606
1 ეროვნულ ანგარიშთა სისტემა: როგორ ვისწავლოთ და გავიგოთ ფრანსუა ლოკიე, დერეკ ბლეიდსი მეორე გამოცემა განახლებული და გაფართოებული

სისტემა როგორ ვისწავლოთ და გავიგოთ ლოკიე დერეკ … National... · 4 ეს თარგმანი

  • Upload
    others

  • View
    8

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

  • 1

    ეროვნულ ანგარიშთა სისტემა: როგორ

    ვისწავლოთ და გავიგოთ

    ფრანსუა ლოკიე, დერეკ ბლეიდსი

    მეორე გამოცემა

    განახლებული და გაფართოებული

  • 2

  • 3

    ეროვნულ ანგარიშთა სისტემა: როგორ

    ვისწავლოთ და გავიგოთ

    მეორე გამოცემა

    ფრანსუა ლოკიე, დერეკ ბლეიდსი

    Understanding National

    Accounts

    SECOND EDITION

    François Lequiller, Derek Blades

  • 4

    ეს თარგმანი ქვეყნდება ეთგო-სთან შეთანხმებით. ეს არ არის ეთგო-ს ოფიციალური თარგმანი.

    თარგმანის ხარისხი და დედანის ენასთან ტექსტის შესაბამისობა წარმოადგენს მხოლოდ თარგმანის

    სარედაქციო კოლეგიის პასუხისმგებლობას. დედანთან შედარებით თარგმანში გამოვლენილი

    განსხვავების შემთხვევაში ვალიდურად მიიჩნევა მხოლოდ დედანის ტექსტი.

    ეს წიგნი ითარგმნა თსუ სასწავლო ლიტერატურის თარგმნის პროექტის ფარგლებში.

    რედაქტორები: პროფესორი სიმონ გელაშვილი

    პროფესორი ქეთევან მარშავა

    მთარგმნელები: ასოცირებული პროფესორი მარინე მინდორაშვილი

    ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე

    ეს ნაშრომი გამოქვეყნდა ეთგო-ს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით. აქ გამოთქმული

    მოსაზრებები და არგუმენტები ზედმიწევნით არ ასახავს ეთგო-ს წევრი ქვეყნების ოფიციალურ

    მოსაზრებებს.

    ეს დოკუმენტი მთლიანობაში და აქ გამოყენებული რუკები არ აყენებს ზიანს რომელიმე ქვეყნის

    სტატუსს, სუვერენიტეტს, საერთაშორისო საზღვრების დელიმიტაციას და ამა თუ იმ ტერიტორიის,

    ქალაქის ან არეს საზღვრებს და დასახელებას.

    ისრაელის სტატისტიკური მონაცემები მოწოდებულია შესაბამისი ოფიციალური ორგანოების მიერ. ამ

    მონაცემების გამოყენება არ აყენებს ზიანს გოლანის მაღლობების, აღმოსავლეთ იერუსალიმისა და

    დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებების სტატუსს საერთაშორისო სამართლის პირობების

    გათვალისწინებით.

    პირველად გამოქვეყნებულია ეთგო-ს მიერ ინგლისურ ენაზე:

    Understanding National Accounts: Second Edition

    © 2014 OECD

    ყველა უფლება დაცულია.

    © 2015 ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

    სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • 5

    წინასიტყვაობა

    დღეს, როგორც არასდროს, ეროვნული ანგარიშები თანამედროვე

    ეკონომიკური სტატისტიკის სისტემის ყურადღების ცენტრშია. გლობალურმა

    ფინანსურ-ეკონომიკურმა კრიზისმა უფრო მეტად წარმოაჩინა ეკონომიკური

    საქმიანობის თანამედროვე, საიმედო და ყოვლისმომცველი მონიტორინგის სისტემის

    მნიშვნელობა; ამავე დროს მიგვითითა, რომ საჭიროა ანგარიშების გაფართოე-

    ბისათვის ახალ მიმართულებებსა და საკითხებზე მუშაობა. ეროვნული ანგარიშები

    კონცეპტუალურ და ფაქტობრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს ეთგო-ს ქვეყნების

    ასეულობით სტატისტიკური წყაროს შესაბამისობაში მოსაყვანად. ისინი გვაწვდიან

    ძირითად მაკროეკონომიკურ ინდიკატორებს პოლიტიკის შესამუშავებლად.

    თუმცა, ისმის კითხვები, აქვთ თუ არა მომხმარებლებს საკმაო ცოდნა იმის

    შესახებ, თუ რა მდიდარ ინფორმაციას შეიცავს ეროვნული ანგარიშები და რამდენად

    სრულად იყენებენ ისინი ეას-ის ანალიტიკურ და სტატისტიკურ პოტენციალს.

    ამასთან, როგორ უნდა განვსაზღვროთ, რამდენად სწორად ესმით მომხმარებლებს ის

    რთული ცნებები და შეზღუდვები, რომელიც საფუძვლად უდევს ეას-ს? ასევე, ესმით

    თუ არა პრობლემები საერთაშორისო შედარებებთან დაკავშირებით? მოცემული

    წიგნის მეორე გამოცემაში თქვენ ნახავთ პასუხებს ყველა და არამარტო ამ კითხვებზე

    მსუბუქი, მისაწვდომი, მაგრამ მკაცრი ფორმით. ამ წიგნის წინა, 2006 წლის გამოცემა

    ძალიან კარგად მიიღო როგორც ეკონომიკური სტატისტიკის მცოდნე ადამიანთა

    წრემ, ასევე არასპეციალისტებმა. და მართლაც, მრავალმა მკითხველმა მისწერა

    ავტორებს, რომ „წიგნის საშუალებით ისინი პირველად გაეცნენ ეროვნულ ანგარიშთა

    სისტემას და ეს არ იყო რთული და მოსაბეზრებელი!“

    2006 წლის შემდეგ ოთხი უმნიშვნელოვანესი ცვლილება მოხდა, რამაც

    განაპირობა წინა გამოცემის განახლება. პირველი, ფინანსურმა კრიზისმა, რომელიც

    თავს დაატყდა ეთგო-ს ქვეყნებს, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საჭიროა უკეთ აიხსნას

    სამეურნეო საქმიანობაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ძვრები, რომლებიც ასახვას

    ჰპოვებს ეროვნულ ანგარიშებში. მეორე, 2008 წელს ეროვნულ ანგარიშთა სისტემამ

    (ეას) მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია განიცადა. ამის ერთ-ერთი მაგალითია

    კვლევებსა და შემუშავებაზე (R&D) გაწეული დანახარჯების მიკუთვნება ცოდნაში

    ჩადებულ ინვესტიციაზე. ადრე ეს მუხლი მხოლოდ მიმდინარე ხარჯი იყო. მესამე,

    ახალი აქცენტების შეტანამ „უკეთესი ცხოვრების“ გაგებაში, რომელიც გასცდა

    ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ის ტრადიციული მიზნების საზღვრებს, საშუალება

    მოგვცა, რომ ეროვნული ანგარიშების საშუალებით თვალი გავადევნოთ

    შინამეურნეობების მატერიალური კეთილდღეობის დონეს. და ბოლოს, მიმდინარე

    ეტაპზე, ახალი მონაცემები „დამატებული ღირებულებით ვაჭრობის“ შესახებ

  • 6

    ძირითადი ეროვნული ანგარიშების პარალელურად განიხილება, რაც საშუალებას

    გვაძლევს უკეთ გავიგოთ ეკონომიკებს შორის გაზრდილი ურთიერთკავშირი.

    „ეროვნულ ანგარიშთა სისტემის გაგების“ ეს ახალი, გაფართოებული ვერსია

    ზემოთ მოყვანილი ოთხივე სიახლეს მოიცავს. კერძოდ, ამ ნაშრომის გამოქვეყნება იმ

    დროს დაემთხვა, როდესაც ეთგო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ პრაქტიკულად დანერგა

    ეროვნული ანგარიშების 2008 წლის ვერსია.

    მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოცემა, ისევე როგორც წინა პუბლიკაცია,

    დიდი კეთილგანწყობით იქნება მიღებული უამრავი ახალგაზრდა სტატისტიკოსის,

    სტუდენტის, ჟურნალისტის, ეკონომისტისა და მოქალაქის მიერ, ვისაც სურს უფრო

    მეტი იცოდეს ეკონომიკური განვითარების გაზომვისათვის საჭირო სტატისტიკის

    შესახებ ეთგო-ს ქვეყნებში.

    მარტინ დიურანი

    ეთგო-ს მთავარი ეკონომისტი და დირექტორი,

    სტატისტიკის სამმართველო

  • 7

    შინაარსი

    მადლობა

    თავი 1. ძირითადი მაკროეკონომიკური აგრეგატები............................................. 17

    1. მშპ-ის განსაზღვრა .....................................................................................................20

    2. პირველი ძირითადი განტოლება: მშპ-ის ფიზიკური მოცულობის მიღება ..27

    3. მოთხოვნის განსაზღვრა: ინვესტიციებისა და მოხმარების როლი ...................32

    4. მეორე ძირითადი განტოლება: გლობალური გამოშვებისა და მოთხოვნის

    ტოლობა ..........................................................................................................................33

    5. მესამე ძირითადი განტოლება: გლობალური გამოშვებისა და შემოსავლების

    ტოლობა ..........................................................................................................................38

    საკვანძო მომენტები .......................................................................................................47

    ჩაუღრმავდით .................................................................................................................48

    სავარჯიშოები .................................................................................................................56

    თავი 2. განსხვავება ფიზიკური მოცულობისა და ფასების მატებას შორის ......... 60

    1. გაფრთხილება: შეადარეთ ფიზიკური მოცულობები .........................................61

    2. ფიზიკური მოცულობისა და ფასის მიხედვით დაყოფის გამოყენება

    დროით ცვლილებებში .................................................................................................64

    3. აგრეგირების სირთულეები ......................................................................................65

    4. ფიზიკური მოცულობისა და ფასის ინდექსები....................................................69

    5. მუდმივი ფასები .........................................................................................................72

    6. „ჯაჭვური“ ანგარიშები და ადიტიურობის დაკარგვა .........................................73

    7. ჯაჭვური გადაბმის არასასურველი პრაქტიკული შედეგები ............................77

    8. განსაკუთრებული შემთხვევები ..............................................................................79

    9. რაც შეეხება ფასის ინდექსებს ..................................................................................83

    საკვანძო მომენტები .......................................................................................................86

    ჩაუღრმავდით .................................................................................................................87

  • 8

    სავარჯიშოები .................................................................................................................90

    თავი 3. საერთაშორისო შედარებები ........................................................................ 96

    1. მატების ტემპების შედარება ....................................................................................97

    2. კოეფიციენტების შედარება: დაზოგვის დონის მაგალითი, მოგების

    ნორმა და სახელმწიფო ვალის დონე .......................................................................100

    3. ცვლადების დონეების შედარება: მშპ-ის მოცულობა მოსახლეობის

    ერთ სულზე ..................................................................................................................105

    4. მოცულობა/ფასის სივრცითი ჩაშლა: მსყიდველობითუნარიანობის

    პარიტეტები ..................................................................................................................108

    5. ცვლადების აბსოლუტური მნიშვნელობების შედარება: შინამეურნეობის

    მოხმარება .....................................................................................................................118

    საკვანძო მომენტები .....................................................................................................122

    სავარჯიშოები ...............................................................................................................123

    თავი 4. წარმოება: რას მოიცავს და რას არ მოიცავს ............................................. 125

    1. წარმოების საზღვრები .............................................................................................129

    2. არალეგალური და იატაკქვეშა ეკონომიკა ...........................................................132

    3. გამოშვებისა და დამატებული ღირებულების გაზომვა: ზოგადი

    შემთხვევა ......................................................................................................................134

    4. გამოშვებისა და დამატებული ღირებულების გაზომვა: განსაკუთრებული

    შემთხვევები .................................................................................................................138

    5. ნომენკლატურები და კლასიფიკაციები ...............................................................142

    საკვანძო მომენტები .....................................................................................................147

    ჩაუღრმავდით ...............................................................................................................148

    სავარჯიშოები ...............................................................................................................154

  • 9

    თავი 5. მშპ-ის საბოლოო გამოყენების განსაზღვრა ............................................. 157

    1. საბოლოო გამოყენება ეროვნულ ანგარიშებში ...................................................159

    2. შინამეურნეობების საბოლოო მოხმარების დანახარჯები ................................162

    3. სახელმწიფო მართვის ორგანოების საბოლოო მოხმარების ხარჯები............169

    4. შინამეურნეობების მომსახურე არაკომერციული ორგანიზაციების

    (NPISHs, შმაკო) საბოლოო მოხმარების ხარჯები ..................................................171

    5. მოხმარების დანახარჯებიდან რეალურ მოხმარებამდე ...................................172

    6. ძირითადი კაპიტალის მთლიანი ფორმირება ....................................................174

    7. მარაგების ცვლილება ..............................................................................................180

    8. ფასეულობის წმინდა შეძენა ..................................................................................183

    9. საქონლისა და მომსახურების ექსპორტი და იმპორტი ....................................184

    საკვანძო მომენტები .....................................................................................................192

    ჩაუღრმავდით ...............................................................................................................194

    სავარჯიშოები ...............................................................................................................199

    თავი 6. შინამეურნეობების ანგარიში .................................................................... 203

    1. შინამეურნეობების ანგარიშის სამი საკვანძო ინდიკატორი ............................205

    2. შინამეურნეობების სექტორის ანგარიშები ..........................................................208

    3. შინამეურნეობების განკარგვადი შემოსავლისა და მოხმარების

    გაზომვის ალტერნატიული გზა ................................................................................222

    საკვანძო მომენტები .....................................................................................................226

    ჩაუღრმავდით ...............................................................................................................227

    სავარჯიშოები ...............................................................................................................235

    თავი 7. ბიზნეს-ანგარიშები .................................................................................... 238

    1. ურთიერთკავშირი ფირმასა (საწარმოს) და კორპორაციას შორის ..................241

    2. კორპორაციების სექტორის ანგარიშების სტრუქტურა .....................................243

  • 10

    3. კორპორაციებიდან ფირმებამდე ...........................................................................255

    საკვანძო მომენტები .....................................................................................................259

    ჩაუღრმავდით ...............................................................................................................260

    სავარჯიშოები ...............................................................................................................265

    თავი 8. ფინანსური ანგარიში და აქტივების და პასივების ბალანსი .................. 270

    1. შინამეურნეობების სიმდიდრის მნიშვნელობა ეკონომიკური

    მდგომარეობის მიმდინარე ანალიზში .....................................................................271

    2. ოთხმაგი ჩაწერის პრინციპი .................................................................................273

    3. ფინანსური აქტივები და ვალდებულებები ........................................................280

    4. კავშირი ფინანსურ ნაკადებსა და ფინანსურ მარაგებს შორის .........................287

    5. არაფინანსური აქტივები .........................................................................................291

    6. აქტივებისა და პასივების ანგარიშები ..................................................................293

    7. ინსტიტუციური სექტორის ანგარიშების სრული ნაკრები ..............................295

    საკვანძო მომენტები .....................................................................................................299

    ჩაუღრმავდით ...............................................................................................................301

    სავარჯიშოები ...............................................................................................................316

    თავი 9. სახელმწიფო მართვის ორგანოების ანგარიში ........................................ 320

    1. სახელმწიფო მართვის ორგანოების გამარტივებული დიაგრამა ....................323

    2. სახელმწიფო მართვის ორგანოების ანგარიშის დეტალური სტრუქტურა ...327

    3. რას მოიცავს სახელმწიფო მართვის ორგანოები? ..............................................335

    4. საჯარო ფინანსების ძირითადი ინდიკატორები ................................................340

    საკვანძო მომენტები .....................................................................................................343

    ჩაუღრმავდით ...............................................................................................................344

    სავარჯიშოები ...............................................................................................................349

  • 11

    თავი 10. დანახარჯები-გამოშვების ცხრილი და ინტეგრირებული

    ეკონომიკური ანგარიშები ....................................................................................... 354

    1. რესურსები-გამოყენების ცხრილები ....................................................................356

    2. ერთობლივი მიწოდებისა და საბოლოო გამოყენების ცხრილები ..................362

    3. შუალედური გამოყენების ცხრილი ......................................................................365

    4. დანახარჯები-გამოშვების ცხრილი ......................................................................367

    5. დანახარჯები-გამოშვების ცხრილის გამოყენება ეკონომიკურ ანალიზში ...369

    6. დამატებული ღირებულებების ჯამიდან მშპ-მდე .............................................371

    7. ინტეგრირებული ეკონომიკური ანგარიში .........................................................375

    8. გადასვლა მშპ-დან ეროვნულ შემოსავალზე .......................................................378

    საკვანძო მომენტები .....................................................................................................382

    ჩაუღრმავდით ...............................................................................................................383

    სავარჯიშოები ...............................................................................................................394

    თავი 11. ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ტექნიკური მხარე: კომპილაცია

    და ანგარიშგება ........................................................................................................ 405

    1. კვარტალური ეროვნული ანგარიშები ..................................................................406

    2. წლიური ეროვნული ანგარიშები ..........................................................................413

    3. ეროვნული ანგარიშების გადახედვა და მათი სიზუსტე ..................................415

    4. ყოვლისმომცველი გადახედვები ..........................................................................419

    5. ეროვნულ ანგარიშებთან დაკავშირებული სხვა მონაცემთა მწკრივები ........420

    საკვანძო მომენტები .....................................................................................................423

    ჩაუღრმავდით ...............................................................................................................424

    სავარჯიშოები ...............................................................................................................427

    თავი 12. აშშ-ის ეროვნული შემოსავალი და პროდუქციის ანგარიშები ............. 430

    1. წინაპირობა ................................................................................................................432

  • 12

    2. NIPA-ს ცხრილები ....................................................................................................435

    3. NIPA-ს გავრცელება .................................................................................................443

    4. NIPA-სთან დაკავშირებული სხვა პროგრამები ..................................................445

    5. კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქტის კომპილაცია .................................448

    6. კვარტალური მშპ-ის მოსამზადებელი მეთოდოლოგიები ..............................453

    ჩაუღრმავდით ...............................................................................................................465

    თავი 13. 2007-2009 წლების ფინანსური კრიზისისა და რეცესიის ასახვა

    ეროვნულ ანგარიშებში ............................................................................................ 473

    1. დიდი რეცესია ..........................................................................................................477

    2. ნელი ეკონომიკური გაუმჯობესება ......................................................................504

    3. ფინანსური კრიზისის წინაპირობა .......................................................................506

    თავი 14. ეროვნულ ანგარიშთა საერთაშორისო სისტემები: წარსული და

    მომავალი .................................................................................................................. 515

    1. როგორ იწყებოდა ისტორია....................................................................................516

    2. ... პირველ თანამედროვე ანგარიშებამდე ............................................................516

    3. 1953 წლის ეას-ი ........................................................................................................517

    4. 1968 წლის ეას-ი ........................................................................................................519

    5. 1993 წლის ეას-ი ........................................................................................................521

    6. 1995 წლის აეს-ი ........................................................................................................523

    7. 2008 წლის ეას-ი ........................................................................................................524

    თავი 15. მშპ, როგორც კეთილდღეობის საზომი. დღის წესრიგშია „მშპ-ის მიღმა“

    საკითხები .......................................................................................................................

    1. კეთილდღეობის უკეთესი საზომები ეროვნული ანგარიშების ფარგლებში 536

    2. კეთილდღეობის საზომები ეროვნული ანგარიშების მიღმა ............................544

  • 13

    3. კარგადყოფნის გაზომვა: უფრო ვრცლად საკითხზე „მშპ-ის მიღმა“ .............553

    თავი 16. ეროვნული ანგარიშები გლობალიზებულ სამყაროში .......................... 564

    1. მზარდი გლობალიზაციის მტკიცებულება .........................................................567

    2. ახალი სტატისტიკური ინსტრუმენტი გლობალიზაციის გავლენის

    გასაზომად: ვაჭრობა დამატებული ღირებულებით ............................................571

    3. კარგი ეროვნული ანგარიშების კომპილაციის გაგრძელება გლობალიზებულ

    სამყაროში .....................................................................................................................579

    საძიებელი ................................................................................................................. 586

    გლოსარიუმი ............................................................................................................ 589

  • 14

    შენიშვნა მკითხველისთვის

    ეს სახელმძღვანელო დიდი რაოდენობით შეიცავს მონაცემებს, რომლებიც ძირითადად ეთგო-ს

    წყაროებიდან არის მოპოვებული. ამ წიგნში გამოყენებულ ცხრილებთან და გრაფიკებთან

    მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გამოიყენება StatLinks. თუმცა, მკითხველს უნდა ახსოვდეს, რომ

    ეროვნული ანგარიშები მუდმივად განახლებადია. ამგვარად, შეიძლება შეგხვდეთ განსხვავებები

    ერთი და იგივე ცვლადის ორ მნიშვნელობას შორის ორ სხვადასხვა ცხრილსა ან ელექტრონულ

    ფაილში, ან მოცემულ სახელმძღვანელოსა და სხვადასხვა ეროვნული სტატისტიკური სამსახურის ან

    ეთგო-ს უკანასკნელ პუბლიკაციებში. ეს არ არის გამოწვეული შეცდომით, უბრალოდ უნდა

    გვახსოვდეს, რომ სახელმძღვანელოს სხვადასხვა ნაწილის განახლება წლის განმავლობაში სხვადასხვა

    თარიღს უკავშირდება (2013 - 2014-ის შუა პერიოდებში). ასევე, და განსაკუთრებით ამ პერიოდის

    ბოლოს, ეთგო-ს მრავალი წევრი ქვეყანა გადავიდა ძველი ეას 1993 / აეს 1995-იდან ახალ ეას 2008 / აეს

    2010-ზე. ამიტომ, ეს ცვლილება არ არის ასახული ზოგიერთ ცხრილში, რომელიც უფრო ადრე

    განახლდა, ვიდრე ხელმისაწვდომი იქნებოდა აღნიშნული ცვლილებები (იხ. ჩანართი 1.1 თავი 1-ში).

    იხილეთ ეთგო-ს პუბლიკაციები შემდეგ მისამართებზე:

    http://twitter.com/OECD_Pubs

    http://www.facebook.com/OECDPublications

    http://www.linkedin.com/groups/OECD-Publications-4645871

    http://www.youtube.com/oecdilibrary

    OECD Alerts http://www.oecd.org/oecddirect/

    ამ წიგნს აქვს... StatLinks

    Excel® -ის ფაილის გადმოტანის სერვისი ბეჭდური გვერდიდან!

    მოიძიეთ StatLinks ცხრილებისა და ნახაზების ქვემოთ. Excel®-ის მითითებული სამუშაო ფურცლის ჩამოსატვირთად ჩაწერეთ ბმული თქვენს ინტერნეტ-ბრაუზერში შემდეგი

    პრეფიქსით http://dx.doi.org, ან დაკლიკეთ ელექტრონული წიგნის ბმულზე.

    http://dx.doi.org/

  • 15

  • 16

    მადლობა

    ამ წიგნის თანაავტორი დერეკ ბლეიდსი 2014 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა. მთელი

    სიცოცხლის მანძილზე ის აქტიურად იყო ჩართული ეროვნული ანგარიშების

    საერთაშორისო ქსელში, კერძოდ ეთგო-ს მუშაობაში ამ მიმართულებით. ის იყო

    ნამდვილი პროფესიონალი, პედაგოგი და კარგი ადამიანი, რომელიც ყველას

    დააკლდა. ფრანსუა ლოკიე მის გარეშე ვერ დაწერდა ამ სახელმძღვანელოს.

    ავტორები მადლობას უხდიან ყველას, ვინც გარკვეული წვლილი შეიტანა ამ

    სახელმძღვანელოს შექმნასა და გამოცემაში.

  • 17

    თავი 1

    ძირითადი მაკროეკონომიკური აგრეგატები

    ამ თავში მოცემულია ძირითადი მაკროეკონომიკური ცვლადების საწყისი განსაზღვრებები, რომლებიც აღებულია ეთგო-ს ეკონომიკური პერსპექტივების 2013 წლის მაისის გამოცემიდან. ქვეყნის მაგალითად მოტანილია გერმანია. ამ თავში ჯერ განხილულია მშპ, ხოლო შემდეგ ეთგო-ს ეკონომისტების მიერ გამოყენებული მთავარი ინდიკატო-რები: კერძო მოხმარება, ძირითადი კაპიტალის მთლიანი ფორმირება, მშპ-ის დეფლატორი, შინამეურნეო-ბების დანაზოგის დონე და სამთავრობო დაწესებულებების ფინანსური ბალანსი.

  • 18

    ამ თავში ჩვენი მიზანია მოგცეთ ძირითადი მაკროეკონომიკური ცვლადების საწყისი

    განმარტებები (ქვემოთ, ცხრილში მათი ჩამონათვალი მოტანილია წყაროდან „ეთგო-

    ს ეკონომიკური პერსპექტივები, მაისი 2013“ OECD Economic Outlook May 2013 (OECD,

    2013a).1პირველ თავში თვალსაჩინოებისთვის ავირჩიეთ გერმანიის მაგალითი,

    თუმცა, შეგვეძლო ეთგო-ს ნებისმიერი სხვა ქვეყანა განგვეხილა, რამდენადაც ეთგო-ს

    ეკონომიკური პერსპექტივების კრებულში ცალკეული ქვეყნისადმი მიძღვნილი

    თავების სტრუქტურა ყველა ქვეყნისთვის ერთნაირია.

    ამ წიგნის თითოეულ თავში მაგალითად განხილულია სხვადასხვა ქვეყანა.

    ცხრილი 1.1. მთავარი მაკროეკონომიკური ცვლადები

    გერმანია,a 2005 წლის ევრო, წლიური პროცენტული ცვლილება

    2010

    2011

    2012

    2013

    2014

    საბოლოო პირადი მოხმარება 0.8 1.7 0.6 1.0 2.2

    მთლიანი კაპიტალის ფორმირება 9.8 7.6 -4.9 -0.5 5.4

    მთლიანი შიდა პროდუქტი 4.0 3.1 0.9 0.4 1.9

    იმპორტი 10.9 7.5 2.2 1.9 6.4

    ექსპორტი 13.4 7.9 4.3 0.9 4.6

    შინამეურნეობების წმინდა დანაზოგის

    დონე 10.9 10.4 10.3 10.3 10.1

    მშპ-ის დეფლატორი 0.9 0.8 1.3 1.2 1.7

    მთავრობის წმინდა დაკრედიტება,

    პროცენტობით მშპ-სთან -4.2 -0.8 0.2 -0.2 0.0

    a) ეთგო-ს ეკონომიკური პერსპექტივების კრებული დათარიღებულია 2013 წლის მაისით. ამ დროისთვის 2013 და 2014 წლის მონაცემები წარმოადგენს ეთგო-ს ეკონომისტების მიერ აგებულ

    პროგნოზებს. 2010, 2011 და 2012 წლის მონაცემები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის

    სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ფაქტობრივი დაკვირვებებიდან არის აღებული. წყარო: OECD (2013), “OECD Economic Outlook No. 93”, OECD Economic Outlook: Statistics and Projections (database), doi: http://dx.doi.org/10.1787/data-00655-en .

    StatLink http://dx.doi.org/10.1787/888933143526

    ეთგო-ს ეკონომისტები 2013 წლის მაისში ასეთ კომენტარებს აკეთებდნენ:

    „მას შემდეგ, რაც 2012 წლის განმავლობაში ჯერ შემცირდა და შემდეგ 2013 წლის

    პირველ კვარტალში უარყოფითი გახდა მშპ-ის მატება, წლის განმავლობაში

    მოსალოდნელია მდგომარეობის თანდათან გამოსწორება და 2014 წლისათვის 2%-

    http://www.oecd-ilibrary.org/economics/oecd-economic-outlook-volume-2013-issue-1_eco_outlook-v2013-1-enhttp://dx.doi.org/10.1787/data-00655-en%20.http://dx.doi.org/10.1787/888933143526

  • 19

    იანი მატების მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ევროზონაში ეკონომიკის

    მოდუნებული აქტივობა უკან დახევს აღდგენის პროცესს, მოსალოდნელია მსოფლიო

    ვაჭრობის ფარგლებში ექსპორტის ზრდის ტემპის გადიდება. ხელფასიდან და

    დასაქმებიდან მიღებული შემოსავლები დაბალ საპროცენტო განაკვეთთან ერთად

    ხელს შეუწყობს შიდა მოთხოვნას და მიმდინარე ოპერაციების პროფიციტი მშპ-ის

    6%-მდე შემცირდება. გარკვეულწილად მოსალოდნელია უმუშევრობის დონის

    შემცირება, თუმცა სამომხმარებლო ფასების ინფლაცია შესაძლოა 2%-მდე გაიზარდოს

    2014 წელს“ (OECD, 2013a).

    2013 წლის მაისში გერმანიის ეკონომიკის განხილვისას ეთგო-ს ეკონომისტები 2014

    წლისათვის პროგნოზირებდნენ მთლიანი შიდა პროდუქტის (ცნობილია, როგორც

    მშპ) ზრდას მსოფლიო ვაჭრობის გაძლიერებისა და შესაბამისად ექსპორტის მატების

    ხარჯზე.

    მუქი შრიფტით გამოყოფილი ტერმინების განსაზღვრებები შეგიძლიათ იხილოთ

    ამ წიგნის გლოსარიუმში.

    2009 წელი გერმანიისა და ეთგო-ს ქვეყნების უმეტესობისთვის საშინელი წელი იყო:

    მშპ 5.1%-ით შემცირდა. ცხრილში ნაჩვენებია 2010 წელს მშპ-ის ვარდნა (4.0%), მცირე

    მატება 2012 (0.9%) და 2013 (0.4%) წლებში და მოსალოდნელი მატება (1.9%) 2014

    წელს. ეს უკანასკნელი ციფრი დადებით პერსპექტივას აჩვენებს, თუმცა

    მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ევროზონაში კრიზისის შემდგომ

    განვითარებაზე, რადგან ის პოტენციურ საფრთხეს უქმნის მოსალოდნელ აღდგენის

    პროცესს. 2012 და 2013 წლებს შორის ტემპის შენელება 0.5 პროცენტული პუნქტით

    მოხდა. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს,

    რომ ეროვნული ანგარიშების ცვლადები მილიარდებში იზომება.

    პრაქტიკაში, ეთგო-ს ქვეყნების უმეტესობა ეროვნულ ანგარიშებს მილიონებში

    აქვეყნებს და ამიტომ ცხრილების უმეტესობაში საზომად მილიონია

    მითითებული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მონაცემები მილიონის დონეზე ზუსტია.

    გონივრულია ამ მონაცემების დამრგვალება მილიარდამდე.

    გერმანიის შემთხვევაში, მშპ-ის 1%-ს შეესაბამება დაახლოებით 26 მილიარდი ევრო

    და ამიტომ მისი 0.5%, რომელიც 13 მილიარდია და დაახლოებით 400 000

    დასაქმებულის წლიურ შემოსავალს წარმოადგენს, მნიშვნელოვანი რიცხვია.

  • 20

    ამ თავს დავიწყებთ მშპ-ის განსაზღვრით, შემდეგ გადავალთ ეთგო-ს ეკონომისტების

    მიერ გამოყენებულ მთავარ ინდიკატორებზე: კერძო მოხმარება, ძირითადი

    კაპიტალის მთლიანი ფორმირება, მშპ-ის დეფლატორი, შინამეურნეობების

    დანაზოგის დონე და სამთავრობო დაწესებულებების ფინანსური ბალანსი. ამ თავში

    განხილული ეროვნული ანგარიშების მონაცემების გასაცნობად შეგიძლიათ

    ისარგებლოთ ეთგო-ს ვებ-გვერდით ამ წიგნისთვის ან ეთგო-ს ვებ გვერდით, სადაც

    მოტანილია „კვარტალური ეროვნული ანგარიშები“ (quarterly national accounts) ან

    „წლიური ეროვნული ანგარიშები“ (annual national accounts). კვარტალური

    ანგარიშები უფრო მოსახერხებელია მათთვის, ვისაც უკანასკნელი მონაცემები

    აინტერესებს.

    1. მშპ-ის განსაზღვრა

    მშპ, მთლიანი შიდა პროდუქტი, ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინდიკატორია

    ეროვნულ ანგარიშებში. შეიძლება ითქვას, რომ ის მთელი ეროვნულ ანგარიშთა

    სისტემის გულშია მოთავსებული და მისი განმარტება საერთაშორისო დონეზეა

    შეთანხმებული (ჩანართი 1.1 „ცნობარები“). მშპ განმეორებითი აღრიცხვის გარეშე,

    მხოლოდ ერთი რიცხვით გამოსახავს მთელ შედეგს (ან გამოშვებას), რომელიც

    წარმოებულია ყველა ფირმის, არასამთავრობო ინსტიტუციის, სამთავრობო

    ორგანოების და შინამეურნეობების მიერ მოცემულ ქვეყანაში მოცემული პერიოდის

    განმავლობაში, მიუხედავად საქონლის და მომსახურების სახისა, იმ პირობით, რომ

    მათი წარმოება მოცემული ქვეყნის ეკონომიკურ ტერიტორიაზე ხდება. მისი

    გამოთვლა უმეტესად კვარტალურად ან წლიურად ხდება, თუმცა თვიურადაც

    შესაძლებელია.

    ჩანართი 1.1 ცნობარები და მათი გამოყენება

    ეროვნული ანგარიშების მარეგულირებელი სტანდარტები თავმოყრილია ორ

    საერთაშორისო ცნობარში: „ეროვნულ ანგარიშთა სისტემა 2008“ (SNA 2008), რომელიც

    მსოფლიო მასშტაბით არის მიღებული და მისი ევროპული ვერსია „ანგარიშების

    ევროპული სისტემა 2010“ (ESA 2010, აეს 2010). გლობალურ ცნობარს (SNA 2008, ეას

    2008) ხელს აწერს ხუთი წამყვანი საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაცია:

    გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო), საერთაშორისო სავალუტო ფონდი

    (სსფ), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (ეთგო),

    მსოფლიო ბანკი (მბ) და ევროპის კომისია (ევროკომისია). ევროპული ცნობარი სრულ

    თანხვედრაშია გლობალურ ცნობართან და დამატებით სასარგებლო დეტალებს

    შეიცავს. ასევე, იურიდიულად მას უფრო საკანონმდებლო ხასიათი აქვს, რადგან

  • 21

    ევროპული ნორმების თანახმად, ეთგო-ს წევრი ქვეყნებისთვის ის სავალდებულოა.

    ამ რეკომენდაციებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მონაცემთა შესადარისობის

    თვალსაზრისით, თუმცა სამომავლოდ კვლავ გათვალისწინებულია გაუმჯობესება ამ

    მიმართულებით (იხ. თავი 3). ეას 2008-ისა და აეს 2010-ის სრული ვერსიები

    ხელმისაწვდომია ინტერნეტში.

    გაფრთხილება: მიუხედავად იმისა, რომ ცნობარები დათარიღებულია 2008 ან 2010 წლით, მათი დანერგვა დროს მოითხოვს, რადგან ეროვნული ანგარიშების

    სტატისტიკის წარმოება საკმაოდ შრომატევადია. ეს წიგნი 2014 წელს გამოქვეყნდა,

    სწორედ იმ დროს, როდესაც ეთგო-ს წევრი ქვეყნები ამთავრებდნენ მათ დანერგვას.

    აშშ-იმ, ავსტრალიამ, ისრაელმა, მექსიკამ და კანადამ ბოლო ვერსია 2013 წელს

    დანერგა, კორეამ კი - 2014 წლის მარტში. რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, მათ აეს

    2010 მხოლოდ 2014 წლის ოქტომბერში დანერგეს, სწორედ მაშინ, როდესაც ეს წიგნი

    უნდა გამოსულიყო. ამიტომ მოცემული წიგნის თავებში საილუსტრაციო მონაცემები

    ეას-ის წინა ვერსიიდან არის ნასესხები. თუმცა, არ ღირს აღნიშნულისათვის

    განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება. წინა სისტემასთან შედარებით, მთავარი

    ცვლილება იმაში მდგომარეობს, რომ დანახარჯები კვლევასა და შემუშავებაზე (R &

    D), თანამედროვე სისტემაში აღირიცხება როგორც ინვესტიცია და არა როგორც

    შუალედური მოხმარება (იხ. თავი 14). პრაქტიკულად, ეს იწვევს აშშ-ის მშპ-ის

    გადიდებას დაახლოებით +2.5%-ით, ხოლო ევროკავშირში საშუალოდ +1.9%-ით.

    მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გავლენა „სტრუქტურული“ ხასიათისაა იმ

    აზრით, რომ ასე თუ ისე ყველა წელს შეეხო. სხვა სიტყვებით, მშპ-ის დროითი

    მწკრივი თითქმის ერთი და იმავე მნიშვნელობით შეიცვალა ყველა წლის მიხედვით,

    ამიტომ მშპ-ის მატების ტემპი, რაც მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური

    ინდიკატორია, მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიცვალა. იმისათვის, რომ ნახოთ, თუ რა

    ცვლილებები მოხდა ამ მიმართულებით საფრანგეთში, სადაც ახალი ანგარიშები 2014

    წლის მაისში გამოჩნდა, იხ. თავი 14. გერმანიისთვის იხ. ცხრილი 1.1-ის statlink-ი,

    რომელშიც ნაჩვენებია ის განსხვავებები, რაც აეს 2010-ის დანერგვამ გამოიწვია 1.1

    ცხრილში ჩამოთვლილ ინდიკატორებში.

    მიუხედავად ამისა, ქვეყანაში წარმოების მთლიანი მოცულობის გაანგარიშება

    მარტივი საკითხი არ არის (იხ. ჩანართები „სიზუსტე“ და „შეზღუდვები და მახეები“

    ამ თავის ბოლოს), ამიტომ ეროვნული ანგარიშების წარმოებაზე პასუხისმგებელ

    პირებს უწევთ ინოვაციური მეთოდების შემუშავება მისი გაანგარიშებისთვის.

    ცალკე აღებული ერთი ფირმის წარმოების მოცულობის გაანგარიშება საკმაოდ

    ადვილია. მაგალითად, მაკარონის მწარმოებელი ფირმისთვის ის შეიძლება გაიზომოს

    წლის განმავლობაში გამოშვებული მაკარონის ოდენობით ტონებში, ან თუ ტონების

    რაოდენობას მაკარონის ფასზე გადავამრავლებთ, გამოშვების მოცულობას

    დოლარებში მივიღებთ (ან ევროებში, თუ გერმანიის მაგალითს გამოვიყენებთ,

    რადგან ევრო ამ ქვეყნის ეროვნული ვალუტაა). თუმცა, თუ მაკროეკონომიკური

  • 22

    მაჩვენებლის მიღება გვსურს, შეგვიძლია ვნახოთ, რომ დოლარში გაზომილი ყველა

    ფირმის გამოშვების შეჯამება სწორ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. მიზეზი იმაში

    მდგომარეობს, რომ ასეთი გაანგარიშების შედეგი მნიშვნელოვნად არის

    დამოკიდებული ფირმის ორგანიზაციულ სტრუქტურაზე.

    კვლავ მივუბრუნდეთ მაკარონის წარმოების მაგალითს მოცემულ რეგიონში, ოღონდ

    ამ შემთხვევაში განვიხილოთ წარმოების ორ სცენარი. დავუშვათ, რომ პირველ წელს

    რეგიონში მხოლოდ ერთი ფირმაა A, რომელიც მაკარონსაც აწარმოებს და ფქვილსაც

    მაკარონის წარმოებისათვის. მისი გამოშვება 100 000 დოლარია, რაც შეესაბამება მის

    მიერ წარმოებულ 100 ტონა მაკარონს, 1 ტონის ფასი 1 000 დოლარია. ახლა დავუშვათ,

    რომ მომავალ წელს ფირმა A ორად გაიყო, რომელთაგან A1 აწარმოებს და ყიდის 30

    000 დოლარის ღირებულების ფქვილს A2-ისთვის, ხოლო A2 ახდენს მაკარონის

    საბოლოო წარმოებას. ფირმა A2 ისევ იმდენივე მაკარონს აწარმოებს, რამდენსაც წინა

    წელს, ანუ 100 ტონას და 1 ტონას ისევ 1 000 დოლარად ჰყიდის.

    მაკარონის წარმოება

    წელი 1

    ფირმა A

    გამოშვება $ 100 000

    წელი 2

    ფირმა A1 ფირმა A2

    გამოშვება $ 30 000 $ 100 000

    თუ პირველ წელს რეგიონის გამოშვება 100 000 დოლარი იყო, მეორე წელს მთლიანი

    გამოშვება ორივე ფირმის გამოშვების ჯამის ტოლი უნდა იყოს, ანუ A1+A2 (30 000

    დოლ + 100 000 დოლ). მაგრამ ამ ჯამის გამოყენება რეგიონის ეკონომიკური

    აქტივობის მაკროეკონომიკურ ინდიკატორად აბსურდული იქნება. ეს ციფრი (130 000

    დოლ.) გამოშვების 30%-იან მატებას გვიჩვენებს (130 000/100 000=1.30, ან +30%) მაშინ,

    როდესაც მაკროეკონომიკურ დონეზე ფაქტობრივად არავითარი ცვლილება არ

    მომხდარა. მეორე წლის განმავლობაში რეგიონში მაკარონის იმავე რაოდენობის

    წარმოება მოხდა იგივე ფასად. ცვლილებები განიცადა მხოლოდ ფირმების

    ორგანიზაციულ-სამართლებრივმა და კომერციულმა მოწყობამ.

    სწორედ ამ განსხვავებამ წარმოშვა იდეა იმის თაობაზე, რომ თითოეული ფირმის

    წვლილი არა მთლიანი გამოშვების, არამედ დამატებული ღირებულების მიხედვით

    უნდა შეფასებულიყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დამატებული ღირებულება

    დანამატია ფირმის დანახარჯების ნაკადებზე, ანუ საწარმოო მოხმარებაზე. კვლავ

    მივუბრუნდეთ მაკარონის მაგალითს. პირველ წელთან შედარებით, როდესაც

  • 23

    მხოლოდ ერთი, A ფირმა აწარმოებდა მაკარონს, მეორე წელს A2 ფირმის მიერ

    წარმოებული დამატებული ღირებულება 100 000$-ის ტოლი არ არის. A2 ფირმა 30

    000$-ის ღირებულების ფქვილს ყიდულობს A1-ისგან, რომელიც პირველ წელს

    თვითონ აწარმოებდა ფქვილსაც და ამას გამოშვებაში არ ითვალისწინებდა. ამიტომ,

    ეროვნულ ანგარიშთა სისტემა A2 ფირმის დამატებულ ღირებულებას სხვაობით

    ანგარიშობს: 100 000$ – 30 000$. ანუ A2 ფირმის გამოშვების ღირებულებას აკლდება

    იმ საქონლისა და მომსახურების ღირებულება, რაც მის წარმოებაზე დახარჯა

    მოცემული პერიოდის განმავლობაში.

    საქონელი და მომსახურება, რომელიც მოცემული პერიოდის განმავლობაში

    დაიხარჯა წარმოების პროცესში, არის შუალედური მოხმარება. გამოშვებიდან

    შუალედური მოხმარების გამორიცხვით ჩვენ თავიდან ვიცილებთ განმეორებით

    (დუბლირებულ) აღრიცხვას, რასაც ადგილი ექნებოდა, თუ A1 და A2 ფირმებს

    გამოშვებებს შევკრებდით. მეორე წელს ფქვილის გამოშვება ფაქტობრივად ორჯერ

    იქნა გათვალისწინებული: პირველად, A1 ფირმის გამოშვების ღირებულებაში ( 30 000

    დოლარი) და მეორედ, A2 ფირმის გამოშვების ღირებულებაში (რომლის გამოშვების

    ღირებულებაშიც, 100 000 დოლარი, ფაქტობრივად შედის ნაყიდი და წარმოების

    პროცესში გამოყენებული ფქვილის ღირებულება).

    თუ იგივე მსჯელობას ყველა ფირმისთვის გამოვიყენებთ და თითოეულისათვის

    დამატებულ ღირებულებას გავიანგარიშებთ, მაშინ შესაძლებელი იქნება მათი

    შეჯამება ორმაგი აღრიცხვის გარეშე. შედეგად მივიღებთ ინდიკატორს, რომელიც არ

    იქნება დამოკიდებული ფირმის ორგანიზაციულ სტრუქტურაზე. თვალსაჩინო-

    ებისთვის იხილეთ ქვემოთ ცხრილი, რომელშიც მონაწილეობს ფერმაც, რომელიც

    ხორბალს აწარმოებს შემდგომში ამ ხორბლიდან ფქვილის საწარმოებლად.

    სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ ფერმერს არ აქვს შუალედური მოხმარება; ის

    საკუთარ სამუშაო ძალას და მანქანა-მოწყობილობებს იყენებს სათესლე მასალისა და

    სასუქის ყიდვის გარეშე. როგორც დიაგრამიდან ჩანს, თითოეული მწარმოებელი

    ერთეულის გამოშვება იცვლება, თუმცა თითოეული ერთეულისთვის დამატებული

    ღირებულების ჯამი 100 000 დოლარის ტოლი რჩება ორგანიზაციული მოწყობისგან

    დამოუკიდებლად.

    წელი 1

    ფერმერი ფირმა A

    დანახარჯები სამუშაო ძალა+მანქანა-

    მოწყობილობები+ხორბალი

    სამუშაო ძალა+მანქანა-

    მოწყობილობები+ხორბალი

    გამოშვება $10 000 $ 100 000

  • 24

    შუალედური

    მოხმარება

    0 $10 000

    დამატებული

    ღირებულება

    $10 000 $90 000

    წელი 2

    ფერმერი ფირმა A1 ფირმა A2

    დანახარჯები სამუშაო ძალა+მანქანა-

    მოწყობილობები

    სამუშაო ძალა+მანქანა-

    მოწყობილობები

    +ხორბალი

    სამუშაო

    ძალა+მანქანა-

    მოწყობილობები

    +ფქვილი

    გამოშვება $10 000 $ 30 000 $100 000

    შუალედური

    მოხმარება

    0 $10 000 $30 000

    დამატებული

    ღირებულება

    $10 000 $20 000 $70 000

    აი, ამიტომ არის მშპ თითოეული ფირმის, სამთავრობო ინსტიტუციებისა და

    შინამეურნეობების მიერ წარმოებული დამატებული ღირებულებების ჯამი მოცემულ

    ქვეყანაში: მშპ = დამატებული ღირებულებები.

    უფრო ზუსტად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მშპ = დამატებული ღირებულებები,

    პლუს გადასახადები და მინუს სუბსიდიები პროდუქტებზე“. იხ. ცხრილი 1.5.

    რადგან თითოეული დამატებული ღირებულება გამოშვებისა და შუალედური

    მოხმარების სხვაობის ტოლია, მშპ საბოლოოდ შეიძლება ასე ჩავწეროთ: მშპ = ∑

    გამოშვებები - ∑ შუალედური მოხმარებები.

    მშპ-ის კომპოზიტური ფორმულა (რომელიც ცნობილია, როგორც “აგრეგატული”),

    ქმნის გამოშვების მაკროეკონომიკურ ინდიკატორს, რომელიც ორგანიზაციული

    სტრუქტურისაგან დამოუკიდებელია და არ შეიცავს განმეორებით აღრიცხვას. ეს

    ფორმულა შეიძლება მაგალითად მოვიყვანოთ იმ სამი არსებითი წესის

    თვალსაჩინოებისათვის, რასაც იყენებენ ხოლმე ეროვნულ ანგარიშთა სისტემის

    აგებისას, როდესაც მიკროეკონომიკიდან მაკროეკონომიკურ გაანგარიშებებს

    აწარმოებენ:

    განმეორებითი აღრიცხვის გამორიცხვა;

    ეკონომიკურად მნიშვნელოვანი აგრეგატების შემუშავება (ე.ი. რომელთა

    ღირებულება არ არის დამოკიდებული არაეკონომიკურ ფაქტორებზე);

  • 25

    და ისეთი ინდიკატორების შექმნა, რომელთა გაზომვა პრაქტიკულად

    შესაძლებელია.

    მშპ და სხვა აგრეგატები

    და მაინც, რატომ „მთლიანი შიდა პროდუქტი“ ან მშპ? კარგად უნდა გავაცნობიეროთ,

    რომ ეს არის „პროდუქტი“, რის გაზომვასაც ვცდილობთ, ანუ წარმოების საბოლოო

    შედეგი. „შიდა“ ნიშნავს, რომ პროდუქტი წარმოებულია ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფის

    ეკონომიკურ ტერიტორიაზე (ფაქტობრივად, სავსებით შესაძლებელია მშპ-ის გაზომვა

    ქვეყნების ჯგუფის მიხედვით, მაგალითად ევროზონისთვის). სიტყვა „მთლიანი“

    ნიშნავს, რომ მშპ-ის გაანგარიშებისას მისი ღირებულებიდან არ გამოირიცხება

    ძირითადი კაპიტალის მოხმარება (იხ. ქვემოთ).

    ტერმინი „შიდა“ არ ნიშნავს „ეროვნულს“. ეს უკანასკნელი გამოიყენება მთლიანი

    ეროვნული შემოსავლის, ან მეშ-ის შემთხვევაში, რასაც ეას-ის ადრინდელ ვერსიებში

    მთლიანი ეროვნული პროდუქტი, ან მეპ წოდებოდა (ჩვეულებისამებრ, „მეპ“ ახლაც

    ფართოდ გამოიყენება). მშპ ზომავს წარმოების ერთობლივ მოცულობას

    ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც მეშ ზომავს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა

    ეკონომიკური აგენტის მთლიან შემოსავალს (კაპიტალის მატებიდან ან დანაკარგიდან

    მიღებული შემოსავლის გარდა).

    იმისათვის, რომ მშპ-დან მივიღოთ მეშ, საჭიროა მშპ-ს დავუმატოთ რეზიდენტების

    მიერ მიღებული შემოსავლები საზღვარგარეთიდან და გამოვაკლოთ მოცემულ

    ქვეყანაში არარეზიდენტების მიერ წარმოების შედეგად მიღებული შემოსავლები,

    რომლებიც საზღვარგარეთ გადაიგზავნება. მაგალითად, თუ ადამიანი ცხოვრობს

    გერმანიაში და მუშაობს მეზობელ შვეიცარიაში ან ლუქსემბურგში, მაშინ მისი

    ხელფასი უნდა დავუმატოთ გერმანიის მშპ-ს, რათა გერმანიის მეშ მივიღოთ.

    საპირისპიროდ, სეზონურად ან მუდმივად მომუშავეების ხელფასი, რომლებიც

    საფრანგეთში ან პოლონეთში ცხოვრობენ და საზღვარგარეთ, გერმანიაში მუშაობენ,

    უნდა გამოვრიცხოთ გერმანიის მშპ-დან, რათა გერმანიის მეშ მივიღოთ.

    დიდ ქვეყნებში, როგორიც მაგალითად, გერმანიაა, განსხვავება მშპ-სა და მეშ-ს შორის

    დიდი არ არის (მაგ. 2.4%, როგორც ჩანს ქვემოთ ცხრილში). მაგრამ დიდია განსხვავება

    პატარა ქვეყნებისთვის, როგორიცაა მაგ. ლუქსემბურგი, რომელიც თავისი მშპ-ის

    დიდ ნაწილს ხელფასისა და სხვა პირველადი შემოსავლების სახით უხდის „დანარჩენ