459
1-25 სტრ., 1r bატოისანნო და დიდებულნო ქართველნო ჟამთა ვითარებისაგან ქართლის ცხოვრება განრყვნილ იყო. რომელი მე მწერალთა მიერ. და რომელი ამთა ვითარებათაგან არღარა წერებულ იყო. ხოლო მეხუთემან ვახტანგ ძემან ლეონისამან და ძმის წულმან სახელოვანის გიორგისამან. შეკრ იბნა მეცნიერნი კაცნი და მიხუნა საცა რამ ქართლის ცხოვრებაები პო ვნა და კვალად გუჯარნი მცხეთისანი გელათისანი და მრავალთა ეკკ ლესიათა და დიდებულთანი და შეამოწმეს და რომელი განრყვნილი ყო განმხრთეს და სხვაცა წერილნი მოიხუნეს რომელიმე სომეხთა და სპარ სთა ცხოვრებისაგან გამოიხუნეს და ესრეთ აღაწერინეს: ´ირველად ვახსენოთ ესრეთ. რამეთუ სომეხთა და ქართველთა რანთა და მოვაკნე ლთა ჰერთა და ლეკთა მეგრელთა და კავკასიანთა ამათ ყოველთა ერთი იყო მამა სახელით თარგამოს: ესე თარგამოს იყო ძე თარშისა ძისა ავანანისა ძისა იაფე თისა ძისა ნოესა: dიყო ესე თარგამოს კაცი გმირი და შემდგომად განყოფისა ენათასა აღა შენა ნებროთ ბაბილონს გოდოლი და განეყუნეს მუნ ენანი და განიბნივნეს მუნით ქვეყანასა: dწარმოვიდა. ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით. და დაემკვიდრა ორთა მათ მთათა შორის კაცთ შეუვალსა არარატსა და მასისსა. და იყო ნათესავი მისი დიდი და ურიცხვი. რამეთუ ესხნეს მრავალ ცოლ. ძენი და ასულნი. შვილნი და. შვილის შვილნი ძეთა და ასულთა მისთანი. რამეთუ ცხონდა იგი ექუსას წელ. და ვერღარა იტევდა ქვეყანა არარატისა და მასისისა. ხოლო ქვეყანა იგი რომელი წილით ხუდომოდა, ესე არს საზღვარი ქვეყანისა მისისა: ღმოსავალით ზღვა გურგანისა რომელსა აწ გილანის ზღვად სახელ სდებენ: ასავლით ზღვა პონტოსა. რომელსა აწ შავ ზღვად სახელ სდებენ: ამჵრით მთა ორეთისა რომელ არს ქურთთა ქვეყანასა პირის პირ მიდიისა 1-26 სტრ., 1v რდილოთ მთაჳ კავკასია რომელსა სპარსნი იალბუზს უწოდენ: ოლო შვილთაგან თარგამოსთა გამოჩნდეს კაცნი რვანი გმირნი. ძლიერნი და სახელოვანნი რომელთა სახელები ესე არს. პირველსა ერქვა აოს მეორესა ართლოს. მესამესა არდოს. მეოთხესა ოვაკან: მეხუთ ესა ეკოს: მეექუსესა როს: მეშვიდესა ავკას: მერვესა გროს ესე რვანი იყუნეს გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა. რამე თუ ეგე ვითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლით რღვნის წინათ და არცა შემდგომად. ტანითა ძალითა და სიმჵნითა. ხოლო ვერღარა იტევდა ქვეყანა არარატისა და მასისისა: განუყო თარგამოს ქვეყანა და ნათესავი თჴსი რვათა ამათ გმირთა: ახევარი ნათესავისა მისისა და ნახევარი და უმჯობესი ქვეყანისა მისისა მის ცა ჰაოსსა: ხოლო შვიდთა მათ მისცა ხუჲდრი მათი არძანგების ებრ მათისა: წარმოიყუანნა შვიდნი იგი ჩრდილოთ კერძო და განუყვნა ქვეყანანი ღირს ებისაებრ მათისა:

1-25 ., 1r b ვითარებისაგან ქართლისcorpora.iliauni.edu.ge/qats/upload/S-25.pdfდა პირველად ადგილსა მას

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

  • 1-25 სტრ., 1r

    bატოისანნო და დიდებულნო ქართველნო ჟამთა ვითარებისაგან ქართლის

    ცხოვრება განრყვნილ იყო. რომელი მე მწერალთა მიერ. და რომელი ჟ

    ამთა ვითარებათაგან არღარა წერებულ იყო. ხოლო მეხუთემან ვახტანგ

    ძემან ლეონისამან და ძმის წულმან სახელოვანის გიორგისამან. შეკრ

    იბნა მეცნიერნი კაცნი და მიხუნა საცა რამ ქართლის ცხოვრებაები პო

    ვნა და კვალად გუჯარნი მცხეთისანი გელათისანი და მრავალთა ეკკ

    ლესიათა და დიდებულთანი და შეამოწმეს და რომელი განრყვნილი

    ყო განმხრთეს და სხვაცა წერილნი მოიხუნეს რომელიმე სომეხთა და სპარ

    სთა ცხოვრებისაგან გამოიხუნეს და ესრეთ აღაწერინეს:

    ´ირველად ვახსენოთ ესრეთ. რამეთუ სომეხთა და ქართველთა რანთა და მოვაკნე

    ლთა ჰერთა და ლეკთა მეგრელთა და კავკასიანთა ამათ ყოველთა ერთი იყო მამა

    სახელით თარგამოს: ესე თარგამოს იყო ძე თარშისა ძისა ავანანისა ძისა იაფე

    თისა ძისა ნოესა:

    dა იყო ესე თარგამოს კაცი გმირი და შემდგომად განყოფისა ენათასა აღა

    შენა ნებროთ ბაბილონს გოდოლი და განეყუნეს მუნ ენანი და განიბნივნეს

    მუნით ქვეყანასა:

    dა წარმოვიდა. ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით. და დაემკვიდრა ორთა მათ

    მთათა შორის კაცთ შეუვალსა არარატსა და მასისსა. და იყო ნათესავი მისი

    დიდი და ურიცხვი. რამეთუ ესხნეს მრავალ ცოლ. ძენი და ასულნი. შვილნი

    და. შვილის შვილნი ძეთა და ასულთა მისთანი. რამეთუ ცხონდა იგი ექუსას

    წელ. და ვერღარა იტევდა ქვეყანა არარატისა და მასისისა. ხოლო ქვეყანა იგი

    რომელი წილით ხუდომოდა, ესე არს საზღვარი ქვეყანისა მისისა:

    აღმოსავალით ზღვა გურგანისა რომელსა აწ გილანის ზღვად სახელ სდებენ:

    დასავლით ზღვა პონტოსა. რომელსა აწ შავ ზღვად სახელ სდებენ:

    სამჵრით მთა ორეთისა რომელ არს ქურთთა ქვეყანასა პირის პირ მიდიისა

    1-26 სტრ., 1v

    ჩრდილოთ მთაჳ კავკასია რომელსა სპარსნი იალბუზს უწოდენ:

    ხოლო შვილთაგან თარგამოსთა გამოჩნდეს კაცნი რვანი გმირნი. ძლიერნი

    და სახელოვანნი რომელთა სახელები ესე არს. პირველსა ერქვა ჰაოს

    მეორესა ქართლოს. მესამესა ბარდოს. მეოთხესა მოვაკან: მეხუთ

    ესა ლეკოს: მეექუსესა ჲროს: მეშვიდესა კავკას: მერვესა ეგროს

    ესე რვანი იყუნეს გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა. რამე

    თუ ეგე ვითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლით რღვნის წინათ და არცა

    შემდგომად. ტანითა ძალითა და სიმჵნითა. ხოლო ვერღარა იტევდა ქვეყანა

    არარატისა და მასისისა: განუყო თარგამოს ქვეყანა და ნათესავი თჴსი რვათა

    ამათ გმირთა:

    ნახევარი ნათესავისა მისისა და ნახევარი და უმჯობესი ქვეყანისა მისისა მის

    ცა ჰაოსსა: ხოლო შვიდთა მათ მისცა ხუჲდრი მათი არძანგების ებრ მათისა:

    წარმოიყუანნა შვიდნი იგი ჩრდილოთ კერძო და განუყვნა ქვეყანანი ღირს

    ებისაებრ მათისა:

  • მისცა ქართლოსსა და უჩინა საზღვარი აღმოსავალით ჲრეთი და მდინარე ბერ

    დუჯისი. დასავალით ზღვა პონტოსი. სამჵრით მთაჳ რომელი მიჰყუებ

    ის ბერდუჯის მდინარის თავსა. და მთაჳ რომელი მიჰყუების დასავალით

    კერძო რომლ[ი]სა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძო და მიერთვის მტკ

    ვარსა რომელი მიჰყუების მთაჳ შორის კლარჯეთს და ტაოს ვიდრე ზღ

    ვამდის. და ჩრდილოთ საზღვარი ღადო მთაჳ რომელი გამოვლის შტოდ

    კავკასისგან და მოჰკიდავს წვერი დასასრულსა ღადოსა. რომელსა აწ ჰქვიან

    ლიხი. და ამათ საზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს:

    ხოლო ბარდოსს მისცა მტკუარსა სამჵრით ბერდუჯის მდინარითგან ვიდ

    რე სადა შეკრბებიან მტკუარი და რაჵსი. ამან ბარდოს აღაშენა ქალაქი ბა[..]

    დავი და დაეშენა მუნ:

    და მისცა მოვაკანს მისცა მტკუარსა ჩრდილოთ ალაზნის შესართავითგან ვიდრე

    1-26 სტრ., 2r

    ზღვამდე. და ამან აღაშენა ქალაქი მოვაკნეთი და დაემკვიდრა მუნ:

    ხოლო ჲეროსს მისცა ქვეყანა მტკვრისა ჩრდილოთ. მცირისა ალაზნ

    ისა შესართავითგან ვიდრე ტყე ტბადმდე რომელსა აწ ჰქვიან გულგულ

    აჳ. და ამან ჲეროს აღაშენა პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის

    ორთავე ალაზანთასა და უწოდა სახელი თჴსი ჲერეთი. და მის გამო ჰქვიან

    ჲერეთსა ჲერეთი. და აწ მას ადგილსა ჰქვან ხორანთა:

    მისცა ეგროსს ქვეყანა ზღვის ყურისა. და უჩინა საზღვარი აღმოსავლით

    მთაჳ მცირე რომელსა აწ ჰქვიან ლიხი. დასავალით ზღვა მდინარე მცი

    რისა ხაზარეთისა. სადა წარსწვდების წვერი კავკასიისა: ხოლო ამან ეგროს აღა

    შენა ქალაქი და უწოდა სახელი თჴსი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქვიან ბედია:

    ხოლო კავკასიათა ჩრდილოთ არა იყო ხვედრი თარგამოსისა. არამედ არცა

    იყო კაცი კავკასიანთა ჩრდილოთ და უმკვდრო იყო ქვეყანა იგი კავკასი

    ითგან ვიდრე მდინარედმდე დიდად რომელი შესდის ზღვასა დარუბანდისასა:

    ამისთჴს გამოიყუანნა მრავალთა გმირთაგან ორნი გმირნი ლეკან და კავკას.

    და მისცა ლეკანს ზღვითგან დარუბანდისათ ვიდრე მდინარედმდე დიდად

    ლომეკისა ჩრდილოთ ვიდრე მდინარედმდე დიდად ხაზარეთისად; მისცა კავ

    კასის ლომეკის მდინარითგან ვიდრე დასასრულადმდე კავკასიისა დასავალით:

    X~ ჰაოს დაემკვიდრა საყოფელთა მამისა თჴსისა თარგამოსისთა. და დაიპყრა ქ

    ვეყანა ჩრდილოთა ვითა დაგვიწერია სამხრით მთით ორეთისითგან აღმოსა

    ვალით ვიდრე ზღვადმდე გურგანისა. და დასავალით ვიდრე ზღვადმდე პო

    ნტოსა. და ამათ შვიდთავე ძმათა ზედა იყო გამგებელ და უფალ. და ესე ყოვე

    ლნი იყუნეს მორჩილ ჰაოსისა. და ამათ ყოველთა იყო ერთი ენა სომხური.

    და ესე რვანი ერთობით ჰმონებდეს ნებროთ გმირსა რომელი იყო პირველი

    მეფე ყოვლისა ქვეყანისა:

    შემდგომად ამისა მცირედთა წელიწადთა მოუწოდა ჰაოს შვიდთა მათ გმი

    რთა. შემოკრიბნა და ჰქვა მათ. მოგვცა ღ~თნ მაღალმან ძალი და სიმრავლ

    1-26 სტრ., 2v

    ე ნათესავისა ჩვენისა. აწ შეწევნითა ღ~თისა დამბადებლისათა ვიყუნეთ არღარა

  • მონა და არავის ვმსახუროთ თჴნიერ ღ~ისა დამბადებლისათა. ეწამნეს შვიდნი ი

    გი გმირნი და დაუმტკიცეს განზრახვა იგი და განუდგეს ნებროთს და არღარა

    მისცეს ხარკი. და ეზრახნეს სხვათა ვიეთმე ნათესავთა და დაუორგულდეს სხვ

    ანიცა ნათესავნი:

    მაშინ განუწყრა ნებროთ და შემოკრიბნა გმირნი მისნი. და ყოველნი რომელნი ე

    რჩდეს სპანი მისნი და მომართა თარგმანოსიანთა. ხოლო ჰაოს მოუწოდა შვიდთავე

    გმირთა და ყოველსავე ნათესავსა თარგამოსიანსა. და შეეწივნეს სხუანიცა ვინ

    მე ნათესავნი დასავლეთისანი. შეკრიბნა ჰაოს ესე ყოველნი და დადგა ძირსა

    მასისისასა. და ვითარ მოადგა ნებროთ ქვეყანასა ადარბადაგნისასა და დადგა

    მუნ

    წარმოავლინნა გმირნი მისნი სამოცნი, და მათ თანა სპანი ურიცხვნი წყობად

    თარგამოსიანთა. ხოლო ვითარცა მოიწივნეს სპანი ნებროთისნი მაშინ მიეგებნე

    ს შვიდნი იგი გმირნი ძმანი ჰაოსისანი სპითა ძლიერითა. ხოლო ჰაოს სპითა

    უძლიერესითა დაუდგა უკანით ზურგით: იქმნა მათ შორის ბრძოლა სასტიკი

    რომელი ემსგავსებოდა სასტიკებასა ჰაერისასა. რამეთუ მტუჲრი ფერჵისა

    მათისა ვითა ღრუბელი სქელი. ელვა აბჯრისა მათისა ვითარცა ელვაჳ

    ცისა. ჵმა პირისა მათისა ვითარცა ჵმა ქუხილისა. სიმრავლე ისართა და ტ

    ყორცნა ქვისა მათისა ვითარცა სეტყუა ჵშირი. და დათხევა სისხლისა მა

    თისა ვითარცა ღვარი სეტყუათა. განგრძელდა ბრძოლა მათ შორის და მოსწყდა

    ორგნითვე ურიცხვი. ხოლო ჰაოს უდგა ზურგად გმირთა მისთა ძალ სცემდა

    და ნუგეშინის სცემდა ჵმითა საზარელითა რომელი მსგავს იყო მეხის ტეხისა. მაშინ

    სძლეს თარგამოსიანთა და მოსრნეს სამეოცნი იგი გმირნი ნებროთისნი და სპანი

    მათნი. ხოლო შვიდნი ესე გმირნი თარგამოსიანნი ქართლოს ბარდოს მოვაკან ჰროს

    ლეკან კავკასან და ეგროს ესენი დარჩეს ცოცხლებით თჴნიერ წყლულებისა

    და ძლევა შემოსილნი ჰმადლობდეს ღ~თსა:

    1-24 სტრ., 3r

    ხოლო ვითარცა ესმა ნებროთს განწყრა და წარმოემართა მათ კერძო ყოვლითა ძა

    ლითა მისითა. ხოლო ჰაოსს არა ჰყუეს სპანი ნებროთის სპათა ოდენნი გამაგრდა იგ

    ი ღირღალთა შინა მასისისათა. მიუდგა ქვეშე კერძო ნებროთ და იყო იგი ჭურ

    ვილი რკინითა და რვალითა, ტერფითგან ვიდრე თხემამდე: აჰჵდა ერთსა გორასა

    ზედა ზრახვად ჰაოსისა და ეტყოდა დამორჩილებასავე მისსა, რათა სთნდეს მიქცევა

    მისდავე. ხოლო ჰაოს ჰქვა გმირთა მისთა განმიმაგრეთ ზურგით კერძი ჩემი და მი

    ვიახლო ნებროთს. და წარვიდა და მივიდა პირის პირ მახლობელად ნებროთისა. ს

    ტყორცა ისარი და ჰკრა მკერდსა ნებროთისასა ფიცარსა ზედა რვალისასა და გა

    ნავლო ზურგით. მაშინ დაეცა ნებროთ და იოტა ბანაკი მისი. და განთავისუფლდ

    ეს ნათესავნი თარგამოსისნი. და მაშინ ჰაოს ყო თავი თჴსი მეფედ ძმათა თჴსთა

    ზედა და სხვათაცა ნათესავთა ზედა მახლობელთა საზღვართა მისთასა. ხოლო შვი

    დნივე ესე ძმანი წარვიდეს თჴს თჴსად ქვეყანად და იყუნეს მორჩილ ჰაოსისა:

    ხოლო აქამომდის დავსწერეთ ჰამბავი ესე რვათავე ძმათა:

    ხოლო აქათგან ვიწყოთ და წარმოვთქვათ ჰამბავი ქართლისა და ნათესავისა

    მათისა და ცხოვრება მათი ვიდრე დღეთა ჩვენთამდე. და ვითარ იგი განუყო

  • ქვეყანა თარგამოს ნათესავსა მისდა რვათავე შვილთა მისთა.

    და მისცა ქართლოსს ქვეყანა რომელი ზემო აღვსწერეთ. და ესე ქართლოს მოვი

    და პირველად ადგილსა მას სადა შეერთვის არაგვი მტკუარსა. და განვიდა მთასა

    მას ზედა რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა.

    დაიშენა მუნ ზედა სახლი და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჴსისა ქართლი.

    და ვიდრე აღმართებადმდე მუნ ზედა კერპი არმაზისი. ერქვა მთასა მას ქართლი

    და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი ხუნანითგან ვიდრე ზღვადმდე

    სპერისა:

    შემდგომად ამისა ამანვე ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა რომელსა აწ ჰქვიან სა

    მშვილდე. და კვალად აღაშენა მტუერის ციხე რომელსა აწ ჰქვიან ხუნანი. ცხონდა

    1-26 სტრ., 3v

    იგი მრავალთა წელთა და განმრავლდა ნათესავი მისი. ხოლო შვილთა შორის

    მისთა გამოჩნდეს ხუთნი გმირნი რომელთა სახელები ესე არს. პირველსა მცხ

    ეთოს. მეორესა გარდაბოზ. მესამესა კახოს. მეოთხესა კუხოს. მეხუთე

    სა გაჩიოს: ესე ხუთნივე იყუნეს გმირნი. არამედ მცხეთოს უგმირე იყო ხუთ

    თავე მათ. მოკუდა ქართლოს და დაფლეს იგი თავსა ზედა ქართლისასა რომ

    ელსა აწ ეწოდების არმაზი. და შემდგომად ამისა ცოლმან მისმან აღაშენა დედა

    ციხე და მანვე აღაშენა ბოსტან ქალაქი რომელსა აწ ჰქვიან რუს თავი. და განყ

    ვნა ცოლმან ქართლოსისამან ხუთნივე იგი გმირნი შვილნი მისნი:

    მისცა გარდაბოზს ხუნანი. და უჩინა საზღვარი აღმოსავალით მდინარე ბერდუჯ

    ისი. დასავალით ქალაქი გაჩიანი. და სამჵრით მთაჳ პირველ ჵსენებული. და

    ჩრდილოთ მტკუარი:

    ხოლო გაჩიოსს მისცა ორბის ციხე. და სკვირეთის მდინარითგან ვიდრე თავადმდე

    აბოცისა. და ამან გაჩიოს აღაშენა ქალაქი გაჩიანი რომელსა მაშინ ერქვა სანა

    დირო ქალაქი. და კუხოსს მისცა ბოსტან ქალაქი რომელსა აწ ჰქვიან რუსთა

    ვი. მისცა არაგვითგან ვიდრე ჲერეთამდე თავადმდე მთასა კახეთისასა. და მტკუ

    არსა შუა:

    ხოლო კახოსს მისცა კავკასიისა და კახეთის მთასა შორის. არაგვითგან ვიდრე ტყე ტბ

    ადმდე რომელ არს საზღვარი ჲერეთისა. და ამან კახოს აღაშენა ჩელეთი. და კუხოს

    შეეწია შენებასა ჩელეთისასა. რამეთუ დედა ციხე კახოსი ხუედრი იყო და მისცა

    კახოს შეწევნისათჴს. და შეეწია შენებასა ჩელეთისასა. რომელსა ბერ ერქვა პირ

    ველ შენებულსა კახეთისასა:

    x~ მცხეთოს რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა ესე დარჩა საყოფელთა მამისა მა

    თისა ქართლოსისათა რომელსა აწ ჰქვიან არმაზი. და მანვე აღაშენა ქალაქი შეს

    აკრებელსა შორის მტკურისა და არაგვისასა. და უწოდა სახელი თჴსი მცხეთა.

    და დაიპყრა ქვეყანა ტფილისითგან და არაგვიდგან დასავლით ვიდრე ზღვადმდე

    სპერისა. და ესე იყო განმგე და უფალ მათ ოთხთავე ძმათა ზედა. და ესე ოთხნ

    1-26 სტრ., 4r

    ივე იყუნეს მორჩილ მისა. ესე არიან განყოფანი ქართლოსის ძეთანი

    რომელნი განყვნა დედამან მათ მან შემდგომად სიკუდილისა ქართლ

    ოსისა: ხოლო მრავალთა წელთა და მრავალთა ჟამთა ცხონდა ძე ქართლ

  • ოსისა. და განმრავლდა ნათესავი მისი. და მათ ყოველთა განმრავლდა ნათ

    ესავი მათი:

    x~ შვილთა შორის მცხეთოსისათა გამოჩნდეს სამნი გმირნი სახელოვანნი რო

    მელთა სახელები ესე არს. პირველსა უფლოს მეორესა ოძრჵოს. მესამე

    სა ჯავახოს. განუყო მათ ქვეყანა და ნათესავი მათი ყოველი. ოძრჵოს

    მისცა ტასის კარითგან ვიდრე ზღვამდე სპერისა ქვეყანა კლდოვანი. ამან

    ოძრჵოს აღაშენა ორნი ციხე ქალაქნი ოძრჵე და თუხარისი:

    x~ ჯავახოსს მისცა ფანავრითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა. და ამან ჯავახ

    ოს აღაშენა ორნი ციხე ქალაქნი წუნდა და ქალაქი არტანისა რომელსა მა

    შინ ერქვა ქაჯთა ქალაქი. ხოლო აწ ჰქვიან ჰური:

    x~ უფლოს დარჩა საყოფელთა მამისა მათისა მცხეთოსისსა მცხეთას. დაიპყ

    რა ქვეყანა არაგვიდგან და ტფილისითგან ვიდრე ტასის კარამდე და ფანა

    ვარამდენ. და ამან აღაშენა უფლის ციხე ურბნისი კასპი არაგვითგან და არ

    მაზითგან ვიდრე ტასის კართამდე. უწოდა ამას ქვეყანასა ზენას სოფლისა.

    რომელსა აწ ჰქვიან შიდა ქართლი. ხოლო ვიდრე სიკუდილადმდე მცხეთოსი

    სა ესე ყოველნი ნათესავნი თარგამოსისნი იყუნეს სიყუარულსა ზედა ერთმ

    ანერთისასა და შიში აქუნდათ ნებროთიანთაგან. და ჰგონებდენ იგინი ნებრო

    თიანთაგან ძებნასა სისხლსა ნებროთისასა და ისწრაფდეს იგინი მაგრებასა ციხე

    ქალაქთასა შიშისათჴს ნებროთიანთასა:

    x~ ვითარცა მოკუდა მცხეთოს ძე ქართლოსისა შთავარდა შური შორის შვილ

    თა ქართლოსისთა. იწყეს ბრძოლად და ჵდომად ურთიერთსა. რამეთუ უფლოს

    ძესა მხეთოსისსა არა ერჩდეს არცა ხადოდეს უფლად რომელი დატევებულ

    იყო საყდართა ქართლოსისათა რამეთუ მამისა მისისაგან მიცემულ იყო უფ

    1-26 სტრ., 4v

    ლობა ქართლოსიანთა. იწყეს ბრძოლად და ჵდომად ურთიერთას და განაგრძელ

    ეს მათ შორის ბრძოლა რომელსამე ჟამსამდე: აღდგიან ამათგანნი ორნი ნათ

    ესავნი ერთსა ზედა და სხვანი შეეწეოდიან რომელნიმე მას. და რომელნიმე კვა

    ლად სხვანი აღდგიან ერთმანერთსა ზედა და სხვანი შეეწეოდიან. და რომელსამე

    ჟამსა იქმნის მშვდობა მათ შორის და შეიშალნიან და ებრძოდიან. და განგრძელ

    და მათ შორის ესე ვითარი საქმე. და არავინ იყო მათ შორის უწარჩინებულეს

    და უსახელოვანეს. არამედ ადგილითი ადგილად თავადნი იჩინიან. ხოლო რომელი

    ცა იყვის მცხეთას რეცა თავადი იგი იყვის ყოველთა მათ სხვათა ზედა. და არა

    სახელ ედებოდათ მეფედ არცა ერისთავად, არამედ მამასახლისი ეწოდებოდათ

    და იგი იყვის მაზავებელ და ბჭე სხვათა ქართლოსიანთა. რამეთუ ქალაქი მცხე

    თა განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთასა. და უწოდდეს დედა ქალაქად: და მ

    ას ჟამსა დაივიწყეს ღ~თი დამბადებელი მათი, და იქმნეს მსახურ მზისა და

    მთოვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა. და მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო

    საფლავი ქართლოსისა:

    გამოსვლა ხაზართა:

    mას ჟამსა შინა განძლიერდეს ხაზარნი. და დაუწყეს ბრძოლად ნათესავსა ლე

    კისათა და კავკასიასთა. ესე თარგამოსიანნი ყოველნი მას ჟამსა იყუნეს მ

  • შვიდობით სიყუარულსა ერთმანერთისასა. ხოლო შვილთა ზედა კავკასიისთა იყო

    უფალ დურძუკ ძე ტირეთისი. ეზრახნეს ესე ექვსთავე ნათესავთა თარგამოსიან

    თა და ითხოვეს შველა ხაზართა ზედა. ხოლო შეკრბეს ყოველნი ნათესავნი თარგა

    მოსიანნი და გარდავლეს მთა კავკასია და მოტყუენეს ყოველნი საზღვარნი ხაზარეთ

    ისანი. აღაშენეს ქალაქნი პირსა ხაზარეთისასა და წარმოვიდეს:

    aმისსა შემდგომად ხაზართა იჩინეს მეფე და დაემორჩილნეს ყოველნი ხაზარნი მეფ

    ესა მას ჩინებულსა მათსა. და წარმოიძღუანეს იგი და გამოვლეს ზღვის კარი

    რომელსა აწ ჰქვან დარუბანდი. ვერ წინა აღუდგეს თარგამოსიანნი რამეთუ იყო

    სიმრავლე ურიცხვი ხაზართა. წარტყუენეს ქვეყანანი თარგამოსიანთა. და შემუს

    1-26 სტრ., 5r

    რნეს ყოველნი ქალაქნი არა რატისნი და მასისისანი და ჩრდილოეთსანი. ხოლო

    დაურჩეს ციხე ქალაქნი თუხარისისა სამშვილდე და მტვერის ციხე რომე

    ლ არს ხუნანი შიდა ქართლი და ეგრისი: და ისწავეს ხაზართა ორნივე ესე

    გზანი რომელარს ზღვის კარი დარუბანდი და არაგვის კარი რომელ არს და

    რიელა. და განამრავლეს ხაზართა გამოსლვა და ტყვენვაჳ მათი და ვერღა

    რა წინა აღუდგეს. და მიე რითგან იქმნნეს ესე ყოველი თარგამოსიანნი მო

    ხარკე ხაზართა:

    x~ ოდეს პირველ გამოვიდა ხაზართა მეფე და მოტყვენნა ქვეყანანი რომელნი ზ

    ემოთ დაგვიწერია და გარდავლო მთა კავკასია. და იყო ძე მისი სახელით უობოს.

    და მისცა ძესა თჴსსა ტყვე სომხითისა და ქართლისა. და მისცა ქვეყანა კავკასიის

    ნაწილი ლომეკისა მდინარის დასავლით დასავლეთამდე მთისა. და დაეშენა უობოს

    და მათნი ნათესავნი არიან ოვსნი. და იგი არს ოვსეთი რომელ ნაწილი იყო კავკასი

    ისა. ხოლო დურძუკ რომელი უწარჩინებულეს იყო შვილთა შორის კავკასისთა მივ

    იდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა და უწოდა სახელი თჴსი დურძუკეთი. და მი

    სცემდა ხარკსა მეფესა ხაზართასა. ხოლო მასვე გზობასა მისცა მამის ძმის წულსა მი

    სსა ხაზართა მეფემან ნაწილი ლეკანისა აღმოსავალით ზღვითგან დარუბანდის

    ით მდინარედმდე ლომეკისა. და მისცა ტყვე რანისა და მოვაკნისა და დაეშენა იგი

    მუნ რომელ ნაწილი იყო ლეკანისა. ხოლო ხოზონიხ რომელი უწარჩინებულეს ი

    ყო ნათესავთა შორის ლეკანისთა მივიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა აღ

    აშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჴსი ხოზანეთი:

    dა გარდაჵდეს მას შინა ჟამნი მრავალნი და ესე ყოველნი ნათესავნი იყუნეს მოხარკე

    ხაზართა. ხოლო მიერითგან განძლიერდეს სპარსნი მზისა აღმოსავლითგან ნათესავ

    ნი ნებროთისნი. და გამოჩნდა ნათესავთა შორის ნებროთისთა კაცი ერთი გმირი რომ

    ლისა სახელი აფრიდონ. რომელმან შეკრაო ჯაჭვითა ბევრაფ გველთა უფალი.

    და დააბა მთასა ზედა რომელ არს კაცთა შეუალიო. ესე ვითარი წერილარს ცხორებ

    ასა სპარსთასა. აფრიდონ ეუფლა ყოველსა ქვეყანასა სპარსთასა. ხოლო რომელთამე

    1-15 სტრ., 5v

    ქვეყანათა შეგზავნნა ერისთავნი ჵელადნი მისნი. და რომელიმე ქვეყანა მოხარკე ე

    ყო: ამან წარმოგზავნა ერისთავი თჴსი სპითა დიდითა რომელსა ერქვა არდამ. შვილი

    ნებროთის ნათესავთა. მოვიდა ქართლს და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და ცი

    ხენი ქართლისანი და მოსრა ყოველი რაოდენნი ხაზარი პოვა ქართლს შინა:

  • aმან არდამ ერისთავმა აღაშენა ქალაქი ზღვის კარს და უწოდა სახელი დარუბან

    დი. რომელი ითარგმანების, დაჵშა კარი. და მანვე მოზღუდა მცხეთა ქალაქი ქვ

    ით კირითა. და აქამომდე არა იყო ქართლსა შინა საქმე ქვთკირისა. და ამის გამო

    დაისწავლეს ქვთ კირი. ამანვე არდამ მოჰკიდა კირით ზღუდე ციხესა არმაზისასა

    და აქათ მტკურამდი წარმოზღუდა ცხვირი არმაზისა ვიდრე მტკურამდე. და ერისთა

    ობდა აგადონ მრავალთა წელთა: ხოლო ოდეს განუყო აფრიდონ ყოველი ქვეყა

    ნა სამთა ძეთა მისთა: მაშინ რომელსაცა ძესა მისცა სახლად სპარსეთი. მასვე ხვ

    და წილად ქართლი. რომელსა სახელად ერქვა იარედ. ხოლო შემდგომად ადარმ

    ა ერისთავისა გარდაიცვალნეს. და ერისთავნი მიერითგან უცალო იქმნეს

    ძენი აფრიდონისნი. რამეთუ იწყეს ბრძოლად ურთიერთარს. და მოკლეს ორთა

    ძმათა იარედ ძმა მათი. მაშინ პოვეს ჟამი მარჯვე ქართლოსიანთა ბერძენთასა

    1-26 სტრ., 6r

    x~ ეგრის წყალს ქვემოთ დარჩა ბერძენთა. რამეთუ მკვიდრთა მას ადგილისათა ეზ

    რახნეს ოვსთა. გარდმოიყუანეს ოვსნი და პოვეს ერისთავი სპარსთა ველსა გა

    რე დაკნისობად და მოკლეს იგი. და რომელ პოვეს სპარსი ყოველი მოსწყვიდეს

    ოვსთა და ქართველთა. და განთავისუფლდეს ქართველნი. ხოლო რანი და ერეთი და

    რჩა სპარსთა. და შემდგომად ამისსა მრავალთა წელიწადთა კვალად განძლიერდეს

    სპარსნი. და განდიდნა მეფე სპარსთა რომელსა ერქვა ქეკაპოს. იყო კაცი ვინმე მ

    ას ჟამსა ლეკეთს მგრძნებელი ნათესავი ზანიხიზსი. და მან გრძნებითა თჴსითა

    დააბრმო ქეკაპოს მეფე და სპა მისი. და ვერ შევიდა ლეკეთს. უკუმოიქცა და მაშინ

    ღა განუნათლდათ თვალები. ამან კვალად მოხარკე ყვნა ქართველნი და წარვიდა:

    ±ვალად ამისსა რაოდენთამე წელიწადთა მოვიდა ჰამბავი ვითარმედ მოსე განავლო

    ზღვა ისრაილთა და იზრდებიან იგინი უდაბნოს მანანათა. განკვრდეს ყოველნი

    და მათ ყოველთა წარმართთა აქეს ღ~თი ისრაილთა:

    Dა შემდგომად ამისსა რაოდენთამე წელიწადთა უცალო იქმნა ქეკაპოს მეფე სპარს

    თა. რამეთუ იწყო ბრძოლა თურქთა. პოვეს ჟამი მარჯვე სომეხთა და ქართველთა

    და განუდგეს სპარსთა. და განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი მათნი. და შეიერთნეს

    ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი: შემდგომად ამისსა რაოდენთამე წელიწადთა

    გამოგზავნა ქეკაპოს სპარსთა მეფემან ძე მისი რომელსა ერქვა ფარშოროტ სპითა

    დიდითა სომეხთა და ქართველთა და ყოველთა თარგამოსიანთა ზედა. ხოლო

    შეკრბეს ყო

    ველნი თარგამოსიანნი მიეგებნეს და ეწყუნეს ადარბადაგანს სძლეს და იოტეს

    ფარშოროტ და მოსპეს სპა მისი. შემდგომად ამისსა მცირედთა წელიწადთა კვალ

    ად მოგზავნა ამანვე ქეკაპოს ძმის წული მისი ძე შიოშ ბედნიერისა რომელი მო

    იკლა თურქეთს. ვითარცა წერილ არს წიგნთა სპარსთა ცხოვრებისასა. არა ყოველი

    მართალი არამედ უმრავლესი ტყუილი. წარმოემართა ესე ძე შიოშისი სახელ

    ით ქაიხოსრო. ვერ წინა აღუდგეს მას სომეხნი და ქართველნი რამეთუ დიდი იყო

    ძალი მისი. მოვლო ყოველი სომხითი და ქართლი მოტყუენა ყოველნივე და იავარ ყ

    ვნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი და დაუტევნა ერის თავნი და აღაშენა ადარბადაგანს

    1-26 სტრ., 6v

    სახლი სალოცავი სჯულისა მათისა და წარვიდა.

  • Dა შემდგომად ამისსა რაოდენთა მე წელიწადთა უცალო იქმნა ქაიხოსრო და იწყო

    ბრძოლად თურქთა. ეძიებდა სისხლსა მამისა მისისასა. და იპოვეს ჟამი სომეხთა

    და ქართველთა განუდგეს სპარსთა და მოსრეს ერის თავნი სპარსთანი და განთ

    ავისუფლდენ. მასვე ჟამსა მოვიდეს თურქნი ოტებულნი მისვე ქაიხოსრო

    საგან: გამოვლეს ზღვა გურგანისი აღმოჰყუეს მტკუარსა და მოვიდეს მცხეთ

    ას სახლი ოცდა რვა. და ეზრახნეს მამასახლისსა მცხეთისასა. აღუთქვეს

    შეწევნა სპარსთა ზედა. ხოლო მამასახლისმან მცხეთელმან აუწყა ყოველთა

    ქართველთა ინებეს დამეგობრება მათი თურქთა. რამეთუ აქუნდა შიში სპა

    რსთა. და შემწეობისათჴს დაემეგობრნეს თურქნი იგი გამოსხმულნი და განი

    ყუანნეს ყოველსა ქალაქთა შინა:

    X~ უმრავლესნი მათგანნი მოვიდეს და პოვეს ადგილი ერთი მცხეთას დასავლით

    კერძო კლდეთა შორის მოკვეთილი ღრმა. და მოითხოვეს ადგილი იგი მცხეთელ

    თა მამასახლისისაგან. მისცა და აღაშენეს იგი. მოზღუდეს მტკიცედ და ეწოდა ა

    დგილსა სარკინე. და იყუნეს ესე თურქნი და ქართველნი ნების მყოფელ

    ერთმანერთისა. მოელოდეს მოსლვასა სპარსთასა. ამაგრებდეს ციხეთა და ქა

    ლაქთა. მას ჟამსა შინა სადაცა ვინ მოვიდის ოტებულნი საბერძნეთით გინა

    ასურით გინა ხაზარეთით ყოველნივე დაიმეგობრიან ქართველთა. შემწეო

    ბისათვის სპარსთა ზედა:

    Dა გამოჵდეს ამას შინა ჟამნი მრავალნი. მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტ

    ყუენა იერუსალიმი. და მუნით ოტებულნი ჰურიანი მოვიდეს ქართლს. მო

    ითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქვეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგ

    ვსა ზედა წყაროსა რომელსა ჰქვიან ზანავი. და რომელი ქვეყანა აქუნდა მათ

    ხარკითა აწ ჰქვიან ხერკ ხარკისა მისთვის:

    Aქამომდის ქართლოსიანთა ენა მხოლო ქართული იყო რომელსა ზრახვიდეს. ხოლო

    ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხვნი ნათესავნი ქართლსა შინა. მაშინ ქართველ

    1-26 სტრ., 7r

    თაცა განრყუნეს ენა თჴსი. და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა

    ქართული დაიპყრეს სჯული უბოროტესი ყოველთა ნათესავთასა. რამეთუ ცო

    ლ ქმრობისათჴს არა უჩნდა ნათესაობა. და ყოველსა სულიერსა ჭამდეს. საფ

    ლავი არა იყო მკუდარსა შესჭამდეს. შემდგომად ამისსა რაოდენთამე წელიწ

    ადთა აღმოვიდა ძე სპარსთა მეფისა ვაშტა შაბისა სახელით სპანდიატ რვალ

    ი გოლიათი იგი და სახელოვანი. ხოლო ვერ წინა აღუდგეს სომეხნი და ქართველნი.

    არამედ განამაგრეს ციხენი და ქალაქნი და მოელოდეს მოსლვასა მისსა. ხოლო

    მოვიდა იგი ადარბადაგანს. ეწია ამბავი სპარსთა რამეთუ მოკლეს მამის მამა მ

    ისი თურქთა. შემოვიდეს თურქნი სპარსეთად. მაშინ დაუტევა სპანდიატ ბრძოლა

    სომეხთა და ქართველთა შეიქცა თურქთა ზედა ძებნად სისხლსა მამის მათის

    განთავისუფლდეს სომეხნი და ქართველნი: შემდგომად ამისსა რაოდენთა

    წელიწადთა მეფე იქმნა სპარსეთს ძე სპანდიატ რვალისა რომელარს სახელ

    [.....] ამან რომელი იცნობების არდაშირობით. ესე განდიდნა უფროს ყოველთა

    [....]თა სპარსთასა. ამან დაიპყრა ბაბილოვანი და ასურეთი მოხარკე ყვნა ბერძე

    ნი და ჰრომნი. და მაშინ ქართველნი მოხარკე იყუნეს მისდავე. და იყუნეს ქართლს

  • ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი. და იზრახებოდა ქართლს შინა ექვ

    სი ენა. სომხური. ქართული. ხაზარული. ასურული. ებრაული. და ბერძული:

    ესე ენანი იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა მამათა და დედათა:

    შემოსვლა ალექსანდრესი:

    aდამს აქეთ სამი ათას ექვსას სამოცდა ორს წელს უკან:

    eსე ალექსანდრე გამოჩნდა ქვეყანასა საბერძნეთისასა. ქუეყანასა რომელსა ჰქ

    ვიან მაკედონ. ძე კაცნობისი მეგიპტელისა ვითარცა წერილ არს ჰამბავი მისი

    წიგნსა ბერძენთასა. ამან ალექსანდრემ დაიპყრნა ყოველნი კიდენი ქვეყანისანი.

    ესე გამოვიდა დასავლით და შევიდა სამხრით. შემოვიდა ჩრდილოთ გარდმოვლ

    ნო კავკასნი და მოვიდა ქართლად. და პოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს

    ყოველთა ნათესავთა სჯულითა. რამეთუ ცოლ ქმრობისა და სიძვისათჴს არა

    1-26 სტრ., 7v

    უჩნდა ნათესაობა ყოველსა სულიერსა ჭამდეს. მკუდარსა შესჭამდეს ვითარცა

    მჵეცნი და პირუტყუნი რომელთა ქცევისა წარმოთქმა უჵმარ არს. და იხილნა რა იგი

    სასტიკნი წარმართნი რომელთა ჩვენ ბუნთურქად და ყეჩაყად უწოდთ მსხდომარენი

    მდინარესა მას მტკვრისასა მიხვევით. დაუკვირდა ესე ალექსანდრეს. რამეთუ

    არა რომელნი ნათესავნი იქმოდეს მას. და ენება რათამცა აღმოფხურნა იგინი

    ქალაქებისა მისგან. არამედ მას ჟამსა ვერ უძლო რამეთუ პოვნა ციხენი მაგარ

    ნი და ქალაქნი ძლიერნი. კვალად გამოვიდეს სხვანი ნათესავნი ქალდეველნი და

    დაეშენნეს იგინიცა ქართლს. შემდგომად ამისა განძლიერდა ალექსანდრე და

    დაიპყრა ყოველი ქვეყანა და აღმოვიდა ქვეყანასა ქართლისასა და პოვნა ციხ[ე]

    ქალაქნი ესე ძლიერნი. შუაქართლ წუნდა ხერთვისი მტკვრისა ო[მ]რჵე მ[...]

    ული კლდესა ღადოსსა. თუხარის მდინარესა ზედა სპერისასა რომელსა [....]

    ჭოროხი ურბნის უფლის ციხე კასპი ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი [....]

    სარკინე და ციხე დიდი და ზანავი უბანი ჰურიათა და რუსთავი. და დედა სამ[...მ]

    დე ციხე. და მტვერის ციხე რომელ არს ხუნანი. და კახეთის ქალაქნი. ამა[.......]

    ლთა ციხეთა და ქალაქთა შინა პოვნა კაცნი სასტიკად მბრძოლნი. და განუფ[.......]

    ქარი მისი ყოველთა ამათ ციხე ქალაქთა გარე მოადგინნა. და თჴთ დადგა მცხეთას

    და დაუდგინნა ლაშქარნი იმიერ და ამიერ. ზემოთ და ქვემოთ. და თჴთ დადგა ქსანს

    ზედა

    ადგილსა რომელსა ჰქვიან ნასტაკისი:

    mტვერის ციხესა და თუხარისსა არა ჰბრძოდა რამეთუ ვერ შეუძლებდა დაპყრობად.

    ხოლო სხვანი ესე ციხენი და ქალაქნი დაიპყრნა ექვს თვე. ხოლო სარკინელთა ბუნ თ

    ურქთაგანთა აგინეს მეფესა. განუწყრა ალექსანდრე და არღარა ინება ზავი და ვე

    დრება მათი. არა შეიწყნარა და ჰქვა მათ. ვინათგან მაგინეთ მე ესე არს ნაცვალი

    თქვენი რათა დაგჵოცნე ყოველნი. და მოიცვა ქალაქი და სარკინე და ვერა სადეთ განე

    რა ერთიცა კაცი. ხოლო სარკინელთა შესჭირდა რამეთუ ჰბრძოდა თერთმეტთვე.

    იწყეს ფარულად კლდესა კაფა და განჵურიტეს კლდე იგი რომელი ლბილ იყო

    და ადვილად საჵურეტელი. და განკრბეს ჵურელსა მას სარკინელნი ღამე და შე

    1-26 სტრ., 8r

    ივლტოდეს კავკასიად და დაუტევეს ცალიერად ქალაქი:

  • dაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი. და ამა ალექსანდრემ მოსრნა ყოველ

    ნი იგი ნათესავნი აღრეულნი ქართლს მყოფნი და უცხონი იგი ნათესავნი. მოს

    რნა და დაატყვევნა და დედანი და ყრმანი უცებნი თხუთმეტისა წლისა უმც

    ირესნი და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი. და დაუტევა მათ ზედა პა

    ტრიკად სახელით აზონ ძე იარედოსისი ნათესავი მისი ქვეყანით მაკედონით.

    და მისცა ასი ათასი კაცი ქვეყანით ჰრომით რომელსა ჰქვიან ფროტათოს. ესე

    ფროტათოსელნი იყუნეს კაცნი ძლიერნი და მჵნენი და ეკირთებოდეს ქვეყანასა

    ჰრომისასა. და მოიყუანნა ქართლად მისცა აზონს პატრიკსა. და დაუტევა ქართლს

    ერისთვად აზონ. და მის თანა სპანი იგი მპყრობლად ქართლისა:

    dა უბრძანა ალექსანდრე აზონს რათა პატივსცემდენ მზესა და მთოვარესა და

    ვარსკვლავთა ხუთთა. და ჰმსახურებდენ ღ~თსა უხილავსა დამბადებელსა ყოვ

    ლისასა. რამეთუ მას ჟამსა არა იყო წინასწარმეტყველი და მოძღვარი სჯულისა

    ჭეშმარიტისა რომელმანცა ასწავა და ამხილა. არამედ თჴთ მოიგონა სჯული ესე

    ალექსანდრე მეფობასა შინა მისსა ყოველსა ქვეყანასა სჯული ესე დაუდვა. და

    წარვიდა ალექსანდრე:

    x~ ამან აზონმან მოარღვივნა ზღუდენი ქალაქსა მცხეთას საფუძველითურთ. და

    დაუტევნა ოთხნი იგი ციხენი რომელნი მოსდგმიდეს პირსა ქართლისასა. თავადი

    ციხე რომელ არს არმაზი. და ერთი ციხე დასასრულსა არმაზისა ცხვირისასა.

    და ერთი თავსა ზედა მცხეთისასა. მეოთხე ციხე დასავლით მცხეთა მტკუარსა ზე

    და და ესენი მოამტკიცნა და განავსნა იგინი ლაშქრითა. და ყოველთა ქართლისა ქა

    ლაქთა მოარღვივნა ზღუდენი და დაიპყრნა ყოველნი საზღვარნი ქართლისანი.

    და ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ზღვამდე სპერისა. და დაიპყრა ქართლსა ზე

    და ეგრისიცა და მოხარკე ყვნა ოვსნი ლეკნი და ხაზარნი. და ვითარ წარვიდა ალ

    ექსანდრე ეგიპტედ. და ვითარ აღაშენა ქალაქი ალექსანდრია. და თორმეტ წლამდ

    ის მოვლო ყოველი ქვეყანა. თორმეტსა წელსა შინა დაიპყრნეს ყოველნი კიდენი

    1-26 სტრ., 8v

    ქვეყანისანი. და მეთოთხმეტესა წელსა ალექსანდრიას შინა მოკუდა უსწორო დიდი

    ჵელმწიფე. და ვითარ მოკუდებოდა იგი. მისსავე სიცოცხლესა შინა განუტევნა მთავა

    რნი იგი რომელნი შეპყრობილ და დამონებულ იყუნენ მისგან და იგინი წარვიდეს

    თჴს

    თჴსად ქალაქად ვითარცა ბრძანებულ იყო:

    mერმე მოიყუანნა ოთხნი კაცნი ტომნი მისნი რომელნი იყუნეს სახელით ანტიო

    ხოზ ჰრომოს ბიზინიტოს და პლატონ: და მისცა ანტიოქოზს ასურასტანი

    და სომხითი. და კერძო აღმოსავლეთისა უჩინა მას. და მან აღაშენა ქალაქი ანტიოქია:

    x~ ჰრომოსს მისცა თრიმიკოზი და უჩინა კერძო დასავლეთისა. და მან ადამს აქეთ

    სამი

    ათას ორას ოცდა ცამეტს წელიწადს უკან აღაშენა ქალაქი ჰრომი:

    dა ბიზინტიოსს მისცა საბერძნეთი და ქართლი. და უჩინა კერძო ჩრდილოსა. და მოუწ

    ერა წიგნი ანდერძი აზონ პატრიკსა ერისთავსა ქართლისასა, რათა მსახურებდეს

    იგი ბიზინიტოსს. და მან აღაშენა ბიზინტია. რომელსა აწ ჰქვიან კოსტანტიპოლი:

    x~ პლატონ დაუტევა ალექსანდრიას. და მოკუდა ალექსანდრე: ამან აზონ დაუტევ

  • ა სჯული ალექსანდრეს მოცემული. იწყო კერპთ მსახურებად და შექმნა ორ

    ნი კერპნი ვეცხლისანი გაცი და გაიმ. და მონებდა იგი ბიზინტოს მეფესა საბერძნეთ

    ისასა. იყო კაცი ძნელი და მრისხანე. ესე დააწესა და ამცნო სპათა მისთა. ვითარმედ

    ყოველთა ქართველთაგანმან რომელმან ჰპოოს საჭურველი მოჰკალთ იგი. და ჰყო

    ფდეს ჰრომნი იგი ესრეთ ქართველთა ზედა. და ვინცა ვინ გამოჩნდეს ქართველთ

    აგანი ქმნილ კეთილ ჰასაკოვანი მოკლან იგი. და იყო ჭირი დიდი ქართველთა

    ზედა. და ესე აზონ მათ ჰრომთაცა ზედა იყო მესისხლე. და მოესრნეს მრავალნი

    მათგანნი:

    cხოვრება ფარნავაზისი რომელი იყო პირველი მეფე ქართლისა:

    mას ჟამსა იყო ჭაბუკი ერთი მცხეთას ქალაქსა შინა რომელსა ერქვა სახელი ფარნავაზ.

    ესე ფარნავაზ იყო მამულად ქართველი. ნათესავი უფლოსი მცხეთოს ძისა. და

    დედულად სპარსი ასპანელი. და იყო იგი ძმის წული სამარისი რომელი მოსლვასა

    მას ალექსანდრესსა მცხეთელ მამასახლისი ყოფილ იყო. ესე სამარ და ძმა მისი მა

    1-26 სტრ., 9r

    მა ფარნავაზისი მოკლულ იყო ალექსანდრესგან. ხოლო დედასა ფარნავაზისასა

    წარეყუანა ფარნავაზ სამისა წლისა ყრმა. და შელტოლილიყო კავკასიად. და

    მუნ აღზრდილ იყო და მოსრულ იყო მცხეთას მამულსა თვისსა.

    x~ ესე ფარნავაზ იყო კაცი გონიერი მჵედარი და შემმართებელი და მონადირე ჵელოვ

    ანი. და იმალვიდა იგი სიკეთესა თჴსსა აზონის შიშისაგან. ხოლო მონადირეობითა

    მისითა იქმნა მეცნიერ აზონისსა. და შეიყუარა იგი აზონმან მონადირეობისათჴს. ევე

    დრებოდა ფარნავაზს დედა მისი. შვილო ჩემო ეკრძალე აზონს. და ნურარას

    იჩინებ სიკეთესა თავისა შენისასა ნუ უკვე მოგკლან შენ. და იყო შიში და ძრ

    წოლა მას ზედა. და ვითარ განმრავლდა შიში აზონისი მათ ზედა. ჰქვა ფარნავ

    აზს დედამან მისმან შვილო ჩემო დაუტევე საყოფელი მამათა შენთა და წარმი

    ყვანე მამულსა ჩემსა ასპანს ძმათა ჩემთათანა და განერე შენ ცოცხალი ჵელ

    ისაგან აზონისა: Dა დაამტკიცეს განზრახვა ესე. წასლვა ასპანისა ჭირ უჩნდა

    ფარნავაზს. დატევება საყოფელსა მამათა მისთასა. არამედ შიშისაგან დიდისა

    დაამტკიცა წარსლვა. მაშინ იხილა სიზმარი ფარნავაზ რეცა იყო იგი სახ

    ლსა შინა უკაცურსა და ეგულვებოდა განსლვა და ვერ განვიდა. მაშინ

    შემოვიდა სარკუმელსა მისსა შუქი მზისა და მოერტყა წელთა მისთა. გა

    ნიზიდნა და განიყუანა სარკუმელსა მას. და ვითარ განვიდა ველად იხილა მზე

    ქვე მდებარედ. მიჰყო ჵელი მისი მოჰჵოცა ცვარი პირისა მისასა და იცხო

    პირსა მისსა:

    gანიღვიძა ფარნავაზ და განუკვირდა სიზმარი იგი. და თქვა ესე არს. მე წარვალ

    ასპანს და მუნ კეთილსა მივეცემი: ხოლო მას დღესა შინა განვიდა და ნადირობდა მა

    რტო და დევნა უყო ირემთა ველსა დიღომისსა. და ივლტოდეს ირემნი ღირღ

    ალთა შინა ტფილისისათა. მისდევდა ფარნავაზ სტყორცა ისარი და ჰკრა ირე

    მსა და მცირედ წარვლო ირემმან და დაეცა ძირსა კლდისასა. მივიდა ფარნავაზ

    ირემსა ზედა. და დღე იგი მწუხრი გარდაჵდა და დაჯდა ირემსა მის თანა რა

    თამცა დაყო მუნ ღამე იგი და დილეულმცა წარვიდა. ხოლო კლდისა მის ძირსა

    1-26 სტრ., 9v

  • იყო ქვაბი რომლისა კარი აღმოქმნულ იყო ქვითა ძველად და სიძველითა შე

    ჰქმნოდა დარღვევა შენებულსა მას. მაშინ დაასხა წვიმა მძაფრი. ხოლო ფარნავაზ

    აღმოიღო ჩუგლუგი და გამოარღვია კარი ქვაბისა მის რათამცა მუნ შიგა დაიმ

    შრალა წვიმისა მისგან. და შევიდა ქვაბსა მას და იხილა მუნ შინა განძი მიუწდომ

    ელი ოქრო და ვეცხლი. და სამსახურებელი ოქროსა და ვეცხლისა მიუწდომელი.

    მაშინ ფარნავაზ განკვრდა და აღივსო სიხარულითა და მოეგონა სიზმარი იგი. და

    კრძალა კარი ქვაბისა ეგრეთვე მსწრაფლ. წარმოვიდა და უთხრა დედასა თჴსსა და

    ორთა დათა მისთა. მასვე ღამესა წარმოვიდეს სამნივე იგი საჵედრებითა და ჭურჭ

    ლებითა და იწყეს გამოღებად განძისა მის და დაფლვად სიმარჯვესა თჴსსა. ვით

    არ განთენდებოდეს კვალად ეგრეთვე აღმოქმნიან კარი ქვაბისა მის. და ესრეთ

    გამოკრიბეს იგი ხუთ ღამე და დაიგულეს სიმარჯვესა მათსა:

    mაშინ ფარნავაზ წარგზავნა მონა თჴსი ქუჯის თანა. და ჰქვა მე ვარ ნათესავი უფლოს

    მცხეთის ძისა და ძმის წული სამარა მამასახლისისა. და არს ჩემთანა ხვასტაგი დიდ ძ

    ალი. აწ ინებო რათა მით ხვასტაგითა მოვიდე შენთანა და ვიყუნეთ ჩვენ ძმა და

    ვიჵმაროთ ჩვენ ხვასტაგი იგი ორთავე. გამოუჩნდეთ ჩვენ მტერად აზონ ერის თავსა

    და სვემან ჩვენმან გვცეს ჩვენ ძლევა კეთილი:

    mაშინ განიხარა ქუჯი სიხარულითა დიდითა და ჰქვა აღდეგ და მოვედ ჩემთანა. და

    ნუ

    შურობ ხვასტაგსა შენსა. და ხვასტაგითა შენითა განგიმრავლნე სპანი შენნი ვი

    დრე გამოვჩნდეთ მტერად აზონისა. მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა აწყუედი

    ლთა მისგან და მიწყუდეულთა. და ვჰგონებ რომელ ჰრომთა მათგანნიცა გამოგვერ

    თვნენ. რამეთუ ურიცხუნი აწყუედილ არიან მათგანნიცა აზონისგან:

    mაშინ ფარნავაზ ფარულად წარვიდა სიხარულით. და რომელი შესაძლებელ იყო

    განძისა მისგან წარიტანა თანა. და დედა და დანი მისნი მისთანა და მივიდა ქუჯის

    თანა. და ჰქვა მას ქუჯი. შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა. და შენ გმარ

    თებს უფლობა ჩემი. აწ ნუ შურობ ხვასტაგსა შენსა რათა განვამრავლნეთ ს

    პანი და უკეთუ მოგვეცეს ძლევა შენ ხარ უფალი ჩვენი და მე ვარ მონა შენი:

    1-27 სტრ., 10r

    mაშინ შეიერთნეს და ეზრახნეს ოვსთა და ლეკთა. ხოლო მათ განიხარეს რამეთუ არა

    სთნდა ხარკისა მიცემა აზონისა. და გამოჰყვეს ოვსნი და ლეკნი და განამრავლეს

    სპანი ეგრისით შეკრბეს ურიცხვნი სპანი და მომართეს აზონს. ხოლო აზონ მან

    მოუწოდა სპათა თჴსთა და შემოკრიბნა:

    mაშინ ათასი მჵედარი რჩეული ჰრომთა მათგანი რომელთა ბოროტი წაჰკიდებო

    და აზონისგან. განუდგეს აზონს და მოვიდეს წინაშე ფარნავაზისა. მაშინ ყოველნი

    ქართველნი განუდგეს აზონს. ხოლო სპანი რომელ დარჩომილ იყუნეს ვერღარა მი

    ენდო მათ. რამეთუ ყოველთა ზედა ბოროტის მოქმედ იყო. წარვიდა აზონ და მივიდა

    კლარჯეთს და გამაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა. ხოლო მოვიდა ფარ

    ნავაზ მცხეთას და დაიპყრნა ოთხნი იგი ციხენი მცხეთისანი. და მასვე წელიწადსა

    შინა დაიპყრა ყოველი ქართლი თჴნიერ კლარჯეთისა: ამან ფარნავაზ წარავლ

    ინნა მოციქულნი წინაშე მეფისა ანტიოქოს ასურასტანისა. და წარსცა ძღვენი

    დიდ ძალი და აღუთქვა მას მსახურება. და ითხოვა მისგან შეწევნა ბერძენთა

  • ზედა. ხოლო ანტიოქოს შეიწყნარა ძღვენი მისი. და უწოდა შვილად თჴსად. და

    წარმოსცა გვირგვინი. და უბრძანა ერის თავთა სომხითისათა რათა შეეწეოდიან ფა

    რნავაზს. ხოლო წელსა მეორესა აზონ მოირთნა სპანი საბერძნეთით განძლიერდა ფრ

    იად და მომართა ფარნავაზს. ხოლო ფარნავაზს განემრავლნეს მჵედარნი ქართლისანი

    მოუწოდა მათ და უჵმო ქუჯის და ოვსთა და შეკრბეს ესე ყოველნი და მოერთნეს ე

    რისთავნი ანტიოქოზისნი სომხითით. და ესე ყოველნი შეკრიბნა ფარნავაზ და მიეგება

    ნაქალაქევსა თანა არტანისსა რომელსა ერქვა მაშინ ქაჯთა ქალაქი რომელ არს

    ჰური, და ეწყუნეს მუნ. და იქმნა ბრძოლა დიდ ძალი და მოსწყდეს ორგნითვე ური

    ცხვი. ხოლო იძლივნეს ბერძენნი ფარნავაზისგან. ივლტოდა ბანაკი მათი და მოკლეს

    აზონ და ურიცხვნი სპანი მათნი მოსრნეს და ტყუე ქმნნეს. და წარვიდა ფარნავაზ და

    მოტყვენნა საზღვარი საბერძნეთისა ანძანძორისა. და ეკლეცით შემოიქცა მოვიდა

    კლარჯეთს და დაიპყრა კლარჯეთი. და წარმოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა.

    ხოლო სიმდიდრესა ზედა მისსა დაერთო ხვასტაგი აზონისცა. და იქმნა სიმდიდრე გა

    რდარეული:

    1-26 სტრ., 10v

    x~ ეგრის წყალს ქვემოთ დარჩა ბერძენთა. რამეთუ მკვიდრთა მის ადგილისათა

    არა ინებეს განდგომა ბერძენთა. მაშინ ფარნავაზ მისცა და მისი ოვსთა მეფ

    ესა ცოლად. და მეორე და მისი მისცა ქუჯის ცოლად. და მისცა ქუჯის ეგრის წყ

    ალსა და რიონს შუა ზღვითგან მთამდე. რომელსა შინა არს ეგრისი და სვანე

    თი და დაამტკიცა იგი ერისთავად მუნ. და მან ქუჯი აღაშენა ციხე გოჯი:

    mაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა მისთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქა

    რთლსა და ეგურსა ზედა. და განამრავლნა ყოველნი მჵედარნი ქართლოსიანნი. გან

    აწესნა ერის თავნი რვანი და სპასპეტი:

    e�