8

Fanebi com (6)

Embed Size (px)

DESCRIPTION

სპორტულ ინტერნეტ-პორტალ Fanebi.Com-ის ყოველკვირეული ჟურნალის მეექვსე ნომერი.

Citation preview

Page 1: Fanebi com (6)
Page 2: Fanebi com (6)

2

— გერმანიის ეროვნულ ნაკრებში

ერთადერთი რგოლი, რომელშიც

პრობლემა არ ყოფილა მეკარის პოზიციაა.

რატომ არიან გერმანიაში ასეთი ძლიერი

მეკარეები?

— გერმანიაში მეკარეებს ძალიან კარგად

ავარჯიშებენ. ჩვენთან მხოლოდ ერთი კარგი

მეკარის ყოლა საკმარისი არ არის. შესაძლოა,

მოულოდნელად, ნომერ მეორე, მესამე ან

მეოთხე მეკარემ შეგცვალოს. ვფიქრობ, ეს ჩვენი

პლუსია და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება.

— რატომ მოისურვეთ მეკარეობა?

— სიმართლე გითხრათ, მეკარეობა არ

მინდოდა. მსურდა, მინდვრის მოთამაშე

ვყოფილიყავი. კარში კი, ძალით ჩამაყენეს.

— ამის გამო ხომ არ ბუზღუნებდით?

— პირველად, როცა კარებში ჩავდექი 4

წლის ვიყავი. მაშინ მეკარეებს ბურთი ყველაზე

ხშირად ხვდებოდათ, ამიტომ კარებში ყოფნა

არავის სურდა. თუმცა, ბოლოს კარებში დგომა

მაინც მომეწონა.

— თქვენი აზრით, ვინ არის ყველა

დროის საუკეთესო მეკარე?

— ძალიან რთული სათქმელია. ყველა

ეპოქას ჰყავდა თავისი გამორჩეული მეკარე. ჩემს

ბავშვობაში საუკეთესოდ ედვინ ვან დერ სარი

მიგვაჩნდა.

— თქვენი კარიერის განმავლობაში

რომელმა გაშვებულმა გოლმა

გაგაღიზიანათ ყველაზე მეტად?

— ორი წლის წინათ, ჩემპიონთა ლიგის

ფინალში დიდიე დროგბას თავით გატანილმა

გოლმა ყველაზე მეტად გამაბრაზა. ეს რომ არ

მომხდარიყო, 2012 წელს ჩემპიონთა ლიგას

„ბაიერნი“ მოიგებდა.

— მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის

ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის ნაკრებს განის,

პორტუგალიისა და ამერიკის შეერთებული

შტატების ნაკრებებთან მოუწევს

დაპირისპირება. როგორ შეაფასებდით

მეტოქეებს?

Page 3: Fanebi com (6)

3

— რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ძალიან

რთულ ჯგუფში მოვხვდით. თუმცა,

ამავდროულად, ისიც ვიცით, რომ სამივე მეტოქის

დამარცხება შეგვიძლია. ძლიერი მეტოქეები

გვყავს, ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა

ვიყოთ.

— 2002 წელს მეორე ადგილი. 2006 და

2010 წლებში კი - მესამე. ხომ არ მოვიდა

დრო იმისა, რომ გერმანელებმა

მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგონ?

— იმედი მაქვს, ასე მოხდება. ცხადია,

ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტები ჩვენ ვართ.

თუმცა, არსებობს რაღაც ცუდი დეტალები,

რომლებიც ჩემპიონატის მიმდინარეობისას თავს

იჩენენ.

— რას ელით მსოფლიოს 2014 წლის

ჩემპიონატისგან?

— როდესაც რომელიმე ქვეყანაში ნამყოფი

არ ხარ, იქ ყოველთვის დიდი მოლოდინით

მიდიხარ. ვიცი, რომ ბრაზილია ფეხბურთით

ცხოვრობს, იქ ეს სპორტის სახეობა სიგიჟემდე

უყვართ. ვფიქრობ, მსოფლიოს 2014 წლის

ჩემპიონატი ჩემი კარიერის განმავლობაში ერთ-

ერთი საუკეთესო ეპიზოდი იქნება.

ზვიად სიჭინავამ

ფეხბურთის

განვითარების პროგრამა

წარადგინა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის პრემიერ-

მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ინფრასტრუქტურისა და

რეგიონალური განვითარების მინისტრ დავით ნარმანიასთან

შეხვედრების შემდეგ, ფეხბურთის განვითარების პროექტი

ჟურნალისტებს წარუდგინა.

აღნიშნული პროექტი სამწლიანია და წელიწადში 33 მილიონი

ლარის დახარჯვას ითვალისწინებს, რაც ჯამში 99 მილიონ ლარი

გამოდის. უმაღლესი ლიგის 12 გუნდიდან თითოეული 1,5 ლარს

მიიღებს. ამ პროექტში უმაღლესთან ერთად, პირველი ლიგის

გუნდებიც იქნებიან ჩართულები და წელიწადში 400 000 ლარს

მიიღებენ. პროექტის თანახმად, პირველ ლიგაში 18 გუნდი მოიაზრება.

საქართველოს ჩემპიონატის, პირველი ლიგისა და თასის გათამაშების

საპრიზო ფონდი კი 7,8 მლნ. ლარი იქნება.

სიჭინავას თქმით, აღნიშნული პროექტი გულისხმოს არა

დაფინანსებას, არამედ კლუბების განვითარებას. სამწლიანი

დახმარების შემდეგ, კლუბის მენეჯმეტი იმ დონეზე უნდა იყოს

განვითარებული, რომ გუნდმა დამოუკიდებლად შესძლოს არსებობის

გაგრძელება. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების

შემთხვევაში, ფეხბურთის ფედერაციას თანხასთან არანაირი შეხება არ

ექნება და კლუბები ფინანსებს პირდაპირ სახელმწიფოსგან მიიღებენ.

ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ გეგმაში ადგილი

ფეხბურთის პოპულარიზაციასაც ეთმობა. საუბარია სკოლბურთის

განვითარებაზე. ასევე, პროექტში გათვალისწინებულია, უეფას და

სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში

ფეხბურთის განვითარების სამი ცენტრის გახსნა, სადაც 1500-მდე

მოზარდი აღიზრდება.

ზვიად სიჭინავამ ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ

გამოყოფილი 7 მილიონი ლარიდან ფედერაციამ 2 400 000 ლარი

კლუბებს გადასცა. სავარაუდოდ, ეს თანხა უმაღლესი ლიგის გუნდებს

მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში დაერიცხებათ.

სიჭინავამ თემურ ქეცბაიას ხელფასზეც ისაუბრა. ამიერიდან

ნაკრების მთავარი მწვრთნელის ანაზღაურებას ფეხბურთის

ფედერაცია გადაიხდის და ის წინა ციკლთან შედარებით 30

პროცენტით ნაკლები იქნება.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ასევე

განიხილებოდა 2015 წლის სუპერთასის ჩატარების დეტალები.

კერძოდ კი, აეროპორტის გაფართოება, სასტუმროები და ქალაქში

ფან-ზონების მოწყობა.

ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2017 წელს 19-

წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის

მისპინძლობაზე გეგმავს ოფიციალური განაცხადის შეტანას. ტურნირის

საქართველოში ჩატარების შემთხვევაში, პირველობას ოთხი

სტადიონი: "დინამო არენა", "მიხეილ მესხი", გორის "თენგიზ

ბურჯანაძე" და რუსთავის "ფოლადი" მიიღებენ. "ბასა", "მცხეთა-პარკი"

კი სავარჯიშო მოედნებად იქნება გამოყენებული.

Page 4: Fanebi com (6)

4

იტალიის ნაკრებისა და მილანის „ინტერის“

ყოფილი თავდამსხმელი კრისტიან ვიერი სამწვრთნელო

ლიცენზიის აღებას აპირებს: „ოფიციალურად:

სამწვრთნელო კურსის გავლას ვაპირებ“.

ბრაზილიის ნაკრების მეკარე ჟულიო სეზარი

იჯარის წესით კანადურ „ტორონტოში“ ითამაშებს.

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა

დიეგო მარადონამ მარიო ბალოტელი შეაქო: „სხვების

მსგავსად, მე არ ვაფასებ მას უარყოფითად. ის მშვენიერი

ფეხბურთელია, განსაკუთრებული, სხვებისგან

გამორჩეული“.

მარიო ბალოტელის მიმართ საქებარი სიტყვები

არც კრიშტიანუ რონალდუმ არ დაიშურა: „მარიოს

პირადად არ ვიცნობ და არც მაინტერესებს, რას აკეთებს

მოედნის მიღმა. მე მას ყოველთვის ვთვლიდი მაღალი

დონის ფეხბურთელად. ის „მილანისა“ და იტალიის

ნაკრების ღირსებას იცავს. ვთვლი, რომ ბალოტელი იმით

უნდა შეფასდეს, თუ რას აკეთებს მოედანზე. ყველაფერი,

რაც მის პირად ცხოვრებაში ხდება, არავის საქმე არ არის“.

(SKY SPORTS)

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა ნემანია ვიდიჩმა,

რომელსაც კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს

უმთავრდება, მილანის „ინტერში“ სამედიცინო შემოწმება

გაიარა და „ნერიაძურისთან“ სქემით „2+1“

ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ძალაში

პირველი ივლისიდან შევა. ოფიციალურად ეს ამბავი

თებერვლის ბოლოს უნდა გაცხადდეს. (RAI)

„სევილიას“ და ესპანეთის ნაკრების 21 წლის

მარცხენაფლანგელმა მცველმა ალბერტო მორენომ

მადრიდის „რეალთან“ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.

ფეხბურთელი „სამეფო კლუბში“ მომავალ სეზონში

გადაბარგდება. ტრანსფერი 21 მილიონ ევროდ ფასდება.

(Fichajes)

„მილანის“ თავდამსხმელი რობინიო ჩემპიონთა

ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, მადრიდის

„ატლეტიკოსთან“ გასამართ მატჩს ტრავმის გამო

გამოტოვებს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარცხენა

ბარძაყის კუნთი დაიშავა.

საჩემპიონთალიგო მატჩს გამოტოვებს მიუნხენის

„ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, რომელმაც

ჰემატომა ამოიკვეთა. ფრანგ ფეხბურთელს რამდენიმე

დღეში სირბილის ნებას დართავენ, თუმცა „არსენალთან“

გასამართ პირველ მატჩს მაინც გამოტოვებს.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და ნახევარმცველ ტიაგო

მოტას შორის კონტრაქტი 2016 წლამდე

გახანგრძლივდება. (L'Equipe)

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი

თავდამსხმელი ადრიანო დიდ ფეხბურთში დაბრუნდა. 31

წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელსაც ხვალ

იუბილე აქვს, „ატლეტიკო პარანაენსეს“ ღირსებას

დაიცავს.

მადრიდის „რეალი“ მზად არის, „პარი სენ-

ჟერმენის“ ფორვარდ ედინსონ კავანის სანაცვლოდ 57

მლნ. ევრო გაიღოს. 2013 წელს ურუგვაელმ „სამეფო

კლუბში“ გადასვლის სურვილიც გამოთქვა. (La Sexta)

„მილანის“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ

აღნიშნა, რომ რასიზმის გამოვლინება ყოვეთვის

განსაკუთრებულად აწუხებდა: „კრიტიკა არ მანაღვლებს.

მთავარი რამ, რაც ნამდვილად მაწუხებს, ეს რასიზმია.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ჩემი თამაში

მოსწონდეს, მაგრამ როდესაც საქმე რასიზმის

გამოვლინებასთან გვაქვს, აქ თავის შეკავება მიჭირს.

როგორღაც ამასაც გავუძლებ“. (Sky Sport Italia)

ცნობილი გერმანელი სპეციალისტი ფელიქს

მაგათი ლონდონის „ფულემის“ მთავარი მწვრთნელის

პოსტზე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ჰოლანდიელი

რენე მიოლენსტენი შეცვალა.

„რეალი“ ალვარო მორატასთან კონტრაქტის

გახანგრძლივებას და მის გასხვისებას აპირებს.

კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ,

რომ 5 მარტს, ჰაიტის ნაკრებთან გასამართ მატჩში ადნან

იანუზაის გამოძახება სურთ.

Page 5: Fanebi com (6)

5

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ნახევარმცველი მეჰმედ შოლი ტონი კროოსს მოუწოდებს, რომ კლუბში დარჩენა-

არდარჩენის საკითხზე ბავარიელებს პოკერს ნუ ეთამაშება. 24 წლის ფეხბურთელის მიმართ სერიოზულად დაინტერესდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი დევიდ მოიესი. კროოსს „ბაიერნთან“ მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში

ეწურება.

„ტონის მხრიდან ჭკვიანური არ არის „ბაიერნთან“ პოკერის თამაში. სწორედ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ახლა.

კროოსის ამჟამინდელი ხელფასი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დღეში ცხელი კერძი ორჯერ ჰქონდეს“, - აღნიშნა

შოლმა.

ეს განცხადა ომარ მომანის შთაგონების წყაროდ იქცა და კარიკატურისტმა მორიგი ნახატი შექმნა: კროოსი პოკერის

მაგიდას „ბაიერნის“ ხელმძღვანელებთან ერთად უზის, თუმცა მას უკან შოლი ექაჩება.

ომარ მომანის კიდევ ერთი კარიკატურა გონსალო იგუაინსა და დიეგო მარადონას ეძღვნება. სურათის შთაგონების

წყარო იგუაინის განცხადებაა.

„მინდა გავაკეთო ის, რაც თავის დროზე მარადონამ გააკეთა. პირველ რიგში, მინდა, მოვიგო მსოფლიოს ჩემპიონატი

და შემდეგ სკუდეტო. მარადონამ 1986 წელს მექსიკაში მუნდიალი მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი „ნაპოლი“ გადაიყვანა

ჭკუიდან. მინდა, რომ „ნაპოლიში“ კიდევ დიდ ხნის განმავლობაში დავრჩე. აქ მეფესავით ვარ“, - განუცხადა გონსალო

იგუაინმა „ლა გაძეტა დელო სპორტს“.

კარიკატურაზე აღბეჭდილია გონსალოს კორონაცია, მარადონა მას მეფის გვირგვინს ადგამს და არც არის

წინააღმდეგი, რომ მისი მიღწევები გაიმეოროს. განზე დგანან „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი რაფა ბენიტესი და

პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი. მსხვილი ხედით კი გამოსახულია გახარებული მარეკ ჰამშიკი.

Page 6: Fanebi com (6)

6

იტალიის ქალაქ ასტიში ადგილობრივი

კლუბის ცენტრალურმა თავდამსხმელმა მასკიომ

ერთ-ერთი ამხანაგური მატჩიც მიმდინარეობისას

ფეხი ბურთს ააცილა და მიწას დაჰკრა. დარტყმა

იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელმა

ფეხი სერიოზულად დაიზიანა. შემთხვევის

ადგილზე ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელსაც

ისტორიული ღირებულება გააჩნდა. მასკიომ ამ

„არქეოლოგიური აღმოჩენისთვის“ ფულადი

ჯილდო და სპეციალური პრიზიც მიიღო.

ფეხბურთი ოფიციალურად ექვს ქვეყანაში

არის აკრძალული, მათ შორის - ავღანეთში,

კამბოჯასა და გრენლანდიაში. ამერიკის შტატ

იუტაში ფეხბურთის თამაში მხოლოდ იმ

შემთხვევაშია დაშვებული, თუ მოედანი

ეკლესიიდან არანაკლებ 1,5 მილის

დაშორებითაა. ბეისბოლისთვის, გოლფისა და

ამერიკული ფეხბურთისთვის ეს მანძილი 0,5

მილით განისაზღვრება.

1969 წლის 3 ნოემბერს, დიდ ბრიტანეთში

ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უდისციპლინო

მატჩი გაიმართა. „ტონგჰემის ახალგაზრდულ

კლუბსა“ (სურეი) და „ჰაუ-ლის“ (ჰანთსი) შორის

შეხვედრა იმდენად უხეში გამოდგა, რომ მსაჯმა

22-ივე მოთამაშე დასაჯა, აქედან ერთ-ერთი

ფეხბურთელი და გვერდითი არბიტრი სულაც

საავადმყოფოში გააქანეს.

ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი „რა“,

რომელსაც საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდა,

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაშალა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ გუნდი ძირითადად

პოლიციელებისგან შედგებოდა და როდესაც

მათი მონაწილეობით მატჩები იმართებოდა, მათ

საგულშემატკივროდ სტადიონზე დანარჩენი

პოლიციელებიც მიდიოდნენ. ამით

სარგებლობდნენ ბოროტმოქმედნი და ქალაქში

ქაოსს აწყობდნენ. სამაგიეროდ, ტრიბუნებზე იყო

სამაგალითო წესრიგი.

Page 7: Fanebi com (6)

7

„ლაციოს“ ახალგაზრდული გუნდის

კამერუნელი ნახევარმცველი ჯოზეფ მინალა

რომაული დერბის წინ მეტად პოპულარული

გახდა: ფეხბურთელი გუნდის გაფართოებულ

შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა, საბოლოო

ჯამში, სათადარიგოთა სკამზეც ვერ მოხვდა.

მინალამ მთელი საფეხბურთო სამყარო

შოკში ჩააგდო. მიზეზი? ოფიციალური

დოკუმეტებით, ის 1996 წლის 24 აგვისტოს

დაიბადა. ინტერნეტის მომხმარებლები ამ

მონაცემს არ იჯერებენ და ფორუმებისა თუ

სოციალური ქსელების მეშვეობით ასეთ

კომენტარებს აკეთებენ:

„მინალა ამტკიცებს, რომ 17 წლისაა? მისი

პასპორტი მხოლოდ ნაკიან წლებს თვლის?“ -

@Houssem_HR.

„1996 წელს დაიბადა? მამაჩემივით გამოყურება!“ -

@Akram_A.

„კამერუნის ასაკით - 17, ევროპული ასაკით - 36“, -

@nechibou.

„ეს თუ 17 წლისაა, მაშინ მე ორ თვეში უნდა

დავიბადო“, - tornike.barca. (Fanebi.Com)

მინალას შემყურე, მართლაც რთულია,

დაიჯერო, რომ ის ჯერ 18 წლისაც არ არის.

„ლაციოში“ 2013 წლის აგვისტოში მოხვდა.

რომაელთა ახალგაზრდულ გუნდში ჩემპიონატის

ხუთ და თასის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა,

ასევე ითამაშა ვიარეჯოს ტურნირის ერთ

შეხვედრაში. საერთო ჯამში, 5 გოლი მიითვალა.

ასე გამოიყურება ჯოზეფი თავისი

თანაგუნდელებისფონზე. (მარცხნიდან პირველი)

ეს კი „უდინეზეს“ თავდამსხმელ ანტონიო დი

ნატალესთან ერთად გადაღებული სურათია. თუ

ოფიციალურ დოკუმენტებს დავუჯერებთ, როცა

მინალა ქვეყნიერებას მოევლინა, დი ნატალე უკვე

19 წლისა იყო.

ცეცხლზე ნავთი ინტერნეტ-პორტალ

senego.net-ზე გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ

დაასხა. სენეგალელ ჟურნალისტ ლამინ სამბას

მიერ მომზადებულ ინტერვიუში მინალას ციტატას

ვკითხულობთ: „17 წლის არ ვარ. რაც შეიძლება

სწრაფად უნდა მომეწერა ხელი კონტრაქტზე,

რათა აფრიკაში დატოვებული ჩემი ოჯახისთვის

ფული გამეგზავნა. აგვისტოში 42 წლის იუბილე

მქონდა. იმედი მაქვს, ეს ჩემს „ლაციოში“

დარჩენას ხელს არ შეუშლის“.

მოგვიანებით ფეხბურთელმა ეს განცხადება

უარყო: „ვებ-პორტალ senego.net-ზე წავიკითხე

სტატია, რომელშიც თითქოს ვამბობ, რომ მე იმ

ასაკის არ ვარ, რომელიც ოფიციალურ

დოკუმენტებში წერია. ეს ჩემთვის უცნობი ხალხის

მიერ დაწერილი ცრუ განცხადებაა“.

Page 8: Fanebi com (6)

3

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მაქს

ევანგელისტა მხარს მინალას უჭერს და ამბობს,

რომ ის მართლაც 17 წლისაა: „მინალა

წარმოუდგენლად სწრაფი ფეხბურთელია. მას 41

წელს ნამდვილად ვერ მისცემთ. ძალიან სწრაფად

დარბის“.

მინალას მხარესაა „ლაციოს“ კიდევ ერთი

ახალგაზრდა აფრიკელი ფეხბურთელი მამადუ

ტუნკარა, რომელიც აცხადებს, რომ ოფიციალური

დოკუმენტების გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ

სასაცილოა. ფიფას აგენტმა დიეგო ტავანომ კი

სულაც ასეთი რამ თქვა: „მინალას მისამართით

უსამართლო ბრალდებები გაისმა, თუმცა ჯოზეფი

სიმშვიდეს ინარჩუნებს. მას რთული ბავშვობა

ჰქონდა. თუ გაესაუბრებით, დარწმუნდებით, რომ

მინალა მართლაც 17 წლის ბიჭი გახლავთ“.

თუმცა, senego.net-ი აგრძელებს: „ხელთ

ჩაგვივარდა მინალას ფოტო, რომელზეც ის

მსხვილი ხედით არის აღბეჭდილი. ეს სურათი

ამტკიცებს, რომ ის ასაკოვანია. მამაკაცს პირის

გარშემო ნაოჭები 30-35 წლის შემდეგ უჩნდება...

თანაც, მინალას ბავშვობის რამდენიმე

მეგობარმაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ ის 37

წელზე მეტისაა“.

საქმე იქამდე მივიდა, რომ „ლაციოს“

ოფიციალური განცხადების გაკეთება მოუწია:

„კლუბი ფეხბურთელის ასაკსა და დოკუმეტებს

ადასტურებს. გარდა ამისა, ვიტოვებთ უფლებას,

ვუჩივლოთ მათ, ვინც ამბობს, რომ მოთამაშე

უფრო ხნიერია, ვიდრე ეს დოკუმენტებშია

მოცემული“.

მინალას ასაკის თემას ეხმაურება ისეთი

ავტორიტეტული გამოცემები, როგორებიცაა „ლა

გაძეტა დელო სპორტი“, „ბიბისი სპორტი“, „ESPN“.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეს შემთხვევა

ფეხბურთის ისტორიაში უნიკალურია.

ისტორიაში მოიძებნება რამდენიმე

შემთხვევა, როცა აფრიკელმა ფეხბურთელმა

ასაკი დაიკლო. მაგალითად, ტარიბო ვესტი...

ბელგრადის „პარტიზანის“ ყოფილი

ხელმძღვანელი ჟარკო ზეჩევიჩი იხსენებს:

„როდესაც ვესტი ჩვენთან გადმოვიდა, გვითხრა,

რომ ის 28 წლისა იყო. მოგვიანებით შევიტყვეთ,

რომ ვესტი სინამდვილეში 40 წლისა ყოფილა.

თუმცა, იმდენად კარგად თამაშობდა, რომ მის

ტრანსფერზე უარი ვთქვი“. 1997 წელს ვესტი

მილანის „ინტერში“ გადავიდა. ოფიციალური

მონაცემებით, ის ამ დროს 23 წლის იყო. თუ

ზეჩევიჩს დავუჯერებთ, ვესტი სინამდვილეში მაშინ

35 წლისა იყო. მოგვიანებით ვესტმა ზეჩევიჩის

სიტყვები უარყო და განაცხადა, რომ „პარტიზანის“

ყოფილი ხელმძღვანელი საღ ჭკუაზე არ არის.

რაც შეეხება მინალას, ის მის გარშემო

ამტყდარ იწილო-ბიწილოს ამ სიტყვებით

გამოეხმაურა: „შური ადამიანის სისუსტეა... ყველას

მადლობას გიხდით იმ სიყვარულისთვის,

რომელსაც თქვენგან ვიღებ. მინდა, რომ ოცნება

ავიხდინო და მუყაითად ვიმუშაო როგორც

ჩემთვის, ასევე თქვენთვის. FORZA LAZIO!“

2014 წლის 16 თებერვალი თბილისი, საქართველო (Fanebi.Com)

ჟურნალი Fanebi.com

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ჟურნალისტები: დიტო ჭიჭინაძე, ლევან ხარაზოვი, ბექა დოგრაშვილი

Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
8
Admin
Typewritten Text