120

dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/29415/3/Simgera_Cvimash.pdf · გახლდათ. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

  • Upload
    others

  • View
    9

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

წიგნში წარმოდგენილია სხვადასხვა მხიარული, თუსევდიანი ამბავი მოსმენილ-განაგონი სხვადასხვა დროს,სხვადასხვა ადამიანთაგან და ჩაწერილ-შელამაზებულითქვენი მონა-მორჩილის: ნოდარ კიკნაძის მიერ. აგრეთვეზოგი რამ მისივე უბადრუკი შემოქმედებიდან.

ჩემს პატივცემულ მკითხველს უმორჩილესადვთხოვ, ნურც დააბნევს და ნურც გააკვირვებს ისგარემოება, რომ წინამდებარე კრებულში ხშირად დაუმიზეზოდ ერთმანეთს ენაცვლება სასაცილო, თუსატირალი ამბები; ხანაც ეს ორივე ერთმანეთშიაგადახლართული. რას იზამ, თავადაც მოგეხსენებათ,ცხოვრება სწორედ ასეა მოწყობილი!

სარედაქციო საბჭო:თემურ კაპანაძე, გურამ მღებრიშვილი, ნუკრი ბაღდავაძე

ISBN 978-9941-0-6251-3

3

* * *

თუ რამ ფიქრი გქონიაეკლიანი რტოების,ცეცხლი და აგონიააზრთან განმარტოვების,

თუ იტვირთე ის ჯვარიდა გოლგოთის ცისკარი,ესე იგი იცანიშენი ყოფნის მიზანი;

ესე იგი იწამეშენ სიკეთის მალამო,ესე იგი ეწამე,მაგრამ არა ამაოდ,

ამაოდ არ ვშობილვართ,ღირდა ქვეყნის გაცნობა,ესე იგი, ყოფილასიკეთე და კაცობა!

* * *

ტილოზე ეხატა თვალი-თავწაკვეთილი გედი!გუგა, საოცრად მრგვალი,სავსე დარდით და სევდით,შიგ კი მოსჩანდა ქალი,სადღაც, შორს მიმავალი...ტილოზე ეხატა თვალი,კუთხეში დიდი ცრემლი.

4

შურისძიება

მესხეთი. ახალციხიდან დასავლეთით, ასე, 15-20 კილომეტრისდაშორებით მდებარეობს სოფელი უდე. სახელწოდება, ჩემი აზრით,უნდა მოდიოდეს ძველი ქართული სიტყვიდან ,,ყუდე” რაც სადგომს,თავშესაფარს ნიშნავდა (მეგრულში ეს სიტყვა „სახლს“ ნიშნავს). ესარის საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი სოფელი,სადაც დღესაც ნახავთ ანტიკური ხანის ციხე-სიმაგრის ნანგრევსა და IXსაუკუნის, ბაზილიკური ტიპის, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას.

ამბავი, რომელიც მინდა გადმოვცე, გასული საუკუნის დასაწყისშიმოხდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ფაქტობრივად არ არსებობსსაზღვარი თურქეთთან. თურქი და ქართველი მოსახლეობაერთმანეთშია არეული. ორივე ენა ყველამ კარგად იცის. უდეშიცერთმანეთის გვერდით ცხოვრობს მართლმადიდებელი, თუკათოლიკე ქრისტიანი და მუსლიმანი.

„ლუკათ“ ივანე, ამ მხარეში ცნობილი კაცი იყო. ზორბა ტანის დაუდიდესი ფიზიკური ძალის მქონე ვაჟკაცი, ასევე საოცრად გამრჯეგახლდათ. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა - სოფელში საქმეს რაგამოლევს, მაგრამ ზამთარშიც კი, როდესაც მთელი სოფელი „საღათასძილს“ ეძლეოდა, ივანე თავისი ბრიგადით ახალციხეში მიდიოდა დაიქ ქვის სახლებს აშენებდა. არ უჭირდა, პირიქით: შეძლებული კაციეთქმოდა, მაგრამ უსაქმოდ ყოფნა არ შეეძლო.

ზაფხულის ერთ დილას, როდესაც ბინდში ჩაფლულ სოფელს ჯერკიდევ არ გაჰღვიძებოდა, ივანემ სოფლის განაპირას, სათიბს მიაშურა.მზე ახლად ამოწვერილი იყო, საკმაოდ მოშორებით, ერთ-ერთიბორცვის წვერზე უცნობი კაცი რომ შენიშნა, რომელიც, როგორც მალედაადგინა, სწორედ მას აკვირდებოდა. გახურებულ მუშაობაში, დრომსწრაფად გაირბინა. სამხარმა მოაწია. ხის ჩრდილში სუფრა გაშალა,ცოლის მიერ გამოტანებული: მესხური პური, „ჩეჩილა” ყველი,მშრალად მოხარშული ხორცი, ჭანჭურის არაყი, მჟავეული ამოალაგა.იმ ბორცვს გახედა: უცნობი ისევ იქ იყო. ხელი დაუქნია, ანიშნა:„ჩამოდიო!“ უცნობი ჯერ თითქოს დაიბნა. მერე, როდესაც დარწმუნდა,რომ ნამდვილად მას უხმობდნენ, უარის ნიშნად თავი გააქნია.

- ჩამოდი, ჩამოდიო! - არ მოეშვა. კაცი ცოტახანს კიდევყოყმანობდა. მერე ზლაზვნით წამოდგა და ნელ-ნელა დაეშვაფერდობზე. თათარი გამოდგა.

- კაცო, აქ მე ვზივარ მარტო, იქ - შენ. დამიჯექი, მე ჩემსას გეტყვი,შენ - შენსას, თანაც დავნაყრდებით! - მიიპატიჟა უცხო.

5

უხმოდ სამხრობდნენ. დროდადრო არაყსაც აყოლებდნენ. ივანესრა დაათრობდა, თათარს კი მალე შეეტყო სიმთვრალე. ახლა კი დროიყო, გაერკვია ვითარება:

- დილიდანვე შეგნიშნე, მითვალთვალებდი. მითხარი ერთი, რახდება, რაშია საქმე?

- თუ არ მომკლავ, გეტყვი - ჩაიბურტყუნა თათარმა.- არ მოგკლავ!- ეგრე არა, სიტყვა მომეცი, მე შენი სიტყვის ფასი ვიცი!- სიტყვას გაძლევ - თვალებში ჩახედა ივანემ. გულმა ცუდი

უგრძნო.კაცმა უბეში ხელი ჩაიყო, იქიდან ორად მოკეცილი ფულის

მოზრდილი დასტა ამოიღო, სუფრაზე დადო და თქვა: - მეთურქეთიდან გადმოვედი. დაქირავებული მკვლელი ვარ. ასეთია ჩემიხელობა: ფულს მიხდიან და ვისზეც მიმითითებენ, ვკლავ. იქ, ზემოთ,ბუჩქებში თოფი მაქვს დამალული. იმ თოფით შენ უნდა მომეკალი,მაგრამ ვერ გაგიმეტე. ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა:ვერ გაგიმეტე, რადგან, თუმცა ბევრი მსმენოდა შენზე, რაც თვალითვნახე, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი: მე ადამიანის შვილის ასეთიმუშაობა ჯერ თვალით არ მინახავს. ცოდვაა შენი მოკვლა!

ივანე მოულოდნელობისგან ენაჩავარდნილი უსმენდა. ძლივსამოღერღა: - ვინ დაგავალა ჩემი მოკვლა?

- ეს ფული შენმა ცოლმა და იმისმა საყვარელმა მომცეს, შენიმოცილება უნდათ!

წამით თვალები დაუბნელდა. არაყი დაისხა. უსიტყვოდ გადაჰკრა.- ვინ არის ის კაცი?მისივე სოფლელი დაუსახელა, ერთი მარტოხელა თათარი კაცი.ივანეს გულში ჯოჯოხეთი ბორგავდა. პირველ რიგში ამას

დავახრჩობო იფიქრა, მაგრამ სიტყვა ჰქონდა ნათქვამი.- ეგ ფული შეინახე - უთხრა თავაუწევად.- არა, ფული არ მეკუთვნის.- აიღე და შეინახე, რომ გეუბნები - ისეთი სახით შეხედა, თათარი

უმალ დაემორჩილა.- ჩვენი საუბრის შესახებ არსად სიტყვა არ დაგცდეს. ახლა წადი

და დღესვე ამ მხარიდან გადაიკარგე. ეცადე არსად შემხვდეაღარასოდეს, თორემ, თუ სადმე გადამეყარე, ნამდვილად მოგკლავ!

კაცი უხმოდ წამოდგა. იმ ადგილს მიაშურა, სადაც თოფიეგულებოდა და ცოტა ხანში ბორცვის გადაღმა ჩაიკარგა. ივანემ სუფრააალაგა, ერთხანს, ცელს დაყრდნობილი, სოფელს გაცქეროდა. მერეპირჯვარი გადაიწერა და მუშაობა განაგრძო.

სახლში მისულს მისი ლამაზი ცოლი შეეგება. გარეგნულად

6

უნაკლო ქალი იყო, ესაა: შვილი არ უჩნდებოდა. ქმარს ხელ-პირიდააბანინა, ფეხები თავად დაბანა. მერე სუფრა გაუშალა. იქვეჩამოუჯდა. გაუთავებლად ეტიტინებოდა. ივანე ჩუმად მიირთმევდასაჭმელ-სასმელს. მოულოდნელად კითხა: - მე რომ ფული მოგაბარეამას წინათ, სად შეინახე?

ქალი შეკრთა, სახეზე ალმურმა გადაჰკრა, მაგრამ სწრაფადუპასუხა:

- უი, ჩემს სიცოცხლესა, როგორ დამავიწყდა: ჩვენი ნათესავებიიყვნენ გადმოსული ხულოდან, იმათ ვასესხე.

- ჰოო, კარგი, კარგი...გავიდა ათი-თორმეტი დღე. თათარი მკვლელის კვალი არსად

გამოჩენილა.ერთ საღამოს ივანე სოფლის ცენტრში, „სალაყბოზე“ გავიდა. აქ

დიდხანს არ დარჩენილა. საუკეთესო მეგობარს, „პეტათ“ სიმონასმიმართა: - სიმონ, ჰაიდე(წამო), შენთან საქმე მაქვს.

სიმონა უხმოდ წამოდგა და გაყვა. სოფელშივე, მყუდრო ადგილას,სუფრა გაშალეს და გვიანობამდე არაყი სვეს. სოფელს უკვე ღრმაძილით ეძინა, როდესაც ივანემ თქვა:

- სიმონ, ამაღამ ერთი კაცი-ნა (უნდა) მოკვდეს!- მოკვდეს! - იყო პასუხი.სიმონა ამით გამოირჩეოდა, ლაპარაკი არ უყვარდა. არ უკითხავს,

ვინ უნდა მოეკლათ, რატომ. მისთვის ძმაკაცის სიტყვა კანონი იყო.წავიდნენ იმ „მოსაკლავის“ სახლისკენ. უტრიალებენ სახლს დაფიქრობენ, პატრონი გარეთ როგორ გამოიტყუონ. უცებ რაღაცლანდები შენიშნეს: - ბიჭო, რომელი ხარ მანდ?

- შენ თვითონ რომელი ხარ?- ვანო ვარ, „ლუკათი“.- ვანო, შენა ხარ?- ჰო, თქვენ ვინ ხართ?- გამარჯობა! - აჭარელი ნაცნობები იყვნენ.- გაგიმარჯოთ. აქ რამ მოგიყვანათ ამ შუაღამისას?!- ერთი კაცი გვყავს მოსაკლავი!- ვინა?იგივე პიროვნება დაუსახელეს. ვანო ჩაფიქრდა: - თქვენგან მაგის

მოკვლა არ ივარგებს: უცხო ხალხს სოფელში ვინმე შეგამჩნევდათ დაუცებ დაგიჭერენ. თქვენ წადით, მაგ საქმეს მე ვიზამ.

შემდეგ მეგობარს მიუბრუნდა: - სიმონ, ეს საქმე დღეს არ გამოვა.წავედით.

გავიდა კიდევ ორი კვირა. ერთ საღამოს ისევ გავიდა ივანე„სალაყბოზე“, ისევ დაუძახა სიმონს: - სიმონ, ჰაიდე, საქმე მაქვს!

7

სიმონი გაჰყვა. გვიანობამდე სვეს. როცა დრომ მოაწია, ივანემ თქვა:- სიმონ, ამაღამ ის კაცი-ნა მოკვდეს!

- მოკვდეს!მივიდნენ. დაუძახეს. იქვე, ეზოშივე დააგდეს. ურმის მოსაკოჭი,

მსხვილი თოკი შემოუჭირეს კისერზე. ერთი ბოლო სიმონს ეჭირა,მეორე-ივანეს. მასვე მსხვერპლის თავზე მარჯვენა ფეხი ედგა.

- ბიჭო, შენ და ჩემი ცოლი ერთმანეთს ყვარობთ?- არა, ვინ გითხრა, ვინ დამაბრალა!- სიმართლე მითხარი, თუ გინდა რომ არ მოგკლა!- სიმართლე რომ ვთქვა, არ მომკლავ?_ არა, არ მოგკლავ,(სიტყვა არ მიუცია).- ჰო, რა ვიცი, შევცდით როგორღაც, გვაპატიე ვანოჯან, მაპატიე ...- სიმონ, გასწი თოკი, მე ამისი დედა ... !სახლის მახლობლად ქვა-ღორღის გროვა იყო. გვამი იქ ჩაფლეს.

გავიდა ხანი. ერთ საღამოს სახლში მისულ ივანეს ცოლიატირებული დახვდა.

- რა არი ქალო, რა გატირებს?- ამ ერთი თვის წინ ჩვენი სოფლელი კაცი რომ დაიკარგა, თათარი,

გახსოვს?- მახსოვს, მერე?- ის კაცი უპოვნიათ მოკლული, ქვებში ჩაფლული.- ჰოო? მერე შენ რა გატირებს?- რა ვიცი, მაინც, ადამიანის შვილია, შემეცოდა!- ეგ მართალია. იტირე, იტირე. ქალის წესი ეგაა: უნდა იტიროს!მიილია შემოდგომა. დადგა ზამთარი. ზამთარი მესხეთში ახლაც

მკაცრი იცის, მითუმეტეს, როგორი იყო მაშინ! ცხონებული ბებიაჩემიიხსენებდა: „იმდროინდელი, ბანიანი სახლები თოვლით იფარებოდა,მეზობლები თოვლში გაყვანლი გვირაბებით დავდიოდითერთმანეთთან. ყინვები იცოდა ისეთი, ქვას ხეთქავდაო!" თუ როგორსკდება ყინვისგან ხე, ამას მეც შევსწრებივარ: ეს ხდება დილით ადრე,როდესაც ტემპერატურა განსაკუთრებით დაბლა ეცემა. დღისით,მზეზე დამდნარი თოვლის სისველით ხის ტანი იჟღინთება. ღამით ესწყალი იყინება და სოლივით აპობს ხეს, რასაც თან ახლავს საშინელიჭახანის ხმა. იგივე ემართება ქვასაც, თუკი მას ბზარები აქვს და ყინვაცსაკმარისად დიდია.

მოკლედ, დადგა ზამთარი. შეკრიბა ივანემ თავისი ბრიგადა დაწავიდა ახალციხეში. შრომობენ, აშენებენ ქვის სახლს. ერთ საღამოს,ივანემ ბრიგადას გამოუცხადა: _ დღეს კარგად იშრომეთ, ერთი ქეიფითქვენზე ალალია!

მოატანინა საგანგებო პურმარილი, ბლომად არაყი, დადგა თვითონ

8

თამადად და გახურდა ქეიფი! ივანეს ვინ გაუძლებდა, თანამეინახენიისე დათვრნენ, ზოგმა იქვე, მაგიდაზე მიიძინა.- ახლა კი დავისვენოთ, ხვალ ისევ სამუშაო გველოდება! - გამოაცხადათამადამ და თავადაც გასწია დასაძინებლად. როდესაც დარწმუნდა,რომ ყველას ღრმა ძილით ეძინა, ჩაიცვა, ფეხაკრეფით გამოვიდაგარეთ და სოფლის გზას დაადგა. უკუნი ღამე, მკერდის სიმაღლეზეთოვლი, ტყიდან ჩამოსული, დამშეული ნადირი და შორი გზა ...კარზე ფრთხილად დააკაკუნა. მეორედ, მესამედ.

ცოლი შეეხმინა: - რომელი ხარ?- მე ვარ, ივანე!- ამ შუა ღამით რამ მოგიყვანა? - გააღო ცოლმა კარი.- მომენატრე ქალო და წამოვედი ...ქალი დაახრჩო, კარი გამოიხურა და იმავე გზით დაბრუნდა.

გამთენიას უკვე ახალციხეში, თავის საწოლში ეძინა. დილითგაიღვიძეს, ხელ-პირი დაიბანეს, ისაუზმეს და შეუდგნენ საქმეს.

ორი დღის შემდეგ: ივანე მეორე სართულის სარტყელზე დგას,ხელში შვეული უჭირავს და კედლის სისწორეს ამოწმებს. ამ დროსქვემოთ დაინახა, რომ მისი ბიძაშვილი და ცოლისძმა ამოსულანსოფლიდან.

- ვანო, სოფელში უნდა წამოხვიდე.- რაშია საქმე?- შენი ცოლია ავად - ცუდი ამბავი „შეაპარეს“ ახლობლებმა. და აქ,

პირველად ექვსი თვის მანძილზე, დაუშვა ერთადერთი დასაბედისწერო შეცდომა:

- როგორ თუ ავად, ცოცხალია?!ეს სიტყვები გახდა საფუძველი მისი დაპატიმრებისა. თუმცა,

მიუხედავად ეჭვებისა, შეუძლებელი აღმოჩნდა მისი დაკავშირებათათარი კაცის მკვლელობასთან, ასევე წარმოუდგენელი იყო, ადამიანსშუაღამით, თოვლში, ესოდენ მცირე დროში, ფეხით გაევლო ამხელამანძილი ახალციხიდან სოფლამდე და უკან. ამიტომ სამი თვის შემდეგგაათავისუფლეს სამხილების არარსებობის გამო, მითუმეტეს, რომ ამასდაჟინებით მოითხოვდნენ თანასოფლელები და თვით სოფლისპირველი პირი, დიდად პატივცემული ბეგი, პეპელ-აღა(აბულაძე).

9

* * *

ერთხელ, უკვე ღრმად მოხუცი ვანო პაპა, სახლის წინ, მორზეჩამომჯდარი, გაზაფხულის მზეს ეფიცხებოდა.

- გამარჯობა, პაპა - მიესალმა სამსახურისკენ მიმავალისოფლის საავადმყოფოს ექთანი (თბილისელი გოგო იყოო, ძალიანლამაზი).

- გაგიმარჯოს, შვილო - უპასუხა ვანომ და თან ეშმაკურადდააყოლა:

- გოგო, ამ დალოცვილ ღმერთს, რა იქნებოდა, ყველა ქალიშენნაირი ლამაზი გაეჩინა, ერთი ხომ მეც შემხვდებოდა?!

ქალს თან გაჰკვირვებია მოხუცის ფარული არშიყი, თანგასცინებია:

- მე რა ვარ, პაპა, შენ ჩემი და უნდა ნახო!

- შენც გენაცვალე და შენს დასაცა! - ჩაიღიმა მოხუცმა.

* * *

სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, გადაბრუნდა კედლისკენდა ტირილი დაიწყო.

თავს ეხვივნენ შვილები, რძლები, ნათესაობა... ერთ-ერთმავაჟმა შეუძახა:

- რა გატირებს მამა, არა გრცხვენია?!- რა დღეა დღეს - უკითხავს.- პარასკევი.- ხო და, რო ვიცოდე დღეს წავალ და ორშაბათს

დავბრუნდები, კი არ ვიტირებ: მივდივარ და ვეღარასდროსდავბრუნდები, მაგის დედა, მაგისიო! - ერთი მწარედაც შეუგინიავანო პაპას.

10

მესხეთის მონატრება

მტერს შელეწილი ის ჩვენი კუთხე,ღვთსმშობლის ღაწვს რომ ცრემლად ადნება,დღესაც სამშობლოს ღამეებს უთევს,დღესაც სისხლს მიცემს დაუმადლებლად!

ჩვენ, დაკარგული მისი ვაჟები,თავჩაქინდრული ჩავცქერით ჭიქებს.გადავირევით, გავგიჟ-მაჟდებით:რამე მესხური შემოგვრჩა იქნებ?!

იმ შავლეგოსი, თუ არა ხმალი,სიმღერა მაინც ვიცოდეთ, ნეტავ!ხომ არ გამქრალა იმედი ხვალის,გული გამხმარი, ჯერ კიდევ ფეთქავს!

მუხლისმოდრეკით და პიჯვრისწერითპატიებას ვთხოვ სევდიან ტაძარს,დამისხით ღვინო: სისხლი და ცრემლი,ეს ბნელი ღამე კბილებში გავცრა!

ძმობა

ქეიფია ლექსოს ოჯახში. ოთახის კუთხეში ტყვიებითდაცხრილული ქვაბი შევნიშნე: - მაგ ქვაბს რა მოსვლია, სროლაშივარჯიშობდით?

- არა, ეგ შალიკომ, ქეიფის დროს, გოლას თოფი რომ ესროლა,ვიღაცამ ლულაზე ხელი უტაცა და იმისგანაა.

- თოფი ესროლა?! რატომ?- იმიტომ, რომ გოლა მაგიდასთან მჯდომ ლექსოს მიეპარა და

თავში ნაჯახს ურტყამდა. კიდევ კარგი, დროზე წავართვით!- ეგ რამღა გაამწარა?!- ლექსომ ბესოს დედა შეაგინა და ...ეჰ, კარგი კაცები იყვნენ, ეგ არის, როგორც მთიულების

უმეტესობას, სიმთვრალე არ უვარგოდათ.ხო, მთავარი დამავიწყდა: შალიკო, გოლა, ლექსო და ბესო ალალიძმები იყვნენ!

11

იმერეთში, მოსმენილი ორი ამბავი:

სამმართველოს უფროსმა გამოგვიძახა თანამშრომლები:- ეგერ, სამეზობლოში გადავიდეთ, სამძიმარზე და რომ

დავბრუნდებით, ერთ კაი ამბავს მოგიყვებით.ვიღაც კაცი რომ იყო იმ ქუჩაზე გარდაცვლილი, ქე გვქონდა

გაგებული, მარა მანდამაინც მისვლა? კი გაგვიკვირდა, მარა უფროსსხომ არ შევეკამათებოდით! უკან რომ მოვბრუნდით, უფროსმაკაბინეტში მიგვიპატიჟა. აქ მდივანს სუფრა გაეშალა!

- აბა, დაჯექით ახლა და მომისმინეთ. შენ ღვინო დაასხი მანამდე,ბიჭო! - უბრძანა ახალგაზრდა თანამშრომელს.

- ოცდაათიან წლებში, რეპრესიები რომ გახურდა, ჩვენი სოფლისთავჯდომარე, არ ვიცი, რის გამო, ერთ კაცს გადაეკიდა. სხვა როვერაფერი მიზეზი მოუნახა, რა მოიფიქრა თუ იცით? საგაზაფხულოსამუშაოების პერიოდი იყო. იმ გლეხსაც თავისზე გაპიროვნებულნაკვეთში ვაზის ნერგი უნდა ჩაეყარა, რომელიც მთავრობამ დაურიგაგლეხებს. ლაქია ყავდა ერთი ამ თავჯდომარეს, დაუძახა და დაავალა:„ესა და ეს კაცი დღეს ვაზს რგავს. ამაღამ მიხვალ, იმ ნერგებს ამოთხრიდა უკუღმა ჩარგავო“. ასეთი საქმე სრულიად საკმარისი იყო იმისთვის,რომ ის გლეხი არათუ დაეპატიმრებინათ, დაეხვრიტათ კიდეც.

- თქვენი დავალება შესრულებულია! - უპატაკა მეორე დილით,ხელქვეითმა.

- აბა, სასწრაფოდ ,,აქტივი" შემიკრიბე! - ხელები მეიფშვნიტაგახარებულმა თავჯდომარემ, შეკრებილებს კი განუცხადა: -ამხანაგებო, შემოსულია სიგნალი, რომ ჩვენს კოლმეურნეებს შორისარიან ანტისაბჭოთა ელემენტები, რომლებიც მავნებლობას ეწევიანსოციალისტური სამშობლოს წინააღმდეგ! ამიტომ მათი გამოვლენისმიზნით უნდა შემოვიაროთ და შევამოწმოთ ნაკვეთები!

როდესაც იმ გლეხის ნაკვეთს მიადგნენ, აღმოჩნდა, რომ ყველანერგი სწორად იყო ჩარგული. გადახედა თავჯდომარემ მოადგილეს.იმან, გაკვირვების ნიშნად მხრები ეიჩეჩა. ერთი კვირის თავზე,თვითონ ის თავჯდომარე დაიჭირეს და მას მერე არ უნახიაკაციშვილს! ასე მგონია, იმ თავისმა მოადგილემ დააბეზღა, რომელიცმალე თავადაც უფროსის გზას გაუყენეს.

კაი ხნის მერე, სტალინი უკვე მკვდარი რომ იყო, ერთმა ჩვენმასოფლელმა, სუფრაზე გაამხილა ეს საიდუმლო: შუაღამისას მიდიოდა,თურმე შინისკენ ნაქეიფარი. კაცო, დაუნახია, რომ ვიღაცა ნაკვეთშიფუსფუსობს გამწარებული. გადარეულა, ვის გაუგია ასეთ დროსმუშაობაო! ჩაუსაფრდა, დაუკვირდა და მიხვდა, რაშიც იყო საქმე:"პატრონს ღუპავს, ეს უნამუსოო!" - დაუცადა სანამ არ გადაშენდა ის

12

არაკაცი. დატრიალდა მერე ჯარასავით და გათენდებამდე ის ნერგებიისევ სწორად ჩარგო.

- ე, მაგ კაცის სამძიმარზე ვიყავით წეღან. ადექით ახლა ფეხზე დაიმისი სულის ცხონების დავლიოთ!

ამბავი მეორე:1939 წელს, ბიძაჩემი ჯარში რომ მიყავდათ, გამცილებლებს შორის,

ერთი მეზობლის გოგოც ყოფილა, რომელიც ბიძაჩემს ნაყვარება. ჰოდა, გაუბედია რავარც იქნა და უთქვამს: -მიყვარხარ ნამეტნავად და თუშენც ვარს არ იქნები, რომ დავბრუნდები, ვიფსკვნათ ჯვარიო! არც ისგოგო ყოფილა გულგრილი. მიცეს ერთმანეთს სახალხოდ პირობა!ორი, თუ სამი თვის მერე, ჩემ დეიდებს უფიქრიათ: ვინმემ არშეუცვალოს გუნებაო, მოკიდეს ხელი სარძლოს და წამოიყვანესსახლში.

ჯერ ფინეთის ომში მოხვდა ბიძაჩემი. ამასობაში მეორე მსოფლიოცდაიწყო! შემოუარა ევროპას. ომის დამთავრებამ იტალიაში მოუსწრო.მეეწონა, ეტყობა, იქაურობა: დაისვენა კარგად ორი წელწადი, მარავეღარ მოუთმინა გულმა ბოლოს და წამოვიდა აქეთ. ზედ მოსკოვისვაგზალზე ტაცეს ხელი და ციმბირის მატარებელში გადააბრძანეს:იქუკეთ დაისვენებო!

1958 წელს დაბრუნდა ოჯახში, სადაც ცხრამეტი წელიელოდებოდა საპატარძლო! დაქორწინდნენ. ლამაზი გოგო-ბიჭიცშეეძინათ! აპა!

ფეხბურთელი პაპა

სამოცდაათიან წლებში თბილისის „დინამოს“ მატჩებზედასასწრებად აბონიმენტების გაყიდვა დაიწყეს. ერთ წელიწადსგურჯაანის „ალაზანი“ საკავშირო ჩემპიონატის "პირველ ლიგაში“გადავიდა და აბონემენტები კახელებმაც დაბეჭდეს, მაგრამ გასაღებაგაუჭირდათ. ამიტომ, კარდაკარ სიარულიც კი მოუწიათ. სწორედ ამმიზეზით, ჩალაუბანში, მიხა პაპასაც მიადგნენ ჭიშკართან:

- მიხა პაპა, აბა ერთი, გამოგვხედე, საქმე გვაქვს! - გასძახესმასპინძელს.

- რა საქმე, შვილო?- რა და, აი, აბონიმენტი მოგიტანეთ!- რისი აბონემენტი?- რისი და, ფეხბურთისა.- აბა, ეხლა მე მაგი მუხლები მააქ შვილო?! - გაიკვირვა ოთხმოც

წელს მიღწეულმა მოხუცმა.

13

დაგვიანებული გაზაფხული

მამაჩემის მამა, პეტრე, ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა. 1921წლის თებერვალში რუსული არმიის წინააღმდეგ ბრძოლაშიც მიუღიამონაწილეობა. სოფელში მობრუნებულმა, ერთხანს მშვიდი, გლეხურიცხოვრებით იცხოვრა. 1929-ში, რეპრესიები უკვე კარგად გახურებულირომ იყო, ერთ თანასოფლელთან ჩხუბი მოსვლია, იმას კი სახალხოდწამოუძახებია: - „ხომ არ გგონია, ხალხს დაავიწყდა, ვინ იყავი?! შენრომ დადიხარ, ერთი ტყვია და ოთხი ფიცარი ზურგით დაგაქვსიცოდეო!“

იმავ დღეებში, ერთ ახლობელს, რომელიც რაიონულ ცენტრში,„უშიშროებაში” მუშაობდა, საიდუმლოდ გაუფრთხილებია: ,,შავი”სიებია მოსული, ცუდადაა შენი საქმე, დილამდე გაქვს დროო!

სახლში მობრუნებულს დაუჩივლია ბებიაჩემთან: - ქალო, ესენი მეარ გამაჩერებენ. წავალ, ცოტა ხანს დავიმალები. დაწყნარდება ქვეყანადა მეც დავბრუნდებიო. დატოვა ცოლი, ოთხი შვილი და რამდენიმემეგობართან ერთად თურქეთში გადავიდა. 2-3 თვის მერესაფრანგეთში ჩავიდა. დასახლდა, ქალაქ სოშოში. აღარ დაოჯახებულა.იწერებოდა წერილებს. ზოგჯერ, ლექსადაც. შემდეგ, ამ ყოველივესგამო, ოჯახსს რომ საფრთხე შეექმნა, იძულებული გახდნენ,წერილების მიღებაზე უარი ეთქვათ. ის კი არა, „კაგებ“-ეს მითითებით,ძველი წერილები და პაპაჩემის სურათებიც დაწვეს. მხოლოდ ერთილექსი, რომელიც მამიდაჩემს, მარიამს დაეზეპირებინა, დაგვრჩამისგან სახსოვრად:

ტურფა წერო, გენაცვალე,შესდექ, თხოვნა დამაცალე,გულის ჭმუნვა გამაცალე,ჭირი ლხინით შემიცვალე.

ცის სივრცეში დახვალ ფრენით,გულს არ იკლავ მწარე ენით.შემისმინე მცირე სმენით:უცხო ვკვდები, უცხო სენით.

შენ გადარებ მზეს და მთვარეს,გადაფრინდი აწ ჩემს მხარეს,მშობლებს ნახავ იქ მწუხარეს,ცრემლებს ღვრიან სულ მდუღარეს!

14

სატრფოც ტირის თვალუშრობლადდა შვილები დამრჩა ობლად!ჩამოჯექი მათ მახლობლადჩემი ამბის საგალობლად.

უთხარ ჩემგან სიყვარული,დაუამე ტანჯულთ გული:მოვა ტურფა გაზაფხულიდა მოჰყვება ვარდს ბულბული!

1966 წელს გარდაიცვალა მარტოობაში. დასაფლავებულიალევილში, ქართველთა სასაფლაოზე.

P.S. ღვთის წყალობით, 2013 წლის 14 ივლისს, მე და ჩემი მეუღლე,ნელი, ლევილში ჩავედით. მოვძებნეთ პაპაჩემის საფლავი. დავანთეთსანთლები, ვილოცეთ, სოფლიდან წაღებული მიწა მიმოვაბნიეთსაფლავზე, ქართული ღვინო და ნაკურთხი წყალიც ვაპკურეთ! იქვე,ასეთი ლექსიც წარმოვთქვი:

როგორც იქნა, მოვედი და ვნახეის ადგილი, შენ რომ დაიმარხედა მგონია, შენ საფლავთან მდგარ ხესმოხარული შენი სული არხევს.

ზამთარი

მიყვარს, მომცველი ყოვლის,მშვიდი სიჩუმე თოვის,ოდნავ შრიალი თითქოსთეთრ ანგელოზთა ფრთების,როცა ბუხართან მჯდომი,არც რა სიამეთ მნდომი,თვალებმილულვით მთვლემი,თბები, ტკბები და თვრები.

15

სწორი არჩევანი

გორში მიამბეს: ჩვენს სოფელში ორი შოთა გვყავს: ერთი, ცალხელა,ისეთი დიდებული პიროვნებაა, ისეთი სათნო - ყველას უყვარს! მეორე,ფიზიკურად საღია, მაგრამ სულით მახინჯი, ბოროტი - მთელ სოფელსსძულს. სოფლის ამბავი მოგეხსენებათ: უმეტესობას მეტსახელი გვაქვს.მით უმეტეს, ორი შოთა ხომ უნდა გაგვერჩია ერთმანეთისაგან.

წესით ინვალიდისათვის უნდა დაგვეძახა ,,ცალხელა შოთა",მაგრამ ვიფიქრეთ: რაღა ამ კაი კაცს ვატკინოთ გულიო. ხო და, მეორესდავარქვით: ,,ორხელა შოთა"!

„მოკვდეს მაგის . . ."

ვასიკოს დასაფლავებამდე ორი დღეა დარჩენილი. ბიჭებიმაგიდას შემოსხდომიან, ქელეხისათვის საჭირო პროდუქტებისსიას ადგენენ. მსჯელობენ, კამათობენ, რა უნდა იყიდონ,რამდენი, სად ... როგორც ყოველთვის, ჩემი წინადადება სამარხვოსუფრის გაკეთების შესახებ არ გავიდა. ამიტომ მოშორებითვზივარ და ჩემთვის ვფიქრობ: ,,ბესო წავიდა, ვასია წავიდა. ესჩვენი სამეგობრო თანდათან მცირდება... ”

- მე რომ ვატყობ, აწი კაცი რაც მალე მოკვდება, ჯობია:დამმარხავი მეტი ეყოლება! - გავძახე ბიჭებს. გაეცინათ: - კი, ასეგამოდისო.

ევგენიძე მომენტს როგორ გაუშვებდა ხელიდან:- ვინაიდან მე თქვენში ყველაზე უმცროსი ვარ, სიკვდილიც

გვიან მეკუთვნის. დაგასაფლავებთ რიგრიგობით და ბოლო ვინცმოკვდება, წლისთავზე, მის საფლავზე თავს ჩამოვიხრჩობ -უსაშველოდ გაიხანგრძლივა სიცოცხლე დათომ.

ორიოდე კვირის შემდეგ, გიულის, ნათესავი გარდაეცვალა.დასაფლავების დღეს ქელეხის სამზარეულოში შრომობენ ვაჟა,რეზო და დათო. უეცრად, წინა ღამის ნაქეიფარ დათო ვგენიძესგული ცუდად გაუხდა და იატაკზე გაიშხლართა. დაფეთდნენბიჭები.

- ვაჟიკო, შენი ჭირიმე, ხუთი წუთი მიცოცხლე ეგ კაცი დაახლავე რამე წამალს გავაჩენ! - კივის შეშინებული გიული.

ვაჟამ მშვიდად გაიშვირა ხელი ,,მომაკვდავისკენ” დაგამოაცხადა:

- მოკვდეს ამის კარგიც ...! ეგ არ იყო, ყველას რომგვასაფლავებდა?!

16

ძმა ძმისთვისაო

ერთხელ, ვაჟამ განაცხადა: კაპიკ-კაპიკ მაქვს ნაანგარიშები:თვრამეტი მილიონი დოლარი რომ მქონდეს, მე ხომ ბედნიერადვიცხოვრებდი და ყველა ჩემს ნათესავ-მეგობარსაც,უზრუნველვყოფდიო!

ვიმხიარულეთ, ვიოცნებეთ!რამდენიმე დღის შემდეგ გიული(კაცია) ამბობს:- ვაჟასი არ იყოს, მეც ბევრი ვიანგარიშე და დავადგინე, რომ

იგივე კეთილშობილური მიზნებისთვს ოცდაერთი მილიონიდოლარი მჭირდება!

- ბიჭოს, მე თუ თვრამეტი მილიონი ვიკმარე, შენ რა ხარასეთი, ოცდაერთი რომ მოინდომე? - აღშფოთდა იდეის ავტორი.

- იმ ოცდაერთიდან, თვრამეტი შენთვის მინდა ვაჟიკო, თორემმე სამი მილიონიც მეყოფა! - გაიცინა გიულიმ.

დალევა, თუ მკურნალობა?!

შაბათ დღეს, გეგეშიძეს შევუარე სამსახურში (მორიგე იყო).რომ დამინახა, გახარებული წამოხტა, გაშალა ხელები, გადამეხვიადა შესძახა: - ბიჭო, რამდენი ხანია, მე და შენ არ შევხვედრივართ,ხომ არ აღგვენიშნა?

კი იქნებოდა ასე, სამი-ოთხი დღე, ერთმანეთი არ გვენახა,მაგრამ მე დალევის განწყობა არ მქონდა და სასტიკი უარივტკიცე. არ გაჭრა არანაირმა ხვეწნამ! დავიწყეთ დომინოს თამაში.თან ვსაუბრობთ. იმ ხანებში, თბილისში დიფტერია იყოგავრცელებული. ვკითხე: - ბიჭო, ეს დიფტერია მართლასერიოზული რამეა?

- კი, ძალიან საშიშია, მაგრამ აგერ სეიფში, შენთვის ერთიამპულა მაქვს გადანახული, აგცრი და თავისუფალი ხარ!გასაღები ექთანს აქვს, ამიტომ ორშაბათს მოდი და.. მართლა, ხომიცი, წინა სამი დღე ალკოჰოლი არ უნდა გქონდეს მიღებული! -გამაფრთხილა მერაბმა.

კარგა ხანს ვითამაშეთ. შეწუხდა ,,მასპინძელი”:- ე ბიჭო, დავლიოთ თითო ჭიქა, კაცი არ ხარ?!- კარგი, დავლიოთ! - ვეღარ გავუტეხე ხათრი.- აგაშენა ღმერთმა! - მხარზე ხელი დამკრა და ტერიტორიის

მოსუფთავება დაიწყო. უცებ გამახსენდა:

17

- მერაბ, წეღან ხომ გამაფრთხილე, ნემსის გაკეთებამდე სამდღეს დალეული არ უნდა გქონდესო.

- მერე? - ცუდი უგრძნო გულმა.- მერე და ორშაბათი ზუსტად მესამე დღე რომ გამოდის,

როგორ იქნება ჩვენი საქმე?!მერაბი შეცბა, წამით ჩაფიქრდა, მერე საჩვენებელი თითი

აღმაშენებლის ძეგლივით ზე აღმართა და შესძახა:– ნემსი სამშაბათს გავიკეთოთ!

* * *ბეჟანმა ერთი დეპუტატობის კანდიდატის სასარგებლოდ ერთ

დღეში ორჯერ სცადა ხმის მიცემა, რაც დამკვირვებელს, მისთანასოფლელ ქალს, არ გამოეპარა: - არ გრცხვენია ბეჟან, შენ ხომდღეს უკვე მეორედ შემოხვედი?

- ქალო, შენ სამჯერ გათხოვდი, არ შეგრცხვენია და მე აქ ორჯერშემოსვლისა რათ უნდა შემრცხვეს?!

დაძალება ,,ვასიურად"

ერთი ხანობა, ვასიამ დაძალების ასეთი მეთოდი შეიმუშავა:თუ ვინმე დალევაზე უარს იტყოდა, ან თუნდაც, სასმისში ღვინოსჩატოვებდა, იმის ჭიქას თვითონ გამოცლიდა და ამას ,,კაცისშერცხვენას" ეძახდა. როგორც წესი, ეს ხერხი ჭრიდა, მაგრამერთხელ ...

ქეიფია ბოლნისში, ჯიმშერთან. თამადა მერაბია, ვასია _მოადგილე. რატომღაც, სუფრის წევრთაგან სამმა, დალევაზეუარი განაცხადა.

- მიხაილოვიჩ, ერთი შენებურად შემირცხვინე მაგენი! - გასცაბრძანება თამადამ. ვასიამ ჩამოუარა სუფრას და სამივე ჭიქაგამოცალა. შემდეგი სადღეგრძელოა. დალია მერაბმა. რა თქმაუნდა - მოადგილემაც. ის სამი კაცი გაჯიუტდა.

- ბატონო თამადა, კიდევ შევარცხვინო? - გამოიჩინაინიციატივა აზარტში შესულმა ვასიამ.

- მიდი! - ნება დართო მერაბმა.მესამედაც რომ „შეარცხვინა" ის სამი კაცი, ვასიკო ისე

დათვრა, რომ საკუთარ ჭიქასაც ვეღარ უმკლავდებოდა.

18

* * *ზაფხულის პაპანაქებაა, იწვის თბილისი. სამსახურში,

კონდინციონერიან ოთახში ვართ ჩაკეტილი და „პრეფერანსს”ვთამაშობთ. კარზე ბრახუნია.

- რომელი ხარ?შეგვეხმიანა. ჩვენიანია! შემოვუშვით.- ზაზა, უფროსი გეძახის.- აუ, ჩემი ბედის დედა ... ხო ვიცი, სადმე გამგზავნის!ზაზა გაჩხიკული, აწოწილი ბიჭია. ცოტ-ცოტას კი არა, ბევრ-ბევრ

,,პლანს” ეწევა. ახლაც “კაიფშია”. ხუთ წუთში მობრუნდა და მოთქმადაიწყო:

- ხო, ვთქვი, არა? დავიღუპე, ორხევში მაგზავნის. რა წავა ამსიცხეში, როგორ მეზარება! მოვკვტები ნამდვილად მოვკვტები!

გვეცოდება, მაგრამ რას ვიზამთ.- ბიჭო, ,,ევგენა”, წამომყევი, რა მოხდება?! - შეევედრა უახლოეს

მეგობარს, დათო ევგენიძეს (კომპოზიტორი არ გეგონოთ).- ვაი, შენს პატრონს, მეტი საქმე არ მაქ!- რაა, ბიჭო, აღარ ხარ ძმა? წამომყევი რა იქნება. გზაში რო მოვკვტე,

მიპატრონებ მაინც!- გადაშენდი იქით - ხელების ქნევით, ეშმაკეულივით იგერიებს

დავითი. არ მოეშვა, სანამ არ დაითანხმა:- ჯანდაბას შენი თავი, წამოგყვები!მაგრამ აქ, ზაზას ახალი აზრი გაუჩნდა:- ევგენა, ძმა, შენ ხო მაინც მიდიხარ და მე რაღას მიმათრევ?!დათოს კივილი ცას წვდებოდა!

* * *

ზუგდიდში, პურმარილის სუფრას ერთი გოგონა გვიმშვენებდა,გვარად: ბებია. ისეთი ლამაზი იყო, ყველა დამსწრე მამაკაციგაოგნებული შეცქეროდა!

მის სადღეგრძელოზე კომპლიმენტების კორიანტელი დადგა. ჩემიჯერი რომ მოვიდა, წამოვდექი და მხოლოდ ეს ვუთხარი: - ნეტა შენჩემი ბებია იყო-მეთქი!

19

უცნაური სიზმრები

რვა წლის ვიყავი. ერთ საღამოს მამაჩემს კუჭის წყლული გაუსკდა.სასწრაფოდ ოპერაცია იყო საჭირო, რომელიც დილით ადრე უნდაგაეკეთებინათ, თუმცა ექიმები გადარჩენის იმედს თითქმის არიძლეოდენ. წინა ღამით ასეთი ხილვა მქონდა:

მოპირდაპირე კედლიდან, რომელსაც დაწოლილი შევცქეროდი,შუაღამით ნელ-ნელა გამოვიდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი.საოცრად გაბრწყინებული ხატი ჩემსკენ მოძრაობდა. ასე, ხელისგაწვდენაზე გაჩერდა ორიოდ წუთს და შემდეგ ისევ ნელ-ნელა,კედელშივე გაქრა. დილით, ნანახის შესახებ ბებიაჩემს მოვუყევი,რომელიც ღრმად მორწმუნე იყო. თვალცრემლიანმა პირჯვარიგადაიწერა და ჩაიჩურჩულა: - გმადლობ შენ, უფალო! ესეიგი, ჩემიშვილი გადარჩება!

ასეც მოხდა!1994 წლის ივლისი. სიზმარში ვფიქრობ:- ვინ იცის, რამდენი ბოროტება, რამდენი სიბინძურეა ჩემში!

როგორ უნდა მოვიქცე, რათა გავთავისუფლდე ეშმაკეულისგან?წამსვე ჩამესმის: - “პირჯვარი გადაიწერე."

გადავიწერ პირჯვარს. ჩემს შიგნით რაღაც აბორგდება, აიშლება. -,,კიდევ უნდა გადაიწერო პირჯვარი"

ამჯერად ხელს ძლივს ვიმორჩილებ, რაღაც ძალა მეწინააღმდეგება.ჩემში უკვე გრიგალი მძვინვარებს, ისმის უცნაური ხმები, ნამდვილიჯოჯოხეთია!

- ,,მესამედაც!”ხელს ვეღარ ვატოკებ, მაჯაზე დავიხედავ: რაღაც შავი აჩრდილი

მაწევს. უკანასკნელ ძალებს ვიკრებ. მარჯვენა ხელს მარცხენას ვახმარ.უდიდესი გაჭირვებით ვახერხებ მესამედაც პირჯვრის გადაწერას.უეცრად, პირიდან საშინელი შხუილითა და წივილით ამოვარდებარაღაც ცეცხლოვანი ქარიშხალი და სადღაც, უსასრულობაშიგადაიკარგება. საოცარი შვება და ამავე დროს შიში მეუფლება. ვგრძნობსისუსტეს. ცივი ოფლი მასხამს, მაკანკალებს. ვხედავ: გვერდითსაწოლში, კარგა ხნის წინ გარდაცვლილი, ბებიაჩემი წევს. გადავწვებიმასთან. მივეხუტები. შუბლზე მეამბორება და ჩამჩურჩულებს:,,დამშვიდდი, ნუღარაფრის გეშინია, ახლა შენ თავისუფალი ხარ!"

უთენია გამეღვიძა. ჯერ ისევ სიზმრის შთაბეჭდილების ქვეშმყოფმა, საჭირო ტანსაცმელი ჩანთაში ჩავალაგე და ჯვრის მონასტერსმივაშურე. იქ, ჩემი მეგობარი, არქიმანდრიტი, მამა ბასილი (მაჩიტაძე)მეგულებოდა.

20

ჯვრის მონასტერში მარიამობის დღესასწაულამდე დავრჩი.მოსაგონარი უამრავი რამ მაქვს, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია,,ხუთშაბათობა", რიტუალი, რომლის შესახებ მანამდე არ მსმენოდა:ყოველ ხუთშაბათს, ღამით, მონასტრის წევრები (მოძღვარი, ბერები,მორჩილები და ჩემნაირი სტუმრები), დაიყოფიან შვიდ თანაბარჯგუფად. ერთი ჯგუფი, მოძღვრის ხემძღვანელობით, ტაძრის წინ,სამრეკლოსთან რჩება. დანარჩენები განლაგდებიან გარშემო, ექვსიმთის წვერზე. ღამის 11 საათზე სამრეკლოზე ზარს შემოკრავენ. იწყებალოცვა. ჯგუფის წევრები ყოველ ნახევარ საათში ენაცვლებიანერთმანეთს. ერთს დიდი ჩირაღდანი უჭირავს და მკითხველსუნათებს.

წარმოიდგინეთ: შუაღამეა. თავს ზემოთ გაკრიალებული,ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. დგახარ მთის წვერზე, რომელიც ჯვრისმონასტერს გადმოცქერის. გარშემო, ექვსგან, ჩირაღდნები ციმციმებენ.ქვემოთ: არაგვი და მტკვარი, სვეტიცხოველი და სამთავრო ... და შენ,თვალზე ცრემლჩამომდინარე, მხურვალედ მლოცველი, ამდიდებული, უსასრულო სამყაროს ციცქნა ნაწილი!

დილის 6 საათზე რიტუალი მთავრდებოდა. ჩავდიოდით ტაძარშიდა ახლა უკვე იქ, კიდევ ერთ საათს ვლოცულობდით. არა, არცგვეძინებოდა, არც ვიღლებოდით!

იქაურ ბერ-მორჩილთ, კარგი მგალობელნი ნამდვილად ვერეთქმოდათ: ხმები ერეოდათ, ტონალობაც. მამა ბასილს შევთავაზე: –თბილისში მყავს ერთი-ორი ნაცნობი, ამ საქმის მცოდნე. შემიძლიაამოვიყვანო, რათა ბიჭებმა სწორად გალობა შეისწავლონ.

- მე მაგათი ,,სწორად" გალობა არ მაინტერესებს, მთავარია გულითიგალობონ! - ასე მიპასუხა.

ერთ დღეს უცნობი ბიჭები ამოვიდნენ მანქანით. თან მოიყვანესვიღაც ახალგაზრდა რუსი, რომელიც ყავარჯნების დახმარებით, ძლივსგადადგილდებოდა. მიშა მოსკოველი იყო. იმ გაზაფხულზე საშინელიავარია მოსვლოდა. თავის ქალიდან ფეხის თითებამდე, ერთი ძვალიარ დარჩენია მთელი. სასწაული იყო მისი გადარჩენა. ორი თვე კომაშიიყო. სწორედ მაშინ ჰქონია გამოცხადება: მოხუცი, თეთრწვერა კაციეჩვენა. უთქვამს: ,,შენ არ მოკვდები. მაგრამ როგორც კი მოძრაობასშეძლებ, ივერიაში უნდა წახვიდე და იქ ბერად აღიკვეცოო”

როდესაც მოიკეთა, კარგა ხანს ვერ არკვევდა, თურმე, სადმდებარეობდა ივერია. ბოლოს, მეგობარს დაუდგენია ერთ ეკლესიაში.გაყიდა სახლი, რაც კი რამ გააჩნდა. ჩამოფრინდა თბილისში.აეროპორტში პირველივე შემხვედრი ბიჭებისთვის უკითხავს:უახლოესი მონასტერი სად არისო. იმათ კი მადლი მოისხეს და,,ჯვარზე” ამოიყვანეს.

21

ასე, სამი თვის შემდეგ, მონასტერში ძველ ნაცნობთამოსანახულებლად მისულმა აღმოვაჩინე, რომ მიშას ამ ხნის მანძილზეარა თუ ქართულად საუბარი, წერა-კითხვაც ესწავლა და ყავარჯნებსაცაღარ ხმარობდა!

ვასია და მუშაობა?!

ვასიას სახლის მეორე სართულს ვაშენებთ. მერაბი ბეტონსზილავს და ვედროებს ავსებს. ჩვენ ამ ვედროებს საკმაოდ შორმანძილზე ვეზიდებით. პაპანაქება სიცხეა. სიკვდილიავასიასთვის მუშაობა, მაგრამ რა ქნას, ჩვენ ვმუშაობთ და თვითონყურებას ხომ ვერ დაგვიწყებს?! არა და, ღვინო ჩაციებულია,სამზარეულოდან ჩაქაფულის მაცდური სურნელი ამოდის!

- ტანია, რას შვები - ყოველი რეისის შემდეგ ღრიალებსმასპინძელი.

- ეხლავე ვასიკო, ათ წუთში მზად იქნება - პასუხობსდაფეთებული ტასიკო.

- შენ გენაცვალე, ასეთი ყოჩაღი ცოლი ჯერ არ მყოლია! -ჩაიბურტყუნებს ვასია და მერაბისაკენ მიიზლაზნება. ეს მერაბიცისეთი მონდომებით ავსებს ვედროებს, წელში გაგვწყვიტა.მივიდა ვასია, ვედროები ძირს დაანარცხა და გამწარებულმაშესძახა: - კარგი რა მერაბ, ესაც ჭიქა ხომ არაა, ცოტა დააკელი!

* * *

ბადრის ყელის კიბო აღმოაჩნდა. ყველანაირი მკურნალობა სცადეს,მათ შორის, ოპერაციაც ლენინგრადში, მაგრამ ამაოდ: მდგომარეობადღითი-დღე უარესდებოდა. თუ კი ვინმე ზრუნავდა და ეხმარებოდა,უპირველესი მათ შორის, ნოდარი იყო, ბავშვობის მეგობარი.სრულიად მოულოდნელად, თავად ნოდარს აღმოაჩნდა ფილტვებისკიბო! არანაირი მკურნალობა, პირიქით, ქეიფს უმატა.

ერთხელ მის სანახავად მისული მეგობრისთვის, უკვე ლოგინადჩავარდნილ ბადრის უთქვამს: - რაღაც წამალი გამოუგონიათამერიკელებს, ძალიან ეფექტური.

ნოდარმა ხელები გაშალა და შესძახა : - შენ რა, სულ გამოშტერდი?რა წამალი, რის წამალი! ვიბრიდებით ბიჭო, რით ვერ გაიგე: მორჩაყველაფერი, დამთავრდა!

მალე ბადრი გარდაიცვალა. ერთ თვეში - ნოდარიც.

22

* * *

ვახომ მომითხრო, ყაველაშვილმა: ერთი საწყალი ებრაელიგვყავდა საჩხერეში, მოშია. ერთხელ სტადიონთან ვდგავართ.

გავიხედეთ, მოდის, მაგარი ნაცემი, სლუკუნ-სლუკუნით: ცრემლებიცხვირ-პირიდან წამოსულ სისხლს ნიკაპთან უერთდებოდა. იქვე,ჩვენ წინ, ტალახში ღორი გორავდა, ისე საზიზღრადამოგანგლული, ღორის პირობაზეც კი ნამეტანი იყო! გაიშვირამოშიამ ხელი და ამოიკვნესა: - ვადაი, ამას რო კაცი შეჭამს, შენდაგზოგამს ისი?!

* * *

იშხანას, ქართველი სიძის მხრიდან, შვილიშვილი შეეძინა.მიულოცეს თანამშრომლებმა და რა დაარქვითო, კითხეს.

- ირაკლი დაარქვეს, რა.- შენ რაღაც უკმაყოფილო ჩანხარ, ბიჭო.

- ჩემი სახელი მინდოდა, რა.- კარგი ახლა, იშხანას ხომ არ დაარქმევდნენ?!- რატო, ძმაო, დურმიშხანა რო დაერქმიათ, ხო შეიძლებოდა!?

* * *- ნახე ვალოდიას რა ბედი ქონია?! - მეუბნება დედაჩემი

მეზობელზე, რომელიც ორი კვირის წინ დავასაფლავეთ.- რა ბედზეა ლაპარაკი, დედა, მოკვდა კაცი!- უი, არ იცი შენ?! გასულ კვირას, მაგის სამსახურში, კონტროლის

პალატა შესულა. რომ არ მომკვდარიყო, ნამდვილად დაიჭერდნენ!

* * *ორმოციანი წლების ბოლოა. იმერეთიდან ჩამობრძანდა

საგანგებოდ გამოწკეპილი, სამოცდაათ წელს მიტანებული აზნაური,ალექსანდრე მესხი(დედაჩემის მამის ძმა). ტრამვაიში ავიდა საშინელჭყლეტაში. უცებ, მოუბრუნდა ვიღაც ქალი და გაკაპასებულმა უყვირა:

- რაშია საქმე, რატომ მაწვებით!- ქალბატონო - პასუხობს ალექსანდრე - მაწვებიან და გაწვებით,

თვარა, სხვა დროს როდის მოგაწექით?!

23

* * *სანდრო პაპას ახალგაზრდობიდან გამოყვა ორი ცუდი ჩვევა:

ყოველდღე სმა და დესერტად, ცოლის ცემა. არადა, ისეთი სუსტიცოლი ყავდა, თვითონვე დასცინოდა: - ცომში ხელებს რომ ჩაყოფს, თუარ მივეშველე, უკან ვეღარ ამოუღიაო!

მამაჩემის საყვედურს: - განა შეიძლება, თურმე ცოლს ყოველდღესცემო?! - სამოცდაათ წელს გადაცილებულმა სანდრომ ასე უპასუხა:

- აბა რა ვქნა, გენაცვალე? ორ დღეში ერთხელ რომ ვცემო, ორმაგიდოზა მოუწევს და ვერ გაუძლებსო!

* * *ზაური იხსენებს: ტაქსიზე რომ ვმუშაობდი, ქურთი მეწყვილე

მყავდა, იურა. წაუყვანია ძეგვში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მოხუციკაცი. იქ, ერთ შენობასთან გააჩერებინეს მანქანა. ახლავე მოვალთო დაგადავიდნენ. მოხუცს გაესაუბრა. იმან კი ასეთი რამ უთხრა:

- ეგ ბიჭი ჩემი შვილია, ქალი კიდე - რძალი. ჩემი ხელითაშენებული სახლიდან მაგდებენ. აქ იმიტომ ჩამომიყვანეს, მოხუცთათავშესაფარში უნდა დამტოვონ.

გადარეულა იურა: - შენ ნუ გეშინია, ბიძაჯან, მაგათი დედაც...!დაახვია მანქანა და ჩამოიყვანა მოხუცი უკან, სახლში!

უჩივლია იმ ცოლ-ქმარს: გზაში დაგვყარაო! აგდებდნენსამსახურიდან იურას. იმას კი უფროსთან თავი ასე უმართლებია:

- აი, ხაზეინჯან, შენ ეგეთ რამეს იზამდი, რასაც ის უნამუსოებიაპირებდნენ?! მე ხო ქურთი ვარ, არა? მე ეგეთ რამეს არ ვიზამდი,გინდა გამაგდე!

გაეცინა უფროსს: - წადი, იმუშავეო!

* * *რაღაცის გამო, გივიზე ვთქვი: ამას სკლეროზი აქვს-მეთქი.- ბებიაშენისამ, არავითარი სკლეროზი მე არ მაქვს - გააპროტესტა

გივიმ.- ჰო, ჰო, ჰო! ისეთი სკლეროზი აქვს, ისიც კი აღარ ახსოვს, რომ

სკლეროზი აქვს! - მივაყენე საბოლოო დარტყმა!

24

* * *თემური მომიყვა, არაბიძე: - სოფელში, მეზობელი ბიჭი მისულა

მამაჩემთან ფულის სათხოვნელად:- ნოდარი ბიძია, ახალი სახლის აშენება გადავწყვიტე!- აგაშენოთ ღმერთმა, ბიძია!- ხოდა, ხუთასი დოლარს თუ მასესხებ, საძირკველს შენს სახელზე

ჩავაგდებ!მეზობელს უარს როგორ ეტყოდა, მარა...- ბაბუ, მოდი აგერ! - დაუძახა შვილიშვილს - ამ კაცს ჩვენი ვალი

ექნება, ხუთასი დოლარი და დეიმახსოვრე!- მასე რატო იძახი?! - იუკადრისა მეზობელმა.- რავა რატო, სახურავზე რომ დაგკლებოდა მაგ ფული, კიდო

მესმის! საძირკველიზა რო კაცი ფულს ისესხებს, მაგის დაბრუნებასმევესწრები მე?!

საზღვარგარეთ მიმავალ მეგობარს

შენ უცხოეთის გიხმობს მაგია,გესმის გუძონის ღიღინ-დუდუნი,მაგრამ სამშობლო სულ სხვა ბანგია:ტკბილ-მწარე, ერთად გადაბურდული.

იქ ემპაირი მშვიდად ირწევადა ჰოლივუდის ბოდავს პლანეტა.თბილისი მკლავზე წამოიწევა,დაჭრილი სიკვდილს რომ არ დანებდა.

მიდიხარ და სულს ისე მიითრევ,როგორც ლაბადას მთვრალი პოეტი.ამ ბედისწერას ვერ აირიდებ,გული, როგორც შუბს, ზედ წამოეგო.

უცნაურია ბედი ქართველთადა დღეს ხიფათი, ალბათ, მეტია.არ იქნა, გული აღარ გამთელდადა მაინც გული არ გაგვტეხია!

25

* * *

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში მივლინებითჩასული, მოვხვდი ოჯახში, რომლის წევრებიც იყვნენ: სამოც წლამდეასაკის ქალი და ორი პატარა ბავშვი. ამ ქალმა ასეთი ამბავი მომითხრო:

,,ექიმი გახლდათ ჩემი ვაჟი, ქირურგი. გარეგნობით, განათლებით,სიტყვა-პასუხით, თუ რითი გნებავთ, ამ ქალაქის თვალი იყო,ყველასგან გამორჩეული! დავიღუპე ერთ დაწყევლილ დღეს.ინფარქტით გარდაიცვალა. დაკრძალვიდან ორი კვირის თავზე, მისსაფლავზე ახალგაზრდა გოგო ნახეს მკვდარი: თავი ჩამოეხრჩო იმუბედურს!

აბა, ეს ამბავი რავა დაიმალებოდა: საყვარელი ყოფილა ჩემიშვილის! გადავიდა ჭკუიდან ჩემი რძალი, აქ ხო თეფში და ჭიქა არდატოვა მთელი, იმ ქალის სახლისკენ იქაჩებოდა: თმებით უნდავათრიო ის გათახსირებულიო! დეესიენ აქეთ მეზობლები, იქეთდაქალები: - მოკვდა, გოგო, მოკვდა, აწი რაღაა მისავარდნიო!

დაწყნარდა, რავარც იქნა, მარა …ხმა გავარდა ქალაქში: მკითხავია ჩამოსული თბილისიდან, რომ არ

მოსწრებია აქოურობას, იმფერიო! წასულა ეს ჩემი რძალი (რა ჰქონდასამკითხაო!).

იმას: - ქმარი გყავს გარდაცვლილი ხო?- კი, ბატონო.- საყვარელი ნაყოლება. აღარც ის არის ხომ ცოცხლი?- ძაღლი მიაკვდა სულში!- ხო, და, აქანა ხომ გეცილებოდა ქმარს და, იქ თლათ

დაეპატრონაო!- რას ქვია: „დაეპატრონაო!“ - გაიქცა სასაფლაოზე ის ჩემი ცოდვით

სავე და იმავე ხეზე ჩამეიხრჩო თავი. იქ, საიქაოში გაეკიდა საომრად! ესბაღნები ქე დამიტოვა გასაზრდელად.”

* * *

ოთხი წლის დათუნამ, ბაკურიანში, როდესაც კითხეს:- საიდან ხარო?- ამაყად უპასუხა: - საქართველოდან!

26

ჩვენი გემი

ეს არის ორად მოკეცილ მუყაოზე განლაგებული ქაღალდის სამიგემი: ერთი, დიდი - ”SANTA MARIA" წინა პლანზე და ორიც,შედარებით პატარა - მის უკან. ამ გემებით, კოლუმბი და მისიექსპედიცია ამერიკის ნაპირებს მიადგა. გადაშლი ალბომს დაულამაზესი გემები ნელნელა წამოიმართებიან, რაც ჩემი შვილიშვილისაღფრთოვანებას იწვევს!

ეს სათამაშო, მამაჩემმა რომ მიყიდა, მაშინ მე ზუსტად დათუნასხნისა ვიყავი. ჩემს შემდეგ, სათამაშომ ჩემი შვილის ხელშიგადაინაცვლა. და აი, ახლა, მის შვილს ახალისებს.

ასე გამოიარა ,,კოლუმბის გემმა" ორმოცდაათწლიანი გზა ჩემიბავშვობიდან, ნანას ბავშვობის გავლით, დათუნას ბავშვობამდე!

მშვიდობით მოგზაურობას გისურვებ ჩვენო ერთგულო ხომალდო!

* * *თამრიკო იხსენებს: ოთხმოცდაცამეტის ზამთარი მოგეხსენებათ,

რა კოშმარი იყო. მე და ჩემი დაქალი ერთ მოციცქნულ, ნაქირავებბინაში ვცხოვრობდით. არა შუქი, არა გაზი, შეშაც ჭირდა. რაიმეინსტრუმენტზე ხომ ლაპარაკიც არ იყო! მაგრამ უმუსიკოდ რაგაგვაძლებინებდა: მაგიდაზე პიანინოს კლავიშები დავხატეთ. ასე,,ვუკრავდით", ვმღეროდით და შენ წარმოიდგინე, რამდენიმე კარგისიმღერაც დავწერეთ!

* * *ზღვის ნაპირას ვსხედვართ.ქალი მოგვიახლოვდა. ხელში ბანქო უჭირავს:- ხომ არ გინდათ, გიმკითხაოთ?- ეგეც თუ ვერ გამოგიცნია, რაღა მკითხავი ხარ?!

27

* * *ბეჟანს მეზობლის ქალთან მოუვიდა ჩხუბი. მეორე დღეს

შვილი მიუვარდა:- შენ აგინე დედაჩემს?!- ვაგინე!- როგორ, პირში აგინე? - დაიბნა მომხდური.- არა, წავკუზე და უკნიდან ჩავძახე!

* * *სამშობიაროს მოსაცდელში ჩოჩქოლი ატყდა. იმ ადგილს

მივაშურეთ მე და გიზომ, სადაც ხალხი შეყრილიყო. სკამზე დადებულ,ბაზრის დიდ ჩანთაში, ნაჭრებში გამოხვეული ასე, ერთი კვირისბავშვია. გვერდით საწოვარიანი ბოთლი საკვებით უდევს და წერილი:“მაპატიე, შვილო!“. შეიქნა კითხვა, მსჯელობა: "ვისია, საიდან გაჩნდა?"ვიღაცამ გაიხსენა: ,,რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდა ქალიშემოვიდა ამ ჩანთით ხელში და სკამზე ჩამოჯდა. ეტყობა, იმანდატოვა". აღარ ვიცოდით, რა გვექნა! ზოგმა თქვა: მილიციასშევატყობინოთო; ზოგმა, სამშობიაროს დირექციამ გადაწყვიტოსო.ერთი ახალგაზრდა ოფიცერი აქტიურობდა: ჯერ გაარკვია, რომ ბავშვიბიჭი იყო. მერე გარეთ გავიდა და კარგა ხანს მობილურზელაპარაკობდა. უკან მობრუნებულმა ბავშვი ხელში აიყვანა: "ამას მემივხედავო!" ბავშვი ეზოში მდგარ მანქანაში მჯდომთ მიაწოდა. ისევშემოვიდა. მივესიეთ: აგვიხსენი, რა ხდებაო!

- ჩემი და უშვილოა. რამდენი წელია გატანჯეს: ხომ იცით, ბავშვისაყვანა ახლა რამხელა პრობლემაა. იმას ველაპარაკე. გაგიჟდასიხარულით. ნამდვილად, ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს ბავშვი!

ამ დროს დერფანში გოგონა გამოჩნდა თოთო ბავშვით ხელში.- აი, ჩემებიც მოვიდნენო! - დაიძახა ბიჭმა. მიირბინა, მოეხვია,

ჩაკოცნა! თან მიჰყავდა მანქანისაკენ, თან მეუღლეს მომხდარის შესახებუამბობდა. ბევრ ჩვენგანს თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე!

განა, უცნაური არ არის ცხოვრება? რაღაც 20 წუთის განმავლობაშიერთი პატარა კაცის მომავალი სამჯერ შეიცვალა: ჯერ დედამ, ვინ იცის,რა გაჭირვების გამო, ბედის ანაბარა მიატოვა; მერე კინაღამ უპატრონობავშვთა სახლში აღმოჩნდა; ბოლოს კი ღვთის წყალობით, პატრონიცგამოუჩნდა!

28

* * *ნუღარ მაძალებთ დასალევს,მე ჩემი წილი დავლიე,ყველა სასმისი დავცალე,ფიქრებიც ავრივ-დავრიე.

აღარ მომთხოვოთ სიმღერა,უკვე ვიმღერე სამღერი,გული მალ-მალე იღლება,ზედ ეჭიდება ნაღველი.

ნუღარ მიღიმი ლამაზო,აღარ შემფერის ანცობა,თუმც გრძნობა კვლავაც ალმასობს _მაქეზებს ახლოს გაცნობას!

ჩემი დრო ამოიწურადა არ ვარ გულდაწყვეტილი.ახლა სხვა მხარეს მივცურავ,შორს მოჩანს მრავალწერტილი . . .

* * *ბესოს სანახავად საავადმყოფოში მისულმა მეგობრებმა,

,,ხელცარიელები ხომ არ მივალთო" - პალატაში შესვლის წინ, ჯიბეებიმოიფხიკეს. ფული ბალიშის ქვეშ შეუცურეს. კარგა ხანსილაზღანდარეს, გაართეს ავადმყოფი. რომ შეატყვეს, დაიღალაო,გამოემშვიდობნენ. გარეთ გამოსულებმა: ,,აფსუს, რა "სასტავი" ვართ,ჩვენი ასე დაშლა ცოდვა არააო?!", მაგრამ რას იზამდნენ, კაპიკიაღარავის ჰქონდა. ვაჟამ მოიფიქრა: - წინ შაბათ-კვირაა, ექიმებიისვენებენ. ბესოს ეგ ფული არაფერში დაჭირდება. გვასესხოს დაორშაბათს ჩავასესხებთ!

ორშაბათს ვალი დააბრუნეს, იმ დღეს კი მაგრად იქეიფეს!

29

* * *ჩვენი ,,მემატიანე”, რომანა ყვება: მანქანა გაგვიფუჭდა კახეთში,

სტარტერმა გააუჩმახა. მოგვეხმარნენ სოფლის ბიჭები, დაღმართამდემიაგორეს: დაეშვი და ეგ არიო!

მძღოლი შეეჭვდა: - ვითომ აქ დაიქოქება?- ვერან, აქა ბოჩკა რო დააგორო, ის დაიქოქება! - იკრიჭება ერთი.- ჯო, შენ მანქანას მატორი ააქ?! - მხარი აუბა მეორემ.

* * *მე და თანამშრომელი გოგონა წნორში ვიყავით მივლინებით.

ერთმა ადგილობრივმა დაიჩივლა: - ჯო, იგეთი ჯანღი იყო გზაზე,ძლივ ჩამოვაღწიე!

- ჯანღი რა არის? - იკითხა ჩემმა თანმხლებმა.- როგორ თუ რა?! ნისლი, ბურუსი - პასუხობს გაოცებული ბიჭი.- პირველად მესმის, ეგ ალბათ თქვენებური სიტყვაა, კახური -

მხრებს იჩეჩავს გოგონა.- რას ამბობ, ოუ! მა ისიც კახელი იყო, ,,ჯანღი გურიაში" რო

დაწერა?!

* * *

- „გურჯაანის პოლიკლინიკაში მიველ. ჰო, შამაწუხა რაღაცამ, მაისე რა მინდოდა?! ხო, და აქეთ მივდექ, იქეთ ...

– აი, იქ, რეგისტრატურაში მიდი და შენი ისტორია მოგვიტანეო.მივედი. ვუთხარი გვარი, სახელი.– ჩემი ისტორია მომეცით-მეთქი.

- კი, ბატონო, ოღონდ ჯერ, ოცი ლარი უნდა გადაიხადოთო.- რას ამბობ, შვილო, გუშინ შვილიშვილს საქართველოს ისტორია

ვუყიდე, ათი ლარი გადავიხადე და ჩემი ისტორია ოცი ლარი ღირს–მეთქი?!

30

* * *

1999 წლის ზამთრის საღამოა. ზესტაფონი უკუნშია ჩაფლული.საბედნიეროდ, ჩემ მასპინძელს გენერატორი აქვს, ამიტომ მთელისამეზობლო აქ არის შეყრილი: ზოგი ნარდს თამაშობს, ზოგი –დომინოს, ზოგიც – ჯოკერს. უცებ, სინათლე ჯერ აციმციმდა, მერეავბედითად მიიბჟუტა და ბოლოს ჩაქრა.

- დაგავიწყდათ არა სალიარკის ჩასხმა? გადით გახედეთ! -გაბრაზდა დავითი.

ფანრებითა და სანთლებით შეიარაღებული რამდენიმე კაცი ეზოშიგაიძურწა. ასე, თხუთმეტი წუთის შემდეგ, რაღაც ნაწილით ხელშიშემობრუნდნენ.

- გაჭედილია!- გაიჭედებოდა, აბა რა იქნებოდა, ბაკის ძირიდან ჭუჭყი შეიტანა,

ეტყობა.- რამე, წვრილი მავთული უნდა.კარგა ხანს იწვალეს.- არა, მავთული არ უშველის, წნევით უნდა ამას დაბერვა.- ე, ბიჭო, მალხაზა, მოდი, დოუბერე!- მე რატო?- რატო და, რო შეგვიჭამე ტვინი: წნევა მაქვს, წნევა მაქვსო, ჰე,

დოუბერე ახლა!

* * *საჩხერეში: - დაგენაცვლე, ისაიამ იმრაინი პენალტი დაარტყა,

სტალინი ვერ აიღებდა!თელავის ბაზარში: - აბა, ნახე, გენაცვალე, როგორი ყვარყვარა

მაყვალია!,,ქალი რო თავსაფრით თავს წაიკრავს, ესე იგი უნდა, რო თავისი

გაიტანოს. თუ ქალმა ერთხელ თავისი გაიტანა, შენ თვალზე მთელიცხოვრება ცრემლი არ შეშრებაო! - არიგებდა, ქორწილის წინ თელაველზაზას პაპამისი.

31

MADONNA MIA !

1988 წლის ზაფხულში, სამსახურის საქმეზე, ლანჩხუთში მომიწიაჩასვლა. კარგად აღარც კი მახსოვს, რომელ ორგანიზაციაში. რაღაც,ნავთობსადენებს უკავშირდებოდა. აღნიშნული დაწესებულებისშენობას გვერდით, დასასვენებელი პარკი ჰქონდა, რომლითაც იქვემდგომი, ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მობინადრენიცსარგებლობდნენ. პირველივე დღეს შევნიშნე: პარკის შუაგულში, ღიაფანჩატურში, მოხუცი, სლავური იერის მქონე ქალბატონი იჯდა. ჩემიინტერესი ამ ქალის მიმართ აქვე დამთავრდებოდა, რომ არა ერთ-ერთითანამშრომელი რომელმაც მითხრა: - მაგ ქალს, ერთი თვის წინ, ასიწელი შეუსრულდა!

- რამდენი?! - ჩავეკითხე გაოცებული.- აბა! ნამდვილად ასი წლის გახდა! საპენსიო საბუთიც მაქვს

ნანახი. აქედან ნახევარი, მაგ სახლში აქვს გატარებული. საცოდავს არცარავინ ჰყავს დუნიაზე. არის ასე, გამხმარი ხესავით შემორჩენილი ამქვეყანას.

- ქართველი არ უნდა იყოს.- კი, რუსია, თუ უკრაინელი, ზუსტად არ ვიცი.რა გული გამიძლებდა, რომ არ გამოვლაპარაკებოდი. როგორც კი

თავისუფალი დრო მოვიხელთე, მივედი, მოწიწებით მივესალმე დამისი ნებართვით, იქვე ჩამოვჯექი. საუბარი უცებ აეწყო. ეტყობოდა,თანამოსაუბრეს ნატრული იყო. მალე სახლშიც მიმიპატიჟა ფინჯანჩაიზე, თავისი თავგადასავლის საამბობად და ფოტოსურათებისდასათვალიერებლად.

დამიჯერებს ვინმე, რომ ვთქვა: ლამაზი ქალი იყო-მეთქი? არა და,ნამდვილად, ამ ხნის ქალსაც კი, ლამაზი ეთქმოდა! მაღალი, სუსტი,თხელი სახის, სწორი ნაკვთებითა და ლურჯი თვალებით, დრო-ჟამისგან გახუნებული ჩალისფერი თმები კოხტად, უკანგადავარცხნილი და კეფაზე დამაგრებული. როგორც გაირკვა, არცმეხსიერებას ემდუროდა.

ბინაც პატრონივით სიბერით დაღდასმული, მაგრამ ისეთივეკოხტა და გაკრიალებული: ერთ კედელზე, მშვენიერი, სიძველისგანდაბზარული, ალაგ-ალაგ საღებავაცვენილი, წმიდა ნიკოლოზის ხატი.გვერდით, გუგულიანი, კედლის საათი. მეორე კედელზე - ფოტო, სამიფისოს გამოსახულებით და კედლის კალენდარი. ოთახში -ძველებური ხის ტახტი, ხისავე კარადა, ტაბურეტი და მაგიდასამიოდე სკამით. მაგიდაზე, ბროლის გრაფინი, დიდი, ბროლისსაფერფლე, ლამაზ ლამბაქზე მოთავსებული თლილწახნაგებიანი ჭიქა,

32

რომელსაც მაქმანებიანი თეთრი ნაჭერი ეფარა. ერთ კუთხეშიპირსაბანი, გაყვითლებული სარკით და პაწია, ქათქათა პირსახოცით...

ჩაის და კაკლის მურაბას მუქშინდისფერ, ხავერდის ნაჭერშიგახვეული დიდი ალბომიც მოაყოლა. ძალიან ფრთხილად, თითქოსრაღაც მისტიურ რიტუალს ასრულებდა, ერთმანეთის მიყოლებით,კუთხეებში გადაშალა ეს ნაჭერი, ალბომი გადაფურცლა და დაიწყოთხრობა თავისი თავგადასავლისა.

მოგვიანებით, ეს ამბავი ერთ ნაცნობს ქალს რომ მოვუყევი,რუსული ანდაზა გაიხსენა: „რა თავში ვიხლი სილამაზეს, იღბალიმირჩევნიაო!“

ალბომის პირველ გვერდზე ჩაკრულ სურათზე რომელიღაცსაპორტო ქალაქი მოჩანდა: ფერად-ფერადი ქოლგები, გეორგინები,პალმები, ვებერთელა გემი და პაწაწა ნავები ....

1903 წლის ადრიან გაზაფხულზე, ინჟინერ ალექსეი მარიენკოსოჯახი კიევიდან ბათუმში გადმოსახლდა. ბატონი ალექსეი აქ პორტისმშენებლობასთან დაკავშირებით მოიწვიეს და ვინაიდან აღნიშნულისამუშაო რამდენიმე წელიწადზე იყო გათვლილი, მეუღლე და სამიქალიშვილიც თან ჩამოიყვანა.

მკაცრ ზამთარს გამორიდებულთ, ამ მშვენიერ, ზღვისპირაქალაქში ბუნებაც და ხალხიც ისეთი თბილი დახვდა, თავი უცებშინაურულად იგრძნეს. ეს იყო მხოლოდ: სამეზობლოში, იშვიათი იყოადამიანი, რუსული რომ სცოდნოდა. თუმცა, ნელ-ნელა, თავადაითვისეს ქართული. განსაკუთრებით ბავშვებს, ერთ წელიწადში,არანაირი ენობრივი ბარიერი აღარ ჰქონდათ. მით უფრო, რომიმავდროულად, თავიანთ ქართველ მეგობრებსაც ასწავლიდნენრუსულ ენას. მეზობლებმა გულით შეიყვარეს ეს ღვთისმოსავი,მომხიბლავი, სიკეთით აღსავსე ადამიანები. განსაკუთრებულიყურადღებით სარგებლობდა შუათანა ქალიშვილი- მარია. ამისმიზეზი მისი ენითაუწერელი სილამაზე იყო! ხშირად, უფროსებიპირჯვრისწერითა და დიდი მორიდებით, ნორჩ ღვთისმშობელსადარებდნენ! ახალგაზრდა ვაჟები ჭკუას კარგავდნენ: 14 წლის გოგონასუბანში, თუ მის გარეთ მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავდა.რამდენჯერმე მათ შორის შეხლა-შემოხლის ამბებიც გახმაურდა.თავადაც შორიდან ეტრფოდა ერთ ყმაწვილს. შორიდან იმიტომ, რომეს ბრინჯაოს ქანდაკებად ჩამოსხმული, თვალებანთებულიმზეჭაბუკი, ქალაქის გარეუბანში ცხოვრობდა და აქეთ იშვიათად თუგამოივლიდა; იმიტომ, რომ მარიაზე ხუთი-ექვსი წლით უფროსი იყოდა ამ თუმცა ლამაზ, მაგრამ მასთან შედარებით, პატარა ბავშვსყურადღებას არ აქცევდა და კიდევ იმიტომ, რომ რაც მთავარია, მათარასოდეს მიცემიათ ერთმანეთის გაცნობის საშუალება. და აი,

33

ბათუმში ჩამოსვლიდან მეორე წელს, მარიამ შენიშნა, რომ ემზარმამეზობლად მცხოვრებ ბიჭთან, მერაბთან სიარულს მოუხშირა. მერე ისემოხდა, რომ იმავე მერაბმა ქალ-ვაჟი ერთმანეთს გააცნო.

მათი შეხვედრები რუსული ენის გაკვეთილების ხასიათსატარებდა. ემზარს ოცნებად ჰქონდა გადაქცეული სწავლისგასაგრძელებლად პეტერბურგს გამგზავრება. ამისთვის კი, ერთიაუცილებელ პირობათაგანი, რუსულის კარგი ცოდნა იყო. იმავ დროს,მათი გულები უჩვეულო რიტმში ფეთქავდა და აქამდე შეუცნობელიგრძნობის მოახლოებას იუწყებოდა.

ერთ საღამოს, ჩვეულ ადგილას, დათქმულ დროზე ადრე მივიდა.ბოლო დღეები გადაუღებლად წვიმდა. ცოტა ხნის წინ კი,მოულოდნელად, წვიმა შეწყდა, ამიტომ სახლში ვეღარ გაჩერდა,დედასთან რაღაც მოიმიზეზა და სანაპიროს მიაშურა. ტალახისფრადამღვრეული ზღვის ტალღები ავის მომასწავებლად იღრინებოდნენ დაცოფიანი ძაღლებივით ძიძგნიდნენ ნაპირს. უსიამოვნოდ გააჟრჟოლატანში. ინანა კიდევაც, რატომ ავჩქარდიო. ცხენის ფლოქვების ხმაშემოესმა. „მოვიდა!“ - გაიფიქრა და სწრაფად მიიხედა. სამი ცხენოსანიუახლოვდებოდა. სახეები არ უჩანდათ: ყაბალახებით ჰქონდათახვეული. ნელი სვლით მოემართებოდნენ. იმ შავს ღრუბლებსჰგავდნენ, ზემოთ, ცაზე რომ ირეოდნენ. თვალი აარიდა, ისევ ზღვასგახედა. უეცრად უჩვეულოდ დიდი ზვირთი კედელი-ვით აღიმართანაპირთან. წამით ჰაერში გაირინდა და მერე საშინელი ზათქითდაასკდა ხმელეთს. იმავდროულად რაღაც ძალამ ზეაიტაცა. თვალთდაუბნელდა. ზღვის ღმუილი, ფლოქვების აჩქარებული თქარუნი,გაურკვეველი შეძახილები ერთმანეთში აირია. ჯერ ეგონა, რომ იმტალღამ ზღვის სიღრმეში შეითრია. მერე მიხვდა: რაღაც ფარდაგშიგახვეულს და ცხენის ზურგზე გადაკიდებულს უსასრულობისაკენმიაქროლებდა უცნობი მხედარი.

მეორე დილით, რომ გაიღვიძა, საწოლში მარტო იყო. პირველრიგში, დედის მიერ, ათი წლის წინ, შობის დღესასწაულზე ნაჩუქარიმედალიონი მოიძია. ოთახის კუთხეში, იატაკზე დაგდებულს მიაგნო.ამ დროს ორი ქალი შემოვიდა. დიდი გობი, რამდენიმე სათლითცხელი წყალი შემოიტანეს. ძალიან მხიარულად, სიცილ-კისკისითაბანავეს, ისეთი სიყვარულითა და მზრუნველობით, დედა რომგანბანს ჩვილს. მოზრდილი სკივრიდან ახალთ-ახალი სამოსელი დასამკაულები ამოალაგეს. შემოსეს და შეამკეს, თმა დავარცხნეს და ისეგავიდნენ, რომ არც კი გამოცნაურებიან. ბედს შეგუებულმა, თავისიკაბა, ფეხსაცმელი, ცხვირსახოცში გამოხვეული მედალიონი, იმავსკივრში შეინახა, იქვე, მიწის იატაკზე ჩაიკეცა და მწარედ ატირდა.

ღმერთს მადლობას წირავდა იმისთვის, რომ უშვილო აღმოჩნდა.

34

ამის გამო ჯემალ-აღა არც კი საყვედურობდა, პირიქით, როცა ვნებამოეძალებოდა, დათაფლული ხმით ჩასჩურჩულებდა: - „შვილებსსხვები გამიჩენენ, მე შენგან მხოლოდ ალერსი მინდა“. ერთადერთი,რაც ანუგეშებდა, სარწმუნოება იყო. როგორც კი დროს იხელთებდა,ამოიღებდა სკივრიდან ღვთისმშობლის გამოსახულებიან მედალიონს,მაგრად ჩაბღუჯავდა მარცხენა ხელში, მარჯვენათი პირჯვარს იწერდადა ლოცვებს ჩურჩულებდა: ღვთისმშობლისას, წმინდა გიორგისას,„მამაო ჩვენოს“. ლოცვები იყო ნათელი სხივი ამ უკუნეთში.

აბა, ჯემალ-აღას რა გამოეპარებოდა! სხვა რომ არა, ცოლები ხომმაინც მიუტანდნენ ამბავს, მაგრამ ვინაიდან ეს ყველაფერი მალულადხდებოდა, ისიც არაფერს იმჩნევდა. მთავარი, ალბათ ის იყო, რომრაღაც აუხსნელი შიში, თუ რიდი ქრისტიანობის მიმართ სადღაც,გულის სიღრმეში კიდევ შემორჩენოდა. აკი სწორედ ამის წყალობითნახა მარია პირველად...

აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდა ბათუმის ქრისტიანიმოსახლეობა. უყვარდა ჯემალ-აღას ამ დროს ქალაქში სტუმრობა.მუსლიმან კაცს აღდგომასთან რა ესაქმებოდა, მაგრამ მკერდში ხომქართველის გული უცემდა, და მის ძარღვებშიც ქრისტიან წინაპართასისხლი ჩქეფდა. ამიტომ რაღაც აუხსნელი სიხარული მაინცეუფლებოდა ხოლმე ასეთ დროს! სწორედ იმ დღეს შენიშნამშობლებთან და დებთან ერთად მოსეირნე ეს ნორჩი ანგელოსი!ბათუმში უამრავი ახლობელი ჰყავდა. იმ დღესვე ყველა წვრილმანიიცოდა ამ ოჯახის შესახებ. იმაშიც მალე დარწმუნდა: არანაირი შანსიიმისა, რომ გოგონას ნებით გაატანდნენ მუსლიმანს ცოლად, არარსებობდა. მით უმეტეს, თუ იმასაც შეიტყობდნენ, რომ ორმოც წელსგადაცილებულ კაცს, იქ, ხულოში ორი ცოლი და რვა შვილიელოდებოდა. ორ, ყველაზე სანდო მეგობარს გაუზიარა გულის ნადები.დაავალა, თვალი ედევნებინათ ქალისთვის, მისი ყოველი ნაბიჯიშეესწავლათ და მოსატაცებლად ხელსაყრელი დრო შეერჩიათ.

ხუთი წელი მალულად გაცქეროდა გზას. ხუთი წელი იმ იმედითცოცხლობდა, რომ მოხდებოდა სასწაული და ან მამა დაიხსნიდა, ანემზარი, ან სულაც პოლიცია მოაკითხავდა. რა მოხდა, როგორ მოხდა,რომ ამ პატარა ქვეყნის პატარა კუთხეში ასე უიმედოდ ჩაიკარგა დაჩაინთქა? აუხსნელი იყო, გაუგებარი!

მერე თავის მოკვლაზე დაიწყო ფიქრი. ბოსელში მიუსწრეს უკვეყულფში თავგაყოფილს. ორივე ცოლი მათრახით ცემა ჯემალ-აღამ.უბრძანა: თვალი არ მოეცილებინათ მარიასათვის. საწყალ ქალებსმისთვის სადღა რჩებოდათ დრო: ოჯახის საქმეებზე რომ აღარაფერიითქვას, ამ ხნის განმავლობაში ბატონის ლაშქარს კიდევ სამი შვილიშემატეს.

35

ზაფხულის ერთ დილას, როდესაც ქმარი გლეხებთან ერთად,ტყეში, ხის საჭრელად იყო წასული, სახლში სიტყვა დააგდო: -მდინარეზე ჩავალ, სარეცხი მაქვსო. კალათში ჯერ ბოხჩაშიგამოხვეული ორიოდე პური და ქალიშვილობის დროინდელისამოსელი ჩადო, მერე ზემოდან სარეცხი დააყარა და თავქვე დაეშვა.წესით დასავლეთისკენ უნდა წასულიყო: იქით, საითაც ბათუმი დასაყვარელი ადამიანები ეგულებოდა, მაგრამ ივარაუდა, რომ ჯემალ-აღაც სწორედ ამ მიმართულებით დაედევნებოდა. რომც ვერ დაწეოდა,ბათუმში მაინც მიუვარდებოდა, არაფერზე უკან არ დაიხევდა დარაიმე უბედურებას მოახდენდა. ამიტომ კალათა, სარეცხი გზაზემიმოფანტა, ტყეში შევიდა და საპირისპირო მხარეს გასწია. იცოდა, ასე,ორი დღის სავალზე, უღელტეხილის გადაღმა, ქალაქი იყო, ახალციხე.მიდიოდა ტყე-ტყე, ფერდობებზე შეფენილი პატარა სოფლებისგაყოლებაზე. ნადირისა კი ეშინოდა, მაგრამ უფრო მეტად ადამიანებსადა სოფლის ძაღლებს უფრთხოდა. ორი ღამე ხეზე გამოიძინა. მესამედღეს მაღალ კლდეზე შემომდგარი დიდი ციხის გალავანი გამოჩნდა.ფეხსაცმელი ისე დაპატარავებოდა, ვეღარ ჩაიცვა. კაბაშიც ძლივსჩაეტია. ცალ გვერდზე ნაკერი გაირღვა კიდევაც, მაგრამ არაფრადჩააგდო. განასკვული ცხვირსახოციც გახსნა, მედალიონს ეამბორა დაკისერზე ჩამოიკიდა.

- ქალბატონო, გთხოვთ, თავხედობაში ნუ ჩამომართმევთ, არშემეძლო, ყურადღების გარეშე დამეტოვებინა ესოდენ ლამაზი, თანაცვგონებ, ჩემი თანამემამულე მანდილოსანი.

_ გისმენთ, ოფიცერო! - ეამა ამდენი ხნის შემდეგ მშობლიური ენისგაგონება, მით უფრო, ასეთი ზრდილობიანი ფორმით!

- მაქვს პატივი, წარმოგიდგეთ: შტაბსკაპიტანი გრიგორიკოვალიოვი. ვმსახურობ ქალაქ თბილისში. ამჟამად საგანგებო მისიითმოვლინებული ვარ ახალციხეში - უპატაკა წარმოსადეგმა ახალგაზრდაკაცმა.

- მე მარია მქვია - გაუღიმა ქალმა.- ქალბატონო, აქ, ამ ქალაქში ცხოვრობთ?- არა, ვცხოვრობ ბათუმში და მსურს იქით გამგზავრება. ხომ ვერ

მირჩევდით, როგორ უნდა მოვიქცე?-უმოკლესი გზა ბათუმისკენ, გოდერძის უღელტეხილითაა...- არა, არა! - გააწყვეტინა - მაგ გზით ვერ წავალ!- მაშ, ხაშურის გავლით? ეს გზა ძალზედ შორია!- არ ვიცი, არ ვიცი - შეწუხდა ქალი.- ძვირფასო მარია, ნება მომეცით, მიგიწვიოთ მცირე მეგობრულ

ვახშამზე. იქ მშვიდ ვითარებაში, დაწვრილებით ამიხსენით თქვენიგასაჭირი, ვინძლო გამოსავალიც მოვნახოთ.

36

ყველა წესის და რიგის დაცვით იქორწინეს: ეკლესიაში ჯვარიდაიწერეს, ოფიციალური საბუთიც გააფორმეს და ნამდვილი,ჯარისკაცული ქორწილიც გადაიხადეს, შამპანურისა, თუ იარაღისზალპებითა და მხიარული ცეკვებით!

ამას არ ეთქმოდა სიყვარული. გრიშას იგი პატივს სცემდა, როგორცმის მხსნელსა და მფარველს. მის გვერდით, თავს უსაფრთხოდგრძნობდა. დარწმუნებული იყო, ჯემალ-აღას რომც ეპოვნა, მამაციოფიცერი თავს არ დააჩაგვრინებდა. იმასაც პირდებოდა: - როგორც კიმოვიცლი, ბათუმში წავიდეთ, თქვენები მოვძებნოთო. მაგრამ სამიწელი ისე გავიდა, ეს საქმე ვერ მოხერხდა. ცხრაასთოთხმეტში კიპირველი მსოფლიო ომი დაიწყო და კაპიტანმაც ფრონტის ხაზსმიაშურა.

რევოლუცია! „თვითმპყრობელობის ბორკილთა მსხვრევადაუნდობელი!“

ეროვნული მთავრობა: „თავისუფლება, დამოუკიდებლობა,სახელმწიფოებრიობის აღდგენა!“

საბჭოთა წყობა: „წითელი არმია, წითელი დროშები, წითელიტერორი!..“

ყოველივე ამან იქვე, მის გვერდით ჩაიარა, ისე რომ მას თითქმისარ შეხებია. ერთი ეს იყო, კოვალიოვის, არც მკვდრისა, არც ცოცხლისააღარაფერი სმენია.

მუშაობდა მეიდანში, პატარა, კოხტა დუქანში. ის იყო მიმტანიც,ჭურჭლის მრეცხავიც, დამლაგებელიც და კლიენტთა მიმზიდველიც.ქალაქში ლეგენდები დადიოდა მისი სილამაზის შესახებ. თბილისისცნობილი დონ-ჟუანები საგანგებოდ მოდიოდნენ, ნიძლავდებოდნენდა მარცხდებოდნენ: მარიას არც მანამდე, არც შემდგომ, კანონიერი თუუკანონო ქმრისთვის არ უღალატია!

ერთ საღამოს ... ახალგაზრდა უცნობი ოცდაათ წელზე მეტი ხნისაარ იქნებოდა. უჩვეულო, მოლურჯო-მომწვანო ფერის თვალებიჰქონდა, წვრილი ულვაში. კოხტად დავარცხნილი, შავი თმა.გემოვნებით, პეწიანად ჩაცმული, დამტვრეული რუსულითსაუბრობდა. მისმა პირველივე შემოხედვამ უჩვეულოდ ააღელვა დადააბნია. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უკან მიბრუნდა:

- უკაცრავად, გთხოვთ გამიმეოროთ, რა შემიკვეთეთ?!პასუხად უცნობმა გაიღიმა, ისეთი თბილი და მომხიბლავი

ღიმილით, ქალის გული საბოლოოდ მოინადირა.დილით, ადრე გაღვიძებული მარია საწოლში წამომჯდარი,

უხმოდ დაცქეროდა უშფოთველად მძინარე ყმაწვილს, რომელსაცლამაზ სახეზე კვლავაც ის, ჯადოსნური ღიმილი ეფინა. მერე მარიასგულში რაღაც ჭვალმა გაუარა, სუნთქვა შეეკრა, ცრემლები ღაპაღუპით

37

წამოსცვივდა: მას უყვარდა! ეს იყო ცხადი და ძალიან მარტივიჭეშმარიტება. პირველად მის სიცოცხლეში, მას შეუყვარდა! ამაზებევრჯერ უოცნებია. რა არ გადახდენია ამ ხნის მანძილზე, ვის აღარშეხვედრია, ოცნება კი ოცნებად რჩებოდა. და აი, ახლა, ამ უცნაურიტვირთის სიმძიმემ გასრისა, ამ უზომო ბედნიერებით გამოწვეულმატკივილმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო: „ასე როგორ შეიძლება?მასზე უმცროსი, უდარდელი ყმაწვილი, უცხოელი, რომელიც დღეს აქარის, ხვალ კი, ვინ იცის, სად გადაიკარგება. და სწორედ ასეთიადამიანი შეუყვარდა! რატომ მოაწყო უფალმა ასე? რა სასჯელი იყო მისთავზე?!“

ამ დროს, გამოღვიძებულმა ანტონიომ მკლავები მაგრად მოხვია,ცრემლიანი თვალები დაუკოცნა და თითქოს მისი ფიქრების პასუხად,ჩაჩურჩულა: - ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით. ჩვენ სიკვდილიც ვერდაგვაშორებს!

ანტონიო სულაც არ აღმოჩნდა ფუქსავატი და უსაქმურიყმაწვილი: თუმც ახლგაზრდა, უკვე გამოცდილი, ჰიდრონაგებობათასპეციალისტი, აქ ჩამოსვლამდე თითქმის ორი წელი მოსკოვშიცხოვრობდა. რუსულიც იქ შეისწავლა. ამჟამად მოწვეული იყოკახეთში, ალაზნის ველზე სარწყავი სისტემის მშენებლობაზე. რასათქმელია, თელავში კი არა, ჯოჯოხეთში გაყვებოდა! მითუმეტეს,რომ ზღაპრულ გარემოში აღმოჩნდნენ: პატარა, კოხტა ქალაქი; ლამაზიბუნება; უძველესი ტაძრები; სტუმართმოყვარე, გულთბილი ხალხი დაყველა ამ სიკეთის გვირგვინი - ანტონიო!

- ანტონიო, ლამაზია იტალია?- ო, სიზმარია, ზღაპარი, ლეგენდა: მისი ბუნება, ტყეები,

მდინარეები, ქალაქები, სოფლები, ხალხი, მუსიკა, მხატვრობა,ლიტერატურა... ყველაფერი უბადლოა! მხოლოდ ერთი რამ აკლია ჩემქვეყანას, მხოლოდ ერთი რამ!

- რა, ანტონიო?- შენ, მადონა მია, შენ!- მე?- ხო, მალე წაგიყვან ჩემს სამშობლოში, სულ მალე!- მერე?- გაგაცნობ ჩემს მშობლებს, დებს, ძმებს.- მერე?- მერე დავქორწინდებით.- მერე?- ათასი წელი, ათიათასი წელი ვიქნებით ერთად და ჩვენს

სიყვარულს არ ექნება დასასრული!ან: - ბავშვი ვიშვილოთ.

38

- სად? აქ, თუ იქ?- რა მნიშვნელობა აქვს?- იყოს იქ, შენ რომ გგავდეს, ისეთი.- ესე იგი, ბიჭი?- ხო, აბა?- ეგებ გოგონა სჯობდეს, მაგრამ შენ რომ გგავდეს, ისეთს სად

ვნახავთ!- მოდი ბიჭიც ავიყვანოთ და გოგოც!- კარგი, გოგო აქ, ბიჭი-იქ.- ან, პირიქით.- რა, არ ავიყვანოთ?- არა, ბიჭი – აქ, გოგო – იქ.- ან, პირიქით ...

სიცილი, ალერსი, სიყვარული, სიყვარული!- მარია, ჩქარა, ჩქარა წამოდი!- რა იყო, რა მოხდა?!- ანტონიო ცუდადაა, ძალიან ცუდად!- რატომ, რა მოხდა?!- არ ვიცი, ცუდადაა, ძალიან ცუდად!- ექიმი! ექიმი?!- ექიმი უკვე იქაა, ჩქარა, ჩქარა!

- აი, ეს ფოტოსურათიც: ოთახის შუაში კუბო იდგა. კუბოშიახაგაზრდა კაცი ესვენა. გარშემო ნახევარწრედ მუშები იდგნენ. თავთანმარია ეჯდა. (რატომ უხდებათ ახალგაზრდა ქალებს ყველა ფერზემეტად, შავი? რატომ არის შავით მოსილი მანდილოსანიგანსაკუთრებით ლამაზი და მიმზიდველი. რატომ აქვს ესოდენმაგიური ძალა სიტყვებს: „ქვრივი ქალი“. ესეც, ალბათ, ბუნებისკანონია: იქ, სადაც მშვიდად სუფევს თავისთავში დარწმუნებული დაამპარტავანი სიკვდილი, უფრო მეტი სიმძაფრით, მძლავრად ფეთქავსსიცოცხლის ძარღვი!).

- მომიწამლეს ჩემი ანტონიო.- როგორ, ვინ?- არ ვიცი.- აბა, რატომ გგონიათ, რომ მოწამლეს?- ექიმმა მითხრა, ძალიან საიდუმლოდ: საკვებით მოწამლულს არ

გავსო. აი, დააკვირდით, ხედავთ, ტუჩის კუთხეში თეთრ ლაქას? მეორედღესაც კი რაღაც ქაფი ჟონავდა პირიდან.

- ვინ ჩაიდინა ეს, ვის სჭირდებოდა მისი სიკვდილი?- აბა, რა გითხრათ, დრო გახლდათ ასეთი, ვინ იყო განმკითხავი?!ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა: უფერულს, უსიხარულოს,

39

უსიყვარულოს! ყველასა და ყველაფრის მიმართ გულგრილი,უბრალოდ არსებობდა. ყოვლად უიმედოს, სასოწარკვეთილს, რაღაცშიშები დაჩემდა. მარტოობა, უძილო ღამეები და ისევ მარტოობა.გულისგამაწვრილებელი რუტინა ჭაობივით ისრუტავდა. ეგებ ესეციყო მიზეზი იმისა, რომ არტაშეს არუთინოვის წინადადებას თითქმისუყოყმანოდ დათანხმდა.

არუთინოვი სამოცდაათ წელს მიღწეული, ახლად დაქვრივებულიავლაბრელი ვაჭარი იყო. თავისი სიმდიდრით თვალში არავისეჩხირებოდა, მაგრამ ისიც იგრძნობოდა, რომ უფულობას არასოდესუჩიოდა. თითქოს რაღაც მაღაზიებს, თუ დუქნებს ფლობდა, თითქოსრაღაც საქმეებში შუამავლობდა... ზუსტად არავინ უწყოდა მისინამდვილი საქმიანობა. ყველანაირ დროებასა და მთავრობას მოერგო,ყველანაირ საფრთხესა და რეპრესიებს გადაურჩა! ორჯერ კი წაიყვანეს,ოცდათორმეტში და ოცდაჩვიდმეტში, იმ დაწესებულებაში, საიდანაცროგორც წესი, აღარ ბრუნდებოდნენ, მაგრამ „რაღაც მანქანებით“, ერთკვირაში გათავისუფლდა. მისი ცოლის გარდაცვალებაზეც ჭორებიდადიოდა, რომ არტაშესმა იგი ღალატის გამო მოგუდა; რომ მასზებევრად ახალგაზრდა ქალი „ერთ, ვინმე, სტუდენტსა ჰყვარობდა“. „აბა,რა გასაკვირი იყო, თუკი ქმარი ვეღარ ვარგობდაო?!“ და ათასი სხვა. ამვერსიით მილიციაც დაინტერესდა, მაგრამ არუთინოვმა ამჯერადაცდაიძვრინა თავი. მოკლედ, ერთხელ, შუა დღით, როდესაც დუქანითითქმის ცარიელი იყო, მოულოდნელად, იშვიათი სტუმარი, „ვაჭარიარტაშა“ მობრძანდა, მარია გვერდით გაიხმო და შემდეგი განუცხადა:

- მარია, დიდი ხანია გაკვირდები, კარგი ქალი ხარ და მეცოდები.ახალგაზრდა აღარ გეთქმის. აგრე როდემდის უნდა იწვალო? მე ერთიაზრი მაქვს: გადმოსახლდი ჩემთან. სახლ-კარი, ქონება არ დამეწუნება.ჩემი შვილები დიდები არიან, მაგათ თავიანთი ცხოვრება აქვთ. მეშენგან არაფერს ვითხოვ, ვიცხოვროთ, სხვების თვალში, როგორცცოლ-ქმარმა. საჭმელ-სასმელი არ მოგაკლდება და ჩასაცმელი.

მართლაც ასე იყო: ერთ საძინებელ ოთახში, მაგრამ სხვადასხვასაწოლზე ეძინათ. დადიოდნენ თეატრში, კინოში, წვეულებებზე.მამაკაცები გაოცებულნი იჩეჩავდნენ მხრებს, ქალები გაუთავებლადჭორაობდნენ, გერები ხმას არ ცემდნენ, მაგრამ მარიასთვის ესყველაფერი სულ ერთი იყო: ის პატიოსნად ასრულებდა მისთვისგანკუთვნილ, მოსიყვარულე ცოლის როლს, რის სანაცვლოდაცმადლიერი და პრესტიჟაღდგენილი მეუღლისგან ღებულობდა იმას,რასაც მარტივი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი სახელი: „ცხოვრებისპირობები“ ჰქვია.

პიჯაკის ჯიბეზე ხელი მოვისვი, სიგარეტის კოლოფი მოვსინჯე: -მაპატიეთ, ორი წუთით, მოსაწევად გავალ.

40

- იჯექით, აქ მოწიეთ - ხელის დაქნევით შემაჩერა და საფერ-ფლემომიჩოჩა. - მე, თითქმის სამოცი წელი ვეწეოდი, აგერ, “სულ რაღაც”ოცდახუთი წელია, რაც თავი დავანებე - ეშმაკურად ჩაიხითხითა -იცით, პირველად ვინ მომაწევინა? არც დაიჯერებთ: ჯემალ-აღამ!ნამდვილი, სამსუნის თუთუნი! ეს ჩვენი პატარა საიდუმლო იყო.მოეპრიანებოდა ზოგჯერ: ჩავიკეტებოდით ოთახში და ვაბოლებდით.

არც გრიგორი ნიკოდიმიჩი იყო ამის წინააღმდეგი. ის კი არა,არაყიც ბევრჯერ გადაგვიხუხავს ერთად. ანტონიო, ჩემი ანტონიო,საგანგებოდ, ფრანგული პაპიროსებით მამარაგებდა! ის საძაგელიარტაშა კი სულ მეჯიჯღინებოდა: ,,ეგა, ძალიან ცუდი რამეა, ადამიანსაჰკლამსო!" ცხადია, ფული ენანებოდა, თორემ, მე სულაც არვენაღვლებოდი.

ჩაიარა მეორე მსოფლიო ომმა. ქვეყნის საერთო გაჭირვებას,მარიასთვის სხვა განსაცდელიც დაემატა: ერთ საღამოს არტაშა სახლშიდამბლადაცემული მოიყვანეს. სამი კვირის შემდეგ ენა ამოიდგა, ასეთუ ისე, ხელებიც დაიმორჩილა, მაგრამ ლოგინიდან ვეღარ ადგა. საქმედა ფინანსები მისმა ვაჟმა, არტემმა გადაიბარა. ის კვირაში ერთხელ,რამდენიმე წუთით შემოირბენდა ხოლმე, დიდ ხანს არ ჩერდებოდა,მცირე თანხას ტოვებდა და ისევ ერთი კვირით იკარგებოდა. უფროხშირად მოდიოდა ქალიშვილი - ლიზა, თუმცა ავადმყოფზე ზრუნვით,დიდად არც ის იწუხებდა თავს. იგრძნობოდა, რომ შვილები მამაზეძალიან ნაწყენი იყვნენ: უთუოდ მარიას სახლში მოყვანის და ეგებ, იმხმების გამოც, რაც ქალაქში დადიოდა, სათაყვანებელი დედისსიკვდილთან დაკავშირებით. ტვირთი, რომელიც მას დააწვა მხრებზე,უმძიმესი აღმოჩნდა. ერთი პირობა, გადაწყვიტა კიდევაც, წავალსადმე, ჩემს გზას ვეწევიო, მაგრამ ჯერ ერთი, ეცოდებოდა ეს, ერთდროს გოროზი, თავისთავში დაჯერებული, აწ კი ჩვილივით უმწეომოხუცი და მეორეც, ქრისტიანული მოვალეობა და სინდისი არაძლევდა ამის უფლებას. მის მოძღვართან, მამა პეტრესთან ისაუბრაამის შესახებ და გულწრფელადაც მოინანია წუთიერი სისუსტე.

… უძველესი, შავი ლოდებით ნაგები პატარა ეკლესიის შუაგულშიიწვა, ხალიჩაგადაფარებულ, ხის ტახტზე. ჩვეული სიმშვიდე დასიმყუდროვე სუფევდა საყდარში. ერთ-ერთი სარკმლიდანზებუნებრივი, იისფერი შუქი შემოდიოდა. ხატებთან კანდელებიციმციმებდნენ. გუმბათის სიღრმიდან მის განუყრელ მედალიონზეგამოსახული ღვთისმშობელი გადმოსცქეროდა, ოღონდ სახე დედისაქონდა.

- დედა, დედიკო, როგორ მომენატრე, სად იყავი დედა ამდენ ხანს,რატომ მიმატოვე!?

- შვილო, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიყავი!

41

- ახლა რა ხდება? დღეა, ღამეა? რატომ ვარ აქ, რატომ ვწევარ, რამჭირს? მოვკვდი?

- შენი განწმენდის დრო მოვიდა!უეცრად ტაძრის კედლებს საშინელი ცეცხლი მოედო. ვებერთელა,

სისხლისფერი ტალღები აზვირთდნენ, თუმცა ტაძარს, ხატებსარაფერი აკლდებოდა. წივილი გაისმა, გულის შემძვრელი, საზარელი:შემოსასვლელის თავზე, მოზრდილი ხის ტანის სიმსხო, გველისგორგლები გამოდიოდა კედლიდან. გამოჩნდებოდა, ლოდებშიჩაიკარგებოდა, ისევ გამოჩნდებოდა. წამოდგომა და გაქცევა ეწადა,მაგრამ გაქვავებული, უხილავი ძალით საწოლს მიჯაჭვული, ვერიძროდა.

- ნუ გეშინია - ჩაესმა ისევ - ეს შენში ჩაბუდებული ეშმაკეულიიწვის. ცეცხლით უნდა განიწმინდო! “ღირს არს ჭეშმარიტად, რათაგადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო ...” ახალი და ახლი ლოცვებიახსენდებოდა. გველის წივილისა და ცეცხლის გუგუნის ხმა თანდათანმიწყნარდა. გრილი, სასიამოვნო ნიავი მიესალბუნა სახეზე. ხასხასამდელოზე იდგა. გალობა მოესმა. გარშემო ფერდობებიდან უამრავიხალხი ჩამოდიოდა: ზოგს მინდვრის ყვავილებისაგან შეკრულითაიგული მოქონდა, ზოგს - ხატი, ზოგსაც - ჯვარი. მოპირდაპირემხრიდან ჩამომავალთ, შავკაბიანი, მაღალი, ხმელ-ხმელი კაციმოუძღოდა. გაწეწილი, ჭაღარაშერეული შავი თმა-წვერით მოსილი.წინგაწვდილი მარჯვენა ხელით საცეცხლურს მოარწევდა, რომლიდანამომავალი სურნელოვანი კვამლიც ნისლივით ეფინებოდა არემარეს.მოდიოდნენ და გალობდნენ: ,,ღირს არს ჭეშმარიტად, რათაგადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო...” პიჯვრისწერით, მუხლებზედაეშვა. წვიმა წამოვიდა: საკუთარი ცრემლები აწვიმდა!..

ფილტვების ანთებამ კინაღამ შეიწირა. თითქმის მთელიგაზაფხული ლოგინში გაატარა. 19 მაისი გათენდა, მისი დაბადებისდღე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სუსტად იყო, თავს ძალადაატანა და ქუჩაში გამოვიდა სასეირნოდ. მშვენიერი დარი იდგა. მზისთბილი, ალერსიანი სხივები თვალებს სჭრიდა. ჰაერში ერთმანეთშიარეული: ბალახის, მდინარის და იასამნების თავბრუდამხვევისურნელი ტრიალებდა. მეიდნისკენ დაეშვა. ხიდზე რომ გადადიოდა,საეკლესიო ზარების რეკვის ხმა მოესმა. ეს ხმა ადრეც ბევრჯერ სმენია,მაგრამ ამჯერად მოულოდნელად შეცბა: წუხანდელი სიზმარიგაახსენდა, ყოვლად უცნაური, მისტიური. თითქოს ერთგვარი ახსნაშეიძლებოდა მოენახა: ომი ახალი დამთავრებული იყო. ურჩხულიდამარცხდა, ხალხი ზეიმობდა, მაგრამ ეს ძალიან უბრალო განმარტებასჩანდა. იგრძნო, რომ აქ რაღაც სხვა, ძალზედ მნიშვნელოვანი,სარწმუნოებასთან დაკავშირებული უნდა ყოფილიყო. გულმა

42

ეკლესიისაკენ გაუწია. სიონის ტაძარში არავინ იყო. ამბიონზედასვენებულ ხატს ემთხვია. სხვა ხატებსაც ეამბორა. მაშინღა შენიშნა:ერთ კუთხეში, იატაკზე დამხობილი მღვდელი ლოცულობდა. მარიასრატომღაც ძალიან მოუნდა მისი სახის დანახვა. შორი-ახლოს გაჩერდა.ცოტა ხნის შემდეგ მლოცველი წამოდგა, ხატს ემთხვია და როდესაცწელში გასწორდა, მარიას შეძახილი აღმოხდა: ეს სწორედ ის ბერი იყო,სიზმრად ნანახი! ხმის გაგონებაზე ბერმა მოიხედა.

- მე მელოდებით?მარიას იმ წამსვე უდიდესი ნდობა და მოწიწება დაეუფლა ამ,

მასზე გაცილებით ახალგაზრდა ადამიანის მიმართ, რომელიც თითქოსასხივებდა სიმშვიდესა და სათნოებას.

- დიახ, მამაო - ძლივს გაიღო ხმა.- მობრძანდით, აქ ჩამოვსხდეთ - კედელთან მდგარ, გრძელ სკამზე

მიუთითა.- თქვენ, მგონი აქ ადრე არ ყოფილხართ.- დიახ, მამაო, პირველად ვარ.- მონათლული თუ ხართ?- დიახ.- სახელი?- მარია.- დიდებულია! მე მამა პეტრე ვარ. აბა, მომიყევით თქვენი ამბავი,

ეგების ჩავწვდეთ არსს იმ უცნაური ნიშნისა, რამაც დღეს აქმოგიყვანათ.

ამ სიტყვებმა მარია გააოცა: ნუთუ მან იცის მისი სიზმარისშესახებ?!

- შვილო, მე მხოლოდ მტვრის ციცქნა ნაწილაკი ვარ, ყოველივეუფლის განგებით ხდება! - ისევ მოულოდნელად პასუხი გასცა მისნაფიქრალს მოძღვარმა.

იმ, უშორესი, ცხრაასხუთის შობა დღის შემდეგ, წირვა-ლოცვას არდასწრებია, აღსარებასა და ზიარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო.მითუმეტეს, რომ კომუნისტური ხელისუფლება არათუ მლოცველთ,სამღვდელოებასაც სასტიკად ავიწროებდა. ისევ დედისეულიმედალიონი იყო ამ ხნის მანძილზე მარიასათვის ხატიც, ტაძარიც,მოძღვარიც. აქამდე მარიას, თავი ერთ უბრალო, უცოდველ ადამიანადმიაჩნდა, რომელსაც განგება იობივით ათასგვარ განსაცდელსუგზავნიდა და ისიც ბედს შეგუებული, უდრტვინველად იტანდაყოველივეს. მამა პეტრე კი ამბობდა: – უეკლესიოდ, ადამიანისსულიერი სამყარო მიტოვებულ, ჩაბნელებულ სარდაფს ჰგავს.მოძღვართან მისვლით, წირვა-ლოცვაზე დასწრებით, ანუ ეკლესიურიცხოვრების პირველი ნაბიჯების გადადგმით, სარდაფში წვრილი სხივი

43

შემოიჭრება და მის მცირე ნაწილს გაანათებს. ადამიანი ხედავს, იმმცირედშიც კი, რამდენი ნაგავი, რამდენი სიბინძურე, ანუ რამდენიშეცდომა, რამდენი ცოდვაა დაგროვილი. მონანიება, ზიარება, ამსიბინძურისგან ნაწილობრივ განწმენდს ადამიანს. მერე და მერენათელი მატულობს და ადამიანი უფრო და უფრო მეტ ჭუჭყს ხედავსსაკუთარ სულში. ეს ასეა: რაც უფრო მეტად შედიხარ სარწმუნოებაში,მით მეტ საკუთარ ცოდვას ხედავ. და როდესაც იმდენადგაძლიერდები, ანუ იმდენად მოიმატებს ნათელი, რომ დაინახავ, თურა ხდება მთელ სარდაფში, მის ყველა კუთხე-კუნჭულში,დაასუფთავებ, დააწკრიალებ, თავ-თავის ადგილს მიუჩენ ყველა აზრსდა ფიქრს, ანუ არათუ არასწორი ქმედებებისგან, არამედ უკეთურიფიქრისგანაც კი განიწმინდები, მაშინ... – აქ მამა პეტრე ჩაფიქრდაერთხანს და შემდეგ განაგრძო: – მაგრამ ეს მხოლოდ რჩეულთახვედრია...

ერთხელ, როდესაც უკვე მის სულიერ შვილად იწოდებოდა,გაბედა და კითხა: - მამაო, მაშინ, პირველად რომ მოვედი თქვენთან,ისეთი სიტყვები მითხარით, თითქოს ჩემი სიზმარის შესახებ თქვენციცოდით. ნუთუ ეს შესაძლებელია?

- ჩემო მარია, ჩვენ ყველანი ხომ უფლის შვილები ვართ, ხოლოუფლის წყალობით განა შეუძლებელი რაიმე არსებობს? შემინდოსღმერთმა, მე მრავალ ისეთ რაიმეს ვხედავ, რაც ნუ მიწყენ, თქვენთვის,ჩვეულებრივ ადამიანთათვის დაფარულია.

- მაინც, რას მამაო?- ეჰ, ჩემო კარგო, იმდენი საშინელება ხდება შინ, თუ გარეთ, მე ამას

ალბათ, დიდ ხანს ვერ გავუძლებ, გავერიდები. სადმე მთებში წავალ,მივარდნილ ადგილას მოვძებნი გამოქვაბულს, გავეცლები ამქვეყნიურცხოვრებას!

- რას ამბობთ, მამაო, იქ რა გაგაძლებინებთ?!- ნეტავ უფალმა იმდენი ძალა მომცეს, რომ პირველი ნაბიჯი

გადავდგა და ყველაფერი ისევ მის ხელში არაა?!- მამაო, თქვენ ხომ აქ ხართ საჭირო, თუ კი თქვენ წახვედით, მე,

ჩემნაირმა ხალხმა, რა უნდა ვქნათ?!- მარხვა-ლოცვითა და ზიარებით განვძლიერდებით!- და მაშინ, მამაო, სამოთხეში მოვხვდებით?- წმიდა მამა გვაწავლის: „თუ კი გარდაცვალების შემდეგ, ღვთის

წყალობით, სამოთხეში აღმოვჩნდებით, სამი რამ გაგვაოცებსოყველაზე მეტად: ერთი ის, რომ იქ ვერ ვნახავთ იმას, ვინც გვეგონა,აუცილებლად იქ იქნებოდა; მეორე: ვნახავთ იმას, ვისზეც ვერასოდესვიფიქრებდით იქ თუ მოხვდებოდა და მესამე, და მთავარი, ყველაზემეტად ეს გაგვაკვირვებს: მე თავად რით დავიმსახურეო ესოდენი

44

პატივი!“- ეს როგორ, მამაო, ესეიგი, შეიძლება, რომ უწმინდურნი

სამოთხეში მოხვდნენ, ხოლო წმინდანები კი ჯოჯოხეთში?!- არა, მარია, ეს იმისთვის არის ნათქვამი, რომ ადამიანი,

ადამიანური გონებით განსჯის ყოველივეს, ხოლო ,,ჭეშმარიტად,შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი!”

მთელ დღეს ტაძარში ატარებდა. მხურვალედ მლოცველი, ასეთივეთავდადებით შრომობდა: ალაგებდა, რეცხავდა, ტრაპეზარობდა ...

- ქალო, შენ ჩემი ცოლი ხარ, თუ მაგ წვერცანცარასი! - ჩხუბობდაარტაშა, მეზობლების გასაგონად, გუნებაში კი ფიქრობდა: ,,ემანდ, ამჭკუიდან გადასული ქალის გულისთვის, რამე შარს არ გადავეყაროო”.

მარია კი პირველად, ანტონიოს დაკარგვის შემდეგ, თავსბედნიერად გრძნობდა. განსაკუთრებული სიხარულით გულიდღესასწაულების დროს ევსებოდა. მით უფრო თუ ლოცვაღამისთევით იყო: რა საოცარი, აუწერელი სილამაზეა: ტაძარი ღამით,ღამის ტაძარი! ტაძარი, როგორც კიდობანი, შემფარებელი, მხსნელი,უსაზღვრო, უკიდეგანო, წარღვნად მოვარდნილ ცოდვათა ზღვაში.ღამის ტაძარი! იდუმალების შარავანდედით შემოსილნი, თითქოსჰაერში მოლივლივე ბერ-მონაზვნები. მათივ ლანდები, სევდიანსა დაფერმკრთალ ფრესკებს, ნაზად შეზრდილნი. საყდრის სიღრმიდანწყაროს წყალივით გადმოდენილი, ხმა მგალობელთა, შეზავებულიანგელოზთა ფრთების შრიალთან. მირონმდინარე ნათელ-ხატები დასანთლები და კანდელები და მთელი სამყარო, აღვსებული ღვთიურიმადლით ... და შენ, პაწაწა, უმნიშვნელო, უღირსი ყოვლად,თვალცრემლიანი, მოცახცახე, შენდობისა თრთოლვით მთხოვნელი:"უფალო, შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ!”

დაკრძალვის საღამოს, როგორც კი სტუმრები გალაგდნენ,არტაშესის ქალ-ვაჟმა კაბინეტში მიიწვია.

- მარია - მიმართა არტემმა - დასამალი არაა და ამას უთუოდ, შენცგრძნობდი: მე და ჩემს დას დიდად არ გვეხატებოდი გულზე - დასგადახედა, “ხომ კარგად დავიწყეო?!”

ლიზას რეაქცია არ ჰქონდა.- მაგრამ მამაჩვენის სურვილს წინ არ აღვდგომივართ და შენს

საზოგადოებას უდრტვინველად ვიტანდით. მადლობა ღმერთს, მამასეყო გონიერება და რაიმე სახის ქონებაზე შენთვის უფლებები არგადმოუცია! - აქ ისევ დას გადახედა. ის კი კვლავაც გაქვავებულისახით იდგა და მომნუსხავ სიცივეს აფრქვევდა.

- მიუხედავად ამისა, ჩვენ, პატივისცემა მამაჩვენის ხსოვნისა და ისდიდებული აღზრდა, რაც მიღებული გვაქვს სულგანათლებულიდედაჩვენისაგან, უფლებას არ გვაძლევს, რომ სრულიად უსახსროდ

45

დაგტოვოთ და აქედან გამომდინარე, მზად ვართ, გადმოგცეთ,გარკვეული, არც თუ მცირედი თანხა, რაც საშუალებას მოგცემთ,შეიძინოთ საკმაოდ კარგი ბინა და რაღაც დროის განმავლობაში თავიცშეინახოთ. ამასთანავე, ნება გეძლევათ, თან წაიღოთ თქვენიკუთვნილი სამოსელი, გინდ ნივთები, რაც კი მიგიღიათ მამაჩვენისა,თუ სხვათა ხელიდან (ბოლო ორი სიტყვა ხაზგასმით წარმოსთქვა).ვფიქრობთ, ყოველივე ამისათვის ერთი კვირა სრულიად საკმარისიიქნება, რის შემდეგაც, იმედია, მშვიდად გაგვეცლებით - დაასრულატირადა არტემმა და შვებით ამოისუნთქა. შემდეგ უბიდან ქაღალდშიგახვეული ფულის დასტა ამოიღო და მაგიდაზე დადო. ცხადია, მარიამკარგად უწყოდა და-ძმის განწყობა მისადმი. შემოთავაზებულიწინადადება სასიამოვნო სურპრიზიც კი იყო. მართალია, საუბრისტონი და უხამსი მინიშნებები საკადრის პასუხს იმსახურებდა, მაგრამგადაწყვიტა, არ აყოლოდა პროვოკაციებს და წყნარად, საკუთარიღირსების შეგრძნებით უპასუხა: უპირველესად, დიდ მადლობასმოგახსენებთ იმისთვის, რომ თერთმეტი წლის მანძილზე იტანდით,თქვენთვის ესოდენ არასასურველი პროვნების “საზოგადოებას”.შემოთავაზებულ პირობებზე უარს ვერ გეტყვით, ვინაიდან ეს მომცემსსაშუალებას, ხვალვე გაგეცალოთ. თქვენ კი, სრულიად გულწრფელად,გისურვებთ ბედნიერებას და ღვთის წყალობას!

მეორე დღეს მოძღვრისაგან კურთხევა და სახსოვრად, წმიდანიკოლოზის ხატი მიიღო. გამოეთხოვა და ერთი ჩემოდნით ხელში,რაც მთელ მის ავლა-დიდებას შეადგენდა, რკინიგზის სადგურსმიაშურა.

თითქმის ცარიელი მატრებლის კუპეში, მარტო იჯდა. მატარებელიდაიძრა. მარია ფანჯარაში იყურებოდა და ფიქრობდა: რა უცნაური იყომისი ცხოვრება, რაღაც ცალკეული, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელიეპიზოდებისაგან შემდგარი. თან ყოველი ახალი ეპიზოდის დაწყებასაუცილებლად, წინა ეპიზოდის მოქმედ პირთა სამუდამოდგაუჩინარება მოსდევდა:

გამოემგზავრნენ კიევიდან და დავიწყებას მიეცა სანათესავო,იქაური სამეზობლო.

მოიტაცა ჯემალ-აღამ და გაჰქრნენ მშობლები, დები, ემზარი.გამოიქცა ტყვეობიდან - სადღაა მრისხანე ბატონი და მისი

მრავალშვილიანი ცოლები!მერე სადღაც გაქრა შტაბს - კაპიტანი კოვალიოვი.ანტონიო?! მისი უსაზღვრო სიყვარული და გაუყუჩებელი

ტკივილი.აი, ახლა, წამოვიდა არუთინოვებისგან და დარწმუნებულია,

აღარასოდეს მოუწევს თბილისში ჩამოსვლა, მით უმეტეს, მათთან

46

შეხვედრა!მამა პეტრე? მამა პეტრე?!

როგორ მოხდა, რომ ორმოცი წლის მანძილზე ოჯახმა ხმა ვერმოაწვდინა?

ან ჯემალ-აღამ, ყოვლისშემძლე ბატონმა, როგორ ვერ მიაგნო? ეგებარც უძებნია ,,ბერწი ქალი”.

ერთადერთი კანონიერი მეუღლე, გრიგორი კოვალიოვი, ეგებცოცხალი და საღსალამათი, სხვა ქალს ჩაეხუტა იქ, რუსეთსა, თუევროპაში.

განა საოცარი არ არის, რომ ამდენი ხნის შემდეგ, თითქოსგიგანტურ წრეზე ევლოს, კვლავ ბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო მისიტანჯვა-წამებით აღსავსე თავგადასავალი. როგორც გამოსტაცა,მრავალი ათეული წლის წინ, თავზეხელაღებულმა მხედარმა მშვიდსადა უზრუნველ ცხოვრებას, ახლა ეს მატარებელი ისევე აწყვეტილიმიაქროლებს იქ, სადაც მას უკვე აღარავინ ელოდება.

არაფერი უთქვამს, იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ლანჩხუთში,რატომღაც არც მე მიკითხავს ამის შესახებ. ის კი მითხრა, რომ ბათუმშიჩასულმა, არათუ ახლობლებს, მათ კვალსაც ვერ მიაგნო. მხოლოდერთმა მოხუცმა კაცმა გაიხსენა, თურმე, მისი ამბავი: - მაშინ, ხმაგავრცელდა, ვიღაც თათრებს, მოტაცებული ქალი, გზაში ხელიდანდასხლტომიათ და კლდიდან გადავარდნილაო. რადგან დიდი ხნისძებნის შემდეგ, ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს, ასე დაასკვნეს: ეგიქნებოდაო, ალბათ, მარია. თუმცა, ზოგი იმასაც ამბობდა: თავადგამტაცებელთა დაგდებული უნდა იყოსო ეგ ჭორი. მის ოჯახზე ესღათქვა: - მგონი, ასე, ოთხი-ხუთი წლის შემდეგ, გემს გაყვნენოგაურკვეველი მიმართულებით.

P.S. ჩემმა მამიდაშვილმა, თემურმა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს,ასეთი ამბავი მომითხრო: სამსახურში, წლების მანძილზე, ფეხითდავდივარ. მარშრუტიც უცვლელი მაქვს, მაგრამ ერთხელ, რაღაცაზეგანერვიულებულმა, უნებურად სხვა, პარალელური ქუჩისკენგადავუხვიე. მივდივარ უსიამოვნო ფიქრებით დამძიმებული,თავჩაღუნული. უცებ მესმის რუსულად ნათქვამი: - „მიწას რასჩასცქერი, შვილო, თავი აწიე, ღმერთს შეხედე! ღმერთმა დაგლოცოს დაგაგაძლიეროს!“

შემკრთალმა, გაოცებულმა, იქეთ გავიხედე, საიდანაც ხმა მომესმა.მახლობელი კორპუსის ერთ-ერთი ფანჯრიდან ღრმად მოხუცი, რუსისქალი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე თვალებით მიცქერდა და ჩემიმიმართულებით, ჰაერში ჯვარს გამოსახავდა. დიდი მადლობამოვახსენე და საოცრად დამშვიდებულმა, შეუცნობელი სიხარულით

47

აღვსილმა გავნაგრძე გზა. მოგვიანებით გავიკითხე მის შესახებ. მაგასროგორ არ იცნობ, „ბაბუშკა სოფია" მეტად უცნაური ვინმეა: უკვერამდენიმე წელია, ყოველ დილით გამოაღებს ფანჯარას, ასე, ერთი-ორი საათის განმავლობაში გამვლელ-გამომვლელს ლოცავს. მერემიიხურავს სარკმელს და მიეცემა მარტოობას, მეორე დილამდეო.

* * *

ოთხი წლის შვილიშვილს მიასეირნებს მამიდაჩემი, მარიამი,სოფლის ცენტრისკენ. ნაცნობი ქალი შეხვდა.

- გამარჯობა!- გაგიმარჯოს!- ეგ ბავშვი ვინ არის?- ჩემი შვილიშვილია.- რა ჰქვია?- მარიამი.- ჰო, მოგირგეს ნერგი?

* * *

ზარზმის მონასტერი. ბერი გიორგი ზარზმელის დაკრძალვა.ცხედარი სამარეში ჩაუშვეს თუ არა, წვიმა წამოვიდა. ცრიდასევდიანად, ჩუმად. უხმოდ ტიროდა გარშემო მდგომი ხალხიც.როგორც კი ბოლო ნიჩაბი მიაყარეს საფლავს, წვიმა შეწყდა.

თბილისისკენ მომავალს, ბორჯომთან ახლოს, გამიწვიმდა. ცასგავხედე: ის ღრუბელი ვიცანი, ჩვენთან ერთად რომ დაიტირა მამაგიორგი.

* * *

ერთ კროსვორდში ასეთი კითხვა იყო: “თვალის დამცავისითხე”

პასუხი ძნელი გამოსაცნობი არ გახლდათ: ,,ცრემლი”.მაგრამ ...ცრემლი სიხარულის, ცრემლი მწუხარების, ცრემლი სიმწრის,

ცრემლი ბედნიერების... ამათ კიდე – ,,დამცავი სითხეო”!

48

აქტუალური თემა

1992 წელია. ნაბახუსევზე გული გამიხდა ცუდად.- რა მოხდა, რა დაგემართა? - მეკითხება სანახავად მოსული

მეგობარი.- მთვრალი მობრძანდა გუშინ, ბატონო და აი შედეგიც! - დასვა

დიაგნოზი ჩემმა ცოლმა.- მთვრალი არ ვყოფილვარ, ნასვამი ვიყავი! - ვაპროტესტებ მე.- აბა სიმთვრალეს რას ეძახი შენ?- რას და, მეორე დღეს რაღაც-რაღაცეებს თუ ვერ ვიხსენებ, ესე იგი

მთვრალი ვიყავი.- და გუშინდელი ყველაფერი გახსოვს? - ჩამისაფრდა ცოლი.- დიახ - ვპასუხობ ცოტა შეეჭვებული.- მაშინ, ერთი გვითხარი, სახლში რომელი გზით მოხვედი?- რომელი გზით და არჩევნების გზით, რა, სამხედრო

გადატრიალება მოგიწყე თუ?!

* * *

- მამაო, მონასტერში ტელევიზორი თუ გაქვთ?- რას ამბობ, ბიჭო, ,,საფარაში" ტელევიზორი კი არა, სარკე არ

აჩვენებს!ეს, მამა საბაა, ძალიან ენამახვილი და საყვარელი ადამიანი.

ასეთი ამბავი მომითხრო: ვარძიაში ყოფნის დროს ერთმა ქალმამომმართა: - მეზობელი სოფლიდან ვარ. სტუმრები მყავს აჭარიდან დათუ შეიძლება, გაგვიწიეთ მეგზურობაო. უარს როგორ ვეტყოდი.თითქმის ორი საათი დავყვებოდი. ვუამბე ყველაფერი, რაც კიმონასტრის შესახებ ვიცოდი. სტუმრებზე მეტად ეს ქალი იყოგაკვირვებული და აღტაცებული:

- ამ სოფელში დავიბადე, ორმოცდაათი წელი აქ გავატარე დავარძიაში პირველად ვარ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ასეთიდიდებული რამ თუ იყო!

ვეღარ შევიკავე თავი და ვუსაყვედურე:- შე დალოცვილო, ან ბავშვობაში პეპელას არ გამოკიდებიხარ?

ან ხბო არ დაგკარგვია? აქამდე ვარძიაში როგორ არ მოხვდი?!

49

სიბერე ის ასაკია, როდესაც შენგან მხოლოდ ისღა უკვირთ, რომჯერ კიდევ ცოცხალი ხარ.

* * *ხომ უცნაური სიკვდილია: მოხუცი მანდილოსანი, საძინებელი

ოთახიდან სააბაზანოსკენ ნელი, ფრთხილი ნაბიჯებითმიემართებოდა. წინ შვილი მიუძღოდა. უცებ შვილმა იგრძნო, რომრაღაც ხდებოდა. მოიხედა. დედა ოთახის შუაგულში გახევებულიიდგა.

- დედა, რა დაგემართა?- გული გამიჩერდა - თქვა და უსულოდ დაეცა.

* * *ბოდბეში, ბაზრობაზე, ვირშებმული ურემი "შემოაგელვა" კაცმა.

ვიღაც ახალგაზრდა წაელაზღანდარა:- ძიავ, არ გაყიდი ვირსა?- როგო არ გავყიდი, მაგრამა, მერე მამაშენი შაინახამს ორ ვირსა?!

* * *ვასიას არათუ სიმღერა, მოსმენაც კი არ ეხერხებოდა. ვერც იმან

უშველა, რომ მისი პირველი ცოლი მუსიკათმცოდნე იყო. აი, მის ვაჟსკი, რომელიც მეორე ცოლისგან შეეძინა, შესანიშნავი სმენა აღმოაჩნდა,რაზედაც ვასიამ ასეთი კომენტარი გააკეთა: - კაცო, მე არ მაქვს სმენადა ჩემ ცოლს. ამ მიშიკოს საიდან უნდა ჰქონდეს? ეტყობა ჩემიპირველი ცოლისგან გამოყვა!

* * *ჩემი უბნელები, ვაჟა და მერაბა, ალკოჰოლს „ზომაზე მეტად“

ეტანებიან, თუმცა, უაღრესად წესიერი, განათლებული და დახვეწილიიუმორის მქონე კაცები გახლავან. ამასწინათ, ვაჟა მაჩერებს ქუჩაშიმიმავალს:

- მოიცა, კარგი რამე უნდა გითხრა. გუშინ, „გრადუსში“ ვართ,რა და აბა სხვა რა საქმე გვაქვს: „ქალაქობანას“ ვთამაშობთ. ხო და, ასო„ს“-ზე, მერაბამ, იცი რა დამიწერა? „სტუდქალაქი“! თან ერთი საათიმაწვებოდა: მართალი ვარო! ჰა, აზრზე ხარ, ტო?!

50

* * *ნათესავი ბიჭი მოვარდა აქოშინებული: - ნოდარ, მიშველე!- რა მოხდა?- ბავშვობის მეგობარი ჩამოვიდა მოსკოვიდან. იქ მაგარი

ბიზნესი აქვს, დიდი ფული იშოვნა. რომ გაიგო ჩემი გაჭირვება,მითხრა, საქმეს თუ მაჩვენებ, ასი ათასი დოლარი შემიძლია მოგცეო!

- მერე?!- რა საქმე ვაჩვენო, მასწავლე რამე ბიზნესი.- ასე უცებ რა გითხრა. ერთი სამი დღე მაცალე და რაღაცას

მოვიფიქრებ.- აბა, შენ იცი! - გამამხნევა და გავარდა.იმავე საღამოს მეგობარი მესტუმრა, რომელიც სწორედ იმით

გამოირჩევა, რომ დღეში, საშუალოდ, ათი კომერციული იდეა მოსდის,ოღონდ რეალიზაციის საშუალება არ აქვს.

- გიზო, ასი ათასი დოლარი რომ მოგცენ, რას გააკეთებ?- რას გავაკეთებ? გადავიდებ ფეხს ფეხზე და ვიცხოვრებ

ბედნიერად, არ მეყო, მთელი ცხოვრება რაც ვირივით ვიმუშავე?!აი, ასეთი ,,ბიზნესი” მოიფიქრა!

* * *,,მარშრუტკის” ზოგიერთი უწესო მძღოლი ცდილობს, კოლეგას

გადაასწროს, რათა მგზავრები წაართვას. ერთი ასეთი კახელი მძღოლი,რამდენჯერმე გააფრთხილეს: - ეგრე ნუ შვებიო. ის კი სულ ცოლ-შვილს იფიცებდა: - რას ამბობთ, მე გრაფიკით დავდივარო.

ერთხელაც, „ფაქტზე დაიჭირეს“ წაუთაქეს, თან გალანძღეს: - შეუნამუსო, ცოლ-შვილს როგორღა იფიცებდიო?!

ამან კიდე: - მა, ცოლ-შვილი რისთვინ მინდა, გაჭირვებაში თუარ გამომადგაო!

* * *ექვსი შვილი ჰყავდა, ექვსივე გოგონა. უფროსი რომ გათხოვდა,

თავს იიმედებდა: შვილიშვილი მაინც მეყოლება ბიჭიო. მოვიდა დროდა ისიც გოგო დაიბადა! სადღესასწაულო სუფრაზე, ჭიქა აწია, ჭერსახედა და დაიძახა: - გმადლობ შენ, ღმერთო, რომ სიძე მაინცშემახვედრე ბიჭი!

51

* * *,,ლაღიძის წყლებში” შევედით მე და ვახო:- ეჰ, სადღაა ისეთი წყალი, ადრე რომ იყო! - ჩაილაპარაკა ვახომ.- ეჰ, აღარც ჩვენ ვართ ისეთები, ადრე რომ ვიყავით! -

ჩავილაპარაკე მე.

* * *უსაქმოდ იყვნენ, ხო და ერთმა მოიფიქრა: „მოდი, ჩვენი

სოფლის ბოზების სია ჩამოვწეროთო“.სოფელი დიდია, ამიტომ გადაწყვიტეს: უბნების მიხედვით

მივყვეთ, რომ ვინმე არ გამოგვრჩესო. ერთი ზის და წერს, მეორე კი -თავზე ადგას და კარნახობს.

ერთი უბანი „აღწერეს,“ მეორე ...- ეს „ხანდაკები“ ხომ მოვრჩით, გადავიდეთ „ნაფუძრებზე“ -

ამბობს ფეხზე მდგომი.- არა, მანდ ერთი კიდევ დარჩა - ამოხედა მწერალმა.- ვინა?- არის ერთი.- ჩემ დაზე იძახი არა? - შეცბა მოკარნახე - ჩაწერე, მაგის ..!ვერ გააპარა!

* * *ერთი ნაცნობის შვილს, მეოთხე კლასელ გოგონას, სკოლაში

დასაწერად მიცეს თემა: ,,ჩემი მამა.” ბავშვმა ჩამოთვალა საყვარელიმამიკოს ღირსებები: რომ ის ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე კეთილი,ყველაზე მამაცია და ასე შემდეგ. ყოველივე ეს დააგვირგვინა ასეთიგენიალური ფრაზით:

,,მე სანამ დავიბადებოდი, სულ ვოცნებობდი, რომ ასეთი მამამყოლოდა!”

* * *ზესტაფონში მიამბეს: ძაღლი ჰყავდათ საკუთარი სახლის

ეზოში, კავკასიური ნაგაზი, უჭკვიანესი. მეორე სართულის ფანჯრისრაფაზე, წამით უყურადღებოდ დატოვებული, ორი წლის ბავშვიაცოცებულიყო. ფანჯრიდან რომ ვარდებოდა, მაშინღა შეასწრესთვალი. უცებ, ძაღლმა კედელთან მიირბინა, გულაღმა დაწვა დასხეული შეაგება!

ბავშვი გადარჩა. ძაღლმაც ერთ კვირაში მოიკეთა.

52

* * *

- საშობაოდ ღორი ვიყიდეთ მე და მამაჩემმა - მიყვება ერთიკახელი - მანამდე არ გამეგონა: თურმე ზოგ ღორს ეგეც სცოდნია:ქათამი აღარ გაგვიჩერა ეზოში. ჭამდა კაცო, ქათმებს ჭამდა! რა უნდაგვექნა, ვადაზე ადრე დავკალით. გავიდა რამდენიმე დღე.

- აბა, იგრე ხო არ დავრჩებით - წავიდეთ, შვილო, სხვა ვიყიდოთ- მეუბნება მამაჩემი. წავედით.

ღორი კი ბლომად იყო ბაზარში, მაგრამ გვეშინია, კიდევ არშევცდეთ. ამიტომ ეშმაკობა ვიხმარეთ, ყველას ვეუბნებით:

- იგეთი ღორი გვინდა, რო ქათამსა ჭამდეს.უკვირთ და ვუხსნით: - მეზობლის ჯინაზე, ანდე იეგეთი

გვჭირდება.ერთი ღორი მოგვეწონა, თვალი ზედ დაგვრჩა. ძვირსაც არ

აფასებდა პატრონი. ვუთხარით ჩვენი ,,ვერსია”.- არა - იუარა პატრონმა - ჩემ ღორს ეგეთი რამე არა სჩვევია.- აბა, ჩვენ ეგეთი გვინდა – არ უტყდება მამაჩემი.- ჰოო, არა, მაშინ ეს არ გამოგადგებათ.- კარგი, აბა, კარგა იყავ! – გამოვტრიალდით და სხვა ღორისკენ

მივდივართ. ერთიც იმ კაცის ხმა გვესმის: - ჯო, აბა ერთი აქეთმოიწით.

მივედით: - რა არი?- მართლა ეგეთი გინდათ?- მართლა, მა ტყუილათ?!- მაშინ წიყვათ, შვილო, იგეთია, გაფრენილს იჭერს, მე ამის

დედა.. ამისი!

* * *- პოლიციელი გვყავ ერთი, იცი რა ქვია? “არ აჭამოთ, ნაჭამია”.

- ეგ რანაირი სახელია?- რა ვი, აბა, ბავშვობიდანვე იგეთი მსუქანი ყოფილა. დედამისი

კიდე, თურმე, სულ უკან დასდევდა და მეზობლებსა, თუ ნათესავებსეხვეწებოდა - ,,არ აჭამოთ, ნაჭამიაო!” ხო და, შერჩა მეტსახელადა!

53

* * *ყასუმა გვყავდა უბანში, ვერაზე, აზერბაიჯანელი. გარბის

ერთხელ პეტრიაშვილის ქუჩაზე, თავდაღმართში.- რა არი ყასუმ, მოხდა რამე? - უძახიან ქუჩის მეორე მხრიდან

..ბირჟავიკები”- ძაღლმა მიკბინა, ტო, იქ მივდივარ რა, ნემსი უნდა გავიკეთო.- სად, პოლიკლინიკაში?- არა, ტო, ტრაკში!

* * *პატარა ნინოს, პაპამისი, მეზობელთან აგზავნის ფულის

სასესხებლად. ნინო უარზეა: მრცხვენიაო.- შენ რათ გრცხვენია, გოგო, უთხარი, პაპამ გამომგზავნა-თქო.- შენ წადი და უთხარი, ნინომ გამომგზავნა-თქო!

* * *ნათესავი მყავდა სტუმრად, ახალგაზრდა კაცი. პატარა სუფრა

გავშალეთ. დავილოცე, ჭიქა გამოვცალე. ისეთი დიდებული ღვინოიყო, აღტაცებით შევძახე:

- შენ გენაცვალე, ნამდვილი მირონია!- ნოდარი ბიძია, ასე ძალიან გიყვართ ღვინო? - მეკითხება

ვახტანგი.- უჰ, ჭკუას ვკარგავ!- აი, ხედავ? - საუბარში ჩაერთო ჩემი ცოლი - ადრე ჩემზე

კარგავდი ჭკუას, ახლა კი - ღვინოზე!- ეჰ, არც მაშინ მქონდა ჭკუა და არც ახლა მაქვს!

* * *ბეჟანს მეზობელი სოფლის კაცებთან ჩხუბი მოუვიდა და

გამწარებულმა ასეთი რამ უთხრა:- ბიჭო, გრიბოედოვმა ერთი ჩვენი ქალი იხმარა და ძეგლი

დაუდგეს. რაც მე თქვენი სოფლის ქალები მყავს ნახმარი,პატივისცემით მაინც მომეპყარით, ძეგლის დადგმას ხომ არ გთხოვთ!

54

* * *ქუთაისში, ერთერთი მაღაზიის ვიტრინაში გამოფენილ

ჭურჭელს, ასეთი წარწერა ..ამშვენებდა”: „ჩაის სერვიზი კოფეზა“.

წნორში, სურსათის მაღაზია ეპატიჟება მყიდველს:„არაყი, ღვინო, შხამქიმიკატები!“

ამბროლაურში, წარწერა აბანოს კარზე:„აბანო მუშაობს დღეს, ხვალ და ზეგ.“

წარწერა ახალციხის აბანოში:,,აბანო - 2 ლარი, ბავშვი - 1 ლარი”

წარწერა „მეიდანში“, გოგირდის აბანოს შესასვლელთან:,,სასტიკად აკრძალულია საპირისპირო სქესის ადამიანთა

ჯგუფური ბანაობა.”

,,შემოვიდნენ წითლები...”

ჰო და, შემოვიდნენ გურიის ერთ-ერთ სოფელშიც. არის დიდიწიოკობა: ერთმანეთში ირევა სროლის, გინების, წყევლის ხმა. ერთმაწითელარმიელმა, მეთაურის დავალებით, თანასოფლელი კი არა და,,თლათ კარის მეზობელი” გაიგდო წინ, დასახვრეტად. გაცდნენსოფლის ბოლოს, გადაიარეს პატარა ღელე, ტყეში შევიდნენ,გადალახეს კლდოვანი ხევი, ერთი ბორცვი, მეორე... მოუტრიალდაგატანჯული ტყვე და შეჰღაღადა:

- შე უღმერთო, თუ მკლავ, მესროლე და გაათავე, ამდენს რაღასმაბღოტიალებ!

- წადი, ფეხი გაადგი, შენ რა გენაღვლება, კი დარჩები იქ, მევიკითხო, ეს გზა უკან რომ მაქვს გასავლელი! - დაამადლა სიკვდილი.

55

* * *გივიმ გაიხსენა სტუდენტობის დროს მომხდარი ამბავი: ლექცია

გვქონდა ,,დიდ აუდიტორიაში” რამდენიმე ჯგუფს. ეს იყო ,,გეპეი”-სპირველ კორპუსში, ორი სართულის გამაერთიანებელი, დაქანებულიაუდიტორია. შემოვიდა ლექტორი, ახალგაზრდა კაცი, რომელსაცსტუდენტები დიდ პატივს ვცემდით. სანქცია სახეზე ეწერა: საშინელი,,პახმელია”! დაჯდა მაგიდასთან და თავი ხელებში ჩარგო. კარგა ხანსიჯდა ასე. ჩვენ გასუსულები ვისხედით. ბოლოს, გაჭირვებით ასწიათავი. უკან, დაფისკენ მიიხედა: - ცარცი არ გვაქვს? მიდი, თუ ძმა ხარ,მოიტანე - მიმართა მის წინ მჯდომ ერთ სტუდენტს.

ბედის ირონია იმაში მდგომარეობდა, რომ ის ბიჭიც მასავითგათიშული გახლდათ, იგივე მიზეზით. ალბათ ამის გამო იყო, რომსტუდენტი, იმის მაგივრად, რომ იქვე, მახლობელი კარიდანგასულიყო, ზემოთ, აუდიტორიის ბოლოში, მეორე კარისკენ შეუყვაკიბეს. ათიოდე წუთის შემდეგ იღება ქვედა კარი, რომელშიცგამოჩნდება იმ სტუდენტის თავი და ისმის საოცარი შეკითხვა: - მას,ცარცი ხომ არ გაქვთ?

- არა, არა, ჩვენც ვეძებთ - თავის აუწევლად პასუხობსლექტორი.

- ბოდიში, მას! - კარი იხურება.გადის კიდევ რაღაც დრო. შემოდის იგივე სტუდენტი, ახლა

უკვე ზედა კარიდან. ჩამოივლის კიბეს, მიდის ლექტორთან დამოახსენებს: - მას, მთელი კორპუსი შემოვიარე და ცარცი ვერ ვიშოვე.

- ჰო, სხვებიც ეძებდნენ. დაჯექი, დაჯექი - ამოიხვნეშალექტორმა.

წარმოიდგინეთ, ჩვენ რა დღეში ჩავცვივდებოდით!

* * *- დათუნა, ხვალ სკოლაში არ მიდიხარ.- რატომ?- ხვალ ოცდაექვსი მაისია - ,,დამოუკიდებლობის დღე”.- დამოუკიდებლობის დღე? რა კარგია, ესეიგი ხვალ რასაც

მინდა იმას გავაკეთებ?!

* * *90–იანი წლებია. მთვრალი კაკო ,,ბუინობს":- ესაა ცხოვრება?! წყალი მოვიდა - გაზი წავიდა; გაზი მოვიდა -

წყალი წავიდა. ეგებ მე გაზიანი წყალი მინდა, ტო!

56

* * *- ნოდარ, რა ხდება პოლიტიკაში, რას მეტყვი კაის? -

ტელეფონში ამერიკიდან მომძახის, რუსიკო.- ეჰ, რა ვიცი, რა გითხრა, კაი არაფერია.- კი, მარა, შენ არ იყავი, რომ მამხნევებდი და მაიმედებდი?- რა ვქნა, რუსიკო, მასე მაიმედებდნენ და მამხნევებდნენ

ექიმები დედაჩემზე, მარა, კი მოკვდა!

* * *ოსიკო პაპას უთქვამს: - საქმე ვირია, დგას და გიყურებს.

გაუჯავრდები - წავა. არა? - დგას და გიყურებს.

* * *რეზოს გოგნიაშვილს სოფელში ძმაკაცი ჰყავდა, სოსო.

გაზაფხულის ერთ თბილ, ლამაზ დღეს, ვენახში მუშაობის დროს,გული გაუხდა ცუდად. საღამოს ოჯახის წევრებმა რომ მიაკითხეს,ასეთი სურათი დახვდათ: ვენახის ბოლოზე, ხის ძირას მიწოლილიგარდაცვლილიყო სოსო. ღიმილშერჩენილ სახეზე მშვიდი, ალერსიანი,ჟუჟუნა წვიმა ეპკურებოდა.

არ არის სანატრელი სიკვდილი?!

* * *ჩემი საბრალო, მოხუცი დედა,თვალ და ხელს შუა დნება და დნება.უჭირს დგომა და დაჯდომაც უჭირს,უჩივის მუხლებს, აწუხებს კუჭი.

ბუზღუნებს, როცა წვიმაა გარეთ,როდესაც ქარი აწვალებს კარებს,აწუხებს ყინვა, აწუხებს სიცხე,ათჯერ მონაყოლს თავიდან იწყებს ....

და მაინც, ისევ, შფოთავს ჩემს გამოდა ისევ, ჭკუის სწავლებას ლამობს.თან ეს სიცოცხლე მობეზრდა თითქოსდა თან სიკვდილზეც, ვგრძნობ, შიშით ფიქრობს.

ჩემი საბრალო, მოხუცი დედა,თვალ და ხელს შუა დნება და ქრება.

და გაქრა...

57

მამა ელისე

1995 წლის დეკემბრის დასაწყისში, ღვთის წყალობით, მოვხვდიკორცხელის მონასტერში, რომელიც ზუგდიდიდან ათიოდეკილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აქ უმშვენიერესი ბუნებისწიაღში მდებარეობს, მეათე საუკუნის, მცირე ზომის ტაძარი. აქვე იყოხით ნაგები, მონასტრის შენობა, ბერების საცხოვრებელი.

იმ დროს, აქ ცხოვრობდა რამდენიმე მორჩილი და ბერი, მათშორის: მამა ანდრია(გვაზავა, ამჟამად გორი-სამთავისის ეპისკოპოსი);მამა ბარსანოფი(მაზმიშვილი), მამა სიმონი და მამა ელისე (ბელქანია,შემდგომში იღუმენი), რომლის ხსოვნასაც მინდა მივუძღვნარამდენიმე სტრიქონი.

მამა ელისე, ისევე როგორც მამა ანდრია, სოხუმიდან გახლდათ.მისი მშობლები, აგრეთვე უფროსი ძმა, მამა ბენიამინი(ამჟამადმარტყოფის მონასტრის წინამძღოლი), უაღრესად ღვთისმოსავი დასათნო ადამიანები არიან. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, თავადმამა ელისეს, ახალგაზრდობაში ძალზე არეული ცხოვრებითუცხოვრია და რომ არა მოულოდნელად გაჩენილი ინტერესიჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი, მისი ცხოვრების გზა მონასტრისნაცვლად, ციხისაკენ მიემართებოდა. აფხაზეთის ომის შემდეგ ბერიელისე, მეგობრებთან ერთად, ზუგდიდში აღმოჩნდა, საიდანაც მეუფედანიელის კურთხევით კორცხელის მონასტერში დასახლდა.

აქაური ტაძარი, რომელიც სოფელ კორცხელის სასაფლაოზემდებარეობს, მრავალი ათეული წლის მანძილზე ხან საწყობად, ხანთავლად გამოიყენებოდა და არც რაიმე საცხოვრებელი არსებობდა მისმახლობლად. ახლგაზრდა ბერების მუხლჩაუხრელი შრომითა დარამდენიმე სოფლელის დახმარებით, ტაძარი გასუფთავდა დამოწესრიგდა, აიგო საცხოვრებელი შენობა. ერთი წლის განმავლობაში,წირვა-ლოცვის ჩასატარებლად, ზუგდიდიდან მეუფე დანიელიამოდიოდა. 1996 წლის ნოემბერში მამა ელისე მღვდლად ეკურთხა დამონასტრის წინამძღოლობაც მას დაეკისრა. მრევლი დიდი არ იყო:ორიოდე მამაკაცი და ოთხი-ხუთი ქალი თუ მოვიდოდა წირვაზე. ამისერთ-ერთი მიზეზი, სამეგრელოში გავრცელებული, ე.წ. “ბატონების”თაყვანისცემა იყო, რასაც მეორე უბედურება, “იეღოველთა” მოძალებაცდაემატა. ,,ბატონებს” ანგელოზებს ეძახიან. არიან ასეთი ადამიანები,რომელნიც ამბობენ, რომ მათ ეცხადებიან ანგელოზები, რომელთაკარნახითაც ისინი სხვადასხვა სასწაულებს ახდენენ. მართალია,რიტუალების დროს ეს ადამიანები სანთელსაც ანთებენ და სახლში

58

ხატებიც უსვენიათ, მაგრამ აშკარაა, რომ ყოველივე ამაში სატანურიძალები ურევია. ამის დასტურად მოვიყვან ერთი ახალგაზრდისმონათხრობს, რომელიც სწორედ კორცხელის მონასტერში, მისგანმოვისმინე:

გიგა (ასე დავარქვათ მას პირობითად), ზუგდიდის რაიონისერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. დედამ იგი მართლმორწმუნექრისტიანად აღზარდა. იცავდა მარხვას, დადიოდა ზუგდიდისეკლესიაში, ესწრებოდა წირვა-ლოცვას, ეზიარებოდა. მაგრამ ერთხელ,სიზმრად, უცნობი მოხუცი ქალი გამოეცხადა: ,,შენ კარგი ბიჭი ხარ,მინდა დაგეხმარო. ისე მოვაწყობ, რომ შენს ღარიბ ოჯახს, შენიწყალობით, შემოსავალი გაუჩნდეს. გააკეთე რასაც მე გირჩევ დაყველაფერი კარგად იქნება.”

მართლაც, მოხუცის დახმარებით, რომელიც თავიდან მხოლოდსიზმარში, შემდეგ კი ცხადშიაც ეჩვენებოდა, ბიჭმა, მალე მახლობელსოფლებში სახელი გაითქვა. მოჰქონდათ, ვისაც რისი საშუალებაგააჩნდა: ფული, ქათამი, ფქვილი, გოჭი. ,,ბატონი” ასწავლიდა,სახვადასხვა ბალახებისაგან წამლების, ჯადოს მოსახსნელი დაშესალოცი ნაყენების დამზადებას; კარნახობდა დაკარგულიადამიანების ადგილ-საყოფელს; აფრთხილებდა მოსალოდნელიხიფათის შესახებ. ვთქვათ, ოჯახურ სუფრასთან ისხდნენ ყველანი:დედ-მამა, ძმა, დები, ბებია. უცებ ქალი მის გვერდით გაჩნდებოდა დაუწყებდა ლაპარაკს, თუმცა ვერავინ, გიგას გარდა ვერც ხედავდა დავერც ხმას ისმენდა. ეკლესიაში სასიარულოდ დრო აღარ რჩებოდა.ქალი ამშვიდებდა: არა უშავს, სახლში ილოცე, მღვდლები მაინცსანდონი არ არიანო. მერე: ხატები რა საჭიროა, გულში ლოცვას მეტიძალა აქვსო. მერე: სანთელს, მკითხაობის, შელოცვის დროს რომ ანთებ,ისიც საკმარისიაო და ა.შ. მალე ეკლესიისკენ გახედვაც აღარ უნდოდა,მთლიანად ,,ბატონებს” დაემონა. თუმცა საჭმელ-სასმელი აღარუჭირდათ, ოჯახური მყუდროება დაირღვა: ჯერ ერთი, ყოველდღეუამრავი მომსვლელის გამო სახლში გამუდმებული გნიასი იდგა; მერე,აღარ იყო ძველებური სიამ-ტკბილობა: ჩხუბობდნენ და-ძმანი,ჩხუბობდა ცოლ-ქმარი, დედამისს თავადაც უჯავრდებოდა, ეკლესიაშისიარულს უშლიდა. მაგრამ ერთხელ ...

ფეხით მიდიოდა იმ გზაზე, რომელიც კორცხელის მონასტერსახლოს ჩაუდიოდა. რაღაც ძალამ ტაძრისკენ გაახედა. უსაშველოდმოუნდა შესვლა. ორი დღის შემდეგ, თანასოფლელის პირითშეუთვალა ოჯახს თავისი ადგილსამყოფელისა და გადაწყვეტილებისშესახებ. ამჟამად ის, საეკლესიო სახელს ატარებს და უკვე როგორცმღვდელი, ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობს.

59

როგორ არ გაგახსენდება: ,,რაი სარგებელ არს კაცისა, უკეთუშეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს, ანუ რაიმისცეს კაცმან ნაცუალად სულისა თვისისა?“ (სახარება მარკოსისი.8.36-37).

დავბრუნდეთ ისევ კორცხელში: აკი ზემოთაც მოგახსენეთ,ბერების გამუდმებული ლოცვითა და შრომით, მონასტერი დამშვენდა,კეთილმოეწყო. ამ უაღრესად სათნო, მოსიყვარულე ადამიანებისშესახებ, მახლობელ სოფლებში ალაპარაკდნენ. მრევლი დღითიდღეიზრდებოდა. გაჩნდნენ შემომწირველნი და მთხოვნელნიც. ბერებიმადლიერებით ღებულობდნენ ყოველგვარ დახმარებას დაგულმოწყალედ გასცემდნენ. სამი წელი(1995-1998 წ. წ.) ვიმუშავეზუგდიდში და ჩემი საუკეთესო მოგონებანი სწორედ ამ მონასტერსადა მის ბინადართ უკავშირდება. როდესაც საშუალება მქონდა,მონასტერში რამდენიმე დღითაც ვრჩებოდი. ცხადია, ამან ხელიშეუწყო ჩვენს დაახლოებას. ერთად ვლოცულობდით, ვსწავლობდითგალობას, ვსაუბრობდით სარწმუნოებაზე. მღვდლად კურთხევისშემდეგ, მამა ელისე ჩემი მოძღვარი გახდა. 1997 წლის მაისში იგიფოკის მონასტერში იქნა გადაყვანილი, თუმცა ამ დროისთვის მრევლიიმდენად მომძლავრებული იყო, რომ მონასტერში წირვა-ლოცვაარათუ არ შენელებულა, წელიწადში რამდენჯერმე, ორი, სამიავტობუსით ფოკაშიც ჩადიოდნენ.

თბილისში დაბრუნების შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა ისევგანახლდა. როცა მამა ელისე თბილისში ჩამოდიოდა, აუცილებლადშეგვეხმიანებოდა და თუ კი დრო რჩებოდა, სახლშიც გვსტუმრობდა.ორჯერ მეც მომეცა საშუალება მასთან ჩასვლისა.

მონასტერი მდებარეობს ჯავახეთში, სომხეთის საზღვართანახლოს, სოფელ ფოკაში, ზღვის დონიდან 2080 მ. სიმაღლეზე,თავფარავანის ტბის ნაპირზე. იგი გარშემორტყმულია მთებით,რომლებზეც თითქმის მთელი წლის განმავლობაში თოვლი დევს.თავად ტბაც, ხუთი-ექვსი თვით იყინება. ბუნება მკაცრი, მაგრამულამაზესია! ეს ის ადგილია, საიდანაც წმიდა ნინო ვაზის ჯვრითხელში მცხეთისკენ გამოემართა. აქვეა მეთორმეტე საუკუნის, თამარისდროინდელი, შესანიშნავი ტაძარი, რომლისგანაც, იმ დროისთვის,მხოლოდ ოთხი კედელი იყო შემორჩენილი. არათუ ფოკაში, გარშემომდებარე სხვა სოფლებშიც, მხოლოდ სომხები სახლობენ. ამიტომ, მამაელისეს, მამა ბარსანოფთან და ორიოდე მორჩილთან ერთად,მოღვაწეობის დასაწყისში დიდი დაბრკოლებების გადალახვა მოუხდა.ადგილობრივი მოსახლეობა მათ გამოჩენას მტრულად შეხვდა: მათ

60

დიდ საფრთხედ აღიქვეს იმ არემარეში ქართველთა და მითუმეტეს,მართლმადიდებელ ბერთა დაფუძნება. გარდა ამისა, მონასტერსმიეკუთვნა ტბის სამხრეთით მიმდებარე ტერიტორია, რომელსაცაქამდე სოფლის მოსახლეობა საძოვრად იყენებდა. კონფლიქტებიზოგჯერ ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მიდიოდა. ცხადია მამა ელისემისი მცირერიცხოვანი რაზმით მთელ სოფელს ვერ გაუმკლავდებოდა,მაგრამ ბერებს დიდად ეხმარებოდა საპატრიარქოსგან ნაჩუქარი, ორივეებერთელა, კავკასიური ნაგაზი, რომელთაც ცალკე ადამიანებთან დაცალკე სოფლის ძაღლებთან უწევდათ ბრძოლა! მოგეხსენებათ, ძაღლმაკარგის დამახსოვრებაც იცის და ცუდისაც! შემდგომში, როცაურთიერთობები ასე თუ ისე დარეგულირდა, ძაღლებს სომხებისსიძულვილი მაინც შემორჩათ და არათუ იქაურს, ზოგადად,ნებისმიერი მხრიდან მოსულ სომეხს, სხვა ეროვნების ადამიანისგანარჩევდნენ და მის დასაგლეჯად იწევდნენ.

ჩემი პირველი ვიზიტის დროს, ფოკაში მატარებლითგავემგზავრე. სადგურზე რომ ჩამოვედი, დილის ოთხი საათი იყო.სოფელს ეძინა. ბინდ-ბუნდში ვარაუდით გავემართე მონასტრისკენ.უცებ, შევნიშნე, რომ შორიდან ჩემსკენ მოჰქროდა რაღაც შავიღრუბელი. კარგად რომ დავაკვირდი, ხბოს ხელა ძაღლი აღმოჩნდა!ცხადი იყო, ვერსად გავასწრებდი. შიშისა და უმწეობისაგან ადგილზეგავშეშდი. ძაღლი მომიახლოვდა. შემათვალიერა. დამყნოსა. შემდეგშეტრიალდა და მონასტრისაკენ წამიძღვა(მეორე ძაღლი ამ დროსდაბმული ყოფილა).

რას წარმოადგენდა იმ დროს ფოკის მამათა მონასტერი:სინამდვილეში ეს იყო ტბიდან ასე, სამასი-ოთხასი მეტრისდაშორებით, ერთმანეთზე წყვილ-წყვილად მიდგმული რამდენიმევაგონი, რომლებშიც განთავსებული იყო სასადილო, სამზარეულო დასაძინებლები; თავში იდგა კიდევ ერთი ვაგონი, სადაც წირვა-ლოცვააღევლინებოდა. არ არსებობდა არანაირი საყოფაცხოვრებო პირობები,რასაც ემატებოდა, როგორც მოგახსენეთ, საშინელი აგრესიაადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. მიუხედავად ამისა, მამაელისეს თავდაუზოგავი ლოცვის, ღვაწლისა და მონდომებისწყალობით, ხუთი წლის განმავლობაში აშენდა მონასტრის შენობა,დაარსდა დედათა მონასტერი, დაიწყო ტაძრის აღდგენა. რაც ყველაზემეტად გასაოცარი იყო, სოფლის მოსახლეობისათვის მამა ელისეარათუ პატივსაცემი და საყვარელი ადამიანი, “ატეც ელისე” გახდა,რამდენიმე მათგანი მართლმადიდებლურადაც მოინათლა! მასთანმოჰყავდათ უპატრონო და სახლიდან გაქცეული ბავშვები, რომელთანზოგიერთი ეკლესიის სამსახურში დგებოდა; მოჰყავდათ ლოთები დანარკომანები, რომელნიც განკურნებული უბრუნდებოდნენ ოჯახებს;

61

მოდიოდნენ პატიმრობიდან გათავისუფლებული კრიმინალები. ჩემიიქ ყოფნის დროს ასეთი შემთხვევა მოხდა:

საყიდლებზე ახალციხეში გაიგზავნა ერთი ახალგაზრდა,რომელიც თურმე რაღაც დანაშაულისათვის იძებნებოდა. ვიღაცამიცნო, პოლიციას შეატყობინა და დააპატიმრეს. როგორც კი ამისშესახებ შეიტყო, მამა ელისე ახალციხეში გაემგზავრა, თანიმავდროულად, პატრიარქს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.საღამოს ბიჭთან ერთად დაბრუნდა. მე მოძღვრის კელიაშივცხოვრობდი და ძილის წინ ხშირად ვსაუბრობდით. როდესაც ამშემთხვევის გამო ვკითხე:

- მამაო, განა დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს? მიპასუხა:- ცხადია, დამნაშავე სასჯელს იმსახურებს, მაგრამ შენც ხომ

ატყობ, ბიჭი გამოსწორების გზას ადგას, ბერად აღკვეცის სურვილიცგამოთქვა, ციხეში კი, ვშიშობ, სულ სხვა ბედი ელის.

ეძინა დღე-ღამეში სამი-ოთხი საათი. ტანსაცმლიანი მიწვებოდახოლმე საწოლზე გვერდულად, ფეხებს შეიკეცავდა, ხელებს თავქვეშამოიდებდა და ასე ისვენებდა, თითქოს არც ეძინა.

როდესაც მამა ელისეზე ვფიქრობ, პირველ რიგში მახსენდებაასეთი შემთხვევა: მაისის ერთ მზიან, მაგრამ სუსხიან დილას(ტბისნაპირებზე ჯერ კიდევ ყინული იყო), კელიიდან გარეთ გამოსულმაასეთი სურათი დავინახე: ტბის ნაპირიდან ასე ორი სამი მეტრისსიღრმეში ვეებერთელა, შავი ლოდი შედიოდა; ლოდზე იდგა მამაელისე: მაღალი, გამხდარი, გამუდმებული ლოცვისა და ღვაწლისაგანმთლად გაცრეცილი; მსუბუქი ნიავი ჭაღარა თმა-წვერს უფრიალებდა;გარს სიფრიფანა ნისლი ეხვეოდა; თავს რაღაც არაამქვეყნიურინათელი ადგა. გაოცებული, გაოგნებული შევცქეროდი ამ მისტიურჩვენებას: მართლაც, ხომ არ მელანდება-მეთქი! მოულოდნელადშემოტრიალდა, დამინახა, გამიღიმა. ხელის დაქნევით მიმიხმო.

- წყალში ჩადი, პეტრე(ჩემი ნათლობის სახელია) - მითხრა,როდესაც მივუახლოვდი. ტანზე გახდა დავაპირე.

- არ გინდა გახდა, ეგრე ჩადი.წყალში ფრთხილად შევედი, სიცივისგან სუნთქვა შემეკრა. თან

მოძღვარს შევცქეროდი, რათა გამეგო, თუ სადამდე უნდაშევსულიყავი.

- მიდი, მიდი შეცურე! - მიმიხვდა კითხვას.მცირედზე რომ გავცურე, მისი ხმა მომესმა: - კმარა, ახლა აქეთ

მოცურდი.ჩაიმუხლა, თავზე ხელი დამადო: - სახელითა მამისათა -

წარმოსთქვა და მოულოდნელად ჩამაყურყუმელავა. ამიშვა დაგანაგრძო: - და ძისათა - კვლავ დამაწვა თავზე - და სულისა

62

წმიდისათა, ამინ! - მესამედაც ჩამაყურყუმელავა.- ახლა კი გაიქეცი და გამოიცვალე - მითხრა ძალიან თბილი

ღიმილით. კი არ მივდიოდი, მივფრინავდი!დაუვიწყარი იყო ფერიცვალების სადღესასწაულო წირვა,

რომელიც დედათა მონასტერში ჩატარდა:მონასტრისთვის შენობა შეძენილი იქნა ადგილობრივი

ოჯახისაგან. ეკლესია ბაგაში მოაწყვეს(აკი იესოც სწორედ ბაგაში იშვა!),რომელიც სითბოს უკეთ შენახვის მიზნით, მიწის სიღრმეში იყონაშენები დიდი, მრუმე ლოდებით. ლოცვა დაიწყო ღამის ორ საათზე.კედლებზე ციმციმებენ პატარა სანთლები; საკურთხეველზე ბრიალებსკელაპტარი; იატაკი მოფენილია მინდვრის ფერად-ფერადი,ულამაზესი ყვავილებით; ყვავილებისა და საკმევლის გამაბრუებელისურნელით გაჟღენთილია ჰაერი; ჭერში დატანებული, პატარასარკმლის მინაზე, წკაპაწკუპი გაუდის წვიმას; ისმის მონაზონთაგალობის, მამა ელისეს ლოცვის ხმა და ამ ჯადოსნური სამყაროსშუაგულში მე, დაჩოქილი, მარცხენა ხელში ყვავილების თაიგულით,მარჯვენაში სანთლით, თავდახრილი, ცრემლჩამომდინარე, ლოცვებსადა გალობაში დაგვათენდა.

გარდა ფოკის მონასტერში მოღვაწეობისა, პატრიარქისკურთხევით, მამა ელისე პერიოდულად ჩადიოდა კოდორში. უნდაგენახათ, როგორი აღტაცებით საუბრობდა იქაური მრევლის შესახებ:

- საოცარია, საოცარი - ამბობდა ის - არათუ მონასტერი, ერთიპატარა ეკლესია არ გააჩნიათ, მღვდელიც კი არ ყავთ და მაინც,როგორი შინაგანი რწმენის, როგორი მლოცველი და ღვთისმოშიშიხალხია! დიდება უფალს!

გადაწყდა კოდორის ხეობაში მონასტრის დაარსება, რაცსწორედ მამა ელისეს დაევალა. 2001 წლის ნოემბერში, იგი რამდენიმემოწაფესთან ერთად კოდორში ჩავიდა და საქმეს შეუდგა. 5 დეკემბერს,ტყეში, ადგილობრივი ხის მჭრელები მორებს ჭრიდნენ ეკლესიისთვის.მამა ელისე მიხმარებას ცდილობდა. ორჯერ გამოუყვანიათ იმტერიტორიიდან: – აქ თქვენი ყოფნა საშიშიაო. მაინც არ დაიშალა:მორებს ნაჯახით სხეპდა. მალე დაიღალა. იქვე ერთი ხავსიანი ლოდისძირას მიწვა. მოულოდნელად, ზემოთ, მორი მოწყდა და მამა ელისესმიმართულებით დაქანდა. კი დაიძახეს ზემოდან: მოერიდეთო, მამაელისემაც თითქოს წამოიწია კიდევაც, მაგრამ რატომღაც გვერდზეაღარ გაიწია, ადგილზე დარჩა, ფეხზე მდგომი შეხვდა სიკვდილს...რამდენიმე წუთში, გონზე მოუსვლელად აღესრულა.

სვანები გაჯიუტდნენ: ჩვენი მამა ელისე აქ უნდა დაიმარხოსო.მხოლოდ პატრიარქისა და პრეზიდენტის რწმუნებულის ჩარევისშემდეგ დათანხმდნენ ცხედრის თბილისში გადმოსვენებზე.

63

დაკრძალულია მარტყოფის მამათა მონასტრის ეზოში.შეხვედრისა თუ სატელეფონო საუბრის დასასრულს, მამა

ელისე მუდამ ამ სიტყვებით გვემშვიდობებოდა: ,,ილოცეთ ჩემთვის!”

„ესევითარნი არიან შრომანი და ღუაწლნი მისნი. ესევითარნიარიან ეკლესიათათვის მოღუაწებანი მისნი. ესევითარნი არიანნამუშაკევნი და ნიჭნი ოფლთა მისთანანი. ესევითარნი არიანგლახაკთა წყალობისა და ობოლთა შეწყნარებისა ნაყოფნი, ვითარნიმას შვენიან“.

გიორგი მცირე.“ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა“

* * *

ნალოცი წუხანდელიკვლავ კიაფობს კანდელი,ღმერთო, შენ შეისმინელოცვა ცრემლად ნადენი!

* * *უფალო, მომმადლე შენდობა,შენდობა მომმადლე უფალო,სულსა მიანიჭე მშვიდობა,ხორცსა სამყოფელი უბრალო.

მომეც სიყვარულის მადლი მე,მომეც მიტევების მადლი მე,ცრემლი სინანულის მადინე,სიკვდილის გზა გამიადვილე!

უფალო, მომმადლე შენდობა,შენდობა მომმადლე უფალო,განა მე ბევრი რამ მინდოდა:სიცოცხლე მშვიდი და უბრალო.

64

* * *ოთარი ვერელი იყო, ალიკო–ვაკელი. ბავშვობიდან

მეგობრობდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგაც, ერთი დღე ვერძლებდნენ უერთმანეთოდ. ქალაქში ორივეს მაგარი ბიჭის სახელიქონდა. რესტორანში დათვრენ ერთ საღამოს. მერე დიდი ჩხუბიმოხდა. დანამდვილებით არავინ იცის, ამბობდნენ, შემთხვევითო:ალიკას ნასროლი ტყვია ოთარს მოხვდა! ამ დროს მილიციაც გამოჩნდა.ვინ საით გარბოდა და ვინ საით. ოთარი სასწრაფომ წაიყვანა. მეორედილით ძმაკაცები ავიდნენ ალიკოსთან. ეძინა. გააღვიძეს.

- ბიჭო, ეგ რა ქენი?!- რა?- რაღა რა, ოთარი მოკვდა!- როგორ თუ მოკვდა, რა მოუვიდა?- აღარ გახსოვს? შენი ტყვიით მოკვდა!- მოიცა, მოიცა, ოთარი მოკვდა? მე მოვკალი?! - ჩაფიქრდა.

ალბათ, მაშინღა აღიდგინა წინა ღამის ამბები.- ერთი წუთი დამაცადეთ - ჩაილაპარაკა და სააბაზანოსკენ

წავიდა.კარი მიიკეტა და ათიოდ წამში სროლის ხმა გაისმა.არადა, ძაან დიდებიც არ იყვნენ: 19 - 19 წლისანი!

* * *თვითმფრინავში: - ტრაპზე რომ ამოვდიოდით, მაგ კაცმა

იმნაირი დააცხიკვა, თვითმფრინავი კინაღამ აფრინდა!

* * *დიდი ხნის უნახავ ნაცნობს ეძებდა ვაჟა. მისამართი კარგად

ახსოვდა, მაგრამ გვარი და ბინის ნომერი ეეჭვებოდა, ამიტომსადარბაზოში შემოფეთებულ კაცს ჰკითხა:

- უკაცრავად, ბატონო, ღლონტი ან ჟღენტი, ხომ არ იცით სადცხოვრობს?

- ჯიბუტი, ბატონო, ჯიბუტი! აგერ, მესამე სართულზე -მიასწავლა საზრიანმა მეზობელმა.

65

* * *წინა დღეებში ტელევიზიამ გადმოსცა: ფალსიფიკაციის

თავიდან აცილების მიზნით, ამიერიდან ნამდვილი ბორჯომიჩამოისხმება ბოთლებში, რომელზეც ირემი იქნება გამოსახულიო.ნაბახუსევზე ბაზრობაზე მომიწია გასვლა. ყელი მიხმებოდა.გამყიდველს ბორჯომი ვთხოვე.

- მიირთვით, ბატონო - მაწვდის ბოთლს კაცი, რომელიცმკვეთრი მეგრული აქცენტით მეტყველებს. დავხედე: ირემი არ ახატია.- არა, ასეთი არ მინდა.

- აბა, როგორი?- ბოთლზე ირემი უნდა ეხატოს.- კაცო, შენ ბორჯომი გინდა, თუ ირემი?!- ბორჯომი მინდა, მაგრამ ისეთი ბოთლით, ზედ ირემი რომ

იქნება გამოსახული.- ააა, გასაგებია – ეღიმება გამყიდველს - შენ გგონია, ეგ ნაღდია?

აგერ შენ ირმიანი ლიმონათი და აგერ ირმიანი ,,პივა”! - ამოალაგაბოთლები.

* * *ვახო ყაველაშვილს თვალი ატკივდა და მხედველობაც

დააკლდა. რაც დრო გადიოდა, ტკივილი მატულობდა, თან იმთვალიდან თითქმის ვეღარ ხედავდა.

- შარშან, ზუსტად ასე, დედაჩემს ატკივდა თვალი - მეუბნებავახო - ისე განვიცადე, ეკლესიაში წავედი, სანთლები დავანთე დაღმერთს შევთხოვე: ღმერთო, გევედრები, ეგ ავადმყოფობადედაჩემიდან ჩემზე გადმოიტანე-თქო. მართლაც: მე კი დამიავადდათვალი, მაგრამ სამაგიეროდ, დედაჩემი სასწაულებრივად განიკურნა!

- შე დალოცვილო - გადავირიე მე - თუ ასე გისმენს ღმერთი,პირდაპირ დედაშენის განკურნება გეთხოვა, შენ რაღას იუბედურებდითავს?!

* * *შემოქმედი. მამათა მონასტერი: - მამაო, სამი დღის წინ ახლად

ნაყიდი მანქანა რომ მიკურთხე, გახსოვს მაი ამბავი? - გაბრაზებითეუბნება მამა გიორგის ერთი გლეხი.

- კი მახსოვს.- ხოდა, გუშინ ის მანქანა მომპარეს, აბა!- შვილო, მე მანქანა ვაკურთხე, სიგნალიზეცია კი არ

დამიყენებია!

66

ზოგჯერ ღმერთი უღირს ადამიანსაც აძლევს ღირსეული საქმისკეთების საშუალებას!

* * *მამაჩემი კომუნისტების ეპოქაში გაზრდილი, პატიოსანი, მეტად

ღირსეული, განათლებული, მაგრამ აბსოლუტურად ურწმუნო კაციიყო. სიცოცხლის ბოლო წლები მძიმე ავადმყოფობაში გაატარა.

- იმ დილით, გაიღვიძა თუ არა, დამიძახა – მომითხრომოგვიანებით დედაჩემმა – მოდი, რაღაც უნდა გითხრა: – შენ ხომ იცი,ჩემი ურწმუნობის ამბავი. წუხელ, თეთრი წვერ-ულვაშით შემკულიმოხუცი გამომეცხადა. მითხრა: ,,აი, შენ ხომ ღმერთის და იმქვეყნიურიარსებობისა არ გჯერავს. აბა, ახლა წამომყევი, რა განახოო!” წამიყვანადა სულ მომატარა სამოთხე, ჯოჯოხეთი. რაც მე ვნახე, იმას ვერმოგიყვები, ოღონდ ახლა კი დავიჯერე ღმერთის არსებობა! საღამოსგარდაიცვალა.

* * *მაშინ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში ვმუშაობდი. სამეგრელოს

ერთ-ერთ სოფელში, ყოფილ ფერმის შენობაში მცხოვრებ დევნილთამდგომარეობას ვსწავლობდით. კარგა ხანს ვესაუბრეთ იქ შეკრებილოცდაათამდე ადამიანს. თავიდანვე ყურადღება მივაქციე: შორეულკუთხეში, თუნუქის ღუმელთან, თეთრი თმა-წვერით შემოსილიმოხუცი კაცი იჯდა ოდნავ წინ წახრილი, თავჩაქინდრული. ჩვენი იქყოფნის თითქმის ერთი საათის მანძილზე ერთხელაც არ გამოუხედავსჩვენსკენ. მიზეზი ვიკითხე.

- მაგ კაცი არ ლაპარაკობს ბატონო.- მუნჯია?- არა, ბატონო, თვითონ აიკრძალა ლაპარაკი.- რატომ?- მაგ, საცოდავს, აფხაზებმა, მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს,

ჩვიდმეტი ადამიანი: მისი მშობლებიდან დაწყებული,შვილიშვილებით დამთავრებული. თვითონაც მკვდარი იყო, მაგრამმაგის საუბედუროდ, სასწაულებრივად გადარჩა. ხო და, მეხუთეწელია, აღარ ლაპარაკობს.

67

* * *ქართველ კაცს ღვინის სმით როგორ გააკვირვებ, მაგრამ მერაბი,

ვასია, იურა და თემური გამორჩეულად შემძლენი იყვნენ. ყანწი,,,პლაფონი”, ჯამი, ქვაბი, ,,ვაზა”... რას აღარ მოიხმარდნენ სასმისად!ერთ წვეულებაზე ჩემ მოპირდაპირედ მჯდომი კაცი გამომელაპარაკა.შეკითხვაზე:

- რა პროფესიის ბრძანდებითო - ვუპასუხე:- საქონელმცოდნე გახლავართ.- ეკონომისტი?- არა, ბატონო, აი ეგ ,,საქონლები” ჩემი ნაცნობ-მეგობრები არიან

– მივუთითე ბიჭებზე.

* * *- ამას წინათ, ერთ დაწესებულებაში ვიყავი და იცი ვის

მოვკარი თვალი? - ეუბნება ვაჟა ალეკოს - ჯგუფელი რომ გვყავდა,გურამი, მგონი ის იყო. გავიწიე კიდევაც გამოსაცნაურებლად, მაგრამიმან თვალი ამარიდა და ვიფიქრე, ალბათ მეშლება-მეთქი.

- თუ თვალი აგარიდა, ეგ იქნებოდა! - დარწმუნებით პასუხობსალეკო.

* * *მარნეულის ახლოს, ერთ პატარა, ქართულ სოფელში, ძმები

გავიცანი, გვარად ჭეშმარიტაშვილები! აქამდე ასეთი გვარი არ გამეგო.გამიკვირდა, მესიამოვნა.

- ჩვენ ბატონო, წარმოშობით გორის რაიონიდანა ვართ,მეჯვრისხევიდან. ადრე გოგატიძეები ვიყავით - ამიხსნეს კაცებმა - პაპაგვყავდა ისეთი ბრძენი, ისეთი ღირსეული პიროვნება, მეზობელისოფლებიდანაც კი მასთან მოდიოდნენ ჭკუის საკითხავად. თუ რამესადავო საქმე იქნებოდა, სასამართლო ვის უნდოდა?! იმის განაჩენიუტყუარი და საბოლოო იყო! ამიტომ ,,ჭეშმარიტას” ეძახდნენ. ხოდა,რო გარდაიცვალა ის სულგანათლებული, იმის საპატივსაცემოდ, მისმაშთამომავლებმა გადავწყვიტეთ, ჭეშმარიტაშვილებად დავწერილი-ყავით. ასე უნდა იცხოვრო კაცმა!

68

* * *

ბოლოს და ბოლოს, ბოლოს და ბოლოსყველა ნებდება, ყველა წყვეტს ბრძოლას.

ყველა ნებდება ბოლოს და ბოლოს,თითო-ოროლა დარჩება მხოლოდ,

ვინაც არ დათმობს მამულს და ენას,ვინც არ შეიცვლის აზრსა და რწმენას!

ვიღაც აიღებს იარაღს ხელშიდა დაასრულებს სიცოცხლეს ტყეში.

ვიღაც გიჟისას ჩაიცვამს სამოსს,რომ მამულისთვის ასე ეწამოს.

საყოველთაო სიმშვიდის მიღმა,ვიღაც ლოთისას მოირგებს ნიღაბს.

და როგორც ადრე, დარდის არ მჩენი,დაელოდება მამული ჩვენი ...

* * *- ახლა კი მივხვდი, რისი ბრალია ჩემი ასეთი უიღბლობა _

იტკიცა ერთ დღეს შუბლში ხელი ალექსიმ - რამდენი წელია, ცხვარიმყავს შეთქმული წმიდა გიორგისთვის, ვერ იქნა, ვერ დავაყენესაშველი. ხვალვე ავიყვან სალოცავზე და გოუშობ!

სალოცავი ჭრებალოს თავზე, ასე, ხუთი კილომეტრისსავალზეა. თან ისეთ დაკიდულ კლდეზეა საბღოტიალო, ნუ იტყვი! ესცხვარიც რომ გაჯიუტდა და არაფრით არ მიყვებოდა?! მოკლედ,მთლად დაიღლიტა სახე, ხელ-ფეხი, მარა დანაპირები მაინც შეასრულადა კმაყოფილი დაბრუნდა შინ.

მეორე დღეს, საღამოსპირზე, მეზობელი უძახის ეზოს გარედან:- ბოშო, აგერ ცხვარი ნავხე ჩვენ ტყეში, დავკლათ და ვიქეიფოთგემრიელად, რას იტყვი შენ?

უყურებს ალექსი: ის, თავისი შენაწირი არ მოუბრძანებიათოკჩაბმული?

- მამაცხონებულო, შენ თუ იყავი წმიდა გიორგი ვერ მითხარი?ცხვირ–პირი რაღას დამაღლეტიე, აქვე მოგართმევდი მაგ ცხვარს!

69

* * *ახალციხიდან საფარის მონასტრამდე ათი კილომეტრია.

მიყვარს ამ გზის ფეხით გავლა. განსაკუთრებით ლამაზია გზის მეორენახევარი, როდესაც სოფელს გაცდები: მიდიხარ ტყის პირას ლოცვა-გალობით, თან მოგყვება ნაძვების, ყვავილების, ბალახების სურნელი,ჩიტების ჭიკჭიკი, ერთ-ორგან წყაროც შემოგხვდება, ასე გგონია:სასუფევლის გზას ადგახარ! ავიდოდი მონასტერში, გულიანადვილოცებდი, საღამომდე ვისვენებდი და ვბრუნდებოდი უკან. სოფლისდასაწყისში, ერთ ადგილას, დიდი ლოდების გროვაა. ეს სოფლისსამლოცველოა, სადაც წელიწადში ერთხელ, იქაურები იკრიბებიან,საკლავს კლავენ, ღმერთს შეწევნას თხოვენ და დღესასწაულობენ.გადმოცემით, აქ დასაფლავებული ყოფილა მტერთან ბრძოლაშიდაღუპული ცხრა ძმა. სამწუხაროდ, მათი ვინაობა უცნობია.

ვიდრე ტყეს მიადგები, მიტოვებულ ფერმებს უნდა ჩაუარო. ხოდა, ერთხელ, საფარისკენ მიმავალმა, ფერმებს რომ გავუსწორდი,რაღაც საფრთხე ვიგრძენი. გავიხედე ხელმარცხნივ და რას ვხედავ:ვეებერთელა ქართული ნაგაზი მოჰქრის ჩემსკენ. ეს ძაღლი აქ მრავალიწლის წინ მოუყვანიათ მწყემსებს. ფერმის დაშლისა და გაუდაბურებისშემდეგ, ძაღლმა სადარაჯო არ მიატოვა და აქვე დარჩენილა. გაქცევასაზრი არ ჰქონდა. გავშეშდი ადგილზე. მოვიდა, დამყნოსა, გარშემოშემომიარა და ფეხებთან დამიწვა. ოდნავ გატოკებაზეც კი თავს მაღლასწევს და საშინელი ხმით მიღრენს: განძრევის საშუალებას არ მაძლევს!ვიდექი ასე, ალბათ თხუთმეტი-ოცი წუთი. მერე, როგორც ადამიანს,დავუწყე ლაპარაკი:

_ აბა, თუ ხვდები, რას აკეთებ: მე ღვთის სახლში მივდივარსალოცავად, შენ კი მაბრკოლებ. ჭკვიანი ძაღლი სჩანხარ, ამდენიროგორ არ უნდა გესმოდეს?!

ერთი ამომხედა. მერე წამოდგა და ფერმისკენ დინჯადგაემართა, მე კი გზა განვაგრძე.

70

* * *

1991 წლის შემოდგომაზე ეროვნულმა მთავრობამ თხოვნითმიმართა მოსახლეობას: ყურძენი სახელმწიფო ღვინის ქარხნებშიჩაებარებინათ.

მამიდაშვილი ჰყავდა რეზო გოგნიაშვილს ყვარელში, გივი,საუკეთესო ვენახების პატრონი. მიადგნენ კერძო შემსყიდველები,მაგრამ უარი უთხრა:

- არა ვყიდი!- რათა, კაცო?- რათა და იმათა.- მა ამდენ ყურძენს რას უპირებ?- უნდ ჩავაბარო.- კაცო, ჩვენ უფრო მეტს გიხდით, თანაც ახლავე, ნაღდ ფულს!- უნდ ჩავაბარო! - იყო გივის საბოლოო პასუხი და ვინღა

გადაათქმევინებდა!დიდი წვალებით იშოვნა მანქანა, დატვირთა. კი მიიტანა

ქარხნამდე, მაგრამ იქ იმხელა რიგი დახვდა, ისეთი ორომტრიალი,სულ თავბედი აწყევლინეს. იქაც მიაკითხეს კლიენტებმა:

- კაცო, დაფიქრდი, ცოდოა შენი ყურძენი ქარხანაშიჩასაბარებლად, გამოდი მაგ რიგიდან, გვითხარი რამდენი გინდა დაგაძლევთ!

- უნდ ჩავაბარო! - გაჯიუტდა გივი და როცა იქნა, როგორც იქნა,ჩააბარა კიდევაც.

საღამოს, შინაურულ სუფრაზე, რეზომ ჰკითხა:- გივი, მაინც რა აჩემება იყო ამ ყურძნის ჩაბარება?- ჯო, ზვიადმა გვთხოვა, ,,სახელმწიფოს ჩააბარეთო”, უჭირს

ქვეყანას, იმ კაცს ვერ დავაღალატებდი!ეს ამბავი რეზომ თბილისელ ნაცნობს მოუთხრო, იმან - მუხრან

მაჭავარიანს, მუხრანმა კი - თვით პრეზიდენტს. გული აუჩუყდათურმე ზვიადს და თვალები აუცრემლიანდა!

ახლა ეს ამბავი წამოვიდა იმავე არხებით უკანა გზაზე. ხო და,ბოლოს გივიას რომ უთხრა რეზომ: - შენი საქციელის შესახებ ზვიადსმოუთხრეს, იმას კიდე ცრემლები წამოსცვენიაო, გივი ერთხანსჩაფიქრებულა, შემდეგ უთქვამს:

- ხო, იგრე იქნებოდა!

71

ჭულეში

ჩანჩქერი შენი მონატრების,ტყე და კლდეები შენისლული...უმშვენიერეს მონასტერში,შებინდდა როცა,მოსახსენებლად შენი სულის,აღევლინა მხურვალე ლოცვა!

* * *

მესხეთი. ჭულეს მონასტერი. ჩემ გარდა, სტუმრად კიდევ ოთხითბილისელია: სამი ახალგაზრდა და ერთიც, მათი უფროსი მეგობარი,40 წელს გადაცილებული, ოთარი. ბევრი ხვეწნის შემდეგ, მამადიმიტრის საღამოობით კალათბურთის თამაშის უფლება გამოტყუესბიჭებმა. უცებ ფარი დაამზადეს, ბურთიც ჰქონიათ, ოღონდდაჩუტული აღმოჩნდა. ჰაერის ჩასატუმბი კი მოიძიეს, მაგრამ ახლანემსი გახდა პრობლემა. გაგიჟდნენ ბიჭები: ერთი უბრალო ნემსის გამოასეთი ღონისძიება ეშლებოდათ. “რა ვქნათ, რა ვქნათ”-ში,მოულოდნელად, ოთარმა ჩაილაპარაკა:

- მე კი მაქვს ნემსი, მარა . . .- რა ,,მარა” - ეცნენ ბიჭები.- არა, არა, სამედიცინო ნემსია.- წავა კაცო!- ბიჭო, ეგ ერთი ცალი მაქვს, წამლის გასაკეთებლად.- რა წამალი გინდა, კაჟივით ხარ!- მოიცა რა, შენ მასწავლი? უცებ შეტევა რომ დამემართოს, ნემსი

თუ არ გავიკეთე, დაბრედილი ვარ!- არა, არაფერი მოგივა.- შენ რა იცი?- ნემსი რად გინდა, ოთარ, მონასტერში ხარ! ილოცე და კარგად

გახდები!- ვაჰ! შენ ილოცე და ბურთი გაიბერება!

72

* * *მრავალწლიანმა დაკვირვებებმა ერთ უცნაურ დასკვნამდე

მიმიყვანა: არანაირი წამალი, მალამო, თუ საფენი: ერთადერთი, რაცჩემ მტკივან ფეხებს მართლაც შველის, გახლავთ წოლითი რეჟიმი!მაგრამ აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ კი სულ უნდა ვიწვე, რაღასაჭიროა ფეხები?!

* * *,,ბირდაბირი” გეცოდინებათ: გრძელი, ორტარიანი ხერხია.

ხეების, მორების დასახერხად ხმარობენ. აქეთ-იქიდან დადგება ორიკაცი, გაწევენ და გამოწევენ. ,,ბირ”–თათრული სიტყვაა და ,,ერთს”ნიშნავს. ანუ: ,,ერთი ერთზეო”. აი, ჩემს სოფელში კი ამ ინსტრუმენტს,,ხიზარს” უძახიან.

სიტყვა: ,,ზარი“ ძველქართულში უბედურებისმნიშვნელობითაც იხმარებოდა (თავზარი, გლოვის ზარი...). აქედანცხადი ხდება ამ სიტყვის შინაარსი: ,,ხის-ზარი” – ხის წამქცეველი.დიდებული ქართული სიტყვაა, ჩვენ კი რატომღაც არაქართულსვარჩევთ!

* * *ერთხელ ,,კარგ ხასიათზე” მყოფმა ჩემმა სიმამრმა მითხრა: -

შვილო, ხო ხედავ, ეს შენი სიდედრი დაბერდა, თანაც სულჯიჯღინებს. ასეთი რამე მოვიფიქრე: სიდედრი უნდა გამოგიცვალო.ახალ ცოლს მოვიყვან, შენც დაისვენებ და მეც ხო მეშველება დამეშველება!

- არა ,,ილიჩ”, მე უფრო კარგი აზრი მაქვს: ცოლს გამოვიცვლიდა სიდედრიც შემეცვლება, ცოლისდაც, ცოლისძმაც და საერთოდ,მთელი ,,სასტავი!

* * *ბეჟანს, როგორც მართლმადიდებლობის განუხრელად

დამცველს ერთ “მწარე” კათოლიკესთან კამათი მოუვიდა. ოპონენტისმთავარი კოზირი ასეთი იყო: - თავის დროზე სწორედ კათოლიკობამგადაარჩინა მესხეთი გამუსლიმანებას!

მაგრამ ბეჟანს სიტყვას რას მოუგებ: - წყალდიდობის დროსთავის გადასარჩენად შეიძლება ხეზე ახვიდე, მაგრამ წყალი რო წავა,აღარ ჩამოხვალ დაბლა? მაიმუნივით ხეზე უნდა დარჩე?!

73

* * *ჩემ ნათესავს, არტემს, ოთხი გოგო ჰყავს. მეოთხე გოგოც რომ

დანიშნა და სიძის ოჯახშიც გაისტუმრა, სწორედ მეორე დღეს სხვამთხოვნელები მოადგნენ, ჩანს, გოგონას გათხოვების ამბავი არიცოდნენ. აუხსნა არტემმა სტუმრებს მდგომარეობა, შემდეგ ცოლსმიუბრუნდა და უსაყვედურა:

- აი, ქალო, ხომ გეხვეწებოდი, კიდევ ერთიც გავაკეთოთ-მეთქი?რომ დაგეჯერებინა, ამ ხალხს ასე უპატივცემულოდ ხომ არგავუშვებდით?!

* * *ზაფხულის საღამოა. ერთ ოთახში 6 წლის დათუნა

მულტფილმებს უყურებს, მეორეში მე–ფეხბურთს. უცებ იელვა დასაშინლად დაქუხა. ის იყო, გავიფიქრე: ბავშვს შეეშინდებოდა-მეთქიდა მისი ფეხის ხმაც მომესმა. ოთახში აქოშინებული შემოვარდა:

- ნოდარი, რა მაგარი ხმა იყო, არა?!- კი, პაპი. რა იყო, ხომ არ შეგეშინდა?- არა, არ შემეშინდა, მაგრამ კინაღამ გული გამისკდა!

* * *წირვის დროს გული ცუდად გამიხდა: ისე ვიყავი, შევშინდი: არ

მოვკვდემეთქი და ტაძრიდან გამოვედი. სანამ მოვიკეთე, წირვადამთავრდა და უზიარებელი დავრჩი, რაც მოგვიანებით, მოძღვართანმოვინანიე.

- ჩვენ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ - მითხრა მამაიოანემ – ადრე, თუ გვიან, საწოლში, გზაში, ზღვაში, ჰაერში, სადღაც,როგორღაც, უეჭველად გველის სიკვდილი და თუკი ეს ადგილიტაძარი იქნება, ამაზე დიდებული რა უნდა იყოს? სად გარბოდი?!

* * *ისეთი მძიმე ფორმის ინფარქტი გადაიტანა, სხვა ,,სიკეთესთან”

ერთად, რაღაც დროით, სექსიც აუკრძალეს. არადა, ახალგაზრდა კაცს,ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა. ძალიან დადარდიანდა. მეგობარმაურჩია: სანამ ,,საქმეს” დაიწყებ, ჯერ სასწრაფო გამოიძახე. იმათმოსვლამდე საკმაო დრო გექნება. თუ ცუდად გახდი, ხო მოვლენ დაგიშველიან, თუ არა, მოუბოდიშებ და ეგ იქნებაო.

იდეამ მაგრად გაამართლა, მხოლოდ ერთ რამეს ჩიოდამოგვიანებით: - ეს ოხერი, ისე ცუდად დავეჩვიე, სანამ 03-ს არ ავკრებ,არაფერი ,,გამომდისო.”

74

* * *- ხო იცი, რა გადარეული ვინმეა?! შეკრიბა ერთ დღეს

დედამისის დაქალები, ძმაკაცების დედები, ცხადია, დედამისიც.დაიქირავა ავტობუსი და მთელი ეს შემადგენლობა მცხეთაში, ერთამოჩემებულ რესტორანში გააქროლა საქეიფოდ.

ნაცნობი ოფიციანტი დასტრიალებთ თავს, თან ყოველ გავლა-გამოვლაზე უღიმის და ეშმაკურად თვალს უკრავს. უკვირს: ნეტა რასმანიშნებსო? ერთიც, ეს ოფიციანტი მიუახლოვდა და ყურშიჩასჩურჩულა:

- რა ტიპი ხარ მიხაილოვიჩ, ამდენი ბებერი ბოზი ერთად სადშეაგროვე?!

* * *თუ ვინმეს ვაჟკაცობა ითქმოდა თბილისში, მათ შორის ერთი,

ისიც იყო! ბევრი განსაცდელი გადაეტანა, მაგრამ … ძმისდაპატიმრებას ვინღა ჩიოდა, უარესი ამბავი შეაპარეს ძმაკაცებმა დიდიმორიდებით: შენი რძალი, ქმრის საქმეებზე სიარულში, გამომძიებელსსაყვარლად გაუხდიაო. ყველანაირად გადაამოწმა. როდესაცდარწმუნდა ამ ამბის სისწორეში, გამომძიებლის ბინის მისამართიდაადგინა, ერთ საღამოს სადარბაზოში დახვდა, ,,მაუზერის” ლულაპირში ჩაუდო და უბრძანა: - ერთი თვის ვადას გაძლევ, ცოლსგაცილდები და ამ ქალზე დაქორწინდები, თუ არა, თავად მიხვდი რაცმოგივაო!

იცოდა ვისთანაც ჰქონდა საქმე: ერთ თვეში ხელი მოაწერეს.

* * *

მერაბი რაიონში უპირველესი ელექტრო-სპეციალისტია,ამიტომ მეზობელმა, რომლის მაცივარი აღარ აცივებდა,დახმარებისათვის სწორედ მას მიმართა: - მერაბ, უნდა მიშველო,მაცივარი გამიფუჭდა!

- რა ხდება?- რომ ჩავრთავ, მარტო ხმა აქვს.- აბა, გამოსახულება არც ჩემსას აქვს! - უპასუხა

ენამოსწრებულმა ოსტატმა.

75

სიყვარულშიც რომ ისეთივე გულწრფელნი ვიყოთ, როგორცსიძულვილში!

არის კი ჩვენი სიყვარული ქრისტესმიერი?!

* * *იმ ზაფხულს ორი უბედურება შეემთხვა: ჯერ იყო და, ცოლ-

შვილი რომ წაიყვანა სოფელში, სულ ერთი საათის სავალზე იყოქუთაისიდან, მარა მაინც დაეზარა უკან წამოსვლა და იმ ღამეს იქდარჩა. მეორე დღეს კი ბინა გაქურდული დახვდა. მხრებს იჩეჩავდნენმეზობლები: - დედა, ასე რაფერ გატეხეს რკინის კარი, ერთი პატარა ხმარა არის, ისიც რომ არ გაგვიგიაო?! ცოლს არ შეატყობინა მომხდარისშესახებ, გმირულად, მარტომ გადაიტანა ეს დარტყმა. ის კი არა, სამიდღის შემდეგ ძმაბიჭებთან ერთად მაგრად შეუბერა და იმავსუფრიდან ერთი “მეგობარი გოგონაც” გამოიძღვანია თან.კონსპირაციის ყველა წესების დაცვით, ბალერონივით თითისწვერებზე შემდგარმა, ხელში ატატებული შეასრიალა ქალი ბინაში,მარა რად გინდა: გამთენიას კარის საკეტმა ავისმომასწავებლადგაიჩხაკუნა და გაოგნებულ წყვილს ოჯახის დიასახლისი დააცხრათავს! შეიქნა დიდი ალიაქოთი. ბოლოს, როგორც იქნა, ის ქალიკარებში რომ გაიძურწა, ხოლო ცოლი, იმავ, ავბედით საწოლზე, “თავოჩემოს” მოთქმით პირქვე რომ ჩაემხო, კაცი სადარბაზოში გამოიჭრა და,,ყურადღებიან” მეზობლებს შებღავლა: – რკინის კარები უროთიდალეწეს, არაფერი გაგიგიათ და ვინცხა ქალი პეპელასავით რომშემომიფარფატდა ბინაში, ის ხომ არ გამოგეპარათ, ჰა!

* * *სოფელში, სანკტ-პეტერბურგიდან, რამდენიმე დღით, ამჟამად

იქ მცხოვრები, ჩვენებური კაცი ჩამოვიდა. თანასოფლელებმანაირნაირი კითხვები დააყარეს იქაურ ცხოვრებაზე.

- საშინელი სიძვირეა! მაგალითად, კარგი კუბო შეიძლება 10-15ათასი დოლარიც კი ღირდეს!

- ბიჭო, ცარიელი?! - გაოცებით შესძახა ერთ-ერთმა მსმენელმა.

76

* * *ოთხმოციანი წლების ბოლოს საქართველოს, მეტადრე

თბილისს, ,,კაპიტალისტური სამყაროს” პოპულარული ადამიანებიმოაწყდნენ. მაგალითად: დიდი ინგლისელი მწერალი ჯონ აპდაიგი,როკ ჯგუფის: ”DEEP PURPLE”-ს სოლისტი იან გილანი, გაიმართაუმაღლესი დონის ჯაზფესტივალი და ა.შ.

სრულიად შემთხვევით, ერთი ასეთი, გამორჩეული პიროვნებისმასპინძლობის ბედნიერება მეც მერგო წილად: ეს გახლდათ ანსამბლ''THE BEATLES“-ის პირველი მენეჯერი, ალან ვილიამსი, რომელმაცჯგუფი პირველ გასტროლებზე, ჰამბურგში წაიყვანა. თუმცა ამისშემდეგ, ჯონ ლენონთან უთანხმოების გამო, მისი ადგილი ბრაიანეპშტაინმა დაიკავა.

დავათვალიერებინე ქალაქის ღირშესანიშნაობანი და ცხადია,სახლში, ქართულ სუფრასთანაც მივიწვიე. მოვილხინეთ დიდებულად.მე, როგორც ,,ბითლზ”-ის დიდ თაყვანისმცემელს, მასთან უამრავიშეკითხვა მქონდა. უმთავრესი ეხებოდა სიმღერას: ,,დაბრუნებასაბჭოთა კავშირში”, სადაც ასეთი ტექსტია: ,,ჯორჯია მუდამ ჩემსფიქრებშია”. მაინტერესებდა, ეს ,,ჯორჯია” გულისხმობდასაქართველოს (როგორც ეს ჩვენ გვჯეროდა), თუ ამერიკის შტატს(როგორც ამას რუსები ამტკიცებდნენ). ალანმა თქვა, რომ ლენონს დამაკკარტნის გააჩნდათ გარკვეული ინფორმაცია საქართველოს შესახებ.ამავდროულად, სავარაუდოა, რომ მათთვის დამახასიათებელიიუმორით, რეი ჩარლზის ცნობილ სიმღერასაც “გაკრეს კბილი”.

კარგად რომ შევზარხოშდით, ასეთი კითხვა შევბედე:- მისტერ ვილიამს, ნუთუ გული არ გწყდებათ, რომ ღმერთმა

ასეთი დიდებული შანსი მოგცათ, თქვენ კი ის ეპშტაინს დაუთმეთ?- მე ვფიქრობ, ეპშტაინთან შედარებით ერთი დიდი

უპირატესობა მაქვს! - ჩაიცინა მან.- რომელი?- ის კარგა ხნის გარდაცვლილია, მე კი როგორც ხედავთ,

ცოცხალი ვარ!სპარსული ანდაზა ამბობს: ,,ცოცხალი ძაღლი ჯობს მკვდარ

ლომს”. თუმცა ...

77

* * *- მცხეთის კერამიკულ ქარხანაში რომ დავიწყე მუშაობა _

იხსენებს მალხაზი – ერთ-ერთი პირველი, ვინც გავიცანი, საამქროსუფროსი, ჯუმბერი იყო. კარგად გავუგეთ ერთმანეთს, დავმეგობრდით.ყოველ საღამოს რომელიმე რესტორანში ვისხედით. ოჯახებითაცდავახლოვდით, სულ ერთად ვიყავით! თბილისის ომმა და შემდგომმაგაჭირვებამ ურთიერთობების პრობლემაც შექმნა. ჩვენც, როგორღაცდავკარგეთ ერთმანეთი. ცოტათი რომ დაწყნარდა ქვეყანა, დავრეკემცხეთაში, მის მეზობელთან (თვითონ ტელეფონი არ ჰქონდა): -გადაეცით, რომ მალხაზმა მოიკითხა.

ორი დღის მერე კიდევ დავრეკე: - უთხარით, რომ მალხაზმადარეკა და აუცილებლად დამიკავშირდეს.

მესამედ ჩემი ტელეფონის ნომერი და მისამართიც ჩავაწერინე:ეგებ დაავიწყდა-მეთქი. შენც არ მომიკვდე, არანაირი რეაგირება! ერთდღეს ისევ დავრეკე, ოღონდ ხმა შევიცვალე: - ქალბატონო, თუ იცით,ჯუმბერი მცხეთაშია?

- კი, ამ დილით დავინახე.- თუ შეიძლება, გადაეცით, რომ მაგის მეგობარი, მალხაზ

დუგლაძე გარდაიცვალა.– უიმე, რა მითხარით, აქ რეკავდა ხოლმე. რა დაემართა?- გული, გულმა უმტყუნა.- საწყალი, საწყალი!- დიახ, ქალბატონო. ხოდა, გადაეცით, რომ ხვალ და ზეგ

პანაშვიდებია, მაზეგ კი ვასაფლავებთ.მეორე დილით ბაზარი მოვიარე, კარგი ღვინოც ვიშოვნე და

შუადღისთვის, სტუმრის მოლოდინში, გაშლილი სუფრის თავშიდავჯექი. გახდა ოთხი საათი, ხუთი... გვიან ღამემდე ამაოდ ვუცადე.იგივე განმეორდა მეორე, მესამე დღეს. ამის შემდეგ ხელი ჩავიქნიე დაჯუმბერთან დაკავშირება აღარ მიცდია.

ასე ნახევარი წლის შემდეგ, ზაფხულის ცხელ დღეს, მე და ერთიმეგობარი, წინა დღის ნაბახუსევზე, “გეპეისთან” პატარა ბაღში ერთ-ერთ მაგიდას ვუსხედვართ და ლუდით გულს ვიგრილებთ. უცებ,ზუსტად ჩვენს წინ, მანქანა გაჩერდა და იქიდან ვიღაც კაცებთანერთად ჯუმბერი გადმოვიდა. წამოვდექი, მისკენ ხელი გავიშვირე დადავიძახე: - შე არაკაცო, პირველ პანაშვიდზე არ მოხვედი, მეორეპანაშვიდზე არ მოხვედი, გასვენებაში მაინც არ უნდა მოსულიყავი?!

ჯუმბერს თვალები გაუფართოვდა, მთლად გათეთრდა, მერეუკან-უკან წავიდა და კარღია მანქანის სავარძელზე უგონოდგადაესვენა. ფული გადავიხდეთ და იქაურობას გავეცალეთ.

78

* * *

,,ღადო”(ომარი) ყვება: ამ ზაფხულს, სახლში ვარ. სავარძელშიმოკალათებული ტელევიზორს ვუყურებ. ეზოდან ჩვენი კორპუსისბიჭების ლაპარაკი მესმის: ყოველ მეორე სიტყვაზე საკუთარ დედასიგინებიან. ამეშალა ნერვები, გამოვვარდი აივანზე. სწორედ ამ დროს,მეზობლის ქალია ერთი, ლამაზი, იმისმა შვილმა: - ჩემი დედა ... ო! -შეიგინა.

- ხო, ბიჭო, შენღა აკლდი დედაშენს! - ჩავძახე და უკანშემოვბრუნდი. იმას კი შევასწარი თვალი, პირდაფჩენილი,გაოგნებული შემომცქეროდა ქვემოდან.

რამდენიმე დღის შემდეგ ის ბიჭი ეზოში შემომეფეთა:- ომარი ბიძია, თუ ატყობ, რომ აღარ ვიგინები?!- ბიძია, მე შენთვის გეუბნები, თორემ, ისე გიქნია, ძმაკაცებიც

დაგიპატიჟია!მას შემდეგ ჩემ ეზოში აღარავინ იგინება!

* * *- იცი, ჩემი ძმაკაცი ვეგე-ტა-ნია-რელია - მეუბნება 7 წლის

დათუნა.- ვეგეტარიანელი!- ხო, რა, მაგ სიტყვას ვერ ვამბობ.- მაშ, ვეგეტარიანელია? შენ საიდან იცი?- ეგეც და მაგისი მშობლებიც. თვითონ მითხრა.- თუ იცი ეგ რას ნიშნავს?- კი: თურმე ხორცს საერთოდ არ ეკარებიან, მარტო ხინკალს და

მწვადს ჭამენ!ისევ დათუნას იუმორიდან: მასწავლებელი ,,ვეფხისტყაოსნის”

ყოველი ახალი სტროფის წაკითხვის შემდეგ, განმარტებებს აკეთებს.ტარიელის შესახებ ასე გვითხრა: ნესტან-დარეჯანი ფარულადუყვარდა, არავის უმხელდა თავის გრძნობასო.

- ,,მასწ”, თუ არავის ეუბნებოდა, შოთა რუსთაველმა საიდანგაიგო? - იკითხა გვანცამ.

79

* * *შე უცხვირპირო სიკვდილოჩუმ-ჩუმად რას მეპარები?რამდენ ჩემს ძვირფას ახლობელსამოუღამე თვალები.ვითომ მე რა ბედენა ვარ,რა, ოქროს წყალში ნავლები?!შემოდი, არ გემალები,შემოაჯახე კარები!

* * *

მურადი ბაბუა გურიიდან საოპერაციოდ ჩამოიყვანეს.საავადმყოფოში გაირკვა, რომ ძვირადღირებული ოპერაცია,თბილისელებისთვის უფასო იყო, ამიტომ საქმე ჩააწყვეს: ახლონათესავს პასპორტი გამოართვეს და ანკეტა მის სახელზე გახსნეს.

კარგა ხანს უჯდა პალატის საწოლთან შვილი და უხსნიდა: -მამა, პატარა ხანს, ბოლქვძე აღარ იქნები.

- რას ქვია: აღარ ვიქნები, რასაა, რომ ჩივი?!- მამა, ასეა საჭრო: შენ ბოლქვაძე აღარ ხარ.- აბა ვინ ვარ?- ვინ და, ჩხაიძე! მამა, ასეა საჭირო: ვინც არ უნდა გკითხოს,

უპასუხებ, რომ ჩხაიძე ხარ.მძიმე ოპერცია იყო. ნარკოზი მოუვიდათ მეტი, თუ რისი

ბრალია, მესამე წელია, აიჩემა მურადი ბაბუამ: ჩხაიძე ვარო და ვეღარგადაათქმევინეს.

- კი, მარა, მამა - ნერვიულობს ვაჟი - ჩვენ ბოლქვაძეები არვიყავით?

- კი ვიყავით ერთ დროს - მშვიდად პასუხობს მურადი - მარა,ახლა ჩხაიძეები ვართ!

80

* * *

სამოციანი წლების დასაწყისში, მაშინდელი ხელისუფლებისპირველ პირს საქართველოში, ვასილ მჟავანაძეს მოსკოვიდანდაურეკეს:

- მეტად საპატიო სტუმარს გიგზავნით, აფრიკის ერთ-ერთისახელმწიფოს მეფეს. მასპინძლობა თქვენ არ გესწავლებათ, მაგრამერთი რამ გაითვალისწინეთ: უზომო რაოდენობით სვამს, ჩვენ, აქ,მაგის დამთრობი კაცი ვერ მოვნახეთ და ეგებ თქვენ მაინც მოუხერხოთრამეო.

სასწრაფოდ შეკრიბა მჟავანაძემ პარტიული აქტივი, გააცნოსაქმის ვითარება და მთავარი კითხვაც დასვა: - ვინ გვყავსსაქართველოში ყველაზე მაგარი მსმელი?

- შორს წასვლა არ დაგვჭირდება ვასილ პავლოვიჩ, თქვენიდაცვის უფროსს, კაპიტონ გაფრინდაშვილს მაგ საქმეში ბადალი არჰყავს.

- უჰ, აგაშენათ ღმერთმა, კაპიტონს დამიძახეთ!- ხო, მაგრამ. . .- რა “მაგრამ”?- სატატუსით არ ეკუთვნის ბატონო.- რა სტატუსზეა ლაპარაკი?- დიპლომატიური სტატუსით: ის მეფეა, ეს კი დაცვის

თანამშრომელი, ერთ მაგიდასთან ვერ დავსვამთ.- ჰოო. . . აბა რა ვქნათ?- რამე თანამდებობაზე რომ დავნიშნოთ? დროებით?!ეს აზრი ყველამ მოიწონა! სასწრაფოდ დაიწერა ორი ბრძა-ნება:

ერთი, ახალი, მანამდე არ არსებული სამინისტროს შექმნის და მეორე -მინისტრად კაპიტონ გაფრინდაშვილის დანიშვნის შესახებ.

ორმეტრიანი, კუპრივით შავი ხელმწიფე აეროპორტიდანპირდაპირ ფუნიკულიორის რესტორანში გააქანეს. საღამოსპირს,კაპიტონის მიერ გამოცლილ და ალავერდის წესით მიღებულ მორიგვეებერთელა ყანწს ყინწმოტეხილმა სტუმარმა შუამდეც ვერ უწია,გონდაკარგული უკან გადავარდა და დარჩენილი ღვინოც ზედგადაისხა. გამარჯვებული თამადა დაუყოვნებლივ შეფთანგამოცხადდა და საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებაუპატაკა.

- ორ კვირიან შვებულებას გაძლევ - უთხრა გახარებულმამჟავანაძემ _ აირჩიე საბჭოთა კავშირის ნებისმიერი კურორტი და

81

სახელმწიფოს ხარჯზე დაისვენე!იმავ საღამოს ისევ დაიწერა ორი ბრძანება. პირველი: ამხანაგ კ.

გაფრინდაშვილის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებისა დამეორე: ახლად შექმნილი სამინისტროს გაუქმების შესახებ.

ასე შეიქნა ბატონი კაპიტონი ერთი დღით მინისტრად.

* * *- ბესო, რაღაც გლახად მჩხვლეტს გული, რამე წამალი გექნება -

შესჩივლა მეგობარმა.ორჯერ ინფარქტგადატანილმა ბესომ „ნიტროგლიცერინის“ აბს

თან კომენტარიც მიაყოლა:- აგერ შენ წამალი. თუ არ მოგიხდა, გადარჩენილი ხარ. თუ

გიშველა - დაგერხა: ესე იგი მართლა გულია!

* * *- გერმანელი ფაშისტები კავკასიონს რომ მოადგნენ, მთიელი

მონადირეებისგან შედგენილ საგანგებო რაზმში ბიძაჩემი, სევერიანიცმიიწვიეს. ისეთი მსროლელი მთელ სვანეთში მეორე არ იყო! - ყვებაერთი სვანი.

ჩაუსაფრდნენ, თურმე, მტერს ერთ ხეობაში.თოფმომარჯვებული ბიძაჩემი საღამო ხანს რომ მიწვა მარჯვენაგვერდით გაყინულ თოვლზე, დილამდე ასე იყო იმავე გვერდზე,გაუნძრევლად! გაგიჟებულან შემსწრენი: - ადამიანის ასეთი გამძლეობაარც კი გვსმენიაო!

- კი მარა, გვერდი რომ ეცვალა, ვითომ რა მოხდებოდა?

* * *შარაბიძეს საამშენებლო ბუმის პერიოდში ქეიფების ბუმიც

ჰქონდა, რის გამოც ერთხელ ასე ვიხუმრე: – გიას ყოველი დღებეტონის ჩასხმით იწყება და ღვინის ჩასხმით მთავრდება, ან: ბლოკისმიღებით იწყება და პურ-მარილის მიღებით მთავრდება!

* * *- მოდი, ჩვენი ძაღლები ვაჩხუბოთ!- კი ბატონო, ოღონდ ძაღლს ქამარი გაუკეთე.- ქამარი არა, კიმანოს ჩავაცმევ კიდე!

82

მათხოვრებიარ ვიცი, უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის, თუ მათდამი

სიბრალულის გამო, ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ინტერესითვაკვირდებოდი ამ კატეგორიის ადამიანებს.

კომუნისტების დროში ხელგამოწვდილ ადამიანს თითქმის ვერნახავდით! არა იმიტომ, რომ არავის უჭირდა, მილიცია არ აძლევდაქუჩაში დგომის უფლებას. წამსვე დაიფრენდნენ იქიდან. თუ არა და,სულაც, დააპატიმრებდნენ! თუმცა, სადგურებში აქა-იქ მაინცშეგხვდებოდათ კედელთან ატუზული, ძალიან ფრთხილად,მორიდებით, მოწყალების მთხოვნელი(ძირითადად მამაკაცი),უსათუოდ არაქართველი და უმეტესად ცალხელა ან ცალფეხა.ახლანდელ ახალგაზრდებს გაუჭირდებათ ამის დაჯერება: მათხოვარიკი არა, სამი-ოთხი ჩვეულებრივი ახალგაზრდა რომ დამდგარიყოქუჩაში სალაპარაკოდ, მაშინვე მილიციელი მიეჭრებოდა ძახილით: -აბა, დავიშალოთ, დავიშალოთ!

ახალგაზრდობაში, ერთი პერიოდი, კასპში ვმუშაობდი. დილისშვიდ საათზე ,,ბორჯომის” ვაგზლიდან მიმავალ მატარებელსმივყვებოდი. მგზავრთა უმეტესობას ჩემნაირი მოსამსახურენიშეადგენდნენ. ჯერ დაძრულიც არ იყო მატარებელი, რომ მეცსხვებივით შევიფუთებოდი სამოსელში, მოვიბუზებოდი სკამზე დავიძინებდი. სამწუხაროდ ჩვენს ნეტარებას დიდი დრო არ ეწერა:გავცდებოდით თუ არა თბილისს, გაიღებოდა ვაგონის კარი დატამბურიდანვე შემოიჭრებოდა რუსულ-აქცენტიანი, სულის შემძრავიკივილი: ,,ხუუ-თი კა-პიკი მინ-დააა!” ამას მოსდევდა მცირე პაუზა დამომდევნო შეძახილის ეპიცენტრი უკვე შუაგულ ვაგონში იყო.დაფეთებული მგზავრები გვერდს იცვლიდნენ. ქალებიიწყევლებოდნენ (,,შენ ჩაგიწყდეს ეგ ხმა!”), კაცები იგინებოდნენ (,,შენიბუღალტერიის...!“). ზოგი მათგანი მოწყალებასაც კი იმეტებდა, მაგრამერთი რამ კი ყველას უკვირდა: რატომ ითხოვდა ეს ქალი არც მეტს,არც ნაკლებს: მაინცადამაინც ხუთ კაპიკს?!

არანაკლებ უცნაური იყო მეორე მათხოვარი: შემოვიდოდასალონში ორმოც წელს გადაცილებული, დაბალი, ჯმუხი, თმა-წვერგაბურძგნული, ჩამოძონძილი კაცი, წინ გამოწევდა ყოვლადუჩვეულოდ დაგრეხილ მარცხენა ხელს, მარჯვენას ზედ მიაშვერდა დახევისბერი გოჩას ხმითა და ინტონაციით შესძახებდა: – რატომ უნდავიყო მე ასე?! ცხადია, ამ დამანამუსებელ კითხვაზე პასუხი არავისჰქონდა, ამიტომ ერთგვარი დანაშაულის გრძნობით შეწუხებული,თავადაც არც თუ დიდად ჯიბესქელი საზოგადოება, მაინც მზად იყოგაეღო რამდენიმე კაპიკი, ოღონდ როგორმე თავიდან მოეხსნა ეს მძიმე

83

ბრალდება.მცხეთაში ამოდიოდა გაზეთების გამყიდველი ქალი. მისი

უცნაურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის ძველ გაზეთებს ყიდდანახევარ ფასში და თქვენ წარმოიდგინეთ, მყიდველიც ჰყავდა!

,,პერესტროიკამ” და დემოკრატიის სუსტი სიოს დაბერვამეპიდემიასავით მოდებულ მათხოვრებს ყოველგვარი შეზღუდვებისგარეშე, ფართო ასპარეზი მისცა:

,,რუსთაველზე” ხშირად მხვდებოდა ერთი, მშვენიერიგარეგნობის, კარგად ჩაცმული, საშუალო ხნის მამაკაცი, რომელიცმხოლოდ მისთვის ცნობილი პრინციპით შერჩეულ გამვლელსმოწიწებით ასე მიმართავდა: - ერთი წამით, ბატონო, უკაცრავად,გაწუხებთ! ხომ არ შეგიძლიათ, ერთი მანეთი მომცეთ?

ისეთი ტონით გეუბნებოდა, მისცემდი კი არა, აქეთშეგრცხვებოდა, ასე მცირე თანხას რომ კადრებდი. თუმცა, ერთხელისეც მოხდა, რომ ოციოდე წუთის განმავლობაში ორჯერ შემეფეთა დამის ტრადიციულ მიმართვას აღშფოთებულმა ვუპასუხე: - კი, მარა,ახლახანს არ მოგეცით ფული?! კაცი შეცბა და ,,ბოდიში, ბოდიშიბატონო”–ს ბუტბუტით გამეცალა.

შემხვედრია ერთი, თვალშისაცემად გლეხურად ჩაცმულიკაციც, რომელიც ყვებოდა, რომ მისმა გოგონამ იმშობიარა და ახლაგზის ფული არ აქვს, რათა შვილი და შვილიშვილი სოფელშიწაიყვანოს. იგივე ვერსია ქალისგანაც მომისმენია.

კეკელიძის ქუჩის დასაწყისში, შუქნიშანთან, ერთ ხანს..მოღვაწეობდა” პატარა ბავშვების ჯგუფი, რომელსაცხელმძღვანელობდა ერთი დიდთმიანი, ზორბა კაცი. ეს კაცი ჩემიბავშვობის დროს კინო „ოქტომბერთან” ფარულად, ზედმეტ ფასში,კინოს ბილეთებს ყიდდა. ამჯერად ის მეთაურობდა ექვსიდანთხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფს. როგორც კი მანქანებიწითელ შუქზე შეყოვნდებოდნენ, ეს ბავშვები მიცვივდებოდნენავტომობილებს. ზოგჯერ დაძრული მანქანის სარკმელსაც კიეკიდებოდნენ, რომ როგორმე ხურდა ფული გამოეძალათ.

პერიოდულად იმავე ასპარეზზე ჩნდებოდა ყავარჯნებიანი,საშინლად ავი ქალი, რომელიც ზოგჯერ ყავარჯნის მოღერებითაც კისძალავდა მძღოლებს ფულს. ამბობდნენ, რომ ეს ბოშა კაცი დაინვალიდი ქალიც მილიციას გარკვეულ გასამრჯელოს უხდიდნენ,თუმცა ეს გარემოება ვერ არეგულირებდა მათ დაძაბულურთიერთობას, რაც ხშირად ცემა-ტყეპაში გამოიხატებოდა.

მელიქიშვილზე, ღვინის ქარხნის წინ, დროდადრო კედელთანაიტუზება ხოლმე ახალგაზრდა კაცი, ქუდი ისე აქვს ჩამოფხატული,რომ სახე არ უჩანს. დგას მთელი დღე უხმოდ, ხელგამოწვდილი.

84

ქუჩაში მანქანას რომ ვაჩერებდი, შევნიშნე, 40 წლამდე ასაკისკაცი სანაგვეში იქექებოდა. გული დამეწვა. მივუახლოვდი დახუთლარიანი გავუწოდე. ეს ძალიან ბევრია! - მორცხვადთავჩაღუნულმა ჩაილუღლუღა და გამოწვდილი ხელი უკან წაიღო.

ასიათასის მქონეს ხუთასიათასი რომ შეთავაზო, ასე მოიქცევა?!რაც მეტი აქვს ადამიანს, მით უფრო ხარბია!

,,მამა დავითზე", ტაძრის მახლობლად ჩამოვჯექი ერთქალბატონსა და ახალგაზრდა ბიჭს შორის. ეს ბიჭი მათხოვარიგამოდგა. გამვლელ-გამომვლელს ასე მიმართავდა:

- ძალიან გთხოვთ, ცოტა დამეხმარეთ!- თუ შეგიძლიათ, მცირედი შემომწირეთ!ქალთან პატარა გოგონა მივიდა. ხმადაბლა ბუტბუტებდა: მე

სანთლები მინდოდა დამენთო.- გოგო, რა შემჭამე, ხომ გითხარი, ფული არ მაქვს! - გაუწყრა

დედამისი.ბავშვი თავჩაქინდრული, თვალცრემლიანი გატრიალდა. ამ

დროს, მათხოვარმა ხურდა ფულით სავსე პეშვი ბავშვისკენ გაიშვირადა დაუძახა:

- გოგონა, მოდი, აიღე ფული, რამდენიც გინდა, აიღე!

,,და ჰრქუა მათ იესომ: ამინ გეტყვი თქუენ, რავდენი არა უყავთერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ”

* * *

- ომი ახლად დამთავრებული იყო – იხსენებს მალხაზი - ჩვენისახლის სარდაფში საქვაბე იყო, სადაც ტყვე გერმანელები მუშაობდნენ.დიდი გასაჭირი იყო ქვეყანაში: პურს, რომელიც ტალონებზეგაიცემოდა, ოქროს ფასი ედო. ეს გერმანელები ხისგან მშვენიერჩიკორებს თლიდნენ, თვითონვე ღებავდნენ ნაირფრად. ისეთილამაზები იყო, ყველა ბავშვს ეოცნებებოდა. ერთ ჩიკორს ერთ პურშიცვლიდნენ.

ერთხელ, როგორღაც, ბებიაჩემს ნახევარი პური გამოვტყუე.ვიცოდი ეს არ კმაროდა, მაგრამ მაინც მივაშურე საქვაბეს. გერმანელმაუარი მითხრა. მე არ ვეშვებოდი. ხან ვეხვეწე, ხან ვეჩხუბე, ვერაფრით

85

დავითანხმე. გავბრაზდი და გამწარებულმა პურის ნაჭერი, ეზოშიმოვისროლე. ერთი ნაგაზი გვყავდა შემოჩვეული ეზოში, “ჯეკას”ვეძახდით, მაშინვე საიდანღაც გაჩნდა და პურის ნაჭერს დააცხრა.აქედან ეს გერმანელი გავარდა. საშინელი სისასტიკით შეებნენერთმანეთს ძაღლი და კაცი. გაოგნებული ვუცქერდი ამ ტრაგიკულსურათს. მივხვდი, რომ რაღაც დიდი დანაშაული ჩავიდინე დაატირებული სახლისკენ გავიქეცი.

ბაბუაჩემი ჩამაცივდა, ტირილის მიზეზს მეკითხებოდა.მოვუყევი, რაც მოხდა. ძალიან გაბრაზდა, დამტუქსა, მეორე დღეს კიმთლიანი პური მომცა და მიბრძანა, იმ გერმანელისთვის ჩამეტანა,თან მკაცრად გამაფრთხილა, რომ ჩიკორი არ გამომერთვა.

* * *

სამოციანი წლების ერთ ზაფხულს, მამაჩემი გაგრაში,სანატორიუმში ისვენებდა. ოთახში მასთან ერთად აღმოჩნდამილიციის თანამშრომელი, ვინმე გერვასი - განათლებული, წყნარი,სასიამოვნო ადამიანი. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანმამაჩემი მძიმე ავადმყოფი იყო, უმნიშვნელო ამბის გამო შეიძლებოდაენერვიულა და ცუდად გამხდარიყო.

რამდენიმე დღემ მშვიდად ჩაიარა. გადაწყვიტეს, დამეგობრებაპურ-მარილით აღენიშნათ. გაშალეს სუფრა. მამაჩემი პატარა ჭიქიდანწრუპავდა ღვინოს. გერვასი დიდ ჭიქებს ცლიდა. თანდანთანშეზარხოშდა. ხოდა, ძალიან რომ დათვრა, მამაჩემს გული გადაუშალა:– გიორგი, თანამშრომელი რომ ვარ კი გითხარი, მგრამ რას ვაკეთებ, არგაინტერესებს?

- კი, რას აკეთებ გერვასი?- მე? მე ჯალათი ვარ.- ეგ რას ნიშნავს?- რას ნიშნავს, ჩემო გიორგი და, ციხეში ვმუშაობ.- მერე?- სპეციალურ კამერაში სიკვდილმისჯილს რომ შეაგდებენ, იმას

კეფაში ტყვიას მე ვაჭედებ, მე! აბა!მამაჩემი რომ მოასულიერეს, ოთახში აღარც გერვასი იყო და

აღარც მისი ბარგი.

86

ლალი მაისურაძე

1993 წლის 31 მარტს, გაზეთ “საქართველოს სამრეკლო”-შიგამოქვეყნებულ მოსაგონარში ვწერდი:

,,საქართველოსათვის სამტროდ ნასროლმა ტყვიამ ბევრიღირსეული მამულიშვილის გულში გაიარა. ერთი მათგანი ლალიმაისურაძე იყო, პრეზიდენტის პირადი მდივანი, მისიუერთგულესი თანამებრძოლი”.

1989 წლის ნოემბრის ბოლოს გავწევრიანდი “ჰელსინკისკავშირში“. აქ მრავალ სხვა, მომავალ მეგობართან ერთად გავიცანიპარტიის მდივანი ლალი მაისურაძე, რაც მოგვიანებით დიდმეგობრობაში გადაიზარდა. დავახლოვდით ოჯახებით. უყვარდაჩვენთან მოსვლა ,,ფინჯან ყავაზე”, თუმცა ამის საშუალება ძალზეიშვიათად თუ ქონდა. მით უფრო, Oორი სექტემბრის მოვლენებისშემდეგ, როდესაც ცხადი გახდა, რომ “ოპოზიცია” სამკვდრო-

სასიცოცხლო ბრძოლას იწყებდა. იმ დღიდან ექვს იანვრამდე,ფაქტიურად, მთავრობის სახლი არ დაუტოვებია. პირადი ცხოვრებაარ გააჩნდა. ფანატიკურად უყვარდა სამშობლო. იყო ზვიდისერთგული თანამებრძოლი, მამაცი, დაუღალავი, მომთხოვნი, პირშიმთქმელი, რის გამოც ჰყავდა ბევრი მტერი.

1991 წლის ზაფხულში, პრეზიდენტის დავალებით,

მიწისძვრით დაზარალებული რაჭის სოფლები მოვიარეთ. ლალისმშობლიური სოფლის, წედისის მახლობლად, სასაფლაოზე მდებარეწმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ვილოცეთ, მისიახლადგარდაცვლილი ბიძაშვილის საფლავზე სანთლები დავანთეთ.

სწორედ მაშინ, ასეთი რამ მითხრა: - მე თუ მომკლეს, იცოდე, აქდამასაფლავეთ.

- რას ამბობ ლალი, რა დროს შენი სიკვდილზე ლაპარაკია!- ნოდარ, ჩემი ხელში ჩაგდება ბევრს უნდა, პირველ რიგში,

ჯაბას და კიტოვანს, მაგრამ უმალ თავს მოვიკლავ და ჩემგან ერთსიტყვასაც ვერ ეღირსებიან!

მანამადე იყო ,,თბილისის ომი”, ყოვლად სამარცხვინო,

დამაქცეველი. ზვიადისა და მის თანხმლებთა თბილისიდანგასვლის შემდეგ, თითქმის ორი კვირა, ლალის შესახებ არაფერივიცოდით, ამასღა ვლოცულობდით: ცოცხალი მაინც იყოსო. ერთდღეს ტელეფონის მოულოდნელი ზარი გაისმა. სწრაფად გვითხრამისამართი და ყურმილი დაკიდა. მე და ჩემი მეუღლედაუყოვნებლივ გავიქეცით მის სანახავად. უძინარს, გადაქანცულს,საშინლად ნატანჯი სახე ჰქონდა.

87

- პრეზიდენტის დავალებაა: დასავლეთ საქართველოში უნდაჩავიდე – გვითხრა მან. მაშინ ეს არ იყო ადვილი საქმე: ყოველხუთ-ათ კილომეტრში მოწყობილი იყო პიკეტები, რომელიცსხვადასხვა ჯურის შეიარაღებული ადამიანებისგან შედგებოდა.მიზანი კი ერთი იყო: ,,ზვიადისტების” განადგურება! ლალისჩავაცვით ძველი სამოსელი, მოვარგეთ პარიკი, მონჯღრეულისათვალე... მთლად მოხუც, გლეხის ქალს დავამსგავსეთ. ჩავსვითავტობუსში და გავამგზავრეთ. მას შემდეგ ლალი ცოცხალი აღარმინახავს.

თბილისში ტერორი მძვინვარებდა: დაიხვრიტა რამდენიმემიტინგი. დევნა, დაპატიმრებები, ადგილზე ლიკვიდაცია.პრეზიდენტისა და მის მომხრეთა წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთიმეთოდი საშინელი ჭორების გავრცელებაც იყო, რასაც ვერც ლალიაცდა: ვრცელდებოდა ხმები, რომ ის ,,შეკრული" იყომოწინააღმდეგესთან. ორჯერ გავრცელდა ხმა, რომ ლალი მოკლეს.დროდადრო თვითონ გვირეკავდა, ან სხვისი მეშვეობითგვეხმიანებოდა. და მაინც, აპრილის დასაწყიში შევიტყეთდადასტურებული ამბავი მისი დაღუპვის შესახებ. ოფიციალურივერსია ასეთი იყო: “ავტომობილს, რომელიც სქური-წალენჯიხისგზაზე მოძრაობდა, უცნობი კუთვნილების ვერტმფრენმა ცეცხლიგაუხსნა, რაც გახდა ზვიად გამსახურდიას პირადი მდივნის, ლალიმაისურაძის დაღუპვის მიზეზი. დაჭრილია მძღოლი.”

ერთხელ, თანამებრძოლებთან ასეთი რამ უთქვამს: “მე ახლაკარგად ვხედავ, თუ რამდენი მოღალატე იყო პრეზიდენტისგვერდით და რა ბინძური საქმეები იხლართებოდა მის გარშემო.

უახლოეს ხანში აუცილებლად ჩავალ ბატონ ზვიადთან დაყველაფერს პირადად მოვახსენებ”. ეგებ ეს განცხადება თავისებურისიგნალი გამოდგა მტრისთვის.

გარდაცვლილს წალენჯიხის მოსახლეობამ უპატრონა:მიცვალებული გააპატიოსნეს. მამა რომანოზმა წესი აუგო.

”მხედრიონელები” მიუვარდნენ, ცხედრის გატაცება სურდათ,

“ბეტეერს” უნდა გამოვაბათ და ვათრიოთო. ხალხმა არ დაანება.მოძღვრისა და ადგილობრივ მცხოვრებთა დახმარებით,

ახლობლებმა ლალის ცხედარი რაჭაში გადაასვენეს. დაკრძალულია,თანახმად მისი ანდეძისა, წედისის სასაფლაოზე.

1993 წლის 9 აპრილს ინკოგნიტოდ, გავემგზავრე გროზნოში.ბატონ ზვიადთან შეხვედრის დროს ჩვენი საუბარი შეეხო ლალისდაღუპვასაც.

პრეზიდენტმა, ლალის ოჯახისთვის გადასაცემად, შემდეგიშინაარსის სამძიმრის წერილი გამომატანა:

88

,,ლალი მაისურაძის ოჯახს

დღემდე არ მქონდა საშუალება, სამძიმრის წერილიმომეწვდინა თქვენთვის. ლალი მაისურაძე იყო საქართველოსათვისთავდადებული, პრეზიდენტის ერთგული ადამიანი, რაც მას არაპატიეს ჩვენი ქვეყნის უბოროტესმა მტრებმა, რომელთაც არაერთიქართული ოჯახი შემოსეს ძაძებით. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას,თქვენთან ერთად ვგლოვობ უდროოდ დაღუპულს. იგი საუკუნოდდარჩება ჩვენი ხალხის ხსოვნაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტიზვიად გამსახურდია. 1993 წ. 9 აპრილი"

ეგებ, პატივცემული მკითხველისთვის საინტერესო იყოს ჩემიმეორე შეხვედრაც ბატონ ზვიადთან, რომელიც იმავე წლის 6სექტემბერს, ისევ გროზნოში შედგა.

მე და ვახტანგ ყაველაშვილი, პრეზიდენტს დღის თერთმეტსაათზე ვესტუმრეთ. დაცვის ბიჭებისგან ვიცოდით, რომ ჩვენთანსასუბროდ ბევრი დრო არ ჰქონდა, ვინაიდან ჩეჩნეთისდამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ პარადზე მიეჩქარებოდა,თუმცა, ეს უდროობა ჩვენთვის არ უგრძნობინებია.

მისი სამუშაო ოთახი საქართველოთი სუნთქავდა:საქართველოს დროშა, საქართველოს რუკა, საქართველოს ხედები...საწერ მაგიდაზე, ზოგგან იატაკზეც, უამრავი წიგნი, გაზეთი,ხელნაწერი. გამოგვკითხა აქაური ამბები. აინტერესებდა, რასიტუაცია იყო ქვეყანაში; როგორი იყო მოსახლეობის განწყობა; რასფიქრობდნენ, რას აპირებდნენ მისი ყოფილი თანამებრძოლები დამეგობრები: გოგი ხოშტარია, ირაკლი წერეთელი, კაკო ასათიანი დასხვები (გამგზავრების, წინ ზოგიერთ მათგანთან მე და ვახტანგსშეხვედრები გვქონდა). ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ პრეზიდენტიუახლოეს ხანში საქართველოში დაბრუნებას აპირებდა. დიდიმოკრძალებით, შევბედე:

- ბატონო ზვიად, არ მგონია, რომ თქვენი ახლა დაბრუნებასაქართველოში, გამართლებული იყოს.

- ასე რატომ ფიქრობ? - მკითხა გაკვირვებით და ოდნავგაღიზიანებითაც.

- აქ გამომგზავრებამდე, თითქმის ერთი თვე ზუგდიდშივიყავი. არ მგონია, ქობალიას მართლაც ჰყავდეს ისეთი ძალა,

89

როგორც ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.- არ ვიცი, არ ვიცი, ვნახოთ - ჩაილაპარაკა ზვიადმა.ამ დროს შემოიხედა დაცვის ერთ-ერთმა წევრმა:- ბატონო ზვიად, დუდაევის მიერ გამოგზავნილი მანქანა

გელოდებათ.

სასწრაფოდ ფეხზე წამოვდექით.

- წამოდით, პარადს დაესწარით - შემოგვთავაზა ზვიადმა.ჩვენ მორიდებული უარი ვუთხარით, ვინაიდან უკან

გამოსამგზავრებლად ბევრი დრო აღარ გვრჩებოდა და პრეზიდენტსგამოვემშვიდობეთ. ამ შეხვედრის სამახსოვროდ დამრჩა ზვიადგამსახურდიას თხზულებათა წიგნი, ავტორისეული წარწერით,

რასაც სიამაყითა და ამავე დროს, დიდი გულისტკივილითვათვალიერებ ხოლმე.

ვაჟა ფშაველა ამბობს:

,,თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ,

კარგი შვილები რად გვებადება?. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩემო სამშობლოვ, ჩემო სიცოცხლევ,არ გეკადრება, არ გეკადრება!”

* * *ერთხელ, ტაძარში ასეთ სურათს წავაწყდი: წმიდა გიორგის

ხატთან ახალგაზრდა, სუსტი აღნაგობის მამაკაცი იდგა და ხატსხმადაბლა ელაპარაკებოდა. ანერვიულებული ჩანდა. ლაპარაკსხელებსაც აყოლებდა. დარდისგან დაღარულ სახეზე კუნთებიუთრთოდა, კისრის ძარღვები დაბერვოდა. ყური მივუგდე. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმოდა: ,,აბა რა ვქნა? ... კი, მაგრამ .. არ ვიცი, არა ... იქნებ ...“

ეტყობა, დროდადრო საყვედურები, თუ დარიგებები ჩაესმოდა:თავიდან ჯიუტობდა, ეკამათებოდა, ლამის ჩხუბობდა. ხან მორჩილადწელში იხრებოდა და თანხმობის ნიშნად თავს აკანტურებდა,პირჯვარს იწერდა. მერე ისევ გასწორდებოდა. ისევ ეკამათებოდა,რაღაცას უმტკიცებდა, ოღონდ, დიდი მოწიწებით. თანდათან თითქოსმოტყდა, მუხლებზე დაემხო, ღაწვებზე ცრემლი ჩამოუგორდა...

არ ვიცი, გიჟი იყო, თუ ჭკვიანი. ვუცქერდი გაოცებული,შევნატროდი!

90

ხანგიზა

უერთგულეს ,,ზვიადისტთა” შორის, იყო ასეთი კაცი: ხანგიზაარეშიძე. პატრიოტი, საქართველოს ბედ-იღბლით გულდათუთქული.დიდი, თეთრი, გაბურძგნილი თმა-წვერით შემოსილი(ამბობდა: ,,სანამსაქართველოს არ გავათავისუფლებ ამ ნაძირალებისგან, წვერს არგავიპარსავო”). თვალებიდან ცეცხლის მფრქვევლი, მოქმედივულკანივით ბობოქარი. ყველგან ღალატს ხედავდა, ლამის ყველასკაგებეს აგენტს უწოდებდა. მზად იყო ყველა მათგანი დაუნდობლადგაენადგურებინა. თუმცა, 1992 წლის გადატრიალების შემდეგ, როგორცთავად ამტკიცებდა, აქეთ დასდევდნენ მოსაკლავად. ამიტომ საწოლში,ბინის სხვადასხვა კუთხეებში, დამალული ჰქონდა ნაირგვარი იარაღი:ავტომატი, პისტოლეტი, ხანჯალი და ყუმბარებიც კი. სახლიდანიშვიათად გადიოდა და ასეთ დროს(როგორც საიდუმლოდ გამიმხილა)კარებზე “რასტიაჟკებს” ტოვებდა: – თუ ,,იმ ნაძირალებმა” მოინდომესჩემს არყოფნისას ბინაში შემოღწევა, ნაფლეთებად იქცევიანო.რვასართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე ცხოვრობდა.ვეუბნებოდი: – ხანგიზ, ამ სახლში მარტო ხომ არ ცხოვრობ, აფეთქებათუ მოხდა, მეზობლებს რას ერჩი–მეთქი? – არ მენაღვლება, ეგენიც„შეკრულები“ არიან, სულ მითვალთვალებენ და ინფორმაციას„პუტჩისტებს“ გადასცემენო.

ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობდა. ერთ დღეს დამირეკეს:ხანგიზა გარდაიცვალაო. გული დამწყდა, მიყვარდა ეს თუმცა გიჟ–მაჟი, მაგრამ ქვეყნის სიყვარულით გაულანთებული, მამაცი კაცი.წავედი სამძიმარზე. მის ახლობელს არავის ვიცნობდი, ამიტომ ბინაშიუცნობი ხალხი რომ დამხვდა, არ გამკვირვებია, მაგრამ კუბოშიმწოლიარე უცხო, სიმპატიური ახალგაზრდა რომ დავინახე, ვიფიქრე:ეტყობა, სადარბაზო შემეშალა–მეთქი. უკან გამობრუნებას ვაპირებდი,კედელზე ხანგიზას სურათს რომ მოვკარი თვალი. მაშინღა მივხვდი:მიცვალებული გაუპარსავთ, თმა შეუკრეჭიათ, ამიტომ ვეღარ ვიცანი.როგორი ლამაზი კაცი ყოფილა, როგორი მშვიდი სახე ჰქონდა!

რა მძიმე დრო იყო, როგორ შეცვლილი ვიყავით ყველანი!

91

ხელისუფლება სარკეა საზოგადოებისა, ხოლო რევოლუცია, ამსარკის დამსხვრევის მცდელობა, რათა თავისი სიმახინჯე არდაინახოს!

* * *ბადრი და ვახო ოთხმოცდაათიან წლებში გერმანიაში

ცხოვრობდნენ. გაჭირვებამ წაიყვანა იქ ბიჭები. ვახო ყოფილიმოკრივეა, ბადრი – მომღერალი და მერე როგორი! ფანტასტიურიბარიტონია! თუმცა არც ერთს და არც მეორეს ეს ღირსებები იქ არგამოდგომიათ. “ვირები” ვიყავითო – ირონიულად ჩაიცინა ვახომ.მუშაობდნენ ხან სად, ხან სად, ძირითადად მძიმე სამუშაოზე. სწორედიმ პერიოდში ბადრის მეუღლეს სიმსივნე აღმოაჩნდა. ფულს ხომაგზავნიდნენ თითქმის ბოლო კაპიკამდე, გერმანიაშიც ჩაიყვანესავადმყოფი ერთი თვით, გამოკვლევებზე. თითქოს მოიკეთა კიდეც.მერე პერიოდულად მოდიოდა თბილისიდან ამბები: ხანმდგომარეობის ცოტათი გაუმჯობესების, ხან მკვეთრად გაუარესებისშესახებ.

ერთ საღამოს ტელეფონის ზარის ხმა გაისმა - ყვება ვახო - ესხმა ყოველთვის გვაფრთხობდა: რა ამბავი იქნებოდა, კარგი, თუცუდი?! ყურმილი ბადრიმ აიღო. რამდენიმე წუთი უხმოდ უსმენდა.გაფითრდა, ცრემლი წამოუვიდა. ყურმილი დადო. იჯდაგაქვავებული. მივხვდი რაც მოხდა. ვერც მე ვიღებდი ხმას. უცებბადრიმ “ბინდისფერია სოფელი” დაიწყო. მეც ავყევი. ასე იყო: სიმწრისცრემლი გვდიოდა და თან ვმღეროდით...

* * *ტყიბულში მოსმენილი: ლუკმა საჭმელი აღარ ჰქონდა სახლში.

რაცხა ხურდები მოხიკა და ,,ოპტავოიში” მივიდა. გამოიკვლიასხვადასხვა პროდუქტის ფასი და ბოლოს:

- ნახევარი კილო ლობიო ამიწონე! - ეუბნება ნაცნობგამყიდველს.

- ხო მშვიდობაა, ბიჭო?! - ,,შეიცხადა” იმან.

92

* * *ვანომ გაიხსენა არდემანაშვილმა: გორში, ერთ–ერთი ღვინის

ქარხნის დირექტორს, ვლადიმერ დადიანს სამი ახალგაზრდა მიადგა:- ლადო ძია, უბნის ბიჭებს დალევა გვინდა, რა იქნება, ათი

ლიტრა ღვინო მოგვეცი.გადმოხედა ,,სტუმრებს” ლადომ ზემოდან (თვითონ მაღალი,

ახოვანი კაცი იყო, ესენი კი დაბალი, დაგვაჯული, შეუხედავები) დადაიქუხა:

- მომწყდით თავიდან თქვე მამაძაღლებო, რას გავხართ,თქვენზე ღვინოს როგორ გავაფუჭებ?!

- რა ვქნათ, ბატონო ლადო - უპასუხა ერთმა - რაც გვარში დაჯილაგში კარგები გვყავდნენ, თქვენმა წინაპრებმა სტამბულისბაზარზე გაყიდეს, გადანარჩევი კიდე რაცა ვართ, ეგა ვართ!

– ბიჭო – გასძახა ახარხარებულმა დირექტორმა საამქროსუფროსს – წაიყვანე ესენი და ოცი ლიტრა ღვინო მიეცი!

* * *ახალ ხაზებზე გადართვასთან დაკავშირებით, ერთი კვირით,

მთელ უბანში ტელეფონები გამორთეს. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომჩაურთავთ, თუმცა ყველასი არა. მათ შორის არც ჩემი. მეზობლისტელეფონით დავუკავშირდი დაზიანების ბიუროს. ჩაიწერეს ნომერიდა შეკეთებას დამპირდნენ. მეორე დღეს ისევ ვურეკავ.

– რა ნომერია, ბატონო, თქვენი ტელეფონი? – მეკითხებაოპერატორი. ვპასუხობ.

- დიახ, ეს ნომერი გადაცემულია, აუცილებლად შევაკეთებთ.გადის კიდევ ორი დღე. ტელეფონი არ ჩართულა. ვრეკავ. იგივე

დიალოგი, იგივე ფინალით:- დიახ, თქვენი ნომერი გადაცემულია.მეორე დილით გაცეცხლებული მივვარდი სატელეფონო

სადგურში. ჩემ დღეში მყოფი უამრავი ადამიანი დამხვდა. როგორციქნა მივაწვდინე ხმა მორიგე გოგონას.

- ბატონო, გადაცემულია ეს ნომერი.- რას ნიშნავს ეს ,,გადაცემულია”?! ავყვირდი მე - ერთი კვირაა

მესმის: ,,გადაცემულია”, ,,გადაცემულია”. რა, ანათემაზეაგადაცემული?!

მთელი დარბაზი ხარხარებდა.

93

ლექსი ანასტასიას

,,ვითომ-ვითომ” - ეს გამოთქმაჩემს შვილიშვილს მოსწონს,თუ თამაშად მონაგონისურს რომ დაამოწმოს,

რა ოცნება და სურვილიცმის გონებას იპყრობს,ამ სიტყვებით ადასტურებს:ამბობს: – “ვითომ-ვითომ”.

მეც, როდესაც სევდიანიწარსულ წლებზე ვფიქრობ,რაც იყო და როგორც იყო,იყო ,,ვითომ-ვითომ”.

ვითომ იყო სიყმაწვილედა ბავშვობაც იყო,ბევრი იყო სიმწარე დაიყო ცოტა სიტკბოც.

ბევრი სახე, ნათლისმფენი,შავად მოიქსოვადა მრავალი ახლობელიგადაიქცა ხსოვნად.

ვითომ იყო სიყვარული,ვითომ იყო მტრობა,ლხინი - ცრემლით განბანილიდა სიმწარით ტკბობა,

ვითომ-ვითომ სისხლის ჩქეფავითომ გულის ფეთქვა,ყველაფერი, ვითომ-ვითომსიცოცხლე რომ ერქვა.

ჩემო მართლა სიცოცხლევ დაჩემი გულის სითბოვ,ვითომ-ვითომ რომ გავქრები,გამიხსენებ ვითომ?!

P.S. ამ ლექსის გამო ანასტასიას ვკითხე:- პაპი, მე რომ მოვკვდები, ვითომ გამიხსენებ?- ვითომ კი არა, მართლა გაგიხსენებო - მითხრა და მაგრად

ჩამეხუტა.

94

* * *

ვინ მაპატიებს იმას,რომ ვერ ვივარგე გმირადდა ჩემ სამშობლოს კოხტასვერ მოვაშორე ოხვრა;

ვინ მაპატიებს იმას,რომ ვერ ვივარგე შვილადდა ჩემ ცხონებულ მშობლებსმწარედ გულს ვტკენდი ზოგჯერ;

მეპატიება განა,რომ ვერ ვივარგე მამად:ვერ შევეჭიდე კოშკებს,ვერ მივიზომე ყანა;

ვერც ქმრად ვივარგე მგონი -არ მეყო მისთვის გონი.მაგრამ ყველაზე მეტადამ ფიქრს ეს მატებს სევდას:

ვერ მივუძღვენი უფალსჩემი ფიქრი და სუნთქვაქრისტეს მსახური თითქოს,კვლავ სასწაულებს ვითხოვ.

და შენ, უფალო ჩემო,ცოდვათა ჩემთა მშვენო,და შენ, სამშობლო ჩემო,ჭრილობათ ჩემთა მრჩენო,

თქვენ, ახლობელნო ჩემნო,არსობის ჩემის მშვენნო,მონანულთ ცრემლის მღვრელიშენდობას თქვენგან ველი!

95

შენ ჩემთან არ ხარ

ხო, მე რომ მიყვარს, თბილისში ახლა,სწორედ ისეთი თეთრი ღამეა,შენ ჩემთან არ ხარ, შენ ჩემთან არ ხარდა არაფერი არ მიხარია.

მთვარე ცრემლივით ჰკიდია ცაზე,ცრემლი წამწამზე _ ციცქნა მთვარეა,მაგ წამწამების უნაზეს ხაზებსვეღარა ვხედავ დიდი ხანია.

დღეს ჩემს ფეხის ხმას მოელის სულ სხვა,მოელის ვნებით და გახელებით,

დღეს სხვისი მესმის მთრთოლვარე სუნთქვადა შენ გეძებენ ჩემი ხელები.

ხო, ყველაფერი ისეთი გახდა,რომ ულამაზეს ზღაპრის დარია,მაგრამ შენ არ ხარ, შენ ჩემთან არ ხარდა არაფერი არ მიხარია.

წვიმა ზღვაზე

წვიმა მოდის, წვიმა მოდის ზღვაზე,წვიმა ზღვაზე _ როგორც დარდი დარდზე,აწვიმს ზღვას და წყალი ემატება,როგორც ამ გულს წუხილი და სევდა.

და ვიხსენებ იმ, გარდასულ დღეებს,მზე იყო და სითბო იყო გუშინ,დღეს კი ირგვლივ უცებ ჩამობნელდა,სწორედ ისე, როგორც ბნელა სულში.

დაბლა ზღვაა, ზღვას დასცქერის ზეცა,ორ დარდს შუა კრთება ჩემი კვნესა,ზღვა ირწევა და შავ ღრუბლებს სწვდება,და ღრუბელი შავ ტალღებზე წვება.

გავა დრო და გადაიღებს წვიმა,გავა დრო და ამღერდება გული,მზიანი დღე ისევ დაბრუნდება,როგორც ჩემი ტკბილი სიყვარული.

96

ჩვენ ერთმანეთი დავღალეთ

ჩვენ ერთმანეთი დავღალეთ,

ჩვენ ერთმანეთი მოგვბეზრდა,სულ კედლებს შემოვახალეთ,

რაც კი გვიყვარდა ოდესღაც.

-,,გიჯობთ, დაშორდეთ ახლავე”-რაღაც უცხო ხმა მომესმა-,,თქვენ ერთმანეთი დაღალეთ,

თქვენ ერთმანეთი მოგბეზრდათ.”

მე მთვრალი დავეხეტები,შენს თვალზე ცრემლი არ შრება,მართლაც, დავშორდეთ, ეგების,სიმშვიდე ვპოვოთ და შვება.

არა და, რომ არც გვეთმობაგარდასულ დღეთა ნათება,ერთად ყოფნა გვსურს და არც გვსურს,არ ვიცი რა გვემართება.

ჩვენ ერთმანეთი დავღალეთ,

ჩვენ ერთმანეთი მოგვბეზრდა,სულ კედლებს შემოვახალეთ,

რაც კი გვიყვარდა ოდესღაც.

97

დათუნია, დათუნა

დათუნია, დათუნარა ფიქრებში გართულა?დათოს საქმე აქვს რთულად:

ვერ მეტყველებს ქართულად!

დათო ნაღდი კაცია,მარჯვედ ხმარობს ცაციას,თან ისეთი ანცია,სულ შავი დღე გვაწია!

დათო კარგი ბიჭია,დათოს ორი კიჭი აქვს,ხელში ვეღარ გვიჭირავს -ჭამის დიდი ნიჭი აქვს!

თვალებს რომ აბრიალებ,დათვივით რომ ღრიალებ,დროა ფეხი აიდგა,იარე და იარე!

მოვიდა წვიმა

სახეზე დამეცა წვეთი:მოვიდა, მოვიდა წვიმა!გწყალობდეთ უფალი ღმერთი,ზეციდან ღვთის მადლი ცვივა!

სახეზე დამეცა წვეთი:ავმღერდი წვეთების ხმაზედა ჩემი სიმღერაც ერთვისამ წვიმის სევდიან ხაზებს.

სახეზე დამეცა წვეთი:ო, გმადლობ ზეცაო, გმადლობ!გაიგებ მხოლოდ შენ ერთი,ამ წვიმას სულ რატომ ვნატრობ.

თვალები რატომ მაქვს სველი,ფიქრები რატომ მაქვს მწარე,ამ წვიმას ამ წვეთებს ველი,როგორც აღსარების წამებს.

სახეზე დამეცა წვეთი:მოვიდა, მოვიდა წვიმა!

98

ჩემი სოფელი

ეს რა სიზმრები დამჩემდა,რა ტყეები და მთებია?რასაც ცხადში ვერ ვამჩნევდი,სულ სიზმრად მომლანდებია!

ო, როგორ მომნატრებიასოფლად მდინარის დუდუნი,თვალცრემლიანი ბებია,ღუმელის ტკბილი ღუღუნი.

ჩემი სოფელი პაწია,ჩემი სოფელი ცქრიალა,ჩემი ზარზმა და ვარძია _მოურჩენელი იარა!

მოვალ და ჩაგეხუტებით,

ცრემლი დამიყოფს წამწამებს,ჩვენ სხვა დარდი გვაქვს უთქმელი,ჩვენ სხვა ტკივილი გვაწამებს.

ჩემო სოფელო პაწია,ჩემო სოფელო ცქრიალა,ჩემო ზარზმა და ვარძია –

მოურჩენელო იარა!

99

ოცნება

ოცნება ჩემი, ნაზი და სუფთაგაჰყვება ზამთრის სევდიან ქარებს,აპრილი მოვა და მისი სუნთქვაყოველგვარ ტკივილს გააფერკმრთალებს.

მოჰყვება აპრილს წვიმების ღვარი,მოჰყვება წვიმებს ვარდების თქეში,ვარდების ფურცლებს ჩაიკრავს ქარიდა გადაჰკარგავს წაბლისფერ თმებში,

წაბლისფერ თმებში გაბნეულ სურნელსვერ დავივიწყებ ვერასდროს, ვერადა აუხდენელს მახსენებს სურვილსყველა ლექსი და ყველა სიმღერა.

სარკმელთან იჯდა პატარა ჩიტი,გარეთ კი ყინვა მეფობდა მწველი,ვისმენდი ჩიტის ჯადოსნურ ტიტანსდა მაშინებდა გაწვდენა ხელის.

ასე მთავრდება სიზმარი ყველა,ყველა სიზმარი, ავი, თუ კარგი,რჩება იმედი ცრემლის ოდენადა ვებერთელა ცრემლი დადარდი.

წაბლისფერ თმებში გაბნეულ სურნელსვერ დავივიწყებ ვერასდროს, ვერადა აუხდენელს მახსენებს სურვილსყველა ლექსი და ყველა სიმღერა.

100

ლოთის სიმღერა

გალოთდაო - იძახიან ჩემზე.მგონი, მართლაც ამერია გზები,წუთისოფლის მივიწყებულ გზებზედამტვერილან ბედნიერი წლები.

უცებ ყველამ შემაქცია ზურგიდა მგელივით შევაჩერდი მთვარეს,მაინც ვინმეს გავახსენდი თუკი,სინანულით გაიქნევენ თავებს.

რა ვქნა, ალბათ მეც ეს ბედიმ ერგო:

ვეფერები ამ ერთ ჭიქა არაყს,მაინც ყველას გენაცვალეთ ძმებო,

ვენაცვალე ჩვენს საყვარელ ქალაქს,

ქალს, რომელმაც მომიხურა კარი,ბავშვს, რომელმაც ამარიდა თვალი,გენაცვალეთ, ისევ თქვენგან მკვდარი,გაგეცლებით სიყვარულით მთვრალი.

ამ დაჭმუჭნულ პერანგსა და ხალათსჭორს და ტალახს დაადევნებთ ალბათ,

ნუ წუხდებით, მე ეხლავე წავალ,

მე რა მიშავს, თქვენ იყავით კარგად!

გალოთდაო - იძახიან ჩემზე.მგონი, მართლაც ამერია გზები,წუთისოფლის მივიწყებულ გზებზედამტვერილან ბედნიერი წლები.

101

თოვლი

ისეთი თეთრი თოვლია,ისე საოცრად წმინდა,რომ შენი სახე მგონიადა მოვეფერო მინდა.

გათოშილ ქუჩებს მოვიარჩემს სიმღერასთან ერთადდა მწამს, რომ არ უთოვიაარასდროს ასე თეთრად.

ნაცრისფერ სივრცეს გავცქერიდა ვეკითხები ფიფქებს:- იქნებ არც იმას არ სძინავსდა ჩემზე ფიქრობს იქნებ?!

ისეთი თეთრი თოვლია,ისე საოცრად წმინდა,რომ შენი სახე მგონიადა მოვეფერო მინდა.

* * *

კახელი სტუმარი გვყავდა. ისეთი სუფრა გაიშალა, ისეთი სმა-ჭამა გაიმართა, შენი მოწონებული!

შუა ქეიფში, ცოტა დაგვიანებით, ხაშლამა შემოიტანეს"ჩამოტარებით". ლანგარმა კახელამდე რომ მიაღწია, ერთიმოზრდილი ნაჭერი ორი ხელით აიღო, ტუჩებთან მიიტანა,ჩაიჩურჩულა: ..შენ გენაცვალე, შენაო!" ნაზად ეამბორა და უკანვედადო. ეტყობა, ჭამის თავი აღარ ჰქონდა და ასე მოუბოდიშ-მიეფერა!

102

* * *

საფარის მონასტრის ზემოთ, ასე, ერთ კილომეტრზე, ტყისსიღრმეში, ბერების სასაფლაოა. ახლად გათხრილი საფლავიშევნიშნე. გამიკვირდა: მესამე დღე იყო, მონასტერში ვცხოვრობდი,არავის გარდაცვალების შესახებ არ მსმენია. ახლოს რომ მივედი,უფრო მეტად გავვოცდი: საფლავში კუბო იდო!

ჩემმა თანმხლებმა ბერმა ამიხსნა:- ეს, იღუმენის დავალებით გავაკეთეთ, მუდამ რომ

გვახსოვდეს: ყველანი მოკვდავნი ვართ!

ლათინები ასე იტყვიან: Memento Mori!

არასაიმედო ტექნიკა

ჩვენი საყვარელი ძმა, ბესო, ინფარქტის დიაგნოზით,

სახლიდან პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა.დაესიენ ექიმები. არის ერთი რია-რია.იქვე, საწოლთან ელექტროკარდეოლოგიური მონიტორი

დგას, რომელიც ჩვეულებრივ, აღმა-დაღმა მოძრავი ხაზებითგულის მუშაობის რიტმს უჩვენებს.

ამჯერად აპარატი გაფუჭებული ყოფილა და ეკრანზელარივით სწორი ხაზი მოძრაობდა.

ბესომ ეს შენიშნა, მონიტორისაკენ ხელი გაიშვირა დამისუსტებული ხმით დაიძახა:

- ექიმო, ექიმო, მანდ უკვე მოვკვდი!

* * *

გაუთავებელი სმის გამო, ჯიმშერს მამა წაეჩხუბა. აიშალაჯიმშერმაც ნერვები, აყვირდა:

- ბოლო-ბოლო ასეთი რა გაქვს ჩემთვის გაკეთებული,მითხარი, გადაგიხდიო!

- ჰო, შვილო, - ჩაიცინა კოლა ძიამ - თუ ეგრეა, პატარა როიყავი, ჭუჭუაზე გკოცნიდი ხოლმე და...

103

ჩვენი ფოსტალიონი

ეს ქალი ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობის დროიდან მახსოვს: ჩვენიუბნის ფოსტალიონი იყო. ასაკით, ალბათ, ჩემი მშობლების ტოლი.გრძელქამრიანი, გაცვეთილი ტყავის ჩანთა ჰქონდა მხარიღლივგადაკიდებული. ისეთი, სერგო ზაქარიაძეს რომ აქვს ფილმში,ოღონდ, უფრო პატარა, ქალისთვის შესაფერისი. კაფანდარა გოგოიყო, უგემოვნოდ ჩაცმული (ეგებ, სხვა ჩასაცმელი არც ჰქონდა!). ენაეჩლიქებოდა. ცოტას, თითქოს, წაისულელებდა კიდეც. მოჰქონდადეპეშები, წერილები, შეტყობინებები ამანათის შესახებ. თუ დეპეშასასიხარულო იყო (მილოცვა, ქორწილში დაპატიჟება...) ადრესატისგვარს ეზოშივე დაჰკივლებდა. თუ გამოეხმაურებოდნენ, სწრაფადაირბენდა სადარბაზოს საფეხურებს, დეპეშას გადასცემდა,ქვითარზე ხელს მოაწერინებდა და მერე კისრის მიგრეხით,

მორცხვად ჩაიღიმებდა, გასამრჯელოს მოლოდინში. როცა დეპეშაუბედურების მაუწყებელი, ან სამძიმრისა იყო, ფრთხილადდააკაკუნებდა კარზე, მიუსამძიმრებდა და ისევ კისერმიგრეხით,

ოღონდ ამჯერად დამწუხრებული სახით ელოდებოდახელმოწერილ ქვითარსა და ხურდა ფულს.

მე ყოველთვის ვფრთხებოდი მის დანახვაზე: მეშინოდა, ვინმესსიკვდილის ამბავი არ მოეტანა. ისიც მაღიზიანებდა, მისიმოვალეობის შესრულებისათვის გასამრჯელოს რომ იღებდა. იმდროინდელ თბილისში მათხოვარიც იშვიათად შეგხვდებოდათ,

მით უმეტეს, ხელფასის მქონე ადამიანი, მოწყალებას რისთვისითხოვდა, ვერ გამეგო.

მოვიდა ახალი დროება. დიდ ბედნიერებას დიდი უბედურებამოჰყვა: თბილისის ომი, სამეგრელო, აფხაზეთი... ვიღას ახსოვდაფოსტა-ტელგრაფი, ვიღას სჭირდებოდა ფოსტალიონი. ცუდი ამბებიჩვეულებრივ, ყოველდღიურ მოვლენად იქცა; კარგი ამბის გაგებასანატრელი გახდა. ჩვენი ფოსტალიონი თითქმის ათი წლისგანმავლობაში არ მინახავს.

შარშან, კეკელიძის ქუჩის დასაწყისში, შუქნიშანთან გამოჩნდა:ერთ, ამოჩემებულ ადგილას იდგა ხოლმე, დაბერებული,ჩამოძონძილი. ჩანთის ნაცვლად, ახლა, ჯოხი უმშვენებდა გვერდს.ისევ ძველებურად, კისრისმიქცევით, მორცხვად ხელგაშვერილი,იდგა, გახევებული, უაზრო, უიმედო. თითქოს, მისთვის ამშუქნიშანზე მუდამ წითელი ენთო, თითქოს, მისთვის მწვანეაღარასოდეს აინთებოდა. ჩვენი ქუჩის ძველმა მაცხოვრებლებმაგავიხარეთ. ქალები გამოეცნაურნენ, რაღაც-რაღაცეებს ჩუქნიდნენ;

104

კაცები მცირეოდენ ფულს ყოველთვის ვაძლევდით.

დიდხანს არ გაგრძელებულა ჩვენი შეხვედრები: ეს,სამათხოვროდ მეტად სარფიანი ადგილი, მათხოვრების ერთმაბანდამ ჩაიგდო ხელში: ყავარჯნებიანი, საშინლად აგრესიულიქალი; აბეზარი გოგო-ბიჭი და თმა-წვერ გაბურძგნილი, ზორბაკაცი, რომელიც ჩემი სტუდენტობისას კინო “ოქტომბერთან”ბილეთებს ყიდდა ზედმეტ ფასში-ასეთი იყო ამ ჯგუფისშემადგენლობა. ისევ დამეკარგა ჩვენი ფოსტალიონი. ვინ იცის, ეგებაღარც კი არის-მეთქი ცოცხალი - ვფიქრობდი.

რამდენიმე დღის წინ, კოსტავას ქუჩაზე ფეხით მომავალმა,რედაქცასთან, ქვის მოაჯირზე ჩამომჯდარი ვნახე: თავჩაქინდრულსეძინა. მარჯვენა ხელი სამათხოვროდ გამოშვერილი დარჩენოდა.ჯიბე მოვიჩხრიკე, რაც ხურდა ფული მქონდა, გაშლილ ხელშიჩავუდე და თითებიც მოვაკეცინე, ფული რომ არ დაბნეოდა.თვალი არ გაუხელია. არც შერხეულა. ეგებ არც გაუგია არაფერი.ეგებ ფული აღარც სჭირდებოდა. თითქოს ახლა ის კვლავაცფოსტალიონი იყო, რომელსაც ერთადერთი და ძალზემნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა დარჩენილი: უკანასკნელი წერილიმიჰქონდა...

* * *

ერთი ხანობა, იოგას ვარჯიშებით ვიყავი გატაცებული. დილისექვს საათზე ავდექი. წინა ღამის ნალოთავებმა ვაჟამ ძლივს"გახსნა" ცალი თვალი და შემომღაღადა:

- ბორჯომი არ გააქ?! - ბორჯომი კი არა, ადექი ახლა, ჩემთანერთად სუნთქვითი ვარჯიშები შეასრულე და გარანტიას გაძლევ,15-20 წუთში შენი ,,პახმელიის" კვალიც აღარ დარჩება!

როგორც იქნა, დავითანხმე. ვვარჯიშობთ. გზადაგზა ვამხნევებ:- აი, ასე, ყოჩაღ! როგორ ატყობ?- რა შედარებაა! - მპასუხობს ,,პაციენტი"მოვრჩით ვარჯიშს. მე, დარწმუნებული მეთოდის

ეფექტურობაში, სიამაყით ვეკითხები:- აბა, როგორია?!- ხოშიანია, ძმაო! ახლა, ერთი, ბორჯომსაც თუ დამალევინებ,

მართლა მადლობელი დაგრჩები!

105

* * *

ბატონი ლეოს მეუღლის პირველი ქმარი, შარია იყო -კინომსახობი. თვითონ ლეოც, არავის ჩამოუვარდებოდა არცარტისტიზმით, არც სიმღერით, თუ ლექსით, არც იუმორით...

დიდებული თამადაც გახლდათ!ასეთი ამბავი გაიხსენა:,,ქეიფია ზუგდიდში. თამადა ვარ. შევუბერე მარა, რა

შევუბერე! გადავრიე ხალხი! მოხუცი კაცი მიზის ახლოში,სიმპათიური, ულვაშებგადაწკეპილი, ტიპიური მეგრელი!მაკვირდება. ერთიც, მეუბნება მაგარი აქცენტით:

- რა კარგი კაცი ხარ კაცო შენ, ნამდვილად მეგრელი იქნები!- არა, ბატონო, თბილისელი ვარ.

- ხო, მარა, სადაური?- ყოველ შემთხვევაში, მეგრელი არ ვარ.

- აბა, დედა გეყოლება მეგრელი!- არა, ბატონო, დედაჩემი იმერელი იყო.

- როგორ, სულ არავინ გყავდა მეგრელი?! - გაოცდა მოხუცი.- კი, გამახსენდა!- ა, ხომ გითხარი! ვინ?- ჩემი ცოლის პირველი ქმარი იყო მეგრელი!”

* * *

,,აფრიკაში" ვქეიფობდით. მასპინძელი, ნოდარი, რომელიცმატარებლის მემანქანედ მუშაობდა, სახლში არ იყო.

შუა ქეიფში, გაიღო კარი და ნოდარი შემოვიდა. გაგვიხარდა,ჭიქა შევუვსეთ. სწრაფად წაიხემსა, ორიოდ ჭიქაც გადაჰკრა დაწამოხტა, გარბის.

გადავირიეთ:

- სად მიდიხარ, ძლივს მოსული!- ბიჭებო, ელმავალი მყავს გლახად გაჩერებული. გადავაყენებ

და მოვალო.

ავტეხეთ სიცილ-ხარხარი, გვეგონა, ხუმრობდა.- მართლა ეგრეა, გაიხედეთ, თუ არ გჯერათო!გავიხედეთ ფანჯარაში: სახლთან ახლოს, გადასასვლელზეO

ელმავალი დგას. გზის აქეთ-იქეთ მხრიდან უამრავი მანქანაამიმწყდარი, ისმის სიგნალებისა და ჩხუბის ხმა!

106

საკუთარი სიამოვნებისთვის ჩადენილი ქმედება, ადამიანსსასჯელად უბრუნდება, ჭეშმარიტი სიამოვნება სხვისთვის სიკეთისკეთებაშია!

* * *

ჩემმა ქუთაისელმა მეგობარმა, გოჩამ, ასეთი ამბავიგაიხსენა:

მამა მოუკვდა ძმაკაცს, ვაჟაიას. ოთხმოცდათორმეტიწელია. გეხსომება, რა გაჭირვება იყო. დევესიეთ ბიჭები.ვეხმარებით, ვისაც რით შეგვიძლია. მე და ოსიკო, ვალოდიამეკუბოვეს მივადექით:

- გამარჯობა, ვალოდია!- გაგიმარჯოთ, ბიძიებო!- გლახა ამბავი გვაქ.- აბა ჩემთან კაი ამბით ვინ მოდის! რა იყო, ხო არავინ

მომკვდარა?- ვაჟაია! - ვიეშმაკეთ: ასე უფრო იაფად გაგვიკეთებსო.

შეიცხადა მარა, რა შეიცხადა: გადეირია კაცი!- რა დაგვიჯდება?- რავა გეკადრებათ, მაგ ბოვშვი ისე მიყვარდა, ფულს

გამოგართმევთ? ასე, შენი სიმაღლის იქნებოდა, ხომ?- ცოტა დოუწიე, ე, მასე! - დააყენა ნაღდად გარდაცვლილის

ზომაზე ოსიკომ.- ხვალ დილას დაგახვედრებთ გამზადილს!მეორე დღეს იმდენი ვიჩალიჩეთ, თვითონ ვაჟა გავგზავნეთ

კუბოს მოსატანად. გავყევი მეც.გახურებულ მუშაობაშია ვალოდია: რაცხას აჭედებს. ამ დროს

იღება კარი და შედის ვაჟაია. გოუვარდა ხელიდან ჩაქუჩი: - კიმარა, შენ არ მოკვდი ბიჭო?!

- კი, რავა არ მოვკვდი - ,,პრიმერკაზე” ვარ მოსული!უყვარს ამირანს დალევა, შეიძლება ითქვას, რომ “ნამეტნავად!

ამიტომ, დილით ადრე, ჩანთით ხელში რომ შემხვდა, საიდანაცშუშის ჭურჭლის ჩხაკა-ჩხუკი ისმოდა, ბუნებრივი რეაქციაგამიჩნდა:

- აა, ,,პახმელიაზე” ლუდის მოსატანად მიდიხარ?

- არა, ტი შტო (ამირანი ,,მორუსულე ქართველია”), მაწონზე

107

მივდივარ.

- კარგი ახლა!- კლინუს! მე აღარ ვსვამ, ზავიზალ!- კი მარა, რა დაგემართა?- ბიჭო, ვოტ პასლუშაი: ამას წინათ, კახეთში ვიყავი,

კამანდიროვკაში ნუ. პირველივე საღამოს, იასნია, მაგარი სუფრაგაიშალა. თამადად დაჯდა ტიპიჩნი კახელი: შავი, დიდი, კისერირომ არ ეტყობა, ნიტო ბივში მოჭიდავე, ნიტო შტანგისტი. ხო და,ორასგრამიანი ჭიქა პირამდე გაავსო, წარბებსქვემოდან გროზნათგამოგვხედა და მუქარით ჩაილაპარაკა:

- ეხლა, ერთი მაგრა უნდა დავთვრე!აი, ეს კაცი გვყავდა თამადად ერთი კვირა! შემაძულა დალევა

მაგის დედა, მაგისი... არა, არა, ხო გეუბნები, აღარ ვსვამ, ზავიზალ!

* * *

ვერაფრით გადააფიქრებინა წასვლა. ახალგაზრდა კაცს გული,,დიდი რუსეთისკენ” მიუწევდა - რომანტიკული თავგადასავლებიუხმობდნენ. მთლად თავის ნებაზეც ვერ მიუშვებდა. სანკტ-

პეტერბურგში, ბავშვობის მეგობარს, ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესმენსადა კრიმინალურ სამყაროში დიდად გავლენიან პირსდაუკავშირდა: ჩემს უმცროს ძმას გიგზავნი და მიმიხედეო.

მართლაც, მშვენივრად მოეწყო: მასპინძელმა თანამემამულესერიოზულ საქმეში ჩააბა და ,,სერიოზული ფულიც” აშოვნინა.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, ვიდრე ერთ დღეს, მთელსვანეთში მეხივით არ გავარდა ხმა ბიზნესმენის დაღუპვის შესახებ:გაურკვეველ ვითარებაში მოკლული ენახათ.

ცხედართან, მთელი სოფლის თანდასწრებით ფიცი დადო:

მკვლელის ვინაობასაც დავადგენ და შურსაც ვიძიებო.

დაკრძალვიდან მეორე დღეს, ძმასთან ერთად გაემგზავრასანკტ-პეტერბურგს.

იმავ საღამოს გამოუტყდა უმცროსი ძმა: მე მოვკალიო.

ვერა, ვერ გაიმეტა თავისი გაზრდილი! ვეღარც სოფელშიდაბრუნდებოდა ფიცის გამტეხი. აღარავის უნახავს მას შემდეგძმები.

108

* * *

ჩემი სეხნია იყო, დიდი მოქეიფე, მომლხენი, ქალების მუსუსი.უყვარდა თამადობა და განსხვავებული სასმისებითგანსხვავებულად დალევა. მის გამოგონებებში განსაკუთრებულიადგილი უკავია სადღეგრძელოს შესმის წესს, რომელსაც“ხვლიკური” უწოდა და რისი მონაწილე ერთხელ მე თავადშევიქენი:

სუფრა გაშლილი იყო ”ლოჯიაში”, რომელიც გადიოდასასტუმრო ოთახში, ის კი, თავის მხრივ, უერთდებოდა საძინებელს.ღიად დატოვა ყველა კარი; საძინებლის ბოლოში დადგა ღვინითსავსე დოქი და თიხის ჯამი. ჯამი შეავსო, იქვე დატოვა დასუფრასთან მობრუნდა. წარმოსთქვა მშვენიერების სადღეგრძელო.

შემდეგ დაწვა იატაკზე და ხოხვა-ხოხვით მიცოცდა დანიშნულებისადგილთან. ჯამი უხელოდ, კბილებით ასწია, ღვინო შესვა. ჯამიშეავსო და ისევ ხოხვით დაუბრუნდა მაგიდას.

უნდა გენახათ რა ამბები მოხდა: ვიღაცამ, ღვინის შესმისშემდეგ, პირდაპირ ტუალეტს მიაშურა(ხოხვით); ვიღაცამ გზაშიდაიძინა; ვიღაცამ სკამამდე კი მიაღწია, მაგრამ იქ სადაც სხეულისსულ სხვა ნაწილი უნდა მოეთავსებინა, თავი დადო დაასპარეზობას გამოეთიშა...

ხუთ ცოლგამონაცვალს, ყველასთან შვილები ჰყავდა. ამდენნერვიულობას და სმას ვეღარ გაუძლო, არცთუ ხანდაზმულსგულმა უმტყუნა.

სამძიმარზე მისულ ბიჭებს მისი ნათესავი, ჩვენი მეგობარიშემოგვეგება და დერეფნის მთელ სიგრძეზე ჩამწკრივებულიბავშვებისკენ წაგვიძღვა.

- ეს პირველი ცოლის მეორე შვილია, ეს მეოთხეს პირველიდა მეორე, ეს მეორეს მესამე, ეს... შენ რომლის ხარ? მოკლედ ესენისულ ნოდარის შვილებია!

109

* * *

1993 წლის შემოდგომით ნაცნობმა “ზვიადისტებმა” მითხრეს:მერაბ კოსტავას დედა ძალიან ცუდ დღეშია: ავადმყოფობს. მას კი,არა თუ სამკურნალო, საჭმლის ფულიც არ აქვსო. გამოვართვიწამლების სია, რომელიც თან ჰქონდათ. შევიძინე წამლები, ჩემზუგდიდელ თანამშრომლებში ფული შევაგროვე, სახლიდანრამდენიმე ქილა ხილფაფა, მურაბა, კომპოტი წავიღე და კოსტავასსახლს მივაშურე.

კარი ახლგაზრდა, სანდომიანმა ქალბატონმა გამიღო, რომელიცთავიდან ერთგვარი უნდობლობით შემხვდა. იგრძნობოდა, რომარასასიამოვნო ვიზიტები მათთვის უცხო არ იყო. თავი რომგავაცანი და ჩემი სტუმრობის მიზეზი ვამცნე, მომიბოდიშა,სასტუმრო ოთახში შემიძღვა და ქალბატონ ოლიკოსთანწარმადგინა. ისე დედაშვილურად ჩამიკრა გულში, ისემომესიყვარულა, თითქოს მის ხელში გაზრდილი ბიჭი ვიყავი.

- ჯერ ექსპონატები დაათვალიერეთ და შემდეგ, თუ არჩქარობთ, მობრძანდით, ვისაუბროთ - მითხრა მან.

ექსკურსიამძღოლობა იმავე ქალბატონმა გამიწია:კონსტანტინე, ზვიადი, მერაბი, არალეგალური გამოცემები,

გადასახლება, მიტინგები, დროშები, დროშები... და მერაბი,ზვიადი, ერთად, სულ ერთად! რა დრო იყო, რა ბედნიერებივიყავით!

თვალცრემლიანი მივბრუნდი მასპინძელთან. დედას რომშვილი მოუკვდება, თანაც ისეთი, როგორიც მერაბი იყო, რასიტყვები შეიძლება უთხრა, მაგრამ ქალბატონ ოლღას თავი მხნედეჭირა.

- რამდენჯერმე მომეჭრენ, შვილო, უსინდისო ადამიანები:,,ზვიადისტები” იკრიბებიან აქ, უნდა დავხუროთო სახლ-მუზეუმი.საძინებელში რომ დიდი სურათია ზვიადის, იმის ჩამოხსნამომთხოვეს.

- ეგ სურათი მერაბმა თავისი ხელით ჩამოკიდა მისი საწოლისთავზე და თუ გეყოფათ ვაჟკაცობა, თქვენ თავად ჩამოხსენით-

მეთქი.გაბრუნდნენ ბუზღუნ-ბუზღუნით. მას შემდეგ კიდევ

მესტუმრენ ერთი-ორჯერ. ახლა თითქოს დამანებეს თავი, თუმცახანდახან კი რეკავენ უცნობები ტელეფონზე და იმუქრებიან.

გაიხსენა მერაბის და ზვიადის ბავშვობა:

110

შეისისლხორცეს უფლისადმი რწმენა, სამშობლოს სიყვარული,მისი ისტორიის, კულტურისადმი თაყვანისცემა. ფეხით ჰქონდათშემოვლილი მთელი საქართველო. ტაძარი, სალოცავი, თუ ციხე-სიმაგრე არ იყო საქართველოში, მათი ხელი რომ არ შეხებიამოწიწებით.

კამათობდნენ აღსარების ჩაბარებასთან დაკავშირებით:მოგეხსენებათ, მაშინდელ სამღვდელოებაში უშიშროების სამსახურთანკავშირში მყოფი ადამიანებიც ერიენ, ბიჭები კი არალეგალურსაქმიანობაში იყვნენ ჩაბმული. ზვიადი ამბობდა, რომ ამ თემაზეუმჯობესია საერთოდ არ ესაუბრონ მოძღვარს, მერაბი კი ამტკიცებდა,რომ ყველაფერი უფლის ხელშია და მას უნდა მიენდონ, ხოლო რასმოიმოქმედებს მოძღვარი, ეს მისი გადსაწყვეტია.

მერაბი რომ პატიმრობიდან გათავისუფლდა, ამ სახლში დიდისუფრა გაიშალა. ვაჟა ადამიამ ჭიქა ასწია და დაიძახა: - გაუმარჯოსმერაბ კოსტავას, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს!

წამსვე მერაბმა მარჯვენა ხელი ზე-აღმართა:- შეჩერდით მეგობრებო, დაიმახსოვრეთ, ეროვნულ მოძრაობას

ჰყავს ერთი ლიდერი: ეს არის ზვიდ გამსახურდია! ჩვენ, ყველანი, მისიჯარისკაცები ვართ!

რა დიდი იყო მერაბი, რა საოცარი იყო მისი დედა, ქალბატონიოლღა დემურია!

* * *

ერთი ჩვენ სოფლელი, მეტსახელად ,,კომპოზიტორი”,ჯანმრთელობის პრობლემების გამო ექმებმა საირმეში გააგზავნეს. ამკაცს ბავშვობიდან ჩვევად ჰქონდა გამუდმებთ სტვენა,,,კომპოზიტორი” ამიტომ შეაქვეს.

საირმელმა ექიმმა ასეთი ,,დანიშნულება” მისცა: _Sinaganiორგანოების გამოსარეცხად დღის განმავლობაში სამი ,,ვედრო”საირმის წყალი უნდა დალიო Yლუპ-ყლუპად. ერთი, დილიდანშუადღემდე, მეორე _ შუადღიდან საღამომდე და ერთიც – საღამოდანდაძინებამდეო.

- ეხ, ქალბატონო – დაუკვნესია კაცს – მე სოფელში,,კომპოზიტორს” მეძახიან. ხო, და ერთი მე ვარ კომპოზიტორი დამეორე შენ – ექიმიო!

111

* * *მთაწმინდაზე, მამა დავითის სახელობის ეკლესისის იატაკი

მოფენილია სხვადასხვა საფლავებით: საეკლესიო პირები, გენერლები,დიდი თავადები... მათ შორისაა ასეთიც:

,,ვდოვა გენერალ-მაიორა კნიაგინიასიდონია ზახარიევნა სავარსამიდზესკონჩ. 20 ფევრალია 1836 გ. “

ორი მიზეზის გამო მიიქცია ჩემი ყურადღება ამ საფლავმა:პირველი ისაა, რომ ეს ამ გვარის ადამიანი, ჩემი არცთუ მცირე ხნისსიცოცხლის მანძილზე, არსად შემხვედრია. მხოლოდ, კონსტანტინეგამსახურდიას ,,დიონისოს ღიმილშია” ასეთი გმირი: კონსტანტინესავარსამიძე.

მეორე მიზეზი, ამ წარწერის ბუნდოვანი შინაარსია: არ არისმითითებული ქალბატონის დაბადების წელი, ან ასაკი; არ გვამცნობენგენერალ-მაიორი მეუღლის გვარს.

მაინც რა მოხდა, ქალბატონო სიდონია? ვინ იყო თქვენი ქმარი,რომლის მოხსენიება საჭიროდ არ ჩათვალეს. რა გვარის კაცი იყო, რაეროვნების: ქართველი? რუსი? რა ბედისა იყო: ადრევე დაიღუპა სადმეკავკასიის მთებში, თურქეთის ხეობებში, ან რუსეთის ტრამალებში?თავად თქვენ რა ხნისა გაეცალეთ ამ ქვეყნიერებას? ახალგაზრდაგოგონა, თუ ასაკოვანი ბანოვანი? რა იყო მიზეზი თქვენიგარდაცვალებისა?

ეგებ თქვენი მეუღლე ერთი ვინმე ვიგინდარა რუსის გენერალიიყო, თქვენზე ბევრად უფროსი, რომელზედაც ძალით გაგათხოვეს. მანკი, ლოთმა, უხეშმა სალდაფონმა სიცოცხლე გაგიმწარათ. ხოდა,როგორც ხშირად ხდება, თავი შეგახსენათ ყმაწვილქალობისდროინდელმა უნაზესმა სიყვარულმა. მერე ეჭვიანობის სცენები...დუელში მოკლული ახალგაზრდა მიჯნური... მოუსავლეთშიგადაკარგული ქმარი.

ან ასე თუ იყო: მეუღლე _ ღირსეული, ქართველი ვაჟკაცი.მონაწილე 1832 წლის შეთქმულებისა, გადასახლებულ იქნა შორეულყინულეთში. თქვენ მასთან განშორება ვერ გადაიტანეთ,ხელისუფლებამ კი შერისხული გენერლის გვარის საფლავის ქვაზემითითების ნებართვა არ გასცა.

და კიდევ ვინ იცის, რა და რა შეიძლებოდა მომხდარიყო?!დიდებულო ქალბატონო, სიდონია სავარსამიძევ, ზაქარიას

ასულო, ნეტავ შემეძლოს, მოგიძღვნათ მშვენიერი რომანი, ანმოთხრობა, ნოველა, ლექსი!

რამდენი ფიქრი, რამდენი...

112

სიმღერა წვიმაში

ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი პირველი, ძლიერი შთაბეჭდილებაუკავშირდება ორ საოცარ ადამიანს, ორ ქუჩის მომღერალს. ერთიმათგანი კაცი იყო, მეორე - ქალი. ერთად არასოდეს მინახავს,მონაცვლეობით მოდიოდნენ ჩვენს ეზოში, ასე, თვეში ერთხელ. უფრო,დღის მეორე ნახევარში. კაცი, ასე, ორმოცდაათი წლის. ჩასუქებული,ტანდაბალი, უკან გადატკეცილი შევერცხლილი თმით. ეცვაგახუნებული, ერთდროს, უეჭველად, გამორჩეულად კარგიტანსაცმელი. განსაკუთრებით თვალში გეცემოდათ თუმცგახუნებული, მაინც კარგად შენახული, მწვანე ფერის ხავერდისპიჯაკი. თავაწეული, ყელმოღერებით მღეროდა ჩემთვის უცნობსაოპერო არიებს. ჰქონდა საოცრად რბილი, ბოხი ხმა. იმ პერიოდში(ექვსი-შვიდი წლის ვიქნებოდი), გარდა ,,მენახშირეს” და ,,ბაშიაჩუკის”სიმღერისა, გატაცებით გავჰკიოდი რამდენიმე საოპერო არიას. ამ კაცისგამოჩენა ჩემთვის ნამდვილი დღესასწაული იყო. მგონი მისიერთადერთი ყურადღებიანი მსმენელი მე ვიყავი: ბავშვებიგანაგრძობდნენ ფეხბურთის თამაშს, უფროსები თავიანთი ბინისკედლებში მოქცეულნი საქმიანობდნენ, სადილობდნენ, ანისვენებდნენ... მხოლოდ მე ვიდექი პირდაღებული და მოჯადოებულივისმენდი ამ საოცარ კონცერტს! ახლა რომ ვიხსენებ, ასე მგონია, ისკაცი, თუმც სადღაც მაღლა, ცაში იცქირებოდა, სწორედ ჩემთვისმღეროდა. დაამთავრებდა თუ არა სიმღერას, მამაკაცი თავსჩაქინდრავდა და იდგა ასე მორჩილად, მოწყალების მოლოდინში.ჩვენი დედები დროებით სწყდებოდნენ საოჯახო საქმეებს, მამებიდინჯად დგებოდნენ სავარძლიდან და გაზეთით ხელში მიდიოდნენფანჯარასთან, ზოგი აივანზეც კი გამოდიოდა და ცვიოდა ეზოსასფალტზე ხურდა ფული. ბავშვები ვეხმარებოდით მომღერალსფულის შეგროვებაში. მერე კაცი მიდიოდა და მეც ვუბრუნდებოდიბურთაობას.

იგივე მეორდებოდა ქალის მოსვლისას. კაცისგან განსხვავებით,ქალი მაღალი და ავადმყოფურად სუსტი იყო. ეცვა გულამოღებული,სიძველისგან გალეული, ყაყაჩოსფერი კაბა. ისიც ჩემთვის უცნობსაოპერო არიებს მღეროდა, მასაც მომაჯადოებელი ხმა ჰქონდა.მღეროდა თვალდახუჭული, არ ვიცი სირცხვილის, თუ გრძნობათამოზღვავების გამო. ეგებ ერთიც იყო და მეორეც. ეგებ ამ დროს თავი

113

სცენაზე წარმოედგინა. აკი ვიღაცამ თქვა კიდევაც: ეგენი ერთ დროსოპერის თეატრში მღეროდნენ, მაგრამ ანტისაბჭოთა საქმიანობისთვისდააპატიმრესო. რამდენად შეეფერებოდა ეს სიმართლეს, ან რა კავშირიჰქონდა ერთმანეთთან ამ ორ ადამიანს, ჩემთვის უცნობი დარჩა. ვერვიტყვი ვერც იმას, თუ რა ეროვნებისანი იყვნენ. ჯერ ერთი, მაშინ ამსაკითხში საერთოდ ვერ ვერკვეოდი. მეორე ის, რომ მღეროდნენმხოლოდ იტალიურ ენაზე, უსიმღეროდ კი სიტყვაც არასოდესწარმოუთქვამთ და მესამეც: ახლა რომ ვიხსენებ, ისეთი იერის იყვნენ,კარგ მცოდნესაც გაუჭირდებოდა ამის დადგენა. ან კი რა საჭირო იყო?მთავარია, რომ მომღერლები იყვნენ, ნამდვილი, ოპერის მომღერლები!

ცხელი ზაფხულის ერთ საღამოს, ის იყო ქალმა სიმღერადაიწყო, რომ უეცრად საშინლად დაიქუხა და კოკისპირულმა წვიმამდაცხო. ჩვენ თავი სადარბაზოებს შევაფარეთ. დაიხურა ფანჯრები,აივნების კარები. ქალი ეზოს შუაგულში იდგა და მღეროდა! თმებისახეზე, მხრებზე მიეკრო, კაბა ტანზე შემოეტმასნა, ფეხსაცმელებზენიაღვარმა გადაუარა... ის კი მღეროდა, თვალდახუჭული,ხელებგაშლილი, საოცარი აღტკინებით, თითქოს წვიმას ეჯიბრებოდა,რომელიც სახურავებზე, ფანჯრის მინებზე არახუნებდა, იფიქრებდი,ქალის ხმის ჩახშობას ცდილობსო! ჭექა-ქუხილიც მასვე ეხმარებოდა. ანიქნებ პირიქით: ეგებ ეს ზეციური ორკესტრის აკომპანიმენტი იყოდიდებული მომღერლისთვის ნაბოძები?! სულ რამდენიმე წუთსგაგრძელდა ფანტასტიური კონცერტი. ჩაათავა თუ არა ქალმა სიმღერა,წვიმა შეწყდა, ბუნება დამშვიდდა, მზემ გამოანათა! გაიღო ფანჯრები,კარები და ხურდა ფულის წკრიალთან ერთად მქუხარე ტაში დაშეძახილები გაისმა: ბიის! ბრავო!!!

დანამდვილებით ვერ ვიტყვი (წვიმით გალუმპულს რაშეეტყობოდა), მაგრამ მგონი ქალი ტიროდა. მადლობის ნიშნადრევერანსი გააკეთა, სწორედ ისეთი, დიდი სცენის მომღერლებმა რომიციან, შემდეგ შეტრიალდა და ეზოდან გავიდა.

ფული ბავშვებმა ავკრიფეთ და ერთ-ერთ მშობელსშევანახინეთ, მაგრამ ის ქალი და არც კაცი მას შემდეგ აღარ გვინახავს.

114

მე და სიკვდილი

რაც რომ ავიდგი ფეხი დავიცან ქვეყანა მტრიანი,გავრბივარ თავქუდმოგლეჯით,მომდევს სიკვდილი ტიალი.

ის იყო, მომწვდა კოჭებთან,უნდა ჩაესო კბილია,მივუგდე ჩემი ბავშვობა,რა მექნა, სული ტკბილია!

თითქოს შეყოვნდა მცირე ხნით,თითქოს მანება თავია,მერე კვლავ გამომეკიდაუფრო შმაგი და ავია.

მეც უფრო მაგრად გავიქეც,არ მსურდა მისი გაცნობა,რომ აღარ მქონდა მეტი გზა,მივუგდე ყმაწვილ-კაცობა.

ახლა, ხანში რომ შევედი,მუხლი არ მომდევს მარდია,გვერდით მომყვება ქოშინით,კარგი დღე არც მას ადგია.დავღალეთ ერთი-მეორე,ესეც ცხოვრების ფანდია,

აღარ მაშინებს სიკვდილი,მე სხვა გზას ვხედავ მადლიანს:უფალო, სულს შენ გაბარებ,შენი ნათელი მადგია!

115

* * *ჩემო უსაყვარლესო, მესხეთის მინდორ–ველებსა და ფერდობებზე

მიმოფანტულო, ჩაშავებულ–ჩაჟანგებული ხავსით შემოსილო,ქართულ მიწაში ღრმად ჩამჯდარო ლოდებო! თქვენით შენდებოდაუმტკიცესი ციხე–სიმაგრეები და უმშვენიერესი ტაძრები; მყუდრო,ბანიანი სახლები და მზის ენერგიით გაჯერებული ტერასები ...

მაქვს დიდი იმედი, რომ ერთი, თქვენგანი, ჩემს საფლავსაცდაამშვენებს!

* * *წლები ჩემი ცხოვრებისარა უაზროდ ვფლანგე,რად ვუღირვარ ჩემს სამშობლოს:ვერაფერი ვარგე.

ეს ქვეყანა რაღაცით ხომუნდა ვახეირო,მშობლიური მიწა მაინცგ ა ვ ა პ ო ხ ი ე რ ო!

* * *მე ვიცი, წავა ღრუბელი,მე მჯერა, გამოიდარებს,ლამაზი გოგო–ბიჭებიააჟღერებენ გიტარებს.

წვიმა წამოვა წკრიალამზის სხივებს ააციმციმებს,ბედნიერება და სითბოშეცვლის დარდსა და სიცივეს.

ბოროტი ხვრელში ჩაძვრება,სიკეთის ნერგი იხარებს...აქ ღმერთმა ყველა დალოცოს,მე დავსახლდები იმ მხარეს.

116

* * *

ასე მგონია, ჩვენში, ობლების მიმართ, განსაკუთრებული,თბილი დამოკიდებულებაა:

ქართულ ზღაპრებში ობოლი, აუცილებლად წესიერი,გულკეთილი ადამიანია.

ჩემი სოფლის მიდამოებში არის “ობოლი კლდე”, ,,ობოლიჭადარი”.

ხეზე განცალკევებით გამოსულ, წმინდა კევს, რომელიცგემოთიც გამოირჩევა, ,,ობოლ კევს” ეძახიან.

,,ობოლი მარგალიტი”, ,,ობოლი ცრემლი“...ობოლი საქართველო!..

* * *

- პაპი, მე რომ მოვკვდები, მოხვალ ხოლმე ჩემს საფლავზე? -ვკითხე ჩემს შვილიშვილს, რომელიც მაშინ 6 წლის იყო.

- კი, მოვალ - მამშვიდებს დათუნა.- ხშირად ივლი?- რა ვიცი, აბა, როცა წამომიყვანენ, ყოველთვის მოვალ!- აუჰ, ეს დღესვე მკლავს! - გამეცინა - არა, პაპი, მე მომავალზე

გეკითხები, დიდი რომ იქნები მაშინ.- კი, მაშინაც ვივლი.- რას მომიტან ხოლმე?- ყვავილებს!- ყვავილები რად მინდა, პაპი, სანთელი წამომიღე და ცოტა

ღვინო!აბა, ბედნიერად!!!