12
ENPARD: სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა GFA-ISET ანალიტიკა ატამი და ვაშლატამა ივლისი, 2017 წელი

GFA-ISET ანალიტიკა€¦ · შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი (12.4 მილიონი ტონა), ესპანეთი

  • Upload
    others

  • View
    2

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: GFA-ISET ანალიტიკა€¦ · შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი (12.4 მილიონი ტონა), ესპანეთი

ENPARD: სოფლისა და სოფლის მეურნეობის

განვითარების ხელშეწყობა

GFA-ISET ანალიტიკა

ატამი და ვაშლატამა

ივლისი, 2017 წელი

Page 2: GFA-ISET ანალიტიკა€¦ · შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი (12.4 მილიონი ტონა), ესპანეთი
Page 3: GFA-ISET ანალიტიკა€¦ · შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი (12.4 მილიონი ტონა), ესპანეთი

ატამი (Prunus persica) და ვაშლატამა (Prunus nectarina) ვარდისებრთა ოჯახის

ხეხილოვანი მცენარეებია. ისინი მსოფლიოში აზიიდან გავრცელდა და მალევე მოიპოვა

პოპულარობა თავიანთი გემოვნური მახასიათებლების დამსახურებით. დღესდღეობით

არსებობს ატმისა და ვაშლატამას ასობით განსხვავებული ჯიში, რომელთა ნაყოფებიც

ერთიანდება სახლეჩ და საკბეჩ კატეგორიებში. ატამი და ვაშლატამა კლიმატის მიმართ

საკმაოდ პრეტენზიულია და ზამთრის უმოქმედო პერიოდიდან მოსავლის აღებამდე,

განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, საჭიროებს როგორც შედარებით მშრალ ზამთარს, ისე ე.წ.

„გრილ საათებს“, ზომიერად თბილ გაზაფხულსა და თბილ ზაფხულს. ატმისა და ვაშლატამას

ნაყოფი მდიდარია კალიუმით, რკინითა და ბეტა-კაროტინით, ამ ხილში არსებული

ანტიოქსიდანტები და პოლიფენოლები კი ხელს უშლის მხედველობის დაქვეითებას,

ათეროსკლეროზისა და ონკოლოგიური თუ სხვა ტიპის დაავადებების განვითარებას.

ბოლო წლებში ატმისა და ვაშლატამას წარმოება მსოფლიოში სწრაფი ტემპებით

იზრდება და 2000-დან 2014 წლამდე წლიურად მოწეული მოსავლის ნაზრდმა 71% შეადგინა.

გრაფიკი 1: ატმისა და ვაშლატამას წარმოება მსოფლიოში (მილიონი ტონა)

წყარო: FAOSTAT (2017 წლის 5 ივლისის მონაცემებით)

გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ის) მონაცემებით,

2014 წელს ატმისა და ვაშლატამას წარმოებით მსოფლიოში პირველ 5 ადგილს იკავებდნენ

შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი (12.4 მილიონი ტონა), ესპანეთი (1.6 მილიონი ტონა), იტალია (1.4

მილიონი ტონა), საბერძნეთი (1.0 მილიონი ტონა) და აშშ (1.0 მილიონი ტონა). ამავე წელს

მსოფლიოში ატმისა და ვაშლატამას წარმოების ჯამურმა მოცულობამ 22.8 მილიონი ტონა

შეადგინა.

10

12

14

16

18

20

22

24

2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014

მილ

იო

ნი ტ

ონა

ატამი და ვაშლატამა

ატმისა და ვაშლატამას წარმოება მსოფლიოში

1

Page 4: GFA-ISET ანალიტიკა€¦ · შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი (12.4 მილიონი ტონა), ესპანეთი

2015 წელს ატმისა და ვაშლატამას ექსპორტიორი ქვეყნების ტოპ-ხუთეულში

ადგილებს ევროპის ქვეყნები ჩილესთან ერთად ინაწილებდნენ. აღნიშნულ წელს

საერთაშორისო ბაზარზე ესპანეთმა 849.5 ათასი ტონა (898.3 მილიონი აშშ დოლარის

ღირებულების), იტალიამ კი 269.3 ათასი ტონა (231.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების)

ატამი/ვაშლატამა გაყიდა.

გრაფიკი 2: ატმისა და ვაშლატამას მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები მსოფლიოში

წყარო: trademap.org (2017 წლის 5 ივლისის მონაცემებით)

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ატმისა და ვაშლატამას ტოპ-ხუთი იმპორტიორი

ქვეყნიდან ხუთივე ევროპული იყო და მათ შორის ლიდერობდა გერმანია, რომელმაც 302.2

ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას შეძენაზე 350.3 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. მეორე

ადგილი დაიკავა რუსეთმა, სადაც იმპორტის მოცულობამ 199.7 ათასი ტონა, ღირებულებამ

კი 118.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გრაფიკი 3: ატმისა და ვაშლატამას მთავარი იმპორტიორი ქვეყნები მსოფლიოში

წყარო: trademap.org (2017 წლის 5 ივლისის მონაცემებით)

0

100

200

300

400

500

600

700

800

900

1000

0

100

200

300

400

500

600

700

800

900

ესპანეთი იტალია საბერძნეთი ჩილე ბელარუსი

მილ

იო

ნი დ

ოლ

არი

ათას

ი ტ

ონა

რაოდენობა ღირებულება

0

50

100

150

200

250

300

350

400

0

50

100

150

200

250

300

350

გერმანია რუსეთი საფრანგეთი ბელარუსი დიდი

ბრიტანეთი

მილ

იო

ნი დ

ოლ

არი

ათას

ი ტ

ონა

რაოდენობა ღირებულება

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტ-იმპორტი მსოფლიოში

2

Page 5: GFA-ISET ანალიტიკა€¦ · შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი (12.4 მილიონი ტონა), ესპანეთი

ქართული ატმის/ვაშლატამას ექსპორტ-იმპორტი

საქსტატის მონაცემებით, ატმისა და ვაშლატამას წარმოება საქართველოში 2006-2016

წლებში საკმაოდ მერყევი იყო და მისმა მინიმალურმა მაჩვენებელმა — 6.9 ათასი ტონა (2010),

ხოლო მაქსიმალურმა სიდიდემ წლიურად 33.3 ათასი ტონა (2016 წ.) შეადგინა. წარმოების

რაოდენობით ქვეყნის რეგიონებს შორის ლიდერობს კახეთი, მეორე ადგილს კი შიდა

ქართლი იკავებს. ბოლო წლებში, საქართველოს ამ ორ რეგიონში მოწეული ატმისა და

ვაშლატამას ჯამური რაოდენობა ქვეყნის მთლიანი წლიური მოსავლის 90%-ს აჭარბებს.

2006-2016 წლებში საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი საკმაოდ

მერყევი იყო, თუმცა ბოლო წლებში ქვეყანაში ატმის/ვაშლატამას ბაღების ფართობებისა და

მოსავლის ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდასთან ერთად, გაიზარდა ამ ხილის საექსპორტო პოტენციალიც

და 2015 წელს იგი მოხვდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ

შემუშავებული „ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის“

ჩამონათვალში. დღესდღეობით, ატმის/ვაშლატამას ექსპორტის მთავარ პრობლემად რჩება

ქვეყანაში სამაცივრე მეურნეობების განუვითარებლობა (ატამი უნდა შეინახოს 0-1 C°

ტემპერატურაზე) და ატმის/ვაშლატამას გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირე, რის გამოც

ფერმერი იძულებულია, მალფუჭებადი ატამი/ვაშლატამა მოსავლის აღების სეზონზევე

გაყიდოს იმ დროისთვის ბაზარზე არსებულ შედარებით დაბალ ფასად.

რაც შეეხება ბოლო ათწლეულის ექსპორტის მონაცემებს, ყველაზე დაბალი

მაჩვენებელი, 186 ტონა (78.8 ათასი აშშ დოლარი) დაფიქსირდა 2007 წელს. გამორჩეულად

კარგი გამოდგა 2016 წელი, როცა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტმა საქართველოდან 5,700

ტონა შეადგინა და ქვეყანას 2.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მოუტანა.

ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას დაახლოებით 80% გაიყიდა რუსეთის ბაზარზე,

დანარჩენი ნაწილი კი აზერბაიჯანში (9%), ყაზახეთში (7%), უკრაინასა (3%) და სხვა

ქვეყნებში.

ატმის/ვაშლატამას წარმოება საქართველოში

3

Page 6: GFA-ISET ანალიტიკა€¦ · შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი (12.4 მილიონი ტონა), ესპანეთი

2006-2016 წლებში საქართველოში ატმის ყოველწლიური იმპორტი საგრძნობლად

ჩამორჩებოდა ქვეყნის ექსპორტს, როგორც ღირებულებით, ისე რაოდენობრივად, მაგრამ

იმპორტს უმეტესწილად ადგილი ჰქონდა ქვეყანაში ატმის/ვაშლატამას მოსავლის აქტიური

სეზონის დაწყებამდე ან მისი დამთავრების შემდეგ, როცა ატმის/ვაშლატამას ფასი

შედარებით მაღალია. თუ შევხედავთ არსებულ მონაცემებს, 2006-2016 წლებში ქვეყანაში

მთავარი იმპორტიორები იყვნენ თურქეთი და სომხეთი, რომლებსაც გასულ წელს

საბერძნეთიც შეუერთდა. ბოლო ათწლეულის იმპორტის მაქსიმალური მოცულობა

დაფიქსირდა 2012 წელს (633 ტონა, ჯამური ღირებულებით 124 ათასი აშშ დოლარი), ხოლო

2016 წლის იმპორტის რაოდენობამ 424 ტონა შეადგინა (174 ათასი აშშ დოლარი). რაც შეეხება

იმპორტის მინიმალურ მოცულობასა და ღირებულებას, ორივე მათგანი დაფიქსირდა 2006

წელს (შესაბამისად, 9 ტონა და 4 ათასი აშშ დოლარი).

გრაფიკი 4: ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი საქართველოდან

წყარო: trademap.org (2017 წლის 5 ივლისის მონაცემებით)

-

500.0

1,000.0

1,500.0

2,000.0

2,500.0

3,000.0

0

1000

2000

3000

4000

5000

6000

2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016

ათას

ი ა

შშ

დო

ლარ

ტო

ნა

ტონა (მარცხენა ღერძი) ათასი დოლარი (მარჯვენა ღერძი)

4

Page 7: GFA-ISET ანალიტიკა€¦ · შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი (12.4 მილიონი ტონა), ესპანეთი

FAO-ის მონაცემებით, ატმისა და ვაშლატამის მწარმოებელ ტოპ-ხუთ ქვეყანაში ბოლო

წლების განმავლობაში აღნიშნული ხილის საბითუმო ფასების თანაფარდობა

მნიშვნელოვნად შეიცვალა: შედარებით გაიზარდა ჩინეთსა და აშშ-ში არსებული ფასები,

ხოლო ფასების შეფარდება შენარჩუნდა საბერძნეთისთვის და შედარებით შემცირდა

ესპანეთის შემთხვევაში.

გრაფიკი 5: ატმისა და ვაშლატამას იმპორტი საქართველოში

წყარო: trademap.org (2017 წლის 5 ივლისის მონაცემებით)

-

30.0

60.0

90.0

120.0

150.0

180.0

210.0

0

100

200

300

400

500

600

700

2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016

ათას

ი ა

შშ

დო

ლარ

ტო

ნა

ტონა (მარცხენა ღერძი) ათასი დოლარი (მარჯვენა ღერძი)

ატმისა და ვაშლატამას მწარმოებელთა ფასები მსოფლიოში

5

Page 8: GFA-ISET ანალიტიკა€¦ · შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი (12.4 მილიონი ტონა), ესპანეთი

2006-2015 წლებში საქართველოსა და ევროკავშირში ატმისა და ვაშლატამას

მწარმოებელთა ფასები უმეტესწილად საწინააღმდეგო მიმართულებით იცვლებოდა, მაგრამ

ევროკავშირის ფასები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდა შედარებით მაღალ

დონეს. ფასებს შორის სხვაობის მინიმუმი დაფიქსირდა 2015 წელს, როცა ქართველი

ფერმერები 1 ტონა ატამსა და ვაშლატამას ყიდდნენ საშულოდ 385 აშშ დოლარად, ხოლო

მათი ევროკავშირელი კოლეგები — 744 აშშ დოლარად. რაც შეეხება ათწლეულის ყველაზე

მაღალ და დაბალ ფასებს, ქართული ატამი და ვაშლატამა ყველაზე ძვირად იყიდებოდა 2011

წელს (473 აშშ დოლარი/ტონა), ყველაზე იაფად კი - 2013-ში (182 აშშ დოლარი/ტონა).

გრაფიკი 6: ატმისა და ვაშლატამას მწარმოებელთა ფასები მსოფლიოში (აშშ

დოლარი/ტონა)

წყარო: FAOSTAT (2017 წლის 5 ივლისის მონაცემებით)

0

200

400

600

800

1000

1200

1400

2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015

ჩინეთი ესპანეთი იტალია საბერძნეთი აშშ

ატმისა და ვაშლატამას მწარმოებელთა ფასები საქართველოში

6

Page 9: GFA-ISET ანალიტიკა€¦ · შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი (12.4 მილიონი ტონა), ესპანეთი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული საინფორმაციო-

საკონსულტაციო ცენტრების შეგროვებული მონაცემების მიხედვით, ადგილობრივი

წარმოების ატმისა და ვაშლატამას სამომხმარებლო ფასი მკვეთრი სეზონურობით

ხასიათდება — იკლებს ზაფხულის დაწყებისას და იზრდება მისი დამთავრების შემდეგ. ეს

ფაქტი ზაფხულში ატმისა და ვაშლატამას მოკრეფით (ბაზარზე მიწოდების ზრდით) და

შემოდგომაზე მისი სიმცირით აიხსნება. უშუალოდ 2017 წლის ივლისში საქართველოში

წარმოებული ატმის საშუალო სამომხმარებლო ფასი 1,07 ლარი/კგ-ს შეადგენდა,

ვაშლატამასთვის კი ანალოგიური სიდიდე 0,80 ლარი/კგ იყო. რაც შეეხება ქართული ატმისა

და ვაშლატამას სამომხმარებლო ფასების განსხვავებას ქვეყნის რეგიონებს შორის, 2017 წლის

ივლისში ეს პროდუქტი საშუალოდ ყველაზე ძვირი ღირდა აჭარაში (1.8 ლარი/კგ), ყველაზე

იაფად კი ქართული ატმისა და ვაშლატამის შეძენა კახეთში (0.73 ლარი/კგ) შეიძლებოდა.

გრაფიკი 7: ატმისა და ვაშლატამას მწარმოებელთა ფასები

საქართველოსა და ევროკავშირში (აშშ დოლარი/ტონა)

წყარო: FAOSTAT (2017 წლის 5 ივლისის მონაცემებით)

0

200

400

600

800

1000

1200

1400

2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015

დო

ლარ

ი/ტ

ონა

ევროკავშირი

საქართველო

ატმისა და ვაშლატამას სამომხმარებლო ფასები საქართველოში

7

Page 10: GFA-ISET ანალიტიკა€¦ · შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი (12.4 მილიონი ტონა), ესპანეთი

გრაფიკი 8: ატმის სამომხმარებლო (საცალო) და მწარმოებლის (საბითუმო)

ფასები საქართველოში (ლარი/კგ.)

წყარო: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო შენიშვნა: ნოემბერი 2015-აპრილი 2016 და ნოემბერი 2016-მაისი 2017 პერიოდებში

ქართული ატამი ბაზარზე ან არ იყიდებოდა ან მის ფასზე მონაცემები არ არსებობს.

გრაფიკი 9: ვაშლატამას სამომხმარებლო (საცალო) და მწარმოებლის (საბითუმო)

ფასები საქართველოში (ლარი/კგ.)

წყარო: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შენიშვნა: ნოემბერი 2015-აპრილი 2016 და ოქტომბერი 2016-მაისი 2017 პერიოდებში

ქართული ვაშლატამა ბაზარზე ან არ იყიდებოდა ან მის ფასზე მონაცემები არ არსებობს.

0.00

0.50

1.00

1.50

2.00

2.50

3.00

3.50

4.00

ივ

ნ-1

5

ივ

ლ-1

5

აგვ

-15

სექ

-15

ოქტ

-15

მაი

ს-1

6

ივ

ნ-1

6

ივ

ლ-1

6

აგვ

-16

სექ

-16

ოქტ

-16

ივ

ნ-1

7

ივ

ლ-1

7

ლარ

ი/კ

გ.

მწარმოებლის სამომხმარებლო

0.00

0.50

1.00

1.50

2.00

2.50

3.00

3.50

4.00

4.50

ივ

ნ-1

5

ივ

ლ-1

5

აგვ

-15

სექ

-15

ოქტ

-15

მაი

ს-1

6

ივ

ნ-1

6

ივ

ლ-1

6

აგვ

-16

სექ

-16

ოქტ

-16

ნო

ემ-1

6

ივ

ნ-1

7

ივ

ლ-1

7

ლარ

ი/კ

გ.

მწარმოებლის სამომხმარებლო

8

Page 11: GFA-ISET ანალიტიკა€¦ · შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი (12.4 მილიონი ტონა), ესპანეთი
Page 12: GFA-ISET ანალიტიკა€¦ · შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი (12.4 მილიონი ტონა), ესპანეთი