21
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პოლიტიკის მეცნიერებათა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი - ქეთი ჯოჯიშვილი პროსპექტუსი „პოლიტიკური პროცესების გენდერული ასპექტი სამხრეთ კავკასიის მაგალითზე“ თბილისი - 2018

პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

  • Upload
    others

  • View
    67

  • Download
    5

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პოლიტიკის მეცნიერებათა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის

დოქტორანტი - ქეთი ჯოჯიშვილი

პროსპექტუსი

„პოლიტიკური პროცესების გენდერული ასპექტი

სამხრეთ კავკასიის მაგალითზე“

თბილისი - 2018

Page 2: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

2

სამეცნიერო ნაშრომი შესრულებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

სამეცნიერო ხელმძღვანელი: თამარ კიკნაძე

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი,

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

პროფესორი

ოფიციალური რეცენზენტები:

Page 3: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

3

ანოტაცია

სადისერტაციო ნაშრომი ეძღვნება პოლიტიკური პროცესების გენდერული

ასპექტების შესწავლას სამხრეთ კავკასიის მაგალითზე. კერძოდ, საქართველოს,

სომხეთისა და აზერბაიჯანის მაგალითზე მოხდება გენდერული პრობლემების

თავისებურებების შესწავლა და ასევე მათი შედარებითი ანალიზი.

ნაშრომში ასახული იქნება ცივი ომის შემდგომი პერიოდის, საბჭოთა და პოსტ

საბჭოთა სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გენდერული პოლიტიკის

განვითარების ეტაპები (კერძოდ, ქალის როლი, ქალთა შესაძლებლობების

ზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ასევე მათი აქტიური/პასიური

მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში).

Annotation

The dissertation aims to study the gender aspects of political processes in the South

Caucasus Region. In particular, on the example of Georgia, Armenia and Azerbaijan

the gender issues and its fundamental characteristics will be studied along with the

comparative analyses highlighted in the research.

The work focuses on the different stages in gender policy in the Soviet and post-

Soviet Georgia, Armenia and Azerbaijan following the end of the Cold War (In

particular, the role of women, their increased engagement in decision making

processes as well as their active/passive participation in political process).

Page 4: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

4

სადისერტაციო პროექტის სტრუქტურა

შესავალი

(თემის აქტუალურობა)

გენდერული პრობლემა და მისი თანმდები შედეგები ოდითგანვე აქტუალური

იყო, მაგრამ აღნიშნული პრობლემატიკა განსაკუთრებული ყურადღებისა და

ანალიზის საგანი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გახდა. აღსანიშნავია, რომ

ეს პერიოდი მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ გარდაქმნებთან არის

დაკავშირებული. მთელ მსოფლიოში და მათ შორის სამხრეთ კავკასიაში

გენდერული თანასწორობის მიღწევა ჯერ კიდევ უმნიშვნელოვანეს

პრიორიტეტად რჩება, რადგან გენდერული უთანასწორობის და სხვა მსგავსი

პრობლემების აღმოფხვრის გარეშე ქვეყანას გაუჭირდება დემოკრატიულ

ფასეულობებთან ზიარება. გარდა ამისა, გენდერული თანასწორობა

აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ შეიქმნას სტაბილური და უსაფრთხო

გარემო, ეკონომიკური ზრდა, თანასწორობის კულტურის ჩამოყალიბება და

ყველა იმ დემოკრატიული ღირებულებების ქმედებაში მოყვანა, რაც ქვეყნისთვის

იქნება საკეთილდღეო. და ბოლოს, კანონმდებლობით გენდერული თანასწორობა

ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები

თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის, მაგრამ თავის მხრივ, სოციალური

კონსტრუქცია არ აძლევს ქალს უფლებას აკეთოს ის, რაც მას სურს. აქედან

გამომდინარე, ქალის ხმა ნაკლებად ისმის დღევანდელ საზოგადოებაში და ბუნებრივია

ისიც, რომ ქალი ნაკლებად ან საერთოდ არ არის ჩართული საზოგადოებასა თუ

Page 5: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

5

პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ადამიანთა გარკვეული

სეგმენტის ჩაგვრა ხდება, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ერთმევა

უფლება წვლილი შეიტანოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, რაც თავის მხრივ

ამცირებს სახელმწიფოს განვითარების პოტენციალს და აუარესებს მისი დაცულობის

ხარისხს სოციალური, პოლიტიკური და სხვა სახის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მაშასადამე, მიმაჩნია, რომ თემა აქტუალურია პირველრიგში იმიტომ, რომ

გენდერი არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. მეორეც, საინტერესოა ის

ფაქტი, რომ ერთ სივრცეში იმყოფება საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი

და საერთო გეოპოლიტიკა აქვთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მათ

შორის არსებული მსგავსებებისა და განსხვავების დადგენა. ამასთანავე,

აქტუალურია გენდერული პრობლემების მიმოხილვა პოლიტიკურ ჭრილში

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მაგალითზე, რადგან ორი ასეთი თვალშისაცემი

პრობლემის (გენდერი და პოლიტიკა) შერწყმა საკითხს კიდევ უფრო

საინტერესო ელფერს სძენს.

პროსპექტუსის გეგმა

არჩეული სადოქტორო თემის აქტუალურობა

თემის ჰიპოთეზა და საკვლევი კითხვები

თემის მიზნები და ამოცანები

თემის მეცნიერული სიახლე

Page 6: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

6

თემის დამუშავების დროს გამოყენებული სავარაუდო მეთოდოლოგია

კვლევის მეთოდები

თემის პრაქტიკული მნიშვნელობა

კვლევის მოსალოდნელი შედეგების განხილვა

სადოქტორო ნაშრომის გეგმა

ლიტერატურული წყაროები

კვლევის მიზანი და ამოცანები

წარმოდგენილი საკვლევი თემის მიზანია პოლიტიკურ პროცესებში ქალთა

ჩართულობის შესწავლა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის

მაგალითზე და მათი შედარებითი ანალიზი.

მიზანი იშლება შემდეგ ორ ამოცანად:

1. ქალის როლის განსაზღვრა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში

2. დადგინდეს ქალის ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში, მისი

ეროვნული მექანიზმები და ასევე ქალთა პოლიტიკური აქტივობის აღქმის

მახასიათებლები.

ჰიპოთეზა

პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობა და მათ მიერ გადაწყვეტილების

მიღების პროცესში ჩართულობა ევოლუციას განიცდიდა მთელს სამხრეთ

კავკასიის ქვეყნებში, მაგრამ მიუხედავად არსებული პროგრესისა სასურველია,

Page 7: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

7

რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა უფრო მეტი ღონისძიება გაატარონ ქალთა

პოლიტიკური აქტიურობისთვის.

საჰიპოთეზო კითხვები

1. ქალის როლის განსაზღვრა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის

საზოგადოების ცხოვრებაში

2. როგორია ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში

3. რატომ გახდა გენდერული საკითხი ცივი ომის შემდგომ აქტუალურ

პრობლემად

4. გენდერული პრობლემების გადაჭრის რა თავისებურებები არსებობდა

პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში

5. რა ეროვნული მექანიზმები არსებობს გენდერული თანასწორობისთვის

პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში.

კვლევის საგანი და ობიექტი

სადისერტაციო კვლევის ობიექტს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში

ქალთა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა.

Page 8: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

8

კვლევის საგანს წარმოადგენს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის

პოლიტიკური პროცესები და ქალის როლის ევოლუციის ისტორიული ეტაპები.

თემის შესწავლის მდგომარეობა

დღესდღეობით, გენდერული თანასწორობის პრობლემები შესწავლულია

ყველა მხრივ და ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა,

შესწავლილია გენდერული უთანასწორობის გამომწვევი მიზეზები და ასევე

მათი მოგვარების გზებიც. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კვლევა არსებობს

გენდერსა და სამხრეთ კავკასიაზე, პოლიტიკური პროცესების გენდერული

ასპექტის შესწავლა ახალი ფენომენი და ყველას ინტერესის სფეროა.

დღესდღეობით, პოლიტიკური პროცესების შესწავლა მნიშვნელოვან

პრიორიტეტს წარმოადგენს და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში, რადგან ისე

ფართოდ და დეტალურად არ არის შესწავლილი საქართველო, სომხეთი და

აზერბაიჯანი, როგორც ევროპა. აღსანიშნავია შემდეგი სახელმძღვანელოები:

1. Milena Abrahamyan, Parvana Mammadova, Sophio Tskhvariashvili “Women

challenging gender norms and patriarchal values in peacebuilding and conflict

transformation across the South Caucasus” - ავტორი საუბრობს თუ რამდენად

დიდი როლი აქვს გენდერულ თანასწორობას ქვეყნის მშვიდობიან

აღმშენებლობასა და კონფლიქტების დროს სამხრეთ კავკასიის მაგალითზე.

Page 9: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

9

ასევე ავტორის მიზანია ქალების ორგანიზაციების და ჯგუფების ყურადღების

მიპყრობა.

2. ფერიდე ზურიკაშვილის და რევაზ ჯორბენაძის „კონფლიქტი, გენდერი

და მშვიდობის მშენებლობა“ - ავტორი საუბრობს ქალის როლზე მშვიდობის

აღმშენებლობაში და ასევე მის უპირატესობაზე, როგორც კონფლიქტის

მომგვარებელსა და მშვიდობიან დესპანზე. ამასთანავე, მიმოიხილავს ქალის

ფუნქციასა და როლს გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და

შეიარაღებულ კონფლიქტებში.

ასევე საინტერესოა:

3. ბაქრაძე დიმიტრი „ქართველი ქალები“, „საბჭოთა საქართველო“ -

ავტორი საუბრობს ქართველ ქალებსა და საბჭოთა საქართველოზე. აქედან

გამომდინარე, ამ ინფორმაციების შეჯერებით შესაძლებელია დისერტაციის

ერთ საკვლევ კითხვას გაეცეს პასუხი.

4. კონვენცია ქალთა ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღკვეთის შესახებ

კითხვა-პასუხის ფორმატში (UNIFEM)

ქალთა უფლებები ადამიანთა უფლებებია. ქვეყნის სრულყოფილი

განვითარება წარმოუდგენელია, თუ მოსახლეობის ნაწილს არ მიეცემა

საშუალება თანაბრად იყოს ჩართული პოლიტიკურ, სოციალურ და

ეკონომიკურ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

გაეროს განვითარების ფონდი ქალთათვის (UNIFEM), იგივე გაეროს ქალთა

ფონდი, 1976 წელს შეიქმნა. ფონდი ფინანსურ და ტექმიკურ დახმარებას

უწევს ინოვაციურ პროგრამებს, რომლების მიზანია ქალთა

უფლებამოსილების გაზრდა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება.

ამჟამად ორგანიზაცია მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში მუშაობს ქალთა და

Page 10: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

10

გენდერულ საკითხებზე. ფონდის ხელშეწყობით ქალებს შეუძლიათ ხმა

მიაწვდინონ გაეროს, რათა ორგანიზაციის დღის წესრიგში დადგეს

გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული აქტუალური საკითხები და

შესრულდეს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებები.

ქალთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვისათვის, გაეროს ქალთა

ფონდი საქმიანობის გლობალურ პრიორიტეტებად სახავს ქალთა სიღარიბის

დაძლევას, ქალთა წინააღმდეგ არსებული ძალადობის აღმოფხვრას,

ქალებში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების შეჩერებას და ქალთა

ლიდერობის ხელშეწყობას მმართველობის ყველა დონეზე და კონფლიქტის

შემდგომ აღმშენებლობისა და განვითარების პროცესებში.

5. Vasill Gonashvili “Constitutional aspects of gender equality”

ავტორი გვეუბნება, თუ რა მდგომარეობაა გენდერული თანასწორობის

დაცვის მხრივ სხვა ქვეყნებში, თუ როგორია პოლიტიკურ თანამდებობებზე

ქალთა მონაწილეობის აქტივობა და როგორ უწყობენ ხელს

საკანონმდებლო დონეზე საზგვარგარეთის ქვეყნები ქალისა და მამაკაცის

თანასწორობის რეალურ დაცვას, ასევე, თუ რა მდგომარეობაა ამ კუთხით

საქართველოში.

6. მსოფლიოს ქალთა პროგრესი

გენდერი და ანგარიშვალდებულება

კითხვაზე თუ რა უნდა გაკეთდეს ქალთა უფლებების დასაცავად და

გენდერული თანასწორობის მისაღწევად ავტორს გააჩნია შემდეგნაირი

მიდგომა თუ ხედვა: ქალთა ცხოვრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და

გენდერული თანასწორობის პრაქტიკული განხორციელება, დამოკიდებულია

ქალთა მონაწილეობაზე საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების

Page 11: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

11

პროცესში ყველა დონეზე და იმაზე, თუ რამდენად ახერხებენ ისინი პასუხი

მოსთხოვონ საკუთარი უფლებების დამრღვევ ან ინტერესების

უგულებელყოფელ პირებს. ასევე საჭიროა უფრო ფართო უფლებები,

შეფასების ნათელი ინდიკატორები, წახალისების უკეთესი მექანიზმები და

აღნიშნული საკითხის ფართო პოპულარიზება. გამოცემა ცხადყოფს, რომ

ეფექტურ მმართველობას სჭირდება ქალები, ხოლო ქალებს სჭირდებათ

ეფექტური მმართველობა იმისთვის, რომ გენდერული თანასწორობის

შესახებ დასახული მიზნები მიღწეულ იქნას როგორც ცალკეულ ქვეყნებში,

ასევე მსოფლიო მასშტაბით.

7. გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება საქართველოში

არსებულ ნაშრომში ასახულია ქალების მონაწილეობა საზოგადოებრივ და

პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივები.

განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა ქალების მონაწილეობა

სამშვიდობო პროცესებში, ქალები პოლიტიკაში, საკანონმდებლო ბაზის

ანალიზი გენდერული კუთხით, ქალები ეკონომიკური განვითარებისათვის და

ქალები მდგრად განვითარებაში და სხვა.

8. კიკნაძე თ., დონაძე ნ. „გენდერი - სოციალური და პოლიტიკური

სწავლებანი“

9. ნადარაია - „ქალი და პოლიტიკა თანამედროვე საქართველოში“,

„გენდერი, კულტურა, თანამედროვეობა“ - ნაშრომში საუბარია ქალის

როლსა და მათ პოლიტიკურ ჩართულობაზე თანამედროვე საქართველოში.

10. ტუკვაძე ა. „საქართველოს პოლიტიკური კულტურა“ - ავტორი

მიმოიხილავს საქართველოს პოლიტიკურ კულტურას და მის

თავისებურებებს.

Page 12: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

12

11. Cristine de Pisan „Women, Culture and Society“ - ნაშრომში საუბარია

ქალებზე და მათ როლზე კულტურასა და საზოგადოებაში.

12. Mary Wolstonecraft, Vindicator of the Rights of Women - ავტორი ძირითად

აქცენტებს აკეთებს ქალთა უფლებებზე.

კვლევის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლები

ნაშრომი პრობლემას აანალიზებს შემდეგი თეორიული ჩარჩოების

გამოყენებით: სოციალური კონსტრუქტივიზმი, ინდივიდის უსაფრთხოების,

გენდერული, ფემინისტური და კრიტიკული თეორიები, რაც საშუალებას

მოგვცემს უკეთ ჩავწვდეთ თეზისის არსს და ამ თეორიების კუთხითაც შევხედოთ

არსებულ ვითარებას და ასევე ჩატარებული იქნება შედარებითი ანალიზიც.

კვლევის მეთოდები

დისერტაციაში გამოყენებულ იქნება კვლევის ზოგად მეცნიერულ მეთოდებთან

ერთად, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები.

მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ ჩატარებულ კვლევაში არსებული კვლევის საგანი იქნება

კომპლექსური ხასიათის, რაც ნიშნავს, რომ კვლევა რამდენიმე კვლევის

მეთოდზე დაყრდნობით იქნება ჩატარებული (მისი სირთულიდან გამომდინარე).

რაც ნიშნავს რომ, გამოყენებული იქნება, როგორც რაოდენობრივი, ასევე

თვისებრივი კვლევის მეთოდები. კერძოდ კი:

1. ჩაღრმავებული ინტერვიუ გენდერულ პრობლემებზე მომუშავე სხვადასხვა

სპეციალისტებთან თუ ორგანიზაციებთან;

Page 13: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

13

2. რაოდენობრივი მეთოდებით საქართველოს მოსახლეობის გარკვეული

ნაწილის გამოკითხვა; (google form)

3. ჩაღრმავებული ინტერვიუ კახეთსა და ქვემო ქართლში (რადგან ქალის

უფლებები ყველაზე მეტად შეზღუდულია ამ ადგილებში) მცხოვრებ

ქალებთან, რომელნიც ვერ ახერხებენ ყველა იმ სიკეთით სარგებლობას, რაც

კანონით ეკუთვნით;

4. კონტენტ-ანალიზი

ნაშრომის მეცნიერული სიახლე

დასმული პრობლემის ანალიზისა და კვლევის შედეგად მიღებულ სიახლედ

ზოგადად უნდა განვიხილოთ პოლიტიკური პროცესების გაანალიზება გენდერის

კუთხით და ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ქალთა პოლიტიკური აქტივობის

შედარებითი ანალიზი. აღსანიშნავია, რომ გენდერულ ჭრილში ქვეყნის

მდგომარეობის შესწავლა ხდება უმეტესად, მაგრამ პოლიტიკური პროცესების

ანალიზი სხვა ელფერს სძენს სადისერტაციო ნაშრომს.

ნაშრომის თეორიულ-პრაქტიკული მნიშვნელობა

ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი შეიძლება

გამოყენებულ იქნას, როგორც დამხმარე მასალა შესაბამისი პროფილის

დისციპლინების ათვისებისას. კერძოდ კი, ის გამოადგება ნებისმიერ მეცნიერს,

ანალიტიკოსს თუ გენდერის სპეციალისტებს.

ასევე კვლევის შედეგების თეორიული და პრაქტიკული რეკომენდაციების

გამოყენებას შეძლებს ამ სფეროში ჩართული ადამიანები, სტუდენტები,

მეცნიერები და მკვლევარები როგორც გენდერული თანასწორობის, ისე

პოლიტიკურ პროცესებში ქალების ჩართულობის ჭრილში.

Page 14: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

14

დისერტაციის მოცულობა და სტრუქტურა

სადისერტაციო ნაშრომი სავარაუდოდ მოიცავს კომპიუტერზე ნაბეჭდ 150

გვერდს. დისერტაცია შედგება შესავლის, ოთხი თავის, რვა პარაგრაფის,

დასკვნებისა და წინადადებებისგან. ტექსტში ჩართულია ცხრილები, ნახაზები და

დანართები. ნაშრომს თან ერთვის გამოყენებული წყაროების დასახელების და

ლიტერატურის სია.

დისერტაციის გეგმა

სარჩევი

ანოტაცია

შესავალი

I.

თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები

Page 15: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

15

დისერტაციის პირველი თავი იშლება სამ ნაწილად. თავდაპირველად

განხილული იქნება ცივი ომის შემდგომი პერიოდის და საბჭოთა სინამდვილეში

არსებული გენდერული პრობლემები, ამის შემდგომ კი მიმოხილული იქნება ამ

პრობლემების გადაჭრის თავისებურებები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში.

1.1 გენდერული თანასწორობა, როგორც ცივი ომის შემდგომი

პერიოდის აქტუალური პრობლემა

90-იანი წლების დასაწყისში კომუნისტური ბანაკის დაშლის შედეგად

მსოფლიოში შეიქმნა სრულიად ახალი გეოპოლიტიკური რეალობები.

ზემოაღნიშნულმა ფაქტმა შექმნა იმის მყარი საფუძველი, რომ გენდერული

თანასწორობის პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გამხდარიყო.

1.2 გენდერული თანასწორობის პრობლემები საბჭოთა

სინამდვილეში

საბჭოთა სინამდვილეში მრავალი სხვადასხვა ნიუანსი იმალება, რაც კიდევ

უფრო საინტერესოს ხდის გენდერული პრობლემების შესწავლას.

1.3 გენდერული პრობლემების გადაჭრის თავისებურებები

პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში

პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში გენდერული პრობლემების გადაჭრის თავისებური

გზები და მიდგომები ჰქონდათ. მიმაჩნია, რომ ზოგიერთ მიდგომის

დღევანდელობაში გადმოტანაც არ იქნება ურიგო.

II.

პოსტ-საბჭოთა საქართველოს პოლიტიკური განვითარება და მისი

გენდერული თავისებურებები

ამ თავში განხილული იქნება ქართველ ქალთა მდგომარეობა და ასევე ის

ეროვნული მექანიზმები და ქალთა პოლიტიკური აქტივობის აღქმის

Page 16: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

16

მახასიათებლები, რაც ხორციელდებოდა გენდერული თანასწორობის

მისაღწევად.

2.1 ქართველ ქალთა მდგომარეობა საბჭოთა საქართველოში

ეს იქნება ქალთა მდგომარეობის ზოგადი ფონის მიმოხილვა საბჭოთა

პერიოდში. აღსანიშნავია, რომ მიმოხილული იქნება, როგორც დასაქმებასთან

და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე მათი პოლიტიკურ

პროცესებში ჩართულობის მახასიათებლები.

2.2 ეროვნული მექანიზმები გენდერული თანასწორობისთვის

ამ ქვეთავში განხილული იქნება ის ეროვნული მექანიზმები, რის გარეშეც

გენდერული თანასწორობის საკითხი ამ სახითაც ვერ მოაღწევდ ჩვენამდე.

2.3 ქალთა პოლიტიკური აქტივობის აღქმის მახასიათებლები

ეს ქვეთავი შეეხება ქალთა პოლიტიკური აქტივობის აღქმის მახასიათებლებს.

III.

გენდერული თანასწორობის პრობლემები პოსტ-საბჭოთა

სომხეთში

მესამე თავში განხილულ იქნება ქალის როლი სომხეთში და ასევე მოხდება მისი

რეტროსპეკტული ანალიზი, რადგან უკეთ და თანმიმდევრულად მოხდეს

მოვლენების აღქმა და შეფასება.

Page 17: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

17

3.1 ქალის როლი სომხური საზოგადოების ცხოვრებაში

(რეტროსპეკტული ანალიზი)

შესწავლილი იქნება ქალის უფლებები სომხურ საზოგადოებაში და ასევე

რეტროსპეკტული ანალიზის დახმარებით მოხდება ამ პროცესებისა თუ ეტაპების

თანმიმდევრული შესწავლა.

3.2 ქალის როლი საბჭოთა სომხეთში

ამ შემთხვევაში განხილული იქნება კონკერეტულ პერიოდში ქალის როლი, რაც

საშუალებას მოგვცემს უკეთესად აღვიქვათ არსებული სიტუაცია.

3.3 პოსტ-საბჭოთა სომხეთის გენდერული პრობლემების

თავისებურებები

ამ ქვეთავში გაანალიზებული და განხილული იქნება გენდერული პროლემების

თავისებურებები.

IV.

პოლიტიკური პროცესები პოსტ-საბჭოთა აზერბაიჯანში და მისი

გენდერული მახასიათებლები

ამ თავში განხილული იქნება ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და

არსებული პრობლემები. გარდა ამისა შესწავლილი იქნება ქალის როლის

ევოლუციის ისტორიული ეტაპები

Page 18: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

18

4.1 ქალის როლის ევოლუციის ისტორიული ეტაპები

განხილული იქნება ქალის როლის ევოლუციის ისტორიული ეტაპები. ძალიან

საინტერესო იქნება ამ ეტაპების შესწავლა და იმის დანახვა თუ რამხელა

ცვლილება განიცადა ქალის მდგომარეობამ.

4.2 ეროვნული მექანიზმები და გენდერული თანასწორობა

ეროვნული მექანიზმების ანალიზი პირდაპირკავშირშია გენდერული

თანასწორობასთან.

4.3 ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და

არსებული პრობლემები

განხილული იქნება ქალის როლი ყველა სფეროში, მაგრამ განსაკუთრებული

ყურადღება დაეთმობა მათ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში და

არსებული პრობლემების გამოვლენას.

დასკვნა

დანართები

ბიბლიოგრაფია

კვლევის მოსალოდნელი შედეგები

კვლევის მოსალოდნელი შედეგები შეიძლება იყოს შემდეგი:

წარსულის გაანალიზების საფუძველზე შეაფასოს თანამედროვე ეტაპზე

არსებული პრობლემები და გამოწვევები.

Page 19: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

19

ქალის როლის მნიშვნელობის განსაზღვრა პოლიტიკურ პროცესებში.

ვითარებათა ობიექტური შეფასება შედარებითი ანალიზის საფუძველზე.

დასკვნა

დასკვნად გადმოცემული იქნება კვლევის შტოდ მიღებული სავარაუდო

შედეგები.

ბიბლიოგრაფია

1. ბაქრაძე, დ., ”ქართველი ქალები”, “საბჭოთა საქართველო” , 1891 .

2. ზურიკაშვილი, ფ., ჯორბენაძე, რ., „კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის

მშენებლობა“.

Page 20: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

20

3. კიკნაძე, თ., თანამედროვე საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური

ტრანსფორმაციის გენდერული ასპექტი (80-90-იანი წლების საქართველოს

მაგალითზე), ავტორეფერატი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის

სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 2003.

4. კიკნაძე, თ., დონაძე, ნ. ”გენდერი - სოციალური და პოლიტიკური

სწავლებანი”, თბილისი, 2006.

5. მსოფლიოს ქალთა პროგრესი, „გენდერი და ანგარიშვალდებულება“.

6. ნადარაია, ლ., ”ქალი და პოლიტიკა თანამედროვე საქართველოში”, ”გენდერი,

კულტურა, თანამედროვეობა” (რედ. გაფრინდაშვილი), თბილისი, 2005 წ.

7. ტუკვაძე, ა.. ”საქართველოს პოლიტიკური კულტურა”, თსუ პოლიტოლოგიის

სახელმძღვანელო ო. გოგიაშვილის რედაქციით., თბილისი 2004 წ.

8. Abrahamyan M., Mammadova P., Tskhvariashvili S. “Women challenging gender norms

and patriarchal values in peacebuilding and conflict transformation across the South

Caucasus”, Caucasus Edition: Journal of Conflict Transformation, Tbilisi, 2018.

9. Cook, Rebecca J., ed. Human Rights of Women: National and International Perspectives,

Philadelphia: U. Penn. Press, 1994

10. Heywood Andrew, Politics., (second edition), Palgrave Foundation, 2003,

11. Heywood Andrew, Political Ideologies., (third edition), Palgrave Foundation, 2002

12. Rush K. Feminism ans Therapy, 1914. Women, Culture and Society. A Reader, Edited by

B.B Ballet, P. McDaniel. For The Women’s Studies Program. Rutgers University – New

Brunswick

13. Mary Wolstonecraft, Vindicator of the Rights of Women (1792, 1967)

14. Cristine de Pisan, Book of the City of Ladies. Women, Culture and Society. A Reader,

Edited by B.B Ballet, P. McDaniel. For The Women’s Studies Program. Rutgers University

– New Brunswick.

15. Gonashvili, V., “Constitutional Aspects of Gender Equality”, UNDP project, 2008.

Page 21: პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ

21