4
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) შესავალი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) წარმოადგენს ინიციატივების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, უსაფრთხოების სფეროში ნატოს წევრ სახელმწიფოებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებასა და ნატოსთან თავსებადობის ზრდას. SNGP-ის მიზანია ტრანსფორმაციის პროცესების მხარდაჭერა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში, 13 სხვადასხვა მიმართულებით. SNGP ითვალისწინებს სტრატეგიულ დონეზე რეკომენდაციების გაცემასა და თანამშრომლობას, თავდაცვის შესაძლებლობების ზრდას, სხვადასხვა სასწავლო აქტივობებს, მრავალეროვნულ სწავლებებსა და თავსებადობის გაზრდილ შესაძლებლობებს. 2016 წლის შემოდგომიდან, 30-ზე მეტი მრჩეველი ნატო-ს 21 წევრი და პარტნიორი ქვეყნიდან, დამატებითი ცოდნითა რესურსებით აქტიურად მონაწილეობს არსებითი პაკეტის გაძლიერებაში. ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება SNGP-ის თანამშრომლობა ეფუძნება ნატო-საქართველოს ურთიერთობების ხანგრძლივ ისტორიას, რომელსაც საფუძველი1990-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა. ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობა საქართველოსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის კიდევ უფრო გამყარდა სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით, როგორიცაა ნატო-საქართველოს კომისია (NGC), ნატოს სამხედრო კომიტეტისა (MC) და საქართველოს სამუშაო გეგმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისი (NLO), თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდაზე ორიენტირებული პროგრამები და პარტნიორობის სხვადასხვა ფორმატები. გარდა ამისა, ნატო-საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP) ფარგლებში გათვალისწინებულია პრიორიტეტული რეფორმების განხორციელების პროგრესის შეფასება. 2014 წლის სექტემბერში, ნატოს უელსის სამიტზე მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა და მთავრობებმა კიდევ უფრო გააღრმავეს პარტნიორობა, აღიარეს რა საქართველო ხუთიდან ერთ-ერთ სახელმწიფოდ, რომელსაც აქვს უნარი და შესაძლებლობა გააძლიეროს თანამშრომლობა და დიალოგი ალიანსთან. აღნიშნულის შედეგად, ნატოს ლიდერებმა საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) მიანიჭეს. ამ გადაწყვეტილებით ნატოს მეკავშირე სახელმწიფოებმა აღიარეს საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ნატოს ოპერაციებსა და ალიანსის მიზნების განხორციელებაში. კერძოდ, ნატოს მისიებში ავღანეთსა და კოსოვოში, ნატოს ხმელთაშუა ზღვის კონტრ-ტერორისტული საზღვაო სადაზვერვო ოპერაციაში „აქტიური ძალისხმევა“ და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF). SNGP- ის მინიჭებით საქართველო „ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ინიციატივის“ (DCB) უმთავრესი ბენეფიციარი გახდა. აღნიშნული ინიციატივა ემსახურება საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცებას, რაც გულისხმობს ძირითადი ქვეყნებისთვის კონკრეტული მხარდაჭერისა და ღონისძიებების გატარებას. ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია საინფორმაციო ფურცელი ნოემბერი 2016

Substantial NATO-Georgia Package (SNGP) ნატო-საქართველოს ... › nato_static_fl2014 › assets › pdf › ... · ნატო-საქართველოს

  • Upload
    others

  • View
    2

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Substantial NATO-Georgia Package (SNGP) ნატო-საქართველოს ... › nato_static_fl2014 › assets › pdf › ... · ნატო-საქართველოს

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP)შესავალი

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) წარმოადგენს ინიციატივების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, უსაფრთხოების სფეროში ნატოს წევრ სახელმწიფოებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებასა და ნატოსთან თავსებადობის ზრდას. SNGP-ის მიზანია ტრანსფორმაციის პროცესების მხარდაჭერა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში, 13 სხვადასხვა მიმართულებით. SNGP ითვალისწინებს სტრატეგიულ დონეზე რეკომენდაციების გაცემასა და თანამშრომლობას, თავდაცვის შესაძლებლობების ზრდას, სხვადასხვა სასწავლო აქტივობებს, მრავალეროვნულ სწავლებებსა და თავსებადობის გაზრდილ შესაძლებლობებს.

2016 წლის შემოდგომიდან, 30-ზე მეტი მრჩეველი ნატო-ს 21 წევრი და პარტნიორი ქვეყნიდან, დამატებითი ცოდნითა რესურსებით აქტიურად მონაწილეობს არსებითი პაკეტის გაძლიერებაში.

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება

SNGP-ის თანამშრომლობა ეფუძნება ნატო-საქართველოს ურთიერთობების ხანგრძლივ ისტორიას, რომელსაც საფუძველი1990-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა. ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობა საქართველოსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის კიდევ უფრო გამყარდა სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით, როგორიცაა ნატო-საქართველოს კომისია (NGC), ნატოს სამხედრო კომიტეტისა (MC) და საქართველოს სამუშაო გეგმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისი (NLO), თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდაზე ორიენტირებული პროგრამები და პარტნიორობის სხვადასხვა ფორმატები. გარდა ამისა, ნატო-საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP) ფარგლებში გათვალისწინებულია პრიორიტეტული რეფორმების განხორციელების პროგრესის შეფასება.

2014 წლის სექტემბერში, ნატოს უელსის სამიტზე მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა და მთავრობებმა კიდევ უფრო გააღრმავეს პარტნიორობა, აღიარეს რა საქართველო ხუთიდან ერთ-ერთ სახელმწიფოდ, რომელსაც აქვს უნარი და შესაძლებლობა გააძლიეროს თანამშრომლობა და დიალოგი ალიანსთან. აღნიშნულის შედეგად, ნატოს ლიდერებმა საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) მიანიჭეს. ამ გადაწყვეტილებით ნატოს მეკავშირე სახელმწიფოებმა აღიარეს საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ნატოს ოპერაციებსა და ალიანსის მიზნების განხორციელებაში. კერძოდ, ნატოს მისიებში ავღანეთსა და კოსოვოში, ნატოს ხმელთაშუა ზღვის კონტრ-ტერორისტული საზღვაო სადაზვერვო ოპერაციაში „აქტიური ძალისხმევა“ და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF). SNGP- ის მინიჭებით საქართველო „ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ინიციატივის“ (DCB) უმთავრესი ბენეფიციარი გახდა. აღნიშნული ინიციატივა ემსახურება საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცებას, რაც გულისხმობს ძირითადი ქვეყნებისთვის კონკრეტული მხარდაჭერისა და ღონისძიებების გატარებას.

Substantial NATO-Georgia Package (SNGP)

Introduction

The Substantial NATO-Georgia Package (SNGP) is a set of measures and initiatives aimed at strengthening Georgia’s defence capabilities and developing closer security cooperation and interoperability with NATO Members. The SNGP includes support to 13 different areas of the defence and security-related sectors, and across all military services and branches. It involves strategic level advice and liaison, defence capacity-building and training activities, multi-national exercises and enhanced interoperability opportunities. As of Spring 2016, some 20 NATO Members and Partner States have provided generous support to the implementation of the package in the form of expertise and resources.

Deepening NATO-Georgia Cooperation The SNGP is building on a solid foundation of NATO-Georgia cooperation which has grown since the early 1990s. In recent years, this has been strengthened through mechanisms such as the NATO-Georgia Commission, Military Committee with Georgia and NATO Liaison Office, as well as through many capacity-building and partnership programmes. In addition, Georgia and NATO discuss progress in priority reforms in a broad range of areas, through a jointly agreed Annual National Programme. At the NATO Wales Summit in September 2014, Allied Heads of State and Government further deepened this partnership by identifying Georgia as one of five countries eligible for enhanced cooperation and dialogue opportunities with the Alliance, and endorsing the Substantial NATO-Georgia Package. With these decisions, Allies recognised Georgia’s significant contributions to NATO operations and Alliance objectives, such as NATO missions in Afghanistan and Kosovo, the counter-terrorism maritime surveillance operation ‘Active Endeavour’ in the Mediterranean and NATO’s Response Force (NRF). Thanks to the SNGP, Georgia is a primary beneficiary of NATO’s Defence Capacity Building Initiative, set up to project international stability through concrete support and activities with key nations. The SNGP is strengthening Georgia’s ability to ensure security for its people. It is also enhancing Georgia’s participation in future international missions, and its opportunities to contribute to Euro-Atlantic security. In broader terms, the measures constitute another tool to help Georgia advance in its preparations for eventual NATO membership.

ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია

საინფორმაციო ფურცელი

ნოემბერი 2016

Page 2: Substantial NATO-Georgia Package (SNGP) ნატო-საქართველოს ... › nato_static_fl2014 › assets › pdf › ... · ნატო-საქართველოს

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP)

მრავალმხრივი მიდგომა

SNGP მოიცავს პროექტებს 13 სხვადასხვა მიმართულებით როგორც სტრატეგიულ, ასევე ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე. მათ შორისაა სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა, ავიაცია, საჰაერო თავდაცვა, საზღვაო უსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაციები, სპეციალური ოპერაციების ძალები, სამხედრო პოლიცია, კიბერუსაფრთხოება, შესყიდვები და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა. SNGP-ის მსხვილ პროექტებს შორისაა თავდაცვის ინსტიტუციური მშენებლობის სკოლა (DIB), ნატო- საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება.

პროექტებს ხელმძღვანელობენ ჯგუფის ლიდერები და ექსპერტები, რომლებიც გამოცდილების გაზრდისა და რეფორმების წახა ლი-სების მიზნით, თანამშრომლობენ თავდაცვის სამინისტროს, გენე-რა ლური შტაბის შეიარაღებული ძალების და სხვა უწყებების წარმო-მადგენლებთან. SNGP-ის იმპლემენტაციის პროცესს მართავს ნატოს ძირითადი ჯგუფი რომელიც უზუნველყოფს პროექტების კოორდინაციას.

2014-2015 წლებში შეიქმნა SNGP-ით გათვალისწინებული ნატოს ძირითადი ჯგუფი და დაიწყო პროექტების განხორციელება ინტენსიური თანამშრომლობითა და ძირითადი კონცეფციების განვითარებით.

2015 წელს დაფუძნდა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრი JTEC, 2016 წლის მაისიდან კი დაიწყო საბრ ძო - ლო ქვედანაყოფების როტაციული საველე წვრთნები. არსებითი პაკეტის ფარგლებში ნატო-საქართველოს პირველი წვრთნა „Agile Spirit“ 2015 წლის ივლისში ჩატარდა. 2016 წლის ნოემბერში ჩატარდა ნატო- საქარ თველოს სწავლება, რომელიც მოიცავდა ქართული მხარის ხელმ-ძღვა ნელობით კრიზისულ ვითარებაში მრავალეროვნული ბრიგადის შტა-ბის ოპერაციის დაგეგმვასა და აღსრულებას.

მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტები

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC)JTEC წარმოადგენს ნატო-საქართველოს პროექტს, რომელიც პასუხობს საქართველოსა და რეგიონის საჭიროებებს და აძლიერებს არსებულ საწვრთნელ პროგრამებს, პოლიტიკასა და დოქტრინებს. ცენტრის მიზანია გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორი სხვადასხვა საფრთხეების ასაცილებლად, კიდევ უფრო გააუმჯობესოს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატოს მოკავშირე ძალებთან, რაც მათ ოპერაციებში ერთობლივად ეფექტური მუშაობის საშუალებას მისცემს.JTEC-ის დანიშნულებაა ტაქტიკური წვრთნების ჩატარება და მათი შეფასება, ასევე შეიარაღებული ძალების

მართვის პოლიტიკის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა. ნატოსა და რეგიონალური პარტნიორებისთვის უნიკალური საწვრთნელი შესაძლებლობების შეთავაზებით, ცენტრი მიზნად ისახავს რე-გიონალური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძ-ლიერებას. უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ ზემო-აღ ნიშნული გეგმების მიღწევა შესაძლებელია შიდა უწყებების კოორდინაციის ხელშეწყობით, ეროვნული, ორმხრივი და მრა-ვალმხრივი წვრთნების ჩატარებითდა თანამედროვე სასწავლო მეთოდების გამოყენებით. 2016 წლის მაისიდან JTEC-ში და-იწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვე-დანაყოფების როტაციული საველე წვრთნები.

2016 წლის ივლისში ნატოს ვარშავის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით ინტენსიურად გააძლიერონ საქართველოს კრიზისების მართვისა და კონტრ-მობილურობის შესაძლებლობების მხარდაჭერა. სამიტზე ასევე ტრენინგებისა და წვრთნების, სტრატეგიული კომუნიკაციების, საქართველოს საჰაერო თავდაცვისა და დაზვერვის დამატებით მხარდაჭერაზე გამახვილდა ყურადღება. საქართველო უკვე თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ინიციატივის მთავარი მიმღები ქვეყანაა. აღნიშნული ინიციატივა, მნიშვნელოვან ქვეყნებთან კონკრეტული მხარდაჭერითა და ღონისძიებებით, საერთაშორისო სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.SNGP გააძლიერებს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს რათა მან თავად უზრუნველყოს უსაფრთხოება საკუთარი ქვეყნისათვის. ფართო თვალსაზრისით, SNGP წარმოადგენს ეფექტურ მექანიზმს, სხვა მექანიზმებთან ერთად, რაც საქართველოს გააჩნია და რაც მას ეხმარება მოემზადოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებისათვის.

Page 3: Substantial NATO-Georgia Package (SNGP) ნატო-საქართველოს ... › nato_static_fl2014 › assets › pdf › ... · ნატო-საქართველოს

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB)თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა მიზნად ისახავს პროფესიული განვითარების პროგრამებისა და ეფექტური ტრენინგების ინიცირებასა და განხორციელებას. აღნიშნული ინიციატივა ემსახურება ინსტიტუციონალური რეფორმების გატარებას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების სექტორისა და საჯარო სამსახურის ეფექტურ მართვას. DIB სკოლა იქმნება ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის (PDC) ბაზაზე ნატოს პროგრამების მხარდაჭერით, როგორიცაა, მაგალითად, სამხედრო განათლების განვითარების პროგრამა (DEEP) და კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამა (BI).DIB სკოლის სივრცეში საქართველოს და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ღონისძიებები ხელს შეუწყობს თავდაცვის სფეროში გამოცდილებისა და მიღწეული შედეგების გაზიარებას, მათ შორის დისკუსიებს საქართველოს თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის შესახებ. გარდა ამისა, სკოლის მიზანია შიდაუწყებრივი თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება სხვადასხვა საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ.ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებააღნიშნული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ძალების, აღჭურვილობის, მომარაგებისა და ლოგისტიკის გადაადგილებას სამხედრო წვრთნებისა და ტრენინგების, ასევე კრიზისების მართვის ოპერაციებისა და ნატოს სხვა საერთაშორისო ოპერაციების დროს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია 2016 წელს სკანდინავიის თავდაცვის კოლეჯის (NODEFIC) მიერ საქართველოში ჩატარებული ლოგისტიკის კურსი უკრაინელი და ქართველი ლოგისტიკის ოფიცრებისთვის და დამატებით ლოგისტიკის კურსი ბელგიელი და უნგრელი ექსპერტების ხელშეწყობით. ეს ინიციატივა ასევე მხარს უჭერს საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებსა და JTEC-ის სხვა აქტივობებს.სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვააღნიშნული პროექტის ფარგლებში, ნატოსა და საქარ თველოს წარმომადგენლები განიხილავენ და შეიმუშავებენ თავდაცვის სფეროში სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის დოკუმენტებს, დოქტრი-ნებსა და პროცედურებს. ეს ითვალისწინებს საბრძოლო და კრიზი სე-ბის მართვის ოპერაციების, ასევე ერთობლივი და მრავალეროვნული წვრთნების დროს საჭირო ღონისძიებებისა და რესურსების დაგეგმვას. შესაბამისი სემინარების საშუალებით სამხედრო დაგეგმვის პროცესში ჩართული ქართველი ოფიცრები ეცნობიან ნატოს ოპერატიული და-გეგმვის პროცესს.სტრატეგიული კომუნიკაციებიმხარდაჭერის ეს სფერო მიზნად ისახავს სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობის განვითარებას თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში. ზემოაღნიშნული ემსახურება თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის დონის ამაღლებას და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ სათანადო საკომუნიკაციო ღონისძიებების გააქტიურებას შესაბამისი აუდიტორიისთვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მთავრობის უწყებათაშორისი კომუნიკაციის შედეგად, დაიწყო უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება.პაკეტით გათვალისწინებული დანარჩენი პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. ყველა ეს პროექტი ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების, რესურსებისა და საჭიროებების შეფასებას, შესაბამისი დოქტრინების, გეგმებისა და პროცედურების გაწერას; ასევე საქართველოს რეფორმების პრიორიტეტების გათვალისწინებით პრაქტიკული მხარდაჭერის აღმოჩენას კრიტიკულ სფეროებში.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი JTEC-ში, 7-8 სექტემბერი, 2016 წელი.2016 წლის 7-8 სექტემბერს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს მეოთხე ვიზიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრს ესტუმრა ნატოს 28 ქვეყნის და მონტენეგროს მაღალი დონის წარმომადგენლები. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ და დელეგაციის წევრები ინფორმირებული იქნენ თავდაცვის მინისტრის, გენერალური შტაბის უფროსის და JTEC-ის ოფიცრებისგან ცენტრის როლზე, მიღწეულ პროგრესის და მომავალ გეგმების შესახებ. ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს მეოთხე ვიზიტის დროს აგრეთვე ჩატარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის (RSM) მისიაში გასაგზავნი ქვედანაყოფის საჩვენებელი სწავლება.

Page 4: Substantial NATO-Georgia Package (SNGP) ნატო-საქართველოს ... › nato_static_fl2014 › assets › pdf › ... · ნატო-საქართველოს

SNGP პრინციპები

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ნატო-ს ვებსაიტს | http://nato.int/cps/en/natohq/topics_38988.htm

საქართველოს უსაფრთხოების ხედვის მხარდაჭერა: SNGP მხარს უჭერს საქართველოს თავ-დაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესს; მათ შორისაა საბრძოლო მზადყოფნაში მყო-ფი შეიარაღებული ძალები, თავდაცვის მართვის გაძლიერებული სისტემა, რომელიც ვითარდება უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. SNGP ეფუძნება არსებულ ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებზე და თავსებადია ეროვნულ სტრატეგიებთან, რეფორმებთან და პრიორიტეტებთან. პაკეტის მიზანია მდგრადი, ინსტიტუციონალური და გრძელვადიანი სარგებელი მოუტანოს თავდაცვის სისტემას, ასევე გააძლიეროს ქვეყნის უსაფრთხოების შესაძლებლობები.

შესაძლებლობების განვითარების გაუმჯობესება: SNGP ეფუძნება ნატოს მრავალწლიან მხარდაჭერას, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა პროგრამებით: სამხედრო განათლების განვითარების პროგრამა (DEEP), პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP), კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამა (BI) და დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი პარტნიორობა მშვიდობისათვის (PfP) ფორმატის ფარგლებში.

რეფორმების მხარდაჭერა: SNGP თავისი შინაარსით ავსებს და აძლიერებს ნატოს მხარდაჭერას სხვადასხვა რეფორმების განხორციელებაში პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, რესურსების, უსაფრთხოებისა და საკანონმდებლო მიმართულებით, როგორც ამას ითვალისწინებს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP), დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი (PARP) და ნატო-საქართველოს სამხედრო სამუშაო გეგმა (Military Work Plan).

თავდაცვის შესაძლებლობებისა და მზადყოფნის გაძლიერება: SNGP აძლიერებს საქართველოს შესაძლებლობებს ეფექტურად გაუმკლავდეს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, მათ შორის გააუმჯობესოს კრიზისებისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს სიტუაციების მართვა.

რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობა: SNGP მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობის გაუმჯობესების საქმეში, რაც შავი ზღვის რეგიონში თავდაცვის სფეროში თანამ-შრომლობის განმტკიცებით და რეგიონალური დიალოგისა და მშვიდობის მხარდაჭერით მიიღწევა.

თავსებადობის გაუმჯობესება: SNGP ეხმარება საქართველოს ჩამოაყალიბოს ნატოს მოთხოვნების შესაბამისი სამხედრო დანაყოფები, რომლებიც მოკავშირე ძალებთან ერთად განახორციელებენ ოპერაციებს უსაფრთხოების საერთო გამოწვევების საპასუხოდ.

მისია

SNGP-ის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ძირითადი ჯგუფი მოწოდებულია ითანამშრომლოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ექსპერტებთან, რაც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მოკავშირე ძალებთან მათი თავსებადობის ამაღლებას და ქვეყნის საბოლოო მომზადებას ნატოს წევრობისთვის.

SNGP Principles

Mission Statement The SNGP Implementation Team is committed to working with Georgian decision-makers in the defence and security-related sector to implement a package of initiatives that improve Georgia’s defence capabilities, enhance its interoperability with Allied forces, and advance its preparations for eventual NATO membership.

Supporting Georgia’s Security Vision: The SNGP supports Georgia’s vision of defence transformation, including a combat-ready Armed Forces and enhanced defence management system, on its journey towards improved security, stability and prosperity. The SNGP is building on existing infrastructure and capabilities, and is compatible with national strategies, reforms and priorities. It is designed to bring sustainable, institutionalised and long term benefits to the country’s security capabilities, and management and accountability systems. Building on Capacity-Building Experience: The SNGP is building on several years of NATO capacity building assistance provided through the Defence Education Enhancement Programme, Professional Development Programme and Building Integrity Programme, as well as the Partnership for Peace’s Planning and Review Process (PARP). Bilateral cooperation between Georgia and Allied Member states has also been significant. All these initiatives have strengthened defence education and capacity in many areas, including the democratic management of security sector institutions. Supporting Broader Reforms: The SNGP is complementing NATO support to broad reforms in the political, economic, defence, resource, security and legal arenas, as outlined in the Annual National Programme, as well as other agreed goals for defence transformation under the Planning and Review Process and the Military Committee with Georgia Work Plan. Strengthening Defence Capabilities and Preparedness: The SNGP is strengthening Georgia’s ability to react effectively to a range of security threats and challenges including disaster management. Promoting Regional Stability: The SNGP aims to contribute to improved regional stability through bolstering defence cooperation in the wider Black Sea region and supporting regional dialogue and peace. Advancing Interoperability: The SNGP is helping Georgia build deployable units which operate according to NATO standards and which can continue to serve effectively alongside Allied Forces in operations that address shared security challenges.

For more on NATO-Georgia Relations, go to http://nato.int/cps/en/natohq/topics_38988.htmNATO Public Diplomacy Division (PDD) – Press & Media Section

Tel: +32 (0)2 707 5041 E-mail: [email protected] Follow us @NATOpress