14
შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)“- ს სესხების დაზღვევის პირობები

შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს ... sesxebis dazgvevis pirobebi +danarti.pdf ·

  • Upload
    others

  • View
    16

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

შპს “მიკროსაფინანსო

ორგანიზაცია ბი.აი.ჯი

(ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)“- ს

სესხების დაზღვევის პირობები

1. ტერმინთა განმარტებები

1.1 დამზღვევი

შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)”

1.2 მზღვეველი

სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგი”

1.3 დაზღვეული / მსესხებელი

შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)”-ს მსესხებელი ფიზიკური პირი.

1.4 მოსარგებლე

შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)”, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უფლებამოსილია, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება, წინამდებარე სადაზღვევო

01

პირობების შესაბამისად.

1.5 სადაზღვევო თანხა

მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება მოსარგებლეზე.

1.6 სადაზღვევო შემთხვევა

60 წლის ასაკის ჩათვლით დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული გარდაცვალება ან 61 წლის და მეტი ასაკის დაზღვეულის გარდაცვალება უბედური შემთხვევით, რომელიც იფარება წინამდებარე დაზღვევის პირობებით და არ ხვდება გამონაკლისთა ნუსხაში.

1.7 უბედური შემთხვევა

გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი შემთხვევა, გამოწვეული თვალსაჩინო გარეგანი ძალის ზემოქმედებით, რომელიც განაპირობებს დაზღვეულის გარდაცვალებას.

1.8 ავტომატური დაზღვევის ფარგლები

თანხის ოდენობა, რომელზე ნაკლები სესხის შემთხვევაშიც მსესხებელი იზღვევა ავტომატურად, ყოველგვარი დამატებითი სადაზღვევო პროცედურის გარეშე.

1.9 მზღვეველის პასუხისმგებლობა

მზღვეველის პასუხისმგებლობა კონკრეტულ სადაზღვევო შემთხვევასთან მიმართებაში ტოლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის შესაბამისი სესხის დაუფარავი ოდენობისა, დარიცხული პროცენტის თანხის გამოკლებით, მაგრამ არაუმეტეს ავტომატური დაზღვევის ფარგლებისა; ამასთან, ავტომატური დაზღვევის შემთხვევაში, მიუხედავად სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის მსესხებლის ჯამური სასესხო ვალდებულების მოცულობისა, ერთ მსესხებელთან მიმართებაში მზღვეველის პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვრება სადაზღვევო შემთხვევისას ამ მსესხებელთან მიმართებაში მოქმედი შესაბამისი ავტომატური ლიმიტით.

2. მსესხებელი და დაზღვევის პროცესი

02

შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)“-ს მსესხებლებისათვის, რომელთა ასაკიც დაზღვევის მომენტში არ აღემატება 50 წელს, ავტომატური დაზღვევის ფარგლები განისაზღვრება 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით.

მსესხებლებისათვის, რომელთა ასაკიც დაზღვევის მომენტში აღემატება 50 წელს და არ აღემატება 65 წელს, ავტომატური დაზღვევის ფარგლებია 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარი.

მსესხებლები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ავტომატურ დაზღვევას, შესაძლებელია დაზღვეულ იქნენ ინდივიდუალურად - დასაზღვევი პირის მიერ დანართი#1-ის - საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის განაცხადის შევსების შემდეგ, მზღვევლის მიერ დამატებითი სადაზღვევო პროცედურის ჩატარების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ პირი არ ექვემდებარება ავტომატურ დაზღვევას და მისი დაზღვევა შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალურად, მაგრამ მას არ წარმოუდგენია საჭირო ინფორმაცია დამატებითი სადაზღვევო პროცედურის ჩასატარებლად, მასზე გავრცელდება ავტომატური დაზღვევის დაფარვა ასაკის შესაბამის თანხობრივ ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დასაზღვევი პირის ასაკი აღემატება 65 წელს.

დაზღვევის ვადის გასვლის, ვადის გაუქმების ან პირობების მატერიალური ცვლილების (როგორიცაა სადაზღვევო დაფარვა ან ფასი) შემთხვევაში მსესხებლის ინფორმირება მოხდება ცვლილების ძალაში შესვლამდე მინიმუმ 30 დღით ადრე, შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)“-ის სერვის-ცენტრებსა და ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების გზით და/ან რომელიმე ალტერნატიული საკომუნიკაციო საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, სატელეფონო და სხვა.

შპს „ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)“ -ს (ს/კ 204559156) მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში კლიენტს (მომხმარებელს) უფლება აქვს კომპანიას მიმართოს პრეტენზიით (რომლის სტანდარტული ფორმის მიღება შესაძლებელია კომპანიის სერვის-ცენტრებში, ასევე კომპანიის ინტერნეტ ვებ-გვერდზე: www.big.com.ge). კლიენტის პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე სათანადო ფორმით შედგენილი წერილობითი პრეტენზიის კომპანიის მიერ მიღების მომენტიდან. პრეტენზიას განიხილავს კომპანიის “მარკეტინგის და ხარისხის მართვის განყოფილება“.

პრეტენზიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ „ კლიენტს“ ეცნობება წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით (ელექტრონული, ციფრული ან სხვა). პრეტენზიის განხილვის პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ინტერნეტ ვებ-გვერდზე: www.big.com.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (032) 2 950 950. პრეტენზია უნდა იყოს ჩამოყალიბებული და მისი შინაარსი გასაგები, წინააღმდეგ შემთხვევაში შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)-ს“ უფლება აქვს კლიენტს მოსთხოვოს პრეტენზიის დაზუსტება ან მისი წერილობით წარმოდგენა. წერილობით დაფიქსირებულ პრეტენზიაზე შპს „ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)“ კლიენტს გაუგზავნის პასუხს პრეტენზიის აღრიცხვიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლოვაში.

მსესხებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევაზე - როგორც სესხის დამტკიცებამდე, ისე სესხის გაცემის შემდგომ. უკვე გაცემული სესხის დაზღვევის გასაუქმებლად მსესხებელმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი მოთხოვნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)“-ის სერვის-ცენტრებში დაზღვევის გაუქმებამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე.

3. დაზღვეული რისკები და გამონაკლისები

03

წინამდებარე პირობებით იზღვევა დამზღვევის სესხების პორტფელი, კერძოდ კი, დამზღვევის ფინანსური ინტერესი დაზღვეულის მიმართ.

3.1 დაზღვეულ რისკს წარმოადგენს:

3.1.1 დაზღვეულის გარდაცვალება ნებისმიერი მიზეზით; ან

3.1.2 დაზღვეულის გარდაცვალება მხოლოდ უბედური შემთხვევით;

გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ გამოწვეულია ქვემოთ მოცემული მოვლენებით:

• ომი, დაპყრობა, უცხოელი მტრების ქმედებები, საომარი მოქმედებები (მიუხედავად იმისა, გამოცხადებულია ომი თუ არა), სამოქალაქო ომი, აჯანყება, რევოლუცია, გაფიცვა, ნებისმიერი პირის ქმედებები, რომელიც მოქმედებს რაიმე ორგანიზაციის დავალებით ან დამოუკიდებლად და მიზნად ისახავს დე იურე ან დე ფაქტო ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით დამხობას ან მასზე ზეგავლენას ტერორისტული ან ძალისმიერი მეთოდებით.

• მაიონიზირებელი გამოსხივება, გარემოს რადიაქტიური დაბინძურება, ბირთვული საწვავის აალება.

• დაზღვეულის ნარკოტიული, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფსიქოტროპული ნივთიერება დანიშნული იყო შესაბამისი ლიცენზიის მქონე ექიმის მიერ და მიღებული იყო დაზღვეულის მიერ ექიმის დანიშნულებით განსაზღვრული მიღების წესის ზედმიწევნით დაცვით). ასევე, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი დაზღვეულის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას დამდგარი ავტოსაგზაო შემთხვევა.

• დაზღვეულის მიერ ჩადენილი თვითმკვლელობა ან თვითმკვლელობის მცდელობა, განზრახ თვითდაზიანება.

• დაზღვეულის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა ან სხეულის დაზიანება, რომლის პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მონაწილედ გვევლინება მოსარგებლე.

• დაზღვეულის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ან ამგვარის მცდელობა.

• დაზღვეულის ფსიქიკური ავადმყოფობა ან გონების დაბინდვა.

• დაზღვეულის მონაწილეობა სამხედრო ან საპოლიციო ოპერაციის ჩატარებაში.

• დაზღვეულის მონაწილეობა სიჩქარეზე შეჯიბრში ნებისმიერი სახმელეთო, საჰაერო ან საწყალოსნო საშუალებების გამოყენებით.

• დაზღვეულის შიდსი-თ დაავადება ან აივ-ით ინფიცირება.

• დაზღვეულის მიერ საკუთარი ნებით ხიფათში თავის ჩაგდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი ქმედება მიმართულია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

04

• დაზღვეულის მიერ სანაძლეოს პირობების, აკრობატული ილეთების შესრულება, რეკორდის დამყარება ან ამის მცდელობა.

• მშობიარობასთან ან ორსულობასთან მთლიანად ან ნაწილობრივ დაკავშირებული გართულებები.

• დაზღვეულის მონაწილეობა პროფესიულ სპორტის სახეობებში (შეჯიბრი, წვრთნა, საჩვენებელი გამოსვლა).

• დაზღვეულის მონაწილეობა შემდეგი სამოყვარულო სპორტის სახეობებში: საბრძოლო სახეობები, აკვალანგით ყვინთვა, პარაშუტით ან დელტაპლანით ხტომა, კლდეზე ცოცვა, ალპინიზმი, სპელეოლოგია.

• დაზღვეულის გარდაცვალება დაზღვევის მომენტიდან პირველი თორმეტი თვის განმავლობაში, თუ გარდაცვალების უშუალო მიზეზია ისეთი მძიმე დაავადება, როგორიცაა: ავთვისებიანი სიმსივნე, ღვიძლის ფიბროზი და ციროზი, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, ჰეპატიტი C, ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ტუბერკულოზი, გულის ქრონიკული რევმატული ავადმყოფობები, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის სხვა თანდაყოლილი ანომალიები, შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებები, სისტემური ატროფიები გამოწვეული ცენტრალური ნერვული სისტემის პირველადი დაზიანებით, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი და მათი გართულებები, ცერებროვასკულარული დაავადებები, კარდიომიოპათია.

4. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წესი

05

4.1 სადაზღვევო შემთხვევის (გარდაცვალების) დადგომის შემთხვევაში მზღვეველს უნდა წარედგინოს გარდაცვალების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები მაქსიმალურად გონივრულ ვადებში:

ა) დაზღვეულის გარდაცვალების მოწმობა;

ბ) სამედიცინო მოწმობა დაზღვეულის გარდაცვალების შესახებ (ფორმა #106/ს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დაზღვეულის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი, გარდაცვალების თარიღი, ადგილი და დაზღვეულის ასაკი), ამასთან, თუ მოწმობა არ შეიცავს ჩამოთვლილ ინფორმაციას, სავალდებულოა, გარდაცვლილის გაკვეთის საფუძველზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა, სადაც მითითებული იქნება გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი;

გ) უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაცემული ცნობა; ექსპერტიზის დასკვნა გარდაცვალების მიზეზის შესახებ, თუ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიების ხელთ არსებული დოკუმენტაცია (საქმის მასალები);

დ) კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე მზღვეველი უფლებამოსილია, მოითხოვოს შემთხვევასთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაცია.

4.2 მზღვევლი ვალდებულია გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება შემთხვევის დამადასტურებელი 4.1 მუხლში მითითებული ყველა აუცილებელი დოკუმენტის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

4.3 შემთხვევის დამადასტურებელი 4.1 მუხლში მითითებული ყველა აუცილებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შემთხვევა არ ექვემდებარება მზღვეველის მიერ განხილვას და ზარალი არ ანაზღაურდება.

4.4 მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურებაზე მოტივირებული უარის თქმის შემთხვევაში, მოსარგებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაზღვეულის მემკვიდრეების ვალდებულებად რჩება. ამგვარ შემთხვევებში, დაზღვეულის მემკვიდრეებს არ აქვთ უფლება მოთხოვონ მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურება. სადაზღვევო ანაზღაურებაზე განაცხადის გაკეთება და სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნა მხოლოდ მოსარგებლის უფლებამოსილებაა.

4.5 კონკრეტული დაზღვეულის მიმართ დაზღვევის მოქმედება დასრულებულად/შეწყვეტილად ითვლება შემდეგ შემთხვევებში:

4.5.1 დაზღვეულის გარდაცვალების და შესაბამისი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ;

4.5.2 დაზღვეულის მიერ დამზღვევის მიმართ არსებული სასესხო დავალიანების დაფარვისას;

4.5.3 არაუფლებამოსილი მსესხებლის დაზღვევისას (ანუ ისეთი პირის, რომელიც არ ექვემდებარება დაზღვევას სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისით #CL/BIG - 00001/17 დადგენილი პირობების თანახმად).

4.5.4 დამზღვევსა და დაზღვეულს შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას თავდაპირველად განსაზღვრული სესხის დაფარვის გრაფიკით დადგენილი ბოლო თარიღის შემდგომ უწყვეტი 60 (სამოცი) დღიანი პერიოდის ბოლო დღის 24:00 საათზე.

06

4.5.5 მსესხებლის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)“-ის სერვის-ცენტრებში საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის შეწყვეტაზე წერილობითი მოთხოვნის წარმოდგენის და ორგანიზაციის მხრიდან აღნიშნული მოთხოვნის დადასტურების შემდეგ.

4.6 მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ნებისმიერი დავა, მათ შორის დაკავშირებული დაზღვევის პირობების შეუსრულებლობასთან, მოშლასთან, შეწყვეტასთან და ბათილობასთან, განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს საქართველოს შესაბამისი იურისდიქციის სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ დაზღვეული სესხის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

დანართი #1

07

საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის განაცხადი

ზოგადი ინფორმაცია დასაზღვევი პიროვნების შესახებ

სახელი, გვარი:

სქესი: მდედრობითი მამრობთი

დაბადების თარიღი:

მსესხებლის პირადი ნომერი:

მსესხებლის მისამართი:

მსესხებლის საკონტაქტო ნომერი და ელ. ფოსტა:

სამუშაო ადგილი, თანამდებობა:

სიცოცხლის დაზღვევის ლიმიტი (ლარი):

კრედიტ ოფიცრის სახელი და გვარი:

ფილიალის/სერვის ცენტრის სახელწოდება:

კრედიტ ოფიცრის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომრები, ელ. ფოსტა):

სასესხო ხელშეკრულების ნომერი:

სესხის ტიპი: აგრო იპოთეკური მიკრო სამომხმარებლო სხვა

ინფორმაცია დასაზღვევი პირის ჯანმრთელობის შესახებ

სიმაღლე (სმ):

წონა (კგ):

კითხვები მხოლოდ ქალბატონებისათვის

ხართ თუ არა ამჟამად ორსულად? დიახ არა

თუ ხართ, რომელ თვეში?

სადაზღვევო პირობები

ინფორმაცია სასესხო ხელშეკრულების შესახებ

სესხის ოდენობა (ლარი):

08

გთხოვთ, მიუთითოთ, აღგენიშნებოდათ თუ არა ქვემოთ ჩამოთვლილირომელიმე დაავადება და/ან პათოლოგიური მდგომარეობა

გთხოვთ, თითოეულ კითხვას, დადებითი პასუხის შემთხვევაში, უპასუხოთ დეტალურად და მიუთითოთდაავადების ხანგრძლივობა, სამკურნალო დაწესებულება, მკურნალი ექიმი, მკურნალობის შედეგი

ეპილეფსია, გონების დაკარგვის ეპიზოდი, ნერვული სისტემის რომელიმე სხვა დაავადება?

დიახ არა

ასთმა, ბრონქიტი, პლევრიტი, პნევმონია, ტუბერკულოზი, სასუნთქი სისტემის რომელიმე სხვა დაავადება?

დიახ არა

ტკივილი გულ-მკერდის არეში, მომატებული არტერიული წნევა, გაძლიერებული პულსაციის შეგრძნება, სუნთქვისგაძნელება, სტენოკარდიული შეტევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის რომელიმე სხვა დაავადება?

დიახ არა

საჭმლის მონელების გაძნელება, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, რეციდიული დიარეა(ფაღარათი), საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რომელიმე სხვა დაავადება?

დიახ არა

დიაბეტი (I ან II ტიპის), თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ან შარდის გამომყოფი სისტემის რომელიმე სხვადაავადება?

დიახ არა

09

რევმატიული ცხელება, ართრიტი, პოდაგრა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის რომელიმე სხვა დაავადება?

დიახ არა

სიმსივნე, ნეოპლაზმა (ახალწარმონაქმნი), გადიდებული ლიმფური კვანძები, სისხლმბადი სისტემის რომელიმე სხვადაავადება?

დიახ არა

უცნობი ეტიოლოგიის პერიოდული ან მუდმივი ცხელება, წონის დაკლება, კანის რომელიმე დაავადება?

დიახ არა

სქესობრივი გზით გადამდები დაავადება ან ნებისმიერი სახის ვირუსული დაავადება (მაგ.: B ან C ჰეპატიტი, შიდსი დასხვა?

დიახ არა

თვალის, ყელის, ცხვირის, ყელის ან პირის ღრუს რომელიმე დაავადება?

დიახ არა

ხერხემლის სვეტის ან გულ-მკერდის დაავადებები?

დიახ არა

10

კითხვები დასაზღვევი პიროვნების ცხოვრების წესის შესახებ(დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ, თითოეულ კითხვას დეტალურად უპასუხოთ)

აღგენიშნებოდათ თუ არა რომელიმე დაავადება, რომელიც არ იყო მითითებული კითხვარში?

დიახ არა

იტარებთ თუ არა ამჟამად მკურნალობას?

დიახ არა

დაგჭირვებიათ თუ არა სისხლის გადასხმა ან მკურნალობა სისხლის შემცვლელი პრეპარატებით და რა მიზეზით?

დიახ არა

გყავთ თუ არა გარდაცვლილი მშობელი, და ან ძმა, რომლის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენდა დიაბეტი,ინსულტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სიმსივნე, ტუბერკულოზი ან ნერვული სისტემის დაავადებები?(დადაებითი პასუხის შემთხვევაში, მიუთითეთ გარდაცვლილის ასაკი და გარდაცვალების მიზეზი)

დიახ არა

მოგიწევიათ თუ არა რაიმე სახის თამბაქო ბოლო 12 თვის განმავლობაში? (გთხოვთ, მიუთითოთ თამბაქოს მიღებისსიხშირე (მაგ.: დღეში X სიგარეტი))

დიახ არა

11

შეწყვიტეთ თუ არა თამბაქოს მოწევა სამედიცინო ჩვენების გამო (ექიმის მითითებით)?

დიახ არა

ღებულობთ თუ არა ალკოჰოლურ სასმელს? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ თუ რარაოდენობით და რომელი სახის ალკოჰოლურ სასმელს იღებთ დღის განმავლობაში.

დიახ არა

მიგიღიათ/ღებულობთ თუ არა რომელიმე მედიკამენტს თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე?

დიახ არა

გთხოვთ, დეტალურად მიუთითოთ, მონაწილეობთ თუ არა საჰაერო ან რომელიმე სარისკო-სამოყვარულოსპორტში (ავტორბოლა, წყალქვეშ ყვინთვა, თხილამურებით სრიალი და სხვა)

დიახ არა

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თუ ცხოვრობდით საზღვარგარეთ? სად?

დიახ არა

12

ინფორმაცია სხვა სადაზღვევო პროდუქტების შესახებ

დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ შესაბამისი დეტალები

ბოლო 24 თვის მანძილზე მიგიმართავთ თუ არა სიცოცხლის დაზღვევისთვის ან ამჟამად მიმართავთ თუ არასიცოცხლის დაზღვევისთვის რომელიმე სხვა კომპანიას?

დიახ არა

ამჟამად გაქვთ თუ არა სიცოცხლის დაზღვევა? დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიუთითეთ სადაზღვევო თანხა დამზღვეველი

დიახ არა

მიგიმართავთ თუ არა სადაზღვევო კომპანიისათვის სიცოცხლის ან ქმედითუნარიანობის დასაზღვევად და ყოფილათუ არა თქვენი მოთხოვნა უარყოფილი, გადავადებული, შეცვლილი ან მიღებული მხოლოდ განსაკუთრებულიპირობებით?

დიახ არა

13

დეკლარაცია

დასაზღვევი პიროვნების დეკლარაცია: მე, ქვემორე ხელის მომწერი, ვადასტურებ, რომ ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოცემულია სრული სახით და შეესაბამება სიმართლეს, რაც ჩემი სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს. ამასთან თანახმა ვარ, დაუყოვნებლივ ვაცნობო მზღვეველს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, განაცხადზე ხელის მოწერიდან დაზღვევის ამოქმედებამდე არსებულ პერიოდში, რადგან ვაცნობიერებ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაზღვევა გაუქმდება. თანახმა ვარ, ჩემს მიერ მინიჭებული უფლების საფუძველზე, სადაზღვევო კომპანიამ მოიპოვოს ინფორმაცია ჩემი ჯანმრთელობის, ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობის შესახებ ჩემი მკურნალი ექიმისაგან ან ნებისმიერი მზღვეველისაგა,ნ რომლისთვისაც ოდესმე მიმიმართავს სიცოცხლის დაზღვევისთვის. ასევე, თანახმა ვარ, რომ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიაიჯიმ", როგორც დამზღვევმა, განახორციელოს ჩემი სიცოცხლის დაზღვევა და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას განისაზღვროს მოსარგებლედ. ასევე, თანხმობას ვაცხადებ სს სადაზღვევო კომპანია ალდაგმა დაამუშოს ჩემი პერსონალური მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, და წინამდებარე განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ინფორმაცია დაამუშოს სადაზღვევო მომსახურების გაწევის ან/და შეთავაზების მიზნებისათვის.

დამზღვევის დეკლარაცია: მე, ქვემორე ხელის მომწერი, ვადასტურებ, რომ ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოცემულია სრული სახით და შეესაბამება სიმართლეს, რაც სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას წარმოადგენს.

(I) კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ იმ დოკუმენტებზე, რომლებიც ხელმოწერილია მხოლოდ ოფიციალურად უფლებამოსილი ხელმომწერის მიერ (II) კომპანია არ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას ზარალის

ანაზღაურებაზე მანამ სანამ, რისკის აქცეპტირება არ მოხდება წერილობითი ფორმით და პირველი პრემია არ იქნება გადახდილი.

დასაზღვევი პიროვნების ხელმოწერა: განაცხადის შემვსების ხელმოწერა:

თარიღი: ადგილი: