33
D D dResDnaxavT: Dფფფფ - ფფფფფფ ფფფფფფფფფფფფფ ფფფფფფფფფფფli » წწწწწწ წწწწწწწ Kmawawa Jadosnuri fanqari Kargi ambavi

საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N2

  • Upload
    -

  • View
    475

  • Download
    0

Embed Size (px)

DESCRIPTION

jurnali

Citation preview

D

ფერადი ბუშტები

D

dResDnaxavT:Dრომი - კასრში გამომწყვდეული თავგადასავაli

» წითელი ფანქარი

KmawawaJadosnuri fanqariKargi ambavi

იavnanam ra hqmnaრომი - კასრში გამომწყვდეული თავგადასავაli

D

 რომები, რომელთა ეტიკეტებზე ხშირად ნახავთ ხოლმე წარწერას rhum agricole (აგრარული რომი) შაქრის ლერწმის 100%-იანი წვენისგან, ანდა rhum industrielle (სამრეწველო რომი) შავი ბადაგისგან დამზადებული (მელასა).

ხშირად ამა თუ იმ ქვეყნის რომი გრადუსითაც განსხვავდება ერთმანეთისგან და დაძველების ვადითაც. მაგალითად, კოლუმბიური რომი არანაკლებ 50%-ია, ჩილესა და ვენესუელაში – 40%. მექსიკაში დაძველების მინიმალური ვადა 8 თვეა, დომინიკის რესპუბლიკასა და პანამაში 1 წელი, ვენესუელაში კი 2. დეფინიციებიც სხვადასხვაა და ნამდვილი ალკოლინგვისტი უნდა იყო, რომ გაიგო, მაგალითად, რომელ რომს ეძახიან პანამაში claro-ს ან oscuro-ს.

თავდაპირველად მყრალი იყო რომის ისტორია საუკუნეებს ითვლის და თავის სეხნიასავით, იმპერატორებიც ჰყავდა და რესპუბლიკური

ხანაც გამოიარა, მან რევოლუციებსაც გაუძლო და გადატრიალებებსაც. ზოგჯერ ამგვარი არეულობები რომის გამოც ხდებოდა, მიზეზი კი სასმლის აკრძალვაც ყოფილა, ანდა მისი ზედმეტი მოხმარება.

მკითხველს შევახსენებ, რომ ამ სასმელს შაქრის ლერწმისგან მიღებული ტკბილი წვენიდან ხდიან და მკვლევარებიც პირველ რომად სწორედ ამ მასალიდან დამზადებულ სასმელს მიიჩნევენ. არსებობს რამდენიმე ვერსია. როგორც ამბობენ, ძვ. წ. 9-ე საუკუნეში ინდოეთში არსებობდა სასმელი სახელწოდებით gaudi, რომელსაც შაქრის ლერწმის წვენისგან ამზადებდნენ, სხვებს კი ძველი ეგვიპტისკენ უჭირავთ თვალი და ამტკიცებენ, პირველად ლერწმისგან მათ გამოხადესო. ასეთ ცნობებს ჩინურ წყაროებშიც შეხვდებით და ძველ მალაელებსაც ცოდნიათ თურმე სასმელი brum.

ევროპაში შაქრის ლერწამი პირველად ალექსანდრე მაკედონელის მეომრებს ჩამოუტანიათ, გაწყვეტილი ტრადიციის შემდეგ კი ხელახლა ეს მცენარე ჯვაროსნებს აღმოუჩენიათ თავიანთი ლაშქრობების დროს და მადეირასა და კანარის კუნძულებზე დაუნერგავთ. 14-ე საუკუნეში მარკო პოლოც წერდა "შესანიშნავი შაქრის ღვინის" შესახებ, რომელიც დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე გაუსინჯავს მოგზაურს, თუმცა ნამდვილი რომის ისტორია მხოლოდ კოლუმბის შემდეგ დაიწყო.

დიადი აღმოჩენების ეპოქაში ეს კულტურა ისპანიოლაში (დღევანდელი დომინიკის რესპუბლიკა), ბრაზილიასა და სხვა კოლონიებში შეუტანიათ. თავიდან შაქრის დამზადების საიდუმლოს მხოლოდ ესპანელები და პორტუგალიელები ფლობდნენ თურმე. მოგვიანებით კი, პორტუგალიელების მიერ შევიწროებულ ჰოლანდიელებსა და პორტუგალიელ ებრაელებს ჩრდილოეთ ბრაზილიიდან ანტილის კუნძულებზე გადაუნაცვლიათ და ფრანგებისა და ინგლისელებისთვისაც უსწავლებიათ შაქრის წარმოება.

ინგლისში ისეთი მკვლევარებიც მოიძებნებიან, რომლებიც ამბობენ, პირველად შაქრის ლერწმისგან 14-ე საუკუნეში, ბარბადოსზე გამოხადეს სპირტიანი სასმელიო და თარიღსაც ზუსტად ასახელებენ (1360) და სასმელის სახელსაც (Kill Divil ან tue diable - დაახლოებით, ეშმაკის მოკვდინებას ნიშნავს). უფრო რეალისტური ტრადიციის მიხედვით პირველი რომი 17-ე საუკუნეში გამოუხდიათ იმავე ბარბადოსზე, პირველი ტექსტი კი, სადაც Rumbullion-სა დაKill-Divil-ს ახსენებდნენ, 1651 წლით ათარიღებენ.

ფრანგმა მისიონერმა, პიერ დუ ტერტრმა 1657 წელს თავის ნაშრომში "ანტილის კუნძულების ზოგადი ისტორია" დეტალურად აღწერა რომის გამოხდა, თანაც ევროპაში უკვე მიღებული ცნებებით გადმოგვცემდა ამ პროცესს: "პირველი და მეორე ქვაბებიდან ქაფქაფა, მდუღარე სითხე სადინარში მოწვეთავს და ერთ გობში გროვდება, სადაც ინახავენ, რათა "წყალი ცხოველი" მიიღონ; შავკანიანები მისგან მათრობელა სასმელს აკეთებენ, რომელიც კუნძულზე კარგად იყიდება." არსებობდა კიდევ ერთი მისიონერი, რომელიც წერდა: "წყალ ცხოველს", შაქრის ლერწმისგან რომ წურავენ, გუილდივს უწოდებენ; ველურები და ზანგები მას ტაფიად უხმობენ; იგი ძალიან მაგარია და მყრალი სუნი უდის"-ო.

ეს მისიონერი მამა ლაბა გახლდათ, ვინაც იმ 10 წლის მანძილზე, ანტილის კუნძულებზე რომ დაჰყო, ძალზე გააუმჯობესა დისტილაციის ხარისხი და სახდელი აპარატებიც გამოიწერა საფრანგეთიდან. ხოლო პირველი სერიოზული გაფილტვრა 18-ე საუკუნის ბოლოს მოხდა, როცა ტაფია მინარევებისგან გაწმინდეს და პირველად მიიღეს ნამდვილი რომი.

ჩრდილოეთ ამერიკაში რომის სახდელი უკვე 17-ე საუკუნედან არსებობდა, ზოგიერთი წყაროს თანახმად, 1664 წელს ნიუ იორკში, სთეითენ აილენდზე რომის სახდელი მუშაობდა, სამი წლის შემდეგ ბოსტონშიც გაუხსნიათ ასეთი საამქრო და მალე ახალ ინგლისში რომის წარმოება სარფიან საქმედ ქცეულა.

განსაკუთრებული ღირსებისად ფრანგული დეპარტამენტების რომი მიიჩნეოდა, მაგალითად მარტინიკისა, თუმცა 1713 წლის სამეფო განკარგულების თანახმად შაქრის წვენისგან ნებისმიერი სპირტიანი სასმელის გამოხდა აკრძალეს და მეწარმეებს 60-ზე მეტი წელი მოუწიათ ლოდინი, სანამ 1777-ში მათ ნებას დართავდნენ, რათა კოლონიებიდან ეს სასმელი ევროპაში შეეტანათ. 18-ე საუკუნის ბოლოს რომი ძალიან პოპულარული გახდა ტრადიციული ღვინისა და კონიაკის ქვეყანაში, ამ დროს თითქმის ყველგან პუნში ისხმებოდა (მისი მთავარი ინგრედიენტი, მოგეხსენებათ, რომია) და სამხედროებიც ძირითადად რომს მიეტანენ.

საერთოდ ფრანგების სახელთან ბევრი სიახლეა დაკავშირებული რომის გამოხდის საქმეში. მართალია 19-ე საუკუნემდე ინგლისელები ბატონობდნენ რომის წარმოებაში (მაგალითისთვის იამაიკური და ინგლისის

Dგვიანას რომებიც გამოდგება), თუმცა, მას შემდეგ, რაც ევროპაში ვაზის ფილოქსერა გაჩნდა და საფრანგეთში სერიოზიული საფრთხის ქვეშ დადგა საერთოდ მევენახეობა, მეურნეთა ძალიან დიდმა ნაწილმა დაწურვისა და დაყენების ხელოვნება გამოხდის ხელოვნებაზე გაცვალა და კონიაკისა და არმანიაკის გამოხდასა და დაძველებაში დაოსტატებულებმა რომის საქმეც სრულყოფამდე მიიყვანეს. ბევრი მათგანი ჩადიოდა, მაგალითად მარტინიკაზე ან გვადულუპეში და იქ ახალ ცხოვრებას იწყებდა. ზოგის ისტორია გოგენისას ჰგავდა, ტაიტის რომ აღმერთებდა და პირიქით, ცივილიზებულ თანატომელთაგან იცავდა იქაურ ველურ კულტურას, სხვებისა კი ესპანელი კონკისტადორების ამბავს იმეორებდა, არაფერი რომ არ აღელვებდათ ოქროსა და ძალაუფლების გარდა. ასეთ ბუმს რომის საოცარი პოპულარობაც მოჰყვა, გაჩნდა პირველი რთული კოქტეილები და ერთი შეხედვით დაუხვეწავ, მოუქნელ სასმელს პირველი ახლო მეგობრებიც გამოუჩნდა. მაგალითისთვის, 20-საუკუნის ათიან წლებში ჩრდილო საფრანგეთში საოცრად პოპულარული გახდა ყავა რომით (კაფე აროზე) და მალე რომს იმდენი თანამოაზრე სასმელი თუ საკმაზი შემოუერთდა, რომ ასეთი "მისაბმელების" მხოლოდ ჩამონათვალიც კი ძალიან შორს წაგვიყვანდა.

 ზღვასა და ხმელეთზე

 რომი და მეკობრეები ცალკე თემაა და ამაზე ჩვენი მოთხრობის ბოლო თავებშიც შევჩერდებით უფრო

დაწვრილებით. ამიტომ აქ მოკლედ გეტყვით ამ იდეალური წყვილის შესახებ და რომთან დაკავშირებულ რამდენიმე ისტორიასაც მოვაყოლებ.

მე რომ მკითხოთ, რომზე მეტად მეკობრეებს ალბათ მხოლოდ განძეული უყვარდათ და მათ ცხოვრებაში ხანდახან ისეთი დროც დგებოდა ხოლმე, როცა ძარცვასა და საუნჯესაც ივიწყებდნენ საყვარელი ცეცხლოვანი სასმელის ხათრით.

რომი თითქმის ყველა ლეგენდარული მეკობრის სახელთანაა დაკავშირებული და ძნელად მოიძებნება კარიბისა თუ სხვა ზღვებში მოთარეშე ყაჩაღი, ვინც ლეგენდებსა თუ რეალურ ფაქტებში რომთან არ იყოს გადაჯაჭვული. ესეთები გახლდნენ შესანიშნავი პოეტი, მეზღვაური და მეკობრე, სერ უოლტერ რელი, "აბორდაჟის მეფე" ჰენრი მორგანი, "ოქროს ადმირალი" ფრენსის დრეიკი, ედუარდ ტიჩი და სხვები. სხვათა შორის ზოგიერთი მათგანის მოღვაწეობა რომის გარიჟრაჟს ემთხვევა და მათი განსაკუთრებული ძმობა ამ სასმელთან ვიღაცამ შესაძლოა საეჭვოდაც მიიჩნიოს, თუმცა ისიც შეგვიძლია, მითოლოგიურ ხლართებს გავყვეთ და ვივარაუდოთ, რომ პირველად სწორედ ამ კაცებმა გაუთქვეს სახელი რომს.

Dმეკობრეების შესახებ მდიდარი მხატვრული გამონაგონის გარდა, დოკუმენტებზე დაფუძნებული

გამოკვლევებიც არსებობს და იქ რომი ძალზე ხშირად გაიელვებს ხოლმე (მაგალითად, სახელოვანი მეკობრე ედუარდ ტიჩი თავის დღიურში წერდა, რომი რომ არა, მეზღვაურები გემზე აჯანყებას მომიწყობდნენო).

რომისა და ბრიტანეთის სამეფო ფლოტის სიყვარული 1655 წელს დაიწყო, როცა ქვეყანამ იამაიკა დაიპყრო. საქმე ისაა, რომ 1655 წელს ბრიტანეთის ფლოტის ყოველდღიური რაციონიდან ფრანგული ბრენდისგან დამზადებული ლიქიორი ამოიღეს და შინნახადი იამაიკური რომი ჩასვეს, ხან სუფთა, ხანაც ლიმნის წვენით გაზავებული (ანუ, შეიძლება ითქვას, კოქტეილის კულტურა აღმოჩენისთანავე ჩამოყალიბდა), მისი წყლით გაზავება კი 1740 წელს დაიწყეს და აქ ჩვენ უკვე რომისგან დამზადებული უმარტივესი და უძველესი კოქტეილის ისტორიასაც მივადექით. საუბარია გროგზე, რომელიც წყლის დამატებით მიიღებოდა და ეს დაბალალკოჰოლიანი რომი პირველად ადმირალმა ედუარდ ვერნონმა (1684-1757) დანერგა, ხოლო სასმელის სახელწოდება ადმირალის მოსასხამიდან (grogram cloak) მომდინარეობს, რომელსაც იგი შტორმის დროს იცვამდა ხოლმე (ინგლისური grogram < ფრანგული gros grain, უხეშად ნაქსოვს ნიშნავდა). ლოთობასთან ბრძოლის მიზნით ვერნონმა დააკანონა, რომ რომი 1/4-ზე გაზავებულიყო, რაც ნიშნავდა, რომ ნახევარ პინტ რომში (0,285 ლ.), ერთი კვარტი წყალი (1,14 ლ.) უნდა გაერიათ და დღეში ორჯერ გაეცათ, 11 და 17 საათზე. ბრიტანეთის სამეფო ფლოტში ამ წილს, რომელიც მეზღვაურების რაციონში შედიოდა, tot ერქვა და იგი  სალაპარაკო ენაში სირჩასაც ნიშნავს და ყლუპსაც, თავად ედუარდ ვერნონს კი მეზღვაურებმა ბებერი გროგი შეარქვეს (საინტერესოა, რომ ეს ტრადიცია ბრიტანეთის ფლოტში 1970 წლის 31 ივლისამდე გაგრძელდა).

რომთანაა დავშირებული ტრაფალგარის ბრძოლაში მოკლული სახელოვანი ინგლისელი ადმირალის, ნელსონის ისტორიაც, რომელსაც თურმე რომის კასრში ინახავდნენ, სანამ ლონდონში ჩამოასვენებდნენ. არსებობს ლეგენდა, რის თანახმადაც დროთა განმავლობაში ეს რომი მეზღვაურებს ჩაუცლიათ, ხოლო თავად რომს კიდევ ერთი სახელი შერქმევია - "ნელსონის სისხლი".

რომს დიდი ისტორია აქვს ამერიკის კონტინენტზეც, რომ არაფერი ვთქვათ მის გარშემო მიმოფანტულ კუნძულებზე, რომის სამშობლოზე. იყო დრო, როცა ანტილისკუნძულებს "რომის ბულვარს" უწოდებდნენ, ყველა საზღვაო გზა კი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში შესატანი კონტრაბანდული საქონლით იყო გადატვირთული. ამ ტიპის კომერციით დაკავებულ გემებსა და მათ ეკიპაჟს Rhum-runners-ები ერქვათ, ხოლო გემებს, რომელთაც კუნძულებიდან ლერწმის წვენი გადაჰქონდათ, რუმბოას ეძახდნენ. ხშირი იყო შემთხვევები, როცა რომი ფულის მაგივრობასაც წევდა.

ცალკე თემაა ამერიკული მშრალი კანონი, რომლის საშიშროებაზე და შესაძლო ზიანზე ჯერ კიდევ თომას ჯეფერსონი და აბრაამ ლინკოლნიც წერდნენ, დახვეწილი სასმელისა და ევროპული ცხოვრების წესის ეს ორი თაყვანისმცემელი. 20-30-იან წლებში კი ამ კანონის დამცველებმა ისეთ აბსურდამდე მიიყვანეს საქმე, რომ ვერც კონტრაბანდული საქონლის სრული აღმოფხვრა შეძლეს და რომის ხარისხიც (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სასმელის ხარისხი) ძალზე გაუარესდა. ხშირი იყო შემთხვევები, როცა ცნობილი ადამიანები ამის გამო ქვეყანას ტოვებდნენ და კუბაზე ან სხვა რომელიმე კუნძულზე სახლდებოდნენ. ამის მაგალითად ერნესტ ჰემინგუეიც გამოდგებოდა, ასევე გარი კუპერი, მარლენ დიტრიხი და მრავალი სხვა, რომლებიც სპეციალურად ჩადიოდნენ მშრალი კანონის დროს კუბაზე, რათა რომიანი კოქტეილები დაელიათ.

არადა იყო დრო, როცა ამერიკის დამოუკიდებლობამდე პერიოდში, ანუ ე.წ. ამერიკა-ბრიტანეთის ომამდე (1775–1783), თითო მოსახლე წელიწადში საშუალოდ 3 საიმპერიო გალონს (დაახლ 13.5 ლიტრი) სვამდა. უკვე 1789 წელს კი ჯორჯ ვაშინგტონმა, თავის ინაუგურაციაზე რომის უზარმაზარი კასრი გაახსნევინა (იმ დროში ეს სასმელი ვისკისა და ბურბონს არ ჩამოუვარდებოდა პოპულარობით).

ერთი ძალზე საინტერესო ისტორია უკავშირდება ავსტრალიის კონტინენტს და ლეგენდარულ უილიამ ბლაის, ადამიანს, ვინც ჯეიმს კუკის ექსპედიციების მონაწილეც იყო და ადმირალ ნელსონის თანამებრძოლიც. საქმე ისაა, რომ 19-ე საუკუნის დასაწყისში ლოთობის სერიოზული პრობლემები იყო ავსტრალიაში (მაშინდელი ახალი სამხრეთ უელსი). 1806 წელს კი, როცა გუბერნატორი უილიამ ბლაი გახდა, იგი შეეცადა ბოლო მოეღო ამისთვის და პირველ რიგში რომით კონტრაბანდული ვაჭრობა აკრძალა, რის გამოც კორუმპირებულმა ოფიცრებმა ბლაი დაატყვევეს და ერთი წლის განმავლობაში შინაპატიმრობაში ჰყავდათ. თავად აჯანყებულები 1810 წლამდე აკონტროლებდნენ სიტუაციას და კონტრაბანდული რომის ეს თარეში ახალი გუბერნატორი ჩამოსვლამდე გაგრძელდა.

D

 მე მქვია რომი

 სახელწოდების შესახებ მრავალი ვერსია არსებობს და ლინგვისტურ თამაშებს რომ თავი დავაღწიოთ

და პლატონის "კრატილოსივით" ცრუეტიმოლოგიურ ფერხულში არ ჩავებათ, მოკლედ ჩამოვთვლი ყოველ მათგანს.

Dარსებობს სამი ძირითადი ფორმა: ინგლისური Rum, ფრანგული Rhum და ესპანური Ron, თუმცა ამ

სახელთან აუარება ეტიმოლოგიაა დაკავშირებული და მას სინონიმების უზარმაზარი გალავანი არტყია გარს. სიტყვა "რომი" პირველად ინგლისურ კოლონიაში გაჩნდა, კუნძულ ბარბადოსზე, დაახლოებით 1600 წელს, ფართო ხმარებაში კი 1657 წლის მაისიდან შემოვიდა, როცა მასაჩუსეტსის გენერალურმა საბჭომ მაგარი სასმელების გაყიდვა აკრძალა.

თავდაპირველად ინგლისელები საერთოდაც Barbados water-ს უწოდებდნენ რომს (რაც სპირტის დასახელების ტრადიციული ევროპული კლიშეს გადამღერებას წარმოადგენდა. შეადარეთ – ინგლ. Water of life ლათ. Aqua vitae), თუმცა შემდეგ სახელწოდება rum სულ სხვა რამეებს დაუკავშირეს. ზოგის აზრით იგი ნაწარმოებია სიტყვიდან saccarum (შაქარი), მეორე ვერსიის თანახმად rumbullion-დან მოდის (სხვა ვარიანტები - Rumbullian, Rombullion, Rombustion), რითაც დევონშირულ დიალექტზე ხულიგნების ჩხუბს აღნიშნავდნენ, კოლონიებში კი ლერწმის წვენს (Rheu – ბარბადოსულ კილოზე ლერწმის შტო, ყლორტი, Bullion – სუფი, ბულიონი). სხვები ამტკიცებდნენ,Rum ფრანგული arôme-ს (არომატი) ანარეკლიაო, ზოგიერთები კი თავს დებდნენ, დიდ კათხებს უნდა ვუმადლოდეთო რომის სახელწოდებასო (ინგ. rummer). ამ კათხებით თურმე ჰოლანდიელი მეზღვაურები სვამდნენ (ჰოლანდიურად მას roemer ერქვა).

სხვა ეტიმოლოგიური ვარიანტებიდან აღსანიშნავია მალაიური brum, ცეკვა რუმბადა ა.შ. სახელებიდან და სინონიმებიდან კი: ram, Lama, rama, Rumbo, Rumscullion,Devil's Death, Nelson's Blood, რომეო, გუილდივი, რომულუსი, Screech (ასე ნიუფაუნდლენდში უხმობდნენ), ტაფია (ვესტ ინდოეთში), რატაფია, კაშასა (ბრაზილია) და სხვ. 

ფეხები მიწაში აქვს, თავი კი წისქვილში რომის ორი ძირითადი სახეობა არსებობს, საწარმოო და სამეურნეო და მისი ხარისხი ხუთ

უმნიშვნელოვანეს ფაქტორზეა დამოკიდებული: მასალაზე, ფერმენტაციაზე, დისტილაციაზე, დაძველებასა და კუპაჟის ხელოვნებაზე. ეს "ხუთი ელემენტი" ყველა რომისთვის საერთოა, მნიშვნელობა არა აქვს, საწარმოოა იგი თუ სამეურნეო (აგრარული).სასოფლო-სამეურნეო მხოლოდ მოსავლის აღების პერიოდში იხდება, სანამ შაქრის ლერწმის წვენი ახალია, სამრეწველო კი ნებისმიერ დროს, რადგან შავი ბადაგი, ანუ სამრეწველო რომის მასალა, სეზონზე არაა დამოკიდებული. მას მელასასაც ეძახიან (ან მოლასას, რომლის მთავარი მომწოდებელიც დღესდღეობით ბრაზილიაა), ესაა შაქრის ლერწმის ნარჩენების თხევადი მასა, რომელსაც აცხელებენ და სიროფის კონსისტენციამდე მიჰყავთ, სანამ შაქრის კრისტალები არ გაჩნდება მასაში. შემდეგ მასას სპეციალურ რეზერვუარებში ათავსებენ, უმატებენ წყალს, საფუარსა და ე.წ. რომის დედას (წინა გამოხდის ნარჩენებს) და გამოხდას იწყებენ.

როგორც გითხარით, სამრეწველო რომი შაქრის წარმოებასთანაა დაკავშირებული, მისი ნარჩენებისგან მზადდება, აგრარულს კი არაფერი აქვს საერთო შაქრის წარმოების პროცესთან, რადგანაც მას პირდაპირ ლერწმისგან აკეთებენ, ამიტომ ხარისხისა და პროდუქტის საბოლოო მრავალფეროვნების თვალსაზრისით, ლერწმის ჯიშზე და სახეობაზე ბევრი რამეა დამოკიდებული - როგორც ამბობენ, ერთ ჰექტარზე 90-100 ტონა ლერწამი მოდის, ერთი ტონა საშუალოდ 1300-1500 ლიტრ წვენს იძლევა, საიდანაც დაახლოებით 100 ლიტრ 55 გრადუსიან რომს ხდიან.

ამისათვის იღებენ საუკეთესო ლერწმის ძირებს (სადაც ყველაზე მეტი სახაროზაა), ჭრიან და აქუცმაცებენ. შემდეგ წურავენ და ფილტრავენ. ლერწამი მოსავლის აღებიდან დღე-ღამის განმავლობაში უნდა დამუშავდეს, სხვა შემთხვევაში იგი შაქარს კარგავს, რის გამოც ანტილის კუნძულელები ხშირად იტყოდნენ ხოლმე, "ლერწამს ფეხები რო მიწაში აქვს, თავი უკვე წისქვილში უნდა ჰქონდესო". დაქუცმაცებული ლერწმიდან გამონაწურს ვეზუ (vesou) ქვია, რასაც საფუარს უმატებენ ფერმენტაციისთვის და "ლერწმის ღვინოც" მზადაა. დუღილი 2-12 დღის მანძილზე გრძელდება (ყველაზე დიდხანს იამაიკაზე ადუღებენ) და პროცესის ტემპერატურას მკაცრად აკონტროლებენ, რადგან თუკი დუღილის ტემპერატურა დაბალია, ე.ი. დადუღება ნელა მიმდინარეობს და სასმელის არომატიც უფრო ძლიერი და მდგრადი იქნება (ასეთ არომატულ რომებს ძირითადად კუპაჟისთვის იყენებენ).

ხდიან ტრადიციული კონიაკის (alambic charentais), ანდა patent still-ის სახდელი აპარატებით. პირველიდან მძიმე რომი გამოდის (მაგალითად იამაიკური), მეორეს კი ძირითადად მსუბუქი რომისთვის გამოიყენებენ.            სპირტს გამოხდილი წყლით აზავებენ და დასაძველებლად მუხის კასრებში ან რკინის როფებში ასხამენ. საქმე ისაა, რომ მუხა ქარვისფერს ანიჭებს რომს, რკინა კი უფერულს ტოვებს.

ფერებზე და სხვა განმასხვავებელ ნიშნებზე შემდეგ თავშიც ვისაუბრებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ დაძველებისთვის რომი ზეგჯერ სხვა ქვეყანაში მიაქვთ, იქ, სადაც შედარებით ზომიერი ჰავაა, რადგან ტროპიკულ მხარეებში დანაკარგი მეტია, მეტი რომი ორთქლდება, სამაგიეროდ დაძველების პროცესს რომის სამშობლოში ნაკლები დრო სჭირდება. დაძველება კი ასე ხდება, იღებენ ამერიკული ვისკის, ბურბონის კასრებს და არანაკლებ 2 წლით "გამოკეტავენ" ხოლმე ტროპიკულ ნექტარს (ზოგიერთი სახეობისთვის მინიმუმი 6 წელია), თუმცა არსებობენ 15 წლიანი და უფრო ბებერი რომებიც. დაძველების შემდეგ რომი აქტივირებული ნახშირით იფილტრება და საჭირო პროპორციებში ზავდება წყალთან, შაქრის სიროპთან და კოლერთან (კარამელის საღებავი), ხოლო ზოგიერთი მარკის რომში სუნელ-სანელებლებსაც ურევენ (ზოგჯერ, რომს რომ განსაკუთრებული ბუკეტი ჰქონდეს, დისტილაციის ოსტატები ჯერ კიდევ გამოხდისას უმატებენ დარიჩინს, ვანილსა და სხვადასხვა ხილს).

Dყველაფერს, რასაკვირველია, კუპაჟის ურთულესი და უმნიშვნელოვანესი პროცესი აგვირგვინებს და

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ერთსა და იმავე რომში სხვადასხვა კუნძულზე გამოხდილი მასალა ერთიანდება ხოლმე.

 კლასიფიკაცია რომის აუარება სახეობა და კატეგორია არსებობს. ამის მთავარი მიზეზი იმ კუნძულების სიმრავლე და

ფერადოვნებაა, სადაც ტროპიკულ ელექსირს აწარმოებენ, რის გამოც, სხვადასხვა კუნძულზე სხვადასხვა გემოსა და არომატის სასმელი გამოდის. იამაიაკა, მარტინიკა, პუერტო რიკო, კუბა, ჰაიტი, გვადელუპა, ტრინიდადი და ტობაგო, ბარბადოსი, დომინიკის რესპუბლიკა, სამხრეთ ამერიკაში ბრაზილია და ვენესუელა, ასევე აშშ, მექსიკა, ფილიპინები, მადაგასკარი, აი არასრული ჩამონთვალი იმ ქვეყნებისა, სადაც ამ რომანტიკულ სასმელს ხდიან, მოიხმარენ და სხვებსაც აწვდიან. ამ მრავალფეროვნების მიუხედავად, მაინც არსებობს მცდელობები, ოთხამდე თუ არა, ათამდე მაინც დაიყვანონ კატეგორიათა ეს სიმრავლე. 

მაგალითად,ზოგიერთი რომს 4 კატეგორიად ყოფს: თეთრი, ოქროსფერი, მუქი და დაძველებული, სხვა ვარიანტებია - solera, spiced, overproof, single mark, demerara, plummer და ა. შ. მაგალითად, თუკი თეთრი რომის ყიდვა გსურთ, ეტიკეტზე ამ სიტყვებიდან ერთ-ერთი მაინც უნდა ეწეროს: white / light / silver / blanca / blanc და ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ თეთრებში ჩემპიონი "ბაკარდის" კომპანიაა. იგი არც ისე არომატულია და ძირითადად კოქტეილებში გამოიყენება. დაძველების შემდეგ ფილტრავენ ხოლმე, რათა ფერი გამოაცალონ.

"ოქროს რომსაც" სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა სახელი აწერია (golden / oro / amber / paille). ამ კატეგორიის რომს დაახლოებით ორ წელიწადს აძველებენ, არ ფილტრავენ (რითაც იგი ოქროსფერს ინარჩუნებს), კიდევ უფრო ეფექტურ ფერს კი კარამელის დამატებით მიიღებენ.

მუქი – dark / black / negro ძალიან არომატული, სხეულიანი და ზეთოვანი რომია, რომელსაც გაჭვარტლულ მუხის კასრებში ინახავენ 3 და მეტი წლის მანძილზე.

დაძველებული (უფრო ქართულად, დავარგებულიც ქვია) - premium aged / anejo / rhum vieux. ასეთ რომს 5 წელიწადზე მეტ ხანს აძველებენ (თუმცა იშვიათად რომ 12-ს გადააცილონ) და მსოფლიო ბაზარზე ისინი კონიაკებსა და ვისკებსაც კი უწევენ კონკურენციას.

სუნელ-სანელებლებიანი, ანუ შეკმაზული რომი (spiced და flavoured) ძველი დროიდან არსებობს, ჯერ კიდევ იმ ხანიდან, როცა ნახადს ვერ ასუფთავებდნენ და რახის მინარევებს ძლიერი არომატებით ფარავდნენ, ხილით, ბალახეულითა და სუნელებით. ამის მიუხედავად, სუნელიანი რომების საერთაშორისო ბრენდები შედარებით ახალი ამბავია. მათგან კი ყველაზე ცნობილია Bacardi Limon და Captain Morgan Spiced;

Overproof Rum გაცილებით მაღალგრადუსიანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა (ზოგჯერ. 75%) და ასეთებს 151-საც უწოდებენ. საქმე ისაა, რომ მათ აღსანიშნად სიმაგრის ინგლისური ერთეული, proof გამოიყენება, 1 proof კი 0,5%-ს უდრის, რის შესაბამისადაც 151-იანი 75 გრადუსი გამოდის. "ოვერპრუფების" საუკეთესო ნიმუშებია ტრინიდადული Caroni Puncheon და Stallion Puncheon და როგორც დასახელებიდან ჩანს, მათ ძირითადად პუნშებისთვის იყენებენ.

single mark rum ძალიან იშვათიად და შესაბამისად უძვირფასესადაც ითვლება.ღირებულებით ზოგიერთი სპეციალისტი შოტლანდიურ ერთალაოიან ვისკისაც კიადარებს. ამ რომს ერთი კასრიდან ასხამენ, ყველანაირი კუპაჟირების გარეშე და სიმაგრესაცკი არ აკლებენ ხოლმე.

არსებობს რომის კლასიფიცირების სხვა კრიტერიუმებიც. ზემოთ კი ვთქვი, ყოველკუნძულზე განსხვავებულ რომს აყენებენ მეთქი, მაგრამ ისიც უნდა დავძინო, რომსტილისტურად მაინც ენების მიხედვით ყოფენ რომს.

ესპანურენოვან კუნძულებზე ლაითი რომებია გავრცელებული, დახვეწილი,მსუბუქი გემოთი (კუბა, პუერტო-რიკო, პანამა).  ინგლისურენოვანი კუნძულები მუქირომებითაა განთქმული, მძიმე და ზეთოვანი კონსისტენციის არომატული სასმელით(იამაიკა, ინგლისისგვიანა). ხოლო ფრანგულენოვანმა კოლონიებმა ძირითადადაგრარული რომით გაითქვეს სახელი (rhum agricole), რომელიც შაქრის ლერწმის სუფთაწვენისგან მზადდებოდა, რის ტიპიურ ნიმუშადაც მარტინიკისა და გვადელუპეს ნექტარიმიიჩნეოდა.

არის კიდევ ბრაზილიური რომი Cachaça,ინდონეზიური Batavia Arrack დაAguardiente, რომელსაც ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ხდიან და ლერწმის წვენს ანისულსაც ურევენ.

D

 კიდევ ერთი სისტემა რომის ერთმანეთისგან გასარჩევად სხვა ხერხებიც არსებობს, ამჯერად უკვესაწარმოო და სასოფლო-

სამეურნეო რომების წიაღში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეზემოთჩამოთვლილ კატეგორიასაც ემთხვევა, მაინც საინტერესო იქნება მათზე თვალისგადავლება. 

საწარმოორომისსახეობებია: 

"ახალგაზრდა" (ტრადიციული) – ღია ფერის რომი, რკინის როფებშიდავარგებული ან მუქი რომი, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე თვე გააჩერეს მუხისკასრებში. ღია რომსაც აქვს თავისი ფერი, მაგრამ მას კარამელის საღებავით აძლევენ ფერს,სიმაგრეკი 40-44%-ია.

"ბებერი" – მუხის კასრებში მინიმუმ 3 წლის მანძილზე დაძველებული რომი.ძალზე დახვეწილი გემო აქვს. 44-47%.

"არომატული" – მისი წარმოებისას ბადაგს განსაკუთრებით დიდხანს ადუღებენ.სუფთა არომატულ რომს, როგორც წესი, არ სვამენ ხოლმე, ასეთ რომს ხშირად სხვარომების კუპაჟში იყენებენ, ანდა საკონდიტრო ნაწარმში.

"მსუბუქი" – ძალიან სუსტი არომატის რომია, რაც ხანმოკლე დუღილისა დამაღალ ტემპერატურაზე გამოხდის ბრალია. ასეთი რომი ძირითადად კოკტეილებისთვისდა long drinks-ებისთვის გამოიყენება. 37-45%. 

სასოფლო-სამეურნეო რომების სახეობები: 

"თეთრი მტევანი" – რომის სპირტი, რომელიც დისტილაციის შემდეგ დამუშავების არანაირ პროცესს არ გადის. იგი უფერულია, ძალიან მკვეთრი გემო აქვს და ხშირად იყენებენ კოქტეილებსა და პუნშებში.

"ბებერი" – დაახლოებით იგივეა, რაც საწარმოო "ბებერი", ოღონდ ხარისხით ამ რომს კარგ კონიაკსაც კი ადარებენ.

არსებობს კიდევ ტაფია, რომელსაც ბადაგის ნარჩენებისგან იღებენ და ე.წ. სახარჯ რომს წარმოადგენს (ზოგიერთის აზრით, "რატაფია"-დან, ფრანგული ლიქიორის სახელიდან მომდინარეობს).

 ეტიკეტზე შემდეგ წარწერებსაც შეხვდებით: light boiled (მსუბუქი),

middle boiled (საშუალო), heavy boiled (მძიმე), სადაც არომატი და გემო სიმძიმის მიხედვით მატულობს, ყველაზე მძიმეს კი მკვეთრად გამოხატული სიმწარე და ხილის არომატი აქვს (კუბურები ძირითადად მსუბუქია, ბარბადოსული და პუერტო რიკული – საშუალო, ტრინიდადული და იამაიკური – მძიმე). ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტსაც, რომ როგორც წესი, ეტიკეტი რომის ასაკზე უფრო ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე შემადგენლობაზე, ნედლეულზე ან დისტილაციის ტიპზე. გამონაკლისია გვადელუპის, სენ-მარტენისა და მარტინიკის  

D

წითელი ფანქარიერთ სკოლაში ბავშვებს ძალიან უცნაური მასწავლებელი ჰყავდათ. არც მეტი, არც ნაკლები, ნამდვილი წითელი ფანქარი!წითელ ფანქარს ყველაზე მეტად შენიშვნების მიცემა და საკლასო რვეულების წითლად გადაჭრელება უყვარდა, თანაც ისეთი ბრაზიანი იყო, რომ სკოლის დირექტორიც კი, მის დანახვაზე ყურებამდე წითლდებოდა და ნერვიულობისგან ფრჩხილებს იკვნეტდა.ჩანთაში წითელ ფანქარს მობილურთან, სარკესთან და წითელ პომადასთან ერთად ყოველთვის ედო ჩვეულებრივი სათლელი, წვერი რომ დამიბლაგვდეს, ან მომტყდეს, ხომ უნდა  წავითალოო.მოკლედ, ძალიან მკაცრი და პრანჭია იყო.

წითელ ფანქარს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა: ხანდახან, გაკვეთილზე ჩათვლემდა-ხოლმე, მაგრამ ამას ნაკლად სულაც არ თვლიდა: აბა, რა ვქნა, სახლში ღამეც კი რვეულებს ვასწორებო.საწყალი ბავშვები! მნიშვნელობა არ ჰქონდა, იცოდნენ თუ არა გაკვეთილი, მაინც დაბალ ქულებს იღებდნენ. გულს იმითღა იოხებდნენ, რომ როცა წითელი ფანქარი თვალს მილულავდა, რომელიმე გაბედული მიეპარებოდა და წკაპ! წვერს წაატეხდა, იქნებ ცოტა ხნით მაინც დავისვენოთო, მაგრამ რა!გაახელდა თვალს წითელი ფანქარი, ჩანთიდან მშვიდად ამოიღებდა სარკეს, ჩაიხედავდა, მერე სათლელში ჩაძვრებოდა და, ბზრრ! წვერს ისევ წაიწვეტებდა.დრო გადიოდა. სკოლაში ყველაფერი ისე აირ-დაირია, რომ ერთხელ ეს სკოლა ერთ-ერთმა ცნობილმა არხმაც აჩვენა, როგორც ქალაქში ყველაზე ჩამორჩენილი სკოლა.წითელ ფანქარს ეს ამბავი არ აღელვებდა, ძველებურად წითლად აჭრელებდა რვეულებს, ითლიდა წვერს და ვერც ამჩნევდა, ამდენი თლისგან თანდათან რომ პატარავდებოდა.ჰოდა, ერთხელაც აი, რა მოხდა:შევიდა წითელი ფანქარი კლასში, გამოიძახა მოსწავლე დაფასთან, ახალი, მაღალქუსლიანი, წითელი ფეხსაცმელებით გაიარ-გამოიარა, მერე მაგიდასთან ჩამოჯდა და თვალები მილულა.“ახლა გიჩვენებ სეირსო,”- მიეპარა ერთი პატარა ბიჭი და წკაპ! წვერი წაატეხა.ზარი დაირეკა. წითელმა ფანქარმა თვალი გაახილა თუ არა, სარკეში ჩაიხედა, ოჰ, წვერი წასათლელი მაქვსო, გაიფიქრა, ჩაძვრა სათლელში და ბზრრ! როგორც თვითონ იტყოდა, ბალერინასავით დაბზრიალდა.დაბზრიალდა და  გ ა ქ რ ა !!!

მაწაწა

Dმაწაწა სკოლაში დადის, მაგრამ დიდი არ გეგონოთ, ჯერ მეორე კლასშია.უყურადღებოა და ამიტომ წერის დროს ასოები ერთმანეთში ერევა: წ-ს მაგივრად შ-ს წერს, ლ-ს მაგივრად ღ-ს, ნ-ს მაგივრად წ-ს, დ-ს მაგივრად ლ-ს, ხ-ს მაგივრად ძ-ს, ფ-ს მაგივრად თ-ს... მოკლედ, მაწაწას ნაწერი ნამდვილი რებუსია, კარგად თუ არ დაუკვირდი, ვერაფერს გაიგებ.თავის სახელსაც ასე წერს: მ ა წ ა წ ა.ამიტომ ყველა მაწაწას ეძახის, ისე, მანანა ჰქვია.- იცოდე, ყურადღებით წერე, - აფრთხილებს-

ხოლმე მასწავლებელი.მაწაწა თავს დაუქნევს, კარგითო, მაგრამ მერე ათასი რამ გაახსენდება: ხან ეზოსა და გართობაზე ფიქრობს, ხან გემრიელ ნამცხვარზე, ხან საყვარელ მულტფილმზე... მოკლედ, ყველაფერზე ფიქრობს მაწაწა, წერის გარდა.- ძალიან უყურადღებოა, - ეუბნება-ხოლმე მაწაწას დედას მასწავლებელი.დედა ნერვიულობს, ცდილობს, როგორმე გამოასწოროს შვილი, მაგრამ არაფერი გამოსდის.ერთხელ მაწაწამ სიზმარი ნახა. არა, გასაკვირი არაფერია, სიზმარს ყველა ნახულობს, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ მაწაწა სიზმარში ზუსტად ისე ალაპარაკდა, როგორც წერდა. აი, მაწაწას სიზმარი:-ლელიკო, ლელიკო, - გაეღვიძა მაწაწას. პასუხი არავინ გასცა. არც გასცემდა. აბა, დედიკომ რა იცოდა, რომ მაწაწა მას ეძახდა.- სალ არის ლელიკო, თათა მიწლა. - ესე იგი, სად არის დედიკო, ფაფა მინდაო,  ხმამაღლა აბურტყუნდა მაწაწა და სამზარეულოში გატანტალდა. იქ დედიკო რაღაცას საქმიანობდა.- თათა მიწლა, - გაუმეორა დედიკოს მაწაწამ.- თათა ვინ არის? - ჰკითხა გაოცებულმა დედამ.- კიწ ვი არა, რა, - ესე იგი, ვინ კი არა, რაო, მაგრამ დედამ ვერაფერი გაიგო.- თათა მიწლა, თათა, - ააბაკუნა ფეხები მაწაწამ.- ვერაფრით დაგეხმარები, - მხრები აიჩეჩა დედამ, - იქნებ წესიერად ამიხსნა, რა გინდა?- რა მიწლა ლა მნია, მნია, - რა მინდა და მშია, მშიაო, უნდოდა ეთქვა.- იცი რა, - უთხრა დედამ, - სანამ ნორმალურ ლაპარაკს არ ისწავლი, ჩემგან ვერაფერს მიიღებ.- ნყაღი მაიწც ლამაღეკიწე, - შეეხვეწა დედას მაწაწა,  წყალი მაინც დამალევინეო, მაგრამ დედამ ყურადღება არ მიაქცია.- იცოლე, გაკიბუცები, - იცოდე გავიბუტებიო, ჩაიბუტბუტა მაწაწამ და ახლა ბებოსთან წავიდა, იქნებ მას გავაგებინო რამეო.- რაო, მაწაწა, რა გინდა? - ჰკითხა ბებომ ოთახში შესულ შვილიშვილს.- მნია, მნია, - მშია, მშიაო, ახლა ბებოს უთხრა მაწაწამ.- ვერაფერი გავიგე, - უთხრა ბებომ.

D- ამლეწს ვშუშუწებ ღა არ გესმიფ, - ამდენს ვწუწუნებ და არ გესმითო, - ბებოსაც გაებუტა მაწაწა და ბაბუსთან წავიდა.- ლელიკომ მანყეწიწა, - დედიკომ მაწყენინაო, მაგრამ ვერც ბაბუმ გაიგო მისი ნათქვამი.- წამცძვარი მაიწც მიყილე, - ნამცხვარი მაინც მიყიდეო, მაგრამ ბაბუმ მაინც ვერ გაიგო, რა უნდოდა მაწაწას.მაწაწა ახლა მამასთან შევიდა.- მნია, - უთხრა, მაგრამ ამაოდ, მამიკომაც არ მიაქცია ყურადღება. ადგა და ისევ სამზარეულოში დაბრუნდა.დედას გემრიელი ხაჭაპურები და კრემიანი ნამცხვრები დაეცხო და ახლა სუფრას შლიდა.- რა ვარგია, - გაიხარა მაწაწამ, - აძდა მაინც ნევჩამ, - ახლა მაინც შევჭამო.- რა თქვი? - ჰკითხა დედამ.- რა ლა შაჩაპური ლა ვრემიანი წამცძვარი მიწლა, - რა და ხაჭაპური და კრემიანი ნამცხვარი მინდაო, უპასუხა მაწაწამ და ის იყო, ხაჭაპურის მოზრდილ ნაჭერს წაეტანა, რომ დედამ ხელი გააშვებინა.- ხომ გითხარი, სანამ წესიერად არ ამიხსნი რა გინდა, ვერაფერს მიიღებ. რაც შეეხება შაჩაპურს და ვრემიან წამცძვარს, ასეთი საჭმელი არ გამიგია. შენ თუ იცი, წადი, მოძებნე და ის მიირთვი.მშიერი მაწაწა თავის ოთახში დაბრუნდა და ტირილი დაიწყო. - მაწაწა, მაწაწა, გაიღვიძე, რა გატირებს? - გააღვიძა სწორედ ამ დროს დედამ.მაწაწამ თვალები გაახილა, საწოლზე წამოჯდა, სიზმარი ყოფილაო, ამოისუნთქა შვებით, მაგრამ შიშით ხმას ვერ იღებდა, ვაითუ მართლა ისე დავილაპარაკო, როგორც სიზმარშიო, მერე გაბედა და ამოიზლუქუნა.- ცუდი სიზმარი  ვნახეეეე...- და რა ნახე ასეთი სიზმარში? - მიეფერა დედა.- როგორც ვწერ, ისე ვლაპარაკობდი და ჩემი არ გესმოდაათ... - ისევ ამოიზლუქუნა მაწაწამ.  დედა რისი დედა იყო? მიუალერსა მაწაწას, დაამშვიდა, გულში ჩაიკრა.- დედიკო, გეფიცები, ასე აღარ დავწერ, - ცოტა რომ დამშვიდდა, უთხრა დედას მაწაწამ და თვითონაც ჩაეხუტა, - ახლა მივხვდი, რა ცუდი ყოფილა არეულად წერა.ის დღე იყო და ის დღე, მაწაწას წერის დროს შეცდომა აღარ დაუშვია.აი, ნამდვილ სახელს კი მაინც აღარავინ ეძახდა. შერჩა და შერჩა მაწაწა

ჯადოსნური ფანქარიეს ამბავი დიდი ხნის წინათ მოხდა.

Dიმ დროს ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ერთი პატარა ბიჭი, სახელად ვახუშტი ერქვა. როგორც ყველა ბავშვს ვახუშტისაც უყვარდა ფეხბურთის თამაში, უყვარდა წიგნებისკითხვა, უყვარდა გზებისა და გვირაბების გაყვანა ქვიშაში. მაგრამ ყველაფერზე მეტად მას მაინც ხატვა უყვარდა. დღე და ღამე შეეძლო ეხატა გემები და თვითმფრინავები,ფეხბურთელები და მოფარიკავეები.- ჩემი ვახუშტისაგან კარგი მხატვარი დადგებაო, - იტყოდა ხოლმე მისი მამა, როდესაც შვილის ნახატებს თვალს გადაავლებდა.მამა მუდამ ზრუნავდა, რომ პატარა მხატვარს ფანქრები და ქაღალდი არ მოკლებოდა.და ვახუშტიც სულ ხატავდა და ხატავდა.ერთხელ მამამ ვახუშტის გასაოცარი ფანქარი აჩუქა. როდესაც ვახუშტიმ ფანქარს წვერი წაუთალა და ხატვა დაიწყო, სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ ფანქარი ჯადოსნური იყო.დააპირა თუ არა ვახუშტიმ ზღვის დახატვა, ფანქარიც მაშინვე გალურჯდა, დროშის დახატვას მიჰყო ხელი და ფანქარი გაწითლდა, მერე ბოლის დახატვა გადაწყვიტა დაფანქარიც სასწრაფოდ გაშავდა, თოვლიანი მთების ხატვისას კი ფანქარი გათეთრდა...ვახუშტიმ თვალები მოიფშვნიტა, ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ, არა! თვალები არ ატყუებდნენ ვახუშტის: ნახატი მართლაც ფერადი იყო, ფანქარი კი მხოლოდ ერთი ეჭირახელში.ეს ამბავი ვახუშტიმ წამსვე ყველას გვამცნო და საბუთად ნახატი გვიჩვენა.- აბა, მათხოვე ერთი, მეცა ვცადო! - ვთხოვე ვახუშტის და ფანქრის გამოსათმევად ხელი გავუწოდე.ვახუშტიმ ფანქარი ზურგს უკან დამალა და მიპასუხა:- არა! ვერ გათხოვებ! დამეხარჯება!სხვამაც ბევრმა სთხოვა ვახუშტის ფანქარი, მაგრამ ის სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა, დამეხარჯება და დამეხარჯებაო.ამის შემდეგ ვახუშტი ფანქარს ერთი წუთითაც კი არ იშორებდა, ის კი არა და, ღამეც გულში ჰქონდა ჩახუტებული. სხვებს ხომ არ აძლევდა და არ აძლევდა, თვითონაც აღარაფერს ხატავდა, დამეხარჯებაო,კვლავ თავისას გაიძახოდა.ერთხელ ვახუშტიმ შეამჩნია, რომ ფანქარი თითქმის ორჯერ გაზრდილიყო.- ახლა მაინც გვათხოვე! - ვეხვეწებოდით ჩვენ, მაგრამ პასუხად ისევ და ისევ უარს ვიღებდით.ზაფხულამდე ფანქარი ისე გაიზარდა, რომ ვახუშტი იძულებული გახდა, თოფივით მხარზე გადებული ეტარებინა. მისი სიმძიმის ქვეშ წელში ოთხად მოკაკვული წავიდა ვახუშტი აგარაკზე.როდესაც აგარაკიდან კვლავ ქალაქში დაბრუნდა, ვახუშტიმ იფიქრა, ვნახავ ერთი, როგორ ხატავს ჩემი ჯადოსნური ფანქარიო, იფიქრა და თვითმფრინავის დახატვა დააპირა, მაგრამ... ფანქარს ძვრაც ვერ უყო.მთელი შემოდგომა ფანქარი ვახუშტის აივანზე იდო, რადგანაც ოთახში ვეღარ ეტეოდა, და სულ იზრდებოდა და იზრდებოდა.დადგა ზამთარი და ფანქარს უკვე აივანზეც ევიწროებოდა.მოიყვანა ვახუშტის მამამ ქარხნიდან დიდი მანქანა მაღალი ამწეთი და გოლიათი ფანქარი აივნიდან ეზოში გადაატანინა, მერე კი, როდესაც მან უკვე ნახევარი ეზო დაიკავა და მეზობლები შეავიწროვა,მხერხავები დაიქირავა. დილიდან გვიან ღამემდე იმუშავეს მხერხავებმა, დახერხეს ფანქარი, დააპეს და ჩაზიდეს სარდაფში.იმ ზამთარს ვახუშტის მამას შეშის ყიდვა აღარ დასჭირვებია.კვლავ დადგა გაზაფხული.ერთ მშვენიერ დღეს ვახუშტიმ იგრძნო, რომ ხატვა ძალიან მონატრებოდა. იმ დროისათვის მას თავისი ჯადოსნური ფანქარი აღარც კი ახსოვდა და ჩვეულებრივ ფანქრებს მოკიდა ხელი, მოჰკიდა და... თურმეარამცთუ ხატვა, ფანქრის სწორად დაჭერაც კი დავიწყებოდა.- ეჰ, ვახუშტი, ვახუშტი, რა მხატვარი გაფუჭდი?! - ვიძახდით მეზობლები და სინანულისაგან თავებს ვაქნევდით. 

D

კარგი ამბავი ჩემი თაობა მისი ლექსებით გაიზარდა... ის მათთვის ქმნიდა თავის ხალას შედევრებს, რომელთაც წითელი იდეოლოგიის ტყვეობაში უხდებოდათ პირველი ნაბიჯების გადადგმა... იქნებ, ამიტომაცგავუძელით ბევრ ცუდს? იქნებ, მისმა ლექსებმა შეგვმატეს ძალა?კეთილი ემოცია შეუდარებელი საზრდოა ახალი სიცოცხლისთვის. გამორთეთ ტელევიზორები, როდესაც ისინი ცუდ ამბებს ჰყვებიან და წაუკითხეთ თქვენს პატარებს ყველაზე საბავშვო პოეტის, გივიჭიჭინაძის, ლექსები.ეს პატარა ამბავიც მისი ლექსების ემოციით დაიწერა.  

ოთარიკო მუყაოს ყუთიდან ხვნეშით გადმოძვრა, მაგიდის კიდეს თავი მსუბუქად მიარტყა და ტელეფონს, რომელიც მონოტონურად და მოთმინებით რეკავდა, უპასუხა. ის დღეს მორიგეა, ამიტომაც, სადაც არ უნდა შეძვრეს, ან აძვრეს, მოვალეა, ტელეფონსაც უპასუხოს და სახლში მომსვლელ-მიმსვლელსაც ფართოდ გაუღოს კარი.მამა იყო. იკითხა, როგორ ხართო, მაგრამ უმცროსმა ვაჟმა მამის ვალი შეახსენა _ დღეს რას მოგვიტანო, ჰკითხა. მამამ ისე გაიცინა, ოთარიკომ  მისი თეთრი კბილებიცკი დაინახა და _ მამა დღეს კარგ ამბავს მოგიტანთო, უპასუხა.პატარა ბიჭმა გაოცებისგან პირი გააფჩინა და წამით გაირინდა. რა არ მოუტანია სამსახურიდან დაბრუნებულ მამას შვილებისთვის, მაგრამ `კარგი ამბავი~ არასოდეს.გიორგიმ ოთარიკოს მდგომარეობით ისარგებლა და ძმას კარადის თავიდან დაახტა მხრებზე. ოთარიკოს ეწყინა და ეტკინა ერთდროულად, მაგრამ ტირილი ცხვირისწვერთან შეიკავა._ მამამ თქვა, მოვალ და რაღაცას მოგიტანთო... მაგრამ რას, არ გეტყვი! `დასაჯა~ ძმა.

D_ მამა იკო? _ ენამოჩლექილმა ლიზიმ ხელში ატატებული, ლამის ოთარიკოს სიმაღლე, თეთრი დათუნია იატაკზე დასვა და ძმებთან მოირბინა. ლიზის მარიამი, თეონა,არჩილი და ანა მოყვნენ და ძმას რკალი შემოარტყეს, მაგრამ კარზე ზარი გაისმა და მორიგე ძმა მის გასაღებად მორჩილად გაატარეს. უცნობი დეიდა იყო, წითელიფერის ხუთიანშემოხაზული ბუკლეტები მოუტანა და წავიდა... ლიზიმ ოთარიკოს თავისი ფუნთულა ხელი ჩაავლო, თავისკენ ფრთხილად მოქაჩა და თვალებშისაწყალობლად ჩახედა._ კარგი, მხოლოდ შენ გეტყვი, მამამ კარგ ამბავს მოგიტანთო, მითხრა._ დედააააა, მამამ დარეკა კარგ ამბავს მოგიტანთოოოო! აყიჟინებული გაიქცა სამზარეულოსკენ ლიზი._ დებილო! ახლა მართლა გაბრაზდა ოთარიკო, იატაკზე დაჯდა და ტირილი დაიწყო. ჯერ ჩუმად გამოიტირა თავისი დამარცხება, მერე  იფიქრა, სხვებმა თუ არ გაიგესტირილს ისე რა ფასი აქვსო და ხმამაღლა, მოთქმით ატირდა.ანამ იცის როგორც უნდა გააჩუმოს ოთარიკო, ახლა მოვა, ფეხებთან ჩაუჯდება უმცროს ძმას და თეატრალურად მოწყენილი სახით დაიწყებს:`_ ძლიერ წუხდნენ ზღარბები...~თავად ამოიზლუქუნებს და გააგრძელებს;`_ რატომ წუხდნენ?~ანა მაშინვე გაუმხელს ზღარბების წუხილის მიზეზს;`_ ვაშლი ჰქონდათ საკრეფი...~მერე ისევ თვითონ იკითხავს;`_ რა ქნეს მერე?_ ჟირაფს წერილი მისწერეს...~ოთარიკოს თვალები გაუფართოვდება, ვითომცდა არ იცის რა მისწერეს ზღარბებმა ჟირაფს.` _ რა მისწერეს?~უფროსი დაც არ დაამადლებს და მხიარულად უპასუხებს:`_ აგრემც უფრო გაგეზრდება ეგ ლამაზი კისერიო,აფრიკიდან ჩამოდი და გვიხსენიო.~მერე, ერთად იცინებენ და ყველა დაივიწყებს, რომ ოთარიკო ნაწყენია და ნატკენი.მხოლოდ ახლა ასე არ მოხდა. ატირებულ ბიჭთან არც ანა მივიდა და არც არავინ, სამაგიეროდ, ტირილი მობეზრდა და გადაწყვიტა ლიზისთვის სამაგიერო გადაეხადა.მაგრამ, მამამ ხომ დაარიგა, ქალს არასდროს დაარტყაო? ოთარიკო ვაჟკაცია და ისე აატირებს დას, თითსაც არ დააკარებს. ლიზი რა ქალია, ერთი მსუქანა მეტიჩარაა, მაგრამ მაინც... ჰოდა, მივამასთან, თავისკენ შემოაბრუნებს, თვალებში ჩახედავს რომ კარგად გააგონოს ნათქვამი  და დაიწყებს:`_ ვარსკვლავები ტირიან._ რა ატირებთ ვარსკვლავებს?_ დანა გალესილია,ხვალ თეთრ ბატკანს დაკლავენ. _წყაროს, დარდით დაწრეტილსსცვივა ცრემლის წვეთები:_ ღამევ, ღამევ გაგრძელდი,დიდხანს ნუ გათენდები!~ასეც მოიქცა. ისე ჩააბულბულა ლექსი, დისთვის თვალი არ მოუშორებია, მაგრამ ვერ კი აატირა._ ღამე კი არასოდეს გრძელდება, დაკლავენ თეთრ ბატკანს და ღირსი იქნები! ხმამაღალი შეძახილით შეეცადა ნაღვლიანი ლექსის ემოციის გამყარებას ოთარიკო. რაკი მისმა ხერხმა არ გასჭრა, დასწვრილ კიკინაში სწვდა და მაგრად ჩამოქაჩა. ლიზი ახლა მართლა ატირ

Dდა, მაგრამ ბიჭს რატომღაც შეეცოდა და თავადაც მოუნდა ტირილი. არა, დღეს არ უმართლებს!კარზე გამუდმებით ვიღაც რეკავს და ახალ-ახალ სარეკლამო ბუკლეტს უტოვებს ოთარიკოს. ლურჯს, მწვანეს, ციფრებითა და სურათებით აჭრელებულს. ანა და არჩილი თავის ოთახში მეცადინეობენ.ოთარიკომ იცის, რომ წინ არჩევნებია და ყველა მომსვლელს გულთბილად უნდა ჩამოართვას მორთმეული `ძღვენი~. დედამ ატირებული ლიზი სამზარეულოში გაიყვანა და ახლა, იმის მაგივრად,რომ დასჯილი იყოს გამყიდველობისთვის, დედასთან ერთად ცომს აბრტყელებს. `მკლავებს დაიკაპიწებს, გათავდა და მორჩა!~ გიორგი, მარიამი და თეონაც კი ჩუმად არიან. `ყველას მეგობარი ჰყავს,ჩემთვის არვის სცალია, ნეტავ რისი ბრალია, უჭკუო ვარ ძალიან?~ჩუმად შეიჭყიტა ბავშვების საძინებელში. იქ, იმიტომ, რომ სხვა არაფერი ეტევა, მხოლოდ საწოლები დგას. ისინი  თეონას თეთრ საწოლზე მოკალათებულან და შოკოლადს მიირთმევენ! ამათ არიციან რომ `ერთი დიდი შოკოლადი ათ ტოლ ფილად განაწილდა~ ?!  რომ `მეგობრობა შოკოლადზე უფრო ტკბილი რამ ყოფილა~? `_ ერთი _ კენტი! ორი _ ლუწი!~ შოკოლადით პირგამოტენილიმარიამი ოთარიკოს საყვარელ ლექსს ამბობს. ე.ი. თან იციან და თანაც _ არა? თუ ოთარიკოს დასცინიან? კარს ჩუმად ხურავს, ისე რომ და-ძმამ ვერ შეამჩნიოს და დის დაწყებულ ლექსს ფიქრებშიაგრძელებს`_ ერთი _ კენტი! ორი _ ლუწი!_ თხილს ჭამს ციყვი კნაწაკნუწით._ გვერდით კიკნა ციყვი უზის:_ მაჭამეო! _ თათებს უწვდის._ სამი _ კენტი! ოთხი _ლუწი!კვლავ გრძელდება კნაწაკნუწი.რამდენჯერაც _ კნაწ! გაისმის,კიკნა ბრაზობს: _ ძუნწი! ძუნწი!~ოთარიკო, `მეტისმეტი ჯავრისგან გულს ნუ გადაიქანცავ, შენს ქომაგად სულ მალე გამოჩნდება ვიღაცა.~ თავს ირწმუნებს ბიჭი. მამა კარგ ამბავს მოიტანს, ოთარიკო ძუნწის ლექსს ეტყვის, და ისყველაფერს მიხვდება! მამას ხომ ყველა შვილზე მეტად ოთარიკო უყვარს!მიტოვებულ მისაღებში ლიზის უზარმაზარი თეთრი დათუნია ზის. მოწყენილია ისიც. ტელევიზორს რთავს, მაგრამ იქ ამბობენ, რომ რუსებს ქართველები არ უყვართ. ოთარიკოს კი, ქვედასართულზე რომ ზინა ცხოვრობს, სიგიჟემდე უყვარს. ვითომ უფროსები იტყუებიან? ოთარიკოს არ უყვარს `ნაზობა~, მაგრამ ახლა აქ არავინ არის. ამიტომ, შეუძლია `თოვლის გუნდას~მიმსგავსებულ დათვს რაც უნდა ის ეტიტინოს. ბიჭმა არ იცის რატომ ნერვიულობენ მისი მშობლები, როდესაც საღამო ხანს საინფორმაციო გადაცემას უყურებენ, რატომ ეშინიათ ომის, რატომაფრიალებენ ამ უცხო ადამიანების მორთმეულ ბუკლეტებს მთელ სახლში, მაგრამ ბევრი ისეთი რამ იცის, რაც მათ არ გაეგებათ. მაგალითად ის, რომ `ბანზე რომ თვლემს კატა ჭრელი, ბრჭყალებიაქვს დასაჭრელი~, ისიც, რომ `მზესუმზირებს ხშირ-ხშირად, თავი მოასქვთ მზის შვილად~, `ცხრათვალა მზე რატომ არის მუდამ ასე ფრთაგაშლილი~, `დაბრაწულს და თეთრგულას, რა ახარებსბეღურას~, კიდევ `უღრან ტყეში მუხის ტოტზე ვინ ხმაურობს~, `ლომი რად თვლემს დღე და ღამე~, ისიც იცის, რომ `მოწყენილია ღრუბელი ატირდება და იწვიმებს.~_ ოთარიკოოო!  დედა ვახშმად უხმობთ. `გული ძალზე კეთილია~ ოთარიკოს გული კი ყველა გულზე მეტად, ამიტომ არაფერს დაიჩივლებს დედასთან. `კუჭმა კუჭმაჭელამ~ და-ძმებს თავი შეახსენათდა ახლა, მაგიდას დასტრიალებენ. მას ჯერ არავინ ანდობს თეთრი, ვარდისფერყვავილებიანი თეფშების სამზარეულოდან გამოტანას, მაგრამ დანა-ჩანგალის მაგიდაზე დაწყობის უფლება კი,მოპოვებული აქვს. ეს ანას, დედას, არჩილს, ლიზის. მარიამ

Dს დანას არ აძლევენ, იმიტომ, რომ ყოველთვის ხელს იჭრის, თეონას კი ორი ჩანგალი სჭირდება, რადგან თავად ასე თქვა. `თეთრსუფრაზე თეთრი სურა, თეთრ სურაში ნუშის ტოტი~. ჰო, ნუშის ტოტი არ აქვთ, მაგრამ სუფრა ძალიან ლამაზად არის გაწყობილი. მამისთვისაც დადეს თეფში. იქნებ ჩქარა მოვიდეს და კარგიამბავიც მოიტანოს? საღამოხანს, როცა მისთვის თეფშს დებენ, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად ელიან, ვიდრე ოდესმე. გამოდის, რომ სულ ელიან?! ოთარიკომ ამ შემთხვევისთვისაც იცის რა თქვას: `აბა ჩქარა, მოგელით, გაშლილი გვაქვს მაგიდა, აირჩიეთ, მიირთვით, სულო, გულო, რა გინდა!~ მაგრამ ახლა ურჩევნია გაჩუმდეს, რადგან დედამ მარიამის თეთრ მაისურზე, ყელთან შოკოლადისლაქა დაინახა და ბრაზობს... ესეც ერთ ძუნწს, სასჯელი!.თეფშები აივსეს. დედას სულაც არა აქვს დაღლილი სახე, ამიტომ, გაშლილ სუფრასთან ლაპარაკი შეიძლება. `ახლა ბებომ, ალბათ, უკვე დააპურა კრუხ-წიწილა, დაქანცული სამფეხაზე ზის და კვნესისბუხრისწინა~. დედას სიამოვნებისგან ეღიმება, მაგრამ არაფერს ამბობს. ბავშვები ახმაურდნენ, რადგან ყველა ცდილობს რამე თქვას.ოთარიკო გაიტიკნა, მოითენთა და მიყუჩდა. ბავშვები სოფელზე ლაპარაკობენ და თვალები უციმციმებთ. რა უცნაურია, `ეს რა დაატყდა თავსაო, ყაყაჩოს მინდვრის ქალსაო, წითელი ქუდი ლამაზიწაურთმევია ქარსაო~? თუ მარიამმა თავისი წითელი ქუდი თავად მოიხადა? ეს რაღაა, წვიმას სახლში უნდა შემოსვლა? `სამი დღეა წვიმა ცეკვავს, დახტის წვიმა, მღერის წვიმა~ მაგრამ სახლში რაღაუნდა ამ აბეზარს? `თავმელოტი პინგვინი~ და `ჭრელა ჟირაფიც~ შემობრძანდნენ. ესენიც გუშინ ნახა წარმოსახვითი ტრამვაით რომ მგზავრობდა. ვაი, ჯუჯებიც ჩამოსულან თავიანთი ჯუჯასოფლიდან. მობეზრდათ სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭში გაკეთებულ აუზში ცურვა და ოთარიკოს მოაკითხეს? მის აბაზანაში მთელი სოფელი ჩაეტევა, მობრძანდით, ოთარიკო დღეს მორიგეა დასიამოვნებით გაგიღებთ კარს!.._ ოთარიკოს ისევ ჩაეძინა? კითხულობს მამა და შვილი ხელში აყვანილი გაჰყავს საძინებელში. ეს ყველაზე კარგი შეგრძნებაა, რაც კი თავის სიცოცხლეში გამოუცდია _ მამის მტკიცე ხელებზე ძილი.ე.ი. კარგი ამბავიც? შეფხიზლდა, მაგრამ თვალებს ახლა სიამოვნებისგან ნაბავს. იცის რასაც უპასუხებენ, მაგრამ ისე, სიამოვნების გასახანგრძლივებლად მაინც კითხულობს _ მამა, `უღრან ტყეში,მუხის ტოტზე, ვინ ხმაურობს ნეტავ, ვინ?~ პასუხი სადღაც შორიდან ესმის `ლექსებს ბეჭდავს რემინგტონზე ხეკაკუნა მბეჭდავი~... ძილი ნებისა, ოთარიკოოო!

იავნანამ რა ჰქმნა                                   იაკობ გოგებაშვილი 

სამშობლო ღვინისა

თბილისიდან რომ აღმოსავლეთისკენ წახვიდე, ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ მიადგები ერთს გრძელს მთასა, რომელსაც ჰქვია ცივი. ამ ცივის მთაზე რომ ახვიდედა იქით, აღმოსავლეთისკენ, გადაიხედო, შენ თვალწინ ქვემოთ გადაიჭიმება ვეებერთელა ვაკე, რომელსაც ჰფარავს მთელი მწვანე ზღვა ვენახებისა და ზვრებისა. ამ ვ

Dაკისზედ შუა წელზე დაინახავს გრძელს ლაპლაპა ზოლსა, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გავლებულსა. ეს სწორე ვაკე არის კახეთის ველი, ლაპლაპა ზოლი კი – მდინარეალაზანი, რომელიც კახეთს ჰყოფს ორს, თითქმის თანასწორ ნაწილად: აქეთა ნახევარს ჰქვია გამოღმა მხარი, იქითას – გაღმა მხარი. გაღმა მხარს საზღვრად უძევსაღმოსავლეთის დიდი და მაღალი მთები და ესენი ჰყოფენ კახეთს დაღესტნისაგან, რომელიც იწყება ამ მთებს იქით.

თუ გაღმა მხარისაკენ თვალს დააკვირვებ, ერთს ადგილას მთის ძირში გაარჩევ დიდს ღელეს, ღრმად შევარდნილს მთაში. ეს ღელე ახლა სახნავ-სათესი ადგილია,მაგრამ რომ ახლო მიხვიდე და კარგად გასინჯო, მიწების მიჯნაზე და განაპირას ადვილად შეამჩნევ ქვიტკირის ნაშთებსა. ეს ნაშთები უტყუარი ნიშნებია იმისა, რომ ესადგილი ნასოფლარია. სოფელი ვაშლოვანი

დიახ, ძველს დროში სწორედ ამ ადგილას ჰყვაოდა კარგა მოზრდილი სოფელი, რომელსაც ვაშლოვანი ერქვა. დასავლეთით ამ სოფელს ერტყა ზვრები და ვენახები, ხოლო აღმოსავლეთის მხრივ ისთითქმის ეხებოდა ხშირსა და აყრილს ტყეს, რომლითაც შეფენილი იყო მთა. ამ ხშირის ტყის წყალობით შიგ შუა გულს სოფელში მიწითგან შადრევანივით ამოჩუხჩუხებდა ვეებერთელა ანკარა წყარო,რომლის ყინულივით ცივი წყალი იყო საკვირველი სასმელი მთელი სოფლისა. შენობანი სოფლისა სულ ქვიტკირისანი იყვნენ და ჰმოწმობდნენ, რომ სოფელი შეძლებული იყო. მართლაც, მაშინვაშლოვანმა და მთელმა კახეთმა არ იცოდა, რა იყო ვაჭრის ვალი, რომელშიაც ეხლა კახეთი ჩაფლულია.ვაშლოვანის ნაპირას, აღმოსავლეთით, ტყის ახლო, იდგა მშვენიერი ორსართულიანი სასახლე, ირგვლივ შემკული ლამაზი მოაჯირებითა. ეს სასახლე ეკუთვნოდა თავად ლუარსაბ ქართველაძესა,რომელიც განთქმული იყო მთელს კახეთში თავისი სიმდიდრით და პურადიბით. ცოლად მას ჰყავდა ქართლიდან მოყვანილი ქალი მაგდანი. აგებულებით სუსტი მაგდანი იყო სწორედ ოქროს გულისპატრონი. მათს სახლში ყოველდღე იმდენი საჭმელი კეთდებოდა, რომ ორ-სამ სახლობას ეყოფოდა, მაგრამ ხშირად დააკლდებოდათ ხოლმე საჭმელი და გაუმაძღარნი რჩებოდნენ. ამის მიზეზი იყომეტად კაცთმოყვარე გული მაგდანისა. ის უხვად უგზავნიდა თავისი სახლიდან სანოვაგეს ყოველს ავადმყოფსა, ღარიბსა და გაჭირვებულსა. ამასთან მაგდანას ჰქონდა საოცარი ხმა და განთქმული იყომთელს იმ მხარეში თავისი მშვენიერის სიმღერით. მისი ხმა და სიმღერა ისე ღრმად მიდიოდა კაცის გულში, ისეთი სიამოვნების ჟრუანტელს დაასხამდა, რომ ვინც კი მას მოისმენდა, თავის სიცოცხლეშიაღარ დაავიწყდებოდა. ზურაბმაც მშვენივრად იცოდა თარზე დაკვრა. როცა ქმარი უკრავდა თარზე და ცოლი დამღეროდა, ყური ამაზე უკეთესს ვერას გაიგონებდა.ზურაბი და მაგდანი სულ ხუთი-ექვსი წლის ჯვარდაწერილნი იყვნენ. შვილად ჰყავდათ ერთადერთი ქალი – ქეთო, რომელიც მესამე წელიწადში იდგა. მეტად საყვარელი ბავშვი იყო ქეთო: ლამაზი,თეთრი ბამბის ქულასავით, ცქრიალა, მხიარული და უღალავი მოტიკტიკე. ამასთან ქეთოს საშინლად უყვარდა თავისი დედის სიმღერა, ხშირად ამღერებდა და სულგანაბული ყურს უგდებდა მთელისაათობით. კაცს სწორედ ჩასაყლაპავად მოუნდებოდა ეს ბავშვი. დედ-მამას მასზე ამოდიოდა მზე და გაგიჟებით უყვარდა. ლეკები კახეთში

Dვაშლოვანში და საზოგადოდ კახეთში მაშინდელს დროში ხშირად დაიარებოდ

ნენ ლეკები. ძველის დროიდან დაღესტანსა და საქართველოს შორის ტკბილი განწყობილება არსებობდა, დიდიმეგობრობა სუფევდა. ყოველს საქართველოს მტერს დაღესტანი მტრობას უწევდა; ყოველს საქართველოს მეგობარს მოყვრულად ეპყრობოდა. არავის არ ახსოვდა, რომ ლეკები როდესმე საქართველოსდასცემოდნენ და ჩხუბი აეტეხნათ ქართველებისათვის. ლეკები მტრად გაუხდნენ ქართველებს შემდგომში, როდესაც მაჰმადიანობა მიიღეს და საქართველომ მართლმადიდებელის რუსეთისაკენ გაიწია.ძველს დროში კი დიდის პატივისცემისა და გულითადის მეგობრობის მეტი ქართველებს ლეკებისაგან არა მოაგონდებოდათ რა. ამ მეგობრული მეზობლობის გამო ლეკები თავისუფლადმიდი-მოდიოდნენ კახეთში, უმეტეს ნაწილად სავაჭროდ. გასაყიდად გამოჰქონდათ უფრო ნაბდეულობა და იარაღეულობა, რომლის კეთებაში განთქმულნი იყვნენ. ქეთოს მოტაცება

სოფელს ვაშლოვანში დაიარებოდა კაი ხნიდან სავაჭროდ ორი ბაჯაჯგუნა ლეკი. ესენი ისე წყალწაღებულები იყვნენ, რომ თვითონ ლეკებსაც აბუჩად ჰყავდათ აგდებულნი. ამიტომ მათგან ცუდისაქმის გაბედვას არავინ არ მოელოდა; მაგრამ მალე მათ გაამართლეს ქართული ანდაზა: თავჩაღუნული – კუდაბზეკილიო... 

ერთხელ ერთმა ლეკთაგანმა თავის ამხანაგს უთხრა:იცი, რა აზრი მომივიდა! რამდენი ხანია, რაც ჩვენ სავაჭროდ დავიარებით, მაგრამ რა გამოვიდა? ისევ ისეთივე ღატაკები ვართ, როგორიც ვიყავით, ისევ ისეთივე ძაღლური ცხოვრება გვაქვს, როგორიცაგვქონდა. სხვაფრივ კი რომ მოვიქცეთ, ერთბაშად გავმდიდრდებით და მოვრჩებით ამდენ ვაივაგლახსა და ლაწლაწსა. – როგორ? – ჰკითხა ამხანაგმა.– ზურაბ ქართველაძე ხომ ძლიერ მდიდარია? – ჰკითხა მან.– ჰო, მდიდარია, მაგრამ რას გვარგებს ჩვენ იმის სიმდიდრე? – უპასუხა მან.– გვარგებს, თუ ჭკუით მოვიქცევით. ამ მდიდარს კაცს ხომ გაგიჟებით უყვარს თავისი ერთადერთი ქალი?– უყვარს, მაგრამ რა გამოვიდა მანდედან?– ის გამოვიდა, რომ თუ ჩვენ იმ ბავშვს როგორმე მოვიტაცებთ და ტყვედ წავიყვანთ დარესტანში, როგორ გგონია, ქართველაძე განა თავის შეძლებას დაიშურებს, რომ ტყვეობიდან დაიხსნას შვილი? ჰაი,ჰაი, რომ არ დაიშურებს. 

ამხანაგსაც მოეწონდა ეს აზრი და გადასწყვიტეს, რომ თვალი ადევნონ და, რა წამს იგდონ ხელში მოხერხებული დრო, მოსტაცონ ჩუმად ქართველაძეს ქეთო და ტყვედ წაიყვანონ დაღესტანში.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ სოფელ ვაშლოვანს აღმოსავლეთით ეკრა დიდი, ატეხილი ტყე, ამ ტყის პირას ხშირად სეირნობდა ხოლმე ქართველაძის სახლობა, რადგანაც სახლი იქვე ახლო ედგათ.ერთხელ ქეთოს გამდელმა საღამოს ჟამს ამ ტყისაკენ გამოისეირნა და თან ჰყავდა პატარა ქეთოც. ტყეს რომ მიუახლოვდნენ, ბავშვმა ხის ქვეშ ჩიტი დაინახა და გაექანა: ჩიტმა ისკუპა და იქით ხეებშიგაფრთხიალდა, ბავშვიც უკან დაედევნა.

Dამასობაში ქეთო კარგა შორს წავიდა ტყეში, გამდელიც უკან მისდევდა. უცებ სა

იდანღაც გაჩნდა ლეკი, მივარდა ქეთოს, სტაცა ხელი, მეორე ხელი პირზე დააფარა და გაიტაცა, გამდელმა დაყვირებავერ მოასწრო, რადგან ამ დროს მეორე ლეკმა თავში კეტი დაარტყა და უსულდგმულოდ დასცა მიწაზე. გაიტაცეს ქეთო და წაიყვანეს.მდევარი

ქეთოს დედ-მამას ფიქრი არაფრისა ჰქონდათ. ეგონათ, მეზობლებში იქნებიან ჩვენი ქალი და გამდელი და თავის დროზე მოვლენო. როდესაც დაღამდა და გამდელი ბავშვით არსად იყო,შეფიქრიანდნენ და მეზობლებში გაგზავნეს მოსაკითხავად, მაგრამ აბა რას იპოვნიდნენ, ყველგან უთხრეს, რომ დღეს არც კი გვინახავს ისინიო. მაშინ შეშინებულმა დედ-მამამ ჩირაღდნებით დაუწყესძებნა სოფლის გარშემო. დიდხანს ეძებეს და ბოლოს თავს წაადგნენ ტყეში გამდელს, რომელიც მკვდარივით ეგდო ხის ძირას. ღამის სიგრილემ და ხმაურობამ გონში ჩააგდო გამდელი და გამოაცოცხლა.ჯერ ხეირიანად არ გამორკვეულიყო, რომ შეშფოთებულმა და გაფითრებულმა მაგდანმა მიაძახა:   – ქეთო სადღა არის? – გამდელმა სუსტი ხმით და შესვენებით უამბო, როგორ მოიტაცეს ლეკებმა ქეთო.ამის გაგონება და მაგდანის გულის წასვლა ერთი იყო. ზურაბსაც საშინელი თავზარი დაეცა, მაგრამ ვაჟკაცურად თავი შეიმაგრა, მწუხარებას სძლია და დაიძახა: – არიქა, მდევარიო!

მაშინდელს დროში ყველა ვაჟკაცს სრული თოფ-იარაღი ჰქონდა სახლში და გამოცდილი მეომარი იყო, რადგანაც გაჭირვების დროს საქართველოს მეფე ქუდზე კაცს დაიბარებდა ხოლმე. ამიტომზურაბის დაძახების შემდეგ ერთი საათი არ გასულიყო, რომ მისი სახლის წინ იდგა ოცამდის ვაჟკაცი, თავით ფეხებამდე შეიარაღებული... სწრაფად გამოვიდა იარაღში ჩამჯდარი ზურაბი, მიესალმა დაგაუძღვა წინ.

ღამე ღრუბლიანი და ძლიერ ბნელი იყო. მას უკან, რაც ლეკებმა ქეთო გაიტაცეს, კარგა ხანმა განვლო. დაღესტნისაკენ ტყეებსა და მთებში მისდევდა მხოლოდ ვიწრო ბილიკები და მთაზე სიარულიბნელ ღამეში ძლიერ ძნელი იყო ხამი კაცისათვის. ქეთოს მომტაცმა ლეკებმა ისე იცოდნენ ეს ბილიკები, რომ თვალდახუჭულსაც შეეძლოთ მათზე სიარული. ზურაბსა და იმის რაზმს კი აქეთ თითქმის არევლოთ. ამიტომ ლეკებმა მთელი ღამე განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ იარეს, დიდს მანძილზე გაუსწრეს მდევარს და მოტაცებული ქეთო მეორე დღესვე გადაიყვანეს დაღესტანში. ზურაბქართველაძე თავის ამალით იძულებული შეიქმნა ხელცარიელი და საშინლად დაღონებული უკანვე დაბრუნებულიყო.ქეთოს ნაიბი ყიდულობს

ლეკებმა პირველად ქეთო გაატარეს ერთს დიდ დაღესტნის სოფელზე, რომელიც იყო აქეთ ნაპირას, კახეთის საზღვარს ახლო. ამ სოფელში ცხოვრობდა ერთი მდიდარი ნაიბი, რომელსაცემორჩილებოდა მთელი დასავლეთის მხარე დაღესტანისა. მას ჰყავდა ცოლად ლეკისავე ქალი, შემკული ერთსა და იმავე დროს ვაჟკაცურის გამბედაობითა და მეტად ნაზი გულით. ესენი იყვნენ დიდიხნის ნაქორწილავნი, მაგრამ შვილი კი არ ჰყავდათ და, გადაწყვეტილი ჰქონდათ, ვისიმე ბავშვი ეშვილათ.

საღამო ჟამი იყო, როცა იმათ სახლის წინ ლეკებმა ქეთო გაატარეს, ნაიბი და მისი ცოლი კარაპანში ისხდნენ. მათ დაინახეს მიმავალი ორი ლეკი და ერთს მათგანს შეამჩნიეს ზურგზე გუდა,რომლიდგანაც ბავშვის თავის და სახე სჩანდა. დაუძახეს თავისთან. ლეკები მოწიწებით მოვიდნენ და თავი დაბლა დაუკრეს, როგორც თავის ბატონს, მბრძანებელსა. ლეკებს ამბავი დაწვრილებითგამოჰკითხეს. ამათ დატუქსვისა ეშინო

Dდათ და ამიტომ მართალი დაუმალეს, – უთხრეს, რომ ეს ბავშვი გზაზე ტყეში ვიპოვნეთ და წამოვიყვანეთო.

პატარა ქეთო ცალკე დიდი ხნის მოგზაურობისაგან და ცალკე შიმშილისაგან ძლიერ მისუსტებული იყო და ძლივსღა ახელდა თვალებს, მაგრამ ეს სისუსტე კიდევ უფრო საყვარელს ბავშვად ხდიდამას. რა წამს ნაიბმა და მისმა ცოლმა ეს ბავშვი დაინახეს, მაშინვე გული ზედ შეუვარდათ. ნაიბის ცოლმა ჰკითხა ლეკებს: – რა მოგცეთ, რომ ეს ბავშვი ჩვენ დაგვითმოთო? – რა უნდა გვიბოძო, ქალბატონო,თუ გნებავთ, ფეშქაში გახლდეთო. – ნაიბი ადგა, შევიდა სახლში. გამოუტანა ვეებერთელა ქისა, ოქროებით სავსე, და მისცა ლეკებს. ქეთო გამოართვა ლეკსა ნაიბის ცოლმა და მაშინვე გულში ჩაიკონა,ლეკებმა მადლობა გადაუხადეს და წავიდნენ.

დედობრივმა ალერსმა მალე მოასულიერა ბავშვი. მას თუმცა ყველაფერი ეუცხოვა, მაგრამ იმოდენა წვალების შემდეგ ბრიყვის ლეკების ხელში, ნაიბის ცოლის მისაყვარლება და ზრუნვა სწორედშვებად ეჩვენა. პირველს ხანებში მაინც ქეთო ყველაფერზე გულცივად იყო და ხშირად სტიროდა, როცა თავის დედ-მამას, სხვა შინაურებს და თავის სოფელს მოიგონებდა. მაგრამ ნაიბის ცოლი და იმისიქმარი ისეთი სიყვარულითა, მოფერებითა და ალერსით ექცეოდნენ ქეთოს, რომ მალე დაავიწყებინეს წინანდელი ყველაფერი. ქეთო ლეკ ქალად იქცა 

ბავშვი აწმდგომით ცხოვრობს. ის შეუწყვეტლივ, ყოველდღე იზრდება, სულითა და ხორცით წინ მიდის, მატულობს, გრძნობს ამ თავის ზრდასა, წინსვალას და ბედნიერია ამ გრძნობით. ის სრულისიხარულით შეჰხარის ცასა და დედამიწასა, ბუნებასა და ადამიანსა. რადგან ბედნიერია აწმდგომით, ბავშვი არ ფიქრობს არც წარსულზე და არც მომავალზე. ამის გამო წარსულის ნაშთი, ხსოვნა, მოგონებამის გულსა და გონებაში მალე სუსტდება, მკრთალდება და თითქოს სრულიად იშლება. აწმდგომი კი სრული ძალით მოქმედებს მასზე და იჭერს წარსულის ადგილს მთლად განუყოფლად.

ქეთოსაც ეს დაემართა. ნაიბმა და მისმა ცოლმა ისე შეაყვარეს ქეთოს თავი, რომ თანდათან ჩააქრეს მის სახსოვარში ღვიძლი დედ-მამის სიყვარული, მოგონება, სახე. ორი-სამი წლის შემდეგ ქეთოსთავის ნამდვილ მშობლად მიაჩნდა ნაიბი და მისი ცოლი, იმათით სცოცხლობდა, იმათით ჰხარობდა. ღვიძლი დედ-მამის კვალი თითქოს მთლად წაიშალა მის ბუნებაში. ლეკურმა ენამ ცოტ-ცოტაობით,დღითი-დღე შეასუსტა ქართული ენა ქეთოში, დაიჭირა მისი ადგილი და ჩააქრო იგი. ლეკურმა სოფელმა ვაშლოვანის სახსენებელი ამოაგდო მისი გულიდან. ქეთო დიდხანს ჰგრძნობდა მხოლოდ ერთსდანაკლისს: მაგდანის მშვენიერი ხმა, დამატკბობელი სიმღერა ქეთოს ყურს აღარ ასიამოვნებდა. მაგრამ ესეც დაივიწყა, თუმცა ყველაზე გვიან. ერთი სიტყვით, აწმდგომი გამეფდა ქეთოს სულში დაწარსული ჯერედ მკრთალი გახადა და მერმე სრულიად გააქრო. ქართველი ქალი გადაიქცა ლეკ ქალად, კახეთის შვილი დაღესტნის შვილად.

ამ სრულ გალეკებას ქეთოსას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ნაიბმა სასტიკი ბრძანება გასცა სოფელში: არამც და არამც არავინ გაბედოს და ქეთოს ყურს არ გააგონოს, რომ ნაშვილარია და არა ჩვენიღვიძლი შვილიო. 

Dამაო ცდა ქეთოს მამისა 

რას ფიქრობდა და რას სჩადიოდა იმ დროს ქეთოს დედ-მამა?დიდხანს მათ არ იცოდნენ, რა უყვეს ლეკებმა ბავშვი. ზურაბს თავის ქალი უფრ

ო შუა დაღესტანში ეგულებოდა და იქ აძებნინებდა, რადგანაც მომტაცი ლეკები იქიდან იყვნენ. ამასობაში გავიდა სამი,ოთხი წელიწადი. ბოლოს ერთმა ნაცნობმა ლეკმა მოუტანა ამბავი, რომ ამა და ამ ნაიბს შენი ქალი ხელში ჩაუგდია, უშვილებია და ზრდის, როგორც საკუთარ ქალსაო. ზურაბმა შეუთვალა ნაიბს, რომ ეგქალი ჩემი შვილია, მოტაცებულია ჩუმად და ოღონდ დამიბრუნე უკან და რასაც მთხოვ, მომცემი ვარო. ნაიბმა შემოუთვალა პასუხად, რომ თუ თავდაპირველად მცოდნოდა, რომ ეს ბავშვი შენი ქალია, მეთვითონ დაგიბრუნებდიო, მაგრამ ახლა გვიანღა არისო. მეცა და ჩემს ცოლსაც მზე ამ ბავშვზე ამოგვდის, მასაც ძლიერ ვუყვარვართ, აქაურობაში გაჩვეულია, თქვენ სრულიად დავიწყებული ჰყავხართ დაამიტომ ქეთოს ვერ დაგიბრუნებ, თუნდ მთელი კახეთის სიმდიდრე კარებზე დამიგროო.

ამისთანა პასუხის შემდეგ ზურაბს შეეძლო თავისი ქალი დაეხსნა მხოლოდ ძალით ან რაიმე ხერხით. დარჩენა კი ქეთოსი დაღესტანში აუტანელი იყო მათი დედ-მამისათვის, მით უმეტეს, რომმაგდანას ქეთოს შემდეგ შვილი აღარ ეძლეოდა. ქართველაძე ბევრჯერ გაემგზავრა დაღესტნისაკენ ოციოდე შეიარაღებული ვაჟკაცით ქეთოს მოსატაცებლად, მაგრამ ტყუილად. ნაიბმა კარგად იცოდაწადილი და მეცადინეობა მისი და ამიტომ ყოველთვის გზაში დაახვედრებდა ხოლმე ჩასაფრებულს ლეკებს იმისთანა ადგილას, სადაც ერთი ჩასაფრებული ოცსა და ორმოც ვაჟკაცს გზას შეუკრავდა.სიმრავლეც ქართველების რაზმისა აძნელებდა შეუმჩნევლად მიახლოვებას ნაიბის სოფლამდე.

როცა ამ გზით ვერასფერს გახდა, ზურაბმა ხერხს მიმართა: ხმა გააგდო, რომ გულიდან ამოვიღე ჩემი ქალი და აღარ მწადია მოვტაცო დედობილსა და მამობილსაო. ეს ხმა მივიდა ნაიბამდინაც და მანჯერ თუმცა ეჭვის თვალით შეხედა, მაგრამ მერე კი დაიჯერა, რადგან მთელი ორი წლის განმავლობაში ქართველაძის მხრივ ჩამიჩუმიც არ ისმოდა. აქამდე ქეთოს დიდის სიფრთხილით უშვებდა კარში,ახლა კი მაშინდელის დროის ლეკების სხვა ქალებივით თავისუფლად დადიოდა ერთი უბნიდან მეორე უბანში თავის ნაცნობებთან. ეს ყველაფერი ზურაბმა კარგად შეიტყო ნაცნობი ლეკებისშუამავლობით და თადარიგს სხვანაირად შეუდგა. ქეთოს მამა იტაცებს 

დადგა სწორედ მეათე გაზაფხული მას უკან, რაც ქეთო მოიტაცეს ლეკებმა. ტყე ხშირად იყო შეფოთლილი და აადვილებდა შეუმჩნევლად მოსვლას ნაიბის სოფლამდე. ზურაბმა იხმო ერთი იქაურილეკი, დიდი ხნის ნაცნობი და პურმარილით დავალებული, გაიმძღვარა წინ და თან წაიყვანა მხოლოდ ათი შეიარაღებული ვაჟკაცი. მთელი მანძილი ისე ფრთხილად გაიარეს, რომ ერთი ლეკი არდახვედრიათ გზაზე. მეორე დღეს საღამო ჟამზე მივიდნენ ნაიბის სოფლის პირად და ტყეში მოხერხებულ ადგილას დაბინავდნენ. ლეკი ჩუმად წავიდა იმ ღამეს თავის სახლში, ყველაფერი გაიგო დადილა სისხამზე მეტად საამო ამბავი მოუტანა: ქეთო თურმე ყოველ დილით ტყისპირად აივლიდა ხოლმე ერთის თავისი მეგობარი ქალის სანახავად. ეს ქალი იყო შვილი წინანდელი მოხუცებულინაიბისა, რომელიც ამას წინათ გარდაცვლილიყო. ყმაწვილი ქა

Dლი ძლიერ მწუხარე იყო მამაზე და ამიტომ ქეთო ყოველდღე დადიოდა იმის სანუგეშებლად.

ამოვიდა თუ არა მზე, ზურაბ ქართველაძე მივიდა გზის პირად, ამოეფარა ხეების ჯგუფსა და დაიწყო ცქერა იქითკენ, საიდანაც უნდა ქეთოს გამოევლო. ქართველაძიდ პირდაპირ გზის იქითამართული იყო დიდი სერი, რომელიც იმ სოფელს ჰყოფდა ორად, ქვემო და ზემო უბნად. ქეთოს ქვემო უბნიდან უნდა ამოევლო და ასულიყო ზემო უბანში. ლოდინში კარგა ხანმა გაიარა. ასე, რომზურაბმა იფიქრა, ვაითუ დღეს ქეთო სულაც არ ფიქრობდეს ზემო უბანში ასვლასაო. მაგრამ აგერ შორს გამოჩნდა ქალი, ახლად შეღერებული, თამამად მომავალი და ლეკურად ჩაცმული... ზურაბითვალებად გადაიქცა და გულის ცემამ მოუმატა. ქალი თანდათან მოახლოვდა და ზურაბი ისე შეაცქერდა, თითქო თავისი მშიერი თვალით მისი შეჭმა უნდაო. ქეთოს ცოტა იერი შესცვლოდა, გაზრდილიყობევრად დიდი თავის ხანზე, მაგრამ ფერი და პირისახე სულ პატარაობისავე, უწინდებური შერჩენოდა. მამის გული უზომო სიხარულით აივსო, როცა თავისი ქეთო ისევ ქართველ ქალად შეიცნო. ქეთომმიატანა იმ ხეებს, რომელთაც ზურაბი ამოჰფარებოდა. ამან იდროვა და წინ გადაუდგა ფრთხილად, რომ არ შეეშინებინა. ქეთო შეკრთა, დაფრთხა და შველივით განზე გახტა.

– ნუ გეშინიან, შვილო, შენი მამა ვარ, მოვედი აქა, რომ დედასთან წაგიყვანო, წავიდეთ შინა, - უთხრა ზურაბმა ტკბილი მამობრივი ხმით. ქეთო შიშით უსმენდა უცნაურ სიტყვებს და ვერ გაეგო, რაუნდოდა მისგან ამ უცხო კაცსა. ზურაბმა იფიქრა, თუ ლაპარაკში დრო დავკარგეო, ვინმე მოგვასწრებს და საქმე წახდებაო; ამიტომ სწრაფად მივიდა ქეთოსთან, ფრთხილად დაავლო ხელი და გაიტაცატყისკენ. ქეთომ შექმნა საშინელი წივილ-კივილი, მაგრამ ვისი იყო ან საიდან მოდიოდა, პირველ ხანებში ვერ შეიტყვეს. სოფელი შეჩოჩქოლდა და რამდენიმე კაცი წავიდა ნაიბთან. ის სხვაგან იყო დაამიტომ დროზე ვერ შეატყობინეს. როცა უთხრეს ეს ამბავი, საშინლად შესწუხდა და სთქვა: უთუოდ ქალი მომტაცა ქართველაძემაო და მდევარი დაიბარა. ფიცხლავ შეიკრიბა ოცდაათი შეიარაღებულივაჟკაცი. ვაშლოვანისაკენ სამი გზა მიდიოდა. მდევარნი ნაიბმა სამად გაჰყო. ათი ვაჟკაცი გაგზავნა ერთ გზაზე, ათი მეორეზე და ათიც თვითონ გაიდევნა მესამე გზაზე. სამივე რიგმა მდევარმა თითქმისვაშლოვნამდე უწია, მაგრამ ზურაბის და ქეთოს კვალი ვერ მიაგნეს; ისინი თითქოს მიწაში ჩაძვრნენ და გაჰქრნენ. საქმე ის იყო, რომ ზურაბმა თავისი ქალი ვაშლოვანისაკენ როდი წაიყვანა, რადგანაციცოდა კარგად, რომ მდევარი აქეთკენ დაედევნებოდა. ის დაადგა ჩრდილოეთის გზასა, რომელიც კახეთის ზემო სოფლებისაკენ მიდიოდა. შორს მოვლა არჩია, რომ შინ მშვიდობით მისულიყო, მაგრამ ვაიამ მშვიდობასა. ქეთო საშინლად იტანჯება 

რომ პირველ ხანებში ქეთო ვერც იცნობდა თავის მამასა და მწუხარე იქნებოდა, ამის ფიქრი ჰქონდა ზურაბსა. ხოლო ამასთან დარწმუნებული იყო, რომ ქეთო მალე მოვიდოდა გონსა, იცნობდა ჯერთავის მამასა, მერე დედასა. თავის ბავშვობა მოაგონდებოდა და მოიმხიარულებდა, მაგრამ საშინლად მოსტყუვდა. ქეთოს მწუხარებას მთელის მოგზაურობის დროს საზღვარი არა ჰქონდა. მასგანუწყვეტლივ ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები თვალებიდან და ისე ოხრავდა, თითქოს ლამობს, გულ-ღვიძლი თან ამოატანოსო. მამა საშინლად იტანჯებოდა თავისი ქალის ამისთანა მდგომარეობით;სც

Dდილობდა, როგორმე გაექარვებინა მისი ნაღველი, მაგრამ ტყუილად. ყოველი მისი ალერსი ქეთოს მწუხარებას უფრო უმატებდა. ის უყურებდა ზურაბს, როგორც თავის მოსისხლე მტერს, რომელმაცმოაშორა საყვარელს დედ-მამას, სანატრელს სამშობლოს და სადღაც მიჰყავს ტყვედ. ამიტომ ყოველი მისი ტკბილი სიტყვა და თანაგრძნობა ლახვარივით ესობოდა გულში. ზურაბს ისღა ანუგეშებდა, რომეგება შინ მისვლამ მოიყვანოს ქეთო გონსა, იცნოს დედა, თავის კარმიდამო, სოფელი და ჩვენსკენ მოიბრუნოს გულიო.

ამ აზრით იყო ზურაბი დაიმედებული, როცა თავისი სახლის კარები შეაღო, შეიყვანა სიგ ქეთო და თავის ცოლს მხიარულად უთხრა: - აი, მაგდან, მოგიყვანე შენი ქეთო.

სიხარულისაგან გატაცებული მაგდანი გაექანა შვილისაკენ, მაგრამ სიმხიარულე სიმწუხარედ გადაექცა, როცა დააცქერდა თავისი შვილის სახეს, რომელზედაც გამოუთქმელი ტანჯვა იხატებოდა.მაგდანმა მხიარულად ჩაიკრა გულში ქეთო, უნდოდა გაექარვებინა მისი მწუხარება, მაგრამ ამაოდ. ქეთო ყინულივით ცივად, ქვასავით უგრძნობლად იყო და არავითარი გავლენა არ იქონია მასზე მაგდანისმხურვალე დედობრივმა მიგებებამ და ალერსმა. არა, იქონია, მაგრამ სრულიად წინააღმდეგი მოსალოდნელისა. მაგდანის ალერსმა ცოცხლად თვალწინ წარმოუდგინა ქეთოს მისი დედობილის, ნაიბისცოლის სახე და ალერსი, ვარამი უფრო კიდევ გაუძლიერდა და მდუღარე ცრემლის ნაკადული გადმოსკდა თვალებიდან.

– შენი მშობელი დედა ვარ, შვილო! ესეც შენი ღვიძლი მამაა, - ეუბნებოდა მაგდანი ქეთოსა... აი სახლი, რომელშიაც შენ დაიბადე და დაცუნცულებდი პატარაობის დროსა, აი შენი პატარა აკვანი,რომელშიაც იწექი, აი შენი საყვარელი ბაღჩა, რომელშიაც დილიდან საღამომდე იჯექი, - მაგრამ ქეთოს აქაურობისთვის არც თვალი ჰქონდა და არც ყური. მისი გრძნობა და გონება მთლად, განუწყვეტლივშეპყრობილი იყო უღრმესი დარდითა და ვარამითა. მაგდანი მაინც იმედს არ ჰკარგავდა, რომ ქეთო დღეს, თუ ხვალ მოიგონებდა თავის პატარაობას, იცნობდა მშობლებს და დაუბრუნდებოდა მათ.

გავიდა რამდენიმე კვირა და ეს იმდეი დედ-მამას არ აუსრულდა. ქეთო თითქმის არას სჭამდა, სმითაც ცოტას სვამდა, ღრმად ოხრავდა, ხშირად სტიროდა და ღამითაც ძილი, მოსვენება არა ჰქონდა.ჩამოხმა, გაყვითლდა და მომაკვდავს დაემსგავსა. ის იჯდა ტახტზე ჩუმად, უმეტეს ნაწილად თვალებდახუჭული და მისი გონება ფრინავდა იქ, დაღესტანში, ნაიბთან და იმის ცოლთან, თავისტოლ-ამხანაგებთან და იქაურ სოფელთან. რაც გარშემო ერტყა, ყველა ეუცხოვებოდა, ყველას ითვალისწუნებდა, ყველა თავის მტრად მიაჩნდა, ყველა ეჯავრებოდა, სძულდა. ბევრგვარი ხერხი იხმარეს,რომ მოეგონებინათ როგორმე პატარაობა. დედამ რამდენჯერმე მიიყვანა ტყეში სწორედ იმ ადგილას, სადაც მოიტაცეს, მიიყვანა საღამოს იმ ჟამს, როდესაც მოიტაცეს, მიიყვანეს წყაროს თავზე, სადაცქეთო ხშირად იჯდა ხოლმე თავის გამდელთან და უყურებდა, როცა სოფლის დედაკაცები კოკებს ავსებდნენ, იკიდებდნენ მხარზე და მიჰქონდათ; აჩვენა მეზობლის ქალები, ქეთოს ტოლები, რომლებთანაცპატარაობისას ის ხშირად თამაშობდა; დაიბარა მისი გამდელი სხვა სოფლიდან, რომ ეგები ის მაინც ეცნო, აჩვენა მისი დედოფლები, რომელიც ყუთში მთლად შენახული ჰქონდა, რამდენჯერმე მიაქციაქეთოს ყურადღება ეკლესიის ზარის რეკასა, რომელსაც პატარაობისას ქეთო ტაშის კვრას აყოლებდა, მაგრამ ვერც ერთმა ღონემ ვერ გასჭრა.

Dდედ-მამამ ქეთოს შუკერა ისეთი მშვენიერი ქართული ტანისამოსი, რომ ყველა 

ყმაწვილს ქალს თვალი ზედ დარჩებოდა, მაგრამ ქეთომ ახლოც არ მიიკარა და კიდევ უფრო შეიყვარა ამის შემდეგთავისი ლეკური ტანისამოსი...

ბოლოს ერთმა მეზობელმა უთხრა მაგდანასა: ქეთო შენ ძლიერ გგავს, სულ პირავარდნილი დედაა. დადექ თქვენი დიდი სარკის წინ და დაიყენე გვერდით ქეთო. ის ჩაიხედავს სარკეში, შეადარებსორს სახესა, თავისსა და შენს სახეში დიდს მსგავსებას ნახავს და იქნებ მაშინ გეშველოთო. მაგდანამ ესეც სცადა, მაგრამ ამან ქეთო უფრო გააოცა, როგორც უცნაურმა ქცევამ მაგდანისამ. სახეებსხეირიანადაც არ შეხედა და მსგავსებას ხომ სრულიად ვერ შეაჩნევდა.

ყმაწვილი ქალი დედ-მამას ხელიდან ეცლებოდა, უავადმყოფოდ ჭკნებოდა, დნებოდა და სიკვდილამდე პატარა მანძილიღა ედო.

- არა, მე ვეღარ ვუცქერ ამ ბავშვის ამდენ ტანჯვასა და წვალებასა, თუ რამდენსამე დღის განმავლობაში პირი ჩვენსკენ არ იბრუნა, შევსვამ ცხენზე და ჩემის ხელით ავუყვან ნაიბსა და იმის ცოლსა.ეტყობა, ღირსეული ადამიანები ყოფილან, რომ აგრე შეუყვარებიათ თავი ჩემი ღვიძლი შვილისათვის, - უთხრა ზურაბმა თავის ცოლს მაგდანსა. ხოლო მაგდანი ესე ადვილად ვერ დასთმობდა ქეთოსა და მზად იყო თავის ახლო დაემარხა თავისი ერთადერთი შვილი, ვიდრე გაეგზავნა ხელმეორედ და სამუდამოდ დაღესტანში.იავნანამ რა ჰქმნა?

ამასობაში გავიდა აპრილი და დადგა მშვენიერი მაისი. პირველსავე რიცხვში ზაფხულურად მოიღრუბლა და გაჩნდა ჭექა-ქუხილი. საღამომდე იდინა ხშირმა და გამაცოცხლებელმა წვიმამ. საღამოზეკი ისე მოიწმინდა ცა, რომ ერთი ნაფლეთი ღრუბელიც არსად იყო, კამარა მთლად ბრწყინვალე ვარსკვლავებით მოიჭედა. დატრიალდა მეტად შეზავებული ჰაერი. უთუოდ ეს იყო მიზეზი, რომ ქეთოს იმღამეს მშვიდობიანად ეძინა. მეორე დღეს ადგა ცოტა მოღონიერებული.

შეუდარებელი დილა იყო: არე-მარეს კაშკაშა მზისაგან თავს დასდგომოდა მთელი შადრევანი ბრწყინვალე სინათლისა და ამ სინათლეს მცენარეებზე ათასფრად აებრჭყვიალებინა დილის ნამი. ტყესავსე იყო ფრინველების გამაცოცხლებელი ჟივილ-ხივილით. ქართველაძიანთ ბაღში ვარდის კოკრები საამურად გადაშლილიყო და გარშემო მოეფინა გულწარმტაცი სურნელება. ამ ვარდებისმახლობლად ტკბილად დასძახოდა ბულბული, რომელიც იქვე ხეზე მოთავსებულიყო. ბუნება ხარობდა, დღესასწაულობდა, თითქოს ათას ბედნიერს ქორწილს ერთად იხდისო. ბუნება შეუდარებელიმკურნალია კაცის ვარამისა და დარდისა. შვება მისცა მან ქეთოს ნაღვლიან გულსაცა და სახეზე მას აშკარად დაეტყო შემცირება იმ საშინელის მწუხარებისა, რომელიც აქამდე მაჯლაჯუნასავით აწვა მისგულსა და გონებას და ნებას არ აძლევდა, გარემოცულ ცხოვრებაზე დაფიქრებულიყო. ამასთან ქეთომ პირველად დაიწყო ფიქრი იმაზე, რისთვის და რად მიჩვენებენ ამდენ სიყვარულსა უცხო ადამიანებიდა რადა სწუხან ჩემს მწუხარებაზედაო.

დედამ ადვილად შეამჩნია ქეთოს ეს სანუგეშო ცვლილება და იმედი მიეცა. ცალკე ამ იმედმა და ცალკე მშვენიერმა დილამ კარგ გუნებაზე მოიყვანა მაგდანი და მან სრულიად უნებურად, თავისთვისდაიწყო ღიღინი იავნანისა. რაც ქეთო დაჰკარგა, მას შემდეგ მაგდანის სიმღერის ხმა აღარავის გაუგონია. ეს პირველი სიმღერა იყო ათის 

Dწლის დუმილის შემდეგ. მაგდანი ფანჯარასთან იჯდა, ქეთო იყომოთავსებული პატარა ტახტზე ოთახის კუთხეში. იავნანას მაგდანი ჯერ დაბლა ხმით, ღიღინით ამბობდა, მერმე კი თავისი ხმის სიმშვენიერემ გაიტაცა და თავისებურად დამღერა, მაღლა ასწია. პატარახანს უკან ისე, უნებლიეთ, გაიხედა ქეთოსაკენ და გაოცდა: ქეთოს აშკარად ეტყობოდა სახეზე აღელვება. ცხადი იყო, რომ რაღაცას იგონებდა და ვერ კი მოეგონებინა გარკვევით. მისი ბუნების სიღრმეშიდიდი ხნის დამარხული ხსოვნა იღვიძებდა, მაგრამ ვერ კი გამოეღვიძა. გონების ძირიდან, რაღაც სანატრელი მოგონება აპირებდა ამოხეთქვასა, მაგრამ ზევიდან კეცკეცად აწვნენ სხვა წარმოდგენანი დაუშლიდნენ მაღლა ამოსვლასა. მაგდანმა ეს კარგად შეამჩნია და თავის ხმას მისცა საოცარი მეტყველება და მიმზიდველობა. უწინ აგვარი სიმღერითა და ამავე ხმით ყოველდღე უტკბობდა მაგდანი თავისქეთოს სიპატარავის დღეებსა. მაგდანის ხმამ უწია ქეთოს ბუნების სიღრმემდის, შესძრა ის ძირიანად და გააცოცხლა იქ დამარხული ბავშვობის ნაშთნი, საგონებელნი. მაგდანი თან ხმას აძლევდამომხიბლავს ძალას და თან ქეთოს შესცქეროდა უსაზღვრო დედობრივი სიყვარულით. ქეთოც თითქმის სჭამდა თვალით დედის პირისახესა და მღელვარებით ცდილობდა, ამ სახეზედ ამოეკითხა რაღაცდიდი საიდუმლო და კიდეც ამოიკითხა. ქეთოს აღელვებული სახე თანდათან დაწყნარდა და პირისახიდან მთლად გადაეყარა შავი ღრუბელი, განსაზღვრული სხივის ნათელი მოეფინა სახეზე დასიხარულის სხივმა დაუწყო მასზე ელვარება. უცებ წამოვარდა ქეთო ტახტიდან, დაიძახა სანატრელი ხმით „დედავ!“ მსწარფლ მივარდა მაგდანთან, მოეხვია ორივე ხელით და მხურვალედ დაუწყო კოცნა.დედასა და შვილს თქრიალით მოსდიოდათ ცრემლი, მაგრამ ეს ცრემლი იყო სიხარულისა, შვებისა, ლხენისა.

პატარა ხანს უკან ზურაბმაც შემოაღო კარები, ქეთო განთავისუფლდა დედის ხვევნიდან, მიეგება შემოშულს, დაიძახა: „მამა!“ და მოეხვია.

შემდეგ დაბრუნდა დედასთან, წაავლო ხელი, გაიყვანა მეორე ოთახში, დაიყენა თავის გვერდით დიდი სარკის წინ, სიყვარულით გადაავლო თვალი, მაგრამ რაღაც აზრი შეეშალა. სწრაფად მოშორდასარკესა, შეირბინა მეორე ოთახში, გააღო ყუთი, ამოიღო თავისი ახალი ქართული ტანისამოსი და ლეკურის მაგივრად ჩაიცვა. შემდეგ ისევ მიიყვანა გაოცებული დედა სარკესთან. დაუდგა გვერდით,შეადარა სახეები, ააშკარად დაინახა, რამდენად ჰგავდა დედას, მიუბრუნდა მას, ჩამოიკიდა ყელზე და ხელახლად დაუწყო კოცნა. უწინ ამისთანავე ქმედებამ მაგდანისამ გააოცა, ახლა კი იგივე მოქმედებათვითონ ჩაიდინა. მერე დედას აახდევინა დედოფლების ყუთი და სიყვარულით მიეალერსა თავის უწინდელს მეგობრებსა.

ერთმა მოგონებამ მეორე გამოიწვია, მეორემ მესამე, მესამემ მეოთხე და ქეთოს სარკესავით გადაეშალა თვალწინ თავისი სანატრელი სიპატარავის დრო. აქამდის ის დაჰყავდა დედას აქეთ-იქითძალაუნებურად, ახლა კი თვითონ ქეთო მოსვენებას აღარ აძლევდა დედასა და მიჰყავდა ხან ბაღჩაში, ხან წყაროს თავზე, ხან ტყეში და სოფლის არე-მარე სულ შემოიარა. მოიგონა ქართული ენაც. თუმცასიტყვები ბლომად აკლდა. ლაპარაკის დროს ჩერდებოდა ან ლეკურს სიტყვებს ურევდა და ამ დროს დედა ქართულს სიტყვებს ასწვალიდა.

აღმოჩნდა, რომ პირველის წლების ჩაბეჭდილებანი და ჩასახულებანი კი არ გამქრალიყვნენ და არ წაშლილიყვნენ ქეთოს გონებაში, თურმე ღრმად ეძინათ, დამარხულნი იყვნენ მისი სახსოვრისსიღრმეში, ძირში, როგორც მცენარის თესლია დამარხული მიწაში, და ზევიდან მათ ეფარებათ მთელი ათის წლის ნანახი და ნაცადი დაღესტანშიყოფნის დროსა. ამ ჩასახულებათა დაძვრა და გამოღვიძებაშეეძლო მხოლოდ რო

Dმელსამე ძლიერსა და ღრმა ჩაბეჭდილებას, სწორედ ისე, როგორც მცენარის თესლს ზევით ამოიყვანს ხოლმე გამაცოცხლებელი მზის სითბო – სინათლე. ამისთანა მზეებრივიჩაბეჭდილების მოხდენა ქეთოს გონებაში შესძლო მხოლოდ სამშობლო ხმამ, საბავშვო სიმღერამ „იავნანამ“, რომელიც ყველაზე უფრო ღრმად ჰქონდა ქეთოს ძვალსა და რბილში გამჯდარი.

ყოველი ვაშლოვნელი, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, გახარებული იყო ქეთოს გონზე მოსვლით, მოდიოდნენ და ულოცავდნენ მაგდანსა და მის ქმარსა და შეჰხაროდნენ ქეთოსა. ქართველაძისსახლში ტრიალებდა იმისთანა დიდი სიხარული, რომელსაც ქრისტეს დროს გამოივლიდნენ ხოლმე ისინი, ვისაც მაცხოვარი მომაკვდავს მოურჩენდა, ან მკვდარს აღუდგენდა. ამ ძლიერს სიმხიარულესსწორედ შეფეროდა და ბანს აძლევდა ხშირი სიმღერა მაგდანისა. როგორც დიდხანს უწყალოდ ტოფილი შველი ხარბად ეწაფება წმინდა წყალსა და გაძღომა მალე არ ეკიდება, ისე ქეთო, მთელს ათსწელიწადს მოკლებული თავის უსაყვარლეს სიამოვნებას, გაუმაძღრად ეწაფებოდა დედის სიმღერას და მაგდანს მოსვენებას არ აძლევდა. ერთს ხმას რომ გაათავებდა მაგდანი, ახლა მეორეს ათქმევინებდა,მერე მესამეს, მეოთხეს. ხშირად მაგდანი ეტყოდა ხოლმე: გენაცვა, შვილო, ცოტა დამასვენე, თორემ არაქათი აღარა მაქვსო. მაგრამ ქეთომ უებარი წამალი იცოდა ამ დაღალულობისა: მხურვალე ხვევნა დაკოცნა დედისა. ქეთო თანა სტკბებოდა დედის მშვენიერი სიმღერით და თან თვითონაც სწავლობდა სიმღერას. ქეთო და მისი დედობილ-მამობილი 

ერთხელ, როდესაც ქეთომ გული იჯერა ახალი ცხოვრებით, ჰკითხა თავის დედასა: - დედილო, გენაცვა, არ შეიძლება, რომ დაღსტანში მოკითვა ვისიმე პირით შევთვალო?

მაგდანს ეს სიტყვა არ ესიამოვნა და შეკრთა.- ფიქრი ნუ გაქვს, დედა!   – შვილებრივი სიყვარულით უთხრა ქეთომ, - შენ და მამაჩემი მიყვარხართ, როგორც ღვიძლი მშობელნი, იმათ კი პატივსა ვცემ, როგორც ჩემს მოამაგეთა და ჩემს აღმზრდელთ.ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ვინ იცის, ვის ხელში ჩავვარდნილიყავ და რა მომსვლოდა. მოკითხვა შეუთვალეს ნაიბსა და მის ცოლს საგანგებოდ გაგზავნილი კაცების პირით და ძღვნადაც გაუგზავნესჩინებული კახური ღვინო, რომელსაც მაშინდელი ლეკები კახელებზე ნაკლებად არ ეწყობოდნენ.

ზაფხული გადიოდა, დედა ატყობდა, რომ ქეთოს ძლიერ უნდოდა ნახვა თავისი დედობილ-მამობილისა, მაგრამ კი არ ამბობდა ამასა. ერთხელ მაგდანმა უთხრა ქეთოსა: - იცი, ჩემო კარგო, რა აზრიმომივიდა? ეხლა რჩველი ახლოვდება, დაღესტანში ვენახები არ არის და რჩველი იქ არ იცის. მოდი, რთველში მოვიწვიოთ შენი დედობილ-მამობილი და ვასიამოვნოთ; სიკეთეს გადახდა უნდა.   –მადლობის ნიშნად ქეთო დედას მხურვალედ გადაეხვია.

ნაიბსა და იმის ცოლს ძლიერ უნდოდათ ქეთოს ნახვა. ამიტომ რთველში მოწვევამ გაახარა და დანიშნულს დროზე ეწვივნენ თავისი შვილობისლის დედ-მამასა. დედ-მამის ნება-დართვით ქეთოთავის დედობილ-მამობილს ლეკური ტანისამოსით მიეგ

Dება. ქეთოს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, რადგანაც ერთად ხედავდა ოთხს ძვირფას თავისიანს, რომელნიც გულით და სულით უყვარდა.

ზურაბი და ნაიბი დამეგობრდნენ, მაგდანამაც გულით შეიყვარა ნაიბის ცოლი და ამიტომ ყოველ შემოდგომაზე მათი რთველში მოწვევა წესად დასდეს. ეს წესი არ შეცვლილა მას უკანაც, როცარამდენიმე წლის შემდეგ ქეთო გათხოვდა დედის სამშობლოში და ჯვარი დაიწერა ერთს ღირსეულ ქართველს ვაჟკაცზე, ყოველ ენკენისთვეში ქართველაძეს ქართლიდან ეწვეოდნენ ხოლმე ქალი და სიძე,დაღესტნიდან ნაიბი თავისი ცოლითა და ამალით. არა გვგონია, რომ ვისმე თავის სიცოცხლეში რთველი ისე სიამოვნებით და ბედნიერებით გაეტარებინოს, როგორც ატარებდა ქეთო. ქეთოს ბედნიერება 

მაგრამ განა მარტო რთველობის დროს იყო ქეთო შვებით და ლხენით? არა, სხვა დროსაც.

ბრძენნი ამბობდნენ და ამბობენ, რომ საუკეთესო წყარო ადამიანის ბედნიერებისათვის მოსიყვარულე გულიაო. ძლიერი, წმინდა სიყვარული, მოყვასისადმი თვით მოსიყვარულესაც უტკბობსსიცოცხლესა და მოყვასსაცაო. სიმდიდრეც შეიძლება ადვილად დაჰკარგოს ადამიანმა, სიმდიდრესა და სილამაზესაც მოაკლდეს, ნათესავებიც შეიძლება უდროოდ დაიმარხოს, მაგრამ მოსიყვარულე გულიკი ათბობს და ანათებს მის სიცოცხლეს თვით სამარის კარამდისაო.

ქეთოს დედისაგან დაჰყვა მეტად მოსიყვარულე გული და ამ გულს ძლიერ მოუხდა იშვიათი მისი თავგადასავალი. ამ თავგადასავალმა ძლიერნი მოძრაობანი გამოაცდევინა ქეთოს გულსა დაავარჯიშა იგი. ღრმა გრძნობანი გულისა ჯერ დედ-მამის სიყვარულზე აღიზარდნენ, მერე ძლიერ ჯავრზე, რომელიც გამოაცდევინა მას მოტაცებამ ლეკების მიერ, შემდეგ დედობილ-მამობილისსიყვარულზე, მასუკან ფრიად ღრმასა და ხანგრძლივს ნაღველზე, რომელიც მოჰყვა მამისაგან მოტაცებასა, მას შემდეგ სიყვარული ღვიძლის დედ-მამისა და დედობილ-მამობილისა ერთად შეერთდაქეთოს გულში, ბოლოს ამას დაემატა ღირსეული ქმრისა და შვილების სიყვარული და ამ სახით ქეთოს გული გახდადაუშრობელი წყარო კაცთმოყვარეობისა, გაუქრობელი ლამპარი სიყვარულისამოყვასისადმი. ქეთოს, გამომცდელს ცხოვრებაში დიდი ნაღველისაცა და სიხარულისაც, ყოველთვის და ყოველგან ჰქონდა ტკბილი ალერსი ყველა ბავშვისათვის, ცრემლი უბედურთათვის, ნუგეშიდაჩაგრულთათვის, შემწეობა გაჭირვებულთათვის, მოწყალება გლახაკთათვის. მას თავისიანად მიაჩნდა ქართველებიცა და ლეკებიც, საქართველოც და დაღესტანიც. და რადგან სიყვარული შობსსიყვარულსა, ამიტომ ქართველები და ლეკები თითქოს ეჯიბრებოდნენ ერთმანეთსა, ვინ უფრო მეტს პატივისცემას, მეტს ხათრსა და მეტს სიყვარულს უჩვენებდა ქეთოს. ქეთო, თავისი მოსიყვარულეგულით, გარშემო ჰფენდა ლხენასა და შვებასა, როგორც ვარდის აყვავებული ბუჩქი ჰფენს თავის გარშემო საამურს სურნელებასა და როგორც ამ ბუჩქს ყველა შეჰხარის, ყველას უყვარს, ისე ყველაშეჰხაროდა და ყველას უყვარდა ქეთო, რომელიც ერთსა და იმავე დროს სტკბებოდა თავისი სიყვარულით მოყვასისადმი და მოყვასთა სიყვარულით თავისადმი. უკეთესიღა ბედნიერება განა იქნება ამქვეყანაზე?

ღმერთმა თქვენს გულშიაც აღზარდოს, ჩემო ყმაწვილნო მკითხველნო, მოყვასთა ჩაუქრობელი სიყვარული, გაგაძღოთ მათი სიყავრულით თქვენდამი და ქეთოსავით ბედნიერად გაცოცხლოთდიდხანს...

D