12
გზა ფერმერობისკენ ხეხილოვანი კულტურები vazi Vitis ვაზი საქართველოში და მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული კულტურაა. მის სამშობლოდ საქართველოა აღიარებული. პირველი ცნობები, ვაზის საქართველოში კულტივირების შესახებ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-V ათასწლეულით თარიღდება. მცენარის გვარი ვაზისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მისი ნაყოფი - ყუ- რძენი მოიხმარება როგორც ხილი, ასევე, მისგან მზადდება: ღვინო, მურაბა, ყურძნის თესლის ექსტრაქტი, ქიშმიში, ძმარი, ყურძნის ზეთი. ყურძენი არის არაკლიმაქტერიული ხილი, ძირითადად იზრდება მტევნებად. მცენარის აგებულება ბოტანიკური დახასიათება ვაზი უმთავრესად, თბილი და ზომიერი ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. ბუ- ნებრივად მოზარდი ვაზი მხვიარაა, აქვს ყავისფერი ქერქი. ვეგეტაციის პერიოდ- ში, ვაზის ყლორტზე წარმოიქმნება დამატებითი ყლორტი ანუ ნამხარი, რომელიც შედარებით სუსტად იზრდება. ულვაში ანუ პწკალი (ვაზის თვითდამაგრების სა- შუალება) ყლორტზე, ფოთლის მოპირდაპირე მხარეს მესამე-მეხუთე მუხლიდან ვითარდება. ვაზის ფოთოლი მომრგვალო, ოვალური, გულისმაგვარი ან კვე- რცხისებრია. დაუნაკვთავია ან 3-5 ნაკვთიანი, იშვიათად - მრავალნაკვთიანიც (შასლა ოხრახუშისებრი); ფოთლის ფირფიტისა და ყუნწის ამონაკვთები ღია ან დახურულია და მრავალი გარდამავალი ფორმა აქვს. ყვავილის ნაწილებია: ჯამი, გვირგვინის ფურცლები, მტვრიანები და ბუტკო. ჯამი განუვითარებელია, გვირგვი- ნი - ხუთფურცლიანი, მტვრიანა ძირითადად ხუთი აქვს. ვაზის ნაყოფი ორბუდიანია - წვნიანი, სხვადასხვა ფერის მარცვლით. ვაზი ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი აგვისტო-ოქტომბერში მწიფდება. თბილი, ზომიერი და კონტინენტური ჰავის პირობებში, ვაზის სასიცოცხლო ციკ- ლი პასიურ და აქტიურ ხანად იყოფა. პასიური ხანა ფოთლების დაცვენით იწყება და ადრე გაზაფხულზე ვაზის გაღვიძებით მთავრდება. აქტიურ ხანად ითვლება მცენარეში წვენის მოძრაობის დაწყება, რომელიც შემოდგომაზე ფოთოლცვენით მთავრდება. აქტიურ ხანაში, ანუ ვეგეტაციის პერიოდში, 6 ფაზაა - „ვაზის ტირილი- დან“ კვირტის გაშლამდე პერიოდი; კვირტის გაშლიდან ყვავილობამდე პერიო- დი; ვაზის ყვავილობა; ნაყოფის გამოხორბვლიდან მომწიფებამდე პერიოდი; სიმ- წიფე და ფოთოლცვენა. აგროტექნიკა ნიადაგის შერჩევა ვაზის კულტურისათვის საუკეთესოა საშუალო ტექსტურისა და კარგი დრენაჟის მქონე ნიადაგი. თუმცა, ის კარგად ხარობს მძიმე ნიადაგებზეც. მსუბუქ ნიადაგში წყლისა და საკვები ნივთიერებების ნაკლებობის გამო, ვაზის განვითარება შენე- ლებულია. კლდიან ნიადაგში ვაზის ფესვებს ჩაღწევა უძნელდება და მცენარეს დამაგრება უჭირს. ვენახის გასაშენებლად ადგილის მომზადება ერთი წლით ადრე იწყება. ამ დროისათვის, საჭიროა ნიადაგის ანალიზის ჩატარება, რათა მის საფუძველზე მოხდეს მიკრო და მაკრო ელემენტების, ნიადაგის მარილიანობისა და არის რე- აქციის კორექტირება. ვაზის გასხვლა ქვედა ორ კვირტზე

vazi - Agronavt | Agronavt

  • Upload
    others

  • View
    2

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: vazi - Agronavt | Agronavt

-204- გზა ფერმერობისკენ

ხეხილოვანი კულტურები

vazi

Vitis ვაზი საქართველოში და მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული კულტურაა. მის სამშობლოდ საქართველოა აღიარებული. პირველი ცნობები, ვაზის საქართველოში კულტივირების შესახებ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-V ათასწლეულით თარიღდება. მცენარის გვარი ვაზისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მისი ნაყოფი - ყუ-რძენი მოიხმარება როგორც ხილი, ასევე, მისგან მზადდება: ღვინო, მურაბა, ყურძნის თესლის ექსტრაქტი, ქიშმიში, ძმარი, ყურძნის ზეთი. ყურძენი არის არაკლიმაქტერიული ხილი, ძირითადად იზრდება მტევნებად.

მცენარის აგებულება

ბოტანიკური დახასიათება

ვაზი უმთავრესად, თბილი და ზომიერი ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. ბუ-ნებრივად მოზარდი ვაზი მხვიარაა, აქვს ყავისფერი ქერქი. ვეგეტაციის პერიოდ-ში, ვაზის ყლორტზე წარმოიქმნება დამატებითი ყლორტი ანუ ნამხარი, რომელიც შედარებით სუსტად იზრდება. ულვაში ანუ პწკალი (ვაზის თვითდამაგრების სა-შუალება) ყლორტზე, ფოთლის მოპირდაპირე მხარეს მესამე-მეხუთე მუხლიდან ვითარდება. ვაზის ფოთოლი მომრგვალო, ოვალური, გულისმაგვარი ან კვე-რცხისებრია. დაუნაკვთავია ან 3-5 ნაკვთიანი, იშვიათად - მრავალნაკვთიანიც (შასლა ოხრახუშისებრი); ფოთლის ფირფიტისა და ყუნწის ამონაკვთები ღია ან დახურულია და მრავალი გარდამავალი ფორმა აქვს. ყვავილის ნაწილებია: ჯამი, გვირგვინის ფურცლები, მტვრიანები და ბუტკო. ჯამი განუვითარებელია, გვირგვი-ნი - ხუთფურცლიანი, მტვრიანა ძირითადად ხუთი აქვს. ვაზის ნაყოფი ორბუდიანია - წვნიანი, სხვადასხვა ფერის მარცვლით. ვაზი ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი აგვისტო-ოქტომბერში მწიფდება.

თბილი, ზომიერი და კონტინენტური ჰავის პირობებში, ვაზის სასიცოცხლო ციკ-ლი პასიურ და აქტიურ ხანად იყოფა. პასიური ხანა ფოთლების დაცვენით იწყება და ადრე გაზაფხულზე ვაზის გაღვიძებით მთავრდება. აქტიურ ხანად ითვლება მცენარეში წვენის მოძრაობის დაწყება, რომელიც შემოდგომაზე ფოთოლცვენით მთავრდება. აქტიურ ხანაში, ანუ ვეგეტაციის პერიოდში, 6 ფაზაა - „ვაზის ტირილი-დან“ კვირტის გაშლამდე პერიოდი; კვირტის გაშლიდან ყვავილობამდე პერიო-დი; ვაზის ყვავილობა; ნაყოფის გამოხორბვლიდან მომწიფებამდე პერიოდი; სიმ-წიფე და ფოთოლცვენა.

აგროტექნიკა

ნიადაგის შერჩევა

ვაზის კულტურისათვის საუკეთესოა საშუალო ტექსტურისა და კარგი დრენაჟის მქონე ნიადაგი. თუმცა, ის კარგად ხარობს მძიმე ნიადაგებზეც. მსუბუქ ნიადაგში წყლისა და საკვები ნივთიერებების ნაკლებობის გამო, ვაზის განვითარება შენე-ლებულია. კლდიან ნიადაგში ვაზის ფესვებს ჩაღწევა უძნელდება და მცენარეს დამაგრება უჭირს.

ვენახის გასაშენებლად ადგილის მომზადება ერთი წლით ადრე იწყება. ამ დროისათვის, საჭიროა ნიადაგის ანალიზის ჩატარება, რათა მის საფუძველზე მოხდეს მიკრო და მაკრო ელემენტების, ნიადაგის მარილიანობისა და არის რე-აქციის კორექტირება. ვაზის გასხვლა ქვედა ორ კვირტზე

Page 2: vazi - Agronavt | Agronavt

-205-გზა ფერმერობისკენ

ხეხილოვანი კულტურები

ვაზის ნერგი

მიწის მომზადებისათვის აუცილებელია ნიადაგის დრენაჟის სისტემის გაუმჯო-ბესება და საჭიროების შემთხვევაში pH-ის დონის კორექტირება (შესაძლებელია ნიადაგის PH-ის შემცირება ელემენტარული გოგირდით ან გაზრდა - კირქვის და-მატებით). ვაზისთვის ოპტიმალურია - pH ფესვთა მთლიანი ზონისთვის 6.5±0.5, ხოლო ნიდაგის ჰუმუსი - 3%-ის ფარგლებში.

სარგავი მასალის შერჩევა

დასარგავად უნდა გამოვიყენოთ კომერციული სანერგიდან შეძენილი ერთწ-ლიანი, კარგად დაფესვიანებული, 30 სმ სიმაღლისა და 8 მმ დიამეტრის მქონე ნე-რგი. ნერგი უნდა იყოს სწორი, მექანიკური დაზიანებისა და პათოგენების გარეშე. დარგვის ოპტიმალური დრო ადრე გაზაფხულია (მარტის ბოლო-აპრილის დასა-წყისი), როდესაც მიწის ტემპერატურა 5 გრადუსამდეა გამთბარი. ხელით დარგვის შემთხვევაში, ორმოების დიამეტრი უნდა იყოს 45-50 სმ, სიღრმე კი 30-40 სმ.

მყნობის ადგილი უნდა იყოს მიწის ზედაპირიდან 5 სმ-ით მაღლა. დარგვისას, მცენარე ისე უნდა გადავჭრათ, რომ შტამბზე 2-3 ძლიერი კვირტი დარჩეს. იმისათ-ვის, რომ ხელი შევუწყოთ დარგული მცენარის მაქსიმალურ ზრდას, უნდა მოხდეს ახლად დარგული მცენარის მორწყვა და სარეველების კონტროლი. მცენარეს პირველ წელს უნდა მოვაცილოთ ყველა ყვავილი.

საყრდენი სისტემა და სხვლა-ფორმირება

ვენახში, საყრდენი სისტემა, ვაზის დარგვის შემდეგ ძალიან მალე უნდა მოე-წყოს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ვაზის ვერტიკალური ზრდის უზრუნვე-ლყოფა.

საქართველოში გასხვლა-ფორმირების მრავალი მეთოდი არსებობს, მათგან ყველაზე მეტად გავრცელებული «გუიოს» და «ორმხრივი გუიოს» გამოყვანა.

ახალგაზრდა ვაზი ადრე გაზაფხულზე ისხვლება. დარგვიდან მეორე წელს ვაზს ვსხლავთ კარგად განვითარებულ ქვედა ორ კვირტზე, ვაძლევთ თავისუფალი ზრდის საშაულებას. ზაფხულის განმავლობაში მას გაფურჩქვნა და წვერების წაჭ-რა არ სჭირდება. შემდეგი გასხვლის დროს შევარჩევთ უფრო სწორად განვითა-რებულ რქას და ვსხლავთ 3-4 კვირტზე. ოთხივე კვირტის განვითარების შემთხვე-ვაში, მწვანე ოპერაციის დროს, ვაცლით ქვედა ორ ყლორტს, ზედა ყლორტებს კი ვტოვებთ. წვეროებს არც ამ წელს ვაჭრით. მესამე წელს ვაზი, ფორმირების წესის მიხედვით, შეიძლება გაისხლას შტამბის გამოსაყვანად, რისთვისაც ვარჩევთ კა-რგად განვითარებულ რქას და ვსხლავთ შტამბის სიმაღლეზე. თუ ვაზი სუსტია, შტამბის გამოყვანა შემდეგი წლისთვის უნდა გადაიდოს. შტამბის გამოყვანის შე-მდეგ, ვტოვებთ ორ რქას, ერთს ვსხლავთ მოკლედ - 2-3 კვირტზე. ამ რქას ეწოდე-ბა ნეკი ან სამამულე, რადგან მასზე უნდა განვითარდეს სამომავლო ფორმირების ელემენტები, ხოლო მეორე რქას ვსხლავთ გრძლად - 8-10 კვირტზე, მას ეწოდება სანაყოფე, რადგან იგი ძირითადად ნაყოფის მომცემი რქაა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჭრილობების ცალ მხარეს მოქ-ცევას წვენის შეუფერხებელი მოძრაობისთვის. ამისათვის საჭიროა, სამამულეზე დატოვებული ქვედა კვირტი ყოველთვის ერთსა და იმავე მიმართულებით იყოს მოქცეული (ორმხრივი გუიოს დროს სასურველია, მიმართული იყოს შიგნით). ორ კვირტზე გასხვლის დროს ამის შესაძლებლობა ყოველთვის არ იქნება, რადგან ზოგჯერ რქა მოწინააღმდეგე მხარეს იმყოფება. ამიტომ, სამამულე რქა უნდა გავ-სხლათ 3 კვირტზე და ქვედა კვირტი "დავაბრმაოთ".

ვაზის დაუზიანებელი გასხვლა შეიძლება ზამთარ-ზაფხულის განმავლობაში, ზამთრობით - ფოთლის ჩამოცვენიდან 2 კვირის შემდეგ, გაზაფხულზე - კვირტე-ბის დაბერვამდე. ვაზის ინდივიდუალური საყრდენი

ვაზის გასხვლა

Page 3: vazi - Agronavt | Agronavt

-206- გზა ფერმერობისკენ

ხეხილოვანი კულტურები

ვენახის განოყიერება

ვაზის დარგვის დროს რეკომენდებული არ არის აზოტისა (N) და კალიუმის (K), შეტანა, რადგან მან შეიძლება ვაზის ფესვები დააზიანოს. დარგვის დროს, სასუ-რველია ორმოებში 100 გრ-ის ოდენობით ფორსფორის ჩაკეთება (იმ შემთხვევა-ში, თუ ნიადაგში მისი ნაკლებობა გამოიკვეთა).

სხვა სახის სასუქების შეტანა უნდა მოხდეს მხოლოდ დარგვიდან ერთი თვის შემდეგ და გარკვეული რეკომენდაციებისა და სქემის დაცვით. კერძოდ: სასუქის შეტანა დასაშვებია ვაზის ნერგიდან 60-სმ-ის რადიუსში, 225 გრ ოდენობითა და შემდეგი სქემით 8-14-14 (N-P2O5-K2O). სასუქების განმეორებით შეტანა, ასეთივე დოზით, უნდა მოხდეს ივნისში.

X ვაზის ფოთოლში მაკრო და მიკრო ელემენტების ოპტიმალური დონე.

მიკრო და მაკრო ელემენტები სასურველი დონე

აზოტი (N) 1.6-2.7 %

ფოსფორი (P) 0.14-0.55 %

კალიუმი (K) 0.65-1.30 %

კალციუმი (Ca) 1.20-2.20 %

მაგნიუმი (Mg) 0.16-0.55 %

ნატრიუმი (Na) 0-2500 ppm

მანგანუმი (Mn) 10-250 ppm

რკინა (Fe) 60-200 ppm

სპილენძი (Cu) 3-20 ppm

თუთია (Zn) 15-50 ppm

ბორი (B) 15-80 ppm

ვენახის ასაკისასურველი დონე

N P2O5 K2O

მე-2 წელი 110-190 35-50 51-83

მე-3 წელი 192-240 70-100 92-115

X მაკრო და მიკრო ელემენტების საჭირო რაოდენობა, ვენახის მსხმოიარობაში შესვლამდე 1 ჰექტარზე 5000 მცენარის შემთხვევაში.

მაკრო ელემენტების შეთვისება (კგ/ჰა/ 20 ტონა ყურძნის წარმოების შემთხვევაში)

N P2O5 K2O MgO CaO

160 60 190 48 360

მიკრო ელემენტების შეთვისება (კგ/ჰა/ 20 ტონა ყურძნის წარმოების შემთხვევაში)

Fe Mn Zn Cu B

895 630 470 730 180

X მაკრო და მიკრო ელემენტების საჭირო რაოდენობა მსხმოიარე ვენახში 1 ჰექტარზე 5000 მცენარის შემთხვევაში.

ცოლიკოური

Page 4: vazi - Agronavt | Agronavt

-207-გზა ფერმერობისკენ

ხეხილოვანი კულტურები

ქისი

საქართველოში არსებული ვაზის სამრეწველო ჯიშები

რქაწითელი

გავრცელებულია კახეთის რეგიონში. გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნო-ლოგიური მახასიათებლებით: ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო სიმწიფი-საა; სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის შუა რიცხვებიდან (კახეთში) ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე (ქართლში); ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-24,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,0-8,0გ/ლ-ს.

ქისი

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, გავრცელებულია აღმოსავლეთ სა-ქართველოში. საშუალო პერიოდისაა. რამდენიმე წლის წინ ჯიშს გადაშენება ემუქრებოდა, ხოლო ამჟამინდელი მდგომარეობით იგი უკვე იქცა ერთ-ერთ მნიშ-ვნელოვან ყურძნის ჯიშად. საუკეთესო მიკროზონებია: თელავის, ყვარლისა და ახმეტის რაიონები. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავი-ანობა - 7,7-8,5 გ/ლ-ს.

მწვანე კახური

გავრცელებულია კახეთის რეგიონში. მწვანე მაღალხარისხოვანი საღვინე ჯი-შია. საშუალო სიმწიფის პერიოდისაა, სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,0-7,8 გ/ლ-ს.

ხიხვი

გავრცელებულია კახეთის რეგიონში. საშუალო პერიოდისაა, მწიფდება სექტე-მბრის შუა რიცხვებში, ოქტომბრის მეორე ნახევარში. ხიხვიდან დამზადებული კლასიკური ტიპის ღვინო ხასიათდება მინდვრის ყვავილების სურნელით.

ხიხვს, სხვა ჯიშებთან ერთად, წარმატებულად აყენებენ ტრადიციული ტექნო-ლოგიით. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 23,0-24,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,5 გ/ლ-ს.

ჩინური

ფართოდაა გავრცელებული ქართლში. საგვიანო პერიოდის და საკმაოდ უხვ-მოსავლიანი ჯიშია. მისგან დგება ნაზი მომწვანო-ჩალისფერი ცქრიალა ღვინო. ხასიათდება პიტნისა და პანტა მსხლის არომატით. ყურძენი მწიფდება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17,0-20,5%-ს, ხოლო მჟავი-ანობა - 9,0-10,0 გ/ლ-ს.

გორული მწვანე

გავრცელებულია ქართლში, საგვიანო ჯიშია. ყურძენი სქელკანიანია, საკ-მაოდ წვნიანი და ხორციანი. მწიფდება ოქტომბრის პირველ ნახევარში. მაღა-ლხარისხოვნი საღვინე ჯიშია, იყენებენ ევროპული, სადესერტო და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. გავრცელებულია უმეტესად ქართლში, მცირე რაო-დენობით კახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის გარკვეულ რაიონებში.

გორული მწვანისგან დგება ცოცხალი და ხალისიანი ღვინოები მინდვრის ყვა-ვილისა და თაფლის სურნელებით. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 21,6-22,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 9,1-10,0 გ/ლ-ს.

მწვანე კახური

რქაწითელი

თავკვერი

Page 5: vazi - Agronavt | Agronavt

-208- გზა ფერმერობისკენ

ხეხილოვანი კულტურები

ხიხვი

ცოლიკოური

იმერეთის გარდა, გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში. ფართობის მიხედვით, რქაწითელის შემდეგ მეორე ადგი-ლი უკავია საქართველოში. გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლებით. ჯიში საგვიანო სიმწიფისაა, ყურძენი ოქტომბრის მეორე ნახე-ვრიდან მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-25,0%-ს, ხოლო მჟავია-ნობა - 7,5-9,5 გ/ლ-ს.

ციცქა

გავრცელებულია იმერეთში. მაღალხარისხიანი საღვინე, საგვიანო სიმწიფის ჯიშია. იმერეთის რაიონებში სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მეორე ნახევრი-დან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 18,0-25,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,9-10,5 გ/ლ-ს.

ოჯალეში

ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია სამეგრელოს რეგი-ონში. გვიანი პერიოდისაა. შაქრიანობა მერყეობს 21,2 -დან 24,3 % მდე, მჟავიანო-ბა - 7-9 %-ია.

საფერავი

ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. წარმოშობით სამხრეთ საქართვე-ლოდანაა, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებულია კახეთში. გავრცელებულია მრგვალმარცვალა და გრძელმარცვალა საფერავი – ერთი ჯიშიდან წამოსული ორი სახეობა. ერთმანეთისგან მხოლოდ მარცვლის ფორმით განსხვავდება. მზადდება მაღალხარისხიანი კლასიკური და ტრადიციული ტიპის ღვინოები, დაძველების დიდი პოტენციალით. ასევე, გამოიყენება ნახევრადტკბილი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლად. საფერავი შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ დიდი პოტენციალის მქონე ვაზის ჯიშად, რომელიც საკმაოდ დიდ ყურა-დღებას იმსახურებს უცხოელების მხრიდან.

საფერავი

ოჯალეში

ციცქა უსახელაური

Page 6: vazi - Agronavt | Agronavt

-209-გზა ფერმერობისკენ

ხეხილოვანი კულტურები

ჩინურიგორული მწვანე

ალექსანდროული

მუჯურეთული

ჩხავერი

თავკვერი

წითელი აბორიგენული ყურძნის ჯიშია. გავრცელებულია ქართლის რაიონში. ზრდის სიძლიერე საშუალოა. სხვა, ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით, ადვი-ლად უძლებს ყინვას. აქვს საშუალო ზომის, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის მტევანი და მომრგვალო, მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის მარცვალი. საგვიანო პერიოდის ჯიშებს განეკუთვნება, მწიფდება ოქტომბრის პირველ ნახევა-რში. ყურძნის შაქრიანობაა 19-21%, მჟავიანობა - 7,5-8,5 %.

ალექსანდროული

წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ძირითადად, გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში. საშუალოზე გვიანი პერიოდის. იზრდება საშუალო ინტენსივობით. მაღალი გამ-ძლეობა აქვს ნაცრისა და ფილოქსერას მიმართ. ყურძენი, რაჭის პირობებში, მა-ღალი შაქრიანობით (27%-მდე) ხასიათდება.

მუჯურეთული

ქართული წითელყურძნიანი, აბორიგენული საღვინე ვაზის ჯიშია. ხარობს დასა-ვლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ამბროლაური-ცაგერის რაიონებში. ზრდის სიძლიერე საშუალოა. არის გვალვაგამძლე. აქვს საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომის ცილინდრულ-კონუსური მტევანი და ოვალურ-კვერცხისებური, მუქი იისფერი შეფერილობის მარცვალი. შაქრიანობა - 25-30% , მჟავიანობა - 6-7%. მუ-ჯურეთული, ალექსანდროულთან ერთად, განკუთვნილია მაღალხარისხოვანი ნახევრად ტკბილი ღვინის ”ხვანჭკარას” დასამზადებლად.

უსახელაური

წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ძირითადად, გავრცელებულია ლეჩხუმში, ცაგე-რის რაიონში. გვიანი პერიოდისაა, საკმაოდ მცირემოსავლიანი. საქართველოში უსახელაურს სულ 60,3 ჰექტარი უჭირავს. ამ ფართობიდან 55,4 ჰექტარი მარტო ცაგერისა და ამბროლაურის რაიონზე მოდის, იმერეთში უსახელაური 3,42 ჰექტა-რამდე ფართობზეა გაშენებული: ხოლო საქართველოს სხვა რაიონებში 1,45 ჰექტარზე.

Page 7: vazi - Agronavt | Agronavt

-210- გზა ფერმერობისკენ

ხეხილოვანი კულტურები

ვაზის დაკუტვა

ბაქტერიული კიბო

ვაზის ფიტოპლაზმური დაავადება

ვაზის ინფექციური ქლოროზი

ყურძნის თეთრი სიდამპლე

ყურძნის შავი სიდამპლე

ჩხავერი

ქართული ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია. ძირითადად, გავრცელებულია გურიის რეგიონში. საგვიანო პერიოდისაა, მოსავლის აღება ხდება ნოემბერში. მისი შაქრიანობა 22 % -ზე მეტია. ყინვაგამძლეობის თვალსაზრისით, საქართვე-ლოში ერთ-ერთი პირველია. მისგან დამზადებული ღვინო გამოირჩევა მაღალი ალკოჰოლით, ატმისა და თეთრი ხილის სურნელით.

მავნებლები და დაავადებები

ვაზის ჭრაქი

აავადებს ყლორტებს, ფოთლებს, ყვავილებს, მკვახე და მწიფე ნაყოფებს. და-ავადებულ ორგანოებზე ჩნდება ყვითელი ლაქები, რომლებიც შემდეგ ყავისფე-რდება. ლაქის ქვედა მხარეს ვითარდება თეთრი ფიფქი, ფოთლები ხმება, ყლო-რტები გამოშრება ადვილად იმტვრევა, ყინვაგამძლეობას კარგავს, ყვავილები ხმება, მკვახე ნაყოფი – ფიფქით იფარება, ყავისფერდება და ჭკნება. მწიფე მა-რცვლები ყავისფერდება, შავდება, მაგრამ არ ცვივა. მტევანი ზედაა შერჩენილი ყლორტებზე.

ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლე

აავადებს თითქმის ყველა მიწისზედა ორგანოს, განსაკუთრებით საშიშია მტე-ვანზე. ჩნდება ყავისფერი ლაქები მაღალი ნაცრისფერი ფიფქით. ნაყოფი ლპება. დაავადება შეიძლება განვითარდეს შენახვის პერიოდშიც.

ნაცარი

აავადებს ყლორტებს, ფოთლებს, ყვავილებს, ნაყოფებს. დაავადებულ ორგა-ნოებზე ვითარდება ნაცრისფერი ფიფქი, შემდეგ კი ფიფქზე შავი წერტილები წა-რმოიქმნება. ყლორტები უხეში, მყიფე ხდება, ნაყოფი ნაცრისფერი ფიფქით იფა-რება, შავდება და ცვივა. მწიფე ნაყოფი ცალ მხარეს სკდება ზოლად და მოჩანს წიპწა.

ანთრაქნოზი

ავადდება ყვავილები, ფოთლები, ნაყოფი, ყლორტი. წარმოიქმნება ჩაზნექი-ლი დამწვრისებური მოყავისფრო-მოშავო ლაქები მუქი არშიით. ლაქებზე შავი წერტილებია. ყლორტზე ზოგჯერ ლაფანი იშლება, ფოთოლზე ლაქის ადგილები ვარდება, ნაყოფი მაინც მწიფდება.

Page 8: vazi - Agronavt | Agronavt

-211-გზა ფერმერობისკენ

ხეხილოვანი კულტურები

ფოთლების დახვევაბაქტერიული ნეკროზი მუხლთაშორისების დამოკლება ანუ მარაოსებრი გადგვარება

ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლე

ნაცარი

ვაზის ჭრაქი

თეთრი სიდამპლე

აავადებს რქას, მტევანს, მარცვალს, რქას. ხელს უწყობს სეტყვა.ფოთლის ფირ-ფიტაზე ჩნდება ყავისფერი ლაქები და პიკნიდიუმებით იფარება. ტოტებზე დიდი თეთრი ლაქებია, ლაქის ადგილას ქსოვილი იშლება. მტევნის ლპობა წვეროდან იწყება, ხშირად მხოლოდ ნახევარი მტევანი ავადდება. მარცვალი ჯერ ყავის-ფერია, სავსე, გათუთქულს ემსგავსება, შემდეგ ჭკნება და შრება. დაავადებული ადგილები იფარება თეთრი წერტილოვანი პიკნიდიუმებით. თუ სიდამპლე ნესტი-ან პირობებში ხდება, მაშინ წერტილები ყავისფერია.

შავი სიდამპლე

ავადდება ძირითადად მარცვალი. იგი შრება, მუმიფიცირდება, აქვს მოშა-ვო-მოლურჯო ფერის წერტილები. ავადდება შეთვალვისას, მას ხელს უწყობს ყუ-რძნის ჭია.

მუხლთაშორისების დამოკლება ანუ მარაოსებრი გადაგვარება

მუხლთასორისები მოკლდება, ძარღვების დაზიანების გამო ფოთოლი დეფო-რმირდება და მარაოსებურად ეხვევა. გადააქვთ ნემატოდებს.

ვაზის დამბლა ანუ ზაფხულის ხმელა

ინფექცია შტამბის გულში იჭრება და იწვევს მერქნის ლპობას. დაავადება ფოთ-ლებზე ვლინდება დიდი ყვითელი ლაქების სახით. მარცვალი ჭკნება. ვაზი ხმება.

არმილარიოზი

ავადდება ჯერ ცენტრალური, შემდეგ კი პერიფერიული ფესვები. სიდამპლეს იწვევს ქუდიანი სოკო Armilaria mellea (მანჭკვალა). მცენარე ზრდაში ჩამორჩება, მუხლთაშორისები მოკლდება, ფესვი ლპება.

ფომოპსისი

შავი ლაქიანობა. საკარანტინოა. Aავადდება ყველა მწვანე ორგანო, რომლებ-ზეც მოწითალო-ყავისფერი ლაქებია შავი პიკნიდიუმებით.

ალტერნარიოზი (მურა ლაქიანობა)

ავადდება ძირითადად ფოთლები და ყლორტები, რომლებზეც წარმოიქმნება ღია ფერის ლაქები, შემდეგ კი თანდათან მუქდება, ივითარებს ფიფქს და ფოთო-

Page 9: vazi - Agronavt | Agronavt

-212- გზა ფერმერობისკენ

ხეხილოვანი კულტურები

ანთრაქოზი

არმილარიოზი

ფომოპსისი

ვაზის დამბლა ანუ ზაფხულის ხმელა

ლი მურა ფერის ხდება. ნაყოფის დაავადების შემთხვევაში მარცვლებზე მურა ფე-რის ფიფქი ვითარდება.

ბაქტერიული კიბო

აავადებს შტამბს, ღეროს. იჭრება დაზიანებული ადგილებიდან ვითარდება კოჟრები, რომელთა შეერთებისას კანი აიყრება და ღერო შიშვლდება. შედეგად, ვაზი ხმება.

ვაზის ფიტოპლაზმური დაავადება

ვაზის თეთრყურძნიან ჯიშებზე ფოთლები ყვითლდება, წითელზე კი - წითლდე-ბა, ვაზი კნინდება და დროთა განმავლობაში ხმება. დაავადება გადააქვთ ჭიჭი-ნობელებს.

ბაქტერიული ნეკროზი, ბაქტერიული ლაქიანობა, პირსა

სამივე დაავადება საკარანტინოა! ბაქტერიული ნეკროზის დროს ფოთლებზე და ყლორტებზე ვითარდება მოწითალო-ყავისფერი ლაქები. ჩნდება წყლულები, ყვავილები შავდება და ხმება; ბაქტერიული ლაქიანობის დროს,ფოთოლზე ვითა-რდება მრავალრიცხოვანი ყვითელი ლაქები, მარცვლები მცირე ზომისაა; პირსა ფოთოლსა და ყლორტზე წარმოქმნის ყვითელ და ყავისფერ ლაქებს, ფოთოლი იხრუკება, ხმება, მარცვლები ცვივა და მცენარე ხმება.

ინფექციური ქლოროზი

ფოთოლზე ყვითელი ლაქები ძარღვებიდან იწყება. შემდეგ ლაქები ყავისფე-რდება და ხმება. ხდება გაძლიერებული ყვავილცვენა, მტევანი მეჩხერდება, შე-რჩენილი მარცვალი წიპწას არ ივითარებს.

ვაზის დაკუტვა

ფოთოლზე წარმოიქმნება მთავარი ძარღვის მარაოსებური განშტოება, რქა-ზე ქაჯის ცოცხის სიმპტომს იძლევა. ხელს უწყობს სხვა ვირუსული დაავადებების გავრცელებას. მტევნები მცირე რაოდენობით ვითარდება, მარცვლები ადრეულ პერიოდში ცვივა.

ფოთლების დახვევა, ფოთლის ძარღვების ნეკროზი

ფოთლის დახვევის დაავადების დროს ფოთლის კიდეები იხვევა, ძარღვების მიმდებარე უბნები ყვითლდება ან წითლდება. ფოთლის ძარღვების ნეკროზის დროს კი ძარღვების გასწვრივ ჩნდება ქლოროზული უბნები და მცენარე ხმება.

ფოთლის ძარღვების ნეკროზიპირსა

Page 10: vazi - Agronavt | Agronavt

-213-გზა ფერმერობისკენ

ხეხილოვანი კულტურები

ალტერნარიოზი (მურა ლაქიანობა)

ბუკნა ანუ კვირტის ჭია

ფქვილისებრი ცრუფარიანა

აბლაბუდიანი ტკიპა

ბუკნა ანუ კვირტის ჭია

მასობრივად არის გავრცელებული დასავლეთ საქართველოში, ნაკლებად აღმოსავლეთში, თუმცა ბოლო წლებში აღნიშნულ რეგიონშიც საკმაო რაოდენო-ბით გავრცელდა. ის როგორც ევროპულ, ისე, ამერიკულ ვაზს აზიანებს, იკვებე-ბა მათი კვირტებითა და ფოთლებით. მისი მასობრივი გამრავლებისას, ვენახში 30%-მდე კვირტი ზიანდება.

ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა

აზიანებს ვაზის მიწისზედა ორგანოებს: ფოთოლს, ყლორტს, მტევანს და შტამბს. ცრუფარიანას ექსკრემენტებზე სახლდება სიშავის გამომწვევი სოკო, რომელიც ვაზის მწვანე ნაწილებსა და მტევნებს აშავებს და გადასამუშავებლად უვარგისს ხდის. ცრუფარიანათი დაზიანებული ვაზი, დროთა განმავლობაში, კნინდება და ხმება.

ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა

ძირითადად, აზიანებს ვაზის ფოთლებს, რასაც მოჰყვება მათი გაუფერულება და ნაადრევი ჩამოცვენა. გამოზამთრებული ტკიპა გაზაფხულზე ჯერ ახალგაშლილ კვირტებს აზიანებს, ხოლო შემდეგ – ფოთლებსა და ყლორტებს. დაზიანებული ყლორტები მთლიანად შავდება და იღუპება. მზარდი ფოთლის დაზიანებული ფირფიტა არათანაბრად ვითარდება, იკრუნჩხება და ცვივა. ტკიპებით დაზიანე-ბულ ვენახებში მოსავალი 20%-ით მცირდება, ხოლო შაქრიანობა 3%-მდე ეცემა.

ვაზის ქეჩიანი (მეგალე) ტკიპა

საქართველოს მევენახეობის ყველა რაიონშია გავრცელებული. მწერი კვირტის გაშლის ფაზაში თავსდება ნორჩ ფოთლებზე და იწყებს მათ დაზიანებას. ტკიპები ფოთლის ქვედა მხარეს, გალებში ცხოვრობენ, ვითარდებიან და წელიწადში 6-7 თაობას იძლევიან. მასობრივი გამრავლების პერიოდში, ისინი აზიანებენ კვირტე-ბსაც, რის შედეგადაც კვირტი იღუპეპა, ყლორტები კი სუსტად ვითარდება.

ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა

გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე, დასავლეთ საქართველოში. აზიანებს მრავალ კულტურას, მათ შორის, ვაზს. მატლები ნიადაგში ცხოვრობენ და ვნებენ როგორც ნორჩ, ისე ძველ ფესვებს. მთავარი ფესვის დაზიანების შემ-თხვევაში, მცენარე ხმება.

ბრძოლის ღონისძიებები: როგორც სანერგის, ისე ვენახის გაშენების წინ სა-ჭიროა ნიადაგის ზედაპირზე ამოყრილი მატლების მოკრეფა და განადგურება.

ვაზის ქეჩიანი (მეგალე) ტკიპა ბაქტერიული ლაქიანობა

Page 11: vazi - Agronavt | Agronavt

-214- გზა ფერმერობისკენ

ხეხილოვანი კულტურები

ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა

აგრეთვე ხვნის, ბარვის, თოხნისა და კულტივაციის დროს ჭუპრების შეგროვება და მოსპობა. განსაკუთრებით ეფექტურია ეს ღონისძიება აპრილ-მაისში, რადგან მატლები ამ დროს ნიადაგის ზედაპირთან ახლოს იმყოფებიან.

რთველი

ყურძნის მოსავლის აღების დრო დამოკიდებულია ამინდის პირობებზე, ჯიშზე, მტევნებში შაქრიანობის დონესა და მოწეული მოსავლის დანიშნულებაზე.

საღვინე ყურძნის ჯიშების კრეფა, როგორც წესი იწყება, როცა მტევანი ჯიში-სათვის დამახასიათებელ შეფერილობას მიიღებს და მასში შაქრის შემცველობაც დამახასიათებელ მაჩვენებელს მიაღწევს. სასუფრე და შესანახი ყურძნის ჯიშების კრეფის დროს ადგენენ გარეგნული ნიშნების მიხედვით, ორგანოლეპტიკური შე-მოწმებით, მარცვლის დარბილებით, ყუნწიდან ადვილად მოცილების უნარიანო-ბით და სხვა.

ყურძნის მტევნის სრული ან ტექნიკური სიმწიფის დადგომის შემდეგ, რთველის დაწყებამდე, ყოველ 5 დღეში საზღვრავენ ყურძნის შაქრიანობასა და მჟავიანო-

Page 12: vazi - Agronavt | Agronavt

-215-გზა ფერმერობისკენ

ხეხილოვანი კულტურები

ციფრული რეფრაქტომეტრი შაქრიანობის დასადგენად

ბას. სუფრის ღვინის დასამზადებლად ყურძნის შაქრიანობა უნდა იყოს 17-22%, მჟავიანობა 6-7 გ/ლ; ცქრიალა ღვინისთვის - 16-19%, 7-10 გ/ლ; ტკბილი სადესე-რტო ღვინისთვის 25-27%, 5-6 გ/ლ, სუფრის ყურძნისათვის - 14-19%, 8 გ/ლ და ა. შ.

შესანახი ყურძენი უნდა დაიკრიფოს შერჩევით, უპირატესობა ენიჭება მტევნებს - ერთნაირი ზომის, შეფერილობის, დაუზიანებელი და კარგად განვითარებული მარცვლებით. ნაყოფს კრეფენ მშრალ ამინდში, ვაზის მაკრატლით ან დანით. ფა-რთო წარმოების დროს ყურძნის საკრეფი მანქანაც გამოიყენება.

მოსავლის შემდგომი რეალიზაციისათვის, მნიშვნელოვანია ყურძნის შენახვის პირობების ზედმიწევნით დაცვა. ეს ფაქტორი სხვადასხვა დანიშნულების პრო-დუქტის შესაქმნელად საჭირო მასალის ხარისხისა და გემოვნების შესანარჩუნებ-ლად აუცილებელია.

ვაზის შენახვისათვის რეკომენდებული პირობებია: შენახვის ოპტიმალური ტე-ნიანობა - 85-90%; შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა - 0-1°С.

აღნიშნული პირობების დაცვის შემთხვევაში, ვაზის მოსავლის შენახვა მაღალი ხარისხისა და გემოვნების შენარჩუნებით, შესაძლებელია 2-დან 6 თვემდე ვადით.