10
doq. ir. RambaSiZe, prof. doq. T. Stolneri saydrisis arqeologiuri eqspediciis savele samuSaoebis mokle angariSi 2014 weli თბილისი

saydrisis arqeologiuri eqspediciis savele samuSaoebis ...museum.ge/files/documents/sakdrisi 15 dec 2014/saydrisis_arqeologiuri... · doq. ir. RambaSiZe, prof. doq. T. Stolneri . saydrisis

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: saydrisis arqeologiuri eqspediciis savele samuSaoebis ...museum.ge/files/documents/sakdrisi 15 dec 2014/saydrisis_arqeologiuri... · doq. ir. RambaSiZe, prof. doq. T. Stolneri . saydrisis

doq. ir. RambaSiZe, prof. doq. T. Stolneri

saydrisis arqeologiuri eqspediciis savele samuSaoebis

mokle angariSi

2014 weli

თბილისი

Page 2: saydrisis arqeologiuri eqspediciis savele samuSaoebis ...museum.ge/files/documents/sakdrisi 15 dec 2014/saydrisis_arqeologiuri... · doq. ir. RambaSiZe, prof. doq. T. Stolneri . saydrisis

1980-იანი წლებიდან საყდრისის ტერიტორიის ნაწილი აღიარებული იქნა, როგორც პრეისტორიული მაღარო. სამთო ინჟინერ თეიმურაზ მუჯირმა სრულიად დასაშვებად მიიჩნია აქ პრეისტორიულ ხანაში ოქროს მოპოვება. 2004 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის (არქეოლოგიური კვლევის ცენტრი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში გაერთიანდა 2007 წ.) და გერმანიის სამთო მუზეუმის (DBM, ბოხუმი), აქტიური თანამშრომლობით დაიწყო ძვ. წ. IV ათასწლეულით დათარიღებული საბადოს საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კვლევა. ბოხუმის გერმანიის სამთო მუზეუმს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. 2001-2003 წლებში ბოხუმსა და ვისბადენში გერმანიის სამთო მუზეუმისა და საქართველოს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ინიციატივით მოეწყო გამოფენა სახელწოდებით: „საქართველო - განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან“, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. გარდა გერმანიის სამთო მუზეუმისა, კვლევაში აქტიურად ჩაერთნენ გერმანიის კვლევების საზოგადოება (DFG); საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი და სააგენტო (ANR და CNRS); გერმანიის რურისა (RUB) და ფრანკფურტის უნივერსიტეტები (IMUF); პროექტი არქეორიენტი - ძველი აღმოსავლეთის გარემო და საზოგადოება (უნივერსიტეტი ლიონი II, საფრანგეთი), აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ინსტიტუტი (უნივერსიტეტი ლიონი II, საფრანგეთი) და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნახჭევანის ფილიალი. სასწავლო-სამეცნიერო პროექტები განხორციელდა (2004-2013 წწ): ფოლკსვაგენის ფონდის მიერ, სამეცნიერო მიმართულების „ევროპასა და აღმოსავლეთს შორის-შუააზია/კავკასია სამეცნიერო ფოკუსში “ფარგლებში დაფინანსადა ორი სასწავლო-სამეცნიერო პროექტი: 1. საქართველოში ინტერდისციპლინარული კვლევების გააქტიურება და ახალი მეთოდების დანერგვა სამთოარქეოლოგიასა და არქეომეტალურგიაში – (პროექტის ხელმძღვანელი პროფ. დოქ. ანდრეას ჰაუპტმანი; 2003-2005 წწ.). 2. ოქრო საქართველოში _ (პროექტის ხელმძღვანელი პროფ. დოქ. ანდრეას ჰაუპტმანი; 2007-2011 წწ.) გერმანიის სამეცნიერო ფონდისა (DFG) და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ (CNRS) გერმანულ-ფრანგულ-ქართულ-აზერბაიჯანული სამეცნიერო პროექტი: 1. მარილი, სპილენძი და ოქრო – უძველესი სამთო წარმოების საწყისი კავკასიაში – (პროექტის ხელმძღვანელი პროფ. თომას შტოლნერი და დოქ. კატარინა მარო; 2013-2016 წწ.) პროექტები ითვალისწინებდა: – რურის უნივერსიტეტსა და გერმანიის სამთო მუზეუმში ახალგაზრდა მეცნიერების მომზადებას სამთოარქეოლოგიასა და არქეომეტალურგიაში. – რურის უნივერსიტეტში ლექციების კურსს საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიაში. – საქართველოში სასწავლო არქეოლოგიურ საველე სამუშაოებს.

Page 3: saydrisis arqeologiuri eqspediciis savele samuSaoebis ...museum.ge/files/documents/sakdrisi 15 dec 2014/saydrisis_arqeologiuri... · doq. ir. RambaSiZe, prof. doq. T. Stolneri . saydrisis

– საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ლითონის არქეოლოგიური არტეფქტების (სპილენძი, ბრინჯაო, ანტიმონი, ოქრო, ვერცხლი) კვლევებს. Workshop-ებს საქრთველოს ეროვნულ მუზეუმს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბოხუმის სამთო მუზეუმში. – ლაბორატორიულ კვლევებს: ტყვიის იზოტოპურ კვლევებს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში. ოსმიურიმის იზოტოპურ კვლევებს მანჰაიმის სამთო აკადემიაში. რადიკარბონულდა თარიღებას. ქიმიურ, სპექტრულ და ელექტრო მიკროსკოპულ კვლევებს ბოხუმის

სამთომუზეუმის მასალათამცოდნეობის ინსტიტუტში.

საყდრისი-ყაჩაღიანის გამონამუშევრებში პროექტით გათვალისწინებული სადაზვერვო საველე სამუშაოები დაიწყო 2004 წელს. ჩატარდა 4-6 კვირიანი 8 საველე სეზონი 2004-2005 წწ.; 2007-2011 წწ.; და 2013 წელს. გეოლოგიური კვლევების ანგარიშები მოწოდებული იქნა კომპანია „ტრანს-ჯორჯიან რესურსეს“ მიერ, სადაც მკაფიოდ იყო ხაზგასმული საბადოს ხასიათი და მისი გეოლოგიური აგებულება. ტერიტორიის შესწავლა დაიწყო ბორცვის ჩრდილოეთ მხარეს, როგორც მიწის ზედა ასევე მიწის ქვეშა გვირაბებში. ამ დროისათვის უძველესი გამონამუშევრები სრულად იყო შევსებული ნაშალითა და კულტურული ფენებით. თავიდანვე გამოიკვეთა, რომ გამონამუშევრები პრეისტორიულ ხანას განეკუთვნებოდა. სადაზვერვო სამუშაოების დროს (2004 წ.) ჩამოიწმინდა მიწისქვეშა დაზიანებული გამონამუშევრები, რომლის შევსებაშიც კარგად ჩანდა ქვის უროებისა და ნახშირის ფრაგმენტები. გამონამუშევრის იატაკზე დაფიქსირდა თიხის ჭურჭლის ნატეხები. მაშინვე აღებული იქნა ნახშირის სინჯები რადიკარბონული დათარიღებისათვის. არქეოლოგების მიერ თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები იქვე შეფასდა, როგორც ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსული კულტურის კუთვნილება. მადნებისა და ნახშირის სინჯები გაიგზავნა გერმანიის სამთო მუზეუმის მასალათამცოდნეობის ინსტიტუტსა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის მსოფლიო ფიზიკის ინსტიტუტში საანალიზოდ. სინჯები შეგროვდა ასევე ბოლნისის რაიონის სხვადასხვა საბადოებიდანაც. ექსპედიციამ სამუშაოების დასრულებისთანავე ჩატარებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმსა და კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში. სიტუაცია შეიცვალა, როდესაც ქართულ/გერმანული ექსპედიცია მუშაობას შეუდგა და მიიღო მიწისქვეშ მოპოვებული სამთო ნარჩენებიდან პირველი რადიო ნახშირბადის თარიღები. 4-6 კვირიანი რვა საველე სეზონის განმვლობაში (სულ 46 კვირა/10,5 თვე) ქართულ/გერმანულმა ჯგუფმა (დოქ. ირ. ღამბაშიძისა და პროფ. დოქ. თომას შტოლნერის ხელმძღვანელობით) გათხარა ყაჩაღიანის ბორცვის დახლოებით ერთი მეოთხედი. შესწავლილი იქნა ორი სამთო მონაკვეთი (მაღარო A და B), ხოლო მაღარო C, C/D და D უბნები არ შესწავლილა. დაფიქსირებულია ყველა მიწისზედა და მიწისქვეშა ობიექტი (როგორიცაა მადნის ნარჩენები, ქვის უროები, კერამიკა, კულტურული ფენები და სხვ.), რომელთა მოძიება გათხრების გარეშე იყო შესაძებელი. დეტალური გათხრები დაიწყო მაღარო A-ს ჩრდილოეთ ნაწილში და მაღარო B1-2-ის ზედა ფენებში, მაშინ როცა მაღაროები B3-5 და მაღარო A-ს სამხრეთი ნაწილი ხელშეუხებელი დარჩა. გათხრების შედეგად მოპოვებულ იქნა დაახლოებით 10.000 ქვის ჩაქუჩი და არტეფაქტი, რომელთაგან

Page 4: saydrisis arqeologiuri eqspediciis savele samuSaoebis ...museum.ge/files/documents/sakdrisi 15 dec 2014/saydrisis_arqeologiuri... · doq. ir. RambaSiZe, prof. doq. T. Stolneri . saydrisis

7000 გამოკვლეულია და მონაცემთა ბაზაშია შეყვანილი. განსაკუთრებით 2011 და 2013 წლებში ჩვენ შევძელით რამოდენიმე ექსპერიმენტით დეტალურად დაგვეფიქსირებინა სამუშაო პროცესი და გათხრილი ფართობი მოგვეცვა 3D-დოკუმენტირების სისტემით, როგორიცაა ლაზერული სკანირება და SFM- მოდელირება. ლაბორატორიული სამუშაოებისას განხორციელდა მადნის მინერალოგიური მახასიათებლების დეტალური განსაზღვრა, 14C მეთოდით დათარიღება (AMS), ბოტანიკური ნაშთების არქეო-ბოტანიკური შესწავლა და აგრეთვე ძვლისა და ქვის სამუშაო იარაღების დეტალური კვლევა. ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ შევქმენით მაღაროს დეტალური სტრატიგრაფიული მოდელი და შევძელით მისი გამოყენების ქრონოლოგიის დადგენა: I ფაზა დათარიღდა მტკვარ-არაქსის კულტურით (ა. საგონას მიხედვით II და III ეტაპი, ძვ. წ. 3500 და 2700 წლებს შორის), მაშინ როცა II ფაზა წარმოადგენს გვიანი ანტიკური პერიოდის (V-VI საუკუნეები) ტიპიურ მეორად სამთო ეტაპს. მოგვიანო პერიოდის ეტაპი ვერ აღწევს მტვარ-არაქსული სამთამადნო წარმოების სიღრმემდე, მაშინ როცა სამთამადნო წარმოება I ფაზაში ოქროსშემცველ ძარღვებს მოიპოვებდა 24/30 მ სიღრმეზე, გვიანი ანტიკური პერიოდში შესრულებული სამუშაოების კვალი წყდება დაახლოებით 8-9 მ სიღრმეზე. მოგვიანებით შეჯამდა ჩვენი კვლევები და გამოქვეყნდა (Stöllner at.all .2014). საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვის ეს ტერიტორია სრულყოფილადაა შესწავლილი და საველე სამუშაოები დასრულებულია. 2014 წლის დასაწყისში, სავარაუდოდ მძიმე ტექნიკით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლი სერიოზულად დაზიანდა. მოშლილია ქართულ-გერმანული ჯგუფის მიერ ჩატარებული გათხრების კვალი. აღსანიშნავია, რომ მოიშალა პრეისტორიული ხანის ცნობილი ცისტერნა (წყლის რეზერვუარი). მაღარო A-ს ჩრდილოეთ ნაწილი 1-2 მეტრის სიღმეზეა მოხსნილი ბულდოზერით. ამავე მაღაროს გვერდითი კედლების ნაწილიც დაზიანებულია. აღნიშნულ ტერიტორიაზე სრულად არის ამოვსებული ადრე გათხრილი ფართობები და შესაბამისად მიწისქვეშა სამათამადნო გვირაბებიც. მაღარო B ნაკლებად არის დაზიანებული, ზიანი არ შეეხო მაღაროს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს, თუმცა სრულად ამოივსო გვიანანტიკური მაღარო 10066, რომელიც 2009-2010 წლებში გაითხარა.

Page 5: saydrisis arqeologiuri eqspediciis savele samuSaoebis ...museum.ge/files/documents/sakdrisi 15 dec 2014/saydrisis_arqeologiuri... · doq. ir. RambaSiZe, prof. doq. T. Stolneri . saydrisis

საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს შესწავლილი ნაწილის 3D მოდელი

Page 6: saydrisis arqeologiuri eqspediciis savele samuSaoebis ...museum.ge/files/documents/sakdrisi 15 dec 2014/saydrisis_arqeologiuri... · doq. ir. RambaSiZe, prof. doq. T. Stolneri . saydrisis

saydrisi-yaCaRiani – germanul-qarTuli eqspediciis mier Seswavlili

teritoria. wiTeli xaziT moniSnuli და შემოსაზღვრულია ბორცვის დაზიანებული ტერიტორია.

Page 7: saydrisis arqeologiuri eqspediciis savele samuSaoebis ...museum.ge/files/documents/sakdrisi 15 dec 2014/saydrisis_arqeologiuri... · doq. ir. RambaSiZe, prof. doq. T. Stolneri . saydrisis

publikaciebi:

ღამბაშიძე და სხვ. 2010

ი. ღამბაშიძე/ტ. შტოლნერი/ა. ჰაუპტმანი/გ. მინდიაშვილი/გ. გოგოჭური/ი. ჯაფარიძე, საყდრისი- უძველესი სამთამადნო წარმოება (ქართულ ენაზე). In: ღამბაშიძე და სხვ. 2010a, 53-97.

ღამბაშიძე და სხვ. 2010a

ი. ღამბაშიძე/გ. მინდიაშვილი/გ. გოგოჭური/ კ. კახიანი/ი. ჯაფარიძე "უძველესი მეტალურგია და სამთამადნო წარმოება საქართველოში ძვ. წ. VI-III ათასწლეულებში“ (ქართულ ენაზე) (თბილისი 2010).

Hauptmann et al. 2010

A. Hauptmann/C. Bendall/G. Brey/I. Japaridze/I. Gambashidze/S. Klein/ M. Prange/T. Stöllner, Gold in Georgien. Analytische Untersuchungen an Goldartefakten und an Naturgold aus dem Kaukasus und dem Transkaukasus. In: S. Hansen/A. Hauptmann/I. Motzenbäcker/E. Pernicka (eds.), Von Majkop nach Trialeti – Gewinnung und Verbreitung von Metallen und Obsidian in Kaukasien im 4.-2. Jahrtausend v. Chr. Beiträge des Internationalen Symposiums in Berlin vom 1.–3. Juni 2006. Kolloquien zur Vor- und Frühgeschichte 13 (Bonn 2010) 139-160.

Hauptmann 2011

A. Hauptmann, Gold in Georgia I: Scientific InvestigationsintotheCompositionof Gold. In: Ü. Yalçın (ed.), AnatolianMetal V. Der Anschnitt, Beiheft 24 (Bochum 2011) 173-186.

Hauptmann/Klein 2009:

A. Hauptmann/S. Klein, Bronze Age Gold in Southern Georgia. Revue d'archaéométrie 33, 2009, 75-82.

Mudshiri 1987

T.P. Mudshiri, VyjavleniepamjatnikovgornorudnogoproizvodstvaGruziiepochipozdnej bronzy-rannegoscheleza [Discoveries of monuments of the ore-mining of Georgia in the Late Bronze- to the Early Iron Age]. Unpublished Report Institute GornojmechanikiIm. G.A. Zulukidze (Tblissi 1987).

Stöllner et al. 2008

T. Stöllner/I. Gambashidze/A. Hauptmann, The Earliest Gold Mining of the Ancient World? Research on an Early Bronze Age Gold Mine in Georgia. In: Ü. Yalcin/H. Özbal/A.G. Paşamehmetoğlu (eds.), Ancient Mining in Turkey and the Eastern Mediterranean. Internat. Conf. AMITEM 2008 (Ankara 2008) 271-288.

Stöllner et al. 2010

T. Stöllner/I. Ġambašiże/A. Hauptmann/G. Mindiašvili/G. Gogočuri/G. Steffens, Goldbergbau in Südostgeorgien – Neue Forschungen zum frühbronzezeitlichen Bergbau in Georgien. In: S. Hansen/A. Hauptmann/I. Motzenbäcker/E. Pernicka (eds.), Von Majkop nach Trialeti – Gewinnung und Verbreitung von Metallen und Obsidian in Kaukasien im 4.-2. Jahrtausend v.

Page 8: saydrisis arqeologiuri eqspediciis savele samuSaoebis ...museum.ge/files/documents/sakdrisi 15 dec 2014/saydrisis_arqeologiuri... · doq. ir. RambaSiZe, prof. doq. T. Stolneri . saydrisis

Chr. Beiträge des internationalen Symposiums in Berlin vom 1.–3. Juni 2006. Kolloquien zur Vor- und Frühgeschichte 13 (Bonn 2010) 103-138.

Stöllner/Gambashidze 2011

T. Stöllner/I. Gambashidze, Gold in Georgia II: The Oldest Gold Mine in the World. In: Ü. Yalçın (ed.), AnatolianMetal V. Der Anschnitt, Beiheft 24 (Bochum 2011) 187-199.

Stöllner et al. 2012

T. Stöllner/B. Craddock/S. Timberlake/I. Gambashidze, Feuersetzen im frühesten Metallerzbergbau und ein Experiment im frühbronzezeitlichen Goldbergbau von Sakdrissi, Georgien. In: K. Oeggl/V. Schaffer (Hg.), Die Geschichte des Bergbaues in Tirol und seinen angrenzenden Gebieten. Proceedings 6. Milestone-Meeting Klausen 2011 (Innsbruck 2012) 65-77

Stöllner 2013

T. Stöllner, Sakdrissi – das älteste Goldbergwerk der Welt. Blickpunkt Archäologie. Deutscher Verband für Archäologie 1/2014, 94-103.

Stöllner et al. 2014

T. Stöllner, Gold in the Caucasus: New research on gold extraction in the Kura-Araxes Culture of the 4th millennium BC and early 3rd millennium BC. In collaboration with B. Craddock, I. Gambaschidze, G. Gogotchuri, A. Hauptmann, A. Hornschuch,F. Klein, I. Löffler, G. Mindiashwili, B. Murwanidze, S. Senczek, M. Schaich, G. Steffens, K. Tamasashvili, and S. Timberlake. With an appendix of M. Jansen, T. Stöllner, and A. Courcier.In: H. Meller, E. Pernicka, R. Risch (eds.), Metalle der Macht. Tagungen des Landesmuseum s für Vorgeschichte Halle 11 (2014) 71-110.

Page 9: saydrisis arqeologiuri eqspediciis savele samuSaoebis ...museum.ge/files/documents/sakdrisi 15 dec 2014/saydrisis_arqeologiuri... · doq. ir. RambaSiZe, prof. doq. T. Stolneri . saydrisis

Gambashidze et al. 2010

I. Gambashidze/T. Stöllner/A. Hauptmann/G. Mindiaschwili/G. Gogotschuri/I. Dschaparidze, Sakdrissi - Das älteste Goldbergwerk (georg.). In: Gambashidze et al. 2010a, 53-97.

Gambashidze et al. 2010a

I. Gambashidze/G. Mindiashvili/G. Gogotshuri/K. Kachian/I. Dshaparidze

"Ancient metallurgy and mining in Georgia in the 6th to 3rd mill. BC" (in Georgian) (Tbilisi 2010).

Hauptmann et al. 2010

A. Hauptmann/C. Bendall/G. Brey/I. Japaridze/I. Gambashidze/S. Klein/ M. Prange/T. Stöllner, Gold in Georgien. Analytische Untersuchungen an Goldartefakten und an Naturgold aus dem Kaukasus und dem Transkaukasus. In: S. Hansen/A. Hauptmann/I. Motzenbäcker/E. Pernicka (eds.), Von Majkop nach Trialeti – Gewinnung und Verbreitung von Metallen und Obsidian in Kaukasien im 4.-2. Jahrtausend v. Chr. Beiträge des Internationalen Symposiums in Berlin vom 1.–3. Juni 2006. Kolloquien zur Vor- und Frühgeschichte 13 (Bonn 2010) 139-160.

Hauptmann 2011

A. Hauptmann, Gold in Georgia I: Scientific InvestigationsintotheCompositionof Gold. In: Ü. Yalçın (ed.), AnatolianMetal V. Der Anschnitt, Beiheft 24 (Bochum 2011) 173-186.

Hauptmann/Klein 2009:

A. Hauptmann/S. Klein, Bronze Age Gold in Southern Georgia. Revue d'archaéométrie 33, 2009, 75-82.

Mudshiri 1987

T.P. Mudshiri, VyjavleniepamjatnikovgornorudnogoproizvodstvaGruziiepochipozdnej bronzy-rannegoscheleza [Discoveries of monuments of the ore-mining of Georgia in the Late Bronze- to the Early Iron Age]. Unpublished Report Institute GornojmechanikiIm. G.A. Zulukidze (Tblissi 1987).

Pizchelauri et al. 2013

K. Pizchelauri, M. Kinzurashwili, G. Lagiashwili, D. Dumbadze and RMG, Commericalcompany SCH.P.S.-Arkeologtagaertianeba, Bolnisi. Kachkhianiobjektisterritoriasechatarebuliarkeologiuri (2013-21-10.– 12.-11.)

Stöllner et al. 2008

Page 10: saydrisis arqeologiuri eqspediciis savele samuSaoebis ...museum.ge/files/documents/sakdrisi 15 dec 2014/saydrisis_arqeologiuri... · doq. ir. RambaSiZe, prof. doq. T. Stolneri . saydrisis

T. Stöllner/I. Gambashidze/A. Hauptmann, The Earliest Gold Mining of the Ancient World? Research on an Early Bronze Age Gold Mine in Georgia. In: Ü. Yalcin/H. Özbal/A.G. Paşamehmetoğlu (eds.), Ancient Mining in Turkey and the Eastern Mediterranean. Internat. Conf. AMITEM 2008 (Ankara 2008) 271-288.

Stöllner et al. 2010

T. Stöllner/I. Ġambašiże/A. Hauptmann/G. Mindiašvili/G. Gogočuri/G. Steffens, Goldbergbau in Südostgeorgien – Neue Forschungen zum frühbronzezeitlichen Bergbau in Georgien. In: S. Hansen/A. Hauptmann/I. Motzenbäcker/E. Pernicka (eds.), Von Majkop nach Trialeti – Gewinnung und Verbreitung von Metallen und Obsidian in Kaukasien im 4.-2. Jahrtausend v. Chr. Beiträge des internationalen Symposiums in Berlin vom 1.–3. Juni 2006. Kolloquien zur Vor- und Frühgeschichte 13 (Bonn 2010) 103-138.

Stöllner/Gambashidze 2011

T. Stöllner/I. Gambashidze, Gold in Georgia II: The Oldest Gold Mine in the World. In: Ü. Yalçın (ed.), AnatolianMetal V. Der Anschnitt, Beiheft 24 (Bochum 2011) 187-199.

Stöllner et al. 2012

T. Stöllner/B. Craddock/S. Timberlake/I. Gambashidze, Feuersetzen im frühesten Metallerzbergbau und ein Experiment im frühbronzezeitlichen Goldbergbau von Sakdrissi, Georgien. In: K. Oeggl/V. Schaffer (Hg.), Die Geschichte des Bergbaues in Tirol und seinen angrenzenden Gebieten. Proceedings 6. Milestone-Meeting Klausen 2011 (Innsbruck 2012) 65-77

Stöllner 2013

T. Stöllner, Sakdrissi – das älteste Goldbergwerk der Welt. Blickpunkt Archäologie. Deutscher Verband für Archäologie 1/2014, 94-103.

Stöllner et al. 2014

T. Stöllner, Gold in the Caucasus: New research on gold extraction in the Kura-Araxes Culture of the 4th millennium BC and early 3rd millennium BC. In collaboration with B. Craddock, I. Gambaschidze, G. Gogotchuri, A. Hauptmann, A. Hornschuch,F. Klein, I. Löffler, G. Mindiashwili, B. Murwanidze, S. Senczek, M. Schaich, G. Steffens, K. Tamasashvili, and S. Timberlake. With an appendix of M. Jansen, T. Stöllner, and A. Courcier.In: H. Meller, E. Pernicka, R. Risch (eds.), Metalle der Macht. Tagungen des Landesmuseum s für Vorgeschichte Halle 11 (2014) 71-110.