64
2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე იცოდე!) იქონიე იმის გამბედაობა, რომ საკუთარი შეგნება გამოიყენო იმანუელ კანტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის მიმართულების სასწავლო ჟურნალი

sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

  • Upload
    others

  • View
    5

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

2013 სასწავლო წელი

sapere aude (გაბედე იცოდე!)

იქონიე იმის გამბედაობა, რომ საკუთარი შეგნება გამოიყენო

იმანუელ კანტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის მიმართულების სასწავლო ჟურნალი

Page 2: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

Page 3: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

3

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სარჩევი

რკინის ფარდის პოეტი 4

აფრო-ქართველის ჩვეულებრივი დღე ფრიტაუნში, სიერა ლეონეში 11

„იცხოვრე ღირსეულად და გაიარე შენი ცხოვრების გზა ისე,

რომ უკან მოხედვის არ შეგრცხვეს!” 16

კახა კუკავა – პოლიტიკის გარეშე 18

პოლიტიკა მაღალ ქუსლებზე 20

ლექსების გამოფენა 22

ინტერვიუ ახალგაზრდა კრიტიკოს ლექსო დორეულთან 27

“სიკვდილს იქეთ უფრო დიდი სიცოცხლეა” 31

კიმ კი – დუკის “გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი...

და ისევ გაზაფხული” 36

მილერი ათავისუფლებს 39

დღევანდელი მხატვრობა ყალბი და არაგულწრფელი გახდა.. 41

აწმყო წარსულის კვალდაკვალ 43

წითელი გრძნობიდან შავ ვნებამდე 46

რეპორტაჟი 50

ქართველი ახალგაზრდობა და ნევროზი 55

აგრესია მოზარდებში 57

ნაადრევი ქორწინება – გამოსავალი თუ პრობლემა? 60

Page 4: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

4

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

– ლია სტურუა ბავშვობიდან...

– ფრიადოსანი ბავშვი არ ვყოფილვარ. სულ

ქუჩაში ვიყავი, მაშინ საგურამოს ქუჩაზე

ვცხოვრობდი. დედაჩემი მეუბნებოდა: როგორ

გიწერენ ხუთიანებს, შენს ხელში სახელმძღ-

ვანელო არ მინახავსო. პრინციპი მქონდა, თუ

წავიკითხავდი ან მასწავლებელს მოვუსმენდი,

ხუთიანი უნდა მიმეღო, თუ არც ერთი და არც

მეორე, მაშინ – ორიანი. სხვა ნიშნები ჩემთვის

აბსოლუტურად იგნორირებული იყო.

ჩემი მშობლები ექიმები იყვნენ. სკოლა და-

ვამთავრე და მიუხედავად იმისა, რომ მათე-

მატიკაში ძლიერი არ ვიყავი, ოქროს მედალი

ავიღე. ამის შემდეგ მამამ საბუთები სამედი-

ცინო ინსტიტუტში შეიტანა, მე გამოვიტანე და

უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე

შევიტანე.

დედისერთა ვიყავი, განებივრებული და დამოუკიდებელი. საბუთების შე-

ტანის შემდეგ გასაუბრება მქონდა. კომისიის თავმჯდომარე ენათმეცნიერი,

მკაცრი შემფასებელი ვანო გიგინეიშვილი იყო. მასთან მოხვედრის ყველას ეში-

ნოდა. დიდხანს ვისაუბრეთ, შემდეგ თვითონ მითხრა, არ მაქვს უფლება ერთ

აბიტურიენტს ამდენი დრო დავუთმოო. თავისუფალი თემა დავწერე და სახლში

წამოვედი.

მამაჩემი გაბრაზებული იყო და არ მელაპარაკებოდა. სიები რომ გამოაკრეს,

ჩემი თავი ვერ აღმოვაჩინე, რაც ნიშნავდა, რომ არ მიმიღეს. მამაჩემმა გაიხარა,

თუმცა სიხარული ნაადრევი გამოდგა – დამატებით სიებში ვიყავი. შემდეგ მით-

ხრეს, რომ ვანო გიგინეიშვილს უთქვამს, იმ გოგოს თუ არ მიიღებთ, უნივერ-

სიტეტში ჩემი ფეხი აღარ იქნებაო. ასე აღმოვჩნდი პირველ კურსზე, ბოლოს,

ასპირანტურაშიც ჩავაბარე. ძალიან კარგი წლები იყო.

– პირველი ლექსი, პირველი წინააღმდეგობა... ლექსის საჯარო გაშიშვლება

– უკურეაქცია?

– პირველი ლექსი არ მახსოვს... ბავშვობაში ყველაფრის გარითმვა მომწონდა.

თავიდან, რა თქმა უნდა, კონვენციურ ლექსებს ვწერდი. იქაც რაღაცნაირად

ვახერხებდი თავისუფლება შემეპარებინა. სერიოზულად წერა ვერლიბრით

დავიწყე. თავისუფალი ლექსი ჩემს შინაგან განწყობას, სტილს, გამოთქმის მა-

ნერას, მეხსიერებას, ცნობიერების ნაკადს, ასოციაციურ აზროვნებას, შინაგან

მონოლოგს, იმას, რაც მინდოდა მეთქვა, კარგად მიესადაგებოდა.

რა თქმა უნდა, ყველა ახალგაზრდას მაქსიმალიზმი ახასიათებს. შემოქმედე-

ბაში – ამბოხისაკენ, რევოლუციისაკენ მიდრეკილება.

თავისუფალი ლექსი საქართველოში სრულიად ახალი იყო. 17 წლის ასაკიდან

ბრძოლითა და ომით დავიწყე. ვიმეტიჩრე და უნივერსიტეტის სააქტო დარბაზ-

ში ლექსი წავიკითხე, მიყვარდა სცენა. ახალგაზრდებს ყოველთვის ახასიათებ-

რკინის ფარდის პოეტი

ის ხან ხატავდა, ხან აქანდაკებდა... მასთან ერთად

ყოველთვის იყო პოეტი, რომელიც ლექსებს უკით-

ხავდა...

ლია სტურუა მეუღლის, ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევრების პირველი შემფა-

სებელი იყო... ყველაფერი თითქოს უმნიშვნელო დეტალებით იწყება...

მოკლული პოეტების გვერდი

მარიამ ჯავახიშვილი

Page 5: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

5

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დათ ის, რის გამოც ახლაც ლანძღავენ – ის თუ რას წერენ და როგორ წერენ.

საზოგადოების სერიოზულად შოკირება მეც მომწონდა.

დავწერე და წავიკითხე ლექსი: „ფიროსმანს უყვარდა ცა და არაყი, სხვა ყვე-

ლაფერი ფეხებზე ეკიდა”.

ახლა ეს არაფერი არ არის, მაგრამ მაშინ და თანაც ქალისგან ნათქვამი, მძაფ-

რად აღიქვეს. არავინ იცოდა, ვინ ვიყავი. 40 წლის ქალბატონი ვეგონე. როგორც

ჩანს, ჩათვალეს, რომ ეს ლექსი ჩამოყალიბებული ადამიანის, ჩამოყალიბებული

პოეტის დაწერილი იყო. არადა 17 წლის ვიყავი, საშინელება ატყდა.

ცეკას პლენუმებზე მლანძღავდნენ და მაკრიტიკებდნენ. ერთმა ცეკას მდი-

ვანმა თქვა, რომ მე შევლახე ქართველი ქალის კდემამოსილება, ამ სიტყვას

ვერ ვიტანდი. მაღალფარდოვან სიტყვებს ვერ ვიტან საერთოდ. მართალი რომ

გითხრათ, ჩემ გარშემო ხმაური თავიდან ნაკლებად მაწუხებდა. ჩემი მშობლები

მეცოდებოდნენ, ძალიან განიცდიდნენ. ჩემი ლანძღვის გარეშე გაზეთი არ გა-

მოდიოდა, ცეკას პლენუმი არ ტარდებოდა. მხოლოდ ის მაწუხებდა, რომ ამის

შემდეგ ლექსებს აღარ მიბეჭდავდნენ. იმ საღამოს, როცა სააქტო დარბაზში

ეს ლექსი წავიკითხე, ჩემმა მეგობრებმაც ვერ დამიკრეს ტაში. წინა რიგებში

გაოგნებული პროფესორები და აკადემიკოსები ისხდნენ.

მე გამოვედი... მოკვეთილივით ვიდექი დერეფანში... სრულიად მარტო...სა-

შინელ ხასიათზე. ვხედავ, მოდის თამაზ ჩხენკელი და წითელი მიხაკების თა-

იგული მოაქვს. ასე არასოდეს გამხარებია ყვავილები. ეს ნიშნავდა, რომ ვიღაც

თანამიგრძნობდა და ვიღაცას მოვეწონე. თამაზმა შემდეგ მითხრა: ფული არ

მქონდა, ვისესხე, იქვე ყიდდა ვიღაც, ვიყიდე და მოვედი, ძალიან შემეცოდეო.

ლექსიც ძალიან მოსწონებია. შემდეგ ეს ლექსი ჯანსუღ ჩარკვიანმა წაიღო და

„ცისკარში” დაბეჭდა... მაშინ უარესი ამბავი ატყდა, რაღაცნაირად გადავიტანე.

– სტილისა და განწყობის მეტამორფოზა ლია სტურუას პოეზიაში...

– იმ შემთხვევის შემდეგ, რაც მოგიყევით, ამბავი უკვე იმაზე ატყდა, რომ თა-

ვისუფალი ლექსების წერა დავიწყე. მიაჩნდათ, რომ ეს არ იყო ქართული, რომ

მე ტრადიციებს ვარღვევ და ვანგრევ, რომ ეს არის კოსმოპოლიტიზმი. დიდხანს

იყო კამათი საზოგადოებაში, რომელ ლექსს აქვს არსებობის უფლება, კონვენ-

ციურს ანუ რითმიანს, თუ ვერლიბრს ანუ თავისუფალ ლექსს. ეს მიდგომა სა-

საცილო და პრიმიტიულია. ყველა კარგ ლექსს აქვს არსებობის უფლება. რა

მნიშვნელობა აქვს, რითმიანი იქნება თუ ურითმო, ლექსი ლექსია. თანაც ჩვენ

თავისუფალი არა, მაგრამ ურითმო ლექსის დიდი ტრადიცია გვქონდა. საეკლე-

სიო ჰიმნები ოდესღაც ურითმო ლექსი იყო. მიაჩნდათ, რომ რითმა საერო სამ-

კაულია და ჰიმნოგრაფია თეთრი ლექსით იწერებოდა. თეთრი ლექსი ზუსტად

ისეთივე თანაბარმარცვლიანი სტრიქონებით არის აწყობილი, როგორც რით-

მიანი, უბრალოდ რითმა არ არის. თავისუფალი ლექსი დატეხილია, თითქოს

დანგრეულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, დიდი შინაგანი რიტმი აერთიანებს და

მუსიკალობის შეგრძნება თუ არ გაქვს, ურითმო, თითქოსდა პროზასთან მიახ-

ლოებულ თავისუფალ ლექსს ვერაფრით დაწერ.

როგორც ვთქვათ, მუსიკაში იყო ბეთჰოვენი, შოპენი, მოცარტი და ამის შემ-

დეგ იწერებოდა სრულიად ატონალური მუსიკა, თითქოს ერთი შეხედვით, არა-

მელოდიური, მაგრამ შინაგანად ძალიან შეკრული და ჰარმონიული. ჯერ იყო

რითმიანი ლექსი. შემდეგ თავისუფალმა ლექსმა მოიპოვა არსებობის უფლება.

ახლა პირიქით, ისევ რითმიანი ლექსი შემოვიდა მოდაში (ძალიან სასაცილოა

პოეზიაში მოდა), მაგრამ იცით რა არის, სანამ პოეტი ჩამოყალიბდება და სა-

კუთარ სახეს მიიღებს, სხვადასხვა, შეიძლება მასზე სუსტი პოეტის გავლენას

განიცდიდეს. თუმცა როდესაც ის, როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობდა, „საკუთარ

ქურაში გადახარშავს ყველაფერს” და ჩამოყალიბდება, იქ უკვე გავლენაზე სა-

უბარი ზედმეტია. გავლენა შეიძლება იგრძნობოდეს, გალაკტიონსაც ჰქონდა

„არტისტულ ყვავილებში” ფრანგი სიმბოლისტების გავლენა. ფაქტობრივად,

ქართველ „ცისფერყანწელებს”, ფრანგი სიმბოლისტების გავლენა ჰქონდათ,

მაგრამ თავისთავად და სრულიად დამოუკიდებელ ლექსებს წერდნენ.

მოკლული პოეტების გვერდი

Page 6: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

6

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გალაკტიონს შემოქმედების

დასაწყისში გრიშაშვილის გავ-

ლენაც ეტყობოდა, მაგრამ ის

ჩამოყალიბდა. გალაკტიონზე

თავისუფალი პოეტი იშვიათად

მეგულება.

არ მიყვარს შედარებები. რა-

ტომ არის მაგალითად, ბარა-

თაშვილი ქართველი ბაირონი?

ბარათაშვილი ბარათაშვილია.

„თბილისი პატარა პარიზია”,

– ზუსტად ეს არის პროვინცი-

ალიზმი. უსათუოდ რომ უნდა

შეადარო და დასკვნები გამო-

იტანო. კი ბატონო, პოეტები

ჰგვანან ერთმანეთს. პოეტებს

უსათუოდ აქვთ რაღაც საერ-

თო. მიუხედავად იმისა, რომ

სხვა ქვეყნის შვილები არიან.

სხვადასხვა ენაზე წერენ. ლექ-

სებში შეიძლება ძალიან ბევრი

საერთო გაკრთეს. არა გავლენა, არამედ ის, რაზეც ისინი ერთნაირად ფიქრო-

ბენ.

ერთი პერიოდი მქონდა, როცა სონეტებს ვწერდი, კლასიკურად რითმიან

ლექსებს. სონეტს იმდენად დახვეწილი ჩარჩო აქვს, ნატიფი, მკაცრად შემო-

საზღვრული, ჯვარედინი რითმები, ფორმა – სრულიად განსხვავებული, რო-

მელშიც უნდა მოახერხო და ჩატიო შენი სათქმელი, ის შენი ამბოხიც, მინორიც,

რომელიც აუცილებელია პოეზიაში. ის სისხლი, რომლითაც ლექსები იწერება

და შეიძლება ის ოფლიც კი, რომელიც არ უნდა ჩანდეს. სწორედ ამიტომ არ

აქვს ფორმას მნიშვნელობა.

– თქვენი მანერული და პროსოდიული პოეზია... ვისი გავლენა ემჩნევა?

– გავლენა, რა თქმა უნდა, იყო ალბათ, ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მე

ძალიან მიყვარს გალაკტიონი და ძალიან მიყვარს მარინა ცვეტაევა, მაიაკოვს-

კი მიყვარს, მაგრამ რადგან მე ვწერ თავისუფალ ლექსს, მთელი ჩემი საყვარე-

ლი პოეტების გავლენა, ფაქტობრივად, არ განმიცდია, არც რითმიან ლექსებში.

შეიძლება კარგი კინოს, მუსიკის, მხატვრობის გავლენა მქონდა, ამის გარეშე

არ არსებობს პოეზია. ჩემს ლექსებში არ ჩანს გავლენა, მაგრამ სხვა პოეტები

რომ არ წაიკითხო, რომ არ გიყვარდეს, შეიძლება პოეტად ვერ შედგე.

– თქვენ აღნიშნეთ, რომ სცენა მოგწონდათ, მსახიობობაზე გიფიქრიათ?

– მსახიობობა არასოდეს მნდომებია. მახსოვს დიდი ხნის წინ, მეტეხის ტაძარ-

ში, რომელშიც შემდეგ თეატრი იყო და ახლა უკვე მოქმედი ტაძარია, სანდრო

მრევლიშვილის თეატრი შევიდა, საღამოს გაკეთება მთხოვეს. საღამო შედგა.

მაშინ გურამ საღარაძემ მითხრა, რობიკო სტურუას უნდა ვუთხრა, დასში აგიყ-

ვანოსო. ლექსების კითხვა მართლა შემიძლია. არა-მეთქი, – ვუთხარი, ჩემგან

მსახიობი არ გამოვიდოდა. ერთისა და იმავეს გამეორება არაფრით არ შემიძ-

ლია, ამიტომ, არ მნდომებია მსახიობობა. სულ თავიდანვე პოეტობა მინდოდა,

სხვა სურვილი არ მქონია. მინდოდა წიგნთან მქონოდა ურთიერთობა, სულ მინ-

დოდა მეწერა, როცა თავისუფალი დრო მქონდა, ან ვწერდი, ან ვკითხულობდი.

მახსოვს ჩემს დროს, რკინის ფარდის პირობებში, საუკეთესო ლიტერატურა

არ შემოდიოდა. სულ რიგში ვიდექით, ვშოულობდით, ვიღაცას შემოჰქონდა უც-

ხოეთიდან. ერთ დღეში უნდა წაგვეკითხა, იმიტომ, რომ დიდი რიგი იყო და ჩუ-

მად, დედას რომ არ დავენახე, ღამე საბნის ქვეშ ვკითხულობდი ხოლმე. მთელ

ღამეს ვათენებდი. მერე ერთ ლექსში დავწერე კიდეც, განათლება არა მხოლოდ

მოკლული პოეტების გვერდი

Page 7: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

7

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

უნივერსიტეტსა და სკოლაში, საბნის ალისფერი ატლასის შუქზე მაქვს მიღე-

ბული-მეთქი. ძალიან მიყვარდა თეატრი და ახლაც მიყვარს. რაც სიტყვასთან

არის დაკავშირებული, ყველაფერი მიყვარს. სულხან-საბას ლექსიკონის კითხ-

ვა მიყვარდა, ახლაც პერიოდულად ვკითხულობ ხოლმე.

სიტყვები ადამიანებივითაა. ან უყვართ ერთმანეთი, ან სძულთ, ან მტრობენ,

სიტყვების ერთად დალაგება ძალიან რთულია. თუ ფლობ ამ სიტყვას, თუ შე-

გიძლია, რაღაცნაირად უნდა მოუშინაურდე მას, დაუმეგობრდე, დაუახლოვდე.

დასვამ ორ სიტყვას ერთად, ყველაფერი რიგზეა და ლექსი არ გამოდის. შეიძ-

ლება გამოვიდეს, რითმა არის, სტრიქონი გამართულია, მაგრამ ის ხიბლი, რაც

ლექსს უნდა ჰქონდეს, არ არის. სიტყვებთან ურთიერთობა, მეგობრობა, მათი

ქვეშევრდომობა და პატრონობა თუ არ შეგიძლია, პოეზია არ გამოდის ისე...

– ლექსები ერთი ამოსუნთქვით იწერება?

– სულ ახალგაზრდა რომ ვიყავი, რა თქმა უნდა, ასე იწერებოდა. ლექსს როცა

სხვისი თვალით შეხედავ, სხვა რაღაცას ამჩნევ. ზოგი ისევე რჩება, როგორც

დაწერე, ზოგს დამუშავება სჭირდება.

– არა მარტო პოეზიას... პროზასაც წერთ...

– პროზას ვწერ, მაგრამ ცოტა მაქვს. ლიტერატურულ პალიტრაში „შეგრძნე-

ბების რომანი” დაიბეჭდა. პარიზზე მქონდა დაწერილი და სვანეთზე. საქართ-

ველოში არც ერთი ადგილი, არც ერთი კუთხე ისე არ მიყვარს, როგორც სვანე-

თი. ბავშვობაში კიკეთში ვისვენებდი და სულ მეგონა, რომ მთაზე თუ ავიდოდი,

სვანეთს დავინახავდი. ამ შვიდი წლის წინ ვნახე სვანეთი. ყველაფერი მოვიარე.

გალაკტიონზე, რუსთაველზე, ვაჟაზე მაქვს დაწერილი... წერილებია... პრო-

ზაშიც მიყვარს წერა. თუმცა, როგორც ამბობენ, ეს პოეტის პროზაა. ალბათ

ასეც უნდა იყოს...

– რამდენად რთულია პოეზიის გზა?

– როგორ გითხრათ, შემოქმედი ყოველთვის არის რევოლუციონერი, ამ

სიტყვის საუკეთესო გაგებით, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობა-

ში, ვთქვათ, მიაღწიე სტილს, მანერას, ყველას მოსწონხარ. კარგი პოეტი ხარ,

ცნობილი ხარ, მაგრამ თუ იქ გაიყინე, შენ პოეტი და შემოქმედი აღარ იქნები.

სხვათა შორის, ჩემი საყვარელი მწერალი, ფოლკნერი, ჩემს მეორე საყვარელ

მწერალზე, რომელიც მას არ უყვარდა, ჰემინგუეიზე, ამბობდა, ის მაგონებს

ჯამბაზს, რომელიც თავის თოკზე გადის, კუნთებს გვაჩვენებს და გვხიბლავსო.

ერთ ადგილას არასოდეს არ უნდა გაჩერდე, შეიძლება რაღაც ახალი გააკეთო

და არ გამოვიდეს და უფსკრულში ჩავარდე, მაგრამ იქიდან რომ ამოხვალ და

შეძლებ ახლის გაკეთებას, ეს არის ნამდვილი გამარჯვება და ეს არის ნამდვი-

ლი შემოქმედებაო. ასე ზუსტად არავის არ უთქვამს არაფერი პოეზიაზე.

რაღაც მუდმივად უნდა გადალახო. მუდმივად ახლისკენ უნდა ისწრაფვო-

დე, რაღაც ახალი უნდა გააკეთო, სანამ პირში სული გიდგას და სანამ ღმერ-

თი გაძლევს ძალას, რომ წერო. შეიძლება ადამიანს დაუდგეს კრიზისის პე-

რიოდი, ტვინი გაეყინოს და ვერაფერი ვეღარ დაწეროს. კრიზისის პერიოდი

ყველას აქვს, არ შეიძლება შემოქმედი ამის გარეშე. კრიზისი მეც მქონია. მე

თვითონ მიგრძვნია. მიწერია, იმიტომ, რომ წერის გარეშე არ შემიძლია. მერე

დამიწყვია,შემიხედავს სხვისი თვალით და მივმხვდარვარ, რომ ეს, ფაქტობრი-

ვად, არის გამეორება იმისა, რასაც ვაკეთებდი და ამ დროს ცოტა ხანს უნდა

გავჩერდე, უნდა გავჩერდე და რაღაცას დაველოდო. შემდეგ მოდიოდა პერი-

ოდი, რომელსაც ველოდებოდი და ვიწყებდი წერას. ჩემს თვალში ის მუშაობა

და წერა უკვე გამართლებული იყო. ახლა ბოლო წიგნი გამოვეცი „დავიწყების

დღე”, ლექსების პატარა წიგნია, სულ ახალი ლექსებია შესული, ვინც მხვდება,

თუნდაც ქუჩაში, მეუბნება, რომ ჩემი ლექსები ძალიან ახალგაზრდულია.

– ისევ ახალგაზრდობის პერიოდს დავუბრუნდეთ... უნივერსიტეტში ლექ-

ციებს კითხულობდით...

– დისერტაციის დაცვა არ მეჩქარებოდა, მეცნიერად სულ არ მიმაჩნდა თავი.

ასპირანტურის მეორე კურსიდან ლექციების კითხვა დავიწყე. პირველი ლექ-

მოკლული პოეტების გვერდი

Page 8: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

8

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ცია რომ ჩავატარე, იმ დღეს კინოს სახლში ფელინის „8 ნახევარი” გადიოდა.

გენიალური ფილმია, დღემდე ვგიჟდები. ბილეთი ვიშოვე. საბჭოთა პერიოდში

ყველაფერი საშოვნელი იყო. შევედი ამ ფილმზე, გავგიჟდი, გაოგნებული ვიყა-

ვი, ემოციებისგან და ფელინის საოცარი მეტაფორებისგან თავი მისკდებოდა.

სახლში მისულს დამირეკეს და მითხრეს, რომ ერთ-ერთი ლექტორი ავად გახდა

და მესამე კურსისთვის ლექცია უნდა ჩამეტარებინა. შაკიკი მქონდა, თვალთ

მიბნელდებოდა, ამ დროს ბნელ ოთახში ვიჯექი ხოლმე და წამალს ვსვამდი.

უნივერსიტეტში წავედი. ასეთი კარგი ლექცია იშვიათად თუ წამიკითხავს. ალ-

ბათ ამ ნერვიულობით, ემოციებით, ფელინით, მეტაფორებით ვიყავი დამუხტუ-

ლი. სტუდენტები რომ მხვდებოდნენ, მეკითხებოდნენ ხოლმე, კიდევ წავუკით-

ხავდი თუ არა მათ ლექციებს. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ ლექციების

ჩატარების უფლება

მომცეს. ლექციის კით-

ხვა, საუბარი და ახალ-

გაზრდებთან ურთიერ-

თობა მიყვარდა. მათზე

რამდენიმე წლით უფ-

როსი ვიყავი, ვმეგობ-

რობდით. ერთხელაც

იძულებული გავხდი

დისერტაცია დამეცვა

იმისთვის, რომ ლექცი-

ების წაკითხვა გამეგ-

რძელებინა. თუმცა,

უნდა ჩამეტარებინა

სემინარები და პრაქ-

ტიკულები. პედაგოგის

ნიჭი არ მქონდა, ვერ

ავუხსნიდი, მხოლოდ

ლექციის წაკითხვა შე-

მეძლო. დისერტაციაც

– „ფერის მხატვრული

ფუნქცია გალაკტი-

ონის შემოქმედებაში”,

ისე დავწერე, როგორც

მე მინდოდა, მაინცდა-

მაინც მეცნიერულად

არა. დისერტაცია მოსკოვში იგზავნებოდა, გავგზავნე და ორი წელი ველოდე.

მხოლოდ იმის გამო არ მიაქციეს ყურადღება, რომ თან კონიაკი და საჩუქარი

არ გავაყოლე. ჩემს მეუღლეს მოსკოვში, მხატვრების ყრილობაზე გავყევი და

სწორედ მაშინ მივედი „ვაკი“-ში, სადაც დისერტაციები იგზავნებოდა. მაშინ

მომაქციეს ყურადღება, მითხრეს, რომ ბეჭედი აკლდა... ბეჭედი არ აკლდა, მას

მხოლოდ საჩუქარი აკლდა.

კავკასიურ ლიტერატურას პარასტაევი კურირებდა, ბევრი ვისაუბრეთ რუსუ-

ლად. მითხრა, რომ ჩახვალთ, ბეჭდიანი გამომიგზავნეთ და დამტკიცება მოგი-

ვათო. არ შევიმჩნიე, რომ ბეჭედი არ აკლდა. გავუგზავნე და რამდენიმე დღეში

დამტკიცება მომივიდა. ამის შემდეგ ლექციებს თავისუფლად ვკითხულობდი.

მე და ჩემი მეუღლე ბევრს ვმოგზაურობდით, უნივერსიტეტს ვერ გავაცდენ-

დი, ამის გამო, ლიტერატურის ინსტიტუტში გადავედი.

– ორი დოლაბის ქვეშ, მგონი, მუსიკა არ გასრესილა... თქვენ და ელგუჯა, შეხ-

ვედრიდან დღემდე?

– ელგუჯას პირველად მიშა კვესელავას, ჩემი უახლოესი მეგობრის, დუდანა

კვესელავას მამის სახლში შევხვდი. ეს ის პერიოდი იყო, კენედი რომ მოკლეს.

მოკლული პოეტების გვერდი

Page 9: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

9

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიმოკლული პოეტების გვერდი

მაშინ კენედის ბუმი იყო, ყველა გიჟდებოდა. ელგუჯამ მისი სადღეგრძელო

დალია. მეორედ უნივერსიტეტში, ბანკეტზე შევხვდი. რატომღაც არ მინდოდა

წასვლა, ჩემმა მეგობარმა, ზაურ ბოლქვაძემ წამიყვანა. წავედით...ჩემ გვერ-

დით, სუფრაზე, ერთი კაცი აღმოჩნდა, უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობ-

და. ჭკვიანი კაცი იყო, მაგრამ ალბათ ღვინომ თავისი ქნა და ფლირტაობა და-

მიწყო, ძალიან შევწუხდი და წასვლა დავაპირე. ელგუჯამ ეს შეამჩნია. გადასვა

ეს კაცი და ჩემ გვერდით დაჯდა. ბევრი ვისაუბრეთ. ვუთხარი, რომ პირველი

წიგნი უნდა გამომეცა. მითხრა, წიგნს მე გაგიფორმებო. მართლაც გააფორმა.

ამის შემდეგ, უბრალოდ დავდიოდით. ხან მეგობრებთან დავდიოდით, ხან

ქუჩაში ვსეირნობდით... ნელ-ნელა მოვიდა ის, რომ ჩვენ ერთად უნდა ვყოფი-

ლიყავით. ძალიან ბევრი გვქონდა საერთო. ჩემს ლექსებს პირველს ელგუჯას

ვუკითხავდი. სახელოსნო არ ჰქონდა და ხან “გარაჟში”, ხან ტრამვაი-ტროლე-

იბუსების პარკში, ხან უმოქმედო ეკლესიებში მუშაობდა. მივყავდი და მაჩვე-

ნებდა, მე ჩემთვის ვწერდი, ის მუშაობდა.

თავის ნამუშევრებს პირველს მე მაჩვენებდა ხოლმე. ასე რაღაცნაირად დამ-

ყარდა ის ურთიერთობა, რომ არც მე შემეძლო მის გარეშე და არც მას..

– დაგხატათ...

– დამხატა... ამბობდა, მე არ ვხატავ პორტრეტებსო.. მართლა არ უყვარდა.

აკადემიის შემდეგ ნატურიდან ქანდაკება არ გაუკეთებია. ნატურა ხელს მიშ-

ლისო. არავის პორტრეტი არ აქვს გაკეთებული. დამხატა და შემდეგ ამბობდა,

მე არ ვხატავ, არ მინდა, არ მომწონსო.. დახევა დააპირა.. ძლივს გადავარჩინე

ნახატი.. თუმცა შემდეგ თვითონაც მოეწონა.

როდესაც ხატავდა და აქანდაკებდა, ვუყურებდი ხოლმე. ძალიან მიყვარდა

ფერწერა. ქანდაკება, მართალი გითხრათ, უფრო მეტად ელგუჯასთან ყოფნის

პერიოდში გავიგე და უფრო შემიყვარდა. გამოფენებზე დავდიოდით. ერთხელ

იტალიაში ვიყავით. ჩვენთან ერთად სოციალისტური შრომის გმირები იყვნენ

და რამდენიმე ისეთი ადამიანი, ვინც კაპიკს კაპიკზე აწებებდა, რომ იქ რაღაც

ეყიდა. მთელი დღე დარბოდნენ და რაღაცებს ყიდულობდნენ... მახსოვს იყო

გალერეები, სადაც უნდა გადაგეხადა და ისე შესულიყავი. გამოვიდა ფილმი,

„იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი”, გენიალური ფილმი... გადავწყვიტე, სულ

შიმშილით რომ მოვმკვდარიყავი, ეს ფილმი უნდა მენახა. ვნახეთ კიდეც. ერთი

ორ გალერეაშიც შევედით და ესენი იდგნენ, რამდენიმე ქალი და ორი კაცი:

„კაი, კაი, ეს მხატვრები შედიან და ამას რა უნდა, “მეტიჩარას” – ამბობდნენ..

თავი ვეღარ შევიკავე: „აბა, სად მინდა? ბაზარში არ მინდა, აქ მირჩევნია ფუ-

ლის გადახდა-მეთქი!” გაბრაზდნენ და აღარ მესალმებოდნენ.

საფრანგეთში არის ხელოვნების სახლი, სადაც გზავნიან მხატვრებს, კომ-

პოზიტორებს, საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებს, მუსიკოსებსა

და მოცეკვავეებს. ელგუჯამ ორჯერ მოაწყო გამოფენა. ეს ყველაფერი დაიწყო

მაშინ, როცა აქ სიცივე და სიბნელე იყო, როცა ვერ მუშაობდი. ჩვენ მეთორმე-

ტე სართულზე ვცხოვრობდით. მეთორმეტე სართულზე ფეხით დავდიოდით.

ფაქტობრივად, ციცაბო კლდეზე ავდიოდით. ელგუჯას არა მარტო დიაბეტმა,

ამანაც მოუსწრაფა სიცოცხლე და მეც გამიფუჭა გული. ეს ძალიან მძიმე იყო.

პარიზში თებერვალში მივდიოდით, როცა ყველაზე მძიმე თვეები იდგა. ელ-

გუჯა ისეთი ბედნიერი იყო, როცა იქ ჩავდიოდით, პალტო გახდილი არ ჰქონ-

და და ხატვას იწყებდა. შეეძლო ემუშავა. მეც ბედნიერი ვიყავი, წერა ყველგან

შეიძლება, მაგრამ ხელები ისეთი გაყინული მქონდა, რომ ხელში კალამს ვერ

ვიჭერდი. საშინელება იყო, ბავშვებს ეს მძიმე წლები არ ახსოვთ. ერთხელ ჩა-

ვიკეტე კარები, ფანჯრები ღია მქონდა, მიყვარს, როცა წერისას ღიას ვტოვებ,

„ტურბო” მენთო. შემოვიდა ელგუჯა და მეკითხება: რას აკეთებ, კონცლაგე-

რი მოიწყვეო? – მე ვერ ვგრძნობდი, ვიჯექი და ვწერდი. პარიზი ამ პერიოდში

ღვთის წყალობა იყო... ჩემი სამშობლოს შემდეგ პარიზი მიყვარს, თუ ვთქვათ,

რეინკარნაციას დავეთანხმებით, წინა ცხოვრებაში შეიძლება, იქ მიცხოვრია.

მე და ელგუჯა ერთად ბევრს დავდიოდით, მაგრამ ის უფრო მეტს მუშაობდა

Page 10: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

10

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

და მე უფრო მეტს დავდიოდი. შევიდოდი კაფეში და ვწერდი. პარიზში კაფეებში

სხედან და მუშაობენ ისე კარგად და მშვიდად, ვერც წარმოიდგენ.

– როგორია თქვენი იდეალური სამყარო?

– ჩემი იდეალური სამყარო ვერც წარმომიდგენია.

როგორ მინდა იცით ცხოვრება? – დალაგებულ ქვეყანაში, სადაც სოციალურ

მდგომარეობაზე მაინც არ გაქვს საფიქრალი, სადაც სიმშვიდე იქნება და არა

ომის მოლოდინი, არ იქნება შიშის გრძნობა. ჩვენ გვაქვს კიდევ ჩვენი, ქართული

მენტალობა, რომელსაც არაფერი არ შველის. რატომ მოგყავს სახლში ძაღლი,

როცა მოვლა არ იცი, ან რატომ აგდებ ნაგვის პარკს ფანჯრიდან? ამას სახელმ-

წიფოს მეთაური არ უნდა, მან ხომ არ უნდა გადევნოს თვალი? არ ვიცი, ამას რა

ეშველება. კულტურა ალბათ ძალდატანებით თუ უნდა იყოს. ალბათ დავლაგ-

დებით ოდესმე და ვიქნებით მშვიდად.

არ მიყვარს სიტყვა „იდეალური”. ალბათ ბავშვობა იყო ყველაზე კარგი პე-

რიოდი. ასევე პერიოდი, როცა ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო. ძალიან ძნელია...

ერთი ადამიანი მეორეს ვერ შეცვლის. ვამბობ ხოლმე, ზამთარში მზესავით

მყავს ჩემი შვილიშვილი, შვილზე ხომ ლაპარაკი არ არის, მაგრამ ის, რასაც მე

ელგუჯას ვეტყოდი და ის მე მეტყოდა, ის ურთიერთობა სხვასთან ვერავისთან

მექნება. აი, ეს მარტოობა ძალიან ღრმად და ძალიან მწარედ მაქვს. ყველაზე

მძიმეა შეუსრულებელი, განუხორციელებელი მონატრება.

ზოგადად, ძნელია ალბათ ორი შემოქმედი ერთად. პრინციპში, ელგუჯა ძა-

ლიან კარგი ხასიათის ადამიანი იყო, მაგრამ ერთად ყოფნა – მძიმე. მე მაინც

მიმაჩნია, თუმცა კი მე ეს არ მჭირებოდა, მაგრამ ქალმა რაღაც უნდა დათმო,

ქალს შეუძლია ცოტა უფრო თბილი, ცოტა უფრო ალერსიანი იყოს. თუნდაც

იმ დედობრივი ინსტინქტიდან გამომდინარე, რომელიც ქალს აქვს ყველას მი-

მართ. ქალი არ შეიძლება კაცზე უფრო უანგარო არ იყოს. ურთიერთობა ღა-

ლატის გარეშე... ღალატზე ცუდი არაფერია, სხვა თუ შეგიყვარდა, უნდა წახვი-

დე. მე არ უნდა მომატყუო. ამას ელგუჯას ვერ ვაპატიებდი, საბედნიეროდ, ის

ბუნებით ძალიან უღალატო და ერთგული ადამიანი იყო... ადამიანის ყველაზე

კარგი თვისება ნონკონფორმიზმი, ესე იგი, უღალატობაა.

ისეთი კარგი რომ არ ყოფილიყო, ისეთი საოცარი ის ურთიერთობა ასე არ

გამიჭირდებოდა. ჩემი შვილიც მეუბნება ხოლმე, ნორმალური ურთიერთობა

რომ გქონოდათ, ასე ცუდად არ იქნებოდი ალბათო. მე მგონი ყველა ხედავდა,

რომ უერთმანეთოდ არ შეგვეძლო. ცალ-ცალკე არსად დავდიოდით. მეუბნე-

ბიან, ბედნიერი ადამიანი ხარ, ასეთი რამ რომ გქონდა და იგონებო. მოგონებით

ცხოვრება, მე მგონი, მხოლოდ მარაზმში გადავარდნილ ადამიანს შეუძლია. მო-

გონებით როგორ უნდა იცხოვრო?! კი, როგორ არა, ვიგონებ და მესიზმრება

დღეგამოშვებით. ეს ურთიერთობა ისეთი ჩვეულებრივი რომ ყოფილიყო, რო-

გორიც 90%-ს აქვს, ალბათ ასე ცუდად არ ვიქნებოდი. მძიმეა ძალიან. ლექსებს

ახლაც ვწერ, ეგ მაცოცხლებს... ლექსებს რომ არ ვწერდე, აღარ მომინდებოდა

აქ ყოფნა. ლექსების მიძღვნა არ მიყვარდა. გარდაცვალების შემდეგ ელგუჯას

ბევრი ლექსი მივუძღვენი. როცა მენატრება და ლექსს ვწერ, ამ მონატრებას

რაღაცნაირად თითქოს ვიოკებ, ამ ლექსებში კომპენსაცია ხდება. მონატრებისა

და მარტოობის ძალიან მწარე შეგრძნება მაქვს. ჩანს ეს ყველაფერი.

არ ვიცი, ღმერთმა დამიფაროს და ყველაზე მეტად მეშინია რომ დადგეს დრო

და ლექსი ვეღარ დავწერო.... მართლა არ ვიცი, მაშინ როგორ ვიცხოვრებ.

მოკლული პოეტების გვერდი

Page 11: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

11

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ჩვეულებრივი დღე ფრიტაუნში

ფრიტაუნი დედამიწის ეკვატორთან ძალიან ახლოსაა. ვერტიკალურად

რომ ჩაუყვე გრძედებს, სულ რაღაც ხუთასიოდე კილომეტრში შეიძლება

ეკვატორს მიადგე. მზე ყოველდღე ერთი და იგივე დროს ამოდის და ერთი

და იგივე დროს ჩადის. წუთების სიზუსტით, დილის შვიდ საათზე თენდება

და საღამოს შვიდ საათზე ბნელდება. აქ არ იციან ზაფხულისა და ზამთრის

დრო. მთელი წელი ერთი დროა და ერთნაირი დარია. თუმცა აგვისტოსა და

სექტემბერში გადაუღებლად წვიმს, მაგრამ ახლა წვიმების სეზონი დიდი

ხანია დამთავრდა.

შვიდ საათზე ამოდის მზე. თუმცა დილის 6 საათიდან ქალაქს უკვე ღვი-

ძავს, სადღაც შორეული ეზოდან ყივის მამალი. ძაღლების ყეფა აფხიზ-

ლებს ძილში წასულ ღამის დარაჯს, პოლიციელ მომოს, რომელიც კარგა

ხანია უკვე ამ პოსტზე მუშაობს. იგი ძალიან პატარა იყო როცა მშობლები,

არ გაგიკვირდებათ ალბათ და, ლომმა შეუჭამა, შემდეგ მისი წინამორბე-

დი მოხუცი თრაფე ზრდიდა მას, თუმცა მალე მომო საბოლოოდ დაობლ-

და და გამზრდელისაგან მემკვიდრეობით დარჩა, ძაღლი პიპო და ის სამუ-

შაო ადგილი, სადაც დღემდე პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას.

7 საათზე ისმის ალაყაფის ხმა, მომო და პიპო თავიანთ პოსტს ტოვებენ

და ბაზარში მიდიან. მომო გარდა დარაჯისა, გაზეთების დამტარებელიცაა,

მას მთელი ქალაქი იცნობს, ისევე, როგორც „თეთრი შამანი”, ქართველი

აფრიკელი, ირაკლი ალადაშვილი.

იგი ექიმია. პირველად აქ რომ მოხვდა, დარჩენას სულაც არ აპირებდა,

ახალი ჩასული იყო ფრიტაუნში, როცა მასთან ერთი მასწავლებელი კაცი

მივიდა, რომელსაც ძალიან მძიმე დიაგნოზი ჰქონდა, თიაქარი სათესლე

ჯირკვლების ტუბერკულოზთან ერთად. უთხრა: „ექიმო, არც ერთმა ქი-

რურგმა არ მომკიდა ხელი და თუ თქვენც უარს მეტყვით ოპერაციაზე,

თქვენ თვალწინ მოვიკლავ თავსო”. გაუკეთა ოპერაცია. მეორე დღეს ექ-

აფრო-ქართველის ჩვეულებრივი დღე

ფრიტაუნში, სიერა ლეონეშიბექა ბაღნაშვილი

“როდესაც ღმერთმა შექმნა დედამიწა, ზომიერად ჩაუყარა სიმდიდრე ყველა კონტინეტს… ხოლო ბო-

ლოს, როდესაც აფრიკა შერჩა ხელთ, მოუყარა თავი თავის ყველა ალ-მასს, ბრილიანტს, ოქ-

როს, ვერცხლსა და სხვა-დასხვა ძვირფასეულობას

და ამ კონტინეტში ჩაყა-რა…

როდესაც ანგელოზებმა ეს დაინახეს, გაკვირვებუ-ლებმა ჰკითხეს ღმერთს: კი მაგრამ, რატომ მაინც-

დამაინც აქ ამდენი სიმ-დიდრე და საგანძურიო?

ხოლო ღმერთმა კი უპასუხა: თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, აქ ვინ უნდა დავასახლოო... ”

ბუდიდან აბორიალებული თაობა

Page 12: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

12

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

თანმა დაუძახა და უთხრა, შენი ნაოპერაციევი პაციენტი კვდება, წნევა

50/20-ზე აქვსო. გაუკვირდა, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, წესით, არაფერი

უნდა მოსვლოდა. დანიშნულებას რომ ჩახედა, ოთხი აბი წნევის დასაწევი

წამალი ჰქონდა დანიშნული, დღეში რამდენჯერმე. კონსილიუმი მოიწვია,

„ვინ დაუნიშნა ამ კაცს წნევის დასაწევი 4 აბი, ან რა მოსაზრებით?” მისდა

გასაოცრად წამოდგა იქაური ექიმი და ეუბნება: „ამ კაცს ოპერაცია არც

ფრანგებმა გაუკეთეს, არც ავსტრალიელებმა, თვით ამერიკელმა ქირურგ-

მაც კი უარი თქვა და შენ ვინ ხარ, რომ გაუკეთე, ამიტომ უნდა მოკვდესო!”

სახტად დარჩა ირაკლი ექიმი და მაშინ გამოაჩინა პირველად თავისი ქარ-

თული ხასიათი: „ჯანდაბამდის გზა გქონიათ ყველას, მე არც ამერიკელი

გეგონოთ, არც ფრანგი და არც რუსი. ჩემს ნაოპერაციებ კაცს რომ რამე

დაემართოს, იცოდეთ, ზედ დაგაკლავთო!” საბედნიეროდ, გადარჩა ის კაცი.

ირაკლი ერთ-ერთ იქაურ ოჯახში ცხოვრობს, სადაც ძალიან დიდ პატივს

სცემენ და უყვართ. მისი დღეც, როგორც თითქმის ყველა ფრიტაუნელის, 7

საათზე იწყება, ის და ამარა ტომბოიაკე, რომელიც ოჯახის უმცროსი წევ-

რია და ამასთანავე ირაკლის მძღოლიც, ერთად საუზმობენ. 7 საათსა და

30 წუთზე ამარას მანქანა უკვე მწყობრში ჰყავს და წასასვლელად მზადაა.

იგი ახალგზრდა, 19 წლის ბიჭია, ოცნებობს გენერალი გახდეს, მისი მამა

ბელადია და ამიტომ ყველა ჩიფს ეძახის.

– ჩიფ!

– იეს სერ!

დღე დაიწყო. პირველი ნაწილი სამსახურამდე მისვლაა. როგორც წესი,

მინიმუმ ერთ საათს მანქანაში ატარებენ. არა, აქ დიდი მანძილი არ არის.

გზა რომ თავისუფალი იყოს, ქალაქის ფარგლებში ნებისმიერ წერტილს

თხუთმეტ წუთში მიაღწევდი. მაგრამ გადატვირთულ ვიწრო ქუჩებში მან-

ქანა მიღოღავს. ამას ყველა ფილოსოფიური სიმშვიდით ეპყრობა. მეტიც,

ამ ზოზინში მანქანის ფანჯრებიდან ვაჭრობენ, ერთმანეთს ესალმებიან,

მოიკითხავენ. ბიჭები გაზეთებს ყიდიან, მისდევენ მანქანას და რიგ-რიგო-

ბით აჩვენებენ სხვადასხვა გაზეთების თავფურცლებს. აი, ჩვენი მომოც,

გაზეთების დიდი დასტა უჭირავს და რაღაცას გაჰყვირის ჩახლეჩილი ხმით,

შორიდან ირაკლი ექიმი დაინახა და მისკენ გაქანდა, ისევე როგორც მო-

მოს, ირაკლისაც ძალიან ბევრი იცნობს უკვე ამ ქალაქში. მომომ ცოტა ინგ-

ლისური იცის და არ უჭირს ირაკლისთან გასაუბრება, გაზეთებს აწვდის და

სათაურებზე ანიშნებს ირაკლიც რამდენიმე გაზეთს თვალს გადაავლებს,

როგორც სხვა ბევრი მგზავრი, გაზეთებს გამოართმევს ხოლმე, უცბად

გადახედავს, მერე უკან აბრუნებს, ფულს იხდის და დილიდან ყველაფრის

საქმის კურსშია. აქაურებს უყვართ პრესა და რადიო. გზის პირებზე დაინა-

ხავთ გასაყიდად ჩამოკიდებულ მკვდარ მაიმუნს, გაკოჭილ ნიანგს, ჯოხზე

გადაკიდებულ გველსა და ერთ-ორ სიმინდის ტაროსაც. აქ ყველაფერს ჭა-

მენ, ვირთხებსაც კი. ჩვენი ექიმი ახალი ჩასული იყო, უკვე ჩიფის ოჯახში

ბუდიდან აბორიალებული თაობა

Page 13: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

13

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიბუდიდან აბორიალებული თაობა

ცხოვრობდა, ერთ საღამოს კატა მოიკითხა, რომელსაც ხშირად ხედავდა

ხოლმე იმ ადგილებში და ეფერებოდა კიდეც, თურმე ის საწყალი მეზობ-

ლებს შეუჭამიათ. სადღესასწაულო კერძად ითვლება ლუდში ჩაშუშული პი-

თონი და კობრი შოკოლადში. როგორც ამბობენ, ნიანგის წვნიანიც ძალიან

გემრიელი ყოფილა.

სამსახურამდე ნელა მისვლას თავისი ხიბლი აქვს. ალღო უნდა აუღო და

ნერვები არ აიშალო. ირაკლიც ასე იქცევა, გზაში ბევრ ნაცნობს ხვდება

და მათ ესაუბრება, რაღაცებს იწერს თავის უბის წიგნაკში, დღის განრიგს

ადგენს და ამასობაში დანიშნულების ადგილსაც აღწევს, ისე, რომ ვერც კი

გრძნობს როგორ სწრაფად გავიდა დრო და უკვე ენანება მანქანიდან გად-

მოსვლა: „იქნებ ცოტა ხანს კიდევ ვიჯდე?”

დღეს ბანკში აქვს საქმე ბატონ ირაკლის, რაღაც საბუთები უნდა მოაწეს-

რიგოს და ანგარიშები შეამოწმოს. კარგი ადგილია ბანკი, გრილა, მაგრამ

საერთო დარბაზში ძალიან ბევრი ხალხია. თანაც იქ დიდი ტელევიზორი დგას.

ხოდა ბევრი საქმეს რომ მოითავებს, კარგა ხანს მაინც არ მიდის, ტელევი-

ზორს ვერ სწყდება, ახალ ამბებს უყურებს და იქვე არჩევს. ბანკირი კლერკი,

ირაკლის მეგობარია... მოჩქარეს მოუგვიანდესო, ხომ გაგიგიათ, ფრიტაუნში

ნამდვილად მართლდება ეს გამონათქვამი, განსაკუთრებით ბანკში ან მისთა-

ნა დაწესებულებაში, სადაც კლერკთან ან ჩინოვნიკთან გაქვს საქმე. ვთქვათ,

ძალიან გეჩქარება და აქოშინებული პირდაპირ საქმეზე გადადიხარ. კლერკი,

ამ შემთხვევაში ბანკირი, ვერ მოგყვება, სახე ნელ-ნელა უქვავდება, ზედ აწე-

რია, რომ არაფერი არ ესმის და ყოველგვარი კონტაქტი და უკუკავშირი იკარ-

გება. ირაკლი უკვე გამოცდილია ამ საქმეში, თან ეჩქარება და...

– როგორ ხარ, ფრენსის? – უხმობს ბანკირს.

– კარგად სერ! თქვენ?

– არა მიშავს, არ დადიოდი სამსახურში, ავად არისო, მალარია გქონდა?

– დიახ სერ! ნემსები დამარტყეს, სუსტად ვიყავი, ეხლა არა მიშავს.

– გუშინ შენმა გუნდმა მოიგო! შენ მანჩესტერს არ ქომაგობ?

– ჰე! მან-ჩეს-ტე-რი – ნამდვილი კაცების გუნდია.

– მაგარია ფერგიუსონი!

– რატომ მოხვედით, სერ? ანგარიში შევამოწმო?

– კარგი იქნება, ფრენსის, ფანქარი და ქაღალდიც მოიმარჯვე, რაღაცები

უნდა ჩაგაწერინო.

– დიახ, სერ, ახლავე, მიყვარს თქვენთან საუბარი.

Page 14: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

14

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ფრენსისი თავის მაგიდასთან ბრუნდება, გზაში სხვა ბანკირთან გაივლის,

გამოელაპარაკება, ერთი-ორ კლიენტს უპასუხებს, მერე დინჯად იყურება

კომპიუტერში, ქაღალდებს აბრუნებს და ბედნიერი სახით ბრუნდება ჩემ-

თან.

– რა მალე დაბრუნდი, ფრენსის! შენ რომ არ იყო, რა მეშველებოდა?

– სერ, საბუთები ჩქარა გავაკეთოთ, თორემ უფროსი გასვენებაში მიდის

და მერე ხელს ვერ მოაწერს, – გაანდო საიდუმლო ინფორმაცია.

– არიქა, ფრენსის.

12 საათზე ლანჩის დროა, აქაურები ძალიან მტკივნეულად განიცდიან საჭ-

მლის დაგვიანებას ან, ღმერთი არ გაუწყრეთ, გაცდენას. მოქნეულ ჩაქუჩს

ხელიდან უშვებენ და სადილად მიდიან. თუ ქალაქში ხარ და საქმე გაქვს, ამ

დროს სჯობს სადმე მოიცადო, ფრიტაუნს ლანჩი აცალო და შემდეგ გააგრძე-

ლო. ჭამასთან ერთად აქაურებს სასმელიც ძალიან უყვართ. ერთხელ ლუდის

ქარხანა გაჩერდა და ისეთი ამბავი ატყდა, კამერუნიდან და კონგო-ბრაზავი-

ლიდან ძლივს მოასწრეს ლუდის შემოტანა, თორემ რევოლუცია გარდაუვა-

ლი იყო. ხალხს არ ადარდებს სიღარიბე, არ აწუხებს, ჩაუჭრიან თუ არა შუქს.

აი, ლუდი და სასმელი რომ შემოაკლდეთ, ქვეყანას ნაცარტუტად აქცევენ.

სანამ ფრიტაუნი სადილობდა, ჩვენმა ექიმმა თავის უბის წიგნაკში ჩაწერა:

„მალარია უდიდესი პრობლემაა აფრიკაში შიდსისა და ათაშანგის შემდეგ.

მუსრს ავლებს ხალხს. მაშინ მივხვდი, რა ვერაგია, როცა თავად შემეყარა.

მეგონა, სპეცრაზმი თავში უმოწყალოდ მიბაგუნებდა. იმდენად ამოუცნო-

ბი დაავადებაა, რომ ასეთი ხატოვანი გამონათქვამიც აქვთ: „თუ ვერ იგებ,

რა სჭირს ავადმყოფს – უმკურნალე მალარიას”. მახსოვს, ტყიდან 25 წლის

ბიჭი მოიყვანეს, ვერ აღვიძებდნენ. ბოლოს გამახსენდა ეს გამოთქმა და

დავუწყეთ მალარიის მკურნალობა, მეორე დღეს გაახილა თვალი.”

ლანჩის შემდეგ ირაკლი სხვა საქმეების მოსაგვარებლად წავიდა, ქალა-

ქის ცენტრში თუა საქმეები, სჯობს მანქანა სადმე ერთ ადგილას გააჩერო

და ფეხით მოიარო. ყველაფერი ახლო-ახლოს არის. ერთი კია, პაპანაქება

სიცხეში ქუჩიდან ქუჩაზე გადასვლაც კი გთანგავს და ბოლოს გიღებს. ქუ-

ჩაში კი უკვე ნაცნობი ხეიბრები და ათასი ჯურის მათხოვარი გეხვევა. ხურ-

და თუ მომზადებული არა გაქვს, გსაყვედურობენ და გამწყრალ მზერას

გაყოლებენ – „რამ გაგადიდკაცა და გაგაყოყოჩა, ჩვენი საწილო სად არის,

ჩვენს ხარჯზე გინდა ბიზნესის გაკეთებაო?!”

დღის ბოლოს დაქანცულმა და გახვითქულმა ირაკლიმ, მანქანასთან

ძლივს მიაღწია, ჩიფი გააღვიძა, დააქოქვინა მანქანა და კონდიციონერის

ჩართვა მოსთხოვა, ცოტა ამოისუნთქა და გონს მოვიდა, მიხვდა, რომ დღე

შემოლევია, ბევრი რამ ვერ მოასწრო, მაგრამ ხვალაც ხომ ამ თვისაა?! თუ

ღმერთს უნდა, გასაკეთებელი მაინც გაკეთდება, ამიტომაც არსებობს ეს

გადასარევი სიტყვა – თუმოროუ! არა, ეს ძალიან ინგლისურად ჟღერს. სი-

ერა ლეონურად კი ასეა – თუმარა!

სახლამდე გზაც ხომ გასავლელია. აბა, ტრეფიკი დღის ბოლოს უნდა

ნახო, მიხვდები, რომ დილას სულ შლიგინ-შლიგინით გივლია. აქეთ თუ ერთ

საათს მოდიოდი, უკან საერთოდ თუ მიხვედი, კარგია. თანაც დილას ხალ-

ხი ახალი ენერგიით, ხალისით, გაზეთების კითხვით, ურთიერთმოკითხვი-

თა და სალმით თუ მოძრაობდა, საღამოს უკვე გაბოროტებული ტრეფიკია.

ხალხი გადაღლილი და გაღიზიანებულია. პოლიციაც გაფაციცებულია და

საშოვარზეა გადაგებული. მოკლედ შარია.

– ჩიფ, თუ ჩემი ხათრი გაქვს, მთავარ გზაზე იარე.

– რატომ, სერ, მე ვიცი ქუჩები, იქნებ მალე გავიდეთ, „ბალანს ტრაფფიკ”.

– არავითარი „ბალანს ტრაფფიკ”, ბიჭო, ეს მთავარი გზა მოძრაობს

მაინც, ბოლო-ბოლო მივალთ, აბა, იმ ვიწროებში გუშინ რომ გავიჭედეთ,

არ გახსოვს?

ჩიფი ხათრს არ უტეხს, მაგრამ გული მაინც იმ ვიწროებისკენ მიუწევს. იქ

ბუდიდან აბორიალებული თაობა

Page 15: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

15

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კი ერთი თუ შეხვედი, შეიძლება მართლა ვერ გამოაღწიო.

შვიდ საათზე ბინდდება, ფრიტაუნი თითქოს ერთს ამოისუნთქავს, სახლ-

ში შესული ხალხი ამოიქაქანებს, ცოტას მოისვენებს, ტანსაცმელს გამოიც-

ვლის და საღამოს სიგრილეში ისევ გარეთ გამოდის, საურთიერთოდ, სა-

ლაზღანდაროდ და გასართობად. შინ მისული ჩიფიც მეგობრებთან ერთად

საამისოდ ემზადება...

მხიარულება არ აკლიათ აქაურებს. საინტერესოა, საჭმელ-სასმელი არა

აქვთ და ამდენი ენერგია საიდან?! თურმე დაფხვნილ ებორას ჭამენ. ებორა

ხეა, ჰალუცინოგენი. შეჭამენ ერთ კოვზს და ილხენენ.

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო კი სა-

ღამოს შვიდ საათზე პოსტს იბარებს. მოსვლისთანავე ფანრის ბატარეების

ფულს ითხოვს.

– გუშინ არ გამოცვალე, მომო?

– დიახ სერ! მაგრამ სათადარიგოებიც ხომ საჭიროა, წინ ხომ უნდა გავი-

ხედოთ? ხვალისათვის.

– ეგ თუმარა, მომო, თუმარა.

– ნამდვილი სიერა ლეონელი გახდით, სერ! საღამოს აპირებთ ქალაქში

გასვლას?

– ვნახოთ, მომო, თუ თავი მექნა.

შუაღამეს მთელი ფრიტაუნი კვდება, მხოლოდ მხეცებსა და ნა-

დირებს არ სძინავთ, აქ ღამით ქუჩაში დარჩენა სიკვდილს ნიშნავს – ან

აფთარი შეგჭამს, ან სხვა რამ. იქაური ჭიანჭველაც კი საშიშია. ერთ-

ხელ ერთი აფრიკელი სატვირთო ავტომანქანით გა-

დაბრუნდა ჯუნგლებში. ფეხი მანქანაში გასჭედვია

საცოდავს. იმ ღამეს ვერ მოძებნეს, მეორე დილით კი

მხოლოდ ტერმიტებისაგან შეჭმული ჩონჩხი იპო-

ვეს მაძებრებმა.

ფრიტაუნში სიცოცხლე კვლავ დილის 6 საათ-

ზე იწყება, მამლებთან ერთად მომო და

პიპოც იღვიძებენ.

ბუდიდან აბორიალებული თაობა

Page 16: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

16

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მას, როგორც პოლიტიკოსს, ყველა იცნობს. ყველამ იცის, რას წარმოადგენდა და რა თანამდებობა ეკავა; როგორი იყო მისი პოლიტიკური წარსული და, რომ იგი პრეზიდენტობის კანდიდატია. თუმცა ნაკლებად იცნობენ მას, როგორც ჩვე-ულებრივ მოქალაქეს. პოლიტიკის მიღმა საზოგადოებამ მას-ზე ბევრი არ იცის.

პასუხისმგებლობის გრძნობით, სამართლიანი და მომთმე-ნი – ასე ახასიათებს საკუთარ თავს, სუსტი სქესის ერთ-ერ-თი ძლიერი წარმომადგენელი ქართულ პოლიტიკაში – ნინო

ბურჯანაძე.

საკუთარ თავზე საუბარი, პოლიტიკის გარეშე, უჭირს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ამ საქმეს უთმობს. შესაბამისად, ძალიან დატვირთული დღე აქვს. სამუშაო გრაფიკს ღამის 12 სთ-ზე ამთავ-რებს.

პოლიტიკა მისი ინტერესის სფეროა. ამბობს, რომ პოლიტიკოსისთვის გაწო-ნასწორებული ნერვული სისტემა და მყარი სულიერი მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ პოლიტიკოსს ეს არ აქვს, მაშინ ის როლი და ფუნქცია, რაც აკისრია, თავის თავზე არ უნდა აიღოს, რადგან ეს შეიძლება მისთვის და,

რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნ-დეს.

ცხოვრების ყველა ეტაპზე (თუ ბავშვობას არ ჩავთვლით) მან დიდი სირთუ-ლეები გაიარა. 26 მაისი რამდენიმე წლის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. რომ არა ასეთი გაწონასწორებული და მყარი ნერვული სისტემა, იგი ამას ვერ გა-დაიტანდა. აგრეთვე რწმენა, ოჯახის წევრებისა და თანამებრძოლების გვერ-დში დგომა ძალიან დაეხმარა.

განვლილი ცხოვრებიდან, ყველაზე დადებითად, ბავშვობა ახსენდება. სამი შვილის დაღუპვის შემდეგ, მშობლებს ნანატრ შვილად მოევლინა. ამიტომ დიდ სიყვარულში იზრდებოდა. მამა ძალიან ანებივრებდა, მაგრამ ამ ვითარე-ბას დედა აბალანსებდა. მიუხედავად ამისა, დედისგან ხმამაღალი სიტყვა არ ახსოვს. წარბის აწევაც საკმარისი იყო, რომ სცოდნოდა, ყველაფერი ისე არ იყო, როგორც სასურველი იქნებოდა. ბავშვობაში ეჭვიანობდა, რომ მის მშობ-ლებს ერთმანეთი უფრო უყვარდათ, ვიდრე ის. თუმცა დღეს ამას სიცილით იხ-სენებს და ამბობს, რომ ოჯახში თბილი გარემო, მშობლების ერთმანეთისადმი სიყვარული და პატივისცემა, ბავშვის კარგად აღზრდისთვის აუცილებელია.

პოზიტიურ ბავშვობას უკავშირებს ოჯახის სამეგობრო წრეს, რომლის ჩამო-ნათვალში რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, გურამ საღარაძე, გივი ბერიკაშვილი, კარლო საკანდელიძე, გურამ ფანჯიკიძე, ჯანსულ ჩარკვიანი და ირაკლი აბა-შიძე შედიოდნენ. მიიჩნევს, რომ მათთან ურთიერთობამ დღევანდელ ცხოვრე-

მიზანი და არასოდეს მხოლოდ საშუალება (კანტი)

ეთერ ჭყოიძე

„იცხოვრე ღირსეულად და გაიარე შენი ცხოვრების გზა

ისე, რომ უკან მოხედვის არ შეგრცხვეს!”

Page 17: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

17

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიმიზანი და არასოდეს მხოლოდ საშუალება (კანტი)

ბაზე დადებითად იმოქმედა.მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა ქუთაისში გაატარა, მამას თბილისში

თეატრის სხვადასხვა პრემიერებზე, ფეხბურთის ეროვნულ სტადიონსა და კალათბურთის შეჯიბრებებზე ხშირად დაჰყავდა. მამის მაღალი თანამდებო-ბის გამო, ეროვნულ სტადიონზე, სამთავრობო ლოჟაში, ჯდომაც კი შეეძლო, თუმცა იგი ყოველთვის აქტიურ გულშემატკივრებთან ერთად ჯდომას ამჯო-ბინებდა.

გარდა იმისა, რომ აქტიური პოლიტიკური ცხოვრება ძალიან მოსწონს, დიდ უპირატესობას ცურვასა და სამთო-სათხილამურო სპორტს ანიჭებს. ძალიან უყვარს ცხოველები. სახლში ძაღლი, თევზები და ჩიტი ჰყავს, უამრავი ყვავი-ლი აქვს. როგორც თვითონ მიიჩნევს, ეს ყველაფერი იმ უარყოფითი ენერგიის შემცირებაში ეხმარება, რასაც მთელი დღის განმავლობაში იღებს. შესაბა-მისად, თავს ყველაზე კომფორტულად სახლში გრძნობს. ალბათ, გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ ძალიან უყვარს კითხვა და კლასიკური მუსიკა.

მიუხედავად განათლებისა და განსწავლულობისა, შურს იმ ადამიანების, ვინც ღმერთმა კლასიკური მუსიკისა და ოპერის შესრულების ნიჭით დააჯილ-დოვა.

საკუთარ ნაკლზე არ საუბრობს და, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს. თუ თავის თავში რაიმე არ მოსწონს, ცდილობს, გამოასწოროს ან მი-ნიმუმამდე დაიყვანოს.

ცხოვრებაში სიცრუეს ვერ იტანს. ურჩევნია, ადამიანმა მწარე სიმართლე უთხრას, ვიდრე მოატყუოს. მიიჩნევს, რომ იქ, სადაც ტყუილია, ღალატიცაა. ეს კი ის თვისებაა, რომლის პატიებაც არ შეუძლია.

თავისი ხასიათის უარყოფით თვისებად მოთმინება მიაჩნია. ამბობს, რომ პოლიტიკურ კარიერაზე ამან ნეგატიური გავლენა იქონია. თუმცა მოთმინება, ადამიანურად მაინც კეთილშობილურ თვისებად მიაჩნია. თავის დიდ სისუს-ტედ მიმნდობობას ასახელებს. მაგრამ დღეს ცდილობს, ადამიანებთან ურ-თიერთობასა და გადაწყვეტილებების მიღების დროს, კრიტიკული იყოს.

ცხოვრებაში ყველაზე მეტად ნანობს, რომ მესამე შვილი არ გააჩინა. ძალიან უნდოდა გოგონა ჰყოლოდა, თუმცა იმედს იტოვებს, რომ შვილიშვილები ამის კომპენსაციას გაუწევენ.

„იცხოვრე ღირსეულად და გაიარე შენი ცხოვრების გზა ისე, რომ უკან მო-ხედვის არ შეგრცხვეს“ – ეს მისი ცხოვრების დევიზია. ამ პრინციპიდან გა-მომდინარე, ცდილობს ქვეყანას ღირსეული შვილები აჩუქოს. უნდა, მისმა შვილებმა თავანთ სამშობლოში ღირსეულად და თავაწეულად იცხოვრონ. ამასთან ერთად, არ შერცხვეთ იმის თქმა, თუ ვისი შვილები არიან. როგორც პოლიტიკოსს, დიდი სურვილი აქვს, თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა ქვეყ-ნისთვის სასიკეთო გახადოს. ამაყად ამბობს, რომ იმ კეთილშობილური მო-საზრებებისა და მიზნების, რაც საქართველოს ხვალინდელ დღესთან დაკავ-შირებით აქვს, განხორციელებას შეძლებს. არასდროს არ გასცემს პირობას, თუ არ არის დარწმუნებული, რომ შეასრულებს.

რა იქნება ხვალ, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. დასკვნის გამოტანა კი ნაადრევია. ის, რაც იყო გუშინ, დარჩა ისტორიას. ცხოვრება ადამიანებს ერთ შანსს კიდევ გვაძლევს. ამიტომ მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ და შე-ვეცადოთ, ჩვენი ძალისხმევით ცხოვრება გავაუმჯობესოთ. მით უმეტეს მა-შინ, როცა ეს შეგვიძლია.

ბოლოს, რესპოდენტის თხოვნით, უნდა გითხრათ ის, რისი დაწერაც არ მინ-დოდა, მაგრამ ეს ქალბატონი ნინოს სურვილია.

„კალმით, ბლოკნოტითა და მომზადებული კითხვებით ინტერვიუზე მოსვ-ლა ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანი თვისებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სტუდენტი და არაპროფესიონალი ხართ, ის ტექნიკა, რომელიც თქვენ გამოიყენეთ, მოსაწონია, რაც, დარწმუნებული ვარ, ინტერვიუს ხარისხზეც აისახება. ის, რაც თქვენ გააკეთეთ, არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმისა, რომ თქვენ მომავალში კარგი ჟურნალისტი იქნებით. ამის ნიშნები დღესაც დავინახე, გისურვებთ წარმატებას.”

მისმა ამ სიტყვებმა ამაღელვა. იმის გარდა, რომ ჩემს პროფესიას სერიოზუ-ლად ვეკიდები, კიდევ მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრა, რომ ვიბრძოლო და გავხდე კარგი ჟურნალისტი.

Page 18: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

18

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კირჩხიბი მშვიდი ბუნებისაა, არ მიილტვის პოპულარობისაკენ, თუმ-

ცა ეს მას სჭირდება და სიამოვნებას ანიჭებს. სინამდვილეში, ყურად-

ღების მიპყრობა სურს. ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი საკმაოდ

ცნობილი და საინტერესო წარმომადგენელი, პარტია „თავისუფალი სა-

ქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა ჰოროსკოპით კირჩხიბია. თავად

ბატონ კახას უჭირს საკუთარი თავის დახასიათება, თუმცა, როგორც

თვითონ ამბობს, ძალიან კომუნიკაბელური, უკონფლიქტო და საკმაოდ

უყურადღებოა.

ბავშვობა წყნარი ჰქონდა და, როგორც ყველა მოზარდი, ცელქი იყო,

მაგრამ მეცადინეობა ძალიან უყვარდა, ამიტომ სწავლაში გართობა არა-

სოდეს უშლიდა ხელს. კოსმონავტობა უნდოდა, მაგრამ ეს ბავშვური ოც-

ნება ვერ აიხდინა. როგორც ყველა ბიჭს, ფეხბურთელობაზეც უფიქრია,

თუმცა ბოლოს, მაინც პოლიტიკა აირჩია და ცხოვრების ბოლომდე ამ საქ-

მის კეთება სურს. უჭირს კიდეც სხვა, პირად თემებზე საუბარი, რადგან

მისი ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ სამსახურს უკავია. თავისუფალ

დროს ოჯახში, მეუღლესთან და ორ პატარა შვილთან ერთად ატარებს.

მართალია, დრო იშვიათად რჩება ოჯახური გარემოსთვის, თუმცა როცა

სახლშია, პატარა ნიკოლოზთან ერთად აიპედზე თამაშობს, რაც შეეხება

გოგონას, მისი თქმით, ის უკვე დიდი გოგოა და მამის იურისდიქციას აღარ

ექვემდებარება, თუმცა მხოლოდ 8 წლისაა.

კახა კუკავა

– პოლიტიკის

გარეშეთამარ იანვარაშვილინინო აფციაური

მიზანი და არასოდეს მხოლოდ საშუალება (კანტი)

Page 19: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

19

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კირჩხიბისთვის ყველაზე დიდ ფასეულობას სახლი და ოჯახური ცხოვრება

წარმოადგენს, სწორედ ამიტომ ბატონმა კახამ კითხვაზე, რას ჩაიფიქრებდა,

თუ მას ნატვრისთვალი ექნებოდა, გვიპასუხა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვ-

ნელოვანი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაა. ამიტომ ის თავს ბედნიერ ადა-

მიანად მიიჩნევს, რადგან მისი ოჯახის წევრები ჯანმრთელობას არ უჩივიან.

მშვიდობისმოყვარე, მორიდებული, მომთმენი, გულითადი, თანამგრძნო-

ბი, ერთგული და მეოჯახე, ეს კირჩხიბის დადებითი თვისებებია, რაც შეეხე-

ბა უარყოფითს, გაზვიადებული მგრძნობელობა, ბუტიაობა, არასტაბილუ-

რობა და დეპრესიულობაა, თუმცა ბატონი კახა საკუთარ თავს სხვაგვარად

ახასიათებს.

დადებით თვისებებს არ უსვამს ხაზს, რადგან ფიქრობს, რომ, როდესაც

ადამიანი საკუთარ დადებით თვისებებზე საუბრობს, ობიექტურობა იკარ-

გება, ხოლო უარყოფითად – ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებასა და

ადამიანების მიმართ უყურადღებობას მიიჩნევს. საკუთარ თავს სამი სიტყ-

ვით შემდეგნაირად დაახასიათებდა: ოპოზიციონერი, იურისტი, არასაპარ-

ლამენტო.

კირჩხიბებს შეუძლიათ ადამიანების თანაგრძნობა, საიდუმლოებების შე-

ნახვა, მაგრამ მათ შინაგან სამყაროში შეღწევა რთულია, რადგან საფუძლი-

ანად მალავენ საკუთარ თავს – არ უყვართ პირადი ცხოვრებისა და გრძნო-

ბების გამომზეურება, საჯაროდ განხილვა, ალბათ სწორედ ესაა მიზეზი,

რომ ამ ტიპის კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს მაქსიმალურად იკავებს.

„ცხოვრებაში არაფერს არ შევცვლიდი, რადგან რაც მოხდა, ალბათ ისე

უნდა მომხდარიყო, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, ალბათ სხვა პარ-

ტნიორებს ავირჩევდი და ურთიერთობებშიც უფრო ფრთხილი ვიქნებოდი,

თუმცა ეს შეცდომებიც საჭირო იყო, რომ გამოცდილება მიმეღო.

კირჩხიბის ძალიან ცოტა ადამიანს ესმის, მაგრამ ბატონი კახას თქმით,

facebook-ზე ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, რეალურად კი ბევრჯერ ჰქო-

ნია შემთხვევა, როდესაც ვინმე ნამდვილი მეგობარი ჰგონებია, თუმცა იმე-

დი გასცრუებია, მაგრამ საპირისპირო შემთხვევებიც საკმარისად ყოფილა.

ბავშვობის მეგობრებიც ჰყავს, თუმცა მათთანაც ხშირად გასცივებია ურ-

თიერთობა.

კირჩხიბი მიზნისკენ თავისებური სტრატეგიით მიემართება – ის არასოდეს

კარგავს მხედველობიდან თავის მოწინააღმდეგეს და როდესაც ეს უკანასკ-

ნელი უკან დაიხევს, კირჩხიბი სწრაფად იწყებს წინსვლას და ხელში იგდებს

სასურველ ნადავლს. როგორც ბატონმა კახამ აღნიშნა, მისი მთავარი მიზ-

ნები პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება და სურს ქართულ პოლიტიკას

ჩამოაშოროს ის ხალხი, რომლებმაც შევარდნაძესა და იოსელიანთან ერთად

დაანაგვიანეს ქართული პოლიტიკა.

საკუთარ სიბერეს კი შემდეგნაირად ახასიათებს:

– არ ვიცი, რთული წარმოსადგენია, გააჩნია იმას, როგორ შეხვდები სიბე-

რეს. პირველ რიგში, ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდე, რომ მოფახფა-

ხებული მოხუცი არ ვიყო. ადამიანი 70 წლის შემდეგ ბევრს ხვდები და აანა-

ლიზებ. არიან ისეთი მოხუცებულებიც, რომლებიც სმაში გაგეჯიბრებიან და

არიან ისეთებიც, რომლებსაც აბი უნდა მიაწოდო. ამიტომ აუცილებელია

ჯანმრთელობაზე ზრუნვა. რაც უფრო ასაკში შედიხარ, უნდა გააცნობიერო,

რომ წინ არ გადაეღობო ახალგაზრდა თაობას, უნდა მიეხმარო რაღაცაში

სხვას, ვფიქრობ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ პოლიტიკაში აღარ ვიქნები.

– ვინ არის თქვენთვის მისაბაძი ადამიანი?

– პრეზიდენტი გამსახურდია. მისაბაძი რთული სათქმელია, დრო რომ გა-

დის, ფასეულობები იცვლება, მაგრამ უფრო გამოკვეთილი ორიენტირია.

ვფიქრობ, რომ ის სულისკვეთება, რაც პრეზიდენტ გამსახურდიას ჰქონდა,

ნამდვილად მისაბაძია.

მიზანი და არასოდეს მხოლოდ საშუალება (კანტი)

Page 20: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

20

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ჟარკო პეტანი: ,,ნათელ მომა-

ვალზე პოლიტიკოსები ზრუნავენ,

ნათელ წარსულზე – ისტორიკოსე-

ბი, ნათელ აწმყოზე – ჟურნალის-

ტები”.

... ჩვენი რესპონდენტი ნათელი

აწმყოს აქტიური დამცველი იყო

და დღეს ჩვენს ნათელ მომავალზე

ზრუნავს – ქრისტიან-დემოკრა-

ტების ერთ-ერთი ლიდერი მაგდა

ანიკაშვილი პედანტი, წიგნების

მოყვარული, სპეციალობით კი-

ნომცოდნე, ყოფილი ჟურნალისტი

და ამჟამად პოლიტიკოსი, ქალი

მასკულინური ჰობით.

მაგდა ანიკაშვილი:

– პოლიტიკაში ქალთა ნაკლე-

ბობაა (დაახლოებით 10%). მე პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი ვარ

და ბევრს ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით. ფაქტია – ქალებს პოლიტი-

კა ნაკლებად აინტერესებთ.

ჩვენ უფრო სხვა კუთხით ვირჩევთ პროფესიას, ვართ ჟურნალისტები,

ვქმნით არასამთავრობოებს, თითქოს ვცდილობთ არ გავეკაროთ პოლიტიკას,

რადგან ის უფრო მკაცრია, რადიკალური, ძალისმიერი და აგრესიული, უფრო

არასტაბილური... ქალს აფრთხობს ეს, სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწი-

ლიც არაკეთილგანწყობილია პოლიტიკოსების მიმართ და ესეც გარკვეულწი-

ლად მოქმედებს.

– თქვენ რამ გადაგაწყვეტინათ პოლიტიკაში წასვლა?

– ხშირად მიფიქრია, „იმედი” რომ არ დაერბიათ, დარწმუნებული ვარ, რომ

მე დღესაც ტელეწამყვენი ვიქნებოდი. ეს შემთხვევით არ მომხდარა, მაგრამ

თვითონ გადაწყვეტილება მაინც ემოციურ ფონზე მივიღე. ჩემთვის ძალიან

მნიშნელოვანი იყო ისიც, რომ მე წავედი იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც

ვმუშაობდი. ეს ჰგავდა ჩვენი საქმიანობის გაგრძელებას.

– შეუძლია თუ არა პოლიტიკოს ქალს თავისი სისუსტეების დათმობა?

– ქალს ორმაგი ტვირთი აწევს. პოლიტიკა ის სფეროა, სადაც არ არის გან-

საზღვრული არც საათი და არც სიტუაცია... და თუ მამაკაცს შეუძლია მის-

ცეს თავს უფლება მთლიანად იყოს ჩართული თუნდაც საარჩევნო პროცესში,

ქალს ამის ფუფუნება არ აქვს, რადგან სხვა ვალდებულებებიც აკისრია... სა-

ჭიროა დროის სწორად გადანაწილება, სხვა მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ.

– როგორია მაგდა ანიკაშვილი?

– პერიოდებს გააჩნია ალბათ. მე ისეთ თემებზე ვმუშაობ, რომლებიც არ

პოლიტიკა მაღალ

ქუსლებზე

მიზანი და არასოდეს მხოლოდ საშუალება (კანტი)

დოდო ალიევა ლიზა მეტრეველი

Page 21: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

21

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიმიზანი და არასოდეს მხოლოდ საშუალება (კანტი)

ითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას ან დროს. ყოველთვის ვცდილობდი, განსა-

კუთრებით, როცა ალექსანდრე პატარა იყო, დროულად მივსულიყავი სახლში

ან მცირე დრო მაინც დამეთმო მისთვის, თუმცა ასეთი რეჟიმი მაინც ძალიან

რთულია.

ადამიანები პოლიტიკოსებს სახალისო და სასიამოვნო ისტორიებს არ უყვე-

ბიან. ისინი მათ ტკივილს, გასაჭირს ანდობენ. ჩვენი პირდაპირი მოვალობაა –

მოუსმინოთ და დავეხმაროთ, მე ამას კარგად ვაცნობიერებ. არავის სჭირდე-

ბა პარლამენტარი, რომელიც ფიქოანალიტიკოსის როლს შეითავსებს – მათ

სჭირდებათ შედეგი.

***მისი არჩევანი კინომცოდნეობა იყო. თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობ-

და.

„ახლა ხანდახან ვსაყვედურობ მშობლებს, რატომ მომიწონეს არჩევანი?! ეს

ალბათ მაინც 90-იანების გავლენა იყო. მაშინ ორი-სამი წლით ადრე არ გეგ-

მავდნენ შვილის მომავალ პროფესიას, მიმაჩნია, რომ მე ცოტა სპონტანურად

გავაკეთე არჩევანი”, – გვითხრა ქალბატონმა მაგდამ.

„როცა თეატრალურში სწავლობ, უკვე ხარ სულით მეამბოხე ანუ ჩვენი საქ-

მით ვამბობდით ჩვენს სათქმელს. ხანდახან ვფიქრობ: კიდევ რას გავაკეთებ-

დი-მეთქი და ვხვდები, უკმარისობის გრძნობა მრჩება, კინოს რომ არ გავყე-

ვი... კინემატოგრაფია რომ არა, ალბათ ისტორიკოსი გავხდებოდი, ისტორია

ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა”.

შტრიხები პორტრეტისათვის:

„კინომანი ვარ და ამ ბოლო დროს ჩემთვის აღმოჩენა გავაკეთე, ძალიან მო-

მეწონა ალექსეი გერმანის ფილმები”.

„ძალიან მტკივნეულია, როცა ქალი დაოჯახების შემდეგ პროფესიულ საქმი-

ანობას წყვეტს. მე ვფიქრობ, ეს საშინელებაა, წარმოგიდგენიათ კაცი დაოჯა-

ხების შემდეგ მუშაობას თავს ანებებდეს?”

„ფემინისტი ზის ჩემში და აქტიური გულშემატკივარი ვარ წარმატებული

და რეალიზებული ქალებისა... მე ვფიქრობ, რომ სამართლიანობა უნდა იყოს

ცხოვრებაში მთავარი ღირებულება...

„ჩემი საყვარელი ნივთია, პატარა, ხელით დასაწყობი კალენდარი და არა-

სოდეს მავიწყდება, რომ უნდა გავასწორო, ამ საქმიანობას გარკვეულ დროს

ყოველ საღამოს სიამოვნებით ვუთმობ”.

„სახლში შესვლისთანავე ვიცვლი, თითქოს ამ რიტუალით ვიხსნი სამსახუ-

რებრივ დაძაბულობას და ვერწყმი ოჯახურ გარემოს...”

„ისე ვარ შეჩვეული კითხვას, რომ დღე არ ჩაივლის, რაღაც არ წავიკითხო

– განსაკუთრებით ისტორიული წიგნები. ახლა ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფიას

ვკითხულობ, დეტექტივებიც მიყვარს... დასვენებისთვის ერთ-ორი დეტექტი-

ვი იდეალურია...”

***მიაჩნია, რომ უფრო მამას ჰგავს, მისგან გამოჰყვა პედანტობაც – სასტიკად

მოწესრიგებულია, მისი ნივთები მუდამ ჩვეულ ადგილას უნდა იდოს.

უზომოდ უყვარს ჩოგბურთი, რუსული და ამერიკული ბილიარდის

დიდი ქომაგია, თუ სხვები დასვენების დღეებში მზის აბაზანებს იღებენ, ქალ-

ბატონი მაგდა ტელევიზორში ევროსპორტის ყურებით ისვენებს.

– რას უსურვებთ სტუდენტებს?

– გაიაზრონ რა უნდათ... იცოდნენ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. თუ

ზუსტად იცი, რა გინდა ცხოვრებაში, ჩათვალე რომ სხვაზე წინ ხარ...

Page 22: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

22

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

... და მაინც, მოდით, ჩამჭიდეთ ეგ უნდო ხელი და

„გამოფენილთა” ქალაქი შემოვიაროთ...

მშობლიური ქალაქიდან ყველაზე „პოეტურ” ბა-

თუმამდე... იმ ბათუმამდე, უფრო მშობლიური რომ

უნდა გახდეს...

მიდიან იქ, სადაც „კონკურენცია სიყვარულს

ბადებს” და ღამის ან დილის მერამდენე საათიც

უნდა იყოს, ყველაფერი გენიალურადაა. მაშინაც

კი, თუ ვინმე, მუზისგან შეწუხებული, ღამე მზის სხივების ნათებით თბება და

ერთი ვინმე კალმოსანთაგანი „გაიღვიძეთ პროზაიკოსებო და პოეტებოო”-ს

ყვირილს აპირებს.

პოეტურ ქალაქში წელიწადგამოვლილი მონატრება საათებს ითვლის.

მგზავრებს აღმოსავლეთიდან, ლურჯი, წვიმიანი გოლიათი და ადგილობრივი,

ბათუმელი კოლეგები გულში ჩაიხუტებენ.

მატარებელი სვლას უმატებს... „რითმის გამცილებელი საჭირო სტრიქონამ-

დე აცილებს...”

ჰაერი ჯერ ვერგამშრალი მელნის, თამბაქოსა და პროზა-პოეზიის სუნით იჟ-

ღინთება.

რამდენჯერ გაუვლიათ ეს გზა... ახალბედები კი ამ ტკივილიან სიხარულს

პირველად ეზიარებიან.

„ლექსების გამოფენის” საგზურამდე მთელი მოლოდინი იყო... ამ მოლო-

დინს, კონკურენცია ვახსენეთ და, კონკურსის ორგანიზებაში მონაწილეებიც

უერთდებიან.

„ლექსების გამოფენა მოლოდინია, რომელიც წლიდან წლამდე გრძელდება...

მოლოდინი ჟრიამულისა, გულთბილი დახვედრის, მონატრებულ ადამიანებ-

თან შეხვედრისა და ახალი სახეების გაცნობის.

ერთი დიდი ოჯახია... ოლიმპიური პრინციპია, მთავარია მონაწილეობა და

არა გამარჯვება, რადგან თითოეული მონაწილე ისედაც გამარჯვებულია, იმ

დიდი სითბოსი და სიყვარულის თანაზიარი რომ ხდება, რომელსაც „ლექსების

გამოფენა” უშურველად გასცემს.

სულისა და ტრადიციების, სტუმარმასპინძლობის, „ქართულად სიყვარუ-

ლის” სანიმუშო მაგალითია. ამდენ ბედნიერ სახეს ერთად დღევანდელ ცხოვ-

რებაში ნაკლებად ნახავთ. ორდღიანი ზეიმის შემდეგ, განშორების დრო დგე-

ბა. ეს მომენტი ყველაზე სენტიმენტალურია, როცა უკვე ყველამ მოასწრო

ერთმანეთის შეყვარება. შორდებიან იმ იმედით, რომ კვლავ შეხვდებიან, ისევ

ბათუმში და ისევ „ლექსების გამოფენაზე”.

„ბავშვობისას მქონდა ის განცდა, რაც მატარებლის ბაქანზე, კონკურსანტე-

ბის გაცილების დროს მიჩნდება ხოლმე. ლამის გავეკიდო მატარებელს, რომე-

ლიც სვლას თანდათან უმატებს. ვაგონის ფანჯრებიდან გამოყოფილი თავები

გონიერი ღარიბები

მარიამ ჯავახიშვილი

Page 23: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

23

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიგონიერი ღარიბები

და ხელები, რომლებიც გვემშვიდობებიან... განცდა მაქვს, რომ ცოტა ვარ და

არ ვყოფნი ყველას... იმდენ ფოტოს ვიღებ და მაინც უკმარისობის შეგრძნება

მაქვს... ყველაფერი ვერ ავსახე ფირზე...”, – ასეთია პროექტის მეგობრისა და

ე.წ. ჟამთაღმწერლის, „კოპლებიანი ჭიამაიას” დამოკიდებულება. თეა ხიტირი

ორდღიან ლიტერატურულ ზეიმს ფირზე ასახავს, ემოციების უკვდავსაყო-

ფად...

„ლექსების გამოფენა” მაისის თვეში წელს მეცხრედ ჩატარდა. შეკრების ად-

გილი ტრადიციულად ბათუმია.

იდეა წლების წინ, ამავე ქალაქში გაჩნდა. პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ,

ზაზა ფირცხალაიშვილმა 2003 წელს მეგობრების შემოქმედების გამოფენა

სახლში მოაწყო. მაშინ ამას ლიტერატურული დატვირთვა არ ჰქონია. 2003

წლის ბოლოს ლიტერატურული კონკურსი „ლექსების გამოფენა” მხოლოდ

პოეზიაში ჩატარდა. ორი წლის შემდეგ მას დაემატა კონკურსი პროზაში – „ასი

სიტყვა”.

კონკურსანტები ნამუშევრებს სამი თვით ადრე

გზავნიან. საკონკურსო ლექსი და პროზაული ნაწარ-

მოები მანამდე არსად არ უნდა იყოს გამოქვეყნებუ-

ლი.

ნაწარმოებებს ჟიური ათბალიანი სისტემით აფა-

სებს. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები ბათუმის

საგზურს მოიპოვებენ. ავტორთა ვინაობა ჟიურისთ-

ვის უცნობია.

ჟიურის წლევანდელი წევრები რეზო გეთიაშვილი, მაია სარიშვილი, დათო

ტურაშვილი, ფრიდონ ქარდავა, ლევან ღვინჯილია და გელა დაიაური იყვნენ.

ბათუმის საგზურის მიღების შემდეგ, უკვე ბათუმში, საუკეთესო ნაწარმო-

ებები გამოავლინეს.

წელს პოეზიაში პირველი ადგილი ლაშა ბაბილუამ, მეორე ადგილი ბექა ახა-

ლაიამ, ხოლო მესამე – ქეთი დიდიშვილმა დაიკავეს.

„ლექსების გამოფენაზე” ლექსი წელს მესამედ გავაგზავნე. სამივეჯერ ფი-

ნალში მოვხვდი. წელს მესამე ადგილი ავიღე. ეს მართლაც დიდი სიხარულია.

ბათუმში არაჩვეულებრივი გარემოა, საინტერესო და შემოქმედებითი. კონ-

ზაზა ფირცხალაიშვილი

და ლევან ღვინჯილია

Page 24: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

24

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კურსანტებმაც კი არ ვიცით ჩვენი ლექსის ნომერი. მხოლოდ იქ, ადგილზე

გამოფენილ ნაწარმოებებში, ვპოულობთ საკუთარ შემოქმედებას, ვეცნობით

სხვა პოეტებისა და მწერლების ნამუშევრებს, იქვე ფარული კენჭისყრით

მკითხველის სიმპათიას ვირჩევთ. განწყობაა საოცარი, ერთმანეთს ისევე

ვგულშემატკივობთ, როგორც ჩვენს თავს. წელს ისეთი სითბო, ყურადღება

ვიგრძენი, ისე მგულშემატკივრობდნენ, თითქმის უცხო ადამიანები, რომ-

ლებიც ფინალამდე სულ რამდენიმე საათით ადრე გავიცანი, რომ სასიამოვ-

ნოდ გაკვირვებული დავრჩი... ის ორი დღე, რომელიც ბათუმში გავატარეთ,

ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული რიტმისგან სრულიად ამოვარდნილი იყო,

თითქოს სულ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდით და გარშემო სხვა სამყარო,

სხვა ცხოვრება არ არსებობდა. ამას გარდა, წელს გვქონდა შეხვედრა ბატონ

ლევან ღვინჯილიასთან, რომელიც ძალიან საინტერესო მოსაუბრეა და, შე-

საბამისად, მისი ლექციაც თანამედროვე ქართულ პოეზიაზე, ქართული ენის

საკითხებზე, ძალიან ინფორმაციული და საინტერესო იყო”, – აღნიშნავს ერთ-

ერთი გამარჯვებული, ქეთი დიდიშვილი.

რაც შეეხება პროზას, გამარჯვებულები ამ შემთხვევაშიც იგივე პრინციპით

გამოვლინდნენ.

პირველი ადგილი მანუჩარ მეგრელიშვილს, მეორე – ნინო გუგეშაშვილს, მე-

სამე ადგილი კი არმენ არუთინოვს ერგო.

„მიყვარს ბათუმში ორდღიანი ზეიმი, ურთიერთობები, ლიტერატურული „ვი-

ქენდი”. წელს კონკურსში მესამედ ვმონაწილეობდი. ბათუმის ფესტივალიდან

„ხელცარიელი” ჯერ არ წამოვსულვარ. შარშანწინ ორგანიზატორის სპეცპრი-

ზი გადმომეცა მოთხრობისთვის „ცაცია”, შარშან – მკითხველის სიმპათიის

პრიზი მოთხრობისთვის „პოლიგონი”, წელს – მეორე პრემია მოთხრობისთვის

„სად ცხოვრობს ზორო”. ძალიან კარგი იდეაა თვითონ „ლექსების გამოფენა-

ცა” და ასსიტყვიანი პროზაც. მომეწონა ეს ფორმატი, ძალიან აზარტულია – ას

სიტყვაში ჩაეტიო აზრით, იდეით, მხატვრულობით, კომპოზიციით, გემრიელი

ფინალით – აზარტულია და თუ გამოგივიდა, ასეთი მოთხრობა საყვარელია,

პატარა და კონცენტრირებული.

იდეის განხორციელებას რაც შეეხება, ნამდვილად ძალიან სიმპათიურად

და სასიამოვნოდაა ორგანიზებული. მასპინძლები, თვითონ ზაზა ფირცხა-

გონიერი ღარიბები

Page 25: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

25

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ლაიშვილი, გვიზიდავენ თავიანთი პიროვნული ხიბლით, დიდი ყურადღე-

ბიანობითა და კეთილმოსურნეობით, გვეფერებიან, გვაყვარებენ ბათუმს,

ფესტივალს, ერთმანეთს. ამის უკან ალბათ დიდი შრომა და სირთულეების

დაძლევა დგას. წელს ვნახე, როგორ იზრდება ფესტივალი და როგორ ჩა-

მოდიან სხვადასხვა ქალაქებიდან არა მარტო მონაწილეები, არამედ უბრა-

ლოდ გულშემატკივრები, მკითხველები, ისინი, ვისაც ეს გარემო შეუყვარდა.

კარგი იქნება, სხვა რეგიონებიც თუ მიბაძავენ ბათუმს. არ არის ეს ძნელი გა-

საკეთებელი და ალბათ ზაზა ფირცხალაიშვილიც არ დაამადლის საავტორო

უფლებებს”, – ამბობს მწერალი ნინო გუგეშაშვილი.

მესამე ადგილის მფლობელის, არმენ არუთინოვის თქმით, კონკურსი მის

ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

,,გამოფენის” შესახებ ზაზა ფირცხალაიშვილისგან გავიგე. ეს მაშინ ხდე-

ბოდა, როცა ჯერ კიდევ არავის

ვიცნობდი ლიტერატურულ სამყა-

როში. ერთ-ერთ სოციალურ ქსელ-

ში უცნაურსახელიან ჯგუფში ვი-

ყავი გაწევრიანებული, რომელსაც

,,ლექსების გამოფენა” ერქვა და ამ

ჯგუფში სიამოვნებით ვეცნობოდი

ჩემთვის ჯერ კიდევ არაფრისმთ-

ქმელი ავტორების შემოქმედებას.

ერთხელ ზაზამ კონკურსში მონა-

წილეობა შემომთავაზა, მაგრამ

საქართველოში არ ვიმყოფებოდი,

არც მეგონა, რომ საზღვარგარე-

თიდან შემეძლო მონაწილეობა და

მაშინ საკონკურსოდ არაფერი გა-

მიგზავნია. მეორე წელს, უკვე მე

თვითონ მივწერე, როდის არის ნა-

წარმოებების მიღების ბოლო ვადა-

მეთქი, მაგრამ თურმე ერთი კვი-

რით დამგვიანებია.

პირველად შარშან გავაგზავნე

საკონკურსოდ ჩემი ლექსი, რომელ-

მაც ბათუმის საგზური მომაპოვე-

ბინა და პირველად სწორედ მაშინ

აღმოვჩნდი კონკურსზე, მაგრამ მე

რომ მეგონა, იმისგან სრულიად განსხვავებული გარემო დამხვდა: არანაირი

კონკურენცია, მეგობრული ატმოსფერო და ბედნიერი სახეები. კონკურსი, სა-

დაც ერთად ყოფნით ყველა გამარჯვებული იყო.

საოცარი განწყობა ჯერ კიდევ მატარებლის ვაგონში გეუფლება ადამიანს,

როცა სხვა კონკურსანტებთან ერთად მგზავრობ, – სრული ამ სიტყვის მნიშვ-

ნელობით, ვაგონს „თავზე იმხობთ”, მღერით, ლექსებს ამბობთ, სხვადასხვა

სახალისო გასართობით იქცევთ თავს. შარშან მაგალითად, სრულიად უცხო

მგზავრებს პოეზიის საღამო მოვუწყვეთ, „თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან,

მთა მიდის მუჰამედთან"-ის პრინციპით – თავზე დავადექით და თვალებგა-

ფართოებულ მგზავრებს სულ ლექსები ვუკითხეთ.

მახინჯაურში ვაგონიდან ფეხის ჩამოდგმისთანავე კონკურსის ორგანიზა-

ტორი და ყველაზე გულითადი მასპინძელი, ზაზა ფირცხალაიშვილი გხვდე-

ბათ, რომელსაც უყურადღებოდ არავინ რჩება.

გონიერი ღარიბები

Page 26: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

26

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მატარებლიდან ჩამოსვლისთანავე გრძნობ, რომ მეგობრებში მოხვდი, თუნ-

დაც პირველად მიდიოდე კონკურსზე, ოჯახური ატმოსფეროა, უცბად ში-

ნაურდები და ნახევარ საათში უკვე ყველას იცნობ, ერთმანეთს მეგობრულად

ეფერებით და ყველაზე ასაკოვანი მონაწილეც კი შენი კბილაა. ეს ის გარემოა,

სადაც თითქმის ყველას გულწრფელად უხარია ერთმანეთის გაცნობა, ერთ-

მანეთის ყველაზე უმნიშვნელო წარმატებაც კი. შესაძლოა დაუჯერებლად

ჟღერდეს ეს უცხო თვალისთვის, მაგრამ მგონი ნებისმიერი ,,გამოფენილი”

დაადასტურებს ჩემს სიტყვებს.

ყველა გამოფენა გამორჩეულია. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, დაიკავებ

თუ არა რომელიმე საპრიზო ადგილს, ერთს თუ გაიღიმებ, საპასუხოდ ათი და

ოცი ადამიანი გიღიმის. პირადად ჩემთვის ეს გამოფენა არ ყოფილა შარშან-

დელი გამოფენისგან გამორჩეული, მიუხედავად იმისა, რომ საპრიზო ადგილი

დავიკავე. როგორც შარშან, წელსაც მეგობრების გარემოცვაში გავატარე ეს

ორი დღე, ეს კი უკვე უდიდესი გამარჯვებაა, – ყოველდღიურობაში ნამდვი-

ლად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამდენ ლიტერატორს ერთად ვხვდებო-

დეთ და მათს საზოგადოებაში დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ვაგროვებდეთ.

საოცარი შეგრძნებაა, როდესაც შენს ნამუშევართან ,,დამთვალიერებელს”

ხედავ, ცდილობ მის ყოველ მოძრაობაში, მის მიმიკებში მოწონება ან არმოწო-

ნება ამოიკითხო. მღელვარებასთან ერთად საოცარი სიმშვიდეც გიპყრობს,

რადგან იცი, რომ შენი ლექსი ან ასსიტყვიანი მინიატურა საიმედო ხელშია,

ყველაზე ობიექტური ჟიური აფასებს და ვერგამარჯვების შემთხვევაშიც კი

ძალიან კმაყოფილი ტოვებ კონკურსს, რადგან საკონკურსო ნაწარმოებების

გაცნობისთანავე რწმუნდები, რომ ღირსეულმა გაიმარჯვა, ისევე, როგორც

ყველა გამოფენაზე.

მინდა მოვუწოდო ყველას, მიიღონ მონაწილეობა მასში. მე პირადად, მომავალ

წელს მოვხვდები თუ არა ფინალში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს,

ზუსტად ვიცი, რომ ყოველი ,,გამოფენის” სტუმარი მაინც აუცილებლად ვიქნე-

ბი, რადგან ეს კონკურსი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში.

იმ ატმოსფეროს აღწერა და სიტყვებით გადმოცემა, რაც ბათუმში ტრი-

ალებს, შეუძლებელია. როცა ყველაფერი ჩაივლის, მხოლოდ მაშინ აცნობი-

ერებ, რომ კონკურსზე იყავი და არა, ვთქვათ, შენს პერსონალურ საღამოზე.

ამის ასე, სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, ეს უნდა გამოსცადოს ადა-

მიანმა”, – აღნიშნავს არმენ არუთინოვი.

„გამოფენილის” სტატუსი წელს ასმა ავტორმა მოირგო და განიცადა კი-

დეც... და ახლა როცა, კიდევ ერთმა ლიტერატურულმა ორმა დღემ ჩაიარა,

გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ და ახალმა ნაწარმოებებმაც დღის სინათ-

ლე იხილეს, პოეტები და პროზაიკოსები „მაისიდან მაისს ელოდებიან”... დათ-

ქმულ ადგილას, ბათუმში.

გონიერი ღარიბები

Page 27: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

27

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიგონიერი ღარიბები

– რით განი-

საზღვრება კრი-

ტიკის როლი?

– კრიტიკის

როლის განსაზ-

ღვრა, სოცი-

ალურ, კულტუ-

რულ, თუ სხვა

ჭრილში, საბო-

ლოოდ მაინც ლიტერატურული კრი-

ტიკის განსაზღვრასთან მიგვიყვანს,

რადგან ის იმ მთელის ნაწილია, რასაც

კრიტიკა და კრიტიკული აზროვნება

ჰქვია. კრიტიკა არის აზროვნების თვი-

სება და ფუნქცია, ამ უნარის უნარია

და ცნობიერების ცნობიერებაა. კრი-

ტიკის გამოქვეყნება არის მოვლენების

იმდაგვარ პოზიციაში ჩაყენება, რომ

მან გამოავლინოს თავი და უპასუხოს

ჩვენს კითხვებს.

კრიტიკული აზროვნება დაკავში-

რებულია მითოსური ცნობიერებიდან

ადამიანის გამოსვლასთან, როდესაც

ცნობიერება იყო სინკრეტული ანუ

დაუშლელი და ის მოვლენებს აღიქ-

ვამდა, როგორც ერთ მთლიანობას. ეს

იყო ცნობიერება, სადაც არ არსებობ-

და სიკვდილის ფენომენი. თქვენ ვერ

გაიგებდით, რომ ვიღაც მოკვდა. ანუ

სიკვდილისა და წარმავლობის გაცნო-

ბიერება დაკავშირებულია მითოსური

ცნობიერებიდან გამოსვლასთან და აქ

ჩნდება კითხვები. კრიტიკული აზროვ-

ნების განვითარების საწყისი ეტაპი

უკავშირდება სიკვდილის გაცნობი-

ერებას, როგორც რაღაცის დასას-

რულსა და შემდეგ უკვე დასაწყისს.

ამ მხრივ ძალიან საინტერესოა პირ-

ველი ფილოსოფოსების: თალესის,

ანაქსიმანდრესა და ანაქსიმენეს ნააზ-

რევი. ყველაფერი ეს დაკავშირებულია

ფილოსოფიურ გამოცდილებასთან,

იმიტომ, რომ ფილოსოფია, თუ არ ჩავ-

თვლით თეოლოგიურ ფილოსოფიას,

ყველაზე მეტად გულისხმობს წანამძ-

ღვრად და საფუძვლად კრიტიკულ აზ-

როვნებას. მაგალითად, ჰეგელი იმასაც

ამბობს, რომ ფილოსოფიის შესავალი

არ არსებობს, იმიტომ, რომ, როდესაც

ჩვენ ვიწყებთ ფილოსოფიის შესავ-

ლით, აღმოვჩნდებით იმ ველში, სადაც

ეს შესავალი თვითონ ფილოსოფიაა.

კრიტიკის შემთხვევაშიც ასეა, საქმე

და კრიტიკა განუყოფლად არის დაკავ-

შირებული ადამიანის სიცოცხლესთან,

რომელიც არ იღებს არაფერს დოგმა-

ტურად და ყველაფრის რაციონალურ

გადამოწმებას ცდილობს.

ინტერვიუ ახალგაზრდა

კრიტიკოს ლექსო დორეულთანხშირად საუბრობენ

იმაზე, არსებობს თუ

არა საქართველოში

ობიექტური კრიტიკა.

მწერალთა და პოეტთა

რიცხვი საგრძნობლად

გაიზარდა, მაგრამ გზამკვლევი,

იმის განმბჭობი, მათგან რომელია

ამ წოდების ღირსი, არ ჩანს.

კრიტიკოსები რეცენზიებით არ

გვანებივრებენ, რასაც ბევრი

ფაქტორი განაპირობებს. იმის

გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაა

ამჟამად ლიტერატურული კრიტიკის

თვალსაზრისით, ახალგაზრდა პოეტსა

და კრიტიკოსს ლექსო დორეულს

გავესაუბრეთ.

ნინო ქეთელაური

Page 28: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

28

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შემდეგ უკვე დასავლეთ-ევროპულ-

მა გამოცდილებამ უჩვენა, რომ გარდა

რაციონალური გადამოწმებისა, საჭი-

როა მოვლენების, ფაქტების, ფენომე-

ნების, ემპირიული გადამოწმება. ანუ

ჩვენ ისინი უნდა ჩავაყენოთ ისეთ საც-

დელ ვითარებაში, რომ შევძლოთ დად-

გენა – ჭეშმარიტია, თუ მცდარი.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში,

ამ პარადიგმამ მიიღო საზრიანობისა

და უსაზრისობის კატეგორიები. ჩვენ

იმით კი აღარ ვამოწმებდით, ობიექ-

ტურ სინამდვილესთან შესაბამისო-

ბაში, ის ჭეშმარიტი იყო თუ მცდარი,

არამედ საზრიანი იყო თუ უსაზრისო.

კრიტიკა სწორედ ამ მეთოდით ხელმძ-

ღვანელობს.

კრიტიკული აზროვნების ჩამოყალი-

ბება დაკავშირებულია კრიტიკული

რაციონალიზმის ყველაზე ცნობილი

წარმომადგენლის კარლ რაიმუნდ პო-

პერის სახელთან, რომელსაც ეკუთვ-

ნის დებატების, დისკუსიის შექმნის

მეთოდი. მისი მეთოდი მიჯნავს ორ

მოცემულობას. ეს არის: მოცემულობა

საკუთრივ, ნატურალური გაგებით, მე-

ნიერებისა და მეორე, ფილოსოფიური

გამოცდილება, რომლის ჭეშმარიტება-

მცდარობისა და საზრიანობა-უსაზრი-

სობის დადგენა ობიექტურ სინამდვი-

ლეში შეუძლებელია. პოპერი ამბობს,

რომ ასეთი მსჯელობის დადგენა-და-

საბუთება ისეთივე ძალით არის შესაძ-

ლებელი, როგორც თავად ამ მსჯელო-

ბის უარყოფა. მე მგონია, პოზიცია,

რომ ანალიზის გარეშე არაფერი უნდა

მიიღო, სწორია. ეს ეხება რელიგიურ

დოგმატებსაც. კითხვაზე, რა არის

განმანათლებლობა? კანტი წერს, რომ

კრიტიკის ფუნქციაა ადამიანს აზროვ-

ნება საკუთარ მფლობელობაში დაუბ-

რუნოს. შეიძლება გაჩნდეს კითხვა,

რატომ აწყობთ ადამიანებს, რომ სა-

კუთარი აზროვნება სხვას მიაბარონ?

მაგრამ, როდესაც სოციალურ თუ პო-

ლიტიკურ ინსტანციას არიან მიბარე-

ბული, ისინი ეგზისტენციალურ გადაწ-

ყვეტილებებს იღებენ მათი კარნახით

და ასე ბევრად ადვილია ცხოვრება.

ასე იქცევიან ვიტალურ არსებად.

განმანათლებლობის იდეა მდგომა-

რეობს იმაში, რომ ადამიანებმა საკუ-

თარი აზროვნება გამოიყენონ. სწო-

რედ კრიტიკული აზროვნება უნდა

დაგვეხმაროს იმაში, რომ ჩვენი თავი

ჩვენადვე გვეყუდნოდეს. კრიტიკული

აზროვნება გარდა იმისა, რომ ადამი-

ანებს საკუთარ აზროვნებას უბრუ-

ნებს, ცდილობს დაუპირისპირდეს არა

ტრადიციებსა და არატრადიციებს

(ფართო გაგებით), არამედ ტრადიცი-

ების ტაბუებს აჰხადოს ფარდა, რომ

ნებისმიერი თეზისის გაკრიტიკება

შევძლოთ და ამის შემდეგ მისი მიღება

ან უგულებელყოფა.

– რამდენად ობიქტურია კრიტიკა?

არსებობს, თუ არა კრიტერიუმები,

რის მიხედვითაც კრიტიკოსი ნაწარ-

მოებს აფასებს?

– რომ გითხრათ, საქართველოში

თანამედროვე ლიტერატურაში კრიტი-

კული აზროვნება ყვავის და უამრავი

კრიტიკული წერილი იწერება-მეთქი,

არ იქნება მართალი. თითზე ჩამოსათ-

ვლელი ადამიანები არიან ამ საქმიანო-

ბით დაკავებული. ახლახან აღდგა „ლი-

ტერატურული საქართველო”, რომელ-

საც გამოცემის 78–წლიანი ისტორია

აქვს და 5 წელი იყო შეჩერებული. მისი

აღდგენა თამაზ წივწივაძის წყალობით

მოხერხდა, რომელსაც ქართული ლი-

ტერატურული კრიტიკის მამა შეიძ-

ლება ვუწოდოთ. რაც შეეხება სუბიექ-

ტურობა-ობიექტურობას, ლიტერატუ-

რული კრიტიკა, რომ აბსოლუტურად

ობიექტური იყოს, ეს შეუძლებელია. აქ

არ არის საუბარი იმაზე, რომ კრიტი-

კოსი დაინტერესებულია, თავისებუ-

რი ტენდენციურობით წარმოაჩინოს

მოვლენები. აქ საუბარია იმაზე, რომ

თავად ხელოვნება არის სუბიექტურ-

ობიექტური მოვლენა. სწორედ ამიტომ

ყოველ ეპოქაში თავიდან დაისმის კით-

ხვა – რა არის ხელოვნება? თავად მას

ვერ გაურკვევია რა არის ხელოვნება

და როგორ გინდა ლიტერატურის კრი-

ტიკოსმა შეიმუშავოს რაღაც ობიექ-

ტური კრიტერიუმები იმის დასადგე-

ნად, ეს ნაწარმოები კარგია თუ ცუდი.

მაგალითად, თუ ხარ კონსერვატუ-

ლი, ვერასოდეს გაუგებ პოსტმოდერ-

ნისტულ ტექსტებს და მისი ციტირე-

ბის სისტემას, მაგრამ შენთვის მისაღე-

ბი იქნება ლეო ქიაჩელისა და გიორგი

შატბერაშვილის პროზა. თუმცა რა-

ღაც ობიექტურობაზე მაინც ხომ უნდა

გონიერი ღარიბებიგონიერი ღარიბები

Page 29: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

29

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

იყოს საუბარი, მიუხედავად ხელოვნე-

ბის ცვალებადი ბუნებისა?! ეს არის

საეტაპო კატეგორიები: მხატვრულო-

ბა, საზრისის სიცოცხლე, მისი ტრო-

პულობა, პარადიგმულობა, მისი ინ-

ტელექტუალურობა, ფილოსოფიური,

თუ მხატვრული სიღრმე. მაგრამ მთა-

ვარი, რითიც შეიძლება რომ ვიხელმძ-

ღვანელოთ, კრიტიკოსი სუბიექტურია

თუ არა, ეს არის ესთეტიკური უანგა-

რობის კატეგორია. შენ ხარ თუ არა

ესთეტიკურად უანგარო, როდესაც

ამ ტექსტს აფასებ. ეს უკანასკნელი

არის მთავარი კატეგორია, რომელიც

ერუდირებულ მკითხველს აძლევს სა-

შუალებას ობიექტურად შეაფასოს ნა-

წარმოები. არსებობს ფუნდამენტური

კატეგორიები, ხელოვნების ნაწარმო-

ების შეფასებისას, რომელიც საერთოა

ყველა ეპოქისთვის – ხელოვნების ნა-

წარმოების შეფასება თეორიის სათ-

ვალიდან წარმოუდგენელია. მაგალი-

თად, ჩამოწერილი არ მაქვს კატეგო-

რიები, რომლითაც შევაფასებ. ეს ასე

არ ხდება. ნებისმიერი მხატვრული ნა-

წარმოებისადმი ინდივიდუალური მიდ-

გომაა საჭირო და მისი იმ ესთეტიკურ

და პოლიტიკურ ჭრილში განხილვა, რა

ესთეტიკური და პოლიტიკური ველის

ფარგლებშიც არის შექმნილი.

ობიექტური კატეგორიები, რაც ხე-

ლოვნების ისტორიამ შემოგვინახა,

ბუნებრივია, არსებობს და ის ემყარება

არა იმას, თუ რა არის ხელოვნება, არა-

მედ იმას, თუ რა არ არის ხელოვნება.

არის თუ არა მასში დაცული ელემენ-

ტარული ენობრივი ნორმები, აქვს თუ

არა მხატვრული საზრისის სიცოცხლე,

ანუ მოიცავს თუ არა ინტერპრეტაცი-

ათა მრავალფეროვნებას.

აქაც არის ერთი ფატქორი. მაგალი-

თად, თანამედროვე ქართველი პრო-

ზაიკოსის ოთარ ჯირკვალიშვილის

ტექსტებში ვერ ნახავთ ესთეტიკურ

პლანს. ის არ აღწერს ბუნების მოვლე-

ნებს, მაგრამ სხვადასხვა დროს შექმ-

ნილი ტექსტები მისი მხრიდან არის

გადამუშავებული, ინტერპრეტირებუ-

ლი და ერთმანეთთან დაკავშირებული

ქიმიური რეაქციის სახით. სწორედ ამ

კავშირში წარმოქმნის ის ახალ საზრი-

სებს და ეს ენობრივი პოსტმოდერნის-

ტული თამაშები ძალიან საინტერესოა.

როგორ გინდა თქვა, რომ ოთარ ჯირკ-

ვალიშვილი ცუდი მწერალია, იმიტომ,

რომ არ აღწერს ბუნების მოვლენებს?!

მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ,

მაგალითად, კონსტანტინე გამსახურ-

დიაზე, აქ ესთეტიკური პლანი ძალიან

მნიშვნელოვანია. ამიტომ, როდესაც

მე ლიტერატურულ დისკუსიაში ვერ-

თვები, შესავალშივე ვითხოვ, რომ და-

ვაფიქსიროთ აზრი თუ რა მეთოდით

განვიხილავთ ტექსტს. სამწუხაროდ,

ძალიან ცოტა ადამიანი გამოჩნდა,

ვინც პასუხს გასცემდა ჩემს კრიტი-

კულ წერილებს.

– რამდენად მნიშვნელოვანია ავტო-

რის ვინაობა ნაწარმოების შეფასები-

სას?

– მეოცე საუკუნეში მიშელ ფუკომ

დაწერა წერილი „ავტორის დაბადება”,

სულ რამდენიმე ხანში მან დაწერა მე-

ორე – „ავტორის სიკვდილი”. მისი არსი

მდგომარეობს იმაში, რომ ტექსტებზე

საუბარი უნდა დავიწყოთ იმისგან გა-

მიჯვნით, თუ ვის ეკუთვნის ის. თუ, რა

თქმა უნდა, ავტორის მდგომარეობა

არ მოითხოვს ამას და თუ მისი ბიოგ-

რაფიული მონაცემების გაცნობის

გარეშე ვერ შევძლებთ ტექსტის გაგე-

ბას. ეს პარადიგმა, როგორც აზროვნე-

ბის ნიმუში, იქამდეც კი მივიდა, რომ

მწერლისა და მკითხველის უფლებები

თანამედროვე საზოგადოებაში გათა-

ნაბრებულია.

რა თქმა უნდა, საავტორო უფლებე-

ბი აქ არ იგულისხმება. მე არ მაინტე-

რესებს რას გულისხმობს მწერალი,

მე მაინტერესებს მრავალფეროვან ინ-

ტერპრეტაციათა ველი და დიაპაზონი,

რასაც ეს ტექსტი მთავაზობს. ის არის

ღია სისტემა, ამიტომ ჩვენ უნდა ვი-

საუბროთ ტექსტზე და არა ავტორზე.

ამიტომ მე მინდა ვუსაყვედურო ყველა

იმ ქართველ თანამედროვე ლიტერა-

ტურის კრიტიკოსს, ვინც თავის რეცენ-

ზიას იწყებს იმით, თუ როგორი კარგი

ადამიანია მისი ავტორი. ეს იმის გარან-

ტიაა, რომ უანგარო ესთეტიკური მიდ-

გომა გქონდეს ტექსტის მიმართ?!

– თანამედროვე ავტორებს ხშირად

იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მათ ენა

გაამარტივეს და მხატვრული ღირე-

ბულებები დაკარგეს. ეთანხმებით თუ

არა ამ მოსაზრებას და თუ ეს ასეა, სა-

გონიერი ღარიბებიგონიერი ღარიბები

Page 30: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

30

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დამდე შეიძლება ამ ყველაფერმა მიგ-

ვიყვანოს?

– ხორხე ლუის ბორხესი ერთ-ერთ

მოთხრობაში წერს, რომ თანამედრო-

ვე სამყაროში ადამიანი თავისი თა-

ვის ბერნარდ შოუ და არქიმედეა. ეს

ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი

თავის თავში ინახავს ჭეშმარიტების

საზრდოს. ამ თვალსაზრისით, ძა-

ლიან გამარტივებულია თანამედრო-

ვე სამყაროს ხედვის ონტოლოგიური

სტრუქტურა. მინდა აქვე განვმარტო

სიტყვა ფედიმენტაცია, რაც ნიშნავს

ენის გამარტივებას, სოციალური კომ-

ფორტის სასარგებლოდ. ანუ მე მივ-

დივარ კომპრომისზე და ვამარტივებ

ჩემს ენას, რომ მოვიპოვო სოციალუ-

რი კომფორტი და ჩვენ შორის შედგეს

კომუნიკაცია. ამისთვის არ ვიყენებ

რთულ სიტყვებს თუ სინტაქსურ კონ-

სტრუქციებს, მაგრამ ეს ენის გამარ-

ტივება, მისი პრიმორდიალური ანუ

მისი დაუშლელ იდეებად არსებული

ბუნების დამახინჯება, არის უარყოფი-

თი მოვლენა. ჩვენ ვიცით, რომ გარკ-

ვეული ლინგვისტური მოცემულობის

გამარტივებით ვიღებთ მის ცვლილე-

ბას და სულ სხვა საზრისს. გამოდის,

რომ ჩვენ ამ ლინგვისტური ერთეულის

შეცვლით ენას ვამახინჯებთ და ღირს

კი ასეთი კომპრომისი აზროვნების წი-

ნაშე?! მხატვრული ლიტერატურა ენის

გამდიდრებისკენ უნდა ისწრაფვოდეს

და არა მისი გამარტივებისკენ.

ეს უნდა მოხდეს, ენის წიაღში ფე-

ნომენოლოგიური რეფლექსიის გზით,

თარგმანის პრაქტიკის გზით და ა.შ. მე

მინდა ვთქვა, რომ ეს ენის ფედიმენტა-

ცია არნახულ ხარისხშია წარმოდგენი-

ლი. ამ ხერხს იმიტომ მიმართავენ, რომ

ენა არ იციან და არა იმიტომ, რომ მხო-

ლოდ მკითხველთან მისასვლელი გზა

გაიმარტივონ.

ენის შრეებში გარკვეული კონსტ-

რუქციები და მატრიცები, დროთა გან-

მავლობაში, სოციალური უსანქცი-

ობის გამო, ქრება ან დეგრადაციას გა-

ნიცდის. ბოლოს, ვიღებთ ენას, რომე-

ლიც ხდება სოციალური ინსტიტუცია.

მეორე მხრივ მწერლები, რომლებიც

საუბრობენ მკვდარ ენაზე, რომელ-

საც არანაირი სოციალური სანქცია არ

გააჩნია, პათეტიკური მაღალფარდოვ-

ნებით ცდილობენ სათქმელის გადმო-

ცემას. ამით ისინი ვერასოდეს გახდე-

ბიან აქტუალური საზოგადოებისთვის.

– დღეს საქართველოში კარგად იყი-

დება ის წიგნები, რომელსაც კარგი

რეკლამა აქვს და არა ის, რომელზეც

კარგი რეცენზია დაიწერა. რა შეიძლე-

ბა იყოს გამოსავალი?

– მთავარი, რაც უნდა გახდეს კრიტი-

კული მასალის გაყიდვის საწინდარი,

არის ის, რომ თვითონ ტექსტი უნდა

წარმოადგენდეს მხატვრულ ლიტერა-

ტურას. ის უნდა იკითხებოდეს ისე, რო-

გორც მხატვრული ლიტერატურა. მე

საერთოდ ეჭვი მეპარება, რომ მკითხ-

ველის ინსტიტუტი არსებობს. მეტიც,

მგონია, რომ ადამიანები, რომელთაც

პირობითად მწერლებს ვუწოდებთ,

ერთმანეთისთვის წერენ. კრიტიკოსი

უფლებამოსილია, რომ არა მარტო და-

წეროს კრიტიკული წერილი კონკრე-

ტულ გამოცემაზე, არამედ შეეცადოს

მკითხველის გემოვნების ამაღლებას.

კაცმა რომ თქვას, ჩვენი ბრალია პა-

ოლო კოელიო უფრო რომ მოსწონთ

დღეს, ვიდრე ჟოზე სამარაგო. უნდა

უთხრა მკითხველს, სად გადის ზღვარი

ლიტერატურასა და ფსევდოლიტერა-

ტურას შორის. გარკვეული ორიენტი-

რების მიცემა მკითხველისთვის უნდა

იყოს კრიტიკოსის მიზანდასახულობა,

თუმცა მგონია, რომ კრიტიკა გამოთი-

შულია ამ ყველაფრიდან და შეიძლება

არასათანადო დაფინანსების გამოც

და ის ვერ ახერხებს მკითხველამდე

ხმის მიწვდენას.

– რას გვეტყვით მწერალთა კავშირ-

ში შექმნილ მდგომარეობაზე?

– მწერალთა კავშირი ძალიან სასა-

ცილო მდგომარეობაშია. ფაქტობრი-

ვად, ის საერთოდ ჩამოშორდა თანა-

მედროვე ლიტერატურულ პროცესს.

ამ მხრივ მწერალთა კავშირი ვერანაირ

კრიტიკას ვერ უძლებს, თავისი გაზე-

თითურთ, რომელსაც თავადაც აღარ

კითხულობენ. ის, რომ მათ გენიალუ-

რი ნაწარმოები ნაჯღაბნებისგან ვერ

გაურჩევიათ, ჩემი ბარლი არ არის.

მე მაინც იმედი მაქვს, რომ მწერალ-

თა კავშირი დაუბრუნდება ლიტერა-

ტურულ პროცესს.

გონიერი ღარიბები

Page 31: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

31

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ორი

პორტრეტი

გონიერი ღარიბები

სუსხიან ღამეს ბოგაზე ატირდა ბავშვი... პირველად მწყემსებმა ნახეს... ვარსკვლავებიც იყვნენ... ანგელო-ზებიც... ხალხის შემოქმედი არა, ხალხისთვის შემოქ-მედი დაიბადა...

ცხოვრების პირველივე წუთიდან ვიწყებთ მძიმე ჯვრის ტარებას. მერე ამ ჯვარს დავარქმევთ ხოლმე ჩვენ მიერვე შექმნილ პრობლემებს, რომ ავირიდოთ დანაშაული. აი, მან კი სვიმონ კვირინელივით აიღო უფლის ჯვარი და გოლგოთამდე ატარა, ატარა, ატა-

რა... ის მუდამ სამსხვერპლოზე იდგა სულით, რომლის გარშემოც ტრიალებდა უფლის მიერ დაწერილი წიგნი – „დედამიწა”, თავისი პატარა მოთხრობებით, ისიც იყო ჩვენ შორის და ამ მოთხრობებს სათაურებს არქმევდა...

„რაღაც ამოუცნობით არის ჩემი გული სავსე და ვწერ მოთხრობებს სიკვდილ-სიცოცხლეზე, იქნებ როგორმე სხვას მაინც გავუქარვო ამით სიკვდილის შიში”.

ასე იარა გოლგოთამდე... გამეხარდას მსგავსად, შეაგროვა ხალხის დარდე-ბი... შემდეგ იყო ტკივილი, სევდა, უფრო დიდი სიცოცხლის დასაწყისი, უფალ-თან წარდგენილი დარდები და მისივე სიტყვები: „მე დავბრუნდები სიკვდილის შემდეგ, ყვავილს მოგიტანთ საიქიოდან...”

***– სახელი ?– გოდერძი...– გვარი?– ჩოხელი...– ყველაზე კარგს რას ეძახით თქვენს ცხოვრებაში?– როცა ვიღაც გიყვარს და მასთან ერთად კარგ დღეს და წუთისოფელს გა-

ლევ...– მაინც როგორია სიყვარული?– ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული... თან ისეთია, დამტ-

კიცებას არ საჭიროებს, ის თვითონ მტკიცდება, სადაც ფეხს დაადგამს...– გულადი ხართ?– სანამ დედა ცოცხალი გყავს, უფრო გულადი მაშინ ხარ. სიკვდილის არ გე-

შინია, სიცოცხლით ლაღობ და ვერ გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედა დგას შენსა და სიკვდილს შორის.

– სიკვდილის გეშინიათ?– არა... სიკვდილი ვალია... უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი...– აბა, რის გეშინიათ?– მეშინია ქუჩაშიც, მეშინია სახლშიც, ღამეც, დღეც, რაღაც მაკრთობს... ეს

არ არის სიკვდილის შიში. ეს უფრო ჩემი და ჩემნაირი ქართველების უმწეობის, უმაქნისობის შიშია. სიკვდილის კი ნამდვილად არ მეშინია. თითქოს მისი ცე-ლის შრიალსაც კი ვგრძნობ ჩემს ახლომახლო და ეს ოდნავადაც არ მაკრთობს. იმედიც კი მაქვს, მოვრჩები ამ სატანჯველს და წავალ იქ, სადაც ჩემი წინაპრები არიან. იმათთან კი რისი უნდა მეშინოდეს?! სიკვდილი მხოლოდ დასაწყისია...

– რატომ ტირიან ადამიანები?– ეშინიათ და იმიტომ...– რისი ეშინიათ?– დასაწყისის... ვისაც არ ეშინია, არ ტირის...– მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?– თავის თავი ჰყავს წარმოდგენილი მის ადგილას. მკვდარი არ ტირის იმი-

“სიკვდილს იქეთ უფრო დიდი სიცოცხლეა”

ლია ზამბახიძე

Page 32: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

32

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწ-ყისია...

– რა არის სული და ხორცი?– სული ნამგალს ჰგავს, ჩაჟან-

გება იცის ადვილად. სულს ეკი-დება შენი წარსული. ხანდახან სულიც უნდა გააფხაო, როგორც მახვილს აფხავებენ ხოლმე, თო-რემ ხორცმა იცის მოკიდება და ჩაჟანგება სულისა. ასე ყოფილა კაცი, ხანში მიდის, იმის ჯანი და ღირსება მიწისკენ იწევს, მიწა ეძახის... ე, მაშინ ტკბება სული...

– ბოროტება უნდა იყოს თუ არა?– მაშ! აბა როგორ?! სიკეთეს უმაგისოდ ფასი არ ექნებოდა...– სიკვდილი?– სიკვდილიც ისევე ალამაზებს ადამიანის სიცოცხლეს, როგორც მზე და

მთვარე ალამაზებს დედამიწას.– მაინც რა არის სიცოცხლე?– სიცოცხლე ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდაა...– სიკვდილი?– ადამიანად არყოფნის სევდა.– უბრალო მოკვდავებმა რა ვქნათ, რომ გვეშინია ამ სიკვდილის?– სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდები მერე რისღა უნდა გე-

შინოდეს, სიკვდილს იქეთ ხომ უფრო დიდი სიცოცხლეა.– და ბოლოს, რას ისურვებდით?– მე არაფერი არ მინდა, მხოლოდ გიყვარდეთ...

***მარტივი და რთული... ხალისიანი და ცრემლისმომგვრელი... საოცრად ადამი-

ანური და თან ღვთიური... თავისუფლებას სიცილით რომ გაგრძნობინებდა... წერდა ადამიანურად ადამიანისთვის... წერდა დედაზე... შვილზე... მზეზე... დე-დამიწაზე... სინამდვილეში კი თვითონ იყო „დედამიწა, პატარა, ცოცხალი, მსუნ-

თქავი, ფიქრიანი, მეოცნებე, დაკარგული და გზააბნეული, ყველა ადამიანური ტკივილისა და სიხარულის ბადალი...”

„პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგი-აროს, პატიოსნება უკურნე-ბელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში”... ამ სნეულებით იარა მთელი ცხოვრება... მზიანი გულით გაათბო თითოეული გმირი, რომლებზეც შემდეგ თვითონ-ვე წერდა:

„მე მაღელვებს პიროვნე-ბის ჩამოყალიბების, აღზრ-დის პრობლემა და ყველა ჩემი გმირი, როგორც წესი, იმ ასა-კისაა, როცა ადამიანს ერთ მხარზე ანგელოზი უზის, მე-ორეზე – ეშმაკი.”

გონიერი ღარიბები

Page 33: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

33

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

***– სახელი?– ნოდარი...– გვარი?– დუმბაძე...– რა გიყვართ ამქვეყნად ყველაზე მეტად?– მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრი-

ვია, სიკვდილის შემდეგ მინდა მიწას კი არა, ცას მივაშურო, ცაში წავიდე...– რა არის სიყვარული?– თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუნიჭებია ღმერთს ადამიანისათვის, სიყ-

ვარულის ნიჭია... ცოდოა ის კაცი, რომელიც ამ ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან... ცხოვრების ჭეშმარიტებაც ისაა, რომ ისწავლო ადამიანის სიყვა-რული, ცხოვრობდე ადამიანებს შორის და ცხოვრობდე ადამიანებისთვის.

– ეს როგორ უნდა მოახერხო?– ადამიანი ფრესკა არ არის, რომ ერთ სიბრტყეში უყურო... ადამიანს, რო-

გორც ქანდაკებას ისე უნდა შემოუარო გარშემო და იმ კუთხიდან უმზირო, სა-იდანაც ყველაზე ლამაზად იმზირება...

– მაინც, როგორია კაცის ბუნება, ადამიანი?– როდესაც დგახარ მწვერვალზე და ხელს აწევ ცაში, რომ მზეს ასწვდე, რად-

გან მზე შენი გვირგვინი გგონია.. როდესაც დაბლა დაიხედავ, ღრუბელი შენს ფეხქვეშ მიცურავს და შენი ფეხის მტვერი გგონია... მიწა შენს ფეხქვეშ წევს და შენი ტერფის ტოლი გგონია... გახედავ ზღვას და ერთი პეშვი გგონია... დაგიბე-რავს ქარი და შენი ფრთები გგონია... ეძახი ღმერთს და ნაპრალებიდან მოსული ექო, შენივე ხმით რომ გპასუხობს, შენი თავი ღმერთი გგონია... და თუ ღმერ-თია შემქმნელი ყოვლისა ამ ქვეყანაზე, ეს დედამიწაც შენი ნაოფლარი, შენი ნასისხლარი, შენი ნაჯაფი, შენი შექმნილი გგონია... და როდესაც ასე გგონია – კაცი ხარ მაშინ...

– მაშინ ღმერთი რაღაა?– დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს.

შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის?

ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ რო-დესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ სწამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!... ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ ჰგავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, სწყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო. აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხ-რა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია?

– გასაგებია... და სული რაღაა?– სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის

ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავისი გაჩენის დღიდან თავისუფლებას ელოდება, თავისუფლებისკენ მარადიული ლტოლვა და სწრაფვა ახასიათებს. მერე ზოგჯერ ნებსით, ზოგჯერ უნებლიეთ ვათავისუფლებთ მას ამ ბოთლი-დან, უფრო ხშირად იგი თვითონ ითავისუფლებს თავს და უკვე თავისუფალი სასწაულებს ჩადის მეცნიერებაში... ხელოვნებაში... ლიტერატურაში... ყველა გენიოსი მე ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინი მგონია, მართალია, ზოგი უფრო დიდია, ზოგი პატარა, ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ

გონიერი ღარიბები

Page 34: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

34

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ამას მნიშვნელობა არ არქვს, რადგან ბოთლიდან გათავისუფლების ბედნიერე-ბას ყველა ერთნაირად განიცდის...

– მარადისობის კანონიც გაგვიმხილეთ...– როგორც ჩანს, ერთი მძიმე ავადმყოფობა ყველა ადამიანმა უნდა გადაიტა-

ნოს ცხოვრებაში, რომ მთელ თავის განვლილ ცხოვრებას ანალიზი გაუკეთოს და მის მიერ განვლილი გზა ხელმეორედ გაიაროს. უკვე დადინჯებული გონე-ბით…

მარადისობის კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ… ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული. იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყა-ნაზე…

– რა არის თქვენთვის სამშობლო?– სამშობლო ისეთი უსაშველო ფენომენია, რომელსაც ასაკი არ გააჩნია, ისე-

ვე, როგორც დედას და დედასავით მარადი-ულია. გამოდის, რომ სამშობლო ყოველდღე გვბადებს, ყოველდღე იბადება ჩვენთვის, თა-ვად კი არასოდეს არ კვდება, უკვდავია.

იქნებ ვაზია სამშობ-ლო? აბა, დააკვირდით, თუ დაბალია, დაჩო-ქილმა უნდა დაჰკ-რიფო, თუ მაღალია – ცაში ხელებაპყრობილ-მა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხ-დება, როგორც სამ-შობლოს.

მე... სამშობლო მიყ-ვარს ყველანაირი: ცუდი, კარგი, მახინჯი, ლამაზი, მშიერი, მაძღარი, შიშველი და შემოსილი, ბედნიერი და უბედური... ყველანაირი... იმიტომ, რომ სამშობლო ხაჭაპური არ არის, მარტო ყველი რომ გიყვარდეს შიგ და ქერქი არა, არც ქიშ-მიშიანი ნამცხვარია, ქიშმიში რომ ამოარჩიო შიგ და დანარჩენი გადაყარო, სამ-შობლო ყველანაირად უნდა გიყვარდეს – ქერქიანად, ნახშირიანად, ჰაერიანად, მტვრიანად, ნაკლითა და უნაკლოდ, ყველანაირად...

– თავად საქართველოსა და ქართელებზე რას იტყვით?– საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიშიან ბედაურსა ჰგავს, ოქროს უნაგირით

შეკაზმულ ბედაურს, თან ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბ-მული, ყველას უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინით და ვაშას ძახილით გააჭენ-გამოაჭენოს, მაგრამ მადლობა ღმერთს, თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი, ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე. მხოლოდ ღირსე-ულებს თუ შეიჯენს ხოლმე და იმათაც, თუ დაკარგეს ზომიერების გრძნობა, იმათაც გადმოაგდებს და ძირს დაანარცხებს. ბევრი მინახავს ასეთი.

ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძლება კაცი მოკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათ-ვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ.

ქართველი როცა დედას იფიცებს, მაშინ არ ტყუის. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე

გონიერი ღარიბები

Page 35: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

35

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდა-ხან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით…

უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.

ხანდახან, უცნაური გრძნობა შემიპყრობს – მინდა, ისეთი ერის პატარა შვილი ვიყო, დამოუკიდებლობის პრეტენზია არ მქონდეს, ხოლო სხვას – ჩემი ქვეყნის დაპყრობის სურვილი. ო, რა ბედნიერი იქნებოდა ასეთი ყოფნა!

ქართველებს რას ეტყოდით?ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით. სამშობლო

როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ. სამშობ-ლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და, კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან!

– და თქვენ... თქვენ როგორი ხართ?– მე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა აალებული და მოგიზგი-

ზე სული ვარ. ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიან-თა სულით საზრდოობს, უკვე რამდენი ხანია დედამიწაზე სიძულვი-ლით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშ-რიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. დიდი ხნის წინ მოვიკლავდი, ბატონო, თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი.

ისე... გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ, და აღვსდგები მკვდრეთით... მე, გევედრებით თქვენ, ადამიანებს, მე... მზე და-მიბრუნეთ – სიცოცხლე ჩემი, დედამიწაზე სიყვარულად აღმოცენებული, და-მიბრუნეთ სიყვარული და მე კვლავ დაგიბრუნდებით თქვენ...

***„ადამიანი ყველაფერს შეიძლება შეეგუოს – უხარისხო ფეხსაცმელს, ტანსაც-

მელს, პურს, უფრო მეტიც, ადამიანმა შეიძლება გაუძლოს შიმშილს, სიშიშვ-ლეს, სიცივეს… მაგრამ სულიერ სიღატაკეს ვერასდროს შეეგუება.”

მათი დახმარებით სიღარიბე არასდროს გვიგრძნია... უბრალო მოკვდავებს ადამიანთა სევდის გაცნობიერებასა და მზისათვის თვალის გასწორებაში მათი შემოქმედება გვეხმარებოდა და დაგვეხმარება ყოველთვის...

ისინი გვასწავლიან, როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ სიცოცხლე ერთი წერტი-ლის ნაცვლად მათსავით მრავალწერტილით დავასრულოთ...

გონიერი ღარიბები

Page 36: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

36

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტირეცენზია

სიცრუე ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ კიმ-კი დუკის „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... და ისევ გაზაფხული” ერთ-ერთი საუკეთე-სო ფილმია, რაც კი ოდესმე მინახავს. ჩემდა სამარცხ-ვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ აქამდე არ ვიცნობდი ამ შესანიშნავი კორეელი რეჟისორისა და კინომცოდნის შემოქმედებას. ეს სურათი პირველია მისი ნამუშევ-რებიდან, რაც ვნახე. კარგად მახსოვს შთაბეჭდილება, რომელიც ფილმის დაწყებისთანავე შემექმნა და თან-

დათან უფრო გაძლიერდა.„გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... და ისევ გაზაფხული” ალბათ

ფსიქოლოგიური ან ფილოსოფიური ჟანრისაა, ჩემი აზრით კი, უბრალოდ ცხოვ-რებას ასახავს თავისი რეალური რეალობით. ნათქვამია: ყოველივე გენიალური მარტივიაო, – და, ჩემი აზრით, აქაც ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება მთებში ჩაკარგულ, ტბაში მცურავ სახლსა და მის გარშე-მო ხდება, მაინც ყველაფერი ჩანს – ჭეშმარიტებაც, ვნებაც, სიყვარულიც, სრულ-ყოფილებისკენ სწრაფვაცა და დაცემაც.

ერთ-ერთი დეტალი, რამაც განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება, ის იყო, რომ ფილმში თითქმის არ ლაპარაკობენ და მთავარი აზრის გაგების საშუალებას,

კიმ კი – დუკის “გაზაფხული,

ზაფხული, შემოდგომა,

ზამთარი... და ისევ

გაზაფხული”

მიხეილ ჯაჯანიძე

Page 37: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

37

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტირეცენზია

დიალოგისა თუ მონოლოგის ნაცვლად, სხვადასხვა ქმედება გვაძლევს.

სურათი განმარტოებულად მცხოვრებ ბუდისტ ბერსა და მის მოსწავლეზეა. ბუდისტურ სიმბოლოებთან შერწყმული სიყვარული და ბუნებასთან სიახლოვე ფილმს საოცრად მშვენიერს ხდის. ამასთანავე ყურებისას თანდათან ხვდები, თუ რამხელა ძალა აქვს სიმშ-ვიდეს და თავადაც მშვიდდები.

ყოველგვარი აგრესია მოხუ-ცი ბერის სახლის ზღურბლს გარეთ რჩება. წესრიგისა და მორჩილების ფონზე სიმშვიდე წარმმართველი მოტივია. ამის საილუსტრაციოდ თქვენს ყურადღებას ერთ-ერთ საინტერესო დეტალს მივაპყრობ – სახლის შიდა ინტერიერი რამდენი-მე განყოფილებადაა დაყოფილი და მათ ერთმანეთისგან არა ტიხარი ან კედელი, არამედ მხოლოდ კარი ყოფს. ისე, რომ მსურველს თავისუფლად შეუძლია არ გა-მოიყენოს, მაგრამ ბერიცა და მისი მოსწავლეც სწორედ კარით სარგებლობენ და ამ წესს ყოველგვარი პროტესტის გარეშე, მშვიდად აღასრულებენ.

ფილმის სიუჟეტის კიდევ ერთი დამახასიათებელი დეტალი ბუნების თავისებუ-რი აღქმაა. აქ შეიძლება თითოეულმა ცხოველმა, მწერმა თუ უბრალოდ წყლის ნაკადმა თავისი სათქმელი თქვას. პერსონაჟებიც მაქსიმალურად შერწყმული არიან გარემოსთან – ესმით მისი, არ უშინდებიან ახირებებს და ხარობენ მისი სილამაზით.

სხვა ფილმებისგან განსხვავებით, აქ აგრესია არ გაღიზიანებს და არც თავს გაბეზრებს, პირიქით, მისი თითოეული გამოვლინება სიბრალულს იწვევს.

კიმ კი -დუკს ადვილად შეუძლია მაყურებელში ყველა გმირისადმი თანაგრძ-ნობის გამოწვევა. პატივს სცემ მოხუც მოძღვარს, სიყვარულითა და სინაზით ადევნებ თვალს მისი მოსწავლის ბავშვობასა და ყრმობას, გული გიჩუყდება მისი ცრემლების დანახვაზე, გეღიმება მის პირველ გამიჯნურებაზე, არ გაღიზიანებს არც მისი ვნების ღია გამოხატვა, ბრაზდები და უკმაყოფილებას ვერ მალავ მისი სახლიდან გაქცევის გამო, გებრალება და თანაუგრძნობ ცოდვით დამძიმებულ, მრისხანებით სავსე ადამიანს, რომელიც წლების შემდეგ ბრუნდება თავის მოძღ-ვართან და გულშემატკივრობ მის სულიერ განკურნებას.

ყველა ამ შეგრძნების მთავარი მიზეზი კი, ალბათ ის არის, რომ ყველაფერი ძა-ლიან ბუნებრივია, იმდენად ბუნებრივი და ახლობელი, რომ გგონია შენი სულისა

Page 38: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

38

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტირეცენზია

და ცნობიერების გარკვეული ნაწილის ეკრანიზაციას უყურებ და არა უბრალოდ ფილმს.

საოცარი პიროვნებაა მოხუცი ბერი. ის ცოცხლობს იმისთვის, რომ თავის მოს-წავლეს სიცოცხლე ასწავლოს. მის მიერ მოსწავლის დასჯაც კი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – ეს განწმენდაა, გათავისუფლება ყოველგვარი აგრესიისა და გულგრილობისაგან. პატარა ბავშვის დაუფიქრებელი ქმედება, როცა მან თევზს, ბაყაყსა და გველს ქვა მოაბა და ასე გაუშვა, მოძღვარმა ისეთ ცხოვრები-სეულ გაკვეთილად აქცია, რომელიც მოსწავლეს არასოდეს დაავიწყდებოდა. გა-მოაცდევინა ის ტკივილი, რაც თვითონ მიაყენა ცოცხალ არსებებს. დაანახა მისი საქციელის გამო დაღუპულნი და შეამეცნებინა ერთ-ერთი უმთავრესი მცნება – „ნურასოდეს გაუკეთებ სხვას იმას, რაც შენ თვითონ არ გესიამოვნება”.

მოძღვარმა წინასწარმეტყველურად გააფრთხილა ახალგაზრდა მოსწავლე, რომ „ვნებიდან კაცისკვლამდე ერთი ნაბიჯია”, მაგრამ არ შეუზღუდავს მისი არ-ჩევანის თავისუფლება, რადგან მას ბოლომდე კიდევ შესასწავლი ჰქონდა განსხ-ვავება სიკეთესა და ბოროტებას, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის.

გაქცევისა და მკვლელობის შემდეგ ბერთან დაბრუნებული მოსწავლე, რომე-ლიც განრისხებულია როგორც საკუთარ თავზე, ისე მთელ სამყაროზე და პო-ლიციისაგან დევნილ დამნაშავედ ქცეულა, უყოყმანოდ ემორჩილება მოძღვრის განკარგულებას და სასჯელის შესრულებას იწყებს, რაც სახლის ხის ბაქანზე იეროგლიფების დანით ამოჭრას გულისხმობს და მის განწმენდას, ბრაზისგან გა-თავისუფლებას ემსახურება.

ის ემორჩილება ბერის სიმშვიდის ძალას, მასში შფოთვის ნატამალიც აღარ რჩება, მშვიდად მიჰყვება კანონის დამცველებს სასჯელის მოსახდელად და ამ დროს ბერი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში არ ამჟღავნებდა თავის ზე-ბუნებრივ ძალას, მიმავალ ნავს მზერით აჩერებს, რათა უკანასკნელად შეხედოს თავის საყვარელ მოსწავლეს.

ჩემთვის მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ ბერმა თავის დაწვის გადაწყვეტი-ლება მიიღო, მაგრამ შემდეგ შეძლებისდაგვარად თავადვე მივაგენი პასუხს – მან შეასრულა თავისი ძირითადი და უმთავრესი ფუნქცია – ჭეშმარიტება, რომელ-საც იგი ფლობდა და იცავდა, მან ახალ, სუფთა და წმინდა ჭურჭელს შთაბერა, ამის შემდეგ კი უფუნქციოდ ცხოვრება აღარ ისურვა.

სასჯელის მოხდის შემდეგ უკან დაბრუნებული მოსწავლე ისეთივე წმინდაა, როგორც უკვე გარდაცვლილი ბერი. ის თავად ხდება მასწავლებელი, ხდება ოს-ტატი. მისი მოსწავლე კი მისსავე ბავშვობას განასახიერებს, როცა ანალოგიურ აგრესიას იჩენს ცხოველების მიმართ. ამ დროს ხვდები, რომ გარდაცვლილი მას-წავლებელიც თავის დროზე უშვებდა ამავე შეცდომას, რომ აგრესია ყველა ადა-მიანშია, მაგრამ მისი დათრგუნვა და მოთოკვაა აუცილებელი.

Page 39: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

39

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტირეცენზია

„მარჯანიშვილი, შემდეგი გაჩერება რუსთა-

ველი”, – ვაგონში შევდივარ, დასაჯდომს ვპო-

ულობ და ჩანთიდან წიგნს ვიღებ. მას ვარდის-

ფერი, „ბარბის” გამოსახულებიანი გადასაკრავი

აქვს. რამდენიმე წყვილი თვალი ერთად მაშტერ-

დება. მეცინება. ალბათ ყველაზე შეუფერებელი

„შეფუთვაა” იმ წიგნისთვის, რომელსაც თავის

დროზე პორნოგრაფიად მიიჩნევდნენ. ეს ჰენრი

მილერის „კირჩხიბის ტროპიკია”.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამომცემლობა „დიოგენემ”, სერიით

„დიოგენეს ბიბლიოთეკა”, ახალთარგმნილი წიგნები გამოსცა: ჯეკ კერუაკის

„გზაზე” , მილან კუნდერას „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”, კუტზეეს „სირცხ-

ვილი” და, რაც მთავარია, ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკი”.

მეგობარმა მათხოვა. ჯერ არ წამიკითხავსო. ისე, ამბობენ, ბილწი რაღაცები

წერიაო. მერე ვიწყებ კითხვას და მივყვები და მივყვები. ავტორთან ერთად

დავბორიალობ მეოცე საუკუნის ჭუჭყიან პარიზში, ვივიწყებ წესებს, ვალდე-

ბულებებს. ვგრძნობ, როგორ არ მაინტერესებს აქეთ სამყაროში აღარაფერი.

აღარც ჯიბეში შემორჩენილი ლარიანი ლობიანისთვის და მილერთან ერთად

ვშიმშილობ.

მილერი პარიზში 1930-იან წლებში ჩავიდა:

„მე არც სამსახური მაქვს, არც დანაზოგი,

არც იმედები. მსოფლიოში უბედნიერესი ადა-

მიანი ვარ.” მართლაც ასე იყო. როგორც წერს,

თუ ვინმე საჭმელს უხსენებდა, თვალები უბრ-

წყინდებოდა. ცხოვრების წესად არაცნობიერ-

ში ჩაძირვა, იმპულსების, ინსტინტების აყოლა

გაიხადა და წერა განაგრძო, ოღონდ შეცვ-

ლილი სტილით: „ჩემს თავს ვუთხარი – მხო-

ლოდ ის უნდა შევქმნა, რაც შემიძლია, უნდა

დავანახო ყველას, ვინ ვარ. სწორედ ამიტომ

დავიწყე პირველ პირში წერა და მტკიცედ გა-

დავწყვიტე, რომ მხოლოდ ჩემი გადმოსახედი-

დან დავწერდი იმის შესახებ, რაც ვიცოდი და

რასაც ვგრძნობდი. ამან მიხსნა.”

მარიამ ცხოვრებაშვილი

მილერი

ათავისუფლებს

Page 40: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

40

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

„კირჩხიბის ტროპიკი” მთლიანად ბიოგრაფიულია. ავტორი მოგვითხრობს

საკუთარ ცხოვრებაზე, გრძნობებზე, უამრავ თავგადასავალზე. ერთმანეთ-

შია არეული რეპორტაჟული თხრობა, კრიტიკა, ფილოსოფიური ნააზრევი.

რაც შეეხება პორნოგრაფიას, ამაზე საუბარმა ისეთი რეალობა შექმნა, რომ

წიგნის გარდა ყველაფერზე ლაპარაკობდნენ. „თავისუფალი კაცი ვარ და ეს

თავისუფლება ჰაერივით მჭირდება. ჰოდა, რა გინდათ ჩემგან? რაც რამ ხმა-

მაღალი სათქმელი მაქვს, ყველაფერს ვბეჭდავ”, – ამბობს მწერალი.

საერთოდ, მილერს მოკლე მეტაფორები ახასიათებს, სადაც ყველაზე კარ-

გად ჩანს მისი შეხედულებები.

„ხელოვანი ყოველთვის მარტოა, თუ ნამდვილი ხელოვანია. ამიტომ ხელო-

ვანს მარტოობა კი არა, მარტოსულობა სჭირდება”

„ბედნიერება მარტივი რამეა”.

„კაცის ცხოვრება მხოლოდ ის არის, რაზედაც ის დღის განმავლობაში ფიქ-

რობს”, – ამბობს ემერსენი.

„თუ მართლაც ასეა, ჩემი ცხოვრება ერთი გრძელი ნაწლავი ყოფილა. მთე-

ლი დღე საჭმელზე ვფიქრობ და ღამითაც საჭმელი მესიზმრება”.

„ხელოვნების არსიც ის არის, რომ ყოველგვარი ეტიკეტი და ქცევის წესები

ფეხებზე ეკიდოს.”

„ადამიანს შეიძლება კურკლიც მოსწონდეს და ეძვირფასებოდეს, თუკი მისი

კეთილდღეობა ამ კურკლზეა დამოკიდებული.” – კითხულობ ამ ყველაფერს

და უცნაური გრძნობები გეუფლება: გაოცების, გაბრაზების, მხიარულების,

და ბოლოს, თავს ატყობ, სხვანაირი ხარ, რაღაცნაირად. ამაყად დადიხარ ქუ-

ჩაში, აღარ გძაბავს ყო-

ველდღიურობა, წვრილ-

მანები. შენ თავისუფალი

ხარ. მილერი ა– თა– ვი-

სუფ-ლებს!

„ხელოვანი ვინღაა? ის

ადამიანი, ვისაც ანტენები

აქვს და ზუსტად იცის, რა

დროს ჩაერთოს, როდის

დაიჭიროს კოსმიური სიხ-

შირეები; მას აქვს უნარი

ზუსტად ჩაავლოს ამ ნა-

კადებს. ორიგინალობაზე

ლაპარაკიც კი ზედმეტია;

ყველაფერი, რაზეც კი

ვფიქრობთ და რასაც ვაკე-

თებთ, უკვე არსებობს, ჩვენ

მხოლოდ შუამავლები ვართ,

ისინი, ვინც ჰაერში გაბნეულ

ნაკადებს „იჭერს” და „ აქვეყ-

ნებს”!”

“ხელოვნების არსიც ის არის, რომ

ყოველგვარი ეტიკეტი და ქცევის წესები

ფეხებზე ეკიდოს.”

ჰ.მილერი

რეცენზია

Page 41: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

41

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისხვადასხვა

რადიშ თორდია სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს დამსახურებული, სახალხო მხატვარია. მისი ნახატები დაცულია საქართველოს, რუსეთისა და გერმანიის გალერეებში. გთავაზობთ ინტერვიუს მხატ-ვარ რადიშ თორდიასთან.

– რამდენი წლის იყავით, როცა მხატვრის ნიჭი აღმო-აჩინეთ?

– ხატვა ალბათ მაშინ დავიწყე, როცა ლაპარაკი არც კი ვიცოდი, კედლებზე ვხატავდი სხვადასხვა ფიგურებს.

8 კლასი დავამთავრე. შემდეგ გაზეთში განცხადება ვნახე, ნიკო ნიკოლაძის სახე-ლობის სასწავლებლის შესახებ. მშობლებს ვუთხარი, რომ მინდოდა იქ მესწავლა. თავიდან წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან გატაცება ეგონათ, თუმცა მალევე დარწ-მუნდნენ, რომ ეს ასე არ იყო. იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში ხუთი წელი ვეუფლებოდი ხატვას, შემდეგ იმავე წელს ჩავირიცხე თბილისის სახელ-მწიფო სამხატვრო აკადემიაში, სადაც ექვსი წლის განმავლობაში ვსწავლობდი. სამ-ხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ვმონაწილეობდი გამოფენებში, როგორც საკავშირო მასშტაბით, ასევე საზღვარგარეთ.

– თქვენს მხატვრობაზე ყველაზე დიდი გავლენა რომელმა მხატვარმა მოახდინა?– იმპრესიონისტების ფერწერამ. საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო იმპრესი-

ონიზმი, რადგან ბურჟუაზიული ხელოვნების გადმონაშთად ითვლებოდა. ერთ–ერთი სტუდენტი აკადემიიდან მხოლოდ იმიტომ გარიცხეს, რომ ვანგოგის რეპრო-დუქცია უპოვეს. ძირითადად, რუსი მხატვრების ნამუშევრებს გვიჩვენებდნენ. წარ-მატებული სტუდენტები, ყოველ ზაფხულს მიჰყავდათ მოსკოვსა და ლენინგრადში, პუშკინის სახელობის მუზეუმში. სადაც ინახებოდა: ვანგოგის, გოგენის, პიკასოსა და სხვა იმპრესიონისტების ნამუშევრები, მაგრამ ეს ტილოები მუზეუმის ქვედა სარ-თულზე იყო და დამთვალიერებლებს არ შეეძლოთ მათი ნახვა.

მუზეუმის ხელმძღვანელი დაელაპარაკა დირეტორს და, რადგანაც სამხატვრო აკადე-მიის სტუდენტები ვიყავით, მათი დათვალიერების ნება დაგვრთეს. გაოცებული დავრ-ჩით, არ გვეგონა, ასეთი ფერ-წერა თუ არსებობდა.

მეორე წელსაც წავედით მოსკოვში. მინდოდა ევროპუ-ლი ნივთის ან წიგნის ყიდვა, თუმცა მითხრეს, რომ მხო-ლოდ ბუკინისტებში შემეძლო ამგვარი რამ მეშოვა. ვიყიდე წიგნი, რომელმაც შემდგომში ბევრი რამ მასწავლა.

– შთაგონებისთვის რა გჭირ-დებათ?

– შთაგონებისთვის ბევრი

მხატვრის

პორტრეტიდღევანდელი

მხატვრობა ყალბი და არაგულწრფელი

გახდა..

ქრისტინე ჩოჩია

Page 42: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

42

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

არაფერია საჭირო, კარგი მუსიკა და, რა თქმა უნდა, განწყობა.

– რომელია თქვენთვის ყველაზე საყვა-რელი ნამუშევრი?

– ბავშვობაში, ერთხელ ბაბუამ წყლის მოსატანად გამაგზავნა, როცა დავბრუნ-დი, ვნახე, იჯდა და მინდვრის ყვავილს ეფერებოდა, ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ სანახაობამ, გამიკვირდა. არ ველოდე-ბოდი მისგან ასეთ საქციელს, რადგან ბაბუაჩემი მკაცრი იყო და იშვიათად იღი-მებოდა.

ამ ფაქტმა შთამაგონა და დავხატე ჩემ-თვის ყველაზე საყვარელი ნახატი – ,,ბა-ბუაწვერა”, რომელიც ანტიკომუნისტუ-რი იდეის გამო დამიწუნეს. ერთხელ კი, გამოფენაზე, ყველასაგან დაწუნებული ტილო კონსტანტინე გამსახურდიამ მო-იწონა და აზრი საჯაროდ გამოთქვა.

– პირველი პერსონალური გამოფენა როდის გქონდათ?

– 70–იან წლებში, აფრიკაში, ტუნისში. შემდეგ მოსკოვში – 1989 წელს. გამოფე-ნამ წარმატებით ჩაიარა, რამდენიმე ნახა-ტიც გაიყიდა. თბილისში ვერ ვბედავდი ამის გაკეთებას, არ ვიცოდი, რა რეაქცია მოჰყვებოდა, თუმცა 1990 წელს ნამუშევ-რები აქაც გამოიფინა.

ჩემი ნახატების გამოფენა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იყო: ინგლისში, საფრან-გეთში, დრეზდენში, ნიუ-იორკში. ასევე უნგრეთში, ჩეხეთში, ბულგარეთში, ერაყ-სა და სირიაში. გერმანიაში სამუშაოდაც მიმიწვიეს. საბჭოთა კავშირიდან ოთხი მხატვარი უნდა წასულიყო და შემდგომ-ში ოთხი გერმანელი ეწვეოდა საბჭოთა კავშირს.

ახლახან კი ინტერნეტით წერილი მო-მივიდა, სადაც ამერიკაში ერთ–ერთი გამოფენისათვის ანკეტა უნდა შემევსო. ორგანიზატორი ჯოის დათკა იყო. ანკე-ტის ბოლო გრაფაში არ ვიცოდი, რა უნდა ჩამეწერა. ამიტომ ანკეტა ბოლომდე შევ-სებული არ იყო და ჩემი კანდიდატურა არ

განიხილეს, თუმცა მოგვიანებით, ჯოის დათკას თხოვნით, დაუშვეს გამონაკლისი და იმ 800 კონკურსანტს შორის მეც აღმოვჩნდი. ათეულში ცხრა ამერიკელი და მე, ერთი ქართველი, გავედით.

– რას ფიქრობთ თანამედროვე მხატვრობაზე?– დღევანდელი მხატვრობა უფრო გამარტივებული, ყალბი და არაგულწრფელი

გახდა. ვითომ აბსტრაქტულად ხატავენ და ხალხს ატყუებენ. ჩვენს დროს 11 წელი ისწავლებოდა ხატვა, ახლა ეს პროცესი მხოლოდ 4 წელი გრძელდება. წინათ 6 წელი არ კმაროდა, ეხლა 4 წელიც საკმარისია. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღევანდელ ახალგაზრდებში ნიჭიერი მხატვარი ძალიან ცოტაა.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? – ამ ზაფხულს 77 წლის ვხდები და მინდა დიდი გამოფენა მოვაწყო. დახლოებით

140 სურათის გამოფენას ვაპირებ.

სხვადასხვა

Page 43: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

43

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისხვადასხვა

მთა ებრძვის დროის ცვლილებას იმ იმედით, რომ

მისი ტრადიციები დავიწყებას არ მიეცემა. შედეგი

სახეზეა, XXI საუკუნის მთაში, მართალია, უფლე-

ბანაკლული და გაუფერულებული, მაგრამ ხევისბე-

რობის ინსტიტუტი კვლავაც ცოცხალია.

იყო დრო, როცა მთის ხალხს ერთი მრჩეველი,

მსაჯული და დიდი მეგობარი, წოდებით, მძიმე

ტვირთითა და სიამაყით სავსე ხევისბერი ჰყავდა.

ეს ტრადიცია თავის ხიბლს სძენდა და დღესაც სძენს მთის ხალხის ყოფას. თემი

უხევისბეროდ სხვა არა იყო რა, თუ არა ბავშვი მშობლების გარეშე.

ხევისბერი გარკვეული წესის დაცვით ირჩევა. ეს ტიტული მხოლოდ იმას ეკუთ-

ვნის, ვისაც ხატი თავად ირ-

ჩევს, საკუთარი სურვილით

მიტაცებულ ადგილს, სას-

ჯელად სიკვდილი მოჰყვება.

ვისაც ხევისბერობა უწერია,

ამ გზას ვერ ასცდება. ამის

ნათელი მაგალითი ფილიპე

ხევისბერია:

„ახალგაზრდა კაცმა ვითა-

კილე ხევისბერობა, მეუბ-

ნებოდნენ, საქმე კარგად არ

წაგივაო და მართალიც ყო-

ფილან, ციხეშიც მოვხვდი,

ცოლ-შვილიც დამეხოცა და,

საბოლოოდ, მაინც ამ კარ-

თან მომიწია მოსვლა”.

მე მინდა თანამედროვე ხე-

ვისბერზე გესაუბროთ – გო-

დერძი თანდილაშვილზე XXI

საუკუნის, ქალაქად დასახ-

ლებულ, ძველი ადათებით

აღზრდილ ხევისბერზე. კაც-

აწმყო

წარსულის

კვალდაკვალ

ნინო ღონიერაშვილი

Page 44: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

44

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ზე, რომელიც მზად არის თავი მთის კანონებისთვის გაწიროს. თამამზე, მაგრამ

არა თავისუფალზე. ტყუილად არ ყოფილა ნათქვამი: „მხოლოდ მთებშია თავი-

სუფლებაო”. მისი წადილი ერთია, აიბარგოს აქედან და სოფლად, მშობლების ნა-

სახლარში, დაიდოს ბინა. ის ამბობს: თუ ხარ ხევისბერი ე. ი. უნდა იყო თავდადე-

ბული და სამართლიანი, მაშინაც კი, როცა საქმე შენს შვილს ეხება.

„მთავარმოწამეს 20 წელია ხევისბერი არ ჰყოლია. თუმცა ერთი იყო, რომელიც

თვითნებურად მოვიდა, მაგრამ მეორე თუ მესამე წელსვე დაიღუპა. მეხმა მოკლა,

არ აპატია დალოცვილმა, რადგან ღირსეულად, წეს–კანონების დაცვით არ მოსუ-

ლა. სასწაული მოხდა... სალოცავთან ახლოს, სადაც ხევისბერი იდგა, იმ მხარეს

ბურთივით შეკრული ღრუბელი წამოვიდა, რასაც წვიმაც მოჰყვებოდა, მხოლოდ

იქ იდგა ჩრდილი, ირგვლივ მზე იყო... გაუსწორდა ხევისბერს, მეხი დასცა და

ღრუბელიც გადავიდა.

მესამე წელია, რაც ხევისბერი ვარ. ეს არ ხდება არჩევით, ვიღაცამ ხელი რომ

დაგადოს და ხევისბერი გახდე. ყველაფერი ხილვებით წყდება. სულ მესიზმრებო-

და, რომ სალოცავის კარზე ვიყავი, ხან ვითომ მივდიოდი და ვეღარ მივდიოდი,

ვაგვიანებდი... ბევრჯერ ტანჯვისგან დაღლილს გამღვიძებია....

ბოლოს, გამომეცხადა თეთრწვერა კაცი, რომელმაც ღორის ხორცის ჭამა ამიკ-

რძალა და მეც ავიკრძალე. ხიფათი დამდევდა, რისი მიზეზიც სალოცავის კარზე

მიუსვლელობა იყო. ერთი პერიოდი არ წავედი და სულ უკუღმა წამივიდა ყველა-

ფერი. ბევრ უბედურ შემთხვევას სასწაულით გადავურჩით მეცა და ჩემი ოჯახიც.

ცაბაურთა ხევისბერთან წავედი, სანთლები მივიტანე, მოვუყევი ჩემი პრობლემე-

ბი, რომ სულიერად ვიტანჯებოდი, სულ არეული ვიყავი, მით უმეტეს, დღეობებზე.

ცაბაურთა ხევისბერმა მითხრა, რომ სხვა გზა არ მქონდა, უნდა დამედო თავი და

წავსულიყავი ხევისბერად, მეც ასე მოვიქეცი და მას მერე არც მსგავს სიზმრებს

ვნახულობ და აღარც ვიტანჯები”.

ხევისბერთა ტრადიციის მთავარი ელემენტი ხატობაზე წესიის აგებაა, ამაზე

ტრისტან მახაური – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი-

ვერსიტეტის პროფესორი, ფოლკლორისტი გვესაუბრა.

„ფშავში 12 თემი არსებობს, თითოეულ მათგანს საკუთარი ხევისბერი ჰყავს,

თორმეტივე თემში სხვადასხვანაირი ტექსტი არსებობს. ლოცვას ხევისბერები

სიზმარში სწავლობენ. სხვადასხვა რიტუალის დროს სხვადასხვა ტექსტი წარ-

მოითქმება. მაგალითად, საკლავის დაკვლის დროს სხვა ლოცვა უნდა ეთქვათ და

სხვადასხვა

Page 45: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

45

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მიცვალებულის ხსენების დროს

– სხვა. ხატობამდე ხევისბერები

1–2 კვირით ადრე ხატში მიდიოდ-

ნენ, რათა განწმენდილიყვნენ,

მომარაგებული ჰქონდათ სან-

თელი, საკლავი, ქადა–პურები.

როგორც კი მზე თავს ამოყოფ-

და, წამოდგებოდა ხევისბერი,

დაიბანდა ხელ–პირს, დაანთებდა

სანთელს და დაიწყებდა ლოც-

ვას. პირველად იტყოდნენ ზოგად

ლოცვას და შემდეგ კონკრეტულ

პირებს დაამწყალობნებდნენ. რი-

ტუალი ამ შემთხვევაშიც განსხვა-

ვებულად ტარდებოდა. მაგალითად: საპატიოს (მისატევებელს) სხვანაირად დაამ-

ყწალობნებდნენ, შემდეგ ქადა-პურებს გასერავდნენ და მოკლე ლოცვას კითხუ-

ლობდნენ, იმის მიხედვით, შესაწირი ვისიც იყო. საკლავს საწირავი მიჰყვებოდა...

ყველაფერი თანმიმდევრულად ხდებოდა. საკლავის გულ–ღვიძლი შეიწვებოდა

და ლუდით, რომელიც ყველა ხატში, ფშავშიცა და ხევსურეთშიც დუღდებოდა,

გარდაცვლილი ხუცისა და ხევისბერების მოსაგონარს იტყოდნენ. ამას მოჰყვებო-

და კაი ყმების ხსენება და ასე გრძელდებოდა. ყველას თავისი საჯარე (დასაჯდომი

ადგილი) ჰქონდა. ხუცები ამწყალობნებდნენ თითოეულ სუფრას და მერე გარ-

თობაც შეიძლებოდა. მაგალითად, კაფიაობა, ჭიდაობა, ჯირითის ტყორცნა, რაც

დიდი ქვების შორს სროლას გულისხმობდა. ამით თითქოს კოპალასა და დევების

შეჯიბრის იმიტაციას აკეთებდნენ. თქმულების თანახმად, კოპალამ გადააცილა

დევების ნასროლს, მაგრამ იმათ ეშმაკები ჰყავდათ მსაჯებად დაყენებული, რომ-

ლებიც კოპალას ქვას უკან აგორებდნენ. მან დაინახა და გაანადგურა ისინი. აი,

ასეთი თამაშები იყო, ვინც გაიმარჯვებდა, იმას ამწყალობნებდნენ.

დღეობა სანახაობრივად მრავალფეროვანი იყო. სიგრძეზე ხტომაშიც კი ეჯიბ-

რებოდნენ ერთმანეთს. 2–3 ნაბადს სიგანეზე გაშლიდნენ და ვინც სამზე გადახ-

ტებოდა, ის იყო გამარჯვებული. დოღი უფრო მიცვალებულების პატივსაცემად

იმართებოდა, ვიდრე ხატობაზე.

მაგალითად, უძილაურთაში დოღი იცოდნენ, წავიდოდნენ ცხენოსნები, სამრეკ-

ლოსთვის, სადაც ხევისბერი და ხალხი ელოდებოდათ, სამჯერ უნდა შემოევლოთ

და ვინც ამას მოახერხებდა პირველი, ის გახდებოდა გამარჯვებული, მათ ლუ-

დიანი კოდებით ასაჩუქრებდნენ. კეჭნაობაც ჯვარში იცოდნენ. ეს დღე მათთვის

ყველაფერს ნიშნავდა.

სვამდნენ, მაგრამ არა თრობამდე. ისე უნდა გაეძლოთ ბოლომდე, რომ ყველა

წესი შეესრულებინათ. ბოლოს ხუცესი ან ხევისბერი „ფერხისა“-ს დაიძახებდა, მა-

მაკაცები იკრიბებოდნენ, ხევისბერი ჩადგებოდა შუაში დროშით და მღეროდნენ.

„ფერხისა” ზოგჯერ საათობით გრძელდებოდა, ამიტომ მომღერლებს ახალგაზ-

რდები მოჰყვებოდნენ და გზადაგზა მომღერლებს ხმის ჩასაწმენდად ლუდს აწვ-

დიდნენ.

დაღამდებოდა, ხევისბერი სანთელს აანთებდა და საგმირო ამბების მოყოლას

იწყებდნენ. მერე გაეხვეოდნენ ნაბდებში და გათენებამდე ეძინათ, ზოგი ფხიზ-

ლობდა, რადგან ამ დროს დარბევა იცოდნენ, რასაც გამოსაფხიზლებელს ეძახდ-

ნენ, თუ ფხიზლად არ იყავი, ფეხსაცმელს მოგპარავდნენ და მეორე დღეს გამო-

სასყიდს, 1 ბოთლი არყის სახით, მოგთხოვდნენ”.

ძნელია რაიმეს წინასწარ განსაზღვრა, მაგრამ, როცა საქმე მთასთან გაქვს, ყვე-

ლაფერი ნათელი ხდება. შეუძლებელია ამაყ და ტრადიცшების მოყვარულ ფშავ-

ლებს ხელიდან გამოჰგლიჯო ხევისბერობის ადათი. მიზეზი ერთია და ნათელი, აქ

აწმყო წარსულს კვალდაკვალ მიჰყვება.

სხვადასხვა

ტრისტან მახაური

Page 46: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

46

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ღალატი დედამიწაზე

არ გაჩენილა... ის ანგელოზში ჩაისახა

და ევაში გახორციელდა. პირველად

ღმერთს უღალატეს... შემდეგ – პრინ-

ციპებსა და წესებს... ორ უზენაესს, რაც

ადამიანს კეთილდღეობისა და წესრი-

გისკენ მოუწოდებს... ამის გამო გადაიწ-

ვა სოდომი და გომორი... შემდეგ იყვნენ

ებრაელები, რომლებმაც აღთქმულ მი-

წას ვერ მიაღწიეს, მიზეზთა შორის იყო

ღალატიც... „შეიბილწეს იგინი ბელფე-

გორს და ჭამეს ნაგები მკუდართაჲ”...

შემდგომ ეს მოსეს რჯულის კანონსა

და 10 მცნებაშიც აისახა.

ქრისტეს შობამდე, სიძვის ქალღმერთ

ბაალ-ფეგორს 24 000 ებრაელი შეეწი-

რა... დღეს, ღალატობს კაციცა და ქა-

ლიც... ვინ მეტად, ვინ ნაკლებად ან სად

მეტად, სად ნაკლებად რთული დასად-

გენია... ღალატობს თითქმის ყველა და

ყველგან...

ღალატი ფართო ცნებაა, რომელიც

ბევრ განსხვავებულ ასპექტს მოიცავს,

იმდენად, რამდენადაც ღმერთთან ერ-

თად გაჩნდა სამყაროში... შეიძლება,

უღალატო საკუთარი თავიდან დაწყე-

ბული, ყველასა და ყველაფერს, თუმცა

აქტუალური მაინც ქალ-ვაჟს შორის

ღალატია – უკვდავი მუზა და ფაბულის

განუყოფელი ნაწილი.

„ყველა ბედნიერი ოჯახი ერთნაირია,

ყველა უბედური ოჯახი უბედურია თა-

ვისებურად...”

ამ თავისებურებას ინდივიდუალიზმი

ქმნის, ადამიანურობა წითელი სიყვარუ-

ლით, შავი ვნებებითა და აუხსნელი ინს-

ტინქტებით, რომლებსაც მატარებლის

რელსებთანაც შეუძლია მიგიყვანოს...

ეს თქვენთვისაც ნაცნობია: ტყუილი,

რომელიც შეიძლება ნიშნავდეს ღა-

ლატს... ღალატი, რომელიც თავის თავ-

ში მოიაზრებს ტყუილს... ამისგან თავის

დაღწევის, უფრო სწორი იქნე-

ბა თუ ვიტყვით – თავის დაზ-

ღვევის ერთ-ერთი საშუალება

ფიცია... ერთგულების „გარან-

ტია”... ჩნდება კითხვა: რა საჭი-

როა ფორმალობა, როცა კავ-

შირი სიყვარულია... სწორედ

აქ ვლინდება ადამიანური

სისუსტეები და თანმხლები

გაურკვევლობა... მათგან თავის დაღწე-

ვის ერთ-ერთი გზა ფსიქოლოგიაა...

ჩვენს კითხვებს ფსიქოთერაპევტი,

ნანა მამულაშვილი პასუხობს... – ღალატი... ის თავის თავში მოიაზრებს

ტყუილს. თავის მხრივ, ტყუილიც შესაძ-ლოა ნიშნავდეს ღალატს... თუ შეიძლება მათ შორის გავავლოთ ზღვარი?

– განურჩევლად სქესისა, ასაკისა და

რასისა – ყველა ვთანხმდებით, რომ

ღალატი ნეგატიური მოვლენაა ადა-

მიანის ცხოვრებაში. მისი გამომწვევი

მიზეზებიც ინდივიდუალურია და, შესა-

ბამისად, სხვადასხვა ფაქტორებზეა და-

მოკიდებული, ეს იქნება, პიროვნებებს

შორის სექსუალური, ფსიქოლოგიური

თუ სოციალური სხვაობა. რაც შეეხება

ტყუილსა და ღალატს შორის მიმართე-

ბას... რთულია, გაავლო მკვეთრი ხაზი,

თუმცა ეს ორი ცნება არც ისე მჭიდრო

კავშირშია ერთმანეთთან. შესაძლოა,

ადამიანი ტყუილს ამბობდეს, მაგრამ

არ ღალატობდეს... ინდივიდუალურია...

შესაძლოა, ღალატობდეს და არ ცრუობ-

დეს... უბრალოდ, ის, რაც ამ ორ ცნებას

შორის საზღვარს აქრობს, ღალატის

თანმდევი სიცრუეა, რითაც „დამნაშავე”

ცდილობს „სასჯელისგან” თავი დაიძვ-

რინოს...

რეალურად, გაფიქრებაც ღალატია...

თვალებმა და გონებამაც შესაძლოა და-

გაყენოს ცდუნების წინაშე. მით უმეტეს,

თუ რელიგიური კუთხით განვიხილავთ:

თვალით, გულითა და ფიზიკურად ღა-

ლატი ერთნაირი სიმძიმისაა. აქედან

თვალნათლივ ჩანს რამდენი მოთხოვნა

წაეყენება ადამიანს – ის ფსიქოლოგი-

ურად უნდა აკონტროლებდეს საკუთარ

სურვილებს, გრძნობებს, ქცევებს, ინს-

ტიქტებს... ასეთივე ადამიანური მომენ-

ტია ტყუილიც, რომელსაც თავდაცვის

მიზნით ამბობენ „დამნაშავეები”. ამავდ-

სხვადასხვა

წითელი გრძნობიდან შავ ვნებამდე

ლია ზამბახიძე მარიამ ჯავახიშვილი

Page 47: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

47

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისხვადასხვა

როულად, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ

სულაც არ არის საჭირო ფიზიკურად

სხვასთან ყოფნა. როდესაც გული, ფიქ-

რი და გონება გაგირბის – უკვე სიცრუ-

ეა... სიცრუე, რომელიც შესაძლოა გავუ-

ტოლოთ კიდეც ღალატს...

– საკურთხეველთან, ხატთან, ღვთის წინაშე ფიცის დადება და შემდეგ მისი დარღვევა თავისთავად ნიშნავს ტყუილს, ღალატს... რამდენად შესაძლებელია ამ ნეგატიური მოვლენების თავიდან აცილე-ბის გარანტად მოვიაზროთ ფიცის ფენო-მენი?

– ზოგადად, უნდა ვთქვათ, რომ მხო-

ლოდ ადამიანის პასუხისმგებლობის

გრძნობა შეიძლება მივიჩნიოთ რაიმეს

გარანტად. საქორწინო ან ზოგადად

ფიცი ადამიანს მოვალეობას აკისრებს.

ამ პროცესში შენ, როგორც პიროვნება,

პასუხისმგებლობას იღებ ღვთის, საზო-

გადოების, მეორე ნახევრისა და საკუთა-

რი თავის წინაშე. ეს გავალდებულებს,

იყო ამ ურთიერთობის ერთგული... აქე-

დან გამომდინარე, შესაძლოა, ვთქვათ,

რომ ფიცის ფაქტორი ეფექტურად მუ-

შაობს და ახდენს გავლენას ურთიერთო-

ბებზე. მიუხედავად ამისა, ყველას უნდა

ახსოვდეს, რომ არაფრისგან და არავის-

გან დაზღვეულები არ ვართ. ცხოვრე-

ბაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და

მხოლოდ ფორმალური, იურიდიული

შეთანხმების იმედზე არ უნდა დავრჩეთ.

გლობალურად თუ ვიმსჯელებთ ღა-

ლატის მნიშვნელობაზე – ეს ნიშნავს,

რომ მე ერთი ადამიანის წინაშე გამაჩნია

პასუხისმგებლობა, ვალდებულებები,

რომლებსაც ვარღვევ, არ აქვს მნიშვნე-

ლობა, სექსუალური, ფსიქოლოგიური

თუ სხვა თვალსაზრისით. ზოგადად,

ადამიანი სოციალური არსებაა. მისთვის

მნიშვნელოვანია სტატუსები და როლე-

ბი. ფიცი, რომელიც ამ როლს ერთგვარ

ოფიციალურ, საზოგადოდ აღიარებულ,

იურიდიულ სახეს სძენს, უფრო ნათელს,

მტკიცეს ხდის პიროვნების სტატუსს,

მის მოვალეობებს. დაკისრებული ვალ-

დებულებებისგან თავის არიდება კი

თავისთავად ნიშნავს მოტყუებასა და

ღალატს.

– ანა კარენინა... ქალი, რომელიც ღა-

ლატობს, მაგრამ არ იტყუება. როგორია

მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი?

– გრძნობების მოზღვავებისა და სიყ-

ვარულისგან არც ერთ ასაკში, არავინ

არის დაზღვეული.

ანა იყო ძალიან ახალგაზრდა, შესა-

ბამისად, მთლიანად დანებდა გულს და

ჩაეფლო თავისივე გრძნობებში. შესაძ-

ლოა დავასკვნათ, რომ შინაგანად ხის-

ტიც იყო. ამის გამო ლავირებაც ვერ

მოახერხა... სხვა საკითხია, რამდენად

სწორია ღალატობდე და თან ატყუებდე,

ლავირებდე... თუმცა, ვერც იმას დავამ-

ტკიცებთ, რომ ყველაფრის პირდაპირ

Page 48: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

48

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისხვადასხვა

გამჟღავნება და ოჯახისთვის ტკივილის

მიყენება სწორია.

ანა მოზღვავებულმა გრძნობებმა ად-

ვილად მართა და დააყენა გზაზე, რო-

მელსაც ბოლომდე ვერ გაჰყვა... ერთი

მხრივ, უყვარდა ვრონსკი, მეორე მხრივ,

მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი

აღმოჩნდა სოციალური სტატუსი. ის

საყვარლის როლში არ მიიღო საზოგა-

დოებამ. დაკარგა ოჯახი, ქმარი და, რაც

მთავარია, შვილი. მან მოახერხა, ჩაეკლა

დედობრივი ინსტიქტი, რაც დომინანტია

ქალის გრძნობებს შორის. ამ პროცესმა

დაანგრია კიდეც ფსიქოლოგიურად.

მიუხედავად ძლიერი გრძნობებისა,

გარკვეულ ეტაპზე მან გააცნობიერა,

რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის

შვილი და საზოგადოებაში დაკავებული

ადგილი... ეს მომენტი კიდევ ერთხელ

მიუთითებს, რომ ადამიანი სოციალური

ცხოველია, რომელსაც შესაფერისი სა-

ზოგადოებრივი წრის გარეშე ცხოვრება

არ შეუძლია... აქედან გამომდინარე, მძი-

მე, დეპრესიულ და სუიციდალურ ფონ-

ზე, ანამ უპატიებელი გადაწყვეტილება

მიიღო და „წარმატებით” დაასრულა კი-

დეც.

ზოგადად, თვითმკვლელობა თავის-

თავად ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური

პროცესები ნორმის ფარგლებიდან გა-

მოსულია... კიდევ სხვა საკითხია, თუ

ეს ადამიანი ამას გაცნობიერებულად

აკეთებდა. მის არსებაში, სავარაუდოდ,

შინაგანი დაპირისპირება – ომი მიმდინა-

რეობდა, რამაც საბოლოოდ ნეგატიურ

შედეგამდე მიიყვანა. მართალია... ანა

არ ცრუობდა, ის ღალატობდა საკუთარ

თავს, ოჯახს, ქმარს, შვილს... ამას შეეწი-

რა კიდეც.

ისე კი, რეალურ ცხოვრებაშიც უნდა

გვახსოვდეს, რომ მსგავსი გრძნობების

ფსიქოპათურად, ისტერიულად აყოლა

ყოველთვის დრამატულად მთავრდება

და დამანგრეველია პიროვნებისათვის.

– მადამ დე რენალი და ჟულიენი...

ქალი, რომელიც ღალატობდა და

ცრუობდა. როგორია წითელი გრძნობე-

ბიდან შავ ვნებამდე მისული ქალის ფსი-

ქოლოგიური პორტრეტი?

– ყველაფერი პიროვნებაზეა დამოკი-

დებული. ანა გულწრფელი იყო. აქ არის

ერთგვარი ეგოისტური, ეგოცენტრუ-

ლი მომენტიც – მე მიყვარს და მორჩა!

ადამიანი, რომელიც იხლართება მსგავს

სიტუაციაში, იქცევა ისე, როგორც თა-

ვისი ფსიქოტიპაჟი უკარნახებს. მადამ

დე რენალის შემთხვევაში პრიორიტე-

ტი სოციალური სტატუსი და შვილები

აღმოჩნდა. აქ დედობრივმა ინსტინქ-

ტმა გაიმარჯვა, რადგან ორივე სახის

გრძნობების თანაბარ სიტუაციაში ჩა-

ყენება გამორიცხული იყო. ამ შემთხვე-

ვაში, კარგად მუშაობს საზოგადოების

ფაქტორიც. როგორც სტენდალი აღნიშ-

Page 49: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

49

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისხვადასხვა

ნავს: „საზოგადოებრივი აზრის ბატონო-

ბა თავისუფლებას ქმნის, მაგრამ ნაკლი

ის არის, რომ ის ყველაფერში ერევა,

მაგალითად, კერძო ცხოვრებაში.” ამ

უკანასკნელი თვისების გამო მადამ დე

რენალი ჩარჩოებში ჩაიკეტა... კლასობ-

რივმა სხვაობამ, მთავარმა სიმდიდრემ –

რეპუტაციამ შეყვარებული ქალი სტან-

დარტებში მოაქცია... იცრუა... მას არ

სურდა სოციალური როლის, შვილების

დაკარგვა, სწორედ ეს მიზეზები აჩენს

ტყუილს... აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ

მადამ დე რენალის მაგალითი ანა კარე-

ნინასთან შედარებით მეტად ადამიანუ-

რი და რეალისტურია.

– გრაფი დესალური და მისი ოჯახი...

ცოლქმრული თანაცხოვრება... ამ შემთ-

ხვევაში სად არის ღალატი და სად ტყუ-

ლი?

– უამრავი ოჯახი არსებობს, სადაც

მეუღლეებმა იციან, რომ მეორე ნახე-

ვარი ღალატობთ. ამ შემთხვევაში პრი-

ორიტეტული ოჯახის ერთიანობისა და

სოციალური სტატუსის შენარჩუნებაა.

ამ კონკრეტულ მაგალითში ნახსენებია

საქორწილო ფიცი, იურიდიული ვალ-

დებულებები, რაც ურთიერთობას მო-

საწყენს ხდის. ესეც ინდივიდუალურია...

ზოგიერთ შემთხვევაში თავისუფალი

კავშირები, გაფორმებულ ვალდებუ-

ლებებზე ბევრად ეფექტურია... კიდევ

უფრო სხვაა წმინდა ადამიანური ფაქ-

ტორი, იმის დაფასება, რასაც კარგავ. ამ

მომენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა

გრაფის ცნობიერებაში. მეორე მხრივ,

ცოლის ცბიერმა ნაბიჯმა და შურისძი-

ებამ შედეგი გამოიღო.

საგულისხმოა ისიც, რამდენად დიდი

მნიშვნელობა ენიჭება შვილს, მისთვის

კომფორტული, ოჯახური გარემოს შექ-

მნას... რეალობა კი ერთია: აქ არ ცრუ-

ობენ, არც ღალატობენ და საბოლოოდ

გულწრფელი ურთიერთობით ახერხე-

ბენ ოჯახური ერთიანობის შენარჩუნე-

ბას.

– „სიყვარულს + მრუშობა = ბედნიერე-

ბას”. – ეს თეორემა რამდენად შესაძლე-

ბელია იქცეს აქსიომად?

– ვიღაცისთვის ეს ნორმა და ჭეშმარი-

ტებაა, ვიღაცისთვის – არა! რეალურად,

მინდა ერთია, საჭიროა, აუცილებელია

და უნდა – მეორე. ყოველთვის „მე-ს”

ნებაზე სიარული არ არის კარგი პოზი-

ცია. როცა საკუთარ ოჯახში სრულად

ხარ რეალიზებული, აღარსად გჭირდება

დამატებითი აღიარება. აქ შეგვიძლია

დავიხმაროთ დონ ჟუანის ფენომენი. მის

ცხოვრებაში არსებული მრავალი ქალი,

მისივე დაბალ თვითაღიარებაზე მეტყ-

ველებს. იმდენად სუსტია მასში თვით-

შეფასების მომენტი, რომ მუდმივად

სჭირდება აღიარება. რაც უფრო დიდია

ერთი ადამიანის მიმართ სექსუალური

თუ ფსიქოლოგიური გრძნობები, რაც

უფრო რეალიზებული ხარ მასთან, მით

ნაკლებია სხვისკენ გახედვის რისკი.

აქედან გამომდინარე, თეორემა, რო-

მელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, შეუძლებე-

ლია, ვაქციოთ აქსიომად. ის მხოლოდ

დონ ჟუანის ფენომენს შეეფერება. რე-

ალურად სიყვარული = ბედნიერებას...

ამისკენ არის მიმართული ლიტერატუ-

რაც. აქვე უნდა ვახსენოთ ფსიქოპა-

თური ხაზები, რაც შემოქმედებითობის

გარანტია... როდესაც ვსაუბრობთ რო-

მანებზე, წიგნებზე...

ზოგადად რა არის წიგნი?... მას წერენ

ფსიქოპათები – ფსიქოპათებზე, ფსი-

ქოპათებისთვის... წიგნი ხომ მოწესრი-

გებულ, ჩვეულებრივ ცხოვრებაზე არ

იწერება. როგორც მკითხველი, თვითო-

ნაც ხვდები, რომ რაღაც ფასეულობე-

ბი უტრირებულად მოგეწოდება. შენც,

რატომღაც, მოგწონს ეს ფსიქოპათური

ცხოვრება, რომელიც რეალობაში აუტა-

ნელია... იმ რეალობაში, რისი ადეკვატუ-

რად აღქმა ჩვენი ვალდებულებაა. უნდა

გვახსოვდეს, რომ რეალობა, როგორი

უსიამოვნოც უნდა იყოს იგი, ერთადერ-

თია და მისგან გაქცევა უკვე არასწორია.

თვითმკვლელობა რეალობისგან თა-

ვის დაღწევის საშუალება არ არის. არც

წითელი გრძნობებისა და შავი ვნებე-

ბისთვის თავის მინდობაა გამოსავალი...

თუმცა, ადამიანის ადამიანურობა სწო-

რედ ამ დაპირისპირებაში ვლინდება და

იხვეწება... სრულყოფილებისკენ სვლის

მთავარი კრიტერიუმი კი არსებული რე-

ალობის ადეკვატურად აღქმა და მასთან

სტრატეგიული ბრძოლაა...

Page 50: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

50

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისხვადასხვა

***

5 გამოტოვებული ზარი, რამდენიმე უპასუხო მოკლე ტექსტური შეტყობი-

ნება… მსგავსი ფაქტები ჩემს ტელეფონს ორწლიანი გამოცდილებიდან ხში-

რად ახსოვს, თუმცა ახლა ყველაფერი ასე ჩვეულებრივადაც არ იყო.

მედიაკონფერენციაზე ვიყავი, ეს მოქმედების 3 კადრია, არადა 1 სცენა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარეობდა. იურიდიული ფა-

კულტეტის მესამეკურსელმა – ელენე გრიგოლიამ MICC University–ის (საერ-

თაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოდელირება) პროგრამა

ნახა, დაინტერესდა და ჯგუფელებსაც გააცნო. სწორედ ასე, ლაშამ ელენემ

და სანდრომ, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე (3 იურისტი სტუდენტი

და 1 მედიაჯგუფის მონაწილე), მე მიპოვეს.

ახლა, ალბათ უკვე მიხვდით 3 მოქმედებაში 5 გამოტოვებული ზარისა და

,,მესიჯების” ადრესატები.

სამოტივაციო წერილებით, რეზიუმეებითა და ტექნიკური მხარის ასე 7–8–9

კადრის მერე, ჩვენს მაილებზე და შემდეგ ,,facebook”–ის კედლებზე გაჩნდა

წარწერა: Congratulation..We are glad to welcome you to Model International

Criminal Court (MICC). MICC University is a simulation of the International

Criminal Court for students from all over the world...

საქართველო 6.02.2013

ტაქსში, საელჩოსკენ მიმავალ გზაზე, ბოლო წუთს დაკარგული საბუთები,

დაუსრულებელი ზარები.

– მაცადე, დედა, ცოტა ხანს (turn off mobile)

– თქვენი სურათი აპლიკაციას მიამაგრეთ, გოგონა!

– იცით, ჩვენ 22–ში მივფრინავთ, იქნებ ცოტა ადრე გაგვაგებინოთ ვიზის

პასუხი.

***

21.03.2013

– არის!

***

საქართველო–უკრაინა–ბერლინი–პოლონეთის რეისი მცირე გაუგებრობე-

ბით დაიწყო და ჩვენგან დამოუკიდებლად დნეპროპეტროვსკი–მოსკოვის მი-

მართულებით გაგრძელდა.

***

ამონაწერი ,,skype", ,,facebook", sms.ge"–დან:

– იქნებ მომაქციოთ ყურადღება და skype"–ში შემოხვიდეთ! (ნინო)

– ნესტანი დეიდა, ,,skype"–ში ვარ, გირეკავთ, თუ შეგიძლიათ შემოდით...

(ელენე)

– გამარჯობა, მე ლაშას დედა ვარ, სად ხართ ეხლა?

– გოგოებო, სად ხართ, სანდრო როგორაა? დედამისი ვარ, რატომ არ მპა-

სუხობს?

– მოსკოვში რა გინდათ, ეხლა ბერლინში არ უნდა იყოთ (ნანუკა პარინოსი)?

– არ ინერვიულოთ, დამშვიდდით, თუ რამე დაგჭირდათ, მომწერეთ (მარი

ჯიქია).

– ნინო, წერე მანდ, მასალაზე იფიქრე (ვინ, ვინ თუ არა ჩემი დეკანი, ჟურნა-

ლისტი ეკა თხილავა)...

რეპორტაჟი

ნინო ზვიადაური

Page 51: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

51

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისხვადასხვა

***

მასალაზე ყველაზე მძიმე სიტუაციებშიც ვფიქრობდი. იმ დროსაც კი,

როცა უკრაინის აეროპორტი უამინდობის გამო ჩაიკეტა და, ჩვენ გაურკვევე-

ლი ვადით, დნეპროპეტროვსკში აღმოვჩნდით...

მერე უცებ რიგები გაჩნდა, ყველას სადღაც ეჩქარებოდა... ყაყანებდნენ,

ჩხუბობდნენ...

– გთხოვთ, იქნებ როგორმე დაგვეხმაროთ, ხვალ ბერლინში უნდა ვიყოთ,

შუადღისას.

– გოგოებო, გვესმის თქვენი, ამინდზე ვართ დამოკიდებული, ჩვენ არაფრის

გაკეთება არ შეგვიძლია.

არადა გვატყუებდნენ...

ჟურნალისტმა ფაქტი გადაამოწმა, ინფორმაცია მოიპოვა, იქვე იურისტი

გაჩნდა და 2–3 საათიანი ლოდინისა და რიგში პოზიციების მყარად შენარ-

ჩუნების წყალობით, ბოლო წამებში კიევის არა, მაგრამ მოსკოვი–ბერლინის

ბილეთები ხელთ გვქონდა.

შემოწმების გასავლელად ბოლოები მივცვივდით...

***

საღამო აეროპორტში, ღამე ოჯახის წევრებთან საუბარში, შუაღამე ლაპა-

რაკში და 2 საათი დამსახურებულ ძილში გავატრეთ.

***

რეისის პრობლემის, დროის დაკარგვის, შეწუხებისა და იმის გამო, რომ სხვა

ადგილები არ იყო ბიზნესკლასით ვიფრინეთ. დაღლილ, უძილო და 15 ცივ,

უგემურ ბუტერბროდნაჭამებს უცებ სტიუარდსამ გვკითხა: ომლეტის შემდეგ

ჩაის, ყავას, თუ ნატურალურ წვენს მიირთმევთო? პირველი არა, მაგრამ შოკი

მივიღეთ!

გემრიელად ვისაუზმეთ, თბილი პლედები მივიფარეთ და, ისევ ძილით შემო-

ვიფარგლეთ.

***

დღე–ღამეში რამდენი საათი გვეძინა, რამდენჯერ შევიკარით და გავიხსე-

ნით უსაფრთხოების ღვედები, რომელი საათი იყო და მსგავსი ტიპის კითხ-

ვებს ერთმანეთს შეგნებულად არ ვუსვამდით. მე პრინციპულად არ ვცვლიდი

საათს და გამომდინარე იქიდან ,,ვის ცაზე დავფრინავდით”, მარტივი არით-

მეტიკული ოპერაციების (–1;–2) შესრულება ყოველ ნახევარ საათში ერთხელ

მაინც მიწევდა. შემდეგი გაჩერება უკვე ბერლინი იყო.

Page 52: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

52

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისხვადასხვა

ადაპტაცია არ გაგვჭირვებია, აეროპორტშივე ყველანაირი ბროშურა–ბუკ-

ლეტი მოვიმარაგეთ, რაც სასტუმროებს, ღირსშესანიშნაობებს, სავაჭრო

ცენტრებსა და კვების ობიექტებს შეეხებოდა. მატარებელში ჩავსხედით და

,,ჰაუბანხოფისკენ” (Hauptbahnhof) მიმავალ გზას გავუყევით, სადაც 3–4

საათში პროექტის სხვა მონაწილეებსა და ორგანიზატორებს უნდა შევხვედ-

როდით და პოლონეთისკენ გაგვეგრძელებინა გზა.

პოლონეთი, კრჟიჟოვა. 24.03.2013

ჩვენთან, ოთახში ორი საწოლია. კედელზე პრიმიტიული ნახატი, მაგიდა სკა-

მებით, თაროები, გარეთ თოვლი და –70.

რომ მეთხოვა ამ პირველ აბზაცს დანარჩენი 49 მონაწილეც დაწერდა, მაგ-

რამ ახლა სხვა გზა არ გაქვთ, ჩემი ინტერპრეტაციით უნდა განაგრძოთ კითხ-

ვა.

***

ერთი მაღვიძარა, მეორე...

–ელენე, რომელი საათია?– როგორც იქნა ვკადრულობ თვალების გახელას.

2 წუთიანი პაუზა.

– მმმ, რა მკითხე?– ელენე გვერდს იცვლის და ძილს განაგრძობს.

ისევ ვაგვიანებთ.

დილის საუზმე ყველაზე მეტად მიყვარს, არადა გუშინაც ბოლოები ჩავც-

ვივდით სასაუზმოდ.

სააბაზანოდან გამოსულს ელენეც გაღვიძებული მხვდება, დაბლა ჩასულებს

კი ყველა – გაკრეფილი. სწრაფად, გამოტენილი პირით ვჭამთ, ყლუპ–ყლუ-

პად ყავას ვაყოლებთ, იქვე პატარა ბრუტერბროდებს ვიკეთებთ, აბა 5 წუთს

სიარულში ტყუილად ხომ არ დავკარგავთ და გავრბივართ.

ჯგუფებში მუშაობა, სემინარები და მცირე 20 წუთიანი შესვენებები საც-

ხოვრებლიდან ოდნავ მოშორებით გვიტარდება, ჩვენც იქითკენ ვიღებთ გეზს

და ჩვენ–ჩვენს ოთახებში ვნაწილდებით.

Newsroom

–მასალები და ფოტოები მაილზე ატვირთეთ..

–გაინაწილეთ იმიტირებული სასამართლო პროცესების გაშუქების განრი-

გი.

–არ დაგავიწყდეთ, გაესაუბრეთ ყველა მხარეს !

სამივე პუნქტი მოვინიშნე, იქვე პლუსები გავაკეთე, მერე მაიკლის გუშინ-

დელი თხოვნა გამახსენდა, გავხედე და თვალი ჩავუკარი. რამდენიმე წუთში

მან კამერის უკან, მე კი კამერის წინ გადავინაცვლეთ და მოქმედებაზე გადა-

ვედით.

,,ჩვენ თანაბრად განვსხვავდებით"

''We are equally different"

ეს ფრაზა 15 ენაზე, 15–მა განსხვავებული ეროვნების წარმომადგენელმა

თქვა.

მართალია, ზოგიერთ მათგანს სადილის შემდეგ თავისუფალი 1 საათის

ძილში გატარების საშუალება არ მივეცით, ოთახებზე კაკუნი (ზოგჯერ ბრა-

ხუნიც) დაგვჭირდა, წინდებისამარა ჩაწერილი რესპონდენტები მაინც არ

გვემდურებოდნენ და სიამოვნებით იღებდნენ ჩვენს გადაღებაში მონაწილე-

ობას.

საღამოობით ჩვენს MICC პროექტს მუსიკალურად აფორმებდა ლაშა პაპავა

თავისი 20–30 კაციანი ბენდით. ოთახიდან გამუდმებით მოისმოდა ისეთი სიმ-

ღერები როგორებიცაა: ''Knockin On Heavens Door"... პროექტის მონაწილე

გოგოების გულთამპყრობელი ქართველი ბიჭები ამგვარ საღამოებს ყოველ-

დღიურ რეჟიმში მართავდნენ, სამაგიეროდ დილით, ჩვენთან ერთად იდგნენ

ყავის, იოგურტის, პურის, შემწვარი სოსისების გარემოცვაში და აჩქარებული

ტემპით იღებდნენ თეფშებზე სხვადასხვა პროდუქტის განსხვავებულ ულუ-

ფებს და კიდევ უფრო აჩქარებული ტემპით უძახებდნენ მათ კუჭში, მაშინ,

Page 53: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

53

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისხვადასხვა

როცა ყველა უკვე დანიშნუ-

ლების ადგილას იყო.

საქმე

პირველი იმიტირებული

სასამართლოს პროკურორი

ელენე იყო, ჟურნალისტი მე

გახლდით. წინა დღეს მაშინ,

როცა გარედან მუსიკა გვი-

ტევდა, ჩვენ მაინც მყარად

ვისხედით ჩვენ–ჩვენს პო-

ზიციებზე (ნოუთბუქებთან)

და ხვალინდელი დღისთვის

ვემზადებოდით. ფოტო და

ვიდეომასალა, მოკლე მინა-

წერები ჩემს ბლოკნოტში,

კომენტარები, შეფასებები,

შექება... პირველმა სასამარ-

თლომ წარმატებით ჩაიარა,

დღის ბოლოს ,,მოსამართ-

ლეებმა" დამსწრე საზოგა-

დოებას განაჩენი გააცნეს,

ამით სასამართლო პროცესი

დასრულდა. საღამოს ყველა-

ფერი რედაქტორის მაილზე

აისახა.

ექსკურსიები, კინოჩვენე-

ბები, საღამოობით დამატე-

ბითი შეხვედრები, დერეფნებში კომპიუტერებთან ჩამომსხდარი პროექტის

მონაწილეები. საღამოობით ქართული (და არა მარტო) ღვინო, პაპავა გიტა-

რასთან და ხმაური N103–დან.

პირველ იმიტირებულ პროცესს მეორე და მესამე მოჰყვა. MICC–ელებმა

სულ 4 სასამართლო სხდომა გამართეს. განხილვები განაჩენის გამოტანის

შემდეგაც გრძელდებოდა. მაშინ, როცა ერთ მაგიდაზე სასადილოდ რომელი-

მე ერთი პროცესის მოსამართლე დაცვის მხარე და პროკურორი მოხვდებოდა.

შვიდი დღე თანდათან მიილია, თუმცა ეს ჩვენი ,,დელეგაციის" საქართველო-

ში დაბრუნებას ჯერ არ მოასწავებდა. წინ ორი სრული დღე გვქონდა ბერლინში.

დასკვნით საღამოს ყველამ ერთად ჟურნალისტების გუნდის მიერ მომზა-

დებულ ვიდეოკოლაჟს ვუყურეთ, შთაბეჭდილებების, პატარ–პატარა საჩუქ-

რებისა და სუვენირების განაწილების შემდეგ სერთიფიკატების გადმოცემის

დრო დადგა. მერე ბანერებთან, ბავშვებთან, ორგანიზატორებთან პოზიორო-

ბა და უამრავი ფოტო.

ნუ ჩქარობთ, წინ კიდევ ბევრი ისტორიაა...

***

თმის საშრობის ხმა, ტანსაცმლის შრიალი – გოგოებმა ოთახებში გადაინაც-

ვლეს, საშხაპეები სავსე იყო, მიზეზი – გასაგები. 1 საათში ყველას მაქსიმა-

ლურად უნდა მოეკრიბა ენერგია და გამოპრანჭულები დახურვის ცერემო-

ნიალს დასწრებოდნენ.

ვივახშმე და Newsroom–ში წავედი, ჩვენ დასვენება არ გვეხებოდა, ბოლო

დეტალები იყო დასაზუსტებელი. ოთახებში გადასაცმელად წასული ,,ჟურნა-

ლისტები" რედაქტორმა კარებიდან მოაბრუნა, მასალებს კორექტირება სჭირ-

დებოდა, ყველა ნიუანსი კიდევ ერთხელ შემოწმდა, ყველა ასოსა და სიტყვას

გადახედეს.

გვერდითა შენობიდან უკვე დიდი ხანია მხიარულებისა და სიმღერის ხმა

Page 54: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

54

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ისმოდა, ჩვენთან ისევ – პრინტერის ბეჭდვისა. თითოეული გაზეთის ფურცე-

ლი დალაგდა, ერთმანეთს მიედო და მანამ, სანამ მათმა საერთო რაოდენობამ

80–ს არ მიაღწია, ყველანი თავაუღებლად ვმუშაობდით.

ახლა უკვე შეგვეძლო საერთო მხიარულებას შევერთებოდით.. ყველა ცეკ-

ვავდა.. ლაპარაკობდა, იცინოდა...

–ერთი წუთი, კომპიურეტების ოთახში გამომყევი რაა..

Youtube–> search–> რაჭული

ქუსლი–შეხტომა, ქუსლი–შეხტომა. ხელები – ერთი მკერდთან, მეორე–გაშ-

ლილი.

,,მოკლე კაბა რომ ჩაგიცვამს"....

ყველამ ყურები დაცქვიტა, ჩვენ უკვე წრეში ვიყავით..

***

ნოსტალგიას ვერ დავარქმევ, მაგრამ ალბათ უკვე გვენატრებოდა საქართ-

ველო.

მერე ,,ქართული ლეგენდის" დრო დადგა. ტექსტის თარგმნას სინქრონში

ვცდილობდით. უცებ.. ,,ცის ნამის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს", –მოისმა

ხმის გამაძლიერებლიდან.

– მმმ... So...ისა...

ვერ ვთარგმნეთ.. თუნდაც გვეთარგმნა აზრი იმდენად გაუგებარი იქნებო-

და, კაციშვილი ვერ გაიგებდა ჯერ ნაჟურით რატომ და მერე რაღა ნაჟურით

ჩვეულებრივ ონკანის წყალს რატომ ვუცხადებდით ბოიკოტს..

მეორე დღე კრჟიჟვაში გათენდა და ბერლინში უნდა გაგრძელებულიყო.

გზაში წინასწარ მომარაგებული ბუკლეტებიდან სასტუმროებს ვარჩევდით,

ერთი სული გვქონდა ბარგი დაგვეყარა და ქალაქში გავსულიყავით. ყველაფე-

რი, რაც კი თბილი გვქონდა ზედ გადავიცვით, ჩანთები მოვიკიდეთ, კამერები

გადავიკიდეთ, რუკები მოვიმარჯვეთ და დაბლა ჩამოვედით.

მერე თქვენც მიხვდებით.. რაიხსტაგი... ბრანდერბურგის ჭიშკარი.. ჰოლო-

კოსტის მემორიალი... ბერლინის კედელი... თანმიმდევრობა დაცული არაა...

ხელებს ვიორთქლავდით, ფეხებს ვაბაკუნებით და მაინც დავდიოდით.

არ მახსოვს, რომელ საათზე დავბრუნდით უკან, ემოციებმა და დაღლილო-

ბამ ერთად იმოქმედა და დილამდე ჩვენს პატარა ოთახში ყველას გაუნძრევ-

ლად ეძინა.

***

ძლივს ჩამოვბობღდი ჩვენს აპარტამენტში განთავსებული ორსართულიანი

საწოლის ზედა ნაწილიდან... მარი გადამირჩა... უკვე 9 საათი იყო, ასეთი წინ-

დაუხედაობა არ გამოგვადგებოდა.

გზის აქეთ

წითელსა და მწვანეზე ერთნაირად, წიწილებივით ვმოძრაობდით. ერთ პა-

ტარა ქუჩაზეც, მით უმეტეს მაშინ, როცა ახლომახლო მანქანა არსად ჩანდა,

შუქნიშნისკენ არც კი გაგვიხედავს ისე დავიწყეთ გზის გადაჭრა.

გზის იქით

შუახნის გერმანელი მამაკაცი ძაღლითურთ სრული სიმშვიდით დგას და

შუქნიშანს შეჰყურებს.

გზის შუაში

წინა კადრში ნახსენები მამაკაცი ბოლო ხმაზე გვიყვირის, იმედია, მარტო

ბრმები გვიწოდა.

ნახევარი დღე სიარულში, ქალაქის დათვალიერებაში გავიდა, მეორე ნახევა-

რი კი ამდენი ხნის ნანატრ Shopping–ში.

დიდ სავაჭრო ცენტრებში მილიონჯერ ვკარგავდით ერთმანეთს, საოცარი

სისწრაფით ვმოძრაობდით, მაღაზიიდან მაღაზიაში, ვათვალიერებდით ვისინ-

ჯავდით და ვყიდულობდით სუვენირებს, ტანსაცმელს..

ამ ხნის განმავლობაში პირველად მოვიხსენით ყელზე თბილად დახვეული

კაშნე.

სხვადასხვა

Page 55: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

55

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისხვადასხვა

გარდატეხის ასაკი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე

რთული პერიოდია, რადგან ამ დროს იცვლება მისი

გარეგნობა, ყალიბდება აზროვნება, ინტერესები, ირ-

ჩევს პრიორიტეტებს. ამ პროცესებში გარეფაქტორე-

ბის ჩარევა ადამიანის ფსიქიკაზე დიდ ზეგავლენას

ახდენს. ამ ფაქტორებს შორისაა აგრესია, არაჯანსა-

ღი ცხოვრების წესი, უმუშევრობა, აზარტული თამა-

შები, ნარკოტიკები. დეპრესიული ნევროზი განპირო-

ბებულია თავდაუჯერებლობითა და ახალი ცხოვრების ვერმიღებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო საერთა-

შორისო რეიტინგში იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, სადაც თვითმკვლელობა

ყველაზე ხშირია. ამავე ორგანიზაციის დასკვნის თანახმად, სუიციდის ყვე-

ლაზე მეტი ფაქტი პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე მოდის, რაც სისტემის მკვეთ-

რი ცვლილებით აიხსნება. გამოიკვეთა ახალი პრიორიტეტები, ადამიანებს

მდიდრულად ცხოვრებისა და დასვენების საშუალება გაუჩნდათ. ამ ყველა-

ფერმა კი კონკურენციის ზრდა და, შესაბამისად, ახალგაზრდებში ფსიქიკური

პრობლემები გამოიწვია.

20 წელია, რაც საქართველოში არასტაბილური გარემოა. მე-20 საუკუნი-

დან ჩანერგილი სტერეოტიპების რღვევამ „ვაკუუმი” წარმოშვა, რადგან სიახ-

ლისთვის საზოგადოება მზად არ აღმოჩნდა. ამ ყველაფერმა კი იდენტობის

კრიზისამდე მიგვიყვანა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის ნანა ცხვე-

დაძის თქმით, ახალგაზრდის მთავარი პრობლემა არის პიროვნებად ჩამოყა-

ლიბება, რადგან არაპროგნოზირებად გარემოში უწევს არსებობა. ინდივიდმა

არ იცის, როგორ დაიმკვიდროს თავი, იმდენად, რამდენადაც დამსხვრეულია

წარმატებული ადამიანის სტერეოტიპი. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდას

მოესპო მიზანი, რისკენაც ღირს სწრაფვა და პრიორიტეტად პირადი კეთილდ-

ღეობის მოპოვება იქცა.

ფსიქიკური პრობლემების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია სისტემის ცვა-

ლებადობა, ტოტალიტარული რეჟიმის ნგრევა. ინდივიდის სოციალურ პრობ-

ლემებს სახელმწიფო წყვეტდა, არ ჰქონდათ დასაქმების პრობლემა, განსხ-

ვავებულმა რეალობამ კი გამოიწვია სტრესული სიტუაცია.

კონკურენციისა და დაპირისპირების ზრდის პირობებში ახალგაზრდები

ნაკლებად ახერხებენ თვითრეალიზაციას, რაც ილექება და, შესაბამისად,

ფსიქიკაზე აისახება. გარდა ფსიქოსომატური პრობლემებისა, სტრესულ

მდგომარეობაში ყალიბდება დეპრესია. თვითმკვლელობის სურვილს კი სწო-

რედ ეს მდგომარეობა და ფსიქიკური აშლილობა იწვევს.

საბჭოთა იდეოლოგიის ტყვეობაში ვერ ვაცნობიერებდით, რომ ადამიანი

არის არა ჭანჭიკი, რასაც ათეული წლების განმავლობაში გვინერგავდნენ,

არამედ მთავარი ფასეულობა. იმის გააზრება, რომ სახელმწიფო არსებობს

ადამიანისთვის და არა პირიქით, რთული აღმოჩნდა. „რეციპიენტის” ცხოვრე-

ბის წესს მიჩვეულებს, დაგვავიწყდა, რომ თავისუფლებას აქვს მეორე მხარეც

– პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სივრცე გაძლევდეს სა-

შუალებას, რომ თავი გამოავლინო, როგორც ინდივიდმა. გამოსავალი ისაა,

რომ დავამკვიდროთ ჯანსაღი გარემო, სადაც ახალგაზრდები მოახერხებენ

ქართველი ახალგაზრდობა და ნევროზი

ლაშა მამფორია

სხვადასხვა

Page 56: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

56

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

თავიანთი შესაძლებლობების რე-

ალიზებას ორმაგი სტანდარტე-

ბის გარეშე და ადამიანი გახდება

მთავარი პრიორიტეტი.

ჯანდაცვის მსოფლიო

ორგანიზაციის ცნობით,

ყოველწლიურად ერთ

მილიონზე მეტი ადა-

მიანი იკლავს თავს.

ყველაზე დიდი წილი

მოზარდებსა და 35

წლამდე ახალგაზრ-

დებში თვითმკვლე-

ლობაზე მოდის.

ამ პრობლე-

მაზე მსჯელო-

ბისას არ შეიძ-

ლება გვერდი

ა ვ უ ა რ ო თ

ნარკოტი-

კებს, რაც

უ მ ე ტ ე ს

შ ე მ თ ხ -

ვ ე ვ ა შ ი

ი წ ვ ე ვ ს

ნ ე რ ვ უ ლ ი

სისტემის დაზიანებას. ნარკოტიკული საშუალების გამოყენებას ყოველ ჯერ-

ზე თან ახლავს მისთვის დამახასიათებელი ცვლილებები ფსიქიკაში, სხვადას-

ხვა ტემპით ქვეითდება ფსიქიკური უნარები, ხშირ შემთხვევაში, დეგრადირ-

დება პიროვნება, რაც აისახება მის სოციალურ სტატუსზეც. ირღვევა ძველი,

ჯანსაღი ურთიერთობები, იცვლება ადამიანთა წრე, რომელთანაც კონტაქტი

ნარკოტიკული საშუალების მიღების შესაძლებლობის გამო ნარჩუნდება, ირ-

ყევა ფიზიკური ჯანმრთელობაც.

ნარკოტიკული საშუალების სახეობის მიხედვით შეიძლება სხვადასხვა ხა-

რისხით დაზიანდეს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა და

სხვა. პრაქტიკულად, არ რჩება ორგანო, რომელზეც არ აისახება მისი მავნე

ზეგავლენა. ეს ყველაფერი კი ადამიანის დაღუპვასა და სულიერ განადგურე-

ბას იწვევს.

ექსპერტთა ვარაუდით, საქართველოში ნარკოტიკის მომხმარებელთა რა-

ოდენობა რამდენიმე ასეულ ათასს აღწევს. ზუსტი ციფრის დადგენა შეუძ-

ლებელია, თუმცა საერთაშორისო ექსპერტები აპრობირებული მეთოდით –

ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის, გამოვლენილ ნარკომომხმარებელთა

რაოდენობისა და სხვა მახასიათებლების შეჯერებით – საზღვრავენ წამალ-

დამოკიდებულთა მიახლოებით რაოდენობას. ეს რიცხვი კი, გადაჭარბების

გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად კატასტროფულია.

ნერვოზის მკურნალობა ძალიან რთულია. ნევროზის კომპლექსურ თერაპი-

აში კარგ შედეგს იძლევა აუტოტრენინგი, ჰიპნოზი, ოჯახური ფსიქოთერაპია,

მშვიდი გარემო, სწორად შერჩეული კვების, შრომისა და დასვენების რეჟიმი,

დიეტა, გასეირნება ბუნებაში, მასაჟი, წყლის პროცედურები... ერთი სიტყ-

ვით, ცხოვრების ჯანსაღი წესი.

სხვადასხვა

Page 57: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

57

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

პუბერტატის ასაკი განსაკუთრე-

ბული სპეციფიკითა და სირთულით

გამორჩეული ეტაპია ადამიანის

ცხოვრებაში. განსხვავებული მოსაზ-

რებები და მიდგომა საბოლოოდ ერთ

ქვაბში იხარშება და მეტ-ნაკლებად

იძლევა მოზარდებში აგრესიის აღ-

მოფხვრის ხერხს. თუმცა საზოგადო-

ება დღემდე ვერ შეჯერებულა კონკ-

რეტულ ფორმულაზე, რომელიც ამ

პრობლემის სირთულესა და სიღრმეს

მოერგება.

ფსიქოლოგები ორგვარი – თან-

დაყოლილი და შეძენილი აგრესიის

არსებობის შესახებ საუბრობენ. იგი

მოზარდებში განსაკუთრებული სირ-

თულით იჩენს ხოლმე თავს. ამ დროს

მთავარ ბერკეტად აღზრდა მიიჩნე-

ვა, იგი მოზარდს იმ ქარიშხლისაგან

იცავს, რომელიც პუბერტატის ასაკს

ფიზიოლოგიური და ფსიქიკური

ძვრების დროს ახლავს.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტო-

რად მოზარდების მიმართ მოზრდი-

ლების დამოკიდებულება მოიაზრება.

არავისთვის იქნება უცხო და გასაკ-

ვირი, თუკი ვიტყვით, რომ ზოგჯერ

მოზარდები ოჯახური ძალადობისა

და უპატივცემულობის მსხვერპლნი

ხდებიან და აგრესიას თანდათანო-

ბით იძენენ. შემდეგ ის ღრმავდება და

მოზრდილებს არასასურველი სახით

უბრუნდება.

იმის გაცნობიერება, რომ მოზარ-

დობის ხანაში ადამიანი პიროვნებად

ყალიბდება, არც თუ ისე რთულია.

სიფრთხილე, საუბარი მოზარდებ-

თან, საზოგადოების სრულუფლე-

ბიან წევრებად მათი მიჩნევა, მათთან

მეტად დაახლოების სურვილი, სასი-

კეთო ბიძგია მოზარდთა თვითდამკ-

ვიდრებისთვის.

იმაზე, თუ რა მნიშვნელოვან პე-

რიოდზე ვამახვილებთ ყურადღე-

ბას და როგორ უნდა გადავჭრათ ეს

პრობლემა, უფრო დეტალურად ფსი-

ქოლოგი ლია სვანიძე ისაუბრებს:

– როგორც ცნობილია, პუბერტა-

ტის ხანაში მოზარდებს ავტონომი-

ურობის განცდა გააჩნიათ. რამდე-

ნად მნიშვნელოვანია მოზრდილების

მხრიდან ამის გაცნობიერება?

– პუბერტატის ხანა, სიტყვასიტყ-

ვით, სექსუალური განვითარების

პერიოდს ნიშნავს, რომელიც მოზარ-

დობის ხანას ემთხვევა. ეს არის ურ-

თულესი, ბუნებრივი პერიოდი, რო-

დესაც ყველაფერი ცოცხალი იბადე-

ბა და იზრდება. ეს პერიოდი პედაგო-

გების, მშობლების, ახლობლებისა და,

ზოგადად, ყველა უფროსის მხრიდან

განსაკუთრებულ ყურადღებას, უაღ-

რესად სათუთ დამოკიდებულებას

მოითხოვს. არ უნდა უარვყოთ მათი

სურვილები.

– არის თუ არა აგრესიული ქცე-

აგრესია მოზარდებში

სხვადასხვა

Page 58: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

58

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ვის მაპროვოცირებელი ტელევიზია,

ინტერნეტსივრცე, კომპიუტერული

თამაშები?

– გარკვეულწილად ასეა, მაგრამ

აგრესია არის თანდაყოლილი ან შეძე-

ნილი. არიან ადამიანები, რომელთაც

აგრესია, გარეფაქტორების მიუხედა-

ვად, ყოველთვის აქვთ. თუ ინფორმა-

ცია არის აგრესიული, მაგალითად,

კომპიუტერული თამაშები, რომლებ-

შიც ადამიანები ერთმანეთს კლავენ,

ასეთ შემთხვევაში, ამას შეუძლია

ადამიანთა ქცევაზე გავლენის მოხ-

დენა. როდესაც მოზარდი ფიქრობს,

როგორ მოიგოს ან თავს იცავს წაგე-

ბისგან, თვითონ ამ მომენტში ავლენს

უდიდეს აგრესიას.

– რა ფსიქო-ფიზიოლოგიური ძვრე-

ბი ხდება მოზარდობის ხანაში?

– ძალიან რთული კითხვაა. ადამი-

ანის განვითარებაზე ყოველ წუთას

გარემოფაქტორები ახდენენ გავლე-

ნას. ეს პერიოდი კი ჰორმონალური

ცვლილებებით ხასიათდება, რაც ენ-

დოკრინოლოგიურ პრობლემებთან

არის დაკავშირებული. მაგალითად:

ჩიყვი, გულის მანკი, საშვილოსნოს

გარე ორსულობა – ეს ყველაფერი

იმის ბრალია, რომ მოზარდობისას

ფსიქო-ფიზიოლოგიური ცვლილებე-

ბი არავის მიერ იყო გათვალისწინე-

ბული. თურმე ამ პერიოდში მოზარდს

ფეხსაცმელი არ უნდა უჭერდეს, რე-

ზინის ძირიანი ფეხსაცმლით უნდა

დადიოდეს, რადგან ეს ფაქტორი და-

კავშირებულია შიდა სასქესო ორგა-

ნოების განვითარებასთან. ფსიქიკა-

ში, ზემოთხსენებული ცვლილებების

დროს, დამოკიდებულებათა სისტემა

ყალიბდება – როგორ უნდა მოექცეს

უფროსს, პატარას, პედაგოგს, ამ

დროს ყალიბდება მიზნის დასახვის

ძირითადი ფაქტორი – მოტივაცია.

თუ მოზარდს შევუქმნით ინტერეს-

თა სისტემას ანუ თუ მას ინტერესთა

ვრცელი სფერო ექნება (ლიტერატუ-

რა, მუსიკა), მაშინ ეს შეძენილი აგრე-

სია მალე გაივლის.

–ეს ყველაფერი ფინანსურ უზრუნ-

ველყოფას მოითხოვს, რისი საშუ-

ალებაც ყველა ოჯახს, სამწუხაროდ,

არა აქვს.

– სახელმწიფომ ყველა მოზარდის

მშობელს საშუალება უნდა მისცეს

უსასყიდლოდ ატაროს შვილი ცეკვა-

ზე, მუსიკაზე, სპორტზე, მაგალითად,

ცურვაზე. ცურვა ძალიან ეხმარება

ადამიანს აგრესიისგან გათავისუფ-

ლებაში. ცურვის დროს გეუფლებათ

ამბივალენტური გრძნობა – თან გე-

შინიათ და თან გინდათ. ექსტრემა-

ლურ სიტუაციებში ადრენალინის

გამოყოფით, აბსოლუტურად თავი-

სუფლდები აგრესიისგან და ცუდი

განწყობისგან. სახელმწიფომ უნდა

უზრუნველყოს კვებაც. ბავშვებში

აგრესია იღვიძებს შიმშილისგან. სხე-

ულისთვის კვებას ძალიან დიდი მნიშ-

ვნელობა აქვს. ამ პრობლემების გა-

დაჭრა სახელმწიფოს პრეროგატივაა.

მოზარდთა აგრესიას, როგორც

პრობლემას, ყველაზე კარგად მასწავ-

ლებლები იცნობენ. ამიტომ გადავწყ-

ვიტეთ ამ თემასთან დაკავშირებით

ინგლისური ენისა და ლიტერატურის

პედაგოგს მეგი ბობოყვაძესაც

გავსაუბრებოდით.

– ქალბატონო მეგი, როგორ ფიქ-

რობთ, არის თუ არა პედაგოგი პასუ-

ხისმგებელი მოზარდის აგრესიულ

ქცევაზე და რა ხარისხით?

– მასწავლებელი პასუხისმგებელია

მოზარდის ნებისმიერ ქცევაზე, მათ

შორის, აგრესიულზეც. აგრესიის გა-

მომწვევი ბევრი ფაქტორი არსებობს,

მაგრამ ძირითადად ეს არის შინაგანი

კომპლექსები. რაც უფრო მეტი კომპ-

ლექსი აქვს ბავშვს, მით უფრო აგრე-

სიულია იგი. აგრესიით ის ცდილობს,

საკუთარი კომპლექსების დაფარვას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქ-

ტორია ოჯახური პირობები. ყოფილა

შემთხვევები, როცა ბავშვი მშვიდი და

უკონფლიქტოა ოჯახში, მაგრამ სკო-

ლაში არის აგრესიული. სხვადასხვა

კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი პრობ-

ლემის წინაშე ის მოზარდები დგანან,

რომლებსაც ანგარიში არ გაუწიეს.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი

ვერ გააკონტროლებს საკუთარ ემო-

ციებს და ბავშვს აგრესიაზე აგრე-

სიით უპასუხებს, შედეგი შეიძლება

სავალალო აღმოჩნდეს. თუმცა არც

დაუსჯელობა ივარგებს. დასჯაში

იმას ვგულისხმობ, რომ პედაგოგს

უნდა შესწევდეს იმის უნარი, მიანიშ-

სხვადასხვა

Page 59: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

59

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ნოს მოსწავლეს თავის შეცდომაზე

ისე, რომ არ უბიძგოს მას ახალი და-

ნაშაულისკენ.

–საჭიროა თუ არა პუბერტატის

ასაკში მყოფი მოზარდების მიმართ

განსაკუთრებულად ფაქიზი დამო-

კიდებულება და მათთან საუბრისას

სწორი ლექსიკის შერჩევა?

– ჩემი აზრით, დამოკიდებულება

ყველა მოზარდისადმი უნდა იყოს

ინდივიდუალური, წარმოუდგენელია

ელაპარაკო ყველას ერთ ენაზე და

ამან სასარგებლო შედეგი გამოიღოს.

ყველა პედაგოგსა და მშობელს უნდა

ახსოვდეს, რომ ისინი არიან მოზარ-

დები და აქვთ ფაქიზი ფსიქიკა. ძა-

ლიან ბევრ ზრდასრულ ადამიანს

ფსიქიკური პრობლემა ბავშვობაში

მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის

გამო აქვს. ყველა მიმართვა, ყველა

სიტყვა, ყველა დადებითი თუ უარყო-

ფითი მოვლენა, ილექება მათს ცნო-

ბიერსა და ქვეცნობიერში, ამიტომ

აუცილებელია თავშეკავებულად და

გააზრებულად ,,ვიმოქმედოთ”.

მარიამ ლორთქიფანიძე

თამარ კედია

ბექა ბაღნაშვილი

სხვადასხვა

Page 60: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

60

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

უიღბლო ქორწინებით გამოწვეული იმედგაცრუება,

დანგრეული ოჯახების გამო დაკომპლექსებული ბავ-

შვები და ამ გარემოებით დათრგუნული მშობლები

– უმრავლეს შემთხვევაში ეს პრობლემები ნაადრევ

ქორწინებას ახასიათებს.

ანონიმი რესპონდენტები ამასთან დაკავშირებით

აცხადებენ:

– „ნაადრევი ქორწინება ნამდვილი სისულელეა,

კარგავ წლებს, რომელიც სწავლას უნდა დაუთმო, კარგავ მეგობრებს, ურ-

თიერთობა გიფუჭდება მშობლებთან, იმედი გიცრუვდება. ყველაზე მთავა-

რი პრობლემა კი შვილია, მით უფრო, თუ მარტო

გიწევს მასზე ზრუნვა. ხვდები, რომ ვერ გააცნო-

ბიერე ის პასუხისმგებლობა, რაც ოჯახის შექმნას

ახლავს თან.”

„რატომ გავყევი ცოლად? ოჯახი მინდოდა და მა-

გიტომ. მე დასაქმებული ვიყავი. ის არ მუშაობდა.

თავისებური ხასიათი ჰქონდა. სამსახურის შოვნა

უჭირდა. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ

შეცდომა დავუშვით და დავშორდით. თუმცა პირ-

ველ ქორწინებას ერთი დადებითი მხარე აქვს, მო-

მავალში შეცდომის განმეორების ალბათობა ნაკ-

ლებია.”

„სახლში ყოფნა არ მინდოდა, მეც ავდექი და გავ-

თხოვდი. თავიდან ყველაფერი მარტივად იწყება,

თუმცა ეს დროებითია. 16 წლის ვიყავი და მეგონა

მიყვარდა. ჩვენ ჯერ კიდევ ერთად ვართ, მაგრამ

ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ძალიან ცუდი ურ-

თიერთობა გვაქვს უკვე 2 წელია. ჯობია დავშორ-

დეთ... პირველ რიგში, ჩემი შვილი მეცოდება.. ”

მსგავსი შინაარსის ფრაზები არაერთხელ მოგის-

მენიათ.

ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის ფაქტები საერ-

თაშორისო ორგანიზაციებმა ქართულ ტრადიციად

„შერაცხეს”. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, დღეს

საქართველო გოგონების ნაადრევი ქორწინებით,

მოლდავეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა. სახალ-

ხო დამცველის ანგარიშის მიხედვით კი, ორი წლის

მონაცმებით, სკოლებში სწავლა 7367-მა გოგონამ

შეწყვიტა. სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცე-

მები, ხშირ შემთხვევაში, არ ასახავს რეალობას,

რადგან იურიდიული თვალსაზრისით, საქართვე-

ლოში მოქალაქეებს დაქორწინება 18 წლის ასაკი-

დან შეუძლიათ, თუმცა ხშირად, მშობლების თან-

ხმობით, ამგვარ ფაქტებს ადგილი16 წლიდანაც

აქვს, შესაბამისად, ასეთი ოჯახები არაოფიციალუ-

ნაადრევი ქორწინება – გამოსავალი თუ პრობლემა?

თაკო ხახუბია

სხვადასხვა

Page 61: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

61

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

რია და ის სტატისტიკურ მონაცემებშიც ვერ აისახებოდა.

რატომ ქორწინდებიან ადრეულ ასაკში და რა არის განქორწინების ძირი-

თადი მიზეზი? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ფსიქოლოგ თეონა

ევდეევს ვესაუბრეთ.

– ქალბატონო თეონა, რატომ ქორწინდებიან ადრეულ ასაკში?

– ამის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. უფრო ხშირად, ეს არახელსაყრელი

პირობებია მშობლების სახლში, რაც მატერიალური სიდუხჭირითა და თავი-

სუფლების შეზღუდვით გამოიხატება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია

ისეთი ფაქტორი, როგორიცაა ლეგალური სექსის შესაძლებლობა. მოგეხსე-

ნებათ, ჩვენს კულტურაში ქორწილამდე სექსი დაუშვებლად ითვლება გოგო-

ნებისთვის, ბიჭებს კი ამ მხრივ დიდი არჩევანი არ აქვთ, რადგან ვინც მო-

ეწონებათ, უარით ისტუმრებს ან უწევთ ნაკლებად მიმზიდველ, შედარებით

ასაკოვან და გამოცდილ ქალბატონებთან ურთიერთობა, ხანდახან გარკვე-

ული საფასურის სანაცვლოდაც. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება მათი მხრიდან

ამგვარი გამოცდილების მიღების სურვილი იყოს.

– რა არის განქორწინების ძირითადი მიზეზი?

– ხშირად ნაადრევი ქორწინება. ამ დროს წყვილი ჯერ არაა საკმარისად

მომწიფებული ოჯახისთვის. ვგულისხმობ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და მა-

ტერიალურ მზაობას. ქვედა ზღვარი ზოგიერთისთვის შეიძლება 25 წელიც კი

სხვადასხვა

Page 62: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

62

SAPERE AUDE!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

იყოს. ამიტომ ზუსტი ასაკის თქმა მიჭირს, ინდივიდუალურია. ოჯახის შესაქმ-

ნელად საუკეთესო ასაკად 27 წელი და მეტი მიიჩნევა. რაც შეეხება ნაჩქარევ

ქორწინებას, ამ დროს წყვილი ვერ ასწრებს ერთმანეთის გაცნობას. მხოლოდ

პარკებში სეირნობითა და კაფეში ჯდომით ადამიანს სათანადოდ ვერ შეის-

წავლი. საჭიროა მისი მრავალ სიტუაციაში გამოცდა.

– ნაადრევი ქორწინების დადებითი და უარყოფითი მხარეები...

– უარყოფითი უფრო მეტი შეიძლება გამოვნახოთ. ნაადრევი ქორწინება

უარყოფითად მოქმედებს მოზარდების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელო-

ბაზე. ართმევთ განათლების მიღების საშუალებას. უმჯობესია დაქორწინდ-

ნენ მაშინ, როდესაც მორალურად და ფსიქოლოგიურად მზად იქნებიან ოჯა-

ხის შესაქმნელად და შესაძლებლობა ექნებათ, თავად გაუძღვნენ მას, თუმცა

ეს საკითხი უაღრესად პირადული და ინდივიდუალურია.

ქორწინება ისეთი უნარების ქონას მოითხოვს, როგორიცაა: მოთმინება,

თვითკონტროლი, პასუხისმგებლობის გრძნობა და სხვა, რაც ასაკს მოაქვს

და არა გენეტიკურ მახასიათებელს. ნაადრევი ქორწინების დროს დიდი შან-

სია გაუგებრობებიც მეტი იყოს და წყვილებს შორის ჰარმონიაც დაირღვეს.

ადრეულ ასაკში შვილი კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ქორწი-

ნება.

– როგორ უნდა მოიქცეს ახალგაზრდა წყვილი, რომელსაც ფსიქოლოგიური

პრობლემები აქვს?

– ახალგაზრდაცა და ასაკოვანიც უნდა ეცადოს გულახდილი და ჯანსაღი

ურთიერთობის შენარჩუნებას. იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობენ ნაადრე-

ვად დაქორწინებული წყვილები, რომლებიც ამას ახერხებენ. თუ ფსიქოლო-

გიურმა პრობლემებმა მათს ურთიერთობაში რაღაც ფორმით მაინც იჩინა

თავი, უმჯობესი იქნება, მიმართონ სპეციალისტებს – ფსიქოლოგებს, – რომ-

ლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ.

ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა გააცნობიერონ, რომ ქორწინება არ

არის მხოლოდ თავისუფალი სექსუალური ურთიერთობებისა და შეყვარებუ-

ლის გვერდით ყოფნის საშუალება.

რესპონდენტმა ბევრი ისაუბრა ნაადრევი ქორწინების უარყოფითი მხარე-

ების შესახებ, თუმცა არც ერთი დადებითი ფაქტორი არ დაუსახელებია. სა-

ვარაუდოდ, ამგვარად უნდა მივიჩნიოთ გამოცდილება, რომელსაც ადამიანი

სამომავლოდ პირად ცხოვრებაში გაითვალისწინებს, თუმცა ღირს თუ არა, ამ

ფასად ასეთი ცოდნის მიღება, თავად შეაფასეთ.

და მაინც, რატომ ინგრევა ოჯახები? ამ კითხვაზე იმდენი პასუხი არსებობს,

რამდენი ოჯახიც დაინგრა.

ამ თემაზე მსჯელობისას ხშირად ქართულ მენტალიტეტსა და ტრადიციებს

ვეხებით. თუ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ქორწინებამდე სქესობ-

რივი ურთიერთობა ჩვეულებრივი მოვლენაა, საქართველოში ეს ჯერ კიდევ

მიუღებელია. იქ ქორწინების საშუალო ასაკი 30 წელია და განქორწინების

მაჩვენებელიც დაბალია. თანაც, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, აუცი-

ლებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ რელიგიურად ქორწინებამდე სექსი

ცოდვად და ამორალურ საქციელად მიიჩნევა.

დასკვნა ასეთია, უმჯობესია ადამიანებმა იცოდნენ თუ რა სირთულეები

შეიძლება მოიტანოს ნაადრევმა ქორწინებამ, ეს გარკვეული პრევენციული

ღონისძიება იქნება, რაც ოჯახის დანგრევის საფრთხეს შეამცირებს.

სხვადასხვასხვადასხვა

Page 63: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

Page 64: sapere aude (გაბედე იცოდე!)old.ciu.edu.ge/files/files/converted_file_c0d73c5c.pdf · 2013 სასწავლო წელი sapere aude (გაბედე

რადიშ თორდიას ნამუშევრები