4

Click here to load reader

30 იანვარი-5 თებერვალი, 2012

  • Upload
    ei-lat

  • View
    809

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: 30 იანვარი-5 თებერვალი, 2012

- 1 -

Website: ei-lat.ge facebook: Liberal Academy Tbilisi YouTube: Liberal Academy flickr: Liberal Academy Tbilisi slideshare: EI LAT

Email: [email protected] Telephone: (+995) 32 293 11 28 Fax: (+995) 32 293 11 28

30 იანვარი-5 თებერვალი, 2012 ქართულ პრესაში ევროპისა და ევროკავშირის თემის ყოველკვირეული მიმოხილვა გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქეთს „ნაბუკოს“ ლოდინი ძალიან მოწყინდა“, რომელიც მიმოიხილავს გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრესპექტივებსა და პრობლემებს.

„თურქეთისთვის „ნაბუკო“ პრიორიტეტი აღარ არის. ეს ქვეყანა ამჯერად უპირატესობას Tanap-ის (თურქეთ-აზერბაიჯანის გაზსადენი) განვითარებას მიანიჭებს. მიუხედავად ამისა თურქეთი ნაბუკოს კონსორციუმში რჩება“. - ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიაში ასევე გამოთქმულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის ენერგეტიკულ საკითხებში

სპეციალური წარმომადგენლის რიჩარდ მორნინსტარის მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მიიჩნევს, რომ ნაბუკოს პროექტის რეალიზება სულ უფრო რთულდება, ამასთან, ასეთი მაშტაბური გაზსადენის მშენებლობა მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს და დასძენს :

„მიზანშეწონილი იქნებოდა ყურადღების გამახვილება გაზის მიწოდებაზე სამხრეთის მიმართულებით, კერძოდ, ბალკანეთისკენ. ეს იდეა შესაძლოა განხორციელდეს თურქეთთან ინტერკონექტორის მშენებლობის გზით.“

Page 2: 30 იანვარი-5 თებერვალი, 2012

- 2 -

„რეზონანსი“ გასულ კვირას სტრასბურგში გამართულ ევროსაბჭოს ასამბლეის ზამთრის სესიაზე მიღებულ მწვავე რეზოლუციებზე წერს, რომლებიც ბელორუსსა და უკრაინაში შექმნილ მძიმე ვითრებას ეხება.

სტატიაში ასევე საუბარია მონიტორინგის კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ გასული წლის ოქტომბრის თვეში ვიზიტის შემდეგ მომზადებულ საინფორმაციო ბარათზე, რომელიც სწორედ აღნიშნულ სესიაზე გახდა საჯარო.

რეზოლუცია ბელორუსის ხელისუფლებას მოუწოდებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფისაკენ.

რაც შეეხება უკრაინას, ევროსაბჭო ტიმოშენკოსა და მისი თანაგუნდელების გათავისუფლებას ითხოვს, მიღებული დოკუმენტი პრეზიდენტ იანუკოვიჩს ბოლო შანსს აძლევს, შეასრულოს ჯერ კიდევ ევროსაბჭოში გაწევრიანებისას უკრაინის მიერ აღებული ვალდებულებულებები და შეწყვიტოს პილიტიკური ოპონენტების დევნა.

მომხსენებელთათვის შეშფოთების საგანია საქართველოს სასამართლო და საარჩევნო სისტემები,რეზოლუციაში რეკომენდაციის სახით აღნიშნულია, რომ არსებული საარჩევნო სისტემის რეგიონული პროპორციული სისტემით ჩანაცვლება გარემოს უფრო კონკურენტულს გახდის.

„მომხსენებლები მოკლედ აღწერენ რა ნაციონალურ მოძრაობასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს,

მიესალმებიან სრულიად ახალ საარჩევნო კოდექსს“. -ვკითხულობთ სტატიაში.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, მომხსენებლების განცხადებით, არსებული პროგრესის მიუხედავად, მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები ძირითადად შეინიშნება სისხლისა და ადმინისტრაციულ სამართალში, სწორედ იქ, სადაც სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს პირადი დაინტერესება.

გაზეთ „24 საათში“ ვკითხულობთ: „იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის სავალუტო რეზერვები თითქმის 3,2 ტრილიონ დოლარს შეადგენს, შესაძლოა, ამ მოცულობის მესამედი ერთიანი ევროპული ვალუტის გადასარჩენად ჩაიდოს“.

სწორედ ამ იმედით ევროპელი ლიდერები ჩინეთს ზედიზედ სტუმრობენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის დევიდ კამერონის ვიზიტს კვალდაკვალ მიჰყვა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის სტუმრობა და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ვენ ძიაბაოსთან შეხვედრა, რომელმაც დაადასტურა ჩინეთის სურვილი მხარი დაუჭიროს ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის გაძლიერებას, თუმცა, ზუსტი თანხა, რითაც ჩინეთი ევროპის სტაბილურობის ფონდს (EFSF) ან მომავალი ევროპის სტაბილურობის მექანიზმს (ESM) დაეხმარება არ გახმოვანებულა.

ჩინეთის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ კრიზისის დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროპელების ძალისხმევას ენიჭება.

Page 3: 30 იანვარი-5 თებერვალი, 2012

- 3 -

დავოსში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე წერს გაზეთი „24 საათი“, სადაც ვეცნობით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდის მოსაზრებას ევროკავშირში არსებული კრიზისის თაობაზე :

„ევროპული ვალის კრიზისის შედეგები საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს, არც ერთ ეკონომიკას არ აქვს „იმუნიტეტი“, ევროზონის ქვეყნებმა აუცილებლად უნდა შეიმუშაონ ნათელი, მარტივი სქემა, რომელიც კრიზისის გავრცელებას შეაჩერებს“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგივე აზრს გამოთქვამს აშშ-ს ფინანსთა მინისტრი ტიმოთი გაიტნერი: „ევროპის ერთადერთი გამოსავალია, ყველაფერი გააკეთოს, რათა სავალუტო კავშირმა იმუშაოს - ეს არის ქმედითი ღონისძიებების გატარება, რომლებიც დიდი ფინანსური რესურსების გამოყოფას საჭიროებს“.

„საბერძნეთი ევროკავშირს გეგმას უწუნებს“ - შემდეგი სათაურის ქვეშ აქვეყნებს სტატიას „24 საათი“, საიდანაც ირკვევა, რომ საბერძნეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა გერმანიის მიერ წარდგენილი გეგმა, რომლის თანახმადაც საბერძნეთმა თავის საგადასახადო და სახელმწიფო ხარჯებზე კონტროლი ევროკავშირის სპეციალურ ოფიცერს უნდა გადასცეს.

ოფიციალური ათენის განცხადებით, საბერძნეთის მთავრობამ საკუთარი ბიუჯეტი თავად უნდა გააკონტროლოს; ევროკომისია გარკვეულწილად ეთანხმება საბერძნეთს და მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი მთლიანად საბერძნეთის მთავრობის

პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა დარჩეს, თუმცა კავშირის მხრიდან საბერძნეთის ფინანსებზე მონიტორინგის გაძლიერების აუცილებლობას ხედავს.

„გერმანიის შეთავაზების მიხევით, ევროკავშირის მიერ დანიშნულ კომისარს ენიჭება უფლებამოსილება, საბერძნეთის საბიუჯეტო გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს, თუ ეს სტანდარტები საერთაშორისო მსესხებლის მიერ დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება“.- აღნიშნულია სტატიაში.

გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „პირველი ნაბიჯი ევროპის ერთიანი სავაჭრო სივრცისკენ“ საუბარია იმ სარგებელზე, რომელსაც საქართველო ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით მიიღებს:

„ეს შეთანხმება საშუალებას მისცემს საქართველოში წარმოებულ პროდუქციას, შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე, სადაც მას 500 მილიონი მომხმარებელი დახვდება. ქვეყანა მოიზიდავს მეტ ინვესტიციას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს“.

სტატიაში ასევე გამოთქმულია ევროკომისარის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულეს მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით : „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრმა ორმა ქვეყანამ - მოლდავეთმა და საქართველომ მიაღწიეს საკმარის პროცესს აუცილებელი რეფორმების გატარების კუთხით და შეასრულეს რიგი წინაპირობები იმისათვის, რომ წავიდნენ წინ ევროკავშირის შიდა ბაზართან ეტაპობრივი ინტეგრაციის პროცესში.“

Page 4: 30 იანვარი-5 თებერვალი, 2012

- 4 -

ამავე კვირის „24 საათში“ გავრცელებულ სტატიაში საუბარია „ტობინის გადასახადზე“, რომლის შესახებაც ევროკავშირის ლიდერები ვერ თანხმდებიან. სიტუაცია კი კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ბრიუსელის სამიტზე ნიკოლა სარკოზიმ მტიკცედ განაცხადა, რომ ევროპის სხვა ქვეყნებში განსხვავებული პოზიციის არსებობის მიუხედავად ე. წ. ტობინის გადასახადს 2012 წლის აგვისტოში მაინც შემოიღებდა.

ამის პასუხად, ბრიტანეთმა მზადყოფნა გამოთქვა „გაუღოს კარი“ იმ ფრანგ ბანკირებს, რომლებიც ფინანსურ ტრანზაქციებზე გადასახადის მოსალოდნელი შემოღებით უკმაყოფილონი არიან.

„კამერონმა საფრანგეთის გადაწყვეტილებას - შემოიღოს გადასახადი ფინანსურ ოპერაციებზე, - „წარმოუდგენელი“ უწოდა იმ პირობებშიც, როცა ევროკავშირში უმუშევრობის დონე მაღალია. პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა, რომ ევროკომისიის გამოთვლის თანახმად, ფინანსურ ოპერაციებზე დამატებითი საფასურის 0,1 პროცენტის ფარგლებში შემოღება ბანკებს დიდ ზარალს მოუტანს და, საბოლოო ჯამში 500 000 სამუშაო ადგილის დაკრგვაა მოსალოდნელი“.- ვკითხულობთ სტატიაში.