482

საკორპორაციო სამართლის ანატომიაlawlibrary.info/ge/books/2019giz-ge_anatomy_of_corporate_law.pdf · საკორპორაციო

  • Upload
    others

  • View
    9

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

  • საკორპორაციო სამართლის ანატომია

  • საკორპორაციო სამართლის ანატომია

    შედარებითი და ფუნქციური მიდგომა

    მესამე გამოცემა

    რაინერ კრაკმანიჯონ არმორიპოლ დევისი

    ლუკა ენრიკესიჰენრი ჰანსმანიჟერარ ჰერტიგიკლაუს ჰოპტიჰიდეკი კანდა

    მარიანა პარგენდლერივოლფ-გეორგ რინგე

    ედვარდ როკი

    სოფი კულსისდა

    ჯენ გოტოსმონაწილეობით

  • ენობრივი რედაქტორი: თამარ გაბელაიატექნიკური უზრუნველყოფა: გვანცა მახათაძე

    ISBN 978-9941-8-1888-2

    © R. Kraakman, J. Armour, P. Davies, L. Enriques, H. Hansmann, G. Hertig, K. Hopt, H. Kanda, M. Pargendler, W.-G. Ringe, and E. Rock, 2017© გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2019

    გამოცემის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: lawlibrary.info/ge

    The Anatomy of Corporate Law: A Comparative And Functional Approach, Third Edition was originally published in English in 2017. This translation is published by arrangement with Oxford University Press. Deutsche Gesellschaft Für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH is re-sponsible for this translation from the original work and Oxford University Press shall have no liability for any errors, omissions or inaccuracies or ambiguities in such translation or for any losses caused by reliance thereon.

    პუბლიკაცია გამოქვეყნებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის ‒ „საქართვე-ლოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება“ ‒ მიერ, რომელსაც გერმანიის საერ-თაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

    მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევრო-კომისიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტ-როს (BMZ) და GIZ-ის მოსაზრებებს.

    მთარგმნელები:ანა ქოჩიაშვილი, საკორპორაციო სამართლის მაგისტრი, პრაქტიკოსი იურისტი, თბი-

    ლისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვე-ული ლექტორი.

    დავით მაისურაძე, სამართლის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცი-რებული პროფესორი, კორპორაციული და კომერციული სამართ-ლის ცენტრის დირექტორი.

  • სამადლობელი სიტყვა

    მესამე გამოცემაზე მუშაობა ჩვენთვის გააადვილა ოქსფორდისა და პენ-სილვანიის უნივერსიტეტების სამართლის სკოლების გულითადმა მასპინძლო-ბამ.

    წინა გამოცემების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც უხვად გამოვიყენეთ ჩვენი მეგობრებისა და კოლეგების მიერ წიგნის სხვადასხვა ნაწილის თაობაზე მო-წოდებული კომენტარები. მათ აქ ჩამოვთვლით და წინასწარ ბოდიშს ვუხდით, ვინც გამოგვრჩა: დენ ავრეი, მარჩელო ბიანკი, ჰორსტ ეიდმიულერი, მარტინ გელტერი, სერჯიო გილოტა, ამირ ლიხტი, ალესიო პაცესი, ჯენი პეინი, ვივიენ მულერ პრადო, ლორენცო სტანჯელინი, თობიას თროგერი, უმაქანთ ვაროტი-ლი, მარკო ვენტურუცო და ანდრეა ზორზი.

    კიდევ ერთხელ მადლიერებას გამოვხატავთ კვლევითი ცენტრებისა და ჩვენი დაწესებულებების მიმართ ფინანსური მხარდაჭერისთვის წიგნზე მუშა-ობის პერიოდში. მადლობას ვუხდით ოქსფორდის უნივერსიტეტს ჯონ არმო-რის, სოფი ქულსის, პოლ დევისისა და ლუკა ენრიკესის დაფინანსებისთვის, მარტინ ბეგტცენისა და ანტონიოს ჩაცივასილეიადისის კვლევაში აღმოჩენილი დახმარებისთვის; იელის სამართლის სკოლას ჰენრი ჰანსმანის დაფინანსე-ბისთვის, ETH-ს ჟერარ ჰერტიგის ფინანსური მხარდაჭერისთვის; ჰარვარდის სამართლის სკოლის ჯონ მ. ოლინის სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ცენტრს რაინერ კრაკმანის დაფინანსებისთვის; the Fundação de Amparo à Pesquisa do Estado de São Paulo (FAPESP)-სა და FGV-ს სამართლის სკოლას სან-პაულუში (FGV Direito SP) მარიანა პარგენდლერისა და რაფაელ ბრეს-კიანის კვლევითი მხარდაჭერის დაფინანსებისთვის; კოპენჰაგენის ბიზნესს-კოლას ვოლფ-გეორგ რინგეს მხარდაჭერისთვის და პენსილვანიის უნივერ-სიტეტის სამართლის სკოლასთან არსებულ საულ ფოქსის კვლევით ცენტრს ედვარდ როკის დაფინანსებისთვის, რომელსაც ეკავა საულ ფოქსის კვლევით ცენტრში გამორჩეული პროფესორის თანამდებობა 2001-იდან 2016 წლამდე.

    და ბოლოს, მადლობას ვუხდით ჩვენს ახლობლებსა და ოჯახის წევრებს, რომელთაც შესაძლოა, სამართლიანად უკვირდეთ, ეს მცირე ზომის წიგნი რა-ტომ უკავშირდება ამდენ კამათსა და აურზაურს.

    როგორც მეორე გამოცემის წინასიტყვაობაში ითქვა, „ანატომია“ ხანგრძ-ლივი თანამშრომლობის პროდუქტია. მესამე გამოცემა აგრძელებს ამ თანამშ-რომლობას ახალი თაობის მკვლევართა მეშვეობით. თუმცა პირველი გამო-ცემის ავტორები კვლავაც ჩართული ვიყავით მუშაობის პროცესში, ჩვენი ფუნ-ქცია უმთავრესად რჩევებით შემოიფარგლა. ჩვენს თავს „სამეთვალყურეო საბჭო“ ვუწოდეთ. მთავარი დამსახურება მესამე გამოცემაში კონცეპტუალური განახლებისა და ახალი გამოკვლევების კუთხით მიუძღვით თანაავტორებს, რომლებიც „ანატომიის“ მეორე გამოცემამდე ან მესამე გამოცემის მომზადე-

  • vi სამადლობელი სიტყვა

    ბის პროცესში შემოუერთდნენ. ეს ასეც უნდა იყოს. კორპორაციული სამართა-ლი, მსგავსად სხვა დისციპლინებისა, მუდამ საჭიროებს ახალ ენერგიასა და ხედვას, რათა არ დაკარგოს მნიშვნელობა ან, სულ მცირე, დასრულების შემთ-ხვევაშიც შეინარჩუნოს სიახლე. ეს არ ნიშნავს, რომ მესამე გამოცემამ ხელი აიღო წინა გამოცემების მიზნებსა და კონცეფციაზე. ჩვენ ერთგული ვრჩებით საკორპორაციო სამართლის მიმართ მიდგომისა, რომელიც „საერთაშორი-სო“, „ფუნქციური“, „ნეიტრალური“ და, ბოლოს, „მოკლეა“. მართლაც, მე-სამე გამოცემა სამივე განზომილების მხრივ საგრძნობლად გაუმჯობესდა და, ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ლაკონიურობაც შეინარჩუნა.

    „ანატომია“ ყოველთვის „საერთაშორისო“ და შედარებითი იყო, თუმცა, ძალაუნებურად, შეზღუდულიც ფუნქციურ თავებში განხილული იურისდიქცი-ების ოდენობით. მითითებები ცალკეული იურისდიქციების კანონმდებლობაზე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ანალიზის დამაჯერებლობისთვის; იურისდიქციების ზედმეტი სიმრავლე კი გადააჭარბებდა ჩვენი კოლექტიური კომპეტენციის ფარგლებს და შესაძლოა, საყვედურიც გამოეწვია, თითქოს საგანგებოდ ვირ-ჩევთ ჩვენი კონცეფციის შესაბამის მაგალითებს. მეორე გამოცემაში განვითა-რებული ქვეყნების ხუთი იურისდიქციის  ‒ საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და აშშ. ‒ თავდაპირველ ჯგუფს იტალია დაემატა. იტალიის დამატება განაპირობა არა მარტო მისმა სიახლოვემ ჩვენს იურის-დიქციულ პროფილთან, არამედ იმანაც, რომ ავტორთა ჯგუფს იტალიის კორ-პორაციული სამართლის გამორჩეული მკვლევარი, ლუკა ენრიკესი შემოუერ-თდა. ჯონ არმორმა, რომელიც ასევე შემოუერთდა „ანატომიას“, განავრცო ჩვენი კონცეფცია გადახდისუუნარობის და მასთან დაკავშირებული სხვა ას-პექტებით, რომლებიც ხშირად ჩვენი სფეროს გარეთ მოიაზრება.

    ახალმა თანაავტორებმა ასევე გააფართოეს ჩვენი ფოკუსი. ამის ყვე-ლაზე თვალსაჩინო მაგალითია ბრაზილიის ჩართვა ჩვენს ძირითად იურის-დიქციებში. შესაძლოა, ეს მოულოდნელიც იყოს, ვინაიდან წინა გამოცემები მხოლოდ განვითარებული ეკონომიკების სამართლებრივ რეჟიმებს ეყრდნო-ბოდა. თუმცა „ანატომიის“ ავტორებისთვის ეს გააზრებული წინგადადგმული ნაბიჯია. მასშტაბური ახალი ეკონომიკის ჩართვა ‒ „B“ ე.წ. BRICS-ში ‒ აფარ-თოებს ჩვენს თვალსაწიერს და წარმოაჩენს ახალ პრობლემურ თემებს. არ ვფიქრობთ, რომ ბრაზილია ახალი ეკონომიკების მრავალფეროვან სპექტრს სრულფასოვნად წარმოადგენს, თუმცა მიგვაჩნია, რომ გონივრული არჩევანია „ანატომიის“ იურისდიქციების გაფართოებისთვის. ამასთან, პრაგმატული მო-საზრებებითაც ვხელმძღვანელობთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ. გადამწყვეტი ფაქტორი ბრაზილიის არჩევისას ის იყო, რომ მარიანა პარგენდლერი, ბრა-ზილიური საკორპორაციო სამართლის გამორჩეული მკვლევარი, ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორის სახით შემოუერთდა „ანატომიის“ მესამე გამოცე-მას. თუმცა კვლავაც იურისდიქციების მცირე რაოდენობით ვართ შეზღუდული, პროფესორ პარგენდლერის მიერ ბრაზილიური სამართლის ინტეგრირება

  • viiსამადლობელი სიტყვა

    წიგნში საგრძნობლად წაადგა მესამე გამოცემის საერთაშორისო ფარგლებს. კიდევ ერთი სიახლე მეორე გამოცემასთან შედარებით ის არის, რომ, ჩვენდა საბედნიეროდ, ახალ გამოცემას გეორგ რინგეც შემოუერთდა, რაც არა მარ-ტო შენაძენია ავტორთა გუნდისთვის გერმანული და ევროკავშირის სამართ-ლის გამორჩეული მკვლევრის სახით, არამედ მნიშვნელოვნადაც ამდიდრებს იურისდიქციების მიხედვით ჩვენეულ ანალიზს, განსაკუთრებით კორპორაციის ფუნდამენტური ტრანსაქციებისა და კორპორაციული კონტროლის საკითხების კუთხით.

    „ანატომიის“ წინა გამოცემების მკითხველებს შეუძლიათ, დარწმუნებული იყვნენ, რომ მესამე გამოცემაც თავისი წინამორბედების ფუნქციურ ანალიზს მიჰყვება. დასაწყისში ვცდილობთ, განვსაზღვროთ „საკორპორაციო სამართა-ლი“ კორპორაციული ფორმის ეკონომიკური ფუნქციების განხილვით, კორპო-რაციის საქმიანობით დაინტერესებულ პირთა (ე.წ. „სტეიკჰოლდერთა“) იდენ-ტიფიცირებით და „წარმომადგენლობის პრობლემის“  ‒ არსებითად კონტ-რაჰირების პრობლემების ‒ ძირითადი სახეების შემოთავაზებით, რომელთაც საკორპორაციო სამართალი ეხება. ამის შემდეგ აღვწერთ იმ სამართლებრი-ვი სტრატეგიების ტიპებს, რომელთაც იურისდიქციები წარმომადგენლობის პრობლემების შესამცირებლად მიმართავენ. ტრადიციულად, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერმა საკორპორაციო სამართალმა ყურადღება უნდა დაუთმოს წარ-მომადგენლობის ძირითად პრობლემებს, თუმცა იურისდიქციების მიერ გამო-ყენებული სტრატეგიები განსხვავდება გარემოებების მიხედვით, იქნება ეს პო-ლიტიკა და აღსრულების რესურსები თუ ეკონომიკური განვითარების დონე. ხშირად სამართლებრივი რეჟიმები ცდილობენ არსებული გარემოებებისადმი ფუნქციურ მისადაგებას, თუმცა ზოგჯერ მსგავსი მისადაგება გამორჩენილია. „ანატომია“ ნათელს ჰფენს ფუნქციურ მოდელებს სხვადასხვა იურისდიქცი-აში, თუმცა არასდროს დაუსახავს მიზნად, ჩვენს სფეროში „ყველაფრის თე-ორია“ გამხდარიყო, და, მით უმეტეს, არც სამართლებრივი კონვერგენციის თეორია*, რომელიც კორპორაციული ფორმის ტრადიციულ (თუმცა კვლავაც აღსანიშნავ) მთავარ სამართლებრივ მახასიათებლებს გასცდება. „ანატომია“ კვლავაც წარმოადგენს ძირითადი წარმომადგენლობითი პრობლემებისა და მათი შემსუბუქების პრაქტიკული სამართლებრივი სტრატეგიების ანალიზს.

    მესამე გამოცემაში ეს ანალიზი საგრძნობლად განივრცობა იმის აღი-არებით, რომ წარმომადგენლობის პრობლემებს კორპორაციაში სახელშეკ-რულებო მონაწილეებს შორის პრობლემათა სხვა ჯგუფთან მნიშვნელოვანი მსგავსება ახასიათებს, რაც ვლინდება მხარეებს შორის, რომელთა მდგომა-რეობაზეც კორპორაციის საქმიანობა თუმცა გავლენას ახდენს, მაგრამ მათ არ აქვთ სახელშეკრულებო ზეგავლენის ბერკეტები საწარმოს მიმართ. ასეთ მხარეებს ‒ რომლებიც არ არიან აქციონერები, მმართველები, დასაქმებულე-ბი ან კრედიტორები ‒ საწარმოს „გარე დაინტერესებული მხარეები“ დავარქ-ვით. ხშირად კორპორაციული აქტივობები აზიანებს ასეთ მხარეებს. მაგალი-

  • viii სამადლობელი სიტყვა

    თად, მთლიანად საზოგადოება ზიანდება მსხვილი საწარმოების მიერ გარე-მოს დაბინძურებით, ფასების ფიქსირებით ან ადამიანის უფლებების დარღვე-ვით. სანაცვლოდ, კორპორაციებს სხვებზე მეტად ხელეწიფებათ, ხელი შეუწ-ყონ უმცირესობების დაცვას ან საზოგადოებრივ კონსენსუსს იმ მიდგომების განხორციელებით, რომლებიც, ჩვეულებრივ, უცხო იქნებოდა მათთვის. პარა-დიგმული მაგალითებია მიდგომათა შემუშავება უმცირესობათა ან სქესობრი-ვი დისკრიმინაციის პრევენციის ან გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით. გარე დაინტერესებული მხარეების კეთილდღეობა დამოკიდებულია კორპო-რაციულ საქმიანობაზე. ამდენად, მათი ურთიერთობა კორპორაციასთან ერ-თგვარად წააგავს წარმოდგენილის საქმიანობას, ისიც დამოკიდებულია თა-ვის წარმომადგენელთა ქმედებებზე. ჩვენ მივანიშნებთ ამ მსგავსებაზე მესამე გამოცემაში, ასევე იმაზე, როგორც დამატებით გარემოებაზე, რომ მრავალი ის სამართლებრივი სტრატეგია, რომელიც ამცირებს წარმომადგენლობის პრობლემებს კორპორაციის ძირითად „სტეიკჰოლდერებს“ შორის, შეიძლე-ბა გამოვიყენოთ ‒ და გამოიყენება კიდეც ‒ გარე დაინტერესებულ მხარეთა სასარგებლოდაც.

    მესამე გამოცემა სხვა, მკითხველისთვის ნაკლებად ხილულ, კონცეპტუ-ალურ სიახლეებსაც შეიცავს. თუმცა მათმა განხილვამ ავტორებში არანაკლებ ცხოველი დისკუსიები გამოიწვია. კრედიტორთა დაცვის, ფუნდამენტური კორ-პორაციული ცვლილებების, კონტროლის მოპოვების ტრანსაქციების თავები მნიშვნელოვნად შეიცვალა და სტრუქტურულად გადალაგდა. ახალი ავტო-რის, პროფ. გეორგ რინგეს, ენერგია და კვლევა გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ ცვლილებებისთვის. თუმცა აღნიშვნას იმსახურებს ვეტერანების: პოლ დევი-სის, ჰიდეკი კანდას, კლაუს ჰოპტისა და ედ როკის წვლილიც. პროფ. პარგენ-დლერმა წამყვანი როლი იკისრა გარეშე დაინტერესებულ მხარეთა შესახებ გამართულ მრავალრიცხოვან დისკუსიაში.

    „ანატომიის“ მყარი კონცეფციის მიუხედავად, მესამე გამოცემა „ნეიტრა-ლურობას“ ინარჩუნებს იმ გაგებით, რომ, დებატებში სამართლებრივი პო-ლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე იგი არცერთ მხარეს არ წარმოადგენს. „ანატომიის“ თითოეულ ავტორს საკუთარი დასაბუთებული მოსაზრება აქვს საკითხებზე, როგორებიცაა: მართვაში დასაქმებულთა მონაწილეობის ეკონო-მიკური და სოციალური ღირებულება და იურისდიქციების მიერ არაეკონომი-კური სოციალური მიზნების მისაღწევად მსხვილი კორპორაციების რესურსე-ბისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების გამოყენების ფარგლები. თუმცა „ანატომიის“ ანალიტიკური ჩარჩოს ძირითადი ღირებულება არის ის, რომ იგი თანაბრად მისაღებია დღევანდელობის მთავარ კითხვებზე განსხვავებული შე-ხედულებების მხარდამჭერებისთვის.

    არ ვთვლით, რომ კორპორაციული სამართლის ანალიზისადმი განსხვავე-ბული მიდგომები მცდარია. მაგალითად, კვლევებს, რომლებიც ფუნქციურო-ბის ნაცვლად პოლიტიკურ ეკონომიას ეყრდნობიან, კონკრეტული იურისდიქ-

  • ixსამადლობელი სიტყვა

    ციის ფარგლებში სამართლებრივი განვითარების თავისებურებების ნათელ-ყოფა შეუძლიათ. თუმცა ისინი ნაკლებად გამოდგება სხვადასხვა შეხედულე-ბის მხარდამჭერებს შორის პოლიტიკური დისკუსიის ხელშეწყობისთვის.

    ბოლო და, შესაძლოა, მთავარი მახასიათებელი მომავალი მკითხველის-თვის არის ის, რომ „ანატომია“ „მოკლეა“. მთელი მონდომებით ვუერთგუ-ლეთ წინა გამოცემებში დათქმულ პირობას, მესამე გამოცემა არ ყოფილი-ყო მის წინამორბედებზე ვრცელი, მიუხედავად ინტენსიური დისკუსიებისა და ახალი კვლევებისა, რომლებიც მასშია გათვალისწინებული. აკადემიური ტრადიციები განსხვავდება, მაგრამ პირადი გამოცდილებით, რთულია გაუძ-ლო ცდუნებას, გვერდზე გადადო, თუნდაც, სანახევროდ წაკითხული ყველა-ზე ბრწყინვალე ამერიკული სამართლებრივი ჟურნალების სტატიები. სხვა ქვეყნების აკადემიური სტატიები შესაძლოა, ასე მძიმეც არ არის, მაგრამ თა-ნაავტორებისგან ვიცი, რომ სამართლებრივი ნაშრომების სფეროში ჟენევის კონვენციებს არაფერი შეედრება. პრაქტიკოსებსა და მკითხველს სხვა აკადე-მიური დისციპლინებიდან შესაძლოა, გაუჭირდეთ იმ „მსხვერპლის“ გაგება, რომელიც ინდივიდუალურად და კოლექტიურად გავიღეთ ჩვენი ტექსტების შეთხელებისა და სქოლიოების გამოხშირვისთვის. ალბათ, არც ამ გამოცემის მთავარი რედაქტორების, ჯონ არმორისა და ლუკა ენრიკესის, რკინისებურ დისციპლინაზე უწყიან რამე, რაც მათ გამოიჩინეს ავტორთა საერთო მისწ-რაფების მიმართ, წიგნის ყველა გვერდზე განევრცოთ, დაეზუსტებინათ და დაესაბუთებინათ თავიანთი მოსაზრებები. მკითხველმა განსაჯოს, ამის გამო, ზოგან ზედმეტად დეტალური, ზოგან კი ძალზე მშრალი ხომ არ არის ნაშრომი. თუკი ასეა, უნდა გაგვიგოთ. მივიჩნიეთ, რომ მკითხველის შუა გზაში დაკარგ-ვის რისკი გაცილებით უფრო საფრთხილოა, ვიდრე ზედაპირული განხილვისა თუ ნაჩქარევი დასკვნების საშიშროება.

    და ბოლოს, აღნიშვნას იმსახურებს მესამე გამოცემის მომზადებაში იმ ზო-გიერთი ავტორის გადამწყვეტი წვლილი, რომლებიც არ არიან მოხსენიებული ცალკეული თავების ავტორთა შორის. თითოეულმა ჩვენგანმა წვლილი შეიტა-ნა იმ სამართლის მიმოხილვაში, რომელსაც ყველაზე უკეთ ვიცნობთ. მაგრამ ამ ძალისხმევის ხუთ მონაწილეს საგანგებო აღიარება ეკუთვნის მთლიანად წიგნის მომზადებაში გაწეული შრომისთვის. ერთი მათგანი მარიანა პარგენდ-ლერია, რომელიც არა მარტო მე-4 თავის მთავარი ავტორია მესამე გამოცე-მაში, არამედ გადაამუშავა სხვა ბევრი თავის ტექსტიც და უზრუნველყო ყველა თავში ბრაზილიის, როგორც ახალი ძირითადი იურისდიქციის, ასახვა. თუკი სხვა იურისდიქციებში სამართლის განვითარებას ვითვალისწინებდით, ბრაზი-ლიის შემთხვევაში სამუშაო ნულიდან გვქონდა დასაწყები.

    ორმა ასოცირებულმა ავტორმა, სოფი კულსიმ და გენ გოტომ, ასევე ყოვ-ლისმომცველი წვლილი შეიტანეს მესამე გამოცემაში, დაუღალავი კვლევით, განსაკუთრებით (მაგრამ არა მხოლოდ) საფრანგეთის, ევროკავშირისა და იაპონიის მიმართულებით. ეს პირველია „ანატომიის“ გამოცემათაგან, რო-

  • x სამადლობელი სიტყვა

    მელმაც მკვლევართა სამი თაობა გააერთიანა. სოფისა და გენის განახლე-ბებსა და ჩასწორებებს ახალი „ანატომიის“ ყველა თავში იხილავთ. ისინი ასე-ვე აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენს შიდა ზოგად დისკუსიებში, მათ შორის, კონცეფციის და შინაარსის ცვლილებებთან დაკავშირებით. ყველა ავტორის სახელით, მადლიერებას გამოვხატავ მესამე გამოცემის თითოეულ თავში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის.

    ჩვენმა მთავარმა რედაქტორებმა ‒ ჯონ არმორმა და ლუკა ენრიკესმა ‒ პირდაპირი მნიშვნელობით, შესაძლებელი გახადეს წიგნის მესამედ გამოცე-მა, დაახლოებით იმავე ინტერვალის დაცვით, რაც პირველ და მეორე გამო-ცემებს აშორებთ. ჯონმა და ლუკამ არა მარტო უდიდესი წვლილი შეიტანეს მესამე და წინა გამოცემათა მომზადებაში, მათ ასევე ღირსეულად უხელმძ-ღვანელეს გამოცემის მომზადებას გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, დააბალანსეს გვერდების ოდენობის ზრდის ცენტრისკენული ძალები და, სა-ბოლოო რედაქტირებით, ერთიანი, გამორჩეული ხმა შესძინეს წიგნის ყველა თავსა და თანაავტორს. თუკი მეცნიერების კოორდინირება, ძველი გამოთქმის არ იყოს, კატების მწყემსვის მსგავსია, მაშ, მათი ძალისხმევის ერთი მიზნის-კენ მიმართვა, მათი ტექსტების შემცირება-გასწორებაზე ზრუნვასთან ერთად, კატების მოვლა-პატრონობას და, თანაც, მწყობრად სიარულში მათ დარწმუ-ნებას უნდა გავუთანაბროთ.

    ამ ყველაფრისთვის ყველა ჩვენგანი ძალზე მადლიერია. „ანატომიის“ ამ გამოცემის ციტირება უნდა მოხდეს როგორც: ჯონ არმორი, ლუკა ენრიკესი და სხვ., კორპორაციული სამართლის ანატომია: შედარებითი და ფუნქციური მიდგომა (მე-3 გამოც., Oxford University Press 2017).

    რაინერ კრაკმანიჰარვარდის სამართლის სკოლა

    სექტემბერი, 2016

    შენიშვნა:* ავტორის კომენტარი: თეორია, რომლის თანახმად ხდება პოლიტიკურად და სოცი-ალურად განსხვავებული სისტემების დაახლოება მათი მომავალში გაერთიანების მიზ-ნით ისე, რომ შენარჩუნდეს თითოეულის პოზიტიური მახასიათებლები.

  • სარჩევი

    სამადლობელი სიტყვა vავტორები xvii

    1. რა არის საკორპორაციო სამართალი? 1ჯონ არმორი, ჰენრი ჰანსმანი, რაინერ კრაკმანი, მარიანა პარგენდლერი

    1.1 შესავალი 11.2 რა არის კორპორაცია? 7

    1.2.1 იურიდიული პირი 71.2.2 შეზღუდული პასუხისმგებლობა 121.2.3 მიმოქცევადი წილები 141.2.4 დელეგირებული მმართველობა ბორდის ფორმით 161.2.5 ინვესტორთა საკუთრება 19

    1.3 საკორპორაციო სამართლის წყაროები 221.3.1 სპეციალური და ნაწილობრივი კორპორაციული ფორმები 231.3.2 სამართლის სხვა წყაროები 24

    1.4 კანონი თუ ხელშეკრულება საკორპორაციო ურთიერთობებში 261.4.1 იმპერატიული კანონები თუ დისპოზიციური ნორმები 271.4.2 სამართლებრივი წესების სარგებელი 301.4.3 სამართლებრივი რეჟიმის არჩევა 32

    1.5 რა არის საკორპორაციო სამართლის ამოცანა? 351.6 რა ძალები აყალიბებენ საკორპორაციო სამართალს? 38

    2. წარმომადგენლობის პრობლემები და სამართლებრივი გადაჭრის გზები 44ჯონ არმორი, ჰენრი ჰანსმანი, რაინერ კრაკმანი

    2.1 წარმომადგენლობის სამი პრობლემა 442.2 სამართლებრივი სტრატეგიები წარმომადგენლობის ხარჯების

    შესამცირებლად 472.2.1 წესები და სტანდარტები 502.2.2 ურთიერთობის დაწყებისა და დასრულების პირობების

    დადგენა 512.2.3 ნდობა და ჯილდო 542.2.4 დანიშვნა და გათავისუფლება 572.2.5 ინიციირება და დამტკიცება (რატიფიკაცია) 572.2.6 Ex post და ex ante სტრატეგიები 58

    2.3 ინფორმაციის სავალდებულო ღიაობა 592.4 შესაბამისობა და აღსრულება 61

    2.4.1 აღსრულება და ჩარევა 61

  • xii სარჩევი

    2.4.2 აღსრულების ინიციატორები 622.4.3 ჯარიმები 67

    2.5 სამართლებრივი სტრატეგიები კორპორაციულ კონტექსტში 692.6 სისტემური განსხვავებები 71

    3. მთავარი მმართველობითი სტრუქტურა: აქციონერები, როგორც სტეიკჰოლდერები 74ჯონ არმორი, ლუკა ენრიკესი, ჰენრი ჰანსმანი, რაინერ კრაკმანი

    3.1 დელეგირებული მმართველობა და კორპორაციული ბორდები 753.2 დანიშვნისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებები 78

    3.2.1 დირექტორების დანიშვნა 803.2.2 დირექტორების გათავისუფლება 833.2.3 გადაწყვეტილების მიღების უფლებები 863.2.4 აქციონერთა კოორდინაცია 89

    3.3 წარმომადგენელთა მოტივირება 943.3.1 რწმუნებულებითი სტრატეგია: დამოუკიდებელი

    დირექტორები 953.3.2 ჯილდოს სტრატეგია: აღმასრულებლების ანაზღაურება 101

    3.4 სამართლებრივი შეზღუდვები და აფილირების უფლებები 1053.4.1 შეზღუდვების სტრატეგია 1063.4.2 კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული

    ინფორმაციის ღიაობა 1103.5 იურისდიქციებში განსხვავებათა მიზეზები 111

    4. მმართველობის ძირითადი სტრუქტურა: მინორიტარი აქციონერები და არააქციონერი ჯგუფები 120ჯონ არმორი, ჰენრი ჰანსმანი, რაინერ კრაკმანი, მარიანა პარგენდლერი

    4.1 წარმომადგენლობის სამი პრობლემა 1214.1.1 აქციონერების დანიშვნის უფლებები და გადახვევა

    წესიდან ‒ ერთი აქცია შეესაბამება ერთ ხმას 1214.1.2 მინორიტარი (უმცირესობაში მყოფი) აქციონერების

    გადაწყვეტილების მიღების უფლებები 1274.1.3 წახალისების სტრატეგია: მინდობილი პირი და

    თანასწორობა 1294.1.4 შეზღუდვები და აფილირების უფლებები 134

    4.2 დასაქმებულთა დაცვა 1354.2.1 დანიშვნისა და გადაწყვეტილების უფლებების

    სტრატეგია 1374.2.2 წახალისებისა და შეზღუდვების სტრატეგია 140

  • xiiiსარჩევი

    4.3 გარე ინტერესთა ჯგუფების დაცვა 1414.3.1 აფილირების სტრატეგიები 1434.3.2 დანიშვნისა და გადაწყვეტილების მიღების სტრატეგიები 1454.3.3 წახალისებისა და შეზღუდვის სტრატეგია 149

    4.4 იურისდიქციული მსგავსებებისა და განსხვავებების მიზეზები 1534.4.1 დაწერილი სამართალი 1544.4.2 სამართალი პრაქტიკაში 157

    5. გარიგებები კრედიტორებთან 166ჯონ არმორი, ჰენრი ჰანსმანი, რაინერ კრაკმანი, მარიანა პარგენდლერი

    5.1 ქონების გამიჯვნა და წარმომადგენლობის პრობლემა 1675.1.1 ქონების გამიჯვნა და კორპორაციის კრედიტორები 1675.1.2 აქციონერი-კრედიტორის წარმომადგენლობის

    პრობლემები 1695.1.3 კრედიტორთა კოორდინაციისა და

    წარმომადგენლობითი პრობლემები 1775.2 გადახდისუნარიანი საწარმოები 181

    5.2.1 აფილირების სტრატეგია ‒ ინფორმაციის სავალდებულო ღიაობა 181

    5.2.2 წესების სტრატეგია: საწესდებო კაპიტალი 1885.3 გადახდისუუნარო საწარმოები 193

    5.3.1 სტანდარტების სტრატეგია 1945.3.2 მმართველობის სტრატეგიები 206

    5.4 საკუთრების რეჟიმი და კრედიტორთა დაცვა 2135.4.1 რეგულაციური თუ სახელშეკრულებო კონტროლი

    გადახდისუნარიან საწარმოებში? 2145.4.2 გაკოტრების სამართლის როლი 217

    6. დაკავშირებულ პირთა შორის დადებული გარიგებები 219ლუკა ენრიკესი, ჟერარ ჰერტიგი, ჰიდეკი კანდა, მარიანა პარგენდლერი

    6.1 რატომ არის დაკავშირებულ პირთა შორის დადებული გარიგებები ნებადართული? 221

    6.2 სამართლებრივი სტრატეგიები დაკავშირებულ პირთა შორის დადებულ გარიგებებთან მიმართებით 2236.2.1 აფილაციის სტრატეგია 2236.2.2 წარმომადგენლის წამახალისებელი გარემოებები 2336.2.3 გადაწყვეტილების მიღების სტრატეგია: აქციონერის

    ხმის უფლება 239

  • xiv სარჩევი

    6.2.4 წესების სტრატეგია: ინტერესთა კონფლიქტის შემცველი ტრანსაქციების აკრძალვა 243

    6.2.5 სტანდარტების სტრატეგია: ერთგულების მოვალეობა და ჯგუფებს შორის ტრანსაქციების განხილვა 248

    6.3 საკუთრების რეჟიმები და დაკავშირებულ პირთა შორის დადებული ტრანსაქციები 256

    7. ფუნდამენტური ცვლილებები 264ედვარდ როკი, პოლ დევისი, ჰიდეკი კანდა, რაინერ კრაკმანი, ვოლფ-გეორგ რინგე

    7.1 რა ფუნდამენტური ცვლილებებია კორპორაციის სტეიკჰოლდერთა ურთიერთობაში 266

    7.2 სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა 2707.2.1 მენეჯმენტსა და აქციონერებს შორის კონფლიქტი

    სარეგისტრაციო განაცხადში ცვლილების შეტანის დროს 276

    7.2.2 აქციონერთა უმრავლესობა-უმცირესობას შორის კონფლიქტი სარეგისტრაციო განაცხადში ცვლილების შეტანის დროს 277

    7.3 აქციების გამოშვება 2807.3.1 კონფლიქტი მენეჯერსა და აქციონერს შორის 2807.3.2 კონფლიქტი უმრავლესობის მქონე და უმცირესობაში

    მყოფ აქციონერებს შორის 2837.4 შერწყმები და გაყოფები 286

    7.4.1 მენეჯმენტისა და აქციონერების კონფლიქტი შერწყმის გარიგებებისას 289

    7.4.2 უმრავლესობაში მყოფი და უმცირესობაში მყოფი აქციონერების კონფლიქტი შერწყმისას 294

    7.4.3 სხვა სტეიკჰოლდერების დაცვა შერწყმის განხორციელებისას 302

    7.4.4 კორპორაციული გაყოფები 3067.5 რეინკორპორაცია და გარდაქმნა 3087.6 მნიშვნელოვანი ტრანსაქციების ზოგადი პირობები 3147.7 სხვაობები რეგულაციებში ფუნდამენტური ცვლილებების

    განხორციელებისას 317

    8. კონტროლის განმახორციელებელი ტრანსაქციები 321პოლ დევისი, კლაუს ჰოპტი, ვოლფ-გეორგ რინგე

    8.1 რეგულირების პრობლემები კონტროლის განმახორციელებელ ტრანსაქციებში 321

  • xvსარჩევი

    8.1.1 საკონტროლო (კონტროლის მომპოვებელი) ტრანსაქციები 321

    8.1.2 წარმომადგენლობისა და კოორდინაციის საკითხები 3248.2 წარმომადგენლობითი პრობლემები საკონტროლო

    ტრანსაქციების განხორციელებისას 3318.2.1 ხმის უფლებების სტრატეგიის არჩევა: მხოლოდ

    აქციონერები თუ აქციონერები და ბორდი ერთობლივად 3328.2.2 სამართლიანი მოპყრობისა და გადაწყვეტილების

    მიღებაში მონაწილეობის წესი 3328.2.3 ერთობლივად გადაწყვეტილების მიღება 3398.2.4 შეთავაზებამდე განხორციელებული თავდაცვითი

    ღონისძიებები 3498.3 სამიზნე აქციონერებს შორის კოორდინაციის პრობლემები 353

    8.3.1 ღიაობა 3548.3.2 წარმომადგენლობითი სტრატეგია 3568.3.3 დაჯილდოების (განაწილების) სტრატეგია 3568.3.4 აქციათა გამოსყიდვის უფლებები: აქციათა შეძენის

    სავალდებულო შეთავაზების წესი (სავალდებულო შეთავაზების წესი) და შეთავაზების შესაძლებლობის ღიაობა 358

    8.3.5 უმცირესობაში მყოფი აქციონერების, რომლებიც არ პასუხობენ შეთავაზებას, აქციების შეძენა 363

    8.4 კონტროლის განმახორციელებელი აქციონერების შეძენასთან დაკავშირებული სპეციფიკური საკითხები 3658.4.1 გასვლის უფლება და ფულის (მოგების) განაწილება 3668.4.2 კომპანიების, რომელთაც ჰყავთ კონტროლის

    განმახორციელებელი აქციონერი, შეთავაზებების ორგანიზება 370

    8.5 სხვაობა კონტროლის განმახორციელებელი ტრანსაქციების რეგულაციებში 3748.5.1 სხვაობა ფორმასა და შინაარსში 3768.5.2 განსხვავებული მარეგულირებელი გარემო 3768.5.3 პოლიტიკური ეკონომიკის მსჯელობები 3798.5.4 მარეგულირებელი გაურკვევლობა 381

    9. საკორპორაციო სამართალი და ფასიანი ქაღალდების ბაზარი 384ლუკა ენრიკესი, ჟერარ ჰერტიგი, რაინერ კრაკმანი ედვარდ როკი

    9.1 ფასიანი ქაღალდების სამართალი და სამართლებრივი სტრატეგიები 3869.1.1 რატომ ფასიანი ქაღალდების სამართალი? 386

  • xvi სარჩევი

    9.1.2 აფილირების პირობათა სტრატეგიები 3889.1.3 მმართველობა და რეგულაციური სტრატეგიები 405

    9.2 ფასიანი ქაღალდების აღსრულება 4109.2.1 საჯარო აღსრულება 4109.2.2 კერძო აღსრულება 4129.2.3 კორპორაციის ინტერესების გამტარებლების კონტროლი 417

    9.3 დაახლოება და სიმტკიცე ფასიანი ქაღალდების სამართალში 419

    10. საკორპორაციო სამართლის ანატომიის მიღმა 424ჯონ არმორი, ლუკა ენრიკესი, მარიანა პარგენდლერი, ვოლფ-გეორგ რინგე

    10.1 ანალიზის მიღმა 42410.2 ფარგლებს მიღმა 42610.3 აწმყოს მიღმა 428

    ტერმინთა განმარტება 434

  • ავტორები

    ჯონ არმორი სამართლისა და ფინანსების დარგში ოქსფორდის „ჰოგან ლოვე-ლის“ პროფესორი და ევროპის კორპორაციული მართვის ინსტიტუტის წევრია. მა-ნამდე იგი კემბრიჯის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და ბიზნესკვლევების ინტერდისციპლინური ცენტრის წევრი იყო. მას სტუმარი პროფე-სორისა და მკვლევრის პოზიცია ეკავა სხვადასხვა ინსტიტუტში, მათ შორის: ჩიკა-გოს უნივერსიტეტში, კოლუმბიის სამართლის სკოლაში, ფრანკფურტის უნივერსი-ტეტში, ჰამბურგის შედარებითი კერძო სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტში და პენსილვანიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. მისი მთავარი სამეცნიერო ინტერესის სფეროს განეკუთვნება სამეწარმეო სამართალი, კორპორაციის გადახ-დისუუნარობა და საფინანსო რეგულირება. ამ სფეროებში მას მრავალრიცხოვანი პუბლიკაციები ეკუთვნის. იგი ჩართული იყო გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობისა და მრეწველობის დეპარტამენტის, ფინანსური მომსახურების სააგენტოსა და გა-დახდისუუნარობის სამსახურის, ერთა თანამეგობრობის სამდივნოსა და მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებულ სამართლებრივ პროექტებში. ამჟამად იგი ევრო-კომისიის სამეწარმეო სამართლის არაფორმალური საექსპერტო ჯგუფის წევრია.

    პოლ დევისი ოქსფორდის უნივერსიტეტის ჰარისის მანჩესტერ კოლეჯის კომერ-ციული სამართლის ცენტრის უფროსი მკვლევარია. 2009‒2014 წლებში იგი იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის „ალენ & ოვერის“ პროფესორი კორპორაციულ სა-მართალში. 1998-იდან 2009 წლამდე „კასელის“ პროფესორი კომერციულ სამარ-თალში ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში. კომ-პანიების აქტის 2006 წლის რეფორმის მომზადების პერიოდში პოლ დევისი იყო სამეწარმეო სამართლის რეფორმის წარმმართველი ჯგუფის წევრი; ახლო წარ-სულში კი მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის ხაზინის სამართლებრივ პოლიტიკას-თან დაკავშირებულ საქმიანობაში. მისი უახლესი ნაშრომებია: გოვერის და დევი-სის მე-10 გამოცემა, თანამედროვე სამეწარმეო სამართლის პრინციპები (Sweet & Maxwell 2016, სარა ვორთინგტონთან ერთად) და სამეწარმეო სამართლის შე-სავალი (მე-2 გამოცემა, OUP 2010). იგი ევროპის კორპორაციული მართვის ინს-ტიტუტისა და ბრიტანული აკადემიის წევრი და დედოფლის საპატიო მრჩეველია.

    ლუკა ენრიკესი ოქსფორდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის „ალენ & ოვერის“ პროფესორი და ECGI-ის მკვლევარია. იგი იყო ბოლონიის უნივერსიტე-ტისა და LUISS-რომის ბიზნესსამართლის პროფესორი; 2007-იდან 2012 წლამდე მუშაობდა Consob-ის, იტალიის ფასიანი ქაღალდების კომისიის კომისიონერად; იგი ასევე იყო სტუმარი პროფესორი სხვადასხვა ინსტიტუტში, მათ შორის: ჰარ-ვარდის სამართლის სკოლაში, Instituto de Impresa-ში (მადრიდი) და ჰერცლიას ინტერდისციპლინურ ცენტრში. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი და სტატია საკორპორაციო სამართლის, კორპორაციული მართვისა და საფინანსო რეგუ-

  • xviii ავტორები

    ლაციების საკითხებზე. მისი უახლესი პუბლიკაციებია: Creeping Acquisitions in Europe: Enabling Companies to Be Better Safe than Sorry (მატეო გატისთან ერთად), 15 Journal of Corporate Law Studies 55 (2015) და Disclosure and Fi-nancial Market Regulation (სერჯიო გილოტასთან ერთად), in The Oxford Hand-book of Financial Regulation (OUP 2015); იგი თანაავტორია წიგნისა ‒ Principles of Financial Regulation (OUP 2016) ‒ ჯონ არმორთან, პოლ დევისსა და სხვებთან ერთად.

    ჰენრი ჰანსმანი იელის სამართლის სკოლის ოსკარ მ. რუბჰაუზენის პროფესორია. მის მთავარ სამეცნიერო ინტერესს განეკუთვნება ორგანიზაციული საკუთრებისა და სტრუქტურის სამართალი და ეკონომიკა სხვადასხვა სახის იურიდიულ პირში, მათ შორის: სამეწარმეო თუ არასამეწარმეო, საჯარო თუ კერძო. იგი იყო პროფესორი და სტუმარი პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტ-სა და პენსილვანიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. მის უახლეს პუბლი-კაციებს შორისაა: Legal Entities as Transferable Bundles of Contracts (კენეთ აიოტთან ერთად), 111 Michigan Law Review 715 (2013) და External and Inter-nal Asset Partitioning: Corporations and Their Subsidiaries (რიჩარდ სქუაირთან ერთად), in Jeffrey Gordon and Georg Ringe (eds.), The Oxford Handbook of Corporate Governance (OUP 2017). იგი ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის და ევროპის კორპორაციული მართვის ინსტიტუტის წევრია.

    ჟერარ ჰერტიგი ETH ციურიხის სამართლის პროფესორი და ECGI-ის მკვლევარია, მანამდე ადმინისტრაციული სამართლის პროფესორი და ჟენევის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ‒ Centre d’Etudes JuridiquesEuropéennes ‒ დირექტორი იყო (1987–1995). იგი სტუმარი პროფესორის რანგში თანამშრომლობდა აზიის, ევროპისა და აშშ-ის წამყვან სამართლის სკოლებთან და, როგორც ჟენევის ად-ვოკატურის წევრი, ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. მის უახლეს პუბლიკაციებს შორისაა: Decision-Making During the Crisis: Why Did the Treasury Let Com-mercial Banks Fail? (ეტორე კროცსა და ერიკ ნოვაკთან ერთად) Journal of Em-pirical Finance (2016); Governance by Institutional Investors in a Stakeholder World, in The Oxford Handbook of Corporate Law and Governance (OUP 2017); Shadow Resolutions as a No-No in a Sound Banking Union, ლუკა ენრიკესთან ერთად, in Financial Regulation: A Transatlantic Perspective (CUP, 2015).

    კლაუს ჰოპტი იყო მაქს პლანკის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სა-მართლის ინსტიტუტის (ჰამბურგი, გერმანია) დირექტორი. მისი სპეციალიზაციის სფეროებია: კომერციული სამართალი, საკორპორაციო სამართალი, საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირება. იგი სამართლის პროფესორის თა-ნამდებობას იკავებდა: ტიუბინგენში, ფლორენციაში, ბერნსა და მიუნხენში; რო-გორც პროფესორი, სტუმრობდა ევროპის, იაპონიისა და აშშ-ის მრავალ უნივერ-სიტეტს, მათ შორის: პენსილვანიის, ჩიკაგოს უნივერსიტეტებს, NYU-ს, ჰარვარდს, კოლუმბიას, ასევე იყო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შტუტგარტში

  • xixავტორები

    (გერმანია). იგი იყო ევროკომისიის მიერ ჩამოყალიბებული მაღალი დონის ექ-სპერტთა ჯგუფის წევრი, რომელიც ევროკავშირის საკორპორაციო და საწარმოს შეძენის სამართლის რეფორმაზე მუშაობდა. იგი გერმანიის ეროვნული აკადემიის (ლეოპოლდინა) წევრია. მის უახლეს პუბლიკაციებს მიეკუთვნება: Comparative Corporate Governance (CUP, 2013, ანდრეას ფლეკნერთან ერთად (რედაქტო-რები)) და Corporate Boards in Law and Practice (OUP, 2013, პოლ დევისთან და სხვ. ერთად (რედაქტორები)).

    ჰიდეკი კანდა 2016 წლიდან გაკუშუინის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორია. მისი სპეციალიზაციის სფეროს მიეკუთვნება კომერციული სამართა-ლი, საკორპორაციო სამართალი, საბანკო და ფასიანი ქაღალდების რეგულაცი-ები. 2006 წლამდე იგი ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი იყო, ასევე სტუმა-რი პროფესორის რანგში საქმიანობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტსა (1989, 1991, და 1993) და ჰარვარდის სამართლის სკოლაში (1996). მისი უახლესი პუბლიკაცი-ებია: Recent publications include Corporate Law (18th edn., Kobundo, 2016, იაპონურ ენაზე), Comparative Corporate Governance (OUP, 1998, კლაუს ჰოპ-ტთან და სხვ. ერთად (რედ.)), და Economics of Corporate Law (University of Tokyo Press, 1998, იოშირო მივასა და ნორიუკი იანაგავასტასთან ერთად (რედ.) იაპონურ ენაზე).

    რაინიერ კრაკმანი ჰარვარდის სამართლის სკოლის ეზრა რიფლი თრეიერის პროფესორი და ევროპული კორპორაციული მართვის ინსტიტუტის წევრია. იგი კორპორაციული სამართლისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის რეჟიმების ეკონომიკური ანალიზის საკითხებზე მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორია, ას-წავლის საკორპორაციო სამართალს, კორპორაციულ ფინანსებს და უძღვება სე-მინარებს კორპორაციული სამართლის თეორიასა და შედარებით კორპორაციულ მართვაში. იგი უილიამ თი. ალენთან ერთად ავტორია წიგნისა ‒ Commentaries and Cases in the Law of Business Corporations, რომლის მე-5 გამოცემა 2016 წელს გამოვიდა (Wolters Kluwer). მისი უფრო ახალი პუბლიკაციებია: Market Effi-ciency after the Financial Crisis: It’s Still a Matter of Information Costs (რონალდ ჯეი. გილსონთან ერთად), 100 Virginia Law Review 313 (2014); Economic Policy and the Vicarious Liability of Firms, in Research Handbook on the Economics of Torts (Edgar Elgar, 2013); Law and the Rise of the Firm (ჰენრი ჰანსმანსა და რიჩარდ სქუირთან ერთად), 119 Harvard Law Review 1333 (2006); Property, Contract, and Verification: The Numerus Clausus Problem and the Divisibility of Rights (ჰენრი ჰანსმანთან ერთად), 31 Journal of Legal Studies S373 (2002).

    მარიანა პარგენდლერი სან-პაულუს FGV სამართლის სკოლის (FGV Direito SP) პროფესორია, სადაც სამართლის, ეკონომიკისა და მმართველობის ცენტრს ხელ-მძღვანელობს. იგი ასევე გლობალის ასოცირებული პროფესორია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, სტუმრობდა პროფესორის რანგში სტენ-ფორდის უნივერსიტეტს. კორპორაციული სამართლისა და მართვის საკითხებზე

  • xx ავტორები

    მრავალი სტატიის ავტორია. მისი მთავარი ახალი პუბლიკაციებია: The Evolution of Shareholder Voting Rights: Separation of Ownership and Consumption (ჰენ-რი ჰანსმანთან ერთად), 123 Yale Law Journal 948 (2014); Politics in the Origins: The Making of Corporate Law in Nineteenth-Century Brazil, 60 American Jour-nal of Comparative Law 805 (2013); State Ownership and Corporate Gover-nance, 80 Fordham Law Review 2917 (2012).

    ვოლფ-გეორგ რინგე ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორია, სა-დაც სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს. იგი ასევე ოქს-ფორდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუმარი პროფესორია. 2012-2017 წლებში კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის საერთაშორისო კომერცი-ული სამართლის პროფესორი იყო. მას ასევე აქვს სტუმარი პროფესორის რანგში საქმიანობის გამოცდილება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის უნივერსიტეტებში, მათ შორის: კოლუმბიის სამართლის სკოლასა და ვანდერბილტის უნივერსიტეტ-ში. პროფესორი რინგე რედაქტორია ახალი Journal of Financial Regulation-ისა, რომელიც OUP-ის მიერ 2015 წლიდან გამოიცემა. იგი თანამშრომლობს როგორც ევროკომისიასთან, ასევე ევროპის პარლამენტთან ევროპული საკორპორაციო სამართლის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. ამჟამად მის ინტერესთა სფეროშია: სამართალი და ფინანსები, შედარებითი კორპორაციული მართვა, კა-პიტალისა და ფინანსური ბაზრები და კოლიზიური სამართალი. მის უახლეს პუბ-ლიკაციებს შორისაა: The Deconstruction of Equity (OUP 2016) და The Oxford Handbook of Corporate Law and Governance (OUP 2017, ჯეფრი გორდონთან ერთად (რედ.)).

    ედვარდ როკი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი და კორპორაციული მართვისა და ფინანსების ინსტიტუტის დირექტორია. მისი მდი-დარი ბიბლიოგრაფია ეხება საკორპორაციო სამართალს. იგი იყო მაინის ფრან-კფურტის, იერუსალიმის, კოლუმბიის უნივერსიტეტების სტუმარი პროფესორი და ეწეოდა საადვოკატო პრაქტიკას, როგორც პენსილვანიის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მის უახლეს პუბლიკაციებში შედის: Does Majority Voting Improve Board Accountability? (სტივენ ჩოისთან, ჯილ ფიშთან და მარსელ კაჰანთან ერთად), 83 University of Chicago Law Review 1119 (2016); Institutional Investors in Corporate Governance, in The Oxford Handbook of Corporate Law and Gover-nance (OUP 2017); Symbolic Corporate Governance Politics (მარსელ კაჰანთან ერთად), 94 Boston University Law Review 1997 (2014).

  • 1

    რა არის საკორპორაციო სამართალი?

    ჯონ არმორი, ჰენრი ჰანსმანი, რაინერ კრაკმანი, მარიანა პარგენდლერი

    1.1 შესავალი

    რა არის სხვადასხვა იურისდიქციის საკორპორაციო (ან სამეწარმეო) სა-მართლის საერთო სტრუქტურა? ამ შეკითხვას საკორპორაციო სამართლის მკვლევრები იშვიათად სვამენ, თუმცა მას ამ საკითხის შედარებითი კვლევის-თვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. არსებულ ნაშრომებში ხშირად ხაზგას-მით აღინიშნება განსხვავება ევროპულ, ამერიკულ, იაპონურ და ახალი სა-ბაზრო ეკონომიკის კორპორაციებს შორის კორპორაციული მართვის, აქციათა მესაკუთრეობის, კაპიტალის ბაზრისა და სამეწარმეო კულტურის თვალსაზრი-სით. 1 იურისდიქციებს შორის არსებული საგრძნობი განსხვავებების მიუხედა-ვად, კორპორაციული ფორმის ერთგვაროვნება, რომელიც მათ საფუძვლად უდევს, არანაკლებ შთამბეჭდავია. ყველა იურისდიქციაში ბიზნესკორპორა-ციებს არსებითად მსგავსი სამართლებრივი მახასიათებლები აქვთ და არსე-ბითად მსგავსი სამართლებრივი პრობლემების წინაშე დგანან.

    ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ ბიზნესკორპორაციის ძირითადი იურიდიული მახასიათებლები. ჩვენს შემდგომ მსჯელობას წინ რომ გავუსწ-როთ, არსებობს ბიზნესკორპორაციის ასეთი ხუთი სამართლებრივი მახასი-ათებელი, რომელთა უმრავლესობასაც ადვილად ამოიცნობს ნებისმიერი, ვისთვისაც ცნობილია სამეწ�