42
1 სოსო მჭედლიშვილი ელისეს მინდვრები რომანი ვუძღვნი -1. ყველაფერი აირია ამ ქვეყნად ამინდი ამინდს აღარ ჰგავს, კაცი კაცს აღარ სცნობს, – უხილავი მოსაუბრე საკუთარ ფიქრებს აყოლილ გიორგის იმდენად ცხად მოსა-ზრებებს უზიარებდა, რომ ამ უკანასკნელმა სიტყვის შებრუნებაც არ სცადა, მაშინათვე დაეთანხმა: ეგა თქვი! მეცნიერებმა საგანგებო სიტყვაც კი შეურჩიეს: "სათბურის ეფექტიო"! სათბურებში გამოგვიმწყვდიეს, ყოველმხრივ შეგვზღუდეს, ხელის განძრევის საშუალება მოგვისპეს! საყოველთაო იდილიისა და შეხმატკბილების პირობებში მეორეც კი მიხვდა, რომ საუ-ბრის გაგრძელება აღარ ღირდა და გიორგი საკუთარ შეგრძნებებს დაუბრუნდა. სათბურის ეფექტი დაუძახე და, აგერ, სადაცაა მაისის თვე მიიწურება, დილიდან კი ისე შემცივდა, რომ ლოგინიდან ადგომა გამიჭირდა! – როგორც იქნა გათბობა ჩართო, მოგვიანებით კი გამათბობელ რადიატორს გვერდზე გაჩოჩება რომ დაუპირა, ხელი დაიწვა. ხელის გული აქამდე სტკივა. ამას კიდევ ეს დაწყევლილი წვიმაც დაამატე ხან თქეშით წამოვა, ხანაც ცოტა ხნით გადაიღებს! ვეღარც სახსრების ტკივილს აუდის, წელში ვერ გამართულა! კმარა, კმარა, დროა კაცმა დაისვენო, საკუთარ თავზე ზრუნვა სხვას გადააბარო, – ვეღარ გაუძლო დიდი ხნით დადუმებას მეორემ. – ღვთის შეწევნით, იმდენი დანაზოგი მაინც გაქვს, კარგ სათნოების სახლში თავის სამყოფად გეყოფა. რამდენი ხნითაც არ უნდა დაგჭირდეს. ჰო, დანაზოგი საკმარისზე მეტიცაა! რამე რომ იყოს, სხვასაც დავეხმარებოდი! – დაეთანხმა გიორგი.. მეორემ სიტყვის გაგრძელება აღარ დააცადა, მორიგი ჭეშმარიტება ღაღადჰყო: თუმცა, ეჭვი მეპარება, ამგვარი საქციელი აქ, პარიზში, ვინმემ გაგიგოს! ამ მეორესთან განუწყვეტელმა ურთიერთობამაც საბოლოოდ დამაჩლუნგა! ჯერ ერ-თი ვერაფერს გამოაპარებ, არა და სომხური ლავაშივით ბრთყელ-ბრტყელ აზრებს შადრევანივით აფრქვევს! სხვა საშუალებას აღარ გაქვს, უბრალოდ უნდა დაეთანხმო, თავი დაუკრა. ლავაშმა ახალგაზრდობაში, თბილისში, ღვინის აღმართზე, კუკურას დუქანში შეჭმუ-ლი ქაბაბი გაახსენა, მაგრამ ამ გარემოებაზე ყურადღება დიდი ხნით აღარ გაუმახვილებია და კვლავ საჭირბოროტო საკითხს მიუბრუნდა სათნოების სახლის ამბავი მართლაც ამ კვირაშივე უნდა გადავწყვიტო, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება! მაგრამ დადუმებას შეუჩვეველმა მეორემ, ჩვეულებისამებრ, დიდი ხნით მარტო არ მი-ატოვა, აზრი გააგრძელა:

სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

  • Upload
    others

  • View
    7

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

1

სოსო მჭედლიშვილი

ელისეს მინდვრები

რომანი

ვუძღვნი კ-ს

1.

– ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს აღარ ჰგავს, კაცი კაცს აღარ

სცნობს, – უხილავი მოსაუბრე საკუთარ ფიქრებს აყოლილ გიორგის იმდენად ცხად

მოსა-ზრებებს უზიარებდა, რომ ამ უკანასკნელმა სიტყვის შებრუნებაც არ სცადა,

მაშინათვე დაეთანხმა:

– ეგა თქვი! მეცნიერებმა საგანგებო სიტყვაც კი შეურჩიეს: "სათბურის ეფექტიო"!

სათბურებში გამოგვიმწყვდიეს, ყოველმხრივ შეგვზღუდეს, ხელის განძრევის

საშუალება მოგვისპეს!

საყოველთაო იდილიისა და შეხმატკბილების პირობებში მეორეც კი მიხვდა, რომ

საუ-ბრის გაგრძელება აღარ ღირდა და გიორგი საკუთარ შეგრძნებებს დაუბრუნდა.

– სათბურის ეფექტი დაუძახე და, აგერ, სადაცაა მაისის თვე მიიწურება,

დილიდან კი ისე შემცივდა, რომ ლოგინიდან ადგომა გამიჭირდა! – როგორც იქნა

გათბობა ჩართო, მოგვიანებით კი გამათბობელ რადიატორს გვერდზე გაჩოჩება რომ

დაუპირა, ხელი დაიწვა. ხელის გული აქამდე სტკივა. ამას კიდევ ეს დაწყევლილი

წვიმაც დაამატე – ხან თქეშით წამოვა, ხანაც ცოტა ხნით გადაიღებს! ვეღარც სახსრების

ტკივილს აუდის, წელში ვერ გამართულა!

– კმარა, კმარა, დროა კაცმა დაისვენო, საკუთარ თავზე ზრუნვა სხვას გადააბარო, –

ვეღარ გაუძლო დიდი ხნით დადუმებას მეორემ. – ღვთის შეწევნით, იმდენი დანაზოგი

მაინც გაქვს, კარგ სათნოების სახლში თავის სამყოფად გეყოფა. რამდენი ხნითაც არ

უნდა დაგჭირდეს.

– ჰო, დანაზოგი საკმარისზე მეტიცაა! რამე რომ იყოს, სხვასაც დავეხმარებოდი! –

დაეთანხმა გიორგი..

მეორემ სიტყვის გაგრძელება აღარ დააცადა, მორიგი ჭეშმარიტება ღაღადჰყო:

– თუმცა, ეჭვი მეპარება, ამგვარი საქციელი აქ, პარიზში, ვინმემ გაგიგოს!

– ამ მეორესთან განუწყვეტელმა ურთიერთობამაც საბოლოოდ დამაჩლუნგა! ჯერ

ერ-თი – ვერაფერს გამოაპარებ, არა და სომხური ლავაშივით ბრთყელ-ბრტყელ აზრებს

შადრევანივით აფრქვევს! სხვა საშუალებას აღარ გაქვს, უბრალოდ უნდა დაეთანხმო,

თავი დაუკრა.

ლავაშმა ახალგაზრდობაში, თბილისში, ღვინის აღმართზე, კუკურას დუქანში

შეჭმუ-ლი ქაბაბი გაახსენა, მაგრამ ამ გარემოებაზე ყურადღება დიდი ხნით აღარ

გაუმახვილებია და კვლავ საჭირბოროტო საკითხს მიუბრუნდა – სათნოების სახლის

ამბავი მართლაც ამ კვირაშივე უნდა გადავწყვიტო, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება!

მაგრამ დადუმებას შეუჩვეველმა მეორემ, ჩვეულებისამებრ, დიდი ხნით მარტო

არ მი-ატოვა, აზრი გააგრძელა:

Page 2: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

2

– ეგ მოხუცთა თავშესაფარი ჭკუათმყოფელ კაცს თავში როგორ მოგივიდა?

სავოიაში გადაბარგება რამ მოგაფიქრებინა? აქ, პარიზში, ნიკოს გვერდით მაინც იქნები,

ქართულად დაელაპარაკები! მაგ ალბერტვილში კი ისე გადაეგები, მიწას ისე

მიგაბარებენ, რომ უკა-ნასკნელ გზაზე დამკრძალავი დაწესებულებიდან მოსული,

ჩასასვენებლის გამტანებისა და მესაფლავის გარდა არავინ გაგაცილებს! ახალ, უცხო

ადგილას ვინ გიცნობს, ვის დაეკარგე? მით უმეტეს შენს ასაკში!

– ისე, ხელი გულზე რომ დაიდო, აქ, პარიზში, ბევრს შეაწუხებს ჩემი იმქვეყნად

წასვლა? – სევდიან ფიქრებს აყოლილმა გიორგიმ პარიზის მახლობლად, ლევილში,

აქაური სოფლის სასაფლაოზე, თავის გარშემო შეკრებილთა მცირერიცხოვან ჯგუფს

მოავლო თვალი.

ამასობაში წვიმამაც გადაიღო, ასე რომ ქოლგით ხელში ატუზული მხოლოდ ის

დარჩა. არავინ შეახსენა, არავინ შეიმჩნია. არავის არაფრად ეპიტნავება – ვინა ხარ, რას

აკეთებ!

– თუმცა კი, ჩემო გიორგი, რაღა დროს შენთვის შენიშვნების მოცემაა? შენიშვნას

ვინ შემოგკადრებს, მით უმეტეს, რომ გარშემო უმრავლესობა ხანდაზმულია, – ჩვენი

გაფრანგ-ებული ახალგაზრდები გასვენებაში მოსვლასაც აღარ კადრულობენ, უახლოესი

ნათესავი თუ არა ხარ.

– აბა! აგერ, იყო ვასო და აღარ არის, გალია წუთისოფელი. ცოლი, ამდენი წლის

განმავლობაში ჩვენებურ ჭკუაზე ოდნავ კი შემოაბრუნა, ცოტაოდენი საყველპურო

ქართულიც კი შეასწავლა, ბევრი ჩვენიანი მამაკაცის დარად ქალის ჭკუაზე არ დადგა?

– მართალს ბრძანებ, ჩვენებურებმა გადაგვარება უცებვე იციან – საკმარისია უცხო

ტომის ქალი მოიყვანო ცოლად და შვილები უკვე ქართულს აღარაფრად აგდებენ,

უცებვე გადაჯიშდებიან!

– ჰო, მაგრამ ვასოს ცოლი, საბედნიეროდ, სხვა გუნებისა გამოდგა, მეუღლეს

ყველა წამოწყებაში გვერდში ამოუდგა! თუმცა ქალი მაინც ქალია, ცოტას წაიტირებს,

ორიოდე წელიწადში კი, ასაკის მიუხედავად, გაიხედავ და ახალ ქმარს გაგაცნობს.

– საბედნიეროდ, ეს ალბათ უკვე უჩემოდ მოხდება! ამაზე გულს ნუ გაიტეხ, –

თავი დაიმშვიდა გიორგიმ. – საუკუნეს ბევრი აღარ გიკლია, მსგავს დამოკიდებულებებს

აქამდეც უნდა შეჩვეოდი!

– ნურას უკაცრავად, სცდები! – სიტყვა ბანზე აუგდო მეორემ, – აქ, პარიზში თუ

გადავეგები, პარაკლისს მამა არჩილი მაინც აღავლენს, ცისანა ხაჭაპურებს გამოაცხობს,

მზია სუპერმარშეში შეძენილი მწვანე ლობიოსაგან ფხალს გააკეთებს, მჭადს მოზელს.

ხსნილი თუ იქნა, შაშხის სიფრიფანა თხელ ნაჭრებსაც დააწყობენ მუყაოს ან პლასტმასის

ერთჯერად თეფშებზე, პოლიეთილენის ჭიქებში ჩამოსხმული ღვინით დაგილოცავენ

იქით მიმავალ გზას.

მეორესთან შეკამათება აზრს კარგავდა! მართლაც, მის გასვენებაშიც

დაახლოებით იგივე განმეორდება, დღეს, საწყალ ვასოსთან დაკავშირებით როგორც

მოაგვარეს. როგორც აქამდე არაერთგზის გაუწყვიათ

Page 3: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

3

– შენი არ ვიცი, მე კი მუყაოსა და პლასტმასის თეფშებს ჩემს გასვენებაში ვერ

შევეგუები! – ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

და დარწმუნებული იყო, მეორე არ შეედავებოდა, – გამასპინძლება თუ არის, ადამიანს

კაცურად უნდა გაუმასპინძლდე! არ დაგავიწყდეს ანდერძში საგანგებოდ მივუთითო –

ჭირის სუფრა ადამიანურ, ფაიფურის თეფშებზე გააწყონ. მათ გასარეცხად სულაც რომ

საგანგებო ქალი გაუხდეთ დასაქირავებელი. ჯანდაბას, ანდერძში ხარჯის ამ მუხლსაც

შევიტან!

– შენს გასვენებაში, დღევანდელთან შედარებით, ხალხი აშკარად ნაკლები იქნება,

– სევდიანად გააგრძელა მეორემ. – ვახტანგი უსათუოდ მოვა, სანდროც, პარიზში თუ

იქნა; ეს რაღაც ახალი სახეებია, ვგონებ თბილისიდან ჩამოსული ვასოს ნათესავები უნდა

იყვ-ნენ; აქეთ, სასაფლაოზე წამოსვლის წინ გამაცნეს, თუმცა სახელები უკვე

დამავიწყდა! თინა მოვა, თამარიც მოვა უცილობელად. ლევანი? – ან იქნება, ან არა, –

წელიწადის დროს და ამინდს გააჩნია. მიშელი ისეთი კაცია, ჩემისთანა მოხუცისთვის

თავს არ შეიწუხებს, ნინო?

ამ უკანასკნელი სახელის ხსენებაზე გიორგიმ შეწყვიტა საკუთარ გასვენებაში

მოსასვლელ პირთა სიის შედგენა და შორიახლოს განცალკევებულად მდგომ, დღესაც

უაღრესად მოხდენილად გამოწყობილ ქალბატონს, ნინო ემხუარს გადახედა.

ისევ წამოჟინჟღლა.

ნემსის სუსტი ჩხვლეტების მგვან წვიმის წვეთებს მოხუცი ბანოვანი მის ზურგს

უკან მდგომმა, თეთრხელთათმანიანმა მანქანის მძღოლმა ხელში მომარჯვებული

ქოლგით აარიდა. წვიმას მოუხშირა და ახალგაზრდა მსახური მისდაუნებურად შეეცადა

წყლის წვეთები საკუთარი თავიდანაც აერიდებინა და მასსა და ქალბატონს შორის

არსებული სოციალური დისტანციის მიუხედავად გაშლილი ქოლგის ქვეშ თავისთვის

პატარა ადგილის მოხვეჭას შეეცადა. მძღოლის მიერ გადადგმული ნახევარი ნაბიჯი

გიორგის ყურადღებას არ გამოჰპარვია:

– გესიამოვნებოდა ამ თეთრხელთათმანიანი იტალიელის თუ პორტუგალიელის

ადგილზე აღმოჩენა?! მისი მეპატრონის სუნამოს ასე ახლო მანძილიდან შეგრძნება?

შემოსასვლელში რკინის კუტიკარმა დაიჭრაჭუნა და სასაფლაოზე ორმა

ახალგაზრდა მამაკაცმა შემოაბიჯა.

– აუ, მგონი ჩაასვენეს უკვე! – ერთ-ერთი მათგანი დაწინაურდა, შემდეგ

დაბრუნდა და მეორის მხარზე გადაკიდებული ჩანთიდან ცალი ხელით ვიდეოკამერა

ამოიღო. კამერა მან მეგობარს გაუწოდა, მეორე ხელში მომარჯვებული გაშლილი

ქოლგით კი წვიმის წვეთებისგან დაფარა.

– სანამ სანთლები ანთებულია, ჩვენი საქმე მთლად წასული არ უნდა იყოს, –

დინჯად გამოართვა ამხანაგს კამერა ოპერატორმა, ჩანთიდან პოლიეთილენის ნაჭერიც

ამოაყოლა, კამერას გადააფარა და აუღელვებლად ბალანსის დაყენებას შეუდგა.

ოპერატორის სიდინჯემ პირველს ფაციფუცი არ შეაწყვეტინა – იგი

ერთდროულად თან ოპერატორს აჩქარებდა და თანაც გზად საფლავების წინ

ყოვნდებოდა. შეოფლილი და, ამდენად, გამოუსადეგარი სათვალეები შუბლზე აზიდა,

Page 4: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

4

თვალები მოჭუტა და ცდილობდა საფლავის ქვებზე ფრანგულის გვერდით ქართული

დამწერლობით შესრულებული გვარ-სახელები წაეკითხა.

ლევილის სასაფლაო თავისდათავად დიდი არაა, სიგრძეში ორასიოდე მეტრზე

თუ იქნება გადაჭიმული. მთავარი გასასვლელი მას ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად

ჰყოფს. მარცხნივ სოფლის ფრანგი მოსახლენი აბარებენ თავის ახლობლებს მიწას,

დაგვიანებით მოსული ახალგაზრდები კი მარჯვნივ გამოემართნენ.

ქართული სათვისტომო სასაფლაოს ამ ნაწილს მას შემდეგ «დაეპატრონა», რაც

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, საფრანგეთში ემიგრირებული ქართველებისთვის

გასაგები გახდა, რომ სამშობლოში დაბრუნება არც ისე ჩქარა მოხერხდებოდა, მათ რომ

თავიდან ივარაუდეს. ამ დროიდან მოყოლებული, დასავლეთ ევროპასა და, ხშირად,

ამერი-კაშიც გადაგებული თანამემამულეების დამარხვა სწორედ აქ დაიწყო. ამჯერადაც

ერთ-ერთი მათგანის ზარმა ჩამოჰკრა – მიწაში გაჭრილი საფლავის გვერდით სასახლე

იყო შედგმული, გარშემო კი ნაირფეროვან გაშლილ ქოლგებს ქვეშ შეფარებული ხალხის

მოკრძალებული ჯგუფი შეკრებილიყო.

გასვენებაში მოსულ, წესისამებრ მუქ ტანსაცმელში გამოწყობილ ქართველობას

თითებს შუა წვრილი სანთლები ეკავა, ხელით წვიმის წვეთებისა და ქარისგან თავ-

თავიანთი სანთლების მბჟუტავი ალის დაცვას ლამობდა. ოდნავ განზე დამკრძალავი

დაწესებულების ოთხი მხარბეჭიანი თანამშრომელი იდგა. სასახლე სასაფლაოზე

სწორედ მათ მოასვენეს და ახლა ცერემონიალის დასასრულს გულგრილად ელოდნენ.

წვიმას კიდევ უფრო მოუხშირა. ანაფორაში გამოწყობილ, შუა ხნის

მართლმადიდებელ მღვდელს ღაწვებზე და დასველებულ თმებზე წყლის წვეთები

წურწურით ჩამოსდიოდა, მაგრამ იგი წვიმას არ იმჩვნევდა, გარს უვლიდა საფლავის

გვერდით დადგმულ სასახლეს და საკმეველს აკმევდა, "წრფელ უქმნიდა მიცვალებულს

«ალაგთა მისთა»".

ვიდეოკამერიანი ახალგაზრდები გასვენებაში მოსულთ შეერივნენ და სანამ

სათვალეებიანი რეჟისორი ნაცნობებს – ზოგიერთს თავის დაქნევით, ზოგიერთს კი

ხელის ჩამორთმევით ესალმებოდა, ოპერატორი დამსწრეთა ფირზე აღბეჭდვას შეუდგა.

მის ყურადღებას, რასაკვირველია, არც განცალკევებულად მდგარი, ერთ დროს

მშვენიერი ნინო ემხუარის ამაყად შემართებული პროფილი გამოეპარა.

მაისის წვიმამ უცებვე გადაიღო; გიორგის შორიახლოს მდგარმა

ლაბადაწამოსხმულმა ვახტანგიმ ცას ეჭვის თვალით ახედა და ქოლგა დაკეცა, სხვებმაც

მას მიბაძეს.

გიორგიც შეუდგა ურჩი ქოლგის დაკეტვას, მოულოდნელად მკერდის არეში

ასეულობით ჩასობილი ნემსის ჩხვლეტა რომ შეიგრძნო, წაბორძიკდა და იძულებული

შეიქმნა უახლოესი საფლავის გალავანს მიყრდნობოდა.

მეზობლები უცებვე შეფუცხუნდნენ, ერთმა სანთელი გამოართვა, მეორემ ქოლგა

დაუკეცა, მის გვერდით მდგომმა შუა ხნის ქალბატონმა კი მოხუცის მაჯებისა და

საფეთქლების დასრესვას მიჰყო ხელი.

Page 5: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

5

– ციცინო თუ თამარი ჰქვია ამ ქალს? – გიორგი უცებვე გონს მოვიდა, თუმცა კი

თავზე წამომდგარი ქალის სახელი ვერა და ვერ გაეხსენებინა.

ოპერატორის ყურადღებას არც ეს ფუსფუსი გამოეპარა, კამერა გიორგისკენ

მოატრიალა, ტელეობიექტივით მოხუცის დანაოჭებულ სახეს მიუახლოვდა.

– რას მიღებს, ნეტავი? კაცს გული რომ მოგიჭერს, ღირსშესანიშნავი ამაში რა ნახა?

– გაიფიქრა გიორგიმ და ჯიბიდან წამალი ამოიღო, საშველად მოსულებს ხელით ანიშნა,

რომ ყოველივე რიგზეა.

ათრთოლებული თითებით შეკვრიდან აბის ამოღება მხოლოდ მესამე

მცდელობისას მოახერხა და ენის ქვეშ ამოიდო.

სანახაობა დასრულდა და ოპერატორიც გადასაღებად მღვდელს მიუბრუნდა,

მაგრამ რეჟისორი მას მხრებში სწვდა, უკანვე შემოატრიალა.

– წავედით, წავედით, ალბათ საერთოდაც არ ღირდა დღეს აქ მოსვლა, – გიორგი

გასვენების ცერემონიალს განერიდა და პატარ-პატარა ნაბიჯებით, აყვავებულ ვარდის

ბუჩქებში ჩაფლულ საფლავებს შორის ხეივანს ჩაუყვა.

მოხუცის ლაბადის კალთები აღელვებულ ზღვაში საჭის გარეშე დარჩენილი,

ტალღების ნებას აყოლილი ნავის იალქნებივით ფარფატებდნენ, თუმცა კი მამაკაცი

თავის შემაგრებას ცდილობდა. მარტო დარჩენილი, იგი მოხუცებისთვის ჩვეულად,

წარმოსახვით თანამოსაუბრეს რაღაცას უხსნიდა, საკუთარ მოსაზრებებს ხელის

მოძრაობებით ასაბუთებდა, ბოლოს ერთ-ერთ საძვალესთან გაჩერდა, მეზობელ

საფლავის გალავანზე დაგროვილი წვიმის წყალი გადაწმინდა და ზედ მძიმედ ჩამოჯდა.

– Yes! – გადაღებულმა ხედმა ოპერატორი იმდენად აღაფრთოვანა, რომ

ახალგაზრდას მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი დაავიწყდა და მაღლა აზიდული

მუშტით მეგობარს კმაყოფილებით ანიშნა – დავალება საუკეთესოდ შევასრულეო.

მუქი შინდისფერი გრანიტით მოპირკეთებულ საფლავზე, რომლის გვერდითაც

გიორგი ჩამოჯდა, ღია თარირით დართული წარწერა ქართულად და ფრანგულად

იუწყებოდა: «გიორგი მადლიანი. 1898 - ». ახლო-მახლო კიდევ რამდენიმე მსგავსად

გამზადებული, ჯერ კიდევ დაუპატრონებელი სამარხი იყო – ეტყობა მესაკუთრეებმა

ისინი ერთსა და იმავე არქიტექტორს დააპროექტებინეს, თუმცა კი ყველა

განსხვავებული ფერის ქვაში იყო შესრულებული.

დასამშვიდებლად გიორგიმ საკუთარი საფლავის ქვას ხელი გადაუსვა და მეორეს

ამას წინათ დაშვებული უზუსტობა შეახსენა:

– ალბერტვილის სიახლოვეს, მთებში რომც გადავეგო, მიწას მაინც აქ

მიმაბარებენ! ეს ჩემი ნაკვეთია! ასე რომ, უკანასკნელ გზაზე, მესაფლავეების გარდა,

ალბათ კიდევ რამდენიმე პიროვნებაც გამომაცილებს! ამაზე არ იდარდო!

მაგრამ მეორემ შეპასუხება ვერ მოასწრო, ზურგს უკნიდან მოულოდნელად ქალის

ხმა რომ გაისმა:

– დიდებულია! "გიორგი მადლიანი, ათას რვაას ოთხმოცდა თვრამეტი, სოხუმი –

პარიზი, ლევილი, ათას ცხრაას ოთხმოცდა" – ან იქნებ, საერთოდაც ფიქრობ

ოცდამეერთე საუკუნეში შეაბიჯო?

Page 6: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

6

მეორის გარდა, ასეთი დამცინავი, აბუჩად ამგდები კილოთი მომართვას, გარშემო

შეკრებილი საზოგადოებიდან მხოლოდ ერთი არსება თუ იკადრებდა! უკანასკნელ

ხანებში ხმაც შეეცვალა, ქრონიკულმა ბრონქიტმა კიდევ უფრო ხრინწიანი გაუხადა,

მაგრამ ეს ისევ და ისევ ნინო ემხუარი უნდა ყოფილიყო!

ნინო გიორგის მომავალი საფლავის წინ იდგა და თავისი იტალიელი თუ

პორტუგალი-ელი მძღოლის ხელს ეყრდნობოდა

– ნინო?! გამარჯობა! – გიორგი ფეხზე მzიმედ წამოდგა და გაიბადრა –

მშვენივრად გამოიყურები! კაცი ვერ მიხვდება – წლები გემატება თუ გაკლდება!

– თუ ღმერთი გწამს, ახლა კოცნა არ დამიწყო, აქაურ ცერემონიალს ნუ

გამიმართავ! – ნინომ ხელის მოძრაობით მისკენ წამოწეული გიორგი შეაჩერა და

მოსაუბრის მომავალ საფლავზე მიუთითა – აქაც გვერდში შემომიცუცქდი?! იმ

ქვეყნადაც აღარ მომასვენებ?

– გეფიცები, ეს სრული შემთხვევითობაა! ამ ადგილს რომ ვირჩევდი, შენიანებზე

სულ არ მიფიქრია, – ასე, მოულოდნელი მხრდან შემოტევამ გიორგი ცოტა არ იყოს

დააბნია და იგი თავის მართლებას მიჰყვა – ბოლოს და ბოლოს, სადღაც, ოდესმე, მეც ხომ

უნდა განვესვენო!

– კიდევ ერთი, მორიგი ტყუილი! ადგილი გეცოტავება? ხუთნახევარ მილიარდ

კაცში რაღა მაინცდამაინც ჩემს სიახლოვეს მოახერხე მოგეძებნა ეს ორი გოჯი მიწა?

– უკაცრავად ვარ შენთან – ჩემი მეზობლობა თუ არ მოგწონს, ჩათვალე, ჩემი

საძვალე ნიკოს გვერდით მოვიწყე! – განაწყენებულმა გიორგიმ მეზობელ რიგში

საფლავზე მიუთითა, რომელზეც, მისი საფლავის ქვის დარად, წარწერა ასევე ღია

თარიღით იყო დართული: «ნიკო ჩიქოვანი. 1897 - »

წარწერის წასაკითხად ნინომ თავისი ვუიტონისეული ჩანთიდან სათვალე

მოიმარჯვა. მისი გაცნობის შემდეგ კი უკვე სრულებით შეცვლილი კილოთი იკითხა:

– ნიკო როგორღაა? ოთხი წელი იქნება ალბათ, რაც ჩვენს "მარიანას" არ შევუწუ-

ხებივართ მას შემდეგ არ მინახიხართ!

– ოთხი წელი? – გაუელვა გიორგის თავში, – იგივე ორმოც და რვა თვე გამოდის,

თითქმის ერთნახევარი ათასი დღე გასულა, რაც მას ნინო არ უნახავს?!

– რას იზამ, ცხოვრება სიზმარივით მიჰქრის, – მორიგი ბრტყელი მოსაზრება

გამოთქვა მეორემ და ახალგაზრდობაში, რომელიღაც გიმნაზისტი გოგონას ალბომიდან

ამოკითხული ლექსის დეკლამაციას მიჰყო ხელი:

Время быстро летит

Время нас не щадит

И в далёкой стране

Вспомни друг обо мне!

გიორგი შეეცადა გულში დაგროვილი მთელი ტკივილი ნინოსთვის გაცემულ

პასუხში სხვა სიტყვებით გამოეთქვა:

– რას იზამ! არ გვკადრულობ! გასვენებებში არ დადიხარ! ქორწილებში

ჩვენისთანა ხანდაზმულებს კი ვინღა დაპატიჟებს! – მაგრამ საყვედურის კილო მოხუცმა

Page 7: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

7

დიდი ხნით ვეღარ შეინარჩუნა და უფრო მნიშვნელოვან საკითხზე გადავიდა, – სამი

კვირა იქნება, რაც ნიკო საავადმყოფოში დააწვინეს. გულს უჩიოდა. თუმცა ახლა საქმე

უკეთესობისკენაა. ამბობენ, მალე გამოეწერება ხვალ-ზეგ მოვინახულებ ალბათ გინდა,

შენგანაც მოვიკითხავ?

– აუცილებლად ხომ არ დაიზარებ, ჩემი სახელითაც უყიდო რაიმე «ვიტამინები»?

ფორთოხალი, ვაშლი – ნინომ გახსნა ჩანთა და ფულს ძებნა დაუწყო, – სამწუხაროდ,

პირადად სანახავად ახლა ვერაფრით მოვიცლი, ბრაზილიაში მივფრინავ მარის, ჩემს

შვილთაშვილს ფილმის პრემიერა აქვს. დამპატიჟა და უარი აღარ მითქვამს. თანაც

მიყვარს ბრაზილია. შენ?

– არასდროს ვყოფილვარ, – ჩაიბურტყუნა გიორგიმ, ნინომ კი გააგრძელა –

მოკლედ, რაც მოგეწონება, ის უყიდე! ერთადერთი, აქაური მარწყვი არ გინდა,

ჩალასავითაა.

ჩანთაში დიდი ხნის ძებნის შემდეგ სათანადო თანხას რომ ვერ მიაგნო, ნინომ

საბანკო ჩეკის წიგნაკი ამოიღო და ფურცვლა დაუწყო. ამის შემხედვარე გიორგიმ

გადაწყვიტა დიდი ხნის წინ მივიწყებული, საქართველოდან მოყოლებული

თავაზიანობა გამოეჩინა:

– ნუ წუხდები. ჩემი ფული ხომ მაქვს!

– შენS ფულს შენ მიხედე, მე კი ჩემს გასაკეთებელს ვიზამ, – უკმეხად, ამას წინათ

დამკვიდრებულ მშვიდ კილოსთან სრულებით შეუფერებლად მოუჭრა ქალმა, – ჩეკი

რომ მოგცე, ხომ არაფერი დაშავდება?

მოხუცების კინკლაობა უსათუოდ გაღვივდებოდა, მათ საუბარში ახალგაზრდა

რე-ჟისორი რომ არ შემოჭრილიყო რომელიც, ეს წუთია, მოსაუბრეებს მოუახლოვდა:

– გამარჯობა, ძია გიორგი, როგორ გიკითხოთ?

გიორგი ახალგაზრდას მოუბრუნდა, მეორემ კი მეხსიერებაში მისი სახელი

ამოუტივტივა.

– რატი?! გაგიმარჯოს! გაიცანით, ქალბატონი ნინო ემხუარი, ფრანგული

საზოგადოების მშვენება, ამჟამად მარკიზი დე სავუას ქვრივი. ეს კი ჩვენი სტუმრები

არიან თბილისიდან, ბატონები რატი და ლაშა. – მოხუცმა ჩვეულებისამებრ თავისი

მოსაუბრეები ერთმანეთს წარუდგინა. – საბოლოოდ შეეგუეთ უკვე აქაურობას?

რატიმ ნინოს ხელი ჩამოართვა:

– მოხარული ვარ ძია გიორგი, უკაცრავად აქამდე რომ ვერ დაგიკავშირდით,

ახალი ამბები არ მოგახსენეთ. კინოში, ხომ იცით, კვირაში სულ ცოტა თორმეტი

პარასკევი მაინც გვითენდება ხოლმე!

– ამ ბატონებმა ერთი უხეირო « მსახიობი » მნახეს, ჩემი მონაწილეობით ფილმის

გადაღება გადაუწყვეტიათ, – აუხსნა გიორგიმ ნინოს საქმის ვითარება. ღიმილნარევმა

რატიმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა:

– ძია გიორგი, ყველაფერი გადაწყდა. აგერ თქვენი პასპორტი. და ესეც თქვენი

ბილეთი. სამ დღეში თბილისში უნდა ვიყოთ!

Page 8: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

8

– მაზეგ? – ამ სიტყვების გამგონე გიორგი შეიჭმუხნა, გონებაში დღეები

გადაითვალა და ელდადაცემულს ხელიდან ქოლგაც კი გაუვარდა – შეუძლებელია!

– ცხონებული პაპაჩემი როგორც იძახდა, შეუძლებელი ამ ქვეყნად მხოლოდ

მაწვნის წვიმააო, – რატიმ მიწიდან ქოლგა აიღო და პატრონს დაუბრუნა, – ხომ იცით,

ოცდაექვს მაისს რესპუბლიკის მოედანზე აღლუმია. იქ უნდა დაგასწროთ, გადაგიღოთ!

უამრავ ხალხს შეგახვედრებთ დიდი ბოდიში, მაგრამ ერთი წლით გადაღებებს

ვერაფრით გადავ-დებთ – ჩემი ხათრით კი საქართველოში სამხედრო აღლუმს ჯერ-

ჯერობით არავინ მოაწყობს.

თბილისიდან ჩამოსული ეს ორკაციანი გადამღები ჯგუფი გიორგის ეკლესიაში ამ

რამდენიმე დღის წინ გააცნეს. პოლიტიკაზე და სხვა, ზოგად საკითხებზე საუბრისას

გიორგის განვლილმა ცხოვრების გზამ რეჟისორი დააინტერესა, ორიოდე დღეში

ახალგაზრდები სახლშიც ეწვივნენ, საქართველოს წარსულსა და მომავალზე ისაუბრეს,

ძველი ფოტოსურათები დაათვალიერეს, ამის შემდეგ კი, სრულებით მოულოდნელად,

რატიმ გიორგის ფილმში მონაწილეობა შესთავაზა.

ახალგაზრდები გიორგისაც მოეწონნენ, ასე რომ მათთვის თანამშრომლობაზე

უარი არ უთქვამს, თანადგომა აღუთქვა. ყოველი შემთხვევისათვის სტუმრებმა მას

პასპორტი სთხოვეს, მაგრამ მოვლენების ასე სწრაფად განვითარებას მოხუცი

სრულებით არ ელოდა.

– საქმე ასე თუ წავიდა, კვირაში ამათ თორმეტი კი არა, სულ ცოტა

სამოცდათვრამეტი პარასკევი მაინც გაუთენდებათ! – კვერი დაუკრა მეორემ.

– ხომ იცით, ოცდაექვსში აქ ბანკეტი გვაქვს დანიშნული. სიტყვა მთხოვეს

წარმოვთქვა ტრადიციას როგორ ვუღალატო? – გიორგი შეეცადა მოვლენების

მსვლელობა თავის სასარგებლოდ წარემართა და დამატებით მიზეზს ამ ათიოდე წლის

წინანდელი გამოცდილებიდანაც დაესესხა – გაზეთშიც მოგონებები უნდა ჩავაბარო,

წერილი დამიკვეთეს

– როგორ ბრძანა ანრი მეოთხემ? «პარიზი წირვად ღირსო»? მალე ოთხმოცი წელი

იქნება, საქართველოში არ ყოფილხართ. აღარც გაინტერესებთ, რას დაემგვანა?

– რატი, ჩემი ხნის კაცს ამისთანა მოგზაურობისთვის ძალის მოკრება ჰმართებს!

ამასობაში ნინომ მოასწრო ჩეკი შეევსო და გიორგის გაუწოდა:

– გზა დამილოცია, გიორგი! შემთხვევით, სოხუმში თუ მოხვდი, ერთ მუჭა იქაურ

მიწა-საც თუ გამოიყოლებ, ძალიან დამავალებ კარგად გნახეთ, ბატონებო! –

გამოსამშვიდო-ბებლად ქალმა მოსაუბრეებს თავი მედიდურად დაუკრა და გზა

გააგრძელა.

გიორგიმ საფლავებს შორის მიმავალ, მანქანის მძღოლის ხელზე დაყრდნობილ

ბანოვანს კუშტი მზერა გააყოლა. მეორეს კი მორიგი გაბრტყელებული ჭეშმარიტების

წარ-მოთქმას ვინ დაასწრებდა:

– ქალი ეშმაკის და ანგელოზის ნაზავი რომ არის, ამაში ეჭვი ხომ არავის ეპარება?

Page 9: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

9

წინადადების წარმოთქმის კილოდან გასაგები იყო, "არავის" ქვეშ ვინ

იგულისხმებოდა, მაგრამ გიორგიმ არ გაახარა, საუბარი აღარ გააგრძელა და მეორე

იძულებული შეიქმნა აზრი თავად დაესრულებინა:

– მაგრამ ეშმაკისეული მასში მაინც ჭარბობს!

გიორგი ქალის მიერ შევსებულ ბანკის ჩეკს უაზროდ მიაშტერდა, ბოლოს ჯიბეში

ჩააცურა და რატის მიერ მოტანილი თვითმფრინავის ბილეთი პასპორტიდან ამოიღო,

რეჟისორს გაუწოდა:

– რატი, დიდი ბოდიში, მაგრამ არ გეწყინოთ – უკვე დიდი ხანია იმ ასაკში აღარ

ვარ, ასე, უცებ, ერთ წუთში რომ ავიწყვიტო აგერ, ხომ ხედავთ, სამარეც მელოდება

რატიმ გიორგის მომავალ საფლავს ყურადღება ახლაღა მიაქცია, წარწერა

წაიკითხა.

საბჭოთა კავშირში დაბადებული და ტოტალურად პოზიტიურ, ოპტიმისტურ

იდეალებზე აღზრდილი ახალგაზრდასთვის სიკვდილთან ამისთანა დამოკიდებულება

უჩვეულო გამოდგა, თუმცა იგი შეეცადა არაფერი შეემჩნია:

– ბატონო გიორგი, იქნებ, ეს საუბარი სხვა დროისათვის გადავდოთ?

დამეთანხმებით, ამქვეყნიური საკითხების დასაგეგმად სასაფლაოზე უკეთესი ადგილიც

შეიძლება მოიძებნოს ხვალ მაინც გადასაღებად უნდა გეწვიოთ ჩვენც ახლა, აქ სხვა

სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი ჟორდანიას საფლავი საითკენაა?

– არა მგონია, ხვალისათვის ჩემს სამომავლო გეგმებში რაიმე შეიცვალოს, –

შეეპასუხა, თვალწინ კი გიმნაზიის ყოფილი მასწავლებელი წარმოუდგა და სათქმელი

გააგრძელა, – იცით, კადეტთა კორპუსში სანამ განმაწესებდნენ, ქუთაისის გიმნაზიაში

ვსწავლობდი. ლათინურის მასწავლებლად პოლონელი პოლიტიკური

გადმოსახლებული, ნესტორ პოლტორაცკი გვყავდა. იმხანად ამ ნესტორს კლასელები

მოხუცებულობის განსახიერებად მივიჩნევდით, თუმცა კი, ჩემი დღევანდელი

გადმოსახედიდან, ის ახალგაზრდადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ჰოდა, ამ ჩემი

ცხონებული მასწავლებლის საყვარელი გამოთქმა გახლდათ: «Memento Mori»! დღემდე

თვალწინ მიდგას, ამ სიტყვების წარმოთქმისას სალოკ თითს მაღლა რომ ასწევდა ხოლმე

და დასჭექდა: « Memento Mori »!

გიორგიმაც თავისი ყოფილი მასწავლებლის დარად საჩვენებელი თითი ზევით

აიშვირა, მაგრამ მეორემ დროულად შეახსენა:

– ჩახედე შენს მოსაუბრეს თვალებში, დაუკვირდი რამდენი წლისაა და

პატიოსნად გამოტყდი – ამ კაცმა ვარშავაში დაბადებული ქუთათური ნესტორ

პოლტორაცკის პათოსი რომელი ორგანოთი გინდა გაიზიაროს?

ამ საკითხზე პოლემიკის გამართვა მეორესთან ნამდვილად არ ღირდა, ასე რომ

გიორგიმ ხელი დროზე ჩამოსწია და რატის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი

მთავრობიის ხელმძღვანელის საფლავის ადგილსამყოფელი მიუთითა.

რეჟისორი და მისი მეგობარიც მოხუცს გამოემშვიდობნენ და სწრაფი ნაბიჯით

აღნიშნული მიმართულებით გაემართნენ.

Page 10: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

10

მარტო დარჩენილი გიორგი კვლავ საფლავის ქვაზე ჩამოჯდა. თბილისიდან

ჩამოსულმა ახალგაზრდებმა სრულებით მოულოდნელად, მის წინაშე, ძალზე

საინტერესო ამოცანა დასახეს. ამას თუ მათ შემართებასაც დაამატებ, მათ მზაობას

ფილმზე თითქმის ანაზღაურების გარეშე იმუშაონ! დღევანდელ დღეს, ამისთანა

დამოკიდებულებას პრაგმატულად მოაზროვნე ფრანგულ საზოგადოებაში თითქმის

ვეღარ შეხვდები!

– თანაც ახალგაზრდები არიან, – სიტყვა ჩაურთო მეორემ, – შენ კი, როგორც

მახსოვს, ძალ-ღონით სავსე, თვალებგაბრწყინებულ ყმაწვილებთან ურთიერთობა მუდამ

გსიამოვნებდა!

– მეყოფა ვითომ თბილისში სამოგზაუროდ საჭირო ძალა? ყოველდღიური

შეხვედრები ახალ ადამიანებთან, სასტუმროებში ახალ ლოგინებთან შეჩვევა?! არა და,

ალბათ დუშეთშიც მოინდომებენ წასვლას, იქედან, წესით, თიანეთში უნდა გადავიდეთ,

ახმეტა მოვინახულოთ იცნობს ამდენი წლის შემდეგ ამ ადგილებს? არა, არა, მოგონებები

კარგია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს! აქ, პარიზში, ძალას არ დაიშურებს,

ყმაწვილებს ყოველმხრივ დაეხმარება, მაგრამ აქედან ფეხს ის უკვე ვეღარ მოიცვლის!

ტყუილად კი არ იმეორებდა თავის დროზე სულ რაღაც სამოცს მიტანებული

პოლტორაცკი: « Memento Mori! Memento Mori!»

2.

გასვენების შემდეგ ლევილის სასაფლაოს წინ მომცრო მოედანზე შეკრებილები

დინჯად ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს – ხელებს ართმევდნენ, უკანასკნელ ამბებს

უზიარებდნენ.

სასაფლაოდან გამოსული გიორგი ჭიშკართან გაჩერდა. ვახტანგის დაუწყო ძებნა.

მისი მეგობრის ბიჭი კი არსად სჩანდა.

– სად უნდა გამქრალიყო, ნეტავი?

– აქ ხომ მისი მანქანით მოვედი, ხომ არაფერი მეშლება?

– წავიდა, მიგატოვა, – მეორემ ეს სიტყვები ისეთი კილოთი და ხელების იმისთანა

ფშვნეტით წარმოთქვა, გეგონება გიორგისგან განცალკევებულ ავტონომიას

წარმოადგენდა და გამგზავრებას სხვა მანქანით აპირებდა.

დაბნეულ მოხუცს ვერა და ვერ გადაეწყვიტა, საით წასულიყო, ვის

მიჰკედლებოდა, ბოლოს მანქანებს შორის ხეტიალს მიჰყო ხელი.

შეკრებილები მეგობრულად უღიმოდნენ გიორგის, ერთი მხარზე მოეფერა, მეორე

გადაელაპარაკა, მაგრამ ბოლოს ყველა თავ-თავისი მანქანისკენ გაეშურა.

– ვახტანგი სადღაა, სად დაიკარგა?

არავინ შესთავაზა პარიზამდე წამოსვლა, მანქანაში არავინ ჩაისვა.

– ეს რა ხდება, კაცო?! მეც ხომ ჯერ-ჯერობით ცოცხალი ვარ, სახლში იქნება, თუ

ქელეხში, მეც ხომ თქვენსავით მეჩქარება!

თავისიანების, ახლობლებად რომ მიიჩნევ და უმრავლესობას დაბადების დღიდან

თუ არა, ნათლობიდან მაინც რომ იცნობ, მოულოდნელი უყურადღებობით

Page 11: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

11

აღშფოთებულ გიორგის თვალებიდან ლამისაა ცრემლი წასკდა, ხმა ვეღარ ამოიღო.

მაგრამ დაქოქილი მანქანების ღორღალში მას სულაც მგლურებ ყმუილიც რომ დაეწყო,

მისი გრძნობები მაინც ყველასაგან შეუმჩვნეველნი დარჩებოდნენ.

ადგილიდან ერთ-ერთი პირველი ნინოს ვეებერთელა "სიტროენი" დაიძრა, მას

სხვა მანქანები მიჰყვნენ და ორიოდე წუთში გიორგი მოედანზე სრულებით მარტო

დარჩა.

მოხუცმა მიმოიხედა, აქვე, ლევილში მცხოვრებ მამიას დაუწყო ძებნა. მაგრამ

გარშემო არავინ იყო, ეტყობა ისიც ქელეხში გაჰყვა ვიღაცას.

შორიახლოს, პაწია შავ «Rover»-თან, ორი ქალიშვილი საუბრობდა, მაგრამ მათი

იერი-დან გამომდინარე, ისინი ფრანგები უნდა ყოფილიყვნენ და გასვენებასთან საერთო

არაფერი უნდა ჰქონოდათ.

გიორგის თავზე წვიმის რამდენიმე წვეთი დაეცა; ამინდის კუდაბზიკობით

გულამღვრეულმა მოხუცმა ქოლგა კვლავ გაშალა.

– საინტერესოა, მოძრაობენ თუ არა დღეს ავტობუსები, – გაუელვა თავში აზრმა;

რამდენადაც სმენია, სატრანსპორტო პროფკავშირები შეურიგებელი გაფიცვების

ასაგორებლად ემზადებოდნენ და, ამრიგად, არ იყო გამორიცხული, ქალაქში

დასაბრუნებლად სხვა ხერხის გამოძებნა დასჭირდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში

შარაზე უნდა გასულიყო, ასე რომ მცირე ყოყმანის შემდეგ, იგი სასაფლაოს გალავნის

გაყოლებით ავტობუსის უახლოესი გაჩერებისკენ გაემართა.

წვიმას მოულოდნელად ამოვარდნილი ქარიც დაემატა, მაგრამ საბედნიეროდ ის

ზურგიდან უბერავდა ასე რომ მოხუცმა ქოლგის სახელურს ხელი მაგრად ჩაჰკიდა და

აფრასავით გამოიყენა, სვლა შეიმსუბუქა. ამგვარ სიარულში ცუდი ის იყო, წვიმა რომ

შარვლის ტოტებს დაუსველებდა და ისინიც გასაშრობი გაუხდებოდნენ.

– ამასაც არა უშავს, ავიტან, მთავარია ავტობუსი მოვიდეს, სველი ფეხსაცმლით

ლოდინი დიდხანს არ მომიწიოს! ორლეანის კარიბჭედან ორი ტრანსპორტი კიდევ

იქნება გამოსაცვლელი, სანამ თავის კლამარს მიაღწევს.

– ამ ვახტანგსაც რა მოუვიდა?! ასე, მარტო როგორ დამტოვა? – აღელდა მეორე, –

სხვები? როგორ გაგიმეტეს?

– ეტყობა, თვითეულს, მაინც, მეორის იმედი ჰქონდა, ამიტომაც დაურჩა შვიდ

ძიძას მათი მოსავლელი ბავშვი მშიერი – შეეცადა მეორე დაემშვიდებინა, – პირადად

ჩემთან მიმართებაში ამათ საქციელს საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს არა მგონია, რამეს

მერჩოდნენ

– ჰო, ეს უკვე ფატალურია! – დაეთანხმა, – ვერაფერს იზამ, ჩემო კარგო, ცხოვრებას

თავისი მოაქვს, შენი დრო უკვე დიდი ხანია გაილია

– ბებიამა, აი, შენ სხვა დროში ცხოვრობ, სხვანაირად ზომავ! – მაგრამ მეორე არ

აჰყვა, სათქმელი დაასრულა:

– აგერ, თბილისელმა რეჟისორმა შენი სახით არც მეტი, არც ნაკლები, ფილმში

ცოცხალი დინოზავრის ჩასმა მოინდომა

Page 12: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

12

ამ წვიმიან ამინდში გზაზე მიმავალ, თავის სევდიან, თითქმის უიმედო აზრებს

აყოლილ გიორგის უწინ, სასაფლაოსთან მდგარმა «Rover»-მა გაუსწრო, შორიახლოს

გაჩერდა და უკანა სვლით მოუახლოვდა. პაწია მანქანის კარი გაიღო და მანქანიდან

რატი გადმოვიდა, გიორგის შეეგება:

– ძია გიორგი, პარიზში მოდიხართ?

– კლამარში მცხოვრებ კაცს პარიზში რა ჯანდაბა დამიკარგავს?! – მეორე შეეცადა

გულისტკივილი ხმამაღლა გამოეთქვა, მაგრამ გიორგიმ არ დაანება, მოკრძალებით თავი

დაუკრა:

– დიახ, ორლეანის კარიბჭესთან მინდა!

– ძალიან დასველდით? ჩაჯექით, თანაც გზად სამომავლო გეგმებზე შეგვეძლება

გავისაუბროთ

– ბრძანდებოდეთ, რატომ წუხდებით? ზედმეტი წონა მე არ მაწუხებს, უკანაც და-

ვეტეოდი, – მოულოდნელმა შეხვედრამ გიორგი იმდენად გაახალისა, რომ წუხანდელმა

წყენამ თითქმის სულ გადაუარა.

– ნუ მოვაკლებთ კაროლინას თქვენს გვერდით ჯდომის სიამოვნებას, – რატი

უკანა სკამზე ლაშასა და მეორე ფრანგი გოგონას გვერდით ჩაეკვეხა.

გიორგიმ ადგილი მძროლის გვერდით დაიკავა – ჩაიკეცა მძიმედ, მედიდურად,

მისი ასაკის ხალხს როგორც სჩვევია.

საჭესთან მჯდომი კაროლინა მოხუცისკენ გადმოიხარა და პარიზელებისთვის

ჩვეულად ორივე ლოყაზე აკოცა:

– როგორ ხართ? – ამ არაფრის მეტყველ კითხვას ჩვეულებისამებრ არანაკლებ

ცალსახა პასუხი მოჰყვება ხოლმე:

– გადასარევად, – მაგრამ გიორგის მიერ ამ, ხმამაღლა გამოთქმულ სიტყვებში

პირფერობას დედამიწის ზურგზე ვერავინ აღმოაჩენდა.

ამისთანა ოპტიმისტური შემართების მიუხედავად გიორგიმ სათქმელი

გააგრძელ:

– მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს მე თბილისში წამოსასვლელად

დაგთანახმდით.

წვიმას მოუხშირა. მძღოლმა შეოფლილი შუშა შიგნიდან ჩვრით გაწმინდა და

ზედმეტად გადატვირთული პაწია მანქანა ადგილიდან მძიმედ დაიძრა.

3.

მეორეს, როგორც ჩანს, დილიდანვე აშკარად ფილოსოფოსობის განწყობაზე

გაეღვიძა:

– საოცარი თვისება აქვს ადამიანის მეხსიერებას – საკმარისია დღეს უკვე

არარსებულ, არარაობად ქცეულ მოვლენებს ოდნავ მაინც მიუახლოვდე, ხელით შეეხო,

რომ ყოველივე უცებვე გაცოცხლდება, კვლავაც თავდაპირველ, განუმეორებელ ელფერს

იძენს

Page 13: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

13

თბილისიდან ჩამოსული სტუმრების მომლოდინე გიორგი შინაგან

თანამოსაუბრეს არ შეეწინააღმდეგა, წამიერად ფოტოსურათებთან შეყოვნდა, ხელში

აიღო, დააკვირდა და დროისაგან ჩაყვითლებულ, გახუნებულ ზედაპირზე ფერი ნელ-

ნელა აღდგა, გამოსახულება გაცოცხლდა: სურათის გადასაღებად მომზადებულმა მისმა

სიყრმის მეგობრებმა კვლავ დაიწყეს სუნთქვა, მოძრაობა, ლაპარაკი, დროისგან

დაკუჭულ-დანაოჭებულ კანს კი იმჟამინდელი სიო კვლავ ნაზად შეეხო.

წიგნის თაროს მიმგვანებულ ბიპლანის ფრთებს ახალგაზრდები შეესივნენ. არა

და რა ჟივილ-ხივილი ატყდა, ამ ფოტოსურათის გადაღებისას საფრენ მიბდორზე,

ყარამანს თავზე უცებ ჩიტმა რომ დაასკლინტა და ეს უკანასკნელიც შეეცადა მეგობრები

შეეჩერებინა, ფოტოგრაფისკენ შემართებით გაექანა, სურათის ხელმეორედ გადაღება

მოსთხოვა!

გიორგის თითებს შუა თვითმფრინავიანი სურათი მეორე ფოტომ ჩაანაცვლა,

რომელზეც თეთრ ჩოხებში გამოწყობილ ახალგაზრდებს ეკლესიის წინ ნეფე-

დედოფალი გაშიშვლებული ხმლების ქვეშ უნდა გაეტარებინათ.

მეხსიერებამ ეს სურათიც უმალვე გააცოცხლა: გადამწყვეტ წუთს,

ახლადდაქორწინებული ელისაბედისა და დათუნას გამოჩენისას ერთ-ერთმა, ვგონებ

სიმონიკა ჩხეტიძემ, ქარქაშიდან ხმლის გაშიშვლება ვერა და ვერ მოახერხა, რასაც

მეგობრების მხრიდან დაცინვა მოჰყვა. დარცხვენილი ჩხეტიძე ეკლესიის კარიბჭეს

გაეცალა, სამხარიღლიე ჩამოიხსნა, მაგრამ ამჯერად მისი ხმლის გასაშიშვლებლად

ხელის მტევნის ოდნავი განძრევაც კი საკმარისი აღმოჩნდა

მაგიდაზე მიმობნეული ფოტოსურათები გიორგის ხელში ერთმანეთს

ენაცვლებოდნენ. დროისაგან გახუნებულ, ჩაყვითლებულ გამოსახულებაზე

ახალგაზრდა გიორგი და მისი მეგობრები იყვნენ აღბეჭდილნი – უწინდელი

გიმნაზისტები და კადეტები, ახალგაზრდა მოხელეები და ოფიცრები: ფეხზე მდგომნი,

სკამებზე დამსხდარნი ან ცხენებზე ამხედრებულები. ვაჟების გვერდი-გვერდ მათსავით

ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალიშვილები და ქალები იღიმებოდნენ

რამდენი ხანი მოანდომა გიორგიმ მისთვის საამაყოდ ქცეული, ამ მართლაც რომ

განუმეორებელი კოლექციის შეგროვებას! შესაძლოა ითქვას, მის გადარჩენას!

თანატოლების, მომავალში კი უკვე მათი შვილების გარდაცვალების შემდეგ, ამ ქვეყნად

დარჩენილ გაფრანგებულ მემკვიდრეებს ნაკლებად აინტერესებდათ მათთვის უცნობი,

და ამდენად უსახელო ახალგაზრდების სახეების, დროის მდინარების გამო მათგან

სრულებით გაუცხოვებული ადამიანების უცნაური ვარცხნილობების, იერის თუ

ტანსაცმლის თვალიერება, უცნობი თაობის წარმომადგენლებთან "შეხვეედრა" და,

როგორც შედეგი, მათთვის სრულებით უცხო, წარსულს ჩაბარებულ ცხოვრებაში

ჩახედვა.

– "უბედურია ის ადამიანი და ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი წარმომავლობა"

– ამოუტივტივტივდა გიორგის მეხსიერებაში ერთი ცნობილი მოაზროვნის

გამონათქვამი. მოხუცი შეეცადა ამ სიტყვების წარმომთქმელის ვინაობა გაეხსენებინა და

საამისოდ წინადადება რამდენიმეჯერ გაიმეორა, მაგრამ ამ საქმეში ვერც მეორე

Page 14: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

14

დაეხმარა. – "უბედურია ის ადამიანი და ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი

წარმომავლობა"

– საბოლოოდ გამოვფრუტუნდით, – სინანულით მძიმედ ამოიოხრა.

ძველი სურათების შემხედვარე გიორგის მოგონებებში ჩაძირვა მეტისმეტად

გაუგრძელდება, ასე რომ გონს მოგების შემდეგ მან საკუთარი წარსულის ეს უტყუარი

მოწმეები გვერდზე გადადო, ზურგს უკან მდგარი დიდი კარადის სარკეს მიუტრიალდა

და ძველი დროიდან შემორჩენილი ჩოხის მოზომვა გააგრძელა.

ჩოხა ჩინებული ინგლისური შავი მაუდისგან ერთ დროს თბილისელმა თერძმა,

ცხოვრების ბოლოს პარიზელ კუტიურიედ რომ იქცა, ტიგრანამ შეუკერა. მიუხედავად

იმისა, რომ მისი შემკერავის ხსენებაც აღარ იყო ამ ქვეყნად, ხელოსნის ნახელავი

გარეგნულად დღესაც ჩინებულად გამოიყურებოდა.

მოხუცმა კარადის უჯრიდან მოვერცხლილი ქამარიც ამოიღო, რომელზეც

მოვერცხლილსავე მოზრდილ ბუდეში ნამდვილი ქართული ხანჯალი ეკიდა, წელზე

შემოირტყა და ამ ბოლო ხანებში განსაკუთრებით თავნება, დაუმორჩილებელი,

მთრთოლვარე თითებით ჩოხაში ვერცხლით მოოჭვილი ქილების ჩაწყობას შეუდგა.

ახალუხის აწკეპილი საყელო სარკეში არეკლილ მოხუცს ყაბად ადგა, ჩოხაც

საბეჭურებში გადამტყდარიყო – მრავალი წლის წინ შეკერილი ტანსაცმელი უტყუარად

მიუთითებდა, თუ რა ბრგე ვაჟკაცი უნდა ყოფილიყო უწინ მისი მეპატრონე.

ზურგს უკან ტელეფონი აწკრიალდა, მაგრამ ბოლო წლების მანძილზე მას

იმდენად იშვიათად ურეკავდნენ, რომ ყურადღებაც კი არ მიაქცია.

– მიდი, ტელეფონია, – შეახსენა მეორემ.

გიორგიმ ყურმილი აიღო და ჩვეულებისამებრ ქართულად ჩასძახა:

– ვინც დარეკა, გაგიმარჯოს!

პასუხად ყურმილში წყვეტილი ზარები გაისმა.

მოხუცმა ყურმილი ადგილზე დააბრუნა და ჯანგამოცლილი, ჰაერში

გამოკიდებული მაუდის საბეჭური გაისწორა.

წამიერად უწინდელი ბრექი გაახსენდა.

მეორემაც არ დააყოვნა და ყელში ამოსული ლექსის წარმოთქმას შეუდგა:

Âðåìÿ áûñòðî ëåòèò

Âðåìÿ íàñ íå ùàäèò…

პასუხის სანაცვლოდ გიორგიმ ოციანი წლების ბოლოს შეძენილი ამერიკული

სიგარების კოლოფიდან სპილოს ძვლისგან გამოთლილი კიდევ ერთი მოვერცხლილი

ქილა ამოიღო.

მოხუცის ზურგს უკან, ოთახში, ტელევიზორი იყო ჩართული. ახალ ამბებს

გადმოსცემდა.

გარე სამყაროში მოსახდენი მოვლენები გიორგის უკვე კარგა ხანია ნაკლებად

აინტერესებდა, ტელელევიზორს უფრო იმისთვის რთავდა, რაღაცას რომ ეხმაურა, თავი

მარტოსულად არ შეეგრძნო, მეორესთან გაუთავებელი ურთიერთობისგან ოდნავ მაინც

დაესვენა, ტოგორც შედეგი კი ამქვეყნიურ ცხოვრებას საბოლოოდ არ მოსწყვეტოდა.

Page 15: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

15

სუფთად გაპარსული კომენტატორის ენერგიული ხმა თავს აბეზარი ბუზივით

ეხვეუდა, თუმცა კი ოთახის ბინადარის ცნობიერებამდე ვერ აღწევდა და ეთერში

უკვალოდვე უჩინარდებოდა.

მოხუცმა აცახცახებული თითებით ჩოხაში ბოლო ქილა ჩააცურა და ამ საქმის

მოთავების შემდეგ თავზე ყაბალახი დაიხურა, ბავშვობაში გურიაში სტუმრობისას

როგორც ასწავლეს, მისი კალთების შემოკეცვას შეუდგება.

მის ზურგს უკან, ტელევიზორის ეკრანზე კი პარიზის შარლ დე გოლის

სახელობის აეროპორტის მოსაცდელი დარბაზები ხალხით იყო გადაჭედილი. ასაფრენ

მინდორზე, გაშეშებული თვითმფრინავების გარშემო ცხოვრება სრულებით ჩაკვდა.

კომენტატორი კი დაჯერებული ხმით იუწყებოდა:

– ჩემი აზრით, დღევანდელი დღის უმნიშვნელოვანეს მოვლენად საფრანგეთის

ავიადისპეტჩერთა საყოველთაო გაფიცვა შეიძლება ჩაითვალოს. დღეს დილით მათ

მფრინავებიც შეუერთდნენ, ასე რომ თერთმეტი საათისათვის საფრანგეთი სრულ

საჰაერო იზოლაციაში აღმოჩნდა; სულ მალე დანაკარგები ასეულობით მილიონ ფრანკს

მიაღწევენ, მაგრამ არც ავიატორები და არც მთავრობა პოზიციის შერბილებას არ

აპირებს.

– ჩათვალეთ, ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ უკან არ დავიხევთ, – კომენტატორს

კვერი კოხტა ლურჯ კოსტუმში გამოწყობილმა მფრინავმა დაუკრა, ჟურნალისტმა კი

გააგრძელა:

– საფრანგეთის აეროპორტებში მდგომარეობა კატასტროფულია – გამგზავრების

მოლოდინში ათიათასობით მგზავრი ადგილზე გაშეშებული თვითმფრინავების

დაძვრას ელოდება. მაგრამ ეს ყოველივე აისბერგის მხოლოდ ხილულ კენწეროს

წარმოადგენს – ექსპერტები დღე-დღეზე ელიან, რომ საჰაერო ტრანსპორტის მუშაკთა

გაფიცვას საფრანგეთის სხვა სატრანსპორტო პროფკავშირების წარმომადგენლებიც

შეუერთდებიან, რასაც ქვეყნისათვის სრულებით სავალალო შედეგები შეიძლება

მოჰყვეს.

ტელევიზორის ეკრანზე ხალხით გადაჭედილი აეროპორტების მოსაცდელი

დარბაზების ხედები მოსკოვის წითელ მოედანზე ნეტარი ბასილის საყდრის

ტრადიციულმა სურათმა შეცვალა, რომელიც შემდგომში რუსეთის პრეზიდენტთან

გამართული ინტერვიუს კადრებმა ჩაანაცვლეს:

– შინაურ გაფიცვებთან დაკავშირებით ოფიციალური პარიზი ჯერ-ჯერობით

დუმს, ასე რომ ეჭვს ქვეშ დგება რუსეთის პრეზიდენტის მომავალი ვიზიტი

საფრანგეთში. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის წინ, ჩვენი კორესპონდენტისათვის მიცემულ

ინტერვიუში, ამ უკანასკნელმა განაცხადა

ამჯერად ტელეწამყვანის ნაცვლად, კრემლის რეზიდენციაში, სამფეროვანი

დროშის ფონზე რუსეთის პრეზიდენტი გამოჩნდა:

– ვფიქრობ, საფრანგეთში ჩემს სტუმრობას წინ არაფერი უდგას; მართალია,

ფრანგულ მხარეს მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები

შეექმნა, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში მზად ვარ თვითმფრინავით ლონდონში

Page 16: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

16

ჩავიდე, ინგლისის დედაქალაქიდან კი პარიზში "ევროსტარის" მატარებლით ჩავაღწიო.

სხვათა შორის, ეს საშუალებას მომცემს პირადად მოვინახულო ლა-მანშის სრუტის ქვეშ

გადებული ტუნელი

– ევროტუნელისადმი რუსეთის პრეზიდენტის ინტერესი მით უფრო დიდია, –

გააგრძელა წამყვანმა, – რამდენადაც ამჟამად რუსეთის ალასკასთან დამაკავშირებელი

გვირაბის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, ამ ვეებერთელა, წყლის ზედაპირზე

დაბლა განლაგებულ საკომუნიკაციო გვირაბში მოგზაურობა კი პრეზიდენტს

საკითხისადმი პირად დამოკიდებულებას გამოამუშავებინებს.

ყაბალახის კალთებს შეკეცვისას გიორგის მხედველობის არეში მომავალ ვიზიტზე

მოსაუბრე რუსეთის პრეზიდენტიც მოჰყვა. მოხუცმა ყაბალახს თავი დაანება და ერთ

ხანს ტელევიზორის ეკრანს მიაშტერდა, ბოლოს კი ოთახში დაფაცურდა, დისტანციური

მართვის მოწყობილობას დაუწყო ძებნა.

– სად არის, ეგ დაწყევლილი!

როგორც იქნა, ფოტოსურათებსა და გარშემო მიმობნეულ წიგნებს შორის ხელის

ფათურმა შედეგი გამოიღო და გიორგიმ საძებარ პულტს გაზეთების დასტის ქვეშ

მიაგნო, ხმას აუწია და, ამრიგად, რეპორტაჟის დამაგვირგვინებელ წინადადებებს

მოუსწრო, რომლებშიც კორესპონდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი რუსეთის

ხელმძღვანელს, როგოგორც ყოველთვის, სულითა და გულით შეეგებება.

მაგრამ ახალი ამბები იმის ახალი ამბებია, რომ მუდამ ცხელ-ცხელ სიახლეებს

სთავაზობენ თავ-თავიანთ ბუნაგებში შეხიზნულ მაყურებლებს და ტელევიზორის

ეკრანზე მოსკოვის ხედები ლონდონის ქუჩებმა შეცვალეს.

ინგლისის დედაქალაქის მაცხოვრებლები პოლიციის ჭრელი, თვალში საცემი

ღობურის მიღმიდან ათვალიერებდნენ გადატრიალებულ, დასახიჩრებულ ავტობუსს და

მის სიახლოვეს მდგარ, აფეთქებით დაზიანებულ მანქანებს. მათ გარშემო

გამომძიებლები ფუსფუსებდნენ. კომენტატორი კი იტყობინებოდა:

– სადღეისოდ არც ლონდონი ჩაითვლება ყველაზე უსაფრთხო ადგილად

დედამიწის ზურგზე – სწორედ დღეს დილით, რვა საათსა და ოცდაშვიდ წუთზე,

ოქსფორდ-სტრიტზე აფეთქებული იქნა ავტობუსი, რომლითაც დიდი ბრიტანეტის

რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის სამინისტროში მიემართებოდა. ამ

ტერორისტული აქტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ჩვეულებისამებრ

ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ იტვირთა. აფეთქების შედეგად შვიდი რიგითი

ჯარისკაცი და სამი ოფიცერი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით ინგლისის მთავრობამ

გადამჭრელი ზომების მიღება განიზრახა.

ლონდონიდან გადმოცემული ცნობების მოსმენისას გიორგი ერთ ხანს

დადუმებული იდგა, ბოლოს, გულამღვრეულმა ყაბალახი გვერდზე მოისროლა,

საკუჭნაოსთან მივიდა და თაროდან ძველი ჩემოდანი გადმოიღო. უკან

გამობრუნებულმა მოხუცმა ჩემოდანი სკამზე დადო, კარადასთან მივიდა და პერანგების

არჩევას შეუდგა.

Page 17: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

17

ოთახში ტელეფონის ზარი აწკრიალდა. ყურმილის აღებისას მოხუცმა

თავდაპირველად დააპირა შემოხმიანებულისთვის ჩვეულად მიემართა, მაგრამ ბოლოს

ფრანგულად წარმოთქვა:

– გიორგი მადლიანი გისმენთ, – მოხუცი ქართულზე გადავიდა – რომელი ხარ?

რატი, თქვენ ბრძანდებით? რაღა დროის თბილისია – ახალი ამბებისთვის არ

მოგისმენიათ? საფრანგეთში რუსეთის პრეზიდენტი ჩამოდის! ჰო, რუსეთის

პრეზიდენტი! არა, მე ახლა წუთი წუთზე პოლიციიდან მოწვევა უნდა მომივიდეს, –

კორსიკაზე გამისტუმრებენ რა დროს ხუმრობაა! – ხომ გიამბეთ, რუსეთის

ხელმძღვანელობის საფრანგეთში ჩამოსვლის წინ მუდამ კორსიკაზე გვიკრავენ ხოლმე

თავს რა ბრძანეთ? საფრანგეთის პოლიციას გავეპარო? ძვირფასო, რომელ შარში გინდათ

გამხვიოთ! არა, რატი, ჩვენი კინო, სამწუხაროდ, დასრულდა. მაპატიეთ, მაგრამ მე ახლა

კორსიკაზე წასასვლელად მომზადება მომიწევს. კარგად ბრძანდებოდეთ

ყურმილი ტელეფონის აპარატზე რბილად დაეშვა. აღელვებისაგან გიორგიმ ვერც

კი გადაწყვიტა, პირველად რა მოემოქმედა, ერთ ადგილს ტკეპნიდა, ჯერ მარჯვნივ

მოტრიალდა, შემდეგ მარცხნივ, ბოლოს კი ძირს დაგდებული ყაბალახი აიღო, თავზე

შემოიხვია და ოთახის კარის წინ განლაგებულ მომცრო ბაღში გაძუნძულდა.

ტელევიზორის ეკრანზე კი ლონდონის წვიმით მორწყული ქუჩები მზის

სხივებით გაკაშკაშებული ნიცის ხედებმა ჩაანაცვლეს. ადგილობრივი სასამართლოს

შენობიდან კორესპონდენტებით გარსშემორტყმულმა პოლიციელებმა მსჯავრდებულ

მარსელ ბომბარდინი გამოიყვანეს და საბადრაგო მანქანაში ჩასვეს.

– ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად დანაშაულებრივ სამყაროსთან ბრძოლა

უშედეგოდ არ შეიძლება ჩაითვალოს; გუშინ ნიცაში დასრულდა სასამართლო პროცესი

ცნობილ განგსტერსა და ადგილობრივი მაფიის ხელმძღვანელზე, მარსელ

ბომბარდინიზე. სასამართლო პროცესის მთავარი მოწმე, ბომბარდინის ბუღალტერმა

უკან არ დაიხია, სახელმწიფო მბრალდებლის მიერ წამოყენებული ყველა ბრალდება

დამტკიცდა და ნარკოტიკებით მოვაჭრეს სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლების

აღკვეთა მიესაჯა. სარწმუნო წყაროების ცნობით ადგილობრივი მაფიის მხრიდან

მოსალოდნელია არასასურველი გამოხდომები, მაგრამ მარიტიმის ალპების

დეპარტამენტის პოლიციის კომისარმა, ბატონმა რემერმა ჩვენი კორესპონდენტი

დაარწმუნა, რომ ყოველგვარ ექსცესებს იგი პირადად აღკვეთს.

გიორგი თავის პატარა ბაღში გადებული ვიწრო ბილიკით ალაყაფამდე მივიდა,

საფოსტო ყუთი გახსნა და მიღებული კორესპონდენციის თვალიერებას შეუდგა.

საფოსტო ყუთში ძირითადად სარეკლამო პროსპექტები იდო, რომლებიც

მომხმარებლებს ახალ ავეჯს, ქათქათა აბაზანებს, ქალის საცვლებისა და სუნამოების

განსაკუთრებით ფართო ასორტიმენტს სთავაზობდნენ.

მოხუცმა მიღებული გზავნილები ხელმეორედ გადაათვალიერა. პოლიციიდან

არაფერი იყო.

– უცნაურია, ძალიან უცნაურია, – თავისთვის ჩაიბურტყუნა, მიღებული

მაკულატურა იღლიის ქვეშ ამოიჩრა და უკან გამობრუნდა.

Page 18: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

18

სახლის წინ, ბაღში, აყვავებულ იასამნის ბუჩქთან საქართველოსა და

საფრანგეთის დროშები მან მიწაში დილიდანვე ჩაასო, ბაირაღები კი ტოტებზე

გადაშალა. გიორგი სარეპეტიციოდ გამზადებულ დროშებთან მივიდა, ერთი დროშა

მიწიდან ამოაძრო და მის დახვევას შეუდგა.

იღლიაში ამოჩრილი სარეკლამო პროსპექტები გაღიზიანებულ მოხუცს ხელს

უშლიდნენ, ბაირაღის მიტკალმა კი, რომელიც ისედაც ცუდად ეხვეოდა, ქამარზე

ჩამოკიდებული ხანჯალი ჩაითრია.

– გაასწორე, გაასწორე, – არ ისვენებდა მეორე, ერთ შენიშვნას მეორეს აყოლებდა.

მოხუცმა ხანჯალი გამოათავისუფლა, დროშა, როგორც იქნა, ბოლომდე დაახვია,

და უკან, ოთახისკენ გამოემართა, თუმცა კი, სიარულისას, ხანჯალი მას ისევ და ისევ

ფეხებში ებლანდებოდა. ზღურბლთან მისული მოხუცი შეყოვნდა, დროშა და

სარეკლამო ბუკლეტები იქვე კართან დადო და უცებ ხანჯალი გააშიშვლა, შემობრუნდა

და შორიახლოს მდგომ ხეს ესროლა, გულში დაგროვილი მთელი ბოღმა ამ ნასროლს

გადააყოლა.

იარაღი ჰაერში ორიოდეჯერ დატრიალდა, ხის ღეროდან ასხლტა და ბალახზე

დაეცა. იარაღი რომ არ დაეკარგა, მოხუცი დაუყოვნებლივ ბაღში დაბრუნდა, ხანჯალი

მიწიდან აიღო, ბალახზე შეაწმინდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მოულოდნელად,

შემოტრიალებით, ახალგაზრდობაში როგორც სჩვეოდა, ზურგს უკან მდგომ სხვა ხეს

ესროლა.

მახვილმა ჰაერში გაიელვა და გიორგის მიმართულებით მორბენალ,

ჯავშანჟილეტში გამოწყობილ ავტომატიან ნიღბოსანს ხელში ჩაესო. დაჭრილი მეომარი

ასეთ მზაკვრულ თავდასხმას არ ელოდა, უნებლიედ ავტომატი ააკაკანა, შენობის მეორე

სართულის გაყოლებაზე მინები ჩალეწა და, ბოლოს, მიწაზე დაენარცხა.

ამასობაში კი გიორგის სახლის ბაღში შემოჭრილი მეომრები ტერორიზმთან

მებრძოლი რაზმიდან მოხუცს ყოველი მხრიდან შემოერტყმნენ, ხელები უდიერად

გადაუგრიხეს, მიწაზე პირქვე დაანარცხეს და მაჯები ზურგს უკან პოლიციის

ხელბორკილებით გაუკავეს.

4.

გიორგის სახლზე მიტანილი იერიშის დეტალები გარე სამყაროსგან საიმედოდ

იზოლირებულ საგანგებო მიკროავტობუსში კომპიუტერის ეკრანზე კიდევ ერთხელ

მეორდებოდნენ. გადაღება სამი კამერით წარიმართებოდა – ერთი კამერა სიგნალს

სატელიტური ანტენით თანამგზავრიდან იღებდა, მეორე, ამავე, სათავო პუნქტის

სახურავზე იდგა, მესამე კი იერიშის ერთ-ერთი მონაწილის ქუდზე იყო

დამონტაჟებული.

– აბა ერთი, ეს გამოსახულება გამიზარდე, – უბრძანა პოლკოვნიკმა მარშემ მის

გვერდით მჯდომ ოპერატორს. ამ უკანასკნელმაც მოქნილი თითებით კლავიატურაზე

რამდენჯერმე სწრაფად, თითქმის შეუმჩნევლად დააწკაპუნა და ეკრანზე მოხუცის მიერ

ერთ-ერთი მებრძოლის ხანჯლით დაჭრის სცენა გამოჩნდა. მრისხანე პოლკოვნიკის

Page 19: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

19

ხელის პირველსავე მინიშნებაზე ოპერატორმა გამოსახულება კვლავ გააჩერა და ხელში

ხანჯალგაყრილი რიგითი არაბუნებრივ, მიწის ზედაპირთან თითქმის პარალელურად

ჰაერში დაკიდებულ მდგომარეობაში გაშეშდა.

მორიგი ბრძანების მისაღებად გამზადებული ოპერატორი პოლკოვნიკს

მიუბრუნდა, მაგრამ მარშეს ხმა აღარ ამოუღია, ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა.

ქუჩაში, გიორგის სახლის აგურით გარსშემოვლებულ ღობეზე, პარიზის ამ

მშვიდი, ბურჟუაზიული გარეუბნისთვის სრულებით შეუფერებლად, მებრძოლთა მიერ

გამოყენებული რამდენიმე საიერიშო კიბე ეკიდა. საგანგებო სამხედრო ქვედანაყოფის

რამდენიმე შეიარაღებული მებრძოლი სახლის პერიმეტრს ფხიზლად იცავდა, საამისოდ

კი მათ სავალ ნაწილზე საგანგებო ჯებირები აღმართეს, უფრო შორ მისადგომებთან კი

ავტომატმომარჯვებული ნიღბიანი სამხედროები ქუჩაში მიმავალ მანქანებს

შემოსავლელი გზებით სარგებლობას სთავაზობდნენ. ქვეშევრდომების მოქმედებები

პოლკოვნიკის ინსტრუქციებს სრულად შეესატყვისებოდნენ, ასე რომ

დაკმაყოფილებულმა მარშემ ერთ-ერთ საიერიშო კიბეს ხელის მოხდენილი მოძრაობით

ჩაებღაუჭა და პოტენციურად სახიფათო დამნაშავის ბაღის ეზოში გადავიდა.

რამდენიმე ნიღბოსანი პირქვე დანარცხებულ გიორგის თავზე დასდგომოდა,

მათგან შორიახლოს კი ორი მებრძოლი ფუსფუსებდა. მათ მეგობარს ხელზე ჭრილობა

შეუხვიეს და წამოდგომაში დაეხმარნენ.

სამსართულიანი სახლის სახურავიდან მოისმა კრამიტის ფილებზე მეომრების

ფეხების ბაკუნი, მებრძოლები სახურავიდან და შენობის ფანჯრებიდან ეზოში

ბაგირების დახმარებით გადმოეშვნენ და გადამალული საბრძოლო მასალების ძებნა

ბაღში გააგრძელეს. ერთი სერჟანტი მარშეს მიუახლოვდა და პოლიეთილენის პაკეტში

ჩაცურებული ნივთმტკიცებულება, გიორგის ხანჯალი მიართვა:

– უმაღლესი ხარისხის ფოლადია! ამ პირით სქელი ლურსმების გაჭრაც კი

შეიძლება.

მარშემ ხანჯლის წვეტით პოლიეთილენის პარკი გახია, იარაღი ამოაცურა და

საქმის კარგ მცოდნეს როგორც შეეფერება, ააკენწლავა, რამდენიმე ილეთი ჩაატარა.

მებრძოლები უფროსს პირში მისჩერებოდნენ, მის შეფასებას ელოდნენ. მარშემაც

დიდხანს აღარ დააყოვნა:

– ორმოცდაშვიდი წამი მოვუნდით, ვაჟბატონებო, დაგეგმილ გრაფიკს ცხრა წამით

ჩამოვრჩით. როგორც ხედავთ, ამიერიდან ჩვენ გვმართებს წვრთნა, წვრთნა და კიდევ

ერთხელ წვრთნა

ყაბალახში სახეგახვეულმა გიორგიმ თავი წამოსწია, ცხვირთან სამხედროს

გაპოხებული ფეწსაცმელი აღმოაჩინა და გაღიზიანებულმა, თავისდაუნებლიედ,

ქართულად შეუტია:

– ჩამოდით ყვავილებიდან! ნუ ტკეეპნით! ვინ ოხრები ხართ?

– რაო? რას ბოდიალობს? ჩამოხსენით ამ ვიგინდარას ნიღაბი! – უბრძანა მარშემ.

Page 20: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

20

ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მოხუცს ყაბალახი მოხსნა. მარშემ ქვეშევრდომს გიორგის

თავსაბურავი გამოართვა და ხელში დაატრიალა. ამასობაში პოლკოვნიკს მეორე

სერჟანტი მიუახლოვდა და უპატაკა:

– სახლი ცარიელია! ტერაქტის მოწყობის მცდელობის ვერანაირი ნიშანი ვერ

აღმოვაჩინეთ!

მიწაზე წოლისგან გიორგის სახეზე ბალახის ღეროები მიეკრო. მოხუცმა შუბლი

ბალახზევე შეიწმინდა და ძველებური შემართებით, თუმცა კი ამჯერად უკვე

ფრანგულად, გააგრძელა:

– ჩამოდით ვარდის ბუჩქიდან! მომხსენით ეს ბორკილები! ჩემს ადვოკატს

დამაკავშირეთ!

მარშემ მოხუცის გამოხდომებს ყურდღება არ მიაქცია, ქვეშევრდომს მიმართა:

– «ჭიაყელათი» მოათვალიერეთ სახლის ყველა კუნჭული. ამისთანა მოხუცებია,

სისხლს რომ გვიშრობენ, ეიფელის კოშკის აფეთქებაზე რომ ოცნებობენ! ნურას

უკაცრავად! მარშესთან ამისთანა ოინები არ გაგივათ! მე თქვენ გათამაშებთ

დემოკრატიას!

ამასობაში გიორგიმ რის ვაი-ვაგლახით ზეზე წამოდგომა სცადა:

– ვინ ხართ? ვინ დაგრთოთ ნება ჩემს სახლში იპარპაშოთ?

მარშემ მოხუცის გვერდზე მდგომ ჯარისკაცს თავის დაკვრით ანიშნა და ამ

უკანასკნელმაც ძიუდოს ილეთი ჩაატარა, მოხუცი კვლავ მიწაზე მოცელა.

– შენისთანა აღვირახსნილ ტერორისტებთან მებრძოლი რაზმი ვართ! აბა ერთი,

პარიზში არ ვიყოთ, ახალ კალედონიაზე ჩამვარდნოდი ხელში!! ამდენს გამღერებდი?

ადვოკატი მომინდომა! აგერაა განკარგულება შენი დაკავების თაობაზე: « საფრანგეთში

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანებასთან დაკავშირებით და

შესაძლო ტერორისტული აქტის მოწყობის აცილების მიზნით, დაკავებულ და

კორსიკაზე დროებით დეპორტირებულ იქნას რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა

კავშირის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, გიორგი მადლიანი, დაბადებული 1898

წლის 2 სექტემბერს, ქალაქ სოხუმში რაო? რომელ წელს დაიბადე? – საკუთარ თვალებს

არ დაუჯერა მარშემ.

– კი მაგრამ, პოლიციაში რატომ აღარ დამიბარეთ? ჩემოდნის ჩალაგება დავიწყე

უკვე, ჩემი ფეხით ვაპირებდი მოსვლას!

– შენ მართლა გგონია, ახალ კალედონიაზე იდიოტებს გვამრავლებენ? – დაიქოქა

სამხედრო. – დღეს შენ პოლიციაში მოგიწვევენ, შენ გაქრები, ხვალ კი პლას ეტუალს,

ვარსკლავის მოედანს დაგვიმრგვალებ?! მარშეს გინდა ქაქი შეაჭამო? ხმა! გაიკმინდე!

გვარი!

– მადლიანი გიორგი, დაბადებული 1998 წლის 2 სექტემბერს, სოხუმში

– კარგია, მაშასადამე მისამართი არ შეგვშლია! – გაიხუმრა მარშემ. –

გამოაცვლევინეთ ამას ამ საკარნავალო ტანსაცმლით აპირებ კორსიკაზე გამგზავრებას?

ეს ჩვენი საფრანგეთის დროშა გარეთ რატომ ჩამოკიდე? შეიტანეთ, წვიმაში არ

დასველდეს ეს პოლიციელებიც სადღა არიან? რას ზოზინობენ?

Page 21: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

21

– ღმერთო! ჩემთან ხომ რატია მოსასვლელი! მე ხომ ზეგ საქართველოში

ვაპირებდი წასვლას! – გონს მოეგო გიორგი, – შეამოწმეთ, ჩემი ბილეთი და პასპორტი

ოთახში, კარადის მარჯვენა უჯრაშია!

შორიდან პოლიციის მანქანის ჭიანურივით გაბმული საყვირის მოახლოების ხმა

გაისმა. მარშემ საათს დახედა:

– დილა მშვიდობისა! როგორც იქნა, გამოეღვიძათ!

– ჩემთან ხალხია მოსასვლელი! წერილი მაინც დამატოვებინეთ! – გიორგი იმედს

არ კარგავდა; მის ხმაში უფროსებზე განაწყენებული პატარა ბავშვის მუდარამაც კი

გაიჟღერა.

მარშეს გულში ტერორისტების მიმართ ოდნავი შებრალებაც კი არასდროს

გაელვებია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში შინაგანმა ხმამ მას უკარნახა უკვე

გამოაშკარავებული "ტერორისტული ბუნაგის" ალაგმვას არ დასჯერებოდა და

გადაწყვეტილება მიიღო დაწყებული საქმე სხვა, ჯერ კიდევ გამოუაშკარავებელ

პირებზეც გაევრცელებინა. ამასთან დაკავშირებით მან საკუთარი თავისთვისაც

მოულოდნელად ყურად იღო მოხუცი გიორგის თხოვნა:

– კეთილი. მაგრამ შინაარსს მე გიკარნახებ. შიფროგრამა რომ არ გამოგივიდეს –

მარშემ ანიშნა ქვეშევრდომს ნაკარნახევი ჩაწეროს, ხელები ზურგს უკან შეიწყო,

ზევითკენ აიხედა, გეგონება ვიღაცისგან კარნახს ელოდა და წერილის შეთხზვას შეუდგა

– «ტერორიზმთან მებრძოლმა საგანგებო რაზმმა ამიყვანა. პოლკოვნიკი მარშეს

მეცადინეობით ჩვენი შეთქმულება გახსნილია არა, ჩემი გვარი არ გინდა. წაშალე

გირჩევთ თქვენც პოლიციას ჩაბარდეთ». ახლა ამის სახელი დასვი, რაც ჰქვია. და

შესასვლელთან კარებზე მიამაგრე.

მოსმენილ ტექსტს გიორგის გულში აღფრთოვანება აშკარად არ გამოუწვევია,

მაგრამ, როგორც ცნობილია, ძალა აღმართს ხნავსო და მოხუციც იძულებულია შეიქმნა

ყოველივეს უსიტყვოდ შერიგებოდა.

5.

შუა ხანს გადაცილებული დიდიე კარგად აფუებულ უწყინარ ფუნთუშას, ბრიოშს

უფრო მოგაგონებდათ, საფრანგეთის კაფეებში, საუზმისას, დაწნული პატარა

კალათებით რომ მოგართმევენ ხოლმე, ვიდრე პოლიციის თანამშრომელს. მაგრამ

საპენსიო ასაკს მიახლოებული ინსპექტორის გარეგნული იერი მაცდური იყო და უფრო

ნიღაბს წარმოადგენდა – დიდიე ოდითგან სამართალდამრღვევთა რისხვად

ითვლებოდა და ამით თავიც მოჰქონდა: სწორედ გარეგნული გულუბრყვილობის

წყალობით მოახერხა მან არაერთი მნიშვნელოვანი და გახმაურებული საქმის გამოძიება.

მის პირდაპირ, საგანგებოდ მოუხერხებელ სკამზე, გიორგი წრიალებდა, მოხუცს

გვერდს კი მოგვიანებით მოსული რატი უმშვენებდა – ახალგაზრდაც ვერ ისვენებდა,

ფეხზე წამოხტომას ლამობდა, მაგრამ მისი ფრანგი მეგობარი კაროლინა და

ინსპექტორის მოღუშული მზერა ტემპერამენტულ რეჟისორს ადგილზევე აბრუნებდნენ.

Page 22: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

22

დიდიეს ცალ ხელში ყურმილი ეჭირა, მეორე ხელი კი მის გვერდით, სხვებისგან

მაგიდით მოფარებულ ჩემოდანში ჰქონდა ჩაყოფილი. ცნობისათვის, ბატონი

ინსპექტორი ყოველმხრივ თავშენახული კაცი გახლდათ და ახლა კორსიკაზე წასაღებ

ნივთებს ამოწმებდა – ჭრელ-ჭრელ პერანგებს, შორტებს, გასარუჯ ნელსაცხებლაბსა და

სურნელოვან ოდეკოლონებს. კოლოფიდან ამოყრილი პრეზერვატივების გადათვლის

პარალელურად იგი ტელეფონით საუბარსაც ახერებდა:

– კეთილი, სოფი, ცივ წყალში ფეხს, არა, თითსაც არ შევყოფ! გკოცნი ას ორმოცდა

შვიდჯერ. რასაკვირველია ეს რიცხვი, შენი დაბადების თარიღის ოთხნიშნა ციფრზე

უნდა გავამრავლოთ

დიდიემ პრეზერვატივების გადათვლა უკვე მერამდენედ შეწყვიტა და მაგიდაზე

დადებულ კალკულატორზე ციფრები სწრაფად დაიანგარიშა:

– გამოდის ორას ოთხმოცდა ხუთი ათას ცხრაას თხუთმეტი კოცნა. გნებავს, ამ

რაოდენობას წინ შენს დაბადების თარიღსაც წავუმძღვანებ? უცხო ქალებს შენს შემდეგ,

აბა, როგორ უნდა გავეკარო? გვეყო ახლა, კარგი, ხალხი მელოდება, წავედი, ხომ იცი,

როგორ მიჭირს შენთან განშორება ისე, ცნობისათვის, შენს დაბადების თარიღთან

ერთად გამომივიდა სამას, არა, სამი მილიარდ სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი მილიონ

ოთხას ორმოცდათხუთმეტი ათას ცხრაას თხუთმეტი კოცნა დასჯერდი ამას, სანამ

კიდევ ორიოდე კოცნაც არ დავამატე. ჩაო! – სანამ მოსაუბრე ახალ თემას შემოუგდებდა,

დიდიემ ყურმილი სასწრაფოდ დადო და მზის სათვალის მუქ შუშებში ანარეკლს

დააკვირდა.

საკუთარ თავთან ურთიერთობა პოლიციელმა დიდ ხანს ვეღარ გააგრძელა –

გიორგიმ და რატიმ მას თითქმის ერთდროულად შემოუტიეს:

– ბატონო დიდიე, დაითვალეთ, რუსეთის პირველი პირების ჩამოსვლისას,

კორსიკაზე ერთად რამდენჯერ გვიმგზავრია?!

– ბატონო პოლიციელო, საქართველოში გუშინ რომ წავსულვიყავით, ამ მოხუცს

უკან ხომ არ დააბრუნებდით?

– მომეცით საშუალება ჩემს სამშობლოში მშვიდად გავემგზავრო! რომელი

ტერორისტი მე მნახეთ? გერმანელებთან ომის შემდეგ იარაღი ხელში არ მჭერია!

პასუხის სანაცვლოდ დიდიემ მოხუცის სახლიდან ამოღებული, პოლიეთილენის

პარკში ჩადებული უზარმაზარი ხანჯალი ხელში არაორაზროვნად დაატრიალა. წესით,

მოხუცი ყველაფერს უნდა მიმხვდარიყო, ასე რომ პოლიციელმა კომპიუტერის ეკრანი

ისე შემოატრიალა, სხვებს რომ ზედ გამოსახულების დანახვა აღარ შესძლებოდათ,

პასიანსს გამოუძახა და გაშალა.

მაგრამ რატიმ თავისი დამტვრეული ფრანგულით აღარ მოისვენა:

– სასაცილოა, თბილისში ხომ მოსკოვის გავლითაც შეგვიძლია ჩასვლა, რუსეთის

დელეგაციას კრემლშივე შეგვიძლია დავხვდეთ!

დიდიემ კომპიუტერის ეკრანზე ათიანი ზედ მოყოლებულ ცხრიანთან ერთად

ვალეტს დაასვა და აბეზარ ახალგაზრდას მიუბრუნდა:

Page 23: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

23

– მეც მანდ არა ვარ! საფრანგეთის საზღვრებს გარეთ მთელი მსოფლიოს

დედაქალაქები სულ მიწასთან შეგიძლიათ გაასწოროთ! საწინააღმდეგო არაფერი მაქვს!

თავის მოსახლეობიან-პრეზიდენტებიანად! მაგრამ საფრანგეთში? პარიზში? ჩემს

ოლქში? ნურას უკაცრავად! ინსპექტორი დიდიე ამას არ დაუშვებს!

დიდიეს მაგიდაზე ტელეფონი აწკრიალდა და პოლიციელმა ყურმილი აიღო,

თუმცა კი საუბარი შეცვლილი ხმით დაიწყო;

– პოლიციის კომისარიატი ინსპექტორი დიდიე კორსიკაზე გაემგზავრა უკვე

გაგეხუმრე, ჩემო გვრიტუნავ როგორ თუ არ გამიშვებ? აბა, სად ჯანდაბაში, ან კიდევ

როგორ გინდა დაგემალო? რასაკვირველია დაკავებული ვარ, ჩემო კარგო მშვიდობით,

ორნახევარ ათას კოცნას გიგზავნი!

დიდიემ ყურმილი დადო და მოულოდნელად ტელეფონის მავთული იმდენად

მკვეთრი მოძრაობით გამოქაჩა, რომ დედა-ბუდიანად ამოგლიჯა. გიორგიმ პოლიციელს

თავი გაგებით დაუკრა.

დიდიეს იდეალს საყოველთაო სიმშვიდე და შეხმატკბილება შეადგენდნენ.

პასიანსების გაშლაც მას ამავე მიზეზით უყვარდა – ყირაზე დაყენებულ, უთავბოლოდ

არეულ სამყაროში კანონზომიერებისკენ გზის გამოძებნა და ყველა ქაღალდის ფერისა

და გვარობის მიხედვით ერთმანეთის მიყოლებით დაწყობა მას სულიერ სიმშვიდეს

უბრუნებდა. ეს პროცესი მას კათარზისს თუ არა, თავისებურ, ეთიკურ პათოსს მაინც

განაცდევინებდა, ყოველდღიური ყოფით დამიწებული გრძნობები წამიერად მაინც

ამაღლებოდნენ.

ინსპექტორის უბედურება კი ის გახლდათ, რომ ყოველდღიური საქმიანობა მას

მსგავს წუთებს იშვიათად უწყალობებდა. აი ახლაც, საკმარისი იყო თამაშში ერთი,

საკმაოდ რთული კომბინაცია ჩაეტარებინა და ამით ხლართიც გაეხსნა, მოულოდნელად

კარი რომ გაიღო და ოთახში შემოჭრილი, პოლიციის ბორკილებით ხელებშეკრული

ნინო დე სავუა-ემხუარისა პირდაპირ მის მაგიდასთან მიიჭრა.

– მე პროტესტს ვაცხადებ! სად ჯანდაბაში გადაყარეთ ეგ თქვენი "ძმობა",

"თავისუფლება" და "თანასწორობა"?

ქალის შემართებამ ინსპექტორი პასიანსის მიერ მონიჭებული სიმშვიდისა და

კანონზომიერების სამყაროდან კატაპულტასავით ამოაგდო და ფეხზე წამოახტუნა:

– ქალბატონო სავუა!

– სამოცდაათ წელიწადზე მეტია საფრანგეთში ვცხოვრობ და არასდროს მსმენია,

ადამიანს აქ აგვარად რომ მოეპყრონ! – მანდილოსანმა ინსპექტორის თავაზიანობა არად

იღო.

– როგორ, ბორკილებიც დაგადეს და აქამდე არ მოგხსნეს? კულარ! – დიდიემ

თვალები,თ თანამშრომელს დაუბრიალა, ხელბორკილებზე მიანიშნა, მაგრამ ქალმა

ხელები გულთან მიიტანა, დამალა.

– ამაზე არც იოცნებოთ! ამ სიამოვნებას მე ჟაკს ვერ მოვაკლებ! – ნინომ ეფექტური

პაუზა გააკეთა, მოსაუბრე რომ ჯეროვნად მიმხვდარიყო, ამ სახელის მიღმა ვინ

იგულისხმებოდა. – დიახაც, ჩვენი პრეზიდენტი მყავს მხედველობაში! სახლში

Page 24: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

24

შემომივარდნენ, ჩემს სტუმრებს ეს, ზარბაზნები არა და, რა ჰქვია მაგას! ლულებიანი

რომ არის, მოუშვირეს! ჰერცოგმა დე ბოფორმა ღრძილებით საკუთარი პროტეზი

გადაღეჭა, ავსტრიის ელჩი

– შეუძლებელია! – სინამდვილეში ავსტრიის ელჩიც და ჰერცოგი ბოფორიც,

რესპუბლიკის პრეზიდენტზე რომ არაფერი ვთქვათ, დიდიესგან იმდენად მოშორებულ

სამყაროს განეკუთვნებოდნენ, რომ მათ მიერ პროტეზების გადაღეჭვასა და მონელებას

ინსპექტორზე თითქმის არანაირი ზემოქმედება არ უნდა მოეხდინა. მაგრამ ამ

უკანასკნელთა თანამესუფრე აგერ, მის წინაშე იდგა, თანაც პრეტენზიებს აცხადებდა, ასე

რომ პოლიციელი ცოტა არ იყოს, აღელდა და აღარ დააყოვნა:

– ქალბატონო დე სავუა, იქნებ ამ «საიუველირო» ნაკეთობას მაინც მოიხსნით?

კულარ, სასწრაფოდ მოხსენი ქალბატონს სამაჯური! მე კი სიგარეტი მინდა!

დიდიემ სიგარეტის მოწევას თავი კარგა ხნის წინ დაანება, მაგრამ

განსაკუთრებულ შემთხვევებში ხელში დაჭერილი სიგარეტი მას ძალას ჰმატებდა. იმ

შემთხვევებში კი, თუკი სიგარეტს მოუკიდებდა

– სიგარეტის თქვენთვის მოცემა რომ ამიკრძალეთ? – კულარმა უფროსის

ბრძანების შესრულებისას პოლიციელისთვის შეუფერებელი ორჭოფობის ნიშნები

გამოავლინა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა მისი შესრულებაც და შეუსრულებლობაც

საყვედურის საბაბი შეიძლება გამხდარიყო.

სამაგიეროდ რატი დიდიეს სურვილს მაშინვე მიუხვდა და სიგარეტი თავაზიანად

მიაწოდა. ინსპექტორმა გამოართვა და აღელვებული გამომეტყველებით პირშიც კი

ჩაიდო, თუმცა ამის შემდეგ შესაფერისი ნებისყოფა გამოავლინა და აღარ მოუკიდა:

– ქალბატონო დე სავუა, სწორედ გაგვიგეთ! მარშე პარიზში ახალი

კალედონიიდან გადმოიყვანეს, იქ სხვა წეს-ჩვეულებებსაა შეჩვეული ტერორისტებმა

მასზე რამდენიმე თავდასხმა მოაწყეს

– მაშ მე ტერორისტი ვარ? ამასაც მოვახსენებ ჟაკს! – როგორც იქნა, ქალმა სკამზე

ჩამომჯდარი გიორგიც შეამჩნია და გააფთრებულმა შეუტია – შენ, რასაკვირველია, მამა

აბრამის ბატკანივით მშვიდად იჯდები და ამ მხეცებს ხელში უსიტყვოდ შემატოვებ!

– როგორ გეკადრება! აგერ უკვე ორმოცდახუთი წუთია, მე პროტესტს

გამოვთქვამ! დაგავიწყდა? მე ხომ თბილისში უნდა წავსულვიყავი!

– თბილისში მიდიხარ? ღმერთო ჩემო, სამ დღეში მე ხომ რიო-დე-ჟანეიროში უნდა

ვიყო! – ქალმა ჩანთაში თავის მობილურ ტელეფონს ძებნა დაუწყო, მაგრამ გადაიფიქრა

და დიდიეს მიმართა – ნება მომეცით, ინსპექტორო, თქვენი ტელეფონით ვისარგებლო.

ბოლოს და ბოლოს პოლიცია ჩვენი გადასახადების ხარჯზე არსებობს, ჩვენ თქვენ

გიქირავეთ, და არა თქვენ ჩვენ!

ქალმა ტელეფონის ყურმილი მოიმარჯვა და ვერანაირი ხმა რომ ვეღარ გაიგონა,

მავთულს თვალი გააყოლა და ბოლოს გაწყვეტილი ადგილიც აღმოაჩინა,

ფრანგებისთვის ჩვეული პირდაპირობით მოვლენები შესაფერისად შეაფასა:

– აქაურობა ბორდელს უფრო წააგავს! დამაკავშირებთ თუ არა ჩემს მსახურს?

Page 25: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

25

დიდიემ თანაშემწეს ანიშნა და ეს უკანასკნელიც გაწყვეტილი ხაზის აღდგენას

შეუდგა. ტელეფონი იმდენად მოულოდნელად აწკრიალდა, რომ საკუთარ ფიქრებში

გართულმა ნინომ ღილაკზე დაჭერილი თითი უცებვე აიღო და უპასუხა:

– ნინო დე სავუა გისმენთ უკაცრავად, ახლავე დაგალაპარაკებთ, – ქალმა

ყურმილი ინსპექტორს მიაწოდა.

– პოლიციის კომისარიატი ბევრი ფიქრის შემდეგ შენც გადაწყვიტე ჩემთან ერთად

წამოსვლა? არა, სოფი, ეს სრულებით გამორიცხულია! ნიცაში საშიში რეციდივისტების

ბანდა გადაგვყავს რასაკვირველია, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

გაგონილმა სიტყვებმა ნინო ზღვარზე გადაატარეს და ისიც ინსპექტორის

საუბარში უხეშად ჩაეჩრა:

– დიდი ბოდიში და რომელ რეციდივისტებზეა აქ საუბარი? ინსპექტორო, თქვენ

მოგმართავთ!

ნინოს ამგვარმა კილომ დიდიეც გააღიზიანა:

– ჩემს საგანგებო აგენტს ვესაუბრები. დაშიფრული ენით – ყურმილში კი

გააგრძელა – არა, არანაირ ქალს მე აქ არ ვხედავ ჩემო სიცოცხლევ, ჩათვალე, მე უკვე

გზაში ვარ!

– რაო? მე ქალი არა ვარ?

– გაჩუმდით!

– მე კი ყოველგვარი შიფრების გარეშე გეკითხებით – დამალაპარაკებთ თუ არა

ჩემს შინაურებს?

ორ ფრონტზე საუბარს დიდიე ვეღარ აუვიდა და იფეთქა:

– მორჩა! ჩვენ საგანგებო რეჟიმზე გადავდივართ. – გაგულისებულმა, მან

ტელეფონის მავთულზე კვლავ მოქაჩა და ამჯერად ტელეფონის აპარატიც იმსხვერპლა –

ამ წუთიდან მოყოლებული, მოქალაქე სავუა, გარე სამყაროსთან თქვენი ნებისმიერი

გასაუბრება ჩემს მიერ ტერორისტული აქტის სისრულეში მოყვანის სამზადისად

აღიქმება. ახლავე აქ თქვენს მესამე დამქაშსაც მოაბრძანებენ და პირდაპირ სადგურში

გავემგზავრებით! სადღაა ეს დალოცვილი მარშე? ეს პარაშუტისტები ნამდვილი

ლოკოკინებივით ზოზინობენ!

დიდიე კომპიუტერს მიუბრუნდა და გააფთრებით გააგრძელა კარტების გადასმა.

პოლიციის განყოფილებაში ნიკოს მოსალოდნელი მოყვანის შესახებ ცნობამ კი

გიორგის ელდა დასცა:

– შეუძლებელია! ნიკო კლინიკაში წევს!

რატი, რომელიც აქამდე სეირს გვერდიდან შეჰყურებდა, მოულოდნელად

ინსპექტორს ეკვეთა და ლამისაა მუხლებზე დაუჩოქა:

– ბატონო პოლიციელო, ნუ დამღუპავთ, ნუ ჩამიშლით ფილმის გადაღებებს!

გნებავთ, საზღვრამდე გამოგვყევით, გნებავთ, თბილისამდე ჩაგვაცილეთ! არ ინანებთ,

იქ საუკეთესოდ გაგიმასპინძლდებით!

– კრინტი, სანამ ყველანი საპყრობილეში არ ჩაგალპეთ! – როგორც იქნა, დიდი

ჯახირის შემდეგ, დიდიეს პასიანსი გაეშალა და მანაც თანაშემწეს მიმართა:

Page 26: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

26

– კულარ, ხედავ – სოვაჟონის საქმეში არნელი უნდა იყოს დამნაშავე. აგერ

სახაზინო სახლიც, ციხე ამოუვიდა! გამოაწერინე მოსამართლეს ორდერი მაგის

დასაპატიმრებლად! თქვენ კი, – ინსპექტორი რატის მიუტრიალდა – კულარ, ყოველი

შემთხვევისათვის ამ ვაჟბატონსაც დაადე ბორკილები!

მუხლებზე დაჩოქილმა რატიმ ფეხზე ადგომის გარეშე უკან დაიხია და მას

ოთახში შემოსული პოლიციელი შეეჯახა, რომელიც თავის მეგობართან ერთად

საავადმყოფოს გორგოლაჭებიან საწოლს მოაგორებდა.

საწოლის გვერდით ორმოცს გადაცილებული დამწუხრებული ქერათმიანი

ექთანი მოცუნცულებდა, ამავდროულად წვეთოვანში შპრიცით წამალი შეჰყავდა.

წვეთოვანის მეორე ბოლო ლოგინზე უგონოდ გაშოტილი მოხუცის მკლავთან იყო

მიერთებული.

ოთახში წამიერად სიჩუმემ დაისათბურა. ნინო ავადმყოფის ლოგინს ნელ-ნელა

მიუახლოვდა და მეგობარი იცნო, ხმადაბლა წამოიძახა:

– ნიკო? ეს! ეს! რა გიქნეს ამ რეგვენებმა?!

– ვერაფერი ვიღონეთ! ბატონი ნიკოლა ძალით მოგვტაცეს! – თავი გაიმართლა

უდანაშაულო ექთანმა. – კლინიკაში ავტომატებით შემოგვიცვივდნენ! რომ ნახოთ, რა

დღე დაგვაწიეს! ნამდვილი იერიში მიიტანეს! ბატონი ნიკოს მკურნალი ექიმი სწორედ

ამის გამო ვეღარ გამოგვყვა.

განყოფილებაში ავადმყოფის სარეცელის დანახვამ თითქმის ყველაფერს

შეჩვეული დიდიეც კი შეაძრწუნა. ორიოდე წამში კი, როცა ოთახში სახედაჩხაპნილმა

მარშემ შემოაბიჯა, ინსპექტორმა მას მიმართა:

– ბატონო მარშე, ამ ავადმყოფის წამოყვანა, ვფიქრობ, მართლაც ზედმეტი იყო! არ

დაგავიწყდეთ – პარიზისა და ახალი კალედონიის გრძედები და განედები ოდნავ

განსხვავდებიან ერთმანეთისგან! ჩვენი პრეზიდენტის რეზიდენცია, ელისეს სასახლე

აგერ, ყურის ძირშია!

შემოსული პოლკოვნიკის დანახვაზე კი ნინო მას კატასავით დაეძგერა:

– რეგვენო! ბარბაროსო! ჩემს თვალწინ გამოჩენა კიდევ ერთხელ როგორ გაბედე! –

ორმა მხარბეჭიანმა პოლიციელმა ნინო გააკავა და, საბოლოოდ, მედგარი

წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ იგი გვერდზე განარიდეს, თუმცა კი ჰაერში

ატაცებული ქალი ხელებსა და ფეხებს მაინც იქნევდა.

– არა და რა კეთილი კაცი იყო ბატონი ნიკოლა! – სათქმელი გააგრძელა ექთანმა, –

ორ დღეში უნდა გამოწერილიყო! დერეფანში არც ერთ ექთანს ისე არ გაგვატარებდა,

ნემსს ისე არ გაგვაკეთებინებდა, ერთი ქათინაური მაინც რომ არ ეთქვა! ხანდახან კი,

განსაკუთრებით კარგ განწყობაზე თუ იყო ხოლმე

ამასობაში მარშემ შეკრებილებს გადაავლო თვალი და ზიზღიანი

გამომეტყველება ვეღარ დამალა.

– ცრუპენტელა დემოკრატები! გგონიათ, ახალი კალედონიიდან პარიზში, ელისეს

სასახლის სიახლოვეს შემთხვევითი ხალხი გადმოჰყავთ?! ჩემისთანები რომ არა, მსგავსი

Page 27: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

27

ტერორისტები უკვე დიდი ხანია ხეებზე უკან შეგაძვრენდნენ! ოდესმე თუ

შეხვედრიხართ ცოცხალ ადამიან-ყუმბარას?

ლოგინზე გაშოტილ ნიკოს ძაგძაგი დააწყებინა. მოგონებებს აყოლილმა,

აფორიაქებულმა ექთანმა სამოგზაურო სამედიცინო ჩანთაში, სასწრაფოდ წამალი

მოძებნა, მინის ბოლოს თავი წაატეხა, შპრიცი გაავსო და ავადმყოფს ნემსი გაუკეთა.

– ამისთანა ცხოვრებაზე ხელაღებული სიმულანტებია, წელზე ყუმბარებს რომ

შემოიბნევენ, მსხვერპლს გულში ჩაიხუტებენ და იქედან წერილს გამოაგზავნინებენ

ხოლმე!

– ნიკომ უნდა ჩაიხუტოს გულში რუსეთის პრეზიდენტი? – მეგობრის წვალების

შემხედვარე გიორგის აღშფოთებისგან ლაპარაკისას პირზე დუჟიც კი მოადგა, –

კორსიკაზე ამისთანა მძიმე ავადმყოფი გინდათ გაამგზავროთ?

წამოჭრილ პოლემიკაში სიტყვა დიდიემაც ჩაურთო:

– კაცმა რომ მოგისმინოთ, კანონები მხოლოდ პოლიციისა და უშიშროების

სამსახურის თანამშრომლებისთვის იწერება! ვაჟბატონს საქართველოში განუზრახავს

წასვლა, ქალბატონი ბრაზილიაში მიემგზავრება ასე გამოდის, კორსიკაზე

ტერორისტებად ბატონი მარშე და მისი პარაშუტისტები მყოლია წასაყვანი!

– თქვე, თქვე, ცინიკოსო! – აღშფოთების გამოსახატავად ნინომ მისთვის ჩვეულ

ლექსიკაში უკეთეს სიტყვას ვეღარ მიაგნო, გაკავებული ხელებით სკამი მაღლა აიტაცა

და გამომწვევად იატაკზე დაახეთქა, ზედ ჩამოჯდა – მორჩა! მე შიმშილობას ვაცხადებ!

თანაც მშრალს! უწყლოს!

– ეს თქვენი პრობლემაა! – მიიღო გამოწვევა დიდიემ. – კულარ, მანქანები მზადაა?

გიორგიმ მოულოდნელად შემწყნარებლობა გამოამჟღავნა და პოლიციელს

დამშვიდებული კილოთი მიმართა:

– ბატონო დიდიე, ბატონი ჩიქოვანი მაინც დაინდეთ ჯანდაბას, სეზონის

დაწყებამდე კორსიკაზე განავარდება ასე თუ გინდათ – დაგნებდებით, ოღონდაც ნიკოს

ცოდვას ნუ იტვირთავთ!

მცირე ხნის ყოყმანისა და გაგონილი წინადადების გადახარშვის შემდეგ ნინომ

თანამემამულეს ახედა, ბოლოს ფეხზე წამოდგა და გიორგის გვერდში ამოუდგა:

– მეც მანდა ვარ!

დაკმაყოფილებულმა დიდიემ ჯიბიდან გასაღებების შეკვრა ამოიღო, ქალის ხელ-

ბორკილების გახსნა მოინდომა, მაგრამ ნინომ ხელები კვლავ გულში ჩაიკრა.

– ნურას უკაცრავად! ხომ გითხარით – ეს სუვენირი ჟაკისთვისაა განკუთვნილი

– როგორც გენებოთ, – დიდიემ გარეგნულად მშვიდად გამოიყურებოდა, თუმცა

კი საკუთარ თავს გამარჯვება მიულოცა: სრულებით მოულოდნელად, ზედმეტი

მიკიბულ-მოკიბულობებისა და ექსცესების გარეშე მან სამხრეთული წარმომავლობის ამ,

ბოშების მგვან, ჩვეულებრივად მშფოთვარე და ხმაურიან წარმომადგენლებთან

ურთიერთობაში საწადელს ასე ადვილად მიაღწია. ამ ცოტა ხნის წინ მან ამ

ქართველების შესახებ რაღაც დოკუმენტური ფილმი ნახა, სადაც მათი თანამემამულენი

Page 28: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

28

კანონს აინუნში არ აგდებდნენ და, აქედან გამომდინარე, თავისი ბუნებით,

განმარტებისამებრვე ტერორისტები უნდა ყოფილიყვნენ!

იმის მიუხედავად, რომ საფრანგეთში, დასავლური ცივილიზაციის ამ აკვანში (ეს

განმარტება პოლიციელმა ერთ-ერთ გაზეთში ამოიკითხა და იმდენად მოეწონა, რომ იგი

სამომავლოდ ხმარებისათვის მეხსიერებაში დაიხვია), ათეულობით წლის განმავლობაში

ცხოვრობენ, მაგრამ როგორც უფრო პრიმიტიული ცივილიზაციების წარმომადგენლები,

ყველა დამოკიდებულებას პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე აგებენ და

კანონის ყველა მოთხოვნას პირადოვნულივე საზომით ზომავენ

საქმის მოგვარება დიდიეს მხოლოდ ამდენი უსიამოვნების მომტან უშიშროების

უწყების წარმომადგენელთან დარჩა და კალედონიიდან პირდაპირ შუაგულ პარიზში,

ცივილიზაციის ამ აკვანში (!) გადმოსმულ არამკითხე პარაშუტისტ პოლკოვნიკს მან

დაუმსახურებელი მოწიწებითაც კი მიმართა:

– ბატონო მარშე, დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ავადმყოფის უსაფრთხო მგზავრობაზე

პასუხისმგებლობას ვერც მე და ვერც საფრანგეთის პოლიცია საკუთარ თავზე ვერ

ვიტვირთავთ

– ჰო! მერე?

– მერე? მერე კორსიკაზე ან თვითონ წააბრძანეთ, ან კიდევ კლინიკაში

ავადმყოფის დასაბრუნებლად პარაშუტისტების თქვენს ბრიგადას ალბათ საკმაო

გამოცდილება დაუგროვდა

ოთახში მორიგე პოლიციელმა შემოიხედა:

– ბატონო ინსპექტორო, აქაურ ნომერზე ვერაფრით დაგიკავშირდით; თქვენი

მეუღლე ტელეფონთან გთხოვთ,.

– სოფი? არა, არავითარ შემთხვევაში! შეუთვალეთ – ჩვენ უკვე კორსიკაზე ვართ! –

დაიკივლა დიდიემ.

6.

მატარებელი «პარიზი – ნიცა» ცენტრალური საფრანგეთის ზეგანზე

თავწამოწეულ ბორცვებზე მწვანედ აბიბინებულ ყანებსა და ზვრებს შორის მიჰქროდა,

გვერდზე მოიტოვებდა მინდვრებში აქა-იქ სოლივით შემოჭრილ ტყეებს და სამხრეთის

მიმართულებით მიექანებოდა.

მატარებლის ვაგონში გიორგის გვერდით სავარძელში მჯდომ ხელებშეკრულ

ნინოს ძილი ერეოდა, თავის დასადებად მეზობლისკენ იხრებოდა, მაგრამ თვალის

ყოველი გახელვისთანავე მიხვრა-მოხვრით და სახის გამომეტყველებით ცდილობდა

თანამგზავრისგან სრული დამოუკიდებლობა გამოემჟღავნებინა. ამის მიუხედავად,

ქალი ტანის მდგომარეობას არ იცვლიდა, ჩათვლემისთანავე მუდამჟამს გიორგის

მიმართულებით გადაიხრებოდა, და ძველებურად ბუზღუნებდა:

– როდის მოვისვენებ უშენოდ, ასე რომ აღარ შემაწუხო!

– ცოტაც ვეღარ მოსუქდი, ცარიელი ძვლები რომ მოგიღერებია?!

Page 29: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

29

გიორგიც დიდი რუდუნებით ევლებოდა მის მხარზე დადებულ ქალის თავს,

დახველებას თუ ცხვირის დაცემინებას ვერ ბედავდა, მოთმინებით ითმენდა ქალის

მომდურავობას:

– არიქა, აღარ მომასვენო! ცხვირიც ახლა გაგიხდა მოსახოცი, ხველებაც და

ქავილიც ახლა აგიტყდა!

უფრო მეტიც, გიორგიმ მეორის ნებელობასა და სიტყვის გამოთქმის სურვილ-

შესაძლებლობებზე თითქმის სრულ კონტროლს მიაღწია და ხმას აღარ აღებინებდა.

მოცემულ შემთხვევაში ეს საკმაოდ აქტუალურ საკითხად იქცა, რამდენადაც, შინაგან

დიალოგში ჩართვისას, მოხუცი, თავისდაუნებლიედ, ჟესტიკულაციას საკმაოდ

აქტიურად იყენებდა ხოლმე.

ნინო კვლავ გასწორდა, თუმცა კი თვალები ორიოდე წამში მორიგეჯერ მიელულა

და გიორგისკენ გადაიხარა. მოხუცების პირდაპირ მჯდომმა დიდიემ, რომელიც

ფერადოვან ჟურნალს ფურცლავდა, გიორგის მიმართა.

– ისე კი, ბატონო ჟორჟ, ბატონი ნიკოლას არყოფნა საგრძნობლად დაგეტყოთ!

უცნაურია, სამოცდათხუთმეტი წელია უნდა იცნობდეთ ერთმანეთს

– ოთხმოცდაათი – შეუსწორა გიორგიმ.

– ოთხმოცდაათი? ო-ლა-ლა! – დიდიემ გაგონილი ციფრი თავისი ცხოვრების

ხანგრძლივობას მიუსადაგა და სამასშტაბო ერთეულის გააზრების შემდეგ გააგრძელა –

მით უმეტეს! ოთხმოცდაათი წელია იცნობთ ერთმანეთს, ერთი ტერორისტული ბანდის

წევრები ხართ,

– ბატონო დიდიე! ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ არანაირი ტერაქტები ჩვენ

არასდროს არ მოგვიწყვია და მსგავს სისულელეებზე არასდროს არც გვიფიქრია! ეს

გამონაგონი ფრანგული სპეცსამსახურებისა და ცივი ომის მონაჭორია

– და მაინც ქიშპობთ, რაღაცა ვერ გაგიყვიათ

– სასწაულია! – ნინო ადგილზე გაიმართა, – საკმარისია ქალმა თვალი ერთი

წამით დახუჭოს, ეს მამაკაცები მაშინვე ჭორაობას რომ დაიწყებენ ხოლმე! დოსიეებს

ადგენენ და საბუთებს აგროვებენ! არარსებულ ტერორისტებს ებრძვიან!

– რას ბრძანებთ, ქალბატონო

– რა ვერ გაგიგიათ?! საბუთები გაქვთ გადასასინჯი! ამდენი წლის განმავლობაში

ისიც კი ვერ გაგირკვევიათ, გიორგი ჩემი პირველი ქმარი რომ იყო!

ამ სიტყვების გაგონებამ ინსპექტორი ფრანგული მართლმსაჯულების და,

ამდენად, საკუთარი უწყების უცოდინრობის სახელითაც ცოტა არ იყოს დაარცხვინა.

– მაშ თქვენ მაგისი ცოლი ბრძანდებოდით?

– როგორ გეკადრებათ! – რახან მე გიორგის ცოლი გახლდით, ის კი ჩემი ქმარი

იყო, გამოდის, ჩვენ ერთმანეთის მეზობლები უნდა ვყოფილვიყავით! – უკეთესი

შედარება ვეღარ მოიფიქრა ნინომ.

დიდიემ დამალვა ამჯობინა და ჟურნალის უხვად დასურათებულ, ფერადოვან

ფურცლებს ამოეფარა, თუმცა კი წაკითხულმა სტრიქონებმა დიდი ხნით დადუმების

საშუალება არ მისცა და მალევე თავი გამოჰყო:

Page 30: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

30

– შეხედეთ ერთი! ადრე თუ გსმენიათ – ბასკებს ესპანეთიდან და, ამდენად

ჩვენებურ გასკონიელებსაც ქართველებთან ბევრი საერთო რომ უნდა ჰქონდეთ?!

– უფრო მეტსაც გეტყვით – პირენეს ნახევარკუნძულსაც და ჩვენს საქართველოსაც

უწინ ორივეს იბერია ერქვათ, ასე რომ მეთერთმეტე საუკუნის უდიდესი ქართველი

საზოგადო მოღვაწე, მომავალში წმინდანად შერაცხული გიორგი ათონელი ესპანეთშიც

კი გამოეგზავრა, ამ შორეულ ნათესაობაში გარკვევას შეეცადა.

– მერე? რამდენი რამე იცით, ბატონო ჟორჟ!

ნინომ თავი ამჯერად სავარძლის საზურგეს მიაყრდნო, თვალები დახუჭა და

ძილქუშში ერთ ხანს მამაკაცების მოღუშული ხმები ესმოდა.

მოულოდნელად, კუპეს კარი თეთრჩოხიანმა, ოცდახუთიოდე წლის მხარბეჭიანმა

ვაჟკაცმა გააღო და თავისი ღიმილით გარშემო მომაჯადოებელი სითბო მიმოაფრქვია:

– კამპანიას სიცოცხლე! უჩემოდ ხომ არ მოიწყინეთ? რას დაემგვანეთ! ცხვირები

ხორთუმებივით რას ჩამოგიშვიათ? ან, იქნებ, ხელახლა დაქორწინება გადაწყვიტეთ და

თავისუფლებას ვეღარ ელევით?

ახლადშემოსულმა მოხუცები გაწევ-გამოწია, მათ შორის ჩაჯდა და მკვლავებით

გადაეხვია.

გიორგის გული აუჩუყდა, თვალზე ცრემლი მოადგა, მეგობრისკენ გადაიხარა და

მხარზე გადადებულ ხელზე აკოცა.

– ნიკო, როგორ გვაკლდი! რა კარგია, რომ წამოგვეწიე!

– რომ იცოდეთ, როგორ მომენატრეთ! – თავის მხრივ გული გადაუხსნა ნიკომაც.

მოზღვავებული გრძნობების მოსანელებლად ნინომ ფანჯარაში გაიხედა, თვალზე

მომდგარი სიხარულის ცრემლი შეიწმინდა და კვლავ ნიკოს მიუტრიალდა, ჩვეულად

წაიბუზღუნა:

– ნუ უჯერებ ამ ბებრუჩუნას. ხომ იცი, პირადად მე შენი დანახვა სულაც არ

გამხარებია

წარმოთქმულ სიტყვებთან სრულებით შეუფერებლად თვალებგაბრწყინებული

ნინო სკამზე წამოიწია და ნიკოს ლოყაზე აკოცა, ახედ-დახედა, ბოლოს კი ყურიმალიდან

თავისივე დანატოვარი პომადა მოწმინდა:

– იმედი მაქვს, შენი ქალბატონები მაინცდამაინც არ გამინაწყენდებიან?

– რა იცი, რა გნიასი აქვთ ახლა ატეხილი, – გაუღიმა ნიკომ, მოხუცი მეგობრები

კვლავ თავისკენ მოზიდა და გულს მოწოლილი გრძნობის გამოსახატავად წაიღიღინა:

მოგონებანი გარდასულ დღეთა,

მესიზმრებიან თვალებახელილს,

ნინოც და გიორგიც ერთ ხანს გარინდულნი ისხდნენ, საკუთარ გრძნობებში

გარკვევას ცდილობდნენ, მაგრამ ბოლოს თავი ვეღარ შეიკავეს და, ჯერ ნინომ, შემდეგ კი

გიორგიმ ხმები აუბეს:

რად მოდიოდი, პატარავ, ჩემთან,

თუ თან მოგქონდა დიდი ნაღველი

Page 31: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

31

ფრანგული ყურისთვის უჩვეულო მელოდიით გაოცებულმა დიდიემ თავი

ჟურნალიდან ამოჰყო და მის პირდაპირ, ერთმანეთის გვერდიგვერდ მჯდომ ორ

თვალებდახუჭულ მოხუცს მიაშტერდა, რომელთაც ასე მოულოდნელად ატეხეს

მატარებელში მრავალხმიანი გალობა.

სიმღერის დასრულების შემდეგ მოხუცებს შორის მჯდომმა ახალგაზრდა ნიკომ

ახალუხის გულის ჯიბიდან ოქროს პორტსიგარი ამოიღო, გახსნა და სიგარეტი ნინოს

შესთავაზა.

ერთ ხანს ყოყმანის შემდეგ ნინომ, ბოლოს, სიგარეტი მაინც ამოიღო:

– ექიმებმა კი ამიკრძალეს

ნიკომ ქალს სიგარეტზე თავაზიანად მუაკიდებინა და გიორგის მიუტრიალდა:

– შენ არ გთავაზობ, ვიცი, უარს მეტყვი, – ნიკოს აშკარად რაღაცა ჰქონდა

სათქმელი, თუმცა კი სიტყვის წარმოთქმას ვერა და ვერ ბედავდა, – რომ იცოდეთ, რა

კარგია თქვენს გვერდით ყოფნა, ასე ძალიან რომ არ მეჩქარებოდეს! ქვეყანა ხალხი მყავს

კიდევ სანახავი! გიორგი, ერთი სათხოვარი მაქვს შენთან

– თუნდაც ათი! – შეიფერა მოხუცმა.

– ერთი ოხუნჯობა უნდა მაპატიო რას წარმოვიდგენდი მაშინ, ის ერთი გახუმრება

ასე რომ შემოგიტრიალდებოდა!

გიორგი თავის მეგობარს გაკვირვებით მიაშტერდა.

– არ გახსოვს? დუშეთში, ოცდაორში, «… Да, я институтка …»

1922 წლის სუსხიანი ზამთრის გვიან საღამოს მთვარის შუქზე მოკიაფე თოვლს

ახლომახლო მთების კალთები იდუმალების საფარში გაეხვია. კაცის ჭაჭანება არ ჩანდა,

მხოლოდ შიგადაშიგ, ყინვისაგან ხან ერთ, ხან კი რომელიმე სხვა ხეს ქერქი

შემოასკდებოდა და ტკაცანს ადენინებდნა. მთის ფერდობზე განმარტოებით მდგარი

საავადმყოფოამბულატორიის ერთსართულიანი შენობის ერთადერთი განათებული

ფანჯრიდან საკვამლური იყო გამოყვანილი და ცხელი ბოლით გაყინულ ჰაერს

ათრთოლებდა. სიცივიისგან გარინდული ბუნების იდუმალებას ახლო ტყიდან მოსული

ჭოტის კივილი თუ დაარღვევდა.

ამბულატორიის მისაღებში ახალგაზრდა ნიკოსა და გიორგის მაგიდაზე

სახელდახელო სუფრა გაეშალათ, ჩაის მიირთმევდნენ და ორცხობილებს

აკნატუნებდნენ. მომცრო ღუმელში ცეცხლი თითქმის ჩაქრა, მაგრამ ორივე

ახალგაზრდას ადგომა და შეშის ჩამატება ეზარებოდა. ოთახში ტემპერატურამ ცოტა არ

იყოს დაიწია და ნიკომაც ხელის გულები დაიზილა, მეგობარს თვალი ჩაუკრა:

– სპირტზე როგორა ხარ? კარგად შეგვაბუჟბუჟებდა!

პასუხად გიორგიმ ხელი მარცხენა მხარზე, ლავიწის ოდნავ ქვემოთ მოიკიდა:

– ხომ იცი, სასმელს ვერიდები. ამ ჭრილობის შემდეგ რაც მე ფილტვებში სითხე

მქონდა ჩამდგარი

Page 32: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

32

– მას მერე, შე კაცო, მოლამ ერთი სამი ვირი მაინც გამოიცვალა! ისე კი, როგორც

გენებოს, – ნიკო შემინულ სამედიცინო კარადასთან მივიდა, სინათლის სხივების

გაუმტა-რი, იოდისფერი მოზრდილი შტოფი გადმოიღო და გამჭვირვალე სითხე მინის

მომცრო ქილაში დაისხა, დასუნა. – იმედია, იმ მოხუცი ხევსურის შარდის შემდეგ

ჭურჭელი გამოავლე? ცოტა არ იყოს, უცნაური სუნი ასდის!

გაოგნებულმა გიორგიმ მეგობარს ახედა. ნიკომ ერთ ხანსაც შეინარჩუნა

სერიოზული იერი, თუმცა ბოლოს გაიბადრა:

– რა იყო, კაცო, ხუმრობა აღარ გესმის?

– ამისთანა არა

– კეთილი, მაშინ სერიოზულ თემებს შევეხოთ. ნინოსაგან რა ისმის? ახალი

არაფერი შეიტყე?

– სანდო ვერაფერი ზოგი ამბობს – კონსტანტინოპოლსააო, ზოგისგან მსმენია –

ბერლინში უნახავთო. ისიც კი არ ვიცი – იცის თუ არა, მე რომ გადავრჩი, ცოცხალი ვარ

– არც ქვრივი, არც ცოლი და არც პატარძალი, – დაფიქრდა ნიკო და ბოლოს

გადაწყვეტილება მიიღო და ჭიქა ასწია, – აბა, ნამდვილ სიყვარულს გაუმარჯოს!

ნიკომ სასმელი ერთბაშად გადაჰკრა, დაიმანჭა და ორცხობილას წასწვდა, დასუნა.

ოთახში ერთ ხანს სიჩუმე ჩამოწვა. გარედან შემოსულმა თოვლის ჭრაჭუნმა და

ხმამაღლა მოკამათე რამდენიმე ადამიანის ხმამ გიორგი დააფრთხო. ახალგაზრდა

მამაკაცი სასწრაფოდ ფანჯარასთან მიიჭრა, ფარდას ამოფარებულმა ფრთხილად გარეთ

გაიხედა, კიდევ უფრო აფორიაქდა და შემოსასვლელში, კუთხეში გასაშრობად

დალაგებულ შეშას ეცა. ნაპობში საგულდაგულოდ გაკეთებული სამალავიდან მან

ჩვარში გახვეული რევოლვერი ამოიღო, სასწრაფოდ გახსნა, ხალათის ჯიბეში ჩააცურა

და, დაძაბული, კართან კედელს აეკრო.

ნიკო მშვიდად შეჰყურებდა მეგობრის ფაციფუცს:

– რა მოგივიდა? რა ამბავია?

– რუსის სალდათებია

– სულაც გენერლები რომ იყვნენ, რა მნიშვნელობა აქვს! უმჯობესია ცეცხლს

მიხედე, ნაკვერჩხალი სულ მალე ჩაქრება და დანთება გაგვიჭირდება.

კართან ატუზულ გიორგის მდგომარეობა არ შეუცვლია.

– გიორგი, ნუ გავიწყდება – ამ ერთი, ვითომ და ჩვეულებრივი თეთრი ხალათის

წყალობით ჩვენ, მედიკოსები, სხვა ყველა მოკვდავის თვალში განსხვავებული ჯიშის

არსებებად ვიქცევით. როგორ გაგაგებინო – შენ რომ ჩემი ფერშალი ხარ, ეგ "ნაგანი"

თანამდებობით გეკუთვნის! სადღაც შეშაში კი არ უნდა გქონდეს გადამალული,

ქამარზე, ბუდეში უნდა გედოს! რომ დამიცვა – ვინიცობა, შენისთანა რას გეძახიან ეგ

ბოლშევიკები? "ნაციონალისტმა" ჩემზე თავდასხმა თუ დააპირა ასე რომ დაბრძანდი,

ჩაი სულ გაგიცივდა.

გიორგიმ მეგობრის ნათქვამი აწონ-დაწონა და ბოლოს მაგიდას დაუბრუნდა,

თუმცა კი ჯიბეში ჩატოვებული ხელი ბოლომდე არ მოუდუნებია. ნიკომ ორცხობილა

ხრაშუნით ჩაკბეჩა.

Page 33: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

33

გარედან, აივანზე ჩექმების არეულად ბაკუნის ხმა შემოისმა – ეტყობა,

ახლადმოსულები თოვლს იბერტყავდნენ, ბოლოს კი კარზე ვიღაცამ მორიდებულად

დააკაკუნა.

– მობრძანდით! – ნიკომ დამშვიდებული ხმით უცნობები შემოიპატიჟა.

კარი ჭრაჭუნით გაიღო და მცირე ყოყმანის შემდეგ მისაღებში სამმა შინელიანმა

რუსმა ჯარისკაცმა შემოაბიჯა. ორ მათგანს მხრებზე გაურკვეველი ასაკისა და

გარეგნობის, მაგრამ სავარაუდოდ მაინც მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ეჭირა,

მესამე, დაბალი და ჭორფლიანი კი ცდილობდა ქალს ფეხებში წასწვდომოდა, მაღლა

აეწია, ეს უკანასკნელი კი «მშველელს» წიხლავდა:

– Сгинь, паскуда!

ყინვაში აღმართში სიარულით აქოშინებულ ოთხეულს ჭაჭისა და ოფლის

ოხშივარი ასდიოდა. ნიკომ ჭუჭყიან, შმორის სუნიან, ამოჩაჩულ შინელებში

გამოწყობილი შემოსულები აუღელვებლად თავით ფეხებამდე აზომა. სამხედროებს

აშკარად ეტყობოდათ, რომ გიორგის დასაპატიმრებლად არ ამოსულან და ექიმისა და

ფერშლის თეთრი ხალათების პატივსაცემად ერთ ხანს გაირინდნენ. ბოლოს

ჯარისკაცებმა ქალი ძირს ჩამოსვეს და ქუდებიც მოიხადეს.

ბოლოს სიჩუმე ნიკომ დაარღვია:

– Что, ребята, загулялись ? Больницу с кабаком перепутали ? Повеселиться

решили ?

ჯარისკაცებმა ერთმანეთს გადახედეს და ყველაზე უფრო ენამოსწრებულმა

უპასუხა:

– Да вот, доктор, Любка наша расханютилась, кричит – мочи нету!

ნიკომ ყურადღება Ëþáêà-ად წოდებულ ქალის მგვან არსებაზე გადაიტანა და

ექიმებისთვის ჩვეული მშვიდი და ამავე დროს მკაცრი კილოთი შეეკითხა:

– Где у тебя, дорогуша, болит?

ქალი ქუთუთოების შეშუპებისაგან კიდევ უფრო დაპატარავებული თვალებით

მი-აშტერდა ნიკოს. ბოლოს, როგორც იქნა, მან შეკითხვის დამსმელი სიმთვრალით ამ-

ღვრეულ მხედველობის არეში მოაქცია:

– Вообще-то вопросы люблю задавать я! А ты у нас у-у, какой серьезный! Тебя

как звать? – ქალი როლში შეიჭრა და არამტკიცე ნაბიჯით, ექიმისკენ გამომწვევად

გამოემართა. გამთბარ ოთახში წითელი საღებავით შეღებილ იატაკზე მისი ჩექმებიდან

თოვლის ნამქერი უკვე წყლის წვეთებად ეღვენთებოდა.

ნიკო ქალის მიერ დატოვებულ კვალს მიაშტერდა და სისუფთავის მოყვარულმა,

გად-აწყვიტა ამ უგვანო სანახაობისთვის ბოლო მოეღო:

– Ну-ка ровняйсь! Смир-но!

ექიმის მოულოდნელმა ბრძანებამ სამივე ჯარისკაცი გონს მოაგო. მათ ამოჩაჩული

შინელები ქამრებში ჩაიტანეს, შეძლებისდაგვარად სმენაზე დადგნენ, მზერა კი მათ წინ

ორცხობილას მოხრაშუნე ექიმს მიაბჯინეს.

Page 34: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

34

ქალიც გაჩერდა, გათოშილი თითებით მამაკაცური შინელი გადაიხსნა და ხელით

მუ-ცლის ქვედა არეზე მიუთითა:

– Вот здесь.

– И давно? – მიჰყვა ნიკო გინეკოლოგიის კურსის გახსენებას.

– С утра как загудело…

– Ясненько!… Что же это, Любовь ты наша Николаевна столько терпишь? –

ექიმის ხმაში თანა-გრძნობა გაისმა.

საკუთარი მამის სახელის გაგონებაზე ავადმყოფი შეფუცხუნდა.

– Разве мы знакомы? Встречались раньше? Откуда вы знаете мое отчество?

ნიკომ ქალის მამა საკუთარ სეხნიად მხოლოდ რითმული ენაკაზმულობიდან

გამომდი-ნარე მონათლა, მაგრამ უცაბედი თანხვედრა თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა

და მრავლისმეტველად დასძინა:

– Врачи многое знают… И еще о большем догадываются… Сейчас, дорогуша

моя, мы осмотрим и изучим тебя попристальнее, – ნიკო ჯარისკაცებს მოუტრიალდა –

А вы, голубчики, милости просим наружу! Чует мое сердце – придется вам недели

три поскучать без вашей Любови!

ჯარისკაცები ერთ ხანს გაუნძრევლად იდგნენ, გაგონილს ინელებდნენ, ფეხს არ

იცვლიდნენ. ნიკომაც აღარ დააყოვნა ბრძანება:

– Кру-гом! Шагом – марш!

ჯარისკაცები უხალისოდ გატრიალდნენ და გასასვლელისკენ გაემართნენ, ნიკომ

კი თავაზიანი ხელის მოძრაობით ქალი საპროცედურო ოთახისაკენ მიიპატიჟა. ქალმა

ორი ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი გამომმწვევად შეათვალიერა, თვალები

დაუბრიალა:

– Вы вдвоем будете ухаживать за мной?

გიორგის გააჟრჟოლა. მოვლენების ამ მიმართულებით განვითარების

შესაძლებლობის წარმოდგენამაც კი იგი საგონებელში ჩააგდო. ნიკოს არ გამოეპარა

ქალის მგვან ლუბკასთან შეხვედრით მეგობარზე მოხდენილი შთაბეჭდილება:

– რა მოგივიდა? რას უწუნებ? მშვენიერი, ლამაზი გარეგნობის ქალია! ერთია

საწყენი – ჩემი ვარაუდით საკვერცხეების ანთება უნდა ჰქონდეს. წამოდი, ჩავხედოთ

ერთი, შიგ რა ხდება

ნიკო ქალს საპროცედურო ოთახში შეუძღვა და ხელით ოთახის კუთხეში

მონიკელებულ გინეკოლოგიურ სავარძელზე მიუთითა:

– Разденься, дорогуша, покажи-ка нам свои райские прелести, – თვითონ კი

კბილებს შორის ორცხობილა გაიჩრა და ხელების დაბანას შეუდგა.

– ნიკო, მე რომ არ ვყოფილვიყავი, უჩემოდაც ხომ ნახავდი? – გიორგი შეეცადა

მეგობრისთვის თავი შეეცოდებინა.

– რას მიქვია, არ ჩახედავ? თქვენ, ბატონო ჩემო, ეტყობა, გინეკოლოგიურ

სავარძელში მხოლოდ ლინა კავალიერის მგვანი ქალების ნახვას კადრულობთ! ამისთანა

ლუბების გასინჟვა კი, თქვენი აზრით, მაინცდამაინც მე მაქვს მოსჯილი? ფერშალი ხარ,

Page 35: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

35

თუ დურგალი? – ნიკომ მეგობარს მარჯვენა ხელი გაუწოდა რეზინის ხელთათმანის

ჩამოსაცმელად და თან ქალს მიაძახა. – Да ты не тулуп снимай, Любушка ты наша, а

валенки! Здесь у нас не топлено!

– ნიკო, ამის შემხედვარე, მოსაბრუნებელი მე გაგიხდები! – შეეხვეწა მეგობარს

გიორ-გი, მაგრამ ექიმი წამოწყებული სახალისო სეირის შუა გზაში შეწყვეტას სულაც არ

აპირებდა:

– Разговорчики! გიორგი, საით გაგიწევია? აბა ერთი ეგ სანათურა აიღე და აქედან

მომინათე!

ექიმმა ორცხობილას ბოლო ნაჭერი პირში ჩაიგდო და «სარკედ» წოდებული,

რქასავით მოგრეხილი, მონიკელებული გინეკოლოგიური იარაღი მოიმარჯვა. იგი ქალს

მიუტრიალდა, კაბა კიდევ უფრო მაღლა, ჭიპამდე ააწევინა და მაჯის შეუმჩვნეველი

მოძრაობით გინეკოლოგიური «სარკით» დაუბანელი ბალნით დაფარული საშვილოსნო

გადაუხსნა, ოდნავ ჩაიხარა, გასინჯვას შეუდგა, ორცხობილას ხრაშუნის კვალდაკვალ

მეგობარს მიმარ-თავდა:

– ნუ არიდებ, გიორგი თვალს! კაცმა რეალობას თვალი შიგ გუგებში უნდა

გაუსწორო! Видишь, Люба, ты очень приглянулась моему другу.

გიორგი თავს ძალას ატანდა ქალის მიმართულებით არ გაეხედა, მზერა საკუთარი

ფეხსაცმლისთვის არ მოეშორებინა, მაგრამ მეგობრის მბრძანებლურმა ზეწოლამ და

დაკისრებულმა მოვალეობამ მისი მხედველობის არეში ქალის გადაგვარებულად

გამხდარი, ასანთის ღერებს მიმხვანებული ფეხები მოაქციეს. მისდაუნებლიედ, მას

თვალში რამდენჯერმე ექიმის ხელით გადახსნილი საშვილოსნოს მოვარდისფრო,

ლორწოთი შესველებული შიგთავსიც მოხვდა.

– გიორგი, შენს გაზრდას, აბა ერთი აქედანაც მომინათე აუჰ, რამდენი სპერმაა! –

ბოლოს ექიმმაც კი ვეღარ აიტანა უსიამო სანახაობა და დაიმანჭა.

ორენოვანი საუბრის მომსმენი ქალი მიუხვდა საერთაშორისოდ ხმარებული

სიტყვის მნიშვნელობას:

– Что вы, доктор, откуда там взяться сперме ?! Я уже три месяца мужика не

видела!… И вообще, кто вам тут позволил заглядывать в меня?! Может я вообще

девица? – გინეკოლოგიურ სა-ვარძელში გადაწოლილი ქალი შეეცადა წამომდგარიყო,

კაბა ჩამოეწია და უცებ აყვირდა – На помощь! Помогите!

ნიკომ ექიმებისათვის ჩვეული, მბრძანებლური მოძრაობით ნამთვრალევი ქალი

მის შუბლზე ხელის ერთი დაკარებით კვლავ სავარძელში ჩააბრუნა:

– Именно это мы только что и установили ! А с мужиками ты не разговаривала

с самого начала войны – с четырнадцатого года. Угадал? გიორგი, რა მოგივიდა? რა

გგონია, ამ სავარძელში ყველა ქალი დაახლოებით ასევე გამოიყურება.

ქალი ნიკოს დანებდა, გიორგის მცდელობა თავი შეიკავოს კი თავისებურად

გაიაზრა.

– Понравилось? А ты, усатенький, симпатичный ! Мне с первого взгляда

приглнулся …

Page 36: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

36

ქალი მოგონების ნეტარ ტალღაზე გადაერთო, ჩხირივით წვრილი, თითქმის

უხორცო ფეხი გინეკოლოგიური სავარძლის ფეხის სამაგრზე გადაკიდა:

– В четырнадцатом я только-только закончила гимназию… В Томске… А как я

была влюблена тогда в этого зануду Петрищева!…

ახლად გაფერშლებული, და ამდენად ადამიანის სხეულის დაუფარავად, წმინდა

გონების თვალით მზერას შეუჩვეველმა გიორგიმ ეს სანახაობა ვეღარ აიტანა, სანათურა

სასწრაფოდ იქვე იატაკზე დააგდო, გზად ცხვირსახოცი პირზე აიფარა და ოთახიდან

გარეთ გავარდა.

ნიცისკენ მიმავალ მატარებელში მოხუცი გიორგი მის გვერდით ჩამომჯდარ

ახალგაზრდა ნიკოს მიუტრიალდა. ეს უკანასკნელი ნინოს ესაუბრებოდა, თხემით

ფეხებამდე სიგარეტის ბოლში გახვეული, რაღაცას უხსნიდა. გიორგის იმისთანა

გრძნობა დაეუფლება, თითქოს ყოველივე გაირინდა, ისინი უჰაერო, ფაფუკ, ყოველგვარ

ხმებს მოკლებულ სივრცეში აღმოჩნდნენ, თუმცა კი მატარებელს მოძრაობა არ

შეეწყვიტა და მომავალში ისე მიექანებოდა, გეგონება უფსკრულში გადაჩეხვას

აპირებსო.

– არა მგონია, სიკვდილი ამისგან დიდად განსხვავდებოდეს, – საკუთარი

მოსაზრება გამოთქვა მეორემ, მაგრამ ამ წამიერმა შეგრძნებამ უცებვე გადაიარა,

ახალგაზრდა ნიკო კი გიორგის მოუბრუნდა:

– გიორგი, დღესღა მივხვდი, საბოდიშო რამდენი დამიგროვდა შენთან

– მაგას ნუ დარდობ! მას შემდეგ, მოგეხსენება, ქალები სულაც არ შემძულებიან

ღვთის შეწევნით სამი ცოლი გამოვიცვალე, ორჯერ დაქვრივება მოვასწარი, – ბოლომდე

ვერ მიუხვდა ნათქვამს გიორგი, მეგობარი დაამშვიდა.

– თქვენ ორნი ასე კენტად რომ დამირჩით, – სიყვარულით მოეფერა მეგობრებს

ნიკო. ამასობაში კი ნინოს ხველება დააწყებინა:

– უჰ, რა მაგარია, თავბრუ დამხვია – ქალმა სიგარეტის ნამწვი გიორგის ხელში

შეაჩეჩა – სულ შენი ბრალია

– ეჭვი არ მეპარება, – გიორგი ჭირვეულ მეზობელს ჩვეულებისამებრ დაეთანხმა,

ნამწვს უაზროდ ხელში ატრიალებდა და ნინოს ახირების გადამკიდეს, ვერ გადაეწყვიტა,

სად გადაეგდო.

– დიახაც, შენი ბრალია, – თავისი არ დაიშალა ნინომ. – რამდენი ღამე გავათენე

უშენოდ თეთრად! არაფერი ვიცოდი – ცოცხალი ხარ, მკვდარი ხარ! სამი წელი ხუმრობა

გგონია?!

– დავუშვათ, ორნახევარ წელიწადში შენ უკვე მარკიზის მეუღლე გაგვიხდი, –

სიტყვა შეუბრუნა გიორგიმ.

– რა არაჩვეულებრივი არომატია, – დიდიემ ნეტარებით შეისუნთქა ბოლი,

გიორგის ხელში სიგარეტს რომ ასდიოდა, თვალი ვერ მოსწყვიტა, კარგად გაწვრთნილი

მწევარივით ნესტოები კვამლს დაადევნა.

პოლიციელის შენიშვნა ნინომ არ შეიმჩნია, სათქმელი გააგრძელა:

Page 37: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

37

– ამბად მომდიოდა – მოკლესო. ერთი იძახდა – სოხუმში, მეორემ თბილისი

დამისახელა, მესამემ – თიანეთში დაიღუპაო, მეოთხემ – ჯანდაბაში! შენ საქართველოში

ემარხე, მე საფრანგეთში დავყურყუტებდი!

– ამგვარი თუთუნისათვის ბავშვობიდან არ მიყნოსია! "მარსელიეზას" მაგონებს –

ომამდე უშვებდნენ – აღარ მოისვენა დიდიემ.

– რა არის, კაცო, ეს აყროლებული სიგარეტი ხელში რომ დაგიჭერია! სულ

გამბოლე! – ნინომ ნამწვი გიორგის ხელიდან გამოსტაცა და პატარა მაგიდის ქვეშ

განლაგებულ სანაგვე ყუთში ჩააგდო. მის გაუჩინარებას ინსპექტორი სახის სევდიანი

გამომეტყველებით შეეგება.

– როგორც ყოველთვის, ყველაფერში დამნაშავე მე ვარ! ნიკო აქ არაფერ შუაშია!

ოქრო ბიჭია! – გიორგიმ ნერვები ვეღარ დაიოკა.

– ნიკო? – გაიკვირვა ქალმა. – ნიკო რაღა შუაშია? რატომ გაგახსენდა?

– დიახაც, ნიკო, – აზრი გააგრძელა გიორგიმ, მის გვერდით მჯდომ მეგობარზე

მიუთითა და მისი მოულოდნელი გაუჩინარებით გაკვირვებულმა მიმოიხედა: ნიკოს

კვალი არსად სჩანდა, მოხუცები უკვე კარგა ხნის მანძილზე ერთურთის გვერდიგვერდ

ისხდნენ.

როგორც იქნა, მეგობრის ნათქვამი ნინომაც გაიაზრა, ჯერ ნიკოს აქ ყოფნის

კვალის მიგნებას შეეცადა, შემდეგ კი საკუთარ თავში ჩაიკეტა, დაფიქრდა,

გაღიზიანებულმა წაიბუზღუნა:

– არა, გამორიცხულია ნიკოს რომ რამე მოსვლოდა! პოლიციის კომისარიატში

მშვენივრად გამოიყურებოდა!

თანხმობის ნიშნად გიორგიმაც კვერი დაუკრა:

– ნამდვილად კარგი ფერი ედო

– დარწმუნებული ვარ, პარიზში რომ დავბრუნდებით, ნიკო ვაგზალში

დაგვხვდება! ზოგ-ზოგებისგან განსხვავებით ყვავილებს მომართმევს ადრე როგორც

სჩვეოდა

– ექთანმაც ეგ არ თქვა – ორ დღეში უნდა გამოვწეროთო?! – ნელა, სიტყვებს შორის

სვენებ-სვენებით, თითქოს მათი წარმოთქმა უჭირდა, დააყოლა გიორგიმ და უცებ

დაასკვნა, – ნინო, იცი, გული მიგრძნობს – ეს ჩვენი უკანასკნელი ერთობლივი

მოგზაურობა უნდა იყოს

ამ სიტყვების გამგონე ნინო მეზობელს ოდნავ განერიდა, გაუცხოვებული

თვალით ახედ-ჩახედა, თითქოს თანამემამულის მთლიანობაში დანახვა სწადდა.

მამაკაცი კი მის თვალწინ, სხვებისთვის უხილავ წერტილს მისჩერებოდა და

აღსარებასავით წარმოთქვამდა:

– ხანდახან იმისთანა გრძნობა მეუფლება, თითქოს დღეს, საფრანგეთის

პოლიციისა და ჩვენი მიცვალებულების გარდა აღარავის ვახსოვვართ. ჯერ იყო და,

ღმერთმა უწყის რატომ, ტერორისტებად შეგვრაცხეს, კორსიკაზე ინსპექტორებს

გვაყოლებენ, ირჯებიან სულ იმას ვლოცულობ – ჩვენს საბუთებს არაფერი მოუვიდეთ,

არსად დაეკარგოთ, არ დაწვან, არავინ გადააგდოს, ამით ცხოვრების ილუზია რომ არ

Page 38: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

38

მოგვისპონ რუსეთის თავკაცების ყოველი ჩამოსვლის წინ იმას ვფიქრობ – აჰა, ალბათ

ამჯერად მაინც გონს მოეგებიან, საუკუნეს მიტანებულ ადამიანებს საბოლოოდ

მოგვეშვებიან

– რას მიქვიან – საბუთები გადააგდონ? – აღშფოთება ვეღარ დამალა ნინომ, – ისღა

მაკლია, – მას შემდეგ, რაც ჩვენ მაგათ დღე დაგვაწიეს, რუსეთის პრეზიდენტი პარიზში

ჩამოპროწიალდეს და ნინო ემხუართან შეხვედრისა არ შეეშინდეს! იმისთანა აფეთქებას

მოვუწყობ – ირლანდიელი ტერორისტები თოთო ბავშვებად მოეჩვენებიან

ნინოს დაუფარავი გულისწყრომის გამომხატველმა ხელის მოძრაობამ გიორგის

ქალის დედა გაახსენა. ცხონებული ელისაბედი გურული ერისთავების ქალი იყო,

დენთივით იცოდა ხოლმე აფეთქება, ლაპარაკში ხელებს ზუსტად ისე იქნევდა, მის

ქალიშვილს რომ მოჰყვა, ადამიანს დედა-წულიანად მოთხრიდა, თუმცა კი დამშვიდება

ასევე უცებ იცოდა, სინამდვილეში უსპეტაკესი არსება იყო და მისგან განაწყენებული

ადამიანის მოძებნა მთელ დუნიაზე გაჭირდებოდა.

ცხონებული ელისაბედის გახსენების კვალობაზე გიორგის თვალწინ შიშით

აცახცახებული რუსეთის პრეზიდენტიც წარმოუდგა, რომელსაც ნინო უზარმაზარი

ბომბით ხელში პარიზში, ჟაკ ოფენბახის ქუჩაზე მისდევდა და უნებლიედ გაეცინა.

– ეს რა მოიფიქრე – საბუთები დაგვიწვან?! – გიორგის სახეზე მომდგარმა

ღიმილმა ნინო ჭკუაზე საბოლოოდ გადაიყვანა. – რა გაცინებს, სახუმარო რა ვთქვი

ამისთანა? რას იტყოდა ამაზე ნიკო?

– ახლა კი ჩვენი ტერორიზმის სადღეგრძელო უნდა შეისვას! – სახუმარო ტალღას

აყოლილმა გიორგიმ ნიკოს ხმა გააჯავრა. ამასობაში ნინოსაც გამოელია არაქათი,

მეგობარს თვალები ერთხელაც დაუბრიალა, ბოლოს თვითონაც გაეცინა და ნიკოსავე

კილოთი წარმოთქვა:

– თანაც უცილობელად კარგი ღვინით! ბატონო დიდიე, ერთი სათხოვარი მაქვს

თქვენთან, – მიმართა ქალმა ჟურნალის ფურცლებს ამოფარებულ ინსპექტორს.

დიდიემ სათვალის შუშების ზემოდან ამოიხედა და ხელი ჯიბეზე, გასაღების

ამოსაღებად გაიკრა:

– ბორკილებოს მოხსნა გადაწყვიტეთ?

– არა. ბატონმა გიორგიმ საფრანგეთის პოლიციისა და პირადად თქვენი

სადღეგრძელოს შესმა გადაწყვიტა. ბუფეტში ხომ არ გაგვიძღვებოდით?

– სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დალევას მთავაზობთ? –

პროვოკაციული შეკითხვა დაუსვა დიდიემ.

– ტერორისტმა ქალმა აუცილებლად ეს, რა ჰქვია, ლულიანი,

– ავტომატი, – ვეღარ მოითმინა პოლიციელმა.

– ჰო, ეგა, უნდა მოგიშვიროთ, ბუფეტში რომ გაგვიძღვეთ?

– ინსპექტორი დიდიე, – ვაგონში მატარებლის გამცილებელი შემოვიდა.. ხელში

მას მუყაოს ფურცელი ეჭირა, რომელზედაც სქლად, დიდი ასოებით პოლიციელის გვარი

იყო გამოყვანილი.

Page 39: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

39

– გახლავართ, – დიდიემ ხელი ასწია და გამცილებელი თავისთან მოიხმო. ამ

უკანასკნელმაც ინსპექტორს ტელეგრამა მიაწოდა. დიდიემ ფურცელი გაშალა, თვალი

გადაავლო, თუმცა კი პირველი წაკითხვით შინაარსს ბოლომდე ვერ ჩასწვდა.

ხელმეორედ კითხვისას, მეტი დაკვირვებულობისთვის მან ტუჩების არტიკულაციაც

ჩართო, თუმცა კი ნაწერში საბოლოოდ გასარკვევად მას ტელეგრამის გადაკითხვა

მესამედაც მოუწია. ნინო ინსპექტორის სახის გამომეტყველების ცვლილებას

აკვირდებოდა და მთელი სხეულით შეიგრძნო, თუ როგორ ღვივდებოდა, ფუვდებოდა,

აღიგზნებოდა პოლიციელის სულში დაგროვილი გაგულისება. ბოლოს,

გაღადღადებულმა გულისწყრომამ ვულკანი ეტნასავით ამოხეთქა და დიდიემ ნაწერი

უწვრილეს ნაკუწებად აქცია, ამით გულს მოწოლილი აღშფოთება ოდნავ მაინც გააყუჩა.

– რაიმე უსიამოვნება ხომ არ შეგემთხვათ? – შეწუხებული ხმით შეეკითხა ნინო.

– ეს! ამას! ეს! ქალია? აქაც მომაგნო! "მეორე მატარებლით წამოგეწევიო!" არა,

ბატონებო, ბუფეტში ამჯერად მე, ინსპექტორი დიდიე გეპატიჟებით! გამომყევით!

ნინო, გიორგი და დიდიე მატარებლის ბუფეტში, კუთხეში, მაგიდას

მისხდომოდნენ, წითელ ღვინოს წრუპავდნენ და დამარილებულ, მოხალულ მიწის

თხილს აყოლებდნენ. შესმული რამდენიმე ყლუპის, თუ საყვარელ მეუღლესთან

შეხვედრის მოლოდინმა პოლიციელი შეაზარხოშა და იგი გაუჩერებლად ლაპარაკობდა,

არ ცხრებოდა:

– დამიჯერებთ, ბატონებო, რამდენი წელიწადია უკვე გიცნობთ, რამდენჯერ

დავადექით ერთად კორსიკაზე მიმავალ ამ გზას – ყველა ტერორისტი თქვენსავით

სუფთა და უმწიკვლო ადამიანი რომ ყოფილიყო, დედამიწა უკვე კარგა ხანია სამოთხედ

გადაოქცეოდა ტერორისტები კი არა, – ანგელოზებივით უნდა დაფრინავდეთ

პოლიციელის ამ უაზრო საუბრის თუ ბოდვის შემსწრე გიორგიმ წრუპვა-

წრუპვით დაცალა პლასტმასის პატარა ჭიქა, რომლითაც მათ ინსპექტორი

გაუმასპინძლდა.

– მართალი ხარ, ქელეხში ნამდვილი, მინისგან დამზადებული ჭიქებია მოსატანი,

– ხმა აღიმაღლა მეორემ, – მინა არც იჭმუჭნება, არც ტუჩებზე გიტოვებს უსიამო

შეგრძნებას.

მოხუცს პასუხი აღარ გაუცია, სიფრიფანა თხელი ჭიქა თითებს შუა ერთ ხანსაც

უაზროდ დაატრიალა, ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო, მძიმედ წამოდგა და ბართან

მისულმა, ღვინო შეუკვეთა.

მატარებლის ამ ცინგლიან ბარში ღვინო თითქმის ისეთივე ძვირი იყო, როგორც

პარიზში, რომელიმე მაღალი კლასის რესტორანში. გამყიდველმა მას პატარა ბოთლი

გაუწოდა და გიორგიც უკან დაბრუნდა.

ამასობაში დიდიემ სიტყვებიდან უშუალოდ ქმედებებზე გადასვლა მოასწრო და

ნინოს ცხვირწინ გასაღების აცმას ათამაშებდა:

Page 40: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

40

– ქალბატონო დე სავუა, ნუ მტანჯავთ ტყუილაუბრალოდ! მომეცით საშუალება

ხელები გაგიხსნათ, გაგათავისუფლოდ, თორემ მშვიდად ვერ გიყურებთ! გული

მიკვდება, ასეთ დღეში როცა გხედავთ!

ნინოც ძველებურად არაფერს თმობდა და ხელები კვლავინდებურად გულთან

ჩაიკრა:

– ნურას უკაცრავად! ხომ გითხარით, ეს პატივი და სიამოვნება ერთ, ყველა

ფრანგისთვის ნაცნობ პიროვნებას უნდა მივანიჭო! თანაც ეს ღონისძიება მხოლოდ და

მხოლოდ ელისეს სასახლეში განხორციელდება.

ღვინის ჩამოსხმისას გიორგის რამდენიმე წვეთი მაგიდის ზედაპირზე დაეღვარა.

მოხუცმა წვეთები ქაღალდის ხელსახოცით გულმოდგინედ მოწმინდა, ბოლოს ჭიქა

ასწია. ის ერთ ხანს ნინოს მისჩერებოდა, თუმცა ამ დროს მისი აზრები და

გაუცნობიერებელი ხილვები სულ სხვა სფეროებს სწვდებოდნენ. ბოლოს წარმოთქვა:

– დიდი ბოდიში, ბატონებო, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ერთი რაღაცა მაქვს

სათქმელი აგერ, ღვინოს ვასხამდი და რამდენიმე წვეთი სუფრაზე დამეღვარა, –

გიორგიმ, წითლად შეღებილი ხელსახოცი დაიმოწმა. – ნინო, ჩვენებური ქართული წესი

საბოლოოდ თუ არ დაგავიწყდა, ჩვენში ამ დროს ამბობენ ხოლმე, ვიღაცა ჩვენი ხელიდან

შენდობას მოელისო. მოდი, ამ ჭიქით ჩვენი წასულების სამარადჟამო ხსენება იყოს

იმქვეყნიურ სასუფეველში ბატონო დიდიე, მაპატიეთ, ეს რამდენიმე სიტყვა გნებავთ

ჩემს გამოფრუტუნებას მიაწეროთ, ან თუ ისურვებთ, ჩვენი ქართული მისტერიის

ნაწილად ჩათვალეთ ერთი სიტყვით, თქვენი სურვილისამებრ, გნებავთ, შესმის დროს

ლამაზ ქალებზე იოცნებეთ, გნებავთ, სულაც ნურაფერზე ნუ იფიქრებთ

პასუხის ნიშნად პოლიციელმა ორივე ხელი ფრანგებისთვის დამახასიათებელი

მოძრაობით გაშალა და შესაბამისად დაიფრუტუნა, რაც მოცემულ შემთხვევაში იმას

ნიშნავდა, რომ გიორგის მისი დარდი არ უნდა ჰქონოდა და იგი თვითონვე

მოიფიქრებდა, სადღეგრძელოს რას მიუძღვნიდა. დიდიემ ჭიქა ტუჩებთან მიიტანა,

ამასობაში კი გიორგის გვერდით კვლავ სიგარეტის ბოლში გახვეული ახალგაზრდა ნიკო

გაჩნდა და მოხუც მეგობრებს მკლავები შემოხვია:

– ათრობთ ჯიგარს? ნამეტანი არ მოგივიდეთ!

– ნიკო? წეღან ასე უცებ სად გაქრი? გეძებდით და ...

– საქმე არ ითმენს! საქმე! ერთი სათხოვარი მექნება თქვენთან – ლიონში რომ

ჩახვალთ, – სადგურში დიდ ხანს ნუ შეყოვნდებით, უცებვე გაეცალეთ იქაურობას

მოსულა? დაიმახსოვრეთ?

მსგავს მოულოდნელობებს შეუჩვეველმა გიორგიმ იმის გააზრებაც ვერ მოასწრო,

მის გარშემო რა ხდებოდა, ნიკო კი უწინდელივით კვლავ გაუჩინარდა, თუმცა ორიოდე

წამში ისევ გამოჩნდა. ახალუხის ჯიბიდან ახალგაზრდამ ოქროს პორტსიგარი კვლავ

გამომზეურდა, შიგნით ლამაზად ჩაწყობილი სიგარეტებიდან ერთ-ერთი ამოიღო,

მოუკიდა და გიორგის ხელში შეაჩეჩა, თვალი ჩაუკრა და პოლიციის ინსპექტორზე

მიანიშნა.

Page 41: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

41

გიორგიმ მის ხელში მოხვედრილი სიგარეტი მოათვალიერა და ზედ წარწერა

"მარსელიეზა" აღმოაჩინა.

– არ უნდა ამას თვალიერება! "მარსელიეზაა", – ხმა აღიმაღლა მეორემ. – არც შენ

და არც ნინოს ეგ სიგარეტი მაინც არაფერს გარგებდთ! დაუჯერე, რასაც გეუბნებიან!

მოხუცმა სიგარეტი დიდიეს მიაწოდა, თვითონ კი ნინოსკენ გადაიხარა,

გაკვირვებულმა, ქართულად, თუმცა კი მაინც ჩუმათ შეეკითხა:

– რაო?! რა თქვა? განა ჩვენ ლიონში ჩავდივართ?

ნინო მეგობარს არ უსმენდა, სადღაც გვერდით იყურებოდა, ასე რომ გიორგის

შეკითხვის დასმა ხელმეორედ მოუწია.

– ნინო, ვერ გავიგე, რა თქვა ნიკომ? ამ მატარებლით განა ნიცამდე არ მივყავართ?

– ისე, ჩვენი ადგილი ახლა, ალბათ, პარიზში, ნიკოს გვერდითაა, – ხმადაბლა

წარმოთქვა საკუთარ ფიქრებში გართულმა ნინომ.

– აბა! ამ დროს კი პოლიცია, ნამდვილი ბედისწერასავით, კორსიკაზე მიგვაქანებს

– მწარედ ჩაეცინა გიორგის.

– შემოდგომაზე გადამფრენი ჩიტების დარად – კვერი დაუკრა მეორემ, – გარეთ კი

გაგანია გაზაფხულია!

– საინტერესოა, როდის გაასვენებენ?

– ვის? – თავისდაუნებლიედ იკითხა მამაკაცმა, თუმცა პასუხი მისთვის ამ

შეკითხვის დაუსმელადაც დღესავით ნათელი იყო.

– ვის და, პაპაჩემის დიდედის საქმროს – ყოველგვარი ემოციის გარეშე შეეპასუხა

ნინო.

– პაპაშენის პაპას? – არ დააყოვნა გიორგიმ.

– არა, პაპაჩემის ეგ ბებია მეორედაც გათხოვდა

– საქართველოში ახლო ნათესავი არავინ დარჩა, იქედან ჩამომსვლელი არავინაა

არა მგონია, გასვენება მაზეგს გადააცილონ – ნინოს გენეალოგიაში ჩაძიების გარეშე

გიორგი საუბრის პირვანდელ თემას დაუბრუნდა.

ორი სასოწარკვეთილი მეგობრის თითქმის გაუცნობიერებელ დონეზე

წარმართული საუბარი შესაძლოა კიდევ დიდ ხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ ნინო

მოულოდნელად ზეზე წამოხტა:

– არა, არა! გამორიცხულია! ნიკო კარგად უნდა იყოს! ნიკოს არაფერი შეიძლება

მოსვლოდა! ბატონო ინსპექტორო, დაუყოვნებლივ პარიზში უნდა დავრეკოთ!

– ეს TGV არ გახლავთ, ამდენად არ ვარ დარწმუნებული, ამ მატარებელში

ტელეფონები იყოს, – ეჭვის თვალით მიმოიხედა დიდიემ. – თუმცა, ქალბატონო, მკაცრი

განცხადებების მიუხედავად მობილური მე თქვენთვის არ ჩამომირთმევია; თქვენს

ჩანთაში უნდა იდოს.

ნინომ თავისი ჩანთა დაძებნა, როგორც იქნა მობილური ტელეფონის ყურმილი

გამოამზეურა და სამოქმედოდ გიორგის მიაწოდა. მოხუც მამაკაცს მობილური

ტელეფონები სხვების ხელში უკვე არაერთგზის უნახავს, მაგრამ თავად არასდროს

უსარგებლია.

Page 42: სოსო მჭედლიშვილი - Palitral · – ყველაფერი აირია ამ ქვეყნად – ამინდი ამინდს

42

გიორგიმ ქალს უცხო ხელსაწყო გამოართვა, უნდობლად შეათვალიერა და

ანტენის ამოწევაც კი მოისაზრა, მაგრამ ბოლოს მაინც ამჯობინა ხელსაწყო

პატრონისთვის დაებრუნებინა. ქალმა შინაგანი მღელვარება სათანადო ღილაკებზე

თითის ნერვიული დაჭერით გამოხატა და ტელეფონის ნომრის გასაგებად კვლავ

მეზობელს მიუტრიალდა.

– რა ნომერია?

– არა მგონია, ნიკოს ბინაში ახლა ვინმეს რამე ესაქმებოდეს

ახირების მიუხედავად, ნინომ გიორგის უვიცობა ახლაც ჯეროვანი ხმამაღლა

გამოხატული შეფასების გარეშე დატოვა და თავის უბის წიგნაკში ცნობათა სამსახურის

ნომერი მოძებნა, გიორგის მიუტრიალდა:

– იმას მაინც თუ მეტყვი, რომელ საავადმყოფოში უნდა ვეძებოთ? – ქალი

სუფრიდან ადგა და კარსელისკენ გაემართა.

საბოლოო ანგარიშში ნინომ მაინც მოახერხა გიორგისათვის ხელში ტელეფონის

ყურმილი შეეჩეჩებინა და ეს უკანასკნელიც, ვაგონის კარსელში, გადმოსაწევ სკამზე

ჩამომჯდარი, ტელეფონით ვიღაცას ესაუბრებოდა, დასტურის ნიშნად მოსაუბრეს თავს

უკრავდა:

– დიახ, დიახ, დიახ,

გიორგის გვერდით მდგარი, მეგობრის ხელში ჩაჭიდებული ნინო

სულმოუთმენლად ელოდა პასუხს, რომელიც მისთვის თავიდანვე გასაგები იყო.

გარეგნულად არც გიორგის ეტყობოდა რამე განსაკუთრებული, ერთადერთი, მას

ხმა სულ უფრო და უფრო ეღუშებოდა. საბოლოოდ იგი მოსაუბრეს ჩვეული ფრანგული

თავაზიანობით დაემშვიდობა და ანტენა ბუდეში დააბრუნა, ყურმილი კი პატრონს

მიაწოდა.

მამაკაცის შენელებული მოძრაობები იმდენად მეტყველი გამოდგა, რომ ქალმა

ხმის ამოუღებლად, ღილაკზე დაჭერით ტელეფონი გათიშა, თვითონ კი ვაგონის

ფანჯარაში გარეთ გაიხედა, მინაზე თითით რგოლების ხატვას მიჰყვა, დადუმებულმა

წარმოთქვა:

– აგერ, სადაცაა, ლიონის შემოგარენსაც მივუახლოვდებით, ვაგზალში შევალთ!

– ღმერთმა ნათელში ამყოფოს, – პირჯვარი გადაისახა გიორგიმ.

თბილისი – პარიზი – სტრასბურგი – თბილისი.

© სოსო მჭედლიშვილი