17
მე7 ლექცია სარჩევი მე7 ლექცია ............................................................................................................................... 1 სარჩევი...................................................................................................................................... 1 7. სიტყვის არაერთმნიშვნელოვანება (Ambiguität) ........................................................... 1 7.1. ლექსიკური არაერთმნიშვნელოვნება ...................................................................... 3 7.1.1. ომონიმია ................................................................................................................ 3 7.1.2 პოლისემია/მრავალმნიშვნელოვნება ................................................................. 5 7.1.3. პოლისემიისა და ომონიმიის ურთიერთმიმართება ...................................... 6 7.2. მნიშვნელობის გაურკვევლობა/ბუნდოვანება (Vagheit) ....................................... 8 7.3 არაერთმნიშვნელოვნება და კონტექსტი .................................................................. 9 7.3.1 სიტყვის ინტერპრეტაცია კონტექსტში .............................................................. 9 7.3.2. მნიშვნელობის ცვლილება კონტექსტში: „გადატანითი მნიშვნელობები............................................................................................................ 11 7.3.1 მეტონიმია ............................................................................................................. 12 7.3.4. მეტაფორა.............................................................................................................. 13 7.4. ლექსიკური და კონტექსტური არაერთმნიშვნელოვნების ურთიერთმიმართება ....................................................................................................... 16 7. სიტყვის არაერთმნიშვნელოვანება (Ambiguität) ჩვეულებრივად სიტყვებს რამდენიმე მნიშვნელობა აქვთ. ვინც უცხო ენას სწავლობს, კარგად იცის, რომ ასეთი სიტყვები ლექსიკური ფონდის დიდ უმრავლესობას შეადგენენ. სიტყვა, რომელიც მხოლოდ ერთი სახის ინტეპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, ძალიან ცოტაა. ლექსემებს ერთენოვან ლექსიკონებში ჩვეულებრივ რამდენიმე დეფინიცია აქვთ მიწერილი, ხოლო ორენოვან ლექსიკონებში რამდენიმე შესატყვისი. მაგალითად სიტყვა schließen უნივერსალურ დუდენში 12 მნიშვნელობით არის წარმოდგენილი, (1. bei einer Sache bewirken, dass sie nach außen abgeschlossen ist, 2. sich zusammenlegen, falten, …. 12. etw. […] für zutreffend, gültig halten). ამასთან მე2, მე3 და მე4 მნიშვნელობის გარდა ყველა მნიშვნელობასთან ორი ან სამი ქვესიმრავლე არის გამოყოფილი. ჰაინც ფენრიხი თავის გერმანულქართულ ლექსიკონში დასახელებული ზმნისთვის მხოლოდ 6 ქართული შესატყვისს გვთავაზობს: 1. დაკეტვა; 2. ხურვა; 3. დახურვა; 4. ჩაკეტვა; 5. დაკეცვა; 6. დახუჭვა. რამდენადაც ეს ლექსიკონი ნაკლებად სრულყოფილია, ჩვენ შეგვიძლია დავუმატოთ: გამორიცხვა; მიერთება; 1

me7 leqcia

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: me7 leqcia

მე7 ლექცია

სარჩევი

მე7 ლექცია ............................................................................................................................... 1 სარჩევი...................................................................................................................................... 1 7. სიტყვის არაერთმნიშვნელოვანება (Ambiguität) ........................................................... 1

7.1. ლექსიკური არაერთმნიშვნელოვნება ...................................................................... 3 7.1.1. ომონიმია ................................................................................................................ 3 7.1.2 პოლისემია/მრავალმნიშვნელოვნება ................................................................. 5 7.1.3. პოლისემიისა და ომონიმიის ურთიერთმიმართება ...................................... 6

7.2. მნიშვნელობის გაურკვევლობა/ბუნდოვანება (Vagheit) ....................................... 8 7.3 არაერთმნიშვნელოვნება და კონტექსტი .................................................................. 9

7.3.1 სიტყვის ინტერპრეტაცია კონტექსტში .............................................................. 9 7.3.2. მნიშვნელობის ცვლილება კონტექსტში: „გადატანითი მნიშვნელობები“............................................................................................................ 11 7.3.1 მეტონიმია ............................................................................................................. 12 7.3.4. მეტაფორა.............................................................................................................. 13

7.4. ლექსიკური და კონტექსტური არაერთმნიშვნელოვნების ურთიერთმიმართება ....................................................................................................... 16

7. სიტყვის არაერთმნიშვნელოვანება (Ambiguität)

ჩვეულებრივად სიტყვებს რამდენიმე მნიშვნელობა აქვთ. ვინც უცხო ენას

სწავლობს, კარგად იცის, რომ ასეთი სიტყვები ლექსიკური ფონდის დიდ

უმრავლესობას შეადგენენ. სიტყვა, რომელიც მხოლოდ ერთი სახის

ინტეპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, ძალიან ცოტაა. ლექსემებს ერთენოვან

ლექსიკონებში ჩვეულებრივ რამდენიმე დეფინიცია აქვთ მიწერილი, ხოლო

ორენოვან ლექსიკონებში – რამდენიმე შესატყვისი. მაგალითად სიტყვა schließen

უნივერსალურ დუდენში 12 მნიშვნელობით არის წარმოდგენილი, (1. bei einer

Sache bewirken, dass sie nach außen abgeschlossen ist, 2. sich zusammenlegen, falten, ….

12. etw. […] für zutreffend, gültig halten). ამასთან მე2, მე3 და მე4 მნიშვნელობის

გარდა ყველა მნიშვნელობასთან ორი ან სამი ქვესიმრავლე არის გამოყოფილი.

ჰაინც ფენრიხი თავის გერმანულ–ქართულ ლექსიკონში დასახელებული

ზმნისთვის მხოლოდ 6 ქართული შესატყვისს გვთავაზობს: 1. დაკეტვა; 2. ხურვა; 3.

დახურვა; 4. ჩაკეტვა; 5. დაკეცვა; 6. დახუჭვა. რამდენადაც ეს ლექსიკონი ნაკლებად

სრულყოფილია, ჩვენ შეგვიძლია დავუმატოთ: გამორიცხვა; მიერთება;

1

Page 2: me7 leqcia

დამთავრება, დასკვნის გამოტანა; მოხვევა, (გულში) ჩაკვრა (Die Mutter schloss das

Kind fest in die Arme).

ენათმეცნიერებაში ლექსემათა ამ თვისებას აღვნიშნავთ ტერმინით

არაერთმნიშვნელოვნება (გერმ. Ambiguität და ინგლ. ambiguity )

არაერთმნიშვნელოვანია სიტყვა1, თუ ის რამდენიმე სახის ინტერპრეტაციის

შესაძლებლობას იძლევა.

არაერთმნიშვნელოვნება კომუნიკაციაზე ერთი მხივ უარყოფითად მოქმდებს:

ხელს უშლის ენობრივი ერთეულების ზუსტ, ცალსახა ინტერპრეტაციას, თუმცა

მეორე მხრივ მისი არსებობა აუცილებლობით არის გამოწვეული: ყველა სიტყვას

მხოლოდ ერთი კონკრეტული მნიშვნელობა რომ ჰქონდეს, მაშინ ჩვენი ლექსიკური

ფონდი უსასრულოდ გაიზრდებოდა. აქტუალური მნიშვნელობის შემთხვევაში

ცალკეული საკომუნიკაციო სიტუაციისა და კონტექსტისთვის დაგვჭირდებოდა

ახალი ლექსიკური ფონდის შექმნა.

არაერთმნიშვნელოვნება სხვადასხვა სახისაა: (ფორმალური თვალსაზრისით

ერთი) სიტყვის მნიშვნელობები შეიძლება შეიძლება მკვეთრად იყვნენ

ერთმეთისგან განსხვავებული, ხოლო მრავალმნიშვნელობა განპირობებული იყოს

სხვადასხვა ენობრივი ნიშნის ფორმალური დამთხვევით (ომონიმია – Homonymie),

ან ერთ რომელიმე სიტყვას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მეტ–ნაკლებად მსგავსი

მნიშვნელობა (პოლისემია/მრავალმნიშვნელობა Polysemie/Mehrdeutigkeit).

პოლისემია და ომონიმია წარმოადგენენ ლექსიკური არაერთმნიშვნელოვნების

ნიმუშს. ლექსიკური არაერთმნიშვნელოვნებისგან უნდა გავმიჯნოთ კონტექსტური

არაერთმნიშვნელოვნება – სიტყვის მნიშვნელობის „გადატანა“/გადატანითი

მნიშვნელობით გამოყენება კონტექსტში – მეტონიმია, მეტაფორა და მისთ.

სიტყვები მხოლოდ მრავალმნიშვნელოვნებით არ გამოირჩევიან, არსებობს

მთელი რიგი ლექსემებისა, რომელთა ზუსტი ინტერპრეტაცია შეუძლებელია:

მაგალითად დროის რა მონაკვეთს შეიძლება გულისხმობდნენ სიტყვები gleich ან

bald? ან ზუსტად რა რაოდენობას შეიძლება გამოხატავდნენ სიტყვები groß და 1 არაერთმნიშვნელოვანი შეიძლება იყოს წინადადებაც, ტექსტიც, თუმცა დღეს ჩვენ მხოლოდ ლექსიკურ არაერთმნიშვნელოვნებას განვიხილავთ.

2

Page 3: me7 leqcia

klein? მოვლენას, როდესაც ენობრივი ერთეულის მნიშვნელობა მკვეთრად არ არის

შემოსაზღვრული ვუწოდებთ მნიშვნელოვნების ბუნდოვანებას/გაურკვევლობას

(გერმ. Vagheit). რადგან „ბუნდოვანებაც“ ინტერპრეტაციის სირთულეებთან არის

დაკავშირებული, ჩვენ მას არაერთმნიშვნელოვნებასთან ერთად განვიხილავთ.

7.1. ლექსიკური არაერთმნიშვნელოვნება

7.1.1. ომონიმია

გერმანული სიტყვა Weiche სამი სხვადასხვა მნიშვნელობით შეიძლება შეგვხდეს.

პირველ შემთხვევაში ის აღნიშნავს რკინიგზის გადამრთველს, ტრანსფორმატორს,

მეორე შემთხვევაში – სირბილეს, ხოლო მესამე შემთხვევაში – რბილს/სხეულის

რბილ ადგილს (გერმ. სინონიმია Flanke). პირველ მნიშვნელობას დანარჩენებთან

არაფერი აქვს საერთო, ბოლო ორი კი შინაარსობრივად მჭიდროდ არის

ერთმანეთთან დაკავშირებული. ამის გამო Weiche1 პირველი მნიშვნელობით

მიიჩნევა განსხვავებულ ლექსემად, ვიდრე Weiche2 სირბილისა და (სხეულის)

რბილის მნიშვნელობით. Weiche1 ნაწარმოებია ზმნისგან weichen, რაც გზის აქცევას

გულისხმობს, ხოლო Weiche2 – ზედსართავი სახელისგან weich, რაც რბილს

აღნიშნავს. ფორმალურად იდენტურ, მაგრამ მნიშვნელობით (მკვეთრად)

განსხვავებულ ლექსემებს, როგორიცაა Weiche1 და Weiche2, ვუწოდებთ ომონიმებს

(ამ ტერმინს ალბათ სასკოლო გრამატიკიდანაც იცნობთ).

ომონიმების Weiche1 და Weiche2 ეტიმოლოგია (წარმომავლობა)

სხვადასხვაგვარია: მათ საშუალ გერმანულში ორი სხვადასხვა ფორმის ლექსემა

შეესატყვისებოდა. Weiche1 წარმოდგენილი იყო ლექსემით wîch (აღნიშნავდა

მხოლოდ გაქცევას, გაცლას, გზის აქცევას) – დიფთონგის ნაცვლად გრძელი

გრძელი –î–, ხოლო Weiche2–ს იგივე ჟღერადობა ჰქონდა, რაც ახლა – weiche. ბევრი

ლინგვისტისთვის განსხვავებული ეტიმოლოგია არაერთმნიშვნელოვნების

ომონიმიად შეფასების ერთ–ერთი მთავარი კრიტერიუმია. ამგვარ შეფასებას

(ლოებნერის მიხედვით 2003: 59) საფუძვლად უდევს შეხედულება, თითქოს

შეუძლებელია ორი, სხვადასხვა სიტყვა დროთა განმავლობაში ფორმალური

3

Page 4: me7 leqcia

დაახლოების შედეგად ერთ პოლისემურ ლექსემად გარდაიქმნას. თუმცა ეს

შეხედულება დაეჭვების საკმაოდ ბევრ საფუძველს იძლევა: ენის მომხმარებელთა

უმრავლესობას ხშირად წარმოდგენა არა აქვს იმ სიტყვების ეტიმოლოგიაზე,

რომლებსაც იყენებენ. მათთვის უფრო მთავარია, რამდენად განსხვავდებიან

ერთნაირი სიტყვა–ფორმების მნიშვნელობები ერთმანეთისგან. მაგალითად

გერმანულ ენაზე მოლაპარაკეთა უმრავლესობა სიტყვას Rutsch გამოთქმაში guten

Rutsch ins Neujahr არ განასხვავებს დამოუკიდებელი ლექსემისგან Rutsch, რაც

სრიალს/გასრიალებას, შესრიალებას აღნიშნავს. თუმცა ენათმეცნიერები

ვარაუდობენ, რომ პირველი Rutsch მომდინარეობს იდიშური სიტყვისგან rosch,

რაც ქართულად დასაწყისს ნიშნავს (ხოლო Rosch ha-Schanah იდიშზე იგივეა, რაც

ახალი წელი). საპირისპიროდ უდაოდ ომონიმებად მიიჩნევა Bank1 (მრავლობითი

რიცხვით Bänke, ‘მერხი’) და Bank2 (მრავლობითი რიცხვით Banken – ‘ბანკი’),

მიუხედავად იმისა რომ მათ საერთო ეტიმოლოგია აქვთ: Bank1 ძველ

ზემოგერმანულში აღნიშნავდა როგორც მერხს, ისე მაგიდასაც, ხოლო Bank2

წარმოშობილია იტალიური სიტყვიდან banco - რომელიც თავის მხრივ

გერმანიკულიდან არის ნასესხები და აღნიშნავდა მაგიდას (სადაც ფულის

გადამცვლელები – ბანკის თავდაპირველი „თანამშრომლები“ – თავიანთ

საქმიანობას ასრულებდნენ2).

სიტყვები Weiche1 და Weiche2 –ის ურთიერთმიმართება სრული ომონიმიის

ტიპიური მაგალითია. ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ მნიშვნელობით

განსხვავებიან, თორემ მათი ყველა გრამატიკული ფორმა იდენტურია. სრული

ომონიმია შედარებით იშვიათია. უფრო ხშირია ნაწილობრივი ომონიმია: ამ

შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა ლექსემების მხოლოდ რამდენიმე და არა ყველა

ფორმა. ნაწილობრივ ომონიმებს მიეკუთვნებიან sie/Sie (მხოლობითი რიცხვის მე3

პირი, მრავლობითი რიცხვის მესამე პირი, თავაზიანი მიმართვის ფორმა), უკვე

ნახსენები Bank-Bänke (მერხი)/Bank-Banken (ბანკები); ასევე განსხვავებული

არტიკლის მქონე სიტყვები der Moment (დროის მცირე მონაკვეთი) და das Moment

(ძირითადი გარემოება ან თვალსაზრისი), სხვადასხვა კატეგორიის სიტყვები sein

2 Banco თანამედროვე იტალიურში სამუშაო მაგიდას აღნიშნავს.

4

Page 5: me7 leqcia

როგორც ზმნა და კუთვნილებითი ნაცვალსახელი; arm (ღარიბი)/Arm (მხარი) –

ზედსართავი და არსებითი სახელი და სხვ.

დაბოლოს ომონიმები ერთმანეთს შეიძლება დაემთხვნენ მხოლოდ

წერილობითი ან მხოლოდ ბგერითი ფორმით. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს

ჰომოგრაფიასთან, ხოლო მეორე შემთხვევაში ჰომოფონიასთან. მაგალითად,

სიტყვები Heroin (ჰეროინი–ნარკოტიკი) და Heroin (გმირი ქალი) წარმოადგენენ

ჰომოგრაფებს, ხოლო Kain (კაენი) და kein (არცერთი, არავითარი) – ჰომოფონებს,

ბევრჯერ ნახსენები Weiche1 და Weiche2 კი ორივე ტიპს შეგვიძლია მივაკუთვნოთ.

7.1.2 პოლისემია/მრავალმნიშვნელოვნება

თუ ომონიმია უფრო შემთხვევითი და იშვიათი მოვლენაა, პოლისემია უფრო

წესს მიეკუთვნება ვიდრე გამონაკლისს. როგორც ლექციის დასაწყისში აღვნიშნეთ

ლექსემათა დიდ უმრავლესობას ერთზე მეტი მნიშვნელობა გააჩნია. ასეთ

ლექსემებს პოლისემური ლექსემები ეწოდება. ისინი მოიცავენ რამდენიმე

შინაარსობრივად ერთმანეთთან დაკავშირებულ ცალკეულ მნიშვნელობას, ან

უფრო ზუსტად მნიშვნელობის ვარიანტს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვარიანტები

სემანტიკურად ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, ჩვენ მათი ცალ–ცალკე

სწავლა და დამახსოვრება გვიხდება.

განვიხილოთ პოლისემიის კონკრეტული მაგალითი: გერმანულ ზედსართავ

სახელს alt მნიშვნელობის რამდენიმე ვარიანტი გააჩნია: როგორც სიტყვის neu

ანტონიმი ის აღნიშნავს სიძველეს, რაიმე საგნის გამოყენების გარკვეულ

ხანგრძლივობას, სიტყვის jung საპირისპიროდ ის აღნიშნავს სულიერი არსების

სიცოცხლის ხანგრძლივობას (‘მოხუცს’/’ბებერს’), მსგავსი მნიშვნელობით alt

(როგორც jung-ის ანტონიმი) შეიძლება გამოიყენებოდეს უსულო საგნებთანაც (alter

Wein, alte Sprache), ის მიუთითებს ასევე ურთიერთობის ხანგრძლივობაზე (alter

Freund – ‘ძველი/დიდი ხნის მეგობარი’) ან აღნიშნავს დიდი ხნის წინ არსებულს ან

მცხოვრებს (die alten Römer). მნიშვნელობის ყველა ეს ვარიანტი ერთმანეთთან

მჭიდროდ არის დაკავშირებული: ყველა მათგანი მიუთითებს გარკვეული სახის

5

Page 6: me7 leqcia

ხანგრძლივობაზე და (გარკვეული ათვლის წერტილის მქონე) ქრონოლოგიურ

სკალაზე წარმოდგენილია მაღალი კოეფიციენტით.

პოლისემია არის ცალკეული ლექსემების თვისება ცალკეულ ენაში. მიუხედავად

იმისა, რომ ის ყოველთვის მნიშვნელობის ცვალებადობის გარკვეულ ნიმუშს

ექვემდებარება (ამ ნიმუშის მიხედვით მეტ–ნაკლები სიზუსტით შეგვიძლია

ვივარაუდოთ რა მნიშვნელობების მიღება შეუძლია ცალკეულ ლექსემას),

შეუძლებელია სხვადასხვა ენებში მსგავსი სიტყვები ერთნაირად პოლისემური

იყოს. მაგალითად, ზედსართავი სახელისთვის alt ჩვენ გამოვიყენეთ ოთხი

ქართული შესატყვისი: ძველი, მოხუცი, ბებერი, დიდი ხნის. პოლისემიის

შეუსაბამობა სხვადასხვა ენებში კარგად ჩანს ფერების აღმნიშვნელი სიტყვების

მაგალითზე: grün გერმანულში აღნიშნავს (როგორც მწვანეს, ისე) მოუმწიფებელ,

გამოუცდელ ადამიანს. მნიშვნელობის ეს ვარიანტი მოტივირებულია იმით, რომ

მწვანე ფერი დამახასიათებელია ძალიან ბევრი სახეობის მოუმწიფებელი/მკვახე

ხილისთვის. ხილის ამ თვისების სულიერ არსებებზე „გადატანა“ ძნელი არ არის.

უფრო აბსტრაქტული მნიშვნელობა „გამოუცდელი“ კი მოტივრებულია იმით, რომ

პიროვნული/გონებრივი მომწიფება უშუალოდ არის დაკავშირებული

გამოცდილებასთან. grün–ის ქართულ შესატყვისს (რუსულისა და ინგლისურისგან

განსხვავებით) მსგავსი მნიშვნელობა არ აქვთ, ამავე დროს ქართული ზედსართავი

სახელის შავის მნიშვნელობის ერთ–ერთი ვარიანტი ‘ნასწორები’ (შავად ნაწერი)

მისი გერმანული ექვივალენტისთვის არ არის დამახასიათებელი, თუმცა შავი ფერი

როგორც ქართულში ისე გერმანულში შეიძლება გამოიყენებოდნენ ‘ავისა’ და

‘ბოროტის’ სინონიმად. ექვივალენტური ლექსემების მნიშვნელობის ვარიანტები

ორ სხვადასხვა ენაში შესაძლებელია დაემთხვნენ ერთმანეთს, თუმცა, როგორც

წესი, ეს (მონათესავე ენებშიც კი) იშვიათად ხდება.

7.1.3. პოლისემიისა და ომონიმიის ურთიერთმიმართება

ომონიმიისა და პოლისემიის ცალკეული შემთხვევების ერთმანეთისგან

გამიჯვნა რთულია: ეტიმოლოგიური კრიტერიუმი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,

ხშირად გამოუსადეგარია – ენის მომხმარებელთა უმრავლესობამ ძალიან ცოტა რამ

6

Page 7: me7 leqcia

თუ იცის ცალკეული სიტყვების წარმომავლობაზე. ყოველთვის უტყუარი არც

გრამატიკული კრიტერიუმი (arm vs. Arm) შეიძლება იყოს, მაგ. არსებით სახელს

Korn ორი სხვადასხვა სახის მრავლობითი ფორმა აქვს: Körner – როდესაც ის

მცენარეულ თესლს ან ცალკეულ მარცვალს აღნიშნავს და Korne - როცა ის

ხორბალს, ხორბლის მარცვალს ან სამიზნეს აღნიშნავს. ბუნებრივია ამის გამო Korn

ომონიმიის მაგალითად არ უნდა მივიჩნიოთ. ძნელი დასადგენი არაა, რომ მეორე

ვარიანტის მნიშვნელობები პირველისგანაა ნაწარმოები (სამიზნის შემთხვევაში

პოლისემია მოტივირებულია გარეგნული მსგავსებით ხორბლის მარცვალთან).

ამასთან, ბოლომდე ვერც სემანტიკური სხვაობის კრიტერიუმს ვენდობით, რადგან

თვითონ მნიშვნელობა საკმაოდ აბსტრაქტული ცნებაა და ზოგჯერ პოლისემური

სიტყვის მნიშვნელობების ერთმანეთთან დაკავშირება საკმაოდ რთულია. მაინც

სემანტიკური კრიტერიუმი ყველაზე გამოსადეგად უნდა ჩაითვალოს. რამდენადაც

კომუნიკაციისას ყველაზე მთავარი მაინც ინფორმაციული მხარე, სიტყვის

მნიშვნელობაა. ამასთან სემანტიკური კრიტერიუმი გრამატიკულისგან

განსხვავებით მოქმედებს სრული ომონიმიის შემთხვევაშიც.

თუმცა, ლოებნერის (2003: 61) სამართლიანი შენიშვნით ომონიმია და

პოლისემია მხოლოდ ლექსიკოგრაფიული თვალთახედვით ქმნიან ერთმანეთის

ალტერნატივას: ანუ მაშინ, როდესაც უნდა განვსაზღვროთ რომელიმე

არაერთმნიშვნელოვანი ენობრივი ერთეული ერთ ლექსემას უნდა

დავუქვემდებაროთ თუ რამოდენიმეს (ლექსიკონის შედგენისას ამას ძალიან დიდი

მნიშვნელობა აქვს: თუ საქმე ომონიმიას ეხება, მაშინ სხვადასხვა სტატია უნდა

შევადგინოთ, ხოლო თუ პოლისემიასთან, მაშინ ერთსა და იმავე ლექსემას უნდა

მივუწეროთ რამდენიმე დეფინიცია). სხვა მხრივ ისინი ერთმანეთისგან

დამოუკიდებელ მოვლენას წარმოადგენენ. ორ ომონიმურ ლექსემას შესაძლებელია

თავის მხრივ ცალ–ცალკე პოლისემია ახასიათებდეს. ჩვენ მიერ განხილული

Weiche1 და Weiche2 ამის ნათელი მაგალითია: რკინიგზის გადამრთველის გარდა

Weiche1 გადატანითი მნიშვნელობით აღნიშნავს გარკვეულ ელქტრულ

მოწყობილებებსაც, ხოლო Weiche2 შეიძლება გულისხმობდეს სირბილეს ან

სხეულის რბილ ადგილს.

7

Page 8: me7 leqcia

ომონიმიისა და პოლისემიის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ

პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ორ სხვადასხვა ლექსემასთან, რომლებსაც თავის

მხრივ შეიძლება მრავალმნიშვნელოვნება ახასიათებდეთ, ხოლო მეორე

შემთხვევაში – რამდენიმე, მეტ–ნაკლებად მსგავსი მნიშვნელობის მქონე ერთ

კონკრეტულ ლექსემასთან.

7.2. მნიშვნელობის გაურკვევლობა/ბუნდოვანება (Vagheit)

პოლისემია უნდა გავმიჯნოთ მნიშვნელობის გაურკვევლობისგან. პოლისემური

სიტყვის მნიშვნელობათა ვარიანტებს არც თუ ისე იშვიათად გააჩნიათ მეტ–

ნაკლებად დაზუსტებული საზღვრები, ხოლო გაურკვევლობა დამახასიათებელია

სიტყვისთვის, რომლის ცალკეული მნიშვნელობა მკვეთრად შემოსაზღვრული

არაა. მაგ. როდის შეგვიძლია ვუწოდოთ პატარა ბავშვს ჩვილი (Baby)

დამოკიდებულია ისეთ კრიტერიუმებზე, როგორიცაა მისი ასაკი და ზრდა–

განვითარება. ეს ორივე კრიტერიუმი ცვალებადი და გარდამავალია: ზოგისთვის

შეიძლება 1,5 წლის ბავშვიც ჩვილი იყოს, ზოგისთვის კი არა. მაგრამ ეს იმას არ

ნიშნავს, რომ სიტყვა ჩვილს რამდენიმე სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, იმის

მიხედვით, თუ რა ასაკის ბავშვის აღსანიშნად გამოვიყენებთ მას. უბრალოდ, ჩვილს

აქვს გაურკვეველი/ ბუნდოვანი მნიშვნელობა. ამ სიტყვის დენოტაციის საზღვრები

გარდამავალია, რაც შესაძლებელს ხდის მის ცვალებად გამოყენებას სხვადასხვა

კონტექსტში.

გაურკვეველი მნიშვნელობა ახასიათებთ სიტყვებს, რომელთა სემანტიკური

მახასიათებლები შესაძლებელია მოვათავსოთ გარდამავალი კოეფიციენტების

მქონე სკალაზე. გაურკვეველი მნიშვნელობისაა ფერის აღმნიშვნელი სიტყვები,

რამდენადაც ფერების სპექტრი ერთ გარდამავალ მთლიანობას/სკალას ქმნის.

გაურკვეველი მნიშვნელობა აქვთ ასევე შედარებითი ხარისხის მქონე ზედსართავ

სახელებს: როდის უნდა გამოვიყენოთ სიტყვები დიდი, პატარა, მძიმე, მსუბუქი,

მაღალი, დაბალი, გემრიელი, უგემური დამოკიდებულია სხვადასხვა ცვალებად

8

Page 9: me7 leqcia

კრიტერიუმებზე. გაურკვეველი მნიშვნელობა აქვთ ასევე ფარდობითი შინაარსის

ზმნიზედებს: მალე, ხშირად, ადრე, გვიან, ახლავე.

მნიშვნელობის დაუზუსტებლობა ენობრივი ეკონომიის კიდევ ერთი

საშუალებაა. ის რომ, მაგ. საზღვარი მაღალისა და დაბალის მნიშვნელობებს შორის

გარდამავალია, გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ის, რომ გვქონოდა ისეთი ზუსტი

მნიშვნელობის სიტყვები, როგორიცაა 1,7 მ–დან 1,8 მ–მდე სიმაღლისა და მსგ.

ზოგიერთ სიტყვას შესაძლებელია ახასიათებდეს როგორც პოლისემია, ისე

მნიშვნელობის გაურკვევლობა. მაგალითად სიტყვის schwer მნიშვნელობათა

ყველა ვარიანტი ბუნდოვანია. თუმცა (ლოებნერის მიხედვით 2003: 63) მათ შორის

მაინც არსებობს ზუსტი საზღვრები, გაურკვეველია მხოლოდ, როდის უნდა

გავავლოთ ზღვარი შესაბამის მნიშვნელობათა სკალაზე (სიტყვებს schwer და nicht

schwer შორის). ამის გარდა პოლისემიისგან განსხვავებით მნიშვნელობის

გაურკვევლობა შეიძლება შენარჩუნებული იყოს კონტექსტში: როდესაც კიოსკს

აწერია Wir kommen gleich wieder, ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს

მოგიწევს ლოდინი. საპირისპიროდ: თუ აწერია, რომ Wir öffnen um 12.00 Uhr, იმის

მიხედვით დაგვიანდება თუ არა კიოსკის გახსნა, ჩვენ ზუსტად შეგვიძლია

შევაფასოთ ამ წინადადადების ჭეშმარიტება–მცდარობა.

7.3 არაერთმნიშვნელოვნება და კონტექსტი

7.3.1 სიტყვის ინტერპრეტაცია კონტექსტში

სიტყვის კონტექსტური და ლექსიკური მნიშვნელობა ბევრად განსხვავდება

ერთმანეთისგან: სინტაქსურ და საკომუნიკაციო კონტექსტში პოლისემური

სიტყვები კარგავენ მრავალმნიშვნელობას (ამავე დროს შესაძლებელია

გააქტიურებული იყოს არა მხოლოდ ცალკეული ლექსიკური მნიშვნელობა, არამედ

მხოლოდ ერთი, ან რამდენიმე სემანტიკური მახასიათებელი), ამასთან

შესაძლებელია მოხდეს ცალკეული ლექსიკური მნიშვნელობის გარკვეული სახის

მოდიფიკაცია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სიტყვა შინაარსობრივად არ უნდა

მოდიოდეს წინააღმდეგობაში თავის კონტექსტთან და უნდა იყოს რელევანტური

სტილისტური თვალსაზრისით. ყველა ეს თვისება საგრძნობლად მოქმედებს

სიტყვის კონტექსტურ მნიშვნელობაზე

9

Page 10: me7 leqcia

თუ როგორია კონტექსტის გავლენა სიტყვის მნიშვნელობაზე კონკრეტულად,

შესაძლებელია ვნახოთ გერმანული პოლისემური ლექსემის (das) Tor მაგალითზე.

ამ სიტყვას შეიძლება ჰქონდეს სამი ძირითადი მნიშვნელობა 1. (საფეხბურთო,

ჰოკეის) კარი, 2. (ქალაქის) კარიბჭე (das Brandeburger Tor) , 3. გოლი. იმის

მიხადვით, თუ რა ტიპის კონტექსტში მოვათავსებთ ამ სიტყვას, შესაძლებელია

გამოვრიცხოთ მისი მნიშვნელობის რამდენიმე ვარიანტი:

(1) ა) Ich habe das Tor nicht gesehen

(კარიბჭე/ფეხბურთის კარები/გოლი ვერ შევაჩნიე/არ დამინახავს)

ბ) Das Tor wurde wegen Abseits nicht erkannt

(გოლი ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა)

გ) Das mittelalterliche Tor soll restauriert werden

(შუასაუკუნეების დროინდელი კარიბჭე რესტავრაციას საჭიროებს)

როგორც ხედავთ პირველ წინადადებაში (1ა) შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც

ქალაქის ან ეზოს კარიბჭე, ისე კარი, როგორც მთავარი სამიზნე ფეხბურთსა და

ჰოკეიში და ასევე გოლიც. დანარჩენ ორ წინადადებაში (1ბ), (1გ) მნიშვნელობის

მხოლოდ თითო ვარიანტია რეალიზებული: (1ბ)–ში აუცილებლად გოლი

იგულისხმება, რადგან გამოთქმა wegen Abseits nicht erkannt მხოლოდ გარკვეულ

გუნდურ სპორტულ თამაშებშია რელევანტური (ხოლო ჰოკეის ან საფეხბურთო

კარის „არ ცნობა“ აზრობრივად არამართებული კომბინაცია). წინადადება (1გ)

სიტყვის Tor გოლად ინტერპრეტაციას გამორიცხავს, რამდენადაც გოლის

რესტავრაცია შეუძლებელია; რადგან (1გ)–ში გვაქვს ასევე განსაზღვრება

mittelalterlich, წარმოუდგენელია აქ Tor საფეხბურთო ან ჰოკეის მოედნის კარებს

გულისხმობდეს.

ამგვარი გამორიცხვები განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ყოველთვის

ვცდილობთ გამოთქმების (Äußerungen) კონტექსტის შესაბამისად სწორ აზრობრივ

ინტერპრეტაციას.3 უფრო ფართო კონტექსტში შესაძლებელი ინტერპრეტაციის

3 ანუ როდესაც რაიმე წინადადების ინტერპრეტაციას ვცდილობთ, ამოვდივართ იქიდან, რომ წინადადება აზრობრივად წინააღმდეგობრივი არ არის და რელევანტურია კონტექსტის მიმართ. ამ

10

Page 11: me7 leqcia

რაოდენობა კიდევ უფრო მეტად არის შემცირებული: მაგალითად თუ წინადადება

(3ა)–ს ფეხბურთზე საუბრისას იყენებენ, მაშინ გამორიცხულია Tor2 მნიშვნელობა

(კარიბჭე), ხოლო თუ მას ამბობს ფეხბურთელი, რომელმაც ბურთი კარს

საგრძნობლად ააცილა, ან კარის ძელს შეეჯახა, მაშინ ჩვენ ძალაუნებურად

გამოვრიცხავთ მნიშვნელობა Tor3 –ს (გოლს), ხოლო თუ მაყურებელი ამბობს,

რომელიც დაგვიანებით მოვიდა, მაშინ დიდი ალბათობით Tor3 მნიშვნელობა

უნდა ვივარაუდოთ.

თუ სიტყვა წინააღმდეგობაშია მის გარემომცველ კონტექსტთან, მაშინ ერთი

შეხედვით შეუძლებელი ხდება მთლიანი გამოთქმის აზრობრივი ინტერპრეტაცია

(2):

(2) Das Brandeburger Tor wurde ermordet.

(ბრანდებურგის ჭიშკარი მოკლეს)

ბრანდებურგის ჭიშკარი არ არის ცოცხალი არსებობა, შესაბამისად მისი მოკვლაც

აზრობრივად გამორიცხულია. ბუნებრივია გარკვეული თვალსაზრისით ამ

წინადადების ინტერპრეტაცია შესაძლებელია, თუმცა მაშინ მისი ერთ–ერთი

კომპონენტი მაინც გამოყენებული უნდა იყოს გადატანითი მნიშვნელობით.

7.3.2. მნიშვნელობის ცვლილება კონტექსტში: „გადატანითი მნიშვნელობები“

7.3.1–ში ჩვენ ვახსენებთ, რომ სიტყვის მნიშვნელობა კონტექსტში არა მხოლოდ

ზუსტდება, არამედ ხშირად განიცდის გარკვეული სახის ცვლილებებსაც.

მნიშვნელოებების კონტექსტური ცვლილებები სიტყვის არაერთმნიშვნელოვნების

კიდევ ერთი ახალი წყაროა. რადგან ამ ტიპის არაერთმნიშვნელოვნება მხოლოდ

კონტექსტში გვხვდება, მას კონტექსტურ არაერთმნიშვნელოვნებას უწოდებენ.

(ლობნერი 2003: 65). თუმცა კონტექსტური არაერთმნიშვნელოვნება საინტერესოა

თავისებურების შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას პრაგმატიკაში მიიღებთ, ლექსიკოლოგიისთვის ის შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია.

11

Page 12: me7 leqcia

ლექსიკური სემანტიკისთვისაც, რამდენადაც მან დროთა განმავლობაში შეიძლება

სიტყვის სალექსიკონო მნიშვნელობის ცვლილება გამოიწვიოს.

სიტყვის გადატანითი მნიშვნელობით გამოყენება კონტექსტში ექვემდებარება

ფართოდ გავრცელებულ, მყარ ნიმუშებს. ისინი ენის მომხმარებელთათვის უცხო

არ არის და მათი გამოყენება სიტყვის ინტერპრეტაციისას რაიმე სირთულეს არ

წარმოადგენს. მნიშვლელობის კონტექსტურ ცვლილებათა ნიმუში ძალიან ბევრი

სახის შეიძლება იყოს (სტილისტიკასა და რიტორიკაში მათ უფრო კარგად

გაეცნობით), ჯერჯერობით ამათგან განვიხილავთ მხოლოდ ორ ძირითად ნიმუშს

(მეტონიმიასა და მეტაფორას).

7.3.1 მეტონიმია

მნიშვნელობათა „გადატანის“ ეს ტიპი ფართოდ არის გავრცელებული.

განვიხილოთ მაგალითად სიტყვა უნივერსიტეტის ინტერპრეტაციის

შესაძლებლობები:

(3) ა) ჩვენი უნივერსიტეტი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს.

ბ) უნივერსიტეტმა ჰუმანიტარული ფაკულტეტი გააუქმა

გ) უნივერსიტეტი ისევ 14 ოქტომბერს იწყება.

(4ა) წინადადადებაში უნივერსიტეტი აღნიშნავს კონკრეტულ შენობას ან შენობათა

კომპლექსს, (4ბ)–ში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ხოლო (4გ)–ში –

სემესტულ სწავლებას უნივერსიტეტში. პოლისემიასთან საქმე ამ შემთხვევაშიც არ

გვაქვს. ის რომ სიტყვა უნივერსიტეტის ამდენი სახის ინტერპრეტაციაა

შესაძლებელი, განპირობებულია თვითონ ცნების თავისებურებით. თუ მე4

მაგალითს უფრო მეტად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ უნივერსიტეტი ყველა

შემთხვევაში ისეთი რამეს აღნიშნავს რაც თვითონ უნივერსიტეტის განეკუთვნება

(რასაც უნივერსიტეტის ცნება მოიცავს). დავუშვათ რომ სიტყვა უნივერსიტეტი

პირველ რიგში აღნიშნავს საგანმანათლებლო დაწესებულების ერთ–ერთ ტიპს.

ასეთი დაწესებულება ყოველთვის განთავსებულია გარკვეულ შენობაში ან

შენობათა კომპლექსში (კორპუსებში), მას აუცილებლად უნდა ჰყავდეს

12

Page 13: me7 leqcia

ხელმძღვანელობა/ ადმინისტრაცია, უნდა შეეძლოს სასწავლო ღონისძიებების

ორგანიზება და სასწავლო პროგრამების შემოთავაზება სტუდენტებისთვის. სიტყვა

უნივერსიტეტი ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ არა მხოლოდ მთლიანი

რეფერენტის, არამედ ასევე ცალკეული ობიექტების აღსანიშნავად, რომლებიც მას

მიეკუთვნებიან: ჩვენ შემთხვევაში უნივერსიტეტი აღნიშნავს შენობას,

ხელმძღვანელობას და სასწავლო ღონისძიებებს – და ამის გარდა შეიძლება

აღნიშნავდეს ყველაფერს, რაც მას როგორც ინსტიტუციას/დაწესებულებას

მიეკუთვნება. ამ მოვლენას მეტონიმიას ვუწოდებთ, ხოლო შესაბამის

მნიშვნელობის კონტექსტურ ცვლილებას („გადატანას“) – მეტონიმურ ცვლილებას

(„გადატანას“ – metonymische Verschiebung).

მეტონიმური ცვლილება გულისხმობს რაიმე ცნების რეფერენტის (აღსანიშნის)

ჩანაცვლებას მასთან დაკავშირებული ცნებებით. (უნივერსიტეტი–ინსტიტუცია

ან უნივერსიტეტი–შენობა).

7.3.4. მეტაფორა

შემდეგი პასაჟი წარმოადგენს ამონარიდს გერმანული საგაზეთო სტატიიდან

(Frankfurter Rundschau 7.10.2003, გვ. 3), რომლის თემაა ლიტერატურული

მდგომარეობა ლიტვაში:

(4) ა) Heute, im freien Litauen, leben die Literaten wie „ein Hund im Brunnen“,

sagt die Schriftstellerin Vanda Juknaite:

(დღეს, თავისუფალ ლიტვაში ლიტერატორები ცხოვრებენ ისე, როგორც

„ძაღლი ჭაში“, ამბობს მწერალი ვანდა იუკნაიტე:

ბ) „Sie können alle die Sterne sehen, aber die sind weit weg.“

(მართალია ვარსკვლავების დანახვა შეუძლიათ, მაგრამ ისინი

მეტისმეტად შორს არიან)

გ) Ein bisschen bellen, ja.

13

Page 14: me7 leqcia

(ცოტ–ცოტას კი ყეფენ)

დ) Aber dann müssen sie rackern, um irgendwo einen Knochen auszubuddeln.

(მაგრამ მაშინ თავდაუზოგავად უწევთ შრომა, სადღაც როგორმე ძვალს

რომ გამოკრან კბილი).

სტატიის შესავალ აბზაცში ნახსენებია, რომ მაშინ, როდესაც ლიტვა საბჭოთა

კავშირს მიეკუთვნებოდა, მწერლობას ჰქონდა უნარი გავლენა მოეხდინა

პოლიტიკაზე. ხსენებული პასაჟის (5) შემდეგ კი წერია, რომ ლიტვის მწერალთა

კავშირის 370 წევრიდან მხოლოდ 20–ს თუ შეუძლია ლიტერატურული

საქმიანობით თავის რჩენა.

სტატიის ამონარიდი მეტაფორული მნიშვნელობის რამდენიმე მაგალითს

შეიცავს. პირველ წინადადებაში 2002 წლის ლიტვის ლიტერატურული ცხოვრება

შედარებულია ძაღლის ცხოვრებასთან ჭაში.

შედარების უკეთესად გაგებაში გვეხმარება მეორე წინადადება, რამდენადაც ის

ერთმანეთს უკავშირებს ჭაში მყოფი ძაღლის ხატსა და ლიტველი მწერლის

ცხოვრებას. ჭაში მყოფ ძაღლს შორეული ვარსკვლავების დანახვა პირდაპირი

გაგებით შეუძლია, თუმცა მწერლების შემთხვევაში გამოთქმას Sterne sehen4

მხოლოდ მეტაფორული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ლოებნერის მიხედვით

(2003: 68) ვარსკვლავები (სემანტიკური მახასიათებლით: მანათობელი, კაშკაშა)

გამოხატავენ „წარმატებული ლიტერატურული ცხოვრების საუკეთესო

(„ბრწყინვალე“, „კაშკაშა“) მხარეებს, (თუმცა ჩვენ შეგვიძლია ასევე ვივარაუდოთ,

რომ თავისუფლებას ან გარკვეული სახის დამოუკიდებლობას, ან სხვა რაიმე

(მწერლურ) იდეალებს გულისხმობდეს, მითუმეტეს (5ა)–ში საუბარია „თავისუფალ

ლიტვაზე“ და იმავე სტატიაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ ძალიან ცოტა მწერალს

თუ შეუძლია მხოლოდ ლიტერატურული საქმიანობით თავის რჩენა, ანუ

გარკვეულწილად არ შეუძლია დამოუკიდებელი ცხოვრება/მოღვაწეობა).

პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ ზმნა sehen, ის აღნიშნავს არა

ვიზუალურ აღქმას, არამედ გონების თვალით ხედვას, წარმოდგენას. და მსგ. ასევე

4 საერთოდ გერმანულში გამოთქმა Sterne sehen გულის წასვლას, თვალთ დაბნელებას გულისხმობს. დასავლურ მულტფილმებში ნანახი გაქვთ ალბათ როგორ დასდის თავზე ვარსკვლავები იმას, ვინც მძიმე საგნის თავში ჩარტყმის შედეგად წაქცეულ პერსონაჟებს. ეს ხსენებული მეტაფორის ექსპლიციტურ გამოხატულებას წარმოადგენს.

14

Page 15: me7 leqcia

weit weg არ აღნიშნავს დაშორებას სივრცეში, არამედ უფრო მიუწვდომლობას,

მიუღწევადობას გამოხატავს. როგორც ხედავთ მეტაფორა შედგება ოთხმაგი

პარალელისგან: ძაღლი=მწერალი, ვარსკვლავი=წარმატება, დანახვა=წარმოდგენა,

სივრცული სიშორე = მიუწვდომლობა. (5ბ)–ს მეტაფორული ინტერპრეტაცია კი

იმით არის გამოწვეული რომ ნაცვალსახელი sie გრამატიკული თვალსაზრისით

მიუთითებს პირველ წინადადებაში ნახსენებ ლიტველ ლიტერატორებზე, თუმცა

შინაარსობრივად დაკავშირებულია ჭაში მცხოვრებ ძაღლთან.

წინადადება (5გ) აგრძელებს ძაღლის მეტაფორას. რადგან ყეფა ძაღლების

თვისებაა და არა მწერლებისა ეს წინადადებაც მეტაფორად უნდა მივიჩნიოთ:

bellen გადატანითი მნიშვნელობითაა გამოყენებული. ყეფის ცნებიდან

გადმოტინილია მხოლოდ რამდენიმე სემანტიკური მახასიათებელი, რომელთაგან

ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩავთვალოთ ‘ადამიანებისთვის

მოსალოდნელი საფრთხის მცნობა’, ან ‘უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა’

ან უბრალოდ ‘ყურადღების მიქცევის მცდელობა’, რამდენადაც კონტექსტს

ყველაზე უფრო ეს სემები შეესაბამება. იგივე კონტექსტი გამორიცხავს ისეთ

მახასიათებელს, როგორიცაა: ძაღლისთვის დამახასიათებელი ბგერების გამოცემა.

მეტაფორა გრძელდება ამონარიდის ბოლო წინადადებაშიც. გამოთქმა sich

rackern um irgendwo Knochen ausbuddeln ლიტერატურული ცხოვრების კონტექტში

შესაძლებელია აღნიშნავდეს მძიმე, ლიტერატორისთვის შეუფერებელი სამუშაოს

შესრულებას დღიური სარჩოს მოსაპოვებლად.

ამ შედარებით მოზრდილი მაგალითის ანალიზის საფუძველზე, მეტაფორა

შემდეგნაირად შეიძლება განვსაზღვროთ:

მეტაფორა გულისხმობს ამოსავალი სფეროდან (Herkunftsbereich) ცნებების

სესხებას, მეორე, ძირითადი სფეროს (Zielbereich) საგნების ან მოვლენების

დასახასიათებლად.

ჩვენს მაგალითში თავდაპირველი სფერო წარმოდგენილია ჭაში მცხოვრები

ძაღლის ხატით, ხოლო ძირითადი სფერო წარმოდგენილია ლიტველი მწერლების

ცხოვრებით 2002 წლისთვის. ყველა მეტაფორა ანალოგიას მოიცავს:

15

Page 16: me7 leqcia

თავდაპირველი სფეროს ცნებები შეთავსებულია ძირითადი სფეროს საგნებსა და

მოვლენებთან.

ამ თვისებით მეტაფორა მკვეთრად განსხვავდება მეტონიმიისგან:

მნიშვნელობის მეტონიმური ცვლილების დროს ნამდვილი რეფერენტი

ჩანაცვლებულია რეფერენტის კუთვნილი სემანტიკური მახასიათებლით, ასე რომ

მეტონიმია ერთი სფეროს ფარგლებს არ სცდება: „უნივერსიტეტი“ როგორც

სასწავლო დაწესებულება უშუალოდ არის დაკავშირებული „უნივერსიტეტთან“

როგორც შენობათა კომპლექსთან, საპირისპიროდ ჭაში მცხოვრებ ძაღლებს

არავითარი კავშირი არ აქვთ ლიტველი მწერლების ცხოვრებასთან, სხვანაირად

რომ ვთქვათ მათ შორის არავითარი კუთვნილებითი მიმართება არ არსებობს.

ერთადერთი, რაც მათ აერთიანებს, არის ანალოგიური როლები თავიანთ შესაბამის

სფეროში.

7.4. ლექსიკური და კონტექსტური არაერთმნიშვნელოვნების ურთიერთმიმართება

ის ფაქტი, რომ კონტექსტი თითქმის ყველა ლექსემის განსხვავებული

ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, არაერთმნიშვნელოვნების კიდევ ერთ

განზომილებად უნდა მივიჩნიოთ. ეს განზომილება პრინციპულად განსხვავდება

ლექსიკური არაერთმნიშვნელოვნებისგან: პოლისემია მტკიცედ არის

განსაზღვრული მენტალურ ლექსიკონში. როდესაც პოლისემურ სიტყვას

ვსწავლობთ, ჩვენ მისი მნიშვნელობის თითოეული ვარიანტის ცალ–ცალკე

შესწავლა გვიხდება. პოლისემიის ცალკეული გამოვლინება დამხასიათებელია

ცალკეული ლექსემებისთვის ცალკეულ ენაში. კონტექსტური

არაერთმნიშვნელოვნება კი სრულიად განსხვავებულად ფუქციონირებს:

• ის დამოკიდებულია მხოლოდ კონტექსტზე და არ არის განსაზღვრული

მენტალურ ლექსიკონში.

16

Page 17: me7 leqcia

• მნიშვნელობის კონტექსტური ცვლილებებს საფუძვლად უდევს გარკვეული

ზოგადი ნიმუშები, რაც ენობრივი საზოგადოებისთვის კარგად არის

ცნობილი

• მნიშვნელობის კონტექსტური ცვლილებების ნიმუშები გვხვდება

სისტემატურად ძალიან ბევრ სხვადასხვა ტიპის ლექსემასთან.

• მნიშვნელობის კონტექსტური ცვლილებების ცალკეული ნიმუშები

ერთნაირად დამახასიათებელია ყველა ენისთვის.

17