33
ლილი ეჩჰენრი ეშვეობით იროვნების იროვნების ანაშემქმნემარეიზე ემსმა, გეშექსსა და აგყო როგორც სიქოლოგირუნვის, თამარეის ასაცემად იზუსტით ამყაროს რავალგვარდამიანთა ომლის კვაკვირვებებვტობიოგრაილემები, აშვილრეი ფსიქოვიდა (Murra ცხოვრებისე შეფასების (Runyan, 2 მძლავრი ალტისტებმესიაზე აკევისცეროგერი მოთხოაშისა და . იაჩნდა, როაადეკვატუამოირჩეოტეგრირება ინტეგრირე ხოვრებისეევის მეთო, თვითაიული აველნის ლაქოგიაში კაay, 2008). ის ული ისტომიმართულ2008). ვლენა მოა, კურტ ლეებდნენ, მან ული ანუ ნილებები (.). ფსიქოდინმეთოდებნენ, მაგრამ და პერსული მეცნილი ისტორების რიცხგარიშის რჯიშოები, ბი და წარმრთეულავიღოთ, თავად თანმიმდ( U გუსტაიროვნების იის მთლი ბით და დინა ფსიქინმა, ლაიმოთხოვნიოლოგიური ეძენის, დომიკოსები იყენებდნეტრივიალუ ნოლოგიისრული მეთების შესას ში უნდა კითხვარები, მუსიკალუსახვისა და if qfs ად ალკეულრძერთეგანიზმი... ცხ ვრობა. (Henry A. Murra University Press) იუნგის, სიქოლოგიანობითი ცნობილი დინამიკურლაკჰორნებების უფ(საკვების, ინირების, ართებულ მაშინ, , მარტივ ანუ ცხდების გამწავლად სულიყო , ინტერვტესტები ფანტაზიის fosj stpop ინდივიდის ულსიქოოვრებარაიay. (1938). Explo ), pp. 39 and 43. ერმან მელდამაარსესწავლის ატ-ის (თეორიამ მა და ხვებფართო სპ ლის, ექსიღწევის, აღითხვებს ცა აკადემიპრობლემებვრებისეულ ყენება ცად ირო იყო ბორატორიაუები, ფსდა შემოქმ ასამოქმედეჰენnbsfj pmph ხოვრებისეუოგიისთვი... ენტურმოვorations in Perso .) ილისა და ელი იყო, ცილებლობმატური (ფროიდმა . თუ ფრექტრი შემდა ტკივიარების, ავტ მდნენ, მაგრი ფსიქომუშაობისტორი(Runyan, 20 ნტერდისცი ფიზიოქოანალიტედებითი ბელი სხვა რი მარეის პერსjt hjb ლი ციკლი რგანიზმიენებიეუქonality (New Yo ქრისტიანა მელიც აზ. ის იყო ერცეფციის და იუნგმა), იდიანელებგვთავაზა. ის არიდებონომიის, აფ ამ მათზე ოგები მეცნენ. მარეიბის შესწავ 008). მას მიაპლინარულოგიური და რი პროცფასება, რავალი პრნოლოგიდა სტორიევადork: Oxford მორგანის უსვამდა პიონერი ტესტის) უილიამ აქცენტს შორის ), ისე -- ილაციის, ასუხების იერული ამ ორი ლისთვის ნდა, რომ გუნდი, ქცევითი დურები, იალური ცედურა.

if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

ლილი ხეჩუ

ჰენრი მა

მეშვეობით მო

პიროვნების

პიროვნების

თანაშემქმნელ

მარეიზე

ჯემსმა, გეშტ

სექსსა და აგრ

იყო როგორც

ფსიქოლოგიუ

ზრუნვის, თამ

მარეის მ

გასაცემად არ

სიზუსტით გ

სამყაროს ინ

მრავალგვარი

ადამიანთა ც

რომლის კვლ

დაკვირვებები

ავტობიოგრაფ

დილემები, მ

უაშვილი

არეი ფსიქოლ

ოვიდა (Murra

ცხოვრებისე

შეფასების

ლი (Runyan, 2

მძლავრი გა

ტალტისტებმა

რესიაზე აკეთ

ვისცეროგენ

ური მოთხოვ

მაშისა და ა. შ

იაჩნდა, რომ

რაადეკვატურ

გამოირჩეოდ

ნტეგრირება

ი ინტეგრირე

ცხოვრებისეუ

ლევის მეთოდ

ი, თვითან

ფიული სავა

მელნის ლაქე

ლოგიაში კარ

ay, 2008). ის პ

ული ისტორ

მიმართულე

2008).

ავლენა მოახ

ა, კურტ ლევ

თებდნენ, მან

ნული ანუ ბი

ვნილებები (შ

შ.).

მ ფსიქოდინა

რ მეთოდებს

ნენ, მაგრამ

და ”პერსო

ბული მეცნიე

ული ისტორი

დების რიცხვ

ნგარიშის

არჯიშოები,

ები და წარმო

ერთეულაავიღოთ, გთავად ორთანმიმდე

(

U

რლ გუსტავ

პიროვნების ფ

რიის მთლი

ებით და

ხდინა ფსიქო

ვინმა, კლაიდ

მოთხოვნილ

იოლოგიური

შეძენის, დომ

ამიკოსები მ

ს იყენებდნენ

ტრივიალუ

ონოლოგიის”

ერული მეთო

იების შესას

ვში უნდა შე

კითხვარები,

მუსიკალურ

ოსახვისა და

if

qfs

ად ცალკეულიგრძელ ერთეულრგანიზმია... ცხევრობაა.

(Henry A. MurraUniversity Press)

ვ იუნგის, ჰე

ფსიქოლოგიი

ანობითი შე

ცნობილი თ

ოდინამიკურმ

დ კლაკჰორნმ

ლებების უფრ

(საკვების, წყ

მინირების, მი

ართებულ კ

ნ მაშინ, რო

რ, მარტივ

” ანუ ცხო

ოდების გამო

წავლად საჭ

ესულიყო ლა

, ინტერვი

რი ტესტები

ფანტაზიის

fosj!

stpop

ი ინდივიდის ცულად ფსიქოლხოვრება არაიდ

ay. (1938). Explo), pp. 39 and 43.

ერმან მელვ

ის დამაარსებ

ესწავლის აუ

თატ-ის (თე

მა თეორიამ

მა და სხვებმ

რო ფართო სპ

ყლის, სექსის

იღწევის, აღი

ითხვებს სვა

ოცა აკადემიუ

პრობლემებზ

ოვრებისეულ

ოყენება სცად

ჭირო იყო ი

აბორატორიაშ

იუები, ფსი

და შემოქმ

ასამოქმედებ

ჰენრ

nbsfj

pmph

ცხოვრებისეულლოგიისთვის... ოდენტური მოვლ

orations in Perso.)

ვილისა და

ბელი იყო, რო

უცილებლობა

ემატური აპ

(ფროიდმა

მა. თუ ფრო

პექტრი შემო

სა და ტკივილ

იარების, ავტ

ამდნენ, მაგრ

ური ფსიქოლ

ზე მუშაობდ

ი ისტორიე

ა (Runyan, 20

ინტერდისცი

ში ფიზიოლ

იქოანალიტუ

ედებითი შე

ბელი სხვა მ

რი მარეის პერსო

jt!

hjb!

ლი ციკლი უნდორგანიზმის ილენების შეუქც

onality (New Yo

ქრისტიანა

ომელიც ხაზს

ას. ის იყო

პერცეფციის

და იუნგმა),

ოიდიანელები

ოგვთავაზა. მა

ლის არიდები

ონომიის, აფ

რამ მათზე პ

ლოგები მეცნ

დნენ. მარეიმ

ების შესწავ

008). მას მიაჩ

პლინარული

ლოგიური და

ური პროცე

ეფასება, სოც

მრავალი პრო

1ონოლოგია

და ისტორია ცევადი

ork: Oxford

მორგანის

ს უსვამდა

პიონერი

ტესტის)

უილიამ

ი აქცენტს

ათ შორის

ის), ისე --

ილაციის,

პასუხების

ნიერული

მ ამ ორი

ლისთვის

ჩნდა, რომ

ი გუნდი,

ქცევითი

ედურები,

ციალური

ოცედურა.

Page 2: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

2ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

მარეი და მორგანი ყველაზე დეტალურად და გამორჩეულად აღწერენ თემატური აპერცეფციის ტესტს (თატ) --

პროცედურას, როდესაც ინდივიდები სასტიმულო მასალაზე (ბუნდოვან სურათებზე) მოთხრობებს იგონებენ.

მიღებული ისტორიები შეიძლება გაანალიზდეს მოთხოვნილებების, მიმდინარე საფიქრალების, თემების,

კონფლიქტების, ღირებულებების, ემოციებისა და ა. შ. მიხედვით (Murray, 2008).

მარეის თეორიის ცენტრში ინდივიდი დგას, მთელი თავისი სირთულით და ამან ასახვა ჰპოვა ტერმინში

”პერსონოლოგია” (Холл К. С., Линдсей Г., 1997). ის თავის ეპოქალურ წიგნში ”პიროვნების კვლევა”

(”Explorations in Personality”, 1938) ამ ტერმინს რეგულარულად იყენებს პიროვნების ინტერდისციპლინური

შესწავლის აუცილებლობის აღსანიშნად. მან ეს ტერმინი, სავარაუდოდ, ცნობილი სამხრეთ აფრიკელი

სამხედროსგან და პოლიტიკოსისგან ჟან ქრისტიან სმუტსისგან აიღო, რომელიც თავის 1926 წელს გამოცემულ

წიგნში ”ჰოლიზმი და ევოლუცია” წერდა, რომ ყველა ბუნებრივ პროცესს ფართო, სინთეტური ფუნქცია

მართავს და ცოცხალი არსებები მთლიანობისკენ, სტრუქტურისკენ და ინტეგრაციისკენ ისწრაფვიან. მისი

დაშვებით, პიროვნება რთულად ორგანიზებული, თვითრეგულირებადი, ინტეგრირებული მთლიანობაა და

გვთავაზობს, რომ ”პერსონოლოგია შეიძლება ეწოდოს მეცნიერებას პიროვნების შესახებ, რომელიც

ფსიქოლოგიის უბრალო განშტოება კი არ იქნება, არამედ დამოუკიდებელი მეცნიერება ანუ დისციპლინა,

რომელსაც სათავე ექნება არა მარტო ფსიქოლოგიაში, არამედ ყველა იმ მეცნიერებაში, რომელიც ადამიანის

გონებასა და სხეულს იკვლევს.” სმუტსის აზრით, პერსონოლოგია უნდა შეისწავლიდეს როგორც ადამიანთა

შორის ინდივიდუალურ განსხვავებებს, ისე პიროვნების განვითარების ზოგად პრინციპებს და

პერსონოლოგებს უნდა აინტერესებდეთ როგორც ცნობილი, ისე ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები. ავტორი

საერთოდ არ ახსენებს იუნგსა და ფროიდს, თუმცა მისი ხედვა სრულიად შეესატყვისება მარეის ხედვას

(Murray, 2008).

მარეიმ ზემოთ ხსენებულ წიგნში პროდუქტული პერსონოლოგიის -- ადამიანების ცხოვრების შესახებ

ქმედითი მეცნიერების ძირითადი პრინციპები, ცნებები და მეთოდები ჩამოაყალიბა. მისი მიხედვით,

პიროვნება უნდა განვიხილოთ, როგორც რთული/კომპლექსური, თვითრეგულირებადი, ინტეგრირებული

მთლიანი, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება. ცხოვრების თითოეული ეპიზოდი მთელ რიგ შინაგან,

ურთიერთმოქმედ მოთხოვნილებებს ბადებს, რომლებიც გარემოს პრესის/ზეწოლის შეზღუდვებისა და

შესაძლებლობების მიხედვით გამოიხატება. მარეი, სულ მცირე, 20 ფსიქოლოგიური მოთხოვნილებას აღწერს,

მათ შორის მიღწევის, აფილაციის, წესრიგისა და დადანაშაულების არიდების მოთხოვნილებებს. ბიოგრაფიას

დროში განფენილი ეპიზოდების თანმიმდევრობა ქმნის, როგორც მარეი ამბობდა, ”ორგანიზმის ისტორია

თავად ორგანიზმია”. ეს დებულება ბიოგრაფიული კვლევისკენ მოგვიწოდებს. ეპიზოდურ ქცევასა და მთლიან

ცხოვრებას ენერგიას აძლევენ, წარმართავენ და მის ორგანიზებას ახდენენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური

მოთხოვნილებები, რომელთაც, თავის მხრივ, დროთა განმავლობაში გარემო (პრესები) აყალიბებს და ცვლის.

ზოგიერთი მოთხოვნილება სრულიად ცნობიერად აიგება, ბევრი მათგანი კი არაცნობიერია, ან, უკიდურეს

შემთხვევაში, არ არის იოლი მათი გაცნობიერება. გარკვეული მოთხოვნილებების, იქნება ეს ცნობიერი თუ

არაცნობიერი მოთხოვნილებები, გარემოს სიტუაციებთან განმეორებადი ურთიერთქმედება ქმნის

Page 3: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

3ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

კონკრეტული მოცემული ცხოვრებისთვის დამახასიათებელ თემებს. ზოგიერთი თემა იმდენად დიდ ემოციას

მოიცავს და ფსიქოდინამიკური აქტივობის იმდენად ფართო სპექტრს მოიაზრებს, რომ ისინი კარგად

იკვეთებიან მოცემულ პიროვნებაში. მათ თემების ერთიანობა ანუ კომპლექსები შეგვიძლია ვუწოდოთ (Murray,

2008).

მარეის წიგნში ”პიროვნების კვლევა” წარმოდგენილმა იდეებმა და მოსაზრებებმა დიდი გავლენა მოახდინა

კერძოდ პიროვნების ფსიქოლოგიაზე და ზოგადად ფსიქოლოგიაზე. ამ გავლენის ექვსი ძირითადი

მიმართულება შეგვიძლია გამოვყოთ (Murray, 2008).

1) თატ-ი ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად ინსტრუმენტად იქცა კლინიკურ ფსიქოლოგიასა და

პიროვნების კვლევაში.

2) წიგნში წარმოდგენილია პიროვნული ცვლადები, რომლებიც პიროვნებისა და სოციალურ

ფსიქოლოგიურ კვლევაში ცენტრალურ კონსტრუქტებად იქცნენ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ფსიქოგენური

მოთხოვნილებების ჩამონათვალი. ამ მოთხოვნილებების მიხედვით ადამიანთა შორის განსხვავებების

დაფიქსირება შესაძლებელია თვითანგარიშის კითხვარებითა და თატ-ის მეშვეობით. ამ კონსტრუქტების

კვლევები ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისშიც კი საინტერესო შედეგებს იძლევიან.

3) კურტ ლევინის მსგავსად, ჰენრი მარეი ფსიქოლოგიისადმი ინტერაქციონისტულ მიდგომას აღწერს,

რომელშიც შინაგანი/ინტერნალური ცვლადები ურთიერთქმედებენ გარეგან/ექსტერნალურ ცვლადებთან და

ასე ყალიბდება ადამიანის ქცევა. მარეიმ განსაზღვრა პრესი/ზეწოლა (პრესები), როგორც რეალურად

არსებული ან სუბიექტურად აღქმული სიტუაცია, რომელიც გარკვეულ გავლენას ახდენს პიროვნებაზე. 1960-

იან და 1970-იან წლებში უოლტერ მიშელი და სოციალური დასწავლის სხვა თეორეტიკოსები პიროვნების

ტრადიციულ კვლევებს აკრიტიკებდნენ სიტუაციური ცვლადების იგნორირებისა და შინაგანი

დისპოზიციებისთვის მთავარი როლის მინიჭების გამო. ისინი ცხოვრების სოციალური ეკოლოგიისადმი

ინტერესის გაძიერებასა და უფრო ექსპლიციტური ინტერაქციონისტული ფორმულირებებს მოითხოვდნენ,

რომლებიც კარგად ასახავდა, თუ როგორ ურთიერთქმედებს პიროვნული ცვლადები ადამიანის გარემოს

მრავალ მახასიათებელთან. მარეი, თავის მხრივ, დიდ ყურადღებას უთმობდა გარემოს მოვლენებს და

ზეწოლის/პრესის ცნებაც განსაზღვრა. გარდა ამისა, თემის მისეულ ცნებაში მოიაზრება კონკრეტული

მოთხოვნილებებისა და კონკრეტული ზეწოლების რეკურენტული/განმეორებადი და კომპლექსური/რთული

ურთიერთქმედებები კონკრეტული ცხოვრების შემთხვევაში. მისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა თემის

ცნებას. მას მიაჩნდა, რომ ხშირად სუბიექტის ცხოვრების ორგანიზება სწორედ დომინანტური/წამყვანი

თემების ირგვლივ ორგანიზდება (Murray, 2008).

4) მარეის რევოლუციური მიდგომა პიროვნების შეფასებისადმი. მის წიგნში წარმოდგენილია

მრავალფორმიანი, მრავალმეთოფიანი შეფასების სტრატეგია, როდესაც ინდივიდები ფართო სპექტრის

პროცედურებში მონაწილეობენ, ლაბორატორიული ექსპერიმენტებით დაწყებული, როგორიცაა კანის

გალვანური რეაქციები, ავტობიოგრაფიების წერით დასრულებული, ხოლო მკვლევრები ამ სხვადასხვა

Page 4: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

4ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

მეთოდით მიღებულ შედეგებს პერსონოლოგიურ ფორმას აძლევენ და ინდივიდუალური პიროვნების,

როგორც ერთი მთლიანის, აღწერას ცდილობენ.

5) ცალკეული შემთხვევის შესწავლა. ოლპორტის მსგავსად, მარეის მიაჩნდა, რომ პიროვნების

ფსიქოლოგია მოწოდებული უნდა იყოს ინსაიტებით სავსე, თეორიით მართული შემთხვევების

შესწავლისთვის, რომელიც აღწერს და ახსნის ინდივიდუალური ცხოვრების კომპლექსურობასა და

სირთულეს. მეცნიერება, როგორც წესი, ინდივიდუალური შემთხვევების მიღმა ზოგადის დანახვას,

განზოგადებას ცდილობს, თუმცა მარეი ცალკეულ შემთხვევებს ანიჭებდა უპირატესობას, როდესაც

პიროვნების კონსტრუქტებს და კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებისეული ისტორიის დალაგებას ეხებოდა

საქმე (Murray, 2008). ცხადია, ბევრი ფსიქოლოგი აკრიტიკებდა შემთხვევის შესწავლას იმის გამო, რომ სხვა

დანარჩენის გვერდით, ამ დროს შეუძლებელია განზოგადება და ადამიანის ქცევის ზოგადი

წესების/კანონზომიერებების დანახვა; თუმცა მარეის მიმდევრებმა და ბევრმა სხვა ფსიქოლოგმა წლების

მანძილზე აჩვენეს, რომ მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი პიროვნების გაგება, თუ მას მთლიანობაში,

ცხოვრებისეული ისტორიის კონტექსტში განვიხილავთ. მარეის ნაშრომის ამჟამინდელი გავლენა იმაშიც

აისახება, რომ 1980-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე გაიზარდა ფსიქოლოგებისა და სოციალური

მეცნიერების ინტერესი ფსიქოლოგიური ბიოგრაფიისადმი, ცხოვრებისეული ისტორიებისადმი და

პიროვნების კვლევის თვისებრივი მეთოდებისადმი.

6) მარეის ნაშრომი ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდად იქცა ფსიქოანალიზსა და ამერიკულ

ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას შორის. ქცევათმეცნიერებმა პიროვნების, სოციალურ და განვითარების

ფსიქოლოგიაში დაიწყეს კონკრეტული ფსიქოანალიტური იდეების ემპირიულად შესწავლის შესაძლებლობის

განხილვა. 1940-იან და 1950-იან წლებში განხორციელდა ისეთი კონსტრუქტების ემპირიულად კვლევის

მნიშვნელოვანი მცდელობები, როგორიცაა განდევნა, დაცვის მექანიზმები, ეგოს ძალა, ინტრაფსიქიკური

კონფლიქტი და ა. შ. ასეთი მცდელობის ყველაზე ცნობილი მაგალითია მილერისა და დოლარდის

სოციალური დასწავლის თეორია, კულტურისა და პიროვნების კვლევები და ავტორიტარული პიროვნებების

კვლევები (Murray, 2008).

პიროვნების ფსიქოლოგია, სულ მცირე, სამი მიმართულებით წარმოებული შრომებისგან შედგება:

ნიშნების ანუ ინდივიდუალური განსხვავებების გაზომვა და კორელაცია, ინდივიდუალური ცხოვრებისეული

ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების ექსპერიმენტული შესწავლა. მარეიმ ნამდვილად

მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა ამ ტრადიციებიდან პირველ ორზე.

ჯერი უიგინსი (2003) წიგნში ”პიროვნების შეფასების პარადიგმები” პიროვნების შეფასების ისტორიის

მიმოხილვისას ხუთ ტრადიციას განიხილავს: ფსიქოდინამიკურს, ინტერპერსონალური, პერსონოლოგიურს,

მულტივარიანტულსა და ემპირიულს MMPI-ის სახით და აღნიშნავს, რომ მარეიმ გაცილებით მეტი გავლენა

მოახდინა ყველა დასახელებულ ტრადიციაზე, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ, ფროიდის ჩათვლით (Runyan, 2008).

ამრიგად, მარეიმ შექმნა პიროვნების, როგორც მთლიანის, ფსიქოლოგიის მყარი საფუძველი. ის იყო

პიროვნების თეორიაში ფართო ეკლექტიზმის პიონერი, მან მოიგონა, დახვეწა და პიროვნების კვლევაში

Page 5: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

5ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

ჩართო პიროვნების შეფასების შთამბეჭდავი ტექნიკები, რომელთა დიაპაზონი მოიცავდა ნახევრად

სტანდარტიზებული ავტობიობრაფიების შეგროვებასა და შედარებას, გამოგონილი მოთხრობების

მოტივაციურ ანალიზს. მან მხოლოდ რამდენიმე შემთხვევის ისტორია გამოაქვეყნა და მხოლოდ რამდენიმე

ფსიქობიოგრაფიული ესე დაბეჭდა.

მის მთელ პროფესიულ საქმიანობას ლაიტმოტივად მიჰყვებოდა მოსაზრება, რომ ფსიქოლოგიას უნდა

აინტერესებდეს არა მარტო ქცევის ცალკეული ელემენტები, არამედ მთლიანი ცხოვრებისეული ისტორია

(Elms, 1994).

cjphsbgjvmj!dopcfcj

ჰენრი ა. მარეი დაიბადა 1893 წლის 13 მაისს ქალაქ ნიუ იორკში შეძლებული ბანკირის ოჯახში. მათი

სახლები მანჰეტენზე 49-ე და 51-ე ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობდა და 1930-იან წლებში დაანგრიეს

როკფელერის ცენტრის ასაშენებლად. მარეი თავის ბავშვობას ”საშუალო პრივილეგირებული ამერიკელი

ბიჭის” ბავშვობას უწოდებს.

მას თბილი ურთიერთობები ჰქონდა მამასთან და ამიტომ პიროვნულად არ ეხმიანებოდა ბიჭის მხრიდან

მამისადმი ოედიპური მტრული დამოკიდებულებების ფროიდისეულ ახსნას. ის სამი შვილიდან შუათანა იყო.

ჰყავდა უფროსი და (1890) და უმცროსი ძმა (1997) და ყოველთვის ჰქონდა განცდა, რომ დედას მისი და-ძმა

უფრო მეტად უყვარდა და ის დედისეული სიყვარულის მხოლოდ მესამედით უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ამან, როგორც თავად წერს მელანქოლიურობა და სევდიანობა შემატა მის არსებობას და შემდგომში

განაპირობა მისი სენზიტიურობა სხვებისადმი, განსაკუთრებით ქალებისადმი. ამასთან, შესაძლოა, მის

შემდგომ კარიერულ არჩევანზეც -- მედიცინისა და ფსიქოთერაპიის სასარგებლოდ -- მოახდინა გავლენა.

მარეი ჯერ გროტონის დაწყებით სკოლაში სწავლობდა, შემდეგ (1911-1915) ჰარვარდის კოლეჯში. მისი

ძირითადი საგანი ისტორია იყო, თუმცა, არ ყოფილა მონდომებული მოსწავლე. იგი, ძირითადად ნაოსნობით

იყო დაკავებული და გუნდის კაპიტანიც იყო და ამაყობდა ამით. ის, ასევე, აქტიურად იყო ჩართული მრავალი

სოციალური ორგანიზაციის საქმიანობაში. ამ პერიოდში მისი ფსიქოლოგიასთან ნაცნობობა ჰუგო

მუნსტერბერგის შეგრძნებების შესახებ წაკითხული ორი ლექციით შემოიფარგლა, რამაც მას აუდიტორიიდან

გასასვლელი უახლოესი კარის ძიებისკენ უბიძგა. მარეი მოგვიანებით ხუმრობდა თავის ბიოგრაფთან, რომ ის

”ოსტატდებოდა სამ რ-ში -- სმაში, ნაოსნობასა და რომანტიციზმში” 1(Robinson, 1992, გვ. 27 ციტირებულია

წყაროში Runyan, 2008).

იელის გუნდის წინააღმდეგ ნაოსნობაში შეჯიბრის ფინალის მეორე დღეს მარეი მიმზიდველ ჯოზეფინ

რანტოულზე დაინიშნა, რომელიც ბოსტონის მაღალი საზოგადოების ოჯახიდან იყო და სოციალური

სერვისებით ინტერესდებოდა. ისინი 1916 წელს დაქორწინდნენ და 1962 წლამდე, ჯოზეფინის

                                                            1 Tree Rs – Rum, Rowing and Romanticism.

Page 6: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

6ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

გარდაცვალებამდე ერთად ცხოვრობდნენ. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავდათ, რომელიც 1921 წელს დაიბადა და

მოგვიანებით ექიმი გახდა.

მარეის ინტელექტუალური გამოცოცხლება ექიმთა და ქირურგთა კოლუმბიის კოლეჯში დაიწყო,

რომელიც საუკეთესო სტუდენტის რანგში დაამთავრა და 1919 წელს სამედიცინო ხარისხი მიიღო. მას

აკადემიური მეცნიერების უფრო ღრმად შესწავლა სურდა და ამიტომ 1920 წელს მიიღო ბიოლოგიის

მაგისტრის ხარისხი კოლუმბიაში (Runyan, 2008). ამის შემდეგ ცოტა ხანს ჰარვარდში ფიზიოლოგიას

ასწავლიდა, შემდეგ კი ორწლიანი ქირურგიული რეზიდენტურა გაიარანიუ იორკში პრესვირარიანულ

ჰოსლიტალში. შემდეგ ნიუ იორკის სამედიცინო კვლევების როკფელერის ცენტრში შტატის თანამშრომლად

მუშაობდა, სადაც ასისტენტის როლში ემბრიონოლოგიურ კვლევებში იღებდა მონაწილეობას (Холл К. С.,

Линдсей Г., 1997). მისი შრომა თანაავტორებთან ერთად შესრულებული 22-გვერდიანი სტატიით დასრულდა,

რო მელი ფიზიოლოგიურ ჟურნალში დაიბეჭდა (Runyan, 2008). როკფელერის ინსტიტუტში მუშაობისას იგი

ინსტიტუტის ორ ყველაზე გამოჩენილ თანამშრომელს შორისთეორიული წინააღმდეგობის მოწმე გახდა. ესენი

იყვნენ ჯაქუეს ლოები, რომელიც მექნიციზმის უკიდურესი ფორმის მომხრე იყო და ალექსის ქარელი,

რომელიც ვიტალიზმის ანუ ჰოლიზმის ფორმას ანიჭებდა უპირატერობას. მარეის აინტერესებდა, როგორაა

შესაძლებელი ერთი და იგივე ფენომენის ასეთი ურთიერთსაპირისპირო ინტერპრეტაციებით ახსნა? მას უფრო

სასარგებლოდ ეჩვენებოდა მეცნიერების, როგორც ”მეცნიერის ფსიქიკასა და სამყაროს შორის კრეატული

ურთიერთქმედების პროდუქტად” განხილვა (Murray, 1981, ციტირებულია წყაროში Runyan, 2008). ამ

მოსაზრებამ მარეი კარლ გუსტავ იუნგის ”ფსიქოლოგიური ტიპების” (1923) წასაკითხად მოამზადა.

იუნგის ”ფსიქოლოგიური ტიპების” წაკითხვისკენ მარეის ქრისტიანა მორგანმა (თატ-ის თანაავტორი და

როგორც შემდგომში აღიარა მარეიმ, მასთან 40 წლიანი რომანი ჰქონდა) უბიძგა, რომელიც მან ნიუ იორკში

გაიცნო და რომელმაც ურთიერთობის რამდენიმე თვის შემდეგ ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა იგი იუნგის

შესახებ ფროიდთან შედარებით. მარეიმ უპასუხა, რომ არ იცოდა. ამიტომ მან გამოსვლისთანავე წაიკითხა

იუნგის ნაშრომი.

ამის შემდეგ ისევ სწავლის პერიოდი დაიწყო მარეის ცხოვრებაში და 1927 წელს კემბრიჯის

უნივერსიტეტში ბიოქიმიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა ემბრიონოლოგიური კვლევებისთვის (Runyan, 2008).

სწორედ ევროპაში სწავლის პერიოდში, ბიოქიმიაში სადოქტორო ნაშრომზე მუშაობისას შეუყვარდა მარეის

ქრისტიანა და ამავე პერიოდში ინახულა იუნგი. ის იუნგს ციურიხში ესტუმრა 1925 წელს და ორი კვირა დარჩა

მასთან. მარეიზე იუნგმა განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა (Runyan, 2008). ის იუნგის შესახებ წერდა,

რომ ის იყო პირველი სრულყოფილი პლანეტარული მასშტაბის გონების მქონე ადამიანი, ვისაც კი ოდესმე

შეხვედრია (Холл К. С., Линдсей Г., 1997). ეს შეხვედრა მისთვის ფსიქოანალიზთან შეხების პირველი

შესაძლებლობა იყო. იუნგით დაიწყო მისი დაინტერესება ფსიქოლოგიით და ფსიქოდინამიკით.

ამავე პერიოდში წაიკითხა მარეიმ მელვილის ”მობი დიკი” და მონუსხული დარჩა. მას მიაჩნდა, რომ

ადამიანის არაცნობიერის მელვილისეული კვლევა-ძიება ისეთივე ბრწყინვალე და განუმეორებელი იყო,

როგორც იუნგისა და ფროიდის კლინიკური ნაშრომები. მოგვიანებით მარეიმ წლების განმავლობაში ასობით

Page 7: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

7ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

გვერდი დაწერა მელვილის ფსიქობიოგრაფიაში, თუმცა პრაქტიკულად არაფერი გამოუქვეყნებია (2 მცირე

ზომის სტატიის გარდა).

ამგვარად, ფსიქოლოგიით დაინტერესებული დაბრუნდა მარეი ამერიკაში, სადაც კიდევ ერთი წელიწადი

იმუშავა როკფელერის ინსტიტუტში მანამ, სანამ ჰარვარდის ფსიქოლოგიურ კლინიკაში არ მიიწვია დოქტორ

მორტონ პრინსმა, რომელიც ამ კლინიკის დამფუძნებელი და დირექტორი იყო. ის, ამასთანვე გახდა

პათოფსიქოლოგიისა და დინამიკური ფსიქოლოგიის ასისტენტ პროფესორი. ეს კლინიკა 1926 წელს დაარსდა.

მარეიმ პათოფსიქოლოგიურ კვლევაში პრინსის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. 1928 წელს პრინსმა

ავადმყოფობის გამო დატოვა პოსტი (და ერთ წელიწადში გარდაიცვალა კიდეც) და ის მარეიმ შეცვალა. მარეის

როგორც ფსიქოლოგიის, ისე -- კლინიკის როლის თავისი ხედვა ჰქონდა. ის თვლიდან, რომ ფსიქოლოგიას

მთლიანი პიროვნება უნდა შეესწავლა და ის არ უნდა ყოფილიყო, როგორც მარეი უწოდებდა, ”თვალის,

ყურის, ცხვირისა და ყელის ფსიქოლოგია”, რომელსაც ყურადღების მიღმა რჩებოდა პიროვნება, როგორც

ასეთი (Runyan, 2008). მარეის მიაჩნდა, რომ ჰარვარდის ფსიქოლოგიური კლინიკა შეიძლებოდა ყოფილიყო

”ძველი აკადემიური ფსიქოლოგიისა და ახალი დინამიკური ფსიქოლოგიის” დამაკავშირებელი ხიდი

(Robinson, 1992, გვ. 148 ციტირებულია წყაროში Runyan, 2008).

კლინიკაში განუზომლად პოპულარული გახდა თავისი ლექციებით, სემინარებითა და წარმოებული

კვლევით სტუდენტებში. 1930-იან წლებში მარეის უფრო მეტი მაგისტრანტი ჰყავდა, ვიდრე, ყველა

ფსიქოლოგიის ყველა სხვა პროფესორს ერთად აღებულს. მარეიმ კლინიკაში გარს შემოიკრიბა სხვადასხვა

მიმართულების პროფესორები -- ფსიქოლოგები, ფსიქოანალიტიკოსები, მედიკოსები, სოციოლოგები,

ანთროპოლოგები და ხელოვანები. მას მიაჩნდა, რომ სწორედ ასეთ ინტერდისციპლინურ გუნდს უნდა ეკვლია

ადამიანი, როგორც ერთი მთლიანი (Murray, 2008).

1936 წელს მარეის პროფესორის პოზიციაზე დასარჩენად კონკურსის გავლა მოუწია. ამ დროისათვის უკვე

მზად იყო ”პიროვნების კვლევის” ხელნაწერი, რომელსაც უნდა დაედასტურებინა და ყველასთვის ეჩვენებინა,

რომ კლინიკას უნდა გაეგრძელებინა მუშაობა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მუშაობდა მარეის

ხელმძღვანელობით. მას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა ამ პერიოდში და საბოლოოდ კომიტეტმა ის,

კომპრომისის სახით, ორი ხუთწლიანი (ჯამში 10 წელი) ვადით დანიშნა (Runyan, 2008).

ამ ამბებით განრისხებული და თავმობეზრებულმა მარეიმ დატოვა აშშ და 1937-1941 წლებში კლინიკაში

მუშაობასაც დაანება თავი. მან ერთი წელი ევროპაში გაატარა და შემდეგ, ამერიკაში დაბრუნებულმა

მელვილის ბიოგრაფიაზე დაიწყო მუშაობა.

1941 წლის 7 დეკემბერს პერლ ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ სამყარო შეიცვალა და შეიცვალა მარეის

მიერ საკუთარი თავისა და კვლევა-ძიების შესახებ მოსაზრებებიც. მისთვის ნაციზმთან ბრძოლა და II

მსოფლიო ომში გამარჯვება უმნიშვნელოვანეს ღირებულებაც იქცა, არაცნობიერის კვლევამ კი

პრიორიტეტულობა დაკარგა.

სტრატეგიული სერვისების ოფისის (რომელიც ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს წინამორბედს

წარმოადგენდა) თხოვნის შესაბამისად, 1943 წლის ოქტომბერში დაასრულა ადოლფ ჰიტლერის 227 გვერდიანი

Page 8: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

8ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

ფსიქოლოგიური კვლევა, სახელწოდებით ”ადოლფ ჰიტლერის პიროვნების ანალიზი, მისი სამომავლო ქცევის

პროგნოზი და ახლა და გერმანიის დამარცხების შემდეგ მასთან გამკლავების გზები”. ამ შრომის დიდი ნაწილი

მოგვიანებით გამოქვეყნდა, თუმცა ეს მარეის სათანადო როლის დაფასებისა და აღიარების გარეშე. ნაშრომი

გამოვიდა უოლტერ ც. ლანგერის ავტორობით დასახელებით ”ადოლფ ჰიტლერის გონება: ომისდროინდელი

საიდუმლო ანგარიში” (1972).

ჰიტლერის კვლევის დასრულების შემდეგ მარეი ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც სტრატეგიული

სერვისების ოფისისთვის კადრების შერჩევის პროცესს ხელმძღვანელობდა. ეს მრავალფორმიანი შეფასება

ჰარვარდის ფსიქოლოგიურ კვლინიკაში წარმოებულ პროცედურებს ეყრდნობოდა და ინტელექტის,

ფიზიკური შესაძლებლობების, ჯგუფში პრობლემების გადაწყვეტის, კამათის უნარის და ფიზიკური

გამძლეობის სხვადასხვა ტესტს მოიცავდა. კანდიდატები 11 სხვადასხვა ცვლადის მიხედვით ფასდებოდნენ,

შემდეგ მათ შეფასებებს დიაგნოსტთა კონსილიუმი განიხილავდა, რის შედეგადაც იწერებოდა ბიოგრაფიული

პროფილი, როგორც ამას მარეი ”ადამიანების შეფასებაში” (”Assessment of Men”, Murray, et. al. 1948) წერს

(Runyan, 2008).

II მსოფლიო ომმა შეცვალა მარეი. მორგანთან ერთად არაცნობიერში წარმოებულმა ”ღრმა წიაღსვლებმა”

და საზოგადოების მაღალი კლასის ტრადიციების მიღმა გასვლის მცდელობებმა დაკარგა ცენტრალური როლი

მის ცხოვრებაში და ეს ადგილი უფრო იმის კვლევა-ძიებამ დაიკავა, თუ როგორ უკავშირდება პიროვნება

საზოგადოებასა და კულტურას და როგორ იყო შესაძლებელი მორიგი მსოფლიო ომის თავიდან აცილება. მისი

აზრები მსოფლიოს მართვას და, სავარაუდოდ, ”ახალი მითოლოგიის”, ან ახალი კულტურული ჩარჩოს

საჭიროებას შეეხებოდა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო დაპირისპირებული, განსხვავებული კულტურული

სისტემების ინტეგრირება და მომავალში საერთაშორისო კონფლიქტების თავიდან აცილება (Runyan, 2008).

ჰარვარდში მარეის ათწლიანი ვადა 1947 წელს იწურებოდა, თუმცა მან დაკავებული თანამდებობა 1945

წლის ივნისში დატოვა. ის ყოველგვარი ხმამაღალი აფიშირების გარეშე ჩართული იყო ჰარვარდის ახალი

სოციალური ურთიერთობების ინტერდისციპლინური დეპარტამენტის ჩამოყალიბების პროცესში, რომელიც

1946 წლის დეკემბერში გაიხსნა.

მან ამ პერიოდისთვის დაასრულა ”ადამიანის შეფასების” (1948) ხელნაწერი სტრატეგიული სერვისების

ოფისისთვის და იყო თანარედაქტორი წიგნისა ”პიროვნება ბუნებაში, საზოგადოება და კულტურა” (Kluckhohn

and Murray, 1948, revised 1953), რომელიც სოციალური ურთიერთობების ახალ დეპარტამენტში მნიშვნელოვან

საკითხავ მასალად იქცა (Runyan, 2008).

ამრიგად, მარეი 1948 წელს დაბრუნდა ჰარვარდში სოციალური ურთიერთობების ლექტორის უვადო

პოზიციაზე, 1950 წელს მან პროფესორის თანამდებობა დაიკავა, სადაც დარჩა 1962 წლამდე ანუ პენსიაზე

გასვლამდე. ამავე წელს მას გარდაეცვალა მეუღლე. ის ისევ ინარჩუნებდა მორგანთან ურთიერთობას, თუმცა

1969 წელს მეორედ იქორწინა ფსიქოლოგ ნინა ჩანდლერ ფიშზე.

11970 წელს, როდესაც მასთან პოტენციური ბიოგრაფი რობინსონი მივიდა, მარეიმ ასამდე ინტერვიუ მისცა

მას და პირობა დაადებინა, რომ ბიოგრაფია მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდებოდა. იგი

Page 9: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

9ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

1988 წელს გარდაიცვალა და წიგნი 1992 წელს გამოვიდა. ამ ბიოგრაფიულ წიგნში კარგად არის ასახული

მარეის წინააღმდეგობრივი ცხოვრება, რომელიც გაჟღენთილი იყო მორგანით, იუნგითა და მელვილით. ესაა

რთული, ხანდახან ტრაგიკული ისტორია და კარგად წარმოაჩენს, თუ როგორ უკავშირდებოდა მარეის

ცხოვრება პიროვნების თეორიაში, პიროვნების შეფასებაში, ფსიქოლოგიის ისტორიასა და ჰარვარდში

სოციალურ ურთიერთობებში მის შრომას (Runyan, 2008).

მარეის დიდი დამსახურება მიუძღვის, როგორც პიროვნების ფსიქოლოგიის დამფუძნებელს, ლიდერს

პიროვნების შეფასებაში, ასევე, როგორც ჰარვარდის ფსიქოლოგიური კლინიკის დირექტორსა და ჰერმან

მელვილის მკვლევარს. მას მეცნიერული ფსიქოლოგიის საზღვრების იმგვარად გაფართოვება სურდა, რომ

პიროვნებებისა და მათი ცხოვრებისეული ისტორიების კვლევა მოეცვა. ბევრ ფსიქოლოგზე მოახდინა გავლენა

მარეის ცხოვრებამ თუ პროფესიულმა საქმიანობამ (Runyan, 2008).

Ufpsjjt!{phbej!njnpyjmwb

მარეი თავდაპირველი განათლებით ბიოქიმიკოსი და ექიმი იყო. ამიტომ ის ამტკიცებდა, რომ ნებისმიერი

ფსიქოლოგიური ფენომენი, რამდენად რთული ან ირაციონალურიც არ უნდა ყოფილიყო ის, გაგებულ უნდა

ყოფილიყო, როგორც ტვინში მიმდინარე პროცესები, რომელთა არაპირდაპირი მანიფესტაცია შეიძლებოდა

ყოფილიყო ლაბორატორიაში განხორციელებული ქცევა, ყოველდღიური ქმედებები, ფსიქიკური ფუნქციების

თვითშეფასებები, კრეატიული ქმნილებები და ფანტაზიები და სიზმრები. მას მიაჩნდა, რომ ფროიდის,

იუნგის, ადლერის (და მელვილისაც კი) მიერ შემოთავაზებული თამამი იდეების შემოწმება მეცნიერული

კვლევა-ძიების მეთოდებით შესაძლებელი იყო ლაბორატორიებში. მის კლინიკაში წარმოებული კვლევები და

სამუშაო სწორედ ამას ისახავდა მიზნად, კერძოდ, იმას, რომ ერთმანეთთან დაეკავშირებინა, ერთი მხრივ,

თანამედროვე აკადემიური ფსიქოლოგიის მკაცრი/ზუსტი და მექანისტური ტრადიციები და, მეორე მხრივ,

ინტუიტურად მისაღები, მაგრამ საკმაოდ სპეკულაციური ფროიდიანული და უინგიანული ფსიქოლოგია

(Murray, 2008).

მარეის ფსიქოლოგიაში არ აინტერესებდა აღქმის ფსიქოფიზიკა, არამედ გამოირჩეოდა ”ინდივიდუალური

ქალებისა და მამაკაცების უნიკალური გამოცდილებისადმი ცნობისმოყვარეობით” (Murray, 1981, გვ. 8

ციტირებულია წყაროში Runyan, 2008).

მარეის თავისი წარმოდგენა ჰქონდა საზოგადოების, კულტურისა და ადამიანების შესახებ, რომელსაც

მოკლედ შემდეგნაირად აყალიბებდა: ”ყოველი ადამიანი გარკვეული ასპექტებით (ა) ჰგავს ყველა სხვა

ადამიანს, (ბ) ზოგიერთ სხვა ადამიანს და (გ) არ ჰგავს არც ერთ სხვა ადამიანს”.2 ინდივიდები ჰგვანან ”სხვა

პიროვნებებს” ყველა ადამიანის ბიოლოგიური მახასიათებლების, ფიზიკური გამოსა და სოციალური და

კულტურული სამყაროს მიხედვით; ”ზოგიერთი სხვა პიროვნების” მსგავსობა გულისხმობს გარკვეული

ეთნიკური ჯგუფისადმი, ტომისადმი და სოციალური კლასისადმი მიკუთვნებულობას. მსგავსებებს

                                                            2 მოგვიანებით ამ დებულებაში სიტყვა ”ადამიანი” (man) ჩანაცვლდა სიტყვით ”პიროვნება” (person) (Runyan, 2008).

Page 10: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

10ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

სხვადასხვა ტიპის ფსიქოპათოლოგიის ქონა, ან სხვადასხვა საზოგადოებაში მდიდარი და ღარიბი

ფენებისადმი მიკუთვნებულობა შეიძლება ჰქმნიდეს.

და ბოლოს, პიროვნება გარკვეული თვალსაზრისით არ ჰგავს არც ერთ სხვა პიროვნებას. მისი აღქმნის,

გრძნობის, საჭიროებების, მოთხოვნილებების, აზროვნებისა და ქცევის თავისებურებები არასოდეს

წარმოადგენს სხვების მახასიათებლების დუბლირება. ასეთ განუმეორებლობას უნიკალური ბიოლოგიური

მემკვიდრეობისა და კონკრეტული გარემო პირობების ურთიერთქმედება და განვითარებადი პიროვნებებისა

და მათი გარემოს ურთიერთქმედების უნიკალური მიმდევრობები ქმნის. ამ მსგავსებებისა და განსხვავებების,

ასევე, მათი მიზეზების ანალიზით შეიძლება დაკავდნენ სოციალური და კლინიკური ფსიქოლოგები,

სოციოლოგები და კულტურული ანთროპოლოგები ინტერდისციპლინური კვლევის ფარგლებში (Runyan,

2008).

მარეის თეორიის ყველაზე გამოკვეთილი მახასიათებელია მოტივაციის ძალზე დიფერენცირებული და

სკრუპულოზური აღწერა. კიდევ ერთი მახასიათებელია ის, რომ მასში მუდმივად ხაზგასმულია ფსიქიკური

პროცესების თანმხლები და მათთან ფუნქციონალურად დაკავშირებული ფიზიოლოგიური პროცესები.

მისთვის ტვინი წარმოადგენს პიროვნებისა და მისი მდგენელების ლოკუსს (Холл К. С., Линдсей Г., 1997). თუ

არ არის ტვინი, არ არის პიროვნება (Murray, 2008).

მარეის ორი ხანგრძლივი ინტერესი ამოძრავებდა: ადამიანთა მრავალფეროვნების საკითხი და ის, თუ

პიროვნების რომელი ცვლადებია ძირითადად ჩართული დისონანტური თეორიული სისტემების შექმნაში

(Runyan, 2008).

მარეისთვის ქცევის ადეკვატური შეფასებისთვის აუცილებელია იმ გარემოს კონტექსტის წინასწარი

ანალიზი და წარმოდგენა, რომელშიც ხორციელდება ჩვენთვის საინტერესო ქცევა. გარდა ამისა, მარეისთვის

ინდივიდის წარსული, მისი ისტორია ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისი აწმყო და გარემოცვა. მისი თეორია

ეთანხმება ფსიქოანალიზის დაშვებას მოზრდილის ცხოვრებისთვის ბავშვობისა და ჩვილობის პერიოდის

მნიშვნელოვნების შესახებ. ფსიქოანალიტურ წარმოდგენებთან კიდევ ერთი მსგავსება ისაა, რომ მარეისთანაც

დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაცნობიერ მოტივაციას და აინტერესებს ინდივიდის სუბიექტური ვერბალური

ანგარიშები, მათ შორის წარმოსახვის პროდუქტები (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

მარეი პიროვნებას უეჭველად მიიჩნევს ინტეგრირებულ მთლიანობად, მაგრამ ინტეგრაცია დინამიკური

და მოძრავია, პიროვნება არ არის მიბმული სტაბილურ ბირთვზე. თუ ოლპორტი და კარლ როჯერსის მსგავსი

ჰუმანისტი თეორეტიკოსები პიროვნებას ფუნდამენტურ ცენტრზე ან არსსზე ორიენტირებულად მიიჩნევდნენ,

მარეის კონცეფცია აშკარად დეცენტირებულია და, ამ თვალსაზრისით, გასაოცრად ჰგავს

ფლუიდური/დენადი, მოქნილი და მრავალგვარად გამოხატული მე-ს (self) შედარებით გვიანდელ

კონცეფციებს. მარეისთვის ფსიქოლოგიური მდგომარეობები მოდიან და მიდიან, გამოხატავენ რა პიროვნების

ქვესისტემების, ანუ როგორც მათ მარეი თავად უწოდებს, ”რეგნანტების” დროში მოცემულ თანმიმდევრობას.

გონების მოცემული მდგომარეობა მხოლოდ ხანმოკლე დროის განმავლობაშია დომინანტური, ანუ ვლინდება

კონკრეტული ”გამეფებული”, მიმდინარე პროცესი და ამის მერე შემდეგ მდგომარეობას/პროცესს უთმობს

Page 11: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

11ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

ადგილს. სხვადასხვაგვარი ფსიქოლოგიური კონგლომერატები და კოალიციები ეჯიბრებიან ერთმანეთს

გავლენის მოსაპოვებლად დროთა განმავლობაში გარემოში მიმდინარე ცვლილებების საპასუხოდ (Murray,

2008).

qjspwofcjt!tusvruvsb

მარეი თვლის, რომ პიროვნება მუდმივად იცვლება, ამიტომ სიფრთხილით ეკიდება სიტყვას

”სტრუქტურა”, რომელიც მუდმივობას, რეგულარობასა და კანონზომიერების არსებობას მოიაზრებს.

პიროვნების მარეისეული განსაზღვრება ხუთი ძირითადი პუნქტის სახით შეიძლება გადმოიცეს:

1. ინდივიდის პიროვნება თეორეტიკოსების მიერ მოგონილი აბსტრაქციაა და არა უბრალოდ

ინდივიდის ქცევის აღწერა;

2. ინდივიდის პიროვნება შეესატყვისება მოვლენათა სერიებს, რომლებიც მის ცხოვრებას ქმნიან:

”პიროვნების ისტორია თავად არის პიროვნება”;

3. პიროვნების განმარტებაში უნდა აისახებოდეს როგორც ქცევის სტაბილური და განმეორებადი

ელემენტები, ისე -- ახალი და უნიკალური;

4. პიროვნება ინდივიდის მაორგანიზებელი და მმართველი ძალაა. მისი ფუნქციებია პიროვნების

ლტოლვებისა და კონფლიქტების ინტეგრირება, მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და

მომავლის დაგეგმვა;

5. პიროვნება ლოკალიზებულია ტვინში. ”არ არის ტვინი, არ არის პიროვნება”.

ამრიგად, ცხადია, რომ მარეის მიდგომაში თანაბარი მნიშვნლობა ენიჭება ორგანიზმის ისტორიას,

პიროვნების მაორჰგანიზებელ ფუნქციას, ინდივიდუალური ქცევის სტაბილურ და ახალ მახასიათებლებს,

პიროვნების აბსტრაქტულ ანუ კონცეპტუალურ ბუნებასა და ფიზიოლოგიურ პროცესებს, რომლებიც

ფსიქიკურის საფუძველს ქმნიან (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

მოვლენები და სერიალები

ფსიქოლოგისთვის პიროვნების შესახებ ძირითადი მონაცემს მოვლენები წარმოადგენს. მოვლენები -- ეს

არის სუბიექტ-ობიექტის ან სუბიექტ-სუბიექტის ინტერაქციები, რომლებიც საკმარისად ხანგრძლივია, რათა

მოცემული ქცევითი რიგის მნიშვნელოვან ელემენტად იქნას მიჩნეული. მოვლენის ხანგრძიობა მთლიანობაში

შეიძლება ქცევის დინამიკურად მნიშვნელოვანი პატერნის დასაწყისითა და დასასრულით შეიძლება

განისაზღვროს.

მარეის მიხედვით, ძირითადი ფსიქიკური ერთეული მოვლენებისგან შედგება. აქედან გამომდინარე,

ძალიან ძნელია მოვლენის დროში ”დაჭერა”/დაფიქსირება. მოვლენა -- ეს არის კომპრომისი, ერთი მხრივ,

მკვლევრის ინტელექტისა და კვლევის ტექნიკების მიერ წაყენებულ პრაქტიკულ შეზღუდვებსა და, მეორე

მხრივ, ამავე განზომილებაში ქცევის ემპირიულ მოცემულობას შორის.

Page 12: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

N

ლილი ხეჩუ

მარეი თვ

ამოცანის გად

N1) (Холл К. С

სურ. N1. შინაგა

ამრიგად,

იმდენად მჭი

რომ არ დამახ

სერიალუ

ინდივიდ

ორგანიზებულ

რიგზეა, სასუ

ასევე მნი

დაძაბულობი

დროში გამო

კონფლიქტის

მარეიმ სე

დალაგება”, რ

მიხედვით, თ

შემეცნების მ

შინაგან

(ოცნებეამოცან

გადაწყვე

უაშვილი

ვლის, რომ მო

დაწყვეტა) ისი

С., Линдсей Г

ანი და გარეგან

ქცევის წარმ

იდროდ უკავ

ხინჯდეს აზრ

ური პროგრამე

დისთვის ძალ

ლ ქვემიზნებ

რველ შედეგ

იშვნელოვანი

ის შემცირები

ოვლენის ორ

ს ინტენსივობ

ერიალური პ

რომელშიც შ

თანმიმდევრუ

მიზანი გარე

ნი  

ები, ის ეტა) 

ოვლენების კლ

ინი თუ გარეგ

Г., 1997).

ნი მოვლენები

მოდგენა სერ

ვშირდებიან ე

რი და არ დაიკ

ები და გეგმე

ლიან მნიშვნ

ს წარმოადგე

ამდე მიდიან

ია გეგმები -

ის პროექტებ

რგანიზებით

ბა.

პროგრამები

შედის დაგეგ

ული დალაგე

ემოს სრული

მოვლენა 

(სხვა ადამობიექტებთ

გა

ლასიფიცირე

ეგანი (ადამია

რიალების ტე

ერთმანეთს,

კარგოს მათი

ბი

ნელოვან რო

ენენ და მომავ

ნ.

-- კონკურენ

ბი, რომელში

ხდება. დახ

და გეგმები

გმვის პროცე

ბა იმავე დონ

ი კონცეპტუ

გარეგანი  

მიანებთან ან გთან ურთიერთ

ანცდის სუბიასპექტი

განცდის ობიეასპექტი

ება შესაძლებ

ანებთან ან გა

რმინებით იძ

რომ შეუძლე

ი მნიშვნელობ

ოლს ასრულ

ვალში თვეებ

ტულ მოთხო

იც დაძაბულო

ხვეწილმა დ

გააერთიანა

ესიცა და მი

ნის უმაღლეს

უალური გაგ

გარემოს თქმედება) 

იექტური ი 

ექტური ი 

ბელია იმისდ

არემოს ობიექ

მრავალ

მისაღები

მოვლენები

ბევრ შემთ

ისეთი ერ

დროის უ

ქცევის ასე

სერიალს

მოვლენათ

(მაგალითა

ქორწინება,

აღწერა

შესაძლებელ

ძულებითია,

ებელია მათი

ბა (Холл К. С

ლებენ სერია

ბსა და წლებზ

ოვნილებებსა

ობის რედუც

დაგეგმვამ შე

საერთო სახ

ისი შედეგიც

სი ფსიქიკურ

გებაა, თუმცა

ჰენრ

და მიხედვით,

ქტებთან ურთ

ლი მიზნი

და ად

ის სახით წ

თხვევაშუ ა

რთეულის შ

უფრო დიდ

ეთ ფუნქციუ

უწოდებს.

ა მიმართუ

ად, მეგობ

, საქმიანი

მხოლოდ

ლი.

ვინაიდან ზ

ი იზოლირებ

., Линдсей Г.

ალური პრო

ზეა გათვლილ

ა და მიზნე

ცირება ტენდ

ეიძლება არ

ხელწოდებით

ც -- პროგრა

რი პროცესია

ა, როდესაც

რი მარეის პერსო

, შინაგანია (ო

თიერთქმედე

ისთვის ს

დეკვატურია

წარმოდგენა,

აუცილებელი

შემოტანა, რ

პერიოდს

ურ ერთეულ

სერიალი

ული თანმიმ

რობა, სიყ

კარიერა),

დ მიახლ

ზოგიერთი მო

ბულად შესწა

, 1997).

ოგრამები, რ

ლი და, თუ ყვ

ბს შორის არ

დენციების სხ

რსებითად შე

თ ”თანმიმდე

ამა ან გეგმა

, როგორიც შ

გარეგანი ს

12ონოლოგია

ოცნებები,

ება) (სურ.

სრულიად

ქცევის

თუმცა,

ი ხდება

რომელიც

მოიცავს.

ლს მარეი

ი არის

მდევრობა

ყვარული,

რომლის

ლოებითაა

ოვლენები

ავლა ისე,

რომლებიც

ველაფერი

რსებული

ხვადასხვა

ეამციროს

ევრულად

ა. მარეის

შემეცნება.

სიტუაცია

2

Page 13: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

13ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

საკმარისად არის გაგებული, იწყება თანმიმდევრულად დალაგების პროვესი, რათა განისაზღვროს ქცევის

მიმართულება, სტრატეგია და ტაქტიკა (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

პიროვნების საფუძველი

მიუხედავად იმისა, რომ მარეი ინდივიდს მუდმივად ცვალებად ფენომენად მიიჩნევს, მაინც არსებობს

გარკვეული სტაბილური წარმონაქმნები ანუ სტრუქტურები, რომლებსაც პრინციპული მნიშვნელობა აქვთ

ქცევის გაგებისთვის. ამ ფსიქიკური სტრუქტურების წარმოსადგენად მარეი ფსიქოანალიზიდან იღებს იდის,

ეგოსა და სუპერეგოს ცნებებ, თუმცა გარკვეულწილად განსხვავებულ შინაარსს დებს მათში.

იდი პრიმიტიული, მიუღებელი იმპულსების ერთიანობაა, ენერგიისა და შინაგანი მოტივაციის წყაროა,

ირაციონალური საწყისია ადამიანში. გარდა ამისა, მასში მოთავსებულია საკუთარი და საზოგადოების აზრით

მისაღები იმპულსებიც.

ეგო არა მარტო იკავებს და თრგუნავს გარკვეულ იმპულსებს, არამედ (და ეს უფრო მნიშვნელოვანია)

ახორციელებს ამ იმპულსების გამოვლინებების ორგანიზებას, დაგეგმვასა და კონტროლს. ამ სისტემის ნაწილი

მოწოდებულია იდის იმპულსების მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის. ეგოს ძალა და ეფექტურობა

ინდივიდუალური რეგულაციის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია.

სუპერეგო კულტურის შედეგია. ესაა ინტერნალიზებული ქვესისტემა, რომელიც ისევე არეგულირებს

ინდივიდის ქცევას, როგორც ამას ადრე (ბავშვობაში) გარეშე ძალები აკეთებდნენ. სუპერეგოს მჭიდროს

უკავშირდება ეგო-იდეალი -- საკუთარი თავის იდეალიზირებული, სასურველი ხატი ანუ ინდივიდის

ამბიციების ერთობლიობა. საინტერესოა, რომ სუპერეგო შეცვლა/განვითარება მარეისთან უფრო დიდხანს

გრძელდება, ვიდრე ეს ორთოდოქსულ ფსიქოანალიზშია გათვალისწინებული.

ნორმის ფარგლებში მიმდინარე განვითარებისას იცვლება ამ სამ ინსტანციას შორის ურთიერთმიმართება:

იქ, სადაც წამყვანი როლი იდს ჰქონდა, მთავარ მნიშვნლობას ჯერ სუპერეგო იძენს, ხოლო შემდეგ და

საბოლოოდ -- ეგო (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

qjspwofcjt!ejobnjlb

მარეის ფსიქოლოგია, უპირველეს ყოვლისა, მოტივაციის ფსიქოლოგიაა. მისთვის ადამიანის ქცევის

გაგების გასაღებს მისი ძირითადი ტენდენციების შესწავლა წარმოადგენს. მისთვის უმთავრესი ადამიანის

მენტალური, ვერბალური თუ ფიზიკური აქტივობის დომინანტური მიმართულობის აღმოჩენა იყო. ასეთმა

ინტერესმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ფსიქოლოგიაში ყველაზე რთული და დეტალურად

დალაგებული მოტივაციური კონსტუქტების სისტემას. აქ ნათლად გამოჩნდა მარეის სიყვარული

ტაქსონომიისადმი -- ძირითადი მოტივაციური დეტერმინანტების მიხედვით ადამიანის ქცევის ზედმიწევნით

მომცველი კლასიფიცირებისადმი.

მარეი არ იყო პირველი, ვინც მოტივაციური სფეროს ანალიზის მნიშვნელობაზე მიუთით, თუმცა მან

მოტივაციური სისტემის აღწერისას მთელი რიგი თავისებურებები დააფიქსირა. სხვა მცდელობები საკმაოდ

Page 14: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

14ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

მცირე რაოდენობის ცვლადებით კმაყოფილდებოდნენ, მარეის კი მიაჩნდა, რომ მოტივაციის ადეკვატური

გაგება მხოლოდ საკმარისად დიდი რაოდენობის ცვლადების გამოყენებით არის შესაძლებელი (Холл К. С.,

Линдсей Г., 1997).

განვიხილოთ ის ძირითადი ცნებები, რომლითაც ოპერირებს მარეი პიროვნების დინამიკაზე საუბრისას.

მოთხოვნილება

მარეის მოტივაციის თეორიის განხილვას ”მოთხოვნილების” ცნების განხილვით დავიწყებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ცნება ”მოთხოვნილება” ძალზე ფართოდ გამოიყენებოდა და გამოიყენება

ფსიქოლოგიაში, არც ერთ თეორეტიკოსს არ მოუხდენია მისი ისეთი ზედმიწევნითი ანალიზი და არ მოუცია

მოთხოვნილებების ისეთი სრული კლასიფიკაცია, როგორც ეს მარეიმ გააკეთა.

მისი მიხედვით, მოთხოვნილება არის (კონვენციური ფიქსია ანუ ჰიპოთეტური წარმოდგენა) იმ ძალის

აღმნიშვნელი კონსტრუქტი, რომელიც ტვინში მოქმედებს და ახდენს პერცეფციის, აპერცეფციის,

ინტელექტუალური აქტივობისა და თავისუფალი ქმედებების იმგვარად ორგანიზებას, რომ არსებულმა

არადამაკმაყოფილებელმა სიტუაციამ გარკვეული მიმართულებით ტრანსფორმაცია განიცადოს. ზოგჯერ

მოთხოვნილება უშუალოდ გარკვეული შინაგანი პროცესებით აღიძვრება, მაგრამ ხშირად (მზაობის

პირობებში/მდგომარეობაში) მას დასაბამს ერთი ან რამდენიმე ეფექტური პრესი/ზეწოლა აღძრავს. ამგვარად,

მოთხოვნილება ვლინდება იმით, რომ წარმართავს (ანუ მიმართულებას აძლევს) ორგანიზმს ძიებისკენ ან

შეხვედრისგან განრიდებისკენ, ანდა შეხვედრის შემთხვევაში, გარკვეულ ზეწოლაზე ყურადღების მიპრყობისა

და რეაგირებისკენ.

თითოეულ მოთხოვნილებას გარკვეული სახით თან ახლავს გარკვეული გრძნობა ან ემოცია და

ცვლილებების გარკვეული ფორმებისკენ მიდრეკილებით ხასიათდება. ის შეიძლება იყოს სუსტი ან

ინტენსიური, ხანმოკლე ან ხანგრძლივი, მაგრამ, როგორც წესი, ის ნარჩუნდება და გარკვეულ კონკრეტულ

მიმართულებას აძლევს ქცევას (ან ფანტაზიებს), რაც იმგვარად ცვლის საწყის პირობებს, რომ მოაახლოვოს

საბოლოო სიტუაცია, რომელმაც ორგანიზმს განტვირთვა/დამშვიდება უნდა მოუტანოს (დააშოშმინოს ან

დააკმაყოფილოს იგი).

ამ განსაზღვრებიდან ნათელია, რომ ცნებას ”მოთხოვნილება”, ცნება ”პიროვნების” მსგავსად, ჰიპოთეტური

სტატუსი ენიჭება, თუმცა, ტვინში ლოკალიზებულ ფიზიოლოგიურ პროცესებს უკავშირდება. ასევე, ცხადია,

რომ მოთხოვნილება შეიძლება ”შიგნიდან” მოდიოდეს, ან ”გარედან”, გარეგანი სტიმულის ზემოქმდების

შედეგად აქტუალიზირდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ორგანიზმის აქტივობას იწვევს და მანამდე

ინარჩუნებს ამ აქტივობას, სანამ ურთიერთქმედების ”ორგანიზმი-გარემო” სიტუაცია ისე არ შეიცვლება, რომ

მოთხოვნილება რედუცირდეს. როგორც უკვე აღინიშნა, ზოგიერთ მოთხოვნილებას ემოციები და გრძნობები

ახლავს თან და ხშირად ასოცირდება კონკრეტულ ინსტრუმენტულ აქტებთან, რომლებიც ეფექტურია

სასურველი საბოლოო მდგომარეობის შექმნის თვალსაზრისით.

Page 15: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

15ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

მარეის მიხედვით, მოთხოვნილების არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთება რამდენიმე გზითაა

შესაძლებელია:

1. ქცევის ეფექტის ანუ შედეგის საფუძველზე;

2. ქცევის განხორციელების კონკრეტული პატერნის ან მეთოდის მიხედვით;

3. გარკვეული სახის სტიმულ-ობიექტებზე შერჩევითი ყურადღების ან რეაგირების მიხედვით;

4. კონკრეტული ემოციის ან აფექტის გამოხატვის მიხედვით;

5. დაკმაყოფილების გამოხატვის მიხედვით, როდესაც მიღწეულია გარკვეული ეფექტი, ან

დაუკმაყოფილებლობით, თუ ეფექტი ვერ იქნა მიღწეული.

6. ..და კიდევ ერთი ასპექტია სუბიექტური ანგარიშები განცდების, მიზნებისა და განზრახვების შესახებ.

მარეი ოც ძირითად მოთხოვნილებას გამოყოფს, რომლებიც წარმოდგენილია ცხრილში N1.

ცხრილი 1. მარეის მიერ გამოყოფილი 20 მოთხოვნილება და მათი მოკლე აღწერა. 

N მოთხოვნილება და მისი მოკლე აღწერა

1 თვითდამცირების

პასიურად ექვემდებარება გარეგან ძალებს. წყენის, დადანაშაულების, კრიტიკის, სასჯელის მიღებისადმი

მზაობა. დანებებისადმი (”ხელების აწევისადმი”, ”ფარ-ხმალის ხდაყრისადმი”) მზაობა. ბედისადმი

მორჩილება. საკუთარი ”მეორეხარისხოვნების” დაშვება, საკუთარი შეცდომების, მცდარობის,

დამარცხებების აღიარება. საკუთარი თავის დადანაშაულება, დამცირება, უარესი მხრით საკუთარი თავის

წარმოჩენა. ტკივილის, სასჯელის, ავადმყოფობის, უბედურებების ძიება და მათით ტკბობა.

2 მიღწევის

რაღაც რთულის შესრულება. მართვა, მანიპულირება, ორგანიზება -- იქნება ეს ფიზიკური ობიექტების,

ადამიანების თუ იდეების მიმართ. ამის შეძლებისდაგვარად სწრაფად და დამოუკიდებლად კეთება.

დაბრკოლებების გადალახვა და მაღალი მაჩვენებლების მიღწევა. თვითსრულყოფა. სხვებთან შეჯიბრი და

გასწრება. ტალანტებისა და ნიჭების რეალიზება და ამით თვითპატივისცემის ამაღლება.

3 აფილაციის

ახლობლებთან (ან მათთან, ვინც ჰგავს თავად სუბიექტს ან უყვარს იგი) მჭიდრო კონტაქტები და

ურთიერთქმედება. კატექსირებული ობიექტისთვის სიამოვნების მინიჭება და მისი მიჯაჭვულობის

მოპოვება. ერთგულების შენარჩუნება მეგობრობაში.

4 აგრესიის

დაბრკოლებების ძალის გამოყენებით დაძლევა. ბრძოლა. წყენაზე შურისძიება. თავდასხმა, შეურაცხყოფის

მიყენება, კვლა. ძალადობით წინააღმდეგობის გაწევა ან დასჯა.

5 ავტონომიის

შეზღუდვებისგან და კავშირებისგან გათავისუფლება. წინააღმდეგობის გაწევა იძულებისთვის. ისეთი

აქტივობისთვის თავის არიდება ან შეწყვეტა, რომელიც დესპოტური ავტორიტარული ფიგურების მიერაა

იძულებით თავს მოხვეული. დამოუკიდებლობა და საკუთარი სწრაფვების შესაბამისად მოქმედება.

არაფრით შეზღუდულობა, პასუხისმგებლობა არაფერზე. პირობითობების უგულებელყოფა/იგნორირება.

6 უკუქმედების, წინააღმდეგობის გაწევის

ბრძოლაში სიტუაციაზე კონტროლის მოპოვება ან მარცხის კომპენსირება. განმეორებითი მოქმედებებით

დამცირებისთვის თავის არიდება. სისუსტის დაძლევა, შიშის დათრგუნვა. სირცხვილის ჩამორეცხვა

მოქმედებით. დაბრკოლებებისა და სირთულეების ძიება. საკუთარი თავის პატივისცემა და საკუთარი

თავით სიამაყე.

7 დაცვის

თავდასხმებისგან, კრიტიკისგან, დადანაშაულებისგან თავის დახვა. შეცდომებზე, წარუმატებლობებსა და

დამცირებაზე გაჩუმება ან მათი გამართლება. ეგოს პოზიციების დაცვა.

Page 16: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

16ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

8 პატივისცემის

ზემდგომით აღტაცება და მისი მხარდაჭერა. შექება, პატივისცემის გამოხატვა, აღზევება. ახლობლების

გავლენის ქვეშ მოქცევისადმი მზაობა. მიბაძვის მაგალითის ქონა. წეს-ჩვეულებებისადმი მორჩილება.

9 დომინირების

გარემოცვის/გარემოს გაკონტროლება. სხვების მოქმედებებზე გავლენის მოხდენა ან ამ მოქმედებების

წარმართვა -- შთაგონებით, ცდუნებით, დარწმუნებით, მითითებით. გადაწრმუნება, შეზღუდვა, აკრძალვა.

10 ეგსგიბიციის

შთაბეჭდილების მოხდენა. მოთხოვნილება იმისა, რომ დანახული და გაგონილი იყოს. აღაგზნოს,

გააკვირვოს, მოხიბლოს, გაართოს, დაშოკოს, დააინტრიგოს, გაახალისოს, აცდუნოს.

11 ზიანისგან განრიდების

ტკივილისთვის, ჭრილობებისთვის, ავადმყოფობებისთვის და სიკვდილისთვის თავის არიდება. სახიფათო

სიტუაციებისთვის თავიდან არიდება. გამაფრთხილებელი ზომების მიღება.

12 სირცხვილისგან განრიდების

დამცირებისთვის თავის არიდება, თავის არიდება რთული/უხერხული სიტუაციებისთვის და ისეთი

სიტუაციებისთვის, რომლებშიც შესაძლოა დამცირება, იჭვნეულობა, დაცინვა, სხვებისგან გულგრილი

დამოკიდებულება. მოქმედებებისგან თავის შეკავება წარუმატებლობის, მარცხისგან გაქცევის მიზნით.

13 ზრუნვის

თანაგრძნობის გამოვლენა და დაუცველებისთვის -- ბავშვებისთვის ან მათთვის, ვინც სუსტია, უღონოა,

დაიღალა, გამოუცდელია, დათღგუნულია, ავად არის, რთულ სიტუაციაშია -- თავიანთი მოთხოვნილებების

დაკმაყოფილებაში დახმარება. საფრთხის დროს დახმარების გაწევა. გამოკვება, მხარდაჭერა, ნუგეშის

მიცემა, დაცვა, ზრუნვა, მკურნალობა.

14 წესრიგის

ყველაფრის მოწესრიგება. სისუფთავის, ორგანიზებულობის, წონასწორობის, მოწესრიგებულობის,

აკურატულობისა და სიზუსტის მიღწევა.

15 თამაშის

”გასართობად” მოქმედება ყოველგვარი სხვა მიზნის გარეშე. სიცილი, ხუმრობა. სტრესის შემდეგ

სიამოვნებაში მოშვების/მოდუნების ძიება. თამაშებში, სპორტულ ღონისძიებებში, ცეკვებში, საღამოებში,

აზარტულ თამაშებში მონაწილეობა.

16 უარყოფის

ნეგატიურად კატექსირებული ობიექტების თავიდან მოშორება, ქვემდგომზე უარის თქმა, განდევნა და

იგნორირება. ობიექტის უგულებელყოფა, იგნორირება ან მისი მოტყუება.

17 შეგრძნებითი შთაბეჭდილებების

შეგრძნებების ძიება და მათით სიხარული.

18 სექსის

ეროტიული ურთიერთობების დამყარება და განვითარება. სექსუალური ურთიერთობების ქონა.

19 თანადგომის/მხარდაჭერის

მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ახლობლისთვის თანაგრძნობითი დახმარების გაწევით. იმად ყოფნა,

ვისზეც ზრუნავენ, თანადგომას უცხადებენ, ზრუნვითაა გარშემორტყმული, იცავენ, უყვართ, პატიობენ.

ერთგულ მზრუნველთან ახლოს ყოფნა. ყოველთვის გვერდით ყოლა ისეთი ადამიანისა, რომელიც

თანადგომას გაუწევს.

20 გაგების

კითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა. თეორიებით დაინტერესება. გააზრება, ფორმულირება,

ანალიზირება, განზოგადება.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოთხოვნილებების ტიპების გარჩევა. მარეის მიერ გამოყოფილი ტიპები

წარმოდგენილია ცხრილში N2.

Page 17: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

17ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

ცხრილი 2. მოთხოვნილების ტიპები მარეის მიხედვით. 

N მოთხოვნილების ტიპები

1 პირველადი ანუ ვისცეროგენული

უკავშირდება დამახასიათებელ ორგანულ

მოვლენებსა და ფიზიკურ დაკმაყოფილებას,

როგორიცაა, მაგალითად, ჰაერის, წყლის, საკვების,

სექსის, ლაქტაციის, ურინიზაციისა და დეფეკაციის

მოთხოვნილებების.

მეორადი ანუ ფსიქოგენური

სავარაუდოდ, მომდინარეობს პირველადი

მოთხოვნილებებისგან და ხასიათდება რომელიმე

სპეფიციკურ ორგანულ პროცესთან ან ფიზიკურ

დაკმაყოფილებასთან აშკარა/თვალსაჩინო კავშირის

არარსებობით, მაგალითად, კონსტრუირების, მიღწევის,

აღიარების, დომინირების, ეგზგიბიციის, ავტონომიისა და

პატივისცემის მოთხოვნილებები.

2

ღია ანუ გამოვლენადი

მოთხოვნილებები, რომელთაც მეტ-ნაკლებად

უშუალოდ გამოვლენის საშუალება აქვთ,

ჩვეულებრივ, ვლინდება მოტორულ ქცევაში.

დაფარული ანუ ლატენტური

ვლინდება ფანტაზიებსა და სიზმრებში. ზოგადად, ხდება

მათი შეკავება ან განდევნა. დაფარული

მოთხოვნილებების არსებობა მნიშვნელოვანწილად

ინტერნალიზებული სტრუქტურების (სუპერეგოს)

წარმოქმნის შედეგია, რომელიც მართებულ ანუ მისაღებ

ქცევას განსაზღვრავს. ზოგიერთი მოთხოვნილება ვერ

გამოვლინდება საზოგადოებაში მიღებული

პირობითობებისა და სტანდარტების დარღვევის გარეშე,

რომელთაც მშობლებისგან ვიღებთ. სწორედ ასეთი

მოთხოვნილებები ხშირად ფარულ დონეზე მოქმედებენ.

3 ფოკალური

ზოგიერთი მოთხოვნილება მჭიდროდ უკავშირდება

გარემოს გარკვეულ ობიექტებს. თუ მოთხოვნილება

მკვეთრად არის დაკავშირებული არაადეკვატურ

ობიექტებთან, ადგილი აქვს ფიქსაციას და ფასდება,

როგორ პათოლოგია.

დიფუზური

იმდენად ზოგადია, რომ თითქმის ნებისმიერ სიტუაციას

ერგება. მარეი აღნიშნავს, რომ ფიქსაციის ზოგიერთი

განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მოთხოვნილების

ობიექტი ისევე შეიძლება იცვლებოდეს, როგორც

დაკმაყოფილების მეთოდი, ანუ მოთხოვნილების

დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული სფერო შეიძლება

გაფართოვდეს, დავიწყოვდეს, ხოლო მოთხოვნილების

დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული ინსტრუმენტული

აქტების რაოდენობა იზრდებოდეს ან მცირდებოდეს.

მარეი თვლის, რომ თუ მოთხოვნილებას არ შეუძლია

შედარებით სტაბულური ”უპირატესი” ობიექტის

დამყვიდრება და ”ხტება” ობიექტიდან ობიექტზე, ეს

ისეთივე პათოლოგიაა, როგორც ფიქსაცია.

4 პროაქტიული

უპირატესად დეტერმინირებულია შიგნიდან, როცა

ადამიანი ”სპონტანურად მოქმედი” ხდება

პიროვნებაში მიმდინარე რაიმე პროცესის გამო და

არა -- გარემოში არსებული გამღიზიანებლების

მოქმედების საპასუხოდ.

რეაქტიული

აქტივირდება გარემოში მიმდინარე რაიმე მოვლენების

შედეგად, როგორც მათზე რეაქცია.

5 ეფექტური

ამერიკელი ფსიქოლოგები

ყოველთვის გამოყოფენ ეფექტურ

მოთხოვნილებებს ანუ ისეთ

მოთხოვნილებებს, რომლებიც

გარკვეული სასურველი

მდგომარეობის ან შედეგის

პროცესუალური

სხვადასხვა პროცესების

(მხედველობა, ზმენა, აზროვნება

და ა. შ.) მოუწესრიგებელი,

არაკოორდინირებული,

არაფუნქციონალური ქმედება,

რომელიც დაბადებისთანავე

მოდალური

აქ მოიაზრება, რომ რაღაც

გარკვეული დონის ხარისხითა

და სრულყოფილებით

ხორციელდება. ეს ის აქტივობაა,

რომელსაც ვესწრაფვით და

რომელსაც სიხარული მოაქვს და

Page 18: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

18ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

მიღწევაზეა მიმართული. წარმოიქმნება. ეს არის ”წმინდა

ფუნქციონირება”, კეთება

კეთებისთვის.

მხოლოდ მაშინ გვანიჭებს

ჭეშმარიტ სიამოვნებას, როცა

გარკვეულ, კერძოდ, მაღალ

დონეზე სრულდება.’

მოთხოვნილებების ურთიერთდამოკიდებულება

ცხადია, რომ მოთხოვნილებები არ არიან ერთმანეთისგან სრულიად იზოლირებულნი და მათი

ურთიერთქმედების ანუ ურთიერთგავლენის ხასიათს დიდი თეორიული მნიშვნელობა აქვს.

მარეისთვის მისაღებია მოსაზრება, რომ არსებობს მოთხოვნილებათა იერარქია, რომელშიც გარკვეულ

ტენდენციებს უფრო მაღალი მდგომარეობა უკავიათ, ვიდრე სხვებს. იგი დომინირებულს უწოდებს ისეთ

მოთხოვნილებებს, რომლებიც დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში უფრო ძლიერია და მძლავრობს სხვებზე.

სხვა სიტყვებით, როდესაც ორი ან სამი არათავსებადი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საჭიროება იქმნება,

სწორედ დომინირებული მოთხოვნილება (რომელიც უკავშირდება, მაგალითად, ტკივილს, შიმშილს,

წყურვილს) გახდება ქმედითი, ვინაიდან შეუძლებელია მისი დაკმაყოფილების გადავადება. აუცილებელია

ასეთი მოთხოვნილების მინიმალურად დაკმაყოფილება მანამ, სანამ სხვა მოთხოვნილებები ამოქმედდებიან.

პიროვნების კვლევისას მარეი, როგორც წესი, საუბრობს კონფლიქტზე, რომელშიც ჩართულნი არიან

მოთხოვნილებები. მის შრომებში თითოეული სუბიექტი, ჩვეულებრივ, გარკვეულ მნჳშვნელოვან/ძირითად

სფეროებში კონფლიქტის ინტერსივობის თვალსაზრისით ფასდება, მაგალითად, ავტონომია დამთმობლობის

წინააღმდეგ, მიღწევა სიამოვნების წინააღმდეგ და ა. შ.

გარკვეულ პირობებში, ქცევის ერთიანი ხაზის მეშვეობით მრავალი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა

შესაძლებელი. როდესაც სხვადასხვა მოთხოვნილება ერთსა და იმავე ქცევაში რეალიზირდება, მარეი

მოთხოვნილებათა შერევაზე ლაპარაკობს.

მოთხოვნილებების ურთიერთქმედების კიდევ ერთი ფორმა სუბსიდირების ცნებით აღიწერება.

მასუფსიდირებელია (ანუ ის, რომელიც სუბსიდირებას ახდენს) ის მოთხოვნილება, რომელიც სხვა

მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება. მაგალითად, ინდივიდი შეიძლება აგრესიის მოთხოვნილებას

ავლენდეს, მაგრამ ეს შეძენის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურებოდეს. ყველა შემთხვევაში,

როდესაც ერთი მოთხოვნილების მოქმედება მხოლოდ მეორის დაკმაყოფილების ინსტრუმენტს წარმოადგენს,

მას ამ მეორე მოთხოვნილების მასუფსიდირებელს ვუწოდებთ. სუფსიდირების რგოლებისთვის თვალის

მიდევნება შეიძლება ძალზე ღირებული იყოს ინდივიდის ძირითადი დომინირებული მოტივების

გამოსავლენად (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

ამრიგად, მარეი გამოყოფს მოთხოვნილებათა ურთიერთქმედების ოთხ ტიპს, ესენია:

1) კონფლიქტი;

2) დომინირება;

3) შერევა;

4) სუფსიდირება.

Page 19: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

19ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

ჩვენ ვნახეთ, როგორ წარმოადგენს მარეი ინდივიდის მოტიცაციას, თუმცა ეს პიროვნული მოტივები

მჭიდროდ უკავშირდებიან ინდივიდის მიღმა/გარეთ მიმდინარე მოვლენებს. ამიტომ ახლა განვიხილავთ, თუ

როგორ ხედავს იგი გარემოს ამ მნიშვნელოვან მოვლენებს.

პრესები/ზეწოლა

ისევე, როგორც ცნება ”მოთხოვნილება”ასახავს ადამიანის ქცევის მნიშვნელოვან შინაგან დეტერმინანტებს,

ცნება ”პრესი” (”ზეწოლა”) ქცევის იმ მნიშვნელოვან დეტერმინანტებს ასახავს, რომლებიც გარემოდან

მომდინარეობენ.

მარტივად რომ ვთქვათ, ორესი -- ესაა გარემოს ობიექტის ან ადამიანის მახასიათებელი ან თვისება,

რომელიც ინდივიდს უადვილებს ან ურთულებს დასახული მიზნის მიღწევას (ანუ ხელს უწყობს ან ხელს

უშლის დასახული მიზნის მიღწევაში). პრესები იმ ადამიანებს ან ობიექტებს უკავშირდებიან, რომლებსაც

უშუალო გავლენის მოხდენა შეუძლიათ იმ ძალისხმევაზე, რომელსაც ინდივიდი საკუთარი

მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იღებს (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

”ობიექტის პრესი -- ეს ისაა, რისი გაკეთებაც შეუძლია მას სუბიექტისთვის ან მის გამო; ძალა, რომელიც ასე

თუ ისე სუბიექტის კეთილდღეობაზე მოქმედებს” (Murray, 1938 გვ, 121 ციტირებულია წყაროში Холл К. С.,

Линдсей Г., 1997). გარემოს პრესების ტერმინებით წარმოდგენის შემთხვევაში მკვლევარი ინდივიდის

საარსებო სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილების იდენტიფიცირებასა და კლასიფიცირებას ცდილობს. ცხადია,

გაცილებით უკეთესად შეგვიძლია იმის წარმოდგენა, თუ რას მოიმოქმედებს ინდივიდი, თუ არამარტო მისი

მოტივების ანუ წარმმართველი ტენდენციების შესახებ გვაქვს ინფორმაცია, არამედ მისი საარსებო გარემოს

მისეული ინტერპრეტაციის შესახებაც ვიცით რაიმე. სწორედ ამისათვისაა მოწოდებული პრესის/ზეწოლის

ცნება.

სხვადასხვა მიზნისთვის მარეი პრესების სხვადასხვა ჩამონათვალს გვთავაზობს. პრესების მარეისეული

კლასიფიკაცია წარმოდგენილია ცხრილში N3, რომელშიც მოცემულია ბავშვობაში მომხდარი მნიშვნელოვანი

მოვლენები ანუ ზემოქმედებები.

ცხრილი 3. პრესების/ზეწოლების შემოკლებული ჩამონათვალი. 

N პრესები/ზეწოლები

1 ოჯახის მხრიდან მხარდაჭერის არარსებობა

- კულტურული წინააღმდეგობები

- ოჯახური წინააღმდეგობები

- არამყარი დისციპლინა

- მშობლებთან სეპარაცია/დაშორება

- მშობლის -- დედის, მამის -- არარსებობა

- მშობლის -- დედის, მამის -- ავადმყოფობა

- მშობლის -- დედის, მამის -- სიკვდილი

- არასრულფასოვანი მშობელი -- დედა, მამა

- განსხვავებული მშობელი -- დედა, მამა

- სიღარიბე

- საყოფაცხოვრებო პირობების არქონა

Page 20: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

20ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

2 უბედურების საფრთხე

- ფიზიკური მხარდაჭერის არქონა, სიმაღლე

- წყალი

- მარტოობა, სიბნელე

- ავდარი, ელვა

- ხანძარი

- უბედური შემთხვევა

- ცხოველი

3 არქონა ან დანაკარგი

- კვების

- საკუთარი ნივთების/ქონების

- ურთიერთობის

- მრავალფეროვნების

4 შეკავება, უარები

5 უარყოფა, გულგრილობა, იჭვნეულობა

6 მოქიშპე, კონკურირებადი მოშურნე

7 დედმამიშვილის დაბადება

8 აგრესია

მამრობითი სქესის უფროსი ადამიანის მხრიდან ცუდი მოპყრობა

მდედრობითი სქესის უფროსი ადამიანის მხრიდან ცუდი მოპყრობა

თანატოლების მხრიდან ცუდი მოპყრობა, მომაბეზრებელი თანატოლები

9 დომინირება, იძულება, დაბრკოლებების შექმნა

დისციპლინა

რელიგიური აღზრდა

10 მზრუნველობა, განებივრება

11 მხარდაჭერა, სინაზის მოთხოვნა

12 პატივისცემა, აღიარება

13 აფილაცია, მეგობრობა

14 სექსი

გაშიშვლება

ცდუნება: ჰომოსექსუალური, ჰეტეროსექსუალური

მშობლების სქესობრივი კავშირი

15 ტყუილი ან ღალატი

16 არასრულფასოვნება

- ფიზიკური

- სოციალური

- ინტელექტუალური

Murray, 1938, გვ. 291-292.

კონკრეტული ინდივიდუალური გამოცდილების შემთხვევაში ფიქსირდება არამარტო კონკრეტული

პრესის ყოფნა-არ ყოფნა, არამედ მათი რაოდენობრივი შეფასებაც ხდება იმისდა მიხედვით, თუ რა ძალით

ვლინდება მოცემულ შემთხვევაში, ან რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კონკრეტული ინდივიდის

ცხოვრებაში (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

ამასთან, მარეი განასხვავებს ორი სახის პრესს (სურ. N2).

Page 21: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

Л

ის

ლილი ხეჩუ

ინდივიდ

ისეთი სიტუ

რომელზეც რ

Линдсей Г., 19

დაძაბულ

როგორც

მოქმედებს. მ

მდგომარეობა

რედუქციამდ

განხორციელე

მართალი

შეესატყვისებ

დაძაბულობი

გაზარდოს

გახდის/გააძლ

სქესობრივი ა

უნდა აღ

როდესაც პრო

თავად აქტივო

ერთნაირი იყ

მარეი ეთ

დაკმაყოფილ

სურ. N2. პ

ს, თუ რამდენააღქმისას ანუ

უაშვილი

დის ქცევა ბე

უაციების გამ

რეაგირებს ინ

997).

ლობის რედუქ

უკვე ვნახე

მარეი, ასევე

აში აღმოჩნდ

დე მიჰყავს. ს

ებას, რომლებ

ია, მარეისთვ

ბა არსებულ ვ

ის რედუცირ

დაძაბულობა

ლიერებს სიამ

აქტის წინმსწრ

ინიშნოს, რო

ოცესუალურ

ობის პროცეს

ოს.

თანხმება მოსა

ების მატება

პრესის ტიპები

ბეტა‐ პრე

დ მნიშვნელოვუ ამ ობიექტებ

ინტერპრეტ

ტა პრესებთ

მოვლენა, რ

ნდივიდი და

ქცია

ეთ, მარეის

, აღიარებს,

დება, ხოლო

საბოლოოდ,

ბიც წარსულშ

ვის მისაღებ

ვითარებას. ი

რება და ამით

ა, რომელიც

მოვნებას. სი

რები თამაში.

ომ ასეთი ვი

რ აქტივობასა

სს მოაქვს და

აზრებას, რო

ასა და დაძა

ი მარეის მიხედ

ესები 

ვანია გარემოს ბის ინდივიდისტაციები 

ან უფრო მჭ

ომლებშიც მ

ა ალფა პრეს

მიხედვით,

რომ მოთხო

აღნიშნული

ორგანიზმი

ში დაძაბულო

ბია ასეთი ფ

ინდივიდი არ

თ დაკმაყოფი

ც მომავალშ

ამოვნების მი

.

თარება მხოლ

ა და მოდალ

პროცესის და

მლის თანახმ

აბულობის შ

დვით.

პრ

ობიექტები სეული 

ჭიდროდ არი

მნიშვნელოვა

სს შორის, რ

ინდივიდი

ოვნილების

მოთხოვნილ

დაისწავლის

ობის შემცირ

ფორმულიებ

რამარტო სწავ

ილდეს. ამას

ში რედუცი

იღების მიზნ

ლოდ აფექტ

ლურ მოთხოვ

ასაწყისსა და

მადაც, ადამი

შემცირებას.

ესი 

გარემო

ის დაკავშირ

ანწილად აღ

რომელიც რეა

მოტივთა რ

აქტუალიზაც

ლების დაკმაყ

ს იმ ობიექტე

რებასთან ასოც

ბა, იგი ამტ

ვლობს იმგვა

ს გარდა, ის

ირდება, რა

ნით დაძაბულ

ტური მოთხო

ვნილებებთან

ა შუაში სიამო

იანი მოქმედ

თუმცა, ეს

ოს ობიექტებისისინი ო

ჰენრ

რებული, თუ

ღინიშნება გ

ალურად მო

რთულ სისტ

ციისას ინდი

ყოფილებას ი

ებთან მოპყრ

ცირდებოდა.

კიცებს, რომ

არად მოქმედ

სწავლობს ი

აც კიდევ

ლობის მატებ

ოვნილებების

ნ გვაქვს საქ

ოვნების ინტე

დებს ისე, თით

მხოლოდ მ

ალფა პრესებ

რეალური ასეობიექტური კვლ

რი მარეის პერსო

უმცა, მნიშვნე

განსვლა ბეტ

ოქმედებს (Хо

ტემაზე დაყრ

ივიდი დაძაბ

იგი ამ დაძაბ

რობას და იმ

.

მ ის მთლი

დებას, რომ მო

ისე მოქმედე

უფრო ინტ

ბის კარგი მა

ს შემთხვევაშ

ქმე, მაშინ სი

ენსიურობა, შ

თქოს ითვალ

მოქმედი ინ

ბი 

, ანუ როგორებლევისას 

21ონოლოგია

ელოვანია

ტა პრესს,

олл К. С.,

რდნობით

ბულობის

ბულობის

მ აქტების

იანად არ

ოახდინოს

ებას, რომ

ტენსიურს

აგალითია

ში გვაქვს.

იამოვნება

შესაძლოა,

ლისწინებს

ნდივიდის

ბი არიან 

1

Page 22: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

22ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

განზრახვა ან რწმენა: ქმედება, რომელიც, მისი ვარაუდით, დაძაბულობის შემცირებისკენ და სიამოვნებისკენ

მიდის, ყოველთვის არ აღწევს ამ მიზანს. მეტიც, ადამიანები საერთოდ არ არიან მოტივირებულნი

სიამოვნების მიღებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია სპეციფიკურ დაძაბულობაზე, რომელიც

კონკრეტულ მოთხოვნილებას შეესაბამება. სწორედ ამ დაძაბულობის შემცირებას/რედუქციას ცდილობს

ადამიანი. ამგვარად, სიამოვნება, მეტწილად, მოთხოვნილების მდგომარეობებისა და მათი ქცევითი შედეგების

შედეგია (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

თემა

თემა ქცევის მოლარული და ინტერაქციული ერთეულია. ის მოიცავს აღმძვრელ სიტუაციას (პრესს) და

მოთხოვნილებას. ამგვარად, ის შეესატყვისება მოთხოვნილებებისა და პრესების ურთიერთქმედებას დაქცევის

უფრო გლობალური, ნაკლებად ”ცალმხრივი, ნაწილობრივი” ხედვის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ამ

ცნების მეშვეობით თეორეტიკოსს შეუძლია წარმოიდგინოს სიტუაციები, რომლებიც გარკვეული

მოთხოვნილებების აქტუალიზაციას ახდენენ და, ასევე, ამ მოთხოვნილებების შედეგები ანუ

განხორციელებული ქმედებები.

თემები ვარირებენ სუბიექტ-ობიექტის ურთიერთქმედებების შესახებ მარტივი ფორმულირებებიდან

უფრო ზოგად და მიახლოებით/ფარდობით ხანგრძლივ ტრანზაქციამდე. შესაძლებელია ისეთი

ფორმულირებებიც, რომლებიც მარტივი თემების კომბინაციებს ასახავენ. მარეი მათ სერიალურ თემებს

უწოდებს. თემის, როგორც ანალიზის ერთეულის, შემოტანა ბუნებრივის შედეგია მარეის რწმენისა, რომ

პიროვნებათშორისი ურთიერთობები დიადის ტერმინებით უნდა აღიწეროს. ეს ნიშნავს იმას, რომ

თეორეტიკოსმა უნდა წარმოიდგინოს არამარტო მისთვის საინტერესო სუბიექტი, არამედ ისიც, ვისთანაც

ურთიერთქმედებს ეს სუბიექტი. ორ ადამიანს შორის კონკრეტული სოციალური ურთიერთქმედების

პროგნოზირებისთვის თეორეტიკოსმა თანაბარი ყურადღება უნდა დაუთმოს სუბიექტსაც და ობიექტსაც (Холл

К. С., Линдсей Г., 1997).

მოთხოვნილებითი ინტეგრატი

მართალია, არ არის აუცილებელი, რომ მოთხოვნილებები გარემოს განსაკუთრებულ ობიექტს ”ებმოდეს”,

ხშირად ხდება ისე, რომ ინდივიდი, გამოცდილების შედეგად, კონკრეტული ობიექტების კონკრეტული

მოთხოვნილებებთან ასოცირებას იწყებს. მოთხოვნილებასთან, ასევე, შეიძლება ასოცირდეს

ათვისებული/დასწავლილი რეაქციები, ობიექტთან მიახლოების ან მისგან განრიდების მეთოდები. როდესაც

მოთხოვნილების, ობიექტის ხატის ან მის შესახებ აზრის და ინსტრუმენტალური აქტების ასეთ

ინტეგრაციასთან გვაქვს საქმე, მარეი მოთხოვნილებით ინტეგრატზე საუბრობს.

მოთხოვნილებითი ინტეგრატი -- ეს არის მდგრადი ”თემატური დისპოზიცია” -- გარკვეული ტიპის

ადამიანთან ან ობიექტთან ურთიერთქმედების გარკვეული მეთოდის მოთხოვნილება. მოთხოვნილებითი

ინტეგრატის არსებობის შემთხვევაში მოთხოვნილების აღძვრა, როგორც წესი, ადამიანს უბიძგებს, შესაბამისი

Page 23: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

23ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

გზებით მოიძიოს/მოძებნოს გარემოს ის ობიექტი, რომელიც შეესატყვისება მოთხოვნილებითი ინტეგრატის

ნაწილს (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

ერთიანი თემა

ერთიანი თემა -- ეს მოთხოვნილებებისა და პრესების, არსებითად, ერთიანი პატერნია, რომლებიც

ინფანტილური გამოცდილებიდან მომდინარეობს და ინდივიდის ქცევის დიდ ნაწილს აზრსსა და

თანმიმდევრულობას ანიჭებს. ის, ძირითადად, მოქმედებს, როგორც არაცნობიერი ძალა. ყოველთვის არ არის

შესაძებელი ერთიანი თემის ამოცნობა, თუმცა, შესაძლებელია განვითარების შესახებ მოსაზრებების

ფორმულირება, რომლებიც ნათელს მოჰფენს ინდივიდის ქცევას (მთლიანობაში ან მის დიდ ნაწილს) და

რომელთან გარეშეც შეუძლებელია ქცევის მოწესრიგება. მარეი ადამიანის ერთიან თემას ”მისი უნიკალური

ბუნების გასაღებად” მიიჩნევს და წერს:

ერთიანი თემა -- ეს არის ურთიერთდაკავშირებული (რომლებიც თანამშრომლობენ ან კონფლიქტში არიან

ერთმანეთთან) დომინირებული მოთხოვნილებების გაერთიანება პრესთან, რომლის ზემოქმედების ქვეშაც

იმყოფებოდა ინდივიდი ერთ ან მეტ შემთხვევაში და სიამოვნებას განიცდიდა ან ტრავმატული გამოცდილება ჰქონდა.

თემა პირველად ბავშვურ განცდებს, ან შემდგომ რეაქციულ წარმონაქმნს შეიძლება აღნიშნავდეს. თუმცა, გენეზის

ბუნებისა და თავისებურებებისგან დამოუკიდებლად, ის შემდგომი ცხოვრების მანძილზე მრავალი ფორმით

მეორდება (1938, გვ. 604-605).

რეგნანტული (”გაბატონებული”, დომინანტური) პროცესები

რეგნანტული პროცესი -- ეს არის დომინირებული ფსიქოლოგიური პროცესის ფიზიოლოგიური

თანხლება. პიროვნების მარეისეულ განსაზღვრებაში ისევე, როგორც მოთხოვნილების ცნების განხილვისას,

ვნახეთ, რომ იგი ხაზს უსვამს იმ ფენომენების უკან მდგომი ფიზიოლოგიური და ნევროლოგიური პროცესების

მნიშვნელობას, რომლებიც ფსიქოლოგს აინტერესებს. ყველა ფსიქიკური პროცესის ტვინის ფუნქციონირებაში

ლოკალიზების ან მასთან დაკავშირების განზრახვამ მარეი განსაკუთრებული ცნების წარმოქმნამდე მიიყვანა.

ესაა რეგნანტობა, რომელიც თეორეტიკოსის ყურადღების არეალში ტვინისა და პიროვნების ამ იდენტურობის

შესანარჩულებლადაა მოწოდებული. ამ ცნების განსაზღვრისას მარეი წერს:

შესაძლოა, მოხერხებული იყოს, რომ ტვინში დომინირებული კონფიგურაციების წარმომქმნელი

ურთიერთდაკავშირებული პროცესები განვიხილოთ, როგორც რეგნანტული და შემდეგ გარკვეულ მომენტში

წარმოქმნილი პროცესების ერთიანობას (თავის ტვინის პროცესების უნიტარულ დროებით ფრაგმენტს) რეგნანტობა

ვუწოდოთ... გარკვეული ხარისხით, რეგნანტული მოთხოვნილება ბატონობს ორგანიზმში (1938, გვ, 45).

მარეი, ასევე, გვიხსნის, რომ ყველა ცნობიერი პროცესი რეგნანტულია, მაგრამ ყველა რეგნანტული

პროცესი არ არის ცნობიერი. ამგვარად, ცნობიერება დომინირებული ფსიქიკური პროცესის მხოლოდ ერთ-

ერთო თვისებაა და, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ის შეიძლება იყოს ან არ იყოს (Холл К. С.,

Линдсей Г., 1997).

Page 24: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

24ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

ვექტორული-ფასეულობათა სისტემა

ცნებების ”მოთხოვნილება” და ”პრესი” ერთ-ერთი ნაკლი ისაა, რომ ისინი არასაკმარისად შეესატყვისებიან

ქცევის სიღრმისეულ საფუძვლებს; იმას, თუ რამდენად უკავშირდებიან ეს მოთხოვნილებები სხვა

მოთხოვნილებებსა და პრესებს. მარეი ქცევის დეტერმინანტების უფრო ადეკვატურად წარმოდგენას

ცდილობდა. ის თვლიდა, რომ მოთხოვნილებები ყოველთვის რაიმე ფასეულობასთან დაკავშირებით

მოქმედებენ, ანდა გარკვეული საბოლოო მდგომარეობის წარმოქმნას ვარაუდობენ და ამიტომ ფასეულობა

ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ მოტივაციის ანალიზისას.

თავის სქემაში მარეი გვთავაზობს, რომ ქცევა ვექტორების სახით წარმოვიდგინოთ, რომლებიც ”აქტივობის

ფიზიკური და ფსიქოლოგიური მიმართულებების” ფართო სპექტს ასახავენ. ფასეულობები, რომლებსაც

ემსახურებიან ეს ვექტორები, მთელი რიგი ცნებებითაა წარმოდგენილი. მართალია, მარეის ეს სქემა ბოლომდე

არ აქვს დამუშავებული, მაგრამ იგი ვექტორებისა და ფასეულობების საცდელ ჩამონათვალს გვთავაზობს

(ცხრილი 4).

ცხრილი 4. მარეის მიერ შემოთავაზებული ვექტორებისა და ფასეულობების საცდელი ჩამონათვალი. 

ვექტორები ფასეულობები

უარყოფა

მიღება

შეძენა

კონსტრუირება

შენახვა

გამოხატვა

ტრანსმისია

გამორიცხვა

დესტრუქცია

დაცვა

განრიდება

სხეული (ფიზიკური კეთილდღეობა)

საკუთრება (სასარგებლო ობიექტები, კეთილდღეობა)

ძალაუფლება (გადაწყვეტილებების მიღების ძალა)

აფილაცია (პიროვნებათშორისი მიჯაჭვულობა)

ცოდნა (ფაქტები და თეორიები, მეცნიერება, ისტორია)

ესთეტიური ფორმები (სილამაზე, ხელოვნება)

იდეოლოგია (ფასეულობათა სისტემა, ფილოსოფია, რელიგია)

პრაქტიკაში იგულისხმება, რომ ცხრილ 4-ში წარმოდგენილი ვექტორები და ფასეულობები ქმნიან ნიშანთა

შეუღლების ცხრილს, რომლის თითოეული უჯრა წარმოადგენს ქცევას, რომელიც კონკრეტული ფასეულობის

მომსახურებისთვის განკუთვნილ კონკრეტულ ვექტორს შეესაბამება (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

qjspwofcjt!ejobnjlb

ამრიგად, განვიხილეთ სამუშაო ცნებები, რომლებიც მარეიმ ინდივიდის დისპოზიციების ანუ

მისწრაფებების რეპრეზენტაციისთვის შეიმუშავა. ასევე, გავეცანით ცნებებს, რომლებიც გარემოს

მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავენ. ამგვარად, ახლა შეგვიძლია ინდივიდის წარმოდგენადროის ნებისმიერ

მომენტში, როგორც მოთხოვნილებების და პრესების, ან ვექტორებისა და ფასეულობების, ასევე, პიროვნული

სტრუქტურების, უნარების, მიღწევებისა და გრძნობების ინტეგრატისა/მთლიანობისა. ახლა ისიც ვიცით, რომ

”ორგანიზმის ისტორია თავად ორგანიზმია” და ეს ნათლად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ინდივიდის დროის

ცალკეულ მომენტში წარმოდგენა აშკარად არასაკმარისია. ინდივიდის ლონგიტუდური (განმეორებითი,

Page 25: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

25ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

ხანგრძლივი) გამოკვლევა მარეისთვის უმნიშვნელოვანესი თემაა და ის ბევრს საუბრობს ფსიქიკური

განვითარების შესახებ.

ცვლადები, რომელთაც განვიხილავთ, განვითარების ნებისმიერ მომენტს შეგვიძლია მივუსადაგოთ.

ამასთა, მარეიმ, ფსიქოანალიტურ ხედვასთან შედარებით, უფრო სრულყოფილი წარმოდგენა შეიმუშავა

კომპლექსების შესახებ, რომელიც ბავშვობის განცდების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განცდების ასახვის

შესაძლებლობას იძლევა. მართალია, განვითარების შესახებ მარეის მოსაზრებები ფსიქოანალიტური თეორიის

მძლავრ გავლენას განიცდიან, მას ახალი პარამეტრები შემოაქვს და გამორჩეულად საზიანია ზოგიერთი

მნიშვნელოვანი ცვლადის გაზომვის მეთოდების განხილვისას.

პიროვნების განვითარების განხილვას ბავშვობის კომპლექსებით დავიწყებთ, შემდეგ მოკლედ

მიმოვიხილავთ მარეის მოსაზრებებს რიგი თეორიულ პრობლემების შესახებ, მათ შორის

მემკვიდრეობითობისა და მომწიფების, დასწავლის, განვითარების სოციოკულტურული დეტერმინანტების,

ინდივიდის უნიკალობის, არაცნობიერი ფაქტორების როლისა და სოციალიზაციის პროცესის შესახებ (Холл К.

С., Линдсей Г., 1997).

ბავშვობის კომპლექსები

თუ ვთანხმდებით, რომ ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მომხდარი მოვლენები მოზრდილი ცხოვრების

უკიდურესად მნიშვნელოვანი დეტერმინანტებია, მაშინ დგება ემპირიული გეგმის პრობლემა, ვინაიდან ყველა

ეს მოვლენა მეტყველების განვითარებამდელ პერიოდს განეკუთვნება, შესაბამისად, გაზომვისა და შეფასების

ჩვეულებრივი მეთოდები გამოუსადეგარია და მკვლევარი იძულებულია, დაეყრდნოს ბავშვის გარეგან

ქცევაზე დაკვირვებასა და ბუნდოვან რეკონსტრუქციებს, რომლებსაც ინდივიდი მეტყველების დაუფლების

შემდეგ აგებს. ამ ორ წყაროზე დაყრდნობით მარეიმ გამოყო განცდების რამდენიმე სფერო, რომელიც

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის და, აქედან გამომდინარე, მოზრდილისთვის

(Холл К. С., Линдсей Г., 1997).

მარეის მიხედვით, არსებობს ხუთი უაღრესად სასიამოვნო მდგომარეობა ანუ აქტივობის ფორმა,

რომელთაგან თითოეული წყდება, ფრუსტრირდება ან იზღუდება (განვითარების გარკვეულ ეტაპზე) გარეგანი

ძალების მიერ (ცხრილი 5).

ცხრილი 5. მარეის მიერ გამოყოფილი ხუთი მნიშვნელოვანი აქტივობა ბავშვობაში. 

N მდგომარეობები ანუ აქტივობები

1 დედის მუცელში უსაფრთხო, პასიური და დამოკიდებული არსებობა

(უხეშად წყდება დაბადების მტკივნეული განცდით)

2 უსაფრთხო და დამოკიდებულ სიტუაციაშ დედის მკლავებზე ნებივრობისას დედის მკერდიდან (ან ბოთლიდან)

კარგი საკვების წოვით მიღებული შეგრძნებითი სიამოვნება

(წყდება ძუძუდან მოშორებით)

3 დეფეკაციის თანმხლები სასიამოვნო გრძნობებით გამოწვეული სიხარული

(იზღუდება ტუალეტის მოხმარების წესების სწავლებით)

4 ურინიზაციის თანმხლები სასიამოვნო შეგრძნებები.

Page 26: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

26ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

5 გენიტალური ფრიქციებით გამოწვეული თავბრუსდამხვევი აგზნება

(იკრძალება დასჯის მუქარით)

წყარო: Murray, 2008

ეს ყველაფერი, როგორც ფსიქოანალიტიკოსები მიუთითებენ, ბავშვის წინაშე განსაკუთრებულ

პრობლემებს აყენებს. მარეის წვლილი ამ მიმართულებით ფროისიდეული ორთოდოქსული მოსაზრებების

დამუშავება და დაზუსტებაა.

იმ შემთხვევებში, როდესაც ამ ინფანტილური განცდების გავლენა შემდგომ ქცევაზე აშკარა და

ექსტენსიურია, კომპლექსზე ვსაუბრობთ. ნავარაუდევია, რომ, ფაქტობრივად, ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვა

სიმძიმის ”კომპლექსები” და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ნიშნავს ეს ანომალიას. მარეის

თვალსაზრისით, კომპლექსი ”მუდმივი ინტეგრატია (ცხრილში 5 წარმოდგენილი ერთ-ერთი სასიამოვნო

მდგომარეობიდან მიღებული), რომელიც (არაცნობიერად) განაპირობებს შემდგომი განვითარების

მიმართულებას...” (Murray, 2008).

მარეი ხუთი კომპლექსის განსაზღვრებას და დეტალურ სპეციფიკაციას იძლევა. ეს კომპლექსებია

კლაუსტრალური, ორალური, ანალური, ურეთრალური და კასტრაციული. თითოეული მათგანი ზემოთ

აღნიშნული ერთ-ერთი სასიამოვნო განცდის სფეროში მომხდარი მოვლენების შედეგს წარმოადგენს (Холл К.

С., Линдсей Г., 1997). განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

1. კლაუსტრალური კომპლექსი. ამ დასახელების ქვეში მარეი აერთიანებს ყველა კომპ;ექსს, რომელიც

პრენატალური პერიოდიდან ან დაბადების ტრავმიდან შეიძლება მომდინარეობდეს (Murray, 2008).

გამოცდილების ამ სფეროს იკვლევდნენ ფსიქოანალიტიკოსები, ფროიდისა და რანკის ჩათვლით. მარეიმ ეს

იდეები დააჯგუფა, მოახდინა მათი სისტემატიზავია და შესაბამისი დასახელებაც შემოგვთავაზა. ამ

დასახელებით ის სამი განსაკუთრებული ტიპის კომპლექსს აერთიანებს (Холл К. С., Линдсей Г., 1997): (1)

დაბადებამდელი დომინირებული მდგომარეობის/პირობების აღდგენის სურვილის ირგვლივ წარმოქმნილი

კომპლექსი; (2) მხარდაჭერის არქონისა და უმწეობის გამო შფოთვის ირგვლივ წარმოქმნილი კომპლექსი და (3)

კომპლექსი, რომელიც შფოთვის თანხლებით მოგუდვისა/მოხრჩობისა და წყენის წინააღმდეგ მიემართება

(ანტიკლაუსტრალური ტენდენცია) (Murray, 2008).

ზოგადი სპეციფიკაციის გარდა, მარეი დეტალურად აღწერს იმ სიმპტომებს ანუ კრიტერიუმებს,

რომლითაც შესაძლებელია კლაუსტრალური კომპლექსის თითოეული ტიპის იდენტიფიცირება.

მარტივი კლაუსტრალური კომპლექსი, როგორც ჩანს, წარმოიქმნება დაბადებამდე არსებული

მდგომარეობის ხელახლა განცდის არაცნობიერი სურვილისგან. აქ საქმე გვაქვს გარკვეული ტიპის ობიექტთან

ასოცირებული მოთხოვნილებებისა და მოქმდებების ერთიანობასთან. ეს კომპლექსი ხასიათდება კლაუსტრის

(დედის საშვილოსნოს მსგავსად შემოფარგლული სივრცეების)3, დედის მსგავსად მზრუნველი ობიექტების,

                                                            3 ”As illustrations of such objects or dream images the following may be mentioned : a crib, under the sheets, under the bed, a barrel, a box, a safe, a closet, a room of one's own, a sound‐proof den, a home off the beaten track, a monastery, a castle, a citadel, a cathedral, a hut, a cave, a hogan, a secret hiding place, a tunnel into a mountain, a mesa, a mine, a tomb, a boat with a cabin, a barge, a stage 

coach, a limousine. One might also include islands, enclosed valleys, and certain versions of paradise.” (Murray, 2008, გვ. 363). 

Page 27: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

27ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

4სიკვდილის, ნირვანას, წარსულის კატექსისით, ცვლილებებისადმი წინააღდეგობის გაწევით, პასიურობის

მოთხოვნილებებით, ზიანისთვის თავის არიდებით, განმარტოებითა და მხარდაჭერით (Murray, 2008).

ამგვარად, იხატება პასიური, დამოკიდებული ადამიანის სურათი, რომელიც წარსულზეა ორიენტირებული

და, საერთო ჯამში, ეწინააღმდეგება სიახლეებსა და ცვლილებებს (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

მხარდაჭერის არქონის შიშის კომპლექსი გაშლილი სივრცეების, ვარდნების, დახრჩობის საფრთხის,

მიწისძვრის, ხანძრისა და ოჯახური მხარდაჭერის არქონის შესაძლებლობის წინაშე შიშით ვლინდება (Murray,

2008).

გამოსვლის კომპლექსი შეესატყვისება გაქცევას ანუ განცალკევებას და ღია სივრცეებისა და სუფთა

ჰაერისკატექსისის სახით, მოძრაობისა და მოგზაურობის მოთხოვნილებით, ცვლილებებისკენ სწრაფვით,

კლაუსტროფილიითა და ავტონომიის ძლიერი მოთხოვნილებით ვლინდება (Murray, 2008). ამგვარად,

ინდივიდი, რომელსაც აღენიშნება ეს კომპლექსი, ბევრად განსხვავდება მარტივი კლაუსტრალური

კომპლექსის მქონე ინდივიდისგან (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

2. ორალური კომპლექსები კვებასთან დაკავშირებული ადრეული განცდების დერივატს წარმოადგენენ

(Холл К. С., Линдсей Г., 1997). მარეი წერს, რომ ანალიტიკოსები პირის ღრუსთან დაკავშირებულ ყველა

კომპლექსს (იქნება ეს კბეჩა, ღეჭვა, გადაფურთხება, გულის რევა, სუნთქვა, გემო, საკვების პრიორიტეტები და

მეტყველების ფენომენი) ერთ ჯგუფში აერთიანებენ და მათ ორალურ ეროტიზმს უწოდებენ, თუმცა მარეი

ეჭვქვეშ აყენებს ამ ტერმინის მართებულობას, ვინაიდან იმ პერიოდისთვის არ არსებობდა ჩველებზე

დაკვირვებით მიღებული საკმაო რაოდენობით ემპირიული მასალა. ამიტომ მარეი მხოლოდ სამ კომპლექსზე

საუბრობს (Murray, 2008). თითოეული ამ კომპლექსთაგანი პირს უკავშირდება, მაგრამ განსხვავებული ტიპის

აქტივობას გულისხმობს (Холл К. С., Линдсей Г., 1997): (1) პასიურობასთან და მხარდაჭერასთან ასოცირებული

პირი ანუ მხარდაჭერის ორალური კომპლექსი, (2) აგრესიასთან ასოცირებული პირი ანუ აგრესიის ორალური

კომპლექსი და (3) უარყოფასთან ასოცირებული პირი ანუ უარყოფის ორალური კომპლექსი (Murray, 2008;

Холл К. С., Линдсей Г., 1997).

მხარდაჭერის ორალური კომპლექსი პასიურ და დამოკიდებულების ტენდენციებთან კომბინირებულ

ორალურ აქტივობას მოიცავს. ამ კომპლექსის არსებობა ორალური ავტომატიზმების გამოვლინებებით

შეიძლება დადგინდეს, მაგალითად, წოვის; ორალური ობიექტების კატექსისის (როგორიცაა, დვრილი,

მკერდი, ცერა თითი), კომპულსიური ჭამა და სმა; პასიურობისა და მხარდაჭერის მოთხოვნილებით;

მზრუნველი ობიექტების კატექსისით; აგრესიული მოთხოვნილებების დათრგუნვით.

აგრესიის ორალური კომპლექსი მოიაზრებს ორალური აქტივობისა და აგრესიის კომბინაციას და ისეთი

ორალური ავტომატიზმებით ვლინდება, როგორიცაა კბენა; მყარი ორალური ობიექტების კატექსირება

(ხორცი, ძვლები); ძლიერი აგრესიული მოთხოვილებები; ძალაუფლების მქონე ფიგურებისადმი

ამბივალენტური დამოკიდებულება; ორალური აგრესიის პროეცირება (სამყარო მკბენარი აგრესიული

                                                            4 Institutions may act as protecting claustra ( particularly for the extravert) : school, college (alma mater), lodge, church (mother church), 

hospital, almshouse, asylum, etc. (Murray, 2008, გვ. 363)

Page 28: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

28ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

ობიექტებით სავსედ აღიქმება); ზიანისგან გაქცევის მოთხოვნილება; მკბენარი ობიექტების შიში; ენის

მოკიდება (”ენაბლუობა”).

უარყოფის ორალური კომპლექსი მოიცავს გადმოფურთხებას და ორალური აქტივობისადმი და ორალური

ობიექტებისადმი ზიზღს. უფრო სპეციფიკურად მისი გამოვლენა შესაძლებელია გარკვეული საკვების

ნეგატიური კატექსისის სახით, საკვების ნაკლები მოთხოვნილებით, ორალური ინფიცირებისა და დაზიანების

შიშით, გულისრევის შეგრძნებებით, განმარტოებისა და ავტონომიის მოთხოვნილებით, მზრუნველი

ობიექტებისადმი სიყვარულის არარსებობით (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

3. ანალური კომპლექსი. ფსიქოანალიტიკოსებმა უკვე აჩვენეს, რომ ადრეული ბავშვობის პერიოდში

გარკვეული ზოგადი დამოკიდებულებების დეფეკაციის აქტივობისადმი ასოციაცია, შესაძლოა,

მნიშვნელოვანი იყოს პიროვნების შემდგომი განვითარებისთვის (Murray, 2008). ანალური კომპლექსი

დეფეკაციის აქტთან და ამ ფუნქციის კონტროლის სწავლებასთან დაკავშირებული მოვლენების დერივატია.

მარეი, ფროიდისა და აბრაჰამის მსგავსად, აქ ორი გამორჩეული კომპლექსის იდენტიფიცირების

შესაძლებლობას ხედავს (Холл К. С., Линдсей Г., 1997): (1) ერთი, რომელიც გამოყოფის ტენდენციას

უკავშირდება, ხოლო (2) მეორე, რომელიც შეკავების ტენდენციასთან არის კავშირში.

გამოყოფის ანალური კომპლექსისთვის დამახასიათებელია დეფეკაციის პროცესით მოჭარბებულად

დაკავებულობა და ფეკალიების კატექსისი, შემდგომში კი აგრესიის მოთხოვნილება. ზოგ შემთხვევაში

მოიცავს უწესრიგობისკენ და ჭუჭყისკენ მიდრეკილებას; დაბადების ანალური თეორიას, ავტონომიის

მოთხოვნილებასა და ანალურ სექსუალობას (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

შეკავების ანალური კომპლექსის საფუძველს დეფეკაციისა და ფეკალიების იგივე კატექსისი ქმნის, რაც

ანალურ უარყოფას ახასიათებს, თუმცა მისი გამოხატულება სრულიად საპირისპირო ხასიათს ატარებს

(Murray, 2008). საფუძვლად მდებარე კატექსისები დაფარულია თვალსაჩინო ზიზღით, სირცხვილითა და

დეფეკაციაზე ნეგატიური რეაქციებით. ეს კომპლექსიც, გამოყოფის ანალური კომპლექსის მსგავსად,

ასოცირდება დაბადების ანალური თეორიასთან, ანალურ სექსუალობასთან და ავტონომიის

მოთხოვნილებასთან, თუმცა ამ შემთხვევაში ავტონომია შთაგონებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში უფრო

ვლინდება, ვიდრე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ძიებაში. ცხადია, ამ კომპლექსის შემთხვევაში,

სახეზე გვაქვს ფროიდისეული ცნობილი ტრიადა -- ”მომჭირნეობა, სისუფთავე და სიჯიუტე” (Холл К. С.,

Линдсей Г., 1997).

4. ურეთრალური კომპლექსი. თავდაპირველად მარეი ამ კომპლექსს (Murray, 2008) ნაკლებად

მნიშვნელოვნად მიიჩნევდა. ის მიუთითებდა, რომ ამ კომპლექსში შეიძლება გაერთიანდეს საწოლში

ჩასველენა, ურეთრალური დაბინძურება და ურეთრალური ეროტიზმი (Murray, 2008; Холл К. С., Линдсей Г.,

1997). შემდგომმა კვლევებმა დაარწმუნეს ის, რომ ბევრი ადამიანისტვის ეს სფერო უკიდურესად

მნიშვნელოვანია. ამიტომ მას დეტალურად აღწერა ეს კომპლექსი და მისი გაზომვის საშუალებებიც

შემოგვთავაზა (თუმცა ეს მასალები არ არის გამოქვეყნებული). მარეიმ ამ სინდრომის დასახელებაც

Page 29: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

29ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

შემოგვთავაზა: იკარის კომპლექსი.5 ამერიკელი იკარის დეტალური ისტორია მარეიმ 1955 წელს გამოაქვეყნა.

ის, ასევე, მიუთითებდა, რომ იკარისებრი ინდივიდი, ჩვეულებრივ, ისეთ თვისებებს ავლენს, როგორიცაა

ცეცხლის კატექსისი, ენურეზი წარსულსა და აწმყოში, უკვდავებისკენ სწრაფვა, ძლიერი ნარცისიზმი და

მაღალი ამბიციები, რომლებიც ქრება წარუმატებლობის დროს (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

5. გენიტალური ანუ კასტრაციული კომპლექსი. პირველ ნაშრომებში მარეი ამ კომპლექსსაც ნაკლებ

ყურადღებას უთმობდა, ვიდრე პირველ სამ კომპლექსს და მიაჩნდა, რომ მას გაცილებით ნაკლები ყურადღება

უნდა დაეთმოს, ვიდრე ამას ფსიქოანალიზი აკეთებდა (Холл К. С., Линдсей Г., 1997). მარეი წერს (Murray,

2008), რომ გენიტალიებთან ასოცირებული არსებული მნიშვნელოვანი კომპლექსი არსებობს, რომელთაგან

ზოგიერთი სექსუალურ დრაივთან მიმართებაში განიხილება, მაგრამ ის მხოლოდ კასტრაციის კომპლექსზე

საუბრობს, რომელიც, მრავალი ფროიდიანელი ანალიტიკოსის აზრით, ყველა პათოლოგიური შფოთვის

ბირთვს წარმოადგენს. მარეი თვლის, რომ ეს დებულება, ზოგადად, არ არის მართებული. მას მიაჩნია, რომ იმ

შემთხვევებში, როდესაც შესაძლებელია ამ წყაროდან მომდინარე შფოთვის გამოვლინების საწყისების მოძიება,

აღმოჩნდება, რომ ინდივიდს ბავშვობაში წინადაცვეთის გამოცდილება აქვს (Murray, 2008).

მარეის მიაჩნია, რომ ტერმინი ”კასტრაციის კომპლექსი” უნდა შეიზღუდოს მის პირდაპირ, სიტყვა-

სიტყვით მნიშვნელობამდე: პენისის მოკვეთასთის შესაძლებლობასთან დაკავშირებით აღძრული შფოთვა. ეს

კომპლექსი საკმაოდ ხშირად გვხვდება, თუმცა მარეის შეუძლებლად მიაჩნია, რომ სწორედ ის ჩაითვალოს

ყველანაირი ნევტორული შფოთვის წყაროდ. ის, ჩვეულებისამებრ, ინფანტილურ მასტურბაციასთან

დაკავშირებული ფანტაზიის შედეგად წარმოიქმნება (Murray, 2008; Холл К. С., Линдсей Г., 1997).

ნებისმიერი ამ კომპლექსთაგანი ადამიანის ცხოვრების მანძილზე შეიძლება არსებობდეს ხასიათის

ნიშნების ანუ ქცევის დამახასიათებელი ფორმების სახით (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

გენეტიკური დეტერმინანტები და მომწიფების ფაქტორები

საკუთარი მოსაზრებების შედარებით გვიანდები აღწერისას (Murray, 1968b ციტირებულია წყაროში Холл

К. С., Линдсей Г., 1997) მარეი პიროვნების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ანიჭებს გენეტიკურ და

მიმწიფების ფაქტორებს. იგი თვლის, რომ მომწიფების ინდივიდუალური ცხოვრების ეპოქების

თანმიმდევრობის პროგრამირებაზე გენეტიკურად განპირობებული პროცესები არიან პასუხისმგებელნი.

პირველი ეპოქის განმავლობაში, რომელიც მოიცავს ბავშვობას, სიყრმესა და სიჭაბუკეს, ახალი

სტრუქტურული კომპოზიციები წარმოიქნებიან და მრავლდებიან. შუახნის წლები უკვე არსებული

სტრუქტურებისა და ფუნქციების კონსერვანტული რეკომპოზიციებით ხასიათდებიან. ბოლო პერიოდის --

სიბერე -- ახალი კომპოზიციების ფორმიებისა და რეკომპოზიციის უნარების შემცირებით და არსებული

ფორმებისა და ფუნქციების თანდათანობითი ატროფიით ხასიათდება. ყოველი პერიოდის ფარგლებში

                                                            5 მითოლოგიური პერსონაჟი, რომელიც მამის რჩევის მიუხედავად, ძალიან ახლოს მიფრინდა მზესთან, რის შედეგადაც

მისი ხელოვნური ფრთები დადნა და ის დაიღუპა (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

Page 30: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 ა

Х

(

ლილი ხეჩუ

არსებობს მოვ

მოვლენები მო

მარეი გა

ანაბოლიზმი

მესამე პერიო

ვინაიდან ”ის

სტრუქტურებ

მოქმედი თვი

Холл К. С., Л

კრეატულობა

მიდგომას (Хо

დასწავლა

დასწავლა

სიამოვნებისა

მიიჩნევს. მის

უსიამოვნებას

ამ ჰედონ

სურ. N3).

სურ. N3. ჰედო

წმოგო

უაშვილი

ვლენების უა

ომწიფების გე

ანვითარების

სჭარბობდ კ

ოდში კატაბო

თანხმობაშჳ

ბის ტერმინებ

ისებების, ანუ

Линдсей Г.,

ა, თვითაქტუ

олл К. С., Лин

აზე საუბრის

ა (ჰედონისტუ

სთვის დასწა

ს.

ნისტური და

ნისტური და ა

 

რეტროსპექტუ

არსული განცდონებები‐სასიხა

მტკივნეულ

 

პიროვნელოკალიზე

ამრავი ”მცირ

ენეტიკურად

ს ამ თავის

კატაბოლიზმ

ოლიზმი აღემ

მოდის რეალ

ბით კი არ შ

უ პროცესის, დ

1997). ამასთ

უალუზაცია,

ндсей Г., 1997

სას შეუძლებე

ური) და უსი

ვლა იმის აღ

ა ანჰედონისტ

ანჰედონისტურ

ული 

დების არულო ან ლი 

ბაში ებული 

რე” პროგრამ

დ განპირობებ

სებურებებს

მს. მეორეში ე

მატება მეტაბ

ლობის კონცეფ

შეიძლება გამ

დროისა და ენ

თან, ეს მოდე

რომლებიც

7).

ელია გენეტიკ

იამოვნების (ა

ღმოჩენაში მდ

ტური გენერ

რი გენერატორ

გენერატ

სპექ

მიმდგამოც

გარლოკალ

ა, რომლებიც

ული პროცეს

მეტაბოლურ

ერ ორი პრო

ბოლიზმს. მა

ფციასთან, რო

მოიხატოს, არ

ნერგიის ტერ

ელი შესაძლ

ყურადღები

კური ფაქტო

ანჰედონისტუ

დგომარეობს,

რატორების კლ

რების კლასიფი

ტორები 

ქტული 

დინარე ცდილება 

რემოში ლიზებული 

ც ქცევასა და

სების შესატყვ

რ პროცესებს

ოცესი დაახლ

არეისთვის მ

ომელიც მატე

რამედ -- მატ

რმინებით” (19

ლებლობას გვ

ის მიღმა რ

ორების იგნორ

ური) ცენტრე

რა ბადებს ი

ლასიფიკაცი

იკაცია მარეის

პიროტრლო

პრ

სიაუსიამ

ჰენრ

ა განცდებს უ

ვისად მიმდი

ს მიაწერს.

ლოებით თანა

მისაღებია მე

ერიის, როგო

ტერიის ურთი

968b, გვ, 9, ცი

ვაძლევს, გან

რჩება წმინდ

რირება -- მარ

ების არსებობ

ინდივიდში

ის რამდენიმ

მიხედვით. 

ოვნებათშორისრანზაქციებში ოკალიზებული

 

როსპექტული 

მომავალი ამოვნებების ანმოვნებებისანტ

იპაცია 

 

რი მარეის პერსო

უკავშირდები

ინარეობენ.

პირველ პ

აბრად მიმდი

ტაბოლური

ორც ასეთის, ს

იერთდამოკი

იტირებულია

ნვიხილოთ პ

დად ფსიქოან

რეი მათ თავი

ბაზე პასუხის

სიამოვნებას

მე მეთოდი

ს 

ი 

ნ ტიც

30ონოლოგია

იან და ეს

პერიოდში

ინარეობს.

მოდელი,

სივრცითი

იდებული

ა წყაროში

როგრესი,

ნალიტურ

ის ტვინში

სმგებლად

და რა --

არსებობს

0

Page 31: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

31ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

ამასთან, მარეი ამ გენერატორებს ქვეჯგუფებადაც ყოფს, მაგალითად, პიროვნებაში გენერატორები

შეიძლება ლოკალიზებული იყოს სხეულში, ტვინის გარკვეულ ემოციურ ცენტრში, გარკვეული ტიპის

ფსიქიკურ პროცესში, ან ”სინდისის ხმაში” (Холл К. С., Линдсей Г., 1997). მარეისთვის არც თუ ისე მისაღებია

მოსაზრება იმის შესახებ, რომ პიროვნების განვითარებაში მთავარ როლს უნარ-ჩვევა ასრულებს. მისთვის

ინდივიდი არ არის უნარ-ჩვევენის ერთიანობა. მისთვის ინდივიდი მუდმივად ეძებს თვითგამოხატვის ახალ-

ახალ გზებს, სტიმულაციის ახალი ფორმებისკენ ისრაფვის, რისკავს, ახალი მიღწევებისკენ მიისწრაფვის და

სულიერი ინსაიტების საფუძველზე ცვლილებების განხორციელების უნარი შესწევს (1968b, გვ, 12,

ციტირებულია წყაროში Холл К. С., Линдсей Г., 1997).

სოციოკულტურული დეტერმინანტები

ბევრი სხვა თეორეტიკოსისგან განსხვავებით, რომელთაც უჭირთ ფსიქოანალიტური თეორიიდან

გადახვევა, მარეი ძალზე გააზრებულად მიაწერდა გარემოს ფაქტორებს წარმყვან როლს. ჩვენ ვნახეთ, რომ მან,

მოტივაციის უმრავლესი მკვლევრებისგან განსხვავებით, ინდივიდის გარემოცვის აღსაწერად კარგად

დამუშავებულ ცნებათა (პრესების) სისტემა შექმნა. ამაში ის, ნაწილობრივ, დარვინს დაეყრდნო, რომლის

თანახმადაც ევოლუციური ერთეული ინდივიდია და არა -- ჯგუფი. უფრო მეტად შეგუებულის გადარჩენა

ჯგუფში კონკურენციას გულისხმობს. შესაბამისად, მარეი წერდა, რომ ჯგუფური ევოლუციის ეს თეორია მას

იმის გაგებაში ეხმარებოდა, თუ რატომ იყო ადამიანი სოციალური არსება და ეს სოციალური არსება რატომ

იყო ერთდროულად ასეთი ჰუმანურიცა და სასტიკიც (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

გარდა ამისა, მარეი ხშირად უბრუნდება დებულებას, რომ შეუძლებელია განვითარების გზის

ადეკვატურად გაგება, თუ სრულად არ განვიხილავთ იმ სოციალურ პირობებს, რომელშიც მიმდინარეობს ეს

განვითარება. შესაბამისად, მისი ცნებები ”მოვლენა” და ”თემა” ინტერაქციონისტულ მტკიცებულებებს

მოაზრებენ; მოიაზრებენ იმის რწმენას, რომ ქცევის სრულად გაგება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი,

როდესაც ადეკვატურად წარმოვიდგენთ როგორც სუბიექტს, ისე -- ობიექტს. ამ მსჯელობებიდან

გამომდინარეობს, რომ მარეისთვის მისაღებია და ხაზგასმულია ქცევისადმი ”საველე” მიდგომის მნიშვნელობა

(Холл К. С., Линдсей Г., 1997).

უნიკალობა

ანალიზის ზოგადი კატეგორიებისადმი ინტერესისდა მიუხედავად, მარეისთვის ყოველთვის

თავისთავადად არსებული იყო თითოეული ადამიანის (და თითოეული ქცევითი მოვლენისაც კი)

უნიკალურობა. ნატურალისტური დაკვირვების პრინციპებისადმი მისი პატივისცემა, ასევე, ლიტერატორის

ნიჭი, მას საშუალებას აძლევდნენ, რომგაეგო და ზედმიწევნით ზუსტად გადმოეცა თითოეული ადამიანისა თჲ

მოვლენის განუმეორებლობა და მოუხელთებელი სირთულე (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

არაცნობიერი პროცესები

Page 32: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

32ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

აკადემიურ ფსიქოლოგთა შორი მარეი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გაიგო ქცევის მუხანათი და

ყველგანმწვდომი არაცნობიერი დეტერმინანტების როლი. როგორც ვნახეთ, მარეიმ თავის უმთავრეს

თეორიულ ნაშრომში ”პიროვნების კვლევა” (1938) აღნიშნა, რომ არა ყველა რეგნანტულ პროცესს აქვს

ცნობიერი კორელატი და, ბუნებრივია, რომ ის პროცესები, რომლებსაც არ აქვთ ასეთი კორელატები, ისე

ახდენენ ადამიანის ქცევის დეტერმინაციას, რომ მან არაფერი იცის ამიშ შესახებ. საქმე არა მხოლოდ მარტო

ისაა, რომ ინდივიდმა არაფერი იცის გარკვეული ტენდენციების შესახებ, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია,

ზოგიერთი მათგანი აქტიურად არის დაცული და გამიჯნული ცნობიერებისგან. ამგვარად, მარეი არა მხოლოდ

ქცევის არაცნობიერი დეტერმინანტების როლს აღიარებს, არამედ ფროიდის მიერ გამოყოფილი განდევნისა და

წინააღმდეგობის მექანიზმების მოქმედებასაც (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

სოციალიზაციის პროცესი

მარეი თვლიდან, რომ ადამიანის პიროვნება თავისებური ინდივიდის საკუთარ იმპულსებსა და სხვა

ადამიანების მოთხოვნების, ინტერესებს შორის კომპრომისი. სხვების მოთხოვნები კოლექტიური სახით

წარმოდგენილია ინსტიტუტებისა და კულტურული პატერნების სახით, რომელთაც ექვემდებარება

ინდივიდი, ხოლო პროცესი, რომლის მეშვეობითაც საკუთარი იმპულსები თანხმდება ამ ძალებთან,

სოციალიზაციის სახელით აღინიშნება. ინდივიდსა და მიღებულ სოციალურ პატერნებს შორის წარმოქმნილი

კონფლიქტები იმის დახმარებით გვარდება, რომ ინდივიდი ასე თუ ისე ექვემდებარება ჯგუფურ პატერნებს.

მხოლოდ ხანდახან (და ეს განსაკუთრებულ ინდივიდებს ეხებათ) ახერხებენ ადამიანები კონფლიქტის

შესასუსტებლად კულტურულ პატერნებში ცვლილების შეტანას. შემთხვევათა უმრავლესობაში სწორედ

პიროვნებაა უფრო დამყოლი და კონფლიქტი, როგორც წესი, ადამიანში მომხდარი ცვლილების მეშვეობით

ხდება (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

სოციალიზაციის მნიშვნელოვანი ელენებია ადეკვატური სუპერეგოს განვითარება. ჩვენ ვნახეთ, რომ იმ

ავტორიტარული ადამიანების გარკვეული ასპექტების ინტერნალიზაციით, რომლებთანაც ურთიერთქმედებს

ინდივიდი, ის იმუშავებს შინაგან სტრუქტურას, რომელიც ამ ემსახურება, ამ ავტორიტარული ადამიანების

აზრით, კულტურული პატერნების შესატყვისი ან შეუსატყვისი ქცევის წახალისებასა და დასჯას. მარეი

ვარაუდობს, რომ მშობლები, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორიტარული ფიგურები, სოციალიზაციის

პროცესის მთავარი აგენტები არიან. მშობლებისგან სასურველ ქცევაზე მიღებული წახალისებისა და

არასასურველ ქცევაზე მიღებული სასჯელის ეფექტურობა ბევრად განაპირობებს სოციალიზაციის

წარმატებულობას. მშობლების მასოციალიზირებელი როლის მნიშვნელოვანი მდგენელია ბავშვთან

ურთიერთმიჯაჭვულობის ურთიერთობების ფორმირება, როდესაც ბავშვის ქცევის კონტროლი

მარტივი/უბრალო მოწოდებით ან დაწუნებით ხდება.

სოციალიზაციას უარყოფითი მახასიათებლებიც აქვს. შესაძლოა, ინდივიდი ზესოციალიზირებული იყოს,

თუმცა მთელი საზოგადოება შეიძლება განიცდიდეს ისეთი სოციალური პროცესების ზემოქმედებას,

რომლებიც ადუნებენ ადამიანს და ამით ხელს უშლიან პროდუქტულ ცხოვრებას. მარეი თვლის, რომ

Page 33: if osj!nbsfjt! qfstpopmph · ი ტესტები ... ისტორიების შესწავლა და ფსიქოლოგიური პროცესების

 

33ლილი ხეჩუაშვილი ჰენრი მარეის პერსონოლოგია

ადამიანი, თავის საფუძველში, ცხოველია და რამდენადაც საზოგადოება აფრქვევს/ავლენს ამ ფუნდამენტულ

ბიოლოგიურ ბუნებას, იმდენად შეუძლია მას იმ სპონტანურობისა და ენერგიის დანგრევა, რომელიც

ახასიათებს ადამიანის წინსვლის ყველაზე მნიშვნელოვან პროცესს (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

Tfkbnfcb!

ამრიგად, მარეი თავის თეორიულ წარმოდგენებს მუდმივად ცვლიდა და მათ მოდიფიცირებას ახდენდა.

მიუხედავად ამ ცვლილებებისა, თეორიის ზოგიერთი ელემენტი მაინც სტაბილური რჩებოდა. მას არასოდეს

აინტერესებდა მოტივაციისადმი ინტერესი და არასოდეს უთქვამს უარი აღწერით მიდგომასა და

ტაქსონომიაზე. ასევე, მის თეორიაში ყოველთვის ხაზგასმული იყო მოტივაციის არაცნობიერი წყაროების

მნიშვნელობა და მკაფიოდ იყო გამოხატული ფსიქიკური პროცესებისა და ტვინის პროცესების კავშირი.

მარეის მოსაზრებები არა მარტო მისი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა სასარგებლო, არამედ სხვა

მკვლევრებისთვის და კლინიცისტებისთვის, რომლებსაც პიროვნების ფსიქოლოგიის პრობლემები

აინტერესებთ. ფართო გამოყენება ჰპოვა მისმა მოსაზრებებმა მოთხოვნილებისა და პრესის თაობაზე,

განსაკუთრებით იმ კლინიცისტებისა და მკვლევრებისთვის, ვინც თემატური აპერცეპციის ტესტს იყენებენ. იმ

თეორეტიკოსთაგან, ვინც ადამიანის ქცევის კლასიფიცირების მცდელობა განახორცილა, ცოტა თუ იყო მათ

შორის ისეთი, რომლებმაც ამა თუ იმ ხარისხით არ გამოიყენეს მარეის მიერ შემოთავაზებული

კლასიფიკაციები.

მან, ასევე, დიდი გავლენა მოახდინა პიროვნების შეფასების თანამედროვე მეთოდებსა და პროცედურებზე.

თანამედროვე შრომებში მის ნაშრომებს აქვთ როგორ მეთოდური, ისე -- შინაარსობრივი მნიშვნელობა.

მარეის პიროვნული წვლილის გარდა, არა ნაკლებ მნიშვნელოვანი იყომისი უნარი, დაეინტერესებინა,

აეღელვებინა და შთაგონების წყარო ყოფილიყო თავისი მოსწავლეებისა და კოლეგებისთვის. მის მიერ

მოსწავლეებისთვის გადაცემულმა ენთუზიაზმმა და დარწმუნებულობამ, უეჭველად, მნიშვნელოვანი გავლენა

მოახდინა პიროვნების ფსიქოლოგიის განვითარებაში მათ როლზე (Холл К. С., Линдсей Г., 1997).

გამოყენებული ლიტერატურა

Elms, A. C. (1994). Uncovering Lives. New York, Oxford: Oxford University Press. 

Murray, H. (2008). Explorations in Personality. Oxford: University Press. 

Runyan, W. M. (2008). NEW DICTIONARY OF SCIENTIFIC BIOGRAPHY. Cambridge: Sage. 

Холл К. С., Линдсей Г. (1997). Теории личности. . Москва: «КСП+».