Upload
others
View
11
Download
0
Embed Size (px)
Citation preview
ზოგადი ნაწილი (ლაბორატორიული სამსახურის ხარისხის კონტროლი)
1. ლაბორატორიის ხარისხის კონტროლი არის:
ა ) თანამშრომლების მუშაობის შემოწმება;
ბ ) გამოკვლევების შედეგების შედარება;
*გ) ლაბორატორიული გამოკვლევების სისწორის რაოდენობრივი შეფასების სისტემა, ლაბორატორიის შეცდომების აქტიური და სისტემატური გამოვლენა მათი მაქსიმალურად შემცირების მიზნით;
დ ) სიზუსტის რაოდენობრივი შეფასება;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
2. საკონტროლო შრატიდან მუშაობის დროს შეცდომა შეიძლება განაპირობოს:
ა ) ამპულის გახსნის დროს შრატის ნაწილის დაკარგვამ;
ბ ) სინჯის გახსნისათვის აუცილებელი დროს დარღვევამ;
გ ) საკონტროლო შრატის შენახვამ ოთახის ტემპერატურის პირობებში;
დ ) საკონტროლო შრატის მრავალჯერადმა გაყინვა-გალღობამ;
*ე) ყველა ზემოთჩამოთვლილმა.
3. ჰემატოლოგიური გამოკვლევების ხარისხის კონტროლისათვის იყენებენ:
ა ) ჰემოგლობინციანიდის სტანდარტულ ხსნარს;
ბ ) კონსერვირებულ ან სტაბილიზებულ სისხლს;
გ ) სისხლის ფიქსირებულ უჯრედებს;
დ ) საკონტროლო ნაცხებს;
*ე) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
4. შარდის ქიმიური შემადგენლობის კონტროლისათვის იყენებენ:
ა ) შარდში შემავალი ნივთიერებების წყალხსნარებს;
ბ ) კონსერვირებულ შარდს;
გ ) შარდის ხელოვნურ ხსნარებს, რომლებსაც ემატება შარდში შემავალი ნივთიერებები;
*დ) ყველა ზემოთჩამოთვლილი პასუხი სწორია;
5. ხარისხის კონტროლის ფორმებია:
ა ) შიდალაბორატორული;
ბ ) ლაბორატორიათაშორისი;
გ ) საერთაშორისო;
დ ) კონტროლი ადგილზე;
*ე) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
6. გამოკვლევის სისწორეში იგულისხმება:
ა ) შედეგების სიახლოვე გამოსაკვლევი სიდიდეების ჭეშმარიტ მნიშვნელობასთან;
ბ ) ერთნაირ პირობებში შესრულებული გამოკვლევების შედეგების თანხვედრა;
გ ) სხვადასხვა პირობებში შესრულებული გამოკვლევების შედეგების სიახლოვე;
*დ) მიღებული შედეგების სისტემატიური შეცდომების მიახლოება ნულთან;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
7. გამოკვლევათა თანხვედრაში იგულისხმება:
ა ) შედეგების სიახლოვე გამოსაკვლევი სიდიდეების ჭეშმარიტ მნიშვნელობასთან;
*ბ) ერთნაირ პირობებში შესრულებული გამოკვლევების შედეგების თანხვედრა;
გ ) სხვადასხვა პირობებში შესრულებული გამოკვლევების შედეგების სიახლოვე;
დ ) მიღებული შედეგების სისტემატური შეცდომების მიახლოება ნულთან;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
8. გამოკვლევათა სიზუსტეში იგულისხმება:
*ა) შედეგების სიახლოვე გამოსაკვლევი სიდიდეების ჭეშმარიტ მნიშვნელობასთან;
ბ ) ერთნაირ პირობებში შესრულებული გამოკვლევების შედეგების თანხვედრა;
გ ) სხვადასხვა პირობებში შესრულებული გამოკვლევების შედეგების სიახლოვე;
დ ) მიღებული შედეგების სისტემატური შეცდომების მიახლოება ნულთან;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
9. ხარისხის კონტროლის შესრულების დროს თანხვედრისა და შესრულებადობის სტატისტიკურ კრიტერიუმს შეადგენს:
ა ) საშუალო არითმეტიკული;
ბ ) შეცდომის დასაშვები ზღვარი;
*გ) ვარიაციის კოეფიციენტი;
დ ) საიმედოობის კრიტერიუმები;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
10. ლაბორატორიული კვლევის მეთოდის საიმედოობის კრიტერიუმია:
ა ) სპეციფიურობა;
ბ ) შესრულებადობა;
გ ) სისწორე;
დ ) მგრძნობელობა;
*ე) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
11. გამოკვლევის სისწორის კონტროლი ტარდება:
ა ) თუ საკონტროლო მასალის გამოკვლევის შედეგები სცილდება 2 სტანდარტულ გადახრას;
ბ ) ახალი მეთოდის აწყობისას;
გ ) ახალი აპარატურის გამოყენებისას;
დ ) ახალი რეაქტივების გამოყენებისას;
*ე) ყველა ზემოთჩამოთვლილ შემთხვევაში.
12. შიდალაბორატორული ხარისხის კონტროლის ჩატარების პრინციპებია:
ა ) სისტემატურობა და ყოველდღიურობა;
ბ ) ტესტის ყველა შესაძლო ცვლილებების გათვალისწინება;
გ ) კონტროლის ჩართვა მუშაობის ჩვეულ რითმში;
*დ) ყველა ზემოთჩამოთვლილი პასუხი სწორია.
ე ) სწორი პასუხი არ არის.
13. თხიერი საკონტროლო მასალის გამოყენების უპირატესობას მშრალ მასალასთან შედარებით შეადგენს:
ა ) შეცდომის აცილება გახსნის დროს;
ბ ) მასალის გამოყენება წინასწარი მომზადების გარეშე;
გ ) დროის ეკონომია;
*დ) სწორია ყველა ზემოთჩამოთვლილი პასუხი;
ე ) სწორი პასუხი არ არის.
14. ლაბორატორიული ტესტირების შედეგებზე გავლენა შეიძლება მოახდინოს შემდეგმა გარეშე ფაქტორებმა
ა ) ბიოლოგიურმა რითმმა, აღების დრომ
ბ ) ავადმყოფის მდგომარეობამ
გ ) ავადმყოფის ფიზიკურმა და ემოციურმა დატვირთვმამ
დ ) მედიკამენტებისა და საკვების მიღებამ
*ე) ყველა ჩამოთვლილმა
15. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს შემდეგმა შიდა ლაბორატორიულმა ფაქტორებმა:
ა ) არასწორი დოზირებით გამოწვეულმა შეცდომამ
ბ ) გაუმართავმა აპარატურამ
გ ) სინჯის შენახვის პირობებმა
დ ) გამოყენებულმა მეთოდებმა
*ე) ყველა ჩამოთვლილმა
16. ბიოქიმიური გამოკვლევის ხარისხის კონტროლისათვის რეკომენდირებულია გამოვიყენოთ
ა ) სუბსტრატების წყალხსნარი
ბ ) დონორის სისხლი
*გ) სტანდარტული შრატები თხიერი ან ლიოფიზირებული ქარხნული წესით დამზადებული
დ ) ცნობილი ფირმების რეაქტივები
ე ) მეთოდური მითითებები საკონტროლო მასალების მომზადების შესახებ
17. საკონტროლო მასალა ფიზიკო-ქიმიური თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს
ა ) საპასპორტო მონაცემებს
*ბ) კლინიკურ მასალას
გ ) არ იყინებოდეს
დ ) ყველა ზემოაღნიშნული სწორია
ე ) სწორი პასუხი არ არის
18. ღვიძლიდან სისხლში არ გადადის
*ა) კონიუგირებული ბილირუბინი
ბ ) ჰემოსტაზის პლაზმური ფაქტორები
გ ) გლუკოზა
დ ) ალბუმინები
ე ) ფერმენტები
19. შემომფარგვლელი მემბრანა არ გააჩნია
ა ) უჯრედს
ბ ) ბირთვს
*გ) ბირთვაკს
დ ) მიტოქონდრიებს
ე ) ლიზოსომებს
20. რიბოსომების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს
*ა) ცილების სინთეზი
ბ ) ენერგიის წარმოქმნა
გ ) გენეტიკური ინფორმაციის შენახვა
დ ) ბარიერული ფუნქცია
ე ) აპოფტოზის ჩართვა
21. მიტოქონდრიების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს
ა ) ცილების სინთეზი
*ბ) ენერგიის წარმოქმნა
გ ) გენეტიკური ინფორმაციის შენახვა
დ ) ბარიერული ფუნქცია
ე ) აპოფტოზის ჩართვა
22. ქრომოსომების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს
ა ) ცილების სინთეზი
ბ ) ენერგიის წარმოქმნა
*გ) გენეტიკური ინფორმაციის შენახვა
დ ) ბარიერული ფუნქცია
ე ) აპოფტოზის ჩართვა
23. სათესლე მილაკებში საყრდენ და მკვებავ ფუნქციებს ასრულებენ
*ა) სერტოლეს უჯრედები
ბ ) სპერმატოგენეზის პირველი რიგის უჯრედები
გ ) სპერმატოგენეზის მეორე რიგის უჯრედები
დ ) სპერმატიდები
ე ) სპერმატიგონიები
24. სათესლე მილაკის რომელი უჯრედი არ წარმოადგენს სპერმატოზოიდის წინამორბედს
*ა) სერტოლეს უჯრედი
ბ ) სპერმატოგენეზის პირველი რიგის უჯრედები
გ ) სპერმატოგენეზის მეორე რიგის უჯრედები
დ ) სპერმატიდები
ე ) სპერმატიგონიები
25. კუჭის რომელ ნაწილში ხდება გასტრომუკოპროტეინის სეკრეცია
ა ) მცირე სიმრუდეზე
ბ ) კუჭის სხეულში
*გ) კუჭის თაღში
დ ) პრეპილორულ ნაწილში
ე ) პილორუსში
26. სასუნთქი სისტემის სხვადასხვა ნაწილის ლორწოვანი შეიძლება დაფარული იყოს:
ა ) მრავალშრიანი პრიზმული მოციმციმე ეპითელიუმით;
ბ ) მრავალრიგიანი ბრტყელი ეპითელიუმით;
გ ) ორშრიანი პრიზმული წამწამიანი ეპითელიუმით;
დ ) ერთშრიანი კუბური წამწამიანი ეპითელიუმით;
*ე) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
27. ნეფრონის შემადგენლობაში შედის:
*ა) თირკმლის გორგალი და მილაკები;
ბ ) იუქსტაგლომერულარული აპარატი;
გ ) გორგალი და შარდის შემგროვებული მილი;
დ ) გორგალი და იუქსტაგლომერულური აპარატი;
ე ) ყველა ჩამოთვლილი ელემენტი.
28. თირკმლის გორგლის უჯრედოვანი ელემენტებია:
ა ) კაპილარების ენდოთელიუმი;
ბ ) პოდოციტი;
გ ) მეზენქიმის უჯრედები;
დ ) პერეციტი;
*ე) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
29. თირკმლის მილაკების უჯრედოვანი ელემენტებია:
ა ) კუბური ეპითელიუმი;
ბ ) ცილინდრული ეპითელიუმი;
გ ) პოდოციტები;
*დ) კუბური და ცილინდრული ეპითელიუმი
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
30. შარდის გამომტანი გზების ლორწოვანი გარსი ამოფენილია:
ა ) მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით;
ბ ) გარდამავალი ეპითელიუმით;
გ ) ცილინდრული ეპითელიუმით;
*დ) სწორია ყველა ზემოთჩამოთვლილი პასუხი;
ე ) სწორი პასუხი არ არის.
31. თირკმელები მონაწილეობენ რეგულირებაში:
ა ) არტერიული წნევის;
ბ ) ელექტროლიტური შემადგენლობის;
გ ) ერითროპოეზის;
დ ) მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის;
*ე) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
32. თირკმელები არ ახდენენ პროდუცირებას:
ა ) ვაზოტონური ნივთიერებების (რენინი);
ბ ) პროსტაგლანდინების;
გ ) ერითროპოეტინების;
დ ) ერითროპოეზის ინჰიბიტორების;
*ე) ანტიდიურეზული ჰორმონის.
33. თირკმელები ახორციელებენ:
ა ) წყლის რეაბსორბციას;
ბ ) მჟავე ვალენტობების სეკრეციას;
გ ) ჰიალურონიდაზის სეკრეციას;
დ ) ელექტროლიტების რეაბსორბციას;
*ე) ყველა ზემოთჩამოთვლილ ფუნქციას.
34. ღვიძლის უჯრედებს მიეკუთვნება:
ა ) ჰეპატოციტები;
ბ ) კუპფერის უჯრედები;
გ ) სტრომის უჯრედები;
*დ) სწორია ყველა ზემოთჩამოთვლილი პასუხი;
ე ) სწორი პასუხი არ არის.
35. ჰეპატოციტების ფუნქციებს მიეკუთვნება:
ა ) პორფირინების სინთეზი;
ბ ) კონიუგირებული ბილირუბინის წარმოქმნა;
გ ) ლიპოპროტეინების სინთეზი;
დ ) ელექტროლიტების რეაბსორბცია;
*ე) ყველა ჩამოთვლილი ფუნქცია.
36. ღვიძლში არ წარმოიქმნება:
ა ) ალბუმინები;
ბ ) შარდოვანა;
*გ) პროტოპორფირინი;
დ ) ჰემოსტაზის ფაქტორები;
ე ) ნაღვლის მჟავები.
37. კუჭის ლორწოვანი გარსის და ჯირკვლების შემადგენლობაში შედის შემდეგი უჯრედები:
ა ) მთავარი უჯრედები;
ბ ) ცილინდრული ეპითელიუმი;
გ ) მუკოციტები;
დ ) პარიეტალური უჯრედები;
*ე) ყველა ზემოჩამოთვლილი უჯრედები.
38. სეროზულ ღრუებს მიეკუთვნება:
ა ) პლევრალური;
ბ ) პერიკარდიალური;
გ ) პერიტონეალური;
დ ) სინოვიალური;
*ე) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
39. სეროზული გარსების უჯრედოვანი ელემენტებია:
ა ) ცილინდრული ეპითელიუმი;
ბ ) ნეიტროფილები;
გ ) ლიმფოციტები;
*დ) მეზოთელური უჯრედები;
ე ) მაკროფაგები.
40. სათესლე ჯირკვლის უჯრედოვანი ელემენტებია:
ა ) სპერმატოგენეზის უჯრედები;
ბ ) სერტოლეს უჯრედები;
გ ) ლეიდიგის უჯრედები;
დ ) ცილინდრული ეპითელიუმის უჯრედები;
*ე) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
41. წინამდებარე ჯირკვლის უჯრედოვანი ელემენტებია:
*ა) ცილინდრული ეპითელიუმის უჯრედები;
ბ ) მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის უჯრედები;
გ ) გარდამავალი ეპითელიუმის უჯრედები;
დ ) ყველა ზემოთჩამოთვლილი უჯრედები;
ე ) სწორი პასუხი არ არის.
42. საშოს მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის უჯრედების ტიპებია:
ა ) ზედაპირული;
ბ ) შუამდებარე;
გ ) პარაბაზალური;
დ ) ბაზალური;
*ე) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
43. ციტოპლაზმურ სუბუჯრედულ ორგანელებს მიეკუთვნებიან, გარდა:
ა ) მიტოქონდრიებისა;
*ბ) ბირთვაკებისა;
გ ) ლიზოსომებისა;
დ ) გოლჯის აპარატისა;
ე ) ენდოპლაზმატური რეტიკულუმისა.
44. მემბრანების ჰიდროფობულ არეს, რომელიც განაპირობებს მათ ბარიერულ ფუნქციას, ქმნიან:
ა ) ტრანსმემბრანული ცილები;
*ბ) ფოსფოლიპიდური ორმაგი შრე;
გ ) გლიკოკალიქსის შრე;
დ ) მემბრანის პოტენციალი;
ე ) ზედაპირული ანტიგენები.
45. უჯრედის დაზიანების დროს არასპეციფიურ ცვლილებებს მიეკუთვნება:
*ა) გლიკოლიზური პროცესების გააქტიურება;
ბ ) ფეტალური ჰემოგლობინის სინთეზი;
გ ) ფიბრინოლიზის ინჰიბირება;
დ ) ლიპოლიზის გაძლიერება;
ე ) ტრანსამინაზების სინთეზი.
46. უჯრედის დაზიანებისას შეუქცევად ცვლილებებს მიეკუთვნება:
ა ) ფოსფორილირების დარღვევა;
ბ ) გრანულების წარმოქმნის პროცესის ცვლილება;
გ ) გლიკოლიზის აქტივირება;
*დ) ლიზოსომების მემბრანის დაშლა და ლიზოსომური ფერმენტების გააქტივება;
ე ) უჯრედოვანი მემბრანის განვლადობის მომატება.
47. მიტოქონდრიები ახორციელებენ:
ა ) ცილების დაშლას;
*ბ) ადენოზინტრიფოსფატის სინთეზს;
გ ) ანაერობულ გლიკოლიზს;
დ ) დეტოქსიკაციას;
ე ) სეკრეციას.
48. უჯრედის ლიზოსომების ძირითადი ფუნქციაა:
ა ) ცილების ბიოსინთეზი;
ბ ) ადენოზინტრიფოსფატის სინთეზი;
გ ) სეკრეტის დაგროვება და გამოყოფა;
დ ) უჯრედის დაყოფა კომპარტმენტებად;
*ე) უჯრედშიდა გადახარშვა.
49. უჯრედში ბირთვის ფუნქციაა:
ა ) ადენოზინტრიფოსფატის სინთეზი;
ბ ) ცილის სინთეზი;
*გ) გენეტიკური ინფორმაციის შენახვა და რეალიზაცია;
დ ) ფერმენტების გააქტიურება;
ე ) უჯრედის გარსის განვლადობის რეგულირება.
50. გოლჯის აპარატის ფუნქციაა ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
*ა) ჟანგვითი ფოსფორირებისა;
ბ ) გრანულოგენეზისა;
გ ) ფერმენტების სინთეზისა პროფერმენტებიდან;
დ ) გლიკოპროტეინების და გლიკოკალიქსის სინთეზისა;
ე ) სწორი პასუხი არ არის.
51. გლიკოკალიქსი არ ასრულებს შემდეგ ფუნქციას:
ა ) კავშირი სხვა უჯრედებთან;
ბ ) უჯრედშორისი კონტაქტების შექმნა;
გ ) რეცეპტორული ფუნქცია;
*დ) იმუნოგლობულინების სინთეზი;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
52. პლაზმოლემა ახორციელებს:
ა ) ფსევდოპოდიების წარმოქმნას;
ბ ) ნივთიერებათა დიფუზიას;
გ ) ეკზოციტოზს;
დ ) პინოციტოზს;
*ე) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
53. ლიზოსომები არ მონაწილეობენ:
ა ) ქსოვილების რეგენერაციაში;
ბ ) ანთების განვითარებაში;
*გ) იმუნოგლობულინების წარმოქმნაში;
დ ) ალერგიული რეაქციების განვითარებაში;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
54. ერითროციტის სპეციფიური კომპონენტია:
ა ) გლიკოგენი;
ბ ) ადენოზინტრიფოსფატი;
*გ) ჰემოგლობინი;
დ ) გლუტატიონ-რედუქტაზა;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
55. რიბოსომებზე ხდება სინთეზი:
ა ) დნმ-ის;
ბ ) რნმ-ის;
*გ) ცილის;
დ ) ამინომჟავების;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
56. ჰიპოქრომული ერითროციტი ეწოდება
ა ) ერითროციტს ჰემოგლობინის ნორმალური შემცველობით
*ბ) ერითროციტს ჰემოგლობინის შემცირებული შემცველობით
გ ) ერითროციტს ჰემოგლობინის მომატებული შემცველობით
დ ) ყველა პასუხი სწორეა
ე ) სწორი პასუხი არ არის
57. ჰიპერქრომული ერითროციტი ეწოდება
ა ) ერითროციტს ჰემოგლობინის ნორმალური შემცველობით
ბ ) ერითროციტს ჰემოგლობინის შემცირებული შემცველობით
*გ) ერითროციტს ჰემოგლობინის მომატებული შემცველობით
დ ) ყველა პასუხი სწორეა
ე ) სწორი პასუხი არ არის
58. „მარცხნივ გადახრა“ ეწოდება
*ა) ნეიტროფილების ახალგაზრდა ფორმების რაოდენობის მატებას
ბ ) ნეიტროფილის ბირთვის სეგმენტების რაოდენობის მომატებას
გ ) ნეიტროფილის ბირთვის ვაკუოლიზაციას
დ ) დეგენერაციული ცვლილებების გამოვლენას ნეიტროფილის ციტოპლასმაში
ე ) ტოქსოგენურ მარცვლოვანებას ნეიტროფილში
59. მეგაკარიოციტებს ახასიათებს
ა ) ენდომიტოზები
ბ ) დიდი ზომა
გ ) ბირთვის ფორმის ვარიაბელურობა
*დ) ყველა პასუხი სწორეა
ე ) სწორი პასუხი არ არის
60. მონოციტებიდან წარმოიქმნება
ა ) თრომბოციტები
*ბ) მაკროფაგები
გ ) ერითროციტები
დ ) ნეიტროფილები
ე ) ლიმფოციტები
61. ერითროციტების დათვლისას გორიაევის კამერაში შეცდომის მიზეზი შეიძლება იყოს:
ა ) კამერის დატვირთვის შემდეგ უჯრედების დათვლა ერთ წუთზე ადრე;
ბ ) კოლტის წარმოქმნა;
გ ) დათვლილი კვადრატების ნაკლები რაოდენობა;
დ ) საფარი მინის არასწორი მორგება კამერაზე;
*ე) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
62. ერითროციტების დალექვის განსაზღვრისას შეცდომის მიზეზი შეიძლება იყოს:
ა ) ნატრიუმის ციტრატის და სისხლის არასწორი შეფარდება;
ბ ) კოლტის წარმოქმნა;
გ ) პანჩენკოვის შტატივში კაპილარის არასწორი დაყენება;
დ ) ტემპერატურის რეჟიმის დაუცველობა;
*ე) ყველა ჩამოთვლილი მიზეზი.
63. ერითროციტების დალექვის აჩქარებას არ იწვევენ:
ა ) ფიბრინოგენის რაოდენობის მომატება;
ბ ) გლობულინის ფრაქციების მომატება;
გ ) ჰაპტოგლობინის და ალფა-2-მაკროგლობულინის რაოდენობის შეცვლა სისხლში;
დ ) პათოლოგიური იმუნოგლობულინების კონცენტრაციის მომატება სისხლში;
*ე) ნაღვლის პიგმენტების კონცენტრაციის მომატება.
64. პრაის-ჯონსის მრუდი მიკროსფეროციტოზის დროს:
ა ) იხრება მარჯვნივ;
*ბ) იხრება მარცხნივ;
გ ) აღინიშნება რამოდენიმე პიკი;
დ ) არ იცვლება;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
65. ოვალოციტოზის და მეგალოციტოზის დროს იცვლება:
ა ) ერითროციტების დიდი დიამეტრი;
ბ ) ერითროციტების მცირე დიამეტრი;
გ ) სხვაობა დიდ და მცირე დიამეტრს შორის;
*დ) ორივე დიამეტრი;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
66. ერითროციტების მემბრანის თანდაყოლილი დეფექტი იწვევს:
ა ) მიკროსფეროციტოზს;
ბ ) ოვალოციტოზს;
გ ) სტომატოციტოზს;
დ ) აკანტოციტოზს;
*ე) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
67. ერითროპოეტინების ჭარბი წარმოქმნით გამოწვეული ერითროციტოზი ახასიათებს:
ა ) ანემიებს;
ბ ) მწვავე სისხლის დაკარგვას;
*გ) იცენკო-კუშინგის დაავადებას და სინდრომს;
დ ) ჰიპერჰიდრატაციას;
ე ) ყველა ჩამოთვლილ მდგომარეობას.
68. რეტიკულოციტების მარცვლოვან-ბადისებური სუბსტანციის გამოსავლენად რეკომენდებულია ჩამოთვლილი საღებავებიდან:
*ა) ბრილიანტ-კრეზილ ლურჯი;
ბ ) აზურ I;
გ ) აზურ II;
დ ) ყველა ჩამოთვლილი საღებავი.
69. რეტიკულოციტების რაოდენობის მომატებას ადგილი აქვს:
ა ) აპლაზიური ანემიის დროს;
ბ ) ჰიპოპლაზიური ანემიის დროს;
*გ) ჰემოლიზური სინდრომების დროს;
დ ) ძვალში კიბოს მეტასტაზის დროს;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
70. პერიფერიულ სისხლში რეტიკულოციტების რაოდენობის მომატება არ ახასიათებს:
ა ) ჰემოლიზურ ანემიებს;
ბ ) სისხლის დენებს;
*გ) სხივურ დაავადებას;
დ ) ვიტამინ B12 დეფიციტით გამოწვეულ ანემიას მკურნალობის დროს;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
71. პერიფერიული სისხლის რეტიკულოციტებში ყველაზე ხშირად გვხვდება:
ა ) გვირგვინისებური სუბსტანცია;
ბ ) გორგლისებური სუბსტანცია;
გ ) სრული ბადისებური სუბსტანცია;
*დ) არასრული ბადისებური სუბსტანცია;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
72. სისხლის ნაცხების ფიქსაციისათვის არ გამოიყენება:
ა ) მეთილის სპირტი;
ბ ) მაი-გრუნვალდის ფიქსატორ-მღებავი;
გ ) 96% ეთილის სპირტი;
*დ) 70% ეთილის სპირტი;
ე ) ყველა ჩამოთვლილი რეაქტივი.
73. ჰემოგლობინის განსაზღვრისათვის ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან გამოიყენება:
*ა) კოლორიმეტრიის;
ბ ) გაზომეტრიის;
გ ) რკინის რაოდენობის განსაზღვრა ჰემოგლობინის მოლეკულაში;
დ ) ყველა ჩამოთვლილი მეთოდით;
ე ) ჩამოთვლილიდან არცერთი მეთოდით.
74. ჰემოგლობინის მომატება სისხლში აღინიშნება:
*ა) პირველადი და მეორადი ერითროციტოზის დროს;
ბ ) მეგალობლასტური ანემიის დროს;
გ ) ვიტამინ B12 დეფიციტური ანემიის დროს;
დ ) ჰიპერჰიდრატაციის დროს;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
75. ლეიკოციტების აბსოლუტურ რაოდენობად ითვლება:
ა ) ლეიკოციტების რაოდენობა პერიფერიულ სისხლის ნაცხში;
*ბ) ლეიკოციტების რაოდენობა 1 ლიტრ სისხლში;
გ ) სხვა და სხვა სახის ლეიკოციტების პროცენტული რაოდენობა;
დ ) ყველა ზემოთჩამოთვლილი პასუხი სწორია.
ე ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
76. "შეფარდებითი ნეიტროფილოზი" არის:
*ა) ნეიტროფილების პროცენტული რაოდენობის მომატება, აბსოლუტური რიცხვები ნორმის ფარგლებშია;
ბ ) ნეიტროფილების პროცენტული და აბსოლუტური რაოდენობის მომატება;
გ ) ნეიტროფილების პროცენტული რაოდენობის მომატება;
დ ) ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობის მომატება;
ე ) ნეიტროფილების პროცენტული რაოდენობის შემცირება.
77. ლეიკოპენია თეთრი რიგის ერთეული ბლასტური უჯრედებით პერიფერიულ სისხლში დამახასიათებელია:
ა ) მეგალობლასტური ანემიისათვის;
ბ ) ღვიძლის და თირკმლების დაავადებებისათვის;
გ ) სისხლის გადასხმის შემდგომი პერიოდისათვის;
*დ) მწვავე ლეიკოზისათვის;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
78. "მარჯვნივ გადახრა" ახასიათებს:
ა ) მწვავე ინფექციურ დაავადებებს;
ბ ) ქრონიკულ ლეიკოზებს;
გ ) მწვავე ლეიკოზებს;
*დ) მეგალობლასტურ ანემიებს;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
79. ჰემოგლობინის მოლეკულა შედგება:
ა ) პორფირინისა და რკინისაგან;
ბ ) პროტოპორფირინისა და რკინისაგან;
*გ) ჰემისა და გლობინისაგან;
დ ) გლობინისა და რკინისაგან;
ე ) პროტოპორფირინისა და გლობინისაგან.
80. ჰემი წარმოადგენს რკინის შენაერთს:
*ა) პროტოპორფირინთან;
ბ ) პორფირინთან;
გ ) ცილასთან;
დ ) პორფირინთან და ცილასთან;
ე ) პროტოპორფირინთან და ცილასთან.
81. ჰემატოკრიტის მომატება აღინიშნება:
*ა) ერითროციტოზების დროს;
ბ ) ანემიების დროს;
გ ) ჰიპერჰიდრატაციის დროს;
დ ) ყველა ზემოთჩამოთვლილი პასუხი სწორია;
ე ) ჩამოთვლილი არ არის სწორი.
82. ლეიკოციტოზი გვხვდება:
ა ) ძვლის ტვინის აპლაზიის და ჰიპოპლაზიის დროს;
ბ ) ჰიპერსპლენიზმის დროს;
*გ) ლეიკოზების დროს;
დ ) სხივური დაავადების დროს;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
83. ძვლის ტვინის ანალიზისათვის აუცილებელია დათვლა:
ა ) კამერაში მიელოკარიოციტების;
ბ ) მიელოგრამის;
გ ) კამერაში მეგაკარიოციტების;
*დ) ყველა ზემოთჩამოთვლილი პასუხი სწორია;
ე ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
84. სისხლის წარმოქმნის ღეროვან უჯრედს ახასიათებს:
ა ) პოლიპოტენტურობა, დიფერენციაციის უნარი სისხლის წარმოქმნის ყველა მიმართულებით;
ბ ) ციტოქიმიური ინერტულობა
გ ) სისხლის წარმოქმნის რეგულაციის თვისება;
დ ) თვითშენარჩუნების თვისებები;
*ე) ყველა ჩამოთვლილი თვისებები.
85. ღეროვან უჯრედს აქვს მორფოლოგია:
*ა) მცირე ლიმფოციტის;
ბ ) ბლასტური უჯრედის;
გ ) მონოციტის;
დ ) ფიბრობლასტის;
ე ) არც ერთი ჩამოთვლილი უჯრედის.
86. ძვლის ტვინის სტრომის ელემენტებს მიეკუთვნება:
ა ) რეტიკულური უჯრედი;
ბ ) პლაზმური უჯრედი;
გ ) ფიბრობლასტები;
დ ) ოსტეობლასტები;
*ე) რეტიკულური უჯრედები და ფიბრობლასტები.
87. ძვლის ტვინის სტრომის უჯრედები ასრულებენ:
ა ) ჰემოპოეტურ ფუნქციას;
ბ ) საყრდენ ფუნქციას (მექანოციტები);
გ ) მიკროგარემოცვის ფუნქციას;
დ ) ტროფიკულ ფუნქციას;
*ე) ყველა ჩამოთვლილ ფუნქციას.
88. ძვლის ტვინის პუნქტატის უჯრედებს შორის ერითროიდული ელემენტები შეადგენენ საშუალოდ:
ა ) 5-10%;
ბ ) 10-20%;
*გ) 20-30%;
დ ) 30-40%;
ე ) 40% მეტი.
89. ლეიკო-ერითრობლასტური ინდექსი არის:
*ა) ძვლის ტვინის ყველა სახის ლეიკოციტების რაოდენობის შეფარდება ერითროიდული რიგის ყველა უჯრედთან;
ბ ) ლეიკოციტების მომწიფებული ფორმების შეფარდება ერითროიდული რიგის ყველა უჯრედთან;
გ ) მოუმწიფებელი ლეიკოციტების შეფარდება ერითროიდული რიგის ყველა უჯრედთან;
დ ) პერიფერიული სისხლში ერითროციტების რაოდენობის შეფარდება ლეიკოციტებთან;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
90. ლეიკო-ერითრობლასტური ინდექსი ნორმაში შეადგენს:
ა ) 1:1;
ბ ) 1:2;
*გ) 3 :1;
დ ) 10:1;
ე ) შეფარდება არ ნორმირდება.
91. ჰიპერუჯრედული ძვლის ტვინის ფონზე ბლასტური უჯრედების მომატება პოლიმორფული მახინჯი ფორმების გამოჩენით ახასიათებს:
ა ) ფოლიუმმჟავადეფიციტურ ანემიას;
ბ ) მწვავე სისხლისდენას;
*გ) მწვავე ლეიკოზს;
დ ) ინფექციურ მონონუკლეოზს;
ე ) ყველა ჩამოთვლილ დაავადებას.
92. ტერმინი ანიზოციტოზი ნიშნავს:
ა ) ერითროციტების ფორმის შეცვლას;
*ბ) ერითროციტების დიამეტრის შეცვლას;
გ ) ერითროციტების შეღებვას სხვადასხვა ინტენსიობით;
დ ) ერითროციტების მცირე რაოდენობას;
ე ) ერითროციტების წინამორბედი უჯრედების გამოჩენას სისხლში.
93. ერითროციტების ანიზოციტოზი მატულობს:
ა ) მაკროციტული ანემიების დროს;
ბ ) მიელოდისპლაზიური სინდრომების დროს;
გ ) ძვლის ტვინის დისპლაზიის დროს;
დ ) ძვალში სიმსივნის მეტასტაზირების დროს;
*ე) ყველა ჩამოთვლილი დაავადების დროს.
94. მეგალობლასტური ერითროპოეზი გვხვდება:
ა ) აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიების კრიზის დროს;
ბ ) ორსულობის დროს;
*გ) ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმმჟავა დეფიციტური ანემიების დროს;
დ ) ძვლის ტვინში კიბოს მეტასტაზის დროს;
ე ) ყველა ჩამოთვლილი მდგომარეობის დროს.
95. მეგალობლასტური რიგის უჯრედები განსხვავდებიან ერითრობლასტური რიგის უჯრედებისაგან:
ა ) დიდი ზომით;
ბ ) ბირთვის რადიალური სტრუქტურის არ ქონით;
გ ) დიდი ციტოპლაზმით;
დ ) ციტოპლაზმის ნაადრევი ჰემოგლობინიზაციით;
*ე) ყველა ჩამოთვლილი ნიშნებით.
96. გრანულოციტები წარმოიქმნებიან:
ა ) ელენთაში;
*ბ) ძვლის ტვინში;
გ ) ლიმფურ კვანძებში;
დ ) ელენთაში და ლიმფურ კვანძებში;
ე ) ღვიძლში.
97. პერიფერიული სისხლში სიდეროციტების და ძვლის ტვინში სიდერობლასტების მომატება აღინიშნება:
ა ) ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას;
*ბ) ტყვიით მოწამვლისას;
გ ) რკინადეფიციტური ანემიის დროს;
დ ) ერითრომიელოზის დროს;
ე ) ჰემოლიზურ ანემიის დროს.
98. ეოზინოპენია დამახასიათებელია:
ა ) ალერგიული დაავადებებისათვის;
ბ ) პარაზიტული დაავადებებისათვის;
გ ) მწვავე ლეიკოზისათვის;
*დ) სტრესებზე (ტრავმები, დამწვრობა, სეფსისი) რეაქციისათვის;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
99. ბაზოფილური ლეიკოციტოზი დამახასიათებელია:
ა ) მწვავე ლეიკოზისათვის;
ბ ) ქრონიკული მიელოპროლიფერაციული დაავადებებისათვის;
გ ) ალერგიული მდგომარეობისათვის;
დ ) ესტროგენებით მკურნალობისათვის;
*ე) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
100. ნეიტროფილოზი ახასიათებს:
ა ) აპლაზიურ ანემიას;
ბ ) ციტოსტატიკებით მკურნალობას;
*გ) სეფსისს;
დ ) ქრონიკულ ბაქტერიულ ინფექციებს;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
101. შეფარდებითი რეაქტიული ლიმფოციტოზი ახასიათებს:
*ა) ტოქსოპლაზმოზს;
ბ ) პანციტოპენიას;
გ ) კორტიკოსტეროიდების მიღებას;
დ ) მეორად იმუნოდეფიციტებს;
ე ) ავთვისებიან სიმსივნეებს.
102. მონოციტოზი დამახასიათებელია:
ა ) ბაქტერიულ ინფექციებისათვის;
ბ ) უმარტივესებით გამოწვეულ დაავადებებისათვის;
გ ) კოლაგენოზებისათვის;
დ ) მონოციტურ და მიელო-მონოციტური ლეიკოზებისათვის;
*ე) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
103. თრომბოციტოპენია ახასიათებს:
ა ) ახალშობილების წითურას;
ბ ) სხივურ დაავადებას;
გ ) დისემინირებულ სისხლძარღვთაშიდა შედედების სინდრომს;
დ ) ვიტამინ B12 დეფიციტურ ანემიას;
*ე) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
104. პლაზმოციტები პერიფერიულ სისხლში გვხვდებიან:
ა ) ვირუსული ინფექციების დროს;
ბ ) დასხივების შემდეგ;
გ ) კოლაგენოზების დროს;
დ ) ახალწარმონაქმნების დროს;
*ე) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
105. ბერეზოვსკი-შტერნბერგის და ხოჩკინის უჯრედები ლიმფურ კვანძში ძირითადი დიაგნოსტიკური ელემენტებია:
*ა) ლიმფოგრანულომატოზისათვის;
ბ ) ჰისტოციტოზისათვის;
გ ) სარკოიდოზისათვის;
დ ) მწვავე ლეიკოზისათვის;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
106. ჰემოგრამაში: ჰემოგლობინი 100 გრ/ლ, ერითროციტები 3,4*10**12/ლ, ლეიკოციტები 3,6*10**9/ლ ბლასტური უჯრედები - 42%, მიელოციტები - 5%, მეტამიელოციტები - 1%, ჩხირბირთვიანი ნეიტროფილები - 2%, სეგმენტბირთვიანი 20%, ლიმფოციტები - 12%, მონოციტები - 8%. ეს ჰემოგრამა დამახასიათებელია ქრონიკული მიელოლეიკოზის სტადიისათვის:
ა ) დასაწყისი;
ბ ) გაშლილი;
გ ) გამწვავების;
*დ) ბლასტური კრიზის;
ე ) არც ერთი ჩამოთვლილი სტადიისათვის.
107. ჰემოგრამაში: ჰემოგლობინი - 130 გრ/ლ, ერითროციტები - 3,9*10**12/ლ, ლეიკოციტები - 20,0*10**9/ლ, მიელოციტები - 3%, მეტამიელოციტები - 1%, ჩხირბირთვიანი ნეიტროფილები - 5%, სეგმენტ ბირთვიანი ნეიტროფილები - 60%, ეოზინოფილები - 5%, ლიმფოციტები - 21%, ბაზოფილები - 1%, მონოციტები - 6%. ეს ჰემოგრამა დამახასიათებელია ქრონიკული მიელოლეიკოზისათვის:
*ა) დასაწყისში;
ბ ) გაშლილი სტადიისათვის;
გ ) გამწვავების დროს;
დ ) ბლასტური კრიზისათვის;
ე ) არც ერთი ჩამოთვლილი სტადიისათვის.
108. ჰემოგრამაში: ჰემოგლობინი - 110გრ/ლ, ერითროციტები - 3,7*10**12/ლ, ლეიკოციტები - 250,0*10**9/ლ, მიელობლასტები - 4%, პრომიელოციტები - 2%, მიელოციტები - 22%, მეტამიელოციტებიი - 7%, ჩხირბირთვიანი ნეიტროფილები 16%, სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილები - 35%, ეოზინოფილები - 5%, ბაზოფილები - 2%, ლიმფოციტები - 4%, მონოციტები - 3%, ერითრობლასტი - 2:100 ლეიკოციტზე. ეს ჰემოგრამა დამახასიათებელია ქრონიკული მიელოლეიკოზის სტადიისათვის:
ა ) საწყისი;
*ბ) გაშლილი;
გ ) ბლასტური კრიზის;
დ ) ყველა სტადია;
ე ) ჩამოთვლილთაგან არცერთი.
109. ჰემოგრამაში: ჰემოგლობინი 120 გრ/ლ, ერითროციტები 3,7*10**12/ლ, ლეიკოციტები - 140*10**9/ლ, მიელობლასტები - 2%, მიელოციტები - 25%, მეტამიელოციტები - 14%, ჩხირბირთვიანი ნეიტროფილები - 17%, სეგმენტბირთვიანი - 21%, ეოზინოციტები - 7%, ბაზოფილები - 6%, ლიმფოციტები - 6%, მონოციტები - 2%. ეს ჰემოგრამა ახასიათებს ქრონიკული მიელოლეიკოზის სტადიას:
ა ) საწყისი;
*ბ) გაშლილი;
გ ) ბლასტური კრიზის;
დ ) ყველა სტადია;
ე ) არც ერთი სტადია.
110. ლეიკოციტოზი, ბლასტური უჯრედები 60%, გამოხატული ნორმოქრომული ანემია, თრომბოციტოპენია - პერიფერიულ სისხლში და ჰიპერუჯრედული ძვლის ტვინი ბლასტების დიდი რაოდენობით დამახასიათებელია:
*ა) მწვავე ლეიკოზისათვის;
ბ ) ქრონიკული მიელოლეიკოზისათვის;
გ ) ქრონიკული ლიმფოლეიკოზისათვის;
დ ) ლიმფოგრანულომატოზისათვის;
ე ) მიელომური დაავადებისათვის.
111. ჰიპერლეიკოციტოზი, აბსოლუტური ლიმფოციტოზი, ზომიერი ნორმოქრომული ანემია, თრომბოციტების რაოდენობა ნორმის ფარგლებში. ძვლის ტვინში - ლიმფოიდური ელემენტები 70%. ეს ჰემოგრამა დამახასიათებელია:
ა ) მწვავე ლეიკოზისათვის;
*ბ) ქრონიკული ლიმფოლეიკოზისათვის;
გ ) ლიმფოგრანულომატოზისათვის;
დ ) მიელომური დაავადებისათვის;
ე ) ქრონიკული მონოციტური ლეიკოზისათვის.
112. გამოხატული ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ერთეული პლაზმური უჯრედი პერიფერიულ სისხლში. ძვლის ტვინში პლაზმობლასტები (20% მეტი). ჰემოგრამა დამახასიათებელია:
ა ) მწვავე ლეიკოზისათვის;
ბ ) ქრონიკული მიელოლეიკოზისათვის;
*გ) მიელომური დაავადებისათვის;
დ ) ქრონიკული ლიმფოლეიკოზისათვის;
ე ) ლიმფოგრანულომატოზისათვის.
113. ჰიპერლეიკოციტოზი (160,0*10**9/ლ), ნეიტროფილოზი გადახრით ბლასტებამდე, თრომბოციტების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია. ძვლის ტვინში გრანულოციტები მომატებულია, მათ შორის ჭარბობს მიელოციტები და მეტამიელოციტები. ჰემოგრამა დამახასიათებელია:
ა ) მწვავე ლეიკოზისათვის;
*ბ) ქრონიკული მიელოლეიკოზისათვის;
გ ) ერითრემიისათვის;
დ ) ქრონიკული მონოციტური ლეიკოზისათვის;
ე ) ყველა ჩამოთვლილი დაავადებისათვის.
114. ნორმოქრომული ტიპის პროგრესირებადი ანემია, ლეიკოციტების რაოდენობა ნორმალური, ლეიკოგრამაში - მიელობლასტები. ძვლის ტვინში - დიდი რაოდენობით ერითრობლასტები, მეგალობლასტები, მიელობლასტები. მიელოგრამა დამახასიათებელია:
ა ) ლიმფოგრანულომატოზისათვის;
*ბ) ერითრომიელოზისათვის;
გ ) ერითრემიისათვის;
დ ) ქრონიკული მიელოლეიკოზისათვის;
ე ) მიელომური დაავადებისათვის.
115. ძვლის ტვინში ლეიკო/ერითრობლასტური ინდექსი 1:2, ერითროპოეზი ნორმობლასტური, ერითრობლასტების მომწიფების ინდექსი =0,4 ნეიტროფილების მომწიფების ინდექსი =0,8. ძვლის ტვინის ასეთი სურათი დამახასიათებელია:
ა ) მწვავე პოსტჰემორაგიული ანემიისათვის ძვლის ტვინთან კომპენსაციის ფაზაში;
*ბ) ქრონიკული პოსტჰემორაგიული ანემიისათვის;
გ ) ვიტამინ B12 დეფიციტური ანემიისათვის;
დ ) ჰემოლიზური ანემიისათვის;
ე ) ყველა ჩამოთვლილი ანემიისათვის.
116. ძვლის ტვინში ლეიკო/ერითრობლასტური ინდექსი 1:2, ერითრობლასტების გამოხატული ჰიპერპლაზია. სისხლწარმოქმნის ნორმობლასტური ტიპი. ერითრობლასტების მომწიფების ინდექსი =0,9. მეგაკორიოციტული შტო უცვლელია. ასეთი ძვლის ტვინის პუნქტატი დამახასიათებელია:
*ა) მწვავე პოსტჰემორაგიული ანემიისათვის ძვლის ტვინოვან კომპენსაციის ფაზაში;
ბ ) რკინადეფიციტული ანემიისათვის;
გ ) ვიტამინ B12 და ფოლიუმის მჟავა დეფიციტური ანემიისათვის;
დ ) მწვავე პოსტჰემორაგიული ანემიის საწყისი ფაზისათვის;
ე ) ყველა ჩამოთვლილი ანემიისათვის.
117. მწვავე ლეიკოზის დროს პერიფერიული სისხლისათვის დამახასიათებელია:
ა ) ერითროციტოზი;
ბ ) ნეიტროფილოზი;
გ ) თრომბოციტოზი;
*დ) ბლასტური უჯრედების არსებობა;
ე ) ყველა ჩამოთვლილი ნიშნები.
118. მწვავე ლეიკოზის დროს ძვლის ტვინისათვის დამახასიათებელია:
ა ) ბლასტური მეტაპლაზია;
ბ ) ერითროციტების შტოს შემცირება;
გ ) მეგაკარიოციტების რაოდენობის შემცირება;
*დ) ყველა ჩამოთვლილი ნიშანი;
ე ) არც ერთი ჩამოთვლილი ნიშნებიდან.
119. მწვავე ლეიკოზის ალეიკემიური ფორმის დიაგნოსტიკა ხდება:
ა ) პერიფერიული სისხლის ნაცხით;
*ბ) მენჯის ძვლის ტრეპანობიოფსიით;
გ ) ლიმფური კვანძის პუნქტატით;
დ ) ციტოქიმიური გამოკვლევებით;
ე ) ყველა ჩამოთვლილი მეთოდით.
120. მწვავე მიელობლასტური ლეიკოზისათვის დამახასიათებელია ციტოქიმიური განსაზღვრა:
*ა) მიელოპეროქსიდაზის;
ბ ) გლიკოგენის;
გ ) ლიპიდების;
დ ) არასპეციფიური ესტერაზის;
ე ) არ არის სარწმუნო ტესტი.
121. მწვავე მონობლასტური ლეიკოზისათვის მნიშვნელოვანია ციტოქიმიური გამოკვლევა:
ა ) გლიკოგენის;
ბ ) მიელოპეროქსიდაზის;
*გ) არასპეციფიური ესტერაზის;
დ ) ლიპიდების;
ე ) ყველა მეთოდი ტოლფასია.
122. ერითრომიელოზს ახასიათებს ძვლის ტვინში პროლიფერაცია:
ა ) ლიმფობლასტების;
ბ ) მიელობლასტების;
*გ) ერითრობლასტების;
დ ) მეგაკარიოციტების;
ე ) ჩამოთვლილიდან არც ერთის.
123. მწვავე ერითრომიელოზისათვის პერიფერიულ სისხლში დამახასიათებელია:
ა ) ლეიკოპენია;
ბ ) ანემია;
გ ) ერითროკარიოციტები;
დ ) მიელობლასტები;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.
124. მწვავე ლეიკოზის ალეიკემიური ფორმის დროს პერიფერიული სისხლისათვის დამახასიათებელი ყველაფერი, გარდა:
ა ) ანემიისა;
*ბ) ჰიპერლეიკოციტოზისა;
გ ) ლეიკოპენიისა;
დ ) თრომბოციტოპენიისა;
ე ) ლიმფოციტოზისა.
125. პრომიელოციტური ლეიკოზის დროს ლეიკოზურ უჯრედებს ახასიათებს:
ა ) ანიზოციტოზი;
ბ ) უხვი მარცვლოვანება ციტოპლაზმაში;
გ ) უცნაური ფორმის ბირთვი;
დ ) ბაზოფილური ციტოპლაზმა;
*ე) ყველა ჩამოთვლილი.
126. ქრონიკული მიელოლეიკოზის დროს ლეიკოგრამას ახასიათებს ყველაფერი ჩამოთვლილი, გარდა:
*ა) ლიმფოციტების და პლაზმობლასტების რაოდენობის მომატება;
ბ ) გადახრა მარცხნივ მიელოციტებამდე;
გ ) ბაზოფილურ-ეოზინოფილური ასოციაცია;
დ ) მიელობლასტების მომატება;
ე ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
127. ქრონიკული მონოციტური ლეიკოზის დიაგნოსტიკისათვის სისხლის სურათში წამყვანი მნიშვნელობა აქვს:
ა ) ლეიკოციტოზს;
*ბ) აბსოლუტურ მონოციტოზს;
გ ) გადახრას მიელობლასტებამდე;
დ ) მომწიფებული და მოუმწიფებელი გრანულოციტების ურთიერთ-შეფარდებას;
ე ) ყველა ჩამოთვლილს.
128. ქრონიკული მიელოლეიკოზის გამწავავებისას ლეიკოგრამისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
*ა) ბლასტური ელემენტების რაოდენობის შემცირების;
ბ ) ბლასტური ელემენტების რაოდენობის მომატების;
გ ) მომწიფებული გრანულოციტების შემცირების;
დ ) თრომბოციტების რაოდენობის შემცირების;
ე ) ჩამოთვლილიდან არცერთი.
129. ქრონიკული ლიმფოლეიკოზის დროს უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ლეიკოზების დროს აღინიშნება:
*ა) აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია;
ბ ) აპლაზიური ანემია;
გ ) არეგენერატორული ანემია;
დ ) პერნიციოზული ანემია;
ე ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
130. მწვავე ლეიკოზის დროს პერიფერიული სისხლისათვის დამახასიათებელი მაჩვენებლებია:
*ა) ანემია, თრომბოციტოპენია, ჰიპერლეიკოციტოზი ბლასტური ფორმებით;
ბ ) ზომიერი ანემია, თრომბოციტოზი, ჰიპერლეიკოციტოზი გადახრით მარცხნივ მიელოციტებამდე;
გ ) ზომიერი ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი, ლიმფოციტოზით;
დ ) ერითროციტოზი, თრომბოციტოზი, უმნიშვნელო ლეიკოციტოზი ნეიტროფილოზით;
ე ) ერითროციტების და თრომბოციტების ნორმალური რაოდენობა, უმნიშვნელო ლეიკოპენია ლეიკოგრამაში მნიშვნელოვანი გადახრის გარეშე.
131. ერითრომიელოზისათვის დამახასიათებელია:
ა ) ერითროციტების, თრომბოციტების და ნეიტროფილების ნორმალური რაოდენობა;
ბ ) ანემია, თრომბოციტოპენია, ჰიპერლეიკოციტოზი;
გ ) ზომიერი ანემია, რეტიკულოციტოზი, თრომბოციტების ნორმალური რაოდენობა, უმნიშვნელო ლეიკოპენია ლიმფოციტოზით;
*დ) ნორმო- ან ჰიპერქრომული ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ერითრობლასტოზი;
ე ) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
132. ქრონიკული მიელოლეიკოზის გაშლილი სტადიისათვის დამახასიათებელია:
ა ) ლეიკოპენია გრანულოციტოპენიით;
ბ ) უმნიშვნელო ლეიკოციტოზი, ნეიტროფილოზი, გადახრით მარცხნივ ჩხირბირთვიანებამდე;
*გ) ჰიპერლეიკოციტოზი, გრანულოციტოზი, გადახრით მარცხნივ მიელოციტებამდე, პრომიელოციტებამდე, მიელობლასტებამდე;
დ ) ლეიკოციტოზი ლიმფოციტოზით;
ე ) ანემია, ერითრობლასტოზი, რეტიკულოციტოზი.
133. ქრონიკული ლიმფოლეიკოზის ტიპიური მიმდინარეობისათვის დამახასიათებელია:
ა ) ლეიკოპენია უმნიშვნელო ლიმფოციტოზით;
ბ ) ლეიკოციტოზი ნეიტროფილოზით;
გ ) ლეიკოციტების ნორმალურ, რაოდენობა უმნიშვნელო ლიმფოციტოზით;
*დ) ლეიკოციტოზი, აბსოლუტური ლიმფოციტოზით;
ე ) ლეიკოპენია ლიმფოციტოპენიით.
134. გამოხატული თრომბოციტოპენია ჰემორაგიული დიათეზის მოვლენებით ხშირად თან ახლავს:
*ა) მწვავე ლეიკოზს;
ბ ) ქრონიკულ მიელოლეიკოზს;
გ ) ერითრემიას;
დ ) ლიმფოგრანულომატოზს;
ე ) ქრონიკულ მონოციტურ ლეიკოზს.
135. ბლასტური უჯრედების მორფოლოგიით მწვავე ლეიკოზი შეიძლება იყოს დიაგნოსტირებული როგორც:
ა ) მიელობლასტური;
ბ ) მონობლასტური;
გ ) მიელომონობლასტური;
*დ) პრომიელოციტური;
ე ) ლიმფობლასტური.
136. მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზისათვის დამახასიათებელია შემდეგი დადებითი ციტოქიმიური რეაქციები:
ა ) მიელოპეროქსიდაზაზე;
ბ ) ლიპიდებზე;
გ ) არასპეციფიურ ესტერაზაზე;
დ ) გლიკოგენზე დიფუზური რეაქცია;
*ე) გლიკოგენზე გრანულური რეაქცია.
137. მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზის დროს ბლასტებს ახასიათებს შემდეგი ციტოქიმიური რეაქციები:
ა ) გრანულური რეაქცია გლიკოგენზე;
ბ ) მჟავე ფოსფატაზაზე;
გ ) არასპეციფიურ მჟავე ესტერაზაზე;
*დ) ყველა ზემოთჩამოთვლილი რეაქცია;
ე ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
138. მწვავე პრომიელოციტური ლეიკოზის მარკერია ციტოქიმიური რეაქცია:
ა ) მიელოპეროქსიდაზაზე;
ბ ) ალფა-ნაფთილესტერაზაზე;
*გ) მჟავე სულფატირებულ მუკოპოლისახარიდებზე;
დ ) მჟავე ფოსფატაზაზე;
ე ) ყველა ჩამოთვლილი რეაქცია.
139. მწვავე პრომიელოციტური ლეიკოზის დროს უჯრედები განსხვავდებიან ნორმალურ პრომიელოციტებისაგან:
ა ) ბირთვში ქრომატინის ბადისებური განლაგებით;
ბ ) ბირთვების პოლიმორფიზმით;
გ ) მახინჯი გადაკეცილი უჯრედების არსებობით;
დ ) ციტოპლაზმაში აუერის ჩხირების "კონების" არსებობით;
*ე) ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია..
140. მწვავე მიელომონობლასტურ ლეიკოზს ახასიათებს დადებითი ციტოქიმიური რეა�