14
დდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდ 1. გგგგგგგგგ გგგგგგგ MS Office Word გგგგგგგგგგ. 2. გგგგგგგ გგგგგ MS Office Word გგგგგგგგგგ. 3. გგგ გგგგგგგგგ გგგგგგგ 4. გგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ 5. გგგგგგგგგ გგგგგგგგგ 6. გგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგ გგგგგ 7. გგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგ გგ გგგგგგგგ 8. გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგ გგგგგგგგგ 1. გგგგგგგგგ გგგგგგგ MS Office Word გგგგგგგგგგ. MS Office Word დდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდ: Draw დდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდ. დდდდდდდდდდ. დდდდდდდდდ; დდდდდდდდდ დდდდდდ. დდდდდდდდდ დდ დდდდდდდდ დდდდდდ. დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ (დდდდდდდდდ Insert > Object > Microsoft Equation) დდდდდდდდდდ დდდდ დდდდდდდ დდდდდდდდ დდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ, დდდდდდდ დდდდდდდდდ Insert > Object. დდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდ წწწწწწწ (დდდდდდდდ Insert >Reference> Caption). დდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ. დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდ, დდ დდდდდდ დდდდდდდ დდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდ, დდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ Draw> წწწწწწწწწწწ Group. დდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდ Draw> Select Multiple Objects. დდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდ Shift დდ დდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ. დდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ, დდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდ. დდდდდდდდდდდდდ MS Office Word დდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ დდდდდ. დდდდდდდდდ დდდდდდდდ MS Office Word დდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ, დდდდდდდ დდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდ დდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ, დდ დდდდდდდ დდდ დდ დდდდდდდდდ, დდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდ დდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდ. დდდდდდდდდდ, დდდ დდდდდდდდდდდდდდ დდდდდ დდდდდდდ დდდდდდ დდდდ დდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდ. დდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდ, დდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ. დდ დდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდ დდდდ, დდდდ დდდდდ დდდდდდდდდ Word-დდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდ დდდდდდდდ დდ დდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდ, დდდდდდდ დდდდდ. დდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდ დდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდ: Enhanced Metafile (.emf), Joint Photographic Experts Group

Dokumentis Grafikuli Gaformeba 8mecadineoba

Embed Size (px)

DESCRIPTION

 

Citation preview

Page 1: Dokumentis Grafikuli Gaformeba 8mecadineoba

დოკუმენტის გრაფიკული გაფორმება

1. გრაფიკული ობიექტი MS Office Word დოკუმენტში. 2. ნახატის ჩასმა MS Office Word დოკუმენტში. 3. მზა ნახატების გალერეა 4. გრაფიკული ობიექტების ფორმატირება 5. მხატვრული ასონიშანი 6. ტექსტის გაფორმება ჩარჩოებით და ფონით 7. ტექსტური სიების მარკირება და დანომვრა 8. მრავალდონიანი დანომრვა და მარკირება

1. გრაფიკული ობიექტი MS Office Word დოკუმენტში.

MS Office Word დოკუმენტში შეიძლება ჩავრთოთ შემდეგი გრაფიკული ობიექტები: Draw ხატვის ინსტრუმენტული ზოლის ღილაკების გამოყენებით შექმნილი

გრაფიკული ობიექტები. დიაგრამები. წარწერები; მხატვრული ტექსტი. ვექტორული ან რასტრული სურათი. მათემატიკური გამოსახულება (ბრძანებით Insert > Object > Microsoft

Equation) ნებისმიერი სხვა ობიექტი შექმნილი სხვა გამოყენებით პროგრამაში, ჩასმული

ბრძანებით Insert > Object. ხშირად გამოყენებულ გრაფიკულ ობიექტს განეკუთვნება წარწერა (ბრძანება Insert >Reference> Caption). წარწერა შეიძლება განვიხილოთ როგორც უხილავი კონტეინერი გარკვეულ პოზიციაში ჩასმული ელემენტისათვის. ნახატის წარწერაში უნდა ჩაისვას შესაბამისი ტექსტი, და შემდეგ წარწერა უნდა გაერთიანდეს ნახატთან ჯგუფში, რისთვისაც ვიყენებთ ბრძანებას Draw> ქვემენიუდან Group. გრაფიკული ობიექტების გამოყოფისათვის გამოიყენება ღილაკი Draw> Select Multiple Objects. რამდენიმე ობიექტის ერთდროულად არჩევისათვის უნდა დავაფიქსიროთ კლავიში Shift და ისე მოვნიშნოთ რამდენიმე ობიექტი თანმიმდევრობით.

გრაფიკული ობიექტები შეიძლება იყოს ტექსტის განსაზღვრულ აბზაცთან დაფიქსირებული, ან თავისუფლად გადაადგილებადი დოკუმენტის შიგნით. ნაგულისხმევად MS Office Word ობიექტებს დოკუმენტში ათავსებს თავისუფლად გადაადგილებადი სახით. გრაფიკული ობიექტის MS Office Word დოკუმენტში ჩასმის შემდგომ რედაქტირების პროცესში, ობიექტი სხვა შემთხვევით ადგილას რომ არ აღმოჩნდეს განთავსებული, ან საერთოდ რომ არ დაიკარგოს, საჭიროა ფორმატირების პროცესში მისი მიბმა გარკვეულ პოზიციასთან განსაზღვრულ აბზაცში. ბუნებრივია, რომ რედაქტირებისას ასეთი აბზაცის წაშლის დროს წაიშლება მასთან მიკავშირებული გრაფიკული ობიექტიც.

დოკუმენტში უმეტესი გავრცელებული ფორმატის გრაფიკული ობიექტების ჩასმა შესაძლოა უშუალოდ, ან სპეციალური გრაფიკული ფილტრების გამოყენებით. თუ რომელიმე ფორმატის გრაფიკული ფაილის ფილტრი მომხმარებლის კომპიუტერზე დაყენებული არ არის, უნდა იქნას გაშვებული Word-ის ინსტალირების პროგრამა და დაემატოს ის საჭირო გრაფიკული ფილტრი, რომელის აკლია. შემდეგი ფორმატის გრაფიკული ფაილები არ საჭიროებენ გრაფიკული ფილტრების დამატებას: Enhanced Metafile (.emf), Joint Photographic Experts Group (.jpg), Portable Network Graphics (.png), რასტრულ-წერტილოვანი სურათი Windows (.bmp, .rle, .dib), და მეტაფაილი Windows (.wmf). ქვემოთ დასახელებულია სხვა გრაფიკული ფორმატები, რომლებსაც აქვთ მხარდაჭერა MS Office Word-ის მხრივ:

AutoCAD Format 2-D (.dxf) Macintosh PICT (.pct) Computer Graphics Metafile (.cgm) Micrografx Designer/Draw (.drw) CorelDRAW (.cdr) PC Paintbrush (.pcx) Encapsulated PostScript (.eps) Tagged Image File Format (.tif) Graphics Interchange Format (.gif) Targa (.tga)

Page 2: Dokumentis Grafikuli Gaformeba 8mecadineoba

Kodak Photo CD (.pcd) WordPerfect Graphics (.wpg)დასაწყისში დაბრუნება

2. ნახატის ჩასმა MS Office Word დოკუმენტში.

ნახატის ან სურათის ჩასმა დოკუმენტში შესაძლებელია, თუ კომპიუტერში ინახება ნახატის ან სურათის შესაბამისი ფაილი, ან კომპიუტერთან მიერთებულია სათანადო პერიფერიული მოწყობილობა. მაგ. სკანერი ან ციფრული კამერა. დოკუმენტში სურათის ფაილიდან ჩასასმელად ვიქცევით ასე: მენიუს ზოლიდან Insert>Picture და ჩამოშლილ ქვემენიუში ავირჩევთ სათანადო რესურსს. დოკუმენტზე მუშაობის მოსამზადებელ სტადიაზე ვამზადებთ იმ გრაფიკულ მასალას, რომელიც დოკუმენტისათვის დაგვჭირდება და ვინახავთ ფაილის სახით რომელიმე საქაღალდეში, როგორც წესი საქაღალდეში სახელით My Pictures. საჭირო სურათის მოსაძებნად გავააქტიუროთ კონტექსტური მენიუდან Insert ბრძანება. სურათზე გამოსახულ ჩამოშლილ ქვემენიუში უნდა გავააქტიუროთ ოპცია From File და გავხსნათ დიალოგური ფანჯარა სახელწოდებით Insert Picture. დიალოგური ფანჯარა Insert Picture გახსნის შემდეგ მივუთითოთ გზა სათანადო საქაღალდისკენ. მოვნახოთ საჭირო ფაილის დასახელება და დავადასტუროთ შერჩეული OK ღილაკზე დაწკაპუნებით. დოკუმენტში მოთავსდება შერჩეული ილუსტრაცია, რომლის განლაგება უნდა გავმართოთ სურათის ფორმატირების ინსტრუმენტით. მონიშნული ნახატის შიგნით ნებისმიერ ადგილზე მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით ეკრანზე გამოდის კონტექსტური მენიუ, რომლიდანაც შეიძლება გავხსნათ დიალოგური ფანჯარა Format Picture.

შეიძლება მოვიქცეთ ასეც: ნახატის ჩასასმელად დოკუმენტში მოვნიშნოთ რომელიმე ნახატი (მის ველზე მაუსის მაჩვენებლის გადაადგილებით) და ერთხელ დავაწკაპუნოთ. დოკუმენტში მოთავსდება შესაბამისი ნახატის ფაილი.

მონიშნული ნახატის შიგნით ნებისმიერ ადგილზე მარცხენა ღილაკზე დაწკაპუნებით ეკრანზე გამოდის Picture ინსტრუმენტების ზოლი.

დიალოგური ფანჯარა Insert Picture შეიძლება გავხსნათ Drawing ინსტრუმენტების ზოლიდანაც, თუ ხატვის ინსტრუმენტები ჩართულია და ჩანს (როგორც წესი) სტატუსის ზოლის ზევით. View>Toolbars> გახსნილ ქვემენიუში Picture ოპციასთან მარკერის ჩასმით გაიხსნება Picture ინსტრუმენტების ზოლი შემდეგი ბრძანებებით: Insert Picture -- ახალი ნახატის ჩასმა;

Color -- ნახატის ფერის კონტროლი Automatic-- ავტომატურედ უბრუნებს ნახატს თავდაპირველ ფერს;

Grayscale-- ნაცრისფერის გრადაციები; Black &White-- შავ-თეთრი ფერი; Washout-- გამჭვირვალე;

More Contrast-- კონტრასტულობის გაზრდა

Less Contrast -- კონტრასტულობის შემცირება;

More Brightness -- სიმკვეთრის გაზრდა;

Page 3: Dokumentis Grafikuli Gaformeba 8mecadineoba

Less Brightness-- სიმკვეთრის შემცირება;

Crop -- ნახატის ჩამოჭრის რეჟიმის ჩართვა / გამორთვა;

Rotate Left -- ნახატის მობრუნება მარცხნივ;

Line Style-- კონტურის ხაზის სისქის არჩევა;

Text Wrapping-- ობიექტის ტექსტთან განლაგების შერჩევა;

Format Object-- მზა ნახატის პარამეტრების ფორმატირება;

Set Transparent Color -- გამჭვირვალე ფერის მინიჭება;

Picture ინსტრუმენტების ზოლის გააქტიურება შესაძლებელია მენიუდან ბრძანებითView / Toolbars / Picture.

დასაწყისში დაბრუნება

3. მზა ნახატების გალერეა

Microsoft office-ის პროგრამას გააჩნია მზა ნახატების საკუთარი გალერეა Clip Art, რომლიდანაც მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის საინტერესო ნახატი.

დოკუმენტში მზა ნახატის ჩასმა შეიძლება სახატავი ინსტრუმენტების ზოლის Insert Clip Art ღილაკით ან მენიუდან Insert > Picture > Clip Art … ბრძანებით. ბრძანების გააქტიურებით ეკრანზე სამუშაო არის მარცხნივ გამოვა Clip Art დიალოგური ფანჯარა. მის ძირითად ნაწილში მოთავსებულია მზა ნახატები, რომლებიც გაერთიანებულია შესაბამისი დასახელების კატეგორიებში. მზა ნახატის ძებნა შესაძლებელია Clip Art დიალოგური ფანჯარის Search ბრძანების გამოყენებით. ამავე ფანჯრიდან შეიძლება მზა ნახატების გალერეის ორგანიზება, ინტერნეტის სათანადო რესურსებისადმი წვდომა (http://office.microsoft.com/en-us/clipart/default.aspx), შეგიძლიათ გამოიყენოთ დახმარება მზა ნახატების მოსაძიებლად.

დასაწყისში დაბრუნება

4. გრაფიკული ობიექტების ფორმატირება

ნახატი მოვნიშნოთ მაუსის საშუალებით, მის ირგვლივ გაჩნდება მონიშვნის მარკერები. მაუსის მაჩვენებელი მივიტანოთ რომელიმე მარკერთან, დავაფიქსიროთ ორმხრივ მიმართული ისარი და ავმოძრაოთ ნახატის ზომების დასარეგულირებლად.

გრაფიკული ობიექტების ფორმატირებისათვის ვიყენებთ Format > Object ბრძანებას. ფორმატირების დიალოგური ფანჯრის გამოტანა შესაძლებელია რამდენიმე გზით:

Page 4: Dokumentis Grafikuli Gaformeba 8mecadineoba

კონტექსტური მენიუდან. მოვნიშნოთ გრაფიკული ობიექტი, მონიშვნისას მაუსის მაჩვენებელი ოთხმხრივ მიმართული ისრის ფორმას იღებს. გავააქტიუროთ კონტექსტური მენიუ, მაუსის მარჯვენა ღილაკით და დავაწკაპუნოთ Format... პუნქტზე (...მრავალწერტილი მიუთითებს დასაფორმატებელი ობიექტის სახელს. მაგალითად:

AutoShapes, Text box, Word Art, Clip Art, Picture და ა.შ.)

Format მენიუდან: მოვნიშნოთ გრაფიკული ობიექტი და შევასრულოთ Format >Object ბრძანება.

გავააქტიუროთ Picture ინსტრუმენტების ზოლის Format Object ღილაკი.

ფორმატირების ფანჯარას აქვს ექვსი ჩანართი: Colors and Lines, Size, Layout, Picture, Text Box, Web. ამასთან, იმის მიხედვით, თუ რომელი ობიექტის ფორმატირებას ვახდენთ, ზოგი ჩანართი აქტიურია და ზოგი არა.

უფრო დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული ჩანართის დანიშნულება:

Colors and Lines ჩანართით განისაზღვრება ფონი, ობიექტის ხაზის სტილი, ფერი და ხაზის სისქე. Line განყოფილებაში განისაზღვრება ნახატზე შემოვლებული კონტურის შემდეგი პარამეტრები

Color -- კონტურის ხაზის ფერი; Dashed--ხაზის არჩევა (წყვეტილი, სწორი, ტალღური და ა.შ.); Style -- ხაზის სტილის შერჩევა; Weight -- ხაზის სისქე.

მაგალითისათვის, ქვემოთ ვნახოთ როგორ შეგვეძლო გამოგვესახა ზედა სურათი, ჩასმული ჩარჩოში:

Fill განყოფილებაში ფერთა მიღებული პალიტრიდან შევარჩიოთ საჭირო შევსების ფერი.

იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ ფერთა პალიტრაში სასურველი ფერი არ აღმოჩნდება, გავააქტიუროთ More Colors… ბრძანება, ხოლო Fill Effect ბრძანებით გრაფიკული ობიექტი შეიძლება შევსებული იყოს გარდამავალი ფერით, ტექსტურით, ფიგურული ფონით, ან სურათით.

Transparency -- გამჭვირვალობის პროცენტული განსაზღვრა;

Page 5: Dokumentis Grafikuli Gaformeba 8mecadineoba

Arrows განყოფილებაში ვირჩევთ ისრის დასაწყისისა და დასასრულის ფორმას, შემდეგ კი მითითებული ფორმის შესაბამის ზომას.

Picture ჩანართით განისაზღვრება ნახატის შემდეგი პარამეტრები:Crop from განყოფილებაში მიეთითება ნახატის ჩამოჭრა:

Left --მარცხნიდან; Right--მარჯვნიდან; Top --ზემოდან; Bottom-- ქვემოდან;

Image Control განყოფილებაში მიეთითება ნახატის ფერის კონტროლი:

Automatic-- ავტომატური; Grayscale -- ნაცრისფერი; Black &White--შავ-თეთრი ფერი; Washout -- გამჭვირვალე. Brightness-- სიმკაშკაშის

რეგულირება; Contrast -- კონტრასტის

რეგულირება.

Text Box -- ჩანართით განისაზღვრება ტექსტური ჩარჩოს პარამეტრები.Internal margins განყოფილებაში მითითება ტექსტური ჩარჩოს მინდვრის

ზომები: Left --მარცხნიდან; Right--მარჯვნიდან; Top --ზემოდან; Bottom-- ქვემოდან;

განვიხილოთ Text Box ჩანართის ჩამრთველების დანიშნულება: Word wrap text in AutoShape- გადაიტანოს ტექსტი სიტყვების მიხედვით

ავტოფიგურების კონტურის ფარგლებში;

Resize AutoShape To fit text - განსაზღვროს ავტოფიგურების ზომა ჩაწერილი ტექსტის შესაბამისად.

Layout ჩანართით განისაზღვრება გრაფიკული ობიექტის განლაგება ტექსტთან მიმართებაში.

Wrapping Style განყოფილებაში შეირჩევა ობიექტის ტექსტთან განლაგება:

In Line With Text -- ნახატი განთავსდება (ქვედა კიდით გაწონასწორებულად) იმავე სტრიქონში, სადაც ტექსტია;

Square --ტექსტი შემოეკვრება ნახატის მართკუთხა ჩარჩოს;

Tight -- ტექსტი შემოუვლის უშუალოდ ნახატს გარშემო;

Behind Text -- ნახატი მოთავსდება ტექსტის უკან, ანუ ტექსტი გადაეწერება ნახატზე;

In Front of Text-- ნახატი განთავსდება ტექსტზე ზემოდან.

Page 6: Dokumentis Grafikuli Gaformeba 8mecadineoba

დასაწყისში დაბრუნება

5. მხატვრული ასონიშანი

ტექსტის მხატვრულად გასაფორმებლად გამოიყენება ასონიშანი. ასონიშანი არის ტექსტის ჩარჩოში ჩაწერილი გრაფიკული ობიექტი, რომელსაც დიდი ზომა აქვს.

ასონიშნის საშუალებით შესაძლებელია ტექსტია პირველი სიმბოლო, ან მთელი სიტყვა გავზარდოთ ზომაში და დანარჩენი ტექსტისგან გამოვყოთ. რა თქმა უნდა,

შესაძლებელია ფორმატირების ჩვენთვის ცნობილი ინსტრუმენტების გამოყენება, კერძოდ ტექსტის მონიშვნა და მისთვის დიდი ზომის მინიჭება. მაგრამ

გავითვალისწინოთ, რომ დიდი ზომის სიმბოლო სტრიქონს დააშორებს მის ზემოთ მდებარე სტრიქონის ტექსტიდან. ასონიშნის საშუალებით კი შესაძლებელია გამოყოფილი სიმბოლო განვათავსოთ რამდენიმე სტრიქონის გასწვრივ აბზაცის წინ, ან უბრალოდ გადავიტანოთ მინდორზე.

ასონიშნის შესაქმნელად საჭიროა მოვნიშნოთ აბზაცის პირველი სიმბოლო, ან მთელი სიტყვა. მენიუდან შევასრულოთ Format / Drop Cap... ბრძანება, რომლის შედეგად ეკრანზე გამოდის Drop Cap დიალოგური ფანჯარა:

Position განყოფილებაში ვირჩევთ ასონიშანის ტიპს:

None -- მხატვრული ასონიშნის გაუქმება; Dropped -- სტრიქონების გასწვრივ; In margin -- ასონიშანი განთავსებულია მინდორში; Options განყოფილების Font ველში ვირჩევთ საჭირო შრიფტს; Lines to drop ველში ვაყენებთ იმ სტრიქონების რაოდენობას, რომელთა

გასწვრივაც განთავსდება ასონიშანი; Distance from text ველში მივუთითოთ ტექსტიდან ასონიშნის დაშორების

სიდიდე.აგალითად, ამ აბზაცის დასაწყისში ”მ” გამოხატულია ასონიშნის სახით, შემდეგი ატრიბუტებით: Position- In margin; Options განყოფილების Font ველში-Sylfaen; Lines to drop ველში -3; Distance from text ველში -0” .მქვედა აბზაცში სიტყვა ”შესაძლებელია” გამოხატულია ასონიშნის სახით, შემდეგი

ატრიბუტებით: Position- Dropped; Options განყოფილების Font ველში-Sylfaen; Lines to drop ველში - 2; Distance from text ველში - 0.1”

ასონიშნის ფორმის, სტილის, ფერისა და ზომის ცვლილება, როგორც ამ შემთხვევაშია

შესრულებული. ამისთვის მოვნიშნოთ ასონიშნის ჩარჩო და შევასრულოთ შესაბამისი მოქმედება. ჩარჩოში ჩაწერილი ასონიშნის ტექსტი ჩვეულებრივად ფორმატირდება.

შესაძლებელიადასაწყისში დაბრუნება

6. ტექსტის გაფორმება ჩარჩოებით და ფონით

ჩარჩოებისა და ფონის ფორმატირების გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძლევა მენიუს Format / Borders and Shading… ბრძანება, რომლის გააქტიურების შედეგად ეკრანზე მიიღება Borders and Shading დიალოგური ფანჯარა სამი ჩანართით: Border ტექსტის ჩარჩოს სტილი, Page Border გვერდის ჩარჩოს სტილი და Shading ფონი.

Page 7: Dokumentis Grafikuli Gaformeba 8mecadineoba

Borders and Shading დიალოგური ფანჯრის ჩანართით განისაზღვრება ტექსტის ჩარჩოს სტილი და მას შემდეგი სახე აქვს:

Setting განყოფილებაში გაერთიანებულია ტექსტის ჩარჩოს ფორმები, რომლებიდანაც უნდა ამოვირჩიოთ სასურველი ფორმის ჩარჩო:

None--მონიშნული ჩარჩოს გაუქმება (ჩარჩო არ არის); Box --ჩვეულებრივი ჩარჩო; Shadow -- ჩრდილიანი ჩარჩო; 3-D--სივრცული ჩარჩო; Custom --განსხვავებული ჩარჩო (სხვადასხვა სტილის გვერდებით) Style ჩამონათვალის ველში შეირჩევა ჩარჩოს ხაზის სტილი. Color ველში შეირჩევა ჩარჩოს ფერი. Width ველში შეირჩევა ჩარჩოს ხაზის სისქე.

Preview ველში ვიზუალურად ჩანს არჩეული ჩარჩოს სტილის გამოსახულება. მის მარცხენა და ქვედა ველებში მოთავსებულია ორ-ორი ღილაკი, რომელთა საშუალებითაც ჩარჩოს შეიძლება გავუკეთოთ ან წავუშალოთ ცალკეული გვერდები.

Apply to ველში ვირჩევთ იმ პუნქტს, რომელსაც ვანიჭებთ ჩარჩოს Text -- გამოყოფილ ტექსტს ან Paragraph -- მიმდინარე აბზაცს.

Options საბრძანებო ღილაკს გამოაქვს დამატებითი Border and Shading Options ფანჯარა, რომელშიც რიცხობრივად მივუთითებთ ტექსტის დაშორებას ჩარჩოს ხაზებიდან.

Borders and Shading დიალოგური ფანჯრის Page Border ჩანართის ქვეფანჯარას ისეთივე აგებულება აქვს, როგორც Border ჩანართს, იმ განსხვავებით, რომ მას დამატებული აქვს Art ჩამონათვლის ველი Width ველის ქვემოთ.

Art ჩამონათვლის ველში ხდება გვერდის მხატვრული ჩარჩოს სტილის შერჩევა (გულები, ყვავილები, ფიგურული ჩარჩოები და ა.შ.)

Preview ველში დავინახავთ ტექსტისა და ჩარჩოს ურთიერთგანლაგებას, რომელიც შეიძლება ვარეგულიროთ Options საბრძანებო ღილაკის გამოყენებით.

Page Border დიალოგური ფანჯრის Aplly to ველში ვირჩევთ გვერდის ჩარჩოს მხატვრული გაფორმების პარამეტრებს:

Whole document - მთელ დოკუმენტს; This section - ტექსტის მოცემული (აქტიური) ნაწილის (სექციას); This section – First page only -- ტექსტის მოცემული ნაწილის მხოლოდ

პირველ გვერდს; This section – All except first page -- ტექსტის მოცემულ ნაწილს, გარდა

პირველი გვერდისა.

განვიხილოთ Borders and Shading დიალოგური ფანჯრის მესამე Shading ჩანართი, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება ტექსტის ფონი.

Page 8: Dokumentis Grafikuli Gaformeba 8mecadineoba

Fill განყოფილებაში მოცემულია ფერთა პალიტრა, რომლიდანაც შეირჩევა ჩარჩოს შიდა არის ფონის ფერი.

იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ ფერთა პალიტრაში სასურველი შევსების ფერი არ აღმოჩნდება, გავააქტიუროთ More colors…ბრძანება. ეკრანზე გამოჩნდება colors დიალოგური ფანჯარა ორი ჩანართით -- Standard და Custom.

Patterns განყოფილებაში მივუთითოთ ფიგურული ნაქარგის კონტურის სახეობა, ხოლო color ველში ნაქარგის ფერი.

გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ფერის ფონი, რომელიც სიმკვრივით აღემატება 20%-ს, შავ-თეთრ საბეჭდ მოწყობილობაზე (პრინტერზე) ბეჭდვისას ისე ფარავს ტექსტს, რომ მისი გარჩევა ძნელდება.

დასაწყისში დაბრუნება

Page 9: Dokumentis Grafikuli Gaformeba 8mecadineoba

7. ტექსტური სიების მარკირება და დანომვრა

MS Office Word საშუალებას აძლევს მომხმარებელს შექმნას მარკირებული და დანომრილი დოკუმენტი. თუმცა ეს ფუნქცია შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც აბზაცის დამუშავება და არა როგორც სტრიქონში სიმბოლოს ჩამატება. ამიტომ, თუ ჩვენ ჩავსვამთ ნომერს ან მარკერს Word-ის ფუნქციის საშუალებით, შემდგომში მისი წაშლა, როგორც სიმბოლოსი, შეუძლებელია (მონიშვნით და ღილაკის გააქტიურებით). ფუნქცია უნდა მოიხსნას აბზაცის ფორმატში.

ტექსტური სიების დანომვრა და მარკირება შესაძლებელია ფორმატირების ინსტრუმენტების ზოლის ღილაკების საშუალებით: -- Numbering – აბზაცის გადანომვრა და Bullets აბზაცის მარკირება. MS Office Word აბზაცს მიანიჭებს დანომრვის ან მარკირების სტატუსს, რომლის ფორმატსაც ტექსტური რედაქტორი თვითონ განსაზღვრავს გულისხმობის პრინციპით.

მარკირებისა და დანომვრის ფორმატირების გაცილებით მეტ შესაძლებლობებს იძლევა მენიუს Format > Bullets and Numbering …ბრძანება, რომლის გააქტიურების შედეგად ეკრანზე მიიღება Bullets and Numbering დიალოგური ფანჯარა ოთხი ჩანართით: Bullets მარკირება, Numbering ნუმერაცია, Outline Numbering დანომრვის მრავალდონიანი იერარქია და List Styles ჩამონათვლის სტილი.

Bulleted ჩანართიდან ვირჩევთ მარკერის სტილს Word -ის მიერ შემოთავაზებული სტანდარტული (ან ბოლოს გამოყენებული) სტილებიდან.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის საჭირო მარკერი არ არის დიალოგური ფანჯრის სტილების ჩამონათვალში, ვირჩევთ საბაზო სტილს და გავააქტიურებთ Customize… ღილაკს. Customize… ღილაკით ეკრანზე გამოდის დამატებითი Customize Bulleted List დიალოგური ფანჯარა, რომელსაც აქვს შემდეგი სახე:

Page 10: Dokumentis Grafikuli Gaformeba 8mecadineoba

Bullet character განყოფილებაში ვირჩევთ დამატებით მარკერის სტილს --ბოლო გამოყენებული 6 სტილიდან, ან ჩვენ თვითონ ვირჩევთ მას:

Character ...ღილაკის გააქტიურებით ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა Symbol, რომლიდანაც შესაძლებელია უამრავი სიმბოლოს ამორჩევა.

Font…ღილაკით ვიძახებთ Format Font დიალოგურ ფანჯარას, რომელშიც შევარჩევთ შრიფტის ზომას, ფერს და ფორმატს.

Picture ღილაკის გააქტიურებით ეკრანზე გამოდის Picture Bullet ჩამონათვალი, რომლიდანაც შესაძლებელია ავირჩიოთ ნახატი მარკირებისათვის.

Bullet position განყოფილების Indent at ველში მიეთითება მარკერის დაშორება მარცხენა კიდიდან;

Text position განყოფილებისTab space after -- ველში მიეთითება

მარკირებული ტექსტის პირველი სტრიქონის დაშორება მარცხენა კიდიდან;

Indent at -- ტექსტის დანარჩენი სტრიქონების დაშორება მარცხენა კიდიდან;

Preview ველში მაგალითის სახით ჩანს არჩეული მარკირების სტილის გამოსახულება.

Customize Bulleted List ფანჯარაში საჭირო პარამეტრების შერჩევის შემდეგ დავაწკაპუნოთ Ok ღილაკზე, რომლის გააქტიურებით ამორჩეული მარკერი ჩაემატება Bullets and Numbering დიალოგური ფანჯრის Bullet ქვეფანჯარაში.

Reset საბრძანებო ღილაკის გააქტიურებით Bulleted ფანჯარაში ვაბრუნებთ სტანდარტულ მარკერებს.

Numbered ჩანართიდან ვირჩევთ დანომრვის სტილს Word-ის მიერ შემოთავაზებული სტანდარტული (ან ბოლოს გამოყენებული ) სტილებიდან. სტანდარტული ჩამონათვალი შედგება არაბული ციფრებით, რომაული ციფრებით, ან ლათინური ასოებით წარმოდგენილი ნუმერაციის სტილისაგან. ნუმერაცია

შესაძლებელია ტექსტისგან გამოიყოს წერტილით ან მრგვალი ფრჩხილით.

სტანდარტულ სტილებთან ერთად Numbered ჩანართში დამატებულია ორი ჩამრთველი:

Restart Numbering --ხელახალი გადანომრვა;

Continue Privious list --გააგრძელოს გადანომრვა წინა ჩამონათვლიდან.

იმ შემთხვევაში თუ ჩვენთვის საჭირო დანომრვის სტილი არ არის დიალოგური ფანჯრის სტილების ჩამონათვალში, ვირჩევთ საბაზო სტილს და გავააქტიურებთ Customize... ღილაკს. Customize ...ღილაკით ეკრანზე გამოდის დამატებითი Customize Numbered List დიალოგური ფანჯარა, რომელსაც აქვს შემდეგი სახე:

Number format ველში ვირჩევთ ნუმერაციის სიმბოლოს ფორმატს. ნომრების

Page 11: Dokumentis Grafikuli Gaformeba 8mecadineoba

სიმბოლოს შეიძლება ერთვოდეს წერტილი, დახურული ფრჩხილი და ა.შ. ამისათვის კურსორი დავაყენოთ შესაბამის ველში და კლავიატურიდან ავკრიბოთ ნებისმიერი სიმბოლო. ანალოგიურად დაისმება ნომრების წინ უცვლელი სიმბოლო.

Font…ღილაკით ვიძახებთ Format Font დიალოგურ ფანჯარას, რომელშიც შევარჩევთ შრიფტის ზომას, ფერს და ფორმატს.

Number style ველიდან შესაძლებელია დანომრვის ძირითადი სტილის ცვლილება.

Start at ველში მიეთითება რიცხვი, რომლიდანაც იწყება დანომრვა. Number position განყოფილების Indent at ველში მიეთითება ნომრების

დაშორება მარცხენა კიდიდან, ხოლო მარცხენა ველით განისაზღვრება ნომრების ერთმანეთის მიმართ გასწორების წესი. მაგალითად: ერთნიშნა, ორნიშნა, სამნიშნა და ა.შ. ნომრების შემთხვევაში:

Left -- მარცხენა კიდის მიმართ გასწორება; Center -- ცენტრის მიმართ გასწორება; Right -- მარჯვენა კიდის მიმართ გასწორება;

Text position განყოფილების Tab space after – ველში მიეთითება დანომრილი ტექსტის პირველი სტრიქონის დაშორება მარცხენა კიდიდან;

Indent at -- ტექსტის დანარჩენი სტრიქონების დაშორება მარცხენა კიდიდან; Preview -- ველში მაგალითის სახით ჩანს არჩეული დანომრვის სტილის

გამოსახულება. Customize Numbered List ფანჯარაში საჭირო პარამეტრების შერჩევის

შემდეგ დავაწკაპუნოთ Ok ღილაკზე, რომლის გააქტიურებით ამორჩეული ნუმერაციის სტილი ჩაემატება Bullets and Numbering დიალოგური ფანჯრის Nambered ქვეფანჯარაში.

Reset საბრძანებო ღილაკის გააქტიურებით Nambered ფანჯარაში ვაბრუნებთ სტანდარტულ ნუმერაციის სტილს.

დასაწყისში დაბრუნება

8. მრავალდონიანი დანომრვა და მარკირება

დოკუმენტის ტექსტში მრავალდონიანი დანომრვისა და მარკირებისათვის გამოიყენება მენიუს Format > Bullets and Numbering ბრძანების მესამე ჩანართი Outline Numbering დანომრვის მრავალდონიანი იერარქია. მის დიალოგურ ფანჯარს აქვს შემდეგი სახე:

იმ შემთხვევაში თუ ჩვენთვის საჭირო მრავალდონიანი ჩამონათვლის სტილი არ არის დიალოგური ფანჯრის სტილების ჩამონათვალში, შევარჩიოთ საბაზო სტილი და გავააქტიუროთ Customize… ღილაკი.

Customize…ღილაკით ეკრანზე გამოდის დამატებითი Customize Outline Numbered List დიალოგური ფანჯარა, რომელსაც აქვს შემდეგი სახე:

Page 12: Dokumentis Grafikuli Gaformeba 8mecadineoba

Level განყოფილებიდან ნათლად ჩანს, რომ გადანომრვა ცხრა დონეზეა

შესაძლებელი. ველში მაგალითის სახით ჩანს გადანომრვის სქემა. Level განყოფილებაში რიგ-რიგობით მოინიშნება ცალკეული დონეები და

განისაზღვრება მათი დანომრვის სტილის პარამეტრები. ასეთი პარამეტრების შერჩევა განვიხილეთ Customize Numbered List დიალოგური ფანჯრის შესწავლისას.

დასაწყისში დაბრუნება