41
1 სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან თვითრეგულაციის მექანიზმებისკენ კვლევა მოამზადა „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შეიძლება არ ასახავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციას.

სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

  • Upload
    others

  • View
    25

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

1

სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან

თვითრეგულაციის მექანიზმებისკენ

კვლევა მოამზადა „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შეიძლება არ ასახავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციას.

Page 2: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

2

სარჩევი:

შესავალი ................................................................................................................................................................ 4

1. სიძულვილის ენა პოლიტიკურ პროცესებში და მისი აღმოფხვრის გზები საერთაშორისო ინსტრუმენტების მიხედვით ..............................................................................7

1.1 გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ

შემუშავებული კრიტერიუმები ...............................................................................................................7

1.2 პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში ................................................................................................... 8 1.2.1 გამოხატვის თავისუფლების ცნება და მისი ლიმიტები ...................................................... 8

1.2.2 პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებული

სტატუსი ........................................................................................................................................ 10

1.2.3 სიძულვილის ენის, როგორც ევროკონვენციით დაცული ღირებულებების უარმყოფელი მოვლენის სანქციონირება .......................................................................................................... 12

2. სიძულვილის ენის რეგულაციის საჭიროება და მექანიზმები ............................................ 15

2.1 საერთაშორისო ინსტრუმენტები ........................................................................................................... 16

2.1.1 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ..................................................................................... 16 2.1.2 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა .................................................................................. 17 2.1.3 რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ კომისია (ECRI) ....... 18

2.1.4 გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი ………………………………19

2.2 სიძულვილის ენის სახელმწიფო რეგულაციები ეროვნულ კანონმდებლობებში .. 20

2.2.1 საფრანგეთი ..................................................................................................................................................... 20

2.2.2 გერმანია............................................................................................................................................................ 22

2.2.3 ესტონეთი ........................................................................................................................................................ 22

2.2.4 გაერთიანებული სამეფო ............................................................................................................................... 23

2.2.5 ამერიკის შეერთებული შტატები ................................................................................................................ 24

Page 3: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

3

2.2.6 საქართველოს კონსტიტუციური სასამართლოს პრაქტიკა სიძულვილის ენასთან მიმართებაში . 27

3. სიძულვილის ენის პრევენცია - თვითრეგულაციის მექანიზმები .................................... 32

3.1 სიძულვილის ენა - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თვითრეგულაციისკენ ......... 32

3.2 სიძულვილის ენის პრევენციის და შიდა რეგულაციის მექანიზმების ხელშეწყობა - - საერთაშორისო ინსტრუმენტები ................................................................................................................ 34

3.2.1 რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიის და მათთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მსოფლიო კონფერენციის სამოქმედო გეგმა ............................................ 34

3.2.2 ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტია ............................................................................. 35

3.2.3 ევროპული პოლიტიკური პარტიების ქარტია რასიზმისგან თავისუფალი საზოგადოებისთვის . 35 3.2.4 ECRI-ს დეკლარაცია პოლიტიკურ განცხადებებში რასისტული, ანტისემიტური და ქსენოფობიური ელემენტების გამოყენების შესახებ .........................................................................................36 ძირითადი წყაროები .............................................................................................................................................. 38

Page 4: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

4

შესავალი

გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია. აღნიშნული პრინციპების განუხრელი დაცვა აუცილებელია თავისუფალი განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი ყველა საერთაშორისო თუ ეროვნული დოკუმენტი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, 1 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია, 2 გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებას ჯეროვან ყურადღებას უთმობს. აღნიშნული პრინციპის ფუნდამენტური ხასიათს აღიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომლის მიხედვითაც, “დემოკრატია საზრდოობს […] გამოხატვის თავისუფლებით”.3

გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს ისეთი მოსაზრების და იდეების საჯარო ტირაჟირებასაც, რომლებიც, შესაძლოა, მიუღებელი იყოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. სწორედ ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქცია – საზოგადოების ყველა ფენას, უმრავლესობას თუ უმცირესობას, ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, გამოთქვას საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე ისე, რომ არ გახდეს დევნის, მუქარის ან ძალადობის მსხვერპლი სახელმწიფოს ან კერძო პირების მხრიდან. ვინაიდან დემოკრატიულ სახელმწიფოში უკანონო / დასჯადი შეიძლება იყოს მხოლოდ ქმედება და არა აზრი.

გაერთიანების თავისუფლება, თავის მხრივ, მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, გაერთიანდნენ საერთო იდეებისა და სულისკვეთების ირგვლივ და ყველა დაშვებული, კანონიერი მეთოდით მოიპოვონ საზოგადოების მხარდაჭერა საკუთარი იდეების განხორციელებისთვის.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება, როგორც ასეთი, არ არის გამიჯნული გამოხატვის თავისუფლების ზოგადი კონცეფციისგან – ამგვარად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს ყოველგვარ განსხვავებას “პოლიტიკურ დებატებსა და საზოგადო ინტერესის პრობლემების განხილვას

1 http://www.echr.coe.int/Documents/Convention_ENG.pdf 2 http://www.un.org/en/documents/udhr/ 3 პალატის გადაწყვეტილება თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია დასხვები თურქეთის

წინააღმდეგ, 1998 წლის 27 იანვარი, პარ.57

Page 5: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

5

შორის.”4

მეტიც, გამოხატვის თავისუფლება “განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება პოლიტიკურ სფეროში იდეების განხილვისას, რაც ბუნებრივია, ვინაიდან პოლიტიკური დებატები დემოკრატიის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია”.5

გამოხატვის ან გაერთიანების თავისუფლება შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უშიშროებას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ან აუცილებელია უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.6

გარდა ამისა, ზოგიერთი გამოხატვა თავად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიული საზოგადოებისთვის, შესაბამისად, მისი შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან არ არის აღქმული, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. 7 პირიქით, როდესაც დემოკრატია საფრთხეშია, “მისი ვალია, თავი დაიცვას”.8 სწორედ ამ კატეგორიაში არის მოქცეული, ევროპის ბევრ სახელმწიფოში, სიძულვილის ენა, რომელიც დღემდე სერიოზულ პრობლემად რჩება ბევრი ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

სიძულვილის ენის რეგულაციის აუცილებლობაზე დებატები მეორე მსოფლიო ომის წინა და შემდგომ პერიოდებში წარმოიშვა, რაც განპირობებული იყო ნაციზმისა და ტოტალიტარიზმის აღზევებასთან და ამით დემოკრატიული ფასეულობებისთვის შექმნილ საფრთხეებზე ადეკვატური პასუხის საჭიროებით. ამ პერიოდში ევროპული დემოკრატიების უმრავლესობამ სიძულვილის ენის სახელმწიფო რეგულაციის გზით შეზღუდვა აირჩია. განსხვავებულია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, რომლის მიხედვითაც, სიძულვილის ენა დემოკრატიული პროცესების ერთ-ერთი შემადგენელი

4 თორგერ თორგერსონი ისლანდიის წინააღმდეგ, 1992 წლის 25 ივნისი, პარ.64 5 ჟან-პოლ კოსტა, “გამოხატვის თავისუფლება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული

სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით”, “საერთაშორისო სამართლის სიახლეები” - ნავარის უნივერსიტეტის გამოცემა, 2001 წლის 2 მარტი http://www.ridi.org/adi/200106a1.pdf

6 ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, მუხლი 10.2, 11.2. 7 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ერბაკანი თურქეთის წინააღმდეგ, პარ.56: “პრინციპში,

დემოკრატიულ საზოგადოებაში, შეიძლება აუცილებლად ჩაითვალოს ყველა იმგვარი გამოხატვის ფორმის სანქციონირება ან პრევენცია, რომლებიც ავრცელებს, უბიძგებს, ხელს უწყობს ან ამართლებს შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ სიძულვილს.”

8 კარლ ლოვენშტეინი, “მებრძოლი დემოკრატია და ფუნდამენტური უფლებები” The American Political Science Review Vol. 31, No. 3 (Jun., 1937), pp. 417-432 http://www.jstor.org/discover/10.2307/1948164?uid=2129&uid=2&uid=70&uid=4&sid=21104117087703 იმავე სულისკვეთებას იზიარებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, როდესაც აცხადებს, რომ კონვენცია არ იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა აქტივობაც მიმართულია კონვენციის ფუნდამენტური ღირებულებების და პრინციპების წინააღმდეგ (იხ. ქვემოთ, სქოლიო 16)

Page 6: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

6

ნაწილია და მისი აკრძალვა ან სხვანაირად შეზღუდვა თავად დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

სიძულვილის ენის პარალელურად, იმავე 30-იანი და 40-იანი წლების ისტორიულ კონტექსტში დაიწყო ანტიდემოკრატიული გაერთიანებების მიმართ შეზღუდვებისა და აკრძალვების შესახებ პოლემიკა. ზოგიერთმა ქვეყანამ მიიღო რეგულაციები, რომლებიც გარკვეულწილად ზღუდავს როგორც პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიას, ისე მათ საქმიანობას. თუმცა დემოკრატიულ საზოგადოებაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამგვარი რეგულაციები ადვილად შეიძლება გახდეს პოლიტიკური მანიპულაციის თემა მმართველი პარტიის მხრიდან და საფუძველი ჩაუყაროს ავტორიტარისტულ ტენდენციებს.

შესაბამისად, მიუხედავად მისი არასავალდებულო ხასიათისა, დემოკრატიული პრინციპების ზედმეტი შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, ყველაზე მისაღები გზა, სიძულვილის ენის აღმოსაფხვრელად, ისევ თვითრეგულაციის მექანიზმებია, როდესაც პოლიტიკური პარტია თავად იღებს ვალდებულებას, შეზღუდოს და აღმოფხვრას სიძულვილის ენა საკუთარი საქმიანობიდან.

საქართველოს რეალობაში სიძულვილის ენის აღმოფხვრის აუცილებლობის საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით დგას პოლიტიკური პლურალიზმის პირობებში, როდესაც სხვადასხვა, ზოგ შემთხვევაში, რადიკალური იდეოლოგიის პოლიტიკურ გაერთიანებებს და ცალკეულ პოლიტიკურ აქტორებს საშუალება აქვთ, მედიის მეშვეობით მიმართონ საზოგადოებას და აწარმოონ პოლიტიკური აქტივობები. ზოგიერთ შემთხვევაში, მათი იდეების ტირაჟირება შესაძლოა, შეუწყნარებლობის და აგრესიის წყაროდაც იქცეს, რაც გარკვეული რეგულაციების საჭიროებას ქმნის.

წინამდებარე კვლევის მიზანია, ქართულ პოლიტიკურ გაერთიანებებს მისცეს საშუალება, თავად დააწესონ საკუთარი გამოხატვის ლიმიტები ისე, რომ ერთი მხრივ, ამით არ შეილახოს მათი გამოხატვის თავისუფლება და მეორე მხრივ, მათი საქმიანობა მოექცეს დემოკრატიული საზოგადოებისთვის მისაღებ და დასაშვებ გამოხატვის ფარგლებში.

Page 7: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

7

1. სიძულვილის ენა პოლიტიკურ პროცესებში და მისი აღმოფხვრის გზები საერთაშორისო ინსტრუმენტების მიხედვით

როდესაც ვსაუბრობთ სიძულვილის ენის აღმოფხვრის მექანიზმებზე, ძირითადი ყურადღების საკითხი უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლების დაცვა არაადეკვატური შეზღუდვებისგან. მით უმეტეს, როდესაც არსებობს პოლიტიკური გამოხატვის შეზღუდვის არასათანადოდ გამოყენების საფრთხე. ამ უკანასკნელის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, სწორად გაიმიჯნოს სიძულვილის ენა, როგორც დისკრიმინაციისა და ძალადობის ხელშემწყობი, ზოგჯერ კი მათი გამომწვევი, მოვლენა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპი, რომელიც იცავს ყველანაირი სახის, მათ შორის, შოკისმომგვრელ, უმრავლესობისთვის მიუღებელ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებსაც კი.9

1.1 გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ შემუშავებული კრიტერიუმები

კომიტეტი მიიჩნევს, რომ “აკადემიური დებატების, პოლიტიკური აქტივობების ან მსგავს კონტექსტში გამოთქმული აზრები და იდეები, რომლებიც არ წარმოადგენს სიძულვილისკენ, ზიზღისკენ, ძალადობის ან დისკრიმინაციისკენ მოწოდებას, უნდა იყოს აღქმული, როგორც გამოხატვის თავისუფლების ლეგიტიმური განხორციელება, მაშინაც კი, როდესა ამგვარი იდეები საკამათოა.10

საქმეში ქამალ ქერეში დანიის წინააღმდეგ, კომიტეტი “წევრი სახელმწიფოს ყურადღებას მიაპყრობს გამოხატვის თავისუფლებასა და [რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო] კონვენციის იმ მითითებებს შორის წონასწორობის დაცვის აუცილებლობაზე, რომლებიც მიმართულია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა აქტის ხელისშეშლისა და აღმოფხვრისკენ, განსაკუთრებით კი პოლიტიკური პარტიების წევრების განცხადებებში.11

9 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1976 წლის 7 დეკემბერი, პარ.49

10 ზოგადი რეკომენდაციები N35, პარ. 25 11 გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება ქამალ ქერეში დანიის

წინააღმდეგ, n°27/2002, 2003 წლის 19 აგვისტო, პარ. 9.

Page 8: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

8

თავის ზოგად რეკომენდაციებში 12 კომიტეტი აყალიბებს იმ გარემოებებს, რომლებიც მხედველობაში იქნეს მიღებული განცხადების სიძულვილის ენად დაკვალიფიცირებისთვის. იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დისკრიმინაციის განხორციელების შეგნებულ ხასიათს და ამის დასადგენად ყურადღებას აქცევს განცხადების ფორმას, შინაარსს, აუდიტორიას, ვისთვისაც იგი არის განკუთვნილი, გამეორების სიხშირეს და ა.შ. გარდა ამისა, კომიტეტის მიერ ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებში განსაკუთრებით საინტერესოა ორი:

ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კლიმატი – არსებობს თუ არა ეთნიკური უმცირესობების ან სხვა ჯგუფების დისკრიმინაციის ტენდენციები. “გამოხატვა, რომელიც ერთ კონტექსტში უწყინარი და ნეიტრალურია, შესაძლოა, სხვა კონტექსტში საშიში აღმოჩნდეს.”

ავტორის პოზიცია ან სტატუსი საზოგადოებაში და აუდიტორია, რომელსაც იგი მიმართავს - “კომიტეტი რეგულარულად უსვამს ხაზს პოლიტიკოსების და საზოგადოებრივი აზრის სხვა შემქმნელების როლს კონვენციით დაცული ჯგუფების მიმართ ნეგატიური კლიმატის შექმნაში და მოუწოდებს მათ, პოზიტიური დამოკიდებულება იქონიონ კულტურათაშორისი ურთიერთგაგების და ჰარმონიის ხელშეწყობის მიმართულებით. კომიტეტი ხაზს უსვამს გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას პოლიტიკურ საკითხებში და ასევე, მისი განხორციელებისას წარმოშობილ განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.”

1.2 პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში

1.2.1 გამოხატვის თავისუფლების ცნება და მისი ლიმიტები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება გამოხატვის თავისუფლების პრინციპის განუხრელ დაცვას. როგორც შესავალშივე აღინიშნა, სასამართლოს პოზიციაა, რომ „შემწყნარებლობა და ყველა ადამიანის ღირსების თანაბარზომიერი პატივისცემა წარმოადგენს დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების ფუნდამენტს. აქედან გამომდინარეობს, რომ პრინციპში, ზოგიერთ დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება, აუცილებლად იქნეს მიჩნეული გამოხატვის ყველა ისეთი ფორმის სანქციონირება და აკრძალვაც კი, რომელიც ავრცელებს, უბიძგებს, ხელს უწყობს ან ამართლებს შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ სიძულვილს. “13

12 ზოგადი რეკომენდაციები N35, პარ. 15 13 ერბაკანი თურქეთის წინააღმდეგ, 2006 წლის 6 ივლისი, პარ.56

Page 9: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

9

ევროსასამართლოს მიხედვით, უნდა განვასხვავოთ, ერთი მხრივ, ექსტრემიზმისკენ რეალური და სერიოზული მოწოდება, რომელიც სიძულვილის ენას წარმოადგენს და რომლის რეგულაციაც არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მოთხოვნებს და მეორე მხრივ, პიროვნებების (მათ შორის, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების) მიერ საკუთარი აზრების თავისუფალი გამოხატვა, რომელიც დაცულია ევროკონვენციით აღიარებული გამოხატვის თავისუფლების პრინციპით, თუნდაც აღნიშნული გამოხატვა იწვევდეს სხვა პირების „აღშფოთებას, შოკირებას ან შეშფოთებას“.14 სტრასბურგის სასამართლომ შეიმუშავა კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია იმისთვის, რომ შეზღუდვა არ იქნეს მიჩნეული მე-10 ან მე-11 მუხლის დარღვევად:15

1. შეზღუდვა უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით – ეროვნული კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს შეზღუდვის ნორმას, რომელიც ობიექტურად ხელმისაწვდომი და გასაგები უნდა იყოს მოქალაქეებისთვის;

2. ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს (იგულისხმება შეზღუდვის საფუძვლები, რომლებიც ჩამოთვლილია ზემოთ აღნიშნული მუხლების მეორე ნაწილებში);

3. უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში (რაც ნიშნავს, რომ ემსახურებოდეს “მაღალ სოციალურ აუცილებლობას”);

4. უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის პროპორციული – რაც ნიშნავს, რომ შეზღუდვა დაუშვებლად მიიჩნევა, თუ არსებობდა სხვა, უფლებების ნაკლებ დამაზარალებელი გზა იმავე ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

ევროსასამართლო საკმაოდ შორს წავიდა კონვენციის განმარტებაში და თავად კონვენციაში მითითებული გამონაკლისების გარდა (უკვე ხსენებული მე-10 და მე-11 მუხლების მეორე პუნქტები), სიძულვილის ენის აკრძალვის ლეგიტიმაციისთვის შეიმუშავა უფრო ზოგადი ხასიათის მიდგომა და სიძულვილის ენის გამოვლინებებს მიუსადაგა კონვენციის მე-17 მუხლში გაცხადებული უფლების ბოროტად გამოყენების პრინციპი – სასამართლოს აზრით, «კონვენცია არ იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა აქტივობაც მიმართულია კონვენციის ფუნდამენტური ღირებულებების და პრინციპების წინააღმდეგ.»16

14 ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1976 წლის 7 დეკემბერი, პარ. 49 15 ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, პარ. 48-50, სანდი თაიმსი გაერთიანებული სამეფოს

წინააღმდეგ, 1976 წლის 26 აპრილი, პარ. 45, ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ, 1986 წლის 8 ივლისი, პარ. 34-37 და მრავალი სხვა.

16 მაგ. რელიგიური ნიშნით სიძულვილის ენასთან მიმართებაში: ჰიზბ უტ-ტაჰრირი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ, 2012 წლის 19 ივნისი, კასიმახუნოვი და საიბატალოვი რუსეთის წინააღმდეგ, 2013 წლის 14 მარტი; ანტისემიტიზმთან მიმართებაში: პაველ ივანოვი რუსეთის წინააღმდეგ, 2007 წლის 20 თებერვალი; სექსუალურ ორიენტაციასთან მიმართებაში: ვეიდელანდი და სხვები შვედეთის წინააღმდეგ, 2012 წლის 9 თებერვალი...

Page 10: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

10

1.2.2 პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებული სტატუსი პოლიტიკური საქმიანობის ჭრილში, გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი განსაკუთრებული დაცვის ხარისხით სარგებლობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში. «სასამართლო აღიარებს, რომ პოლიტიკური გამოხატვა საჭიროებს დაცვის აღმატებულ ხარისხს (...).» 17 გამოხატვის თავისუფლების პრინციპი «განსაკუთრებით ძლიერია, როდესაც საქმე ეხება დებატებს პოლიტიკურ სფეროში, რაც ბუნებრივია, ვინაიდან პოლიტიკური დებატები დემოკრატიის განუყოფელ და უმნიშნველოვანეს ნაწილს წარმოადგენს.» «გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ყველასთვის ძვირფასია, განსაკუთრებულია ხალხის რჩეულისთვის; ის წარმოადგენს ამომრჩეველს, გამოხატავს მის პრობლემებს და იცავს მის ინტერესებს. შესაბამისად, ოპოზიციური დეპუტატის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაში სასამართლოს კონტროლი განსაკუთრებით მკაცრია.»18 პოლიტიკური საქმიანობის სფეროში, ევროსასამართლოს მიხედვით, ის იდეებიც დაცულია, რომლებიც შესაძლოა, შემაშფოთებელი და მიუღებელი იყოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის,19 თუ აღნიშნული იდეების გამოხატვა ემსახურება საზოგადოების ინტერესებს და პოლიტიკური დისკუსიის ნაწილს წარმოადგენს: «დემოკრატიის ერთ-ერთ ფუნდამეტს წარმოადგენს სხვადასხვა პოლიტიკური პროექტების შემუშავება და განხილვა, მაშინაც კი, როდესაც ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს ამჟამინდელ მოწყობას, იმ პირობით, რომ ისინი არ ისახავდეს მიზნად თავად დემოკრატიის დაზარალებას.»20 შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ დებატებს, საზოგადოებისთვის საინტერესო იდეების და მოსაზრებების განხილვას, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მაშინაც კი, როდესაც პოლიტიკოსი ან საზოგადო მოღვაწე გამოთქვამს ბევრისთვის მიუღებელ და აღმაშფოთებელ მოსაზრებებს, მის მიმართ სანქციების გატარება კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას წარმოადგენს: საქმეში ოტეგი მონდრაგონი ესპანეთის წინააღმდეგ21 მოსარჩელე იყო პარლამენტის წევრი და ბასკური სეპარატისტული საპარლამენტო ჯგუფის სპიკერი, რომელსაც მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა მეფის მძიმე შეურაცხყოფისთვის. საქმე მდგომარეობდა შემდეგში: ერთ-ერთ კონფერენციაზე, ოტეგი მონდრაგონმა ისაუბრა ბასკური გაზეთის დახურვაზე (ტერორისტულ ორგანიზაცია ETA-სთან სავარაუდო კავშირის გამო) და პოლიციის სპეცოპერაციის დროს რამდენიმე პირის მიმართ განხორციელებულ

17 ფერე ბელგიის წინააღმდეგ, 2009 წლის 16 ივლისი, პარ. 77 18 კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ, 1992 წლის 30 აპრილი, პარ. 42; ფერე ბელგიის წინააღმდეგ, 2009 წლის

16 ივლისი, პარ. 65; უილემი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2009 წლის 16 ივლისი, პარ. 32 19 კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ, პარ. 42 20 თურქეთის სოციალისტური პარტია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, 2003 წლის 12 სექტემბერი, პარ. 43 21 ოტეგი მონდრაგონი ესპანეთის წინააღმდეგ, 2011 წლის 15 მარტი

Page 11: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

11

არასათანადო მოპყრობაზე. გამომსვლელმა ესპანეთის მეფესთან მიმართებაში განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი არის “ესპანური არმიის მთავარსარდალი, მწამებლებზე პასუხისმგებელი, წამების დამცველი, რომელიც ჩვენს ხალხს წამებისა და ძალადობის გზით თავის ახვევს თავის მონარქისტულ რეჟიმს”. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეში დაადგინა ევროკონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა. მისი აზრით, საქმე ეხებოდა პოლიტიკურ განცხადებას, რომლის შემთხვევაშიც დასაშვებია გარკვეული პროვოკაციული განცხადებების გაკეთებაც, თუ ისინი არ ეხება სხვის პატივსა და ღირსებას. სასამართლოს აზრით კი მოსარჩელის განცხადება არ წარმოადგენდა მეფის პიროვნებაზე თავდასხმას, არ შეეხებოდა მის პირად ცხოვრებას და მის ღირსებას, არამედ მხოლოდ მის, როგორც ინსტიტუციის პასუხისმგებლობას, როგორც იმ სახელმწიფოს ხელმძღვანელსა და სიმბოლოს, რომლის სამართალდამცავმა ძალებმაც აწამეს გაზეთის თანამშრომლები. გარდა ამისა, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის განცხადება გართო საზოგადოებრივი დებატების ნაწილი იყო, რომლებიც შეეხებოდა ესპანელი სამართალდამცავების მხრიდან, ანტიტერორისტული კამპანიის ფარგლებში, წამების პრაქტიკას. შესაბამისად, განცხადება ემსახურებოდა საზოგადოებრივ ინტერესს და მისი ავტორის დასჯა ლახავდა გამოხატვის თავისუფლების პრინციპს.22 საქმეში ფარუქ თემელი თურქეთის წინააღმდეგ23 მოსარჩელემ, რომელიც იყო ერთ-ერთი პარტიის პრეზიდენტი, თავისი პარტიის შეკრებაზე მედიისთვის გააკეთა განცხადება, რომლითაც პროტესტი გამოხატა შეერთებული შტატების ერაყში ინტერვენციისა და ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაციის მეთაურის სამარტოო საკანში განთავსების წინააღმდეგ. მან ასევე ისაუბრა წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების გაუჩინარებაზე. აღნიშნული განცხადების გამო მას მიესაჯა პატიმრობა ძალადობის და სხვა ტერორისტული მეთოდების პროპაგანდისთვის. სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეშიც მიიჩნია, რომ ფარუქ თემელისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ეწინააღმედეგებოდა კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლების პრინციპს - მოსარჩელე, რომელმაც განცხადება გააკეთა, როგორც პოლიტიკოსმა და ოპოზიციური პარტიის წევრმა, ამგვარად გამოხატა თავისი პარტიის პოზიცია აქტუალურ და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე. სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში ნახსენები იყვნენ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები, თავად განცხადება არ მოუწოდებდა ძალადობისკენ, შეიარაღებული წინააღმდეგობისა და აჯანყებისკენ, შესაბამისად, იგი დაცული იყო კონვენციის მე-10 მუხლი.24

22 პარ. 51-62 23 ფარუქ თემელი თურქეთის წინააღმდეგ, 2011 წლის 1 თებერვალი 24 პარ. 60-64

Page 12: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

12

ზემოხსენებული გადაწყვეტილების ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ერბაკანი თურქეთის წინააღმდეგ, 25 სადაც ევროსასამართლომ, ფაქტობრივად, გამოიყენა ამერიკის შეერთებული შტატების პრეცედენტულ სამართალში დამკვიდრებული “მყისიერი და რეალური საფრთხის” ტესტი და მიიჩნია, რომ მართალია, მოსარჩელის მიერ გაკეთებული განცხადებები შეიცავდა ძალადობისა და დაპირისპირებისკენ მოწოდებას, თუმცა კონტექსტიდან გამომდინარე მას არ შეიძლებოდა, მოჰყოლოდა რაიმე კონკრეტული შედეგი, რის გამოც მისი სანქციონირება წარმოადგენდა კონვენციის მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლების ხელყოფას. მსგავსი მიდგომა, მიახლოებული აშშ-ს სასამართლო პრაქტიკასთან, გვხვდება პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების რამდენიმე სხვა საქმეშიც.26 საქმეში ერბაკანი თურქეთის წინააღმდეგ მოსარჩელე იყო ქურთი პოლიტიკოსი, რომელსაც მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და 220 ათასი ლირა ჯარიმა, ასევე, ზოგიერთი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების აკრძალვა რელიგიური, რასობრივი და რეგიონალური განსხვავების საფუძველზე, სიძულვილისა და დაპირისპირებისკენ ღია მოწოდებისთვის. სასამართლომ დაასკვნა, რომ აღნიშნული მოწოდებიდან მხოლოდ ხუთი წლის თავზე მოხდა სანქციის შეფარდება, როდესაც მოსარჩელის სიტყვა აღარ შეიცავდა მყისიერ და რეალურ საფრთხეს საზოგადოებისთვის, სასჯელის სიმძიმიდან გამომდინარე, არ იყო “აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში”, ხოლო პოლიტიკოსის წინააღმდეგ ხუთი წლის თავზე დევნის დაწყება არ იყო ლეგიტიმური მიზნის პროპორციული, გამომდინარე სწორედ საზოგადოების ინტერესიდან, პოლიტიკურ დებატებში უზრუნველყოს და შეინარჩუნოს თამაშის თავისუფალი წესები. 1.2.3 სიძულვილის ენის, როგორც ევეროკონვენციით დაცული ღირებულებების უარმყოფელი მოვლენის სანქციონირება მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას, ევროსასამართლოს პრაქტიკაში, დაწესებული აქვს გარკვეული, საკმაოდ სერიოზული ლიმიტები, ერთი მხრივ, გამომდინარე თავად კონვენციის ტექსტიდან (მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შეზღუდვები), ხოლო მეორე მხრივ, დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუნების და დაცვის ზოგადი პრინციპიდან, რომელიც თავად სასამართლომ შეიმუშავა და დააკავშირა კონვენციის მე-17 მუხლთან, რომელიც კრძალავს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამგვარად, გამოხატვის თავისუფლება არის უფლება, რომლის

25 ერბაკანი თურქეთის წინააღმდეგ, 2006 წლის 6 ივლისი 26 იხ. აგრეთვე, რაფაჰ პარტისი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, 2003 წლის 13 თებერვალი, სადაც

სასაამრთლომ დასაშვებად მიიჩნია პარატიის აკრძალვა, რომლის გრძელვადიანი გეგმის განხორციელება შარიათის აღდგენის თაობაზე, რაც არ გამორიცხავდა ძალის გამოყენებას, საკმაოდ რეალური იყო და მყისიერ საფრთხეს უქმნიდა დემოკრატიას; ჰალის დოღანი თურქეთის წინააღმდეგ, 2006 წლის 10 ოქტომბერი, პარ. 35, სადაც სასამართლო საუბრობს ძალადობისკენ მოწოდების “ბუნდოვან და არაპირდაპირ” ხასიათზე;

Page 13: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

13

ბოროტად გამოყენების შემთხვევაში დაწესებული სანქციები ლეგიტიმურია, ვინაიდან კონვენცია წარმოადგენს «დემოკრატიული საზოგადოების იდეალებისა და ღირებულებების შენარჩუნების და ხელშეწყობის ინსტრუმენტს»,27 რომელიც არ შეიძლება იქნეს გამოყენებული ამ ღირებულებების უარყოფისა და განადგურებისთვის. ჯერ კიდევ 1979 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ, საქმეში გლიმერვენი და ჰაგენბეკი ნიდერლანდების წინააღმდეგ, განაცხადა, რომ წინასაარჩევნო ბუკლეტებით რასობრივი დისკრიმინაციისკენ მოწოდება 28 «ეწინააღმდეგება კონვენციის შინაარსს და სულისკვეთებას» და შესაბამისად, წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც აკრძალულია ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-17 მუხლით, ვინაიდან «ამ უფლების მინიჭება მიმართული იქნება ზემოთ ხსენებული უფლებებისა და თავისუფლების განადგურებისკენ.»29 ამგვარად, სასამართლოს შემწყნარებლური და პროტექტორული დამოკიდებულება პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური დებატების მიმართ წყდება მაშინ, როდესაც მათი მიზანი აღარ არის საზოგადოების ინფორმირება, აზრების თავისუფალი გაცვლა და ამის ნაცვლად მიზნად ისახავს ძალადობისკენ, შეიარაღებული დაპირისპირებისკენ ან სიძულვილისკენ მოწოდებას და მათ წახალისებას. ამ შემთხვევაში განცხადების ავტორის პოლიტიკური სტატუსი მის წინააღმდეგაც კი მუშაობს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, პოლიტიკოსებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავიანთი იდეების და აზრების გავრცელებაზე, ვინაიდან მათ მეტი ადამიანი უსმენს და მათი გავლენა გაცილებით დიდია. აქ ევროსასამართლო ბევრად ახლოსაა სიძულვილის ენის ევროპულ მიდგომასთან, სადაც ისჯება არა რეალური ან პოტენციური შედეგი, არამედ თავად გამონათქვამი, როგორც დემოკრატიულ ღირებულებებთან შეუთავსებელი, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკოსს, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. აღნიშნული მიდგომის საილუსტრაციოდ კარგი მაგალითია 2009 წლის 16 ივლისის ორი გადაწყვეტილება – ფერე ბელგიის წინააღმდეგ და უილემი საფრანგეთის წინააღმდეგ, სადაც სასამართლომ განაცხადა, რომ “პოლიტიკოსები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდონ დემოკრატიისა და მისი პრინციპების დაცვას, ვინაიდან მათი საბოლოო მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა.”30

27 კიელსენი, ბუსკ მანდსენი და პედერსენი დანიის წინააღმდეგ, 1976 წლის 7 დეკემბერი, პარ. 53 28 კანდიდატების წინასაარჩევნო ბუკლეტებზე იყო აღნიშვნა “თეთრი რასის წარმომადგენელი

ჰოლანდიელებისთვის” და შეიცავდა წინასაარჩევნო დაპირებას, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პარტია “დაამყარებდა წესრიგს” და გააძევებდა არასასურველ უცხოელებს სურინამელებს, თურქებს და სხვა.

29 ადამიანის უფლებების ევროპული კომისია, გლიმერვენი და ჰაგენბეკი ნიდერლანდების წინააღმდეგ N8348/78 და 8406/78

30 ფერე ბელგიის წინააღმდეგ, პარ. 75

Page 14: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

14

საქმეში ფერე ბელგიის წინააღმდეგ, ბელგიის ნაციონალური ფრონტის, ულტრამემარჯვენე პარტიის, თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრს “სიძულვილისა და დისკრიმინაციისკენ საჯარო მოწოდებისთვის” მოეხსნა დეპუტატის იმუნიტეტი, მიესაჯა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ჩამოერთვა პასიური საარჩევნო უფლება ათი წლის ვადით. სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია აღნიშნული სანქციები, ვინაიდან “სიძულვილის გაღვივება არ მოიცავს, მაინცდამაინც, ამა თუ იმ ძალადობის აქტის ან სამართალდარღვევისკენ მოწოდებას. პიროვნებებზე მიყენებული დარტყმა, გამოხატული მოსახლეობის ზოგიერთი ნაწილის და სპეციფიკური ჯგუფების შეურაცხყოფით, მასხრად აგდებით და დამცირებით, ან, როგორც ამ შემთხვევაში, მათი დისკრიმინაციისკენ მოწოდებით, საკმარისია იმისთვის, რომ სახელმწიფომ რასისტული გამოხატვის წინააღმდეგ ბრძოლა არჩიოს უპასუხისმგებლო გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ ადამიანის ღირსებას, არამედ მოსახლეობის ამ ნაწილის ან ჯგუფების უსაფრთხოებას. პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც მოუწოდებს რელიგიურ, ეთნიკურ ან კულტურულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული სიძულვილისკენ, საფრთხის შემცველია დემოკრატიული სახელმწიფოების სოციალური მშვიდობის და პოლიტიკური სტაბილურობისთვის.”31 სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის პოლიტიკურ სტატუსზეც, თუმცა ამ შემთხვევაში აღნიშნული გარემოება ამ უკანასკნელისთვის წამგებიანი აღმოჩნდა – მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებით ფართო უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები გაკეთდა სწორედ ამ პერიოდში და მიზნად ისახავდა მთელი საზოგადოების მოცვას, “რა დროსაც რასისტულ და ქსენოფობიურ განცხადებებს კიდევ უფრო დიდი გავლენა აქვს და მეტი ზიანის მოტანა შეუძლია”32, მათი შეზღუდვა და სანქციონირება არ ეწინააღმდეგება კონვენციის მე-10 მუხლს. საქმეში უილემი საფრანგეთის წინააღმდეგ, მოსარჩელე იყო საფრანგეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქის, სეკლენის მერი, რომელმაც, არიელ შარონის მილიტარისტული პოლიტიკის პასუხად, ბოიკოტი გამოუცხადა ისრაელის პროდუქციას თავისი კომუნის ტერიტორიაზე. აღნიშნულ საქმეში შეიძლება ითქვას, რომ სასამართლომ განსაკუთრებული სიმკაცრე გამოიჩინა მერის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადების მიმართ, რომელიც, საბოლოო ჯამში, უფრო ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული, ვიდრე პირიქით და შეაფასა იგი დისკრიმინაციულად. თუმცა ამ შემთხვევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ სასამართლო შედარებით შეზღუდულად განიხილავს თანამდებობის პირის გამოხატვის თავისუფლებას: “მერის სტატუსის გამო მოსარჩელეს ჰქონდა ვალდებულებები

31 ფერე ბელგიის წინააღმდეგ, პარ. 73 32 ფერე ბელგიის წინააღმდეგ, პარ. 76

Page 15: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

15

და პასუხისმგებლობა. კერძოდ, იგი ვალდებულია, შეინარჩუნოს გარკვეული ნეიტრალობა და აკისრია თავშეკავების ვალდებულება ტერიტორიული ერთეულის სახელით განახორციელებულ ქმედებებში, რომელსაც მთლიანად წარმოადგენს. ამ მიმართებაში მერი განაგებს კომუნის ბიუჯეტს და არ უნდა წაახალისოს მისი დისკრიმინაციული კრიტერიუმებით ხარჯვა.”33

2. სიძულვილის ენის რეგულაციის საჭიროება და მექანიზმები

წლების მანძილზე, ევროპული მიდგომა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ძირითადად დამყარებული იყო სახელმწიფო რეგულაციებზე, ყველაზე ხშირად კი სიძულვილის ენის ავტორების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. როგორც შესავალშივე აღინიშნა, ამგვარ მიდგომას ჰქონდა თავისი ისტორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა ნაცისტური და ტოტალიტარისტული იდეოლოგიისგან დემოკრატიული პროცესების დაცვის თვალსაზრისით.

დროთა განმავლობაში ევროპის ქვეყნების სოციალური რეალობა იმგვარად შეიცვალა, რომ მიუხედავად ანტიდემოკრატიული იდეოლოგიის მქონე გაერთიანებების არსებობისა და აქტიურობისა, სისხლის სამართლის გზით სიძულვილის ენის რეგულირება მეორეხარისხოვანი გახდა, რის გამოც, უკანასკნელ წლებში, სიძულვილის ენის აღმოფხვრის რიტორიკა შეიცვალა და ძირითადი აქცენტი დასმულია საგანმანათლებლო პროცესებზე, პრევენციის ღონისძიებებზე და სხვა ნაკლებად შემბოჭავ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვან მექანიზმებსა და პროცესებზე.

ამგვარად, თუ გადავხედავთ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროპის საბჭოს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოების აქტივობებს სიძულვილის ენასთან მიმართებაში, აშკარაა, რომ სისხლის სამართლის რეგულაციების გვერდით ჩნდება პოლიტიკური პროცესების ეთიკური ჩარჩოების დაწესების რეკომენდაციები.

33 უილემი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ. 37

Page 16: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

16

2.1 საერთაშორისო ინსტრუმენტები

2.1.1 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი

ევროპის საბჭო ერთ-ერთი ის ორგანიზაციაა, რომელმაც მრავალი ინსტრუმენტი შეიმუშავა სიძულვილის ენის აღმოსაფხვრელად. ზოგიერთ მათგანში განსაკუთრებული აქცენტი სწორედ პოლიტიკურ ცხოვრებაში სიძულვილის ენის შეზღუდვის აუცილებლობასა და პოლიტიკოსების და საჯარო პირების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე არის გაკეთებული.

ამგვარად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წლის 30 ოქტომბრის რეკომენდაცია 97 (20) “სიძულვილის ენის შესახებ” იძლევა სიძულვილის ენის დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე სრულ განსაზღვრებას - “გამოხატვის ყველა ფორმა, რომელიც ავრცელებს, უბიძგებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასისტულ სიძულვილს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული სიძულვილის ნებისმიერ სხვა ფორმას, მათ შორის, აგრესიულ ნაციონალიზმს, ეთნოცენტრიზმს, დისკრიმინაციას და მტრულ განწყობას უმცირესობების, ემიგრანტების და ამ უკანასკნელთა შთამომავლების მიმართ.»

თავის რეკომენდაციაში მინისტრთა კომიტეტი ხაზს უსვამს ხელისუფლების და პოლიტიკური ინსტიტუციების, ასევე, საჯარო პირების «განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას», «თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, განსაკუთრებით, მედიის საშუალებით, რომლებიც შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს სიძულვილის ენად ან რომლებიც გამოიწვევენ რასობრივი, ქსენობოფიური სიძულვილის, ანტისემიტიზმის ან დისკრიმინაციის სხვა ფორმების ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული სიძულვილის ლეგიტიმაციას, გავრცელებას ან პოპულარიზაციას. ამგვარი გამონათქვამები აკრძალული და საჯაროდ დაგმობილი უნდა იქნეს ყველა შემთხვევაში.»

მოგვიანებით, 2004 წლის 12 თებერვალს, მინისტრთა კომიტეტმა, თავის დეკლარაციაში, რომელიც მედიაში პოლიტიკური დისკურსის თავისუფლებას შეეხებოდა, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება არ იცავს შეუწყნარებლობის და დისკრიმინაციული იდეების ტირაჟირებას.

თავის 1997 წლის რეკომენდაციაში მინისტრთა კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, სიძულვილის ენის აკრძალვის მიზნით, შექმნას სრული და ადეკვატური სამართლებრივი ბაზა, სამოქალაქო, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში, რომელიც სათანადო ყურადღებას უთმობს გამოხატვის თავისუფლების და ადამიანის

Page 17: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

17

ღირსების და რეპუტაციის დაცვის პრინციპების ურთიერთშეთანხმებას. 34 სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის პარალელურად, მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაა, შეიქმნას სამოქალაქო სამართლის იმგვარი მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიმართონ სასამართლოს სამოქალაქო წესით და მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება სიძულვილის ენის მსხვერპლთათვის. სასამართლოს უნდა ჰქონდეს საშუალება, მსხვერპლებს განახორციელებინოს პასუხის უფლება, ხოლო დამრღვევს უბრძანოს, უკან წაიღოს თავისი სიტყვები.35

2.1.2 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით დაინტერესდა სიძულვილის ენასა და გამოხატვის, რელიგიის და სხვა თავისუფლებებს შორის წყალგამყოფით. 36 მისი მიდგომაც, როგორც ევროსაბჭოს სხვა ორგანოების, მერყეობს სიძულვილის ენის კრიმინალიზაციასა და საგანმანათლებლო სამუშაოების, ეთიკური პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობასა და სხვა პრევენციის ღონისძიებებს შორის. ზოგიერთ შემთხვევაში, ასამბლეა მომხრეა გარკვეული გამონათქვამების სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადობისა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც იგი რეკომენდაციას უწევს ქცევის კოდექსების და სხვა მსგავსი ინსტრუმენტების იმპლემენტაციას.

როგორც სხვა ორგანოები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაც განსაკუთრებით პრობლემატურად მიიჩნევს საჯარო პირების, მათ შორის, პოლიტიკოსების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებას: «პოლიტიკური, რელიგიური და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ლიდერების სიძულვილის ენა, ასევე, სიძულვილის ენა მედიასა და ინტერნეტში, განსაკუთრებული შეშფოთების საგანია. ასამბლეა აცხადებს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ხელისუფლების წარმომადგენლება არა მხოლოდ პრაქტიკულად და ეფექტურად დაიცვან ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტებში გაცხადებული უფლებები, არამედ ასევე თავი შეიკავონ გამოხატვისგან, რომელიც ახდენს დისკრიმინაციის ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული სიძულვილის ლეგიტიმაციას და

34 Rec (97) 20, პრინციპი 2. 35 ibid 36 იხ. მაგალითად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2006 წლის 28 ივნისის რეზოლუცია

1510(2006) გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიური შეხედულებების პატივისცემის თაობაზე; 2007 წლის 29 ივნისის რეკომენდაცია 1805 (2007) რელიგიური ხასიათის შეურაცხყოფასა და რელიგიური მოტივებით სიძულვილისკენ მოწოდების თაობაზე; 2010 წლის 29 აპრილის რეზოლუციები 1728 (2010) და 1915 (2010) სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის შესახებ და სხვა.

Page 18: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

18

ხელშეწყობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, საზღვარი უნდა გაივლოს დანაშაულისკენ მბიძგებელ სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის.»37

თავის 2012 წლის 27 ივნისის 1889 (2012) რეზოლუციაში «ემიგრანტების და დევნილების იმიჯი საარჩევნო კამპანიების დროს», საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას «იმ ჯგუფებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც რასისტული და ქსენოფობიური იდეებით ფრთაშესხმულნი, ხელს უწყობენ ძალადობას ან მზად არიან, შეეგუონ მას. ასამბლეა მოუწოდებს პოლიტიკაში ეთიკის გაძლიერებისკენ საზოგადოებაში რასისტული ტენდენციების შემცირების მიზნით. იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პოლიტიკური მმართველების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომლებმაც თავიანთი პოლიტიკური გამოსვლებიდან, მათ შორის, საარჩევნო კამპანიების დროს, უნდა აღმოფხვრან უმცირესობების ან ემიგრანტების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპები და სტიგმატიზაცია. ასამბლეას მიაჩნია, რომ არჩევნებზე დამკვირვებელმა საერთაშორისო მისიებმა ყურადღება უნდა მიაქციონ რასისტული და ქსენოფობიური გამონათქვამების პრობლემას საარჩევნო კამპანიების დროს და ასახონ აღნიშნული პრობლემა თავიანთ ანგარიშებში.»38

2.1.3 რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ კომისია (ECRI)39

ზოგადად, კომისიის პოზიციაა, ეროვნულმა კანონმდებლობამ დააწესოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სიძულვილის ენის ავტორებთან მიმართებაში, რომლებიც მოუწოდებენ ძალადობის, სიძულვილის ან დისკრიმინაციისკენ პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ, მაგალითად, მათი რელიგიური ან ეთნიკური კუთვნილების გამო.40

37 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2010 წლის 29 აპრილის რეზოლუცია 1728 (2010) სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის შესახებ, პარ. 7;

38 პარ.7 39 ევროპის საბჭოს ორგანო. დაფუძნდა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა უმაღლეს დონეზე 1993 წელს

ვენაში ჩატარებული პირველი შეხვედრის შედეგად. 2000 წელს ჩატარებულმა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონფერენციამ მოუწოდა კომისიას საქმინაობათა სფეროს გაძლიერება. 2003 წლის 13 ივნისს მინისტრთა კომიტეტმა (იხ. ევროპის საბჭო) მიიღო კომისიის ახალი სტატუტი, რომლითაც იგი რასიზმისა რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დამოუკიდებელ ორგანოდ გამოცხადდა. კომისიის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ევროპის მასშტაბით ბრძოლა რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ კომისია იყენებს ყველა საჭირო საშუალებას, რომლითაც ებრძვის რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, ეთნიკური და ეროვნული ნიშნების (იხ. ეროვნული წარმომავლობა, ეთნიკური წარმომავლობა) მიხედვით დისკრიმინაციას

40 კომისიის 2002 წლის 13 დეკემბრის ზოგადი პოლიტიკის რეკომენდაცია N7 რასიზმისა და

Page 19: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

19

რაც შეეხება კონკრეტულად პოლიტიკურ განცხადებებს, კომისიამ 2005 წლის 17 მარტს მიიღო პოლიტიკურ განცხადებებში რასისტული, ანტისემიტური და ქსენოფობიური ელემენტების გამოყენების შესახებ დეკლარაცია, სადაც დაგმობილია ამგვარი ელემენტების გამოყენება პოლიტიკოსების მხრიდან და ამგვარი მოვლენები შეფასებულია, როგორც “ეთიკურად მიუღებელი”.

მეორეს მხრივ, კომისია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ “პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებით და პოზიტიური მიმართულებით ორიენტირებით.” კომისია მოუწოდებს პარტიებს, “ჩამოაყალიბონ მკაფიო პოლიტიკური გზავნილი ევროპულ საზოგადოებებში განსხვავებულობისა და პლურალიზმის მხარდასაჭერად.”41

2.1.4 გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი42

თავის 35-ე ზოგად რეკომენდაციაში კომიტეტი შეეხო რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-4 მუხლის მნიშვნელობას, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს სიძულვილის ენის და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ “დაუყოვნებლივი და პოზიტიური ზომების” 43 მიღების ვალდებულებას. კომტიტეტის აზრით, სიძულვილის ენასთან ბრძოლა და მისი აღმოფხვრა კონვენციის მიზნების მიღწევის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია.

კომიტეტი განმარტებულია, რომ “ზომებში” არ იგულისხმება მხოლოდ საკანონმდებლო, ადმინისტრაციული თუ სხვა მსგავსი სახის რეგულაციები, “არამედ, ასევე გეგმები, პოლიტიკები, პროგრამები და რეჟიმები.”44

დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეროვნული კანონმდებლობის თაობაზე, IV ნაწილი, პარ.18. 41 კომისიის 2005 წლის 17 მარტის დეკლარაცია პოლიტიკურ განცხადებებში რასისტული, ანტისემიტური

და ქსენობოფიური ელემენტების გამოყენების შესახებ პოლიტიკურ განცხადებებში. 42 რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-8

მუხლის თანახმად ჩამოყალიბდა რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი შეიქმნა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებლ საერთაშორისო კონვენციის ბაზაზე. იგი ახორციელებს კონვენციის პირობების შესრულებაზე კონტროლს. კომიტეტი პირველი ორგანიზმია, რომელიც აფასებს სახელმწიფოს მიერ კონკრეტული სახელშეკრულებო ვალდებულებების დაცვას.

43 ზოგადი რეკომენდაციები N35, პარ10 44 ზოგადი რეკომენდაციები N35, პარ.10

Page 20: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

20

ამასთან, კომიტეტი ხაზს უსვამს “სწავლების, განათლების, კულტურისა და ინფორმირების” მნიშვნელობას შემწყნარებლობის და ინტერეთნიკური ურთიერთგაგების ხელშესაწყობად. 45 მისი განმარტებით, კონვენციის მე-7 მუხლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სიძულვილის ენის წარმოშობის მიზეზებს და საგანმანათლებლო აქტივობებს მიიჩნევს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად - “ვინაიდან რასიზმი შეიძლება იყოს, inter alia, ინდოქტრინაციის და არასათანადო განათლების პროდუქტი[...].”46

კომიტეტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სიძულვილის ენასთან, შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა საზოგადოების ყველა ფენის და ყველა წევრის პასუხისმგებლობაა: რასისტული სიძულვილის ენის მიერ მოტანილ ზიანზე წარმოებული საინფორმაციო კამპანიები და საგანმანათლებლო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს მთელ საზოგადოებას – სამოქალაქო სექტორი რელიგიური და სათემო ასოციაციების ჩათვლით; პარლამენტის წევრები და სხვა პოლიტიკოსები; განათლების სისტემის პროფესიონალები; საჯარო მოხელეები; პოლიცია და სხვა სამართალდამცავი ორგანოები, იურისტები, სასამართლოს ჩათვლით.47

2.2 სიძულვილის ენის სახელმწიფო რეგულაციები ეროვნულ კანონმდებლობებში

პრაქტიკულად ყველა ევროპული სახელმწიფოს კანონმდებლობა შეიცავს დისკრიმინაციული ქმედებების აკრძალვას, თუმცა ყველა სახელმწიფო თავისებურად განიხილავს აკრძალვების და კრიმინალიზაციის კონტექსტს და მოცულობას. სწორედ ამ განსხვავებებზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, როდესაც მე-10 მუხლის დარღვევის ერთ-ერთ კრიტერიუმად ეროვნულ კანონმდებლობაში აკრძალვის არსებობას განიხილავს. რამდენიმე ქვეყნის კანონმდებლობის მოკლე ანალიზი ნათელს ხდის, რაოდენ არაერთგვაროვანია სიძულვილის ენასთან და დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული როგორც საკანონმდებლო ბაზები, ასევე სასამართლო პრაქტიკა.

2.2.1 საფრანგეთი

საფრანგეთის კანონმდებლობა განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა სიძულვილის

45 ზოგადი რეკომენდაციები N35, პარ.8 46 ზოგადი რეკომენდაციები N35, პარ.30 47 ზოგადი რეკომენდაციები N35, პარ. 36

Page 21: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

21

ენის და დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლინებების წინააღმდეგ. გამოხატვის თავისუფლების პრინციპის პარალელურად, საფრანგეთის რესპუბლიკა ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა თანასწორობის, შემწყნარებლობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპების დაცვას, მათ შორის, სისხლის სამართლის სანქციების მეშვეობით. მოკლედ მიმოვიხილავთ საფრანგეთის კანონმდებლობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ ძირითად ნორმებს:

1881 წლის 29 ივლისის კანონი პრესის თავისუფლების შესახებ ითვალისწინებს რამდენიმე აკრძალვას:

კანონის 24-ე მუხლი ითვალისწინებს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას და/ან ჯარიმას 45 ათასი ევროს ოდენობამდე, ასევე, გარკვეული სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას დისკრიმინაციის, სიძულვილის ან ძალადობისკენ მოწოდებისთვის პირის ან პირთა ჯგუფის წინააღმდეგ, ეთნიკური, ეროვნული, რასობრივი, რელიგიური, სქესობრივი ან სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით.

კანონის 32-ე მუხლი იმავე ტიპის სანქციას ითვალისწინებს ცილისწამების შემთხვევაში რომელიმე ზემოთ ხსენებული საფუძვლით.

იმავე საფუძვლებით შეურაცხყოფა, კანონის 33-ე მუხლის მიხედვით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე და/ან ჯარიმით 22500 ევროს ოდენობამდე.

მსხვერპლს პარალელურად შეუძლია, სამოქალაქო წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

1990 წლის 13 ივლისის კანონით (“კანონი გესო”) მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის (ჰოლოკოსტის) უარყოფა ისჯება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ჯარიმით 45000 ევრომდე ოდენობით.

საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს ცილისწამებას (მუხლი R 624-3), შეურაცხყოფას (R.624-4) და დისკრიმინაციისკენ მოწოდებას ( R. 625-7) პირის ან პირთა ჯგუფის წინააღმდეგ, ეთნიკური, ეროვნული, რასობრივი, რელიგიური, სქესობრივი, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით.

Page 22: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

22

2.2.2 გერმანია

გერმანიის კანონმდებლობით, სიძულვილისკენ მოწოდება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის (Strafgesetzbuch) 130-ე სექციით. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციაა ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული დისპოზიციის განმარტებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს საზოგადოების ნაწილის მიმართ სიძულვილისკენ, ძალადობის ან ანგარიშსწორებისკენ საჯარო მოწოდება, შეურაცხყოფა, ცილისწამება, რაც ლახავს მათ ადამიანურ ღირსებას. აღნიშნული დანაშაული დასჯადია მაშინაც, თუ ჩადენილია საზღვარგარეთ, სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ, იმ შემთხვევაში, თუ სიძულვილის გამოხატვა, რაიმე ფორმით, განხორციელდება გერმანიის ტერიტორიაზეც.

2.2.3 ესტონეთი

ესტონეთის კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიხედვით, კანონით უნდა აიკრძალოს და დასჯადი იყოს წაქეზება ეროვნული, რასობრივი, რელიგიური ან პოლიტიკური სიძულვილის, ძალადობის ან დისკრიმინაციისკენ.

ესტონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით, (1) საჯარო აქტივობა, რომელიც მიმართულია ეროვნულ, რასობრივ, კანის ფერის, სქესის, ენის, წარმომავლობის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური შეხედულებების ან ფინანსური ან სოციალური სტატუსის ნიადაგზე სიძულვილის, ძალადობის ან დისკრიმინაციის გაღვივებისკენ, თუ შედეგად საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით. (2) იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ან (3) კრიმინალური დაჯგუფების მიერ, ისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

იმავე კოდექსის 152-ე მუხლის თანახმად, დასჯადია, ასევე, ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლებით პირის დისკრიმინაცია ან უკანონო პრივილეგიების მინიჭება.

საინტერესოა, რომ 151-ე მუხლის რედაქცია, ზემოთ მოყვანილი სახით, არსებობს 2006 წლიდან, როდესაც ესტონეთის ეროვნული სასამართლოს (Riigikohus) გადაწყვეტილების კვალდაკვალ ესტონეთის პარლამენტმა აღნიშნულ დისპოზიცია დააზუსტა და დასჯადი გახადა მხოლოდ ის აქტივობები, რომლებმაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას.

საუბარია სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სასამართლომ სისხლის სამართლის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში უდანაშაულოდ ცნო ცნობილი ესტონელი პოეტის, იან კაპლინსკის შვილი. ამ

Page 23: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

23

უკანასკნელმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ტექსტი სათაურით “ჩვენი ბრძოლა”, რომელიც შეიცავდა აგრესიულ განცხადებებს (ძალადობისკენ მოწოდების ჩათვლით) დემოკრატების, ებრაელების და ქრისტიანების წინააღმდეგ. ტექსტში საუბარი იყო ძველ ესტონურ წარმართობაზე, რომელიც შუასაუკუნეებში აღმოფხვრა დასავლურმა კოლონიზაციამ. ბრალდებულის განცხადებით, მისი ტექსტი წარმოადგენდა ლიტერატურის “შოკური თერაპიის” მაგალითს და არ შეიძლებოდა, სერიოზულად ყოფილიყო აღქმული მკითხველის მიერ. სასამართლომ მისაღებად ცნო ბრალდებულის არგუმენტები და განაცხადა, რომ სიძულვილისკენ მოწოდების კრიმინალიზაციისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განცხადებების კონტექსტს, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ კაპლინსკის განცხადებებს არანაირი რეალური ზიანი არ მოუტანია არავისთვის, მისი განცხადებები განხილული იქნა არტისტული თავისუფლების კონტექსტში და შესაბამისად, არ მოექცა ესტონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მოქმედების არეალში. სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში შეიტანა ესტონეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ზემოთ აღნიშნული ცვლილება.

2.2.4 გაერთიანებული სამეფო

ინგლისში, უელსსა და შოტლანდაში 1986 წლის “საზოგადოებრივი წესრიგის კანონის” (Public Order Act 1986) მესამე ნაწილი კრძალავს რასობრივი სიძულვილის გამოხატვას, რაც განმარტებულია, როგორც სიძულვილის გამოხატვა პირთა ჯგუფის მიმართ მათი კანის ფერის, რასის, ნაციონალობის (მოქალაქეობის ჩათვლით) ან ეთნიკური ან ეროვნული წარმოშობის მიხედვით და ისჯება შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და/ან ჯარიმით. კანონის მე-18 სექციაში ნათქვამია, რომ ამგვარი გამონათქვამები ან ქმედებები დასჯადია მაშინაც, როცა პირი მიზნად ისახავს რასობრივი სიძულვილის გაღვივებას და იმ შემთხვევაშიც, თუ ამგვარი სიძულვილის გაღვივება შესაძლებელია ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე.

1994 წლის ცვლილებით48 1986 წლის კანონს დაემატა 4A ნაწილი, რომელმაც 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთით და/ან ჯარიმით დასჯადი გახადა, ზემოთ ხსენებული დისკრიმინაციული მოტივებით, სხვა პირის დევნა, მუქარა, შეშფოთება სიტყვიერად, ქმედებით ან ნებისმიერი ვიზუალური და წერილობითი მასალის გავრცელებით.

2006 წელს კანონმა კვლავ განიცადა ცვლილება49 და ამჯერად მას დაემატა 3A ნაწილი, რომლის მიხედვითაც დასჯადი გახდა რელიგიური სიძულვილის გაღვივება სიტყვიერად

48 The Criminal Justice and Public Order Act 1994 49 The Racial and Religious Hatred Act 2006

Page 24: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

24

ან წერილობითი მასალის გავრცელებით. ამასთან, აღნიშნული ნაწილის 29-ე სექციაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დისპოზიცია არ შეიძლება იყოს განმარტებული იმგვარად, რომ ზიანი მიაყენოს გამოხატვის ან რელიგიის თავისუფლების პრინციპებს. “ამ ნაწილის არცერთი დისპოზიცია არ უნდა იყოს განმარტებული ან გამოყენებული იმგვარად, რომ აკრძალოს ან შეზღუდოს კონკრეტული რელიგიის ან მისი მიმდევრების რწმენის ან პრაქტიკის ან სხვა ნებისმიერი აღმსარებლობის ან მისი მიმდევრების რწმენის ან პრაქტიკის შესახებ დისკუსია ან მათი კრიტიკა ან მათ მიმართ ანტიპათიური, ნეგატიური, დამცინავი, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი გამოხატვა, ასევე არ შეიძლება ამ კანონის გამოყენება პროზელიტიზმისთვის ან განსხვავებული რელიგიის ან აღმსარებლობის წარმომადგენლების იძულებისთვის, შეწყვიტონ თავიანთი რელიგიის ან აღმსარებლობის მიმდევრობა.”

ზემოაღნიშნულ 3A სექციაში ცვლილება განხორციელდა 2008 წელს50 და ინგლისისა და უელსისთვის დაემატა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით სიძულვილის გაღვივების დანაშაული.51

ეს არის იმ ნორმათა ძირითადი ჩამონათვალი, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე არეგულირებს სიძულვილის ენის გამოყენებას. გარდა ამისა, რამდენიმე სპეციფიკურ სფეროში არსებობს სპეციალური ნორმები, როგორც, მაგალითად, ფეხბურთის გულშემატკივართა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ კანონი,52 რომლებიც უკვე ერთ გარკვეულ სფეროში არეგულირებს სიძულვილის ენის გამოყენებას.

2.2.5 ამერიკის შეერთებული შტატები

გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ამერიკის კონსტიტუციური წყობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, დაცულია ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორებით, 53 რომლის მიხედვითაც, «კონგრესის მიერ არ უნდა იქნას მიღებული არცერთი კანონი, რომელიც დააკანონებს რომელიმე რელიგიას ან ხელს შეუშლის მის თავისუფალ აღმსარებლობას, რომელიც აღკვეთს სიტყვისა და პრესის თავისუფლებას; ან წაართმევს ხალხს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და უფლებას, პეტიციით მიმართოს მთავრობას, რათა მან დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები.»

50 The Criminal Justice and Immigration Act 2008 51 აღსანიშნავია, რომ რელიგიური და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით სიძულვილის გაღვივების

შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით დასჯადია ღია მუქარა და არა მხოლოდ დამცირება ან შეურაცხყოფა.

52 The Football Offences Act 1991, The Football (Offences and Disorder) Act 1999. 53 რატიფიცირებულია 1791 წლის დეკემბერში

Page 25: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

25

აშშ-ში, ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, გამოხატვის თავისუფლება პრაქტიკულად აბსოლუტური უფლებაა და მოიცავს, მათ შორის, სიძულვილის ენასაც. აშშ იმ იშვიათ დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორისაა, სადაც სიძულვილის ენა არ არის დასჯადი.

ჯერ კიდევ 1919 წელს საქმეზე Abrams v. United States ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ოლივერ ვენდალ ჰოლმსი და ლუის ბრანდეისი განსხვავებულ აზრში დაობდნენ, რომ როგორი პოლიტიკური სარჩულის მქონეც არ უნდა იყოს გამოხატვა, ის არ უნდა შეიზღუდოს - გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა ნათელი და მყისიერი საფრთხე, რომ ამ გამოხატვის შედეგად დადგება ზიანი. ისინი ცდილობდნენ, სასამართლო დაერწმუნებინათ, რომ საჭირო იყო არა გამოხატვის შინაარსის ანალიზი, არამედ იმის დადგენა, მოიტანდა თუ არა ესა თუ ის გამოხატვა რეალურ და მყისიერ შედეგებს. მათი აზრით, გამოხატვა მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა შეზღუდულიყო, თუ ის გადააბიჯებდა ზღვარს გამოხატვასა და ძალადობას შორის.54

ამერიკის უზენაესი სასამართლო, სიძულვილის ენასა და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების შესახებ მსჯელობისას, იყენებს „ცხადი და მყისიერი საფრთხის“ ტესტს55, რომელიც ბრანდენბურგის გადაწყვეტილების56 შემდეგ იქცა გამოხატვის ყველა ფორმის დაცვის მექანიზმად - 1969 წელს, ბრანდერბურგის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, სასამართლომ, გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში, დაადგინა ახალი სტანდარტი, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: გამოხატვა არ შეიძლება შეიზღუდოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მიზნად ისახავს უკანონო ქმედების მყისიერ გამოწვევას და არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ასეთი ქმედება შედგება. ბრანდერბურგის ტესტის თანახმად, რომელიც დღესაც ძალაშია, თუ მკაფიოდ არ იკვეთება ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, მაშინ ძალადობისა და სიძულვილის ქადაგებაც კი დაცულია პირველი შესწორებით. ბრანდებურგის საქმეში ამერიკის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა კუ კლუქს კლანის წევრის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სინდიკალიზმისათვის.57

ამერიკის კონსტიტუციის პირველ შესწორებაზე მომუშავე იურისტის, ტომ ჰენტოფის მოსაზრებით, ეგრეთ წოდებული „აშკარა და მყისიერი საფრთხის“ ტესტის საშუალებით, გამოხატვის თავისუფლების საზღვრები ფასდება მის მიერ შექმნილი საფრთხის და იმ

54 გამოხატვის თავისუფლება, თავისუფლების ინსტიტუტი, ტომი I; 55 „The Clear and Present Danger Test”, პირველად დამკვიდრდა საქმეში Schenck v. United States; 56 Brandenburg v. Ohio 395 U.S. 444 (1969); 57 გამოხატვის თავისუფლება, თავისუფლების ინსტიტუტი, ტომი I;

Page 26: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

26

ზიანის დადგენით, რომელიც ამ გამოხატვამ შეიძლება გამოიწვიოს. ამასთან სიტყვის გამოხატვის ღირებულება ან ფორმა აღნიშნული ტესტის ელემენტს არ წარმოადგენს.58

რაც შეეხება უშუალოდ სიძულვილის ენას, აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების აკადემიურ წრეებში საკმაოდ ფართო დებატები მიმდინარეობს. პროფესორთა გარკვეული ნაწილი 59 მიჩნევს, რომ სიძულვილის ენა ევროპის მსგავსად ამერიკაშიც უნდა იყოს რეგულირებული, ხოლო ზოგი 60 ფიქრობს, რომ „რასისტული გამოხატვის არაკრძალვა ემყარება არა იმ საფუძველს, რომ, თითქოს, გამოხატვას ზიანი არ მოჰქონდეს, არამედ გამოხატვის ამ კატეგორიის არაკრძალვით ჩვენ ვაღიარებთ გამოხატვის და სიტყვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენს დემოკრატიაში.“61

სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ამერიკის უზენაესი სასამართლოს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა R.A.V. v. City of St. Paul.62 აღნიშნულ საქმეში 14 წლის თეთრკანიანმა ახალგაზრდამ მეგობრებთან ერთად დაწვა ჯვარი ქალაქში მცხოვრები ერთადერთი შავკანიანი ოჯახის სახლის წინ. დროშის დაწვა ცხადყოფდა, რომ ეს შავკანიანთა ოჯახი როგორც მინიმუმ ამ ახალგაზრდისათვის არ იყო მისაღები სამეზობლოში. ბიჭი გაასამართლეს მინესოტას სისხლის სამართლის კოდექსით, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელს აღნიშნული ქმედებისათვის, კერძოდ კი „პირი, რომელიც საჯარო ადგილზე ან კერძო საკუთრებაში განათავსებს ცეცხლწაკიდებული ჯვრის ან სვასტიკის სიმბოლოს, ობიექტს, დასახელებას, აღწერილობას ან წარწერას და თუ პირი აცნობიერებს ან აქვს გონივრული საფუძველი გააცნობიეროს, რომ ეს ქმედება იწვევს სხვა პირების გაბრაზებას, შეურაცხყოფას ან შიშს მათი რასის, კანის ფერის, წარმოშობის, რელიგიის, მსოფლხედვის ან სქესის გამო, ჩადის დანაშაულს.“ ამერიკის უზენესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს კანონი უსაფუძვლოდ ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას, შესაბამისად, ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის პირველ შესწორებას და გააუქმა იგი. მოსამართლე სკაილიამ აღიარა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა სახელმწიფოებრივი ინტერესია, თუმცა მან მიიჩნია, რომ ამ ინტერესის დაცვა შესაძლებელია გამოხატვის თავისუფლების შეუზღუდავადაც.63

ამრიგად გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ამერიკული ხედვა განსხვავებულია ევროპული მიდგომისგან. ამერიკის კონსტიტუცია და ასევე ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ცხადყოფს, რომ ამერიკელებისათვის გამოხატვის თავისუფლებას ერთ–ერთი მნიშვნელოვანი როლი უჭირავს და მისი

58 < http://www.gvpt.umd.edu/gvpt339/Street.htm> [18.02.2014] 59 მაგ. ჯერემი ვოლდრონი, მარი მაცუნდა, ჩარლზ ლორენსი; 60 მაგ. ნადინ სტროსენი; 61 გამოხატვის თავისუფლება, თავისუფლების ინსტიტუტი, ტომი I; 62 R.A.V. v. City of St. Paul, 505 U.S. 377 (1992); 63 გამოხატვის თავისუფლება, თავისუფლების ინსტიტუტი, ტომი I;

Page 27: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

27

შეზღუდვა მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევებშია შესაძლებელი. შესაბამისად სიძულვილის ენა ამერიკული მიდგომით არ არის დაასჯადი ქმედება და იგი ფაქტიურად გამოხატვის ერთ–ერთ ლეგიტიმურ ფორმადაა მიჩნეული, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ასეთი გამოხატვა აშკარა და მყისიერ საფრთხეს ქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში.

2.2.6 საქართველოს კონსტიტუციური სასამართლოს პრაქტიკა სიძულვილის ენასთან მიმართებაში

საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლი ეხება სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას. მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით, „დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.“ კონსტიტუცია სიტყვისა და რწმენის თავისუფლებას „უფლებათა იმ კატეგორიას მიაკუთვნებს, რომელთა შეზღუდვა დაუშვებელია სახელმწიფო უშიშროების, უსაფრთხოების თუ სხვა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად. ამავე დროს, თავად მე-19 მუხლის შეზღუდვის ერთადერთ საფუძველს სხვათა უფლებების დაცვის აუცილებლობა წარმოადგენს.“ 64 ამრიგად „სიტყვისა და აზრის თავისუფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ, შეუზღუდავ თავისუფლებათა კატეგორიას..... სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუ მისი გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებს და ეს არის ერთადერთი პირობა, რაც შეიძლება გახდეს სიტყვის და აზრის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი.“65

კონსტიტუციის მე-19 მუხლის განმარტებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავის გადაწყვეტილებებში, ხაზს უსვამს გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და მას დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელ და ძირითად ფუნქციონალურ ელემენტს მიაკუთვნებს, 66 ხოლო თავად მე–19 მუხლს დემოკრატიის პრინციპს უკავშირებს. სასამართლოს ასევე მოუწია მსჯელობა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა შეიძლება იქნეს მიჩნეული სხვათა უფლებების შელახვად რწმენის თავისუფლებასთან მიმართებაში. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ამ დროს საქმე გვაქვს ღირებულებათა კონფლიქტთან, რაც მოითხოვს სამართლიანი ბალანსის მიღწევის აუცილებლობას. 67 მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად შეძლოს კერძო და საჯარო ინტერესების გონივრული დაბალანსება

64 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, II.პ.9; 65 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 11 მარტის #2/1/241 გადაწყვეტილება, პ.1; 66 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბერის #2/2/180-183 გადაწყვეტილება II.პ.6; 67 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბერი #1/1/477 გადაწყვეტილება, II.პ.45;

Page 28: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

28

და უფლების მხოლოდ თანაზომიერი შეზღუდვა.68 ამასთან, შეზღუდვის საფუძვლად, მე–19 მუხლის მე–3 ნაწილის გარდა, სასამართლომ ასევე მიუთითა კონსტიტუციის მე–7 და 44–ე მუხლებზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლი მოიცავს ორ მნიშვნელოვან კომპონენტს: შინაგან განზომილებას (forum internum) და გარეგან განზომილებას (forum externum), რომელიც მოიცავს აღმსარებლობისა და რწმენის გამჟღავნებასთან, მათ გამოვლინებასთან დაკავშირებულ თავისუფლებას. 69 სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვას მხოლოდ ეს გარეგანი გამოვლინება ექვემდებარება, რაც შეეხება forum internum–ს, ეს არის ადამიანის შინაგანი თავისუფლება, შინაგანი სამყარო, რომლზეც სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვა ვერ დაწესდება. მე–19 მუხლით გარანტირებული აზრისა და სინდისის თავისუფლება მთლიანად მიეკუთვნება შინაგანი თავისუფლების სფეროს. forum externum –ად კი მიიჩნევა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების გარდა , სიტყვის თავისუფლებაც. საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლში ნახსენები სიტყვის თავისუფლება გულისხმობს აზრების, შეხედულებების, იდეების გამოხატვის უფლებას და განსხვავებით „აზრის თავისუფლებისგან“, თავის თავში მოიაზრებს ამ იდეების გარეგან გამოვლენას, გამოხატვას გარე სამყაროში. ამ კუთხით იგი კონსტიტუციის 24–ე მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლებისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ 24–ე მუხლით დაცული უფლება გულისხმობს აზრის გამოხატვას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ნებისმიერი სხვა საშუალებით. 70 შესაბამისად, 24–ე მუხლი უფრო ფართოა და მოიცავს აზრის გარეგან გამოხატვას ნებისმიერი ფორმით. გამომდინარე აქედან სიძულვილის ენაც სწორედ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლს შეიძლება დაუკავშირდეს, ვინაიდან სიძულვილის ენის რეგულირება მთლიანად გულისხმობს აზრის საჯაროდ, გარე სამყაროში გამოვლენას და იგი ვერ იქნება განხილვის საგანი კონსტიტუციის მე–19 მუხლთან მიმართებაში.

გამომდინარე აქედან, საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლი უნდა გაიმიჯნოს კონსტიტუციის 24–ე მუხლისაგან, რომელშიც ნათქვამია, რომ „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.“ სასამართლოს აზრით, ეს ორი მუხლის ერთგვარად ავსებს ერთმანეთს - მე–19 და 24–ე მუხლების მიზანი არის „დემოკრატიულ საზოგადოებაში აზრისა და ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა-გამოცვლის პროცესის უზრუნველყოფა.“ 71 სასამართლომ 24-ე მუხლი დაუკავშირა

68 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბერი #1/1/477 გადაწყვეტილება, II.პ.8, 46-49; 69 საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, 160; 70 საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, 159; 71 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბერი #2/2-389 გადაწყვეტილება, II.პ.16;

Page 29: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

29

საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან ინფორმაციის თავისუფლად მოპოვებისა და გავრცელების უფლებას, ხოლო მე-19 მუხლი – აზრის თავისუფლებას. 72 ამრიგად საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი, მსგავსად მე-19 მუხლისა, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველმყოფი ნორმაა, თუმცა 24-ე მუხლით დაცულია გამოხატვის თავისუფლების ზოგადი უფლება. 73 სასამართლოს აზრით „ამ მუხლით დაცულია ადამიანის შეხედულებები, მისი რწმენა, ინფორმაცია, ასევე ის საშუალებები, რომლებიც მათი გამოთქმისა და გავრცელებისათვის არის შერჩეული, მათ შორის არის პრესა, ტელევიზია, ინფორმაციის და აზრის გავრცელების სხვა საშუალებები.“74

24-ე მუხლთან მიმართებაში საუბრისას სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „... დაცვის სფერო მოიცავს არა მხოლოდ იმ “ინფორმაციას“ ან “იდეებს“, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მისდამი ინდიფერენტული დამოკიდებულებაა, არამედ ასევე ისეთს, რომელიც შეურაცხყოფს, შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება’’ 75 სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ ,“დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კონსტიტუციით დაცულია კრიტიკული აზრი, მათ შორის ისეთიც, რომელსაც საზოგადოების ნაწილი შეიძლება ზედმეტად მკაცრად ან არადეკვატურად აღიქვამდეს.“76

რაც შეეხება შეზღუდვის საფუძვლებს. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით „ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“

72 ტუღუში თ., ბურჯანაძე გ., მშვენიერაძე გ., გოცირიძე გ., მენაბდე ვ., ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი, 2013, 173 [ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა]; 73 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, 292; 74 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, II.პ.3; 75 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბერის # 1/3/421,422 გადაწყვეტილება, II.პ.7; 76 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, 295; იხ ციტირება: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, II.პ.106;

Page 30: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

30

ამრიგად კონსტიტუციითვე მოცემულია იმ ლეგიტიმურ საფუძვლებისა და მიზნების ამომწურავი ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია უფლების შეზღუდვა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შეზღუდვის სამი ძირითადი კრიტერიუმი:

შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით; უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზნების მიღწევას; უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და იგი უნდა იყოს

ლეგიტიმური მიზნების მიღწევის პროპორციული საშუალება.77

კონსტიტუციის თანახმად, უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზანი 24-ე მუხლთან მიმართებაშიც სხვათა უფლებების დაცვაა. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ განაცხადა: „სასამართლომ უნდა შეაფასოს დარღვეული უფლება ან უფლების დარღვევის საფრთხე, რომელსაც შესაძლოა შეიცავდეს კონკრეტული პროგრამა ან ინფორმაცია და დაუპირისპიროს იგი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობას. სასამართლოს უნდა ჰონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს გამოხატვის ფორმის და შინაარსის ღირებულება, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა და, მეორე მხრივ, ის ზიანი, რომელიც ამ უფლების რეალიზაციამ გამოიწვია.“ შესაბამისად, სასამართლო ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში აფასებს:

1. გამოხატვის ფორმის და შინაარსის საზოგადოებრივ მნიშვნელობას; 2. ზიანს, რომელიც ამ უფლების რეალიზაციამ გამოიწვია.78 3.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, განსხვავებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომისგან79, აღნიშნავს, რომ ,,ზოგადად, სახელმწიფოს არ შეუძლია, შეზღუდოს ინფორმაციის თავისუფლება იმ საფუძვლით, რომ გარკვეული ინფორმაცია ან იდეები შეიძლება ემოციურად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს ან მიუღებელი საქციელის წამახალისებელი იყოს.“80

77 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის # 2/2/359 გადაწყვეტილება, პ.1; 78 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, 300; 79 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს მაშინაც, თუ გამოხატვა ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ მორალურ ნორმებს (კონვეციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი) 80 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბერის # 1/3/421,422 გადაწყვეტილება, II.პ.7;

Page 31: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

31

ხაზგასასმელია კიდევ ერთი ფაქტორი: გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლების ზღვარი გაივლის იქ, სადაც გამოხატვა კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს, კონსტიტუციით გაცხადებულ პრინციპებსა და ღირებულებებს შეუქმნის საფრთხეს. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა კონსტიტუციით დაცული სიკეთის უზრუნველსაყოფად შეიძლება განხორციელდეს.“ 81 ხოლო იმის დასადგენად, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ კონკრეტული გამოხატვა დანაშაულად, მაგალითად, დანაშაულისაკენ მოწოდების შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჭიროა შეფასდეს ორი რამ - გვხვდება თუ არა მოწოდება ძალადობისკენ და არის თუ არა იგი რეალური. „... თავისთავად მოწოდების ფაქტი არ შეიძლება იყოს საკმარისი იმისთვის, რომ დადგეს პირის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. ... ამისათვის საჭიროა ძალადობის და/ან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, ან ასეთი ქმედების განხორციელების რეალური საფრთხე. ... მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის ქმედება (მოწოდება) ... ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს...“ 82 ამ შემთხვევაში სახეზეა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, ასევე დანაშაულის თავიდან აცილების მიზანი.83

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას არ განიხილავს აბსილუტურ უფლებად, აშკარაა, რომ დაცვის სტანდარტი მე–19 მუხლთან მიმართებაში საკმაოდ მაღალია. 84 რაც შეეხება 24-ე მუხლს, ამ შემთხვევაში უფლების შეზღუდვის საფუძველი უფრო ფართოა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ნათელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც მე-19 მუხლით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას, ასევე 24-ე მუხლით განსაზღვრულ აზრისა და ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებას დემოკრატიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და შეიძლება ითქვას, რომ გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიას შორის კაუზალურ მიმართებას ხედავს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 24-ე მუხლთან მიმართებაშიც არაერთხელ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება „დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი

81 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, II.პ.90; 82 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, II.პ.104; 83 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, 310; 84 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, 177;

Page 32: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

32

წინაპირობაა.“ 85 მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლო აღნიშნულ უფლების ქვეშ არსებულ დაცულ სფეროს საკმაოდ ფართოდ განმარტავს და მასში მოიაზრებს გამოხატვის ფორმების საკმაოდ ფართო წრეს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ ეგრეთ წოდებულ “ცხადი და მყისიერი საფრთხის“ ტესტს და სწორედ აღნიშნულ ტესტს იყენებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან მიმართებაში.

3. სიძულვილის ენის პრევენცია - თვითრეგულაციის მექანიზმები

3.1 სიძულვილის ენა - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თვითრეგულაციისკენ

არსებობს მოსაზრება, რომ პოლიტიკური სიძულვილის ენის ერთ-ერთი წყაროს წარმოადგენს “ევროპული პოპულიზმის ახალი ფენომენი” 86 - “სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს პოპულისტური პარტიების ზრდადი წარმატება, რომლებიც ფართოდ იყენებენ სიძულვილის ენას და ამასთან, ჩვეულებრივ მოვლენად აქცევენ მათ გამოყენებას. მეტიც, სიძულვილის ენა შესაძლოა, გამოყენებული იქნეს ამომრჩევლების რაოდენობის გაზრდის იარაღად – ცინიკურია, თუმცა ეფექტური. პოპულიზმით მობილიზების ეფექტს და განტევების ვაცის ძიებას ხშირად თან ახლავს კონსპირაციის თეორიები.”87

ზემოხსენებული მიუთითებს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ვალდებულებაზე, სწორად მოახდინოს სიძულვილის ენის რეგულაცია, ისე, რომ არ დაზარალდეს გამოხატვის თავისუფლების პრინციპი, ხოლო მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პოლიტიკური პარტიების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ისინი, ვისაც უსმენს ხალხი, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ თავიანთ გამონათქვამებში, რათა ხელი არ შეუწყონ სიძულვილს, შეუწყნარებლობას და აგრესიასაც კი.

როგორც უკვე ითქვა, ევროპის დემოკრატიების დიდი ნაწილი საჭიროდ მიიჩნევს სიძულვილის ენის სისხლისსამართლებრივ რეგულირებას. ამასთან, დროთა განმავლობაში შეიცვალა და დაიხვეწა შეუწყნარებლობასთან ბრძოლის მეთოდები, ჩამოყალიბდა ახალი მიდგომები, გაჩნდა აზრი, რომ მკაცრი რეაგირების პარალელურად, ან

85 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის #1/1/468 გადაწყვეტილება, II.პ.26; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბერის # 2/2/180-183 გადაწყვეტილება; 86 ფრანსუაზ ტულკენსი, “სიძულვილის ფაქტორი პოლიტიკურ დისკურსში: ვის აკისრია

პასუხისმგებლობა?”, ევროპის საბჭოს 2013 წლის 18-19 სექტემბრის კონფერენციის ანგარიში, პარ. 14 87 იქვე

Page 33: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

33

თუნდაც მის ნაცვლად, უმჯობესია, შემუშავდეს პრევენციის მექანიზმებიც, რომლებიც მიმართული იქნება სიძულვილის ენის მიზეზების გამოვლენისა და აღმოფხვრისკენ.

გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორი სარა ბირჩი, თავის სტატიაში წინასაარჩევნო კამპანიების მიმდინარეობისას სიძულვილის ენის გამოყენების რეგულაციების შესახებ, განიხილავს სიძულვილის ენის რეგულაციის რამდენიმე მექანიზმს, მათი უპირატესობებით და ნაკლოვანებებით, მათ შორის, თვითრეგულაციის მექანიზმებს, როგორებიცაა ქცევის კოდექსი ან პოლიტიკური პარტიების შიდა რეგულაცია. ს.ბირჩის აზრით, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ კანონისმიერი რეგულირება ყველაზე ეფექტურია, თუმცა კანონისმიერ აკრძალვებს აქვს მეორე მხარე – მათი გამოყენება ხშირად არღვევს ან ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, რაც დასტურდება როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრებებით, რომლებიც მოცემულია “საარჩევნო საკითხებში ევროპის საბჭოს კარგი პრაქტიკის კოდექსში”. ასევე, სასამართლოს გზით სიძულვილის ენის რეგულირება დაკავშირებულია დროსთან და ფინანსებთან. დაბოლოს, სტატიაში მოყვანილია ნიდერლანდების მაგალითი, როდესაც პარლამენტის წევრის გეერტ უაილდერსის წინააღმდეგ დისკრიმინაციული გამონათქვამებისთვის გამოტანილმა სასამართლოს უარყოფითმა გადაწყვეტილებამ უკუეფექტი მოიტანა და პირიქით, გაზარდა პარტიის მხარდამჭერების რიცხვი.

რაც შეეხება თვითრეგულაციის მექანიზმებს, ერთი მხრივ, აშკარა ნაკლია მათი არასავალდებულო ხასიათი, თუმცა მეორე მხრივ, ავტორის აზრით, მსგავსი არასავალდებულო მექანიზმები საკმაოდ ეფექტურია მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიები თვითონ იღებენ მონაწილეობას მათ შექმნაში და თავად განსაზღვრავენ თავიანთ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, ქცევის კოდექსის ან მსგავსი დოკუმენტის ინიცირება მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან, პარტიების მონაწილეობით და მათი აზრის გათვალისწინებით ან თავად პარტიების მიერ მათი წევრებისთვის. ამ მეორე გზას აქვს ის უპირატესობა, რომ საკუთარ შემუშავებულ დოკუმენტს პოლიტიკური პარტიები უფრო ყურადღებით ეკიდებიან და თავად უზრუნველყოფენ როგორც წევრებისთვის მის გაცნობას, ასევე, მისი დაცვის მონიტორინგს.

ევროპის საბჭოს ეგიდით ჩატარებული პოლიტიკური სიძულვილის ენისადმი მიძღვნილი კონფერენციის 88 ანგარიშში, ფრანსუაზ ტულკენსი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და მოსამართლე ფრანსუაზ ტულკენსი განსაკუთრებით ხაზს უსვამს პრევენციის, როგორც სიძულვილის ენის აღმოფხვრის საშუალების განსაკუთრებულ მნიშვნელობას: “სიძულვილის ენის აღმოფხვრისთვის ყველა

88 “სიძულვილის ფაქტორი პოლიტიკურ დისკურსში – ვის აკისრია პასუხისმგებლობა?” ვარშავა, 2013 წლის 18-19 სექტემბერი

Page 34: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

34

სახელმწიფომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს პრევენციის საკითხებს, რაც მოიცავს დარწმუნებას. […] მეტიც, გამომდინარე იქიდან, რომ სიძულვილის ენა შესაძლოა, აგრესიისკენ პირდაპირ წაქეზებას წარმოადგენდეს, პრევენციის ვალდებულება შეიძლება გაგებული იქნეს, როგორც ზიანის პრევენცია.”89

ფ.ტულკენსის აზრით, სიძულვილის ენის და შესაბამისად, მისით გამოწვეული ზიანის პრევენციისთვის, აქცენტი უნდა გაკეთდეს სამ ასპექტზე. პირველ რიგში, აუცილებელია, მოხდეს მედიის პასუხისმგებლობის მობილიზაცია, რომელმაც უნდა იმუშაოს როგორც საზოგადოების ინფორმირებაზე სიძულვილის გამოხატვის ფაქტების შესახებ, ასევე ამ უკანასკნელთა დაგმობასა და ცნობიერების ამაღლებაზე.90 მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია “პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების არა მხოლოდ როლი, არამედ სოციალური პასუხისმგებლობა დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის თავიდან აცილების კუთხით. ამ შემთხვევაში ეს, პირველ რიგში, თვითრეგულაციის საკითხია.” 91 მესამე ასპექტი, რასაკვირველია, მოიცავს ადამიანის უფლებების კუთხით განათლების აუცილებლობას ყველა დონეზე.92

სიძულვილის ენის პრევენციისა და აღმოფხვრის საქმეში პოლიტიკური პარტიების მიერ თვითრეგულაციის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა უკანასკნელ ხანებში სულ უფრო ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების განსაკუთრებული ყურადღების საგანი:

3.2 სიძულვილის ენის პრევენციის და შიდა რეგულაციის მექანიზმების ხელშეწყობა - საერთაშორისო ინსტრუმენტები

3.2.1 რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიის და მათთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მსოფლიო კონფერენციის სამოქმედო გეგმა

რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიის და მათთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მსოფლიო კონფერენციამ, რომელიც ჩატარდა იუნესკოს ეგიდით სამხრეთ აფრიკაში, დურბანში, თავის 2001 წლის 8 სექტემბრის სამოქმედო გეგმაში ხაზი გაუსვა “პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების გადამწყვეტ როლს

89 პარ. 22 90 პარ. 24 91 პარ. 26 92 პარ. 27

Page 35: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

35

რასიზმთან, რასობრივ დისკრიმინაციასთან, ქსენოფობიასთან და მათთან დაკავშირებულ შეუწყნარებლობასთან ბრძოლის პროცესში და მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, მიიღონ კონკრეტული ზომები საზოგადოებაში თანასწორობის, სოლიდარობის და დისკრიმინაციის აკრძალვისთვის, კერძოდ, ქცევის კოდექსების ნებაყოფლობით შემუშავების გზით, რომლებიც, მათი დისპოზიციების დარღვევისთვის, გაითვალისწინებს შიდაპარტიულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას, იმგვარად, რომ მათმა წევრებმა თავი შეიკავონ ყველანაირი საჯარო განცხადებისა და ქმედებისგან, რომლებიც მოუწოდებს ან ხელს უწყობს რასიზმს, რასობრივ დისკრიმინაციას, ქსენოფობიას და მათთან დაკავშირებულ შეუწყნარებლობას, რაშიც სახელმწიფოსთან ერთად სამოქალაქო საზოგადოებამ განსაკუთრებული როლი უნდა ითამაშოს.”93

3.2.2 ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტია

ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიის მეორე დანართი შეიცავს ეროვნული ღონისძიებების და ინიციატივების მაგალითებს სიძულვილის ენის პრევენციისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობისთვის. აღნიშნულ ღონისძიებებს შორის არის თვითრეგულაციის მექანიზმებიც – დეონტოლოგიის და ქცევის კოდექსების შემუშავება. 3.2.3 ევროპული პოლიტიკური პარტიების ქარტია რასიზმისგან თავისუფალი საზოგადოებისთვის განსაკუთრებული ყურადღების ღირსია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ კომისიის (ECRI) მიერ შემუშავებული ევროპული პოლიტიკური პარტიების ქარტია რასიზმისგან თავისუფალი საზოგადოებისთვის, 94 რომელსაც 2014 წლის აპრილის მდგომარეობით მიერთებულია 41 პოლიტიკური პარტია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და რომლის თანახმად, ხელმომწერები იღებენ შემდეგ ვალდებულებებს:

დაიცვან ადამიანის ძირითადი უფლებები და დემოკრატიული პრინციპები და უარი თქვან რასისტული ძალადობის, რასისტული სიძულვილისა და დევნისკენ მოწოდებისა და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმაზე.

უარი თქვან ნებისმიერი მოსაზრების ან პოზიციის ტირაჟირებაზე, გამოქვეყნებაზე, გავრცელებაზე ან მიერთებაზე, რომელიც ხელს უწყობს ან წარმოშობს

93 პარ.115 94 უტრეხტი, 1998 წ ლი ს 28 თე ბ ე რ ვ ა ლი

Page 36: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

36

სტერეოტიპებს, მტრულ განწყობას ან განხეთქილებას სხვადასხვა ეთნიკური და ეროვნული წარმოშობის ან სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანებს შორის და შეუწყნარებელი იყვნენ ნებისმიერი რასისტული განწყობისა და ქცევის მიმართ თავიანთ რიგებში.

პასუხისმგებლობით და სერიოზულობით მოეკიდონ ამ ჯგუფებთან დაკავშირებულ დელიკატურ თემებს, სტიგმატიზაციის თავიდან ასაცილებლად.

თავი შეიკავონ, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ დონეზე, პოლიტიკური ალიანსისა თუ თანამშრომლობისგან ისეთ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც აღვივებს ან ცდილობს, გააღვივოს რასისტული ან ეთნიკური სტერეოტიპები და რასობრივი სიძულვილი.

ყველა ზომას მიმართონ ზემოთ ხსენებული ჯგუფებისთვის ყველა დონეზე თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, რისთვისაც პარტიის ხელმძღვანელობა კისრულობს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, ხელი შეუწყოს და წაახალისოს ამ ჯგუფების წარმომადგენლების დაქირავება როგორც პოლიტიკური ფუნქციებისთვის, ისე წევრობისთვის.

მომავალშიც განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა ყველა პირი, რომელიც მუშაობს ან საკუთარ თავს აიგივებს, ნებისმიერი სახით, ნებისმიერ მათ საარჩევნო კამპანიასთან ან სხვა სახის აქტივობასთან, იცნობდეს ზემოთ ჩამოთვლილ პრინციპებს და ყოველთვის მოქმედებდეს მათ შესაბამისად.

3.2.4 ECRI-ს დეკლარაცია პოლიტიკურ განცხადებებში რასისტული, ანტისემიტური და ქსენოფობიური ელემენტების გამოყენების შესახებ 2005 წლის 17 მარტს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ კომისიამ მიიღო დეკლარაცია პოლიტიკურ განცხადებებში რასისტული, ანტისემიტური და ქსენოფობიური ელემენტების გამოყენების შესახებ, სადაც შეშფოთება გამოთქვა სიძულვილის ენის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების გახშირების თაობაზე და ყურადღება გაამახვილა სიძულვილის ენის კრიმინალიზაციის საჭიროებაზე. ამასთან, დეკლარაციაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული «პოლიტიკური პარტიების გადამწყვეტი როლი რასიზმთან ბრძოლის საქმეში, საზოგადოებრივი აზრის პოზიტიური მიმართულებით ჩამოყალიბების ხელშეწყობის თვალსაზრისით.» კომისიის აზრით, აღნიშნული მისიის განსახორციელებლად საჭიროა პრაქტიკული ღონისძიებების გატარება, კერძოდ: « - თვითრეგულაციის მექანიზმების შემუშავება თავად პოლიტიკური პარტიების ან

ეროვნული პარლამენტების მიერ

Page 37: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

37

- ევროპული პოლიტიკური პარტიების ქარტიის «რასიზმისგან თავისუფალი საზოგადოებისთვის» ხელმოწერა, რომელიც ხელს უწყობს პასუხისმგებლობის გაღვივებას რასიზმის პრობლემების მიმართ, როგორც პარტიების ორგანიზების, ისევე, პოლიტიკურ ასპარეზზე მათი აქტივობების თვალსაზრისით.»

Page 38: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

38

ძირითადი წყაროები: სამართლებრივი წყაროები:

Council of Europe, Recommendation 97 (20) of the Committee of Ministers to Member States “On Hate Speech” http://www.coe.int/t/dghl/standardsetting/hrpolicy/other_committees/dh-lgbt_docs/CM_Rec%2897%2920_en.pdf

Committee on the Elimination of Racial Discrimination, General recommendation No. 35,

Combating racist hate speech http://tbinternet.ohchr.org/_layouts/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CERD%2fC%2fGC%2f35&Lang=en

Council of Europe, Protocol No. 12 to the European Convention on Human Rights (ETS No.

177) providing for a general prohibition of discrimination http://www.echr.coe.int/Documents/Convention_ENG.pdf

ECRI, Charter of European Political Parties for a Non-Racial Society

http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/activities/38-seminar_ankara_2011/Charter.asp

UN International Convention on the Elimination of All Forms of Racial Discrimination, http://www.ohchr.org/EN/ProfessionalInterest/Pages/CERD.aspx

Council of Europe, Declaration on freedom of political debate in the media (Adopted by the

Committee of Ministers on 12 February 2004 at the 872nd meeting of the Ministers' Deputies) https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?Ref=Decl-12.02.2004&Language=lanEnglish&Ver=original&Site=COE&BackColorInternet=DBDCF2&BackColorIntranet=FDC864&BackColorLogged=FDC864

UN Durban Declaration World Conference against Racism, Racial Discrimination, Xenophobia and Related Intolerance, 8 September 2001 http://www.un-documents.net/durban-d.htm

ECRI Declaration on the Use of Racist, Anti-Semitic and Xenophobic Elements in Political Discourse http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/activities/14-public_presentation_paris_2005/presentation2005_paris_declaration_EN.asp

Page 39: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

39

Council of Europe, Code of Good Practice in Electoral Matters, adopted by the Venice

Commission at its 52d session, 18-19 October 2002 http://www.regjeringen.no/upload/KRD/Kampanjer/valgportal/valgobservatorer/Code_of_good_practice_CDL_AD%282002%29023rev_e.pdf

Codes of Conduct for Elections for Inter-parliamentary Union, by Guy S. Goodwin-Gill,

1998 http://www.ipu.org/PDF/publications/CODES_E.pdf

Code of Conduct for Political Parties: Campaigning in Democratic Elections, International IDEA 1999 http://www.idea.int/publications/coc_campaigning/loader.cfm?csmodule=security/getfile&pageid=2401

Charter of Fundamental Rights of the European Union

http://www.europarl.europa.eu/charter/pdf/text_en.pdf

Council of Europe, Declaration on Freedom of Political Debate in the Media, https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=118995&Lang=en

OSCE, Guidelines on Political Party Regulation http://www.osce.org/odihr/77812?download=true

Council of Europe, Handbook on European Non-Discrimination Laws http://www.osce.org/odihr/77812?download=true

სტატიები და ნაშრომები:

ტუღუში თ., ბურჯანაძე გ., მშვენიერაძე გ., გოცირიძე გ., მენაბდე ვ., ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი, 2013

Page 40: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

40

გამოხატვის თავისუფლება, თავისუფლების ინსტიტუტი, ტომი I

Robert A. Kahn , Why do Europeans Ban Hate Speech? A Debate Between Karl

Loewenstein and Robert Post http://www.hofstralawreview.org/wp-content/uploads/2013/09/BB.1.Kahn_.final2_.pdf

Mario Oetheimer, La cour européenne des Droits de l’Homme face au discours de haine

http://www.rtdh.eu/pdf/200763.pdf

Jean-Paul Costa, La liberté d'expression selon la jurisprudence de la Cour européenne des droits de l'Homme, http://www.ridi.org/adi/200106a1.pdf

Sarah Birch, Regulating the Use of Discriminatory Language in Electoral Campaigns

http://governmentgazette.eu/?p=5646

Council of Europe’s Factsheet on Hate Speech https://www.google.ge/url?sa=t&rct=j&q=&esrc=s&source=web&cd=1&cad=rja&uact=8&ved=0CCIQFjAA&url=https%3A%2F%2Fwcd.coe.int%2Fcom.instranet.InstraServlet%3Fcommand%3Dcom.instranet.CmdBlobGet%26InstranetImage%3D2021692%26SecMode%3D1%26DocId%3D1434498%26Usage%3D2&ei=-aiNU_eYO87XPYm3gZAK&usg=AFQjCNHVoMnFkLBIdZkz6EeUlhbPHMKZng

Frida Tronnberg, State Regulation of Anti-Democratic Parties – A Comparative Study of

Germany, Spain and Sweden http://www.liu.se/utbildning/pabyggnad/F7MME/student/courses/733a27masterthesis/filarkiv/spring-2013/theses-june/1.464727/FridaTrnnberg-MasterThesis.pdf

Nicolas Hervieu, La liberté d’expression des personnages politiques en droit européen: “de la démocratie à Strasbourg” http://www.unicaen.fr/puc/ecrire/revues/crdf/crdf8/crdf0809hervieu.pdf

Council of Europe Manuals, Ann Weber, Manual on Hate Speech http://www.coe.int/t/dghl/standardsetting/hrpolicy/publications/hate_speech_en.pdf

Françoise Tulkens, The Hate Factor in Political Speech. Where Do Responsibilities Lie?”

Page 41: სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – სისხლის … · 1 სიძულვილის

41

http://www.coe.int/t/dghl/standardsetting/media/belgrade2013/MCM%282013%29002_en_Report_F%20Tulken.pdf

Tarlach McGonnagle, “Council of Europe Against Online Hate Speech: Conundrums and Challenges” http://www.ivir.nl/publications/mcgonagle/Expert_paper_hate_speech.pdf