53
1 ERP სისტემა - APEX (I ნაწილი) შპს „რუთინა“ საქმიანობა: ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა: ნედლეულის შეძენა და მზა პროდუქციის დამზადება-რეალიზაცია. ამოცანის გადასაწყვეტად საჭიროა შესრულდეს შემდეგი ეტაპები: I. შპს „რუთინა“-ს რეკვიზიტების შევსება, საწესდებო კაპიტალის შევსება დამფუძნებლების მიერ; II. ძირითადი საშუალებების შეძენა მომწოდებლებისგან: შენობა-ნაგებობის შეძენა მომწოდებლისგან შპს „ნია“ და დაზგა-დანადგარების შეძენა მომწოდებლისგან შპს „BOSCH“ III. მონაცემთა კონტროლი და ანალიზი; IV. ნედლეულისა და მასალების შეძენა: 4.1 საწყობებისთვის ანგარიშების გახსნა; 4.2 მომწოდებლების ანგარიშების გახსნა; 4.3 საქონლის ცნობარის შექმნა: 4.3.1. საქონლის ტიპების ცნობარი; 4.3.2. საქონლის კატეგორიების ცნობარი; 4.3.3. საქონლის მწარმოებლების ცნობარი; 4.3.4. საქონლის ცნობარი; 4.3.5. საქონლის რეგისტრაცია. 4.4 ნედლეულის შეძენა. V. მომწოდებლებისგან მასალის შეძენა: ხე-ტყის მასალის შეძენა მომწოდებლისგან შპს“ბორჯომი“; წებოს და ლაქის შეძენა მომწოდებლისგან შპს „მარდი“. VI. ნედლეულის გადაცემა წარმოებაში, მზა პროდუქციის დამზადება და მზა პროდუქციის რეალიზაცია. VII. ანალიზური მოდული

ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

  • Upload
    others

  • View
    11

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

1

ERP სისტემა - APEX

(I ნაწილი)

შპს „რუთინა“

საქმიანობა: ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა: ნედლეულის შეძენა და მზა პროდუქციის

დამზადება-რეალიზაცია.

ამოცანის გადასაწყვეტად საჭიროა შესრულდეს შემდეგი ეტაპები:

I. შპს „რუთინა“-ს რეკვიზიტების შევსება, საწესდებო კაპიტალის შევსება

დამფუძნებლების მიერ;

II. ძირითადი საშუალებების შეძენა მომწოდებლებისგან:

შენობა-ნაგებობის შეძენა მომწოდებლისგან შპს „ნია“ და

დაზგა-დანადგარების შეძენა მომწოდებლისგან შპს „BOSCH“

III. მონაცემთა კონტროლი და ანალიზი;

IV. ნედლეულისა და მასალების შეძენა:

4.1 საწყობებისთვის ანგარიშების გახსნა;

4.2 მომწოდებლების ანგარიშების გახსნა;

4.3 საქონლის ცნობარის შექმნა:

4.3.1. საქონლის ტიპების ცნობარი;

4.3.2. საქონლის კატეგორიების ცნობარი;

4.3.3. საქონლის მწარმოებლების ცნობარი;

4.3.4. საქონლის ცნობარი;

4.3.5. საქონლის რეგისტრაცია.

4.4 ნედლეულის შეძენა.

V. მომწოდებლებისგან მასალის შეძენა:

ხე-ტყის მასალის შეძენა მომწოდებლისგან შპს“ბორჯომი“;

წებოს და ლაქის შეძენა მომწოდებლისგან შპს „მარდი“.

VI. ნედლეულის გადაცემა წარმოებაში, მზა პროდუქციის დამზადება და მზა პროდუქციის

რეალიზაცია.

VII. ანალიზური მოდული

Page 2: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

2

I . შპს „რუთინა“-ს რეკვიზიტების შევსება

შპს „რუთინა“-ს რეკვიზიტების შევსება ხდება “ადმინისტრირების” ჩანართიდან:

ადმინისტრირებაკომპანიის რეკვიზიტებირედაქტირებაშევავსოთ ჩანართები:

კომპანია, მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, ხელმძღვანელები.

საწესდებო კაპიტალის შევსება დამფუძნებლების მიერ

ანალიზური ანგარიშების შექმნა

პროგრამაში წინასწარ ჩადებულია სტანდარტული ანგარიშთა გეგმა - 4 ციფრიანი საბალანსო ანგარიშები.

საბალანსო ანგარიშის გამოყენების მიზნით უნდა შევქმნათ ქვეანგარიშები - 10-ნიშნა (ანალიზური

ანგარიშები). ანალიზური ანგარიშის ზოგადი სტრუქტურა ასეთია:

0000 - 0000 - 00

დამფუძნებელების ანგარიშის გახსნა

დამფუძნებლების რუსუდან სეთურიძისა და თინა მელქოშვილის დარეგისტრირება.

დამფუძნებლების დასარეგისტრირებლად საჭიროა თითოეული მათგანისთვის ანალიზური ანგარიშის

გახსნა.

პროგრამაში რომ გამოვიყენოთ დამფუძნებელი, ამისათვის ის წინასწარ უნდა დავარეგისტრიროთ

ცნობარში ანალიზური ანგარიშის სახით.

ცნობარებიანგარიშებიანალიზურიგანახლებადამატებაფანჯრის მონაცემების შევსება

საბალანსო ანგარიშის

ნომერი

რიგითი

ნომერი

ვალუტა

Page 3: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

3

დასახელება - რუსუდან სეთურიძე (საიდენტიფიკაციო კოდი - 00000000002)

დასახელება (EN) – არ არის სავალდებულო ველი

საბალანსო ანგარიში - 1460 კაპიტალის შევსებაზე პარტნიორების გრძელვადიანი

დავალიანების მიმდინარე ნაწილი.

რიგითი ნომერი - 0001

ვალუტა - GEL

კლიენტი - კლიენტის ველის შესავსებად უნდა მოვახდინოთ კლიენტის გასწვრივ

(+) ღილაკზე მოქმედება და დამფუძნებლ რუსუდან სეთურიძეზე (ს.კ. 00000000002) საინფორმაციო

ველების შევსება

აუცილებელი შესავსები ველებია: იურიდიული დასახელება, საიდენტ. N. და ვიმოქმედოთ

ბრძანებაზე შენახვა. დავბრუნდებით წინა ფანჯარაზე.

ალტ. ანგარიში - არ არის სავალდებულო ველი

გახსნის თარიღი - 03.01.2016

დახურვის თარიღი - არ გვჭირდება ამ მომენტისთვის.

აქტიური/პასიური - ჩამრთველი არ უნდა მოინიშნოს, ვინაიდან 1460000100 აქტიური ანგარიშია.

დამფუძნებლის რეგისტრირების დროს არ არის საჭირო მოინიშნოს რაოდენობრივი, გამოყენება

გარებალანსურ აღრიცხვაში და შეჩერებული.

შევინახოთ შევსებული მონაცემები.

ზუსტად ასეთივე თანამიმდევრობით დავარეგისტრიროთ დამფუძნებელი თინა მელქოშვილი

(საიდენტიფიკაციო კოდი - 00000000003).

Page 4: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

4

დამფუძნებელების რუსუდან სეთურიძისა და თინა მელქოშვილის მონაცემების რედაქტირება.

მონაცემების რედაქტირება უკვე შექმნილ ანალიზურ ანგარიშზე შესაძლებელია რედაქტირების ღილაკით.

ბანკისა და სალაროს ანგარიშების გახსნა. შპს „რუთინა“-ს საწესდებო კაპიტალის შევსებისთვის საჭიროა შეიქმნას ანგარიშები: 1210 - ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკებში (დასახელება - ეროვნული ვალუტა საქართველოს

ბანკში),

1110 - ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში (ცენტრალური სალარო),

1111 - ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში (სალარო N1), რომელიც მომავალში შეიძლება დაგვჭირდეს

საცალო გაყიდვებისთვის,

5150 - საწესდებო კაპიტალი შპს-ში (პასიური ანგარიშია, ამიტომ ველში „აქტიური/პასიური“ უნდა

ჩაირთოს ალამი).

თარიღი 04.01.2014.

დამატებაშევავსოთ გამოსული ფანჯარა

Page 5: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

5

„კლიენტში“ უნდა მიეთითოს შპს „რუთინა“(ს.კ. 000000005). მას ერთხელ ვარეგისტრირებთ

(+) ღილაკზე მოქმედებით, შემდგომში კი ამოვირჩევთ ჩამონათვალიდან. როგორც ზემოთ

აღვნიშნეთ შეგვიძლია შევსებული მონაცემების რედაქტირებაც.

ანალოგიურად, ზემოთ აღწერილის მიხედვით, შევქმნათ: 1110 - ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში

(ცენტრალური სალარო), 1111 - ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში - (სალარო N1) და 5150 - საწესდებო

კაპიტალი შპს-ში.

ბუღალტრული გატარებების შესრულება:

მოთხოვნა დამფუძნებლების მიმართ საწესდებო კაპიტალის შევსებაზე, თანხის შემოტანა

დამფუძნებლების მიერ ბანკში, თარიღი 07/01/2016.

გატარება - მოთხოვნა საწესდებო კაპიტალის შევსებაზე.

ბუღალტერიასაბუთის დამატებამემორიალური ორდერი (000) შევავსოთ გამოსული ფანჯარა

Page 6: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

6

შეგვიძლია შევსებული მემორიალური ორდერის რედაქტირება.

იგივენაირად გავატარებთ დამფუძნებელ თინა მელქოშვილზე, მოთხოვნა საწესდებო

კაპიტალის შევსებაზე.

გატარება - თანხის შემოტანა დამფუძნებლების მიერ ბანკში

ბუღალტერიასაბუთის დამატებამემორიალური ორდერი (000) შევავსოთ გამოსული

ფანჯარა

თარიღი 10.01.2016

იგივენაირად გავატარებთ დამფუძნებელ თინა მელქოშვილზე.

ERP სისტემა - APEX

(II ნაწილი) შპს „რუთინა“

Page 7: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

7

საქმიანობა: ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხნა: ნედლეულის შეძენა და მზა

პროდუქციის დამზადება-რეალიზაცია. ამოცანის გადასაწყვეტად საჭიროა შესრულდეს შემდეგი ეტაპები:

I. შპს „რუთინა“-ს რეკვიზიტების შევსება, საწესდებო კაპიტალის შევსება

დამფუძნებლების მიერ

II. ძირითადი საშუალებების შეძენა მომწოდებლებისგან:

შენობა-ნაგებობის შეძენა მომწოდებლისგან შპს „ნია“ და

დაზგა-დანადგარების შეძენა მომწოდებლისგან შპს „BOSCH“

III. მონაცემთა კონტროლი და ანალიზი

IV. ნედლეულისა და მასალების შეძენა:

4.1 საწყობებისთვის ანგარიშების გახსნა

4.2 მომწოდებლბის ანგარიშების გახსნა

4.3 საქონლის ცნობარის შექმნა:

4.3.1. საქონლის ტიპის ცნობარი

4.3.2. საქონლის კატეგორია

4.3.3. საქონლი მწარმოებლ;ების შექნა

4.3.4.საქონლის შეძენა

4.3.5.საქონლის რეგისტრაცია

4.4. ნედლეულის შეძენა

V. მომწოდებლებისგან მასალის შეძენა: ხე-ტყის მასალის შეძენა

მომწოდებლისგან შპს“ბორჯომი“, წებოს და ლაქის შეძენა მომწოდებლისგან შპს

„მარდი“

VI. მზა პროდუქციის რეალიზაცია: ნედლეულის გადაცემა წარმოებაში და მზა

პროდუქციის დამზადება

VII. ანალიზური მოდული

Page 8: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

8

1. ძირითადი საშუალებების შეძენა მომწოდებლებისგან მოვახდინოთ შენობა-ნაგებობის შეძენა მომწოდებლისგან - შპს „ნია“ და დაზგა-

დანადგარების შეძენა მომწოდებლისგან - შპს „BOSCH“.

ამისათვის საჭიროა:

ეტაპი 1 - შევქმნათ ანალიზური ანგარიშები ძირითად საშუალებებისთვის;

ეტაპი 2 - შევქმნათ ანალიზური ანგარიშები მომწოდებლებზე: შპს „ნია“ და შპს „BOSCH“;

ეტაპი 3 - გავხსნათ დღგ-ს ანგარიში;

ეტაპი 4 - მოვახდინოთ ფიქსირებული აქტივების მოდულში ძირითადი საშუალებების:

შენობებისა და დაზგა-დანადგარების რეგისტრაცია;

ეტაპი 5 - შევასრულოთ ნაგებობებისა და დაზგა-დანადგარების შეძენის ოპერაციები

ეტაპი 1: მოვახდინოთ შპს „რუთინა“–სთვის ანალიზური ანგარიშის – 2140 0001 00 ნაგებობები

საწარმოო მიზნებისათვის შექმნა

ცნობარებიანგარიშებიანალიზურიგანახლებადამატებაფანჯრის მონაცემების შევსება

2140 0001 00– ნაგებობები საწარმოო მიზნებისათვის, გაითვალისწინეთ, რომ უნდა ჩაირთოს ალამი რაოდენობრივ ველში. ეს იმ ანგარიშებზე ირთვება, სადაც უნდა მოხდეს რაოდენობრივი აღრიცხვა,

ერთვება მხოლოდ საწყობებს და ძირითადი საშუალების ანგარიშებს.

მოახდინეთ რიგითი ნომრის გენერაცია მოხრილი ისრით ყველა ანგარიშის გახსნის დროს.

ანალოგიურად მოვახდინოთ შპს „რუთინა“–სთვის ანალიზური ანგარიშის – 2150 0001 00 დაზგა–

დანადგარების (დამხერხავ–გამრანდავ–მაპროფილებელი დაზგა) შექმნა

ცნობარებიანგარიშებიანალიზურიგანახლებადამატებაფანჯრის მონაცემების შევსება

Page 9: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

9

2150 0001 00 – დაზგა–დანადგარები (დამხერხავ–გამრანდავ–მაპროფილებელი დაზგა).

გაითვალისწინეთ, რომ უნდა ჩაირთოს ალამი რაოდენობრივ ველში.

ეტაპი 2: მოვახდინოთ ნედლეულის მომწოდებელი შპს „ნია“–სთვის, რომლის საიდენტიფიკაციო

კოდია 000000009, ანალიზური ანგარიშის – 3190 0001 00 სხვა მოკლევადიანი ვალდებულებების

შექმნა. თარიღი - 15.01.2016 გაითვალისწინეთ, რომ 3190 არის პასიური ანგარიში და უნდა ჩავსვათ ალამი. გაითვალისწინეთ, რომ

საჭიროა კლიენტი შპს ნიას დამატება.

Page 10: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

10

მოვახდინოთ ანალიზური ანგარიშის – 3190 0001 00 სხვა მოკლევადიანი ვალდებულებების შექმნა

შპს „BOSCH“–სთვის, რომლის საიდენტიფიკაციო კოდია N000000010.

ეტაპი 3: გავხსნათ შპს „რუთინა“–სთვის დღგ-ს ანგარიში: 3340 0001 00– გადახდილი დღგ.

ეტაპი4: მოვახდინოთ ფიქსირებული აქტივების მოდულში ძირითადი საშუალებების:

შენობებისა და დაზგა-დანადგარების რეგისტრაცია

ამისათვის შევქმნათ ძირითადი საშუალებების: შენობებისა და დაზგა-დანადგარების

ფინანსური ჯგუფები

Page 11: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

11

შექმენათ ჯგუფი ნაგებობა (ჯგუფი საგადასახადო კოდექსით - ჯგუფი 4)

ფიქსირებული აქტივებიჯგუფები დამატება ფანჯრის მონაცემების შევსება.

მოვახდინოთ ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხნის შენობის რეგისტრაცია

ფიქსირებული აქტივები ფ.ა. ცნობარი დამატება ფანჯრის მონაცემების შევსება.

იგივე გაიმეორეთ დაზგა-დანადგარებისთვის. (ჯგუფი საგადასახადო კოდექსით - ჯგუფი 1 )

Page 12: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

12

ეტაპი 5: შევასრულოთ ნაგებობებისა და დაზგა-დანადგარების შეძენის ოპერაციები

შპს „ნია“–სგან შენობის ყიდვა. თარიღი 25.01.2016

საბუღალტრო გატარება - შენობა – ნაგებობის შეძენა შპს „ნიას“–გან

შესყიდვის ფასი – 100 000 ლარი

ბუღალტერიასაბუთის დამატებაFA1 ფიქსირებული აქტივების რეგისტრაციაშევავსოთ

გამოსული ფანჯარა

Page 13: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

13

დებეტი 2140 0001 00 – ნაგებობები საწარმოო მიზნებისათვის შპს „რუთინა“–სთვის

კრედიტი 3190 0001 00 – შპს „ნია“

იგივენაირად შევასრულოთ საბუღალტრო გატარება: დაზგა – დანადგარების შეძენა შპს

„BOSCH”-გან. შპს „BOSCH”–სგან დამხერხავ–გამრანდავ–მაპროფილებელი დაზგის ყიდვა (შესყიდვის ფასი – 20 000 ლარი)

Page 14: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

14

დებეტი 2150 000100 – მანქანა–დანადგარები (დამხერხავ–გამრანდავ–მაპროფილებელი დაზგა)

შპს „რუთინა“–სთვის

კრედიტი 3190 0002 00 –შპს “BOSCH”

2. გატარებებზე პროექტის რეჟიმის მოხსნა. გატარებების დროს ჩნდება fx - ნიშანი, რომელიც ნიშნავს, რომ შევიმუშავეთ გატარება პროექტის

სახით. ფიქსირებულ აქტივებთან მიმართებაში პროექტის სახით არსებულ საბუთზე მოქმედებების

შესრულება შესაძლებელია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ პროექტის სახით შენახულ საბუთზე

პროექტის მოხსნა აუცილებელია საქონელთან მიმართებაში, ასეთ შემთხვევაში საქონლის ნაშთები

ბუღალტრულად აღრიცხულია, თუმცა რეალიზაციას სისტემა ვერ განახორციელებს, პროექტის

Page 15: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

15

მოხსნამდე.

პროექტის მოსახსნელად გატარებულ საბუთებში მოვნიშნოთ ფიქსირებული აქტივების შეძენის

გატარება და კონტექსტურ მენიუში ამოვარჩიოთ ბრძანება „პროექტის მოხსნა“

3.კრედიტორული დავალიანება და მისი დაფარვა

დავათვალიეროთ შპს ნიას და შპს BOSCH-ის დავალიანებები, ამისთვის შევიდეთ:

ბუღალტერიაპირადი ბარათი

დასახელებაში ჩავწეროთ შპს ნია, განახლების ბრძანებით ამოვირჩიოთ საბალანსო ანგარიშებიდან.

გამოსულ ფანჯარაში „დამატების“ ბრძანებით ამოვირჩიოთ 000 მემორიალური ორდერი, შევასრულოთ

გავატარება და დავფაროთ დავალიანება.

დავალიანების თანხა - 118 000 ლარი,

თარიღი - 25/02/2016

დებეტი - 3190 - შპს „ნია“

კრედიტი - 1210 - ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკებში

Page 16: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

16

ზუსტად ასეთივე თანამიმდევრობით დავფაროთ შპს BOSCH -ის დავალიანება

დავალიანების თანხა - 23 600 ლარი, თარიღი - 25/02/2016

ERP სისტემა APEX – III ნაწილი

შპს „რუთინას“ შესახებ მონაცემების კონტროლი და ანალიზი

I. პირადი ბარათი (სრული ინფორმაცია და ა.შ.)

II. ცხრილების განლაგება, მონაცემების ფილტრაცია, დახარისხება, სვეტების დამალვა,

დამალული სვეტების გამოტანა, დაჯგუფება, განლაგების შეცვლა, განლაგების

შენახვა, გამოთვლები, სხვადახვა სახის ბრძანებები და ა.შ.

III. მონაცემთა ანალიზი PivotTable-ს საშუალებით, განლაგება, სვეტის ამოგდება,

დამატება, ფანჯრის გამოტანა, გაფილტვრა, ამორჩეული მონაცემების Excel-ში

გადატანა, Top 10 და ა.შ.

Page 17: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

17

I. პირადი ბარათი (სრული ინფორმაცია, დავალიანებები და ა.შ.)

ბუღალტერიაპირადი ბარათი

ავირჩით შპს „ნია“ და დავათვალიეროთ ფანჯრის მარჯვენა მხარეს გამოსული სრული ინფორმაცია შპს

„ნია“-ს შესახებ.

Page 18: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

18

II. ცხრილების განლაგება, მონაცემების ფილტრაცია, დახარისხება, სვეტების დამალვა, დამალული

სვეტების გამოტანა, დაჯგუფება, განლაგების შეცვლა, განლაგების შენახვა, გამოთვლები, სხვადახვა

სახის ბრძანებები და ა.შ.

გამოვიტანოთ ცხრილი: ბუღალტერიაგატარებული საბუთები

სურათზე მოცემული მონაცემები გაფილტრეთ თარიღის მიხედვით, ამისათვის თარიღის სვეტის

დასათაურებაში ჩაწერეთ თარიღი 25/01/2016 ან თარიღის სვეტის დასათაურებაში არსებული ფილტრის

ნიშანზე მოქმედებით ამოირჩიეთ 25/01/2016.

Page 19: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

19

Page 20: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

20

ფილტრაცია შეგვიძლია მოვახდინოთ ასევე ფილტრის რედაქტორის საშუალებით. ამისათვის

ცხრილის სვეტის დასათაურებაზე უნდა გამოვიტანოთ კონტექსტური მენიუ და ავირჩიოთ

ბრძანება

„ფილტრის რედაქტორი...“

ეკრანის ქვედა მხარეს Edit Filter სტრიქონში ჩანს ჩვენს მიერ შესრულებული ფილტრის

მიხედვით მონაცემთა ამორჩევის პარამეტრები

დავახარისხოთ მონაცემები ზრდადობით ან კლებადობით, ამისთვის ვიმოქმედოთ მაგ. თარიღის

სვეტის სათაურზე, ერთხელ მაუსის მოქმედება ზრდადობით დაალაგებს მონაცემებს, მეორედ

მოქმედება კი კლებადობით.

შესაძლებელია მოვახდინოთ სვეტის დამალვა ან გამოჩენა, ამისათვის მაუსი უნდა მივიტანოთ

სვეტის სათაურზე და კონტექსტური მენიუს საშუალებით ავირჩიოთ შესაბამისად „სვეტის

დამალვა“ ან

„დამალული სვეტები“.

ამავე დროს შესაძლებელია მონაცემები დავაჯგუფოთ გარკვეული ნიშნის მიხედვით. ამისათვის

საჭიროა ჯერ მოვახდინოთ დაჯგუფების პანელის გამოჩენა კონტექსტური მენიუს საშუალებით.

შემდეგ კი დაჯგუფების პანელზე შეგვიძლია „გადავიტანოთ“ ნებისმიერი სვეტის დასათაურება.

Page 21: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

21

დაჯგუფების პანელის მოხსნა შეიძლება ისევ კონტექსტური მენიუს საშუალებით.

სურათზე მოცემულია მონაცემთა დაჯგუფება თარიღის და ოპერაციის ტიპის მიხედვით.

Page 22: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

22

მოვახდინეთ თანმიმდევრობით კონტექსტური მენიუს საშუალებით დაჯგუფების გასუფთავება და დაჯგუფების პანელის წაშლა

Page 23: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

23

Apex-ი საშუალებას იძლევა მოვახდინოთ ცხრილის განლაგების შეცვლა. შეგვიძლია

არასასურველი სვეტები ჯერ გადავათრიოთ ქვემოთ ცარიელ სივრცეში, შემდეგ კი მოვახდინოთ

განლაგებისც დამახსოვრება კონტექსტური მენიუს საშუალებით. ამისათვის საჭიროა კურსორი

მივიყვანოთ ცხრილის სათაურის უკიდურეს მარცხენა სვეტში და ვიმოქმედოთ მაუსის მარჯვენა

ღილაკზე:

განლაგებასერვერიგანლაგებ

ის შენახვა და გამოსულ

ფანჯარაში განლაგებას

დავარქვათ სასურველი სახელი,

მაგალითად, განლაგება 1

თუ ჩავრთავთ უპირატესს, მაშინ ამ ცხრილთან მიმართვის დროს მონაცემების გამოტანა

ყოველთვის მოხდება ჩვენს მიერ შერჩეული განლაგების მიხედვით.

Page 24: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

24

III. მონაცემთა ანალიზი PivotTable-ს საშუალებით, განლაგება, სვეტის ამოგდება, დამატება,

ფანჯრის გამოტანა, გაფილტვრა, ამორჩეული მონაცემების Excel-ში გადატანა, Top 10 და ა.შ.

ბუღალტერიაანალიზიგატარებული საბუთები

გამოვა ასეთი სახის PivotTable-ის ტიპის ცხრილი

შეგვიძლია სურვილებისამებრ ვმართოთ ეს ცხრილი, მაგალითად, შევქმნათ ცხრილი თარიღის, კვირის

დღეების, ოპერაციის ტიპის და დებეტის დასახელების მიხედვით ამისთვის მაუსი მივიტანოთ სვეტების სათაურების ზოლზე და გამოვიტანთ კონტექსტური მენიუ,

Page 25: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

25

ავრჩიოთ ბრძანება Show Field List, ეკრანზე გამოვა ფანჯარა, საიდანაც ავაწყობთ სასურველ ცხრილს.

Page 26: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

26

Row Area ფანჯარაში მოვათავსოთ თარიღი და ოპერაციის ტიპი , Column Area ფანჯარაში -

ოპერაციის კოდი, Data Area-ში კი თანხა ლარებში.

დაჯამება შეგვიძლია შევცვალოთ საშუალო არითმეტიკულით, მაქსიმუმით, მინიმუმით და

ა.შ.

თითოეული სვეტის სათაურზე კონტექსტური მენიუს გამოტანის შემთხვევაში ვიმოქმედოთ Top

10 ბრძანებაზე და ამოვირჩიოთ მაგალითად, ყველაზე უმაღლესი 3 ან ყველაზე მცირე 5

რაოდენობის თანხები.

შეგვიძლია ამორჩეული მონაცემების გადატანა Excel-ის ცხრილში

მოახდინეთ მონაცემების ანალიზი ასევე თარიღის კონტროლის მიხედვით.

ბუღალტერიაანალიზითარიღის კონტროლი

ERP სისტემა - APEX –IV ნაწილი

Page 27: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

27

შპს „რუთინა“

საქმიანობა: ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა: ნედლეულის შეძენა და მზა

პროდუქციის დამზადება-რეალიზაცია.

ამოცანის გადასაწყვეტად საჭიროა შესრულდეს შემდეგი ეტაპები:

I. შპს „რუთინა“-ს რეკვიზიტების შევსება, საწესდებო კაპიტალის შევსება

დამფუძნებლების მიერ

II. ძირითადი საშუალებების შეძენა მომწოდებლებისგან:

შენობა-ნაგებობის შეძენა მომწოდებლისგან შპს „ნია“ და

დაზგა-დანადგარების შეძენა მომწოდებლისგან შპს „BOSCH“

III. მონაცემთა კონტროლი და ანალიზი

IV. ნედლეულისა და მასალების შეძენა:

4.1 საწყობებისთვის ანგარიშების გახსნა

4.2 მომწოდებლების ანგარიშების გახსნა

4.3 საქონლის ცნობარის შექმნა:

4.3.1. საქონლის ტიპის ცნობარი

4.3.2. საქონლის კატეგორია

4.3.3. საქონლის მწარმოებლების შექმნა

4.3.4.საქონლის შექმნა

4.3.5.საქონლის რეგისტრაცია

4.4. ნედლეულის შეძენა

V. მომწოდებლებისგან მასალის შეძენა: ხე-ტყის მასალის შეძენა მომწოდებლისგან

შპს“ბორჯომი“, წებოს და ლაქის შეძენა მომწოდებლისგან შპს „მარდი“

VI. მზა პროდუქციის რეალიზაცია: ნედლეულის გადაცემა წარმოებაში და მზა

პროდუქციის დამზადება

VII. ანალიზური მოდული

Page 28: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

28

IV. ნედლეულისა და მასალების შეძენა

4.1 საწყობისთვის ანალიზური ანგარიშების შექმნა

ნედლეულისა და მასალების შეძენის დროს თავდაპირველად ხდება ნედლეულისა და

მასალების მოთავსება საწყობში, რომელსაც ჰქვია „1620- ნედლეულის და მასალების საწყობი“.

შემდეგ საქონელი უნდა გადავიტანოთ საწყობში, რომელსაც ჰქვია „1630 - დაუმთავრებელი

წარმოება“ (იქ სადაც ხდება წარმოება). ბოლოს კი საქონელი მზა სახით გადადის საწყობში -

„1640 - მზა პროდუქციის საწყობი“. ამისათვის საჭიროა შეიქმნას შემდეგი ანალიზური ანგარიშები:

1620 - ნედლეული და მასალები სახელი: შპს „რუთინა“-ს ნედლეულის საწყობი - თარიღი:

25/02/2016, აქტიური ანგარიში, უნდა ჩაირთოს რაოდენობრივი 1630 - დაუმთავრებელი წარმოება - სახელი: შპს „რუთინა“-ს დაუმთავრებელი წარმოების

საწყობი, თარიღი: 25/02/2016, აქტიური ანგარიში, უნდა ჩაირთოს რაოდენობრივი

1640 - მზა პროდუქცია - სახელი: შპს „რუთინა“-ს მზა პროდუქცია, თარიღი: 25/02/2016,

აქტიური ანგარიში, უნდა ჩაირთოს რაოდენობრივი შემდგომში 1640-დან პირდაპირ განხორციელდება რეალიზაცია, რისთვისაც დამატებით

საჭიროა შეიქმნას შემდეგი ანგარიშები (აუცილებელია, რომ 6110 და 7210-ის რიგითი ნომრები

ემთხვეოდეს 1640 ანგარიშის რიგით ნომერს):

6110 - შპს „რუთინა“-ს შემოსავალი რეალიზაციიდან, თარიღი 25/02/2016, პასიური ანგარიში 7210 - შპს „რუთინა“-ს რეალიზებული (შეძენილი) საქონლის თვითღირებულება, თარიღი

25/02/2016, აქტიური ანგარიში

4.2 მომწოდებლების ანგარიშების გახსნა

მომწოდებლებისთვის (შპს „ნია“-სა და შპს „BOSCH“-ისთვის) ანგარიშები უკვე შექმნილი

გვაქვს.

4.3 საქონლის ცნობარის შექმნა:

4.3.1. საქონლის ტიპის ცნობარი

Page 29: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

29

ცნობარებიტიპებიგანახლებადამატება

შევქმნათ შემდეგი ტიპები: ავეჯი და ნედლეული.

Page 30: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

30

4.3.2 საქონლის კატეგორიები:

ცნობარებიკატეგორიებიგანახლებადამატება

შევქმნათ შემდეგი კატეგორიები: კარადა, სკამი, მაგიდა, თარო, ნედლეული

4.3.3. საქონლის მწარმოებლების შექმნა შევქმნათ საქონლის მწარმოებლები : სხვადასხვა და საკუთარი წარმოება.

მწარმოებელი „სხვადასხვა“ - უკვე შექმნილი გვაქვს.

შევქმნათ მწარმოებელი - „საკუთარი წარმოება“

ცნობარებიმწარმოებლებიგანახლებადამატება

აუცილებელია ველში „საკუთარი წარმოება“ ჩაისვას ალამი.

Page 31: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

31

4.3.4 შევქმნათ საქონელი: ცნობარებისაქონელიგანახლებადამატება

შევქმნათ შემდეგი საქონელი: სკამი პატარა - ერთეული: ცალი, კატეგორია: სკამი, დაშლა -1

სკამი საშუალო - ერთეული: ცალი, კატეგორია: სკამი, დაშლა -1

სკამი დიდი - ერთეული: ცალი, კატეგორია: სკამი, დაშლა -1

მაგიდა პატარა - ერთეული: ცალი, კატეგორია: მაგიდა, დაშლა -1

მაგიდა საშუალო - ერთეული: ცალი, კატეგორია: მაგიდა, დაშლა -1

მაგიდა დიდი - ერთეული: ცალი, კატეგორია: მაგიდა, დაშლა -1

კარადა პატარა - ერთეული: ცალი, კატეგორია: კარადა, დაშლა -1

კარადა საშუალო - ერთეული: ცალი, კატეგორია: კარადა, დაშლა -1

კარადა დიდი - ერთეული: ცალი, კატეგორია: კარადა, დაშლა -1

Page 32: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

32

თარო პატარა - ერთეული: ცალი, კატეგორია: თარო, დაშლა -1

თარო საშუალო - ერთეული: ცალი, კატეგორია: თარო, დაშლა -1

Page 33: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

33

თარო დიდი - ერთეული: ცალი, კატეგორია: თარო, დაშლა -1

ხის მასალა - ერთეული: კვ.მ, კატეგორია: ნედლეული დაშლა -1000

წებო - ერთეული: კგ, კატეგორია: ნედლეული დაშლა -1000

ლაქი - ერთეული: კგ, კატეგორია: ნედლეული დაშლა -1000

ლურსმანი - ერთეული: ცალი, კატეგორია: ნედლეული დაშლა -1

სახეხი- ერთეული: მეტრი, კატეგორია: ნედლეული დაშლა -1000

შემდგომში საჭიროა საქონლის რეგისტრაცია, საქონლის რეგისტრაციიის შემდეგ ვახდენთ

საქონლის შეძენას.

4.3.5 საქონლის რეგისტრაცია ცნობარებირეგისტრირებულიდამატება

რეგისტრაცია სჭირდება, როგორც ქარხანაში დასამზადებელ საქონელს, ასევე ნედლეულს.

ქარხანაში დასამზადებელი საქონლის დასარეგისტრირებლად ფანჯარაში შევავსოთ

შემდეგი ველები:

საქონელი:

შტრიხკოდი - 00000001 საქონელი:

სკამი პატარა მწარმოებელი:

საკუთარი წარმოება საქონლის

ტიპი: ავეჯი

Page 34: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

34

თვისებები:

საზომი ერთეული: ცალი

Page 35: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

35

ფანჯარაში შესავსებია ფასი საბითუმო და ფასი საცალო, რომელიც მომდევნო ეტაპზე

გამოდის რეალიზაციის ფორმაში, ვინაიდან საკუთარი წარმოებაა და არ ვიცით რა

ღირებულების ნედლეული დასჭირდება მზა პროდუქციის დამზადებას, ამიტომ

დროებით ცარიელ გრაფებს ვტოვებთ და თვითღირებულების განსაზღვრის შემდეგ

ვუთითებთ სარეალიზაციო საბითუმო და საცალო ფასებს.

ანალოგიურად დაარეგისტრირეთ ქარხანაში დასამზადებელი ყველა საქონელი:

საქონლის დასახელება შტრიხკოდი

სკამი საშუალო 00000002

სკამი დიდი 00000003

მაგიდა პატარა 00000004

მაგიდა საშუალო 00000005

მაგიდა დიდი 00000006

კარადა პატარა 00000007

კარადა საშუალო 00000008

კარადა დიდი 00000009

თარო პატარა 00000010

თარო საშუალო 00000011

თარო დიდი 00000012

ნედლეულის დასარეგისტრირებლად ფანჯარაში შეავსეთ შემდეგი ველები:

საქონელი:

შტრიხკოდი - 00000013

საქონელი: ხის მასალა

მწარმოებელი: სხვადასხვა

საქონლის ტიპი: ნედლეული

ანალოგიურად დაარეგისტრირეთ ნედლეული:

საქონლის დასახელება შტრიხკოდი საზომი ერთეული

წებო 00000014 კგ

ლაქი 00000015 კგ

ლურსმანი 00000016 ცალი

Page 36: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

36

სახეხი 00000017 მეტრი

Page 37: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

37

4.4. ნედლეულის შეძენა

ნედლეულის შესაძენად საჭიროა მოვახდინოთ ნედლეულის მომწოდებლების რეგისტრაცია

და მომწოდებლებისთვის შემდეგი ანალიზური ანგარიშების შექმნა: დასახელება: შპს „ბორჯომი“

კლიენტი: შპს „ბორჯომი“, საიდენტიფიკაციო კოდი 000000008, ქალაქი : ბორჯომი

საბალანსო ანგარიში : 3110 - მატერიალური ფასეულობების მოწოდებიდან წარმოქმნილი

ვალდებულება, თარიღი : 01/03/2016

გაითვალისწინეთ - ეს პასიური ანგარიშია. ანალოგიურად დაარეგისტრირეთ შპს “მარდი“, საიდენტიფიკაციო კოდი 000000009.

მოვახდინოთ ნედლეულის შეძენა

ბუღალტერიასაბუთის დამატება120 - საქონლის შეძენა შიდა ბაზარზე

თარიღი 5/03/2016

შეიძინეთ შპს „ბორჯომის“-გან 200 კვ.მ. ხე-ტყის მასალა, ერთეულის ფასი - 40 ლარი,

სულ - 8000 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

Page 38: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

38

დამატების ბრძანების გამოყენებით შეძლებთ ნედლეულის დამატებას ფანჯარაში

ანალოგიურად მოახდინეთ დანარჩენი ნედლეულის შეძენა შპს „მარდის“-გან.

ნედლეულის

დასახელება

რაოდენობა

ერთეულის ფასი

(ლარი)

სულ ფასი (დღგ-ს

ჩათვლით, ლარი)

ლაქი 300 კგ 15 4500

წებო 200 კგ 10 2000

ლურსმანი 300 ცალი 0,05 15

სახეხი 150 მეტრი 1 150

ERP სისტემა APEX – V ნაწილი

შპს „რუთინა“

Page 39: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

39

საქმიანობა: ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა: ნედლეულის შეძენა და მზა პროდუქციის

დამზადება-რეალიზაცია.

ამოცანის გადასაწყვეტად საჭიროა შესრულდეს შემდეგი ეტაპები:

I. შპს „რუთინა“-ს რეკვიზიტების შევსება, საწესდებო კაპიტალის შევსება დამფუძნებლების მიერ

II. ძირითადი საშუალებების შეძენა მომწოდებლებისგან:

შენობა-ნაგებობის შეძენა მომწოდებლისგან შპს „ნია“ და

დაზგა-დანადგარების შეძენა მომწოდებლისგან შპს „BOSCH“

III. მონაცემთა კონტროლი და ანალიზი

IV. ნედლეულისა და მასალების შეძენა:

4.1 საწყობებისთვის ანგარიშების გახსნა

4.2 მომწოდებლების ანგარიშების გახსნა

4.3 საქონლის ცნობარის შექმნა:

4.3.1. საქონლის ტიპის ცნობარი

4.3.2. საქონლის კატეგორია

4.3.3. საქონლის მწარმოებლების შექმნა

4.3.4.საქონლის შექმნა

4.3.5.საქონლის რეგისტრაცია

4.4. ნედლეულის შეძენა მომწოდებლებისგან: ხე-ტყის მასალის შეძენა მომწოდებლისგან

შპს“ბორჯომი“, წებოს, ლურსმანის, სახეხის და ლაქის შეძენა მომწოდებლისგან შპს „მარდი“

V. მზა პროდუქციის რეალიზაცია: ნედლეულის გადაცემა წარმოებაში და მზა პროდუქციის

დამზადება

VI. ანალიზური მოდული

მოსამზადებელი სამუშაოები მზა პროდუქციის წარმოებისა და

რეალიზაციისათვის.

Page 40: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

40

I. უფლებების ჩართვა

ადმინისტრირებაუფლებების მართვა

მარცხენა მხარეს მონიშნეთ მომხმარებლის სახელი (tsu001, tsu002..... ა.შ.)

მარჯვენა მხარეს ამოირჩიეთ თანამიმდევრობით ჩანართები. უფლებები ჩართეთ შემდეგ ჩანართებში: „ოპერაციები“, „საბალანსოები“, „ანგარიშები“, „საქონლის კატეგორიები“, „მწარმოებლები“, „საწყობები“.

(„როლებს“, „აქციებს“, „დინამიური ფორმებს“ და „ფილიალებს“ არ ჩაურთოთ უფლებები, დატოვეთ ისე,

როგორც არის).

II. საქონლის შიდა გადაადგილება ბუღალტერიასაბუთის დამატება990 - საქონლის შიდა ბაზარზე

თარიღი 10/04/2016

დებეტი 1630 – დაუმთავრებელი წარმოების საწყობი

კრედიტი 1620 - ნედლეულის საწყობი

იმოქმედეთ ბრძანებაზე „ახალი“ და გადაიტანეთ დაუმთავრებელი წარმოების საწყობში საქონლის

რაოდენობები. (ამოცანის სიმარტივისთვის გადაიტანეთ ნედლეულის სრული რაოდენობა, ხოლო

რეალურად საწყობიდან საწყობში ხდება იმ რაოდენობის გადატანა, რა რაოდენობაც გადაეცემათ)

იმოქმედეთ შენახვის ბრძანებაზე

Page 41: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

41

III. რეცეპტის შექმნა ცნობარებირეცეპტებისაქონლის წარმოების რეცეპტი

გამოვიძახოთ საქონლის წარმოების რეცეპტი.

აქ ხდება, მხოლოდ რეცეპტის დადგენა, რომელიც გამოიყენება წარმოების პროცესისთვის (მთავარია

საქონელს, რომელსაც ვამზადებთ მწარმოებელის გრაფაში მითითებული ჰქონდეს „საკუთარი

წარმოება“) და მასში შემავალი ნედლეული იყოს რეგისტრირებული.

ფანჯარაში ნიშნავს რომ საქონელზე რეცეპტი დადგენილია.

გამოვიძახოთ რედაქტირების ფანჯარა და შემდეგ დამატება.

Page 42: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

42

შევავსოთ ცალკეული საქონლის (მზა პროდუქციის) რეცეპტი ცხრილის მიხედვით:

დასახელება ხის მასალა

(კვ.მ.)

ლაქი

(კგ)

წებო

(კგ)

ლურსმანი

(ცალი)

სახეხი

(მეტრი)

სკამი პატარა 0.5 0.05 0.02 8 0.5

სკამი საშუალო 0.6 0.06 0.04 10 0.6

სკამი დიდი 0.8 0.08 0.06 12 0.8

მაგიდა პატარა 1 0.2 0.1 12 1

მაგიდა საშუალო 2 0.4 0.2 25 2

მაგიდა დიდი 4 0.6 0.4 40 4

კარადა პატარა 2 0.5 0.3 30 3

კარადა საშუალო 4 1 0.5 50 5

კარადა დიდი 6 1.5 1 80 8

თარო პატარა 1 0.02 0.01 8 0.5

თარო საშუალო 1.5 0.04 0.02 12 0.8

თარო დიდი 2 0.05 0.05 16 1

საქონლის თვითღირებულების ფასის დაანგარიშება რეცეპტის მიხედვით.

ფანჯრის მარცხენა მხარეს გამოჩნდება საქონლის სავარაუდო თვითღირებულება.

Page 43: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

43

IV.რეგისტრირებული საქონლის ფორმაში სარეალიზაციო ფასების მითითება

ცნობარებირეგისტრირებული

მოვნიშნოთ თითოეული საქონელი, ვიმოქმედოთ რედაქტირების ბრძანებაზე და გახსნილ ფანჯარაში

შევავსოთ ფასი საბითუმო და ფასი საცალო (რეცეპტის შექმნის დროს პროგრამის მიერ დათვლილი იქნა

საქონლის სავარაუდო თვითღირებულება, პატარა სკამის თვითღირებულებამ 18,52 ლარი შეადგინა.

ამის მიხედვით დადგინდა საქონლის საბითუმო და საცალო ფასები )

„პატარა სკამის“ შემთხვევაში ვთქვათ საბითუმო ფასმა 50 ლარი შეადგინა, საცალო ფასმა კი - 55 ლარი.

საქონლის საბითუმო და საცალო ფასები შეიტანეთ შემდეგი ცხრილის მიხედვით:

დასახელება თვითღირებულება საბითუმო ფასი საცალო ფასი

სკამი პატარა 18,51 50,00 55,00

სკამი საშუალო 22,37 60,00 65,00

სკამი დიდი 29,82 80,00 85,00

მაგიდა პატარა 38,64 104,00 109,00

მაგიდა საშუალო 77,32 208,00 213,00

მაგიდა დიდი 151,69 409,00 414,00

კარადა პატარა 80,50 217,00 222,00

კარადა საშუალო 158,89 428,00 433,00

კარადა დიდი 241,09 650,00 655,00

თარო პატარა 34,99 94,00 99,00

თარო საშუალო 52,71 142,00 147,00

თარო დიდი 70,38 190,00 195,00

Page 44: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

44

ERP სისტემა APEX – VI ნაწილი

შპს „რუთინა“

საქმიანობა: ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა: ნედლეულის შეძენა და მზა პროდუქციის

დამზადება-რეალიზაცია.

ამოცანის გადასაწყვეტად საჭიროა შესრულდეს შემდეგი ეტაპები:

I. შპს „რუთინა“-ს რეკვიზიტების შევსება, საწესდებო კაპიტალის შევსება დამფუძნებლების

მიერ

II. ძირითადი საშუალებების შეძენა მომწოდებლებისგან:

შენობა-ნაგებობის შეძენა მომწოდებლისგან შპს „ნია“ და

დაზგა-დანადგარების შეძენა მომწოდებლისგან შპს „BOSCH“

III. მონაცემთა კონტროლი და ანალიზი

IV. ნედლეულისა და მასალების შეძენა:

4.1 საწყობებისთვის ანგარიშების გახსნა

4.2 მომწოდებლების ანგარიშების გახსნა

4.3 საქონლის ცნობარის შექმნა:

4.3.1. საქონლის ტიპის ცნობარი

4.3.2. საქონლის კატეგორია

4.3.3. საქონლის მწარმოებლების შექმნა

4.3.4.საქონლის შექმნა

4.3.5.საქონლის რეგისტრაცია

4.4. ნედლეულის შეძენა მომწოდებლებისგან: ხე-ტყის მასალის შეძენა მომწოდებლისგან

შპს“ბორჯომი“, წებოს, ლურსმანის, სახეხის და ლაქის შეძენა მომწოდებლისგან შპს „მარდი“

V. მზა პროდუქციის რეალიზაცია: ნედლეულის გადაცემა წარმოებაში.

VI. მზა პროდუქციის წარმოება, საქონლის რეალიზაცია.

VII. ანალიზური მოდული

Page 45: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

45

I.რეგისტრირებული საქონლის ფორმაში სარეალიზაციო ფასების მითითება

საქონლის სარეალიზაციო ფასების მისათითებლად შეასრულეთ შემდეგი ბრძანება

ცნობარებირეგისტრირებული

მოვნიშნოთ თითოეული საქონელი, ვიმოქმედოთ რედაქტირების ბრძანებაზე და გახსნილ

ფანჯარაში შევავსოთ ფასი საბითუმო და ფასი საცალო შემდეგი ცხრილის მიხედვით:

დასახელება თვითღირებულება საბითუმო ფასი საცალო ფასი

სკამი პატარა 18,51 50,00 55,00

სკამი საშუალო 22,37 60,00 65,00

სკამი დიდი 29,82 80,00 85,00

მაგიდა პატარა 38,64 104,00 109,00

მაგიდა საშუალო 77,32 208,00 213,00

მაგიდა დიდი 151,69 409,00 414,00

კარადა პატარა 80,50 217,00 222,00

კარადა საშუალო 158,89 428,00 433,00

კარადა დიდი 241,09 650,00 655,00

თარო პატარა 34,99 94,00 99,00

თარო საშუალო 52,71 142,00 147,00

თარო დიდი 70,38 190,00 195,00

II. მზა პროდუქციის წარმოება ბუღალტერია->საბუთის დამატება-> 410 ოპერაცია

Page 46: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

46

თარიღი: 05/05/2016

დებეტი: 1640000100-მზა პროდუქცია

კრედიტი: 1630000100-დაუმთავრებელი წარმოების საწყობი

გამოსაშვები პროდუქტი: სკამი პატარა

რაოდენობა: 20 ცალი

დააჭირეთ ღილაკს გადათვლა, შემდეგ შენახვა.

II.ანალიზური ანგარიშების შექმნა

ცნობარებიანგარიშებიანალიზური ანგარიში

თარიღი 10/05/2016

დასახელება: ი/მ მღებრიშვილი ლია (საიდ. კოდი 00000000015)

1410 – მოთხოვნები იურიდიულ პირებზე საქონლის მიწოდებიდან და მომსახურების

თარიღი 10/05/2016

Page 47: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

47

შპს „რუთინა“

დასახელება: გადასახდელი დღგ

გავხსნათ ანგარიში 3330 0001 00– გადასახდელი დღგ შპს „რუთინა“–სთვის. (ეს პასიური ანგარიშია)

III.საქონლის რეალიზაცია საბითუმო რეალიზაცია

ბუღალტერიასაბუთის დამატება220 - რეალიზაცია

რაოდენობა - 5 ცალი

თარიღი 20/05/2016

დებეტი 1410 – ი/მ მღებრიშვილი ლია

კრედიტი 1640 - მზა პროდუქცია

Page 48: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

48

გრაფაში „რაოდენობა“ მიუთუთეთ სარეალიზაციო რაოდენობა - 5.

ვიმოქმედოთ შენახვის ღილაკზე

სალაროდან გაყიდვა

ბუღალტერიასაბუთის დამატება250 - საქონლის საცალო რეალიზაცია

რაოდენობა - 5 ცალი

თარიღი 25/05/2016

დებეტი 1110 – ცენტრალური სალარო

კრედიტი 1640 - მზა პროდუქცია

Page 49: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

49

ვიმოქმედოთ შენახვის ღილაკზე

საქონლის ნაშთების სანახავად შეასრულეთ ბრძანება:

საქონელინაშთებიმიმდინარე ნაშთები

ERP სისტემა APEX – VII ნაწილი

შპს „რუთინა“

საქმიანობა: ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა: ნედლეულის შეძენა და მზა პროდუქციის

დამზადება-რეალიზაცია.

ამოცანის გადასაწყვეტად საჭიროა შესრულდეს შემდეგი ეტაპები:

I. შპს „რუთინა“-ს რეკვიზიტების შევსება, საწესდებო კაპიტალის შევსება დამფუძნებლების

მიერ

II. ძირითადი საშუალებების შეძენა მომწოდებლებისგან:

Page 50: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

50

შენობა-ნაგებობის შეძენა მომწოდებლისგან შპს „ნია“ და

დაზგა-დანადგარების შეძენა მომწოდებლისგან შპს „BOSCH“

III. მონაცემთა კონტროლი და ანალიზი

IV. ნედლეულისა და მასალების შეძენა:

4.1 საწყობებისთვის ანგარიშების გახსნა

4.2 მომწოდებლების ანგარიშების გახსნა

4.3 საქონლის ცნობარის შექმნა:

4.3.1. საქონლის ტიპის ცნობარი

4.3.2. საქონლის კატეგორია

4.3.3. საქონლის მწარმოებლების შექმნა

4.3.4.საქონლის შექმნა

4.3.5.საქონლის რეგისტრაცია

4.4. ნედლეულის შეძენა მომწოდებლებისგან: ხე-ტყის მასალის შეძენა მომწოდებლისგან

შპს“ბორჯომი“, წებოს, ლურსმანის, სახეხის და ლაქის შეძენა მომწოდებლისგან შპს „მარდი“

V. მზა პროდუქციის რეალიზაცია: ნედლეულის გადაცემა წარმოებაში.

VI. მზა პროდუქციის წარმოება, საქონლის რეალიზაცია.

VII. ანალიზური მოდული

Page 51: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

51

I. გააანალიზეთ ბანკში შეტანილი და გადარიცხული თანხები

1.1 დაათვალიერეთ ბანკში შეტანილი და გადარიცხული თანხები

ნებისმიერი ბუღალტრული ნაშთის შემოწმება შესაძლებელია ბუღალტერიის მოდულის

გამოყენებით: ბუღალტერია=>პირადი ბარათი.

ფორმის მარცხენა ჩანართში ირჩევთ სასურველ ანგარიშს, ხოლო „განახლების“ ბრძანებით ფორმის მარჯვენა ნაწილში განთავსდება პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ბრუნვები

(მითითებული პერიოდის მიხედვით).

ბუღალტერიაპირადი ბარათი1210

დაათვალიერეთ ნაშთების სვეტი

Page 52: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

52

1.2 დაათვალიერეთ სალაროში რამდენი თანხა დარჩა

ბუღალტერიაპირადი ბარათი”salaro”

დასახელებაში შეიყვანეთ „სალარო“, სალაროში თანხის დასათვალიერებლად.

Page 53: ERP სისტემა - APEX (I ნაწილი)ekobizit.economics.tsu.ge/ApexERP.pdf · 2017-01-24 · 3 დასახელება - რუსუდან სეთურიძე

53

1.3 დაათვალიერეთ თანხები ბალანსის ფორმიდან

ბუღალტერიაბალანსიპერიოდიგანახლება

გაშლა, შეკუმშვის ღილაკით შესაძლებელია ბალანსის ფორმატის ცვლილება, თა

ვდაპირველად ფორმა საბალანსო ანგარიშების მიხედვით გამოდის ეკრანზე, გაშლის

ღილაკით კი საბალანსო ანგარიშების ქვეშ განთავსდება ანალიზური ანგარიშები.

მინუს ნიშნით გამოდის საკრედიტო ნაშთის მქონე ანგარიშები, შესაბამისად პასიური

ანგარიშები მინუს ნიშნით არის წარმოდგენილი.