20
VII ლექცია სიტყვის არაერთმნიშვნელოვნება

VII Leqcia

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: VII Leqcia

VII ლექცია

სიტყვის არაერთმნიშვნელოვნება

Page 2: VII Leqcia

რა არის არაერთმნიშვნელოვნება?სიტყვა schließen უნივერსალურ დუდენში 12 მნიშვნელობით არის წარმოდგენილი, ჰაინც ფენრიხითავის გერმანულ–ქართულ ლექსიკონში დასახელებულიზმნისთვის მხოლოდ 6 ქართული შესატყვისსგვთავაზობს:

1. დაკეტვა; 2. ხურვა; 3. დახურვა; 4. ჩაკეტვა; 5. დაკეცვა; 6. დახუჭვა.ჩვენ შეგვიძლია დავუმატოთ: გამორიცხვა; მიერთება; დამთავრება, დასკვნის გამოტანა; მოხვევა, (გულში) ჩაკვრა (Die Mutter schloss das Kind fest in die Arme).ენათმეცნიერებაში ლექსემათა ამ თვისებას აღვნიშნავთტერმინით არაერთმნიშვნელოვნება (გერმ. Ambiguität დაინგლ. ambiguity ). არაერთმნიშვნელოვანია სიტყვა, თუის რამდენიმე სახის ინტერპრეტაციის შესაძლებლობასიძლევა.

Page 3: VII Leqcia

არაერთმნიშვნელობის ტიპებილექსიკური არაერთმნიშვნელოვნება

ომონიმიაპოლისემია

კონტექსტური არაერთმნიშვნელოვნებამეტონიმიამეტაფორა და მისთ.

არაერთმნიშვნელოვნებასთან ახლოს არისმნიშვნელოვნების ბუნდოვანება, გაურკვევლობა (Vagheit), მოვლენა, რომლისდროსაც სიტყვის მნიშვნელობა მკვეთრად არარის შემოსაზღვრული

Page 4: VII Leqcia

7.1 ომონიაომონიმია ეწოდება მოვლენას, რომლისდროსაც რამდენიმე ერთი ჟღერადობის სიტყვასსრულიად განსხვავებული მნიშვნელობა დახშირად სხვადასხვა ეტიმოლოგია აქვთ, მაგალითად:Weiche1 = რკინიგზის ასაქცევიWeiche2 =სირბილე, (სხეულის რბილი).საშუალ გერმანულში Weiche1 წარმოდგენილიიყო ლექსემით wîch (ხოლო Weiche2–ს იგივეჟღერადობა ჰქონდა, რაც ახლა – weiche.

Page 5: VII Leqcia

ომონიმია და ეტიმოლოგიაომონიმიის დადგენის ერთ-ერთი მთავარიკრიტერიუმად მიჩნეული იყო ეტიმოლოგია, თუმცა ესყოველთვის გამართლებული არ არის:Bank1-ს (მერხი’) და Bank2-ს (ბანკი) საერთოეტიმოლოგია აქვთ, თუმცა მორფოლოგიურითავისებურებების გამო საქმე აშკარად ორ ომონიმურსიტყვასთან გვაქვს.სიტყვა Rutsch ფრაზაში “Guter Rutsch ins Neujahr დაკავშირებულია სრიალის აღმნიშვნელ სიტყვაRutsch-თან, თუმცა ის მომდინარეობს იდიშურისიტყვისგან rosch, რაც ქართულად დასაწყისს ნიშნავს.

Page 6: VII Leqcia

ომონიმიის ტიპები

სრული ომონიმია: Weiche1 და Weiche2.ნაწილობრივი ომონიმია: Bank-Bänke (მერხი)/Bank-Banken das Moment sein; arm (ღარიბი)/Arm (მხარი).

ჰომოგრაფია: Heroin (ჰეროინი–ნარკოტიკი) და Heroin (გმირი ქალი) ჰომოფონია: Kain (კაენი) და kein (არცერთი არავითარი)

Page 7: VII Leqcia

7.2პოლისემია/ მრავალმნიშვნელოვნება

პოლისემური ეწოდება ისეთ ლექსემას რომელსაცერთზე მეტი მნიშვნელობა აქვს. პოლისემურილექსემები მოიცავენ რამდენიმე შინაარსობრივადერთმანეთთანდაკავშირებულ ცალკეულ ზუსტადმნიშვნელობის ვარიანტს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვარიანტები სემანტიკურად ერთმანეთთანარიან დაკავშირებული, ჩვენ მათი ცალ–ცალკესწავლა და დამახსოვრება გვიხდება.პოლისემია არის ცალკეული სიტყვების თვისებაცალკეულ ენებში. შდრ. გერმანული სიტყვისgrün და მისი ქართულისმრავალმნიშვნელოვანება

Page 8: VII Leqcia

პოლისემია vs. ომონიმია I

პოლისემიისა და ომონიმიის გამიჯვნისუტყუარი კრიტერიუმი არ არსებობს:შდრ. Korn/Körner და Korn/Korne. (გრამატიკული კრიტერიუმი ყოველთვის არამართლებს)შდრ. Korn (ხორბლის მარცვალი) და Korn(სამიზნე). იმის გათვალისწინებით, რომ ორივესიტყვა ერთი ეტიმოლოგიისა, სემანტიკურიკრიტერიუმიც ყოველთვის არ ამართლებს.

Page 9: VII Leqcia

პოლისემია vs. ომონიმია IIომონიმია და პოლისემია მხოლოდ ლექსიკოგრაფიულითვალთახედვით ქმნიან ერთმანეთის ალტერნატივას. სხვამხრივ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ მოვლენასწარმოადგენენ. ომონიმიისა და პოლისემიის მთავარი განმასხვავებელინიშანი ის არის, რომ პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ორსხვადასხვა ლექსემასთან, რომლებსაც თავის მხრივშეიძლება მრავალმნიშვნელოვნება ახასიათებდეთ, ხოლომეორე შემთხვევაში – რამდენიმე, მეტ–ნაკლებად მსგავსიმნიშვნელობის მქონე ერთ კონკრეტულ ლექსემასთან.

Page 10: VII Leqcia

7.3 მნიშვნელობის ბუნდოვანება/გაურკვევლობა(Vagheit)

მნიშვნელობის ბუნდოვანება ახასიათებთსიტყვებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მკვეთრადშემოსაზღვრული მნიშვნელობა (მაღალი, დაბალი დიდი, პატარა, მძიმე, მსუბუქი). მნიშვნელობის დაუზუსტებლობა ენობრივიეკონომიის კიდევ ერთი საშუალებაა. ის რომ, მაგ. საზღვარი მაღალისა და დაბალისმნიშვნელობებს შორის გარდამავალია, გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ის, რომგვქონოდა ისეთი ზუსტი მნიშვნელობისსიტყვები, როგორიცაა 1,7 მ–დან 1,8 მ–მდესიმაღლისა და მსგ.

Page 11: VII Leqcia

7.4 სიტყვის ინტერპრეტაციაკონტექსტში

სიტყვის კონტექსტური და ლექსიკური მნიშვნელობაბევრად განსხვავდება ერთმანეთისგან:სინტაქსურ და საკომუნიკაციო კონტექსტში პოლისემურისიტყვები კარგავენ მრავალმნიშვნელობასშესაძლებელია მოხდეს ცალკეული ლექსიკურიმნიშვნელობის გარკვეული სახის მოდიფიკაცია. გასათვალისწინებელია რომ სიტყვა შინაარსობრივად არუნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში თავის კონტექსტთანდა უნდა იყოს რელევანტური სტილისტურითვალსაზრისით.

Page 12: VII Leqcia

გერმანული სიტყვა Tor სხვადასხვაკონტექსტში:

Ich habe das Tor nicht gesehen (კარიბჭე/ფეხბურთის კარები/გოლი ვერშევაჩნიე/არ დამინახავს)Das Tor wurde wegen Abseits nicht erkannt (გოლი ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა)Das mittelalterliche Tor soll restauriert werden(შუასაუკუნეების დროინდელი კარიბჭერესტავრაციას საჭიროებს)

Page 13: VII Leqcia

7.4 კონტექსტურიარაერთმნიშვნელოვნება

კონტექსტური არაერთმნიშვნელოვნება ეწოდებამნიშვნელობის ცვლილებას კონტექსტის გავლენით. კონტექსტური არაერთმნიშვნელოვნება საინტერესოალექსიკური სემანტიკისთვისაც, რამდენადაც მან დროთაგანმავლობაში შეიძლება სიტყვის სალექსიკონომნიშვნელობის ცვლილება გამოიწვიოს.კონტექსტური არაერთმნიშვნელოვნება ექვემდებარებაფართოდ გავრცელებულ, მყარ ნიმუშებს. ისინი ენისმომხმარებელთათვის უცხო არ არის და მათი გამოყენებასიტყვის ინტერპრეტაციისას რაიმე სირთულეს არწარმოადგენს. ჩვენ განვიხილავთ ორ ძირითად ნიმუშს: მეტონიმიასა და მეტაფორას.

Page 14: VII Leqcia

7.4.1 მეტონიმიაშდრ.:

ჩვენი უნივერსიტეტი ჭავჭავაძის ქუჩაზემდებარეობს.უნივერსიტეტმა ჰუმანიტარული ფაკულტეტიგააუქმაუნივერსიტეტი ისევ 14 ოქტომბერს იწყება.პირველ წინადადადებაში უნივერსიტეტიაღნიშნავს კონკრეტულ შენობას ან შენობათაკომპლექსს, მე2-ში უნივერსიტეტისხელმძღვანელობას, ხოლო მე3-ში –სემესტულ სწავლებას უნივერსიტეტში.

Page 15: VII Leqcia

რა არის მეტონიმიამეტონიმია მნიშვნელოვნად განსხვავდებაპოლისემიისგან. ის რომ სიტყვაუნივერსიტეტის ამდენი სახის ინტერპრეტაციააშესაძლებელი, განპირობებულია თვითონცნების თავისებურებით. მეტონიმია ეწოდება მოვლენას, რომლისდროსაც ხდება აღსანიშნი ობიექტისჩანაცვლება მასთან დაკავშირებული ცნებით(უნივერსიტეტი–ინსტიტუცია ანუნივერსიტეტი–შენობა).

Page 16: VII Leqcia

7.4.2 მეტაფორაქვემოთ მოყვანილი პასაჟი მეტაფორების მთელ კომპლექსს შეიცავს:1. Heute, im freien Litauen, leben die Literaten wie „ein Hund

im Brunnen“, sagt die Schriftstellerin Vanda Juknaite: (დღეს, თავისუფალ ლიტვაში ლიტერატორები ცხოვრებენ ისე, როგორც „ძაღლი ჭაში“, ამბობს მწერალი ვანდა იუკნაიტე:

2. „Sie können alle die Sterne sehen, aber die sind weit weg.“(მართალია ვარსკვლავების დანახვა შეუძლიათ, მაგრამ ისინიმეტისმეტად შორს არიან)

3. Ein bisschen bellen, ja. (ცოტ–ცოტას კი ყეფენ)

4. Aber dann müssen sie rackern, um irgendwo einen Knochen auszubuddeln. (მაგრამ მაშინ თავდაუზოგავად უწევთ შრომა, სადღაცროგორმე ძვალს რომ გამოკრან კბილი).

Page 17: VII Leqcia

მეტაფორული პარალელებიძაღლი=მწერალი,ვარსკვლავი=წარმატება,დანახვა=წარმოდგენა, სივრცული სიშორე = მიუწვდომლობა.ყეფა=‘ადამიანებისთვის მოსალოდნელისაფრთხის მცნობა’, ან ‘უარყოფითიდამოკიდებულების გამოხატვა’ , ‘ყურადღების მიქცევის მცდელობა’, ძვალი=დღიური სარჩო

Page 18: VII Leqcia

მეტაფორის განსაზღვრება

მეტაფორა გულისხმობს ამოსავალისფეროდან (Herkunftsbereich) ცნებებისსესხებას, მეორე, ძირითადი სფეროს(Zielbereich) საგნების ან მოვლენებისდასახასიათებლად.

Page 19: VII Leqcia

მეტაფორა vs. მეტონიმიამეტაფორა მკვეთრად განსხვავდებამეტონიმიისგან: მეტონიმური ცვლილებისდროს ნამდვილი რეფერენტი ჩანაცვლებულიარეფერენტის კუთვნილი სემანტიკურიმახასიათებლით, ასე რომ მეტონიმია ერთისფეროს ფარგლებს არ სცდება: „უნივერსიტეტი“ როგორც სასწავლოდაწესებულება უშუალოდ არისდაკავშირებული „უნივერსიტეტთან“ როგორცშენობათა კომპლექსთან, საპირისპიროდ ჭაშიმცხოვრებ ძაღლებს არავითარი კავშირი არაქვთ ლიტველი მწერლების ცხოვრებასთან

Page 20: VII Leqcia

7.5 ლექსიკური და კონტექსტურიარაერთმნიშვნელოვნება

ლექსიკურიარაერთმნიშვნელოვნებამტკიცედ არისგანსაზღვრული მენტალურლექსიკონში.როდესაც პოლისემურსიტყვას ვსწავლობთ, ჩვენმისი მნიშვნელობისთითოეული ვარიანტის ცალ–ცალკე შესწავლა გვიხდება. პოლისემიის ცალკეულიგამოვლინებადამხასიათებელია ცალკეულილექსემებისთვის ცალკეულენაში.

კონტექსტურიარაერთმნიშვნელოვნებადამოკიდებულია მხოლოდკონტექსტზე და არ არისგანსაზღვრული მენტალურლექსიკონში.მნიშვნელობის კონტექსტურიცვლილებებს საფუძვლად უდევსგარკვეული ზოგადი ნიმუშები, რაცენობრივი საზოგადოებისთვისკარგად არის ცნობილიმნიშვნელობის კონტექსტურიცვლილებების ნიმუშები გვხვდებასისტემატურად ძალიან ბევრსხვადასხვა ტიპის ლექსემასთან.მნიშვნელობის კონტექსტურიცვლილებების ცალკეულინიმუშები ერთნაირადდამახასიათებელია ყველაენისთვის.