულების ბუჩქებიც ხარობდა.

ოჯახის უფროსები, დედა და მამა, მიუხე-დავად გაუსაძლისი სიცხეებისა, დღე და ღა-მეს ყანაში, სათოხარზე ატარებდნენ. აქაურ მცხოვრებლებს ტეხურისპირას ჰქონდათ სიმინდის ყანები. ზოგს საკუთარი მიწები გააჩნდა, ვისაც არა — მესამედზე ამუშავებ-დნენ მემამულეთა მიწებს.

ქვეყნად აუტანელი გვალვა იდგა და სოფლის ასწლოვანი მოხუცები ჩიოდნენ, ასეთი ტანჯვის მომგვრელი სიცხეები ჩვენ არ გვახსოვსო.

დროება იყო ცუდი, ადამიანები, ცხოველე-ბი და, საერთოდ, ბუნება ერთიანად მწარედ იყო არეული და ნადგურდებოდა ყველაფერი. მზეც დაუზოგავად უშენდა დედამიწას თავის გავარვარებულ სხივებს და ცოფიანივით იკბინებოდა... ვინ იცის, რამდენი საცოდავი ადამიანი დაისიცხა იმ წელს...

გვალვისაგან ნაპრალებად დამსკდარი და პირდაღებული მიწა ძლივსღა სუნთქავდა, იგუდებოდა ქვეყანა. მხოლოდ ჭიანჭველე-ბის დინასტიები ხარობდნენ, უწყლობა კი აწუხებდათ, მაგრამ...

შინაურ ცხოველებს და ტყის ბინადართ, ჯგუფ-ჯგუფად, საჩიქობაოს მთის წყაროს ნაპირებთან მოეყარათ თავი...

კავკასიონიდან გამეხებული არწივიც გადმოხვეწილიყო, წყაროს ნაპირიდან წყალს დაწაფებული კურდღელი აეტაცნა და წივილ-კივილით სოფელ ეკის მთისაკენ მიაქანებდა. ხოლო აქ, მეგრული ფაცხის უმშვენიერეს მასპინძლებს, მალულად და უჩუმრად მოზრდილი ტანის (?) შხამიანი გველი შემოჩვეოდათ... ღამე თუ დღე, უხილავად შემოსრიალდებოდა; ტახტის ქვეშ, მრგვალ გორგლად შეიკვრებოდა და შუაწელიდან ბრტყელსა და წამწვეტებულ თავს წამოყოფდა; თავისი უწამწამო, შავი და ცივი, გასროლილი ტყვიის მაგვარი თვალებით, გაუნძრევლად ერთ წერტილს მისჩერებოდა და საათობით უსმენდა ტყუპი გოგოების მომაჯადოებელ უძველესსა თუ თანამედროვე მეგრულ ჰანგებს. ფაცხაში, ამ დაუპატიჟებელი არსების გამოჩენისას, ოჯახის ბინადარი კატა უმალ იქაურობას ეცლებოდა და საგანგებოდ თავს არიდებდა ამ საშინელ ქვეწარმავალს.

საოცრება არაა?! გველს გველი რომ მოეკ-ლას, კაცთაგანს არ უნახავს და არასოდეს არც გაგონილა... მათ ურთიერთში დიდი გველური სიყვარული, მოფერების მათეული ლაკონიზმი და კოსმიური ხაზის საოცარი ჰარმონია გააჩნიათ. გველში სიკვდილის ჯოჯოხეთური მანქანა რომ არ გუგუნებდეს, მაშინ მათი ჯილაგი ადამიანის უახლოესი მეგობარი იქნებოდა.

გველი უსაზღვროდ ლამაზი ფიზიკური აღნაგობისაა, ხოლო მისი ტანის მოძრაობის ხაზის განმეორება არც ერთ დიდ მხატვარ-საც კი არ ძალუძს. შესაძლებელია, ახლოს იყოს მიქელანჯელოს, სანდრო ბოტიჩელის, პიკასოს, მატისის, მოდილიანის და ლადო გუ-დიაშვილის ჰარმონიულ ხაზთა სივრცობრივი დინება. რა თქმა უნდა, ახლოსაა ეგვიპტური ხელოვნების საოცრებანი, იაპონური გრა-ვიურების კოსმიური სინარნარე და ალბათ მრავალი ბუდისტური უძველესი ხელოვნების ნაწარმოებთა არაამქვეყნიურ ხაზთა დინება.

გველი გარკვეული დროის შემდეგ, ქვე-წარმავლურად ნასიამოვნები, შეუმჩნევლად გარეთ გასრიალდებოდა და თავაწეული გაემართებოდა საიდუმლო მიწისქვეშა სა-მალავში. საკმაოდ შორს ჰქონდა სორო და იქ ატარებდა აგვისტოს ხვატით აწიოკებულ

დღეებს. ხოლო გვიან ღამე, ისევ შეიპარე-ბოდა ტყუპების ფაცხაში, უფრო ლუკმის საშოვნელად: დიასახლისებს რძის ქვაბი შემთხვევით თავღიად თუ დარჩებოდათ, ეს მისთვის უდიდესი ფუფუნება და იშვიათი კვება იყო, თუ არადა, კერიის ირგვლივ დაყრილ ნამცეცებს, სიმინდის ფქვილის და ღერღილისა, თავისი გრძელი და წვრილი მაკრატელა ენით, დინჯად აასუფთავებდა. მერმე, უბოროტოდ გარეთ გავიდოდა და

საგველო მიწისქვეშა ხვრელისაკენ მიიკარ-გებოდა, ფაცხაში კი აუტანელ მძაღე, სოროს ნესტით გაჟღენთილი გველის სპეციფიკურ-სა და გულისამრევ სუნს ტოვებდა. ხოლო ის სიკვდილის აჩრდილი, რომელსაც მუქი ლურჯი ფერის თავის ქალით დაატარებდა, გამუდმებით მასთან იყო — სიკვდილი ხომ მისი გაჩენის დღიდან, განუყრელად ჩაეკირა მას და ყოველი მისი თავდაცვითი თუ შემთხ-ვევითი შეტევა, მომაკვდინებელი გახადა...

ტყუპი გოგოებიდან ერთ-ერთი, წაბლის-ფერთმიანი და ცისფერთვალება ფიქრია, აწრიალდებოდა ხოლმე. ეს რა მყრალი და მძაფრი სუნი შემოვარდაო ფაცხაში. მაშინ ის უცხო სტუმარი, ყველას დაუკითხავად დიდი სიფრთხილით ფაცხაში იმალებოდა. ადამიანის მოდგმაზე ჯერ არ ჰქონდა ნაკბენი და დიდი ცოდვა არ აწვა იმ ცოდვილიან მიწის ხვრელისფერ ზურგზე. ხოლო ადამიანზე ნაკბენი გველი, საერთოდ, შორეულში გადა-იკარგებაო, — ხალხს უთქვამს...

მზის მცხუნვარებამ უფრო და უფრო იმა-ტა და აუტანელი მიწიერი თაკარა დააყენა. საშინელი ჟამი დადგა მზისა და ქვეწარ-მავლის უზომოდ კოსმიური გახელებისა. იმდენად უაზროდ აირია და აიწეწა ქვეყანა, რომ თვალისმომჭრელად გავარვარებული მზეც, თავისი ბუდიდან ამოვარდნამდე ტორტმანებდა და მისგან გახელებულმა გველმა ელვისებური სისწრაფით გაისრიალა ფაცხასთან... და, ულამაზესი ლაკონური ხაზი დატოვა ჟანგისფრად ჩაწითლებულ მი-წაზე. დასიცხული და უგონო ქვეწარმავალი გამეტებით ეტაკა ფაცხის ქვედა სარტყელს და როცა მკვრივი და უდრეკი მასა დახვდა, წივილისმაგვარი სისინით ზეციური კამარა შეკრა და განწირულივით ორრკალად დაგ-რეხილი დაენარცხა გაქვავებულ მიწაზე. იმქვეყნიური სისისნის მაგვარს მოჰყვა კაცთათვის წარმოუდგენელი გველურ ხაზთა სრიალი და, როს იპოვა ფაცხაში შემავალი არე, ადამიანთა სამყოფელის მშვიდ სივრ-ცეში ისე მიიკარგა, ვით კოსმიურ სხივთა მოლანდება...

კოლხეთში, კერძოდ, სამეგრელოში, ოდით-განვე იბადებოდნენ იშვიათი სილამაზით განთქმული ქალწულები. წარმოუდგენელიც იყო, მაგრამ ამ უბრალოსა და მიუსაფარ და-ნისლულ ფაცხაში, გაწამებული დროისაგან, ტანჯვით, განდეგილ დღეებს ითვლიდა ორი მშვენიერი ასული. ერთ-ერთი ტყუპთაგანი, ცეცხლმიმქრალ უნაცრო კერიასთან, ძვე-ლისძველ ჯორკოზე მჯდარი, ჟღალთვალება ჩალისფერ კატას ულამაზესი თითებით ეალერსებოდა და ეთამაშებოდა. ამ დროს

ფარული, ნერვიული და უცხო ფორმის და-ძაბულობა ყოველ მათგანში შეინიშნებოდა...

მეორე ტყუპისცალი გოგო, ფიცარ-ლო-გინზე წამომჯდარი, ფანდურის ჰანგის თანხლებით და “იფრელ ჭუა ჩქიმდა მურსის” სიმღერით თავს იქცევდა, მის საამო ხმას სიმშვიდე და სევდიანი წყნარი განწყობილება ჰქონდა, უხილავი ძალისაგან უცხოდ დამუხ-ტულ გარემოში...

კმაყოფილებით კრუტუნებდა უმანკო ხე-

ლებით ნაფერები კატა — განებივრებულს თვალები მიელულა და ცხოველთა მეფის — ლომის მსგავსად ბრჭყალებმოკაუჭებულს, თეთრი თათები შავად მოხატულ ნიკაპს ქვეშ დაეწყო... კატას თანდათან ნერვიულობა შეეტყო, ფერშეცვლილი, თითქოსდა ტანზე უჩხვლიტესო, უმალ ზეზე წამოვარდებოდა ხოლმე და ფართოდ გახელილი თვალებით უწერტილო სივრცეს მიაჩერდებოდა. მერმე, მოულოდნელად, გოგოებს, რიგ-რიგობით, თვალებში მიაპყრო მძაფრი, დაძაბული, რაღაცისაგან შეშინებული გაკვირვებული და გაფანტული მზერა...

აქაურობა ყოველივე უცნაურ ლამაზს, დიდს, უცხოსა და უმძიმეს საოცრებასაც ვერ აევსო ყოველთან და ყველგან არსებული ამქვეყნიური სიცარიელე... ამ უკიდურესად

აფორიაქებულ ქვეყანაში, მარტოხელა სევ-დიანი ფაცხა, ცისფერი კუნძულივით იდგა. აქ ყოველივე ნაზი და უჩვეულოდ მშვენიერი იყო, მაგრამ მძლავრი ჰიპნოზური მუხტით იტენებოდა მისი სივრცე და გარემო. შორე-ულად მხოლოდ ორი ნემსიჩხვლეტია თვალი იმზირებოდა და ამ უმძაფრეს ხედვას ჯო-ჯოხეთური ნელი სისინის ხმა ახლდა. კატის გვერდით მჯდომი გოგონას სამიერად განზე გასვლა და... საპირისპირო ელექტროველად აირია იქაურობა. ცხოველური ინსტინქტის მძაფრმა გრძნობამ გადაურბინა ჟღალთვა-ლება ჩალისფერ კატას... თვალის ხედვა რომ ვერ მოასწრებს, დროის ისეთ მონაკვეთში, მტაცებლის უთვალავმა ნიუანსმა გაიარა მის სხეულში და, ამ უცნაურ არეში, მას უსწრა-ფესი ტეხილი ხაზის მუქი ლანდი მოჰყვა და

ელვისებური დარტყმის ყრუ ხმას, გოგოების განწირულივით საშინელი კივილი შეერწყა. ფაცხის კუთხეში კი, ფიზიკურად განადგუ-რებული მოყვითალო ჭაობისფრად ქცეული კატის გვამი ეგდო, რომელსაც წვრილი ჭრი-ლობა მოუჩანდა თვალებშუა, შავზოლებიან, ოდნავ ჩაღრმავებულ შუბლში... უბედურს, პირში სისხლი დაგუბებოდა და ბოლო ამოკ-ვნესისას გადმოანთხია...

სიკვდილის უკიდურესი ძალით დაიმუხ-

ტა იქაურობა და სულთამხუთავ გარემოდ გარდაიქმნა...

შხამიანი ჭაობის ფერის უწვრილესი და უხილავი ხაზებით დაიქსაქსა ფაცხის მოგუ-დული ფერის სივრცე...

ფერდაკარგული და შიშმორეული დები, ხელებგაშლილნი, ჯვარცმულებივით აკვ-როდნენ ფაცხის მზის სხივებისგან გახუ-რებულ კედელს. მათ უნაზეს თვალებში ზეციური ცეცხლი დაენთო ჯერ არნახულს და საოცრად უცნაურს, მძაფრს და მოულოდ-ნელ მოვლენას... ცული!.. განწირულის ხმით იკივლა ერთ-ერთმა. საჩქაროდ ცული, გოგო, ან ჯოხი! ამდაგვარ შემზარავ გაჭირვებაში მყოფმა ფიცარ-ლოგინის კუთხეში აკრულ-მა მეორე გოგომ გონება მოიკრიბა და... შეჩერდი, ცირა! — მრავალმნიშვნელოვნად წამოიძახა. უბედურებას დატოვებს მისი აქ მოკვლა...

მართლაც რომ საკვირველია, საქართ-ველოს ულამაზესსა და უცნაურობებით სავსე უძველეს კუთხეში — სამეგრელოში, მარტოობისათვის გაჩენილი, შემზარავი და ბუნებით საცოდავი, დაწყევლილი და ყვე-ლასაგან მოძულებული ქვეწარმავალი ადა-მიანის საცხოვრებელ ბინაში თუ შემოიჭრა, შორეული და ღრმად დაკანონებული ადათ-წესების შესაბამისად, გველს მოსაკლავად არ გამოეკიდებიან. ოჯახში ბედნიერება შემოაქვსო, — იტყვიან და გარეთ, ღია ცის ქვეშ, უვნებლად გაუშვებენ. ჩვენი პლანეტის მზისქვეშეთში, ალბათ, მხოლოდ ამ კუთხეში მიუკუთვნებიათ ყველასაგან განწირული და საძულველი არსებისათვის ამდაგვარი უცნაური ნდობა და მნიშვნელობა. ასეთ ღრმა ხალხურ შთაგონებას უთუოდ უშო-რეს საუკუნეებში აქვს ფესვები გადგმული, შესაძლებელია ქვეყნის წარმართობამდესაც იყო ხალხზე ზენა ძალისაგან შთაგონებული და ეგების ეგვიპტურ დიდ ცივილიზაციასაც უსწრებდეს. აქედან გამომდინარე, ალბათ ყოველივე ეს იმ დროის რელიგიური ნიუან-

სია, როდესაც ადამი-ანებს დამწერლობაც არ გააჩნდათ და უხ-სოვარი დროიდან ეს კოლხური მისტერია ათასწლეულებში შთამომავლობითი გადაცემებით გადა-დიოდა...

ტყუპი, მშვენიერი ასულებისაგან ხე-ლუხლებელი ქვე-წარმავალი, ფაცხის ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი ს ჩელტის ხვრელიდან, ჩრდილივით გაიპარა და თან გაიყოლა ეშ-მაკის თანმდევი სიკ-ვდილიც, რომელსაც მოარული ჯალათი თავის დროზე მასაც

ჩაარტყამს გამანადგურებელ ლახვარს მის მრავლადცოდვილიან კისერზე...

კატის სხეულს შერჩენილი, ფუნქციამოხ-დილი სიკვდილიც იქაურობას ტოვებდა მსხვერპლის სახით. ერთი კატის დაფლეთი-ლი გვამიღა ეგდო ამ უზომოდ აფორიაქებუ-ლი კერიის გვერდით.

სიკვდილის მუხტით გაჟღენთილი სივრცე ნელ-ნელა გამონთავისუფლდა და ვარდის-ფერმა, ნაომარმა და გამარჯვებულმა სი-ცოცხლემ, მომავლის იმედად, ისევ შეავსო იქაურობა.… ქვეწარმავალი საბოლოოდ გაც-ლოდა იქაურობას და ამ მძიმე შემთხვევის მერმე, აღარასოდეს არ გაკარებია ფაცხის არე-მარეს...

2002-2008 წ.წ.თბილისი – ძველი სენაკი

გველის გახელებანახატები ავტორისა

Page 3: №5 (149) მაისი

2011 წელი, მაისი 3ლიტერატურული მესხეთი

პოეზიალექსო დორეული

აისი

“სიკვდილზე გამარჯვებულიკაციც მიყვარს და ლექსიცა!”

ზაზა კაც - იაშვილიპატარძალივითაუტაციათქორფა ფოთოლი,ქარებს მჭლე ცაცხვის.იჭექებს ჟრჟოლითდა აკაციაბოტოტა თითებსსლუკუნით დახრის.ზესკნელს ღილივითრად ასწყდა მთვარე?_ ვარსკვლავი ღაწვებსფშრუკუნით იგლეჯს.ქოჩორა მთაო,თავი ჩახარე,თორემ ფიცხი მზედაგიშენს მჯიღებს.ამოგანგლულილაფში ნიავი,ნუშებს შემთვრალიქალივით დასდევს;და მირონივითგადმომდინარითქორი აყრიათმეხნაჭამ კაკლებს.ღამე ვარსკვლავებსჩაიწნავს თმაში,შინდნარში ქარიბალღივით ტირის,ცაო, ცა - მყარო,რით ვეღარ გაშრი?!!შემოგფლეთიაგულზე ქვითკირი.ქარციბრუტებმამწვერვალთა ძვლებზეცა ბატკანივითჩამოატყავეს;მდინარის ფიტულსღრიალით ვეძებ;და მურით დავდევქათქათა ყვავებს.ზანტი ღრუბელი,შემდგარი მთაზე,გოშიასავითყურებს იბერტყავს.ჩემი ორბიტაშემოვიხაზედა შემოვაცვდიიბერიის ტყავს.მთებს ხურჯინივითჰკიდიათ ზეცა,გზები ერთმანეთსიკრავენ გულში,ქოფაკი ქარიტირიფებს ეცადა მკერდზე დაყრილნაწნავებს უშლის.ამოუყრიანეკნები მიწას -სალი კლდეებიწვანან ხრამებში.ჩემო სამშობლოვ,გამჩენად ვინც გწამს,ნეტავ სისხლივითძარღვში გაეშვი!...პირმურიანიყრია ცარგვალზე,ღრუბლები – ღმერთისნაფეხურები.გული ქვევრებში თუ კი ჩავცალე,მზეო, რიღათიაბურბურდები?... ცელი ცელმაგიცას ჩავაკარი,ბინდთა უპეში ტლუდ ვყაჩაღობდი.კონად შეგიკარპირღია ქარისგამორეკილი ყაყაჩოები.გიქუჩებ სიზმრებსწნელის კალათში;გზას შემოდგომისხანძარი ახრჩობს.ქშენით ვქივქივებ -ქართა ქარქაში,ხვამლით დახეთქილხრამებთან ახლოს.ღრუბლებს ფლოქვებითმზე გაესრისათ;და ეშაფოტზე ზმუის დუნია.ცა ირგებს ქამარსცისარტყელისას;ქარი მშვილდივითმოზიდულია.

ვაგლახ! სინდისო,ვერ გიპატრონე!...უხურს თვალებიბურუსს ჭაღარას.ვიღაც სახეზემალესავს ტორებს;სისხლმა ძარღვები მთლად დამაღადრა.დე! დაიწრიტოსძირამდის ჭიქა!რად მოილიე გულო ბეჩარა?!!თუ ლექსში სისხლმაარ დაიჭექა,სული სხეულშირაღამ შეჩარა?!!უსხი ლოცვებიღამით დაძრწიან -ქართა ნალესიმძინარე ქვები.მხრებგანიერიგიძგერს ვარძია;მე კი ლანდების კვალივით ვქრები.წელში ნასხეპი დედაბერივით,შარა გაკნაჭულ ალიონს მისდევს;თვალდაშრეტილი

ღმერთებს შევკივი;და ქაჯთა ძვლებითვაშენებ კიბეს....

ომი1ვარვარა ბურთებსნალებს აჭედს მზის იალაღი;მარადისობის ბრმა ძეგლებიწკავწკავებს, იწვის;ცხელ ომს წაჰგვარესაბჯარი დაყრუ იარაღი,ცარგვალის მიღმამიაქვთ ღმერთებსნამცეცი მიწის....

2მზის ორბიტაზემიბარბაცებსმთვრალი ვენერა -უმანკოებით გათქვირულიკოსმოსის მკერდი.სისხლის გადასხმამჭლე სივრცისთვისისევ შეჩერდა,როცა მკვდარ მთვარესპირდაბჩენილმანდილში ვახვევ. 3 ყურებნაჭდევი უგვირგვინოთვალები ომის,ძირს, ამოგანგლულწვიმასავითჩაახრჩვეს წლებმა.ნიღაბაკრული გალაქტიკარაშივით მოხტის; და მარსის ძვლებიგულგადახდილსამარხში წვება.4უმი წარსულიგაწამებითღაწვებს იხოკავს.სისხლმა მოპირაგაფატრულიხმელეთი ზეცის.ცა ერეკება

თვალდაშრეტილბავშვების ხროვას;და დედამიწასმარად ჩვილიტერფები ეწვის.

ხმა წარსულისა 1მუხლებდამსკდარიიკლაკნებასველი ცის პირი.ილესავს ენასგალეშილიაზრი არყოფნის.ადამის ძვლებიქერუბიმმაისე მოპირა,რომ საფეთქლებზეფრთები ამოსდის.

2მღვრიე საფლავშიუნდა დალპეთშენ და ხმელეთი!ტლანქი ინსტიქტიგადმოანგრევსჯებირებს გონის.

ჟამის ტუსაღებსუნაყოფოდედა გვახელებს;და თოთო ბავშვებსუნდობლობათვალებს უკორტნის.3კვლავ უნდა დალპეთ!ფეხმძიმეა მარად აისი;მზის კვერცხებიდანგამოჩეკილდამხრჩვალ მომავალს,წყურვილი ცოდვის,ბოლო ტყვიასქარში გაისვრის;სრულყოფილებაილუზიასკვლავ გადმოლახავს.

4ბრმა ბედისწერის მზის უღელშიჯავრით შებმულნი,გზებს ვეხეთქებით;მეც არ ვუწყირად გიღალატე!უნაყოფობისმშიერ კეცზეაქაფებული,მკვდარი გველივითასვენიათეთრი პილატე.

უფლის უმადურნი"

დაიჩოქეთ, ჩქარა! დაიჩოქეთ “ის” აქ არის!

საშიშია! იმას ვინ შეხედავს, ვინ არის ღირსი

ცისა და ქვეყნის გამჩენს შეხედოს?!”

მამა გაბრიელი 1ძირს, დაცვარულიშეშასავითგვამები ყრია.ბასრი გუთანი მომადუღესკოჭებზე კრულვით.წინაპართ კალოსსისხამს ლეწვაჩემზე ახია!

ძმრად ნახად სისხლშიცალად ტოპვასვერ უძლებს გული. 2გუთნისდედა ვარ!მე არ ვიციერთი სიმღერაც!…ჩვილი სხეულიმზეს საჯიჯგნადგადავუბრუნე.ცრემლები ძარღვში,როგორც თერგიისე მიღელავს;და მშთვარ ბედაურსმიაჭენებსდრო – საუკუნე.3გემუდარები!ეს სამყაროც მხრებზე დამასხი!დედიშობილა გვირილებიროკავენ სისხლში.მუჭში ჩაუკრავსდედამიწასთვისი სამარხი;და ერთ ცოდვაშიჩაიხრჩობაადამის ჯიში! 4წიწილებივითგამოჩეკავსვარსკვლავთ ცისკარი;და ვაზნებივითდაიმსხვრევაზღვა კლდის ნეკნებზე.ვნანობ სახეზეყველას ნიღაბსმე რომ ვიკრავდი….ან მაცხოვარო,ჩემი წილიცრად დაიკვნესე?!!

დაკარგულებიზურგზე მოიგდო,როგორც გუდა თერგმა ლოდები. ჭრელ ჩითმერდინებსზეცა თავზე სხივებით იკრავს.სიკვდილის შემდეგ,ვფიცავ, ისევ დაგელოდები, შევეხიზნებიშენთვის მოსულმზით დამთვრალ წვიმას.ჩვენი ღირსებასაუკუნით დაიგვიანებს....ახლა რუმბებითმაჭრის შესმასვინღა დაგაცლით?....სცხელათ, კუბოშიდარდისაგანდამზრალ წმინდანებს,კივის დემონი,უკან ქრისტემოდის ბარბაცით.მზისგან დადაგულ,ჟანგით დახრულქვებშიც გეძებდი.მოლოდინმა კიუმოწყალოდგაცვითა რწმენა.მყრალ უკუნეთშიშემომძვრალინათელის რქები,სუნთქავდა ჩემით,მომელოდაქარში დარჩენა....წკეპლით ღრუბლების ბერტყვა მქონდამუდამ მისჯილი,მაგრამ იღბალმა,იმედები უცებ დაფუფქა.ეს უსახლკარო,მღვრიე ხალხთამუნჯი სიკვდილი,გახდა ამ სოფლისქაოტებისგული და სუნთქვა.გდია დამხრჩვალიმგოსნის ძეგლიცის ეშაფოტზე,მეწამულ ღამესბუღი ასდისმდუღარე სისხლის.მოვასწროთ, სანამეშმაკები

მოსულან გონზე,ჩვენი გვამისთვისგარეთ ქართასაფლავი იცდის....ჩემი თვალებიცივ გველივითმიიკლაკნება.შენ კი, ბეჩავო,გულის ფეთქვისხმაზეც კი კრთები.ჩვენ, დაკარგულებს,მიგვყავს ლექსი!შეგრჩებათ ვნება!ყეფენ, ჩადრებშიგახვეულიმომავლის გზები....მაინც ერთად ვართ!ვლივლივებთ ქარში....ვლაღობთ და ვხარობთ....მძლავრად გავკივით....ასე დაგეცალოთმტერი, - თქვა ქარმა დაამოაპირქვავა ღრუბლები ყანწივით.

ქურდები (ერთი დღე კახეთში)

ეძღვნება მაია ქართველიშვილსგევიწროვება გულო სამარე?...ქარი იალქნებს მაფლეთს, – ფრთა ხელებს.ცაზე ღრუბლების ხანძარს დავანთებ,რომ დედამიწა ლექსად მამხელდეს.ციცქნა სიყვარულს ვმალავ უბეში,რომ არ მომტაცო,ვუძღვნი ღარიბებს.ერთი კოცნააჩემი ნუგეში,მერე კი გულიწესსაც ამიგებს.თეთრმა ღმერთებმა,მაძღარ თონეში,თაფლაკვერივითჩააკრეს მთვარე;უსურვაზივითჭიგოს მოვეშვიდა მკვდარ სიცოცხლესგამოვეპარე.მთებმა ენებზეისევ იკბინესდა წამოსცვივდათცრემლები ზვავად;ქოჩორა მდელოვ,შენი ჭირი მე,დარაჯად დარდისერთიღა მყავხარ.ცასაცა სცხელა,თუ ცისარტყელა,ზურგით ატარებს უკვდავთა სულებს;ქედზე ბალახობს ღრუბლების რემა;და ალაზანიგულში გვიხუტებს.საფლავთა ქურდებსმოიპარავენ,მკვდრის საპოვნელად მოსული ჯვრები.ჯონჯოლის ბუჩქიმტევან დალალებს,დაიყრის მკერდზე ჩვილი ხელებით.როგორც მდინარე,სიპი ნეკნებით,ამომხტარი ვარ კალაპოტიდან;თუ კი ერთმანეთსშევეჩეხებით,ატმის ყვავილებსმორცხვად მოგიტან.

შენაქო

Page 4: №5 (149) მაისი

ლიტერატურული მესხეთი4 2011 წელი, მაისი

ის ტო რია ნა ტა ლია ლე ვა ნის

თავი მეოთხე

იცით, ჩემო ცნობის მოყვარე შვილებო, აქ, ახალციხის ძველ ნაწილში, ცხოვრობდა სხვათა შორის ერთი ოჯახი, გვარად ში-რაევი. შირაევს ჰყავდა სამი ქალი შვილი. უფროსი ქალი შეირთო ხმალაძის შვილმა, და მეორე მისი მომდევნო და ჩადგა რიგში. მკითხველო, როგორც ზემოთ მოგახსენე, რომ მორწმუნეთ მრავალნაირი დღე სასწა-ულები ჰქონდათ მეთქვი. აი კიდევ იმ დროს ერთი დღესასწაულთაგანი. მორწმუნენი ვი-

ნახავდით მარხვას. მარხვა აიხსნება აი ასე: ორმოცდარვა დღე არ შეიძლება რომ ერს გვეჭამა ხორცეული, ერბო და ასე ნოყიერი რამ; ეპისკოპოზის, და მღვდელმთავრების დადგენილებით აკრძალული გვქონდა ხიზილალა, დომი, ზურგიელი, ლასასინა. ერთი სიტყვით, ყოველნაირი თევზეულიც კი აკრძალული იყო. მხოლოდ თევზეულის ნება კვირაში ერთხელ გვქონდა შაბათობით გვეჭამა: და მანამ ამ მარხვის დრო მოგ-ვივიდოდა, სამი კვირის წინ დაიწყებოდა ამ წესით; მაგალითად, პირველ კვირას ეძახდნენ შურის კვირას, მორწმუნენი მხო-ლოდ მაჰმადიან ხიდრიელას უწოდებდნენ. მალმალე დაეკითხებოდნენ ხოლმე ქრი-ატიანეთა; ის თქვენი გიჟმაჟი ხიდრიელა რომელ რიცხვშიაო; ისინიც ეტყოდნენ, ამა და ამ რიცხვშიო. იცით, როგორ მიღებული იყო ეს შურის კვირა მესხეთ-ჯავახეთში? ჩვენი წინაპრები იცით, როგორ უხსნიდნენ ხალხს, რომ ამა შურის კვირის პარასკევ დღეს შუა ღამისა, ხიდრიელა (ანუ სუფ-სარქისი) შეჯდება ცხენზე, ამა საღამოს ხომ ხშირად ბუქი იცის და თუ სარქისას ამ დროს ვინმე მგზავრი შეუხვდა, უსათუოდ დაარჩობსო!!!.. და ამასათანავე, საცოლო ვაჟკაცებს, და გასათხოვარ ქალებს ბედ-იღბალს ურჩევსო: საკვირველი ესაა, რომ მორწმუნეთ ძალიან სწამდათ, ამისათვის არას დროს შურის კვირის პარასკევ დღეს არ იმგზავრებდა შიშით, და ყოველივე ამის გამო დედა ცდილობდა რომ გაეგო თავისი ქალი-შვილის ბედ-იღბალი. ამისათვის იმ დღეს სულ მლაშე საჭმლებს აჭმევდა, და წყალს ერთ წვეთსაც კი არ დაალევინებდა, რომ ძილის დროს, ვითომც მივიდოდა თავის სადანიშნულო, და სიზმარში დაალევინებდა. საცოლე ბიჭებიც კი ესრედ იქცეოდნენ; ახლა მეორე დღეს უნდა გაეგოთ, თვითეულ სახლში, ვისაც გასათხოვარი ქალი ჰყავდა, ან კიდევ ვაჟი, რა და რა საუცხოვო ბაასი იყო!!!.. დედა შეეკითხებოდა თავის ქალს, ვინ ნახე დედა გენაცვალოს, სიზმარში... ქალი უპასუხებდა მორცხვად, შენ რომ და-წოლისა მლაშე კვერი მაჭამე და დავიძინე, ვნახოთ რომ მოვიდა ესა და ეს ვაჟი, გამი-ცინა და ჭიქით წყალი მომაწოდა. მეც ავიღე და გემოზე შევსვიო: საცოლე ვაჟებიც ასევე იტყოდნენ ხოლმე, ეს მე ქალიშვილობისას არა მწამდა და ვერც ვერავინ შემაცდინა, რომ ჩემთვის ეჭმევინათ ის ბედ-იღბლის გადამწყვეტი მლაშე კვერი. მხოლოდ ეს კი მაკვირვებდა, რომ ვისზედაც არ იტყოდნენ, ესა და ეს ვნახეო, მასვე გაჰყვებოდნენ ხოლმე... ეს დღესაც კი ვერ მივხვედრილვარ თუ რა გრძნეულობით ხდებოდა ასე. ეხლა მე მივანდობ მკითხველს, მან გამოიკვლიოს დაწვრილებით და გააფრთხილოს, ახალ-თა-

ობის ახალ-გაზრდობა, ვინაიდგან რომელი-მე უაზრო ადამიანი არ დაუბრუნდეს ცრუ მორწმუნეთა. ეს ზემოხსენებული კვირა რომ გავიდოდა, დადგებოდა ხორციელი. ხორციელშიც ჩვეულებრივად ყველაფერს ვჭამდით, მხოლოდ ჩვენი უფროსები შეძ-ლებისამებრ, ცდილობდნენ სულ კარგი და კარგი რამე მოემზადებინათ. ასე იტყოდნენ ხოლმე ჩვენი მშობლები, ისიც გვეყოფა შვილო, რომ 48 დღე ნოყიერ ვერაფერს მივაწვდით ჩვენს ორგანიზმსო!..

აგერ გავიდა ხორციელი და დაგვიდგა ყვე-ლიერი; ის ყველიერი, რომელიც დღესაც კი სანატრელად არის ჩემს გულში ჩანერგული. ეხლა დროა ისევ დაუბრუნდე დედა-ჩემის საუბარს. ჰო, იმას გეუბნებოდით, ყველიერი ხომ საერთოთ, ლხინის, თამაშის და დროის გატარების დღეებია. ამჟამად რადგანაც ჩემი გიორგი უკვე საცოლე ვაჟკაცი იყო, რა თქმა უნდა ბუნების მოთხოვნილებით იმა-ნაც მოისურვა დასახლება, შეაგროვა ფული თავისი ნამუშევარით და ფიქრობს თავის გულში: კაცო, ოცდა ორი წლის გავხდი და ეხლაც არ უნდა გამოუტყდე მშობლებსო?! რომ უკვე დამნიშნეთ და მინდა თავის დროზე ცოლშვილს მოვეკიდოო. ყველიერი რომ დადგა, ამბობს თავის გულში, ეხლა დაიწყება თამაშა, დროს გატარება და მეც დავესწრები იმ ლხინში, ნუ თუ ერთი ქალი-შვილიც არ მიიზიდავს ჩემს გულსაო. აქ ისე ღრმად და გულ-საკლავად ამოიოხრა დედამ, რომ გეგონებოდათ გული და ღვიძ-ლი თან ამოატანაო: ეჰ, დადგა ყველიერი და ორშაბათიდანვე დაიწყო ხალხმა ლხინი და თამაშა... ხან ეკკლესიის ეზოში გაიმარ-

თებოდა, დაირა, მუზიც და დიპლ-პიტო; ხან რომელიმე შენობის კარ-მიდამოზე. დუდუკი და ცეკვა, ხან კიდევ მინდორზე იმართებო-და ჭიანურზე ცეკვა და პარი, ასე რომ ქალსა და კაცს ფეხი ფეხს გაჰქონდათ. სადილზე რომ დაგვიძახებდნენ უფროსები, ტანში ელვის ქარი დაგვივლიდა ხოლმე, ნეტავი კი არ მოგვაშორებდნენ ამ სასიამოვნო ლხინსა და არც ჭამა გვინდაო.

და აი ჩემო ინტერესიანო გოგონებო... სწორედ ამ ყველიერის შაბათს საღამოს ჟამზე ეკკლესიის ეზოში გაიმართა ლხინი. თითქმის ბავშვებითგან დაწყებული დიდე-ბამდის ყველა იქ იყო. სხვათა შორის, მთა-ვარ ქალაქიდანაც ბევრნი ამოვიდნენ ძველ ნაწილში. იმ ერში ერია ის ქალი-შვილიც, რომელიც ჩემ გიორგის ძალიან მოსწონე-ბოდა. არა თუ მოსწონებოდა, პირდაპირ შეჰყვარებოდა. რომ გახდა საათის 12-ტი, ხალხი იძულებული გახდა რომ ლხინი ჩა-ეშალათ, რომ წასულიყვნენ თავ-თავიანთ სახლებში, რათა დაესვენათ და მეორე დღეს კიდე განეგრძოთ ლხინი. როცა ჩვენც წამო-ველით და მოველით სახლში, რა თქმა უნდა, მოგვშივდა, გავშალეთ სუფრა სავახშმოდ. მამაჩემმა მოისვა გვერდით ვაჟი-შვილები. აიღო თავის ჩონგური და შემოუძახა თავი-სებურად. ამ დროს შვილებო, შევნიშნე, ჩემ გიორგის რომ რაღაცა ჩაფიქრებული იყო: იმის სახის გამომეტყველება ხან მხიარულე-ბას მიხსნიდა და ხან უზომო დანაღვლებას...

გავათავეთ ვახშამი. ავალაგეთ სუფრა და ყველა დაძინებას ვესწრაფოდით თამაშით დაქანცულები... გათენდა დილა. კვირა დღე, ჯერ ყველას გეძინათ, მე ჩვეულებრივათ ადრე ავდექი, თუ რაც საქმე მქონდა დილისა ყოველივე გავაკეთე. ვნახოთ, რომ ჩემმა გიორგიმაც ჩაცმა დაიწყო, პირი დაიბანა. ის ლამაზი ქოჩორი გადივარცხნა და მითხ-რა, დედა ერთ წუთას სასტუმრო ოთახში შემოდი, შენთან ორიოდე სათხოვარი სიტყ-ვა მაქვს,. მე დაინტერესებული გავყევი ოთახში, ჩამოვჯექი სკამზე, და ველოდები თუ რას მეტყვის. როდის, როდის, ძლივას გაბედა და მითხრა: იცი დედა რა გითხრა! გამოგიტყდები დედა, რომ სიყვარულმა მეც ჩამჭიდა ღრმად გულში ბრჭყალები და მთელი ღამე აღარ მომცა მოსვენება... მე მოუთმენლად შევძახე: ვინა შვილო, ვინ, ვინ შეიპყრო შენი ნორჩი გული?! ასე მიპასუხა, დედა, Aშარაევის ქალმა, სონიამ! ასე, რომ, დედა მე მისი დათმობა აღარ შემიძლია. ამისთვის გთხოვ, როგორც ერთ-გულ და მშობელ დედას, ვიცი შეხვალ ჩემს მდგომა-რეობაში და მიხელმძღვანელებ მამასთან. თან მითხრა: იცი, დედა, მე შევაგროვე საკ-მაოდ ფული, იმედია ყველაფერში მეყოფა.

ასე უთხარი მამას, მხოლოდ ნება დამრთოს ცოლის შერთვაზე და მაგას არ შევაწუხებ არაფერზე. მე უთხარი: შვილო, მე როგორც არი გაუბედავ, მაგრამ!.. ცეცხლი მოეკიდოს ამ ბნელი ხალხის ჩვეულებას. მამა შენი არა უშავს რა შორ მჭვრეტელი კაცია, მაგრამ!!! ამასთანავე თავ-მოყვარე და ჯიუტი. არ იქმნას, შვილო, რომ იუკადრისოს, _ ჯერ პატარაა, როგორ თუ გამიბედაო, მეც გამ-ლანძღოს, და შენც ხელი შეგიშალოს სიყვა-რულში. წარმოგიდგენიათ ისე სიყვარულს შეეპყრო მისი გული, რომ ასე მიპასუხა, ჩემო პატარა გოგონებო: დედა, რაც იყოს, იყოს, გაუბედეო! რომ გამოველით ოთახიდ-გან, ვნახოთ, რომ მამათქვენიც ამდგარიყო, ცხენისთვის მოევლო, პირიც დაებანა და პირსახოცით ხელში, კალიდორში შემხვდა: როგორც დედა, ვეღარ მოვითმინე, რომ შევიდა ოთახში მამაშენი, მეც თან შევყევი. თურმე ჩემი პირმშო გიორგი იქ კარიდორში გაჩერდა და მოუთმენლად ელოდა ჩვენს ურთი ერთ საუბარს, აბა თუ რას მომცემს ჩემი ბედიო... მე, რა თქმა უნდა, ბევრი მღელვარების შემდეგ, როგორც იყო, გავ-ბედე. და რომ დავამთავრე ჩემი აზრი, ერთი ისეთი შემიყვირა, რომ ასე მეგონა, ჭერი მთლად ჩამოინგრა და თავზე დამეცა მეთქი. ასე მითხრა, ეგ ლაწირაკი ეგა, ჯერ კატას ლომს ეძახის და რა დროს მაგის დასახლებააო. მე გავშრი და დავრჩი, მეტი ვეღარაფერი გაუბედე და ან კი რა გამებედა, როცა ვიცოდი მისი მტკიცე ხასიათი; სთქვა და გათავდა. ყველანი რომ გაიხვეტნენ სახ-ლიდან, დავრჩით მე და ჩემი გიორგი. უჰ, რა დღე იყო ჩემთვის ის დღე შვილებო, ნეტავი

არ გამთენებოდა. მოიტანა შვილებო თავისი სამუშაო იარაღი (ანუ ინსტრუმენტები) და მითხრა, რომ ეს იარაღები შენ უნდა ჩემს მაგივრად შეინახოვო, მე აქ აღარ მედგო-მილება, როგორც ხალხის ჩვეულებაა, მე მამას წინ ვერ გადაუდგები და არც მინდა, რომ ხალხში პირველი მაგალითი მე გავხდე, ასე რომ ხალხი მუდამ ჩემზე ამას უბნობდეს, ამა და ამ კაცმა მამის სიტყვა გადალახაო და თავისი ნებით ცოლი შეირთოო. აქ ვე-ღარ გადავიტანე ეს ჩემი ერთგული შვილის ჩივილი და დავიღვარე ცრემლად, ეხლა მე და ჩემი და რაღას ვიქმოდით. ამ სიტყვებზე გული მოგვიკლა დედაჩემის განწირულობამ და ჩვენი სასურველი ძმის მდგომარეობამ, და დავიწყეთ გულ-ამოსკვნით ტირილი და მამიჩემის საყვედური. დედამ დაგვიყ-ვავა, გაგვაჩუმა და თვითონაც შესწყვიტა ლაპარაკი. ჩვენ ვეღარ ვისვენებდით და ვეხვეწებოდით, მერე განაგრძეო, მაგრამ რომ მივხედეთ დედას, ისეთი ფერი ედო სახეზე, რომ მომაკვდავს მოგაგონებდათ. რომ დაწყნარდა კარგათ, ისევ განაგრძო ლაპარაკი.. შვილებო, გიორგიმ, თქვენმა ძმამ ისეთი გადაწყვეტილებით გამოხატა ეს აზრი, რომ თავის თავად ცხადი იყო მამის უნებურად ცოლს აღარ შეირთავდა. მე დავიწყე ტირილი და უთხარი: გოგიჯან, რათ გაგიტყდა გული, იქნების როგორმე პირჯვარი დავწერო მამაშენს და დავითან-ხმო როგორმე!.. მიპასუხა: არა, დედა ჩემო, ჩემი გული უკვე გატყდა და აღარც დღეის იქით გამრთელდებაო: მერე შევეკითხე, რომ მიტოვებ ინსტრუმენტებს, შენ სად აპირებ წასვლას?! ასე მიპასუხა: არ ვიცი, ჯერ აღდგომამდე აქ დავრჩები, მაინც იქამდე სულ შვიდი კვირა დარჩა. მე არ მინდა, რომ აღდგომა ჩაგიშხამოთ, ეხლაც ერთად გავათენოთ ეს დღე სასწაული და მერე რა იქნება, ეს თვითონ ბუნებამ იცის, კიდევ ჩვენმა ბედმა. რაკი ესრეთი გადაწყვეტით მითხრა, უფრო ვეღარ შევიკავე თავი და უმატე ტირილს. გიორგის მივხედე, რომ იგიც ტიროდა. ეხლა თქვენ ადგილს რომ სხვა მოხდილი ქალები იყვნენ, იტყვიან: ვაჟი კაცი და ტირილიო?! მაგრამ არ დავივიწყოთ ეს ანდაზაც:

ვაჟ კაცს ცრემლსა რად უზრახვენ,ტყვიაც ტყდება როს სცემს გრდემლი,კაც და პირუტყვთ გასარჩევადღმერთმა შეჰქმნა მხოლოდ ცრემლი.და ამ ანდაზის შემდეგ როგორღა გავ-

ძრახავ შვილებო, ჩემ სიყრმის შვილს ტირილისთვის, ვინაც გრდემლზე მეტად გაუტეხა გული მამის შეურაცხყოფამ და ამ დღიდან ჩაკვდა ჩემი გული, ყოველივე იმედი დამეკარგა.

... გავიდა დიდი მარხვა და ამ ხნის განმავ-ლობაში არც ჩემ და არც ჩემ გიორგის პირზე ღიმილს არ გადაუკრავს. მოვიდა აღდგომა და მე საბრალომ, რა არ მოვამზა-დე. რიცხვი არ ეგებოდა, ვიძახდი, ნუ თუ მართლა უნდა წავიდეს? ჩემი ერთგული მემკვიდრე, ნეტა თუ კვლავ კიდევ მეღირ-სება მისი ნახვა და ამ დროს ჩემ გულში ცეცხლი ენთებოდა; გავიდა აღდგომის დღეები, დადგა კვირა ცხოვლობა. ვნახოთ რომ ნასადილევს გარდამკოცნა ჩემმა სიყ-რმის შვილმა გიორგიმ, ჩამაბარა ინსტრუ-მენტები, გამამეთხოვა და წავიდა. მომივიდა ორი თვის მერე წერილი. მწერდა, არ იდარ-დო ჩემთვის, მე დავბინავდი ქალაქ ბათუმში, უკვე დავიწყე მუშაობა, ძალიან კარგათ ვარ და ეს კი უთხარი მამაჩემს, რომ სამუდამოდ გამაუბედურა, ვინაიდგან მომისპო პირველი სიყვარული: დამიკოცნე ჩემი და ძმანიო და სხვა. ჩემო პატარებო, _ გვითხრა დედამ, მე რომ წერილი მომივიდა გიორგისგან, ისე ფარულად წავიკითხავდი ხოლმე, რომ ეშმა-კიც ვერ გაიგებდა, ამისთვის რომ უცრემ-ლოდ არ შეიძლებოდა გადატანა, არ შემნიშ-ნონ ჩემმა ნორჩმა გოგონებმა ცრემლები და არ დაიჩაგრონ გული უდროოდ მეთქი. მით უმეტეს, მუდამ ამას მეტიტინებოდით ხოლ-მე. დედა ჩვენი ძმები რატომ წავიდნენ სხვაგან, მამამ ხომ არ აწყენინა და არ გა-ლახა რომელიმე: მე ამ კითხვებზე ძალზე ვიტანჯებოდი. ვიტყოდი ჩემს გულში, ნეტა-ვი მაინც შეგეხებოდეთ, თქვენც გიამბობ-დეთ და აღარ მომცემდეთ შეკითხვებს, რომ ჩემმა გულმა ცოტაოდნად მაინც დაისვე-ნოს. და ამ უკანასკნელ შეკითხვაზე არ ვიცი

რა გულზე ვიყავი, რომ გიამბეთ ეს ჩვენი შეუფერებელი ამბავი. ეხლა მადლობა ღმერთს, გოგი რომ მოვიდა, თქვენც ცოტა ბევრად გაიგეთ ჩემი მბობიდან და ამ მხრით, რომ აღარ შემეკითხებით ჩემი დაჩაგრული გულიც დაისვენებს. აი ხომ გაიგეთ გიორგის წასვლის მიზეზი. როგორც აღმოჩნდა ვახო, ვანო და კინთეც იფიქრავდნენ, კაცო რას უდგევართ მამაჩემს გვერდში თუ კი თავის კაპრიზობით დაგვიშლის ცოლის შერთვასო და იძულებულნი გახდნენ და წავიდნენ!. ეხლა გიორგის მოსვლის მიზეზიც აი რა ყოფილა, რომელიც თვითონ მიამბო: მაგის მოწონებული ქალი ერთმა ჩვენმა მეზობელ-მა, გვარად ესტაფიევმა შეირთო და წაიყვა-ნა რუსეთში საცხოვრებლად. ეს გულითად ამხანაგებს მიუწერიათ და მითხრა გიორგიმ, რომ გავიგე ეს ჩემი დამწველი აღარ ყოფი-ლა ახალციხეში, მეც ვიფიქრე, მოდი წავიდე, რაც დავტანჯე დედა, ესეც საკმარისიაო. იცი, მკითხველო, რანაირი ღონიერი კაცი იყო ჩვენი გიორგი. მე ძალიან კარგად მახ-სოვს, ერთ ზაფხულს მოიწადინა აბასტუ-მანში წავალ სამუშაოდ, წავიყვან ჩემ ძმებ-საც _ ვანოს და კინთეს, რა თქმა უნდა, ვი-ნაიდან დაჩა ადგილია აბასტუმანი, შემოსა-ვალი მეტი გვექნება და შემოდგომაზე გა-ვახარებთ ჩვენ დაჩაგრულ დედასაო. წავიდ-ნენ. სხვათა შორის მე და ჩემი და ანეტაც წაგვიყვანა ჰაერი გამოიცვალონო. არაზინ-დასთან ახლო ექირავა ერთი დუქანი, რო-მელსაც ჰქონოდა ერთი ოთახი, ჩვენ იმ ოთახში ვიმყოფებოდით და დუქანში ძმები მუშაობდნენ. სხვათა შორის, ერთი ჩვენი მეზობელიც წავიდა აბასტუმანში სააგარა-კოთ, გვარად იყო Фედოროვი, რომ გაეგო გიორგის ანეტა და ნატო ამოუყვანია სააგა-რაკოთო, იმ წუთას ეთქვა თავის ქალისთ-ვის: მაშ შენი გულითადი ამხანაგი ნატოი გიორგის ამოუყვანია და აი ეხლავ წავალ, გიორგის ვთხოვ და თუ ნება დამრთო, ჩამო-ვიყვან დღეს თავს აღარ დავანებებ, იქმნე-ბის დასტკბე ამხანაგთან ყოფნითაო: ვნა-ხოთ, რომ ტასო დეიდა მოდის ჩვენთან და გავეგებეთ. ორივე დაგვკოცნა და მოგვე-სალმა. ჩვენც გაუძეხით წინ და შევიყვანეთ ოთახში. ვნახოთ შემოვიდა ჩემი ძმა გიორგი, მიესალმა მეზობელს და იკითხა, როგორ ბრძანდებიო. ტასო დეიდამ უთხრა, ჩემმა მაშომ რომ გაიგო თავის გულითადი ამხანა-გის აქ ყოფნა, გადაირია, წადი ჩქარა და ჩამოიყვანეო. ახლა გთხოვ მიეცი ნება ანე-ტას და ნატოს დღეს ჩვენსა წამოვიდნენო. ჩემმა ძმამ ნება დაგვრთო და წაველით. ისინი ცხოვრობენ ორთავ-ჭალის შენობაში. ვნახეთ ამხანაგები, ერთმანეთი ვისიამოვ-ნეთ. ტასო დეიდამ მოგვიმზადა სადილი.

გაგრძ. დასაწყ. იხ. წინა ნომერში

Page 5: №5 (149) მაისი

2011 წელი, მაისი 5ლიტერატურული მესხეთი

ას ულ სან და ძე-ჯვა რი ძი სა

ნასადილევს გამოვედით ბალკონში, დავეყ-რდენი მოაჯირს და აქეთ-ქით ვიცქირებო-დით. ამ დროს გავიხედეთ რომ ორთავ-ჭა-ლის გზაზე იჩხუბებიან კაცები. ოთხი ერთ გვერდზე ამხედრებული და ოთხი კაციც მეორეზე. ასე გეგონებოდათ, რომ ერთმა-ნეთი უნდა გადაყლაპონ. ამ დროს საიდან-ღაც შენთხვევით, გავიხედეთ, რომ ჩემი ძმა გიორგი მოდის ორთავ-ჭალისკენ. ვნახოთ ვიღაცამ დაიძახა: აგერ საპოჟნიკი გიორგი მოდისო. მე და ჩემი და ცქერად გარდა-ვიქეცით. მართლა დავინახეთ, რომ მოდი-ოდა. მოვიდა, ნახა, რომ რვა კაცი ჩხუბობს. მაყურებლები გარს ეხვევიან და ხმა ერთს ვერ ამოუღია შიშით. ჩემმა ძმამ უთხრა, გაჩერდითო. მათ არ დაიშალეს და დაუყვი-რეს: შენ ვინ ხარ, რომ ბრძანებას გვიყიდიო. ვინა ვარ?.. ეხლავე გაგაგებინებთ თუ ვინცა ვარო. ეს უთხრა და ერთი მუშტი ერთ მხა-რეს გაჰკრა, მეორე _ მეორეს და ერთი გაკვრით ოთხი კაცი ერთ მხარეს გასტყორ-ცნა და ოთხი მეორეს. ხომ გაიგეთ ეხლა ვინცა ვყოფილვარო?!.. და აღარ გაბედოთ ერთმანეთთან ჩხუბიო. ეს მოჩხუბარნი აქეთ-იქით გადაიკარგნენ და ხალხიც დაიშა-ლა. მერმე მოვიდა ჩვენთან, დიდი მადლობა გადაუხადა მეზობელს და წაგვიყვანა თავის დუქანში. შეველით ჩვენს ოთახში და შეუდე-ქით ჩვეულებრივ ძმების მორჩილებას. აი კიდევ მომაგონდა ჩემი ძმის ღონეზე ერთი შემთხვევა: ჩემ ძმებს ვიღაცა ამხანაგები მოუვიდნენ სტუმრად. შემოვიდნენ ოთახში და გვეუბნევა ჩვენი ძმა გიორგი, დებო სტუმრებს არ მიგვიღებთო? ჩვენ მაშინვე

უპასუხეთ, რატომ არა, მობრძანდითო. მოვიდნენ, დასხდნენ და დაუწყეს ურთი ერთს მისალმება. თავის უმცროსი ძმა ღვი-ნოზე გააგზავნა. გიორგიმ გვითხრა ორივ დებს, აბა, დებო, მანამ ძმაიკო მოვიდეს ბაზრიდან, თქვენ მაგიდა მოაწესრიგეთო. გავშალეთ მაგიდა, გავამზადეთ თეფშები, დავჭერით პური და გავრეცხეთ ყველი. ვხედავთ, ჩემი ძმაც მოვიდა, მოიტანა ღვი-ნო, სარდინკა, ბაგლაჯანი და ახალი თევზი. გახსნა ჩემმა ძმამ კონსერვები. მოკლეთ, დავალაგეთ ყოველივე და ვსთხოვეთ სტუმ-რებს. ჩვენც მოვიტანეთ ღვინის ჭიქები და დავალაგეთ. რომ დავსხედით, აღმოჩნდა, რომ ერთი ჭიქა გვაკლდა. მითხრა ჩემმა ძმამ: წამოხტი და ის ძველებური არაყის სქელი ნათალი ჭიქა რომ გამოგვატანა დე-დამ, ის მოარბევინე შენთვის. არა უშავს რა, მაინც პატარა ხარო. მოკლეთ, ჩემი ძმები გულით გაუმასპინძლდნენ ამხანაგებს. რომ კარგათ შეზარხოშდნენ სტუმრები, ჩემმა ძმამ უთხრა, აბა ამხანაგებო, რომელი ხართ თქვენში ყოჩაღი და ღონიერი, რომ ეს ძვე-ლებური სქელი ჭიქა ერთი მაგრა ხელის მოჭერით დაფშვნათო. ყველამ სათითაოდ გამოსცადა თავი, მაგრამ ვერც ერთმა მათ-განმა ბეწვიც ვერ შეუხარა. მერე უთხრა ჩემ ძმას ამხანაგმა: გიორგი, აბა ეხლა შენ სცა-დეო. რომ აიღო ჩემმა ძმამ და მოუჭირა ხელი, სულ ნაწილ-ნაწილ დაანსხვრია. ბარა-ქალა, ძმაო, უთხრეს ამხანაგებმა. გაქებენ და სწორედ რომ ყოფილხარ ღირსიო. ისეთი მაღალი იყო ჩემი ძმა გიორგი, რომ კაც ნა-ხევარი გამოიჭრებოდა. ამასთანავე ჩასხმუ-ლი, მაღალი და მხარბეჭიანი. სილამაზეც საკმაოდ ამშვენებდა მის ახოვან შეხედულე-ბას. ეხლა, ჩვენ, დები, რა თქმა უნდა, რაც დრო გადიოდა, იმდენი ჩვენც ვიზრდებო-დით. ჩემი და ანეტა უკვე დაქალიშვილდა და გავათხოვეთ. უკვე ჯვარი დავწერეთ და გავისტუმრეთ საქმრეულში. ამ დროს მე ვიყავი ცამეტი წლისა და დავიარებოდი სკოლაში. ახალ-ციხის ძველ ნაწილში იყო ქალთა სკოლა, ოთხწლედი და აი ამ ოთხწ-ლიან სკოლაში ვსწავლობდი. თუმცა უნდა გითხრათ, რომ იმ სასწავლებელში რა სწავ-ლა იყო, როდესაც სამი განყოფილება ისე გავიარეთ, რომ ისევ ასპიდის დაფაზე გვა-წერინებდნენ გრიფელით. მეოთხე განყოფი-ლებაში კიდევ ექვს თვემდის კალამი და მელანი თვალით არ დაგვინახავს. ექვსი თვის შემდეგ კი დაგვაწყებინეს რვეულებში მელნით წერვა: გრამატიკას გვასწავლიდნენ ძალიან მცირეს, კიდე რუსულ წერა-კითხ-ვას. კითხვა ძალიან კარგათ ვიცოდი. ასე, რომ სხაპა-სხუპით ვკითხულობდი. უდარე-ნიებში ენა არ მომედებოდა, მაგრამ რომ გეკითხათ, აბა, ქართულად მოგვიყევი, რა

წაიკითხეო, ჩემდა საუბედუროდ, ერთ სიტყ-ვასაც ვერ გიპასუხებდით, ვინაიდგან რუ-სული ენა არ ვიცოდით, იმად რომ მასწავ-ლებლები არ გვიხსნიდნენ და ჩვენც ვერა-ფერი გაგვეგო ჩვენი კითხვიდგან. მერმე შემდეგ ექვსი თვისა, ერთ გაკვეთილზე შე-მოიტანა ქართული ენის მასწავლებელმა გლობუსი, დასტოვა მაგიდაზე და დაგვიწყო აღსნა; იცით, ბავშვებო, აი ამ გლობუსს ხომ ხედავთ, ეს წარმოადგენს ქვეყნის სიმრგვა-ლეს, ესე იგი მიწაც ისეთივე მრგვალია, როგორც ეს გლობუსი. შუაში რომ ღერძი აქვს, მიწასაც აქვს ასეთი ღერძი და ტრი-ალებს ასეთივე ღერძზე. შუაში რომ სალტა-სავებ აქვს, ამას ეწოდება სახელად ეკვატო-რი. ამა ეკვატორის აქეთ-იქით მხარის და-ბოლოებას ეწოდება პოლუსები. ეს ხომ გისწავლიათო, ბავშვებო, რომ წელიწადს აქვს ოთხი დრო: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. ჩვენ ვიტყვით ხოლმე, რომ აი ეხლა დადგება ესა და ეს დროო. მაგალითად ან ზაფხულზე ან ზამთარზე ან გაზაფხულზე და ან კიდევ შემოდგომაზე. აი ახლა მე თქვენ აგიხსნით უფრო მდაბიოთ, უფრო გასაგებად. აი ეს ღერძი, რომელზე-დაც მიწა ბრუნავს, სწორედ ამ ბრუნვისგან წარმოიშვება, ეს (ბრუნვა) ოთხი დრო, რო-დესაც ეს მიწა მივა ეკვატორის ახლოს, დადგება ზაფხული, მერე რა თქმა უნდა, დედა-მიწა განუწყვეტლად ბრუნავს თავის ზომაზე, მერე კიდევ რომ გამოვა ხანი, ამ დროს დედა-მიწა მოიწევს სიერილისკენ და დადგება შემოდგომა, მერე რაც უფრო და-უახლოვდებით პოლუსს, მაშინ დადგება

ზამთარი: ახლა კიდევ მივბრუნდებით გა-ზაფხულისკენ; გასაგებია ბავშვებო, თქვენ-თვის? რომ მიწა ბრუნავს და არა წილიწადის დრონი ჩვენთან მოდიან. გასაგებია მასწავ-ლებელო, გასაგები, შევძახეთ ერთხმად მოწაფეებმა. ეხლა იმედი მაქვს, რომ ამას კარგათ დაიმახსოვრებთ და არ დაგავიწყ-დებათ, _ გვითხრა მასწავლებელმა. ჩვენ ისე სასიამოვნოდ დაგვრჩა ეს გაკვეთილი, რომ ყველა მოწაფე ამას ვნატრობდით, რომ ყოველ დღე გეოგრაფია გვქონოდა. მაგრამ, გაგიგონიათ? ეს იყო ჩვენთვის პირველი და უკანასკნელი. ვნახოთ, რომ მოვიდა გამო-ცდების დრო, მასწავლებელმა გაგვაფრთხი-ლა: აი ბავშვებო, მომავალ კვირას გვექნება ეგზამენია, ანუ გამოცდები და ვინძლო კარგათ გაიმეოროთ რაც გისწავლიათ. რა უნდა გამეკეთებინა პირადად მე, ამას არ ვიტყვი თავის ქებით. ნიჭი კარგი მქონდა და მეხსიერება. რუსულს კარგათ ვკითხულობ-დი, პოჩერკიც არა მიშავდა რა, გრამატიკას რასაც გვასწავლიდნენ, კარგათ მქონდა შეთვისებული. ქართულზე ხომ ენა არ მებ-მებოდა და გეოგრაფია ანკი რა დასახსოვ-ნებელი იყო, მხოლოდ და მხოლოდ წლის განმავლობაში ერთი გაკვეთილი! აგერ დადგა ეგზამენების წინა დღე. ესე რომ მე-ორე დღეს ორშაბათს გვეწყობოდა გამო-ცდები. ამა წინა დღით, ესე იგი კვირას მასწავლებელმა დაგვარიგა და მოგვცა გაფრთხილება: ბავშვებო, ვინძლო მოიქცეთ ხვალისგან წესიერად რასაც შეგეკითხებიან, ვინძლო მოფიქრებით უპასუხოთ, აუჩქარებ-ლად, არ დაიბნეთ მაყურებელთაგან და ჩვენი პატივ ცემული გამგე და მასწავლებ-ლები არ დაამციროთ და არ შეარცხვინოთო.

მართალაც რომ ვთქვათ, იმ დროს გამო-ცდებზე ძალიან დიდი ხალხი ესწრებოდა. ეს ქალაქის წინაპირი ხალხით, ეს გარად-სკოის მასწავლებლებით, ეს დეკანოზით, ეს მღვდლებით, ეს მოწაფეთა მშობლებით და კიდევ, მეზობლებით. და რომ სიმართ-ლე მოგახსენოთ, იმ დროს ბევრი ბოვშვი ჰკრთებოდა, ირცხვენდა და ვეღარ პასუ-ხობდა წესიერად. ამა დროს ახალ-ციხეში იყო დეკანოზი, გვარად ხახუტაშვილი.

ძალიან ალერსიანი მოპყრობა იცოდა ბავ-შვებთან, მაგრამ ისეთი რიხიანი იყო, რომ ჩვენთვის საკმარისი იყო, მარტო სახეზე მოხედვა, მაშინვე შიშის ზარი დაგვირბენდა ძარღვში. იგი დეკანოზი იყო და ჩვენი საღ-მრთო სჯულის მასწავლებელიც. გათენდა გამოცდების დღე ორშაბათი. მოვაწყვეთ კლასი მასწავლებლის ხელ მძღვანელობით. სხვათა შორის კიდევ ვსწავლობდით ხელ საქმეს. მოვიდა ხელ საქმის მასწავლებე-ლიც. იმან კიდევ თავის გემოზე მოგვაწყო-ბინა მეორე კლასი. სკამეიკები გავალაგეთ

ეზოში, პარტები გავაწყვეთ რიგ-რიგად, პარტებზე დავაგეთ ხელ-საქმეები, რომელი ხელ-საქმეც ვისი გაკეთებული იყო იმას და-ვაკერეთ მისი გვარი და სახელი ქაღალდზე დაწერილი, ეს იმიტომ რომ ნათლად ყველას გაეგო თუ ეს ხელ-საქმე ვისი ნამოქმედარი იყო. და აი სწორედ ამ გამოცდებამდი მე და ბაიბურთელის ქალმა შევკერეთ სასა-დილო მაგიდის სუფრა შლილის ძაფებით და ოქრომკერდით, მაუდზე. ისეთი მშვე-ნიერი რამე იყო, რომ მნახავს აღტაცებაში მოიყვანდა. ოთხივ კუთხეზე გაუკეთე ოქ-რომკერდის კისტები, მერე ჩვენმა სკოლის გამგემ ლატარიაში ჩასტოვა, აიღეს ასი მა-ნეთი, რომელიც იმ დროს დიდი ფული იყო, მთელი წლის განმავლობაში მრავალ-ნაირი ხელ-საქმე გავაკეთეთ, გავქარგეთ დივნის ბალიშები და სხვა: სხვათა შორის ერთ-ერ-თი ტოტი ლეილა, ანუ იასამანი გავაკეთე. იასამნის ფერი ქაღალდებით, რომელმაც ყველა მნახავი გააკვირვა, არ დამავიწყდება მის დღეში. თერთმეტი კვერცხის გული დავ-ხარჯე მის გაკეთებაზე, მაგრამ საინტერესო რამ იყო.

ვნახოთ, რომ დაიწყო დილის მეთერთმეტე საათი და მოვიდნენ დამსწრენი. დალაგდ-ნენ მაგიდასთან რიგ რიგად. ჯერ მაგიდის შუა ადგილას დაჯდა დეკანოზი, მარჯვნივ მოუსხდნენ მღვდლები, მარცხნივ გარადს-კოის მასწავლებლები, ღვდლების გვერდზე დასხდნენ მოწაფეთა მშობლები, მასწავ-ლებლების გვერდზე კიდევ ახალ-ციხის წინა პირი ხალხი. პირველად გამოსცადეს პირველი ჯგუფი, მერე მეორე, მერე მესამე,

მერე მოდგა ჯერი ჩვენზე. მეოთხე ჯგუფ-ზე დაგვიწყეს თითო თითოდ გამოძახება. ეხლა ჯერი მოდგა ჩემზე. მე რომ მივედი სტოლთან, ზაკონ ბოჟის მასწავლებელმა, ესე იყო, დეკანოზმა რაღაც წასჩურჩულა გარადსკოის მასწავლებელს, გვარად ძი-ძიკაშვილს, მერე რუსულად უთხრა, რო-გორც გინდა გამოსცადე ამ ჩვენ სანდაძის ქალს ვერაფერში ჩასჭრიო: ეს თუმცა მეტი მომდის, ნათქვამია: თავის ქება თავის ტე-ხააო, მაგრამ, მე ვწერ ჩემს ბიუგრაფიას და არ მინდა, რომ ან დაუმატო რამ და ან მოვაკლო. ძიძიკაშვილმაც დამიწყო ყველა საგნებში გამოკითხვა. რომ გითხრათ, ვე-რაფერში ვერ ჩამჭრა, გაიღიმა სიამოვნების ნიშნად დეკანოზმა და სთქვა: მოდი ეხლა ქართულში გამოვცადოთო. აიღო ჩვენი სასწავლო წიგნი ქრისტომათია და მითხრა: აბა, სანდაძე, რომელი მოთხრობაც იცი, ის მოგვიყევიო. მე უპასუხე: მასწავლებე-ლო, თქვენ რომელსაც მეტყვით, მე იმას მოგიყვებით. მაშ კარგიო. ამომირჩია ერთი მოთხრობა და მითხრა: აბა, მოგვიყევიო. მეც მოუყევი, როგორც რიგია. ყოჩაღ ქალო, _ მითხრა ძიძიკაშვილმა. აბა, ეხლა ერთი ზეპირი გვითხარი რამე. მერე დეკანოზმა წიგნი მომცა და მითხრა, გადავშლი უცბად ამ წიგნს და შენ ბედზე რაც გადიშლება, სწორედ ის გვითხარი. გადაშალა და თუ წაგიკითხიათ მკითხველო ზეპირი ლექსი მუზეუმი, მასზე გადიშალა. მეც დავიწყე ამნაირად, სადაც შეკითხვა იყო, ვეკითხებო-დი და სადაც გასაჯავრებელი იყო წარბებს შევიჭმუხნავდი და როცა გავათავე ლექსი, ადგა ძიძიკაშვილი ფეხზე, გადმოლახა ხალ-ხი, მოვიდა ჩემთან, ამწია ხელში და სამჯერ ამაბურთავა მაღლა და დამსვა ძირზე და მითხრა: ეჰ, პატარა ქალო, ეს შენი ბედია, რომ მეხუთე განყოფილება აღარ გვაქვს, თორემ დღესვე გადაგიყვანდიო. იქ მყოფთ ყველამ გადიხარხარეს. და სთქვეს კიდეც: კიდეც რომ ღირსი იქნებოდაო. ასე დამ-თავრდა ჩვენი გამოცდა. ეხლა შეველით მე და საშა ბაიბურცკის ხელ-საქმის კლასში და მოვაწესრიგეთ. ვნახოთ, რომ შემოვიდა ჩვენი ხელ-საქმის მასწავლებელი, უკან მოჰ-ყვა გამგე და შემდეგ დამსწრენი. დაათვა-ლიერეს ყოველივე და თან კითხულობდნენ გვარებს. იმ სახლში, სხვათა შორის ერია ერთი უცხო კაცი ჩემთვის უცნობი. გალს-ტუკით კოსტუმში გამოწყობილი. ის ძალზე დააინტერესა გვარების კითხვამ. წარმო-იდგინეთ, რომელ პარტასთანაც მივიდოდა და დაუხვდებოდა შესანიშნავი ხელ-საქმე, ყველაზე ეწერა, ნატალია სანდაძის და საშა ბაიბურთელის ნამუშევარიაო და რომ აიღო ქაღალდებისგან გაკეთებული იასამანი, პირდაპირ განცვიფრებული უყურებდა

და ბოლოს ჰკითხა გამგეს. პატივცემულო გამგევ, ერთი მიჩვენეთ ის მოწაფეები, რომელთაც შეუძლიათ ასეთი საინტერესო ხელ-საქმის გაკეთებაო. მაშინ მოვიდა გამგე ჩემთან. ერთი ხელი მე მომკიდა ბოვშვივით, მეორე ბაიბურცკის და ისე თამამად მიგვიყ-ვანა მაყურებელთა წინაშე, თითქოს ამაყობ-და გამგე, რომ აბა შეხედეთ, თუ მესხეთმა რანაირი ბოვშვები წარმოშვაო და როგორ ასახელესო ჩვენი სკოლაო და მერე დას-ძინა: ესენი რომ ასეთები მასიამოვნებელი გამოდგნენ და სკოლის ერთგულნი, მეც რა თქმა უნდა მაქვს სინიდისი და მოფიქრება, ნაცვლად ამათ ერთგულებისა, მინდა თბი-ლისიდგან გამოვიწერო ოქროს ნივთები და დავასაჩუქრო, რომ შეიგნებენ ყველაფერს

და დაქალიშვილდებიან ამას მაინც იტყვიან: ჩვენ ერთგულნი ვიყავით გამგისათვის და მარი გრიგორევნამაც დააფასა ჩვენი ერთ-გულება და მოგვცა ისეთი სახსოვარი, რომ სამარის პირამდი არ დაგვავიწყდებაო. ასე დამთავრდა ჩვენი გამოცდები, ხალხი, რა თქმა უნდა, ყველანი წავიდნენ თავიანთ სახლებში. დავრჩით მხოლოდ მოწაფეები, მასწავლებლები და თვით ჩვენი პატივ ცემული გამგე მარია გრიგორევნა, ვასილ გამრეკელის მეუღლე. ხელ-საქმის მასწავ-ლებელმა ყველას ერთხმად გვითხრა: ბა-რაქალა ბოვშვებო, რომ არ შეგვარცხვინეთ მასწავლებლები, გისურვებთ ბოვშვებო, რომ უფრო გაგეუმჯობესებინოთ თქვენი ნიჭი და სწავლა და მიგებაძოთ ამ ჩვენ და-მამშვენებელ მოწაფეებისთვის. ამავე დროს მოვიდა ანნა ვლადიმიროვნა და ისეთი მაგრა დაგვკოცნა მე და საშა ბაიბურცკი, რომ მე მეგონა ტუჩები ჩემს ლოყას დაეკონა მეთქი. მერე ჩვენმა წერა-კითხვის მასწავ-ლებელმა, მეფისოვის ქალმა კოსტანციამ გვითხრა: აბა, ბოვშვებო, აიღეთ სუნკები და წადით სახლში. დათხოვნილი იქნებით პირველ რიცხვამდე და პირველ რიცხვში ისევ დაუბრუნდებით სკოლას. ისე კი არ მოიქცეთ, რომ აქაო და დაგვითხოვესო, წიგნი ხელში აღარ აიღოთ, რომ მოხვალთ სექტემბერში დაგეკითხებით რაც გაგივ-ლიათ და თუ დავხედავთ, რომ აღარაფერი გახსოვთ, მაშინ იცოდეთ, ისევ თქვენს მეგობარ კლასს დაგიბრუნებთო. ჩვენ ერ-თხმად პირობა მივეცით მასწავლებლებს, რომ თქვენი სიტყვისამებრ მოვიქცევითო. მერე შეგვაჩერა გამგემ მეოთხე ჯგუფის მოწაფეებთან. ჩვენი გამგე შუა ხანს ბევ-რით გადაცილებული იყო, მაგრამ როგორც ფუფუნებაში მყოფი, ისე შერჩენოდა თავის მხიარული ხასიათი და ოხუნჯობა. გვითხრა სიცილით, აბა, ჩემო კურსანიცებო, თქვენც, რა თქმა უნდა, მოხვალთ ამავე რიცხვში და შეუდგებით ხელ-საქმესაო. მეც მანამდე მოგიმზადებთ ატესტატს და ვისაც რა შე-გეფერებათ, დაგირიგებთო. გამოვეთხოვეთ მასწავლებლებს და სიხარულით გავსწიეთ სახლში. პირადათ ჩვენ, მე და ჩემი ამხანაგი საშა მეტის სიხარულით ფეხის ქუსლებს აღარ ვაკარებდით ძირს, ფეხის თითებზე დავდიოდით. მოველი სახლში, ოჯახის წევ-რებს ყველას უამბე ჩემი უზომო სიხარული, მათაც ესიამოვნათ და ვისაც რა სურდა ის საჩუქრები მითავაზეს კარგი მეცადინე-ობისათვის. ასე ორნაირად ვისარგებლე და მრთელი თვე სიხარულით გავატარე.

დასაწყისი წინა ნომერშისტილი დაცულია,

მარცხნივ გიორგი ჯვარიძე (ზის)1920 წელი

გაგრძელება იქნება

Page 6: №5 (149) მაისი

ლიტერატურული მესხეთი6 2011 წელი, მაისი

ბადრი ბურჯანაძე

ჯავახეთში შემოსახლებულ სომხებს და მათ დაშნაკ მეთაურებს ერევნიდან მარ-თალია „დიდი სომხეთის” შექმნის გეგმა განუხორციელებელი დარჩათ, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ ჩაარტყეს ზურგში მახვილი საქართველოს და ახალქალაქის სამაზრო კომიტეტში მოკალათებულმა დაშნაკებმა, ისარგებლეს არეულობით, თვითნებურად მოიწვიეს თვითმმართველობის სხდომა და გამოიტანეს თავხედური გადაწყვეტილება ახალქალაქის მაზრის სომხეთთან მიერთე-ბის შესახებ. ეს მოღალატური აქტი მოხდა 1918 წლის 22 იანვარს. ამ სეპარატისტულ-მა დადგენილებამ ქართული საზოგადოებ-რიობა აღაშფოთა. აი რას წერდა ქართველი პუბლიცისტი ილია ალხაზიშვილი: „სომხებს არავინ დაუშლის ერთობა მოაწყონ თავიანთ სურვილისამებრ, მაგრამ მიწა-წყალს ჯავა-ხელი ქართველი არავის დაუთმობს. ვერ და-გითმობთ კუმურდოს საკათედრო-საეპის-კოპოსო ტაძარს, საღამოს შვიდ ეკლესიას, ფარავნის ტბას, რომლის ნაპირზე მძინარე წმ.ნინომ მიიღო ვაზის ჯვარი... ჯავახეთის „გამოყოფით” მკვიდრი აბორიგენები მოსუ-ლი სომხების ყმათ უნდა გავხდეთ?.. (გაზ. „საქართველო,” 1918, 4 თებერვალი).

ახალქალაქელ დაშნაკთა ამ სეპარატის-ტული დადგენილების შეტყობინებისთანავე მესხეთ-ჯავახეთის გენერალ-გუბერნატო-რი შალვა მაღლაკელიძე სასწრაფოდ წავი-და ახალქალაქში, გადააყენა მაზრის დაშნა-კი უფროსი და გააუქმა ეს დადგენილება.

ეს მუხანათური გადაწყვეტილება დაშ-ნაკებმა იმ დროს გამოიტანეს, როცა ქარ-თველები ომარ ფაიკს ახალციხის სომხე-ბის ამოწყვეტაზე არ დათანხმდნენ, რამაც მუსლიმანები განარისხა. ისინი გაავებულნი შეესივნენ მესხეთ-ჯავახეთის მართლმადი-დებელ მოსახლეობას და უმოწყალოდ გაუს-წორდნენ. თურქები ისედაც არ ინდობდნენ მართლმადიდებელ ქრისტიან ქართველებს, მაგრამ ეს ფაქტი - უმადურობის შავ ლაქად მაინც რჩება ისტორიაში.

სანოსიანს თავი მოაქავს და ტრაბახობს, რუსეთ-საქართველოს ომში აფხაზეთის სომხებმა გმირულად იბრძოლეს ქართველი დამპყრობლების წინააღმდეგ ისე, როგორც ყარაბაღელმა სომხებმა აზერბაიჯანელებ-თან. ჯერ ერთი, აფხაზეთსა და ყარაბაღში რუსულმა იარაღმა და ძალამ გაიმარჯვა და არა სომხურმა. მეორეც – სანოსიანს ყარა-ბაღის საკითხი თუ სომხეთის სასარგებლოდ საბოლოოდ გადაწყვეტილი ჰგონია, მწარედ ცდება. ასეთივე ვითარებაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართაც. სა-ნოსიანის სამწუხაროდ მალე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს დაუბ-რუნდება, ხოლო ყარაბაღი – აზერბაიჯანს.

ეს ისტორიული კანონზომიერებაა და მას წინ ვერავინ ვერ დაუდგება, ვერც რუსეთის მოფარ-ფატებული იმპერია და, მით უმეტეს, ვერც დაშნაკური სომხეთი. კალამი ოდნავ გამექცა და მივხედოთ სომხებს აფხაზეთში. მათ ჩვეული უმადურო-ბა გამოიჩინეს და ნ ე ბ ა ყ ო ფ ლ ო ბ ი თ შეადგინეს 2500-კა-ციანი სომხური ბა-ტალიონი და უწო-დეს მარშალ ბაგრა-მიანის სახელი და „მამაცურად” გაჟ-ლიტეს აფხაზეთის ქართველი მშვიდო-

ბიანი მოსახლეობა, თან გაიძახოდნენ – „აფხაზეთი სომ-ხების არის, ამას ქართველებისგან გავწმენდთო.” ისი-ნი უფრო დაუნდობ-ლად, სადისტურად

აწამებდნენ იმ ქართველებს, რომელთა წინაპრებმა შეივრდომეს, შეიფარეს თურ-ქეთიდან გადმოხვეწილი მათი წინაპრები, ლუკმა-პური გაუყვეს და თავშესაფარი მის-ცეს. (იხ. ბონდო არველაძე, თეიმურაზ მიბ-ჩუანი – „ბაგრამიანის სომხური ბატალიონი და ქართველთა ეთნოწმენდა აფხაზეთში,” 2009. ქართ.ინგ.რუს. ენებზე).

სომხური უმადურობის სულ ახალი ფაქ-ტი: 2010 წლის სექტემბერში გაეროს გენე-რალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ქართველი დევნილების თავიანთ საცხოვ-რებელ ადგილებზე დაბრუნების შესახებ. ქართველი დევნილების დაბრუნებას მხარი დაუჭირა 50 ქვეყანამ, წინააღმდეგი წავიდა 14 ქვეყანა, მათ შორის „მოძმე” სომხეთიც. ეს ხდება იმ დროს, როცა სომხეთის დაჟინე-ბული თხოვნით საქართველოს მთავრობამ დარიალის ჩაკეტილი საბაჟო პუნქტი გახს-ნა, რადგან მას სომხეთისთვის განუსაზღვ-რელად დიდი მნიშვნელობა აქვს. (დაწვრი-ლებით იხ. თ.მარხვაიძე – „რატომ ეწინააღმ-დეგება სომხეთი აფხაზეთში ქართველების დაბრუნებას,” გაზ. „ახალი თაობა,” 2010, №14).

სომეხი ავტორი ფაქტებს და მოვლენებს თვითნებურად ცვლის, რა თქმა უნდა, სომ-ხების პრესტიჟის დაცვის მიზნით. მაგალი-თად – მუსლიმანთა მიერ ალყაში მოქცეულ ახალციხელებს (1918), მათმა მეთაურმა ომარ ფაიკმა ქართველებს წინადადება მის-ცა – ქალაქში შემოგვიშვით, სომხებს ამოვ-ხოცავთ, ქართველებს ხელს არ ვახლებთო. გენერალ-გუბერნატორმა შალვა მაღლა-კელიძემ არ გაწირა სომხები და უარით გაისტუმრა. „მეისტორიე” სანოსიანი ამ ისტორიულ ფაქტს პირუკუ ყვება, თითქოს ომარ ფაიკმა განაცხადა – ახალციხელ სომ-ხებთან პრეტენზია არ გვაქვს, ქართველებს უნდა გავუსწორდეთო. მოდი და ენდე ასეთ მუცელმეზღაპრე „მეისტორიეს.” თუმცა, მისდაუნებურად, თავი მაინც გასცა, როცა თქვა – თურქებმა პროვოკაცია მოგვიწყეს, ასპინძის გზაზე ორი თურქის ცხედარი დააგდეს და მათი მოკვლა სომხებს დააბ-რალესო. იქვე მწარედ შენიშნავს – ნაცნო-ბი სცენარიაო. ესეც არ იყოს, ცნობილია, რომ თურქები და სომხები საუკუნეების განმავლობაში თუ რა დანა-სისხლად იყვნენ გადაკიდებულნი და დღესაც ასე არიან. ვინ დაიჯერებს, ომარ ფაიკი და მისი სომხების სისხლმოწყურებული მისი მებრძოლები მათ დაინდობდნენ? ასეთი რამ ისტორიას არ ახ-სოვს.

სანოსიანი 1918-1920 წლებში სომეხ ლტოლვილთა საკითხს არაერთგზის ეხება და ჩვენც, შესაბამისად, ვცემთ პასუხს. ეს ძალიან მტკივნეული თემაა და მის მიმართ გულგრილი ვერავინ ვერ იქნება.

ამ წლების სომხურ პრესას თუ გადა-ვხედავთ, ვნახავთ, რომ დაშნაკების მიერ

ანტიქართული უხამსი პროპაგანდა ზენიტ-შია ასული. ამის ერთ-ერთი ნიმუშია მაშინ-დელი ახალგაზრდა მეცნიერის აკად. მანუკ აბეღიანის სტატია – „სომხები და ქართვე-ლები” (გაზ. „ჟოღოვრედ გაინ” („ხალხის ხმა”) 1916(?), №28). მან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრო-ბა დაადანაშაულა: „სომეხ ლტოლვილებს ახალქალაქის მაზრიდან შეუბრალებლად ექცევიან და საქართველოს შიდა რაიონებ-ში არ უშვებენო – მათ ახალქალაქი და მისი მაზრა თავისად მიაჩნიათ და ხვალ საქარ-თველოს ტერიტორიის ნაწილად გამო-აცხადებენო.” ამ ბრალდებას, სერიებად რომ გამოაქვეყნა აღნიშნულ გაზეთში, პასუხი გასცა გაზეთ „საქართველოს რეს-პუბლიკამ” – სხვაგან სად, რომელ ხალხში, რომელ ქვეყანაში უპოვიათ სომხებს ისეთი მყუდრო თავშესაფარი, როგორც საქარ-თველოში, სად უნახავთ ისეთი მზრუნვე-ლობა, სტუმართმოყვარეობა, როგორც სა-ქართველოში – გვითხრას!.. თუ წარსულს

ბ-ნი აბეღიანი ანგარიშს არ უწევს?! თუ მას ჰგონია, რომ ისტორია „ჟოღივრდი გა-ინის” რედაქციაში იწერება, თანამედროვე მდგომარეობა მაინც მიიღოს სათვალავში, გაიხსენოს, დათვალოს რამდენმა სომეხმა შემოაფარა თავი ამ ომის დროს საქართვე-ლოს, რამდენი სომეხი გადაურჩა სიკვდილს და, ბარემ, კეთილი ინებოს და ისიც დათ-ვალოს, რამდენი ფული დაიხარჯა სომეხი ლტოლვილებისათვის დღემდე და რამდენი ქართველებისთვის” (1916, 26 სექტემბერი). ამ მონაცემების მიხედვით სომეხი ლტოლ-ვილებისთვის საქველმოქმედო საზოგადო-ებას სხვადასხვა დროს 40 მილიონი მანეთი მიუღია, ხოლო ქართულ საქველმოქმედო საზოგადოებას – სამიოდე მილიონი, ისიც დიდი ჭაპანწყვეტით. ეს ყველაფერი არ აინტერესებდათ დაშნაკებს და გაზეთე-ბის – „ჰორიზონტისა” და „აშხატავორის” ფურცლებიდან ისტერიულად გაჰკიოდნენ: „შეაჩერეთ სომეხ ლტოლვილთა ჟლეტა, ნუ მოაწყობთ საქართველოში მეორე მესოპო-ტომიას” და ა.შ. დაშნაკთა გაუთავებელი ჭორებით, სიცრუით და ცილისწამებით თავმობეზრებულმა საქართველოს დემოკ-რატიულმა მთავრობამ სომხეთის დაშნა-კურ ხელისუფლებას ოფიციალურად მიმარ-თა, საქართველოს ტერიტორიაზე თავმოყ-რილ სომეხ ლტოლვილთა ერთი მესამედი მაინც მიეღოთ და თავშესაფარი მიეცათ სომხეთში. ეს იყო ერთობ კონსტრუქციული და დროული წინადადება, მაგრამ სრულიად მოულოდნელი პასუხი მიიღო ქართულმა მხარემ. სომხეთის დაშნაკურმა მთავრობამ ცივი უარი განაცხადა საკუთარი სისხლის და ხორცის მიღებაზე. ამ დროს საქართვე-ლოს 300.000 ლტოლვილი ჰყავდა. აქედან აწყურის ტყეში 20 ათასზე მეტი. ქართვე-ლი ლტოლვილები შიმშილით და სიცივით ღაფავდნენ სულს. თუ სომხეთს არ შეეძლო საკუთარი თანამოძმე ლტოლვილების მი-ღება, რა, საქართველო უკეთეს პირობებში იყო ეკონომიურად? მაგრამ საქართველოს მთავრობა, რაც შეეძლო, ცდას არ აკლებდა ლტოლვილებს, მდგომარეობა რომ შეემსუ-ბუქებინა, განურჩევლად ეროვნებისა. ბა-რემ აქვე ვიტყვი – ქართველთმოძულე დაშ-ნაკების ანტიქართულმა აგიტაციამ ისე მო-აბეზრა თავი სომეხ ლტოლვილებს, რომ მათ შეადგინეს საზოგადოებრივი „განაჩენები” და გაუგზავნეს საქართველოს მთავრობას. ამ „განაჩენებში” ისინი ქართულ მთავრო-ბას სთხოვდნენ, ემუდარებოდნენ, „თავიდან მოგვაშორეთ დაშნაკი აგიტატორები, რომ-ლებსაც სწადიათ სომხების და ქართველე-ბის ერთმანეთთან გადამტერებაო.” (გაზ. „ერთობა,” 1918, 8 ნოემბერი).

სინამდვილეში დაშნაკებს სომეხი ლტოლ-ვილები იმდენად არ აწუხებდათ, რამდენა-დაც ის, რომ ახალქალაქის მაზრაში სომეხ-თა რაოდენობა თუ შემცირდებოდა, მაშინ „დიდი სომხეთის” შექმნის სენით დაავადე-ბულებს ამ მაზრის მოთხოვნის ნაკლები სა-ფუძველი ექნებოდათ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბ-ლიკის მთავრობისადმი უფრო და უფრო პრეტენზიები რომ წაეყენებინათ, დაშნაკე-ბი სომეხი ლტოლვილების მდგომარეობის გამოყენებას ცდილობდნენ. მართალია

ყოველი შედარება პირობითია, მაგრამ ეს ძალიან წააგავს მათ დღევანდელ ქმედე-ბასაც. დაშნაკები ამჟამადაც ცდილობენ ჯავახეთის სომხების ყოფა-ცხოვრება მუქ ფერებში დახატონ და ამით შექმნან ყალბი სურათი, ვითომ ეკონომიური სიდუხჭირისა და ქართველთა მხრიდან მათი ეროვნული ჩაგვრისა. სინამდვილეში კი ისინი გაცილე-ბით უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე მკვიდრი ქარ-თველები. მათ რაღაც ეროვნულ დისკრედი-ტაციაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. შირაკ თოროსიანებს ეს ანტიქართული აგიტაცია იმისთვის ჭირდებათ, რომ მოამზადონ ნი-ადაგი ჯავახეთის ავტონომიისათვის ან, სუ-ლაც, ჩამოაშორონ ჯავახეთი საქართველოს და მიუერთონ სომხეთს. ეს იყო მათი მიზა-ნი წარსულში და დღესაც ტრადიციულად ოცნებობენ „დიდი სომხეთის” აღდგენაზე. ყარაბაღი ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე პირ-ველი ნაბიჯია, შემდეგი, მათი მოკლე ჭკუით – ჯავახეთია...

სანოსიანმა საქართველოსადმი წაყენე-

ბულ ბრალდებათა მთელი კორიანტელი და-აყენა სტატიაში – „...Белый геноцид или – Армяне в последный вагон…” ასეთი გული-სამრევი პროვოკაციული სტატია 1918-1920 წლებში ქართველთა ზიზღით დაავადებულ დაშნაკურ პრესაშიც კი ძნელად მოიძებნე-ბა.

ჯობია პუნქტობრივად გავცეთ პასუხი:1. მას მიაჩნია, ქართულ-სომხურ ურთიარ-

თობასა და ამ ხალხთა ძმობა-მეგობრობაზე ლაპარაკმა თურმე დიდი ხანია აზრი დაკარ-გა. მართალია სანოსიანები, კარაპეტიანები, აივაზიანები და ძმანნი მათნი ჩვენი ხალხე-ბის კეთილმეზობლობის ისტორიის გაყალ-ბებას ცდილობენ, მაგრამ ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ, რადგან ეს ძმობა უფრო მტკი-ცეა და გამძლე, ვიდრე ამ გუდაფშუტა მო-მეცნიერო ტიპებს წარმოუდგენიათ.

2. სანოსიანი თვლის, თბილისში 300 ათა-სი სომეხი ცხოვრობსო. ეს რიცხვი არ არის ზუსტი. დღეს თბილისში 250 ათასზე ნაკლე-ბი სომეხია.

მარი ბროსე იმოწმებს და ამბობს – კვი-რიკიანთა მეფობა კახეთში 150 წელს გაგრ-ძელდაო. XIII საუკუნეში აქ მცხოვრებლებმა მიიღეს ქალკედონელობა და გაქართველ-დნენო. ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს, მცდარი აზრია! „კახეთში თავიდანვე მკვიდ-რები ქართველები იყვნენ და მოქმედებდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.” („საქართველის ისტორიის ნარკვევები,” ტ.II, 1973, გვ.379-416).

სომეხთა გაქართველება, ანუ თეთრი გენოციდი, როგორც სანოსიანი ეძახის, თურმე, განსაკუთრებით მიმდინარეობდა სტალინისა და ბერიას დროს. სწორედ მათი მმართველობის პერიოდში გაჩენილა ლო-ზუნგი თუ მოწოდება – „Армяне в последный вагон…” სანოსიანის მიხედვით სომ-ხებს უფლება არ ჰქონიათ ქართველებ-თან ერთად, ქართველების გვერდით, მატარებლის ერთ ვაგონში ემგზავ-რათ... სომხებისთვის გამოყოფილი ყოფილა სადღაც, ბოლო ვაგონი. ე.ი. მიდიოდა შავკანიანების მსგავსად სომეხთა ეროვნული დისკრედიტაცია საქართველო-ში. კიდევ კარგი, არ თქვა – „კუკლუსკლა-ნელებივით” ქართველები მშვიდობიან სომ-ხებს ხოცავდნენო, როგორც ბაგრამიანის სომხური ბატალიონის ბოევიკები – მშვიდო-ბიან ქართველებს აფხაზეთში. ამ საშინელი ბრალდების დასამტკიცებლად ჩვეულებრივ არავითარი ფაქტობრივი მასალა არ მოაქვს. ვერც მოიტანს, ვინაიდან ასეთი რამ ან ამის მსგავსი ისტორიას არ ახსოვს მომხდარიყო საქართველოში. ეს არის სუპერცისლისწა-მება და ზღვარგადასული სიცრუე ქართ-ველ ხალხსა და მის ისტორიაზე დაბოღმი-ლი სუბიექტისა, რომელიც კანიდან ძვრება, როგორმე ჩირქი მოსცხოს ქართველებს, შეურაცხყოს და მათი დამცირების ფონზე უკეთესად წარმოაჩინოს საკუთარი ერი და მისი წარსული.

სანოსიანი ისეთი კაცი არ ჩანს, ვინმეს ყური დაუგდოს, მაგრამ ცოტაოდენ იმედს ვიტოვებთ, იქნებ ოვანეს თუმანიანს მაინც მოუსმინოს: ამ დიდებულმა პოეტმა და თავისი ქვეყნის მგზნებარე პატრიოტმა ქართველ ხალხზე რომ ბრძანა – “ქარ-

პასუხის ღირსადაც კითმოგვის ციხე

გაგრძ. დასაწყ. იხ. წინა ნომერში

Page 7: №5 (149) მაისი

2011 წელი, მაისი 7ლიტერატურული მესხეთი

თველები კავკასიაში მუდამ იყვნენ პირველები თავიანთ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ბრძოლაში... თუ გადავხედავთ მსოფლიო ხალხთა ურ-თიერთობებს, აუცილებლად დამეთან-ხმებით, ქართველები, როგორც მე-ზობლები, ერთი ყველაზე საუკეთესო-ნი არიან მსოფლიო ხალხებს შორის.” ამის შემდეგ ბედის ირონიაა, აბა რა არის, სანოსიანი ეროვნულ დისკრიმინაციას და გენოციდს წამებს ხალხს, რომლის დედაქა-ლაქში სულ ცოტა ხუთი ერის სამლოცველო დგას გვერდიგვერდ და მასში ლოცულობ-დნენ და ლოცულობენ დღესაც ამ ხალხთა წარმოადგენლები.

სანოსიანმა გაიმეორა ნახევრადშეშლი-ლი, ლოთი ხრუშოვის სიმთვრალეში წამო-ყრანტალებული ბოდვა, თითქოს ქართვე-ლებს რაღაც პრივილეგირებული მდგომა-რეობა ჰქონიათ სტალინის და ბერიას დროს. ფაქტებით მტკიცდება, რომ სტალინსა და ბერიას ქართველთა სასიკეთოდ ზედმე-

ტად თითი არ გაუნძრევიათ. ამას მოწმობს ისიც, რომ 1937 წლის რეპრესიებს მეტი ქართველი შეეწირა, ვიდრე სომეხი, მეორე მსოფლიო ომში უფრო მეტი ქართველი დაიღუპა, ვიდრე სომეხი და ა.შ.

საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში 1920-30-იან წლებში ათეისტური ბრძოლა რელიგიის წინააღმდეგ თურმე ეროვნული ნიშნით ჩატარებულა და თბილისში მარტო სომხური ეკლესიები დაუნგრევიათ, ქარ-თული კი არა. ეს არის სანოსიანის მორიგი მტკნარი სიცრუე. ბოლშევიკებმა არამარ-ტო თბილისში, არამედ მთელი საქართვე-ლოს მასშტაბით დაანგრიეს ან საწყობებად აქციეს ქართული ეკლესიების 90 პროცენ-ტი თუ მეტი არა. ამ ვანდალიზმის შესახებ არსებობს უამრავი ლიტერატურა ქართულ და რუსულ ენებზე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს. ბოლშევიკებს ნამუსს არ ვწმენდთ, მაგრამ ეს ათეისტური კამპანია ეროვნული ნიშნით ნამდვილად არ ჩაუტა-რებიათ, უბრალო მიზეზის გამო, ეროვ-ნულობა მათ სრულიად არ აწუხებდათ, ეს გრძნობა ატროფირებული ჰქონდათ. ისინი ცუდი გაგებით ინტერნაციონალები იყვნენ. ეს კაცი უვიცობას ამჟღავნებს ან ქართველ-თა სიძულვილმა დაუბნელა გონება, როცა წერს: „საქართველოს საბჭოთა მთავრობის მიერ სომხური ეკლესიების დანგრევა თუ ათეისტური პროპაგანდის მიზნით მოხდა, ხოჯავანქის სომხური სასაფლაოს წინააღ-მდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა და გაუქ-მება რას მივაწეროთ... ბარემ ახლა ვიტყ-ვი – 1930-იან წლებში დაანგრიეს ვანქის ცნობილი ტაძარი (იგი იყო ბარათაშვილის ქუჩაზე, ყოფილი კოლმეურნეობის ბაზრის წინ, ახლა მის ადგილას სომხური სკოლაა). ამ ტაძრის ეზოში დასაფლავებული მეცხ-რამეტე საუკუნის სომეხი კლასიკოსი მწერ-ლების და საზოგადო მოღვაწეების ნეშტები გადაასვენეს ავლაბარში, ელიას გორაზე სპეციალურად მოწყობილ სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. აქ განისვენებენ ოვ.თუმანიანი, გ.სუნდუკიანი, ნარ-დოსი, რაფფი და სხვ.”

რაც შეეხება ხოჯა-ვანქის სასაფლაოს ავლაბარში, ელიას გორაზე, ის მართლაც გააუქმეს ბოლშევიკებმა და მის ადგილას გააშენეს მშრომელთა კულტურისა და დასვენების ბაღი, შემდეგ „მეგობრობის პარკი” უწოდეს. ამ სოციალისტურ ღონის-ძიებაში მარტო ხოჯა-ვანქის სასაფლაო კი არ მოყვა, მაშინ საქართველოს მთავრობამ გააუქმა ვერის ქართველთა სასაფლაო და გააშენა კიროვის სახელობის პარკი. აქ შემ-დეგ აშენდა ჭადრაკის სასახლე. როგორც ვერის, ისე ხოჯა-ვანქის საფლავის ქვები კი გამოიყენეს იმელის და თამარ მეფის (ყო-ფილი ჩელიუსკინელების) ქუჩის და ხიდის მშენებლობებზე, თუ არ ვცდებით, რომელი-ღაც სკოლის მშენებლობასაც კი მოხმარ-და. ჩვეულებრივ, გაუქმებული სასაფლაოს ადგილას ან პარკი შენდებოდა ან ეკლესია. ამიტომ აშენდა სამების ქართული ტაძარი ყოფილ ხოჯა-ვანქის სასაფლაოს ადგილ-ზე, გულზე ეკლად რომ გესობათ. ისე რომ, ღმერთის წინაშე პირნათელია საქართვე-

ლოს საპატრიარქო. უფალი მას არ განსჯის, მონოფიზიტებისთვის არის „ღმერთი დეკო-რაცია!” დიოფიზიტები ჭეშმარიტი მართლ-მადიდებელი ქრისტიანები არიან. ქრისტეს საფლავზე ღვთიური ცეცხლი მართლმა-დიდებლებზე გადის, ისინი იღებენ და არა მწვალებელ-გრიგორიანები.

ბოღმა ნუ გახრჩობთ – ვერასოდეს ვერ დაამტკიცებთ, ათასჯერ რომ დაწეროთ, გა-იმეოროთ – თბილისი სომხებმა დააარსესო. ამაში ვერავითარი ბროსე ვერ გიშველით, ვინაიდან, “არქეოლოგიური მასალები მოწ-მობენ, ქართველთა წინაპრები გაცილებით ადრე ცხოვრობდნენ თბილისში, ვიდრე სო-მეხთა წინაპრები დაიკავებდნენ სხვის მი-წა-წყალს – ურარტუს დაშლილი სამეფოს ტერიტორიას (VI ს. ჩვ.წ.აღრ.-მდე). ვახტანგ გორგასალმა კი V საუკუნეში აქ დააარსა ქალაქი, რომელიც სტრატეგიული მდება-რეობის გამო მცხეთის შემდეგ ქართველ-თა დედაქალაქი გახდა” (ქსე, ტ.IV, 1979, გვ.597).

გინდათ თუ არ გინდათ, შეეგუეთ ამ ისტორიულ ფაქტს და მოეშვით ტვინის ჭყლეტვას.

თქმა არ უნდა, არაა მოსაწონი რაფფის საფლავის ხელყოფა, მაგრამ რატომ მიანიშ-ნებთ, თითქოს ეს სამარცხვინო საქციელი მაინცდამაინც ქართველმა ჩაიდინა? ამის საბუთი არ გაქვთ ისე, როგორც თბილისის სომხური თეატრის დაწვის თუ აფეთქების მცდელობისა, ამიტომ გადაკრულ-გადმო-კრულებს დაანებეთ თავი.

სანოსიანი აცხადებს, თბილისში, ისე როგორც მთელ საქართველოში, არ არის სომხური კულტურის ცენტრიო. საინტე-რესოა, ეს კაცი ასე უღმერთოდ რატომ ცრუობს. ილიას უნივერსიტეტში არის სომხური ენისა და ლიტერატურის ფაკულ-ტეტი. თბილისში ნაყოფიერად მუშაობს სომეხ მწერალთა კავშირი – „ვერნატუნის” სახელწოდებით. მას აქვს ჟურნალი „კა-მურჯ” (ხიდი), რომელშიც იბეჭდება საქარ-თველოში მცხოვრები სომეხი მწერლების ნაწარმოებები. მასში ქვეყნდება აგრეთვე ქართველ მწერალთა ნაწარმოებების სომ-ხური თარგმანები. თბილისშია საუკუნოვა-ნი პ.ადამიანის სახელობის სომხური თეატ-რი, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება. სახელმწიფო რადიო-ტელევიზიაში არის გადაცემები აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე. საქართველოში მოღვა-წეობენ მთარგმნელები – ზ.მედულაშვილი, გ.შახნაზარი, ა.ბოსტანჯიანი. სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევიან პროფ. ე.პრტიანი, დოც. გევორქიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობს ალ.ნალბანდოვი, „იუმორინას” ერთ-ერთი ნიჭიერი მსახიობია ვლად არამოვი და სხვ. კიდევ მრავალ დარგში მოღვაწეობენ სომხე-ბი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ეს კაცი იმდენს ტყუის, პასუხის გაცემის სურვილიც ქრება. ზოგიერთზე კი აუცილე-ბელია კომენტარის გაკეთება. თუნდაც ის, რომ გაზ. „საქართველოს რესპუბლიკას” ბრალს დებს, მას ქვეყნის ერთადერთ პატ-რონად წარმოუდგენია თავი და დაუფარავი ზიზღით უყურებს სხვა ხალხებს, რადგან მათ მეორეხარისხოვნად თვლის. ამას წერს, მაგრამ ისევ და ისევ ფაქტების და საბუ-თების გარეშე ჰაერში ისვრის სიტყვებს. ამ ვაჟბატონის მიხედვით გამოდის, ერევანში გამოქვეყნებულ ანტიქართული წიგნის ან საგაზეთო პუბლიკაციის პასუხს თუ და-ბეჭდავს ქართული გაზეთი, შოვინიზმია და მეზობელი ხალხის სიძულვილი. აბა, ახლა ვნახოთ რა იბეჭდება სომხურ პერიოდიკასა და ცალკეულ გამოცემებში, რომელი ერთი დავასახელოთ, ქართველი ხალხის აწმყო და წარსული, ეროვნული თავმოყვარეობა არ იყოს შეურაცხყოფილი, ფალსიფიცირებუ-ლი და გაბითურებული. მარტო აივაზიანის, კარაპეტიანის, სარქისიანის პუბლიკაციები, მურადიანის მეცნიერული ნარკვევები და, თქვენი ე.წ. ნაშრომი განა ამას არ მოწმო-ბენ? ეს ავტორები და, არამარტო ისინი – „მთელ ქართველ ერს – დიახ, მთელ ქართ-ველ ერს – თავზე ლაფს ასხამენ და საფლავს უთხრიან.” ამას ჩიოდა საუკუნის წინ ილია

ჭავჭავაძე და, სამ-წუხაროდ, არაფე-რი შეცვლილა და დღესაც ისევ ისე გრძელდება ქარ-თველთა განქიქე-ბა. ასე, რომ ქარ-თ ვ ე ლ თ მ ო ძ უ ლ ე ზოგიერთი სომეხი მეცნიერისა და ჟურნალისტისგან მხოლოდ თავისი ერის ღირსებასა და წარსულს იცავს გაზ. „საქართვე-ლოს რესპუბლი-კა.” ეტყობა, დად-გა დრო ამ გაზეთმა თავდაცვითი პო-ზიცია შეიცვალოს და იქით შეუტიოს და თავის ადგილას

დასვას ზოგიერთი გაცუღლუტებული სომეხი მეცნიერი და პოლიტოლოგი.

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ერთადერთი მმარ-თველი რომ ყოფილიყო ქვეყანაში, მან თურ-მე ომი გამოუცხადა აფხაზეთს და ოსებს. ეს ოცდამეერთე საუკუნეში მოვლენილი შურით და ღვარძლით აღსავსე არწრუნი თუ პატკანოვი ყველაფერს უკუღმა ხედავს. მართალია ნიჭით და განათლებით თავის წი-ნამორბედებს ვერ შეედრება, მაგრამ ქართ-ველი ხალხის სიძულვილით რატომღაც მათ აჭარბებს.

რადგან უკუღმა ხედავს, ამიტომ უკუღ-მართად ფიქრობს და, შესაბამისად, უკუღ-მართად წერს. საქართველოს მთავრობამ კონსტიტუციური წესრიგის დამყარება სცადა თავის ქვეყანაში, რადგან ქართულ მიწაზე მცხოვრებმა აფხაზმა და ოსმა სე-პარატისტებმა რუსეთის ძალისმიერი მხარ-დაჭერით გამოყოფა მოინდომეს. თავიანთი ჭკუით და კრემლში მოკალათებული ორი ხულიგნის – პუტინის და მედვედევის ლოც-ვა-კურთხევით საქართველოს ვითომ გამო-ეყვნენ კიდეც. მათ „დამოუკიდებლობას” არავინ აღიარებს ვენესუელის შერეკილი პრეზიდენტისა და ტერორისტული ორგა-ნიზაცია „ჰამასის” გარდა. ეს „დამოუკი-დებლობა” ისე მოხდა, როგორც ყარაბაღი „გამოეყო” აზერბაიჯანს და რუსის ჯარის დახმარებით სომხეთმა მიიტაცა აზერბა-იჯანის კუთვნილი მიწა-წყალი.

სანოსიანი და მისი მსგავსი ადამი-ანები ასე რომ „გულშემატკივრობენ” სხვა ქვეყნების მცირე ერებს, სომხეთ-ში, აპარანის რეგიონში კომპაქტურად დასახლებულ 70-80 ათას ქურთს მის-ცენ ავტონომია ან დამოუკიდებლობა! რატომ არ აძლევენ?! ძალიან იოლია ჰუ-მანისტის პოზაში დგომა და მცირე ერების ბედზე ნიანგის ცრემლების ღვრა.

ქართულ მიწაზე მონებივრე „ყოვლისმ-ცოდნე მეისტორიემ,” ქართულ პურს რომ თანთხავს, არ იცის, სვანები და მეგრელე-ბი რომ ქართველები არიან? იცის, განა არ იცის, მაგრამ რა ქნას, ქართველი ხალხის სიძულვილის შხამი რომ მოადგება პირ-ზე, როგორ გადმოანთხიოს, კარგად იცის! სვანების და მეგრელების არაქართველად გამოცხადებით ცდილობს ქართველთა რა-ოდენობა შეამციროს (ამას არც მალავს) 30 პროცენტამდე, ხოლო სვანების და მეგრე-ლების „ქართველიზაციაში” საქართველო „დაადანაშაულოს.”

უპრიანია აქვე ვთქვათ – ბუნებაში არ არ-სებობს „თურქი მესხი.” ისინი უმეტესობა „მაჰმადიანი მესხია.”

სათხეველმა მეცნიერმა წესით ეს კარ-გად უნდა იცოდეს, მაგრამ არ უნდა და არ „იცის.”

მცირე ინფორმაცია: ევროკავშირის გადა-წყვეტილებით სულ მალე მაჰმადიანი მეს-ხების მშობლიურ ჯავახეთში მასიური დაბ-რუნება დაიწყება. ამიტომ 1830-იან წლებში ცარიზმის მიერ აქ შემოსახლებულ სომხებს მოუწევთა ამ რეალობასთან შეგუება...

სანოსიანს მოაქვს მონაცემები თუ სად, რამდენი სომხური სასწავლებელია: სტამ-ბოლში – 30, ირანში – 50, ლიბანში – 60 და ა.შ. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს რიცხვები სი-ნამდვილეს შეესაბამება. სასწავლებელთა მრავალრიცხოვნება კარგია და მისასალ-მებელია, მაგრამ რატომ იმას არ ამბობს, რომ ეს სომხური სკოლები ან კერძოა, ან არსებობენ საქველმოქმედო შემოწირულო-ბებით. კი ბატონო, თუ გნებავთ, გახსენით კერძო პანსიონი თბილისში ან სხვაგან, ვინ გიშლით, მაგრამ ვერ დაასახელებს ქვეყა-ნას, საქართველოს გარდა, სომხური სკო-ლები სახელმწიფოს ბიუჯეტზე რომ იყოს. ამაგს დანახვა და დაფასება უნდა, თორემ, დაუნახაობას და უმადურობას სიკეთე არ მოაქვს.

... ერთი გვსურს, მავანთა და მავანთა გა-საგონად ვთქვათ, ევროპისა და აზიის ქვეყ-ნების სომხურ ეკლესიებში მრევლი აღარ ყავთ და დაცარიელება, გაუქმება ემუქ-რებათ (იხ.”В Церков пустую,”газ. „Голось Армений,” 1996, №62, 19 июнь).

საქართველოში სომხური ეკლესიები მრევლის სიმცირეს არ უჩივიან.

ჯავახეთის ავტონომიასა და სომხური ენის სტატუსზე ლაპარაკობს სანოსიანი და მოაქვს მაკედონიის მაგალითი, რომელიც ამ ქვეყანაში მცხოვრებ ალბანელებს მათი ენის მაკედონურ ენასთან გათანაბრებას და სახელმწიფო ენად გამოცხადებას და-პირებია. ამას კი წერს, მაგრამ იმას რატომ არ ამბობს, რომ ალბანელებს არავითარი ტერიტორიული პრეტენზია არ აქვს და არც ჰქონია მაკედონიის მიმართ, სომხეთს კი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, გა-უთავებელი პრეტენზიები აქვს უძველესი ქართული მიწის – ჯავახეთის ჯერ ავტონო-მიის, მერე, სულაც, სომხეთთან მიერთები-სა. საქართველო, ისე როგორც მის ბედში მყოფი ნებისმიერი ქვეყანა, ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს და ეროვნულ ტერიტორიას კიდევ არ დააქუცმაცებს. რაც შეეხება ქარ-თულ ენას, კეთილი ინებეთ და რიგიანად შეისწავლეთ საქართველოს სახელმწიფო ენა და მიიღეთ მონაწილეობა ქვეყნის შენე-ბაში, როგორც საქართველოს სრულუფლე-ბიანმა მოქალაქეებმა. ამის ყოველგვარი პი-რობებია შექმნილი. საინტერესოა, საფრან-გეთის და სხვა ქვეყნების სომხური დიასპო-რა ამ ქვეყნების მთავრობისაგან სომხური ენის სტატუსს ითხოვს?

ვინც შეგნებულად არ სწავლობს საქართ-ველოს სახელმწიფო ენას, ასეთებიც არიან ვიღაც სმბატიანების სახით. ისინი ჯავახელ სომხებს მოუწოდებენ – არ ისწავლონ ქარ-თული ენა. კი ბატონო, ეს მათი ნებაა, ძალას არავინ ატანს, მაგრამ სომხური ანდაზაა – “ვის პურსაც ჭამ, ხმალიც იმისი უნდა იქნიოო.”

არ ჩავთვალე, მაგრამ...

დასასრული იქნება

Page 8: №5 (149) მაისი

ლიტერატურული მესხეთი8 2011 წელი, მაისი

დაუვიწყარი

გამოფენა

სერგო მელიქიძე

დღეს საქართველოში უმნიშვნე-ლოვანესი ყურადღება ექცევა ტუ-რიზმის განვითარებას, რომელიც მიჩნეულია ქვეყნის ეკონომიური განვითარების მთავარ ქვაკუთხე-დად, თუმცა ისეთ ტურისტულ ზონას, როგორიც ბორჯომია, დიდი პომპეზურობით რეკლამები რომ არ გავუკეთოთ, ისეც იზიდავს მილეთ ადამიანებს ქვეყნის უკიდეგანო სივრციდან. თავად ბორჯომი, თა-ვისი უნიკალური ბუნებითა და მინერალური წყლებით, თავადაა რეკლამა და რეკლამას რეკლამა აღარ ჭირდება.

ჯერ კიდევ ცარისტული რუ-სეთიდან მოკიდებული ამ მიწას საქვეყნოდ ცნობილი ადამიანების ნატერფალები დღესაც ატყვია. სტუმართა რანგში ბორჯომი დიდ მწერალთა, მხატ-ვართა, მეცნიერ-თა, პოლიტიკოს-თა ხალვათობას არასოდეს არ გა-ნიცდიდა.

ახლახან “კულ-ტურული მემკვიდ-რეობის დღესთან” დ ა კ ა ვ შ ი რ ე ბ ი თ ბორჯომის მხა-რეთმცოდნეობის მუზეუმის ინიცი-ატივითა და მწე-რალ ომაზ ჩხეიძის ი ნ ი ც ი ა ტ ი ვ ი თ კულტურის სახლ-ში განსაკუთრებით დასამახსოვრე-ბელი გამოფენა მოეწყო, რომლის ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნა მუზეუმის ფონდებში დაცული მრავალი საინტერესო ფერწერული ტილო. უნდა ითქვას, რომ წარმო-დგენილ ექსპოზიციაში უმთავრე-სად მაინც ბორჯომელ მხატვართა ნამუშევრები იყო, მათ შორის გ.მაისურაძის, შ.მეტრეველის.

რ.ვეფხვაძის. დამთვალიერებელ-თა ყურადღებას იქცევს გიორგი მაისურაძის “ტაბაწყურის ტბა,” “გოგიას ციხე,” ბორჯომის ცენტ-რალური მოედანი,” “მინწყლების ჩამომსხმელი ქარხანა,” “შუშის ქარხანა,” შალვა მეტრეველის “ძროხები საძოვარზე,” “ცხრაწყა-როს ხედი,” “მონებით ვაჭრობა”

და სხვ.აქვე წარმო-

დგენილია ცნო-ბილი ქართვე-ლი მხატვრების გ.თოთიბაძის, ი . ა რ ე ვ ა ძ ი ს , კ . მ ა ხ ა რ ა ძ ი ს ნახატები, რო-მელთა შესახებ საზოგადოებამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდა.

უცნობ მხატ-ვართაგან გამო-საყოფია “პრუ-სიის ბრძოლა,

1871 წ.” “უცნობი ბრძოლა,” “ქალი თეთრი სამოსით” და სხვ.

დამთვალიერებელთა ასევე დიდ ყურადღებას იქცევს გ.ჯაშის ფერწერული ტილო “ქართული ბატალიონის აჯანყება კუნძულ ტექსელზე,” რომელიც ეძღვნება ბატალიონის მეთაურს, ბორჯომელ ნოე გონგლაძეს.

საგულისხმოა, რომ ამჟამად ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია 118 ფერ-წერული ტილო და 200-ზე მეტი გრაფიკული ნამუშევარი.

ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ ღონისძიებამ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლა. ღონის-ძიების ორგანიზატორებმა — მუ-ზეუმის დირექტორმა ქალბატონ-

მა ვიოლეტა ბალახაშვილმა და ბატონმა ომაზ ჩხეიძემ ვრცლად ისაუბრეს გამოფენის არსსა და მნიშვნელობაზე, დამსწრე საზო-გადოების ყურადღება გადაიტანეს გიორგი (ჟორა) მაისურაძის, რო-გორც მხარეთმცოდნეობის მუზე-უმის ამაგდარ ხელმძღვანელზე (მან 36 წელი უხელმძღვანელა ამ დაწესებულებას), რომელმაც ფაქ-

ტიურად შემოგვინახა გასული საუკუნის 40-50-იანი წლების ბორჯომის სინამდვილე.

სიტყვებში გამოვიდნენ — საქართველოს პარლა-მენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი ბორჯომის რაი-ონიდან გიორგი ტალახაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინის-ტროს წარმომადგენელი თეა ონიანი, პუბლიცისტი აკაკი ჯაფიაშვილი, მხატვარ რუბენ ვეფხვაძის შვილი ვლადიმერ ვეფხვაძე, მხატვარი თან-გული ორთოიძე, ბორჯომის ამაგდარი ადამიანი ლევან გოცირიძე, გაზეთ “ბორჯო-მის” რედაქტორი ვალერიან ლომიძე და სხვ. ბორჯომის საჯარო სკოლის მოსწავლეებ-მა (ხელმძღვანელი მერი ხა-რატიშვილი) წარმოადგინეს

მონტაჟი “ჩვენი ხატია სამშობლო.”შეხვედრაზე ბევრი საინტერესო

წინადადება იქნა წამოყენებული, რომელთა გადაწყვეტა მნიშვნე-ლოვნად შეუწყობს ხელს ბორ-ჯომში ამ მიმართებით მუშაობის გაუმჯობესების საქმეს.

რუსუდან ბერიძე

ადამიანისათვის ბუნებაში არ-სებული საგნების ონიმური სახე-ლების სახელდება აუცილებელი პირობაა. საზოგადო სახელი თავი-სი დანიშნულებით პრინციპულად არის განსხვავებული საკუთარი სახელისაგან, ამას განაპირობებს ადამიანის ცხოვრების წესი. რაც უფრო განსხვავებულია საკუთარი სახელი საზოგადო სახელისაგან, მით უფრო თვალსაჩინოა მათი თავისებურებანი. საზოგადო სა-ხელსა და საკუთარ სახელს შორის განსხვავება გამოიხატება იმით, რომ რამდენიმე საგანი (ერთნაირი ფორმის, თვისების და სხვა საერ-თო ნიშნის მქონე) ერთიანდება ერთ ჯგუფში. მაგალითად: მაგიდა შეიძლება იყოს მრავალი, ფორმი-თაც განსხვავებული, მაგრამ ყვე-ლა მაინც მაგიდაა, სახელი ერთი აქვს, ფიზიკურადაც ერთი საგანია. ასევე ერთია საკუთარი სახელი, აღნიშნავს მხოლოდ ერთ საგანს, მისი მიმართება ინდივიდუალუ-

რია. მაგალითად, ტბა საზოგადო სახელია, “ზღვა-ზე მცირე ბუნებ-რივი წყალსატე-ვი,” რომელიც არ უკავშირდება ზღვებსა და ოკი-ანეებს.” იგი შეიძ-ლება იყოს დიდი, პატარა, განიერი, ღრმა, თხელი, ამ-ღვრეული, ცივი და სხვ. მაგრამ როცა “ტბა” სა-კუთარი სახელია, გამორიცხულია ყველა სხვა ნი-შანთვისება, მას აქვს მხოლოდ მი-სათითებელი ფუნქცია, ორიენტა-ცია ადგილისა, მისი მნიშვნელობის გარკვევა მეორეულია: “საკუთარი სახელის ძირითადი დანიშნულე-ბაა იყოს კონკრეტული ობიექტის აღმნიშვნელი... საკუთარ სახელს მოეპოვება ნომინაციური, ანუ სა-ხელობითი ფუნქცია” (პ.ცხადაია).ადამიანთა კომპაქტური დასახლე-ბის პირობებში საჭირო ხდება ტო-პონიმთა სხვადასხვა სახეობების წარმოქმნა, როგორიცაა: ქუჩები, კვარტლები, რაიონები, უბნები და სხვ., რაც უადვილებს ადამიანს გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარებას.

განვიხილავთ რეგიონიდან ბორ-ჯომის რაიონის ქუჩების სახელებს (მასალა ჩაწერილია 1979 წელს), ამავე წელსაა გამოცემული “ბორ-ჯომის რაიონის სატელეფონო ქსე-ლის აბონენტთა სია,” რომელშიც ქუჩები ამ დროისათვის სრულადაა მოცემული 1978 წლის 1 ოქტომ-ბრის მდგომარეობით. ცნობარში შესულია ბორჯომისა და მისი რაიონის დაბების — ბაკურიანის, ახალდაბის, წაღვერის ქუჩები:

აკაკის ქუჩა, ახალი ქუჩა, ახალ-შენის ქუჩა, ბორჯომის ქუჩა, გო-გებაშვილის ქუჩა, გოგიას ციხის ქუჩა, გამარჯვების ქუჩა, გორკის ქუჩა, გურამიშვილის ქუჩა (გურა-მიშვილის I შესახვევი), დიმიტრო-ვის ქუჩა, ერეკლეს ქუჩა (ერეკლე II-ის შესახვევი), ვაჟა-ფშაველას ქუჩა, ვაშლოვანის ქუჩა, ვეცესპე, თავისუფლების ქუჩა, (შ) თორე-ლის ქუჩა, ინაურის ქუჩა (ინაურის I შესახვევი), ინტერნაციონალის ქუჩა, კალინინის ქუჩა, კეცხოვე-ლის ქუჩა, კიროვის ქუჩა (კიროვის I შესახვევი, კიროვის ჩიხი), კომკავ-შირის ქუჩა, ლენინის ქუჩა, მახარა-ძის ქუჩა, მესხეთის ქუჩა (მესხეთის ჩიხი), მთის ქუჩა, მოსკოვის ქუჩა, ნინოშვილის ქუჩა, ორბელიანის ქუჩა, ორჯონიკიძის ქუჩა, 26 კო-მისრების ქუჩა, პაპანინელების

ქუჩა, პლატოს აღმართი, რაზმაძის ქუჩა, რუსთველის ქუჩა, სააკაძის ქუჩა, საბარგოს ქუჩა, საბჭოს ქუჩა, ტელმანის ქუჩა, ღელის აღმართი, შაუმიანის ქუჩა, შრომის ქუჩა, შმიდტის ქუჩა (შმიდტის ჩიხი), ჩა-იკოვსკის ქუჩა, ჩელიუსკინელების ქუჩა (ჩელიუსკინელების I შესახვე-ვი, ჩელიუსკინელების II შესახვევი), ცხაკაიას ქუჩა, წულუკიძის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ჯაფარიძის ქუჩა, ჯორჯაძის ქუჩა.

ახალდაბის ქუჩები:ბორჯომის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას

ქუჩა (ვაჟა-ფშაველას შესახვევი), ლენინის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა (რუსთაველის შესახვევი, რუს-თაველის ჩიხი), ყაზბეგის ქუჩა, წერეთლის ქუჩა.

ბაკურიანის ქუჩები:ახალშენის ქუჩა, ბორჯომის

ქუჩა, გორკის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, კიროვის ქუჩა, ორჯონიკიძის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, სადგერის ქუჩა, ცხაკაიას ქუჩა, ხეთაგუროვის

ქუჩა.წაღვერის ქუჩები:გორკის ქუჩა, კიროვის ქუჩა

(კიროვის I შესახვევი, კიროვის II შესახვევი), ლენინის ქუჩა, ორჯო-ნიკიძის ქუჩა (ორჯონიკიძის შესახ-ვევი), პუშკინის ქუჩა, სადგერის ქუჩა, სტალინის ქუჩა, ჩელიუსკი-ნელების ქუჩა.

როგორც წარმოდგენილი მასა-ლიდან ჩანს, 1978 წელს ბორჯომში არის 50 ქუჩა, 6 შესახვევი და 3 ჩიხი; ახალდაბაში — 6 ქუჩა, 2 შე-სახვევი და ერთი ჩიხი; წაღვერში — 8 ქუჩა და 3 შესახვევი; ბაკუ-რიანშია 14 ქუჩა, ერთი შესახვევი და ერთი ჩიხი.

ქუჩის, შესახვევის, ჩიხის საკუ-თარი სახელები ყველა ტოპონიმიას განეკუთვნება და ახასიათებთ ყვე-ლა ნიშანი, რაც ტოპონიმს გააჩნია. ერთი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი შეიძლება ის იყოს, რომ ხშირად შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა თაობებსა და ქვეყანაში არსებული იდეოლოგიის მიხედვით, ქუჩებისთვის სახელების მიკუთვნე-ბა არ არის სტიქიური (მაგრამ არც ბოლომდეა გაცნობიერებული). საზოგადოებრივი თანაცხოვრების პროცესში ხშირად იცვლება სახელ-მწიფოებრივი წყობა, ფორმაცია, იდეოლოგია, თავს იჩენს ბუნებრი-ვი და ისტორიული კატაკლიზმები, ენობრივი თავისებურებანი და სხვ. ყოველივე ეს მოქმედებს ქუჩების სახელწოდებაზეც. ყველა ქუჩის სახელი ოფიციალურია, სახელმწი-ფო დაწესებულება ანიჭებს ქუჩის სახელს. გაუქმება და გადარქმევაც სახელმწიფო დაწესებულების კომ-პედენციაა. ეს, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რადგან პროცესები ცხოვრების მოთხოვნითაა გამო-წვეული.

რა ძირითადი პრინციპები გამო-იკვეთება დასახლებისთვის სახე-ლის მოტივირების დროს? “მოტივა-ცია არის რაიმეს დასამტკიცებლად

მოყვანილი საბუთების სისტემა, დასაბუთება-მტკიცებულებანი, ხოლო მოტივირება დასაბუთების პროცესია, რისამე დასამტკიცებ-ლად საბუთების, არგუმენტების წარმოდგენა... ონომასტიკაში მო-ტივი ეწოდება იმ ფაქტორთა ერთი-ანობას, რომლებსაც განაპირობებს ამა თუ იმ ობიექტისათვის ინდი-ვიდუალური სახელის ამორჩევას ან შექმნას. ონიმის მოტივირების ძირითადი პრინციპი იგივეა, რო-გორც საზოგადო სახელისა. იგი პა-სუხს სცემს კითხვას — თუ რატომ დაერქვა ობიექტს მაინცდამაინც ეს სახელი” (პ.ცხადაია გვ.37-38).

ქუჩისთვის ახალი სახელის დარ-ქმევა წინასწარ განზრახულია, სახელმდებისათვის სახელის მნიშ-ვნელობა ცნობილია. საბჭოთა პერიოდში ქუჩების მეტი წილი ბორჯომის რაიონში იდეოლოგიზი-რებულია. ქუჩების სახელებში ჩანს რევოლუციონერების, საბჭოთა მოღვაწეების ცნობილი გვარები:

გორკი, კიროვი, მახარაძე, ლე-ნინი, ორჯონი-კიძე... საბჭოთა ცხოვრების მიმ-დინარე პროცე-სების ამსახვე-ლი სახელები: პაპანინელები, ჩელიუსკინელე-ბი, ინტერნაცი-ონალის ქუჩები, 26 კომისრების (უნდა იყოს 26 კომისრის) სახე-ლობის ქუჩა და სხვ.

საბჭოთა იდე-ოლოგიის გამო-მხატველია: კომ-

კავშირის, გამარჯვების, შრო-მის, თავისუფლების, ინტერნა-ციონალიზმის, საბჭოს ქუჩების სახელები. ამ პერიოდში აღარ ჩანს სტალინის სახელობის ქუჩა, რა თქმა უნდა, “პიროვნების კულტის” გამოაშკარავების დროს ქუჩასაც გადაარქვეს სახელი და მისი ძეგ-ლებიც აიღეს. გვხვდება საზღვარ-გარეთელი მოღვაწეების: შმიდტის, გ.დიმიტროვის სახელობის ქუჩე-ბიც. ზემო აღნიშნულის გარდა, აქ არის ქართველ მოღვაწეთა სახელობის ქუჩებიც: ჭავჭავაძის, გურამიშვილის, რუსთველის, ვაჟა-ფშაველას, ნინოშვილის, ორბელი-ანის, გოგებაშვილის, წერეთლის, აკაკის (აღსანიშნავია, რომ აკაკი წერეთლის სახელობის 2 ქუჩაა), ისტორიული პირების: ჯორჯაძის, ერეკლეს, შ.თორელის სახელთან დაკავშირებული ქუჩები.

სხვა სახის სახელებია: მესხეთის ქუჩა, ჩიხი, საბარგოს ქუჩა, ღე-ლის აღმართი, მთის ქუჩა, გოგია ციხის ქუჩა, პლატოს აღმართი, ახალშენის, რაზმაძის, ინაურის, ვაშლოვნის, ლიკნის ქუჩები (ეს უკანასკნელი 2 სოფელი შეუერთდა ქ.ბორჯომს). გვხვდება მოსკოვის ქუჩაც. ეს ბუნებრივია, მოსკოვი საბჭოთა კავშირის დედაქალაქი იყო. ბორჯომში გვხვდება ბორ-ჯომის ქუჩაც, რაც არ იყო მოსა-ლოდნელი. არის აბრევიატურებით შედგენილი სახელიც — ვცსპე, რაც ნიშნავს საკავშირო პროფკავშირე-ბის ცენტრალური სანატორიუმები.

ადამიანი ახალ ონიმს, ამ შემთხ-ვევაში ქუჩის სახელს, ძნელად ეჩ-ვევა და ხშირად რიგ გაუგებრობას იწვევს (დიდხანს ვერ ივიწყებენ ძველ სახელს, არ მარტო ამ ქუჩა-ზე მცხოვრებნი, არამედ სხვებიც, მაგალითად: ბორჯომში კოკინაკის ქუჩას გადაარქვეს სახელი და უწო-დეს სააკაძის ქუჩა, მაგრამ ძველი სახე-

ქუჩები და მათი სახელები

ავთანდილ გონგლაძემამის სურათთან

ნახ. გიორგი მაისურაძისა

Page 9: №5 (149) მაისი

2011 წელი, მაისი 9ლიტერატურული მესხეთი

ვახტანგ ინაური

ლი დღესაც არ არის და-ვიწყებული).

საერთოდ, დასახლების, ქუჩის, ქალაქის, სოფლის, დაბის სახე-ლის შეცვლა მრავალ ფაქტორთან არის დაკავშირებული და ეს პრო-ცესი მიზანმიმართულად უნდა მიმდინარეობდეს, ის არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწი-ფო დაწესებულების რომელიმე ჩინოვნიკის ნება-სურვილზე. ეს პროცესი დიდ თანხებთანაა და-კავშირებული. ხელოვნური ცვლა სახელებისა გაუმართლებელია, საბჭოთა იდეოლოგიის მიხედვით დაკანონებული ზემორალური სახელები ყველგან იცვლება და ხშირად ისეთ სახელებსაც ცვლიან, რაც ერის ისტორიასთან და ყოფა-ცხოვრებასთან არის დაკავშირებე-ლი. და თუ ეს მაინც აუცილებელია, უნდა გავითვალისწინოთ ხალხის, ადგილზე მცხოვრებთა სურვილი.

ამ შემთხვევაში ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, რატომ ჰქვია ამ ადგილს ეს სახელი და რატომ ვცვლით მას და რას ვარქ-მევთ. ბევრი ისტორიული სახელი ხომ ჩრდილშია მოქცეული, ეს ხომ სჭირდება ჩვენს მომავალს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ დღევანდელი ბორჯომის ადგილზე ისტორიულად დადასტურებულია სოფელი ნუა, სადაც დაიწყო ქალა-ქის დასახლება XIX საუკუნის და-საწყისში, მანამდე კი სახელი ბორ-ჯომი ახალციხის რაიონში სოფელ ანდრიაწმინდასთან დასახლებული პუნქტი იყო. საერთოდ კი, ბორჯო-მის ხეობაში ისტორიული წყარო-ებითა და გადმოცემით 150-ზე მეტი სოფლის სახელი დასტურდება და მომავალმა თაობამ მათი სახელები უნდა მოიძიოს ან მუზეუმებში ან სამეცნიერო გამოკვლევებში.

ანა კალანდაძე თავის ცნობილ ლექსში “ფეხი დამადგით” პოეტურად ასახავს სა-ქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უძლევე-ლი მეფის დავით აღმაშენებლის სურვილს, რომელსაც ქართველი ერი 800-900 წელია ინახავს.

1. ხალხური თქმულების მიხედვით, აღმა-შენებელმა სიკვდილის წინ მოისურვა გელა-თის შესასვლელ ჭიშკარში დაკრძალვა, რომ ყოველ შემსვლელს ფეხი დაედგა მისთვის. (ფოლკლორული არქივი, ფ. დ. 1979)

მეფის ამ ზეპირად ნათქვამი ანდერძის რეალობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ იგი შესასვლელშია დაკრძალული, რაც მისი ნების გარეშე ყოვლად წარმოუდგენელი იქნებოდა, რადგან მეფეს, როგორც წესი, ასაფლავებდნენ ტაძარში, პრესტიჟულ ადგი-ლას. ამდენად, გადმოცემა მეფის ანდერძის შესახებ, სინამდვილეს შეეფერება. ეს თქმუ-ლება გახდა ლექსის

— “ფეხი დამადგით!” წყარო. ერთი მხარეა ნაწარმოების შექმნის საფუძველი, ხოლო მეორეა მისი მხატვრული წარმოსახვა. ამ მხრივ ანა კალანდაძის “ფეხი დამადგით!” ორივე მხრივ სრულყოფილი, საინტერესო და ამაღლებულია. ძლიერია იგი თავისი პოეტი-კით, იდუმალი და ღრმა შინაარსით.

პოეტი მეფის სიტყვებს გადმოგვცემს მშვენიერი პოეტური გრადაციით. “ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი...” ეს ოდნავ განსხვავებული ფრაზების გამეორება ქმნის თითქმის ცხრაასი წლის წინათ გარდა-ცვლილი მეფის სახის ილუზიას, რომელიც აძ-ლიერებს ემოციას და მკითხველზე განუზო-მელ ზემოქმედებას ახდენს. გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ყველაზე ღვაწლმოსილი მეფე, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული არა მარტო ერის ხსნა, არამედ ქვეყნის სიძ-ლიერე და სახელმწიფოს განმტკიცება, ასე თავმდაბლად, ასე ცოდვილივით, მწირივით ითხოვს მოწყალებას, რომ ფეხი დაადგან და თანაც გულზე.

“ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან, წყალობა ჰყავით...” (ანა კალანდაძე, რჩეული. “ფეხი დამად-

გით!”)ძნელი გასააზრებელია, რატომ სთხოვს,

რატომ ევედრება მეფე ერს, რომ ფეხი დაადგან გულზე. ისტორიულად მეფე თავისი ნების ახსნა-განმარტებას არ იძლეოდა და არც პოეტი არ იძლევა ამაზე პასუხს, რაც უდავოდ ავტორისეული მიდგომაა ისტორი-ისა და ისტორიული გმირისადმი. ამიტომ იგი მოკლედ ათქმევინებს მას: “საქართველოჲს ყოვლის მპყრობელმან, ვისურვე დავით...”

მეფის ძლიერება უბრალოდ და მარტივად არის წარმოჩენილი, რომ იგი “საქართველოჲს ყოვლის მპყრობელია” და რომ ამ ძლიერმა პიროვნებამ და მეფემ ისურვა ეს. ამით იგი შეახსენებს ერს, ფეხი დაადგან გულზე, რაც,

თავისთავად, მისი თხოვნის თუ სურვილის შესრულების აუცილებლობას აძლიერებს.

ავტორის პოზიცია მეფის ამ სურვილი-სადმი გადმოცემულია დიალოგის ფორმით. მეფისადმი მიმართვაში გამოხატავს ავტორი თავის დამოკიდებულებას მეფისა და მისი სურვილის მიმართ და, ცხადია, ამით წარმო-აჩენს თავის ხედვას, რომელიც შეიძლება მკითხველის აზრის ასოციაციას ქმნიდეს.

“- ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო, მიუტე-ვები?” — ეს ფრაზა მიგვანიშნებს, რომ მეფე ეკლესიური თვალთახედვით მოიაზრება ლექსში, ეკლესიურად კი ყოველი კაცი ცოდ-ვილია. მაგრამ აქ საჭიროა უფრო ღრმა ანა-ლიზი. როგორ უნდა გავიგოთ, რომ წმინდანი მეფე ცოდვილია, წმინდანობა და ცოდვი-ლობა ერთმანეთს გამორიცხავენ. საკითხის ობიექტურად გააზრებისათვის ორი ასპექტია გასათვალისწინებელი. პირველი — მეფის ქრისტიანული, ეკლესიური თავმდაბლობა, მეორე — გარკვეული რელიგიური წესის აღ-სრულება. პირველს გვაფიქრებინებს მეფის “გალობანი სინანულისანი”, ხოლო მეორე — წმინდა გიორგის ხატთან დაკავშირებული რიტუალი.

გვინდა აღვნიშ-ნოთ, რომ “გალობა-ნი სინანულისანი” ცოდვილი კაცის და-წერილი არ არის. იქ არ ჩანს, რომ ცოდ-ვების გამო ევედ-რება მეფე უფალს. იგი უფალს სთხოვს მფარველობას, რო-დესაც მეფე აღარ იქნება და რიგით მოკვდავად მიეახ-ლება მას, მაშინ სთხოვს შემწეობას:

“ზარი მეფობისაჲ წარხდეს და დიდებაჲ დაშრტეს,

შეუბანი უქმ იქ-მნნენ,

ყვავილოვნებაჲ დაჭნეს,

სხვამან მიიღოს სკიპტრაჲ,

სხვასა შეუდგენ სპანი,

მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!”

(დავით აღმაშე-ნებელი, “ქართული პოეზია,” ტ.1.)

დავით აღმაშენე-ბელი თავის გალო-ბანში არახილულის და ზეციურისად-მი სწრაფვას და “უფალთან მსგავ-

სების დაკლებას” ახსენებს და ამას თვლის იგი ერთგვარ გადახრად სჯულისაგან და არა ცოდვად უფლის წინაშე. არც ამ სტრიქო-ნებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მეფე დავით აღმაშენებლის მძიმე ცოდვაზე. ეს კვლავ ქრისტიანული, პიროვნული და მამულიშვილური თავმდაბლობაა ერისა, ქვეყნისა და უფლის წინაშე. საერთოდ, “გა-ლობანი სინანულისანი” ფსალმუნად გაიაზ-რება და ჩვეულებრივი ლექსიც რომ იყოს, არ ვიქნებით ობიექტურები თუ ყველა იქ გამოთქმულ აზრს ავტორზე გავავრცელებთ.

მეფე თავისი ფსალმუნით გამოხატავს თავის რელიგიურ ხედვას და ამავე დროს იგი ითხოვს ძველი ქართული რელიგიურ-ტრადიციული წესის აღსრულებას, რომელიც წმინდა გიორგის ხატთან სრულდებოდა:

“ძველ საქართველოში წმინდა გიორგის ხატის წინ გარკვეულ დღეს სრულდებოდა მსხვერპლშეწირვის იმიტაცია-რიტუალი. შეწირული ბერი თავისი ნებით წვებოდა ხატთან, შესასვლელში. ყველა შემსვლელი ადგამდა ფეხს, ძირითადად გულზე. როგორც არ უნდა სტკენოდა “შეწირულს” სხეული

და რამდენ შემსვლელსაც არ უნდა დაედგა მასზე ფეხი, იგი არა მარტო არ გაინძრეოდა, არამედ არ იმჩნევდა ტკივილს. ამ გზით იგი თავის თავზე იღებდა მათ ცოდვას, ვინც ფეხს ადგამდა, ხოლო ფეხის დამდგმელი იწმინ-დებოდა ცოდვებისაგან.” /ი. ჯავახიშვილი, თხზ.ტ.1.გვ. 92/.

აღნიშნული რიტუალი მე-19 საუკუნის დასაწყისშიც ფიქსირდება. ამ საკითხზე ინფორმაცია შემონახულა გაზეთ “კავკაზის” ფურცლებზე (№229-230,1878წ}, რომელიც გვამცნობს აწყურში ამ რიტუალის ჩატარე-ბის შესახებ. ანალოგიური რიტუალი 1950-იან წლებამდე სრულდებოდა გერის წმინდა გიორგის, ლომისის და სხვ. ეკლესიებში.

ეს რელიგიური ტრადიცია გვაფიქრები-ნებს, რომ დავით აღმაშენებელი ამ მიზნით გამოთქვამს სურვილს, ფეხი დაადგას ყვე-ლამ, რომ მან იკისროს ქვეყნისა და ერის ცოდვები და განწმინდოს ქართველი ხალხი, არა ერთჯერადი ფეხის დადგმით, არამედ იმდენჯერ, რომ

“ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი ყურძნის მტევნებით”.პოეტისათვის არ არის აუცილებელი

ისტორიული ინტერპრეტაცია. იგი ძლიერი პოეტური ექსპრესიით მიმართავს მეფეს: “ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფევ, მიუტევები?” ეს კითხვა ეჭვს ბადებს მკითხველში მეფის დაფარულ ცოდვაზე. თუმცა იქვე აბათილებს ამ ეჭვს:

“ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს, რაი გადარდებს?გასწიე იგი “ნიკოფსიითგან დარუბანდამდე...”(ანა კალანდაძე, იქვე).ლექსის მიხედვით დავითის ასეთი დიდი

ღვაწლი ერის წინაშე გამორიცხავს განსა-კუთრებულ ცოდვას და მის თავმდაბლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

“თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა ოდით და ოდით?”ესეც გარკვეულწილად მეფის სახეს ქმნის.

იგი მატიანის მიხედვით რიგითი მებრძოლის ჯავშნით იყო მოსილი და ასევე უბრალოდ დაიკრძალა. ხოლო მომდევნო ტაეპში პოეტი კვლავ უბრუნდება მეფის უცოდველობის საკითხს: “თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო, რაღა ქნან ცოდვილთ...”

პოეტური წარმოსახვა თითქოს ნელდება მეფის მიერ უპასუხოდ დატოვებული ავტო-რის ამ კითხვების შემდეგ, მაგრამ მომდევნო სტრიქონში ძლიერდება პოეტური განცდა: “ — ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან!”. საუკუნეთა მიღმური სამყაროდან შორეული, იდუმალი ამოძახი-ლივით ჟღერს ეს სიტყვები, რომლებითაც წარმოჩენილია მეფის ნების უზენაესობა და შეუვალობა, მისი ქრისტიანული თავმდაბ-ლობა და ქვეყნის ერთგულება.

ანა კალანდაძის — “ფეხი დამადგით!” — ქრისტიანულ კონტექსტში

დავით აღმაშენებლის საფლავის ქვა

უცხოობას შევალიე ოცდაათი წელი მე,სულ თან მახლდა ჩემი ქნარი, ჩემგან განუყრელი, მე.ორმოცდაცხრაში გადავდექ, აბა რაღას ველი მე,ვბერდები და ვიცი მალე მომეხრება წელი მე.თან ჭაღარაც მომეძალა, თმა გამიხდა ჭრელი მე,თვალთა შუქმა მიმტყუნა და

მაქვს ცრემლებით სველი მე.ვუკვირდები ჩემს განვლილ გზას და ვხედავ,

რომ ჩემი კვალირა სუსტია, რა საბრალო, ვით ყვავილი წარმავალი.სულ ერთ საქმეს მივყოლივარ

და მქონია ერთზე თვალი,დამიკრავს და მიმღერია, მიძებნია სამართალი.ერისთვის რა შემიქმნია, ღირსეული და ალალი?— ორიოდე უღიმღამო, სიმღერა ვთქვი მწველი მე,სიკისკასე, სიჭაბუკე ასე მალე გამიფრინდა,ის კარგად ვერ მოვიხმარე,

წაიშალა სულ კვალწმინდად.დროით მე ვერ ვისარგებლე,

სინათლე არ მომწვდა ციდანდა მამალმაც გათენება არ მაცნობა, იჯდა მშვიდად.ჩემი აზრის, თვალთახედვის, მეტი წილი დამიბინდდა,მზე ბნელ ღრუბელს მიეფარა, აბა რაღას მოველი მე,

იდუმალი ბუნებაა — ზღვაზე ღრმა და შემზარავი,ვინაც შევა, იკარგება, შინ ბრუნდება ვეღარავინ.ჩვენი მთვარეც განახლდება,

სოფელს მტკიცე აქვს კარავი,ზოგს სიცივით აკანკალებს,

თავში უქრის ზოგს არავი,არ მეგონა თუ სოფელი ცრუ არის და დღის მპარავი.მაინც იმედი ტლუ გულში ციმციმებს, იმას ველი მე.მე ჯივანის ყველასათვის მიხვეწნია, მითქვამს ასე:ერთმანეთთან იყვნენ ძმურად,

წმინდა სიყვარულით სავსე.მტრობა, შუღლი, ცუდი კაცი,

ჩემს გვერდით ვერ მოვათავსე,მე სუყველა უდრტუნველად

გამიკიცხავს მაღალ ხმაზე.რაც შევძელი, ვიმუშავე, —

გადავეგე სიტყვის თქმაზე,იქნება ხალხს ვარგო-მეთქი,

დარდი მკლავდა მწველი მე.

სომხურიდან თარგმნა

არსენ კარაპატიანმა

ქუჩები და მათი სახელებიჯივანი

ჩემი სიმღერა

თარგმანები

Page 10: №5 (149) მაისი

ლიტერატურული მესხეთი10 2011 წელი, მაისი

ახალი გამოცემებიმერი დავითაშვილი

მოგზაურობა

ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს მე და ჩემი ძმა თამაზი ბორჯომის შემოგარენში გავედით. კურორტის სამხრეთით ფერდობზე შეფენილ სახლებს გვერდი ავუარეთ, ჭავ-ჭავაძისა და ორბელიანის ქუჩები ავიარეთ და ავედით ე.წ. “დიდ მინდორზე.” აქედან დაიწყო ჩვენი მარშრუტი — საოცრება! მაღლა მთებს სამანქანო გზა მიუყვება სამ-ხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ვაჟასი არ იყოს, “გზას ვამბობ თორემ რა გზაა...” მხოლოდ

ორხიდიანი მანქანა თუ გაივლის. მალე ტელევიზიის კოშკთან მივედით, რომელიც კურორტიდანაც კარგად ჩანს. ცოტა ხნის სიარულის შემდეგ უღელტეხილს მივადექით, ჩვენ თვალწინ ბორჯომის ხეობის ერთ-ერთი ულამაზესი ხედი გადაიშალა. გადაღმა ნა-სახლარი გომნა გამოჩნდა (სულ რამდენიმე დანგრეული სახლი), გზა კი, რომელმაც აქ ამოგვიყვანა, ნასახლარ თორში მიდიოდა. გომნის მოსახლეობა ერთ მშვენიერ დღეს აყარეს და ბორჯომში ჩამოასახლეს. დარ-ჩა ეს მხარე გავერანებული, უპატრონო, ისე, როგორც საქართველოს ბევრი მთიანი ადგილი. მახსოვს, როცა ხევსურები ბარში ძალით ჩამოასახლეს. ისინი უკანვე, თავიან-თი მთებისკენ, გარბოდნენ. რა გასაკვირია, როცა უპატრონოდ მიტოვებულ ადგილებს უცხო ტომი იკავებს. მარტო მდ.დიღმურას თბილისის მახლობლად, დიღმის წყლის ხე-ობაში, მიტოვებული სოფლებია: მაჩხაანი, ტაბარუკი, ლელობი, მსხალდიდი (დღეს აქ მხოლოდ თათრები ცხოვრობენ), ბევრეთი (რამდენიმე მოხუცია დარჩენილი). ერთხელ ბევრეთის გზაზე კაცი შეგვხვდა, გვარად შუღლიაშვილი. მან გულისტკივილით აღნიშ-ნა: “მთელი აქაური ახალგაზრდობა ქალაქში მიდისო,” — ისიც დააყოლა, “საქმე არაფერი იციან და ქურდობენო.” მან შეამჩნია, რომ ამინდი ფუჭდებოდა და თავის სახლში მიგ-ვიპატიჟა. ასეთი ხალხი სოფელში კიდევ ბევრია. ჩემთვის გაუგებარია, რატომ აყარეს აქედან ეს მოსახლეობა. არ სჯობდა გაეკე-თებინათ გზა, გაეხსნათ სკოლა, აფთიაქი, პოლიკლინიკა, მაღაზია. ესენი ხომ უკეთ მიხედავდნენ თავიანთ მხარეს.

გომნაში მწყემსები დაგვხვდნენ. საქონელი ჰყავდათ იალაღზე ამოყვანილი, მათ შორის ქალიც ერია, რომელიც დანგრეული სახლის აივანზე მწყემსებს საჭმელს უმზადებდა. ეს ქალი წარმოშობით ამ ნასოფლარიდან იყო. თურმე იგი, განუკურნებელი სენით დაავა-დებულა. თბილისში წაიყვანეს, სადაც ვერ მოარჩინეს და მომაკვდავი უკან გამოუშვეს. მაშინ ქალმა მოითხოვა: ჩემს გომნაში ამიყვა-ნეთო. ცხადია, სურვილი შეუსრულეს და მოხ-და სასწაული, ქალი სრულიად განიკურნა.

ერთხელაც ნასოფლარ ტაბარუკში ავე-დით. აქ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი სახლები. ერთ-ერთი სახლის კარი ღია დაგვ-ხვდა. კარებზე გულისამაჩუყებელი წარწერა წავიკითხეთ. ცრემლმორეული პატრონი ემშვიდობებოდა თავის გარემოს, მთებს, ბუნებას. იგი წერდა: სახლი ღიაა, შედით და ნურაფერს გააფუჭებთო. ჩვენი იქ ყოფნისას მოწმენი გავხდით, თუ როგორ მოადგნენ მანქანიანი ვიღაც ახალგაზრდები სახლს, გამოიტანეს დარჩენილი ნივთები და წაიღეს.

ჩვენმა გამოჩენამ გომნაში მწყემსების გაკვირვება გამოიწვია, მაგრამ ძალიან გულ-თბილად მიგვიღეს, გაგვიმასპინძლდნენ, რაც კი გააჩნდათ, ყველაფერი გამოგვატანეს: მაწონი, ხავიწი, ხახვი, კიტრი, მწვანილი,

რაც იქვე, დიასახლისის მიერ გაშენებულ ბოსტანში დაკრიფეს. წყაროდან დოქით ცივი წყალიც ამოგვიტანეს. ყველაფერი ძალზე გემრიელი გვეჩვენა, რადგან კეთილი გულით იყო მორთმეული.

დიასახლისს უამრავი ძაღლი და კატა ჰყავ-და, რომლებსაც ჩვენი ნასუფრალი დაუყარა. მე კი გაკვირვებულმა ვკითხე: რისთვის გჭირდება ამდენი შინაური ცხოველი-მეთქი? მისგან საოცარი პასუხი მოვისმინე: “მა, ჩვენ

მადლი არ გვინდა?!” — ასეთ რამეს დღეს ქალაქში ვეღარ გაიგონებ. ხშირად ცხოვე-ლებს კი არა, ადამიანებსაც აღარ იხსენებენ მადლისათვის.

ჩვენი სტუმრობა იმით დამთავრდა, რომ ახალგაზრდა მწყემსი — გოგია გამო-გვაყოლეს, რომელმაც დაბაძველის გზაზე დაგვაყენა.

დაბაძველი თრიალეთის მთებში ულამაზე-სი ადგილია, სადაც წიწვიანი ტყით შემოფარ-გლულ რამდენიმე ტბას კოდიანის ალპური მწვერვალი აგვირგვინებს. ეს სილამაზე ბორ-ჯომში ჩამოსულმა ყველა დამსვენებელმა უნდა ნახოს, მითუმეტეს, რომ ახლა სოფელ ჭობისხევიდან სამანქანო გზაც გაიყვანეს.

მეორე ზაფხულს საჩუქრებით ხელდამ-შვენებულები ისევ ვეწვიეთ გომნაში ჩვენს მწყემსებს. ისინი გვიცდიდნენ! დარწმუნე-ბულები იყვნენ, რომ მოვინახულებდით. ეს შეხვედრები შემდეგშიც გავაგრძელეთ და არც არასოდეს დამავიწყდება.

თრიალეთის ქედი თავისი შემოგარენით განსაკუთრებით ლამაზია. აქ ფეხით სიარუ-ლი ძალზე სასიამოვნოა და კავკასიონთან შედარებით უფრო ადვილად დასაძლევიც.

დიდხანს ოცნებად მქონდა კოდიანზე ას-ვლა. ეს მთა ფორმით სამკუთხედს წააგავს და ბაკურიანის გარშემო მთაგრეხილს დასავლეთით ლამაზად ამკობს. კოდიანის გადაღმა უკვე მტკვრის ხეობაა. ამ მწვერვა-ლიდან შესანიშნავი ხედები იშლება ყველა მიმართულებით.

აგვისტოს ერთ დღეს, დილაადრიან მე და ჩემი ძმა ბორჯომიდან ციხისჯვრამდე ტაქსით ავედით. საიდანაც ჩვენი მარშრუტი იწყებოდა, ბედად იქ დაგვხვდა ღია რონო-დაგამობმული ტრაქტორი, რომელსაც გლე-ხები სათიბში უნდა აეყვანა. ტრაქტორისტი ხრისტო გასამგზავრებლად ემზადებოდა. ჩვენ საშუალება მოგვეცა ამ ტრანსპორტით გარკვეულ მანძილზე გვევლო. ეს იყო და-უვიწყარი მოგზაურობა. მთების კალთები მაღალი ბალახით და აუარებელი ალპური ყვავილებით იყო მორთული. აღტაცებულმა თავი ვერ შევიკავე და ნაირფერი თაიგული ბორჯომში ჩამოვიტანე, სადაც ახალგაზრ-და მხატვარმა დათო სულაკაურმა ტილოზე გადაიტანა.

იალაღებზე მოსულები შევუყევით კოდი-ანის ტრაპეციას. მწვერვალზე შედარებით იოლად ავედით.. ჩვენ წინ ბაკურიანისა და ციხიჯვრის მიდამოების ულამაზესი ქედები გადაიშალა. გზა ერთ მხარეს დაბაძველისა და თორისაკენ ეშვებოდა, მეორე მხარეს — სო-ფელ ტაძრისისაკენ, რომელიც უკვე მტკვრის ხეობას ეკუთვნოდა.

კოდიანის მახლობლად შეგვხვდა მოხუცი პატარა ბიჭთან ერთად. ესენი სათიბში იყვნენ ამოსულნი... ასპინძიდან. მათ გვიჩვენეს გზა და უღელტეხილი, რომლითაც ამოვიდნენ. შემდეგ ხელში ჩამივარდა ახალციხეში გამო-სული ადგილობრივი გაზეთი საინტერესო

წერილით — ჩვენს სახელოვან წინაპრებზე. აქ, კოდიანზე, მეფე ერეკლე თავისი ჯარით ამოსულა, როცა აწყურთან ტოტლებენმა უსინდისოდ გაწირა. სწორედ ამ უღელტე-ხილით დაეშვა მეფე ასპინძისაკენ, სადაც ცნობილი დიდი გამარჯვება მოიპოვა. ეს გზა მეფეს ერთმა ქართველმა პატრიოტმა, გვარად ბერიძემ უჩვენა. შემდეგში იგი თევ-დორე მღვდელივით თათრებმა დაიჭირეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.

კოდიანიდან ჩვიდმეტი კილომეტრის გავლის შემდეგ სოფელ ტაძრისში ჩავედით. განაპირა სახლიდან ქალი გამოვიდა და შო-რიდან მომავალი მგზავრები სახლში შეგვი-პატიჟა. ბევრი გვეხვეწა, დავრჩენილიყავით, მაგრამ მადლობა გადავუხადეთ და გზა გავაგრძელეთ, რათა ბოლო ავტობუსისთვის მიგვესწრო. საღამო ხანი იყო, როცა სოფელ დვირში ჩავედით. აქედან შარამდე კიდევ სამი კილომეტრი იყო დარჩენილი. სოფელ-ში ბევრს მანქანა ედგა სახლთან, მაგრამ ჩვენ მოგვერიდა და ფეხით განვაგრძეთ ეს დაულეველი გზა. უცებ პატარა ავტობუსი წამოგვეწია. მძღოლმა გაგვიჩერა და წაყვანა შემოგვთავაზა, მაგრამ გაგვაფრთხილა, რომ ნასვამი იყო და მხოლოდ შარაგზამდე გაგვიყ-ვანდა. მართლაც ამ კეთილმა ახალგაზრდამ მიგვიყვანა გზამდე, ბორჯომისკენ მიმავალი ავტობუსი გაგვიჩერა და გაგვამგზავრა. ჩვე-ნი მოგზაურობისას ხშირად შევხვედრივართ ასეთ გულკეთილ ადამიანებს, რომელთა წყალობითაც ჩვენი ტურისტული მარშრუტი უფრო სასიამოვნო ხდებოდა.

დიდი მადლიერების გრძნობით მახსენდება ჩემი შვილის ერთ-ერთი აღმზრდელი, ქართუ-ლი ალპინიზმის მამამთავრის, გიორგი ნიკო-ლაძის მიერ დაარსებული ტანმოვარჯიშეთა სახელგანთქმული გუნდის — “შევარდენის” წევრი დათა ხელაძე — კაცი სიკეთით სავსე, რომელმაც არაერთი ახალგაზრდა აღუზარ-და სამშობლოს და რომელსაც მადლიერების ნიშნად ყველა “ძია დათას” ეძახდა.

ბევრი საინტერესო ამბავი მქონდა მისგან გაგონილი. იგი ცხინვალელი იყო. იქ ძმის გვერდით, ხილის ბაღში, სახლი ედგა, სა-დაც ჩემი სახელობის ვაშლის ხეც ყვაოდა. შემოდგომაზე თავისი ხელით დაკრეფილი ვაშლი ჩვენთან ჩამოჰქონდა. მის მეზობ-ლად გამოჩენილი ქართველი მწერალი და მსახიობი მერაბ ელიოზაშვილი ცხოვრობდა. საერთოდ, ჩემი ცხოვრების მთელს მანძილზე ამ საუცხოო ქართული ქალაქის მოსახლე-ობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა.

ადრე ცხინვალში ქართული ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობდა (კომ-პოზიტორი ალექსი მაჭავარიანი, მეცნიერი შალვა ხიდაშელი და ბევრი სხვა). ძია დათაც ბოლომდე ამ ქალაქის ერთგული დარჩა, თუმცა სულ იძახდა, აქ აღარ დამედგომებაო. აქაური ქართველობა განუწყვეტელ ნაკადად მოედინებოდა თბილისისაკენ. სიცოცხლის ბოლომდე ძია დათა ფიზკულტურის ინსტი-ტუტში მუშაობდა. აქ ყველა მისი აღზრდილი იყო და ყველას ძალიან უყვარდა. აიძულებ-დნენ სამსახურში მისულიყო და მათთან ერთად “ემუშავა.” რჩევა-დარიგებას ის ხომ არავის დააკლებდა! დილით სამსახურში ადრე მივიდოდა, ერთ წრეს შემოუვლიდა სტადიონს, სადაც ახალგაზრდები ვარჯიშობ-დნენ, შუა დღემდე რჩებოდა მათთან. შემდეგ

მეგობრებთან ერ-თად ისადილებდა და მხოლოდ მაშინ უშვებდნენ სახლში. მართლაც, ადამიან-მა ისე უნდა იცხოვ-როს, როგორც ჩვე-ნი საყვარელი ძია დათა ცხოვრობდა — სამშობლოს ერ-თგულ სამსახურში, ხალხზე, ახალგაზ-რდობაზე ზრუნვასა და სიყვარულში.

მე და ჩემი ოჯახი ვეთაყვანებოდით ამ შესანიშნავ ქართ-ველს. ბევრი ამბავი მაქვს მოსმენილი მისგან. მან მიამ-ბო ერთი ტურის-ტული მარშრუტის შესახებ, რომელიც სხვა “შევარდენის-ტებთან” ერთად გიორგი ნიკოლაძემ იმერეთიდან ბორ-ჯომში გადასვლით დაასრულა.

ერთ ზაფხულს მე და ჩემმა ძმამ მო-ვინდომეთ ამ მარ-შრუტის განხორ-ციელება. ლიკანის მეოთხე სამმართვე-ლოს ზედა კორპუ-სიდან, წყალგამყოფ ქედს შევუდექით.

ზემოთ სწრაფად ავედით და დავიწყეთ გადასასვლელის ძებნა. ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. გზა და ბილიკი არსად ჩანდა. რამ-დენიმე საათი უქმად სიარულს მოვანდომეთ და ბოლოს მთის გადაღმა რაღაც დასახლებას მივადექით. ეს სოფელი ბანისხევი აღმოჩნდა. იქიდან პატარა მდინარე მტკვრისკენ მიედი-ნებოდა. ძალაუნებურად გამოვყევით მას და სოფელ რველთან, ბორჯომისკენ მიმავალ შარაზე გამოვედით. ასეც ხდება. ყოველთვის არ ხერხდება დასახული მიზნის განხორცი-ელება. თუმცა ჩვენ მაინც კარგი ლაშქრობა გამოგვივიდა და ლიკნიდან რველამდე მესხე-თის ნაკრძალის ნაწილი გავიარეთ.

იმავე ზაფხულს დავლაშქრეთ მთა, რო-მელიც ბორჯომს დაჰყურებს ჩრდილოეთის მხრიდან. ბილიკს გოგიას ციხიდან ავუყევით, ავედით მთაზე, საიდანაც მთელი ბორჯომის საუცხოო ხედი იშლება. მთის მეორე მხარეს სანატორიუმთან ჩამოვედით.

ახლახან გამოვიდა საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, ყველასათვის საყვარე-ლი კომპოზიტორის მერი დავითაშვილის წიგნი “მოგონებები გარდასულ დროთა.”

ავტორს ქვესათაურებად აქვს წიგნი დაყოფილი და საინ-ტერესოდ გადმოგვცემს თავის შინაგან განცდებს, საკუთარ პიროვნულ თვისებებს, წარმოდგენილია ვრცელი მასალა მის პირად ურთიერთობებზე ქვეყნის არაერთ გამოჩენილ ადამიანთან.

ჩვენი გაზეთის მკითხველებისათვის ისიცაა საინტერესო, რომ წიგნის რამდენიმე თავი ეთმობა მესხეთს, რადგან ავტო-რი სისხლხორცეულადაა დაკავშირებული ამ მხარესთან — მისი დიდი პაპა, დეკანოზი გრიგოლ დავითაშვილის საუკუნე განსასვენებელი ხომ ახალციხის რაბათის წმ.მარინეს ეკლე-

სიაა, დედულეთი კი — თვალწარმტაცი ბორჯომი, სადაც ბავშვობის წლების გარკვეული ნაწილი გაატარა.

გთავაზობთ ნაწყვეტს მოგონებათა წიგნიდან:

მერი დავითაშვილი შვილიშვილთან ერთად ქ. ბორჯომში

Page 11: №5 (149) მაისი

2011 წელი, მაისი 11ლიტერატურული მესხეთი

“სამცხე-ჯავახეთის” მეორე დაბადება

იყო ვინმე მეფე ბრძენი, ჭკვიანი და გულკეთილი, მოწყალე და ღა-რიბთ მოყვარული. ერთხელ მეფემ მოისურვა თავისი საბრძანებელი შემოევლო და გაეგო, სად რა ხდე-ბოდა და ვინ როგორ ცხოვრობდა. უბრძანა თავის ვეზირებს, რომ სულ უბრალო ტანისამოსი ჩაეცვათ თვითონაც და მეფესაც. ბრძანე-ბა შესრულებულია, — მიუგეს ვეზირებმა. მიართვეს უბრალო შეკაზმული ცხენი, თვითონაც უბ-რალო ცხენზე შეჯდა და წავიდნენ. გავიდნენ ქალაქ გარეთ. ბევრი სიარულის შემდეგ მივიდნენ ერთ მდინარესთან, ნახეს ერთი მოხუ-ცებული ბერიკაცი, მებადური, რომელიც თევზაობდა.

— გამარჯობა ბერიკაცო! — უთხრა მეფემ.

— გაგიმარჯოს ღმერთმა, მეფევ, მეფევ! — მიუგო ბერიკაცმა.

მეფეს გაუკვირდა, როგორ მიც-ნო, მე რომ მეფე ვარო და ჰკითხა:

— რატომ ადრე არ ამდგარხარ, რათ დაგიგვიანებია?

— ადრე ავდექი, დიდებულო მეფევ, მაგრამ რაც დავიჭირე, სულ სხვებმა წამართვესო, — უპასუხა მოხუცმა.

— თქვენი წისქვილები როგორ მუშაობენ? — ჰკითხა მოხუცს მეფემ.

— აღარ ჰფქვავენ, ძლივს ღერ-ღავენო.

— შორს სიარული შეგიძლია? — ჰკითხა მეფემ.

— ძალიან დავაახლოვე, დიდე-ბულო მეფევ.

— მთაში თოვლი მოსულა, არა? — უთხრა მეფემ.

— ბარშიც ჩამოვიდა, — მიუგო სიცილით მებადურმა.

— შენ ორი მსუქანი ბატი რომ გამოგიგზავნო, შეგიძლია იმათი გაბტყვნა თუ არა? — უთხრა მეფემ.

— ეგ ჩემი ხელობაა, დიდებულო ხელმწიფევ!

დაემშვიდობა მეფე მებადურს და დაბრუნდნენ უკან, სახლისკენ. რომ მივიდნენ სახლში, მეფემ მოიხ-მო ვეზირები და უთხრა: თქვენ, ვეზირები ხართ და ის მებადური კი უსწავლელიო, უბრალო გლე-ხი! ეხლავე ამიხსენით, რაც იმას შეკითხვები მივეცი. იმან ყველა შეკითხვაზე პასუხი გამცა და თუ თქვენ ვერ მომცემთ პასუხს, ეხლავე მოხსნილი იქნებით თანამ-დებობიდანო! — უბრძანა მეფემ ვეზირებს. ვეზირები დაფიქრდნენ, ვერაფერი ვერ უპასუხეს მეფეს და სთხოვეს ორი დღე გვადროვე, მოვიფიქრებთ და გეტყვითო.

მეფემ მისცა ორი დღის შეღა-ვათი. ვეზირები მეორე დილითვე წავიდნენ მებადურთან, ისე ღამე წავიდნენ, რომ სანამდის მებადუ-რი სახლიდან წავიდოდა სადმე. სახლში მიუსწრეს, მიესალმნენ და სთხოვეს დაეწერინებინა ის საკითხები, რაზეც მეფე ელაპარა-კა თევზაობის დროს. მებადურმა გულში ჩაიცინა და თქვა: ეხლა არის ჩემი ბიჭობა და ჩემი კაცობაო! და უთხრა, ოცი დღის შემდეგ მოდითო. ვეზირებმა უთხრეს: რას ამბობ, კაცო, ჩვენ გვეჩქარება, შენ იცი, ახლავე უნდა გვასწავლოვო. რა ვუყო, გეთაყვა, მეც ძალიან მეჩ-ქარება, ეხლა ისეთ საქმეზე უნდა წავიდე, რომ იქიდან არა ნაკლებ ასი ოქროს მოგება მექნებაო. და დაიწყო მზადება წასასვლელად. ვეზირები შეწუხდნენ, მოილაპარა-კეს თავიანთთვის რაღაც: უთხრეს მოხუც მებადურს, რომ ოცდახუთ ოქროს მისცემდა თითო მათგანი, ოღონდაც ესწავლებინა მათთვის. ბერიკაცი განაზდა და უთხრა: მე ასი ოქრო უნდა მომეტანა, ისეთ საქმეზე მივდიოდი დღეს რომ, რა უყო იმ მეფის ხათრსა, რაკი ჩემთან გამოუგზავნიხართ, ზოგსაც მე ვი-ზარალებ და თქვენი სიტყვა იყოს, დათვალეთ ოცდახუთ-ოცდახუთი

ოქრო და გასწავლითო. ვეზირებმა ამოყარეს ოქროები და მისცეს სულ 10-10 მანეთები. დამიგდეთ ყური და გასწავლითო:

— პირველად რომ მითხრა, ადრე რატომ არ ამდგარხარო, ეს იმას ნიშნავს, რომ ადრე რატომ არ აღ-ნიშნულხარო (დაქორწინებულხა-რო), რომ შვილებმა გაცხოვრონო. მეც მივუგე, რომ ადრე ავდექი, მაგრამ სხვამ წამართვა-მეთქი. მე ის ვუთხარი, რომ ადრე დავინიშნე (დავქორწინდი), მაგრამ გოგოები გამიჩნდნენ და სხვამ წამართვა-მეთქი.

— მეორეთ მითხრა: თქვენი წისქვილი კიდევ მუშაობსო? — მე ვუთხარი, მუშაობს, მაგრამ ღერღავსო. ეს იმას ნიშნავს, რომ კბილები არ გაკლიაო. მე ვუთხარი, აღარ მაქვს-მეთქი.

— მესამედ იკითხა: შორს სი-არულზე როგორ ხარო. მე ვუთხა-რი, რომ დავაახლოვე-მეთქი. ეს იმას ნიშნავს, რომ მხედველობაზე როგორ ხარო, რომ შორს ვეღარ ვხედავ-თქო.

— მეოთხედ მკითხა: თქვენს მთაზე თოვლი მოვიდაო? ე.ი. თმა გაგითეთრდაო? — მე მივუგე — ბარშიც ჩამოვიდა-მეთქი. ე.ი. თქვენც თეთრდებით-თქო.

— მეხუთედ მკითხა: ორი მსუქანი ბატი რომ გამოგიგზავნო, გაბდღ-ვნითო. ეს თქვენზე მითხრა: ორი მდიდარი კაცი რომ გამოგიგზავნო, წაართმევთ რამესო? მე მივუგე — მოვახერხებ-მეთქი. აი ამიტომ 100 ოქრო გთხოვეთ, მაგრამ ისევ შეგიბრალეთ და 50 ოქროს დავ-ჯერდი. წადით და რაც რამე არ გეცოდინებათ, კიდევ მომაკითხეთ.

ასე გამოისტუმრა ვეზირები ბე-რიკაცმა და თან უთხრა: მე საიდან უნდა ამეღო 100 ოქრო, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ 50 მაინც მოგეცათ.

მთქმელი გიგა მაისურაძე, ახალ-ციხის რაიონი, სოფელი მუსხი..

ჩაიწერა ნათელა მოხევიშვილმა

1965 წელს, მოგვაწოდა გიორგი ივანიძემ

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს უ ძ ვ ე ლ ე ს ი კუთხით — ჯავახეთით არაერთი მკვლევარი დაინტერესებულა. ეს თემა განსაკუთრებით აქტუ-ალური გახდა უკანასკნელ ხანს სომხურ პუბლიკაციებსა და საის-ტორიო გამოცემებში.. ჩვენდა სამწუხაროდ, ისინი სათუოს ხდიან მის ისტორიულ სინამდვილეს. ვინ იცის, კიდევ რამდენი პასკვილი დაიწერება, ვაი-მეცნიერები კიდევ რა არგუმენტებით არ შეეცდებიან განიმტკიცონ თავიანთი პოზიცი-ები, მაგრამ, ერთი კი ცხადია, ჯა-ვახეთი უძველესი ქართული მიწაა, ქართველთა წინაპრების სისხლითა და ხორცითაა გაპოხიერებული და ისტორიის თავდაყირა დაყე-ნების უფლება არავის არა აქვს. ეკლესია-მონასტრები — ჩვენი

წარსულის უტყვი მემა-ტიანეები ღაღადებენ ამ მიწის ქართულობას (განა ბედის ირონია არაა ამის მტკიცება რომ გვიხდება წა-რა-მარა?!), მრავალი წიგნი, გამოკვლევა, ისტორიული წყარო, მატიანეები ამის ნათელ დასტურს იძლევიან.

ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ახლახან კი-დევ ერთი, ფრიად საინტე-რესო და, ჩვენ ვიტყოდით, ლამაზი წიგნი მიიღო ჯავა-ხეთის ისტორიით დაინტე-რესებულმა მკითხველმა. თავის კუთხეზე — ჯავა-ხეთზე უსაზღვროდ შეყვა-რებულმა, აქ დაბადებულ-გაზრდილმა პატრიოტმა

ადამიანმა კუკური მეტრეველმა საკუთარი ხარჯებით გამოსცა ორენოვანი (ქართულ-რუსული) წიგნი “ჯავახეთი.” იგი ძირითა-დად ეხება ჯავახეთის ისტორიას დასაბამიდან დღემდე და მხოლოდ წერილობით დოკუმენტებზე, ის-ტორიულ წყაროებზე დაყრდნობით წარმოაჩენს ჯავახეთის — საქარ-თველოს სამხრეთის კარიბჭის როლზე საქართველოს ისტორიაში.

წიგნის წყობა, გადმოცემულ მასალათა თანმიმდევრობა ისეა აკინძული და ისე დამაჯერებლადაა გადმოცემული თითოეული მოვლე-ნა, რომ მკითხველის ინტერესის სფეროში მჭიდროდ ჯდება და მკაფიოდ განმარტავს თითოეულ

სადაო საკითხს, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ქართველ და უცხოელ მკვლევართა შორის.

საქმეში ჩაუხედავი ნებისმი-ერი ადამიანი გაეცნობა თუ არა ამ წიგნს, ნათელი წარმოდგენა შეექმნება ჯავახეთის ისტორიულ წარსულზე, მის დღევანდელობა-ზე. მეტი დამა-ჯერებლობისათ-ვის ფართოდაა წარმოდგენილი ჯავახეთის ის-ტორიული ძეგ-ლების, ქართული ეროვნული სტი-ლით დამახასი-ათებელი ეკლე-სია-მონასტრების მდიდარი ფოტო მასალა. წიგნი დაბეჭდილია მა-ღალ პოლიგრა-ფიულ დონეზე და შესანიშნავი დი-ზაინით იზიდავს მკითხველს.

ეს წიგნი დიდი შენაძენია ჯავა-ხეთის ისტორიით დაინტერესებუ-ლი მკითხველი-სათვის.

გამოცემის რე-დაქტორია ისტო-რიის მეცნიერე-ბათა დოქტორი, პროფესორი ვახ-ტანგ გურული,

რეცენზენტი — ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი მერაბ ბერიძე.

წიგნის რუსული თარგმანი ეკუთ-ვნის ქეთევან ჯაყელს.

ეკა დავითაშვილი

არიან წიგნები, რომლებიც დღი-დან მათი გამოცემისა, ბიბლიოგ-რაფიულ იშვიათობად იქცევიან და რაც დრო გადის სულ უფრო იზრდება მათზე მოთხოვნები, მით უფრო მაშინ, როდესაც ისინი არა მარტო ჩვეულებრივი მკითხველე-ბისთვისაა განკუთვნილი, არამედ, მკვლევარების, სტუდენტების და ფართო მკითხველთათვის და, ურომლისოდაც, წარმოუდგენელია ამ სფეროში სათანადო სწავლა-გა-ნათლების მიღება.

ჭეშმარიტად დიდი ისტორიკო-სის შოთა ლომსაძის ფუნდამენტუ-რი შრომა “სამცხე-ჯავახეთი”, ძი-რითადად მოიცავს XVIII საუკუნის შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწ-ლებამდე პერიოდს და ძირითადად ეხება საქართველოს ამ ძირძველ კუთხეს. იგი უდიდესი შენაძენია ქართული ისტორიოგრაფიისათ-ვის. დაბეჯითებით შეიძლება ით-ქვას, რომ ვერცერთი მკვლევარი, რომელიც ამ მხარის ისტორიის ამ მონაკვეთს იკვლევს, შოთა ლომსა-ძის წიგნის — “სამცხე-ჯავახეთის” გამოუყენებლად ვერავითარ ღი-რებულს ვერ შექმნის.

ბატონმა შოთა ლომსაძემ კო-ლოსალური შრომა გასწია მისი შექმნისათვის. ეს სამცხე-ჯავახე-თის ისტორიით დაინტერესებულ-მა ნებისმიერმა ადამიანმა კარგად იცის. თითქოს განგების ძალა იყო, რომ ამ წიგნის შექმნისთვის ქვეყნიერებას მოევლინა ბატონი შოთა — მეცნიერი, საზოგადო მოღ-ვაწე, უაღრესად ნიჭიერი პოეტი და სამშობლოზე, საკუთარ კუთხეზე უსაზღვროდ შეყვარებული ადა-მიანი..

დიდი მეცნიერის ღვაწლი გამო-რჩეულად მისი დაბადების 85 წლის საიუბილეო დღეებში დაფასდა, ისიც — მესხეთში. თუმცა, ძალზე სამწუხაროა, რომ რესპუბლიკუ-

რი მასშტაბები მან ვერ მიიღო, არადა, შოთა ლომსაძისნაირი დიდი მეცნიერები ხომ თითზე ჩამოსათვლელები ჰყავს საქართვე-ლოს?! ალბათ მოვა დრო, როდესაც კეისარს კეისრისა მიეზღვევა!

ახალციხის სახელმწიფო მუზე-უმის მთელმა კოლექტივმა, მისი დირექტორის, ქალბატონ ციური ლაფაჩის სახით, გასული წლის დასაწყისიდანვე დაიწყო ბატონ შოთა ლომსაძის საიუბილეო ღო-ნისძიებების ჩატარება და არც თუ

ისე ურიგოდ. კულმინაცია კი მაინც მეცნიერისადმი მიძღვნილი დიდი სამეცნიერი კონფერენცია იყო, რომელსაც ფართო აუდიტორია დაესწრო და მათ შორის იუბილა-რის ოჯახის წევრები. სწორედ მაშინ გადაწყდა ამ მართლაც და უმნიშვნელოვანესი წიგნის “სამ-ცხე-ჯავახეთის” ხელმეორედ გამო-ცემა, როდესაც ამისი აუცილებ-ლობის საკითხი დასვა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერ-

სიტეტის სრულმა პროფესორმა, ქალბატონმა თინა იველაშვილმა. ამ მისიის (და არც თუ ისე იოლი) შესრულება საკუთარ თავზე აიღო ამავე უნივერსიტეტის რექტორმა, ქალბატონმა თინა გელაშვილმა, რომლის მართლაც და შესაშური ორგანიზატორული ნიჭის წყალო-ბით უმოკლეს ვადაში მკითხველმა მიიღო დიდი მეცნიერის მეორედ დაბადებული, ლამაზი დიზაინით გაფორმებული წიგნი-სახელმძღვა-ნელო — “სამცხე-ჯავახეთი.”

მეორე გამოცემაში დამატებით შესულია ცნობილი ისტორიკო-სის, აწ გარდაცვლილი ვალერი სილოგავას ვრცელი დახასიათება შოთა ლომსაძის მონოგრაფიულ ნაშრომზე და იგი დეტალურად ეხება ამ წიგნის უდიდეს მნიშვნე-ლობაზე სამცხისა და ჯავახეთის უფრო ღრმა მეცნიერული შესწავ-ლის საქმეში. წინათქმა ეკუთვნის წიგნის უშუალო გამომცემელს, უნივერსიტეტის რექტორს, ქალ-ბატონ თინა გელაშვილს.. ამავე გამოცემაში შესულია დიდი მეც-ნიერის მეუღლის, ისტორიის მეც-ნიერებათა დოქტორის, ქალბატონ ლეილა ბურჯანაძის მოგონება შოთა ლომსაძის წიგნზე — “სამ-ცხე-ჯავახეთი” და ცნობილი ქარ-თველი მეცნიერებისა და მწერლე-ბის თვალსაზრისები წინამდებარე წიგნის პირველ გამოცემაზე.

წიგნი გამოიცა გამომცემლობა “ახალციხის უნივერსიტეტში.”

სასიხარულოა, რომ აღნიშნული გამოცემის თითქმის მთელი ტირა-ჟი გამოცემისთანავე იქნა რეალი-ზებული, რის გამოც გამოცემის ტირაჟი გაიზარდა და დაინტერე-სებულ პირებს ამ წიგნის შეკვეთა-შეძენა შეუძლიათ უნივერსიტეტის გამომცემლობაში.

ავთანდილ ბერიძე

იგავ-არაკიახალი

გამოცემები

კიდევ ერთი შენაძენი

Page 12: №5 (149) მაისი

ლიტერატურული მესხეთი12 2011 წელი, მაისი

“კოლორ-პრინტში”

რუსთაველის 40/1. ტელ.: 99-98-82

სსიპ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

მერაბ ბერიძე, დურმიშხან ბერიძე, რამაზ ბერაძე, სერგო მელიქიძე (პასუხისმგებელი მდივანი), ვახტანგ ინაური

ქ. თბილისში გაზეთ “ლიტერატურული მესხეთის” შეძენა შეგიძლიათ თავისუფლების მოედანზე –

ალ. პუშკინის ქუჩა №5-ის წინ, საქართველოს რაიონებში – “საქპრესის” ჯიხურებში

“ნაწილი ერისა, რომელიც მოშორდა საერთო ეროვნულს ნიადაგს, სწრაფად მიდის უკან-უკან, სუსტდება, ველურდება და

ხდება მსხვერპლად გამხრწნელი პროცესისა.”იაკობ გოგებაშვილი

თ ქ მ უ ლ ე ბ ე ბ ი

გა ზე თის რე დაქ ცია სარ გებ ლობს თა ვი სუ ფა ლი პრე სის პრინ ცი პე ბით და პა სუხს არ აგებს გა მოქ ვეყ ნე ბულ წე რი-ლებ სა და პუბ ლი კა ცი ებ ში მოყ ვა ნილ ფაქ ტებ სა და მო საზ რე ბებ ზე.

ყველა დროსა და ეპოქაში საფინანსო წარმოების გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიური განვითარება. კარ-გად აწყობილი საფინანსო საქმიანობა კი წარმატების მთავარი გარანტიაა. ეს ერთ-ნაირად ეხება როგორც საბიუჯეტო, ასევე ნებისმიერ სხვა საფინანსო ანგარიშვალდე-ბულ ორგანიზაციასაც, მით უფრო ახლა,

როდესაც ამ მიმართებით სერიოზული მოთხოვნებია ქვეყნის მასშტაბით. ამიტო-მაცაა, რომ ფინანსური მდგომარეობის მოწესრიგების მიზნით ბევრი საინტერესო წიგნი-სახელმძღვანელო გამოდის და ამ საქმეში სხვებთან ერთად თავის სიტყვას ამბობს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც, რომლის თანამშრომლე-ბიც თავიანთი სამეცნიერო გამოცემებით ხელს უწყობენ მომავალი სპეციალისტების აღზრდის ფრიად საპასუხისმგებლო საქმეს.

ახლახან ამ უნივერსიტეტის თანამშრომ-ლებმა გამომცემლობა “უნივერსალში” გამოსცეს სტუდენტებისათვის განკუთ-ვნილი კიდევ ერთი წიგნი “აღრიცხვა სა-ფინანსო-საკრედიტო დაწესებულებებში,” რომლის ავტორები არიან ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, სრული პროფე-სორი ცისკარა ზარანდია და ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი, გამორჩეული ფინანსისტი კარ-ლო ხუციშვილი (იგი უკვე მეორე წიგნის თანაავტორიცაა),

წიგნის სამეცნიერო რედაქტორებია ეკო-ნომიკის აკადემიური დოქტორები, სრული პროფესორები ლავრენტი ჩიბურდანიძე და თინა გელაშვილი; რეცენზენტები -ეკონო-მიკის აკადემიური დოქტორები, ასოცირე-ბული პროფესორები გიორგი ბარბაქაძე და კობა სანდროშვილი.

საკუთარი ინფორმაცია

სოფელი თაფლახევი მდებარეობდა სოფელ ანდრიაწმინდის ტერიტო-რიის მიმდებარედ, ახალციხე-ურავ-ლის გზის მონაკვეთზე, ე.წ. “მუსხის გადასახვევთან.” აქ დღესაც ეტყობა ნასახლარების კვალი. გასული საუკუ-ნის 80-იან წლებში სასოფლო გზის გაფართოების დროს აქ აღმოაჩინეს წისქვილის ქვა (“ნახიდარის თავზე”), რომელიც ურავლის კოლმეურნეობის წისქვილში გადმოიტანეს და დღესაც ამ მიზნითაა გამოყენებული.

“გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავ-თრის” მიხედვით, თაფლახევში ცხოვ-რობდა ორი კომლი, ორი ძმა — ვარძელ შაქარასძე და ანტონი. მათ ფუტკარზე გადასახადი შეწერილი ჰქონიათ 50 ახჩა. იმ დროს სოფელ ანდრიაწმინდაში ცხოვრობდა 42 ოჯახი და მათაც იმდე-ნივე გადასახადი ჰქონიათ თაფლზე.

1985 წელს სოფელ ანდრიაწმინდაში იასონ ინასარიძემ ჩამაწერინა თაფლა-ხევზე ერთი საინტერესო თქმულება და იმედია იგი ჩვენი გაზეთის მკითხველებ-საც დააინტერესებს:

“სოფელ თაფლახევიდან სოფელ აგარაში გაუთხოვებიათ ქალი. ძველი

წესით ახალგათხოვილ ქალს სიძესთან ერთად ქალის ოჯახი მინიმუმ ორი კვირით მაინც მიიპატიჟებდა ხოლმე. ამ წესს მესხეთში “ფეხისბრუნვას” ეძახდნენ.

როცა სიძე თავის ახალმოყვანილ მეუღლესთან ერთად უკან, სოფელ აგარაში გაბრუნებულა, ქალის ოჯახს სავსე ქილით თაფლი გაუტანებია, ოჯახში ტკბილად მიბრუნდითო.

გავიდა დრო. აგარელი მოყვრები ცარიელ ქილას ხომ არ გაუგზავნიდნენ თაფლახეველ მოყვრებს და იმათაც იმავე ქილით სელის ზეთი გაუგზავნეს. თაფლახეველებს რომ უნახავთ ქილა, ეწყინათ თურმე, თაფლი უკან დაგ-ვიბრუნესო. იმდენად სქელი ყოფილა სელის ზეთი, რომ თაფლისაგან ვერ გაურჩევიათ იქამდე, ვიდრე გემო არ გაუსინჯავთ.”

ამ ამბის შემდეგ მესხეთში ასეთი გამოთქმა გავრცელებულა: “თაფ-ლახეველივით ზეთსა და თაფლს ვერ არჩევო!”

რეზო ანდღულაძე

ახალი გამოცემები

დღევანდელმა გაუსაძლისმა მდგო-მარეობამ ადამიანებს საარსებო წყა-როს მოპოვებისათვის ათასნაირი გზების ძიებისაკენ უბიძგა.

ახალდაბელმა ლალი დობორჯგი-ნიძემ “საოჯახო” ბიზნესის “დასატ-რიალებლად” ლილოს ბაზრობაზე დაიწყო სიარული. ერთხელაც თავის შვილთან ერთად წავიდა ბაზრობაზე. შვილს ძალიან მობეზრდა ბაზრობაზე ხეტიალი და დედას უთხრა, მთავარ გასასვლელთან დაგელოდებიო. ლა-ლიმ “ხადავოი ტავარი” შეიძინა და გასასვლელისაკენ გასწია. სახტად დარჩა შვილი დანიშნულ ადგილზე რომ არ დახვდა. აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ მის ასავალ-დასავალს რომ ვერ მიაკვლია, საშინელი ღრიალი მორთო. რამდენიმე მადლიანმა ადა-მიანმა უყურადღებოდ არ დატოვეს საბრალო ქალი და შეეკითხნენ თუ რა ატირებდა. ლალიმ სლუკუნით ძლივს უპასუხა: ბავშვი დამეკარგაო.

იქ მყოფებმა თანაუგრძნეს, ზოგმა უსაყვედურა კიდეც: ქალო, ბავშვს ხელი ვერ მოკიდეო? ბოლოს ერთმა წამოიძახა: ბაზრობის ადგილობრივი რადიოთი გამოვაცხადოთო და ბავშვის გვარ-სახელი იკითხა:

— როინ დობორჯგინიძეო! — მიუგო ლალიმ.

— რამდენი წლისააო? და... ჰოი, საოცრებავ!

— ორმოცისაო! — იყო პასუხი.სიცილ-ხარხარმა გადაუარა იქა-

ურობას.რადიომ მართლაც გამოაცხადა

როინის დაკარგვის ამბავი. როინი კი ამ დროს ცივ ლუდს მიირთმევდა და რადიოში ინფორმაციის გამო-ცხადებისთანავე თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ბაზრობის მთავრი გასასვლე-ლისაკენ.

ალგი ლომიძე,ქ.ბორჯომი

შემთხვევა ლილოს ბაზრობაზესიმღერა ადიგენზე

მთის წიაღში წამომდგარო,მადლიანო, ნათლის მფენო,განახლებულ მესხეთის მხრის,შუქურა ხარ ადიგენო.თავს დაგყურებს შავშის წვერი,როგორც ბრძენი ხელოვანი,მხარს გიმშვენებს ზარზმის უბე,გორგული და ლელოვანი.ძველ ქერქიდან ამოსულხარ,ზეიმით და გახარებით,გოდერძის მთის ეშხი გმოსავსდა შუქს გაწვდის კახარეთი.შენ რომ მწკრივად ჩაგიყვება,იმ სოფლების დღეობაა,შენი სიმხნე და სიმდიდრექვაბლიანის ხეობაა.ყველგან ლხინი, გახარება,ქორწილი და ძეობაა, ხალხის შრომა-გარჯილობის,მეჯლისი და მზეობაა.თვალს ძლივს ვუწვდენ ოქროს ციხეს,შოთას კალმით დასამშვენსა,ოცხის წყალი უნანავებსვარხანსა და ხევაშენსა.ზამბორის მთის ხავერდებზენისლი ნაზად დაფენილა,

თრიალა კი ლალ-ზურმუხტადლურჯ თვალივით გახელილა.აბასთუმნის ხეივნებშიუხვად მოსჩქეფს ცივი წყარო,და ფერსათის მთების იქითჩანს გურია და ბახმარო.ბნელ წარსულის მწვავე წყლულიგანიკურნა, მორჩა ძნელი,სიზმარივით გვაგონდებაზარზმელი და ჩორჩანელი.მთის წიაღში გაბადრულისინათლის და მადლის მფენი,შრომისა და ბრძოლის ნიშნადამაყად დგას ადიგენი

ილ.მანიძე, სახალხო მთქმელი, ადიგენი, 1966 წელი…

“ ლ ე ქ ს ო , ა რ დ ა ი კ ა რ გ ე ბ ი ! ”

გაზეთის დღევანდელ ნომერში გამოყენებულია ინტერნეტის ფოტო-მასალა და რუსუდან ბერიძის ფოტოები

axalcixis saxelmwifo saswavlo

universiteti

ciskara zarandia

karlo xuciSvili

aRricxva safinanso-

sakredito dawesebulebebSi

gamomcemloba `universali~

Tbilisi 2011