8
იქმნება ახალი ა(ა)იპი ხარაგაულის მუნიციპალიტე- ტის საკრებულო ახალაგებული სპორტული დარბაზის ბაზაზე ა(ა) იპ „ხარაგაულის სპორტის გან- ვითარებისა და მართვის მუნიცი- პალურ ცენტრს“ ქმნის. ცენტრის დირექტორად მალხაზ კუპრაძე დაინიშნება. საკრებულოდან მიღე- ბული ინფორმაციით, სპორტული დარბაზის პირველი სართული მუნიციპალიტეტს გადმოეცა. ამ- ჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს - იატაკი იცვლება მეორე სართულზე. საკრებულო- დან მიღებული ინფორმაციით, მო- მავალში იგეგმება სპორტსკოლის რეორგანიზაცია და ის „ხარაგა- ულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურ ცენტრს“ შეუერთდება. მალხაზ კუპრაძე სამოქმედო პროგრამას საკრებულოს 4 მარ- ტის სხდომაზე წარუდგენს. დამტკიცდა გასაყიდი ობიექტების ნუსხა საკრებულოს ბიუროს წევრებმა 17 თებერვალს გამართულ მორიგ სხდომაზე საპრივატიზებოდ დაამ- ტკიცეს მუნიციპალიტეტის კუთვ- ნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. 120 მ 2 მიწის ფართი გაიყიდება დ. ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. #2 შესახვევში ავტოსადგურთან. ამ მიწის ნორმატიული და საბალანსო ღირებულებაა 852 ლარი. საპ- რივატიზებო ობიექტთა ნუსხაშია 133 მ 2 მიწის ფართობი რკინიგზის სადგურზე გადასასვლელ ხიდთან. მისი ღირებულება 944 ლარია. „დევების“ მონუმენტთან მიწის ორი ფართობი იყიდება - 113 მ 2 (ღირებულება 802 ლარი) და 149 2 (ღირებულება 1057 ლარი). მუზეუმი დამატებით დაფინანსებას ითხოვს ხარაგაულის ისტორიული მუზე- უმი, მისი დირექტორის, ნინო დი- დიძის ინფორმაციით, გარკვეული პრობლემების წინაშე დგას. ამ ეტაპ- ზე აუცილებელია სიგნალიზაციის სისტემის გასაახლებლად 3 ათასი ლარი, აპრილში მოსაწყობი ფო- ტოგამოფენისთვის - 3 700 ლარი. საოჯახო ღვინის დეგუსტაცია- კონკურსისთვის მუზეუმს ესაჭი- როება 1 500 ლარის ინვენტარი, საგანმანათლებლო და საბავშვო პროექტებისთვის - 1500 ლარი, სკამებისა და კარადებისთვის - 2 ათასი ლარი. მუზეუმი გეგმავს გასვლით ექს- პედიციებს და მოძრავ ფოტო- გამოფენებს. ამ პროექტისთვის ესაჭიროებათ ტრანსპორტირების თანხა 3 ათასი ლარი. ძველი ფოტოფირების გასამჟ- ღავნებელი აპარატისა და სკა- ნერის შესაძენად საჭიროა 1 300 ლარი. მუზეუმის სრული რეაბილიტა- ციის პროექტის მოსამზადებლად მუზეუმის დირექტორი 2 ათას ლარს ითხოვს. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუზეუმს ეტაპობრივ დახმარებას დაჰპირდა. 26 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით ყველა სოფელში მოსახლეობამ კრებაზე უნდა განსაზღვროს, კონკრეტულად რომელი პრობლემის მოგვარე- ბა სურს წელს სოფლის მხარ- დაჭერის პროგრამით. გადა- წყვეტილება, ხმათა უმრავლესო- ბით, კრებაზე დამსწრე მოქალა- ქეებმა უნდა მიიღონ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პირველი შეხვედრა 26 თებერ- ვალს წიფაში, ფონასა და ბაზა- ლეთში შედგა. წიფის ტერიტო- რიული ორგანოს რწმუნებულის მაია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, კრებას წიფაში მცხოვრები თითქ- მის ყველა ოჯახიდან ესწრებოდა თითო წარმომადგენელი. „კრება ღია ცის ქვეშ, მშენებარე სარი- ტუალო სახლის ტერიტორიაზე ჩატარდა. მოსახლეობამ დაასა- ხელა შემდეგი პრიორიტეტები: სარიტუალო სახლის დასრულება და წყლის პრობლემის მოგვა- რება დაწყებითი სკოლის, პიმ- პილაურისა და გაჩეჩილაძეების უბანში. ზოგან მილია შესაძენი, ზოგან წყლის სათავე ნაგებობაა მოსაწესრიგებელი. სოფლის მო- სახლეობამ სამასალე ხე-ტყის მოპოვების თაობაზეც ისაუბრა. ეს პრობლემა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ვერ მოგ- ვარდება. მათ ამის შესახებ რეინ- ჯერმა გიორგი რიკაძემგანუმარტა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა კი ისაუბრა სატყეო რეფორმაზე,“ - აღნიშნა ჩვენთან სატალეფონო საუბარში წიფის რწმუნებულმა. ბაზალეთის მოსახლეობასთან შეხვედრა სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა. ბაზალეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუ- ნებულის, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ვინაიდან ტერიტორიულ ორგანოში შემავალი სოფლე - ბის მოსახლეობას რამდენიმე პრობლემის მოგვარება საერთო თანხით სურს, ამიტომ შეიკრიბა ოთხი სოფლის - ბაზალეთის, ქროლის, წიფისა და ღარიხევის მოსახლეობა ერთად. ბაზალეთის- თვის წელს გამოყოფილია 9 326 ლარი, ქროლისთვის 4 937 ლარი, წიფისთვის - 4 949 ლარი, ღარი- ხევისთვის - 5 874 ლარი. ოფელ ბაზალეთის მკვიდრ- მა ხვიჩა ჭიპაშვილმა აღ- ნიშნა, რომ სოფელს არ გააჩნია სასოფლო-სამეურნეო სავარგუ- ლების დასამუშავებელი ტექნიკა. ამიტომ აუცილებელია ე. წ. ვენახის მუხლუხოიანი ტრაქტორი შეიძინონ ოთხივე სოფლის მოსახლეობისთ- ვის. მის მოსაზრებას მოსახლეობის უმრავლესობა დაეთანხმა. მარინა ცუცქირიძის, გულნაზი მაქაძის, ურიზა შერგელაშვილის, ეკა მაქაძის თქმით, რადგან ბაზალე- თის ტერიტორიული ორგანოს სოფლები მცირემიწიანია, მცირე ზომის მუხლუხებიანი ტრაქტორის შეძენაა მიზანშეწონილი. ბაზალეთში, დევდარიანების უბანში, მოსახლეობამ ცენტრა- ლური გზისა და საუბნო გზის შეკეთებამოითხოვა. ბესო შერგე- ლაშვილმა და გულნაზი მაქაძემ ლომსაძეების უბანთან დამაკავ- შირებელი ხიდის კეთილმოწ - ყობაზე ისაუბრეს. სასაფლაოზე ნამშრალის მოწყობაც ამ უბნის მცხოვრებთა მოთხოვნაა. გლუნჩაძეების უბნის მცხოვრებ- მა ნანი კალანდაძემ კანალიზაციის სისტემის მოწყობა მოითხოვა. „მე მაქვს ქათმის ფერმა, ვახდენ ქათმის ხორცის რეალიზაციას. დასაქმებული მყავს ათეულობით ადა- წიფაში, ფონასა და ბაზალეთში მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია გაზაფხულის შემობრძანებას და უმშვენიერეს დღესასწაულებს - დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელ ქალბატონებს. ვუსურვებ მათ სიკეთეს, სიხარულს. ღვთის მფარველობა არ მოკლებოდეს მათ და მათ ოჯახებს. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ქეთევან ზუმბაძე ამბების აკიდო გილოცავთ გაზაფხულის ლამაზი დღეების შემობრძანებას (3 მარტი, 8 მარტი). კვლავ თქვენი საქმის ერთგულებს, სულიერად ძლიერებს, ლამაზებს გაგეგრძელებინოთ ის ღირსეული საქმე, რასაც განათლებული მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდა წარმოადგენს. განათლების პროფკავშირი ძვირფასო პედაგოგებო! აღმზრდელებო, განათლების მესვეურნო! გილოცავთ! გვ. 3 28 თებერვალი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 8 (579) www.chkh.org სკაუტები ხარაგაულში რა საჭიროა, წელიწადში ოთხჯერ შემოვუაროთ დედამიწას?! „ნუ ვიტყვით, რომ რომელიმე ხელისუფლება მოხარულია ძალაუფლების თუნდაც ნაწილობრივ დათმობისპარტიებმა ამომრჩეველს მისაღები კანდიდატები უნდა შესთავაზონ 2 გვ. 4 გვ. 5 გვ. 5 გვ. ხვნა-თესვისთვის ტექნიკა არასაკმარისია 2 გვ. დღეს ნომერშია

(579), 28 თებერვალი 2014 წელი

  • Upload
    voliem

  • View
    260

  • Download
    11

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: (579), 28 თებერვალი 2014 წელი

იქმნება ახალი ა(ა)იპიხარაგაულის მუნიციპალიტე-

ტის საკრებულო ახალაგებული სპორტული დარბაზის ბაზაზე ა(ა)იპ „ხარაგაულის სპორტის გან-ვითარებისა და მართვის მუნიცი-პალურ ცენტრს“ ქმნის. ცენტრის დირექტორად მალხაზ კუპრაძე დაინიშნება. საკრებულოდან მიღე-ბული ინფორმაციით, სპორტული დარბაზის პირველი სართული მუნიციპალიტეტს გადმოეცა. ამ-ჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს - იატაკი იცვლება მეორე სართულზე. საკრებულო-დან მიღებული ინფორმაციით, მო-მავალში იგეგმება სპორტსკოლის რეორგანიზაცია და ის „ხარაგა-ულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურ ცენტრს“ შეუერთდება.

მალხაზ კუპრაძე სამოქმედო პროგრამას საკრებულოს 4 მარ-ტის სხდომაზე წარუდგენს.

დამტკიცდა გასაყიდი ობიექტების ნუსხა

საკრებულოს ბიუროს წევრებმა 17 თებერვალს გამართულ მორიგ სხდომაზე საპრივატიზებოდ დაამ-ტკიცეს მუნიციპალიტეტის კუთვ-ნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. 120 მ2 მიწის ფართი გაიყიდება დ. ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. #2 შესახვევში ავტოსადგურთან. ამ მიწის ნორმატიული და საბალანსო ღირებულებაა 852 ლარი. საპ-რივატიზებო ობიექტთა ნუსხაშია 133 მ2 მიწის ფართობი რკინიგზის სადგურზე გადასასვლელ ხიდთან. მისი ღირებულება 944 ლარია. „დევების“ მონუმენტთან მიწის ორი ფართობი იყიდება - 113 მ2 (ღირებულება 802 ლარი) და 149 მ2 (ღირებულება 1057 ლარი).

მუზეუმი დამატებით დაფინანსებას ითხოვს

ხარაგაულის ისტორიული მუზე-უმი, მისი დირექტორის, ნინო დი-დიძის ინფორმაციით, გარკვეული

პრობლემების წინაშე დგას. ამ ეტაპ-ზე აუცილებელია სიგნალიზაციის სისტემის გასაახლებლად 3 ათასი ლარი, აპრილში მოსაწყობი ფო-ტოგამოფენისთვის - 3 700 ლარი.

საოჯახო ღვინის დეგუსტაცია-კონკურსისთვის მუზეუმს ესაჭი-როება 1 500 ლარის ინვენტარი, საგანმანათლებლო და საბავშვო პროექტებისთვის - 1500 ლარი, სკამებისა და კარადებისთვის - 2 ათასი ლარი.

მუზეუმი გეგმავს გასვლით ექს-პედიციებს და მოძრავ ფოტო-გამოფენებს. ამ პროექტისთვის ესაჭიროებათ ტრანსპორტირების თანხა 3 ათასი ლარი.

ძველი ფოტოფირების გასამჟ-ღავნებელი აპარატისა და სკა-ნერის შესაძენად საჭიროა 1 300 ლარი.

მუზეუმის სრული რეაბილიტა-ციის პროექტის მოსამზადებლად მუზეუმის დირექტორი 2 ათას ლარს ითხოვს. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუზეუმს ეტაპობრივ დახმარებას დაჰპირდა.

26 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით ყველა სოფელში მოსახლეობამ კრებაზე უნდა განსაზღვროს, კონკრეტულად რომელი პრობლემის მოგვარე-ბა სურს წელს სოფლის მხარ-დაჭერის პროგრამით. გადა-წყვეტილება, ხმათა უმრავლესო-ბით, კრებაზე დამსწრე მოქალა-ქეებმა უნდა მიიღონ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პირველი შეხვედრა 26 თებერ-ვალს წიფაში, ფონასა და ბაზა-ლეთში შედგა. წიფის ტერიტო-რიული ორგანოს რწმუნებულის მაია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, კრებას წიფაში მცხოვრები თითქ-მის ყველა ოჯახიდან ესწრებოდა თითო წარმომადგენელი. „კრება ღია ცის ქვეშ, მშენებარე სარი-ტუალო სახლის ტერიტორიაზე ჩატარდა. მოსახლეობამ დაასა-ხელა შემდეგი პრიორიტეტები: სარიტუალო სახლის დასრულება და წყლის პრობლემის მოგვა-რება დაწყებითი სკოლის, პიმ-პილაურისა და გაჩეჩილაძეების უბანში. ზოგან მილია შესაძენი, ზოგან წყლის სათავე ნაგებობაა მოსაწესრიგებელი. სოფლის მო-სახლეობამ სამასალე ხე-ტყის მოპოვების თაობაზეც ისაუბრა. ეს პრობლემა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ვერ მოგ-ვარდება. მათ ამის შესახებ რეინ-ჯერმა გიორგი რიკაძემგანუმარტა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა კი ისაუბრა სატყეო რეფორმაზე,“ - აღნიშნა ჩვენთან სატალეფონო საუბარში წიფის რწმუნებულმა.

ბაზალეთის მოსახლეობასთან შეხვედრა სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა. ბაზალეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუ-ნებულის, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ვინაიდან ტერიტორიულ ორგანოში შემავალი სოფლე-ბის მოსახლეობას რამდენიმე პრობლემის მოგვარება საერთო თანხით სურს, ამიტომ შეიკრიბა ოთხი სოფლის - ბაზალეთის, ქროლის, წიფისა და ღარიხევის მოსახლეობა ერთად. ბაზალეთის-თვის წელს გამოყოფილია 9 326 ლარი, ქროლისთვის 4 937 ლარი, წიფისთვის - 4 949 ლარი, ღარი-ხევისთვის - 5 874 ლარი.

სოფელ ბაზალეთის მკვიდრ-მა ხვიჩა ჭიპაშვილმა აღ-

ნიშნა, რომ სოფელს არ გააჩნია სასოფლო-სამეურნეო სავარგუ-ლების დასამუშავებელი ტექნიკა. ამიტომ აუცილებელია ე. წ. ვენახის მუხლუხოიანი ტრაქტორი შეიძინონ ოთხივე სოფლის მოსახლეობისთ-ვის. მის მოსაზრებას მოსახლეობის უმრავლესობა დაეთანხმა. მარინა ცუცქირიძის, გულნაზი მაქაძის, ურიზა შერგელაშვილის, ეკა მაქაძის თქმით, რადგან ბაზალე-თის ტერიტორიული ორგანოს სოფლები მცირემიწიანია, მცირე ზომის მუხლუხებიანი ტრაქტორის შეძენაა მიზანშეწონილი.

ბაზალეთში, დევდარიანების უბანში, მოსახლეობამ ცენტრა-ლური გზისა და საუბნო გზის შეკეთებამოითხოვა. ბესო შერგე-ლაშვილმა და გულნაზი მაქაძემ ლომსაძეების უბანთან დამაკავ-შირებელი ხიდის კეთილმოწ-ყობაზე ისაუბრეს. სასაფლაოზე ნამშრალის მოწყობაც ამ უბნის მცხოვრებთა მოთხოვნაა.

გლუნჩაძეების უბნის მცხოვრებ-მა ნანი კალანდაძემ კანალიზაციის სისტემის მოწყობა მოითხოვა. „მე მაქვს ქათმის ფერმა, ვახდენ ქათმის ხორცის რეალიზაციას. დასაქმებული მყავს ათეულობით ადა-

წიფაში, ფონასა და ბაზალეთში მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია

გაზაფხულის შემობრძანებას და უმშვენიერეს დღესასწაულებს - დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელ ქალბატონებს. ვუსურვებ მათ სიკეთეს, სიხარულს. ღვთის მფარველობა არ მოკლებოდეს მათ და მათ ოჯახებს.

სკოლამდელ დაწესებულებათა

გაერთიანების დირექტორი ქეთევან ზუმბაძე

ამბების აკიდო

გილოცავთ გაზაფხულის ლამაზი დღეების შემობრძანებას (3 მარტი, 8 მარტი). კვლავ თქვენი საქმის ერთგულებს, სულიერად ძლიერებს, ლამაზებს გაგეგრძელებინოთ ის ღირსეული საქმე, რასაც განათლებული მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდა წარმოადგენს.

განათლების პროფკავშირი

ძვირფასო პედაგოგებო! აღმზრდელებო,

განათლების მესვეურნო!

გილოცავთ!

გვ. 3

28 თებერვალი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№8 (579)

www.chkh.org

სკაუტები ხარაგაულში

რა საჭიროა, წელიწადში ოთხჯერ შემოვუაროთ დედამიწას?!

„ნუ ვიტყვით, რომ რომელიმე ხელისუფლება მოხარულია ძალაუფლების თუნდაც ნაწილობრივ დათმობის”

პარტიებმა ამომრჩეველს მისაღები კანდიდატები უნდა შესთავაზონ

2 გვ.

4 გვ.

5 გვ.

5 გვ.

ხვნა-თესვისთვის ტექნიკა არასაკმარისია

2 გვ.

დღეს ნომერშია

Page 2: (579), 28 თებერვალი 2014 წელი

2 xtvb [fhfufekb 28 თებერვალი, 2014 წ.

ა(ა)იპ ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის განვითარებისა და ტუ-რიზმის ხელშეწყობის ცენტრის ინიციატივით (ხელმძღვანელი მამუკა ჭიპაშვილი) ხარაგაულელ ახალგაზრდებს საქართველოს სკაუტური მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები 21 თებერვალს შეხვდნენ. მირანდა მანაგაძემ, ჭაბუკი ჭეიშვილმა, ანა შალიკიანმა, ქეთი მამასახლის-მა და ბესო კობახიძემ ისაუბრეს სკაუტური მოძრაობის ისტორიასა და დღევანდელობაზე, სკაუტური მოძრაობის მნიშვნელობაზე და ორგანიზაციის მიერ განხორციელე-ბულ პროექტებზე.

სკაუტურ მოძრაობაში გაერთი-ანება შეუძლია ნებისმიერ ახალ-გაზრდას 8-დან 25 წლამდე. ორ-განიზაციის მიზანია ახალგაზრდების სულიერი, ემოციური და გონებრივი პოტენციალის განვითარება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკ-ვიდრება. სკაუტური მოძრაობა საუკეთესო საშუალებაა თვითგა-მოხატვისა და საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის.

სკაუტური მოძრაობით დაინტე-რესებული ახალგაზრდები თავად გეგმავენ და ახორციელებენ სხვა-დასხვა სახის აქტივობებს. ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობა, ლიდერების სკოლა, ლაშქრობები, ქველმოქმედება, ეკოლოგიური კლუბები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომელთაც სკაუტები ახორციელებენ. მოძრა-ობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა სკაუტური ბანაკები.

ცოტა რამ სკაუტური მოძ-რაობის ისტორიდან: ეს

არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მოხალისეთა არაპოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 160 ქვეყნის ნაციონალური ორგანიზაციების 28 მილიონზე მეტ წევრს. ორგანიზაცია

6 რეგიონადაა დაყოფილი: აფრი-კა, არაბეთი, აზია–წყნარი ოკეანე, ევრაზია, ევროპა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა. საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანი-ზაცია შედის ევრაზიის რეგიონში. სკაუტინგი ღიაა ყველასათვის, ვინც ეთანხმება მოძრაობის პრინციპებს, მიზნებსა და მეთოდოლოგიას, მიუხედავად მათი რასობრივი, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვ-ნილებისა.

სკაუტურ მოძრაობას სათავე დაუდო ბადენ პაუელმა. ის მეგობ-რებთან ერთად აწყობდა სათავგა-დასავლო მოგზაურობებს, ლაშქ-რობებს. იმ პერიოდში მოზარდები-სათვის მსგავსი ცხოვრების სტილი უჩვეულო იყო. ბადენ პაუელმა დაამთავრა სამხედრო სასწავ-ლებელი, მუშაობა დაიწყო კავა-ლერიაში და ასწავლიდა ოფიც-რებს. ბადენ პაუელისგან ისინი პროფესიულ საკითხებთან ერთად სწავლობდნენ სიმამაცეს, გამძ-ლეობასა და გულისხმიერებას. ბადენ პაუელმა 1907 წელს ინგ-ლისში, კუნძულ ბრაუნსზე, შეკრიბა სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი 20 ბიჭი და მოაწყო ბანაკი.

ბანაკში ცხოვრებისას მათ პირ-ველად მოიფიქრეს მომავალი სკაუტური ფორმის ელემენტები. პატრულში მყოფი ყველა სკაუტი მხარზე იკეთებდა სხვადასხვა ფე-რის შალის კვანძს, ყოველ პატ-რულს ჰქონდა დროშა ცხოველების გამოსახულებით და თითოეულ ბიჭს სამკერდე ნიშანი –ლატუნის შროშანი. აღსანიშნავია, რომ ყელ-სახვევი და შროშანი არის სკაუტური მოძრაობის ემბლემა.

მას შემდეგ, რაც ბიჭები გაივ-ლიდნენ გარკვეულ მომზადებას, მათ გადაეცემოდათ სასტვენი წარ-წერით „იყავი მზად!“

ყოველ დილა-საღამოს ბიჭები

ასრულებდნენ გარკვეულ ამოცანა-სავარჯიშოს: გონებას ავარჯიშებდ-ნენ დაკვირვებულობაში, კრავდნენ საზღვაო კვანძებს, სწავლობდნენ კოცონის დანთებას ერთი ასანთის ღერით, ვარჯიშობდნენ ხანძრის ჩაქრობაში, ისმენდნენ საინტერე-სო ამბებს ცხოვრებაზე, მოგზა-ურობასა და თავგადასავლებზე. ბანაკში ყოველდღე ტარდებოდა სპორტული თამაშობები. ყოველი საღამო სრულდებოდა კოცონთან საინტერესო ამბების თხრობითა და სიმღერებით. ბანაკში მათ შეისწავ-ლეს ცხოვრება მცირე ჯგუფებში, დამოუკიდებელი მუშაობა. ბადენ პაუელი აღნიშნავდა, რომ ბიჭე-ბისთვის მთავარი იყო, ჰქონოდათ საკადრისი ღირსება, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც ბანაკის ჰარმონიულობას უწ-ყობდა ხელს.

ეს ბანაკი გახდა სკაუტინგის ისტორიის დასაბამი და სკაუტური

კანონის განმსაზღვრელი.რუსეთის იმპერიის შემადგენ-

ლობაში მყოფ საქართველოს გუბერნიაში თავადმა ბარათოვმა ჩამოაყალიბა სკაუტური რაზმი, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა რუსეთში სკაუტინგის დამაარსებელ პანტიუხოვთან.

დემოკრატიულ საქართველოში პირველი სკაუტური პატრულები გაჩნდა ქალაქ ბათუმში, აჭარაში. ოჯახურმა არქივებმა შემოგვინახა პირველი ქართველი სკაუტების გვარებიც: ჭიჭინაძე, აბაშიძე, ბარა-თაშვილი.

კომუნისტური მმართველობის პერიოდში სკაუტინგი, როგორც საბჭოთა წყობილებისთვის მიუღე-ბელი მოძრაობა, ხელისუფლების მიერ იკრძალებოდა. სკაუტური ორგანიზაციის შექმნა შესაძლე-ბელი გახდა მხოლოდ საქართ-ველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

1993 წლის აგვისტოში ჩატარდა საქართველოს სკაუტური მოძრა-ობის ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება. 1997 წლის 24 დეკემბერს საქართველოს სკაუტური მოძრა-ობის ორგანიზაცია გახდა სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზა-ციის 147-ე ოფიციალური წევრი.

საქართველოს სკაუტური მოძ-რაობა აქტიურად იზიარებს საერ-თაშორისო გამოცდილებას.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა ციცი ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ ხარაგაულში კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. მან იმედი გამოთქვა, რომ ხარაგაულელი ახალგაზრდები ჩაერთვებიან სკაუტურ მოძრაობაში. დაიგეგმა ბევრი ერთობლივი საინ-ტერესო ღონისძიება, მათ შორის სკაუტური ბანაკის გამართვა ხარა-გაულში, რომელშიც ჩაერთვებიან სკაუტები საქართველოს ყველა კუთხიდან.

ნინო კაპანაძე

სკაუტები ხარაგაულელ ახალგაზრდებთან თანამშრომლობას გეგმავენ

საქართველოს მთავრობის 7 თებერვლის N136 დადგენილების შესაბამისად, საგაზაფხულო გაწვე-ვა 10 თებერვლიდან დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება. გაწ-ვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვი-თარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.

საგაზაფხულო გაწვევის პე-რიოდში სულ 2582 წვევამდელთა გაწვევა მოხდება.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდება-რებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავი-სუფლების ან მისი გადავადების უფლება. ხარაგაულის სამხედრო აღრიცხისა და გაწვევის სამსახუ-რის უფროსის გიორგი ხახალაშ-ვილის ინფორმაციით, საქართ-ველოს მთავრობის დადგენილე-ბის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა საგაზაფხულო გაწვევისა და მისი ორგანიზებულად ჩატარე-ბის შესახებ ბრძანება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის შესახებ. 74 წვევამდელს უკვე გავუგზავნეთ უწყება. ყველა წვევამდელი, ვინც კი ექვემდებარება სავალდებულო სამსახურში გაწვევას, უნდა გამო-ცხადდნენ უწყებით მინიშნებულ დროსა და ვადაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღ-რიცხვისა და გაწვევის სამსახურში მისამართზე - 9 აპრილის ქ. #15. ამის შემდეგ ისინი ქალაქ თბილი-სის წვევამდელთა შემკრებ-გამანა-წილებელ პუნქტში გაივლიან სამე-

დიცინო შემოწმებას. ხარაგაულში სამედიცინო შემოწმება უკვე ოთხი წელია არ ტარდება.

გიორგი ხახალაშვილის თქმით, ხარაგაულელ წვევამდელებში გა-სულ წლებში ხშირი იყო ჰეპატიტის სხვადასხვა სახეების შემთხვევები. 2013 წელს ეს მაჩვენებელი ძა-ლიან მცირეა. 2013 წლის გაწვევის დროს წვევამდელებში გამო-ვლინდა მხედველობის პრობ-ლემები, აგრეთვე ქირურგიული ტრავმები, მოტეხილობები. სხვა დაავადებებზე საგანგაშო მდგო-მარეობა ჩვენს მუნიციპალიტეტში არ წარმოჩენილა. საშუალოდ, ჩვენი წვევამდელების 80 პროცენ-ტია სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის ვარგისი. არის შემთხვევები, როდესაც სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისია ამა თუ იმ წვევამდელზე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ის შეზღუ-დულად ვარგისია სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის-თვის ის ვერ გაივლის სამხედრო სავალდებულო სამსახურს, მაგ-რამ სამი წლის შემდეგ მას კიდევ შეეძლება გაიაროს სამედიცინო შემოწმება და იმსახუროს სავალ-დებულო სამხედრო სამსახურში (მაგალითად, წვევამდელს ჰქონდა მხედველობის პრობლემები, იმ-კურნალა და გამოჯანმრთელდა.).

2013 წელს გეგმით გათვალის-წინებული იყო 75 წვევამდელის გაწვევა, მაგრამ გავიწვიეთ 117 წვე-ვამდელი, - აღნიშნა სამხედრო აღ-რიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსმ გიორგი ხახალაშვილმა.

თამთა გოგოლაძე

2014 წლის საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე საგაზაფხულო სამუშაოების აგრო-ვადებში ჩასატარებელ ღონისძი-ებებზე17 თებერვალს იმსჯელეს.

დეპუტატებმა განიხილეს შპს „ხარაგაული 2011“-ისა და სოფ-ლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ინფორმაცია.

შპს „ხარაგაული 2011“-ის დირექ-ტორის, გოჩა მანჯავიძის თქმით, ორგანიზაციას, შექმნის დღიდან, ექვსი ტრაქტორი გადაეცა, აქედან ხუთი - უვარგისი და მათ არცერთი დღე არ უმუშავიათ. სამი ტრაქტორი თვითნებურადაა მიტაცებული სო-ფელ კიცხში და აღძრულია საქმე. საგაზაფხულო სამუშაოებისთვის შპს „ხარაგაული 2011“-ის კუთვნილი მხოლოდ ერთი სახნავი ტრაქტო-რია მზადყოფნაში.

ხვნის დასაწყებად ამხანაგობა „იმედი 2012“-ს ოთხი გამართული ტრაქტორი ჰყავს, რომელთაგან ერთს არ აქვს ორი ცალი საბუ-რავი. თანხის გამოჩენისთანავე შეიძენენ საბურავებს. გამართულ მდგომარეობაშია ორი კულტი-ვატორი.

საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ არ გამოდგა სოფლის მხარ-დაჭერის პროგრამით შეძენილი ტრაქტორები. შპს-ს კუთვნილი ამორტიზებული ოთხი ტრაქტორი-დან კი მხოლოდ ერთის აწყობა თუ მოხერხდება.

დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ ამორტიზებული ტრაქტორების შე-საფასებლად მოიწვიონ აუდიტი და უვარგისი ტექნიკა ჯართად გაყიდონ, ხოლო მიტაცებული ტრაქტორების, ანუ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დასაბრუნებლად, შესაბამის

ორგანოებს მიმართონ. საკითხის მოსაკვლევად სამუშაო ჯგუფი შეიქმ-ნება. ბიუროს წევრთა განცხადებით, ეს პრობლემები დახვნის სეზონის დაწყებამდე უნდა მოგვარდეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტ-როს ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის საინფორმაციო-საკონსულ-ტაციო სამსახურის უფროსის მო-ვალეობის შემსრულებლის, ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციით, შარშან მოსახლეობისგან საყვე-დურებს იღებდნენ „ბელორუსის“ მარკის ტრაქტორებზე მისაბმელი გუთანის გაუმართაობის გამო. მისივე ინფორმაციით, წელს შპს „მექანიზატორი“ შეიძენს მისაბ-მელებს. ამ ორგანიზაციას ოთხი ტრაქტორი დაემატება.

შპს „ხარაგაული 2011“-ის მომ-სახურების ფასებია: დახვნა 1 ჰა-ზე - ორგანიზაციის საწვავით 210 ლარი (საწვავი 40-50 ლიტრი),

კლიენტის საწვავით - 100 ლარი;

დაფარცხვა 1 ჰა-ზე ორგანიზაციის საწვავით 134 ლარი (საწვავი 20-25 ლიტრი) კლიენტის საწვა-ვით - 80 ლარი;

ნიადაგის ღრმად დამუ-შავება 1 ჰა-ზე ორგანიზა-ციის საწვავით 274 ლარი (საწვავი 60-70 ლიტრი), კლინეტის საწვავით -120 ლარი;

თესვა 1 ჰა-ზე ორგა-ნიზაციის საწვავით - 134 ლარი, კლიენტის საწვა-ვით - 80 ლარი.

ნინო კაპანაძე

ხვნა-თესვისთვის ტექნიკა არასაკმარისია

Page 3: (579), 28 თებერვალი 2014 წელი

3xtvb [fhfufekb28 თებერვალი, 2014 წ.

მიანი. ნაკელი საკუთარ მიწაზე გამაქვს, მაგრამ სხვა ნარჩენების განსათავსებელი ადგილი არ გვაქვს. მოგვეხმაროს ხელისუფ-ლება, რომ კანალიზაცია მოვაწ-ყოთ,“ - ამბობს ნანი კალანდაძე.

ბაზალეთის გზის დასაწყისში, რკინიგზის ხიდის ქვეშ, წლებია, რაც გზა მოუწესრიგებელია. იქ გავლა სერიოზული პრობლემაა როგორც ფეხით მოსიარულე-თათვის, ისე ავტომობილებისთვის. მდგომარეობა განსაკუთრებით ზამთარსა და წვიმიან ამინდში რთულდება - ხიდის ქვეშ მუდმივად დგას წყალი.

„უგზოობაა ყველაზე დიდი პრობლემა მესხების უბანში“ - აღ-ნიშნა შეხვედრაზე ჯემალ თაბუ-კაშვილმა.

ქროლში მაქაძეებისა და თხელიძეების უბანში მო-

საგვარებელია წყლის პრობლემა, მოსახლეობა ითხოვს სასაფლა-ოზე ნამშრალის მოწყობას და ცენტრალური გზის მოწესრიგებას.

წიფის მოსახლეობას გზის, კლუბისა და სპორტული

მოედნის მოწყობა სურს.

ღარიხეველები ითხოვენ სპორტული მოედნის,

კლუბის, გზის, ხიდის მოწესრიგე-ბას და წყალმომარაგების პრობ-ლემის მოგვარებას ცალკეულ უბნებში.

ტერიტორიული ორგანოს ყვე-ლა სოფელში მოსაწესრიგებელია საუბნო გზები.

ბაზალეთში მოსახლეობის კრებაზე მუნიციპალიტეტის

გამგებელმა კობა ლურსმანაშ-ვილმა აღნიშნა, რომ ღარიხევის სასოფლო კლუბის, ქროლისა და ღარიხევის გზების, სკოლის მიმდე-ბარე გზის ნაპირსამაგრი სამუშაო-ების შესრულებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსებენ. გამ-გებლის თქმით, მას ამ საკითხებში მხარს დაუჭერს საკრებულოც. რაც შეეხება ბაზალეთში, გლუნჩაძეების უბანში, კანალიზაციის სისტემის მოწყობას, გამგებლის ინფორმა-ციით, აუცილებელია სალექარის მოწყობა, რაც ძალიან ძვირი ჯდე-ბა. ნანი კალანდაძის თქმით, თუ მას პროგრამის ფარგლებში მილს შეუძენენ, სალექარის მოწყობას თავად შეეცდება.

„ტრაქტორს რომ შეიძენთ, თუ მას ისეთი ფორმით გამოიყენებთ, როგორც ახალშეძენილ ავტობუსს, მაშინ კარგი იქნება, - მიმართა გამგებელმა მოსახლეობას, - ავ-ტობუსი იჯარით ჰყავს მიქირავე-ბული პიროვნებას. ის, საჭიროების შემთხვევაში, ყიდულობს ავტონა-წილებს და მოსახლეობაც კმაყო-ფილია ავტობუსის მომსახურებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ვერ გამოიყენეთ და ვერ მოუარეთ, მუნიციპალიტეტი დაიბრუნებს, როგორც თავის ქონებას.“

ბაზალეთის მოსახლეობამ განსაკუთრებული კმაყო-

ფილება გამოხატა რწმუნებულის, ვარლამ ჭიპაშვილის მიმართ მოსახლეობაზე ზრუნვისა და აქ-ტიურობის გამო.

ბაზალეთში შეხვედრას გამ-გებელთან ერთად მისი

მოადგილე პაატა გოგოლაძე და „ქართული ოცნება - დემოკრატი-ული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მა-ნანა ბარბაქაძე ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ქალბატონი მანანა ბარბაქაძე ასე გააცნო დამსწრეთ: „მის აქტივებშია გასული წლის მაჟორიტარული არჩევნების მოგება, საპრეზი-დენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანdიდატის მიერ 69 %-ის მიღება. ქალბატონი მანანა პირადი ინიციატივით და საკუთა-რი სახსრებით აშენებს ეკლესიას ვაშლევში.“

გამგებელმა კობა ლურსმანაშ-ვილმა მოსახლეობის კრებაზე აღნიშნა, რომ მოახლოებული ად-გილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მანანა ბარბაქაძე და პაატა გოგოლაძე საკრებულოს წევრობას აპირებენ, ხოლო თავად გამგებლად იყრის კენჭს.

გამგებელმა მუნიციპალი-ტეტში გასულ წელს გან-

ხორციელებულ, ასევე მიმდინარე პროექტებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ სოციალურ პროგრამებზე ვრცლად ისაუბ-რა. მან ყურადღება გაამახვილა სატყეო რეფორმაზე. გამგებლის თქმით, ოთხ სოფელში საბავშვო ბაღები აშენდა, ხარაგაულში სრუ-ლად გარემონტდა კინოთეატრის შენობა, მოასფალტდა გზები. გამგებლის ინფორმაციით, ხარა-გაულში 15-20 საწოლზე კეთილ-მოეწყობა თანამედროვე ტიპის სამედიცინო დაწესებულება, სრუ-

ლი რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჩუმათელეთი-ძირულას გზას, ერთი მილიონი ლარი დაიხარჯე-ბა უბისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსაწყო-ბად. სამომავლოდ იგეგმება ღია ესტრადაზე თეატრის შენობის მოწყობა. წელს მოასფალტდება წყალაფორეთის, ხიდარისა და ფარცხნალის საავტომობილო გზები.

„რეგიონული განვითარების სამინისტროსთან საუბრისას გამო-იკვეთა, რომ 22 კილომეტრიან ბაზალეთი-უბისის გზას ერთჯერად პროექტად ვერ დავამტკიცებთ. გზა ორ ან სამ ტრანშად უნდა გავაკეთოთ. თუ წელს ეს ვერ მოვახერხეთ, მომავალ წელს აუცილებლად პირველ პრიორი-ტეტად დავასახელებთ ამ გზის რეაბილიტაციას.“

გამგებლის თქმით, ბაზალეთი აუცილებლად მოხვდება გაზიფი-ცირების არეალში.

ნინო კაპანაძე

27 თებერვალს მოსახლეობის კრება დაგეგმილია ბორითში - 13 სთ; საქასრიაში - 15 სთ; სარგ-ვეშში - 17 სთ; მიროწმინდაში - 11 სთ; გოლათუბანში - 12 სთ; გუდა-თუბანში - 14 სთ; ხევში - 11 სთ; წაქვაში- 14 სთ.

1 მარტი - უბისა - 17 სთ; ერეთა - 12 სთ; ვაშლევი - 15 სთ; ვარძია - 11 სთ; ხორითი - 11 სთ; საბე- 16 სთ; ღორეშა - 14 სთ; გრიგალათი - 12 სთ; ციცქიური - 14 სთ.

2 მარტი - მაქათუბანი - 12 სთ;

კვესრევი - 17 სთ; ამაშუკეთი - 15 სთ.

3 მარტი - ლაშე- 12 სთ; საღან-ძილე - 10 სთ; ხუნევი - 15 სთ; გედსამანია - 17 სთ.

4 მარტი - სერბაისი - 12 სთ; ზედუბანი - 15 სთ; ლაშის იგორეთი - 14 სთ; ზარანი - 15 სთ.

5 მარტი - უჩამეთი - 11 სთ; ღვერკი - 16 სთ; ხემაღალი - 14 სთ; ჯაფარეული - 18 სთ; ჩხერი - 11 სთ; ვერტყვიჭალა - 14 სთ; ბჟი-ნევი - 11 სთ; ვერტყვილა - 17 სთ.

6 მარტი - ჩრდილი - 11 სთ; ნუნისი - 15 სთ; ბორი - 12 სთ; მოლითი - 14 სთ; დეისი - 17 სთ; სხლითი - 15 სთ; ვანი - 12 სთ; ხონი - 12 სთ. პატარა ვარძია - 14 სთ.

7 მარტი - საქარიქედი - 12 სთ; კიცხის იგორეთი - 15 სთ; ჭარტალი - 10 სთ; ქვები - 14 სთ; ბაბი - 17 სთ; ნადაბური - 17 სთ; გოლისი - 13 სთ; ფარცხნალი - 16 სთ; ახალსოფელი - 13 სთ; წყალა-ფორეთი - 11 სთ; ლახუნდარა - 13 სთ; ჩალხაეთი - 16 სთ.

8 მარტი - თეთრაწყარო - 14 სთ; მარელისი - 11 სთ; დიდვა-კე - 15 სთ; ბეჟათუბანი - 10 სთ; ნებოძირი - 13 სთ; ანიულა - 12 სთ; ისლარი - 17 სთ; ღუდუმექე-თი - 14 სთ.

9 მარტი - ვახანი - 14 სთ; ზვარე - 17 სთ; ლეღვანი - 11 სთ; პატარა სახვლარი - 16 სთ.

10 მარტი - პატარა ხარაგაული -17 სთ; კიცხი - 14 სთ; ხიდარი - 11 სთ.

წიფაში, ფონასა და ბაზალეთში მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტში სანერგე მეურნეობის შესაქმნელად 30 ათასი ლარი გაითვალისწინა. სანერგე მეურნეობის შექმნის იდეა საკრებულოს წევრს იუზა კელენჯერიძეს ეკუთვნის. 17 თებერვალს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა სანერგე მეურნეობის პროექტზე იმსჯელეს.

საკრებულოს წევრის, ამირან ოქ-რომჭედლიძის ინფორმაციით, პროექ-ტი სოციალურად შეჭირვებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსახლეობის დახმარებას ითვალის-წინებს: „20-25 წლის წინ ხარაგაულში აგრარულ სექტორში განსაკუთრებით მევენახეობა გამოირჩეოდა თავისი ხარისხით და თვისებებით. რაიონში მოქმედებდა ღვინის პირველადი გადამუშავების შვიდი ქარხანა. სა-კოლმეურნეო და კერძო სექტორში მზადდებოდა 6 ათასი ტონა ციცქა-ცო-ლიკაურის ჯიშის ყურძენი, რომელიც წარმოადგენდა უნიკალურ მასალას შამპანურის წარმოებისთვის. მას შემ-დეგ, რაც ქვეყანაში საზოგადოებ-რივ-პოლიტიკური წყობა შეიცვალა, გაუქმდა საზოგადოებრივი მეურნე-ობები, პირველადი გადამამუშავებელი საწარმოები, სახელმწიფომ შეწყვიტა ყურძნის შესყიდვა. კერძო სექტორმა პროდუქცია ვეღარ გაყიდა და დარგიც დაკნინდა და განადგურდა. 25 წლის წინ ხარაგაულის მუნიციალიტეტში 900 ჰა ფართობი ეკავა ვენახს, ახლა სამასი ჰექტარიც აღარ არის.

პროექტის მიზანია, ხარისხიანი ნერგის გამოყვანა და სოციალურად

დაუცველი და შეზღუდული შესაძლებ-ლობის მქონე ოჯახებისთვის უსასყიდ-ლოდ გადაცემა, მოსახლეობისთვის რეკომენდაციების გაწევა. ამისთვის ერთ ჰა ფართობზე მოვაწყობთ მარ-ტივი ტიპის ვაზის სანერგე მეურნეობას და ნამყენი ნერგის გამოყვანისთვის სასათბურე მეურნეობას.“

პროექტის დეტალებით დაინტე-რესდა მაჟორიტარი დეპუტატის ბი-უროს ხელმძღვანელი ინგა მაღრაძე. მისი თქმით, პროექტში პრობლემა კარგადაა აღწერილი, თუმცა არ ჩანს პროექტის განხორციელების გზები. „იდეა ძალიან კარგია, მაგრამ როცა ეს კეთდება ადგილობრივი ბიუჯეტი-დან, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამართლებრივი ფორმა. პროგრამა უნდა განხორციელდეს სოციალური პროგრამის ფარგლებში და ამიტომ უნდა იყოს გამართული. კონკრეტუ-ლად უნდა ჩანდეს განხორციელების გზები, შედეგები, მდგრადობა, რამდენი ოჯახი მიიღებს სარგებელს,“ – ამბობს ინგა მაღარძე.

იუზა კელენჯერიძის განმარტე-ბით, პირველ ეტაპზე უნდა ჩატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები. სანერგე მეურნეობაში უნდა გამოიყვანონ ვაზის სადედე. ნერგს პირველ-ორ წელიწადს ვერ მიიღებენ. „ვფიქრობთ, ერთი ნერ-გის ღირებულება, სავარაუდოდ, ოთხი ლარი იქნება, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვაზის ნერგს მიიღებენ უფასოდ. უნდა შევისწავლოთ, ხარაგაულში ვაზის რა ფართობი არსებობს, შემდეგ უნდა დავითვალოთ, ვის რამდენი ნერგი

დასჭირდება, ამავე დროს უნდა დავადგინოთ, ვის აქვს თავისუფალი მიწა ვენახის გასაშენებლად. უამრავია მსურველი, რომ მოგვცენ მიწის ფართობი და გავაშენოთ სანერგე. შემდგომ ეტაპზე უნდა გაკონტროლდეს კიდეც, - ის, ვინც ნერგს საჩუქ-რად მიიღებს, ხომ ნამდ-ვილად საკუთარ ფარ-თობზე დარგავს და არ გაყიდის. სადედე უნდა გამოიყვანო, მყნობა უნდა განავითარო, - ეს არის მთავარი. 30 ათასი ლარი არის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაო-ებისთვის,“ – ამბობს იუზა კელენჯერიძე.

დეპუტატ თემურ გამცემლიძის თქმით, საკრებულომ უნდა შეიმუშაოს კრიტერიუმები, თუ სოციალურად დაუც-ველი რომელი ოჯახები მიიღებენ ნერგს. „ტერიტორიულ ორგანოთა მიხედვით უნდა აღირიცხოს ის ახალგაზრდა ოჯა-ხები, რომელთაც სურთ ვაზის გაშენება და არ აქვთ ნერგის შეძენის შესაძლებ-ლობა. გარკვეული მონიტორინგი უნდა დაწესდეს შემდეგ, რომ ვაზს მოუვლიან. პროექტის დაფინანსების შემთხვევაში მივიღებთ მაღალხარისხიან ნერგს,“ - ამბობს თემურ გამცემლიძე. მისი თქმით, გარდა ვაზის ნერგისა, მოთხოვნაა თხილის და სხვა მრავალწლიანი კულ-ტურის ნერგებზე. „30 ათასი ლარი ცოტაა სანერგე მეურნეობისთვის. მოკლე გაან-

გარიშება რომ გააკეთო, მივიღებთ 5-6 ათას ნერგს. სამასი ძირი ნერგი ნების-მიერ ოჯახს დასჭირდება, ვინც დაიწყებს გაშენებას. სანერგე მეურნეობა შემდგომ ეტაპზე უნდა გაფართოვდეს. ნერგი მიეცი გლეხს და რა პროგრამა უნდა მაგას,“ – ამბობს თემურ გამცემლიძე.

დეპუტატი რუსუდან გურგენიძე მიიჩნევს, რომ საქმე უდავოდ კარგია. „ის, რომ ნერგს მივიღებთ ორ წელი-წადში, რომ ჩატარდება კვლევები, რა გვჭირდება, რამდენი, რა ფართობზე, – ეს ყველაფერი ნათლად უნდა ჩანდეს პროგრამაში, როგორ მიდის შედეგამ-დე პროექტი, რამდენად გაზომვადია შედეგი, სოციალურად დაუცველთა შერჩევის კრიტერუმები – ამ პროგრა-მაში უნდა იყოს ჩადებული.“

საკრებულოს აპარატის უფროსის, ლენა კალანდაძის თქმით, პროგრა-მას ვერ ვუწოდებთ იმ დოკუმენტს, რომელიც საკრებულოში შევიდა განსახილველად. საკრებულოს აპარა-ტის უფროსი ამბობს, რომ პროგრამა კარგად უნდა მომზადდეს.

ვაზის სანერგე მეურნეობის დაარ-სებას მიესალმება საკრებულოს თავმჯ-დომარე აკაკი მაჭავარიანი, თუმცა მი-სივე თქმით, აუცილებელია პროგრამა მეტად ნათელი და კონკრეტული იყოს.

19 თებერვალს საკრებულოს რიგ-გარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ერთ-ხმად დაუჭირეს მხარი სანერგე მეურ-ნეობის შექმნას.

ნინო კაპანაძე

საკრებულოში სანერგე მეურნეობის შექმნაზე მსჯელობენ

პირველი გვერდიდან

Page 4: (579), 28 თებერვალი 2014 წელი

4 xtvb [fhfufekb 28 თებერვალი, 2014 წ.

თუ ვინმეს ხალხისთვის რეალუ-რად სიკეთე უნდა და მოსახლეობაზე გულწრფელად შესტკივა გული, მოახ-ლოებულ არჩევნებზე ამომრჩეველსსამართლიანი;დაკისრებული მოვალეობის

პირნათლად შესრულებაზე მოტივი-რებული;თვითმმართველობის კანონების

კარგად მცოდნე;სუფთა წარსულის კანდიდატები უნდა შესთავაზოს;

სწორედ ისეთი, ხალხისთვის მნიშვ-ნელოვანი და სამართლიანი გადა-წყვეტილებების მისაღებად უკან რომ არაფერი და ვერაფერი „დასწევთ.“

ხალხი ბრძენია და არჩევანში ნაკლებად შეცდება, თუკი რეალური არჩევანის შესაძლებლობა ექნება.

ვერავინ იდავებს იმაზე, რომ ბი-უჯეტიდან თითოეული თეთრი მო-სახლეობისთვის ეფექტურად უნდა გაიხარჯოს. არავის აქვს საბიუჯეტო თანხის ფლანგვის უფლება.

თვითმმართველობის წარმო-მადგენელთა გადაწყვეტილებები არსებული ფინანსური რესურსებით მაქსიმალურ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველო-ბის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის 2013 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მიზანშეწონილი იქნებოდა საინ-ფორმაციო მომსახურების შესყიდვა, რაც მუნიციპალიტეტს საუკეთესო პირობების არჩევის საშუალებას მის-ცემდა.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. საკრებულომ 2014 წლის 19 თებერვალს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საინფორმაციო მომსახურებისთვის განკუთვნილი 25 ათასი ლარიდან 20,6 ათასი ლარი გაზეთ „ახალი ხარაგაულის“ სუბსიდი-აში გადაიტანა.

„ჩემი ხარაგაული“ ამ ფაქტს ყუ-რადღებას საერთოდ აღარ მიაქცევ-და, ბიუჯეტის ფლანგვის ერთადერთი შემთხვევა რომ იყოს; არ მივაქცევდით ყურადღებას, რადგან მედიის დამოუკიდებლობას

მხოლოდ საკუთარი შემოსავალი განსაზღვრავს;მოსახლეობისთვის სასურველი

და სანდო კი მხოლოდ დამოუკიდე-ბელი მედიაა.

ოთხი წლის მანძილზე რომ პე-რიოდულად მივმართავთ საკრებუ-ლოს წევრებს - „დაზოგეთ თანხა და მოსახლეობას მიაწოდეთ უკეთესი ხარისხის მომსახურება“ - ეს მხოლოდ საინფორმაციო მომსახურებას როდი ეხება.

მაინც, რატომ არ გაითვალისწი-ნეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია საინფორმაციო მომსახურების შეს-ყიდვის უპირატესობაზე?

საკრებულოს თავმჯდომარე აკა-კი მაჭავარიანი ამბობს, რომ

ის საკრებულოსგან დაფუძნებული და ბიუჯეტიდან დაფინანსებული გა-ზეთის გაუქმებისა და საინფორმაციო მომსახურებისთვის ტენდერის გამო-ცხადების მომხრე იყო. მისი თქმით, „ახალი ხარაგაულის“ სუბსიდიით დაფინანსების გადაწყვეტილება საკ-რებულომ გამოიტანა.“ თუმცა, ბატონი აკაკი თვლის, რომ „მთლად საკრებუ-ლოს ბრალიც არ არის. გამგეობის სა-ფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა რომ ბიუჯეტის პროექტი ხარაგაულიდან თბილისში, ფინანსთა სამინისტროში ჩაიტანა დასამტკიცებლად, იქ ჩასვეს საგამომცემლო საქმიანობისთვის 25 ათასი ლარი. ჩვენ გაზეთის გაუქმება გვქონდა გადაწყვეტილი. მე ვიყავი 25 ათასი ლარის სასტიკად წინააღმდეგი. ტენდერი 15 ათას ლარზე უნდა გამო-ცხადებულიყო. მათ სამინისტროში წა-იღეს ასევე ა(ა)იპ-ებისთვის თანხების მოთხოვნაც. როდესაც მე ვთქვი უარი,

მითხრეს, რომ ასეა სამინისტროსთან შეთანხმებული.“

საკრებულოს თავმჯდომარეზე ჩაკითხვით დავაზუსტეთ, რომ ადგი-ლობრივი ბიუჯეტის ფორმირება და დამტკიცება არა ფინანსთა სამინისტ-როს, არამედ თვითმმართველობის პრეროგატივაა.

აკაკი მაჭავარიანის ინფორმაციით, „გაზეთ „ახალი ხარაგაულისთვის“ სუბსიდიის გადაცემა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმ-ჯდომარემ პავლე (ბაჩუკი) გორგაძემ წამოჭრა იმიტომ, რომ ეს საკითხი განიხილეს ამ კომისიის სხდომაზე.“

ბაჩუკი გორგაძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის იმ რიგ-

გარეშე სხდომის ოქმი მოვთხოვეთ, რომელზეც ეს საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. მოწოდებულ ოქმში ვკით-ხულობთ, რომ 12 თებერვალს სხდო-

მას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: ბესიკ ჩუბინიძე, გიორგი ცხვედაძე, იუზა (ვალოდა) კელენჯერიძე, რუ-სუდან გურგენიძე, თემურ გამცემ-ლიძე, იური ლურსმანაშვილი.

„საბიუჯეტო ცვლილებებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს ერთხმად, - აღნიშნულია ამ ოქმში, - მათ მოით-ხოვეს 2014 წლის ბიუჯეტით დამტკი-ცებული ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობის ხარჯი 25 ათასი ლარიდან 20,6 ათასი ლარი გადატანილ იქნეს გაზეთ „ახალი ხარაგაულის“ სუბსიდიაში, რათა საკ-რებულოს აპარატმა შეძლოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის განხორციელება.“

ოქმში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ კონკრეტულად რომელმა დეპუ-ტატმა და რა არგუმენტებით დაასაბუ-თა ტენდერთან შედარებით სუბსიდიის გადაცემის უპირატესობა.

რატომ უგულვებელყვეს სა-ხელმწიფო აუდიტის სამსა-

ხურის რეკომენდაცია საინფორმა-ციო მომსახურებისთვის ტენდერის გამოცხადების უპირატესობაზე? - ამ შეკითხვით ჯერ ამ კომისიის წევრებს დავუკავშირდით. ტენდერი უკეთესი ხარისხის მომსახურების (მათ შორის, მაღალი ტირაჟი) იაფად შეძენის შე-საძლებლობას იძლევა.

დეპუტატი ბესო ჩუბინიძე ამბობს: -საკრებულომ აუდიტის სამსახურის დასკვნა ამ მიმართულებით გაითვა-ლისწინა (?!) - „ახალი ხარაგაული“ იმხელა ტირაჟით აღარ გამოდის.

გიორგი ცხვედაძე: -მე არ ვწყვეტ მაგას, თქვენც კარგად იცით. საერთო გადაწყვეტილება იყო. სამსახური უქმდებოდა მთლიანად და ამიტომ დავუჭირეთ მხარი. ისინი რჩებოდნენ უმუშევრები, თორემ აუდიტის სამსახუ-რი ისევ ისე შეაფასებს, ალბათ, ამას და დადებს დასკვნას. პირადად ჩემი აზრით, ტენდერი კარგი ვარიანტი

იყო, მაგრამ ხარაგაულის ოთხი-ხუთი მოქალაქე უმუშევარი რომ დარჩებო-და, ეს იქნებოდა ცუდი.“

თემურ გამცემლიძე: -აუდიტის სამსახურის დასკვნაში ეს დარღ-ვევად არ არის მიჩნეული. იქ წერია, რომ უმჯობესი იქნებოდა ტენდერის გამოცხადებით თანხის დაზოგვა და მე ვეთანხმები ამას. ხალხი რჩებოდა უმუშევარი და ეს იყო ჩემი გაჩუმების მიზეზი. არანაირი მხარდაჭერა მე არ გამომიხატავს.

იური ლურსმანაშვილი: -ბიუჯე-ტიდან გაზეთის სუბსიდიით დაფი-ნანსების წინააღმდეგ ოთხი წლის განმავლობაში ვიბრძოდი, მაგრამ ახლა, როცა უამრავი ერთგვაროვა-ნი ა(ა)იპ-ი და გამგეობის სამსახური არსებობს და კიდევ ყალიბდება; რო-დესაც უზომოდ იბერება შტატები, ხომ არ ჯობდა, ამის დარეგულირებაზე

გვეზრუნა და ამ რეჟიმში გაგვეუქმებინა ბიუჯეტი-დან დაფინანსებული, საკრებულოსგან და-ფუძნებული გაზეთიც?! ვისაც ერევიან, მხო-ლოდ ისინი რომ და-ჩაგრონ და შეამცირონ, მე ამის წინააღმდეგი ვარ. თორემ, სრული უკანონობაა, ბიუჯეტი-დან რომ ფინანსდე-ბა გაზეთი. არასდროს დავუჭერ მხარს იმას, რომ უკუღმა დაიწყონ მოქმედება. დაიწყონ იქიდან, სადაც მეტი იფ-ლანგება. გამგეობამ თავის ზედმეტ ხარჯებს მიხედოს, უამრავ სამსა-ხურს რომ უქმნიან ძმა-კაცებსა და დაქალებს,

თორემ კიდევ გეუბნებით, არანაირი მიზანშეწონილი არ არის მაგ გაზეთის ბიუჯეტიდან დაფინანსება.

ჩვენს შეკითხვაზე, თუ რატომ ამჯობინა ტენდერის გამოცხადებას გაზეთისთვის სუბსიდიის გადაცემა, დეპუტატმა ვალოდა კელენჯერიძემ გვიპასუხა: -მაგ გაზეთი ხომ გაუქმ-და? მე ასე დავუჭირე მხარი. ეტყობა, ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია მო-გიტანათ. ჩემი ჯანმრთელობის მდგო-მარეობის გამო რამდენიმე სხდომას ვერ დავესწარი. სხდომაზე, სადაც ეს საკითხი განიხილეს, მე არ ვიმყოფე-ბოდი, - ტყუილს არ ვიკადრებ. მე ასე ვიცი, რომ ის გაზეთი აღარ უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ჩემი პოზიცია იყო, რომ უმუშევრად არ დარჩენი-ლიყვნენ იქ მომუშავე ადამიანები.

რუსუდან გურგენიძე: -საკრებუ-ლოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 12 თებერვალს გამართულ რიგგარე-შე სხდომაზე მე არ ვყოფილვარ და გაუგებარია, რატომ ჩამწერა ბაჩუკი გორგაძემ დამსწრე დეპუტატებში? ამ დღეს პარლამენტარ ნოდარ ებანო-იძესთან ერთად ღორეშაში ვიმყო-ფებოდი შეხვედრაზე. ვთვლი, რომ აუდიტის დასკვნის გათვალისწინება სავალდებულო და აუცილებელია. თუკი სახელმწიფო აუდიტის სამსახუ-რის დასკვნას არ გავითვალისწინებთ, მუნიციპალიტეტში რისთვის ვქმნით აუდიტის სამსახურს? რა აზრი აქვს მაშინ ამ სამსახურის შექმნას, თუკი დასკვნა არ უნდა გაითვალისწინო?!

საკრებულოს 2014 წლის 19 თებერვალს გამართულ რიგგა-

რეშე სხდომას ოცდაერთი დეპუტატი ესწრებოდა. ოცდაერთივემ დაუჭირა მხარი საბიუჯეტო ცვლილებებს, მათ შორის - გაზეთ „ახალი ხარაგაულის-თვის“ სუბსიდიის გადაცემას. ჩვენ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მყოფ დეპუტატებს დავუკავშირდით.

მალხაზ ყრუაშვილი: -ასე გადა-

ვწყვიტეთ, რომ დაგვეფინანსებინა. აუდიტის დასკვნის რეკომენდაციის გათვალისწინება - თანხის ტენდერით გახარჯვა უმჯობესი იქნებოდა. კოლე-გებთან რომ ვიმსჯელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ასე გადაწყდა.

გულნაზი თაბუკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამ საკითხში კარგად არ იყო გარკვეული, ისე მიიღო მონაწილეობა სხდომაში. „ალბათ, ასე ჩათვალეს საჭიროდ.“

მამია ტაბატაძე ამბობს, რომ ტენ-დერის გამოცხადების წინააღმდეგი არ არის: „აუდიტის სამსახურის რე-კომენდაციის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, უკეთესად და ხარისხიანად გაკეთდებოდა საქმე.

მე, მართალია, ვიყავი ოთხშაბათს რიგგარეშე სესიაზე, მაგრამ იმ დღეს სასწრაფოში ვმორიგეობდი. დავაფიქ-სირე საკრებულოში ჩემი მისვლა და მერე ნინო ფხალაძეს ვთხოვე გათავი-სუფლება. კაბინეტში არ შევსულვარ, საკრებულოს თავმჯდომარეც არ მინახავს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია.“

მამუკა ხიჯაკაძე ამბობს, რომ აუდიტის სამსახურის დასკვნას ჯერ არ გაცნობია. მისი აზრით, უმჯობესია ტენდერით უფრო მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება.

მარო ნოზაძე: -სხდომაზე საერ-თოდ არავის უხსენებია ტენდერი. სესიაზე ვლადიმერ გელაშვილმა და ბაჩუკი გორგაძემ ახსენეს გაზეთი. მერე თქვეს, ამდენია თანხა გამო-ყოფილი, ხელფასებსაც აიღებენ და დავალიანებასაც გაისტუმრებენო.

ნიკო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია შეგიძლია გაითვალისწინო და შე-გიძლია - არა. „უკეთესი ვარიანტი

ვერ მოიფიქრა საკრებულომ და ამი-ტომ დააფინანსა სუბსიდიით გაზეთი „ახალი ხარაგაული.“ საკრებულოს გადაწყვეტილება იყო და უბრალოდ დავუჭირე მხარი.

ნინო დიდიძე: -მხოლოდ დად-გენილებების გამოსაქვეყნებლად გამოვიყენებთო და ამიტომ დავუჭი-რეთ ჩვენც მხარი. ალბათ ადამიანური ფაქტორიც გავითვალისწინეთ, - უმუ-შევრები რჩებოდნენ ადამიანები.

ნინო ფხალაძე თვლის, რომ საგა-მომცემლო საქმიანობისთვის თანხა ბიუჯეტში თავიდანვე გაზეთ „ახალი ხარაგაულისთვის“ იყო განკუთვნი-ლი. ეს გაზეთი უნდა იყოს უფასო და გამოქვეყნდეს მხოლოდ საკრებულოს ბრძანებები, განკარგულებები და დადგენილებები.

ამირან ოქრომჭედლიძე: -ყველამ ერთად ვუყარეთ კენჭი და მაგალი-თად, მე რა უნდა მექნა?! მაგ გაზეთი უნდა ყოფილიყო კიდევ? ბიუჯეტიდან რაც უფრო ნაკლები თანხა გაიხარ-ჯება, ეს არის უკეთესი და ისე უნდა გადაწყდეს.

თემურ მაღლაკელიძე: -მე ვიცი, რომ უნდა გამოვიდეს ბიულეტენის სახით და გაზეთი არ იქნება.

ვლადიმერ გვრიტაძე: -როგორც ვიცი, ეს თანხა თავიდანვე განსაზღვ-რული იყო იმ გაზეთისთვის. უყარეს კენჭი და მე რატომ წავიდოდი წინააღ-მდეგი? ჩემი აზრით, ტენდერი ჯობდა.

მამუკა ჭიპაშვილი: -ნებისმიერი საკითხი, საკრებულოს სხდომამდე, იხილება ბიუროსა და კომისიების სხდომებზე. სამწუხაროდ, ხშირად, რიგითი დეპუტატები, განსაკუთრებით რიგგარეშე სხდომებზე, კარგად არ ვიცნობთ დღის წესრიგით გათვალის-წინებულ საკითხებს და ვფიქრობთ, რომ დამუშავებულია ბიუროზე, ან კომისიის სხდომაზე.

ვფიქრობდი, რომ გაზეთის თემა აღარ იყო აქტუალური. რამდენადაც

მახსოვს, საკრებულოს წევრების ურავლესობამ რამდენიმე თვის წინ დავაფიქსირეთ აზრი, რომ საკრებუ-ლოს ინფორმაციის მოსახლეობამდე მისატანად აუცილებლად უნდა გამო-ეცხადებინა ტენდერი. ამდენად, ჩემთ-ვის მოულოდნელი იყო საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ამ საკითხის დასმა. კენჭისყრისას ძალიან მალე, წამებში, საკრებულოს სხდომაზე მყოფმა უკლებლივ ყველა წევრმა ასწია ხელი. მეც ინსტიქტურად მივე-ცი ხმა იმიტომ, რომ მეგონა, რაღაც გამომრჩა ან რაღაც ვერ გავიგე. თუმ-ცა, ისევ ძველ აზრზე ვრჩები და ნამდ-ვილად ვთვლი, რომ საკრებულომ ინფორმაცია მოსახლეობას უნდა მიაწოდოს ტენდერის გზით, - უფრო იაფად და მაღალი ხარისხით.

საკრებულოს საფინანსო-საბი-უჯეტო კომისიის თავმჯდომარე

ბაჩუკი გორგაძე სატელეფონო სა-უბარში, მისი ბევრი კოლეგის მსგავ-სად, აცხადებს, რომ თურმე 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ერთი მუხლიდან მეორე მუხლში გადატანა არც მისი გადაწყვეტილება ყოფილა: „ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს დეპუტატებმა, - ეს უნდა მოხმარდეს გაზეთის სუბსიდიასო. მაგის მთქმე-ლები, არ გეშლებათ, ვინც არიან. ჩემი გადაწყვეტილება თავიდანვე იყო, რომ აუცილებლად ჩატარებულიყო ტენდერი.“

თუმცა, ბაჩუკი გორგაძის მიერ მოწოდებულ წერილობით განმარ-ტებაში აღნიშნულია: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გათვალისწინებულ იქნა ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის 2013 წლის ანგარიშში ასახული მთელი რიგი რეკომენდაციები ა(ა)იპ „ახა-ლი ხარაგაულის“ მიმართ. კერძოდ, შემცირდა გაზეთის ტირაჟი, გაუქმდა სარეალიზაციო ფასი და მოსახლე-ობას ურიგდება უსასყიდლოდ. ხოლო საინფორმაციო შესყიდვა და ზემოხ-სენებული ა(ა)იპ-ის ლიკვიდაცია არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად, რადგან გაზეთი ეფექტურად ახორციელებდა მასზე დაკისრებულ ფუნქციებს და მისი ფუნქციონირება არ ეწინააღმდეგება თვითმმართველი ერთეულის საქმი-ანობის სამართლებრივ საფუძვლებს.“

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გე-ლაშვილი: -ბიუჯეტში ეს ცვლილება ჩვენ არ შეგვქონდა. მე არ შემიტანია საკრებულოსთვის წარდგენილი სა-ბიუჯეტო ცვლილებების განმარტებით ბარათში. თავად შეიტანეს და მე რა ძალა მქონდა. ბიუროზე თქვეს, ეს საკითხი სესიის დღის წესრიგში შევი-ტანოთო. მეგონა, სესიაზე იმსჯელებდ-ნენ, მაგრამ პირდაპირ უყარეს კენჭი.

გია არევაძე: -მალე აირჩევა ახა-ლი საკრებულო, რომელიც, ალბათ, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მე გამოვდივარ იმ ადამიანების ბედი-დან, რომლებიც იმ გაზეთში დასაქმე-ბულები იყვნენ. ამაზე უფრო უარესი ხდება, რის შესახებაც საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ვთქვი და გული მწყდება, „ჩემი ხარაგაულის“ ფურც-ლებზე რომ არ აისახა.

დეპუტატმა გია არევაძემ მის-გან ხსენებულ სხდომაზე

ბიუჯეტიდან თანხის არაეფექტურად ხარჯვაზე გაამახვილა ყურადღება: „საკრებულოსა და გამგეობის საწვავ-საპოხი მასალებისთვის დაახლოებით ერთნაირი თანხა - 33-33 ათასი ლა-რია გათვალისწინებული. ეს არის დაახლოებით 16 500 ლიტრი საწვავის ღირებულება. ამ ოდენობის საწვავით შეიძლება დაახლოებით 165 ათასი კილომეტრის გავლა, რაც დედამი-წის ეკვატორის გარშემოწერილობას ოთხჯერ აღემატება. თუ 70 კმ/სთ სიჩქარით ვიმოძრავებთ, 165 ათასი კილომეტრის გავლას 2 300 საათი, ანუ 296 დღე დასჭირდება. ყოველი სამუშაო დღე რვასაათიანი. წელიწად-ში კი არის 261 სამუშაო დღე.

რა აუცილებლობაა, რომ ოთხჯერ შემოვუაროთ დედამიწას? ერთხელაც საკმარისია!

არ არის საჭირო, ვიქცეთ მოგზა-ურებად. უპრიანი იქნება, მომავალში ამ კუთხით გაკეთდეს კორექტირება. გამოთავისუფლებული თანხები უმჯო-ბესია, მოხმარდეს სოციალურ პაკეტს,“ - ამბობს გია არევაძე.

ლაურა გოგოლაძე

რა საჭიროა, წელიწადში ოთხჯერ შემოვუაროთ

დედამიწას?!

Page 5: (579), 28 თებერვალი 2014 წელი

5xtvb [fhfufekb28 თებერვალი, 2014 წ.

ჯილდა მახაროპულო: -საკრებუ-ლოს წევრი უნდა იყოს კომპეტენტუ-რი, უნდა შეძლოს საქმის კეთება, და-კისრებული მოვალეობის შესრულება. საამისოდ უნდა ჰქონდეს განათლებაც და გამოცდილებაც. რატომღაც ამ-ბობენ, რომ პრიორიტეტი მიენიჭება სახელისუფლებო, ამ შემთხვევაში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს. ვთვლი, რომ ადამიანი უნდა შეფას-დეს თავისი კომპეტენციით, იმით, თუ რისი გაკეთება შეუძლია. სოფელსაც ასეთი ადამიანი სჭირდება. მოსახლე-ობა დაიღალა ტყუილი დაპირებებით, საქმისადმი უპასუხისმგებლო დამო-კიდებულებით. ადგილობრივმა ხე-ლისუფლებამ რეალური დახმარების ხელი უნდა გამოუწოდოს ადამიანებს.

თვითონ სოფელმა უნდა გამო-არჩიოს ადამიანი, რომელსაც ნამდ-ვილად ენდობა. ძალიან ძნელია და ახლა მიჭირს პროგნოზირება, რო-გორ საკრებულოს მივიღებთ.

ლეილა მაღრაძე: -საკრებულოს წევრებმა ხალხის გაჭირვება გულთან უნდა მიიტანონ, საერთო საქმეზე უნდა იზრუნონ, მომავალი თაობისთვის შექ-მნან და გააკეთონ ყველაფერი. პირ-ველ რიგში აუცილებელია დასაქმება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მცირე საწარ-მოები მაინც შეიქმნას. სოფლები დაცა-რიელდა. მოხუცებულებს პენსია აქვთ, დახმარებას მაინც ღებულობენ. ვისაც შვილი ჰყავს გასაზრდელი, მას არანა-ირი საარსებო საშუალება არ აქვს და იძულებულია, სამუშაოს საძებნელად ქალაქში წავიდეს, რომ როგორღაც შეინახოს ოჯახი და შვილები.

მოსახლეობამ მხარი უნდა დაუჭი-როს მას, ვინც მართლა გააკეთებს საქმეს. საკებულოს წევრს უნდა ენდოს ხალხი და ხმა ვიღაცის ხათრით არ უნდა მისცეს.

ინგა ინასარიძე: -დეპუტატი მოსახ-ლეობასთან უნდა იყოს ახლოს, უნდა იცნობდეს მათ პრობლემებს.

საქმიანი უნდა იყოს, ხალხზე უნდა ფიქრობდეს და ისეთი პროექ-ტები განახორციელოს, რომლებიც რამდენიმე წელს გაძლებს. მაგალი-თად, გზას გააკეთებენ - მოვარდება ნიაღვარი და წაიღებს. ხომ წყალში გადაყრილი ფულია?! ჯობია ერთ-ხელვე დაიხარჯოს დიდი თანხა და პრობლემა მოგვარდეს.

აუცილებელია საკრებულომ იზრუ-ნოს სოფლებში მცირე საწარმოების შექმნაზე.

იმედით ვცოცხლობთ ამდენ ხანს და ალბათ, ნელ-ნელა უკეთესობისკენ წავა საქმე.

თემურ ბლუაშვილი: -საკრებუ-ლოს წევრი უნდა იყოს სახელმწი-ფოებრივად მოაზროვნე პიროვნება. უნდა ხედავდეს მოსახლეობის წინაშე მდგარ რეალურ და მტკივნეულ პრობ-ლემებს. წალეკა სოფელი თვითნებუ-რად მოწყობილმა ნაგავსაყრელებმა. მძიმე მდგომარეობაა ტყეში. საშეშედ იჭრება მუხა - უიშვიათესი ჯიში. საკ-რებულოს წევრმა უნდა დაინახოს ეს პრობლემები და დააყენოს მუნი-ციპალიტეტის საკრებულოს წინაშე. ბუნებრივია, პრობლემები მოსახლე-ობამაც აქტიურად უნდა მიიტანოს დეპუტატთან. მე ვხედავ იმის შანსს, რომ მომავალში უკეთესი საკრებულო გვექნება. ამის თქმის საფუძველს მაძ-ლევს ის, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ გარემოში. მოსახლეობას მიეცემა რეალურად იმის საშუალება, რომ თავისთვის სასურველი კანდიდა-ტი აირჩიოს - ისეთი, ვინც უკეთ გაუძღ-ვება საქმეს, ვინც უკეთესად აზროვ-ნებს, ვისაც შეუძლია პრობლემების დანახვა და მათ მოგვარებაზე ზრუნვა. პარტიებმა უნდა იზრუნონ საიმისოდ, რომ ისეთი კანდიდატები შესთავაზონ მოსახლეობას, რომელთაც ექნებათ ხალხში ნდობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება.

ნოდარი გოგოლაძე: -ადამიანს, რომელსაც საკრებულოს წევრობა სურს, საკუთარი სოფელი და თა-ვისი ხალხი უნდა უყვარდეს. უნდა გააკეთოს საქმე, რომელიც სოფელს სჭირდება. თავისთავად ცხადია, განათლებული უნდა იყოს. თუ ისევ მოხდა არჩევნებში ჩარევა, როგორც ადრე ხდებოდა, იგივე მდგომარეობა გვექნება. ერთხელ და სამუდამოდ მოსახლეობამ უნდა აირჩიოს თა-ვისთვის სასურველი კანდიდატი. აუცილებელია, რამდენიმე კანდიდატი იყოს და მერე ხალხი გადაწყვეტს. ადგილობრივ არჩევნებზე ინტერესი მოსახლეობისგან და პარტიებისგან ყოველთვის დიდია.

-ბატონო დავით, პარლამენტმა მიიღო ადგილობრივი თვითმმართ-ველობის ახალი კოდექსი. რა არის ამ კოდექსში ისეთი, რაც რეალუ-რად უზრუნველყოფს თვითმმართ-ველობის უფრო მაღალ ხარისხს ადგილებზე?

-ეს არის კოდექსი, რომელმაც საკ-მაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. ზოგადად თუ ვიტყ-ვით, სამოქალაქო საზოგადოება და ის ჯგუფები, რომლებიც მხარს უჭერდნენ სწრაფი და მყისიერი რეფორმის გან-ხორციელებას, რჩებიან უკმაყოფილო-ნი. კოდექსიდან, განხილვის პროცესში, ამოვარდა ან დროში გადაიდო ბევრი ისეთი პრინციპული საკითხი, რომელიც უნდა განხორციელებულიყო მყისი-ერად. მეორეს მხრივ, ის ადამიანები, რომლებიც, მაინცდამაინც არ უჭერენ

მხარს ამ რეფორმას და არსებული სის-ტემის შენარჩუნების მომხრენი არიან, ფიქრობენ პირიქით - ეს იყო კატასტ-როფა, როცა მათ დაუშვეს ასეთი რამ, რაც არის ახლა.

რითი ძლიერდება თვითმმართვე-ლობა, - პირველი, იწყება ოპტიმიზაცია და მისი შეჩერება, უბრალოდ, კანონზე უარის თქმაა და საჯაროდ განცხა-დება იმისა, რომ რეფორმა არ უნდა ქვეყანას, რისი ნაკლები საფუძველიც არსებობს.

-ოპტიმიზაციაში რას გულისხ-მობთ?

-მუნიციპალიტეტების ჩამოყალიბება უფრო მცირე ტერიტორიებზე, ანუ მოსახლეობასთან მიახლოება. მეორე არის საერთო ინტერესების, ჰომოგენუ-რი ზონების გამოყოფა, ვთქვათ, თვით-მმართველი ქალაქების რიცხვის ზრდა. შემოდის აღმასრულებელი ხელისუფ-ლების (მერებისა და გამგებლების) პირდაპირი არჩევნები, რაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. უბ-რალოდ, საზოგადოებას ეძლევა შანსი, რომ დააფიქსიროს თავისი პოზიცია არა მარტო შვიდ თვითმმართველ ქალაქში, არამედ მთელი საქართვე-ლოს მასშტაბით. არჩეული ხელისუ-ფალი უფრო დამოუკიდებელი იქნება თავისი კომპეტენციის ფარგლებში. არ განმეორდება ის მანკიერი პრაქ-ტიკა, რომელიც ოცი წლის მანძილზე ხდებოდა, როცა ზემოდან დარეკილი ზარით გამგებელი შეიძლებოდა მოხს-ნილიყო. ბუნებრივია, ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება უფრო ორიენტირებული საზო-გადოების, მისი ამომრჩევლის გულის მოგებაზე. კარგია თუ ცუდია, - ეს სხვა საკითხია. ფაქტია, რომ მოქალაქეთა ინტერესიც, სურვილის შემთხვევაში, უფრო იზრდება.

გარდამავალ დებულებებში ჩადე-ბულია ფინანსური საფუძვლები და ახ-

ლადწარმოქმნილი მუნიციპალიტეტები მიიღებენ გაზრდილ ტრანსფერებს. ეს ფორმულის შედეგია და მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში 3-4-ჯერ გაიზრდე-ბა ტრანსფერი. ამას გარდა, კანონით გადაწყდა, რომ საშემოსავლო გადა-სახადის ნაწილი დარჩება ადგილზე, რაც გაზრდის თვითონ თვითმმართვე-ლობის ფინანსურ დამოუკიდებლობას მისი კომპეტენციის ფარგლებში. თუმცა, სკეპტიკოსები აცხადებენ, რომ გააჩნია, რა პროცენტი იქნება გადაცემული. თუ გაიყო 99 ერთზე ცენტრის სასარგებ-ლოდ, ეს ბევრს არაფერს შეცვლის. თუ გაყოფა მოხდა - ტრანსფერი შემცირდა და ზიარი გადასახადი გაიზარდა, - ესეც არაფერს ცვლის.

-ეს როგორ გადაწყდება?-კანონი ითვალისწინებს, რომ მთავ-

რობამ სექტემბერში პარლამენტში უნდა

შეიტანოს კანონპროექტი. უახლოეს თვეებში მთავრობამ უნდა მოახდინოს შესაბამისი გაანგარიშებები და მთავ-რობის სხდომაზე ამ ცვლილების დამ-ტკიცება. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ მოთხოვნას, რომ მათ არ დახუჭონ თვალი და მოითხოვონ ხელისუფ-ლებისგან დროულად გააკეთონ ეს ყველაფერი. ვინაიდან არსებობს საფ-რთხე, რომ აგვისტოში თქვან, - რახან ვერ ესწრება, გადაიდოს, ვთქვათ, 2018 წლის პირველ სექტემბრამდე ან 2020 წლის 1 იანვრამდე და ა.შ. ეს რომ არ მოხდეს და მაქსიმალურად იყოს თვითმმართველობების ინტერესები გათვალისწინებული, მეტ-ნაკლებად იმ ჯგუფებზეა დამოკიდებული, ვინც ხელი-სუფლებაში ლობირებს ამ საკითხს. რაც მთავარია, საზოგადოებრივი ზეწოლაა აუცილებელი.

-იქნებ ჩამოთვალოთ რეფორმის ის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქ-ტები, რომელთა მისაღებად მზად არ აღმოჩნდა პარლამენტი და უფრო კონკრეტულად - მმართველი კოალი-ცია. პირადად თქვენ თუ გწყდებათ რამეზე გული ძალიან?

-მართალი გითხრათ, მეც მეტს ველოდი. პირდაპირ რეფორმას ვერ დაარტყამდნენ იმიტომ, რომ პოლიტიკური განწყობაც და თავის დროზე პოლიტიკური ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის განწ-ყობაც ასეთი იყო, - ცალსახად მხარს უჭერდა რეფორმას. დასავლეთისა და საზოგადოების მოლოდინიც საკმაოდ მაღალი გახლდათ. ასე რომ, საერ-თოდ რეფორმის გაჩერებაზე საუბარი ზედმეტი იყო. ამიტომ ქვეშეცნეულად თუ შეცნეულად დაიწყო იმ ნაწილებზე დარტყმა, რომელიც პირდაპირ არ ეხებოდა პრინციპულ საკითხებს, მაგ-რამ სინამდვილეში არარად აქცევდა პრინციპულ საკითხებსაც. უხეშად

რომ შევადაროთ - გულში ლახვარის ჩაცემა ვერ გაბედეს, მაგრამ დარტყ-მა მიაყენეს თავსა და ფეხებში, რომ მოცელილიყო და თან გაბრუებულიყო.

ქვედა დონეზე ეს იყო საზოგა-დოებრივი საბჭოების შექმნის იდეა - პირდაპირი დემოკრატიის ფორმა, რომელიც უარყოფილი არ არის, მაგ-რამ გადაიდო. ამ წლის განმავლობაში პარლამენტში უნდა შევიდეს ახალი კანონი, რომელიც დასახლებების დო-ნეზე შექმნის საზოგადოებრივ თვითმ-მართველობებს, რომელთაც ექნებათ განსაზღვრული უფლებამოსილებანი.

-რით აიხსნა ის, რომ ამ კოდექსი-დან ამოვარდა ეს მუხლები და შემდეგ უნდა შეიქმნას სპეციალური კანონი?

-ოფიციალური განცხადებები გა-კეთდა, რომ უფრო დასახვეწი და მოსამზადებელია, რომ უფრო კარგად გაკეთდეს. თუმცა ამის უკან დგას ინტე-რესი. საზოგადოებრივი თვითმმართ-ველობა ნიშნავს იმას, რომ არა მყი-სიერად, მაგრამ ადგილებზე გაჩნდება ახალი ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა, ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით - ადგილობრივი საზოგადო-ების, თემის ინტერესების დამცველი, რომელიც არანაირ წინასაარჩევნო ბატალიებსა და გაყალბებებში მონაწი-ლეობას არ მიიღებს თუნდაც იმიტომ, რომ მას თავისი სოციალური კონტ-რაქტი აქვს დადებული ადგილობრივ მოსახლეობასთან. ყველაზე მძიმე დარტყმა სწორედ ამ საკითხს მიადგა. ვეჭვობ, რომ საკმაოდ დიდი ბატალი-ებია მოსალოდნელი მაშინაც, როცა ეს კანონი შევა თვითმმართველობის კო-მიტეტში. მეორე საკითხი იყო საკმაოდ ყბადაღებული თემა, რომელიც ეხებო-და ქვეყნის დაშლას. საუბარი იყო, რომ ქვეყანა იშლებოდა საფეოდალოებად. ეს იყო შემოგდებული მომენტი.

-საპატრიარქომ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება.

-სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში მოხდა აყოლა. ვიცი, რა ჯგუფებში მზადდებოდა და რა სოუსით აწვდიდ-ნენ ამას საზოგადოებას, მათ შორის საპატრიარქოსაც. მეორე საკითხი იყო ადგილზე ცენტრის მიერ დანიშ-ნული მოხელეებისთვის ბალანსის შექმნა - გუბერნატორის უფლება-მო-ვალეობების განსაზღვრა. ცენტრისგან დანიშნული გუბერნატორი პირდაპირ და უხეშად, როგორც აქამდე ხორ-ციელდებოდა, არ უნდა ჩარეულიყო ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ კომპეტენციებში. ბუნებრივია, როცა არსებობს სტრუქტურა, მას აქვს თავისი კომპეტენცია. თუმცა, როცა კომპეტენცია არის გაუმიჯნავი და ბურუ-სით მოცული,ზემდგომი ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, ყველაფერი მოიცვას. ამის მაგალითები ბოლო ოცი წლის მანძილზე მრავლადაა საქართ-ველოში. სამწუხაროდ, ეს იყო მეორე დათმობა, რომელიც ამოიღეს; ნაწილი გადაიდო.

-რისი დათმობა მოხდა?-ძირითადი პრინციპები შენარჩუნდა

- მუნიციპალიტეტების ოპტიმიზაცია, ქონების გადაცემის, საკუთარი ფინან-სების ნაწილის გადაცემის საკითხები. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ იყო ვაჭ-რობა, - მთავარია გასულიყო ძირითა-დი პრინციპები და შედარებით ნაკლებ პრინციპულზე უარი ითქვა.

ეს არის ხელისუფლების იმანენტური თვისება. ნუ ვიტყვით, რომ რომელიმე ხელისუფლება მოხარულია თავისი ძალაუფლების ნაწილობრივი დათმო-ბის, - შეერთებულ შტატებში იქნება ეს, საბჭოთა კავშირში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. არსებითია, რომ საზოგადო-ებამ გამოხატოს მზაობა, საზოგადოება იყოს კონსოლიდირებული და მოითხო-ვოს საკუთარი უფლებების დაცვა.

რადიო თავისუფლების ყოველკვირეული რუბრიკის „ინტერაქტიული დიალოგი” სტუმარია ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის

თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძე. იგი ჟურნალისტ ია ანთაძესთან საუბრობს თემაზე: „თვითმმართველობა - ცვლილებები და გამოწვევები”.

საზოგადოების აზრით

პარტიებმა ამომრჩეველს მისაღები კანდიდატები

უნდა შესთავაზონრაც უფრო ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები,

მით მეტად აქტუალური ხდება საკითხი, - როგორი დეპუტატები უნდა ავირჩიოთ მომავალ საკრებულოში.

დავით ლოსაბერიძე: „ნუ ვიტყვით, რომ რომელიმე ხელისუფლება მოხარულია

ძალაუფლების თუნდაც ნაწილობრივ დათმობის”

Page 6: (579), 28 თებერვალი 2014 წელი

6 xtvb [fhfufekb 28 თებერვალი, 2014 წ.

ბორის საჯარო სკოლას უკვე ათი წელია ყოველწლიურად სტუმრობენ ამერიკელი მეგობრები ჯორჯიის შტატიდან, ქალბატონ ლინ ბენქსის ხელმძღვანელობით. სკოლის ამე-რიკელი მეგობრები არიან ეკლესიის მრევლი, რომლებიც ეკლესიაში შემოწირული თანხით სხვადასხვა სკოლებში ეწევიან ქველმოქმე-დებას. ამერიკელების სტუმრობა ბორის საჯარო სკოლის თითოეული მოსწავლისთვის ძალიან სასიხარუ-ლოა. ჩვენი ამერიკელი მეგობრები დაუკავშირდნენ იქ მცხოვრებ ქართ-ველ ემიგრანტებს, რომლებმაც სა-შობაოდ წერილები გამოგვიგზავნეს. ქართველი ემიგრანტები გვწერენ თავიანთი ცხოვრებისა და განცდების შესახებ, თუ როგორ უყვართ და ენატრებათ საქართველო. ამერიკა-ში მცხოვრებ ქართველებს ჩვენი ახ-ლოს გაცნობა და მეგობრობა სურთ.

ამერიკიდან გამოგზავნილმა ერთმა წერილმა განსაკუთრებით მიიქცია ჩვენი ყურადღება. წერილი მეათე კლასის მოსწავლე შალვა ცისკაძემ წარმოშობით ხარაგა-ულელი ნუგზარ დავითაშვილისგან მიიღო. ის ოცი წელია ატლანტაში, ჯორჯიის შტატში ცხოვრობს და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ბა-ტონი ნუგზარი გვიამბობს, რომ მისი ბაბუა, ვასილ სულიაშვილი, სოფელ ილემში დაიბადა, ბებია, სოფია მეტრეველი, - ხარაგაულში. თავად თანეთში დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ ძალიან ენატრება საქართველო და დღე არ გავა, თავისი ამერიკელი მოსწავლეების ქართველ თანატოლებზე რომ არ იფიქროს. აღსანიშნავია, რომ ის ორი წლის წინ იმყოფებოდა ბორის საჯარო სკოლაში. ბატონი ნუგზარი წუხს, რომ საქართველოში არ არის ისეთი პირობები, როგორიც ამერი-კაშია. ქართველ ბავშვებს მოგვი-წოდებს, რომ მუდამ გვჯეროდედ საკუთარი თავის, თავდაუზოგავად ვიშრომოთ მიზნის მისაღწევად.

საინტერესოა წერილი, რომელ-საც ატლანტაში მცხოვრები 15 წლის სოფო გოგიშვილი უგზავნის ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის მეათე კლასის მოსწავლეს ქრისტინა კოპა-ლიანს. სოფო წერს: ძალიან მენატ-რება ჩემი სამშობლო და ვნატრობ იმ დღეს, როცა საქართველოში ჩამოვალ. მსურს გამოვიდე პედიატ-რი, რადგან ძალიან მიყვარს პატარა ბავშვები და მათი დახმარება. თავისუ-ფალ დროს დაკავებული ვარ სპორ-ტით. ყველაზე მეტად მიყვარს სპორ-ტის სახეობა „ლაკროსი.“ სპორტის ეს სახეობა ბევრმა აქაც არ იცის. თუ არ ვცდები, ძველად საქართველოში მას ლელოს ეძახდნენ.“ წერილის ბოლოს სოფო იმედს გამოთქვამს,

რომ იმეგობრებს ქრისტინასთან.ატლანტაში მცხოვრები 13 წლის

მარიამი წერილს ფიქრია ცისკაძეს უგაზვნის. მარიამს ძალიან უყვარს სიმღერა და სპორტი. ენატრე-ბა საქართველო და სურს, მალე ჩამოვიდეს სამშობლოში. მარიამს აინტერესებს, თუ როგორ ატარებენ ქართველი ბავშვები თავისუფალ დროს და როგორ ცხოვრობენ.

რვა წლის ალექსანდრე ბოკუჩავა წერილს წერს ბესიკ კოპალიანს. „ძალიან მიყვარს დრაკონებზე მოთხ-რობების წერა და მინდა, ჯარისკაცი გამოვიდე“. ალექსანდრეს სურს, რომ ბევრი გაიგოს ბესიკის შესახებ.

ცხრა წლის ნიკა წერილს უგზავ-ნის ნიკიფორე პაპავას. ნიკა წერს, რომ ძალიან უყვარს ფეხბურთი, კომპიუტერისა და ფილმების ყურე-ბა. მას სურს, გაიცნოს ნიკიფორე და ერთად ითამაშონ ფეხბურთი.

საშობაოდ მისალოცი ბარათები მიიღეს ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზაზა ბუბულაშვილმა ლუკა რაზმაძისაგან, ჯუმბერი კოპა-ლიანმა - ნინო, საბა, სანდრო და დათოს ოჯახისგან, მედეა კოპალიან-მა - ნატალია კაჭარავასგან, ნინო პა-პავამ - მერი ბოკუჩავასგან. წერილები მეტად თბილი და ამაღელვებელია. პანსიონის აღსაზრდელებმა თანატო-ლებისთვის დაწერეს საპასუხო წერი-ლები. ვიმედოვნებთ, რომ ბორელი და ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ბავშვები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს და დამეგობრდებიან.

გვანცა ბერაძებორის საჯარო სკოლა-პანსიონის

მეცხრე კლასის მოსწავლე

ფოტოზე: ამერიკაში მცხოვრები, წარმოშობით ხარაგაულელი ნუგ-ზარ დავითაშვილი მეუღლესთან ერთად

მერი არევაძე: -ყველაზე მეტად მწყინს, როცა ადამინები შეურაცხ-ყოფას აყენებენ ერთმანეთს, უკულტუროდ იქცევიან და ელემენტარული ზრდილობის ფორმა არ გააჩნიათ.

მიხარია, როდესაც ადამიანს ეტყობა წიგნიერება, განათლება და კულტურა. ამას ყოველი სიტყვის გადმოცემის შემდეგ შეამჩნევ. მიყვარს ადამიანები - კარგად რომ მეტყველებენ და აზროვნებენ.

ლია კიკნაველიძე: -ძალიან მწყინს უკრაინაში განვითარებული მოვ-ლენები. ანალოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით ჩვენც, რომ არ გამოჩენილიყო ბიძინა ივანიშვილი - ასე მგონია.

მიხარია ის, რომ არჩევნების შემდეგ შეიცვალა გარემო - თავისუფლად ვსუნთქავ, თავისუფლად ვლაპარაკობ და აღარ გვაქვს იმის შიში, რომ რამეს ვიტყვით მთავრობაზე და ვიღაცა რაიონში გადმოიტანს ამ ამბავს.

მიხარია ის, რომ ჩვენს სოფელში ძალიან ბევრი რამ კეთდება - იუსტიციის სახლი, სპორტული კომპლექსი. გვპირდებიან, რომ სხვა პროექტებიც დაფინანსდება.

რა მწყინს, რა მიხარია

მივულოცოთ და მოვეფეროთ ყველა დედას. 3 მარტი სწორედ ის დღეა, ის შანსია, როცა დედებს კიდევ ერთხელ უნდა ვაგრძნობი-ნოთ დიდი სითბო და სიყვარული, რომელიც სწორედ მათ შექმნეს ჩვენში. მგონია, რომ ქალი მაშინ კი არ ხდება დედა, როდესაც შვილი ეყოლა, არამედ მაშინ, როდესაც დედობა გაიღვიძებს ქალში. ყველა სულიერს დედამი-სი საუკეთესო ჰგონია. იცის, რომ სხებსაც ჰყავს დედები, მაგრამ მისი განსაკუთრებულია.

დედა გვასწავლის ცხოვრებას, გვანუგეშებს და გვამხნევებს მძიმე წუთებში, ხარობს შვილების სიხა-რულით. ის ყველაზე ერთგული და საიმედოა.

ქალი ბევრია ამქვეყანაზე, მაგ-რამ დედა კი მხოლოდ ერთია.

ჩემთვის დედა ყველაფერს ნიშნავს. დედა არის თბილი, თავისი შვილე-ბის მოსიყვარულე ადამიანი. შეგიძ-ლია მას ანდო შენი საიდუმლო.

პირველ რიგში დედაჩემს მი-ვულოცავ ამ დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს შვილების საიმედოდ. ასევე ვულოცავ ყველა დედას და ბედნიერ დედობას ვუსურვებ.

მადონა ცისკაძე

3 მარტი დედის დღეა

დედა შვილზე ფიქრში უბე-რებელია. დედა ამ სამყაროში შეუცვლელია. დედის ცრემლი ყველაზე წმინდააა ამქვეყანაზე. გა-ვუფრთხილდეთ დედას და ბევრი სიხარული ვაჩუქოთ.

მაინც რა არის წუთისოფე-ლი? - გაწვალებს, გაშიმშილებს, ხან ფეხშიშველა გატარებს, ხან ავადმყოფი შვილის ტანჯვას გა-ყურებინებს, ხან უფრო ტკბილია, ხან მწარე. ბედნიერი და ძლიერია ის, ვინც ასეთ ცხოვრებას უძლებს.

ადამიანები ვერ ვივიწყებთ ისეთ რამეს, რამაც გული ძალიან გვატ-კინა. ერთი ამბის დავიწყება ვერც მე შევძელი. ჩემი გიორგი ყოველი თვის ბოლოს თბილისში დამყავდა ექიმთან კონსულტაციაზე. ერთ დღესაც ჩავიყვანე და არაფრით აღარ შემომყვა ტრანსპორტში. არადა, ხელში ხომ ვერ ავიყვანდი 11 წლის ბიჭს. ორ საათზე მეტხანს ვეწვალე და ორივე დავიღალეთ. გიორგი ტროტუარზე ჩამოჯდა. მეც გვერდით მივუჯექი. ამის შემდეგ

რაც მოხდა, ეს ჩემთვის სიკვ-დილის ტოლფასი იყო: ხალხს მათხოვარი ვეგონე და ხურდა ფულს მიყრიდნენ ფეხებთან. ძალიან ცუდად გავხდი, თითქოს ენა ჩამივარდა და ხმას ვეღარ ვიღებდი. ტირილი მინდოდა და ვერ ვტიროდი. ჩუმად გულში ღმერთს ვევედრებოდი, მოეცა ძალა, ფეხზე წამომდგარიყავი და იქაურობას მალე გავცლოდი. კარგა ხანს ვისხედით ასე გაოგნე-ბული მე და ჩემი გიორგი. ბოლო, როგორც იყო, წამოვდექი ფეხზე და ერთი მოქალაქე, ფულის დაყრა რომ უნდოდა, შევაჩერე: -მე მათხოვარი არ ვარ. ფული კი არ მჭირდება, დამეხმარეთ, ტაქსი გავაჩერო, რომ შვილი ექიმთან წავიყვანო-მეთქი. დამცირება მი-ვიღე იმ ადამიანებისგან, ვისაც არ ესმოდა ჩემი ტკივილი. მერწმუნეთ, ძალიან ძნელია, როცა გყავს შვილი, რომელსაც თავის მოვლა არ შეუძლია და დედაა მისთვის ერთადერთი ნუგეში. მე ამით იმის

თქმა მსურს, რომ სანამ ადამიანს გულს ატკენ, დახმარების ხელი გაუწოდე, გულით სითბო აგრძნო-ბინე, გვერდით დაუდექი ტკბილი სიტყვით და არა ხურდა ფულით. იმედის ნაპერწკალი გაუღვივე, რომ არ წაიქცეს და დიდხანს იცოც-ხლოს თავის ავადმყოფ შვილთან ერთად.

მალე დედის დღე მოდის. მინდა, ყველა ქართველი დედა დავლოცო. ღერთმა დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა, გამძ-ლეობა, სიხარული, ბევრი ღი-მილი, ბედნიერება და შვილების კარგად ყოფნა არ მოგაკლოთ. ჩვენი შვილები ხომ ჩვენი სამკა-ულები არიან. ყველა დედას ჯანმ-რთელი შვილი აჩუქოს ღმერთმა. ჩვენი სამშობლოს ბედიც ნიჭიერ და ჯანმრთელ მომავალზეა და-მოკიდებული.

მარინა ნავაძესარგვეშის საჯარო

სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი

ერთმანეთს გულს ნუ ვატკენთ...

ქართველი ემიგრანტები ბორელ მოსწავლეებს

გამოიწერეთ გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ და ყოველ პარასკევს მიიღეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ სანდო და ობიექტური ინფორმაცია.

გაზეთი ღირს 3 თვით 5 ლარი;6 თვით - 10 ლარი;ერთი წლით - 20 ლარი.დაგვიკავშირდით გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში ტელეფონებით: 22-16-27;

593 900 501; 593 35 65 80; 555 57 45 78 ან მობრძანდით მისამართზე: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №59, მეორე სართული, შემოსასვლელი შენობის უკანა მხრიდან. მობრძანდით, გელით.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

მიმდინარეობს გაზეთზე „ჩემი ხარაგაული“ ხელმოწერა

Page 7: (579), 28 თებერვალი 2014 წელი

7xtvb [fhfufekb28 თებერვალი, 2014 წ.

შვილი მანანა კურტანიძე, რძალი მანანა თოდაშვილი, შვილიშვილები გიორგი და ნინო კურტანიძეები, კახა და ვეკა რუსიშვილები, სიძეები ზვიად ჭინჭარაული, ბექა შარიქაძე, რძალი თამარ ცოცხალაშვილი, შვილთაშვი-ლები მარიამ და გაბრიელ ჭინჭარა-ულები, ელენე შარიქაძე, მაზლები, მულები, დისშვილები, ძმისშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა

მადლენა მეტრეველი-კურტანიძე.პანაშვიდი ხუთშაბათს და პარას-

კევს. დაკრძალვა შაბათს, 1 მარტს, 2 სთ-ზე, ხარაგაულში, ან. კიკნაძის ქ. #13.

მეუღლე ნათელა შვანგირაძე, შვილები მამუკა, მედეა, რძალი ნინო ნორაკიძე, სიძე დავით შარიქაძე, შვი-ლისშვილები ცოტნე ლომსაძე, სოფი შარიქაძე, ძმისშვილები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ვახტანგ ტერენტის ძე ლომსაძე.დაკრძალვა 1 მარტს, 14 სთ-ზე

ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. #78.

მაყვალა ფერაძე, ლაურა, პაატა და თამარ გოგოლაძეები ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

გიგა მანაველის ძე ტაბატაძედა თანაუგრძნობენ ვენერა გოგო-

ლაძეს მეუღლის, თამაზ, მანანა და დათო ტაბატაძეების ოჯახებს მამისა და ბაბუის გარდაცვალების გამო.

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერ-ნატორი ზაზა მეფარიშვილი და ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, ეროვნულ მედია-პროექტ „ეტალონის“ ფინალის ღირსეულ მონაწილეს ნანიკო შუბითი-ძეს, თანაგრძნობას უცხადებენ დედის, მაია ავთანდალაშვილი-შუბითიძის

გარდაცვალების გამო და მომა-ვალში, მხარდაჭერას აღუთქვამენ ყველა წარმატებულ საქმეში.

ლეღვანის საჯარო სკოლის პედკო-ლექტივი, ტექპერსონალი და მოსწავ-ლეები თანაუგრძნობენ მაია ტაბატაძეს დედამთილის

მაყვალა მაჩიტაძე-ტაბატაძისგარდაცვალების გამო.

ლეღვანის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები თანაუგრძ-ნობენ დამრიგებელს მაია ტაბატაძეს დედამთილის

მაყვალა მაჩიტაძე-ტაბატაძისგარდაცვალების გამო.

ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ თანამშრომლები თანაუგრძნობენ იგორ კერესელიძეს ბიძის

სულიკო კალანდაძისგარდაცვალების გამო.

ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის კოლექტივი თანაუგრძნობს ამავე სკოლის პედაგოგს ნათელა კუხალაშ-ვილს ბიძის

დემურ კუხალაშვილისგარდაცვალების გამო.

დავით თაბუკაშვილი ოჯახით თა-ნაუგრძნობს იზო და თამუნა ჭელიძეებს შვილისა და ძმის

აჩიკო ჭელიძის გარდაცვალების გამო.

წყალაფორეთის საბავშვო ბაღის თანამშრომლები გულო ხარატიშვილი და ნათელა რობაქიძე ღრმა მწუხარე-ბას უცხადებენ იზოლდა გამეზარდაშ-ვილს შვილის, თამარ ჭელიძეს ძმის

აჩიკო ჭელიძისტრაგიკულად დაღუპვის გამო.

ახალსოფელში მცხოვრები უახლო-ესი მეზობლები მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

აჩიკო ჭელიძედა თანაუგრძნობენ განსვენებულის

ოჯახს.

ნაირა ჭუმბაძე, ლიანა ხიჯაკაძე ოჯახებით თანაუგრძნობენ იზოლდა გამეზარდაშვილს და თამუნა ჭელიძეს შვილისა და ძმის

აჩიკო ჭელიძისუდროოდ დაღუპვის გამო.

ნადაბურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები თანაგრძნობას უცხადებენ ნანული და გიორგი შუბი-თიძეებს დედის

მაია შუბითიძისგარდაცვალების გამო.

ნადაბურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები თანაგრძნობას უცხადებენ ნანული და გიორგი შუბი-თიძეებს დედის

მაია შუბითიძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის ცენტრალური ბიბ-ლიოთეკის თანამშრომლები დიდი გულისტკივილით ვიზიარებთ ლენა გამეზარდაშვილის ოჯახის უმძიმეს მწუხარებას დისშვილის

აჩიკო ჭელიძისგარდაცვალების გამო და თანავუგ-

რძნობთ განსვენებულის ოჯახს.

ნადაბურის საჯარო სკოლის პედკო-ლექტივი და ტექპერსონალი თანაგრ-ძნობას უცხადებენ თანამშრომელს გაიოზ შუბითიძეს მეუღლის

მაია შუბითიძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები თანაუგრძნობენ ბორითის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს მაია ბარბაქაძეს სიძის

დათო კაპანაძისგარდაცვალების გამო.

თენგიზი, გიზო, დავითი, გიორგი, ვალერი ზუმბაძეები ოჯახებით იუწყე-ბიან, რომ გარდაიცვალა

გიგა კირილეს ძე ტაბატაძედა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

თემურ გამცემლიძე ოჯახით იუწყე-ბა, რომ გარდაიცავალა

მარიამ ჩუბინიძე-ბარბაქაძედა სამძიმარს უცხადებს განსვენე-

ბულის ოჯახს.

ნადაბურის საჯარო სკოლის პედკო-ლექტივი და ტექპერსონალი თანაგრ-ძნობას უცხადებენ გოგოლა ლომიძეს მამამთილის და გია შუბითიძეს მამის გარდაცვალების გამო.

ზურაბ, ლალი, მაია, ნინო დევდა-რიანები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ბუხუტი ორჯონიკიძედა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

ყოფილი ადგილობრივი მრეწვე-ლობის თანამშრომლები იუწყებიან საუკეთესო მეგობრის

მადლენა კურტანიძისგარდაცვალებას და სამძიმარს უც-

ხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ხარაგაულის საჯარო სკოლების დირექტორები თანაუგრძნობენ მედეა ლომსაძეს მამის

ვახტანგი ლომსაძისგარდაცვალების გამო.

ვიტალი იჩქიტიძე ოჯახით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოჯახის უახ-ლოესი მეგობრის

არჩილ (აჩიკო) ჭელიძისგარდაცვალების გამო და სამიმარს

უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

ჯუმბერი ხიჯაკაძის ოჯახი თანაუგ-რძნობს იზოლდა გამეზარდაშვილს შვილის და თამუნა ჭელიძეს ძმის

არჩილ (აჩიკო)ჭელიძისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

უახლოესი მეზობლები ლილი გამ-ცემლიძე, ნინო ეჯიბაძე, მაკა შარიქაძე, ნინო ფერაძე, ზინა ღონღაძე, ლამარა კახიძე იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

მადლენა კურტანიძედა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები თანაუგრძნობენ წყალაფორეთის სა-ჯარო სკოლის დირექტორს გიორგი გველესიანს სიძის

მამუკა გუნიავასგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამ-დელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლები თანაუგრძნობენ წყა-ლაფორეთის საბავშვო ბაღის თანამშ-რომელს იზოლდა გამეზარდაშვილს შვილის

აჩიკო ჭელიძისგარდაცვალების გამო.

დუტუ გიორგაძე, ლამარა ჩერქეზიშ-ვილი ოჯახით სამძიმარს ვუცხადებთ ლენა გამეზარდაშვილს დის შვილის, სოსო ავალიშვილს ცოლის დისშ-ვილის, ჯაბა და ლაშა ავალიშვილებს დეიდაშვილის, კეთილშობილი და ნიჭიერი ახალგაზრდის

აჩიკო ჭელიძისგარდაცვალების გამო.

ვარძიის საჯარო სკოლის პედკო-ლექტივი და ტექპერსონალი თანაუგ-რძნობენ ამავე სკოლის პედაგოგ მაკა ხიჯაკაძეს და მის მეუღლე ვალერი კოჩაძეს საყვარელი ბებიის

ნუცა (ფუცა) ნიკაჭაძე-კოჩაძის გარდაცვალებას და სამძიმარს უც-

ხადებენ განსვენებულის ოჯახს.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია თანაუგრძნობს მედეა ლომსაძეს მამის

ვახტანგ ლომსაძის გარდაცვალების გამო.

დაუშრობელი ცრემლითა და აუწე-რელი ტკივილით გილოცავ დაბადების დღეს, შვილო. 28 თებერვალს 52 წლის გახდებოდი, მოგიკვდეს დედა. უკვე მეცხ-რამეტე დაბადების დღეს გილოცავთ ზეციურ სამფლობელოში, ჩემო ერთავ, ჩემო ლამაზო ვაჟკაცო. დიდი ტკივი-ლი უტყვია და არასოდეს განელდება, შვილო. ყოველი ახალი დღე უფრო მტკივნეული და აუტანელი ხდება, დედა გენაცვალოს. ძალიან გვიჭირს უშენოდ სიცოცხლე მოხუც დედ-მამას. 33 წელი ანთებული სანთელივით შემოვხაროდი შენს სიცოცხლეს, შალვა, მაგრამ შენმა ბედისწერამ არ გაიმეტა ჩვენთვის არც სიხარული და არც დიდი იმედი ჩვენი არ-სებობისა. გვენატრები სიგიჟემდე, გვიყ-ვარხარ, ყველგან შენ გეძებთ. რეალო-ბას როგორ შევეგუოთ, ჩემო დიდგულა, კეთილო, მოსიყვარულე, უღალატო და თვალებბრიალა ვაჟკაცო. შენი სითბო და თანადგომა ძალიან დააკლდა შენს ოქროს ცოლ-შვილსა და შენს საფიცარ დებს. მერი ოთარაანთ ქვრივივით თავს დასტრიალებს შენს ლელასა და გელას და მართლაც სასახელო შვილებად გაგიზარდა. ჩვენს ტკივილს ვერანაირი სიხარული ვერ შეცვლის, შვილო. ფიქრ-სა და გოდებაში გადის დღეები, წლები. რატომ, რატომ ღმერთო? შენს დედას და მამას არაფერი გვახარებს. ამქვეყნად მხოლოდ დარდი და წუხილია. შენს

გაყინულ სახეს ვეფერებით ქვაზე და ვეჩურჩულებით. შეგვინდე, შვილო, შენს მშობლებს უშენოდ არსებობა. ძალიან ძნელია, დედამ და მამამ ერთადერთ საძეოს დაბადების დღე ცივ სამარეში მიულოცოს. გვტკივა, ძალიან გვტკივა უშენობა, ჩვენო შალვა. იყავი მშვიდად და ლამაზად, ისე როგორც ამქვეყ-ნიურ ცხოვრებაში იყავი... მე? - მე კი დაველოდები იმ დღეს, შვილო, როცა უფალი ინებებს ჩვენს ერთად ყოფნას.

ნათელში გამყოფოს უფალმა, ჩემო მუდამ 33 წლის ვაჟკაცო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი ნებოძირის მიწა. ამინ!

შენი დატანჯული დედა და მამა ლენა და რობიზონ ცხოვრებაძეები

ძალიან დიდი ტკივილი და მწუხა-რებაა ჩვენთვის შენი უეცარი გარდა-ცვალება, არჩილ. უზომოდ კეთილი, სათნო, ერთგული და მიმტევებელი იყავი. სიკვდილზე შემზარავი არაფე-რია ამქვეყანაზე. გვიმძიმს უშენობა... რწმენით აღსავსე სულით იცხოვრე ამქვეყნად და ალბათ, სიმბოლურია, რომ ქრისტეს ასაკში მიიბარა შენი სული უფალმა. ძალიან გვაკლიხარ და გვენატრები... ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი შენს სულს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები

არჩილ ჭელიძის ხსოვნას

შენთვის ძალიან ადრე იყო ამ ქვეყა-ნასთან განშორება. სულ ახალგაზრდამ დატოვე შენი ლამაზი და ღირსეული ოჯახი: საყვარელი და უჭკვიანესი ახალგაზრდა მეუღლე, 12 წლის თვალხატულა ანგელოზი და უნიჭი-ერესი შვილი - შენი მარიამი, საოცრად

კარგი ადამიანები შენი საახლობლო-დან, გამწარებული დედა, შენი მეორე ოჯახი - შენი მარელისის სკოლა, რო-მელიც იყო ადგილი, სადაც ყველაზე მეტად იყავი საჭირო და სადაც ყველა-ზე მეტად ახდენდი შენი შესაძლებლო-ბების რეალიზებას. თავზარდამცემი იყო შენი კოლექტივისთვის შენი უეცა-რი ავადმყოფობა, რასაც ნამდვილად არ ვუყურებდით ასე ტრაგიკულად. ველოდით შენს გამოჯანმრთელებას და ვაწყობდით გეგმებს შენთან ერთად გასატარებელ დღეებზე, მაგრამ, ვაი რომ, თავზარდამცემი სიკვდილის დღე გაგვითენდა... სასოწარკვეთილები და დაბნეულები შევტიროდით ერთ-მანეთს და არავინ იყო ისეთი, ვინც ჩვენ დაგვაჯერებდა შენს სიკვდილში. რატომ, რისთვის,როგორ? კითხვები, უპასუხო კითხვები... სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია გავცეთ კითხვას პასუხი: ვინ დავკარგეთ ჩვენ? - ენერგიული, ულამაზესი, აქტიური, ერთგული, სიცოცხლით სავსე, ყველასათვის საყ-ვარელი ადამიანი. ვერ შევეგუებით უშენობას. შენს ნიჭიერ მარიამს ძალიან სჭირდებოდი.

ბოლო პერიოდი სულ ღმერთ-

თან გინდოდა საუბარი. ჩვენ ამას შენი ბუნებით ვხსნიდით. თურმე დიდი უბედურება გველოდა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი სკოლის ღირსეული წარმო-მადგენელი იყავი, იცოდი შენი საქმე და დაუზარელად ემსახურებოდი ყველას. ყველას ენანები. არ შეიძლება შენი და-ვიწყება. ხარაგაულის დიდ საგანმანათ-ლებლო სივრცეში ყველა გგულშემატ-კივრობდა. დაენანე ყველას. უამრავი ცრემლი დაიღვარა და დაიღვრება კვლავ. ყველა დაგიტირებს უდროოდ ჩაფერფლილ ახალგაზრდა, მშვენიერ ქალს. გაგყვება ჩვენი სიყვარული და თანადგომა. ჩვენში კი დარჩები ჩაუმქ-რალ სანთლად, რომლის ნათებაც გზას გაუკვალავს შენს საყვარელ ერთადერთ შვილს - შენს მარის, შენს მოსწავლეებს, რომლებიც გაფართო-ებული თვალებით კითხულობდნენ შენი ჯანმრთელობის მდგომარეობას. შენს სახელს არასოდეს დავივიწყებთ. ღმერთს ვთხოვთ, ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა. გემშვიდობე-ბით, საყვარელო ნათი.

სადგურ მარელისის საჯარო სკოლის საზოგადოება

ნათია გაჩეჩილაძის ხსოვნას

გულსაწყვეტია, ჩვენო გულნაზი, უშენოდ რომ მოვიდა 2 მარტი, შენი დაბადების დღე. 65 წელი შეგისრულ-დებოდა. არ გვეგონა, თუ ასე მალე დატოვებდი შენს საყვარელ ოჯახს, შენს საყვარელ ძმის შვილებს, რომლებმაც დააფასეს შენი ამაგი და ყველაფერი იღონეს, ოღონდ შენ გეცოცხლა. თბი-ლი და ერთგული იყავი სამსახურში, სადაც ოთხი ათეული წელი გაატარე. ყველას სიყვარულს იმსახურებდი. ახლაც თითქოს გვესმის შენი ხმამაღა-ლი სიცილი, თუმცა მაინც ნაღვლიანი. ჩვენს გვერდით აღარ ხარ და მშვიდად განისვენებ მშობლებისა და ძმის გვერ-დით, საყვარელ რიმა დეიდასთან. ისინი მოგილოცავენ 65 წლის შესრულებას. იძინე მშვიდად, ჩვენო გულნაზი. ჩვენს გულებში მუდამ იცოცხლებს გულნაზი მაჭავარიანის ნათელი ხსოვნა.

კავშირგაბმულობისა და ფოსტის თანამშრომლები

დაბადების დღეს გილოცავთ,

გულნაზი

ჩემო საყვარელო დედიკო, ერთი

წელი გავიდა, რაც ჩვენს გვერდით

აღარ ხარ. ძალიან მენატრები, ჩემო

დედიკო. უფალმა შენი თავი რატომ

წამართვა. მე ხომ პატარა ვარ. შენს გვერდით ყოფნა მინდოდა.

მე და მამიკო შენზე ვლოცულობთ, რომ იმქვეყნად დაიმკვიდრო ცათა სასუფეველი.

მიყვარხარ და ეგ თვალებიჩემი დარდის ფერია,მენატრება შენი სითბო,ოცნება ხომ ჩემია.შავი ზღვა და თეთრი ქვიშა,თეთრი მაგნოლიები,მინდა გულში ჩაგიხუტო,დაგიკრიფო იები.მიყვარხარ და მენატრები,ჩემო ლამაზთვალებავ,გამიღიმე, თორემ გულიდარდში დაიმალება.ფერიის მთას მოვილოცავ,თაფლის სანთელს აგინთებ,მენატრება შენი სახე,სურვილს ლოცვად დაგინთებ.4 წლის შვილი მარიამ შარიქაძე,

მეუღლე ზურა.

სოფიო ბოჭორიშვილის მონატრება

შალვა ცხოვრებაძის ტკივილიანი გახსენება

Page 8: (579), 28 თებერვალი 2014 წელი

8 xtvb [fhfufekb 28 თებერვალი, 2014 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

დ. ხარაგაული28.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +8ºC, ღამე +4ºC;01.03 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +12ºC, ღამე +4ºC;02.03 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +15ºC, ღამე +7ºC;03.03 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +16ºC, ღამე +8ºC;04.03 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +17ºC, ღამე +8ºC;05.03 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +13ºC, ღამე +9ºC.

ბორითი28.02 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +9ºC, ღამე +4ºC;01.03 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +12ºC, ღამე +4ºC;02.03 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +14ºC, ღამე +5ºC;03.03 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +15ºC, ღამე +7ºC;04.03 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +15ºC, ღამე +7ºC;05.03 - მცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +14ºC, ღამე +8ºC.

კიცხი28.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +9ºC, ღამე +5ºC;01.03 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +12ºC, ღამე +5ºC;02.03 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +16ºC, ღამე +7ºC;03.03 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +16ºC, ღამე +9ºC;04.03 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +17ºC, ღამე +5ºC;05.03 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +14ºC, ღამე +10ºC.

მოლითი28.02 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +8ºC, ღამე +2ºC;01.03 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +10ºC, ღამე +2ºC;02.03 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +12ºC, ღამე +3ºC;03.03 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +14ºC, ღამე +5ºC;04.03 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +13ºC, ღამე +5ºC;05.03 - მზიანი დარი, დღე +13ºC, ღამე

+6ºC.

amindi

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

ერთხელ ვარძიელი ასაკოვანი კაცი მოვიდა, - ახალი ექიმი ყო-ფილხარ, გაქებენ და უნდა მიშვე-ლო, ბიძიაო. სახსრები აწუხებდა. მეჩქარებოდა და სასწრაფოდ ჩამოვუწერე წამლები და ორი კვი-რის შემდეგ დავიბარე ანალიზების გასაკონტროლებლად.

ორი კვირის შემდეგ მოდის და მლოცავს, - შენმა გამზრდელმა გა-იხაროს, წამლები მომიხდა, მაგრამ სახლში რომ დავლიო, არ შეიძლებაო... შორს კი არ მაქვს ტყე, ევიღებ ნახევარ ბოთლა წყალს, გავალ, დავლევ წამალს ტყეში, მერე შუადღისას წავალ, მერე საღამოს... თუ შეიძლება სახლში რომ დავლიო...

ექიმებს არ გვივარგა კალიგრაფია. მით უმეტეს, - როცა გეჩქარება. თურმე „სამჯერ დღეში“ წაუკითხავს „სამჯერ ტყეში“. რაღას ვეტყოდი, ვუთხარი, - კაი, ბიძია, რაკი მოგიხდა, „ტყე“ მოხ-სენი და სახლში მიიღე-მეთქი.

ჩვენს ძვირფას და საყვარელ ბიძაშვილს თამარ კაპანაძეს ვულოცავთ ოთხი წლის იუბილეს.

ჩვენო თათო, მრავალს დაეს-წარი. გისურვებთ ჯანმრთელო-ბას, სიხარულს და ბედნიერებას შენს საყვარელ მშობლებთან, ძამიკო ილიასთან და კეთილისმ-სურველებთან ერთად.

მამიდაშვილები ზურა და გიგა ხვიჩიები

ვულოცავთ კობა გოგსაძესა და მის მეუღლეს ირმა ხიჯაკაძეს ქალიშვილის ქორწინებას.

ვუსურვებთ ახალშეუღლებუ-ლებს თინათინ გოგსაძეს და იაგო ლანჩავას ბედნიერებას, შვილთა სიმრავლეს, უფლის მფარველობას.

„ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

ვულოცავთ ბატონ გიზო მან-ჯავიძეს და ციური ბლუაშვილს შვილისშვილის შალვა ნაცვლიშ-ვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარა შალვას ბედნიერ მომავალს. მშვი-დობიან საქართველოში ეცხოვროს. ღმერთის მფარველობა არ მოკლე-ბოდეს თავის ოჯახთან ერთად.

ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობა”

წიფის საჯარო სკოლის დირექ-ტორს ბატონ გოჩა კვინიკაძეს ვულოცავთ დირექტორის სერ-თიფიკატის მიღებას. ვუსურვებთ წინსვლას, დიდ წარმატებებს, კეთილდღეობას საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში. ღმერთი იყოს მისი ლამაზი ოჯახის მფარ-ველი.

წიფის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

წიფის საჯარო სკოლის პედა-გოგს ნინო ლომსაძეს ვულოცავთ 50 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოც-ხლეს, წინსვლას სამსახურეობრივ და პირად ცხოვრებაში. ღმერთი ფარავდეს მის ლამაზ ოჯახს.

წიფის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ძვირფასო რედაქციავ, მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით დედის დღე მივულოცო მრავალ-შვილიან დედას ქალბატონ ანა (ფათუთა) ქავთარაძეს. მინდა გამოვხატო ჩემს მდგომარეობაში მყოფი ბევრი ადამიანის უდიდესი მადლიერება და პატივისცემა ამ ქალბატონისადმი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე, ყო-ველგვარი საზღაურის გარეშე, ყველანაირ ამინდში, არ ერიდე-ბა არანაირ დაბრკოლებას და ყველა ზომას მიმართავს ექიმის მოსვლამდე, რათა ავადმყოფს მდგომარეობა შეუმსუბუქოს. დიდ-ხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელო-ბას გისურვებთ, ქალბატონო ანა.

90 წლის ომის ინვალიდი გიორგი კიკნაძე

ვულოცავთ ინგა ლაცაბიძეს ძმისშვილის ამქვეყნად მოვლი-ნებას. ვუსურვებთ პატარა ნიკას ჯანმრთელობას, უღრუბლო ზე-ცას, ლაღ ბავშვობას. უფალი ფარავდეს მუდამ.

ლეღვანის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ ინგა ვეფხვაძეს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფი-ცირების ეტაპის გადალახვას. ვუ-სურვებთ შემდგომ წარმატებებს.

ლეღვნის საჯარო სკოლა

ვულოცავთ ლაურა მანაგაძეს და რომან შარიქაძეს შვილიშვი-ლის შეძენას. ვუსურვებთ პატარა დავითს ბედნიერ მომავალს, ღვთის წყალობას.

ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის

სახელობის გიმნაზიის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ჩვენს ძვირფას და საყვარელ დედას და ბებიას, ოჯახზე მზრუნ-ველ და მშრომელ ქალბატონს რუსიკო კუპრაძეს, ვულოცავთ დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოც-ხლეს, სიხარულს და ღვთის ულევ წყალობას.

შვილები და შვილიშვილები

ვულოცავთ რუსიკო კუპრა-ძეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ თავის მონაგართან ერთად გახა-რებას და ბედნიერებას.

ტიტიკო შერგელაშვილი ოჯახით

მყავს უმძიმესი და ძალიან რთუ-ლად მოსავლელი ავადმყოფი, 77 წლის მამამთილი. როგორც მორა-ლურად, ისე ფიზიკურად, საკუთარი ოჯახის წევრებივით, გვერდში მიდ-განან ჩვენი სოფლის ოჯახის ექიმი ნინო ბუხნიკაშვილი და ექთანი მზია ბანცაძე. მათთვის არ არსებობს დღე და ღამე, ცუდი ამინდი. მოაკვლევენ თოვლს და იმედის ნაპერწკალს უიმედო მდგომარეობაშიც კი აღვი-ვებენ ჩემში. ღმერთმა დალოცოს მათი ჯადოქარი ხელები, რომლებმაც უამრავი ავადმყოფი იხსნეს უმძიმესი ავადმყოფობისგან. უფალმა გაახა-როს ისინი ჩემი ოჯახისა და მთელი სოფლის უანგაროდ გვერდში დგო-მისათვის. ღმერთი ფარავდეთ მათ უძვირფასეს ოჯახებს, რათა კიდევ მრავალი წელი გაატარონ წიფელე-ბის ჯანმრთელობის სამსახურში.

ზაალი და დოდო ღამბაშიძეები

ხუმრობენ ხარაგაულელები

თამაზ ლომიძე: -ახალი არჩეული ვარ სოფლის გამგებლად. ქუთაისში ჩავედი შეკ-რებაზე. პრეზიდენტი უნდა ჩამოსულიყო. შეხვედრა მრეწველთა სახლში ტარდებოდა. რეგისტრაციაში გატა-რებისას ჩემი გვარის გასწვრივ რატომღაც „ქორხანი“ ეწერა. იძუ-ლებული გავხდი, თა-ვად დავხმარებოდი რეგისტრატორს და ვეუბნები, - ეს მე ვარ, გვარად ლომიძე, ჩემი ზედმეტი სახელი წერია-მეთქი. ყოვე-ლივე ამას თურმე თვალს ადევნებენ პრეზიდენტის დაცვის მუშაკები და დამაკავეს. არ ვიცი, როგორ დამთავრ-დებოდა ის დღე, რაიონის მაშინდელი გამგებელი, ნოდარ ებანოიძე, რომ არ ყოფილიყო. იღება კარები, შემოდის

ნოდარი და ხმამაღლა მეკითხება, - ქორხან, რა ხდებაო. მაშინ პირველად ვთქვი, აწი „ქორხანი“ აღარ დამიძა-ხოთ-მეთქი. ყოველივე ამის შემდეგ გამათავისუფლეს, მაგრამ მთელი სხდომის მანძილზე მაინც ყურადღების ცენტრში ვყავდი დაცვას.

„ქორხანი”

მიმღეში ვზივარ. შემოდის სა-შუალო ასაკის ქალი და მეუბნება, - ანტენა მაქვს ხელში

-რა ანტენა?-ტელევიზორის ანტენა.წარმოვიდგინე ტელევიზო-

რის ანტენა სახურავზე... რანა-ირად აქვს ამ ქალს ხელში?! ვი-ფიქრე, ვერა არის კარგად. ვერც გავიცინე, - შეწუხებულია ქალი.

თურმე იატაკს „მასტიკას“ უსვამდა, ფეხი დაცურებია, ხელი დაუკრავს ოთახის დასადგმელ ანტენაზე, რომელიც იატაკზე მდგარა, ანტენის მავთულივით წვრილი წვერი შეძვრა ძვალსა და ძვალს შუა იდაყვამდე და ქვემოთ გადატყდა.

-აგერ განახებ, შვილო, თუ არ

მაქვსო, - და გადმოიტანეს მანქანიდან ანტენის დარჩენილი ნაწილი...

...მივხვდი... გადავუღე რენტგენი, გავჭერი განაკვეთი და ამოვიღე.

კურიოზები ალექსანდრე ბარბაქაძის საექიმო პრაქტიკიდან

ტელევიზორის ანტენა

სამჯერ ტყეში

24 თებერვალს 73 წელი შეგის-

რულდებოდა, ჩვენო საყვარელო

და მონატრებულო იური. ამქ-

ვეყნად უშენოდ ფრთამოტეხილი დავდივარ. ძალიან გვაკლიხარ ახ-ლობლებს, ბიძაშვილებს. ყველას უყვარდი და გაფასებდა. არავისთ-ვის გითქვამს გადაბრუნებული სიტ-ყვა. ყველასთან კარგი ურთიერ-თობა გქონდა. ძნელი ყოფილა დედმამიშვილის დაკარგვა. იური, უზომოდ მენატრები. სოფელში, შენს სახლში, სიცარიელემ და-ისადგურა. ძალიან მტკივა გული, ასე ადრიანად რომ დაგვტოვეთ შენ და შენმა მეუღლე ლალი ქურ-დოვანიძემ. ღმერთმა ნათელში ამ-ყოფოს თქვენი სულები. არასოდეს დაგივიწყებთ.

იუზა ლურსმანაშვილის ოჯახი

40 დღე გავიდა შენი გარდა-ცვალებიდან. 24 იანვარს დაას-რულე შრომასა და ახლობლების სიყვარულში განვლილი სიცოცხ-ლე. უდიდესი სევდა და წუხილი დაგვიტოვე. გული გვტკივა, რომ ჩვენთან აღარ ხარ. ძალიან გვაკ-ლიხარ და გვენატრები. მძიმეა უშენობა. ვნატრულობთ შენს იმე-დიან სიტყვებს, სათნო ღიმილს, გვიმძიმს უშენობა.

საყვარელო ჯალილა, გვჯერა, რომ განსაცდელის დროს ჩვენს გვერდით ხარ და იმქვეყნიური სასუფევლიდან გვიცავ შენს ახ-ლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, შენი სულისათვის ვილოცოთ და ჩვენი ხელიდან ანთებულმა სანთელმა გაგინათოს გზა სასუფევლისკენ.

ოჯახი და ახლობლები

იური ლურსმანაშვილის ნათელ ხსოვნას

ჯალილა შარიქაძის გახსენება

***

***

***

***

***

***

***

***

ღმერთმა დაგლოცოთჩემი და ოპერაციის შემდეგ მხო-

ლოდ სუნთქავდა. ავადმყოფს მოვ-ლისას, მწუხარებისგან თავზე დავ-ტიროდი. გვერდით მედგნენ და მდგომარეობას მიმსუბუქებდნენ ჩემი მეზობლები მაგული ტაბატაძე, ზურა კაციტაძე, ჯონი მაღრაძე, ნათია მდივ-ნიშვილი ოჯახებით.

ძალიან დამეხმარენ ექიმი აზა ფურცელაძე და ექთანი ნელი მაღ-რაძე. მკურნალობის შედეგად ჩემი და გამოჯანმრთელდა და დაბრუნდა თბილისში თავის შვილებთან. მინდა ექიმ აზა ფურცელაძეს, ექთან ნელი მაღრაძეს და მძღოლს რობიზონ მაღრაძეს ვუსურვო გახარება, დიდ-ხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ღმერთმა დაგლოცოთ.

ანიკო ლაცაბიძე

მადლობა ყურადღებისათვის