8
14 იანვრიდან ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ტარ- დება. 14 იანვარს უამინდობისა და უგზოობის გამო ოლიმპი - ადის მიმდინარეობა შეფერხდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, მაია კიკნაძის, ინფორმაციით ქართულ ენასა და ლიტერატურაში დარეგისტრირე- ბული 99 მოსწავლიდან მხოლოდ 55-მა შეძლო გამოცდაზე მოსვლა. უკეთესი დასწრება იყო მეორე სესიაზე, - გეოგრაფიაში. აქ დარე- გისტრირებული 70 მოსწავლიდან 50 მოსწავლე მოვიდა. სასწავლო ოლიმპიადა 18 იანვრამდე გაგრძელდება და 11 საგანში ჩატარდება: 15 იანვარს ბიოლოგიასა და ინგლისურში, 16 იანვარს - ქიმიასა და ისტორიაში, 17 იანვარს - მათემატიკასა და რუსულში, 18 იანვარს - ფიზიკაში, გერმანულ და ფრანგულ ენებში. ოლიმპიადის მონაწილე, ლეღ- ვნის საჯარო სკოლის მე-10 კლა- სის მოსწავლე დავით მაღრაძე აღნიშნავს, რომ მისთვის ქართუ- ლის ტესტები რთული არ იყო. ბიოლოგიის გამოცდის ჩაბარებაზე არ ნერვიულობს და ფიქრობს, რომ კარგ შედეგებს აჩვენებს. ხარაგაულის სასულიერო გიმ- ნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე სოფო არევაძე აღნიშნავს, რომ გეოგრაფიის ტესტები რთულია, მაგრამ მაინც კარგი განწყობა აქვს, - ოლიმპიადაზე მიღებული გამოცდილება მაისში, საატეს- ტატო გამოცდების ჩაბარებისას დაეხმარება. მოუთმენლად ელოდება ოლიმ- პიადის დაწყებას ხარაგაულის სა- სულიერო გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე თამარ ფხაკაძე. ის თავის ცოდნის გამოვლენას ხუთ საგანში: ქართულში, გეოგრაფი- აში, ბიოლოგიაში, ინგლისურსა და ისტორიაში ცდილობს და აღნიშნავს, რომ ტესტები რთული, მრავლისმომცველი და საინტე- რესოა. ამით მეტ ცოდნასა და გამოცდილებას იღებს. ხარაგაულის #3 საჯარო სკო- ლიდან სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში 15 მოსწავლე მო- ნაწილეობს. სკოლის დირექ - ტორი დალი ლურსმანაშვილი აღნიშნავს, რომ, მიუხედავად არდადეგებისა, მოსწავლეები მობილიზებულები არიან, „აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა და სურვილი იმის სურვილი, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და მოხვდნენ საუკეთესოებს შორის. შარშანაც და შარშანწინაც ჩვენი სკოლის მოსწავლე, ქეთევან სხი- ლაძე, გადავიდა მესამე ეტაპზე ქართულში“. დალი ლურსმანაშ- ვილი ყოველთვის ინტერესდება ოლიმპიადის შედეგებით ქვეყნის მასშტაბით და აღნიშნავს, რომ ხარაგაულელი მოსწავლეები სხვა რეგიონების თანატოლებს არ ჩამოუვარდებიან. ხარაგაულში გა- ნათლებული და წიგნიერი თაობა იზრდება. „ტესტები არ მინახავს, მაგრამ სასწავლო ოლიმპიადების პროგრამა რამდენადმე სცილდება სკოლის პროგრამას. ოლიმპიადა- ზე არა მარტო სკოლის მასალის ცოდნას ამოწმებენ, არამედ ფას- დება, რამდენად აქვს მოსწავლეს ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარების და მისი გამოყენების უნარი. ვფიქრობ, მაღალი შედე- გები გვექნება,“ - აღნიშნავს დალი ლურსმანაშვილი. ოლიმპიადის შედეგები დამ- თავრებიდან ორი კვირის შემდეგ გამოქვეყნდება გამოცდების ეროვ- ნული ცენტრის ვებგვერდზე. თამთა გოგოლაძე სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ხარაგაულში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციით, წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრი- გებლად რეგიონებში განსახორცი- ელებელი პროექტების ფონდიდან 2,109,544, 0 ლარი დაიხარჯება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრიორიტეტულად მუნიციპალუ- რი მნიშვნელობის შიდა საავტო- მობილო გზების რეაბილიტაცია მიიჩნია. იგეგმება კიცხი-ხიდარის, ვარძია-წყალაფორეთის, ხარაგა- ული-ფარცხნალის (2,1 კმ) გზების მოასფალტება. საგზაო-სარეაბი- ლიტაციო სამუშაოების გარდა, სამ სოფელში - ხიდარი, წყალაფო- რეთი, ბორითი - საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება. ასევე დამონტაჟდება გარე გა- ნათება ხარაგაული-საქარიქედის (4 კმ.) ისლარი-ფარცხნალისა და (1 კმ), ბორითი-მაქათუბანის გზის მონაკვეთებზე. მთავრობამ რეგიონული განვი- თარების სამთავრობო კომისიის მიერ წარდგენილი შვიდი პროექტი უკვე დაამტკიცა. კონკურსის შედეგად დაინიშნენ კონკურსის შედეგად ხარაგა- ულის საგანმანათლებლო რესურ- სცენტრის პედაგოგად დაინიშნა თინათინ ბოჭორიშვილი, ხოლო შიდა აუდიტის სამსახურის უფრო- სად ნანა ხიჯაკაძე. „ხარაგაულელმა კონკურსან- ტებმა ტესტირება და გასაუბრება წარმატებით გაიარეს, - ამბობს სა- განმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, - ქალ- ბატონმა ნანამ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. ოთხი მუნიციპალი- ტეტის კონკურსანტ პედაგოგებს შორის ყველაზე მაღალი ქულა ტესტირების შედეგად მიიღო ქალ- ბატონმა თინათინმა.“ დავით კიკნაძის ინფორმაციით, 3 იანვრიდან საგანმანათლებლო რესურსცენტრს იურისტის შტატი დაემატა. ამ თანამდებობაზე ვლა- დიმერ არევაძე იმუშავებს. 20 იანვარს საკრებულოს ბიუროს სხდომაა ხარაგაულის მუნიციპალიტე- ტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა 20 იანვარს გაიმართე- ბა. სხდომაზე განიხილავენ: ა(ა) იპ ხარაგაულის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის“ (დირექტორი ა. ბარბაქაძე) მიერ 2013 წლის ჯანდაცვის პროგრამის შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, ა(ა)იპ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენ- ტრის“ (დირექტორი მ. ჭიპაშვილი) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს და 2014 წლის ადგილობ- რივ ბიუჯეტში ცვლილების პროექტს. მასწავლებლები საყოველთაო დაზღვევით ისარგებლებენ 2014 წლის პირველი იანვ - რიდან საჯარო სკოლების მას- წავლებლებს კორპორატიული დაზღვევა გაუუქმდათ. მასწავლებ- ლები საყოველთაო დაზღვევით ისარგებლებენ. ამ ინფორმაციას ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე ავრცელებს. საჯარო სკოლებს ტრანსპორტის 21 ახალი რეისი ვეღარ დაემატა „ხარაგაულის საჯარო სკოლე- ბის ტრანსპორტით მომსახურების 21 ახალი რეისი ამ სასწავლო წელს ვეღარ დაფინანსდება, - ამ- ბობს საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, - ახალი რეისებით მოვიცავდით მთელ მუნიციპალიტეტს.“ დავით კიკნაძის თქმით, ხარაგაულში შვიდ საჯარო სკოლას ტრანსპორტი საერთოდ არ ემსახურება. სასწავ- ლო წლის მეორე სემესტრშიც ხა- რაგაულის საჯარო სკოლებისთვის ძველებურად 45 რეისი იმუშავებს. სერტიფიცირებული კონკურსანტების ვინაობა მალე გამოცხადდება საგანმანათლებლო რესურსცენ- ტრიდან მიღებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამო- ქვეყნდება იმ პიროვნებების სია, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სკოლის დირექტორობის კონკურ- სის მეორე ეტაპი - გასაუბრება. სერტიფიცირებულმა ამბების აკიდო მე-5 გვ. 17 იანვარი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 2 (573) www.chkh.org რა მწყინს, რა მიხარია რუბრიკა „ჯანმრთელობა” მედიაპროექტში „ეტალონი” ქეთევან სხილაძემ გაიმარჯვა ქართველი ებრაელები შთამომავლობას ქართულ კულტურას აზიარებენ ხარაგაულელი ახალგაზრდების შეხვედრა დეპუტატთან 19 იანვარს ნათლისღებაა შარშან სოცდახმარების მიზნით 459 511 ლარი გაიცა ხუმრობენ ხარაგაულელები განცხადებები ამინდი 2 გვ. 3-4 გვ. 5 გვ. 5 გვ. 6 გვ. 6 გვ. 6 გვ. 8 გვ. 7-8 გვ. 8 გვ. 2013 წელს ხარაგაულის ბიუჯეტიდან 205 760 ლარის პრემია გაიცა 2 გვ. დღეს ნომერშია

სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ხარაგაულში · რუსულში, 18 იანვარს - ფიზიკაში,

  • Upload
    others

  • View
    12

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

14 იანვრიდან ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ტარ-დება. 14 იანვარს უამინდობისა და უგზოობის გამო ოლიმპი-ადის მიმდინარეობა შეფერხდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, მაია კიკნაძის, ინფორმაციით ქართულ ენასა და ლიტერატურაში დარეგისტრირე-ბული 99 მოსწავლიდან მხოლოდ 55-მა შეძლო გამოცდაზე მოსვლა. უკეთესი დასწრება იყო მეორე სესიაზე, - გეოგრაფიაში. აქ დარე-გისტრირებული 70 მოსწავლიდან 50 მოსწავლე მოვიდა.

სასწავლო ოლიმპიადა 18 იანვრამდე გაგრძელდება და 11 საგანში ჩატარდება: 15 იანვარს ბიოლოგიასა და ინგლისურში, 16 იანვარს - ქიმიასა და ისტორიაში, 17 იანვარს - მათემატიკასა და რუსულში, 18 იანვარს - ფიზიკაში, გერმანულ და ფრანგულ ენებში.

ოლიმპიადის მონაწილე, ლეღ-ვნის საჯარო სკოლის მე-10 კლა-სის მოსწავლე დავით მაღრაძე აღნიშნავს, რომ მისთვის ქართუ-ლის ტესტები რთული არ იყო. ბიოლოგიის გამოცდის ჩაბარებაზე არ ნერვიულობს და ფიქრობს, რომ კარგ შედეგებს აჩვენებს.

ხარაგაულის სასულიერო გიმ-ნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე სოფო არევაძე აღნიშნავს, რომ გეოგრაფიის ტესტები რთულია, მაგრამ მაინც კარგი განწყობა აქვს, - ოლიმპიადაზე მიღებული გამოცდილება მაისში, საატეს-ტატო გამოცდების ჩაბარებისას დაეხმარება.

მოუთმენლად ელოდება ოლიმ-პიადის დაწყებას ხარაგაულის სა-სულიერო გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე თამარ ფხაკაძე. ის თავის ცოდნის გამოვლენას ხუთ საგანში: ქართულში, გეოგრაფი-აში, ბიოლოგიაში, ინგლისურსა

და ისტორიაში ცდილობს და აღნიშნავს, რომ ტესტები რთული, მრავლისმომცველი და საინტე-რესოა. ამით მეტ ცოდნასა და გამოცდილებას იღებს.

ხარაგაულის #3 საჯარო სკო-ლიდან სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში 15 მოსწავლე მო-ნაწილეობს. სკოლის დირექ-ტორი დალი ლურსმანაშვილი აღნიშნავს, რომ, მიუხედავად არდადეგებისა, მოსწავლეები მობილიზებულები არიან, „აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა და სურვილი იმის სურვილი, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და მოხვდნენ საუკეთესოებს შორის. შარშანაც და შარშანწინაც ჩვენი სკოლის მოსწავლე, ქეთევან სხი-ლაძე, გადავიდა მესამე ეტაპზე ქართულში“. დალი ლურსმანაშ-ვილი ყოველთვის ინტერესდება ოლიმპიადის შედეგებით ქვეყნის მასშტაბით და აღნიშნავს, რომ ხარაგაულელი მოსწავლეები სხვა რეგიონების თანატოლებს არ ჩამოუვარდებიან. ხარაგაულში გა-ნათლებული და წიგნიერი თაობა იზრდება. „ტესტები არ მინახავს, მაგრამ სასწავლო ოლიმპიადების პროგრამა რამდენადმე სცილდება სკოლის პროგრამას. ოლიმპიადა-ზე არა მარტო სკოლის მასალის ცოდნას ამოწმებენ, არამედ ფას-დება, რამდენად აქვს მოსწავლეს ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარების და მისი გამოყენების უნარი. ვფიქრობ, მაღალი შედე-გები გვექნება,“ - აღნიშნავს დალი ლურსმანაშვილი.

ოლიმპიადის შედეგები დამ-თავრებიდან ორი კვირის შემდეგ გამოქვეყნდება გამოცდების ეროვ-ნული ცენტრის ვებგვერდზე.

თამთა გოგოლაძე

სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ხარაგაულში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის

მოსაწესრიგებლად 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციით, წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრი-გებლად რეგიონებში განსახორცი-ელებელი პროექტების ფონდიდან 2,109,544, 0 ლარი დაიხარჯება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრიორიტეტულად მუნიციპალუ-რი მნიშვნელობის შიდა საავტო-მობილო გზების რეაბილიტაცია მიიჩნია. იგეგმება კიცხი-ხიდარის, ვარძია-წყალაფორეთის, ხარაგა-ული-ფარცხნალის (2,1 კმ) გზების მოასფალტება. საგზაო-სარეაბი-ლიტაციო სამუშაოების გარდა, სამ სოფელში - ხიდარი, წყალაფო-რეთი, ბორითი - საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.

ასევე დამონტაჟდება გარე გა-ნათება ხარაგაული-საქარიქედის (4 კმ.) ისლარი-ფარცხნალისა და

(1 კმ), ბორითი-მაქათუბანის გზის მონაკვეთებზე.

მთავრობამ რეგიონული განვი-თარების სამთავრობო კომისიის მიერ წარდგენილი შვიდი პროექტი უკვე დაამტკიცა.

კონკურსის შედეგად დაინიშნენკონკურსის შედეგად ხარაგა-

ულის საგანმანათლებლო რესურ-სცენტრის პედაგოგად დაინიშნა თინათინ ბოჭორიშვილი, ხოლო შიდა აუდიტის სამსახურის უფრო-სად ნანა ხიჯაკაძე.

„ხარაგაულელმა კონკურსან-ტებმა ტესტირება და გასაუბრება წარმატებით გაიარეს, - ამბობს სა-განმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, - ქალ-ბატონმა ნანამ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. ოთხი მუნიციპალი-ტეტის კონკურსანტ პედაგოგებს შორის ყველაზე მაღალი ქულა ტესტირების შედეგად მიიღო ქალ-ბატონმა თინათინმა.“

დავით კიკნაძის ინფორმაციით, 3 იანვრიდან საგანმანათლებლო რესურსცენტრს იურისტის შტატი დაემატა. ამ თანამდებობაზე ვლა-დიმერ არევაძე იმუშავებს.

20 იანვარს საკრებულოს ბიუროს სხდომაა

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა 20 იანვარს გაიმართე-ბა. სხდომაზე განიხილავენ: ა(ა)იპ ხარაგაულის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის“ (დირექტორი ა. ბარბაქაძე) მიერ 2013 წლის ჯანდაცვის პროგრამის შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, ა(ა)იპ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენ-ტრის“ (დირექტორი მ. ჭიპაშვილი) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს და 2014 წლის ადგილობ-რივ ბიუჯეტში ცვლილების პროექტს.

მასწავლებლები საყოველთაო დაზღვევით ისარგებლებენ2014 წლის პირველი იანვ-

რიდან საჯარო სკოლების მას-წავლებლებს კორპორატიული დაზღვევა გაუუქმდათ. მასწავლებ-ლები საყოველთაო დაზღვევით ისარგებლებენ. ამ ინფორმაციას ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე ავრცელებს.

საჯარო სკოლებს ტრანსპორტის 21 ახალი რეისი

ვეღარ დაემატა„ხარაგაულის საჯარო სკოლე-

ბის ტრანსპორტით მომსახურების 21 ახალი რეისი ამ სასწავლო წელს ვეღარ დაფინანსდება, - ამ-ბობს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, - ახალი რეისებით მოვიცავდით მთელ მუნიციპალიტეტს.“ დავით კიკნაძის თქმით, ხარაგაულში შვიდ საჯარო სკოლას ტრანსპორტი საერთოდ არ ემსახურება. სასწავ-ლო წლის მეორე სემესტრშიც ხა-რაგაულის საჯარო სკოლებისთვის ძველებურად 45 რეისი იმუშავებს.

სერტიფიცირებული კონკურსანტების ვინაობა

მალე გამოცხადდებასაგანმანათლებლო რესურსცენ-

ტრიდან მიღებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამო-ქვეყნდება იმ პიროვნებების სია, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სკოლის დირექტორობის კონკურ-სის მეორე ეტაპი - გასაუბრება. სერტიფიცირებულმა

ამბების აკიდო

მე-5 გვ.

17 იანვარი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№2 (573)

www.chkh.org

რა მწყინს, რა მიხარია

რუბრიკა „ჯანმრთელობა”

მედიაპროექტში „ეტალონი” ქეთევან სხილაძემ გაიმარჯვა

ქართველი ებრაელები შთამომავლობას ქართულ კულტურას აზიარებენ

ხარაგაულელი ახალგაზრდების შეხვედრა დეპუტატთან

19 იანვარს ნათლისღებაა

შარშან სოცდახმარების მიზნით 459 511 ლარი გაიცა

ხუმრობენ ხარაგაულელები

განცხადებები

ამინდი

2 გვ.

3-4 გვ.

5 გვ.

5 გვ.

6 გვ.

6 გვ.

6 გვ.

8 გვ.

7-8 გვ.

8 გვ.

2013 წელს ხარაგაულის ბიუჯეტიდან 205 760 ლარის პრემია გაიცა 2 გვ.

დღეს ნომერშია

2 xtvb [fhfufekb 17 იანვარი, 2013 წ.

ხარაგაულის მუნიციალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2009-2013 წლებში პრემიის სახით გაცე-მულია 661 714 ლარი.

2009 წელს ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრემია ორჯერ გაიცა - იანვარსა და დეკემბერში. გამგე-ობიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2009 წელს დასაქ-მებული იყო 135 პირი გამგეობის, საკრებულოს, სახანძრო-სამაშვე-ლო სამსახურისა და ტერიტორი-ული ორგანოების თანამშრომელ-თა ჩათვლით. იანვარში პრემია მიიღო 129 დასაქმებულმა. მათ შორის გამგეობის თანამშრომ-ლებმა პრემიის სახით 70-70 ლარი ლარი მიიღეს. 2009 წელს გამგე-ბელს ორი მოადგილე ჰყავდა. აპარატში კი 14 თანამშრომელი მუშაობდა. გამგეობის სამსახუ-რებში 26 პირი იყო დასაქმებული, ხოლო ტერიტორიულ ორგანოებ-ში - 45, სამხედრო სამსახურში - 7.

საკრებულოში დასაქმებულ თხუთმეტ თანამშრომელს 2009 წლის იანვარში ხელფასის ოდენო-ბის პრემია დაერიცხა. 2009 წლის იანვარში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოცმა თანამშრომელ-მა პრემიის სახით 40-40 ლარი მიიღო. სულ 2009 წლის იანვარში პრემიის სახით15 756 ლარი გაიცა.

იმავე წლის დეკემბერში პრემიის სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 749 ლარი გაიცა 132 დასაქმე-ბულ პირზე. თითოეულმა მათგანმა ხელფასის ოდენობის პრემია მიიღო.

2010 წელს პრემია მხოლოდ ერთხელ - დეკემბერშია გაცემუ-ლი აბსოლუტურად ყველა - 134 თანამშრომელზე. ყველა მათგანს ხელფასის ოდენობის პრემია დაერიცხა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოცმა თანამშრომელმა კი პრემიის სახით 150-150 ლარი მიიღო. ჯამში 2010 წლის დეკემ-ბერში 53 160 ლარი გაიცა.

2011 წელს გამგეობაში, საკრე-ბულოში, სახანძრო-სამაშველო

სამსახურსა და ტერიტორიულ ორგანოებში სულ 153 თანამშრო-მელი იყო დასაქმებული. პრემია გაცემულია იანვარში, მარტში, აპრილსა და დეკემბერში.

იანვარში 60-60 ლარი მიიღო 141-მა თანამშრომელმა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოცმა თა-ნამშრომელმა - 100-100 ლარი. 49 დასაქმებულმა ქალბატონმა მარტში პრემიის სახით 60-60 ლარი მიიღო. აპრილში პრემიის სახით გაცემულია 8 880 ლარი 142 თანამშრომელზე. მათ შორის - 60-60 ლარი მიიღო 133-მა თანამშრომელმა, ხოლო გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ცხრა თანამშრომელზე - 100-100 ლარი გაიცა.

დეკემბერში გაცემულია დახ-მარება და პრემია. დახმარების სახით 300-300 ლარი მიიღო 144-მა თანამშრომელმა, სულ დახმა-რების სახით გაიცა 43 200 ლარი.

დეკემბერში პრემიის სახით 144 თანამშრომელზე გაცემულია ხელფასის ოდენობის პრემია, სულ - 59 450 ლარი.

2012 წელს ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის გამგეობაში, საკრებულო-ში, სახანძრო-სამაშველო სამსახურ-სა და ტერიტორიულ ორგანოებში სულ 169 პიროვნება მუშაობდა. პრე-მიები 2012 წელს იანვარში, მარტში, აპრილში, აგვისტოში, სექტემბერსა და დეკემბერში გაიცა.

იანვარში 130-130 ლარი მიიღო 142-მა თანამშრომელმა;

მარტში - 130-130 ლარი - 51-მა დასაქმებულმა ქალბატონმა;

აპრილში 141-მა დასაქმებულმა პრემიის სახით - 130-130 ლარი;

აგვისტოში 160-მა დასაქმებულ-მა - 130-130 ლარი;

სექტემბერში 159-მა თანამშ-რომელმა მიიღო ხელფასის ტო-ლიპრემია;

დეკემბერში ასევე ხელფასის ტოლი პრემია აიღო 157-მა თა-ნამშრომელმა.

ხარაგაულის მუნიციალიტეტის გამგეობიდან მიღებული ინფორმა-

ციის თანახმად, 2013 წელს გამგე-ობაში, საკრებულოში, სახანძრო-სა-მაშველო სამსახურსა და ტერიტო-რიულ ორგანოებში დასაქმებულია 258 თანამშრომელი. პრემიები გაიცა იანვარში, მარტში, აპრილში, ივნისში, აგვისტოში, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში.

2013 წლის იანვარში 250-250 ლარი პრემიის სახით გაცემულია 156 თანამშრომელზე.

მარტში 54 ქალბატონზე 130-130 ლარი გაიცა, იმავე თვეში პრემიის სახით 1 200 ლარი მიიღო გამგებლის ყოფილმა მოადგილე ვლადიმერ მაღლაკელიძემ.

აპრილში 130-130 ლარი მიიღო 113-მა თანამშრომელმა.

ივნისში პრემია გაიცა საფინან-სო-საბიუჯეტო სამსახურის ყოფილ უფროს გულნარა ტოროშელიძეზე 2 500 ლარის ოდენობით, გამგებ-ლის მოადგილე თეიმურაზ ჩხე-იძეზე - 1 200 ლარის ოდენობით, გამგებელ კობა ლურსმანაშვილზე - 2 360 ლარის ოდენობით.

აგვისტოში გამგეობის თანამშ-რომლებმა: ნელი მდივნიშვილმა, დავით დევდარიანმა და ვლა-დიმერ გელაშვილმა პრემიის სახით 1 000-1 000 ლარი მიიღეს, 560-560 ლარი მიიღეს ნინო მაღ-ლაკელიძემ, ინგა ჭიპაშვილმა და ნანა თხელიძემ, 540 ლარი მიიღო - დარეჯან მეტრეველმა.

გამგებელმა კობა ლურსმანაშ-ვილმა და მისმა სამმა მოადგილემ (პაატა გოგოლაძე, უშანგი ბერაძე, მიხეილ ჭიპაშვილი) ხელფასის

ოდენობის პრემია მიიღეს (2 360 და 1 200 ლარი), აგვისტოში 900 ლარი პრემია მიიღო დაბა ხარა-გაულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გივი თხელიძემ.

აგვისტოში საკრებულოშიპრემია მიიღო შვიდმა თანამშრომელ-მა: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა გოგსაძემ - 1 200 ლარი, პავლე გორგაძემ და ბესო ჩუბინიძემ - 1000-1000 ლარი, ლენა კალანდაძემ, მარინა კვინიკაძემ, ხათუნა გურგენიძემ და ზაალ ორ-ბელაძემ - 325-325 ლარი.

ოქტომბერში პრემიის სახით 350-350 ლარი მიიღო ტერიტო-რიული ორგანოს ოცივე რწმუნე-ბულმა (სულ 7 000 ლარი).

ნოემბერში პრემიის სახით 540-540 ლარი გაიცა გამგეობის სამ თანამშრომელზე (ლამარა მესხი, არჩილ ლურსმანაშვილი, რამაზ სებისკვერაძე), 560 ლარი ერთ თანამშრომელზე (ზვიად ორჯო-ნიკიძე), 750 ლარი ერთ თანამშ-რომელზე (გივი თავზარაშვილი).

დეკემბერში პრემიის სახით გაიცა 111 410 ლარი. 200-200 ლარი - სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებზე (უფროსისა და მოადგილის გარდა), ხელშეკრუ-ლებით აყვანილ თანამშრომლებზე - 300-300 ლარი, ყველა სხვა თანამ-შრომელმა ხელფასის ტოლი პრე-მია მიიღო. 1 120 ლარი გაიცა გამ-გეობის ორ თანამშრომელზე - ნანა გიორგაძესა და პავლე შარიქაძეზე, ხოლო 1000 ლარი ნინო ფერაძეზე. გამგეობიდან მიღებული ინფორ-მაციით, დეკემბერში სულ პრემია გაიცა - 222 თანამშრომელზე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგლობრივი ბიუჯეტიდან პრემიის სახით სულ

2013 წელს გაიცა 205 760 ლარი;

2012 წელს - 207 559 ლარი;2011 წელს - 123 730 ლარი;2010 წელს - 53 160 ლარი;2009 წელს - 71 505 ლარი.

ნინო კაპანაძე

პრემიების, საწვავისა და სხვა ხარჯების ეკონომიით პარლა-მენტმა ხაზინაში მილიონნახევარ ლარზე მეტი უკან დააბრუნა.

მეცამეტე ხელფასის მოთხოვ-ნაზე უარი მიიღეს როგორც „ნა-ციონალური მოძრაობის,“ ისე „ქართული ოცნების“ საპარლა-მენტო წარმომადგენლებმა. მი-ლიონნახევარზე მეტი ოდენობის თანხა ბიუჯეტს პარლამენტიდან უკან დაუბრუნდა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგი-ლე, ხაზინადართა საბჭოს თავმჯ-დომარე მანანა კობახიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დაზოგვა მოხდა სხვადასხვა კატეგორიაში: შრომის ანაზღაურე-

ბაში, კაპიტალურ და არაფინანსურ ხარჯებში, საწვავისა და სატელე-ფონო ლიმიტის შემცირებით.

„რაც შეეხება პრემიას, არცერთ დეპუტატს არ აუღია. პრემიები დაურიგდათ აპარატის თანამშ-რომლებს, მაგრამ, არა ყველას, მხოლოდ დამსახურების მიხედ-ვით. ეს არის ბიუჯეტის თანხა და რადგან ნაშთი დარჩა, იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაგვეყო და ჯიბეში ჩაგვედო.

2013 წლის ბოლოს გარკვე-ული ნაშთი დარჩა აუთვისებელი ბიუჯეტში. მაგალითად, ბარა-თებზე გადასვლამ გარკვეული ეკონომია გაწია საწვავის ხარჯვის თვალსაზრისით. ასევე გადავედით საბარათე სისტემაზე მობილური ტელეფონით სარგებლობისას და აქაც დაიზოგა თანხა.

ზოგადად, საკანონმდებლო ორგანო უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ნებისმიერი ორგანოსთ-ვის - ეს იქნება აღმასრულებელი სტრუქტურა თუ სხვა. ბიუჯეტის თანხებს უნდა მივუდგეთ ძალიან ყაირათიანად და ნებისმიერი თეთრი მიზნობრივად გამო -ვიყენოთ. არანაირი ფუფუნების უფლება ხელისუფლებას არ აქვს, როდესაც საზოგადოებაში ძალიან სერიოზული პრობლემები ჯერ კი-

დევ გადაუჭრელია. ვგულისხმობ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, იგივე ჩვენს დევნილებს, რო-მელთაც დახმარება გაეზარდათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი.

ამ ფონზე, როდესაც ეკონო-მიკური მდგომარეობა არასახარ-ბიელოა, ჩვენ არ უნდა მივცეთ თავს იმის უფლება, რომ ძვი-რადღირებული ავტომობილებით ვიაროთ, ან გადაჭარბებული ხარ-ჯები გვქონდეს. შეიძლება ბიუჯეტში რაღაც ხარჯი არის, მაგრამ მისი გაწევა თუ სავალდებულო არაა, ის ბიუჯეტს უნდა დაუბრუნდეს და ისევ ხალხს მოხმარდეს.

-მოხდა თუ არა ამ ხარჯების ეკონომია პრემიების ხარჯზე?

-მე გეტყვით, რომ ის მავნე პრაქტიკა, რაც წლების განმავლო-ბაში იყო, როდესაც დეპუტატები მუდმივად იღებდნენ პრემიებს, აღარ არსებობს. 2013 წელი, ალ-ბათ, პირველი წელია, როდესაც მეცამეტე ხელფასი და პრემია არ გაცემულა და არცერთ დეპუტატს არ მიუღია. რა თქმა უნდა, აპარატ-თან დაკავშირებით, სხვა მიდგომა იყო. ამ შემთხვევაში გავეცით პრემია, მაგრამ ინდივიდუალური - იმის მიხედვით, ვინ რამდენად იმსახურებდა. არიან თანამშრომ-

ლები, რომლებზეც არ გაიცა ეს პრემიები.

კანონის დონეზე უნდა არსებობ-დეს ძალიან მკაცრი რეგულაციები. ეს არის ბიუჯეტის ფული და თუ არ არის საჭირო მისი გახარჯვა, უნდა დაუბრუნდეს ხაზინას. პრემიებ-ზე გაცილებით მეტი საჭიროება არსებობს ამ ქვეყანაში. ამიტომ არ შეიძლება საზოგადოების და მედიის კრიტიკას ადექვატურად არ ვუპასუხოთ.

მე პირადად, როდესაც საარ-ჩევნო კამპანიას ვაწარმოებდი და მოსახლეობას ვხვდებოდი, მათ სერიოზული პრეტენზია ჰქონდათ იმაზე, რატომ იღებდნენ თვითონ 30 ლარიან დახმარებას და რატომ ირიგებდნენ ათასობით ლარის პრემიებს პარლამენტსა და სამი-ნისტროებში.

ჩემი პირადი დაპირება იყო, რომ ეს აღარ მოხდებოდა და ახლაც ვაცხადებ, რომ არ უნდა ხდებოდეს. არავინაა იმის წინააღ-მდეგი, რომ ადამიანს ჰქონდეს ნორმალური ანაზღაურება, მაგრამ როცა ამხელა დისბალანსია და ერთის მხრივ 60 ლარს ვაძლევთ სოციალურად დაუცველებს და, მეორეს მხრივ, ათასობით ლარის პრემიებზეა საუბარი, ეს კატეგო-რიულად მიუღებელია ჩემთვის.

დარწმუნებული ვარ, მთავრობა ამ საკითხს გადახედავს.

-პრემიერმა და ვიცე-პრემიერ-მა ამის შესახებ უკვე გააკეთეს განცხადება. მათ შორის ძვირად-ღირებულ შავ ჯიპებზეც...

-ვიცი, რომ ამ საკითხის შეს-წავლა მიმდინარეობს და ეს ყვე-ლაფერი საკანონმდებლო დო-ნეზე გაიწერება. წერტილი უნდა დაესვას ამ მრავალათასიანი პრემიების გაცემას. ზოგჯერ აქვთ ხოლმე პრეტენზია და ამბობენ, ვმუშაობთ და ამიტომ ვიღებთ ამ პრემიასო. გასაგებია, მაგრამ იმი-ტომ მოდიხარ ხელისუფლებაში, რომ იმუშავო. დასასვენებლად არავის ავურჩევივართ. ყველას გააზრებული გვქონდა, რომ ეს უმძიმესი საქმე იქნებოდა. თუ მხართეძოზე წამოწოლა გვინ-დოდა, ნუ ჩავერთვებოდით ამ საქმეში. ზოგი დახატავდა, ზოგი სცენაზე იდგებოდა, ზოგიც ფეხ-ბურთს ითამაშებდა და მე პრო-ცესებზე ვივლიდი. რადგან ეს გზა ავირჩიეთ, მაშინ აღარ უნდა ვი-წუწუნოთ და ისე ვაკეთოთ საქმე. იგივეს ვურჩევ ყველა მინისტრს და ყველა თანამდებობის პირს.

თამარ ლეფსვერიძეგურია ნიუსი

მალხაზ კიკნაძე: -მიხარია ის, რომ საზოგადოებაში გაჩნდა ცვლი-ლებების სურვილი და ეს აშკარად გამოიხატება.

მწყინს, რომ ეს ცვლილებები რეალობაში ვერ ხორციელდება.

რა მწყინს, რა მიხარია

ეკა მესხი:-ძალიან მწყინს, რომ ახლანდელი თაობის დიდი ნაწი-ლი წიგნს დაშორდა. სამწუხაროდ, მშობლები, დღევანდელი ეკონო-მიური პირობებიდან გამომდინარე, ვეღარ აქცევენ ყურადღებას და მხოლოდ იმას ფიქრობენ, რით გამოკვებონ შვილები.

მიხარია, რომ ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა მედიაპროექტში „ეტალონი“ კიდევ ერთხელ წარმო-აჩინეს ხარაგაულის ინტელექტი.

2013 წელს პრემიის სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 205 760 ლარი გაიცა

მანანა კობახიძე: „ამ მრავალათასიანი პრემიების გაცემას წერტილი უნდა დაესვას“

3xtvb [fhfufekb17 იანვარი, 2014 წ.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯან-მრთელობის დაცვის ცეტრის გასული წლის პროგრამა, რომელიც ადგი-ლობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, შემდეგი ღონისძიებებისგან შედგება: ეპიდზედამხედველობის გან-

ხორციელება და ეპიდსიტუაციის მართ-ვის ღონისძიებები; არაგადამდებ დაავადებათა

პრევენციის ღონისძიებები; მოსახლეობის ჯანმრთელო-

ბის მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონისძიებები; სანიტარულ-ჰიგიენური დაც-

ვის ღონისძიებები.რამდენად შეძლო საზოგადოებრი-

ვი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრმა აღნიშნული ღონისძიებების განხორცი-ელება, რა მდგომარეობაა მოსახლე-ობის ჯანდაცვის კუთხით, რა უშლით ხელს მუშაობაში და რა პროგრამები განხორციელდება მომავალ წელს, - ამ საკითხების გასარკვევად ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მივმართეთ.

ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის, გულნაზი ვეფხვაძის ინფორმაციით, 2013 წელს დაფიქსირდა ცხოველებისგან ადამიანის დაკბენის, დადორბვლისა და დაკაწვრის 429 შემთხვევა. ყველა მათ-განს ინსტრუქციის შესაბამისად ჩაუტარდა

ანტირაბიული აცრების სრული კურსი. გულნაზი ვეფხვაძის თქმით, ანტირაბი-ული ვაქცინების მიწოდებაზე შეფერხება ცენტრს არასდროს ჰქონია.

ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, 2013 წელს ხარაგაულში ეპიდსიტუაცია სტაბილური იყო. დაფიქსირდა მხო-ლოდ წითელას 21 შემთხვევა. წითელა გამოვლინდა 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებში. ამის გამომწვევ მიზეზად გულ-ნაზი ვეფხვაძე რამდენიმე წლის წინ წწყ-ს მასიური აცრების უმიზეზოდ ჩაშ-ლას მიიჩნევს. „უფროსი ასაკის ადამი-ანებში უფრო რთულად მიმდინარეობს ინფექციური დაავადებები. ამიტომ ისინი სტაციონარში მკურნალობდნენ. გადაიცრა ყველა, მათ შორის შვიდი თვის ბავშვიც, რომელთანაც წითელათი დაავადებულებს ჰქონდათ კონტაქტი,“ - ამბობს გულნაზი ვეფხვაძე.

გასულ წელს ჯანდაცვის ცენტრში ტუბერკულოზის 12 შემთხვევაა აღრიც-ხული, თუმცა ტუბერკულოზის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აქედან მხოლოდ ექვსია ფილტვისმიერი.

რაც შეეხება გეგმიურ აცრებს, ჯან-დაცვის ცენტრიდან მიღებული ინფორ-მაციით, ხარაგაულში იმუნიზაციის მაჩ-ვენებელი საკმაოდ მაღალია. გულნაზი ვეფხვაძის თქმით, 2013 წელს ჩატარდა გადაცრა, - ანუ აიცრა ყველა ის ბავშვი,

რომელსაც თავის დროზე არ ჩაუტარდა აცრა. გადაცრა ჩატარდა წითელა, წითუ-რა, ყბაყურაზე ორიდან შვიდ წლამდე და შვიდიდან ცამეტ წლამდე ასაკის ბავშვებში. ასევე მთლიანად გადაიცრა14 წლიანი მოზარდების კონტიგენტი.

რაც შეეხება ინფექციის თავიდან აცილებას, გულნაზი ვეფხვაძის თქმით, პირველ რიგში, მართვადი ინფექცი-ების საწინააღმდეგოდ აუცილებელია პროფილაქტიკური აცრების ჩატარება ზუსტად იმ ასაკში, რასაც ითვალისწი-ნებს ეროვნული კალენდარი. „აცრები იწყება ორი თვის ასაკიდან. ეს იმუნი-ტეტის გამომუშავებისთვის ყველაზე საუკეთესო პერიოდია, ალერგიული ფონიც ნაკლებია. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა.საყოფაცხოვრებო პირობები განაპირობებს ისეთ სოციალურ და-ავადებას, როგორიცაა ტუბერკულოზი. ბაქტერიულ ინფექციებს იწვევს პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ვადაგასული და არასაიმედოდ შენახული საკვების მიღება,“ - ამბობს გულნაზი ვეფხვაძე.

ეპიდემიოლოგი თვლის, რომ, რადგან ხარაგაულში არ გვყავს ინფექ-ციონისტი, ნოზოლოგიების მიხედვით არასაიმედო კერები გამოვლენილი არ არის. ინფექციონისტის არარსებობა ცუდად აისახება ინფექციური დაავა-დებით დაავადებულთა აღრიცხვაზე. მოქალაქეები სამკურნალოდ მიდიან სხვა მუნიციპალიტეტებში. თუ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა არ გამო-ვლინდა, არ ატყობინებენ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.

-ქალბატონო გულნაზი, რა წი-ნადადებები გაქვთ, რომ ეპიდსაწი-ნაღმდეგო ღონისძიებები იყოს უფრო მეტად ეფექტური?

-აუცილებელია, რომ ინფექციონის-ტი იყოს ხარაგაულში. ოჯახის ექიმების მიმართ მაქვს თხოვნა, რომ ნებისმიერი პიროვნება, რომელიც მათ მიაკითხავს და დაუდგენენ ინფექციურ დაავადებას, შეგვატყობინონ ჯანდაცვის ცენტრში ეპი-დაფეთქების თავიდან ასაცილებლად.

მივმართავ მშობლებს, რომ გაითა-ვისონ აცრების მნიშვნელობა. ზოგი ფიქრობს, რომ უმჯობესია ბაშვს მოზრ-დილ ასაკში აუცრას. პირიქით, აცრა უნდა ჩატარდეს ჩვილობისას, როცა პატარას არც შიში აქვს თეთრი ხალათის და შპრიცის მიმართ, არც მექანიკური გაღიზიანება და არც ალერგიული ფონი.

ეპიდზედამხედველობის კუთხით ყველა საექიმო უბანზე კარგი მდგო-მარეობაა.

რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ჩვენ სამსახურს მხო-ლოდ მონიტორინგის უფლება აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაავადებათა კონტრო-ლის ცენტრი მათ მალარიის საწინააღმ-დეგო საშუალებებით არ ამარაგებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ხარაგაული არ ითვლება მალარიის გავრცელებისთ-ვის საშიშ ზონად. ჯანდაცვის ცენტრში იმედოვნებენ, რომ წელს მაინც გამო-უყოფენ სადეზინფექციო საშუალებებს.

რა მდგომარეობაა მოსახ-ლეობის ჭიებით ინვაზიის

კუთხით, ამ საკითხზე ჯანდაცვის ცენტ-რის პარაზიტოლოგი ნინო ყიფშიძე გვესაუბრება. მისი თქმით, გასულ წელს ტრანსპორტირების თანხის სიმცირის გამო ვერ მოიცვეს ყველა სკოლა და სკოლამდელი დაწესებულება. 2012 წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენ-ტრმა გამოიკვლია 1 616 პირი. მათგან ჭიებით დაინვაზირებული აღმოჩნდა 243 ადამიანი. 2013 წელს გამოკვლეული 307 მოსწავლიდან 20% დაავადებულია. პარაზიტოლოგი ამბობს, რომ საკუთარი ინიციატივით მათ ლაბორატორიას 2012 წელს 392-მა მოქალაქემ მიმართა, ხოლო 2013 წელს - 291-მა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სოფელში მიდიხარ და ანალიზს აკე-თებ. ჩვენ ვიკვლევთ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პირველი-მესამე კლასების მოსწავლეებს, თუმცა, ხშირად ინტერესდებიან მშობლები, უფროსკ-ლასელები და შემდეგ ლაბორატორი-აში მოდიან გამოსაკვლევად,“ - ამბობს

ნინო ყიფშიძე და დასძენს, რომ რატომ-ღაც მშობლები არ აქცევენ ყურადღებას ჭიებით ინვაზიას. „ალერგიულ ფონს ყველაზე ძლიერ ავითარებს ჭიით ინვაზია. ბავშვი ახველებს და ეჭვი იმ-წუთას ბრონქიტზე აქვთ. ექიმიც უნდა დაფიქრდეს, რომ ფილტვში გადასული ჭია იწვევს საშინელ ხველას. კბილების კარიესი უფრო მეტია ინვაზირებულ ბავშვებში. ინტოქსიკაცია შეიძლება იყოს ჭიებით ინვაზიის დროს. შესაძლოა, ბავ-შვებში ანემია, გაუვალობა და განგრენა განვითარდეს.

ჩვენი სამსახურის გამართული ფუნ-ქციონირებისთვის ტრანსპორტირების ხარჯი აუცილებელია, რომ ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში მივიდეთ.

მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ჭიებზე გამოკვლევა არის უფასო,“ - ამბობს ექიმი პარაზიტოლოგი.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი

ალექსანდრე ბარბაქაძე ამბობს, რომ 2014 წელს რამდენიმე ახალი პროგრა-მა უნდა განახორციელონ, რომელიც მათ ზემდგომმა სტრუქტურამ მოაწო-და. ალექსანდრე ბარბაქაძის თქმით, პროგრამები პროფილაქტიკურ ღონის-ძიებებს მოიცავს როგორც ახალგაზრ-დებისთვის, ისე ხანდაზმულებისთვის.

„აუცილებლად უნდა ჩავატაროთ მოსწავლეთა ღრმა სამედიცინო შე-მოწმება. ამისთვის დაგვჭირდება, სავარაუდოდ, ათი ათასი ლარი. რომ გამოზაფხულდება, დავიწყებთ ამ პროგრამის განხორციელებაზე ზრუნ-ვას,“ - ამბობს ალექსანდრე ბარბაქაძე.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯან-დაცვის ცენტრი პოლიციის ყოფილი შენობის მეორე სართულზე გადავიდა. ამიერიდან ცენტრის მისამართია - სო-ლომონ მეფის ქ. #19ა. არ შეცვლილა ჯანდაცვის ცენტრის ტელეფონი: 22 17 47.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ხარაგაულის საზოგა-დოებრივი ჯანდაცვის ცენტრში

2013 წლის სექტემბრის მეორე ნახევრიდან შპს „ადითი“ ხარაგაული, თანამშრომელთა მოთხოვნის სა-ფუძველზე გამოეყო შპს „ადითს“ და გაერთიანდა „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში.“ სამწუხაროდ, „ადითისა-გან“ დარჩა ექვსი თვის სახელფასო დავალიანება, რომელიც დღემდე გაუსტუმრებელია. შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი - ხარაგაულის“ მთავარი ექიმის ქეთევან აბრამიშ-ვილის ინფორმაციით, სახელფასო დავალიანების მისაღებად შეტანილია საჩივარი, მაგრამ შესაბამისი რეაგი-რება ჯერ არ მომხდარა. „არანაირი სასიკეთო ინფრასტრუქტურული ცვლი-ლება „ადითის“ მხრიდან, არ ყოფილა. ყველაფერი დარჩა ისე, როგორც იყო.

ერთადერთი, რაც „ადითის“ სასიკე-თოდ უნდა ითქვას, გვქონდა ძალიან კარგი მედიკამენტური მომარაგება. მოთხოვნისთანავე ყველა სახის მედი-კამენტს გვაწოდებდნენ,“ - აღნიშნავს ქეთევან აბრამიშვილი.

შპს „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში“ გაერთიანების შემდეგ მდგო-მარეობა სახელფასო კუთხით გამო-სწორდა, თუმცა ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ისევ უმძიმესი მდგო-მარეობაა საავადმყოფოში. ქეთევან აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ ყო-ველდღიურად ითხოვენ ინფორმაციას, რა და რამდენი ჭირდებათ მთელი წლის განმავლობაში. ხელფასები, 2013 წლის სექტემბრიდან დეკემბ-რის ჩათვლით, გაცემულია. „აქამდე ვიყავით გლობალურ დაფინანსებაზე, - ამბობს ქეთევან აბრამიშვილი, - ახლა ხელფასები შესრულებული სამუშაოს მიხედვით გაიცემა. ეს ჩვენთვის ნაკ-ლებად ხელსაყრელია, რადგან ვერ ვმუშაობთ დატვირთვით. ავადმყოფებს ჩვენი ინფრასტრუქტურა აშინებთ, თუმ-ცა მუშაობას მაინც ვახერხებთ.“

საუბარია, რომ ხარაგაულში აშენ-დება სამკურნალო დაწესებულება, მაგრამ რა ტიპის, ეს ჯერჯერობით უცნობია. ქეთევან აბრამიშვილის ინ-ფორმაციით, არც ისაა ცნობილი, თუ რა დროში მოხდება ეს. „ვიმედოვნებ, რომ ახალი სამკურნალო დაწესებუ-ლება გაზრდის სამუშაოს, მეტი სამუშაო მეტ დაფინანსებას მოიტანს და ალბათ მოგვეცემა შესაძლებლობა, დავასაქ-

მოთ ისეთი სპეციალისტები, რომელთა მომსახურებაც ამჟამად საავადმყოფოს არ აქვს“, - ამბობს ხარაგაულის საავად-მყოფოს მთავარი ექიმი.

ქეთევან აბრამიშვილი საყოველ-თაო დაზღვევას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ საყოველთაო დაზღვევის მქონე პირები ხარაგაულის საავადმყოფოში მიიღებენ იქ არსებულ ყველა სახის სამედიცინო მომსახუ-რებას. საყოველთაო დაზღვევა მოქ-მედებს თანადაფინანსებით, ანუ თუ სპეციალისტთან ვიზიტის ღირებულება 15 ლარია, აქედან მხოლოდ 30%-ს, ანუ 4,5 ლარს იხდის ავადმყოფი.

რა პირობებში უწევთ ხარა-გაულის საავადმყოფოში

მომუშავე მედპერსონალს მუშაობა და რას ელიან მომავალში, ამ კითხვით რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ:

აზა ფურცელაძე, თერაპევტი: -ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყო-ბილი. ყველაფერი იქნება უკეთესად, მაგრამ ეს არ მოხდება დღეს და ხვალ. ველოდებით გარდატეხას უკეთესო-ბისკენ. მხედველობაში მაქვს ჩვენი მუშაობის დაფასება. ვერ ვიტყვი, რომ ახალ შენობას უახლოეს მომავალში ააშენებენ, მაგრამ იმედი არის. კარგ გარემოში მუშაობას რა ჯობია.

ირინა ბიბიჩაძე, ნევროპათოლოგი, ოკულისტი: -ჩემი სამუშაო გარემო, შეიძ-ლება ითქვას, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, აღარ მოწესრიგებულა არც ერთი მთავრობის დროს. არც სა-ნიტარი მყავს და არც ექთანი. თუმცა პა-

ციენტს, ვინც მოვა, სიხარულით მივიღებ და მოვემსახურები. ვნახოთ, რა იქნება შემდგომში. იმედი ხომ ბოლოს კვდება.

ელზა მაღლაკელიძე, ლაბორანტი: -მუშაობა გვიწევდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ გამოვედით „ადითის“ დაქვემდებარებიდან, - გამ-გებელმაც, დეპუტატმაც ამაში დიდი ძალისხმევა ჩადეს. ბევრჯერ მოვიდნენ ჩვენთან და იციან ჩვენი მდგომარეობა. ხარაგაულისთვის აუცილებელია ახა-ლი სამედიცინო დაწესებულება. ყველა ვერ წავა სამკურნალოდ სხვაგან.

ახლა შესრულებული სამუშაოს მიხედვით, პროცენტული გამო -ანგარიშებით, აგვინაზღაურდება ხელ-

ფასები, - შეიძლება მოგვიწიოს მაქსიმუმ 20-22 ლარმა თვეში. ასეთ პირობებში მუშაობა არ ღირს, მაგრამ სანამ შემიძ-ლია, უნდა მოვემსახურო პაციენტებს. ვერ ველევი ჩემს სამუშაოს, თორემ ნამდვილად არ ღირს აქ მუშაობა. 40 წე-ლია, ლაბორატორიაში ვმუშაობ. ვფიქ-რობ, რომ დავანებო თავი. ყველამ ყველაფერი იცის ჩვენი მდგომარეობის შესახებ, - იქნებ გამოსწორდეს. ოღონდ ჯერ ვერაფერს ვატყობ სასიკეთოს. შეიძლება ექიმს მეტი ჰქონდეს ხელფა-სი, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ყველა ვნატრულობთ ნორმალურ სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას.

თამთა გოგოლაძე

„ხარაგაულისთვის აუცილებელია ახალი სამედიცინო დაწესებულება“

ხარაგაულის საავადმყოფოში მუშაობისთვის ელემენტარული პირობებიც კი არ არის

„აუცილებელია, რომ ხარაგაულში იყოს ინფექციონისტი”

4 xtvb [fhfufekb 17 იანვარი, 2013 წ.

ჩემო მეგობრებო, მეზობლებო, ნათესავებო და კოლეგებო. სული-თა და გულით გილოცავთ შობა ახალ წელს. სიხარული, სიყვარუ-ლი, ხვავი და ბარაქა, მშვიდობა და სილაღე დაგბედებოდეთ. გისურ-ვებთ ჯანმრთელობას და ისევ ჯან-მრთელობას. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, კარგად ვაცნობი-ერებ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობას ადამიანის ცხოვრებაში.

ხარაგაულში ჩემს აფთიაქს იც-ნობენ, როგორც „მარიკას აფთი-აქი.“ გეტყვით, რომ ეს მარიკას კი არა „მარიამის,“ ჩემი მარო ბებოს, სახელობის აფთიაქია. მიხარია, როცა მეუბნებიან, ბებიასავით კარგი რჩევა-დარიგება იციო. ერთ-ერთმა ქალბატონმა ასეთი რამ მითხრა „რკინიგზის სადგურიდამ მოგდევო.“

-რას გულისხმობთ-მეთი, დე-იდა?

-რას შვილო და რკინიგზის სადგურზე შენი გულისთვის ამოვ-დიოდი და აქაც შენთვის მოვდივარ. შენ ჯერ სიტყვით მარჩენ და მერე წამლებსაც ისე კარგს მატან, სანამ ერთი ტაბლეტი მაქვს, ავადმყოფო-ბის აღარ მეშინიაო.

ასეთი დამოკიდებულება ჩემთ-ვის ძალიან საამაყო და ამავდრო-ულად ძალიან საპასუხისმგებლოა. ასეთი შემთხვევა უამრავი შემიძ-ლია გავიხსენო. როცა ადამიანი, როგორც პროფესიონალს, ისე გაფასებს და შენც მის თვალებში შენდამი დიდ ნდობას კითხულობ, ეს დამატებით სტიმულია იმისა, რომ არასოდეს მოდუნდე. იმუშაო შენს თავთან, შეისწავლო ფარ-

მაცევტულ ბაზარზე შემოსული ახალ-ახალი მედიკამენტები და სრულად მიაწოდო ინფორმაცია მომხმარებელს. თამამად ვიტყვი, რომ უკმაყოფილო ნამდვილად არ მყავს არავინ. წვრილმანი შეფერხე-ბა შეიძლება ყოველთვის შეგხვდეს, მაგრამ ეს მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

ჩემი აფთიაქი საბითუმო ბაზა არ არის, არც რომელიმე აფთიაქის ფილიალია. არის კერძო აფთიაქი, რომელსაც აქვს ლიცენზია, დამტ-კიცებული წამლის სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ჩვენთან მხოლოდ სერთიფიცირე-ბული და ლიცენზირებული მედი-კამენტები იყიდება, თანაც საკმაოდ შეღავათიან ფასად. ასევე ჯენერიკ მედიკამენტები, ბავშვთა, ქალთა და მამაკაცთა ჰიგიენისა და კოსმეტიკის აქსესუარები. ჩვენს აფთიაქში წამ-ლებით შეგიძლიათ შეიძინოთ გამ-გეობისგან ჩამორიცხული თანხით.

გვაქვს შემოთავაზება სხვადას-ხვა ბაზებიდან, რომლებთანაც ვფიქრობთ თანამშრომლობას. ისინი ახლო მომავალში აპირებენ ხარაგაულში დამკვიდრებას.

საერთოდ უახლოეს მომავალში დიდ ცვლილებებს ველით. იმედი მაქვს, ადამიანები ნაკლები პრობ-ლემებით და შეღავათიანი ფასებით შეძლებენ მედიკამენტების შეძენას.

მინდა ჩემს ხარაგაულელებს ვთხოვო - გვიყვარდეს ერთმანეთი, გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, გავუწოდოთ ერთმანეთს დახმარების ხელი და ცხოვრება უფრო მშვენიერი იქნება.

მარიამ ხომასურიძე

მომხიბვლელი, ჯანმრთელი ღი-მილი ჯანმრთელი კბილებია, მაგრამ ხშირად ეს ბუნების საჩუქარი როდია, არამედ თანამედროვე სტომატოლო-გიის უკანასკნელი მიღწევების შედეგი.

კბილის პროთეზირება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, რასაც ადასტუ-რებს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი კბილის პროთე-ზები. პირამიდების გათხრების დროს ჩონჩხთან ერთად აღმოაჩინეს ხის მასალისაგან დამზადებული კბილის პროთეზები. ხელოვნური კბილებისა და პროთეზების დასამზადებლად სხვადასხვა მასალებს იყენებდნენ: სპილოს ძვალს, ქვას, კვარცს, ხარის ძვლებს, გვამიდან აღებულ კბილებს და სხვ. პროთეზებს ერთმანეთთან და დარჩენილ კბილებთან ოქროს მავ-თულებით, რგოლებით და ძაფებით ამაგრებდნენ. სხვადასხვა ცხოველის ძვლებისაგან დამზადებული კბილის პროთეზის ფირფიტები და ადამიანის გვამიდან აღებული ხელოვნური კბი-ლები პირის ღრუს სითხის გავლენით ადვილად იხრწნებოდა, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ მაშინდელ ექიმებს ხე-ლოვნური კბილების დასამზადებლად გამოენახათ მინერალური ნივთიერება. ამ ამოცანის გადაწყვეტაში მნიშვნე-ლოვანი როლი შეასრულა ფრანგმა აფთიაქარმა, რომელმაც პირველად შეუკვეთა ფაიფურის ქარხანას ხელოვ-ნური კბილების დამზადება.

დღესდღეობით სტომატოლოგიის ეს ნაწილი ორთოპედიული (სწორი აღზრდა) სტომატოლოგია საკმაოდ განვითარებულია და პაციენტებს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს დანაკლისი კბილების აღსადგენად. კბილის დეფექტების მიხედვით არსე-ბობს სხვადასხვა სახის პროთეზები: მოსახსნელი და მოუხსნელი პროთე-ზები (ჩანართები, ერთეული გვირ-გინები, ხიდისებური პროთეზები) ან იმპლანტატის საშუალებით მოუხსნელი ანუ ფიქსირებული. მოსახსნელი პრო-თეზის ერთერთი სახეა მოხერხებული და ესთეტიური ბიგელისებული პრო-თეზი საკეტისებრი ფიქსაციით. ასეთი პროთეზი მარტივად შეგუებადი და ადვილად მოსახმარია მთელი ექსპლუ-ატაციის პერიოდში. არსებობს აგრეთვე პოლიპროპილენის ან ნეილონისაგან დამზადებული რბილი პროთეზები მათთვის, ვინც ვერ გუობს ტრადიცულ

პროთეზებს. მოუხსნელ პროთეზირე-ბაში ფართოდ გამოიყენება თანამედ-როვე ტექნოლოგიებით დამზადებული ხიდისებური პროთეზები ლითონო-ფაიფურის (მეტალო-კერამიკა), მისი ესთეტიურობიდან და გამძლეობიდან გამომდინარე. პროთეზირების ყვე-ლაზე გავრცელებული სახეა ასევე ცირკონის დიოქსიდის გვირგვინები (ულითონო ფაიფური), რაც საკმაოდ უსაფრთხო, მტკიცე და ესთეტიურია.

თანამედროვე სტომატოლოგია იმ-პლანტაციის საშუალებას იძლევა, რაც ყველაზე თანამედროვე და სრულიად უსაფრთხო მეთოდია დაკარგული კბილების აღსადგენად.

დენტალური იმპლანტატი ეს არის 3-5 მმ დიამეტრიც მეტალის ღერძი, (იხ. სურათი 1)რომელსაც ამზადებენ სხვა-დასხვა ბიოშეთავსებადი მასალისაგან: ტიტანი, ცირკონიუმი ან სხვადასხვა სახის კერამიკა. იმპლანტაციის პროცესი შედ-გება ორი ეტაპისაგან: პირველ რიგში, ადგილობრივი ანესთეზიით ხდება მისი ფიქსაცია ყბის ძვალში და მეორე ეტაპზე მასზე ამაგრებენ ერთეულ ხელოვნურ კბილს ან იყენებენ პროთეზების საფიქ-საციოდ. (იხ. სურათი 2) დენტალური იმპლანტაცია გამოიყენება ერთი, რა-მოდენიმე ან კბილების სრული არქონის შემთხვევაში (არ იგულისხმება სიბრძნის კბილები). ნებისმიერ დროს შესაძლებე-ლია მოხდეს ნებისმიერი ლოკალიზა-ციის, ნებისმიერი კბილის პროთეზირება იმპლანტანტებზე, მაგრამ დენტალურ იიმპლანტაციას გააჩნია აბსოლუტური და შედარებითი უკუჩვენებები.

აბსოლუტური უკუჩვენებებია: ორ-განიზმის ქრონიკული დაავადებები (ტუბერკულოზი, შაქრიანი დიაბეტი, რევმატული დაავადებები, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები და სხვ.), სისხლისა და სისხლბადი ორგა-

ნოს დაავადებები, ძვლოვანი სისტემის დაავადებები, რომლებიც ამცირებენ მის რეგენერაციას და სხვ.

შედარებითი უკუჩვენებებია: პარო-დონტი, პათოლოგიური თანკბილვა, კბილების მომატების ცვეთა, პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და მისი გაუმჯო-ბესების არანაირი ნიშანწყალი, სიმ-სივნური წარმონაქმნები პირის ღრუში და ყბაზე, სხეულის სხვა ადგილებში ლითონის იმპლანტატების არსებობა, ბრუქსიზმი (ქვეცნობიერად ყბების მოჭე-რა ან კრაჭუნი განსაკუთრებით ძილში.) დროებით უკუჩვენებად გვევლინება აგრეთვე ფეხმძიმობა და ლაქტაცია. არსებობს აგრეთვე სოციალური უკუჩ-ვენებები: ნიკოტინი, ალკოჰოლის ხში-რი მოხმარება, არარეგულარული კვე-ბა, დიდი რაოდენობით ყავის მიღება.

დენტალური იმპლანტაცია გამო-იყენება პრაქტიკულად ჯანმრთელ პაციენტებში და მისი ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით 6-10 წელია. ეს დამოკიდებულია პირის ღრუს ჰიგიენაზე და მავნე ჩვევების არსებობაზე. არ არის მიზანშეწონილი, კბილებით თხილისა და ძვლის მტვრევა, მზესუმზირის, ჩხი-რებისა და სხვადასხვა საგნების კვნეტა, რაც აზიანებს კბილებს და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილს. აგრეთვე ყავა, სიგა-რეტი და მუქი ჩაი კბილებს აფერადებს.

როგორც აღვნიშნეთ, დიდი მნიშვ-ნელობა ენიჭება პირის ღრუს მოვლას: კბილები უნდა გაიხეხოთ 2-ჯერ: დილით საუზმის შემდეგ და საღამოს ძილის წინ. კბილების გახეხვის პროცედურა უნდა გრძელდებოდეს 3-5წუთს. ჯაგრისი უნდა დავიჭიროთ კბილის ზედაპირისადმი 45 გრადუსიანი კუთხით. გაწმენდა დაიწყეთ გახსნილი კბილების მდგომარეობაში ზედა ყბის კბილების ლოყის და შემ-დეგ სასის ზედაპირიდან. შეასრულეთ 10 მოძრაობა მარჯვენა მხარეს და 10 მოძრაობა მარცხენა მხარეს. წრიული და ვერტიკალური მიმართულებით ჯაგრისის მოძრაობით გაიწმინდეთ კბი-ლების შიდა ზედაპირი ენის მხარეს. ამის შემდეგ შეუდექით საღეჭი ზედაპირების გაწმენდას, პირიდან გარე მიმართულე-ბით. გაიმეორეთ ეს მოძრაობები ქვედა ყბის კბილებისთვის. რაც უფრო კარგად ქაფდება პასტა, კბილთა შორის არეებში მით უკეთ აღწევს. გაიწმინდეთ ენა და ჩაიტარეთ ღრძილების მასაჟი, რომე-ლიც ტარდება დახურული კბილების პირობებში ჯაგრისის წრიული მოძ-რაობით. კბილების საღეჭ ზედაპირზე საკვების ნარჩენები ადვილად იწმინდება ჯაგრისით, ხოლო კბილებს შორის დარჩენილი არე უნდა გაიწმინდოთ ე.წ. ძაფის-ფლოსის მეშვეობით. გამოიყენეთ საშუალო სიმაგრის ჯაგრისი, ხელოვნუ-რი ბეწვისგან დამზადებული, მრგვალი ფორმის და პატარა ზომის. კბილის პასტები გამოიყენეთ ფტორის შემცვე-ლი, ხოლო კვირაში 2-ჯერ შეგიძლიათ გამოიყენოთ მათეთრებელი პასტები. უმჯობესია ცვალოთ პასტები.

ბუნებრივი და ჯანმრთელი კბილები ნამდვილად ბუნების საჩუქარია და მოუფრთხილდით მათ, რათა დიდხანს გემსახურონ.

თათია ბლუაშვილისაზოგადოებრივი ჯანმრთელობის

დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი

ცოტა რამ პროთეზირებასა და იმპლანტაციაზე

იმ პაციენტთა რეგისტრაცია, ვისაც C ჰეპატიტის მკურნალობა შეღავათიან ფასში სურს, 2014 წლის პირველი თებერვლიდან დაიწყება. სამკურნალო მედიკამენ-ტების შესყიდვა შეღავათიან ფასად კი, შესაძლებელი 2014 წლის პირ-ველი ივლისიდან იქნება.

პირველ ეტაპზე პირველი ივ-ლისისთვის უზრუნველყოფილი იქნება პეგილირებული ინტერფე-რონის 6 ათასი ერთეული, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორ-მაციით, საკმარისი იქნება სამო-

ქალაქო სექტორში 750 პაციენ-ტის მკურნალობის დასაწყებად. იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს შეღავათით სარგებლობის უფლე-ბა, მან უნდა წარმოადგინოს სრუ-ლი სამედიცინო გამოკვლევების შედეგები, რომელსაც შემდგომ ექსპერტ-ინფექციონისტებისგან, ჯანმრთელობის დაცვის დეპარ-ტამენტის და სააგენტოს თანამშ-რომლებისა და პაციენტთა სათემო ორგანიზაციის წევრებისგან შემდ-გარი კომისია განიხილავს.

„პირველი ივლისიდან მედი-

კამენტის შემდგომი მოწოდებები სამინისტროს პაციენტთა საინფორ-მაციო ბაზაზე დაფუძნებით შეთანხმ-დება მომწოდებელთან ყოველკვი-რეულ რეჟიმში - მცოცავი გრაფიკის პრინციპით - რაც უზრუნველყოფს რეგისტრირებული პაციენტების რაოდენობის შესაბამისად მედიკა-მენტის უწყვეტ მარაგს 2014-2015 წლების პერიოდისათვის,“ - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნინო კახიშვილინეტგაზეთი

C ჰეპატიტის შეღავათიან ფასად მკურნალობისთვის პაციენტთა

რეგისტრაცია დაიწყება

საინფორმაციო სააგენტო ინ-ტერპრესნიუსის ინფორმაციით, დეკრეტული შვებულებების დღეების რაოდენობისა და დეკრეტული ანაზ-ღაურების გაზრდის თაობაზე მიღებუ-ლი გადაწყვეტილება ძალაში ახალი წლიდან შევიდა. „შრომის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, დასაქმებულს, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, ორსულობის, მშობი-არობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით მიეცემა. აქედან

ანაზღაურებადი ხდება 183 კალენ-დარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთ-ხვევაში – 200 კალენდარული დღე. დეკრეტული შვებულებების ზრდის მიმართულებით მიღებული გადა-წყვეტილება იმ პირებზეც აისახება, რომლებსაც ახალშობილი შვილად აჰყავთ. კერძოდ, დასაქმებული, რო-მელიც ერთ წლამდე ასაკის ბავშვს იშვილებს, დეკრეტული შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. აღნიშნული შვებულებიდან ანაზღა-ურებადია 90 კალენდარული დღე. რაც შეეხება დეკრეტული შვებულე-ბის ანაზღაურებას და შესაბამისი თანხების ზრდის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, „შრომის კოდექ-სის“ ახალი მუხლების მიხედვით, ორსულობის, მშობიარობის და ბავ-შვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურება-დი შვებულების პერიოდზე გასაცემი თანხის ოდენობა არა უმეტეს 1000 ლარის ოდენობით განისაზღვ-რა. ამასთან, კანონი ამბობს, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება დამატებით ანაზღაურე-ბაზე შეთანხმდნენ.

დეკრეტული ანაზღაურება გაიზარდა

ძვირფასო ხარაგაულელებო!

5xtvb [fhfufekb17 იანვარი, 2014 წ.

მრავალი წელია, რაც მედიაპ-როექტი „ეტალონი“ არსებობს. გადაცემის რეიტინგი არასდროს დაცემულა. მას ემიგრანტი ქართვე-ლებიც კი უყურებენ და უნიჭიერესი ქართველი ბავშვებით ამაყობენ.

2014 წლის 12 იანვარს, დღის 3 საათზე, ჩაიწერა მორიგი გადაცემა, რომელიც თითოეული ხარაგაულე-ლისთვის განსაკუთრებული იყო, რადგან „ეტალონში“ მონაწილეობ-და ხარაგაულელი ათი უნიჭიერესი ბავშვი:

მარიამ აბულაძე (ბორის საჯარო სკოლა, მე-12 კლ.);

ირაკლი ტაბატაძე (კიცხის საჯა-რო სკოლა, მე-12 კლ.);

არჩილ მაისურაძე (ხარაგაულის გიმნაზია, მე-10 კლ.);

მარიამ თხელიძე (ხარაგაულის მე-3 საჯარო სკოლა, მე-11 კლ.);

ქეთევან სხილაძე (ხარაგაულის მე-3 საჯარო სკოლა, მე-12 კლ.);

ნელი ლაცაბიძე (მოლითის საჯა-რო სკოლა, მე-11 კლ.);

თამარ ბანცაძე (წიფის საჯარო სკოლა, მე-11 კლ.);

მამუკა შარიქაძე (ხარაგაულის მე-2 საჯარო სკოლა, მე-12 კლ.);

ნოდარ ლომიძე (ნადაბური საჯა-რო სკოლა, მე-11 კლ.);

ნანიკო შუბითიძე (ნადაბურის საჯარო სკოლა, მე-11 კლ.).

ყველა ძალიან ვღელავდით. ბავშვებიც ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ; პირველი, რომ ყველას გამარჯვება სურდა, მეორე, - თითო-ეულ მათგანს ღრმად აქვს თავისი მუნიციპალიტეტის სიყვარული გულში გამსჭვალული და ჩვენი ხარაგაულის სათანადოდ წარმოჩენა სურდა.

გადაცემის ჩაწერას ესწრებოდნენ ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ნოდარ ებანოიძე, ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი კობა ლურსმანაშვილი და იმერეთის გუბერნატორი ბატონი ზაზა მეფარიშვილი, რომელიც თავის ვაჟთან ერთად იყო მოსული. საკ-მაოდ კარგად ითამაშეს ბავშვებმა. თავიანთი სკოლა და მასწავლებლე-ბი სათანადოდ გამოაჩინეს. ფინალ-ში გადავიდნენ: ქეთევან სხილაძე

(ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი), ნანიკო შუბითიძე (ნადაბურის სკოლა, მე-11 კლასი), ნოდარ ლომიძე (ნადაბურის სკოლა, მე-11 კლასი).

ნანიკო შუბითიძისა და ნოდარ ლომიძისთვის ეს დღე იყო და-უვიწყარი. მათ ძალიან გაეხარდათ ფინალში გადასვლა. ამბობენ, რომ მათთვის ეს პროექტი მრავლის-მომცემი იყო. პროექტიდან მათ მიიღეს უდიდესი გამოცდილება, რაც დაეხმარებათ სამომავლოდ ცოდნის გაღრმავებაში.

„ძალიან გახარებული ვარ. არ ვიცი, რა ვთქვა, - ამბობს პროექტის გამარჯვებული ქეთევან სხილაძე, - აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ღირსეული კონკურენ-ტები მყავდნენ. საკმაოდ დაძაბული და საინტერესო თამაში იყო. ასეთ პროექტში გამარჯვება ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და იმედი მაქვს, რომ ჩემი აქ გამარჯვება მომავალი წარმატებების დასაბამი იქნება.“

ქეთევანს გულშემატკივრობდნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი დალი ლურსმანაშვილი და კლასის ხელმძღვანელი ქალბატონი ქეთევან ჩაჩანიძე. „ქეთი არის ძალიან ყოჩა-ღი გოგონა, არაჩვეულებრივი მოს-წავლე, - გონიერი, შრომისმოყვარე,

განათლებული, ნაკითხი. იმედი მქონდა, რომ ქეთი გაიმარჯვებდა. ვულოცავ მას და უამრავ წარმატებას ვუსურვებ,“ - აღნიშნა ქეთის კლასის ხელმძღვანელმა ქეთევან ჩაჩანიძემ.

„ხარაგაული ყოველთვის გამო-ირჩეოდა მაღალი ინტელექტით, რაც დღევანდელმა თამაშმაც აჩვენა. თამაში იყო ძალიან საინტერესო. ბავშვებს საკმაოდ მაღალი რეიტინ-გი ჰქონდათ, თუმცა გამარჯვებული მხოლოდ ერთია და მე ბედნიერი ვარ, რომ ეს ერთი არის სწორედ ჩემი სკოლის მოსწავლე,“ - ამბობს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი დალი ლურსმანაშვილი.

იმერეთის გუბერნატორმა ბატონ-მა ზაზა მეფარიშვილმა გამარჯვე-ბულს საჩუქრად ხატი გადასცა. ქე-

თევან სხილაძე ასევე დააჯილდოვა ბატონმა ნოდარ ებანოიძემ საქართ-ველოს ისტორიის ტომეულით. იგი ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან ხარაგაულს ასეთი ნიჭიერი ბავშვები ჰყავს. ბატონი ნოდარი გადაცემა „ეტალონის“ აქტიური მა-ყურებელია. იმდღევანდელ თამაშს კი განსაკუთრებული ინტერესით უყუ-რებდა, რადგან ხარაგაულელი ბავშ-ვები მონაწილეობდნენ. ის პროექტის თითოეულ მონაწილეს მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.

„უაღრესად კმაყოფილი ვარ ხა-რაგაულელი ბავშვების. თითოეული მათგანისთვის ეს იყო უდიდესი წარ-მატება; განსაკუთრებით კი ქეთევან სხილაძისთვის, - აღნიშნა ხარაგა-ულის გამგებელმა კობა ლურსმა-ნაშვილმა, - მიხარია, რომ ყველამ, ვინც მონაწილეობდა, პროექტის მეშ-ვეობით ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ცხოვრებაში. მათ გაუძლიერდათ მეტის შესწავლის მოტივაცია და რაც მთავარია, წარმოაჩინეს ის, თუ რა ინტელექტი გააჩნიათ მათ. ეს იყო ჩემთვის ძალიან საამაყო. თითოეულ მათგანს უამრავ წარმატებას ვუსურ-ვებ და ქეთევანს კი ვულოცავ გამარ-ჯვებას. მინდა, რომ ეს მისი უამრავი გამარჯვების საწყისი ყოფილიყოს.“

თვით გადაცემის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილიც კი ვერ მალავდა ემოციას ხარაგაულელი მოსწავლე-ების მიმართ. იგი გაკვირვებული იყო მათი ნიჭიერებითა და ინტელექტით.

„ეტალონის“ გამარჯვებული ქე-თევან სხილაძე დაჯილდოვდა ისრაელის საელჩოს მიერ დაწე-სებული პრიზით - პერსონალური კომპიუტერით.

გადაცემა მუსიკალურად გა-აფორმა ხარაგაულის ანსამბლმა „კახორი.“ მათ მიერ შესრულებულმა ნომერმა მაყურებლის დიდი ოვაცია და აღფრთოვანება გამოიწვია.

მეც ვუერთდები მილოცვას. ვუ-ლოცავ თითოეულ ბავშვს ამ დიდ წარმატებას. განსაკუთრებით კი ქეთევან სხილაძეს. უამრავ გამარჯ-ვებას ვუსურვებ.

„ეტალონი“, ხარაგაულელი მოს-წავლეების მონაწილეობით, საზო-გადოებრივი მაუწყებლის ეთერში 8 თებერვალს გავა.

ანი ჭიპაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსი-ტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი

ფოტოებზე: ხარაგაულელები „ეტალონში;“

„ეტალონის“ გამარჯვებული ქეთე-ვან სხილაძე იმერეთის გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილთან, სკოლის დირექტორ დალი ლურსმანაშ-ვილთან, პარლამენტთარ ნოდარ ებანოიძესთან და გამგებელ კობა ლურსმანაშვილთან ერთად

მედიაპროექტში „ეტალონი” ქეთევან სხილაძემ გაიმარჯვა

ხარაგაულელი ქართველი ებ-რაელების - ნანული კრიხელისა და კაკო ხუნდიაშვილის ცხრა წლის შვილიშვილის, სეგალ მო-შიაშვილის ანსამბლმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში გაიმარჯვა. სეგალს ფესტივალზე ბებია, ქალბატონი ნანული კრიხელიც, ახლდა. ფეს-ტივალში 19 ქვეყნის კოლექტივები მონაწილეობდნენ. კონკურსის ჟი-ურის გადაწყვეტილებით, ლაურე-ატი გახდა „ისრაელის ქართული ეროვნული ბალეტი“ ქალაქ აშდო-დიდან. ანსამბლის ქორეოგრაფი თამაზ ციციაშვილი სუხიშვილების ანსამბლის ყოფილი სოლის-ტია და უკვე მეათე წელია, რაც არაერთ საერთაშორისო კონკურ-სსა და ფესტივალში გამარჯვებულ ამ ანსამბლს ხელმძღვანელობს.

ქალბატონმა ნანულიმ ჩვენთან ინტერნეტით საუბრისას სიხა-რულით აღნიშნა, რომ პრაღის ფესტივალში „ისრაელის ქარ-თულმა ეროვნულმა ბალეტმა“ დაიმსახურა ორი პრიზი - „საუკე-თესო ნაციონალური ცეკვის შემს-რულებლები“ (პირველი ადგილი)

და „საუკეთესო ქორეოგრაფიული ჯგუფი“ (გრან-პრი). აშდოდის ან-სამბლმა პრაღაში ოთხი ქართული ცეკვა შეასრულა.

ნანული კრიხელის შვილიშვი-ლი სეგალი, რუსუდანის შვილია. სეგალი მესამე წელია, რაც ამ ან-სამბლში ცეკვავს. ანსამბლის ყვე-ლა წევრი ქართველი ებრაელია.

წლების წინ საქართველოდან ისრაელში წასული ქართველი ებ-რაელები მსოფლიოს წარმატებით აჩვენებენ იმ ერის კულტურას, რო-მელთანაც 26 საუკუნოვანი მეგობ-რობა აკავშირებთ. ისინი ზრუნავენ, რომ მათმა შთამომავლებმა არ დაივიწყონ ქართული კულტურა. აშდოდში დაბადებული ქართველი ებრაელი ბავშვები ქართულ ენასაც სწავლობენ.

ქართველ და ებრაელ ერებს შორის მეგობრობა გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ-შიც წარმატებით გაგრძელდება!

ლაურა გოგოლაძე

ფოტოებზე: სეგალ მოშიაშვი-ლი ფესტივალის პრიზით;

ნანული კრიხელი შვილიშვილ-თან ერთად

ქართველი ებრაელები შთამომავლობას ქართულ

კულტურას აზიარებენ

კონკურსანტებმა სამინისტროში უნდა წარადგინონ სკოლის გან-ვითარების სტრატეგიული გეგმა. რესურსცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, დასაზუსტებელია, თუ როგორ მოხდება დირექტორის სკოლაში წარდგენა. ამისთვის განათლების მინისტრი შესაბამის ბრძანებას გამოსცემს.

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა

„განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ სკოლის შენობის მიმართ არდადეგებზე, - მიმართა საჯარო სკოლის დირექტორებს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ, - 12 იანვარს ღამის პირველ საათზე ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. საბედნიეროდ, ფხიზლად იყო და-რაჯი, თორემ ხანძარს მოჰყვებოდა მსხვერპლი და სკოლის შენობაც დაიწვებოდა.“

სკოლის დირექტორის, დალი ლურსმანაშვილის თქმით, და-რაჯმა მაშინვე დარეკა სახანძრო-სამაშველო სამსახურში. „ბრიგა-და მალე მოვიდა სკოლაში. სამ საკლასო ოთახში იატაკის აყრა გახდა საჭირო. როგორც გაირკვა, ხანძარი შეშის ღუმელიდან გაჩნდა. ცეცხლი, სავარაუდოდ, საკვამურ მილში ჭვარტლს წაეკიდა,“ - ამ-ბობს ქალბატონი დალი.

დავით კიკნაძის ინფორმაციით, ზარალი დაახლოებით 10 ათასი ლარია.

წიგნადი ფონდის შესანახი და დამხმარე ნაგებობის

პრობლემებიღორეშის საჯარო სკოლას წიგნა-

დი ფონდის შესანახი ფართი აღარ აქვს, - ეს ინფორმაცია სკოლის დირექტორმა ქეთევან ბარბაქაძემ 13 იანვარს რესურსცენტრში გამარ-თულ სკოლების დირექტორების თათბირზე განაცხადა. მისივე თქმით, დღემდე წიგნებს სატყეოს შენობაში ინახავდნენ. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ შენობას ანგრევენ და მის ადგილზე ახალი უნდა ააშენონ.

საღანძილის საჯარო სკოლის დირექტორის, ვარდო ჭიპაშვი-ლის ინფორმაციით, სკოლის დამხ-მარე შენობა ინგრევა.

რესურსცენტრის უფროსმა, დავით კიკნაძემ ღორეშისა და საღანძილის სკოლების დირექტო-რებს განუცხადა, რომ წერილო-ბით მიმართონ რესურსცენტრს. თავის მხრივ, ის შუამდგომლობას დააყენებს შესაბამის უწყებებში ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

პროფესიული განვითარების სქემაში ნებისმიერი პედაგოგი

ჩაერთვებამასწავლებელთა პროფესიული

განვითარების სქემაში ჩართვის უფლება აქვს ნებისმიერ მოქმედ მასწავლებელს, რომელიც გაივ-ლის რეგისტრაციას ინტერნეტით. საგანმანათლებლო რესურსცენტ-რის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, პროფესიული გან-ვითარების სქემაში ჩართვის მეორე ეტაპი 15 იანვრიდან დაიწყო.

ამბების აკიდოპირველი გვერდიდან

6 xtvb [fhfufekb 17 იანვარი, 2013 წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული ინფორ-მაციით, 2013 წელს ერთჯერადი სოციალური დახმარების გაწევის მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 459 511 ლარი გაიცა.

მედიკამენტების შესაძენად და სხვადასხვა სამედიცინო მომსახუ-რეობის მიზნით დახმარება გაეწია 1180 მოქალაქეს 226 628 ლარით;

ჰემოდიალიზით და ლეიკემიით დაავადებულ 13 მოქალაქეს - 6 600 ლარით;

ბავშვის შეძენისათვის 43 მოქა-ლაქეს - 4 500 ლარით;

დასაფლავების ხარჯები ჩა-ერიცხა 123 მოქალაქეს - 25 000 ლარი;

სხვადასხვა მატერიალური დახ-მარება 10 მოქალაქეს - 9 938 ლარი;

9 აპრილს დაზარალებულ 2 მოქალაქეს - 600 ლარი (თითო-ეულს 300 ლარი);

უსინათლო 26 მოქალაქეს - 2 600 ლარი (თითოეულს 100 ლარი);

ჩერნობილის აფეთქების შე-დეგად დაზარალებულ 8 მოქა-ლაქეს - 800 ლარი (თითოეულს 100ლარი);

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუ-პულთა 22 ოჯახს - 4 400 ლარი (თითოეულს 200 ლარი);

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 32 ბავშვს - 4 800 ლარი (თითოეულს 150 ლარი, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავ-შირებით);

სამამულო ომის მონაწილე 33 ვეტერანს - 4 950 ლარი (თითო-ეულს 150 ლარი, ფაშიზმზე გამარ-ჯვების დღესთან დაკავშირებით);

სარვამარტოდ მრავალშვი-ლიან და ეკონომიურად გაჭირ-

ვებულ 161 ქალბატონს - 4 990 ლარის ღირებულების კვების პროდუქტების სასაჩუქრე პაკეტი;

სააღდგომოდ 285 ოჯახზე (დევ-ნილები, უსინათლოები, ჩერნობი-ლის აფეთქებით დაზარალებულე-ბი და უკიდურესად გაჭირვებული) 10 250 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტების სასაჩუქრე პაკეტები;

სამამულო ომის ვეტერანებზე კომუნალური ხარჯებისთვის - 3 000 ლარი (სექტემბრიდან ყოველ-თვიურად თითოეულს 25 ლარი);

სტიქიით დაზარალებულ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე 103 მოქალაქეს -130 000 ლარით;

საახალწლოდ 200 ოჯახზე (დევნილი, მრავალშვილიანი, მარტოხელა მოხუცი და უკიდურე-სად გაჭირვებული) - 6 900 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტე-ბის სასაჩუქრე პაკეტი;

ღირსების ორდენით ან მედ-ლით დაჯილდოებულ 29 მოქმედ და არამოქმედ პედაგოგს - თი-თოეულს 200 ლარი (სულ 5 800 ლარი);

უსინათლო, ონკოლოგიურ და დავრდომილ 133 მოქალაქეს, თითოეულს 35 ლარით (სულ-4 655ლარი;

მუნიციპალიტეტის ტერიტორი-აზე მცხოვრებ 21 უხუცესს, თითო-ეულს 100 ლარი, (სულ თანხით-2 100 ლარი);

მატერიალური დახმარება გა-ეწია დიდვაკეში მცხოვრებ უკიდუ-რესად მძიმე საცხოვრებელი პი-რობების მქონე მოქალაქე ციალა მაღრაძეს და დაბა ხარაგაულში მცხოვრებ დამსახურებულ სპორტ-სმენს ანზორ მაღრაძეს, თითეულს 500 ლარის ოდენობით (სულ 1000 ლარი).

ხარაგაულელი ახალგაზრდების შეხვედრა დეპუტატთან

ახალგაზრდა ინიციატორთა კავ-შირისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით, 13 იანვარს ქალაქ თბილისში, იუსტიციის სახლში გაიმართა შეხვედრა ხარაგა-ულის მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ებანოიძესა და დედაქალაქში მყოფ ხარაგაულელ ახალგაზრდებს შორის. შეხვედრაზე განიხილეს და იმსჯელეს როგორც ხარაგაულში, ასევე ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, მათი გადა-ჭრის გზებზე. ახალგაზრდების ხედვებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

დეპუტატმა საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ შეხვედრა თავისუფალი უნდა ყოფილიყო ყოველგვარი პო-ლიტიკური დატვირთვისგან. სწორედ ამიტომ შეირჩა იუსტიციის სახლი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოფისი.

დეპუტატსა და ახალგაზრდებს შო-რის საინტერესო საუბარი წარიმართა. განიხილეს ხარაგაულის თვითმმართ-ველობაში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, სამომავლოდ დაგეგ-მილი პროექტები. აქცენტი გაკეთდა თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაზე, მუნი-ციპალიტეტში განხორციელებულ საკადრო პოლიტიკაზე, კვალიფიკა-ციის სიმცირეზე, „გაბერილ“ შტატებზე, საბიუჯეტო სახსრების არაეფექტურად განკარგვაზე. ამასთან აღინიშნა, რომ

იმ პირობებში, როცა დასაქმება ჩვენი უმთავრესი პრობლემაა, მუნიციპალი-ტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურუ-ლი სამუშაოების მწარმოებლები არ არიან ადგილობრივი ორგანიზაციები, რაც ფინანსური რესურსის გადინებას იწვევს ხარაგაულის გარეთ. სამო-მავლოდ მნიშვნელოვანია, მსგავსი ტიპის მომსახურეობების გაწევა ადგი-ლობრივმა მწარმოებლებმა შეძლონ. შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ხარაგაულში არსებული სოციალური მდგომარეობა.

პრობლემების გადაჭრის გზებზე დეპუტატმა ახალგაზრდებთან ერთად იმსჯელა და აღნიშნა, რომ მათი დიდი იმედი აქვს. ახალგაზრდების მხრიდან გაჟღერდა რამდენიმე აქტუალური პრობლემა. მათ დასვეს საკითხი მუნიციპალიტეტში სამედიცინო მომსა-ხურებასთან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, საავადმყოფოს შენო-ბის მდგომარეობაზე, გარემოს დაცვაში არსებულ ხარვეზებზე (ბრაკონიერო-ბა). მსჯელობა გაიმართა სოფლის მეურნეობის დარგში ხარაგაულში შესაძლო პერსპექტივებზე, შეღავა-თიან აგრო კრედიტებზე. გამოითქვა ხარაგაულში მცირე საწარმოს შექმნის სურვილი. დაისვა საკითხი, გაიმართოს მოლაპარაკებები ბიზნესმენებთან, რათა შეძლონ მათი დაინტერესება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არ-სებული რესურსით. შესაძლოა აგ-

რეთვე მათ გამართონ შეხვედრები დამწყებ მეწარმეებთან და გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. მუშახელის გადასამზადებლად კი პროფესიული სასწავლებლების შექმნის სურვილიც გაჟღერდა. ისაუბრეს ასევე ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივასთან დაკავში-რებით, რომელიც ეხება „მეწარმეობის სააგენტოს“ შექმნას. ამ სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრას დეპუტატი ახლო მომავალში გეგმავს.

მომავალში ხარაგაულელ ახალ-გაზრდებს მიეცემათ საშუალება, შეხვ-დნენ და პრობლემატურ საკითხებზე იმსჯელონ მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის წარმომადგენლებთან ერთად. ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი გაქვთ გაგვიზიაროთ თქვენი ხედვები, გთხოვთ დაგვიკავშირდით: E-mail: [email protected]

Facebook: ნოდარებანოიძე / Nodar ebanoidze - ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატიTel.: 0 (433) 22 00 41; ინგა მაღრაძე- 595851753595 85 15 62- ქეთევან ლურსმანაშვილიმის: ხარაგაული, 9 აპრილის ქ. №15

(ადმინისტრაციული შენობის I სარ-თული)კიცხი - ადმინისტრაციული შენობა;ბორითი -ადმინისტრაციული შენობა;მოლითი - ადმინისტრაციული შენობა;

ქეთევან ლურსმანაშვილი

15 იანვარს ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდო-მაზე 2014 წლის ადგილობრივ ბი-უჯეტში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი მოხსენებითი ბარათის მიხედვით 2014 წლის პირველი იანვ-რისთვის არსებული საბიუჯეტო სახს-რების ნაშთიდან 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯებში უნდა მიიმართოს 1 583,9 ათასი ლარი. აქედან სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილია 1 512,2 ათასი ლარი, საკუთარი შემო-სავლებიდან - 71,7 ათასი ლარი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო საბიუჯეტო ცვლილებას 16 იანვარს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს. გთავაზობთ საბიუჯეტო ცვლილების პროექტს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდე-

ბულებების შესასრულებლად საჭიროა 2014 წლის პირველი იანვრისთვის არ-სებული საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან მიმართული იქნას 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯებში 1583,9 ათ. ლარი. მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრები 1512.2 ათ. ლარი და საკუთარი შემოსავლებით მიღებული სახსრები 71,7 ათ. ლარი.

საქართველოს რეგიონებში განსა-ხორციელებელი პროექტების ფონდის არსებული ნაშთიდან მიიმართოს:

-დაბა ხარაგაულში კინოთეტრის რეაბილიტაციის დასასრულებლად 302,3 ათ. ლარი;

-კინოთეატრის ეზოს კეთილმოსაწ-ყობად 115,9 ათ. ლარი;

-გზების მშენებლობა, რეაბილიტა-ციის ხარჯებში 146,5 ათ. ლარი აქედან: 135,5 ათ. ლარი ნაპირსამაგრები და 11,0 ათ. ლარი;

-ქუჩების და ტროტუარების მოწყობა (მოასფალტება) 651,2 ათ. ლარი;

-ხიდების მშენებლობაზე 43,5 ათ. ლარი;

-ბაღების მშენებლობაზე 215,7 ათ. ლარი;

-მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯები 2,3 ათ. ლარი;

-მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლობითი ხარჯები – 3,0 ათ. ლარი;

-სოფლის მხარდამჭერი პროგრა-მის განსახორციელებლად – 31,8 ათ. ლარი, მ.შ.

-გზების რეაბილიტაციაზე 6,9 ათ. ლარი;

-სარიტუალო დარბაზების მშენებ-ლობაზე 10,9 ათ. ლარი;

-წყლის სისტემის მოსაწესრიგებ-ლად 9,4 ათ. ლარი;

-საკანალიზაციო სისტემის შესაკე-თებლად – 1,5 ათ. ლარი;

-წისქვილების რეაბილიტაციაზე – 1,6 ათ. ლარი;

-სასაფლაოების მოსაწყობად – 0,5 ათ. ლარი;

-არასაცხოვრებელი შენობების რე-აბილიტაციაზე 1,0 ათ. ლარი (ადმ. შე-ნობისა და ამბულატორიის მოწყობა).

საკუთარი შემოსავლებით მიღე-ბული სახსრების ნაშთიდან 71,7 ათ. ლარი მიმართული იქნას:

-სპორტული კომპლექსის მშენებლო-ბის დასასრულებლად – 16,7 ათ. ლარი;

-მუნიციპალიტეტის გამგეობის არა-

საცხოვრებელი შენობის რემონტის დასასრულებლად – 20,3 ათ. ლარი;

-გამგეობის სხვა შენობა ნაგებობები – 8,9 ათ. ლარი (ხევის საზ. ცენტრი);

-დაბა ხარაგაულში წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე – 4,8 ათ. ლარი;

-ტერიტორიული ერთეულების გზე-ბის რეაბილიტაციაზე – 31,7 ათ. ლარი;

-მინისტადიონების მოწყობაზე – 4,0 ათ. ლარი;

-ხიდების რეაბილიტაციაზე – 2,0 ათ. ლარი;

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის # 34 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორ-ციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გამო-ეყო 82,344 ათ. ლარი 2014 წელში განსახორციელებელი ღონისძიებების საპროექტო დოკუმენტაციისა და საექს-პერტო მომსახურების შესასყიდად. მ. შ.

გზის მოასფალტების საპროექტო სამუშაოები – 69,0 ათ. ლარი;

ბაღების მშენებლობის საპროექტო სამუშაოები – 13,3 ათ. ლარი.

ზემოთ აღნიშნულიდან გამო-მდინარე, ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის 2013 წლის ბიუჯეტი შემოსულო-ბების ნაწილში 5504,1 ათ. ლარი გა-იზარდა 82,3 ათ. ლარით, სპეციალური ტრანსფერის ხარჯზე და განისაზღვრა 5586,4 ათ. ლარით;

ხარჯების ნაწილში 5504,1 ათ. ლარი გაიზარდა 1666,2 ათ. ლარით და განისაზღვრა 7170,3 ათ. ლარით, ხარჯების დაფინანსების წყაროდ გამო-ყენებული იქნას 2014 წლის პირველი იანვრისათვის არსებული ნაშთიდან 1583,9 ათ. ლარი და სპეც. ტრანსფერი 82,3 ათ. ლარი.

პირველი ცვლილება ხარაგაულის ბიუჯეტში

ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში იოანე ნათლისმცემ-ლისგან ნათელ იღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მო-ენიჭებინა ჩვენთვის.

ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტი-ანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომა-რეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწ-ვდომლად თვით სულს განბანს.

ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება. სწორედ მაშინ განცხად-და პირველად სამება - ძე ნათელს

იღებდა, სულიწმიდა მტრედის სა-ხით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვა-რელი, რომელ მე სათნო ვიყავ.“

ნათლისღების დღესასწაულზე ყველა მოქმედ მართლმადიდებ-ლურ ტაძარში სრულდება წყალ-კურთხევა დიდი აიაზმას წესით. ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ეძლევა და ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრ-წნება. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში შეგვიძლია შევინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მივიღოთ.

19 იანვარს ნათლისღებაა

შარშან სოცდახმარების მიზნით 459 511

ლარი გაიცა

7xtvb [fhfufekb17 იანვარი, 2014 წ.

იური, ორმოცი დღე ახლოვდება შენი გარდაცვალებიდან, ძალიან გვიჭირს უშენობა და შენზე წარსულში საუბარი. შეუძლებელია სიტყვებით გამოვხატოთ, რასაც შენი დაკარგვით განვიცდით. წახვედი და დაგვიტოვე

დიდი მწუხარება და ტკივილი. შენს ხა-ლისიან ოჯახში მწუხარებამ და დარდის აუტანელმა სიჩუმემ დაისადგურა. შენ ხომ სიცოცხლე გწყუროდა, შეჰხაროდი შენს შვილებს და შვილიშვილებს. შენი პატარა ნინიკო სიყვარულით გიხსენებს და შენს ნივთებს ხელს არავის აკიდები-ნებს, „ჩემი ბაბუასიაო“. ხშირად დადის შენს საფლავზე და ამბობს: „ბაბუამ მითხრა, რომ მოვკვდები, ჩემს საფ-ლავზე ხშირად იარეო“. შენი კაცური კაცის სახელით იამაყებენ იური ყანჩა-ველის შთამომავლები. შენ ხომ ჭკვი-ანი, განათლებული, სტუმართმოყვარე და კეთილი ადამიანი იყავი. ყველგან და ყოველთვის აკეთებდი სიკეთეს უანგაროდ. ამქვეყნად ყველაფერი ქრება, მაგრამ შენს ხსოვნას დავიწყე-ბა არ უწერია. ხშირად მოვალთ შენს საფლავზე, ვილოცებთ შენი ლამაზი სულისთვის და უფალს შევთხოვთ, რომ შენმა სულმა დაიმკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

ოჯახი

მეუღლე გულნაზი არღუნაშვი-ლი, შვილები პაატა და ხათუნა პაქსაშვილები, და ლენა, ძმა იური, რძლები შორენა დალაქიშვილი, ლეილა ჩადუნელი, სიძე თემური ღუღუნიშვილი, ცოლისდა ეთერ არღუნაშვილი, ქვისლი რეზო ჭყოიძე, შვილიშვილები მარინა, გიორგი ღუღუნაშვილები, მარიამ პაქსაშვილი, ძმისშვილები, დისშ-ვილები იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა

კუკური გიორგის ძე პაქსაშვილი

დაიკრძალა 16 იანვარს ის-ლარში.

შვილები მარინა, დავითი, სიძე ვახტანგ ლაცაბიძე, რძალი ეთერ ლომსაძე, შვილიშვილები გიორ-გი (მამა ანდრია), შოთა, ქეთი ლაცაბიძეები, შოთა, ნინო, ზუკა კვირიკაშვილები, შვილთაშვილე-ბი, დედმამიშვილები, მაზლები, რძლები, სიძეები ოჯახებით იუწყე-ბიან, რომ გარდაიცვალა

ჟუჟუნა ხეცაძე-კვირიკაშვილი

დაკრძალვა შაბათს, 18 იან-ვარს, დ. ხარაგაულში, კიკნაძის ქ. #37.

ძმა გურამი, რძალი მაგული, ძმისშვილები: ლეილა, ლევანი, დათო, ვაჟა ავალიშვილები ოჯახე-ბით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

შუშანა ავალიშვილიდა სამძიმარს უცხადებენ

გარდაცვლილის ოჯახს.

ამალია და მანანა გუდაძეები, თემური, გია და თაკო ღვალაძეები ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყე-ბიან ოჯახის უახლოესი ბიძაშვილის

ვეფხვია გუდაძის გარდაცვალებას და თანაგრ-

ძნობას უცხადებენ მანანა, ნინო, გოჩა, ანა და თორნიკე გუდაძეებს შვილის, მეუღლის, ძმის და მამის გარდაცვალების გამო.

ციალა ბერაძე, ნათია, ნიკა მაღლაკელიძეები, ვეფხვია კვი-ნიკაძე დიდი მწუხარებით და გუ-ლისტკივილით ვიზიარებთ ოჯახის დიდ მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ მანანა ჭაუჭიძეს, ლია, ბესო, ალიკა ტაბატაძეებს, თამუნა იჩქიტიძეს, ლარისა დვალს, ბესო ლომსაძეს კარგი და უკეთილშო-ბილესი პიროვნების - მეუღლის, მამის, მამამთილისა და სიმამრის

ტარიელ ტაბატაძისგარდაცვალების გამო.

თინა ამანათოვი, ბიჭიკო, დათო ტაბატაძეები სამძიმარს ვუცხადებთ მანანა ჭაუჭიძეს, ლია, ბესო, ალიკა ტაბატაძეებს, თამუნა იჩქიტიძეს, ლარისა დვალს, ბესო ლომსაძეს მეუღლის, მამის, მამამთილისა და სიმამრის

ტარიელ ტაბატაძისგარდაცვალების გამო.

საბავშვო ბიბლიოთეკის თანამ-შრომლები თანაუგრძნობენ სოფო ლაცაბიძეს სიძის

ვეფხვია გუდაძისგარდაცვალების გამო.

მირიან, ჯუნა, მაკა, ოთიკო ჭოლაძეები, ნანა არღუნაშვილი, ზაზა ჭიკაძე იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა

კუკური გიორგის ძე პაქსაშვილი

და სამძიმარს უცხადებენ განს-ვენებულის ოჯახს.

პაატა, თემური, მამუკა, გიორგი ჭიპაშვილები, აჩიკო მეიფარიანი, ბადრი ჩხიკვაძე, ნოდარ ბუაჩიძე, დათო კიკნაველიძე, ულინა კაცი-ტაძე, ციცო ტაბატაძე ოჯახებით ვი-ზიარებთ ოჯახის დიდ მწუხარებას უსაყვარლესი მეზობლის

კუკური პაქსაშვილისგარდაცვალების გამო.

ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწ-ყობის“ თანამშრომლები მწუხარე-ბით იუწყებიან

კუკური პაქსაშვილისგარდაცვალებას და თანაუგრძ-

ნობენ განსვენებულის ოჯახს.

ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწ-ყობის“ თანამშრომლები თანაუგ-რძნობენ ავთანდილ ლურსმანაშ-ვილს ცოლისძმის

ელდარ დოღაძისგარდაცვალების გამო.

ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწ-ყობის“ თანამშრომლები სამძიმარს ვუცხადებთ დავით ლაცაბიძის ოჯახს

ვეფხვია გუდაძისგარდაცვალების გამო.

ბონდო კვირიკაშვილი ოჯახით ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალაჟუჟუნა ხეცაძე-კვირიკაშვილისა

და სამძიმარს უცხადებს განს-ვენებულის ოჯახს.

ია, ილო, ზურა ნიქაცაძეები ღრმა მწუხარებით იუწყებიანჟუჟუნა ხეცაძე-კვირიკაშვილის

გარდაცვალებას და თანაუგრძ-ნობენ შვილებს დათო და მარინა კვირიკაშვილებს.

გულიკო, კობა, პაატა ჩერქეზიშ-ვილები ოჯახით იუწყებიანჟუჟუნა ხეცაძე-კვირიკაშვილის

გარდაცვალებას და თანაუგრძ-ნობენ შვილებს დათო და მარინა კვირიკაშვილებს.

ბორითის საბავშვო ბაღის თა-ნამშრომლები თანაუგრძნობენ ლალი თაბუნიძეს ძმის

ელვარდი თაბუნიძისგარდაცვალების გამო.

სს „იმერის“ თანამშრომლები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

კუკური პაქსაშვილიდა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

სს „იმერის“ თანამშრომლები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ნანუშა ბერაძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

თემურ, რა დრო გავიდა, ჩემო თემური, ბიჭო, „ძამიკო“... უკვე ერთი წელი ხდება... ასე მგონია, გუშინ მოხდა ის საზარელი ამბავი, თავზარი რომ დაგვეცა მეც და ყველას, ვინც შენ გიცნობდა, ვისაც ერთხელ მაინც შეჰხვედრიხარ. ყველას გვენატრე-ბი... შენი ბევრი მეგობარია შენთან. სულ ახლახან იური ყანჩაველიც შე-მოგემატათ. როგორ გიყვარდათ ერ-თმანეთი... არ გამიგია მისი გარდა-ცვალება, აუცილებლად წავიდოდი. შემთხვევით ვნახე გაზეთში და ბევრი ვიტირე. არ გეწყინოს, დაკრძალვაზე რომ ვერ წავედი. მეც ვწუხვარ ამაზე.

შენ ახლა ნაძვის ძირში განის-ვენებ. გულზე თოვლის საფარი გადევს. ხომ არ გცივა?! ბოლო

წლებში, ოპერაციების შემდეგ სულ გციოდა. მიწა თბილია, ალბათ. მსუ-ბუქი ყოფილიყოს შენთვის.

სახლის დარდი გქონდა, წამო-

სვლა რომ არ გინდოდა ქალაქში. მიზეზად იდებდი, ვერ დავტოვებო. დატოვე მაინც, მაგრამ შენი ტკბილი და საყვარელი მეზობლების იმედად. ყველაფერი ადგილზეა, შენ აღარ ხარ მხოლოდ. ძალიან მენანები და საოც-რად მაკლიხარ. დღე არ გავა, რომ არ გამახსენდე. სულ თვალწინ მიდ-გიხარ. თვალზე ცრემლი მოსაწმენდი რომ გახდება, მაშინღა ვხვდები, რომ ვტირი. ყველაზე მეტად ეკლესიაში ვი-ჯერებ ხოლმე ტირილით გულს. ბევრი კარგი მახსენდება, ხანდახან წყენებიც, მაგრამ ყველაფერი ალბათ ჩემი ბრა-ლი იყო. მოგაკლდა ყურადღება, შენც ჯიუტი იყავი და ძნელად დამყოლი. ახლა ძალიან ვწუხარ, მაგრამ.... შავი მაცვია, რაც ძალიან არ გიყვარდა. დედა რომ გარდამეცვალა, ამბობდი, რა ჭკუა აქვს შავების ჩაცმას, გულით უნდა წუხდეს ადამიანი, გულით უნდა გლოვობდესო.

წელს უშენოდ დადგა ახალი წელი. ყურებში ჩამესმის შენი ხმა - რას შვრებით გოგო, როგორ ხართ, აქეთ როდის მოდიხართო... სულ ერთმანეთის მოლოდინში ვიყავით. შენ აღარ მეგულები მანდეთ, მაგრამ ვერ ვჩერდები, სამუდამო განსასვენე-ბელთან თუ არ მოვედი. ჩემებურად გელაპარაკები. თან ვფიქრობ, რამეს ისეთს ხომ არ გეუბნები, გული რომ გატკინო. ლუდი გიყვარდა და ვცდი-ლობ, ყოველთვის გქონდეს საკურთ-ხზე, წყალობის სახით.

შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში მაინც მარტო ვარ. სიბე-რეში უფრო ვჭირდებოდით, თურმე, ერთმანეთს. მიჭირს უშენობა. შენი უნახავი პატარა იზრდება. შენს უნა-ხავად შევაყვარებთ თემური ბაბუას, „ძამიკოს“. შენს მოდგმას შენი სახე-ლის ხსენების არასოდეს შერცხვება.

ამბობდი, ღმერთს ვუყვარვარო. ასეც იყო, რამდენჯერ გადაგარჩინა სიკვდილს?! მე რა მეშველება, ცოდ-ვილს?! შენი ძმისა და ძმისშვილების, დოდოს დიდი იმედი მაქვს. ყოველთ-ვის ვგრძნობ მათ თანადგომას. შენს შვილიშვილებსაც არაფერს აკლე-ბენ. საცოდავი დედაშენისთვის ისევ ცოცხალი ხარ. ნეტა რა ეწყინა, რომ აღარ შემოიარაო. სახვლარშია-თქო წასული, ვეუბნებით, სხვას ვერაფერს ვიგონებთ, რომ დაგვიჯეროს.

ბევრი საზრუნავი და გულში დიდი ტკივილი დამიტოვე. აბა, შენ იცი, თე-მური, შენი სიკეთით გვიწინამძღვრე. დაგვლოცე, დალოცე შენი ნაშიერი, შენი მეგობრები, სანაცნობო წრე. აჩია, ანდრო და ბიჭები უცრემლოდ ვერ გიხსენებენ. ღმერთმა დაგიმკ-ვიდროს ცათა სასუფეველი.

მეუღლე მარინა გოგოლაძე

არც ისე დიდი ხანია, რაც გაგიცა-ნით, მაგრამ საოცრად სწრაფად და გულწრფელად განვითარდა ჩვენი ურთიერთობები, რომელსაც მხოლოდ მეზობლურს ვერ ვუწოდებთ! ეს დიდი მეგობრობის საწყისი უფრო იყო. სამ-წუხაროდ, მხოლოდ საწყისი, რადგან ისევე მოულოდნელად გაუჩინარდი ჩვე-ნი თვალთახედვიდან, როგორც გამო-ჩნდი. ამ მცირე ხანში სრულად ვერც მო-ვასწარით გაგვეთავისებინა, რამდენად გამორჩეული და განსხვავებული იყავი! თუმცა შენი უცაბედი გარდაცვალებით აღმოვაჩინეთ, როგორი ღრმა კვალი დაგიტოვებია თითოეულ ჩვენგანში - ვინ შენს უსაზღვრო სიკეთესა და ადა-მიანისადმი თანადგომის დიდ უნარს იგონებს, ვინ ინტელექტს უსვამს ხაზს. ერთი - იუმორის გრძნობაზე საუბრობს, მეორე - ადამიანებთან კომუნიკაციის უდიდეს ნიჭსა და მათდამი მადლიერე-ბაზე! საკუთარ ავადმყოფობაზე საუბ-რით შევეწუხებინეთ, - ვერ გავიხსენეთ! ვაღიარებთ, - ჭირთა თმენის საოცარი უნარიც გქონია. სამწუხაროდ, გვიან აღმოვაჩინეთ!

ძალიან დაგვწყვიტე გული. არც კი ვიცი, ასე ღრმად როდის მოასწარი შემოჭრა. ძალიან გვენანები და უკვე გვენატრები, გვაკლიხარ. შენ ჩვენი გაერთიანების საოცარი უნარიც გა-

გაჩნდა, - სულ მიზეზს ეძებდი ერთად ვყოფილიყავით.

ჯერ მხოლოდ ჩვენი თვალთახედ-ვიდან გაქრი. საერთო სურვილი დაგ-ვიტოვე - ხანგრძლივად გაჰყვეს შენი ხსოვნა შენგან გამთბარ ჩვენს გულებს; საერთო ტკივილიც, - კარგ ადამიანთან მცირე ხნით ურთიერთობის სევდა.

გემშვიდობები, ჩვენო ბუთქუნა ჯენი.უახლოესი მეზობლები: ქეთი

გიორგაძე, მზია კიკნაძე, მალხაზ კაციტაძე, მალხაზ მიქაბერიძე,

ალეკო ტაბატაძე ოჯახებით

იური ყანჩაველის მოგონება

ჯენის

თავზარდამცემი იყო შენი გარდასახვა სხვა სამყაროში, გუ-ლისშემძვრელი და მოულოდნე-ლი. ვერ შევძელით ამ აზრთან შეგუება, ვერ გავითავისეთ ეს ამბავი და ამიტომაც აქამდე ვერაფერი დავწერეთ. ალბათ იმიტომ, რომ არ გვინდა დავიჯეროთ არც ჩვენ და არც იმ საზოგადოებამ, ვისთანაც ოდესმე მაინც გქონია ურთიერთო-ბა. შენ ის ადამიანი იყავი, ვისაც ვერ ივიწყებენ, ვინც ადვილად არ იძებნება, ვინც არ შეიძლება არ გიყვარდეს . ჩვენო კალე - არაჩ-ვეულებრივო ქართველო ვაჟკაცო, ერუდირებულო, კეთილშობილო, უბოროტო, სულით და ხორცით ერთგულო ადამიანო, ძალიან დიდი დანაკლისი ხარ ყველასათ-ვის. შენი მშობლიური სკოლა და პედაგოგები ვერ დაგივიწყებენ, რადგან შენ შექმენი შენი ლამაზი ბიოგრაფია, რომლითაც იცხოვრე სახელიანად ამქვეყნად და რომე-ლიც აუცილებლად გამოგადგება საგზლად იმ ქვეყანაშიც. შენი სახელი და გვარი ყველა ნაცნობი-სათვის ასოცირდება ღირსებასთან, ერთგულებასთან, სიყვარულთან, თავდადებასთან. პროფესიაც ამი-ტომ აირჩიე ვაჟკაცური და შენი შესაფერისი. სამხედრო სამსახური

სწორედ შენნაირებისათვის არის მართლაც, რადგან შენ გენდო-ბოდა ყველა და ყველგან. შენ არ შეგეძლო ღალატი. შენ იყავი მე-ომარი, ბევრჯერ გადაურჩი ტყვიას და აქ, შენს საყვარელ ქალაქში, უეცარმა შემთხვევამ შეწყვიტა შენი ლამაზი სიცოცხლე. რა ანუგეშებს შენს მშობლებს, დედმამიშვილებს, შვილებს, მეუღლეს, ახლობლებს? რა და შენი სახელი და დიდება. მძიმეა მათი ხვედრი, მაგრამ საამა-ყო რომ იყავი, ესაა მათი ნუგეში. კაცურად რომ იცხოვრე, ესაა მათ-თვის სალბუნი. მრავალი ადამიანი მიდის ჩვენი ცხოვრებიდან, ისეა აწ-ყობილი ეს წუთისოფელი, მაგრამ შენნაირები ერთეულები არიან და ჩვენ ღმერთმა მოგვცა ბედნიერება, ყოფილიყავი ჩვენი ნამოწაფარი, ჩვენი მეგობარი, ჩვენი საყვარე-ლი კალე, ჩვენი საყვარელი ეკას უსაყვარლესი და საამაყო ძმა. ვერ ვძებნით სიტყვებს, რითაც შეიძლება ეკას ნუგეში. ფრთაჩამოტეხილი დატოვე ისიც და ყველა ახლობე-ლი. ღმერთს ვთხოვთ, გამძლეობა მისცეს მათ. ვწუხვართ, რომ შენი ცხოვრების 48-ე საფეხურზე ჩატყდა შენი კვარცხლბეკისკენ მიმავალი კიბე. დაზამთრდა შენი ახლობ-ლებისათვის. ორმოცი დღეც უცებ

გაილია და ვერ შევეგუეთ იმ აზრს, რომ აღარ ხარ ჩვენს შორის; რომ დაიფერფლა შენი მოსიყ-ვარულე და უზომო სიყვარულის მატარებელი გული. თუმცა ერთი ყველამ ძალიან კარგად ვიცით: იამაყებს შენი შთამომავლობა, რომ შენ მათი წინაპარი გერქვა. ვიამაყებთ ჩვენ - შენი აღმზრდელი მასწავლებლებიც და მომავალ თა-ობებს აღვზრდით შენს მაგალითზე. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს შენს ლამაზ სულს.

სადგურ მარელისის საჯარო სკოლის დირექცია და

პედკოლექტივი

კალე ქურდაძის ნათელ ხსოვნას

თემურ გაბუნია

8 xtvb [fhfufekb 17 იანვარი, 2013 წ.

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

თთთTamTa gogolaZe 555 57 45 78

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. №17

ntk5 _ $№№ @@ !^ @*%)№ )_ _% _!

[email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $№! @№ $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

დ. ხარაგაული17.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +9ºC, ღამე +4ºC;18.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +8ºC, ღამე +3ºC;19.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +8ºC, ღამე +4ºC;20.01 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +8ºC, ღამე +5ºC;21.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +9ºC, ღამე +6ºC;22.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +9ºC, ღამე +5ºC.

ბორითი17.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +7ºC, ღამე +2ºC;18.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +6ºC, ღამე +2ºC;19.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +6ºC, ღამე +2ºC;20.01 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +7ºC, ღამე +5ºC;21.01 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +8ºC, ღამე +4ºC;22.01 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე

+8ºC, ღამე +5ºC.

კიცხი17.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +10ºC, ღამე +5ºC;18.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +9ºC, ღამე +4ºC;19.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +8ºC, ღამე +5ºC;20.01 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +8ºC, ღამე +6ºC;21.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +9ºC, ღამე +7ºC;22.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +8ºC, ღამე +6ºC.

მოლითი17.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +6ºC, ღამე -1ºC;18.01 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +5ºC, ღამე -1ºC;19.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +4ºC, ღამე 0ºC;20.01 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +5ºC, ღამე +3ºC;21.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +6ºC, ღამე +2ºC;22.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +6ºC, ღამე +1ºC.

amindi

გამოიწერეთ გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ და ყოველ პარასკევს მიიღეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ სანდო და ობიექტური ინფორმაცია.

გაზეთი ღირს 3 თვით 5 ლარი;6 თვით - 10 ლარი;ერთი წლით - 20 ლარი.დაგვიკავშირდით გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“

რედაქციაში ტელეფონებით: 22-16-27; 593 900 501; 593 35 65 80; 555 57 45 78 ან მობრძანდით მისამართზე: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №59, მეორე სართული, შემოსასვლელი შენობის უკანა მხრიდან.

მობრძანდით, გელით.გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

მიმდინარეობს გაზეთზე „ჩემი ხარაგაული”

ხელმოწერის ორთვიური

ვულოცავთ ჩვენს მეგობარს ნიკოლოზ მაჭავარიანს დაბა-დების დღეს. ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს ვუსურვებთ. უფალი შეეწიოთ ყოველგვარ კარგ საქმეში.

„ჩემი ხარაგაული”

ვულოცავთ ჩვენი ოჯახის ნათლიას, ელზა ჭიპაშვილს, ქალიშვილის შეძენას. ვუსურ-ვებთ პატარა ქალბატონს სასა-ხელო ქალად გაზრდას, ჯანმრ-თელობას და უღრუბლო ზეცას.

რობიზონ გრიგალაშვილი ოჯახით

ვულოცავთ კობა კვინიკაძეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ნათელ მომავალს.

მარინე და ავთო კვირიკაშვილები

ვულოცავთ ბიძაშვილებს გოჩა და ხვიჩა გურგენიძეებს ვაჟიშვილების - გაბრიელისა და საბას ამქვეყნად მოვლინე-ბას. ვუსურვებთ პატარა ვაჟკა-ცებს ბედნიერ, ლაღ ბავშვობასა და უფლის მფარველობას.

მზია ჭყოიძე, გიორგი ნიქაბაძე

დეკემბრის თვეში ტაძრის შესაწი-რი გაიღეს :

1. ადგილობრივი ხელისუფლე-ბის ბიუჯეტი - სუბსიდია - 20 000 ლარი;

2. ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწ-ყობის“ თანამშრომლები - 44 ლარი;

3. ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავე-ბის“ თანამშრომლები - 27 ლარი;

4. თ. გიორგაძის სახელობის სპორტსკოლის თანამშრომლები - 27 ლარი;

5. ნადაბურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები - 34 ლარი;

6. ხარაგაულის მოსწავლე-ახალ-გაზრდობის სახლის თანამშრომლე-ბი - 8 ლარი;

7. ს/ს „იმერის“ თანამშრომლები - 9 ლარი;

8. პავლე ალავიძე - იგორეთი - 20 ლარი;

9. ვერა გველესიანი - 12 ლარი;10. მარიამ დეკანოსიძე - 12

ლარი.სახელობითი ჩუქურთმების შე-

მომწირავთა რიცხვი იზრდება. ქე-თინო არჯევანიძის ოჯახის და მისი მშობლების მიერ გაღებული 150 ლარით უკვე მზადდება და და-სავლეთის კედელს დაამშვენებს შესანიშნავი ჩუქურთმის კომპოზიცია. ვმუშაობთ პავლე ალავიძის და სკო-ლა-გიმნაზიის პედაგოგთა მიერ გა-ღებული შემოწირულობებით ახალი ჩუქურთმის დამზადებაზე, რომელიც ტაძარს დაამშვენებს. სახელობითი ჩუქურთმების შემომწირველთა მსურ-ველების დაკმაყოფილება კიდევ შეგვიძლია. მიუხედავად ცუდი ამინ-დებისა, ფაქტობრივად, ყოველდღე ვმუშაობთ და ვამზადებთ ჩუქურთ-მებს. შესაბამისი ამინდის დადგო-მისთანავე განვაახლებთ კედლების მშენებლობას. თუ ადგილობრივ ხელისუფალთა დანაპირებს - 100 ათას ლარს მივიღებთ და მთელი მუნიციპალიტეტი ორგანიზებულად შაბათობებით ჩაეთვება, მშენებლობა წლის ბოლოს დამთავრდება. ამის გარანტიას გვაძლევს მშენებლობისა და მისი დამთავრებისთვის საჭირო სამშენებლო მასალებისა და ჩუქურ-თმების წინასწარ მომზადება, რასაც ემატება ეპარქიისა და სამლოცველო სახლის ახალ მღვდელმსახურთა დაინტერესება. მათი მხარდაჭერა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ტაძრის მშენებლობა ერთ წელიწად-ში დასრულდეს და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ხარაგაულის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძრის სახით შასა-ნიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლი შეემატოს. მადლობა ყველას, ვინც შესაწირი გაიღო, გვეხმარება და უხარიათ ამ ტაძრის აშენება. ღმერთი იყოს მათი მფარველი.

ტაძრის მშენებლობის ფონდის სხდომა ჩატარდება თებერვალ-ში, რის შესახებაც ინფორმაცია გამოქვეყნდება. სხდომის მთავარი საკითხი ტაძრის მშენებლობის 2013 წელს ჩატარებული მუშაობის სა-მეურნეო-საფინანსო საქმიანობის განხილვა იქნება.

ტაძრის მშენებლობის ფონდის დირექცია

აქცია „ჩემი შესაწირი

ტაძრის მშენებლობას” გრძელდება

მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც გაიზიარა ჩვენი ოჯახის დიდი მწუხარება იური ყანჩაველის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

იური ყანჩაველის ოჯახი

მადლობა თანაგრძნობისთვის

ხუმრობენ ხარაგაულელები(ჩაწერილია აწ გარდაცვლილი თამაზ კიკნაძისგან)

„გუმ, ცუმ, დეტსკი მირ”ხარაგაულის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი მოსკოვში მართავს კონცერტებს.

პირველივე გამოსვლაზე აირია ცეკვა. აღარც მუსიკა ჩაჯდა რიტმში, - ვინ მარჯვ-ნივ მიდის, ვინ - მარცხნივ...

შეწუხებული ქორეოგრაფი ეკითხება მოცეკვავეებს, - რა დაგემართათ, რა მოგივიდათო?!

-კუტა, მაგენი აქ სასიმღეროდ და საცეკვაოდ კი არ არიან ჩამოსულები, იმას ფიქრობენ, სად რა იყიდონო. ახლა მაგათთვის დოლი მღერის: „გუმ, ცუმ,“ გუმ, ცუმ“, აკორდეონი კი მისძახის: „დეტსკი მირ,“ „დეტსკი მირო,“ - იხუმრა ანსამბლის ხელმძღვანელმა ბატონმა ივანე (ბიჭიკო) აბაშიძემ („გუმი,“ „ცუმი“ და „დეტსკი მირ“ ცნობილი სავაჭრო ცენტრებია).

სანდო კაციქუთაისში მივდივართ. გზაში რესტორანში შევედით. ბიჭიკო ბიძიამ გადაიბანა

ხელები საპნით და აპირებს პირსახოცზე გამშრალებას. მაგრამ პირსახოცს სუფთა ნაწილი ვერ უპოვა. დაუძახა ოფიციანტს:

-მოდი, ბიძიკო, აქ. ამ რესტორანში ერთი სანდო კაცი თუ გეგულებაო?-ყველა სანდონი არა ვართო?! - იყო პასუხი.-ჰოდა, დოუყენეთ ყარაული ამ პირსახოცს, არავინ მოგპაროთო, - იხუმრა

ბიჭიკო აბაშიძემ.

რამდონმა, ბიჯო?!ბატონმა ბიჭიკო აბაშიძემ თანამშრომელი თბილისში გაგზავნა იმ პირობით,

რომ მეორე დღესვე დაბრუნდებოდა. გავიდა ერთი დღე, მეორე დღე - ის კი არ ჩანს...

ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა და მოიმიზეზა: მატარებელმა გამომასწროო.-ბიჯო, მერედა, რამდონმა და რამდენჯერ. მთელი კვირა რავა გამოგასწროო,

- გაწყრა ბატონი ბიჭიკო.

რეპეტიციაზესიმღერის გუნდის რეპეტიციაზე ვართ. პირველ რიგში სხედან გოგოები. მოკლე

კაბები აცვიათ, მუხლისთავები უჩანთ და წვალობენ, - ჭიმავენ და ჭიმავენ კაბებს.ბიჭიკო აბაშიძემ ურჩია გოგონებს:-ეგ კაბები გრძელი შეგეკერათ და აღარ გაწვალდებოდითო.მათ უპასუხეს: -კაბები კია გრძელი, მარა რომ ვჯდებით, ზევით იწევაო.-მერედა, დამჯდარმა აიღეთ ზომაო, - ურჩია ბიჭიკო ბიძიამ.

******