8
29 მაისს თბილისში, IREX-ის მულტიმედია განათლების ცენტრში „მედია წიგნიერება ახალგაზრდე- ბისთვის“ პროექტის საზეიმო ღო- ნისძიება გაიმართა. USAID-ის მიერ დაფინანსებული IREX G-MEDIA პროგრამის „მედია წიგნიერება ახალგაზრდებში“ პროექტმა 130- ზე მეტ მოსწავლეს მისცა საშუ- ალება გაევლო სტაჟირება ხუთ რეგიონულ მედია ორგანიზაციაში - გაზეთი „კახეთის ხმა“ (გურჯაანი), გაზეთი „ჩემი ხარაგაული“, გაზეთი „ბათუმელები“, გაზეთი „21-ს ქვე- ვით“ (ჩოხატაური) და ტელევიზია „მეცხრე ტალღა“ (ფოთი). საზეიმო ღონისძიება გახსნა IREX G-MEDIA პროგრამის ხელ- მძღვანელმა მეთიუ შელიმ. მან აღნიშნა, რომ „პროექტი „მედია წიგნიერება ახალგაზრდებისთვის“ შესაძლებლობას უქმნიდა სკოლის მოსწავლეებს საქართველოს მასშტაბით, რათა მათ ემუშავათ ადგილობრივ მედიასაშუალებებ- ში, ესწავლათ, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები და უკეთ გაეგოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი, ზუსტი და სა- მართლიანი ჟურნალისტიკა და მოვლენების ამგვარად გაშუქება.“ „მედია წიგნიერება ახალგაზრ- დებისთვის“ პროექტის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა USAID-ის მისიის დი- რექტორმა სტივენ ჰეიკინმა: პროექტი „მედია წიგნიერება ახალ- გაზრდებისთვის“ არის USAD-ის დიდი ძალისხმევის ერთი ნაწილი საიმისოდ, რათა მხარი დავუჭი- როთ ჟურნალისტიკის სფეროში განათლების ამაღლებას, ბიზნესის შექმნასა და განვითარებას მედი- აკომპანიებისთვის. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ და გავაძ- ლიეროთ დამოუკიდებელი ჟურ- ნალისტიკა საქარ- თველოში. მიგვაჩ- „მე მიყვარს ჩემი მედიის დამოუკიდებლობა“ გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ კურსდამთავრებული თამარ ჩხიკვაძე წარადგენს ნამუშევარს „სწრაფი რკინიგზის მშენებლობა ეკოლოგიური პრობლემების თანხლებით.“ 31 მაისი, პარასკევი 2013 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 20 (543) www.chkh.org „დამოუკიდებელი მედია ნაკლოვანებების გამოსწორების შესაძლებლობას გვაძლევს” „ბიუჯეტიდან თანხა დაუსაბუთებლად არ უნდა გაიცეს” საკონკურსო- საატესტაციო კომისია დაკომპლექტდა 3 გვ. 4 გვ. 4 გვ. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი, შესაძლოა, გაუქმდეს (?!) 2 გვ. დღეს ნომერშია მე-3 გვ. საკრებულოს წევრები ხელფასების გაზრდის თაობაზე 3 ივნისს იმსჯელებენ 20 მაისს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრებმა გა- ნიხილეს საკრებულოს იმ წევრე- ბისთვის ანაზღაურების გაზრდის საკითხი, რომლებიც საკრებულო- ში ანაზღაურებად თანამდებობაზე (კომისიის ან ფრაქციის თავმჯდო- მარე) არ მუშაობენ. მათ უფლება- მოსილების შესრულების ხარჯების ანაზღაურება 150 ლარიდან 350 ლარამდე უნდა გაზრდოდათ. ამ მიზნით საკრებულის ხარჯები 14 ათას ლარით იმატებდა. როგორც საკრებულოს ბიუროს 27 მაისის რიგგარეშე სხდომაზე აღინიშნა, გადაწყვეტილება კანონიერი მხო- ლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ანაზღაურება საკრებულოს ყველა წევრს გაეზრდებოდა. ბიუროს წევრებმა ამ საკითხის 28 მაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განხილვისგან თავი შეიკავეს და გადაწყვიტეს, რომ ხელფასის მომატების თაობაზე 3 ივნისის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელონ. 3 ივნისს საკრებულოს სხდომა- ზე დეპუტატები ამ საკითხის გარდა განიხილავენ ა(ა)იპ „ხარაგაულის მუსიკალური სკოლის,“ საკრე- ბულოს საფინანსო-საბიუჯეტო, სივრცით ტერიტორიული დაგეგ- მარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიების ანგარიშებს. საკრებულოს წევრები იმსჯელე- ბენ ახალსოფლის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვას- თან დაკავშირებით თვითმმართ- ველი ერთეულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. დ. ხარაგაულში მოსახლეობის- თვის ხარისხიანი წყლით მომარა- გებასა და აბონენტთა აღრიცხვი- ანობაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე საკრებუ- ლოს წევრებს ინფორმაციას დეპუ- ტატი რუსუდან გურგენიძე მიაწვდის. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის“ 773 219 ლარია გამოყოფილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამ- სახურის უფროსის, ვლადიმერ გე- ლაშვილის ინფორმაციით, „სოფ- ლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად ხარაგა- ულისთვის გამოყოფილია 773 219 ლარი. მცირეოდენი ცვლილება განიცადა პროექტებმა. კერძოდ, ბაზალეთის ტერიტორიულ ორგა- ნოში მოსახლეობის მოთხოვნით 6 400 ლარია გათვალისწინებული ავტობუსის შესაძენად. ვახანში სა- ბავშვო ბაღის მშენებლობისთვის განსაზღვრულია 14 800 ლარი, ფარცხნალში ნაპირსამაგრი სა- მუშაოებისთვის - 13 198 ლარი. ვლადიმერ გელაშვილის ინფორ- მაციით, ხარჯთაღრიცხვების შედ- გენისას, შესაძლოა, პროექტები კიდევ დაკორექტირდეს. საკრებულოს წევრი „პარტიულ ღონისძიებაზე“ არ მიიწვიეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ბორითის ტერიტორიული ორგანოს მაჟო- რიტარმა დეპუტატმა თემურ გამ- ცემლიძემ 28 მაისს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდო- მაზე გულისტკივილი გამოხატა მისდამი გამოჩენილი უყურადღე- ბობის გამო. კერძოდ, მისი თქმით, 26 მაისი საქართველოს დამოუკი- დებლობის დღე და ეროვნული გმირის, მერაბ კოსავას დაბადების დღე ბორითში, მერაბ კოსტავას გარდაცვალების ადგილას აღ- მართული მემორიალის წინ მასშ- ტაბურად აღინიშნა, დეპუტატი კი საქმის კურსში არავინ ჩააყენა. „თუ რამე შავი საქმეა შესასრულებელი და რამე პრობლემაა მოსაგვარე- ბელი, თავს არ ვიზოგავ. ბორითში დაიგეგმა და ჩატარდა ღონისძიება და არავინ გამაგებინა,“ - აღნიშნა დეპუტატმა. მისივე თქმით, მან თავისი შეგნებული ცხოვრება ქვეყნის სამსახურში გაატარა და უპირველესად საზოგადოებრივი საქმე მიაჩნდა. ამიტომ არ იმსახუ- რებდა უყურადღებობას. „ვთვლი, რომ ვიღაცას უნდა ჩემი ჩაჩოჩება და იმნაირი კაცის მოჩოჩება, ვი- საც არაფერი გაუკეთებია. როცა დრო მოვა, დავასახელებ. ძალიან გთხოვთ, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდეს,“ - დასძინა თემურ გამცემლიძემ. საკრებულოს სხდომაზე მყოფმა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, რომე- ლიც მონაწილეობდა ბორითში დაგეგმილ ღონისძიებაში, განაცხა- და, რომ მერაბ კოტავას დაღუპვის ადგილას აღმართულ მემორიალ- თან „პარტიული ღონისძიება იყო დაგეგმილი. ბატონო თემურ, პარტიულ ღონისძიებაში ხომ არ მიიღებდით მინაწილეობას?“ - მიმართა მან დეპუტატს. გამგებ- ლის თქმით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაგეგმა კონცერტი ხარაგაულის კულტურის პარკში, ღია ესტრადა- ზე. „იქ არ არსებობდა არანაირი შეზღუდვა და შეგეძლოთ მობრ- ძანებულიყავით. თუ არ გქონდათ ინფორმაცია, ეს სხვა რამეა. მე ღონისძიების ორგანიზატორებს საყვედურს გამოვუცხადებ,“ -აღ- ნიშნა კობა ლურსმანაშვილმა. სამუშაოების შემსრულებელი გამარტივებული ტენდერით შეირჩევა „სოფლის მხარდაჭერის პროგ- რამაზე მუშაობას უკვე დღეიდან უნდა შევუდგეთ, - მიმართა საკ- რებულოს წევრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინ- ფრასტრუქტურის სამსახურის უფ- როსმა ვლადიმერ გელაშვილმა, - ახალდანიშნულ რწმუნებულებს თქვენი მხარდაჭერა დაჭირდებათ, რადგან თქვენ უფრო დიდი გამო- ცდილება გაქვთ ამ პროექტების მართვის. მოსახლეობის მიერ შერჩეულ თითოეულ პროექტზე უნდა შედგეს ხარჯთაღრიცხვა. სამუშაოების შემსრულებელი გა- მარტივებული ტენდერით, ერთ პირთან მოლაპარაკებით, შეირ- ჩევა. ხელშეკრულება გააფორმეთ გამოცდილ ინდმეწარმეებთან, რომლებიც საქმეს გულთან ახ- ლოს მიიტანენ და თუ მუშახელი დასჭირდებათ, ადგილობრივ მო- სახლეობას დაასაქმებენ.“ საკრებულოში სახალხო დღესასწაულისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ იმსჯელეს „საპატიო ხარაგაულელის წო- დება ენიჭება პიროვნებას მხო- ლოდ სიცოცხლის პერიოდში, ხარაგაულის წინაშე გაწეული მნიშვნელოვანი ღვაწლისა და დამსახურებისთვის, საგანგებო ვითარებისას უანგარო სამსახუ- რისთვის, რომლის საქმიანობა - კაცთმოყვარეობა, სინდისი, პატიოსნება, სამართლიანობა, აქტიური ცხოვრებისეული პოზი- ციით სამაგალითო და მისაბაძია ხარაგაულელთა ყველა თაობის- თვის,“ - აღნიშნულია საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ დებულებაში. ეს დებულე- ბა და ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სახალხო დღე- სასწაულის დაწესებასთან დაკავ- შირებით საკრებულოს წევრმა იუზა კელენჯერიძემ სოციალურ საკითხთა კომისიის (თავმჯდომარე გია არევაძე) წევრებს გააცნო. კომისიის სხდო- მაზე აღინიშნა, რომ ამბების აკიდო მე-4 გვ.

„მე მიყვარს ჩემი მედიის ... · 2014-02-17 · გაუქმდეს (?!) 2 გვ. დღეს ნომერშია მე-3 გვ

  • Upload
    others

  • View
    4

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: „მე მიყვარს ჩემი მედიის ... · 2014-02-17 · გაუქმდეს (?!) 2 გვ. დღეს ნომერშია მე-3 გვ

29 მაისს თბილისში, IREX-ის მულტიმედია განათლების ცენტრში „მედია წიგნიერება ახალგაზრდე-ბისთვის“ პროექტის საზეიმო ღო-ნისძიება გაიმართა. USAID-ის მიერ დაფინანსებული IREX G-MEDIA პროგრამის „მედია წიგნიერება ახალგაზრდებში“ პროექტმა 130-ზე მეტ მოსწავლეს მისცა საშუ-ალება გაევლო სტაჟირება ხუთ რეგიონულ მედია ორგანიზაციაში - გაზეთი „კახეთის ხმა“ (გურჯაანი), გაზეთი „ჩემი ხარაგაული“, გაზეთი „ბათუმელები“, გაზეთი „21-ს ქვე-ვით“ (ჩოხატაური) და ტელევიზია „მეცხრე ტალღა“ (ფოთი).

საზეიმო ღონისძიება გახსნა IREX G-MEDIA პროგრამის ხელ-მძღვანელმა მეთიუ შელიმ. მან აღნიშნა, რომ „პროექტი „მედია წიგნიერება ახალგაზრდებისთვის“ შესაძლებლობას უქმნიდა სკოლის მოსწავლეებს საქართველოს მასშტაბით, რათა მათ ემუშავათ ადგილობრივ მედიასაშუალებებ-ში, ესწავლათ, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები და უკეთ გაეგოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი, ზუსტი და სა-მართლიანი ჟურნალისტიკა და მოვლენების ამგვარად გაშუქება.“

„მედია წიგნიერება ახალგაზრ-დებისთვის“ პროექტის წარმატებით

განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა USAID-ის მისიის დი-რექტორმა სტივენ ჰეიკინმა: „ პროექტი „მედია წიგნიერება ახალ-გაზრდებისთვის“ არის USAD-ის

დიდი ძალისხმევის ერთი ნაწილი საიმისოდ, რათა მხარი დავუჭი-როთ ჟურნალისტიკის სფეროში განათლების ამაღლებას, ბიზნესის შექმნასა და განვითარებას მედი-

აკომპანიებისთვის. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ და გავაძ-ლიეროთ დამოუკიდებელი ჟურ-ნალისტიკა საქარ-თველოში. მიგვაჩ-

„მე მიყვარს ჩემი მედიის დამოუკიდებლობა“

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ კურსდამთავრებული თამარ ჩხიკვაძე წარადგენს ნამუშევარს „სწრაფი რკინიგზის მშენებლობა

ეკოლოგიური პრობლემების თანხლებით.“

31 მაისი, პარასკევი 2013 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№20 (543)

www.chkh.org

„დამოუკიდებელი

მედია ნაკლოვანებების

გამოსწორების

შესაძლებლობას

გვაძლევს”

„ბიუჯეტიდან თანხა

დაუსაბუთებლად

არ უნდა გაიცეს”

საკონკურსო-

საატესტაციო კომისია

დაკომპლექტდა

3 გვ.

4 გვ.

4 გვ.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი, შესაძლოა, გაუქმდეს (?!) 2 გვ.

დღეს ნომერშია

მე-3 გვ.

საკრებულოს წევრები ხელფასების გაზრდის თაობაზე

3 ივნისს იმსჯელებენ20 მაისს საკრებულოს ბიუროს

სხდომაზე ბიუროს წევრებმა გა-ნიხილეს საკრებულოს იმ წევრე-ბისთვის ანაზღაურების გაზრდის საკითხი, რომლებიც საკრებულო-ში ანაზღაურებად თანამდებობაზე (კომისიის ან ფრაქციის თავმჯდო-მარე) არ მუშაობენ. მათ უფლება-მოსილების შესრულების ხარჯების ანაზღაურება 150 ლარიდან 350 ლარამდე უნდა გაზრდოდათ. ამ მიზნით საკრებულის ხარჯები 14 ათას ლარით იმატებდა. როგორც საკრებულოს ბიუროს 27 მაისის რიგგარეშე სხდომაზე აღინიშნა, გადაწყვეტილება კანონიერი მხო-ლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ანაზღაურება საკრებულოს ყველა წევრს გაეზრდებოდა. ბიუროს წევრებმა ამ საკითხის 28 მაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განხილვისგან თავი შეიკავეს და გადაწყვიტეს, რომ ხელფასის მომატების თაობაზე 3 ივნისის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელონ.

3 ივნისს საკრებულოს სხდომა-ზე დეპუტატები ამ საკითხის გარდა განიხილავენ ა(ა)იპ „ხარაგაულის მუსიკალური სკოლის,“ საკრე-ბულოს საფინანსო-საბიუჯეტო, სივრცით ტერიტორიული დაგეგ-მარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიების ანგარიშებს.

საკრებულოს წევრები იმსჯელე-ბენ ახალსოფლის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვას-თან დაკავშირებით თვითმმართ-ველი ერთეულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

დ. ხარაგაულში მოსახლეობის-თვის ხარისხიანი წყლით მომარა-გებასა და აბონენტთა აღრიცხვი-ანობაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე საკრებუ-ლოს წევრებს ინფორმაციას დეპუ-ტატი რუსუდან გურგენიძე მიაწვდის.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის

მხარდაჭერის პროგრამისთვის“ 773 219 ლარია გამოყოფილი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამ-სახურის უფროსის, ვლადიმერ გე-ლაშვილის ინფორმაციით, „სოფ-ლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად ხარაგა-ულისთვის გამოყოფილია 773 219 ლარი. მცირეოდენი ცვლილება განიცადა პროექტებმა. კერძოდ, ბაზალეთის ტერიტორიულ ორგა-ნოში მოსახლეობის მოთხოვნით 6 400 ლარია გათვალისწინებული ავტობუსის შესაძენად. ვახანში სა-ბავშვო ბაღის მშენებლობისთვის განსაზღვრულია 14 800 ლარი, ფარცხნალში ნაპირსამაგრი სა-მუშაოებისთვის - 13 198 ლარი. ვლადიმერ გელაშვილის ინფორ-მაციით, ხარჯთაღრიცხვების შედ-გენისას, შესაძლოა, პროექტები კიდევ დაკორექტირდეს.

საკრებულოს წევრი „პარტიულ ღონისძიებაზე“ არ მიიწვიესხარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს წევრმა, ბორითის ტერიტორიული ორგანოს მაჟო-რიტარმა დეპუტატმა თემურ გამ-ცემლიძემ 28 მაისს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდო-მაზე გულისტკივილი გამოხატა მისდამი გამოჩენილი უყურადღე-ბობის გამო. კერძოდ, მისი თქმით, 26 მაისი საქართველოს დამოუკი-დებლობის დღე და ეროვნული გმირის, მერაბ კოსავას დაბადების დღე ბორითში, მერაბ კოსტავას გარდაცვალების ადგილას აღ-მართული მემორიალის წინ მასშ-ტაბურად აღინიშნა, დეპუტატი კი საქმის კურსში არავინ ჩააყენა. „თუ რამე შავი საქმეა შესასრულებელი და რამე პრობლემაა მოსაგვარე-ბელი, თავს არ ვიზოგავ. ბორითში დაიგეგმა და ჩატარდა ღონისძიება და არავინ გამაგებინა,“ - აღნიშნა დეპუტატმა. მისივე თქმით, მან თავისი შეგნებული ცხოვრება ქვეყნის სამსახურში გაატარა და უპირველესად საზოგადოებრივი საქმე მიაჩნდა. ამიტომ არ იმსახუ-რებდა უყურადღებობას. „ვთვლი, რომ ვიღაცას უნდა ჩემი ჩაჩოჩება და იმნაირი კაცის მოჩოჩება, ვი-საც არაფერი გაუკეთებია. როცა დრო მოვა, დავასახელებ. ძალიან გთხოვთ, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდეს,“ - დასძინა თემურ გამცემლიძემ.

საკრებულოს სხდომაზე მყოფმა მუნიციპალიტეტის გამგებელმა

კობა ლურსმანაშვილმა, რომე-ლიც მონაწილეობდა ბორითში დაგეგმილ ღონისძიებაში, განაცხა-და, რომ მერაბ კოტავას დაღუპვის ადგილას აღმართულ მემორიალ-თან „პარტიული ღონისძიება იყო დაგეგმილი. ბატონო თემურ, პარტიულ ღონისძიებაში ხომ არ მიიღებდით მინაწილეობას?“ - მიმართა მან დეპუტატს. გამგებ-ლის თქმით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაგეგმა კონცერტი ხარაგაულის კულტურის პარკში, ღია ესტრადა-ზე. „იქ არ არსებობდა არანაირი შეზღუდვა და შეგეძლოთ მობრ-ძანებულიყავით. თუ არ გქონდათ ინფორმაცია, ეს სხვა რამეა. მე ღონისძიების ორგანიზატორებს საყვედურს გამოვუცხადებ,“ -აღ-ნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

სამუშაოების შემსრულებელი გამარტივებული ტენდერით

შეირჩევა„სოფლის მხარდაჭერის პროგ-

რამაზე მუშაობას უკვე დღეიდან უნდა შევუდგეთ, - მიმართა საკ-რებულოს წევრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინ-ფრასტრუქტურის სამსახურის უფ-როსმა ვლადიმერ გელაშვილმა, - ახალდანიშნულ რწმუნებულებს თქვენი მხარდაჭერა დაჭირდებათ, რადგან თქვენ უფრო დიდი გამო-ცდილება გაქვთ ამ პროექტების მართვის. მოსახლეობის მიერ შერჩეულ თითოეულ პროექტზე უნდა შედგეს ხარჯთაღრიცხვა.

სამუშაოების შემსრულებელი გა-მარტივებული ტენდერით, ერთ პირთან მოლაპარაკებით, შეირ-ჩევა. ხელშეკრულება გააფორმეთ გამოცდილ ინდმეწარმეებთან, რომლებიც საქმეს გულთან ახ-ლოს მიიტანენ და თუ მუშახელი დასჭირდებათ, ადგილობრივ მო-სახლეობას დაასაქმებენ.“

საკრებულოში სახალხო დღესასწაულისა და საპატიო

მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ იმსჯელეს

„საპატიო ხარაგაულელის წო-დება ენიჭება პიროვნებას მხო-ლოდ სიცოცხლის პერიოდში, ხარაგაულის წინაშე გაწეული მნიშვნელოვანი ღვაწლისა და დამსახურებისთვის, საგანგებო ვითარებისას უანგარო სამსახუ-რისთვის, რომლის საქმიანობა - კაცთმოყვარეობა, სინდისი, პატიოსნება, სამართლიანობა, აქტიური ცხოვრებისეული პოზი-ციით სამაგალითო და მისაბაძია ხარაგაულელთა ყველა თაობის-თვის,“ - აღნიშნულია საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ დებულებაში. ეს დებულე-ბა და ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სახალხო დღე-სასწაულის დაწესებასთან დაკავ-შირებით საკრებულოს წევრმა იუზა კელენჯერიძემ სოციალურ საკითხთა კომისიის (თავმჯდომარე გია არევაძე) წევრებს გააცნო.

კომისიის სხდო-მაზე აღინიშნა, რომ

ამბების აკიდო

მე-4 გვ.

Page 2: „მე მიყვარს ჩემი მედიის ... · 2014-02-17 · გაუქმდეს (?!) 2 გვ. დღეს ნომერშია მე-3 გვ

2 xtvb [fhfufekb 31 მაისი, 2013 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ტე-რიტორიული ორგანოს - საგან-მანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გასაუბრების შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დავით კიკნაძე შეარჩია. ამის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროს ოფიცი-ალურ ვებგვერდზე 23 მაისს გამო-ქვეყნდა. გასაუბრების შედეგების გასაჩივრებისთვის სამი სამუშაო დღე განისაზღვრა - 24, 27 და 28 მა-ისი. სამინისტროს ვებგვერდზე იმავე ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც კომისიამ ვერ შეარჩია კანდიდატი, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

29 მაისს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, გაზეთის ამ ნომრის მზადების პერიოდში შევიტყ-ვეთ, რომ ხარაგაულის საგანმანათ-ლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი, სავარაუდოდ, უქმდება.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ღამის 10 საათი იყო, დაუყოვნებ-ლივ შევეცადეთ დავით კიკნაძეს-თან დაკავშირებას. ბატონ დავითს ტელეფონი გათიშული ჰქონდა და სამწუხაროდ, ვერ დავუკავშირდით.

დავით კიკნაძეს, ერთ-ერთი სხვა საკითხის დასაზუსტებლად, ვესაუბ-რეთ 29 მაისს, 6 საათის შემდეგ. ამ საუბარში ისიც გავარკვიეთ, რომ გა-ნათლების სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მან უკვე წარადგინა რესურსცენტრის თანამდებობაზე დასანიშნად დოკუმენტები და 30 მაისს უნდა ჩაებარებინა ნარკოლო-გიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომლის გამზადებასაც რამდენიმე დღე სჭირდებოდა.

არასამუშაო საათების გამო გა-ნათლების სამინისტროსგან ოფი-ციალური ინფორმაციის მიღება ვერ ხერხდებოდა. თუმცა დავუკავ-შირდით ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს ნოდარ ებანოიძეს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა ლურსმანაშვილს.

„მეც თქვენსავით ახლა შევიტყ-ვე ამის შესახებ, - გვიპასუხა ნოდარ ებანოიძემ, - დაახლოებით ათი დღის წინ, სანამ გამოქვეყნდებოდა შედეგები, გამგებელ კობა ლურს-მანაშვილსაც ვესაუბრე ამის შესახებ, შევიტყვე, რომ ხარაგაულში, ისევე როგორც ზესტაფონში და სხვაგან, ხელახალი კონკურსი უნდა ჩატარე-ბულიყო. ეს მითხრეს სამინისტროში. ჩემმა ოზურგეთელმა კოლეგამაც მითხრა, რომ დასავლეთ საქართ-ველოს უმეტეს მუნიციპალიტეტში და მათ შორის ხარაგაულშიც, ჩაშლი-ლია კონკურსი. მერე გამოქვეყნდა ინფორმაცია. ახლა ეს ამბავი მეც თქვენსავით გავიგე.

მე ამის შესახებ ინფორმაცია რატომ უნდა მქონდეს? ნამდვილად არ მაქვს. თუ ეს ინფორმაცია მე დამიკავშირდება - იმდენს თუ ვაკე-თებ, რომ დანიშნულს ვხსნი, ბარემ დაუნიშნავს დავნიშნავ - უცნაურია.

მეც, მართალი გითხრათ, შევწუხ-დი. დათოს გამო შევწუხდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ შევწუხდი იმის გამო, რომ დავიღალე ასეთი რა-მეებით. განათლების სამინისტროს ალბათ ექნება ახსნა.

პარტიული რეკომენდაციები ყო-ფილა ხარაგაულიდან. თქვენ ამის დადგენა არ გაგიჭირდებათ. ოფი-ციალური წყაროებიდან დამიზუსტეს, რომ ხარაგაულში, ისევე როგორც რამდენიმე მუნიციპალიტეტში, კონ-კურსი არ შედგა და თავიდან უნდა ჩატარდეს. შემდეგ გავიგე, რომ სამინისტროს ოფიციალურ ვებგ-

ვერდზე ინფორმაცია გამოქვეყნდა. დღეს გავიგე, რომ არ დაინიშნა,“ - გვიპასუხა ნოდარ ებანოიძემ.

მკითხველს ვთხოვთ, ყურადღება მიაქციოს იმას, რომ პარლამენტა-რისგან დასახელებულ ზესტაფონისა და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში რომ ხელახლა უნდა ჩატარდეს კონკურსში, ეს 23 მაისს სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშიც არის ასახული.

რატომ ხდება უკვე მეორედ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სამინისტროს დაქვემდებარებულ სამსახურში კონკურსის წესით შერ-ჩეულ, დასანიშნად გამზადებულ პიროვნებას დანიშვნაზე პრობლე-მები ექმნება, აზრის გამოსახატად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილს დავუკავშირდით.

„დავით კიკნაძე დასანიშნად გამ-ზადებული კი არა, დანიშნული იყო, პრაქტიკულად დანიშვნის ბრძანებას ელოდებოდა, - აღნიშნა კობა ლურ-სმანაშვილმა, - დავით კიკნაძისგან მქონდა ინფორმაცია, რომ მან წარ-მატებით გაიარა ეს კონკურსი. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოქვეყნდა. რამდენიმე საათის წინ ბატონმა დავით კიკნაძემ შემატყო-ბინა, რომ ამ კონკურსის შედეგები გამოცხადდა გაუქმებულად. ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დამა-ტებით ინფორმაციას ვერ ვფლობ.

რამდენიმე დღის წინ იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ, გაუქმებულად გამოცხადდებოდა ამ კონკურსის შედეგები, ბატონმა ნოდარ ებანოიძემ მითხრა. დეტა-ლური საუბარი მასთან არ მქონია. მას მეტად მიუწვდება ხელი ასეთ ინფორმაციებზე. შესაძლებელია, არსებობდა ასეთი მოსაზრება და მისთვის იყო ცნობილი. რა მოსაზ-რებები იყო, ან ვინ ესაუბრა ბატონ ნოდარს, ამის შესახებ არ ვიცი. დავინტერესდები, დეტალურად შევიტყო ამის შესახებ.

ნამდვილად მაინტერესებს, რა-ტომ ხდება ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებულ იმ უწყებებში, რომლებიც პირდაპირ ექვემდებარება სამინისტ-როებს, რომ ადამიანები წარმატე-ბით გადიან კონკურსს, სავარაუდოდ გამოკვეთილები არიან უკვე ის პი-რები, რომლებიც უნდა დაინიშნონ, ამის შესახებ ქვეყნდება ოფიციალუ-რი ინფორმაცია, შემდგომ კონკურსი იშლება და ინიშნებიან მოვალეობის შემსრულებლები.

ძალიან საინტერესოა, რატომ ხდება ეს ან ერთი და იგივე ფორ-მატით რატომ კეთდება. სამინისტ-როებში, - მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაქვს მხედველობაში, იგივე განათლების სამინისტრო, - ყველაზე მეტად ენიჭება მნიშვნელობა შესარჩევი კანდიდატის დამაკმაყოფილებლო-ბას არსებული მოთხოვნებისადმი. როგორც ვიცი, წაყენებული ყველა მოთხოვნა წარმატებით შეასრულა ბატონმა დავით კიკნაძემ. თუკი არ-სებობდა რაიმე წინააღმდეგობა, ეს უნდა გამოვლენილიყო კონკურსის პერიოდში, ან მის შემდგომ, აპელა-ციის განხილვის ვადებში, 28 მაისის ჩათვლით. შემდგომ არანაირი პრო-ცედურა აღარ უნდა ყოფილიყო. პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო ამ პიროვნების დანიშვნა. დასანიშ-ნად საბუთებიც ჩააბარა სამინისტ-როში.

ნამდვილად გაოცებული ვარ და მიმაჩნია, რომ თუ რაიმე სუბიექტი-ვიზმი არსებობს, აუცილებლად უნდა გაირკვეს. თუ ვინმემ შეცდომა დაუშ-ვა ან ინფორმაციის გამოქვეყნების დროს, ან ამ პიროვნების კონკურსში

მონაწილეობისას, ასეთი პირი, ჩემი აზრით, სამინისტროში იქნება თუ სხვაგან, უნდა დაისაჯოს.

ბევრი მუნიციპალიტეტიდან წარ-დგენილი კანდიდატები არ იყო მი-საღები განათლების სამინისტროსთ-ვის და ეთქვათ უარი. სამწუხაროა, რომ ხარაგაულიც ასეთთა რიცხვში აღმოჩნდეს, ვინაიდან გამოდის, რომ ჩვენ არ გვყავს ისეთი კადრები, ვინც დააკმაყოფილებს სამინისტ-როს მოთხოვნას. მიმაჩნია, რომ ეს მოთხოვნა ზოგადად ჩვენი საჯარო მოხელეების - თუნდაც კულტურის ან განათლების მუშაკთათვის, არის შე-ურაცხმყოფელი. თურმე, ვერც ერთ კონკურში დამაკმაყოფილებელ შედეგებს ვერ აღწევენ, - ასე სურთ წარმოაჩინონ და ჩემთვის ეს არის გასაოცარი და გასაკვირი. ამ საღამოს დავით კიკნაძე ძალიან აღელვებული იყო. მას სურს, რომ პირადად შეხვდეს ამ საკითხთან და-კავშირებით განათლების მინისტრს და თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემა, საქმის კურსში ჩააყენოს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც მის გარშემო განვითარდა. ვფიქრობ, იმის საშუალებას მაინც მისცემენ განათლების სფეროში წლების მანძილზე მომუშავე, ჩემი აზრით წესიერ და განათლებულ პიროვნებას, რომ მინიმუმ მინისტრს შეხვდეს და აუხნას თავისი პოზიცია.“

ლაურა გოგოლაძე

P.S. გაზეთი, ფაქტობრივად, სტამბაში იყო დასაბეჭდად გაგ-ზავნილი, განათლების მინისტრის მოადგილეს, დავით ზურაბიშვილს რომ დავუკავშირდით.

დავით ზურაბიშვილი: -ვებგვერ-

დზე გამოქვეყნებული სია არ არის საბოლოო და ნუ ენდობით. ესენი მხოლოდ კანდიდატებია და საბო-ლოოდ დამტკიცებული სია გამო-ქვეყნდება. ჩვენ კომისიაში თავის დროზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხარაგაულში არავინ შეირჩა და კონკურსი თავიდან უნდა ჩატარებუ-ლიყო. მერე რა მოხდა, არ ვიცი.

-ბატონო დავით, ვინმემ აპელა-ცია შემოიტანა?

-მე შევიტანე აპელაცია. -ბატონო?- არ მ ი გ ვ იღ ი ა ე გ გ ად ა -

წყვეტილება. მე თვითონ არ ვიცი, შეცდომაა გაპარული.

-ცუდად მომესმა? თქვენ შეიტა-ნეთ აპელაცია?

-არაფერი. მე კი არ შევიტანე, უბრალოდ ვერ გავიგე. როდესაც მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება, რომ არავინ არ იყოს, მერე უცბად საიდან გაჩნდა. არ ვიცი მე თვითონ. მანდ რაღაც მექანიკური შეცდომა გაიპარა.

-ანუ, გამოქვეყნება შეეშალათ?-ალბათ. ნამდვილად ჩვენი სამი-

ნისტროს მინუსია. შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული არავის სასარ-გებლოდ, როდესაც კანდიდატები განვიხილეთ. შემდეგ, ეტყობა, რა-ღაც ტექნიკური გაუგებრობა მოხდა. სხვაგანაც იყო ასეთი შემთხვევები.

30 მაისს დილით დაგვიკავშირდა ბატონი ნოდარ ებანოიძე: -ძალიან გთხოვთ, თქვენ, როგორ ჟურნა-ლისტები, მიჰყევით ამ საქმეს. ამ დილით მივიღე ინფორმაცია, რომ გია არევაძეს ჰქონია შეტანილი აპელაცია იმ მიზეზით, რომ სკო-

ლის დირექტორებს შეუგროვებიათ ხელმოწერები დავით კიკნაძის მხარდასაჭერად. ქალბატონ მანა-ნა ბარბაქაძეს პარტიული ნიშნით გაუწევია მერე ამ ხელმოწერებით რეკომენდაცია. ადამიანთა ჯგუფი ლობირებდა. მე, გარდა იმისა, რომ მივეცი ღია ინფორმაცია ქეთინო პავლაძეს, არ ჩავრეულვარ, სიტყვაც არ მითქვამს.

შეგიძლიათ ჰკითხოთ სკოლის დირექტორებს, რატომ მოაწერეს მხარდამჭერ წერილს ხელი. უმორ-ჩილესად გთხოვთ, მოიკვლიოთ. სამინისტროს ამაზე პასუხი უნდა ჰქონდეს. მართლაც თამაში არ არის. თუ შეეშალათ, ან კარგად ახსნან, ან ბოდიში მოიხადონ. მე მართლა ამომივიდა ყელში. ადრეც მომაწერეს, არაფერ შუაში არ ვიყა-ვი, მაგრამ იმ შემთხვევაში რეკომენ-დაცია გაწეული მქონდა მართლაც. ახლა სპეციალურად გავაკეთე განც-ხადება, რომ საერთოდ არ ვერევი ამაში. დათომაც იბრძოლოს თავისი უფლებების დასაცავად. საჩივარი ყოფილა შესული. ხელმოწერების აგროვება ნორმალურია ამ პირო-ბებში? პრეზიდენტობის კანდიდატია განათლების მინისტრი. იქ თუ ზე-გავლენის საშუალებაა კანდიდატზე, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.

მასალის მომზადებისას დავუ-კავშირდით ერთ-ერთ კანდიდატ გია არევაძესაც: -რა უთხრეს თვი-თონ დავით კიკნაძეს, რა პასუხი გასცეს სამინისტროში? დავიღალე ჩემი სახელისა და გვარის ყველა ბრუნვაში მოხსენიებით. თვითონვე გაარკვიოს, ოფიციალური პასუხი მოითხოვოს და ის პასუხი გამო-აქვეყნეთ მერე.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის

თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი,

შესაძლოა, გაუქმდეს (?!)

Page 3: „მე მიყვარს ჩემი მედიის ... · 2014-02-17 · გაუქმდეს (?!) 2 გვ. დღეს ნომერშია მე-3 გვ

3xtvb [fhfufekb31 მაისი, 2013 წ.

ნია, რომ დამოუკიდებელი მედია გადამწყვეტი მნიშვნელობის არის საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისთვის.“

საზეიმო ღონისძიებაზე მედია წიგნიერების პროგრამის მონაწი-ლე მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთ მედიასაშუალებებში მომზადებული პროექტები.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რე-დაქციასთან მოქმედი ჟურნა-ლისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ კურსდამთავრებულებმა საზეიმო ღონისძიებაზე წარადგინეს სიუჟე-ტი „სწრაფი რკინიგზის მშენებლო-ბა ეკოლოგიური პრობლემების თანხლებით.“ სიუჟეტის მომზა-დებაში კონსულტაციას გვიწევდა და საზეიმო ღონისძიებაზე გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ წარადგინა IREX G-MEDIA პროგრამის ახალი მედიის უფროსმა მენეჯერმა დაჩი გრძელიშვილმა.

ახალგაზრდების მიერ მომზა-დებული ნამუშევრების განხილ-ვის შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე: „საგანმანათლებლო შე-

საძლებლობები და ჟურნალის-ტური კარიერა.“ ჟურნალისტიკის შესწავლით დაინტერესებული ახალგაზრდების შეკითხვებს პასუ-ხობდნენ IREX G-MEDIA პროგრა-მის ხელმძღვანელის მოადგილე ლიკა ჩახუნაშვილი, რადიო „თავისუფლებისა“ და რადიო „თა-ვისუფალი ევროპის“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი მარი-ნა ვაშაყმაძე, კავკასიის მედიის სკოლის დეკანი, ტელეკომპანია „მაესტროს“ თოქ-შოუს წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი, „ლიბერა-ლის“ გამომცემელი შორენა შა-ვერდაშვილი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტი-ტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ლექტორი ნინო ორჯონიკიძე.

საზეიმო ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო-სა და საქართველოში მოქმედი მედია ასოციაციების ხელმძღვანე-ლები ესწრებოდნენ.

IREX G-MEDIA პროგრამის ხელმძღვანელმა მეთიუ შელიმ

USAID-ის მისიის დირექტორს სტი-ვენ ჰეიკინს სიმბოლურად საჩუქრად გადასცა მაისური წარწერით „მე მიყ-ვარს ჩემი მედიის დამოუკიდებლო-ბა.“ IREX G-MEDIA პროგრამისგან

ასეთივე მაისურებით დასაჩუქრდნენ პროექტის „მედია წიგნიერება ახალ-გაზრდებისთვის“ მონაწილე ყველა ახალგაზრდა და მათი პედაგოგები.

ლაურა გოგოლაძე

ფოტოზე: „იმედი ხვალის“ კურ-სდამთავრებულთა ერთმა ჯგუფმა კავკასიის მედიის სკოლის დეკან ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

პირველი გვერდიდან

„მე მიყვარს ჩემი მედიის დამოუკიდებლობა“

მაჩეი კოვალსკი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვიშკოვში 1993 წელს დაარსებული გაზეთის „ნოვი ვიშკოვიაკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ამ გაზეთის დაფუძნებამდე, 1990 წელს, მაჩეკამ თანამოაზრეებთან ერთად დააფუძ-ნა გაზეთი „ვიშკოვია,“ რომელსაც გამოსცემდა ბურგომისტრს დაქვემ-დებარებული კულტურის სახლი.

„1990-1993 წლებში კარგად ვთანამშრომლობდით ბურგომისტ-რთან და არ ვფიქრობდით ახალი გაზეთის შექმნაზე, - იხსნებს დღეს მაჩეი კოვალსკი, - 1993 წელს კი ავირჩიეთ ახალი ბურგომისტრი, რომელიც გვაკონტროლებდა და ღრმად იჭრებოდა ჩვენს საქმიანო-ბაში. მხოლოდ ერთი წელი ვითა-ნამშრომლეთ ახალ ბურგომისტრ-თან. თუმცა ეს არ იყო სასიკეთო და სასურველი ურთიერთობა. ამიტომ ახალი, დამოუკიდებელი გაზეთის დაფუძნება გადავწყვიტეთ. კულ-ტურის სახლის დირექტორმა თავი დაანება კულტურის სახლში მუშა-ობას და ჩვენს გუნდს შემოუერთდა.“

„არავის უნდა ისეთი გაზეთის წა-კითხვა, სადაც წერია, ბურგომისტრმა რა გახსნა, საიდან მოვიდა და სად წავიდა, - ამბობს პოლონეთის ქალაქ რადზიმინის ბურგომისტრი ზბიგნიევ პიოტროვსკი, - ადგილობრივი დამოუკიდებელი გაზეთების არსე-ბობის აზრი ისაა, რომ გამოაქვეყნონ კრიტიკული სტატიები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას გვაძ-ლევს ჩვენი საქმიანობის „გარედან“

შეხედვისა და ნაკლოვანებების გამო-სწორების შესაძლებლობას. ჩვენ რომ საკუთარი ნაკლის დანახვა არ გვდომებოდა, თავად გავაკეთებდით გაზეთს და „ყველაფერი იქნებოდა კარგად.“ ძალიან ვაფასებ დამო-უკიდებელ ჟურნალისტებს, რადგან ჩვენს მუშაობას კრიტიკულად აფასე-ბენ. თუ რამე წარმატებას მივაღწიეთ, გვიხარია, რომ ისინიც ხედავენ.“

რადზიმინის ბურგომისტრი და-მოუკიდებელი მედიის სახით მოსახ-ლეობიდან ინფორმაციის სანდოდ მიღებისა და მიწოდების შესაძ-ლებლობას ხედავს და ხაზს უსვამს მოქალაქეებთან სანდო და პროფე-სიონალური მედიით დამყარებული კავშირის მნიშვნელობას.

პოლონეთის ქალაქ რადზიმინ-ში ხუთი დამოუკიდებელი გაზეთი გამოდის. როგორც ბურგომისტრი ამბობს, თვითმმართველობა განც-ხადებების გამოქვეყნებლად მათ შორის ყველაზე მაღალტირაჟიან, გავრცელების ფართო არეალის მქონე და მოსახლეობისთვის მნიშვ-ნელოვან გაზეთს არჩევს, თანაც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის საყურადღებოა განცხადების განთა-ვისების ღირებულება. ბურგომისტრი ამბობს: „ვალდებულნი ვართ, გავუფ-რთხილდეთ ფინანსებს.“

პოლონეთში 16 სავოევოდია, რომლებიც დაყოფილია პოვი-ატებად, პოვიატები კი - გმინებად (თემებად). რადზიმინის პოვიატის წლიური ბიუჯეტი 65 მილიონი ზლოტია. აღსანიშნავია, რომ ბი-უჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები

არ აღემატება 5 პროცენტს. ეს წესი ეხება არა მარტო მერიას, არამედ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ყველა ორგანიზაციას. ბურგომისტრის განცხადებით, ცდილობენ, რომ ერთმანეთს უახლოვდებოდეს სა-ჯარო მოხელისა და ბურგომისტრის ხელფასი. ყველა მოხელე კონკურ-სით საქმდება. ყოველთვიურად განყოფილებების ხელმძღვანელე-ბი ადგენენ სიებს, თუ ვის ეკუთვნის პრემია. მერიას დავალებები ეზრ-დება, მაგრამ არ ზრდიან შტატების რაოდენობას. თვითმმართველო-ბაში არ არსებობს დაფარული ინფორმაცია და მათ ოფიციალურ ვებგვერდზე სისტემატურად აქვეყ-ნებენ. ყველა სხდომა ჩაწერილია და განთავსებულია ინტერნეტში. მთავარ საფინანსო დოკუმენტს, -

ბიუჯეტს, მოსახლეობას უთანხმებენ. პოლონეთში 12 პროცენტია

უმუშევრობა. რადზიმინი ეკონო-მიკური თვალსაზრისით უსაფრთ-ხო ქალაქად ითვლება, რადგან იქ სამი ქარხანა ფუნქციონირებს - „კოკა-კოლას,“ კოსმეტიკისა და ტკბილეულის. რადზინის მოსახ-ლეობის რაოდენობა იზრდება და ბევრი ახალი მოქალაქე იბადება. რადზიმინის თვითმმართველო-ბა განსაკუთრებულად ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, მარტოხელა დედებსა და უმუშევრებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ მოქალაქეები არ უნდა დაეჩვიონ სოციალური დახ-მარების მიღებას. ადამიანი უნდა გააქტიურდეს შრომის ბაზარზე და თავი საზოგადოებისთვის საჭირო პიროვნებად იგრძნოს. მხოლოდ სოციალური დახმარებით მოქა-ლაქეები დარჩებიან იმავე დონეზე.

ქალაქი რადზიმინი პოლონეთში განსაკუთრებით იმითაა ცნობილი, რომ 1920 წლის 15 სექტემბერს პოლონურმა არმიამ სწორედ რად-ზიმინის ველზე შეაჩერა ბოლშევი-კური ჯარი, რომელიც პოლონეთის აღებას ცდილობდა.

უკვე რამდენიმე წელია, ასოციაცია „დემოკრატიული აღმოსავლეთი“ კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრთან თანამშრომლობით მხარს უჭერს საქართველოს ადგილობრივ გაზე-თებს და ზრუნავს საქართველოში ადგილობრივი დამოუკიდებელი მედიის განვითარებისთვის. ვიზიტი, რომელშიც თერთმეტ კოლეგასთან ერთად, გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ გამომცემელი ლაურა გოგოლაძეც ვმონაწილეობდი, სწორედ ამ ასო-

ციაციის პროექტის -„საქართველოს ადგილობრივი გაზეთების მომზადება მცირე განცხადებების მოძიების სის-ტემის ჩამოყალიბებისათვის“ ფარგ-ლებში გაიმართა. პროექტი თანადაფი-ნანსებულია პროგრამა „დემოკრატიის მხარდაჭერის“ ბიუჯეტიდან, პოლონე-თის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის „პოლონე-თის დახმარება 2013 წ.“ ფარგლებში და ასევე ამერიკული ფონდის მიერ.

პოლონეთში ვიზიტის დროს გავეცანით პოლონელი კოლეგების გამოცდილებას ქალაქ ვიშკოვისა და ლეგიონოვოს პოვიატებში გამო-მავალი რეგიონული გაზეთების რე-დაქციებში. ქალაქ რადზიმინის ბურ-გომისტრმა ზბიგნიევ პიოტროვსკიმ გაგვაცნო თვითმმართველობების მედიებთან თანამშრომლობის გამო-ცდილება. ვიზიტის დროს დავათვა-ლიერეთ ვარშავისა და რადზიმინის ღირშესანიშნაობები.

„1989 წლიდან, მას შემდეგ, რაც პოლონეთში კომუნისტური წყობა დაიშალა, დასავლეთ ევროპის ქვეყნები დიდ დახმარებას გვი-წევდნენ იმისათვის, რომ პოლო-ნეთში სამოქალაქო საზოგადოება შექმნილიყო, - ამბობს ასოციაცია „დემოკრატიული აღმოსავლეთის“ თავმჯდომარე ანნა ჰეიმანი, - ამი-ტომ ვგრძნობთ ვალდებულებას, რომ ახლა დავეხმაროთ მათ, ვინც ამას საჭიროებს. გვსურს, რომ ის ცვლილებები, რომლებიც ხდება და მოხდა პოლონეთში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც და მათ შორის, საქართველოშიც, გან-ხორციელდეს.“

რატომ მაინცდამაინც საქართ-ველო?

„ბევრგან ვგრძნობ თავს კარგად, - ამბობს „დემოკრატიული პოლო-ნეთის“ წარმომადგენელი აგნიეშკა ნოვინსკა, - მაგრამ მხოლოდ საქართველოში ვიგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში.“

პოლონელებისგან ქართველე-ბისადმი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა პოლონეთში ჩვენს ვიზიტს ნათელ ზოლად გასდევდა.

ლაურა გოგოლაძე

ფოტოებზე: გაზეთის „ნოვი ვიშკოვიაკის“ დამფუძნებელი მაჩეი კოვალსკი და ასოციაცია „დემოკ-რატიული პოლონეთის“ წარმო-მადგენელი აგნიეშკა ნოვინსკა თარჯიმან მარინა ურბანოვიჩის დახ-მარებით საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ;

ქართველ ჟურნალისტთა დელე-გაცია ქალაქ რადზიმინის ბურგო-მისტრ ზბიგნიევ პიოტროვსკისთან შეხვედრის შემდეგ.

„დამოუკიდებელი მედია ნაკლოვანებების გამოსწორების შესაძლებლობას გვაძლევს“

Page 4: „მე მიყვარს ჩემი მედიის ... · 2014-02-17 · გაუქმდეს (?!) 2 გვ. დღეს ნომერშია მე-3 გვ

4 xtvb [fhfufekb 31 მაისი, 2013 წ.

პირველი გვერდიდან

საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ძალიან ფაქიზი საკითხია. საკრებულოს წევრებთან ერთად ამ წოდების მინიჭებაში დარგში აღიარებული სპეციალისტები უნდა ჩაერთონ. კომისიის წინადადებით, ყოველწლიურად „საპატიო ხარა-გაულელის“ წოდება შეიძლება ხუთ პიროვნებას მიენიჭოს.

რაც შეეხება სახალხო დღე-სასწაულს, იუზა კელენჯერიძის ინფორმაციით, მოსახლეობის სურვილია, ამ დღესასწაულს ეწო-დოს „ხარაგაულობა.“ კომისიის სხდომაზე ითქვა, რომ, შესაძლოა ფინანსების გამო დღესასწაულისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ერთდროულად ვერ მოხერხდეს, თუმცა საპატიო მო-ქალაქის წოდების მინიჭება დიდ ფინანსებს არ საჭიროებს. საკრე-ბულომ უნდა შექმნას სახალხო დღესასწაულის საორგანიზაციო კომისია, რომელიც პროგრამას და გეგმას შეიმუშავებს.

სოციალურ საკითხთა კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით საკ-რებულო ამ საკითხებზე ივლისის სხდომაზე იმსჯელებენ.

ჩამოყალიბდა საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი

საქართველოში ჩამოყალიბდა საკრებულოს წევრ ქალთა ფო-რუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა როლის გაძლიერებას ად-გილობრივ თვითმმართველობაში. ამ მიზნით 20 მაისს თბილისში, სას-ტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საკრებულოს წევრი ქალბატონები შეიკრიბნენ საქართველოს სხვა-დასხვა რეგიონიდან. მათ შორის იყვნენ ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის საკრებულოს წევრები: რუ-სუდან გურგენიძე, ნინო ფხალაძე, ნინო დიდიძე, მარიამ ნოზაძე, გულნაზი თაბუკაშვილი.

დეპუტატ რუსუდან გურგენიძის ინფორმაციით, კონფერენციის მო-ნაწილეებმა განიხილეს ფორუმის კონცეფცია და ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. „განვი-ხილეთ რეგიონული განვითარები-სა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას-თან ერთად თვით-მმართველობის საკანონმდებლო ცვლილებები და მიმდინარე რე-ფორმები. სოფლის მეურნეობის მინის-ტრის მოადგილე დავით გალეგაშ-ვილს ვესაუბრეთ

სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებასა და ხვნა-თესვის პრო-ცესში არსებულ პრობლემებზე. პარლამენტის წევრმა თინა ხიდა-შელმა გაგვაცნო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან დაკავშირებული რეფორმები. საკმაოდ საინტერესო დისკუსია და განხილვა გაიმართა. რაც ყველა-ზე მნიშვნელოვანია, შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ქალებს უკეთ ესმით ყოველდღიურ ცხოვრებას-თან დაკავშირებული საკითხები და შეუძლიათ რეალური გავლე-ნა მოახდინონ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილებების ფორმირე-ბაზე. საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი კი დაეხმარება ქართველ ქალებს, უფრო აქტიურად ჩაერ-თონ ადგილობრივ თვითმმართ-ველობაში,“- აღნიშნა ჩვენთან საუბარში რუსუდან გურგენიძემ.

ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკაში ახალი

წიგნები მიიღეს ხარაგაულის საბავშვო ბიბლი-

ოთეკის ნორჩ და აქტიურ მკითხ-ველებს სიხარულით ვაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკაში მნიშვნელო-ვანი სიახლეებია. ბიბლიოთეკამ მიიღო ახალი წიგნები: საღმრთო ისტორია (პირველიდან ოცდა-მეოთხე ნაწილის ჩათვლით), ალექსეი ტოლსტოის „ოქროს გასაღები ანუ ბურატინოს თავ-გადასავალი,“ კ. გამსახურდას „დიდოსტატის მარჯვენა,“ თედო რაზიკაშვლის „ქართული ხალ-ხური ზღაპრები,“ ალექსანდრე დიუმას „გრაფი მონტე კრისტო,“ ამერიკული, ჩეხური და ბრაზილი-ული ზღაპრები.

ბიბლიოთეკაში ასევე მიიღეს ბიოგრაფიული ხასიათის წიგნე-ბი ცნობილი და ისტორიული პი-როვნებებისა - ქეთევან წამებული, მეფე ერეკლე მეორე, გრიგოლ ხანძთელი, თევდორე მღვდელი, დემეტრე თავდადებული, გიორგი ბრწყინვალე, ვახტანგ გორგასალი, მფე სოლომონ მეორე, დავით აღმა-შენებელი, ფარნავაზი, თამარ მეფე.

ამბების აკიდო

ხარაგაულის მუნიციალიტეტის ბიუჯეტში მორიგი ცვლილება შე-ვიდა. ამ საკითხზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა 28 მაისს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯე-ტო სამსახურის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, „სოფ-ლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად ფინანს-თა სამინისტრომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 773. 2 ათასი ლარი გამოუყო. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარა-გაულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი 118, 8 ათასი ლარი შემცირდა 57,0 ათასი ლარით და განისაზღვრა 61, 8 ათასი ლარით. თანხის შემცირება გამოიწვია საპ-როექტო სამუშაოების ნუსხიდან ხარაგაული-ბაზალეთი-სარგვე-ში-უბისის მიმართულებით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ამოღებამ.

61, 8 ათასი ლარიდან 52, 8 ათასი ლარი მიიმართა საგზაო ინფრასტრუქტურის ხარჯებში. მათ შორის 28, 8 ათასი ლარი ნაპირსა-მაგრების მოსაწყობი საპროექტო დოკუმენტაციის და საექსპერტო მომსახურების შესასყიდად; 3, 6 ათასი ლარი ხიდების მშენებლო-ბის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესასყიდად; 20, 4 ათასი ლარი დ. ხარაგაულში სხვადასხვა ქუჩების მოსაწყობად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესასყიდად.

30 ათასი ლარი მიიმართა მრავალბინიანი სახლების გადა-ხურვის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესასყიდად;

2,4 ათასი ლარი - ვახანის საბავ-შვო ბაღის მშენებლობის საპროექ-ტო დოკუმენტაციისა და საექსპერ-ტო მომსახურების შესასყიდად,

3,6 ათასი ლარი - კინოთეატ-რის ტერიტორიის კეთილმოწ-ყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესასყიდად.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შექმნილი მდგომარეობისა და სხვადასხვა ახალი ვალდებუ-ლების შესასრულებლად საჭი-როა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების 136,0 ათასი ლარით გაზრდა,“ - ნათქვამია გამგეობის

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში. ეს თანხა ბიუჯეტში ჯარი-მების, სანქციებისა და საურავების შემოსავლიდან მიიმართა. საკრე-ბულოს ხარჯები 3 ათასი ლარით გაიზრდება, - ათასი ლარი კავ-შირგაბმულობის ხარჯია, 2 ათასი ლარი - ელენერგიის. 13,6 ათასი ლარით იზრდება თავდაცვის ხარჯები, - შრომის ანაზღაურება 8,6 ათასი ლარით, შტატგარეშე ანაზღაურების ხარჯი - 5 ათასი ლარით.

32,3 ათასი ლარით იზრდება სახანძრო-სამაშველო სამსახურის დაფინანსება, - შრომის ანაზღა-ურების ხარჯია 18,3 ათასი ლარი, შტატგარეშე ანაზღაურების ხარჯი - 14 ათასი ლარი.

სოფელ ბორში წყალგაყვანი-ლობის მოწესრიგებაზე 1,3 ათასი ლარია გათვალისწინებული, სო-ფელ თეთრაწყაროს ბიბლიოთე-კისთვის 400 ლარი, ხიდების რე-აბილიტაციისთვის 30 ათასი ლარი.

8,1 ათასი ლარით იზრდება ხალხური შემოქმედების სახლის სუბსიდია ბულგარეთის ქალაქ ნესბერში საერთაშორისო ფოლ-კლორულ ფესტივალში „ოქროს ქვიშები“ მონაწილეობის მისაღე-ბად.

იზრდება კულტურის ცენტრის სუბსიდია 1,3 ათასი ლარით, - ქორეოგრაფიულ ანსამბლ „უბი-სისთვის“ ფორმების შესაძენად 700 ლარია საჭირო, ხოლო სა-ხელფასო ფონდის შევსებისთვის - 600 ლარი.

8,0 ათასი ლარით გაიზარდა გაზეთ „ახალი ხარაგაულის“ სუბ-სიდია.

გამგეობის მიერ საკრებულოს-თვის წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, 30 ათასი ლარით განისაზღვრა რელიგიის ხარჯები. მათ შორის, 2 ათასი ლარი ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესიის დასახმარებლად, 5 ათასი ლარი - უბისის მონასტრისთვის, 4 ათასი ლარი - ღორეშის ეკლესიისთვის, 2 ათასი ლარი - ვახანის ეკლესიის-თვის, 15 ათასი ლარი - საქასრიის ეკლესიისთვის.

ამ საკითხზე საკრებულოს წევრ-მა რომან შერგელაშვილმა 27 მაისს ბიუროს სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებლად სჭირდება დასაბუთება და შესაბა-მისი ხარჯთაღრიცხვის წარდგენა, თუ რა უნდა გაკეთდეს კონკრე-ტულად ეკლესიებში. „არავინ

იფიქროს, რომ თავს ვიკავებთ ეკლესიების დახმარებისგან, მაგ-რამ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის პა-სუხისმგებელი თანხის გახარჯვაზე, რა გაკეთდება იმ თანხით. იქნებ უფრო მეტია საჭირო. ბიუჯეტიდან თანხა დაუსაბუთებლად არ უნდა გაიცეს.“ რომან შერგელაშვილის მოსაზრებას საკრებულოს წევრები დაეთანხმენ. როგორც საკრებუ-ლოს სხდომაზე ითქვა, სხვა სოფ-ლების ეკლესიებიც საჭიროებენ დახმარებას. ამიტომ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, 30 ათასი ლა-რიდან თანხა განაწილდება დოკუ-მენტაციის წარდგენის შემთხვევაში.

სხდომაზე მყოფმა საკრებულოს წევრებმა საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ნინო კაპანაძე

P. S. ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის“ დაფინანსება 8 ათასი ლარით გაიზარდოს. რა აუცილებლობით არის გამოწვეული დაფინანსების გაზრდა, ამის დასაზუსტებლად საკრებულოს საფინანსო-საბი-უჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, ბაჩუკი გორგაძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს, აკაკი მაჭავარიანს დავუკავშირდით.

ბაჩუკი გორგაძის თქმით, და-ფინანსების გაზრდა სახელფასო და სასტამბო ხარჯების წინა წლის დავალიანებამ გამოიწვია. კომი-სიის თავმჯდომარე ეჭვობს, რომ, შესაძლოა, დაფინანსება „ახალ ხარაგაულს“ წლის ბოლომდე მოუმატონ, რადგან მისივე თქმით, სამი თვის სახელფასო დავალი-ანება თანამშრომლებს ისევ აქვთ.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, 8 ათასი ლარი ა(ა)იპ-ის ყოფილი ხელმძღვანელის, კავილაძის ოთხი თვის სახელფა-სო დავალიანებისა და გათავისუფ-ლებული თანამშრომლებისთვის საბოლოო ანგარიშის გასტუმრებას დასჭირდა.

„2013 წლის დასაწყისში ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის“ ხელმძ-ღვანელმა წარმოგვიდგინა ხარჯ-თაღრცხვა 15 ათას ლარზე, რაც საკმარისი იყო მთელი წლის განმავ-ლობაში, რომ არა ეს სახელფასო დავალიანება,“ - ამბობს აკაკი მაჭა-ვარიანი და დასძენს, რომ წლის ბო-ლომდე „ახალ ხარაგაულს“ თანხის დამატება აღარ დასჭირდება.

„ბიუჯეტიდან თანხა დაუსაბუთებლად

არ უნდა გაიცეს”

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის გამგებელმა კობა ლურს-მანაშვილმა, რომელიც საჯარო მოხელეთათვის ჩასატარებელი საკონკურსო-საატესტაციო კო-მისიის თავმჯდომარედ დანიშნა, საკრებულოს კომისიის შემადგენ-ლობა წარუდგინა.

გამგებლის ინფორმაციით, კომისია განისაზღვრა 7 კაცის შემადგენლობით. „შევეცადეთ, რომ კომისია არ ყოფილიყო პარტიულ პრინციპებზე აგებული. კანონისმიერ მოთხოვნებს ვერ დავარღვევდით. უნდა მოგვეწვია პროფკავშირების და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. პირველ რიგ-ში ახალგაზრდა იურისტთა ასოცი-აციას მივმართეთ. მათ გვითხრეს, რომ კონკურსის მონიტორინგს გა-ნახორციელებენ და ამიტომ თავი შეიკავეს კომისიის წევრობისგან,“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

პროფესიული გაერთიანებიდან

კომისიის წევრია გრიგოლ სხი-ლაძე, ადვოკატთა ასოციაციიდან - ავთანდილ კვინიკაძე, საკრე-ბულოდან - ბესარიონ ჩუბინიძე, დეპუტატის ბიუროდან - მალხაზ კუპრაძე. „ჩემთვის სასურველი იყო, რომ კომისიის წევრები ყოფი-ლიყვნენ ადამიანები, რომელთაც ასეთი ტიპის კონკურსები უკვე გაიარეს და აქვთ გამოცდილება, - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილ-მა, - ასეთად მე მივიჩნიე დავით კიკნაძე, რომელმაც წარმატებით გაიარა ხარაგაულის საგანმანათ-ლებლო რესურსცენტრის ხელმ-ძღვანელის თანამდებობის და-საკავებელი კონკურსი. კომისიის წევრია პროფესიით ჟურნალისტი ნათია ფხალაძე, რომელმაც ასევე წარმატებით გაიარა იგივე კონკურსი.

საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი ეჭვობს, რომ კომისიის წევრი მალხაზ კუპრაძე ვერ აცდება „პარტიულ დაინტე-

რესებას,“ რაც, მისივე თქმით, მომავალში „კომისიის თავსატეხი იქნება.“ მან არგუმენტად ისიც მოიყანა, რომ მალხაზ კუპრაძე გამგებლის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრიც იყო, თუმცა მან კომისია დატოვა.

„მაჟორიტარი დეპუტატის ბი-ურომ ოფიციალური წარდგინება გაუწია მალხაზ კუპრაძეს. ვინაიდნ მივიჩნიე, რომ დეპუტატის ბიურო შესაძლებელია ასეთი ფორმა-ტით მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, დავეთანხმე მალხაზ კუპრაძის კანდიდატურას. თუმ-ცა, შესაძლებელია, გარკვეულ ეტაპზე შეიცვალოს კომისიის ეს წევრი, თუ მათი სურვილი იქნება. მეც მქონდა შენიშვნა მის მიერ წინა კომისიის დატოვების გამო. მან მითხრა, რომ ამ შემთხვევაში მას პოლიტიკური მოტივაცია არ ექნება, რადგან ის არის ბიუროს თანამშრომელი და ბიუროს მიერ მისი წარდგინების შემთხვევაში კო-

მისიაში მისი მუშაობა პოლიტიკურ შეხედულებებთან არ იქნება დაკავ-შირებული. ჩვენ ამის მოლოდინე-ბი გვაქვს,“ - აღნიშნა გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა.

რაც შეეხება კონკურსის დანიშვ-ნის თარიღს, გამგებლის ინფორ-მაციით, პრემიერის აპარატისგან ელოდებიან ინფორმაციას, კონ-კურსის ვადის მიზანშეწონილობის შესახებ. ვინაიდან შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან, წინასაარჩევნო პერიოდში, კადრების დანიშვ-ნა ან გაშვება აღარ შეიძლება. კობა ლუსმანაშვილის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობენ როგორც პრემიერის აპარატში, ასევე პარ-ლამენტის შესაბამის კომიტეტში.

მნიშვნელოვანია, რომ კონკურ-სის გამოცხადებამდე დამტკიცდეს კონკურსში მონაწილეთათვის საკ-ვალიფიკაციო მოთხოვნები. კობა ლურსმანაშვილი მიიჩნევს, რომ,

შესაძლოა, ამ საკითხზეც საერთო მასშტაბური გადაწყვეტილება მიიღონ, მაგალითად, საჯარო სამსახურში სავალდებულო სა-მუშაო სტაჟის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

გაითვალისწინებს თუ არა სა-კონკურსო კომისია საჯარო მოხე-ლეთა შერჩევისას საზოგადოების აზრს, - ამ საკითხით საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ ყრუაშვილი დაინტერესდა.

გამგებლის განმარტებით, კო-მისია საზოგადოების აზრს გაით-ვალისწინებს გასაუბრების დროს, დამამთავრებელ ეტაპზე, ვთქვათ, რწმუნებულთან დაკავშირებით. ბარიერგადალახული რამდენიმე თანაბარი შესაძლებლობის მქონე კანდიდატი თუ წარდგა კომისიის წინაშე, მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ექნება.

ნინო კაპანაძე

საკონკურსო-საატესტაციო კომისია დაკომპლექტდა

Page 5: „მე მიყვარს ჩემი მედიის ... · 2014-02-17 · გაუქმდეს (?!) 2 გვ. დღეს ნომერშია მე-3 გვ

5xtvb [fhfufekb31 მაისი, 2013 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 16 მაისის #197 ბრძანების შესაბამისად, 2013 წლის 9 ივნისს საქართველოს საჯარო სკოლებ-ში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ხარაგაულის რე-სურსცენტრის პედაგოგს დავით კიკნაძეს ვესაუბრეთ: - ეს ბრძანება შეეხება ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის ყველა საჯარო სკოლას. ახალი სამეურვეო საბჭოები ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში აირჩევა. ახლა რესურსცენტრი მუშაობს, რომ შეიქმნას საარჩევნო პროცედურე-ბის კომისია. გამოიცემა ინდივი-დუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს კომისი-ების შემადგენლობას. კომისია რე-გისტრაციაში ატარებს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს და ატარებს არჩევნებს. დებულების თანახმად, იმ სკოლებში, სადაც 500 მოსწავლეზე მეტი სწავლობს, აირჩევენ სამეურვეო საბჭოს 12 წევრს; სადაც 500 მოსწავლეზე ნაკლები სწავლობს, - 6 წევრს.

რაც შეეხება საბაზო სკოლებს, იქ სამეურვეო საბჭოს 8 წევრს აირ-ჩევენ; საშუალო სკოლებში, სადაც

ახორციელებენ სამი საფეხურის სწავლებას, აირჩევა სამეურვეო საბჭოს 6 წევრი, აქედან სამი მშო-ბელი და სამი მასწავლებელი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები არჩევნებისთვის მზად არიან. დებულებები ყველა სკოლას გადავუგზავნეთ. 27 მაისს, საღამოს 5 საათისთვის, 25-ვე სა-ჯარო სკოლაში არჩეული იქნება კომისიის სრული შემადგენლობა. გასულ წლებში ჩვენ უკვე ორჯერ ჩავატარეთ სამეურვეო საბჭოს არჩევნები და ამდენად, გამო-ცდილება გვაქვს.

სამეურვეო საბჭო არის სკოლის თვითმმართველობის უმაღლე-სი ორგანო, რომლებიც ირჩევა მშობლებისა და მასწავლებლების მიერ. საბჭო, თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, ასევე აფორმებს შრომით ხელშეკრულებას სკოლის დირექ-ტორს ან მისი მოვალეობის შემს-რულებელთან. სკოლის წესდებაში ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს სამეურვეო საბჭო. ეს არის თვითმმართველობის ორგანო, რომელზეც არის დამოკიდებული დემოკრატიული პრინციპების გა-ტარება სკოლებში.

თამთა გოგოლაძე

9 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოებს

აირჩევენ„მეტი სიახლოვე განათლებასთან,

ინფორმაციასთან და დასაქმებასთან, საქართველოს ბიბლიოთეკარების პასუხი თანამედროვე გამოწვევებს,“ - ასეთია პროექტის სახელწოდება, რომელიც სულ მალე ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გან-ხორციელდება. 23 მაისს ქუთაისში ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეც-ნიერო ბიბლიოთეკაში პროექტის პოლონელმა და ქართველმა ავტო-რებმა დასავლეთ საქართველოს ბიბლიოთეკარებთან შეხვედრა გა-მართეს. პროექტი თანადაფინანსებუ-ლია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და განვითარების 2013 წლის პროგრა-მის ფარგლებში.

„ჩვენი ამოცანაა გამოვავლინოთ ის პოტენციალი, რომელიც არსე-ბობს თქვენი ორგანიზაციის თითო-ეულ წევრში და გამოვიყენოთ ეს თემის განვითარებისათვის,“ - ასეთი იყო პირველი მესიჯი, რომელიც ქალბატონმა კატარჟინა მორავს-კამ (პროექტში ბიბლიოთეკების კოორდინატორი, საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ფონ-დი, პოლონეთი), ქართველ ბიბლი-ოთეკარებს გადმოგვცა. „ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ ბიბლიოთეკის როლი, როგორც საზოგადოების შემაკავ-შირებელის, ეს უნდა იყოს ცენტრი, რომელიც შეძლებს კონტაქტების მოძიებას ადგილობრივ ხელისუფ-ლებასთან, არასამთავრობოებთან თუ სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებთან; მათთან გაერთიანებას და ერთობ-ლივად სხვადასხვა სახის პრობ-ლემების გადაჭრას. ამით ძლიერ-დება ბიბლიოთეკა და ძლიერდება საზოგადოება. ბიბლიოთეკა უნდა ცდილობდეს თავისი დანერგილი სიახლეებით თემის ცხოვრების ხა-რისხის გაუმჯობესებას. ბიბლიოთე-კა არის ნეიტრალური ადგილი ადგილობრივ ხელისუფლებასა და თემის წარმომადგენლებს შორის და სწორედ ბიბლიოთეკაში შეიძ-ლება გაიმართოს შეხვედრები მათ შორის. განათლების, ინფორმაციისა

და დასაქმების ხელმისაწვდომობა – ასეთია ქართული ბიბლიოთეკების თანამედროვე ფუნქცია, – გვიხსნის ქალბატონი კატარჟინა მორევსკა. ყველა სფერო და ნებისმიერი თემა ბიბლიოთეკისათვის ინეტერესის საგანს უნდა წარმოადგენდეს. ბიბლი-ოთეკა ასევე უნდა აძლიერებდეს სო-ციალურ კავშირებს. ეს არის ინსტიტუ-ცია, რომელიც თანაბარ შანს აძლევს ყველას, ებრძვის გარიყულობას და გათიშულობას, უზრუნველყოფს თაობათა შორის კავშირებს და ეხმარება დასაქმების პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს. ეს არ ნიშნავს, რომ ბიბლიოთეკა ხდება დასაქმების ცენტრი. ეს არის დახმარების საშუ-ალება, რჩევის მიწოდება, - ამბობს ქალბატონი კატარჟინა.

შეკითხვაზე, ამ პროექტის განხორ-ციელების შემდეგ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთა-სის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დი-რექტორის მოადგილე ქალბატონი რიტა წაქაძე გვპასუხობს: „როდესაც ბიბლიოთეკა თანამედროვე ტექნი-კით აღიჭურვება, როდესაც თანამშ-რომლები ტრენინგების გავლით პროფესიულ დონეს აიმაღლებენ, მათი დამოკიდებულება და მიდგო-მები სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას შეუწყობს ხელს. ძირი-თადი განსხვავება ის იქნება, რომ თუ აქამდე ბიბლიოთეკა ასოცირდებოდა მხოლოდ წიგნის გაცემასთან და მიღებასთან, დღეს ბიბლიოთეკის უმთავრესი მიზანია, ჩართული იყოს საზოგადოების განვითარებაში არა მარტო წიგნის მიწოდებით, არამედ მკითხველისათვის სხვადასხვა სერ-ვისების შეთავაზებით. ახალი მიდ-გომებით ბიბლიოთეკა მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას უნდა ცდილობდეს.

ლენა ხოტკევიჩი (პროექტის კოორდინატორი, ადგილობრივი აქტივობის მხარდაჭერის ცენტრი, პოლონეთი): -ამ პროექტით ჩვენ გვინდა გამოვკვეთოთ ბიბლიოთე-

კის როლი და მისი პოტენციალი ადგილობრივი თემის ცხოვრებაში. ბიბლიოთეკა არ არის მხოლოდ წიგნთსაცავი ან წიგნების გასაცემი ადგილი, აქ შეიძლება გაიღრმავო ცოდნა, უნარი, აღმოაჩინო შენი ახა-ლი შესაძლებლობები. ჩვენ გვინდა ბიბლიოთეკარებმა იგრძნონ საკუ-თარი ძალა, რომ მათზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

პოლონეთის პოდლასკის სა-ვოევოდოს ლიპას მუნიციპალური საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ქალბატონი იოზეფა ბაიდა თავის კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას და რჩევებს უზიარებს: „ჩემი რჩევაა ბიბლიოთეკარები საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ, ვინაიდან სასიკეთო საქმეს აკეთებენ. დააკ-ვირდნენ მოვლენებს; თუ ამის შესაძ-ლებლობაა, ჩაერთონ პროცესებში და გამოიყენონ ეს ბიბლიოთეკის პოპულარიზაციისათვის.“

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ნანა ლურსმანაშვილი მოხარულია, რომ ხარაგაულის ბიბლიოთეკა იმ 15 ბიბლიოთეკას შორის მოხვდა, რომელიც პროექტის ავტორებმა ინდივიდუალურად შეარჩიეს. „ნამ-დვილად სასიხარულოა, რომ 30 შესარჩევი რაიონიდან 15-ში მოვხ-ვდით და პოლონური მხარის მიერ დაფინანსებული პროექტი ხარაგა-ულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში განხორციელდება. აღსანიშნავია ის, რომ პროექტში ჩვენი ჩართვა ბევრად განაპირობა ჩვენმა გამართულმა საბიბლიოთეკო ქსელმა; ასევე იმან, რომ ვმუშაობთ ელექტრონულ კატა-ლოგზე, რომელიც ჩვენს სფეროში ნამდვილად სიახლეა. პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკა მიიღებს მაღალი დონის ტექნიკას. ამ ტექნი-კის გამოყენებით ჩვენთან და ჩვენს ფილიალებში ჩატარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები და ჩვენ შევეც-დებით დავანახოთ ყველას, რაში მდგომარეობს ბიბლიოთეკის ახალი როლი საზოგადოებაში.“

ინგა ბერაძე

განათლების, ინფორმაციისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა -

ბიბლიოთეკების თანამედროვე ფუნქცია

საქართველოს დაწყებითი განათ-ლების პროექტი (G-PRIED) აშშ საერ-თაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ხუთ-წლიანი პროგრამაა. მისი მიზანია კითხვისა და მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებით დაწყებითი კლასების მოსწავლეების შედეგების გაუმჯობე-სება და ამ მიმართულებით საქართ-ველოს განათლებისა და მეცნიერე-ბის სამინისტროს მხარდაჭერა.

ბაზალეთის, კიცხისა და ბორის საჯარო სკოლის პედაგოგებს ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ საერთაშო-რისო დონის პროექტში მოვხვდით. პროექტის ფარგლებში მასწავლებ-ლებს შესაძლებლობა მოგვეცა მონაწილეობა მიგვეღო ინოვაციურ ტრენინგ–პროგრამაში და, ამას-თანავე, ჩავრთულიყავით სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ღონისძიებებში. ტრენინგებმა, რო-მელსაც კვალიფიციური ტრენერები გვიტარებენ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვეცნობით უამრავ ახალ მეთოდს, პრაქტიკულად ვმონაწი-ლეობთ სამოდელო გაკვეთილებში და ვსწავლობთ, როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება, როგორ გავხადოთ სასწავლო პროცესი ბევ-რად უფრო საინტერესო, ბავშვები-სათვის კომფორტული და შედეგიანი.

ტრენინგის ყოველი დღე გაჯერე-ბულია მრავალფეროვანი ინოვაცი-ური მეთოდებითა და სტრატეგიებით, როგორიცაა ხმამაღლა ფიქრი, ვარაუდების გამოთქმა, ვიზუალიზება, სინთეზირება, კავშირების დამყარება, რეფლექსია, პიროვნული რეაგირე-ბა, გაგება–გააზრების საუკეთესო საშუალება – ტეფი რაფაელის მეთო-

დი, დაბალანსებული (მთელი–ნაწი-ლი–მთელი) სწავლების ძირითადი სტრატეგიები, ენობრივი პრაქტიკა, სიტყვათა მაძიებელი, სიმბოლური ჩა-ნახატები, მასწავლებელი–კალამი... ეს მხოლოდ მცირე ჩამონათავალია იმ მართლაც ეფექტური მეთოდებისა, რომლებსაც ტრენინგის მონაწილენი ვეცნობით, ვსწავლობთ და ვნერგავთ ჩვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში. ახლადმიღებულმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ მათი გამო-ყენებით ბავშვები უკეთესად აზროვ-ნებენ, რჩებიან მუდმივად მოტივი-რებულნი გაკვეთილის ბოლომდე.

პროექტის ფარგლებში სკოლამ საჩუქრად მიიღო სხვადასხვა დასა-ხელების კომპიუტერული ტექნიკა და საგანმანათლებლო რესურსები: პროექტორი, პროექტორის ეკრანი, CD /DVD ფლეიერი, 4 ცალი CD ფლეიერი, მათემატიკური მანიპუ-ლატორები.

ჩვენ მიერ ტრენინგებზე მიღებული ცოდნის საუკეთესო დემონსტრირება იყო 20 მაისს სკოლის ბაზაზე პროექ-ტში ჩართული ქართული ენის მასწავ-ლებლების მიერ ჩატარებული საჩვე-ნებელი გაკვეთილები. მონიტორინგს გვიწევდა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსი-ტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, წარმატებული ტრენერი, ქალბატონი მალვინა შანიძე. ღია გაკვეთილები ჩატარდა I, II, IV, V, VI კლასებში (პედაგოგები: ნ. გურეშიძე, მ. ჭიპაშვილი, ფ. ტალახაძე, ი. ოკრი-ბელაშვილი და თ. ტალახაძე).

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალბატონ მალვინას შეფასება. იგი კმაყოფილი დარჩა მოსმენილი

გაკვეთილების ხარისხით. აღნიშნა, რომ მასწავლებლებმა მაქსიმალუ-რად გამოიყენეს ინოვაციური მეთო-დები და თვალსაჩინო იყო შედეგიც. გამოხატა მადლიერება იმის გამო, რომ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა ასე კარგად გავითავისეთ და მივი-ტანეთ მოსწავლეებამდე, სურვილი გამოთქვა მომავალშიც ჩვენს სკო-ლასთან აქტიური თანამშრომლობის.

ქალბატონ მალვინას ძალიან მოეწონა სკოლის გარემო: საკ-ლასო ოთახების აღჭურვილობა საგანმანათლებლო საშუალებებით, მასწავლებლების მიერ შექმნილი და შეძენილი რესურსები, საბავშვო ლიტერატურით მდიდარი სასკო-ლო ბიბლიოთეკა, ქართული ენის კლას–კაბინეტი, განხორციელებული პროექტი „წიგნიერება“. მან სიხარუ-ლით აღნიშნა: „თქვენ წინ უსწრებთ მოვლენებს, ჩვენზე ადრე დაგიწყიათ ამ პროექტის განხორციელება, ყვე-ლაზე გამორჩეული სკოლა ხართ ამ პროექტში დირექციის ჩართულობი-თაც, სწორ რელსებზე დგახართ და ამის შესახებ ყველაფერს ვაცნობებ განათლების სამინისტროს“.

ჩვენ დიდ მადლიერებას გამო-ვხატავთ ქალბატონების მალვინა შა-ნიძისა და ხათუნა ფირცხალაიშვილის მიმართ, რომ თეორიის შესწავლა საუკეთესო პრაქტიკული მუშაობით განგვამტკიცებინეს. შემოდგომის ტრენინგები კიდევ უფრო ნაყო-ფიერი იქნება და ჩვენც უკეთესად შევძლებთ კითხვის უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას მოსწავლეებში.

ნინო გურეშიძებაზალეთის საჯარო სკოლის

დაწყებითი კლასების მასწავლებელი

გაკვეთილები ინოვაციური მეთოდებით

ფოტოებზე: ღია გაკვეთილი ბაზალეთის საჯარო სკოლაში;

ღონისძიების შემდეგ

Page 6: „მე მიყვარს ჩემი მედიის ... · 2014-02-17 · გაუქმდეს (?!) 2 გვ. დღეს ნომერშია მე-3 გვ

6 xtvb [fhfufekb 31 მაისი, 2013 წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის საკრებულოსა და ფრაქცია „ქართული ოცნება - ხარაგაულის“ წევრმა რუსუდან გურგენიძემ დ. ხარაგაულის წყალმომარაგებაში არსებული პრობლემები შეისწავ-ლა. მან სოციალურ საკითხთა კომისიას 27 მაისს წარუდგინა ანგარიში და პრობლემების გადა-ჭრის გზებზე ისაუბრა.

როგორც რუსუდან გურგენიძის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, ხარაგაულის წყალ-მომარაგების სისტემის სათავე ნაგებობების ეზოები ლეღვანში, ისლარსა და პატარა ხარაგაულ-ში შემოღობილია. ლეღვანში საქლორატორო აშენებული და გამართულია, მაგრამ სათავე ნაგებობიდან საქლორატორომ-დე წყლის მისასვლელი მილები არასათანადოდ არის მოწყობილი, რაც იწვევს ხსნარის უკან ამოხეთქ-ვას. წყალი იქლორება პირდაპირ ღიად, ეზოში დამონტაჟებული კას-რიდან, ზედაპირულად ჩაშვებული ქლორიანი კირით დამზადებული ხსნარით.

ისლარის წყლის სათავე ნაგე-ბობა კვირაში ერთხელ შემკრებ ავზში პირდაპირ ქლორიანი ხსნა-რის ჩასხმით იქლორება.

პატარა ხარაგაულში მდებარე სათავე ნაგებობა არ შეესაბამება

არანაირ სანიტარულ ნორმებს. დაქლორვა აქაც კუსტარულად ხდება. კასრში ჩასხმულია ქლო-რიანი კირისგან დამზადებული წყალხსნარი, რომელიც მილით მიშვებულია სათავეზე ჩამსვლელ წყალში.

აღსანიშნავია, რომ ლეღვანისა და ხარაგაულის წყლის სათავე ნაგებობას ემსახურება მხოლოდ თითო-თითო მცველი, რომლებიც ასევე ასრულებენ წყლის მქლორა-ვების ფუნქციას, ხოლო ისლარის სათავე ნაგებობას საერთოდ არ ჰყავს მცველი. რუსუდან გურგენი-ძეს მიაჩნია, რომ ერთი მცველის მუდმივად 24 საათიან რეჟიმში მუშაობა დაუშვებელია, რადგან ერთი ადამიანი ფიზიკურად ვერ შეძლებს მუშაობას დასვენების დღეების გარეშე.

ლეღვანის სათავე ნაგებობის დათვალიერების შემდეგ აღმო-ჩნდა, რომ „ბასეინში“ შესაცვლე-ლია ქვიშა.

სავარაუდოდ მდინარის მხარეს იპარება წყალი, რასაც ერთგ-ვარად შეაფერხებს მდინარის მხრიდან ჯებირი. ვინაიდან ლეღ-ვანის სათავესთან საკმაოდ დიდი რაოდენობით არის წყაროები, კომპანიამ უნდა იფიქროს წყლის დებეტის გაზრდაზე.

თითქმის მთელი წელია, ხარა-

გაულში უხვი ნალექი არ მოსულა და შესაბამისად სასმელი წყალი არ ამღვრეულა. აღსანიშნავია, რომ ლეღვანში წყლის სათავე ნაგებობაში ფილტრაციის სა-კითხი კვლავ მოუგვარებელია და ნალექის შემთხვევაში წყალი აიმღვრევა.

რამოდენიმე ხნის წინ ხარაგა-ულის ფილიალში გაუქმდა ლაბო-რატორია. ამ შემთხვევაში წარმო-უდგენელია ქლორის დასაშვები ნორმის განსაზღვრა, დაქლორვა ფაქტობრივად ხდება ვარაუდის დონეზე. არადა, ქლორი კარცე-როგენული ნივთიერებაა და მისი ოდნავ ზედმეტი დოზით მიღება მავნებელია ჯანმრთელობისათვის. ამასთან წყალში ნარჩენი ქლორის არსებობა უნდა მოწმდებოდეს საათში ერთხელ. ამ საკითხს არე-გულირებს 2007 წლის 17 დეკემბ-რის ჯანმრთელობის დაცვის მინის-ტრის ბრძანება N349/ნ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის შესახებ.“

რაც შეეხება პატარა ხარაგა-ულის წყალმომარაგებას, როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგული-რებელი კომისიის N32 დადგე-ნილებაშია მითითებული, კომპა-ნია ვალდებულია უზრუნველყოს წყალმომარაგებით ყველა აბო-

ნენტი. კომპანიის ვალდებულებაა, ახალი აბონენტების აყვანა და ქსელში მათი დამატებით ჩართვის უზრუნველყოფა (მუხლი 4).

გამომდინარე იქედან, რომ თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებაა მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყო-ფის პრობლემების მოგვარება, მივმართავთ საქართველოს გაერ-თიანებული წყალმომარაგების კომპანიას, უზრუნველყოს: სათავე ნაგებობებში საქ-

ლორატოროების მოწყობა ტექ-ნოლოგიური და სანიტარული მოთხოვნების გათვალისწინებით; ლეღვანის წყალსადენის

სათავეზე მოიძიოს დამატებითი რეზერვი, ვინაიდან არის ვარაუდი წყლის შემკრები ავზებიდან გადი-ნების შესახებ; მოაწესრიგოს ლეღვნის

წყალსადენის სათავეზე შემკრები-დან საქლორატორომდე მისასვ-ლელი მილები; დაუშვებელია 24 საათიანი

გრაფიკით თანამშრომლის მუშა-ობა, რომელიც ასრულებს რო-გორც მცველის, ასევე მქლორავის მოვალეობას; წყალი შემოწმდეს ბრძა-

ნების, N349/ნ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტ-კიცება,“ მიხედვით;

მოწესრიგდეს აბონენტთა აღრიცხვიანობისა და დავალიანე-ბის საკითხები; წყალი მიეწოდოს პატარა ხა-

რაგაულში მცხოვრებ იმ მოქალა-ქეებს, რომლებიც სარგებლობენ ქსელის მომსახურებით; იმ შემთხვევაში, თუ წყალ-

მომარაგების პრობლემას მოაგ-ვარებს გამრიცხველიანება, მაშინ როგორც მარეგულირებელი კო-მისიის 2010 წლის 17აგვისტოს N17 დადგენილებაშია აღნიშნული, სასმელი წყლის ტარიფის ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 0,355ლ/მ.კუბ (მუხ.1 -ა.ა)

დეპუტატი რუსუდან გურგენიძე აღნიშნავს, რომ სამუშაოა ჩასატა-რებელი სიღრმული წყლის სის-ტემის გამოყენებაზე. მართალია, წყლის ეს სისტემა არ არის გაერ-თიანებული წყალმომარაგების დაქვემდებარებაში, მაგრამ, თუ შესაბამის სამსახურს მიმართავს, (მუხ.15) კომპანიას შეეძლება მოიხმაროს ეს წყალი.

სოციალურ საკითხთა კომი-სიამ გადაწყვიტა, რომ 3 ივნისს საკრებულოს სხდომაზე მოიწვიონ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პასუხისმგებელი პირები და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოთხოვნები გააცნონ.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულის სასმელი წყალი კუსტარულად იქლორება

დროებითი საპარლამენტო კო-მისიის ხელმძღვანელი, უმრავ-ლესობის წევრი ნოდარ ებანო-იძე აუდიტის სამსახურის შესახებ ანგარიშზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრი საკითხით სა-მართალდამცველი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

ნოდარ ებანოიძე "გურია ნიუს-თან" აუდიტის სამსახურის დანა-შაულებრივ სქემებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ საჯარო უწყება-ში პრივილეგირებულ თანამშრო-მელთა სია არსებობდა, რომლებიც ყოფილ მმართველ პოლიტიკურ ძალასთან იყვნენ დაახლოებულნი და მათი ხელფასები თუ პრემიები გაცილებით აღემატებოდა იმ პი-რების ყოველთვიურ შემოსავალს, რომლებიც უშუალოდ აუდიტს აწარმოებდნენ.

ნოდარ ებანოიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსა-ხური ბოლო წლების განმავლობაში მმართველი პოლიტიკური ძალის დაკვეთებს ასრულებდა, რის გამოც სამსახურმა ფუნქცია დაკარგა. დრო-ებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯ-დომარე ფიქრობს, რომ ანგარიშის მომზადებისას ბევრი ისეთი საკითხი გამოიკვეთა, რაზეც გამოიძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.

-ბატონო ნოდარ, საპარლა-მენტო კომისიამ უკვე დაასრულა აუდიტის სამსახურის შემოწმე-ბა, რაც 2012 წლის პერიოდს მოიცავდა და მალე კომისია ანგა-რიშით წარსდგება პარლამენტის წინაშე. რა სახის დარღვევები გამოიკვეთა ყველაზე აშკარად და რა არგუმენტები აქვს მათზე საპარლამენტო უმცირესობას?

-ზოგადად ასეთი შემოწმების მი-ზანია არა დარღვევების გამოვლენა, არამედ იმის დადგენა, თუ რამდენად სწორად ასრულებს თავის მოვალე-ობას აუდიტის სამსახური. ეს არის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალ-დებული უმაღლესი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო. ეს სამსახური ყველაზე მეტად დამოუკი-დებელი უნდა იყოს თავისი არსით.

გამოვლინდა დარღვევები სხვადასხვა მიმართულებით, მაგა-ლითად, ბიუჯეტის დაგეგმარების კუთხით. მტკიცდებოდა 350- 400 თანამშრომლით შტატი იმ დროს, როცა პრაქტიკულად ამის ნახევარი ადამიანი მუშაობდა. ბიუჯეტიდან წაღებული სახსრები კი ხმარდებოდა იგივე თანამშრომლების პრემიებს. აუდიტის სამსახურში სპეციფიკური საკითხია პრემირება, რომელიც კანონით აკრძალული არ არის, მაგრამ საკითხავია, რამდენად სამართლიანია ეს პროცესი. ფუ-ლად ჯილდოს სჭირდება შესაბა-მისი დამტკიცება და დასაბუთება, თუ რატომ გაიცა. შემოწმებისას ვნახეთ თანხების არასწორი მი-ღება, თანამდებობის პირებისა და შტატგარეშე მოსამსახურეებისგან. კანონი იმდენად გაამარტივეს, რომ ნებისმიერი ქმედების გამართლება შეიძლებოდა აუდიტის სამსახურში. მაგალითისთვის შეიძლება ითქვას რომ, ჩატარდა შემოწმება, დაიდო ანგარიში, აქტი და ეს აქტი შეიძლება 2 წელი ყოფილიყო თაროზე ვიღა-ცის ნებაზე და არა კანონის, დამტ-კიცებულიყო ან არ დამტკიცებული-ყო. ძირითადში წარმოჩინდა, რომ

პრივილეგირებული იყო არა აუდი-ტის შემსრულებელი ადამიანები, არამედ აპარატის თანამშრომლები, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს სამსახური არასწორი მიმართულებით მიდიოდა.

-შეისწავლეთ თუ არა შემომ-წირველების გახმაურებული საქმე და ხომ არ უკავშირდება ნათია მოგელაძის სამსახურიდან წასვ-ლა თქვენი კომისიის მიერ აღმო-ჩენილ დარღვევებს?

-ვერ ვიტყვი რას უკავშირდება ქალბატონი მოგელაძის წასვლა სამსახურიდან. ჩვენ იანვრიდან ვი-მუშავეთ და ქალბატონი მოგელაძე ახლახანს წავიდა სამსახურიდან. ეჭვი მაქვს, ეს არ უნდა იყოს კომი-სიის მუშაობის მიზეზით. რაც შეეხება ამ მიმართულებას, ეს ყველაზე რთული იყო ჩვენი კომისიისათვის. ის ფორმატი, რომელშიც ვიყავით, არ ითვალისწინებდა საგამოძიებო ელემენტებს, უფრო მეტად მოიცავ-და სუფთა აუდიტორულ შემოწმებას. კანონმდებლობა შეიქმნა ისეთი, რომ იძლეოდა სუბიექტური მოსაზ-რებების ადვილად მიღების შესაძ-ლებლობას და ყველაფრის კანო-ნით გამართლებას. „ნაციონალური

მოძრაობის“ შემომწირველთა თან-ხები 6,5 -ჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე „ქართული ოცნების.“ ამი-ტომ, ამ სამსახურის მიზანი ადვილი დასადგენია წარმოადგენდა იმას, რომ ყველა საშუალებით მოესპოთ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი. ჩვენ დავსვით ანგარიშში საკითხი, რომ საქმის ასე იოლად მიჩქმალვა არ შეიძლება. ვთავაზობ პარლამენტს სპეციალურად ამ სა-კითხის დაწვრილებით შესწავლას, თუ რა სქემებით არჩევდნენ ადამი-ანებს, რომლებიც ხდებოდნენ მათი დაკვირვების საგანი. სქემები ვერ ვნახე, თუმცა არის რაღაც პროგრა-მები. ამის აღმოჩენა საინტერესოა, რომ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს.

-ბატონო ნოდარ, წინასაარ-ჩევნო და შემდგომ პერიოდშიც მედიას ძალიან უჭირდა კონკ-რეტული საჯარო ინფორმაციის მიღება აუდიტის სამსახურიდან. შეისწავლეთ თუ არა შესული სა-ჯარო წერილების რაოდენობა და მათზე რეაგირების მექანიზმები, ასევე საშტატო ნუსხა მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით? მოგახსენებთ, რომ ერთი ადამი-ანის, ფატი მამიაშვილის გარდა, მედიას არ ჰქონდა საშუალება მის შემცვლელს დაკავშირებოდა.

-ეს საკითხი, ვფიქრობ, საკ-მაოდ სრულად შევისწავლეთ. ვნახეთ პრობლემები, რომელიც ყველას ექმნებოდა საჯარო ინფორ-მაციის გამოთხოვასთან დაკავში-რებით. განსაკუთრებით თქვენ "გუ-რია ნიუსს" ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე მეტი მცდელობა გქონდათ. ვისაც მეტი მცდელობა აქვს, ბუნებ-რივია, მეტი ხელის შეშლა აქვს. რიგ შემთხვევებში აკმაყოფილებდნენ სა-ჯარო ინფორმაციაზე მოთხოვნებს, თუმცა ამის გაჭიანურება თვეობით გრძელდებოდა, როცა ალბათ ინფორმაციის მიღება ფასსაც კარ-გავს. ჩვენ ვნახეთ, რომ 2011 წლის განმავლობაში, ოფიციალურ ვებგ-ვერდზე არანაირი ინფორმაცია არ დადებულა. ეს იყო ჩაკეტილი

ორგანიზაცია ამ კუთხით, რადგან ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძ-ლებელი იყო.

-წინასაარჩევნო პერიოდში აუდიტის სამსახურში ხელოვნუ-რად ხდებოდა შტატების გაბერვა, რაც შემდგომ გამოიყენებოდა საარჩევნო რესურსისთვის, კონკ-რეტულად კი "ნაციონალური მოძრაობის" სააგენტოდ, ბევრი მათგანი ან ტრენერად იყო გადა-ნაწილებული სხვადასხვა რაიონ-ში, ან საოლქო კომისიებში.

-შტატების გაბერვა, კიდევ ერთ-ხელ დავაზუსტებ, რომ არა მხო-ლოდ არჩევნების წელს ყოველწ-ლიურად 2008, 2009, 2010, 2011, 2012, წლებშიც ხდებოდა. საბიუჯეტო კანონში მტკიცდებოდა ჯერ 400 შემ-დეგ 350 შტატი, რომელიც შემდგომ აღარ ივსებოდა. მარტო 2012 წელს 350 შტატიდან მხოლოდ 211 შტატი იყო დაკავებული. დანარჩენი თანხა, რომელიც საჭირო იყო შტატებისთ-ვის, ნაწილდებოდა პრემიებზე. მაგ: ერთ-ერთ მოადგილეს შოთა თარხ-ნიშვილს 2012 წელს აღებული აქვს 140 000 ლარამდე.

-ბატონო ნოდარ, აუდიტის სამსახურის მიერ მკაცრად იყო გასაიდუმლოებული პრემიების თემა, თქვენს მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით, ვითარე-ბა საკმაოდ საინტერესოდ გამო-იყურება.

-საერთოდ ჩვენ გავასაჯაროვეთ კონკრეტული ადამიანები, რომლებ-საც აღებული ქონდათ ანაზღაურება. ამასთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდათ ჩვენს ოპონენტებს, რომ ეს პირადი საიდუმლოა. თუმცა ისი-ნი საჯარო პირები იყვნენ და ვერ ვხვდები რატომ იყო ეს პირადი სა-იდუმლო. ადამიანები რომლებიც არ მუშაობდნენ, იღებდნენ პრემიების სახით დიდ თანხას. პრივილეგირე-ბულები იყვნენ უფრო ის ადამი-ანები, რომლებიც დაახლოებული იყვნენ თვითონ მმართველობასთან. სწორედ ამას გავუსვით ხაზი ჩვენ და ვთქვით სახელები და გვარები.

თეონა გიორგაძე

ნოდარ ებანოიძე: „კონტროლის პალატა მთლიანად ემორჩილებოდა პოლიტიკური ძალის ინტერესებს“

Page 7: „მე მიყვარს ჩემი მედიის ... · 2014-02-17 · გაუქმდეს (?!) 2 გვ. დღეს ნომერშია მე-3 გვ

7xtvb [fhfufekb31 მაისი, 2013 წ.

#3 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მწუხარებით თანაუგრძ-ნობს 2011 წლის კურსდამთავრებულ თამუნა ფცქიალაძეს მეუღლის

გია სოსელიას გარდაცვალების გამო.

უახლოესი მეზობლები თემურ ვეფხ-ვაძე, ნიქაცაძე ზვიადი, უჩა ხიჯაკაძე, მეთოდე მიქაბაძე, ნიკო დეკანოსიძე, ჟუჟუნა მაქაძე, იური ლურსმანაშვილი, ბესო ბუაჩიძე, თანაუგრძნობენ მიმოზა ტოროშელიძეს მაზლის

როსტომ ვეფხვაძისგარდაცვალების გამო.

ულინა კაციტაძე, მერი ტაბატაძე, მერი ჭიპაშვილი, თანაუგრძნობენ ჟენია ბარბაქაძეს ძმის, ტატო, ნინო, ქეთინო ხარაძეებს ბიძის

პავლე ბარბაქაძისგარდაცვალების გამო.

ერთი წელი შესრულდა შენი ამქ-ვეყნად წასვლის შემდეგ, ძალან გვენატრები ასე მგონია მგონია დიდი ხნით ხარ წასული და ყოველ დღე გელი, რაც დრო გადის უფრო მწვავედ ვგრძნობ შენგან დატოვებულ სიცარი-ელეს, დღე არ დაღამდება რომ არ გაგვახსენდე. უზარმაზარი სიკეთე და ტკივილი დაგვიტოვე, რომელსაც შენი საყვარელი ადანიანები ვერ ივიწყებენ. ცვენი სვილიშვილებისათვის საამაყო და ტკბილი ბაბუა იყავი. მიჭირს უშე-ნობა, ახლა უფრო ვჭირდებოდით ერთმანეთს, შენი ოჯახი შენს მიერ გაკვალულ გზას მიჰყვბა. ყველას გვენატრები, ჩვენს დიდ ოჯახში შენ ახალი სიცოცხლე ჩაგენაცვლა, გენახა მაინც მოსწრებოდი, როგორ მიმდოდა ერთად გაგვეზიარებია მისი დაბადებით

გამოწვეული დიდი სიხარული. შენმა ალალმა სულმა შენს შვილებსა და შვი-ლიშვილებს უწინამძღვროს და დაიფა-როს ყოველგვარი განსაცდელისაგან, ღმერთმა ნათელში გამყოფოს, ჩვენმა ანთებულმა სანთელმა გაგინათოს გზა სასუფეველში.

ნაილი ბერაძე

ალალი, პატიოსანი, კეთილი - ასე-თი გვახსოვს უანგარო, ერთგული და სამშობლოს მოყვარული გია ლურს-მანაშვილი. ხვალ, 1 ივნისს, 20 წელი სრულდება მისი გარდაცვალებიდან. აფხაზეთში, სოფელ ზემო კინდღთან დაიღუპა 22 წლის ვაჟკაცი... ომის დაწყებისთანავე საკუთარი სურვილით წავიდა ომში. მეც იქ უნდა ვიდგე, სადაც ქართველები დგანან, სამშობლოს წი-ნაშე ვალი უნდა მოვიხადოო, - თქვა და ერთი წელი ომის წინა ხაზზე იბძოლა თავდაუზოგავად.

უღალატო მეგობარი თანამებრძო-ლებში განსაკუთრებული სიყვარულით და ავტორიტეტით სარგებლობდა. ამიტომ ბიჭებმა თავი არ დაიზოგეს და წვიმების ტყვიის ქვეშ გამოასვენეს გიას სხეული...

ისევ ისეთი სევდა გვიპყრობს 20 წლის შემდეგაც, მაგრამ ამაყებიც ვართ, რომ გვყავდა გია, - საუკეთესო მეგობარი და ქვეყნის პატრიოტი, სა-მაგალითო თავისი ცხოვრების წესით, თავდადებით.

უკვდავია გმირის სახელი. ვერ დავივიწყებთ მის სახელს ვერც ჩვენ და ვერც მომავალი თაობა. დარწმუ-ნებული ვართ, ღვთის ნებით ასრულ-დება გიას ოცნება და მისი საფიცარი საქართველო კვლავ გაერთიანდება, დავბრუნდებით აფხაზეთში.

ნათელი ეფინოს შენს სულს, გია.მეგობრები

20 წელი გასულა...

ისევ მოვიდა მშვენიერი ლამაზი გაზაფხული, მაისი, ვარდობის თვე, შენი დაბადების დღე, შენ ხომ ძალიან გიყვარდა ამქვეყნად ყველა და ყველა-ფერი. შენგან განვლილი გზა მოკლეა, მაგრამ ვის რას უმზადებს ბედი არ იცის. შენ იყავი ყველასაგან გამორჩეული პიროვნება, შენმა უეცარმა ტრაგიკულმა

სიკვდილმა ყველას გული დაგვწყვიტა, რადგან ძალიან ახალგაზრდა წახვედი ჩვენგან.

იყავი ალალმართალი, საოცრად ამაღლებული წმინდა სულის პატრონი, მეგობრული და ყველა საქმეში უღა-ლატო. წახვედი ჩვენგან და დაგვიტოვე მოუშუშებელი იარა, ცრემლი. შენს ხანმოკლე სიცოცხლეში 28 რიცხვი ფიგურირებს, 28 მაისს დაიბადე, 28 თე-ბერვალს აღესრულე, 28 წლის იყავი და 29 გაზაფხულს ვეღარ მოესწარი... მაგრამ თან გიყოლე ხარაგაულისა და ხარაგაულელების სიყვარული, ეს ჩანს შენს ლექსში: „მეც სუყველას ისევ შენს სიყვარულში, ვეცილები ჩემო ხარაგაულო“.

ჩვენო ვეფხვია კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს, გახსოვ-დეს შენს ნათელ ხსოვნას დავიწყება არ უწერია.

ჩვენ ყოველთვის მოვალთ შენთან, და მოგიტანთ მიხაკებს და ვარდებს, ჩვენ დავღვრით ცხარე ცრემლებს, და აგინთებთ წმინდა სანთელბს.

მამა გოგი, მამიდა ნუნუ ღონღაძე ოჯახით.

დაბადების დღეს გილოცავთ ვეფხვია

1 ივნისი შენი დაბადების დღეა, რო-მელსაც სიხარულით, ახლა კი ცრემ-ლით ვხვდებით. ვიგონებთ წარსულს, შენს ბავშვობას და სტუდენტობას.

ძალიან გიხაროდა 1 ივნისის მოსვ-ლა არა მარტო იმისათვის, რომ შენი დაბადების დღე იყო, არამედ ნინოობა და ბავშვთა დაცვის დღე, რომ იყო.

როგორ მენატრები, შვილო ლევან! მოვალთ შენს საფლავთან ყველა, შენი სულისათვის ვილოცებთ, მხოლოდ

50 წელი იცხოვრე ამ ქვეყნად, მაგრამ ამ ხნის მანძილზე ყველას შეაყვარე თავი, სიკეთე და სიყვარული დათესე ირგვლივ.

ყველს ძალიან გვენატრები შვილო, ძნელია უშენობა. დრო ყველაფრის მკურნალიაო ამბობენ, მაგრამ უშენო-ბით გამოწვეულ ტკივილს ვერაფერი დაგვიამებს, ვერც შენ საყვარელ ტანჯულ დედ-მამას, ვერც დას და მის ოჯახს, ვერც შენ საყვერელ მეუღლეს და შენს შვილებს საბას და ნიკას, რომლებზედაც მზე და მთვარე ამოგ-დიოდა, ვერც მეგობრებს და ახლობ-ლებს. შენს გარეშე ჩემს სიცოცხლეს სიცოცხლე არ ჰქვია, შვილო ლევან! მაგარამ ცხოვრებას შენი ორი ვაჟკაცი საბა და ნიკა მიადვილებენ.

მოგიკვდეს უბედური დედა, შენ შვილო გულზე მიწა უნდა გეყაროს და დედა იმ მიწაზე დადიოდეს? რა უკანონობაა. რა არის ეს წუთისოფელი.

მჯერა, როცა უფალი ინებებს ერ-თად ვიქნებით შვილო; მანამდე კი შენი ლამაზი სულისათვის უნდა ვილოცო და ღმერთს შევთხოვო, რომ მარადი-ული სასუფეველი გქონოდეს.

შენი ტანჯული მშობლები ცემარი და ომარი მაღრაძეები

ლევან, შვილო!

მიხეილ კაციტაძის მონატრება

„ჰაოსი და ქართლოსი ძმები ყოფილან, ჩვენ ორი ძმის შვილები ვართ...“

უკვე რამდენიმე წელია, მიმდინა-რეობს პროექტი „პარტნიორი.“ ორი წელია, რაც პროექტში ჩართულია ვაშლევის საჯარო სკოლა (დირექ-ტორი ქეთინო ლურსმანაშვილი) და ახალციხის სოფელ ჭაჭარაქის სომხური სკოლა (დირექტორი მა-რინა ოქრომელიძე). ამ პროექტის მიზანია, ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პრო-ცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, მასწავლებელთა შორის კოლაბო-რაციისა და კომუნიკაციის ჩამო-ყალიბება, სწავლების ინოვაციური პრაქტიკების გამოვლენა-გაზიარება.

პროექტის ფარგლებში ვაშლევის საჯარო სკოლაში 23 მაისს მოვიწვიეთ ჭაჭარაქის სომხური სკოლის მასწავ-ლებლები და მოსწავლეები. ორმა მეგობარმა სკოლამ ერთად აღნიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ჩატარდა ინტეგრირებული გაკ-ვეთილები ისტორიაში, გეოგრაფიაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურში. მოეწყო მეგობრული შეჯიბრი შაშსა და ჭადრაკში. საინტე-რესო და გამორჩეული იყო ერთობ-ლივი ღონისძიება. სომეხი ეროვნე-ბის გოგო-ბიჭები ამაღელვებლად, თავისებური აქცენტით ჰყვებოდნენ ქართულ ლექსებს და მღეროდნენ.

ჩვენ სტუმრებთან ერთად ვეწვიეთ უბისის ტაძარს.

ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორია-გეოგრაფიაში მეცხრე კლასში ჩატარდა (პედაგოგები თეა ბლიაძე, ლილი პაქსაშვილი). გაკვეთილში აქტიურად ჩაერთვნენ ჭაჭარაქის საჯარო სკოლის პედა-გოგების ვ. მიანასიანი და ლ. მინა-სიანი. გაკვეთილზე საინტერესოდ იყო წარმოდგენილი საქართველოს ორი კუთხის, მესხეთისა და იმერე-თის გეოგრაფიულ-დემოგრაფიული მონაცემები, გამოყენებული იქნა სხვადასხვა აქტივობები. შეფასები-სას მაღალი ქულები დაიმსახურეს სომეხი ეროვნების მოსწავლეებმა.

საინტერესო იყო ინტეგრირებუ-ლი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში მეშვიდე კლასში თემაზე „წმინდა შუშანიკი“ (პედაგოგე-ბი ქ. გოგოლაძე, ს. ხაჩატურიანი). გაკვეთილზე სრულად იყო წარმო-დგენილი ვარდან მამიკონიანის ოჯახური წარმომავლობა და მისი დამსახურება რელიგიის წინაშე. გაკვეთილს ესწრებოდა პროექტის „ქართული, როგორც მეორე ენა“ წარმომადგენელი მედეა ღვამიჩავა.

მოსწავლეებს შორის განმტკიცდა ურთიერთობა, პატივისცემა, სიყვა-რული და მეგობრობა.

ღია გაკვეთილი ჩატარდა ინგლი-სურ ენაში (პედაგოგები მ. ღვანიძე, კ. მინასიანი). ეს გაკვეთილი გამო-

რჩეული იყო, რადგან მოსწავლეები ურთიერთობდნენ სამ ენაზე.

გუარა ამბარიანი, გედელიან არუსიქი ეწვივნენ მეორე კლასის მოსწავლეებს (პედაგოგი დ. ქურცი-კიძე). გაკვეთილი თემა გახლდათ „წელიწადი და თორმეტი თვე.“ გაკვეთილი იყო მრავალფეროვანი, საინტერესო. მოსწავლეებმა გამო-ავლინეს ფანტაზიის, შემოქმედებითი აზროვნების, კითხვის, წერის, საინ-ფორმაციო სივრცეში ორიენტაციის უნარი. წარმოდგენილი იყო როლუ-რი თამაში „თვეების გადაძახილი,“ რამაც სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ვაშლევის საჯა-რო სკოლის დირექტორმა ქეთინო ლურსმანაშვილმა. მან თავისი სიტყ-ვა ასე დაასრულა: „ჩვენი სტუმრები, სხვა ეროვნების მიუხედავად, ამ ქვეყნის შვილები არიან. სოფელი, სადაც დაიბადნენ და გაიზარდ-ნენ, ქართულია და საქართველოს ეკუთვნის. ეს ადამიანები ქართული სახელმწიფოს სრულფასოვანი წევრები არიან. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი არის სამშობლო - საქართველო.“

სტუმრები კმაყოფილი დარჩნენ გულთბილი მიღებით. ქალბატონმა ქეთინომ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ სტუმრები კარგად ფლობდნენ ქართულ ენას.

ჭაჭარაქის საჯარო სკოლის დი-რექტორმა ქალბატონმა მარინა ოქ-რომელიძემ პედაგოგების სახელით ვაშლევის სკოლას უძვირფასესი საჩუქარი - ხუთ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა.

როგორც ქართული სტუმარ-მას-პინძლობის წესი და ადათია, საინტე-რესოდ განვლილი დღე სუფრასთან შევაჯამეთ. შემდეგი მეგობრული შეხვედრა დაინიშნა მასწავლებლის დღეს ჭაჭარაქის საჯარო სკოლაში. ჩვენ აუცილებლად ვეწვევით მათ.

ქეთევან გოგოლაძევაშლევის საჯარო სკოლის

პედაგოგი

მეგობრობა გზად და ხიდად

15 მაისს მარელისის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებ-მა, დამრიგებელ ნინო ცისკაძესთან ერთად ლაშქრობა მოვაწყვეთ ნუ-ნისის ბალნეოლოგიურ კურორტზე.

ჩვენი ლაშქრობა ზვარის ხიდები-დან დაიწყო, გზას დიდი შემართე-ბით, მოლოდინით მივაბიჯებდით და ჩვენს აზრებს ვუზიარებდით ერთმანეთს. პირველად ჩვენი ლაშ-ქრობა შეჩერდა ნუნისის ბალ-ნეოლოგიურ წყლებთან, სადაც ჩვენ ძალზედ სტუმართმოყვარედ დაგვხვდნენ იქ მყოფნი. ეს გო-გირდოვანი წყალი სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის. სას-ტუმროდან გზა მამათა მონასტრი-

საკენ განვაგრძეთ. ეკლესია მეათე საუკუნით თარიღდება. ეკლესიაში ხშირად აღევლინება წირვა-ლოცვა. რაც უფრო ვეცნობოდით ნუნისის ღირსშესანიშნაობებს, მით უფრო გვაოცებს ნანახი. მამათა მონასტ-რიდან ბერების გამოქვაბულისაკენ გავემართეთ. დაღლა ცოტა არ იყოს დაგვეტყო, მაგრამ მაინც დიდი შემართებით მივაბიჯებდით. გამოქვაბულისაკენ გზა რეინჯერებმა მიგვასწავლეს. ვიდრე გამოქვაბულს მივაღწევდით, ვიხილეთ ნაირფერი ყვავილებით მორთული ულამაზე-სი მინდორი და მცირე ზომის ტბა, რომლის სილამაზემაც მოგვხიბლა. გადავიღეთ მრავალი სახალისო

და საინტერესო ფოტო. უამრავი აღმართისა და მცირეოდენი დაღ-ლის შემდეგ, მივაღწიეთ ბერების გამოქვაბულს, რომელიც კლდეში ნაკვეთია და ნუნისის მთაში მდება-რეობს. გამოქვაბულის ოთახებში მოწყობილია პატარა სალოცავებია, სადაც მისულთ შეუძლიათ ილოცონ. უკან დაბრუნებისას, მამათა მო-ნასტერთან კვლავ შევჩერდით და გავშალეთ ჩვენი მცირედი საგზალი. დავლოცეთ ჩვენი ლაშქრობა და უკან სიმღერ-სიმღერით ვბრუნდებო-დით. შემხვედრ ადამიანებს ძალზედ ახარებდათ ჩვენი ხილვა.

დღის ბოლოც მოახლოვდა, შთაბეჭდილებით აღსავსე ვტოვებ-დით ნუნისს. იმდენად მოვიხიბლეთ ნანახით, რომ უკან დაბრუნება არ გვინდოდა. მინდა ყველას მოვუწო-დო, მოინახულოს ნუნისი, რომელიც გააოცებთ.

სალომე ყრუაშვილი

ლაშქრობა ნუნისში

17 მაისს ბორითის საჯარო სკო-ლის (დირექტორი სერგო ლაბაძე) სპორტულ დარბაზში სპორტს-კოლის ეგიდით ჩატარდა ტურ-ნირი მინიფეხბურთში 1999-2003 წლებში დაბადებულ მინიფეხბურ-თელთა ნაკრებ გუნდებს შორის. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ხაშურის, ხარაგაულის, ბორითის სპორტსკოლის მინიფეხბურთელ-თა ნაკრები გუნდები. შეჯიბრება ჩატარდა საინტერესოდ და მაღალ სპორტულ დონეზე. შეჯიბრების შეხვედრათა შედეგები კი ასეთია:

ბორითი - ხაშურის სპორტს-კოლა 2:2 (1999-2000 წლიანები)

ბორითი - ხაშურის სპორტსკო-ლა 2:0 (2001 წლიანები)

ბორითი - ხაშურის სპორტს-კოლა 3:0 (2002-2003 წლიანები)

ხაშური - ხარაგაულის სპორტს-კოლა 3:3 (2003 წლიანები)

ბორითი - ხარაგაულის სპორტ-სკოლა 4:1 (2002-2003 წლიანები).

გამოვლიდნენ საუკეთესო ფეხ-

ბურთელები. მათ გადაეცათ სიგე-ლები, რომლებიც დაწესებული იყო ხარაგაულის სპორტსკოლის (დირექტორი ლევან ჭყოიძე) მიერ. საუკეთესო მეკარე: სანდრო ჭიპაშვილი (ხარაგაულის სპორ-ტსკოლა); საუკეთესო მცველი - ირაკლი მაღლაკელიძე, საუკე-თესო გამთამაშებელი თორნიკე ბარბაქაძე, ბომბარდირი ჯემალი სებისკვერაძე (6 გოლი) ბორითის სპორტული ჯგუფიდან; საუკეთე-სო თავდამსხმელი ბექა ხაჩიძე, საუკეთესო ნახევარმცველი უჩა გოგნიაშვილი ხაშურის სპორტს-კოლიდან.

დაიგეგმა ანალოგიური შეხ-ვედრები ბორჯომისა და ხაშუ-რის სპორტსკოლის გუნდებთან 1999-2003 წლებში დაბადებულ მოსწავლე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის.

სულიკო დონაძებორითის საჯარო სკოლის

სპორტის მასწავლებელი

ტურნირი მინი ფეხბურთში

Page 8: „მე მიყვარს ჩემი მედიის ... · 2014-02-17 · გაუქმდეს (?!) 2 გვ. დღეს ნომერშია მე-3 გვ

8 xtvb [fhfufekb 31 მაისი, 2013 წ.

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

თთთTamTa gogolaZe 555 57 45 78

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

[email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $#! @# $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

ვახანის საჯარო სკოლის ასა-კოვან პედაგოგთა შორის უხუცესია ქართული ენისა და ლიტერატუ-რის მასწავლებელი, ქალბატონი ლენა (ნელი) ფერაძე. იგი 77 წლისაა. ნელი მასწავლებელს ახასიათებს უდიდესი სიყვარული საკუთარი პროფესიისადმი, მასწავ-ლებლობისადმი. ჩვენი სკოლის ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეთა უდიდესი ნაწილი ქართულ ენაზე მოდის, რაც ნელი მასწავლებლის დამსახურებაა.

ნელი მასწავლებელმა ცხოვ-რების რთული გზა განვლო. ბავშვობაშივე გამოსცადა ომის სა-შინელება, ობლობა. იგი გახლავთ ოთხი შვილის გამზრდელი დედა. სამსახურთან ერთად ოთხ შვილს ზრდიდა. სოფელში ნელი მასწავ-ლებელი ყველასათვის ცნობილია, როგორც საუკეთესო დედამთილი. მიუხედავად რთული ცხოვრებისა, ნელი მასწავლებელმა დღემდე ვაჟკაცურად მოიტანა თავისი ცხოვ-

რება, რომ არა ის ავბედითი დღე, რომელმაც არა მარტო ნელი მასწავლებლის ოჯახი, არამედ მთელი სოფელი შეაძრწუნა და სუ-ლით ხორცამდე შეძრა. სოფლის სასახელო ვაჟკაცი, რომელსაც სიკეთე და სიყვარული, ალბათ დედის კეთილი გულიდან ერგო, მხეცურად მოკლეს მშობლიური სოფლის ტყეში... და ამ ავბედი-თი დღიდან ერთი წელი გავიდა; დარდით, ცრემლით, ტკივილით აღსავსე ერთი წელი...

ყველას ეგონა, ნელი მასწავლე-ბელი სკოლაში მუშაობას ვეღარ შეძლებდა, მაგრამ იგი ჩვენი სკო-ლის კედლებს შორის დააბიჯებს და კვლავ მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება.

მისაბაძია თქვენი გამძლეობა, ჭირთმენის უნარი. ჩვენ, ალბათ, ბოლომდე ვერ ვიზიარებთ რამ-ხელა დარდს, რამხელა ტვირთს დაატარებს ნელი მასწავლებელი გულით და უძლებს ვაჟკაცურად.

როგორც უფროსებისგან გაგვი-გონია, არც ერთი სალანძღავი სიტყვა, არც ერთი წყევლა თქვენი დამღუპველისადმი არავის გაუგო-ნია... თქვენ დედის უმძიმესი ტვირ-თი გერგოთ. უფალმა უდიდესი გამოცდა მოგიწყოთ რწმენის გზა-ზე. თუმცა ვერ გაგვიგია, ამხელა ტვირთი რა საჭირო იყო...

თქვენ გმირი დედა ხარ, საუკე-თესო მაგალითი ჩვენთვის! ალბათ ღმერთის დიდი რწმენა გაძლები-ნებთ. გჯეროდეთ, თქვენი შვილის სული სასუფეველშია, დიდხანს იცოცხლეთ (თუმცა ვიცით, თქვენ საკუთარ თავს ამას არ უსურვებ-დით), რათა ილოცოთ თქვენი შვილის სულისთვის.

ნათქვამია „ქალი სუსტია, მაგ-რამ დედაა ძლიერიო.“ თქვენ ქალბატონიც ძლიერი ბრძანდებით და დედაც.

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მე-7 კლასი,

დამრიგებელი ლია არევაძე

შორიდან ვკოცნით თქვენს თმას,

ჭაღარას...

1. ბავშვს უნდა მიეწოდებოდეს ყველა საშუალება, რომელიც აუცილებელია მისი, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი განვი-თარებისათვის;

2. მშიერი ბავშვი უნდა იყოს და-პურებული; თუ ბავშვი ავად არის, მას უნდა აღმოვუჩინოთ დახმარე-ბა; საჭიროა შევუსწოროთ ბავშვს, რომელიც უშვებს შეცდომას; უნდა აღმოვუჩინოთ მხარდაჭერა მძიმე წუთებში და მივცეთ თავშესაფარი ობოლ და მიუსაფარ ბავშვს;

3. ბავშვმა უნდა მიიღოს ყველა სახის დახმარება მისთვის ყველაზე საჭირო და რთულ მომენტში;

4. ბავშვი უნდა აღიზარდოს სიყვარულის ატმოსფეროში, იყოს დაცული ექსპლუატაციის ყველა ფორმისგან;

5. ბავშვი უნდა აღიზარდოს იმ შეგნებით, რომ მისი საუკეთესო თვისებები ემსახურება სხვის კე-

თილდღეობასაც.ბავშვთა უფლე-

ბების დეკლარა-ციაში შემავალი ეს 5 ძირითადი პრინციპი ბრიტა-ნელმა რეფორ-მატორმა ქალბა-ტონმა ეგლანტინ ჯებმა შეიმუშავა. დეკლარაცია 1924 წლის 26 ნოემბერს ჟენევაში გამარ-

თული ერთა ლიგის V ასაბლეაზე დამტკიცდა. სწორედ აღნიშნულ დეკლარაციაზე დაყრდნობით და ქალთა საერთაშორისო დემოკ-რატიული ფედერაციის კონგრესის გადაწყვეტილებით 1949 წლის ნოემბერში, პარიზში დაწესდა ბავშვთა საერთაშორისო დღე. 1950 წლიდან ყოველწლიურად 1-ელ ივნისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.

ძვირფასო ბავშვებო, გილო-ცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშო-რისო დღეს. გისურვებთ ჯანმრ-თელობას და ხალისიან ბავშვობას. უფალი იყოს თქვენი მფარველი.

პატივისცემით, საქართველოს

რესპუბლიკური პარტია, ახალგაზრდა

რესპუბლიკელები-ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

წიფის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელებს ვულოცავ სკოლის დამთავრებას. თქვენი ბავშვობა, ანცობა უკან დარჩა. უკვე მოწიფული გო-გო-ბიჭები გულისფანცქალით ახალი ცხოვრების შარაგზაზე გადიხართ.

გაიზარდეთ, განათლდით, გიყვარდეთ ერთმანეთი თავგამოდებით.გეშრომოთ ჩვენი ხალხის სასიკეთოდ, მუდამ გეზეიმოთ, გული

არაფერზე გტკენოდეთ, გესწავლოთ წინაპართა ისტორიიდან ფასი: პატიოსნებისა, გამართლებისა და ურთიერთპატივისცემისა.

სიკეთისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის 2013 წელი.

გაგმართლდებოდეთ!ღმერთმა დაგლოცოთ!

წიფის საჯარო სკოლის მე-12 კლასის დამრიგებელი ეთერ გუდაძე

ხიდრის საჯარო სკოლის პედაგოგს ნათია ბერაძესა და გოგიტა კაციტაძეს ვულოცავთ ნანატრი ქალიშვილის ამქვეყნად მოვლინებას.

ვუსურვებთ პატარა ბარბარეს ჯანმრთელობას, ღვთის წყალობას და ნათელ მომავალს გაბრწყინებულ საქართველოში.

ხიდრის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი

ჩვენს საყვარელ მამიდაშვილს, ნიჭიერ და ჭკვიან გოგონას, მარიამ მაქაძეს ვულოცავთ დაბადების დღეს 1 ივნისს, ასევე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ნინოობის დღესასწაულს. ვუსურვებთ მარის ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს, წარმატებებს სწავლასა და შემოქმე-დებით საქმიანობაში. წმიდა ნინოს მადლი და ძალი ფარავდეს მუდამ.

ბიძაშვილები ანი, გოგა და ნანა მდინარაძეები

ვულოცავთ საყვარელ ბაბუას ოთარ კვინიკაძეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და გახარებას ოჯახთან ერთად, ულევ ბედ-ნიერებას და შვილიშვილების სიმრავლეს.

შვილიშვილები ილია და თამარ კაპანაძეები

უკრაინის პერსონალის მარ-თვის საერთაშორისო აკადემია ქუთაისსა და ზესტაფონში აც-ხადებს აბიტურიენტთა მიღებას ბაკალავრიატის და კოლეჯის შემდეგ აკრედიტირებულ სპე-ციალობებზე: იურიდიული, ჯან-დაცვა, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვა.

სტუდენტს, პირველი კურსის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია სწავლა გააგრძელოს კიევში და შემდეგ ლონდონის ოქსფორდის უმაღლეს კოლეჯ-ში.

სამწლიან პროგრამადამთავ-რებულს უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს ბაკალავრიატის მე-2 კურსზე.

გთავაზობთ: ჩარიცხვას ეროვნული გამო-

ცდების გარეშეაკრედიტირებული უმაღლესი

სასწავლებლის დიპლომს, რო-მელიც აღიარებულია საქართ-ველოს საგანმანათლებლო სივრცის მიერ

სწავლების საფასურის გადა-ხდის შეღავათიან პირობებს

კონკრეტული სპეციალობის ბოლო კურსამდე სწავლების საფასურის უცვლელობას

უმაღლესი კვალიფიკაციის ლექტორებს

პრაქტიკების გავლას საქართ-ველოსა და უკრაინის ცნობილ კომპანიებში

მისამართი:ქუთაისი, წერეთლის ქ #76.

ტელ.: 591 152 162ზესტაფონი, ზაპოროჟიეს ქ.

#10. ტელ.: 593 21 19 64.www.mayp.com.ua

სამამულო ომის დროს რკინიგ-ზის ხაშური-ზესტაფონის უბანზე რკი-ნიგზის ოსტატებისა და მათი მუშების გადაადგილებისთვის სატვირთო მატარებელს მიუბამდნენ ხოლ-მე სახალხო ვაგონს, რომელსაც ზესტაფონში ახსნიდნენ. საღამოს ხაშურისაკენ მიმავალ სატვირთო მატარებელს მიუბამდნენ და მეორე მხარეს მიჰყავდა რკინიგზელები და ზოგჯერ სხვა ხალხიც. ომის შემდეგ ამ ვაგონმა კვლავ შეინარჩუნა თა-ვისი ფუნქცია. შემდეგ მას ცალკე ელმავალი დაუბეს და მეორე ვა-გონიც მიამატეს, რომელსაც ხალხმა „მასტერავოი“ დაარქვა. დროთა განმავლობაში მატარებლის ვაგო-ნები ძალიან მოძველდა. მას ზოგ-ჯერ მხოლოდ ერთი ვაგონიც კი ება. მდგომარეობა სავალალო გახდა.

რამდენიმე ხნის წინ ვიხილეთ კოხტა ელმავალზე მიბმული ორი კოპწია ვაგონიანი მატარებელი.

როგორც ჩანს, ჭკვიანმა ადამი-ანებმა იზრუნეს და ძვირფასი სა-ჩუქარი მიართვეს განსაკუთრებით ჩვენი მუნიციპალიტეტის ხალხს. დღეში ეს მატარებელი უკვე ორ რეისს ასრულებ ორივე მიმართუ-ლებით. ის ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სასარგებლო და მოსახერხებელია.

მინდა დიდზე დიდი სამად-ლობელი გამოვთქვა ხალხის სახელით იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მოიფიქრეს და განა-ხორციელეს ესოდენ საჭირო და სასიამოვნო ტრანსპორტის დანიშ-ვნა. სიკეთეც ამას ჰქვია.

გიორგი ბლუაშვილი

სიკეთეც ამას ჰქვია გიწვევთ სასწავლებლად

ვყიდი ოროთახიან ბინას სოლომონ მეფის ქ #56 (ა) კორპუსში მესამე სარ-თულზე.

დაინტერესებული პირე-ბი დამიკავშირდით ტელე-ფონით შემდეგ ნომერზე:

599 77 65 95.

შევქმნათ თამბაქოსგან თავისუფალი გარემო.ნუ დავაზარალებთ სხვას ჩვენი კვამლით, რადგან

პასიური მწეველობის შედეგად ყოველწლიურად მსოფლიოში 600 000 არამწეველი იღუპება ბავშვების ჩათვლით!

თათია ბლუაშვილისაზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის

ექიმი-პროფილაქტიკოსი

31 მაისი - მსოფლიო თამბაქოს გარეშე

***

***

***