3
გაკვეთილი N18 საშინაო დავალების შემოწმება: 1. H 2 + Br 2 2HBr H 2 + I 2 2HI t 0 2NaBr + H 2 SO 4 (კონც) Na 2 SO 4 + 2HBr t 0 2KI + H 2 SO 4 (კონც) K 2 SO 4 + 2HI 2. დარიშხანის დაწვით მიიღება მისი ოქსიდი, ხოლო დარიშხან (V) ოქსიდის წყალში გახსნისას მიიღება დარიშხანმჟავა. 4As + 5O 2 As 2 O 5 3H 2 O + As 2 O 5 2H 3 AsO 4 მჟავები (გაგრძელება) მჟავების თვისებები მჟავები რეაგირებენ მეტალებთან, ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან, მეტალთა ჰიდროქსიდებთან და მარილებთან. 1. მეტალი + მჟავა მარილი + H 2 არსებობს მეტალთა აქტივობის მწკრივი: Li K Ba Ca Na Mg Al Zn Mn Fe Co Ni Sn (H 2 ) Cu Hg Ag Au მეტალები, რომლებიც ამ რიგში მოთავსებულია წყალბადის მარცხნივ რეაგირებენ მჟავებთან მარილის და წყალბადის გამოყოფით. მაგ: Zn + H 2 SO 4 ZnSO 4 + H 2 3Mg + 2H 3 PO 4 Mg 3 (PO 4 ) 2 + 3H 2 2Al + 6HCl 2AlCl 3 + 3H 2 წყალბადის მარჯვნივ მოთავსებული მეტალები კი ამ რეაქციაში არ შედიან, ე.ი. Cu Hg Ag Au მჟავათა ხსნარებთან არ რეაგირებენ. გავიხსენოთ მჟავის განმარტება. ამ რეაქციების განხილვის შემდეგ გასაგებია რას ნიშნავს “მეტალის ატომებით ჩანაცვლების უნარის მქონე წყალბადატომი”. აზოტმჟავა რეაგირებს თითქმის ყველა მეტალთან (გამონაკლისია Au), მაგრამ ეს რეაქციები განსხვავებული გზით მიმდინარეობენ. ჯერჯერობით აზოტმჟავას და მეტალების ურთიერთქმედების რეაქციათა ტოლობის შედგენისგან თავი შევიკავოთ. ასევე განსხვავებულად რეაგირებს მეტალებთან კონცენტრირებული გოგირდმჟავაც და ამ რეაქციებს შემდგომში გავეცნობით.

გაკვეთილი № 18

Embed Size (px)

DESCRIPTION

http://qimia.blogspot.comკურსის ავტორები: მერაბ ჯელია, გიორგი მახარაძე, ნუნუ ჯავახიშვილი.

Citation preview

გაკვეთილი N18

საშინაო დავალების შემოწმება: 1. H2 + Br2 2HBr

H2 + I2 2HI t0

2NaBr + H2SO4 (კონც) Na2SO4 + 2HBr t0 2KI + H2SO4 (კონც) K2SO4 + 2HI

2. დარიშხანის დაწვით მიიღება მისი ოქსიდი, ხოლო დარიშხან (V) ოქსიდის წყალში გახსნისას მიიღება დარიშხანმჟავა.

4As + 5O2 As2O5 3H2O + As2O5 2H3AsO4 მჟავები (გაგრძელება)

მჟავების თვისებები მჟავები რეაგირებენ მეტალებთან, ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან, მეტალთა

ჰიდროქსიდებთან და მარილებთან. 1. მეტალი + მჟავა მარილი + H2

არსებობს მეტალთა აქტივობის მწკრივი:

Li K Ba Ca Na Mg Al Zn Mn Fe Co Ni Sn (H2) Cu Hg Ag Au მეტალები, რომლებიც ამ რიგში მოთავსებულია წყალბადის მარცხნივ რეაგირებენ მჟავებთან მარილის და წყალბადის გამოყოფით. მაგ: Zn + H2SO4 ZnSO4 + H2 3Mg + 2H3PO4 Mg3(PO4)2 + 3H2 2Al + 6HCl 2AlCl3 + 3H2 წყალბადის მარჯვნივ მოთავსებული მეტალები კი ამ რეაქციაში არ შედიან, ე.ი. Cu Hg Ag Au მჟავათა ხსნარებთან არ რეაგირებენ. გავიხსენოთ მჟავის განმარტება. ამ რეაქციების განხილვის შემდეგ გასაგებია რას ნიშნავს “მეტალის ატომებით ჩანაცვლების უნარის მქონე წყალბადატომი”. აზოტმჟავა რეაგირებს თითქმის ყველა მეტალთან (გამონაკლისია Au), მაგრამ ეს რეაქციები განსხვავებული გზით მიმდინარეობენ. ჯერჯერობით აზოტმჟავას და მეტალების ურთიერთქმედების რეაქციათა ტოლობის შედგენისგან თავი შევიკავოთ. ასევე განსხვავებულად რეაგირებს მეტალებთან კონცენტრირებული გოგირდმჟავაც და ამ რეაქციებს შემდგომში გავეცნობით.

2. ფუძე და ამფოტერული ოქსიდები შედიან რეაქციაში მჟავებთან მარილისა და წყლის წარმოქმნით.

ოქსიდი + მჟავა მარილი + H2O მაგ: CuO + 2HCl CuCl2 + H2O HgO + 2HNO3 Hg(NO3)2 + H2O Al2O3 + 6HCl 2AlCl3 + 3H2O

3. მეტალთა ჰიდროქსიდები (როგორც ტუტეები ისე უხსნადი ფუძეები) რეაგირებენ მჟავებთან მარილისა და წყლის წარმოქმნით. (ტუტეებისა და მჟავების ურთიერთქმედების რეაქციას ნეიტრალიზაციის რეაქცია ქვია.)

მეტალის ჰიდროქსიდი + მჟავა მარილი + H2O მაგ: NaOH + HCl NaCl + H2O Fe(OH)3 + 3HNO3 Fe(NO3)3 + 3H2O LiOH + HClO3 LiClO3 + H2O ამ რეაქციების კოეფიციენტების გათანაბრებისას პირველ რიგში ყურადღება მივაქციოთ მიღებული მარილის ფორმულაში ინდექსებს, რომელიც მეტალის ატომებს და მჟავას ნაშთის რაოდენობას გვიჩვენებს. მაგ: Ca(OH)2 + H3PO4 Ca3(PO4)2 + H2O მარილის შემადგენლობაში მყოფი მეტალის ინდექსი – 3 დავუწეროთ კოეფიციენტად ფუძის ფორმულას. მჟავას ნაშთის ინდექსი – 2 კი დავუწეროთ მჟავას ფორმულას:

3Ca(OH)2 + 2H3PO4 Ca3(PO4)2 + H2O დავითვალოთ მარცხენა მხარეში წყალბადის ატომების რაოდენობა: 3Ca(OH)2

– 6 ატომი წყალბადი, 2H3PO4 - 6 ატომი წყალბადი, სულ – 12 ატომი წყალბადი. ამის მიხედვით გავასწორებთ წყლის მოლეკულათა რაოდენობას მარჯვენა მხარეს – 6H2O. 3Ca(OH)2 + 2H3PO4 Ca3(PO4)2 + 6H2O

4. მარილის და მჟავას ურთიერთქმედებისას მიიღება ახალი მჟავა და ახალი მარილი. ეს რეაქცია მაშინ მიმდინარეობს როდესაც რეაქციის შედეგად გამოიყოფა აირი ან მჟავასა და წყალში უხსნადი მარილი. CaCO3 + 2HCl CaCl2 + H2CO3

H2O + CO2

MgSO3 + H2SO4 MgSO4 + H2SO3

H2O + SO2 (კარბონატები და სულფიტები მჟავებთან ურთიერთქმედებისას გამოყოფენ არამდგრად მჟავებს - H2CO3 (ნახშირმჟავა) და H2SO3 (გოგირდოვანი მჟავა). ეს

მჟავები გამოყოფისთანავე იშლებიან წყლისა და შესაბამისი აირის გამოყოფით) FeS + 2HCl FeCl2 + H2S AgNO3 + HCl AgCl + HNO3 მჟავასა და წყალში უხსნადი მარილი

(თუ რომელი მარილია უხსნადი იხ. ცხრილი N 3, მჟავაში უხსნადობის შესახებ კი მოგვიანებით ვისაუბრებთ)

საშინაო დავალება: 1. დაწერეთ შემდეგი რეაქციების განტოლებები:

HCl

H2SO4

H3PO4

Na; Mg; Al; Fe2O3; FeO; CaO; CuO; Al2O3

KOH; Cr(OH)2; Cr(OH)3;

Na2S; Na2SO3; K2CO3

+

იგივე გავიმეოროთ აზოტმჟავისათვის (მეტალებთან ურთიერთქმედების რეაქციები საჭირო არ არის)