23
No table of contents entries found. წწწწწწწწწწწწ, წწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ 2013 წწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ I. წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწ 2013 წწწწ 5 წწწწწწწწწ 26 წწწწწწწწწ წწწწწწწ, წწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწ (წწწწწწწწწწწ წწწწწწწ; წწწწწწწწწწწწწწწწწ წწწწწწწ; წწწწწწწწ წწწწწწწწწწწწ, წწწწწწწწწ; წწწწწწწწ; წწწწწწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწ 201 3 12/27/2013

ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

No table of contents entries found.

წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ბიბლიოთეკის 2013 წლის ანგარიშს

მომსახურების განყოფილება

I. ბიბლიოთეკის სერვისებზე მკითხველთა მოთხოვნა

2013 წლის 5 იანვრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სხვადასხვა სერვისზე (ელექტრონული შეკვეთა; ბიბლიოთეკათშორისი შეკვეთა; შეეკითხე ბიბლიოთეკარს, ამობეჭდვა; დაჯავშნა; სამეცნიერო სტატიების მოძიება, ელ. ბაზების ტრენინგები) მონაცემთა შეგროვება მიზნად ისახავდა, მკითხველის მიერ მათზე მოთხოვნის რაოდენობისა დადგენას და აქტიურად მოთხოვნადი ლიტერატურის განსაზღვრას

1.წიგნის ელექტრონული შეკვეთაელექტრონული შეკვეთის სერვისზე წარმოდგენილი მონაცემი ეყრდნობა მკითხველის მიერ ელექტრონულად შევსებულ ფორმას, რომელიც აისახება ელექტრონულ ბაზის

ბიბლიოთეკის ანგარიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2013

12/27/2013

Page 2: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

შემდეგი მონაცემებში: მკითხველის სახელი და გვარი, სტატუსი ელ. ფოსტა, ტელეფონი, წიგნის ავტორი, სათაური, შეკვეთის ადგილი (დარბაზი, საიდანაც სურს მკითხველს წიგნის გატანა).აღნიშნულ პერიოდში ელექტრონულ შეკვეთაში შემოსულია 4001 მოთხოვნა, საიდანაც,

2302 წიგნი აღმოჩნდა სულხან-საბა ორბელიანის დარბაზში 1941 - ილია ჭავჭავაძის დარბაზში 527 - ივ. ბერიტაშვილისა და კვლევით დარბაზში 1191 ელექტრონულად მოძიებული მასალიდან, საავტორო და მომიჯნავე

უფლებების შესახებ საქართველოს კანონის დააცვით, მკითხველს შეეთავაზა 672 დასახელების ელ. ვერსია.

4001 ელექტრონულად შემოსული შეკვეთიდან, 773 გაკეთებულია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და

თანამშრომლის მიერ. 3206 - სტუდენტის მიერ 22 - გარეშე პირის მიერ.

2. ბიბლიოთეკათშორისი სერვისიზემოთ აღნიშნულ პერიოდში ბიბლიოთეკათშორისი სერვისის ფარგლებში შემოსულია 511 შეკვეთა, აქედან,

416 დასახელების ეგზემპლარი მოტანილია მკითხველისთვის 53 წიგნი არ აღმოჩნდა არცერთი პარტნიორი ბიბლიოთეკის კოლექციაში 42 დასახელების ერთეული საქართველოს პარლამენტის ეროვნული

ბიბლიოთეკის ხელუხლებელი ფონდშია, რის გამოც ვერ მოხერხდა მათით სარგებლობა.

3. შეეკითხე ბიბლიოთეკარს “შეეკითხე ბიბლიოთეკარს“ სერვისის ფარგლებში შემოსულია 173 შემდეგი კატეგორიის წერილები : ლიტერატურაზე მოთხოვნა, გატანილ წიგნზე ვადის გადადება სხვადასხვა საკითხები (მაგ: ბაზებთან დაკავშირებული პრობლემები, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები და სხვ.)

4. სამეცნიერო სტატიების მოძიებააღნიშნული სერვისით, რაც გულისხმობს მკითხველისთვის საინტერესო თემაზე სხვადასხვა სამეცნიერო ბაზიდან სტატიების მოძიებას, ისარგებლა 121-მა მომხმარებელმა.

5. ელექტრონული ბაზების ტრენინგები სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან ( უნივერსიტეტის თანამშრომლები; სტუდენტები, როგორც დოქტორანტები და მაგისტრანტები, ასევე, ბაკალავრები; არაქართულენოვანი სექტორის სტუდენტები და სხვ.) ელექტრონულ ბაზების მიმართულებით ჩატარადა 12 ტრენინგი.ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ინფორმირებას ბიბლიოთეკაში არსებული ელექტრონული ბაზების შესახებ; ასევე, მონაწილეთათვის სასურველი ინფორმაციის მოძიების უნარების გამომუშავებას;

6. ონლაინ შეკვეთების ამობეჭდვა

2

Page 3: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

წინასწარ, ონლაინ შეკვეთის საფუძველზე ამობეჭდვის სერვისით ისარგებლა 74-მა მკითხველმა.

(აღნიშნული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე -http://library.iliauni.edu.ge, მომსახურების განყოფილებაში)

7. ჯგუფური მუშაობის დარბაზის დაჯავშნაჯგუფური მუშაობის დარბაზით (მის: გიორგი წერეთლის ქ.#3, S კორპუსი, ოთახი 90 ), რომლის გამოყენებაც შეუძლიათ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს წინასწარი დაჯავშნის საფუძველზე, 1 ნოემბრიდან ისარგებლა 65-მა ჯგუფმა.

(აღნიშნული სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე- http://library.iliauni.edu.ge, მომსახურების განყოფილებაში)

II. ჯგუფური მუშაობის დარბაზის გახსნა

ჯგუფური მუშაობის დარბაზი გაიხსნა 2013 წლის 1 ნოემბერს და მისი მიზანია, სტუდენტების ერთობლივი დავალებების შესრულებისთვის ხელშეწყობა და კომფორტული, სამუშაო გარემოს შექმნა. გარდა ამისა, აღნიშნულ დარბაზში წინასწარი დაჯავშნის საფუძველზე, შესაძლებელია ლექციების, სამუშო შეხვედრებისა და კონფერენციების ჩატარება.

III. საინჟინრო სკოლის სამკითხველო დარბაზი

2013 წლის 14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას დაემატა ახალი, საინჟინრო სკოლის სამკითხველო დარბაზი, რომელიც შესაბამისი მიმართულების 137 დასახელების წიგნით აღიჭურვა. აღნიშნული დარბაზის მოიცავს შემდეგ სფეროებს: არქიტექტურა, გეოგრაფია, ჰიდროლოგია, გეოფიზიკა, სეისმოლოგია, მექანიკა, GIS და ა.შ.

IV. ღონისძიებები

წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი2013 წლის 23-26 მაისს გაიმართა თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მეოთხედ მიიღო მონაწილეობა და დამთვალიერებელს სხვადასხვა მიმართულების უახლესი სამეცნიერო და კვლევითი ლიტერატურა შესთავაზა. წარმოდგენილი იყო შემდეგი მიმართულებები: მედია-მეცნიერებები, ფილოსოფია და ფსიქოლოგია, რელიგია, სოციალური მეცნიერებები, ლინგვისტიკა, საბუნებისმეტყველო, მათემატიკა, გამოყენებითი მეცნიერებები, ხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა, გეოგრაფია და ისტორია.გარდა ბეჭდური გამოცემებისა, საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით ბიბლიოთეკამ საზოგადოებას  გააცნო საკუთარი ელექტრონული რესურსები. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ადგილზე ენახა და პრაქტიკაში გამოეცადა ელექტრონული ბაზების, კატალოგებისა და ელექტრონული ბიბლიოთეკის მოხმარების ძირითადი ინსტრუმენტები, მოეძია მისთვის საინტერესო წიგნები და პერიოდული გამოცემები.

3

Page 4: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

V. პროფესიული განვითარების ტრენინგები

ტრენინგები ახალი თანამშრომლებისთვისტრენინგები, რომლებიც 2013 წელს, ახლად აყვანილ 3 თანამშრომელს ჩაუტარდა ბიბლიოთეკის საქმიანობის ექვსი სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდა: 1. ბიბლიოთეკის სერვისები 2. ელექტრონული კატალოგი -http :// library . iliauni . edu . ge / opac . html ; 3. ელექტრონული ბიბლიოთეკა - http :// library . iliauni . edu . ge / ilib / 4. ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება 5. საბიბლიოთეკო კლასიფიკაციები; 6. ელექტრონული სამეცნიერო ბაზები.

1. ბიბლიოთეკის სერვისები ტრენინგი მიზნად ისახავდა, ილიაუნის ბიბლიოთეკის სერვისებისა და სარგებლობის წესების გაცნობას.ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ბიბლიოთეკის დარბაზები და სამუშაო განრიგი; წიგნის ელექტრონული შეკვეთა; ბიბლიოთეკათშორისი მომსახურება; დაჯავშნის სერვისი; შეკითხვა ბიბლიოთეკარს; ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები და პროცედურები.2. ელექტრონული კატალოგი ტრენინგი მიზნად ისახავდა ელექტრონული კატალოგის სპეციფიკისა და მოხმარების წესების გაცნობას, მისი პრაქტიკაში გამოყნებას.ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ელექტრონული კატალოგის დანიშნულება; OPAC-ის თავისებურებები; გამარტივებული და გაძლიერებული ძიებები; კატალოგიდან მიღებული ინფორმაციით ღია დაშვების ბიბლიოთეკაში ძიების უნარ-ჩვევები (პრაქტიკული სავარჯიშოები)3. ილიაუნის ელექტრონული ბიბლიოთეკა ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ინფორმირებას ილიაუნის ელექტრონული ბიბლიოთეკის შესახებ და მასში განთავსებული ინფორმაციისა ძიება-გამოყენებას პრაქტიკაშიტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ელექტრონული წიგნები; საკითხავები („რიდერები“; ელექტრონულ რესურსზე წვდომა, ინფორმაციის ძიება ელ. საცავებში. 4. ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება ტრენინგი მიზნად ისახავდა ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობის გააზრებას საბიბლიოთეკო მომსახურების სფეროში.ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ეფექტური კომუნიკაციის საფუძვლები;კომუნიკაციის დამოკიდებულებითი საფუძვლები; მომხმარებლის დაკარგვის სამი კატეგორია;მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების კომპეტენციები.5. საბიბლიოთეკო კლასიფიკაციები ტრენინგი მიზნად ისახავდა ილიას სახელმწიფო უნივესიტეტში გამოყენებული საბიბლიოთეკო კლასიფიკაციების გაცნობას წიგნების გადარჩევა-დახარისხებისა და კლასიფიკაციის მიხედვით დალაგების მიზნით.ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: კლასიფიკაციის არსი და ფუნქციები; კლასიფიკაციის სახეები და მათი უპირატესობები; დიუის ათწილადი კლასიფიკაცია6. ელექტრონული სამეცნიერო ბაზები ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ინფორმირებას ბიბლიოთეკაში არსებული ელექტრონული ბაზების შესახებ; სამეცნიერო ელექტრონული  ბაზების საძიებო ინსტრუმენტების ათვისებასა   და პრაქტიკაში გამოყენებას.

4

Page 5: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: უნივერსიტეტის მიერ შესყიდული ელ. ბაზები; ელ. ბაზების საძიებო ინსტრუმენტები; კონკრეტული ელექტრონული ბაზების შესაძლებლობების ვიზუალიზაცია: EBSCO, PROJECT MUSE, JSTORE, EBRARY, EMERALD და სხვ.

VI. ილიაუნის სტუდენტების სტაჟირება ბიბლიოთეკაში.

2013 წლელს (15.02 – 15.05) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტაჟირება გაიარა 13-მა სტუდენტმა. სტაჟირება მიზნად ისახავდა:

სტუდენტების ჩართულობას საბიბლიოთეკო საქმიანობაში; ბიბლიოთეკის შიდა სამუშაოების სპეციფიკის გაცნობასა და მასში მონაწილეობის

მიღებას; გუნდურობის, ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების

განვითარების ხელშეწყობას.სტუდენტების მიერ შესასრულებელ ძირითად საქმიანობებს წარმოადგენდა :

ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად ფონდიდან შედარებით ნაკლებად მოხმარებადი, შინაარსობრივად არააქტუალური და დაზიანებული წიგნების გამოხშირვა;

გამოხშირული წიგნების ელექტრონულად აღწერა და წინასწარ დანობრილ ყუთებში ჩალაგება.

სტაჟირების პროცესი განხორციელდა სამ ეტაპად: I. საინფორმაციო შეხვედრა; II. ტრენინგები ბიბლიოთეკის ძირითადი საქმიანობის შესახებ; III. ფონდების გამოხშირვა და ელექტრონულად აღწერა;

1. საინფორმაციო შეხვედრა საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტების მიერ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისა და თანამშრომლების გაცნობას, მათთვის ბიბლიოთეკის ძირითადი საქმიანობისა და განყოფილებების სპეციფიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. 2. ტრენინგები ტრენინგები ჩატრადა შემდეგ საკითხებში: 1. ეფექტური კომუნიკაცია 2. საბიბლიოთეკო სერვისები 3. ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები (ელ. კატალოგი, ელ. ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ელ. ბაზები) 4. საბიბლიოთეკო კლასიფიკაციები; 3. ფონდების გადაადგილება და ელექტრონულად აღწერა აღნიშნული პროცესი მოიცავდა ილიაუნის ბიბლიოთეკის თანამშრომლების მიერ სულხან-საბა ორბელიანის დარბაზის ფონდიდან შედართ ნაკლებ მოხმარებად, შინაარსობრივად არააქტუალურ-მოძველებულ და დაზიანებული წიგნების გამოხშირვას. სტუდენტების მიერ გამოხშირული წიგნების ელექტრონულად აღწერასა და ყუთებში ჩალაგებას.ელექტრონული აღწერის მონაცემებს შეადგენდა: წიგნის საინვენტარო ნომერი, დასახელება, ავტორი, გამომცემლობა, გამოცემის წელი.

VII. რარიტეტული წიგნების გაციფრულება

ილიაუნის ბიბლიოთეკის რარიტეტული ფონდიდან 2013 წელს გაციფრულდა 57 რარიტეტული წიგნი.აღნიშნული პროცესი სამი ძირითადი ეტაპისგან შედგებოდა, რომელთაგან ამ წელს პირველი - წიგენების შერჩევა და მეორე - მათი კომპიუტერული დამუშავება შესრულდა, რაც შეეხება

5

Page 6: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

მესამე ეტაპს, ბიბლითეკის ვებ-გვერდზე სივრცის გამოყოფასა და რარიტეტული წიგნების განთავსებას ბიბლიოთეკის სამომავლო გეგმები ითვალისწინებს.

წიგნების შერჩევა მოხდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:●       მოთხოვნა წიგნზე -  მარაგი / რაოდენობაც შემცირებულია და ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას (თუ არ არსებობს ინტერესი და მოთხოვნა წიგნზე, შესაბამისად, არც რარიტეტად ჩაითვლება);●       მნიშვნელოვნება - შეუცვლელია რაიმე სხვა წყაროთი, ეპოქალური მნიშვნელობისაა; გარკვეული ლოკალირო და დროითი ფაქტორი ხდის შეუცვლელს;●       დეფიციტურობა - კონკრეტული ავტორის / თემატიკის / გამოცემის წიგნი იშვიათობაა;●       სიძველე●       ფიზიკური და ესთეტიკური მახასიათებლებია) ხელით აკინძული,ბ) ორიგინალი ფოტოები ან (ხელით შესრულებული) ნახატები,გ) გრავიურები, ა.შ.დ) ბეჭდვის გაიშვიათებული ტიპი, მოვარაყება.●       მდგომარეობაა) თავდაპირველი აკინძვა შენარჩუნებულია თუ არა,ბ) გაცვეთილია თუ არა,გ) სრულია თუ არა წიგნი. თუმცა მდგომარეობა ძალიან ხშირად არ აკნინებს წიგნის ღირებულებას და მნიშვნელოვნებას;●       ვისთან ასოცირდება წიგნი - თუ წიგნის მფლობელი, მხატვარი, გადამწერი, გამომცემელი, რედაქტორი იყო ვინმე ცნობილი ფიგურა, ეს ზრდის წიგნის ღირებულებას.

კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილება

1. კლასიფიკაცია და კატალოგიზაცია

2012 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილება (შემდეგში - კკგ) აგრძელებდა ილია ჭავჭავაძის დარბაზის ფონდის რეკლასიფიკაციას, ახალი ჩანაწერების შექმნას და ძველი საკატალოგო ჩანაწერების ჩასწორებასა და მონიტორინგს ერთიან ელექტრონულ კატალოგში (OPAC). ამ მიმართულებით, იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, განისაზღვრა ან შესწორდა 15 4951 საინფორმაციო რესურსის კლასიფიკაცია და ჩანაწერი, მათ შორისაა სილაბუსის განვითარებისა და სხვადასხვა გრანტის ფარგლებში შეძენილი თუ ნაჩუქარი (საჩუქარი: 1089 ერთეული) წიგნებიც, რომელთა მეტამონაცემებიც სასწავლო-სახელმძღვანელო კრებულებთან (რიდერები: სულ 301 ერთეული) ერთად დაემატა ელექტრონულ კატალოგს. რიდერები, შეძენილი და ნაჩუქარი წიგნები პრიორიტეტების და სასწავლო დარგების მიხედვით განაწილდა ი. ჭავჭავაძის, სულხან-საბა ორბელიანის, ი.ბერიტაშვილისა, საინჟიროსა და კვლევით დარბაზებში. ელექტრონული კატალოგის მომსახურების შეფერხების შემთხვევაში საბიბლიოთეკო მომსახურებაში ხარვეზების თავიდან აცილების მიზნით 2012 წლიდან განყოფილებამ 1 დეკემბრის მეორე ნახევრის მონაცემები დაემატება წლის ბოლოს.

6

Page 7: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

დაიწყო ელექტრონულ საინვენტარო ჟურნალში საკლასიფიკაციო ინდექსის/შენახვის კოდის მითითება. ამ მიზნით ფორმატულ საინვენტარო ჟურნალში შესწორდა 16 022 ჩანაწერი. წლის განმავლობაში ტექნიკურად დამუშავდა სულ 16 566 საბიბლიოთეკო ერთეული. გასულ 2011 წლის მონაცემებთან შედარებით ელექტრონულ კატალოგში შეყვანილ ჩანაწერთა რაოდენობის ზრდა განპირობებულია იმით, რომ 1 მარტიდან კატალოგიზაციის მიმართულებით მუშაობას შეუდგა 4 ახალი თანამშრომელი ნახევარ-განაკვეთიანი ხეკშეკრულებით. მუშაობის დაწყებამდე საინვენტარო ჟურნალების ელექტრონიზაციის პროექტის თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგები კატალოგიზაციასა (3-დღიანი) და კლასიფიკაციაში (1-დღიანი), რის შემდეგაც მათ ჩაუტარდათ ტესტირება. გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ ოთხივე თანამშრომელი დასაქმდა განყოფილებაში. ახალი თანამშრომლების მიერ შეყვანილი ჩანაწერების მონიტორინგის მიზნით ხდება მათი გადახედვა და ჩანაწერთა გააქტიურება განყოფილების ხელმძღვანელისა და უფროსი სპეციალისტების მიერ.

ინფორმაციული რესურსების კატალოგიზაციის პროცესების დახვეწისა და საძიებო ინსტრუმენტების სრულყოფისა მიზნით, განყოფილება აგრძელებს ორენოვანი (ინგლისურ-ქართული) საგნობრივი რუბრიკატორების განვითარებასა და რედაქტირებას დიუის ათწილადი კლასიფიკატორის ათივე კლასის ქვეკლასებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ბიბლიოთეკარს, ასევე მომხმარებელს საშუალება ექნება არა მხოლოდ ავტორის, სათაურისა და სერიის, არამედ თემისა და გაფართოებული ძირითადი სიტყვის მიხედვითაც მოძებნოს ლიტერატურა ელექტრონულ კატალოგში. თემატური/საგნობრივი რუბრიკის დამატება ართულებს და ახანგრძლივებს კატალოგისტთა სამუშაოს, თუმცა მხოლოდ კარგად გამართული საგნობრივი ველების (MARC21 სტანდარტით ველი 600-650) დამატებით შეიძლება შეესატყვისებოდეს საკატალოგო ჩანაწერი საერთაშორისო სტანდარტებს. სამომავლოდ, საგნობრივი რუბრიკატორების ნუსხის რევიზიის მიზნით იგეგმება დარგობრივი სპეციალისტების ჩართვა მის გამრავალფეროვნებისა და დახვეწის პროცესში.

2012 წელს განყოფილების კვლევითი მიმართულების ფარგლებში განხორციელდა ხმოვანი ჩანაწერების შექმნის სქემა MARC21 სტანდარტის მიხედვით, რაც გულისხმობს ვიდეო, აუდიო და სხვა მულტიმედიური რესურსების მეტამონაცემების ელკატალოგში შეყვანის სტანდარტის ქართული ვერსიის არსებობას. ამასთან, დეკემბრიდან განახლდა სანოტო ჩანაწერების კატალოგირების პროცესიც.

2. საინვენტარო ჟურნალების ელექტრონიზაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ბიბლიოთეკების საინვენტარო ჟურნალების ელექტრონიზაციის პროექტი გაგრძელდა 2012 წელს. იანვარ-აპრილის პერიოდისათვის პროექტში მუშაობდა სამი, მაისი-დეკემბრის განმავლობაში კი ─ ორი თანამშრომელი (ნახევარგანაკვეთიანი ხელშეკრულებით), რომელთაგან თვიურ გეგმას მთლიანი წლის მდგომარეობით ასრულებს ორივე თანამშროემლი. 8 მაისიდან პროექტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა იზა გიგაურმა.

ამ დროისათვის დასრულებულია პოლიტოლოგიის, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტების ბიბლიოთეკების საინვენტარო ჟურნალების ელექტრონიზაციის პროცესი. ამჟამად მიმდინარეობს იაკობ გოგებაშვილის ბიბლიოთეკის საინვენტარო ჟურნალების ელექტრონიზაცია და ამ პროცესის ყოველკვირეული მონიტორინგი.

დასრულდა გასულ წლებში ელექტრონიზებული საინვენტარო ჟურნალების შედარება ბარათულ კატალოგთან, რაც შეასრულა განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ვიქტორია ჯუღელმა. წლის მეორე ნახევრიდან იგივე თანამშრომელი ახორციელებდა რარიტეტული და 1940 წლამდე გამოცემული წიგნების გამოხშირვას სულხან-საბა

7

Page 8: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

ორბელიანის ფონდიდან. გამოყოფის შემდეგ მოხდა რარიტეტულად მიჩნეული ლიტერატურის ერთი ნაწილის მონიშვნა ელექტრონიზებულ საინვენტარო ჟურნალში და მათი განთავსება ერთ სივრცეში. იმავე ფონდში გრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით.

3. თანამშრომელთა კომპეტენციების ამაღლების ხელშეწყობა

კლასიფიკაციისა და კატალოგიზაციის განყოფილების თანამშრომლები პერიოდულად იკრიბებიან კატალოგიზაციის წესებში სიახლეების გაზაირებისა და MARC-21 სტანდარტების განხილვის მიზნით. სიახლეების ოპტიმალური გაზიარების მიზნით განყოფილება იყენებს ისეთ ინტერნეტულ შესაძლებლობას, როგორიცაა dropbox.

ზოგადად, ინფორმაციის მეცნიერებების ტენდენციებისა და სიახლეების გაცნობის მიზნით კკგ თანამშრომლები პრეზენტაციებს აკეთებენ საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს (Taylor, Arlene G. And Daniel N Joudrey. The Organization of Information. Library and Information Science Text Series. 2008, Westport: Libraries Unlimited, 2009) თავების მიხედვით. ასევე, მუდმივად ხდება დიუის ათწილადი კლასიფიკაციის სიახლეების განხილვა და დანერგვა კლასიფიცირებაში, განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოსთან დაკავშირებული კლასების განსაზღვრას გეოგრაფიული და ენობრივი ნიშნით.

4. სხვადასხვა

წლის განმავლობაში კკგ ჩართული იყო ბიბლიოთეკის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა საქმიანობაში. მოხდა ფონდების გადატანა ერთი დარბაზიდან მეორეში, კერძოდ, ი. ბერიტაშვილის დარბაზში განთავსდა უწინ სულხან-საბა ორბელიანის და ი.ჭავჭავაძის დარბაზებში განლაგებული საბუნებიმეტყველო, ტექნიკური და სამედიცინო ლიტერატურა (კლასები 500 და 600 დიუს ათწილადი კლასიფიკაციის მიხედვით). ფონდების ასეთი მიგრაცია მიზნად ისახავს ერთი და იგივე კლასის ლიტერატურის განთავსებას ერთ სივრცეში სტუდენტებისათვის ლიტერატურის უკეთესი წვდომადობის უზრუნველყოფის მიზნით.

იმის გამო, რომ გაიზარდა ლიტერატურის ოთახის წიგნადი ფონდი და ი. ჭავჭავაძის დარბაზი ფონდის საერთო ზრდის ფონზე ვეღარ იტევდა ლიტერატურას, მოხდა მისი მიგრირება სულხან-საბა ორბელიანის ბიბლიოთეკაში. ლიტერატურის ოთახის სივრცეში/სიახლოვეს განთავსდა ასევე ხელოვნების კლასში შემავალი ლიტერატურაც (კლასი 700). ამ სივრცეში, ისევე როგორც საბუნებიმეტყველო, ტექნიკური და სამედიცინო ლიტერატურის შემთხვევაში, გარდა სულხან-საბა ორბელიანის და ი.ჭავჭავაძის დარბაზების ძირითადი ფონდებისა, თავი მოიყარა ფილოსოფიის, დემოგრაფიის, ფსიქოლოგიის და სხვა შემოერთებილი ინსტიტუტების ფონდის შესატყვისი კლასის ლიტერატურამ. გრძელდება ჩამოთვლილ ინსტიტუტთა ლიტერატურის საბიბლიოთეკო დამუშავება. შესაბამისად, 2013 წლის დასაწყისისათვის დაიწყება წიგნების გაცემა კვლევითი ბიბლიოთეკიდან, რომელშიც ძირითადად განთავსდება ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერების (კლასები 150 და 300) დარგების ლიტერატურა.

საბიბლიოთეკო ფონდების მენეჯმენტის განყოფილება 2013 წლის განმავლობაში ბიბლიოთეკის ფონდების მენეჯმენტის განყოფილებამ რამდენიმე ძირითადი მიმართულებით იმუშავა უნივერსიტეტში სასწავლო და კვლევითი პროცესის ხელშეწყობის მიზნით. ქვემოთ მოცემულია ბიბლიოთეკის

8

Page 9: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

2013 წლის ის მიმართულებები და აქტივობები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ბიბლიოთეკის განვითარებას, ასევე საუნივერსიტეტო საზოგადოებას სწავლა/სწავლების პროცესის გაუმჯობესებასა და კვლევითი საქმიანობის გაღრმავებას. 1. კოლექციების განვითარება

საინფორმაციო რესურსის შესყიდვა2013 წლის განმავლობაში ბიბლიოთეკამ საინფორმაციო რესურსის შესყიდვის მიზნით სხვადასხვა ტიპის შესყიდვა განახორციელა. ბიბლიოთეკამ წიგნების არჩევისას იხელმძღვანელა უნივერსიტეტის ფაკულეტეტების ხელმძღვანელებისა და პროფესორ-მასწავლებლების წარდგინებისა და სტუდენტების მოთხოვნის საფუძველზე სასწავლო და კვლევით ლიტერატურის საჭიროებიდან გამომდინარე. დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა როგორც ბიბლიოთეკის, ასევე ცალკეული ფაკულტეტის/ფაკულტეტების, უნივერსიტეტის ინსტიტუტების/ცენტრების ბიუჯეტი, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გამოყოფილი ფულადი ადგილობრივი და საერთაშორისო გრანტები.

1.1. გრანტი2013 წელს ბიბლიოთეკამ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისგან მიღებული 8 გრანტის ფარგლებში შეისყიდა 136 დასახელების 256 ერთეული საინფორმაციო რესურსი, რომელთა ღირებულება შეადგენს 49840.80 ლარს.

გრანტების საერთო ღირებულება შეადგენს: 49840.80 ლარს.

1.2. სუბსიდიაუნივერსიტეტის სუბსიდიის ფარგლებში ფილოსოფიის ინსტიტუტისთვის 2012 წელს გამოიყო 11 ლარის ოდენობის თანხა სასწავლო და კვლევითი პროცესისთვის საინფორმაციო რესურსის შესყიდვის მიზნით. 2013 წელს ბიბლიოთეკამ ამ შეკვეთიდან შეისყიდა 12 დასახელების 12 ერთეული 10799.54 ლარის ღირებულების წიგნები.

სუბსიდიის საერთო ღირებულება შეადგენს: 10799.54 ლარს.

1.3. ბიუჯეტი

უნივერსიტეტის ბიუჯეტის ფარგლებში 2013 წელს 2013 წელს ბიბლიოთეკამ შეისყიდა 224 დასახელების 321 ერთეული 16982.50 ლარის ღირებულების წიგნები.

ბიუჯეტის საერთო ღირებულება შეადგენს: 16982.50 ლარს.

1.4. პრესა პროფესორ-მასწავლებლებისა და ბიბლიოთეკარების წარდგინების საფუძველზე ბიბლიოთეკამ 2013 წელს შპს „საქართველოს ფოსტასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად გამოიწერა 9 დასახელების ჟურნალ-გაზეთი. პრესის შესყიდვის ანგარიშსწორება ხორციელდება ნაწილ-ნაწილ. სულ 3 ტრანშად გადაირიცხა 631.11 ლარის ოდენობის თანხა. ერთი წლის განმავლობაში პრესის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 690 ლარს.

9

Page 10: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

2013 წლის განმავლობაში ბიბლიოთეკამ სულ შეისყიდა 77622.84 ლარის ღირებულების წიგნები.

2. კოლექციების გამდიდრება (ნაჩუქარი საინფორმაციო რესურსი)

2.1. 2013 წლის განმავლობაში ევროკავშირის პროგრამის Tempus 2 პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ, საჩუქრად გადაეცა 157 დასახელების 157 ერთეული 21942.68 ლარის ღირებულების ინგლისურენოვანი ლიტერატურა სამართალისა და ინფორმაციის მენეჯმენტის თემატიკით.

2.2. 2013 წლის განმავლობაში სხვადასხვა დონორისგან ბიბლიოთეკამ 795 ერთეული საინფორმაციო რესურსი მიიღო საჩუქრად.

3. საუნივერსიტეტო კოლექციის გაჩუქება2013 წელს ბიბლიოთეკა უნივერსიტეტის გამომცემლობის გამოცემებისა და საკუთარ ფონდში არსებული გასაჩუქებელი ეგზემპლარების ხარჯზე გაუწია დონორობა შემდეგ ბიბლიოთეკებსა და ორგანიზაციებს წიგნადი ფონდის გამდიდრებაში:

„სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative“-თან არსებული წნორის ბიბლიოთეკა - 169.05 ლარის ღირებულების 29 ერთეული;

თბილისის მედიათეკების გაერთიანება - 165.29 ლარის ღირებულების 23 ერთეული;

სიმონეთის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა - 74.87 ღირებულების 24 ერთეული;

ქართველ ემიგრანტთა კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკა - 238.16 ღირებულების 46 ერთეული;

4. კოლექციების ამოღება, შენახვასულხან-საბა ორბელიანის დარბაზისა და ილია ჭავჭავაძის დარბაზის ფონდები

როგორც ყველა ცოცხალი ბიბლიოთეკა, ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაც ორიენტირებულია ფონდის განახლებასა და განვითარებაზე. ამისთვის აუცილებელია პერიოდულად როგორც ახალი წიგნების შეძენა, ასევე ფონდის გათავისუფლება დაზიანებული, მორალურად მოძველებული და სასწავლო ან კვლევითი პროცესისთვის შეუსაბამო ლიტერატურისგან. სწორედ ამ მიზნით ბიბლიოთეკამ:4.1. 2013 წლის განმავლობაში ბიბლიოთეკის მთელმა შემადგენლობამ იმუშავა

სულხან საბა ორბელიანის დარბაზისა და ილია ჭავჭავაძის დარბაზის ფონდების გამოხშირვისა და საინფორმაციო რესურსის ჩამოწერის მიზნით.სულხან-საბა ორბელიანის ფონდი: მოამზადდა ჩამოსაწერად 46011 ერთეული 63759.62 ლარის ღირებულების ბეჭდური საინფორმაციო რესურსი.ილია ჭავჭავაძის ფონდი: მოამზადდა ჩამოსაწერად 53701 ერთეული 94020.99 ლარის ღირებულების ბეჭდური საინფორმაციო რესურსი.

10

Page 11: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

2013 წელს სულ დამუშავდა და ჩამოიწერა 99712 ერთეული 157 780.61 ლარის ღორებულების საინფორმაციო რესურსი.

საინფორმაციო რესურსმა თავი მოიყარა 1500 ყუთსა და 178 ფუთაში, რომლებიც დასაწყობებულია ბიბლიოთეკის სპეციალურ საცავსა და ბიბლიოთეკის სივრცეში. ასევე, აღწერილია სხვადასხვა მონაცემის მიხედვით ელექტრონულად.

4.2. 2013 წელს გაგრძელდა რარიტეტული ფონდის წიგნების აღწერა შემდგომში მათი ერთ სივრცეში განთავსების, შენახვისა და კვლევით საქმიანობაში გამოყენების მიზნით. აქამდე აღიწერა და დახარისხდა შემდეგი რაოდენობისა და სახის რარიტეტული წიგნები.

2013 წელს დამზადებული რიდერების სტატისტიკაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან

ყოველთვის დიდია მოთხოვნა რიდერების დამზადებაზე, რაზეც 2013 წლის განმავლობაში დამზადებული რიდერების რაოდენობაც მეტყველებს.

საკითხავი მასალები მზადდებოდა ყველა საფეხურის კურსებისთვის. 2013 წლის მანძილზე დამზადდა:

ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის - 159 კურსის რიდერი მაგისტრატურის სტუდენტებისთვის - 82 კურსის რიდერი დოქტორანტურის სტუდენტებისთვის - 14 კურსის რიდერი 4 რიდერი კი იმ კურსებისთვის, რომლებიც მაგისტრატურაზეც იკითხება და

ბაკალავრიატზეც.

რიდერები დამზადდა როგორც ბეჭდური ეგზემპლარების სახით, ასევე ელექტრონული ვერსიებიც აიტვირთა ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებ-სივრცეში.რიდერების საერთო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2013 წლის განმავლობაში

საერთო ჯამში დამზადდა 259 კურსის რიდერი. თითოეული მათგანი სხვადასხვა რაოდენობის ეგზემპლარებად დაიბეჭდა, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 127 ეგზემპლარი. რიდერების უმრავლესობა კი მხოლოდ ელექტრონულად განთავსდა.

რიდერების დასამზადებლად ჯამში გამოყენებულ იქნა 707 მასალა. რომელთაგან 314 ელექტრონული სახით (pdf, word) მოგვაწოდეს, ხოლო 393 - ბეჭდური. რიდერებისთვის საჭირო მასალიდან დასკანერდა და დამუშავდა 56569 გვერდი, რომელთაგან 20403 გვერდი იყო ელექტრონული მასალა.

საერთო სტატისტიკა

11

სულხან საბა ორბელიანის დარბაზის ფონდი ილია ჭავჭავაძის დარბაზის ფონდი

7775 ერთეული 4005 ერთეული

სულ 11780

Page 12: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

რიდერების რაოდენობა

ეგზემპლარების რაოდენობა

წიგნების რაოდენობა

დასკანერებული და დამუშავებული

გვერდების რაოდენობა

259 127707 (314

ლექტრონული, 393 ბეჭდური)

56569 (20403 გვერდი - ელეტრონულად

მოტანილი)

გაზაფხულის სემესტრირიდერების რაოდენობა

ეგზემპლარების რაოდენობა

დამუშავებული მასალის რაოდენობა

177 96432

(197 ელექტრონული ვერსია (pdf), 241

ბეჭდური)

შემოდგომის სემესტრირიდერების რაოდენობა

ეგზემპლარების რაოდენობა

დამუშავებული მასალის რაოდენობა

82 31269

( 117 ელეტრონული, 152 ბეჭდური)

სწავლების საფეხურის მიხედვით არსებული სტატისტიკასაფეხური რაოდენობა

ბაკალავრიატი 159მაგისტრატურა 82

დოქტორანტურა 14ბაკალავრიატი + მაგისტრატურა 4

სასწავლო კურსის პროგრამებში მითითებული ლიტერატურის შედარება საბიბლიოთეკო ფონდთან

2013 წლის განმავლობაში სილაბუსებში მითითებული ლიტერატურა ბიბლიოთეკამ ორ ეტაპად შეადარა საბიბლიოთეკო ფონდებს.

4.1. შედარების პირველი ეტაპი განხორციელდა ზაფხულში გეგმიური ავტორიზაციისთვის, რა დროსაც ფაკულტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა დაამუშავეს: 859 სასწავლო კურსის 6970 ჩანაწერი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი - 6754, საინჟინრო ფაკულტეტი - 216.

12

Page 13: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

4.2. შედარების მეორე ეტაპი განხორციელდა არაგეგმიური ავტორიზაციისთვის, 2013 წლის შემოდგომაზე. მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის თანამშრომლების დახმარებით დამუშავდა 11938 ჩანაწერი.

ელექტრონული ბაზები

1. განხორციელებული შესყიდვები2013 წლის განმავლობაში ბიბლიოთეკამ ელექტრონული ბაზების შესყიდვა განახორციელა საუნივერსიტეტო საზოგადოების გამოკითხვაზე დაფუძნებით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტების დეკანებმა და შემოერთებული ინსტიტუტების დირექტორებმა. შედაგად, წლის განმავლობაში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უზრუნველყოფდა წვდომას შემდეგ ელექტრონულ ბაზებზე:

EBSCO JSTOR Encyclopaedia Britannica Cambridge University Press Journals Project Muse Oxford University Press Journals Oxford Scholarship Online Ebrary Emerald BioOne Royal Society Journals Collection Heinonline Thomson Reuters Proquest IMF (International Monetary Fund E-library)

აღნიშნული რესურსების უმეტესის შეძენისათვის ბიბლიოთეკამ 2013 წლის 12 მარტს გააფორმა ხელშეკრულებები (ხელშეკრულება № 03/014 და № 03/015) საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან, რომელიც საერთაშორისო საბიბლიოთეკო კონსორციუმების წევრობის გამო, ფლობს ბაზების ლიცენზირების უზრუნველყოფის ექსკლუზიურ უფლებას საქართველოში და სარგებლობს მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით. ბაზებზე წვდომის უზრუნველყოფისათვის ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა „საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის შექმნის” გრანტის ფარგლებში.უნივერსიტეტი უშუალოდ ხელშემკვრელი მხარეა, მფლობელებთან ერთად, TEMPUS-ის საგრანტო პროექტებში თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმებულ ბაზებით სარგებლობის ხელშეკრულებებში:2

2 ქვემოთ ჩამოთვლილ ელექტრონულ ბაზებზე წვდომა უზრუნველყოფილი იქნება 2014 წლამდე13

Page 14: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

EBSCO (შემდეგი ქვებაზები: EconLit with Full Text; Environment Complete; Health Policy Reference Center; Humanities International Complete)

Oxford Scholarship Online Ebrary Emerald

2013 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ პირველად შეისყიდა შემდეგი დასახელების ბაზები:

Heinonline - შესყიდვა განხორციელდა პროექტის „The Judicial Independence and Legal Empowerment“ დაფინანსებით.

Thomson Reuters (Web of Knowledge and Journal Citation Reports) - შესყიდვა განხორციელდა ილიას უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან.

Proquest – ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა „საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის შექმნის” გრანტის ფარგლებში.

2. მიმდინარე მოლაპარაკებებიბიბლიოთეკა აწარმოებდა მოლაპარაკებებსა და მოსამზადებელ სამუშაოებს 2014 წლიდან შემდეგი ელექტრონული ბაზების შესყიდვასთან დაკავშირებით:

HINARI Springer

აღნიშნული ბაზების შესყიდვა დაგეგმილია 2014 წლის იანვრიდან, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება-თარგმნის მიზნით ბიბლიოთეკა აქტიურად თანამშრომლობს საფინანსო განყოფილებასა და უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურთან. 2013 წლის განმავლობაში, საცდელ რეჟიმში, ჩართული იყო შემდეგი ელექტრონული ბაზები:

o HINARIo Humanities Source (EBSCOhost) o Religion and Philosophy Collection (EBSCOhost)o SocINDEX with Full Text (EBSCOhost)

3. ჩატარებული ტრენინგებიბიბლიოთეკაში არსებული ელექტრონული ბაზების შესახებ საუნივერსიტეტო საზოგადოების ინფორმირებისა და აგრეთვე ამ ბაზებში მკითხველისათვის სასურველი მასალის მოძიების უნარების გამომუშავების მიზნით, წლის განმავლობაში ჩატარდა 12 ტრენინგი სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისათვის. ტრენინგის მსვლელობისას მათ საშუალება ჰქონდათ ერთის მხრივ მოესმინათ, ხოლო მეორეს მხრივ პრაქტიკაში გაცნობოდნენ ელქტრონული რესურსების საძიებო ინსტრუმენტებს.

14

Page 15: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

4. სტატისტიკური მაჩვენებლებიელექტრონული ბაზების შესყიდვისათვის ყოველწლიურად დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივი გახარჯვისათვის, ბიბლიოთეკა აწარმოებს მომხმარებელთა სტატისტიკური მონაცემების მონიტორინგს. დაკვირვებაზე დაფუძნებული შესყიდვა საშუალებას იძლევა თავიდან ავირიდოთ საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის ნაკლებად საჭირო და არა აქტუალური ელექტრონული რესურსების შესყიდვა. სტატისტიკური მონაცემების კონტროლისათვის ბიბლიოთეკას თითოეულ ბაზასთან შეთანხმებით შექმნილი აქვს თავისი ადმინისტრატორის გვერდი, რომლიდანაც ამოწმებს ერთის მხრივ ბაზის სტატუსს (ჩართულია, გამორთულია თუ შეზღუდულია წვდომა), ხოლო მეორეს მხრივ მომხმარებელთა ყოველთვიურ აქტიურობას. ამის საფუძველზე დგება მომხმარებელთა წლიური სტატისტიკები და ხდება მათი შედარება წინა წლის მონაცემებთან (იხ. დანართი 1).

5. საერთაშორისო ურთიერთობები ბიბლიოთეკა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და კონსორციუმში შემავალ საქართველოს სხვა ბიბლიოთეკებთან სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ღია წვდომის რეჟიმში კოლექციების განთავსებისა და საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებში. ამ მიზნით ბიბლიოთეკის წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ კონსორციუმის შეხვედრებში მომხსენებლებისა და მონაწილეების სტატუსით; ესწრებიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ დაგეგმილ სემინარებს.

დანართი 1

ელექტრონული ბაზების მომხმარებელთა სტატისტიკების შედარებითი ანალიზის ნიმუშები

2013 წელს, ილიას სხელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ სულ შეიძინა 47617$-სა და 500 ლარის ღირებულების სამეცნიერო, ელექტრონული ბაზები და ჟურნალები. დაფინანსების წყაროები:

„საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის შექმნის” გრანტის

უნიევრისტეტის ბიუჯეტი

JILEP

ენციკლოპედია ბრიტანიკას მომხმარებლების სტატისტიკური მაჩვენებლები 2013

15

Page 16: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

ენციკლოპედია ბრიტანიკას მომხმარებლების სტატისტიკური მაჩვენებლები 2012

კემბრიჯის ჟურნალების მომხმარებლების სტატისტიკური მაჩვენებლები 2011

16

Page 17: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

კემბრიჯის ჟურნალების მომხმარებლების სტატისტიკური მაჩვენებლები 2012

Ebrary-ს მომხმარებლების სტატისტიკური მაჩვენებლები 2013

17

Page 18: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

Ebrary-ს მომხმარებლების სტატისტიკური მაჩვენებლები 2012

Project MUSE-ის მომხმარებლების სტატისტიკური მაჩვენებლები 2013

18

Page 19: ბიბლიოთეკის ანგარიში - Library · Web viewNo table of contents entries found. წარმოგიდგენთ, ილიას სახელმწიფო

2013 წელს, ილიას სხელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ სულ შეიძინა 47617$-სა და 500 ლარის ღირებულების სამეცნიერო, ელექტრონული ბაზები და ჟურნალები. დაფინანსების წყაროები:

„საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის შექმნის” გრანტის

უნიევრისტეტის ბიუჯეტი

JILEP

19