31
1 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved. თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247. შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები (სტანდარტები) საერთაშორისო სტანდარტების შესავალი შიდა აუდიტი ხორციელდება სხვადასხვა სამართლებრივ და კულტურულ გარემოში; ორგანიზაციებში რომლებიც განსხავდებიან მიზნებით, სიდიდით, სირთულით და სტრუქტურით; ორგანიზაციის გარე თუ შიდა პირების მიერ. მართალია, ამ განსხვავებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს შიდა აუდიტის პრაქტიკაზე თითოეულ გარემოში, შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (The IIA) პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან (სტანდარტებთან) შესაბამისობას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება შიდა აუდიტორებისა და შიდა აუდიტის საქმიანობის პასუხისმგებლობების შესასრულებლად. თუ შიდა აუდიტორებს ან შიდა აუდიტორულ საქმიანობას ეკრძალება კანონით ან მარეგულირებელი მოთხოვნებით გარკვეულ სტანდარტებთან შესაბამისობა, მაშინ ყველა დარჩენილ სტანდარტთან შესაბამისობა და სათანადო გამჟღავნებაა საჭირო. თუკი სტანდარტები გამოიყენება სხვა სტანდარტებთან ერთად, რომლებიც გამოქვეყნებულია სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ, შიდა აუდიტის კომუნიკაციები უნდა მიუთითებდნენ სხვა სტანდარტების გამოყენებას. იმ შემთხვევაში, თუ შეუსაბამობას აქვს ადგილი სტანდარტებსა და სხვა სტანდარტებს შორის, შიდა აუდიტორებმა და შიდა აუდიტის საქმიანობა შესაბამისობაში უნდა იყოს სტანდარტებთან და ასევე შესაძლოა სხვა სტანდარტებთან, თუკი ისინი უფრო მეტ შეზღუდვებს ითვალისწინებენ. სტანდარტების მიზანია: 1. ასახოს შიდა აუდიტის პრაქტიკის ძირითადი პრინციპები. 2. უზრუნველყოს სარგებლის მომცემი შიდა აუდიტის საქმიანობის წარმოებისა და ხელშეწყობის საფუძვლის არსებობა. 3. ჩამოაყალიბოს შიდა აუდიტის საქმიანობის შეფასების საფუძველი. 4. გააუმჯობესოს ორგანიზაციის პროცესები და ოპერაციები. სტანდარტები პრინციპებზეა დაფუძნებული. სავალდებულო მოთხოვნები მოიცავს: შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკისა და შესრულების ეფექტურობის შეფასების ძირითადი მოთხოვნებს, რომლებიც საერთაშორისოდ გამოიყენება ორგანიზაციულ და ინდივიდუალურ დონეებზე. ინტერპრეტაციებს, რომლებიც ხსნიან ამ განცხადებებში არსებულ ტერმინებსა და კონცეფციებს. სტანდარტები იყენებენ ტერმინებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური მნიშვნელობები და მოცემულია ლექსიკონში. სტანდარტებში გამოყენებული სიტყვა „უნდა“ (ინგლისურად must), აღნიშნავს უპირობო მოთხოვნას, ხოლო სადაც ეს სიტყვა არ არის მოცემული (ინგლისურად კი სიტყვა should), შეთანხმება მოსალოდნელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროფესიული განსჯის შედეგად პირობები სტანდარტებიდან გადახრის საფუძველს იძლევა. საჭიროა განვიხილოთ ეს მოთხოვნები და მათი ინტერპრეტაციები, და ასევე ლექსიკონში არსებული სპეციფიკური მნიშვნელობები, რათა მოხდეს სტანდარტების სწორად გაგება და გამოყენება.

› translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

  • Upload
    others

  • View
    6

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

1

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები

(სტანდარტები)

საერთაშორისო სტანდარტების შესავალი

შიდა აუდიტი ხორციელდება სხვადასხვა სამართლებრივ და კულტურულ გარემოში; ორგანიზაციებში

რომლებიც განსხავდებიან მიზნებით, სიდიდით, სირთულით და სტრუქტურით; ორგანიზაციის გარე

თუ შიდა პირების მიერ. მართალია, ამ განსხვავებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს შიდა აუდიტის

პრაქტიკაზე თითოეულ გარემოში, შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (The IIA) პროფესიული პრაქტიკის

საერთაშორისო სტანდარტებთან (სტანდარტებთან) შესაბამისობას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება

შიდა აუდიტორებისა და შიდა აუდიტის საქმიანობის პასუხისმგებლობების შესასრულებლად.

თუ შიდა აუდიტორებს ან შიდა აუდიტორულ საქმიანობას ეკრძალება კანონით ან მარეგულირებელი

მოთხოვნებით გარკვეულ სტანდარტებთან შესაბამისობა, მაშინ ყველა დარჩენილ სტანდარტთან

შესაბამისობა და სათანადო გამჟღავნებაა საჭირო.

თუკი სტანდარტები გამოიყენება სხვა სტანდარტებთან ერთად, რომლებიც გამოქვეყნებულია სხვა

უფლებამოსილი ორგანოების მიერ, შიდა აუდიტის კომუნიკაციები უნდა მიუთითებდნენ სხვა

სტანდარტების გამოყენებას. იმ შემთხვევაში, თუ შეუსაბამობას აქვს ადგილი სტანდარტებსა და სხვა

სტანდარტებს შორის, შიდა აუდიტორებმა და შიდა აუდიტის საქმიანობა შესაბამისობაში უნდა იყოს

სტანდარტებთან და ასევე შესაძლოა სხვა სტანდარტებთან, თუკი ისინი უფრო მეტ შეზღუდვებს

ითვალისწინებენ.

სტანდარტების მიზანია:

1. ასახოს შიდა აუდიტის პრაქტიკის ძირითადი პრინციპები.

2. უზრუნველყოს სარგებლის მომცემი შიდა აუდიტის საქმიანობის წარმოებისა და ხელშეწყობის

საფუძვლის არსებობა.

3. ჩამოაყალიბოს შიდა აუდიტის საქმიანობის შეფასების საფუძველი.

4. გააუმჯობესოს ორგანიზაციის პროცესები და ოპერაციები.

სტანდარტები პრინციპებზეა დაფუძნებული. სავალდებულო მოთხოვნები მოიცავს:

შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკისა და შესრულების ეფექტურობის შეფასების ძირითადი

მოთხოვნებს, რომლებიც საერთაშორისოდ გამოიყენება ორგანიზაციულ და ინდივიდუალურ

დონეებზე.

ინტერპრეტაციებს, რომლებიც ხსნიან ამ განცხადებებში არსებულ ტერმინებსა და კონცეფციებს.

სტანდარტები იყენებენ ტერმინებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური მნიშვნელობები და მოცემულია

ლექსიკონში. სტანდარტებში გამოყენებული სიტყვა „უნდა“ (ინგლისურად must), აღნიშნავს უპირობო

მოთხოვნას, ხოლო სადაც ეს სიტყვა არ არის მოცემული (ინგლისურად კი სიტყვა should), შეთანხმება

მოსალოდნელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროფესიული განსჯის შედეგად პირობები

სტანდარტებიდან გადახრის საფუძველს იძლევა.

საჭიროა განვიხილოთ ეს მოთხოვნები და მათი ინტერპრეტაციები, და ასევე ლექსიკონში არსებული

სპეციფიკური მნიშვნელობები, რათა მოხდეს სტანდარტების სწორად გაგება და გამოყენება.

Page 2: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

2

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო (სტანდარტები)

სტანდარტების სტრუქტურა იყოფა ორად: ხარისხობრივი მახასიათებლისა და საქმიანობის

სტანდარტებად. ხარისხობრივი სტანდარტები ეხება ორგანიზაციებისა და ინდივიდების

მახასიათებლებს, რომლებიც აწარმოებენ შიდა აუდიტს. საქმიანობის სტანდარტები აღწერენ შიდა

აუდიტის საქმიანობის არსს და უზრუნველყოფენ ხარისხის კრიტერიუმებს, რომლებიც გამოიყენება ამ

მომსახურეობების შესრულების შესაფასებლად. ხარისხობრივი მახასიათებლის და საქმიანობის

სტანდარტები ასევე გამოიყენება ყველა შიდა აუდიტორული მომსახურეობისათვის.

მოცემული შესრულების სტანდარტები მარწმუნებელი (A) ან საკონსულტაციო (C) საქმიანობებთან

დაკავშირებული მოთხოვნების უზრუნველყოფის შედეგად მიზნად ისახავს ხარისხობრივი და

საქმიანობის სტანდარტების გაფართოვებას.

მარწმუნებელი მომსახურეობები მოიცავს შიდა აუდიტორების მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებას,

რომ უზრუნველყოს დამოუკიდებელი დასკვნა ან შეჯამება ერთეულის, ოპერაციის, ფუნქციის,

პროცესის, სისტემის ან სხვა ობიექტის შესახებ. მარწმუნებელი მომსახურეობის არსი და მასშტაბი

განისაზღვრება შიდა აუდიტორის მიერ. ზოგადად, სამი მხარეა ჩართული მარწმუნებელ

მომსახურეობებში: (1) პირი ან ჯგუფი, რომელიც პირდაპირ არის ჩართული ერთეულში, ოპერაციაში,

ფუნქციაში, პროცესში, სისტემაში ან სხვა ობიექტში – პროცესის მესაკუთრე, (2) შეფასების

განმახორციელებელი პირი ან ჯგუფი – შიდა აუდიტორი, და (3) პირი ან ჯგუფი, რომელიც იყენებს

შეფასებას – მომხმარებელი.

საკონსულტაციო მომსახურეობა თავისი არსით რჩევითი ხასიათისაა და ზოგადად ხორციელდება

მომსახურეობის კლიენტის სპეციფიკური მოთხოვნის შესაბამისად. საკონსულტაციო მომსახურეობის

არსი და მასშტაბი დამოკიდებულია მომსახურეობის კლიენტთან დადებულ ხელშეკრულებაზე.

საკონსულტაციო მომსახურეობები ზოგადად მოიცავენ ორ მხარეს: (1) რჩევის მიმწოდებელი პირი ან

ჯგუფი – შიდა აუდიტორი, და (2) რჩევის მაძიებელი და მიმღები პირი ან ჯგუფი – მომსახურეობის

კლიენტი. საკონსულტაციო მომსახურეობის განხორციელების დროს შიდა აუდიტორი უნდა იყოს

ობიექტური და საკუთარ თავზე არ აიღოს მენეჯერული პასუხისმგებლობა.

სტანდარტების განხილვა და განვითარება მიმდინარე პროცესია. შიდა აუდიტის სტანდარტების საბჭო

სტანდარტების გამოცემამდე ჩართულია ინტენსიურ კონსულტაციებსა და დისკუსიებში, რაც მოიცავს

მსოფლიო მასშტაბით საჯარო კომენტარების მოთხოვნას გამოქვეყნებული პროექტის პროცესის

გამოყენების შედეგად. პროექტები ქვეყნდება The IIA–ს ვებ გვერდზე და ვრცელდება IIA–ს ყველა

ინსტიტუტში.

სტანდარტების თაობაზე წინადადებები და კომენტარები შესაძლოა გაგზავნილ იქნას შემდეგ მისამართზე:

The Institute of Internal Auditors

Standards and Guidance

247 Maitland Avenue

Altamonte Springs, FL 32701-4201, USA

ელექტრონული ფოსტა: [email protected];

ვებ გვერდი: www.theiia.org

გამოქვეყნდა: 2008 წლის ოქტომბერში

განახლდა: 2010 წლის ოქტომბერში

2010 წელი, შიდა აუდიტორთა ინსტიტუტი

Page 3: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

3

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის

საერთაშორისო სტანდარტები 19 ოქტომბერი, 2010 წელი

ვერსია ძალაშია 2011 წლის 1 იანვრიდან

ხხაარრიისსხხოობბრრიივვიი მმაახხაასსიიაათთეებბლლეებბიისს სსტტაანნდდაარრტტეებბიი

1000 – მიზანი, უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა

შიდა აუდიტის საქმიანობის მიზანი, უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა

განსაზღვრული უნდა იყოს შიდა აუდიტის დებულებაში, რაც შესაბამისობაშია შიდა

აუდიტის განსაზღვრებასთან, ეთიკის კოდექსთან და სტანდარტებთან. აუდიტის

ხელმძღვანელმა პერიოდულად უნდა განიხილოს შიდა აუდიტის დებულება და

წარუდგინოს იგი უმაღლეს ხელმძღვანელობასა და საბჭოს დასამტკიცებლად.

ინტერპრეტაცია

შიდა აუდიტის დებულება ფორმალიზებული დოკუმენტია, რომელიც

განსაზღვრავს შიდა აუდიტის ფუნქციის მიზანს, უფლებამოსილებასა და

პასუხისმგებლობას. შიდა აუდიტის დებულებით განისაზღვრება შიდა აუდიტის

ფუნქციის სტატუსი ორგანიზაციაში, მათ შორის აუდიტის ხელმძღვანელის

ფუნქციონალური ანგარიშვალდებულების არსი საბჭოს წინაშე; ჩანაწერებთან,

პერსონალთან და მატერიალურ ქონებასთან (აქტივებთან) წვდომის უფლებამოსილება

შესაბამისი მომსახურეობის შესრულებისას; და ადგენს შიდა აუდიტის საქმიანობის

მასშტაბს. შიდა აუდიტის დებულებას საბოლოოდ ამტკიცებს საბჭო.

1000.A1–ორგანიზაციისთვის გასაწევი მარწმუნებელი მომსახურეობის სახე

განსაზღვრული უნდა იყოს შიდა აუდიტის დებულებაში. თუ მარწმუნებელი

მომსახურეობის გაწევა ხორციელდება ორგანიზაციის გარეთ არსებული

მხარეებისათვის, ამ მარწმუნებელი მომსახურეობის სახეები ასევე

განსაზღვრული უნდა იყოს შიდა აუდიტის დებულებაში.

1000.C1–საკონსულტაციო მომსახურეობის სახეები განსაზღვრული უნდა იყოს

შიდა აუდიტის დებულებაში.

Page 4: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

4

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

1010 – შიდა აუდიტის დებულებაში შიდა აუდიტის განსაზღვრების, ეთიკის

კოდექსის, სტანდარტების აღიარება

შიდა აუდიტის დებულებაში შიდა აუდიტის განსაზღვრება, ეთიკის კოდექსი და

სტანდარტები სავალდებულო წესით აღიარებულ უნდა იქნას. აუდიტის

ხელმძღვანელი იხილავს შიდა აუდიტის განსაზღვრებას, ეთიკის კოდექსს და

სტანდარტებს უმაღლეს მენეჯმენტსა და საბჭოსთან.

1100 – დამოუკიდებლობა და ობიექტურობა

შიდა აუდიტის ფუნქცია დამოუკიდებელი უნდა იყოს და შიდა აუდიტორები

ობიექტურები უნდა იყვნენ თავიანთი სამუშაოს შესრულებისას.

ინტერპრეტაცია

დამოუკიდებლობა წარმოადგენს იმ შეზღუდვებისაგან თავისუფლებას, რომელიც

საფრთხეს უქმნის შიდა აუდიტის ფუნქციის მიერ შიდა აუდიტორული

პასუხისმგებლობის მიუკერძოებლად შესრულების შესაძლებლობას. შიდა აუდიტის

ფუნქციაზე დაკისრებულ პასუხისმგებლობათა ეფექტიანიად შესასრულებლად

აუცილებელი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, შიდა აუდიტის

ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომა უმაღლეს

მენეჯმენტსა და საბჭოსთან. ეს შესაძლოა მიღწეული იქნას ორმხრივი

ანგარიშვალდებულებითი ურთიერთობით. დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული

საფრთხეები მართული უნდა იყოს თითოეული აუდიტორის, მომსახურეობის,

ფუნქცონალურ და ორგანიზაციულ დონეებზე.

ობიექტურობა წარმოადგენს მიუკერძოებელ დამოკიდებულებას (წარმოსახვით

კონცეფციას), რაც შიდა აუდიტორებს შესაძლებლობას აძლევს გასწიონ მომსახურეობა

ისე, რომ თვითონ სწამდეთ თავისი სამუშაო პროდუქტის და არ დაუშვან ხარისხთან

დაკავშირებული კომპრომისები. ობიექტურობა მოითხოვს, რომ შიდა აუდიტორებმა

არ დაუქვემდებარონ აუდიტის საკითხებზე დაკავშირებული მსჯელობა სხვებს.

ობიექტურობასთან დაკავშირებული საფრთხეები მართული უნდა იყოს თითოეული

აუდიტორის, მომსახურეობის, ფუნქცონალურ და ორგანიზაციულ დონეებზე.

1110 – ორგანიზაციული დამოუკიდებლობა

აუდიტის ხელმძღვანელი ორგანიზაციაში ანგარიშგებას უნდა წარადგენდეს იმ

დონის მმართველობითი რგოლის წინაშე, რომელიც უზრუნველყოფს შიდა აუდიტის

ფუნქციის პასუხისმგებლობათა განხორციელებას. აუდიტის ხელმძღვანელმა სულ

მცირე წელიწადში ერთხელ უნდა დაუდასტუროს საბჭოს შიდა აუდიტორული

საქმიანობის ორგანიზაციული დამოუკიდებლობა.

Page 5: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

5

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

ინტერპრეტაცია

ორგანიზაციული დამოუკიდებლობა ეფექტურად მიიღწევა, როცა აუდიტის

ხელმძღვანელი ფუნქციონალურად ანგარიშვალდებულია საბჭოს წინაშე.

ფუნქციონალური ანგარიშვალდებულების მაგალითებში შედის საბჭოს მიერ:

შიდა აუდიტის დებულების დამტკიცება;

რისკზე დაფუძნებული შიდა აუდიტის გეგმის დამტკიცება;

აუდიტის ხელმძღვანელისაგან ინფორმაციის მიღება შიდა აუდიტის

ფუნქციის მუშაობის შედეგების შესახებ გეგმასთან და სხვა საკითხებთან

მიმართებაში;

აუდიტის ხელმძღვანელის დანიშვნა–გადაყენების შესახებ

გადაწყვეტილებების დამოწმება; და

მენეჯმენტისა და აუდიტის ხელმძღვანელისათვის შესაბამისი თხოვნის

წარდგენა არასათანადო (მომსახურეობის) მასშტაბის ან რესურსებზე

შეზღუდვის დასადგენად.

1110.A1–შიდა აუდიტის ფუნქცია შიდა აუდიტის მასშტაბის განსაზღვრის,

სამუშაოს შესრულების და შედეგების წარდგენის დროს ჩარევისგან

დამოუკიდებელი უნდა იყოს.

1111 – პირდაპირი ურთიერთობა საბჭოსთან

აუდიტის ხელმძღვანელს პირდაპირი ურთიერთობა და კომუნიკაცია უნდა

ჰქონდეს საბჭოსთან.

1120 – პიროვნული დამოუკიდებლობა

შიდა აუდიტორებს უნდა ჰქონდეთ განუხრელი, ობიექტური პოზიცია და თავი

უნდა აარიდონ ინტერესთა კონფლიქტს.

ინტერპრეტაცია

ინტერესთა კონფლიქტი ისეთი გარემოებაა, რომელშიც ნდობით აღჭურვილი პირის

სტატუსის მქონე შიდა აუდიტორს გააჩნია კონკურენტული პროფესიონალური ან

პირადი ინტერესი. ამგვარ კონკურენტულ ინტერესებს შეუძლიათ გაართულონ მისი

ვალდებულებების მიუკერძოებლად შესრულება. ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება

არსებობდეს არაეთიკური ან არასათანადო ქმედებების გარეშეც. ინტერესთა

კონფლიქტმა შესაძლოა წარმოშვას არასათანადო აღქმა, რამაც შესაძლოა გაოიწვიოს

შიდა აუდიტორის, შიდა აუდიტის ფუნქციისა და პროფესიის მიმართ ნდობის

Page 6: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

6

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

დაკარგვა. ინტერესთა კონფლიქტმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს შიდა აუდიტორის

შესაძლებლობას ობიექტურად შეასრულოს თავისი მოვალეობა და პასუხისმგებლობა.

1130 – დამოუკიდებლობისა ან ობიექტურობის შეზღუდვა

თუკი დამოუკიდებლობა ან ობიექტურობა ფაქტიურად ან გარეგნულად

შეზღუდული იქნა, ეს გამჟღავნებული უნდა იქნას სათანადო პირებთან. გამჟღავნების

ფორმა დამოკიდებულია შეზღუდვის სახეზე.

ინტერპრეტაცია

ორგანიზაციულ დამოუკიდებლობასა და ინდივიდუალურ ობიექტურობაზე ზიანი

შესაძლოა მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება, პირადი ინტერესთა კონფლიქტით,

მასშტაბში არსებული შეზღუდვებით, ასევე შეზღუდვებით ჩანაწერებზე, პერსონალზე,

ქონებასა და რესურსებზე, მათ შორის ფინანსირებაზე, შეზღუდვებით.

დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის შეზღუდვის დეტალების შესახებ

ინფორმაციის მისაწოდებლად სათანადო მხარეების განსაზღვრა დამოკიდებულია

შიდა აუდიტის ფუნქციის მოლოდინსა და აუდიტის ხელმძღვანელის

პასუხისმგებლობაზე უმაღლესი მენეჯმენტისა და საბჭოს წინაშე, როგორც ეს

აღწერილია შიდა აუდიტის დებულებაში შეზღუდვის სახესთან ერთად.

1130.A1–შიდა აუდიტორებმა თავი უნდა შეიკავონ იმ ოპერაციების შეფასებისგან,

რომლის შესრულებაზეც ისინი წარსულში იყვნენ პასუხისმგებელნი. მიღებულია,

რომ ობიექტურობა შეზღუდულია, თუკი შიდა აუდიტორი ახორციელებს

მარწმუნებელ მომსახურეობებს იმ საქმიანობაზე, რომელზეც შიდა აუდიტორი

პასუხისმგებელი იყო გასული წლის განმავლობაში.

1130.A2–მარწმუნებელი მომსახურეობები იმ სფეროებში, რომლებზეც აუდიტის

ხელმძღვანელს აქვს პასუხისმგებლობა, განხორციელებულ უნდა იქნას შიდა

აუდიტის ფუნქციის გარეთ მყოფი მესამე მხარის ზედამხედველობით.

1130.C1–შიდა აუდიტორებმა შესაძლოა გასწიონ საკონსულტაციო მომსახურეობა

იმ ოპერაციებზე, რომელთა შესრულებაზეც ისინი წარსულში იყვნენ

პასუხისმგებელნი.

1130.C2–თუ შიდა აუდიტორებს დამოუკიდებლობა და ობიექტურობა შეიძლება

შეეზღუდოთ საკონსულტაციო მომსახურეობასთან დაკავშირებით, ეს ფაქტი

კლიენტთან გამჟღავნებული უნდა იქნას საკონსულტაციო მომსახურეობაზე

თანხმობის მიცემამდე.

Page 7: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

7

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

1200 – კვალიფიკაცია და სათანადო პროფესიონალური დამოკიდებულება

შიდა აუდიტორებმა სამუშაო კვალიფიციურად და სათანადო პროფესიონალურ

დონეზე უნდა განახორციელონ.

1210 – კვალიფიკაცია

შიდა აუდიტორებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა, უნარები და სხვა საჭირო

კომპეტენციები ინდივიდუალური ვალდებულებების შესასრულებლად. შიდა

აუდიტის პასუხისმგებლობების შესასრულებლად შიდა აუდიტორები კოლექტიურად

უნდა ფლობდნენ ან მოიპოვებდნენ ცოდნას, უნარ–ჩვევებსა და სხვა კომპეტენციებს.

ინტერპრეტაცია

ცოდნა, უნარები და სხვა კომპეტენციები პროფესიულ კვალიფიკაციასთან

დაკავშირებული ტერმინია, რაც უკავშირდება კოლექტიურად შიდა აუდიტორების

პროფესიულ კომპეტენტურობას მათ მიერ პროფესიული პასუხისმგებლობის

ეფექტურად შესასრულებლად. შიდა აუდიტორებისთვის რეკომენდირებულია მათი

კვალიფიკაციის წარმოჩენა სათანადო პროფესიული სერთიფიკატებისა და

კვალიფიკაციების მეშვეობით, როგორიცაა სერთიფიცირებული შიდა აუდიტორის

წოდება და სხვა სერთიფიკატები, რომლებსაც სთავაზობს შიდა აუდიტორთა

ინსტიტუტი და სხვა შესაბამისი პროფესიონალური ორგანიზაციები.

1210.A1–აუდიტის ხელმძღვანელმა კომპეტენტური რჩევა და დახმარება უნდა

მიიღოს, თუ შიდა აუდიტორებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა, უნარები და სხვა

კომპეტენციები მომსახურეობის სრულად ან მისი ნაწილის შესასრულებლად.

1210.A2–შიდა აუდიტორებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ცოდნა იმისათვის, რომ

შეაფასონ თაღლითობის რისკი და ორგანიზაციის მიერ მისი მართვის

ღონისძიებები, მაგრამ მათ არ მოეთხოვებათ ჰქონდეთ იმ ადამიანის

ექსპერტული ცოდნა, რომლის უმთავრესი პასუხისმგებლობაა თაღლითობის

გამოვლენა და გამოძიება.

1210.A3–შიდა აუდიტორებს უნდა ჰქონდეთ საინფორმაციო ტექნოლოგიებთან

დაკავშირებული უმთავრესი რისკების, კონტროლის მექანიზმებისა და

ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აუდიტის მეთოდების საკმარისი ცოდნა

იმისათვის, რომ შეასრულონ დაკისრებული სამუშაო. თუმცა, ყველა აუდიტორს

არ მოეთხოვება, რომ ჰქონდეს იმ შიდა აუდიტორის ექსპერტული ცოდნა,

რომლის უმთავრესი პასუხისმგებლობაა საინფორმაციო ტექნოლოგიების

აუდიტი.

Page 8: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

8

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

1210.C1–თუ შიდა აუდიტორებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა, უნარები, ან სხვა

კომპეტენციები სამუშაოს სრულად ან მისი ნაწილის შესასრულებლად, აუდიტის

ხელმძღვანელმა უარი უნდა თქვას საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევაზე, ან

მიიღოს კომპეტენტური რჩევა და დახმარება.

1220 – სათანადო პროფესიონალური დამოკიდებულება

შიდა აუდიტორებმა უნდა გამოიჩინონ პროფესიონალური დამოკიდებულება და

უნარ–ჩვევები, როგორც მოეთხოვება გონივრულად წინდახედულ, კომპეტენტურ შიდა

აუდიტორს. პროფესიონალური დამოკიდებულება სამუშაოსადმი არ გულისხმობს

უშეცდომობას.

1220.A1–შიდა აუდიტორებმა სათანადო პროფესიონალური დამოკიდებულება

უნდა გამოიჩინონ შემდეგი ასპექტების გათვალისწინებით:

• სამუშაოს მოცულობა, რომელიც საჭიროა მომსახურეობის მიზნების

მისაღწევად;

• საკითხების შედარებითი სირთულე, არსებითობა და მნიშვნელოვნება,

რომლებისთვისაც გამოიყენება მარწმუნებელი პროცედურები;

• მმართველობითი, რისკის მართვის და კონტროლის პროცესების

ადეკვატურობა და ეფექტურობა;

• მნიშვნელოვანი შეცდომების, თაღლითობის, ან შეუსაბამობის ალბათობა;

• მარწმუნებელი მომსახურეობის ხარჯი პოტენციურ სარგებელთან

მიმართებაში.

1220.A2–პროფესიონალური დამოკიდებულების გამოვლენის დროს შიდა

აუდიტორებმა უნდა განიხილონ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აუდიტისა და

მონაცემთა ანალიზის სხვა მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა.

1220.A3–შიდა აუდიტორებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ორგანიზაციის

მნიშვნელოვან რისკებზე, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ მიზნებზე,

ოპერაციებსა და რესურსებზე. თუმცა, მხოლოდ მარწმუნებელი პროცედურები,

პროფესიონალური დამოკიდებულებითაც რომ იყოს განხორციელებული, არ

იძლევა ყველა მნიშვნელოვანი რისკის გამოვლენის გარანტიას.

1220.C1–შიდა აუდიტორებმა პროფესიონალური დამოკიდებულება უნდა

გამოიჩინონ საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევისას შემდეგი ასპექტების

გათვალისწინებით:

Page 9: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

9

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

• კლიენტთა მოთხოვნილებები და მოლოდინი, მათ შორის მომსახურეობის

სახე, შესრულების ვადა და შედეგების წარდგენის ფორმა;

• სამუშაოს შედარებითი სირთულე და მოცულობა, რაც აუცილებელია

მომსახურეობის მიზნების მისაღწევად;

• საკონსულტაციო მომსახურეობის ხარჯი პოტენციურ სარგებელთან

მიმართებაში.

1230 – უწყვეტი პროფესიონალური განვითარება

შიდა აუდიტორებმა უნდა გააუმჯობესონ თავიანთი ცოდნა, უნარები და სხვა

კომპეტენციები უწყვეტი პროფესიონალური განვითარების გზით.

1300 – ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა

აუდიტის ხელმძღვანელმა უნდა შეიმუშაოს და შეინარჩუნოს ხარისხის

უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა, რაც შიდა აუდიტის საქმიანობის

ყველა ასპექტებს მოიცავს.

ინტერპრეტაცია

ხარისხის რწმუნებისა და გაუმჯობესების პროგრამის შემუშავება ხდება შიდა

აუდიტის განმარტებასა და სტანდარტებთან შიდა აუდიტის ფუნქციის შესაბამისობის

დასადგენად და ასევე შიდა აუდიტორების მიერ ეთიკის კოდექსის გამოყენების

შესაფასებლად. პროგრამა ასევე აფასებს შიდა აუდიტის ფუნქციის ეფექტურობასა და

ეფექტიანობას და ახორციელებს გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენას.

1310 – ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის მოთხოვნები

ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამამ უნდა მოიცვას შიდა და

გარე შეფასებები.

1311 – შიდა შეფასებები

შიდა შეფასებებმა უნდა მოიცვას:

• შიდა აუდიტის საქმიანობის შედეგების მიმდინარე მონიტორინგი;

• პერიოდული მიმოხილვები, განხორციელებული თვითშეფასების

მეშვეობით, ან ორგანიზაციაში სხვა პირების მეშვეობით, რომელთაც შიდა

აუდიტის პრაქტიკის საკმარისი ცოდნა გააჩნიათ.

Page 10: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

10

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

ინტერპრეტაცია

მიმდინარე მონიტორინგი წარმოადგენს შიდა აუდიტის ფუნქციის ყოველდღიური

ზედამხედველობის, მიმოხილვისა და შეფასების განუყოფელ ნაწილს. მიმდინარე

მონიტორინგი ჩართულია შიდა აუდიტის ფუნქციის სამართავად გამოყენებულ

რუტინულ პოლიტიკებსა და პრაქტიკაში. იგი იყენებს პროცესებს, საშუალებებსა და

ინფორმაციას, რაც აუცილებელია შიდა აუდიტის განმარტებასთან, ეთიკის კოდექსსა

და სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად.

პერიოდული მიმოხილვები შიდა აუდიტის განმარტებასთან, ეთიკის კოდექსსა და

სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად გამოიყენება.

შიდა აუდიტის პრაქტიკის შესახებ საკმარისი ცოდნა მოითხოვს, სულ მცირე,

საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის საფუძვლების ელემენტების გაგებას.

1312 – გარე შეფასებები

გარე შეფასებები უნდა განხორციელდეს სულ მცირე ხუთ წელიწადში ერთხელ,

ორგანიზაციის გარედან მოწვეული კვალიფიციური, დამოუკიდებელი

მიმომხილველის ან მიმომხილველთა ჯგუფის მიერ. აუდიტის ხელმძღვანელმა

საბჭოსთან ერთად უნდა განიხილოს:

• უფრო ხშირი გარე შეფასებების საჭიროების საკითხი;

• გარე შემფასებლისა ან შემფასებელთა ჯგუფის კვალიფიკაცია და

დამოუკიდებლობა, მათ შორის პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის

არსებობის საკითხი.

ინტერპრეტაცია

კვალიფიციური გარე მიმომხილველი ან მიმომხილველთა ჯგუფი ავლენს

კომპეტენტურობას შიდა აუდიტის პროფესიულ პრაქტიკასა და გარე შეფასების

პროცესში. კომპეტენტურობის დემონსტრირება ხდება გამოცდილებისა და

თეორიული ცოდნის ნაზავით. მსგავსი ზომის, სირთულის, სექტორის ან დარგის

ორგანიზაციებსა და ტექნიკურ საკითხებში მიღებული გამოცდილება უფრო

ღირებულია, ვიდრე ნაკლებად შესაბამისი გამოცდილება. მიმოხილვის ჯგუფის

თითოეულ წევრს არ მოეთხოვება ჰქონდეს ყველა კომპეტენცია, არამედ მთელი

ჯგუფი ერთობლიობაში უნდა იყოს კვალიფიცირებული. აუდიტის ხელმძღვანელი

პროფესიული მსჯელობის შედეგად აფასებს მიმომხილველის ან მიმოხილვის ჯგუფის

საკმარისად კომპეტენტურობას, რათა ჩაითვალოს კვალიფიციურად.

Page 11: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

11

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

დამოუკიდებელი მიმომხილველი ან მიმომხილველთა ჯგუფი ნიშნავს ფაქტობრივი

და ხილული ინტერესთა კონფლიქტის არ არსებობას. იგი არ მიეკუთვნება ან არ არის

იმ ორგანიზაციის კონტროლის ქვეშ, რომელსაც შიდა აუდიტის ფუნქცია ეკუთვნის.

1320 – ანგარიშგება ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამაზე

აუდიტის ხელმძღვანელმა უმაღლეს მენეჯმენტსა და საბჭოს უნდა წარუდგინოს

ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შედეგების

შესახებ.

ინტერპრეტაცია

ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შედეგების ფორმა,

შინაარსი და სიხშირე დგინდება უმაღლეს მენეჯმენტსა და საბჭოსთან გამართული

დისკუსიების შედეგად შიდა აუდიტის დებულებაში მოცემული შიდა აუდიტის

ფუნქციისა და აუდიტის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

შიდა აუდიტის განმარტებასთან, ეთიკის კოდექსსა და სტანდარტებთან შესაბამისობის

წარმოჩენის მიზნით, გარე და პერიოდული შიდა შეფასების შედეგების მიწოდება

ხდება ამ შეფასებების დასრულებისთანავე, ხოლო მიმდინარე მონიტორინგის

შედეგები მიეწოდება სულ მცირე ყოველწლიურად. შედეგები მოიცავს

მიმომხილველის ან მიმოხილვის ჯგუფის შეფასებებს შესაბამისობის ხარისხთან

დაკავშირებით.

1321– “შეესაბამება შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო

სტანდარტებს“ ფრაზის გამოყენება

აუდიტის ხელმძღვანელმა შესაძლოა განაცხადოს, რომ შიდა აუდიტის ფუნქცია

შეესაბამება შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებს

მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების

პროგრამის შედეგები ადასტურებს ამ განცხადებას.

ინტერპრეტაცია

როცა შიდა აუდიტის ფუნქცია აღწევს შიდა აუდიტის განმარტებით, ეთიკის

კოდექსითა და სტანდარტებით აღწერილ შედეგებს, იგი შეესაბამება სტანდარტებს.

ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შედეგები მოიცავს შიდა

და გარე შეფასებით მიღებულ შედეგებს. ყველა შიდა აუდიტის ფუნქციას ექნება შიდა

შეფასების შედეგები. შიდა აუდიტის ფუნქციებს, რომლებიც არსებობენ სულ მცირე

ხუთი წლის მანძილზე, აგრეთვე ექნებათ გარე შეფასების შედეგები.

Page 12: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

12

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

1322 – შეუსაბამობის გამჟღავნება

თუ შიდა აუდიტის განსაზღვრებასთან, ეთიკის კოდექსთან, ან სტანდარტებთან

შეუსაბამობა გავლენას ახდენს საერთო მასშტაბზე ან შიდა აუდიტის ფუნქციის

საქმიანობაზე, აუდიტის ხელმძღვანელმა ეს შეუსაბამობა და მისი შედეგი უნდა

გაამჟღავნოს უმაღლესი მენეჯმენტისა და საბჭოს წინაშე.

Page 13: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

13

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

სსააქქმმიიაანნოობბიისს სსტტაანნდდაარრტტეებბიი

2000 – შიდა აუდიტის საქმიანობის მართვა

აუდიტის ხელმძღვანელმა ეფექტურად უნდა მართოს შიდა აუდიტის ფუნქცია,

რათა დარწმუნდეს, რომ იგი დამატებითი ღირებულების (სარგებლის) მომცემია

ორგანიზაციისათვის.

ინტერპრეტაცია

შიდა აუდიტის ფუნქცია ეფექტურად იმართეაბა, როცა:

შიდა აუდიტის ფუნქციის მუშაობის შედეგები აღწევენ შიდა აუდიტის

დებულებით განსაზღვრულ მიზანსა და პასუხისმგებლობას;

შიდა აუდიტის ფუნქცია შეესაბამება შიდა აუდიტის განმარტებასა და

სტანდარტებს;

პიროვნებები, რომლებიც დასაქმებულნი არიან შიდა აუდიტში, წარმოაჩენენ

ეთიკის კოდექსსა და სტანდარტებთან შესაბამისობას.

შიდა აუდიტის ფუნქციას სარგებელი მოაქვს ორგანიზაციისათვის (და მის მიმართ

დაინტერესებულ პირებისათვის), როცა ის იძლევა ობიექტურ და შესაბამის რწმუნებას,

და ხელს უწყობს მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების

ეფექტიანობის ამაღლებას.

2010 – დაგეგმვა

აუდიტის ხელმძღვანელმა უნდა შეადგინოს რისკზე დაფუძნებული გეგმა,

რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის საქმიანობის პრიორიტეტებს, ორგანიზაციის

მიზნების შესაბამისად.

ინტერპრეტაცია

აუდიტის ხელმღვანელი ვალდებულია შეიმუშაოს რისკზე დაფუძნებული გეგმა.

აუდიტის ხელმძღვანელი მხედველობაში იღებს ორგანიზაციის რისკის მართვის

კონცეპტუალურ საფუძველს, მათ შორის მენეჯმენტის მიერ სხვადასხვა საქმიანობასა

და ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან დაკავშირებული რისკის

მადის დონეებს. თუ ეს კონცეპტუალური საფუძველი არ არსებობს, აუდიტის

ხელმძღვანელი უმაღლეს მენეჯმენტსა და საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ,

იყენებს რისკების შესახებ საკუთარ მსჯელობას.

Page 14: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

14

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

2010.A1–შიდა აუდიტის საქმიანობის გეგმა უნდა ეფუძნებოდეს სულ მცირე

ყოველწლიურად განხორციელებული დოკუმენტირებული რისკების შეფასებას.

ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნას უმაღლესი მენეჯმენტისა და

საბჭოს მოსაზრებები.

2010.A2–აუდიტის ხელმძღვანელმა უნდა გამოავლინოს და მხედველობაში

მიიღოს უმაღლესი მენეჯმენტის, საბჭოს, და სხვა დაინტერესებული მხარეების

მოლოდინი შიდა აუდიტორულ დასკვნებსა და სხვა შეჯამებებთან მიმართებაში.

2010.С1–აუდიტის ხელმძღვანელი ითვალისწინებს შეთავაზებული

საკონსულტაციო მომსახურეობის რისკების მართვის, დამატებითი

ღირებულების შექმნის, ორგანიზაციის ოპერაციების გაუმჯობესების

პოტენციალს. გასაწევი მომსახურეობები გეგმაში უნდა იქნას შეტანილი.

2020 – გეგმის წარდგენა და დამტკიცება

აუდიტის ხელმძღვანელმა უმაღლეს მენეჯმენტსა და საბჭოს განსახილველად და

დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შიდა აუდიტის საქმიანობის გეგმისა და

რესურსებზე მოთხოვნების საკითხები, მათ შორის შუალედური ცვლილებები.

აუდიტის ხელმძღვანელმა ასევე უნდა აცნობოს რესურსების შეზღუდვის ზეგავლენის

შესახებ ინფორმაცია.

2030 – რესურსების მართვა

აუდიტის ხელმძღვანელი უნდა დარწმუნდეს, რომ შიდა აუდიტის რესურსები

შესაბამისი და საკმარისია, და დამოწმებული გეგმის შესასრულებლად ეფექტურად

გამოიყენება.

ინტერპრეტაცია

ტერმინი „შესაბამისი“ ნიშნავს გეგმის შესასრულებლად საჭირო ცოდნის, უნარებისა

და სხვა კომპეტენციების ერთობლიობას. „საკმარისი“ ნიშნავს გეგმის შესასრულებლად

საჭირო რესურსების რაოდენობას. რესურსები ეფექტურად იმ შემთხვევაში

გამოიყენება, როცა დამოწმებული გეგმა ოპტიმალურად არის შესრულებული.

2040 – პოლიტიკა და პროცედურები

აუდიტის ხელმძღვანელმა უნდა ჩამოაყალიბოს შიდა აუდიტის საქმიანობის

სახელმძღვანელო პოლიტიკა და პროცედურები.

Page 15: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

15

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

ინტერპრეტაცია

პოლიტიკებისა და პროცედურების ფორმა და შინაარსი დამოკიდებულია შიდა

აუდიტის ფუნქციის სიდიდეზე, სტრუქტურასა და სამუშაოს სირთულეზე.

2050 – კოორდინაცია

აუდიტის ხელმძღვანელი მარწმუნებელი და საკონსულტაციო მომსახურეობათა

გამწევ სხვა შიდა და გარე მხარეებთან ერთად ახორციელებს ინფორმაციის

ურთიერთგაცვლას და ასევე საქმიანობათა კოორდინაციას, რომლითაც

უზრუნველყოფს აუდიტის ობიექტის სათანადო ჩართულობის ხარისხსა და

სამუშაოთა გაორმაგების მინიმიზაციას.

2060 – ანგარიშგება უმაღლესი მენეჯმენტისა და საბჭოს წინაშე

აუდიტის ხელმძღვანელმა პერიოდულად უნდა წარადგინოს ანგარიში შიდა

აუდიტის საქმიანობის მიზნის, უფლებამოსილების, პასუხისმგებლობისა და შედეგის

შესახებ გეგმასთან მიმართებაში. ანგარიშგებამ ასევე უნდა მოიცვას მნიშვნელოვან

რისკებთან და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის თაღლითობის

რისკები, მმართველობითი საკითხები და სხვა რაც სჭირდება ან მოთხოვნილია

უმაღლესი მენეჯმენტისა და საბჭოს მიერ.

ინტერპრეტაცია

ანგარიშგების წარდგენის სიხშირე და შინაარსი განისაზღვრება უმაღლეს

მენეჯმენტსა და საბჭოსთან განხილვის დროს და დამოკიდებულია უმაღლესი

მენეჯმენტისა და საბჭოსადმი მიწოდებული ინფორმაციის მნიშვნელოვნებაზე და

მათი მხრიდან განსახორციელებელი ქმედებების სისწრაფეზე.

2070 – გარედან მომსახურეობის მიმწოდებელი და ორგანიზაციული

პასუხისმგებლობა შიდა აუდიტის მიმართ

როცა გარედან მომსახურეობის მომწოდებელი ემსახურება შიდა აუდიტის

ფუნქციას, მომწოდებელმა ორგანიზაციას უნდა აცნობოს, რომ ეფექტური შიდა

აუდიტის ფუნქციის არსებობა ორგანიზაციის პასუხისმგებლობაა.

ინტერპრეტაცია

პასუხისმგებლობა ასახვას ჰპოვებს ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების

პროგრამაში, რომელიც გულისხმობს შიდა აუდიტის დეფინიციასთან, ეთიკის

კოდექსსა და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებას.

Page 16: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

16

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

2100 – სამუშაოს არსი

შიდა აუდიტის ფუნქციამ უნდა შეაფასოს და წვლილი შეიტანოს მმართველობითი,

რისკის მართვის და კონტროლის პროცესების გაუმჯობესებაში სისტემატიური და

თანამიმდევრული მიდგომის გამოყენებით.

2110 – მმართველობა

აუდიტის ხელმძღვანელმა უნდა შეაფასოს და გასწიოს სათანადო რეკომენდაციები

მმართველობითი პროცესის გასაუმჯობესებლად, რათა მიღწეული იქნას შემდეგი

მიზნები:

• ორგანიზაციაში სათანადო ეთიკისა და ღირებულებების გავრცელების

ხელშეწყობა;

• ორგანიზაციის საქმიანობის შედეგების მართვის ეფექტურობისა და

ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა;

• რისკისა და კონტროლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ორგანიზაციის

შიგნით ინფორმაციის შესაბამის მომხმარებლებზე;

• საბჭოს, გარე და შიდა აუდიტორებსა და მენეჯმენტს შორის ინფორმაციის

გაცვლა და მათი საქმიანობის კოორდინაცია

2110.A1–შიდა აუდიტის ფუნქციამ უნდა შეაფასოს ორგანიზაციის ეთიკასთან

დაკავშირებული მიზნების, პროგრამებისა და საქმიანობების დიზაინი,

შესრულება და ეფექტურობა.

2110.A2–შიდა აუდიტის ფუნქციამ უნდა შეაფასოს უზრუნველყოფს თუ არა

ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების მმართველობა ორგანიზაციის

სტრატეგიებისა და მიზნების შესრულებას.

2120 – რისკის მართვა

შიდა აუდიტის ფუნქციამ უნდა შეაფასოს რისკის მართვის პროცესების

ეფექტურობა და ხელი შეუწყოს მათ გაუმჯობესებას.

ინტერპრეტაცია

რისკის მართვის პროცესების ეფექტურობის განსაზღვრა ეფუძნება შიდა აუდიტის

მიერ განხორციელებული შეფასებიდან გამომდინარე მსჯელობას, რომ:

ორგანიზაციის მიზნები მხარს უჭერს და შესაბამისობაშია მის მისიასთან;

გამოვლენილი და შეფასებულია არსებითი რისკები;

Page 17: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

17

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

შეირჩევა რისკის მიმართ სათანადო მიდგომები, რომლებიც შეუსაბამებენ

რისკებს ორგანიზაციის რისკის მადას; და

შესაბამისი რისკების შესახებ ინფორმაცია გროვდება და დროულად

გადაეცემა ორგანიზაციაში შემავალ ერთეულებს, რაც თანაშრომლებს,

მენეჯმენტსა და საბჭოს მათი პასუხისმგებლობების შესრულების საშუალებას

აძლევს.

სხვადასხვა მომსახურეობების განხორციელების შედეგად, შიდა აუდიტის

ფუნქციამ შესაძლოა შეაგროვოს ინფორმაცია ამ შეფასების გასამყარებლად.

ერთობლიობაში წარმოდგენილ მომსახურეობათა შედეგები იძლევა ორგანიზაციის

რისკის მართვის პროცესებისა და მათი ეფექტურობის გაგებას.

რისკის მართვის პროცესების მონიტორინგი ხორციელდება მენეჯმენტის

მიმდინარე საქმიანობის ჩარჩოებში, სპეციალური შეფასების დახმარებით, ან ორივეს

ერთად გათვალისწინებით.

2120.A1–შიდა აუდიტის ფუნქციამ უნდა შეაფასოს ორგანიზაციის მმართველობა,

ოპერაციები და საინფორმაციო სისტემები შემდეგთან კავშირში:

• ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის სანდოობა და უტყუარობა.

• ოპერაციებისა და პროგრამების ეფექტურობა და ეფექტიანობა.

• აქტივების დაცულობა;

• კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ დოკუმენტებთან, პოლიტიკებთან,

პროცედურებთან და კონტრაქტებთან შესაბამისობა.

2120.A2–შიდა აუდიტის ფუნქციამ უნდა შეაფასოს თაღლითობის არსებობის

ალბათობა და თუ როგორ მართავს ორგანიზაცია თაღლითობის რისკს.

2120.С1–საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევის პროცესში შიდა

აუდიტორებმა უნდა გაითვალისწინონ მომსახურეობის მიზნების შესაბამისი

რისკი და ასევე სხვა მნიშვნელოვანი რისკები.

2120.С2–შიდა აუდიტორებმა საკონსულტაციო მომსახურეობიდან მიღებული

რისკების ცოდნა უნდა გამოიყენონ ორგანიზაციის რისკის მართვის პროცესების

შეფასებაში.

2120.С3–მენეჯმენტისათვის რისკის მართვის პროცესების ჩამოყალიბების ან

გაუმჯობესებაში დახმარების გაწევისას, შიდა აუდიტორებმა თავი უნდა

შეიკავონ რისკების მართვაში ჩარევისგან, რაც მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა.

Page 18: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

18

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

2130 – კონტროლი

შიდა აუდიტის ფუნქცია უნდა დაეხმაროს ორგანიზაციას ეფექტური კონტროლის

მექანიზმების შენარჩუნებაში ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასებისა და

მუდმივი სრულყოფის ხელშეწყობის გზით.

2130.A1–შიდა აუდიტის ფუნქციამ უნდა შეაფასოს რისკების კონტროლის

მექანიზმების ადეკვატურობა და ეფექტურობა ორგანიზაციის მმართველობაში,

ოპერაციულ საქმიანობასა და საინფორმაციო სისტემებში, შემდეგთან კავშირში:

• ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის სანდოობა და უტყუარობა;

• ოპერაციებისა და პროგრამების ეფექტურობა და ეფექტიანობა.

• აქტივების დაცულობა;

• კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ დოკუმენტებთან, პოლიტიკებთან,

პროცედურებთან და კონტრაქტებთან შესაბამისობა.

2130.C1–შიდა აუდიტორებმა საკონსულტაციო მომსახურეობიდან მიღებული

კონტროლის მექანიზმების ცოდნა უნდა გამოიყენონ ორგანიზაციის კონტროლის

პროცესების შეფასებისას.

2200 – მომსახურეობის დაგეგმვა

შიდა აუდიტორებმა უნდა შეიმუშაონ და დაადოკუმენტირონ თითოეული

მომსახურეობის გეგმა, მათ შორის მომსახურეობის მიზნების, მასშტაბის, ვადებისა და

რესურსების გადანაწილების გათვალისწინებით.

2201 – დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები

მომსახურეობის დაგეგმვისას შიდა აუდიტორებმა უნდა განიხილონ:

• აუდიტის ობიექტის მიზნები და მისი საქმიანობის შედეგის კონტროლის

საშუალებები;

• აუდიტის ობიექტის მიზნებთან, რესურსებთან და ოპერაციებთან

დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკები, და ასევე რისკის შესაძლო

ზეგავლენის მისაღებ დონეზე შენარჩუნების საშუალებები;

• აუდიტის ობიექტის რისკის მართვის და კონტროლის პროცესების

ადეკვატურობა და ეფექტურობა შესაბამისი კონტროლის მოდელთან

შედარებით;

• საქმიანობის ობიექტის მართვისა და კონტროლის პროცესების მნიშვნელოვანი

გაუმჯობესების შესაძლებლობები.

Page 19: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

19

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

2201.A1–ორგანიზაციის გარეთ არსებული მხარეებისთვის მომსახურეობის

დაგეგმვისას შიდა აუდიტორებმა წერილობით უნდა შეათანხმონ მათთან

მომსახურეობის მიზნები, მასშტაბი, შესაბამისი პასუხისმგებლობები და სხვა

მოლოდინი, მათ შორის მომსახურეობის შედეგების გავრცელებაზე

შეზღუდვების და მონაცემებზე წვდომის საკითხები.

2201.C1–შიდა აუდიტორებმა საკონსულტაციო მომსახურეობის კლიენტებთან

უნდა განსაზღვრონ მომსახურეობის მიზნები, მასშტაბი, შესაბამისი

პასუხისმგებლობები და კლიენტის სხვა მოლოდინი. მნიშვნელოვანი

მომსახურეობების შემთხვევაში ეს მოლოდინი დოკუმენტირებული უნდა იქნას.

2210 – მომსახურეობის მიზნები

მიზნები განსაზღვრული უნდა იქნას თითოეული მომსახურეობისათვის.

2210.A1–შიდა აუდიტორებმა უნდა განახორციელონ აუდიტის ობიექტის

შესაბამისი რისკების წინასწარი შეფასება. მომსახურეობის მიზნებში უნდა

აისახოს ამ შეფასების შედეგები.

2210.A2–მომსახურეობის მიზნების შემუშავების დროს შიდა აუდიტორებმა უნდა

გაითვალისწინონ მნიშვნელოვანი შეცდომების, თაღლითობის, შეუსაბამობის და

სხვა რისკების ალბათობა.

2210.A3–კონტროლის მექანიზმების შესაფასებლად საჭიროა ადეკვატური

კრიტერიუმები. შიდა აუდიტორები უნდა დარწმუნდნენ, რომ მენეჯმენტმა

დაადგინა შეფასების ადეკვატური კრიტერიუმები მიზნებისა და ამოცანების

მისაღწევად. შეფასების დროს ადეკვატურობის შემთხვევაში შიდა აუდიტორებმა

უნდა გამოიყენონ ეს კრიტერიუმები. ხოლო არაადეკვატურობის შემთხვევაში

მათ უნდა ითანამშრომლონ მენეჯმენტთან, რათა შეიმუშავონ შეფასების

სათანადო კრიტერიუმები.

2210.C1–საკონსულტაციო მომსახურეობის მიზნები უნდა მოიცავდეს

მმართველობას, რისკების მართვას და კონტროლის პროცესებს კლიენტთან

შეთანხმებული ხარისხით.

2210.C2–საკონსულტაციო მომსახურეობის მიზნები შესაბამისობაში უნდა იყოს

ორგანიზაციის ღირებულებებთან, სტრატეგიებსა და მიზნებთან.

2220 – მომსახურეობის მასშტაბი

ჩამოყალიბებული მასშტაბი მომსახურეობის მიზნებისათვის საკმარისი უნდა იყოს.

Page 20: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

20

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

2220.A1 – მომსახურეობის მასშტაბმა უნდა მოიცვას შესაბამისი სისტემები,

მონაცემები, პერსონალი და მატერიალური აქტივები, მათ შორის მესამე მხარის

მიერ კონტროლირებულის ჩათვლით.

2220.A2 – თუ მარწმუნებელი მომსახურეობის გაწევის პროცესში მნიშვნელოვანი

საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევის შესაძლებლობები გამოჩნდება, მაშინ ამ

მომსახურეობათა მიზნები, მასშტაბი, შესაბამისი პასუხისმგებლობები და სხვა

მოლოდინი სპეციფიკური პირობების სახით წერილობით ყალიბდება.

საკონსულტაციო მომსახურეობის შედეგების მიწოდება წარმოებს

საკონსულტაციო სტანდარტების შესაბამისად.

2220.C1 – საკონსულტაციო მომსახურეობის განხორციელების დროს შიდა

აუდიტორები უნდა დარწმუნდნენ, რომ მომსახურეობის მასშტაბი საკმარისია

შეთანხმებული მიზნების მისაღწევად. თუ შიდა აუდიტორებს წარმოეშვებათ

ეჭვი მომსახურეობის მასშტაბთან მიმართებაში, ეს ფაქტი განხილული უნდა

იქნას კლიენტთან, რათა გადაწყდეს გაგრძელდეს თუ არა მომსახურეობა.

2220.C2–საკონსულტაციო მომსახურეობების გაწევის დროს, შიდა აუდიტორებმა

ყურადღება უნდა მიაქციონ კონტროლის საკითხებს მომსახურეობის მიზნების

შესაბამისად და ასევე კონტროლის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

2230 – მომსახურეობის რესურსების გადანაწილება

შიდა აუდიტორებმა მომსახურეობის მიზნების მისაღწევად უნდა განსაზღვრონ

შესაბამისი და საკმარისი რესურსები თითოეული მომსახურეობის სახისა და

სირთულის, დროითი შეზღუდვებისა და არსებული რესურსების შეფასების

საფუძველზე.

2240 – მომსახურეობის სამუშაო პროგრამა

შიდა აუდიტორებმა მომსახურეობის მიზნების მისაღწევად უნდა შეიმუშაონ

სამუშაო პროგრამები და მოახდინონ მათი დოკუმენტირება.

2240.A1–სამუშაო პროგრამებმა უნდა მოიცვას მომსახურეობის დროს

ინფორმაციის იდენტიფიკაციის, შეგროვების, ანალიზის, შეფასებისა და

დოკუმენტირების პროცედურები. სამუშაო პროგრამა დამოწმებული უნდა იქნას

მის განხორციელებამდე და ნებისმიერი შესწორება მყისიერად უნდა დამოწმდეს.

2240.С1–სამუშაო პროგრამები საკონსულტაციო მომსახურეობებისთვის

შესაძლოა ფორმითა და შინაარსით განსხვავებული იყოს ერთმანეთისაგან,

მომსახურეობის სახიდან გამომდინარე.

Page 21: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

21

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

2300 – მომსახურეობის განხორციელება

შიდა აუდიტორებმა უნდა მოახდინონ საკმარისი ინფორმაციის იდენტიფიკაცია,

შეგროვება, ანალიზი, შეფასება და დოკუმენტირება, მომსახურეობის მიზნების

მისაღწევად.

2310 – ინფორმაციის იდენტიფიკაცია და შეგროვება

შიდა აუდიტორებმა უნდა განახორციელონ საკმარისი, საიმედო, შესაბამისი და

სასარგებლო ინფორმაციის იდენტიფიკაცია და შეგროვება მომსახურეობის მიზნების

მისაღწევად.

ინტერპრეტაცია

საკმარისი ინფორმაცია ეფუძნება ფაქტებს, არის ადეკვატური და იმდენად

დამაჯერებელი, რომ საღად მოაზროვნე და ინფორმირებული მომხმარებელი

აუდიტორის დასკვნამდე მივა. საიმედო ინფორმაცია სათანადო მომსახურეობის

ტექნიკის გამოყენების შედეგად ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი ინფორმაციაა.

შესაბამისი ინფორმაცია პასუხობს მომსახურეობის შედეგად არსებულ დაკვირვებებსა

და რეკომენდაციებს და შესაბამისობაშია მომსახურეობის მიზნებთან. სასარგებლო

ინფორმაცია ეხმარება ორგანიზაციას მიზნების მიღწევაში.

2320 – ანალიზი და შეფასება

შიდა აუდიტორებმა სათანადო ანალიზსა და შეფასებებზე უნდა დააფუძნონ

დასკვნები და მომსახურეობის შედეგები.

2330 – ინფორმაციის დოკუმენტირება

შიდა აუდიტორებმა შესაბამისი ინფორმაციის დოკუმენტირება უნდა

განახორციელონ დასკვნებისა და მომსახურეობის შედეგების დასასაბუთებლად.

2330.A1–აუდიტის ხელმძღვანელმა უნდა გააკონტროლოს მომსახურეობის

მონაცემებზე წვდომა. აუდიტის ხელმძღვანელმა, გარემოების შესაბამისად, უნდა

მოიპოვოს უმაღლესი მენეჯმენტის და/ან იურისტის თანხმობა ამგვარი

მონაცემების გარეშე პირთათვის გადასაცემად.

2330.A2–აუდიტის ხელმძღვანელმა უნდა შეიმუშავოს მომსახურეობის შესახებ

მონაცემთა შენახვის მოთხოვნები, მიუხედავად თითოეული მონაცემის შენახვის

საშუალებისა. აღნიშნული შენახვის მოთხოვნები შესაბამისობაში უნდა იყოს

ორგანიზაციის სახელმძღვანელო მასალებთან და ნებისმიერ შესაბამის

მარეგულირებელ დოკუმენტთან და სხვა მოთხოვნებთან.

Page 22: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

22

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

2330.С1–აუდიტის ხელმძღვანელმა უნდა შეიმუშაოს საკონსულტაციო

მომსახურეობის მონაცემთა შენახვის მართვისა და ასევე მათი შიდა და გარეშე

პირებზე გავრცელების პოლიტიკა. ეს პოლიტიკები შესაბამისობაში უნდა იყოს

ორგანიზაციის სახელმძღვანელო მასალებთან, ნებისმიერ შესაბამის

მარეგულირებელ დოკუმენტთან და სხვა მოთხოვნებთან.

2340 –ზედამხედველობა მომსახურეობის გაწევის პროცესზე

სათანადო ზედამხედველობა უნდა არსებობდეს მომსახურების გაწევის პროცესზე,

რათა უზრუნველყოფილი იქნას მიზნების მიღწევა, სამუშაოს ხარისხი, და

თანამშრომელთა განვითარება.

ინტერპრეტაცია

საჭირო ზედამხედველობის ხარისხი დამოკიდებული იქნება შიდა აუდიტორების

პროფესიონალურ დონეზე, გამოცდილებაზე და მომსახურეობის სირთულეზე.

აუდიტის ხელმძღვანელს გააჩნია საერთო პასუხისმგებლობა მომსახურეობაზე

ზედამხედველობის გასაწევად, ამ მომსახურეობის შიდა აუდიტის ფუნქციის მიერ თუ

შიდა აუდიტის ფუნქციისათვის გაწევის მიუხედავად. მაგრამ მან შესაძლოა

დააკისროს შიდა აუდიტში მომუშავე სათანადოდ გამოცდილ წევრებს მიმოხილვის

განხორციელება. ზედამხედველობის შესახებ სათანადო მტკიცებულება

დოკუმენტირდება და ინახება.

2400 – შედეგების შესახებ ინფორმირება

შიდა აუდიტორებმა უნდა განახორციელონ მომსახურეობათა შედეგების შესახებ

ინფორმირება.

2410 – ინფორმირების კრიტერიუმები

მიწოდებულმა ინფორმაციამ უნდა მოიცვას მომსახურეობის მიზნები, მასშტაბი და

ასევე შესაბამისი დასკვნები, რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმები.

2410.A1–მომსახურეობის შედეგების შესახებ საბოლოო ინფორმაციამ შესაბამისად

უნდა მოიცვას შიდა აუდიტორთა დასკვნა და/ან შეჯამებები. გამჟღავნებისას,

დასკვნასა ან შეჯამებაში მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას უმაღლესი

მენეჯმენტის, საბჭოს, და სხვა დაინტერესებული მხარეების მოლოდინი, რაც

გამყარებული უნდა იქნას საკმარისი, საიმედო, შესაბამისი და სასარგებლო

ინფორმაციით.

Page 23: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

23

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

ინტერპრეტაცია

მენეჯმენტის დონეზე არსებული დასკვნები შეიძლება მოიცავდეს რეიტინგს,

შეჯამებას ან შედეგის აღწერის სხვა ფორმებს. ამგვარი მომსახურეობა შესაძლოა

უკავშირდებოდეს სპეციფიკური პროცესის, რისკის ან ბიზნეს ერთეულის

კონტროლებს. დასკვნების ფორმირება მოითხოვს მომსახურეობის შედეგებისა და

მათი მნიშვნელოვნების გათვალისწინებას.

2410.A2–შიდა აუდიტორებისთვის რეკომენდირებულია წარმოადგინონ

პოზიტიური შედეგები მომსახურეობის შესახებ მიწოდებულ ინფორმაციაში.

2410.A3–ორგანიზაციის გარეშე პირთათვის მომსახურეობის შედეგების

გადაცემისას, შეტყობინება უნდა მოიცავდეს შედეგების გავრცელებასა და

გამოყენებაზე არსებულ შეზღუდვებს.

2410.С1–საკონსულტაციო მომსახურეობათა მიმდინარეობისა და შედეგების

შესახებ ინფორმირება განსხვავდება ფორმისა და შინაარსის მიხედვით

მომსახურეობის სახისა და კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად.

2420 – ინფორმირების ხარისხი

ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, ობიექტური, გასაგები, ლაკონური,

კონსტრუქციული, სრული და დროული.

ინტერპრეტაცია

ზუსტად მიწოდებული ინფორმაცია თავისუფალია შეცდომებისა და

ცდომილებებისაგან და ფაქტების ჩვენებით არის გამყარებული. ობიექტური

კომუნიკაციები არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და წარმოადგენს სამართლიანად

განწყობილი და გაწონასწორებული ყველა შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების

შეფასების შედეგს. მკაფიო კომუნიკაცია არის ადვილად გასაგები, ლოგიკური, არ

მოიცავს უსარგებლო ტექნიკურ ტერმინოლოგიას და სრულად იძლევა

მნიშვნელოვანსა და შესაბამის ინფორმაციას. მოკლე კომუნიკაციები ეხება

განსახილველ საკითხს და არ მოიცავენ არააუცილებელ გადახვევებს, ზედმეტ

დეტალებს, გადაჭარბებასა და უხვსიტყვაობას. კონსტრუქციული კომუნიკაციები არის

სასარგებლო მომსახურეობის კლიენტისა და ორგანიზაციისათვის და იძლევა საჭირო

გაუმჯობესებებს. სრულ კომუნიკაცია მიიღწევა, როცა იგი არსებითია მიზნობრივი

აუდიტორიისათვის და მოიცავს სრულ მნიშვნელოვან და შესაბამის ინფორმიაციასა

და დაკვირვების შედეგებს რეკომენდაციებისა და დასკვნების დასასაბუთებლად.

დროული კომუნიკაციები არის კეთილსაიმედო და მიზნობრივი, საკითხის

მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, რათა მენეჯმენტს მაკორექტირებელი ქმედების

განხორციელების საშუალება მიეცეს.

Page 24: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

24

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

2421 – შეცდომები და გამოტოვებები

თუ საბოლოო ინფორმაცია მოიცავს მნიშვნელოვან შეცდომას ან გამოტოვებას,

აუდიტის ხელმძღვანელმა უნდა განახორციელოს შესწორებული ინფორმაციის

მიწოდება ყველა მხარეზე, რომელთაც მიიღეს საწყისი ინფორმაცია.

2430 – “შიდა აუდიტორთა პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტების

შესაბამისად განხორციელდა” ფრაზის გამოყენება

შიდა აუდიტორებმა შესაძლოა წარმოადგინონ ანგარიშგება, რომ მათი

მომსახურეობები “განხორციელდა შიდა აუდიტორთა პროფესიული პრაქტიკის

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ

ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შედეგები ადასტურებს ამ

განცხადებას.

2431 – მომსახურეობის ფარგლებში შეუსაბამობის გამჟღავნება

თუ კონკრეტულ მომსახურეობაზე გავლენას ახდენს შეუსაბამობა შიდა აუდიტის

დეფინიციასთან, ეთიკის კოდექსთან და სტანდარტებთან, შედეგების ამსახველ

ანგარიშში უნდა გამჟღავნდეს:

• ეთიკის კოდექსის პრინციპი ან ქცევის წესი ან სტანდარტი(ები), რომლთან

შესაბამისობაც არ იქნა მიღწეული;

• შეუსაბამობის მიზეზი(ები);

• შეუსაბამობის ზეგავლენა მომსახურეობასა და მის შედეგებზე, რომელთა

შესახებ ინფორმირებაც განხორციელდა.

2440 – შედეგების გავრცელება

აუდიტის ხელმძღვანელმა უნდა განახორციელოს შედეგების მიწოდება შესაბამის

მხარეებზე.

ინტერპრეტაცია

აუდიტის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი იხილავს და ამოწმებს

საბოლოო მომსახურეობის შედეგებიდან გამომდინარე ანგარიშს მის გამოქვეყნებამდე

და წყვეტს თუ ვისზე და როგორ მოხდება მისი გავრცელება.

2440.A1–აუდიტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია საბოლოო შედეგების იმ

მხარეებისათვის მიწოდებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ შედეგების

სათანადოდ განხილვას.

Page 25: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

25

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

2440.A2–იურიდიული, საწესდებო, მარეგულირებელი მოთხოვნების არ

არსებობის შემთხვევაში, შედეგების ორგანიზაციის გარეთ გავრცელებამდე

აუდიტის ხელმძღვანელმა უნდა:

• შეაფასოს ორგანიზაციისთვის შესაძლო რისკი;

• განახორციელოს კონსულტაცია უმაღლეს მენეჯმენტთან და/ან იურისტთან

გარემოების შესაბამისად;

• მოახდინოს შედეგების გავრცელებაზე კონტროლი მათ გამოყენებაზე

შეზღუდვის დაწესებით.

2440.С1–აუდიტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია საკონსულტაციო

მომსახურეობის საბოლოო შედეგების კლიენტებისთვის მიწოდებაზე.

2440.С2–საკონსულტაციო მომსახურეობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს

პრობლემები მმართველობითი, რისკის მართვის და კონტროლის სფეროებში.

როცა ეს საკითხები მნიშვნელოვანია ორგანიზაციისათვის, მათი წარდგენა უნდა

მოხდეს უმაღლესი მენეჯმენტისა და საბჭოს წინაშე.

2450 – საერთო დასკვნები

საერთო დასკვნის გამოცემისას, მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას უმაღლესი

მენეჯმენტის, საბჭოს და სხვა დაინტერესებული მხარეების მოლოდინი. დასკვნა

გამყარებული უნდა იქნას საკმარისი, საიმედო, შესაბამისი და სასარგებლო

ინფორმაციით.

ინტერპრეტაცია

მიწოდებული ინფორმაცია განსაზღვრავს:

სამუშაოს მასშტაბს, დროითი პერიოდის მითითებით, რომელსაც

მიეკუთვნება დასკვნა;

შეზღუდვები მასშტაბში;

ყველა მომიჯნავე პროექტების განხილვა, მათ შორის მარწმუნებელი

მომსახურეობის სხვა მომწოდებლებზე ნდობის ხარისხი;

რისკისა ან კონტროლის კონცეპტუალური საფუძველი ან სხვა

კრიტერიუმები, რაც გამოყენებულია საერთო დასკვნის საფუძვლად; და

მიღებული საერთო დასკვნა, მსჯელობა ან შეჯამება.

უარყოფითი დასკვნის მიზეზები წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნით ტექსტში.

Page 26: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

26

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

2500 – მომსახურეობის შედეგების შესრულებაზე მონიტორინგი

აუდიტის ხელმძღვანელმა უნდა შეიმუშაოს და იქონიოს მომსახურეობის

შედეგების მიხედვით მენეჯმენტის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა მონიტორინგის

სისტემა.

2500.A1–აუდიტის ხელმძღვანელმა უნდა ჩამოაყალიბოს რეკომენდაციების

შესრულებაზე მონიტორინგის პროცესი, რათა მიიღოს რწმუნება მენეჯმენტის

მიერ გასატარებელი ღონისძიებების ეფექტური შესრულებისა ან უმაღლესი

მენეჯმენტის მიერ უმოქმედების რისკის აღების შესახებ.

2500.С1–შიდა აუდიტის ფუნქციამ უნდა უზრუნველყოს საკონსულტაციო

მომსახურეობათა შედეგებზე მონიტორინგი კლიენტთან დადებული

შეთანხმების საფუძველზე.

2600 – უმაღლესი მენეჯმენტის მიერ აღებული რისკების განხილვა

როცა აუდიტის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ უმაღლესმა მენეჯმენტმა იმ დონით

აიღო ნარჩენი რისკი, რაც მიუღებელია ორგანიზაციისათვის, აუდიტის

ხელმძღვანელმა ეს საკითხი უნდა განიხილოს უმაღლეს მენეჯმენტთან. თუ ნარჩენ

რისკთან დაკავშირებული საკითხი არ იქნა გადაწყვეტილი, აუდიტის ხელმძღვანელმა

ეს ინფორმაცია უნდა წარუდგინოს საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად.

Page 27: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

27

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

ტტეერრმმიინნთთაა გგაანნმმაარრტტეებბაანნიი

სარგებლის მოტანა (Add Value)

შიდა აუდიტს სარგებელი მოაქვს ორგანიზაციისათვის (და მის მიმართ დაინტერესებული

პირებისათვის), როცა ის უზრუნველყოფს ობიექტურ და შესაბამის რწმუნებას და ხელს

უწყობს მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების ეფექტურობისა და

ეფექტიანობის ამაღლებას.

ადეკვატური კონტროლი (Adequate Control)

იგი არსებობს, თუ მენეჯმენტმა მისი დაგეგმვა და ორგანიზება (დიზაინი) განახორციელა ისე,

რომ იგი უზრუნველყოფს ორგანიზაციული რისკების ეფექტურად მართვის შესახებ

გონივრული რწმუნების მიღებას და ორგანიზაციის მიზნების უფრო ეფექტიანად და

ეკონომიურად შესრულებას.

მარწმუნებელი მომსახურეობები (Assurance Services)

ორგანიზაციისათვის მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების შესახებ

დამოუკიდებელი შეფასების უზრუნველსაყოფად მტკიცებულებების ობიექტური შემოწმება.

მაგალითად, შეიძლება მოყვანილი იყოს ფინანსური, შესრულების, შესაბამისობის, სისტემური

უსაფრთხოებისა და ფინანსურ საიმედობასთან (due diligence) დაკავშირებული

მომსახურეობები.

საბჭო (Board)

ორგანიზაციის მმართველობითი ორგანო, როგორიცაა დირექტორთა საბჭო, სამეთვალყურეო

საბჭო, ხელისუფლების აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ორგანოს მმართველი,

არამოგებაზე მომუშავე ორგანიზაციის მმართველთა ან ნდობით აღჭურვილ პირთა საბჭო ან

ორგანიზაციის სხვა რომელიმე უფლებამოსილი ორგანო, აუდიტის კომიტეტის ჩათვლით,

რომელსაც ფუნქციონალურად შესაძლებელია დაექვემდებაროს აუდიტის ხელმძღვანელი.

დებულება (Charter)

აუდიტის დებულება წარმოადგენს ფორმალურ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს შიდა

აუდიტის მიზნებს, უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას. შიდა აუდიტის დებულება

განსაზღვრავს შიდა აუდიტის სტატუსს ორგანიზაციაში; განსაზღვრავს ჩანაწერებზე,

თანამშრომლებზე და მატერიალურ ქონებაზე (აქტივებზე) წვდომის უფლებას

მომსახურეობების შესრულებასთან დაკავშირებით; ადგენს შიდა აუდიტის საქმიანობების

მასშტაბს.

აუდიტის ხელმძღვანელი (Chif Audit Executive)

მაღალი თანამდებობის მქონე პირი, რომელიც იღებს ვალდებულებას შიდა აუდიტის

ფუნქციის ეფექტურად მართვასთან დაკავშირებით შიდა აუდიტის დებულების, შიდა

აუდიტის განმარტების, ეთიკის კოდექსისა და სტანდარტების შესაბამისად. აუდიტის

ხელმძღვანელს ან მის მიმართ ანგარიშვალდებულ პირებს აქვთ სათანადო სერთიფიკატები და

კვალიფიკაციები. აუდიტის ხელმძღვანელის თანამდებობრივი დასახელება შესაძლოა

განსხვავდებოდეს ორგანიზაციებში.

ეთიკის კოდექსი (Code of Ethics)

შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) ეთიკის კოდექსი წარმოადგენს პროფესიასა და შიდა

აუდიტის პრაქტიკასთან დაკავშირებული პრინციპების ერთობლიობასა და ქცევის წესებს,

Page 28: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

28

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

რომელიც აღწერს შიდა აუდიტორებისადმი წაყენებულ მოლოდინს. ეთიკის კოდექსი

ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც აწარმოებენ შიდა აუდიტორულ

მომსახურეობებს. ეთიკის კოდექსის მიზანს წარმოადგენს შიდა აუდიტის გლობალურ

პროფესიაში ეთიკური კულტურის გავრცელება.

შესაბამისობა (Compliance)

პოლიტიკებთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონმდებლობასთან, კონტრაქტებთან,

მარეგულირებელ და სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობა.

ინტერესთა კონფლიქტი (Conflict of Interest)

ნებისმიერი ურთიერთობა, რომელიც არ პასუხობს ორგანიზაციის ინტერესებს. ინტერესთა

კონფლიქტმა შეიძლება შელახოს პირის უნარი ობიექტურად შეასრულოს თავისი

პასუხისმგებლობები.

საკონსულტაციო მომსახურეობები (Consulting Services)

რჩევა ან კლიენტის მომსახურეობასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომელთა არსი და

მასშტაბი შეთანხმებულია კლიენტთან, და რომელიც მიზნედ ისახავს ორგანიზაციული

მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების გაუმჯობესებას შიდა

აუდიტორისგან მენეჯმენტის პასუხისმებლობის აღების გარეშე. მათი მაგალითებია რჩევა,

ფასილიტირება, სწავლება.

კონტროლი (Control)

რისკის მართვისა და მიზნების მიღწევის ალბათობის გაზრდის მიზნით, ხელმძღვანელობის,

საბჭოს და სხვა მხარეების მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება. მენეჯმენტი გეგმავს,

ორგანიზებას უწევს და მართავს საკმარისი ქმედებების შესრულებას მიზნების მიღწევის

შესახებ გონივრული რწმუნების მისაღებად.

კონტროლის გარემო (Control Environment)

საბჭოსა და ხელმძღვანელობის საერთო მიდგომა და ქმედებები ორგანიზაციაში კონტროლის

მნიშვნელობის შესახებ. კონტროლის გარემო უზრუნველყოფილყოფს დისციპლინასა და

სტრუქტურას შიდა კონტროლის სისტემის უმთავრესი მიზნების მისაღწევად. კონტროლის

გარემო მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

პატიოსნება და ეთიკური ღირებულებები;

მენჯმენტის სამოქმედო სტილი და ფილოსოფია;

ორგანიზაციული სტრუქტურა;

უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობების დაკისრება;

ადამიანური რესურსების პოლიტიკები და პროცედურები;

პერსონალის კომპეტენტურობა.

კონტროლის პროცესები (Control Processes)

პოლიტიკები, პროცედურები და ქმედებები, რომლებიც წარმოადგენენ კონტროლის

კონცეფციის საფუძვლის ნაწილს და რომელთა დიზაინიც უზრუნველყოფს რისკების

არსებობას რისკის მართვის პროცესის მიერ დადგენილი რისკის მიმართ ტელერანტულობის

ფარგლებში.

Page 29: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

29

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

მომსახურეობა (Engagement)

კონკრეტული შიდა აუდიტის დავალება ან მიმოხილვა, როგორიცაა შიდა აუდიტი,

კონტროლის თვითშეფასების მიმოხილვა, თაღლითობის შემოწმება ან კონსულტაცია.

მომსახურეობა შესაძლოა მოიცავდეს რამოდენიმე დავალებას ან ქმედებას კონკრეტული

ურთიერთდაკავშირებული მიზნების ნაკრების შესრულების უზრუნველსაყოფად.

მომსახურეობის მიზნები (Engagement Objectives)

შიდა აუდიტორების მიერ შემუშავებული განცხადებანი, რომელშიც განსაზღვრულია

გამიზნული მომსახურეობის მოსალოდნელი მიღწევები.

მომსახურეობის სამუშაო პროგრამა (Engagement Work Program)

დოკუმენტი, რომელშიც მომსახურეობის გეგმის შესასრულებლად ჩამოთვლილია

მომსახურეობის დროს გამოსაყენებელი პროცედურები.

გარე მომწოდებელი (External Service Provider)

ორგანიზაციისათვის გარედან მოწვეული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც

გააჩნია სპეციალური ცოდნა, უნარები და გამოცდილება კონკრეტულ დისციპლინაში

(სფეროში).

თაღლითობა (Fraud)

ნებისმიერი უკანონო ქმედება, რომელიც ხასიათდება მოტყუებით, დამალვით ან ნდობის

დარღვევით. თაღლითობა არ არის დამოკიდებული ძალადობითა და ფიზიკური ძალით

გამოწვეულ საფრთხეზე. თაღლითობის ჩადენა ხორციელდება ფიზიკური და იურიდიული

პირების მიერ ფულის, საკუთრების ან მომსახურეობის მიკუთვნების მიზნით; თანხების

გადახდის ან მომსახურეობათა დაკარგვის აცილების; პირადი ან ბიზნეს უპირატესობის

მოპოვების მიზნით.

მმართველობა (Governance)

საბჭოს მიერ პროცესებისა და სტრუქტურების ერთობლიობა, რომლებიც ემსახურება

ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად ინფორმირებას, მიმართულების მიცემას, მართვასა და

ორგანიზაციის საქმიანობების მონიტორინგს.

შეზღუდვა (Impairments)

ორგანიზაციული დამოუკიდებლობისა და პიროვნული ობიექტურობის შეზღუდვა შესაძლოა

მოიცავდეს პიროვნულ ინტერესთა კონფლიქტს, მასშტაბში შეზღუდვებს, ჩანაწერებზე,

პერსონალსა და საკუთრებაზე წვდომის შეზღუდვებსა და რესურსების (დაფინანების)

სიმწირეს.

დამოუკიდებლობა (Independence)

პირობებისგან თავისუფლება, რაც საფრთხეს უქმნის შიდა აუდიტის ფუნქციას

მიუკერძოებლად განახორციელოს შიდა აუდიტის პასუხისმგებლობები.

კონტროლის პროცედურები საინფორმაციო ტექნოლოგიებში (Information Technology Controls)

კონტროლი, რომელიც ემსახურება ბიზნესის მართვასა და მმართველობას, ასევე

საინფორმაციო ტექნოლოგიის ინფრასტრუქტურის ზოგადი და ტექნიკური კონტროლი,

როგორიცაა აპლიკაციური პროგრამები, ინფორმაცია, ინფრასტრუქტურა და ადამიანები.

Page 30: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

30

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

საინფორმაციო ტექნოლოგიების მმართველობა (Information Technology Governance)

მოიცავს ლიდერობას, ორგანიზაციულ სტრუქტურებსა და პროცესებს, რომლებიც

უზრუნველყოფენ, რომ საწარმოს საინფორმაციო ტექნოლოგიები ემსახურება

ორგანიზაციული სტრატეგიებსა და მიზნებს.

შიდა აუდიტის ფუნქცია (Internal Audit Activity)

განყოფილება, ქვედანაყოფი, კონსულტანტთა ან სხვა პრაქტიკოსების ჯგუფი, რომლებიც

უზრუნველყოფენ დამოუკიდებელ და ობიექტურ მარწმუნებელ და კონსულტაციო

მომსახურეობებს, რომლებიც მიმართულია სარგებლის მისაღებად და ორგანიზაციის

ოპერაციების გასაუმჯობესებლად. შიდა აუდიტის ფუნქცია ორგანიზაციას ეხმარება მიზნების

მიღწევაში, სისტემატური, დისციპლინური მიდგომის გამოყენების შედეგად, რათა მოხდეს

მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების ეფექტურობის გაუმჯობესება.

საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის საფუძვლები (International Professional Practices

Framework)

კონტეპცუალური საფუძველი, რომელიც თავს უყრის შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის მიერ

გამოქვეყნებულ სავალდებულო მითითებებს. ავტორიტარული სახელმძღვანელო შედგება

ორი კატეგორიისაგან: (1) სავალდებულო და (2) მკაცრად რეკომენდირებული.

უნდა (Must)

სტანდარტებში სიტყვა „უნდა“ გამოიყენება უპირობო მოთხოვნებში.

ობიექტურობა (Objectivity)

განუხრელი გონივრული მიდგომა, რაც შიდა აუდიტორებს საშუალებას აძლევს აწარმოონ

მომსახურეობები ისე, რომ თვითონ გრძნობდნენ ნდობას სამუშაო პროდუქტის მიმართ და არ

დაუშვან კომპრომისები ხარისხთან მიმართებაში. ობიექტურობა მოითხოვს, რომ შიდა

აუდიტორებმა აუდიტის საკითხებში თავიანთი მსჯელობა სხვებს არ უნდა დაუქვემდებარონ.

ნარჩენი რისკი (Residual Risk)

რისკი, რომელიც რჩება ხელმძღვანელობის მიერ უარყოფითი მოვლენის გავლენისა და

ალბათობის შესამცირებლად გამიზნული ღონისძიების გატარების შემდეგ, მათ შორის

რისკების საკონტროლო პროცედურები.

რისკი (Risk)

მოვლენის მოხდენის შესაძლებლობა, რომელსაც გავლენა ექნება მიზნების მიღწევაზე. რისკი

იზომება გავლენისა და ალბათობის მითითებით.

რისკის მადა (Risk Appetite)

რისკის დონე, რომელიც ორგანიზაციისთვის მისაღებია.

რისკის მართვა (Risk Management)

პოტეციური მოვლენებისა და პირობების გამოვლენის, შეფასების, მართვისა და კონტროლის

პროცესი, რომელიც იძლევა გონივრულ რწმუნებას ორგანიზაციული მიზნების მიღწევასთან

დაკავშირებით.

Page 31: › translations › PublicDocuments › ... · შიდა აუდიტის პროფესიული ...2014-10-21 · 2 Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal

31

Copyright © 2009-2011 by The Institute of Internal Auditors, 247 Maitland Avenue, Altamonte Springs, Florida 32701-4201, USA. All rights reserved.

თარგმნილია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის ნებართვით IIA Georgia-ს მიერ. ინსტიტუტის მისამართია აშშ, ფლორიდა, 32701-4201, ალტემონტე სპრინგსი, მეიტლენდ ავენიუ 247.

არ ითარგმნება (Should)

სტანდარტებში გამოიყენება, როცა შესაბამისობის მოლოდინი არსებობს, გარდა იმ

შემთხვევებისა, როცა პროფესიული მსჯელობის გამოყენების შედეგად გადახვევა

(გამონაკლისები) გამართლებულია პირობებით.

მნიშვნელობა (Significance)

საკითხის ფარდობითი მნიშვნელობა განხილულ კონტექსტში, მათ შორის რაოდენობრივი და

ხარისხობრივი ფაქტორები, როგორიცაა სიდიდე, არსი, ეფექტი, შესაბამისობა და გავლენა.

პროფესიული მსჯელობა შიდა აუდიტორებს ეხმარება საკითხების მნიშვნელობის შეფასებისას

შესაბამისი მიზნების კონტექსტში.

სტანდარტი (Standard)

შიდა აუდიტის სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული პროფესიონალური განცხადება,

რომელიც აღწერს მოთხოვნებს ფართო სპექტრის შიდა აუდიტის საქმიანობების

განხორციელებასა და ასევე შიდა აუდიტის ფუნქციის შესრულების შეფასებასთან

მიმართებაში.

აუდიტის ავტომატიზირებული მეთოდები (Technology-based Audit Techniques)

ნებისმიერი აუდიტის ავტომატიზირებული საშუალება, როგორიცაა საერთო აუდიტის

პროგრამა, ტესტის მონაცემების გენერატორი, კომპიუტერული აუდიტის პროგრამები,

სპეციალური აუდიტის უტილიტა და კომპიუტერული აუდიტის ტექნიკა (CAATs).