339

კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

  • Upload
    others

  • View
    3

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung
Page 2: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

კობა ყალიჩავაKoba Kalichava

კაზუსები ადმინისტრაციულ სამართალში

Fälle zum Verwaltungsrecht

ადმინისტრაციულმეცნიერებათა ინსტიტუტი

Institute ofAdministrative Sciences

Page 3: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

წინამდებარე წიგნი შესრულებულია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირე-ბული პროფესორის, კობა ყალიჩავას მიერ, რომელიც შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საჯარო სამართლის პროფესორ ულრიხ შტელკენ-სის კაზუსების კრებულის ადაპტირებული ვარიანტია. წიგნი იბეჭდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით. მასში წარმოდგენილი მოსაზრებები ეკუთვნით უშუალოდ ავტორებს.

Das vorliegende Buch, das von Professor Koba Kalichava verfasst wurde, ist eine ange-passte Version der Fallsammlung des Prof. Dr. Ulrich Stelkens (Deutsche Universität für Verwaltungswissenschaften Speyer). Dieses Buch wurde mit finanzieller Förderung der GIZ gedruckt. In diesem Buch enthaltene Stellungnahmen stammen von den Autoren selbst.

სამეცნიერო რედაქტორიპაატა ტურავაპროფესორი, სამართლის დოქტორიგერმანული ვერსიის ავტორიულრიხ შტელკენსიშპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საჯარო სამართლის პროფესორიგერმანულიდან თარგმნალია შატბერაშვილმაCIM-ის ექსპერტი, თსუ-ის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის მთავარი მენეჯერიადაპტაციის ავტორიკობა ყალიჩავაასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, LL.M

ენობრივი რედაქტორითამარ გაბელაიატექნიკური უზრუნველყოფაგვანცა მახათაძე

ISBN 978-9941-8-1794-6© კობა ყალიჩავა, 2019© GIZ

Wissenschaftlicher Redakteur:Paata TuravaProfessor, Dr. iur.Verfasser der deutschen Version:Prof. Dr. Ulrich StelkensProf. für öffentliches Recht der Deutschen Universität für Verwaltungswissenschaften SpeyerVom Deutschen übersetzt:Lia ShatberashviliCIM-Expertin, Hauptmanagerin des Instituts für Verwaltungswissenschaften an der TSUVerfasser der angepassten Version:Koba KalichavaAssoziierter Prof. Dr. iur., LL.M

SprachkorrekturTamar GabelaiaTechnische UnterstützungGvantsa Makhatadze

ISBN 978-9941-8-1794-6© Koba Kalichava, 2019© GIZ

ადმინისტრაციულმეცნიერებათა ინსტიტუტი

Institute ofAdministrative Sciences

Page 4: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

თსუ ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის გამოცემებიტომი 5

Schriftenreihe des Instituts für Verwaltungswissenschaften der TSUBand 5

Page 5: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung
Page 6: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

5

შინაარსი

ავტორის წინათქმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6

VORWORT DES VERFASSERS . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8

რედაქტორის წინათქმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .10

VORWORT DES REDAKTEURS . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .12

აბრევიატურათა განმარტებანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .14

კაზუსი 1. „ახალი ადამიანი”. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .15

კაზუსი 2. პანდუსი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .38

კაზუსი 3. დისონანსი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .59

კაზუსი 4. „დალინკვა” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .75

კაზუსი 5. კაბრიოლეტი „სიტროენი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . .94

კაზუსი 6. ქვეითთა ზონა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 112

კაზუსი 7. „გასართობი სახლი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 136

კაზუსი 8. დაპირება არის დაპირება! . . . . . . . . . . . . . . . . . . . 156

კაზუსი 9. სანიტრები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 176

კაზუსი 10. მგლის ვოლიერი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 215

კაზუსი 11. სუბსიდია ხმაურის გამო . . . . . . . . . . . . . . . . . . . 230

კაზუსი 12. ლუდის ღია ბარი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 255

კაზუსი 13. სამწვადე ქოხი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 268

კაზუსი 14. გოთიკა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 287

კაზუსი 15. ფარდულის დემონტაჟი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . 321

Page 7: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

6

ავტორის წინათქმა

წინამდებარე წიგნი – „კაზუსები ადმინისტრაციულ სამართალში” – მომ-ზადებულია შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საჯარო სამართლის პროფესორ ულრიხ შტელკენსის „ზაარჰაიმული კა-ზუსები ადმინისტრაციულ სამართალში” მიხედვით. ეს ქართულენოვანი გამოცემა არის არა თარგმანი, არამედ ადაპტირებული ვარიანტია, რომე-ლიც სრულად შეესაბამება ქართულ ადმინისტრაციულ სამართალს. მარ-თალია, ადაპტაციის დროს კაზუსების პირველადმა ფორმამ და შინაარსმა არსებითი ცვლილებები განიცადა, თუმცა სამართლებრივი პრობლემის ძი-რითადი ხაზი, იურიდიული დასკვნის სტილი და პრობლემის გადაწყვეტის გზები მეტწილად შენარჩუნებულია. ვფიქრობ, ამ წიგნის მნიშვნელობა დიდია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავ-ლებლებისთვის. ქართული იურიდიული განათლების რეფორმა თავიდანვე სწავლებისა და ცოდნის შეფასების ახალი მეთოდების დანერგვით დაიწყო, რაც სწორედ „კაზუსების ამოხსნის მეთოდის” გამოყენებას გულისხმობდა. ამ მიზნით, მართალია, გამოიყენებოდა გერმანული სწავლების მიდგომები, თუმცა ერთიანი სტანდარტის არარსებობის, პირველწყაროსადმი წვდომის სირთულისა თუ გერმანული სამართლის თავისებურებების გამო ამ მეთოდ-მა სათანადოდ ვერ დაიმკვიდრა ადგილი ქართულ საუნივერსიტეტო სივ-რცეში. რეალურად, გაჩნდა „კაზუსის ამოხსნის იმდენი სტილი”, რამდენი პროფესორიც მას იყენებს სწავლების პროცესში. სტუდენტების შეკითხვე-ბიც სწორედ ამ მეთოდის არაჰომოგენურად გამოყენებით არის განპირობე-ბული. წინამდებარე წიგნის მიზანი ამ პრობლემების გამოსწორება და ზე-მოთ აღნიშნულ დაბნეულობაში სიცხადის შეტანის მცდელობაა – ის სტუ-დენტს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს კაზუსის სიღრმისეული ამოხს-ნის სანიმუშო მაგალითებს. კაზუსის ამოხსნის მეთოდის სრულფასოვნად დაუფლებით სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა, ერთი მხრივ, რთული იურიდიული კატეგორიები გაიაზროს სისტემურად და სტრუქტურირებუ-ლად, ხოლო, მეორე მხრივ, შეიძინოს საუნივერსიტეტო ცოდნის პრაქტი-კაში გამოყენების უნარ-ჩვევები. ამავე დროს, თითოეული კაზუსი შეიცავს მნიშვნელოვან იურიდიულ პრობლემატიკას და თეორიულ მასალას ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის, ადმინისტრაციული საპროცესო სამართ-ლისა და განსაკუთრებული ადმინისტრაციული სამართლის სფეროებიდან, რის გამოც მას სამართლიანად შეიძლება ეწოდოს „ადმინისტრაციული სა-მართალი კაზუსებში”.

Page 8: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

7

პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნი-ერებათა უნივერსიტეტის საჯარო სამართლის პროფესორ ულრიხ შტელ-კენსს, რომელმაც ნება დაგვრთო, გამოგვეყენებინა მისი „ზაარჰაიმული კა-ზუსები” და მათი ადაპტაცია მოგვეხდინა. ამ კაზუსების ხარისხი უდავოდაა აღიარებული, მისი მეშვეობით გერმანელი სტუდენტები ემზადებიან სახელ-მწიფო გამოცდებისთვის. თანხმობის გარდა, წიგნის მომზადების პროცესში პროფ. შტელკენსი გვიწევდა ასევე სასარგებლო კონსულტაციებს.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილი-სის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ პაატა ტურავას ამ წიგნის სამეცნიერო რედაქტორობისთვის. მასთან მჭიდ-რო თანამშრომლობის, არაერთი შეხვედრისა და, უდავოდ, საჭირო რჩევე-ბის წყალობით, ამ წიგნმა მიიღო ის სახე, რაც მას ახლა აქვს. ამ პროექტის მიზანი თავიდანვე იყო გერმანული კაზუსების ამოხსნის მეთოდის შენარჩუ-ნება ისე, რომ არ დაკარგულიყო ქართული ადმინისტრაციული სამართლის განმასხვავებელი თავისებურებები. ამ მიზნის მიღწევაში პროფ. ტურავას წვლილი უდავოდ დიდია.

დიდ მადლობას ვუხდი CIM-ის ექსპერტს, თსუ-ის ადმინისტრაციულ მეცნი-ერებათა ინსტიტუტის მთავარ მენეჯერს, ქალბატონ ლია შატბერაშვილს, რომელმაც დიდი შრომა და ძალისხმევა გაწია წიგნში მოცემული თხუთმე-ტივე კაზუსის გერმანულენოვანი ტექსტების პირველადი ვერსიის ნედლი სახით თარგმნისთვის. მისი ამ წვლილის გარეშე გაჭირდებოდა ამ დროში კაზუსების ადაპტაცია.

დაბოლოს, მადლობას ვუხდი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) წიგნის გამოქვეყნებაში გაწეული ფინანსური და ინ-ტელექტუალური მხარდაჭერისათვის, რის გარეშე ეს წიგნი ვერ იხილავდა დღის შუქს.

კობა ყალიჩავა,სამართლის დოქტორი, LL.Mთსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აკადემიური დირექტორითბილისი, 2019 წლის სექტემბერი

Page 9: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

8

VORWORT DES VERFASSERS

Das vorliegende Buch „Fälle zum Verwaltungsrecht” wurde anhand der Fall-sammlung „Die Saarheimer Fälle zum Staats- und Verwaltungsrecht” des Pro-fessors der Deutschen Universität für Verwaltungswissenschaften Speyer Dr. Ulrich Stelkens verfasst. Dabei stellen die georgischen Fälle die an das geor-gische Verwaltungsrecht angepassten Versionen dar und sind keine direkten Übersetzungen des deutschen Konterparts. Zwar haben sich im Zuge der An-passung die ursprüngliche Form und der Inhalt der Fälle wesentlich geändert. Der Grundgehalt der rechtlichen Probleme, der Gutachtenstil sowie die Prob-lemlösungswege wurden jedoch größtenteils beibehalten. Dieses Buch wird sehr wichtig sein sowohl für die Studenten der Rechtswissenschaft als auch für das akademische Personal. Die juristische Bildungsreform in Georgien begann mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung und Wis-sensabfrage. Dies beinhaltete in erster Linie die Anwendung der Falllösungs-methode. Zwar kamen zu diesem Zweck deutsche Ansätze zur Anwendung. Aus Mangel an einheitlichen Standards, wegen Schwierigkeiten des Zugangs zu den primären Quellen sowie aus Gründen der Besonderheiten des deut-schen Rechts konnte diese Methode jedoch nicht entsprechend Fuß fassen im Hochschulalltag. In Wirklichkeit sind „so viele Falllösungsstile” entstanden, wie sie von einzelnen Professoren im Unterricht eingesetzt wurden. Die vielen Fragen, die bei der Anwendung der Falllösungsmethode von Studenten ge-stellt werden, sind genau auf diese uneinheitliche Praktizierung dieser Methode zurückzufuhren. Das vorliegende Buch hatte sich unter Anderem zum Ziel ge-setzt, die erwähnten Probleme zu lösen. Es wird versucht, in der oben erwähn-ten Verworrenheit für Klarheit zu sorgen. Ferner ermöglicht es den Studenten mit den Musterbeispielen der vertieften Falllösung vertraut zu werden. Mit der vollständigen Beherrschung der Falllösungsmethode werden Studenten zu-dem in der Lage sein einerseits die schwierigen juristischen Kategorien syste-matisch und strukturell zu verstehen, andererseits sich Fähigkeiten anzueignen für die praktische Anwendung des Hochschulwissens. Zugleich enthalten alle Fälle Theorie sowie die wichtigen rechtlichen Problemkonstellationen aus dem Verwaltungsrecht, Verwaltungsprozessrecht und aus anderen Bereichen des Verwaltungsrechts, weshalb wir diese Fallsammlung berechtigterweise auch als „Verwaltungsrecht in Fällen” bezeichnen können.

In erster Linie möchte ich mich herzlichst beim Herrn Prof. Dr. Ulrich Stelkens aus der Deutschen Universität für Verwaltungswissenschaften Speyer bedan-

Page 10: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

9

ken für die Erlaubnis, seine „Saarheimer Fälle” anzuwenden und anzupassen. Die Qualität dieser Fälle ist allgemein anerkannt und sie dienen der Vorbe-reitung der deutschen Studenten für die Staatsexamina. Neben der Erlaubnis hat uns Herr Prof. Dr. Stelkens bei der Arbeit an diesem wertvolle Ratschläge gegeben.

Ein besonderer Dank gilt dem Professor der juristischen Fakultät der TSU Herrn Paata Turava für die wissenschaftliche Redaktion dieses Buches. Dank der engen Zusammenarbeit mit ihm, mehrerer Arbeitstreffen und mithilfe der zwei-fellos notwendigen Ratschläge bekam dieses Buch die Gestalt, die es aktuell hat. Von Anfang an zielte dieses Projekt auf die Beibehaltung der deutschen Falllösungsmethode und der Besonderheiten des georgischen Verwaltungs-rechts hin. Dieses Ziel wurde nicht zuletzt unter aktiver Beteiligung des Herrn Prof. Paata Turava erreicht.

Ein großer Dank gilt der CIM-Expertin, Hauptmanagerin des Instituts für Ver-waltungswissenschaften Frau Lia Shatberashvili, die sehr viel Arbeit und Mühe in die direkte Übersetzung aller fünfzehn Fälle aus dem Deutschen ins Ge-orgische gesteckt hat. Ohne diesen Übersetzungsbeitrag von Frau Lia Shat-berashvili wäre die Anpassung der Fälle in diesem Zeitrahmen nicht möglich geworden.

Schließlich möchte ich mich bei der GIZ bedanken für den finanziellen und intellektuellen Beitrag für die Veröffentlichung dieses Buches, ohne den dieses Projekt nicht zu verwirklichen gewesen wäre.

Koba Kalichava,Dr. iur., LL.MAssoziierter Professor der juristischen Fakultät der TSU,akademischer Direktor des Instituts für Verwaltungswissenschaften an der TSUTbilisi, September 2019

Page 11: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

10

რედაქტორის წინათქმა

წინამდებარე წიგნი არის ადმინისტრაციული სამართლის სფეროში კაზუ-სის ამოხსნის მეთოდების მეორე სახელმძღვანელო1, რომელიც შესაძლებე-ლია შეფასდეს როგორც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების ცოდნის გაღრმავების საშუალება ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის, ადმი-ნისტრაციული საპროცესო სამართლისა და ადმინისტრაციული სამართ-ლის კერძო ნაწილის აქტუალურ საკითხებზე.

წიგნის მიზანია, ხელი შეუწყოს ადმინისტრაციული სამართლის მიმართ სტუდენტების თავშეკავებული დამოკიდებულების შეცვლას, რაც გამოწ-ვეულია ადმინისტრაციული სამართლის განსაკუთრებული ნაწილის სფე-როების სიმრავლითა და მათთვის დამახასიათებელი სპეციფიკური პრობ-ლემებით. წიგნი სტუდენტებს გამოუმუშავებს იურიდიული ლოგიკური სისტემური აზროვნებისა და სტრუქტურირებული მსჯელობის უნარებს და დაეხმარება საჯაროსამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტის გზების პოვნაში.

თანამედროვე იურიდიული განათლება გულისხმობს სწავლებისა და ცოდ-ნის შეფასების ახალი სისტემის დანერგვას. საუნივერსიტეტო იურიდიული განათლება სტუდენტს უნდა აძლევდეს ცოდნას და უნარებს, რომლებიც აუცილებელია მათი მომავალი პრაქტიკული საქმიანობისათვის. ამ მიზ-ნის მიღწევას ემსახურება წინამდებარე წიგნის კონცეფცია, რაც ემყარება გერმანელი პროფესორის, ულრიხ შტელკენსის, სახელმძღვანელოში მოცე-მულ მეთოდებს და წიგნის ავტორის მრავალწლიან პედაგოგიურ გამოცდი-ლებას.

სახელმძღვანელოს მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუქმნას ერთიანი სტანდარტი, რომლითაც იხელმძღვა-ნელებენ სამართლის ფაკულტეტების სტუდენტები და აკადემიური პერსო-ნალი კაზუსის ამოხსნისა და მისი შეფასების პროცესში. იმის გათვალისწი-ნებით, რომ კაზუსის ამოხსნის მეთოდის სწავლებას საქართველოში ტრა-დიცია არ აქვს, ყველა ლექტორი საკუთარ მეთოდს იყენებს, რაც აისახება სწავლების ხარისხზე. სახელმძღვანელოს ავტორის მიერ შემოთავაზებული მიდგომა, რაც არის კაზუსის ამოხსნის გერმანული მეთოდის ქართული

1 2019 წელს გამოქვეყნებული პირველი წიგნი „კაზუსების ამოხსნის მეთოდიკა ადმი-ნისტრაციულ სამართალში”, როგორც კაზუსის ამოხსნის მეთოდების დამწყები საფეხუ-რის სახელმძღვანელო, ქმნის მყარ საფუძვლებს კაზუსის ამოხსნის მეთოდების შესასწავ-ლად და წინამდებარე წიგნისათვის, რომელიც ემსახურება ცოდნის შემდგომ გამყარებას.

Page 12: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

11

ადაპტირებული ვარიანტი, სტუდენტებს უმარტივებს შრომას და აძლევს შესაძლებლობას, მთავარი აქცენტები გადაიტანონ კაზუსის შინაარსზე. სახელმძღვანელოში შემოთავაზებული სტანდარტები ხელს შეუწყობს სტუ-დენტთა მობილობას ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთის უნივერსიტე-ტებში სწავლის გაგრძელებას.

პაატა ტურავასამართლის დოქტორი, პროფესორი

Page 13: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

12

VORWORT DES REDAKTEURS

Das vorliegende Buch ist das zweite Buch über die Falllösungsmethoden im Bereich des Verwaltungsrechts2, das man als Mittel zur Wissensvertiefung für die Jurastudenten über die aktuellen Fragen des Verwaltungsrechts, Verwal-tungsprozessrechts und des besonderen Teils des Verwaltungsrechts verste-hen kann.

Das Ziel dieses Buches ist es einen Beitrag zu leisten zur Änderung des zu-rückhaltenden Umgangs von Studenten mit Verwaltungsrecht, der auf die Viel-zahl der Bereiche des besonderen Teils des Verwaltungsrechts und die für sie typischen Problemen zurückzufuhren ist. Das Buch wird den Studenten helfen die Fähigkeiten zum systematischen Denken und zu strukturierten Schlussfol-gerungen zu entwickeln und Lösungswege für die öffentlich-rechtlichen Prob-lemstellungen zu finden.

Die moderne juristische Ausbildung beinhaltet die Einführung neuer Metho-den zur Wissensvermittlung und Wissensabfrage. Durch juristische Hoch-schulausbildung sollten die Studenten Wissen und Fähigkeiten vermittelt be-kommen, die für ihre künftige praktische Tätigkeit erforderlich sind. Genau dieses Ziel wird durch das Konzept des vorliegenden Buches verfolgt, dem die Methoden des Lehrbuches des deutschen Professors Ulrich Stelkens sowie jahrelange pädagogische Tätigkeit des Verfassers dieses Buches zu-grunde liegen.

Das Ziel des vorliegenden Lehrbuches ist die einheitlichen Standards für die georgischen Hochschuleinrichtungen zu schaffen, an die sich die Jurastuden-ten und das akademische Personal bei der Falllösung und ihrer Beurteilung halten werden. Unter Berücksichtigung des Umstands, dass das Unterrichten der Falllösungsmethode in Georgien nur wenige Jahre zählt, werden von den Dozenten jeweils eigene Methoden eingesetzt, was sich schließlich auf die Ausbildungsqualität auswirkt. Der durch den Verfasser des Lehrbuches vorge-schlagene Ansatz, nämlich eine an die Besonderheit des georgischen Rechts angepasste deutsche Falllösungsmethode zu vermitteln, wird den Studenten die Arbeit erleichtern und ihnen ermöglichen das Hauptaugenmerk auf den In-

2 Das im Jahre 2019 veröffentlichte erste Buch „Falllösungsmethode im Verwaltungsrecht”, als ein einführendes Lehrbuch zur Falllösungsmethode schafft feste Grundlagen für das Er-lernen von Falllösungsmethoden sowie für das vorliegende Buch, das seinerseits der weite-ren Wissensvertiefung dient.

Page 14: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

13

halt des Falles zu richten. Die im Lehrbuch enthaltenen Standards werden der Mobilität von Studenten Hierzulande zugutekommen sowie hilfreich für sie sein im Falle des Fortsetzens ihres Studiums im Ausland.

Paata TuravaDr. iur., Professor

Page 15: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

14

აბრევიატურათა განმარტებანი

ათკ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიიასა ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტისასკ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისდასსკ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამ-

შენებლო საქმიანობის კოდექსისზაკ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისსსკ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისკ სკ სამოქალაქო კოდექსი, ან საქართველოს კონსტიტუცია

Page 16: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

15

კაზუსი 1

„ახალი ადამიანი”

ანასტასია მონუმენტური ფიგურის მესაკუთრეა. საქმე ეხება ექვსი მეტრი სიმაღლის ქანდაკებას, რომელიც ანასტასიას 1941 წელს გარდაცვლილმა მამამთილმა შექმნა და რომელიც განასახიერებს „ახალ ადამიანს”. მისი დამ-ზადება, მართალია, შეკვეთილი იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის მიერ გორის ერთ-ერთი პარტიული ყრილობის ადგილის დასამშვენებლად, მაგრამ ხელოვანს მიეცა გარკვეული თავისუფლება დი-ზაინთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ქანდაკება თბილისში დარჩა, რადგან გორში ტრანსპორტირება მისი ზომისა და წონის გამო ომის პირობებში ვერ მოხერხდა.

ქანდაკების პატრონს სურს, „მოსახლეობის გასანათლებლად” ეს ქანდაკე-ბა გამოფინოს თბილისის გარეუბანში, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც მეტწილად სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიწები აკრავს გარს და თავისი სილამაზის გამო ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ახლოს მდებარე დასასვენებელი ადგილია. ქანდაკება იქ უნდა დამონტაჟ-დეს დაახლოებით შვიდი მეტრი სიმაღლის კვარცხლბეკზე და მყარად და-მაგრდეს ისე, რომ გამოირიცხოს მისი დაზიანების საფრთხე.

ანასტასიას ინფორმაციით, ერთ-ერთ მსგავს წამოწყებასთან დაკავშირებით მის მეგობარ გიორგის გასული წლის 13 თებერვალს თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურმა ნებართვის გაცემაზე უარი უთხრა. ეს გადაწყ-ვეტილება გიორგიმ გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში, რაც, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, მისი დაუსაბუთებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა.

ანასტასია საკითხის გასარკვევად შეხვდა არქიტექტურის სამსახურის უფ-როსს, რომელმაც განუცხადა, რომ მისი განზრახვის განსახორციელებლად აუცილებელი მშენებლობის ნებართვის მოპოვება, სავარაუდოდ, შეუძლე-ბელი იყო. უარის საფუძვლად მან ის ფაქტი დაასახელა, რომ პროექტი გეგ-მარებითი თვალსაზრისით დაუშვებლად გამოიყურებოდა, თან ამახინჯებდა ლანდშაფტის იერსახეს და ლახავდა მის ბუნებრივ თავისებურებებს. ეს კი მიუღებელი იქნებოდა ამ გარეუბანში დასასვენებლად ჩამოსული ადამიანე-ბისათვის. სამსახურის უფროსის თქმით, მათი დასაბუთების საპირისპირო არგუმენტი ვერ იქნებოდა ის გარემოებაც, რომ ფიგურა კომუნისტების პე-რიოდშია შექმნილი და რომ ქანდაკებას შეიძლება რაიმე ღირებულება აქვს ამ მხრივაც. ეს პოზიცია არქიტექტურის სამსახურმა წერილობითაც და-

Page 17: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

16

აფიქსირა სანებართვო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დროს, რაც საჩივრის ფარგლებში ზემდგომმაც უცვლელად დატოვა.

ანასტასიამ 1 ივნისს არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მისი მტკიცებით, პროექტს იცავს ხელოვნების თავისუფლება, რაშიც ჩარევის უფლება სახელმწიფოს არ აქვს, მას დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს იმის გადაწყვეტა, თუ სად უნდა გამოიფინოს თავისი კუთვნილი ქანდაკება. ამიტომ, მოსარჩელის აზრით, სამშენებლო სამართლის ვერც ერთი შემზღუდველი ნორმა თავიდანვე ვერ იმოქმედებს მისი პროექტის მი-მართ და, განსაკუთრებით, არ არსებობს მშენებლობის ნებართვის საჭირო-ება. ყოველ შემთხვევაში, მას კონსტიტუციის მე-20 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ანიჭებს მშენებლობის ნებართვის მოთხოვნის უფლებას, ამიტომ მოითხოვს:

1) აღიარებულ იქნეს, რომ მას თავისი პროექტის განხორციელებისთვის მშენებლობის ნებართვა არ სჭირდება;

2) თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს, მის განზრახვასთან დაკავშირებით გასცეს მშენებლობის ნებართვა.

შეამოწმეთ სარჩელის პერსპექტიულობა

Page 18: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

17

ამოხსნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 18პირველი სასარჩელო მოთხოვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 19

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 19I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი) . . . . . . . . . . . 19II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 20III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 20IV. სარჩელის ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 21V. A-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 21

B) სარჩელის სათანადო სახე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 21I. აღიარებითი სარჩელი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 21II. B-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 22

C) სარჩელის დასაშვებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 22I. კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა (სასკ-ის 25-ე მუხლის

1-ლი ნაწილი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 22II. აღიარების ინტერესი (სასკ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) . . . . . . . . . . . . . 22III. მიმართება სარჩელის სხვა სახეებთან (სასკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილი) . . . . 23IV. С-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 24

D) დასაბუთებულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 24I. სდასსკ-ის 93-ე-94-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები . . . . . . . . 24II. სდასსკ-ის 93-ე-94-ე მუხლების შეზღუდვა კონსტიტუციის მე-20 მუხლის

1-ლი და მე-2 პუნქტებით . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 251. შემოქმედების თავისუფლებით დაცული სფერო. . . . . . . . . . . . . . . . . 252. ჩარევა დაცულ სფეროში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 263. ჩარევა გამართლებული უნდა იყოს. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 274. II-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 28

III. D-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 28E) პირველი სასარჩელო მოთხოვნის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 28

მეორე სასარჩელო მოთხოვნა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 29A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 29

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი) . . . . . . . . . . . 29II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 30III. სათანადო მოპასუხე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 30IV. სარჩელის ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 31V. A-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 31

B) სარჩელის სათანადო სახე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 31I. სარჩელი აქტის გამოცემის თაობაზე (ე.წ. მავალდებულებელი სარჩელი) . . . . . 31

1. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 312. მოსარჩელის მიზანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 32

II. B-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 32C) სარჩელის დასაშვებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 32

I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (სასკ-ის 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 32

II. ორგანოს უარი ამ აქტის გამოცემის თაობაზე (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 32

III. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი) . . . . . . . . . 32

Page 19: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

18

ამოხსნა

ვინაიდან მოსარჩელე აყენებს ორ სასარჩელო მოთხოვნას, როგორც წესი, საპროცესოსამართლებრივად შეუძლებელია ამ ორი მოთხოვნის ერთ სა-სარჩელო განცხადებაში გაერთიანება.3 ამიტომ გონივრულია ცალკეული მოთხოვნის მიმართ დასაშვებობისა და დასაბუთებულობის ელემენტის ცალ-ცალკე შემოწმება.

3 მოცემულ შემთხვევაში ორივე სასარჩელო მოთხოვნის განხილვა ერთიანი სასარჩელო მოთხოვნის სახით ქართულ სინამდვილეში შეიძლება არათანმიმდევრული იყოს, თუმცა მათში კარგად ჩანს პროცესუალური და (განსაკუთრებით) მატერიალურსამართლებრივი პრობლემები. ამიტომ მას უფრო დიდაქტიკური მიზანი აქვს. ამავე დროს, ავტორი კა-ზუსის ავთენტურ ვერსიაში უშვებს სარჩელის პირობით აღძვრის შესაძლებლობას (იხ. http://www.saarheim.de/klausur.htm), რომლის თანახმად, ჯერ პასუხი უნდა გაეცეს პირ-ველ შეკითხვას ნებართვასავალდებულოობასთან დაკავშირებით (ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა) და თუ ეს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება, მხოლოდ მაშინ განიხილოს სასა-მართლომ მავალდებულებელი სასარჩელო მოთხოვნა (დამხმარე სასარჩელო მოთხოვნა). ამ შემთხვევაში თვითონ ავტორი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ აქ შესაძლოა, არსებობ-დეს გარკვეული ეჭვი, ვინაიდან მოთხოვნა შეიცავს პირობას, კერძოდ, რომ ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ზოგადი პრინციპის თანახ-მად, დაუშვებელია სარჩელის გარკვეული პირობით შეტანა, ვინაიდან ეს არ შეესაბამება პროცესში სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს. თუმცა დასაშვებია სავარაუდო სარჩელთა გაერთიანება, ვინაიდან დამხმარე სასარჩელო მოთხოვნა არ არის დამოკიდე-ბული მიმდინარე პროცესს გარეთ რაიმე გაურკვეველი მოვლენის დადგომაზე. პირიქით, ძირითადი მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება იმავე სასამართლოს შიდაპ-როცესუალური პირობაა, რომელიც სასამართლოს მოქმედების შედეგად უნდა დადგეს. ამიტომაც მოწინააღმდეგე მხარე ვერ მოიშველიებს არგუმენტად, რომ მოსარჩელის ქცე-ვა მას გაურკვევლობის წინაშე აყენებს. მითუმეტეს, სარჩელი ერთსა და იმავე მოპასუხეს ეხება. მესამე პირის წინააღმდეგ მიმართული დამხმარე მოთხოვნა დაუშვებელი იქნებო-და, ვინაიდან აქ პირობის დადგომა უკვე აღარ არის მოქცეული იმავე პროცესუალური ურთიერთობის ფარგლებში და, მეტიც, ის უცხო, უკვე მიმდინარე პროცესში გამოდის ჩართული (Pietzcker, in: Schoch/Schneider/Bier, Verwaltungsgerichtsordnung, Kommentar, Loseblatt, § 44 Rn. 9).

IV. გასაჩივრების ვადა (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილი) . . . . . . . . . . . . . . . 33V. C-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 33

D) დასაბუთებულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 33I. სდასსკ-ის 65-ე და შემდეგი მუხლების მოქმედება. . . . . . . . . . . . . . . . . . 34II. პროექტის შესაბამისობა სდასსკ-ის 68-ე მუხლთან . . . . . . . . . . . . . . . . . 35III. D-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 37

E) მეორე სასარჩელო მოთხოვნის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 37დასკვნა (საბოლოო შედეგი ორივე სასარჩელო მოთხოვნის მიმართ) . . . . . . . . . . . 37

Page 20: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

19

პირველი სასარჩელო მოთხოვნა

აღიარებითი მოთხოვნა, რომ დადგინდეს მოსარჩელეს თავისი პროექტის განხორციელებისთვის მშენებლობის ნებართვა არ სჭირდება, შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუ ის დასაშვები და დასაბუთებულია.

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი

სარჩელის დასაშვებობის წინარე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უწყებრივი ქვემ-დებარეობა/განსჯადობის, მხარეთა საპროცესოუნარიანობის, სარჩელის ფორმის, სათანადო მოპასუხის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის და სხვა მსგავსი საკითხები.

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი)

ანასტასიას სასარჩელო განცხადება შესაძლებელია იყოს საერთო სასამარ-თლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე. ამისთვის, მოცე-მულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ უნდა მიეკუთ-ვნებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას. მართალია, მხარე მიუთითებს კონსტიტუციის მე-20 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გარანტირებული უფლების სავარაუდო დარღვევაზე, თუმცა ის სადავოდ არ ხდის რომელიმე ნორმის კონსტიტუცი-ურობას. შესაბამისად, ის არ მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოს შე-სახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე” ქვეპუნქტით განსაზღვრული დავის შინაარსს. რაც შეეხება ერთჯერადი გასაჩივრების საკითხს, სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარ-და კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმი-ნისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წე-სით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. კაზუსიდან ირკვევა, რომ ანასტასიამ ნებართვის გაცემაზე უარის მიღების გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომთან. ამდენად, ივა-რაუდება, რომ მოსარჩელის მიერ დაცულია ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის ვალდებულება, რითაც გამოირიცხება ადმინისტ-რაციული ორგანოს ქვემდებარეობა. შესაბამისად, აღნიშნული დავა არის საერთო სასამართლოების ქვემდებარე.

ამავე დროს, უნდა დადგინდეს განსჯადობის საკითხი − რომელმა მოსამარ-თლემ უნდა განიხილოს დავა. ანასტასიას დავა საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნება განსახილ-ველი, თუ ის პასუხობს სასკ-ის მე-2 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთ-

Page 21: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

20

ხოვნებს. მოსარჩელე სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვს „...უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენასთან” დაკავშირებული დავის განხილვას ადმინისტ-რაციული სამართალწარმოების წესით. სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმე იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებ-ლობიდან. ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, დავა ზემოთ დასახელებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით არის თუ არა საჯაროსამარ-თლებრივი ბუნების.4 როგორც წესი, დავა საჯაროსამართლებრივია, თუ თავად ამ დავის გადაწყვეტისთვის გამოსაყენებელი ნორმა საჯაროსამართ-ლებრივი ბუნებისაა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისთვის არსე-ბით სამართლებრივ საფუძველს ქმნის სდასსკ-ის 93-ე და შემდეგი მუხლე-ბი, ამიტომაც სახეზეა საჯაროსამართლებრივი დავა. დაბოლოს, არ არის სახეზე სასკ-ის მე-6 მუხლით განსაზღვრული მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადობა. დავას განსჯადობის მიხედვით განიხილავს საქალაქო სასა-მართლო პირველი ინსტანციით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. შესაბამისად, ეს დავა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ად-მინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი საქმე.

II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა

ანასტასია, როგორც ფიზიკური პირი, ხოლო არქიტექტურის სამსახური, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (როგორც ადმინისტრა-ციული ორგანო), სსსკ-ის 79-ე–81-ე მუხლების თანახმად (სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში), საპროცესოუნარიანები არიან. კაზუსიდან ამის საწინააღმდეგო გარემოებები არ იკვეთება.

III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი)

ანასტასია სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხედ ასახე-ლებს არქიტექტურის სამსახურს. როგორც წესი, ადმინისტრაციული ორ-განოების წინააღმდეგ სარჩელის შეტანა შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან/და მავალ-დებულებელი სარჩელის შემთხვევაში. აღნიშნულის გარდა, სასკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწი-

4 მოცემულ შემთხვევაში საგნობრივი განსჯადობის საკითხის გასარკვევად ამოსავალი ვერ იქნება ფორმის პრინციპი. აღიარებითი სარჩელი ამის შესაძლებლობას არ იძლევა, ამიტომ აქ პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის დადგენას, დავა არის თუ არა საჯარო-სამართლებრივი ბუნებისა.

Page 22: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

21

ლეობს ის ადმინისტრაციული ორგანოც, „რომელმაც განახორციელა იური-დიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება”. ვინაიდან ნებართვის გაცე-მაზე უარის თქმის თაობაზე უფლებამოსილია არქიტექტურის სამსახური და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ამ უკანასკნელმა განმარტა ნებართვა-სავალდებულოობის სადავოდ გამხდარი საკითხი, სათანადო მოპასუხედ ამ საქმეზე სწორედ არქიტექტურის სამსახური უნდა იქნეს მიჩნეული.

IV. სარჩელის ფორმა

კაზუსიდან სარჩელის ფორმასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხარვეზი არ იკვეთება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ანასტასიას სარჩელი აკმაყო-ფილებს სსსკ-ის 177-ე-178-ე და 445-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს (სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში).

V. A-ს შედეგი

სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპისთვის დადგენილი მოთხოვნები დაკმა-ყოფილებულია.

B) სარჩელის სათანადო სახე

სარჩელის სათანადო სახე (უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი საშუალება) განისაზღვრება მოსარჩელის მოთხოვნის მიხედვით, რაც დგინ-დება საქმის გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გონივრული შეფასების შედეგად (სასკ-ის 281 მუხლი). ამ მიზნით, მოსამართლეს შეუძ-ლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში (სასკ-ის 281 მუხ-ლი).

I. აღიარებითი სარჩელი

ანასტასიას მოთხოვნისთვის შესაძლოა, სარჩელის დასაშვებ სახეს წარ-მოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით გათვალისწინებული ნეგატიური აღიარებითი სარჩელი. არის თუ არა ეს უკანასკნელი სარჩელის სათანადო სახე, დგინდება მოსარჩელის მიზნის გათვალისწინებით. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის მიზანი. ანასტასია მოითხოვს იმ ფაქტის აღიარე-ბას, რომ მას თავისი პროექტისთვის არ სჭირდება მშენებლობის ნებართვა. ამდენად, წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელი არის სარჩელის სათანადო სახე, რომლის ფარგლებშიც მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია ნებარ-თვასავალდებულოობის საკითხის გარკვევა.

Page 23: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

22

II. B-ს შედეგი

აღიარებითი სარჩელის სახე შეესაბამება ანასტასიას მიზანს. ამდენად, მო-ცემულ შემთხვევაში ის არის სარჩელის სათანადო სახე.

C) სარჩელის დასაშვებობა

აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს სასკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები: ა) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა; ბ) აღიარების ინტერესი; გ) მიმართება სარ-ჩელის სხვა სახეებთან; დ) გასაჩივრების ვადა (მხოლოდ ცალკეულ შემთხ-ვევაში).

I. კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა (სასკ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

ზოგადი სახის აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისთვის, უპირველესად, უნდა გაირკვეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებო-ბა/არარსებობის საკითხი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, შესაძლებელია სამართლებრივი ურ-თიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის აღიარების მოთხოვნა. ამისათვის აღიარებითი სარჩელი უნდა ეხებოდეს კონკრეტული საქმის გა-რემოებას, რომელიც უშუალოდ ეხება მოსარჩელეს. სამართლებრივი ურ-თიერთობა გულისხმობს ისეთ ურთიერთობებს, რომლებიც კონკრეტული საქმის გარემოებიდან საჯაროსამართლებრივი ნორმის საფუძველზე ფი-ზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ან ფიზიკურ პირსა და ნივთს შორის წარმოიქმნება და რომლის ძალითაც ერთ-ერთ მონაწილე პირს გარკვეული მოქმედების შესრულება ევალება, შეუძლია, უფლება აქვს ან არ ევალება. ნორმა, რომელიც გარკვეული ქმედებისთვის ნებართვას ადგენს, აფუძნებს სამართლებრივ ურთიერთობას გარკვეული ქმედების განხორციელების მსურველ პირსა და ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის. ამდენად, თუ ვინმე ასკვნის, რომ გარკვეული ღონისძიება არ საჭიროებს ნებართვას, მას შეუძლია, ეს პოზიცია ნეგატიური აღიარებითი სარჩელის საშუალებით გაარკვიოს.

II. აღიარების ინტერესი (სასკ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უნდა ჰქონდეს „კანონიერი ინტერესი” სამართა-ლურთიერთობის არსებობის ან არარსებობის დადგენის თაობაზე. აღი-არების ინტერესად მიიჩნევა ნებისმიერი ასაღიარებელი, დაცვის ღირსი,

Page 24: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

23

სამართლებრივი, ეკონომიკური ან იდეალური ხასიათის ინტერესი. გადამწ-ყვეტია ის ფაქტი, რომ სასამართლო აღიარება შესაფერისად იყოს მიჩნე-ული ამ სფეროებში მოსარჩელის სამართლებრივი სტატუსის (პოზიციის) გასაუმჯობესებლად. აქ ასეთი ინტერესი სახეზეა, ვინაიდან ნებართვის ვალდებულების არსებობა გავლენას ახდენს ანასტასიას კონსტიტუციით გარანტირებულ მშენებლობის თავისუფლებაზე (კონსტიტუციის მე-19 მუხ-ლი), გარდა ამისა, შესაძლოა, ასევე გავლენას ახდენდეს მის შემოქმედების თავისუფლებაზე (კონსტიტუციის მე-20 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები).

III. მიმართება სარჩელის სხვა სახეებთან (სასკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

გასარკვევია, ამ შემთხვევაში აღიარებითი სარჩელის დასაშვებობას აფერ-ხებს თუ არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა, რომლის თანახმად, „აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია, აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-ე-24-ე მუხლების საფუძველზე”. მართალია, შესაძლოა, ამ შემთხვევაში სარჩელის სპეციალური (კონკრეტული) სახე ყოფილიყო მავალდებულებელი სარჩელი სასკ-ის 23-ე მუხლის სახით, თუმცა საქმის ფაქტობრივი გარემოებების თა-ვისებურებიდან გამომდინარე,5 აღნიშნულ სარჩელში ვერ იქნებოდა ასახუ-ლი მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნა, მიზანი. ჯერ უნდა დადგინდეს, რომ მართლაც არ არსებობს ნებართვის აღების ვალდებულება. თუ აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში ეს დადასტურდება, მაშინ საერთოდ არ იარსებებს სამშენებლო ნებართვის გაცემის დავალდებულებაზე მოთ-ხოვნის საფუძველი. შესაბამისად, ჯერ პასუხი უნდა გაეცეს მოსარჩელის ძირითად სასარჩელო მოთხოვნას, რაც 23-ე მუხლით შეუძლებელია. არც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სარჩელის სახე (აქტის ბათილად ცნობის თაობაზე) მის-ცემს მოსარჩელეს საშუალებას, მიაღწიოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ვინაიდან ვერც ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის ფარგლებში გაეცემა პასუხი მოსარჩელის მოთხოვნას − დადგინდეს ქანდაკების აღმართვის ნე-ბართვასავალდებულოობის საკითხი.

5 საქმე ისაა, რომ მოცემული შემთხვევაში არ არის ჩვეულებრივი სამშენებლო დავა. მხარე ამოდის იმ გარემოებიდან, რომ მას იცავს შემოქმედების თავისუფლება, რის გა-მოც მისი განზრახულობა არ არის ნებართვასავალდებულო. სწორედ ამის დადგენაა მისთვის პრინციპული მნიშვნელობის საკითხი. თუ პრეიუდიციულად ეს უკანასკნელი გამოირიცხა, მხოლოდ მაშინ მიმართავს ის სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ უფ-ლების დაცვის საშუალებას. სხვა შემთხვევაში ასეთი კონსტრუქციის გამოყენება თითქ-მის შეუძლებელი იქნება.

Page 25: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

24

IV. С-ს შედეგი

აღიარებითი სარჩელი დასაშვებია.

D) დასაბუთებულობა

სარჩელი დასაბუთებულია, თუ სადავო სამართალურთიერთობა არ არსე-ბობს (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწი-ლი), ანუ თუ ანასტასია თავისი პროექტისთვის მოქმედი კანონმდებლობით სამშენებლო ნებართვას არ საჭიროებს.

I. სდასსკ-ის 93-ე-94-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები

ქანდაკების აღმართვაზე მშენებლობის ნებართვის ვალდებულება შესაძ-ლოა, გამომდინარეობდეს სდასსკ-ის 93-ე-94-ე მუხლებიდან და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებიდან. ამ ნორმების და აქტების თანახმად, შენობა-ნაგებობების მშენებლობა, როგორც წესი, შენობა-ნაგებობის კლასების მი-ხედვით საჭიროებს მშენებლობის ნებართვას ან ინფორმაციის შეტყობინე-ბას. ამდენად, საკითხავია, არის თუ არა ანასტასიას პროექტი მშენებლობის ნებართვას ან შეტყობინების ვალდებულებას დაქვემდებარებული ობიექტი (შენობა ან ნაგებობა). მოცემულ შემთხვევაში შეიძლება საუბარი იყოს ნა-გებობაზე. სდასსკ-ის მე-3 მუხლის ლეგალური დეფინიციის თანახმად, ნაგე-ბობა არის სამშენებლო მასალებისაგან ან/და ნაკეთობებისაგან შექმნილი, გრუნტთან უძრავად დაკავშირებული კონსტრუქციული სისტემა, რომლის ძირითადი დანიშნულებით გამოსაყენებლად აუცილებელი არ არის სათავ-სების/სამყოფების/სადგომების არსებობა. ქანდაკება და კვარცხლბეკი უნდა დამაგრდეს მიწაზე. თავად კვარცხლბეკიც შედგება სამშენებლო მა-სალისგან (გრანიტის ქვისგან), ამდენად, რომც მივიჩნიოთ, რომ ქანდაკება, როგორც ასეთი, არ არის სამშენებლო მასალებისა და ნაწილებისგან დამზა-დებული, საქმე მაინც გვაქვს სამშენებლო ნაგებობასთან, ვინაიდან კვარცხ-ლბეკი და ქანდაკება ერთად ქმნიან ერთ მთლიანობას. ვინაიდან ანასტასიას მხოლოდ ქანდაკების სიმაღლე არის 6 მეტრი და კვარცხლბეკთან ერთად იგი 13 მეტრსაც კი აღწევს, მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების საფუძ-ველზე, ის მიეკუთვნება მე-2 კლასის ნაგებობას და საჭიროებს მშენებლო-ბის ნებართვას. ამავე დროს, არ არსებობს სდასსკ-ის 93-ე მუხლის მე-2-მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული ნებართვის ვალდებულებისგან გათავი-სუფლების წინაპირობები.

Page 26: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

25

II. სდასსკ-ის 93-ე-94-ე მუხლების შეზღუდვა კონსტიტუციის მე-20 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით

თუმცა ანასტასიას მოთხოვნის ნებართვასავალდებულოობის საკითხი არ უნდა გადაწყდეს მხოლოდ ფორმალური კრიტერიუმების გათვალისწინე-ბით, რომ ის არის ნაგებობა და ამდენად არის ნებართვასავალდებულო. ამის წინააღმდეგ შესაძლოა არსებობდეს კონსტიტუციურსამართლებრივად არ-გუმენტირებული ეჭვი. ანასტასია მშენებლობის ნებართვის მაძიებლების-გან განსხვავებით მიუთითებს არა, უპირატესად, კონსტიტუციის მე-19 მუხ-ლის პირველი პუნქტით გარანტირებულ მშენებლობის თავისუფლებაზე, არამედ კონსტიტუციის მე-20 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით უპირობოდ გარანტირებულ ხელოვნების თავისუფლებაზე. მშენებლობის თავისუფ-ლება, როგორც კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების ნაწილი, შეიძლება შეიზღუდოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით, თუ ამის საშუალებას იძლევა საკუთრების უფლების სოციალური დატვირთვა (ბოჭვა). აღნიშნულის საპირისპიროდ, დასაშვებია არგუმენტირება, რომ ხე-ლოვნების ნიმუშების აღმართვისთვის (გამოფენის) სავალდებულო ნებარ-თვის დაწესებით ილახება ხელოვნების თავისუფლება, ამიტომაც სდასსკ-ის 93-ე-94-ე მუხლები „კონსტიტუციის შესაბამისად” უნდა განიმარტოს და, ამდენად, მაგალითად, ხელოვნების ნაწარმოებების მიმართ ზოგადად არ იმოქმედებს სდასსკ-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ნაგებობის ლეგალური დეფინიცია. თუმცა ამისთვის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები: სახეზე უნდა იყოს შემოქმედების თავისუფლების დაცული სფე-რო, ნებართვასავალდებულოობა უნდა იყოს დაცულ სფეროში ჩარევა და ეს ჩარევა კონსტიტუციურსამართლებრივი თვალსაზრისით არ უნდა იყოს გამართლებული.

1. შემოქმედების თავისუფლებით დაცული სფერო

ამდენად, საკითხავია, ექცევა თუ არა საერთოდ მოსარჩელის პროექტი კონ-სტიტუციის მე-20 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემოქმედების თავისუფლების დაცულ სფეროში. შემოქმედების თავისუფ-ლება იცავს არა მხოლოდ თავად შემოქმედებით საქმიანობას, ე.წ. „სამუ-შაო სფეროს”, არამედ ასევე შემოქმედებითი ნაწარმოების მესამე პირებში გავრცელებას, ე.წ. „შედეგის სფეროს”.6 ასეთი დატვირთვით შემოქმედების თავისუფლება იძლევა ხელოვნების ნაწარმოებების საზოგადოებისთვის დემონსტრირებისა და გავრცელების უფლების გარანტიას. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში საკითხი საკუთარ თუ სხვის მიერ შექმ-

6 იხ. მაგ. BVerfGE 30, 173, 189; BVerfGE 67, 213, 224.

Page 27: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

26

ნილ ხელოვნების ნაწარმოებებს ეხება.7 ხელოვნების თავისუფლება ასევე მოიცავს ე.წ „არქიტექტურულ ნაწარმოებებს”, ამიტომაც ასეთი ხელოვნე-ბის ნიმუშების მიმართაც მოქმედებს მათი გარკვეულ ადგილზე გამოფენის კონსტიტუციით დაცული უფლება, რაც მოჰყავს კიდეც არგუმენტად ანას-ტასიას.

თუმცა საკითხავია, აღნიშნული ქანდაკების შემთხვევაში გვაქვს თუ არა საერთოდ საქმე კონსტიტუციის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ შემოქ-მედებით ნაწარმოებთან, რომლის წინააღმდეგ შესაძლოა, არსებობდეს ეჭვი მისი ზომისა და მისი სოციალისტური („კომუნისტური პარტიის შეკვეთით შესრულებული”) ხასიათის გამო. მაგრამ შესაძლებელია, ეს ქანდაკება გა-ნეკუთვნებოდეს ნაწარმოების განსაზღვრულ სახეობას (სკულპტურა) და ამით აკმაყოფილებდეს ხელოვნების ე.წ. ფორმალურ დეფინიციას. თავი-სი უნიკალურობის გამო ის არც კომერციულ ნიმუშს წარმოადგენს. ასევე შეიძლება დავასკვნათ, რომ ხელოვანს თვითონ სურდა ხელოვნების ნიმუ-შის შექმნა და შეეცადა, თავისი ინდივიდუალური, თუნდაც სოციალისტური ხასიათის, გამოცდილება და ცოდნა აესახა მასში. ის ფაქტი, რომ „სოცი-ალისტური ხელოვნება” არ ჯდება ყველას გემოვნებაში, ხელს არ უშლის მისი ნიმუშების კონსტიტუციის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შემოქ-მედებით ნაწარმოებებად მიჩნევას.

გარდა ამისა, ანასტასიას მიერ ქანდაკების აღმართვაც უნდა ექცეოდეს შე-მოქმედების თავისუფლებით დაცულ სფეროში. ანასტასიას სურს, ეს ქან-დაკება („მოსახლეობის გასანათლებლად”) თავის ნაკვეთში აღმართოს, ანუ სურს მისი დადგმა იმისთვის, რომ ის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს. ეს ქცევა უნდა მივაკუთვნოთ ხელოვნების იმ სფეროს, რომელიც ხელოვნების ნაწარმოების მესამე პირებში გავრცელებას, ე.წ. „შედეგის სფეროს” განეკუთვნება და ამიტომ ისიც ხელოვნების თავისუფლების დაც-ვის სფეროში ექცევა.

შესაბამისად, სახეზე გვაქვს ხელოვნების თავისუფლებით დაცული სფერო.

2. ჩარევა დაცულ სფეროში

ის გარემოება, რომ არქიტექტურული შემოქმედების ნიმუშები (მშენებ-ლობის) ნებართვას საჭიროებენ, უნდა იყოს ჩარევა შემოქმედების თავი-სუფლების „შედეგის სფეროში”. ასეთი ჩარევა გამომდინარეობს სდასსკ-ის 93-ე-94-ე მუხლებიდან, აგრეთვე მატერიალური სამშენებლოსამართლებრი-ვი დებულებებიდან, რომელთა დაკმაყოფილება არის სამშენებლო ნებართ-

7 შეად. Kingreen/Poscher, Staatsrecht II – Grundrechte, 34. Aufl. 2018, Rn. 722.

Page 28: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

27

ვის გაცემის წინაპირობა (შეადარეთ სდასსკ-ის 92-ე და 65-ე-69-ე მუხლები) და ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა, ამ დათქმებს შედეგად მოჰყვეს გარკ-ვეული არქიტექტურული შემოქმედების ნაწარმოების გამოფენაზე უარის თქმა, ან განზრახულისგან განსხვავებული პროექტის, ან განსხვავებულ ადგილზე აღმართვის თაობაზე გადაწყვეტილება. ამდენად, სახეზეა ჩარევა დაცულ სფეროში.

3. ჩარევა გამართლებული უნდა იყოს

თუმცა შემოქმედების თავისუფლებაში ჩარევა შეიძლება კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებული იყოს. მართალია, კონსტიტუციის მე-20 მუხლით შემოქმედების თავისუფლება არ ექვემდებარება მკაფიო საკანონ-მდებლო დათქმას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ძირითადი უფლება შეუზღუდავად არის გარანტირებული. მეტიც, მისი ზღვარი გადის იქ, სა-დაც სხვების ძირითადი უფლებები ან კონსტიტუციით დაცული სხვა სი-კეთეები ამ ძირითადი უფლების შეზღუდვას მოითხოვენ (ე.წ. იმანენტური ზღვრები). ამიტომაც კანონებს, რომლებიც ასეთ მიზნებს ემსახურებიან, შეუძლიათ უპირობოდ გარანტირებული ძირითადი უფლებების შეზღუდვა.

არქიტექტურული ნაწარმოებების განთავსების ნებართვის მოთხოვნა არის ასეთი დასაშვები შეზღუდვა. ის უზრუნველყოფს, რომ სამშენებლო ნაგე-ბობის განთავსებისას გათვალისწინებული იყოს სამშენებლო წესრიგისა და განაშენიანების დაგეგმვის სამართლებრივი მოთხოვნები. ეს მოთხოვნები ემსახურება, სხვათა შორის, ისეთი სამართლებრივი სიკეთეების დაცვას, რომლებიც კონსტიტუციით არის დაცული. ასე მაგალითად: სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა (კონსტიტუციის მე-10 და 29-ე მუხლები), ღირსე-ული საცხოვრებლით უზრუნველყოფა და გარემოს დაცვა (კონსტიტუციის მე-5 მუხლი). გარდა ამისა, განაშენიანებასთან დაკავშირებული დებულე-ბები იცავენ მეზობლების არქიტექტურული ნიმუშების „შედეგის სფეროს”, რომლებიც არ უნდა დაიჩრდილოს სხვა სამშენებლო ქმნილების ზედმეტად თვალშისაცემი დიზაინით, რასაც არსებითი ცვლილება შეაქვს ჩამოყალიბე-ბულ განაშენიანებაში.

მაგრამ თუ ასეთი მოთხოვნები მატერიალურსამართლებრივად ზღუდავს შემოქმედების თავისუფლების უფლებას, მაშინ წარმოებასამართლებრივა-დაც უნდა იყოს შესაძლებელი ამ მოთხოვნათა დაცვა. ამიტომაც ზოგადად იმის თქმა, რომ არქიტექტურული შემოქმედების ნაწარმოებებისთვის ნე-ბართვასავალდებულოობა შეუსაბამოა შემოქმედების თავისუფლებასთან, არ არის მართებული. პირიქით, მშენებლობის ნებართვისთვის გათვალისწი-

Page 29: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

28

ნებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა იყოს თანაზომიერი საშუალება, ურთიერთსაპირისპირო ინტერესებისა და (კონსტიტუციური რანგის) უფ-ლებების დასაბალანსებლად. ეს არ ნიშნავს, რომ სამშენებლო სამართლის ნებისმიერ დებულებას შეუძლია, გამორიცხოს არქიტექტურული შემოქმე-დების ნიმუშის აღმართვა, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რომ არქიტექტურულ ნაწარმოებებთან დაკავშირებით სამშე-ნებლო ნებართვის გაცემისას, საქმის ყველა გარემოების ბოლომდე შესწავ-ლის შედეგად, შემოქმედების თავისუფლება სათანადოდ არის გათვალისწი-ნებული და მხოლოდ ისეთი მოთხოვნებით არის შეზღუდული, რომლებიც ძირითადი უფლებებით დადგენილი იმანენტური ზღვრის კონკრეტიზაციას გულისხმობენ. თუმცა ასეთ შემთხვევებში უფრო შორსმიმავალი შეზღუდ-ვებია შესაძლებელი, ვიდრე ეს იქნებოდა, საქმე რომ სამშენებლო ხელოვნე-ბას არ ეხებოდეს. არქიტექტურული შემოქმედებისთვის, ხელოვნების სხვა ფორმებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო მეტად არის დამახასიათებელი საზოგადოებაზე დამოკიდებულება. მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საკუთრების სოციალური დატვირთვა (ბოჭვა). მისი განხორციელების წი-ნაპირობაა მიწის საკუთრება, რომლის გამოყენებაც უფრო მკაცრ სამართ-ლებრივ მითითებებთან არის დაკავშირებული, ვიდრე მოძრავი საკუთრება. არქიტექტურული შემოქმედების ნაწარმოებიც ყოველთვის უკვე არსებულ ადგილებსა და ლანდშაფტში უნდა თავსდებოდეს. ისინი იმიტომაც ახდენენ უფრო დიდ გავლენას გარემოზე, რომ მათგან მიღებულ შთაბეჭდილებას ვე-რავინ გაექცევა, ვისაც კი მათ ზემოქმედებასთან შეხება მოუწევს.

4. II-ის შედეგი

ამდენად, ქანდაკების (როგორც ხელოვნების ნიმუშის) გარე ტერიტორიაზე აღმართვისთვის მშენებლობის ნებართვის ვალდებულების დადგენა შემოქ-მედების თავისუფლებაში გამართლებული ჩარევაა.

III. D-ს შედეგი

ამდენად, ანასტასიას პროექტი, სდასსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, საჭი-როებს მშენებლობის ნებართვას და ამას ხელს არ უშლის არც ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს შემოქმედების ნაწარმოების აღმართვა სურს. ამიტომაც აღიარებითი მოთხოვნა დასაბუთებული არ არის.

E) პირველი სასარჩელო მოთხოვნის შედეგი

პირველი სასარჩელო მოთხოვნა დასაშვებია, მაგრამ დასაბუთებული არ არის, ამიტომ ის ვერ დაკმაყოფილდება.

Page 30: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

29

მეორე სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელის მოთხოვნა, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და-ევალოს, მის განზრახვასთან დაკავშირებით გასცეს მშენებლობის ნებარ-თვა, შესაძლებელია დაკმაყოფილდეს, თუკი ის დასაშვები და დასაბუთე-ბულია.

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი

სარჩელის დასაშვებობის წინარე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უწყებრივი ქვემ-დებარეობა/განსჯადობის, მხარეთა საპროცესოუნარიანობის, სარჩელის ფორმის, სათანადო მოპასუხის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და სხვა მსგავსი საკითხები.

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი)

ანასტასიას სასარჩელო განცხადება შესაძლებელია იყოს საერთო სასა-მართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე. ამისთვის, მო-ცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ უნდა მი-ეკუთვნებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას. სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვა-ლისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორ-განოს მიმართ, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. კაზუსიდან ირკვევა, რომ ანასტასიამ ნებართვის გაცემაზე უარის მიღების გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომთან. ამდენად, ივარაუდება, რომ მო-სარჩელის მიერ დაცულია ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარ-დგენის ვალდებულება, რითაც გამოირიცხება ადმინისტრაციული ორგანოს ქვემდებარეობა, რაც საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ პირმა დავა გადაიტანოს სასამართლოში. შესაბამისად, აღნიშნული დავა არის საერთო სასამართლოების ქვემდებარე.

ამავე დროს, უნდა დადგინდეს განსჯადობის საკითხი − რომელმა მოსამარ-თლემ უნდა განიხილოს დავა. ანასტასიას დავა საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნება განსახილ-ველი, თუ ის პასუხობს სასკ-ის მე-2 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთ-ხოვნებს. მოსარჩელე, სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებას. ფორმალურად ეს საკმარისი საფუძველია საგნობრი-ვი განსჯადობის საკითხის გასარკვევად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში

Page 31: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

30

მიზანშეწონილია შინაარსობრივი კრიტერიუმების გამოყენებაც.8 სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმე იმ სამართლებრივ ურთიერ-თობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაცი-ული სამართლის კანონმდებლობიდან, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, დავა არის თუ არა საჯაროსამართლებრივი ბუნების. როგორც წესი, დავა საჯაროსამართლებრივია, თუ თავად ამ დავის გადაწყვეტისთ-ვის გამოსაყენებელი ნორმა საჯაროსამართლებრივი ბუნებისაა. ცხადია, რომ საქმის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს სამშენებლო კანონ-მდებლობით განსაზღვრული ნორმები, რომლებიც საჯაროსამართლებრივი ბუნებისაა, ამიტომ სახეზეა საჯაროსამართლებრივი დავა. სახეზე არ არის არც სასკ-ის მე-6 მუხლით განსაზღვრული მაგისტრატ მოსამართლეთა გან-სჯადობა. ამიტომ დავას განსჯადობის მიხედვით განიხილავს საქალაქო სასამართლო პირველი ინსტანციით ადმინისტრაციული სამართალწარმო-ების წესით.

შესაბამისად, ეს დავა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტ-რაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი საქმე.

II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა

ანასტასია, როგორც ფიზიკური პირი, ხოლო არქიტექტურის სამსახური, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (როგორც ადმინისტრაცი-ული ორგანო), სსსკ-ის 79-ე-81-ე მუხლების თანახმად, საპროცესოუნარი-ანები არიან.

III. სათანადო მოპასუხე

სდასსკ-ის მე-100 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანო არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. თბილისის შემთხვევაში, ამ ფუნქციის განმახორციელებელია არქიტექტურის სამსახური, რომელიც გამომდინარეობს ამავე სამსახურის დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქ-ტის „ა” ქვეპუნქტიდან. სასკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ად-მინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანოც, „რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ან განახორ-ციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება”. ვინაიდან ნებარ-თვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე უფლებამოსილია არქიტექტურის

8 მითუმეტეს, კაზუსის ორიგინალ ვერსიებში ავტორი, გერმანული სამართლის თავი-სებურების გათვალისწინებით, ძირითადად, შინაარსობრივ კრიტერიუმებზე მიუთითებს.

Page 32: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

31

სამსახური და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ამ უკანასკნელმა უარი გა-ნაცხადა ნებართვის გაცემაზე, სათანადო მოპასუხედ ამ საქმეზე სწორედ არქიტექტურის სამსახური უნდა იქნეს მიჩნეული.

IV. სარჩელის ფორმა

კაზუსიდან სარჩელის ფორმასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხარვეზი არ იკვეთება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ანასტასიას სარჩელი აკმაყო-ფილებს სსსკ-ის 177-ე-178-ე და 445-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს (სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში).

V. A-ს შედეგი

სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპისთვის დადგენილი მოთხოვნები დაკმა-ყოფილებულია.

B) სარჩელის სათანადო სახე

სარჩელის სათანადო სახე (უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი საშუალება) განისაზღვრება მოსარჩელის მოთხოვნის მიხედვით, რაც დგინ-დება საქმის გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გონივრული შეფასების შედეგად (სასკ-ის 281 მუხლი). ამ მიზნით, მოსამართლეს შეუძ-ლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში (სასკ-ის 281 მუხ-ლი).

I. სარჩელი აქტის გამოცემის თაობაზე (ე.წ. მავალდებულებელი სარჩელი)

შესაძლებელია, მოცემულ შემთხვევაში უფლების დაცვის საპროცესო-სამართლებრივი საშუალება იყოს სასკ-ის 23-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამო-ცემის თაობაზე. ამისთვის სარჩელის მიზანი უნდა იყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა. მოცემულ შემთხვევა-ში, სარჩელის სათანადო სახე უნდა დადგინდეს სწორედ იმის გათვალისწი-ნებით, თუ რა სახის აქტის გამოცემას გულისხმობს მოსარჩელის მოთხოვნა და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, მიიღწევა თუ არა ამის განხორციელე-ბით მოსარჩელის მიზანი.

1. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა

მოსარჩელე მოითხოვს, რომ, მის მიერ განზრახული პროექტის შესაბამი-სად, არქიტექტურის სამსახურს დაევალოს მშენებლობის ნებართვის გაცე-

Page 33: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

32

მა. სდასსკ-ის 93-ე მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვა, რომლის მიღებაც მოსარჩელის მიზანია, არის ინდივიდუალური ადმინისტ-რაციულსამართლებრივი აქტი და მოიცავს სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწი-ლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცალკეულ ელემენტებს.

2. მოსარჩელის მიზანი

სადავო აქტის (მშენებლობის ნებართვის) გამოცემით მოსარჩელეს მიეცემა შესაძლებლობა, აღმართოს აღნიშნული ქანდაკება მის მიწის ნაკვეთზე.

II. B-ს შედეგი

იასა-ის გამოცემის თაობაზე სარჩელის სახე შეესაბამება ანასტასიას მი-ზანს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ის არის სარჩელის სათანადო სახე.

C) სარჩელის დასაშვებობა

მავალდებულებელი სარჩელის დასაშვებობის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები: ა) ინდივი-დუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი; ბ) ორგანოს უარი ამ აქტის გამოცემის თაობაზე; გ) პირდაპირი და უშუალო ზიანი; დ) გასაჩივ-რების ვადა.

I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (სასკ-ის 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

სასკ-ის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვ-ნით.” როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს სდასსკ-ის 93-ე მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას, რომელიც მოიცავს სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცალკეულ ელემენტებს. შესაბამისად, სარჩელის დასაშვებობის პირველი წინაპირობა სახეზეა.

II. ორგანოს უარი ამ აქტის გამოცემის თაობაზე (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახეზე უნდა იყოს ადმინისტ-რაციული ორგანოს უარი. კაზუსიდან ირკვევა, რომ ასეთი უარი სახეზეა.

III. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქ-

Page 34: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

33

ტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.” ამდენად, ანასტასიას უნდა შეეძლოს იმის მტკიცება, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმით მისი უფლებები დაირღვა. ეს სახეზეა, თუ მას, ზოგადად, სამშენებ-ლო ნებართვის მიღებაზე მოთხოვნის უფლება აქვს. ასეთი მოთხოვნის უფ-ლება გამომდინარეობს სდასსკ-ის 93-ე და 97-ე მუხლების და კონსტიტუ-ციის მე-20 მუხლიდან. კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან კი გამომდინარეობს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის მოთხოვნის უფლება, მაგრამ არა სამშენებლო ნებართვის მიღებაზე მოთხოვნის უფლება.

IV. გასაჩივრების ვადა (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილი)

კაზუსში აღნიშნულია, რომ ნებართვის გაცემაზე უარის თაობაზე არქიტექ-ტურის სამსახურის წერილობით პოზიცია ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომაც უცვლელად დატოვა. კაზუსში სასამართლოსთვის მიმართვის ვადაზე არ არის მითითება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ანასტასიას სარჩელი სასამართლოში წარდგენილია სასკ-ის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ 1-თვიან ვადაში.

V. C-ს შედეგი

მავალდებულებელი სარჩელი დასაშვებია.

D) დასაბუთებულობა

მავალდებულებელი სარჩელი, რომელიც აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნევა დასაბუთებუ-ლად, თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კა-ნონს ეწინააღმდეგება და ის უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მო-სარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს (სასკ-ის 33-ე მუხლი). ამდენად, უნდა დადგინდეს უარის კანონსაწინააღმდეგოობა და ამით მოსარჩელის კანონიერი ინტერესის ან უფლებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ამდენად, აქ მთავარია, რომ მოსარჩელეს აქვს მოთხოვნის უფლება გამოუცემელ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე (შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე, რომლის გამო-ცემაზეც მას უარი ეთქვა). ამიტომ, წინამდებარე კაზუსის შემთხვევაში, სარჩელი დასაბუთებულია, თუ ანასტასიას აქვს მოთხოვნილი სამშენებლო ნებართვის მიღების უფლება. ასეთი უფლება შესაძლოა, გამომდინარეობ-დეს სდასსკ-ის 93-ე და 97-ე მუხლებიდან. ეს პირველ ნაწილზე მსჯელობის დროსაც დადასტურდა. თუმცა ახლა საკითხავია, არის თუ არა შესაძლებე-

Page 35: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

34

ლი ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემა, ანუ არის თუ არა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პროექტი ნებართვაუნარიანი. აღნიშნუ-ლი შესაძლებელია, როდესაც ის იმ საჯაროსამართლებრივ დებულებებს შე-ესაბამება, რომლებიც წაეყენება ასეთი პროექტის დასაშვებობას.

მოცემულ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს, პროექტი რამდენად შეესაბამება მშენებლობის წესრიგისა და დაგეგმვის სამართლებრივ ნორმებს.9 კაზუ-სიდან არ იკვეთება პროექტის რომელიმე ტექნიკურ რეგლამენტაციასთან წინააღმდეგობა, მაგ., მიჯნის ზონის, რეგულირების ხაზის ან სხვა რომელი-მე წესების დარღვევის თვალსაზრისით. არ იკვეთება ასევე წინააღმდეგო-ბა მომიჯნავე კანონმდებლობასთან მიმართებით. ამიტომ აქ გასარკვევია მხოლოდ შემდეგი საკითხი: ხომ არ ეწინააღმდეგება ეს პროექტი გეგმარე-ბითსამართლებრივ მოთხოვნებს სდასსკ-ის 65-ე და შემდეგი მუხლების სა-ფუძველზე.

I. სდასსკ-ის 65-ე და შემდეგი მუხლების მოქმედება

იმისათვის, რომ სდასსკ-ის 65-ე და შემდეგი მუხლების მოთხოვნები წაეყე-ნოს ანასტასიას პროექტს, სახეზე უნდა იყოს ნებართვასავალდებულო ნა-გებობის მშენებლობა მიწაზე. პირველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებ-ში მსჯელობისას დადგინდა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ხელოვნების ნაწარმოები (ფიგურა) წარმოადგენს ნაგებობას, რომლის გან-თავსება/აღმართვა, სდასსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, თავსდება „მშენებ-ლობის” ლეგალურ დეფინიციაში. ამავე დროს, ეს მშენებლობა დაგეგმილია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ „მიწის ნაკვეთზე”. სდასსკ-ის 65-ე და შემდეგი მუხლები ეხება სწორედ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დასაშვებო-ბის გეგმარებითსამართლებრივ მოთხოვნებს. ამავე დროს, დგინდება, რომ ანასტასიას ნაკვეთი მდებარეობს გარეუბანში და მის მიერ დაგეგმილი ქან-დაკების აღმართვის შემთხვევაში, მისი ზომიდან გამომდინარე, გავლენას მოახდენს ლანდშაფტის იერსახეზე.

ამავე დროს, მოცემულ შემთხვევაზე უნდა გამოირიცხოს სდასსკ-ის 66-ე და 67-ე მუხლების მოქმედება. ამ მუხლების თანახმად, იმ მიწის ნაკვეთ-ზე, რომელიც განაშენიანების დეტალური გეგმის მოქმედების არეალში მდებარეობს, მშენებლობა ნებადართულია ამ გეგმის შესაბამისად (66-ე მუხლი), ხოლო იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც განაშენიანების ჩამოყალიბე-ბულ სისტემაში მდებარეობს და რომელზეც არ ვრცელდება განაშენიანე-

9 ვინაიდან კაზუსში არ იკვეთება ფორმალური კანონიერების დარღვევა, ამდენად მო-ცემულ შემთხვევაში შემოწმდება მხოლოდ მატერიალური კანონიერების საკითხი.

Page 36: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

35

ბის დეტალური გეგმა, მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს მოქმედი ქალაქთმშენებლობითი გეგმის (არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი დე-ბულებების მოთხოვნათა საფუძველზე, თუ ის გამოყენების სახეობის, განა-შენიანების პარამეტრების, განაშენიანების სახეობისა და მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების თვალსაზრისით შეესაბამება განაშენიანე-ბის არსებულ გარემოს და არ ეწინააღმდეგება სამეზობლო ინტერესებს (67-ე მუხლი). კაზუსიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არის მინდორი, რომელზეც არ მოქმედებს განაშენიანების დეტალური გეგმა და გარშემორტყმულია გაუშენებელი ნაკვეთებით. შესა-ბამისად, საქმე ეხება განაშენიანების ჩამოყალიბებული სისტემის (უშენი ტერიტორიის) გარეთ მდებარე მიწის ნაკვეთებს (68-ე მუხლი).

II. პროექტის შესაბამისობა სდასსკ-ის 68-ე მუხლთან

როგორც უკვე აღინიშნა, ვინაიდან საქმე ეხება განაშენიანების ჩამოყალიბე-ბული სისტემის გარეთ არსებულ მიწის ნაკვეთებს, მის მიმართ გამოიყენება სდასსკ-ის 68-ე მუხლით განსაზღვრული წესები. ამ უკანასკნელის თანახ-მად, „იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც განაშენიანების ჩამოყალიბებული სის-ტემის გარეთ მდებარეობს და რომელზედაც არ ვრცელდება განაშენიანე-ბის დეტალური გეგმა, მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიის ფუნქციით განპირობებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, მოქმედი სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლო-ბითი გეგმის (არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი დებულებების მოთ-ხოვნათა საფუძველზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერე-სებს.” სადავოა, რამდენად არის ანასტასიას პროექტი უშენი ტერიტორიის ფუნქციით განპირობებული. კაზუსის ფაბულიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთს მეტწილად სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიწები აკრავს გარს, რაც განსაზღვრავს თავად მესაკუთრის მიწის ნაკვე-თის სტატუსსაც. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ამ თვალსაზრისით, ფიგურის განთავსება არ არის შესაბამისი სატყეო და სასოფლო-სამეურნეო ფუნქციასთან. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ეს ტერიტორია თავისი სი-ლამაზის გამო ერთ-ერთ ყველაზე სასურველი ახლომდებარე დასასვენებე-ლი ადგილია, ესეც გამორიცხავს ფიგურის აღმართვის ფუნქციურ კავშირს ამ ტერიტორიასთან.

გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის მიერ დაგეგმილი მშენებლობა ფუნქ-ციით განპირობებული რომც ყოფილიყო, უნდა შემოწმდეს, ხომ არ ეწინააღ-მდეგება ის საზოგადოებრივ ინტერესებს (სდასსკ-ის 68-ე მუხლის ბოლო წინადადება). მართალია, შეფასებისას სათანადოდ უნდა იქნეს გათვალის-

Page 37: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

36

წინებული კონსტიტუციის მე-20 მუხლის მნიშვნელობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არქიტექტურული ნაწარმოებების აღმართვა შეუზღუდავად დაშვებულია. მეტიც, ის მხოლოდ მაშინ არის ნებადართული, როდესაც ამას არ უპირისპირდება კონსტიტუციური რანგის მქონე საჯარო ინტერესი, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განცალკევებულად უნდა იქნეს გა-დაწყვეტილი. შელახული საჯარო ინტერესის სახით ამ მაგალითში გვაქვს ლანდშაფტის იერსახის დამახინჯებისა და ლანდშაფტის ბუნებრივი თავი-სებურების და მისი, როგორც დასასვენებელი ადგილის, შელახვისათვის ხელის შეშლა.

საქმის გარემოებებიდან ჩანს, რომ აქ საქმე ეხება განსაკუთრებულად ლამაზ ლანდშაფტს, რომელიც ასევე დასასვენებელ ადგილად გამოიყენება და 13 მეტრის სიმაღლის ობიექტის აღმართვა, მიუხედავად მისი შინაარსობრივი დატვირთვისა, გამოიწვევს ასეთი ლანდშაფტის შელახვას (დამახინჯებას). ამას არც ის ფაქტი შეუშლის ხელს, რომ რიგი მოქალაქეებისა ამ ქანდაკების აღმართვას მოგებიანად მიიჩნევს, რადგან აქ საუბარია არა განსახილველი პროექტის ესთეტიკაზე, არამედ, ზოგადად, გარე ტერიტორიის ფუნქციაზე. გადამწყვეტია, რომ სდასსკ-ი გარეთ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართ-ვას პრინციპულად მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იძლევა, ვინაიდან ამას მოითხოვს მიწის ხელმომჭირნედ სარგებლობის პრინციპი, რათა ეს ლანდშაფტური ტერიტორია, როგორც ადამიანების არსებობის საარსებო საფუძველი, თავისი ბუნებრივი დანიშნულებისამებრ სასოფლო-სამეურნეო და სატყეო-სამეურნეო მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული და ასევე ადამი-ანებისთვის დასვენებისა და ბუნებით ტკბობისათვის იყოს ხელმისაწვდომი. ეს ბუნებრივი საარსებო გარემოს შენარჩუნების აუცილებლობა, სულ მცი-რე, ნაწილობრივ მაინც არის კონსტიტუციის 29-ე და მე-5 მუხლებით დაცუ-ლი სიკეთე, გარემოს დაცვის, ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფი-სა და ბუნებრივი გარემოთი სარგებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, არქიტექტურული ნაწარმოები მხოლოდ მაშინ არის გარე ტერი-ტორიაზე დასაშვები, როდესაც იგი ამ ტერიტორიის ფუნქციას არ აზიანებს, თუმცა ამ პირობის მასშტაბები არ უნდა იყოს ძალიან მკაცრი. მაგალითად, ისეთი ნაკეთობები, რომლებზეც, კანონმდებლობის შესაბამისად, არ მოით-ხოვება მშენებლობის ნებართვა, შეუზღუდავად უნდა იყოს დასაშვები, რად-გან ისინი თავიანთი უშუალო პერიმეტრის იქით არ ახდენენ რაიმეზე გავ-ლენას. ამ შემთხვევაში დაგეგმილი 13-მეტრიანი მონუმენტური ქანდაკება ნებართვასავალდებულო ნაგებობაა, რომელიც გავლენას ახდენს გარემოზე და მასზე თავისუფლების ზემოთ დასახელებული პრინციპი არ გავრცელდე-

Page 38: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

37

ბა. ამდენად, პროექტის დაუშვებლობისთვის გადამწყვეტია არა ხელოვნე-ბის მიმართულება, რომელიც არის ასახული ქანდაკებაში, – ამ შემთხვევაში საქმე გვექნებოდა გემოვნების დაუშვებელ სახელმწიფო ცენზურასთან, – არამედ მხოლოდ ხელოვნების ნაწარმოების სიდიდე (ზომა), რომელიც გეგ-მარებითსამართლებრივად არის დაუშვებელი და უნდა აიკრძალოს სდასსკ-ის 68-ე მუხლის შესაბამისად.

III. D-ს შედეგი

პროექტი ეწინააღმდეგება გეგმარებითსამართლებრივ მოთხოვნებს (სდასსკ-ის 68-ე მუხლი) და ამიტომ მშენებლობის ნებართვის გაცემა შეუძ-ლებელია დაევალოს არქიტექტურის სამსახურს გასცეს მშენებლობის ნე-ბართვა სდასსკ-ის მე-100 და შემდეგი მუხლების საფუძველზე. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარი იყო კანონი-ერი და ამიტომ მავალდებულებელი სარჩელი დასაბუთებული არ არის.

E) მეორე სასარჩელო მოთხოვნის შედეგი

მეორე სასარჩელო მოთხოვნაც დასაშვებია, მაგრამ დასაბუთებული არ არის, ამიტომ ის ვერ დაკმაყოფილდება.

დასკვნა (საბოლოო შედეგი ორივე სასარჩელო მოთხოვნის მიმართ)

ამდენად, ორივე მოთხოვნა დასაშვები, მაგრამ დაუსაბუთებელია, ამიტომ ისინი ვერ დაკმაყოფილდება.

Page 39: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

38

კაზუსი 2

პანდუსი

ანდრია არის თბილისში მდებარე ერთ-ერთი შენობის მესაკუთრე. განაშენი-ანების დეტალური გეგმა ამ შენობისთვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთზე და მის გარშემო არსებული დასახლებისთვის ითვალისწინებს „საცხოვრებელი ზონა – 3-ის” მოწყობას. თავად ამ შენობას გამოყენების ძალზე ცვალება-დი ისტორია აქვს. ბოლოს იგი ანდრიას, როგორც ბოლო მესაკუთრის, მიერ გამოყენებული იყო „გასართობ დაწესებულებად”. მას შემდეგ, რაც ნაგე-ბობის ამგვარად გამოყენების ფორმა აეკრძალა, ანდრია ფიქრობს შენობის მთლიანად დანგრევას და მის ადგილას რვაბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, რომელთა გაქირავებასაც იგი შეძლებს მომავალში.

ამ მიზნით ანდრიამ თბილისის არქიტექტურის სამსახურში შეიტანა განც-ხადება მშენებლობის ნებართვის მისაღებად. სამსახურის უფროსმა დოკუ-მენტაციის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ ანდრიას მიერ დაპროექ-ტებული შენობა, მისი მახასიათებლების გამო, მოქმედი რეგლამენტებით მიეკუთვნება III კლასის შენობას. შესაბამისად, იგი არ ხვდება იმ შენობათა რიცხვში, რომელზეც არ გავრცელდება შენობა-ნაგებობის უსაფრთხოებისა და შშმ პირებისათვის ადაპტირებული არქიტექტურული გეგმარების წესები. პროექტის დეტალური შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ იგი სამშენებლო კანონმდებლობასთან მეტწილად შესაბამისია. თუმცა სამსახურის უფროსმა ისიც დაადგინა, რომ მშენებლობის ნებართავის მისაღებად შემოტანილ პროექტში არ არის გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქო-ნე პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობები, რაც სდასსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნაა. კერძოდ, საქართველოს მთავრო-ბის 41-ე დადგენილების საფუძველზე უნდა მოეწყოს შესაბამისი პროცენ-ტული დახრილობისა და პარამეტრების პანდუსი, რათა უზრუნველყოფილი იყოს შშმ პირთა „ადვილი მისადგომობა” შენობის დაკავებულ ნაწილებთან. სდასსკ-ის 85-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ასეთი სტანდარტის დაც-ვა სავალდებულოა საცხოვრებელი შენობისათვის ორზე მეტი ბინით, რო-მელიც არ არის ინდივიდუალური საცხოვრებელი. თუმცა, რადგანაც სამსა-ხურის უფროსს სანებართვო წარმოების გაწელვა არ სურდა (რადგან მესა-კუთრეს ახალი გეგმით აკრძალული ფუნქციის შენობა უნდა ჩაენაცვლებინა დაშვებული ფუნქციის შენობით), ამიტომ მან გასცა ანდრიაზე მშენებლობის ნებართავა, რომელსაც სათაურშივე დაუდგინა „გაუქმების პირობით”, შემ-დეგი შენიშვნით: „შემოტანილი დოკუმენტაციიდან არ ჩანს, თუ სად უნდა

Page 40: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

39

განთავსდეს სდასსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად სავალდებულოდ გასათვა-ლისწინებელი პანდუსები. ამიტომაც დადგინდეს მშენებლობის ნებართვის გაუქმების პირობა იმ შემთხვევისთვის, თუკი საცხოვრებელი მიზნით შენო-ბის გამოყენების დაწყებამდე არ დადასტურდება, რომ ზემოთ აღნიშნული პანდუსი განთავსებული იქნება შენობაში. დამატებით დადგინდა: ზოგადად, ეტლებისათვის პანდუსის და სპეციალური ადგილების მოწყობა (75სმX1,2მ ზომის) ადვილად მისადგომად მაშინ ითვლებიან, როცა ისინი მიწის დონეზე და ისეთ სართულებზეა განთავსებული, რომლიდანაც ლიფტით შეიძლება გადაადგილება და შემდეგ საცხოვრებელ ფართში შეუფერხებლად შესვლა.” ეს პირობა დადგინდა ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრუ-ლი ნორმის საფუძველზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი გასცეს „გაუქმების დათქმით, რომელიც ადგენს განსაზღვრული წინაპირობების დადგომის შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრი-ვი აქტის გაუქმების შესაძლებლობას.”10

ანდრიამ მშენებლობის ნებართვის გაუქმების პირობის წინააღმდეგ საჩი-ვარი შეიტანა იმ მიზეზით, რომ სამშენებლო თავისუფლების ამგვარი შეზ-ღუდვა, რომელიც მშენებლობის ნებართვის თაობაზე გადაწყვეტილებას არქიტექტურის სამსახურის თვითნებობას უქვემდებარებს, მისთვის მი-უღებელია. ამასთანავე, მისი აზრით, პანდუსების მოთხოვნა ამ შემთხვევაში არარელევანტურია, რამდენადაც მას განზრახული აქვს ბინების გაქირავე-ბა მხოლოდ ახალგაზრდა, დინამიკურ და, შესაბამისად, გადახდის მაღალი უნარის მქონე მარტოხელა ადამიანებზე, და არა შეზღუდული შესაძლებ-ლობების მქონე პირებზე. ეს ბუნებრივად გამომდინარეობს მისი პროექ-ტით გათვალისწინებული მაღალხარისხოვანი აღჭურვილობიდან, რომლის შეძენა შშმ პირებს საერთოდ არ შეუძლიათ. საჩივარი ზემდგომი ორგანოს მიერ არ დაკმაყოფილდა. სზაკ-ის 198-ე მუხლით გათვალისწინებული ზეპი-რი განხილვისას ანდრიას სრული საშუალება მიეცა, გამოეთქვა თავისი მო-საზრებები სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ანდრიამ მაინც შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მშენებლობის ნებარ-თვით დადგენილი „გაუქმების პირობის” გაუქმების მოთხოვნით. საჩივარში მან მიუთითა, რომ მისთვის გაცემული მშენებლობის ნებართვით დადგენი-ლი გეგმა-გრაფიკის საფუძველზე მას უკვე დაწყებული აქვს მშენებლობა.

შეამოწმეთ სარჩელის პერსპექტიულობა.

10 ფიქტიური ნორმა. საქართველოში მსგავსი ნორმა ჯერ არ მოქმედებს.

Page 41: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

40

ამოხსნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 41A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 41

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი) . . . . . . . . . . . 41II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 42III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 42IV. სარჩელის ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 43V. A-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 43

B) სარჩელის სათანადო სახე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 43I. სარჩელი ბათილობის თაობაზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 43

1) „ბათილობაზე იზოლირებული სარჩელის” კონცეფცია . . . . . . . . . . . . . 442) სხვა ძირითადი აქტის „იძულების” პრობლემა . . . . . . . . . . . . . . . . . . 45

a) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის კანონსაწინააღმდეგოობა დამატებითი პირობის კანონსაწინააღმდეგოობის შემთხვევაში . . . . . . . . . . . . . . . . . . . 45

b) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის (ნაწილობრივი) გაუქმების შესაძლებლობა (ახალი დამატებითი პირობების დართვით) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 47

c) შედეგი b -ს მიმართ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 473) შედეგი 1-ის მიმართ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 48

II. მავალდებულებელი სარჩელი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 481) მავალდებულებელი სარჩელით მისაღწევი შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . 482) უკვე მიღებული აღმჭურველი აქტის „დისპოზიციაზე დაყენების”

პრობლემა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 493) შედეგი 2-ის მიმართ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 49

III. დავის გადაწყვეტის კრიტერიუმები (რომელია სარჩელის სათანადო სახე?) . . . . 50IV. B-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 51

C) სარჩელის დასაშვებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 51I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (სასკ-ის 22-ე

მუხლის 1-ლი ნაწილი). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 51II. სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება (სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი) . . . 52III. სარჩელის წარდგენის ვადა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 53IV. C-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 53

D) დასაბუთებულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 53I. გაუქმების პირობის კანონსაწინააღმდეგოობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . 53

1) ფორმალური კანონიერება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 542) განსაზღვრულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 543) მატერიალური კანონიერება. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 54

a) ნებართვასავალდებულოობა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 55b) მშენებლობის ნებართვის საკანონმდებლო წინაპირობები . . . . . . . . . . 55c) გაუქმების პირობა, როგორც მშენებლობის ნებართვის წინაპირობების

უზრუნველყოფის პირობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 56d) შედგი 3-ის მიმართ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 57

4) შედეგი I-ის მიმართ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 57II. ანდრიას უფლებების დარღვევა კანონსაწინააღმდეგო გაუქმების პირობით . . . 57III. D-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 58

E) დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 58

Page 42: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

41

ამოხსნა

ანდრიას სარჩელს იმ შემთხვევაში ექნება წარმატება, თუ იგი დასაშვები და დასაბუთებული იქნება. ამავე დროს, დამატებით პირობასთან მიმართებით „სწორი” სამართლებრივი დაცვის საკითხი მრავალრიცხოვანი კვლევებისა და სასამართლო განხილვების საგანია. ამ საკითხისადმი არსებული ძირი-თადი პრობლემების მიმართ რაიმე კონსენსუსის პერსპექტივა ჯერჯერო-ბით არ ჩანს, რაზეც ქვემოთ დეტალურად იქნება საუბარი.

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი

სარჩელის დასაშვებობის წინარე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობის, მხარეთა საპროცესოუნარიანობის, სარჩე-ლის ფორმის, სათანადო მოპასუხის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის და სხვა მსგავსი საკითხები.

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი)

ანდრიას სასარჩელო განცხადება შესაძლებელია იყოს საერთო სასამართ-ლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე. ამისთვის, მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ უნდა მიეკუთვნე-ბოდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას. სასკ-ის მე-2 მუხ-ლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინე-ბული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მი-მართ, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინის-ტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. კაზუსიდან ირკვევა, რომ ანდრიას საჩივარს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმატება არ ჰქონდა. ამდენად, ივარაუდება, რომ მოსარჩელის მიერ და-ცულია ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის ვალდებუ-ლება, რითაც გამოირიცხება ადმინისტრაციული ორგანოს ქვემდებარეობა. შესაბამისად, აღნიშნული დავა არის საერთო სასამართლოების ქვემდება-რე.

ამავე დროს, უნდა დადგინდეს განსჯადობის საკითხი − რომელმა მოსა-მართლემ უნდა განიხილოს დავა. ანდრიას დავა საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნება განსახილ-ველი, თუ ის პასუხობს სასკ-ის მე-2 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთ-ხოვნებს. მოსარჩელე სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ითხოვს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის შესაბამი-სობის დადგენას საქართველოს კანონმდებლობასთან. ფორმალურად ეს

Page 43: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

42

საკმარისი საფუძველია საგნობრივი განსჯადობის საკითხის გასარკვევად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილია შინაარსობრივი კრიტერი-უმების გამოყენებაც.11 სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასა-მართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმე იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, დავა არის თუ არა სა-ჯაროსამართლებრივი ბუნებისა. ეს უკანასკნელი იმ შემთხვევაშია სახეზე, როდესაც თავად დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ნორმები არის საჯარო სამართლის ხასიათისა. ამ შემთხვევაში გვაქვს ეს წინაპირობა, რამდენადაც საქმე ეხება პანდუსის მოწყობის საკითხს, რომ-ლის კანონიერება უნდა გადაწყდეს სდასსკ-ის 85-ე და 93-ე მუხლებისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების საფუძველზე. ამდენად, სახეზეა საჯაროსამართლებრივი ნორმა, შესაბამისად − საჯაროსამართლებრივი დავა. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ასევე სასკ-ის მე-6 მუხლით განსაზღვრული მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადობა. ამდენად, დავას განსჯადობის მიხედვით განიხილავს საქალაქო სასამართლო პირველი ინს-ტანციით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

შესაბამისად, ეს დავა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტ-რაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი საქმე.

II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა

ანდრია, როგორც ფიზიკური პირი, ხოლო არქიტექტურის სამსახური, რო-გორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (როგორც ადმინისტრაციული ორგანო), სსსკ-ის 79-ე-81-ე მუხლების თანახმად (სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში), საპროცესოუნარიანები არიან. კაზუსიდან ამის საწი-ნააღმდეგო გარემოებები არ იკვეთება.

III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი)

ანდრია სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხედ ასახელებს არქიტექტურის სამსახურს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერს. სასკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ პროცესში მონა-წილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტ-რაციულსამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელო-ბის მქონე რაიმე ქმედება. ვინაიდან ამ შემთხვევაში, სადავო დამატებითი

11 მითუმეტეს, კაზუსის ორიგინალ ვერსიებში ავტორი, გერმანული სამართლის თავი-სებურების გათვალისწინებით, ძირითადად, შინაარსობრივ კრიტერიუმებზე მიუთითებს.

Page 44: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

43

პირობა განსაზღვრულია არქიტექტურის სამსახურის მიერ, ხოლო ზემდ-გომმა ძალაში დატოვა, სათანადო მოპასუხეებად ამ საქმეზე სწორედ არ-ქიტექტურის სამსახური და თბილისის მუნიციპალიტეტის მერი უნდა იქნეს მიჩნეული.

IV. სარჩელის ფორმა

კაზუსიდან სარჩელის ფორმასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხარვეზი არ იკვეთება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ანდრიას სარჩელი აკმაყო-ფილებს სსსკ-ის 177-ე-178-ე და 445-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს (სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში).

V. A-ს შედეგი

სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპისთვის დადგენილი მოთხოვნები დაკმა-ყოფილებულია.

B) სარჩელის სათანადო სახე

სარჩელის სათანადო სახე (უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი საშუალება) დგინდება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების, აგრეთვე საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეფასე-ბის შესაბამისად (სასკ-ის 281 მუხლი), ისე, რომ ის თავსებადი იყოს მოსარ-ჩელის უფლების დაცვის მიზანთან. ამ მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში (სასკ-ის 281 მუხლი).

I. სარჩელი ბათილობის თაობაზე

შესაძლებელია, მოცემულ შემთხვევაში უფლების დაცვის საპროცესოსა-მართლებრივი საშუალება იყოს სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული სარ-ჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. ამისთვის სარჩელის მიზანი უნდა იყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. მოცემულ შემ-თხვევაში, სარჩელის სათანადო სახე უნდა დადგინდეს სწორედ იმის გათ-ვალისწინებით, თუ რა სახის აქტის ბათილობას გულისხმობს მოსარჩელის მოთხოვნა და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, მიიღწევა თუ არა ამის გან-ხორციელებით მოსარჩელის მიზანი. ანდრიას სარჩელი მიმართულია იმის საწინააღმდეგოდ, რომ მასზე გაცემულ მშენებლობის ნებართვას დართუ-ლი აქვს „გაუქმების პირობა” იმ შემთხვევისთვის, თუკი შენობის საცხოვრე-ბელი მიზნით გამოყენების დასაწყებად (ექსპლუატაციაში მიღებამდე) იგი ვერ დაადასტურებს, რომ სდასსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად გათვალისწინე-

Page 45: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

44

ბული პანდუსი იქნება განთავსებული. „გაუქმების პირობაში” აქ იგულისხ-მება „გაუქმების პირობა”, რომელიც თანდართულია ე.წ. „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის” სახით და შეიძლება მოიცავდეს სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ელე-მენტებს.

თუმცა მანამდე გასარკვევია, თუ რამდენად დასაშვებია „ბათილობაზე იზო-ლირებული სარჩელის” წარდგენა დამატებითი პირობების წინააღმდეგ? ეს საკითხი არის სადავო.12

1) „ბათილობაზე იზოლირებული სარჩელის” კონცეფცია

ამ კონცეფციის არსი ისაა, რომ დამატებითი პირობები ძირითადი ინდივი-დუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის „მოშორებადი” შემად-გენელი ნაწილია. თუ სარჩელთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ინდი-ვიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს მხოლოდ იმ ნაწილში გააუქმებს, რა ნაწილშიც იგი კანონსაწინააღმდეგოა და მოსარჩელის უფ-ლებებს არღვევს, ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე აღარ არის იძულებული, მთლიანად კანონსაწინააღმდეგო აქტის გაუქმება მოითხოვოს, არამედ მას შეუძლია, მხოლოდ იმით შემოიფარგლოს, რომ უფლების დაცვისთვის მოითხოვოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მხოლოდ იმ ნაწილის ბათილობა, რომელიც, მოსარჩელის აზრით, მის უფ-ლებებს არღვევს.

თუ ამ კონცეფციას მივყვებით, მაშინ შედეგად მივიღებთ, რომ სარჩელის დასაბუთების შემთხვევაში, სასკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხოლოდ დამატებითი პირობები გაუქმდება (აქტის ნაწილის გაუქმება), ხოლო ძირითადი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქ-ტის მოქმედება ურყევი რჩება. ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ სასამართ-ლო სარჩელის დაკმაყოფილებისას მხოლოდ გაუქმების პირობას გააუქმებს ისე, რომ შედეგად მშენებლობის ნებართვა გაუქმების პირობის გარეშე გა-მოცემულად ჩაითვლება. ამის შედეგია ის, რომ სასამართლოს გადაწყვე-ტილებას არა მხოლოდ „კასატორული” მოქმედება ექნებოდა, არამედ „რე-ფორმატორულიც”, რადგან სარჩელის წარმატების შემთხვევაში არა მხო-ლოდ დამატებითი პირობა იქნება მოშორებული, არამედ შეიცვლება თავად ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტიც: თუ გადაწყ-ვეტილებამდე მშენებლობის ნებართვა მხოლოდ დამატებით პირობით იყო

12 მაგ., გერმანიის ადმინისტრაციული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, შეიძლება, ყველა დამატებითი პირობების ბათილობა მოთხოვნილ იქნეს იზოლირებულად, იხ მაგ. BVerwGE 60, 269, 274; BVerwGE 112, 221, 224; BVerwGE 112, 263, 265.

Page 46: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

45

გაცემული, გადაწყვეტილების შემდეგ იგი იქნება „უპირობო”. ამგვარად, ადმინისტრაციული ორგანოსთვის ხდება იმგვარი ინდივიდუალური ადმი-ნისტრაციულსამართლებრივი აქტის (აქ: „უპირობო” მშენებლობის ნებართ-ვა) გამოცემის „იძულება”, რომლის გამოცემაც მას სრულიადაც არ სურდა.

2) სხვა ძირითადი აქტის „იძულების” პრობლემა

სასამართლო გადაწყვეტილების ეს რეფორმატორული მოქმედება დამატე-ბითი პირობის წინააღმდეგ, თავისი „მაიძულებელი მოქმედებით”, შეიძლება გაუმართლებლად ჩაითვლოს. ეს ეჭვები მაშინ იქნებოდა დამაჯერებელი, თუკი ეს „იძულება” იმ შედეგამდე მიგვიყვანდა, რომ სასამართლოს მიერ დამატებითი პირობის გაუქმების შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოს უპი-რობოდ მოუწევდა რეფორმირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაზიარება. ამ შემთხვევას არ ექნებოდა ადგილი, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს, სზაკ-ის 601 მუხლის თანახმად, დარჩება საკუთარი ინიციატივით ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებ-რივი აქტის ბათილად ცნობის უფლება, რამდენადაც დამატებითი პირობის კანონსაწინააღმდეგოობას გავლენა ექნებოდა ძირითადი ინდივიდუალუ-რი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის კანონსაწინააღმდეგოობაზე, ამიტომ უნდა გაირკვეს მთავარი აქტის კანონსაწინააღმდეგოობის საკითხი მისი დამატებითი პირობების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის შემთხვევა-ში.

a) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის კანონსაწინააღმდეგოობა დამატებითი პირობის კანონსაწინააღმდეგოობის შემთხვევაში

სზაკ-ის 601 მუხლის თანახმად, როგორც წესი, იასა-ის მთლიანად ან ნაწი-ლობრივ ბათილობა შესაძლებელია, თუ ის კანონსაწინააღმდეგოა, რაც მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემს მისი გაუქმების უფლებას (სზაკ-ის 601 მუხლის მე-3 ნაწილი). ამ თვალსაზრისით, პირობიანი აქტის მიმართ შესაძლებელია რამდენიმე კონსტელაციის დაშვება:

თუ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ინდივიდუალური ადმი-ნისტრაციულსამართლებრივი აქტი დამატებითი პირობების გარეშე გამო-ეცა, მაშინ ძირითადი აქტის არსებობას/კანონიერებას ეჭვქვეშ არ აყენებს დამატებითი პირობების გაუქმება. ამ შემთხვევაში, კანონსაწინააღმდეგო დამატებითი პირობების სასამართლოს მიერ გაუქმების მიუხედავად, თა-ვად ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გაუქმების საკითხი არ განიხილება. მართალია, ამ შემთხვევაში შეიძლება ინდივიდუ-

Page 47: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

46

ალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე საბოლოო „იძულებასთან” გვქონდეს საქმე, რადგან სასამართლოს მიერ დამატებითი პირობების კა-ნონსაწინააღმდეგოდ ცნობას, საბოლოოდ, იმ შედეგამდე მივყავართ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს თავიდანვე ისედაც დამატებითი პირობებისგან თავისუფალი აქტი უნდა გაეცა. თუმცა, მმართველობის კანონიერების შე-მოწმების თვალსაზრისით, ამგვარი „იძულება”გამართლებულიც არის და ამ მხრივ პრობლემა არ უნდა იყოს.

თუ ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლე-ბამოსილება „თუ”-ში ან/და „როგორ”-ში, ასეთ შემთხვევაში თუნდაც ერთი დამატებითი პირობის კანონსაწინააღმდეგოობა „აინფიცირებს” თავად ძი-რითად აქტს, რომელიც ამის გამო აგრეთვე კანონსაწინააღმდეგოდ განიხი-ლება. თუ კანონი ძირითადი აქტისა და მისი დამატებითი პირობებისთვის ერთიან დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს, მაშინ მისი კანონიერე-ბის საკითხის გარკვევა შეიძლება ერთიანად, მაგრამ არა იზოლირებულად, ამიტომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომ-ლის გამოცემაც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას განეკუთვნება და რომლის თუნდაც ერთი დამატებითი პირობა კანონსაწინააღმდეგოა, „აინფიცირებს” მთლიან აქტს, რადგან აქტზე კანონსაწინააღმდეგო და-მატებითი პირობის დართვა ერთიანი დისკრეციული უფლებამოსილების მცდარი განხორციელების გამოხატულებად განიხილება.

თუ „გარკვეული საფუძვლების არსებობისას” ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გამოსცეს აღმჭურველი აქტი, თუმცა მას, ამასთანავე, მინი-ჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომ განსაზღვრული მიზ-ნებისათვის ძირითად აქტს დამატებითი პირობები დაურთოს, ამ დამატები-თი პირობების კანონსაწინააღმდეგოობა „აინფიცირებს” ძირითად ინდივი-დუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტსაც იმდენად, რამდენადაც მასზე მთლიანობაში იმოქმედა დისკრეციის გამოყენებამ. სხვა მხრივ, ძირი-თადი აქტი დარჩება კანონიერი.

თუ ამ პრინციპების მიხედვით დამატებითი პირობების კანონსაწინააღმდე-გოობამ ძირითადი აქტი „დააინფიცირა”, ამის გამო თავად ეს აქტი კანონსა-წინააღმდეგოდ განიხილება. ძირითადი ადმინისტრაციული აქტის კანონსა-წინააღმდეგოობის მიმართ მაშინაც კი არაფერი იცვლება, როდესაც კანონ-საწინააღმდეგო დამატებითი პირობები სასამართლოს გზით მოგვიანებით უქმდება იმ საფუძვლით, რომ ერთიანი დისკრეციული გადაწყვეტილება აქტის გამოცემისას კანონსაწინააღმდეგო იყო.

Page 48: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

47

b) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის (ნაწილობრივი) გაუქმების შესაძლებლობა (ახალი დამატებითი პირობების დართვით)

თუ ძირითადი აქტი დამატებითი პირობების კანონსაწინააღმდეგოობის გამო კანონსაწინააღმდეგოა, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სზაკ-ის 601 მუხლის შესაბამისად, შეიძლება იგი გაუქმებულ იქნეს. როგორც წესი, ამას არ დაუპირისპირდება კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპი, რადგან ადმი-ნისტრაციულმა ორგანომ კანონსაწინააღმდეგო დამატებითი პირობის გა-მოცემით აშკარად აჩვენა, რომ მას არ სურდა ინდივიდუალური ადმინისტ-რაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა დამატებითი პირობების გარეშე.13 ამდენად, ზოგადად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალურ ადმი-ნისტრაციულსამართლებრივ აქტს დაერთოს ახალი დამატებითი პირობე-ბი, რომლებიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის კანონსაწინააღმდეგოობას აღმოფხვრის.14

c) შედეგი b -ს მიმართ

მაშინაც კი, როცა სასკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სასამარ-თლოს მიერ დამატებითი პირობების „იზოლირებული” გაუქმებით მოსარჩე-ლე იმაზე მეტს მიიღებს, რისი მიცემაც ადმინისტრაციულ ორგანოს მისთვის სურდა, ამას არ მივყავართ ისეთი მდგომარეობისაკენ, რომ ადმინისტრაცი-ული ორგანო რეტროსპექციულად, მისი ნების საპირისპიროდ, „აიძულეს”, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რაც, გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საწინააღმდეგოდ ჩათვლილიყო. თუმცა, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ შეიძლება, სასამართლოს მიერ ინდივიდუ-ალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით, გადაწყვიტოს, და-უტოვოს თუ არა მოსარჩელეს ის კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი აქტი, რომლის გამოცემა მას არ სურდა, მას ასევე შეუძლია, გადაწყვიტოს, უცვ-ლელად დატოვოს, თუ ახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სზაკ-ის 601 მუხლის საფუძველზე გადაამუშაოს დამატებითი პირობების გარეშე დატოვებული აქტი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში არაფერი მიუთითებს იმა-ზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო დაცულ იქნეს სასამართლოს მიერ და-საბუთებული გადაწყვეტილების დაუშვებელი დავალდებულებისაგან.

13 U. Stelkens, in: Stelkens/Bonk/Sachs, Verwaltungsverfahrensgesetz, Komm., 9. Aufl. 2018, § 36 Rn. 23.14 იქვე, § 36 Rn. 23; 36 ff.

Page 49: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

48

3) შედეგი 1-ის მიმართ

არ არსებობს არანაირი არგუმენტი იმის წინააღმდეგ, რომ დამატებითი პი-რობების ბათილად ცნობაზე „იზოლირებული სარჩელი” დაუშვებელია.

II. მავალდებულებელი სარჩელი

შესაძლებელია, მოცემულ შემთხვევაში უფლების დაცვის საპროცესოსა-მართლებრივი საშუალება იყოს სასკ-ის 23-ე მუხლით განსაზღვრული სარ-ჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცე-მის თაობაზე. სათანადოა თუ არა მავალდებულებელი სარჩელი, სასკ-ის 23-ე მუხლის თანახმად, დამატებითი პირობების გარეშე, ახალი ძირითადი აქტის გამოცემის ან ძირითადი აქტის კანონიერი დამატებითი პირობებით გამოცემის თაობაზე? − ეს საკითხიც ძალიან სადავოა.

სასამართალო პრაქტიკის საპირისპიროდ ლიტერატურაში იზოლირებულ სარჩელებთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.15 დომინი-რებს მოსაზრება, რომ „ბათილობაზე იზოლირებული სარჩელი” დამატები-თი პირობების წინააღმდეგ გამორიცხულია. ამრიგად, დამატებითი პირობე-ბის წინააღმდეგ სამართლებრივი დაცვა შეიძლება იმ ფორმით იქნეს მიღ-წეული, რომ მავალდებულებელი სარჩელის საშუალებით მიღწეულ იქნეს მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ხელახლა გამოცემა ისე, რომ არ მოხდეს კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნეული დამატებითი პირობების გასაჩივრება.

1) მავალდებულებელი სარჩელით მისაღწევი შედეგი

ამ შეხედულებით ახალი აღმჭურველი აქტის გამოცემა მიჩნეულია როგორც (ნაწილობრივ) მოთხოვნილი პირობიანი აქტის უარყოფა. აღმჭურველი აქ-ტის ადრესატი მიიღებს, რასაც ითხოვდა, იმაზე ნაკლებს. ამ მიზნის მიღ-წევა მხოლოდ სასკ-ის 23-ე მუხლის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. შე-დეგად, „ბათილობაზე იზოლირებული სარჩელისგან” განსხვავებით, მავალ-დებულებელი სარჩელით უზრუნველყოფილია ის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოზე არ მოხდება მისთვის არასასურველი აქტის „თავს მოხვევა”. საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებას ექნება მხოლოდ „კასატორუ-ლი” და არა „რეფორმატორული” ეფექტი.

15 U. Stelkens, in: Stelkens/Bonk/Sachs, Verwaltungsverfahrensgesetz, Komm., 9. Aufl. 2018, § 36 Rn. 54 ff.

Page 50: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

49

2) უკვე მიღებული აღმჭურველი აქტის „დისპოზიციაზე დაყენების” პრობლემა

ამ კონსტრუქციის წინააღმდეგ, ძირითადად, ხდება იმ არგუმენტის მოხმო-ბა, რომ იგი შეუსაბამოდ აზარალებს მოსარჩელეს. ის, რომ შემზღუდველი დამატებითი პირობების წინააღმდეგ სამართლებრივ დავაზე პერსპექტივა შეიძლება დამატებითი პირობებისაგან თავისუფალი ინდივიდუალური ადმი-ნისტრაციულსამართლებრივი აქტის ხელახალ გამოცემაზე საჩივრით იყოს მიღწეული, აიძულებს მოსარჩელეს, უკვე მიღებული აღმჭურველი აქტი და მის საფუძველზე მიღებული სარგებელი ჰიპოთეზურად ადმინისტრაციული ორგანოს და სასამართლოს დისპოზიციაზე დააყენოს. ამავე დროს, დავის შემთხვევაში ანდრია მიღებულ მშენებლობის ნებართვას ვერ გამიყენებს, თუკი იგი მავალდებულებელ სარჩელს შეიტანს სასამართლოში.16

ეს დაშვება მაშინ იქნებოდა დამაჯერებელი, თუკი მას უძღვის წინაპირობა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ხელახალი გამოცემის დავალდებულების მოთხოვნაში ისეთი გარდაუვალი მოთხოვნა შევიდოდა, რომლის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უკვე გამოცემული აღ-მჭურველი აქტის სრულიად გაუქმებას გამოიწვევდა. ის გარემოება, რომ აღმჭურველი აქტის ადრესატს უწევს დამატებითი პირობების გაუქმება მავალდებულებელი სარჩელის ფარგლებში, არ ამართლებს უკვე მიღებუ-ლი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გაუქმებას. პროცესუალურ-სამართლებრივადაც არ არის აუცილებელი, მავალდებუ-ლებელ სარჩელს ყოველთვის დაუკავშირდეს გამოცემული აქტის მთლი-ანად ბათილად ცნობა, ყოველ შემთხვევაში მაშინ, როცა მოსარჩელე ით-ხოვს ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, რაც ხდება ამ შემთხვევაში. ამ თვალ-საზრისით, მაშინაც კი, თუ მავალდებულებელი სარჩელი დაუსაბუთებელი აღმოჩნდება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი დამატებით პირობებთან ერთად რჩება ძალაში. თუ ამის საპირისპიროდ ად-მინისტრაციულ ორგანოს დაევალება ახალი აქტის გამოცემა, სზაკ-ის თა-ნახმად, ახალი აქტის გამოცემისას ორგანო გააუქმებს ძველ აქტს და ამით მოწესრიგდება პრობლემა.

3) შედეგი 2-ის მიმართ

ამგვარად, იმ დაშვების საპირისპიროდ, რომ დამატებითი პირობების მი-მართ უფლების დაცვის მიღწევა მხოლოდ დამატებითი პირობებისაგან თავისუფალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის

16 Ruffert, in: Ehlers/Pünder, Allgemeines Verwaltungsrecht, 15. Aufl. 2016, § 23 Rn. 18

Page 51: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

50

ხელახალი გამოცემით არის შესაძლებელი, რაიმე არგუმენტის მოყვანა შეუძლებელია.

III. დავის გადაწყვეტის კრიტერიუმები (რომელია სარჩელის სათანადო სახე?)

ზემოთ მოყვანილ აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით, წარმოიშობა კითხვა იმის თაობაზე, თუ სარჩელის რომელი სახეა სათანადო სახე შემ-ზღუდავი დამატებითი პირობებისგან უფლების ეფექტური დაცვის თვალ-საზრისით. ანუ ამ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სასკ-ის 22-ე თუ 23-ე მუხლი. ამ საკითხის გადაწყვეტისთვის მატერიალური სამართლის თვალსაზრისის გამოყენება არ იქნება შედეგიანი, რადგან ამ მხრივ ორივე კონცეფცია (როგორც „ბათილობაზე იზოლირებული სარჩელი”, ისე დამა-ტებითი პირობებისგან თავისუფალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე სარჩელი) სასურველ პასუხებამდე მიგვიყვანდა.

ამის გათვალისწინებით შესაძლებელია ე.წ. „შუალედური გადაწყვეტის” მიბმა „ტრადიციულ მოსაზრებასთან”, რომელსაც პირობიანი აქტის ინ-სტიტუტის თავისებურება უდევს საფუძვლად. ამ მიდგომის თანახმად, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, წინაპირობა, ვადა, გაუქ-მების დათქმა და, მეორე მხრივ, ვალდებულების პირობა. ამის მიხედ-ვით, იმ დამატებითი პირობების წინააღმდეგ, რომლებიც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს „უკავშირდებიან” (როგორც ვალ-დებულება და ვალდებულების პირობა) „ბათილობაზე იზოლირებული სარ-ჩელი” არის სარჩელის სათანადო სახე, ხოლო მაშინ, როცა იმ დამატებითი პირობების წინააღმდეგ, რომელთან ერთად გამოიცა ინდივიდუალური ად-მინისტრაციულსამართლებრივი აქტი (წინაპირობები, ვადები, გაუქმების პირობები), უფლების დაცვა მხოლოდ დამატებითი პირობებისგან თავისუ-ფალი ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებით იქნებოდა შესაძლებელი, ანუ ამ შემთხვევა-ში მავალდებულებელი სარჩელი იქნება სარჩელის სათანადო სახე.17

თუმცა ეს „ისტორიული” განმარტება შეიძლება არ იყოს საკმარისი. და-ვის გადასაწყვეტად უფრო მეტად გასათვალისწინებელია შემდეგი თვალ-საზრისი: თუკი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს მოგვიანებით დამატებითი პირობა დაემატება, მაშინ ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის წინააღმდეგ, რომელმაც თავდა-

17 Happ, in: Eyermann, Allgemeines Verwaltungsrecht, 15. Aufl. 2016, § 42 Rn. 45 ff.

Page 52: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

51

პირველი დამატებითი პირობებისგან თავისუფალი ინდივიდუალური ადმი-ნისტრაციულსამართლებრივი აქტი შეცვალა, ყველა მოსაზრების თანახ-მად, ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი არის დასაშვები. ეს ამართლებს იმას, რომ დამატებითი პირობებისათვის, რომლებიც თავიდანვე დაერთო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს, „ბათილობაზე იზოლირებული სარჩელი” დასაშვებად იქნეს მიჩნეული, რადგან ამგვარად შეიძლება დამატებითი პირობების მიმართ სარჩელის სათანადო სახის გან-საზღვრა, იმის მიუხედავად, თუ დროის რა მომენტში მოხდა მათი დამატება ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტისთვის.

IV. B-ს შედეგი

სასამართლო პრაქტიკის მოშველიების გარდა,18 უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქ-ტის ადრესატს შეუძლია, ამ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებ-რივ აქტზე თანდართული შემზღუდველი დამატებითი პირობის საწინააღ-მდეგოდ მიაღწიოს უფლების დაცვას სასკ-ის 22-ე მუხლის შესაბამისად, მხოლოდ კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნეული დამატებითი პირობის გაუქმე-ბის მოთხოვნით. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სარჩელის დასაშვები სახე არის სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი ბათილად ცნობის თაობაზე, რომელიც მიმართულია მშენებლობის ნებართვაზე დართული „გაუქმების პირობის” გაუქმებისკენ.

C) სარჩელის დასაშვებობა

სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დასაშვებობის შემთხ-ვევაში სახეზე უნდა იყოს სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული წინა-პირობები: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი; ბ) პირდაპირი და უშუალო ზიანი; დ) გასაჩივრების ვადა.

I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (სასკ-ის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

სასკ-ის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სარჩელი შეიძლება აღიძ-რას ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვ-ნით.” როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს მშენებლობის ნებართ-ვის განსაზღვრული „გაუქმების პირობის” გაუქმებას, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, არის იზოლირებული ინდივიდუალური ადმინისტრა-

18 იგულისხმება გერმანიის სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ამგვარი მიდგომაა დამკვიდრებული.

Page 53: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

52

ციულსამართლებრივი აქტი, რომელიც მოიცავს სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცალკეულ ელემენტებს. შესა-ბამისად, სარჩელის დასაშვებობის პირველი წინაპირობა სახეზეა.

II. სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება (სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ სა-დავო აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუ-დავს მის უფლებას. ამდენად, ანდრიას უნდა შეძლებოდა იმის მტკიცება, რომ სადავო „გაუქმების პირობით” ირღვეოდა მისი უფლებები. აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე დართული „გაუქ-მების პირობა” აღმჭურველი აქტის ადრესატის უფლებებს იმ შემთხვევაში დაარღვევდა, როდესაც მას აქვს მოთხოვნა დამატებითი პირობებისაგან თავისუფალ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე, ან, სულ ცოტა, მოთხოვნა აქვს დამატებითი პირობების განსაზღვრის კანონი-ერებაზე დისკრეციული უფლებამოსილების („თუ” და „როგორში”) განხორ-ციელების კანონიერების შემოწმების თვალსაზრისით.

მაშინაც კი, როცა სადავო დამატებითი პირობა მოსარჩელეს, როგორც მშე-ნებლობის ნებართვის ადრესატს, „ზღუდავს”, სასარჩელო უფლებამოსილე-ბის დასასაბუთებლად ძნელია ე.წ. „ადრესატების თეორიაზე” დაყრდნობა, რამდენადაც დამატებითი პირობები არ შეიძლება მატერიალურ-სამართ-ლებლივად ძირითადი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტისგან იზოლირებულად იყოს განხილული იმ შემთხვევაშიც კი, როდე-საც უფლების დაცვა „ბათილობაზე იზოლირებული სარჩელის” საშუალე-ბით ხდება.

შესაძლოა, ანდრიას სდასსკ-ის 85-ე და სხვა მუხლებიდან გამომდინარე, უფლება ჰქონდეს დამატებითი პირობებისაგან თავისუფალი მშენებლობის ნებართვის მოთხოვნაზე. ასე რომ, ანდრია სარჩელის წარდგენაზე უფლე-ბამოსილი პირია. ამავე დროს, მცდარი იქნებოდა, რომ სასარჩელო უფლე-ბამოსილება დადგენილიყო კონსტიტუციის მე-19 მუხლზე დაყრდნობით, რადგან მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია. ამ უკანასკნელისგან გა-მომდინარეობს უფლება იმაზე, რომ მიწის ნაკვეთის გაშენება მოხდეს, თუმ-ცა არა იმაზე, რომ მოთხოვნილ იქნეს თავად მშენებლობის ნებართვა. ეს მკაფიოდ ჩანს სდასსკ-ის 93-ე მუხლიდანაც, რომელიც არ ითვალისწინებს მშენებლობის ნებართვის გაცემას ყველა სამშენებლო განზრახვაზე.

Page 54: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

53

III. სარჩელის წარდგენის ვადა

სასკ-ის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ან ადმინისტ-რაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში. კაზუსიდან ვადის დარღვევასთან დაკავშირებით რაიმე სახის დარღვევა არ ვლინდება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ სარჩელის დასაშ-ვებობის ეს პირობაც დაცულია.

IV. C-ს შედეგი

ანდრიას სარჩელი დასაშვებია.

D) დასაბუთებულობა

სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი დასაბუთებული იქნე-ბა, თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწი-ნააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (სასკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში ან-დრიას მიერ სადავოდ გამხდარი მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული შემზღუდავი პირობა (რომელიც „ბათილობაზე იზოლირებული სარჩელის” ერთადერთი საგანია) უნდა გაუქმდეს, თუ ის ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

I. გაუქმების პირობის კანონსაწინააღმდეგოობა

როგორც კაზუსის ფაბულიდან ჩანს, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ამ შემთხ-ვევაში მშენებლობის ნებართვა, გასცეს გაუქმების დათქმით, რომელიც გან-საზღვრული წინაპირობების დადგომის შემთხვევაში (ამ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ შეასრულებს ვალდებულებას და არ განათავსებს პანდუსს) იძლევა ნებართვის გაუქმების შესაძლებლობას. თუ არსებობს მშენებლო-ბის ნებართვის გაცემის საფუძველი, მაშინ წესები, რომლებიც მშენებლო-ბის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში უნდა შემოწმდეს ან დოკუმენტი, რომელიც ამ სტადიაზე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, შეიძლება დადგინდეს სამომავლოდ შესასრულებელ პირო-ბად, რომლის შეუსრულებლობა გამოიწვევს ზიანის ანაზღაურების გარეშე აქტის გაუქმებას.

Page 55: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

54

1) ფორმალური კანონიერება

დამატებითი პირობების მიმართ, ზოგადად, იგივე უფლებამოსილება, ფორ-მისა და წარმოებასამართლებრივი წინაპირობები მოქმედებს, რაც ძირითა-დი აქტისთვის. ამ შემთხვევაში სდასსკ-ის მე-100 მუხლისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების თანახ-მად, ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო არის თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ − არქიტექტურის სამსახური. რაც შეეხება დასაბუთებას, კაზუსში ნახსენებია ის გარემოებები, რის საფუძველ-ზეც დადგინდა ეს დამატებითი პირობა. დაწვრილებით დასაბუთება კი ასეთ შემთხვევაში აუცილებელი არ არის. შემზღუდავი პირობის დადგენისას არ ჩატარებულა ზეპირი მოსმენები. სზაკ-ის 95-ე-97-ე მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სადავო შემზღუდავი პირობების დადგენისას მოსარჩელის უფლებებში შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი „ჩარევა”, რომელიც მოსმენების ჩატარების აუცილებლობას ქმნიდა. თუმცა მოგვიანებით ზეპირი მოსმენა ზემდგომი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვისას იყო უზრუნველყოფილი, ამიტომ ნებართვის გაცემის დროს დაშვებული შეცდომა მოგვიანებით გამოსწორდა.

2) განსაზღვრულობა

დამატებითი პირობებიც კი, როგორც ძირითადი აქტის შემადგენელი ნა-წილი, კონკრეტულობის პრინციპის მოთხოვნას უნდა შეესაბამისებოდეს. უპირველესად, საკმარისად გასაგებად უნდა დადგინდეს, თუ რა სახის და-მატებითი პირობები დაადგინა ორგანომ (მოქმედების ვალდებულება, მოქ-მედებისგან თავის შეკავების ვალდებულება, ვადის განსაზღვრა, აქტის გაუქმება და ა.შ.), რაც ამ შემთხვევაში „გაუქმების პირობის” სახელრქმევით არაორაზროვნად მოხდა. ამავე დროს, თავად გაუქმების პირობას ხშირად მოეთხოვება განსაზღვრულობა, რათა საკმარისად აშკარა იყოს, თუ რო-გორი წინაპირობებით შეიძლება გაუქმება. ამ შემთხვევაში არქიტექტურის სამსახურის მიერ დადგენილი პირობა მოიცავს კონკრეტულ მითითებებს, ანდრიას მიერ თუ როგორ უნდა განხორციელდეს სდასსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნა შშმ პირებისთვის ადაპტირებული შენობის მშენებლობა. ამდე-ნად, გაუქმების პირობა საკმარისად განსაზღვრული და კონკრეტულია.

3) მატერიალური კანონიერება

საკითხავია, არის თუ არა გაუქმების პირობა მშენებლობის ნებართვისთვის დადგენილ სამართლებრივ წინაპირობებთან შესაბამისი.

Page 56: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

55

a) ნებართვასავალდებულოობა

იმისათვის, რომ დადგინდეს, გაუქმების პირობა რამდენად შესაბამისობა-შია სამშენებლო კანონმდებლობასთან, უნდა გაირკვეს, საერთოდ ანდრიას განზრახვა, სდასსკ-ის 93-ე და შემდეგი მუხლების თანახმად, რამდენად არის ნებართვასავალდებულო. თუ ასეთი ვალდებულება არ იარსებებდა, მაშინ გაუქმების პირობის არსებობასაც არ ექნებოდა მიზანი. ანდრიას მიერ დაგეგმილი შენობის შემთხვევაში, მისი მახასიათებლებისა და პარამეტრე-ბის გათვალისწინებით, საუბარია III კლასის მრავალბინიან საცხოვრებელ შენობაზე, რომლის ასაშენებლად, სდასსკ-ის 94-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა-ნახმად, სავალდებულოა მშენებლობის ნებართვის მოპოვება.

b) მშენებლობის ნებართვის საკანონმდებლო წინაპირობები

მშენებლობის ნებართვა უნდა გაიცეს, თუკი სამშენებლო განზრახვა არ ეწინააღმდეგება სამშენებლო სფეროში მოქმედ საჯაროსამართლებრივ კანონმდებლობას. რამდენადაც ანდრიას მიერ განზრახული მშენებლობა გულისხმობს III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას, ამიტომ მის მი-მართ დამატებით გამოიყენება უსაფრთხოების წესების დაცვის ვალდებუ-ლება. ამდენად, სდასსკ-ის 85-ე მუხლისა და საქართველოში მოქმედი კა-ნონმდებლობის თანახმად, შენობაში სამი და მეტი ბინით უნდა შეიქმნას შშმ პირებისთვის ადვილად მისაღწევი და კარგად მისადგომი პანდუსები, სათავსოები და სივრცეები. ცხადია, რომ ამგვარი სივრცეები ანდრიას სამ-შენებლო პროექტში არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით, ანდრიას პროექტი დაუშვებელია. ანდრიას მტკიცება, რომ იგი არ ხედავს ამგვარი დამხმარე სათავსოების აუცილებლობას, რად-გან იგი ბინების მიქირავებას ფინანსურად ძლიერ, დინამიურ მარტოხელა ადამიანებზე გეგმავს, რომლებსაც არ სჭირდებათ შშმ პირთათვის განკუთ-ვნილი ეტლები, ვერ შეცვლის საქმის ვითარებას და ვერ ასაბუთებს განსა-კუთრებულ მიზეზს იმისას, რომ ნორმა შემზღუდავად განიმარტოს და დამ-კვეთი ასეთი ვალდებულებისაგან გათავისუფლდეს. საცხოვრებელი შენო-ბების მშენებლობისას სამართლებრივი მოთხოვნების სტანდარტების დაც-ვა დამოკიდებული არ არის მისი ცალკეული მაცხოვრებლის სურვილებზე, რადგან მას ნებისმიერ დროს შეუძლია საცხოვრებლის გამოცვლა, ან მისი საცხოვრებელი სიტუაცია (ნებაყოფილობით ან არანებაყოფილობით) შეიძ-ლება შეიცვალოს ისე, რომ გამქირავებელი ქირავნობის ხელშეკრულების მოშლაზე არ იყოს უფლებამოსილი. ასევე გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ანდრია მისთვის სასურველი დამქირავებლების მოძებნას. ბოლოს, ამგვარი დამხმარე სათავსოების არსებობა ჩაფიქრებულია არა მხოლოდ თავად მაც-

Page 57: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

56

ხოვრებლებისთვის, არამედ სტუმრებისთვისაც. ზოგადად, თავიდან უნდა იქნეს აცილებული, შშმ პირთა ეტლები და ა.შ. სპეციალურ სივრცეებში იდ-გნენ და, მაგ., ხანძრის შემთხვევაში გასასვლელების გამოყენებას აფერხებ-დნენ.

c) გაუქმების პირობა, როგორც მშენებლობის ნებართვის წინაპირობების უზრუნველყოფის პირობა

სდასსკ-ის 85-ე მუხლისა და ტექნიკური რეგლამენტაციის თანახმად, ანდ-რიას მშენებლობის ნებართვა, „როგორც ასეთი”, უარყოფილ უნდა იქნეს. დამატებითი პირობების ინსტიტუტი ადმინისტრაციულ ორგანოს საშუალე-ბას აძლევს, მოთხოვნის უარსაყოფად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე სრული მოთხოვნის წარმოშობამდე, გარკვეულწილად როგორც „მინუსის” დამშვები საშუალება, გამოიყენოს და გამოსცეს სასურველი აქტი. რაც შეეხება დარჩენილ წინაპირობებს, რომ-ლებიც ჯერ არ შესრულებულა, მათი შესრულება დამატებითი პირობების მეშვეობით მომავალში იქნება უზრუნველყოფილი. ინსტიტუტის ბუნების გათვალისწინებით, თავად ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციაა, უარ-ყოფს თუ არა ის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს მოცემულ ეტაპზე წინაპირობების შესრულების ნაკლულობის გამო, თუ მას გამოსცემს დამატებითი პირობებით. მეორე მხრივ, ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი პირობების ბათილად ცნობა დის-კრეციული უფლებამოსილების შეცდომით გამოყენების გამო. ინდივიდუ-ალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გაცემაზე უარი არაპრო-პორციულად მიიჩნევა, თუკი მხოლოდ მცირე წინაპირობების დაუკმაყოფი-ლებლობასთან გვაქვს საქმე.

დამატებითი პირობის ინსტიტუტი ადმინისტრაციულ ორგანოს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ღია ფაქტობრივი გარემოებები არ გამოიკვლიოს და არ შეაფასოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე. ადმინისტრაციული ორგანოს მმართველობითი ღონის-ძიება, რომელიც ამ პრინციპს დაარღვევს, არ არის თანაზომიერი ღონისძი-ება და ის არ იქნება შესაბამისი იმ მიზნისა, რა მიზნითაც ადმინისტრაციულ ორგანოს მიეცა ეს უფლებამოსილება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგა-ნოს დისკრეცია ასეთ შემთხვევებში შეზღუდულია. თუ ადმინისტრაციული ორგანო ამ ფარგლებს არ გაითვალისწინებს, მაშინ დამატებითი პირობე-ბი (და, შესაბამისად, ძირითადი აქტი) კანონსაწინააღმდეგოა. ეს საკით-ხი ძირითადი აქტის ძალაში შესვლამდე უნდა იქნეს გათვალისწინებული, რათა მომავალში არ შეილახოს დაცვისა და სტაბილიზაციის ფუნქციები. ამ

Page 58: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

57

თვალსაზრისით, ანდრიას მიმართ დადგენილი დამატებითი პირობა კანონ-საწინააღმდეგოა.

d) შედგი 3-ის მიმართ

ამგვარად, ძირითადი აქტის გაუქმების პირობა უკანონოა.

4) შედეგი I-ის მიმართ

რამდენადაც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე გაუქმების პირობის დართვის სხვა სამართლებრივი საფუძვლები არ ჩანს, ამით იგი მატერიალურად კანონსაწინააღმდეგოა.

II. ანდრიას უფლებების დარღვევა კანონსაწინააღმდეგო გაუქმების პირობით

ანდრიას სარჩელი რომ იყოს დასაბუთებული, სადავო აქტით მის კანო-ნიერ უფლებას ან ინტერესს უნდა ადგებოდეს პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). ეს კი იმ შემთხვევაში იქნება, როდესაც გაუქმების პირობის დადგენის მიმართ აღმჭურველი აქტის ად-რესატს აქვს კანონიერი მოთხოვნის უფლება, ხოლო მის გამომცემ ადმი-ნისტრაციულ ორგანოს საერთოდ არა აქვს შეზღუდვის უფლება. ამ შემ-თხვევაში სანებართვო აქტი დამატებითი პირობების გარეშეც კანონსა-წინააღმდეგოა. ვისაც აღმჭურველი აქტის მიღებაზე საერთოდ არანაირი მოთხოვნის უფლება არა აქვს, მან არ შეიძლება, კანონსაწინააღმდეგო სარგებელი მიიღოს მხოლოდ ნაწილობრივ, დამატებითი პირობის გაუქ-მების გზით.

სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ანდრიას არ აქვს გაცემული ნებართვის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რადგან სდასსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნები შეუსრულებელია. ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება, რომ ამ სიტუაციაში მშენებლობის ნებართვა ისეთი წი-ნაპირობების გადაწყვეტის გარეშე გამოსცეს, რომელთა შესრულება მშე-ნებლობის ნებართვის ძალაში შესვლის მომენტისთვის უნდა იქნეს უზრუნ-ველყოფილი (იხ. D I 3 c). ადმინისტრაციულმა ორგანომ მაინც გამოსცა მშენებლობის ნებართვა წინაპირობების დაკმაყოფილების გარეშე, რითაც ანდრიამ მიიღო მშენებლობის უფლება შესაბამისი კანონიერი საფუძვლის გარეშე. აქედან გამომდინარე გარემოებამ, რომ მან კიდევ უფრო მეტი ვერ მიიღო, არ შეიძლება მისი უფლებები დაარღვიოს.

Page 59: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

58

III. D-ს შედეგი

გაუქმების პირობა, მართალია, კანონსაწინააღმდეგოა, თუმცა არ არღვევს მოსარჩელის უფლებებს. შესაბამისად, „ბათილობაზე იზოლირებული სარ-ჩელი” გაუქმების პირობის თაობაზე დაუსაბუთებელია.

E) დასკვნა

ამგვარად, ანდრიას სარჩელი დასაშვებია, თუმცა დაუსაბუთებელია, ამი-ტომ ის ვერ დაკმაყოფილდება.

Page 60: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

59

კაზუსი 3

დისონანსი

ქალაქ თბილისის მერიის ბალანსზე ფუნქციონირებს მუსიკალური სკოლა, რომელიც არის კონტროლირებადი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამ მუსიკალური სკოლის 2014 წლის 23 მაისის ახალი წესდების 1-ლი მუხ-ლის თანახმად, მუსიკალური სკოლის მიზანია დაინტერესებული მოსახლე-ობის მუსიკალური აღზრდისა და განათლების ხელშეწყობა. წესდების მე-2 მუხლის თანახმად, ეს ხორციელდება, ერთი მხრივ, სხვადასხვა საგანში მუ-სიკის ინდივიდუალური გაკვეთილების შეთავაზებისა და, მეორე მხრივ, მუ-სიკის ჯგუფური გაკვეთილების შეთავაზების გზით, მუსიკალური სკოლის ორკესტრის, ჯგუფისა (ე.წ. „ბიგ-ბენდის”) და გუნდის ფარგლებში. წესდების მე-15 მუხლის თანახმად, მუსიკის ჯგუფურ გაკვეთილებში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერს, ვინც ამისათვის საჭირო მუსიკალურ უნარებს ფლობს და მზად არის, სერიოზულად მიიღოს მონაწილეობა რეპეტიციებში, თუ, რა თქმა უნდა, მუსიკის საერთო გაკვეთილების ჯგუფები ბოლომდე არ არის დაკომპლექტებული და არსებობს თავისუფალი ადგილები. წესდების 23-ე მუხლის თანახმად, მუსიკალურ სკოლას ხელმძღვანელობს მუსიკალუ-რი სკოლის დირექტორი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ჯგუფში მონა-წილეობის უფლების თაობაზე.

მუსიკალური სკოლის წესდების მე-2 მუხლის საფუძველზე დაარსდა თბი-ლისის მუსიკალური სკოლის გუნდი, რომელსაც დაერქვა „თბილისის მუ-სიკალური სკოლის კახიძის სახელობის გუნდი” და რომელსაც ხელმძღვა-ნელობს მუსიკალური სკოლის ვოკალის პედაგოგი მანფრედ მანია. გუნდი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსმენელებში. შესაბამისად, მუსიკალუ-რი სკოლის სემესტრის კულმინაცია რეპეტიციების შედეგად მომზადებუ-ლი ნაწარმოებების წარმოდგენაა: ზამთარში − ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, ხოლო ზაფხულში − თბილისის „კულტურის ქალაქის” სახელო-ბის ფესტივალის ფარგლებში ღია ცის ქვეშ ჩატარებული (ე.წ. „open-air”) კონცერტის სახით.

თუმცა გასული წლიდან გუნდში მნიშვნელოვანი უთანხმოებებია: ბევრჯერ გაისმა გუნდის წევრებს − სოფოსა (ალტი) და ირინას (სოპრანო) − შორის განრისხებული ლანძღვა ერთმანეთის მიმართ. ისინი ერთმანეთს ადანა-შაულებდნენ იმაში, რომ ერთი ზედმეტად ხმამაღლა მღეროდა, ხოლო მე-

Page 61: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

60

ორე თავისი გადამეტებული „ტრემოლოს”19 მეოხებით ცდილობდა თავის წარმოჩენას. დავის რეალური მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ ირინა, მისი ვარაუდით, სოფოს ძალისხმევით ათი წლის განმავლობაში პირველად არ აირჩიეს გუნდის გამგეობის წევრად (გამგეობა წარმოადგენს წესდებით გაუთვალისწინებელ არაფორმალურ ორგანოს, რომელიც გუნდის ხელმძღ-ვანელობის წინაშე იცავს გუნდის ინტერესებს „კახიძის სახელობის გუნდ-ში”). ირინა შეეცადა, სამაგიერო გადაეხადა სოფოსთვის. ამისთვის მან შეკ-რებილი გუნდის წინაშე მანფრედ მანიასგან მოითხოვა, რომ ბოლოსდაბო-ლოს გუნდიდან გაეგდო ეს „მოღრიალე არსება” (იგულისხმებოდა სოფო). მისთვის მიუღებელი იყო ასეთ ქალთან ერთად რეპეტიციების გაგრძელება. თუ ბატონი მანია არ გაითვალისწინებდა მის მოთხოვნას, ეს იქნებოდა მისი მუსიკალური უვიცობისა და არაკომპეტენტურობის ნათელი ნიშანი.

მანფრედ მანიას მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად, რომ შეენარ-ჩუნებინა სიმშვიდე და კვლავინდებურად ხელი არ შეეშალა გუნდის რეპე-ტიციებისთვის, აგრეთვე მიუხედავად მითითებისა, რომ დაუმორჩილებლო-ბის შემთხვევაში მოსალოდნელი იყო მისი გუნდიდან გარიცხვა, ირინა არ ითვალისწინებდა შენიშვნებს და განაგრძობდა ლანძღვას. ამ სკანდალის შემდეგ ირინამ მუსიკალური სკოლის დირექტორისგან მიიღო დოკუმენტი, რომლითაც იგი ატყობინებდა, რომ ყველა გარემოების შეფასების საფუძ-ველზე, მან მიიღო გადაწყვეტილება მისი თბილისის მუსიკალური სკოლის გუნდიდან გარიცხვის თაობაზე და ამიტომ ამიერიდან მას აღარ ჰქონდა უფლება, მონაწილეობა მიეღო გუნდის რეპეტიციებსა და კონცერტებში.

ამ დოკუმენტის მიღებიდან სამი დღის შემდეგ ირინამ დადგენილი წესების დაცვით გაასაჩივრა დირექტორის ეს გადაწყვეტილება, რაც თბილისის მერ-მა დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა. ამჯერად ირინამ გუნდიდან გარიცხვის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართ-ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში: არა ის, არამედ სოფო უნდა გაერიცხათ გუნდიდან, ვინაიდან ბოლოსდაბოლოს სწორედ ის იყო განხეთ-ქილების ინიციატორი. გარდა ამისა, ეს დოკუმენტი ისედაც არამართლზო-მიერი იყო, ვინაიდან მას არ ახლდა განმარტება გასაჩივრების წესის შესა-ხებ.

ამით მანიას ტანჯვა არ დასრულებულა: გუნდში კვლავინდებურად არსე-ბობს კონფლიქტი. ამჯერად მიზეზია საკითხი, თუ რომელი ნაწარმოებები უნდა იქნეს შერჩეული რეპეტიციისთვის. მაშინ, როდესაც მანია აპირებდა

19 ტრემოლო (Mus. It. tremolo − მთრთოლვარე) − ორი არამეზობელი ბგერის სწრაფი მონაცვლეობა ან ერთი და იმავე ბგერის ძალიან სწრაფად გამეორება.

Page 62: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

61

1902 წელს გარდაცვლილი კომპოზიტორის სიმღერების სერიის პროგრა-მაში შეტანას, მას მწვავე წინააღმდეგობა გაუწია გუნდის წევრმა შორენამ (ტენორი), რომლის თქმით, ეს არის „ერთი სამართლიანად მივიწყებული კომპოზიტორის უნიჭო ნაშრომი”. იგი იმიტომ კი არ გაწევრებულა „კახიძის სახელობის გუნდში”, რომ შემდეგ მე-19 საუკუნის უგემოვნო სიმღერები შეესრულებინა, არამედ კლასიკად ქცეული ნაწარმოებების სამღერა სურ-და. თუმცა მანიამ უარი განაცხადა რეპერტუარიდან ამ სიმღერების ამო-ღებაზე და აღნიშნა, რომ ბოლოსდაბოლოს სიმღერების სერიაში საუბარია კომპოზიტორზე, რომლის ნაწარმოებები ბევრჯერ ყოფილა პროგრამაში, მაგრამ აქამდე არავის გამოუთქვამს ამის გამო საყვედური. შეშფოთებულ-მა შორენამ ფორმისა და ვადების დაცვით გაასაჩივრა მანიას „დიქტატორუ-ლი” გადაწყვეტილება, რომელიც ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მიიღო, ამიტომ შორენასაც შეაქვს სარჩელი თბილისი საქალაქო სასა-მართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მანიას გადაწყვეტილე-ბის წინააღმდეგ.20

რა პერსპექტივა აქვს ირინას სარჩელს სასამართლოში?

20 მოცემულ შემთხვევაში მოწმდება მხოლოდ ირინას სარჩელი. შორენას სარჩელი არ მოწმდება.

Page 63: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

62

ამოხსნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 62A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 62

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი) . . . . . . . . . . . 63II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 65III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 65IV. სარჩელის ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 65V. A-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 65

B) სარჩელის სათანადო სახე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 66I. სარჩელი ბათილად ცნობის თაობაზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 66

1. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 662. მოსარჩელის მიზანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 67

II. B-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 67C) სარჩელის დასაშვებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 67

I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (სასკ-ის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 68

II. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი) . . . . . . . . . 68III. სარჩელის წარდგენის ვადა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 68IV. C-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 69

D) დასაბუთებულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 69I. გადაწყვეტილების მომწესრიგებელი ბუნება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 69II. გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერება . . . . . . . . . . . . . . . 70

1. ფორმალური კანონიერება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 702. სზაკ-ის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული წინაპირობის

არსებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 713. სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით განსაზღვრული

კანონიერი აქტის გაუქმების წინაპირობების არსებობა . . . . . . . . . . . . . 714. კანონით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილების

განხორციელება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 725. II-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 74

III. D-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 74E) დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 74

ამოხსნა

ირინას სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუ ის დასაშვები და დასაბუ-თებულია.

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი

სარჩელის დასაშვებობის წინარე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობის, მხარეთა საპროცესოუნარიანობის, სარჩე-ლის ფორმის, სათანადო მოპასუხის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის და სხვა მსგავსი საკითხები.

Page 64: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

63

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი)

ირინას სასარჩელო განცხადება შესაძლებელია იყოს საერთო სასამართლო-ებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე. ამისთვის, მოცემულ შემ-თხვევაში დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ უნდა მიეკუთვნებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას. სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემ-თხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. კაზუსიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილების მიღებიდან სამი დღის შემდეგ ირინამ დადგენილი წესის დაცვით გაასაჩივრა დირექტორის ეს გადაწყვეტილება, რაც თბილი-სის მერმა დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა. ამდენად, ცხადია, რომ მოსარჩელის მიერ დაცულია ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერა-დად წარდგენის ვალდებულება, რითაც გამოირიცხება ადმინისტრაციული ორგანოს ქვემდებარეობა, რაც საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ პირ-მა დავა გადაიტანოს სასამართლოში. შესაბამისად, აღნიშნული დავა არის საერთო სასამართლოების ქვემდებარე.

ამავე დროს, უნდა დადგინდეს განსჯადობის საკითხი − რომელმა მოსა-მართლემ უნდა განიხილოს დავა. ირინას დავა საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნება განსახილ-ველი, თუ ის პასუხობს სასკ-ის მე-2 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთ-ხოვნებს. მოსარჩელე, სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის კანონიერე-ბის შემოწმებას. ფორმალურად ეს საკმარისი საფუძველია საგნობრივი განსჯადობის საკითხის გასარკვევად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილია შინაარსობრივი კრიტერიუმების გამოყენებაც.21 სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაცი-ული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმე იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმი-ნისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ამიტომ მოცემულ შემ-თხვევაში უნდა დადგინდეს, დავა არის თუ არა საჯაროსამართლებრივი ბუნების. საჯაროსამართლებრივი დავა სახეზეა, როდესაც დავის გადაწ-ყვეტისთვის არსებითი ნორმა საჯაროსამართლებრივ ნორმაა. ამ შემთ-ხვევაში დავა ეხება ირინას უფლებას, მონაწილეობა მიიღოს თბილისის

21 მითუმეტეს, კაზუსის ორიგინალ ვერსიებში ავტორი, გერმანული სამართლის თა-ვისებურების გათვალისწინებით, ძირითადად, შინაარსობრივ კრიტერიუმებზე მიუთი-თებს.

Page 65: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

64

მუსიკალური სკოლის გუნდში, ე.ი. იყოს თბილისის მუსიკალური სკოლის შემოქმედებით საქმიანობაში ჩართული. შესაძლებელია, რომ ეს მუსიკა-ლური სკოლა იყოს საჯარო დაწესებულება (ადმინისტრაციული ორგანო) და მისი სამოქმედო დებულება იყოს საჯაროსამართლებრივი ხასიათისა, რომელიც შეიცავს მუსიკალურ სკოლაში მსურველთა მიღების ნორმა-ტიულ წინაპირობებს. ათკ-ის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის საკრებულო უფლებამოსილია, დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ან მოახდინოს მისი რეორგანიზაცია. იმა-ვე კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც თბილისის მერიის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ ან/და სხვა საქმიანობას. სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს აქ საქმე, ვინაიდან ქა-ლაქის მუსიკალურმა სკოლამ საჯარო ინტერესებისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად (კულტურული ინტერესის ხელშეწყობა), საკრებულოს მიერვე დამტკიცებული დებულების საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს მუსიკალურ სკოლაში დაინტერესებული პირებისათვის მათი ხელმისაწვდომობა.

მუსიკალურ სკოლაში ურთიერთობები, მისი წესდების შესაბამისად, ასევე საჯაროსამართლებრივი წესით რეგულირდება (ყოველ შემთხვევაში, არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომელიც მიუთითებს მათ კერძოსამართ-ლებრივ ხასიათზე) ისე, რომ ჯგუფიდან და ცალკეული ღონისძიებებიდან გარიცხვის დასაშვებობის საკითხიც საჯარო სამართლით დარეგულირდე-ბა. ის ფაქტი, რომ მუსიკალური სკოლის ფუნქციონირება (მართვა) წმინდა მომსახურებით-მმართველობითი საქმიანობაა, რომლისთვისაც ქალაქს არ ევალება აუცილებლად საჯაროსამართლებრივი საქმიანობის ფორმების გამოყენება (მუსიკალური სკოლების ფუნქციონირება კერძოსამართლებ-რივი ფორმითაც არის შესაძლებელი), არაფერს ცვლის საჯარო სამართლის მოქმედების საკითხთან მიმართებით, როდესაც ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ურთიერთობა, როგორც ეს ამ შემთხვევაშია, ცალსახად საჯაროსამართლებრივ ხასიათს ატარებს.

ზემოთ ხსენებული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ საჯარო სა-მართლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს როგორც ხელმისაწვდომობას-თან დაკავშირებული ურთიერთობა, ისე ის საკითხიც, არსებობს თუ არა საჯარო სერვისის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მოთხოვნის

Page 66: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

65

სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სახეზეა საჯაროსამართლებრივი დავა.

სახეზე არ არის არც სასკ-ის მე-6 მუხლით განსაზღვრული მაგისტრატ მო-სამართლეთა განსჯადობა. ამდენად, დავას განსჯადობის მიხედვით განი-ხილავს საქალაქო სასამართლო პირველი ინსტანციით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

შესაბამისად, ეს დავა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტ-რაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი საქმე.

II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა

ირინა, როგორც ფიზიკური პირი, ხოლო მუსიკალური სკოლა (როგორც სა-ჯარო სამართლის იურიდიული პირი) და მუნიციპალიტეტის მერი, როგორც ადმინისტრაციული ორგანოები, სსსკ-ის 79-ე-81-ე მუხლების თანახმად, საპროცესოუნარიანები არიან.

III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი)

ირინა სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხედ ასახელებს თბილისის მუსიკალურ სკოლასა და მერს. სასკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნა-წილის თანახმად, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტ-რაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. ამ შემთხვევაში სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს იმ ორგანოს წინააღმდეგ, რომელმაც გაათავისუფლა ირინა მუსიკალური გუნდის საქმიანობიდან. ამ შემთხვევაში ეს უწყება არის როგორც მუსიკალური სკოლა, ისე თბილისის მერი, როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც ძალაში დატოვა სკოლის დირექტორის გადაწყვეტილება.

IV. სარჩელის ფორმა

კაზუსიდან სარჩელის ფორმასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხარვეზი არ იკვეთება. შესაბამისად, ივარაუდება, ირინას სარჩელი აკმაყოფილებს სსსკ-ის 177-ე-178-ე და 445-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს (სასკ-ის პირვე-ლი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში).

V. A-ს შედეგი

სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპისთვის დადგენილი მოთხოვნები დაკმა-ყოფილებულია.

Page 67: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

66

B) სარჩელის სათანადო სახე

სარჩელის სათანადო სახე (უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი საშუალება) დგინდება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების, აგრეთვე საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეფასე-ბის შესაბამისად (სასკ-ის 281 მუხლი), ისე, რომ ის თავსებადი იყოს მოსარ-ჩელის უფლების დაცვის მიზანთან. ამ მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში (სასკ-ის 281 მუხლი).

I. სარჩელი ბათილად ცნობის თაობაზე

შესაძლებელია, მოცემულ შემთხვევაში უფლების დაცვის საპროცესოსა-მართლებრივი საშუალება იყოს სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული სარ-ჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. ამისთვის სარჩელის მიზანი უნდა იყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. მოცემულ შემ-თხვევაში, სარჩელის სათანადო სახე უნდა დადგინდეს სწორედ იმის გათ-ვალისწინებით, თუ რა სახის აქტის ბათილობას გულისხმობს მოსარჩელის მოთხოვნა და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, მიიღწევა თუ არა ამის გან-ხორციელებით მოსარჩელის მიზანი.

1. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა

ირინას გარიცხვა სზაკ-ის მეორე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ლეგალური დეფინიციის თანახმად, შეიძლება არის ინდი-ვიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. ეს დეფინიცია, რო-გორც ზოგადი სამართლებრივი პრინციპის გამოხატულება, მნიშვნელო-ვანია ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის განმარტებისთვის. დეფინიციის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებ-რივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კა-ნონმდებლობის საფუძველზე ცალკეული შემთხვევის მოსაწესრიგებლად გამოცემული აქტი (ღონისძიება), რომელიც მიმართულია გარეგანი მოწეს-რიგებისაკენ. ამ შემთხვევაში უნდა გაირკვეს მხოლოდ გარეგანი მოწესრი-გების საკითხი. ეს უკანასკნელი არ იქნებოდა სახეზე, თუ სკოლის დირექ-ტორის მიერ ისეთი ღონისძიება განხორციელდებოდა, რომელიც მხოლოდ მუსიკალური სკოლის საქმიანობის მართვას შეეხებოდა, ანუ, მაგალითად, მხოლოდ რეპეტიციების დეტალების დაგეგმვას შეეხებოდა (ე.წ. შიდაორ-განიზაციული აქტი). გადაწყვეტილების მიხედვით კი, ირინა სრულად უნდა გაირიცხოს სკოლის გუნდიდან, რომელშიც იგი თავის დროზე ერთხელ უკვე დაშვებულ იქნა, რაც, ზემოთ აღნიშნული დეფინიციის მიხედვით, არის ინ-

Page 68: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

67

დივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, კერძოდ, გადაწყ-ვეტილება საჯარო დაწესებულებაზე წვდომის შეზღუდვის/აკრძალვის თა-ობაზე. დაშვების თაობაზე აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტ-რაციულსამართლებრივ აქტს, რომელიც სამართლებრივი მდგომარეობის ერთჯერადი მოწესრიგებით არ ამოიწურება, არამედ აფუძნებს ხანგრძლივ-მოქმედ სამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც ირინას ანიჭებს გუნდში მოღვაწეობის, ანუ საჯარო დაწესებულებით სარგებლობის, უფლებას. ამი-ტომაც გუნდიდან გარიცხვა იჭრება ირინას დაშვებით წარმოქმნილ სამარ-თლებრივ მდგომარეობაში და, ამდენად, წარმოშობს გარეგან შედეგს. ამით მუსიკალური სკოლიდან გარიცხვა წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინის-ტრაციულსამართლებრივ აქტს.

ამ შემთხვევაში ირინა თავს იცავს მუსიკალური სკოლის დირექტორის მიერ მისი გუნდიდან გარიცხვის გადაწყვეტილების წინააღმდეგ. მას სურს, კვლა-ვინდებურად განაგრძოს სიმღერა გუნდში.

2. მოსარჩელის მიზანი

სადავო აქტის გაუქმებით რა მიზანს მიაღწევს ირინა? მოცემულ შემთხვე-ვაში ირინა თავს იცავს მუსიკალური სკოლის დირექტორის მიერ მისი გუნ-დიდან გარიცხვის გადაწყვეტილებისგან. მას სურს, კვლავინდებურად გა-ნაგრძოს სიმღერა გუნდში. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ირინას მოთხოვნა ცალსახად არ არის მიმართული სოფოს გარიცხვისკენ. ირინას მიერ სოფოს ქცევებზე მითითება მიზნად ისახავს მხოლოდ მისი საკუთარი საქციელის გამართლებას. სასკ-ის 32-ე მუხლის შესაბამისად, სადავო აქ-ტის გაუქმება გამოიწვევს ადრე მოქმედი დაშვების აღდგენას, რათა ირინამ კვლავინდებურად შეძლოს გუნდში საქმიანობა და, ამდენად, ჰქონდეს საჯა-რო დაწესებულებაზე წვდომის უფლება.

II. B-ს შედეგი

იასა-ის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის სახე შეესაბამება ირინას მი-ზანს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ის არის სარჩელის სათანადო სახე.

C) სარჩელის დასაშვებობა

ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დასაშვებობის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები: ა) ინ-დივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი; ბ) პირდაპირი და უშუალო ზიანი; გ) გასაჩივრების ვადა.

Page 69: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

68

I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (სასკ-ის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

სასკ-ის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთ-ხოვნით.” როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს მისი განთავისუფ-ლების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომელიც მოიცავს სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნ-ქტით გათვალისწინებულ ცალკეულ ელემენტებს. შესაბამისად, სარჩელის დასაშვებობის პირველი წინაპირობა სახეზეა.

II. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

ირინას სარჩელი აღძრული აქვს სასკ-ის 22-ე მუხლის შესაბამისად, რომ-ლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ სადავო აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მო-სარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამდენად, ირინამ უნდა შეძლოს იმის მტკიცება, რომ სადავო აქ-ტით ირღვეოდა მისი უფლებები. ცხადია, რომ დამშვები ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტიდან ირინასთვის გამომდინარეობს სკოლის გუნდში მოღვაწეობის უფლება, რომელიც დაირღვა მისი გუნდიდან გარიცხვით.

აქ შესაძლებელია, ისიც დაგვეშვა, რომ ნებისმიერი აღმჭურველი აქტით (მათ შორის არაკანონიერი აქტით) მინიჭებული უფლების გაუქმება არის (სულ მცირე) კონსტიტუციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, ვინაიდან მინიჭებული სამართლებრივი სტატუსი ადრესატისთვის წარმოქ-მნილი სარგებლის ნაწილი ხდება, მათ შორის, იმ მოლოდინებისა, რომლე-ბიც მას აქვს ქონებრივი სარგებლის მიღების თვალსაზრისით. თუმცა ასე-თი მიდგომა „რთულად გასაგებად” შეიძლება იყოს მიჩნეული, ამიტომაც, ზოგადად, ამ შემთხვევაში არც „ღირს” ამ პრობლემის „წინ წამოწევა”. ის შეიძლება, მაშინ იყოს მნიშვნელოვანი, როდესაც წყდება საკითხი იმის თა-ობაზე, არის თუ არა გარანტირებული კანონიერი ნდობის პრინციპის დაცვა და მისი დარღვევით ხომ არ ხდება ძირითად უფლებებში ჩარევა.

III. სარჩელის წარდგენის ვადა

სასკ-ის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ან ადმინისტ-

Page 70: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

69

რაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში. კაზუსიდან ვადის დარღვევასთან დაკავშირებით რაიმე სახის დარღვევა არ ვლინდება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ სარჩელის დასაშ-ვებობის ეს პირობაც დაცულია.

IV. C-ს შედეგი

ირინას სარჩელი იასა-ის ბათილად ცნობის თაობაზე დასაშვებია.

D) დასაბუთებულობა

სასკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციულსა-მართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდა-პირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.” შესაბამისად, სადავო აქტის გაუქმების შესახებ სარჩელი დასაბუთებული იქნება, თუ მუსიკალური სკოლიდან გარიცხვა კანონსაწი-ნააღმდეგოა და ირინას უფლებები დარღვეულია. ამ შემთხვევაში გუნდში მონაწილეობის უფლების დარღვევა შეიძლება გამომდინარეობს ათკ-ის, მუსიკალური სკოლის წესდების სათანადო მუხლებისა და განთავისუფლე-ბის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობიდან.

I. გადაწყვეტილების მომწესრიგებელი ბუნება

ამ საკითხის გასარკვევად, პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს მუსიკალუ-რი სკოლის დირექტორის გადაწყვეტილების მომწესრიგებელი ბუნება. ამ თვალსაზრისით უნდა დადგინდეს, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, დირექტორის მიერ გამოვლენილი ნება როგორ შეიძლებოდა გაეგო ადრესატს თავისი პოზიციიდან გონივრული განსჯის შედეგად. ეჭვის არსებობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება დაწესებულებას.

ამ შემთხვევაში მუსიკალური სკოლის დირექტორის მიერ მომზადებული დოკუმენტიდან ირინასთვის არაორაზროვნად გასაგები იყო, რომ ის მუსი-კალური სკოლის გუნდიდან გაირიცხა და აღარ აქვს გუნდის რეპეტიციებსა და კონცერტებში მონაწილეობის უფლება. მისი გუნდში ყოფნის მოთხოვ-ნის უფლება, რომელიც უშუალოდ გუნდში მიღების თაობაზე გადაწყვეტი-ლებიდან გამომდინარეობს (ინდივიდუალური აქტი, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტი), რომლის საშუალებითაც დაკონკრეტდა ათკ-

Page 71: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

70

ისა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული უფლება გუნდში მიღების ზოგადი დათქმის თაობაზე. საკითხავია, გაუქმდა თუ არა ამ შემთხვევაში ეს ინდივიდუალური აქტი სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით. მარ-თალია, დირექტორის გადაწყვეტილებით პირდაპირ არ მომხდარა ირინას გუნდში მიღების თაობაზე აქტის გაუქმება, თუმცა ახალი აქტი ირინას გუნ-დიდან გარიცხვის თაობაზე იმპლიკაციურად, ლოგიკურად გულისხმობს ძველი აქტის გაუქმებას, რამეთუ ამ უკანასკნელზე ირინას უკვე არანაირი მოთხოვნების დაფუძნების შესაძლებლობა არ ექნება. ამდენად, ძველი აქ-ტის გაუქმებულად ჩათვლას ხელს არ უშლის ის ფაქტი, რომ მუსიკალური სკოლის დირექტორს არ გამოუყენებია სიტყვა „გაუქმება” და სრულიად არ ახსენებს იქამდე არსებულ დაშვებას გუნდში. ამდენად, გადაწყვეტილების მომწესრიგებელი შინაარსი საეჭვო არ არის.

II. გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერება

სადავო გადაწყვეტილების კანონიერების გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნეს სზაკ-ის მე-601 ან 61-ე მუხლები, ვინაიდან მუსიკალური სკო-ლის წესდება არ შეიცავს რაიმე დამოუკიდებელ წინაპირობებს გუნდში პი-რის მიღების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. ანუ საუბა-რია იმაზე, თუ რამდენად შეეძლო სკოლის დირექტორს ზემოთ აღნიშნული მუხლების საფუძველზე ირინას გუნდიდან გარიცხვა და ამით ძველი აქტის გაუქმება.

1. ფორმალური კანონიერება

სადავო გადაწყვეტილების მიღებისას წარმოებასამართლებრივი მოთხოვ-ნების დარღვევა არ არის სახეზე. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ირინა ჩართულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში და მოსმენილ იქნა მისი აზრი (სზაკ-ის 95-ე-97-ე მუხლები). ერთადერთი ხარვეზი, რაც ამ შემ-თხვევაში შეიძლება იყოს, არის ის, რომ სადავო აქტი არ შეიცავს მოთხოვ-ნას მისი გასაჩივრების წესის თაობაზე. სზაკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტ-რაციულსამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივ-რის წარდგენის ვადა. შესაბამისად, აქტის გამოცემისას ორგანოს არ აქვს დისკრეციული უფლებამოსილება ამ საკითხში. თუმცა ამგვარი დარღვევა არ მიიჩნევა ისეთ დარღვევად, რომელიც შეიძლება გახდეს სადავო აქტის გაუქმების საფუძველი. მან შეიძლება გავლენა მოახდინოს აქტის გასაჩივ-რების ვადაზე.

Page 72: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

71

2. სზაკ-ის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული წინაპირობის არსებობა

უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა სკოლის დირექტორს ირინას გუნდში მიღე-ბის თაობაზე ძველი აქტის გაუქმების უფლება სზაკ-ის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე. ამისთვის, უპირველესად, უნდა დადგინდეს ძველი აქტის კანონსაწინააღმდეგოობა. ამ წინაპირობის არსებობის შემთხვევაში სკოლის დირექტორს უფლება ექნებოდა, თავისი ინიციატივით გაეუქმებინა მის მიერ გამოცემული აქტი (სზაკ-ის 601 მუხლის მე-3 ნაწილი).

კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, რომ თავდაპირველი აქტის კანონსაწინააღ-მდეგოობასთან დაკავშირებით სადავო არაფერია. თუმცა, ზემოთ ხსენე-ბულიდან გამომდინარე (იხილეთ ზემოთ A II), ირინას გუნდში მიღების თა-ობაზე გადაწყვეტილება არის ხანგრძლივი მოქმედების ინდ. აქტი. ასეთი ხანგრძლივი მოქმედების აქტები იმით გამოირჩევიან, რომ ისინი საქმის გარემოებების ან სამართლებრივი საფუძვლების შეცვლის შედეგად შეიძ-ლება უკანონოდ იქცნენ. თუმცა ამ შემთხვევაში რომ ყოფილიყო ასეთი რამ, მაშინ აქტის გაუქმება თეორიულად შესაძლებელი გახდებოდა არა 601, არა-მედ 61-ე მუხლის საფუძველზე („დ” ან „ე” ქვეპუნქტები).

ამიტომაც უნდა დავასკვნათ, რომ ხანგრძლივი მოქმედების მქონე ინდივი-დუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების გაუქმება 601 მუხ-ლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, რო-დესაც ისინი მათი გამოცემის მომენტშივე იყო უკანონო. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ეს ნორმა არ მიიჩნევა სადავო აქტის გაუქმების წინაპირობად.

3. სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონიერი აქტის გაუქმების წინაპირობების არსებობა

ირინას გუნდში მიღების თაობაზე გადაწყვეტილება არის აღმჭურველი ინ-დივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (სზაკ-ის მე-2 მუხ-ლის მე-2 ნაწილის „ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველია ისეთი ადმინის-ტრაციულსამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანი-ჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. ამ შემთხვევაში ასეთი წინაპირობების არსებობა სადავო არ არის. მართალია, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტ-რაციულსამართლებრივი აქტების გაუქმება, თუმცა იმავე ნაწილში ჩამოთვ-ლილია ის ამომწურავი შემთხვევები, როცა კანონის შესაბამისად გამოცემუ-ლი აქტების გაუქმება მაინც ხდება შესაძლებელი, ამიტომ უნდა დადგინდეს, ამ შემთხვევაში არსებობდა თუ არა ეს საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში

Page 73: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

72

ძველი აქტის გაუქმების რელევანტური საფუძველი შეიძლება იყოს სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობა, რომლის თანახმად, კანონის შესაბამისად გამოცემული აქტი შეიძლება გაუქ-მდეს, თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემო-ება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას, გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი და ინდივიდუალური ადმი-ნისტრაციულსამართლებრივი აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

ამიტომ უნდა ვიმსჯელოთ, ხომ არ არსებობდა ისეთი საფუძველი, რომელ-თან შესაბამისობა სკოლის დირექტორმა, მართალია, ირინას სამსახურში მიღებისას ვერ დაადგინა, თუმცა ცნობილი რომ ყოფილიყო, მას გუნდში არ მიიღებდა. თბილისის მუსიკალური სკოლის წესდების 1-ლი და მე-2 მუხლე-ბის მიხედვით, სკოლის გუნდში თავისუფალი ადგილების არსებობის შემთ-ხვევაში დაიშვება ნებისმიერი მსურველი, ვისაც საჭირო მუსიკალური უნა-რები აქვს და სერიოზულად სურს რეპეტიციებში მონაწილეობა. არ არსე-ბობს არანაირი მითითება იმაზე, რომ გუნდში ყველა ადგილი დაკავებულია და არც იმაზე, რომ ირინა არ არის მუსიკალური უნარების მქონე. მაგრამ, ცხადია, მას არ აქვს მზაობა, გუნდში სერიოზულად მიიღოს მონაწილეობა რეპეტიციებსა და კონცერტებში, რაც გულისხმობს გარკვეულ დისციპლი-ნასა და მზაობას, რომ მან პატივი სცეს გუნდის ხელმძღვანელის, როგორც მუსიკალური თვალსაზრისით პასუხისმგებელი პირის, საბოლოო გადაწყვე-ტილებას.

ამდენად, გაუქმებული სადავო აქტის თავიდანვე არგამოცემის უფლება-მოსილება გამომდინარეობს მოგვიანებით გამოვლენილი გარემოებებიდან, რაც გამოიხატება ირინას შეცვლილი ქცევით, ანუ მისი სიტყვიერი თავდას-ხმებით და მისი მხრიდან რეპეტიციებსა და კონცერტებში სერიოზულად მონაწილეობის მზაობის არარსებობით. აქტის გაუქმების გარეშე კი საფრ-თხე შეექმნებოდა მუსიკალური სკოლის გუნდის მშვიდ გარემოში მუშაობას და საჯარო ინტერესსაც. ასე რომ, სახეზეა სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწი-ლის „ე” ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობის ელემენტები.

4. კანონით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება

მართალია, სკოლის დირექტორს ჰქონდა სადავო აქტის გაუქმების სამართ-ლებრივი საფუძველი, თუმცა ეს მისი დისკრეციული უფლებამოსილებაა.

Page 74: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

73

შესაბამისად, მუსიკალური სკოლის დირექტორის გადაწყვეტილება ირინას გუნდიდან გარიცხვის თაობაზე მხოლოდ მაშინ იქნება კანონიერი, როცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ეს დისკრეცია განახორციელა კანონით დად-გენილ ფარგლებში და იმ მიზნით, რა მიზნითაც მას მინიჭებული აქვს ეს დისკრეციული უფლებამოსილება (სზაკ-ის მე-6 მუხლი). ის, რომ სკოლის დირექტორს სადავო გადაწყვეტილება გააზრებული ჰქონდა, გამომდინა-რეობს კაზუსის ფაბულიდან („ყველა გარემოების შეფასების საფუძველ-ზე...”). ასევე საქმიდან არ დგინდება ეჭვი იმის თაობაზე, რომ დირექტო-რი თავისი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას პირადი მტრობის მოსაზრებებიდან გამომდინარე მოქმედებდა. მუსიკალური სკო-ლის დირექტორმა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაიცვა კანონით გათვალისწინებული ფარგლები (სზაკ-ის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი), განსაკუთრებით კი თანაზომიერების პრინციპის ფარგლები (სზაკ-ის მე-7 მუხლი):

ირინას გუნდიდან გარიცხვის მიზანია, გუნდში აღდგეს სიმშვიდე და მის საქმიანობას არ შეეშალოს ხელი. ამავე დროს, ეს ღონისძიება შესაფერისია, ამით მოხდება განსაზღვრული მიზნის მიღწევა და გუნდში ძველებური სიმ-შვიდის აღდგენა. ღონისძიება ასევე აუცილებელია, რადგან გუნდის ხელ-მძღვანელის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გათვალისწინებით, არ არსებობს სხვა ნაკლებად შემზღუდავი საშუალება სამომავლოდ გუნდში დისციპლინის შესანარჩუნებლად. ირინას გუნდის საქმიანობიდან დროებითი ჩამოშორება რაიმე შედეგს არ მოგვცემს, რად-გან ვადის გასვლის შემდეგაც არ იქნებოდა გარანტირებული, რომ ირინა სერიოზულად მოეკიდებოდა გუნდის საქმიანობას (მით უმეტეს, რომ მო-მავალში მუსიკალურ სკოლაში დაშვების თავიდან მინიჭება სავსებით შე-საძლებელია). და ბოლოს, ირინას გუნდიდან გარიცხვა დაკავშირებულია გუნდის ფუნქციონირების შესაძლებლობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინტერესის დაცვასთან. ამავე დროს, ეს გადაწყვეტილება ირინას სამომავ-ლოდ არ უზღუდავს სკოლაში დაბრუნების შესაძლებლობას. თუ ის შეძლებს დაამტკიცოს, რომ აკმაყოფილებს სათანადო მოთხოვნებს, მას ათკ-ის და სკოლის წესდების თანახმად, გუნდში (თავიდან) დაბრუნებაზე მოთხოვნის უფლება აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილება თანაზომიერია.

საკითხი იმის თაობაზე, უნდა გაირიცხოს თუ არა გუნდიდან ასევე სოფო (რის თაობაზეც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ისეთივე საფუძვე-ლი არ არსებობდა), განხილული არ უნდა იქნეს ირინას საქმესთან ერთად. მას აღნიშნულზე მითითებით მხოლოდ საკუთარი საქციელის გამართლება

Page 75: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

74

და მისი გუნდიდან გარიცხვის არამართლზომიერების ჩვენება სურდა.ამიტომ, გადაწყვეტილება გუნდიდან გარიცხვის თაობაზე შესაბამისობაშია დისკრეციული უფლებამოსილების სწორად განხორციელებასთან.

5. II-ის შედეგი

ამდენად, ირინას გუნდიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას საფუძვლად შეიძლება დაედოს სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით გან-საზღვრული საფუძველი.

III. D-ს შედეგი

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გუნდიდან გარიცხვა მთლიანობაში მართლზომიერია და ვერ იქნება მიჩნეული ირინას უფლებე-ბის შემლახველად.

E) დასკვნა

სარჩელი დასაშვებია, მაგრამ დაუსაბუთებელია, ამიტომ ის ვერ დაკმაყო-ფილდება.

Page 76: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

75

კაზუსი 4

„დალინკვა”

ქალაქ თბილისის მერიას აქვს ინტერნეტგვერდი, რომლის დომენური სა-ხელწოდებაა http://tbilisi.gov.ge/. ეს გვერდი შეიცავს ინფორმაციებს ზო-გადად ქალაქ თბილისის, მის მიერ შეთავაზებული მომსახურებებისა და მისი, როგორც ეკონომიკური ცენტრის, მიმზიდველობის შესახებ. იმისათ-ვის, რომ გვერდი უფრო მიმზიდველი გახადონ და მომხმარებელს ქალაქ თბილისის, როგორც დასასვენებელი ადგილის, მნიშვნელობა უფრო ნათ-ლად დაანახონ, ქალაქის მერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან გვერდს დაემატოს რუბრიკა „დასვენება, გასტრონომია და ცხოვრება თბი-ლისში”. აქ უნდა განთავსდეს ინიციატივაში მონაწილეობის მსურველი საწარმოების სახელწოდებები, მათი შემოთავაზებების მოკლე აღწერასა და ამ სწარმოთა მდებარეობასთან ერთად, რასაც თან დაერთვის ჰიპერ-ლინკი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი შეძლებს უშუალოდ ამ სა-წარმოების შეთავაზებებზე გადასვლას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული სიის დანიშნულებაა თბილისში არსებული ღამის გასათევი ადგილების, სასადილოების, რესტორნების და დასვენების შესაძლებლო-ბების „შეძლებისდაგვარად სრულყოფილი” მიმოხილვის გაკეთება. შესაბა-მისი საწარმოები ამ ინიციატივის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ ქალა-ქის ვებგვერდიდან. მათ ასევე დაეგზავნებათ სპეციალური ცირკულარი საკუთარი ბიზნესის პოპულარიზაციის ამ ახალი შესაძლებლობის და იმ მიზნების შესახებ, რომელთა მიღწევასაც გეგმავს ქალაქი. საწარმოებისთ-ვის ამ „მომსახურებით” გამარტივებულად სარგებლობის მიზნით, ქალაქის ვებგვერდზე განთავსებულია ონლაინგანაცახადის ფორმულარი (ამავე დასახელებით), რომლის საშუალებითაც მათ შეუძლიათ, „ელექტრონული ფორმით” მოითხოვონ ლინკების ჩამონათვალში ჩართვა, საწარმოს სახელ-წოდებისა და საქმიანობის ობიექტის მითითებით. ამასთან, მათ ეთხოვათ, რომ წარმოადგინონ ერთიდან ორ სტრიქონამდე მოცულობის ტექსტი, რო-მელიც „გაბედულიც” შეიძლება იყოს და რომელშიც აღწერილი იქნება მათ მიერ შეთავაზებული მომსახურება. ეს მოკლე აღწერილობა, საწარმოს სახელწოდებასა და მისამართთან ერთად, ჰიპერლინკების ჩამონათვალში იქნება ასახული. თუმცა ფორმულარის თავზე განსაკუთრებით გამოკვე-თილად არის გაკეთებული შენიშვნა: „მოთხოვნის უფლება ჰიპერლინკების ჩამონათვალში შეყვანასთან დაკავშირებით არ არსებობს!”. ფორმულარის შევსებისა და გაგზავნის შემდეგ გამგზავნებს ელექტრონული ფოსტის სა-

Page 77: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

76

შუალებით მისდით ავტომატურად გენერირებული შეტყობინება, რომლი-თაც ქალაქ თბილისის მერია მადლობას უხდის მათ დაინტერესებისთვის, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ ჩამონათვალში მოხვედრის იმედი, თუ ისი-ნი აკმაყოფილებენ ქალაქის საკრებულოს მიერ დადგენილ ნორმატიულ მოთხოვნებს, კერძოდ, რომ განაცხადის წარმდგენი არის გასტრონომიის, საცხოვრებლის ან გართობა-დასვენების საწარმო. იმავდროულად, მათ ატყობინებენ, რომ განმცხადებელი „მომდევნო დღეებში” ელექტრონული ფოსტით მიიღებს პასუხს, დაკმაყოფილებულია თუ არა მისი „განაცხადი დაშვების თაობაზე”.

თბილისში მოქმედი საწარმოების საზოგადოებისთვის გაცნობის ამ შესაძ-ლებლობის შესახებ მეგობრისგან, რესტორნის მფლობელ ფილიპესგან, შეიტყობს ლოლაც, რომელსაც თბილისში კვების ობიექტებთან დაკავშირე-ბული კანონმდებლობის, სამეწარმეო კანონმდებლობისა და არასრულწლო-ვანთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის დაცვით, აქვს საწარმო „Long Branch Steakhouse & Nightclub”. პირველივე შესაძლებლობისთანავე, კერ-ძოდ, მიმდინარე წლის 22 თებერვალს, იგი ავსებს ონლაინფორმულარს და შეაქვს განაცხადი „Long Branch”-ის ჰიპერლინკების სიაში შეყვანის თაობა-ზე. ლინკების სიაში შესატანი მოკლე დახასიათების სახით მითითებულია შემდეგი ჩანაწერი: „რაც კაცებს მოსწონთ: კარგი სტეიკები, კარგი ლუდი, ლამაზი ქალები, ცხელი სტრიპტიზი!”. ფორმულარის გაგზავნის შემდეგ იგი იღებს ავტომატურად გენერირებულ შეტყობინებას განაცხადის შესვ-ლის თაობაზე, მაგრამ მერიისგან შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ მისდის; „Long Branch”-ის ლინკების ჩამონათვალში შეყვანაც არ ხდება. არც ორი თვის შემდეგ, როდესაც მან ელექტრონული ფოსტით მოიკითხა, თუ როდის უნდა ელოდოს თავისი ღამის კლუბის ლინკების ჩამონათვალში შეყვანას, არ არის რაიმე პასუხი. ბოლოს მან დარეკა ქალაქ თბილისის შესაბამის ორ-განოში, მაგრამ ვერც იქ პოულობს ლინკების სიის დამუშავებაზე პასუხისმ-გებელ პირს. იმავდროულად, ლინკების სიაზე თვალის შევლებით იგი ხვდე-ბა, რომ ამ სიას უწყვეტად ემატება ახალი საწარმოები, რაც იმას ნიშნავს, რომ მერია კვლავინდებურად აგრძელებს ამ სიის განახლებას. გარდა ამისა, ფილიპესგან ლოლა იგებს, რომ ის განაცხადის შეტანიდან ორ დღეში შეყვა-ნილ იქნა ლინკების ჩამონათვალში.

აღნიშნულის თაობაზე ლოლას სარჩელი შეაქვს თბილისის საქალაქო სა-სამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლითაც ითხოვს, რომ ქალაქ თბილისის მერიას დაევალოს, მის მიერ 22 თებერვალს შეტა-ნილი განაცხადის შესაბამისად, ”Long Branch Steakhouse & Nightclub”-ის

Page 78: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

77

ჰიპერლინკების ჩამონათვალში შეყვანა. თავის შესაგებელში ქალაქ თბი-ლისის მერია პასუხობს, რომ სარჩელი არ არის დასაშვები, რადგან ქალაქ თბილისის მერიამ პირველად სწორედ სარჩელიდან შეიტყო „წესიერი ფორ-მით” ლოლას მოთხოვნის შესახებ. მართალია, მერიამ მიიღო ლოლას შეტ-ყობინება ელექტრონული ფოსტით და განაცხადი, მაგრამ, მათი თქმით, „ბიტებსა” და „ბაიტებს” საინფორმაციო ტექნოლოგიების ხანაშიც კი არ გააჩნია დიდი მნიშვნელობა. თუ ლოლას მართლაც სურდა, რომ მერიის ნებაყოფლობითი შეთავაზება „ადმინისტრაციულ საქმედ” ექცია, მას ჯერ ფორმის დაცვით, წერილობით უნდა შეეტანა აღნიშნულის თაობაზე განაც-ხადი. მაგრამ ფორმის დაცვით შესრულებული განაცხადი ლოლას მხრიდან არ შესულა. გარდა ამისა, სარჩელში მოპასუხე არასწორად არის მითითე-ბული. ყველა შემთხვევაში ის არის დაუსაბუთებელი, რადგან თავის ვებ-გვერდზე ქალაქ თბილისის მერიას პირდაპირ ჰქონდა მითითებული, რომ ლინკების ჩამონათვალში შეყვანაზე მოთხოვნის უფლება არ არსებობს. ღამის კლუბის შეყვანა ლინკების სიაში ისედაც არ განიხილება, ვინაიდან ქალაქ თბილისის ოფიციალურ ვებგვერდზე ისეთი საწარმოების პირდაპირ მითითება, რომლებიც „სექსუალურ გართობაზეა” ორიენტირებული, ქალაქ თბილისის იმიჯისთვის დამაზიანებელია. აღნიშნული ასევე შეუსაბამო იქ-ნებოდა ლინკების სიის გამოქვეყნების იდეასთან, რომელიც ეკონომიკის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. ლინკების სიიდან გამორიცხვით ლოლას-თვის არ წარმოიქმნება „სპეციალური უფლება”, ვინაიდან მისი საწარმო თავისი არსით თბილისში ერთადერთია, სხვა მსგავსი ღამის კლუბები და სტრიპტიზდაწესებულებები არ არსებობს. მისი დაწესებულება არც გასტ-რონომიის „ნორმალური” საწარმოების და არც გართობა-დასვენების სფე-როში მომუშავე საწარმოების მსგავსია, რომლებსაც მოიაზრებდა ქალაქის მერია ასეთი სიის შექმნაზე მუშაობისას. მოიაზრებოდა, პირველ რიგში, თავად ქალაქის მერიის შემოთავაზებები დასვენების სფეროში (ზოოპარკი, ბოტანიკური ბაღი, ბიბლიოთეკა, საცურაო აუზები, სპორტული ადგილები) და ასევე, კერძო საწარმოების მსგავსი შემოთავაზებები (ფიტნესცენტრე-ბი, სოლარიუმები, კინოთეატრები, კაზინოები და დისკოთეკები). ვინაიდან „Long Branch”-ი არც რესტორანი და არც გართობა-დასვენების სფეროს დაწესებულებაა, ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილების მიხედვით, ლო-ლას თავიდანვე არ შეეძლო მოეთხოვა ლინკების სიაში შეყვანა. მეტიც, მხოლოდ ქალაქ თბილისის მერიის გადასაწყვეტია, „ლინკების სიაში” იგი თბილისის ყველა საწარამოს შეიყვანს თუ მხოლოდ გარკვეული სფეროს საწარმოებს. ყოველ შემთხვევაში, სრულიად გამორიცხულია ლოლას მიერ შემოთავაზებული მოკლე ტექსტით მისი დაწესებულების „ლინკების სიაში”

Page 79: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

78

შეყვანა, ვინაიდან აქ ქალები ხორცთან არიან შედარებული და, ამდენად, დეგრადირებულ ობიექტად წარმოჩენილი. ამას ქალაქის მერია, ტექსტის სექსისტური და ქალების მიმართ დისკრიმინაციული შინაარსის გამო, ვერ წაახალისებდა.

რა პერსპექტივა აქვს ლოლას სარჩელს სასამართლოში?

Page 80: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

79

ამოხსნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 79A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 79

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი) . . . . . . . . . . . 80II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 82III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 82IV. სარჩელის ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 82V. A-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 82

B) სარჩელის სათანადო სახე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 83I. სარჩელი აქტის გამოცემის თაობაზე (ე.წ. მავალდებულებელი სარჩელი) . . . . . 83

1. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 832. მოსარჩელის მიზანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 84

II. B-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 84C) სარჩელის დასაშვებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 84

I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (სასკ-ის 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 84

II. ორგანოს უარი ამ აქტის გამოცემის თაობაზე (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 851. განცხადების არსებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 852. საქმის არსებითად გადაწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების არარსებობა . . 863. დადგენილი ვადის გასვლა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 864. II-ს შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 87

III. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 23 მუხლის მე-2 ნაწილი) . . . . . . . . . . 87IV. გასაჩივრების ვადა (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილი) . . . . . . . . . . . . . . . 87V. C-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 87

D) დასაბუთებულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 87I. საჯარო დაწესებულების არსებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 88II. „საჯარო დაწესებულების” დაფუძნების კანონიერება . . . . . . . . . . . . . . . 89III. ”Long Branch”-ის ლინკების ჩამონათვალში შეყვანაზე უარის თქმის შესახებ

გადაწყვეტილების კანონიერება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 90IV. მოთხოვნის უფლების ფარგლები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 91V. D-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 92

E) დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 93

ამოხსნა

ლოლას სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუ ის დასაშვები და დასაბუ-თებულია.

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი

სარჩელის დასაშვებობის წინარე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობის, მხარეთა საპროცესოუნარიანობის, სარჩე-

Page 81: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

80

ლის ფორმის, სათანადო მოპასუხის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის და სხვა მსგავსი საკითხები.

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი)

ლოლას სასარჩელო განცხადება შესაძლებელია იყოს საერთო სასამართ-ლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე. ამისთვის მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ უნდა მიეკუთვნე-ბოდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას. სასკ-ის მე-2 მუხ-ლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინე-ბული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მი-მართ, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინის-ტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. კაზუსიდან ირკვევა, რომ ასეთ გასაჩივრება არ მომხდარა, ამიტომ უნდა გაირკვეს, რამდენად ჰქონდა მოსარჩელეს უფლება, ზემდგომ ორგანოში ერთჯერადი გასაჩივრების გარეშე (სზაკ-ის 177 და შემდეგი მუხლები) სარჩელი შეეტანა სასამართლოში. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს უმოქმედობითი უარი, რო-მელთან დაკავშირებით, სზაკ-ის 177-ე მუხლის თანახმად, შესაძლებელია სარჩელის წარდგენა. თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მართალია, კაზუსი-დან კონკრეტულად არ იკვეთება, მაგრამ ივარაუდება, რომ გადაწყვეტილე-ბის მიღებაზე უფლებამოსილი იყო თბილისის მერი. ამ უკანასკნელს კი არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, სზაკ-ის 178-ე მუხლის თანახმად, საჩივარი არც დაიშვება. ამდენად, ლოლას შეუძლია, ერ-თჯერადი გასაჩივრების გარეშე მიმართოს სასამართლოს. შედეგად ამ შემ-თხვევაში არ არსებობს სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, აღნიშნული დავა არის საერთო სასამართლოების ქვემდებარე.

ლოლას დავა საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამარ-თალწარმოების წესით იქნება განსახილველი, თუ ის პასუხობს სასკ-ის მე-2 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელე, სასკ-ის მე-2 მუხ-ლის 1-ლი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებას. ფორმალურად ეს საკმარისი საფუძველია საგნობრივი განსჯადობის საკითხის გასარკვევად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილია შინაარსობრივი კრიტერი-უმების გამოყენებაც.22 სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასა-მართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება

22 მითუმეტეს, კაზუსის ორიგინალ ვერსიებში ავტორი, გერმანული სამართლის თავი-სებურების გათვალისწინებით, ძირითადად, შინაარსობრივ კრიტერიუმებზე მიუთითებს.

Page 82: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

81

საქმე იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, დავა არის თუ არა სა-ჯაროსამართლებრივი ბუნების. საჯაროსამართლებრივი დავა სახეზეა, როდესაც დავის გადაწყვეტის საფუძველი არის საჯაროსამართლებრივი ნორმა. ამ შემთხვევაში ლოლა ითხოვს მისი ღამის კლუბის შეყვანას ქალა-ქის მიერ მართული ლინკების სიაში. ამასთან, როგორც ლოლა, ისე თბილი-სის მერია მიიჩნევენ, რომ საკითხი იმის თაობაზე, არსებობს თუ არა სიაში მიღებაზე მოთხოვნის უფლება, მხოლოდ საჯარო სამართლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს. მაგრამ გადაწყვეტილება, დავა საჯაროსამართლებრივია თუ არა, მიიღება არა სამართლებრივი დავის მონაწილეთა მიხედვით, არა-მედ ის წყდება სამართლებრივი დავის შინაარსის საფუძველზე. ამდენად, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, გადამწყვეტია, კერძო თუ საჯარო სამართლის ნორმები უდევს საფუძვლად დავის გადაწყვეტას.

ამ შემთხვევაში ლინკების სიის გამოქვეყნებით ქალაქ თბილისის მერიის მი-ზანია ტურიზმის და ამით, ფართო გაგებით, ეკონომიკის ხელშეწყობა, რაც, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება-მოსილებაში მოიაზრება. ზოგადი მოსაზრების თანახმად, საწინააღმდეგო საკანონმდებლო დებულებების არარსებობის შემთხვევაში, მომსახურები-თი ხასიათის მმართველობითი ღონისძიების გაწევისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, არჩევანი გააკეთოს კერძო და საჯარო საქმი-ანობის სამართლებრივ ფორმებს შორის. ეს მოქმედებს ინტერნეტში სახელ-მწიფო უწყებათა მომსახურებების შეთავაზების მიმართაც.

თუმცა, მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება არა ლინკების ჩამონათვალში შეყვანიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობას, არამედ ამ ჩამო-ნათვალზე „წვდომის” საკითხს. მოთხოვნის უფლების საფუძვლის განსაზ-ღვრის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია ათკ-ის თანახმად მოქალა-ქეთა წვდომის უფლება თვითმმართველობის საჯაროსამართლებრივი უფ-ლებამოსილების ფარგლებში შექმნილ დამშვებ სერვისზე. ამ შემთხვევაში საქმიანობის სამართლებრივ ფორმად კერძოსამართლებრივი ფორმა რომც ყოფილიყო გამოყენებული, გაბატონებული ორსაფეხურიანი თეორიის თა-ნახმად, დავა მაინც საჯაროსამართლებრივი იქნებოდა, ვინაიდან, აღნიშ-ნულის მიხედვით, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არა განხორცი-ელებულ ფორმაზე, არამედ იმის თაობაზე, ჰქონდა „თუ” არა მოსარჩელეს საჯარო მომსახურებაზე წვდომის უფლება. ის, თუ „როგორი” ფორმით მოხ-

Page 83: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

82

დება ამის უზრუნველყოფა, რელევანტური არ არის, ამიტომ სახეზეა საჯა-როსამართლებრივი დავა.

სახეზე არ არის არც სასკ-ის მე-6 მუხლით განსაზღვრული მაგისტრატ მო-სამართლეთა განსჯადობა. ამდენად, დავას განსჯადობის მიხედვით განი-ხილავს საქალაქო სასამართლო პირველი ინსტანციით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

შესაბამისად, ეს დავა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტ-რაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი საქმე.

II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა

ლოლა, როგორც ფიზიკური პირი, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის მერი (როგორც ადმინისტრაციული ორგანო), სსსკ-ის 79-81-ე მუხლების თანახმად, საპროცესოუნარიანები არიან.

III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი)

ლოლა სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხედ ასახელებს თბილისის მერიას. სასკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმი-ნისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ან განახორ-ციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. ამ შემთხვევაში სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს იმ ორგანოს მიმართ, რომელსაც უნდა მი-ეღო გადაწყვეტილება ლინკების სიაში შეტანასთან დაკავშირებით. ასეთია თბილისის მუნიციპალიტეტის მერი. მართალია, ლოლამ სარჩელი შეიტანა არა მერის, არამედ ქალაქ თბილისის მერიის წინააღმდეგ, თუმცა, ცხადია, ეს დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს.

IV. სარჩელის ფორმა

კაზუსიდან სარჩელის ფორმასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხარვეზი არ იკვეთება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ლოლას სარჩელი აკმაყოფილებს სსსკ-ის 177-ე-178-ე და 445-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს (სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში).

V. A-ს შედეგი

სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპისთვის დადგენილი მოთხოვნები დაკმა-ყოფილებულია.

Page 84: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

83

B) სარჩელის სათანადო სახე

სარჩელის სათანადო სახე (უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი საშუალება) დგინდება მოსარჩელის მოთხოვნის (მიზნის) მიხედვით, რაც ხორციელდება საქმის გარემოებებისა და სამართლებრივი მდგომარეობის გონივრული შეფასების შედეგად (შეადარეთ სასკ-ის 281 მუხლი). ამ მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირება-ში (სასკ-ის 281 მუხლი).

I. სარჩელი აქტის გამოცემის თაობაზე (ე.წ. მავალდებულებელი სარჩელი)

შესაძლებელია მოცემულ შემთხვევაში უფლების დაცვის საპროცესოსამარ-თლებრივი საშუალება იყოს სასკ-ის 23-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის თა-ობაზე. ამისთვის სარჩელის მიზანი უნდა იყოს ინდივიდუალური ადმინის-ტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა. მოცემულ შემთხვევაში, სარ-ჩელის სათანადო სახე უნდა დადგინდეს სწორედ იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის აქტის გამოცემას გულისხმობს მოსარჩელის მოთხოვნა და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, მიიღწევა თუ არა ამის განხორციელებით მოსარჩელის მიზანი.

1. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა

ლოლამ ნათლად მოითხოვა, რომ ქალაქ თბილისის მერიას დაევალოს, მისი 22 თებერვლის განაცხადის შესაბამისად, „Long Branch Steakhouse & Nightclub”-ის ქალაქ თბილისის მერიის ლინკების სიაში შეყვანა, რაც ფორ-მალურად წმინდა ფაქტობრივი მოქმედებაა, ამიტომ ამისათვის სარჩელის დასაშვები სახე შეიძლება ყოფილიყო სარჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე (სასკ-ის 24-ე მუხლი). ეს უკანასკნელი ქმნის სამართლებრივი დაცვის პროცედურას ისეთი საჯაროსამართლებრივი მა-ვალდებულებელი მოთხოვნების განხორციელებისთვის, რომლებიც არ არის მიმართული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გა-მოცემისკენ. თუმცა სარჩელის ეს სახე არ იქნებოდა ლოლას მოთხოვნის (მიზნის) შესაფერისი, თუ ამით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება სამართ-ლებრივად შეუძლებელი იქნებოდა. კერძოდ, დავალდებულების შესაძლებ-ლობა ვერ იარსებებდა იმ შემთხვევაში, თუ ლინკების სიაში ფაქტობრივად შეყვანისთვის აუცილებელი სამართლებრივი წინაპირობა იქნებოდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაშვების თაობაზე პოზიტიური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეესაბამება სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვე-პუნქტით განსაზღვრულ ნიშნებს.

Page 85: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

84

2. მოსარჩელის მიზანი

ლოლა საქმის გარემოებებისა და სამართლებრივი ვითარების გონივრული შეფასების შედეგად მოითხოვს სიაში დაშვების თაობაზე ისეთი ნებადამ-რთავი აქტის გამოცემას, რომ მხოლოდ სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალის-წინებული მავალდებულებელი სარჩელი (აქტის გამოცემის და არა ქმედე-ბის განხორციელების თაობაზე) შეიძლება იყოს სარჩელის სათანადო სახე. სწორედ ასეთი აქტით უნდა შეიქმნას ქმედების შესრულებისთვის აუცილე-ბელი სამართლებრივი საფუძველი. ამ შემთხვევაში, მართალია, ადმინისტ-რაციულ ორგანოს უნდა მიეღო მარტივი ფორმით გადაწყვეტილება, თუმ-ცა ეს გადაწყვეტილება რეალურად მიღებული უნდა იქნეს, რაც გახდება უპირობო საფუძველი იმისა, რომ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის ძირითადი მიზანი − შევიდეს ლინკების სიაში. ამდენად, სარჩელის შერჩეული სახე შე-ესაბამება მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის მიზანს.

II. B-ს შედეგი

მავალდებულებელი სარჩელის სახე შეესაბამება ლოლას მიზანს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ის არის სარჩელის სათანადო სახე.

C) სარჩელის დასაშვებობა

მავალდებულებელი სარჩელის დასაშვებობის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები: ა) ინდივი-დუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი; ბ) ორგანოს უარი ამ აქტის გამოცემის თაობაზე; გ) პირდაპირი და უშუალო ზიანი; დ) გასაჩივ-რების ვადა.

I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (სასკ-ის 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

სასკ-ის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვ-ნით.” როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს ლინკების სიაში მისი შეყვანის თაობაზე აღმჭურველი აქტის გამოცემას, რომელიც მოიცავს სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცალკეულ ელემენტებს. შესაბამისად, სარჩელის დასაშვებობის პირველი წინაპირობა სახეზეა.

Page 86: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

85

II. ორგანოს უარი ამ აქტის გამოცემის თაობაზე (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახეზე უნდა იყოს ადმინისტ-რაციული ორგანოს უარი. კაზუსიდან ირკვევა, რომ ასეთი უარი სახეზეა. ამდენად, სარჩელი (მხოლოდ) მაშინ არის დასაშვები, თუ სახეზე გვაქვს ად-მინისტრაციული ორგანოს უარი აქტის გამოცემის თაობაზე, ან მოთხოვნი-ლი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე „განაცხადთან” დაკავშირებით გადაწყვეტილება დადგენილ ვადა-ში არ უნდა იყოს გამოტანილი (სზაკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ამიტომ უნდა შემოწმდეს სასკ-ით და სზაკ-ით დადგენილი სპეციალური მოთხოვნე-ბი.

1. განცხადების არსებობა

უმოქმედობის გამო სარჩელის (Untaetigkeitsklage) შეტანის წინაპირობა, ამ-დენად, პირველ რიგში, არის „განაცხადის” არსებობა. ეს შეიძლება არ იყოს სახეზე, რადგან ლოლამ განაცხადი ლინკების სიაში შეყვანის თაობაზე მხო-ლოდ ელექტრონული ფორმით (კერძოდ, ქალაქ თბილისის მიერ მომზადე-ბული ონლაინფორმულარის შევსების გზით) შეიტანა. მაგრამ, ათკ-ის მე-19 მუხლის „კ” ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიცი-პალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისას, საქართველოს კა-ნონმდებლობის შესაბამისად, მომსახურების ხარისხისა და მართვის ეფექ-ტიანობის გასაზრდელად უზრუნველყოფენ ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ელექტრონული მართვის სისტემების დანერგვასა და განვითარებას. ამ თვალსაზრისით, მუნიციპალიტეტის ორგანოებს აქვთ ფორმის არჩევის თავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ელექტრონული მიმართ-ვის ფორმა შეარჩია თბილისის მერიამ მისი უფლებამოსილების განსახორ-ციელებლად. ამდენად, ასეთი განაცხადებისთვისაც რაიმე სპეციალური ფორმა არ არის საჭირო, ამიტომ პრინციპულად დასაშვებია კომუნიკაციის თანამედროვე ფორმების, მაგალითად ელექტრონული ფორმის, გამოყენე-ბა განაცხადის წარსადგენად. აღნიშნული მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ელექტრონული ფორმის გამოყენე-ბისთვის წვდომას დაუშვებს, ანუ, საბოლოო ჯამში, გარე ურთიერთობებში განაცხადებს, რომ იგი მასთან ურთიერთობაში კომუნიკაციის ელექტრო-ნული ფორმების გამოყენებაზე თანახმაა.

ქალაქ თბილისის მერიის მხრიდან ასეთ განაცხადად უპრობლემოდ შეიძლე-ბა იქნეს მიჩნეული ონლაინგანაცხადის ფორმულარის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც განაცხადის წარმდგენებს ამ ორგანოში ელექ-

Page 87: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

86

ტრონული კომუნიკაციის არა მხოლოდ შესაძლებლობას აძლევს, არამედ პირდაპირ სთავაზობს ამ ფორმას. ვინაიდან ლინკების მუნიციპალურ სიებ-ში შეყვანისთვის კანონით წერილობითი ფორმა გათვალისწინებული არ არის. პრობლემას არც ისაა, რომ განაცხადი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გარეშე იქნა წარდგენილი. ამდენად, ლოლამ ონ-ლაინფორმულარის შევსებით და გაგზავნით შეიტანა ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული „განაცხადი”.

2. საქმის არსებითად გადაწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების არარსებობა

აღნიშნულ განაცხადთან დაკავშირებით არ უნდა იყოს მიღებული არსებითი გადაწყვეტილება. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს აქ საქმე. განსაკუთ-რებით, არ უნდა იქნეს მიჩნეული ამ თვალსაზრისით არსებით გადაწყვეტი-ლებად ავტომატურად გენერირებული შეტყობინების გაგზავნა, ვინაიდან არსებითი გადაწყვეტილება გულისხმობს მხოლოდ „მთავარ საკითხზე” გა-მოტანილ გადაწყვეტილებებს. ამდენად, წმინდა პროცედურული მოქმედე-ბები, საქმის სტატუსის შესახებ შეტყობინებები და ა. შ. საკმარისი არ არის იმისთვის, რომ გამოირიცხოს უმოქმედობითი უარის თაობაზე სარჩელი. განცხადების მიღების თაობაზე ავტომატური შეტყობინება იყო სწორედ ისეთ შეტყობინება, რომელშიც მხოლოდ შემდგომ განსახორციელებელი პროცედურული მოქმედებების შესახებ იყო საუბარი.

3. დადგენილი ვადის გასვლა

ბოლოს, სარჩელის მიღების წინაპირობაა, რომ განცხადების წარდგენიდან გავიდეს გადაწყვეტილების მიღებისთვის კანონით დადგენილი ვადა (177-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ვინაიდან კაზუსიდან რაიმე სპეციალური ვადა არ იკვეთება, ამდენად, ზოგადად მიიჩნევა ერთი თვის ვადა (სზაკ-ის 72-ე მუხ-ლის მე-2 ნაწილი და მე-100 მუხლის 1-ლი ნაწილი). ამ შემთხვევაში, განაც-ხადის შეტანიდან უკვე გასულია 3 თვე. როგორც ჩანს, ეს ორგანო თავად თვლის, რომ ამ ტიპის განაცხადებზე სულ რამდენიმე დღეში შეიძლება იქ-ნეს პასუხი გაცემული, რასაც იგი ავტომატურად გენერირებულ მეილშიც ხაზგასმით აღნიშნავს. ამავე დროს, რამდენიმე განაცხადი მის მიერ რამ-დენიმე დღეში დაკმაყოფილდა. ამდენად, არ არსებობს რაიმე გარემოება, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის ფაქტს არ დაადასტურებდა.

Page 88: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

87

4. II-ს შედეგი

ამგვარად, სზაკ-ით და სასკ-ით დადგენილი განსაკუთრებული წინაპირობე-ბიც დაკმაყოფილებულია.

III. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 23 მუხლის მე-2 ნაწილი)

სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლოლას სარჩელი დასაშვე-ბი იქნებოდა, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუ-ალურ) ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. შესაბამისად, ლოლას უნდა შეეძლოს იმის მტკიცება, რომ დაშვების თაობაზე ინდივი-დუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოუცემლობის გამო მისი უფლებები დაირღვა. ეს სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც თავიდანვე გამორიცხული არ არის, რომ მას დაშვების თაობაზე გადაწ-ყვეტილების გამოცემაზე მოთხოვნის უფლება აქვს. ასეთი მოთხოვნის უფლება შესაძლოა გამომდინარეობდეს ათკ-იდან, აგრეთვე სზაკ-ის მე-4 მუხლისა და ადმინისტრაციული ორგანოების თვითშებოჭვის პრინციპის ერთობლიობიდან. იმის შესაძლებლობა, რომ ეს დებულებები ამ შემთხ-ვევაზე ვრცელდებოდეს, თავიდანვე გამორიცხული არ არის. ამაში არც ის ფაქტი ცვლის რამეს, რომ ქალაქ თბილისის მერიას თავის ვებგვერდ-ზე ცალსახად ჰქონდა მითითება, რომ დაშვების მოთხოვნის უფლება არ არსებობს, რადგან ამით (რა თქმა უნდა) შეუძლებელია მოქმედი კანონით დადგენილი მოთხოვნის უფლებების გამორიცხვა. ამდენად, ლოლას აქვს სარჩელის შეტანის უფლება.

IV. გასაჩივრების ვადა (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილი)

კაზუსში არ იკვეთება კონკრეტული ვადები, თუ როდის შეიტანა ლოლამ სასარჩელო განცხადება. არც სასამართლოში სარჩელის შეტანის თარიღია ცნობილი. ამდენად გაურკვეველია უმოქმედობითი უარის ხანგრძლივობა. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ლოლას სარჩელი სასამართლოში წარდგე-ნილია სასკ-ის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ 1-თვიან ვადაში.

V. C-ს შედეგი

მავალდებულებელი სარჩელი დასაშვებია.

D) დასაბუთებულობა

სასკ-ის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქ-ტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება, ან დარღვეულია მისი გამო-

Page 89: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

88

ცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყ-ვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. ამ შემთხვევაში სარჩელის დასა-ბუთებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, აქვს თუ არა მოსარჩე-ლეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სამართლებრივი საფუძველი, რომელზეც უარი ეთქვა, ან რომე-ლიც არ გამოცემულა. შესაბამისად, აქ ისმის კითხვა, აქვს თუ არა ლოლას „ლინკების ჩამონათვალში” შეყვანაზე მოთხოვნის უფლება. ასეთი მოთხოვ-ნა შესაძლოა გამომდინარეობდეს ათკ-ის შესაბამისი მუხლებიდან, აგრეთვე სზაკ-ის მე-4 მუხლისა და ადმინისტრაციული ორგანოების თვითშებოჭვის პრინციპის ერთობლიობიდან, რომელიც აფუძნებს ადგილობრივი მაცხოვ-რებლების თანაბარუფლებიანი წვდომის უფლებას საჯარო დაწესებულება-ში არსებულ სერვისებზე.

I. საჯარო დაწესებულების არსებობა

თუმცა საკითხავია, წარმოადგენს თუ არა „ლინკების ჩამონათვალი” საჯა-რო დაწესებულებას, ანუ ათკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე შექმნილ მო-ქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნილ ორგანიზაციულ ფორმას. ათკ-ში რაიმე დეტალური მითითება „საჯარო დაწესებულების” თა-ობაზე არ არსებობს, თუმცა, ზოგადი ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლის პრინციპების თანახმად, ის განმარტებულ უნდა იქნეს ფართო გაგებით. ამავე დროს, ათკ-ის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ” ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის მერი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგ-ლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარე-ბისა და სხვა პროგრამების განხორციელებას. მაცხოვრებლების მიმართ არსებულ (თავისი საქმიანობის სფეროში შემავალ) მოვალეობებს ის ახორ-ციელებს ამ მიზნით შექმნილი (მისი მმართველობის სფეროში არსებული) სხვადასხვა საორგანიზაციო ერთეულის გზით. აღნიშნულს განეკუთვნება: კომპანიები, საწარმოები, დაწესებულებები და მრავალფეროვანი სტრუქ-ტურისა და მიზნობრიობის მქონე სხვა საშუალებები, რომელთა საერთო ფუნქციაა მოსახლეობის არსებობისათვის თადარიგის დაჭერისა და მათ არსებობაზე ზრუნვისთვის საჭირო პირობების შექმნა და უზრუნველყოფა. მას ახასიათებს თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა ისე, რომ არ წარმოიქ-მნება სპეციალური, მუნიციპალური ადმინისტრაციული ორგანიზაციის გარეთ შექმნილი ან განსაკუთრებით დატვირთული აპარატის არსებობის

Page 90: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

89

საჭიროება. ამდენად, საჯარო დაწესებულების ზოგადი დეფინიციიდან გა-მომდინარეობს, რომ საჯარო დაწესებულებები ასევე დასაშვებია თემის მაცხოვრებელთა ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით. ქალაქ თბილისის მერიის მიერ თავის ინტერნეტგვერდზე ორგანიზებული ლინკების სიაც, შესაძლოა, ამ თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ წინაპირობას: ის ემსახურება ადგილობრივ მაცხოვრებელთა ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობას.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მითითების გათვალისწინებით, რომ არ არ-სებობს მოთხოვნის უფლება ლინკების ჩამონათვალში შეყვანის თაობაზე, შესაძლოა, გაჩნდეს გარკვეული ეჭვები დაწესებულების „საჯაროობის” სა-კითხთან დაკავშირებით. ვინაიდან ამით შეიძლება გამოხატული იყოს, რომ ლინკების ჩამონათვალზე „თანაბარი ხელმისაწვდომობის” უზრუნველყოფა სწორედაც რომ არ იყო განზრახული და, ამდენად, „ლინკების სია” არ წარ-მოადგენს „საჯარო” და ყველასთვის ხელმისაწვდომ დაწესებულებას. თუმ-ცა აღნიშნული „მოთხოვნის უფლების გამორიცხვა” აშკარად ეწინააღმდე-გება სზაკ-ის მე-4 მუხლის დათქმას და ლინკების ჩამონათვალის ჩამოყალი-ბებისთვის ჩაფიქრებულ მიზანს, რაც შეძლებისდაგვარად სრულყოფილი მიმოხილვის უზრუნველყოფაა, მათ შორის გართობა-დასვენების სფერო-ში ქალაქის შეთავაზებებთან დაკავშირებით. ვინაიდან ეს მიზანი ნათლად არის ჩამოყალიბებული როგორც საერთო წერილში, ასევე ქალაქის ვებგ-ვერედზე, ამიტომ მოთხოვნის უფლების გამორიცხვის თაობაზე მითითების გაკეთება აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებაა.

II. „საჯარო დაწესებულების” დაფუძნების კანონიერება

თუმცა ლინკების ჩამონათვალში შეყვანის თაობაზე მოთხოვნის უფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ არსებობდეს, თუ დაწესებულება კანონიერად არის შექმნილი, ვინაიდან არ არსებობს „თანასწორობა უკანონობაში”, ანუ არ არსებობს კანონსაწინააღმდეგოდ შექმნილი საჯარო დაწესებულების გამოყენების მოთხოვნის უფლება.

ამ თვალსაზრისით, ლინკების სიის შემუშავების თაობაზე ქალაქის უფლება-მოსილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. პრობლემა არც ისაა, რომ ლინკების სიის შექმნისთვის პირდაპირი საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს. შეუძლებელია, რომ კანონის დანაწესმა ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერი სახის ქმედება მოიცვას (სზაკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი). ცხადია, ასეთი მიდგომა გამოიწვევდა ადმინისტრაციის სრულ პა-რალიზებას და კოლიზიაში იქნებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის

Page 91: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

90

უფლებამოსილებების შეუფერხებლად შესრულების გარანტიასთან, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლით).

შესაბამისად, ლინკების სიის შექმნა მთლიანობაში კანონიერი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სიაში ლოლას მონაწილეობის თაობაზე მოთხოვნის ზოგადი უფლება სახეზეა.

III. ”Long Branch”-ის ლინკების ჩამონათვალში შეყვანაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება

აქვს თუ არა ლოლას ”Long Branch”-ის ლინკების ჩამონათვალში შეყვანის მოთხოვნის უფლება, დამოკიდებულია იმაზე, აკმაყოფილებს თუ არა ღა-მის კლუბი ქალაქის საკრებულოს მიერ ლინკების სიაში შეყვანისთვის ჩა-მოყალიბებულ კრიტერიუმებს, ანუ შესაბამისობაშია თუ არა ასეთი შეყვანა ამ ინიციატივის მიზანთან. თუ ეს პირობა დაკმაყოფილებული არ არის, მა-შინ სიაში შეყვანის თაობაზე მოთხოვნის უფლება არ იარსებებს, ვინაიდან ათკ-ი არ ითვალისწინებს საჯარო დაწესებულებაში ისეთი ხელმისაწვდო-მობის უფლებას, რაც აღემატება მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით დაშვებულ ფარგლებს, რომლის საფუძველზე განისაზღვრება, თუ ვისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ლინკების სია − მისი ტერიტორიის რეზიდენ-ტი ყველა ეკონომიკური საწარმოსთვის თუ მხოლოდ გარკვეული სფეროს საწარმოებისთვის. სიის მიზანი, ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილების თანახმად, არის „შეძლებისდაგვარად სრულყოფილი” მიმოხილვის მომზა-დება თბილისში არსებული ღამის გათევის შესაძლებლობების, სასადილო-ების, რესტორნებისა და დასასვენებელი აქტივობების შესახებ. ამდენად, საკითხავია, შესაძლებელია თუ არა ლოლას ღამის კლუბის მიკუთვნება სა-წარმოთა ამ სახეობებისთვის. გადამწყვეტი აქ არის არა მერის სუბიექტუ-რი შეფასება, არამედ ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილების ობიექტური შეფასება.

ლინკების ჩამონათვალში ღამის კლუბის შეყვანის სასარგებლოდ შეიძლება ითქვას, რომ ლოლას საწარმო სარესტორნო ტიპისაა, ვინაიდან ის აწვდის სასმელებს და კერძებს მომხმარებელს და საწარმო პრინციპულად ყვე-ლასთვის ღიაა. ის ფაქტი, რომ ეს ამ ღამის კლუბის მიერ შეთავაზებული მომსახურების ერთადერთი სახეობაა, უმნიშვნელოა რესტორნის დეფინი-ციისთვის. დაინტერესებული პირის პოზიციიდან ასევე არ არსებობს რაიმე საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ქალაქის საკრებულოს აღნიშნული გადაწ-ყვეტილების მიღებისას რესტორნის დეფინიციისთვის უფრო ვიწრო მნიშვ-ნელობის მინიჭება სურდა, ვიდრე ეს შეიძლება ზოგადად იყოს გაგებული.

Page 92: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

91

ღამის კლუბის თავისუფალი დროის გატარების სფეროში მოქმედ საწარ-მოთათვის მიკუთვნების სასარგებლოდ შეგვიძლია მოვიშველიოთ, რომ ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილება ამ დეფინიციას ძალიან ფართო მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან მას არ შეუზღუდავს ეს სფერო მხოლოდ „კულტურული მიმართულების” საწარმოებით, არამედ მან ასევე შეიყვანა სპორტული ან გასართობი დაწესებულებები (კინოთეატრები, კაზინოები, დისკოთეკები, საცეკვაო დაწესებულებები). ამ მოცემულობიდან გამომდი-ნარე, გაუგებარია, თუ რა მიზეზით არ უნდა მივაკუთვნოთ ღამის კლუბი, რომელიც სტუმრებს სტრიპტიზის წარმოდგენებს სთავაზობს, თავისუფა-ლი დროის გატარების სფეროში მოქმედ საწარმოებს.

თუმცა ლინკების ჩამონათვალში ღამის კლუბის შეტანა შეიძლება იქნეს მიჩ-ნეული საკრებულოს დადგენილების საწინააღმდეგოდ, თუ ასეთი შეტანა ეწინააღმდეგება ამ ტიპის დაწესებულების ჩამოყალიბების მიზანს, კერძოდ ტურიზმის, და ამით ეკონომიკის მხარდაჭერის მიზანს იმის გამო, რომ მისი სი-აში შეტანა ასეთი ჩამონათვალის „სერიოზულობას” ზიანს მიაყენებდა. თუმცა სზაკ-ის მე-4 მუხლით გათვალისწინებული თანასწორი მოპყრობის მოთხოვ-ნის უფლება სწორედ რომ მუნიციპალიტეტის „იდეოლოგიურ და მორალურ ნეიტრალიტეტს” უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებებზე წვდომისას. ამ-დენად, მხოლოდ „მორალური” არგუმენტის საფუძველზე კანონით ნებადარ-თული საწარმოსთვის სიაში შეყვანაზე უარის თქმა არ არის შესაძლებელი.

აღნიშნულის თანახმად, ”Long Branch”-ის ლინკების სიაში შეტანა დადგენი-ლების ფარგლებთან შესაბამისობაში იქნებოდა და ამიტომ ათკ-ით გათვა-ლისწინებული მოთხოვნის უფლება ძირითადად არსებობს.

IV. მოთხოვნის უფლების ფარგლები

თუმცა შესაძლოა, „საჯარო დაწესებულებაზე” წვდომის მოთხოვნის უფლე-ბა ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მიზეზების გამო გამოირიცხოს.

მერი აცხადებს, რომ ”Long Branch”-ის თანდართული ლინკი, ლოლას მიერ შემოთავაზებული მოკლე ტექსტით: „რაც კაცებს მოსწონთ: კარგი სტეიკე-ბი, კარგი ლუდი, ლამაზი ქალები, ცხელი სტრიპტიზი!”, ვერ იქნება ლინკე-ბის ჩამონათვალში შეტანილი. პრინციპულად მუნიციპალიტეტის შეფასე-ბის პრეროგატივაა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ლინკების სია − უნდა შემოიფარგლოს თუ არა იგი მხოლოდ საწარმოთა დასახელებით, მისამარ-თით და შესაბამისი საწარმოს ჰიპერლინკით, თუ ისე, როგორც ლოლას შემ-თხვევაში, ასევე მიანიჭებს მსურველებს შესაძლებლობას, რომ აღნიშნუ-ლის გარდა განათავსოს თავისი მოკლე რეკლამა.

Page 93: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

92

მოთხოვნის ამგვარი უფლება მხოლოდ „კანონით გათვალისწინებული დე-ბულებების ფარგლებში” არსებობს, ამდენად, განსაკუთრებით კონკურენ-ციის საწინააღმდეგო სარეკლამო მითითებების შეყვანის ვალდებულება ქა-ლაქს არ ეკისრება. შესაბამისად, იგივე შეიძლება გავრცელდეს ისეთი „მოკ-ლე ტექსტების” მიმართ, რომელთა შინაარსი ძირითად უფლებებში ჩამოყა-ლიბებულ ობიექტურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ეს განსაკუთრებით მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც სია თავის დამატებით მითითებასთან ერთად „საშუალო მომხმარებლის” მიერ აღიქმება როგორც მუნიციპალიტე-ტის მიერ გაკეთებული განცხადება.

ამრიგად, შეიძლება დავეთანხმოთ მერს, როდესაც ის განმარტავს, რომ სექსისტური და დისკრიმინაციული მოკლე ტექსტების შეყვანის მოთხოვ-ნის უფლება არ არსებობს, რადგან ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლის მოთხოვნებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი მითითება „სტრიპტიზის წარმოდგენაზე” თავიდანვე უნდა იქნეს მიჩნეული სექსისტუ-რად და ქალების მიმართ დისკრიმინაციულად. ყოველ შემთხვევაში, ძირი-თად უფლებებში ასახული ღირებულებებიდან არ გამომდინარეობს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ეროტიკის ეკონომიკური მიზნით გამოყენების ყველა ფორმას. რაიმე სხვა განსახილველ შემთხვევაში არც იქიდან გამომ-დინარეობს, რომ ლოლას მიერ შემოთავაზებული ტექსტი ქალებს ხორცს ადარებს და ამიტომ მათ „ობიექტად დეგრადირებას” გულისხმობს. ვინა-იდან, ობიექტური შეფასების შემთხვევაში, ტექსტიდან ასეთი შედარება არ გამომდინარეობს. ლოლა მხოლოდ მიუთითებს თავისი ღამის კლუბის „მომ-სახურების მრავალფეროვნებზე, ქალაქის საკრებულოს მიერ ცალსახად ნებადართული ცოტა „გაბედული (თამამი)” ფორმით, რომელიც როგორც სტეიკების მომზადებას, ისე სტრიპტიზის წარმოდგენების გამართვას მო-იცავს. ის ფაქტი, რომ ეს შეთავაზება ცალსახად მამაკაცებისკენ მიმართუ-ლი შეთავაზებაა (ისე, რომ ქალებსაც არ უკრძალავს შესვლას), საბოლოოდ, მისი თავისებურებიდან გამომდინარეობს და არ ეფუძნება გენდერულ დის-კრიმინაციას.

ამდენად, საჯარო დაწესებულებაზე წვდომის უფლებას ვერ უპირისპირდე-ბა მოთხოვნის უფლების გამომრიცხველი სხვა ვერანაირი გარემოებები.

V. D-ს შედეგი

ვინაიდან ”Long Branch”-ის ლინკების სიაში შეტანა, ლოლას მიერ შემოთავა-ზებული მოკლე ტექსტის დართვით, შესაბამისობაშია ლინკების სიის მიზან-თან და საჯარო დაწესებულებისადმი წვდომის უფლების წინაპირობებიც

Page 94: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

93

დაკმაყოფილებულია, ლოლას აქვს სიაში შეტანის მოთხოვნის უფლება. მის განაცხადზე გადაწყვეტილების მიუღებლობით დაირღვა მისი უფლებები. შედეგად, ლოლას სარჩელი დასაბუთებულია.

E) დასკვნა

ლოლას სარჩელი დასაშვები და დასაბუთებულია, ამიტომ ის უნდა დაკმა-ყოფილდეს.

Page 95: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

94

კაზუსი 5

კაბრიოლეტი „სიტროენი”

ქალაქ თბილისის ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთი ქუჩის მარჯვენა ზოლი მონიშნულია როგორც მანქანების დასაყენებელი სივრცე და, შესაბამისად, გამოიყენება ყველას მიერ პარკირებისთვის. მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ორშაბათ დღეს, ლოლამ, რომელიც არის იქვე მდებარე კლუბ ”Longbranch Steakhouse & Nightclub”-ის მფლობელი, დააყენა თავისი წითელი კაბრი-ოლეტი „სიტროენი”. იმავე საღამოს იგი საგზაო შემთხვევის გამო მოხვდა საავადმყოფოში, სადაც მას ორკვირიანი მკურნალობა დასჭირდა. სამშა-ბათს კი ქალაქ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურმა აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც ლოლამ დააყენა თვისი კაბრიოლეტი, განათავსა პარ-კირების აკრძალვის ნიშანი. ამის საბაბი იყო გაზისა და წყლის გაყვანილო-ბებზე სასწრაფო სამუშაოების წარმოების აუცილებლობა შესაბამისი სამსა-ხურიებს მიერ. 9 ოქტომბერს სამუშაოების დასაწყებად მოსულმა მუშებმა დაადგინეს, რომ სამუშაოს დაწყება შეუძლებელი იყო გზის ზოლზე გაჩე-რებული „სიტროენის” გამო. გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომელიც შეეცადა ლოლასთან დაკავშირებას მის მისამართზე, თუმცა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. საპატრულო პოლიციამ გამოიძახა თბილისის პარკინგი და და-ავალა „სიტროენის” ევაკუაცია და შენახვა მძღოლის გამოჩენამდე.

როდესაც ლოლა გამოვიდა საავადმყოფოდან, მას ძალზე გაუკვირდა, რომ მისი მანქანა აღარ იყო მის მიერ დატოვებულ ადგილას, მითუმეტეს, რომ სამშენებლო სამუშაოები იმ დროისთვის უკვე დასრულებული იყო. პოლი-ციაში დარეკვის შედეგად ყველაფერი გაირკვა. ლოლამ მიმართა თბილისის პარკირების სამსახურს, რომელმაც მას გამოუცხადა, რომ იგი დააბრუნებს ავტომობილს მხოლოდ შენახვასთან დაკავშირებული 500 ლარის გადახდის შემდეგ.

ლოლამ მიმართა საპატრულო პოლიციას და მოსთხოვა მის მიერ გადახ-დილი 500 ლარის უკან დაბრუნება. მისი თქმით, მან კანონის დაცვით და-აყენა მანქანა ნებადართულ ადგილას და არ შეიძლება, კანონიერი ქმედება გახდეს უკანონო. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ ლოლამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა 500 ლარის უკან დაბრუნება.

რა პერსპექტივა აქვს ლოლას სარჩელს სასამართლოში?

Page 96: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

95

ამოხსნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 96A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 96

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი) . . . . . . . . . . . 96II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 98III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 98IV. სარჩელის ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 98V. A-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 98

B) სარჩელის სათანადო სახე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 99I. სარჩელის შესაძლო სახეები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 99

1. სარჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე (სასკ-ის 24-ე მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 99

2. სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე (სასკ-ის 22-ე მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . 99

3. სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე (სასკ-ის 23-ე მუხლი) . . . . . . . . . 100

II. B-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 101C) სარჩელის დასაშვებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 101

I. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა (სასკ-ის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) . . . . 101II. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 24 მუხლის მე-2 ნაწილი) . . . . . . . . . . 101III. გასაჩივრების ვადა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 101IV. სამართლებრივი დაცვის საჭიროება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 102V. C-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 102

D) დასაბუთებულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 102I. ლოლას მიერ ხარჯების გადახდის სამართლებრივი საფუძველი . . . . . . . . . . 103II. სხვისმაგიერი შესრულება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 104

1. აღსრულების საკანონმდებლო საფუძველი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . 104a) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის

ნამდვილობა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .105aa) ტრადიციული მიდგომა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 105bb) სასამართლოს მიდგომები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 105cc) ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლოს 2010 წლის

გადაწყვეტილება: „ჰიბრიდული გადაწყვეტილება” . . . . . . . . . . . . 106dd) აღნიშნული მიდგომების გამოყენება და შედეგი a-ს მიმართ. . . . . . . 107

b) შედეგი 1-ის მიმართ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1072. საპატრულო პოლიციის აღსრულების კომპეტენცია. . . . . . . . . . . . . . . 1073. აღსრულების თაობაზე გადაწყვეტილების ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . 1074. სხვა პირისთვის იასა-ის აღსრულების დავალების კანონიერება . . . . . . . . 1085. შედეგი II-ის მიმართ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 109

III. ლოლას მიმართ ხარჯების წესის მოთხოვნები და მიღწევადობა . . . . . . . . . . 1091. ლოლას ვალდებულებაუნარიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1092. შედეგი III-ის მიმართ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 109

IV. შესაძლებელია თუ არა შედეგის კორექტირება სიიაფის მოსაზრებებიდან გამომდინარე?. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1091. განეკუთვნება თუ არა ხარჯების დადგენა ადმინისტრაციული ორგანოს

დისკრეციას?. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1102. უნდა არსებობდეს თუ არა რისკი? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 110

Page 97: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

96

ამოხსნა

ლოლას სარჩელი პერსპექტიული იქნება, თუ ის დასაშვები და დასაბუთე-ბულია.

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი

სარჩელის დასაშვებობის წინარე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობის, მხარეთა საპროცესოუნარიანობის, სარჩე-ლის ფორმის, სათანადო მოპასუხის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის და სხვა მსგავსი საკითხები.

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი)

ლოლას სასარჩელო განცხადება შესაძლებელია იყოს საერთო სასამართ-ლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე. ამისთვის, მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ უნდა მიეკუთვნე-ბოდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას. სასკ-ის მე-2 მუხ-ლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწი-ნებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმი-ნისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. კაზუ-სიდან ირკვევა, რომ ლოლამ პოლიციისგან ჯერ განცხადებით მოითხოვა მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაზეც მიიღო უარი, ხოლო შემდეგ საჩივრით მოითხოვა იგივე, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა. ამდე-ნად, ივარაუდება, რომ მოსარჩელის მიერ დაცულია ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის ვალდებულება, რითაც გამოირიცხება ადმინისტრაციული ორგანოს ქვემდებარეობა, რაც საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ პირმა დავა გადაიტანოს სასამართლოში. შესაბამისად, აღ-ნიშნული დავა არის საერთო სასამართლოების ქვემდებარე.

ამავე დროს, უნდა დადგინდეს განსჯადობის საკითხი − რომელმა მოსამარ-თლემ უნდა განიხილოს დავა. ლოლას დავა საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნება განსახილველი, თუ

3. შედეგი IV-ის მიმართ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 110V. D-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 111

E) დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 111

Page 98: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

97

ის პასუხობს სასკ-ის მე-2 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. მო-სარჩელე, სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოსგან ითხოვს ვალდებულებას ზიანის ანაზღა-ურების თაობაზე.23 სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამარ-თლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმე იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომ-დინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, დავა არის თუ არა საჯაროსამარ-თლებრივი ბუნებისა. დავა საჯაროსამართლებრივი ბუნებისაა, თუ დავის გადაწყვეტისათვის საფუძველი საჯარო სამართლის ნორმებია. აქედან გა-მომდინარე, საკითხავია, თუ რომელი ნორმიდან გამომდინარეობს პოლი-ციის მიერ თანხის დაბრუნების ვალდებულება. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება გამომდინარეობდეს საჯაროსამართლებრივი საფუძვლებიდან. ასეთ შემ-თხვევაში დავა საჯაროსამართლებრივი იქნებოდა; მეორე მხრივ, თანხის გადახდის მოთხოვნა შესაძლებელია გამომდინარეობდეს სამოქალაქო კო-დექსით განსაზღვრული უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტიდან. ამ შემ-თხვევაში დავა იქნებოდა კერძოსამართლებრივი ბუნებისა და საქმე უნდა განეხილა არა ადმინისტრაციულ, არამედ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სავარაუდოდ, ლოლა საჯაროსამართლებლივ ნორმებს ანიჭებს უპირა-ტესობას. მაგრამ საკითხს, მართლაც საჯაროსამართლებლივ დავასთან გვაქვს საქმე თუ არა, განსაზღვრავს არა მოსარჩელე, არამედ, როგორც უკვე ითქვა, იგი ყალიბდება დავის საფუძველში არსებული სამართლებრივი ურთიერთობების რეალური ბუნების მიხედვით.

ლოლას მანქანის ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯების საჯაროსა-მართლებრივი ნორმების საფუძველზე გადახდის საწინააღმდეგოდ მეტყ-ველებს ის არგუმენტები, რომ გადახდა რეალურად საპატრულო პოლიციის მიმართ კი არ მომხდარა, არამედ მუნიციპალური შპს-ის მიმართ, რომელიც მასა და დამკვეთ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დადებული ხელშეკ-რულების საფუძველზე მოქმედებდა. თუმცა, მეორე მხრივ, ცხადია, რომ თბილისის პარკინგი მოქმედებდა საპატრულო პოლიციის დავალების სა-ფუძველზე და მოთხოვნაც სწორედ ამ ურთიერთობიდან გამომდინარეობს. ამდენად, კერძო პირის სასარგებლოდ განხორციელებული გადახდა არ ნიშ-ნავს, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა არ შეიძლება იქნეს მიჩნეული სა-ჯაროსამართლებრივად. ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიცია მოქმედებს

23 მოცემულ შემთხვევაში საგნობრივი განსჯადობის საკითხის გასარკვევად ამოსავა-ლი ვერ იქნება ფორმის პრინციპი. ამიტომ აქ პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის დად-გენას, დავა არის თუ არა საჯაროსამართლებრივი ბუნებისა.

Page 99: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

98

სზაკ-ის XIII თავის საფუძველზე, რამეთუ აქტის აღსრულება ხდება დასა-ხელებული თავით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე. შესაბამისად, დავის გადაწყვეტას საფუძვლად უდევს საჯაროსამართლებრივი ნორმა და, შესაბამისად, სახეზეა საჯაროსამართლებრივი დავა.

სახეზე არ არის არც სასკ-ის მე-6 მუხლით განსაზღვრული მაგისტრატ მო-სამართლეთა განსჯადობა. ამდენად, დავას განსჯადობის მიხედვით განი-ხილავს საქალაქო სასამართლო პირველი ინსტანციით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

შესაბამისად, ეს დავა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტ-რაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი საქმე.

II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა

ლოლა, როგორც ფიზიკური პირი, ხოლო საპატრულო პოლიცია (როგორც ადმინისტრაციული ორგანო) სსსკ-ის 79-ე-81-ე მუხლების თანახმად, საპ-როცესოუნარიანები არიან.

III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი)

ლოლა სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხედ ასახელებს საპატრულო პოლიციას. სასკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგა-ნო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ან განა-ხორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. ამ შემთხვე-ვაში სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს იმ ორგანოს მიმართ, რომელმაც უნდა განახორციელოს ქმედება თანხის გადახდის სახით და ასეთია საპატრულო პოლიცია. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი სწორედ მის წინააღმდეგ არის აღძრული. შესაბამისად, სათანადო მოპასუხე სახეზეა.

IV. სარჩელის ფორმა

კაზუსიდან სარჩელის ფორმასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხარვეზი არ იკვეთება. შესაბამისად, ივარაუდება, ლოლას სარჩელი აკმაყოფილებს სსსკ-ის 177-ე-178-ე და 445-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს (სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში).

V. A-ს შედეგი

სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპისთვის დადგენილი მოთხოვნები დაკმა-ყოფილებულია.

Page 100: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

99

B) სარჩელის სათანადო სახე

სარჩელის სათანადო სახე (უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრი-ვი საშუალება) დგინდება მოსარჩელის მოთხოვნის (მიზნის) მიხედვით, რაც ხორციელდება საქმის გარემოებებისა და სამართლებრივი მდგომარეობის გონივრული შეფასების შედეგად (შეადარეთ სასკ-ის 281 მუხლი). ამ მიზნით, მოსამართლეს შეუძლია, დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში (სასკ-ის 281 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის სათანადო სახე უნდა დადგინდეს სწორედ იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის ქმედების განხორ-ციელებას გულისხმობს მოსარჩელის მოთხოვნა და აგრეთვე იმის გათვალის-წინებით, მიიღწევა თუ არა ამის განხორციელებით მოსარჩელის მიზანი.

I. სარჩელის შესაძლო სახეები

1. სარჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე (სასკ-ის 24-ე მუხლი)

შესაძლებელია, მოცემულ შემთხვევაში უფლების დაცვის საპროცესოსამარ-თლებრივი საშუალება იყოს სასკ-ის 24-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე. ამისთვის სარჩელის მიზანი უნდა იყოს ქმედების განხორციელება (მაგ. ზიანის ანაზღაურება).

ამდენად, უნდა დადგინდეს მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის მიზანი. ასეთის არსებობის შემთხვევაში, სარჩელის ნათლად შერჩეული სახე სამარ-თლებრივი დაცვის მიზნის მისაღწევად სარჩელის შესაფერისი იქნებოდა. ამ შემთხვევაში ლოლა ითხოვს მისთვის 500 ლარის გადახდას. ზემოთ აღნიშ-ნულ (გადახდის) მოთხოვნას შეესაბამება სასკ-ის 24-ე მუხლით განსაზღ-ვრული სარჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე. ლოლა თავისი მიზნის მისაღწევად საჭიროებს არა ინდივიდუალური ადმი-ნისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას, არამედ რეალურ ქმედე-ბას. იგი აყალიბებს საჯაროსამართლებრივი შესრულების მოთხოვნის მიღ-წევის სამართლებრივი დაცვის პროცედურას, რომელიც, როგორც ჩვენს შემთხვევაშია, არ საჭიროებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართ-ლებრივი აქტის გამოცემას.

2. სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე (სასკ-ის 22-ე მუხლი)

ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ უპასუხებდა ლოლას მოთხოვნას, თუკი მხოლოდ ამ მოთხოვნის ფარგლებში თანხის დაბრუნების ვალდებულება მიუღწეველი

Page 101: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

100

იქნებოდა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იარსებებდა ისეთი ინდივიდუ-ალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომელიც თანხის გადახ-დევინებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავდა. მაშინ ჯერ ასეთი აქტი უნდა გაუქმდეს, რაც მოხსნიდა დაბრკოლებას და მოგვიანებით შექმ-ნიდა თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის საფუძველს. უფლების დაცვის მიზნის მისაღწევად კი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხ-ლის თანახმად, სარჩელის სათანადო სახე იქნებოდა სარჩელი სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, კომბინირებული ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან. თუმცა ამ შემთხ-ვევაში არ გვაქვს ასეთი სადავო აქტი. ამგვარ აქტად შეიძლება ჩაგვეთვალა ის აქტი, რომელიც საპატრულო პოლიციამ გამოსცა, რომლის თანახმად, ავ-ტომობილი მხოლოდ ხარჯების ანაზღაურების შემთხვევაში გადაეცა მანქა-ნის მფლობელისთვის. თუმცა ეს დაშვება უნდა უკუვაგდოთ: როდესაც თბი-ლისის პარკინგის მიმართ განკარგულება გაიცა, ჯერ არ იყო დადგენილი, თუ საერთოდ რა ოდენობის ხარჯები წარმოიშობოდა. ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მხრივ სრულიად არაფერი ჰქონდა განსაზღვრული, მან ხარჯე-ბის ოდენობის განსაზღვრა, ძირითადად, თბილისის პარკინგს გადააბარა. ამ გარემოებების გათვალისწინებით არ დგინდება სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელემენტი − მოწესრიგება.

3. სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე (სასკ-ის 23-ე მუხლი)

ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე სარჩელი მაშინაც ვერ უპასუხებს ლოლას მოთხოვნას, საპატრულო პოლიციის მიერ თანხის ანაზღაურების უარყოფა თუ იქნებოდა ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულსამართლებრივი აქტი, რომელიც გადახდის ვალდებულების არარსე-ბობას ადგენს და, აქედან გამომდინარე, უპირველესად, უნდა გაუქმდეს და სავალდებულო გახდეს ახალი აქტის გამოცემა. თუმცა არ შეიძლება, გადახ-დის ვალდებულების ყოველ უარყოფაში დავინახოთ ინდივიდუალური ად-მინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომელიც ამგვარი გადახდის ვალ-დებულების არარსებობას სავალდებულოდ ადგენს, ისევე როგორც ამის საპირისპიროდ ყოველი გადაწყვეტილება რეალაქტის განხორციელების შესახებ არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებ-რივ აქტს. ამ შემთხვევაში იქიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისის გამოხატვა სურდა, ანუ ვალდებული არ იყო, გადაეხადა. მას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა არ სურდა.

Page 102: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

101

II. B-ს შედეგი

შესაბამისად, ამ შემთხვევაში სასკ-ის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე არის სარჩელის სათანადო სახე.

C) სარჩელის დასაშვებობა

ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელის დასაშვებობის შემთხვე-ვაში სახეზე უნდა იყოს სასკ-ის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპი-რობები: ა) მოთხოვნა უნდა გულისხმობდეს რეალაქტის განხორციელებას; ბ) სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო ზიანი; გ) გასაჩივრების ვადა (მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში).

I. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა (სასკ-ის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

ლოლას მიერ მოთხოვნილია ზიანის ანაზღაურება, რაც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ისეთი რეალური ქმედების განხორციელებას, რაც არ გულისხმობს იასა-ის გამო-ცემას. შესაბამისად, სასკ-ის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ელე-მენტი სახეზეა.

II. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 24 მუხლის მე-2 ნაწილი)

სასკ-ის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდი-ვიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამ შემთხვევაში ლოლას უნდა შეეძლოს იმის მტკიცება, რომ მას აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამგვარი პრეტენზია შესაძლოა, ზოგა-დი საჯაროსამართლებრივი ანაზღაურების უფლებიდან გამომდინარეობ-დეს. ჩვენს შემთხვევაში ამგვარი მოთხოვნის არსებობა შესაძლებელია და ნებისმიერი განხილვისას თავიდანვე არ არის გამორიცხული, რომ ლოლა სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილია.

III. გასაჩივრების ვადა

როგორც წესი, ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელის წარდგე-ნა არ არის დაკავშირებული კონკრეტულ ვადებთან (სასკ-ის 24-ე მუხლი). თუმცა, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს გამოხატული აქვს ნება და უარს აცხადებს ქმედების განხორციელებაზე, მაშინ სარჩელი სასამართლოში

Page 103: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

102

წარდგენილ უნდა იქნეს უარის ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში (სასკ-ის 22-ე მუხლის ანალოგიით), ვინაიდან ასეთ შემთხვევაში 24-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი სარჩელი ქმედების განხორცი-ელების მოთხოვნით, ასევე, მოიცავს უარის ბათილად ცნობის მოთხოვ-ნას, რაც მოსარჩელეს აიძულებს, დაიცვას ერთთვიანი ვადა.24 ვინაიდან კაზუსში საპირისპირო გარემოებები არ ფიქსირდება, მოცემულ შემთხ-ვევაში ივარაუდება, რომ ლოლას მიერ აღნიშნული ერთთვიანი ვადა და-ცულია.

IV. სამართლებრივი დაცვის საჭიროება

ლოლამ სარჩელის აღძვრამდე უშედეგოდ სცადა საპატრულო პოლიციის-გან მანქანის ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა. შესაბამისად, სხვა შესაძლებლობა თავისი უფლებების დასაცა-ვად არ არსებობს, გარდა სასამართლო წესით უფლების დაცვისა.

V. C-ს შედეგი

სარჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე დასაშვე-ბია.

D) დასაბუთებულობა

სასკ-ის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელება-ზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვე-ტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორცი-ელოს ეს მოქმედება, ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელები-საგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული საფუძვლების განსაზღვრისთვის უნდა დადგინდეს, რომ ლოლამ საპატრულო პოლიციას რაღაც თანხა გადაუხადა და ეს გადახდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოხდა. ის, რომ ლოლამ გადახდა თბილისის ბიუჯეტში განახორციელა (და არა თბილისის პარკინ-გის მიმართ), უკვე დადგენილია (იხ. A I). ასე რომ, ამ ეტაპზე საკითხავია, მოხდა თუ არა ეს გადახდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამ თვალ-საზრისით, უპირველესად, გასარკვევია, რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს ლოლას მიერ მანქანის გადატანის თაობაზე გადახდის

24 ტურავა, იხ. კოპალეიშვილი და სხვები, ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, 2018, 290.

Page 104: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

103

ვალდებულება (I) და არსებობს თუ არა ამ ნორმის ფაქტობრივი შემადგენ-ლობის ელემენტები (II, III და IV).

I. ლოლას მიერ ხარჯების გადახდის სამართლებრივი საფუძველი

უპირველესად, საკითხავია, თუ რომელი ნორმიდან შეიძლება გამომდინა-რეობდეს ლოლას მიერ მანქანის ტრანსპორტირებისა და შენახვის გადახ-დის ვალდებულება. რამდენადაც ხარჯების დადგენა ინდივიდუალური ად-მინისტრაციულსამართლებრივი აქტის მეშვეობით არ მომხდარა, რაზეც ზემოთ უკვე იყო საუბარი, შესაძლოა, მანქანის ტრანსპორტირების ხარჯის გადახდის ვალდებულება უშუალოდ კანონიდან გამომდინარეობდეს. სზაკ-ის 168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართ-ლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს პირი, რომელსაც ევალება ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრი-ვი აქტის აღსრულება, ანუ ვალდებულების ადრესატი. შესაბამისად, უნდა დადგინდეს: 1) აღსასრულებელი იასა-ის არსებობა და 2) და მისი ადრესა-ტისთვის შესრულების ვალდებულება (იასა-ის ნამდვილობა).

ლოლას მიერ გადახდილი თანხა შეიძლება ემსახურებოდეს საპოლიციო აქტის აღსრულებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში იქნებოდა სამართ-ლებრივი საფუძველი. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუკი მანქანის ტრანსპორტირება და შენახვა დაკვალიფიცირებული იქნება როგორც პოლიციის აქტის აღსრულება. პოლიციის ამგვარი განკარგულე-ბის საფუძველი შესაძლოა განვიხილოთ როგორც პარკირების ამკრძალავი მობილური დაფით წარმოშობილი განკარგულება, რომელიც, „როგორც ასე-თი”, მოცემული მომენტისთვის კრძალავს გზის პირზე ნებადართულ პარკი-რებას. ამდენად, ეს ნიშანი წარმოადგენს გენერალურ კონკრეტულ იასა-ს, რამდენადაც იგი კონკრეტული საგნის (ქუჩა) გამოყენების/სარგებლობის საკითხს აწესრიგებს.

რამდენადაც პარკირების ამკრძალავი დაფა მანქანის პარკირებას კრძა-ლავს გზისპირა ზოლში, იმავდროულად მოითხოვს მისგან, ვინც აქ თავისი ავტომანქანა წესის საწინააღმდეგოდ გააჩერა, შეძლებისდაგვარად მალე დატოვოს ეს ადგილი. არაგონივრული იქნებოდა მოთხოვნა, რომ წესის დარღვევით გაჩერებული და ხშირად მიტოვებული მანქანების მძღოლების დავალდებულება, მანქანა გაიყვანონ აღნიშნული ადგილიდან, საგანგებოდ პოლიციის თანამშრომლის მეშვეობით მოხდეს.

Page 105: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

104

შესაბამისად, ლოლას მიერ შესრულებული თანხის გადახდის სამართლებ-რივი საფუძველი შეიძლება იყოს სზაკ-ის XII თავით განსაზღვრული აღს-რულებისთვის დადგენილი წესები. ამის დადგენის შემდეგ გამოსაკვლევი იქნება, არსებობს თუ არა ამ თავით განსაზღვრული ნორმების გამოყენების წინაპირობები, ანუ უნდა დაევალდებულებინათ თუ არა ლოლა, ამ აღნიშ-ნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით გადაეხადა 500 ლარი.

II. სხვისმაგიერი შესრულება

საპატრულო პოლიციის უარი თანხის უკან დაბრუნებაზე ჩაითვლება უკა-ნონოდ იმ შემთხვევაში, თუ ლოლას ჰქონდა თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება. ასეთი მოთხოვნის უფლება წარმოიშობა, როდესაც არ არსებობს გადახდის შესაბამისი საჯაროსამართლებრივი საფუძველი, სამოქალაქო სამართლის ანალოგიურად. კერძოდ, სახეზე უნდა იყოს: ა) რაიმეს გადაცემა, ბ) ვალდებულების შესრულების მიზნით, გ) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე (სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი). ამ შემთხვევაში ლოლამ შეასრულა ტრანსპორტირებით და შენახვით გამოწ-ვეული ვალდებულება.

გადაზიდვისა და შენახვის ხარჯების გადახდის ვალდებულება სამართლებ-რივ საფუძველზე განხორციელებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ აღ-სასრულებელი აქტი იქნებოდა კანონიერი.

1. აღსრულების საკანონმდებლო საფუძველი

უპირველესად, უნდა დადგინდეს თავად აღსრულების აქტის კანონიერე-ბა. ამისთვის სზაკ-ის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შესაბამისი პირი ვალდებულია, აანაზღაუროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსა-მართლებრივი აქტის აღსრულებისთვის განკუთვნილი თანხა. თუმცა ამ წი-ნაპირობების დადგომა დაკავშირებულია იმასთან, სახეზე გვაქვს თუ არა აღსასრულებელი იასა, რომელიც ადგენს ადრესატის მიმართ მოქმედების (Handlung), თმენის (Duldung) ან უმოქმედობის (Unterlassung) ვალდებუ-ლებას. ამგვარ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტად მოცემულ შემთხვევაში შეიძლება მიჩნეულ იქნეს მანქანის გაჩერების ამკრ-ძალავი დაფა, რომელიც იმავდროულად იმ მითითებასაც შეიცავს, რომ ქუ-ჩაში მოძრაობის წესის საწინააღმდეგოდ აქ დაყენებული მანქანა დაუყოვ-ნებლივ უნდა იქნეს მოშორებული.

Page 106: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

105

a) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ნამდვილობა

ამავე დროს, აღსრულების განხორციელების წინაპირობაა არა მარტო იასა-ის არსებობა, არამედ აუცილებელია, რომ აქტის შესრულებაზე ვალდებუ-ლი პირის მიმართ ის გახდეს შესასრულებლად სავალდებულო, ანუ ის ოფი-ციალური წესით გაცნობილი უნდა იყოს ამ აქტს.

aa) ტრადიციული მიდგომა

ტრადიციული მოსაზრების თანახმად, საგზაო ნიშნის ოფიციალური გაც-ნობა ხდება მაშინ, თუ პირი ექცევა მისი ქმედების სფეროში. საჯარო გაც-ნობის ფორმა დაუშვებელი და შეუძლებელია. ამ შემთხვევაში, აღნიშნული მოსაზრების გათვალისწინებით, ლოლას მიმართ არ მომხდარა ინდივიდუ-ალური გაცნობა, რამდენადაც მას თვალით არ უნახავს ეს ნიშანი და მისი მდგომარეობის გამო ვერც შეიძლებდა მის ნახვას.

bb) სასამართლოს მიდგომები25

გერმანიის ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლოს პრაქტიკის (1996 წლის გადაწყვეტილება) თანახმად, საგზაო ნიშნების ოფიციალურ გაცნობად ითვლება საჯარო გაცნობის ფორმის გამოყენება, როცა ხდება მისი განთავსება. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყველასათვის სავალდებულო ძა-ლას იძენს, დამოუკიდებლად იმისა, პირი რეალურად გაეცნო თუ არა მას, ან კიდევ, გამოცემის დროს ახდენდა თუ არა ის მასზე ზემოქმედებას. საჯა-რო გაცნობის წესით გამოცემული აქტის შესასრულებლად სავალდებულო ძალისათვის არ არის არსებითი, რომ ის გამოცემის დროს ზემოქმედებას ახდენდეს პირის უფლებებზე.

მიუნსტერის მიწის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დააკონკრეტა ფედერალური ადმინისტრაციული სასა-მართლოს პრაქტიკა: კერძოდ, საგზაო მოძრაობის კანონი ადმინისტრაცი-ული საპროცესო კანონის საპირისპიროდ ავალდებულებს საგზაო მოძრა-ობის მოწესრიგებაზე უფლებამოსილ ორგანოს საგზაო ნიშნის საჯარო გაც-ნობას. საგზაო ნიშნის მეშვეობით მოძრაობის წესების ქმედითი გაცნობის წინაპირობაა საგზაო დაფის დაყენება საგზაო მოძრაობის კანონით განსაზ-ღვრულ საგზაო მოძრაობაში მონაწილეთა მიმართ, ისე, რომ ქუჩაში მოძრა-ობის მონაწილეს, ვისთვისაც ეს კეთდება, დაუბრკოლებლად შეეძლოს მათი აღქმა (ე.წ. „დანახვადობის პრინციპი” ან „შემდგომი დანახვის ვალდებულე-ბის პრინციპი”).

25 იგულისხმება გერმანიის სასამართლო.

Page 107: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

106

ამგვარი სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარეობს, რომ საგზაო ნიშნის მიმაგრებით მასში შემავალი წესი მოქმედებს ვიღაცისთვის და ვიღაცის საწინააღმდეგოდ და ეს არ არის დამოკიდებული დაინტერესებული პირის მიერ ამ ნიშნის მიმართ ყურადღების გამახვილებაზე (შესაძლებლობაზე), რადგან დასაშვები საჯარო გაცნობა იწვევს იმას, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ქმედითი ხდება ვიღაცისთვის ან ვიღაცის მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, გაეცნო თუ არა იგი მას, ან ამ აქტში მოცემული წესი მისი ძალაში შესვლის მომენტისათვის ეხება თუ არა ამ პიროვნებას. საჯაროდ გაცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ უნდა იყოს განსაკუთრებულად დაინტერესებული პირისთვის უშუალოდ, ინდივიდუალურად გაცნობილი, რათა ის შესასრუ-ლებლად სავალდებულო გახდეს (ლიტერატურაში ეს მიდგომა სადავოა).

cc) ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლოს 2010 წლის გადაწყვეტილება: „ჰიბრიდული გადაწყვეტილება”

ძალზე სადავოდ რჩებოდა, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ფედერალუ-რი ადმინისტრაციული სასამართლოს 1996 წლის გადაწყვეტილებას გასა-ჩივრების ვადების დაწყებაზე იმ სარჩელებისთვის, რომლებიც მიმართულია საგზაო ნიშნებში შემავალი აკრძალვებისა და მითითებების წინააღმდეგ: იწყება თუ არა საგზაო დაფის აღმართვით პროტესტის ვადის ათვლა ნე-ბისმიერი პირის მიმართ იმ შედეგით, რომ საგზაო ნიშნის გასაჩივრება მისი აღმართვიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ფორმალურად შესაძლებელი ხდება ისეთი პიროვნების მიმართაც, რომელიც დროის ამ მომენტისთვის ამ დაფასთან საერთოდ არ იყო შეხებაში. ეს დაადასტურა მანჰაიმის ადმინისტ-რაციულმა სასამართლომ. ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლო, (BverwG) 2010 წლის გადაწყვეტილებით, მივიდა შემდეგ დასკვნამდე: სასა-მართლო დგას იმ თვალსაზრისზე, რომ საგზაო ნიშნების გაცნობა ხდება საჯაროდ. გაცნობად კი ჩაითვლება მისი ერთხელ უკვე დანახვა. მეორეჯერ დანახვა კი არ წარმოშობს ახალ ვადებს. ქართული კანონმდებლობით, ეს მიდგომა არც კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირე-ბულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას არ ეწინააღმდეგება, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში, გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, შე-საძლებელია საპატიოდ გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენა (სზაკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

Page 108: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

107

dd) აღნიშნული მიდგომების გამოყენება და შედეგი a-ს მიმართ

შესაბამისად, როგორც 1996 წლის გადაწყვეტილების, ასევე 2010 წლის გადაწყვეტილების თანახმად, მანქანის გაჩერების აკრძალვის დაფა იმ მო-მენტში, როდესაც იგი განთავსებულ იქნა აღნიშნულ საგზაო ნაწილზე, იგი ლოლას მიმართაც გაცნობილად ითვლება და შესასრულებლად სავალდე-ბულოა.

b) შედეგი 1-ის მიმართ

ამგვარად, პარკირების ამკრძალავი დაფა, ზოგადად, არის აღსრულების საფუძველი (შესასრულებლად სავალდებულო ინდ. აქტი) ლოლას მიმართ.

2. საპატრულო პოლიციის აღსრულების კომპეტენცია

საკითხავია, აღსრულების განხორციელება არის თუ არა საპატრულო პო-ლიციის კომპეტენცია. ერთი შეხედვით, ეს ასე არ უნდა იყოს, რამდენადაც სზაკ-ის 162-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართ-ლებრივ აქტს აღასრულებს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, როცა ის გამოცემული იქნებოდა იმავე ორგანოს მიერ, რომელიც ახორციელებს მის აღსრულებას (სზაკ-ის 162-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თვალსაზრისით). აღნიშნულ შემთხვევაში, საგზაო ნიშნების განმათავსებელი (მუნიციპალური საქალაქო სამსახური) და აღმსრულებელი ორგანო არ ემთხვევა ერთმანეთს. თუმცა, რამდენადაც საპატრულო პოლიცია არის უფლებამოსილი საგზაო მოძრაობის მოწესრი-გებასა და უსაფრთხოებაზე (პოლიციის შესახებ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტი), ეს უფლებამოსილება გულისხმობს დარღვევაზე რეაგირებას და აქტის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გა-ტარების უფლებამოსილებასაც. ამგვარად, ეს უკანასკნელი, როგორც სპე-ციალური ნორმა, „განდევნის” სზაკ-ის 162-ე მუხლის დათქმას.

ამგვარად, ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიცია პასუხისმგებელი იყო აღ-სრულების განხორციელებისათვის.

3. აღსრულების თაობაზე გადაწყვეტილების ფორმა

სზაკ-ის 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღსრულების უზრუნველ-ყოფის შესახებ გადაწყვეტილება გამოიცემა წერილობით და წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს. ასეთ შემთხვევაში სზაკ-ის 167-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება, უნდა მიეცეს

Page 109: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

108

ვადა ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ნებაყოფ-ლობით შესრულებისათვის. მოცემულ შემთხვევაში არცერთი ეს პირობა არ განხორციელებულა. თუმცა ამის შესრულების ვალდებულება არც არის მოთხოვნილი, თუ იარსებებდა სზაკ-ის 166-ე მუხლით განსაზღვრული პი-რობები: 1) ასეთ შემთხვევაში არ გამოიყენება სზაკ-ის 95-ე და 98-ე მუხლე-ბით დადგენილი მოთხოვნები და 2) გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ექმნება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უშიშროებას, მოსახლე-ობის ჯანმრთელობას, ადამიანის სიცოცხლეს, ან სხვაგვარად შეუძლებე-ლია დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა, აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ის ფაქტი, რომ საპატრულო პოლიცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებ-და, უკვე დადგენილია. ამგვარად, მხოლოდ ის არის საკითხავი, იყო თუ არა უშუალოდ მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისთვის გადაუდე-ბელი აღსრულების საჭიროება. საგზაო ნიშნით წარმოდგენილი აკრძალვით დადგენილი დარღვევის და ამით გამოწვეული საგზაო სამშენებლო სამუ-შაოების დაბროკოლების გამო სახიფათო სიტუაცია დამდგარი ანუ „უშუ-ალოდ მოსალოდნელი” იყო ზემოთ დასახელებული წინაპირობების თვალ-საზრისით.

4. სხვა პირისთვის იასა-ის აღსრულების დავალების კანონიერება

რამდენადაც მანქანის გადაყვანა თავად ლოლას მხრიდან ვერ მოხდა, ამი-ტომ კომპეტენტურ ორგანოს, სზაკ-ის 170-ე მუხლის თანახმად, შეუძლია, სხვა პირს დაავალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის აღსრულება. კერძოდ, თუ შესაძლებელია სხვა პირის მიერ ინდივი-დუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის აღსრულება, ადმინის-ტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სხვა პირს დაავალოს აღსრულება. ამ „უფლებამოსილების” განხორციელებისას რაიმე სახის შეცდომა დისკრეციის განხორციელებაში არ ჩანს. მოცემულ შემთხვევაში მანქანის გადატანა შესაფერისი და საჭირო იყო, რათა არსებული საშიშროება (რაც გულისხმობდა არა მარტო მანქა-ნის გაჩერების აკრძალვის ნიშნის დარღვევას, არამედ საგზაო სამშენებლო სამუშაოების დაბრკოლებას) აღმოფხვრილიყო. ამ შემთხვევაში ნაკლებად შემზღუდავი საშუალებები არ არსებობდა, რამდენადაც ლოლა მიუწვდომე-ლი იყო (თუმცა რამდენჯერმე შეეცადნენ მასთან დაკავშირებას. ადმინისტ-რაციული ორგანო მანქანის დაყენებას ვერც სადმე თავისუფალ ადგილზე შეძლებდა, რადგან შეუძლებელი იქნებოდა იმის დადგენა, რომ ლოლა ავ-ტომანქანას იპოვნიდა.

Page 110: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

109

5. შედეგი II-ის მიმართ

ზოგადად აღსრულების დავალება სხვა პირისთვის სზაკ-ის 170-ე მუხლის თანახმად კანონიერია.

III. ლოლას მიმართ ხარჯების წესის მოთხოვნები და მიღწევადობა

სხვა პირის მიერ აღსრულების კანონიერება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, ამით გამოწვეული ხარჯები გარდაუვლად მოსთხოვოს ლოლას.

1. ლოლას ვალდებულებაუნარიანობა

სზაკ-ის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორ-განო ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის აღსრუ-ლებასთან დაკავშირებულ ხარჯებს აინაზღაურებს შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, ანუ იმისგან, ვისაც მიემართება ინდივიდუ-ალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. უპირველესად, მანქანის გაჩერების აკრძალვის ნიშნები მიემართება ყველას, რომელთაც მონიშ-ნულ ადგილას მანქანის გაჩერება და დაყენება სურთ. ამ ნიშნის მოქმე-დების არეალიდან გასვლის მოთხოვნა მიმართულია ყველა იმ პირისადმი, ვისაც მანქანაზე ფაქტობრივი ფლობა აქვს. აქედან გამომდინარე, ლოლა ვალდებულია, გადაიხადოს ტრანსპორტირება/შენახვის ხარჯები, რამდე-ნადაც (მხოლოდ) ის იყო დამაბრკოლებელი მანქანის ფაქტობრივი მფლო-ბელი.

2. შედეგი III-ის მიმართ

ამრიგად, სზაკ-ის თანახმად, წარმოიშვა ხარჯების ანაზღაურების მოთხოვ-ნა. აქედან გამომდინარე, ლოლა ვალდებული იყო, აენაზღაურებინა აღნიშ-ნული ხარჯები.

IV. შესაძლებელია თუ არა შედეგის კორექტირება სიიაფის მოსაზრებებიდან გამომდინარე?

თუმცა საკითხავია, იაფი არის თუ არა ლოლასთვის დაკისრებული მანქა-ნის ტრანსპორტირება/შენახვით გამოწვეული ხარჯი. მანქანის პარკირების ამკრძალავი ნიშნების მოგვიანებით დადგმით გამოწვეული მანქანის გადა-ტანის შემთხვევებში ეს ხშირად გვხვდება და ამიტომ ხარჯების მოთხოვნის განხორციელება, მინიმუმ, გარკვეულ შემთხვევებში არაპროპორციულად აღიქმება.

Page 111: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

110

1. განეკუთვნება თუ არა ხარჯების დადგენა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას?

სზაკ-ის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, აღსრულების უზრუნველ-ყოფის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ხარჯების ოდენობა და ანაზღაურების წესი. ეს უფლებამოსილება ხორციელდება „მბოჭავი მმარ-თველობის ფარგლებში” ისე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ცალკეულ შემთხვევაში მისთვის სავალდებულო დირექტივებიდან გადახვევა არ შეუძ-ლია. ამავე დროს, დისკრეციული უფლებამოსილება იმასაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, საერთოდ გაათავისუფლოს პირი ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან. ამ შემთხვევაში მხო-ლოდ მაშინ შეიძლება ადმინისტრაციულმა ორგანომ გაათავისუფლოს მევა-ლე, როდესაც დავალდებულება მევალისთვის განსაკუთრებული ტვირთია. ამრიგად, ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის განხორციელებადობა არის წესი, ხოლო წარმოშობილი მოთხოვნებისგან მევალის გათავისუფლება არის გამონაკლისი. აქედან გამომდინარე, გადახდის ვალდებულების შეზ-ღუდვა მხოლოდ მაშინ განიხილება, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნებისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ბიუჯეტით დისკრეციულობის არანაირი სამოქმედო არე აღარ არსებობს, ასეთ შემთხვევაში დისკრეცია რედუცირებულია ნულამდე.

2. უნდა არსებობდეს თუ არა რისკი?

თანხის ოდენობა განისაზღვრება ავტომობილის შენახვის ხარჯების ფარგ-ლებში. ამავე დროს, საჯარო გზაზე მანქანის გაჩერების დაშვებულობა აპ-რიორულად დაკავშირებულია ისეთ გარემოებასთან, რომ შესაძლებელია, შეიცვალოს საგზაო მოძრაობის რეგულირება იმ ადგილზე, სადაც მანქანა უკვე გაჩერებული იყო. ამით ლოლამ მოახდინა იმ რისკის დაშვება, რომე-ლიც ყველასთვის არსებობს, ვინც მანქანას ქუჩაში აყენებს და არა პირად ავტოსადგომზე. აქედან გამომდინარე, ხარჯების ანაზღაურების მოთხოვ-ნის განხორციელება არ უნდა ყოფილიყო ლოლასთვის აბსოლუტური მო-ულოდნელობა, მათ შორის ფასის განსაზღვრის თვალსაზრისით.

3. შედეგი IV-ის მიმართ

ამგვარად, აქ არ დგას იაფობის თვალსაზრისიდან გამომდინარე შედეგის კორექტირების საჭიროება, ასე რომ, საკითხი შეიძლება ღიად დარჩეს. წარ-მოუდგენელია, როგორ შეიძლება ამგვარი იაფობის კორექტირება სამართ-ლებლივ-ტექნიკურად განხორციელდეს.

Page 112: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

111

V. D-ს შედეგი

რამდენადაც სზაკ-ის საფუძველზე ლოლას მიმართ 500 ლარის გადახდის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არსებობდა და მას ეს თანხა უსა-ფუძვლოდ არ გადაუხდია, ამიტომ ზოგადი საჯაროსამართლებრივი ანაზ-ღაურების მოთხოვნის საფუძველზე მას საპატრულო პოლიციის მიმართ არ გააჩნია თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. ამგვარად სარჩელი დაუსაბუთებელია.

E) დასკვნა

სარჩელი დასაშვებია, მაგრამ დაუსაბუთებელი, ამიტომ ის ვერ დაკმაყო-ფილდება.

Page 113: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

112

კაზუსი 6

ქვეითთა ზონა

ქალაქ თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ადგილობრივი თვით-მმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე განხილულ იქნა საკითხი ტაბიძის ქუჩის (როგორც ქვეითთა ზონის) ლესელიძის ქუჩის ბოლომ-დე გაგრძელების შესახებ. ამ პროექტის წინააღმდეგ თავისი მოსაზრება გამოთქვა თბილისის საცალო ვაჭრობის დარგობრივმა გაერთიანებამ, რომელიც მიიჩნევს, რომ მრავალ ადამიანს სურს ქალაქის ცენტრში სა-ყიდლებზე საკუთარი ავტომანქანით გადაადგილება და ამიტომ შიშობს, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა შეაკავებს პოტენ-ციურ კლიენტებს და გამოიწვევს შემოსავლების დაკარგვას. მართლაც, ქალაქის ბევრმა მაცხოვრებელმა დედაქალაქის საკრებულოსა და მერიაში უკვე გააგზავნა საპროტესტო წერილები, რომლებშიც ისინი თავიანთ უკ-მაყოფილებას გამოხატავდნენ ქვეითთა ზონის გაფართოებასთან დაკავ-შირებით.

განხილვისას, მას შემდეგ, რაც ქვეითთა ზონის გაფართოების გეგმა ქალა-ქის საკრებულოს პოლიტიკური პარტიების ფრაქციების, მათ შორის ფრაქ-ცია „სუფთა თბილისის”, სახელით ერთხმად იქნა მხარდაჭერილი, საკრებუ-ლოს თავმჯდომარემ სიტყვა გადასცა ფრაქცია „თბილისის მოსახლეობის მცველის” თავმჯდომარეს, ბატონ დავითს, რომელიც ძალიან ეწინააღმ-დეგებოდა ქვეითთა ზონის გაფართოებას. მისი თქმით, ეს გამოიწვევდა ქალაქის ცენტრში საცალო ვაჭრობის შემცირებას, რადგან მომხმარებლე-ბი შეეცდებოდნენ, ესარგებლათ ქალაქის განაპირა რაიონებში მდებარე მაღაზიებით, სადაც მათ უფრო მარტივი მისასვლელი ექნებოდათ. ამავე დროს, ბიუჯეტი არა მხოლოდ გადასახადის სახით მისაღებ შემოსავლებს დაკარგავდა და ამით ნეგატიურ ფინანსურ გავლენას გამოიწვევდა, არა-მედ, ასევე, ურბანულ გარემოსაც ზიანს მიაყენებდა. „გეგმა”, ბატონი და-ვითის თქმით, „ცალსახად მოქალაქეთა ინტერესებს ეწინააღმდეგება და აშკარაა, რომ მიზნად ისახავს გარეუბნების სუპერმარკეტების უცხოელი მეპატრონეებისთვის შემოსავლების წყაროს გაზრდას. ქალაქის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს სურთ, რომ დამკვიდრებულ პარტიებსა და „ეკოლოგიის ფრონტის ისპანახის მოციქულებთან” (ვითომ ეკოლოგიის ინტერესების დამცველთა წარმომადგენლებთან) ფარული თანამშრომ-ლობით ჩვენს თბილისს გლობალიზაციის მავნე გავლენა მოახვიონ თავს!

Page 114: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

113

მაგრამ დადგა წინააღმდეგობის გაწევის დრო − თავისუფალი მოქალაქეები იბრძვიან ქალაქის ცენტრში ავტომანქანებით თავისუფალი გადაადგილე-ბისთვის! ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი თავისუფალი გადაადგილების ძირი-თადი უფლების ფეხქვეშ გათელვას! ამიტომ მოვუწოდებ ყველა პატიოსან თბილისელს, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს საკრებულოს მომავალ არჩევ-ნებს, რათა ჭკუა ვასწავლოთ ამ ქალაქის მმართველ ძალებს! უნდა დავანა-ხოთ ამ ვითომ ხალხის წარმომადგენლებს, რომლებსაც ჩვენი სამშობლოს განადგურება სურთ, რომ მათ არავითარი დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ!”

საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა მიხეილმა, რომელმაც ბატონ და-ვითს თავისი სიტყვის ბოლო წინადადებების წარმოთქმისას მოუწოდა წეს-რიგისკენ და მიკროფონიც გაუთიშა (ოქმში შეტანით), თუმცა მან მაინც გააგრძელა თავისი სიტყვა, გამოსვლის დასრულების შემდეგ დაატოვებინა სხდომათა დარბაზი (სხდომიდან გააძევა), ვინაიდან საკრებულოს თავმჯ-დომარემ საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არ-ჩევნების ბოიკოტისკენ მოწოდება შეუთავსებლად მიიჩნია საკრებულოს წევრის მოვალეობასთან.

მას შემდეგ, რაც ბატონმა დავითმა, რომელიც მისი გაძევების გამო აღშ-ფოთებული იყო და საკრებულოს თავმჯდომარეს „ხალხის წარმომადგენ-ლების ალიკაპი” უწოდა, მეორე დღეს „თბილისის მოსახლეობის მცველის” საჯარო საარჩევნო ღონისძიებაზეც გაიმეორა არჩევნების ბოიკოტისკენ მოწოდება. საკრებულოს თავმჯდომარემ გამოიძახა თბილისის საპატრუ-ლო პოლიცია, რომელმაც ღონისძიების დასრულების შემდეგ შესაბამისი წერილობითი გადაწყვეტილებით აუკრძალა მას ამ ტერიტორიაზე საკრე-ბულოს არჩევნების ბოიკოტის პროპაგანდა, რაც დაასაბუთა იმით, რომ ბატონი დავითის ქცევა საფრთხეს უქმნიდა მუნიციპალიტეტის დაწესე-ბულებების ფუნქციონირებას და არღვევდა დემოკრატიის პრინციპებს. იმავდროულად, პოლიციელმა გასცა განკარგულება, ამგვარი ქმედების-გან თავის შეკავების მოთხოვნის დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ, ვინაიდან საფრთხე ექმნებოდა მოახლოებული არჩევნების მიმდინარე-ობას.

ბატონმა დავითმა საკრებულოს თავმჯდომარის საქციელი ყოვლად დაუშ-ვებლად მიიჩნია, რადგან მან ამაში, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი გამო-ხატვის თავისუფლების ძირითადი უფლების დარღვევა დაინახა და სურს მის წინააღმდეგ სარჩელის წარდგენა. მას აინტერესებს, დაკმაყოფილდება თუ არა მისი სარჩელი:

Page 115: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

114

1. საკრებულოს სხდომიდან გაძევების წინააღმდეგ და

2. საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებით ბოიკოტის გამოცხადების თა-ობაზე საჯარო მოწოდების აკრძალვის წინააღმდეგ.

განსაზღვრეთ სარჩელის პერსპექტიულობა

Page 116: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

115

ამოხსნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 116პირველი სასარჩელო მოთხოვნა სხდომიდან გაძევების წინააღმდეგ . . . . . . . . . . . . . 116

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 116I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი) . . . . . . . . . . . 116II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 118III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 119IV. სარჩელის ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 119V. A-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 119

B) სარჩელის სათანადო სახე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 120I. აღიარებითი სარჩელი (სასკ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) . . . . . . . . . . . . . 120II. B-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 120

C) სარჩელის დასაშვებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 120I. კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა (სასკ-ის 25-ე მუხლის

1-ლი ნაწილი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 121II. აღიარების ინტერესი (სასკ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) . . . . . . . . . . . . . 121III. მიმართება სარჩელის სხვა სახეებთან (სასკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილი) . . . . 122

1. სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გაუქმების თაობაზე (სასკ-ის 22-ე მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 122

2. სარჩელის სხვა სახეები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 123IV. სამართლებრივი დაცვის საჭიროება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 123V. სარჩელის შეტანის ვადა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 124VI. C-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 124

D) დასაბუთებულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 124I. სხდომიდან გაძევების ფორმალური კანონიერება . . . . . . . . . . . . . . . . . . 124II. მატერიალური კანონიერება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 125

1. საკრებულოში სიტყვის თავისუფლების პრინციპი . . . . . . . . . . . . . . . . 1252. შეუფერებელი ქცევა ფრაზის: „ეკოლოგიის ფრონტის ისპანახის

მოციქულების” (ვითომ ეკოლოგიის ინტერესების დამცველები) გამოყენების გამო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 127

3. შეუფერებელი ქცევა არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოწოდების გამო. . . . . 1274. II-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 127

III. D-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 127E) დასკვნა (პირველი სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე) . . . . . . . . . . . . . . . . . 128

მეორე სასარჩელო მოთხოვნა (სარჩელი საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებით ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე საჯარო მოწოდების აკრძალვის წინააღმდეგ) . . . . . 128

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 128I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი) . . . . . . . . . . . 128II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 129III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 129IV. სარჩელის ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 130V. A-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 130

B) სარჩელის სათანადო სახე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 130I. სარჩელი ბათილად ცნობის თაობაზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 130II. B-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 131

C) სარჩელის დასაშვებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 131

Page 117: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

116

ამოხსნა

მართალია, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გატარებული ღონისძიებე-ბი, რომელთა სასამართლოში გასაჩივრებასაც აპირებს ბატონი დავითი, ში-ნაარსობრივად მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან (ორივე შემთხვევაში იგი ბოიკოტისკენ მოწოდების წინააღმდეგ მოქმედებს), მაგრამ ისინი, როგორც დროის, ისე ფორმისა და მათი სამართლებრივი ბუნების თვალსაზრისით, აშკარად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან და ამიტომ სამართლებრივად ცალ-ცალკე უნდა იქნეს განხილული.

პირველი სასარჩელო მოთხოვნა სხდომიდან გაძევების წინააღმდეგ

ბატონი დავითის სარჩელი პერსპექტიული იქნება და დაკმაყოფილდება, თუ ის დასაშვები და დასაბუთებულია.

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი

სარჩელის დასაშვებობის წინარე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობის, მხარეთა საპროცესოუნარიანობის, სარჩე-ლის ფორმის, სათანადო მოპასუხის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის და სხვა მსგავსი საკითხები.

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი)

ბატონი დავითის სასარჩელო განცხადება შესაძლებელია იყოს საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე. ამისთვის,

I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (სასკ-ის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 131

II. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი) . . . . . . . . . 131III. სარჩელის შეტანის ვადა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 132IV. C-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 132

D) დასაბუთებულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 132I. ფორმალური კანონიერება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 133II. მატერიალური კანონიერება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 133

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1332. მართლწესრიგის დარღვევის საფრთხე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1343. II პუნქტის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 134

III. D-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 135E) დასკვნა (მეორე სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე). . . . . . . . . . . . . . . . . . . 135

Page 118: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

117

მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ უნდა მი-ეკუთვნებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას. სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვა-ლისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორ-განოს მიმართ, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში ზემდგომი ორგანო არ არსებობს. შესაბამისად, მისი გასაჩივრება სზაკ-ით განსაზღვრული წესით შეუძლებელია. ამდენად, ამ პირობის დარღვევას ვერ ექნება ადგილი, რითაც გამოირიცხება ადმინისტ-რაციული ორგანოს ქვემდებარეობა. შესაბამისად, აღნიშნული დავა არის საერთო სასამართლოების ქვემდებარე.

ამავე დროს, უნდა დადგინდეს განსჯადობის საკითხი − რომელმა მოსამარ-თლემ უნდა განიხილოს დავა. ბატონი დავითის დავა საერთო სასამართ-ლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნება გან-სახილველი, თუ ის პასუხობს სასკ-ის მე-2 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელე სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქ-ტის თანახმად, ითხოვს „...უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენასთან” დაკავშირებული დავის განიხილვას ადმინისტ-რაციული სამართალწარმოების წესით.26 სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმე იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებ-ლობიდან. ამიტომ ამ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, დავა არის თუ არა საჯაროსამართლებრივი ბუნების. როგორც წესი, დავა საჯაროსამართ-ლებრივია, თუ თავად ამ დავის გადაწყვეტისთვის გამოსაყენებელი ნორმა საჯაროსამართლებრივი ბუნებისაა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მი-ღებისთვის არსებით სამართლებრივ საფუძველს ქმნის ათკ-ის 35-ე მუხლი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-80 მუხლი, რომელთა საფუძველზე უნდა დადგინდეს, საკრებულოს თავმჯდო-მარეს ჰქონდა თუ არა ბატონი დავითის საკრებულოს სხდომიდან გაძევების უფლება.

სახეზე არ არის ასევე სასკ-ის მე-6 მუხლით განსაზღვრული მაგისტრატ მო-სამართლეთა განსჯადობა. ამდენად, დავას განსჯადობის მიხედვით განი-

26 მოცემულ შემთხვევაში საგნობრივი განსჯადობის საკითხის გასარკვევად ამოსავა-ლი ვერ იქნება ფორმის პრინციპი. აღიარებითი სარჩელი ამის შესაძლებლობას არ იძლე-ვა. ამიტომ აქ პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის დადგენას, დავა არის თუ არა საჯა-როსამართლებრივი ბუნებისა.

Page 119: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

118

ხილავს საქალაქო სასამართლო პირველი ინსტანციით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

შესაბამისად, ეს დავა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტ-რაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი საქმე.

II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა

პირველ რიგში, გასარკვევია მხარეთა სამართლებრივი სტატუსი − არიან ისინი ფიზიკური ან იურიდიული პირები, ადმინისტრაციული ორგანო, თუ მათ მიმართ მოქმედებს სხვა, სპეციალური წესი. ბატონი დავითი ამ შემთ-ხვევაში იცავს ისეთ უფლებებს, რომლებიც არ არის ჩვეულებრივი მოქა-ლაქეების, ანუ ფიზიკური პირების შემთხვევაში და ის მოქმედებს როგორც საკრებულოს წევრი, რომელიც აღჭურვილია სპეციალური უფლებამოსი-ლებით. შესაბამისად, მის მიმართ არ გამოიყენება სსსკ-ის 79-ე მუხლის პირ-ველი ნაწილის დათქმა. ამავე დროს, ის არ არის არც ადმინისტრაციული ორგანო, რადგან მას არ გააჩნია გარეთ საჯარო ადმინისტრაციის მოვა-ლეობების ეფექტურად განხორციელების უნარი. შესაბამისად, მასზე არც სასკ-ის მე-14 მუხლი არ ვრცელდება. თუმცა ბატონი დავითის პროცესუნა-რიანობა შეიძლება გამომდინარეობდეს სსსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმის ანალოგიიდან. ბატონ დავითს, როგორც საკრებულოს წევრს, კა-ნონით მინიჭებული აქვს სპეციალური უფლებები, რის გამოც ლოგიკურია, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა, პროცესუალურადაც შეეცადოს, დაიცვას თავისი უფლება და მიენიჭოს საპროცესოუნარიანობა ადმინისტრაციულ პროცესში. ამ თვალსაზრისით, სასკ-ის მე-14 მუხლი ხარვეზს შეიცავს და მსგავს შემთხვევაში ინტერესთა მდგომარეობა სპეციალური უფლებაუნა-რიანი ორგანიზაციების მდგომარეობას შეესაბამება.

რაც შეეხება მოპასუხეს, ბატონ თავმჯდომარეს, ის, სასკ-ის მე-14 მუხლის თანახმად, შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც განა-ხორციელა კანონმდებლობით (ათკ-ის 35-ე მუხლით) გათვალისწინებული მმართველობითი ღონისძიება საკრებულოს წევრის მიმართ. ამდენად, მო-ცემულ შემთხვევაში შიდაორგანიზაციულ სფეროში მას აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა ისე, რომ, შედეგად, შიდაორგანიზაციული მიკუთვ-ნების წესები აფუძნებენ ნაწილობრივ უფლებაუნარიანობას. მაგრამ, ვი-ნაიდან ის არ წარმოადგენს ორგანიზაციას და რამდენადაც სასკ-ი სპეცი-ალური უფლებაუნარიანობის თაობაზე უნებლიე ხარვეზს შეიცავს, საკრე-ბულოს თავმჯდომარის პროცესუნარიანობა შეიძლება ასევე დადგინდეს სსსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის ანალოგიის გამოყენებით.

Page 120: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

119

რაც შეეხება სსსკ-ის 79-ე და სხვა მუხლებს, ამ მხრივ, ამ შემთხვევაში პრობლემები არ იკვეთება და, შესაბამისად, ბატონი დავითი და საკრებუ-ლოს თავმჯდომარე არიან საპროცესოუნარიანები.

III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი)

ბატონი დავითის აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს არა თბილისის საკრებულოს, არამედ მისი თავმჯდომარის, ბატონი მიხეილის წინააღმდეგ. როგორც წესი, ადმინისტრაციული ორგანოების წი-ნააღმდეგ სარჩელის შეტანა შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან/და მავალდებულებელი სარჩელის შემთხვევაში. აღნიშნულის გარდა, სასკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმი-ნისტრაციული ორგანოც, „რომელმაც განახორციელა იურიდიული მნიშვ-ნელობის მქონე რაიმე ქმედება”. სარჩელის სათანადო მოპასუხე არის ის პირი, რომლის მიმართაც აცხადებს მოსარჩელე პრეტენზიას თავისი უფ-ლების შელახვის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში ბატონი დავითი უპირისპირდება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გატარებულ ღონისძი-ებას, ანუ საქმე ეხება არა საკრებულოსა და ბატონ დავითს შორის არსე-ბულ სადავო სამართლებრივ ურთიერთობას, არამედ შიდა საორგანიზაციო საკითხს. ამავე დროს, სხდომის მიმდინარეობისას წესრიგის დამყარების-კენ/დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების გატარების უფლება აქვს არა საკრებულოს, არამედ ეს უფლებამოსილება ათკ-ის 35-ე მუხლის თანახმად, არის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რომელსაც იგი საკუთარი და არა ქალაქის სახელით ახორციელებს და ამიტომაც ის არის სწორი მოპასუხე ამ სარჩელისთვის.

IV. სარჩელის ფორმა

კაზუსიდან სარჩელის ფორმასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხარვეზი არ იკვეთება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ბატონი დავითის სარჩელი აკმა-ყოფილებს სსსკ-ის 177-ე-178-ე და 445-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს (სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში).

V. A-ს შედეგი

სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპისთვის დადგენილი მოთხოვნები დაკმა-ყოფილებულია.

Page 121: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

120

B) სარჩელის სათანადო სახე

სარჩელის სათანადო სახე (უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი საშუალება) დგინდება მოსარჩელის მოთხოვნის მიხედვით, რაც დგინდება საქმის გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გონივრული შე-ფასების შედეგად (სასკ-ის 281 მუხლი). ამ მიზნით, მოსამართლეს შეუძლია, დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში (სასკ-ის 281 მუხლი).

I. აღიარებითი სარჩელი (სასკ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

ბატონი დავითის მოთხოვნისთვის შესაძლოა, სარჩელის დასაშვებ სახეს წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნეგატიური აღიარებითი სარჩელი. ამისთვის უნდა დადგინდეს მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის მიზანი. ამ შემთხვევაში ბატონი დავითი მოითხოვს იმ ფაქტის აღიარებას, რომ საკ-რებულოს თავმჯდომარის მიერ მის წინააღმდეგ გამოყენებული გაძევების ღონისძიება უკანონოა, რისი უფლებაც თავმჯდომარეს არ ჰქონდა. ამიტომ, ამ მოთხოვნისთვის შესაძლოა, სარჩელის დასაშვები სახე იყოს სწორედ სასკ-ის 25-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნეგატიური აღიარებითი სარჩელი. ის ფაქტი, რომ აქ შიდაორგანიზაციულ სამართალ-თან გვაქვს საქმე, არ გამორიცხავს აღიარებით სარჩელს, ვინაიდან სასკ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენება არ არის შეზღუდული გარესამართ-ლებრივი ურთიერთობებით. ამიტომ, შეიძლება, კონკრეტულად სათანადო იყოს სარჩელი, რომელიც მიმართულია იმის აღიარებისკენ, რომ თავმჯ-დომარე არ იყო უფლებამოსილი, ბატონი დავითი, როგორც საკრებულოს წევრი, გაეძევებინა სხდომის დარბაზიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ის ხალხს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.

II. B-ს შედეგი

აღიარებითი სარჩელის სახე შეესაბამება ბატონი დავითის მიზანს. ამდე-ნად, მოცემულ შემთხვევაში ის არის სარჩელის სათანადო სახე.

C) სარჩელის დასაშვებობა

აღნიშნული სარჩელის დასაშვებობის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს სასკ-ის 25-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები: ა) კონკრეტული სა-მართლებრივი ურთიერთობა; ბ) აღიარების ინტერესი; გ) მიმართება სარ-ჩელის სხვა სახეებთან; დ) გასაჩივრების ვადა (მხოლოდ ცალკეულ შემთხ-ვევაში).

Page 122: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

121

I. კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა (სასკ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

ზოგადი სახის აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისთვის, უპირველესად, უნდა გაირკვეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა/არარსებობის საკითხი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, შესაძლებელია სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის აღიარების მოთხოვ-ნა. ამისათვის აღიარებითი სარჩელი უნდა ეხებოდეს კონკრეტული საქმის გარემოებას, რომელიც უშუალოდ ეხება მოსარჩელეს. სამართლებრივი ურთიერთობა გულისხმობს სამართლებრივ ურთიერთობებს, რომლებიც კონკრეტული საქმის გარემოებიდან საჯაროსამართლებრივი ნორმის სა-ფუძველზე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ან ფიზიკურ პირსა და ნივთს შორის წარმოიქმნება და რომლის ძალითაც ერთ-ერთ მონაწილე პირს გარკვეული მოქმედების შესრულება ევალება, შეუძლია, უფლება აქვს, ან არ ევალება. წინამდებარე შემთხვევაში, საკითხი ეხება, ზოგა-დად, სამართლებრივ ურთიერთობებს ბატონ დავითს, როგორც საკრებუ-ლოს წევრს, და ბატონ მიხეილს, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს შორის (ათკ-ის 35-ე და რეგლამენტის მე-80 მუხლების მიხედვით), კონ-კრეტულად კი თავმჯდომარის უფლებამოსილებას საკრებულოს წევრის მიმართ, სხდომის დროს წესრიგის დაცვასა და შენარჩუნებასთან დაკავ-შირებით.

II. აღიარების ინტერესი (სასკ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უნდა ჰქონდეს „კანონიერი ინტერესი” სამართა-ლურთიერთობის არსებობის ან არარსებობის დადგენის თაობაზე. აღი-არების ინტერესად მიიჩნევა ნებისმიერი ასაღიარებელი, დაცვის ღირსი, სამართლებრივი, ეკონომიკური ან იდეალური ხასიათის ინტერესი. გადამწ-ყვეტია ის ფაქტი, რომ სასამართლო აღიარება შესაფერისად იყოს მიჩნე-ული ამ სფეროებში მოსარჩელის სამართლებრივი სტატუსის (პოზიციის) გასაუმჯობესებლად. აქ ასეთი ინტერესი სახეზეა, ვინაიდან ბატონი დავი-თი საკრებულოს წევრია და, ამდენად, იმავე საფუძვლით არსებობს სხდომი-დან მისი განმეორებითი გაძევების საფრთხე. ამით კი შეიზღუდება ბატონი დავითის, როგორც საკრებულოს წევრის, უფლება, მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებში (ათკ-ის 44-ე მუხლი). შესაბამისად, აღიარების ინ-ტერესი სახეზეა.

Page 123: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

122

III. მიმართება სარჩელის სხვა სახეებთან (სასკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

გასარკვევია, ამ შემთხვევაში აღიარებითი სარჩელის დასაშვებობას აფერ-ხებს თუ არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა, რომლის თანახმად, „აღიარებითი სარჩელი არ შეიძლე-ბა აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია, აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-ე-24-ე მუხლების საფუძველზე”.

1. სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გაუქმების თაობაზე (სასკ-ის 22-ე მუხლი)

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის სათანადო სახედ შეიძ-ლება განხილულ იქნეს სხდომიდან გაძევების შესახებ საკრებულოს თავმ-ჯდომარის მმართველობითი ღონისძიების (ინდ. აქტის) ბათილად ცნობა სასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე. ამისათვის სხდომიდან გაძევება უნდა იყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედ-ვითაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი არის ად-მინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის სა-ფუძველზე გამოცემული მმართველობითი ღონისძიება კონკრეტული შემ-თხვევის დასარეგულირებლად, რომელსაც აქვს მომწესრიგებელი ეფექტი. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილებას ახორციელებდა ათკ-ის 35-ე და საკრებულოს რეგლამენტის მე-80 მუხლის საფუძველზე, რომელთა თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს, წარმართავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს გა-დაწყვეტილების საფუძველზე დახურულად აცხადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის მიმდი-ნარეობისას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას, იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს წევ-რის გაფრთხილებისა და სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნის თა-ობაზე.

აქვე ისმის კითხვა − საკრებულოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნული უფ-ლებამოსილების განხორციელება ხომ არ არის შიდაორგანიზაციული ხასი-ათის ღონისძიება (რაც გამორიცხავს ინდ. აქტის არსებობას). ისეთი ღო-ნისძიებების შემთხვევაში, რომლებიც ხორციელდება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მის შემადგენელ ორგანოებს შორის ურთიერთობაში, − ამ შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს წევრს შო-რის, − შიდაორგანიზაციული ბუნება ივარაუდება, რადგან რეგლამენტით

Page 124: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

123

სხვადასხვა ორგანოს თავისი კომპეტენცია აქვს მინიჭებული ისე, რომ ღონისძიებები უცხო კომპეტენციის სფეროდან გარეგან ღონისძიებებად ითვლება. თუმცა საკითხავია, რამდენად საკმარისია ეს წმინდა ტერმინო-ლოგიური არგუმენტაცია ასეთი ღონისძიებების სამართლებრივი ბუნების-თვის. გაბატონებული მოსაზრების თანახმად, ასეთი ღონისძიებები წმინდა შიდასაორგანიზაციო ღონისძიებებია და ამიტომ არ უნდა იქნეს მიჩნეული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტად. ადმინისტრა-ციულ საქმეთა სასამართლოც27 ცალსახად ხაზს უსვამს, რომ „ორგანოებს შორის შიდა ურთიერთობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართ-ლებრივი აქტის გამოცემა არ არის შესაძლებელი”.28 აღნიშნული ვრცელდე-ბა საკრებულოს სხდომიდან მისი წევრის, ამ შემთხვევაში გასაჩივრებული გაძევების, მიმართაც, ვინაიდან ეს ღონისძიება მხოლოდ ბატონი დავითის, როგორც ქალაქის საკრებულოს წევრის, პოზიციას ეხება და არა მისი, რო-გორც მოქალაქის, მდგომარეობას.

ამდენად, ამ საქმეში სახეზე არ გვაქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამიტომაც სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულსამართლებრივი აქტის გაუქმების თაობაზე არ არის დასაშვები და, შედეგად, ის არ შეესაბამება ბატონი დავითის სამართლებრივი დაცვის მოთხოვნას.

2. სარჩელის სხვა სახეები

მოცემულ შემთხვევაში სასკ-ის 23-ე და 24-ე მუხლების ფარგლებშიც შეუძ-ლებელია სარჩელის აღძვრა. აქ დავის საგანი ვერ იქნება აქტის გამოცემა ან რაიმე სახის ქმედების განხორციელება.

IV. სამართლებრივი დაცვის საჭიროება

აღიარების კანონიერი ინტერესი მიუთითებს სამართლებრივი დაცვის სა-ჭიროებაზე. ამავე დროს, არ არსებობს სხვა მექანიზმი, რითაც მოსარჩელე ამ ინტერესს მიაღწევდა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი სამართლებრივი და დარგობრივი ზედამხედველობის საფუძვ-ლები და პროცედურები კი (ათკ-ის 129-ე და შემდეგი მუხლები) არ ეხება განსახილველ შემთხვევას. შესაბამისად, ერთადერთი, რისი გაკეთებაც მას შეუძლია, არის სასამართლოში სარჩელის წარდგენა.

27 იგულისხმება გერმანიის სასამართლო.28 BVerwG, 10 C 2.17 v. 28.3.2018, Abs. 15 = NVwZ 2019, 326 Abs. 15.

Page 125: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

124

V. სარჩელის შეტანის ვადა

აღიარებითი სარჩელისთვის სარჩელის შეტანის ვადა არ არის გათვალისწი-ნებული (სასკ-ის 25-ე მუხლი).

VI. C-ს შედეგი

ბატონი დავითის აღიარებითი სარჩელი დასაშვებია.

D) დასაბუთებულობა

აღიარებითი სარჩელი დასაბუთებულია, თუ საკრებულოს თავმჯდომარე, ათკ-ის 35-ე და რეგლამენტის მე-80 მუხლების თანახმად, სინამდვილეში არ იყო უფლებამოსილი, რომ ბატონი დავითი, როგორც საკრებულოს წევრი, გაეძევებინა სხდომიდან. ამის დასადგენად უნდა შემოწმდეს თავმჯდომა-რის მიერ გატარებული ღონისძიების ფორმალური და მატერიალური კანო-ნიერება.

I. სხდომიდან გაძევების ფორმალური კანონიერება

ბატონი მიხეილი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბა-მისად, არის ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. ათკ-ის 35-ე მუხ-ლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე „მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას.” თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკრებულოს (სხდომის) თავმჯდომარე საკრებულოს წევრს გაუთიშავს მიკროფონს, თუ იგი სიტყვით გამოსვლისას არ მსჯელობს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ განსახილველ საკითხზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გაფრთხილება ოქმში შეტანით გამოიყენება საკრებულოს იმ წევრის მიმართ, რომელიც სიტყვის ჩამორთმევის (მიკროფონის გათიშვის) შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას (საუბარს). ხოლო იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქ-ტის თანახმად, სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა გამოიყენება საკრებულოს იმ წევრის მიმართ, რომელიც „...გაფრთხილების შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას (საუბარს)”. როგორც საქმის გარემოებებიდან ცალსახად ჩანს, სხდომიდან გაძევება განხორციელდა, წესრიგისკენ მო-წოდებისა და მიკროფონის გათიშვის მიუხედავად, ბატონი დავითის მიერ საუბრის გაგრძელების შემდეგ. შესაბამისად, ამ ღონისძიების ფორმა-ლური წინაპირობები დაკმაყოფილებულია. ოქმში შეტანაც მოხდა. სხვა

Page 126: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

125

რაიმე სპეციალური ფორმა ამ ღონისძიების გამოყენებისთვის დადგენი-ლი არ არის.

II. მატერიალური კანონიერება

თუმცა ისმის კითხვა, იყო თუ არა სხდომიდან გაძევება მატერიალურსა-მართლებრივად კანონიერი. რეგლამენტი სხდომიდან გაძევებას ცალსახად უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წესრიგისკენ მოწოდებისა და მიკ-როფონის გამორთვის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება. მართალია, რეგ-ლამენტის ფორმულირება − „სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა გამოიყენება საკრებულოს იმ წევრის მიმართ” − პირდაპირ ამას არ გუ-ლისხმობს, თუმცა ნორმა დისკრეციული შინაარსისაა და მისი გამოყენება უნდა იყოს თანაზომიერი, თუ ბატონი დავითი უხეშად დაარღვევდა ქცევის წესებს (შეუფერებლად მოიქცეოდა). ამგვარი უხეშად შეუფერებელი ქცე-ვა შეიძლება გამომდინარეობდეს დებატებში მონაწილეობის ფორმიდან ან შინაარსიდან.

1. საკრებულოში სიტყვის თავისუფლების პრინციპი

ათკ-ის 35-ე და რეგლამენტის მე-80 მუხლების გამოყენებისას სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული საკრებულოს წევრების სიტყვის უფლების მნიშვნელობა დემოკრატიისა და საკრებულოს ფუნქციონირების ჭრილში. მართალია, ათკ პირდაპირ არ არეგულირებს სიტყვის უფლებას, მაგრამ ასეთი უფლების არსებობა ივარაუდება (იგულისხმება) იმავე კოდექსის იმ მუხლებიდან, რომელთა თანახმადაც თავმჯდომარე „აძლევს სიტყვას” საკრებულოს წევრებს, რომლებსაც უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ კამათში, გამოთქვან აზრი და ა.შ. (46-ე და სხვა მუხლები); ასევე, საკრე-ბულოს წევრი თავისი მოვალეობების შესრულებისას შეზღუდული არ არის ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწე-სებითა და დავალებებით (მე-40 მუხლი). აქედან გამომდინარე, მხოლოდ თავიანთი თავისუფალი, საყოველთაო კეთილდღეობის გათვალისწინებით ჩამოყალიბებული კეთილსინდისიერი რწმენის საფუძველზე მოქმედების მოთხოვნა მოიცავს ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებუ-ლოს წევრების მანდატს, რომ თქვან თავიანთი სათქმელი („ხმა ამოიღონ”), რაც იმას ნიშნავს, რომ სიტყვის უფლება საკრებულოს თითოეული წევრის სტატუსის თავისთავადი და განუყოფელი ნაწილია. სიტყვის ეს უფლება მოიცავს ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისა და მისი პო-ლიტიკის წინააღმდეგ კრიტიკული, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლე-ბას, რაც თავისუფალი მანდატითაც არის დაცული. თავისუფალი მანდატი,

Page 127: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

126

რომელსაც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის, პოლიტი-კურ აზრთა ბრძოლის ფუნდამენტური მნიშვნელობის გათვალისწინებით, მუნიციპალურ დონეზეც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, მხოლოდ იმ თვალსაზრისით იზღუდება, რომ საკრებულოს წევრებმა ანგარიში გაუწიონ საყოველთაო კეთილდღეობას.

აქედან გამომდინარე, საკრებულოს წევრის გაძევების უფლების გამოყენე-ბისას სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული სიტყვის უფლების მნიშ-ვნელობა დემოკრატიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებუ-ლოს ფუნქციონირებისათვის. ადგილობრივი თვითმმართველობის საკრე-ბულო, ისევე როგორც პარლამენტი, არის სიტყვა-პასუხის (დიალოგის), განსხვავებული პერსპექტივებისა და ინტერესების გამოხატვის ადგილი. ესაა მისი წარმომადგენლობითი ფუნქცია, რომელიც ხალხის წარმომად-გენლობის, მისი ქვედანაყოფებისა და წევრების უმნიშვნელოვანესი ძირი-თადი ფუნქციაა. ამ თვალსაზრისით, ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო, პარლამენტის მსგავსად, არის ინტერესთა გამოხატვის, მათი მედიაციისა და კონტროლის ფორუმი. წარმომადგენლობის ამ ფორუმზე პოლიტიკური პოზიციების დაპირისპირებისთვის გადამწყვეტია დებატე-ბი, რომლებიც გაზვიადების, პოლარიზების გამარტივების ან პოლემიკის მეთოდებსაც მოიცავს. ათკ-ით გათვალისწინებული წესრიგის დამყარების ძალაუფლება, ამ მნიშვნელობისა და სიტყვის უფლების ფარგლების ფონზე, არის არა დებატებიდან ჩამოშორების (გაძევების) ინსტრუმენტი, არამედ პირიქით, ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო, ისევე როგორც პარლამენტები, აზრთა შინაარსობრივი სხვადასხვაობის გადაწყვეტისა და განხილვის ფორუმებია. საკრებულოს თავმჯდომარის უფლება წესრიგის დამყარებასთან დაკავშირებით არ ემსახურება გარკვეული შინაარსობრივი პოზიციების „სისწორის” ან კორექტულობის ან საზოგადოებრივი კონსენ-სუსის უზრუნველყოფას. ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო წარმოადგენს კონსტიტუციურ ჩარჩოს აზრთა სხვადასხვაობის განხილვისა და გადაწყვეტის, უმცირესობათა პოზიციების გამოხატვის, ისეთი შეხედუ-ლებების ფორმულირებისათვის, რომლებსაც არ იზიარებს უმრავლესობა. აღნიშნული დასაშვებია მანამ, სანამ ეს საფრთხეს არ უქმნის საკრებულოს შეუფერხებელ მუშაობას. წესრიგის დარღვევის ზღვარი მიღწეულია იქ, სა-დაც წინა პლანზე გამოდის უკვე არა შინაარსობრივი დაპირისპირება, არა-მედ წმინდა პროვოკაცია ან მხოლოდ სხვათა დამცირება, ან მესამე პირთა სამართლებრივი სიკეთის შელახვა.

Page 128: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

127

2. შეუფერებელი ქცევა ფრაზის: „ეკოლოგიის ფრონტის ისპანახის მოციქულების” (ვითომ ეკოლოგიის ინტერესების დამცველები) გამოყენების გამო

ამომრჩეველთა გაერთიანება „სუფთა თბილისის” წევრების „ეკოლოგიის ფრონტის ისპანახის მოციქულებად”, უფრო ფორმალური თვალსაზრისით მოხსენიების გამო, შესაძლოა, ბატონი დავითის სიტყვები მიჩნეულ იქნეს შეუფერებლად. თუმცა საქმის გარემოებებიდან არ იკვეთება, რომ მას შემდეგ, რაც ბატონ დავითს წესრიგისკენ მოუწოდეს, მან ეს დახასიათება კვლავ გაიმეორა, ამიტომ აღნიშნულის საფუძველზე სხდომიდან გაძევება არ იყო დასაშვები. გარდა ამისა, ეს გამოსვლა შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს დემაგოგიურად გაზვიადებულად, თუმცა ეს თავისთავად არ არის უხეშად შეუფერებელი ქცევა.

3. შეუფერებელი ქცევა არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოწოდების გამო

უხეშად შეუფერებელი ქცევა შეიძლება, მხოლოდ წარმოთქმული სიტყვის შინაარსიდან გამომდინარეობდეს და, მართლაც, თავმჯდომარემ შესაბა-მისი ღონისძიება იმიტომაც გამოიყენა, რომ მან საკრებულოს სხდომაზე თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტისკენ მოწოდება საარჩევნო კამ-პანიის პერიოდში საკრებულოს წევრის მიერ შეუფერებლად მიიჩნია, რასაც შეეძლო, შეეფერხებინა საარჩევნო პროცესი. თუმცა კანონმდებლობა საკ-რებულოს წევრს ამგვარ მოვალეობას არ აკისრებს და ამისთვის არც სხდო-მიდან გაძევება არ არის გათვალისწინებული.

4. II-ის შედეგი

ამით ბატონი დავითის გაძევება საკრებულოს სხდომიდან კანონსაწინააღ-მდეგო იყო. ადგილობრივი თვითმმართველობის ბოიკოტისკენ მოწოდება არც უხეშად შეუფერებელი ქცევაა და არც წესრიგის შესანარჩუნებლად გა-ცემული რაიმე მითითებების დარღვევა. კანონი ბოიკოტისკენ მოწოდებას მოვალეობის დარღვევად არ მიიჩნევს და არც რაიმე სანქციას ითვალისწი-ნებს ამისთვის.

III. D-ს შედეგი

ბატონი დავითის სარჩელი, მისი შეტანის შემთხვევაში, დასაბუთებული იქ-ნებოდა.

Page 129: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

128

E) დასკვნა (პირველი სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე)

სხდომიდან კანონსაწინააღმდეგოდ გაძევების დადგენის (აღიარების) შესა-ხებ სარჩელი დასაშვები და დასაბუთებული იქნებოდა და ამიტომ მისი დაკ-მაყოფილების შესაძლებლობაც იარსებებდა (შეტანის შემთხვევაში).

მეორე სასარჩელო მოთხოვნა (სარჩელი საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებით ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე საჯარო მოწოდების აკრძალვის წინააღმდეგ)

ბატონი დავითის სარჩელი საკრებულოს არჩევნების ბოიკოტისკენ მიმარ-თულ საჯარო გამოსვლებზე პოლიციის მიერ უარის თქმის წინააღმდეგ დაკ-მაყოფილდება, თუ ის დასაშვები და დასაბუთებული იქნება.

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი

სარჩელის დასაშვებობის წინარე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობის, მხარეთა საპროცესოუნარიანობის, სარჩე-ლის ფორმის, სათანადო მოპასუხის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის და სხვა მსგავსი საკითხები.

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი)

ბატონი დავითის სასარჩელო განცხადება შესაძლებელია იყოს საერთო სასა-მართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე. ამისთვის, მოცე-მულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ უნდა მიეკუთ-ვნებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას. სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწი-ნებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მი-მართ, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტ-რაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. კაზუსიდან არ ირკვევა, რომ ბატონმა დავითმა პოლიციელის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომთან. ამდენად, ივარაუდება, რომ მოსარჩელის მიერ დაცულია ად-მინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის ვალდებულება, რითაც გამოირიცხება ადმინისტრაციული ორგანოს ქვემდებარეობა, რაც საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ პირმა დავა გადაიტანოს სასამართლოში. შესა-ბამისად, აღნიშნული დავა არის საერთო სასამართლოების ქვემდებარე.

ამავე დროს, უნდა დადგინდეს განსჯადობის საკითხი − რომელმა მოსამარ-თლემ უნდა განიხილოს დავა. ბატონი დავითის დავა საერთო სასამართლო-

Page 130: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

129

ების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნება განსა-ხილველი, თუ ის პასუხობს სასკ-ის მე-2 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთ-ხოვნებს. მოსარჩელე, სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებას. ფორმალურად ეს საკმარისი საფუძველია საგნობრივი განსჯა-დობის საკითხის გასარკვევად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწო-ნილია შინაარსობრივი კრიტერიუმების გამოყენებაც.29 სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარ-მოების წესით განიხილება საქმე იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან და-კავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, დავა არის თუ არა საჯაროსამართლებრივი ბუნებისა. როგორც წესი, დავა საჯაროსამართლებრივია, თუ თავად ამ დავის გადაწყვეტისთვის გამოსა-ყენებელი ნორმა საჯაროსამართლებრივი ბუნებისაა. ამ შემთხვევაში დავა ეხება საპოლიციო კანონმდებლობის ნორმებს, რომლებიც ღონისძიების განმახორციელებელ სუბიექტს საჯაროსამართლებრივ უფლებებსა და მო-ვალეობებს აკისრებენ. აღნიშნული ნორმები არის საჯაროსამართლებრივი ბუნებისა. შესაბამისად, ეს დავაც არის საჯაროსამართლებრივი.

სახეზე არ არის არც სასკ-ის მე-6 მუხლით განსაზღვრული მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადობა. დავას განსჯადობის მიხედვით განიხილავს საქალაქო სასამართლო პირველი ინსტანციით ადმინისტრაციული სამარ-თალწარმოების წესით.

შესაბამისად, ეს დავა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტ-რაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი საქმე.

II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა

ბატონი დავითი, როგორც ფიზიკური პირი, ხოლო თბილისის მერიის საქა-ლაქო სამსახური, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, სსსკ-ის 79-ე-81-ე მუხლების თანახმად, საპროცესოუნარიანები არიან.

III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი)

ბატონი დავითის აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს პოლიციის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, წინააღმდეგ. რო-გორც წესი, სასკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაცი-

29 მითუმეტეს, კაზუსის ორიგინალ ვერსიებში ავტორი, გერმანული სამართლის თავი-სებურების გათვალისწინებით, ძირითადად, შინაარსობრივ კრიტერიუმებზე მიუთითებს.

Page 131: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

130

ული ორგანოების წინააღმდეგ სარჩელის შეტანა შესაძლებელია ინდივიდუ-ალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან/და მავალდებულებელი სარჩელის შემთხვევაში.

IV. სარჩელის ფორმა

კაზუსიდან სარჩელის ფორმასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხარვეზი არ იკვეთება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ბატონი დავითის სარჩელი აკმა-ყოფილებს სსსკ-ის 177-ე-178-ე და 445-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს (სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში).

V. A-ს შედეგი

სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპისთვის დადგენილი მოთხოვნები დაკმა-ყოფილებულია.

B) სარჩელის სათანადო სახე

სარჩელის სათანადო სახე (უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი საშუალება) დგინდება მოსარჩელის მოთხოვნის მიხედვით, რაც დგინდება საქმის გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გონივრული შე-ფასების შედეგად (სასკ-ის 281 მუხლი). ამ მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში (სასკ-ის 281 მუხლი).

I. სარჩელი ბათილად ცნობის თაობაზე

შესაძლებელია, მოცემულ შემთხვევაში უფლების დაცვის საპროცესოსა-მართლებრივი საშუალება იყოს სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული სარ-ჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. ამისთვის სარჩელის მიზანი უნდა იყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. მოცემულ შემ-თხვევაში სარჩელის სათანადო სახე უნდა დადგინდეს სწორედ იმის გათ-ვალისწინებით, თუ რა სახის აქტის გამოცემას გულისხმობს მოსარჩელის მოთხოვნა და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, მიიღწევა თუ არა ამის გან-ხორციელებით მოსარჩელის მიზანი.

ამდენად, უპირველესად, უნდა დადგინდეს მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის მიზანი. ბატონი დავითის სარჩელი მიმართულია პოლიციის უარ-ზე საჯარო გამოსვლების ჩატარებაზე. ამ სარჩელს შეესაბამება სადავო აქტის თაობაზე ბათილობის მოთხოვნა სასკ-ის 22-ე მუხლის მიხედვით. პოლიციელის ამკრძალავი ხასიათის გადაწყვეტილება შეესაბამება სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ლეგალური

Page 132: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

131

დეფინიციის ელემენტებს. ბატონი დავითი, მიუხედავად მისი საკრებულოს წევრობისა, მოქალაქის სტატუსით იღებს მონაწილეობას არჩევნებში. შედე-გად, სარჩელი ბათილად ცნობის შესახებ არის სარჩელის სათანადო სახე.

II. B-ს შედეგი

იასა-ს ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის სახე შეესაბამება ბატონი და-ვითის მიზანს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ის არის სარჩელის სათანა-დო სახე.

C) სარჩელის დასაშვებობა

ბათილობის თაობაზე სარჩელის დასაშვებობის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები: ა) ინდივი-დუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი; ბ) პირდაპირი და უშუ-ალო ზიანი; გ) გასაჩივრების ვადა.

I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (სასკ-ის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

სასკ-ის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთ-ხოვნით. როგორც უკვე აღინიშნა, პოლიციის გადაწყვეტილება, რომელსაც სადავოდ ხდის ბატონი დავითი, არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, სარჩელის დასაშვებობის პირველი წი-ნაპირობა სახეზეა.

II. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის შემთხვევაში მოსარჩე-ლის მიერ სარჩელის წარდგენის უფლებამოსილების საკითხის დადგენისას გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ამდენად, ბატონი დავითის მიმართ უნდა დგინდებო-დეს უფლების სავარაუდო შელახვა, რაც სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე საკმარისი საფუძველია. ამისათვის მან უნდა დაამტკიცოს, რომ სხდომიდან გაძევებით დარღვეულია მისი ინდივიდუალური უფლებები და კანონიერი ინ-ტერესი. უფლებები და კანონიერი ინტერესი, სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწი-ლის გაგებით, არის სუბიექტური საჯაროსამართლებრივი შინაარსისა. ბატო-ნი დავითის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება არის მავალდებულებელი ბუნების ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. ამგვარი აქტები ყოველთვის არის ჩარევა ძირითად უფლებებში. ამ შემთხვევაში შეიძ-

Page 133: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

132

ლება იყოს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის დარ-ღვევა, რომლის თანახმად, „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება და-ცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.” ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის დასადგენად საჭი-რო არ არის ე.წ. ადრესატების თეორია. მართალია, ბატონი დავითის უფლე-ბები შეიძლება დარღვეული იყოს, თუ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყ-ვეტილება უკანონოა, თუმცა დასაშვებობის ეტაპისთვის უფლების დარღვე-ვის ვარაუდი საკმარისი საფუძველია სათანადო მოსარჩელის დასადგენად.

III. სარჩელის შეტანის ვადა

ვინაიდან კაზუსში საწინააღმდეგო გარემოებები არ იკვეთება, ივარაუდება, რომ ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის შეტანისთვის დადგენილი ერთ-თვიანი ვადა დაცულია (სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

IV. C-ს შედეგი

ბატონი დავითის სარჩელი საპოლიციო ღონისძიების ბათილად ცნობის თა-ობაზე დასაშვებია.

D) დასაბუთებულობა

სასკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციულსა-მართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდა-პირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.” შესაბამისად, სადავო აქტის გაუქმების შესახებ სარჩელი დასაბუთებული იქნება, თუ სადავო აქტი კანონსაწინააღმდეგოა და, იმავდ-როულად, მოსარჩელის უფლებები დარღვეულია. ამ შემთხვევაში სადავო აქტით კანონსაწინააღმდეგოობა და მოსარჩელის უფლების დარღვევა შეიძ-ლება გამომდინარეობს კონსტიტუციის, საპოლიციო კანონმდებლობისა და ამ სფეროში მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტების ერთობლიობიდან. პოლიცია თავის გადაწყვეტილებას ბოიკოტისადმი საჯარო მოწოდებების წინააღმდეგ ხსნის თავისი ფუნქციიდან და ასაბუთებს საფრთხის თავიდან აცილების საჭიროებით. ღონისძიება გამართლებულია, თუ პოლიცია ფორ-მალურად მოქმედებდა კანონიერად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და არსებობდა პოლიციის კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრუ-ლი წინაპირობები, რომელთა თანახმად, „პოლიციის ძირითადი ფუნქციაა,

Page 134: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

133

უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათ-ვის საფრთხის თავიდან აცილება.”

შესაბამისად, უნდა შემოწმდეს სადავო აქტის ფორმალური და მატერიალუ-რი კანონიერება.

I. ფორმალური კანონიერება

ივარაუდება, რომ ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტე-რიტორია განსაზღვრულია შსს-ს მინისტრის ბრძანებით, ხოლო საგნობრი-ვი უფლებამოსილება გამომდინარეობს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლებიდან (მე-16 და სხვა მუხლები). ამავე დროს, კა-ზუსში არ იკვეთება ფორმალური კანონიერების სხვა წინაპირობების დარღ-ვევა. ამგვარად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მოთხოვნა დაცულია.

II. მატერიალური კანონიერება

პოლიციის კანონის მე-16 და სხვა მუხლების შესაბამისად, პოლიცია უფ-ლებამოსილია, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბა-მისად, მიიღოს საჭირო ღონისძიებები, რათა აღკვეთოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი.

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა

საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა გულისხმობს როგორც ინდივიდუ-ალური სამართლებრივი სიკეთეების დაცვას (როგორებიცაა: სიცოცხლე, ჯანმრთელობა, თავისუფლება, პატივი და ქონება), ასევე სახელმწიფოსა და მისი სტრუქტურების და მთლიანი მართლწესრიგის დაცვას. საპოლიციო კანონის მე-2 მუხლის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი უსაფრ-თხოება გულისხმობს „პირთა უფლებების, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების, საქართ-ველოს კანონებისა და სხვა აქტების ურღვევობას”. თუმცა ღონისძიების გატარების მართლზომიერების წინაპირობა არის კონკრეტული საფრთხის არსებობა,30 რაც იმას ნიშნავს, რომ მოვლენების მიმდინარეობის ხელშეუშ-ლელობის შემთხვევაში, ანუ ბოიკოტისადმი მოწოდებების გავრცელების

30 საფრთხე – ვითარება, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევა-ში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგება პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს (მე-2 მუხლის „გ” ქვეპუნქტი);საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის – ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყო-ფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკე-თებლად (მე-2 მუხლის „დ” ქვეპუნქტი).

Page 135: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

134

შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მოხდებოდა ზემოთ დასახელებული სამარ-თლებრივი სიკეთეების შელახვა. თუმცა ამ შემთხვევაში ძნელი წარმოსად-გენია, რომ ბატონი დავითის მოწოდების შედეგად ამომრჩევლები ბოიკოტს გამოუცხადებენ და, შედეგად, ქალაქის მმართველობა არჩეული არ იქნება; უარეს შემთხვევაში, არჩევნებში საზოგადოების მონაწილეობა შემცირ-დებოდა, მაგრამ არა იმდენად, რომ არჩევნების ლეგიტიმაციაზე გავლენა მოახდინოს, ამიტომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, ამ გაგებით, საფ-რთხე არ ემუქრება; ასევე არ ემუქრება საფრთხე დემოკრატიის პრინციპს, რადგან სახალხო სუვერენიტეტი არ უქმდება არჩევნებში ნაკლები აქტი-ურობის გამო; ამასთან, ცნობილია, რომ არ არსებობს არჩევნებში მონაწი-ლეობის მოვალეობა. ასე რომ, ბოიკოტის მოწოდება ვერ იქნება მიმართული კანონით დაწესებული მოთხოვნების წინააღმდეგ და მის შესრულებას ვერ დააბრკოლებს. ვინაიდან საჯაროსამართლებრივ სიკეთეებს დიდი ალბათო-ბით საფრთხე არ ემუქრება, არ არსებობს კონკრეტული საშიშროება საზო-გადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის თვალსაზრისით, რაც პოლიციის ჩარევას ბოიკოტისადმი მოწოდების წინააღმდეგ გაამართლებდა.

2. მართლწესრიგის დარღვევის საფრთხე

აკრძალვა ასევე ვერ დაეყრდნობა მართლწესრიგის დარღვევის საფრთ-ხის არსებობას, როგორც „საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემას, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმ-დებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმე-ბით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას” (მე-2 მუხლის „ბ” ქვეპუნქტი): პოლიციის მიერ თავის დასაბუთებაში დასახელებული სამართ-ლებრივი სიკეთეები განეკუთვნება საჯარო უსაფრთხოების ცნებას. მოწო-დება, ბოიკოტი გამოეცხადოს ქალაქის საკრებულოს არჩევნებს, ხელს არ უშლის საჯარო წესრიგის ეთიკური, მორალური და ტრადიციული წესების დაცვას და თავისთავად ეყრდნობა კონსტიტუციით დაცულ სიტყვის თავი-სუფლების უფლებას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის შესა-ბამისად, რაზეც შეუძლია მიუთითოს ასევე ქალაქის საკრებულოს წევრმა თავის საჯარო გამოსვლებში.

3. II პუნქტის შედეგი

პოლიციის მიერ ქალაქის საკრებულოს არჩევნების ბოიკოტისადმი მოწო-დების გამო ბატონი დავითის მიმართ დაწესებული აკრძალვა ვერ გამართ-ლდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის გამო.

Page 136: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

135

III. D-ს შედეგი

სარჩელი აკრძალვის დაწესების ბათილად ცნობის თაობაზე დასაბუთებუ-ლია.

E) დასკვნა (მეორე სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე)

სარჩელი აკრძალვის დაწესების ბათილად ცნობის თაობაზე დასაშვებია, დასაბუთებულია და აქვს დაკმაყოფილების პერსპექტივა.

Page 137: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

136

კაზუსი 7

„გასართობი სახლი”

თბილისში, სოფ. წყნეთში, დიმიტრი უმფრიანის მიწის ნაკვეთზე მდება-რეობს 70 კვადრატული მეტრი ფართობის მასიური ხის სახლი. ეს სახლი უმფრიანმა ააშენა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს (2008 წ.), როდესაც ის იყო თბილისის საკრებულოს ყველაზე ძლიერი ფრაქ-ციის თავმჯდომარე. იმის შემდეგ ეს სახლი მიქირავებულია სიმბოლურ ფა-სად, თვეში 50 ლარად, ქალაქ თბილისის საკრებულოს, რათა გამოყენებულ იქნეს თბილისის მცხოვრებლების „გასახალისებლად და გასართობად”.

რადგან სოფელში არ არსებობს ასეთი ზეიმების ჩასატარებელი დარბაზი, ქალაქის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ეს სახლი, რომელიც შედგება, ძი-რითადად, ერთი დიდი ოთახის, სამზარეულოსა და სააბაზანოსგან, გადას-ცეს მაცხოვრებლებს სარგებლობაში, მცირე გადასახადის სანაცვლოდ. ქალაქის მკვიდრნი ამ შენობაში, რომელსაც „ჩვენი საზეიმო სახლი” დაარქ-ვეს, იხდიან დაბადების დღეებს, ქორწილებს, ახალგაზრდულ წვეულებებს, გაერთიანებების ზეიმებს და ა.შ. ვინაიდან შენობა მდებარეობს ქალაქის და-სახლებული ნაწილისგან მოშორებით, შესაბამისად ხმაური უფრო მელიებსა და კურდღლებს შეაწუხებს, ვიდრე ქალაქის მაცხოვრებლებს.

ერთ საღამოს გიგანტი გოკიელი, რომელიც თბილისის მერიის მუნიციპა-ლური ინსპექციის უფროსია, იმ ადგილებში სეირნობისას შეწუხდა მრა-ვალხმიანი ხალხური სიმღერების ხმამაღალი შესრულების გამო და დაინ-ტერესდა ხის სახლით და იმ მომენტში იქ მყოფი საზოგადოებით, რომელიც ბოულინგის გაერთიანების წევრები არიან. რადგან მან ვერ გაიხსენა, ასეთი სახლის მშენებლობა როდესმე შეთანხმებულიყო ქალაქის არქიტექტურის სამსახურთან, მომდევნო ორშაბათს პირადად შეამოწმა დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ ამ ხის სახლზე არ არსებობს მშენებლობის ნებართვა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნებართვაზე განაცხადი არც ყოფილა შეტა-ნილი.

უმფრიანის მოსმენის შემდეგ გოკიელი იღებს გადაწყვეტილებას ჯერ მი-თითებისა და შემოწმების აქტების გამოცემის, ხოლო შემდეგ დაჯარიმე-ბისა და დემონტაჟის შესახებ, რომლითაც ავალდებულებს უმფრიანს, გა-დაიხადოს ჯარიმა და დაანგრიოს ხის სახლი, რადგან იგი ეწინააღმდეგება საჯაროსამართლებრივ წესებს და არ შეიძლება, ამ ადგილას დარჩეს. მისი მოსაზრებით, არ არსებობს მშენებლობის ნებართვა და იგი არც შეიძლება

Page 138: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

137

გაიცეს, რადგან სახლი არ შეესაბამება ბუნებრივ ლანდშაფტს და მის და-სასვენებელ დანიშნულებას. მიმდებარე გარემო ხასიათდება მხოლოდ ტყე-ებითა და მინდვრებით და ასევე ახლომახლო გაშენებული ხილის ბაღებით. მას თბილისელები „მწვანე წყაროს” და „თბილისის ფილტვებს” უწოდებენ, რაც აზრს დაკარგავს, თუ დამკვიდრდება მანქანებისა და „მხიარულ” მო-ქეიფეთა რეგულარული მიმოსვლა. ამას გარდა, ეს განმარტოებული ხის სახლი აჩენს საფრთხეს, რომ მიმდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა ასევე მოისურვონ სახლების აშენება.

დემონტაჟის გადაწყვეტილებით ბატონი უმფრიანი ძალზე უკმაყოფილოა. მან ვერც მოგვიანებით მიიღო ნებართვა თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ − არქიტექტურის სამსახურიდან. მისი მოსაზრებით, „გართობის სახ-ლი” არანაირად არ არღვევს სამშენებლოსამართლებრივ წესებს, რადგან აქ საუბარია ნაგებობაზე, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს განლაგებუ-ლი დასახლების გარე (უშენ) ტერიტორიაზე, რადგან დასახლების შიგნით წვეულებებით გამოწვეული ხმაური ხელისშემშლელია მაცხოვრებლებისთ-ვის. ამის გარდა, ეს სახლი სასარგებლოც შეიძლება იყოს იმ შემთხვევების-თვის, თუ ტყეში მოსეირნეებს მოულოდნელი უამინდობის შემთხვევაში თა-ვის შეფარების საჭიროება გაუჩნდებათ. სხვა პირებისთვის ხელის შეშლა-ზეც ისედაც ზედმეტია საუბარი, რადგან ეს პატარა სახლი საერთოდ არაა თვალში მოსახვედრი თავისი სიმცირის გამო − მისი სიმაღლე 3,5 მეტრს არ აღემატება. ამასთან, სახლი გადაცემულია ადგილობრივი მაცხოვრებლების განკარგულებაში მათი თავისუფალი დროის და დასვენების მიზნებისთვის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმავე საქალაქო სამსახურების-თვის. ამავე დროს, თუკი მაინც ჩაითვალა, რომ შენობა უნებართვოდ არის აშენებული, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ იგი უნდა დაინგრეს: ზედამხედველო-ბის სამსახურს ამ შემთხვევაში შეუძლია, რომ უარი თქვას დემონტაჟის და-წესებაზე. სამსახურის დადგენილებაში არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ არ გამოიყენა მან „ტოლერანტობა” ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვ-ნილებების მიმართ. ყოველ შემთხვევაში, იქ არაფერი წერია იმის თაობაზე, რომ თავად უმფრიანი საკრებულოს წევრია და სახლის ქალაქისთვის გა-დაცემისას მხოლოდ მოქალაქეების კეთილდღეობას ემსახურებოდა. ამას-თან ერთად, მას არანაირად არ შეუძლია სახლის დემონტაჟი, რადგან იგი გაქირავებულია ქალაქ თბილისის საკრებულოზე, გაქირავებული უძრავი ნივთის დემონტაჟი კი დაუშვებელია.

რადგან უმფრიანის საჩივარი მერის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და ის უშედეგო აღმოჩნდა, მან საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული

Page 139: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

138

წარმოების დასრულების შემდეგ 1 თვის ვადაში სარჩელი შეიტანა თბილი-სის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დე-მონტაჟისა და უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებისა და მოგვიანებითი ნებართვის გაცემაზე უარის თქმის წინააღმდეგ.

შეამოწმეთ ამ სარჩელის პერსპექტივა.

Page 140: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

139

ამოხსნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 140A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 140

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი) . . . . . . . . . . . 140II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 142III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 142IV. სარჩელის ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 142V. A-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 142

B) სარჩელის სათანადო სახე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 142I. სარჩელი ბათილად ცნობის და აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე

(სასკ-ის 22-ე და 23-ე მუხლები) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 143II. B-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 143

C) სარჩელის დასაშვებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 144I. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა (სასკ-ის 22-ე-23-ე მუხლების 1-ლი

ნაწილები) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 144II. ორგანოს უარი აქტის გამოცემის თაობაზე (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2

ნაწილი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 144III. პირდაპირი და უშუალო (სასკ-ის 22-ე-23-ე მუხლების მე-2 ნაწილები) . . . . . . . 144IV. სარჩელის წარდგენის ვადა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 145V. C-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 145

D) დასაბუთებულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 145I. დემონტაჟის თაობაზე დადგენილების კანონიერება . . . . . . . . . . . . . . . . 146

1. ფორმალური კანონიერება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1462. მატერიალური კანონიერება. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 148

a) არის თუ არა სადავო შენობა უკანონო?. . . . . . . . . . . . . . . . . . . . 148b) არის თუ არა დემონტაჟის შესახებ დადგენილების ადრესატი ბატონი

უმფრიანი? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1483. I-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 149

II. მოგვიანებითი ნებართვის გაცემაზე უარის კანონიერება. . . . . . . . . . . . . . 1491. ფორმალური კანონიერება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1492. მატერიალური კანონიერება. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 149

a) ნებართვასავალდებულოობა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 150b) მოგვიანებითი მშენებლობის ნებართვის გაცემის წინაპირობები . . . . . . 150

aa) შესაბამისობა მშენებლობის წესრიგის სამართალთან (სდასსკ-ის 64-ე მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 150

bb) შესაბამისობა სამშენებლო დაგეგმარების სამართალთან (სდასსკ-ის 68-ე მუხლი). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 151(1) პრივილეგირებულობა ხმაურის გამო? . . . . . . . . . . . . . . . . . 151(2) პრივილეგირებულობა ტყეში მოსეირნეთა მიერ სახლის

თავშესაფრად გამოყენების მიზნით? . . . . . . . . . . . . . . . . . . 152(3) პრივილეგირებულობა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ

შენობით, როგორც საჯარო დაწესებულებით, სარგებლობის გამო?. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 153

(4) დასაშვებობა სხვა, ცალკეული შემთხვევის გათვალისწინების გამო?. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 153

(5) bb-ს შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 154cc) შესაბამისობა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებასთან . . . 154

Page 141: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

140

ამოხსნა

დიმიტრი უმფრიანის სარჩელი პერსპექტიული იქნება და შეიძლება დაკმა-ყოფილდეს, თუ ის დასაშვები და დასაბუთებულია.

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი

სარჩელის დასაშვებობის წინარე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობის, მხარეთა საპროცესოუნარიანობის, სარჩე-ლის ფორმის, სათანადო მოპასუხის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის და სხვა მსგავსი საკითხები.

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი)

დიმიტრის სასარჩელო განცხადება შესაძლებელია იყოს საერთო სასამართ-ლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე. ამისთვის, მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ უნდა მიეკუთვნებო-დეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას. სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაცი-ული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. მოცემულ შემთ-ხვევაში კაზუსიდან ირკვევა, რომ დიმიტრიმ გამოცემული აქტი გაასაჩივ-რა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სწორედ ამ გარემოებაზე მიუთითებს კაზუსში მოყვანილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: „რადგან უმფრიანის საჩივარი უშედეგო აღმოჩნდა, მან საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ 1 თვის ვადაში სარ-ჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქ-მეთა კოლეგიაში დემონტაჟისა და უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილე-ბის წინააღმდეგ.” ამდენად, ივარაუდება, რომ მან გამოიყენა სადავო აქტის ერთჯერადი გასაჩივრების უფლება და, შესაბამისად, მას შეუძლია, დავა გააგრძელოს სასამართლოში. შესაბამისად, აღნიშნული დავა არის საერთო სასამართლოების ქვემდებარე.

c) b-ს შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1553. II-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 155

III. მერის ბრძანების კანონიერება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 155E) დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 155

Page 142: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

141

ამავე დროს, უნდა დადგინდეს განსჯადობის საკითხი − რომელმა მოსა-მართლემ უნდა განიხილოს დავა. დიმიტრის დავა საერთო სასამართლო-ების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნება გან-სახილველი, თუ ის პასუხობს სასკ-ის მე-2 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელე სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნ-ქტის თანახმად, ითხოვს სადავო აქტის კანონიერების შემოწმებას ადმი-ნისტრაციული სამართალწარმოების წესით. ფორმალურად ეს საკმარისი საფუძველია საგნობრივი განსჯადობის საკითხის გასარკვევად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილია შინაარსობრივი კრიტერიუმების გამოყენებაც.31 სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართ-ლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმე იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომ-დინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, დავა არის თუ არა საჯაროსა-მართლებრივი ბუნების. საჯაროსამართლებრივი დავა სახეზეა, როდესაც დავის გადაწყვეტისთვის არსებითი ნორმა საჯაროსამართლებრივი ნორ-მაა. ამ შემთხვევაში დავა ეხება შენობის დემონტაჟს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებული დადგენილებით, სდასსკ-ის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფ-ლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კანონდარღვევით და უნებართ-ვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ, ხოლო არქიტექ-ტურის სამსახური, ამავე კოდექსის 112-ე და 128-ე (მე-7 ნაწილი) მუხლების თანახმად, უფლებამოსილია, უნებართვოდ აშენებულ შენობაზე გასცეს მოგვიანებითი ნებართვა. გარდა ამისა, საქმის სრული და ყოველმხრივი გადაწყვეტისთვის, აგრეთვე, გასათვალისწინებელია სამშენებლო დაგეგ-მვისა და სხვა ნორმები, რომელთა მიხედვით, განისაზღვრება აღნიშნულ ლოკაციაზე სადავო შენობის ნებართვაუნარიანობის საკითხი. ასე რომ, სა-ხეზეა საჯაროსამართლებრივი ნორმის საფუძველზე დასარეგულირებელი დავა და, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ეს დავა არის ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი.

სახეზე არ არის ასევე სასკ-ის მე-6 მუხლით განსაზღვრული მაგისტრატ მო-სამართლეთა განსჯადობა. ამდენად, დავას განსჯადობის მიხედვით განი-ხილავს საქალაქო სასამართლო პირველი ინსტანციით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

31 მითუმეტეს, კაზუსის ორიგინალ ვერსიებში ავტორი, გერმანული სამართლის თა-ვისებურების გათვალისწინებით, ძირითადად, შინაარსობრივ კრიტერიუმებზე მიუთი-თებს.

Page 143: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

142

შესაბამისად, ეს დავა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტ-რაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი საქმე.

II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა

ბატონი დიმიტრი, როგორც ფიზიკური პირი, ხოლო თბილისის მერიის სა-ქალაქო სამსახური მუნიციპალური ინსპექცია და მუნიციპალიტეტის მერი, როგორც ადმინისტრაციული ორგანოები, სსსკ-ის 79-ე-81-ე მუხლების თა-ნახმად, საპროცესოუნარიანები არიან.

III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი)

ბატონი დიმიტრი სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხედ ასახელებს თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას და მის ზემდგომ ადმი-ნისტრაციულ ორგანოს − მერს. სასკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თა-ნახმად, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. ამ შემთ-ხვევაში სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს იმ ორგანოს წინააღმდეგ, რომელ-მაც გამოსცა სადავო აქტი, ხოლო მოგვიანებით, საჩივრის ფარგლებში, არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ეს უწყება არის რო-გორც მუნიციპალური ინსპექცია (რომელმაც გამოსცა სადავო აქტი), ისე თბილისის მერი, როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, რომელ-მაც ძალაში დატოვა სადავო გადაწყვეტილება.

IV. სარჩელის ფორმა

კაზუსიდან სარჩელის ფორმასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხარვეზი არ იკვეთება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ სარჩელი აკმაყოფილებს სსსკ-ის 177-ე-178-ე და 445-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს (სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში).

V. A-ს შედეგი

სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპისთვის დადგენილი მოთხოვნები დაკმა-ყოფილებულია.

B) სარჩელის სათანადო სახე

სარჩელის სათანადო სახე (უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი საშუალება) დგინდება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების, აგრეთვე საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეფასე-

Page 144: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

143

ბის შესაბამისად (სასკ-ის 281 მუხლი), ისე, რომ ის თავსებადი იყოს მოსარ-ჩელის უფლების დაცვის მიზანთან. ამ მიზნით მოსამართლეს შეუძლია, დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში (სასკ-ის 281 მუხლი).

I. სარჩელი ბათილად ცნობის და აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე (სასკ-ის 22-ე და 23-ე მუხლები)

აღნიშნული მოთხოვნისთვის შესაძლოა, სარჩელის სათანადო სახეს წარ-მოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 23-ე მუხ-ლებით გათვალისწინებული სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოგვიანებითი ნებართვის გაცემის დავალდებულების თაობაზე. ამ შემთხვევაში დიმიტრი თავს იცავს მუნიციპალური ინსპექციის დადგენილების წინააღმდეგ და სურს მოგვი-ანებითი ნებართვის მიღება არქიტექტურის სამსახურისგან. ასეთი მიზა-ნი შესაძლოა, მიღწეულ იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის ფარგლებში, რაც გულისხმობს დემონტაჟის ნაწილში ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, არქიტექტურის სამსახურისთვის მოგვიანებითი ნებართვის გამოცემის დავალდებულებას და დემონტაჟის დადგენილებისა და მოგვიანებითი ნე-ბართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ აქტების ძალაში დატოვების თა-ობაზე მერის მიერ გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობას. ეს აქტები, შემოწმების გარეშე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სზაკ-ის მეორე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ლეგალური დეფინიციის თანახმად, არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტე-ბი. სზაკ-ის ეს დეფინიცია, როგორც ზოგადი სამართლებრივი პრინციპის გამოხატულება, მნიშვნელოვანია ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის განმარტებისთვის. დეფინიციის თანახმად, ინდივიდუალური ად-მინისტრაციულსამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ცალკეული შემ-თხვევის მოსაწესრიგებლად გამოცემული აქტი (ღონისძიება), რომელსაც აქვს მოწესრიგების ელემენტი. ამ შემთხვევაში ასეთი ელემენტების არსე-ბობა სადავო არ არის.

II. B-ს შედეგი

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სარჩელის სათანადო სახე არის სასკ-ის 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული ე.წ. კომბინირებული სარ-ჩელი. სასამართლოს შეუძლია, სამივე მოთხოვნასთან დაკავშირებით ერთი

Page 145: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

144

გადაწყვეტილების მიღება, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის თანახმად, სარჩელთა ობიექტური გაერთიანება დასაშვებია.

C) სარჩელის დასაშვებობა

აღნიშნული კომბინირებული სარჩელის დასაშვებობის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს სასკ-ის 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირო-ბები: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (ორივე შემთხვევაში); ბ) ორგანოს უარი ამ აქტის გამოცემის თაობაზე (23-ე მუხ-ლის შემთხვევაში); გ) პირდაპირი და უშუალო ზიანი (ორივე შემთხვევაში); დ) გასაჩივრების ვადა (ორივე შემთხვევაში).

I. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა (სასკ-ის 22-ე-23-ე მუხლების 1-ლი ნაწილები)

დიმიტრის სარჩელი აღძრული აქვს სასკ-ის 22-ე და 23-ე მუხლების შესა-ბამისად, რომელთა 1-ლი ნაწილების თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ სადავო აქტი ან მისი ნაწილი, ან მოთხოვნილი აქტი არის იასა. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ეს აქტები არის სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწი-ლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული იასა. ამიტომ, მოცემულ შემთხ-ვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა სარჩელის დასაშვებობის პირველი წინაპირობა.

II. ორგანოს უარი აქტის გამოცემის თაობაზე (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

კაზუსიდან ირკვევა, რომ „დიმიტრიმ ვერც მოგვიანებით მიიღო ნებართვა თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ − არქიტექტურის სამსახურიდან.” შესა-ბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს უარიც სახეზეა.

III. პირდაპირი და უშუალო (სასკ-ის 22-ე-23-ე მუხლების მე-2 ნაწილები)

დიმიტრის სარჩელი აღძრული აქვს სასკ-ის 22-ე და 23-ე მუხლების შესაბა-მისად, რომელთა მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ სა-დავო აქტი ან მისი ნაწილი, ან უარი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუ-ალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამდენად, დიმიტრიმ უნდა შეძლოს იმის მტკიცება, რომ სადავო აქტით ან აქტის გამოცემის თაობაზე უარით ირღვეოდა მისი უფლებები. ცხადია, რომ ის ასაჩივრებს მავალდებუ-ლებელ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს და ითხოვს მოგვიანებითი ნებართვის გაცემას. მავალდებულებელი აქტი კი ყოველთვის იჭრება ად-

Page 146: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

145

რესატის ძირითადი უფლებების, ამ შემთხვევაში პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და საკუთრების უფლების სფეროში (იხ. კონსტიტუციის მე-12 და მე-19 მუხლები). ბატონი უმფრიანის უფლებები დარღვეული იქნება, თუ სადავო აქტი ან/და უარი აღმჭურველი აქტის გამოცემის თაობაზე კა-ნონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა. ეს გარემოება თავიდანვე ვერ დადგინდება, ამიტომ ბატონი უმფრიანი შეიძლება მივიჩნიოთ უფლებამოსილ მოსარჩე-ლედ. სარჩელის დასაშვებობის ეტაპისთვის ინდივიდუალური ზიანის და-სადგენად ამაზე უფრო მაღალი სტანდარტი არ მოითხოვება.

IV. სარჩელის წარდგენის ვადა

სასკ-ის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს, შესაბამისად, ინ-დივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ან ადმინისტრა-ციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში, ხოლო იმავე კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან 1 თვის ვადაში. კაზუსიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ვადები და-ცულია.

V. C-ს შედეგი

ბატონი უმფრიანის სარჩელი დასაშვებია.

D) დასაბუთებულობა

სასკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციულსა-მართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდა-პირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართ-ლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გა-მოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბა-თილად ცნობის შესახებ.” სასკ-ის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელ-თან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტ-რაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი

Page 147: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

146

აქტი.” შესაბამისად, სადავო აქტის გაუქმებისა და აღმჭურველი აქტის გა-მოცემის დავალდებულების შესახებ სარჩელი დასაბუთებული იქნება, თუ სადავო აქტი ან აქტის გამოცემაზე უარი კანონსაწინააღმდეგოა და, იმავდ-როულად, დიმიტრის უფლებები დარღვეულია. ამ შემთხვევაში სადავო აქ-ტით კანონსაწინააღმდეგოობა და მოსარჩელის უფლების დარღვევა შეიძ-ლება გამომდინარეობს კონსტიტუციის, სდასსკ-ისა და ამ სფეროში მოქ-მედი სხვა საკანონმდებლო აქტების ერთობლიობიდან. ამის დასადგენად უნდა შემოწმდეს სადავო აქტის/აქტების გამოცემაზე უარის ფორმალური და მატერიალური კანონიერება.

I. დემონტაჟის თაობაზე დადგენილების კანონიერება

1. ფორმალური კანონიერება

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახური, რომელსაც, როგორც საჯარო ზედამხედვე-ლობის განმახორციელებელ ორგანოს, სდასსკ-ის 127-ე მუხლის თანახმად, აქვს დემონტაჟის თაობაზე დადგენილების გამოტანის უფლებამოსილება. შესაბამისად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო სახეზეა. ამავე დროს, ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა ზოგადი წესების დაცვით, მათ შორის ჩატარებულია პირის მოსმენა. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოტოვა არც მითითებისა და შემოწმების აქტების გამოცე-მის ეტაპი, რომელთა გავლაც სდასსკ-ის 123-ე-124-ე მუხლებით სავალდე-ბულოა დადგენილების გამოტანამდე.

გარდა ამისა, სადავო აქტის ფორმალური კანონიერების შესამოწმებლად უნდა გაირკვეს, არის თუ არა დემონტაჟის დადგენილება დასაბუთებული სზაკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად. ბატონი უმფრიანი ჩივის, რომ აქტი არ არის დასაბუთებული, რამეთუ მასში არ არის მითითებული გარემოებები, თუ რატომ უნდა მოახდინოს მისი დემონტაჟი. მისთვის გაუგებარია პირ-დაპირ დემონტაჟის ვალდებულების დადგენა. მართალია, სდასსკ-ის 127-ე მუხლის საფუძველზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო „უფლებამოსი-ლია”, მიიღოს დადგენილება უნებართვოდ განხორციელებული შენობა-ნა-გებობის დემონტაჟის თაობაზე, თუმცა ამ ფორმულირების − „უფლებამო-სილია” − მიუხედავად, საჯარო ზედამხედველობის ორგანო უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის შემთხვევაში არ მოქმედებს ისეთი დისკრე-ციული უფლებამოსილების ფარგლებში, როცა დასაბუთება სავალდებუ-ლოა და უნდა მოიცავდეს ყველა გარემოებაზე მითითებას (სზაკ-ის 53-ე

Page 148: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

147

მუხლის მე-4 ნაწილი).32 ამიტომ, ამ შემთხვევაში, დასაბუთების საჭიროები-სა და შინაარსის საკითხი უნდა განისაზღვროს სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებს, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს დასაბუთების ვალდებულება. დასა-ხელებული ნორმის თანახმად, აქტი დასაბუთებას არ საჭიროებს, თუ ის გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, დაინტე-რესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალური ად-მინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ან/და კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას. ასეთი გარემოებები სა-ხეზე არ არის.

ახლა გასარკვევია დასაბუთების შინაარსის საკითხი. გადაწყვეტილებაში მხოლოდ მაშინ უნდა მიეთითოს ყველა გარემოების თაობაზე, თუ კონკ-რეტულ საქმეში არსებობს კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც იძლევა გამონაკლისის დაშვების, ანუ უკანონო მდგომარეობის თმენის, საშუალებას. თუკი მსგავსი საფუძველი არ არის, მაშინ საკმარისია ორგანოს მხრიდან მხოლოდ მითითება იმის თაობაზე, რომ საქმე გვაქვს უკანონო მდგომარეობის აღმოფხვრასთან. ეს, ცხადია, არ გამორიცხავს მოგვიანებით ამ უკანონობის აღმოფხვრის შესაძლებლო-ბას (მაგ., მოგვიანებითი ნებართვის აღების შესაძლებლობას). ამ შემთხ-ვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჯარო ზედამხედველობის სამსახური არ იყო ვალდებული, ყველა გარემოებაზე მითითებით დაესაბუთებინა დემონ-ტაჟის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რადგან ის არ მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. სხვა შემთხვევაში სზაკ-ის 53-ე მუხლი არ გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების მოტივებთან და-

32 გერმანიის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს (BVerwG) სისტემა-ტური პრაქტიკის შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებული იქნებოდა „das intendierte Ermessen”-ის პრინციპი, როცა მატერიალურ მოტივებზე მითითება სავალდებულო არ არის. თუმცა ლიტერატურაში ამ პრინციპს ხშირად მწვავედ აკრი-ტიკებენ, იმ მოტივით, რომ ისინი მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით შეიცა-ვენ საფრთხეს, რომ „ნამდვილი” დისკრეციული ნორმები ტრანსფორმირებული იქნება „Soll-Vorschriften”-ებად (შებოჭილ დისკრეციებად), რის გამოც დაირღვევა საკანონმ-დებლო მიზანი და უგულებელყოფილ იქნება ცალკეული შემთხვევის შემოწმება. ამას გარდა, უთითებენ იმაზეც, რომ ის, რაც თავისთავად გასაგებია ადმინისტრაციული ორგანოსთვის, სულაც არ არის ისე ადვილად გასაგები მოქალაქისთვის და ამიტომ სწორედ რომ შედის დასაბუთების ვალდებულებაში არაპროფესიონალებისთვის სამარ-თლებრივი განმარტების გაკეთება. მიუხედავად ამ კრიტიკისა, გაბატონებული მოსაზ-რება მიჰყვება BverwG-ის პრაქტიკას.

Page 149: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

148

კავშირებით მატერიალურად სწორი შეფასებების გაკეთების ვალდებუ-ლებას. ეს უკანასკნელი მატერიალური კანონიერების შემოწმებისას უნდა დადგინდეს.

შესაბამისად, სადავო აქტი ფორმალური თვალსაზრისით კანონიერია.

2. მატერიალური კანონიერება

a) არის თუ არა სადავო შენობა უკანონო?

სდასსკ-ის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ზედამხედველობის ორგანო (ამ შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია) უფლებამოსილია, „მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლო-ბის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.” სდასსკ-ის მე-3 მუხლის ჰ18 ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობად ითვლება ისეთი მშენებლობა, რომელიც ხორ-ციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. საქმის გარემოებიდან ნათლად იკვეთება, რომ ბა-ტონი უმფრიანის მიერ აშენებული სადავო შენობა აშენებულია შესაბამისი ნებართვის გარეშე (ნებართვასავალდებულოობის საკითხი იხ. აქვე, B, II, a). მითითების ეტაპზე მის მიერ ვერ მოხერხდა დარღვევის გამოსწორება. შესაბამისად, სდასსკ-ის თანახმად, საჯარო ზედამხედველობის ორგანოს ჰქონდა დემონტაჟის აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი.

b) არის თუ არა დემონტაჟის შესახებ დადგენილების ადრესატი ბატონი უმფრიანი?

დემონტაჟის დადგენილება, სდასსკ-ის შესაბამისად, მიმართული უნდა იყოს სათანადო ადრესატისადმი. კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების თანახმად დემონტაჟის აქტის ადრესატი შეიძლება იყოს უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი ან შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი. ამ შემთხვევაში, კა-ზუსიდან ცხადად დგინდება, რომ ბატონი უმფრიანი არის უნებართვო მშე-ნებლობის განმახორციელებელი პირი. შესაბამისად, ის არის დემონტაჟის თაობაზე დადგენილების სათანადო ადრესატი. ამ მხრივ არაფერს ცვლის ის გარემოება, რომ მან სახლი ქალაქს მიაქირავა და რომ ქალაქს ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მფლობელობიდან გამომდინარე სამოქა-ლაქო კოდექსის 537-ე მუხლის საფუძველზე უფლებები აქვს უმფრიანის მი-მართ, ამიტომ ამ მომენტისთვის ბატონ უმფრიანს არ შეუძლია, მოახდინოს

Page 150: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

149

დემონტაჟი. თუმცა ეს მდგომარეობა შეიცვლება მაშინ, როდესაც ქირავ-ნობის ხელშეკრულება დასრულდება, ან, თუ ზედამხედველობის სამსახური მოითხოვს დამქირავებლისგან (ქალაქის საკრებულოსგან), ითმინოს შენო-ბის დემონტაჟი.

3. I-ის შედეგი

ამგვარად, მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება დემონტაჟის თაობა-ზე ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით კანონიერია.

II. მოგვიანებითი ნებართვის გაცემაზე უარის კანონიერება

1. ფორმალური კანონიერება

სდასსკ-ის 112-ე მუხლის თანახმად, თუ წარმოებულია უნებართვო მშენებ-ლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგა-ნო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განიხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი. სდასსკ-ის მე-100 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანო არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. თბილისის შემთხვევაში (მოგვიანებითი) მშე-ნებლობის ნებართვაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ − არქიტექტურის სამსახურს, მისივე დებულების საფუძველზე. შესაბამისად, უფლებამოსილი ადმინისტრაცი-ული ორგანო სახეზეა. კაზუსიდან არ იკვეთება ფორმალური კანონიერების სხვა კრიტერიუმების დარღვევის საკითხი. შესაბამისად, შემოწმების გარე-შე უნდა ვივარაუდოთ, რომ უარი ფორმალურად კანონიერია.

2. მატერიალური კანონიერება

როგორც უკვე ითქვა, სდასსკ-ის 112-ე მუხლის თანახმად, თუ:− წარმოებულია უნებართვო მშენებლობა (ნებართვასავალდებულოობა),− რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ

მოთხოვნებს (კანონის მატერიალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა),− მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლე-

ბამოსილია, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განი-ხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი (დისკრეციული უფ-ლებამოსილება).

შესაბამისად, ქვემოთ უნდა შემოწმდეს სამივე წინაპირობა.

Page 151: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

150

a) ნებართვასავალდებულოობა

იმისათვის, რომ დადგინდეს, უარი რამდენად შეესაბამება სამშენებლო კა-ნონმდებლობას, უნდა გაირკვეს, საერთოდ სადავო შენობა, სდასსკ-ის 93-ე და შემდეგი მუხლების თანახმად, რამდენად არის ნებართვასავალდებულო. თუ ასეთი ვალდებულება არ იარსებებდა, მაშინ უარის საფუძველიც ვერ იარსებებდა. უმფრიანის მიერ აშენებული შენობა, მისი მახასიათებლებისა და პარამეტრების გათვალისწინებით, მიეკუთვნება II კლასის საცხოვრებელი შენობის კატეგორიას, რომლის ასაშენებლად, სდასსკ-ის 94-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა მშენებლობის ნებართვის მოპოვება.

b) მოგვიანებითი მშენებლობის ნებართვის გაცემის წინაპირობები

ზოგადად, მშენებლობის ნებართვა უნდა გაიცეს, თუკი სამშენებლო განზრახ-ვა არ ეწინააღმდეგება სამშენებლო სფეროში მოქმედ საჯაროსამართლებრივ კანონმდებლობას. მოგვიანებითი ნებართვის მოთხოვნისას ეს წინაპირობები რჩება უცვლელად. სდასსკ-ის 112-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განმ-ცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, საექსპერტო დასკვნა განხორციელებული მშე-ნებლობის ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის თაობაზე და არსებუ-ლი შენობის აზომვითი ნახაზები ან არქიტექტურული პროექტი. რამდენადაც საქმის გარემოებებიდან სხვა რამ არ დგინდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბა-ტონმა უმფრიანმა დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინა ნებართვის გამ-ცემ ადმინისტრაციულ ორგანოში, ამიტომ უნდა გაირკვეს, მისი მოთხოვნის შესაბამისობა საჯაროსამართლებრივ, ანუ როგორც სამშენებლო დაგეგმვის, ისე სამშენებლო წესრიგის სამართლის, მოთხოვნებთან.

aa) შესაბამისობა მშენებლობის წესრიგის სამართალთან (სდასსკ-ის 64-ე მუხლი)

სდასსკ-ი ადგენს როგორც სამშენებლო ტერიტორიის განაშენიანების, ისე არასამშენებლო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საგამონაკლისო წესით განაშენიანების პირობებს. ორივე შემთხვევაში მიწის ნაკვეთის სამ-შენებლოდ გამოყენებისას და განაშენიანებისას დაცული უნდა იქნეს ადა-მიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი, შენარჩუნდეს და ამაღლდეს ლანდშაფტური სახის ესთეტიკური ხარისხი (სდასსკ-ის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილი მე-8 და 36-ე მუხლებთან ბმა-ში). ამ თვალსაზრისით, შენობა-ნაგებობები ისე უნდა იყოს შეთავსებული გარემოსთან, რომ არ დამახინჯდეს არსებული ლანდშაფტური სურათი და, ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს გარემოს თავისებურებანი. ცნე-

Page 152: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

151

ბა „დამახინჯება” უნდა განისაზღვროს როგორც საშუალო სტატისტიკუ-რი ადამიანის ჩვეულებრივი, საშუალო ესთეტიკური აღქმა. დამახინჯებად ჩაითვლება ისეთი აღქმა, როდესაც საქმე გვაქვს არა ისეთ ობიექტზე, რო-მელიც გავლენას ახდენს დამთვალიერებლის ესთეტიკურ აღქმაზე, არამედ ისეთ ობიექტზე, რომელიც ლახავს ასეთ აღქმას, რის შედეგად ადამიანი ამ ობიექტს სიმახინჯედ აღიქვამს. ამ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემო-ებებიდან გამომდინარე, ვერ ამოვალთ იქიდან, რომ „გასართობი სახლი” იმდენად უშნოა, ის საშუალო აღქმის მქონე დამთვალიერებელში მუდმივ პროტესტს გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, ზემოთ დასახელებული მუხ-ლების დარღვევა უნდა გამოვრიცხოთ.

bb) შესაბამისობა სამშენებლო დაგეგმარების სამართალთან (სდასსკ-ის 68-ე მუხლი)

სდასსკ-ის 68-ე მუხლის თანახმად, „იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც განაშე-ნიანების ჩამოყალიბებული სისტემის გარეთ მდებარეობს და რომელზეც არ ვრცელდება განაშენიანების დეტალური გეგმა, მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიის ფუნქციით განპირო-ბებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, მოქმედი სივრცის დაგეგ-მარების, ქალაქმშენებლობითი გეგმის (არსებობის შემთხვევაში) და ძირი-თადი დებულებების მოთხოვნათა საფუძველზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს.”

განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს სწორედ გარე ტერიტორიასთან. პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, რას გულისხმობს ფუნქციით განპირობებუ-ლი მშენებლობა. ერთ-ერთი ასეთი გარემოება შეიძლება იყოს განსაკუთრე-ბული ლოკაციური განთავსების თავისებურებების, სხვა ლოკაციაზე ნეგა-ტიური ზეგავლენის ან მისი განსაკუთრებული მიზნობრიობით განპირობე-ბული მშენებლობა (ე.წ. პრივილეგირებული მშენებლობა).

(1) პრივილეგირებულობა ხმაურის გამო?

ამ თვალსაზრისით, უპირველესად, უნდა გაირკვეს, საქმე ხომ არ გვაქვს პრივილეგირებულობაზე ხმაურის გამოწვევის გამო. ბატონი დიმიტრი გა-რეუბანში მშენებლობას იმით ასაბუთებს, რომ ხმაური, რომელსაც იწვევენ „გასართობ სახლში”, არ იქნებოდა მისაღები ქალაქის შიდა უბანში, სამა-გიეროდ, მისი ადგილსამყოფლის გამო, დიდ რადიუსში ეს ხმაური არავის აწუხებს. თუმცა პრივილეგირების ეს ელემენტი გულისხმობს წინაპირობას, რომ სამშენებლო ობიექტი, მისი განსაკუთრებული მიზნობრივი დანიშნუ-ლების გამო, მხოლოდ გარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. მათი დანიშნუ-

Page 153: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

152

ლების განხორციელება მხოლოდ იმ პირობებში იქნება შესაძლებელი, თუ მათი განთავსება მოხდება ქალაქის საზღვრებს გარეთ. თუმცა ყოველი მოქმედება, რომელიც უნდა განხორციელდეს დასახლების საზღვრებს გა-რეთ, ვერ იქნება უპირატესად დასაშვები სამშენებლო კანონმდებლობის შესაბამისად. განსხვავებული წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ პროექ-ტის მიზნობრივი დანიშნულება საზოგადოების საყოველთაო ინტერესის სფეროშია, ისე, რომ პრივილეგირების აღიარება იმ გაგებით, რომ პროექტს უპირატესობა მიენიჭება სხვა პროექტებთან შედარებით, რომლებიც ასევე ემსახურება თავისუფალი დროის გატარების ინტერესებს, გამართლებული იქნება.

ამგვარად, პრივილეგირების წინაპირობაა, რომ პროექტის განხორციელება გარე ტერიტორიაზე აუცილებელი იყოს პროექტის განსაკუთრებულობის გამო და იგი შეუძლებელია სხვაგვარად. ეს წინაპირობები ამ შემთხვევაში შესრულებული არაა. ხმაური, რომელსაც „გასართობი სახლი” ღონისძიებე-ბის დროს იწვევს, არ არის ისეთი ძლიერი, რომ მისი ატანა შესაძლებელი იყოს მხოლოდ დასახლებული ტერიტორიიდან მოშორებით, რადგან ყველა საზეიმო დარბაზი შიგ ქალაქში ზუსტად ისეთსავე ხმაურს პროდუცირებს, როგორც „გასართობი სახლი” ქალაქგარეთ. ძირითადად, დასახლებულ პუნ-ქტებში სადღესასწაულო და საზეიმო დარბაზები სწორედ რომ ცენტრთან ახლოს მდებარეობენ. ის ფაქტი, რომ წყნეთის ცენტრში არ არსებობს სად-ღესასწაულო დარბაზი, არ განაპირობებს იმის აუცილებლობას, რომ მისი მოწყობა აუცილებელია გარე ტერიტორიაზე. არათანაზომიერი მოთხოვნა არ იქნებოდა იმის მოთხოვნა, რომ ადგილობრივებმა მსგავსი ღონისძიებები გადაიხადონ სხვა ადგილებში.

(2) პრივილეგირებულობა ტყეში მოსეირნეთა მიერ სახლის თავშესაფრად გამოყენების მიზნით?

ბატონი უმფრიანი ასევე ასაბუთებს შენობის პრივილეგირებულობას იმით, რომ ცუდი ამინდის დროს იგი დაცვით ფუნქციას ასრულებს და იფარებს ტყეში მოსეირნეებს. თუმცა „გასართობი სახლის” შემთხვევაში საქმე არ გვაქვს ტყეში თავშეფარების მიზნით მოწყობილ ქოხთან, რომლის პირ-დაპირი დანიშნულებაა ადამიანების შეფარება. ფაქტობრივი გარემოებე-ბიდან გამომდინარე, გამვლელებს შეუძლიათ, თავი შეაფარონ მხოლოდ ფასადის წინ გამოსული სახურავის ქვეშ, ასე რომ, ეს ფუნქცია მხოლოდ ამ შენობის „თანმდევია”, სახლის ნამდვილი დანიშნულება კი არის წვეულე-ბების მოწყობა, რისთვისაც მისი ქალაქგარეთ განლაგება არ არის აუცი-ლებელი.

Page 154: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

153

(3) პრივილეგირებულობა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შენობით, როგორც საჯარო დაწესებულებით, სარგებლობის გამო?

საკითხავია, ხომ არ არის „გასართობი სახლი” პრივილეგირებული შენობა იმის გამო, რომ ბატონი უმფრიანი მას თავად კი არ იყენებს, არამედ მიქი-რავებული აქვს ქალაქის საკრებულოზე სიმბოლურ თანხად, რათა მისით ისარგებლოს ადგილობრივმა მოსახლეობამ, რადგან „გასართობი სახლის” სახით, მისი დანიშნულების გამო, საქმე გვაქვს ადგილობრივ საჯარო დაწე-სებულებასთან. ქალაქმა ეს სახლი იქირავა იმ მიზნით, რომ შესაძლებელი გაეხადა მისით სარგებლობა მაცხოვრებლებისთვის, ანუ ადგილობრივი მო-სახლეობისთვის. ეს საკმარისია იმისათვის, რომ „გასართობი სახლი” ჩაით-ვალოს ქალაქის განკარგულებაში მყოფ საჯარო დაწესებულებად.

ზოგადად, შენობის გამოყენება საჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებ-ლად შესაძლებელია, მაღალი საჯარო ინტერესის გამო გათანაბრდეს პრი-ვილეგირებულ ობიექტთან. თუმცა ამ შემთხვევაშიც მოქმედებს იგივე მოთ-ხოვნები, რაც ზემოთ აღინიშნა პრივილეგირებული პროექტებისთვის, ე.ი. ერთობლივი ნაგებობის განლაგება სწორედ გარე ტერიტორიაზე უნდა იყოს აუცილებელი, რათა შესაძლებელი იყოს პრივილეგირებული საქმიანობის განხორციელება. ამ შემთხვევაში საქმე ისე არ გვაქვს, რომ წვეულებები და შეკრებები იმგვარ ხმაურს წარმოქმნიდნენ, რომ გამართლებული იქნე-ბოდა გარე ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის დაძლევა, მითუმეტეს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს სავსებით შეუძლიათ, ისარგებლონ ქალაქში არსებული სხვა ლოკაციებით. მხოლოდ ის გარემოება, რომ „გართობის სახ-ლი” თავისი მშვიდი გარემოსა და ბუნებასთან სიახლოვის გამო არის მიმ-ზიდველი, არაა საკმარისი პრივილეგირებულობის დასადგენად.

(4) დასაშვებობა სხვა, ცალკეული შემთხვევის გათვალისწინების გამო?

განსახილველად გვრჩება მხოლოდ ნაგებობის დასაშვებობა როგორც „სხვა სახის ობიექტი”, სდასსკ-ის 68-ე მუხლის მიხედვით, როცა არ ირღვევა საჯა-რო ინტერესები. „გასართობი სახლის” არსებობა შეიძლება წინააღმდეგო-ბაში მოვიდეს ისეთ ინტერესებთან, როგორებიცაა: ლანდშაფტის იერსახის, უნიკალურობის და მისი დასვენების ფუნქციის დაზიანება, სუბურბანული ან სხვა დისპერსიული დასახლების წარმოშობის ან გაფართოების საფრთ-ხის აცილება. ამას ვერ ეწინააღმდეგება უმფრიანის მოსაზრება იმის თაობა-ზე, რომ სახლი თავისი 3,5 მეტრის სიმაღლით თითქოსდა არ წარმოადგენს შესამჩნევ ნაგებობას არსებულ ლანდშაფტურ სურათში. რადგან ბუნებრივი თავისებურების დარღვევა უკვე მაშინაა, თუ ობიექტი ეწინააღმდეგება ამ ტერიტორიისთვის დადგენილ სარგებლობის სახეს და ამიტომ ლანდშაფ-

Page 155: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

154

ტისთვის უცხო სხეულია, იმის მიუხედავად, ეს შენობა არის უფრო თვალში მოსახვედრი, თუ უფრო ჩამალული გარემოცვაში. მნიშვნელოვანია შენობის არა ოპტიკური, არამედ ფუნქციური გადახრა ჩამოყალიბებული გარემოდან, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს, რომ სახლი მხოლოდ 3,5 მეტრის სიმაღლისაა. შედეგად, რადგან ნაგებობა ხელს არ უწყობს ლანდშაფტის, როგორც დასასვენებელი გარემოს, თავისებურებას, იგი წინააღმდეგობაში მოდის დასახელებულ საჯარო ინტერესთან. ამავე დროს, დემონტაჟის და-წესება და მოგვიანებითი ნებართვის გაცემაზე უარის თქმა იმითაც არის დასაბუთებული, რომ ამ სახლის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს სპონ-ტანური დასახლების საშიშროება. ნაგებობის არსებობამ შეიძლება „მაგა-ლითის” ფუნქცია შეიძინოს და სხვების მიერ მსგავსი შენობების აშენების ინიცირება მოახდინოს. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა უმფრიანის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებას, რომ სახლი არ გამოიყენება საცხოვრებელი მიზნით, რადგან მისი გამოყენება თავისუფალი დროის გატარების მიზნი-თაც ახლოს არის სახლის ჩვეულებრივ საცხოვრებლად გამოყენებასთან. ამგვარად, „გასართობი სახლი” ეწინააღმდეგება ზემოთ დასახელებულ სა-ჯარო ინტერესებსაც.

(5) bb-ს შედეგი

ზემოთ მოცემული დასაბუთების საფუძველზე დგინდება, რომ „გართობის სახლი” არ არის პრივილეგირებული ობიექტი და, იმავდროულად, ის ეწი-ნააღმდეგება საჯარო ინტერესებს სდასსკ-ის 68-ე მუხლის მიხედვით.

cc) შესაბამისობა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებასთან

როგორც უკვე აღინიშნა, მოგვიანებითი ნებართვის გაცემისას ადმინისტ-რაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგ-ლებში. თუმცა ამ შემთხვევაში მოქმედებს მბოჭავი დისკრეციული უფლე-ბამოსილება. კერძოდ, თუ უნებართვო მშენებლობა შეესაბამება კანონმ-დებლობის მოთხოვნებს და წარდგენილია სხვა დამატებითი დოკუმენტაცია (მაგ., ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი), მაშინ ნებართვა უნდა გაიცეს. ასეთ შემთხვევაში დისკრეციული ორგანოს უფლებამოსი-ლება რედუცირდება ნულამდე. ვინაიდან ამ შემთხვევაში ბატონი უმფრი-ანის მიერ განხორციელებული უნებართვო მშენებლობა ეწინააღმდეგება კანონს, ამდენად ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება და მხოლოდ კანონის ფარგლებში (სზაკ-ის მე-7 მუხ-ლი). განსახილველ შემთხვევაში დისკრეციული უფლებამოსილების მიზა-

Page 156: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

155

ნი არ არის უკანონოდ აშენებული შენობის ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა. მისი მიზანია, ორგანოს შესაძლებლობა, უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობა მოაქციოს სამართლებრივ სივრცეში, თუ ამის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები იარსებებს.

კანონსაწინააღმდეგო მდგომარეობის თმენა ხომ მხოლოდ გამონაკლის შემ-თხვევებში შეიძლება იყოს შესაძლებელი, როდესაც არსებობს კონკრეტუ-ლი საფუძველი მისი დატოვების სამართლებრივი დანაწესის საწინააღმდე-გოდ. მსგავსი საფუძველი ამ შემთხვევაში არ არსებობს. არაფერს ცვლის ის გარემოებაც, რომ არქიტექტურის სამსახურმა არ განიხილა ფაქტი, რომ უმფრიანი შენობის ქალაქისთვის გადაცემით საზოგადოებრივ კეთილდ-ღეობას ემსახურება. ამას შეიძლება კანონსაწინააღმდეგო მდგომარეობის თმენის შესაძლებლობა განეპირობებინა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი თმენა გამოიწვევდა არათანაბარ მოპყრობას იმ პირების მი-მართ, ვისაც სურთ, მოაწყონ მსგავსი „თავისუფალი დროის გატარების” და-წესებულებები გარე ტერიტორიაზე, მაგრამ, სდასსკ-ის 68-ე მუხლის გათ-ვალისწინებით, ნებართვაზე უარი ეთქვა. ამავე დროს, სახეზე არ გვაქვს დაცვის ღირსი კანონიერი ნდობა.

c) b-ს შედეგი

არ არსებობს მოგვიანებითი ნებართვის გაცემის მატერიალურსამართლებ-რივი წინაპირობა, საქმე გვაქვს დემონტაჟის საჭიროებასთან, სდასსკ-ის 127-ე მუხლის შესაბამისად, და ის არ არღვევს ბატონი უმფრიანის უფლე-ბებს.

3. II-ის შედეგი

ამგვარად, არქიტექტურის სამსახურის უარი მოგვიანებითი ნებართვის გაცემის თაობაზე ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით კანონი-ერია.

III. მერის ბრძანების კანონიერება

I და II შედეგების გათვალისწინებით, თბილისის მერის, როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს, ბრძანება ბატონი უმფრიანის საჩივრის დაკ-მაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე კანონიერია.

E) დასკვნა

ამგვარად, უმფრიანის სარჩელი დასაშვებია, თუმცა დაუსაბუთებელია, ამი-ტომ ის ვერ დაკმაყოფილდება.

Page 157: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

156

კაზუსი 8

დაპირება არის დაპირება!

ქალაქი თბილისის მერია არის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ლანდშაფტის თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველ გარეუბანში, თბილისის ზღვის მიმდე-ბარედ. ეს ნაკვეთი ოდითგანვე გამოიყენებოდა რეკრეაციისთვის, თუმცა ორი წლის წინ, ექსპროპრიაციის კანონის საფუძველზე, იგი ჩამორთმეულ იქნა სახელმწიფოს მიერ, რადგან, სხვა მიზეზებთან ერთად, ეს ნაკვეთი სა-ჭირო იყო მაღალსიჩქარიანი მატარებლის − „შემოვლითი გზისთვის” − სპე-ციალური ხაზის ასაშენებლად. თუმცა მას შემდეგ, რაც ნაკვეთზე ყველა ხე მოიჭრა, აღმოჩნდა, რომ „შემოვლითი გზის” პროექტი ჩავარდა და სა-ხელმწიფომ ეს ნაკვეთი ისევ ქალაქ თბილისს დაუბრუნა, ამიტომ თბილისის მერიის წინაშე დადგა საკითხი იმის თაობაზე, თუ რა უნდა ექნათ ამ ნაკვე-თისთვის. მერის ბატონი ნიკოს შეთავაზების საფუძველზე მხარდაჭერილ იქნა ინიციატივა, რომლის თანახმად, კულტურის ხელშეწყობის სხვადასხვა ევროპული ფონდის გამოყენებით უნდა აშენებულიყო 5000 მაყურებელზე გათვლილი საზაფხულო სცენა: „თბილისის თასი”. ქალაქში მაყურებელთა დიდ ნაკადს ელიან საზაფხულოდ, როდესაც აქ გაიმართება როკისა და კლა-სიკური მუსიკის კონცერტები და დაგეგმილია კინოს ფესტივალის ჩატარე-ბა. ამ მხრივ ქალაქმა ისევ უნდა დაიბრუნოს თავისი სახელი!

შესაბამისი კონცეფციის საზოგადოებრივი განხილვის შემდეგ, რასაც ით-ვალისწინებს სდასსკ-ის 43-ე მუხლი (42-ე მუხლთან ბმაში), ქალაქის საკ-რებულომ გამოსცა განაშენიანების დეტალური გეგმა − „თბილისის თასი”, რომლის მოქმედება ქალაქ თბილისის მხოლოდ ამ მიწის ნაკვეთზე ვრცელ-დება, და მას, ძირითადი დებულებების მე-17 მუხლის საფუძველზე, დაარ-ქვა სპეციალური ზონა „საზაფხულო კულტურულ-გასართობი სცენა”. ამასთან, ქალაქის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს იმ მოსაზრებით, რომ განსახილველი ტერიტორიისთვის 1970 წელს მომზადებული მიწათსარგებ-ლობის გეგმა, რომელიც მის მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამო-ყენებას ითვალისწინებს, გაუქმებულ იქნა ექსპროპრიაციის მიზნებისთვის, შესაბამის ნაწილში. გარდა ამისა, ივარაუდება, რომ დაკმაყოფილებულია სდასსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა (მე-4 მუხლის მე-2 ნაწილ-თან ბმაში).

განაშენიანების გეგმის ძალაში შესვლის შემდეგ, „თბილისის თასის” პროექ-ტისთვის სამშენებლო ნებართვის მისაღებად, განცხადების შეტანა მოხდა

Page 158: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

157

არქიტექტურის სამსახურში. სამშენებლო ნებართვის გაცემამდე აღნიშნუ-ლი გეგმის შესახებ საინფორმაციო ბანერით ეცნობა მეზობელი ნაკვეთების ყველა მესაკუთრეს, მათ შორის ალექსანდრესაც. მაშინ, როდესაც ყველა მეზობელი თანახმაა ამ პროექტის განხორციელებაზე, ალექსანდრე წინააღ-მდეგია: მისი თქმით, მას თავის ნაკვეთზე ხეხილის პლანტაცია აქვს (შემოვ-ლითი გზის პროექტის ჩავარდნის გამო, მისი ხეები გადაურჩა გაჩეხვას), მიაჩნია, რომ პროექტი საფრთხეს უქმნის ამ მეხილეობისა და რეკრეაციის ლოკაციას. განსაკუთრებით საეჭვოდ მიაჩნია მას საკითხი იმის თაობაზე, იყო თუ არა განაშენიანების გეგმა − „თბილისის თასი” − წესების დაცვით დამტკიცებული, ვინაიდან არ განხორციელებულა ინტერესთა სათანადო შეფასება (ურთიერთშეწონვა) სდასსკ-ის მე-9 მუხლის მიხედვით. პირიქით, დაგეგმვისთვის გადამწყვეტი იყო მხოლოდ ქალაქის ფისკალური მოსაზრე-ბები. ასევე არასწორად მიაჩნია მას გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგები, ვინაიდან გაჩეხილ ტერიტორიაზე ამასობაში მომრავლდა ცხო-ველთა განსაკუთრებულად დაცული სახეობები. მართალია, მან ეს ზუსტად არ იცის, მაგრამ, მისი სიტყვებით, ეს ფაქტორიც ყოველთვის უნდა იქნეს გათვალისწინებული. იგი ასევე აცხადებს, რომ დაგეგმილი აუცილებელი გათხრების შედეგად, მის ხეხილის ბაღს მოაკლდება მიწისქვეშა წყლები. და ბოლოს, მისი სიტყვებით, განაშენიანების გეგმა ეწინააღმდეგება 1970 წლის მიწათსარგებლობის გეგმას, რომელიც ახალი აქტით სრულად არ გაუქმებულა, არამედ სუბსიდიურად განაგრძობდა მოქმედებას, რომელ-მაც პროექტის ჩავარდნის შემდეგ ხელახლა შეიძინა სამართლებრივი ძალა, ამიტომ ალექსანდრე აცხადებს, რომ ის ყველა შემთხვევაში გაასაჩივრებს მშენებლობის ნებართვას, თუ მოხდება ასეთის გაცემა.

ბატონი ნიკოს რჩევით, არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ბატონი კახა-ბერი იწვევს ალექსანდრეს და მერს ერთობლივ სადილზე მერიის სასადი-ლოში. აპერიტივით გამასპინძლებისას ბატონი კახაბერი ბატონ ნიკოს და ალექსანდრეს უხსნის, რომ, მართალია, ალექსანდრეს ეჭვები „თბილისის თასისთვის” სამშენებლო ნებართვის გაცემის დასაშვებობასთან დაკავში-რებით მთლად უსაფუძვლო არ არის, თუმცა არც ისე ბოლომდე ცხადია, რომ ადმინისტრაციული სასამართლო ალექსანდრეს ეჭვებს მართლაც გა-იზიარებს და, საერთოდ, ამას მისი უფლებების დარღვევად მიიჩნევს. ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართ-ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის პრაქტიკაში ერთიანი მოსაზ-რება არ არსებობს. ამასთან, მიწისქვეშა წყლის საკითხთან დაკავშირებით, საეჭვოა, არის თუ არა იგი საერთოდ სამშენებლო ნებართვის პროცედურის ფარგლებში გასათვალისწინებელი ასპექტი, თუ უფრო კერძო სამეზობლო

Page 159: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

158

სამართლის საკითხია. რაც შეეხება ცხოველთა იშვიათ ჯიშებს, ბოლოდ-როინდელი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს შესაძლოა, ნამ-დვილად იქცეს პრობლემად, მაგრამ არავის ეხალისება სინამდვილეში ამხე-ლა ტერიტორიის შესწავლა რაღაც ხოჭოების ძიებაში, რომელთა არსებობა რეალურად არავის აინტერესებს. სხვა მხრივ, აქტიურმა გარემოს დამც-ველმა გაერთიანებებმაც კი უარი თქვეს ამაზე: მართალია, განაშენიანების გეგმის გამოცემამდე მათ ვერაფერი იპოვეს და არ გამორიცხავენ, რომ ამ გეგმის გამოცემის შემდეგ აქ ცხოველთა ახალმა სახეობებმა დაიდეს ბინა, მაგრამ მათ არავითარი ინტერესი არ გამოუჩენიათ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელახლა დაეწყოთ მათი ძიება.

ამიტომ ბატონი კახაბერი სვამს კითხვას, საქმისა და სამართლებრივი ვითა-რების გაურკვევლობის ფონზე ხომ არ არის შესაძლებელი რაიმე ფორმით მორიგება. შესანიშნავი კახური ღვინის სმისას მიღებულია შემდეგი გადაწ-ყვეტილება: ალექსანდრემ უარი უნდა თქვას გეგმების შესაბამისად (რომე-ლიც მისთვისაც ცნობილი იყო) სამსახურის მიერ „თბილისის თასისთვის” გასაცემი სამშენებლო ნებართვის ყოველგვარ გასაჩივრებაზე. მიწისქვეშა წყლების დონის კლების საფრთხის გამო, ქალაქს მისთვის გადასახდელი ექნება კომპენსაციის თანხა 15000 ლარის ოდენობით და კიდევ, სამსახურს მოუწევს თანხმობის მიცემა ალექსანდრეს ხეხილის ბაღის ტერიტორიაზე 70 მ2 ფართობის მქონე ფარდულის აგებაზე, რომელსაც ექნება 4 ფანჯარა, საპირფარეშო, საშხაპე, ღუმელი, სამზარეულოს განყოფილება და გადა-ხურული ტერასა გრილის ადგილით. ამ ფარდულის აგებისთვის თანხმო-ბის მისაღებად ალექსანდრეს განაცხადი სამი თვის წინ ჰქონდა შეტანილი სამსახურში. და ბოლოს, სამსახურმა უნდა იკისროს ვალდებულება, რომ გასცემს სამშენებლო ნებართვას როგორც „თბილისის თასის”, ასევე გან-სახილველი ფარდულის ასაშენებლად. წარმატებული შეთანხმების გამო, სადილის დასასრულს ყველა მეგობრულად არის განწყობილი ერთმანეთის მიმართ.

შეთანხმების შესაბამისად, მერია ამზადებინებს წერილობით ხელშეკრუ-ლებას, რომელსაც ყველა ფორმალობის დაცვით, ქალაქის სახელით, ხელს აწერენ: სამსახურის უფროსი, მერი და ალექსანდრე. მანამდე თბილისის მთავრობამ მოიწონა ეს ხელშეკრულება და თანხმობა განაცხადა როგორც „თბილისის თასის”, ასევე ფარდულის მშენებლობასთან დაკავშირებით. ორი კვირის შემდეგ „თბილისის თასის” მშენებლობის ნებართვა გაიცა და მისი გასაჩივრების წესის შესახებ შესაბამისი განმარტების თანდართვით ეცნობა არა მხოლოდ ალექსანდრეს, არამედ ასევე ყველა მეზობელს.

Page 160: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

159

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ალექსანდრე თავს მოტყუებულად მიიჩნევს, რადგან ორი თვის შემდეგ სამსახურს გამოაქვს გადაწყვეტილე-ბა ფარდულის აშენების ნებართვაზე უარის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას სამსახური იმით ასაბუთებს, რომ „ფარდული” სინამდვილეში არის დასას-ვენებელი სახლი, რომლის აშენებაზე ნებართვის გაცემა სდასსკ-ის 68-ე მუხლის თანახმად შეუძლებელია. სამსახურს არც შეეძლო ხელშეკრულე-ბით ეკისრა ასეთი ვალდებულება, ამიტომაც ეს ხელშეკრულება ბათილია. წესების დაცვით, მაგრამ წარუმატებლად განხორციელებული ადმინისტრა-ციული გასაჩივრების პროცედურის შემდეგ, 1 თვის ვადაში ალექსანდრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეაქვს სარჩელი მშენებლობის ნებართვის გაცემის დავალდებულების თა-ობაზე. ალექსანდრეს თქმით, აღნიშნული მოთხოვნის უფლება გამომდინა-რეობს უშუალოდ სამსახურთან და ქალაქის სხვა წარმომადგენლებთან გა-ფორმებული ხელშეკრულებიდან, ისევე როგორც სამშენებლო სამართლის ზოგადი დებულებებიდან.

შეამოწმეთ სარჩელის პერსპექტიულობა.

Page 161: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

160

ამოხსნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 161A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 161

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი) . . . . . . . . . . . 161II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 162III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 163IV. სარჩელის ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 163V. A-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 163

B) სარჩელის სათანადო სახე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 163I. სარჩელი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე (სასკ-ის 23-ე

მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 163II. B-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 164

C) სარჩელის დასაშვებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 164I. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა (სასკ-ის 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) . . . . 165II. ორგანოს უარი აქტის გამოცემის თაობაზე (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2

ნაწილი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 165III. პირდაპირი და უშალო ზიანი (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი) . . . . . . . . . 165IV. სარჩელის წარდგენის ვადა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 165V. C-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 166

D) დასაბუთებულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 166I. მოთხოვნა სდასსკ-ის 64-ე და შემდეგი მუხლებიდან . . . . . . . . . . . . . . . . 166

1. ნებართვასავალდებულოობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1672. შესაბამისობა სამშენებლო დაგეგმვის სამართალთან . . . . . . . . . . . . . . 167

a) სდასსკ-ის 64-ე და შემდეგი მუხლების მოქმედება . . . . . . . . . . . . . . 167b) პროექტის შესაბამისობა სდასსკ-ის 68-ე მუხლთან. . . . . . . . . . . . . . 168

(1) პრივილეგირება სასოფლო მეურნეობის განვითარების გამო? . . . . . . 169(2) პრივილეგირება განსაკუთრებული ლოკაციური განთავსების ან

მისი განსაკუთრებული მიზნობრიობის გამო?. . . . . . . . . . . . . . . 169(3) პრივილეგირება სხვა განსაკუთრებული მიზეზების გამო? . . . . . . . . 169

3. I-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 170II. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება. . . . . . . . . . . . . . . 170

1. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნამდვილობის შემოწმების სამართლებრივი საფუძვლები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 170

2. ნამდვილობის ფორმალური წინაპირობები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1713. ნამდვილობის მატერიალური წინაპირობები . . . . . . . . . . . . . . . . . . . 171

a) მორიგების კანონიერება სკ-ის 360-ე მუხლის საფუძველზე . . . . . . . . . 172aa) დაურწმუნებლობა? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 172bb) აღმოფხვრა (ურთიერთ)დათმობის გზით? . . . . . . . . . . . . . . . . 173cc) a-ს შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 174

b) ბათილობის საფუძველი ორგანოს მიერ აღებული ვალდებულების უკანონობის გამო? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 174

c) 3-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1744. II-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 175

III. D-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 175E) საბოლოო შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 175

Page 162: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

161

ამოხსნა

ალექსანდრეს სარჩელს იმ შემთხვევაში ექნება წარმატება, თუ იგი დასაშვე-ბი და დასაბუთებული იქნება.

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი

სარჩელის დასაშვებობის წინარე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობის, მხარეთა საპროცესოუნარიანობის, სარჩე-ლის ფორმის, სათანადო მოპასუხის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის და სხვა მსგავსი საკითხები.

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი)

ალექსანდრეს სასარჩელო განცხადება შესაძლებელია იყოს საერთო სასა-მართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე. ამისთვის მოცე-მულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ უნდა მიეკუთ-ვნებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას. სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალის-წინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმი-ნისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. ამ შემ-თხვევაში კაზუსიდან ირკვევა, რომ ალექსანდრემ მიმართა ზემდგომ ორგა-ნოს, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სწორედ ამ გარემოებაზე მიუთითებს კაზუსში მოყვანილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: „წესების დაცვით, მაგრამ წარუმატებლად განხორციელებული ადმინისტრაციული გასაჩივრების პროცედურის შემდეგ, 1 თვის ვადაში ალექსანდრეს თბილი-სის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეაქვს სარჩელი მშენებლობის ნებართვის გაცემის დავალდებულების თაობაზე.” ამდენად, იგულისხმება, რომ მან გამოიყენა ერთჯერადი გასაჩივრების უფ-ლება და, შესაბამისად, მას შეუძლია, დავა გააგრძელოს სასამართლოში. შე-საბამისად, აღნიშნული დავა არის საერთო სასამართლოების ქვემდებარე.

ამავე დროს, უნდა დადგინდეს განსჯადობის საკითხი − რომელმა მოსა-მართლემ უნდა განიხილოს დავა. ალექსანდრეს დავა საერთო სასამართ-ლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნება გან-სახილველი, თუ ის პასუხობს სასკ-ის მე-2 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელე, სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” ქვეპუნქ-ტის თანახმად, ითხოვს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცე-მის დავალდებულებას. ფორმალურად ეს საკმარისი საფუძველია საგნობ-

Page 163: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

162

რივი განსჯადობის საკითხის გასარკვევად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილია შინაარსობრივი კრიტერიუმების გამოყენებაც.33 სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმე იმ სამართლებრივ ურ-თიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტ-რაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, დავა არის თუ არა საჯაროსამართლებრივი ბუნებისა. საჯაროსამართლებრივი დავა სახეზეა, როდესაც დავის გადაწყვეტისთვის არსებითი ნორმა საჯაროსამართლებრივი ნორმაა. აქ საქმის არსებითად გადაწყვეტისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სდასსკ-ის 64-ე და შემ-დეგი მუხლები. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ სამშენებლო ნებართვის გაცემაზე მოთხოვნის უფლება ასევე გამომდინარეობდეს ალექსანდრესა და ქალაქს შორის დადებული ხელშეკრულებიდან: ეს ხელშეკრულება, სულ მცირე, იმიტომ არის საჯაროსამართლებრივი ხასიათის,34 რომ მასზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული სამსახურის ვალდებულება სამშენებლო ნებარ-თვის გაცემის თაობაზე. ამდენად, ამ თვალსაზრისითაც ასევე გამოიყენება საჯაროსამართლებრივი ნორმები, კერძოდ სზაკ-ის 65 და შემდეგი მუხლე-ბი. ასე რომ, სახეზეა საჯაროსამართლებრივი ნორმის საფუძველზე დასა-რეგულირებელი დავა და, შესაბამისად, ეს დავა არის ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი.

სახეზე არ არის ასევე სასკ-ის მე-6 მუხლით განსაზღვრული მაგისტრატ მო-სამართლეთა განსჯადობა. ამდენად, დავას განსჯადობის მიხედვით განი-ხილავს საქალაქო სასამართლო პირველი ინსტანციით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

შესაბამისად, ეს დავა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტ-რაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი საქმე.

II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა

ბატონი ალექსანდრე, როგორც ფიზიკური პირი, ხოლო თბილისის მერიის საქალაქო სამსახური, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, სსსკ-ის 79-ე-81-ე მუხლების თანახმად, საპროცესოუნარიანები არიან.

33 მითუმეტეს, კაზუსის ორიგინალ ვერსიებში ავტორი, გერმანული სამართლის თავი-სებურების გათვალისწინებით, ძირითადად, შინაარსობრივ კრიტერიუმებზე მიუთითებს. 34 შენიშვნა: კითხვა − ატარებს თუ არა ხელშეკრულება მთლიანობაში საჯაროსამართ-ლებრივ ხასიათს, თუ კომპესაციის თანხის გადახდის ვალდებულება კერძოსამართლებ-რივი ხასიათისაა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ არის, რადგან გადამწყვეტია მხო-ლოდ სამსახურის ვალდებულება სამშენებლო ნებართვის გაცემის თაობაზე.

Page 164: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

163

III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი)

ბატონი ალექსანდრე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუ-ხედ ასახელებს თბილისის არქიტექტურის სამსახურს. სასკ-ის მე-14 მუხ-ლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულსა-მართლებრივი აქტი, ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. ამ შემთხვევაში სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს იმ ორგანოს წინააღმდეგ, რომელმაც არ გამოსცა სადავო აქტი და რომლის უფლებამო-სილებასაც მიეკუთვნება ასეთი აქტების გამოცემა.

IV. სარჩელის ფორმა

კაზუსიდან სარჩელის ფორმასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხარვეზი არ იკვეთება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ სარჩელი აკმაყოფილებს სსსკ-ის 177-ე-178-ე და 445-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს (სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში).

V. A-ს შედეგი

სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპისთვის დადგენილი მოთხოვნები დაკმა-ყოფილებულია.

B) სარჩელის სათანადო სახე

სარჩელის სათანადო სახე (უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრი-ვი საშუალება) დგინდება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლე-ბის, აგრეთვე საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შე-ფასების შესაბამისად (სასკ-ის 281 მუხლი), ისე, რომ ის თავსებადი იყოს მოსარჩელის უფლების დაცვის მიზანთან. ამ მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში (სასკ-ის 281 მუხლი).

I. სარჩელი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე (სასკ-ის 23-ე მუხლი)

აღნიშნული მოთხოვნისთვის შესაძლოა, სარჩელის სათანადო სახეს წარ-მოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულს-ამართ ლებრივი აქტის გაცემის დავალდებულების თაობაზე. ამისთვის სარჩელის მიზანი უნდა იყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამარ-თლებრივი აქტის გამოცემა. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის სათანა-

Page 165: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

164

დო სახე უნდა დადგინდეს სწორედ იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის აქტის გამოცემას გულისხმობს მოსარჩელის მოთხოვნა და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, მიიღწევა თუ არა ამის განხორციელებით მოსარჩე-ლის მიზანი.ამ შემთხვევაში ალექსანდრე ითხოვს, რომ სამსახურს, როგორც მშენებ-ლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს, დაეკისროს ვალდე-ბულება, მის მიერ შეტანილი განაცხადის შესაბამისად გასცეს მშენებლო-ბის ნებართვა. ასეთი მიზანი შესაძლოა, მიღწეულ იქნეს ადმინისტრაცი-ული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის ფარგლებში, რაც გულისხმობს არქიტექტურის სამსახურისთვის ნებართ-ვის გამოცემის დავალდებულებას. მოთხოვნილი აქტი, სზაკ-ის მე-2 მუხ-ლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ლეგალური დეფინი-ციის თანახმად, არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. სზაკ-ის ეს დეფინიცია, როგორც ზოგადი სამართლებრივი პრინცი-პის გამოხატულება, მნიშვნელოვანია ასევე ადმინისტრაციული საპროცე-სო კოდექსის განმარტებისთვის. დეფინიციის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგა-ნოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ცალკეული შემთხვევის მოსაწესრიგებლად გამოცემული აქტი (ღონისძიება), რომელ-საც აქვს მოწესრიგების ელემენტი. განსახილველ შემთხვევაში ამ ელე-მენტების არსებობა სადავო არ არის. ამდენად, ამ შემთხვევაში სარჩელის სათანადო სახე არის სასკ-ის 23-ე მუხლებით გათვალისწინებული მავალ-დებულებელი სარჩელი.

II. B-ს შედეგი

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სარჩელის სათანადო სახე არის სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი იასა-ის გამოცემის თაობაზე (ე.წ. მავალდებულებელი სარჩელი).

C) სარჩელის დასაშვებობა

აღნიშნული მავალდებულებელი სარჩელის დასაშვებობის შემთხვევაში სა-ხეზე უნდა იყოს სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები: ა) მოთხოვნილი უნდა იყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართ-ლებრივი აქტის გამოცემა; ბ) ორგანოს უარი ამ აქტის გამოცემის თაობაზე; გ) პირდაპირი და უშუალო ზიანი; დ) გასაჩივრების ვადა.

Page 166: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

165

I. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა (სასკ-ის 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

ალექსანდრეს სარჩელი აღძრული აქვს სასკ-ის 23-ე მუხლის შესაბამისად, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ მოთხოვნილი აქტი არის იასა. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, აღნიშნული აქტი (მშენებ-ლობის ნებართვა) არის აღმჭურველი იასა. ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში, შემოწმების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა სარჩელის დასაშვე-ბობის პირველი წინაპირობა.

II. ორგანოს უარი აქტის გამოცემის თაობაზე (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

კაზუსიდან ირკვევა, რომ „ალექსანდრე თავს მოტყუებულად მიიჩნევს, რადგან ორი თვის შემდეგ სამსახურს გამოაქვს გადაწყვეტილება ფარდუ-ლის აშენების ნებართვაზე უარის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას სამსახური იმით ასაბუთებს, რომ „ფარდული” სინამდვილეში არის დასასვენებელი სახ-ლი, რომლის აშენებაზე ნებართვის გაცემა სდასსკ-ის 68-ე მუხლის თანახ-მად შეუძლებელია.” შესაბამისად, მოსარჩელის განცხადება და ადმინისტ-რაციული ორგანოს უარი ამ განცხადებაზე სახეზეა.

III. პირდაპირი და უშალო ზიანი (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

ალექსანდრეს სარჩელი აღძრული აქვს სასკ-ის 23-ე მუხლის შესაბამისად, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ სადავო აქტის გამოცემაზე უარი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამდენად, ალექსანდრემ უნდა შეძლოს იმის მტკიცება, რომ აქტის გამოცემის თაობაზე უარით ირღვეოდა მისი უფლებები. ეს სახეზე იქნება, თუ მას აქვს სამშენებლო ნებართვის გაცემაზე მოთხოვნის უფლება. ამ შემ-თხვევაში ასეთი მოთხოვნა შეიძლება გამომდინარეობდეს სდასსკ-იდან და მოსარჩელის მიერ ქალაქთან დადებული ხელშეკრულებიდან, ამიტომ ბა-ტონი ალექსანდრე შეიძლება მივიჩნიოთ უფლებამოსილ მოსარჩელედ.

IV. სარჩელის წარდგენის ვადა

სასკ-ის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრა-ციულსამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან 1 თვის ვადა-ში. კაზუსიდან ირკვევა, რომ ეს ვადები დაცულია.

Page 167: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

166

V. C-ს შედეგი

ბატონი ალექსანდრეს სარჩელი დასაშვებია.

D) დასაბუთებულობა

სასკ-ის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციულ-სა-მართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება, ან დარ-ღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუ-ალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასა-მართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.” შესაბამი-სად, აღმჭურველი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ სარჩელი დასაბუთებული იქნება, თუ ალექსანდრეს ექნება ასეთი აქტის გამოცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და თუ უარით მისი უფლებები დარღვეულია. ამგვარად, ამ შემთხვევაში უარის კანონსაწინააღმდეგოობა და მოსარჩელის უფლების დარღვევა შეიძლება გამომდინარეობს კონსტი-ტუციის, სდასსკ-ისა და ამ სფეროში მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტე-ბის ერთობლიობიდან. მავალდებულებელი სარჩელი, ამ მუხლის თანახმად, დასაბუთებულია არა იმიტომ, რომ პირს ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულსამართლებრივი აქტის გამოცემაზე მართლსაწინააღმდეგოდ ეთქ-ვა უარი ან ასეთი აქტი (კანონსაწინააღმდეგოდ) არ იქნა გამოცემული და ამის შედეგად მოსარჩელის უფლებები დაირღვა (სდასსკ-ის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), არამედ, საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრების თანახმად, გადამწყვეტია, აქვს თუ არა მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება ინდივიდუ-ალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე, რომელზეც უარი ეთქვა ან რომელიც არ გამოცემულა. ამიტომ, ამ შემთხვევაში სარჩელი დასაბუ-თებულია, თუ ალექსანდრეს აქვს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი მის მიერ მოთხოვნილი სამშენებლო ნებართვის გაცემაზე. ასეთი მოთხოვნა აქ შეიძლება გამომდინარეობდეს სდასსკ-ის 64-ე და შემდეგი მუხლებიდან და იმ კონსტრუქციიდან, რომ, ზოგადად, მშენებლობის ნებართვა უნდა გა-იცეს, თუკი სამშენებლო განზრახვა არ ეწინააღმდეგება სამშენებლო სფე-როში მოქმედ საჯაროსამართლებრივ ნორმებს.

I. მოთხოვნა სდასსკ-ის 64-ე და შემდეგი მუხლებიდან

სდასსკ-ის 64-ე და შემდეგი მუხლების და სხვა საჯაროსამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისობისას მშენებლობის ნებართვის გაცემის კონსტ-რუქცია განსაზღვრავს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვ-

Page 168: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

167

ლებს. თუმცა სანამ ამ საკითხებს შევამოწმებთ, მანამდე უნდა გაირკვეს თავად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შენობის ნებართვასავალდებულო-ობის საკითხი, რა შემთხვევაშიც მოქმედებს ზემოთ დასახელებული ნორ-მები.

1. ნებართვასავალდებულოობა

მოსარჩელის მიერ განზრახული მშენებლობის ნებართვასავალდებულოობა შესაძლოა, გამომდინარეობდეს სდასსკ-ის 93-ე-94-ე მუხლებიდან და შე-საბამისი კანონქვემდებარე აქტებიდან. ამ ნორმებისა და აქტების თანახ-მად, შენობა-ნაგებობების მშენებლობა, როგორც წესი, შენობა-ნაგებობის კლასების მიხედვით, საჭიროებს მშენებლობის ნებართვას ან ინფორმაციის შეტყობინებას. ამდენად, საკითხავია, არის თუ არა მოსარჩელის პროექტი მშენებლობის ნებართვას ან შეტყობინების ვალდებულებას დაქვემდებარე-ბული ობიექტი (შენობა ან ნაგებობა). ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი იყოს შენობაზე. სდასსკ-ის მე-3 მუხლის ლეგალური დეფინიციის თანახ-მად, შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი, გრუნტთან უძრავად დაკავშირებული კონსტრუქციული სისტემა, რომლის ძირითადი დანიშნულებით გამოსაყენებლად აუცილებელია სათავსების/სამყოფების/სადგომების არსებობა. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მშე-ნებლობა შეესაბამება ზემოთ დასახელებული ნორმის ფაქტობრივი შემად-გენლობის ელემენტებს. როგორც კაზუსიდან ირკვევა, ალექსანდრე თავის მიწის ნაკვეთზე გეგმავს 70 მ2 ფართობის მქონე ფარდულის აშენებას, რო-მელსაც ექნება 4 ფანჯარა, საპირფარეშო, საშხაპე, ღუმელი, სამზარეულოს განყოფილება და გადახურული ტერასა გრილის ადგილით. მოქმედი ტექ-ნიკური რეგლამენტების საფუძველზე, ის მიეკუთვნება მე-2 კლასის ნაგე-ბობას და საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. ამავე დროს, არ არსებობს სდასსკ-ის 93-ე მუხლის მე-2-მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული ნებართ-ვის ვალდებულებისგან გათავისუფლების წინაპირობები.

2. შესაბამისობა სამშენებლო დაგეგმვის სამართალთან

a) სდასსკ-ის 64-ე და შემდეგი მუხლების მოქმედება

იმისათვის, რომ სდასსკ-ის 64-ე და შემდეგი მუხლების მოთხოვნები წაეყე-ნოს ალექსანდრეს პროექტს, სახეზე უნდა იყოს ნებართვასავალდებულო შენობის მშენებლობა მიწაზე. პირველ ნაწილში მსჯელობისას დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ განზრახული მშენებლობა წარმოადგენს შენობას, რომლის განთავსება/აღმართვა, სდასსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, თავს-

Page 169: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

168

დება „მშენებლობის” ლეგალურ დეფინიციაში. ამავე დროს, ეს მშენებლო-ბა დაგეგმილია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ „მიწის ნაკვეთზე”. სდასსკ-ის 65-ე და შემდეგი მუხლები ეხება სწორედ მიწის ნაკვეთზე მშე-ნებლობის დასაშვებობის გეგმარებითსამართლებრივ მოთხოვნებს. ამავე დროს, დგინდება, რომ ალექსანდრეს ნაკვეთი მდებარეობს გარეუბანში, ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშ-ნულებით და რომელზეც არ ვრცელდება განაშენიანების დეტალური გეგმა (გდგ). „თბილისის თასის” გდგ-ის მოქმედება მის ტერიტორიაზე არ ვრცელ-დება, ამიტომ ამ შემთხვევაზე უნდა გამოირიცხოს სდასსკ-ის 66-ე და 67-ე მუხლების მოქმედება. შესაბამისად, საქმე ეხება განაშენიანების ჩამოყალი-ბებული სისტემის (უშენი ტერიტორიის) გარეთ მდებარე მიწის ნაკვეთებს (68-ე მუხლი).

b) პროექტის შესაბამისობა სდასსკ-ის 68-ე მუხლთან

როგორც უკვე აღინიშნა, ვინაიდან საქმე ეხება განაშენიანების ჩამოყალი-ბებული სისტემის გარეთ არსებულ მიწის ნაკვეთებს, მის მიმართ გამოიყე-ნება სდასსკ-ის 68-ე მუხლით განსაზღვრული წესები. ამ უკანასკნელის თა-ნახმად, „იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც განაშენიანების ჩამოყალიბებული სისტემის გარეთ მდებარეობს და რომელზეც არ ვრცელდება განაშენიანე-ბის დეტალური გეგმა, მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიის ფუნქციით განპირობებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, მოქმედი სივრცის დაგეგმარების, ქალაქმშენებლობითი გეგმის (არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი დებულებების მოთხოვნა-თა საფუძველზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს.” ამიტომ უნდა გაირკვეს, რამდენად არის ალექსანდრეს პროექტი უშენი ტე-რიტორიის ფუნქციით განპირობებული, ანუ პრივილეგირებული მშენებლო-ბა. არასამშენებლო ტერიტორიაზე, როგორც წესი, მშენებლობა დასაშვე-ბია, თუ ამით არ ილახება საჯარო ინტერესები და თუ მშენებლობა განპი-რობებულია, მაგ., ისეთი განსაკუთრებული გარემოებებით, როგორებიცაა: ა) სასოფლო მეურნეობის განვითარება, თუ მშენებლობა განზრახულია ამავე მეურნეობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე; ბ) განსაკუთრებული ლოკაციური განთავსების თავისებურება, ან განსაკუთრებული მიზნობრი-ობით განპირობებული მშენებლობა; გ) სხვა ცალკეულ შემთხვევაში, თუ სა-ჭიროებისას ეს ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სატრან-სპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურით. მოცემულ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს პრივილეგირების ეს ცალკეული გარემოებები.

Page 170: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

169

(1) პრივილეგირება სასოფლო მეურნეობის განვითარების გამო?

პირველ რიგში, ფარდული შეიძლება წარმოადგენდეს პრივილეგირებულ პროექტს და ემსახურებოდეს სასოფლო მეურნეობის განვითარებას. თუმ-ცა ამ შემთხვევაში ასეთი რამ არ დგინდება: ხეხილის პლანტაცია არის სა-სოფლო-სამეურნეო საწარმო (საქმიანობა), ფარდულიც შეიძლება ემსახუ-რებოდეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. თუმცა დაგეგმილი პროექტი არ „ემსახურება” მეხილეობის საწარმოს, ვინაიდან „ფარდულს” არ გააჩნია მეხილეობის საწარმოს შესაფერისი და მის საჭიროებებზე გათვლილი მახა-სიათებლები. ამდენად, გადამწყვეტია, განახორციელებდა თუ არა გონივ-რულად მოაზროვნე ფერმერი, სწორედ რომ ამ გარე ტერიტორიის შესაბა-მისი საწარმოსთვის, დაახლოებით იმავე გამოყენების მიზნის, დიზაინისა და აღჭურვილობის მქონე პროექტს. დანადგარების შესანახავად აქ საკმა-რისია მარტივი, უფანჯრო, საუკეთესო შემთხვევაში, შუქის გამტარი მცი-რე ღიობის მქონე ქოხი, რომელიც არ სცდება აღნიშნულ ფარგლებს და არ გააჩნია ადამიანის ცხოვრებისთვის აუცილებელი აღჭურვილობის მახასი-ათებლები. მისი მოწყობის თავისებურებიდან გამომდინარე (განსაკუთრე-ბით: საპირფარეშო, ღუმელი, გადახურული ტერასა, სამზარეულოს კუთხე, საშხაპე) კი, „ფარდული” განკუთვნილია დასასვენებელი სახლის ფუნქციის შესასრულებლად. შესაბამისად, დასასვენებელი სახლის მიმართ პრივილე-გირების ზემოთ დასახელებული გარემოების გამოყენება გამორიცხულია.

(2) პრივილეგირება განსაკუთრებული ლოკაციური განთავსების ან მისი განსაკუთრებული მიზნობრიობის გამო?

განსახილველ შემთხვევაში არც განსაკუთრებული ლოკაციური განთავსება არ განიხილება. დასასვენებელი სახლები არ წარმოადგენს ისეთ შენობას, რომლებიც, გარემოს მიმართ მათი განსაკუთრებული მოთხოვნების გამო, მხოლოდ გარე ტერიტორიაზე უნდა აიგოს. ამგვარად, ზემოთ დასახელებუ-ლი პრივილეგირებისთვის საკმარისი არ არის მშვიდ და ბუნებასთან ახლო გარემოში ყოფნის სუბიექტური სურვილი.

(3) პრივილეგირება სხვა განსაკუთრებული მიზეზების გამო?

რაც შეეხება სხვა განსაკუთრებულ მიზეზებს, ამ საფუძვლით მშენებლობის დასაშვებობისას არ უნდა ილახებოდეს საჯარო ინტერესები. საჯარო ინტე-რესების შელახვაა, მაგალითად, თუ ის არ შეესაბამება ქალაქმშენებლობი-თი დოკუმენტებით დადგენილ მოთხოვნებს. ამ თვალსაზრისით, პროექტი ყველა შემთხვევაში წინააღმდეგობაში იქნებოდა მიწათსარგებლობის გეგ-მის მითითებებთან, რომლებიც განსახილველი ტერიტორიისთვის სასოფ-

Page 171: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

170

ლო-სამეურნეო სარგებლობას ითვალისწინებს. მართალია, აქ საკითხავია, ხომ არ არის ის ამასობაში გაუქმებული ექსპროპრიაციის მიზნებიდან გა-მომდინარე, მაგრამ ეს არ არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. დასასვენე-ბელი სახლის აშენება ყველა შემთხვევაში ზიანს აყენებს ამ ლანდშაფტის, როგორც დასასვენებელი ადგილის, ღირებულებას, რაც ასევე საჯარო ინ-ტერესს უპირისპირდება. გარდა ამისა, როგორც წესი, გარე ტერიტორიებ-ზე დასასვენებელი სახლების მშენებლობას ყოველთვის გამოუჩნდება მიმ-ბაძველები ისე, რომ ერთი დასასვენებელი სახლის აშენების შემთხვევაშიც კი იქმნება დაუგეგმავად მიმოფანტული დასახლების გაჩენის საფრთხე. ამდენად, პროექტზე ნებართვის გაცემა არც ამ საფუძვლით იქნება პრივი-ლეგირებული.

3. I-ის შედეგი

ამდენად, პროექტი მთლიანობაში შეუსაბამოა სდასსკ-ის 68-ე მუხლის მოთ-ხოვნასთან.

II. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება

თუმცა შესაძლოა, რომ სამშენებლო ნებართვის გაცემაზე მოთხოვნის უფ-ლება გამომდინარეობდეს სამსახურთან დადებული საჯაროსამართლებრი-ვი ხელშეკრულებიდან (იხილეთ ზემოთ, A I). სზაკ-ის 65-ე მუხლის თანახ-მად, „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტ-რაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.” ამავე დროს, ეს არ არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ინდ. აქტის გა-მოცემის ნაცლად, არამედ ის შეიცავს დათქმას ასეთი აქტის გამოცემის თა-ობაზე. ამდენად, ცხადია, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს („pacta sunt servanda”), თუ ის კანონიერია. ამდენად, ჯერ უნდა შემოწმდეს, არის თუ არა ხელშეკრულება კანონიერი (ნამდვილი).

1. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნამდვილობის შემოწმების სამართლებრივი საფუძვლები

თუმცა ამ თვალსაზრისით ისმება კითხვა, ამ ხელშეკრულების ნამდვილო-ბის საკითხი მხოლოდ სზაკ-ის 65-ე და შემდეგი მუხლების მიხედვით უნდა გადაწყდეს, თუ ასევე სდასსკ-ის 47-ე მუხლის მიხედვით, რომელსაც სზაკ-ის 65-ე მუხლთან მიმართებით აქვს უპირატესობა. თუმცა ხელშეკრულე-ბის საგნიდან გამომდინარე, საეჭვოა სახეზე იყოს ქალაქმშენებლობითი (ადმინისტრაციული) ხელშეკრულება. მართალია, ეს უკანასკნელი სდასსკ-

Page 172: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

171

ში განმარტებული არ არის, თუმცა აღწერილია მაგალითების სახით. ამ მაგალითებიდან უნდა დავასკვნათ, რომ ხელშეკრულება მხოლოდ მაშინ ატარებს ქალაქმშენებლობითი ხელშეკრულების ხასიათს, როდესაც იგი ქა-ლაქმშენებლობის სამართლის წესებს ან ღონისძიებებს ეხება, ანუ კოდექს-ში ხსენებულ ისეთ ღონისძიებებს, როგორებიც არის: ქალაქმშენებლობის დაგეგმარება, ქალაქმშენებლობითი ღონისძიებები, ინფრასტრუქტურული განვითარება და სხვა მსგავსი ღონისძიებები. ამ შემთხვევაში სახელშეკრუ-ლებო ვალდებულებების საგანია არა აღნიშნული ღონისძიებები, არამედ, ერთი მხრივ, მშენებლობის ნებართვის გაცემა, ხოლო, მეორე მხრივ, მესა-მე პირზე გაცემული „თბილისის თასის” თაობაზე გაცემული მშენებლობის ნებართვის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის უკან გამოთხოვა. ამდენად, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი მხოლოდ სზაკ-ის 65-ე და შემდეგი მუხლების მიხედვით უნდა გადაწყდეს.

2. ნამდვილობის ფორმალური წინაპირობები

სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ” ქვეპუნქტისა და იმავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის (სამოქალაქო კოდექსის 316-ე და შემდეგ მუხ-ლებთან ბმაში) თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნამდვილო-ბისთვის, უპირველესად, აუცილებელია ორმხრივი ნების არსებობა და მხა-რეთა ნების თანხვედრა. ამ შემთხვევაში მხარეების მხრიდან ასეთი ნების გამოვლენა განხორციელდა. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ირკ-ვევა, რომ ასევე დაცულია ფორმებიც (განსაკუთრებით, სზაკ-ის 69-ე მუხ-ლით გათვალისწინებული წერილობითი ფორმა). ვინაიდან ხელშეკრულების ერთი მხარე არის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაცი-ული ორგანო, ამდენად, დაცულია, ასევე, სზაკ-ის 68-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება ძალაში შედის იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის შემდეგ, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელია სათანადო ადმინისტრა-ციულსამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

ამდენად, ხელშეკრულების ნამდვილობას ხელს არ უშლის ფორმალური ას-პექტები.

3. ნამდვილობის მატერიალური წინაპირობები

თუმცა ხელშეკრულება შეიძლება, მატერიალურსამართლებრივი საფუძვ-ლებიდან გამომდინარე, არ იყოს კანონიერი, რაც განისაზღვრება სზაკ-ის 65-ე, 66-ე და 70-ე მუხლების მიხედვით. სზაკ-ის 65-ე მუხლის პირველი ნაწი-ლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტუ-

Page 173: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

172

ლი ადმინისტრაციულსამართლებრივი ურთიერთობა, რომელსაც მოიცავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ურთიერთობა, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკ-რულების გზით, თუ, ზოგადად, „მოწესრიგების უფლებამოსილება მას კა-ნონით აქვს მინიჭებული”. სზაკ-ის 66-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორ-განო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილე-ბათა ფარგლებში.”

a) მორიგების კანონიერება სკ-ის 360-ე მუხლის საფუძველზე

საკითხავია, ხომ არ იყო დაკმაყოფილებული მორიგების ხელშეკრულების დადების წინაპირობები. ეს განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლიდან (სზაკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 70-ე მუხლის 1-ლ ნა-წილთან ბმაში). აღნიშნული მუხლის თანახმად, „ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის დავა ან დაურწმუნებლობა აღმოიფხვრება ურთიერთდათმობის (მორიგების) გზით, თუ, ხელშეკრულების შინაარსი-დან გამომდინარე, ეს მორიგება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარე-მოებებს, და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა სცოდნოდათ.”

aa) დაურწმუნებლობა?

პირველ რიგში, ამ თვალსაზრისით, საქმის გარემოებათა ან სამართლებ-რივი მდგომარეობის გონივრული შეფასების შედეგად, სახეზე უნდა იყოს იმ საკითხში დაურწმუნებლობა, რომელიც მორიგების საშუალებით უნდა მოგვარებულიყო. სკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაურწმუ-ნებლობას უთანაბრდება, როცა რაიმე მოთხოვნის განხორციელება საეჭ-ვოა.” აქ, ამ გაგებით, სამართლებრივი დაურწმუნებლობა სახეზეა. ხელშეკ-რულების დადების მიზეზი იყო ალექსანდრეს შეცილება „თბილისის თასის” პროექტისა და მის საფუძვლად არსებული განაშენიანების გეგმის წინააღ-მდეგ, რომლის თაობაზე დავა მას სამართლებრივად ჯერ კიდევ შეეძლო. ამ პროექტის დასაშვებობის საკითხი მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული იმაზე, იყო თუ არა „თბილისის თასის” განაშენიანების გეგმა კანონის შე-საბამისი. სხვა მხრივ, სამართლებრივი მდგომარეობის დაურწმუნებლობა გამომდინარეობს ასევე იქიდან, რომ წარმოდგენილია პრეტენზიები დაგეგ-მვის პროცედურაში შეფასების ხარვეზების არსებობასთან დაკავშირებით და, როგორც საქმის გარემოებებიდან იკვეთება, გარკვეულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი სასამართლო პრაქტი-

Page 174: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

173

კა. და ბოლოს, როგორც ჩანს, არსებობს გაურკვევლობები გარემოს დაცვის სამართლის სფეროში, ვინაიდან გამორიცხული არ არის, რომ ხელახლა და-გეგმარებულ ტერიტორიაზე, განაშენიანების გეგმის დამტკიცების შემდეგ ცხოველთა დაცულ სახეობებს დაედოთ ბინა და რომ შეიძლება ამას ჰქონ-დეს მნიშვნელობა მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად.

bb) აღმოფხვრა (ურთიერთ)დათმობის გზით?

ეს გაურკვევლობა ურთიერთდათმობის გზით უნდა ყოფილიყო აღმოფხ-ვრილი. „აღმოფხვრა” აქ სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით არ უნდა იქნეს გაგებული. საკმარისია, რომ გაურკვეველი მდგომარეობა შეთანხმებუ-ლად, კომპრომისის გზით მოგვარებულად იქნეს მიჩნეული. კაზუსიდან გამომდინარე, ეს წინაპირობა დაკმაყოფილებულია, რადგან ალექსანდრემ შეპირებული სამშენებლო ნებართვისა და კომპენსაციის თანხის მიღების სანაცვლოდ, პირდაპირ განაცხადა უარი „თბილისის თასისთვის” გაცემუ-ლი სამშენებლო ნებართვის გასაჩივრებაზე სასამართლო წესით. ეს წმინდა პროცესუალური დათმობა (მატერიალურსამართლებრივი დათმობის საპი-რისპიროდ), ზოგადად, მიჩნეულია „დათმობად”.

თუმცა მორიგების ხელშეკრულების დადების დასაშვებობა, მკაცრად რომ ვთქვათ, გამონაკლისია მმართველობის მიმართ მოქმედი მკაცრი სამართ-ლებრივი ბოჭვიდან. აქ იგი მისაღებია იმიტომ, რომ საქმისა და სამართ-ლებრივი მდგომარეობის სრულყოფილად გარკვევა შეუძლებელი ან არაპ-როპორციულად დიდი ძალისხმევის შედეგად არის შესაძლებელი და ამი-ტომ აზრთა სხვადასხვაობის მოგვარება ერთმანეთის მიმართ დათმობაზე წასვლის გზით სამართლებრივად ადეკვატური გამოსავალია. ამდენად, მხოლოდ ამიტომ არის აღჭურვილი მორიგება გაზრდილი გულგრილობით (არამგრძნობიარობით) კანონის დარღვევების მიმართ. აქედან გამომდინა-რე, მორიგების ხელშეკრულების თვალსაზრისით, აღნიშნული არ მოიცავს შემთხვევებს, როდესაც მონაწილეები სამართლებრივი დაურწმუნებლობის გამო ერთმანეთს გარკვეულ შესრულებებს ჰპირდებიან, რომელთა კანონ-საწინააღმდეგოობას, მიუხედავად იმისა, ცნობილია თუ არა ის მათთვის, არავითარი შეხება არ აქვს მოსაგვარებელ დაურწმუნებლობასთან. ამდე-ნად, გონივრულია სკ-ის 360-ე მუხლის განმარტება ისე, რომ დაურწმუნებ-ლობა და დათმობა ერთსა და იმავე საკითხს უნდა ეხებოდეს. ამ მუხლის თანახმად, ურთიერთდათმობის (მორიგების) ხელშეკრულება ბათილია, თუ „მორიგება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს”. სწორედ ერთი და იმავე საკითხის მოგვარება არ გვაქვს ამ შემთხვევაში. კერძოდ, საკითხს,

Page 175: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

174

შეიძლება თუ არა „ფარდულზე” ნებართვის გაცემა, არავითარი შეხება არ აქვს „თბილისის თასის” სამშენებლო პროექტზე ნებართვის გაცემის შესაძ-ლებლობასთან.

cc) a-ს შედეგი

ამდენად, მორიგების ხელშეკრულების დადებისთვის სკ-ის 360-ე მუხლის წინაპირობები არ იყო დაკმაყოფილებული და ამიტომ ხელშეკრულება ბა-თილია.

b) ბათილობის საფუძველი ორგანოს მიერ აღებული ვალდებულების უკანონობის გამო?

ხელშეკრულება შეიძლება ბათილი იყოს 65-ე და 66-ე მუხლების საფუძველ-ზე. აქ სახეზე გვაქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ისეთი აქტის გამოცემის ვალდებულების განსაზღვრა, რომელიც ეწინააღმდეგება სამ-შენებლო კანონმდებლობის, განსაკუთრებით სდასსკ-ის 68-ე მუხლის მოთ-ხოვნებს (იხილეთ ზემოთ, D I 2 b). ალექსანდრემ ამ მუხლით გათვალისწი-ნებული პრივილეგიის გამოყენების მიზნით დასასვენებელ სახლზე განაც-ხადი წარადგინა ისე, თითქოს ის იყო „ფარდული”. მან უნდა იცოდეს, რომ დასასვენებელი სახლების აგება გარე ტერიტორიებზე დასაშვები არ არის. ის გარემოებაც, რომ ალექსანდრემ, განსაკუთრებით „ფარდულისთვის” სამშენებლო ნებართვის გამო, უარი თქვა „თბილისის თასის” სამშენებლო ნებართვის გასაჩივრებაზე, უფრო იმაზე მიუთითებს, რომ მან იცოდა, „ჩვე-ულებრივი გზით” შეუძლებელი იყო ფარდულისთვის სამშენებლო ნებართ-ვის მიღება; მეორე მხრივ, სდასსკ-ის 68-ე მუხლი არ არის კატეგორიულად იმპერატიული ნორმა, არამედ ის იძლევა საგამონაკლისო წესით ნებართვის გაცემის შესაძლებლობას. თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, ეს წინაპირობები სახეზე არ იყო.

ამდენად, მორიგების ხელშეკრულების დადებისას ზემოთ აღნიშნული მუხ-ლების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს საჯაროსამართლებრივი „ბოჭვის” წინაპირობები არ იყო დაკმაყოფილებული და ამიტომ ხელშეკრუ-ლება ბათილია.

c) 3-ის შედეგი

ამით მორიგების შეთანხმება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრი-სით, ბათილია.

Page 176: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

175

4. II-ის შედეგი

შედეგად, ალექსანდრეს მიმართ მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთ-ხოვნის უფლება არც ხელშეკრულების საფუძველზე არსებობს.

III. D-ს შედეგი

ამით ალექსანდრეს მშენებლო ნებართვის გაცემის თაობაზე მოთხოვნის უფლება საერთოდ არ გააჩნია. შედეგად მისი სარჩელი დაუსაბუთებელია.

E) საბოლოო შედეგი

ალექსანდრეს სარჩელი დასაშვებია, თუმცა დაუსაბუთებელია, ამიტომ ის ვერ დაკმაყოფილდება.

Page 177: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

176

კაზუსი 9

სანიტრები

ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ქალაქი აქციოს „ხელო-ვანთა მექად რეგიონში”, რათა მეტი მიმზიდველობა შეჰმატოს ამ ადგილს. ამიტომ, რეგიონის ახალგაზრდა ხელოვანთა მხარდასაჭერად, ქალაქის სა-ბიუჯეტო გეგმაში გამოიყო სახსრები. თბილისის მერიას მიენიჭა უფლება-მოსილება, ქალაქის საკრებულოს დირექტივების შესაბამისად, საბიუჯე-ტო გეგმით გამოყოფილი სახსრების ფარგლებში გასცეს ასეთ ხელოვანთა პროექტებისთვის წლიური სტიპენდიები, თვეში 1500 ლარის ოდენობით. მერიამ აღნიშნულთან დაკავშირებით კონკურსის ჩატარების, გამარჯვებუ-ლის გამოვლენისა და გრანტის მონიტორინგის/შეწყვეტის უფლებამოსილე-ბა გადასცა შპს „დიდებულს”, რომლის საქმიანობაზეც ზედამხედველობას განახორციელებდა მერია.

ინიციატივის ფარგლებში აღნიშნული შპს-ის მიერ გამოქვეყნებულ კონ-კურსში, სხვა მსურველებთან ერთად, დარეგისტრირდა (თავისუფალი) ხე-ლოვანი მურთაზ ეშერია. მის მიერ წარდგენილი საპროექტო განაცხადის სახელწოდებაა „სანიტრები”, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან ხრახ-ნით შეერთებულ ხელსაბანის ნიჟარებსა და აბაზანებს. 6 იანვარს ეშერიამ შპს-ის დირექტორისგან მიიღო წინა დღით დათარიღებული წერილი, რომ-ლითაც მას ეცნობა, რომ მიიღებდა მიმდინარე წლისთვის სტიპენდიას, თვე-ში 1500 ლარის ოდენობით. წერილში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ „სა-ნიტრები” წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო და მასალები, რაც დას-ჭირდებოდა პროექტის განხორციელებას, უნდა შეესყიდათ კონკრეტული საწარმოდან − „Philippy & Popp”. ამ წერილით ეშერიას ისიც შეატყობინეს, რომ მხარდაჭერის ეს ღონისძიება იყო „სპეციალური სუბსიდია”, ასევე სპე-ციალური კანონმდებლობით მოწესრიგებული, რომლითაც გათვალისწინე-ბული პროცედურა სკრუპულოზურად იყო დაცული.

თუმცა 29 მარტს ეშერიამ დირექტორს მისწერა, რომ, ხელოვნების მოსაზ-რებებიდან გამომდინარე, მას მისაღებად არ მიაჩნდა „Philippy & Popp”-ის პროდუქტების გამოყენება და აპირებდა, თავისი ნამუშევრებისთვის სხვა ფირმების ახალი პროდუქცია გამოეყენებინა. აღნიშნულის პასუხად 4 აპ-რილს დირექტორმა (რომლის კომპანიასაც დელეგირებული აქვს სტიპენ-დიის გაცემის უფლებამოსილება) მიაკითხა ეშერიას თავის სახელოსნოში და გაესაუბრა „Philippy & Popp”-ის პროდუქტების გამოყენების შესაძლებ-

Page 178: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

177

ლობაზე ისე, რომ სტიპენდიის შეწყვეტაზე არაფერი უთქვამს. სამუშაოს შესრულების პროგრესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ეშერიამ მი-უთითა ნიჟარებზე, რომლებიც ჯერ ძალიან შორს იყო დასრულებისგან და უკვე ძალზე დაზიანებული იყო. „Philippy & Popp”-ის გამგეობის თავმჯდო-მარის სახელით მოგვიანებით დირექტორს დამაჯერებლად განუმარტეს, რომ სწორი მონტაჟისა და მოპყრობის შემთხვევაში, ნიჟარა ასე არ დაზიან-დებოდა. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა ეშერიას, რომელიც, ხელოვნების ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც თავის პოზიციაზე იყო და მოითხოვდა სხვა მასალების გამოყენებას.

11 აპრილს ეშერიამ შპს-ისგან მიიღო 10 აპრილით დათარიღებული წერილი, რომელშიც მას ეცნობა, რომ პირველი მაისიდან სტიპენდიის გადახდა შეუწ-ყდებოდა, რადგან მას არ სურდა შეთავაზებული მასალების გამოყენება და არც მასალების გამოყენების დებულებიდან გადახვევის რაიმე საფუძვლი-ანი მიზეზები არსებობდა.

13 აპრილს ეშერიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის მერთან, რაც სხვა მიზეზთა შორის იმით დაასაბუთა, რომ ნამუშევართან დაკავში-რებით მისი დამოკიდებულების შეცვლაზე რეაქცია სრულიად გადაჭარბე-ბული და მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ამასთან, მისი სიტყვებით, ის დარწმუნებული იყო, რომ მასალების შესყიდვის დებულების შესრულება შემდგომში სტიპენდიის მიღებისათვის არ იყო გადამწყვეტი.

შეკითხვა 1: რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო თბილისის მერიას?

იხელმძღვანელეთ იმით, რომ პირველ ივნისს თბილისის მერის იურიდიულ-მა სამსახურმა (რომელიც უფლებამოსილია, მერის სახელით გადაწყვეტი-ლება მიიღოს მერისთვის წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით) ეშერიას საჩივარი მიიღო განსახილველად და დააკმაყოფილა. დასაბუთების სახით აღნიშნულია, რომ შპს-ის დირექტორმა დისკრეცია სტიპენდიის შეწყვეტის თაობაზე არასწორად განახორციელა; საკმარისად არ იყო გათვალისწინე-ბული ეშერიას ინტერესები. დირექტორი აღშფოთებულია. მას მიაჩნია, რომ მერიის იურიდიულმა სამსახურმა სტიპენდიის შეწყვეტის მიზანშეწონილო-ბა შეამოწმა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის კომპეტენცია არ გააჩნდა, რამეთუ შპს დამოუკიდებელი იყო გადაწყვეტილების მიღებაში. ამიტომ, 12 ივნისს დირექტორს სარჩელი შეაქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საკრებულოს იურიდიულ საკითხ-თა კომისიის წინააღმდეგ და ითხოვს ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღე-

Page 179: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

178

ბული გადაწყვეტილების გაუქმებას. შესაგებელში იურიდიული სამსახური სარჩელს თავიდანვე დაუშვებლად მიიჩნევს: გასაჩივრების პროცედურა ემსახურება მოქალაქეთა და არა უწყებების დაცვას. იმით, რომ ადმინისტ-რაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ სარჩელის შეტანის უფლება დასაშვები გახდება იმ უწყებისთვის, რომლის წინააღმ-დეგაც იყო შეტანილი თავდაპირველი საჩივარი, ზიანი მიადგება ამ დაცვას.

შეკითხვა 2: აქვს თუ არა მერის სარჩელს პერსპექტივა?

Page 180: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

179

ამოხსნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 181შეკითხვა 1 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 181

A) დასაშვებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 181I. საჯაროსამართლებრივი დავა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 181II. საჩივრის შეტანა ზემდგომ თანამდებობის პირთან (სზაკ-ის 178-ე მუხლი) . . . . 182III. საჩივარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის

ბათილად ცნობის თაობაზე (სზაკ-ის 177-ე მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . 1841. სტიპენდიის შეწყვეტა მხოლოდ დეკლარაციულად? . . . . . . . . . . . . . . . 1842. 10 აპრილის გადაწყვეტილების მომწესრიგებელი შინაარსი (სზაკ-ის

177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტთან ბმაში). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 185

3. III-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 186IV. საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება (სზაკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტთან ბმაში) . . . . . . . . . . . . . . . . 186V. A-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 187

B) დასაბუთებულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 187I. გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერება,

განსაკუთრებით ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის ჭრილში . . . . . . . . 1881. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო . . . . . . . . . . . . . . . . . . 1882. ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა (სზაკ-ის 95-ე მუხლი) . . . . . . . . . 1883. ადმინისტრაციული წარმოების დარღვევის არსებითობა (სზაკ-ის 601

მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1904. 2-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 190

II. მატერიალური კანონიერება (გაუქმება სზაკ-ის 601 მუხლის მიხედვით) . . . . . . 1901. სტიპენდიის მინიჭების კანონსაწინააღმდეგოობა . . . . . . . . . . . . . . . . 191

a) კანონწინააღმდეგობა ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ჭრილში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 191aa) კანონისმიერი დათქმის მოქმედება კომუნალური სუბსიდირების

მიმართ? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 192bb) კანონისმიერი დათქმის მოქმედება ზოგადად მუნიციპალური

დადგენილების თაობაზე სუბსიდირების მიმართ? . . . . . . . . . . . . 193cc) „არსებითობის თეორიის” გადატანის (მისადაგების) შესაძლებლობა

მერისა და მუნიციპალურ საკრებულოს შორის ურთიერთობაზე, განსაკუთრებით კულტურის მუნიციპალური მხარდაჭერის სფეროში? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 193

dd) a-ს შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 196b) სტიპენდიის მინიჭების მართლსაწინააღმდეგოობა მასალის შესყიდვის

შესახებ დათქმის დამატების გამო. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 196aa) სტიპენდიის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების „ინფიცირების”

შესაძლებლობა დამატებითი პირობები კანონსაწინააღმდეგოობის გამო? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 197

bb) მასალის შესყიდვის შესახებ დათქმის კანონსაწინააღმდეგოობა . . . . 197cc) b-ს შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 198

c) კანონსაწინააღმდეგოობა „სპეციალური სუბსიდიის” გაცემის წესების დარღვევის გამო? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 198

d) 1-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 199

Page 181: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

180

2. განსაკუთრებული წინაპირობები აღმჭურველი ინდ. აქტების ბათილად ცნობისთვის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 199

3. II-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 200III. გაუქმება სზაკ-ის 61-ე მუხლის საფუძველზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 200

1. სზაკ-ის 61-ე მუხლის მოწესრიგების სფერო . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2002. გაუქმება სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტის

საფუძველზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2013. დისკრეციის განხორციელება წესების დაცვით (სზაკ-ის 61-ე მუხლის

1-ლი ნაწილი მე-6 და მე-7 მუხლებთან ბმაში) . . . . . . . . . . . . . . . . . . 202a) დისკრეციის არასწორად გამოყენება მართლსაწინააღმდეგო

ვალდებულების დაკისრების აქტის განხორციელების გამო . . . . . . . . . 203b) შეცდომა დისკრეციაში ალტერნატიული გადაწყვეტილებების

გაუთვალისწინებლობის გამო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 203c) გაუქმების არათანაზომიერება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 204d) 4-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 205

4. III-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 205IV. B-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 205

C) დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 205

შეკითხვა 2 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 206A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 206

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი) . . . . . . . . . . . 206II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 207III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 207IV. სარჩელის ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 208V. A-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 208

B) სარჩელის სათანადო სახე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 208I. სარჩელი ბათილად ცნობის და აქტის გამოცემის დავალდებულების

თაობაზე (სასკ-ის 22-ე და 23-ე მუხლები)?. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2081. სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის

გაუქმების მოთხოვნით . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2082. მავალდებულებელი სარჩელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 210

II. B-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 211C) სარჩელის დასაშვებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 211

I. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა (სასკ-ის 22-ე-23-ე მუხლების 1-ლი ნაწილები) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 211

II. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 22-ე და 23-ე მუხლების მე-2 ნაწილები) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 212

III. სარჩელის წარდგენის ვადა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 213IV. C-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 213

D) დასაბუთებულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 213E) დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 214

Page 182: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

181

ამოხსნა

შეკითხვა 1

ეშერიას საჩივარს თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში ექნება პერსპექტივა, თუ ის დასაშვები და დასაბუთებული იქნება.

A) დასაშვებობა

საჩივარი დასაშვებია, თუ დაკმაყოფილებულია სზაკ-ის 177-ე და შემდეგი მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სახეზე უნდა იყოს სადავო ინდივიდუალუ-რი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის სახე (ინდ. აქტი, ნორმატიული აქტი ან/და რეალაქტი), დაცული უნდა იყოს გასაჩივრების ვადა, საჩივრის წარმდგენი უნდა იყოს დაინტერესებული პირი, საჩივარი შეტანილ უნდა იქ-ნეს ზემდგომ ორგანოში და არ უნდა არსებობდეს საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. თუმცა მანამდე უნდა გაირკვეს, არის თუ არა დავა საჯაროსამართლებრივი ბუნების, რაც ასევე დასაშვებობის წინაპი-რობაა.

I. საჯაროსამართლებრივი დავა

ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების წინაპირობა, პირველ რიგში, არის ის, რომ დავა იყოს საჯაროსამართლებრივი ბუნების, რამეთუ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება უკავშირდება სწორედ ისეთ საჯაროსამართლებრივ საკითხებს, რომლებზეც შესაძლებელი იქნება და-ვის გაგრძელება ადმინისტრაციულ სასამართლოში. საჯაროსამართლებ-რივი დავა სახეზეა, როდესაც დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი ნორმები საჯარო სამართლის სფეროს განეკუთვნება. შესაბამისად, ისმება კითხვა, განხორციელდა თუ არა სტიპენდიის შეწყვეტა საჯაროსამართ-ლებრივი ნორმების საფუძველზე. ყოველ შემთხვევაში, აღნიშნულთან მა-შინ გვაქვს საქმე, თუ სტიპენდია საჯაროსამართლებრივი დებულებების საფუძველზეა გაცემული, ვინაიდან რაიმე ღონისძიების გაუქმება იმავე სამართლებრივ ხასიათს უნდა ატარებდეს, რასაც თავად ეს ღონისძიება.

ამ შემთხვევაში სტიპენდია გაიცა საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე, მხოლოდ საბიუჯეტო ასიგნებების საფუძველზე (სზაკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი). ზოგადად მიღებულია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს მომსა-ხურების გაწევისას აქვთ კერძო და საჯარო საქმიანობის სამართლებრივ ფორმებს შორის თავისუფალი არჩევანის უფლება.35 ამდენად, სტიპენდი-

35 Maurer/Waldhoff, Allgemeines Verwaltungsrecht, 19. Aufl. 2017, § 3 Rn. 25.

Page 183: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

182

ების გაცემა სავსებით შესაძლებელია კერძოსამართლებრივი ხელშეკრუ-ლებების საფუძველზე და გაიცემა კიდევაც ასე, როდესაც სტიპენდიას, მაგალითად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძოსამართლებრივად ორგანიზებული ფონდი გასცემს. თუმცა, თუ გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის კერძოსამართლებრივად გაფორმებისთვის არ არსებობს საკმარისი საფუძველი, მაშინ გაბატონებული მოსაზრების თანახმად, უნდა ვივარაუდოთ, რომ უწყებები საჯაროსამართლებრივად მოქმედებენ. ასეთი საფუძვლები აქ არ იკვეთება. მეტიც, მთლიანი კონტექსტიდან უდავოდ გა-მომდინარეობს, რომ მერიამ თავისი უფლებამოსილების დელეგირება მოახ-დინა შპს-ზე ისე, რომ მან დაიტოვა ზედამხედველობის ფუნქციები. კაზუსში აღნიშნულია, რომ მერიამ კონკურსის ჩატარების, გამარჯვებულის გამოვ-ლენისა და გრანტის მონიტორინგის/შეწყვეტის უფლებამოსილება გადასცა შპს-ს. შესაბამისად, თავიდანვე განისაზღვრა საჯაროსამართლებრივი საქ-მიანობის ფორმების გამოყენება. ამ უკანასკნელიდან ჩანს, რომ სტიპენდია უნდა გაიცეს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე სზაკ-ის მე-2 მუხ-ლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მეშვეობით. შესაბამისად, სახეზე გვაქვს კერძოსამართლებრივად ორგანიზებული სუბიექტის მიერ მმართვე-ლობითი ღონისძიების საჯაროსამართლებრივი ფორმით განხორციელება.

აქედან გამომდინარე, სტიპენდიის გაცემა განისაზღვრება საჯარო სამართ-ლით და, შესაბამისად, მისი გაუქმებაც საჯარო სამართლის მიხედვით ხორ-ციელდება. ამდენად, დავა ასეთი გაუქმების კანონიერების თაობაზე ასევე საჯაროსამართლებრივი ხასიათისაა, შესაბამისად, სტიპენდიის შეწყვეტის კანონიერების თაობაზე დავა ადმინისტრაციული საჩივრის წესით დასაშვე-ბი.

II. საჩივრის შეტანა ზემდგომ თანამდებობის პირთან (სზაკ-ის 178-ე მუხლი)

პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, აღნიშნული დავა ხომ არ ეკუთვნის საერთო სასამართლოების კომპეტენციას. სზაკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის თა-ნახმად, „პირს შეუძლია თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.” სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახ-მად, „სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შე-

Page 184: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

183

საძლებლობა.” ვინაიდან კაზუსში არაფერია ნათქვამი სტიპენდიის შეწყვე-ტის თაობაზე გადაწყვეტილების პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრებას-თან დაკავშირებით და არც სპეციალური კანონმდებლობა ითვალისწინებს სტიპენდიის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების პირდაპირ სასამართ-ლოში გასაჩივრების წესს, ამდენად, ამ დავის გადაწყვეტა ჯერ უნდა მოხ-დეს ადმინისტრაციული ორგანოს ვერტიკალში და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიმართოს პირმა სასამართლოს თავისი უფლებების დასაცავად.

თუმცა, ამავე დროს, უნდა გაირკვეს, არის თუ არა მერი სტიპენდიის შეწყ-ვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირის ზემდგომი თანამდებო-ბის პირი. სზაკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „... ადმინისტ-რაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულსამართ-ლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.” თუ ასე-თი ორგანო არ არსებობს, მაშინ დავას პირდაპირ განიხილავს სასამართლო. ამდენად, უნდა გაირკვეს, რამდენად არის მერი შპს „დიდებულის ” ზემდ-გომი თანამდებობის პირი.

ამ მიზნის დასადგენად, ჯერ უნდა გაირკვეს, ზოგადად, რამდენად არის ეს საკითხი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება. როგორც სტიპენდიის გა-ცემა, ისე მისი „საპირისპირო” ფორმა − შეწყვეტა შეიძლება, გამომდინა-რეობდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებიდან. მარ-თალია, ასეთი უფლებამოსილება არ მიეკუთვნება თვითმმართველობის ექ-სკლუზიურ უფლებამოსილებას, თუმცა ათკ-ის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსი-ლება და აკრძალული არ არის კანონით.” შესაბამისად, მუნიციპალიტეტს შეეძლო დაეშვა, რომ კულტურის ხელშეწყობა ადგილობრივ საკითხებს განეკუთვნება. შედეგად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს თბილისის მუნიციპალიტეტისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილება. კაზუსში ნათქ-ვამია, რომ მერიამ სტიპენდიის გაცემასთან დაკავშირებით კონკურსის ჩა-ტარების, გამარჯვებულის გამოვლენისა და გრანტის მონიტორინგის/შეწყ-ვეტის უფლებამოსილება გადასცა შპს „დიდებულს”, რომლის საქმიანობის კანონიერებაზეც ზედამხედველობას განახორციელებდა თავად მერია. შე-საბამისად, ეშერიას საჩივრის გადაწყვეტა განეკუთვნება მერს, კერძოდ, დელეგირების საფუძველზე − მერიის იურიდიულ სამსახურს.

Page 185: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

184

III. საჩივარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე (სზაკ-ის 177-ე მუხლი)

სზაკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ი” ქვეპუნქტთან ბმაში) თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, საჩივრის ფარგლებში მოითხოვოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გა-მოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. ამ-დენად, საჩივრის დასაშვებობისთვის სახეზე უნდა იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ, ამ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინის-ტრაციულსამართლებრივი აქტი სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ლეგალური დეფინიციის გაგებით. კაზუსის მიხედვით, ეშერია ასაჩივრებს მისთვის 10 აპრილის წერილით შეტყობი-ნებული სტიპენდიის შეწყვეტას. ამ თვალსაზრისით საჩივარი ინდ. აქტის გაუქმების შესახებ იქნებოდა საჩივრის მართებული სახე, თუ ეს წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს, ზე-მოთ აღნიშნული ლეგალური დეფინიციის მიხედვით. ამგვარად, უნდა დაის-ვას კითხვა − წარმოადგენს თუ არა სტიპენდიის შეწყვეტა ინდ. აქტს აღნიშ-ნული ლეგალური დეფინიციის გაგებით:

1. სტიპენდიის შეწყვეტა მხოლოდ დეკლარაციულად?

აღნიშნული ეჭვქვეშ დადგებოდა, თუ სტიპენდიის შეწყვეტას მხოლოდ დეკ-ლარაციული ხასიათი ექნებოდა. ეს შეიძლება გვევარაუდა, თუ სტიპენდიის შეწყვეტის მომენტისთვის სტიპენდიის გაცემის სამართლებრივი საფუძ-ველი აღარ იარსებებდა, ანუ სხვა გადაწყვეტილებით, ის უკვე შეწყვეტი-ლი იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში სტიპენდიის შეწყვეტის შესახებ წერილი შეიძლება მიჩნეულიყო ფორმის დაუცველად შედგენილ შეტყობინებად არ-სებული სამართლებრივი მდგომარეობის თაობაზე და არა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებად. ვინაიდან 6 იანვრის წერილი ცალსახად წარმოადგენს სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს (იხილეთ ზემოთ, A I), რომლითაც ეშერიას მიენიჭა სტიპენდია და რომელიც, შესაბამისად, არის ეშერიასათვის ყოველთვიური გადახდების სამართლებრივი საფუძვე-ლი, ამდენად, ყოველ შემთხვევაში, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ, თუ სტიპენდიის გაცემა მოხდა ინდ. აქტით და იმავე აქტში იყო განსაზღვრული გაუქმების პირობა. მოცემულ შემთხვევაში ეს პირობა დადგა − ანუ მოსა-ლოდნელი იყო, რომ ამდენად სტიპენდიის მინიჭება, როგორც გადახდების სამართლებრივი საფუძველი, ამ პირობის დადგომის გამო თავისთავად გაუქმდებოდა.

Page 186: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

185

თუმცა აქ სტიპენდიის მინიჭების თაობაზე გამოცემულ გადაწყვეტილე-ბაში გაუქმების პირობის სახით შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ პი-რობა, რომლის თანახმად, პროექტისთვის საჭირო მასალები „Philippy & Popp”-ისგან უნდა იქნეს შეძენილი. ამასთან, პირობად მიჩნევისთვის აუცი-ლებელი ელემენტი − განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი ამ დებულებასა და სტიპენდიის მინიჭებას შორის − ამ გადაწყვეტილებაში არ იკვეთება: სტიპენდიის მინიჭება ცხადად არ უნდა იყოს დამოკიდებული „Philippy & Popp”-ისგან მასალების შეძენაზე. პირიქით, 6 იანვრის გადაწყვეტილება შე-იცავს რამდენიმე დებულებას: სტიპენდიის მინიჭებას, ნამუშევრის დასრუ-ლების დროს და მასალების შეძენასთან დაკავშირებულ პირობებს. ეს დე-ბულებები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებს, თუმცა მთავარი დებულების (სტიპენდიის მინიჭება) არსებობა არის დანარჩენი ორი დებუ-ლების მოქმედების წინაპირობა. ეს ნათლად ჩანს იქიდანაც, რომ ამ დათქმე-ბიდან გადახვევის შემთხვევისთვის გათვალისწინებულია დამოუკიდებელი „პროცედურა”, კერძოდ, ეშერიამ მაშინ განცხადებით უნდა მიმართოს დი-რექტორს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგი ნაბიჯების სა-კითხი. ამით, ამ დებულებების შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამოუკიდებელ წესებთან, რომლებიც მთავარ წესებთან ერთად განისაზღვრა. შესაბამი-სად, სტიპენდიის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი „ავტომატურად” არ გაუქმებულა, პირიქით, სტიპენდია კვლავინდებურად მოქმედებდა.

2. 10 აპრილის გადაწყვეტილების მომწესრიგებელი შინაარსი (სზაკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტთან ბმაში)

10 აპრილის წერილით ეშერიას ეცნობა, რომ სტიპენდიის გადახდა პირველი მაისიდან შეწყდებოდა. წერილის ტექსტიდან გამომდინარეობს მხოლოდ გა-დახდის შეწყვეტის შეტყობინება ისე, რომ ამ თვალსაზრისითაც შეიძლება არსებობდეს ეჭვები მის მომწესრიგებელ ბუნებასთან დაკავშირებით. ყო-ველ შემთხვევაში, დირექტორმა დააწესა ეშერიას სასარგებლოდ სტიპენ-დიის გაცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საშუალებით (იხილეთ, A I). სტიპენდიის დანაწესი ჯერ დასრულებული არ არის (იხილეთ ზემოთ, A III 1) და იქნებოდა მოქმედი მანამდე, თუ ის არ იქნე-ბა გაუქმებული. სტიპენდიის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების გარეშე სტიპენდიის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება იქნებოდა თავიდანვე სამარ-თლებრივი ძალის არმქონე, რადგან მას დაუპირისპირდებოდა სტიპენდიის გადახდის თაობაზე იურიდიული ძალის მქონე გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ ისმება კითხვა − უნდა იქნეს თუ არა მიჩნეული 10 აპრილის წერილი

Page 187: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

186

სტიპენდიის თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებად, სზაკ-ის 601 და შემდეგი მუხლის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილების ტექსტიდან პირდა-პირ არ გამომდინარეობს.

თუმცა გაუქმება 10 აპრილის წერილიდან კონკლუდენტურად გამომდი-ნარეობს. სტიპენდიის გაუქმების გარეშე გადახდების შეწყვეტა წინააღმ-დეგობაში იქნებოდა პირველ გადაწყვეტილებასთან. აღნიშნულის ვარა-უდის შესაძლებლობა ეშერიას არ ჰქონდა, პირიქით, საქმის გარემოებათა გონივრულად შეფასების შედეგად მას უნდა ევარაუდა, რომ სტიპენდიის დანიშვნის გადაწყვეტილება უკვე არ იყო ძალაში. ამ თვალსაზრისით, ბუნ-დოვანებები არ არსებობდა. ზოგადად, იმ შემთხვევებში, როდესაც ხდება თავდაპირველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ჩანაცვლება მასთან წინააღმდეგობაში მყოფი ინდივიდუალური ადმინისტ-რაციულსამართლებრივი აქტით, ეს შეიძლება იქნეს მიჩნეული თავდაპირ-ველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის კონკლუ-დენტურად გაუქმებად, თუ თავდაპირველი ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულსამართლებრივი აქტის გაუქმების ნება, სულ მცირე, შეიძლება იქნეს ამოცნობილი. ამით შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ ისე იქნეს გაგებული, რომ ის წარმოადგენს 6 იანვრის წერილში მოცემული ინდივიდუალური ადმი-ნისტრაციულსამართლებრივი აქტის გაუქმებას სზაკ-ის 601 და შემდეგი მუხლების მიხედვით. ამასთან, ასეთი გაუქმების სამართლებრივი შედეგე-ბი მოქმედებს მომავალი გადახდების მიმართ (ex nunc), ვინაიდან არ ხდება უკვე გადახდილი თანხების დაბრუნების მოთხოვნა.

3. III-ის შედეგი

შესაბამისად, 10 აპრილის წერილით (შემდგომში − გადაწყვეტილება გაუქ-მების თაობაზე) შეტყობინებული სტიპენდიის შეწყვეტა შეიცავს დამო-უკიდებელ მოწესრიგებას, ანუ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტ-რაციულსამართლებრივ აქტს სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვე-პუნქტის გაგებით, რომელიც 6 იანვარს დადგენილი სტიპენდიის მინიჭებას (შემდგომში − გადაწყვეტილება სტიპენდიის გაცემის თაობაზე) ex nunc ეფექტით აუქმებს. ამდენად, ეშერიას საჩივარი გაუქმების თაობაზე ამ გა-დაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ამ ნაწილშიც დასაშვებია.

IV. საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება (სზაკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტთან ბმაში)

სზაკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩი-ვარი შეტანილ უნდა იქნეს დაინტერესებული მხარის მიერ. სზაკ-ის მე-2

Page 188: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

187

მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხა-რე არის პირი, რომელთან დაკავშირებითაც გამოცემულია აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ეს აქტი. სზაკ-ის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს საჩივარს, თუ ის შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამდენად, უნდა გაირკვეს, ადმინისტრაცი-ული ორგანო არის თუ არა დაინტერესებული მხარე. ამ მხრივ, არ არსებობს „პოპულარული შედავების” შესაძლებლობა, პირიქით, მომჩივანმა უნდა გა-ასაჩივროს საკუთარი სუბიექტური უფლებების დარღვევა. შესაბამისად, ეშერიასთვის სტიპენდიის შეწყვეტით შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მისი უფლებების დარღვევა. სტიპენდიის შეწყვეტით აქ შესაძლოა, რომ დარღვე-ულიყო ეშერიასთვის სტიპენდიის გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლება სტიპენდიის გადახდაზე. ამით ეშერიას აქვს საჩივრის წარდგენის უფლება-მოსილება. 36

V. A-ს შედეგი

ეშერიას მიერ წარდგენილი საჩივრის მიღების წინაპირობების დაკმაყოფი-ლების საპირისპიროდ რაიმე სხვა გარემოება (მაგ., გასაჩივრების ვადა) არ იკვეთება. ამდენად, საჩივარი დასაშვებია.

B) დასაბუთებულობა

სზაკ-ის 201-ე და 203-ე მუხლებით განსაზღვრული სამართლებრივი მიდგო-მის მიხედვით, საჩივარი სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე ყოველ შემთხვევაში მაშინ არის დასაბუთებული, როდესაც გასაჩივრებული ინდი-ვიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდე-გოა და ამით გამსაჩივრებლის უფლებები დარღვეულია. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო ვალდე-ბული იქნება, გააუქმოს თავდაპირველი გადაწყვეტილება.

36 შენიშვნა: ვინაიდან აქ საქმე ეხება სარგებლის მიმნიჭებელი ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას, უფრო ზუსტი იქნება, დაინტერესებული მხარის დასადგენად გადამ-წყვეტი იყოს სარგებლის მინიჭების თაობაზე მოთხოვნის უფლების შესაძლო დარღვე-ვა, ვიდრე ადრესატების თეორია. მართალია, შესაძლებელი იქნება იმის დაშვება, რომ ნამდვილად (არა აუცილებლად კანონიერად) მინიჭებული ყოველი სარგებლის გაუქმება ასევე გულისხმობს კონსტიტუციური უფლების ხელყოფას, რადგან ნამდვილად მინიჭე-ბული სამართლებრივი პოზიცია იქცევა სარგებლის მიმღების ქონების შემადგენელ ნა-წილად, ამიტომ, ყოველ შემთხვევაში, მოცემულ კონტექსტში, ამ პრობლემის „წამოჭრა” არ „ღირს”. ეს განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც უნდა გადაწყდეს კანონიერი ნდობის საკითხი უკანონოდ მინიჭებული სარგებლის შემთხვევაში.

Page 189: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

188

ვინაიდან ეშერიას აქ სტიპენდიის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სტიპენდიის მიღების მოთხოვნის უფლება აქვს, მისი უფლე-ბების დარღვევა უკვე სტიპენდიის მინიჭების თაობაზე ამ გადაწყვეტილე-ბიდან გამომდინარეობს, თუ მისი გაუქმების გადაწყვეტილება კანონსაწი-ნააღმდეგოა. შესაბამისად, უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძვ-ლების სახით აქ შეიძლება განხილულ იქნეს სზაკ-ის 601 და 61-ე მუხლები. გადაწყვეტილება სტიპენდიის გაუქმების თაობაზე კანონიერია, თუ ის აკ-მაყოფილებს ფორმალური და მატერიალური კანონიერების წინაპირობებს.

I. გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერება, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის ჭრილში

სტიპენდიის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება ფორმალურად კანონი-ერია, თუ დირექტორი იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, და თუ მან გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა ადმინისტრაციული წარმო-ების ნორმები.

1. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო

როგორც კაზუსიდან ირკვევა, თბილისის მერიამ კონკურსის ჩატარების, გამარჯვებულის გამოვლენისა და გრანტის მონიტორინგის/შეწყვეტის უფ-ლებამოსილება გადასცა შპს „დიდებულს”, რომლის საქმიანობაზეც ზედამ-ხედველობას განახორციელებდა მერია. შესაბამისად, სახეზეა ფუნქციური გაგებით ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც ძირითადი უფლებამო-სილი უწყებისგან მიღებული აქვს როგორც კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების, ისე ამ გადაწყვეტილე-ბის გაუქმების უფლებამისილება, რაც სზაკ-ის მე-601 და 61-ე მუხლებით დადგენილი პრინციპია აქტის გაუქმებისთვის. კერძოდ, აქტის გამოცემაზე უფლებამოსილ ორგანოს აქვს მისი გაუქმების უფლებამოსილება. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დელეგირებული უფლებამოსილება, შესაძ-ლებელი იყო გაუქმების უფლებამოსილება დარჩენილიყო მერიასთან. თუმ-ცა დელეგირებამ ეს უკანასკნელი უფლებამოსილებაც მოიცვა. ამდენად, დირექტორი, როგორც ფუნქციური გაგებით ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი, უფლებამოსილია, გააუქმოს მის მიერ გამოცემული გადაწ-ყვეტილება სტიპენდიის მინიჭების თაობაზე.

2. ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა (სზაკ-ის 95-ე მუხლი)

თუმცა ადმინისტრაციულ პროცედურასთან დაკავშირებით ისმება კითხ-ვა − ჩართული იყო თუ არა ეშერია ადმინისტრაციულ წარმოებაში სზაკ-ის

Page 190: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

189

95-ე მუხლის გაგებით. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაცი-ული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესა-ხებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულსამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.” ამ შემთხვევაში, ასეთი მოსმენის აუცილებლობა არსებობდა, ვინაიდან გაუქმების გადაწყვეტილება მომავალი პერიოდისთვის აუქმებს ეშერიასთვის სარგებლის მიმნიჭებელ გადაწყვეტილებას და ამით იჭრება ეშერიას უფლებებში, რომლებიც გამომდინარეობს სტიპენდიის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან, ჩართვის ვალდებულებიდან გამონაკლის-თან, რომელიც გათვალისწინებულია სზაკ-ის 95-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ფორსმაჟორი).

კაზუსიდან ირკვევა, რომ გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამ-დე წარმოებაში ჩართვა არ ყოფილა: ეშერიას გაუქმების თაობაზე გადაწყ-ვეტილების მიღებამდე არ მიეცა შესაძლებლობა, რომ გამოეთქვა თავისი პოზიცია გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით (სზაკ-ის 98-ე მუხლი). მართალია, მას ჰქონდა შესაძლებლო-ბა, რომ მის სახელოსნოში დირექტორის ვიზიტის ფარგლებში გამოეხატა საკუთარი მოსაზრება იმის თაობაზე, იყო თუ არა მისთვის შესაძლებელი და სურდა თუ არა მას გამოეყენებინა „Philippy & Popp”-ის პროდუქცია თავის ნამუშევარში. სწორედ ეს საკითხი იყო არსებითი სტიპენდიის შეწყვეტის შე-სახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა დირექტორს ეშერიასთვის არ განუმარტავს ამ მასალების გამოყენებაზე უარის თქმის შესაძლო შედეგე-ბი. მოსაზრებების მოსმენას კი თავისი ფუნქციის შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსა-მართლებრივ აქტს, რომლის გამოცემასაც ის აპირებს, სახეობის და შინაარ-სის თვალსაზრისით იმდენად კონკრეტულად აღწერს, რომ მონაწილისთვის საკმარისად ცხადი და ამოცნობადია, რატომ და რასთან დაკავშირებით უნდა გამოხატოს მან თავისი მოსაზრება და რა გადაწყვეტილებას უნდა ელოდოს და რა დროისთვის. სხვა შემთხვევაში, ამ პირს არ აქვს შესაძლებ-ლობა, რომ თავისი პოზიციიდან საქმის გარემოებათა განმარტებით გავლე-ნა მოახდინოს პროცესზე, რაც არის მონაწილეობის არსი და მიზანი. ამით მონაწილეობა და პირის მოსმენა კანონის შესაბამისად არ განხორციელებუ-ლა. შედეგად, მას ადგილი არ ჰქონია.

Page 191: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

190

3. ადმინისტრაციული წარმოების დარღვევის არსებითობა (სზაკ-ის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები)

მაგრამ შესაძლოა, რომ ეს პროცედურული ხარვეზი სზაკ-ის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად არ იყოს არსებითი, რომელიც მნიშ-ვნელოვან გადაწყვეტილებას მოახდენდა საბოლოო გადაწყვეტილებაზე. სზაკ-ის 601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულსამართ-ლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხ-ზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მერიის იურიდიულმა სამსახურმა ბათილად ცნობის გადაწყვეტილებაში დასაბუთების სახით აღ-ნიშნა, რომ შპს-ის დირექტორმა დისკრეცია სტიპენდიის შეწყვეტის თაობა-ზე არასწორად განახორციელა. საკმარისად არ იყო გათვალისწინებული ეშერიას ინტერესები. ამის შესაძლებლობას კი სწორედ ეშერიას ადმინისტ-რაციული წარმოების პროცესში ჩართვა და მისი მოსაზრებების გათვალის-წინება შექმნიდა. საკითხავია, აღნიშნული პროცედურული დარღვევა არსე-ბითი ხასიათის თუ იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი სადავო გადაწყვეტი-ლების დასაბუთება იმდენად ყოველმხრივი იქნებოდა, რომ მასში ნათლად აისახებოდა გადაწყვეტილების მიღებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქო-ნე ყველა ფაქტი (სზაკ-ის 96-ე მუხლის გაგებით). მოცემულ შემთხვევაში ასეთ დასაბუთებასთან რომც გვქონდეს საქმე, ვარაუდების საფუძველზე არ უნდა იქნეს დადგენილი, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაინტერე-სებული პირის ჩართვის გარეშეც იმსჯელა იმ საკითხზე, რომელიც მოსაზ-რების სახით შეიძლება წარმოედგინა დაინტერესებულ პირს.37

4. 2-ის შედეგი

შესაბამისად, სზაკ-ის 95-ე და 98-ე მუხლებით დადგენილი პროცედურული მოთხოვნა დარღვეულია, რომელიც სზაკ-ის 601 მუხლის მე-2 ნაწილის სა-ფუძველზე მიჩნეულ უნდა იქნეს არსებით დარღვევად. მიუხედავად ამისა, მსჯელობა უნდა გაგრძელდეს სადავო აქტის მატერიალურ კანონიერებაზე.

II. მატერიალური კანონიერება (გაუქმება სზაკ-ის 601 მუხლის მიხედვით)

სტიპენდიის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერება მატე-რიალურადაც უნდა იყოს შემოწმებული. ამ თვალსაზრისით, სტიპენდიის

37 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ სამართალში (გერმანულისგან განსხვავებით) არ არსებობს ამ ნაკლის სასამართლო პროცესის დასრულებამდე აღმოფხვრის იურიდი-ული მექანიზმი, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხარვეზად უნდა ჩაითვალოს.

Page 192: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

191

მინიჭების გაუქმება შესაძლოა, თავდაპირველად დაეფუძნოს სზაკ-ის 601 მუხლის 1-ლ ნაწილს ex nunc მოქმედებით. ამ დებულების თანახმად, კანონ-საწინააღმდეგო ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი შეიძლება იქნეს ბათილად ცნობილი სამომავლო ეფექტით.38

1. სტიპენდიის მინიჭების კანონსაწინააღმდეგოობა

ამდენად, პირველ რიგში, საკითხავია, ხომ არ არის სტიპენდიის მინიჭების გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგო. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შედეგად დავადგენთ, დირექტორი მოქმედებდა თუ არა სზაკ-ის 601 მუხ-ლების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში განხილულ უნდა იქნეს სტი-პენდიის გადაწყვეტილება კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზ-რისით (a), მასალის შესყიდვის დათქმის (პირობის) კანონსაწინააღმდეგოდ განსაზღვრა (b) ან „სპეციალური სუბსიდიის” გაცემის წესების დარღვევის გამო (c).

a) კანონწინააღმდეგობა ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ჭრილში

სტიპენდიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების კანონწინააღმდეგობა შესაძლოა, პირველ რიგში, გამომდინარეობდეს კანონით გათვალისწინე-ბული სუბსიდირების უფლებამოსილების არარსებობიდან. ვინაიდან „კა-ნონით” გათვალისწინებული საფუძვლის სახით აქ განხილულ უნდა იქნეს საბიუჯეტო გეგმა, როგორც ქალაქ თბილისის საბიუჯეტო წესი, რომელშიც ხდება ხელოვნების მხარდასაჭერად სახსრების გამოყოფა. თუმცა ეს საბი-უჯეტო წესდება ორი თვალსაზრისით არ წარმოადგენს „კანონს” კანონის-მიერი დათქმის შესახებ მოძღვრების გაგებით:

პირველ რიგში, მუნიციპალური წესები, ზოგადად, არ წარმოადგენენ „კა-ნონებს” კანონის დათქმის შესახებ მოძღვრების გაგებით. მართალია, წე-სები არის სამართლის ნორმები, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ კანონებს ფორმალური გაგებით, ვინაიდან მიღებულია აღმასრულებელი ორგანოს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევითი ორგანოებია, მაგრამ არა საკანონ-

38 შენიშვნა: ამ დებულების შემოწმება, ყოველ შემთხვევაში, საშინაო დავალების ფარ-გლებში არ უნდა იქნეს გამოტოვებული იმაზე დაყრდნობით, რომ, გაბატონებული მო-საზრების თანახმად, ჯერ უნდა დადგინდეს სადავო აქტის სტატუსი − არის ის კანონსა-წინააღმდეგო თუ კანონიერი, რომელიც განსაზღვრავს მე-601 თუ 61-ე მუხლების გამო-ყენების სამართლებრივ საფუძველს. თუ აქტი კანონიერია, მაშინ საჩივრის ფარგლებში მისი გაუქმება არ უნდა იქნეს განხილული. მხოლოდ კანონსაწინააღმდეგოდ გამოცემუ-ლი აქტის გაუქმებაა შესაძლებელი საჩივრის ფარგლებში, ამიტომ ამ ეტაპის შემოწმება სავალდებულოა კაზუსის კვალიფიციური ამოხსნის დროს.

Page 193: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

192

მდებლო ორგანოს მიერ. არც ათკ-ის 61-ე მუხლი იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს.

ამასთან, საბიუჯეტო გეგმა, როგორც საბიუჯეტო წესების ნაწილი, ისედაც არ წარმოშობს უფლებებსა და მოვალეობებს მოქალაქეების მიმართ, ანუ ის მაშინაც კი ვერ იქნებოდა განხილული კანონის დათქმის შესახებ მოძ-ღვრების გაგებით უფლებამოსილების მინიჭების სამართლებრივ საფუძვ-ლად მოქალაქეთა მიმართ. მართალია, კომუნალური საბიუჯეტო წესებს „გარეგანი ეფექტი” არა აქვს, თუმცა ის გამომდინარეობს ზოგადი პრინცი-პებიდან. ვინაიდან ამით არ არსებობდა სტიპენდიის მინიჭების გადაწყვე-ტილებისათვის კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, ისმება კითხვა, ხომ არ მოქმედებს სზაკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის დათ-ქმა, რომ „საკანონმდებლო საფუძვლების გარეშე მმართველობითი ღონის-ძიების გატარება ზოგ შემთხვევაში დასაშვებია”, შესაძლებელია ეხებოდეს სუბსიდირების საკითხსაც.

aa) კანონისმიერი დათქმის მოქმედება კომუნალური სუბსიდირების მიმართ?

ძალიან სადავოა საკითხი იმის თაობაზე, აღმჭურველი ხასიათის მმართვე-ლობითი ღონისძიების მიმართაც მოქმედებს თუ არა სზაკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა. ამ მუხლის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინი-ჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლე-ბამოსილების საფუძველზე.” საკითხავია, რამდენად არის შესაძლებელი კანონისმიერი დათქმის ეს მოთხოვნა ე.წ. აღმჭურველი მმართველობითი ღონისძიების მიმართ, როდესაც საპარლამენტო კანონით ამისთვის სპეცი-ალური სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ეს რომ ასე მიგვეჩნია, იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლით თვითმმართველო-ბის გარანტირებული უფლებამოსილების შელახვა. ამ მუხლის მე-2 პუნქ-ტის თანახმად, „თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია კანონმდებ-ლობის დაცვით თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლე-ბის ან ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას და რომელზე გადაწყვეტილების მიღებაც კანონით არ გამოირიცხება თვით-მმართველი ერთეულის უფლებამოსილებიდან.” მუნიციპალიტეტს კანონის

Page 194: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

193

ფარგლებში ენიჭება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების უფლება. ეს იმასაც ნიშნავს, რომ თვითმმართველობის შემთხვევაში უნდა არსებობდეს გარკვეული თავისუფალი მოქმედების ფარგლები. ამ კონსტი-ტუციურსამართლებრივ გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში იქნებო-და იმის მოთხოვნა, რომ მთლიან მმართველობით საქმიანობას ესაჭიროება დემოკრატიული ლეგიტიმაცია და ის კანონმდებლის ნებას იყოს დაქვემდე-ბარებული. ამიტომ, ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველო-ბის ფარგლებში აღმჭურველი მმართველობის მიმართ კანონის დათქმა ვერ იარსებებს.

bb) კანონისმიერი დათქმის მოქმედება ზოგადად მუნიციპალური დადგენილების თაობაზე სუბსიდირების მიმართ?

თუმცა ისმება კითხვა − ხომ არ მოქმედებს ზოგადი კანონისმიერი დათქმის ვალდებულება მუნიციპალიტეტების აღმჭურველი მმართველობის მიმართ, ჯერ კიდევ საბიუჯეტო დადგენილების და არა ცალკეული გადაწყვეტილე-ბის მიღებისას? ასეთი ტოტალური დათქმის აღიარებას შედეგად მოჰყვე-ბოდა ის, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სამართალშემოქმედება, ზოგადად, მხოლოდ კანონის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების, კანონის საფუძ-ველზე იქნებოდა უფლებამოსილი, რომ განეხორციელებინა თავისი საქმი-ანობა. ამით მუნიციპალიტეტის მმართველობა სრულიად დამოკიდებული იქნებოდა საკანონმდებლო ორგანოზე, რაც კონსტიტუციურსამართლებ-რივად არ იქნებოდა გამართლებული. მითუმეტეს, საკრებულოს, როგორც არჩევით ორგანოს, ადგილობრივი მოსახლეობის არჩევის გამო პირდაპირი ლეგიტიმაცია აქვს. ამიტომაც აღმჭურველი მმართველობისთვის, ტოტა-ლური დათქმის მოთხოვნა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში შეუძლებელი და გაუმართლებელიცაა.

cc) „არსებითობის თეორიის” გადატანის (მისადაგების) შესაძლებლობა მერისა და მუნიციპალურ საკრებულოს შორის ურთიერთობაზე, განსაკუთრებით კულტურის მუნიციპალური მხარდაჭერის სფეროში?

ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფო დონისთვის დემოკრატიისა და სამარ-თლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ საპარლა-მენტო კანონმდებელმა, სულ მცირე, ყველა არსებითი საკითხი, რომლე-ბიც მოქალაქეებსა და თემს ეხება, თავად უნდა დაარეგულიროს და არ აქვს უფლება, ისინი ადმინისტრაციის (თვითმმართველობის) დისკრეციას დაუქვემდებაროს. მაგრამ ამ თეორიის გაგებით, არსებითად მიჩნეულია,

Page 195: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

194

უპირველეს ყოვლისა, ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არსებითია ძირითადი უფლებების განხორციელებისთვის. აღნიშნულთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც გადაწყვეტილებები ისეთ ღონისძიებებს ეხება, რომლები-დანაც ძირითადი უფლებების სახით უზრუნველყოფილი თავისუფლებე-ბისთვის მნიშვნელოვანი საფრთხე გამომდინარეობს.39 სახელმწიფოს მიერ ხელოვნების მხარდაჭერას შესაძლოა ჰქონდეს ამგვარი მნიშვნელოვანი საფრთხის ინტენსივობა. არსებობს საფრთხე, რომ ხელოვნების შერჩევითი მხარდაჭერით, საბოლოო ჯამში, შემოღებულ იქნეს „მსუბუქი ცენზურა” იმით, რომ სახელმწიფო მხოლოდ მისთვის მისაღებ ხელოვნების მიმართუ-ლებებს დააფინანსებს (დაუჭერს მხარს). ეს წინააღმდეგობაში იქნებოდა სზაკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის დათქმასთან, რამეთუ მას შეიძლება გამოეწვია კონსტიტუციის მე-20 მუხლით (შემოქმედების თავისუფლების უზრუნველყოფა) გარანტირებული უფლების შეზღუდვა, რომლის მიზანია, ხელოვნება სწორედაც რომ თავისუფალი უნდა იყოს სახელმწიფოს ზეგავ-ლენებისგან. ამდენად, თუ სახელმწიფო ხელს უწყობს ხელოვნებას, მას ევა-ლება, შეინარჩუნოს მკაცრი ნეიტრალიტეტი. ეს არ გამორიცხავს ხელოვ-ნების არჩევით ხელშეწყობას − ზოგადი განაწილება „სარწყავის პრინცი-პით” შეზღუდული საბიუჯეტო სახსრების ფონზე ხელოვნების ნებისმიერ ხელშეწყობას ფუჭად აქცევდა. მაგრამ განაწილების კრიტერიუმი არ შეიძ-ლება იყოს ხელოვნების გარკვეული მიმართულების შინაარსი და ტენდენ-ციები, არამედ ეს უნდა იყოს, უბრალოდ, ეკონომიკური კრიტერიუმები და ასევე ხელშეწყობას დაქვემდებარებული ხელოვნების ნაკეთობების გარკ-ვეული ხარისხობრივი სტანდარტის კრიტერიუმები. ვინაიდან გაცემის თა-ობაზე თითოეული გადაწყვეტილების მიღება ამ პრინციპების გათვალის-წინებით ძალიან ძნელი შეიძლება გახდეს, შესაძლოა, კონსტიტუციის მე-20 მუხლი მოითხოვდეს, რომ უშუალოდ დემოკრატიულად ლეგიტიმირებული კანონმდებელი, ადგილობრივ დონეზე განსახორციელებელი ღონისძიებე-ბის მიმართ სახსრების გაცემის თვალსაზრისით, აღმასრულებელი ხელი-სუფლების საშუალებით, სულ მცირე, საორგანიზაციო და პროცედურულ რეგულაციებს მიიღებს, რომლებიც გარკვეულ ჩარჩოში მოაქცევს გადაწყ-ვეტილების მიღების ფარგლებს გადაწყვეტილების მიმღები თანამდებობის პირისთვის და უზრუნველყოფს ხელშეწყობის მიზანშეწონილობის მიხედ-ვით განაწილებას.

„არსებითობის თეორიის” გადატანა (მისადაგება) შესაძლებელია ასევე საკ-რებულოსა და მერიას შორის ურთიერთობაზე. კანონის თვალსაზრისით, ეს პრინციპულად გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველო-

39 სზაკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი, შეად. BVerfGE 80, 124, 132.

Page 196: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

195

ბის კოდექსში, მაგრამ აქაც უნდა დაისვას კითხვა − ხომ არ უნდა იყოს ხელოვნების ხელშეწყობის თაობაზე მუნიციპალიტეტის მიერ დადგენლი კრიტერიუმები აუცილებლად უშუალოდ დემოკრატიულად ლეგიტიმირე-ბული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი. მაგრამ ხელოვნების მუნიციპალური ხელშეწყობისას აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მეტყველებს განხორციელებადობის მოსაზ-რებები: აქ საქმე ეხება ხშირად მხოლოდ ერთჯერად ქმედებებს, თუნდაც ადგილობრივი შეზღუდული სახსრების გამო. და ბოლოს, არათანაზომიერი იქნებოდა ქალაქის საკრებულოსგან იმის მოთხოვნა, რომ მას 5 სტიპენდიის გასაცემად მათი გაცემის დებულება მიეღო და ნორმატიული კრიტერიუმე-ბი შეემუშავებინა. ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით, ქალაქის საკრე-ბულოს თავად შეუძლია, გავლენა მოახდინოს მერიის თითოეულ გადაწყ-ვეტილებაზე და ამით უზრუნველყოს სახსრების მიზნობრივი განაწილება. ქალაქის საკრებულო, კანონმდებლისგან განსხვავებით, არ არის შეზღუ-დული, რომ გარკვეული სამართლებრივი ჩარჩო დააწესოს სტიპენდიის გა-ცემისთვის. ამიტომაც არ იკვეთება სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმების დადგენილების საშუალებით დადგენის აუცილებლობა.

ამასთან, არსებითობის თეორიის იდეის გათვალისწინება წინამდებარე კონ-ტექსტში საკრებულოს დადგენილების დათქმის „შექმნის” გარეშეც არის შესაძლებელი. არსებითობის თეორია დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარეობს და მან უნდა შეასრულოს და დაიცვას ისინი. თუ სტიპენდიების გაცემა მხოლოდ ქალაქის საბიუჯეტო გეგმაში შესაბამისი სახსრების გამოყოფის საფუძველზე ახორციელებს ამ პრინციპების დაცვას, მაშინ გაცემის ასეთი პრაქტიკის წინააღმდეგ არაფე-რი იქნებოდა მოსაყვანი.

დემოკრატიის პრინციპის გადმოსახედიდან სტიპენდიების გაცემის წარ-მოდგენილი პრაქტიკის მიმართ შედავების საფუძველი არ არსებობს. ფორ-მალური და მატერიალური დებულების გარდა, მმართველობითი ღონისძი-ებისთვის საკმარის ლეგიტიმაციად შეიძლება ასევე მიჩნეულ იქნეს ნების-მიერი სხვა „საპარლამენტო” ნების გამოვლენა, განსაკუთრებით სუბსიდი-რებისთვის საჭირო სახსრების საბიუჯეტო გამოყოფის ზოგადი წესი.

სხვა მხრივ, სტიპენდიის გაცემის ეს პრაქტიკა სამართლებრივი სახელმ-წიფოს პრინციპთანაც შესაბამისობაშია: ეს უკანასკნელი მოითხოვს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედება ყოველთვის ექვემდებარე-ბოდეს ეფექტურ სასამართლო კონტროლს. ეფექტური სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე

Page 197: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

196

მუხლის შესაბამისად. ქალაქის საბიუჯეტო გეგმაში მიზნის ძალიან ზოგადი მითითებებიდან არ ჩანს, თუ ვის შეიძლება ეკუთვნოდეს სტიპენდია და ვის არა, ამდენად, მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე ადმინისტრაციული სასამართლო კონტროლი არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, მერიას არ ჰქონდა უფლება, „ასე მარტივად”, საბიუჯეტო კანონმდებლობით მინიჭე-ბული უფლებამოსილების ძალით, გაენაწილებინა სახსრები. მეტიც, შესრუ-ლების საფუძვლად არსებული დისპოზიციები − როგორც ეს ამ შემთხვევა-შიც მოხდა, − დაკონკრეტებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ ნორმებში. თუმცა ეს ადმინისტრაციული ნორმები ვერ წარმოშობენ ადმინისტრაციის უფლებებსა და მოვალეობებს მოქალაქეების მიმართ, მაგრამ მათ შედეგად ადმინისტრაცია მათზე დაფუძნებული (სტიპენდიის) გაცემის პრაქტიკის საშუალებით საკუთარ თავს ივალდებულებს, რის გამოც საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული თანასწორობის პრინ-ციპი უკრძალავს ორგანოს, რომ თვითნებურად გადაუხვიოს ამ პრაქტიკი-დან. თუ ასეთი დებულებები არსებობს, ადმინისტრაციულ სასამართლოს შეუძლია იმის გაკონტროლება, ხომ არ მომხდარა რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში ამ დირექტივებიდან გადახვევა და ხომ არ აქვს ვინმეს ზემოთ დასახელებული მე-11 მუხლის საფუძველზე სტიპენდიის მიღების სამართ-ლებრივი მოთხოვნის უფლება. მას ასევე შეუძლია, შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა მოცემული (სტიპენდიის) გაცემის პრაქტიკა საბიუჯეტოსამართ-ლებრივ მიზნობრიობას. ამით ეფექტური სასამართლო კონტროლი უზრუნ-ველყოფილია და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დაცვა უზრუნ-ველყოფილია.

dd) a-ს შედეგი

საბოლოო ჯამში, უფრო მეტი არგუმენტები არსებობს იმის დასასაბუთებ-ლად, რომ წინამდებარე შემთხვევაში სტიპენდიის გაცემის საფუძვლის სა-ხით არც საპარლამენტო კანონების და არც საკრებულოს დადგენილებების საჭიროება არსებობს. შესაბამისად, სტიპენდიის შესახებ გადაწყვეტილება, მხოლოდ „კანონის დათქმის შესახებ მოძღვრების” გაგებით, უფლებამოსი-ლების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის მიუხე-დავად, არ იყო კანონსაწინააღმდეგო.

b) სტიპენდიის მინიჭების მართლსაწინააღმდეგოობა მასალის შესყიდვის შესახებ დათქმის დამატების გამო

თუმცა თანხმობის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლებოდა მართლსაწი-ნააღმდეგო ყოფილიყო, თუ დათქმა მასალის შესყიდვის თაობაზე მართ-

Page 198: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

197

ლსაწინააღმდეგო იქნებოდა და ეს თანხმობის შესახებ გადაწყვეტილებას მთლიანად მართლსაწინააღმდეგოდ აქცევდა.40

aa) სტიპენდიის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების „ინფიცირების” შესაძლებლობა დამატებითი პირობები კანონსაწინააღმდეგოობის გამო?

ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტია ის, რომ ორგანოს დისკრეციას განეკუთ-ვნება როგორც ის ასპექტი, „უნდა მიენიჭოს თუ არა”, ასევე ის, თუ „რო-გორ” უნდა იქნეს მინიჭებული სუბსიდირება, ამიტომ ორგანოს ჰქონდა უფლება, რომ ძირითადი გადაწყვეტილებისთვის დაერთო დამატებითი პი-რობები. ამასთან, კანონი გულისხმობს ერთიან დისკრეციულ გადაწყვეტი-ლებას მთლიან აქტთან დაკავშირებით, რომელიც ამიტომ მხოლოდ მთლი-ანად შეიძლება დაკვალიფიცირდეს კანონსაწინააღმდეგოდ ან კანონშესა-ბამისად. ამდენად, დისკრეციის ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის შემთხვევაში თუ (მხოლოდ) და-მატებითი პირობაა კანონსაწინააღმდეგო, მაშინ ეს გამოიწვევს მთლიანი აქტის „დაინფიცირებას”, რადგან კანონსაწინააღმდეგო დამატებითი პირო-ბის დართვა არის ერთიანი დისკრეციული გადაწყვეტილების მთლიანობაში შეცდომით განხორციელების გამოვლინება.41

bb) მასალის შესყიდვის შესახებ დათქმის კანონსაწინააღმდეგოობა

ამიტომ ისმის კითხვა − სტიპენდიის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას ხომ არ დაერთო კანონსაწინააღმდეგო დამატებითი პირობა მასალების შეს-ყიდვის თაობაზე? მასალის შესყიდვის შესახებ დათქმისას შესაძლოა, საქმე გვქონდეს ვალდებულების დაკისრებასთან, რომელიც დამოუკიდებელი ძი-რითადი დანაწესისთვის აქცესორული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იქნებოდა. ვალდებულების დაკისრება არის დამატე-ბითი პირობა, რომლის საშუალებითაც ბენეფიციარს ეკისრება მოქმედების, თმენის ან მოქმედებისგან თავის შეკავების ვალდებულება. სწორედ ასეთ დამატებით პირობად შეიძლება იქნეს მიჩნეული დათქმა მასალის შესყიდვის თაობაზე: ეშერიას ცალსახად დაევალა, რომ მას საკუთარი პროექტის შექმ-ნისთვის საჭირო ახალი მასალები „Philippy & Popp”-ისგან უნდა შეეძინა.

40 შენიშვნა: საკითხი დამატებით (განსაზღვრებებს) და ძირითად აქტებს შორის ურ-თიერთდამოკიდებულების თაობაზე ნაკლებად არის გარკვეული, ამიტომაც ღრმა ცოდნა ამ კონტექსტში ნაკლებად მოსალოდნელია. დამატებითი პირობების შესახებ დაწვრილე-ბით იხ. კაზუსი − პანდუსი.41 U. Stelkens, in: Stelkens/Bonk/Sachs, Verwaltungsverfahrensgesetz, Kommentar, 9. Aufl. 2018, § 36 Rn. 23.

Page 199: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

198

ვინაიდან სტიპენდიების გაცემა მბოჭავი დისკრეციის ფარგლებში მისაღე-ბი გადაწყვეტილება იყო, ზოგადად, ვალდებულების დაკისრების დამატება დასაშვები შეიძლებოდა ყოფილიყო. ინდ. აქტისთვის, რომლის გამოცემა ორგანოს დისკრეციას განეკუთვნება, დამატებითი პირობის დართვა არ არის იმაზე დამოკიდებული, არის თუ არა ეს ცალსახად გათვალისწინე-ბული სხვა კანონით. მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ სადავოა, არსებობს თუ არა ამ შემთხვევაში ასეთი დამატებითი პირობის დართვის საერთოდ აუცილებლობა. ვინაიდან ასეთი ვალდებულების დასადგენად რაიმე ლეგი-ტიმური მიზანი არ არსებობდა და იმის გათვალისწინებით, რომ ის პირიქით, ხელს უშლიდა სტიპენდიის ფარგლებში გარკვეული შემოქმედებითი შედე-გების მიღწევას, დამატებითი პირობების დადგენა (ვალდებულების დაკის-რება) უკვე ამ სამართლებრივი საფუძვლით არის კანონსაწინააღმდეგო.

cc) b-ს შედეგი

ამიტომ გადაწყვეტილება სტიპენდიის მინიჭების თაობაზე მთლიანად კა-ნონსაწინააღმდეგოა მასალის შესყიდვის შესახებ კანონსაწინააღმდეგო დათქმის გამო.

c) კანონსაწინააღმდეგოობა „სპეციალური სუბსიდიის” გაცემის წესების დარღვევის გამო?

ამასთან, შესაძლოა, რომ სტიპენდიის მინიჭება არღვევდეს „სპეციალური სუბსიდიის” გაცემის წესებს, რომლის თანახმად, ფინანსური დახმარების შემოღების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ უწყებებს, თუ შესაბა-მისი სამსახური (კომისია) ამ თვალსაზრისით დაადგენს მათ თავსებადობას კონკურენტულ ბაზართან, რისი პირობაც, თავის მხრივ, არის ის, რომ კო-მისიას ასეთი ფინანსური დახმარების შემოღების თაობაზე წინასწარ უნდა ეცნობოს.42 ევროკავშირის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თა-ნახმად, ასეთი შეტყობინების განუხორციელებლობა იწვევს ფინანსური დახმარების მინიჭების მართლსაწინააღმდეგოობას, რაც ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს (შესაბამისად, დახმარების მიმნიჭებელ ორგანოს), რომ მოითხოვოს გაწეული ფინანსური დახმარების დაბრუნება. აქ საქმის გარემოებებიდან არ ჩანს, შეატყობინა თუ არა საკრებულომ კომისიას სტი-პენდიების მინიჭების შესახებ. თუმცა ასეთი ე.წ. შეტყობინების ვალდებუ-ლების წინაპირობაა ის, რომ სუბსიდია უნდა იყოს ფინანსური დახმარება, რომელიც გარკვეულ საწარმოთათვის უპირატესობის მინიჭების შედეგად

42 ფიქციური ნორმა. ორიგინალში ავტორი უთითებს შემდეგ დირექტივაზე: Verordnung EU/2015/1589 über besondere Vorschriften für die Anwendung von Artikel 108 AEUV.

Page 200: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

199

იწვევს კონკურენციის დარღვევას ან მისი დარღვევის საფრთხეს და ამი-ტომ უარყოფით გავლენას ახდენს ჯანსაღ სავაჭრო პროცესზე. თუმცა ამ ვალდებულების ამოქმედებისთვის დახმარება უნდა აღემატებოდეს გარკ-ვეულ ოდენობას, კერძოდ, თუ ერთი საწარმოსთვის მინიჭებული დახმარე-ბის ოდენობა სამი საგადასახადო წლის განმავლობაში 30.000 ლარს აღე-მატება. ამ შემთხვევაში საქმის გარემოებებიდან არ იკვეთება, რომ ეშერია ამგვარი სახის ფინანსურ დახმარებებს იღებს და, ამავე დროს, მისთვის მი-ნიჭებული სტიპენდიის ოდენობაც ზემოთ განსაზღვრულ ზღვრულ ოდენო-ბაზე ბევრად უფრო დაბალია.

ამდენად, სტიპენდიის მინიჭების მიმართ არ მოქმედებს ზემოთ განსაზღვ-რული შეტყობინების ვალდებულება, ამიტომაც სტიპენდიის მინიჭების შესა-ხებ გადაწყვეტილება ამ თვალსაზრისითაც არ არის კანონსაწინააღმდეგო.

d) 1-ის შედეგი

დამატებითი პირობის კანონსაწინააღმდეგოობის გამო სტიპენდიის მინიჭე-ბის შესახებ გადაწყვეტილება მთლიანად კანონსაწინააღმდეგოა.

2. განსაკუთრებული წინაპირობები აღმჭურველი ინდ. აქტების ბათილად ცნობისთვის

თუმცა სტიპენდიის მინიჭების შესახებ თანხმობა გულისხმობს სარგებლის მინიჭებას ფულადი სახსრების რეგულარულად გადახდის სახით, ამდენად, შემოწმებული უნდა იქნეს ასეთი აქტის გაუქმების შესაძლებლობა სზაკ-ის 601 მუხლის საფუძველზე. ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „დაუშვებე-ლია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრი-ვი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხ-ვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.” იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „დაინტერესებუ-ლი მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტ-რაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებ-რივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.” შესაბამისად, სტიპენდიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დაუშვებელია, თუ ეშერიას აქვს ნდობა ამ აქტის მიმართ და მისი ძალაში დატოვება საჯარო ინტერესთან ურთიერთშეჯერების შე-

Page 201: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

200

დეგად დაცვის ღირსია. საქმის გარემოებებიდან ნდობის საკითხი პირდაპირ არ გამომდინარეობს, თუმცა არ იკვეთება რაიმე საფუძველი, თუ რატომ არ უნდა ჰქონოდა ეშერიას ნდობის საფუძველი. ვინაიდან დამატებითი პირო-ბების კანონსაწინააღმდეგოობის გამო სტიპენდიის თაობაზე გადაწყვეტი-ლების კანონსაწინააღმდეგოობა თავისთავად ცხადი არ არის. რადგან არ არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი ფაქტები, შეიძლება დავასკვ-ნათ, რომ მას კანონიერი ნდობა ჰქონდა.

3. II-ის შედეგი

სტიპენდიის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობისას ადმინისტრაციულ ორგანოს არავითარი დისკრეცია არ განუხორციელე-ბია (სზაკ-ის 601 მუხლის მე-3 ნაწილი) და საჯარო და კერძო ინტერესთა შეფასების საფუძველზე არ შეუფასებია აქტის გაუქმების შესაძლებლობა, მითუმეტეს, კანონიერი ნდობის ჭრილში. მან სტიპენდიის გადაწყვეტილე-ბა კანონსაწინააღმდეგოდ დადგენილი დამატებითი პირობის (ვალდებუ-ლების) შეუსრულებლობის გამო ცნო ბათილად. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული ნორმა ვერ იქნება მიჩნეული სტიპენდიის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძვ-ლად, ამიტომ შემოწმებულ უნდა იქნეს გაუქმების საფუძველი სზაკ-ის 61-ე მუხლის შესაბამისად.

III. გაუქმება სზაკ-ის 61-ე მუხლის საფუძველზე

1. სზაკ-ის 61-ე მუხლის მოწესრიგების სფერო

თუმცა საკითხავია, საერთოდ გამოყენებულ უნდა იქნეს თუ არა ეს ნორ-მა ამ შემთხვევის მიმართ, ვინაიდან 6 იანვრის გადაწყვეტილება, როგორც ზემოთ (B II 1) იქნა დადგენილი, არის კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალუ-რი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. სზაკ-ის 61-ე მუხლი კი გარკ-ვევით მხოლოდ კანონიერი აქტების გაუქმებას უშვებს. თუმცა ფართოდ არის აღიარებული, რომ მართლსაწინააღმდეგო ინდივიდუალური ადმინის-ტრაციულსამართლებრივი აქტები, მით უმეტეს, შეიძლება იქნეს გაუქმე-ბული სზაკ-ის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან იქ, სადაც კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი შეიძლება იქნეს გაუქმებული, კანონსაწინააღმდეგო აქტიც არ იმსახურებს გაუქმებისაგან დაცვას, 43 როდესაც მის მიმართ არ გამოიყენება 601 მუხლი.

43 Sachs, in: Stelkens/Bonk/Sachs, in: Stelkens/Bonk/Sachs, Verwaltungsverfahrensgesetz, Kommentar, 9. Aufl. 2018, § 49 Rn. 6.

Page 202: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

201

2. გაუქმება სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე

ვინაიდან სტიპენდიის მინიჭება არის ინდ. აქტი, რომელიც ანიჭებს თანხე-ბის რეგულარულად გადახდის უფლებას გარკვეული მიზნის მისაღწევად (სულ მცირე, „სანიტრების” შესაქმნელად), აქ, პირველ რიგში, უნდა იქნეს განხილული აქტი სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესა-ბამისად, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმ-ჭურველი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, თუ „დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენი-ლი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბა-მისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალა-დაკარგულად გამოცხადების საფუძველი”.

ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს ის გარემოება, რომ ეშე-რიამ მიღებული თანხა არ გამოიყენა, შესრულებიდან მაშინვე არ გამოიყენა, ან იმ მიზნისთვის არ გამოიყენა, რომელიც სტიპენდიის გადაწყვეტილებაში იყო განსაზღვრული. აქ საქმის გარემოებებიდან არ იკვეთება, თუ რა მიზნე-ბისთვის გამოიყენა, ან სურდა გამოეყენებინა ეშერიას სტიპენდიის თანხები. თუმცა მისი 29 მარტის წერილიდან გამომდინარეობს, რომ მას აღარ სურს ამ თანხების გამოყენება მისთვის საჭირო მასალების „Philippy & Popp”-სგან შე-საძენად. ეს შესაძლოა, იყოს გაუქმების საფუძველი, თუ საჭირო მასალების ამ საწარმოსგან შეძენა გამოყოფილი სახსრების მიზნობრიობის ნაწილია. ამის ვარაუდი აქ არ იქნება შესაძლებელი: სტიპენდია არ გაიცემა მხოლოდ ამ მასალების შესაძენად, არამედ მან უნდა მისცეს ხელოვანს შესაძლებლო-ბა, რომ დაამზადოს სუბსიდირებული ხელოვნების ნამუშევარი. შეიძენს თუ არა და რა მასალებს შეიძენს იგი, ეს მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს. მხო-ლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ახალი ხელსაბანი ნიჟარა და მსგავსი აღჭურ-ვილობა დასჭირდება, ისინი მან „Philippy & Popp”-სგან უნდა შეიძინოს. ამით მასალის შეძენის დათქმა არ მოიცავს გამოყოფილი სახსრების მიზნობრი-ობის ნაწილს და ამიტომაც, ამ თვალსაზრისით, გაუქმება გამორიცხულია.

მეორე მხრივ, ცხადია, რომ ეშერიამ, 29 მარტის წერილიდან გამომდინა-რე, განაცხადა, რომ ის არ აპირებს, „სანიტრებისთვის” კვლავინდებურად გამოიყენოს „Philippy & Popp”-ის აბაზანა. პირიქით, ეშერია აპირებს, რომ თავისი წარმოდგენების რეალიზაცია მოახდინოს სხვა საწარმოების ახალი ნაწილებით, ამიტომ მისი წერილი შეიძლება იქნეს მიჩნეული უარის თქმად დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე.

Page 203: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

202

ამავე დროს, უდავოდ, გაუქმების უფლებას იძლევა მხოლოდ სამართლებ-რივი ძალის მქონე ვალდებულება. აქ დაკისრებულმა ვალდებულებამ, რო-გორც ადმინისტრაციულმა აქტმა, ეშერიას მიმართ სამართლებრივი ძალა შეიძინა, ვინაიდან მას ეს პირობა სტიპენდიის თაობაზე ძირითად გადაწყ-ვეტილებასთან ერთად გააცნეს. კაზუსიდან არც მისი გაუქმება არ ჩანს. შესაბამისად, ის ძალაშია. თუმცა ახლა უნდა შემოწმდეს, რამდენად უნდა ყოფილიყო ეს პირობა თავიდანვე კანონიერი, რომ ვალდებულების შესრუ-ლებაც იყოს მოთხოვნილი. მართალია, დამატებითი პირობის კანონიერების მოთხოვნა სზაკ-იდან პირდაპირ არ გამომდინარეობს, თუმცა ივარაუდება, რომ ორგანოს არ უნდა შეეძლოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსა-მართლებრივი აქტის გაუქმებასთან დაკავშირებული თავისი უფლებამო-სილებების გაფართოება იმით, რომ ეს ორგანო მას ვალდებულებას და-აკისრებს მართლსაწინააღმდეგოდ. სამართლებრივი უსაფრთხოებიდან და სტაბილურობიდან გამომდინარე, თუ ინდ. აქტის გასაჩივრება არ მოხდება გაცნობიდან 1 თვის ვადაში, მაშინ მისი გასაჩივრება დაუშვებელია. ამდე-ნად, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო აქტი ფორმალურად საბოლოოდ იქცა: გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ − სამართლებრივი უსაფრთ-ხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე − მისი კანონიერების გადამოწმე-ბა დაუშვებელია. ამგვარად, გაუქმება შესაძლებელია დაეფუძნოს სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამართლებრივ საფუძველს.

3. დისკრეციის განხორციელება წესების დაცვით (სზაკ-ის 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილი მე-6 და მე-7 მუხლებთან ბმაში)

თუ არსებობს სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სა-ფუძველი (ამ შემთხვევაში „გ” ქვეპუნქტი), მაშინ, იმავე მუხლის 1-ლი ნა-წილის თანახმად, გაუქმება აქტის გამომცემი ორგანოს დისკრეციის საგა-ნია. ამავე დროს, თავად „გ” ქვეპუნქტშივე მითითებულია, რომ ინდ. აქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ორგანოს „შეუძლია”, გააუქმოს აქტი, რაც ამ კონკრეტულ საფუძველთან მიმართე-ბით დისკრეციის თაობაზე დათქმას კიდევ ერთხელ იმეორებს. თუმცა შე-საძლოა, რომ დირექტორმა ეს დისკრეციული უფლებამოსილება გაუქმების თაობაზე შეცდომით განახორციელა. თავის მხრივ, საჩივრის განმხილველ ორგანოს შეუძლია, გადაწყვეტილება დისკრეციის ჭრილშიც გადაამოწმოს. ამდენად, დირექტორს თავისი დისკრეცია მისთვის მინიჭებული უფლება-მოსილების შესაბამისად უნდა განეხორციელებინა კანონის ფარგლებში და იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მას ეს უფლებამოსილება მიენიჭა (სზაკ-

Page 204: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

203

ის მე-6 მუხლი). აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა განხორციელებულიყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გაუქმების სა-ჯარო ინტერესის უშეცდომო ურთიერთშეჯერება ეშერიას ინტერესთან, ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ძალაში დატო-ვების თაობაზე.

a) დისკრეციის არასწორად გამოყენება მართლსაწინააღმდეგო ვალდებულების დაკისრების აქტის განხორციელების გამო

თუმცა, ვინაიდან დირექტორი, როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო ვალ-დებულების დაკისრების თაობაზე დამატებითი პირობის კანონიერებაში, შესაძლოა, საეჭვო იყოს, თუ რამდენად სწორად შეაფასა მან ინდ. აქტის გაუქმების საჯარო ინტერესი, რომელიც მისთვის აშკარად უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე იყო. მართალია, ვალდებულების დაკისრების აქტის საბოლოობა კრძალავს მისი კანონიერების გადამოწმებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორგანოს, − თუ რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, − უფლება აქვს, უპირობოდ მოახდინოს გაუქმების გზით იმის სანქცირება, რომ ადრესატმა არ შეასრულა კანონსაწინააღმდეგო ვალდე-ბულება. სხვაგვარად, მას შეეძლო, შეექმნა ინდივიდუალური ადმინისტ-რაციულსამართლებრივი აქტის საბოლოობაში ჩარევის შესაძლებლობები. ამ თვალსაზრისით, უკვე დადგენილია, რომ ვალდებულების დაკისრების აქტი, რომლის შეუსრულებლობა გახდა სტიპენდიის მინიჭების თაობაზე თანხმობის გაუქმების მიზეზი, კანონსაწინააღმდეგოა (B II 1 b bb). შესაბა-მისად, დირექტორს არ ჰქონდა უფლება, რომ ვალდებულების შესრულების ინტერესისთვის ის მნიშვნელობა მიენიჭებინა, რაც მან მიანიჭა. ამიტომაც დისკრეციული გადაწყვეტილება შეცდომით იყო მიღებული. შესაბამისად, გაუქმება მხოლოდ ამ მიზეზის გამო იქნებოდა კანონსაწინააღმდეგო.

b) შეცდომა დისკრეციაში ალტერნატიული გადაწყვეტილებების გაუთვალისწინებლობის გამო

თუმცა შესაძლოა, ასევე საქმე გვქონდეს დისკრეციის ნაწილობრივ შეცდო-მასთან. დისკრეციის შეცდომაა, როდესაც ორგანოსთვის ნათელია ყველა შესაძლო გადაწყვეტილების ალტერნატივა. ამ შემთხვევაშიც არ შეიძლე-ბა იყოს საუბარი მინიჭებული უფლებამოსილების მიზნის შესაბამის დისკ-რეციის განხორციელებაზე. აქ დირექტორი ეშერიას შეთავაზებების გათ-ვალისწინების გარეშე დაეყრდნო იმას, რომ არ არსებობს დაკისრებული ვალდებულებიდან გადახვევის საფუძვლები. ასეთი პაუშალური უარყოფა მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ „Philippy & Popp”-ის მასალები ტექნიკურა-

Page 205: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

204

დაც გამოსადეგია, საბოლოო ჯამში არ შეესაბამება ეშერიას მოთხოვნის უფლებას ხელოვნების თავისუფლებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის მე-20 მუხლის გაგებით. სუბსიდირების მიზანი იყო მისი ხელოვნების ნაწარ-მოების ხელშეწყობა, ამიტომ დირექტორს, ყოველ შემთხვევაში, უნდა განე-ხილა ეშერიას მოსაზრება მასალის შერჩევასთან დაკავშირებით. ვინაიდან ეს არ მოხდა, ამიტომ აქ სახეზეა დისკრეციის ნაწილობრივი შეცდომა.

c) გაუქმების არათანაზომიერება

ამასთან, შესაძლოა, დირექტორს დარღვეული ჰქონდეს დისკრეციისთვის კანონით დადგენილი ფარგლები (სზაკ-ის მე-6 მუხლი). კანონით გათვალის-წინებული ფარგლები გულისხმობს არა მხოლოდ თავად უფლებამოსილების მიმნიჭებელ ნორმას, არამედ ასევე სამართლებრივი სახელმწიფოს ზოგად სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთაც ასევე განეკუთვნება არაპრო-პორციული ჩარევის აკრძალვის პრინციპი (თანაზომიერების პრინციპი).

შესაბამისად, გაუქმება უკანონოა, როდესაც ორგანოს სხვა, მიზნის (ამ შემ-თხვევაში ასეთი მიზანი შეიძლება იყოს აქტით დადგენილი ვალდებულების შესრულება) მიღწევისთვის შესაფერისი, მაგრამ ნაკლებად მძიმე ღონისძი-ების გატარების საშუალება აქვს (აუცილებლობის შემოწმება). ნაკლებად მძიმე საშუალებად ვალდებულების შესრულებისათვის აქ შეიძლებოდა გან-ხილულიყო გაფრთხილება. მართალია, არ არის სავალდებულო, რომ ასე-თი გაფრთხილება განხორციელდეს ვალდებულების შეუსრულებლობისას ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გაუქმებამდე, მაგრამ ის საჭირო იქნება ისეთ შემთხვევებში, როდესაც მისი განხორცი-ელება აშკარად უპერსპექტივო არ არის და ძირითადი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტიდან არ იკვეთება, რომ სუბსიდია ვალდებულების დაკისრების აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში სრუ-ლად და დაუყოვნებლივ გაუქმდება, შუალედური ღონისძიების გატარების გარეშე. ამ შემთხვევაში, სტიპენდიის შესახებ გადაწყვეტილებიდან ასეთი მკაცრი ღონისძიების გატარება არ გამომდინარეობს. გარდა ამისა, არ იკვე-თება, რომ გაფრთხილების გამოყენება, მიზნის მიღწევის თვალსაზრისით, თავიდანვე უპერსპექტივო იქნებოდა.

და ბოლოს, ღონისძიების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შემოწმებუ-ლიყო არაპროპორციული ჩარევის პრინციპის (ვიწრო გაგებით, თანაზო-მიერების პრინციპის) დარღვევა. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოიხატე-ბოდეს იმით, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი საშუალება არ არის პროპორციული მისაღწევ სიკეთესთან. სზაკ-ის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის

Page 206: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

205

თანახმად, „დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.” სტიპენდიის მიზანი იყო მხოლოდ ხელოვნების ხელშეწყობა. დამატებითი პირობა „Philippy & Popp”-ისგან მასალის შესყიდვასთან დაკავშირებით, ეშერიასთვის სტიპენდიისა და საჭირო მასალების გაცემისას, აშკარად არ იყო მისთვის ისეთი მნიშვნელობის საკითხი, რომ ამ დამატებითი პირობის გარეშე ეშერიას ეს სტიპენდია არ მიეღო. ხელოვანების ხელშეწყობის მიზა-ნი იყო, განსაკუთრებით, რეგიონის ხელოვანთა ხელშეწყობა და ამით ქალა-ქის მიმზიდველობის გაზრდა. მხოლოდ ამ მიზნით გაიცა სტიპენდიები და საჭირო მასალა. ამასთან, საკრებულოს განზრახვა არ იყო ადგილობრივი საწარმოს − „Philippy & Popp”-ის − ხელშეწყობა. ეს განხორციელდა შემთხ-ვევით, კულტურული პროგრამის საჭიროებების გამო, და არა როგორც ამ პროგრამის შემადგენელი ნაწილი. ამდენად, ვალდებულების დაკისრების ეს აქტი უმნიშვნელოდ უნდა იქნეს მიჩნეული, ამიტომ ამ შემთხვევაში სახეზეა არაპროპორციული ჩარევის აკრძალვის პრინციპის დარღვევა.

d) 4-ის შედეგი

ამდენად, დირექტორმა თავისი დისკრეცია შეცდომით განახორციელა.

4. III-ის შედეგი

შეცდომით განხორციელებული დისკრეციის გამო, სტიპენდიის გაუქმების გადაწყვეტილება არ ეფუძნება სზაკ-ის 61-ე მუხლის მოთხოვნებს და ამი-ტომ ის კანონსაწინააღმდეგოა.

IV. B-ს შედეგი

ამით სტიპენდიის გაუქმების შესახებ 10 აპრილის გადაწყვეტილება კანონ-საწინააღმდეგოა და არღვევს ეშერიას უფლებებს. შესაბამისად, ეშერიას საჩივარი დასაბუთებულია.

C) დასკვნა

ამით ეშერიას საჩივარი დასაშვები და დასაბუთებულია. მერიის იურიდიულ სამსახურს უფლება აქვს და ვალდებულია, რომ გააუქმოს 10 აპრილის გა-დაწყვეტილება სტიპენდიის გაუქმების თაობაზე.

Page 207: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

206

შეკითხვა 2

შპს „დიდებულის” სარჩელს თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის (რომელიც მოქმედებს მერის სახელით) მიერ პირველი ივნისის საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების წინააღმდეგ დაკმაყოფილ-დება, თუ ის დასაშვები და დასაბუთებულია.

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი

სარჩელის დასაშვებობის წინარე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობის, მხარეთა საპროცესოუნარიანობის, სარჩე-ლის ფორმის, სათანადო მოპასუხის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის და სხვა მსგავსი საკითხები.

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი)

შპს „დიდებულის” სასარჩელო განცხადება შესაძლებელია იყოს საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე. ამისთვის მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ უნდა მი-ეკუთვნებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას. სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვა-ლისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორ-განოს მიმართ, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში კაზუსიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება მერის სახელით მიიღო მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, შესაბამისად, არ არსებობს ზემდგომი ორგანო, სადაც შეიძლება შეტანილი იქნეს საჩივა-რი. შესაბამისად, შპს-ის დავა პირდაპირ სასამართლოშია შესაძლებელი. შე-საბამისად, აღნიშნული დავა არის საერთო სასამართლოების ქვემდებარე.

ამავე დროს, უნდა დადგინდეს განსჯადობის საკითხი − რომელმა მოსამარ-თლემ უნდა განიხილოს დავა. შპს „დიდებულის” დავა საერთო სასამართ-ლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნება გან-სახილველი, თუ ის პასუხობს სასკ-ის მე-2 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელე, სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქ-ტის თანახმად, ითხოვს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის კანონი-ერების შემოწმებას. ფორმალურად ეს საკმარისი საფუძველია საგნობრი-ვი განსჯადობის საკითხის გასარკვევად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილია შინაარსობრივი კრიტერიუმების გამოყენებაც.44 სასკ-ის

44 მითუმეტეს, კაზუსის ორიგინალ ვერსიებში ავტორი, გერმანული სამართლის თავი-სებურების გათვალისწინებით, ძირითადად, შინაარსობრივ კრიტერიუმებზე მიუთითებს.

Page 208: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

207

მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმე იმ სამართლებრივ ურ-თიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტ-რაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, დავა არის თუ არა საჯაროსამართლებრივი ბუნებისა. ეს უკანასკნელი იმ შემთხვევაშია სახეზე, როდესაც თავად დავის გადაწყ-ვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ნორმები არის საჯარო სამარ-თლის ხასიათისა. დირექტორი ამ შემთხვევაში დავობს იმაზე, რომ მერიამ მის მიერ გამოცემული აქტი გააუქმა უკანონოდ, სზაკ-ის 177-ე და შემდეგი მუხლების საფუძველზე. ამ ნორმების საფუძველზე მერიის იურიდიული სამსახური ვალდებულია, საკითხი გადაწყვიტოს საჯაროსამართლებრივი ნორმების საფუძველზე. ამდენად, სახეზეა საჯაროსამართლებრივი ნორმა, შესაბამისად − საჯაროსამართლებრივი დავა.

სახეზე არ არის ასევე სასკ-ის მე-6 მუხლით განსაზღვრული მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადობა. შესაბამისად, დავას განსჯადობის მიხედვით განიხილავს საქალაქო სასამართლო პირველი ინსტანციით ადმინისტრაცი-ული სამართალწარმოების წესით.

შესაბამისად, ეს დავა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტ-რაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი საქმე.

II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა

შპს „დიდებული”, როგორც იურიდიული პირი, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, სსსკ-ის 79-ე-81-ე მუხლების თანახმად, საპროცესოუნარიანები არიან.

III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი)

მოსარჩელე მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხედ ასახელებს თბი-ლისის მერს. სასკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრა-ციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელ-მაც გამოსცა ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. ამ შემთხვევაში სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს იმ ორგანოს წინააღმდეგ, რომელმაც საჩივრის ფარ-გლებში მიიღო გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში ეს უწყება არის თბილი-სის მერი (მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელით მოქმედებდა იურიდიული სამსახური), როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გააუქმა შპს-ის დირექტორის გადაწყვეტილება.

Page 209: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

208

IV. სარჩელის ფორმა

კაზუსიდან სარჩელის ფორმასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხარვეზი არ იკვეთება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ სარჩელი აკმაყოფილებს სსსკ-ის 177-ე-178-ე და 445-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს (სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში).

V. A-ს შედეგი

სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპისთვის დადგენილი მოთხოვნები დაკმა-ყოფილებულია.

B) სარჩელის სათანადო სახე

სარჩელის სათანადო სახე (უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი საშუალება) დგინდება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების, აგრეთვე საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეფასე-ბის შესაბამისად (სასკ-ის 281 მუხლი), ისე, რომ ის თავსებადი იყოს მოსარ-ჩელის უფლების დაცვის მიზანთან. ამ მიზნით მოსამართლეს შეუძლია, დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში (სასკ-ის 281 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის სათანადო სახე უნდა დადგინდეს სწო-რედ იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის აქტის გამოცემას გულისხმობს მოსარჩელის მოთხოვნა და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, მიიღწევა თუ არა ამის განხორციელებით მოსარჩელის მიზანი.

I. სარჩელი ბათილად ცნობის და აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე (სასკ-ის 22-ე და 23-ე მუხლები)?

აღნიშნული მოთხოვნისთვის შესაძლოა, სარჩელის სათანადო სახეს წარ-მოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 23-ე მუხ-ლებით გათვალისწინებული სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოგვიანებითი ნებართვის გა-ცემის დავალდებულების თაობაზე. ამ შემთხვევაში შპს-ის დირექტორი ით-ხოვს გასაჩივრების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

1. სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნით

შესაბამისად, სარჩელის დასაშვებ სახეობას შეიძლება წარმოადგენდეს სარჩელი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თა-ობაზე, სასკ-ის 22-ე მუხლის გაგებით, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბა-

Page 210: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

209

თილად ცნობის მოთხოვნით. აღნიშნული სარჩელით შესაძლოა მიღწეულ იქნეს გასაჩივრების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, თუ გასაჩივრების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს, სზაკ-ის მე-2 მუხ-ლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის გაგებით. ეს ლეგალური დეფინიცია, როგორც ზოგადი სამართლებრივი პრინციპის გამოხატულება, მნიშვნე-ლოვანია ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის განმარტებისთ-ვის. დეფინიციის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართ-ლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ცალკეული შემთხვევის მოსაწესრიგებლად გამოცემული აქტი (ღონისძიება), რომელიც მიმართულია გარეგანი მოწეს-რიგებისაკენ. ამ თვალსაზრისით, საკითხავია, წარმოადგენს თუ არა გა-საჩივრების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება გარეგანი ეფექტის მქონე რეგულაციას შპს-ის მიმართ. გასაჩივრების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ასეთ მოწესრიგებას წარმოადგენს, სულ მცირე, საჩივრის განმხორციელებელი პირის, აქ ეშერიას, მიმართ. მართალია, ინდივიდუ-ალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გაუქმების შესახებ სარ-ჩელის შემთხვევაში, გასაჩივრების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტი-ლება და თავდაპირველი გადაწყვეტილება სარჩელის ერთიან საგნად არის მიჩნეული, თუმცა გასაჩივრების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმალურად არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ვინაიდან წინა ადმინისტრაციული პროცედურა თავდაპირველი გა-დაწყვეტილების გამოტანით დასრულებულია და საჩივრის შეტანით ახალი ადმინისტრაციული პროცედურა დაიწყო, რომელიც სრულდება ახალი აქ-ტის გამოცემით.

თუმცა საკითხავია, უნდა იქნეს თუ არა განხილული ასეთი გარეგანი ეფექ-ტი შპს-ის მიმართ, როგორც თავდაპირველი ორგანოს მიმართაც. ნაწილობ-რივ ივარაუდება, რომ თავდაპირველი ორგანოს მიმართ საჩივარს მხოლოდ შიდა ადმინისტრაციული ეფექტი აქვს, ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდე-საც თავდაპირველი ორგანო საჩივრის განმხილველი ორგანოს ქვემდგომი ორგანოა. ამ პოზიციის მიხედვით, ღონისძიების სამართლებრივ ბუნებას-თან დაკავშირებული საკითხი წყდება შემდეგნაირად: თუ გარეგანი ეფექ-ტი მხოლოდ ერთ კონკრეტულ პირს ეხება, მაშინ ის მხოლოდ ამ პირის მი-მართაა ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. თუმცა საკითხი, გვაქვს თუ არა საქმე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართ-ლებრივ აქტთან, ყველა მონაწილისთვის ერთიანად უნდა გადაწყდეს, ვინა-იდან სხვა შემთხვევაში, განსაკუთრებით მესამე პირების მიმართ მოქმედი

Page 211: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

210

ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების შემთხვევაში, ეს გამიჯვნასთან დაკავშირებულ გადაუჭრელ სირთულეებს შექმნის (გასა-ჩივრების თვალსაზრისითაც). ამდენად, ძირითადად, ამ შემთხვევაში, სახე-ზეა შპს-ისკენ მიმართული გარე მოქმედების ინდივიდუალური ადმინისტ-რაციულსამართლებრივი აქტი. შესაბამისად, სარჩელი ამ აქტის გაუქმების თაობაზე, სასკ-ის 22-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის სათანადო სახეა. სა-ჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებით გაცოცხლდე-ბა პირველადი აქტი.

2. მავალდებულებელი სარჩელი

თუმცა საკითხავია, ნამდვილად არის თუ არა სარჩელი ინდივიდუალური ადინისტრაციულსამართლებრივი აქტის გაუქმების თაობაზე შპს-ისთვის გამოსადეგი. მოთხოვნის დადგენისას სასამართლო არ იზღუდება სარჩე-ლის შინაარსით (სასკ-ის 281 მუხლი). პირიქით, იგი თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდებს სარჩელის სხვა სახეობას, თუ ეს უკანასკნელი უკეთ შეესაბამება მოსარჩელის მოთხოვნას. საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირ არჩეული სარჩელის სახეობა სამართლებრივი დაცვის მიზნის მისაღწევად უფრო გამოსადეგ სარჩელის სახეობად უნდა იქნეს ინტერპრეტირებული.

ამ შემთხვევაში შპს-ისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ გასაჩივრების საფუძ-ველზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება. ამ გაუქმებას, საბოლოოდ, შედეგად მოჰყვება მხოლოდ ის, რომ ეს საქმე მერიის იურიდიული სამსა-ხურის მიერ თავიდან იქნება განსახილველი და მასზე თავიდან უნდა იქნეს გამოტანილი გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით, რამეთუ საკით-ხი დაურეგულირებელი ვერ დარჩება, ამიტომ თეორიულად შესაძლებელია, რომ ისევ საჩივარზე პირველად გამოტანილი გადაწყვეტილების იდენტური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული იურიდიული სამსახურის მიერ. თუმცა შპს-ს სურს, რომ ეშერიას საჩივრის დაკმაყოფილებაზე იურიდიულმა სამსა-ხურმა საბოლოოდ თქვას უარი. ეს მოთხოვნა შესაძლოა, დაკმაყოფილდეს სასკ-ის 23-ე მუხლით განსაზღვრული მავალდებულებელი სარჩელის ფარგ-ლებში. ამდენად, საკითხავია, შესაძლებელია თუ არა, მავალდებულებელი სარჩელის არსებობა საჩივარზე კონკრეტული გადაწყვეტილების გამოცე-მის მოთხოვნით.

ზოგადად, საჩივრის საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილებების წი-ნააღმდეგ დასაშვებია მხოლოდ სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულსამართლებრივი აქტის გაუქმების შესახებ. საჩივრის საფუძველზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების მავალდებულებელი სარჩელის

Page 212: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

211

დასაშვებობა ივარაუდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც მესამე პირი სხვა პირის სასარგებლოდ გაცემული აქტის წინააღმდეგ შეიტანს საჩივარს და საჩივრის განმხილველი ორგანო უმოქმედოდ არის. თუმცა იმისათვის, რომ თავიდან იქნეს არიდებული სამართლებრივი დაცვის ხარვეზები და გასაჩივ-რების პროცედურის უსარგებლო გამეორება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასევე არსებობს საჩივრის განმხილველი ორგანოს წინააღმდეგ მავალდებუ-ლებელი სარჩელის შესაძლებლობა, საჩივარზე კონკრეტული გადაწყვეტი-ლების, მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების, გამოტანის მოთხოვნით.45 შეიძლება თუ არა საერთოდ, რომ თავდაპირველ ორგანოს ჰქონდეს საჩივრის განმხილველი ორგანოსგან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის უფლება, განხილული იქნება უკვე სასარჩელო უფლებამოსილებასთან დაკავშირებით განსახილ-ველი საკითხი.

II. B-ს შედეგი

თუ ამ ლოგიკას მივყვებით, ამ შემთხვევაში, სასკ-ის 23-ე მუხლით გათვა-ლისწინებული მავალდებულებელი სარჩელი ეშერიას საჩივრის განხილვაზე უარის თქმის მოთხოვნით იქნება სარჩელის სათანადო სახე, მოცემულ შემ-თხვევაში სასკ-ის 22-ე მუხლთან კომბინაციაში (კომბინირებული სარჩელი).

C) სარჩელის დასაშვებობა

აღნიშნული კომბინირებული სარჩელის დასაშვებობის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს სასკ-ის 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირო-ბები: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი; ბ) პირ-დაპირი და უშუალო ზიანი; გ) გასაჩივრების ვადა.

I. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა (სასკ-ის 22-ე-23-ე მუხლების 1-ლი ნაწილები)

შპს სარჩელი აღძრული აქვს და შემდეგ ის ტრანსფორმირებულია სასკ-ის 22-ე და 23-ე მუხლების შესაბამისად, რომელთა 1-ლი ნაწილების თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ სადავო აქტი ან მისი ნაწილი, ან მოთხოვნილი აქტი არის იასა. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, აღნიშნული აქტები არის სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებუ-ლი იასა. ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში, შემოწმების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა სარჩელის დასაშვებობის პირველი წინაპირობა.

45 შეად. U. Stelkens, in: Stelkens/Bonk/Sachs, Verwaltungsverfahrensgesetz, Kommentar, 9. Aufl. 2018, § 35 Rn. 376.

Page 213: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

212

II. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 22-ე და 23-ე მუხლების მე-2 ნაწილები)

სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულსამართ-ლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანო-ნოდ ზღუდავს მის უფლებას.” სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახ-მად, „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყე-ნებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.” შესაბამისად, შპს-ის დირექტორმა უნდა შეძლოს იმის მტკიცება, რომ ეშერიას საჩივრის გან-სახილველად მიღებით დაირღვა მისი უფლება. მას, როგორც თავდაპირ-ველი ორგანოს, უნდა ჰქონდეს იმის მოთხოვნის უფლება, რომ ეშერიას საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვას. თუმცა, თავდაპირველი ორგანოს ზოგადი მოთხოვნის უფლება იმასთან დაკავშირებით, რომ საჩივრის განმ-ხილველმა ორგანომ უსაფუძვლოდ უთხრას მომჩივანს განხილვაზე უარი, არ არსებობს: თავდაპირველი ორგანოს მოვალეობას არ არის, აკონტრო-ლოს საჩივრის განმხილველი ორგანოს მიერ კანონის სათანადოდ დაცვა. ამ თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში, სასკ-ი არ ითვალისწინებს თავ-დაპირველი ორგანოს უფლებას, მოითხოვოს საჩივარზე „სწორი” გადაწყ-ვეტილების გამოტანა.

თუმცა შესაძლებელია, რომ ასეთი უფლება გამომდინარეობდეს მმართვე-ლობის ორგანიზაციული მოწყობის სამართლის პრინციპებიდან. ასე მაგა-ლითად, თუ საჩივრის განმხილველი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მუ-ნიციპალიტეტების თვითმმართველობის საკითხებზე, მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიიდან გამომდინარეობს მუნიციპალიტეტების უფლება, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ უარი თქვას დაუშვებელი და დაუსაბუთებელი საჩივრების განხილვაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩარევა კანონის დათქმას ექვემდება-რება, შეიძლება გამოტანილ იქნეს დასკვნა, რომ საჩივრის განმხილველი ორგანო თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებულ საჩივარს მხო-ლოდ მაშინ მიიღებს განსახილველად, თუ ეს კანონით გათვალისწინებუ-ლია. თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებული საჩივრების შემ-თხვევაში, ასეთია მხოლოდ დასაშვები და სამართლებრივი საფუძვლებით დასაბუთებული საჩივრები.

Page 214: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

213

ამ საქმეში როგორც სტიპენდიის გაცემა, ისე მისი შეწყვეტა, „ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკითხებს” განეკუთვნება, ვინაიდან კულტურის ხელ-შეწყობისთვის არ არსებობს სახელმწიფოს ექსკლუზიური კომპეტენცია, ამიტომ ამ ფუნქციის განხორციელება მუნიციპალიტეტებსაც შეუძლიათ ადგილობრივ საკითხებში მათი ყოველმხრივი კომპეტენციის საფუძველზე. მართალია, აქ საუბარია ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკითხზე, თუმცა ამ შემთხვევაში სასარჩელო უფლებამოსილება იარსებებდა თვითმ-მართველობის გარანტიის ფარგლებში და დავა იქნებოდა ორგანოებს შო-რის (მაგ. საკრებულოსა და მერიას შორის). ამიტომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს დაქვემდებარებულ სუბიექტთან, რომელიც თა-ვის უფლებამოსილებას ახორციელებს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ამდენად, მას არ აქვს სასარჩელო უფლებამოსილება, გაასა-ჩივროს ზემდგომის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში.46 თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც უნდა შემოწმდეს სარჩელის დასაშვებო-ბის სხვა ელემენტები.

III. სარჩელის წარდგენის ვადა

სასკ-ის 22-ე და 23-ე მუხლების მე-3 ნაწილების თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგი-ნოს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გაცნობიდან ან გამოცემაზე უარის მიღებიდან 1 თვის ვადაში. კაზუსიდან ამ ვადების დარღვევა არ იკ-ვეთება.

IV. C-ს შედეგი

შპს „დიდებულის” სარჩელი დაუშვებელია სარჩელის წარდგენის უფლება-მოსილების (ანუ პირდაპირი და უშალო ზიანის) არარსებობის გამო. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც უნდა შემოწმდეს დასაბუთებულობის ელემენტი.

D) დასაბუთებულობა

სასკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციულსა-მართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდა-პირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს

46 შენიშვნა: ასეთი სასარჩელო უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იარსებებ-და, თუ მერია შპს „დიდებულს” დანიშნავდა დამოუკიდებელი ორგანოს სახით, სზაკ-ის XI თავის შესაბამისად.

Page 215: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

214

გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.” იმავე კოდექსის 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელ-თან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტ-რაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.”

შესაბამისად, სადავო აქტის გაუქმების შესახებ სარჩელი ან/და აქტის გა-მოცემის დავალდებულების თაობაზე სარჩელი დასაბუთებული იქნება, თუ სტიპენდიის გაუქმების გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა და შპს-ის უფლებები დარღვეულია. ვინაიდან მოსარჩელე არ არის სარჩელის შეტანა-ზე უფლებამოსილი პირი და საჩივრის შემოწმების ფარგლებშიც დადგინდა მისი კანონიერება (იხ. შეკითხვა 1-ის ამოხსნა), შპს-ის სარჩელი დაუსაბუ-თებელია.

E) დასკვნა

შპს „დიდებულის” სარჩელი არ არის დასაშვები და დასაბუთებული, ამიტომ ის ვერ დაკმაყოფილდება.

Page 216: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

215

კაზუსი 10

მგლის ვოლიერი

ჯერ კიდევ 1927 წლიდან თბილისის ზოოპარკი არის აქ მცხოვრებთა გა-სეირნების საყვარელი ადგილი. ქალაქი ცდილობს, როგორც ადგილობრივი, ასევე ეგზოტიკური ცხოველები შეინახოს წესების შესაბამისად. ამას უზ-რუნველყოფს განაშენიანების დეტალური გეგმა „ახალი ზოოპარკი”, რომე-ლიც აწესრიგებს ზოოპარკის მიწის ნაკვეთებზე და მის ირგვლივ არსებული ტერიტორიების განაშენიანების დაშვებულ სახეს და მოცულობას. ზოოპარ-კისთვის დადგენილია ტერიტორიები, რომლებიც განეკუთნება ერთიან სპეციალურ ზონას სახელწოდებით „ზოოპარკი”. ამ ზონაში დაშვებულია მწვანე მოწყობილობების, ტბების, ტრანშეების, ღობეების, ვოლიერების, გალიების, ცხოველთა სახლების, ადმინისტრაციული შენობების მოწყო-ბა. ამ ტერიტორიიდან სამხრეთ-დასავლეთით არსებულ მიწის ნაკვეთებზე მოქმედებს „დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონის” რეჟიმი. განაშე-ნიანების დეტალური გეგმის დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ მიზანშეწო-ნილია საცხოვრებელი ზონის განლაგება „ზოოპარკის” ზონასთან უშუალო სიახლოვეს, რადგან ამით ხდება განსხვავებული ჯგუფების შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინება, რაც ხელს უწყობს როგორც საცხოვრებე-ლი ბინების, ისე ზოოპარკის გამოყენების კომბინირებას.

კოტემ ზოოპარკთან ახლოს 70-იანი წლების დასაწყისში იყიდა მიწის ნაკვე-თი და ააშენა საცხოვრებელი სახლი, ამასთან, დაიცვა აუცილებელი 3-მეტ-რიანი მინიმალური დაშორება ზოოპარკის ღობიდან. აქამდე კოტე კმაყო-ფილია თავისი მეზობლებით, მისი ტერასა გადაჰყურებს პატარა ტბას, რო-მელშიც იხვები, ბატები, წეროები და ფლამინგოები დაცურავენ.

გასული წლის მაისში ზოოპარკის დირექტორმა გურიელმა გადაწყვიტა, აეშენებინათ მგლების ახალი ვოლიერები. კვლევებმა აჩვენა, რომ გარე-ული ცხოველების სათანადო შენახვისთვის არსებული ვოლიერები ძალიან პატარებია. თუმცა ადგილის მოძებნა ამ ვოლიერებისთვის საკმაოდ რთუ-ლი აღმოჩნდა. ამ ცხოველების შესაფერისი მოვლის წესების მიხედვით, სა-ჭიროა ტერიტორია არანაკლებ 400 მეტრისა და ასევე უნდა იყოს გათვა-ლისწინებული მოთხოვნა, რომ მათი განთავსება არ შეიძლება ნებისმიერი ცხოველების გვერდით. ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, რადგან თავად ზოოპარკის ტერიტორიის გაფართოება შეუძლებელი იყო, გადაწყდა, მგლე-ბის ვოლიერის განთავსება კოტეს მიწის ნაკვეთის მეზობლად. დაიგეგმა

Page 217: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

216

3 მეტრისა და 30 კვადრატული მეტრის ფართობის სახლის აშენება, რათა საკმარისი ადგილი ყოფილიყო როგორც თავად ცხოველებისთვის, ასევე დანადგარებისა და საკვების სათავსებისთვის. ივნისის თვეში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში, როგორ მშენებლობის ნებართვის გა-ცემაზე უფლებამოსილ ორგანოში, შეტანილ იქნა განაცხადი მშენებლობის ნებართვის თაობაზე. უწყებამ არ ჩათვალა საჭიროდ, ამ პროცესში, სდასსკ-ის 110-ე მუხლის მიხედვით, მეზობელი ჩაერთო, რადგან, მისი აზრით, არ არსებობდა იმის ნიშნები, რომ მგლების სახლის აშენების შედეგად საჯა-როსამართლებრივი წესრიგით დაცული რაიმე სიკეთეს ზიანი მიადგებოდა. სხვა მხრივ, ნებართვა გაიცა ყველა ფორმალური წესის დაცვით.

მიუხედავად ამისა, 25 ივლისს კოტეს, როგორც ზოოპარკის უშუალო მეზო-ბელს, ჩაბარდა მშენებლობის ნებართვა. კოტე აღშფოთებულია: მას ცხოვ-რება უნდა იხვების, წეროებისა და ბატების გვერდით, და მგლების ატანას მის სიახლოვეში არ აპირებს. მგლების სიახლოვით გამოწვეული სუნი გა-ცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე ფრინველებისგან მომდინარე სუნი, ამას გარდა, მგლების ყმუილი საერთოდ აუტანელია. ეს ხმაური დაწყვილების პერიოდში განსაკუთრებით ძლიერია და საშუალოდ 5 წუთს, ხანდახან კი 15 წუთამდეც, გრძელდება. ამასთან, ხელისშემშლელი არა იმდენად ხმაურის სიძლიერეა, არამედ ადამიანის ყურისთვის განსაკუთრებით უსიამოვნო ჟღერადობა, ამიტომ კოტე 10 აგვისტოს ასაჩივრებს მშენებლობის ნებარ-თვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელზეც თბილისის მერიის იურიდიული სამსახური თავის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უარს ეტ-ყვის საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ამის შემდგომ კოტეს 30 ოქტომბერს შეაქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მშენებლობის ნებარ-თვის ბათილად ცნობის თაობაზე. თავის შესაგებელში მშენებლობის ნებარ-თვის გამცემი ორგანო უთითებს, რომ მგლებს არ ახასიათებთ უფრო მეტი სიმყრალე, ვიდრე სხვა მტაცებლებს, რომ მათი შენახვა შესაფერის პირო-ბებში მხოლოდ ამ ადგილას არის შესაძლებელი და რომ მათი ვოლიერი მა-ნამდე მხოლოდ 200 მეტრით უფრო იყო დაშორებული, ვიდრე ახალი გეგმის მიხედვით, და მგლების ყმუილს მანამდეც უნდა მიეღწია კოტეს სახლამდე. ასე რომ, მნიშვნელოვანად არაფერი იცვლება.

არის თუ არა სარჩელი პერსპექტიული?

Page 218: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

217

ამოხსნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 218A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 218

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი) . . . . . . . . . . . 218II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 219III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 219IV. სარჩელის ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 220V. A-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 220

B) სარჩელის სათანადო სახე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 220I. სარჩელის აქტის ბათილად ცნობის თაობაზე (სასკ-ის 22-ე მუხლი) . . . . . . . . 220II. B-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 220

C) სარჩელის დასაშვებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 221I. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა (სასკ-ის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) . . . . 221II. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი) . . . . . . . . . 221

1. წინასწარი შედავების შესაძლებლობის გამორიცხვა. . . . . . . . . . . . . . . 2212. მესამე პირთა დამცველი ნორმების შესაძლო დარღვევა . . . . . . . . . . . . 221

a) განაშენიანების დეტალურ გეგმაში მესამე პირთა დაცვის გათვალისწინება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 222

b) მესამე პირთა დაცვა ძირითადი დებულებების მე-20 მუხლის საფუძველზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 223

c) 2-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2233. III-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 224

III. სარჩელის წარდგენის ვადა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 224IV. C-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 224

D) დასაბუთებულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 224I. სამშენებლო ნაგებობის დაუშვებელი გამოყენება? . . . . . . . . . . . . . . . . . 225II. სდასსკ-ის 66-ე მუხლი ძირითადი დებულებების მე-20 მუხლთან ბმაში . . . . . . 226

1. დაუშვებლობა ზოგადად ცხოველების საცხოვრებელი ზონის გვერდით ყოლის გამო?. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 226

2. დაუშვებლობა მტაცებელი ცხოველების ვოლიერის მიწის ნაკვეთის საზღვართან მოწყობის გამო?. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 227

3. დაუშვებლობა მგლების ყმუილის გამო? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2284. II-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 228

III. D-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 229E) დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 229

Page 219: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

218

ამოხსნა

კოტეს სარჩელს იმ შემთხვევაში ექნება წარმატება, თუ იგი დასაშვები და დასაბუთებული იქნება.

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი

სარჩელის დასაშვებობის წინარე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობის, მხარეთა საპროცესოუნარიანობის, სარჩე-ლის ფორმის, სათანადო მოპასუხის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის და სხვა მსგავსი საკითხები.

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი)

კოტეს სასარჩელო განცხადება შესაძლებელია იყოს საერთო სასამართ-ლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე. ამისთვის მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ უნდა მიეკუთვ-ნებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას. სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალის-წინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგა-ნოს მიმართ, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში კაზუსიდან ირკვევა, რომ კოტემ 10 აგვისტოს გა-ასაჩივრა მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება, რომელზეც თბილისის მერიის იურიდიულმა სამსახურმა 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უთხრა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ეს ფაქტი საკმარისი საფუძველია ვარაუდისთვის, რომ კოტეს გამოყენებული აქვს ერთჯერადი გასაჩივრების უფლება და მას შეუძლია, დავა გააგრძელოს სასამართლოში. შესაბამისად, აღნიშნული დავა არის საერთო სასამართ-ლოების ქვემდებარე.

ამავე დროს, უნდა დადგინდეს განსჯადობის საკითხი − რომელმა მოსამარ-თლემ უნდა განიხილოს დავა. კოტეს დავა საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნება განსახილველი, თუ ის პასუხობს სასკ-ის მე-2 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. მო-სარჩელე, სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმე-ბას. ფორმალურად ეს საკმარისი საფუძველია საგნობრივი განსჯადობის საკითხის გასარკვევად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილია

Page 220: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

219

შინაარსობრივი კრიტერიუმების გამოყენებაც.47 სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმო-ების წესით განიხილება საქმე იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან და-კავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, დავა არის თუ არა საჯაროსამართლებრივი ბუნებისა. ეს უკანასკნელი იმ შემთხვევაშია სახეზე, როდესაც თავად დავის გადაწყვეტისათვის არსები-თი მნიშვნელობის მქონე ნორმები არის საჯარო სამართლის ხასიათისა. ამ შემთხვევაში გვაქვს ეს წინაპირობა, რამდენადაც საქმე ეხება მშენებლო-ბის ნებართვის საკითხს, რომლის კანონიერება უნდა გადაწყდეს სდასსკ-ის 64-ე და შემდეგი მუხლების და ტექნიკური რეგლამენტების საფუძველზე. ამდენად, სახეზეა საჯაროსამართლებრივი ნორმა, შესაბამისად − საჯარო-სამართლებრივი დავა.

სახეზე არ არის ასევე სასკ-ის მე-6 მუხლით განსაზღვრული მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადობა. შესაბამისად, დავას განსჯადობის მიხედვით განიხილავს საქალაქო სასამართლო პირველი ინსტანციით ადმინისტრაცი-ული სამართალწარმოების წესით.

შესაბამისად, ეს დავა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტ-რაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი საქმე.

II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა

კოტე, როგორც ფიზიკური პირი, ხოლო არქიტექტურის სამსახური, რო-გორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (როგორც ადმინისტრაციული ორგანო), სსსკ-ის 79-ე-81-ე მუხლების თანახმად, საპროცესოუნარიანები არიან.

III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი)

კოტე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხედ ასახელებს არ-ქიტექტურის სამსახურს. სასკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგა-ნო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ან განა-ხორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. ამ შემთხვე-ვაში სადავო აქტი გამოცემულია არქიტექტურის სამსახურის მიერ.48

47 მითუმეტეს, კაზუსის ორიგინალ ვერსიებში ავტორი, გერმანული სამართლის თავი-სებურების გათვალისწინებით, ძირითადად, შინაარსობრივ კრიტერიუმებზე მიუთითებს. 48 ამოხსნის ეკონომიურობიდან გამოდინარე, ამ შემთხვევაში მერის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე არ მოწმდება.

Page 221: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

220

IV. სარჩელის ფორმა

კაზუსიდან სარჩელის ფორმასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხარვეზი არ იკვეთება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ სარჩელი აკმაყოფილებს სსსკ-ის 177-ე-178-ე და 445-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს (სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში).

V. A-ს შედეგი

სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპისთვის დადგენილი მოთხოვნები დაკმა-ყოფილებულია.

B) სარჩელის სათანადო სახე

სარჩელის სათანადო სახე (უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი საშუალება) დგინდება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების, აგრეთვე საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეფასე-ბის შესაბამისად (სასკ-ის 281 მუხლი), ისე, რომ ის თავსებადი იყოს მოსარ-ჩელის უფლების დაცვის მიზანთან. ამ მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში (სასკ-ის 281 მუხლი).

I. სარჩელის აქტის ბათილად ცნობის თაობაზე (სასკ-ის 22-ე მუხლი)

აღნიშნული მოთხოვნისთვის შესაძლოა, სარჩელის სათანადო სახეს წარ-მოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათ-ვალისწინებული სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართ-ლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. კოტეს სარჩელი მიმართულია არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის (არა უკვე აშენებული მგლების ვოლიერის) წინააღმდეგ. ამ მოთხოვნას კი შეესა-ბამება სარჩელი სადავო სანებართვო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, რადგან სდასსკ-ის 93-ე მუხლის საფუძველზე გაცემული სადავო ნებართ-ვა წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის გაგებით. შედეგად, სარჩელის სახე სანებართვო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, სასკ-ის 22-ე მუხლის გაგებით, სარჩელის სწორად შერჩეული (სათანადო) სახეა.

II. B-ს შედეგი

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სარჩელის სათანადო სახე არის სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი იასა-ის ბათილად ცნობის თაობაზე.

Page 222: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

221

C) სარჩელის დასაშვებობა

აღნიშნული სარჩელის დასაშვებობის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი; ბ) პირდაპირი და უშუალო ზიანი; გ) გასაჩივრების ვადა.

I. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა (სასკ-ის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

შპს-ს სარჩელი აღძრული აქვს სასკ-ის 22-ე მუხლის შესაბამისად, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ სადავო აქტი ან მისი ნაწილი არის იასა. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სადავო აქტი არის არის სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებუ-ლი იასა. ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში, შემოწმების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა სარჩელის დასაშვებობის პირველი წინაპირობა.

II. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ სა-დავო აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუ-დავს მის უფლებას.

1. წინასწარი შედავების შესაძლებლობის გამორიცხვა

საკითხავია, მეზობლის მიერ მშენებლობის ნებართვა მისი გაცემის შემდეგ უნდა გასაჩივრებულიყო, თუ მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას. მოცემულ შემთხვევაში, ცხადია, რომ ამის შესაძლებლობა არ არსებობდა, რადგან კოტე სანებართვო წარმოებაში ჩართული არ ყოფილა. კაზუსიდან ირკვევა, რომ სდასსკ-ის 111-ე მუხლის შესაბამისად, მას გააცნეს უკვე მიღებული სანებართვო აქტი.

2. მესამე პირთა დამცველი ნორმების შესაძლო დარღვევა

წინასწარი შედავების არარსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ კოტეს შეუძლია მისი გასაჩივრება. ამისთვის მან უნდა დაამტკიცოს, რომ მშენებ-ლობის ნებართვა სწორედ იმ ნორმებს ეწინააღმდეგება, რომლებიც თუნდაც მის სამეზობლო უფლებებს იცავენ. დამცავი ნორმის თეორიის მიხედვით, ის ნორმა, რომელიც ამ შემთხვევაშია მითითებული, უნდა იცავდეს ასევე მოსარჩელის ინტერესებს. ასეთი ნორმა შეიძლება მხოლოდ მშენებლობის

Page 223: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

222

დაგეგმარების სამართლიდან იყოს სდასსკ-ის 64-ე და შემდეგი მუხლების მიხედვით.

სდასსკ-ის 64 და შემდეგ მუხლებთან იმიტომ გვაქვს საქმე, რომ ამ პროექ-ტის სახით საქმე გვაქვს პროექტთან, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქა-ლაქმშენებლობის სამართალთან, სდასსკ-ის 1-ლი მუხლის „ბ” ქვეპუნქტის მიხედვით (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების რეგუ-ლირება). სამშენებლო შენობა-ნაგებობა განიმარტება როგორც მიწის ნაკ-ვეთთან უძრავად დაკავშირებული ობიექტი, რომლის მიმართ მოქმედებს დასაშვებობის განმსაზღვრელი ქალაქმშენებლობითი ნორმები. მოცემულ შემთხვევაში არსებული მგლის ვოლიერის მასშტაბისა და, განსაკუთრებით, მის მიერ გამოწვეული იმისიების გამო დგინდება, რომ მის აშენებაზე ნე-ბართვის გაცემისთვის უნდა გამოვიყენოთ სდასსკ-ის 66-ე მუხლი, რადგან ნაგებობა განაშენიანების დეტალური გეგმის „ახალი ზოოპარკის” მოქმედე-ბის არეალში ხვდება. ამ მუხლის თანახმად, იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც განაშენიანების დეტალური გეგმის მოქმედების არეალში მდებარეობს, მშე-ნებლობა ნებადართულია ამ გეგმის შესაბამისად (1-ლი ნაწილი). განაშენი-ანების დეტალური გეგმა არის მშენებლობის ნებართვის გაცემის ძირითადი საფუძველი (მე-2 ნაწილი), ამიტომ უნდა გაირკვეს თავად განაშენიანების დეტალურ გეგმაში მეზობლის ინტერესების გათვალისწინების საკითხი.

a) განაშენიანების დეტალურ გეგმაში მესამე პირთა დაცვის გათვალისწინება

ზემოთ თქმულის საფუძველზე უნდა დავადგინოთ, ხომ არ არის დარღვე-ული მესამე პირთა ინტერესები „ახალი ზოოპარკის ” განაშენიანების დეტა-ლურ გეგმაში გამოყენების სახის დადგენისას, რადგან ასეთი დანაწესები უნდა შეიცავდნენ სამეზობლო დაცვით ფუნქციასაც. მსგავსი პროექტები ხშირად განაპირობებენ სამეზობლოს ამ პროექტის ქსელში ჩართვას და მისი „ბედისა” და რისკების გაზიარებას. ამ ქსელის ფარგლებში მოხვედრილი მო-ნაწილე დაცული უნდა იყოს ნაგებობების არამიზნობრივი გამოყენებისაგან.

თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოტეს მიწის ნაკვეთი, მართალია, ხვდება „ახალ ზოოპარკის” განაშენიანების დეტალური გეგმის მოქმედების არეალში, ისევე როგორც ზოოპარკის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მაგრამ არ განეკუთვნება იმავე სამშენებლო ზონას. ზოოპარკის მდებარეობისთვის დადგენილია სპეციალური ზონა „ზოოპარკი”, კოტეს მიწის ნაკვეთი კი მდე-ბარეობს მეზობლად, ზონაში, რომელსაც „საცხოვრებელი ზონა 1-ის” რეჟი-მი ფარავს. ვინაიდან ორივე ნაკვეთი მდებარეობს ერთი გეგმის მოქმედე-

Page 224: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

223

ბის არეალში, ამდენად უფრო მეტად მოქმედებს ზონებისა და ამ ზონებში გამოყენების დასაშვები სახეობების დადგენისას სამეზობლო ინტერესების დაცვის ვალდებულება. იმ შემთხვევაში, თუ ორივე ტერიტორიაზე იარსე-ბებდა სხვადასხვა გეგმა, მაშინ იარსებებდა ადრე დამტკიცებული გეგმის გათვალისწინების ვალდებულება, სდასსკ-ის საფუძველზე დადგენილი ქა-ლაქგეგმარების სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად. ამ კოდექსის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქალაქმშენებლობითი გეგმა ისე უნდა იქნეს შემუშავებული და განხორციელებული, რომ ხელი შეუწყოს დასახლე-ბის მდგრად განვითარებას, საზოგადოების კეთილდღეობას, სოციალურად სამართლიან მიწათსარგებლობას, ღირსეული და უსაფრთხო გარემოს შექმ-ნასა და განვითარებას, არქიტექტურული, ქალაქმშენებლობითი და ლანდ-შაფტური სახის ესთეტიკური ხარისხის შენარჩუნებასა და ამაღლებას.

ამ შემთხვევაში არსებობს მეზობელთა ზონათშორისი „ზონის დანიშნულე-ბის შენარჩუნების” მოთხოვნა, ისე, რომ ზონა „ზოოპარკისთვის” დადგენი-ლი წესები მოიცავდნენ მესამე პირთა დაცვით ფუნქციას კოტეს მიმართაც, და ის, შესაბამისად, უფლებამოსილია, იყოს მოსარჩელე.

b) მესამე პირთა დაცვა ძირითადი დებულებების მე-20 მუხლის საფუძველზე

ტერიტორიათა გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითა-დი დებულებების (შემდგომში − ძირითადი დებულება) მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია, აიკრძალოს ან შეიზღუდოს შესაბამისი ქვეზონისათვის ნებადართული გამოყენების სახე-ობა ან/და ობიექტები/სივრცეები, თუ იგი მისი მდებარეობით, სივრცითი წყობის, მოცულობითა და ფუნქციური დანიშნულებით ეწინააღმდეგება ქვეზონის თავისებურებას, არსებულ განაშენიანებას ან/და სამეზობლო ინ-ტერესების დაცვის პრინციპს.

რადგან კოტე ამ ზონის უშუალო მეზობელია, მისი სუბიექტურსამართლებ-რივი ინტერესების დარღვევა, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს ძი-რითადი დებულებების მე-20 მუხლიდან, თავიდანვე გამორიცხული არ არის.

c) 2-ის შედეგი

კოტეს შეუძლია, ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მი-მართ წამოაყენოს პრეტენზია, რომ ქალაქის მიერ გაცემული ნებართვის შედეგად შესაძლოა, დაირღვეს მისი უფლებები როგორც სპეციალურ ზონა „ზოოპარკისთვის” დადგენილი ფუნქციური და სამშენებლო გამოყენების

Page 225: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

224

სახეობის, ასევე ძირითადი დებულებების მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის დარ-ღვევის ჭრილში.

3. III-ის შედეგი

კოტე უფლებამოსილია, წარადგინოს სარჩელი.

III. სარჩელის წარდგენის ვადა

სასკ-ის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრა-ციულსამართლებრივი აქტის გაცნობიდან 1 თვის ვადაში. კაზუსიდან ამ ვადების დარღვევა არ იკვეთება.

IV. C-ს შედეგი

კოტეს სარჩელი დასაშვებია.

D) დასაბუთებულობა

სასკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი იასა-ის ბათილად ცნობის თაობაზე დასაბუთებული იქნება, „თუ ადმინისტრაციულ-სამართ-ლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას”. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს, მშენებლობის ნებართვა ხომ არ ეწინააღმ-დეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს ხომ არ აყენებს მოსარ-ჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ გაცემული ნებართვა იმ ნორმებს ეწინააღ-მდეგება, რომლებიც კოტეს უფლებას უნდა იცავდნენ, ასე რომ, კანონი-ერების შემოწმება უნდა შეეხოს პროექტის შესაბამისობას ამ ნორმებთან. ამასთან, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რომ მშენებლობის ნებართვა უნდა გაიცეს, თუ ის არ ეწინააღმდეგება საჯაროსამართლებრივ ნორმებს, რომლებიც მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს უნდა შემოწმდეს. ამ-ჯერად, ზემოთ ნათქვამის საფუძველზე, მესამე პირთა დამცავი „ელემენ-ტების” მხოლოდ ერთ დარღვევა შეიძლება იყოს (იხ. ზემოდ C II), რომელიც ყოველი სამშნებლოსამართლებრივი სანებართვო პროცედურის შემოწმე-ბის საგანი უნდა გახდეს.49

49 შენიშვნა: შედეგად, ამ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი არ უნდა შემოწმდეს, ზოგადად, მის კანონიერებაზე, არამედ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მესამე პირთა სუბიექტური საჯაროსამართლებრივი უფლებების შესაძლო დარღვევას შეეხება.

Page 226: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

225

I. სამშენებლო ნაგებობის დაუშვებელი გამოყენება?

შესაძლოა, მშენებლობის ნებართვა მგლების ვოლიერის აშენებაზე არღ-ვევდეს სდასსკ-ისა და ძირითადი დებულებების მოთხოვნებს, თუ იგი მო-იცავს ნებართვას იმგვარ პროექტზე, რომელიც მოცემულ სამშენებლო ზონაში დაუშვებელია. ვინაიდან ეს ნორმები ნაგებობის გამოყენებასთან დაკავშირებით ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამშენებლო ზონის გარეთაც მოქმედებენ (იხ. ზემოთ, A III 2 a), მაშინ კოტეს უფლებებიც იქნებოდა დარ-ღვეული.

როგორც კაზუსიდან ჩანს, განაშენიანების გეგმა „ქვირაუ” ადგენს, რომ ის ტერიტორია, რომელზეც კოტეს მიწის ნაკვეთი მდებარეობს, „დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა” არის ძირითადი დებულებების მე-7 მუხლის შესაბამისად. ასეთ ზონაში მგლების ვოლიერის მოწყობა, როგორც წესი, დაუშვებელია. გამონაკლისის წესით, ასეთი რამ შესაძლებელია გამომ-დინარეობდეს იმავე დებულებების მე-19 მუხლიდან, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა. თუმცა ასეთ შემთხვევაში, იმავე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სახეზე უნდა იყოს ქვეზონაში ნებადართული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობა, ან ამ ქვეზონაში ნებადართული შენობა-ნაგებო-ბის ფუნქციონირებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობა, რომლის არსებობაც დასაშვებია მხოლოდ მთავარ ობიექტთან ერთად ან ქვეზონის ნებადართული/არსებული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებისათვის ან სხვა საქმიანობისთვის საჭირო დანადგარი ან/და ტექნიკური მოწყობილო-ბა. ამ ნორმის მიხედვით, მგლების ვოლიერი არცერთ შემთხვევას არ გუ-ლისხმობს.

თუმცა ეს ყოველივე ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არაა, ვინაიდან მგლის ვოლიერის მოწყობა იგეგმება არა თავად საცხოვრებელ ზონაში, არამედ ზოოპარკის ტერიტორიაზე, რომელიც, განაშენიანების გეგმის მიხედვით, სპეციალურ ზონად სახელწოდებით „ზოოპარკი” არის დადგენილი. აქ საქ-მე გვაქვს სპეციალურ ზონასთან ძირითადი დებულებების მე-17 მუხლის გაგებით, რომელსაც, დასვენების გარდა, ასევე აქვს კვლევითი ფუნქცია, სადაც აწარმოებენ ცხოველთა გამოყვანას, კვლევებს, და, ასევე, მისდევენ განათლების მიზნებს. შესაბამისად, პროექტის დასაშვებობა სდასსკ-ის 66-ე მუხლის მიხედვით დგინდება განაშენიანების დეტალურ გეგმაში ჩადებუ-ლი დანაწესების საფუძველზე, რომელშიც პირდაპირ არის განსაზღვრული გალიების, ფანჩატურებისა და ღია და დახურული ვოლიერების მოწყობის შესაძლებლობა.

Page 227: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

226

მაშასადამე, სამშენებლო პროექტი არ ეწინააღმდეგება განაშენიანების დე-ტალური გეგმით განსაზღვრულ სამშენებლო ნაგებობის გამოყენების სახეს და შედეგად კოტეს უფლებები დარღვეული არ არის.

II. სდასსკ-ის 66-ე მუხლი ძირითადი დებულებების მე-20 მუხლთან ბმაში

კოტეს სუბიექტური საჯაროსამართლებრივი უფლებები შეიძლება ძირითა-დი დებულებების მე-20 მუხლით დადგენილი (იხ. ასევე A III) სამეზობლო ინტერესების გათვალისწინების პრინციპს ეწინააღმდეგებოდეს. რადგან ძირითადი დებულებების მე-20 მუხლის დანაწესი დაუშვებელ დატვირთვას-თან დაკავშირებით არა მხოლოდ ხმაურსა და ხელშეშლას მოცემული სამშე-ნებლო ზონის ფარგლებში (ესე იგი ზოოპარკის ტერიტორიაზე), არამედ მის გარემოცვაშიც გულისხმობს, ალტამაიერს შეუძლია, როგორც ზოოპარკის მეზობელს, თავისი უფლებები აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე დაუპი-რისპიროს მოცემულ პროექტს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამ-შენებლო პროექტის მოწყობა მისთვის დაუშვებელი ხელშეშლაა. შესაძლო ხელშეშლა დანარჩენი გარემოცვისთვის შეიძლება განხილული არც იყოს. კოტეს უფლებების დარღვევას იმ შემთხვევაში ექნება ადგილი, თუ მისი ინ-ტერესებისა და ზოოპარკის მეპატრონის ინტერესების ურთიერთშედარე-ბის შედეგად დადგინდება, რომ მგლების ვოლიერის მოწყობა დაგეგმილ ად-გილას წარმოქმნილი ემისიის გამო კოტესთვის მისი თმენის ვალდებულების საზღვრებს სცდება (მიუღებელია):

1. დაუშვებლობა ზოგადად ცხოველების საცხოვრებელი ზონის გვერდით ყოლის გამო?

სამეზობლო ინტერესების გათვალისწინების პრინციპის დარღვევა ამ შემთ-ხვევაში არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოველების ყოლა საცხოვრებელი ზონის გვერდით შეიძლება, ზოგადად, ხელისშემშლელი იყოს. განაშენიანების დეტალურ გეგმაში ძირითადი დებულებების მე-20 მუხლის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შემხებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით განაშენიანების დეტალური გეგ-მის შედგენის პროცესში ძირითადი დებულებებით დადგენილ სამშენებლო ზონებთან დაკავშირებული საპირისპირო ინტერესების აწონ-დაწონა უკვე განხორციელებული უნდა ყოფილიყო, ისე, რომ გამოყენების ცალკეული სახის დაუშვებლობა არ შეიძლება ზოგად მოსაზრებებს დაეყრდნოს, არა-მედ უნდა უკავშირდებოდეს კონკრეტულ სამშენებლო პროექტს. შესაბა-მისად, გამორიცხულია, სამეზობლო ინტერესების გათვალისწინების პრინ-ციპზე დაყრდნობით ძირითადი დებულებების მიერ დაშვებული გამოყენე-

Page 228: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

227

ბის სახეები, ზოგადად, ჰიპოთეზურად დაგეგმარების ეტაპზე დაუშვებლად გამოცხადდეს. ვინაიდან ზოოპარკის ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმის მიხედვით ცხოველთა ყოლა, ზოგადად, დაშვებულია, ამ შემთხვევაში ძირი-თადი დებულებების მე-20 მუხლის დარღვევა შეიძლება დადგინდეს მხო-ლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მგლების შენახვა ზოოპარკის საზღვართან აუტანელი დატვირთვაა კოტესთვის.

2. დაუშვებლობა მტაცებელი ცხოველების ვოლიერის მიწის ნაკვეთის საზღვართან მოწყობის გამო?

დაუშვებლობა არ შეიძლება გამომდინარეობდეს იქიდან, რომ მგლების ვოლიერი საცხოვრებელი ზონის საზღვართან მოეწყობა და სიახლოვეში მცხოვრები კოტე აუტანელ ფსიქიკურ დატვირთვას განიცდის იმის გამო, რომ მან იცის საშიში მტაცებლების მის სიახლოვეში ყოფნის (და მათი იქი-დან გამოქცევის რისკის) თაობაზე. თუმცა კი არსებობს ამ გარემოების გათვალისწინების გამო სასამართლო პრაქტიკა50 იმის თაობაზე, რომ ლო-მებისა და გეპარდების ყოლა მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელ პუნქტში დაუშ-ვებელია სამეზობლოსთვის ხიფათის გამო, მაგრამ როცა საქმე ეხება კერძო პირების მიერ მტაცებელი ცხოველების ყოლას. ჩვენს შემთხვევაში კი სა-უბარია მგლების არა კერძო პირების მიერ შენახვაზე, არამედ ზოოპარკში, სადაც დაცულია უსაფრთხოების ყველა წესი, ამიტომ არ შეიძლება მძიმე ფსიქიკურ დატვირთვაზე აპელირება მგლების სიახლოვეში ყოფნის გამო. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ კოტეს სახლის მშენებლობის დროისთ-ვის ზოოპარკი უკვე დიდი ხანი არსებობდა ამ ტერიტორიაზე. კოტემ შეგ-ნებულად გადაწყვიტა დასახლებულიყო ზოოპარკის სიახლოვეს. აქედან გა-მომდინარეობს კოტეს განსაკუთრებული თმენის ვალდებულება ცხოველე-ბის ყოლის მიმართ მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ჩვეულებრივ თმენას.

ამიტომ კოტეს არ შეუძლია, განაცხადოს, რომ მას ჰქონდა მოლოდინი, ყოველთვის შეძლებდა ცხოვრებას იხვების, წეროების, ბატებისა და ფლა-მინგოების გარემოცვაში. მას ვერ ექნება პრეტენზია იმის თაობაზე, რომ არსებული მდგომარეობა მუდმივად შენარჩუნდება, რადგან ეს იმას ნიშ-ნავს, რომ ზოოპარკი უარს იტყვის ყოველგვარ განვითარებაზე, თუმცა ეს ჩადებულია განაშენიანების გეგმაში, რომელიც ითვალისწინებს ცხოველე-ბის ყოლის გაფართოებას, რაც, მათ შორის, ასევე მტაცებლების ყოლასაც გულისხმობს.

50 იგულისხმება გერმანული სასამართლო პრაქტიკა.

Page 229: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

228

აქედან გამომდინარეობს ის მოსაზრებაც, რომ, რაც შეეხება მგლებით გა-მოწვეულ სიმყრალეს, ესეც ვერ გამოდგება კოტესთვის მიუღებლობის არ-გუმენტად, რადგან მგლები, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ყარან არაუმეტესად ნებისმიერ სხვა მტაცებელზე, და მათი ყოლისა და გამრავლების აკრძალვა ზოოპარკის საზღვრებთან განაშენიანების გეგმაში ჩადებული შესაძლებლობების საწინააღმდეგო იქნებოდა.

3. დაუშვებლობა მგლების ყმუილის გამო?

დაუშვებლობა შეიძლება დაეფუძნოს მგლების ყმუილით გამოწვეულ ხმაურს. როგორც ცნობილია, მგლის ყმუილი მისი განსაკუთრებული ჟღერადობის გამო და ტონის სიმაღლის გამო არასასიამოვნოა ადამიანის ყურისთვის და აღიქმება როგორც განსაკუთრებით ხელისშემშლელი. თუმცა ამ არგუმენტის განხილვისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებუ-ლი კოტეს მიწის ნაკვეთის წინაისტორია. მისი სახლის აშენების მომენ-ტისთვის მგლების ვოლიერი უკვე არსებობდა და მხოლოდ 200 მეტრით იყო მოშორებული ღობეს, ისე, რომ მგლების ყმუილი თითქმის იმავე ინ-ტენსივობით აღწევდა მის სახლს. მდგომარეობის განსაკუთრებული გაუ-არესება მგლების ვოლიერის გადატანით მოსალოდნელი არ არის. მდგო-მარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ვოლიერის ზოოპარკის სხვა ადგილას გადატანითაც მიღწეული ვერ იქნება. ერთადერთი საშუალე-ბა კოტეს მდგომარეობის გაუმჯობესებისა იქნებოდა მგლების ყოლაზე საერთოდ უარის თქმა ზოოპარკის მხრიდან. მაგრამ ეს შედეგი, საბო-ლოო ჯამში, წინააღმდეგობაში იქნებოდა ზოოპარკის ფუნქციონირების წესებთან, რადგან არსებობს სხვა ცხოველებიც, რომლებიც მგლებზე არანაკლებ უსიამოვნო ხმებს გამოსცემენ. მგლების ხმაურით გამოწვე-ული დისკომფორტი ამიტომ არ წარმოადგენს კოტესთვის აუტანელ, მი-უღებელ დატვირთვას.

4. II-ის შედეგი

ძირითადი დებულებების მე-20 მუხლით გათვალისწინებული სხვა (ამ შემ-თხვევაში) ინტერესების გათვალისწინების სამშენებლოსამართლებრივი პრინციპი ზემოთ თქმულის საფუძველზე მგლების ვოლიერისთვის მშენებ-ლობის ნებართვის გაცემის შედეგად დარღვეული არ არის.51

51 შენიშვნა: აქ სხვა მოსაზრებაც/შედეგიც სრულიად დასაშვებია. კარგი შედეგის წი-ნაპირობა არის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობილი არგუმენტაცია, რომელიც არ უნდა დაიკარგოს ზოგად მოსაზრებებში.

Page 230: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

229

III. D-ს შედეგი

რადგან ვერ დგინდება კოტეს რომელიმე სუბიექტური საჯაროსამართლებ-რივი უფლების დარღვევა მშენებლობის ნებართვის გაცემის შედეგად, სარ-ჩელი არ არის დასაბუთებული.

E) დასკვნა

სარჩელი დასაშვებია, თუმცა დაუსაბუთებელია, ამიტომ ის ვერ დაკმაყო-ფილდება.

Page 231: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

230

კაზუსი 11

სუბსიდია ხმაურის გამო

შპს „ქართულ საწარმოს” ქალაქ თბილისში ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარე საკუთარ ნაკვეთში აქვს ხის საამქრო. მისი მდებარეობა ურბანუ-ლი დაგეგმარების თვალსაზრისით არახელსაყრელია, ვინაიდან ამ ნაკვე-თის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტწილად განლაგებულია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, რომელთა მაცხოვრებლებს ძალიან აწუხებთ ხის საწარმოს მიერ გამოწვეული ხმაური. განსაკუთრებით „გამაღიზიანებელია” ამ თვალსაზრისით ქარხნის დარბაზში განთავსებული დიდი სახერხი მანქა-ნის მუშაობა. თუმცა ამ შემთხვევაში ტექნიკურად შესაძლებელი იქნებოდა ხმაურისგან დამცავი დამატებითი ღონისძიებების გატარება. შპს „ქართული საწარმოს” დირექტორმა სანდრომ გამოხატა თითქმის მზაობა ასეთი „დამა-ტებითი აღჭურვილობის” დაყენებასთან დაკავშირებით, თუმცა მას მიაჩნია, რომ შპს-ს არ ევალება აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯის თავის თავ-ზე აღება, რაც დაახლოებით 30000 ლარს შეადგენდა. ამიტომ სამეზობლოს იმედი მიეცა, როდესაც ამ საკითხზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,52 გასული წლის 11 ნოემბრის გადაწყ-ვეტილებით, შპს „ქართული საწარმო” დააჯარიმა და წერილობითაც მას დააკისრა სახერხ მანქანაზე დამატებითი აღჭურვილობის დამონტაჟების ვალდებულება, რაც უზრუნველყოფდა ხმის რედუცირებას. აღნიშნულის პასუხად სანდრომ მიმართა ქალაქ თბილისის მერს და მოითხოვა მისგან, რომ თბილისის, როგორც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთ-ვის მიმზიდველი ადგილის, იმიჯის შენარჩუნების მიზნით, ქალაქს გაეწია დამატებითი აღჭურვილობის დამონტაჟების ხარჯები. მისი თქმით, 30000 ლარის გადახდას საწარმო, რომელიც უკვე წლებია გაკოტრების პირასაა, უკვე ვეღარ შეძლებდა. იმისათვის, რომ შპს-ს ფუნქციონირება არ შეეწყ-ვიტა, მას მოუწევდა რამდენიმე თანამშრომლის დათხოვნა იმ ხარჯების გა-საწევად, რომლებიც საჭირო იყო ხმაურის ჩასახშობად.

საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისის მერს ძალიან გაუხარდა, როდესაც შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქალაქს მიმდინარე წელს

52 იმავე კანონის მე-4 მუხლის „თ1” და „დ1” ქვეპუნქტებთან და „საცხოვრებელი სახ-ლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტე-რიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 ტექნიკურ რეგლამენტთან ბმაში.

Page 232: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

231

40000 ლარი აქვს დანაზოგი, ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ „სანდროს პრობ-ლემა” მისთვის ცნობილი ყველაზე მარტივი გზით მოეგვარებინა: ქალაქის ბიუჯეტიდან გადახდილი სუბსიდიით შესაძლებელი იქნებოდა საამქროსთ-ვის საჭირო 30000 ლარის გამოყოფა. ამდენად, 20 ნოემბერს სანდროს, რო-გორც შპს „ქართული საწარმოს” დირექტორს, ქალაქ თბილისის მერისგან მიუვიდა შემდეგი შინაარსის წერილი: „ქალაქის მერიამ მიზნად დაისახა ად-გილობრივი მეწარმეობის სწრაფი და ბიუროკრატიისგან თავისუფალი ხელ-შეწყობა. ამიტომ შპს „ქართული საწარმო” დაუყოვნებლივ მიიღებს ჩვენგან 30000 ლარის ოდენობის დახმარებას „ხმაურის დახშობის სისტემის” დასა-ყენებლად იმ პირობით, რომ იგი ამ ფულით განახორციელებს ამ ობიექტის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის 11 ნოემბრის გადაწყვე-ტილებით მოთხოვნილ სამუშაოებს. თუ თქვენ გსურთ ისარგებლოთ ხელ-შეწყობის ამ ღონისძიებით, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ, თუ სად უნდა გადაირიცხოს ეს თანხა. თანხის ამ გადაწყვეტილების შესაბამისად გამოყენების მტკიცებულებად, გთხოვთ, არაუგვიანეს მომავალი წლის 15 მარტამდე გამოგვიგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტები (ხელოსნებთან გა-ფორმებული ანგარიშ-ფაქტურები და ა. შ.). დასასრულს მინდა პირდაპირ აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი ხელშეწყობის ღონისძიება არის ე.წ. „სპეციალური სუბსიდია”, დარეგულირებული ასევე სპეციალური კანონმ-დებლობით, რომლითაც გათვალისწინებული პროცედურა სკრუპულოზუ-რად იყო დაცული.”

სანდრო დაუყოვნებლივ დასთანხმდა ქალაქ თბილისის მერიას და პასუხად შპს „ქართულ საწარმოს” გადაერიცხა აღნიშნული თანხა, თუმცა თბილისის საკრებულოში მერის ქმედებამ არ დაიმსახურა მოწონება − საკრებულოს წევრები აღშფოთებულნი არიან, თუ როგორ გაბედა მერმა ასე უბრალოდ, ქალაქის საკრებულოს ზურგს უკან, გაეფლანგა ქალაქის თანხები. მათი თქმით, აღნიშნული საამქრო არის სუსტი საწარმო, რომელიც უკვე წლებია, პრობლემებს უქმნის ქალაქის ცენტრალურ ნაწილს და იქ მაცხოვრებლებს. ის, რომ რაღაც 30000 ევროს გულისთვის საჭირო გახდებოდა საამქროს თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა, ისედაც სრულიად არადამა-ჯერებელია. ყოველ შემთხვევაში, მერს ასეთი დახმარების გაწევის უფლე-ბამოსილება არც კანონის საფუძველზე ჰქონდა და არც ქალაქ თბილისის საბიუჯეტო გეგმაში მოიძებნება მუხლი სახელწოდებით − „ხმაურის დახშო-ბასთან დაკავშირებული ღონისძიებების ხელშეწყობა”, ან რაიმე მსგავსი. ამით მერმა, ისე, რომ არ არსებობდა კანონმდებლობიით გათვალისწინებუ-ლი წინაპირობები, უბრალოდ, უგულებელყო მიმდინარე წლისთვის დამტკი-ცებული მოქმედი საბიუჯეტო დოკუმენტი. ასეთ საქციელს ქალაქის საკრე-

Page 233: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

232

ბულო, როგორც, ათკ-ის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა” ქვეპუნქტის თანახმად, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებაზე უფლებამოსილი ორგანო, ვერ დაუშვებდა. ახლა კი საკრებულო უარს აცხადებს მერის აღნიშნული ინიციატივის მოწონებაზე და მოითხოვს მისგან, დაუყოვნებლივ გააუქმოს იგი, რამდენადაც ეს იურიდიულად შესაძლებელია.

მერი აღიარებს, რომ ეს მისი მხრიდან ნაჩქარევი მოქმედება იყო, მით უმე-ტეს, რომ დადგენილ თარიღამდე (ამ წლის 15 მარტამდე) ქალაქ თბილისის მერიის სახელზე არავითარი მტკიცებულება არ იყო შემოსული შპს „ქარ-თული საწარმოს” მიერ თანხის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამიტომ მან გადაწყვიტა, თავად მიხედოს ამ საქმეს და შპს-ისგან მოითხოვოს გა-დახდების უკან დაბრუნება. სანდროსთან სატელეფონო საუბრის შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს თანხა, მართლაც, გამოყენებულ იქნა არა დანიშნულე-ბისამებრ, არამედ შეძენილ იქნა ახალი სარანდავი ჩარხი. დირექტორი აც-ხადებს, რომ მისი საჩივრის შედეგად გადაწყვეტილება ხმაურის ჩახშობის მოწყობილობის დაყენების თაობაზე გაუქმებულ იქნა ზემდგომი ადმინისტ-რაციული ორგანოს მიერ, ამიტომ უკვე აღარ არსებობდა ამ ღონისძიებების გატარების აუცილებლობა. მას შემდეგ, რაც მას ეცნობა, რომ ქალაქის მე-რია ამოწმებს, უნდა დააბრუნოს თუ არა საწარმომ ეს 30000 ლარი, სანდრო პასუხობს, რომ ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, თუ როგორ დააბანდებს თავისი კომპანიის კაპიტალს − „ბოლოს და ბოლოს გეგმურ ეკონომიკაში ხომ არ ვცხოვრობთ”, − აცხადებს იგი.

ამის პასუხად მიმდინარე წლის 26 აპრილს სანდრო იღებს დეტალურად და-საბუთებულ და გასაჩივრების წესის შესახებ განმარტების შემცველ გადაწ-ყვეტილებას ქალაქ თბილისის მერიისგან, რომელიც ადგენს:

1. მისი გაუქმების მომენტიდან ბათილად იქნეს ცნობილი გასული წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება სუბსიდირების შესახებ.

2. შპს „ქართულ საწარმოს” დაევალოს ქალაქის მერიისთვის 30000 ლარის უკან დაბრუნება.

დასაბუთებაში განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება სუბსიდირების შე-სახებ კანონსაწინააღმდეგოა, რადგან არ არსებობს კანონისმიერი დათქმა ასეთი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. ამასთან, საამქროს დირექ-ტორმა მისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად გამოიყენა ისე, რომ მხოლოდ ამის გამოც აუცილებელია თანხის უკან დაბრუნება. საფუძვლები, რომლებითაც გამართლებული იქნებოდა ამ სუბსიდიის მათთვის დატოვე-ბა, არ არსებობს: ადგილობრივი ბიუჯეტის მართვის ეკონომიურობისა და

Page 234: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

233

ყაირათიანობის ინტერესიდან გამომდინარე, ქალაქის მერია დამოკიდებუ-ლია იმაზე, რომ თავისი სახსრები მხოლოდ მიზნობრივი დანიშნულების შე-საბამისად გამოიყენოს. ამასთან, არ არსებობს იმის დაშვების საფუძველი, რომ ამ სუბსიდიის დაბრუნების მოთხოვნა საამქროს გააკოტრებს, ამდენად გამოყენებული ღონისძიება ასევე თანაზომიერია.

სანდროს მერის მოთხოვნა სამარცხვინოდ და მისი კანონიერი ნდობის დარ-ღვევად მიაჩნია. ამიტომ მან მერის გადაწყვეტილება შპს „ქართული საწარ-მოს” სახელით ვადების დაცვით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამარ-თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

რა პერსპექტივა აქვს სანდროს სარჩელს სასამართლოში?

Page 235: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

234

ამოხსნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 235A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 235

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი) . . . . . . . . . . . 235II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 238III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 238IV. სარჩელის ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 239V. A-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 239

B) სარჩელის სათანადო სახე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 239I. სარჩელი ბათილად ცნობის თაობაზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 239

1. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2392. მოსარჩელის მიზანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 241

II. B-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 241C) სარჩელის დასაშვებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 241

I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (სასკ-ის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 241

II. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი) . . . . . . . . . 242III. სარჩელის წარდგენის ვადა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 242IV. C-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 243

D) დასაბუთებულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 243I. გაუქმების განკარგულების მართლზომიერება (26 აპრილის

გადაწყვეტილება Nr.1) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2431) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის არსებობა. . . . . 244

a) „გადაწყვეტილება სუბსიდირების შესახებ” როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი? . . . . . . . . . . . . . . . . . . 244aa) ცალმხრივი ნების გამოვლენა, როგორც სადავო ელემენტი . . . . . . . 244bb) მოწესრიგება, როგორც სადავო ელემენტი . . . . . . . . . . . . . . . . 245cc) a-ს შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 246

b) „გადაწყვეტილება სუბსიდირების შესახებ”, როგორც გაუქმების საგანი? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 246

c) 1-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2472) გაუქმება სზაკ-ის 601 მუხლის საფუძველზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . 247

a) თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგოობა . . . . . . 247aa) კანონსაწინააღმდეგოობა სუბსიდიის მინიჭების თაობაზე

საკანონმდებლო დათქმის არარსებობის გამო? . . . . . . . . . . . . . . 248bb) a-ს შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 248

b) უკანონო აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის განსაკუთრებული წინაპირობები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 249

c) ბათილად ცნობის დისკრეცია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 250d) 2-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 250

3) გაუქმება სზაკ-ის 61-ე მუხლის საფუძველზე . . . . . . . . . . . . . . . . . . 250a) სზაკ-ის 61-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა. . . . . . . . . . . . . . 251b) სზაკ-ის 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით დადგენილი

გაუქმების წინაპირობის არსებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 251c) 3-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 252

4) I-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 253II. თანხის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის (გადაწყვეტილება Nr.2)

კანონიერება. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 253

Page 236: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

235

ამოხსნა

სანდროს სარჩელის დაკმაყოფილება შესაძლებელია, თუ ის დასაშვები და დასაბუთებულია.

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი

სარჩელის დასაშვებობის წინარე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უწყებრივი ქვემ-დებარეობა/განსჯადობის, მხარეთა საპროცესოუნარიანობის, სარჩელის ფორმის, სათანადო მოპასუხის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და სხვა მსგავსი საკითხები.

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი)

სანდროს სასარჩელო განცხადება შესაძლებელია, იყოს საერთო სასამართ-ლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე. ამისთვის მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ უნდა მიეკუთვ-ნებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას. ერთჯერადი გასაჩივრების საკითხთან დაკავშირებით, სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწი-ლის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთ-ხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. კაზუსიდან ირკვევა, რომ დირექტორმა „მერის გადაწყვეტილება შპს „ქართული საწარმოს” სა-ხელით ვადების დაცვით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.” ცხადია, რომ მერს არ ჰყავს ზემდ-გომი ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, სზაკ-ის 178-ე მუხლის თა-ნახმად, საჩივარი არც დაიშვება. ამდენად, სანდროს შეუძლია, ერთჯერადი გასაჩივრების გარეშე მიმართოს სასამართლოს. შედეგად ამ შემთხვევაში არ არსებობს სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, გამოირიცხება ადმინისტრა-ციული ორგანოს ქვემდებარეობა, რაც საკმარისი საფუძველია იმისთვის,

1. დაბრუნების შესახებ მოთხოვნის საფუძველი . . . . . . . . . . . . . . . . . . 2532. თანხის დაბრუნების მოთხოვნის მოცულობა. . . . . . . . . . . . . . . . . . . 2543. II-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 254

III. D-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 254E) დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 254

Page 237: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

236

რომ პირმა დავა გადაიტანოს სასამართლოში. შესაბამისად, აღნიშნული დავა არის საერთო სასამართლოების ქვემდებარე.

ამავე დროს, უნდა დადგინდეს განსჯადობის საკითხი − რომელმა მოსამარ-თლემ უნდა განიხილოს დავა. სანდროს დავა საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნება განსახილ-ველი, თუ ის პასუხობს სასკ-ის მე-2 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთ-ხოვნებს. მოსარჩელე სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვს სადავო აქტის კანონიერების შემოწმებას ადმინისტრა-ციული სამართალწარმოების წესით. ფორმალურად ეს საკმარისი საფუძ-ველია საგნობრივი განსჯადობის საკითხის გასარკვევად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია შინაარსობრივი კრიტერიუმების გამოყენება.53 სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრა-ციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმე იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტ-რაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამიტომ, მოცემულ შემთხვევა-ში უნდა დადგინდეს, დავა არის თუ არა საჯაროსამართლებრივი ბუნებისა.

მოცემულ შემთხვევაში, მერი თავის გადაწყვეტილებაში აშკარად ეყრდ-ნობა საჯარო სამართლის გამოყენების მოსაზრებას. მაგრამ საკითხი იმის თაობაზე, გვაქვს თუ არა საქმე საჯაროსამართლებრივ დავასთან, წყდება არა სამართლებრივი დავის მონაწილეების მიერ, არამედ დამოკიდებულია დავის საფუძვლად არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილ ბუნებაზე. ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტია: სარჩელის დასაბუთებისთვის წარდგენილ საქმეში მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგისთვის მეტწილად სამოქალაქო- თუ საჯაროსამართლებრივი ნორმები დომინი-რებს; იმყოფებიან თუ არა დავის მონაწილე მხარეები ერთმანეთის მიმართ ზემდგომ და დაქვემდებარებულ ურთიერთობაში და ზემდგომი (სუვერენუ-ლი) ძალაუფლების მატარებელი განსაკუთრებულ, მისთვის მიკუთვნებულ საჯაროსამართლებრივ ნორმებს იყენებს, თუ ყველას მიმართ მოქმედ სა-მოქალაქოსამართლებრივ დებულებებს ექვემდებარება. ასეთი მიდგომისას განსახორციელებელი გამიჯვნისათვის დავის გადაწყვეტა იმ საპროცესო ნორმების მიხედვით უნდა განხორციელდეს, რომლებიც საკანონმდებლო შეფასების შედეგად ამ საქმეს უკეთ შეეფერება და, იმავდროულად, აღ-ნიშნულის შედეგად ჩვეულებრივ ის სასამართლოები უნდა იქნენ ჩაბმული,

53 მითუმეტეს, კაზუსის ორიგინალ ვერსიებში ავტორი, გერმანული სამართლის თა-ვისებურების გათვალისწინებით, ძირითადად, შინაარსობრივ კრიტერიუმებზე მიუთი-თებს.

Page 238: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

237

რომლებიც საქმის ცოდნითა და გამოცდილებით გადაწყვეტილების გამო-ტანისთვის განსაკუთრებულად შესაფერისია.

ამდენად, აქ ისმება კითხვა, რა სახის სამართლებრივი ურთიერთობაა ქალაქ თბილისის მერსა და შპს „ქართულ საწარმოს” შორის”, ანუ ეს სამართლებ-რივი ურთიერთობა უნდა მიეკუთვნოს საჯარო თუ კერძო სამართალს. ამას-თან, გასათვალისწინებელია უფრო ფართო კონტექსტი, რომელიც სახეზეა კონკრეტულ შემთხვევაში, აგრეთვე მმართველობითი ღონისძიების მიზანი და ამოცანა. თუ საქმე ეხება უსამართლოდ გადახდილი ფულადი თანხის უკან დაბრუნებას, როგორც მოცემულ შემთხვევაში, ამ სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება იმ ურთიერთობის სამართლებრივი ბუნების მიხედვით განისაზღვრება, რომლის პირვანდელი მდგომარეობაც უნდა აღდგეს თანხის დაბრუნების გზით.

აქ თავიდანვე ვერ იქნება გამორიცხული, რომ 20 ნოემბრის წერილი წარ-მოადგენს შპს-ისათვის სუბსიდირების თაობაზე კერძოსამართლებრი-ვი ხელშეკრულების დადების შეთავაზებას (იმ პირობით, რომ ამ თანხით ხმაურის ჩახშობასთან დაკავშირებით მოთხოვნილი სამუშაოები განხორ-ციელდეს), რომელიც შპს-ის მიერ ანგარიშის ნომრის მითითებით მიღებულ/აქცეპტირებულ იქნა. ამ შემთხვევაში სუბსიდირების თაობაზე ხელშეკრუ-ლების „გაუქმების” და თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენისთვის, ძი-რითადად, კერძო სამართალი იქნება გადამწყვეტი და დავაც, შესაბამისად, სამოქალაქოსამართლებრივი იქნება. ზოგადად, მიჩნეულია, რომ საწინააღ-მდეგო საკანონმდებლო რეგულირების არარსებობისას საჯარო ორგანო მომსახურების გაწევისას პრინციპულად თავისუფალია კერძო და საჯარო-სამართლებრივი საქმიანობის სამართლებრივ ფორმებს შორის არჩევანში. მართლაც, მოცემულ შემთხვევაში მერის მხრიდან კერძოსამართლებრივი მოქმედება თავიდანვე გამორიცხული ვერ იქნებოდა: შესაძლოა, განხილულ იქნეს კერძოსამართლებრივი ქონების გადაცემის ხელშეკრულება. ასეთი ხელშეკრულება მიჩნეული უნდა ყოფილიყო არა სამოქალაქო კოდექსის 525-ე მუხლით გათვალისწინებულ ჩუქების ხელშეკრულებად, არამედ, სა-ბოლოო ჯამში, sui generis (განსაკუთრებულ, ერთადერთ და განუმეორე-ბელ) ხელშეკრულებად, როგორც ეს სავსებით დასაშვები და ხშირია კერძო პირებს შორის, მაგალითად კერძო სტიპენდიების ან მიზნობრივი შეწირუ-ლობების შემთხვევაში.

თუ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასასაბუთებლად, რომ სამართლებრივი ურთიერთობა კერძო ხასიათს ატარებს, მაშინ, გაბატო-ნებული მოსაზრების თანახმად, უნდა ვივარაუდოთ, რომ უწყებას სურდა,

Page 239: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

238

სუვერენულად ემოქმედა.54 საბოლოო ჯამში, მთლიანი კონტექსტიდან აქ არაორაზროვნად გამომდინარეობს, რომ მერს სურდა, გამოეყენებინა სა-ჯაროსამართლებრივი მოქმედების ფორმები. ამის სასარგებლოდ მეტყვე-ლებს უკვე სუბსიდიის (ქონების გადაცემის) აღნიშვნა, როგორც „დახმარება ხმაურის ჩახშობის სამუშაოებისთვის” და წერილის დასათაურება, როგორც „გადაწყვეტილება”.

ამით ორგანოს მომსახურების გაწევისას აშკარად არ სურდა კერძოსამართ-ლებრივი მოქმედების ფორმების გამოყენება, ამიტომ პირვანდელი მდგო-მარეობის აღდგენისთვისაც გადამწყვეტია საჯარო სამართალი. ამდენად, სახეზეა საჯაროსამართლებრივი დავა და ამ მხრივ ის ადმინისტრაციული სასამართლო წესით უნდა იქნეს განხილული.

სახეზე არ არის არც სასკ-ის მე-6 მუხლით განსაზღვრული მაგისტრატ მო-სამართლეთა განსჯადობა. ამდენად, დავას განსჯადობის მიხედვით განი-ხილავს საქალაქო სასამართლო პირველი ინსტანციით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

შესაბამისად, ეს დავა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტ-რაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი საქმე.

II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა

შპს „ქართული საწარმო”, როგორც იურიდიული პირი (წარმოდგენილი მისი დირექტორის სახელით), ხოლო თბილისის მერია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო (როგორც ადმინისტრაცი-ული ორგანო), სსსკ-ის 79-ე-81-ე მუხლების თანახმად, საპროცესოუნარი-ანები არიან.

III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი)

სანდრო სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხედ ასახელებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერს. სასკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრა-ციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. ვინაიდან ამ შემთხვევაში სადავო აქტი გამოცემულია მერის მიერ, სათანა-დო მოპასუხეებად ამ საქმეზე სწორედ ის უნდა იქნეს მიჩნეული.

54 Schmitz, in: Stelkens/Bonk/Sachs, Verwaltungsverfahrensgesetz, Komm., 9. Aufl. 2018, § 1 Rn. 102.

Page 240: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

239

IV. სარჩელის ფორმა

კაზუსიდან სარჩელის ფორმასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხარვეზი არ იკვეთება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ სანდროს სარჩელი აკმაყო-ფილებს სსსკ-ის 177-ე-178-ე და 445-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს (სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში).

V. A-ს შედეგი

სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპისთვის დადგენილი მოთხოვნები დაკმა-ყოფილებულია.

B) სარჩელის სათანადო სახე

სარჩელის სათანადო სახე (უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი საშუალება) დგინდება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების, აგრეთვე საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეფასე-ბის შესაბამისად (სასკ-ის 281 მუხლი), ისე, რომ ის თავსებადი იყოს მოსარ-ჩელის უფლების დაცვის მიზანთან. ამ მიზნით, მოსამართლეს შეუძლია, დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში (სასკ-ის 281 მუხლი).

I. სარჩელი ბათილად ცნობის თაობაზე

შესაძლებელია, მოცემულ შემთხვევაში უფლების დაცვის საპროცესოსა-მართლებრივი საშუალება იყოს სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული სარ-ჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. ამისთვის სარჩელის მიზანი უნდა იყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. მოცემულ შემ-თხვევაში, სარჩელის სათანადო სახე უნდა დადგინდეს სწორედ იმის გათ-ვალისწინებით, თუ რა სახის აქტის ბათილობას გულისხმობს მოსარჩელის მოთხოვნა და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, მიიღწევა თუ არა ამის გან-ხორციელებით მოსარჩელის მიზანი.

1. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა

მოცემულ შემთხვევაში სანდროს სარჩელი მიმართულია ქალაქ თბილისის მერის 26 აპრილის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც აუქმებს 20 აპრილის გადაწყვეტილებას „სუბსიდიის გაცემის თაობაზე” და ადგენს უკვე გადახდილი 30000 ლარის უკან დაბრუნების ვალდებულებას. ამ მოთხოვნი-სათვის შესაძლოა, სარჩელის სათანადო სახეობას წარმოადგენდეს სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი ადმინისტრაციული აქტის ბა-თილად ცნობის თაობაზე. ამის დასადგენად, პირველ რიგში, უნდა გაირკ-

Page 241: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

240

ვეს, არის თუ არა გასაჩივრებული „გადაწყვეტილება” ინდივიდუალური ად-მინისტრაციულსამართლებრივი აქტი სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის გაგებით. ეს დეფინიცია, როგორც ზოგადი სამართლებრი-ვი პრინციპის გამოხატულება, მნიშვნელოვანია ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის განმარტებისთვის. დეფინიციის თანახმად, ინდივი-დუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაცი-ული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ცალკეული შემთხვევის მოსაწესრიგებლად გამოცემული აქტი (ღონისძი-ება), რომელიც მიმართულია გარეგანი მოწესრიგებისაკენ.

თუმცა, თუ გარკვეული ღონისძიება ადმინისტრაციული აქტისთვის დამახა-სიათებელ გარეგნულ ფორმას ატარებს (დასათაურება „გადაწყვეტილება”, განკარგულება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, განმარტება გასა-ჩივრების წესის შესახებ), მაშინ ეს ღონისძიება საპროცესო თვალსაზრისი-თაც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტად უნდა იქნეს მიჩნეული, რომც არ არსებობდეს სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელემენტები. ამ თვალსაზრისით, იასა-ის პროცესუალური დეფინიცია უფრო ფართოა, ვიდრე წარმოებასამართლებ-რივისა, რაც, საბოლოო ჯამში, ეფექტური სამართლებრივი დაცვის პრინ-ციპის შედეგია. აქედან გამომდინარეობს, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული აქტი პროცესუალური გაგებით, რადგან ორ-განოს შერჩეული ფორმის საფუძველზე ცალსახად სურდა გამოეყენებინა ადმინისტრაციული აქტის საშუალებით მოქმედების ფორმა.

თუმცა ზემოთ წარმოდგენილი, პროცესუალური გაგებით ადმინისტრა-ციული აქტის არსებობისათვის სამართლებრივ ფიქციაზე დამყარებული მოსაზრება სადავოა. ნაწილობრივ ივარაუდება, რომ ადმინისტრაციული აქტი, სასკ-ის გაგებით, სრულად ემთხვევა სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნა-წილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნებას. თუ სზაკ-ით განსაზღ-ვრული ლეგალური დეფინიციის ელემენტები სრულად არ არის დაკმაყო-ფილებული, მაშინ განხილულ უნდა იქნეს „გაუქმება” სასკ-ის კონტექსტში. საკითხი იმის თაობაზე, თუ რომელი მოსაზრება უნდა იქნეს გაზიარებული, აქ შეიძლება ღიად დავტოვოთ, თუ 26 აპრილის გადაწყვეტილება არის ინ-დივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, სზაკ-ის მე-2 მუხ-ლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ლეგალური დეფინი-ციის მიხედვით.

თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილება (Nr.2) არის სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალის-

Page 242: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

241

წინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. იგივე ითქმის გადაწყვეტილება Nr.1-ის მიმართ (სუბსიდირების შესახებ გადაწყ-ვეტილების გაუქმება). მაშინაც კი, თუ 20 ნოემბრის ღონისძიება, რომე-ლიც გადაწყვეტილება Nr.1-ის თანახმად, გაუქმებულ უნდა იქნეს, არ წარ-მოადგენს იასა-ს, არაფერს შეცვლის იმაში, რომ ამ ღონისძიების გაუქმება „მოწესრიგების” ელემენტს მოიცავს, რადგან ამით უნდა აღმოფხვრილიყო სუბსიდიის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი. საკითხი იმის თაობაზე, სწორი გადაწყვეტილება იყო თუ არა გაუქმება, არის გაუქმების შესახებ გა-დაწყვეტილების მართლზომიერების და არა მისი სამართლებრივი ბუნების საკითხი.

2. მოსარჩელის მიზანი

სადავო აქტის გაუქმებით რა მიზანს მიაღწევს მოსარჩელე? სადავო აქტე-ბის გაუქმებით აღდგება პირვანდელი მდგომარეობა. კერძოდ, იარსებებს დახმარების გაცემის სამართლებრივი საფუძველი და შპს-ს არ ექნება და-საბრუნებელი მოთხოვნილი თანხა.

II. B-ს შედეგი

იასა-ის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის სახე შეესაბამება მოსარჩე-ლის მიზანს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ის არის სარჩელის სათანადო სახე.

C) სარჩელის დასაშვებობა

ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დასაშვებობის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები: ა) ინ-დივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი; ბ) პირდაპირი და უშუალო ზიანი; გ) გასაჩივრების ვადა.

I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (სასკ-ის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

სასკ-ის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთ-ხოვნით.” როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს სუბსიდიის გაუქ-მებისა და თანხის უკან დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილებების გაუქ-მებას, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომელიც მოიცავს სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცალკეულ ელე-

Page 243: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

242

მენტებს. შესაბამისად, სარჩელის დასაშვებობის პირველი წინაპირობა სა-ხეზეა.

II. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

შპს-ს სარჩელი აღძრული აქვს სასკ-ის 22-ე მუხლის შესაბამისად, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ სადავო აქტი ან მისი ნა-წილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამდენად, შპს-ის დირექტორმა უნდა შეძლოს იმის მტკიცება, რომ სადავო აქტით ირღვეოდა შპს-ის უფლებები. ამ თვალსაზრისით, 26 აპრილის გა-დაწყვეტილების ორივე დანაწესი წარმოადგენს შემზღუდველი ხასიათის მმართველობით ღონისძიებას შპს-ის მიმართ: თანხის დაბრუნების მოთხოვ-ნისთვის (გადაწყვეტილება Nr. 2), აღნიშნული გამომდინარეობს უშუალოდ აქ დადგენილი გადახდის ვალდებულებიდან, სუბსიდირების შესახებ გადაწ-ყვეტილების გაუქმებისთვის (გადაწყვეტილება Nr. 1) იქიდან, რომ შპს-ს ამით უნდა ჩამოერთვას ხელსაყრელი სამართლებრივი პოზიცია.

ამით აქ 26 აპრილის გადაწყვეტილების ორივე დანაწესით ირღვევა ძირი-თადი უფლება, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლიდან.55 თავიდანვე გამორიცხული არ არის, რომ ეს გადაწყვე-ტილება მართლსაწინააღმდეგო აღმოჩნდება. სარჩელის დასაშვებობის ეტაპისთვის უფლების დარღვევის ვარაუდის ამაზე მაღალი სტანდარტი არ მოითხოვება.

III. სარჩელის წარდგენის ვადა

სასკ-ის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს, შესაბამისად, ინ-დივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ან ადმინისტრა-ციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში. კაზუსიდან ვადის დარღვევასთან დაკავშირებით რაიმე სახის დარ-ღვევა არ ვლინდება. პირიქით, კაზუსში აღნიშნულია, რომ სანდრომ სარჩე-ლი სასამართლოში წარადგინა დადგენილ ვადაში. შესაბამისად, ივარაუდე-ბა, რომ სარჩელის დასაშვებობის ეს პირობაც დაცულია.

55 იურიდიული პირების შემთხვევაში ეს მუხლი გაგებულ უნდა იქნეს 34-ე მუხლთან ბმაში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იური-დიულ პირებზე.” მოცემულ ძირითად უფლებასთან დაკავშირებით შინაარსის გათვა-ლისწინება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს უფლება იურიდიულ პირებზეც ვრცელდება.

Page 244: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

243

IV. C-ს შედეგი

სანდროს სარჩელი იასა-ის ბათილად ცნობის თაობაზე დასაშვებია.

D) დასაბუთებულობა

სასკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციულსა-მართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდა-პირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართ-ლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გა-მოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბა-თილად ცნობის შესახებ.” შესაბამისად, სადავო აქტის გაუქმების შესახებ სარჩელი დასაბუთებული იქნება, თუ გადაწყვეტილება თანხის დაბრუნების შესახებ მართლსაწინააღმდეგოა და ამის შედეგად დარღვეულია შპს-ის უფ-ლებები. ვინაიდან შპს-ის დირექტორი ასაჩივრებს ორ აქტს − ერთი მხრივ, „ხმაურის ჩახშობის მოწყობილობის დაყენების მიზნით გაწეული დახმარე-ბის” გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას და, მეორე მხრივ, 30000 ლარის დაბრუნების მოთხოვნას, მისი უფლებების დარღვევა უკვე საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლიდან გამომდინარეობს, თუ ეს ადმინისტრაცი-ული აქტები ფორმალურად ან მატერიალურად უკანონო აღმოჩნდება.

მოცემულ შემთხვევაში, მერის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს კომ-პეტენციაში „ხმაურის ჩახშობის მოწყობილობის დაყენების მიზნით გაწე-ული დახმარების” საკითხზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასთან და-კავშირებით, საეჭვო არაფერია, ვინაიდან ეკონომიკის ხელშეწყობა, ღონის-ძიებები დასაქმების ხელშეწყობის, ინვესტიციების მოზიდვის მხარდაჭერა, ათკ-ის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, მუნიციპალიტეტის ფუნქციას განეკუთვნება და, შესაბამისად, ამ საკითხზე მუნიციპალური ღონისძიებების გაუქმებაზეც (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზეც) მერის პასუხისმგებლობა და უფლებამოსილებაა (სზაკ-ის 601 და 61-ე მუხ-ლებთან ბმაში). კაზუსიდან ირკვევა, რომ ფორმალური ხასიათის ნორმები არ დარღვეულა, ამიტომ გასარკვევია, მატერიალურადაც იყო თუ არა 26 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერი.

I. გაუქმების განკარგულების მართლზომიერება (26 აპრილის გადაწყვეტილება Nr.1)

ადმინისტრაციული აქტების გაუქმება ხორციელდება სზაკ-ის მე-60 და შემდეგი მუხლების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში უნდა მოხდეს

Page 245: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

244

გაუქმების შემოწმება სზაკ-ის 601 (ბათილად ცნობა) და 61-ე მუხლების (ძა-ლადაკარგულად გამოცხადება) საფუძველზე. სწორედ ამ დებულებების მი-ხედვით არის შესაძლებელი გაუქმება უკუქცევითი მოქმედებით, რომელიც მერმა აქ პირდაპირ განაცხადა. ამასთან, 26 აპრილის გადაწყვეტილების დასაბუთებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, მერი მიიჩნევს, რომ აქ გაუქ-მება, როგორც 601, ისე 61-ე მუხლის საფუძველზეც შესაძლებელია.

1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის არსებობა

როგორც სზაკ-ის 601, ისე 61-ე მუხლის წინაპირობაა გაუქმებადი ინდივი-დუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის არსებობა, ანუ გაუქ-მების ამ მექანიზმების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ 20 ნოემბრის ღონისძიება იასა-ა სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვე-პუნქტის გაგებით.

a) „გადაწყვეტილება სუბსიდირების შესახებ” როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი?

ამდენად, პირველ რიგში, ისმება კითხვა, აკმაყოფილებდა თუ არა 20 ნოემბ-რის ღონისძიება სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გან-საზღვრული ლეგალური დეფინიციის წინაპირობებს, რომლის თანახმად, იასა არის „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონ-მდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს”. ამ თვალსაზრისით, უკვე დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე კერძოსამართლებრივი რეგულაცია არ იქნა არჩეული (იხილეთ ზემოთ A I), ანუ საქმე გვაქვს ისეთ ღონისძი-ებასთან, რომელიც მიეკუთვნება საჯარო სამართლის სფეროს, ამიტომ ამ შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე სადავო ელემენტი უნდა შემოწმდეს.

aa) ცალმხრივი ნების გამოვლენა, როგორც სადავო ელემენტი

თუმცა, საეჭვოა, რამდენად არის დაკმაყოფილებული იასა-ის შემადგენლო-ბის ისეთი ნიშანი, როგორიცაა ცალმხრივი ნების გამოვლენა, რაც მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ორგანოს ცალმხრივად სურს უფლების დადგენა, ანუ არ სურს სახელშეკრულებო მოქმედების ფორმების გამოყენება. თუმ-ცა, ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სუბსიდიის ან ფულა-დი დახმარების გაცემა სზაკ-ის მოთხოვნების შესაბამისად, საჯაროსამარ-თლებრივი ხელშეკრულების საშუალებითაც შეიძლება განხორციელდეს და თავიდანვე ვერ გამოვრიცხავთ, რომ 20 ნოემბრის ღონისძიება მიჩნეულ

Page 246: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

245

იქნეს ისეთი ხელშეკრულების დადების შეთავაზებად, რომელიც ანგარი-შის ნომრის შეტყობინებით, კონკლუდენტურად, იქნა მიღებული. თუმცა, „მოლაპარაკების გზით მიღებული ადმინისტრაციული აქტების”, როგორც ცალმხრივი აქტების არსებობა, უპრობლემოდ არის შესაძლებელი. ცალმხ-რივი არ ნიშნავს აუცილებლად „ადრესატის ნების საწინააღმდეგოს”. ცალმ-ხრივი ღონისძიების (და არა საჯაროსამართლებრივი ხელშეკრულების და-დებისკენ მიმართული ნების გამოვლენის) არსებობისთვის გადამწყვეტია მხოლოდ, რომ ორგანო (ადრესატისთვის გასაგებად) ხელმძღვანელობს თავისი უფლებამოსილებით, რათა ღონისძიების ცალმხრივად გამოცემით ადრესატისთვის სავალდებულოდ დაადგინოს რეგულაცია.

ეს საქმის გარემოებიდანაც ნათლად იკვეთება: ამის სასარგებლოდ მეტყ-ველებს უკვე ისიც, რომ სზაკ-ით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადებისთვის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული აუცილებელი წერილობითი ფორმის მოთხოვნა არ იქნებოდა დაკმაყოფილებული. სხვა მხრივაც არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ორგანოს სურდა, ესარგებლა ყო-ველდღიურ ადმინისტრაციულ პრაქტიკაში შედარებით იშვიათად გამოყე-ნებადი მოქმედების ფორმით, კერძოდ საჯაროსამართლებრივი ხელშეკრუ-ლებით. ამასთან, მერი თავისი 20 აპრილის წერილის ბოლო წინადადებაში პირდაპირ მოიხსენიებს მას „გადაწყვეტილებად”, ანუ გულისხმობს ცალმხ-რივი მოქმედების შესაძლებლობას. შესაბამისად, 20 ნოემბრის ღონისძიება არის სუვერენული, ცალმხრივი ღონისძიება.

bb) მოწესრიგება, როგორც სადავო ელემენტი

გასარკვევია ასევე, შეიცავს თუ არა დოკუმენტი მოწესრიგების ელემენტს, ანუ აწესებს, ცვლის, აუქმებს ან ადგენს თუ არა იგი პირის უფლებას ან/და მოვალეობას. „ხმაურის დახშობის სისტემის დაყენებისათვის დახმარება” მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო გაცემული, თუ შპს-ის დირექ-ტორს სურდა მისი გამოყენება და ამას თავისი ანგარიშის ნომრის შეტყობი-ნებით გამოხატავდა. თუმცა ამ დოკუმენტიდან არ ჩანს, რომ ამ შეტყობინე-ბის შემდეგ უნდა განხორციელდეს უფრო დეტალური შემოწმება. მეტიც, ის შეიძლება ისე იქნეს გაგებული, თითქოს ორგანო უკვე ახლავე ივალდებუ-ლებს თავს, რომ გადაიხადოს „ხმაურის დახშობის სისტემის დაყენებისათ-ვის დახმარება”, თუ შპს „ქართული საწარმო” მის „შეთავაზებას” მიიღებს. ამით ორგანომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება „ხმაურის დახშობის სის-ტემის დაყენებისათვის დახმარების” გაწევის თაობაზე. ამდენად, მნიშვნე-ლობა არ აქვს ამ რეგულაციით განზრახული სამართლებრივი შედეგების დამოკიდებულებას იმ პირობის დადგომაზე, რომლის შესრულება მხოლოდ

Page 247: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

246

შპს-ის მიერ თანხმობის გამოხატვით იქნება შესაძლებელი, კერძოდ კი ანგა-რიშის ნომრის შეტყობინების გზით.

cc) a-ს შედეგი

ვინაიდან სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვ-რული ლეგალური დეფინიციის დანარჩენ ნიშნებთან დაკავშირებით არავი-თარი ეჭვები არ არსებობს, „ხმაურის დახშობის სისტემის დაყენებისათვის დახმარების” გაწევა წარმოადგენს ამ გაგებით ინდივიდუალურ ადმინისტ-რაციულსამართლებრივ აქტს, რომელიც სზაკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი წესით გაეცნო შპს-ის დირექტორს. შესაბამისად, სზაკ-ის 54-ე მუხლის თა-ნახმად, ის ძალაში შევიდა.

b) „გადაწყვეტილება სუბსიდირების შესახებ”, როგორც გაუქმების საგანი?

ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გაუქმება შე-საძლებელია ან მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვე-ტილებით, ან ავტომატურად, გარკვეული პირობის დადგომის შემთხვევაში (ვადის გასვლა, გამაუქმებელი პირობის დადგომა და ა.შ.). მოცემულ შემ-თხვევაში შესაძლოა, რომ „ხმაურის დახშობის სისტემის დაყენებისათვის დახმარების” გაწევა დამოკიდებული ყოფილიყო გაუქმებადი პირობის დად-გომაზე, თუმცა გადაწყვეტილებაში პირდაპირ ასეთი პირობა არ იყო მითი-თებული.

თუმცა შესაძლოა, რომ გამოყოფილი თანხის გამოყენების თაობაზე მტკი-ცებულების შესახებ დავალდებულება გაგებული ყოფილიყო როგორც გაუქ-მებადი პირობა, ისე, რომ თანხის გამოყენების თაობაზე მტკიცებულებების წარმოუდგენლობა ყოფილიყო „ხმაურის დახშობის სისტემის დაყენებისათ-ვის დახმარების” გაწევის გაუქმების პირობა. თუმცა მოცემულ შემთხვე-ვაში რაიმე პირობის დაშვებისთვის აუცილებელი ნიშნები საკმარისი სიც-ხადით არ იკვეთება: მიმღების პოზიციიდან, რომელიც ამ თვალსაზრისით გადამწყვეტია, არ არის ცხადი, რომ „ხმაურის დახშობის სისტემის დაყენე-ბისათვის დახმარების თანხმობა” გამოყენების შესახებ მტკიცებულებების წარდგენით იარსებებს, ხოლო ასეთი მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში გაუქმდება. ამით გამოყენების თაობაზე მტკიცებულებების წარდგენის შესახებ დებულება არ უნდა იქნეს მიჩნეული პირობად მისი ნამ-დვილი გაგებით, და, შესაბამისად, გამოყენების თაობაზე მტკიცებულების წარუდგენლობაც ვერ გამოიწვევდა „ხმაურის დახშობის სისტემის დაყენე-ბისათვის დახმარებაზე თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების” გაუქმებას.

Page 248: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

247

იმავე საფუძვლით ასევე ვერ იქნება დაშვებული, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის უწყების მოთხოვნიდან გამომდინარე „ვალდებულება” თანხის „ხმაურის დახშობის სისტემის დასაყენებლად” გამოყენების შესა-ხებ, წარმოადგენს გაუქმებად პირობას. აქაც არ არის საკმარისად ნათე-ლი, რომ გადაწყვეტილების არსებობა ამ „ვალდებულების” შესარულებაზე უნდა იყოს დამოკიდებული; აღნიშნულს ეწინააღმდეგება ასევე დებულე-ბა გამოყენების შესახებ მტკიცებულების თაობაზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, არ გულისხმობს თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების ავტომატურ გაუქმებას „ვალდებულების” შეუსრულებლობის შემთხვევაში, არამედ ით-ვალისწინებს „გამოყენების შესახებ მტკიცებულების წარდგენის პროცედუ-რას”, რომლის საშუალებითაც უნდა გადაწყდეს თანხმობის არსებობის ან არარსებობის საკითხი.

შესაბამისად, სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება მის გაუქმებამდე ჯერ კიდევ მოქმედებდა და იყო ნამდვილი.

c) 1-ის შედეგი

ამდენად, 20 ნოემბრის გადაწყვეტილება სუბსიდირების შესახებ იყო ინ-დივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომლის მიმართ დადგენილი არ ყოფილა ავტომატური გაუქმების შესაძლებლობა და ამ მხრივ მისი გაუქმება შესაძლებელი იყო სზაკ-ის 601 და 61-ე მუხლების ფარ-გლებში.

2) გაუქმება სზაკ-ის 601 მუხლის საფუძველზე

თავდაპირველად მერმა უკუქცევითი მოქმედებით გაუქმება დაასაბუთა სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგოობით. ამ თვალსაზრისით, გაუქმება უნდა შემოწმდეს სზაკ-ის 601 მუხლის მიხედვით. ამ მუხლის სისტემატიკის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის უშუალო უფლებამოსილების საფუძველი ყოველთვის არის იგივე მუხლი (601 მუხლის მე-3 ნაწილი). ეს უფლებამოსილება იზღუდება მხოლოდ აღმჭურველი აქტის შემთხვევაში.

a) თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგოობა

ამისათვის თანხმობის შესახებ პირველადი გადაწყვეტილება, პირველ რიგ-ში, კანონსაწინააღმდეგო უნდა იყოს. ის ფაქტი, რომ „ხმაურის დახშობის სისტემის დაყენებისათვის დახმარების” გამოყოფა, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, მუნიციპალიტეტების კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება, გა-მომდინარეობს ათკ-ის მე-16 მუხლიდან (სხვა მუხლებთან ბმაში).

Page 249: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

248

aa) კანონსაწინააღმდეგოობა სუბსიდიის მინიჭების თაობაზე საკანონმდებლო დათქმის არარსებობის გამო?

თუმცა, აქ კანონსაწინააღმდეგოობა შეიძლება გამომდინარეობდეს სუბსი-დირების თაობაზე კანონისმიერი დათქმის არარსებობიდან. ძალიან სადა-ვოა საკითხი იმის თაობაზე, აღმჭურველი ხასიათის მმართველობითი ღო-ნისძიების მიმართაც მოქმედებს თუ არა სზაკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა. ამ მუხლის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინის-ტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომე-ლიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლე-ბების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების სა-ფუძველზე.” საკითხავია, რამდენად არის შესაძლებელი კანონისმიერი დათ-ქმის ეს მოთხოვნა ე.წ. აღმჭურველი და მომსახურებითი მმართველობითი ღონისძიების მიმართ, როდესაც საპარლამენტო კანონით ამისთვის სპეცი-ალური სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. თუმცა საკითხი იმის თაობაზე, თუ რომელი მოსაზრება უფრო მისაღებია და შესაძლებელია თუ არა ამ დისკუსიის უცვლელად გადატანა მუნიციპალიტეტების მიერ მომ-სახურების გაწევაზე, წარმოდგენილ კაზუსში შეიძლება ღიად დავტოვოთ.56

გაბატონებული მოსაზრებაც კი, რომელიც, განსაკუთრებით სუბსიდიების მინიჭებისათვის, საკანონმდებლო საფუძვლის არსებობას აუცილებლად არ მიიჩნევს, მოითხოვს სუბსიდიისათვის საჭირო სახსრების საბიუჯეტო გა-მოყოფას მისი მიმნიჭებელი უწყების საბიუჯეტო გეგმაში, როგორც ადმი-ნისტრაციული მოქმედების საკმარის, მაგრამ ასევე აუცილებელ ლეგიტი-მაციას. თუ აღნიშნული ლეგიტიმაცია არ არსებობს, მაშინ ორგანოს მიერ სუბსიდიის მინიჭება პრინციპულად ვერ ჩაითვლება კანონიერად. ამდენად, საქმის გარემოებებიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ ქალაქ თბილი-სის საბიუჯეტო გეგმაში მუხლი − „დახმარება ხმაურის დახშობის სისტე-მის დასაყენებლად” − არ არსებობდა, ამიტომ მერმა აღნიშნულ საკითხში თვითნებურად და ამით მართლსაწინააღმდეგოდ იმოქმედა.

bb) a-ს შედეგი

ამით „გადაწყვეტილება ხმაურის დახშობის სისტემის დაყენებისათვის დახ-მარების გაცემის თაობაზე” მართლსაწინააღმდეგოა.

56 აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური მსჯელობა იხილეთ კაზუსში − „სანიტრე-ბი”.

Page 250: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

249

b) უკანონო აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის განსაკუთრებული წინაპირობები

ვინაიდან ხმაურის დახშობის სისტემის დაყენებისათვის დახმარების გა-ცემის შესახებ თანხმობა შპს-ისთვის არის აღმჭურველი აქტი ერთჯერადი ფულადი დახმარების ფორმით, ამიტომ ხმაურის დახშობის სისტემის და-ყენებისათვის დახმარების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შესაძლებელი იყო მხოლოდ სზაკ-ის 601 მუხლით დადგენილი პირო-ბების დაცვის შემთხვევაში. აღნიშნულის თანახმად, თანხმობის შესახებ გა-დაწყვეტილების ბათილად ცნობა დაუშვებელია, თუ შპს-ს ამ აქტის მიმართ ჰქონდა კანონიერი ნდობა და ეს ნდობა ბათილობასთან დაკავშირებულ სა-ჯარო ინტერესთან ურთიერთშეწონვის შედეგად დაცვის ღირსია, ამიტომ ისმება კითხვა, ჰქონდა თუ არა შპს-ს ნდობა ადმინისტრაციული აქტის მოქმედების მიმართ. ეს საკითხი საქმის გარემოებებიდან თავისთავად არ გამომდინარეობს, თუმცა არც რაიმე საფუძველი ჩანს, რის გამოც შპს-ს არ უნდა ჰქონოდა ასეთი ნდობა, რამეთუ „ხმაურის დახშობის სისტემის დაყე-ნებისათვის დახმარების გაცემის თაობაზე თანხმობის” კანონსაწინააღმდე-გოობის საფუძვლის შესახებ მას არ უნდა სცოდნოდა. საპირისპიროს დამა-დასტურებელი ფაქტების არარსებობის გამო, შეიძლება დავასკვნათ, რომ ასეთი ნდობა არსებობდა.

თუმცა საეჭვოა, რომ ეს ნდობა იყოს დაცვის ღირსი. სზაკ-ის 601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ-სებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ-ტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.” ამ თვალსაზრისით, ნდობა დაცვის ღირსია იმ შემთხვევაში, თუ ადრესატმა ეს შესრულება უკვე მოიხმარა. აღნიშნულთან საქმე გვაქვს, როდესაც გაწეული მომსახურების მოხმარება მიზეზობრივ კავშირშია ადმინისტრაციული აქტის მოქმედების მიმართ არსებულ ნდობასთან და როდესაც მხარეს არ გადაუხვევია აქტის მიზნებისთვის. მიზეზობრივი კავშირის არსებობა მაშინ შეიძლებოდა გვევა-რაუდა, თუ შპს ამ ფულს ნამდვილად დახარჯავდა ხმაურის დახშობის სის-ტემის დაყენების ღონისძიებისთვის. თუმცა სწორედ ეს არ გააკეთა მან და თანხა სარანდავი ჩარხის შესაძენად გამოიყენა. ამიტომ შესაძლოა, ვივარა-უდოთ, რომ შპს-ისთვის გადახდილი 30000 ლარი ჯერ საერთოდ არ „მოუხ-მარია” ზემოთ აღნიშნული მე-5 ნაწილის გაგებით და, ამდენად, ადგილი არ

Page 251: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

250

აქვს იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებას. ყოველ შემთხვევაში, აქ საქმე გვაქვს ცალსახად „არამიზნობრივ მოხმარებასთან”, რომლის „დაცვის ღირ-სად” მიჩნევა შეუძლებელია.

c) ბათილად ცნობის დისკრეცია

ამდენად, თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპი-რობები სახეზეა. თუმცა მოხდება თუ არა სზაკ-ის 601 მუხლით გათვალის-წინებული წინაპირობების არსებობისას ადმინისტრაციული აქტის ბათი-ლად ცნობა, ეს ორგანოს დისკრეციის საგანია. ამით სზაკ-ის 601 მუხლის მიხედვით გამოხმობა მხოლოდ მაშინ არის კანონიერი, თუ დისკრეციის უფლებამოსილების გამოყენებისას არ ყოფილა შეცდომა, ანუ, თუ ამით არ იქნა გადამეტებული სზაკ-ის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლები.

ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ დისკრეციის უფლე-ბამოსილების მიზნის დარღვევას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აქ ბათი-ლად გამოცხადება მოხდა იმისათვის, რათა წარმოქმნილიყო თანხის დაბ-რუნების მოთხოვნის უფლება, რამეთუ გადამწყვეტი აქ ძირითადად იყო ფისკალური მოსაზრებები: მეტიც, სწორედ ეკონომიურობისა და ხელმომ-ჭირნეობის პრინციპების გავლენით დისკრეცია, ჩვეულებრივ, მიმართულია იქითკენ, რომ გამოხმობილ იქნეს გადაწყვეტილებები, რომლებიც საბი-უჯეტო სამართლის პრინციპების დარღვევით იქნა მიღებული. ის ფაქტი, რომ დისკრეციის ფარგლები არ იქნა დაცული, განსაკუთრებით კი ის, რომ ბათილად გამოცხადებისას არ იქნა გათვალისწინებული თანაზომიერების პრინციპი, აქ ასევე არ იკვეთება.

ამიტომ „ხმაურის დახშობის სისტემის დაყენებისათვის დახმარების გაცე-მის თაობაზე თანხმობა”, უკუქცევითი ძალით მოქმედების თვალსაზრისი-თაც, არ იყო დისკრეციის ფარგლების გადამეტებით განხორციელებული.

d) 2-ის შედეგი

ამდენად, დაკმაყოფილებულია სზაკ-ის 601 მუხლით გათვალისწინებული „ხმაურის დახშობის სისტემის დაყენებისათვის დახმარების გაცემის თაობა-ზე თანხმობის” უკუქცევითი მოქმედებით გაუქმების წინაპირობები.

3) გაუქმება სზაკ-ის 61-ე მუხლის საფუძველზე

თუმცა სუბსიდირების თაობაზე გადაწყვეტილების უკუქცევითი მოქმედე-ბით გაუქმებას იმითაც ასაბუთებს, რომ შპს-მ სახსრები არამიზნობრივად

Page 252: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

251

გამოიყენა, ანუ დაარღვია აქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამ თვალსაზრისით, შეიძლება, რომ გაუქმება დაეფუძნოს სზაკ-ის 61-ე მუხ-ლის წინაპირობებს.

a) სზაკ-ის 61-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა

„ხმაურის დახშობის სისტემის დაყენებისათვის დახმარების გაცემის თაობა-ზე თანხმობის შესახებ გადაწყვეტილება” არის ფულის გადახდის შესახებ თანხმობის გამცემი და აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ეს ფულადი შესრულება ასევე უნდა ყოფილიყო გა-მოყენებული მიზნობრივად, კერძოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი „ხმაურის დახშობის სისტემის დაყენე-ბისათვის” საჭირო ღონისძიებების გასატარებლად: აღნიშნული არაორაზ-როვნად არის ჩამოყალიბებული თანხმობის შესახებ გადაწყვეტილებაში, ვინაიდან ცხადად იქნა ასევე მითითებული, რომ განხორციელდებოდა შე-მოწმება მიზნობრივად გამოყენების დადასტურების მიზნით. ამდენად, გა-დაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისთვის მოქმედებდა სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები.

თუმცა ისმება კითხვა: შესაძლებელია თუ არა საერთოდ ამ დებულების გა-მოყენება, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება − როგორც ზემოთ (D I 2 a) იქნა დადგენილი − წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალურ ადმინის-ტრაციულსამართლებრივ აქტს, მაშინ, როდესაც სზაკ-ის 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პირდაპირ მხოლოდ კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადებას ითვალისწი-ნებს. თუმცა, საზოგადოდ, აღიარებულია, რომ კანონსაწინააღმდეგო ინ-დივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების გაუქმება ასევე შესაძლებელია სზაკ-ის 61-ე მუხლის მიხედვით უკუქცევითი მოქმედებითაც, ვინაიდან, თუ ამ საფუძვლებით შესაძლებელია კანონიერი იასა-ის გაუქმება, კანონსაწინააღმდეგო აქტი მით უმეტეს არ იმსახურებს გაუქმებისგან დაც-ვას. აღნიშნულის შედეგია ის, რომ ადმინისტრაციული აქტის კანონიერება, საბოლოო ჯამში, უკვე აღარ წარმოადგენს სზაკ-ის 61-ე მუხლის დამოუკი-დებელ შემადგენლობის ნიშანს. შედეგად, ისმება კითხვა − არის თუ არა სა-ხეზე 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე წინაპირობა.

b) სზაკ-ის 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით დადგენილი გაუქმების წინაპირობის არსებობა

პირველ რიგში, განხილულ უნდა იქნეს სზაკ-ის 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით დადგენილი გაუქმების წინაპირობა. ეს რომ სახეზე იყოს,

Page 253: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

252

ამისათვის შპს-ს მიღებული შესრულება საერთოდ არ უნდა ჰქონდეს გა-მოყენებული, ან მიღებიდან მალევე არ უნდა ჰქონდეს გამოყენებული, ან თანხმობის შესახებ 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებული მიზნის შესაბამისად აღარ უნდა ჰქონდეს გამოყენებული.

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ შპს-ს დირექტორმა „ხმაურის დახშო-ბის სისტემის დასაყენებლად” მიღებული დახმარება გამოიყენა არა ხმა-ურის დახშობის სისტემის დასამონტაჟებლად, არამედ სარანდავი ჩარხის შესაძენად. ამით სახეზეა სზაკ-ის 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” ქვეპუნქ-ტით დადგენილი გაუქმების წინაპირობა.

აქ შეიძლება, სადავო იყოს, „ხმაურის დახშობის სისტემის დაყენებისათვის დახმარების გაცემის თაობაზე თანხმობის” შესახებ გადაწყვეტილება რამ-დენად არის ვალდებულება. ასეთი ვალდებულება შეიძლება იყოს 30000 ლარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოთხოვნათა შესაბამისად გამოყენება, ანუ ხმაურის დახშობის სისტემის დაყენებისათ-ვის საჭირო ღონისძიებების გატარება, თუმცა ეს დებულება არ არის დამო-უკიდებლად არსებული დებულება „ხმაურის დახშობის სისტემის დაყენები-სათვის დახმარების გაცემის თაობაზე თანხმობის” პარალელურად, არამედ არის ამ თანხმობის ნაწილი, კერძოდ მიზნის დადგენა.

თუმცა აღნიშნულისგან დამოუკიდებლად არსებული ვალდებულება შესაძ-ლოა, იყოს მოთხოვნა თანხის გამოყენების შესახებ მტკიცებულების წარ-მოდგენის თაობაზე, მაგრამ ამის დაშვებაც შეუძლებელია, ვინაიდან არა-ორაზროვნად ცხადია, რომ გამოყენების თაობაზე მტკიცებულების წარ-მოდგენის (სიტყვის − „გთხოვთ” − გამოყენება) ვალდებულება არსებობს. ორგანო ასევე აშკარად არ არის დაინტერესებული იმაში, რომ გამოიყენოს აქტის აღსრულების ღონისძიებები, რათა პირმა წარმოადგინოს გამოყენე-ბის შესახებ მტკიცებულებები. ამ დებულების მიზანი უფრო არის მოვალე-ობის დადგენა, რომელიც ამ ორგანოს გაუადვილებს იმის შემოწმებას, მიზ-ნობრივად იქნა თუ არა გამოყენებული გამოყოფილი სახსრები.

ამით „ხმაურის დახშობის სისტემის დაყენებისათვის დახმარების გაწევის თაობაზე თანხმობის შესახებ” გადაწყვეტილების მოქცევა სზაკ-ის 61-ე მუხლის ფარგლებში შესაძლებელია.

c) 3-ის შედეგი

ამდენად, ასევე დაკმაყოფილებულია სზაკ-ის 61-ე მუხლით აქტის („ხმაურის დახშობის სისტემის დაყენებისათვის დახმარების გაცემის თაობაზე თანხ-მობის”) უკუქცევითი მოქმედებით გაუქმების წინაპირობებიც.

Page 254: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

253

4) I-ის შედეგი

ამით შესაძლებელია, რომ სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილების გაუქ-მება დაფუძნებული ყოფილიყო როგორც სზაკ-ის 601, ისე სზაკ-ის 61-ე მუხ-ლის საფუძველზე. ამიტომ 26 აპრილის გადაწყვეტილება Nr. 1 მატერიალუ-რად კანონიერია.

II. თანხის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის (გადაწყვეტილება Nr.2) კანონიერება

თანხის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების უფლებამოსილების სა-ფუძვლად შეიძლება განხილულ იქნეს, შესაბამისად, სზაკ-ის 601 და 61-ე მუხლები, ანუ გამაუქმებელი აქტებით, რომელთაც აქვთ უკუქცევითი მოქ-მედება, შესაძლებელია მოწესრიგდეს ამ აქტების გაუქმებასთან დაკავში-რებული საკითხები. მათ შორის არის თანხის უკან დაბრუნების საკითხი. გადაწყვეტილება ამ ნაწილში იქნება კანონიერი, თუ შპს-ის მიმართ თანხის დაბრუნების მოთხოვნა წარმოშობილია იქიდან, რომ მოისპო მისი საფუძვე-ლი და უკუქცევითი მოქმედებით მას ეს სარგებელი არ შეიძლება ჰქონდეს.

1. დაბრუნების შესახებ მოთხოვნის საფუძველი

მართალია, სზაკ-ი პირდაპირ არ ასახელებს თანხის დაბრუნების მოთხოვ-ნის სუბიექტებს, თუმცა სისტემური განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ დაბრუნების შესახებ მოთხოვნის კრედიტორს ის ორგანო წარმოადგენს, რომელმაც გასცა მომსახურება საკუთარ ხარჯზე, ხოლო კრედიტორს ის პირი წარმოადგენს, რომელმაც მიიღო ასეთი მომსახურება და არის ამ ღო-ნისძიების ბენეფიციარი. მოცემულ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მერიამ „ხმაურის დახშობის სისტემის დაყენებისათვის დახმარება” საკუთარი სახს-რებიდან გასცა ისე, რომ იგი იქნება დაბრუნების შესახებ მოთხოვნის კრე-დიტორი. ამასთან, მან ეს დახმარება გასცა შპს-ისთვის და არა მის დირექ-ტორ სანდროსთვის, რომელიც მხოლოდ მოქმედებდა როგორც შპს-ის წარ-მომადგენლობითი ორგანო. ამით 30000 ლარის გადახდის ბენეფიციარად მიჩნეულ უნდა იქნეს შპს, რამეთუ აღმჭურველი აქტი სწორედ მას მიემარ-თებოდა.

ამასთან, შპს-ის მიმართ აქტი გაცემულ იქნა ადმინისტრაციული აქტის (იხილეთ ზემოთ, D I 1) საფუძველზე, რომელიც ასევე უკუქცევითი მოქმე-დებით იქნა გაუქმებული. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიის მოთხოვ-ნა შპს-ის წინააღმდეგ საფუძვლიანია.

Page 255: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

254

2. თანხის დაბრუნების მოთხოვნის მოცულობა

თუმცა საეჭვოა, აქვს თუ არა მერს შპს-ისგან მთლიანი 30000 ლარის დაბ-რუნების მოთხოვნის უფლება. უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევაში შეს-რულების დაბრუნების მოთხოვნის მოცულობა განისაზღვრება სამოქალა-ქო კოდექსის 979-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის თანახმად, სხვათა შორის, უნდა დაბრუნდეს მიღებული ანუ ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან გადახდილი 30000 ლარი. მაგრამ ამ თანხის დაბრუნება უკვე აღარ არის შესაძლებელი, რადგან ის სარანდავი ჩარხის შესაძენად იქნა გამოყენებუ-ლი. ამიტომ 979-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მიმართულია კომპენსაციაზე, ანუ 30000 ლარის დაბრუნებაზე. იმის მტკიცება, რომ შპს 30000 ლარით გაღარიბდა (ასეთ შემთხვევაში 979-ე მუხლის მე-3 ნაწილით არ არსებობს ანაზღაურების ვალდებულება), არ არის დასაშვები, ვინაიდან 30000 ლარის ღირებულება სარანდავი ჩარხის სახით კვლავინდებურად შპს-ის ქონების ნაწილს წარმოადგენს.

ამდენად, ქალაქ თბილისის მერიას შეუძლია, − იმისგან დამოუკიდებლად, თუ რომელ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით გააუქმა მან თანხ-მობა „ხმაურის დახშობის სისტემის დაყენებისათვის დახმარების გაწევის თაობაზე”, − გაუქმების შემდეგ მოითხოვოს მთლიანად 30000 ლარის უკან დაბრუნება ისე, რომ შპს ვერ შეეცილება იმ მოტივით, რომ მას ეს თანხა აღარ აქვს (ის ამ თანხით გაღარიბდა).

3. II-ის შედეგი

ამით თანხის დაბრუნების მოთხოვნა 30000 ლარის ფარგლებში სრულიად კანონიერია.

III. D-ს შედეგი

ამდენად, 26 აპრილის გადაწყვეტილების ყველა ნაწილი კანონიერია და ამი-ტომაც იგი ვერ დაარღვევდა შპს-ის უფლებებს. შესაბამისად, სარჩელი და-უსაბუთებელია.

E) დასკვნა

შპს „ქართული საწარმოს” სარჩელი დასაშვებია, თუმცა დაუსაბუთებელი, ამიტომ ის ვერ დაკმაყოფილდება.

Page 256: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

255

კაზუსი 12

ლუდის ღია ბარი

ქალაქ თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე რესტორან „ცოცხალი ლუ-დის” მესაკუთრე გიორგი დიდი ხანია, ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელზეც პატარა შენობა დგას. ეს შენობა ერთადერთი ნაგებობაა ამ უბანში და გიორ-გი მას იყენებს ზაფხულში იქ გამვლელთა დასაწყურებლად. იმის გამო, რომ ის აშენებულია 2007 წლამდე, მოხდა მისი ლეგალიზება, თუმცა ქალაქგეგ-მარებით მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო მას მიენიჭა შეუსაბამო ობიექ-ტის სტატუსი. ამ ტერიტორიაზე გამვლელი ბევრია, რადგან ლანდშაფტი ამ ადგილებში განსაკუთრებით ლამაზი, მშვიდობიანი და მიმზიდველია.

წინა წლის დეკემბერში გიორგიმ შეიძინა მეზობელი ნაკვეთიც და გეგმავს, გააშენოს ლუდის ღია ბარი (ლუდის ბაღი), სახელწოდებით „დრუიდების წყარო”, რომელიც 600 სტუმრის მიღებას შეძლებს. ამ მიზნისთვის იგეგ-მება მთელ ტერიტორიაზე ხის იატაკის დაგება, რომელზეც სკამები და მა-გიდები დაიდგმება. სასმელებს სტუმრებს მეზობელ ნაკვეთზე მდებარე შე-ნობიდან მიაწოდებენ. ლუდის ბაღის ნაკვეთი მდებარეობს განაშენიანების გეგმის ფარგლებში, თუმცა ამ გეგმაში არ არის დადგენილი სამშენებლო დანიშნულების სახე. გიორგიმ განცხადებით მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს „დრუიდების წყაროს” მშენებლობის ნებართ-ვის გაცემის თაობაზე, რაზეც მან დადგენილი წარმოებასამართლებრივი ნორმების დაცვით უარი მიიღო მიმდინარე წლის ივლისში იმ დასაბუთებით, რომ ლუდის ბაღი შემაწუხებელი იქნება 300 მეტრის მოშორებით მცხოვ-რებ მკვიდრთათვის. ამავე დროს, გიორგი რამდენჯერმე არის დაჯარიმე-ბული სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ შესაბამისი კანონმდებლო-ბის დარღვევისთვის, რის გამოც არქიტექტურის სამსახური მიიჩნევს, რომ გიორგის არ უნდა მიეცეს მისი საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობა.

ეს გადაწყვეტილება გიორგიმ გაასაჩივრა, თუმცა ზემდგომმა (მერმა) უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე და მიუთითა მშენებლობის ნებართვის გაცე-მაზე უარყოფის დასაბუთებაზე. ამის შემდეგ გიორგიმ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას იმ დასაბუთებით, რომ ლუდის ბაღი, მის მიერ წარმოებული ხმაურის გამო, გაშენებული უნდა იყოს სწორედ საცხოვრებელი ზონის გარეთ. ამას გარ-და, მისი პროექტი მიზნად ისახავს თბილისის მკვიდრთა დასვენებას, რის გამოც სამშენებლო ნებართვა გაცემული უნდა იყოს. ამასთან ერთად, მას

Page 257: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

256

უკვე აქვს თავის ნაკვეთზე სარესტორნო ბიზნესი, რომელსაც აქამდე სე-ზონურად აწარმოებდა და რომელიც პროექტის განხორციელების შედეგად მხოლოდ გაფართოვდებოდა − ნაკვეთის სარგებლობაზე უკვე არსებობს ნე-ბართვა და შესაბამისად უარი უკანონოა.

შეამოწმეთ გიორგის სარჩელის წარმატების პერსპექტივა.

Page 258: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

257

ამოხსნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 258A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 258

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი) . . . . . . . . . . . 258II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 259III. სათანადო მოპასუხე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 259IV. სარჩელის ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 260V. A-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 260

B) სარჩელის სათანადო სახე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 260I. სარჩელი აქტის გამოცემის თაობაზე (ე.წ. მავალდებულებელი სარჩელი) . . . . . 260II. B-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 261

C) სარჩელის დასაშვებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 261I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (სასკ-ის 23-ე

მუხლის 1-ლი ნაწილი). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 261II. ორგანოს უარი ამ აქტის გამოცემის თაობაზე (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2

ნაწილი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 261III. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი) . . . . . . . . . 261IV. გასაჩივრების ვადა (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილი) . . . . . . . . . . . . . . . 262V. C-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 262

D) დასაბუთებულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 262I. განზრახვის განხორციელებისთვის მშენებლობის ნებართვის საჭიროება

(ნებართვასავალდებულოობა) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2631) შენობა-ნაგებობის არსებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2632) სამშენებლო ნაგებობის მშენებლობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2633) I-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 263

II. პროექტის ნებართვაუნარიანობა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2641) სდასსკ-ის 65-ე და შემდეგი მუხლების მოქმედება . . . . . . . . . . . . . . . . 2642) პროექტის დასაშვებობის გეგმარებითსამართლებრივი კონფიგურაციების

განსაზღვრა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 264a) სდასსკ-ის 66-ე მუხლის მოქმედება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 264b) სდასსკ-ის 67-ე მუხლის მოქმედება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 265c) შესაბამისობა სდასსკ-ის 68-ე მუხლის მოთხოვნებთან . . . . . . . . . . . . 265

3) II-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 266III. შესაბამისობა სხვა საჯაროსამართლებრივ წესებთან. . . . . . . . . . . . . . . . 267IV. D-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 267

E) დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 267

Page 259: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

258

ამოხსნა

გიორგის სარჩელი შესაძლებელია დაკმაყოფილდეს, თუკი ის დასაშვები და დასაბუთებულია.

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი

სარჩელის დასაშვებობის წინარე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობის, მხარეთა საპროცესოუნარიანობის, სარჩე-ლის ფორმის, სათანადო მოპასუხის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის და სხვა მსგავსი საკითხები.

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი)

გიორგის სასარჩელო განცხადება შესაძლებელია იყოს საერთო სასამართ-ლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე. ამისთვის მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ უნდა მიეკუთვნე-ბოდეს მაგისტრატი მოსამართლის ან ადმინისტრაციული ორგანოს უფ-ლებამოსილებას. ერთჯერადი გასაჩივრების საკითხთან დაკავშირებით, სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანო-ნით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრა-ციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძ-ლებლობა. კაზუსიდან ირკვევა, რომ გიორგიმ ნებართვის გაცემაზე უარის მიღების გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომთან. ამდენად, ივარაუდება, რომ მოსარჩელის მიერ დაცულია ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერა-დად წარდგენის ვალდებულება, რითაც გამოირიცხება ადმინისტრაციული ორგანოს ქვემდებარეობა, რაც საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ პირ-მა დავა გადაიტანოს სასამართლოში. შესაბამისად, აღნიშნული დავა არის საერთო სასამართლოების ქვემდებარე.

ამავე დროს, უნდა დადგინდეს განსჯადობის საკითხი − რომელმა მოსა-მართლემ უნდა განიხილოს დავა. გიორგის დავა საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნება განსახილ-ველი, თუ ის პასუხობს სასკ-ის მე-2 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთ-ხოვნებს. მოსარჩელე, სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებას. ფორმალურად ეს საკმარისი საფუძველია საგნობრი-ვი განსჯადობის საკითხის გასარკვევად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში

Page 260: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

259

მიზანშეწონილია შინაარსობრივი კრიტერიუმების გამოყენებაც.57 სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმე იმ სამართლებრივ ურთიერ-თობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაცი-ული სამართლის კანონმდებლობიდან, ამიტომ ამ შემთხვევაში უნდა დად-გინდეს, დავა არის თუ არა საჯაროსამართლებრივი ბუნებისა. დავა საჯა-როსამართლებრივი ბუნებისაა, თუ მისი გადაწყვეტისთვის საჭირო ნორმე-ბი საჯარო სამართალს განეკუთვნება. ცხადია, რომ საქმის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნეს სამშენებლო კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები, რომლებიც საჯაროსამართლებრივი ბუნებისაა, ამიტომ სახეზეა საჯაროსამართლებრივი დავა.

სახეზე არ არის არც სასკ-ის მე-6 მუხლით განსაზღვრული მაგისტრატ მო-სამართლეთა განსჯადობა. ამდენად, დავას განსჯადობის მიხედვით განი-ხილავს საქალაქო სასამართლო პირველი ინსტანციით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

შესაბამისად, ეს დავა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტ-რაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი საქმე.

II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა

გიორგი, როგორც ფიზიკური პირი, ხოლო არქიტექტურის სამსახური, რო-გორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (როგორც ადმინისტრაციული ორგანო), სსსკ-ის 79-ე-81-ე მუხლების თანახმად, საპროცესოუნარიანები არიან.

III. სათანადო მოპასუხე

სდასსკ-ის მე-100 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანო არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. თბილისის შემთხვევაში, ამ ფუნქციის განმახორციელებელია არქიტექტურის სამსახური, რომელიც გამომდინარეობს ამავე სამსახურის დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქ-ტის „ა” ქვეპუნქტიდან. სასკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ად-მინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანოც, „რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ან განახორ-ციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება”. ვინაიდან ნებარ-

57 მითუმეტეს, კაზუსის ორიგინალ ვერსიებში ავტორი, გერმანული სამართლის თავი-სებურების გათვალისწინებით, ძირითადად, შინაარსობრივ კრიტერიუმებზე მიუთითებს.

Page 261: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

260

თვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე უფლებამოსილია არქიტექტურის სამსახური და ვინაიდან მან ამ შემთხვევაში უარი განაცხადა ნებართვის გაცემაზე, სათანადო მოპასუხედ ამ საქმეზე სწორედ არქიტექტურის სამ-სახური უნდა იქნეს მიჩნეული.

IV. სარჩელის ფორმა

კაზუსიდან სარჩელის ფორმასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხარვეზი არ იკვეთება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ გიორგის სარჩელი აკმაყოფილებს სსსკ-ის 177-ე-178-ე და 445-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს (სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში).

V. A-ს შედეგი

სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპისთვის დადგენილი მოთხოვნები დაკმა-ყოფილებულია.

B) სარჩელის სათანადო სახე

სარჩელის სათანადო სახე (უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი საშუალება) განისაზღვრება მოსარჩელის მოთხოვნის მიხედვით, რაც დგინ-დება საქმის გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გონივრული შეფასების შედეგად (სასკ-ის 281 მუხლი). ამ მიზნით მოსამართლეს შეუძ-ლია, დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში (სასკ-ის 281 მუხ-ლი).

I. სარჩელი აქტის გამოცემის თაობაზე (ე.წ. მავალდებულებელი სარჩელი)

შესაძლებელია, მოცემულ შემთხვევაში უფლების დაცვის საპროცესო-სამართლებრივი საშუალება იყოს სასკ-ის 23-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამო-ცემის თაობაზე. ამისთვის სარჩელის მიზანი უნდა იყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა. ამ შემთხვევაში სარ-ჩელის სათანადო სახე უნდა დადგინდეს სწორედ იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის აქტის გამოცემას გულისხმობს მოსარჩელის მოთხოვნა და, აგ-რეთვე, იმის გათვალისწინებით, მიიღწევა თუ არა ამის განხორციელებით მოსარჩელის მიზანი.

გიორგი ითხოვს, დაევალოს არქიტექტურის სამსახურს, როგორც ნებართ-ვის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ მისი გა-ნაცხადის საფუძველზე გასცეს შესაბამისი მშენებლობის ნებართვა. მსგავს

Page 262: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

261

მოთხოვნას შეესაბამება სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსა-მართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე (ე.წ. მავალდებულებელი სარ-ჩელი) სასკ-ის 23-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მშენებლობის ნებართ-ვა სდასსკ-ის 93-ე და სხვა მუხლების მიხედვით არის იასა და შეესაბამება სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ლეგა-ლური დეფინიციის ნიშნებს. ამ აქტის გამოცემით კი გიორგის მიზანი იქნე-ბა მიღწეული და ის შეძლებს მისი განზრახვის სისრულეში მოყვანას.

II. B-ს შედეგი

მავალდებულებელი სარჩელის სახე შეესაბამება მოსარჩელის მიზანს. ამდე-ნად, მოცემულ შემთხვევაში ის არის სარჩელის სათანადო სახე.

C) სარჩელის დასაშვებობა

მავალდებულებელი სარჩელის დასაშვებობის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები: ა) ინდივი-დუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი; ბ) ორგანოს უარი ამ აქტის გამოცემის თაობაზე; გ) პირდაპირი და უშუალო ზიანი; დ) გასაჩივ-რების ვადა.

I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (სასკ-ის 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

სასკ-ის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვ-ნით.” როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს სდასსკ-ის 93-ე მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას, რომელიც მოიცავს სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცალკეულ ელემენტებს. შესაბამისად, სარჩელის დასაშვებობის პირველი წინაპირობა სახეზეა.

II. ორგანოს უარი ამ აქტის გამოცემის თაობაზე (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახეზე უნდა იყოს ადმინისტ-რაციული ორგანოს უარი. კაზუსიდან ირკვევა, რომ ასეთი უარი სახეზეა.

III. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქ-ტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს

Page 263: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

262

მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.” ამდენად, გიორგის უნდა შეეძლოს იმის მტკიცება, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმით მისი უფლებები დაირღვა. ეს სახეზეა, თუ მას, ზოგადად, სამშენებ-ლო ნებართვის მიღებაზე მოთხოვნის უფლება აქვს. ასეთი მოთხოვნის უფ-ლება გამომდინარეობს სდასსკ-ის 93-ე და 97-ე მუხლებიდან და კონსტიტუ-ციის მე-19 მუხლიდან.

IV. გასაჩივრების ვადა (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილი)

კაზუსში აღნიშნულია, რომ ნებართვის გაცემაზე უარის თაობაზე არქიტექ-ტურის სამსახურის წერილობით პოზიცია ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომაც უცვლელად დატოვა. კაზუსში სასამართლოსთვის მიმართვის ვადაზე არ არის მითითება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ გიორგის სარჩე-ლი სასამართლოში წარდგენილია სასკ-ის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილით დად-გენილ 1-თვიან ვადაში.

V. C-ს შედეგი

მავალდებულებელი სარჩელი დასაშვებია.

D) დასაბუთებულობა

მავალდებულებელი სარჩელი, რომელიც აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნევა დასაბუთებუ-ლად, თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კა-ნონს ეწინააღმდეგება და ის უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მო-სარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამდენად, უნდა დადგინდეს უარის კანონსაწინააღმდეგოობა და ამით მოსარჩელის კანონიერი ინტე-რესის ან უფლებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ამდენად, აქ მთავარია, რომ მოსარჩელეს აქვს მოთხოვნის უფლება გამოუცემელ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე (შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე, რომლის გამოცემაზეც მას უარი ეთქვა). ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დასაბუთებულია, თუ გიორგის აქვს მოთხოვნილი სამშენებლო ნებართვის მიღების უფლება. ასე-თი უფლება შესაძლოა, გამომდინარეობდეს სდასსკ-ის 93-ე და 97-ე მუხლე-ბიდან. ამავე დროს, საკითხავია, არის თუ არა შესაძლებელი ამ მოთხოვნას-თან დაკავშირებით ნებართვის გაცემა, ანუ არის თუ არა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პროექტი ნებართვასავალდებულო და ნებართვაუნარიანი. ამ შემთხვევაში არ მოწმდება გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერე-ბის საკითხი, რამეთუ კაზუსშივე არის ხაზგასმით აღნიშნული, რომ გადაწყ-

Page 264: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

263

ვეტილება გამოცემულია „დადგენილი წარმოებასამართლებრივი ნორმების დაცვით”.

I. განზრახვის განხორციელებისთვის მშენებლობის ნებართვის საჭიროება (ნებართვასავალდებულოობა)

სამშენებლო ნებართვის გაცემის წინაპირობა, სდასსკ-ის მიხედვით, პირ-ველ რიგში, არის ის, საჭიროებს თუ არა მოცემული პროექტი საერთოდ მშენებლობის ნებართვას.

1) შენობა-ნაგებობის არსებობა

გიორგის განზრახვის შემთხვევაში საქმე უნდა გვქონდეს შენობა-ნაგე-ბობასთან სდასსკ-ის გაგებით. აქ შეიძლება, საუბარი იყოს ნაგებობაზე. სდასსკ-ის მე-3 მუხლის ლეგალური დეფინიციის თანახმად, ნაგებობა არის სამშენებლო მასალებისაგან ან/და ნაკეთობებისაგან შექმნილი, გრუნტთან უძრავად დაკავშირებული კონსტრუქციული სისტემა, რომლის ძირითადი დანიშნულებით გამოსაყენებლად აუცილებელი არ არის სათავსების/სამ-ყოფების/სადგომების არსებობა. გიორგის მიზანია, მთელ მიწის ნაკვეთზე დააგოს ხის იატაკი ხის კუნძებისგან. ეს ხის კუნძები სამშენებლო მასალას წარმოადგენს სდასსკ-ის მიხედვით − ასე რომ, მისი პროექტი არის სამშე-ნებლო ნაგებობა. ამავე დროს, მას სურს, ერთდროულად მიიღოს 600 სტუ-მარი, რასაც აშკარა ქალაქთმშენებლობითი ხასიათი აქვს და თუნდაც 300 მეტრით მოშორებულ მაცხოვრებლებზე მოახდენს მნიშვნელოვან ზეგავლე-ნას.

2) სამშენებლო ნაგებობის მშენებლობა

ამავე დროს, გიორგის განზრახული უნდა ჰქონდეს „შენობა-ნაგებობის მშე-ნებლობის განხორციელება” სდასსკ-ის 93-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედ-ვით (მე-3 მუხლით განსაზღვრული „მშენებლობის” ლეგალურ დეფინიციას-თან ბმაში). კაზუსიდან ეს განზრახვა აშკარად ჩანს. ამავე დროს, საქმე არ გვაქვს არსებული შენობა-ნაგებობის შეკეთება-რემონტთან, რა შემთხვევა-შიც განზრახულობა არ იქნებოდა ნებართვასავალდებულო: გიორგი თავად აცხადებს, რომ მას არ უნდა, სტუმრებს სასმელები მიაწოდოს „მწვანე მინ-დორზე”, არამედ სურს, ამ მიზნით სპეციალურად მოაწყოს ლუდის ბაღი.

3) I-ის შედეგი

გიორგის ესაჭიროება თავისი პროექტის განხორციელებისთვის მშენებლო-ბის ნებართვა ან ინფორმაციის შეტყობინება (სდასსკ-ის 93-ე მუხლი).

Page 265: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

264

II. პროექტის ნებართვაუნარიანობა

მოცემულ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს, პროექტი რამდენად შეესაბამება მშენებლობის წესრიგისა და დაგეგმვის სამართლებრივ ნორმებს. კაზუსი-დან არ იკვეთება პროექტის რომელიმე ტექნიკურ რეგლამენტაციასთან წი-ნააღმდეგობა, მაგ.: მიჯნის ზონის, რეგულირების ხაზის ან სხვა რომელიმე წესების დარღვევის თვალსაზრისით, ამიტომ აქ გასარკვევია მხოლოდ შემ-დეგი საკითხი: ხომ არ ეწინააღმდეგება ეს პროექტი გეგმარებითსამართ-ლებრივ მოთხოვნებს სდასსკ-ის 65-ე და შემდეგი მუხლების საფუძველზე.

1) სდასსკ-ის 65-ე და შემდეგი მუხლების მოქმედება

იმისათვის, რომ სდასსკ-ის 65-ე და შემდეგი მუხლების მოთხოვნები წაეყე-ნოს გიორგის პროექტს, სახეზე უნდა იყოს ნებართვასავალდებულო ნა-გებობის მშენებლობა მიწაზე, რაც ზემოთ უკვე დადასტურდა (D I). ამავე დროს, ხის იატაკის მოწყობა თავსდება მშენებლობის განხორციელებაში (სდასსკ-ის 93-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-3 მუხლით განსაზღვრული „მშე-ნებლობის” ლეგალურ დეფინიციასთან ბმაში). ამავე დროს, ეს მშენებლო-ბა დაგეგმილია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ „მიწის ნაკვეთზე”. სდასსკ-ის 65-ე და შემდეგი მუხლები ეხება სწორედ მიწის ნაკვეთზე მშე-ნებლობის დასაშვებობის გეგმარებითსამართლებრივ მოთხოვნებს.

2) პროექტის დასაშვებობის გეგმარებითსამართლებრივი კონფიგურაციების განსაზღვრა

a) სდასსკ-ის 66-ე მუხლის მოქმედება

სდასსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც განაშენი-ანების დეტალური გეგმის მოქმედების არეალში მდებარეობს, მშენებლობა ნებადართულია ამ გეგმის შესაბამისად. საკითხავია, გამოიყენება თუ არა ეს მუხლი მოცემულ შემთხვევაში. კაზუსიდან ირკვევა, რომ გიორგის ნაკვე-თი მდებარეობს განაშენიანების გეგმის მოქმედების ზონაში, ამიტომ მხედ-ველობაში უნდა მივიღოთ სდასსკ-ის 66-ე მუხლი. თუმცა საკითხავია, რამ-დენად არის ეს გეგმა განაშენიანების დეტალური გეგმა. რადგან, როგორც კაზუსიდან ირკვევა, განაშენიანების გეგმა არ შეიცავს დათქმებს განაშე-ნიანების სახეობის თაობაზე (რაც სდასსკ-ის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის აუცილებელი მოთხოვნაა, რათა განაშენიანების გეგმა კვა-ლიფიცირებულ იქნეს განაშენიანების დეტალურ გეგმად), ამდენად, სახეზე გვაქვს განაშენიანების ზოგადი გეგმა. შესაბამისად, არ გვაქვს სდასსკ-ის 66-ე მუხლით განსაზღვრული ნორმის შემადგენლობის მთავარი ელემენ-

Page 266: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

265

ტი − „განაშენიანების დეტალური გეგმა.” ამიტომ უნდა შემოწმდეს გიორ-გის მოთხოვნა სდასსკ-ის 67-ე და 68-ე მუხლების ფარგლებში.

b) სდასსკ-ის 67-ე მუხლის მოქმედება

სდასსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, „მიწის ნაკვეთზე, რომელიც განაშენი-ანების ჩამოყალიბებულ სისტემაში მდებარეობს და რომელზეც არ ვრცელ-დება განაშენიანების დეტალური გეგმა, მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს მოქმედი ქალაქთმშენებლობითი გეგმის (არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი დებულებების მოთხოვნათა საფუძველზე, თუ ის გამოყენების სახეობის, განაშენიანების პარამეტრების, განაშენიანების სახეობისა და მი-წის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების თვალსაზრისით შეესაბამე-ბა განაშენიანების არსებულ გარემოს და არ ეწინააღმდეგება სამეზობლო ინტერესებს.” ამ შემთხვევაში გიორგის ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს გა-ნაშენიანების არეალში, ანუ უნდა იყოს ნაშენი ტერიტორია. საქართველოს მთავრობის 260-ე დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ” ქვეპუნქ-ტის თანახმად, „ნაშენი ტერიტორია” არის ტერიტორია, რომელზეც უმეტეს-წილად განლაგებულია შენობა-ნაგებობები, წარმოადგენს განაშენიანებულ სტრუქტურას (მაგ.: კვარტალი, მიკრორაიონი, საცხოვრებელი უბანი, სო-ფელი) ან მის ნაწილს და უზრუნველყოფილია გზებით/ქუჩებით.58 ზოგადად განაშენიანების შიდა, ნაშენი არეალი მთავრდება, თუ მიწის ნაკვეთიდან 50-მეტრიან რადიუსში არანაირი შენობა-ნაგებობა არ დგას. გიორგის მიერ შესყიდული ნაკვეთი, რომელიც ემიჯნება მის ძველ შენობას, შეიძლება არის 50-მეტრიან რადიუსში, თუმცა, ვინაიდან ის არის შეუსაბამო ნაკვეთი, ამიტომ ვერ იქნება მიჩნეული ნაშენ ტერიტორიად. ამდენად, გიორგის მი-წის ნაკვეთი, რომელზეც იგი ლუდის ბაღის მოწყობას გეგმავს, მდებარეობს არა არსებული განაშენიანების შიდა არეალში, არამედ გარე ტერიტორი-აზე. როგორც უკვე აღინიშნა, მას არც განაშენიანების დეტალური გეგმა ფარავს. ამდენად ამ პროექტის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს სდასსკ-ის 68-ე მუხლის საფუძველზე.

c) შესაბამისობა სდასსკ-ის 68-ე მუხლის მოთხოვნებთან

სდასსკ-ის 68-ე მუხლის თანახმად, „იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც განაშე-ნიანების ჩამოყალიბებული სისტემის გარეთ მდებარეობს და რომელზედაც არ ვრცელდება განაშენიანების დეტალური გეგმა, მშენებლობის ნებართვა

58 მ) უშენი ტერიტორია – დასახლების ნაწილი, რომელიც არ მიეკუთვნება ნაშენ ტე-რიტორიას, უმეტესად მწვანე საფარითაა დაფარული და 300 მეტრის რადიუსში არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა.

Page 267: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

266

შეიძლება გაიცეს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიის ფუნქციით განპირობე-ბული შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, მოქმედი სივრცის დაგეგმარე-ბის, ქალაქთმშენებლობითი გეგმის (არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი დებულებების მოთხოვნათა საფუძველზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საზო-გადოებრივ ინტერესებს.” ამიტომ უნდა შემოწმდეს, რამდენად არის გიორ-გის მიერ დაგეგმილი მშენებლობა „ფუნქციით განპირობებული”. გიორგის თქმით, ლუდის ბაღთან დაკავშირებული ხმაურის გამო იგი აუცილებლად უნდა განთავსდეს გარე ტერიტორიაზე. თუმცა ამ შემთხვევაში „ფუნქციით განპირობებული” მშენებლობა განმარტებული უნდა იყოს საკმაოდ ვიწ-როდ, რადგან სხვა შემთხვევაში სდასსკ-ის 68-ე მუხლი ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას, რომელიც მდგომარეობს გარე პერიმეტრის ჩაშენებისგან მაქსიმალურ დაცვაში, ამიტომ პროექტის განხორციელება კონკრეტულ სი-ტუაციაში და კონკრეტული საცხოვრებელი ლოკაციის გარე პერიმეტრზე უნდა იყოს „საჭირო”, და არა მხოლოდ მიზანშეწონილი ან გონიერი. ამას გარდა პროექტი აუცილებლად გარე ტერიტორიაზე განხორციელებას უნდა ექვემდებარებოდეს, ანუ უნდა არსებობდეს მოსაზრებები, რომლებიც მის გარეთ მოწყობას ანიჭებენ უპირატესობას. მოცემულ შემთხვევაში ამას ად-გილი არ აქვს, ასე რომ, ლუდის ბაღი არ არის პრივილეგირებული ფუნქ-ციით განპირობებული პროექტი.

მეორე მხრივ, შეიძლება პროექტი ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს. ამ ჭრილში შეიძლება, პროექტი იწვევდეს არასასურველ „სამაგალითო ეფექტს”, რის შედეგად იქმნება იმის საშიშროება, რომ ამ ადგილას დასახ-ლება გაჩნდება. საქართველოს მთავრობის 261-ე დადგენილების 23-ე მუხ-ლის თანახმად, საჯარო ინტერესების დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ დაგეგმილი მშენებლობა გამოიწვევს გარემოზე მავნე, შეუქცევად ზემოქმედებას (მე-7 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი), ან ის შეიცავს სუბურბანული ან სხვა დისპერსიული დასახლების წარმოშობის ან გაფართოების საფრთ-ხეს („ი” ქვეპუნქტი). გიორგი თავად აცხადებს, რომ პროექტი წარმოქმნის გარემოზე უარყოფით ზეგავლენას ხმაურის იმისიის შედეგად. ამას გარდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ პროექტის განხორციელებით მოხდება გარემოს თავისებურების, როგორც განსაკუთრებით ლამაზი და დასვენებისთვის მო-წოდებული ლანდშაფტის, შელახვა.

3) II-ის შედეგი

ამდენად, გიორგის პროექტი ეწინააღმდეგება სდასსკ-ის 68-ე მუხლის მოთ-ხოვნებს და ის არ არის ნებართვაუნარიანი.

Page 268: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

267

III. შესაბამისობა სხვა საჯაროსამართლებრივ წესებთან

და ბოლოს, არქიტექტურის სამსახური თვლის, რომ გიორგის არ უნდა მი-ეცეს მშენებლობის ნებართვა ლუდის ბაღის მოწყობისთვის, რადგან ის წარ-სულში მრავალჯერ არღვევდა გასტრონომიის სამართლის ნორმებს.

როგორც წესი, ზოგადად შეიძლება, არასამშენებლო სამართლის წესების დარღვევამაც გამოიწვიოს შესაბამის მშენებლობის ნებართვაზე უარის თქმა. მოცემულ შემთხვევაში, ცხადია, აღნიშნულ საკითხებთან დაკავში-რებით უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოები. შესაბამი-სად, არქიტექტურის სამსახურს არ ჰქონდა უფლება, გადაწყვეტილებაში მოეცვა ეს საკითხებიც. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია, მომიჯნავე კანონმდებლობის შესრულების შემოწმების მიზნით ადმინისტრაციულ წარ-მოებაში მოხდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების ჩართვა. თუმ-ცა ამ შემთხვევაში ესეც დაუშვებელია. მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებას გასცემს ობიექტზე და არა საქმიანო-ბაზე. ამდენად, ეს უკანასკნელი ნაწილი არ მოწმდება მშენებლობის ნებარ-თვის გაცემის მომენტისთვის. მისი რეტროსპექტიული შემოწმება შეიძლება ყოველთვის და ამ მხრივ აკრძალვის შეზღუდვა არ იქნება დამოკიდებული იმაზე, რომ გაცემულია მშენებლობის ნებართვა კონკრეტული ფუნქციის შენობა-ნაგებობაზე.

საქმეში არ იკვეთება ასევე წინააღმდეგობა სხვა მომიჯნავე კანონმდებლო-ბასთან მიმართებით.

IV. D-ს შედეგი

შედეგად არ არსებობს მშენებლობის ნებართვის მოთხოვნა სდასსკ-ის 68-ე მუხლის მიხედვით, ამიტომ სარჩელის დასაბუთებულობისთვის არა აქვს მნიშვნელობა იმ გარემოებას, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფ-ლებამოსილმა სამსახურმა უარი თქვა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, თუნდაც ნაწილობრივ დაუსაბუთებელი საფუძვლით. ეს არაფერს ცვლის იმ მოსაზრებაში, რომ გიორგის უარი უნდა ეთქვას მშენებლობის ნებართვის გაცემაზე სდასსკ-თან და სხვა ნორმებთან მისი შეუსაბამობის გამო. ამდე-ნად, სარჩელი არ არის დასაბუთებული.

E) დასკვნა

ამდენად, სარჩელი დასაშვებია, თუმცა არ არის დასაბუთებული, ამიტომ ის ვერ დაკმაყოფილდება.

Page 269: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

268

კაზუსი 13

სამწვადე ქოხი

თბილისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სატყეო ზონაში დედაქალაქის მე-რიის დაკვეთით რამდენიმე სამწვადე ქოხი აშენდა. მათი გამოყენების სა-კითხი რეგულირდება ქალაქის წესდებით, რომელიც დამტკიცებულ იქნა თბილისის საკრებულოს მიერ 1999 წლის 15 მაისს. „სამწვადე ქოხების წეს-დების” არსებითი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:

მუხლი 1. თბილისის მუნიციპალიტეტის ტყეში არსებული სამწვადე ქოხე-ბის გამოყენების უფლება აქვს ნებისმიერ პირს. სამწვადე ქოხების წინას-წარ დაჯავშნა არ არის შესაძლებელი.

მუხლი 2. კოცონის დანთება დასაშვებია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ნარჩენები უნდა მოთავსდეს საამისოდ განთავ-სებულ კონტეინერებში. ბარბექიუს ადგილებში ავტომანქანით მოძრაობა, მისი დაყენება, აგრეთვე კარვების გაშლა და დაბანაკება აკრძალულია.

მუხლი 3. ხმაური დასაშვებია იმ ზომით, რაც ხელს არ შეუშლის სხვა მომხ-მარებლებს, აგრეთვე ნებისმიერ მეზობელს. თუ ახლო შემოგარენში მდე-ბარეობს საცხოვრებელი დასახლება, მაშინ სამწვადე ქოხების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ 22:00 საათამდე.

„სამწვადე ქოხების წესდების” მე-3 მუხლით განსაზღვრული დებულება გა-მოცემულ იქნა, განსაკუთრებით, იმ სამწვადე ქოხის გათვალისწინებით, რომელიც მდებარეობს ერთ-ერთი ტბის სიახლოვეს. ეს ქოხი იმავდრო-ულად მდებარეობს ე.წ. „ჯადოქრის სახლის”, რომელშიც ქალბატონი კატო ცხოვრობს, უშუალო სიახლოვეს. ამ სამწვადე ქოხის ახლო შემოგარენში სხვა სახლები არ არსებობს.

გასული წლის ივლისის ბოლოს კატო გამოცხადდა თბილისის მერიაში. ის ჩიოდა, რომ კარგი ამინდების გამო სამწვადე ქოხი, უკვე მაისიდან მოყოლე-ბული, ყოველ საღამოს გამოიყენება და თან 22:00 საათის შემდეგაც, გვიან ღამემდე. მისი სიტყვებით, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ ამ ქოხს იყენებენ არამიზნობრივად, როგორც „როკერების შეხვედრის ადგილს”. მა-გალითად, ხშირია შემთხვევა, როდესაც იქ 70 კაცამდე გროვდება მძიმე მოტოციკლებითა და ლუდის მთელი არსენალით და ღრეობა ბოლო ხმაზე დილამდე გრძელდება. აქედან სამ შემთხვევაზე გამოძახებულმა პოლიციამ მხოლოდ სრული აღჭურვილობით (ძაღლების ორი ჯგუფი) მოახერხა მათ-

Page 270: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

269

თან გამკლავება, ამიტომ ქალაქ თბილისის მერია, როგორც სამწვადე ქოხის მესაკუთრე და ექსპლოატაციის განმხორციელებელი, ვალდებულია, აღკვე-თოს მისი არამიზნობრივი გამოყენება და უზრუნველყოს სამწვადე ქოხე-ბის შესახებ წესდების დაცვა. კატო სამწვადე ქოხით მოსარგებლე პირების მიერ გამოწვეული ხმაურის გამო რეგულარულად, − ხანდახან რამდენიმე ღამე ზედიზედ, − განსაკუთრებით, შაბათ-კვირას, ვერ ახერხებს დაძინებას და ამიტომ, საბოლოო ჯამში, მას ხელი ეშლება თავისი სახლის ძირითადი დანიშნულებისამებრ, კერძოდ საცხოვრებლად, გამოყენებაში.

თუმცა ამ შეხედულებას არ იზიარებს ქალაქ თბილისის ქონების მართვის სააგენტო, რომელიც უფლებამოსილია საჯარო შენობა-ნაგებობების მართ-ვაზე. 4 აგვისტოს წერილით სააგენტოს უფროსი ატყობინებს კატოს, რომ მერიამ ყველა აუცილებელი ზომა მიიღო სამწვადე ქოხების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დასაცავად. სამწვადე ქოხზე დამაგრებული საინ-ფორმაციო დაფა განსაკუთრებულად მიუთითებს „სამწვადე ქოხების წეს-დების” მე-2 და მე-3 მუხლებზე. მისი თქმით, სხვა ღონისძიებებს „სამწვადე ქოხების წესდების” დასაცავად ქალაქის ხელისუფლება ვერ მიმართავს, რადგან დედაქალაქის მერიაში უკვე, ყველაზე გვიან, 19:00 საათზე აღარ-ავინ არის სამსახურში. ამიტომაც, თუ წესდების დებულებები დაირღვა, არ-სებობს მხოლოდ ერთი შესაძლებლობა − მათ უნდა მიმართონ პოლიციას და დახმარებისთვის გამოიძახონ ღამის ცვლაში მომუშავე პოლიციელები. მისი აზრით, ეს უფრო მართებულიც არის, რადგან სამწვადე ქოხებით მოსარ-გებლეთა ქცევაზე ქალაქის მთავრობა ისედაც არ არის პასუხისმგებელი.

კატომ გაასაჩივრა 4 აგვისტოს წერილი, მაგრამ ზემდგომის მიერ ის არ დაკ-მაყოფილდა. ამიტომ კატომ შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასა-მართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა, რომ ქალაქ თბილისის მერიას დაეკისროს ვალდებულება, შესაბამისი ღონისძიებების საშუალებით იზრუნოს იმაზე, რომ სადავო სამწვადე ქოხით მოსარგებლე პირებმა დაიცვან „სამწვადე ქოხების წესდება”, რათა თავიდან იქნეს აცი-ლებული მათგან გამოწვეული გაუსაძლისი ხმაური.

აქვს თუ არა კატოს სარჩელის დაკმაყოფილების პერსპექტივა?59

59 შენიშვნა: კაზუსის ამოხსნისას ამოდით იმ ვარაუდიდან, რომ კატოს მოთხოვნები არ გამომდინარეობს არც სამშენებლოსამართლებრივი და არც პოლიციურსამართლებრივი დებულებებიდან.

Page 271: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

270

ამოხსნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 271A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 271

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი) . . . . . . . . . . . 2711) უწყებრივი ქვემდებარეობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2712) განსჯადობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 272

a) დავის საჯაროსამართლებრივი ბუნება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 272aa) კერძოსამართლებრივი სამეზობლო სამართლის გამოყენება

ზოგადად . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 272bb) ხელყოფის აღმოფხვრის შესახებ საჯარო მოთხოვნების

მოქმედება გარემოზე მავნე ზეგავლენის (იმისიებით სხვისი საკუთრების დარღვევის) შემთხვევებში, რომლებიც საჯარო ამოცანების შესრულების შედეგად წარმოიქმნება . . . . . . . . . . . . 273

cc) კერძოსამართლებრივი სამეზობლო მოთხოვნების მოქმედება კერძოსამართლებრივი საქმიანობის ფორმების გამოყენებისას? . . . . 273

dd) 2-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 274b) მაგისტრი მოსამართლის განსჯადობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 275

3) I-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 276II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 276III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 276IV. სარჩელის ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 276V. A-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 276

B) სარჩელის სათანადო სახე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 276I. სარჩელის შესაძლო სახეები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 277

1) სარჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე (სასკ-ის 24-ე მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 277

2. სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე (სასკ-ის 22-ე მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . 277

II. B-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 278C) სარჩელის დასაშვებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 278

I. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა (სასკ-ის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) . . . . 279II. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 24 მუხლის მე-2 ნაწილი) . . . . . . . . . . 279

1) მოთხოვნის უფლება საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობებში აკუსტიკური ხმაურის ნორმების საფუძველზე? . . . . . . . . . . . 279

2) მოთხოვნის უფლება სამწვადე ქოხების წესდების მე-2 და მე-3 მუხლების საფუძველზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 280

3) საჯაროსამართლებრივი დაცვითი მოთხოვნის უფლება? . . . . . . . . . . . . 2804) II-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 280

III. სამართლებრივი დაცვის საჭიროება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 281IV. C-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 281

D) დასაბუთებულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 281I. არღვევს თუ არა ქალაქ თბილისის მერია კატოს უფლებებს, ანუ

გამოწვეულია თუ არა ხელის შეშლა მის მიერ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 282II. კატოს თმენის ვალდებულება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 283

1) კრიტერიუმები სახელმწიფოს მიმართ სამეზობლოსამართლებრივი თმენის ვალდებულებების გასაზომად . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 283

2) უნდა მოითმინოს თუ არა კატომ სადავო სამწვადე ქოხიდან მომდინარე მავნე ზემოქმედება ზოგადი დებულებების საფუძველზე? . . . . . . . . . . . 283

Page 272: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

271

ამოხსნა

კატოს სარჩელს იმ შემთხვევაში ექნება წარმატება, თუ იგი დასაშვები და დასაბუთებული იქნება.

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი

სარჩელის დასაშვებობის წინარე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობის, მხარეთა საპროცესოუნარიანობის, სარჩე-ლის ფორმის, სათანადო მოპასუხის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის და სხვა მსგავსი საკითხები.

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი)

1) უწყებრივი ქვემდებარეობა

კატოს სასარჩელო განცხადება შესაძლებელია, იყოს საერთო სასამართ-ლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე. ამისთვის მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ უნდა მიეკუთვნე-ბოდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას. ერთჯერადი გა-საჩივრების საკითხთან დაკავშირებით, სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევი-სა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარ-ჩელემ სზაკ-ით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივ-რის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. კაზუსიდან ირკვევა, რომ კა-ტომ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარის უარი გაასაჩივრა ზემდგომთან, რაც არ დაკმაყოფილდა. ამდენად, ივარაუდება, რომ მოსარჩელის მიერ დაცულია ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერა-დად წარდგენის ვალდებულება, რითაც გამოირიცხება ადმინისტრაციული ორგანოს ქვემდებარეობა, რაც საკმარისი საფუძველია, რათა პირმა დავა გადაიტანოს სასამართლოში. შესაბამისად, ეს დავა არის საერთო სასამარ-თლოების ქვემდებარე.

3) სამწვადე ქოხების შესახებ წესდების მნიშვნელობა . . . . . . . . . . . . . . . 2844) II-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 285

III. მოთხოვნის გამორიცხვა შეუძლებლობის გამო? . . . . . . . . . . . . . . . . . . 285IV. მოთხოვნის გამორიცხვა დაუშვებლობს გამო? . . . . . . . . . . . . . . . . . . . 286V. B-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 286

E) დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 286

Page 273: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

272

2) განსჯადობა

კატოს დავა საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამარ-თალწარმოების წესით იქნება განსახილველი, თუ ის პასუხობს სასკ-ის მე-2 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელე, სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორ-განოსგან ითხოვს ქმედების განხორციელებას. კერძოდ, კატო, როგორც სამწვადე ქოხის მეზობლად მცხოვრები, ითხოვს, ქალაქ თბილისის მერიას დაევალოს, სათანადო ღონისძიებების გზით იზრუნოს, სადავო სამწვადე ქოხით მოსარგებლე პირებმა დაიცვან „სამწვადე ქოხების წესდების” დებუ-ლებები, რათა თავიდან იქნეს არიდებული ამ პირების მიერ გამოწვეული გაუსაძლისი ხმაური. ფორმალურად ეს საკმარისი საფუძველია საგნობრი-ვი განსჯადობის საკითხის გასარკვევად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია შინაარსობრივი კრიტერიუმების გამოყენება.60 ამავე დროს, სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრა-ციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმე იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტ-რაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, დავა არის თუ არა საჯაროსამართლებრივი ბუნების.

ისმება კითხვა, რომელი ნორმები უნდა დაედოს კატოს მოთხოვნას სამარ-თლებრივ საფუძვლად. საჯაროსამართლებრივი ხასიათის რაიმე ნორმა, რომელიც პირდაპირ არეგულირებს სამეზობლო ურთიერთობას მიწის ნაკ-ვეთის კერძო მესაკუთრეებსა და მუნიციპალიტეტს ან სხვა ადმინისტრაცი-ული ორგანოს, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, შორის, არ არსებობს. ამდენად, საკითხავია, აქ ხელის შეშლის აღმოფხვრასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მოთხოვნა კერძოსამართლებრივ სამეზობლო სამართალს (სკ-ის 175 და შემდეგი მუხლები) ეფუძნება, თუ სახელმწიფოს სპეციალური სამართლის, კერძოდ საჯარო სამართლის, შესაბამისად უნდა გადაწყდეს. სწორედ ამის მიხედვით უნდა გადაწყდეს განსჯადობის საკითხი.

a) დავის საჯაროსამართლებრივი ბუნება

aa) კერძოსამართლებრივი სამეზობლო სამართლის გამოყენება ზოგადად

ამ თვალსაზრისით, სასამართლო პრაქტიკა,61 პირველ რიგში, იმით ხელმ-ძღვანელობს, რომ სამართლებრივი ურთიერთობა კერძო მეზობლებსა და

60 მითუმეტეს, კაზუსის ორიგინალ ვერსიებში ავტორი, გერმანული სამართლის თავი-სებურების გათვალისწინებით, ძირითადად, შინაარსობრივ კრიტერიუმებზე მიუთითებს. 61 იგულისხმება გერმანული სასამართლო პრაქტიკა.

Page 274: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

273

მიწის ნაკვეთის საჯარო მესაკუთრეებს შორის, როგორც წესი, კერძო სა-მართლის სფეროს განეკუთვნება, რადგან სამართლებრივი ურთიერთობა მიწის ნაკვეთის ამ მესაკუთრეებს შორის, ჩვეულებრივ, არ განსხვავდება მიწის კერძო მესაკუთრეებს შორის არსებული ურთიერთობებისგან. ასე მა-გალითად, კერძო მეზობლების მოთხოვნები ფესვების მოშორების შესახებ, რომლებიც სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე ხეს ეკუთვ-ნის, ჩვეულებრივ, კერძო სამართლით რეგულირდება, რადგან გაუგებარია, რატომ უნდა დაექვემდებაროს სახელმწიფო ამგვარ გართულებებთან და-კავშირებით მიწის ნაკვეთის კერძო მესაკუთრეებისგან განსხვავებულ ფარ-გლებს.

bb) ხელყოფის აღმოფხვრის შესახებ საჯარო მოთხოვნების მოქმედება გარემოზე მავნე ზეგავლენის (იმისიებით სხვისი საკუთრების დარღვევის) შემთხვევებში, რომლებიც საჯარო ამოცანების შესრულების შედეგად წარმოიქმნება

თუმცა სასამართლო პრაქტიკა62 უშვებს ერთ, განსაკუთრებით მნიშვნელო-ვან, გამონაკლისს ამ პრინციპიდან მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს გარემოზე მავნე ზეგავლენის (იმისიების) აღმოფხვრის შესახებ სამეზობლოსამართ-ლებრივ მოთხოვნებთან, რომლებიც წარმოადგენენ მეზობელ ნაკვეთზე სახელმწიფოს მიერ საჯარო ამოცანების შესრულების გარდაუვალ შედეგს და სამოქალაქო სასამართლოების მიერ მათი აკრძალვა მეზობელ ნაკვეთ-ზე საჯარო ამოცანის შესრულებას შეუძლებელს ან ადმინისტრაციის მიერ არჩეული ფორმით შეუძლებელს გახდიდა, ანუ, თუ გარკვეული მოქმედე-ბისგან თავის შეკავების შესახებ სამოქალაქო სასამართლოს მიერ გამოცე-მული გადაწყვეტილება საჯარო ამოცანის შესრულების მეთოდზე ხელის შემშლელად იმოქმედებდა. საკითხი, თუ რამდენად უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ მეზობლების ინტერესები საჯარო ამოცანების შესრულებე-ბისას, მხოლოდ და მხოლოდ საჯარო სამართლის სფეროს განეკუთვნება და მის შესახებ გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს მიღებული სამოქალაქო სასამართლოების მიერ.

cc) კერძოსამართლებრივი სამეზობლო მოთხოვნების მოქმედება კერძოსამართლებრივი საქმიანობის ფორმების გამოყენებისას?

თუმცა ამ საკამათო გამონაკლისიდან (იხილეთ ქვემოთ) გამონაკლისის დაშვება ხდება მაშინ, როდესაც ემისიებთან დაკავშირებული საჯარო ამო-ცანების შესრულება არა საჯაროსამართლებრივი, არამედ კერძოსამართ-

62 იგულისხმება გერმანული სასამართლო პრაქტიკა.

Page 275: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

274

ლებრივი საქმიანობის ფორმების გამოყენებით ხორციელდება. ამის მიზეზს იმაში ხედავენ, რომ სახელმწიფო ამ შემთხვევებში ცალსახად კერძო სამარ-თლის სფეროში მოქმედებს და ამით მესამე პირებთან ურთიერთობაში კერ-ძო სამართალს უნდა დაექვემდებაროს.

კერძოსამართლებრივი საქმიანობის ფორმების გამოყენება ადრინდელ სა-სამართლო პრაქტიკაში ყოველთვის მაშინ ივარაუდებოდა, როდესაც სა-ხელმწიფო პირდაპირ და ცალსახად არ აცხადებდა, რომ საჯაროსამართ-ლებრივი საქმიანობის სამართლებრივი ფორმების გამოყენებას აპირებდა, რაც, საბოლოო ჯამში, ნაკვეთის საჯარო ნივთად მხოლოდ პირდაპირი და ცალსახა მიკუთვნებით ხდებოდა შესაძლებელი.

თუმცა პირდაპირი და ცალსახა მიკუთვნების ამ მიდგომაზე სასამართლომ მოგვიანებით უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც სასამართლომ სახელმწი-ფოს მიერ გამოყენებული მიწის ნაკვეთიდან გარემოზე მავნე ზეგავლენის აღმოფხვრის შესახებ საჯაროსამართლებრივი მოთხოვნების წარდგენის შესაძლებლობა აღიარა.

შესაბამისად, ახალი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, საჯარო სამეზობ-ლო სამართლის გამოყენებისათვის საკმარისია, რომ საგნის საჯარო მიზ-ნისთვის გამოყენება იყოს სახეზე. ამასთან, განსაკუთრებით მუნიციპალუ-რი საჯარო ნაგებობების შემთხვევაში მოქმედებს სარგებლობის საჯაროსა-მართლებრივი მოწესრიგების შესახებ პრეზუმფცია.

თუმცა ზემოთ ხსენებული გამონაკლისიდან გამონაკლისის საფუძვე-ლი სულ უფრო საეჭვო ხდება და ივარაუდება, რომ საჯარო ნაგებობების მხრიდან გარემოზე მავნე ზეგავლენის აღმოფხვრის შესახებ მოთხოვნები ყოველთვის საჯარო სამართალს ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, თუ როგორ არის დარეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობები ხელმ-ყოფ საჯარო უწყებებსა და ამ ნაგებობებით მოსარგებლე პირებს შორის. სამართლებრივ ურთიერთობაზე მეზობელთან, რომელსაც ხელი ეშლება, გავლენას ვერ მოახდენს მოსარგებლესთან არსებული სამართლებრივი ურ-თიერთობა.

dd) 2-ის შედეგი

ამ პრინციპების მიხედვით, წინამდებარე შემთხვევაში საჯარო სამეზობლო სამართლის მოქმედება და ამით საჯაროსამართლებრივი დავის არსებობა სახეზეა. თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული სამწვადე ქოხები წარ-მოადგენენ საჯარო დაწესებულებას ათკ-ის 85-ე მუხლის გაგებით. ათკ-ში რაიმე დეტალური მითითება „საჯარო დაწესებულების” თაობაზე არ არ-

Page 276: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

275

სებობს, თუმცა, ზოგადი ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლის პრინციპების თანახმად, ის განმარტებულ უნდა იქნეს ფართო გაგებით. ამა-ვე დროს, ათკ-ის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგ-ლებში შესაძლებელია შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარები-სა და სხვა პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა.

მოცემულ შემთხვევაში სოციალური განვითარების ხელშეწყობას ასევე გა-ნეკუთვნება თავისუფალი დროის გატარების მიზნით მოწყობილი ადგილე-ბი, რომელთა მიმართ, „ქოხების წესდების” თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს მისაწვდომობის უფლება.

აქედან გამომდინარე, სასამართლოები საჯარო დაწესებულების ცნებისათ-ვის დამახასიათებლად მართებულად მიიჩნევენ იმას, რომ მუნიციპალიტე-ტი თავისი მაცხოვრებლების მიმართ თავისი გავლენის სფეროში შემავალ ამოცანებს ასრულებს იმით, რომ იგი ამ მიზნით უზრუნველყოფს მის ხელთ არსებული ნივთობრივი, პერსონალური ან საორგანიზაციო ერთეულის ხელმისაწვდომობას საერთო გამოყენებისათვის. ყველა საჯარო დაწესე-ბულება, ამით, წარმოადგენს ადმინისტრაციულ რესურსს (პერსონალი და ნივთები), რომლის საერთო სარგებლობისათვის (ყოველ შემთხვევაში, ად-გილობრივი მკვიდრების მიერ) ხელმისაწვდომობასაც უზრუნველყოფს მუ-ნიციპალიტეტი შესაბამისი აქტის საშუალებით.

ამავე დროს, არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ სამწვადე ქოხებით სარგებლობის ურთიერთობა კერძოსამართლებრივად რეგულირდება, ამიტომ უნდა დავასკვნათ, რომ სახეზეა სამწვადე ქოხების, უბრალოდ, სუვერენული ექსპლოატაცია. ამი-ტომ სამეზობლო ურთიერთობა კატოს და ქალაქ თბილისის მერიას შორის, სადავო სამწვადე ქოხთან დაკავშირებით, ყველა მოსაზრების გათვალისწი-ნებით, საჯაროსამართლებრივი ხასიათისაა ისე, რომ დავის გადაწყვეტისთ-ვის არსებითი ნორმებიც საჯარო სამართალს განეკუთვნება და ამით დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გასაჩივრება და განხილვა შესაძლებელია.

b) მაგისტრი მოსამართლის განსჯადობა

სახეზე არ არის სასკ-ის მე-6 მუხლით განსაზღვრული მაგისტრატ მოსამარ-თლეთა განსჯადობა. ამდენად, დავას განსჯადობის მიხედვით განიხილავს საქალაქო სასამართლო პირველი ინსტანციით ადმინისტრაციული სამარ-თალწარმოების წესით.

Page 277: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

276

3) I-ის შედეგი

შესაბამისად, ეს დავა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტ-რაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი საქმე.

II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა

კატო, როგორც ფიზიკური პირი, ხოლო თბილისის მერია (როგორც ადმი-ნისტრაციული ორგანო) სსსკ-ის 79-ე-81-ე მუხლების თანახმად, საპროცე-სოუნარიანები არიან.

III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი)

კატო სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხედ ასახელებს თბილისის მერიას. სასკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმი-ნისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ან განახორ-ციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. ამ შემთხვევაში სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს იმ ორგანოს მიმართ, რომელმაც უნდა განა-ხორციელოს ქმედება სადავო ქოხიდან ხმაურის აღკვეთის მიზნით. მოცე-მულ შემთხვევაში სარჩელი სწორედ მის წინააღმდეგ არის აღძრული. შესა-ბამისად, სათანადო მოპასუხე სახეზეა.

IV. სარჩელის ფორმა

კაზუსიდან სარჩელის ფორმასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხარვეზი არ იკვეთება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ კატოს სარჩელი აკმაყოფილებს სსსკ-ის 177-ე-178-ე და 445-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს (სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში).

V. A-ს შედეგი

სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპისთვის დადგენილი მოთხოვნები დაკმა-ყოფილებულია.

B) სარჩელის სათანადო სახე

სარჩელის სათანადო სახე (უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი საშუალება) დგინდება მოსარჩელის მოთხოვნის (მიზნის) მიხედვით, რაც ხორციელდება საქმის გარემოებებისა და სამართლებრივი მდგომარეობის გონივრული შეფასების შედეგად (შეადარეთ სასკ-ის 281 მუხლი). ამ მიზნით მოსამართლეს შეუძლია, დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირება-ში (სასკ-ის 281 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის სათანადო სახე

Page 278: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

277

უნდა დადგინდეს სწორედ იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის ქმედების განხორციელებას გულისხმობს მოსარჩელის მოთხოვნა და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, მიიღწევა თუ არა ამის განხორციელებით მოსარჩელის მიზანი.

I. სარჩელის შესაძლო სახეები

1) სარჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე (სასკ-ის 24-ე მუხლი)

შესაძლებელია, მოცემულ შემთხვევაში უფლების დაცვის საპროცესოსა-მართლებრივი საშუალება იყოს სასკ-ის 24-ე მუხლით განსაზღვრული სარ-ჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე. ამისთვის სარჩელის მიზანი უნდა იყოს ქმედების განხორციელება (მაგ., ხელშეშლის აღკვეთა).

ამ საქმეში კატო მოითხოვს, თბილისის მერიას დაევალოს, სათანადო ღო-ნისძიებების გატარებით იზრუნოს, რომ სადავო სამწვადე ქოხით მოსარგებ-ლე პირებმა დაიცვან „სამწვადე ქოხების წესდება” და ამით თავიდან იქნეს აცილებული გამოწვეული გაუსაძლისი ხმაური. ზოგადად, ამ მოთხოვნის-თვის განიხილება სარჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე, რადგან მოსარჩელე მოითხოვს არა იასა-ის გამოცემის დავალდე-ბულების სარჩელის საშუალებით მისაღწევ, არამედ წმინდა კონკრეტულ მოქმედებას. იგი ქმნის სამართლებრივი დაცვის პროცედურას საჯაროსა-მართლებრივი ვალდებულების შესრულების მოთხოვნების უზრუნველსა-ყოფად და ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომელიც არ გულისხმობს იასა-ის გამოცემას.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელის სათანადო სახის განსაზღვრისთვის საკმარისი უნდა იყოს იმის დეტალური აღწერა, თუ რა ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრაა საჭირო გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად. ხელის შეშლა, რომლისგან თავის შეკავებასაც ითხოვს მო-სარჩელე, მოცემულ შემთხვევაში საკმარისად არის აღწერილი, ვინაიდან სარჩელის დასაბუთებაში საუბარია ყველა იმ ხელშეშლის აღკვეთაზე, რომ-ლებიც არ არის გათვალისწინებული „სამწვადე ქოხების წესდებიდან”.

2. სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე (სასკ-ის 22-ე მუხლი)

ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ უპასუხებდა კატოს მოთხოვნას, თუ (მხოლოდ) მისი სა-

Page 279: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

278

შუალებით ვერ მოხერხდებოდა მერიისთვის სადავო „სამწვადე ქოხების წეს-დებით” გათვალისწინებული დებულებების შესრულების უზრუნველყოფის ვალდებულების დაკისრება. მეტიც, ასევე უნდა დავუშვათ, რომ გარკვეული მოქმედების შესრულების მოთხოვნა, არაპირდაპირ, ასევე მოიცავს სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსა-მართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულების დაკისრების მოთხოვნას იმ შემთხვევაში, თუ ეს მატერიალურსამართლებრივად აუცილებელია შესრუ-ლებისათვის საჭირო წინაპირობების შესაქმნელად. ასეთი აუცილებლობა იარსებებდა, თუ ქალაქ თბილისის მერიის მიერ ხელის შემშლელი გარემოებე-ბის აღმოფხვრაზე წერილობით უარს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსა-მართლებრივ აქტად მივიჩნევდით, რომელიც ხელის შემშლელი გარემოების აღმოფხვრის ვალდებულების არარსებობას იმპერატიულად ადგენს და ამი-ტომ ჯერ გასაუქმებელი იქნებოდა. ვინაიდან რაიმე ღონისძიების გატარე-ბაზე უარის თქმას იგივე სამართლებრივი ბუნება უნდა ჰქონდეს, როგორიც მის გატარებას აქვს, ასეთ შემთხვევაში სარჩელის დასაშვები სახეობა იქნე-ბოდა სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი იასა-ის გამოცემის დავალდებულების თაობაზე, რომელიც მიმართული იქნებოდა უწყების მიერ ხელის შემშლელი გარემოების აღმოფხვრის ვალდებულების დადგენისკენ. თუმცა შეუძლებელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედების შესრულების ვალდებულების ყოველი უარყოფა მივიჩნიოთ ისეთ აქტად, რო-მელიც იმპერატიულად ადგენს ასეთი ვალდებულების არარსებობას, ისევე, როგორც პირიქით, არც რეალაქტის განხორციელების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება წარმოადგენს აქტს, ამიტომაც ამის მტკიცების საფუძვე-ლი აქ არ გვაქვს. აქ უფრო იმით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ ორგანომ მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრება, პოზიცია გამოხატა იმის თაობაზე, რომ არ არის ვალდებული, აღმოფხვრას ხელის შემშლელი გარემოება.

II. B-ს შედეგი

შესაბამისად, ამ შემთხვევაში სასკ-ის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე არის სარჩელის სათანადო სახე.

C) სარჩელის დასაშვებობა

ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელის დასაშვებობის შემთხვე-ვაში სახეზე უნდა იყოს სასკ-ის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპი-რობები: ა) მოთხოვნა უნდა გულისხმობდეს რეალაქტის განხორციელებას; ბ) სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო ზიანი; გ) გასაჩივრების ვადა

Page 280: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

279

(მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ სახეზეა იასა უარის თქმის თა-ობაზე. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, იასა-ის არსებო-ბა არ დადასტურდა).

I. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა (სასკ-ის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

კატოს მიერ მოთხოვნილია ზიანის ანაზღაურება, რაც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ისეთი რეალური ქმედების განხორციელებას, რაც არ გულისხმობს იასა-ის გამო-ცემას. შესაბამისად, სასკ-ის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ელე-მენტი სახეზეა.

II. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 24 მუხლის მე-2 ნაწილი)

სასკ-ის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდი-ვიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამ კაზუსში თავიდანვე გამორიცხული ვერ იქნება, რომ კატოს ქალაქ თბი-ლისის მერიის წინააღმდეგ სადავო სამწვადე ქოხების შესახებ წესდების დაცვის მოთხოვნის უფლება აქვს.

1) მოთხოვნის უფლება საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობებში აკუსტიკური ხმაურის ნორმების საფუძველზე?

კატოს მოთხოვნის უფლება შეიძლება გამომდინარეობდეს „საცხოვრებე-ლი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 ტექნიკური რეგლამენტიდან. როგორც ზემოთ დადგინდა, სახეზე გვაქვს საჯარო და-წესებულება. ამდენად, აღნიშნული რეგლამენტის მოქმედების სფერო სა-დავო არ არის. თუმცა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში კატო მოქმედების ვალდებულებას ითხოვს მუნიციპალიტეტისგან, ამ უკანასკნელის მიმართ დასახელებული ტექნიკური რეგლამენტი ვერ გამოდგება სამართლებრივ საფუძვლად. საქმე ისაა, რომ აღნიშნული მიემართება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომელიც „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უფლება-მოსილია, მსგავს სიტუაციებში განახორციელოს რეაგირება და გაატაროს ადმინისტრაციული სანქციები.

Page 281: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

280

2) მოთხოვნის უფლება სამწვადე ქოხების წესდების მე-2 და მე-3 მუხლების საფუძველზე

კატოს უშუალო მოთხოვნის უფლება პირდაპირ არც სამწვადე ქოხების წესდების მე-2 და მე-3 მუხლებიდან გამომდინარეობს. მართალია, ეს დე-ბულებები ცალსახად მეზობლად მაცხოვრებლების და მათ შორის კატოს დასაცავად იქნა გამოცემული, თუმცა არ არის ნათელი, თუ როგორ უნდა გამომდინარეობდეს უშუალოდ ამ დებულებებიდან დედაქალაქის მერიის მიმართ კატოს მოთხოვნა ამ წესდების დაცვის თაობაზე. საქმე ისაა, რომ თბილისის მერიას ამ წესდებით მეზობლების წინაშე მისი დებულებების დაცვის ვალდებულება კი არ უკისრია, არამედ მან სცადა, რომ თავად ამ წესდებით მომხდარიყო იქ მაცხოვრებელთა ინტერესების უზრუნველყოფა.

3) საჯაროსამართლებრივი დაცვითი მოთხოვნის უფლება?

თუმცა ხელის შემშლელი გარემოებების აღმოფხვრის მოთხოვნის უფლება შესაძლოა, აქ გამომდინარეობდეს საყოველთაოდ აღიარებული საჯაროსა-მართლებრივი დაცვითი მოთხოვნის უფლებიდან (Abwehranspruch), რომ-ლის საშუალებითაც შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სუბიექტურ საჯარო უფლებებში ისეთი მართლსაწინააღმდეგო ხელყოფების აღმოფხვრა და მათგან დაცვა, რომლებიც ისევ გრძელდება. ამ თვალსაზრისით, ასევე სა-ყოველთაოდ აღიარებულია, რომ ამ მოთხოვნით შესაძლებელია ისეთი მი-უღებელი მავნე ზეგავლენებისაგან თავის შეკავების (აღკვეთის) მოთხოვნა, რომლებიც სახელმწიფოს/თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებიდან მომდინარეობს.

წინამდებარე საქმეშიც თავიდანვე გამორიცხული არ არის, რომ ქალაქ თბი-ლისის მერია კატოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებულ უფლე-ბებს არღვევს იმით, რომ მას „სამწვადე ქოხების წესდების” დებულებების დარღვევის თმენა უწევს და რომ ამით გამოწვეული ხმაურის გამოყოფა იმ ზღვარს სცდება, რომლის თმენის ვალდებულებაც კატოს მიწის ნაკვეთის ვითარების გათვალისწინებით აქვს. შესაბამისად, შედეგების აღმოფხვრის საჯაროსამართლებრივი მოთხოვნის უფლების არსებობა თავიდანვე გამო-რიცხული ვერ იქნება, რაც საკმარისი სტანდარტია სარჩელის დასაშვებო-ბის ეტაპისთვის.

4) II-ის შედეგი

ამდენად, კატოს აქვს სარჩელის შეტანის უფლება, რამეთუ სახეზეა მისი უფლების შეზღუდვა

Page 282: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

281

III. სამართლებრივი დაცვის საჭიროება

კატომ სარჩელის აღძვრამდე უშედეგოდ სცადა დედაქალაქის მერიიდან ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა. შესაბამისად, სხვა შესაძლებლობა თავი-სი უფლებების დასაცავად არ არსებობს, გარდა სასამართლო წესით უფლე-ბის დაცვისა.

IV. C-ს შედეგი

სარჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე დასაშვე-ბია.

D) დასაბუთებულობა

სასკ-ის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რა-იმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორცი-ელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გა-ნახორციელოს ეს მოქმედება, ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორ-ციელებისაგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული საფუძვლების განსაზღვრისთ-ვის უნდა დადგინდეს, რომ კატოს აქვს ქალაქ თბილისის მერიის მიმართ მოთხოვნის უფლება, რათა შესაბამისი ღონისძიებების საშუალებით უზ-რუნველყოფილ იქნეს სამწვადე ქოხების შესახებ წესდების დაცვა, გაუსაძ-ლისი ხმაურის თავიდან ასაცილებლად. მოთხოვნის ეს უფლება, ზემოთ თქმულის მიხედვით, შესაძლოა, ზოგადი საჯაროსამართლებრივი დაცვის მოთხოვნის უფლებიდან გამომდინარეობდეს (იხილეთ ზემოთ, C. II). მოთ-ხოვნის ეს უფლება შეიძლება არსებობდეს, თუ სამწვადე ქოხით მოსარ-გებლე პირების მიერ გამოწვეული ხელის შეშლა და მისი დაშვება ქალაქ თბილისის მერიის მიერ არღვევს კატოს სუბიექტურ საჯარო უფლებებს. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, უნდა გამოვიკვლიოთ, საერთოდ არღ-ვევს თუ არა ქალაქ თბილისის მერია კატოს უფლებებს (I). ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, ისმება კითხვა, ხომ არ ეკისრება კატოს ამ ხელის შეშლის თმენის ვალდებულება (II). თუ მას ეს ვალდებულება არ ეკისრება, საკითხავია, ხომ არ არის ქალაქ თბილისის მერიისთვის ხელის შეშლის აღმოფხვრის მოთხოვნის უფლება გამორიცხული შეუძლებლობის ან დაუშვებლობის გამო (III, IV).

Page 283: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

282

I. არღვევს თუ არა ქალაქ თბილისის მერია კატოს უფლებებს, ანუ გამოწვეულია თუ არა ხელის შეშლა მის მიერ

სამწვადე ქოხით მოსარგებლე პირების მიერ გამოწვეული ხმაურის გამო, კატო ვეღარ ახერხებს რეგულარულად დაძინებას, რითაც მას ხელი ეშლება საკუთარი საცხოვრებელი სახლის დანიშნულებისამებრ გამოყენებაში, რაც ზიანს აყენებს მის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთ-რების უფლებას (მე-19 მუხლი). ასევე გამორიცხული არ არის კონსტიტუ-ციის მე-10 მუხლით დაცული ჯანმრთელობის დაზიანების შესაძლებლობა სისტემატიური უძილობის გამო.

თუმცა, ისმება კითხვა, რამდენად უნდა შეერაცხოს ამ ზიანის მიყენება მერიას, რომლის საკუთრებაშია სადავო ქოხი. ცხადია, რომ ეს ზიანი გა-მოწვეულია მხოლოდ ისეთი პირების მიერ, რომლებიც ამ ადგილის გამოყე-ნებისას არღვევენ „სამწვადე ქოხების წესდებით” გათვალისწინებულ დე-ბულებებს. არსწორი იქნებოდა ადმინისტრაციული ორგანოსთვის ზიანის შერაცხვა მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი დაწესებულება ზოგადად იყო გამოსადეგი არამიზნობრივად გამოყენების-თვის. საჯაროდ ხელმისაწვდომი შენობის ბოროტად გამოყენების შესაძ-ლებლობის საფრთხე ასეთი შენობისთვის/დაწესებულებისთვის ზოგადად დამახასიათებელია.

თუმცა სხვაგვარად არის საქმე, როდესაც მათი მესაკუთრე ბოროტად გა-მოყენების ასეთ ფაქტებს რაიმე სახით ხელს უწყობს, ან არ ატარებს მისთ-ვის დასაშვებ (შესაძლებელ) ღონისძიებებს ბოროტად გამოყენების აღმო-საფხვრელად.

სწორედ ამასთან გვაქვს აქ საქმე: ხელის შეშლის შერაცხაობა მოცემულ შემთხვევაში გამომდინარეობს იქიდან, რომ ქალაქის ხელისუფლებას არა-ვითარი ზომები არ მიუღია იმისათვის, რათა ხელი შეეშალა „სამწვადე ქოხე-ბის წესდებით” გათვალისწინებული წესების დარღვევით გამოყენებისთვის. თუმცა მხოლოდ სამწვადე ქოხების შესახებ წესდებას არ გააჩნია შერაცხა-ობის ამ კონტექსტის აღმოფხვრის უნარი. მეტიც, ქალაქმა სამწვადე ქოხი და მისი გამოყენების პირობები ისე დაარეგულირა, რომ სამწვადე ქოხის ბოროტად გამოყენება და წესდების დებულებების დარღვევა მარტივად არის შესაძლებელი (მაგალითად, წინასწარი დაჯავშნის ვალდებულების არარსებობა).

ამით ხელის შემშლელი ფაქტორები, რომლებიც სამწვადე ქოხით მოსარგებ-ლე პირებისგან გამომდინარეობს, უნდა შეერაცხოს დედაქალაქის მერიას.

Page 284: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

283

II. კატოს თმენის ვალდებულება

თუმცა ხელის შემშლელი გარემოებების აღმოფხვრის შესახებ მოთხოვნის უფლება გამორიცხულია, თუ კატოს აქვს ხელის შეშლის თმენის ვალდებუ-ლება.

1) კრიტერიუმები სახელმწიფოს მიმართ სამეზობლოსამართლებრივი თმენის ვალდებულებების გასაზომად

ამ თვალსაზრისით, უდავოა, რომ, ყოველ შემთხვევაში, არ არსებობს თმე-ნის რაიმე ვალდებულება, როდესაც საჯარო ამოცანების შესრულების პრო-ცესში ექსპლოატაციაში მყოფი შენობა-ნაგებობა გარემოზე ისეთ მავნე ზე-გავლენას ახდენს, რითაც ზიანდება მეზობლის საკუთრება ან ფიზიკური ხელშეუხებლობა. მაგრამ ასევე ამ ზღვარს ქვემოთ არსებული „სახელმწი-ფოს მხრიდან მომავალი” მავნე ზეგავლენა მაშინაც არ უნდა იქნეს უპრობ-ლემოდ დაშვებული, როდესაც ის, სკ-ის 175-ე მუხლის მიხედვით, კერძო სამეზობლო სამართლის მოქმედებიდან გამომდინარეც არ არის მოსათ-მენი და მის წინააღმდეგ დაზარალებულს, ამ ნაგებობისათვის ნებართვის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, მესამე პირების დამცავ ნორმაზე დაყრდნობით, ადმინისტრაციული სასამართლოების წინაშეც შეეძლებოდა წარმატებით დავა.

ამდენად სკ-ის 175-ე მუხლი და სპეციალური სანებართვო ვალდებულე-ბის დამდგენი მუხლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენენ ზღვარს, რომლის ზემოთ მავნე ზეგავლენის მოთმენის ვალდებულება ზო-გადად არ არსებობს და ამიტომ იგი ყოველთვის მართლსაწინააღმდეგო იქნება. დასაშვებობის ეს ზოგადი ზღვრები, პრინციპულად, საჯარო დაწე-სებულების მშენებლობისა და ექსპლოატაციის მიმართაც მოქმედებს. ეს არ გამორიცხავს კანონმდებლის უფლებას, რომ სხვაგვარად დაადგინოს ძირითადი უფლებებით დაწესებული ზღვრის ფარგლებში, საჯარო დაწესე-ბულებიდან გამომდინარე მავნე ზეგავლენის დასაშვებობა მათი განსაკუთ-რებული მიზნობრიობის და საჯარო ინტერესების უპირატესი ძალის გათვა-ლისწინებით. თუმცა, თუ კანონმდებელს ასეთი რამ არ გაუკეთებია, მაშინ სახელმწიფოს მიერ გამოწვეული მავნე ზეგავლენის დასაშვებობა ზოგადი პრინციპების საფუძველზე უნდა განისაზღვროს.

2) უნდა მოითმინოს თუ არა კატომ სადავო სამწვადე ქოხიდან მომდინარე მავნე ზემოქმედება ზოგადი დებულებების საფუძველზე?

ამდენად, ისმება კითხვა: ხომ არ უნდა მოეთმინა კატოს სამწვადე ქოხები-დან მომდინარე მავნე ზეგავლენა ზოგადი დებულებების საფუძველზე? ამ

Page 285: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

284

თვალსაზრისით, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, რომ დაზიანება სკ-ის 175-ე მუხლის გაგებით ყოველთვის სახეზეა მაშინ, როდესაც არსებობს გარემოზე ისეთი მავნე ზემოქმედება, რომელიც საჯაროსამართლებრი-ვად არ არის დაშვებული. სახეზე არ გვაქვს არც საჯაროსამართლებრივი რეგულირების ფარგლებში გაცემული ნებადამრთავი აქტი (მაგ., გარე-მოსდაცვითი გადაწყვეტილება63). ამ თვალსაზრისით, არ არსებობს რაიმე მიზეზი ძირითადი სტანდარტების განსხვავებულად განმარტებისთვის, რომელთა საშუალებითაც გარემოზე მავნე ზეგავლენისგან დამცავი კერ-ძო და საჯარო სამართალი გარემოზე მავნე ზეგავლენის მიმართ თმენის ვალდებულებას განსაზღვრავს და ამით „სამეზობლოს” მიმართ მათ მართ-ლზომიერებას ან მართლსაწინააღმდეგოობას ადგენს. ამდენად, გარემო-ზე გავლენა, რომელიც სამეზობლოს „მნიშვნელოვან შეწუხებას” იწვევს, არის მიწის ნაკვეთით დანიშნულებისამებრ სარგებლობის „არსებითი” და-ზიანება.

თუმცა, მეორე მხრივ, არ არსებობს რაიმე ჩამოყალიბებული და ერთიანი სტანდარტი იმის დასადგენად, თუ როდის გვაქვს საქმე „სამეზობლოს მნიშ-ვნელოვან შეწუხებასთან” ან, შესაბამისად, „მიწის ნაკვეთით სარგებლობის არსებით დაზიანებასთან”. ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტია სიტუაციური ანალიზი, რომლის დროსაც ერთმანეთის საპირისპირო ინტერესები უნდა დაბალანსდეს. ამ თვალსაზრისით, ასევე გასათვალისწინებელია კანონისმი-ერი შეფასებები, რომლებიც, მაგალითად, ცალსახად ადგენენ გარკვეული ნაგებობების აშენების ვალდებულებას. მაგრამ პირიქითაც, ასევე გათ-ვალისწინებულ უნდა იქნეს ისეთი სპეციალური დებულებები, რომლებიც გარკვეულ მავნე ზეგავლენას, მეზობლების ინტერესების გათვალისწინე-ბით, ცალსახად კრძალავენ.

3) სამწვადე ქოხების შესახებ წესდების მნიშვნელობა

ასეთ წესებად აქ შეიძლება მიჩნეულ იქნეს „სამწვადე ქოხების წესდების” მე-2 და მე-3 მუხლები, რომლებიც ცალსახად მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელი პირების (და მათ შორის კატოს) დაცვის მიზნითაც იქნა გა-მოცემული. ისინი ამით აკონკრეტებენ ხმაურის დაუშვებელ ზღვარს სამწ-ვადე ქოხების გამოყენებასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს შორის ურთიერთობაში, სულ მცირე, მინიმალური მასშტაბის სახით. აქედან გამომდინარეობს, რომ ყოველ შემთხვევაში, კატოსთან მიმართებით დაუშ-ვებელია ხმაურის ისეთი მავნე ზეგავლენა, რომელიც შეუსაბამოა „სამწვადე

63 თუმცა კერძო სამართლის განტვირთვის ფუნქცია ამ შემთხვეაშიც ქმნის დამოუკი-დებელი დავის შესაძლებლობას, რაზეც აქ არ შევჩერდები.

Page 286: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

285

ქოხების წესდების” მე-2 და მე-3 მუხლების მოთხოვნებთან. ეს ეხება ყველა იმ მავნე ზეგავლენას, რომელიც 22:00-ის შემდეგ ბარბექიუს ადგილის გა-მოყენებით არის გამოწვეული, აგრეთვე ისეთ მავნე ზეგავლენას, რომელიც გამოწვეულია „სამწვადე ქოხების წესდების” მე-2 მუხლის საპირისპიროდ, ბარბექიუსთვის განკუთვნილ ადგილზე მოტოციკლებისა და ავტომანქანე-ბის მოძრაობით.

4) II-ის შედეგი

ვინაიდან კატოს მიმართ, ხმაურის, სულ მცირე, მხოლოდ ისეთი მავნე ზე-გავლენაა დასაშვები, რომელიც „სამწვადე ქოხების წესდების” დაცვის შემ-თხვევაში გარდაუვალია, ამიტომ მას არ ეკისრება ისეთი მავნე ზეგავლენის თმენის ვალდებულება, რომელიც სამწვადე ქოხების წესდების დარღვევით გამოყენების შედეგად არის გამოწვეული. საკითხი, გააჩნია თუ კატოს მოქ-მედებისგან თავის შეკავების სხვა მოთხოვნებიც, აქ არ არის მნიშვნელოვა-ნი, ვინაიდან იგი ცალსახად ითხოვს მხოლოდ წესდებით გათვალისწინებუ-ლი დებულებების დაცვას და არ აყენებს მოქმედებისგან თავის შეკავების შესახებ რაიმე სხვა მოთხოვნებს.

III. მოთხოვნის გამორიცხვა შეუძლებლობის გამო?

თუმცა კატოს მოთხოვნა შესაძლოა გამორიცხული იყოს, თუ ხელის შემ-შლელი გარემოებების აღმოფხვრა ქალაქისთვის შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ გამოთქმა „impossibilium nulla est obligatio” (შეუძლებლობის შემთ-ხვევაში ვალდებულება არ არსებობს) ასევე მოქმედებს ხელის შეშლის აღ-მოფხვრის შესახებ საჯროსამართლებრივი მოთხოვნის მიმართაც.

თუმცა აქ საქმე არ გვაქვს შესრულების შეუძლებლობასთან, მეტიც, არ-სებობს სხვადასხვა შესაძლებლობა იმისათვის, რომ თავიდან იქნეს არი-დებული ან, სულ მცირე, მნიშვნელოვანად იქნეს შემცირებული სამწვადე ქოხებით გამოწვეული ხელის შეშლა. ასე მაგალითად, ქალაქს შეეძლო, „სამწვადე ქოხების წესდების” მე-2 და მე-3 მუხლების დაცვის (ეფექტური) უზრუნველყოფა, თუ იგი დააწესებდა სამწვადე ქოხების გამოყენებისათვის წინასწარი ნებართვის აუცილებლობას, რაც ასევე შესაძლებელს გახდიდა მათი დაკავების სიხშირის მართვას. ქალაქს ასევე შეეძლო პოლიციისთვის დახმარების თხოვნა, რათა მომხდარიყო ადგილის კონტროლი და მისი არა-მიზნობრივად (ბოროტად) გამოყენების აღკვეთა, ან დაეწესებინა წესრიგის დამცავი სპეციალური პერსონალის საშუალებით საკუთარი საკონტროლო ვიზიტები. და ბოლოს, ქალაქს ასევე ჰქონდა უფლება, სამწვადე ქოხი და-ეხურა ან სხვა ადგილზე გადაეტანა. ამითაც შესაძლებელი იქნებოდა კატოს

Page 287: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

286

მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგან ამ შემთხვევაში მისთვის ხელის შემშ-ლელი წესდება არ დაირღვეოდა.

IV. მოთხოვნის გამორიცხვა დაუშვებლობს გამო?

ყოველ შემთხვევაში, კატო ხელის შეშლის აღმოფხვრის მოთხოვნას ვერ შეძ-ლებდა, თუ ეს ღონისძიებები თბილისის მერიისთვის შედეგის სიმძიმისა და მასშტაბურობის გამო დაუშვებელი/მიუღებელი იქნებოდა. თუმცა მიუღებ-ლობის დაშვებისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს მკაცრი მასშტაბები. ასეთი კრიტერიუმით უნდა გამოირიცხოს თავდაცვის მხოლოდ ისეთი მოთხოვ-ნები, რომელთა შემთხვევაშიც მართლზომიერი მდგომარეობის აღდგენა დაკავშირებულია არაპროპორციულ ძალისხმევასთან, რომელიც მისაღწევ შედეგთან, მიუხედავად კანონის გათვალისწინებით დაყენებული მოთხოვ-ნის მიმართ პატივისცემისა, არ არის თანაზომიერი. ამდენად, მისაღებობის კრიტერიუმი გულისხმობს, ასე ვთქვათ, ბოლო დამცავი ღონისძიების სა-ხით მიუღებელი გადაწყვეტილებების თავიდან აცილებას. ამიტომ მხოლოდ შედეგების აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა და საჯა-რო ინვესტიციის ამაოდ განხორციელება ვერ დააფუძნებს მიუღებლობას. ამ პერსპექტივიდან, ზემოთ მოყვანილი ღონისძიებები იმ მნიშვნელოვანი შეწუხების ფონზე, რომელსაც განიცდის კატო სამწვადე ქოხის წესდების დარღვევით სარგებლობის გამო და რომლის შესაძლებლობაც სამწვადე ქო-ხების შესახებ წესდების გამოცემისას ნავარაუდევი იყო, ყოველ შემთხვევა-ში, მიუღებელი/დაუშებელი არ არის.

V. B-ს შედეგი

ამდენად, კატოს მოთხოვნა ხელის შემშლელი გარემოებების აღმოფხვრის შესახებ არც შეუძლებლობის ან მიუღებლობის გამო არის გამორიცხული. კატოს შეუძლია ქალაქ თბილისის მერიის წინააღმდეგ თავისი მოთხოვნის დაყენება იმის თაობზე, რომ მერიამ სათანადო ღონისძიებების საშუალე-ბით იზრუნოს, რათა სადავო სამწვადე ქოხით მოსარგებლე პირებმა დაიც-ვან წესდება სამწვადე ქოხების შესახებ შემდგომში ამ პირების მიერ გამოწ-ვეული გაუსაძლისი ხმაურის თავიდან ასაცილებლად, ამიტომ მისი სარჩე-ლი დასაბუთებულია.

E) დასკვნა

კატოს სარჩელი დასაშვები და დასაბუთებულია, ამიტომ ის უნდა დაკმაყო-ფილდეს.

Page 288: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

287

კაზუსი 14

გოთიკა

ერთ-ერთი ულამაზესია „თბილისის ტყის სასაფლაო”, რომელიც დიდი ხნის წინ გაშენდა და რომლის მოვლა-პატრონობის ხარჯებსაც ყოველთვის ქა-ლაქ თბილისის მერია აფინანსებდა. ქალაქი იმავდროულად იმ მიწის ნაკ-ვეთის მესაკუთრეა, სადაც მდებარეობს სასაფლაო. მისი კეთილმოწყობისა და ტყეში მდებარეობის გამო ის განსაკუთრებულ სიმშვიდეს, სევდიან რო-მანტიკასა და მელანქოლიას ასხივებს, − განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სმენია, რომ იქ 1924 წელს ხუთი ახალგაზრდა, ეგზორცისტული რიტუალის ჩატარების შედეგად, დღემდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა (თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა).

ტყის სასაფლაო, დღეისათვის ყოველ შემთხვევაში, სრულად აკმაყოფი-ლებს ადგილობრივი (მუნიციპალური) წესების მოთხოვნებს, რომელთა თა-ნახმად, ამგვარი ტიპის სასაფლაოები საქალაქო სასაფლაოებია და ემსახუ-რებიან გარდაცვლილებისათვის ღირსეული განსასვენებლის შექმნასა და მათი ხსოვნის პატივისცემას. სასაფლაოს ეს მიზნობრიობა, ქალაქ თბილი-სის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული:

მუხლი 5. სამუშაო საათები1) საქალაქო სასაფლაოები მათ შესასვლელებში მითითებული საათების განმავლობაში ღიაა ვიზიტორებისთვის.2) ქალაქს შეუძლია, განსაკუთრებული საფუძვლის არსებობის შემთხვევა-ში, დროებით აკრძალოს სასაფლაოს ყველა ან ცალკეულ ნაწილებში შესვ-ლა.

მუხლი 6. სასაფლაოზე ქცევის წესები1) საქალაქო სასაფლაოებზე ყველა ვალდებულია მოიქცეს ისე, როგორც ეს ადგილს ეკადრება და პატივი სცეს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და ვიზიტორების პირად უფლებებს.2) 10 წლამდე ასაკის ბავშვებს ქალაქის სასაფლაოებზე შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ უფროსების თანხლებითა და მათი პასუხისმგებლობით.3) ქალაქის სასაფლაოებზე განსაკუთრებით აკრძალულია:ა) გადაადგილება გზებზე ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით და სპორტული აღჭურვილობით (მაგალითად, გორგოლაჭებიანი ციგურე-ბით), გარდა საბავშვო ეტლებისა და შშმ პირების სავარძლებისა;

Page 289: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

288

ბ) ნებისმიერი სახის საქონლის, განსაკუთრებით გვირგვინებისა და ყვავი-ლების, გაყიდვა, აგრეთვე მომსახურების შეთავაზება;გ) კვირას და სადღესასწაულო დღეებში ან დაკრძალვის რიტუალის მახ-ლობლად სამუშაოების განხორციელება;დ) კინო-, აუდიო-, ვიდეო- და ფოტოგადაღება, გარდა კერძო მიზნით გადა-ღებებისა,ე) პუბლიკაციების გავრცელება;ვ) ნარჩენებისა და ნაგვის დაყრა, გარდა ამისათვის განსაზღვრული ადგი-ლებისა;ზ) სასაფლაოს და მისი შენობებისა და ნაგებობების დაბინძურება ან დაზი-ანება, ზღუდეებსა და ცოცხალ ღობეებზე გადაბიჯება და გაზონებზე (თუკი ისინი გზის ფუნქციას არ ასრულებენ), საფლავებსა და მათ მესრებზე გა-დავლა;თ) ხმაური და თამაში, ჭამა-სმა, აგრეთვე დაბანაკება;ი) ცხოველების მოყვანა, გარდა ბრმების მეგზური ძაღლებისა.4) გარდაცვლილთა მოხსენიების ცერემონიების ჩატარების შესახებ ქალაქ თბილისის სასაფლაოების ადმინისტრაციაში 10 დღით ადრე უნდა იქნეს შე-ტანილი განაცხადი ნებართვის მიღების მიზნით.5) სასაფლაოს პერსონალის მითითებები შესრულებულ უნდა იქნეს.

მუხლი 7. გამონაკლისები და განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა1) ამ დადგენილების მე-6 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების მოთხოვნებიდან გამონაკლისები და ქალაქის სასაფლაოებით სხვაგვარი სარგებლობა საჭი-როებს ქალაქ თბილისის მერიის ნებართვას. ნებართვაზე უარი უნდა ითქ-ვას, თუ ამით გაუმართლებელი ზიანი ადგება სასაფლაოს მიზანსა და მასზე არსებულ წესრიგს.2) აღნიშნული გავლენას ვერ იქონიებს სასაფლაოს მიწის ნაკვეთის მესა-კუთრის უფლებამოსილებებზე, რომ უარი უთხრას ან ნება დართოს ისეთ სარგებლობაზე, რომელსაც არ ითვალისწინებს სასაფლაოს დაფუძნების მიზანი. აღნიშნულს განეკუთვნება ასევე, მესაკუთრის უფლება, მოითხო-ვოს საფასური სარგებლობისთვის.

„თბილისის ტყის სასაფლაოს” განსაკუთრებული ატმოსფერო ღონისძიებე-ბისთვის ადგილმდებარეობის შერჩევაზე მომუშავე კომპანიის ყურადღების ცენტრში მოექცა, რომელსაც ფილმის გადასაღებად ადგილების შერჩევა ჰქონდა დავალებული. კერძოდ, მას უნდა შეერჩია ადგილი მძაფრსიუჟე-ტიანი ფილმისთვის, სახელწოდებით − „სიკვდილის ანგელოზი”, რომელშიც მოქმედება „გოთიკის სფეროში” ვითარდება და იმავდროულად ნაჩვენებია,

Page 290: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

289

თუ როგორ ცდილობს ახალგაზრდა ქალი თავისი ოჯახის ავტოკატასტრო-ფაში დაღუპვით მიღებული ტრავმის დაძლევას. თხოვნაზე ქალაქ თბილისის მერიამ განაცხადა, რომ თანახმაა, ამისათვის დაუთმოს სასაფლაოს ტერი-ტორიის გარკვეული ნაწილები. ფილმი წარმოადგენს ერთობლივ, ქართულ-გერმანულ-ბრიტანულ პროექტს. სასაფლაოს ადმინისტრაციამ მიიჩნია, რომ ეს სასაფლაოს დაფუძნების მიზანთან შეთავსებადია, რადგან ფილმის პროექტი, მათი აზრით, მხატვრულად ღირებული ჩანს, გლოვის დაძლევის პრობლემას ეხება, და ამიტომ არსებობს გარკვეული კავშირი იმ ამოცანას-თან, რომლის მიღწევასაც გეგმავს მუნიციპალიტეტი ამ სასაფლაოს საშუ-ალებით და, ბოლოს, იმიტომაც, რომ გადაღებები, ძირითადად, ღამით და, ამდენად, არასამუშაო საათებში უნდა განხორციელებულიყო. აღნიშნულის შედეგად, ქალაქის მერია და წამყვანი კინოკომპანია „Movietraum Inc.” შე-თანხმდნენ, რომ მერიას სასაფლაოს ტერიტორიით სარგებლობის საფასუ-რის სახით უნდა მიეღო 5000 ლარი გადაღების ყოველ დღეზე. გარდა ამისა, ხელშეკრულებით განისაზღვრა წესები სარგებლობის კონკრეტულ დეტა-ლებთან დაკავშირებით, სადაზღვევოსამართლებრივი საკითხები და ა. შ. მართლაც, გადაღებებმაც საკმაოდ უპრობლემოდ ჩაიარა.

„სიკვდილის ანგელოზი” კინოში გასვლიდან მალევე იქცა „კულტურ ფილ-მად”, განსაკუთრებით, „გოთიკის მიმდევართა წრეებში”. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, თუ სად იყო გადაღებული სანახაობრივი დასკვნითი სცე-ნა, ტყის სასაფლაოს ამ ფილმის თაყვანისმცემელთა დიდი რაოდენობა მოაწყდა, თუმცა ამის შედეგად, რაიმე სერიოზულ კონფლიქტს სასაფლაოს სხვა ვიზიტორებთან ადგილი არ ჰქონია. მეტიც, ქალაქის მერს ძალიან ახა-რებდა მზარდი პოპულარობა, რომლის შედეგადაც არა მარტო სასაფლაომ, არამედ დედაქალაქმა ტურისტული თვალსაზრისით მოგება ნახა. თუმცა მერი ვერც კი წარმოიდგენდა მოვლენათა ისეთ განვითარებას, რაც შემდეგ მოხდა.

ამა წლის იანვარში სასაფლაოს ადმინისტრაციაში შევიდა შპს „გოთიკუ-რი ივენთის” წერილი, რომელშიც ის ითხოვდა ამ წლის 31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე, ღამის 22:00-იდან 4:00 საათამდე, „თბილისის ტყის სასაფ-ლაოზე”, კერძოდ, დაკრძალვის დარბაზის წინ მდებარე დიდ მოედანზე, „გოთური წვეულების” გამართვის უფლებას. ამასთან, სხვადასხვა ღო-ნისძიების საშუალებით უზრუნველყოფილი იქნებოდა ის, რომ 1 ნოემბ-რის დილას (ყველა წმინდანის დღე − ჰელოუინი), სასაფლაოს გახსნამდე, წვეულების ყოველგვარი შედეგი ეფექტურად ყოფილიყო აღმოფხვრილი და შემოღობვის გზით გარანტირებული ყოფილიყო სტუმრების მიერ მხო-

Page 291: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

290

ლოდ სასაფლაოს კარიბჭესა და „დაკრძალვების დარბაზის მოედანს” შორის არსებულ მთავარ გზასა და თავად „დაკრძალვების დარბაზის მოედანზე” ყოფნა (მოძრაობა). თავად „დაკრძალვების დარბაზის მოედანზე” უნდა გან-თავსებულიყო ბარი და მუსიკალური აპარატურა, რომლითაც, ძირითადად, გოთური და „სიკვდილის როკის”, ამასთან, ბნელი მუსიკის სხვა სახეობებიც უნდა გაჟღერებულიყო, სადაც შემდგომ გარემოს შესაფერისი ცეკვებიც გა-იმართებოდა. რა თქმა უნდა, კომპანია მზად იყო, რომ ამ ღონისძიებისთვის შესაბამისი საფასურიც გადაეხადა და, საერთოდ, ხელშეკრულება გაეფორ-მებინა, როგორც ეს ამ სფეროში ღონისძიებების ორგანიზატორებსა და მიწის ისეთი ნაკვეთების მფლობელებს შორის არის მიღებული, რომლებიც „ღონისძიებებისთვის” განსაკუთრებულად კარგად აღჭურვილნი არ არიან. რეკლამა და ბილეთების გაყიდვა ამ სუბკულტურისთვის ჩვეული არხების საშუალებით უნდა განხორციელებულიყო.

ქალაქ თბილისის სასაფლაოების მართვაზე უფლებამოსილი ორგანოს უფ-როსის ცოტა გაოცებულ რეაქციაზე შპს „გოთიკურმა ივენთმა” განაცხადა, რომ, მისი შეხედულებით, სკ-ის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტიდან გამომდინა-რეობს მისი მოთხოვნის უფლება ღონისძიების ჩატარებისა და სარგებლო-ბის ხელშეკრულების დადების ნებართვის მიღებაზე, ვინაიდან ტყის სასაფ-ლაო ერთხელ უკვე დაეთმო ფილმ „სიკვდილის ანგელოზის” გადაღებებს არასამუშაო საათებში, და მისი დაფუძნების მიზანთან შეუთავსებლად, ანაზღაურების სანაცვლოდ, განკარგულებაში გადაეცა კერძო კომპანიას.

სამსახურის უფროსი, შექმნილი ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომა-რეობის სირთულის გათვალისწინებით, შპს-ის განაცხადთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას, რომ ყურადღება არ მიაქციოს ამ საქმეს და იმე-დოვნებს, საკითხი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ „თავისით” მოგვარ-დება, რაც ზემდგომმაც გაიმეორა. თუმცა სამ-ნახევარი თვის შემდეგ ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის-გან ჩაბარდა შპს „გოთიკური ივენთის” სარჩელი, რომელშიც იგი ითხოვდა:

1) ქალაქ თბილისის მერიისთვის ვალდებულების დაკისრებას იმის თაობა-ზე, რომ საკრებულოს დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძ-ველზე, გამონაკლისის სახით, შპს „გოთიკურ ივენთს” მისცეს ამ წლის 31 ოქტომბრიდან, პირველი ნოემბრის ღამის 22:00-იდან 4:00 საათამდე, „თბი-ლისის ტყის სასაფლაოზე” „გოთური წვეულების” ჩატარების ნებართვა, და

2) ქალაქ თბილისის მერიას, როგორც სასაფლაოს ნაკვეთის მესაკუთრეს, დაეკისროს ვალდებულება, რომ მან შპს „გოთიკურ ივენთთან” გააფორმოს ხელშეკრულება სასაფლაოს ტერიტორიით სარგებლობის 5000 ლარის ოდე-

Page 292: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

291

ნობის საფასურის გადახდის სანაცვლოდ გადაცემის თაობაზე იმ პირობე-ბით, რაც მიღებულია ღონისძიებათა ორგანიზების სფეროში.

დასაბუთების სახით, სარჩელში, პირველ რიგში, განმეორებული იყო სამ-სახურის უფროსისთვის ზეპირად მიცემული განმარტება, ხოლო სარჩელის საგანი და თავად „გოთური წვეულების” ორგანიზება ისევე იყო აღწერილი, როგორც ნებართვის მიღების მიზნით შეტანილ განაცხადში. გარდა ამისა, მოსარჩელე აცხადებდა, რომ „გოთური წვეულების” ჩასატარებლად სასაფ-ლაოს ტერიტორიის დათმობის მოთხოვნის უფლება ასევე გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან. აღნიშნული დასაბუთებული იყო იმით, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი წვეულება, არამედ, იმავ-დროულად, იგი ერთგვარი პოლიტიკური განაცხადია, კერძოდ: მე-20 სა-უკუნის დასაწყისიდან სასაფლაოები ტაბუდადებულ ადგილებად გადაიქცა, რომელთაც, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა არიდებს თავს. ამიტომ ამ წვეულებაზე სასაფლაო − და ამით სიკვდილი − ამ ტაბუსგან გათავისუფ-ლდება და იგი სიცოცხლის ჩვეულებრივ შემადგენელ ნაწილად გამოცხად-დება. ის ფაქტი, რომ წვეულებაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთის შეძენის შემდეგ იქნება შესაძლებელი, ხელს არ უშლის მის შეკრებად კვალიფიკა-ციას. სარჩელის თანახმად, ქალაქი, დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების უშეცდომო გამოყენებით.

აღნიშნულის პასუხად მერი პირდაპირ მიმართავს დედაქალაქის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს და ეკითხება, აქვს თუ არა ამ სარჩელს დაკმაყოფილების შანსი და თუ კი, აქედან გამომდინარე, ურჩევს თუ არა იგი, რომ ქალქმა დააკმაყოფილოს შპს „გოთიკური ივენთის” მოთხოვნა, რათა თავიდან იქნეს არიდებული სახელმწიფო ორგანოს მატერიალური პა-სუხისმგებლობის შესაძლო ხარჯები. ამასთან, უნდა ვივარაუდოთ, რომ შპს „გოთიკური ივენთის” მიერ წარმოდგენილი მონაცემები, დაგეგმილი წვე-ულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ითვალისწინებს ადგილობრივ პირობებს და, ძირითადად, განხორციელებადი ჩანს.

უნდა გასცეს თუ არა სამსახურის უფროსმა ამგვარი რეკომენდაცია?

ამ მხრივ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები: თუ შპს „გოთი-კური ივენთის” სარჩელს აქვს დაკმაყოფილების პერსპექტივა, მაშინ არ-სებობს მთელი რიგი არგუმენტებისა, რომელთა გამოც ქალაქ მერს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ შპს „გოთიკური ივენთის” მიერ წარმოდგენი-

Page 293: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

292

ლი მოთხოვნების შესრულებით აღკვეთოს სარჩელის სასამართლოში გან-ხილვის შესაძლებლობა. საქმე ისაა, რომ თუ სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნები უნდა შესრულდეს, მაშინ სასამართლოში განსახილველად ეს სარჩელი, ყველა შემთხვევაში, დაუსაბუთებელი ხდება. ამიტომაც შპს „გო-თიკურ ივენთს”, თავის მხრივ, უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ დავა, მოთ-ხოვნების შესრულების გამო, მორიგებით დაამთავროს, რაც (თუ მოსამარ-თლე ამას დაადასტურებს) გამოიწვევს სასამართლო დავის „დროზე ადრე დასრულებას” სასამართლოს განჩინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასევე არ არის გამორიცხული, რომ შპს „გოთიკურ ივენთს” მატერიალურსამართ-ლებრივად საფუძვლიანი მოთხოვნის შესრულების კიდევ უფრო დაგვიანე-ბის შედეგად წარმოეშვას ზიანი, მაგალითად, მიუღებელი მოგების სახით, რომლის ანაზღაურების მოთხოვნა მას ქალაქისგან სზაკ-ის 208 და სკ-ის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეეძლება. ამავე დროს, სარჩელის სახით წარდგენილი მოთხოვნების შესრულების შესახებ რეკომენდაცია არ უნდა გაიცეს, თუ შპს „გოთიკური ივენთის” სარჩელს თავიდანვე არ გააჩ-ნია დაკმაყოფილების არავითარი პერსპექტივა. ამიტომაც, პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს ეს პერსპექტივა.

Page 294: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

293

ამოხსნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 294A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 294

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი) . . . . . . . . . . . 2941) უწყებრივი ქვემდებარეობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2942) განსჯადობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 295

a) იმ სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება, რომლიდანაც გამომდინარეობს 1-ლ სასარჩელო განაცხადში წარმოდგენილი მოთხოვნის უფლება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 296aa) სასაფლაოს მართვის საჯაროსამართლებრივი ბუნება. . . . . . . . . . 296bb) სასაფლაოებით სარგებლობის ფორმები . . . . . . . . . . . . . . . . . 297cc) a-ს შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 297

b) იმ სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება, რომლიდანაც მე-2 სასარჩელო განაცხადში წარმოდგენილი მოთხოვნა გამომდინარეობს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 298aa) ორსაფეხურიანობის თეორიის მნიშვნელობა? . . . . . . . . . . . . . . 298bb) სპეციალური სარგებლობისთვის დაშვების ფორმა სასაფლაოს

სტატუტის მიხედვით . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 299cc) სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებების

დადებასთან დაკავშირებული დავების სამართლებრივი ბუნება . . . . . 301dd) b-ს შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 302

c) მაგისტრი მოსამართლის განსჯადობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3023) I-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 302

II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 302III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 302IV. სარჩელის ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 303V. A-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 303

B) სარჩელის სათანადო სახე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 303I. სარჩელის სათანადო სახე 1-ლ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით . . . . 303

1) სარჩელი აქტის გამოცემის თაობაზე (ე.წ. მავალდებულებელი სარჩელი) . . . 3032) 1-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 305

II. სარჩელის სათანადო სახე მე-2 სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით . . . . 3061) სარჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე (სასკ-ის 24-ე

მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3062) 1-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 307

III. B-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 307C) სარჩელის დასაშვებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 307

I. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა (სასკ-ის 23-ე-24-ე მუხლების 1-ლი ნაწილები) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 307

II. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 23-ე და 24-ე მუხლების მე-2 ნაწილები) . . .3071) სკ-ის მე-11 მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება (სასაფლაოების

დებულების მე-7 მუხლთან ბმაში). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3082) სკ-ის 21-ე მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება . . . . . . . . . . . . 308

a) შეკრება სკ-ის 21-ე მუხლის გაგებით?. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 309b) სკ-ის 21-ე მუხლის საფუძველზე სასაფლაოს ტერიტორიის

განკარგულებაში გადაცემის თაობაზე მოთხოვნის უფლების შესაძლებლობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 310

c) 2-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 311

Page 295: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

294

ამოხსნა

სარჩელს აქვს დაკმაყოფილების პერსპექტივა, თუ ის დასაშვები და დასა-ბუთებულია.

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი

სარჩელის დასაშვებობის წინარე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობის, მხარეთა საპროცესოუნარიანობის, სარჩე-ლის ფორმის, სათანადო მოპასუხის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის და სხვა მსგავსი საკითხები.

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი)

1) უწყებრივი ქვემდებარეობა

შპს „გოთიკური ივენთის” სასარჩელო განცხადება შესაძლებელია იყოს საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე. ამისთვის, მოცემულ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება

3) II-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 311III. ორგანოს უარი ამ აქტის გამოცემის თაობაზე (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2

ნაწილი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 311IV. სარჩელის წარდგენის ვადა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 312V. C-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 312

D) დასაბუთებულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 312I. სასაფლაოს დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული

სპეციალური ნებართვის გაცემის მოთხოვნის უფლების არსებობა . . . . . . . . 3131) „გოთური წვეულების”, როგორც შეკრების, პრივილეგირებული

სამართლებრივი მდგომარეობა? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3142) სასაფლაოს დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის გაგებით,

დაფუძნების მიზნისათვის ზიანის მიყენების მიუღებლობა . . . . . . . . . . . 317a) სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით გათვალისწინებული

ქმედება? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 317b) დაკრძალვის ადგილის ღირსების და გარდაცვლილის ხსოვნის

პატივისცემის დაუშვებელი შეზღუდვა? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 318c) 2-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3193) I-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 319

II. ხელშეკრულების დადების დავალდებულების მოთხოვნის საფუძვლიანობა . . . . 319III. D-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 320

E) დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 320

Page 296: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

295

არ უნდა მიეკუთვნებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილე-ბას. სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინის-ტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წე-სით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. კაზუსიდან ირკვევა, რომ სახეზე გვაქვს უმოქმედობითი უარი, „რაც ზემდგომმაც გაიმეორა.” ამდენად, ივარაუდება, რომ მოსარჩე-ლის მიერ დაცულია ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის ვალდებულება, რითაც გამოირიცხება ადმინისტრაციული ორგანოს ქვემ-დებარეობა. შესაბამისად, ეს დავა არის საერთო სასამართლოების ქვემდე-ბარე.

2) განსჯადობა

შპს „გოთიკური ივენთის” დავა საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტ-რაციული სამართალწარმოების წესით იქნება განსახილველი, თუ ის პასუ-ხობს სასკ-ის მე-2 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელე, სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ითხოვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების დავალდებულებას („ბ” ქვეპუნქტი) და ადმინის-ტრაციული ორგანოსაგან ქმედების განხორციელების დავალდებულებას („გ” ქვეპუნქტი). ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება − ფორმალურად ეს საკმარისი საფუძველია საგნობრი-ვი განსჯადობის საკითხის გასარკვევად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია შინაარსობრივი კრიტერიუმების გამოყენება.64 სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სა-მართალწარმოების წესით განიხილება საქმე იმ სამართლებრივ ურთიერ-თობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაცი-ული სამართლის კანონმდებლობიდან, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, დავა არის თუ არა საჯაროსამართლებრივი ბუნებისა. დავა საჯაროსამართლებრივი ბუნებისაა, თუ მისი გადაწყვეტისთვის საჭი-რო ნორმები საჯარო სამართალს განეკუთვნება. ამ შემთხვევაში შპს „გო-თიკური ივენთი” ქ. თბილისის მერიის მიმართ აყენებს ორ სხვადასხვა მოთ-ხოვნას: პირველ რიგში, „გოთური წვეულების” ჩასატარებლად დადგენილე-ბის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემას (სასარჩელო განაცხადი), მეორე მხრივ, „გოთური წვეულების” ჩატარები-

64 მითუმეტეს, კაზუსის ორიგინალ ვერსიებში ავტორი, გერმანული სამართლის თა-ვისებურების გათვალისწინებით, ძირითადად, შინაარსობრივ კრიტერიუმებზე მიუთი-თებს.

Page 297: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

296

სათვის ტყის სასაფლაოს ტერიტორიით სარგებლობის შესახებ ხელშეკ-რულების დადებას, რომელიც, დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მერიასთან, როგორც სასაფლაოს ნაკვეთის მესაკუთრესთან, უნდა გაფორმდეს (მე-2 სასარჩელო განაცხადი), ამიტომ საჯაროსამართლებრივი დავის არსებობის საკითხი უნდა გაირკვეს ორივე მოთხოვნის მიმართ.

a) იმ სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება, რომლიდანაც გამომდინარეობს 1-ლ სასარჩელო განაცხადში წარმოდგენილი მოთხოვნის უფლება

ამ თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში, 1-ლ სასარჩელო განაცხადში წარმოდგენილი მოთხოვნა „გოთური წვეულების” ჩასატარებლად, ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, გამონაკლისის სახით ნებართვის გაცემის თაობაზე შესაძლოა, გამომდინარეობდეს საჯაროსამართლებრივი ურთიერთობი-დან.

aa) სასაფლაოს მართვის საჯაროსამართლებრივი ბუნება

ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია, რომ ქალაქ თბილისის საკრე-ბულოს დადგენილება მიზნად ისახავს ათკ-ის მე-16 მუხლით გათვალისწი-ნებული უფლებამოსილების შესრულებას, რომლის თანახმად, საქალაქო სასაფლაოების დაფუძნებისა და მისი მოვლა-პატრონობის (მათ შორის, სარგებლობისა და განკარგვის) უფლებამოსილება დაარეგულიროს ექსკ-ლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში. ამ დადგენილებით, საბოლოო ჯამში, უნდა დაკონკრეტდეს ზემოთ აღნიშნული მე-16 მუხლით დადგენი-ლი დათქმა. აღნიშნული მოვალეობის შესასრულებლად ქალაქმა ააშენა და დღემდე აფინანსებს ტყის სასაფლაოს. ამასთან, თბილისის საკრებულოს დადგენილებით, ასეთი ტიპის სასაფლაო არის საქალაქო სასამართლო და განსხვავდება კერძო ტიპის სასაფლაოსგან. თბილისის საკრებულოს დად-გენილება, მართალია, საუბრობს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობის საწარმოზე, თუმცა, ფუნქციური გაგებით, ის ასრულებს მუნიციპალიტე-ტისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, რომლის საქმიანობაზე ზედამ-ხედველობს თბილისის მერია. სასაფლაოს მართვის დროს კი გამოიყენება საჯაროსამართლებრივი ინსტრუმენტები. შესაბამისად, მოცემულ შემთხ-ვევაში უნდა გამოვრიცხოთ „სასაფლაოთი სარგებლობის უფლების” კერძო-სამართლებრივი რეგულირება.

Page 298: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

297

bb) სასაფლაოებით სარგებლობის ფორმები

ამ ფონზე უნდა იქნეს განხილული დადგენილების რეგულაციების გარკ-ვეული ნორმები: ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარეობს, რომ სასაფლაოზე შესვ-ლა ყველასთვის (არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის), ყოველ შემთხვევაში, დაკრძალვის ცერემონიებში მონაწილეობის მიზნით, მიცვალებულთათვის პატივის მისაგებად, საფლავის მოსართავად და მო-სავლელად (საფლავით სარგებლობის უფლებამოსილების მქონე პირის ნე-ბის გათვალისწინებით) საფასურის გადახდისა და სასაფლაოს ადმინისტ-რაციის წინასწარი დაშვების საჭიროების გარეშე, ნებადართულია. აქედან, ზოგადად, სასაფლაოზე შესვლის შესაბამისი უფლებაც გამომდინარეობს. ამდენად, სასაფლაოზე ამ მიზნებით ყოფნა არის მისი დაფუძნების მიზნის შესაბამისი „საზოგადო სარგებლობა”.

საზოგადო სარგებლობისგან უნდა განვასხვაოთ სასაფლაოს მიწის ნაკვე-თით სპეციალური სარგებლობის შემთხვევები, რომლებიც სცდება ამ საზო-გადო სარგებლობას და, საბოლოო ჯამში, არ წარმოადგენს სასაფლაოს და-ფუძნების მიზნის შესაბამის სარგებლობას. ასეთს განეკუთვნება სარგებ-ლობა სასაფლაოს დაფუძნების მიზანთან შეუსაბამო ღონისძიებებისათვის, როგორებიცაა, მაგალითად: ფილმების გადაღება, კონცერტები, ცნობილი პიროვნებების საფლავების მონახულება ან, თუნდაც, გოთური წვეულებე-ბის ორგანიზება.

ამ თვალსაზრისით, საკრებულოს დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ასეთ განსაკუთრებულ სარგებლობას სრულიად არ კრძალავს, მაგ-რამ ამას სასაფლაოს ადმინისტრაციის ნებართვაზე დამოკიდებულს ხდის და იმავდროულად ადგენს, რომ ასეთი ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სასურველი სარგებლობა სასაფლაოს მიზანს (და ამით სხვათა საზოგადო მოხმარებას) მიუღებლად არ ლახავს. ამდენად, საკრებუ-ლოს დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ემსახურება სასაფლაოს წესრიგის დაცვას და ამით, ზემოთ თქმულის თანახმად, საჯაროსამართ-ლებრივ ხასიათს ატარებს.

cc) a-ს შედეგი

ამდენად, საკრებულოს დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მი-ხედვით, ასეთი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დავები წარმოად-გენს საჯაროსამართლებრივ დავას ისე, რომ, ყოველ შემთხვევაში, 1-ლი სა-სარჩელო განაცხადის გასაჩივრება ადმინისტრაციული წესით დასაშვებია.

Page 299: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

298

b) იმ სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება, რომლიდანაც მე-2 სასარჩელო განაცხადში წარმოდგენილი მოთხოვნა გამომდინარეობს

აღნიშნულის მიუხედავად, საკითხავია, წარმოადგენს თუ არა მე-2 სასარჩე-ლო განაცხადი საჯაროსამართლებრივ დავას.

aa) ორსაფეხურიანობის თეორიის მნიშვნელობა?

ამ თვალსაზრისით, შესაძლოა, თავდაპირველად მოგვეჩვენოს, თითქოს საკრებულოს დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწი-ნებულ ნებართვას, რომელთან ერთადაც მოსარჩელე, დამატებით, ითხოვს მიღებული პირობებით სარგებლობის ხელშეკრულების დადებას, „ორსა-ფეხურიანობის თეორიის” შესაბამისად, დამოუკიდებელი მნიშვნელობა არ ენიჭება. მეტიც, თითქოს ორივე განაცხადი ერთი და იმავე სასარჩელო მოთ-ხოვნისკენ არის მიმართული. როდესაც გამოიყენება ორსაფეხურიანობის თეორია, გაბატონებული მოსაზრება მიიჩნევს, რომ საჯარო დაწესებულე-ბების შემთხვევაში არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართ-ლებრივი აქტით წვდომაზე მოთხოვნის უფლება, რომლის შინაარსი, ამ მო-საზრების თანახმად, შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ ორგანო თავის თავს ივალდებულებს, მეორე საფეხურზე დადოს სარგებლობის ხელშეკრულება. ამით თავიდან უნდა იქნეს არიდებული ხელშეკრულების დადების მიზნით განცალკევებული სარჩელის საჭიროება. საბოლოო ჯამში, ივარაუდება, რომ ორგანო, რომელსაც დაევალება დაშვების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა, თავისთავად (თავი-სით) შეასრულებს ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტიდან გამომდინარე ხელშეკრულების დადების ვალდებულებას.

თუმცა ამ თვალსაზრისით უკვე საეჭვოა, თუ რამდენად გონივრულია ორსა-ფეხურიანობის თეორიის გამოყენება საჯარო დაწესებულებებზე წვდომის მოთხოვნის უფლებასთან დაკავშირებით (რთულია, წვდომაზე მოთხოვნის უფლების არსებობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართ-ლებრივი აქტის საშუალებით გადაწყვეტილების მიღებისთვის სამართლებ-რივი საფუძვლის პოვნა). თუმცა, მიუხედავად ამისა, აქ გადამწყვეტია, რომ მოცემული შემთხვევა საჯარო დაწესებულებებზე წვდომის მოთხოვნის უფ-ლების „ჩვეულებრივი შემთხვევისგან” იმით განსხვავდება, რომ შპს „გოთი-კური ივენთი” აქ პირდაპირ ითხოვს სასაფლაოთი არა დაფუძნების მიზნის შესაბამის, არამედ განსაკუთრებულ სარგებლობას, ანუ სარგებლობას და-ფუძნების მიზნისგან განსხვავებული მიზნებისთვის. ასეთი შემთხვევების მიმართ ორსაფეხურიანობის თეორიის პირდაპირ გამოყენება არ არის შე-

Page 300: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

299

საძლებელი, ვინაიდან, ყოველ შემთხვევაში, რთულია ისეთი ზოგადი პრინ-ციპის პოვნა, რომლის თანახმად, ასეთი სპეციალური სარგებლობის შესა-ხებ გადაწყვეტილება აუცილებლად (მიუხედავად კონკრეტულ შემთხვევებ-ში დაწესებულების უფრო დეტალურ არსსა და სპეციალური სარგებლობის პირობებში ჩაღრმავებისა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართ-ლებრივი აქტის საშუალებით უნდა იქნეს მიღებული.

bb) სპეციალური სარგებლობისთვის დაშვების ფორმა სასაფლაოს სტატუტის მიხედვით

ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკითხი, თუ როგორ უნდა იქნეს გაგებული საკრებულოს დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის პირვე-ლი წინადადება, რომლის თანახმად, „აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს” სასაფლაოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებამოსილებებზე, რომ უარი უთხრას, ან ნება დართოს ისეთ სარგებლობაზე, რომელსაც არ ითვალის-წინებს სასაფლაოს დაფუძნების მიზანი. ამასთან, ფრაზა − „აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს” − აშკარად ეხება სასაფლაოების დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის პროცედურას. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ამ დროს, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობს იმით, რომ სასაფლაოსთვის დათმობილი მიწის ნაკვეთის მიმართაც კვლავინდე-ბურად არსებობს კერძოსამართლებრივი საკუთრება და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, კერძოსამართლებრივი პრინციპების მიხედვით, ძირითადად, თვითონ შეუძლია, გადაწყვიტოს, თუ როგორ (ვინ) შეიძლება ისარგებლოს თავისი საკუთრებით − უარი უთხრას მესამე პირებს სამოქალაქო კოდექ-სით გათვალისწინებულ სარგებლობაზე, თუ გახადოს იგი სახელშეკრუ-ლებო შეთანხმებაზე ან საფასურის გადახდაზე დამოკიდებული. სასაფ-ლაოს დებულების მე-5-მე-6 მუხლების მიხედვით, კერძოსამართლებრივი საკუთრებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები კი სასაფლაოს მიწის ნაკვეთით (დაფუძნების) მიზნის შესაბამის სარგებლობას (განსაკუთრებით კი საზოგადო მიზნებისთვის სარგებლობას) ვერ შეზღუდავს (ვერ გადაწო-ნის).

სასაფლაოს ტერიტორიის მესაკუთრისა და სასაფლაოს მმართველის უფ-ლებამოსილებების ურთიერთდამოკიდებულების ეს ფორმა შეესაბამება საჯარო სანივთო სამართლის პრინციპებს, მოდიფიცირებული კერძო სა-კუთრების თეორიის თანახმად. ამ თეორიის მიხედვით, საჯარო ნივთის სტატუსი არ იწვევს ამ ნივთის კერძოსამართლებრივი ბრუნვიდან ამოღე-ბას, ის კვლავინდებურად რჩება საკუთრების უფლების ობიექტად. თუმ-ცა ასეთი სტატუსი წარმოშობს საჯარო მმართველის მიმართ (სასაფლაოს

Page 301: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

300

მმართველის) მესაკუთრის (სასაფლაოს ტერიტორიის მესაკუთრის) ვალ-დებულებას, მოითმინოს საჯარო მმართველის ან მესამე პირების მიერ ამ ნივთით სარგებლობა და ასევე, ვალდებულებას, რომ კერძო სამართლის მიხედვით მისი კუთვნილი საკუთრების უფლებების განხორციელებისას ხელი არ შეუშალოს ასეთ სარგებლობას. ამით იგი ზღუდავს საჯარო მმარ-თველის მიმართ მესაკუთრის უფლებამოსილებას, თავისი შეხედულებისა-მებრ ისარგებლოს ნივთით და გამორიცხოს მესამე პირების მიერ ამ ნივ-თით სარგებლობა.

თუ არ არსებობს სპეციალური წესები, მაშინ მესაკუთრეს არც საჯარო მმართველის მიერ განხორციელებული სარგებლობის თმენის ვალდებულე-ბა აქვს, თუ ასეთი სარგებლობა შეუსაბამოა ნივთის მიზანთან (სპეციალუ-რი სარგებლობა). მოსარგებლესთან ურთიერთობაშიც მას მხოლოდ კერ-ძოსამართლებრივი სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე ევალება ასეთის თმენა და შეუძლია, რომ ასეთი ხელშეკრულების დადება მოსარგებ-ლის მიერ საფასურის გადახდაზე დამოკიდებულიც გახადოს.

სასაფლაოს დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, განმარტების სახით, მიუთითებს ამ პრინციპებზე, რითაც ცხადყოფს, რომ ეს პრინციპები მოქ-მედებს, მიუხედავად იმისა, სასაფლაოს მმართველი და კერძოსამართლებ-რივი საკუთრების უფლების მფლობელი, − როგორც მოცემულ შემთხვევა-შია, − იდენტური თუ სხვადასხვა იქნება.

ამით სასაფლაოს დებულების მე-7 მუხლი სასაფლაოთი სპეციალური სარ-გებლობის უფლების ნებართვის გასაცემად ორ წინაპირობას ითვალისწი-ნებს: პირველი − სასაფლაოს მმართველის მიერ გაცემული ნებართვა, რო-მელიც, მართალია, არ წარმოშობს სარგებლობის მოთხოვნის უფლებას, მაგრამ ადგენს, რომ მოთხოვნილი სპეციალური სარგებლობა სასაფლაოს დაფუძნების მიზანს ზიანს არ აყენებს და ამიტომ, მისი მმართველის შეხე-დულებით, შესაძლებელია, განხორციელდეს სასაფლაოზე; მეორე წინაპი-რობა ისაა, რომ აუცილებელია სასაფლაოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადება, რომელიც „ჩვეულებრივ” კერძოსამართლებრივ სარგებლობის ხელშეკრულებას წარ-მოადგენს. ყოველ შემთხვევაში, არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ მესაკუთრეს იმპერატიულად ეკისრება სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადების ვალდებულება, როდესაც სასაფლაოს მმართველის მიერ გაცემულია სასაფლაოს წესდების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა.

Page 302: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

301

cc) სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული დავების სამართლებრივი ბუნება

ამ გადასახედიდან ისმება კითხვა, არის თუ არა დავა, სასაფლაოს დებულე-ბის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური სარგებ-ლობის ხელშეკრულება საჯაროსამართლებრივი დავა სასკ-ის მე-2 მუხლის გაგებით, რადგან, საბოლოო ჯამში, შპს „გოთიკური ივენთი” ქალაქ თბი-ლისის მერიისგან ითხოვს კერძოსამართლებრივ ქმედებას. თუ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი შედეგი კერძოსამართლებრივი ქმედე-ბაა, მაშინ სასამართლო პრაქტიკა ამას ნაწილობრივ სამოქალაქოსამართ-ლებრივი დავის არსებობად მიიჩნევს.

ამგვარად, საჯარო დავალებების (რომლებიც, როგორც წესი, კერძოსამართ-ლებრივ ხელშეკრულებებს წარმოადგენენ) გაცემასთან დაკავშირებული სა-მართლებრივი დავები მიჩნეულია სამოქალაქოსამართლებრივ დავებად. შე-საბამისი წესი მოქმედებს ისეთი დავების მიმართ, რომლებიც ეხება საჯარო სამსახურში ხელშეკრულებით მუშაობაზე ან შრომით ურთიერთობაზე წვდო-მასთან დაკავშირებულ დავებს. ორივე მოქმედებს მაშინაც, როდესაც მოსარ-ჩელე აცხადებს პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ორგანოებთან ამ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებების დადების მოთხოვნის უფლება შეიძლება გამომდინარეობდეს საჯარო სამართლიდან (როგორც პირდაპირ ძირითადი უფლებებიდან ან ძირითადი კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტი-დან). აღნიშნულთან დაკავშირებული საჯაროსამართლებრივი კითხვები ამ სასამართლო პრაქტიკის მიხედვით წარმოგვიდგება როგორც კერძოსამართ-ლებრივი დავების უბრალო წინასწარი კითხვები. შესაბამისი არგუმენტაცია ხშირად გვხვდება, როდესაც საქმე ეხება ისეთი ქონების გაყიდვას ან იჯარით გაცემას, რომელიც საჯარო მმართველობის საკუთრებას განეკუთვნება.

თუმცა მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი უნდა იყოს წარდგენილი მოთ-ხოვნის სამართლებრივი ბუნება. ის, რომ შესაძლებელია არსებობდეს სა-ჯაროსამართლებრივი მოთხოვნის უფლებები, სახელმწიფო ორგანოების კერძოსამართლებრივ მოქმედებასთან დაკავშირებულ სუბიექტურ საჯა-რო უფლებებზე, და რომ ასეთი მოთხოვნის უფლებების არსებობის შესა-ხებ დავები სასკ-ის მე-2 მუხლის გაგებით საჯაროსამართლებრივ დავებს წარმოადგენენ, სულ მცირე, ადმინისტრაციულსამართლებრივ სასამართ-ლო პრაქტიკასა და ლიტერატურაში, ზოგადად, აღიარებულია. ამ დაშვებას ეფუძნება, მაგალითად, „ორსაფეხურიანობის თეორია”.

მართლაც, შესაბამისად, ადმინისტრაციული სასამართლოებიც მართებუ-ლად არიან მიდრეკილნი იმისკენ, რომ საჯაროსამართლებრივი დაწესებუ-

Page 303: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

302

ლებებით განსაკუთრებულ სარგებლობასთან დაკავშირებული დავებისას, ორსაფეხურიანობის თეორიის გამოყენების შესაძლებლობის მიუხედავად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა შემდგომი დასა-ბუთების გარეშეც დასაშვებად მიიჩნიონ.

თუ აღნიშნულს გავითვალისწინებთ, მაშინ აქაც, მე-2 სასარჩელო განაც-ხადთან დაკავშირებითაც, სახეზეა საჯაროსამართლებრივი დავა სასკ-ის მე-2 მუხლის გაგებით, ვინაიდან შპს „გოთიკური ივენთი” თავის მოთხოვნას სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე მხოლოდ საჯაროსამართლებრივ დებულებებზე, კერძოდ სკ-ის მე-11 და 21-ე მუხლებზე და „სასაფლაოების წესდების” (საკრებულოს დადგენილე-ბის) შესაბამის დათქმებზე ამყარებს.

dd) b-ს შედეგი

ამდენად, მე-2 სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს საჯაროსამართლებრივ დავას ისე, რომ ყოველ შემთხვევაში, მისი გასაჩივრება ადმინისტრაციული წესით დასაშვებია.

c) მაგისტრი მოსამართლის განსჯადობა

სახეზე არ არის სასკ-ის მე-6 მუხლით განსაზღვრული მაგისტრატ მოსამარ-თლეთა განსჯადობა. ამდენად, დავას განსჯადობის მიხედვით განიხილავს საქალაქო სასამართლო პირველი ინსტანციით ადმინისტრაციული სამარ-თალწარმოების წესით.

3) I-ის შედეგი

შესაბამისად, ეს დავა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტ-რაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი საქმე.

II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა

შპს „გოთიკური ივენთი”, როგორც იურიდიული პირი, ხოლო თბილისის მე-რია, როგორც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (როგორც ად-მინისტრაციული ორგანო), სსსკ-ის 79-ე-81-ე მუხლების თანახმად, საპრო-ცესოუნარიანები არიან.

III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი)

შპს „გოთიკური ივენთი” სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპა-სუხედ ასახელებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას. სასკ-ის მე-14 მუხ-ლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს

Page 304: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

303

ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულსა-მართლებრივი აქტი, ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება, ვინაიდან ამ შემთხვევაში მერია უარს აცხადებს ქმედების განხორციელებაზე და ხელშეკრულებას არ დებს სარგებლობის თაობაზე. ამდენად, სათანადო მოპასუხედ ამ საქმეზე სწორედ ეს უკანასკნელი უნდა იქნეს მიჩნეული.

IV. სარჩელის ფორმა

კაზუსიდან სარჩელის ფორმასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხარვეზი არ იკვეთება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ სარჩელი აკმაყოფილებს სსსკ-ის 177-ე-178-ე და 445-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს (სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში).

V. A-ს შედეგი

სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპისთვის დადგენილი მოთხოვნები დაკმა-ყოფილებულია.

B) სარჩელის სათანადო სახე

სარჩელის სათანადო სახე (უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი საშუალება) განისაზღვრება მოსარჩელის მოთხოვნის მიხედვით, რაც დგინ-დება საქმის გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გონივრული შეფასების შედეგად (სასკ-ის 281 მუხლი). ამ მიზნით, მოსამართლეს შეუძლია, დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში (სასკ-ის 281 მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში სარჩელის სათანადო სახე უნდა დადგინდეს იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის აქტის გამოცემას ან ქმედების განხორცი-ელებას გულისხმობს მოსარჩელის მოთხოვნა და, აგრეთვე, იმის გათვალის-წინებით, მიიღწევა თუ არა ამით მოსარჩელის მიზანი.

I. სარჩელის სათანადო სახე 1-ლ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით

1) სარჩელი აქტის გამოცემის თაობაზე (ე.წ. მავალდებულებელი სარჩელი)

შესაძლებელია, მოცემულ შემთხვევაში უფლების დაცვის საპროცესო-სამართლებრივი საშუალება იყოს სასკ-ის 23-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გა-მოცემის თაობაზე. ამისთვის სარჩელის მიზანი უნდა იყოს ინდივიდუალუ-

Page 305: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

304

რი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა. „სასაფლაოს დე-ბულების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ნებართვის გაცემის საკითხი მოწესრიგებულია საჯაროსამართლებრივად. ნებართვა სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად (რაც რელევანტუ-რია საპროცესოსამართლებრივადაც), არის ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულსამართლებრივი აქტი. შესაბამისად, 1-ლ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით დასაშვებია სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული სარ-ჩელი ისეთი იასა-ის გამოცემის დავალდებულების თაობაზე (ე.წ. მავალდე-ბულებელი სარჩელი), რომელიც არ იქნა გამოცემული.

ამას ხელს არ უშლის ის ფაქტი, რომ შპს „გოთიკური ივენთი” არსებითად ამტკიცებს, რომ მას „სასაფლაოს დებულების” მე-7 მუხლის პირველი პუნქ-ტის შესაბამისად მოთხოვნილ ნებართვასთან დაკავშირებით აქვს „დისკრე-ციულად უშეცდომო გადაწყვეტილების მოთხოვნის უფლება”. მართალია, ამ თვალსაზრისით, სასკ-ის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო მავალდებულებელი სარჩელის საფუძველზე მხოლოდ მა-შინ აკისრებს ადმინისტრაციულ ორგანოს მოთხოვნილი ქმედების განხორ-ციელების (ანუ იასა-ის გამოცემის) ვალდებულებას, როდესაც საქმის გა-რემოებებიდან და სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასა-მართლოს შეუძლია მასზე გადაწყვეტილების გამოტანა. სხვა შემთხვევაში, იგი ორგანოს მხოლოდ აკისრებს ვალდებულებას, რომ ხელახლა ჩაატაროს წარმოება და მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, კონკრეტული შინაარსის აქ-ტის გამოცემის გარეშე. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ავალ-დებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, გასცეს პასუხი სასამართლოს სა-მართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მაშინ შეიძ-ლება იქნეს განხილული, როდესაც ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საკითხი ორგანოს დისკრეციას განეკუთვნება, მაგრამ ორგანომ ეს დისკ-რეცია შეუცდომლად განახორციელა. ამ შემთხვევაში ორგანოსთვის მოთ-ხოვნილი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვალდებულების დაკისრება, ძირითადად, არ არის შესაძლებელი, რადგან სასამართლოს არ აქვს ორგა-ნოს დისკრეციის ჩანაცვლების უფლება/ფუნქცია და დისკრეციის შეცდო-მით განხორციელება და განაცხადზე უარის თქმა აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ არსებობს იასა-ის გამოცემის მოთხოვნის უფლება.65

65 შენიშვნა: სხვაგვარად არის საქმე მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზეა ე.წ. „დისკრე-ციის ნულამდე შეზღუდვა”, ანუ დისკრეციის განხორციელება მხოლოდ ერთი მიმართუ-ლებით, მხოლოდ ერთადერთი მართლზომიერი შედეგით შეიძლება, შესაბამისად, ორგა-ნოს არ შეუძლია სასამართლოსგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება და ამიტომ არ ხდება დისკრეციის ჩანაცვლება.

Page 306: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

305

ამიტომ სასკ-ის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი აკეთებს დიფერენცირებას უშუ-ალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამო-ცემის დავალდებულებასა და სასამართლოს გადაწყვეტილებას შორის, რომელიც ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, გამოიტანოს ახა-ლი გადაწყვეტილება (ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა/შეფასების ჭრილში), კონკრეტული შინაარსის აქტზე მითითების გარეშე. ამიტომ მარ-თებულია, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მოთხოვნით შეტანილ სარჩე-ლებს შორისაც უნდა მოვახდინოთ შესაბამისი დიფერენცირება, მიუხედა-ვად იმისა, რომ ორივე შემთხვევა უნდა მოექცეს სასკ-ის 23-ე მუხლის მოქ-მედების არეალში. ამით, ძირითადად, მოსარჩელეს აქვს არჩევანის შესაძ-ლებლობა, მოითხოვოს სარჩელით სასურველი ინდივიდუალური ადმინისტ-რაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულების დაკისრება, ან ნაკლებით დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოითხოვოს შეტანილ განაცხადზე პასუხის ხელახლა გაცემის ვალდებულების დაკისრება. და პირიქით, აქედან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე მიიღებს მხოლოდ ისეთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებს ორგანოს, პასუხი გასცეს მო-სარჩელის განაცხადს, თუ მას შეტანილი აქვს სარჩელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით, მაგრამ მატერიალურსამართლებრივად მას მხოლოდ შეუცდომელი დისკრეციით გამოცემული ახალი პასუხის მოთხოვ-ნის უფლება გააჩნია. ვინაიდან იგი ამ შემთხვევაში იმაზე ნაკლებს მიიღებს, ვიდრე მოითხოვდა, მისი სარჩელიც, როგორც ნაწილობრივ დაუსაბუთებე-ლი, უარყოფილ უნდა იქნეს ისე, რომ, შედეგად, მისი სარჩელი ნაწილობრივ წარუმატებელი იქნება.

თუმცა მისი წერილობითი სასარჩელო განაცხადის ჩამოყალიბების შემდეგ აქ უნდა ვივარაუდოთ, რომ შპს „გოთიკური ივენთი” თითქმის დარწმუნებუ-ლია, რომ აქვს ცალსახა მოთხოვნის უფლება ნებართვის გაცემაზე და მხო-ლოდ მიუთითებს დისკრეციით შეუცდომელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხზე. ამ თვალსაზრისით, ის აღწევს უარის კანონიერების შემოწმება-საც, რაც 23-ე მუხლის ფარგლებში ისედაც უნდა შემოწმდეს.

2) 1-ის შედეგი

ამდენად, 1-ლ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სარჩელის სა-თანადო სახე არის მავალდებულებელი სარჩელი, რომელიც მიმართულია სასაფლაოს დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული ნებართვის გა-ცემისკენ. ასეთ სასარჩელო განაცხადში, იმავდროულად, შესულია განაც-ხადი, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს უარის კანონიერების შემოწმებას დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

Page 307: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

306

II. სარჩელის სათანადო სახე მე-2 სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით

1) სარჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე (სასკ-ის 24-ე მუხლი)

როგორც ზემოთ ითქვა, სასარჩელო განაცხადი მიზნად ისახავს სპეციალუ-რი სარგებლობის შესახებ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადე-ბის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამ მოთხოვნისთვის შეიძლება, განხი-ლულ იქნეს სასკ-ის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე, რომლის დასაშვებობაც საყოველთაოდ არის აღიარებული. ამ სარჩელით შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მოქმედების შეს-რულება, თმენის დავალდებულება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება, რო-მელთა საქმე არ არის ინდივიდუალური ადმინისტარციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ან გაუქმება. შესაბამისად, ქმედების განხორციელების შესახებ ზოგადი მავალდებულებელი სარჩელი დასაშვებია ისეთი მოთხოვ-ნისთვისაც, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კერძოსამართლებრივი ქმედებების განხორციელებისა და კერძოსამართ-ლებრივი ნების გამოვლენისკენ, თუკი ამისთვის ადმინისტრაციული სამარ-თალწარმოების წესით განხილვა შესაძლებელია. ასეთი სარჩელი, საბოლოო ჯამში, მიმართულია მოსარჩელის მიერ განხორციელებული, ხელშეკრულე-ბის დადების შეთავაზების მიღებისკენ და მისი აღსრულება შესაძლებელია სამოქალაქო კოდექსის მიხედვით.

თუმცა აქაც სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკისრებს თბილისის მერიას ხელშეკრულების დადების შეთავაზების მიღების ვალდებულებას, თუ საქმეზე, სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწი-ნებით, შესაძლებელია გადაწყვეტილების გამოტანა, ანუ შპს „გოთიკურ ივენთს” აქვს კონკრეტული შინაარსის მქონე კონკრეტული ხელშეკრულე-ბის დადების მოთხოვნის უფლება. თუ შპს „გოთიკური ივენთის” ვარაუდის საწინააღმდეგოდ ასეთი მოთხოვნის უფლება არ არსებობს და მას მხოლოდ დისკრეციისას შეუცდომელი გადაწყვეტილების მოთხოვნის უფლება აქვს, მაშინ, საბოლოო ჯამში, სასკ-ის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის ანალოგიით, შეიძლება, არსებობდეს მოთხოვნის უფლება ხელშეკრულების დადების შეთავაზების მიღების ან მასზე უარის შესახებ დისკრეციის შეუცდომელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში საკითხი წყდება მავალდებულებელი სარჩელის მსგავსად (იხ. B) I).

Page 308: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

307

2) 1-ის შედეგი

ამდენად, მე-2 სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სარჩელის სათა-ნადო სახე არის სასკ-ის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი ქმედე-ბის განხორციელების დავალდებულების თაობაზე.

III. B-ის შედეგი

ამდენად, პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სარჩელის სათანადო სახე იქნება სარჩელი იასა-ის გამოცემის დავალდებულების თაობაზე, (სასკ-ის 23-ე მუხლი), ხოლო მეორე სასარჩელო მოთხოვნას-თან დაკავშირებით სარჩელის სათანადო სახე იქნება სარჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე (სასკ-ის 24-ე მუხლი), ანუ სასკ-ის 23-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული კომბინირებული სარ-ჩელი.

C) სარჩელის დასაშვებობა

აღნიშნული კომბინირებული სარჩელის დასაშვებობის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს სასკ-ის 23-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირო-ბები: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (სასკ-ის 23-ე მუხლის შემთხვევაში); ბ) რეალაქტი (სასკ-ის 24-ე მუხლის შემთხვევა-ში); გ) უარი; დ) პირდაპირი და უშუალო ზიანი; ე) გასაჩივრების ვადა.

I. საქმიანობის სამართლებრივი ფორმა (სასკ-ის 23-ე-24-ე მუხლების 1-ლი ნაწილები)

როგორც უკვე ითქვა, შპს „გოთიკურ ივენთს” სარჩელი აღძრული აქვს იასა-ის გამოცემით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭებისა (1-ლი სასარჩელო მოთხოვნა სასკ-ის 23-ე მუხლი ფარგლებში) და ქმედების განხორციელებით ხელშეკრულების დადების დავალდებულების თაობაზე (მე-2 სასარჩელო მოთხოვნა სასკ-ის 24-ე მუხლის ფარგლებში). ამიტომ, მო-ცემულ შემთხვევაში, შემოწმების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა სარჩელის დასაშვებობის პირველი წინაპირობა.

II. პირდაპირი და უშუალო ზიანი (სასკ-ის 23-ე და 24-ე მუხლების მე-2 ნაწილები)

სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლე-

Page 309: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

308

ბას ან ინტერესს.” სასკ-ის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სარჩე-ლი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლე-ბას ან ინტერესს.” ამდენად, შპს „გოთიკურმა ივენთმა” უნდა შეძლოს იმის მტკიცება, რომ 1-ლი სასარჩელო განაცხადით მოთხოვნილი ნებართვის გა-უცემლობის გამო დაირღვა მისი უფლებები. იგივე მოთხოვნა ვრცელდება მე-2 სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამგვარად, უნდა გაირკვეს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

1) სკ-ის მე-11 მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება (სასაფლაოების დებულების მე-7 მუხლთან ბმაში)

შესაძლოა, არსებობდეს იმის შესაძლებლობა, რომ შპს „გოთიკური ივენ-თის” მოთხოვნა გამომდინარეობს სკ-ის მე-11 მუხლიდან სასაფლაოების დებულების მე-7 მუხლთან ბმაში და მმართველობის თვითშებოჭვის თა-ობაზე მოქმედი პრინციპებიდან. თუმცა, ვისაც სურს საჯარო დაწესე-ბულებით მისი ძირითადი (სადამფუძნებლო) მიზნისგან განსხვავებული სარგებლობა (ანუ, ვინც განსაკუთრებულ სარგებლობას ითხოვს), მას თა-ვიდანვე არ გააჩნია (სპეციალური სარგებლობის შესახებ) თავისი განაც-ხადის თაობაზე დისკრეციულად შეუცდომელი გადაწყვეტილების მოთ-ხოვნის უფლება. სარგებლობის თაობაზე დისკრეციული გადაწყვეტილე-ბის შეუცდომლად მიღების მოთხოვნის უფლება იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობა დაკავშირებული იქნებოდა დაწესებულების მიზნობრიობასთან. ასეთი დაწესებულების მმართველის ფუნქცია არ არის სპეციალური სარგებლობის თაობაზე მოთხოვნის არსებითად შემოწმება და დისკრეციული გადაწყვეტილების შეუცდომლად მიღება. თუმცა დისკ-რეციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის მოითხოვს შე-მოწმების შესაძლებლობას სკ-ის მე-11 მუხლის ფარგლებში. ამდენად, თა-ვიდანვე გამორიცხული არ არის, რომ შპს „გოთიკური ივენთის” მოთხოვნა გამომდინარეობდეს სკ-ის აღნიშნული ნორმიდან სასაფლაოს დებულების მე-7 მუხლთან და ადმინისტრაციის თვითშებოჭვის შესახებ პრინციპებთან ბმაში.

2) სკ-ის 21-ე მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება

გარდა ამისა, შესაძლოა, რომ შპს „გოთიკური ივენთის” მოთხოვნის უფლება გამომდინარეობდეს სკ-ის 21-ე მუხლიდან.

Page 310: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

309

a) შეკრება სკ-ის 21-ე მუხლის გაგებით?

ამ თვალსაზრისით, შესაძლოა, თავიდანვე გამორიცხული არ იყოს, რომ და-გეგმილი „გოთური წვეულება” წარმოადგენს შეკრებას სკ-ის 21-ე მუხლის გაგებით. თუმცა, 21-ე მუხლის გაგებით, შეკრებებად, როგორც წესი, მიჩ-ნეული უნდა იყოს მხოლოდ მრავალი პირის ადგილობრივი შეკრება ერთობ-ლივ, საჯარო აზრის ჩამოყალიბებისკენ მიმართულ დისკუსიაში ან გამოც-ხადებაში მონაწილეობის მიზნით. ამ ვიწრო გაგების მიხედვით, სკ-ის 21-ე მუხლის დაცულ სფეროში მოაზრებისთვის არ არის საკმარისი, რომ მონა-წილეებს თავიანთი ერთობლივი კომუნიკაციური გამოხატულებისას ნების-მიერი მიზანი აერთიანებს. პირიქით, დამატებითი წინაპირობაა, რომ ასეთი შეკრება მიმართული იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ.

შეკრების ამ ვიწრო დეფინიციაში არ შედის წმინდა სახალხო გასართობი ღონისძიებები, ფესტივალები და გასართობი ღონისძიებები ისევე, როგორც ღონისძიებები, რომლებიც მხოლოდ ცხოვრებისეული შეგრძნების გამოაშ-კარავებას ემსახურება, ან, რომლებიც გართობის სახით ორგანიზებული საჯარო (მასობრივი) წვეულების ხასიათს ატარებს. მაგრამ შეკრების თა-ვისუფლების დაცვის სფერო ვრცელდება ისეთ ღონისძიებებზე, რომლებიც თავიანთ საკომუნიკაციო მიზნებს მუსიკისა და ცეკვის გამოყენებით ახორ-ციელებენ. აღნიშნული სახეზეა, როდესაც საკომუნიკაციო გამოხატვის სა-შუალებები იმ მიზნით არის გამოყენებული, რომ გავლენა იქონიოს საჯარო აზრის ჩამოყალიბებაზე. თუმცა მუსიკალური და საცეკვაო ღონისძიება, სკ-ის 21-ე მუხლის გაგებით, შეკრებად ვერ იქცევა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ჩატარების დროს ხდება აზრის გამოხატვა. შედეგად, გადამწყვეტია ღონისძიების მთლიანი სულისკვეთება.

ამდენად, ღონისძიების მთლიანი სულისკვეთების აუცილებელი შესწავლი-სას ასევე გასათვალისწინებელია, რომ შეკრების თავისუფლების დაცვა არ შემოიფარგლება ისეთი ღონისძიებებით, რომლებზეც მხოლოდ დავა და კამათი მიმდინარეობს, არამედ იცავს ერთობლივი მოქმედების მრა-ვალფეროვან ფორმებს, მათ შორის არავერბალური გამოხატვის ფორ-მებსაც. ამ თვალსაზრისით, შეკრების ცნება ღიაა სამომავლო განვითა-რებისთვის. ამასთან, ღონისძიების ძირითადი არსის გამოკვლევისათვის მიუღებლად არის მიჩნეული, მაგალითად, სიტყვით გამოსვლების ხანგრძ-ლივობის გათვალისწინება, რადგან ეს გამოიწვევდა „მდუმარე მარშებისა” და „გირლანდების” ამოგდებას შეკრების ცნებიდან; ასევე ამოვარდებო-და საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებშიც ხშირად მუსიკალური პროგრამის ხანგრძლივობა ბევრად აჭარბებს სიტყ-

Page 311: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

310

ვით გამოსვლების ხანგრძლივობას. შესაბამისად, „გასართობი” არ უნდა იქნეს სრულიად გამორიცხული, თუნდაც, შეკრების ცნების გართობისა-გან გამიჯვნის გამო.

ყოველ შემთხვევაში, შპს „გოთიკური ივენთი” ამტკიცებს, რომ წვეულე-ბის სწორედ სასაფლაოზე ჩატარება ემსახურება იმ მიზანს, რომ სასაფ-ლაო − და ამით სიკვდილიც − ტაბუდადებულ თემად აღარ აღიქმებოდეს და სიცოცხლის ჩვეულებრივ ნაწილად იქნეს მოაზრებული. საკითხი იმის თაობაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას სიკვდილსა და გარდაცვალებასთან (დათრგუნვა თუ მიღება) სავსებით შესაძლებელია წარმოადგენდეს „საჯარო აზრის ჩამოყალიბების” საკითხს, რომელიც მე-ტია, ვიდრე უბრალო ცხოვრებისეული დამოკიდებულების გამჟღავნება. ის, რომ ღონისძიების ლოზუნგი მას სულისკვეთებას ანიჭებს და ამით იწვევს მის „აყვანას” შეკრების რანგში, თავიდანვე გამორიცხულად ვერ იქნება მიჩნეული, ასევე თავიდანვე ვერ ჩაითვლება შეკრების არსებობის ფაქტის გამომრიცხავად ის, რომ რიგდება ბილეთები და მოითხოვება დასწრების სა-ფასურის გადახდა.

ჯამში, „გოთური წვეულების” შეკრებად კვალიფიკაცია თავიდანვე გამო-რიცხული ვერ იქნება. თუ როგორ უნდა შეფასდეს ცალკეულ შემთხვევებ-ში კონკრეტული ღონისძიების სულისკვეთება, ვერ იქნება შემოწმებული სარჩელის უფლების ფარგლებში (იმის გამოც, რომ აღნიშნულის თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში, მტკიცებულებების მოპოვებაა საჭირო), არამედ წარმოადგენს დასაბუთებულობის საკითხს.

b) სკ-ის 21-ე მუხლის საფუძველზე სასაფლაოს ტერიტორიის განკარგულებაში გადაცემის თაობაზე მოთხოვნის უფლების შესაძლებლობა

ასევე თავიდანვე გამორიცხული ვერ იქნება, რომ სკ-ის 21-ე მუხლიდან სწო-რედ რომ სასაფლაოს დებულების მე-7 მუხლის პირველი აბზაცით გათვა-ლისწინებული ნებართვის მიღებისა და სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადების მოთხოვნის უფლება გამომდინარეობდეს. 21-ე მუხლით პრინციპულად გარანტირებულია შეკრებების ჩატარება „საჯა-როდ”. ამავე დროს, 21-ე მუხლიდან გამომდინარეობს ნებისმიერ ადგილზე სურვილისამებრ შესვლის აკრძალვაც. მოქალაქეს არ ეძლევა შესვლის უფ-ლება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის გახსნილი არ არის ან რომელზე შესვლაც, მათი დანიშნულებიდან გამომდინარე, მხოლოდ გარ-კვეული მიზნით არის ნებადართული. შეკრებების გამართვა, მაგალითად

Page 312: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

311

ისეთ ადგილებში, როგორიც არის ადმინისტრაციული შენობები ან შემოღო-ბილი, საზოგადოებისთვის დახურული ნაგებობები, არ არის დაცული 21-ე მუხლით.

ამიტომ თითქმის გამორიცხულია, რომ სკ-ის 21-ე მუხლიდან გამომდინა-რეობდეს სასაფალოებზე ნებისმიერი სახის ღონისძიების ჩატარების მოთ-ხოვნის უფლება. ეს რეგულირდება სასაფლაოების დებულების მეშვეობით, რომლის თანახმად, ის ასრულებს მიცვალებულთა დაკრძალვის ადგილის და მათი ხსოვნის პატივის მიგების ფუნქციას, მათი დაფუძნების მიზანი არ მოიცავს შეკრებების ჩატარებას, თუმცა სასამართლომ66 უახლეს გადაწყ-ვეტილებაში დაუშვა, რომ სასაფლაოს დაფუძნების მიზანი ვერ შეზღუდავს შეკრების უფლების დაცვის სფეროს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია უფრო ის, ნამდვილად არის თუ არა და რამდენად არის გახსნილი სასაფლაოზე ზო-გადი კომუნიკაცია. ამ თვალსაზრისითაც გადამწყვეტია ცალკეული საქმის გარემოებათა შეფასება, რომელიც მხოლოდ დასაბუთებულობის შემოწმე-ბის ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს. ამიტომ თავიდანვე გამორიც-ხული ვერ იქნება, რომ სკ-ის 21-ე მუხლიდან გამომდინარეობდეს სწორედ „სასაფლაოს დებულების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინე-ბული ნებართვისა და სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადების მოთხოვნის უფლება.

c) 2-ის შედეგი

ამდენად, წინასწარ გამორიცხული არ არის, რომ შპს „გოთიკური ივენთის” მოთხოვნები სკ-ის 21-ე მუხლიდან გამომდინარეობდეს.

3) II-ის შედეგი

ამდენად, შპს „გოთიკურ ივენთს” აქვს სარჩელის უფლება ორივე სასარჩე-ლო მოთხოვნასთან დაკავშირებით, როგორც სკ-ის მე-11, ისე 21-ე მუხლე-ბიდან გამომდინარე.

III. ორგანოს უარი ამ აქტის გამოცემის თაობაზე (სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახეზე უნდა იყოს ადმინისტ-რაციული ორგანოს უარი. კაზუსიდან ირკვევა, სამსახურის უფროსი, შექმ-ნილი ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის სირთულის გათვა-ლისწინებით, შპს-ის განაცხადთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას, რომ ყურადღება არ მიაქციოს ამ საქმეს და იმედოვნებს, საკითხი გარკვე-

66 იგულისხმება გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო.

Page 313: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

312

ული დროის გასვლის შემდეგ „თავისით” მოგვარდება. შესაბამისად, ივარა-უდება, რომ სახეზე გვაქვს უმოქმედობითი უარი.

IV. სარჩელის წარდგენის ვადა

სასკ-ის 23-ე მუხლების მე-3 ნაწილების თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინის-ტრაციულსამართლებრივი აქტის გაცნობიდან ან გამოცემაზე უარის მიღე-ბიდან 1 თვის ვადაში. კაზუსიდან ირკვევა, რომ უარიდან სამ-ნახევარი თვის შემდეგ მერიას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქ-მეთა კოლეგიისგან ჩაბარდა შპს „გოთიკური ივენთის” სარჩელი. კაზუსში თავად სარჩელის შეტანაზე არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, ივარაუდება, რომ მოცემულ შემთხვევაში ვადები არ დარღვეულა.

V. C-ს შედეგი

ვინაიდან დასაშვებობის ყველა სხვა წინაპირობა სახეზეა, სარჩელი ორივე სასარჩელო განაცხადთან დაკავშირებით მთლიანობაში დასაშვებია.

D) დასაბუთებულობა

მავალდებულებელი სარჩელი, რომელიც აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნევა დასაბუთე-ბულად, თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება და ის უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამდენად, უნდა დადგინ-დეს უარის კანონსაწინააღმდეგოობა და ამით მოსარჩელის კანონიერი ინ-ტერესის ან უფლებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი (სასკ-ის 33-ე მუხლი). ამდენად, აქ მთავარია, რომ მოსარჩელეს აქვს მოთხოვნის უფლება გამო-უცემელ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე (შესაბა-მისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე, რომლის გამოცემაზეც მას უარი ეთქვა). ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დასაბუთებულია, თუ შპს „გოთიკურ ივენთს” აქვს დაშვებაზე ნებართვის მიღების უფლება (იხ. I).

რაც შეეხება სასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე აღძრულ მავალდებულე-ბელ სარჩელს, მას წარმატება ექნება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების გან-ხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ასეთ შემთხ-

Page 314: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

313

ვევაში სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილე-ბას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან (სასკ-ის 331). შესაბამისად, მე-2 სასარჩელო განაცხადთან დაკავშირებით სარჩელი დასაბუთებულია, თუ შპს „გოთიკურ ივენთს” ექნება თბილისის მიმართ სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადების მოთხოვნის უფლება (იხ. II).

I. სასაფლაოს დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ნებართვის გაცემის მოთხოვნის უფლების არსებობა

ამიტომ, პირველ რიგში, საკითხავია, რამდენად არსებობს სასაფლაოს დე-ბულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალუ-რი ნებართვის გაცემის მოთხოვნის უფლება. თავად დებულება არაფერს ამბობს იმის თაობაზე, თუ რა პირობების არსებობისას უნდა იქნეს გაცემუ-ლი ნებართვა, არამედ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ მყარად ადგენს გარკვეული სახის სარგებლობისთვის (პირველი წინადადება) ნებართვის საჭიროებას და ასახელებს შემთხვევებს, რომლებშიც გამორიცხულია ნე-ბართვის გაცემა, კერძოდ მაშინ, როდესაც დაგეგმილი სპეციალური სარ-გებლობით მიუღებელი ზიანი ადგება სასაფლაოს დაფუძნების მიზანს (მე-2 წინადადება).

ეს შეიძლება ნიშნავდეს როგორც იმას, რომ მოცემულ შემთხვევაში ნე-ბართვის გაცემა ფართო დისკრეციის საგანია, თუმცა ასევე უარის თქმის საფუძვლის არსებობისას, ანუ დაფუძნების მიზანთან წინააღმდეგობისას, მისი გაცემა დაუშვებელია. ამდენად, სახეზე გვაქვს რეპრესიული აკრძალვა აკრძალვის მოხსნის შესაძლებლობით, რაც განსხვავდება დამთავრებული აკრძალვისგან და ორგანო იძულებულია, მიიღოს გადაწყვეტილება დისკ-რეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე დროს, „სასაფლაოს დე-ბულების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის განმარტებისა და გამოყენებისას გასათვალისწინებელია, პირი განაცხადით ითხოვს თუ არა სპეციალურ ნე-ბართვას სკ-ის 21-ე მუხლის გაგებით. საქმე ისაა, რომ შეკრება არ საჭი-როებს წინასწარ თანხმობას. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, წარ-მოადგენს თუ არა „გოთური წვეულება”, რომლის ჩატარების ნებართვასაც ითხოვდა განმცხადებელი, შეკრებას 21-ე მუხლის გაგებით (1). აღნიშნულის ფონზე შეიძლება, შემდეგ შემოწმდეს, არსებობს თუ არა სასაფლაოს დებუ-ლების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებუ-ლი ნებართვის გამორიცხვის საფუძველი (2).

Page 315: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

314

1) „გოთური წვეულების”, როგორც შეკრების, პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობა?

პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს, გვაქვს თუ არა „გოთური წვეულების” შემთხვევაში საქმე შეკრებასთან სკ-ის 21-ე მუხლის გაგებით. მაშინ, ზე-მოთ თქმულის მიხედვით (C II 2), ის უნდა წარმოადგენდეს ღონისძიებას, რომელშიც მუსიკა და ცეკვა საკომუნიკაციო მიზნებისთვის ისე არის გა-მოყენებული, რომ გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყა-ლიბების თვალსაზრისით შპს „გოთიკური ივენთის” მიერ აქ დასახელებულ შეკრების თემაზე, კერძოდ სიკვდილის ტაბუდადებულ საკითხად აღქმაზე და რომელშიც ამ ფორმებით აზრის გამოხატვა არა მხოლოდ შემთხვევით, ამ ღონისძიების გამო ხორციელდება, არამედ ზოგადად ამ სულისკვეთებით არის გამსჭვალული.

იმის დასადგენად, თუ რა მიზნის მატარებელია ღონისძიება,67 გამოყენე-ბულ უნდა იქნეს „სამსაფეხურიანი შემოწმების” მეთოდი: პირველი საფე-ხური − დაგეგმილი ღონისძიების ყველა იმ თავისებურების შეფასება, რო-მელიც გამიზნულია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში მონაწილე-ობისთვის. ამასთან, არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ისეთი ელემენტე-ბი, რომელთა მიზანი სინამდვილეში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბე-ბაში მონაწილეობა კი არ არის, არამედ ისინი, უბრალოდ, წინ წამოწეულია იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მათი მეშვეობით შეკრების თავისუფ-ლების დაცვის მოთხოვნა. ამ თვალსაზრისით, მხოლოდ წინ წამოწეული ელემენტების გამოაშკარავებისას, შეკრების თავისუფლების განსაკუთრე-ბული მნიშვნელობის გათვალისწინებით, შეფასებისას რეკომენდებულია თავშეკავება და მკაცრი მასშტაბის გამოყენება; მეორე საფეხური − უნდა შეფასდეს მთელი ღონისძიება, რომლის დროსაც მოწმდება ღონისძიების ისეთი მახასიათებლები, რომლებიც არ არის მიმართული აზრის ჩამოყა-ლიბებისკენ, როგორიც არის მაგალითად: ცეკვა, მუსიკა და სხვა გართობა და, რომლებიც მთლიანობაში უნდა იქნეს შეწონილი; და მესამე საფეხუ-რი − რომელშიც, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ელემენტების პირველ ორ საფეხურზე დადგენილი ხვედრითი წილი უნდა დაუპირისპირდეს დანარჩენი (განსხ-ვავებული) ელემენტების ხვედრით წილს და უნდა მოხდეს მათი შედარე-ბა საშუალო დამკვირვებლის გადასახედიდან. თუ პირველად ხსენებული ელემენტების წილი მეტია, მაშინ ღონისძიება თავისი მთლიანი სულისკვე-თებით არის შეკრება. თუ საქმე პირიქით არის, მაშინ ასეთი ღონისძიება

67 ამ ნაწილის მსჯელობა ემყარება გერმანულ სასამართლო პრაქტიკას.

Page 316: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

315

ვერ ისარგებლებს შეკრების უფლების დაცვით. თუ ერთ-ერთი მათგანის უპირატესი წილის ცალსახად დადგენა შეუძლებელია, მაშინ ღონისძიება მიჩნეულ უნდა იქნეს შეკრებად.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ, მაგალითად, გერმანიის ადმინისტრაციულმა სასამართლომ „Fuck-Parade”-ც კი შეკრებად მიიჩნია, რომლის ორგანიზა-ტორებსაც შეკრების რეგისტრაციისას შემდეგი თემები ჰქონდათ მითითე-ბული: „არანაირი ცენზურა კომერციის მხრიდან”, „სიყვარულის პარადი შორს ზოოპარკიდან”, „ცხოვრება ნაცვლად დედაქალაქის სიგიჟისა” და „არავითარი წვეულება არ არის არალეგალური”. ეს მოთხოვნები, მათი შე-ხედულებით, მიმართული იყო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ და ღონისძიების კონცეფციის მიხედვით უდავო იყო, რომ ისინი ლოზუნგე-ბის სახით უნდა გამოხატულიყო, რომლებიც სხვადასხვა სატვირთო მან-ქანაზე განთავსდებოდა და ასე იქნებოდა აღქმული გარე სამყაროს მიერ. მართალია, ეს მოთხოვნები, ყველა თვალსაზრისით, თავისთავად გასაგები არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ისინი ქაღალდის ბუკლეტებ-ზე უფრო დეტალურად უნდა ყოფილიყო განმარტებული და გამიზნული იყო ღონისძიებაზე დასარიგებლად. ასევე იყო მითითება ღონისძიების ორგანიზატორის ვებგვერდზე, რომელზეც ეს მოთხოვნები უფრო დეტა-ლურად იყო განმარტებული. 68 ასევე, ამ პრინციპების გაყენებით, შეკრე-ბად იქნა მიჩნეული ე.წ. „სკინჰედების” კონცერტი:69 მისი შეხედულებით, სკინჰედების კონცერტებისთვის დამახასიათებელია მუსიკის საშუალებით პოლიტიკური გზავნილების გავრცელება. სასამართლოს აზრით, ერთი მხრივ, მემარჯვენე-ექსტრემისტი სკინჰედების ჯგუფების ტექსტებით ხდება მემარჯვენე-ექსტრემისტული სკინჰედების სფეროს თავისებურე-ბებისა და ცხოვრებისეული შეხედულებების თემატიზება, ხოლო, მეორე მხრივ, მუსიკა წარმოადგენს პროპაგანდის უმნიშვნელოვანეს საშუალე-ბას, რომლითაც ხდება მემარჯვენე-ექსტრემისტული შინაარსების ტრანს-პორტირება სკინჰედების სცენაზე. ასე მაგალითად, ბევრი მათგანი მიმარ-თულია მათი სცენისთვის დამახასიათებელი მტრის ხატების წინააღმდეგ, როგორებიც არიან: უცხოელები, ებრაელები, ისრაელი, აშშ, ჰომოსექსუ-ალები, პანკები, პრესა. სცენისათვის დამახასიათებელ მუსიკას და, განსა-კუთრებით კონცერტებს, იდენტობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასეთი კონცერტები ემსახურება ასევე ახალი მიმდევრების მოზიდვას და მათ იდეოლოგიურ განმტკიცებას, აგრეთვე მემარჯვენე-ექსტრემისტული ორიენტაციის ხელშეწყობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა და მოზარდ

68 BVerwG, 6 C 23/06 v. 16.5.2007, Abs. 19 ff.69 VGH Mannheim, 1 S 349/10 v. 12.7.2010, Abs. 30 ff.

Page 317: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

316

მსმენელებში. ჩვეულებრივი პოპკონცერტისგან განსხვავებით, სკინჰედე-ბის კონცერტზე სხვა დამსწრეები აღიქმება როგორც „თანამოაზრეები”, რომლებთანაც შეკრება სასურველია იმისათვის, რომ მუსიკით ერთობლი-ვად ტკბობისას უფრო გამყარდეს მათი რწმენა და გამოხატულ იქნეს ერთ-ნაირი შეხედულებები. და ბოლოს, მაინინგენის მსგავსი არგუმენტაციითა და ამომწურავი დასაბუთებით, ასევე შეკრებად მიიჩნია70 მემარჯვენეთა როკფესტივალი, რომლის ლოზუნგი იყო: „როკი უცხოური გავლენის წი-ნააღმდეგ − შევინარჩუნოთ იდენტობა და კულტურა”, რომელშიც მრავალი ჯგუფი და გამომსვლელი მონაწილეობდა.

ამ პრინციპების გათვალისწინებით, აქ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ დაგეგ-მილი „გოთური წვეულება” არის შეკრება. მკაცრი მასშტაბის გამოყენების შემთხვევაშიც კი, შპს „გოთიკური ივენთის” მიერ შეკრების თემა ხელოვნუ-რადაა წინა პლანზე გამოტანილი: ეს იქიდანაც ნათლად ჩანს, რომ მოთხოვ-ნის „შეკრების უფლებასთან” დაკავშირებული დასაბუთება შპს „გოთიკურ-მა ივენთმა” მხოლოდ სასარჩელო განაცხადში „წამოწია წინ”, მაშინ, რო-დესაც თავად განაცხადის გაკეთებისას ის საერთოდ არ უხსენებია. ასევე, ღონისძიების მთლიანი კონცეფციის მიხედვითაც, ადგილზე მყოფი უცხო პირისთვის ორგანიზატორის მიერ ღონისძიების წინ საზოგადოებისთვის გაკეთებული განცხადებებიდანაც არ ჩანს, რომ მისი მიზანია თანამედროვე საზოგადოებაში სიკვდილის თემის ტაბუდადებულად აღქმის მიმართ ყუ-რადღების მიპყრობა. მეტიც, რეკლამა და ბილეთების წინასწარი გაყიდვაც, მარტივად და ღონისძიების შეკრების ხასიათზე ყოველგვარი მითითების გარეშე, ჩვეული (სცენისათვის) დამახასიათებელი არხების საშუალებით უნდა განხორციელებულიყო. სასარჩელო განაცხადის განმარტებებში არ-საიდან არ იკვეთება, რომ დამსწრე საზოგადოებას უნდა მიეთითოს იმის თაობაზე, რომ ღონისძიება შეკრების ხასიათს ატარებს და რა თემას ეხება იგი. ამის აღნიშვნა ვერც იმის გამო იქნებოდა ზედმეტად მიჩნეული, რომ ეს ღონისძიება „გოთური წრის” წარმომადგენლებისთვის იყო გამიზნული, რადგან ის ძალიან ბუნდოვანია და მის წევრებთან დაკავშირებითაც თავის-თავად ცხადი არ არის, რომ მათ თანამედროვე საზოგადოებისთვის სიკვ-დილის მნიშვნელობის გარკვეული გაგება აქვთ, ისევე როგორც არ არის თა-ვისთავად ცხადი, რომ მათ აქვთ ამ აღქმის, თანამოაზრეებთან შეკრებების საშუალებით, საჯაროდ წარმოჩენის სურვილი.

შესაბამისად, დაგეგმილ „გოთურ წვეულებას” ვერ მიენიჭება შეკრების კვა-ლიფიკაცია სკ-ის 21-ე მუხლის გაგებით. შედეგად, ამ საქმეში, სასაფლაოს

70 VG Meiningen, 2 E 221/17 ME v. 3.7.2017, S. 8 ff.

Page 318: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

317

დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის გამოყენებისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული შეკრების თავისუფლების განსაკუთრებული მნიშვნე-ლობა.

2) სასაფლაოს დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის გაგებით, დაფუძნების მიზნისათვის ზიანის მიყენების მიუღებლობა

ამდენად, უნდა შემოწმდეს, ხომ არ ეწინააღმდეგება „გოთური წვეულების” ჩატარებას სასაფლაოს დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის-წინებული ნებართვის გამორიცხვის საფუძველი, იმის გამო, რომ ეს სასაფ-ლაოს მიზანს და მასზე არსებულ წესრიგს მიუღებლად აზიანებს. როგორც უკვე აღინიშნა, დაფუძნების მიზანი ის იყო, რომ სასაფლაოები უნდა ემ-სახურებოდეს გარდაცვლილებს, როგორც ღირსეულად დაკრძალვისა და მათი ხსოვნის პატივისცემის ადგილი. აღნიშნულის შესაბამისად, დაფუძნე-ბის მიზანს ყველა შემთხვევაში მაშინ ადგება დაუშვებელი ზიანი, როდესაც ხდება შეუფერებელი (უღირსი) სარგებლობა ან ისეთი სარგებლობა, რო-მელიც ხელს უშლის საზოგადოების მიერ სასაფლაოს გამოყენებას, მაგა-ლითად, როდესაც ასეთი სარგებლობა იწვევს იმას, რომ გარკვეულ საფლა-ვებთან მისვლა ხანგრძლივი დროის განმავლობაში საერთოდ არ, ან ძალიან რთულად, არის შესაძლებელი.

a) სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება?

შეუფერებელი სარგებლობა ნამდვილად არის მაშინ, როდესაც მისი გან-ხორციელება შეიძლება იყოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხ-ლით გათვალისწინებული ქმედება − „ცხედრის ან საფლავის წაბილწვა”, ანუ „დაკრძალვის ადგილზე” „შეურაცხმყოფელი უხამსობის” ჩადენა. „წა-ბილწვა” განმარტებულ უნდა იქნეს როგორც „უხეში უპატივცემულობა” ან როგორც უხეში დამოკიდებულების გამომხატველი შეუფერებელი ქმედება. ამასთან, აუცილებელი არ არის, რომ შეურაცხყოფა კონკრეტულად დაკრ-ძალული პირის დაკრძალვის ადგილს ან მის ახლობლებს ეხებოდეს, არამედ საკმარისი იქნება, თუ მის ჩამდენს ამით ადამიანობისთვის თავისი უპატივ-ცემულობის ან, შესაბამისად, ადამიანის ღირსების, როგორც უფლებრივი სიკეთის, მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა სურს.

ეს ზღვარი სასაფლაოს ტერიტორიაზე მხოლოდ წვეულების ჩატარებით, სავარაუდოდ, არ იქნება გადალახული (რა თქმა უნდა, თუ ეს ღონისძიება საფლავებზე ცეკვას არ ითვალისწინებს), იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მრავა-ლი ადამიანის მიერ უხეშად შეუფერებლად იქნება აღქმული. მხოლოდ სიკვ-

Page 319: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

318

დილისა და სიცოცხლის ერთმანეთისგან განუყოფლად აღნიშვნა საფლავზე არ წარმოადგენს შეურაცხმყოფელ უხამსობას.71

b) დაკრძალვის ადგილის ღირსების და გარდაცვლილის ხსოვნის პატივისცემის დაუშვებელი შეზღუდვა?

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღონისძიების ჩატარება, რომელიც არ ეწი-ნააღმდეგება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლს, შეიძლება მაინც არ არღვევდეს სასაფლაოს დაფუძნების მიზანს. ამ თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაფუძნების მიზნისგან განსხ-ვავებული „სერიოზული” ხასიათის ღონისძიებების ჩატარება, როგორიც არის, მაგალითად, კლასიკური მუსიკის კონცერტები, პოეზიის საღამოები, ისევე როგორც სასაფლაოს დათვალიერება (მაგალითად, ცნობილი ადამი-ანების საფლავების მონახულება), სავსებით შესაბამისად არის მიჩნეული სასაფლაოების დაფუძნების მიზნებთან. თავად საქმეში განმარტებულია, რომ სასაფლაოს ადმინისტრაციამ მისი დაფუძნების მიზანთან შეუსაბამოდ არ მიიჩნია ფილმის გადაღებებისთვის სასაფლაოს ტერიტორიის დათმობა, რადგან ეს ფილმი გლოვის დაძლევას ეხებოდა და ადმინისტრაციის შეფასე-ბით, ხელოვნების თვალსაზრისითაც მაღალი ღირებულება ჰქონდა.

ამდენად, სასაფლაოს ნებისმიერი არამიზნობრივი გამოყენება არ არის იმავდროულად მისი ღირსების შემლახველი. სასაფლაოზე ხელოვნებასთან ან გლოვის დაძლევასთან დაკავშირებული საქმიანობის გარკვეული ფორ-მები შეიძლება მიჩნეულ იქნეს მისი დაფუძნების მიზნის შესაბამისად, სხვა ფორმები კი (მაგალითად, დაკრძალვის უჩვეულო რიტუალები ან მძიმე მე-ტალის გაჟღერება დაკრძალვაზე) − არა. ამ თვალსაზრისით, რთული იქ-ნება განსხვავება დასაშვებ, კონსერვატიულ, თავშეკავებულ, სერიოზულ ღონისძიებებსა და გარკვეული წრეებისა და სუბკულტურების დაუშვებელ ღონისძიებებს შორის, რომლებიც ხელოვნური გამოხატვისა თუ გლოვის დაძლევის უჩვეულო ფორმებს იყენებენ, ამიტომ სავსებით გასაგები იყო, თუ რატომ გასცა ქალაქმა გადაღებების ნებართვა არა ხელოვნების ფორ-მაზე, არამედ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ გადასაღები ფილმი სიკვდი-ლისა და გლოვის დაძლევის თემატიკას ეხებოდა და ამით „საკმარისად” იყო დაკავშირებული სასაფლაოსა და მის მიმართ არსებულ მუნიციპალურ ფუნქციასთან.

თუმცა ეს, თავის მხრივ, არ ნიშნავს იმას, რომ ამიტომ შპს „გოთიკური ივენ-თის” მიერ მოთხოვნილი სასაფლაოს წმინდა კომერციული მიზნით გამო-

71 Hörnle, in: Münchener Kommentar zum StGB, 2. Aufl. 2012, § 168 Rn. 21.

Page 320: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

319

ყენება ისეთი ღონისძიების ჩასატარებლად, რომელიც სპექტაკლის (სანა-ხაობრივ) ხასიათს ატარებს („გოთური წვეულება” ჰელოუინთან დაკავშირე-ბით!) და რომელსაც მიცვალებულთა პატივისცემასთან ან სიკვდილისა თუ გლოვის დაძლევასთან კონკრეტული კავშირი არ გააჩნია, შეიძლება იქნეს მიჩნეული სასაფლაოს დაფუძნების მიზანთან შეუსაბამოდ. ეს გამოიწვევდა სასაფლაოს, როგორც „განსასვენებელი” და მოხსენიების ადგილის, გაუფა-სურებას. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ღონისძიება სასაფლაოს რეგულარული სამუშაო საათების შემდეგ იყო დაგეგმილი და, ამდენად, „ნორმალურ” ვიზიტებს − ვერც შემდეგ დღეს − ხელს ვერ შეუშლიდა; ვინა-იდან სასაფლაოთი მუნიციპალური და მისი დაფუძნების მიზნის შესაბამისი სარგებლობისთვის დაუშვებელი ხელის შეშლა შეიძლება იყოს იმის ცოდ-ნაც, რომ სასაფლაო წმინდა კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება, რო-მელსაც სასაფლაოს ნამდვილ ფუნქციასთან არავითარი კავშირი არ აქვს. საბოლოო ჯამში, აქ დაუშვებელი ხელის შეშლა ატარებს იდეალურ ხასიათს და, მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სასაფლაოს მისი ნამდვილი დანიშნულებისთვის იყენებს, მიუღებელია.

c) 2-ის შედეგი

ამდენად, სახეზეა სასაფლაოს დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათ-ვალისწინებული ნებართვის გაცემის გამორიცხვის საფუძველი, ამიტომ გა-ნაცხადით მოთხოვნილი „გოთური წვეულების” ჩასატარებლად ნებართვის გაცემა არ არის შესაძლებელი.

3) I-ის შედეგი

ამდენად, სასაფლაოს დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვა-ლისწინებული ნებართვის გაცემა გამორიცხულია, ამიტომ ასეთი ნებართ-ვის მოთხოვნის უფლება, მოცემულ შემთხვევაში, არც სკ-ის მე-11 მუხლისა და საჯარო მმართველობის თვითშებოჭვის პრინციპების საფუძველზე არის შესაძლებელი.

II. ხელშეკრულების დადების დავალდებულების მოთხოვნის საფუძვლიანობა

ვინაიდან შპს „გოთიკურ ივენთს” არ აქვს სასაფლაოს სპეციალური სარგებ-ლობის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, ამდენად, ამის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების არარსებობის გამო, ხელშეკრულე-ბის დადების მოთხოვნის უფლებაც ვერ იარსებებდა.

Page 321: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

320

III. D-ს შედეგი

ამდენად, შპს „გოთიკური ივენთის” ორივე სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუ-თებელია.

E) დასკვნა

შპს „გოთიკური ივენთის” სარჩელი დასაშვები, თუმცა დაუსაბუთებელია, ამიტომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

აქედან გამომდინარე, იურიდიული სამსახურის უფროსმაც შესაბამისი რჩე-ვა უნდა მისცეს მერს და არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს-ის მოთხოვნები სასამართლო განხილვის გარეშე. თუმცა, მორიგების ან სარჩელზე უარის თქმის მიუხედავად, სასამართლო მაინც არ შეწყვეტდა საქმეს და კანონი-ერებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გააგრძელებ-და მის განხილვას და მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას.

Page 322: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

321

კაზუსი 15

ფარდულის დემონტაჟი

79 წლის გიორგი დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, თბილისის მუ-ნიციპალიტეტში, ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. ნაკვეთზე მდე-ბარეობს საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მესაკუთრე, თავის 78 წლის მეუღლე ანასთან ერთად, ცხოვრობს. სახლს მიშენებული აქვს ფარდული, რომელსაც აღარავინ იყენებს.

გასული წლის ზაფხულის ძლიერი წვიმების შედეგად ფარდულის საძირკვე-ლი ჩამოირეცხა, რომელმაც მისი უკანა კედელიც მთლიანად ჩამოშალა ისე, რომ ფარდულის სახურავსაც ნაწილობრივ არასაკმარისი საყრდენი დარჩა და გაჩნდა მისი ჩამოშლის საფრთხეც. ეს გარემოება ზედამხედველობის სამსახურის ყურადღების ქვეშ, მეზობელთა მითითების შედეგად, მიმდინა-რე წლის 2 აგვისტოს მოექცა. გიორგი ამ მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე ხანგრძლივ უგონო მდგომარეობაში ჩავარდა, რომლის დასასრული არაპროგნოზირებადი იყო. ამიტომ თბილისის მერიის საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენელი რეზო ჯერ კიდევ 3 აგვისტოს გაემართა მიწის ნაკვეთისკენ და გაეცნო მდგომარეობას, რომელიც მან სახიფათოდ მიიჩ-ნია. მას შემდეგ, რაც მას აცნობეს, რომ გიორგი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რეზომ მომდევნო დღესვე გადასცა ანას ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისი მეუღლის სახელზე მიღებული გადაწყვეტილება.

ამ გადაწყვეტილებაში გიორგის მოუწოდებდნენ, რომ 30 აგვისტომდე ფარ-დული სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირების დახმარებით დაენგრია, რათა აღმოფხვრილიყო მისი ჩამოშლის საფრთხე. იმავდროულად, იმ შემთ-ხვევისთვის, თუ იგი არ გაითვალისწინებდა დადგენილებას, გადაწყვეტილე-ბაში მითითებული იყო, რომ მას დაეკისრებოდა ადმინისტრაციული ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილების თანახმად, იგი დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო, გადაწყვეტილება ასევე შეიცავდა განმარტებას გასაჩივრების წესზე, რაც დეტალურად იყო დასაბუთებული; ფორმალობე-ბის დაცვით დადგენილ იქნა ასევე ადრესატისთვის მისი ჩაბარება. შესაბა-მისად, 3 აგვისტოს ანამ ხელი მოაწერა მიღების დამადასტურებელ საბუთს. რეზომ გადაწყვეტილებაზე დასვა ჩაბარების თარიღი და განუმარტა ანას, რომ იგი ამით წერილს მისი მეუღლისთვის ჩაბარებულად მიიჩნევდა.

ქალბატონი ანა ძალიან დაკავებული იყო მეუღლის მოვლით და ამიტომ მან არაფერი მოიმოქმედა. 5 სექტემბერს გიორგი ისე გარდაიცვალა, რომ

Page 323: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

322

გრძნობაზე აღარ მოსულა. ანდერძის თანახმად, მისი ერთადერთი მემკვიდ-რე გახდა მისი მეუღლე, რომელმაც სამკვიდრო მიიღო, შემდეგ კი იგი თავის დასთან, ქუთაისში, გაემგზავრა. 19 სექტემბერს რეზომ, არქიტექტორთან ერთად, კიდევ ერთხელ დაათვალიერა ადგილი. არქიტექტორის აზრით, ფარდული ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ჩამოშლილიყო და ამით საფრთხეს უქმნიდა მესამე პირთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ვინაიდან არ იყო გამორიცხული, რომ მისი ნაწილები გზაზე ან მეზობლად არსებულ სათა-მაშო მოედანზე გადავარდნილიყო. რეზომ აღნიშნა, რომ ფარდულის სახუ-რავზე არსებული ბზარი მნიშვნელოვნად იყო გაფართოებული.

აღნიშნულის პასუხად ზედამხედველობის სამსახურმა დაუყოვნებლივ და-ავალა ასეთი შენობების დემონტაჟის განმხორციელებელ ერთ-ერთ საწარ-მოს, რომ დაენგრია ფარდული, რაც 23 სექტემბერს განხორციელდა კიდეც. 16 ოქტომბერს, წესის დაცვით განხორციელებული მოსმენის შემდეგ, ანამ მიიღო ზედამხედველობის სამსახურის დეტალურად დასაბუთებული და გასაჩივრების წესის შესახებ განმარტების შემცველი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ჯარიმის გარდა, მას დაეკისრა 7000 ლარის გადახდა. ჯარიმის გადახდის ვალდებულება დაეკისრა ანას, როგორც უფლებამონაც-ვლე პირს. 7000 ლარი კი მას უნდა გადაეხადა დემონტაჟის განმახორცი-ელებელი კომპანიისთვის. დემონტაჟის ხარჯები სწორად იყო მითითებული და სათითაოდ ჩაშლილი.

ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ ანამ, ფორმისა და ვადის დაცვით, შეიტანა საჩივარი, რომელიც დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულის პასუხად 13 დეკემბერს ანამ თბილისის საქალაქო სასამართ-ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში აღძრა სარჩელი „16 ოქტომბ-რის წერილის წინააღმდეგ”. მისი თქმით, ის, რაც მის ქმარს ჯარიმის სახით დაეკისრა, მას არ ეხებოდა. სხვა მხრივ, მას დემონტაჟის განმახორციელე-ბელი საწარმო არ დაუქირავებია და ამიტომ მათი ანაზღაურების გადახდაც არ ევალებოდა, – იქ ხომ ნებისმიერი შეიძლებოდა მოსულიყო.

აქვს თუ არა ანას სარჩელს ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოში წარ-მატების პერსპექტივა?

Page 324: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

323

ამოხსნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 324A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 324

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი) . . . . . . . . . . . 324II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 325III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 325IV. სარჩელის ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 325V. A-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 326

B) სარჩელის სათანადო სახე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 326I. სარჩელი ბათილად ცნობის თაობაზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 326II. B-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 326

C) სარჩელის დასაშვებობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 326I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (სასკ-ის 22-ე

მუხლის 1-ლი ნაწილი). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 327II. სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება (სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2

ნაწილი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 327III. სარჩელის წარდგენის ვადა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 327IV. C-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 328

D) დასაბუთებულობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 328I. ჯარიმის გადახდის მოთხოვნის კანონიერება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 328

1. გიორგის ვალდებულება ჯარიმის გადახდაზე . . . . . . . . . . . . . . . . . . 329a) სდასსკ-ის 137-ე მუხლის გამოყენება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 329b) იას-ას (მითითების) იურიდიული ძალის აუცილებლობა . . . . . . . . . . . 329c) დემონტაჟის გადაწყვეტილების იურიდიული ძალა გიორგის მიმართ . . . . 330

aa) გაცნობის ოფიციალური წესის არსებობა. . . . . . . . . . . . . . . . . 330bb) გიორგი – შეტყობინების სწორი ადრესატი? . . . . . . . . . . . . . . . 331cc) თავისებურებები საფრთხეების თავიდან აცილების სამართალში? . . . 332dd) b-ს შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 332

c) 1-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3322. ანას მიერ ჯარიმის გადახდის სამართლებრივი საფუძველი. . . . . . . . . . . 3333. I-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 333

II. მესამე პირის მიერ დავალების შესრულებისას გაწეული აუცილებელი ხარჯების დაფარვის დავალდებულების კანონიერება . . . . . . . . . . . . . . . 3331) სდასსკ-ის გამოყენების სფერო და წინაპირობები . . . . . . . . . . . . . . . . 333

a) ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება დემონტაჟის დავალდებულების თაობაზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 333

b) დემონტაჟის დადგენილების სამართლებრივი საფუძველი. . . . . . . . . . 334c) დაუყოვნებელი აღსრულების აუცილებლობა. . . . . . . . . . . . . . . . . 334d) დისკრეციის განხორციელება წესების შესაბამისად . . . . . . . . . . . . . 335

2) ვალდებულების სათანადო პირის მიმართ დაკისრება . . . . . . . . . . . . . . 3363) II-ის შედეგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 337

III. D-ს შედეგი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 337E) დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 337

Page 325: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

324

ამოხსნა

ანას სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუ ის დასაშვები და დასაბუთე-ბულია.

A) სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპი

I. უწყებრივი ქვემდებარეობა/განსჯადობა (სასკ-ის მე-2 მუხლი)

ანას სასარჩელო განცხადება შესაძლებელია იყოს საერთო სასამართლო-ებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე. ამისთვის მოცემულ შემ-თხვევაში დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ უნდა მიეკუთვნებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას. სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემ-თხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. კაზუსიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით მიღებულ იქნა 20 ნოემ-ბერს. ანამ კი ეს უკანასკნელი გაასაჩივრა 13 დეკემბერს. ამდენად, ცხადია, რომ მოსარჩელის მიერ დაცულია ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერა-დად წარდგენის ვალდებულება, რითაც გამოირიცხება ადმინისტრაციული ორგანოს ქვემდებარეობა, რაც საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ პირ-მა დავა გადაიტანოს სასამართლოში. შესაბამისად, აღნიშნული დავა არის საერთო სასამართლოების ქვემდებარე.

ამავე დროს, უნდა დადგინდეს განსჯადობის საკითხი − რომელმა მოსამარ-თლემ უნდა განიხილოს დავა. ანას დავა საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნება განსახილველი, თუ ის პასუხობს სასკ-ის მე-2 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელე, სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმე-ბას. ფორმალურად ეს საკმარისი საფუძველია საგნობრივი განსჯადობის საკითხის გასარკვევად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილია შინაარსობრივი კრიტერიუმების გამოყენებაც. სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმო-ების წესით განიხილება საქმე იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან და-კავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ამიტომ ამ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, დავა არის თუ არა საჯაროსამართლებრივი ბუნებისა. საჯაროსამართლებრივი დავა

Page 326: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

325

სახეზეა, როდესაც დავის გადაწყვეტისთვის არსებითი ნორმა საჯაროსა-მართლებრივი ნორმაა. ხარჯების შესახებ გადაწყვეტილება არის იასა-ის აღსრულების ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიება. ამდენად, და-ვისთვის გადამწყვეტია აღსრულების სამართლის ნორმები, რომლებიც განეკუთვნებიან საჯარო სამართალს, ვინაიდან ისინი მხოლოდ საჯარო ძალაუფლების მატარებელს ანიჭებენ უფლებამოსილებას და აკისრებენ ვალდებულებას.

სახეზე არ არის არც სასკ-ის მე-6 მუხლით განსაზღვრული მაგისტრატ მო-სამართლეთა განსჯადობა. ამდენად, დავას განსჯადობის მიხედვით განი-ხილავს საქალაქო სასამართლო პირველი ინსტანციით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

შესაბამისად, ეს დავა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტ-რაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი საქმე.

II. მხარეთა საპროცესოუნარიანობა

ანა, როგორც ფიზიკური პირი, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, სსსკ-ის 79-ე-81-ე მუხლების თანახ-მად, საპროცესოუნარიანები არიან.

III. სათანადო მოპასუხე (სასკ-ის მე-14 მუხლი)

ანა სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხედ ასახელებს თბი-ლისის მერს. სასკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრა-ციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელ-მაც გამოსცა ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. ამ შემთხვევაში სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს იმ ორგანოს წინააღმდეგ, რომელმაც გამოიტანა გა-დაწყვეტილება. ამ შემთხვევაში ეს უწყება არის როგორც თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებე-ლი ორგანო), ისე თბილისის მერი, როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც ძალაში დატოვა ინსპექციის გადაწყვეტილება.

IV. სარჩელის ფორმა

კაზუსიდან სარჩელის ფორმასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხარვეზი არ იკვეთება. შესაბამისად, ივარაუდება, ანას სარჩელი აკმაყოფილებს სსსკ-ის 177-ე-178-ე და 445-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს (სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილთან ბმაში).

Page 327: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

326

V. A-ს შედეგი

სარჩელის დასაშვებობის წინა ეტაპისთვის დადგენილი მოთხოვნები დაკმა-ყოფილებულია.

B) სარჩელის სათანადო სახე

სარჩელის სათანადო სახე (უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი საშუალება) დგინდება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების, აგრეთვე საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების, შეფასე-ბის შესაბამისად (სასკ-ის 281 მუხლი), ისე, რომ ის თავსებადი იყოს მოსარ-ჩელის უფლების დაცვის მიზანთან. ამ მიზნით, მოსამართლეს შეუძლია, დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში (სასკ-ის 281 მუხლი).

I. სარჩელი ბათილად ცნობის თაობაზე

შესაძლებელია, მოცემულ შემთხვევაში უფლების დაცვის საპროცესოსა-მართლებრივი საშუალება იყოს სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული სარ-ჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. ამისთვის სარჩელის მიზანი უნდა იყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. მოცემულ შემ-თხვევაში სარჩელის სათანადო სახე უნდა დადგინდეს სწორედ იმის გათ-ვალისწინებით, თუ რა სახის აქტის ბათილობას გულისხმობს მოსარჩელის მოთხოვნა და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, მიიღწევა თუ არა ამის გან-ხორციელებით მოსარჩელის მიზანი.

კაზუსიდან ირკვევა, რომ ანამ სარჩელი „16 ოქტომბრის წერილის წინააღ-მდეგ” აღძრა, რადგან მას არ სურს წერილით მოთხოვნილი საჯარიმო და დემონტაჟის თანხის გადახდა (მთლიანობაში 12 000 ლარის ოდენობით). ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეიძლება მიღწეულ იქნეს სზაკ-ის მე-2 მუხ-ლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდულური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გაუქმებით.

II. B-ს შედეგი

იასა-ის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის სახე შეესაბამება ანას მი-ზანს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ის არის სარჩელის სათანადო სახე.

C) სარჩელის დასაშვებობა

მავალდებულებელი სარჩელის დასაშვებობის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები: ა) ინდივი-

Page 328: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

327

დუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი; ბ) პირდაპირი და უშუ-ალო ზიანი; დ) გასაჩივრების ვადა.

I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (სასკ-ის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

სასკ-ის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სარჩელი შეიძლე-ბა აღიძრას ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.” როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს მშენებლობის ნებართვის განსაზღვრული „გაუქმების პირობის” გაუქმებას, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, არის იზოლირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომელიც მოიცავს სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცალკეულ ელემენტებს. შესაბამისად, სარჩელის დასაშვებობის პირველი წინაპირობა სახეზეა.

II. სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება (სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ სა-დავო აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუ-დავს მის უფლებას. ამდენად, ანას უნდა შეძლებოდა იმის მტკიცება, რომ სადავო აქტით ირღვევა მისი უფლებები. კაზუსიდან ირკვევა, რომ ანა ეწი-ნააღმდეგება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს, რო-მელიც მას გარკვეულ ტვირთს აკისრებს. ასეთი ღონისძიება ყოველთვის იჭრება ადრესატის ძირითად უფლებებში, ყოველ შემთხვევაში, საქართვე-ლოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განსაზღვრულ უფლებაში. სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე უფლების დარღვევის დადასტურების ეს სტანდარტი საკმარისია.

III. სარჩელის წარდგენის ვადა

სასკ-ის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს, შესაბამისად, ინ-დივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ან ადმინისტრა-ციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში. კაზუსიდან ირკვევა, რომ ეს ვადა დაცულია. შესაბამისად, სარჩე-ლის დასაშვებობის ეს პირობაც დაცულია.

Page 329: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

328

IV. C-ს შედეგი

ანას სარჩელი დასაშვებია.

D) დასაბუთებულობა

სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი დასაბუთებული იქ-ნება, თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყე-ნებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (სასკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში ანას მიერ სადავოდ გამხდარი შემზღუდავი აქტი უნდა გაუქმდეს, თუ ის ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარ-ჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

გადაწყვეტილება ანას აკისრებს საჯარიმო და მესამე პირის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას. ანას, როგორც უფლებამონაც-ვლეს, უნდა დაეკისროს ეს ვალდებულება. ამდენად, გადაწყვეტილება შე-იცავს ორ განსხვავებულ რეგულირებას – ერთი მხრივ, ჯარიმის უფლება-მონაცვლის მიერ გადახდის, ხოლო, მეორე მხრივ, მესამე პირის მიერ გა-წეული ხარჯების გადახდის თვალსაზრისით. ვინაიდან მათი კანონიერების საკითხი სხვადასხვა ნორმით დგინდება, ამდენად ისინი ცალ-ცალკე უნდა იქნეს შემოწმებული.

I. ჯარიმის გადახდის მოთხოვნის კანონიერება

ჯარიმის გადახდის მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყოს კა-ნონიერი, თუ ანა ვალდებულია, გადაიხადოს ეს თანხა. ანას გადახდის ვალ-დებულება არსებობს, თუ, თავის მხრივ, გიორგი იყო ვალდებული, გადა-ეხადა ეს ჯარიმა. ამავე დროს, ეს ვალდებულება, სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის შესაბამისად, შეიძლება გადადიოდეს ანაზე, როგორც ერ-თადერთ მემკვიდრეზე. გიორგის მიერ ჯარიმის გადახდის ვალდებულება შესაძლოა, გამომდინარეობდეს სდასსკ-ისა და სზაკ-ის მოთხოვნებიდან. ეს დათქმები ადგენს, თუ როდის იძენს დადგენილი ჯარიმა იურიდიულ ძალას, ანუ როდის შეუძლია ამ ჯარიმის განმსაზღვრელ ორგანოს, რომ მოითხო-ვოს ჯარიმის ადრესატისგან თანხის გადახდა. ამით გადახდის მოთხოვნა კანონიერია, თუ სახეზეა იასა, რომელიც გაეცნო ადრესატს.

ამდენად, ჯერ უნდა დადგინდეს გიორგის მიერ ჯარიმის გადახდის ვალდე-ბულების არსებობა, ხოლო ამის შემდეგ უნდა გაირკვეს ანას ვალდებულება უფლებამონაცლეობასთან დაკავშირებით.

Page 330: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

329

1. გიორგის ვალდებულება ჯარიმის გადახდაზე

ჯარიმის გადახდის მოთხოვნის წარმოშობის საკითხი წყდება სდასსკ-ის 138-ე მუხლით, რომლის საფუძველზე განისაზღვრება ჯარიმის დაკისრე-ბის შესაძლებლობა საფრთხის შემქმნელი ავარიული შენობა-ნაგებობის სავალდებულო რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობის გამო. ამ სპეციალური მუხლის არარსებობის შემთხვევაში სახეზე გვექნე-ბოდა სზაკ-ის 162-ე და შემდეგი მუხლები, რომლებიც გულისხმობენ იასა-ის აღსრულებას. ასეთ შემთხვევაში სდასკ-ში გვექნებოდა არა სპეციალური საჯარიმო მუხლი, არამედ ზედამხედველობის ორგანოს ზოგადი უფლება-მოსილება, საფრთხის არსებობისას გაეტარებინა მმართველობითი ღონის-ძიება (მოცემულ შემთხვევაში ადრესატისთვის დაეკისრებინა დემონტაჟის ვალდებულება), რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენებდა აღსრულების კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს (ჯარიმას, სხვა პირისთვის დავალებას, უშუალო იძულებას). ამდენად, უნდა გაირკვეს სდასსკ-ის 137-ე მუხლის გამოყენების საფუძვლიანობა.

a) სდასსკ-ის 137-ე მუხლის გამოყენება

სდასსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, თუ ავარიული შენობა-ნაგებობის მე-საკუთრისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკუთრება საფრთხეს უქმ-ნის მესამე პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, მესაკუთრე ვალ-დებულია, შეასრულოს შესაბამისი ორგანოს მითითება, აგრეთვე, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს უსაფრთხოების ზომები საფრთხის თავიდან ასაცილებლად. კაზუსიდან ირკვევა, რომ გიორგისთვის, ავადმყო-ფობის გამო, უშუალოდ არ ყოფილა ცნობილი საფრთხის შესახებ. ზედამ-ხედველობის ორგანოს გადაწყვეტილება დადგენილი წესით ჩაბარდა მის მეუღლეს – ანას. იასა დემონტაჟის დავალდებულების თაობაზე გამოიცა, რომლის შეუსრულებლობას მოჰყვა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. 72

b) იას-ას (მითითების) იურიდიული ძალის აუცილებლობა

თუმცა საკითხავია, ნამდვილად საკმარისია თუ არა მხოლოდ ინდივიდუ-ალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის არსებობა, თუ ეს აქტი გიორგისთვის უნდა გამხდარიყო ცნობილი და შესულიყო იურიდიულ ძალაში (სზაკ-ის 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). მართალია, თავად ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული გადაწყვეტილება, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი

72 სდასსკ-ის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული ქმედების განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

Page 331: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

330

ნაწილის თანახმად, წარმოადგენს იასა-ს, თუმცა, ცხადია, რომ იასა-ის არსე-ბობასთან ერთად აუცილებელია, ასევე, მას ჰქონდეს იურიდიული ძალა, ანუ იყოს გაცნობილი მხარისთვის. ამავე დროს, არ უნდა შეგვეშალოს, რომ აქ საუბარია ვალდებული პირის მიმართ აქტის განხორციელებაზე. ინდივიდუ-ალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს მხოლოდ იმ პირის დავალდე-ბულება შეუძლია, რომლის მიმართაც მან შეიძინა იურიდიული ძალა. იური-დიული ძალის არმქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის შესრულება არ არის სავალდებულო. აქედან გამომდინარეობს, რომ იმისათვის, რათა ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (ამ შემთხვევაში ორგანოს დავალდებულება დემონტაჟის თაობაზე) იყოს აღ-სრულების საფუძველი, მას უნდა ჰქონდეს იურიდიული ძალა. ეს სახეზე იქ-ნებოდა, თუ აქტის გაცნობა მოხდებოდა შესაბამისი ადრესატისთვის.

c) დემონტაჟის გადაწყვეტილების იურიდიული ძალა გიორგის მიმართ

ამდენად, ისმება კითხვა, იქცა თუ არა დემონტაჟის გადაწყვეტილება გიორ-გის მიმართ იურიდიული ძალის მქონედ. სზაკ-ის 54-ე მუხლის 1-ლი ნაწი-ლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. სდასსკ-ის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის ან დადგენილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ პირი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხა-დებს შესაბამისი აქტის გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის სამშენებ-ლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. ვინაიდან ორგანოს არ გამოუყენებია გაცნობის სპეციალური წესი, ამდენად, სახეზე უნდა იყოს აქტის გაცნობა სზაკ-ით დადგენილი წესით.

aa) გაცნობის ოფიციალური წესის არსებობა

სზაკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმი-ნისტრაციულსამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთ-ვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ამდენად, ორგანოს გადასაწყვეტია, თუ რომელ ფორმას აირჩევს – პირდაპირი გადაცემის თუ ფოსტის მეშვეობით გაცნობის ფორმას.

მოცემულ შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურის მიერ გადაწყვეტი-ლების გადაცემა ისე მოხდა, რომ ცალსახაა ორგანოს მიერ პირდაპირი გა-

Page 332: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

331

დაცემის ფორმის არჩევა. თუმცა საკითხავია, გადაწყვეტილების ადრესატ გიორგისთვის ჩაბარებად ჩაითვლება თუ არა აქტის ანასთვის გადაცემა. როგორც წესი, დოკუმენტი უნდა გადასცემოდა ადრესატს.

თუმცა ანასთვის ჩაბარებამ შესაძლოა, ჩაანაცვლოს გიორგისთვის ჩაბარე-ბა, თუ დაკმაყოფილებულია დოკუმენტის არა უშუალოდ ადრესატისთვის გადაცემის გზით ჩაბარების წინაპირობები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის გაგებით (გამოიყენება ანალოგიის წე-სით), რომლის თანახმად ოჯახის წევრისთვის დოკუმენტის ჩაბარება ითვ-ლება მხარისთვის მის გადაცემად.

მოცემულ შემთხვევაში გიორგი, მართალია, სახლში იმყოფებოდა, თუმცა უგონო მდგომარეობაში იყო. ამიტომ დოკუმენტის სამოქალაქო საპროცე-სო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ჩაბარება სახეზეა. ადრე-სატი, მართალია, ადგილზე იმყოფება, მაგრამ არ აქვს მოლაპარაკებაში ჩართვის უნარი, ანუ მისთვის დოკუმენტის გადაცემა შეუძლებელია. ასეთი განმარტების სასარგებლოდ მეტყველებს ამ დებულების არსი და მიზანი, რომელთა მიხედვით, მიმღების არყოფნის შემთხვევაშიც შესაძლებელი იყოს ჩაბარება. განსხვავებული შედეგი ვერ დადგება იმის მიხედვით, თუ უშუალოდ მიმღებისთვის გადაცემა, მისი ფიზიკურად თუ „სულიერად” არ-ყოფნის გამო, იყო შეუძლებელი. ვინაიდან გიორგი გადაწყვეტილების ჩა-ბარების მომენტში ჯერ კიდევ ცოცხალი, მაგრამ უგონო მდგომარეობაში იყო და ამიტომ მასთან მოლაპარაკება შეუძლებელი იყო, ეს ნიშნავს, რომ ბინაში მისი პოვნა შეუძლებელია. ამიტომ ზედამხედველობის სამსახურს შეეძლო, გადაწყვეტილება ანასთვის გადაეცა. ამდენად, წერილობითი დო-კუმენტი ფორმალურად გადაცემულად ითვლება.

bb) გიორგი – შეტყობინების სწორი ადრესატი?

მაგრამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ ითვლება ნამდვილად ჩაბარებულად, თუ გიორგი მის სწორ მიმღებს (ე.წ. შეტყობინების ადრესატს) წარმოადგენდა. სზაკ-ის 74-ე მუხლის თანახ-მად, ადმინისტრაციულ წარმოებაში შეიძლება მონაწილეობდეს მხოლოდ ქმედუნარიანი პირი. მოცემულ შემთხვევაში, გიორგი არის უგონო მდგომა-რეობაში და ის ვერ ჩაითვლება ქმედუნარიანად. ასეთ შემთხვევაში სადავო გადაწყვეტილება უნდა ჩაბარებოდა გიორგის კანონიერ წარმომადგენელს. ქმედუუნარობის დადგენა ხდება სამოქალაქო კოდექსის მე-12-მე-16 მუხ-ლების მიხედვით და სახეზეა, თუ გიორგი ისეთი პათოლოგიური გონებრი-ვი აშლილობის მდგომარეობაში იმყოფება, რომელიც გამორიცხავს ნების

Page 333: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

332

თავისუფლად განსაზღვრას, და ეს მდგომარეობა თავისი ბუნებით არ არის დროებითი. ასეთი პათოლოგიური გონებრივი აშლილობის მდგომარეობა, რომელიც გამორიცხავს ნების თავისუფლად განსაზღვრას, გიორგის შემთ-ხვევაში, – უგონო მდგომარეობის გამო, – სახეზე იყო. გიორგი უკვე რამდე-ნიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა უწყვეტად უგონო მდგომარეობაში, ამით აშლილობა, თავისი ბუნებით, არ ატარებდა დროებით ხასიათს. ამ-დენად, გიორგი ქმედუუნარო იყო. ამიტომ გადაწყვეტილება მის კანონიერ წარმომადგენელს უნდა ჩაბარებოდა, რამეთუ, გიორგი არ წარმოადგენდა გადაწყვეტილების სწორ ადრესატს. მისთვის ჩაბარება, თუნდაც დოკუმენ-ტის არა უშუალოდ ადრესატისთვის გადაცემის გზით ჩაბარების სახით, არ იყო ნებადართული.

cc) თავისებურებები საფრთხეების თავიდან აცილების სამართალში?

თუმცა შეიძლება, გათვალისწინებულ იქნეს, რომ ქმედუუნარო პირისთვის შეტყობინება მაშინ უნდა იყოს შესაძლებელი, როდესაც საქმე ეხება საფ-რთხეების თავიდან აცილების მიზნით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმი-ნისტრაციულსამართლებრივ აქტს. სზაკ-ის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა-ნახმად, კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულსამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღ-კვეთას ან გახსნას, აგრეთვე პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს. ასეთი შემთხვევა კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული. ამავე დროს, ქმედუუნარო პირებს არ შეუძლიათ იურიდიული ძალის მქონე პრო-ცესუალური მოქმედებების განხორციელება. შესაბამისად, მოცემულ შემთ-ხვევაში იასა-ის ძალაში შესვლის თაობაზე საგამონაკლისო წესის გამოყენე-ბა არ არის საფუძვლიანი.

dd) b-ს შედეგი

იურიდიული ძალის მქონე შეტყობინების არარსებობის გამო, დემონტაჟის გადაწყვეტილება და, ამდენად, ასევე გიორგისთვის ჯარიმის განსაზღვრა ვერ გახდა იურიდიული ძალის მქონე.

c) 1-ის შედეგი

ამდენად, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გიორგის მიმართ არ წარმოშო-ბილა.

Page 334: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

333

2. ანას მიერ ჯარიმის გადახდის სამართლებრივი საფუძველი

თუმცა საკითხავია, რამდენად იქნებოდა ანა ვალდებული, გადაეხადა ჯა-რიმა, თუ სადავო აქტების გაცნობა მოხდებოდა გიორგისთვის და ამით ის შეიძენდა იურიდიულ ძალას. სდასსკ-ის 122-ე მუხლის მე-3 ნაწილის თა-ნახმად, „თუ პირი, რომელსაც დადგენილების საფუძველზე დაევალა/და-ევალებოდა უკანონოდ განხორციელებული მშენებლობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, გარდაიცვალა, ამ დავალე-ბის შესრულების ვალდებულება გადადის შესაბამისი შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე.” ამ ნორ-მის სისტემური განმარტების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ ახალ მესაკუთრეზე ვერ გადავა ჯარიმის გადახდის ვალდებულება. ანალოგიის პრინციპის გამოყენებით, ამ ნორმაში ფორმულირება – „უკანონოდ განხორ-ციელებული მშენებლობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამი-სობაში მოყვანა” – ასევე გულისხმობს საფრთხის შემცველი, ავარიული შე-ნობის დემონტაჟის და სხვა მსგავს საკითხებსაც.

3. I-ის შედეგი

ანას მიმართ ჯარიმის გადახდის მოთხოვნა უსაფუძვლოა და, შესაბამისად, უკანონოა.

II. მესამე პირის მიერ დავალების შესრულებისას გაწეული აუცილებელი ხარჯების დაფარვის დავალდებულების კანონიერება

1) სდასსკ-ის გამოყენების სფერო და წინაპირობები

სდასსკ-ის 129-ე მუხლი შეიცავს მესამე პირების მხრიდან დავალების შეს-რულების წესსა და დათქმას. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში არ გამოიყენე-ბა იასა-ის აღსრულებისთვის სზაკ-ით დადგენილი ნორმები.

a) ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება დემონტაჟის დავალდებულების თაობაზე

ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიება ჩაითვლება თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებად, თუ მას შეეძლებოდა ანასთვის ფარდულის დემონტაჟის ვალდებულების დაკისრე-ბა, ანუ, თუ ძირითადი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი იქნებოდა კანონიერი.

Page 335: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

334

b) დემონტაჟის დადგენილების სამართლებრივი საფუძველი

სდასსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ ავა-რიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკუთრება საფრთხეს უქმნის მესამე პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრ-თელობას, მესაკუთრე ვალდებულია, შეასრულოს შესაბამისი ორგანოს მითითება, აგრეთვე თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს უსაფრ-თხოების ზომები საფრთხის თავიდან ასაცილებლად. სდასსკ-ის მე-9 თავი ადგენს ასევე შენობა-ნაგებობის მიმართ უსაფრთხოების მოთხოვნებს, რო-გორც მისი დაპროექტება/მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის პერიოდში. განსაკუთრებით შენობა-ნაგებობა საფრთხეს არ უნდა ქმნიდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ამდენად, უნდა გაირკვეს, რამდე-ნად არის მოცემულ შემთხვევაში დაკმაყოფილებული ამ ნორმის ფაქტობ-რივი შემადგენლობის ელემენტები.

კაზუსიდან ირკვევა, რომ ფარდულის უკანა კედელი მთლიანად ჩამოშლილი იყო და ამით არსებობდა სახურავის ჩამონგრევის საფრთხე, აქ სიმყარის არსებობა უარყოფილ უნდა იქნეს. ფარდულის ჩამოშლის შემთხვევაში საფ-რთხე შეექმნებოდა სათამაშო მოედანზე მყოფი ბავშვებისა და ქუჩაზე გამ-ვლელების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამდენად, საფრთხე სახეზეა. ამავე დროს, მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ შენობა-ნაგებობა თავიდანვე არ იყო საფრთხის შემცველი – ის თავისთავად იქცა ასეთად.

c) დაუყოვნებელი აღსრულების აუცილებლობა

სდასსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დარღვევის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თუ დარღვევის დაუყოვნებლივ გამოუსწორებლობამ შეიძლება, ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგა-დოებრივ ინტერესებს, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმა-ხორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მითითების მის მიერ ან მესამე პირის მეშვეობით და საკუთარი ხარჯებით შესრულების შესახებ. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემოთ აღნიშნული შემთხვევისთვის გაწეული ხარ-ჯების დადგენის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმა-ხორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ხარჯების ანაზღა-ურების შესახებ დადგენილებას და მას სამშენებლო სამართალდამრღვევს უგზავნის. ხარჯების ანაზღაურებისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა ვადა არ დადგინდა.

Page 336: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

335

დემონტაჟის დაუყოვნებლივი, მესამე პირის მხრიდან აღსრულება, აუცი-ლებელი უნდა ყოფილიყო უშუალოდ მოახლოებული საფრთხის ასაცილებ-ლად. უშუალოდ მოახლოებული საფრთხე არსებობს, როდესაც შესაძლოა, რომ ხელშეშლა მაშინვე დადგეს. ვითარება, რომ ფარდული დაუყოვნებლი-ვი აღსრულების დანიშვნის მომენტისთვის ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ჩამოშლილიყო და შეიცავდა საფრთხეს მესამე პირთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, სახეზეა.

თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაუყოვნებლივი აღსრულების საჭიროების წინააღმდეგ შესაძლოა, მეტყველებდეს ის, რომ დემონტაჟის საწარმოსთ-ვის დავალების მიცემის მომენტისთვის უკვე 2 თვე იყო გასული საფრთხის შემთხვევის აღმოჩენიდან. თუ დრო საკმარისია იმისთვის, რომ ჯერ გამო-იცეს განკარგულება, მაშინ საფრთხეების აცილების ღონისძიებათა უშუ-ალო განხორციელება დაუშვებელია. საქმის გარემოებების მიხედვით კი, მართალია, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა 2 აგვისტოს შეამჩნია ღონისძიების გატარების დაწყების საჭიროება, მაგრამ თავიდან ორგანო ვარაუდობდა, რომ დემონტაჟის განხორციელება ჩვეულებრივი პროცედურის ფარგლებში საკმარისი იქნებოდა. თუმცა 19 სექტემბერს არქიტექტორთან ერთად ადგილის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ 2 აგვისტოს შემდეგ შენობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებული-ყო და რომ ფარდული ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ჩამოშლილიყო, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მესამე პირთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ამ მომატებული საშიშროების დადგენის საფუძველზე გადაწყვიტა სამსა-ხურმა, რომ ჩვეულებრივი პროცედურიდან დაუყოვნებლივ აღსრულებაზე გადასულიყო. ვინაიდან, აღნიშნულის პასუხად, სამსახურმა სასწრაფოდ წამოიწყო დემონტაჟის ღონისძიებები, დაუყოვნებლივი აღსრულება და-საშვები იყო. ეს ასევე იმიტომაც იყო აუცილებელი, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების მომენტში ანა ხელმისაწვდომი არ იყო, რადგან ის სხვაგან იმყოფებოდა.

d) დისკრეციის განხორციელება წესების შესაბამისად

როგორც აღინიშნა, დაუყოვნებელი აღსრულების სხვა პირისთვის დავალე-ბის თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს დისკრეციული უფლებამო-სილება, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილ ფარგლებში, შესაბამისი მიზნით და პროპორციულად (სზაკ-ის მე-6 და მე-7 მუხლები). ზედამხედველობის სამსახურს, სამართლებრივი შედეგის სახით, სხვადასხ-ვაგვარად ენიჭება დისკრეციის უფლება, კერძოდ: მოქმედების განხორცი-ელების „ან” არგანხორციელების (გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია)

Page 337: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

336

თვალსაზრისით, ღონისძიების შინაარსის (საშუალებასთან დაკავშირებული არჩევანის დისკრეცია) და ღონისძიების ადრესატის (დამრღვევთან დაკავ-შირებით არჩევანის გაკეთების დისკრეცია) თვალსაზრისით. ამით სამსა-ხური მხოლოდ მაშინ იმოქმედებდა დაუყოვნებელი აღსრულების გაგებით „თავისი უფლებამოსილების ფარგლებში”, თუ ძირითადი განკარგულება, რომელიც ანას აკისრებს შენობის დემონტაჟის ვალდებულებას, ყველა თვალსაზრისით დისკრეციულად უშეცდომო იქნებოდა, ანუ არ დაარღვევ-და სზაკ-ის მოთხოვნებს.

სათამაშო მოედანზე მოთამაშე ბავშვებისა და ქუჩით მოსარგებლე გამვლე-ლების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით (სკ-ის მე-10 მუხლი), აქ თითქმის მოქმედების დაწყე-ბის ვალდებულებაც კი უნდა ვივარაუდოთ; ასევე საშუალების არჩევანი-თაც – სახლის დემონტაჟის განკარგულება – დაკმაყოფილებული იქნებოდა დისკრეციის კანონისმიერი ფარგლები, რომელთაც განსაკუთრებით ასევე განეკუთვნება თანაზომიერების პრინციპი. დემონტაჟის განკარგულება, როგორც ზემოთ იქნა ნაჩვენები, შესაფერისი და აუცილებელიც იქნებოდა მესამე პირთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ფარდულიდან მომა-ვალი საფრთხის ასაცილებლად და მიზანსა და საშუალებას შორის არსე-ბული ურთიერთმიმართების თვალსაზრისითაც თანაზომიერი იქნებოდა. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის განსაკუთრებული მნიშვნელობის ფონ-ზე ანას კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული, თუმცა თავისი მდგომა-რეობის გამო ისედაც გამოუსადეგარი ფარდულის შენარჩუნების უფლება უკან იხევს.

შესაბამისად, არც დისკრეციის განხორციელების მიმართ არსებობს რაიმე პრეტენზია.

2) ვალდებულების სათანადო პირის მიმართ დაკისრება

ანა დემონტაჟის ვალდებულების მქონე პირის სახით სწორად იქნა ჩართუ-ლი. ამის საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლი, რომლის თა-ნახმად, „მემკვიდრეები ვალდებულნი არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.” ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ანა არის გიორგის ერთადერთი მემკვიდრე (კაზუსში სხვა სა-ხის გარემოება არ დგინდება), ამდენად, დემონტაჟის თაობაზე თანხების ანაზღაურების ვალდებულება სწორედ მას ეკისრება.

Page 338: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung

337

3) II-ის შედეგი

მესამე პირების მიერ დემონტაჟისთვის გაწეული ხარჯების ანასთვის და-კისრება კანონიერია.

III. D-ს შედეგი

ამდენად, ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება კანონიერია იმ ნაწილში, რომელიც ადგენს მესამე პირის მიერ ქმედების შესრულებისთვის გაწეული 7000 ლარის ოდენობის ხარჯების გაღების ანასთვის დაკისრებას, თუმცა უკანონოა იმ ნაწილში, რომელიც ეხება 5000 ლარის ოდენობის ჯა-რიმის განსაზღვრას. შედეგად, სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ არის დასა-ბუთებული.

E) დასკვნა

აღნიშნულის შესაბამისად, სარჩელი მთლიანობაში დასაშვებია, თუმცა მხო-ლოდ ჯარიმის გადახდის ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით არის დასაბუთებული, ხოლო დემონტაჟის ხარჯების გადახდის ვალდებუ-ლების განსაზღვრის თვალსაზრისით იგი დაუსაბუთებელია. ამიტომ სასა-მართლო, სსსკ-ის 245-ე მუხლისა და 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბა-მისად, გააუქმებს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომელიც ეხება ჯარიმის გადახდას. თუმცა დემონტაჟის ხარჯებთან დაკავშირებით იგი უცვლელი დარჩება, ვინაიდან ორივე ღონისძიება უპრობლემოდ შეიძლება განცალ-კევდეს და შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ერთის რეგულირება მეორის გა-რეშეც იქნებოდა მიღებული. ამდენად, სარჩელს მხოლოდ ნაწილობრივ აქვს წარმატების შანსი.

Page 339: კობა ყალიჩავა - LawLibrarylawlibrary.info/ge/books/2019giz-ge-kazusebi_adminis... · 2019. 11. 15. · mit der Einführung von neuen Methoden für die Wissensvermittlung