31
1 პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტური გამოყენება ინგლისური ენის შესწავლის პროცესში სკოლა- ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ ინგლისური ენის მასწავლებელი ნონა გუგუტიშვილი 2019 წელი

კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

  • Upload
    others

  • View
    10

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

1

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტური

გამოყენება ინგლისური ენის შესწავლის პროცესში

სკოლა- ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ ინგლისური ენის

მასწავლებელი ნონა გუგუტიშვილი

2019 წელი

Page 2: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

2

სარჩევი

შესავალი........................................................................................................................გვ. 3

სიტუაციის ანალიზი და საკვლევი საკითხი......................................................... გვ. 3

ლიტერატურის მიმოხილვა.......................................................................................გვ. 5.

საკვლევი საკითხის შესწავლა და კვლევის მეთოდები........................................გვ. 11.

ინტერვენციის განხორციელება................................................................................გვ. 12

შედეგების ანალიზი....................................................................................................გვ. 16

დასკვნები და რეკომენდაციები................................................................................გვ. 20

რეფლექსია......................................................................................................................გვ. 21

გამოყენებული ლიტერატურა...................................................................................გვ. 22

დანართი..1......................................................................................................................გვ. 23

დანართი..2......................................................................................................................გვ. 24

დანართი..3......................................................................................................................გვ. 25

დანართი..4......................................................................................................................გვ. 26

Page 3: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

3

შესავალი

ქვემოთ წარმოდგენილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა განხორციელდა სკოლა-

ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესში“, სადაც ვმუშაობ ინგლისური ენის მასწავლებლად.

ბოლო ათი წლის განმავლობაში აღნიშნულ სკოლაში ჩემი პედაგოგად მუშაობის

დროს თვალში საცემი გახდა შემდეგი გარემოება- თანამედროვე სამყაროში ბავშვები

ნაკლებს კითხულობენ წიგნებს,ნაკლებად აინტერესებთ მხატვრული ლიტერატურა;

კომპიუტერმა და სხვა მედია საშუალებებმა შეცვალა წიგნი. ახალი ინფორმაციის

მიღება, ფანტაზიის უნარის განვითარება ახლა შედარებით უფრო მარტივია-

კლავიატურისა და ეკრანის გამოყენებით.

მუდმივად მაწუხებს კითხვა-როგორ დავაბრუნო ბავშვებთან წიგნი,როგორ

შევაყვარო კითხვა და როგორ გამოვიყენო მხატვრული ლიტერატურა ინგლისური

ენის შესწავლის პროცესში.

წინამდებარე ნაშრომი ასახავს ჩემს მცდელობას ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის

გადასაწყვეტად.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს,

მოსწავლეებს,კოლეგებს,რომლებიც დამეხმარნენ კვლევის პროცესის წარმატებით

განხორციელებაში.

სიტუაციის ანალიზი და საკვლევი საკითხი

კვლევის მიზანი

მსოფლიოში აღიარებული მწერლების კლასიკური ნაწარმოებებისა და

ბესტელერების მოსწავლეთათვის გაცნობის, მიწოდებისა და განხილვის ტექნიკის

დაუფლება;

Page 4: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

4

მოსწავლეთა მოტივაციის აღძვრა , გამოწვევის ფაზის სწორად გამოყენება;

ტექსტის სიღრმისეული წვდომის მიზნით მრავალფეროვანი აქტივობების

გამოყენება;

წაკითხულ ტექსტზე დაფუძნებული დისკუსია /დებატების წარმართვის ტექნიკის

დაუფლება .

სამიზნე ჯგუფი: საბაზო საფეხურის მოსწავლეები ( მე_9 7 კლასი)

კვლევის ფოკუსი/მთავარი კითხვა: შევძლებ თუ არა მხატვრული ლიტერატურის

ეფექტურად გამოყენებას ინგლისური ენის შესწავლის პროცესში.

საკვლევი შეკითხვები:

1. იყენებენ თუ არა მოსწავლეები მხატვრულ ლიტერატურას ინგლისური ენის

შესწავლის პროცესში

2.შეიცვლება თუ არა გარემო ინტერვენციის შემდეგ და თუ შეიცვლება, როგორ?

3.გაუმჯობესდა თუ არა მოსწავლეთა კოგნიტური უნარები კვლევის დასასრულს?

4. რა იქნება კვლევის საბოლოო პროდუქტი?

კვლევის სავარაუდო შედეგები

მოსწავლეები დაინტერესდნენ მხატვრული ლიტერატურით და ისინი არა მარტო

კითხულობენ , არამედ შეუძლიათ იმსჯელონ მასში წარმოდგენილ პრობლემებზე,

შეუძლიათ თავისუფლად გამოთვან საკუთრი აზრი.

მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს დისკუსიებისა და დებატების ტექნიკა.

მასწავლებელმა მოძებნა გზა/საშუალება, როგორ უნდა გამოიყენოს კლასგარეშე

საკითხავი მხატვრული ლიტერატურა ეფექტურად უცხოური ენის შესწავლის

პროცესში.

პრობლემის აქტუალობა

ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა დღითი დღე მეტად აქტუალური ხდება .

ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის ბოლო ექვსი- შვიდი წლის მანძლზე, საკუთარი

დაკვირვებიდან გამომდინარე, იგრძნობა მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების

თვალშისაცემი პროგრესი უცხოურ ენაში. რა უნარ-ჩვევებსაც ფლობდნენ საბაზო

საფეხურის მოსწავლეები უცხოურ ენაში დაახლოებით შვიდი წლის წინ, დღეს

Page 5: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

5

იგივეს ფლობენ და წარმატებით იყენებენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები

ინგლისურ ენაზე საუბრის, მოსმენისა და კითხვის დროს. აქედან გამომდინარე, მე

როგორც პედაგოგოგი, ვცდილობ, არ ჩამოვრჩე თანამედროვე მოთხოვნებს, მსურს,

რომ ჩემი გაკვეთილები იყოს მუდამ საინტერესო და სასურველი ჩემი

ბავშვებისათვის. ვცდილობ, რომ მათ ყოველთვის შევთავაზო ახალი

ინფორმაცია,სწავლების ახალი სტრატეგიები და მეთოდები, რის საშუალებასაც

მაძლევს ინგლისურენოვანი მხატვრული ლიტერატურის უზღვავი მასალა .

ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა იყო

მხატვრული ლიტერატურის კითხვა,მაგრამ რაღაცა ბოლომდე სრულყოფილი არ იყო.

შედეგი არ მაკმაყოფილებდა. რაღაცას სწორად ვერ ვაკეთებდი.

წიგნებს ვარჩევდით ასაკის შესაბამისად და უმეტესად კათედრის სხდომაზე

ვთანხმდებოდით, რომელი კლასისთვის რომელი წიგნი უნდა შეგვეთვაზეებინა.

შემდეგ იწყებოდა დამღლელი პროცესი . ნაწარმოების გარკვეულ ნაწილს თავების

მიხედვით ვაძლევდი წასაკითხად და შემდეგ თხრობით ვიბარებდი გაკვეთილზე .

შემოვიღეთ კვირაში ერთი გაკვეთილი-ე. წ . „ კითხვის გაკვეთილი“ . ასეთი ტიპის

გაკვეთილი ძალიან მოსაწყენი იყო. მოსწავლეები თხრობის დროს ერთმანეთს არ

უსმენდნენ, დასმულ კითხვებსაც უხალისოდ პასუხობდნენ .

შემდეგ შევცვალე სტრატეგია და შევთავაზე ბავშვებს წაგვეკითხა წიგნის გარკვეული

ნაწილი გაკვეთილზე, მოგვეწყო ე.წ. „კითხვის საათი“ . მეორე გაკვეთილიდან ისევ

მოსმენის პრობლემა გაჩნდა .

მოვძებნეთ წიგნის აუდიო ჩანაწერი, მაგრამ მოსწავლეებმა მხოლოდ ნახევარი

გაკვეთილი მოისმინეს და მერე ისევ მოიწყინეს .

„ უბრალო დაკვირვების“ შედეგად ( გნებავთ პირადი გამოცდილება უწოდეთ)

მივხვდი, რომ აუცილებელი იყო რაღაცის შეცვლა და საკვლევი საკითხიც

გამოიკვეთა.

სტანდარტთან შესაბამისობა:

ინტერვენციის დროს ჩემს მიერ შერჩეული მეთოდები და აქტივობები

უზრუნველყოფს მოსმენის, კითხვის, წერისა და ზეპირი მეტყველების

უნარების განვითარებას, რაც შესაბამისობაშია უცხოური ენის

სტანდარტთან. (უცხ.ს.V.6.10.14.15.17.18.21)

ლიტერატურის მიმოხილვა

წიგნის კითხვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე არაერთი მოსაზრება

არსებობს და უდავოა მხოლოდ ერთი, ცალსახა დასკვნა , რომ წიგნი ეხმარება

პიროვნებას იყოს მეტად ტოლერანტული და შეძლოს ადამიანების თანაგრძნობა .

Page 6: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

6

წიგნში წარმოდგენილი სიუჟეტები ფერადკანიანთა, მათხოვართა და დამნაშავეთა

ცხოვრებაზე გვეხმარება ჩვენ მათი თვალით დანახული სამყაროს შეცნობაში და

გვათავისუფლებს სტერეოტიპებისაგან. ცვლის მათდამი დამოკიდებულებას,

გვიყალიბებს მდიდარი წარმოსახვის უნარს ; ცნობილია რომ წიგნის გმირების

გაცნობა, სიუჟეტის დამახსოვრება და ნაწარმოების მთავარ სათქმელთან წვდომა,

ავარჯიშებს მეხსიერებას და ავითარებს ლოგიკას , ამდიდრებს სიტყვათა მარაგს ,

ამარტივებს აზრის ნათლად გადმოცემას და გვათავისუფლებს შაბლონური ფრაზების

ხმარებისაგან.

წიგნის კითხვა გვეხმარება საკუთარი თავის აღმოჩენაში, გვმატებს

თავდაჯერებულობას, გვეხმარება რეალობის სწორად გააზრებაში და გვაძლევს

საშუალებას ყოველთვის გვქონდეს სასაუბრო თემა. განათლებული ადამიანის იმიჯი

კი დადებითად აისახება თვითშეფასებაზე.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წიგნის კითხვას უცხოურ ენაზე . კითხვისას

შეიძლება შეგვხვდეს უცხო სიტყვა, რომლის მნიშვნელობასაც მიხვდები

კონტექსტიდან გამომდინარე, ლექსიკონში მოძებნის გარეშე. გარდა ლექსიკის

გამდიდრებისა , ამავდროულად, გრამატიკული ცოდნაც უმჯობესდება.

ცნობილი ინგლისელი მწერალი ნეილ გეიმანი საუბრობს რა მხატვრული

ლიტერატურის მნიშვნელობაზე , იხსენებს რომ ნიუ იორკში ყოფნისას მან მოუსმინა

გამოსვლას ციხეების მშენებლობის შესახებ . კითხვაზე- რამდენი პატიმარი იქნება 15

წელიწადში, ამერიკელებმა მარტივად შეძლეს პასუხის გაცემა . მათ ჩაატარეს

გამოკითხვა თუ რამდენ 10 - 15 წლის ბავშვს არ შეუძლია „ სიამოვნებისთვის“ კითხვა.

ამერიკელებმა გამოკითხვის შედეგები ათვლის წერტილად მიიჩნიეს.

ყველაზე მარტივი გზა , რომ წერა-კითხვის მცოდნე ბავშვები აღვზარდოთ,

ვასწავლოთ მათ კითხვა და ვაჩვენოთ , რომ ეს უკანასკნელი სასიამოვნო საქმიანობაა ,

საჭიროა იმ წიგნების მოძიება , რომელიც მათ მოსწონთ;

დ. უზნაძე ბრძანებს: წიგნი , მასში არსებული ლექსიკა ბავშვისთვის გასაგები უნდა

იყოს , ვინაიდან იმის შესახებ ,მოეწონა თუ არა წიგნში აღწერილი სიუჟეტი,

გამოიწვია თუ არა მასში ღიმილი, ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ იმსჯელებს , თუ

წაკითხული კარგად გაიგო.

წიგნი გასაგები უნდა იყოს და სასიამოვნო, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს ხალისი

ჩაუქრება.

იგივე ავტორის თქმით, უნარების მიხედვით 14-17 წლიდან ბავშვები უმთვრესად

ავანტიურისტული და დეტექტიური სიუჟეტებით იხიბლებიან. აგრეთვე

ისტორიული და რეალისტური შინაარსის ნაწარმოებებითაც. შემდეგ ეტაპზე ისინი

Page 7: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

7

ტექნიკურ, ფილოსოფიურ და ისტორიულ ლიტერატურაზე გადადიან. გოგონებს კი

რომანები ხიბლავთ.

(წყარო: ლაბარტყავა ნ. 4 ივლისი,2013. ინტერნეტგაზეთი www.mastsavlebeli.ge

,,მოსწავლეთა ლიტერატურული ინტერესების განვითარება“დიმიტრი უზნაძისა და

შარლოტა ბიულერის კვლევებზე დაყრდნობით.)

ნეილ გეიმანის აღნიშნავს: წიგნის წაკითხვის შემდეგ , როცა ბავშვები საკუთარ

სამყაროს უბრუნდებიან , ოდნავ შეცვლილნი არიან.

უნდა ვიკითხოთ იმიტომ,რომ როდესაც კითხულობ, პერსონაჟები შენს ცხოვრებაში

შემოდიან და ავსებენ მას. ერთი კლასიკოსი მწერლის ნაწარმოებიც კი იმდენ ცოდნასა

და ცხოვრებისეულ გამოცდილებას გვაძლევს,რომ თვითონაც განცვიფრებული

რჩები...რატომ უნდა ისწავლოს ადამიანმა საკუთარ შეცდომებზე, როდესაც

შესაძლებელია რომელიმე პერსონაჟის დაშვებული შეცდომა აღარ გავიმეოროთ“

(წყარო: შონია ბ. წიგნი -„სულის გიმნასტიკა“ 10 ივლ. 2011)

და ბოლოს, მახსენდება ჩვენი უსაყვარლესი მწერლის გურამ დოჩანაშვილის

სიტყვები: „ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ

უკეთესი, ვიდრე ხარ; უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“.

გახდები უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი; შეიძენ ცოდნას, ცხოვრებისეულ

გამოცდილებას, არ დაუშვებ შეცდომებს,იმიტომ რომ სხვის შეცდომებს

გაითვალისწინებ; იქნები საინტერესო მოსაუბრე, განათლებული, საკუთარ თავში

დარწმუნებული ადამიანი; თავისუფლად ჩამოაყალიბებ საკუთარ იდეებს,გექნება

ლოგიკური მსჯელობის უნარი, გექნება მდიდარი წარმოსახვის უნარი; იქნები

ტოლერანტული, შეიძენ „სხვადყოფნის“ ნიჭს და შეგეძლება ადამიანების

თანაგრძნობა. ეს არის წიგნის კითხვის შედეგად მიღებული „საბოლოო პროდუქტის“

მცირე ჩამონათვალი.

დ. პერკინსის აზრით, შესასწავლი საკითხისადმი მოტივაციის გაღვივების ერთ-ერთი

ყველაზე ეფექტური გზაა ”საბოლოო პროდუქტის” ჩვენება.

დაანახეთ მოსწავლეებს შესასწავლი საკითხების ღირებულება, მასწავლებელი

ვალდებულია, აუხსნას მოსწავლეებს ამა თუ იმ თემის ღირებულება, რისთვის არის

საჭირო ამ თემის შესწავლა მისთვის და რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ამ თემის

უცოდინარობამ. (წყარო: სააზროვნო უნარების განვითრების ეფექტიანი

სტრატეგიები ; მასწავლებლებელთ პროფესიული განვითრების ეროვნული

ცენტრი)

Page 8: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

8

ცნობილია, რომ მოსწავლეებში აზროვნების აქტივაციას ხელს უწყობს სწავლების

შემდეგი მეთოდები: დიდაქტიკური, სოკრატული, პრაქტიკული და

სოციალური/თანამშრომლობითი.

ჩემს მიერ დაგეგმილი ინტერვენციის განხორციელებისას ძირითადად გამოყენებულ

იქნა დიდაქტიკური და სოკრატული მეთოდები.

დიდაქტიკური სწავლების დროს მოსწავლემ უნდა უპასუხოს შემდეგ კითხვებს: რა,

სად, რატომ.

მასწავლებელი დემონსტრაციის დროს იყენებს მიზნის შესაბამის საკლასო

აქტივობებს ( დამატებითი მასალების გამოყენება, ფილმის ჩვენება და სხვ.), რათა

მოსწავლეებმა განიმტკიცონ ახლად მიღებული ცოდნა.

დიდაქტიკური სწავლების დროს მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ თავისი

სიტყვებით გადმოსცეს წაკითხული ან მოსმენილი ინფორმაცია.

ხოლო სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს მასწავლებელი სვამს მხოლოდ

პრობლემურ და არა ინფორმაციულ შეკითხვებს. იგი არ აძლევს მოსწავლეებს

ინფორმაციას, არამედ სთხოვს აზროვნებას, რათა თავად მივიდნენ პრობლემის

გადაწყვეტამდე.

სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს მასწავლებელი:

• სვამს პრობლემურ შეკითხვებს, რათა წაახალისოს მოსწავლეთა აზროვნება

მოცემულ საკითხებზე;

• მოჰყავს დამხმარე და საწინააღმდეგო მაგალითები მოცემული მოვლენის

საილუსტრაციოდ

• კრიტიკულად განიხილავს მოსწავლის არგუმენტებს;

• ხელს უწყობს კლასის დისკუსიაში ჩაბმას;

• მოსწავლეს სთხოვს ფაქტებისა და ცნებების ანალიზს, მასალაში მოცემული

ფარული არსის გაგებას და ა. შ.

• სთხოვს მოსწავლეს, რომ დააკავშიროს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ცოდნა,

სხვადასხვა ელემენტებისაგან შექმნას ახალი სტრუქტურა;

• სთხოვს მოსწავლეს, რომ გამოიტანოს დასკვნა (გააკეთოს შეფასება) საკუთარ

არგუმენტებზე დაყრდნობით.

სოკრატული მეთოდის გამოყენება შესაძლებელია დისკუსიებით, დებატებით,

პრობლემური შეკითხვების დასმით. მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ

საკუთარ მოსაზრებებს დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით, თამამად თხზავენ

ჰიპოთეზებს და ვერსიებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს.

ჩემს მიერ გამართული დისკუსიები სწორედ სოკრატული მეთოდის გამოყენებით

იქნა განხორციელებული.

Page 9: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

9

წიგნის შინაარსის გამოკითხვისა და განხილვის სტრატეგიების ინტერნეტში ძიების

შედეგად ჩემთვის აგრეთვე რელევანტური აღმოჩნდა შემდეგი მეთოდები და

აქტივობები:

1. Go to a book signing party -რომელიც გულისხმობს წიგნის პრეზენტაციებზე კოლექტიურ

დასწრებას. ასეთი სახის შეხვედრები ძირითადად წიგნის მაღაზიებში ან ავტორების მიერ

წინასწარ შერჩეულ ადგილებზე იმართება. ჩვენ შემთხვევაში შეიძლება მთარგმნელების

პრეზენტაციებზე დასწრება.

2. Imagine what happens next - ეს აქტივობა გულისხმობს წაკითხული წიგნის სიუჟეტის

გაგრძელებას. მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს მომხდარი ამბები „დასასრულის შემდეგ“, ეს

აქტივობა ავითარებს წარმოსახვის უნარს.

3. Visit your favourite author's website -ეს აქტივობა უკეთ გვაცნობს წიგნის ავტორის შინაგან

სამყაროსა და ინტერესებს მისი ვებგვერდის დათვალიერების შემდეგ.

4. Summary Writing- summary of the main points- მოსწავლე წერს წაკითხული

ტექსტის მოკლე შინაარსს მხოლოდ ძირითადი და მნიშვნელოვანი ფაქტების

წარმოდგენით. ეს აქტივობა ავითარებს წერისა და უზღვავი მასალიდან მთავარი

იდეების/ფაქტების გამორჩევისა და თანამიმდევრობით დალაგების უნარ-ჩვევას.

5. Character Analysis- აქტივობა გულისხმობს პერსონაჟების დახასიათებას წერით ან

ზეპირად. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ბავშვებმა წინასწარ უნდა მოამზადონ

კითხვები, სასურველია ჯგუფური მუშაობა.

6. A Graphic organizers -ცნობილი კოგნიტური სქემები გვეხმარება პერსონაჟთა

დახასიათებისას , მათი შედარებისას, კლასიფიცირებისას, მიზეზ-შედეგობრიობის

დადგენისა და ფაქტების თანამიმდევრობით წარმოდგენისას.

Page 10: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

10

7. Think about the Characters more Deeply-მოსწავლეებმა კითხვისას უნდა გააკეთონ

ჩანაწერები პერსონაჟების გარეგნობაზე( თვალის,თმის ფერი; სიმაღლე, ასაკი,ოჯახი

და ა.შ.); შეადარონ ორი ან სამი მთავარი პერსონაჟი ერთმანეთს, იპოვონ

მსგავსება/განსხვავებები.

8. ინგლისში ხშირად იმეორებენ -Every fight has three sides: your version, my version, and

the truth. ამ გამოთქმის ქართული ეკვივალენტი შეიძლება ასე წარმოვადგინოთ:

ყველა მოვლენას ხედვის სამი მხარე აქვს: ჩემი ხედვა, შენი ხედვა და სიმართლე.

სწორედ ამიტომ ვუყურებთ და აღვიქვამთ ადამიანები ფაქტებს განსხვავებულად. ამ

აქტივობის მიხედვით მოსწავლეებს მოეთხოვებათ პერსონაჟის „როლში“ შესვლა,

„სხვადყოფნა“ და გმირის გადასახედიდან ახსნა/გამართლება მის მიერ ჩადენილი

ქმედებებისა.

9. Think about the Plot More Carefully- ეს აქტივობა გულისხმობს ტექსტის კითხვისას

მოვლენათა თანამიმდევრობის, ლოკაციის, დროის შესახებ ჩანაწერების გაკეთებას.

ჩემი ვარაუდით, ზემოთ წარმოდგენილი აქტივობების შესრულებას ადვილად

შევძლებდი შერჩეულ სამიზნე ჯგუფში, რომლის მოსწავლეებიც სკოლაში მაღალი

Page 11: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

11

აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან. საბაზო საფეხურზე მხოლოდ ეს ერთადერთი

კლასია ჩემი სამოღვაწეო ასპარეზი.

საკვლევი საკითხის შესწავლა და მეთოდები

კვლევის მეთოდები:

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო მე-9 კლასის

მოსწავლეები-თინეიჯერები . მათი შერჩევა მოხდა ასაკიდან გამომდინარე.ხშირად

მაწუხებს მოზარდთა პრობლემები და ვეძებ მათთან ეფექტური კომუნიკაციისა და

სწავლების ეფექტური სტრატეგიების დაუფლების გზებს .

აღნიშნულ კლასს ვასწვლი უკვე ოთხი წელია. სამიზნე ჯგუფში არის 12 მოსწავლე

(არც ერთი არ არის სსსმ მოსწავლე).

კვლევა განხორციელდა დროის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში:

4,5 თვის მანძილზე-2019 სასწ. წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით.

საკითხის შესწავლის მიზნით გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი და თვისებრივი

კვლევის მეთოდები. ამ ტიპის მეთოდებით კვლევამ მომცა შესაძლებლობა

გამომეკვეთა ჩემთვის მნიშვნელოვანი ასპექტები და კვლევის პროცესში შემეტანა

ცვლილებები საჭიროებებიდან გამომდინარე.

კვლევის დასაწყისში გამოვიყენე ჩემი გამოცდილება,შეიძლება ითქვას „უბრალო“

დაკვირვება(თვისებრივი მეთოდი).

შემდეგ ეტაპზე თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტებად გამოვიყენე ფოკუს ჯგუფი

მოსწავლეებთან -ჯგუფური ინტერვიუ.

ამის შემდეგ ჩავატარე წერილობითი გამოკითხვა-ანკეტირება (რაოდენობრივი

კვლევა)

შემდეგ ეტაპზე დავამუშავე მოსწავლეებისგან მიღებული მონაცემები არსებული

პრობლემის დონის დასადგენად.

ინტერვენციის შედეგების შესამოწმებლად გამოვიყენე სახელობითი ანკეტები

დასკვნით ეტაპზე მოხდა შეგროვებული მასალის შედეგებისა და ეფექტურობის

შეჯამება.

Page 12: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

12

2019 წლის იანვრის თვეში გავაკეთე გამოკითხვა-ჯგუფური ინტერვიუ (თვისებრივი

კვლევა). ჩვენი საუბრის თემა იყო -მხატვრული ლიტერატურა. დისკუსია შემდეგი

კითხვების გარშემო ტრიალებდა:

1. გიყვარს კითხვა?

2.რომელი ჟანრის წიგნებს კითხულობ?

3. გსიამოვნებს წიგნების ინგლისურ ენაზე კითხვა?

4.წიგნის კითხვა გირჩევნია თუ ფილმის ყურება? რატომ?

5. დაასახელე საუკეთესო წიგნი რაც ოდესმე წაგიკითხავს,რა მოგეწონა?

ისაუბრე შენს განცდებზე კითხვის პროცესში.

მოსწავლეთა ვერბალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოვიტანე დასკვნა,რომ

საჭირო იყო ანკეტური გამოკითხვა შედეგების სანდოობის დასამტკიცებლად.

რესპოდენტებთან საუბარმა მომცა სასარგებლო მასალა კითხვარის შესადგენად. ერთ

კვირაში მოსწავლეებმა პასუხი გასცეს ჩემს მიერ მომზადებულ ანკეტას (დანართი 1)

მონაცემთა ანალიზმა ცხადყო , რომ 12 მოსწავლიდან ქართულად წიგნს

კითხულობდა 8. აქედან ერთი მოსწავლე ექვს თვეში კითხულობდა სამ წიგნს ,ხუთი

მოსწავლე ექვს თვეში ორ წიგნს და ორი მოსწავლე ექვს თვეში ერთ წიგნს .

ამათგან მხოლოდ ერთი მოსწავლე კითხულობდა ადაპტირებულ ლიტერატურას

ინგლისურად. 11 მოსწავლე უპირატესობას ანიჭებს ფილმის ყურებას, იმიტომ რომ

ინფორმაციას უფრო სწრაფად იღებენ, ვიდრე წიგნის კითხვისას. მოსწავლეების

უმეტესობას ესმის უცხოურ ენაზე კითხვის მნიშვნელობაც ენის შესწავლის

თვალსაზრისით.

მოსწავლეთა პასუხებიდან ასევე გაირკვა, რომ ისინი სიამოვნებით წიაკითხავდნენ

დეტექტივს, რომანს და მისტიკური ჟანრის ნაწარმოებებს. (დანართი 2)

ინტერვენციის განხორციელება

მონაცემთა ანალიზის შედეგების შესაბამისად დავგეგმე ინტერვეცია . პირველ

რიგში საჭირო იყო ცოდნის დაგროვება- მოსწავლეთა ინფორმირება.

კრიტიკული აზროვნებისთვის ინფორმაციის მოძიება და ფაქტების ცოდნა საწყისი

წერტილია, თუმცა არა საბოლოო მიზანი . ცოდნის დაგროვება აუცილებელი პირობაა

კრიტიკული აზროვნებისთვის.

ცნობილია,რომ სწავლა-სწავლების სამფაზიანი მოდელი: გამოწვევა ,შინაარსის

რეალიზება და რეფლექსია წერა-კითხვის აქტივობებზეც ვრცელდება: წაკითხვამდე,

კითხვა და წაკითხვის შემდეგ.

Page 13: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

13

კითხვის პირველი ფაზა- წაკითხვამდე- ამ ფაზაში გამოყენებული

მეთოდები/სტრატეგიები ხელს უწყობს მოსწავლის ინტერესისა და

ცნობისმოყვარეობის აღძვრას ტექსტის შინაარსის მიმართ. ამ ფაზის მნიშვნელოვანი

შედეგია მკითხველის მიერ კითხვის აქტივობაში მონაწილეობის მიზნის

გაცნობიერება და მოტივაციის შექმნა.

მეორე ფაზაში -კითხვა- გამოყენებული მეთოდები ხელს უწყობს წაკითხულის

შინაარსისა და მნიშვნელობის გააზრებაში.

მესამე ფაზა- წაკითხვის შემდეგ - გამოყენებული მეთოდები ხელს უწყობს ყველაზე

მნიშვნელოვანის დამახსოვრებას, გააზრების ხარისხზე დაფიქრებას და საკითხის

ღრმად გაცნობიერებას.

სამფაზიანი მოდელი წარმატებით იქნა გამოყენებული ჩემ მიერ ინტერვენციის

დროს.

პირველ რიგში მოვიპოვეთ მოსწავლეთა მიერ დასახელებული ჟანრის წიგნები:

1. რომანი _ The thorn birds by Collen McCullough

2. დეტექტივი _ The woman who disappeared by Philip Prowse

3. მისტიკური ჟანრის _ The woman in black by Susan Hill

ნაშრომები ადაპტირებული იყო. დასაწყისისთვის საჭიროდ ჩათვალე, ორიგინალები

არ შემეთვაზებინა, რათა წარმოდგენილი ლექსიკა მოსწავლეთათვის გასაგები

ყოფილიყო და ყურადღება სხვა , უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე

გაემახვილებინათ. როგორც დ. უზნაძე ბრძანებს: წიგნი , მასში არსებული ლექსიკა

ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს , ვინაიდან იმის შესახებ ,მოეწონა თუ არა წიგნში

აღწერილი სიუჟეტი, გამოიწვია თუ არა მასში ღიმილი, ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ

იმსჯელებს , თუ წაკითხული კარგად გაიგო.

წიგნი გასაგები უნდა იყოს და სასიამოვნო, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს ხალისი

ჩაუქრება.

იგივე ავტორის თქმით, უნარების მიხედვით 14-17 წლიდან ბავშვები უმთვრესად

ავანტიურისტული და დეტექტიური სიუჟეტებით იხიბლებიან. აგრეთვე

ისტორიული და რეალისტური შინაარსის ნაწარმოებებითაც. შემდეგ ეტაპზე ისინი

ტექნიკურ, ფილოსოფიურ და ისტორიულ ლიტერატურაზე გადადიან. გოგონებს კი

რომანები ხიბლავთ.

(წყარო: ლაბარტყავა ნ. 4 ივლისი,2013. ინტერნეტგაზეთი www.mastsavlebeli.ge

,,მოსწავლეთა ლიტერატურული ინტერესების განვითარება“დიმიტრი უზნაძისა და

შარლოტა ბიულერის კვლევებზე დაყრდნობით.) გავითვალისწინე რა ღრმადპატივცემული მკვლევრის მოსაზრება, ჩემს მოსწავლეებს

ადაპტირებული ლიტერატურა შევთავაზე . აღნიშნული წიგნების pdf ფაილების

მოპოვება ძალიან ადვილი აღმოჩნდა, გადავიღეთ ასლები, ყველა მოსწავლე

დაკმაყოფილდა წიგნებით და შევარჩიეთ დღე , თებერვლის შუა რიცხვი, როცა

პირველი წიგნის პრეზენტაცია უნდა მოგვეხდინა.

Page 14: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

14

პირველ რიგში შევცვალე გამოკითხვის მეთოდები. ინტერნეტში გავეცანი მასალას

წაკითხული ტექსტების ანალიზის შესაბამისი აქტივობების შესახებ და დეტექტივის

რელევანტურად მივიჩნიე “Imegine what happens next”, აქტივობა,რომელიც

გულისხმობს ნახევრად წაკითხული ნაწარმოების დასრულებას. ეს აქტივობა

ავითარებს წარმოსახვისა და წერის უნარს;

დავარიგე დეტექტივის მხოლოდ 2/3 ნაწილი და წინასწარ შერჩეულ გაკვეთილზე

ვთხოვე მოსწავლეებს დაეწერათ თხზულება „ ვინ არის დამნაშავე“.

საინტერესო იყო მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი ლოგიკური მსჯელობა

ვარაუდებითა და არგუმენტებით გაჯერებული- ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო

დამნაშავე. წერითი დავალების შესრულების შემდეგ წავიკითხეთ წიგნის

დარჩენილი ნაწილიც და მოსწავლეებმა დაწერეს ტესტი, რომელიც შედგენილი იყო

ღია და დახურული კითხვებით, ეს უკანასკნელნი ნაშრომის დეტალების ცოდნაზე

იყო ორიენტირებული.

ტესტი დაწერა 12-მა მოსწავლემ

10-მა მოსწავლემ დაიმსახურა 10 ქულა

2-მა მოსწავლემ-8 ქულა.

მეორე წიგნი გახლდათ რომანი -„The thorn birds“

დასაწყისში გამოვიყენე მეთოდი გასეირნება ილუსტრაციებში. ეს

აქტივობა გამოიყენება მაშინ, როცა ტექსტთან ახლოს ხელმისაწვდომია მდიდარი და

მეტყველი ილუსტრაციები. მათი დათვალიერება და ვარაუდის გამოთქმა

მოსწავლეებში აღვივებს ინტერესს და ზრდის ტექსტის წაკითხვის მოტივაციას.

წასაკითხი მოთხრობის წარდგენა დავიწყეთ წიგნის ჩვენებით, რომლის ყდაზეც

შესაბამისი სურათია გამოსახული. გამოვიყენეთ რამდენიმე

ილუსტრაცია,რომლებითაც უშუალოდ მოთხრობაა დასურათებული.დავსვი კითხვა

ვარაუდის გამოსათქმელად -რის შესახებ შეიძლება ყოფილიყო ეს მოთხრობა.

მივეცი საშუალება თავადაც დაესვათ კითხვები.

წიგნის პრეზენტაციამდე მოსწავლეებს დაევალათ კითხვის პროცესში ან მის ბოლოს,

შეევსოთ კოგნიტური დიაგრამები:

Page 15: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

15

პირველმა დიაგრამამ მოაწესრიგა და ხელი შეუწყო დეტალური ინფორმაციის ძიება-

გამოკვლევას: სად ხდება მოქმედება, ვინ მონაწილეობს, როდის ხდება,რა ხდება და

რატომ ხდება მოქმედება.

მეორე დიაგრამამ ქრონოლოგიურად და თანამიმდევრობით დაალაგა ფაქტები და

შედეგად ამისა, ჩვენ ხელთ გვქონდა ნაწარმოების მოკლე შინაარსი.

მესამე დიაგრამა გაკვეთილზე შევავსეთ,დაფაზე წარმოვადგინეთ ის უამრავი

მიზეზი, რამაც ნაწარმოების გმირები ფატალურ შედეგამდე მიიყვანა.

წიგნის შინაარსის ცოდნა შევამოწმეთ ტესტით. (დანართი 5)

მესამე დიაგრამაში წარმოდგენილი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების შემდეგ

მომივიდა იდეა , რომ წიგნში წარმოდგენილი პრობლემები სადისკუსიო თემებად

მექცია და რამოდენიმე დღეში დავგეგმე პრობლემაზე ორიენეტირებული

სამოდელო გაკვეთილი .

წიგნის საინტერესო სიუჟეტმა, მასში წარმოდგენილმა ზოგადსაკაცობრიო

პრობლემების სიუხვემ და მოსწავლეთა მზაობამ უზრუნველყო გაკვეთილის

წარმატებით დასრულება.მოსწავლეებმა იმსჯელეს პერსონაჟების ცხოვრებაზე ,

ქცევებზე , დადგა პრობლემების კორიანტელი და ცხარე კამათი გაიმართა მათი

გადაჭრის გზებზე.

ბავშვებმა წარმოადგინეს სავარაუდო „სწორი“ ქცევები , რომლებიც გმირებს

ფატალურ შედეგამდე არ მიიყვანდა.

დამსწრე კოლეგებმა აღნიშნეს , რომ გაკვეთილი საინტერესო, ხალისიანი და ძალიან

ემოციური იყო.

წიგნის განხილვის მესამე ეტაპი დასრულდა დავალებით -Every fight has three sides:

your version, my version, and the truth. მოსწავლეებს დაევალათ დაეწერათ თხზულება;

შეერჩიათ მათთვის საყვარელი ან პრობლემური პერსონაჟი და წარმოედგინათ მათი

თვალით დანახული სამყარო, მათ უნდა აეხსნათ გარშემომყოფებისათვის თუ რატომ

იქცეოდნენ ასე, რატომ უშვებდნენ შეცდომებს,იყო კი ეს“ შეცდომა“ მათი

გადასახედიდან და ა. შ. მეოთხე ეტაპზე მოსწავლეებმა ნახეს ამ

წიგნის მიხედვით 1983 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი.

მესამე წიგნი მისტიკური ჟანრის შევარჩიეთ _ The woman in black by Susan Hill..

ბავშვებმა ძალიან მალე მოახერხეს წიგნის წაკითხვა და დაწერეს ტესტიც .

წიგნის კითხვისას მოსწავლეებს ევალებოდათ გაეკეთებინათ ჩანაწერები მთავარ

პერსონაჟზე,მის გარეგნობასა და პიროვნულ მახასიათებლებზე; მათ უნდა შეევსოთ

ე.წ. მზე-დიაგრამა

Page 16: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

16

(Think about the Characters more Deeply-აქტივობის შესაბამისად)

ჩემს მიერ შერჩეული მეორე აქტივობა- Summary Writing - გულისხმობდა ტექსტის

მოკლე შინაარსის დაწერას მნიშვნელოვანი ფაქტების წარმოდგენით. ამ ჩანაწერებმა

მოსწავლეებს გაუადვილა შემაჯამებელ ტესტში მოცემული დავალებების

შესრულება,რომელიც ითხოვდა ფაქტების თანამიმდევრობით დალაგებას; ხოლო

ზემოთხსენებული დიაგრამის შევსებამ უზრუნველყო ტესტში წარმოდგენილ

კითხვებზეპასუხის სწორად გაცემა. აღნიშნული კითხვები დეტალური ინფორმაციის

ცოდნის შემოწმებაზე იყო ორიენტირებული.

მოსწავლეებმა ნახეს ამ წიგნის მიხედვით 1989 წელს გადაღებული ფილმიც.

ჩვენი მცდელობა, რაც შეიძლება მეტი წიგნი წაგვეკითხა წარმატების ფაზაში შევიდა

და ამის შემდეგ მოსწავლეეებს შევთვაზე, აგვეღო უკვე ორიგინალური

ლიტერატურა . შევარჩიეთ სკოლის სახელმძღვანელოში ნახსენები The great Gatsby

by F. Scott Fitzgerald ; რომლის ორიგინალიც შედარებით მცირე ტანიანი აღმოჩნდა

( 70 გვერდამდე) .

მოულოდნელად საქმე გართულდა . თუ აქამდე მოსწავლეები ადვილად იგებდნენ

წაკითხულ ტექსტს , რადგანაც ადაპტირებული ვარიანტები მათი საჭიროების

მიხედვით იყო შერჩული , ამ შემთხვევაში მათ ლექსიკონების მოშველიება

დასჭირდათ. შერჩეული დრო ორი კვირა საკმარისი აღარ აღმოჩნდა , ამას თან

დაერთო სასწავლი წლის დასასრული - მაისის ბოლო და ივნისის პირველი ნახევარი.

მოსწავლეებს უამრავი მასალა ჰქონდათ შესასწავლი და ამის გამო წიგნის წაკითხვა

ვეღარ მოასწრეს, შესაბამისად მისი განხილვაც გადაიდო . მოსწავლეებმა

შემომთვაზეს , რომ ნაწარმოებს ზაფხულში წაიკითხავდნენ, ნახავდნენ შესაბამის

ფილმსაც და მომავალ სასწავლო წლიდან ხალისით გააგრძელებდნენ დაწყებულ

საქმიანობას.

შედეგების ანალიზი ინტერვენცია აღმოჩნდა წარმატებული და შედეგების შეჯამების დრო დადგა. დინამიკაში

აშკარა პროგრესი იგრძნობოდა.,სასწავლო წლის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ჩავატარე

საბოლოო წერილობითი გამოკითხვა-სახელობითი ანკეტირება. ( დანართი 3).

კითხვარი მოსწავლებს დაახლოებით იგივე კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვდა, რაც

სემესტრის დასაწყისში უკვე დამუშავებული გვქონდა. ჩატარებულმა გამოკითხვამ

ცხადყო,რომ ჩემი შეთავაზებული აქტივობების შედეგად სამიზნე ჯგუფის მოსწავლეების

100% უკვე კითხულობს წიგნებს ინგლისურად, სიხშირით- თვეში 1 წიგნი.

ჩემთვის სასიხარულო იყო ბავშვების სურვილი,რომ ზაფხულის არდადეგებზე ისევ

გააგრძელედნენ კითხვას და ეს პროცესი მათთვის უკვე სასიამოვნო გახდა.

Page 17: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

17

დიახ არა დიახ არა

8 4 12 0

მშობლიურ

ენაზე

ინგლისურ

ენაზე

ორივე

ენაზე

მშობლიურ

ენაზე

ინგლისურ

ენაზე

ორივე

ენაზე

7 0 1 5 1 6

6 თვეში

1 წიგნი

6 თვეში

2 წიგნი

6 თვეში

3 წიგნი

6 თვეში

3-ზე

მეტი

6 თვეში

1 წიგნი

6 თვეში

2 წიგნი

6 თვეში

3 წიგნი

6 თვეში

3-ზე

მეტი

2 5 1 0 2 5 1 0

კითხვა 3. რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს მშობლიურ ენაზე?

სტატისტიკური მონაცემები

კვლევის დასაწყისი კვლევის დასასრული

კითხვა 1. კითხულობთ მხატვრულ ლიტერატურას?

კითხვა 2. რომელ ენაზე გირჩევნიათ კითხვა?

1

2

1

2

1

2

3

1

2

3

1

2

3

4

1

2

3

4

Page 18: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

18

რა არის ჩემი ძალისხმევის, ჩემი პედაგოგიური კვლევის „საბოლოო პროდუქტი?“

ინტერვენციის წარმატებით განხორციელების შემდეგ. შედეგებმა ჩემი მოლოდინი

გაამართლა. ყველა მოსწავლემ წაიკითხა ჩემს მიერ შეთავაზებული ლიტერატურა ინგლისურ

6 თვეში

1 წიგნი

6 თვეში

2 წიგნი

6 თვეში

3 წიგნი

6 თვეში

3-ზე

მეტი

6 თვეში

1 წიგნი

6 თვეში

2 წიგნი

6 თვეში

3 წიგნი

6 თვეში

3-ზე

მეტი

0 1 0 0 0 0 12 0

წიგნის

კითხვა

ფილმის

ყურება

წიგნის

კითხვა

ფილმის

ყურება

1 11 5 7

კითხვა 4. რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს ინგლისურ ენაზე?

კითხვა 5. წიგნის კითხვა გირჩევნიათ თუ იგივე სიუჟეტის

მიხედვით გადაღებული ფილმის ყურება?

1

2

3

4

1

2

3

4

1

2

1

2

Page 19: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

19

ენაზე, დაამუშავა ტექსტები სხვადასხვა მეთოდებით, დაწერა თხზულებები, შემაჯამებელი

ტესტები; მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, მათ გაუადვილდათ საკუთარი

აზრის გამოთქმა, არგუმენტირება, ბავშვებმა გაიმდიდრეს ლექსიკა და დაინტერესდნენ

შეთავაზებული ჟანრის წიგნებით, რაც მანამდე არ შედიოდა მათი ინტერესის სფეროში.(

დანართი 4 )

ჩემთვის ყველაზე სასიხარულო აღმოჩნდა ის ფაქტი,რომ 12-დან 5-მა მოსწავლემ

მიმდინარე სემესტრის განმავლობაში დამოუკიდებლად წაიკითხა ინგლისურ ენაზე

ადაპტირებული ლიტერატურა, წაიკითხეს ისე „სიამოვნებისთვის“, არავისთვის- არც

ტესტის დასაწერად და არც დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. მინდა წარმოვადგინო

იმ წიგნების სია, რომლებიც მოსწავლეთა დაინტერესების საგანი გახდა ჩემი კვლევის

პროცესში:

1. The Treasure of Monte Cristo by Alexsandre Dumas

2. Rebecca by Daphne Maurier

3.The Murder Of Roger Ackroyd by Agatha Christie -

4. Live and Let Die by Ian Fleming

5. Persuasion by Jane Austen

ესაა ჩემი პრაქტიკის კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო შედეგი.

სემესტრის ბოლოს, ერთ-ერთ გაკვეთილზე, ჩემი თხოვნით, მოსწვლეებმა თავიანთი

შთაბეჭდილებები განხორციელებული აქტივობების შესახებ დაფაზე გადაიტანეს

( დანართი 4), სადაც აღნიშნეს, რომ წიგნების წაკითხვის შემდეგ გაუმჯობესდა მათი

ლექსიკური მარაგი, ლაპარაკის ტექნიკა, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი,

გაუჩნდათ ინტერესი ინგლისურენოვანი ლიტერატურის მიმართ.

მოგვიანებით, ივნისის თვეში ცნობილი ბესტსელერის The woman who disappeared by

Philip Prowse მიხედვით შევქმენი ელექტრონული რესურსიც. აღნიშნულ რესურსში

დასმული კითხვები მოსწავლეებისაგან მოითხოვდა წიგნის სიუჟეტის საფუძვლიან

ცოდნას .ამ უკანასკნელმა ხელი შეუწყო წაკითხული ტექსტის გააზრებისთვის

საჭირო უნარების განვითარებას და ტექსტში დეტალებზე ორიენტირებას. წიგნი

გამოიკითხება ვიქტორინის მეშვეობით. თითოეულ შეკითხვას 4 სავარაუდო პასუხი

აქვს, საიდანაც ერთია მხოლოდ სწორი. მოსწავლეებმა ხალისით და ძალიან სწრაფად

გასცეს პასუხები მოცემულ დავალებებს.

Page 20: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

20

(იხილეთ ბმული: https://learningapps.org/display?v=poscegtoc19 )

დასკვნები და რეკომენდაციები ჩემს მიერ ჩატარებულმა კვლევამ განსაზღვრა ჩემი მომავალის სტრატეგიები

მხატვრული ლიტერატურის გამოყენების სფეროში .

იმისათვის რომ წიგნების კითხვა არ აღმოჩნდეს მოსწავლეთათვის მოსაწყენი:

1. თემატიკა უნდა შეირჩეს მათი ასაკისა და ინტერესების შესაბამისად, მათივე

თანამონაწილეობით.

2.დასაწყისისთვის, დასტურად იმისა,რომ მოსწავლეებმა ნამდვილად წაიკითხეს

წიგნი, მიაქციეს თუ არა ყურადღება მთავარ სათქმელს , დეტალებს, და არა

უბრალოდ „გადაავლეს თვალი“ საშინაო დავალებას

საჭიროა:

ა) ჩატარდეს ტექსტური გამოკითვა, სადაც კითხვები ვალიდური იქნება დეტალური

ინფორმაციის , მთავარი იდეის, პრობლემის გამოკვეთისა და მისი გადაჭრის გზების

ძიების ცოდნისა და გააზრების შესამოწმებლად.

ბ) შეირჩეს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები,რომლებიც ტექსტის

გაგებასა და შემდგომში მის ანალიზს შეუწყობს ხელს.

3. პასუხისმგებლობის გრძნობისა და ჩვევის „ კითხვა -სიამოვნებისთვის“

გამომუშავების მიზნით ტესტური გამოკითხვა შეიძლება ერთ- ერთ შემაჯამებელ

სამუშაოდაც ჩაითვლოს.

4. აუცილებელია მოხდეს წიგნის გარჩევა , დისკუსია, დებატები მოსწავლეთა

კოგნიტური უნარების განვითარების მიზნით .

Page 21: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

21

რეფლექსია კათედრის სხდომაზე კვლევის შედეგები და მიღებული გამოცდილება გავუზიარე

კოლეგებს. ვურჩიე მათ, გამოეყენებინათ ჩემს მიერ აპრობირებული სტრატეგიები და

მეთოდები საკუთარ პრაქტიკაში, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოეჩინათ წიგნის

შერჩევისას; დაეწყოთ ბესტსელერებით და გადასულიყვნენ კლასიკურ

ნაწარმოებებზე.

დაეწყოთ ადაპტირებული ლიტერატურით და გადასულიყვნენ ორიგინალურ

ნაწარმოებზე.

მათ დაადასტურეს, რომ საკვლევი პრობლემა იყო მართლაც აქტუალური. ჩემი

გამოსვლის შემდეგ კოლეგებისგან საინტერესო რჩევებიც მივიღე. განსაკუთრებით

მომეწონა შემოთავაზება,რომელიც გულისხმობს წაკითხული წიგნის გმირების

დახატვას, წიგნში ასახული სცენების ქაღალდზე გადატანას, რაც მოსწავლეთა

ფანტაზიის უნარს განავითარებს.

ვფიქრობ, ეს აქტივობა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის უფრო სახალისო

იქნება.

კოლეგებისაგან მივიღე დადებითი უკუკავშირი, ხოლო ჩემი მხრიდან კვლევის

შედეგების გაზიარება დაეხმარება მათ, თვითონაც აწარმოონ მსგავსი კვლევები

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.

თანამშრომლებთან ჩემი გამოცდილების გაზიარებამ კიდევ უფრო განავითარა ჩვენს

შორის კომუნიკაცია და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ღირებული აქტივობა იყო ჩემთვის. მე

შეძლებისდაგვარად შევაფასე ჩემს მიერ შესრულებული სამუშაო. ამ პროცესმა დიდი

ძალისხმევა მოითხოვა ჩემგან, მაგრამ საკუთარი კვლევის შედეგებით, მიღებული

გამოცდილებითა და მიგნებებით ძალიან კმაყოფილი ვარ.

მე მივაგენი გზას/საშუალებას, თუ როგორ უნდა შევთავაზო ჩემს აღსაზრდელებს

წიგნი,როგორ შევარჩიო მათი ასაკისა და სურვილების შესაბამისად; როგორ

გავზარდო მათი მოტივაცია,როგორ ვამუშაო ტექსტზე,როგორ განუვითარო

კოგნიტური უნარ-ჩვევები; როგორ წავაქეზო თამამად გამოთქვან საკუთარი აზრი,

წარმოადგინონ დამაჯერებელი არგუმენტები; როგორ ვაქციო წარმოდგენილი

პრობლემები სადისკუსიო თემებად, როგორ წარვმართო დისკუსია/დებატები,როგორ

ვაქციო წიგნი ტესტად და ხანდახან შემაჯამებელ სამუშაოდაც.

და ბოლოს, როგორ გადავაქციო კითხვა მოსწავლეთათვის სასიამოვნო საქმიანობად.

დარწმუნებული ვარ შეძენილი ცოდნა და უნარები ხელს შემიწყობს პროფესიულ

განვითარებაში.

საკუთარი პრობლემების წარმატებით გადაჭრის შემდეგ მიღებული

შედეგებით ტკბობა სასიამოვნო პროცესი ყოფილა.

Page 22: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

22

გამოყენებული ლიტერატურა:

1. სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები

მასწავლებლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი

http://old.tpdc.ge/uploads/pdf_documents/saazrovn%20unarebi.pdf

ნახვის თარიღი: 10.06.2019

2. ლაბარტყავა ნ. 4 ივლისი,2013. ინტერნეტგაზეთი www.mastsavlebeli.ge

,,მოსწავლეთა ლიტერატურული ინტერესების განვითარება“

http://mastsavlebeli.ge/?p=2325 ნახვის თარიღი:25.05.2019

3. . მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი – II ნაწილი 27 იანვარი, 2016

http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf

4. Rochester Institute of Technology SEA - Supporting English Acquisition

After-Reading Activities https://www.ntid.rit.edu/sea/processes/readingwriting/incorporating/after

ნახვის თარიღი: 15.04.2019

5. babycenter

Fun activities for intermediate readers https://www.babycenter.com/0_fun-activities-for-intermediate-readers_67852.bc

ნახვის თარიღი: 15.04.2019

6. 10 Examples of Post-Reading Activities

What are Post-Reading Activities?

https://englishpost.org/examples-of-post-reading-activities/

ნახვის თარიღი: 15.04.2019

7. ESL Speaking: Games Activities Resources Post-Reading Activities to Improve your English Reading Skills

https://eslspeaking.org/english-reading-post-reading-activities/

ნახვის თარიღი: 15.04.2019

Page 23: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

23

8 . ალფაიძე ლ.15 ნოემბერი.2013. ინტერნეტგაზეთი www.mastsavlebeli.ge

„ნეილ გეიმანი : რატომ არის დამოკიდებული ჩვენი მომავალი ბიბლიოთეკებზე ,

კითხვასა და ოცნებაზე“.

http://mastsavlebeli.ge/?p=2197 ნახვის თარიღი:25.04.2019

9.პაპავა პ. , ჭანტურია თ. წიგნიერება -მასწავლებლის სახელმძღვანელო,

Civic Development Institute on 5 დეკემბერი, , 2013

https://www.scribd.com/doc/189517421/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90

10. შონია ბ. 10 ივლისი. 2011. ტაბლოგი წიგნი -”სულის გიმნასტიკა”

http://www.tabula.ge/ge/tablog/65440-tsigni-sulis-gimnastika

ნახვის თარიღი: 10.06.2019

დანართი 1

კითხვარი 1

1. კითხულობთ მხატვრული ლიტერატურას?

1. დიახ 2. არა

2. რომელ ენაზე გირჩევნიათ კითხვა ?

1. მშობლიურ ენაზე 2. ინგლისურ ენაზე 3. ორივე ენაზე სიამოვნებით ვკითხულობ

3. რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს მშობლიურ ენაზე?

1. 6 თვეში 1 წიგნი 2. 6 თვეში 2 წიგნი 3. 6 თვეში 3 წიგნი 4. 6 თვეში 3-ზე მეტი წიგნი

4. რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს ინგლისურ ენაზე?

1. 6 თვეში 1 წიგნი 2. 6 თვეში 2 წიგნი 3. 6 თვეში 3 წიგნი 4. 6 თვეში 3-ზე მეტი წიგნი

5. წიგნის კითხვა გირჩვნიათ თუ იგივე სიუჟეტის მიხედვით გადაღებული ფილმის

ყურება? დაასაბუთეთ რატომ?

1. მირჩევნია წიგნის კითხვა იმიტომ, რომ...................................................................................

Page 24: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

24

..............................................................................................................................................................

.............................................................................................................................................................

2. მირჩევნია ფილმის ყურება იმიტომ,რომ............................................................................

.............................................................................................................................................................

.............................................................................................................................................................

6. რა სარგებელი აქვს წიგნის უცხოურ ენაზე კითხვას?

...............................................................................................................................................

დანართი 2

What genre of books do you like to read with great pleasure?

Number five genres only.

Name

Example

Novel/Romance

1

Drama

5

Mystery

Science Fiction

2

Fantasy

Page 25: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

25

Documentary

Horror fiction

Crime/Detective

4

History

Comic books

Fairy tales

Magic Realism

Adventure

3

დანართი 3

კითხვარი 2 გვარი/სახელი:

1. კითხულობთ მხატვრული ლიტერატურას?

1. დიახ 2. არა

2. რომელ ენაზე გირჩევნიათ კითხვა ?

1. მშობლიურ ენაზე 2. ინგლისურ ენაზე 3. ორივე ენაზე სიამოვნებით ვკითხულობ

3. რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს მშობლიურ ენაზე?

1. 6 თვეში 1 წიგნი 2. 6 თვეში 2 წიგნი 3. 6 თვეში 3 წიგნი 4. 6 თვეში 3-ზე მეტი წიგნი

4. რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს ინგლისურ ენაზე?

1. 6 თვეში 1 წიგნი 2. 6 თვეში 2 წიგნი 3. 6 თვეში 3 წიგნი 4. 6 თვეში 3-ზე მეტი წიგნი

5. წიგნის კითხვა გირჩვნიათ თუ იგივე სიუჟეტის მიხედვით გადაღებული ფილმის

ყურება? დაასაბუთეთ რატომ?

1. მირჩევნია წიგნის კითხვა იმიტომ, რომ...................................................................................

Page 26: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

26

..............................................................................................................................................................

.............................................................................................................................................................

2. მირჩევნია ფილმის ყურება იმიტომ,რომ............................................................................

.............................................................................................................................................................

.............................................................................................................................................................

6. მიმდინარე სემესტრში მასწავლებლის მიერ შემოთავაზებული მხატვრული

ნაწარმოებების გარდა, ხომ არ წაგიკითხავთ წიგნები საკუთარი ინიციატივით?

თუ წაიკითხეთ, გთხოვთ, მიუთითოთ წიგნის ავტორი და სახელწოდება.

...............................................................................................................................................

...............................................................................................................................................

7.განიჭებთ სიამოვნებას წიგნის კითხვა? კითხულობთ სიამოვნებისთვის?

1.სიამოვნებას მანიჭებს

2. ვკითხულობ მხოლოდ იმიტომ,რომ საშინაო დავალებაა

დანართი 4

Page 27: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

27

დანართი 5

Monitorig

The thorn birds- by Colleen McCullough A struggle between love and ambition

( That takes place in the life of a priest)

Page 28: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

28

1.Answer these questions:

1.How does Paddy die? What does Fee realize about his feelings for him after his

Death?

.....................................................................................................................................

.....................................................................................................................................

2.Why does Ralph tell Meggie to forget him and find someone else to merry?

.....................................................................................................................................

.....................................................................................................................................

3. What does Fee discover when she is wrapping up her cups in old newspapers, ready to

move to the big house?

.....................................................................................................................................

.....................................................................................................................................

4. Discuss the role of Fee and Paddy Cleary. Are they good parents? Could or should they

have been better?

.....................................................................................................................................

.....................................................................................................................................

5. Is Mary Carson a completely evil or bad character, or does her desire for Ralph humanize

her in any way?

.....................................................................................................................................

.....................................................................................................................................

/10

2. Choose a right answer

Page 29: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

29

1. When the story begins, in what country does Cleary reside? (იმყოფება)

England

Australia

New Zealand

America

2. Who was the oldest Cleary’s son?

Frank

Bob

Hughie

Stu

3. What was the staple (მთავარი) crop in Drogheda homestead?(ფერმა)

wool

horses

cattle

corn

4. What was the name of Meggie's husband?

Luke O'Neill

Martin King

Ralph De Bricassart

Angus MacQueen

5. What was the name of the couple where Meggie lived during her marriage?

The Muellers

The Harheims

Page 30: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

30

The Drakes

The MacDonalds

6. What color hair did Father Ralph have?

Blonde

Black

Red

Chestnut(წაბლი)

7. Where did Dane die?

Australia

Italy

Greece

England

8. How many children did Fee have?

8

9

10

7

9. What was Justine's profession?

artist

politician

housewife

actress

/9

Questions for discussion

Page 31: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ეფექტურიmuschool.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/Pedagogiuri-Praqtikis-kvleva-Nona... ·

31

(Give at least two reasons to support your ideas)

1.Do you think Ralph was wrong to have a sexual relationship with Meggie?

Why/why not.

.....................................................................................................................................

.....................................................................................................................................

....................................................................................................................................

.....................................................................................................................................

/3

2.Do you think Meggie made the right decision to leave Luke? Why/why not.

.....................................................................................................................................

.....................................................................................................................................

....................................................................................................................................

/3

3. Do you think the people in the story are to blame for the bad things that happen to them?

Or do they just have bad luck?

.....................................................................................................................................

.....................................................................................................................................

....................................................................................................................................

/3

Total: /28