2
- 1 - Website: ei-lat.ge facebook: Liberal Academy Tbilisi YouTube: Liberal Academy flickr: Liberal Academy Tbilisi slideshare: EI LAT Email: [email protected] Telephone: (+995) 32 293 11 28 Fax: (+995) 32 293 11 28 2-8 იანვარი, 2012 ქართულ პრესაში ევროპისა და ევროკავშირის თემის ყოველკვირეული მიმოხილვა ჟურნალი „ლიბერალი“ აქვეყნებს ინტერვიუს კარნეგის ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროს სპეციალისტ ტომას დე ვაალთან, ჟურნალისტის კითხვები ძირითადად 2011 წელს ივლისის თვეში გამოქვეყნებულ ანგარიშს „საქართველოს არჩევანი - ცვალებად პირობებში გამოკვეთილი სამომავლო სურათი“ ეხება, სადაც ვაალი გამოთქვამს მოსაზრებას, რომლის მიხედვით საქართველოს განვითარების სამი ალტერნატივა აქვს: სინგაპურისა და „ძველი საქართველოს“ მოდელები, ასევე განვითარება ევროკავშირის მიმართულებით. ჟურნალისტის კითხვას, თუ ჩამოთვლილთაგან საით იხრება საქართველოს ხელისუფლება, ტომას დე ვაალი პასუხობს : „ვფიქრობ, ხელისუფლებას ამ კუთხით სტრატეგიული გადაწყვეტილებები არ მიუღია. მთელი პოლიტიკური სისტემა არჩევნებისა და ხელისუფლების გადაცემის საკითხებით არის დაკავებული. თუმცა, გადაიდგა მცირე მასშტაბის, მაგრამ მაინც დადებითი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციისკენ. არის იმის იმედიც, რომ მომავალ წელს ევროკავშირთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დაიწყება”. ტომას დე ვაალი ასევე აცხადებს, რომ მისთვის გაურკვეველია მიმართულება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას სურს ქვეყნის წაყვანა: “ამ დრომდე

2-8 იანვარი, 2012

  • Upload
    ei-lat

  • View
    658

  • Download
    9

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: 2-8 იანვარი, 2012

- 1 -

Website: ei-lat.ge facebook: Liberal Academy Tbilisi YouTube: Liberal Academy flickr: Liberal Academy Tbilisi slideshare: EI LAT

Email: [email protected] Telephone: (+995) 32 293 11 28 Fax: (+995) 32 293 11 28

2-8 იანვარი, 2012 ქართულ პრესაში ევროპისა და ევროკავშირის თემის ყოველკვირეული მიმოხილვა

ჟურნალი „ლიბერალი“ აქვეყნებს ინტერვიუს კარნეგის ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროს სპეციალისტ ტომას დე ვაალთან, ჟურნალისტის კითხვები ძირითადად 2011 წელს ივლისის თვეში გამოქვეყნებულ ანგარიშს „საქართველოს არჩევანი - ცვალებად პირობებში გამოკვეთილი სამომავლო სურათი“ ეხება, სადაც ვაალი გამოთქვამს მოსაზრებას, რომლის მიხედვით საქართველოს განვითარების სამი ალტერნატივა აქვს: სინგაპურისა და „ძველი საქართველოს“ მოდელები, ასევე განვითარება ევროკავშირის მიმართულებით. ჟურნალისტის კითხვას, თუ ჩამოთვლილთაგან საით იხრება საქართველოს

ხელისუფლება, ტომას დე ვაალი პასუხობს : „ვფიქრობ, ხელისუფლებას ამ კუთხით სტრატეგიული გადაწყვეტილებები არ მიუღია. მთელი პოლიტიკური სისტემა არჩევნებისა და ხელისუფლების გადაცემის საკითხებით არის დაკავებული. თუმცა, გადაიდგა მცირე მასშტაბის, მაგრამ მაინც დადებითი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციისკენ. არის იმის იმედიც, რომ მომავალ წელს ევროკავშირთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დაიწყება”. ტომას დე ვაალი ასევე აცხადებს, რომ მისთვის გაურკვეველია მიმართულება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას სურს ქვეყნის წაყვანა: “ამ დრომდე

Page 2: 2-8 იანვარი, 2012

- 2 -

ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშნებს ვაწყდებით. ვფიქრობ, საქართველოსთვის უმჯობესი იქნება, თუ ევროინტეგრაციის გზას უფრო მყარად დაადგება და გახდება სახელმწიფო, სადაც თავისუფალი სამართლებრივი სივრცე, თავისუფალი მედია ბაზარი და მრავალპარტიული სისტემა იქნება“.- განმარტავს ვაალი.

„ლიბერალი“ განიხილავს 2011 წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას: მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოსკოვსა და თბილისს შორის დაიდო ხელშეკრულება, აღნიშნულს წინ უძღოდა 10 ნოემბერს ჟენევაში ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტი. შვეიცარიის მიერ მომზადებული „კომპრომისული წინადადება“ ორივე მხარესათვის მისაღები აღმოჩნდა.

სტატიაში განმარტებულია დოკუმენტის არსი: „აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი თანახმაა საქართველო რუსეთის საზღვრებს შორის ტვირთბრუნვის კონტროლის მექანიზმი შეიქმნას. საზღვრებს შორის იგულისხმება საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრები რუსეთის ფედერაციასთან, ასევე ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტი. ტვირთბრუნვის მექანიზმი კი გულისხმობს ტვრთების მიმოსვლის როგორც ელექტრონულ კონტროლს,

ისე საზღვრებზე საერთაშორისო მონიტორინგის მისიის განთავსებას.“

სწორედ ამ შეთანხმების სანაცვლოდ საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. „ახლა მნიშვნელოვანია მოახდენს თუ არა გავლენას ეს შეთანხმება რუსეთ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე და რეალურად რა შედეგებს მოიტანს საქართველოსთვის რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობა“. - ვკითხულობთ სტატიის დასარულს.

„ლიბერალთან“ საქართველო-რუსეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე კავკასიის მკვლევარი და კარნეგის ცენტრის ექსპერტი ტომას დე ვაალი საუბრობს, ის ხელმოწერილ ხელშეკრულებას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დადებით შედეგად აფასებს და დასძენს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ქართულმა მხარემ მიიღო ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე დადებითად იმოქმედებს: „სააკაშვილს, საერთაშორისო საზოგადოებაში ჯერ კიდევ იმპულსური და არაპროგნოზირებადი ლიდერის რეპუტაცია აქვს. მიმდინარე მოვლენებმა კი აჩვენა, რომ საქართველოს შეეძლო კონსტრუქციულად ემუშავა და თავის რთულ მეზობელთან შეთანხმებისთვის მიეღწია.“- აცხადებს ვაალი.