8
ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! მიხეილ ჯიბუტი - საქართველო არის სასურსათო და კვების უსაფრთხოების გარეშე ქვეყანა განცხადებები ამინდი აგროტურიზმი ადგილობრივების ჩართულობით უნდა განვითარდეს უნდა შევიყვანოთ თუ არა 5 წლის ბავშვი სკოლაში სპორტის სიახლეები ხუმრობენ ხარაგაულელები ათამდე პროდუქტი, რომლებიც ბავშვებს უნდა მოვარიდოთ 3 გვ. 7-8 გვ. 8 გვ. 3 გვ. 3 გვ. 3 გვ. 8 გვ. 2 გვ. დღეს ნომერშია ხარაგაულის სოფლებში გაზიფიცირება იგეგმება ბაზალეთში, თეთრაწყაროში, ჩხერსა და ახალსოფელში გაზიფი- ცირების პროცესი დაიწყება. ეს ინფორმაცია პარლამენტარმა, ხარა- გაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ მოგვაწოდა. „გადაწყვეტილება მიღებულია ბაზალეთის, თეთრაწყაროს, ჩხერისა და ახალსოფლის გაზიფიცირებაზე. მიმდინარე წელს გაზიფიცირდება ეს სოფლები. სავარაუდოდ, ორ კვირაში ამ სოფლებს დაემატება ალბათ ლაშეც. ვმუშაობ, რომ ასევე მიიღონ გადაწყვეტილება ჯაფაროულის გაზიფიცირებაზე,“ - ამბობს ნოდარ ებანოიძე. ხარაგაულში წლის ბოლომდე საავადმყოფოს მშენებლობაა გათვალისწინებული ხარაგაულში, სამგლიის სერზე ემერჯენს ამბულატორიის მშენებლობა დასრულდა. ეს ინფორმაცია პროექტის შემსრულებელი ორგანიზაციის, - სამშენებლო კომპანია შპს „აი-სი-ი-ეს“ პროექტის მენეჯერმა გიორგი მორჩილაძემ მოგვაწოდა. მისივე ინფორმაციით, ხარაგაულში ემერჯენს ამბულატორიის მშენებლობაზე 367 ათასი ლარი დაიხარჯა. ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ნოდარ ებანოიძის ინფორ- მაციით, ემერჯენს ამბულატორიის ჩაბარების შემდეგ სამგლიის სერ- ზე საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყება. „სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხარაგაულში საავადმყოფოს მშენებლობა, რაც 2015 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს,“ - ამბობს ნოდარ ებანოიძე. ახალი საავადმყოფოს მშენებლობისთვის გამოიყენება სამგლიის სერზე მშენებარე ნაგებობა. 37,3 ათასი ლარი ბორში დღის ცენტრის მოსაწყობად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37,3 ათასი ლარი გამოიყოფა ბორის საჯარო სკოლა-პანსიონში პროექტის „ნაბიჯი თანადგომისაკენ“ განსახორციელებლად. პროექტი ითვალისწი- ნებს შშმ მქონე ბავშვებისთვის დღის ცენტრის მოწყობას ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის ბაზაზე. როგორც გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, ეს თანხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით (კერძოდ, არასაცხოვრებელი შენობების რემონტის ხარჯები) გამოთავისუფლდა. ამ საკითხს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 6 აპრილს სხდომაზე განიხილავს. 31 მარტიდან ბორითის საბავშ- ვო ბაღი ოთხმოცამდე აღსაზრ- დელს მოემსახურება. ორი ახალი ჯგუფის საზეიმო გახსნაში იმერე- თის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სოფლის მოსახლეობა მონაწილეობდნენ. ბორითის საბავშვო ბაღის ახ- ლადდანიშნული გამგის, სოფიო უფლისაშვილის თქმით, „აქამდე ამ საბავშვო ბაღში მხოლოდ ერთი შერეული ჯგუფი ფუნქციონირებდა 27 აღსაზრდელით. ახალი ჯგუ- ფების გახსნის გამო დაგვემატა ახალი აღმზრდელები, ძიძები, მზარეული, მრეცხავი და დარაჯი“. „ბორითის საბავშვო ბაღი 80- მდე აღსაზრდელს მოემსახურება და მსურველები კიდევ არიან. ეს ძა- ლიან კარგია, - აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა გოგი ჭიჭინაძემ. „სასიხარულოა, რომ ხარა - გაულში არსებობს ბავშვთა კონ- ტინგენტი ახალი ბაღების გასახს- ნელად, - აღნიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა. ბორითის საბავშვო ბაღის აღ- საზრდელის მშობელი ნათია მაქაძემ გახარებულია, რომ მისი სამი წლის შვილი საბავშვო ბაღში ივლის. ხარაგაულის სკოლამდელ და- წესებულებათა გაერთიანეის დი- რექტორ ირმა სებისკვერაძის ინფორმაციით, აპრილის ბოლოს იგეგმება ხიდრისა და ზვარის საბავ- შვო ბაღების გახსნა. ახალ ბაღებში იფუნქციონირებს თითო შერეული ჯგუფი 25 აღსაზრდელზე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ დღევან- დელმა ხელისუფლებამ სწორი აქცენტი გააკეთა სკოლამდელ დაწესებულებათა გახსნის მიმარ- თულებით. „იყო სოფლები, სადაც არასოდეს ყოფილა საბავშვო ბაღი. ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტში მოწესრიგებულია საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა და აღ- საზრდელებს შეუძლიათ მიიღონ სრულყოფილი სკოლამდელი განათლება.“ თამთა გოგოლაძე ბორითის საბავშვო ბაღში ორი ახალი ჯგუფი გაიხსნა გაზეთ „ჩემი ხარაგა - ულის“ შემდეგი ნომერი გამოვა 17 აპრილს. მკითხველთა საყურადღებოდ! გვ. 6 ამბების აკიდო 3 აპრილი, პარასკევი 2015 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 12 (632) www.chkh.org

ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალეchemikharagauli.com/uploads/secbanners/12-632-2015w.pdf · -

  • Upload
    others

  • View
    11

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალეchemikharagauli.com/uploads/secbanners/12-632-2015w.pdf · -

ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის

ბრწყინვალე დღესასწაულს!

მიხეილ ჯიბუტი - საქართველო არის სასურსათო და კვების უსაფრთხოების გარეშე ქვეყანა

განცხადებები

ამინდი

აგროტურიზმი ადგილობრივების ჩართულობით უნდა განვითარდეს

უნდა შევიყვანოთ თუ არა 5 წლის ბავშვი სკოლაში

სპორტის სიახლეები

ხუმრობენ ხარაგაულელები

ათამდე პროდუქტი, რომლებიც ბავშვებს უნდა მოვარიდოთ

3 გვ.

7-8 გვ.

8 გვ.

3 გვ.

3 გვ.

3 გვ.

8 გვ.

2 გვ.

დღეს ნომერშია

ხარაგაულის სოფლებში გაზიფიცირება იგეგმებაბაზალეთში, თეთრაწყაროში, ჩხერსა და ახალსოფელში გაზიფი-

ცირების პროცესი დაიწყება. ეს ინფორმაცია პარლამენტარმა, ხარა-გაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ მოგვაწოდა. „გადაწყვეტილება მიღებულია ბაზალეთის, თეთრაწყაროს, ჩხერისა და ახალსოფლის გაზიფიცირებაზე. მიმდინარე წელს გაზიფიცირდება ეს სოფლები. სავარაუდოდ, ორ კვირაში ამ სოფლებს დაემატება ალბათ ლაშეც. ვმუშაობ, რომ ასევე მიიღონ გადაწყვეტილება ჯაფაროულის გაზიფიცირებაზე,“ - ამბობს ნოდარ ებანოიძე.

ხარაგაულში წლის ბოლომდესაავადმყოფოს მშენებლობაა გათვალისწინებული

ხარაგაულში, სამგლიის სერზე ემერჯენს ამბულატორიის მშენებლობა დასრულდა. ეს ინფორმაცია პროექტის შემსრულებელი ორგანიზაციის, - სამშენებლო კომპანია შპს „აი-სი-ი-ეს“ პროექტის მენეჯერმა გიორგი მორჩილაძემ მოგვაწოდა. მისივე ინფორმაციით, ხარაგაულში ემერჯენს ამბულატორიის მშენებლობაზე 367 ათასი ლარი დაიხარჯა.

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ნოდარ ებანოიძის ინფორ-მაციით, ემერჯენს ამბულატორიის ჩაბარების შემდეგ სამგლიის სერ-ზე საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყება. „სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხარაგაულში საავადმყოფოს მშენებლობა, რაც 2015 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს,“ - ამბობს ნოდარ ებანოიძე.

ახალი საავადმყოფოს მშენებლობისთვის გამოიყენება სამგლიის სერზე მშენებარე ნაგებობა.

37,3 ათასი ლარი ბორში დღის ცენტრის მოსაწყობადხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37,3

ათასი ლარი გამოიყოფა ბორის საჯარო სკოლა-პანსიონში პროექტის „ნაბიჯი თანადგომისაკენ“ განსახორციელებლად. პროექტი ითვალისწი-ნებს შშმ მქონე ბავშვებისთვის დღის ცენტრის მოწყობას ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის ბაზაზე. როგორც გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, ეს თანხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით (კერძოდ, არასაცხოვრებელი შენობების რემონტის ხარჯები) გამოთავისუფლდა.

ამ საკითხს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 6 აპრილს სხდომაზე განიხილავს.

31 მარტიდან ბორითის საბავშ-ვო ბაღი ოთხმოცამდე აღსაზრ-დელს მოემსახურება. ორი ახალი ჯგუფის საზეიმო გახსნაში იმერე-თის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სოფლის მოსახლეობა მონაწილეობდნენ.

ბორითის საბავშვო ბაღის ახ-ლადდანიშნული გამგის, სოფიო უფლისაშვილის თქმით, „აქამდე ამ საბავშვო ბაღში მხოლოდ ერთი შერეული ჯგუფი ფუნქციონირებდა 27 აღსაზრდელით. ახალი ჯგუ-ფების გახსნის გამო დაგვემატა ახალი აღმზრდელები, ძიძები,

მზარეული, მრეცხავი და დარაჯი“.„ბორითის საბავშვო ბაღი 80-

მდე აღსაზრდელს მოემსახურება და მსურველები კიდევ არიან. ეს ძა-ლიან კარგია, - აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა გოგი ჭიჭინაძემ.

„სასიხარულოა, რომ ხარა-გაულში არსებობს ბავშვთა კონ-

ტინგენტი ახალი ბაღების გასახს-ნელად, - აღნიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა.

ბორითის საბავშვო ბაღის აღ-საზრდელის მშობელი ნათია მაქაძემ გახარებულია, რომ მისი სამი წლის შვილი საბავშვო ბაღში ივლის.

ხარაგაულის სკოლამდელ და-წესებულებათა გაერთიანეის დი-რექტორ ირმა სებისკვერაძის ინფორმაციით, აპრილის ბოლოს იგეგმება ხიდრისა და ზვარის საბავ-შვო ბაღების გახსნა. ახალ ბაღებში იფუნქციონირებს თითო შერეული ჯგუფი 25 აღსაზრდელზე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ დღევან-დელმა ხელისუფლებამ სწორი აქცენტი გააკეთა სკოლამდელ დაწესებულებათა გახსნის მიმარ-თულებით. „იყო სოფლები, სადაც არასოდეს ყოფილა საბავშვო ბაღი. ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტში მოწესრიგებულია საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა და აღ-საზრდელებს შეუძლიათ მიიღონ სრულყოფილი სკოლამდელი განათლება.“

თამთა გოგოლაძე

ბორითის საბავშვო ბაღში ორი ახალი ჯგუფი გაიხსნა

გაზეთ „ჩემი ხარაგა-ულის“ შემდეგი ნომერი გამოვა 17 აპრილს.

მკითხველთა საყურადღებოდ!

გვ. 6

ამბების აკიდო

3 აპრილი, პარასკევი 2015 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№12 (632)

www.chkh.org

Page 2: ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალეchemikharagauli.com/uploads/secbanners/12-632-2015w.pdf · -

2 xtvb [fhfufekb 3 აპრილი, 2015 წ.

მიხეილ ჯიბუტი - საქართველო არის სასურსათო და კვების უსაფრთხოების გარეშე ქვეყანა

-საქართველოში 2005-2006 წლებში ჩეხეთიდან შემოდიოდა ბავშვთა კვების პროდუქტი, რომე-ლიც ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით იყო დაავადებული, - გა-ნაცხადა თბილისში 18 მარტს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტ-ში“ გამართულ პრეზენტაციაზე თბილისის სახელმწიფო უნივერ-სიტეტის პროფესორმა, კვების ექსპერტმა ეთერი სარჯველაძემ, - არასწორი დაგეგმარების გამო ქარის მიმართულებამ გადაიტანა

ხორბალზე ნარკოტიკი, რომელიც სამრეწველო მიზნით იწარმო-ებოდა. ხორბლიდან ნარკოტიკი მოხვდა ბავშვთა საკვებში. საქართ-ველოში დედებს უხაროდათ, რომ ბავშვები სუქდებოდნენ და ეძინათ. არავინ იყო პატრონი, სანამ მე არ ავტეხე განგაში. ეს ამბავი ჩეხეთში ყოფნის დროს შევიტყვე. თავად ჩეხებმა დაბინძურებულ ხორ-ბალზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გადაემუშავებინათ მხოლოდ ტექნიკური მიზნისთვის, - სახამე-

ბელი უნდა მიეღოთ საღებავების დასამზადებლად ან დაეწვათ. ვი-ღაც „ჩალიჩმაისტერმა“ ქართული საზოგადოებიდან მავნე პროდუქტი კაპიკებად შემოიტანა საქართ-ველოში.

საქართველო, საბედნიეროდ, არის მრავალფეროვანი ტერი-ტორიული დარაიონების ქვეყანა, დაწყებული მთის მწვერვალიდან, დამთავრებული ღრმულებამდე. თითქმის ყველა პროდუქტის მოყ-ვანა შეგვიძლია. ჩვენ რომ ჭკუათ მიმდგარიყავით, დღეს არ გვექნე-ბოდა ეკონომიკის თვალსაზრისით ყველაზე დაბალგანვითარებული, ყველაზე მარტივი,- მომხმარებლუ-რი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ტრაგედია კი ისაა, რომ საბაჟოზე მოვხსენით ფიტო და ზოოსანიტარული კონტროლი, - განაცხადა ეთერი სარჯველაძემ პრეზენტაციაზე. პრეზენტაცია საქართველოსა

და ამიერკავკასიაში არსებული სასურსათო უსაფრთხოების ინს-ტიტუციური მექანიზმების კვლევებს მიეძღვნა. კვლევები მომზადდა ევროკავშირისგან დაფინანსებული

პროექტის „ეროვნული სასურსა-თო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ მთავ-რობის წარმომადგენლები, საერ-თაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო და კვლევითი ორ-განიზაციები.

აღნიშნული პროექტის ფარგ-ლებში 2014 წელს ოქსფამმა დაას-რულა ორი სხვადასხვა კვლევა: სასურსათო უსაფრთხოების საბაზისო მონაცემების კვლევა ამიერკავკასიაში და სასურსათო უსაფრთხოების შემადგენელი ინსტიტუციური მექანიზმების მიმოხილვა საქართველოში. ეს კვლევები არის სოფლის მეურნე-ობის, სოციალური და ეკონომიური პოლიტიკის ანალიზის პირველი მცდელობა სასურსათო უსაფრთ-ხოების ჭრილში.

კვლევის შედეგად შემუშავდა საჯარო პოლიტიკის ცვლილებე-ბის დეტალური რეკომენდაციები ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და ად-

გილობრივი წარმოების ხელშეწ-ყობისთვის საქართველოში, რათა მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი და სრულფასოვანი საკვებით.

პირველი კვლევის მთავარმა ავტორმა, პროფესორ ჯორჯ ველტონმა კვლევის პრეზენტა-ციისას ხაზი გაუსვა იმპორტზე დამოკიდებულებას, ოჯახის შემო-სავლების საკვებზე დახარჯული ხარჯების მაღალ პროპორციას, სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის საგრძნობლად მაღალ მაჩვენებ-ლებს საქართველოში, არასათანა-დო კვების პრობლემას ბავშვებში.

სასურსათო უსაფრთხოების ინსტიტუტიური მექანიზმების მიმოხილვა საქართველოში შეხ-ვედრაზე წარმოადგინა ამ კვლევის მთავარმა ავტორმა, ეკონომიკის ექსპერტმა, პროფესორმა მიხეილ ჯიბუტმა.

-ჩვენი მიზანი იყო, შეგვეფასები-ნა სასურსათო და კვების უსაფრ-თხოება საქართველოში, - ერთი მხრივ, თუ როგორია პოლიტიკური ნება, დაწყებული პოლიტიკური ნორ- გვ. 5

-განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყვნენ მშობლები მაშინ, როდესაც პატარა ბავშვისთვის ფაფას ან სხვა საკვების შეძენას აპირებენ. ეს საკვები არავითარ შემთხვევა-ში არ უნდა იყოს დამზადებული გენმოდიფიცირებული პროდუქტე-ბისგან. მშობლებმა ეტიკეტს დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან გენმოდიფიცირებული საკვების მიღება არ არის რეკომენდებული. რაც შეეხება სასკოლო ასაკის ბავშ-ვების კვებას, - ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან საკვები მოქმედებს არა მარტო ბავშვის ორგანიზმის ფორმირებასა და მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე, არამედ გონებრივ განვითარებაზეც. ფინეთსა და იაპონიაში სპეციალუ-რი კვების სისტემა შექმნეს. ამ ქვეყ-ნების მკვიდრები ამბობენ, - ჩვენ არა გვაქვს ნავთობი და წყალი, მაგრამ ჩვენი სიმდიდრეა გონებ-რივი შესაძლებლობები; ამიტომ ისეთი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომელიც ბავშვების გონებრივ განვითარებას შეუწყობს ხელსო. თვით აშშ-შიც კი, რომელიც სწრაფი კვების ობიექტების ფუძემდებელია, სკოლის ახლოს ასეთ პროდუქტებს აღარ ყიდიან. მიხვდნენ, რომ ჭარბ-წონიანობა სწორედ ამგვარი კვების დამსახურებაა. ჩვენი ბავშვებიც მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ სწრაფი კვების კერძებს - ჰოთდო-გებს, ჰამბურგერებს, ჩისბურგერებს და ა.შ. ისინი მზადდება პროდუქტე-ბისაგან, რომლებიც გაჯერებულია ტრანსცხიმებით. ეს ნივთიერებები ორგანიზმში ილექება და როგორც სისხლს, ასევე მთელ ორგანიზმს მიეწოდება, როგორც უცხო სხე-ული. არანაკლებ საყურადღებოა ჩიფსები და ბურბუშელა...

-რომლებიც ზოგიერთ ბავშვს ჰოთდოგზე და ჰამბურგერზე მე-ტად უყვარს...

-სამწუხაროდ, ასეა. როგორც წესი, ჩიფსები დამზადებულია კარტოფილის პიურესგან. ეს არის ტრანსცხიმებისა და ხელოვნური დამჟანგველების ნარევი ანუ - „თა-იგული“ არასასურველი პროდუქტე-ბისა. საერთოდ, ცხიმი დიდხანს არ ინახება, ამიტომ მას ანტიდამჟანგ-ველი სჭირდება. ე.წ. ჩიფსებში კონ-სერვანტებისა და ანტიდამჟანგვე-ლების ძალიან დიდი რაოდენობაა. რაც შეეხება სიმინდის ბურბუშელას, ის ხშირად არის დამზადებული გენმოდიფიცირებული პროდუქტე-ბისგან. ამ ბოლო ხანებში, სამეც-ნიერო ლიტერატურაში გამოჩნდა ბევრი სტატია და მეცნიერული კვლევა იმის თაობაზე, რომ ამგ-ვარი საკვების მიღება ბავშვისთვის არ შეიძლება.

-ქალბატონო ეთერი, კიდევ რა შეიძლება ჩაიწეროს მავნებელი პროდუქტების სიაში?

-შაქარყინულის კანფეტები, ჟე-ლიბონი, ჩუპა-ჩუპსი და ა.შ... ასეთი კანფეტები ყოველ მეორე ბავშვს უჭირავს ხელში, რაც ძალიან ცუ-დია. ეს არის მთლიანად ხელოვნუ-რი ნაერთებისაგან შექმნილი პრო-დუქტი, რომელიც საღებავებითა და ქიმიური ნივთიერებებით არის გაჯერებული. მათ არაფერი აქვთ საერთო მარმელადის კანფეტებ-თან, რომელიც ადრე იყიდებოდა და ყველა სიამოვნებით მივირთმევ-დით. ეს სინთეტიკური პროდუქტია. ამის შემდეგ მოდის ტკბილი გაზიანი სასმელები, რომლებიც მიჩვევის არნახული ხარისხით გამოირჩევა. ამ ტიპის სასმელი უარყოფით ნივ-თიერებებს აგროვებს ორგანიზმში და არავინ იცის, დროთა განმავ-ლობაში როგორ იმოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. როგორც გით-ხარით, გაზიან სასმელს მიჩვევის დიდი ეფექტი აქვს და ბავშვი მას ვეღარ შორდება. ეს სასმელები,

განსაკუთრებით - „კოკა-კოლა“ და „პეპსი-კოლა“ სინთეზური ნივ-თიერებებისაგან არის მიღებული. „კოკა-კოლა,“ რომელიც კოლას ნაყოფის წვენისაგან შეიქმნა, ასე-ულობით ქვეყანაში შედის. რამდენი კოლას ნაყოფი უნდა დაკრიფონ, რომ მთელ მსოფლიოს მოედოს? - ანუ, ეს არის სინთეტიკა, რადგან წარმოუდგენელია, ამ რაოდენობის სასმელი ხილის წვენისაგან მზად-დებოდეს. მე გეუბნებით იმას, რასაც მთელ მსოფლიოში მეცნიერები ამტკიცებენ.

-თქვენ ამბობთ, რომ ძალიან ცუდად მოქმედებს ბავშვის ჯანმ-რთელობაზე საღეჭი რეზინებიც...

-დიახ, რადგან აქაც სრულ სინთეტიკასთან გვაქვს საქმე. მისი გამოყენება მოზრდილი ადამი-ანისთვისაც არ არის სასურველი. კევი დაღეჭვიდან 5-10 წუთის შემდეგ უნდა გადავაგდოთ. დიდი ხნით კევის ღეჭვა ბავშვებში იწვევს ჯირკვლის სისტემურ გაღიზიანებას და კუჭის წვენის გამოყოფის გააქ-ტიურებას. თუ დავუმატებთ ამას ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებ-საც კევი შეიცავს, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ჩვენს პატარებს ეს ნამდვილად არ სჭირდებათ. იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რომლებიც ბავშვს უნდა მოვარი-დოთ, შედის გაყინული ქათმის ბარკლებიც. გახმაურდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ამ ქათმებს ზრდიან ჰორმონებით. უმეტეს შემთხვევაში მათი ზრდი-სას გამოიყენება ქალის ჰორმონი პროგესტერონი, რომელიც მოზარ-დებში, განსაკუთრებით კი, ბიჭებში, ხელს უწყობს უშვილობის განვი-

თარებას. მე ეს ინფორმაცია მაქვს არაერთი უცხოური წყაროდან. სხვათა შორის, ჩვენთან დაგეგმი-ლია, რომ დაიწყოს კონტროლი, შედის თუ არა გაყინულ ქათმებში ის ჰორმონი, რომლის მიღებაც დაუშვებელია მოზარდი თაობი-სათვის, განსაკუთრებით - მოზარდი ბიჭებისთვის. როგორ უნდა მოამზა-დონ დიასახლისებმა საკვები, რომ ბავშვებს ნაკლები ზიანი მიადგეთ? - გაყინულ ხორცს კანი უნდა მოვაცი-ლოთ და პირველი ნახარში წყალი უნდა გამოვუცვალოთ, ქაფიც უნდა მოვაცილოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოვხარშოთ საფუძვლი-ანად. პირდაპირ შეწვა სასურველი არ არის და საერთოდ, შემწვარი პროდუქტები ბავშვებმა ნაკლებად უნდა მიიღონ.

-რა არის ყველაზე სასარგებ-ლო მოზარდის ორგანიზმისათ-ვის?

-ახალი ხილი, ბოსტნეული, წვენები, რომლის გამოწურვაც ოჯა-ხურ პირობებში ძალიან ადვილია. დიდი ენერგია და შრომა ამას არ სჭირდება. გარდა იმისა, რომ ბავშ-ვი მიიღებს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, ახალგამოწურული წვენი ორგანიზმს აძლევს საშუ-ალებას, რომ მავნე ნარჩენებისაგან გათავისუფლდეს. ის ღრუბელივით იწოვს და გამოყოფს ორგანიზმი-დან ქიმიურ ნივთიერებებს. შეიძლე-ბა ბავშვს არ უყვარს ვაშლი, მაგრამ შეიძლება მისგან მოვამზადოთ ისეთი რამ, რაც უყვარს - მისი წვენი, ფაფა ან თუნდაც ვაშლის ნამცხ-ვარი გავაკეთოთ სახლში. ის მაინც გვეცოდინება, რომ მას ხელოვნური დამატკბობლები არა აქვს და ეს

არის ტკბილეული, რომელიც ჩვენს შვილებს სარგებლობას მოუტანს. ავიღოთ, თუნდაც ჩიფსები, ხომ შეიძლება ოჯახში მომზადდეს? ეს ძალიან ადვილია - დავჭრით კარტოფილს თხელ ფენებად და ღუმელში შევწვავთ - ეს ხომ ძნელი არ არის?!

-თუმცა, ამას დრო უნდა. სწრა-ფი კვების ობიექტებიც ხომ სწო-რედ ამაზეა გათვლილი, - თა-ნამედროვე ქალს ხშირად არა აქვს საკმარისი დრო, ყიდულობს ჰოთდოგს ან ჰამბურგერს, ბავშ-ვიც კმაყოფილია და თვითონაც.

-ძალიან ადვილია პასუხისმ-გებლობისაგან თავი გაითავი-სუფლო, მაგრამ ბავშვის გაზრ-და იოლი არ არის. ქალმა, რაც უნდა დაკავებული იყოს, შვილს არ უნდა მოაკლოს ყურადღება. დედამ ამაზე მნიშვნელოვანი სხვა რა უნდა გააკეთოს? ფუფუნების საგნებზე ხომ არ ვსაუბრობთ, ბავშვის ჯანმრთელობაზეა ლაპა-რაკი. რამდენიმე დასახელების საკვები ჩამოგითვალეთ, თუმცა, ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება. ამიტომ ყველას ვურჩევ, ოჯახურ პირობებში მომზა-დებული საკვები მიირთვან, ხილი და ბოსტნეული კი სოფლიდან ჩამოვიტანოთ. არ გვინდა უცხოური, გენმოდიფიცირებული საკვები. სოფელიც გამოცოცხლდება და ჩვენც გვეშველება. ჩვენი ვაშლი, რომელიც ქართლში მოდის, შა-ქარმჟავას ინდექსით მსოფლიოში პირველია. შეიძლება არ იყოს შესახედავად ლამაზი, მაგრამ გენმოდიფიცირებული ვაშლის ჭამას, მისი ჭამა ჯობია. საერთოდ, გენმოდიფიცირებას იცით, რატომ მიმართავენ? - მოსავალი კოლო-რადოს ხოჭომ რომ არ გააფუჭოს. მეცნიერებს შორის ასეთი ხუმრობაც კი გავრცელდა, კოლორადოს ხო-ჭოც თუ არ მიირთმევს, ის საკვები მე რატომ უნდა ვჭამოო?!

საქართველოში უნდა გაძლიერ-დეს მოთხოვნა სოფლიდან ჩამო-ტანილ, ნატურალურ, ქართულ პროდუქტებზე. ჩვენი პატარები მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც არასასურ-ველი პროდუქცია იყიდება.

ხათუნა ჩიგოგიძეgzapress.ge

ათამდე პროდუქტი, რომელიც ბავშვებს უნდა მოვარიდოთბავშვებს ძალიან უყვართ ათასგვარი ტკბილეული და სა-

სუსნავი, რომელსაც ისინი ყოველ ნაბიჯზე ხვდებიან. ალბათ ყველა მშობელი დაფიქრებულა, რამდენად სასარგებლოა

მოზარდისთვის ეს ლამაზად გაფორმებული, მაცდური საკ-ვები, რომელსაც ათასობით კილომეტრი აქვს გამოვლილი,

რომ ჩვენამდე მოსულიყო. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი, პროფესორი ეთერ სარჯ-

ველაძე გვირჩევს, არ ვუყიდოთ ბავშვებს საკვები, რომელიც საეჭვოდ მოქმედებს არა მარტო მოზარდებზე, ზრდასრულ,

ჩამოყალიბებულ ადამიანებზეც კი.

Page 3: ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალეchemikharagauli.com/uploads/secbanners/12-632-2015w.pdf · -

3xtvb [fhfufekb3 აპრილი, 2015 წ.

აგროტურიზმი ადგილობრივების ჩართულობით

ნევროლოგიისა და ნეიროფსიქო-ლოგიის ინსტიტუტის ნეიროფსიქო-ლოგი თამარ გაგოშიძე მიიჩნევს, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვის სკოლაში შეყვანა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ზიანის მომტანია. ნეიროფსიქოლოგი, რომელსაც ბავშვებთან ფსიქოლოგი-ური მუშაობის ყოველდღიური გამო-ცდილება აქვს, ამბობს, რომ მზარდია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც „სასკოლო შფოთვებით“ მშობლებს კონსულტაციებზე მოჰყავთ.

„ჩემთან იზრდება იმ პაციენტი ბავშ-ვების რიცხვი, ვინც 5 წლის შეიყვანეს სკოლაში. მათ აქვთ ნევროზი, ძილის დარღვევა, შფოთვა. ძალიან ხშირად, უზარმაზარი ენერგიის ხარჯზე, მას-წავლებლის ან მშობლების ხათრით სწავლობენ, რომ შეაქონ. ეს არის ბავშვის მიმართ უსიყვარულო და გამო-მყენებლობითი დამოკიდებულება. გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მოიმატებს იმ ბავშვების რაოდე-ნობა, ვისაც ექნება „სასკოლო შფოთ-ვა,“ რომელიც არის ნოზოლოგია. ვინ აგებს ამაზე პასუხს?! ამ შემთხვევაში, მე ვარ ბავშვის ადვოკატი, მთლიანად ბავ-შვის მხარეს ვარ. მისი ჯანმრთელობა

და ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ყველაზე მთავარი და ის, რასაც ვაკე-თებთ, არის ბოროტება. საქართველოს განათლების სივრცეში არსებობს აზრი, რომ ჩვენ წინ არის მანქანა, რომელ-საც რამდენ ინფორმაციასაც გვინდა, იმდენს ჩავტენით და რაც შეიძლება მალე. როგორც 200-გრამიან ჭიქაში უფრო მეტ წყალს ვერ ჩაასხამ, ასევეა ბავშვიც, რომელსაც თავისი განვითა-რების კანონზომიერება აქვს,“ - ამბობს თამარ გაგოშიძე.

სპეციალისტი ამბობს, რომ 6 წლამ-დე ასაკის ბავშვის წამყვანი მოქმედება არის თამაში და ყველაფერი თამაშით უნდა ისწავლოს. ამავე ასაკამდე ყა-ლიბდება ნებელობაც, რომელიც მას სასკოლო ცხოვრებაში სჭირდება.

„აქ ძალიან მნიშვნელოვანია სკო-ლამდელი განათლება. სწორედ ამ დროს უნდა მოხდეს ბავშვის მომზა-დება. ეს პროცესი ერთხელ და საბო-ლოოდ უნდა დაიწყოს ამ ქვეყანაში. ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტმა იმაზე იმსჯელოს, როგორ განავითა-როს სკოლამდელი განათლების და-წესებულებების ინფრასტრუქტურა და სკოლამდელი მოსამზადებელი პროგ-

რამები, წინა პრაქტიკას უბრუნდება. ვილაპარაკოთ სკოლების მოწყობაზე, ვისაუბროთ სკოლამდელ განათლე-ბაზე, სასკოლო კლასების შესაბამის აღჭურვაზე, ბიუჯეტის გაზრდაზე. ამაზე დავსვათ კითხვები, გამიხარდება. ანდა, მასწავლებლებს ეკითხებიან, როგო-რია, როცა 5 და 6 წლის ბავშვები ერთ კლასში ჰყავთ, ზოგს ეძინება, ზოგი დარბის. მთელი საქართველო რომ შესციცინებს ფინეთის განათლების სისტემას, იქ 7 წლის ასაკში მიჰყავთ სკოლაში ბავშვები. მანამდე კი სპეცი-ალური მომზადებაა. რა თქმა უნდა, ვერ შევადარებთ საბავშვო ბაღებითა და სასწავლო პროგრამებით საქართ-ველოს ფინეთს, მაგრამ ხომ უნდა დავიწყოთ ოდესმე მუშაობა და ასე არ შევყაროთ 5 წლის ბავშვები სკოლაში ყველანაირი მომზადების გარეშე.“

თამარ გაგოშიძე ამბობს, რომ ძალიან ხშირად მშობელს არ აქვს ინფორმირებული გადაწყვეტილების შესაძლებლობა, როდის მიიყვანოს შვილი სკოლაში, ვინაიდან მას ინფორ-მაციას არავინ აწვდის.

„ხშირად გამიგია მშობლებისგან, უსამართლობაა არ შევიყვანო სკოლა-

ში, როდესაც 6 წლამდე 1 თვე, 2 და 3 თვე რჩება ბავშვს. ვერც კი წარმო-იდგენთ, რამხელა დროა ეს ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის, განსხვავებით ზრდასრულებისგან. სამ თვეში დრამატულად იცვლება ხოლმე ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარე-ობა. აუცილებლად უნდა იცოდეს მშო-ბელმა, რა ზიანი მოყვება მისი შვილის 5 წლის ასაკში სკოლაში შეყვანას. ყვე-ლამ, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ფსიქოლოგებმა და მედიამ უნდა იმუშაოს აქტიურად, რომ მშობელს გააგებინოს, რა არის მისი შვილის მომავლისთვის და ჯანმ-რთელობისთვის კარგი. წერა-კითხვა არ არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ სკოლაში ისწავლოს. სასკოლო მზაობა აკადემიური ცოდნის ათვისებით არ განისაზღვრება.

სპეციალისტი ამბობს, რომ წერა, კითხვა და ანგარიშის ცოდნა 5 წლის ასაკში არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვი სკოლისთვის იყოს მზად.

„სასკოლო მზაობა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციური კომპონენტი და ნებელობაა. ძალიან ბევრ შემთხ-

ვევაში 5 წლის ბავშვს ნებელობა არ აქვს ჩამოყალიბებული. შემდეგ იქმნება იმის პრობლემა, რომ ვერ აჩერებენ კლასში იმიტომ, რომ მისი მთავარი მოთხოვნა ამ დროს თამაშია. თამა-შით თუ ვასწავლით, პრობლემა არ არის. 4 წლის ასაკიც შეიძლება იყოს სასკოლო ასაკი იმ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რომ სკოლა იყოს მოწყობილი 4 წლის ასაკის ბავშვის მოთხოვნილებებზე. მაგრამ ეს იქნება ადრეული განათლება და ეს სულ სხვა რამეა. მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, ბავშვი ასრულებს თუ არა მითითებებს, შეუძლია თუ არა ქცევის შეკავება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შეუძლია თუ არა მი-ნიმუმ ნახევარი საათი ყურადღებით ჯდომა და მოსმენა.“

შეგახსენებთ, რომ 19 მარტს 62-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა

კანონპროექტს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლი-ლების შეტანის თაობაზე,“ რომელიც 5 წლის ბავშვის სკოლაში მიღებას ითვალისწინებს.

ნინო კახიშვილიnetgazeti.ge

საქართველოს დაცული ტერი-ტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდის ინიციატით ბორ-ჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ადმინისტრაციაში მოეწყო შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდ-ნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული

პარკის ადმინისტრაციის დირექტორი ლევან თაბუნიძე, ბრიტანელი ექს-პერტი ტურისტული მარშრუტების დაგეგმვის საკითხებში გევინ ბელი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვი-თარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწ-ყობის ცენტრის დირექტორი მამუკა

ჭიპაშვილი, ადგილობრივი ინდმეწარ-მეები და ხარაგაულის საზოგადოების წარმომადგენლები.

კავკასიის ბუნების ფონდი მუშაობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარების სტრატეგიაზე. სწორედ ამ საკითხს ხელმძღვანე-ლობს ფონდის წარმომადგენელი გევინ ბელი. მან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს 2006-2007 წლებიდან იცნობს. „მთავარია განვსაზღვროთ ის პო-ტენციალი, რომელიც მოგვცემს ამ რეგიონში ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას, - ამბობს გევინ ბელი, - ამ სტრატეგიაში აუცილებე-ლია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში მცხოვ-რები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება.“

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორ-მა ლევან თაბუნიძემ აღნიშნა, რომ „ეროვნულ პარკში ვიზიტორების რაოდენობა ხარაგაულიდან, ბორ-

ჯომთან შედარებით, მცირეა. თუმცა ტურისტული მიმოსვლის პროცესი დაწყებულია და ხარაგაულში შეიძ-ლება განხორციელდეს ბევრი აქტი-ვობა, რომ უფრო საინტერესო გახდეს ხარაგაულში ჩამოსვლა. ამისათვის ხელსაყრელია აგროტურიზმის განვი-თარება ამ რეგიონში. აქ არის უამრავი ისტორიულ-კულტურული ძეგლი, რომლითაც, სწორი მარკეტინგული გათვლებით, შეგვიძლია ტურისტების მოზიდვა.

ხარაგაულის ტურიზმის ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ „ჩვენთან ტურიზმის განვითარებისთვის ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია უგ-ზოობა. ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკა-დის გაზრდას. ხარაგაულში, გარდა ეროვნული პარკისა, ბევრი ისეთი ადგილია, რომლითაც შეიძლება დაინტერესდეს ტურისტი, მაგრამ ამ ადგილებისაკენ გადაადგილება უგ-

ზოობის გამო ძალიან შეზღუდულია. ტურისტულ მარშრუტში შესაძლებე-ლია, მაგალითად, დევის ხვრელის ჩართვა, მაგრამ ამას ჭირდება სწორი მარკეტინგული გათვლა. ჩვენი სამ-სახური მუშაობს ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებზე, მაგრამ პროექტების განხორციელების თანხა მუნიციპალიტეტს ჯერჯერობით არ გააჩნია.“

გევინ ბელის თქმით, აუცილებელია ადგილობრივი დაინტერესებული ადამიანებისთვის ტრენინგების შეთა-ვაზება აგროტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად.

ლევან თაბუნიძის ინფორმაციით, შეიქმნება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვ-ნული პარკის ტურიზმის განვითარებისა და მარკეტინგის ხუთწლიანი სტრა-ტეგია ეროვნული პარკის მიმდება-რე ექვსივე მუნიციპალიტეტისთვის ცალ-ცალკე. აღნიშნული პროგრამა ხარაგაულისთვის აგროტურიზმის გან-ვითარებაზე იქნება გათვლილი.

თამთა გოგოლაძე

გულისხმიერი, კეთილი, მცოდნე, ყურადღებიანი, - ასე იხსენებენ ხარა-გაულში კოლეგები და ახლობლები ლამარა ავალიშვილს, - ქალბატონს, რომელიც 33 წელი მუხლჩაუხრელად და დაუზარლად ემსახურებოდა ყვე-ლას, ვისაც მისი დახმარება სჭირდე-ბოდა.

ლამარა ავალიშვილი დაიბადა 1939 წლის 28 აგვისტოს კიცხში ვლადიმერ ავალიშვილისა და თეონა აბაშიძის ოჯახში. 1955 წელს წარჩი-ნებით დაამთავრა კიცხის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაციის ფაკულტეტზე. ინსტიტუტი წითელ დიპლომზე 1960 წელს პროვიზორის კვალიფიკაციით დაამთავრა. იმავე წელს დაიწყო მუშაობა ხარაგაულის ცენტრალურ აფთიაქში. რამდენიმე წლის შემდეგ გადაიყვანეს ხარაგაულის ცენტ-რალური საავადმყოფოს აფთიაქში პროვიზორად, სადაც მუშაობდა 1993 წლამდე.

1964 წელს დაქორწინდა ნუგზარ შარიქაძეზე. მათ შესანიშნავ ოჯახში აღიზარდნენ ხათუნა, ლელა და კაკო შარიქაძეები.

„არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. თუ შეიძლება ვინმეზე ითქვას კარ-გი, უნდა ითქვას ლამარაზე, - ასე საუბრობს ლამარა ავალიშვილზე ხარაგაულის ყოფილი ცენტრალური აფთიაქის ღვაწლმოსილი თანამშ-რომელი, ასი წლის ქალბატონი ქეთო თხელიძე, - ერთი უსიამოვნება არ მახსოვს კოლექტივში მისგან. გულისხ-მიერებით გამოირჩეოდა. საუკეთესოდ

იცოდა თავისი საქმე.“ხარაგაულის ყოფილი ცენტრა-

ლური აფთიაქის თანამშრომელი როზა ლაბაძე ამბობს, რომ ადამიანი პენსიაში გასვლის შემდეგ ცხოვრობს მოგონებებითა და წარსულით. „ხში-რად ვიგონებ ჩემს თანამშრომლებს და თითოეულ მათგანზე მხოლოდ კარგი მახსენდება, - გვიამბობს ქალ-ბატონი როზა, - ლამარა ავალიშვილი იყო ბრწყინვალე პიროვნება, მაღა-ლი დონის პროფესიონალი, კეთი-ლი ადამიანი. არასდროს უთქვამს უარი დახმარებაზე სამსახურებრივ საქმიანობასა თუ საოჯახო საქმეში. ზოგჯერ სამსახურიდან გათავისუფ-ლება მჭირდებოდა და უყოყმანოდ მენაცვლებოდა. მკაცრიც იყო. თანამ-შრომლებისგან ითხოვდა იდეალურ სისუფთავეს. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევდა იმ ოთახების სანიტარულ მდგომარეობას, სადაც წამლები მზადდებოდა. ვერ იტანდა უწესრიგობას.

ლამარასნაირი კეთილი ადამი-ანები დიდხანს უნდა ცოცხლობდნენ. ძალიან განვიცადე მისი ამქვეყნი-დან წასვლა. ნათელი დაადგეს მის სულს.“

ხარაგაულის საავადმყოფოს ექი-მი აზა ფურცელაძე იხსენებს, რომ ლამარა ავალიშვილი მაღალი ავ-ტორიტეტით სარგებლობდა თანამშ-რომლებში. „იყო არაჩვეულებრივი, მცოდნე. ძალიან თბილი დამოკი-დებულება ჰქონდა ექიმებთან. რა დროს უნდა გამოგვეძახებინა სა-ავადმყოფოში, რომ არ მოსულიყო. შეიძლება ითქვას, რომ ლამარა

ავალიშვილი უნაკლო ადამიანი იყო. დარწმუნებული ვარ, თუ ვინმეს მისი კონსულტაცია დასჭირდებოდა, გზაშიც რომ გაეჩერებინათ, არავის არაფერს დაზარდებოდა,“ - აღნიშნა აზა ფურცელაძემ.

ექიმი ალექსანდრე ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ თუ რამ კარგი სიტყვა არსებობს ქართულ სიტყვიერებაში, ყველაზე ლამაზი სიტყვებით ლამა-რა ავალიშვილზე უნდა ვისაუბროთ. „ქალბატონი ლამარა თავისი პროფე-სიონალიზმით, ოჯახიშვილობითა და ადამიანობით ნამდვილად იმსახურებს საუკეთესო შეფასებას,“ - ამბობს ალექ-სანდრე ბარბაქაძე.

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვენერა კიკნაძე ლამარა ავალიშვილ-ზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მასში ადამიანობა და პროფესიონალიზმი ჰარმონიულად იყო შერწყმული. „ქალ-ბატონი ლამარა საოცრად გულისხ-მიერი გახლდათ, - ყველა ადამიანის ჭირისა და ლხინის გამზიარებელი. როგორც მშობელი, გამოირჩეოდა დიდი ყურადღებით. აქტიურად იყო ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. სამ-წუხაროდ, ადრე წავიდა ამქვეყნიდან. ხარაგაულის საზოგადოებას ძალიან დაენანა და ყველამ განიცადა მისი გარდაცვალება.“

დედას განსაკუთრებული ემოციით იხსენებს მისი ქალიშვილი ლელა შარიქაძე. „მეუხერხულება დედაზე საუბარი. ბავშვობიდან რაც ყველაზე კარგად მახსოვს, ესაა ჩვენი მშობლი-ური სოფელ მარელისის მაცხოვრებ-ლების დიდი პატივისცემა დედასადმი.

მარელისში რომ ავდიოდით, მთელი სოფელი ეგებებოდა. გაღმა მარე-ლისში მცხოვრები მოხუცი ქალბატონი ცაბო მაღრაძე რომ გაიგებდა ჩვენს მისვლას, ქათქათა ტილოგადაფარე-ბული კალათით გვესტურებოდა ხოლ-მე. ჩვენი მეზობელი მამუკი შველიძე, - ეკა შველიძის მამა, - რომ დაინახავ-და დედას, - რძალი მობრძანებულა, რძალიო, - დაიძახებდა. დედას მთე-ლი სოფლის მოსახლეობა აკითხავდა წამლისა და კონსულტაციისთვის. ძალიან ადრე, 54 წლის ასაკში, წავიდა ჩვენგან. არაჩვეულებრივ მალამოებს ამზადებდა. მის რეცეპტებს დღემდე ვიყენებთ.

ხარაგაულელების ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგა. დღემდე მიკვირს, როგორ ასწრებდა, რომ სახლშიც იდეალური წესრიგი ყოფილიყო, დღეში რამდენჯერმე, ხშირად ღამეც,

გამოძახებაზე წასულიყო და ყველას დახმარებოდა.

ხშირად ვფიქრობ, რომ ჩვენი ოჯახი დედას სიკეთემ გადაარჩინა და მოგვიყვანა დღემდე. მისი მადლით ვუძლებთ ამ ძალიან მძიმე ცხოვრებას,“ - დასძენს ლელა შარიქაძე და მოახ-ლოებული აღდგომის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვისაც ახსოვს, პატივისცემითა და სიყვარულით იხსე-ნებს ლამარა ავალიშვილს და მისგან ადამიანთა გადარჩენისათვის გაღებულ სიკეთეს არ ივიწყებს.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ხარაგაულის ცენტრალუ-რი აფთიაქის თანამშრომლები ჟუჟუნა ხარატიშვილი, მარო შარიქაძე, შალვა გელაშვილი ქალიშვილ ნათელასთან ერთად, ლამარა ავალიშვილი, ლილი ბუხნიკაშვილი.

„დედას მადლითა და სიკეთით ვუძლებთ ყველაფერს“

„5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანა ბოროტებაა“

Page 4: ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალეchemikharagauli.com/uploads/secbanners/12-632-2015w.pdf · -

4 xtvb [fhfufekb 3 აპრილი, 2015 წ.

მარკეტი „ნუგო” (მუხურაძეების მაღაზია) საუკეთესო სურვილებით გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

გთვაზობთ უმაღლესი ხარისხის, სანდო და მრავალფეროვან პროდუქციას. მობრძანდით მისამართზე: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №7.

სანტექნიკის მაღაზია „სარკის სახლი” გთავაზობთსამეურნეო და სამშენებლო მასალებს;ულამაზეს ჭაღებს;სამზარეულოსა და აბაზანის აღჭურვილობას;ყველა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკას.სააღდგომოდ ესტუმრეთ „სარკის სახლს“ და შეიძინეთ ოჯახისთვის საჭირო

ნივთები მისაღებ ფასად.მრავალ აღდგომას დასწარით, ძვირფასო ხარაგაულელებო!მისამართი: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №48

ბოგვერაძეების მაღაზია ხარაგაულელებს გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

მშვიდობას, წინსვლას და დღეგრძელობას გისურვებთ.სააღდგომოდ ჩვენს მაღაზიაში სხვადასხვა საკვებ პროდუქტებთან ერთად შე-

იძენთ საუკეთესო ხარისხის პასკებს, ნამცხვრებს, ტკბილეულს.ყოველთვის ვცდილობთ თქვენს თანადგომას და სააღდგომოდაც ყველაფერს

ხელმისაწვდომ ფასებში შემოგთავაზებთ.მისამართი: სოლომონ მეფის ქ. №29.

აღდგომის დამდეგ დღესასწაულს ვულოცავთ ყველა ხარაგაულელს, ჩვენს ერთგულ კლიენტებს, ხარაგაულის სტუმრებს.

აღდგომის სიხარულით აღსავსე ცხოვრებას და ბედნიერებას გისურვებთ ყველას.სააღდგომოდ რესტორანი „ქართული სამზარეულო“ გთავაზობთ აქციას - დღე-

იდან, 3 აპრილიდან, აღდგომის ჩათვლით 30 ხინკალის შეკვეთისას საჩუქრად მიიღებთ ორ კათხა ჩამოსასხმელ ლუდს!

მუდამ გქონოდეთ ჩვენთან მოსვლის ხალისი და ფინანსური შესაძლებლობა.ქრისტე აღდგა! ჭეშმარტად აღდგა!მარინე გოგია და რესტორანი „ქართული სამზარეულო”

ძვირფასო ხარაგაულელებო, გილოცავთ აღდგომას. მრავალს დაესწარით თქვენი ოჯახებით. კეთილდღეობას და სიხარულს გისურვებთ.

აღდგომის მადლით გაბრწყინებულიყოს თითოეული თქვენგანის ცხოვრება.გთავაზობთ ქალის, მამაკაცისა და ბავშვის უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე

სტილის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს;სამზარეულოს ჭურჭელისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ფართო არჩევანს;მრავალფეროვან სასაჩუქრე სუვენირებს თქვენთვის ხელმისაწვდომ ფასებში.საუკეთესო რჩევებს მიიღებთ ხალისიანი და გულითადი გამყიდველისგან.მობრძანდით მისამართზე: სოლომონ მეფის ქ. №29.

ინდმეწარმე ვიტალი ხარაძე გილოცავთ აღდგომას.ამ ბრწყინვალე დღესასწაულის ძალა და მადლი ფარავდეს მუდამ თქვენს

ოჯახებს.დღეგრძელობა და კეთილდღეობა არ მოგკლებოდეთ!ჩვენი მაღაზია გთავაზობთ ყველა სახის პროდუქტს საბითუმო ფასებში!გვესტუმრეთ მისამართზე: ხარაგაული, სოლომონ მეფის პირველი ჩიხის ქუჩა №1. ავტოსადგურის პირ-

ველ სართულზე.

Page 5: ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალეchemikharagauli.com/uploads/secbanners/12-632-2015w.pdf · -

5xtvb [fhfufekb3 აპრილი, 2015 წ.

მატიული აქტებით, კონსტიტუციით, კანონებით ამ სფეროში, პროგრა-მებით, დამთავრებული ხანგრძ-ლივვადიანი და მოკლევადიანი სამთავრობო პროგრამებით.

მეორეს მხრივ, - უნდა დაგ-ვედგინა, თუ რა მდგომარეობაშია სასურსათო უსაფრთხოების სის-ტემა საქართველოში. არსებობს თუ არა ეს სისტემა, როგორია მისი ელემენტები და მათ შორის კოორდინაციები.

მიხეილ ჯიბუტის განცხადე-ბით, - დასკვნა არის ძალიან მძიმე. კვლევაში მოცემულია შესაბამისი დასაბუთებაც, რომ სა-ქართველო სასურსათო უსაფრთ-ხოების ყველა დონეზე, - განვიხი-ლავთ საქართველოს მთლიანად სახელმწიფოს დონეზე, საოჯახო თუ ინდივიდუალურ დონეზე, არის სასურსათო უსაფრთხოების დაბა-ლი დონის, ძალიან მაღალი რის-კის შემცველი ქვეყანა. მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომი-ტეტის განმარტებით, სასურსათო უსაფრთხოება არსებობს მაშინ, როდესაც თითოეულ ადამიანს ნებისმიერ დროს გააჩნია ფიზიკუ-რი, სოციალური და ეკონომიკური წვდომა საკმარისი რაოდენობის უსაფრთხო და ხარისხიან საკ-ვებზე, რომელიც საშუალებას იძლევა, დაკმაყოფილდეს მათი საკვებზე მოთხოვნები და არჩე-ვანი შესაბამის სანიტარულ და სამედიცინო მომსახურების პი-რობებში ჯანმრთელი (ჯანსაღი) და აქტიური ცხოვრების წესის წარმართვისათვის.

კვლევის შედეგად გაკეთდა დასკვნა, რომ საქართველო არის სასურსათო და კვების უსაფრთ-ხოების გარეშე ქვეყანა.

ანუ, იმ, განმარტებით, რა ში-ნაარსითაც სასურსათო უსაფრ-თხოება გაიგება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, სასურსათო უსაფრთხოების ასეთი ტიპის სისტე-მა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.

უფრო მეტიც, - სასურსათო

უსაფრთხოების ჯაჭვი მთლი-ანად ქვეყანაში, ხელმისაწვდო-მობიდან მოხმარებამდე, ძირი-თადად ფუნქციონირებს ბაზრის სტიქიური მექანიზმის პირობებში და ის ერთიანი სისტემის სახით არ არის.

გაეროს სურსათისა და სოფ-ლის მეურნეობის ორგანიზაციის-გან დადგენილია სასურსათო უსაფრთხოების ანალიზი ოთხი მიმართულებით, - ესაა საკვების არსებობა, ხელმისაწვდომობა, მოხმარება და სტაბილურობა. ზოგჯერ ხდება, რომ ანალიზის დროს მოხმარებასა და სტაბი-ლურობას აერთიანებენ. ამის აუცილებლობა ჩვენს შემთხვევაში არ არის.

თითქმის ყველა ქვეყანას გააჩ-ნია კანონი ან პროგრამა, სადაც განსაზღვრულია სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების ჩამო-ნათვალი. საქართველოში ასეთი ჩამონათვალი დოკუმენტებში არ არსებობს. სოფლის მეურნეობის განვითარების ახლახან მიღებულ სტრატეგიაში პირველად გამო-ჩნდა ასეთი ჩამონათვალი, თუმცა ეს ჩამონათვალიც არის კონტექს-ტური.

როგორია ქვეყნის საკვებით თვითუზრუნველყოფის პროცენტი? საერთაშორისო ნორმაა, რომ იმპორტი არ უნდა აღემატებო-დეს სასურსათო პროდუქტების 20%-ს, ეს არის ნორმალური ქვეყნისათვის. აბსოლუტურად 100-ვე პროცენტით თვით აშშ-ც არ უზრუნველყოფს თავის მოსახ-ლეობას. საქართველოში ეს ზომა აღემატება 70 პროცენტს.

ხელმისაწვდომობა - შეიძლება წარმოებული პროდუქცია საკმა-რისი იყოს, მაგრამ, ვერ შეძლონ ადამიანებმა ამ სურსათის მოხ-მარება სიღარიბისა და ფასების ზრდის გამო.

რა ფიზიოლოგიური ნორმა არ-სებობს ადამიანის მოხმარების და რამდენს მოიხმარენ ისინი?

ჩვენთან ამ მხრივაც ძალიან მძიმე სურათია. საქართველოში

ადამიანები პურსაც კი მოიხმარენ ნორმაზე ნაკლებს, სხვა პრო-დუქტზე, - ბოსტნეული, ხორცი, რძე, - რომ აღარაფერი ვთქვათ.

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო -ში მოსახლეობისგან სურსათის მოხმარების 70 პროცენტი მოდის პურზე. მხოლოდ ეს დასკვნაც კი, განსა-კუთრებულად სვამს პურის ხარისხის თემას.

პ ურის ბ ა ზ არზე არის ასეთი რეკლამა, - „ჩვენ არ ვღებავთ.“ პურის მწარმოებელს რომ ასეთი სლოგანი გამოაქვს და თვლის, რომ „ჩვენ არ ვღე-ბავთ,“ - კარგია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბევრი მწარმო-ებელი პურს ღებავს. ეს ძალიან სერიოზული თემაა და უმწვავესად დგას ეს საკითხი.

მოხმარების საკითხი არის სწორედ ის თემა, სადაც სასურ-სათო უსაფრთხოება და კვების უსაფრთხოება ერთმანეთს არის გადაჯაჭვული.

მეორე მსოფლიო ომის შემ-დეგ სასურსათო უსაფრთხოების მხრივ მთავარი იყო შიმშილის დაძლევა. რომ არ ყოფილიყო შიმშილი, მარცვლეულის, - ხორ-ბლისა და ბრინჯის წარმოება იყო ძირითადი მიმართულება. 70-იანი წლების შუა ხანებში, შემოვიდა არა მარტო შიმშილის დაძლევის, არამედ კვების ხარის-ხის თემა. კვებისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხების ერთ-მანეთისგან დაშორება არ შეიძ-ლება, თუმცა მათ აქვთ თავისი ავტონომიური მიმართულებები. კვების უსაფრთხოება განიხილავს ბიოლოგიური კუთხით, მის სი-ცოცხლისუნარიანობას, ხოლო სასურსათო უსაფრთხოება განი-ხილავს უკვე სოციალურ-ეკონო-მიკურ საკითხებს.

საკვების მოხმარების ნორმის დადგენა, - რა უნდა ჭამოს, რამ-დენი კალორია უნდა მიიღოს, რამდენი მიკროელემენტი უნდა იყოს საკვებში, - ეს არის სპეცი-ალისტების საკვლევი. ეს ნორმა რომ დადგინდება, შემდეგ ეკო-ნომისტებმა უნდა გადაიყვანონ სა-სურსათო კალათაში. სასურსათო კალათით გამოიანგარიშება მინი-მალური ხელფასი, მინიმალური პენსია. მთელი პოლიტიკაა ამაზე აგებული.

კვების უსაფრთხოების კუთ-ხითაც დასკვნა არის ძალიან უარყოფითი. კვება ერთფერო-ვანია და მისი სტრუქტურა არის არაჯანსაღი.

ჯანმრთელობის სამინისტროს 2003 წლის 8 მაისის ბრძანებითაა დამტკიცებული საკვების ფიზი-ოლოგიური ნორმები, რაზეც მიბ-მულია საარსებო მინიმუმის თემა.

2003 წელს რომ ეს ნორმა შე-მუშავდა, საარსებო მინიმუმი 130 ლარიდან დაეცა 84 ლარზე.

ნაციონალური მოძრაობის ხე-ლისუფლებას ამ თემისთვის ხელი არ მოუკიდია. არც ოცნების ხელი-

სუფლება ჩქარობს ამ ნორმების გადახედვას.

ზოგიერთი სპეციალისტი ამბობს, რომ საქართველოში ზრდასრული ადამიანისათვის დადგენილია ისეთი ნორმები, როგორიც ამერიკაში ხუთი წლის ბავშვისთვის. ამ საკითხთან დაკავ-შირებით სერიოზული პრობლემაა. ათი წელია, ეს ნორმა არ იცვლება, - ამბობს მიხეილ ჯიბუტი.

კვლევებისგან მიღებული უმძიმესი დასკვნების მი-

უხედავად, პრეზენტაცია ოპტი-მისტურად დამთავრდა, რადგან, როგორც შეხვედრის მონაწილეებ-მა აღნიშნეს, გასულ წლებში ამ თემებზე მსჯელობა და საუბარიც კი წარმოუდგენელი იყო და არ შეიძლებოდა.

შეხვედრაზე, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილმა აღნიშნა, სამინისტროში იქმნება სასურსა-თო უსაფრთხოების პოლიტიკაზე მომუშავე ჯგუფი და მის მუშაობაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ჩართვა.

ლაურა გოგოლაძე

მიხეილ ჯიბუტი - საქართველო არის სასურსათო და კვების უსაფრთხოების გარეშე ქვეყანა

მეორე გვერდიდან

ძვირფასო ხარაგაულელებო!დათო არევაძის მაღაზია გულითადად გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე

დღესასწაულს. გისურვებთ უფლის წყალობას, სიკეთეს, სიხარულს ოჯახებში.ჩვენი მაღაზია სააღდგომოდ გთავაზობთ ხარისხიან და მრავალფეროვან საკვებ

პროდუქტებს;ოჯახებში დამზადებულ ეკოლოგიურად სუფთა საკვებს;საკუთარ საცხობში გამომცხვარ პასკის ფართო არჩევანს.ჩვენთან შეიძენთ ნებისმიერი სახის საოჯახო ტექნიკას.ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს და ადგილზე მიგართმევთ თქვენთვის სა-

სურველ ნებისმიერი სახის საქონელს.დაგვიკავშირდით ტელეფონით: 599 62 90 80.მაღაზია მომსახურე პერსონალის გულისხმიერებით გამორჩეულია.სააღდგომოთ გთავაზობთ ფასდაკლებას ყველა სახის პოდუქტებზე.

ძვირფასო თანამემამულენო!გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. გისურვებთ ჯანმრთელოას,

სიკეთეს, სიყვარულს, სიმრავლეს, კეთილდღეობას გამთლიანებულ და გაბრწ-ყინებულ საქართველოში. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ.

ხარაგაულის 36-6 აფთიაქი თავისი მომსახურე პერსონალით იგულეთ თქვენს სამსახურში. მოგემსახურებით მაღალ დონეზე, ყველაფერს გავაკეთებთ თქვენს სასიკეთოდ. ხელი ხელს ჩავკიდოთ და ერთმანეთს ცხოვრება გავულამაზოთ, შევუმსუბუქოთ მძიმე და გაუსაძლისი პირობები.

ჩვენი დიდი სურვილია, იყოთ ჯანმრთელები. საჭიროების შემთხვევაში გქონ-დეთ ჩვენი იმედი. ეს ჩვენი ადამიანური მოვალეობაა. სიყვარული გადაგვარჩენს. გისურვებთ მხნეობას.

36-6 აფთიაქითამარ სხილაძე

Page 6: ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალეchemikharagauli.com/uploads/secbanners/12-632-2015w.pdf · -

6 xtvb [fhfufekb 3 აპრილი, 2015 წ.

კიცხი-ხიდარის გზა 638 ათას ლარად მოასფალტდებაკიცხი-ხიდარის საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოების

შესასყიდად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი 800 ათას ლარზე გამოაცხადა. ტენდერში ხუთი შემსყიდველი ორგანიზაცია მონაწილეობდა. ტენდერში გამარჯვებულია შპს „გეკა.“

20 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის გამგეობასა (გამგებელი კობა ლურსმანაშვილი) და შპს „გეკას“ (დირექტორი გურამ კილაბერიძე) შორის 638 ათას ლარად. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები უნდა დასრულდეს 2015 წლის 19 ივნისს.

შედგა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციახარაგაული-ბაზალეთის სამკილომეტრიანი საავტომობილო გზის რე-

აბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ტენდერში გამარჯვებულმა შპს-მ „გზამკვლევი 2001“ 1 698 ლარად შეასრულა. ტენდერი გამოცხადებული იყო 15 250 ლარზე.

ხარაგაული-ბაზალეთის სამკილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის საერთო სავარაუდო ღირებულება 600 ათასი ლარია.

ხარაგაულში არსებული ღია ესტრადისა და ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის

შესადგენად ტენდერი 11 440 ლარზე იყო გამოცხადებული. ტენდერში მონაწილეობდა ერთი პრეტენდენტი. შპს „სენსონთან“ (დირექტორი მალხაზ ფარეიშვილი) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ხელ-შეკრულება 13 310.40 ლარზე (დღგ-ს ჩათვლით) გააფორმა.

ღია ესტრადისა და ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება 450 ათასი ლარია.

ვინ მოაწყობს კიცხის სასოფლო კლუბსკიცხში სასოფლო კლუბის მოსაწყობად ხარაგაულის მუნიციპა-

ლიტეტის გამგეობამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. 3 მარტს გამო-ცხადებული ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში ერთი შემსყიდველი - შპს „ბურჯი 2014“ (დირექტორი ზურაბ სამხარაძე) მონაწილეობდა. 27 მარტს გაიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის სხდომა. განხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ შპს „ბურჯი 2014“-ის მიერ ელექტრონულ ვაჭრობაზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი არ შეესაბამება ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებულ ფასს. ასევე წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია გამოცდილების შესახებ. კომისიამ დაადგინა, რომ სამ სამუშაო დღეში წარმოადგინოს შპს „ბურჯი 2014“-მა დაზუსტებული ფასების ცხრილი და გამოცდილების შესახებ ინფორმაცია. გაზეთის მომზადების მომენტში შპს „ბურჯი 2014“-ს მოთხოვნილი ინფორმაცია წარდგენილი არ ჰქონდა.

კიცხის სასოფლო კლუბის მოსაწყობად ტენდერი 6 585 ლარზე იყო გამოცხადებული.

წყალმომარაგების სისტემა მოსაწყობიაორჯერ გამოცხადდა ტენდერი ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფო-

სა და მისი მიმდებარე ქუჩების (დევდარიანი, ჭიპაშვილი, გურამიშვილი) წყალმომარაგების სისტემის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენ-ტაციის შესადგენად.

2 მარტს გამოცხადებული ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა, რადგან მასში არცერთი პრეტენდენტი არ ჩაერთო.

24 მარტს განმეორებით გამოცხადდა ტენდერი 5 080 ლარად. ამჯე-რად ტენდერში ჩაერთო მხოლოდ სპს „მაგი“. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად სპს „მაგიმ“ 4 495 ლარი დააფიქსირა.

ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოსა და მისი მიმდებარე ქუჩების წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საერთო-სავარაუდო ღირებულე-ბაა 200 ათასი ლარი.

8 988 ლარი სამი სასოფლო გზის შესაკეთებლადლეღვანში, მარელისსა და ნადაბურში სასოფლო და საუბნო გზების

შესაკეთებლად და გზისპირა სანიაღვრე არხების მოსაწყობად ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 19 მარტს ტენდერი გამოაცხადა. სამივე სოფლის გზების შესაკეთებლად, სავარაუდოდ, 8 988 ლარის გახარჯვაა განსაზღვრული. წინადადებების მიღება 14 აპრილამდე გრძელდება.

ხელშეკრულების პროექტის თანახმად, ლეღვანში, მარელისსა და ნადაბურში სასოფლო და საუბნო გზები 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოწესრიგდეს.

2 965 ლარი ავტომანქანის შესაკეთებლადხარაგაულის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ავტომანქანის - მიცუბიში

პაჯერო, სახელმწიფო ნომერი CJC 311 - შეკეთებისა და ტექნიკური მომ-სახურებისთვის გამოცხადებულ ტენდერში ს/ს „ავტოტრანსმა“ გაიმარჯვა. ავტომანქანის შესაკეთებლად 2 965 ლარი გაიხარჯება.

ამჟამად მზადდება ხელშეკრულება გამგეობასა და სს „ავტოტრანსს“ შორის.

ფოლკლორული ანსამბლის წარმატებაბორის საჯარო სკოლამ (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე) თბილისში

ფოლკლორული ანსამბლების შესარჩევ კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი აიღო. ვულოცავთ ბორის საჯარო სკო-ლის ხალხურ საკრავთა გუნდს და მის ხელმძღვანელს რევაზ შარიქაძეს წარმატებას.

დაზუსტებამცირემიწიან ფერმერებს, რომელთაც დახვნის ბარათი უკან დააბრუ-

ნეს, აგრობარათზე დაერიცხებათ 1 ჰა-ზე გაანგარიშებით 140 ლარი, ანუ ერთ მეასედზე - 1 ლარი და 40 თეთრი.

სხლითი ერთი პატარა სოფე-ლია ხარაგაულის რაიონში, მაღა-ლი მთებით და ლამაზი ხედებით, მთის ცივი წყაროებით და ფუტკა-რივით მშრომელი ადამიანებით.

სხლითში ცხოვრობდა პედა-გოგი ამბროსი ტოროშელიძე თავისიდიდი ოჯახით. ხუთი შვილი გაუზარდა ქვეყანას, - ვაჟი გივი ტოროშელიძე და ოთხი ასული: ნაზი, მუზა, მიმოზა და მარლიუზა (მაია). ამ ოჯახში გოგონებს კი არა, ფერიებს ზრდიდნენ. როგორც ყო-ველთვის, ნაბოლარა ნებიერაა და ჩვენი მაიკო-მარლიუზაც ნებიერაზე ნებიერა იყო. მას მშობლები და დედმამიშვილებიც (მათ შორის ასაკობრივი სხვაობა საკმაო იყო) ანებივრებდნენ.

ქვეყანაში საყოველთაო გაჭირ-ვების პერიოდში ამ ნასათუთევ-მა ნებიერმა მაიკო-მარლიუზამ საბერძნეთს მიაშურა სამუშაოდ.

მან თავისი ფაქიზი სულიერებით, კლდემამოსილი დიდბუნებოვნე-ბით, ჭეშმარიტი ჰუმანიზმითა და დიდი სათნოებით ისეთი შთაბეჭ-დილება მოახდინა თავის ქალბა-ტონზე, რომ ამ უცხოელმა ქალმა თავი დიდად დავალებულად სცნო და მარლიუზას მიმართა - „მინდა ერთი სურვილი აგისრულო, მთხო-ვე რასაც გულით ინატრებდი“.

მარლიუზამ, გაჭირვების გამო ემიგრაციაში მყოფმა ქართველმა დედამ, თავის სოფელში პატარა სალოცავის აგება ითხოვა.

ადამიანში მთავარი ღირსება სიყვარულია, ღმერთის, სამშობ-ლოს და ადამიანის სიყვარული.

ბერძენმა ქალბატონმა მარლი-უზას თხოვნა აუსრულა. სხლითში შემაღლებულ ადგილას აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ეკ-ლესია. მისი მშენებლობა ბერ-ძენმა ქალბატონმა დააფინანსა.

აშენებით კი ჩხერელმა ოსტატებ-მა თამაზ და ბაჩა ჩუბინიძეებმა ააშენეს. მარჯვენა გიკურთხოთ თავად უფალმა. უფლის ნებითა და კურთხევით მრავალი ტაძარი და სალოცავი გეშენებინოთ.

ეკლესიის მშენებლობას ხელმ-ძღვანელობდა კოტე თაბუკაშ-ვილი. მას გვერდით ედგა ბესიკ ყრუაშვილი.

ეკლესიის მშენებლობაში სო-ფელიც ჩაერთო, - სპარტაკ, კობა, გია შარიქაძეები, ტარიელ, კობა, ავთო, ბესო, მანუჩარ ლომსაძეები, გია, ირმა, ცისანა, ანა, მიმოზა ტო-როშელიძეები, ხვიჩა გურგენიძე, ანზორ, მიხეილ კაციტაძეები და სხვები. მადლობა ყველას, ვინც ამ საღვთო საქმეში წილი დაიდო. უღრმესი მადლობა მარლიუზას დიდი სულიერებისა და სათნო-ებისათვის.

მარგალიტა კაციტაძე

ამბების აკიდოპირველი გვერდიდან

ფოთში სარაიონოთაშორისო ტურნირი გაიმართა ტაიკვანდოში. შეჯიბრში ხარაგაულიდან მონაწი-ლეობდა 6 სპორტსმენი. მარიამ ვეფხვაძემ, სალომე გეწაძემ, თე-ონა ჭყოიძემ, ლევან მანჯავიძემ პირველი ადგილი დაკავეს; ლუკა ყრუაშვილმა და გიორგი მანჯავი-ძემ - მეორე ადგილი.

25 მარტს ბორჯომში ჩატარ-და სამატჩო შეხვედრა

ფეხბურთში მოსწავლეთა შორის,

ხარაგაულის სპორტის განვი-თარებისა და მართვის ცენტრის (მწვრთნელი გოჩა გელაშვილი) გუნდსა და ბორჯომის სპორტს-კოლის გუნდს შორის. შეხვედრა დამთავრდა ფრედ ანგარიშით 2:2.

27 მარტს ხარაგაულის სპორ-ტულ დარბაზში ჩატარდა

მუნიციპალიტეტის პირველობა ძი-უდოში 1998-1999 და 2002-2004 წლებში დაბადებულ მოსწავლეთა შორის. შეჯიბრში მონაწილეობდნენ

ხარაგაულის სპორტის განვითარები-სა და მართვის მუნიციპალური ცენტ-რის ძიუდოს სექციის 67 ძიუდოისტი ბორითის, ხევის, ზვარის და დაბა ხარაგაულის ძიუდოს სექციებიდან.

მუნიციპალიტეტის ჩემპიონები გახდნენ: გოჩა მუმლაძე (ბორითი), საბა სებისკვერაძე (ბორითი), ხვიჩა გრიგალაშვილი (ხევი), ანზორი ტალახაძე (ბორითი), მიშა მანჩ-ხაშვილი (ზვარე), შმაგი ცუცქირიძე (ვახანი), თორნიკე შველიძე (ხევი), თორნიკე ზუმბაძე (ბორითი), მიშა დალალიშვილი (ზვარე) ლევანი ხაჩიძე (ხევი), თენგიზი თხელიძე (ბორითი) ზურაბი ხაჩიძე (ხევი) სანდრო დალალიშვილი (ზვა-რე), მერაბი თიკანაშვილი (ზვა-რე) შოთა თაბაგარი (ბაზალეთი) ნიკა ბუხნიკაშვილი (ხარაგაული), გიორგი გრიგალაშვილი (ხევი), მამუკა დალალიშვილი (ზვარე) ლერი სებისკვერაძე (ბორითი).

ვეფხვია ღონღაძეხარაგაულის სპორტის

განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის პროგრამების მენეჯერი

სპორტული სიახლეები

ნუთუ არის ცხოვრებაში მეტად ღირებული და ტკბილი რამ, რო-გორც დედა, ალბათ არა. დედის სახე აცისკროვნებს თითოეული შემოქმედის ფიქრსა და ნამოღ-ვაწარს. დედა აკეთილშობილებს ყველაფერს, რასაც მისი ხელები ეხება. დედა წყაროა სიკეთისა და სიყვარულისა.

დედის წინაშე ქედს იხრიდნენ „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“, დედას სიტყვას ვერ უბრუნებდნენ თვით მეფენიც კი. სიცრუეს და სიმარ-თლეს, ცუდსა და კარგს დედის წინაშე ვერავინ აღრევს.

დედა ლამაზი სიზმრების ბუ-დეა, კაიკაცობის საგანძურია, ის სულ გიწვევს საალერსოდ და თან ისე გისმენს, როგორც არავინ და არასოდეს.

კიდევ ერთი ლამაზი, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონის-ძიების მომსწრენი გავხდით სა-ღანძილის საჯარო სკოლის მას-წავლებლები, მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები. მე-4 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ირმა ვეფხვაძე) შემოგვთავაზეს მონტაჟი „სახე დედისა, შუქსხივოსანი...“

„შენ მაჩუქე მზე და მთვარე“, „სახე დედისა, შუქსხივოსანი...“, „როცა ვინმე წარბშეკრული მიწყ-რება“, „დედა მუდამჟამს გასახარე-ლი“, ჭიკჭიკებდნენ ნინო, ანა და ლიზი კიკნაძეები, ნინი ბაკურაძე, ქეთევან ჭანკოტაძე. ღონისძი-ება გაალამაზა ორიგინალურმა სლადშოუმ.

გოგონებმა კოპწია თაიგულე-ბით და ბარათებით გაუხარეს გული თავიანთ დედიკოებს.

მოვეალერსოთ ყველა დედას, მისთვის არც ერთი დღე არ დაგვე-ნანოს, დედა ხომ თავად სიყვარუ-

ლია. ყოველდღე ვაგრძნობინოთ, რომ ის ყველაზე საყვარელი და მხოლოდ დედობისთვისაა გაჩე-ნილი.

მადლობა დედებს ზრუნვისთ-ვის, სითბოსთვის, თავდადებისთ-ვის. ქართული ენისა და ლიტერა-ტურის პედაგოგმა მზია ჭყოიძემ საინტერესოდ მოუთხრო დამსწრე საზოგადოებას ქალთა და დედის დღეების დაწესების ისტორია და სიტუაციისათვის შესაფერისი ლექ-სი წაგვიკითხა.

საღანძილის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა მშობლები

დედა წყაროა, დედა არის სინათლე...

გიყვარდეს ღმერთი, სამშობლო და მოყვასი შენი

Page 7: ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალეchemikharagauli.com/uploads/secbanners/12-632-2015w.pdf · -

7xtvb [fhfufekb3 აპრილი, 2015 წ.

უკვე ერთი წელი გავიდა, რაც სამუდამო სასუფეველში დაიდეთ ბინა. ცხოვრების ბოლო წუთამდე

პედაგოგად დარჩით და თქვენს აღსაზრდელებზე ზრუნავდით. სრულიად ახალგაზრდამ დაიწ-ყეთ პედაგოგიური მოღვაწე-ობა ხევის საჯარო სკოლაში და თქვენს მეუღლე ბატონ ერასტი ტაბატაძესთან ერთად წლები შეალიეთ მოსწავლე-ახალგაზრ-დობის აღზრდას. ენერგიული, საქმიანი, მცოდნე, სულით-ხორ-ცამდე პედაგოგი, - ასე დაამახ-სოვრდებით ყველა იმ აღსაზრ-დელს, ვისაც თქვენ ასწავლიდით. სკოლა და ბავშვები თქვენთვის ყველაფერი იყო. ერთგულად ემსახურეთ თქვენს პროფესიას და ამიტომაც არ გაკლდათ და-ფასება. სიგელები, დიპლომები,

მადლობები, ფასიანი საჩუქრები და ბოლოს ღირსების ორდე-ნი კარგად ასახავდა თქვენი საქმიანობის შედეგებს. მუდამ მოფუსფუსეს შინ თუ გარეთ, მუხლჩაუხრელს, ყოველთვის მოწესრიგებული გქონდათ პირა-დი მეურნეობა. იყავით სანიმუშო მეუღლე, საყვარელი დედა და ბებია. გეამაყებოდათ კარგად აღზრდილი შვილები და შვილიშ-ვილები. გაფასებდათ სოფელი, როგორც კარგ მეზობელს, გა-ფასებდნენ მშობლები როგორც კარგ მასწავლებელს. არასოდეს დაგივიწყებენ თქვენი ახლობლე-ბი, კოლეგები და აღზრდილები.

ხევის საჯარო სკოლა

თემიკო ოსანაძე ოჯახით თანაუგრ-ძნობს ვეფხვია, ნუნუ, ლია, და დიანა ჩუბინიძეებს კარგი პიროვნების, მამის, მეუღლის და მამამთილის

თამაზ ჩუბინიძისგარდაცვალების გამო.

მაგული, კობა და კახა კალანდაძე-ები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა ოჯახის ნათლიამირონი

თამაზი ჩუბინიძედა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

ზოია ხარებაძე, ხათუნა ლურსმა-ნაშვილი, მერი ტაბატაძე, ნაილი მაღ-ლაფერიძე, ეთერი ღამბაშიძე, ქეთინო ბოგვერაძე, ციცო მაღლაფერიძე, ნარგიზი გურიელი, დათო ბარბაქაძე, მაგული და მანანა კალანდაძეები სამ-ძიმარს უცხადებენ თინიკო და ავთო ლომსაძეებს დისა და დეიდის

გულო (პოლინე) ბერაძე-შავიძისგარდაცვალების გამო.

ლიანა თარგამაძე, ხათუნა, ზაზა ორჯონიკიძეები თანაუგრძნობენ მერი გიორგიძეს ძმის, პაატა, ხათუნა, მადო-ნა ხიჯაკაძეებს ბიძის

ალეკო გიორგიძისგარდაცვალების გამო.

მერაბ ჩუბინიძე ოჯახით თანაგრძნო-ბას უცხადებს ვეფხვია ჩუბინიძეს მამის

თამაზი ჩუბინიძისგარდაცვალების გამო.

რევაზი და თემური დეკანოსიძეები ოჯახებით ღრმა მწუხარებით თანაუგრ-ძნობენ ჯანიკო გლუნჩაძეს ძმის

კუკური გლუნჩაძისგარდაცვალების გამო.

ლალი, ვალოდა, გიგა, მაკა კელენ-ჯერიძეები, ანა რუხაძე ღრმა მწუხარე-ბას გამოხატავენ და თანაუგრძნობენ ქალბატონ მერი გიორგიძეს ძმის

ალეკო გიორგიძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის №2 საშუალო სკოლის 1960 წელს კურსდამთავრებულები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა თანაკ-ლასელი, უერთგულესი მეგობარი, უღა-ლატო, პატიოსანი, იუმორის გრძნობით უზომოდ დაჯილდოებული პიროვნება, სიკეთისა და სიყვარულის განსახიერება

ალექსანდრე (ალეკო) გიორგიძედა თანაუგრძნობენ განსვენებულის

დამწუხრებულ ოჯახს. ნათელში იყოს მისი კეთილი სული. ყოველთვის კარ-გად დარჩება ის ჩვენს მეხსიერებაში.

ნაილი და თემური კიკნაძეები ოჯახებით ღრმა მწუხარებით თანავუგ-რძნობთ ჩვენს უსაყვარლეს მასწავლე-ბელს მერი გიორგიძეს ძმის, ბატონ

ალექსანდრე გიორგიძისგარდაცვალების გამო.

ჟენია მუმლაძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უახლოესი მეგობრის, შესანიშნავი პედაგოგის

ცაფანა ლურსმანაშვილისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ამავე სკოლის მასწავლებლის მერი გიორ-გიძის ძმის

ალექსანდრე გიორგიძისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ივ. აბაშიძის სახელობის ხარაგა-ულის კულტურის ცენტრის თანამშრომ-ლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა მათი ყოფილი თანამშრომელი

ალექსანდრე (ალეკო) გიორგიძედა თანაუგრძნობენ განსვენებულის

ოჯახს.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები, მოსწავ-ლეთა მშობლები და კლასის დამრი-გებელი მარინა მაღრაძე თანაუგრძ-ნობენ ამავე კლასის მოსწავლეს ანა შავიძეს ბებიის

გულო ბერაძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის №2 საშუალო სკო-ლის 1992 წელს კურსდამთავრებუ-ლები თანაუგრძნობენ თანაკლასელ როინ შავიძეს დედის

გულო ბერაძე-შავიძისგარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ცენტრალური ბიბლიოთეკის თა-ნამშრომლები სამძიმარს უცხადებენ მარინა ჩუბინიძეს ბიძის

თამაზ ჩუბინიძისგარდაცვალების გამო და თანაუგ-

რძნობენ განსვენებულის ოჯახს.

განათლების პროფკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვაშლევის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი ყოფილი პედაგოგის

ცაფანა ლურსმანაშვილისგარდაცვალების გამო და თანაუგ-

რძნობს განსვენებულის ოჯახს.

შვილი მანანა წიქარიშვილი, რძალი დალი ბარბაქაძე, სიძეები ბაჩუკი კურ-ტანიძე, ვახო აბდუშელიშვილი, გიორგი ჭალიძე, შვილთაშვილები: ბაჩო კურტა-ნიძე, ლუკა აბდუშელიშვილი, შვილიშ-ვილები გიორგი, ციცო წიქარიშვილები, გიორგი, ხატია კურტანიძეები, ძმები ომარი და ტარიელ ლურსმანაშვილები, და ზიალო ლურსმანაშვილი, სიძე გენო ნოზაძე, ძმისშვილები, დისშვილები, რძლები, მულები, მულისშვილები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი

ცაფანა გრიგოლის ასული ლურსმანაშვილი

დაიკრძალა 31 მარტს საქასრიაში.

დედა თამარა, ძმა დანიელი, და თინა, მეუღლე ჯუმბერი, შვილები: კოტე, როინი, ელზა, თამრიკო, რძლე-ბი, სიძეები, შვილიშვილები, შვილილ-თაშვილი, მაზლი იაკინთე, მულები ნანული, ანიკო, მანანა, ვარვარა, დისშ-ვილები, ძმისშვილები, მაზლისშვილები და მულიშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

პოლინე (გულო) ბერაძე-შავიძე

დაიკრძალა 2 აპრილს ლაშეში.

მესამე გაზაფხულია უკვე, გაზე-თის ამ მტკივნეული გვერდიდან გეხმაურებით, ჩვენო უდროოდ წასულო მეგობარო, ნანული. გაფრინდი ცათა სასუფეველში და დაგვიტოვე დიდი ტკივილი. ხშირად ვიგონებთ შენს ხუმ-რობას თვალცრემლიანები და ამით ვივსებთ შენს მონატრებას. გელოდებით, თითქოს სადღაც ხარ წასული და დაგვიბრუნდები, ჩვენო ნანო. როგორ გიყვარდა პირველი აპრილი. ეს დღე ხომ

შენი შვილიშვილის დაბადების დღეა. შენ კი ამ დღეს გაეცალე საწუთროს და გადასახლდი

მარადისობაში. წახვედი შენს უდროოდ დაღუპულ შვილებთან, - დარეჯანთან და ნოშრესთან. თქვენს საფლავებთან დაგინ-თებთ სანთლებს შენი მეგობრები და შთამომავლები და ვილოცებთ თქვენთვის.

იძინე მშვიდად, ჩვენო ძვირ-ფასო მეგობარო. ნათელში იყოს ნანული მაღლაკელიძის სული იქ, სადაც დაუსრულებელი ნეტარე-ბაა, ამინ.

უნივერმაღის თანამშრომლები

ცრემლი, ტკივილი და მწარე რეალობა(ნანული მაღლაკელიძის მონატრება)

შურა ასანიძის ხსოვნას

თუ თქვენს ბინას ან მიწის ნაკვეთს არ აქვს ზუსტი მისამართი,ნომერი, ან უკვე არსებული ნომერი დუბლირებუ-ლია, მისამართის დასაზუსტებლად ან ცვლილებისათვის მოქალაქემ უნდა მი-მართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტებია:

1) განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამა-ში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);

2) დაინტერესებული პირის პირა-დობის დამადასტურებელი დოკუმენ-ტის ასლი;

3) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკ-

ვეთისათვის ნომრის მინიჭება/ნომრის ცვლილება ხორციელდება 30 კალენ-დარული დღის ვადაში მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე. ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვა-დის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სა-მუშაო დღე.

დამატებითი ინფორმაცია- იმ შემთხვევაში, თუ არ არის და-

ზუსტებული მიწის ნაკვეთის ადგილმ-დებარეობა, ნომრის მინიჭების/ნომრის ცვლილებისათვის აუცილებელია საკა-დასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველ-ზე განხორციელდეს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაზუსტება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შენო-ბა-ნაგებობისთვის ნომრის მინიჭება ან არსებული ნომრის ცვლილება.

- თუ დაინტერესებულ პირს სარე-გისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მიღება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთ-ხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოთ ნოტარიუსისგან დამოწმებული წარმო-მადგენლობის დამადასტურებელი დო-კუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

- ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტე-ბის გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნუ-ლი სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუ-მენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მეუღლე ნუნუ აბულაძე, შვი-ლები, შვილიშვილები და დედ-მამიშვილები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალათამაზ გრიგოლის ძე ჩუბინიძე

დაიკრძალა 31 მარტს ჩხერში.

ხარაგაულის ღვაწლმოსილ პედა-გოგთა რიგებს გამოაკლდა პროფესი-აზე უზომოდ შეყვარებული, საუკეთესო პიროვნება ცაფანა ლურსმანაშვილი.

იგი დაიბადა 1936 წლის 25 ივლისს ხარაგაულის რაიონის სოფელ ვერტ-ყვიჭალაში. 1955 წელს დაამთავრა ხუნევის საშუალო სკოლა.

სწავლას მოწყურებული ახალ-გაზრდა 1956 წელს ჩაირიცხა ქ. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1957 წლის 1 სექტემბრიდან მუშაობა დაიწ-ყო ბორითის საშუალო სკოლაში უფროს პიონერხელმძღვანელად. ინსტიტუტის წარმატებით დამთავ-რების შემდეგ მუშაობა განაგრძო მათემატიკის მასწავლებლად. 1967 წლიდან 1989 წლამდე სკოლის

ორგანიზატორად მუშაობდა, ამავე წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა ვაშლევის საჯარო სკოლაში მათა-მატიკის მასწავლებლად.

ქალბატონმა ცაფანამ ცხოვრების გზა ღირსეულად განვლო. იქნებ მეტ-ხანს ეცოცხლა, რომ არა ის დიდი ტრა-გედიები, რომლებიც თავს დაატყდა. ჯერ ერთგული მეუღლე გამოეცალა, შემდეგ კი ვაჟი, - ავიაციის ვიცე-პოლ-კოვნიკი ავთანდილ წარიაშვილი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა. ყიველდღე სტუმრობდა ქმარ-შვილის საფლავს ყვავილებით ხელში.

პედგოგიური კოლექტივი ხშირად მოვიკითხავდით ხოლმე ღვაწლ-მოსილ პედაგოგს. ბოლო შეხვედრა გაზაფხულის დღესასწაულზე, 3 მარტს, შედგა.

კოლეგებისა და მოსწავლეების სტუმრობამ გაახარა ქალბატონი ცაფა-ნა. დარდი და სევდა დროებით მაინც შევუმსუბუქეთ. 31 მარტიდან კი ქმარ-შვილის გვერდით დაიდო სამუდამო განსასვენებელი.

ცაფანა მასწავლებელო, კოლეგები და მოსწავლეები ყოველთვის გაგიხსე-ნებენ, როგორც ღირსეულ ქალბატონ-სა და საუკეთესო პედაგოგს.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, შევთხოვოთ უფალს, გაგინათოს გზა სამოთხეში და სიმშვიდე დაუმკვიდროს შენს მდიდარ და ლამაზ სულს.

ვაშლევის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი

„იმქვეყნიური გწამდეს სიცოცხლე, ამქვეყნიური წარმავალია”

ნანოს ხსოვნასმეორე გაზაფხულია, რაც ჩვენს

გვერდით აღარ ხარ ჩვენო კეთილო და მონატრებულო ნანო.

პირველი აპრილი შენი შვილიშვი-ლის, დაჩის, დაბადების დღეა, ნანო. მჯერა, ამ დღეს ლოცვა-კურთხევას გამოუგზავნიდი შენს შვილიშვილებს ზეციური სასუფეველიდან.

შენი გარდაცვალების დღეს შენს გოგოებთან, - „უნივერმაღის“ თანამშ-რომლებთან ერთად, პატივი მივაგეთ შენს ნათელი ხსოვნას.

ყველაფერში და ყოველთვის სა-მაგალითო იყავი, - სამაგალითო მეუღლე, დედა და ბებია. არ გჩვეოდა წუწუნი და უიმედობა. არავის შეწუხება არ გიყვარდა და წასვლითაც უჩუმრად წახვედი. თურმე როგორ გვჭირდებო-

დი და როგორ გვაკლიხარ.დაე, ჩვენგან დანთებულმა სანთ-

ლებმა გზა გაგინათოს და დაგიმკვიდ-როს ცათა სასუფეველი.

მაია

შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთისათვის ნომრის

მინიჭება/ნომრის ცვლილება

Page 8: ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალეchemikharagauli.com/uploads/secbanners/12-632-2015w.pdf · -

8 xtvb [fhfufekb 3 აპრილი, 2015 წ.

დ. ხარაგაული03.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +16ºC, ღამე +7ºC;04.04 - ცვალებადი მოღრუბლუ-

ლობა ნალექით, დღე +9ºC, ღამე +4ºC;05.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +17ºC, ღამე +5ºC;06.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +21ºC, ღამე +11ºC;07.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +23ºC, ღამე +13ºC;08.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +12ºC.

ბორითი03.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +14ºC, ღამე +5ºC;04.04 - ცვალებადი მოღრუბლუ-

ლობა ნალექით, დღე +8ºC, ღამე +2ºC;

05.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-ბა უნალექოდ, დღე +14ºC, ღამე +2ºC;

06.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-ბა უნალექოდ, დღე +18ºC, ღამე +7ºC;

07.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-ბა უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +9ºC;

08.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-ბა უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +10ºC.

კიცხი03.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +14ºC, ღამე +6ºC;04.04 - ცვალებადი მოღრუბლუ-

ლობა ნალექით, დღე +8ºC, ღამე +2ºC;05.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +15ºC, ღამე +4ºC;06.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +20ºC, ღამე +9ºC;07.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +11ºC;08.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +10ºC.

მოლითი03.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +13ºC, ღამე +4ºC;04.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +6ºC, ღამე 0ºC;05.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +12ºC, ღამე 0ºC;06.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +17ºC, ღამე +5ºC;07.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +20ºC, ღამე +7ºC;08.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +19ºC, ღამე +7ºC.

amindi

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

მრავალი საშვილიშვილო

საქმე გეკეთებინოთ

ვიბარებ ჯართს უმაღლეს ფასად.ტელ: 555 29 56 08 იკითხეთ დემური.

პატარა ხარაგაულში იყიდება 2150 მ2 მიწის ნაკვეთი ყველა კომუ-ნიკაციით, ხეხილით, ამორტიზებული სახლით, დამხმარე სათავსოთი.

ტელ: 514 15 12 12.

იყიდება ოროთახიანი ბინა ბუნებრივი აირით, ხარაგაულში მისამართ-ზე: სოლომონ მეფის ქ. №56 მე-3 სართული.

დაგვიკავშირდით ტელეფონით 577 77 45 25 (მარინა).

ვყიდი ყოფილი სახელგამის შენობის პირველ სართულს, საერ-თო ფართი 150 მ2, მის: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ.№13. ფასი შეთანხმებით.

დარეკეთ 593 69 45 40. იკითხეთ არსენა.

იყიდება კერძო სახლი ხარაგაულში. მის: კიკნაძის ქ. №4 ეზოთი, ხეხი-ლით, საკუთარი წყლის რესურსით, მცირე ნაკვეთით. ფასი შეთანხმებით.

ინფორმაციისთვის დარეკეთ: 22 18 58; 558 73 55 58 (გია); 593 57 53 10 (ქეთინო).

ქირავდება ბინა საცხოვრებელი ფართით, საოფისედ ან კომერცი-ული საქმინობისათვის, იზოლირებულად ცალ-ცალკე შესასვლელით მთლიანად ან ნაწილობრივ - სულ 4 ოთახი, დამხმარე სათავსოებით პატარა ეზოთი, ტელეფონით და ინტერნეტ კავშირით. ფასი შეთანხმებით. მის.: ხარაგაული, კიკნაძის ქ. №13, რკინიგზის სადგურზე ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე, ყოფილი აფთიაქის შენობა.

ტელ: 555 65 70 06

ჩემს თანატოლებს ახსოვთ, პიონე-რები პლენუმებსა და ყრილობებზე ომახიანი შეძახილებით რომ ვამხნე-ვებდით შეკრებილ ადამიანებს.

მორიგი ღონისძიებაა. ავად გავხდი და მაღალი სიცხე მაქვს. მამიდაჩემმა დაურეკა ქალბატონ ნინიკო სახვაძეს. ტელეფონში ისმის ნინიკოს განწირული ხმა, - ვაიმე, ლიანა, დავიღუპე, მონტა-ჟი ჩამივარდებაო.

ცოტა ხანში რეკავს ტელეფონი. ნინიკო მასწავლებელმა ეტყობა ბევრი იფიქრა, როგორ გამოვეყვანე სახლი-დან და სიტყვა მოამზადა:

-ირინე, მესმის რომ ავად ხარ, არ შეგიძლია, მაგრამ უნდა გაიხსენო, რა მსხვერპლს სწირავდნენ შენი ტოლი გო-გო-ბიჭები, რომ შენ ბედნიერი ცხოვრება გქონოდა. გაიხსენე ოლეგ კოშევოისა და ზოია კოსმოდემიანსკაიას გმირობა. ადექი და წამოდი ღონისძიებაზე.

მეც ავდექი და წავედი.

ვულოცავთ დაბადების დღეს მარტში დაბადებულ ჩვენს პედა-გოგებს მარო გელაშვილს, მაია ნოზაძეს, მერი არევაძეს, ფატი გელაშვილს და ნინო ლომიძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედ-ნიერებას, სიხარულს და უფლის მფარველობას.

ნადაბურის საჯარო სკოლა

ხარაგაულის საპატიო მოქალა-ქეს, ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე ღვაწლმოსილ, ამაგდარ მამულიშვილს, ყველასათვის უსაყ-ვარლეს პიროვნებას ბატონ გიორ-გი (ჟორა) ბლუაშვილს პირველ აპრილს დაბადებიდან 91 წელი შეუსრულდა.

ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სი-ხარულს და ბედნიერებას საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ბატონო ჟორა, თქვენ ხარაგა-ულის განძი და სიამაყე ბრძანდებით. უფლის მადლი გფარავდეთ.

უდიდესი პატივისცემით,ვალოდა კელენჯერიძე ოჯახით

ვულოცავთ ქალბატონ იზა ვეფხ-ვაძეს შვილიშვილის, ანა ჭუმბური-ძის, დაბადებას. ვუსურვებთ პატარა ანას ჯანმრთელობას, დღეგრძელო-ბას, ულევ სიხარულს. გაზრდილი-ყოს სასახელო ქართველი. უფლის ძალა და მადლი ფარავდეს თქვენს ლამაზ ოჯახს.

ივ. აბაშიძის სახელობის ხარაგაულის კულტურის

ცენტრის თანამშრომლები

ჟორა (გიორგი), ჩემო ძვირფა-სო, საუკუნის მეათე ათწლეულში პირველი ნაბიჯი შენებურად მხნედ და შემართებით გადადგი. გასაკ-ვირი არაა, რომ შენ, - ჩვენი დიდი სანათესაოს სიამაყეს, თვალსაჩინო ადამიანს და მისაბაძ პიროვნებას ხა-რაგაულელებმა ერთ-ერთ პირველს საპატიო ხარაგაულელის მაღალ კვარცხლბეკზე დამსახურებულად მიგიჩინეს ადგილი და ამით გამო-ხატეს დიდი პატივისცემა და მადლი-ერება შენი დიდი ადამიანურობის, თავმდაბლობისა და უმწიკვლო რეპუტაციის მიმართ, რასაც შენ ცხრა ათეული წლის მანძილზე იქმნიდი, როგორც ომის, ასევე მშვიდობის პერიოდში.

დაე, კვლავ მიგეთვალოს შენი საინტერესო და შინაარსიანი ცხოვ-რების ცხრა წელი (დანარჩენს შემდეგ გისურვებ) და საუკუნის სიმაღლიდან დამსახურებული სი-ამაყით გადმოგეხედოს ლამაზად განვლილი წარსულისათვის.

დიდი სიყვარულით, შენი ციური ბლუაშვილი

ვულოცავთ დიშვილის დაბადე-ბას ჩვენი სკოლის მასწავლებლებს კახა და ხათუნა ციცვიძეებს. ვუ-სურვებთ პატარა გიორგის დღეგრ-ძელობას, მზეგრძელობას. უფალი იყოს პატარა ვაჟკაცის შემწე და მფარველი.

სარგვეშის საჯარო სკოლის პედკოლექტივი

და ტექპერსონალი

წყალაფორეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს აუსრულდათ ნანატრი ოცნება. 40 წლის შემდეგ, 2015 წელს 5 მარტს, წყალაფორეთის საბავშვო ბაღი გადა-ვიდა ახალ კეთილმოწყობილ შენო-ბაში, რომელიც უზრუნველყოფილია თანამედროვე ინვენტარით, მრავალ-რიცხოვანი სათამაშოებით, მხატვრუ-ლი და მეთოდური ლიტერატურით, სასკოლო სავარჯიშოებით, ცივი და ცხელი წყლით, სამჯერადი კვებით. საბავშვო ბაღში ყველანაირი პირობაა შექმნილი ბავშვების ნორმალურად აღზრდა-განვითარებისთვის. ბავშვებზე ასეთი ზრუნვისათვის წყალაფორეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობ-

ლები უღრმეს მადლობას ვუცხადებთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგე-ბელს ბატონ კობა ლურსმანაშვილს, მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ ნოდარ ებანოიძეს, საკრებულოს თავმჯდო-მარეს ქალბატონ ინგა მაღრაძეს, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერ-თიანების დირექტორს ქალბატონ ირმა სებისკვერაძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ბაღის მშენებ-ლობაში.

ვუსურვებთ მათ დიდხანს სიცოცხ-ლეს, ჯანმრთელობას, ღვთის წყა-ლობას და მრავალი ასეთი კარგი და საშვილიშვილო საქმის კეთებას.

წყალაფორეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები

***

******

ხუმრობენ ხარაგაულელებიგვიამბობს ირინე ჩხეიძე

„გამოყოფილი მაქვს, ქალო, გამოყოფილი...”

თეატრალების ცხოვრება კურიოზებითაა სავსე. ჩვენც უამრავი სასაცილო ამბავი გადაგვხდენია.

ბორითში ვატარებთ თოჯინების თეატრის სპექტაკლს „მამალი და ფისო.“ ლუიზა კიკნაძე თამაშობს მელას, ხოლო ნიკო წიკლაური - მამალს. მელა მამლის გარეთ გამოტყუებას ცდილობს:

-მამალო, გამოიხედე, ნახე, რა საკეკნკი მოგიტანე. გამოყავი თავი, გამოყავი.ამ დროს შუქი წავიდა. ვეღარც ლუიზა ხედავს ვერაფერს, ვეღარც - ნიკო.ლუიზა ისევ იძახის - გამოყავი თავი, მამალო, გამოყავი.ნიკომ გამოყო თავი, მაგრამ ლუიზა ვერ ხედავს და გამუდმებით იგივეს

იმეორებს...ნიკო გაბრაზდა და დაუძახა:-გამოყოფილი მაქვს, ქალო, გამოყოფილი.იმდენი ვიცინეთ, ლამის თეჯირი თავზე დაგვეცა.

ნუთუ ყველას დააგვიანდა...ჩემს შვილს ვატოს საბავშვო ბაღში ყველაზე გვიან, სამსა-

ხურის დამთავრების შემდეგ ვაკითხავდი. ჯგუფში მხოლოდ ჩემი შვილი და თამრიკო მასწავლებელი მხვდებოდნენ. მეც ძალიან განვიცდიდი და ბავშვიც.

ერთხელ, მუშაობაში ვარ ჩართული და უცბად საათს შევ-ხედე... შვიდი საათია დაწყებული.

-მიშველეთ, ბავშვი ბაღში დამრჩა-მეთქი, - ვიყვირე და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი.

შევვარდი ჯგუფში და ვხედავ, ყველა ბავშვი ადგილზეა, - ნეტა რა ხდება, ნუთუ ყველა მშობელს დააგვიანდა... ბოდიში მოვუხადე თამრიკო მასწავლებელს დაგვიანებისთვის. თამ-რიკო მომაჩერდა გაოგნებული, მაგრამ არაფერი მითხრა. დავბრუნდი სამსახურში. ყველა თანამშრომელი ადგილზეა. მიკვირს, რატომ არ მიდიან სახლში. ამ დროს ბათუ კიკნაძეს სიცილი აუტყდა. თურმე საათი ორი საათით გადაუწევიათ ბათუს და ლაშა კვირიკაშვილს. ასე გაათავისუფლეს ვატო ორი საათით ადრე საბავშვო ბაღიდან.

რავა ომში დაკარგულივით არსად მახსენეო...

გაზეთში „ჩემი ხა-რაგაული“ რამდენიმე წლის წინ დაიწერა ჩემ-ზე სტატია, სადაც ჩემს ბიოგრაფიაზე ვსაუბ-რობდი . რატომღაც გვერდი ავუარე ჩემი და ნიკუშას ურთიერ-თობას, - არ ჩავთვალე საჭიროდ. მხოლოდ წერილის ბოლოს გაკვ-რით ვახსენე. ნიკუშამ გულდასმით წაიკითხა სტატია და ცოტა არ იყოს ნაწყენმა მითხრა, - ყველაფერი კარგია, მაგრამ მე ომში დაკარ-გულივით რავა არსად არ მახსენეო...

გაიხსენე შენი თანატოლების გმირობა