23
პირადი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის უფროსი მასწავლებელი III კლასის დამრიგებელი ქ. მიქელაძე. სტრუქტურა 1.საკვლევი მასალის განსაზღვრა და აქტუალობა.------------------------------გვ2 2. კვლევის მიზანი------------------------------------------------------------------გვ3 3.საკვლევი საკითხები.-------------------------------------------------------------გვ3 4.ლიტერატურის ანალიზი---------------------------------------------------------გვ3 5.მონაცემთა შეგროვების მეთოდები.---------------------------------------------გვ6 6.მონაცემთა ანალიზი.--------------------------------------------------------------გვ6 7.ინტერვენციები.--------------------------------------------------------------------გვ7 8.მდგომარეობა ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში.-------------------გვ8 9. კონსულტაციები სხვა სპეციალისტებთან.-------------------------------------გვ11 10. რეკომენდაციები.------------------------------------------------------------- ---გვ12 11.რეფლექსია.------------------------------------------------------------------------გვ13 12.ლიტერატურა---------------------------------------------------------------------გვ15 13.დანართი #1------------------------------------------------------------------------გვ15 1

III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

პირადი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი

დახმარება

წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის

უფროსი მასწავლებელი

III კლასის დამრიგებელი ქ. მიქელაძე.

სტრუქტურა

1.საკვლევი მასალის განსაზღვრა და აქტუალობა.------------------------------გვ2

2. კვლევის მიზანი------------------------------------------------------------------გვ3

3.საკვლევი საკითხები.-------------------------------------------------------------გვ3

4.ლიტერატურის ანალიზი---------------------------------------------------------გვ3

5.მონაცემთა შეგროვების მეთოდები.---------------------------------------------გვ6

6.მონაცემთა ანალიზი.--------------------------------------------------------------გვ6

7.ინტერვენციები.--------------------------------------------------------------------გვ7

8.მდგომარეობა ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში.-------------------გვ8

9. კონსულტაციები სხვა სპეციალისტებთან.-------------------------------------გვ11

10. რეკომენდაციები.------------------------------------------------------------- ---გვ12

11.რეფლექსია.------------------------------------------------------------------------გვ13

12.ლიტერატურა---------------------------------------------------------------------გვ15

13.დანართი #1------------------------------------------------------------------------გვ15

1

Page 2: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება.

1.საკვლევი საკითხის განსაზღვრა და აქტუალობა.

პირად პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვებით გამოვლენილი საჭიროებიდან პრიორიტეტად

მივიჩნიე ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვისადმი დახმარება. არჩევანი განაპირობა

შემდეგმა გარემოებებმა:

ა) მოსწავლე ახასიათებდა უყურადღებობა საკუთარ ქცევასა და ფიქრებს ვერ უწევდა

კონტროლს კონცენტრაციას ვერ ახდენდა დეტალებზე, უჭირს მოსმენა ადვილად ეფანტება

ყურადღება. ამის გამო მუდამ შეწუხებული და შეშინებულია.

ამ პერიოდში გავეცანი ინფორმაციას იმის თაობაზე ,რომ საერთაშორისო კვლევების

მიხედვით მენტალური მზაობა ძალიან ახლოსაა ,,ყურადღებიანობის“ ცნებასთან ,როგორც მას

ფსიქოლოგები უწოდებენ. ყურადღების პოპულარიზაცია მოახდინა ელენ ლენგერმა თავის

ნაშრომებში(ლენგერი 1989; ლენგერი და როდინი,1976;ლენგერი და უაინმანი1981)

ლენგერი ხსნის ,რომ ყურადღებიანობა გულისხმობს სიტუაციაში გარკვევის გამძაფრებულ

უნარს, საკუთარი ფიქრებისა და ქცევის გაცნობიერებულ კონტროლს ამ სიტუაციის მიმართ.

ასეთი გონებრივი მდგომარეობის განვითარება და შენარჩუნება ადვილი არ არის ,რადგან

ადამიანი როგორც წესი ,კონცენტრაციას ახდენს სტიმულატორების მცირე რაოდენობას და ამ

სტიმულატორებზე ადამიანის რეაქცია ,უმეტესწილად ავტომატურია. რაც ჩვენ გარემოში

ხდება, ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევთ. ხშირად ძალიან ზედაპირულად აღვიქვამთ იმ

გარემოს, რუტინულ აქტივობებს სადაც ვართ.

სამყაროსთან ავტომატურ, არაცნობიერ ინტერაქციას ლენგერი ,,უყურადღებობის სახელით

მოიხსენიებს“. მენტალური მზაობა რომელიც აუცილებელია კლასის ეფექტური

მართვისათვის, მასწავლებლისაგან მოითხოვს ყურადღების ,,გონებრივ სიფხიზლეს“ და ,,

ემოციური ბალანსის“ უნარის განვითარებას. კვლევები ორივე მახასიათებლის ეფექტურობას

ადასტურებს (დიაგრამა 5.1) მოყვანილია ამ ორ ფაქტორთან დაკავშირებული მეტაანალიზის

შედეგები.

ქოინინგი იყო პირველი მკვლევარი, რომელმაც კლასის ეფექტური მართველობის

მახასიათებლები შეისწავლა. ამიტომაც გამიჩნდა სურვილი დავხმარებოდი უყურადღებო

ბავშვებს. გავაცანი მშობლებს, თანაკლასელებს, კოლეგებს. მათგან მივიღე მხარდაჭერა

განსაკუთრებით მშობელი მამისაგან, რომელიც შვილის განწყობით ძალიან შეწუხებული იყო.

თანაკლასელებმაც, კოლეგებმაც აღნიშნეს, რომ ხედავენ პრობლემას და მისი გადაჭრა

აუცილებლობად მიაჩნიათ .

სავარაუდოდ ,აღნიშნული კვლევის შედეგებით უყურადღებო მოსწავლე შეძლებს

გაამახვილოს ყურადღება დეტალებზე ყურადღებით მოისმინოს, გამოიყენოს დღიური რომ არ

დაავიწყდეს, განიმტკიცოს ოთხი წესი. იაზროვნოს გაიაზროს წესები და შეძლებს შესრულებას.

მშობლებთან აქტიური ურთიერთობით გამოაშკარავდა, რომ ბავშვთა მდგომარეობა ასეთი

2

Page 3: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

იყო: მაგ სკოლიდან დაბრუნებისას დროა წიგნებს მიუჯდეს მაგრამ ათასი საქმე გამოუჩნდება,

ხან რვეულს კარგავს, ხან კალამს, დაჯდება სამეცადინოდ მაგრამ უმალ პოულობს შეწყვეტის

საბაბს. ვინ გაიარა?, სად რა მოხდა? და .ა. შ. ზუსტად არ ახსოვს რომელი სავარჯიშო აქვს

დასაწერი ან გაკვეთილი რა აქვს. ყოველდღიურად მიკავშირდებოდნენ ტელეფონზე. რა თქმა

უნდა კლასშიც იყო უყურადღებობის პრობლემა, როცა რამეს ვერ შეასრულებდა

ღიზიანდებოდა და ნერვიულობდა. ამიტომაც გადავწყვიტე კვლევის ჩატარება .ასეთი

სიტუაცია სახლში და სკოლაში ამ პატარას საგრძნობლად ურთულებდა ცხოვრებას. ეს ხომ

ნერვული სისტემის პათოლოგიის გამოვლენაა. მშობლის ჩიჩინი, საყვედურები მის

მდგომარეობას უფრო ამძიმებს. ამან შეუქმნა პრობლემები:

1.უჭირს მოკლევადიანი მეხსიერების მართვა.

2. უჭირს პრობლემის ანალიზი და ეფექტური გადაწყვეტილების მიღება.

3. ვერ ახერხებს კონცენტრირებას, ვერ ინარჩუნებს ყურადღებას დავალების დასრულებამდე.

4.ვერ მართავს ემოციებს, გაურბის ან ძალდატანებით ასრულებს დავალებებს, ავიწყდება

რჩევები და მოქმედებები

კვლევის მიზანი

უყურადღებო ბავშვისადმი დახმარების მეთოდებისა და საშუალების გამოყენება სასწავლო

პროცესში აქტიური კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა.

საკვლევი კითხვები

1.რა მეთოდები და საშუალების გამოყენებაა რეკომენდირებული უყურადღებო ბავშვის

დასახმარებლად?

2. როგორი მონაცემების შეგროვებაა ეფექტიანი ინტერვენციების სწორად შესარჩევად?

3.როგორ განვახორციელო არსებული მდგომარეობის შესწავლის ანალიზი?

4.როგორ შევძლო ინტერვენციების დაგეგმვა და შედეგების განსაზღვრა?

5. შევძლებ პრობლემას გავუმკლავდე პედაგოგიური მეთოდებით თუ დამჭირდება

სპეციალისტების ჩართვა?

ლიტერატურის ანალიზი

ყურადღების დეფიციტი, ესაა თავის ტვინის წარმმართველი, აღმასრულებელი ფუნქციის

პრობლემა. უყურადღებობა ეს ფუნქცია შემეცნებით პროცესებს, ბავშვის აზროვნების,

ემოციებისა და ქცევის სინქრონიზაციის დარღვევას იწვევს. თანამედროვე მედიცინაში 3

Page 4: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

დაფიქსირებულია ბავშვთა მდგომარეობის ფორმები. ბავშვებს არ აღენიშნებათ თავის ტვინის

ორგანული ხასიათის დაზიანება. ამას უწოდებენ თავის ტვინის მინიმალურ დისფუნქციას.

როგორც პატრიარქმა ქადაგებაში აღნიშნა ,,თუ განწყობა არ იქნება არაფერი გამოვაო“

ამიტომაც გვაფიქრებს დიმიტრი უზნაძის ,,განწყობის თეორია“ რომლის მნიშვნელობა

გვაფიქრებს . განწყობა, ქცევისათვის მომზადების მდგომარეობაა ,რომელშიც განსაზღვრულა

რა? როგორ? და რატომ უნდა გაკეთდეს/ გავითვალისწინე ის რეკომენდაციები, რომელიც ამ

პრობლემას უკავშირდებოდა .ნინო მარგველაშვილის ნეიროფსიქოლოგის და ზაზა

ვარდიაშვილის ფსიქოლოგის რჩევებისა და რეკომენდაციების საფუძველზე გავაანალიზე

საკვლევი თემის მნიშვნელობა.

სამედიცინო ენციკლოპედია-არჩილ შენგელია დალი დათეშიძე.

დუბროვსკი ალექსი -1987წ ,,ექიმის წერილი პედაგოგებს“ ,,ბავშვის ჯანმრთელობა ქვეყნის

მომავალია“ -შეუცვლელი ფრაზაა თუ გვინდა ქვეყნის მომავალი, ბავშვის ჯანმრთელობაზე

ზრუნვა გვმართებს .ვიხელმძღვანელე ბროშურით ,,ყურადღების დეფიციტის სინდრომი“

რომლის მიხედვით საინტერესო აქტივობები დავგეგმე .

ა .გობრონიძის ,,პედაგოგიკის“ მიხედვით გავაანალიზე პედაგოგიური დაკვირვების

ანალიზისა და მიდგომების საკითხები.

გამოყენებული წყაროები არის მეცნიერული, მეთოდური ლიტერატურა ,რაც განაპირობებს

სანდოობას. ლიტერატურა არის თანამედროვე ამასთან გამოყენებულია ფუნდამენტური

კვლევები და სახელმძღვანელოები. ძველი გამოცემას დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა.

ამ დიაგრამაზე ნათლად ჩანს.

~

ამ დიაგრამაზე მოყვანილია კვლევების მეტა ანალიზის შედეგები მენტალური მზაობის

კატეგორიაში გონებრივ სიფხიზლეს ეფექტის ყველაზე მაღალი დონე აქვს (-1.417), რომელიც

დისციპლინის დარღვევის შემცირებას 42 პროცენტით შეესაბამება ,, გონებრივი სიფხიზლე“ 4

დიაგრამა5.1.

მენტალური მზაობა ეფექტის სიდიდეები

ეფექტის

საშუალო

სიდიდე

95% ნდობის

ინტერვალი

ცდის პირთა

რაოდენობა

კვლევების

რაოდენობა

პროცენტილის

კლება

მენტალური

მზაობა

-1.204 -1.098-დან

-1.489-მდე

502 5 40

გონებრივი

სიფხიზლე

-1.417 -1.202-დან

-1.644-მდე

426 3 42

ემოციური

ბალანსი

-0. 705 -0.228_დან

-1.181-მდე

76 2 26

Page 5: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

ჯაქობ ქოუნინგმა დაამკვიდრა. მკვლევარმა კლასის ეფექტური მმართველობის

მახასიათებლები შეისწავლა. ემოციური ბალანსის მნიშვნელობაზე წერენ ჯერე ბროფი და

ქეროლაინ ევერთსონი (1976) ვეთანხმები მათ ნააზრევს ,, წარმატებულ მასწავლებლის

ყოველთვის რეალისტური მოლოდინები აქვს მოსწავლეებისადმი და მოსწავლეთა და

მასწავლებლის ურთიერთობისადმი.

ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებთან ვიყენებ სხვადასხვა მეთოდებს:

1. აქტიური კონტაქტის მეთოდით ვამყარებ ხშირ ვიზუალურ კონტაქტს ვუყურებ

თვალებში ახსნის დროს, ვუახლოვდები, ვეხები ხელით. რაც ხელს უწყობს მოსწავლეს

ყურადღების კონცენტრირებაში.

2. სოციალური დავალებების მეთოდებს: ვაწარმოე გამოკითხვა ვაწარმოე, ჩანაწერები

კლასელებთან, შევავსე ანკეტები გულახდილობის, თვითშეფასების, ინტერესის ფორმა

. აგრეთვე თუ როგორ ქცევას ელოდებიან მისგან მასწავლებლები .ეს ინფორმაცია

აძლევს მას ქცევის თვითრეგულაციის საშუალებაა

3. სესიების მეთოდი : ვატარებ იმპროვიზირებულ საუბარს მოსწავლეებთან, ვიგებ მათ

აზრს პრობლემური დაძლევის შესახებ, ასევე კონფლიქტის შემთხვევაში ვუსმენ ო

4. რივე მხარეს.

დაჯილდოების მეთოდი დადებით შედეგს იძლევა. მშობელთან ერთად შევიმუშავე

წახალისების მეთოდიკა და ნებისმიერი დადებითი ქცევისას ვიყენებ.

წყაროების ანალიზის მეთოდით მოვიძიე პრობლემასთან დაკავშირებული

შეხედულებები, რჩევები, რეკომენდაციები.

ანკეტების მეთოდის გამოყენებით შევაგროვე მონაცემები მოსწავლეების

მდგომარეობის შესახებ.

ინტერვიუს მეთოდით შევისწავლე მისი მდგომარეობა ოჯახში.

პრიორიტეტის მეთოდით გავაკეთე ინტერვენციების არჩევანი.

შედარებითი ანალიზის მეთოდით დავადგინე მიღწეული შედეგები.

ჩეკლისტის მეთოდის გამოყენებით შევაგროვე მონაცემები მოსწავლის ქცევის

შესახებ

5.

ვცადე თვითდაკვირვების სქემის გამოყენება, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიე.

იმედი მაქვს მომავალში მივაღწევ.

ვიყენებ ყურადღების კონცენტრირების თამაშებს 1-ლი კლასიდანვე მაგ: ,,მე ვიცი

საქართველოს ოთხი მდინარე, ან მთა, ან ცხოველი, ან მწერები...’’ „დაასახელე

მეზობლები’’ „გადაეცი ესტაფეტა“ ეს საგნობრივი აქტივობები მეხმარება ყურადღების

კონცენტრაციის, მეხსიერების, გადანაცვლების უნარის განვითარებაში.

კარგი შედეგი მივიღე საათის გამოყენებით .ვთხოვ თვითონ დანიშნოს დრო

აკონტროლოს რამდენი წუთი მოანდომა ამ აქტივობის შესრულებას გუშინ, დღეს

თანდათან შეამციროს დრო. 5

Page 6: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

ვმუშაობ როგორც მექანიკური, ასევე ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის.

ნებისმიერი ყურადღების განვითრებისთვის საჭიროა „ახლო მოტივაციის“ გამოყენება

ესენია: შექება, შეფასება და დაჯილდოება ტაშით.

ჩემი ეს გამოცდილებები გავუზიარე მასწავლებლებს, მშობლებს და დაინტერესებულ

პირებს.

მონაცემთა შეგროვების მეთოდები

კვლევაში გამოვიყენე შემდეგი მეთოდები:

წყაროების ანალიზის მეთოდით მოვიძიე პრობლემასთან დაკავშირებული

შეხედულებები, რჩევები, რეკომენდაციები.

ანკეტების მეთოდის გამოყენებით შევაგროვე მონაცემები მოსწავლეების მდგომარეობის

შესახებ.

დაკვირვების მეთოდით შევაგროვე მონაცემები ყურადღების დეფიციტის მქონე

მოსწავლის შესახებ.

ინტერვიუს მეთოდით შევისწავლე მისი მდგომარეობა ოჯახში.

პრიორიტეტის მეთოდით გავაკეთე ინტერვენციების არჩევანი.

შედარებითი ანალიზის მეთოდით დავადგინე მიღწეული შედეგები.

ჩეკლისტის მეთოდის გამოყენებით შევაგროვე მონაცემები მოსწავლის ქცევის შესახებ

მონაცემთა ანალიზი

წყაროების ანალიზის საფუძველზე განვსაზღვრე მუშაობის ფორმები, მეთოდები ანკეტების

მეთოდით თანაკლასელების გამოკითხვა

ცხრილში მოცემულია საერთო შედეგების მიხედვით მაჩვენებელი

მახასიათებელი სავსებით ნაწილობრივ უარყოფითი

1 სწავლის სურვილი ჰქონდა და

წარმატებულ აკადემიურ შედეგებს

აღწევდა

X

2 იყო თუ არა ჩართული აქტივობების

შესრულებაში

X

3 მონაწილეობდა სასკოლო

ღონისძიებებში აქტიურად

X

4 თანაკლასელებთან მეგობრობდა და

გამოირჩეოდა განსაკუთრებული

ყურადღებით

X

5 მასწავლებელთან ჰქონდა კარგი

ურთიერთობა განსაკუთრებით

დამრიგებელთან. ინგლისურის

მასწავლებელთან, მე და

საზოგადოების მასწავლებელთან.

X

Page 7: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

6 იყო გულღია, ხალისიანი,

კეთილგანწყობილი.

X

7 ახასიათებდა წესრიგი, არ აგვიანებდა,

არ აცდენდა.

X

9 ახასიათებდა ემოციურობა X

სწავლის სურვილი არ აქვს. მასწავლებლებთან თავაზიანია, მაგრამ სწავლასთან

დაკავშირებით კონსულტაციის მიღება არ სურს. არ არის გულღია, ხალისიანი.

ინტერვიუს მეთოდით შევაგროვე მონაცემები ოჯახში მის შესახებ.

მშობლებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ მას უჭირს ურთიერთობა ადამიანებთან,

ხშირად ეკამათება დას, მეზობელ ბავშვებს, უჩივის თავის ტკივილს, შფოთავს.

ხანდახან წიგნის და სკოლის გაგონებაც არ უნდა. სკოლაში მოდის რაღაცით

განერვიულებული (მაგ: ტანსაცმლით რვეულით...)

მისი მშობლებიც საჭიროებენ მასწავლებლისგან დახმარებას განსაკუთრებით

კლასის დამრიგებლისგან.

პრიორიტეტის მინიჭების მეთოდით შევარჩიე ინტერვენციები გავიარე შემდეგი

პროცედურა: შევაგროვე 40 ზე მეტი ინტერვანცია წყაროზე ანალიზით,

რეკომენდაციით, წარმატებული კვლევებისა და გამოცდილების მიხედვით.

შეგროვებული ინტერვენციები ჩამოვწერე ერთ სვეტში, მეორეში ბავშვის

მდგომარეობის მახასიათებლები და ვთხოვე კოლეგებს, მშობლებს, თანაკლასელებს

პრიორიტეტი მიენიჭებინათ 15 ინტერვენციისათვის და მიეწერათ რიგითი ნომერი,

მიღებული მონაცემები შევადარე ჩემს მიერ შერჩეულ ინტერვენციებს. ავარჩიე ისეთი

რომელსაც მეტი მხარდაჭერა ჰქონდათ.

ინტერვენციები იხილეთ დანართი N 1 ინტერვენციებს განახორციელებდა გ-ს დამოუკიდებლად, თანაკლასელებთან და

კლასის დამრიგებელთან ერთად. ზოგიერთი ინტერვენცია რამდენჯერმე

განმეორდა.(გ-ს, თანაკლასელთან ერთად , მასწავლებელი და ა. შ.)შედეგები

განსხვავებული იყო.

7

Page 8: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

დიაგრამა უყურადღებობის დაძლევა

მინიშნებული მოვლენები შესაბამისი ქმედება

1.მოვლენა, რომელმაც გამოიწვია

უყურადღებობა

ვერ მისდევს ინსტრუქციას, ვერ უსმენს

მოსაუბრეს, ძალდატანებით ასრულებს

დავალებას , რომელიც საჭიროებს

კონცენტრირებას.

2. მოვლენის თქვენეული ხედვა

ინსტრუქცია ვერ მოვისმინე და ვერ

შევასრულე დავალება

3.მოვლენის თქვენეული აღქმა

ყველაფერს ხომ ვერ დავიმახსოვრებ და

შევასრულებ

4.თქვენი ფიზიკური რეაქცია

როცა ძალდატანებით ვასრულებ

დავალებას, მეზარება. ვერ ვმართავ

ემოციებს

5. ქმედითი ნაბიჯის გადადგმა

მასწავლებელს არ ვღებულობდი სწავლა

არ მინდოდა. დამჩემდა თავის ტკივილი.

თანაკლასელებთან ერთად რომ ვერ

მოვასწრებ დავალების შესრულებას

აღარაფერი მინდა

სიტუაციის შეცვლა

ინფორმაციას ვაწვდი მითითებებით და

ვუმეორებ. ხელმეორედ ვუხსნი, ვაჩვენებ

სურათს ან სლაიდს ვამყარებ აქტიური

კონტაქტის მეთოდს.

შეხედულებების შეცვლა

ხომ შეიძლება ყურადღებით მოვისმინო

და დროზე დავიწყო მუშაობა რომ

შევძლო დასრულება

დამოკიდებულებების შეცვლა

მე უკვე დიდი ვარ შემიძლია ცოდნა

მოვაგროვო ჩემი მშობლები ჩემზე

ზრუნავდნენ ჩემი მოვალეობაა

დავალებების მონდომებით შესრულება

დაძაბულობის განმუხტვა

როცა ძალდატანების გარეშე შევასრულე

დავალება შევძელი ემოციების მართვა

მონდომებით დავიწყე მუშაობა

განსხვავებული ქცევა უყურადღებობის

პრობლემის დასაძლევად

კლასის დამრიგებელმა

კონსულტაციების განრიგი მომიტანა

შევავსე სქემები გავიარე კონსულტაციები

მასწავლებელთან.

თანაკლასელებიც ცდილობენ

დახმარებას, ატარებენ ინტერვენციებს,

ძალიან სახალისოა .მეხმარება ვფიქრობ

რომ გავხვდე ყურადღებიანი.

ამრიგად, დიაგრამის შედეგმა საშუალება მომცა კონსულტაციების ცხრილი

გამეუმჯობესებინა და მეტი დატვირთვა შემეტანა. კონსულტაციებზე დასწრების სურვილი

ამხანაგებმაც გამოთქვეს.

8

Page 9: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

მოსწავლის ქცევის ჩეკლისტი

ნიშანი V-ით აღვნიშნავთ იმ ქცევას, რომელსაც ვამჩნევდით

რეგულარულად, N ნიშანით აღვნიშნავ ქცევას რომელზეც

დაკვირვების საშუალება არ მომცა

V N

მასწავლებლებთან ურთიერთობა

ურთიერთობა პატივისცემასა და მზრუნველობაზე აგებული,

მადლიერია მასწავლებლის

X

მოსწავლე. იღებს შენიშვნას, ინსტრუქციას მასწავლებლისგან

ცდილობს შეასრულოს იგი

X

განსაკუთრებული ყურადღება არ მოსწონს X

უჭირს აქტივობიდან აქტივობაზე გადასვლა. რთულად მიაჩნია

ოდნავ ღიზიანდება

X

ინტერესით ასრულებს აქტივობებს ზოგჯერ არ სურს

აქტივობებში ჩართვა. ამ მხრივ შენიშვნა აღიზიანებს

X

გაკვეთილზე ცდილობს ფეხზე ამდგარმა უპასუხოს ან

უნებართვოდ ადგეს

X

შედეგი გაცილებით ადრე მივიღე ვიდრე ვგეგმავდი , ეს იყო პირველი სემესტრის

დასასრული. მუშაობა გავაგრძელე მეორე სემესტრში

მდგომარეობა უყურადღებობის დაძლევის შემდეგ

ჩეკლისტის მეთოდის გამოყენებით შევადგინე სპეციფიკური ქცევების უნარების

ჩამონათვალი : პერიოდი იყო დეკემბერ-აპრილი. დროში არ ვიყავი შეზღუდული ,

ნებისმიერ დროს შემეძლო შედეგების განსაზღვრა. სანდოობა გაიზარდა, მოსწავლე არ

გრძნობდა დისკომფორტს მუდმივი დაკვირვებისა და ყურადღების ცენტრში ყოფნით.

პერიოდულად ვაცნობდი ჩანაწერებს, რეაქცია დადებითი იყო და თვალიც

აკონტროლებდა თავის ქცევებს

9

Page 10: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

საბოლოოო შედეგი ასეთია

2. ემოციური ქცევა V N

წყენას ან გაბრაზებას უფრო მეტად გამოხატავს სიტყვებით, ვიდრე ქცევით.

სიტყვები არ არის უხეში და ცუდი

X

რთულ სიტუაციებში ცდილობს შეინარჩუნოს სიმშვიდე და გაჩუმდეს X

მოწყენილობა შესაბამისად უმკვლავდება X

თანაკლასელების მიმართ გამოხატავს მადლიერებას, სიყვარულს. X

ხშირად შეხსენება სჭირდება გაიღიმე, ამაზე იღიმება და აღარ ბრაზდება X

3.თანაკლასელებთან ურთიერთობა V N

გამორჩეული მეგობარი არ ჰყავს, ყველასთან ერთნაირი ურთიერთობა

აქვს

X

შეძლო გამოსწორება თავისი საქციელის გაიაზრა სლოგანი „ვივიწყებთ

ყველაფერს, ურთიერთობით ვიწყებთ თავიდან“

X

თანაკლასელების მზრუნველობა და ყურადღება აღარ აღიზიანებს,

პირიქით მადლობას გამოხატავს და თვითონაც ცდილობს ყურადღების

გამოჩენას

X

კლასში შექმნილი ჯანსაღი კლიმატი მოსწონს და ცდილობს თვისი

წვლილი შეიტანოს

X

4.ფიზიკური მდგომარეობა V N

ფიზიკურად ჯანმრთელია X

აღარ უჩივის თავის ან ყურის ტკივილს X

სპორტის გაკვეთილებზეც აქტიურადაა ჩართული X

5.მშობლებთნ ურთიერთობა V N

მშობლებთან ააქვს მშვიდი ურთიერთობა, აღარ წუწუნებს არც არაფერს

იწუნებს

X

მამასთან კარგი ურთიერთობა აქვს აფასებს დედისა და მამის

მზრუნველობას

X

საოჯახო საქმეებში ღებულობს მონაწილეობას X

6. სხვებთან ურთიერთობა V N

მკურნალი ექიმი კმაყოფილია შედეგით შეიცვალა განწყობა და ხასიათი X

ექიმის რეკომენდაციით დადიოდა გიტარის შემსწავლელ კურსებზე და

დადიოდა ფეხბურთზე

X

თანამშრომლების სხვა მოსწავლეებთან აღარ ქმნის კონფლიქტურ

სიტუაციებს

X

7. აკადემიური მოსწრება V N

ცდილობს ისწავლოს იმ დონეზე რაც შეუძლია ასრულებს დავალებების

გარდა დამატებით დავალებებს

X

Page 11: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

ამრიგად ჩეკლისტის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მოსწავლე ცდილობს ყურადღებით ჩაებას

სასკოლო საქმიანობაში.

კონსულტაციები სხვა სპეციალისტებთან

ფსიქოანალიტიკოსის ჩართვის საჭიროება არ დამდგარა

კვლევის დაწყებისას ვვარაუდობდი რომ კვლევაში ფსიქოანალიტიკოსის ჩამერთო.

განვიზრახე ბავშვის ფსიქიატრის ჩართვა. მანამდე გავეცანი ფსიქოსოციალურ მეთოდს,

რომელიც გულისხმობს პიროვნების აზრების, გრძნობების ქმედებების მოთხოვნილებებს და

უნარების გარემო მოთხოვნებთან და დახმარებით სისტემასთან კოლერაციას.

ძირითადად ინფორმაცია შევაგროვე პირველადი დაკვირვების საფუძველზე ყურადღება

ექცევა ბავშვის ფიზიკურ იერს, შინაგან სამყაროს. ფსიქოსოციალური მეთოდის ინტერვენციის

მეთოდის ამოსავალია ბავშვის ამჟამინდელი მდგომარეობის განსაზღვრა .შემდეგ ამის

საფუძველზე განისაზღვრება საქმიანობის შემდგომი ეტაპი. ფსიქოლოგთან ბავშვები

საუბრობენ ყველაფერზე გარდა იმისა რაც აღელვებთ. მანამდე შეიძლება სიჩუმემ

დაისადგუროს. გულახდილი საუბარი მოგვიანებით ხვდება.

გავითვალისწინე რეკომენდაცია რომ თითოეული ადამიანი ვისაც ევალება ბავშვთან

მუშაობა ნაწილობრივ მაინც უნდა ფლობდეს ფსიქოლოგის უნარ- ჩვევებს, გადავწყვიტე ეს

როლი მომერგო თუ ვერ მივიღებდი შედეგს მიმემართა სპეციალისტისთვის დახმარების

აღმოსაჩენად.

11

თვლის რომ მისი აკადემიური წარმატება არის არამარტო მისთვის

შედეგიანი, არამედ მასწავლებლისათვის, თანაკლასელებისთვის და

მშობლებისათვის

X

მასწავლებლები სთავაზობენ ისეთ აქტივობებს რომელიც მისთვის

საინტერესოა, ასრულებს განსაზღვრულ დროში.

X

აკადემიური მოსწრება შეფასდეს დადებითად X

Page 12: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

ბავშვის მკურნალ ექიმთან კონსულტაცია

კონსულტაცია გავიარე ბავშვის მკურნალ ექიმთან. ,რათა უფრო მეტი ინფორმაცია გამეგო

ბავშვის ინდივიდუალური მოთხოვნების, ჯანმრთელობის შესახებ . რათა შევარჩიო

შესაბამისი სტრატეგიები დადებითი შედეგის მიღების მიზნით. რომ ეფექტური გავხადო

სასწავლო პროცესი .სად? რა სიტუაციაში და რატომ არის ბავშვი უყურადღებო, იმპულსური..?

ინტერვენციების ჩატარებისათვის ბავშვის მზაობა, ინდივიდუალური უნარები და

შესაძლებლობები უნდა შევაფასოთ. ნევროპათოლოგის , ფსიქიატრის, პედაგოგების

დახმარებით შევიმუშავეთ აკადემიური სტრატეგია. მათ ამიხსნეს მკურნალობის კურსის

შესახებ (B-ვიტამინების კომპლექსი და დამამშვიდებელი საშუალება) გავეცანი

ინტერვენციების შინაარსს. საჭიროდ ჩავთვალე ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე

მათი განხორციელება შესაძლებელიცაა და სასურველიც. ექიმი პერიოდულად

აკონტროლებდა მდგომარეობას და უკუკავშირით მაწვდიდა ინფორმაციას მისეული ხედვის

შესახებ. ძირითადად დადებითი შედეგით კმაყოფილებას გამოხატავდა.

რეკომენდაციები:

რჩევები მოსწავლეს:

იცოდე როგორ ქცევას ელოდება შენგან მასწავლებელი.

სწორად გაანაწილე დრო. გამოიყენე წიგნაკი დავალებების ჩასანიშნად.

იქონიე სხვადასხვა ფერის რვეული სხვადასხვა საგანში.

ვიზრუნოთ ერთმანეთზე ამით საკუთარ თავზეც ვიზრუნებთ.

სამუშაო მაგიდაზე ვიქონიოთ საათი.

დროისა და დღის რეჟიმის დაცვა.(დასვენება, ვარჯიში, სეირნობა)

რჩევები მასწავლებელს

მასწავლებელი ფაქიზად ეპყრობა უყურადღებო მოსწავლეს. აქტიურ

ვიზუალურ კონტაქტს ამყარებს, უყურებს თვალებში, უახლოვდება და ეხება

ხელით რითაც ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას.

მასწავლებელი ზრუნავს, აწარმოებს გამოკითხვებს, აკეთებს ჩანაწერებს, ავსებს

ანკეტას, კლასელებთან მასწავლებლებთან. 13

Page 13: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

ცდილობს დაამშვიდოს, საშუალებას აძლევს დაუფარავად გამოხატოს

ემოციები, მოთმინებით ხვდება მის ახირებულ ქცევას და აზრებს.

ცდილობს შეაძლებინოს რა პრობლემებმა გამოიწვია მისი გაღიზიანება, ისმენს

მის აზრს პრობლემის დაძლევის შესახებ

შეუქმენი თანადგომისა და თანამშრომლობის ატმოსფერო. მიეცი ბავშვს

მისთვის საინტერესო დავალება და ნებისმიერი ქმედება წაახალისე.

არ დაუშვათ კამათი, ჩხუბი მხოლოდ ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო

შექმენით.

იყავი ყურადღებიანი, მიეცი საშუალება ბავშვებს გული გაგიხსნათ.

შეისწავლეთ ბავშვის საჭიროება და შესაბამისად დაეუფლეთ იმ უნარ ჩვევებს

,რომელიც დაეხმარება გაუმკლავდეს თავის პრობლემას.0

გააცანი მოსწავლეებს თქვენი მოლოდინები მისი მდგომარეობის შესახებ.

დაუსახეთ მიზანი და გამოთქვით სურვილი ჩვენ ამ მიზნებს აუცილებლად

მივაღწიოთ.

ასწავლეთ ბავშვებს მიღწეული შედეგით სიხარულის განცდის გამოხატვა.

შექმენით კეთილგანწყობის გარემო ,სადაც მოსწავლე პასუხისმგებლობასაც

იგრძნობს და თავისუფლებასაც.

ბავშვი მასწავლებელში უნდა ხედავდეს დახმარებისთვის მზაობას,

თანაგრძნობის გამომჟღავნებას.

კვლევის შედეგების გაზიარება-რეფლექსია

კვლევის შედეგები გავუზიარე კოლეგებს. სანამ კვლევას დავიწყებდე მათთან ერთად

განვიხილე მონაცემთა შეგროვების საფუძველზე გაკეთებული ანალიზი .მივაწოდე

მოძიებული 30-ზე მეტი ინტერვენცია. ვთხოვე პრიორიტეტი მიენიჭებინათ

თხუთმეტისთვის. ისინი მუშაობდნენ ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად. მიღებული

უკუკავშირის მიხედვით გადავამუშავეთ, შევადარეთ ჩვენს ვარაუდებს, ჩამოვაყალიბეთ და

საქმიან შეხვედრაზე გავაცანით.

ამ მდგომარეობით კოლეგებმა იცოდნენ რა პროცედურით წარიმართებოდა კვლევა.

როგორი იყო მათი როლი. კვლების შედეგები დამაჯერებელი და მისაღები აღმოჩნდა საგნის

მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პედაგოგებისთვის.

მათი დაკვირვებით ყურადღების დეფიციტმა გამოიწვია, შემეცნებითი პროცესების,

ბავშვის აზროვნების ,ემოციების და ქცევის სინქრონიზაციის დარღვევა. ასეთი მოსწავლე

გამოვლინდაV კლასში ,ვერ იმახსოვრებს, ვერ იაზრებს ტექსტს. უჭირს კონცენტრირება

დავალების დასრულებამდე და ა. შ. მსგავსი ვითარებაა VI კლასში ,ყურადღების დეფიციტის

გამო უძნელდება გაკვეთილებისა და დავალებების გააზრება, გადაწვეტილებების მიღება,

ავიწყდება, დარღვეული აქვს ემოციისა და ქცევის სინქრონიზაცია.

აღნიშნულ შემთხვევებში ეფექტურად გამოიყენეს ინტერვენციები და რეკომენდაციები.

გაეცნენ ლიტერატურასაც. 13

Page 14: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

ალექსი დუბროვსკის ,,ექიმის წერილი პედაგოგებს“ ჩემთვის საყურადღებო აღმოჩნდა

,,ბავშვის ჯანმრთელობა ქვეყნის მომავალია“ ჩვენ ქვეყანას ფიზიკურად და გონებრივად

ჯანმრთელი ადამიანები სჭირდება .უნდა ვიზრუნოთ მოსწავლეების განწყობის შექმნისთვის.

დიმიტრი უზნაძის ,,განწყობის თეორიის“ მნიშვნელობა გვაფიქრებს, განწყობა ქცევის

მომზადების მდგომარეობაა, რომელშიც განსაზღვრულია,

რა? როგორ? რატომ უნდა გაკეთდეს? როგორც პატრიარქმა ქადაგებაში აღნიშნა ,,თუ განწყობა

არ იქნება არაფერი გამოვაო“

დაკვირვებამ და მასწავლებელთან მუშაობამ შედეგზე გაგვიყვანა. განწყობის ამაღლებით

,ახლო მოტივაციის გამოყენებით, საათის გამოყენებით, კარგი შედეგი მივიღე რეკომენდაცია:

განწყობის შექმნა, გაკვეთილის I ნაწილში დატვირთვა, II ნაწილში ნაკლებად დავტვირთოთ;

სასწავლო ანიმაცია, დაჯილდოება ,საათის გამოყენება, როლური თამაშები, კომპიუტერული

თამაშები კარგ შედეგზე გაგვიყვანს.

სახალისო დავალებებით. I კლასიდანვე ვიყენებ თამაშებს ყურადღების

კონცენტრაციისთვის .მაგ: ,,გადაეცი ესტაფეტა“, ,,მე ვიცი ოთხი ფიგურა“, ,,მთა“, ,,მდინარე“,

,,დაასახელე მეზობლები“ და ა .შ., ასეთი აქტივობებით ხელს ვუწყობ ყურადღების ,

მეხსიერების და გადანაცვლების უნარის განვითარებას. დავალებებს , რომლის შესრულებისას

უშვებდა მეტ შეცდომებს განმეორებით ვასრულებინებდი, როცა შედარებით მშვიდად იყო

ურთიერთობებში აქტიურად ერთვოდა. აღარ ვტვირთავ როცა გაღიზიანებულია, გამოვხატავ

იმედს რომ სახლში უკეთესად შეასრულებას. შედეგით კმაყოფილი ვრჩებით მეც და

თვითონაც .ვცდილობდი თვითდაკვირვების სქემის გამოყენებას, მაგრამ სასურველ შედეგს

ვერ მივაღწიე. ვფიქრობ მომავალში შესაძლებელი გახდება.

ჩემდამი ნდობის ფაქტორი გაუძლიერდა .თვითშეფასების, გულახდილობის და ინტერესის,

თვითდაკვირვების ფორმის შევსების შემდეგ. ბავშვის დაინტერესება და მოტივაცია

გაიზარდა, ცდილობს იყოს ყურადღებიანი, აკონტროლებს საათის მეშვეობით თუ რამდენად

ყურადღებიანია და ნაკლებ დროში ახერხებს აქტივობის შესრულებას . ცდილობს

გააკონტროლოს საკუთარი ქცევა ,ყურადღება, ემოცია .მიუხედავად ამისა კვლავ სჭირდება

ექიმის კონტროლი, მასწავლებლებისა და ექიმის ერთობლივი მუშაობა.

კვლევის პროცესში გამოვლინდა მნიშვნელოვანი გარემოება. უყურადღებობის განცდაში იყო

,ნერვიულობდა, რატომ ვერ მოახერხა კონცენტრირება დავალების ბოლომდე. ვერ მართავდა

ემოციებს .საგრძნობლად შემცირდა ასეთი ქმედებები .არ გაურბის და აღარ სჭირდება

ძალდატანება. თუმცა ავიწყდება ჩვევები და მასწავლებლების დახმარებით თვითონ

გათავისუფლდა მუდმივი დაძაბულობისაგან. დარწმუნდა რომ ვეხმარებით და

შეცდომებიდან ჩვენ მხოლოდ უნდა ვისწავლოთ. კვლევის მსვლელობის ბოლო თვეებში.

აღნიშნულ შემთხვევებში ეფექტურად გამოიყენეს ინტერვენციები და რეკომენდაციები.

გაეცნენ ლიტერატურასაც 14

Page 15: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

ლიტერატურის დასახელება

ლენგერი1989.ლენგერი და როდინი 1976. ლენგერი და უანმანი1981 .ნაშრომი.

სამედიცინო ენციკლოპედია-არჩილ შენგელია და დალი დათეშიძე.-ინტ.რესურსი.

ნინო მარგველაშვილი-ნეირო ფსიქოლოგი.-ინტ. რესურსი.

ზაზა ვარდიაშვილი-ფსიქოლოგი -ინტ. რესურსი

ზოგადი ფსიქოლოგია-დ. უზნაძის ინტ. რესურსი.

ბროშურა-ყურადღების დეფიციტის სინდრომი.

ჟურნალი ,,ავერსი“-ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე-მაია გაბუნია.

ა. გობრონიძის პედაგოგიკის მიხედვით გავაანალიზე.

გზამკვლევი II -2016წ.

ლობჟანიძე სოფიკო პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა 2016 წ ინტერნეტ -რესურსი.

დუბროვსკი ალექსი 1987-ექიმის წერილი პედაგოგებს.

დანართი

ინტერვენციები

1.ჩანაწერების გაკეთება .

ვარიანტი I

ჩემი უყურადღებობის და განწყობის დაფიქსირება გულწრფელად.

ვარიანტი II

თუ უყურადღებობის გამო ვერ შესძელი წერა .მასწავლებელს თხოვე წამზომი ჩაგირთოს და

აკონტროლე დრო. დღეს რამდენ წუთში შეასრულე გუშინდელთან შედარებით გაიზარდა

თუ შემცირდა დრო.

Page 16: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

ვარიანტი III თუ უყურადღებობის გამო გაღიზიანდი რომ ვერ მოასწარი ,ან ვერ ამოხსენი.

გაიხსენე რა გრძნობა გაგიჩნდა რა მოიმოქმედე, რა თქვი. როცა დამშვიდდი როგორ შეაფასეთ

თქვენი სიტყვა, ქმედება.

2. ,, განათების შეცვლა“

მიზანი: გაცნობიერება იმის, რომ ყველა სიტუაციაში არსე

ბობს ალტერნატივა.

მოცემული სიტუაცია (უარყოფითი) შევცვალოთ დადებით სიტუაციით მოვიფიქრებთ

ბავშვებთან ერთად

შეკითხვები საკუთარ თავს

რა ვისწავლე ამ სიტუაციის ანალიზით ?

რა ახალი შესაძლებლობები გამოიკვეთა ჩემთვის?

როგორ შეიძლება უყურადღებობის მართვა?

3 დროებითი იგნორირება ,,კალათა“

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ არის ლამაზი კალათი დაფიქრდით თქვენ უარყოფით

გრძნობებზე. ყველას ერთად მოუყარე თავი და ჩაყარეთ წარმოსახვით კალათაში. კალათა

გამოაბით წარმოსახვით საჰაერო ბუშტს და გაუშვით. დახუჭეთ თვალები და იფიქრეთ, რომ

უარყოფით გრძნობებთან გამკლავება შესძლოთ. ისინი იზოლირებული არიან და ზიანს ვეღარ

მოგაყენებენ.

4. დინების პოვნა

გაიხსენე გამოცდილება როცა შენი მდგომარეობა ფიზიკური და გონებრივი

შესაძლებლობები მაქსიმალურ სიმაღლეზე იყო. რას განიცდიდი მაშინ? ფიქრის დინება

შეაჩერე, ღუზა ჩაუშვი და დაფიქრდი როგორ მოიკრებ გონებრივ და ფიზიკურ ენერგიას

სასურველი მდგომარეობისკენ.

5 სესიების მეთოდი საფრთხიდან უსაფრთხოებისაკენ და პირიქით

ასოციაციური თამაში 16

Page 17: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

I ეტაპი წარმოიდგინეთ სახიფათო მდგომარეობა (მეწყერი ხანძარი მიწისძვრა ტექნიკის

დაზიანება და ა.შ.) იპოვეთ მასში მოხვედრილი ადამიანის გამოსავალი ანუ გზა საფრთხიდან

უსაფრთხოებისაკენ. სასურველია დახატოთ ან დაწეროთ თუ გსურთ გააცანით სხვას.

II ეტაპი: წარმოიდგინეთ უხიფათო მდგომარეობა და შექმენით საფრთხე იპოვეთ გამოსავალი

სასურველია დახატოთ და ნახატი გააცნო სხვას

უყურადღებობის უარყოფითი შედეგების გააზრებისათვის

ა) ფიზიკური ცნობიერება

დახატე კაცუნები

დააკვირდი საკუთარ თავს და აღნიშნე რაზე უნდა გაამახვილო ყურადღება

დაფიქრდი როდის გრძნობ სიხარულს შვებას

დააკვირდი შენი სხეულის ფიზიკურ საჭიროებებს გჭირდება მოსვენება? მოდუნება?

ვარჯიში?

გააკეთე ანალიზი რა განცდა გეუფლება უყურადღებობისა და ყურადღების დროს? რა

დასკვნას გამოიტან?

ბ) გონებრივი ცნობიერებისათვის

უარყოფითი ფიქრები ობიექტურად გაანალიზე: არის ლოგიკური? დროებითია თუ

წარმავალი? რაიმე სარგებელი აქვს შენთვის ან სხვისთვის?

ეცადე უარყოფითი ფიქრები ჩაანაცვლო სასარგებლო წარმოდგენებითა და

შეხედულებებით. ამ მიმართულებით გჭირდება დახმარება თუ მარტომ შესძელი?

გ) ემოციური ცნობიერება

დაფიქრდით ხომ არ აძლევ განვითარების საშუალებას ემოციებს და ნერვიულობებს.

გიფიქრია, რომ ნერვიულობამ შეიძლება ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები

შეგისუსტოს.

როგორ მოვერიოთ ემოციებს?

შეძლებთ მარტო გაუმკლავდეთ ემოციებს და ნერვიულობას?

ვის დახმარებას ისურვებდით?

7. ვარჯიში ფიზიკური და გონებრივი რესურსების განახლებისათვის

ინსტრუქცია: შეარჩიეთ წყნარი კომფორტული ადგილი, სადაც არავინ შეგაწუხებს.

ჩაწერეთ ქვემოთ მოცემული რჩევები, მოისმინეთ და შეასრულეთ.

თავი ნაზად ამოძრავეთ და მოიხსენით დაძაბულობა კისრის არეში.

სახეზე დაძაბულობის მოსახსნელად გადაისვით ხელი შუბლზე. 17

Page 18: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

გაიკეთეთ თავზე სველი ხელით მსუბუქი მასაჟი

გაავარჯიშეთ ხელის მტევანი და თითები

დაადგი ფეხი იატაკზე ავარჯიშეთ ფეხის თითები. დაიზილეთ მსუბუქად ხელის

თითებით კუნთები ორი წუთი.

დაასვენეთ სხეული სავარძელში.

შეიგრძენით დასვენების, სიწყნარის გრძნობა.

დააკვირდით სუნთქვის რიტმს. ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ღრმად.

იფიქრეთ დადებითზე ან მოუსმინეთ სასიამოვნო წყნარ მუსიკას. 19

8.ანკეტა თვითშეფასებისთვის

ინსტრუქცია: შეავსეთ ანკეტა, პასუხები დაგეხმარებათ გაარკვიოთ როგორ გრძნობთ თავს?

9.ანკეტა გულახდილობისთვის

ინსტრუქცია: შეავსეთ ანკეტა, პასუხები დაგეხმარებათ გაარკვიოთ როგორ გრძნობთ თავს?

თავისებურებები დიახ არა

1. მოგწონთ და გიყვართ თუ არა მასწავლებელი?

2. ითვალისწინებ თუ არა მასწავლებლების მითითებას?

3. არის თუ არა სწავლა სასიამოვნო შენთვის?

4. გექცევა თუ არა მასწავლებელი სამართლიანად?

5. პატივს სცემ თუ არა მასწავლებლებს? საკუთარ თავს?

ამხანაგებს?

1. თავისებურებები

დიახ არა

2. ვერ ივიწყებ იმ შემთხვევას?

3. ბევრს ფიქრობ გადატანილ სტრესზე?

4. გეჩვენება რომ მომხდარი ამბავი მომავალში მოხდება?

5. ახერხებ თვიდან ამოიგდოთ ცუდი ამბები?როგორ?

6. თავს არიდებ იმის დანახვას ,რაც უსიამოვნო ამბებს

გაგონებს?

7. გასართობი არ გაინტერესებს?

8. გეჩვენება რომ შნ არ უყვარხარ არავის?

9. შეგიმჩნევია ,რომ მეგობრები და ახლობლები აღარ

გიყვარს?

Page 19: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

6. მასწავლებლების გეშინია თუ გერიდება?

7. შეგიძლია თუ არა პატიება?

8. გპატიობს თუ არა მასწავლებელი შეცდომებს?

9. ზრუნავს თუ არა მასწავლებელი პატივისცემითა და

სიყვარულით?

10. გაძლევთ თუ არა მასწავლებელი არჩევანის უფლებას?

11. ეთანხმები თუ არა ,,თუ შეცდომებზე ვისწავლი

წარმატებებსაც მივაღწევ?

12. შენს ამხანაგებს სურთ თუ არა შენი წარმატება?

13. იცავ თუ არა კლასში ქცევის წესებს?

14. ზრუნავ თუ არა სასკოლო ნივთებზე?

10.ყურადღების დეფიციტის მქონე ადამიანის საუბრით ნუგეში. 20

I ეტაპი: როლურ თამაშში მონაწილეობს სამ-სამი მოსწავლე მათ შორის ერთი

უყურადღებოა, მეორე-მსმენელი, მესამე -დამკვირვებელი.

როლით თამაშის პრობლემათა თანმიმდევრობა.

1. უყურადღებობა, აპათია, წარუმატებლობა, -იმედგაცრუებულ მდგომარეობაში

მყოფის მიერ სასაუბრო ურთიერთობის პროცესის დასაწყისში წარმოჩენილი

დაბრკოლებები.

(მორიდება, უტაქტო შეკითხვები, საუბრის თემის შერჩევა)

2. სასაუბრო ურთიერთობის დაბრკოლება პიროვნული თვისებების გამო .

(გულჩათხრობილობა, სიჯიუტე, გაუცხოება, დაცინვის ან უარყოფის შიში,

თანაგრძნობის უქონლობა)

3.სასაუბრო ურთიერთობის კეთილგანწყობის დამაბრკოლებელი

ბრძანება უნდა ,მოგიწევს, საჭიროა....

მუქარა: თუ არა მაშინ, უმჯობესია თორემ

ნოტაციის კითხვა: შენი მოვალეობაა ვალდებული ხარ სასურველია.

ჭკუის დარიგება: აი, აქ ცდები... ზარზე ხარ?...

პასუხის მიწოდება: მე ამას გავაკეთებდი... შენთვის ყველაზე კარგი იქნებოდა...

შეფასება... ზარმაცი ხარ, ენაგრძელი ხარ...

დიაგნოზის დასმა: ვიცი რაცა ხარ

ცნობის მოყვარეობა: (რატომ? რა? როგორ? როდის? ...)

4.სასაუბრო ურთიერთობის პროცესში წამოჭრილი დაბრკოლების გამოსწორების

ვარიანტი:

Page 20: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

( წაქეზება საუბარში გამოწვევისთვის, განწყობის შექმნა გულახდილობისათვის,

სითბოთი და სიყვარულით მიმართვა, მობოდიშება, ტაქტიანობაა და. ა. შ. 19

5.რჩევა და წინადადებები სასაუბრო პროცესში. ( კარგად უნდა იცნობდეს

პრობლემას, პრობლემის გადაჭრის ვარიანტები გარჩევთ მასთან ვისაც რჩევა სჭირდება.

რჩევა უნდა იყოს პრაქტიკული და რეალური)20

დამკვირვებლის მიერ გაანალიზდება რამდენად სწორად გულახდილად მიმდინარეობს

საუბარი, რათა უყურადღებოდ მყოფი მოსაუბრე დაამშვიდეს დაინტერესდეს უსიამოვნო

მდგომარეობიდან გამოვიდეს. დასადგენია

II ეტაპი: როლო თამაშში მონაწილეობის სამ-სამ კაციანი ჯგუფი, მათ შორის ერთ დარდიან,

მწუხარე, იმედგაცრუებული, ერთ მანუგეშებელი, ერთიც დამკვირვებელი.

როლით თამაშის პრობლემა სხვადასხვა ჯგუფისათვის:

1.განშორების სევდა

2.ოჯახის წევრთა მონატრება

3.მარტოობის განცდა

როლით თამაშის დროს მანუგეშებლის მიერ გათვალისწინებულია:

1.იმედგაცრუების, მოწყენილობის დროს ადამიანებთან საუბარი რაში დაგვეხმარება?

(განმუხტვაში, დროებით დარდის დავიწყებაში, ნუგეშის პოვნაში.

2.რა თემაზე შეიძლება საუბარი?

(ოჯახზე, მსგავს მაგალითებზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სულიერებაზე, სამომავალო

გეგმებზე და. ა. შ.)

3.რა სახის შეკითხვები შეიძლება დაისვას?

(პრობლემაზე, რომელიც აწუხებს და. ა. შ.)

4.შეიძლება შეკითხვების გამოყენება: რას გრძნობდი მაშინ? როდის?

რატომ მოხვდა? როგორ მოხვდა? და სხვა...

5.საუბრის ძირითადი მომენტებია:

ა) სიტყვების სათანადო შერჩევა.

ბ) კონფიდენციალურობა.

გ) შეკითხვების შერჩევა.

დ)მოსმენა 20

Page 21: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

6.საუბრის დროს როგორი მოსაუბრე ხარ?

(ტაქტიანი, შეგიძლია პრობლემის სწორად წარმოჩენა, კეთილგანწყობილი, თავშეკავებული,)

7. როგორი მსმენელი ხარ?

(ყურადღებიანი, მოსაუბრეს განაწყობ საუბრისთვის ,ინტერესიანი, მშვიდი თუ პირიქით.

კრიტერიუმი დამკვირვებლისთვის: რამდენად სწორად მიემართება საუბარი რომ

ყურადღების დეფიციტის მქონე ადამიანი დაინტერესდეს ,თავისი შესაძლებლობებში

დარწმუნდეს. ყურადღება გამოიჩინოს.

III ეტაპი

როლურ თამაშში მონაწილეობს სამ-სამი პირი. ერთი უყურადღებოა, მეორე-

ნუგეშისმცემელი, მესამე-დამკვირვებელი.

როლური თამაშის პრობლემათა თანმიმდევრობა.

1.უყურადღებობა,ემოციურობა,ქცევის სინქრონიზაციის დარღვევა, აგრესიულობა,

გაღიზიანება, ჩუმად ყოფნა ,განმარტოება, მეგობრებთან არ წასვლა.

2. თუ საუბარში გამოწვევა გსურთ, შეგიძლიათ ჰკითხოთ:-რაზე ფიქრობ? არ შიძლება

შეეკითხო რას გრძნობს? ნუ ეცდები ჭკუა დაარიგო ისინი უბრალოდ აზრს გიზიარებენ, მათ

პატივისცემით მოეპყარით.

3. მოთმინება გამოიჩინე თუ სიბრაზე თქვენ წინააღმდეგ მომართა.

4.უბიძგეთ ნორმალური ურთიერთობის დამყარებისკენ.

5. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე .თქვენი მღელვარება მას რომ არ გადაედოს

6.მისი მღელვარება იმის მიხედვით იმის მეშვეობით გამოხატოს, რის გაკეთებაც შეუძლია

(წეროს, დახატოს, აღწეროს მისი ემოციები.)

7. გადაარწმუნეთ ისევ მისივე გრძნობებსა და აზრებზე საუბრით.

კითხვა დიალოგისთვის: ცხოვრებაში ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა, სხვისი

იმედი არ უნდა გქონდეს, უნდა მოინდომო რომ გამოგივიდეს. ადამიანი უნდა ცხოვრებდეს

კარგი იმედიანი განწყობით, „თუ განწყობა არ იქნება, არაფერი არ იქნება“ თანაგრძნობა და

დახმარება უნდა შეგვეძლოს. თქვენ როგორ ფიქრობთ? 21

Page 22: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

11.განცდების გამიჯვნა

განმარტება: ადამიანი თავის თავში მოიცავს ბედნიერებას და სევდას, იმედს და იმედ

გაცრუებას, სიბეჯითეს და სიზარმაცეს, ოცნებასაც და დარდსაც, ყურაღებას და

უყურადღებობას და ასე უსასრულოდ

ასოციაციური განმარტება

წარმოიდგინეთ რომ ჩვენი ორგანიზმი შედგება მრავალი განცდის უჯრით.

დავაკვირდეთ:

რა დევს სიყვარულის უჯრაში?

შიშის უჯრაში?

სიძლიერის უჯრაში?

სისუსტის უჯრაში?

დათგრუნვის უჯრაში?

განმარტოების სურვილის უჯრაში?

მეგობრობის უჯრაში?

დიალოგი: ყოველთვის შევძლებ გავმიჯნო განცდები?

12. არასასიამოვნო განცდების გამოვლენა:

ინსტრუქცია: პრობლემათა მიხედვით ჩამოაყალიბეთ თქვენი შეხედულებები, დაწერეთ და

თუ სურვილი გექნებათ გავაცნოთ ერთმანეთს. არავითარი კომენტარი. სიმშვიდე, აზრის

პატივისცემა.

პრობლემათა თანმიმდევრობა:

1. არასასიამოვნო შემთხვევის გახსენება

(საფრთხეში ყოფნა, ძალადობა, ტრამვა, უბედური შემთხვევა და. ა. შ.)

2. არასასიამოვნო შემთხვევის მომენტში დაუფლებული გრძნობა

(შიში, სიძულვილი, გაბრაზება, დაცინვა სიბრალული და. ა. შ.)

3. არასასიამოვნო შემთხვევის ქცევა

(ტირილი, გაბუტვა, პროტესტი, დუმილი, შურისძიება)

4. რა დრო დასჭირდება მდგომარეობიდან გამოსვლას?

(რამდენიმე საათი, კვირა, წელი, იგივე მდგომარეობა გრძელდება) 22

Page 23: III - khandzteli.gekhandzteli.ge/qetimiqeladze.pdf · ყურადღების დეფიციტი-უყურადღებო ბავშვისადმი დახმარება

5. რა დაგეხმარა საქციელის დახვეწაში?ამხანაგები)

(მასწავლებელი, საკუთარი თავი,

6. რა გეხმარება საშინაო და საკლასო საქმიანობის ორგანიზებაში?

(წიგნაკი, საათი, ვიზუალური მასალა, ილუსტრაცია, ლაკონური კითხვები)

7.რა მეთოდებს იყენებს მასწავლებელი პრობლემის დასაძლევად?

(აქტიური კონტაქტის მეთოდს, სოციალური დავალებების მეთოდს: გამოკითხვა,

ანკეტა,...სესიების მეთოდს, დაჯილდოების მეთოდს)

13.გულახდილი საუბარი: ყურადღების დეფიციტი_ შევძელი გამკლავება თუ?