24
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა დოქტორანტი- გოჩა ვარდოსანიძე ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევა ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის როლი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში: ევროკავშირის „რბილი ძალის“ ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტები ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი: ვახტანგ მაისაია თბილისი, 2018

სარჩევი - openscience.ge Vardosanidze.pdf · 2 ქვეყნები არიან ჩართული, თუმცა უნიკალურია ის

  • Upload
    others

  • View
    4

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა

დოქტორანტი- გოჩა ვარდოსანიძე

ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევა

ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის როლი საერთაშორისო

ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში: ევროკავშირის „რბილი ძალის“ ეკონომიკური და

პოლიტიკური ასპექტები

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა

დოქტორი, ექსპერტი: ვახტანგ მაისაია

თბილისი, 2018

სარჩევი

შესავალი-------------------------------------------------------------------------------------1

სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა------------------------------------------------4

მეთოდოლოგია-----------------------------------------------------------------------------8

ძირითადი საკვლევი საკითხები---------------------------------------------------------11

კვლევის მოსალოდნელი შედეგები-----------------------------------------------------11

ნაშრომის სტრუქტურა--------------------------------------------------------------------12

ბიბლიოგრაფია-----------------------------------------------------------------------------14

1

შესავალი:

მსოფლიოში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოქმედებს, მაგრამ არც ერთი

მათგანი არ იპყრობს ისეთ ყურადღებას, როგორსაც ევროკავშირი. ამის მიზეზი მისი

უნიკალურობა, იდეა და სტრუქტურაა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში

შექმნილი ქვანახშირისა და ფოლადის კავშირი ეტაპობრივად განვითარდა და

საბოლოოდ ევროპის ძლიერ გაერთიანებად ჩამოყალიბდა. თამამად შეიძლება

ითქვას, რომ ისტორიაში არც ერთ გაერთიანებას კონტინენტზე ისეთი გავლენა არ

ჰქონია, როგორიც ევროკავშირს აქვს. ორგანიზაციამ შეძლო წევრი ქვეყნებისთვის

მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა. ევროკავშირი არის მსოფლიოში ერთ-

ერთი უძლიერესი გაერთიანება, მას თანამედროვე სამყაროსთვის დიდი ეკონომიკური

და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ევროპის კავშირის ნომინალური მთლიანი შიდა

პროდუქტი შეადგენს 16,477 ტრილიონ ამერიკულ დოლარს, რაც მსოფლიოს

ნომინალური მშპ-ს 22,2%-ს.1 2012 წელს გაერთიანებამ მიიღო ნობელის პრემია

მშვიდობის დარგში და დღემდე წარმატებით განაგრძობს მშვიდობისთვის ბრძოლას.2

ევროკავშირი არაერთი მიმართულებით ლიდერობს მსოფლიო ეკონომიკას და ასევე

აქტიურია პოლიტიკურ არენაზე. შესაბამისად ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ამ

ორგანიზაციის წინაშე წარმოიქმნება ხოლმე მსოფლიო ყურადღების ქვეშ მალევე

ექცევა. საინტერესოა დავინახოთ ეს გაერთიანება განსხვავებული კუთხით, ავხსნათ

მისი მოქმედების თავისებურებები კრიზისულ სიტუაციებში. ზემოაღნიშნული

წარმატებების გათვალისწინებით საინტრესოა, თუ როგორ უმკლავდება ორგანიზაცია

ბოლო პერიოდში გაზრდილ სერიოზულ ზეწოლას ტერორისტული

ორგანიზაციებისგან. ამის ნათელი მაგალითია ბარსელონაში, პარიზსა თუ ბრიუსელში

მომხდარი თავდასხმები. ამ პრობლემასთან ბრძოლაში მთელი მსოფლიოს წამყვანი

1 The World Bank, “European Union”, http://data.worldbank.org/region/european-union, (ukanasknelad iqna

gadamowmebuli – 20.12.2017) 2 The Nobelprize, “The Nobel Peace Prize 2012”, http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/2012/,

(ukanasknelad iqna gadamowmebuli – 28.12.2017)

2

ქვეყნები არიან ჩართული, თუმცა უნიკალურია ის გზები, რომლის მეშვეობითაც

ევროკავშირი ცდილობს დაუპირისპირდეს ტერორიზმის საფრთხეს. ევროკავშირი არ

ცდილობს ადგილზე გადაისროლოს სამხედრო პერსონალი, ან სამხედრო კუთხით

მოაგვაროს ეს პრობლემა. მისი მიზანია ეკონომიკური ზეწოლის შედეგად აიძულოს

ტერორისტული ორგანიზაციები შეწყვიტონ თავისი ძირგამომთხრელი საქმიანობა.

კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოს არაერთი სახემწიფოსთვის

ტერორიზმთან ბრძოლა ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს. დიდი

ძალისხმევს მიუხედავად ტერორიზმთან ბრძოლა კვლავ მოუგვარებელი საკითხია.

სწორედ ამ პრობლემას ასახავს ცხრილი 1-ი, სადაც ჩანს, რომ ევროპაში ტერორიზმის

პრობლემა ერთ-ერთ მოუგვარებელ საკითხად რჩება. ამავე საკითხს ეხმაურება

დიმიტრის ავრამოპულოს განცხადება: „უკანასკნელი ტერორისტული შეტევები კიდევ

ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთად დგომა და ნდობის

გამყარება. ნდობა არის საწყისი ეფექტური თანამშრომლობისა ტერორიზმთან

ბრძოლის საკითხში, რომელიც უმაღლესი პრიორიტეტია ორგანიზაციის პოლიტიკაში.

ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საჭიროა ინფორმაციის გაცვლა და

საზღვრისშორისი თანამშრომლობა ნებისმიერ საფეხურზე.“3 ამავე თემას ეხმაურება

ჯულიან კინგი, ევროკავშირის კომისარი უსაფთხოების მიმართულებით: „ უკანასკნელი

შეტევებისას ლონდონის ხიდზე და სხვა არეალში მსხვერპლი განსხვავებული

ნაციონალობის ადამიანები იყვნენ. ტერორისტები პატივს არ სცემენ ან აღიარებენ

საზღვრებს, შესაბამისად ამ პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია ახალი

მიდგომები, ინფორმაციის გაზიარება და გაანალიზება. ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად,

რადგან ასე უფრო ძლიერები ვართ“.4

3Press Release, 15 June 2017- https://www.europol.europa.eu/newsroom/news/2017-eu-terrorism-report-142-

failed-foiled-and-completed-attacks-1002-arrests-and-142-victims-died (უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა -

09.01.2018) 4 იქვე, https://www.europol.europa.eu/newsroom/news/2017-eu-terrorism-report-142-failed-foiled-and-

completed-attacks-1002-arrests-and-142-victims-died (უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა - 07.01.2018)

3

ცხრილი 1: ტერორისტული შეტევები რეგიონების მიხედვით5

თემის აქტუალურობის კიდევ ერთ მიზეზეს წარმოადგენს საქართველოს

ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ევროკავშირში

გაერთიანების დადებითი და უარყოფითი შედეგები. მნიშვნელოვანია, მოსახლეობის

ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ევროგაერთიანების

მექანიზმი და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან წევრ ქვეყნებზე. ასევე

მნიშვნელოვანია გვესმოდეს რა გამოწვევების წინაშე დგას ეს გაერთიანება და როგორ

უმკლავდება ის მის წინაშე წარმოქმნილ პრობლემებს.

5 Max Roser, Mohamed Nagdy, Hannah Ritchie- Terrorsim, https://ourworldindata.org/terrorism/ (უკანსკნელად

გადამოწმებულ იქნა - 08.01.2018)

4

„სამოქალაქო სუპერ ძალა“, ასე უწოდებენ ევროკავშირს რადგან ის სრულიად

განსხვავდება პოლუსებისგან ძალთა-ბალანსის დაფაზე. მისი მთავარი სიძლიერეც მის

პრინციპებსა და ინსტიტუტებშია. ის არ იყენებს „ხისტ“ ძალას კრიზისების

მოსაგვარებლად, თუმცა იქნება კი ეს ყველაფერი საკმარისი იმისთვის რომ

სახელმწიფოებმა განაგრძონ მშვიდობიანი განვითარება? განსაკუთრებით აქტუალური

გახდა ეს შეკითხვა მას შემდეგ, რაც ევროპის კონტინენტზე მოქმედებები გააძლიერეს

ტერორისტულმა ორგანიზაციებმა.

კვლევა წარმოაჩენს ევროკავშირის ტერორიზმთან ბრძოლის ფინანსურ ასპექტებს,

მის მეთოდებსა და მოდელებს. ზემოაღნიშნული მიმართულებები ნაკლებად არის

შესწავლილი და გაანალიზებული, რაც ნაშრომს მეტ ინტერესს სძენს. ამასთან

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ტერორიზმთან

ბრძოლის ევროკავშირის მოდელი მეტად საინტერესოა.

სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა:

ევროკავშირის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა საკმაოდ ღრმად არის

შესწავლილი, რასაც ვერ ვიტყოდით თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე.

მიუხედავად ამისა თემის გარშემო არსებული ლიტერატურა საკმარისია ნაშრომის

ფორმულირებისთვის. ნაშრომში გამოყენებული იქნება, როგორც პირველადი, ასევე

მეორადი წყაროები.

გიბ ვრიეს სტატია: „ევროკავშირის კონტრ-ტერორისტული კოორდინაცია“, მოიცავს

ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ინფორმაციის გავრცელება წევრ ქვეყნებს

შორის, ტერორიზმის ფინანსურ სქემებს და ნაციონალური უსაფრთხოების გადაწყობის

საკითხებს. ავტორი, ნაშრომში აღნიშნული საკითხების ღრმა ანალიზს გვთავაზობს და

მთავარ აქცენტს აკეთებს სწორედ ფინანსური წყაროების შეკვეცაზე, რაც დიდ

5

დარტყმას მიაყენებს ტორორისტულ ორგანიზაციებს. სტატიაში მაგალითების სახით

მოყვანილია „ალ-კაიდასთან“ ბრძოლის ტაქტიკა, რომელმაც ავტორის მოსაზრებით,

საკმაოდ ეფექტური შედეგი მოიტანა. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ ერთიანი

მიდგომა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ არ არის ეფექტური, რადგან

„ისლამური სახელმწიფო“ სრულიად განსხვავებული ფენომენია, ის განსხვავდება

აქამდე არსებული ნებისმიერი ორგანიზაციისგან და მასთან საბროლველად

უნიკალური მიდგომა აღმოჩნდა საჭირო. ევროკავშირმა კი იპოვა იდეალური გზა

მსგავსი საფრთხის წინააღმდეგ, მათ ფინანსური ბრძოლით შეძლებს ტერორისტების

დასუსტება, რაც ეფექტურად იმოქმედებს მომავალშიც მსგავსი საფრთხეების

წინააღმდეგ.

კანდეკარ გური სტატიაში: „ევროკავშირი როგორც გლობალური აქტორი

ტერორიზმთან ბრძოლაში“, გვთავაზობს ევროპაში ტერორიზმთან ბრძოლის

ისტორიულ ანალიზს. ის ტრევის მნიშვნელობაზე წერს და ამბობს რომ

ევროგაერთიანების ყველაზე ეფექტური თანამშრომლობა სწორედ 1975 წლიდან

მოქმედებს. ავტორის აზრით, გაერთიანებას აქვს სერიოზული პრობლემა

კოოპერაციისა, რაც გამოიხატება ბიუჯეტის სიმცირითა და სახემწიფოებრივი

გულგრილობით. მკვლევარის დასკვნით, ევროკავშირმა უნდა გააღრმაოს

თანამშრომლობა კონტრ-ტერორიზმის მიმართულებით, რათა მოხდეს „წითელ

ზონაში“ მყოფი ექსტრემისტების იდენტიფიცირება და მათი დროული დაკავება.

ევროკავშირს მოუწევს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, თუ სურს

ეფექტურად ებრძოლოს გლობალურ ტერორიზმს, თუმცა მუდამ არსებობს შეკითხვა

შეიზღუდება თუ არა ცალკეული ქვეყნების სუვერენიტეტი ამ პროცესის დროს?

ოლდრიხ ბუელსის წიგნი: „ევროკავშირის კონტრ-ტერორისტული პოლიტიკა“,

ტერორიზმის გამოწვევებზე აკეთებს აქცენტს. ნაშრომი ევროკავშირის საპასუხო

მოქმედებებზე სიღრმისეულ ანალიზს გვთავაზობს, მოყოლებული ტრევიდან,

6

რომელიც 1970’იან წლებში ჩამოყალიბდა, დასრულებული ევროკავშირის თავდაცვისა

და უსაფრთხოების პროტოკოლამდე. ავტორი, ცდილობს ტერორიზმის მთავარი

მიზეზი დაადგინოს, მისი აზრით, ნაწილობრივ მიზეზებს შორის არის: უმუშევრობა,

გაჭირვება, განათლების ნაკლებობა, „ვესტერნიზაცია“ და დემოკრატიის უქონლობა,

თუმცა უმთავრესი მიზეზი არის რადიკალიზაცია, რაც თავს იჩენს სხვადასხვა სახით.

პირადად ჩემთვის კვლევა საინტერესოა, რადგან ევროკავშირის სამართლებრივი

სტრუქტურა და მისი ცვლილებები საკმაოდ კარგად არის ახსნილი. საბოლოოდ,

ავტორი გვთავაზობს სამომავლო გეგმების ანალიზს, რასაც დღევანდელობაზე

დაყრდნობით აკეთებს.

კორნელია ბეიერი წიგნში: „კონტრტერორიზმი და საერთაშორისო ძალების

თანამშრომლობა“, ცდილობს წინ წამოწიოს საკმაოდ აქტუალური საკითხი: რამდენად

ეფექტურად შეუძლია საერთაშორისო ორგანიზაციას ტერორიზმთან ბრძოლა? რა

მნიშვნელობა აქვთ რეგიონულ აქტორებს კონტრ-ტერორიზმის საკითხში? ავტორი ხაზს

უსვამს ევროკავშირის როლს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. ამ წიგნში ავტორს,

მოჰყავს მაგალითები თუ როგორ მოქმედებდნენ ცალკეული ორგანიზაციები

ტერორიზმის წინააღმდეგ და დიდი წარმატებით არ გამოირჩეოდნენ. ევროკავშირი

შეიძლება აღმოჩნდეს ერთ-ერთი პირველი გაერთიანება, რომელიც წარმატებით

იბრძოლებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

პოლ ვილკინსონი სტატიაში: „ევროკავშირის პასუხი ტერორიზმს: რეტროსპექტივა

და შედეგები“, მიმოიხილავს წამყვანი ევროპული სახელმწიფოების (საფრანგეთი,

გერმანია, იტალია, ესპანეთი) თავდაცვის პოლიტიკას და მის ბოლოდროინდელ

ტრანსფორმაციას. ნაშრომში ევროპის კონტინენტზე მომხდარი ტერორისტული

შემთხვევების ღრმა ისტორიული მიმოხილვაა მოცემული, 1968 წლიდან მოყოლებული

დღემდე, რაც ანალიზს საკმაოდ გვიმარტივებს. საბოლოოდ კი ავტორი,

ზემოაღნიშნული ქვეყნების მხრიდან გაწეულ სამუშაოს სათითაოდ აფასებს და

7

სამომავლო მიზნებზეც საუბრობს.

ალექსანდერ ლინგენის სტატია: „ევროპარლამენტი და ევროკავშირის თავდაცვისა

და უსაფრთხოების პოლიტიკა“, ეხება ევროგაერთიანების შიდა პოლიტიკას,

ბიუროკრატიულ აპარატს. ნაშრომში განხილულია თუ როგორ ვითარდებოდა

თავდაცვის პოლიტიკა 2000’იანი წლების შემდეგ და რა შედეგი მოგვცა ტრანზაქციამ

ეფექტურობის კუთხით. ავტორი, ასევე მიმოიხილავს გაერთიანების შიგნით არსებულ

სტრუქტურულ და იურიდიულ სისტემას, ასევე პასუხისმგებლობის საკითხს. მუდამ არის

საუბარი იმის შესახებ, რომ ევროგაერთიანების მთავარი პრობლემა მისი მობილურობა

და ბიუკრატიული აპარატია, რასაც რთულია შეეწინააღმდეგო. ეს პრობლემა

განსაკუთრებით თავს იჩენს ისეთ დროს, როდესაც გადაწყვეტილება მომენტალურ

არის მისაღები.

იგორ ბურკოვის სტატია: „კონტრ-ტერორიზმის დაზვერვა“, ეხება ერთ-ერთ

მნიშვნელოვან კომპონენტს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში- დაზვერვას. ავტორი

ისტორიულად მიმოიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინფორმაციის გაცვლა,

თანამშრომლობა, საერთო ბაზების შექმნა და ა.შ. ნაშრომში იმ პრობლემებზეც არის

საუბარი, რაც ამ ეტაპზე ხელს უშლის ეფექტურ ერთობლივ მოქმედებას, საზღვრის

კონტროლს და ზოგადად თანამშრომლობას. მიუხედავად გაფორმებული არაერთი

მემორანდუმისა თუ ხელშეკრულებისა, ავტორის აზრით, მეტი კოორდინაცია ქვეყნებს

შორის აუცილებელია პრობლემის მოსაგვარებლად, საპოვნელია გზა საერთო

მიდგომის ჩამოსაყალიბებლად.

საიმონ ჩამპინის, ელის პოსინისა და ლოურ ბევილის სტატია, „რამდენად

მნიშვნელოვანია აქტივების გაყინვა ტერორიზმთან ბრძოლაში“, სწორედ ეკონომიკური

ბრძოლის საკითხებს მიმოიხილავს. ავტორის აზრით, თანამედროვე ერაში ფულადი

ტრანზაქციების გარეშე ტერორისტებს გაურთულდებათ ეფექტური შეტევების

განხორციელება, ამიტომ აქტივების გაყინვის პრაქტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი

8

იარაღია თავდაცვის უზრუნველსაყოფად. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობის

რეფორმირების აუცილებლობის წინაშე ვდგავართ, რადგან ფინანსური ინსტიტუტები

მსგავსი ძალაუფლების გადაცემას უფრო ეფექტურად ახორციელებდნენ.

რობერტ აქსელროდისა და რობერტ კოჰენის სტატია, „თანამშრომლობის მიღწევა

ანარქიის პირობებში: სტრატეგია თუ ინსტიტუცია“, ასევე ეხმაურებია თანამშრომლობის

პრობლემას და იმ დაბრკოლებებს, რაც თანამშრომლობას წინ უდგას ტერორიზმთან

ბრძოლის საკითხში. ისინი გამოყოფენ ოთხ ატრიბუტს, რაც მსგავსი ტიპის

კოორდინაციას ეჭვის ქვეშ აყენებს:

1) დიდი დროის ჰორიზონტი- რაშიც იგულისხმება, რომ ეს თანამშრომლობა არ იქნება

ერთჯერადი, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს. ქვეყნებს არ სურთ საკუთარ

საქმეში ჩაახედონ სხვები, რადგან ეს საკმაოდ სარისკოა;

2) გარისკვის რეგულარულობა- ამ შემთხვევაში ქვეყნები არ რისკავენ ერთჯერადად, ეს

თანამშრომლობა არის მუდმივი რისკის მდგომარეობა;

3) სხვის ინფორმაციაზე დაყრდნობა- თანამშრომლობისთვის საჭიროა სხვის

ინფორმაციას ენდო, ისევე როგორც სხვები ინდობოდნენ შენს მიერ მიწოდებულ

ინფორმაცია, სხვა შემთხვევაში თანამშრომლობა აზრს კარგავს;

4) სწრაფად მოქმედება იმ პირობებში, როდესაც სხვები მოქმედებას ცვლიან;

ლუის რ. გოლინოს სტატია: „ევროპა, ომი ტერორიზმის წინააღმდეგ და

ევროკავშირის საერთაშორისო როლი“, ნაშრომში მოცემულია ტერორიზმთან

ბრძოლის ევროპული პერსპექტივა. შედარებულია 9/11-ის შემდეგ ნატოს პასუხი ამ

გამოწვევაზე და ევროკავშირის განსხვავებული მიდგომა. ავტორი, მთავარ აქცენტს

აკეთებს იმ ფაქტზე, რომ სუვერენიტეტი დიდწილად არის განმსაზღვრელი ფაქტორი

ინტეგრაციის წინააღმდეგ. შესაბამისად ევროკავშირის ქვეყნებს მოუწევთ „რე-

9

ნაციონალიზაცია“ და მეტი ინტეგრაციისკენ მიმართულების აღება, რადგან სხვა

შემთხვევაში საკმაოდ გაჭირდება ღია საზღვრების პირობებში ტერორიზმის მზარდ

საფრთხეს გაუმკლავდნენ.

კორმელია ბეიერის სტატია, „ევროკავშირი, როგორც თავდაცვითი აქტორი-

კონტრტერორიზმის საკითხი“. ავტორი, სტატიაში მიმოხილავს ევროკავშირის

თავდაცვის სტრუქტურის სახეცვლილებას. მისი აზრით, სტრუქტურამ და ეფექტმა

მოახდინა თავდაცვითი აქტორის ჩამოყალიბება. თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობს და

მისი მასშტაბი ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის. ევროგაერთიანება ეტაპობრივად

ახდენს რეფორმებს, რაც არის წინაპირობა იმისა რომ ორგანიზაცია იბრძოლებს

საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

ხავიერ არგომანიზი, ოლდრიხ ბიურსი და კრისტიან კაუნერი სტატიაში,

„ევროკავშირის კონტრ-ტერორიზმის და დაზვერვის დეკადა: კრიტიკული შეფასება“,

საუბარია 9/11-ის შემდგომ ცვლილებებზე. ავტორების აზრით, მიუხედავად

სტრუქტურული გადაწყობისა და არაერთი რეფორმისა სისტემას სერიოზული

ლაქსუსები აქვს. მონაცემთა ბაზები შედარებით მოუქნელია, ხშირად ინფორმაცია

სწრაფად და ორგანიზებულად არ იცვლება, რაც ტერორისტებს უმარტივებს თავიანთი

საქმიანობის განხორციელებას. სტატიაში ასევე საუბარია იმ ფაქტზე, რომ

ევროკავშირის რიგ ქვეყნებს გააჩნია საკმარისი გამოცდილება და ტექნიკა

ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ არიან ქვეყნები რომელთაც

მსგავსი ტიპის გამოცდილება არ აქვთ.

ჰილკე დიკსტრას წიგნი: „ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების

პოლიტიკა“6, ეხება ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს, ოფიციალურ

პირებს და ზოგადად ინსტიტუციურ საკითხებს. წიგნში კარგად არის აღწერილი თუ

რამდენად რთული მექანიზმი მოქმედებს ევროკავშირში და რა მნიშვნელობა აქვს

6 Hylke Dijkstra- “Policy-making in EU security and defense”, (The Netherlands, Palgrave Macmillan, 2013)

10

ბიუროკრატიულ აპარატს. თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ნაშრომში

განხილულია რამდენიმე ქეისი, მაგალითად კოსოვოს პრობლემა და

ქრონოლოგიურად მისი მოგვარების მიმდინარეობა. ეს ნაშრომი დამეხმარება

დავადგინო თუ რამდენად არის მზად ევროკავსირი ახალი გამოწვევებისთვის,

რამდენად მოქნილია ეს ორგანიზაცია, რატომ იწელება პროცესები უმეტეს

შემთხვევაში. ამ კითხვებზე პასუხი აუცილებელი იქნება, პრობლემის მოგვარების გზის

ძიების დროს, საჭირო რეფორმების შეთავაზების კუთხით და მობილობის გაზრდის

მიმართულებით.

მარია გარსია გალანტინოსა და მარია ფრეირის წიგნი: „კრიზისის მენეჯმენტი,

მშვიდობის დამყარება“7, ეხება ევროკავშირის როლს საერთაშორისო უსაფრთხოებასა

და მშვიდობის დამყარებაში. წიგნში განხილულია ევროგაერთიანების როლი

სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მხრივ, ასევე ერთობის პოლიტიკა და

საზოგადოების დამოკიდებულება ამ მიმართულებით. ამასთან ავტორები ყურადღებას

ამახვილებენ ევროკავშირი-ნატომ თანამშრომლობის საკითხზე კრიზისულ

მდგომარეობაში. ეს ორი ორგანიზაცია ხშირად თანამშრომლობს საერთაშორისო

მშვიდობის დასამყარებლად, შესაბამისად საინტერესოა ამ პოლიტიკის ღრმა ანალიზი

და მისი ეფექტურობის დადგენა. ნაშრომის მეორე ნაწილში განხილულია, რამდენიმე

სამშვიდობო ოპერაცია და შეფასებულია კოორდინაცია, მობილურობა,

გადაწყვეტილების მიჭების პროცესი და ა.შ. წიგნის ბოლოს ავტორები აკეთებენ

ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების მოკლე შეფასებას და სავარაუდო

ცვლილებებს განიხილავენ. ეს პყბლიკაცია დამეხმარება, უკეთ გავიაზრო

ევროკავშირის როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში და მოვახდინო მისი

ეფექტურობის შეფასება.

ნიკოლას კარამპეკიოსის, ირაკლის ოიკონომუსა და ელიას გ. კარანის წიგნი:

7 Maria Garcia Galantino, Maria Raquel Freire- “Managing Crisis, Making Peace”, (U.S.A, Palgrave Macmillan,

2015)

11

„ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის ამოსავალი“8. ნაშრომი ორიენტირებულია

ევროკავშირის კვლევით მიმართულებაზე, რადგან ორგანიზაცია საკმაოდ დიდ

თანხებს ხარჯავს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევასა და მის განვითარებაზე.

ავტორები ვარაუდს აკეთებენ, რომ 2020 წლისთვის ორგანიზაციას საკმაოდ დადებითი

შედეგები ექნება ამ დანახარჯების გათვალისწინებით. თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება

სახელმწიფოებსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი.

წიგნში განხილულია ისტორიული წარსული ამ მიმართულებით, რაც საშუალებას

გვაძლევს სამომავლოდ უკეთ იქნას ის თანხები გაკონტროლებული, რომელიც

თანამედროვე სამხედრო იარაღის შეძენაში იქნება გახარჯული. ასევე ავტორები

ღრმად იკვლევენ ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრიას და ევროპის კომისიის

მოქმედებას. მათი მთავარი შეკითხვა ამ მიმართულებით არის: არის ეს ბიზნესი თუ

ორგანიზაციას განსხვავებული მიზნები აქვს? ამასთან საუბარია ნატო-ევროკავშირის

კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებაზე და იმ დადებით შედეგზე , რაც ამ

თანამშრომლობამ შეიძლება მოიტანოს. ავტორები, საბოლოოდ ამ პროექტების

ლეგალურ იმართულებაზე საუბრობენ და იმ შედეგებზე რაც ევროკავსირის

საზღვრების დაცვის მიმართულებით უკვე მივიღეთ.

სტეფან ანდერსონის და ტომას რ. სეიტზის სტატია: „ევროპული უსაფრთხოება და

თავდაცვის პოლიტიკა“.9 ნაშრომი ეხება ევროკავშირის გააქტიურებას თავდაცვის

მიმართულებით და გამოთქმულია ვარაუდი რომ ეს გამოიწვია ნატოს მიერ იზოლაციის

პოლიტიკის გატარებამ. ევროგაერთიანება ხარჯავს მეტს, რადგან დასავლელი

პარტნიორები აღარ ხარჯავენ რესურსებს ამ მიმართულებით? ნაშრომში გამოთქმულია

განსხვავებული მოსაძრებაც, იქნებ ეს იმიტომ ხდება, რომ მოხდეს საერთო ევროპული

იდენტობის ჩამოყალიბება და საბოლოოდ ევროკამ მოახერხოს ერთიანობის მიღწევა.

8 Nikolas Karampekios, Iraklis Oikonomou, Elias G. Carayannis- “The Emergence of EU defense Research

Policy”, (U.S.A: Springer, 2018) 9 Stephanie Anderson and Thomas R. Seitz- “European Security and Defense Policy Demystified”, (Armed

Forces & Society Vol. 33 Number 1, 2006)

12

იქნებ ევროგაერთიანების თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა აღმოჩნდეს ის

მექანიზმი რაც სახემწიფოს-მშენებლობას შეუწყობს ხელს და ევროკავშირი გახდება

ერთიანი ორგანიზმი. ეს მოსაზრება არც თუ ისე პოპულარულია ევროპაში,

განსაკუთრებით იმ პირობებში რომ ევროკავშირში უკვე ბევრად მეტი სახელმწიფოა

ვიდრე ეს 2006 წელს იყო (როდესაც სტატია დაიწერა), შესაბამისად ამდენი ქვეყნის

ერთიან ორგანიზმად ჩამოყალიბება პრაქტიკულად შეუძლებელია.

დევიდ ბეიკერის სტატია: „გონების კუნძულები: ევროკავშირის ჩართვა თავდაცვით

სისტემაში“10. ნაშრომი ძალიან საინტერესო მოსაზრებებით გამოიღევა: 1) პირველ

რიგში ავტორი საუბრობს, თუ რა გავლენა იქონია ლეიბურისტულმა პარტიებმა

ევროკავშირის პოლიტიკის ცვლილებებზე; 2) შედარებულია სხვადასხვა პარტიის

პოლიტიკა ევროკავშირის საერთო ხედვის შესახებ; 3) ერაყის კამპანიის გავლენა

ევროგაერთიანების პოლიტიკის ცვლილებაზე, რომელიც ავტორის თქმით აღმოჩნდა

პანდორას ყუთი ევროპისთვის, რადგან ამ კამტანიის შემდეგ ევროკავშირმა დაიწყო

გლობალურ ასპარეზზე გამოსვლა, როგორც სუპერ-ძალამ და არა როგორც

ეკონომიკურმა ერთობამ. ნაშრომის მთავარი შეკითხვაა: შეძლებს კი ევროკავშირი

გახდეს პოლუსი საერთაშორისო ძალთა ბალანსის სისტემაში,თუ განაგრძობს ევროპის

შიგნით „დაახლოების“ პროცესს?

ჯოზეფ ნაი წიგნში: „ძალის მომავალი“11, აყალიბებს გლობალური ძალის

კონცეფციას. ნაშრომში განხილულია საერთაშორისო სისტემაში ძალის სახეობები:

ეკონომიკური, სამხედრო, „ხისტი“ და „რბილი“ ძალები. ავტორი ნაშრომის ბოლოს

ეხება „ჭკვიანი“ ძალის კონცეფციას, რომელიც არის გარკვეული ნაზავი „ხისტი“ და

„რბილი“ ძალებისა. თანამედროვე სამყაროში ძალიან რთულია მხოლოდ „ხისტ“

ძალას დაერდნო, შესაბამისად ნაის კონცეფცია რელევანდურია დღეს-დღეობით.

10

David Baker- “Islands of the mind: new labour’s defensive engagement with the European Union”, (USA: The

Political Quarterly Publishing Co.LTD, 2005) 11

Joseph s. Nye Jr.- The Future of Power,

13

მეთოდოლოგია:

ნაშრომში მოხდება ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის

მექანიზმის საფუძვლიანი გააზრება, როგორც საერთაშორისო ასევე სახემწიფოებრივი

თუ ინდივიდუალური უსაფრთხოების დონეზე. კვლევას აქვს როგორც თეორიული, ისე

პრაქტიკული მნიშვნელობა. თეორიული თვალსაზრისით ნაშრომის მნიშვნელობაზე

მიუთითებს ის ფაქტი, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოში ნაკლებად არის

შესწავლილი, შესაბამისად მისი გამოყენება აკადემიურ სივრცეში დაეხმარება როგორც

სტუდენტებს ასევე სამეცნიერო წრეებს. პრაქტიკული მიმართულებით კვლევის

გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის უსაფრთხოებით დაინტერესებული სტრუქტურების

მიერ. ამასთან, სახელმწიფო უწყებებისა და შესაბამისი დარგის მკვლევარები მიერაც.

ნაშრომში გამოყენებული მეთოდოლოგია იქნება შერეული თვისებრივი და

რაოდენობრივი კვლევის მეთოდებით. თვისებრივი კვლევიდან გამოვიყენებ პროცესზე

მიყოლის მეთოდს, რომელიც არის კვლევის ფუნდამენტური ტექნიკა პოლიტიკურ

მეცნიერებებში. ხშირად მას იყენებენ მკვლევარები, რომლებიც შემთხვევის შიგნით

ანალიზს ახდენენ. პროცესზე მიყოლის მეთოდი არის ანალიტიკული ტექნიკა,

რომელიც გვეხმარება მოვლენებზე დაკვირვებით დესკრიფციული და მიზეზობრივი

დასკვნები გამოვიტანოთ.12 სწორედ მიზეზობრივი მექანიზმის დახმარებით მკლევარს

შეუძლია დაადგინოს თუ როგორ შეიძლება, რომ „ა“ მოვლენის მიერ წარმოშობილმა

კონდიციებმა მიგვიყვანოს „ბ“ მოვლენამდე. ასევე გამოვიყენე ისტორიული ანალიზის

მეთოდი, რადგან თემის მნიშვნელოვანი ნაწილი წარსულ მოვლენებზე დაკვირვებას

მოითხოვს. მეთოდი დამეხმარა სტატიების, წიგნებისა და დოკუმენტების დამუშავებაში.

ისტორიული ცოდნის გარეშე საკმაოდ გამიჭირდებოდა მიმდინარე მოვლენების არსის

გაგება. სწორედ ზემოაღნიშნული მეთოდი, აძლევს მკვლევარს წარსული მოვლენების

12

David Collier, Understanding Process-tracing, (U.S.A: American Science Association, 2001), 823

14

დისციპლინირებული და სისტემატიური ანალიზის საშუალებას. ასევე გამოვიყენე

შედარებითი მეთოდის კონკრეტული სტრატეგია, ყველაზე მსგავსი სისტემების დიზაინი,

რომელმაც საშუალება მომცა ღტმა და კონცენტრირებული კვლევა ჩამეტარებინა. ეს

მეთოდი იძლევა საშუალებას ისეთი მოვლენების შესადარებლად, რომელთაც ბევრი

მახასიათებელი საერთო აქვთ, თუმცა არსებობს მცირედი განსხვავება. ეს მეთოდი

დამეხმარა გამომეკვეთა ის ცვლადები, რომლებიც განსხვავებულია მსგავსი

შემთხვევების შესწავლის დროს.13

კვლევისას გამოყიყენებ „ლოგიკურ ჯაჭვზე დამოკიდებულების“ მეთოდს, რომელიც

გვეხმარება გავიგოთ არსებული შედეგი წარსულ მოვლენებზე მიყოლით და ასევე

გაჩვენოთ, რომ ზემოაღნიშნული მოვლენები არის თავისთავადი, რომელთა ახსნაც

ვერ მოხდება წარსული/ისტორიული კონდიციებით. ამ მეთოდის ორ მიმართულებაზე

საუბრობს მაჰონი: 1) თვით-გაძლიერებადი თანმიმდივრობა: ამ დროს მკვლევარი

აყალიბებს და ახდენს რეპროდუქციას მოცემული ინსტიტუციური ნიმუშის. თვით-

გაძლიერებადი თანმიმდევრობა ხშირად წარმოადგენს „გაზრდილ ანაზღაურებას“,

როგორც მას ეკონომისტები უწოდებენ. გაზრდილი ანაზღაურებით ინსტიტუციური

ნომუში თუ ერთხელ მიიღეს, ის მუდამ გამძაფრდება მისი შემდგომი გამოყენების

შემდეგ. თუმცა დროის გასვლასთან ერთად ნიმუში მუდამ იცვლის სახეს და უფრო

რთული ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ადრე არჩეულთან შედარებით სხვა ოფციები

მეტადეფექტური არჩევანი იქებოდა.14 2) რეაქტიული თანმიმდევრობა: ეს არის ჯაჭვი

მოვლენებისა, რომლებიც ერთმანეთთან კავშირი აქვთ. ეს თანმიმდევრობა

რეაქტიულია, რადგან თითოეულ მოვლენას ჯაჭვში აქვს რეაქციაული კავშირი

ახლანდელ მოვლენებთან. ამიტომ მკვლევარმა უნდა შეისწავლოს თითოეული

მოვლენა ჯაჭვში, რათა მივიდეს ლოგიკურ დასვნამდე.15

13

Penning, P &, Keman, H. & Kleinnijenhais, J. (2006), Doing research in Political Science. London: Sage Publications, 37 14

James Mahoney- “Path dependence in historical sociology”, (Springer, 2000) , 508 15

იგივე, 509

15

ამას გამოყიყენებ ისტორიული ანალიზის მეთოდს, რადგან თემა თავად მოითხოვს

ამას. მეთოდი დამეხმარება სტატიებისა და წიგნების დამუშავებაში, ასევე წარსული

მოვლენების მიმოხილვასა და ლოგიკური კავშირების დადგენაში. სხვაგვარად

შეუძლებელია გავიგოთ ცვლილებების არსი თუ არ გვეცოდინება წინარე ისტორია.

თუმცა ჩემი თემის სპეციფიკიდან გამომდინარე შევისწავლი მხოლოდ მნიშვნელოვან

დოკუმენტებს ახლო წარსულიდან. ისტორიული ანალიზი მკვლევარს აძლევს

საშუალებას გაიგოს წარსულის მნიშვნელობა დისციპლინირებული და სისტემატიური

ანალიზით. კვალის დადგენა შეიძლება მოხდეს სხვადასხვა საშუალებებით-

ლანდშაფტის, არქეოლოგიური მასალის, არტიფაქტებისა თუ დოკუმენტების

ანალიზით.

ასევე გამოვიყენებ შესაბამისობის მეთოდს, რომელიც ძირითადად მცირე

რაოდენობის შემთხვევების დროს არის გამოსადეგი. მას იყენებენ თეორიის

განვითარებისთვის. ამ მეთოდის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ კვლევარი

იწყებს სწორედ თეორიით და ცდილობს ახსნას ან ივარაუდოს შედეგი კონკრეტული

შემთხვევების დროს. რათქმაუნდა ამ შემთხვევაში კვლევა დედუქციურია და თუ

რეალურიშედეგი შესაბამისობაშია თეორიის ვარაუდთან, მაშინ მკვლევარს შეიძლია

აღიაროს მიზეზობრივი ურთიერთობის არსებობა.16 მოცემულ მეთოდს გააჩნია

რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისება: პირველ რიგში ის, რომ მკვლევარს არ სჭირდება

მიჰყვეს მიზეზობრივ პროცესს, როელიც მიიყვანს დამოუკიდებელი ცვლადის

შემთხვევის შედეგამდე, ამიტომ მეთოდი არ მოითხოვს დიდი რაოდენობის ცნობებს

შესასწავლი შემთხვევის შესახებ. სწორედ ამ თვისების გამო ეს მეთოდი მოქნილია და

შემგუებელი. ის ასევე გვეხმარება განვავითაროთ თეორია სხვადასხვა გზით. ამ

მეთოდის ძლიერ მხარედ ასევე შეიძლება ჩაითვალოს, ის რომ მისი გამოყენება

შესაძლებელია როგორც შემთხვევის შიგნით შესწავლისას ასევე

16

George, A. & Benett, A. (2005). Case Study and theory development in social sciences, U.S.A,

16

ურთიერთსაწინააღმდეგო შემთხვევების შესაწავლის დროსაც. ამ შემთხვევაში

გამოიყენება კონტროლირებადი შედარების მეთოდი.

კვლევაში გამოვიყენებ შედარებითი ანალიზის მეთოდს, რომელიც არის

მონაცემების ანალიზის ტექნიკა და გვეხმარება შედარების გზით ლოგიკური დასკვნების

გამოტანაში.17 შედარების მეთოდის მეშვეობის შესაძლებელია ერთი და იმავე

ინდიკატორის მეშვეობით სხვადასხვა მოვლენის ერთმანეთთან მისადაგება. მეთოდი

იძლევა საშუალებას მარტივად დავინახოთ მოვლენებს შორის მსგავსება და

განსხვავება, რაც კვლევას მეტ ვალიდურობას მატებს.

რაოდენობრივი კვლევიდან გამოვიყენე სტატისტიკური ანალიზის მეთოდი,

რომელიც დამეხმარა მონაცემების შეგროვებაში, ანალიზსა და სწორი დასკვნების

გამოტანაში.

ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიის გამოყენების საშუალებით შევეცდები შემდეგი

ჰიპოთეზის დამტკიცებას: ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის

წარმატება განაპირობა ორგანიზაციის, როგორც "ჭკვიანი ძალის" ფორმირებამ, რაც

გამოიხატება როგორც ეკონომიკურ ასევე სამხედრო მოქმედებებში. (ნაკლები

ადამიანური დანაკარგი და ფინანსური წყაროების გადაკეტვა). მოცემული ჰიპოთეზა

შემოწმებას ექვემდებარება და მისი ვალიდურობა ნაშრომის კვლევის დროს მოხდება.

ძირითადი საკვლევი საკითხები:

კვლევის ძირითადი მიზანი იქნება შეეხოს შემდეგ მიმართულებებს:

1) ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის შესწავლა- როგორც

უკვე ავღნიშნე გაერთიანების ეს მიმართულება ნაკლებად არის შესწავლილი,

შესაბამისად მისი ღრმა ანალიზი აუცილებელია ნაშრომის სწორი

17

Rihoux, Benoît (2013), "QCA, 25 Years after"The Comparative Method": Mapping, Challenges, and

Innovations--Mini-Symposium", Political Research Quarterly, 66: 167–235,

17

ფორმულირებისთვის. ნაშრომი, მოცემული პოლიტიკის დადებით და უარყოფით

ასპექტებზე იქნება ფოკუსირებული. ამასთან მიმოვიხილავ იმ ორგანოებს, რომლებიც

თავდაცვის პოლიტიკის ფორმირებაში იღებენ მონაწილეობას:

- სამხედრო კომიტეტი: სამხედრო კომიტეტი შედგება თავდაცვის მინისტრებისგან,

რომლებიც წარმოდგენილი არიან თავიანთი წარმომადგენლებით, გარდა იმ

შემთხვევებისა, როდესაც პირადად მინისტრების დასწრება არის აუცილებელი. ამ

კომიტეტის კომპეტენციაა რჩევების მიცემა პოლიტიკური და სამხედრო კომიტეტისთვის

და საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპული საბჭოსთვის სამხედრო საკითხების

შესახებ. სამხედრო კომიტეტი ასევე წარმოადგენს ფორუმს სამხედრო

კონსულტაციებისთვის კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად და კრიზისების

მოსაგვარებლად.

- სამხედრო შტაბი: სამხედრო შტაბი შედგება წევრი სახელმწიფოებისგან წარგზავნილი

სამხედრო მოხელეებისაგან. მოხელეების შტაბი ეკუთვნის საბჭოს სამდივნოს, მაგრამ

უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე მათი შენობა არ მდებარეობს

სამდივნოს შენობაში. შტაბი მუშაობს სამხედრო კომიტეტის მეთვალყურეობის ქვეშ და

ემსახურება ეუთპ-ს სამხედრო ექსპერტიზით, მათ შორის ისეთ საკითხებზეც,

როგორიცაა ადრეული გაფრთხილება, სიტუაციის შეფასება და სტრატეგიული

დაგეგმვა.

2) ევროპაში ტერორიზმის ისტორია- ევროპას ტერორიზმის დიდი ისტორია აქვს,

იმისთვის რომ დღევანდელი მდგომარეობა ავხსნა, საჭირო იქნება ისტორიული

მიმოხილვა. ამასთან ევროკავშირის ლეგალური დოკუმენტების ანალიზის შედეგად

მოხდება თავდაცვის კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება, რაც

18

საშუალებას მოგვცემს დაშვებული შეცდომებისა თუ წარმატებული რეფორმების

გადაფასება მოხდეს;

3) “ჭკვიანი ძალის“ ფენომენი- „ხისტი ძალა“ 21-ე საუკუნეშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი

ფაქტორია, მაგრამ არ უნდა დაგვავაწყდეს რომ დღევანდელობაში მისი გამოყენება

ქვეყნების მიერ ნაკლებ რეკომენდებულია. შესაბამისად, უფრო დიდი მნიშვნელობა

მიენიჭა „რბილი ძალის“ ფენომენს და მის მნიშვნელობას ქვეყნებისთვის. შეფასდება

ევროკავშირის როგორც „ჭკვიანი ძალის“ ეფექტურობა უშუალოდ ტერორიზმთან

ბრძოლის საქმეში. ასევე მოხდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების

გამოცდილების შედარება უშუალოდ ევროპის კავშირის პოლიტიკასთან ტერორიზმის

წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით;

4) ტერორიზმთან ბრძოლის ტაქტიკა და სტრატეგია- ტერორიზმთან ბრძოლა

ნამდვილად არ არის ახალი საკითხი, შესაბამისად ქვეყნებს დაგროვებული აქვთ

საკმარისი ცოდნა და გამოცდილება. ნაშრომში სწორედ ტერორიზმის წინააღმდეგ

არსებული სტრატეგიების და ტაქტის განალიზება მოხდება. თითოეული ქვეყანა

უნიკალურად ეკიდება ამ გლობალურ პრობლემას, შესაბამისად საინტერესოა ამ

ქვეყნების მიერ შედგენილი ორგანიზაცია როგორ სტრატეგიას აირჩევს ტერორიზმის

წინააღმდეგ ბრძოლაში;

კვლევის მოსალოდნელი შედეგები:

ნაშრომში გაანალიზებული იქნება ტეორიზმთან ბრძოლის არაერთი ეფექტური

მოდელი/ტაქტიკა. განხილული სტრატეგიების გამოყენება შესაძლებელია

საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის. ევროკავშირი არის ორგანიზაცია, რომელსაც

არ გააჩნია განსაკუთრებული სამხედრო შესაძლებლობები, შესაბამისად ის მიმართავს

„რბილ ძალას“ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში. საქართველოს ძალუძს მსგავსი

19

სტრატეგიის არჩევა და კონტრტერორისტული საქმიანობის ამ მიმართულებით

განვითარება. ეკონომიკური დონორების შეკავების საკითხში რეგიონული

თანამშრომლობა შესაძლებელია სომხეთსა და აზერბაიჯანთან თანამშრომლობის

შედეგად. საქართველოს რეალურად უდგას ეს პრობლემა, რადგან ჩვენს რეგიონში

არის საფრთხეები, რომელთაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. მოსახლეობის

ინფორმირება, აუცილებელია და უსიამოვნობებს აგვარიდებს თავიდან.

ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიზის შედეგად

აღმოჩენილი დადებითი თუ უარყოფითი მიმართულებების აღმოჩენა, შესაძლოა

გახდეს კიდეც მიზეზი გარკვეული მიმართულებით მისი გაუმჯობესებისა. მოცემული

პოლიტიკა წლებია, რაც ფორმირდება და ხშირად ხდება ხოლმე მისი შეცვლა, რაც

დამატებითი მოტივაციაა მისი ანალიზისთვის.

ნაშრომი არსებული დილემა, რომელიც ევროკავშირში კოორდინაციის

პრობლემას შეეხებოდა შესაძლებელია გადაიჭრას მხოლოდ ქვეყნების ერთობლივი

თახმობის საფუძველზე. „ღია საზღვრებისა“ და მიგრანტთა კრიზისების შედეგად

არეული თავდაცვის სტრუქტურაში რეფორმირების ინიციატივა რეალურად

გვიჩვენებს, თუ როგორ მოვნახოთ უკეთესი ალტერნატივები, ეფექტური ბრძოლის

გზები.

ნაშრომის სტრუქტურა:

კვლევა შედგება სამი თავისგან და ორი ქვეთავისგან, გამოყენებული იქნება 80-მდე

წყარო, სავარაუდო მოცულობა 120-150 გვერდი.

20

ნაშრომის შინაარსი

თავი 1: საკითხის ისტორიული მიმოხილვა

1.1 1975-2001 წ.წ

1.2 2001 წლის შემდგომ ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის ტრანსფორმაცია;

თავი 2: ევროკავშირი, როგორც „ჭკვიანი ძალა“ ტეორიზმის წინააღმდეგ: ეფექტურობა

და შედეგები

2.1 ევროკავშირის „ჭკვიან ძალად“ ჩამოყალიბების პროცესი

2.2 ენერგოუსაფრთხოების ქეისი

2.3 კიბერუსაფრთხოების ქეისი

თავი 3: ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა: გამოწვევები და

სამოქმედო გეგმა

3.1 ტრევი, როგორც ერთიანი უსაფრთხოების სისტემის საწყისი

3.2 ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო პოლიტიკა

3.3 ევროპოლი და საზღვრების დაცვა

21

ბიბლიოგრაფია

1) David Collier, Understanding Process-tracing, (U.S.A: American Science Association,

2001);

2) George, A. & Benett, A., “Case Study and theory development in social sciences”, U.S.A,

2005;

3) Hylke Dijkstra- “Policy-making in EU security and defense”, (The Netherlands, Palgrave

Mcmilan, 2013)

4) Max Roser, Mohamed Nagdy, Hannah Ritchie- “Terrorism”,

https://ourworldindata.org/terrorism/ (უკანსკნელად გადამოწმებულ იქნა - 08.01.2018);

5) Penning, P &, Keman, H. & Kleinnijenhais, J., “Doing research in Political Science”,

London: Sage Publications, 2005;

6) Joseph s. Nye Jr.- „The Future of Power“, (PublicAffairs, New York, 2004);

7) Rihoux, Benoît , "QCA, 25 Years after"The Comparative Method": Mapping, Challenges,

and Innovations--Mini-Symposium", Political Research Quarterly, 2013;

8) Press Release, 15 June 2017- https://www.europol.europa.eu/newsroom/news/2017-eu-

terrorism-report-142-failed-foiled-and-completed-attacks-1002-arrests-and-142-victims-died

(უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა - 07.01.2018);

22

9) The World Bank, “European Union”, http://data.worldbank.org/region/european-union,

(ukanasknelad iqna gadamowmebuli - 18.12.2017);

10) The Nobelprize, “The Nobel Peace Prize 2012”,

http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/2012/, (ukanasknelad iqna

gadamowmebuli - 20.12.2017);

11) Maria Garcia Galantino, Maria Raquel Freire- “Managing Crisis, Making Peace”, (U.S.A,

Palgrave Macmillan, 2015)

12) Nikolas Karampekios, Iraklis Oikonomou, Elias G. Carayannis- “The Emergence of EU

defense Research Policy”, (U.S.A: Springer, 2018)

13) James Mahoney- “Path dependence in historical sociology”, (Springer, 2000), 508-509

14) Stephanie Anderson and Thomas R. Seitz- “European Security and Defense Policy Demystified”,

(Armed Forces & Society Vol. 33 Number 1, 2006)

15) David Baker- “Islands of the mind: new labour’s defensive engagement with the European

Union”, (USA: The Political Quarterly Publishing Co.LTD, 2005)