16
იიიიიიიი იი იიიიიიიიიიი იიიიიიი

იდენტური და არაიდენტური ტყუპები

Embed Size (px)

Citation preview

იდენტური და არაიდენტური ტყუპები

არაიდენტური ტყუპები სხვადასხვა კვერცხუჯრედში მომწიფდებიან. სხვადასხვაკვერცხისეული ტყუპების წარმოშობა შესაძლებელია ორი ან მეტი კვერცხუჯრედის ერთდროულად მომწიფების შემთხვევაში.  

იდენტური ტყუპები ერთ კვერცხუჯრედში მომწიფდებიან. ერთკვერცხისეული ტყუპები ვითარდებიან ერთი ზიგოტისგან რომელიც  ადრეულ სტადიაზე იყოფა ორ ან მეტ იზოლირებულ ნაწილად; ამათგან თითეული დამოუკიდებელ ორგანიზმად ვითარდება.

 იდენტურ ტყუპებს აქვთ საერთო პლაცენტა, ერთნაირი გენოტიპი, ერთნაირი სქესი,  სისხლის ჯგუფი.  ისინი იმდენად გვანან ერთმანეთს, რომ ხშირ შემთხვევაში მათი გარჩევა თითქმის შეუძლებელია.

არაიდენტური ტყუპები შეიძლება იყვნენ როგორც განსხვავებული ისე მსგავს სქესისანი, ერთმანეთს ისე ჰგვანან, როგორც ჩვეულებრივი და-ძმა. აქვთ განსხვავებული ჩვევები და მისწრაფებები.

ერთკვერცხისეულ ანუ იდენტურ ტყუპებს ერთნაირი გემოვნება, ჩვევები მისწრაფებები აქვთ. უპირატესობას ერთსა და იმავე ტანსაცმელს, თმის ვარცხნილობას ანიჭებენ. მოსწონთ ერთი და იგივე წიგნი, სპექტაკლი. იმ შემთხვევაში თუ მათ დაბადებისთანავე ერთმანეთს დააშორებენ და ცალ ცალკე გაიზრდებიან ხშირად ერთსა და იმავე პროფესიას ირჩევენ, ერთი და იმავე დაავადებით და თითქმის ერთდროულად ავადდებიან.

ამერიკის ქალაქ ტვინსბურში ტყუპების მსოფლიო ფესტივალს ატარებენ, ზოგჯერ იქ დიდი ხნის უნახავი ტყუპები ხვდებიან ერთმანეთს, რომელთა მონაყოლიდან ირკვევა რომ ისინი თითქმის ერთნაირად ცხოვრობენ.

სტატისტიკა• ორტყუპი ყველა ახალშობილის 2% შეადგენენ,

ხოლო სამტყუპი ყველა ტყუპების 2%.• დღეს მსოფლიოში 76 მილიონ წყვილ ტყუპს

ითვლიან. • ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა

სოფელი მუჰამედპურ უმრი უნიკალური ფენომენით გამოირჩევა - აქ ყველაზე მეტი ტყუპი იბადება. სოფელში, სადაც მხოლოდ 6 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, 108 ტყუპია,

• 60-იანი წლების სტატისტიკასთან შედარებით, მსოფლიოში ტყუპების დაბადების პროცენტი თითქმის 2, 5-ჯერ გაიზარდა. 

სიამის ტყუპები ერთ კვერცხუჯრედში განვითარებული ტყუპია. ეს არის იდენტური ტყუპები, რომლებიც შეეზარდნენ ერთმანეთს სხეულის ერთი, ან რამდენიმე ნაწილით. სიამის ტყუპები ძალიან იშვიათი მოვლენაა. 200 000 ახალშობილში მხოლოდ ერთი იყოს მსგავსი სინდრომით დაბადებული. დღესდღეისობით მათი დაშორება ქირურგიული მეთოდით ხორციელდება.

თამარი და თებროლე ქართველი სიამის ტყუპები რომლებიც წარმატებით დააშორეს ერთმანეთს.

ახლა კი დავათვალიეროთ ტყუპების ფოტოები

გმადლობთ ყურადღებისათვის!!!