27
იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა გაბრაზდე, ამყევი ფიქრში... * ადამიანის ფანტაზიას, საზღვარი არა აქვს, არც მის შესაძლებლობას და სურვილს. ამაში, კიდევ ერთხელ და კიდევ, ერთმა ქალმა დამარწმუნა. ქალმა, რომელიც ცდილობს, მიზანს მიაღწიოს. -შენ, უსამართლობასთან მებრძოლო, გთხოვ, მაჩვენეო გზა, რომელი გზითაც, შენთან დაახლოებას შევძლებ..." იმეორებდა, ამ სიტყვებს გამუდმებით, რომელთა გარჩევა ხშირად რთული იყო, ვინაიდა, დაღლილობისგან ენა ებმეოდა და ბგერები, ბაგეების ზედაპირზე ეფანტებოდა. მთვარე, დაძინებას აპირებდა, მიცვალებულის სასახლის ფორმის ფიცრულიდან ამოვიდა და სხეული, ზედ მიკრული ბალახებისგან გაითავისუფლა. რიტუალის თანახმად, რომელიც თავად გამოიგონა, ყინულ შერეულ ტბაში, სადაც წყევლის შემდეგ, აღარაფერი ცოცხლობს, მზის ამოსვლამდე იცურა და თავისივე გამოგონილი, ლოცვა იბუტბუტა. ტბის ნაპირას გამოსულმა, ცივი, ბინძური წყლისგან, ჩაწითლებული თვალები, საჩვენებელი თითებით დაისრისა და ბალახებში, ნახევრად ჩამარხულ, ხავს მოდებულ ქვაზე ჩამოჯდა. მე, იქვე, ხის ტანს ამოფარებული, მის მოქმედებებს ვაკვირდებოდი. სიმართლე გითხრა, პირველად ვხედავდი ქალს, რომელიც გააზრებულად, მთელი შემართებით, ცდილობდა, ეპოვა ჩემი პატრონი. ვიცოდი, ეს მარტივი საქმე არ იყო. თუმცა, არც შეუძლებლად მიმაჩნდა იმ შემთხვევაში, თუკი ქალს, ნებისყოფა არ გამოელეოდა და დასახულ მიზნამდე მიღწევაში, ხელს, ე.წ. ,,დავიღალე, რა აზრი აქვს" - არ შეუშლიდა. მე, ამ მაძიებელი ქალის მეგობარი ვარ. მისი აზრები და ფიქრები, საფუძვლიანად შევისწავლე და შესაძლოა, მის შესახებ, ყველაფერი ზედმიწევნით არა, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი და ყოველთვის ვიცოდი. ის, უფრო სწორედ, მაძიებელი ქალი, ფიქრობდა, რომ ადამიანებს, შეეძლოთ და სრული უფლება ჰქონდათ, თავისუფალი ვნების, თავისუფალი ნაყოფები ყოფილიყვნენ და არა დამადლებული, ნეკნ ნასესხები სხეულებისა. ეს ყველაფერი იცოდა, თუმცა, ახლა იმის გარკვევას ცდილობდა, ვინ და რატომ, წაართვა კაცობრიობას ეს უფლება. ხშირ შემთხვევაში, საკუთარ თავთან ხმამაღალ მსჯელობას, სწორ გზამდე მიჰყავდა ქალი, უფრო ხშირად კი, იბნეოდა და იკარგებოდა. ერთ დღეს, როდესაც, მიწაზე ჩამომჯდარი, ქალის მუხლზე ვისვენებდი, მკითხა: - როგორი იყო ის, შენი წარმოდგენით, ტომ ? რა მოხდა? რატომ იქაც მიუღებელ ძალად და რა დამართეს მას? რატომ ისახება ჩემს ფიქრებში ის ყველაზე ლამაზ ქალად? ეს, მისი, სწორი მიმართულების, მსჯელობა იყო. ღმერთი, რომელსაც მე ვიცნობ და მინახავს, გენოვნებიანია. თავდაპირველად, ულამაზეს სამყაროსთან ერთად, მან, კიდევ ერთი მშვენიერება შექმნა. ეს იყო, ქალი! ქალი, მოწითალო, გრძელი თმით. ხორბლისფერ მხრებზე, ამოქარგული მზისფერი,

იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

  • Upload
    others

  • View
    2

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

იასამნის ქვეშ

პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა გაბრაზდე, ამყევი ფიქრში...

*

ადამიანის ფანტაზიას, საზღვარი არა აქვს, არც მის შესაძლებლობას და სურვილს. ამაში, კიდევ ერთხელ

და კიდევ, ერთმა ქალმა დამარწმუნა. ქალმა, რომელიც ცდილობს, მიზანს მიაღწიოს.

-შენ, უსამართლობასთან მებრძოლო, გთხოვ, მაჩვენეო გზა, რომელი გზითაც, შენთან დაახლოებას

შევძლებ..."

იმეორებდა, ამ სიტყვებს გამუდმებით, რომელთა გარჩევა ხშირად რთული იყო, ვინაიდა,

დაღლილობისგან ენა ებმეოდა და ბგერები, ბაგეების ზედაპირზე ეფანტებოდა. მთვარე, დაძინებას

აპირებდა, მიცვალებულის სასახლის ფორმის ფიცრულიდან ამოვიდა და სხეული, ზედ მიკრული

ბალახებისგან გაითავისუფლა. რიტუალის თანახმად, რომელიც თავად გამოიგონა, ყინულ შერეულ

ტბაში, სადაც წყევლის შემდეგ, აღარაფერი ცოცხლობს, მზის ამოსვლამდე იცურა და თავისივე

გამოგონილი, ლოცვა იბუტბუტა. ტბის ნაპირას გამოსულმა, ცივი, ბინძური წყლისგან, ჩაწითლებული

თვალები, საჩვენებელი თითებით დაისრისა და ბალახებში, ნახევრად ჩამარხულ, ხავს მოდებულ ქვაზე

ჩამოჯდა. მე, იქვე, ხის ტანს ამოფარებული, მის მოქმედებებს ვაკვირდებოდი. სიმართლე გითხრა,

პირველად ვხედავდი ქალს, რომელიც გააზრებულად, მთელი შემართებით, ცდილობდა, ეპოვა ჩემი

პატრონი.

ვიცოდი, ეს მარტივი საქმე არ იყო. თუმცა, არც შეუძლებლად მიმაჩნდა იმ შემთხვევაში, თუკი ქალს,

ნებისყოფა არ გამოელეოდა და დასახულ მიზნამდე მიღწევაში, ხელს, ე.წ. ,,დავიღალე, რა აზრი აქვს" -

არ შეუშლიდა. მე, ამ მაძიებელი ქალის მეგობარი ვარ. მისი აზრები და ფიქრები, საფუძვლიანად

შევისწავლე და შესაძლოა, მის შესახებ, ყველაფერი ზედმიწევნით არა, მაგრამ ერთი რამ

დანამდვილებით ვიცი და ყოველთვის ვიცოდი. ის, უფრო სწორედ, მაძიებელი ქალი, ფიქრობდა, რომ

ადამიანებს, შეეძლოთ და სრული უფლება ჰქონდათ, თავისუფალი ვნების, თავისუფალი ნაყოფები

ყოფილიყვნენ და არა დამადლებული, ნეკნ ნასესხები სხეულებისა.

ეს ყველაფერი იცოდა, თუმცა, ახლა იმის გარკვევას ცდილობდა, ვინ და რატომ, წაართვა კაცობრიობას

ეს უფლება. ხშირ შემთხვევაში, საკუთარ თავთან ხმამაღალ მსჯელობას, სწორ გზამდე მიჰყავდა ქალი,

უფრო ხშირად კი, იბნეოდა და იკარგებოდა. ერთ დღეს, როდესაც, მიწაზე ჩამომჯდარი, ქალის მუხლზე

ვისვენებდი, მკითხა: - როგორი იყო ის, შენი წარმოდგენით, ტომ ? რა მოხდა? რატომ იქაც მიუღებელ

ძალად და რა დამართეს მას? რატომ ისახება ჩემს ფიქრებში ის ყველაზე ლამაზ ქალად?

ეს, მისი, სწორი მიმართულების, მსჯელობა იყო. ღმერთი, რომელსაც მე ვიცნობ და მინახავს,

გენოვნებიანია. თავდაპირველად, ულამაზეს სამყაროსთან ერთად, მან, კიდევ ერთი მშვენიერება შექმნა.

ეს იყო, ქალი! ქალი, მოწითალო, გრძელი თმით. ხორბლისფერ მხრებზე, ამოქარგული მზისფერი,

Page 2: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

მკრთალი ლაქებითა და ჭაობისფერი თვალებით, რომელთა შუაში, თხელი, საშუალო სიგრძის ოდნავ

აპრეხილი ცხვირი, უფრო მეტად ამშვენებდა სახეს.

რომ შეგეხედა და დავკვირვებოდი, იფიქრებდი, შემოქმედმა, საუკუნეების მანძილზე თალა თითებით

და ბოლოს, წარმოუდგენლად მშვენიერი სხეული შექმნაო. ბაგეს, რომელიც ცხვირიდან ოდნავ

მოშორებით, მიწებებოდა სახეს, სიმწიფისგან დამსკდარი ბროწეულის ფერი ედო. საიდანაც, კბილები,

კარგ განწყობაზე მყოფი მთვარესავით, ანათებდნენ. ახლა, მე, შენ, იმ ადამიანზე გესაუბრები, თითოეულ

თქვენგანს, უმახინჯეს არსებად, რომ წარმოგიდგენიათ. არა, გემოვნება კი არ დაგიკარგავთ, უბრალოდ,

ასე აღგიწერეს, გაგაცნეს და თქვენც, დაიჯერეთ.

ვუსმენდი, ლილეს და მისი წარსული მახსენდებოდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუკი, რაიმე ისე

გამაოცებდა, როგორც მისმა უეცარმა გარდასახვამ, გამაოცა. იმ დროიდან, ამ დრომდე, მილიონობით

ადამიანს გამოუწევია ჩემთან სათამაშოდ, ხშირად, აგრესიული სხეულების შუაგულში მოვხვედრილვარ,

პირველად რომ მინახავს და არაფერი დამიშავებია მათთვის, მაგრამ მაინც, მტრულად განწყობილთ,

ჩემთვის ზიანის მოყენება გაუფიქრებიათ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მათი ძალმომრეობის

წყურვილი, სულაც არ ნიშნავდა, ჩემდამი სიძულვილს. ადამიანების არსებობის დღიდან, ცოტა

ბედნიერი და ბევრი, უბედური მინახავს. ამიტომ, ხშირად მიფიქრია, თუ რა სწყინთ და რა სტკენთ

გულს, ადამიანებს. დღემდე, როდესაც ამაზე ვფიქრობ, ისევ და ისევ, ამ დასკვნამდე მივდივარ.

ადამიანებს, გაურკვევლობაში ყოფნა, უიმედობა და არ აღიარება, სტკივათ. რომელიც, აუცილებლად

აჩენს, შიშს. შიშს, თუ ადამიანი ვერ გადალახავს და მას, სიძულვილი მიემატება, მივიღებთ, ცარიელი

შეგრძნებების, მასას, ანუ - ბრბოს. ლილემ, სცადა ბრბოზე ზემოთ დამდგარიყო, თუმცა, მეორე

უფსკრულში გადაეშვა. ამ, ღრმა სიბნელეს, უბედურად ცხოვრებასთან შეგუებას და საკუთრი ტკივილით

ტკბობის უფსკრულს ვუწოდებ.

მხოლოდ ლილე არა, არსებობენ ადამიანები, რომელთაც, შესაძლო ბედნიერება და ამჟამინდელი, ან

წარსულში, არსებული უბედურების გონებიდან სამუდამოდ ამოშლა აშინებთ. მახსოვს, როდესაც,

პირველად ლილე დავინახე, ვიგრძენი, რომ ის არ ჰგავდა სხვა ქალებს. მასთან მეგობრობის შემდეგ კი,

მივხვდი, ლილე, დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს შორის, ერთადერთი ქალი იყო, რომელსაც შეეძლო,

სამყაროს პირველი საიდუმლო ამოეხსნა. კიდევ ერთხელ, კიდევ ერთ ქალს უნდა ეცადა და საბოლოოდ

დაემარცხებინა ღმერთი. მე, ამის სურვილი მქონდა. შევეცდები, მოკლედ გიამბოთ ლილეს წარსულზე.

როგორი იყო ის, სანამ მაძიებელი ქალი გახდებოდა.

*

წარუმატებელი ნადირობით დაღლილმა, ვერ დავიძინე, მზის ამოსვლამდე, ვიწრიალე და საკუთარ

თავზე გაბრაზებულმა, განთიადთან შეგებება გადავწყვიტე. ეზოში ჩასვლისთანავე ლილე დავინახე,

რომელიც ბალახებში ისე ჩამჯდარიყო, თითქოს, ტკივილისგან დაცლას დედამიწას თხოვდა. ჩემი

მიახლოება, არ შეუნიშნავს. მე, იქვე, მისგან ოდნავ მოშორებით, გავჩერდი. ლილე, უყურებდა, არა მთას

მის წინ წამომართულს, არამედ, მაღლობს, მის მარცხნივ, რომელზეც ძველად აღმართული ტაძარი,

დღესაც მოქმედებდა. ჩვენი სახლი, დანარჩენი სახლებისგან, ბევრი რამით გამოირჩეოდა,

განსაკუთრებით კი, ქალით. ჰო, ბალახებში მჯდომი იმ ქალით, ტკივილის გაზიარება მიწასთან რომ

განუზრახავს და მე, ასე კარგად, რომ ვიცნობ. შეხედავ ლილეს და მოგინდება, მოგინდება იდგე და

უმზრდე, ეხებოდე. მის მკლავებში, სიკვდილი კი არ მოგინდება, მიუწვდომელი ოცნებასავით,

აგეკიდება და აგეკვიატება. გაბედავ და მიხვალ ახლოს, გაიცნობ, დააკვირდები და შეგეშინდება. მისი

Page 3: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

შინაგანი მდგომარეობა, ისე შეგაშინებს, რომ თითქმის ახდენილ ოცნებას იუარებ, გადაიფიქრებ და

გაიქცევი. მხოლოდ, მე ვიცი, მხოლოდ, მე მინახავს, რამდენჯერ მოიკრიბა ძალა და ვერ შეძლო

ცხოვრება. მე ხომ, მის მსგავს ქალს, სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს შევხვდი? სწორედ ამის გამო,

მილიარდობით ადამიანს შორის, ლილე შევიყვარე და დავიმეგობრე. თუმცა, სიმართლე უნდა ვთქვა, მე

მხოლოდ, ქალის გადარჩენის სურვილი არ მამოძრავებდა, მსურდა, სამყაროს პირველი საიდუმლო,

ქალს ამოეხსნა და ვგრძნობდი, ის ქალი, ლილე იქნებოდა. რატომ ვიყავი ასე დარწმუნებული? იმის გამო,

რომ ვიცი, ქალი, რომელიც უსიყვარულობისთვის გაწირეს, დაამცირეს და შეურაცხყვეს. ქალი, რომელიც

უუფლებოდ დატოვეს და ბედთან შეეგუება უბრძანეს - ყველაფერზე წამსვლელია! რატომ? - იმიტომ,

რომ მასში, სამყაროს პირველი ქალის კოდი, სახელად, დაუმორჩილებლობა, დევს. ცეცხლი, რომელსაც

ასაალებლად, გაღვივება სჭირდება და რომელიც, ყოველ ქალშია, ოღონდ, მიძინებული. ზოგმა, არ იცის.

ზოგიერთს, ეშინია, დანარჩენები კი ფიქრობენ, რომ არაფერში სჭირდება ძალა იმისა, იდგს ბრბოსგან

შორს.

-მოდი აქ, ტომ, -როგორც იქნა, შემამჩნია და თავისთან მიმიხმო. არც ისე სუსტი სხეული ბალახებში

ჩაასვენა და ამომხედა. თან ვუყურებდი და თან, არა. ძალიან მინდოდა, ასეთი თვალების და მსგავსი

სურნელის, ჩემ ჯიშშიც არსებულიყო. ამ შემთხვევაში, აუცილებლად ჩავკიდებდი თათებს და

გვერდიდან არ მოვიშორებდი. ვერ გეტყვი, რა ფერის თვალები ჰქონდა. არც შავი იყო, არც თაფლისფერი.

ის, უფრო რამდენიმე ფერს შორის მერყეობდა და როდესაც დააკვირდებოდი, მასში, პირველი

წამიდანვე, იკარგებიდი. თვალის სიღრმე, იმ ჭაობს მიუგავდა, ყველას და ყველაფერს, რომ მოხიბლავს,

თავდავიწყებას გადაცემს და ბოლოს, სულს ამოხდის.

და რას ვგრძნობ, მე, ამ დროს?! - ტკივილს! ტკივილს, არა სიკვდილისგან გამოწვეულს, არამედ

ტკბობისგან. რომ ვკვდები და სიკვდილი, კი არ მაშინებს, არამედ, ის მაწუხებს, რომ კიდევ ერთხელ, არ

შემიძლია, მოვკვდე. მოვკვდე, მის თვალებში, მის კანზე და მისთვის. მივედი და შუბლით ტერფზე

გავეხახუნე. მივესალმე, თუმცა, არ გაუგონია.

-სად იყავი ამდენ ხანს, ტომ? - საყვედური შეერია ხმაში ლილეს და უფრო ახლოს მისვლა მანიშნა.

-არასოდეს წახვიდე ჩემგან, არასოდეს დამტივო...

მე, მის მუცელზე მოკალათებული, ნიკაპს ქვემოდან მივჩერებოდი. ვიცოდი, კიდევ ერთი რამის

ეშინოდა, მიტოვების.სიმწვანეში ჩაყრილი მისი ღია ფერის თმით, თამაში წამოვიწყე და ბრჭყალი

დაჭორფლილ სხეულზე, გავკარი. ხმა არ ამოუღია. ყავისფერი, მცირე ზომის ხაზებით ავსებული ბაგის

ერთმანეთთან აცდენამ მიმახვედრა, რომ ეტკინა. პატიების თხოვნის ნიშნად, ახლა, ნიკაპს მივაწვდინე

შუბლი და თმებში, თათებ გახლართულმა, ამოვიკნავლე. თვალი, არ აუხელია, წელზე მეფერებოდა და

ფიქრობდა.

-ხედავ, იმ კედლებს, ტომ? -უეცრად, თავი ფერდობისკენ შეაბრუნა,-ვხედავ, -თანხმობის ნიშნად,

სუსტად დავიკნავლე.

- თითქოს, ჩემშია ამოშენებული და მე, მისი ტყვე ვარ. ხანდახან, ვგრძნობ და მინდა, დავანგრიო, რათა,

თავი გავითავისუფლო, მაგრამ ხშირად, არც ძალა მყოფნის და არც, სურვილი. არ ვიცი, რა გავაკეთო

მეგობარო. მირჩიე რამე თორემ, ასე ჩაგაკვდები თათებში უაზროდ და უმიზნოდ.

რა უნდა მეთქვა,? ის, ადამიანი იყო და ჩემი, მაინც არ ესმოდა. მე, მხოლოდ ერთი რამ შემეძლო,

Page 4: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

სამყაროს პირველი ქალისთვის, დახმარება მეთხოვა. ასეც მოვიქეცი.

კარგა ხნის დაღამებული იყო, როდესაც ლილეს, ფეხებიდან ავეცალე და ფერდობისკენ მიმავალ ბილიკს

დავადექი. საგულდაგულოდ გამოვძებნე ადგილი, რომელიც მთვარეს, ყველაზე მეტად გაენათებინა.

ნერწყვით დამბალი თათებით სახე გავიწმინდე და ცხვირი, ცისკენ ავღმართე.

-სამართლიანობისთვის მებრძოლო, სამყაროს პირველო ქალო, გიხმობ, სასაუბროდ. ვდგავარ, შენს

წინაშე, იმედით სავსე. მსურს, გიამბო ქალზე, რომლის დახმარებითაც, პირველი საიდუმლოს გაცხადება

განვიზრახე.

-ხანდახან მგონია, რომ ვერაფერი შეისწავლე ადამიანებისგან,-ირგვლივ, იასამნის ცივი სურნელი

დატრიალდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქალი, აქ იყო, ჩემთან, ახლოს.

-მე, განვერიდე ყველას და ყველაფერს. ჩემთვის გაუგებარია, შენ, რა დაგრჩენია მანდ, დაბლა,

დედამიწაზე.

-გინდა მითხრა, რომ საბოლოოდ აიღე ხელი ადამიანზე?

-დიახ, სწორედ ამას გეუბნები.

-როგორ შეგიძლია, ასე მოიქცე? ნუთუ, საუკუნეების წინ განცდილი, ტკივილისა და დამცირების

დავიწყება შეძელი? როგორ შეეგუე, იმ ფაქტს, ღმერთმა, ურჩხულად რომ გაქცია თაობების თვალში?

-არაფერს შევგუებივარ, ვერაფერი ვერ დავივიწყე, ყველაფერი, კარგად რომ მახსოვს, იმიტომ გთხოვ,

მორჩი, ადამიანების ნდობას.

-რატომ, რისთვის მთხოვ ამას...

-შენთვის, შენთვის გთხოვ, რადგან, არ მინდა, გული გეტკინოს.

-სამყაროს პირველო ქალო, გთხოვ, იფიქრე.

-რაზე ვიფიქრო?

-ადამიანის ნდობა რომ შეიძლება, მაგაზე იფიქრე.

-შენ, ყველაზე კარგად იცი, რამდენჯერ ვცადე და ვენდე მათ.

-ვიცი, ყველაფერი, კარგად მახსოვს.

-მაშინ, რატომ მთხოვ იმავეს?

-იმედი მომეცა.

-მეც, არაერთხელ მომცემია იმედი, რომელიც საბოლოოდ, უსაფუძვლო აღმოჩენილა.

-გთხოვ, ერთი შანსიც მიეცი, ქალს, დედამიწაზე.

-კარგი, -მითხრა და სურნელი ვეღარ ვიგრძენი.

Page 5: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

*

როდესაც, სამყაროს პირველი ქალი გავიცანი, როდესაც შევიტყვე, თუ რას უპირებდა, მას შემოქმედი,

მისი მხარდაჭერის სურვილმა ამიტანა. ვხედავდი, როგორ იბრძვოდა ქალი, იმ ძალის წინააღმდეგ,

რომელსაც მისი განადგურება ჰქონდა განზრახული. არ ვიცოდი, შეძლებდა თუ არა პირველი ქალი,

შემოქმედის მრისხანებუსთვის, თავი დაეღწია. ამიტომ, მოვისურვე, მეპოვა სამყაროში ისეთი რამ, მას,

რომ ჰგავდა, რათა, მისი განადგურების შემდეგ, თუკი მომენატრებიდა, მის მსგავსთან, ახლოს ყოფნა

შემძლებოდა. ბევრს ვფიქრობდი, მზესაც მივამსგავსე და მთვარესაც. ვუთვალთვალე ოკეანეებს და

დავრწმუნდი, მათშიც იყო, რაღაც საერთო, თუმცა, არა საკმარისი, სამყაროს პირველი ქალის აღწერა,

რომ შემძლებოდა. საბოლოოდ, დავრწმუნდი, ქალი, სამყაროში არსებულ, რაიმე კონკრეტულს კი არა,

თავად, სამყაროს ჰგავდა. უფრო სწორედ, ქალს ჰგავს სამყარო. აქეთ-იქით სირბილით დაღლილი,

საკუთარ თავს გავუბრაზდი,-ვინ გავალებს, ძაღლივით, ენა რომ გადმოგიგდია დარლილობისგან და

გინდა იპოვო, რაღაც უჩვეულო, რომელიც შესაძლოა, არც კი არსებობდეს?! -ჰო, დამავიწყდა მეთქვა,

მასსა და ჩემ შორისაც აღმოვაჩინე მსგავსი თვისებები, თუმცა, ის ყველაფერი, ერთმანეთთან სიახლოვით

ავხსენი და სხვა კატას, აღარ დავკვირვებივარ.

ახლად დაწყებული მინდვრის პირას, წამოვწექი. უფრო სწორედ, სხეული, დედამიწას მივანდე და

მორძისფერო სივრცეს, მივაშტერდი. მუცელზე,დალაგებული თათებით, ჯერ კიდევ, ბალანს

ვეთამაშებოდი, თბილმა სიომ, ჩემი ულვაშების წვალება, რომ განიზრახა და მათი ბოლოები, ყურებამდე

მომაწვდინა.

-რა უცნაური რამე ხარ. მთელი დღეა გნატრულობ და არ გამოჩენილხარ, ახლა კი, დასვენებასა და

ფიქრში, ხელს მიშლი,-ვუსაყვედურე ნიავს და სხეული, მარჯვნივ გადავაბრუნე.

-უცნაური თავად ხარ. თუ ისვენებ, დაისვენე, რაღას ფიქრობ?!

-ახლა, ისიც მასწავლე, რა და როდის გავაკეთო.

-არაფერსაც, არ გასწავლი,-ისეთი ხმით მომაძახა, რომ მისგან, რაიმეს სწავლის სურვილი გამიჩნდა.

თუმცა, არაფერი მითხოვია.

-მითხარი, რას დაეძებ, ასეთ დაღლილს, პირველად გხედავ.-მოსვენების საშუალებას, არ მაძლევდა,

ცნობისმოყვარე ნიავი.

-ვფიქრობ, დამაცადე.

-რას ფიქრობ?

-რაში გაინტერესებს, მიხედე შენს საქმეს.-ამის თქმა იყო და ბალახი, სახეში შემომაყარა.

-თავხედი ხარ, შენ, ნიავო! - შევყვირე და უეცრად, თათებზე დავდექი.

-თავხედი, მაგრამ აუცილებელი. - მომაძახა სიცილით. მე, ისე გამაბრაზა ნიავის საქციელმა, რომ მისი

დაკაწვრის გადაწყვეტილება, უცებ მივიღე და სწორედ მაშინ, დავრწმუნდი, რომ ცხელ გულზე რაიმეს

გადაწყვეტა და მოქმედება, ხშირად, დიდი შეცდომა და სისულელეა. არც ნიავი მნებდებოდა, ულვაშებს,

ხან თვალებში მაჩეჩებდა, ხან ცხვირში. ბოლოს, ისე მოხდა, რომ დავიღალე და დავნებდი. რა თქმა უნდა,

Page 6: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

დავიღლებოდი, ის, ახლახანს ამოვარდნილიყო, მე კიდევ, წინ და უკან სირბილით, გადაღლილი ვიყავი.

-ჰა, არც ახლა მეტყვი, რას დაეძებ ჯიუტო?

-თუ ერთ ადგილზე გაჩერდები და ნერვებს არ მომიშლი, გეტყვი.

-კარგი, თანახმა ვარ. - მითხრა და ერთდროულად შეწყდა, ჩემი ულვაშებისა და სამყაროს შრიალი.

-ვეძებ, ქალის მსგავსს, რამეს.

-ქალის მსგავსს?

-დიახ, ქალის მსგავსს.

-რომ არ არსებობს ამ სამყაროში სხვა ქალი? -დააფიქრა ჩემმა ნათქვამმა ნიავი.

-ვიცი და ამიტომ, სხვა ქალს კი არ ვეძებ, მინდა, ვიპოვო ისეთი რამ, ქალს რომ მივამსგავსებ და ვიტყვი,

აი, ეს, ესა და ესაა ქალი-მეთქი.

-კი, მაგრამ, რაში გჭირდება? - ნიავს, გულწრფელი გაკვირვება დაეტყო.

-არ ვიცი, ალბათ, არც არაფერში. უბრალოდ, ასე მოვინდომე.

-მეც დამაფიქრე ხომ იცი...

-ჰო და იფიქრე, შენ ხომ უვლი და აგრილებ სამყაროს?

-ასეა, ვუვლი და ვაგრილებ.

-ჰო და გაიხსენე, რას შეიძლება ჰგავდეს ქალი. ნუთუ, არაფერი შეგინიშნავს დედამიწის ზედაპირზე

მისი მსგავსი?

-მყინვარწვერს?-ისეთი სიხარულით წამოიყვირა ნიავმა, რომ ბალახი მიწაზე წამოაწვინა, ჩემი ულვაშები

კი, ყურებს გაუტოლა.

-არ შეგიძლია მშვიდად თქვა?-შევყვირე და თათებით, ულვაშების გასწორება დავიწყე.

-მყინვარწვერს?-ახლა, თითქმის ჩურჩულით, მკითხა და ჩემ პასუხს დაელოდა.

-არ მიფიქრია მაგაზე. რით შეიძლება ჰგავდეს ქალი, მყინვარწვერს?

-სიცივით და მიუწვდომლობით.

-რას ამბობ, ქალი ცივია?

-ახლა, დამიჯერე. შენგან მარცხნივ, წამოჭიმულ მყინვარწვერს შეხედე და ქალი წარმოიდგინე.

-წარმოვიდგინე.

-ეგრე, არა. დააკვირდი მას, შემდეგ, თვალი დახუჭე და ქალი წარმოიდგინე.

Page 7: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

-დავხუჭე.

-ერთ მსგავსებასაც თუ იპოვი, თუნდაც, უმნიშვნელოს, მაინც მითხარი. მე კი, დავითვლი, რამდენ

მსგავსებას აღმოაჩენ და რას.

-კარგი, ასე ვქნათ, -დავეთანხმე ნიავს და თან, საკუთარ თავს გავუბრაზდი. -რატომ მე არ მომაფიქრდა

ეს? ახლა, ეს უტვინო ნიავი, აღარასოდეს მომასვენებს, ,,ჰო, დაგეხმარე, ჰო, დაგეხმარეო"...

წამომაყვედრის, როცა მოუნდება.

ისეთი დასაწყისი ჰქონდა მყინვარწვერს, იფიქრებდი, საკვებმა აწყინა და სხეულზე გამოაყარაო.

თვალები დავხუჭე, მაგრამ ვერაფრით მივამსგავსე ქალს. არ მსურდა, ამის შესახებ, ნიავს შეეტყო და

დაბნეულმა, მარჯვენა თათის ლოკვა წამოვიწყე.

-რას აკეთებ?-მკითხა და ენით, ნაწილობრივ დალაგებული ბალანი, ხელმეორედ დასაწყობი გამიხადა.

-არც არაფერს. წეღან რომ ამიჩეჩე თმა, გადავწყვიტე დამელაგებინა.

-გასაგებია, მაგრამ, ახლა, რატომ გადაწყვიტე ეს?

-იმიტომ, რომ ხელს მიშლის, ფიქრში.

-ერთი, უკვე დავიმახსოვრე.

-რა დაიმახსოვრე?

-მსგავსება, შენსა და ქალს შორის.

-რა მსგავსებაა, მითხარი.-ვთხოვე და პასუხის მოლოდინში, თმიდან ქვიშის გამოცლას, კბილებით

შევუდექი. ყოველთვის ასე ვიქცევი, როდესაც დაძაბული ვარ.

-მიზეზი.

-მსგავსება, მიზეზია? - სიმართლე გითხრა, გულწრფელად გავიკვირვე.

-დიახ, თქვენს შორის მსგავსება, მიზეზია. შენ და ქალს, ყოველთვის შეგიძლიათ, იმიზეზით,

გამოიგონოთ, ან, დიდად აქციოთ, მცირე რამ. რა თქმა უნდა, ამისთვის, მიზეზი უნდა გქონდეთ და თუ

გაქვთ, მიზეზობთ, თუკი ეს მომიზეზება რამეში გამოგადგებათ.

-შესაძლებელია, ასე იყოს. - ნაწილობრივ დავეთანხმე და დაფოთლილ მყინვარწვერს, კიდევ ერთხელ

მივაჩერდი.

-დააკვირდი, სიცივით ამსგავსებ?

-ქალი, ცივია?

-არა, მაგრამ შეუძლია იყოს.

-ასეა, თუკი მიზეზს მისცემენ, შეუძლია იყოს.

Page 8: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

-მოიცადე, მოიცადე, -წამოიყვირა უეცრად და ულვაშები ახლა, თვალებში შემომაჩეჩა.

-რა მოხდა, რა დაგემართა?

-ვიპოვე, ვიპოვე. ..

-რა იპოვე, რომ ვეღარ მშვიდდები?

-ქალის მსგავსი.

-კარგი, ერთი.

-რა კარგი ერთი?

-ასე უცებ, რანაირად მიაგენი?

-დიდი ხანია ვიცნობ, უბრალოდ, ახლა მივხვდი, ვის ვამსგავსებდი.

-და, ვის ამსგავსებდი?

-ქალს, სამყაროს პირველ ქალს.

-მანახე.

-ახლა, ადექი, შედი მინდორში. მშვიდად იარე, საუცხოო, რაც შეგხვდება, გამორჩეული ყველასგან და

ყველაფრისგან, ფრთხილად შეეხე, მიიზიდე თათებით და იცნობ.

-რა უცნაური რამე ხარ.-ვუთხარი და დინჯად შევერიე მინდორს.

-მე, ჩავდგები, რადგან არ მინდა, მე დამაბრალო რამე.

-შენ, რა უნდა დაგაბრალო?-ვკითხე და დანარჩენი სიტყვები, ,,რა სულელია" ჩემთვის ჩავილაპარაკე.

ყაყაჩო, შავი სიმრგვალე, წითელი ფურცლებით, ძალიან უხდებოდა ალაგ-ალაგ გაყვთლებულ სიმწვანეს.

მაგრამ, ეს ყველაფერი, არ ჰგავდა ბოლომდე ქალს. მივსეირნობდი მცენარეებში და აი, უცებ, რაღაც

სივრცისფერი, შავი ლაქებით თუ წერტილებით, გაიფანტა. ვერ მივხვდი, რა იყო და რა მოხდა, დანახვა

ვერ მოვასწარი.

-დაინახე?

-ვერა, რანაირად დავინახავდი? უეცრად გაჩნდა და გაქრა.

-ქალივით ჰო?

-კარგი, რა.-რაღაცას იგონებს მეთქი, გავიფიქრე.

-კარგი, კიდევ იარე მაშინ, ოღონდ, შენს სიმდიდრეს, ფაფუკსა და მოუსვენარს, ცოტა ხანს თუ გააჩერებ,

კარგი იქნება.

რა უნდა, ახლა, ამას ჩემი კუდისგან? ალბათ, შურს! გავიფიქრე და ვინაიდან სხვა გზა არ მქონდა,

Page 9: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

დავემორჩილე. დიდხანს სიარული არ დამჭირვებია.

რაღაც, სერს, უფრო სწორედ, მორძისფეროს, ფაფუკსა და ამაყად მდგომს მივადექი. ვაღიარებ, ეს მცენარე

ადრეც მინახავს. ის ერთი შეხედვით უცნაურია და სიმართლე გითხრა, არასაინტერესო

დასაკვირვებლად მაგრამ, ახლა, რადგან ქალის მსგავსს ვეძებდი, ყველაფერი მაინტერესებდა. ქვედა ორ

თათზე შემდგარმა, ზედა თათი დავიგრძელე, მისი უცნაური ფერის ყლორტს შევეხე და ფრთხილად

მოვიზიდე. გამჭვირვალე სიმრგვალე უახლოვდებოდა ჩემ სახეს. უეცრად, არ ვიცი, რა მოხდა, ყლორტზე

არსებული მცენარის წვრილი ბუჩქი შეირხა და გაიფანტა. გაოცებულმა დავხვდე თათებს შორის

მოქცეულ უყველაფრო სიმწვანეს. სწრაფად მიმოვიხედე და ვერაფერი დავინახე.

-კი, მაგრამ, სად წავიდა? რა მოხდა?-ჩავილაპარაკე ჩემთვის, ვინაიდან, იქვე ჩამდგარი ნიავი, აღარ

მახსოვდა.

-მე, ეგ მგონია ქალი. ერთი არა სასურველი ქმედება და მიდის შენგან, მიდის ისე, რომ მისაგნებად კვალს

არ ტოვებს, მიდის სწრაფად და მოულოდნელად.

-რა არის ეს? რა ჰქვია ამას?

-ამას, ბაბუაწვერა ჰქვია.

-ბაბუა რა?

-წვერა.

-როგორ?

-ბ ა ბ უ ა წ ვ ე რ ა, -დამიმარცვლა ნიავმა.

-ბ ა ბ უ ა წ ვ ე რ ა , - დავმარცვლე მეც და ულვაშები ბრჭყალებ შორის გავიტარე.

*

მადლობას გიხდი ღმერთო, სწორი არჩევანის გაკეთების ძალა, რომ მომეცი. მადლობა, რომ გამინათე

გონება და მომეცი სიბრძნე, რათა გული შენდამი სიყვარულითა და მადლიერებით ამომევსო. მევლო

შენთვის მოსაწონი გზებით, დედამიწაზე. ეს სამყარო, ასეთი ლამაზი და ვრცელი, შენ შექმენი,

ერთადერთო ჭეშმარიტო ღმერთო. ყველა და ყველაფერი, შენი ხელითაა გამოძერწილი. ამიტომაც,

დავალებულნი ვართ შენ წინაშე ადამიანები. სწორედ, ამის გამო, ავირჩიე შენამდე მისასვლელი გზა,

შენდამი, მადლიერების გამოსახატავად. გთხოვ, ღმერთო, მომეცი ძალა და სიბრძნე იმისა, რომ

ბოლომდე გემსახურო, ამინ. - ფერდობზე აღმართულ ტაძარში, რომლის კედლების დამსხვრევაზეც

ლილეს, ხშირად უფიქრია, ახალგაზრდა მოძღვარი, გულმხურვალედ ლოცულობდა. აღნაგობითა და

შეხედულებით გამორჩეულმა მამაკაცმა, ათი წლის წინ აირჩია ეს გზა. გზა, ღმერთისთვის და

ღმერთამდე მიმავალი, როგორც თავად ამბობდა და მის წინაშე აღებულ ვალდებულებას,პირნათლად

ასრულებდა.

ამ, შავ სამოსში გამოწყობილი მოძღვარს გამო, იტანჯებოდა, ქალი. ლილე და ახლა უკვე, მოძღვარი

იაკობი, ერთ პატარა სოფელში, მოპირდაპირე, სიმწვანეში ჩაფლულ სახლებში გაიზარდნენ. მშობლებმა,

რომლებიც თბილი მეზობლობით გამოირჩეოდნენ, ბავშვები ერთ კლასში შეიყვანეს. ლილემ და იაკობმა

Page 10: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

ასე, სწავლასა და თამაშში გაატარეს ბავშვობა. ჯერ კიდევ, მერვე კლასში იყვნენ, ერთმანეთს

სიყვარულში, რომ გამოუტყდნენ. სკოლის დასრულების შემდეგ, ოჯახის შექმნაზე საუბარი დაიწყეს.

დანამდვილებით იცოდნენ, რომ ბედნიერები იქნებოდნენ. სწავლის დასრულების შემდეგ, ლილე

დედაქალაქში, მამიდასთან დასასვენებლად წავიდა. იაკობი კი, მეზობელ სოფელში, ბიძასთან

გადავიდა, რათა ტაძრის მშენებლობაში მიხმარებოდა. მეთოთხმეტე დღეს, როდესაც წყვილი კვლავ

შეხვდა ერთმანეთს, იაკობმა, განუცხადა ქალს, რომ მათი ერთად ყოფნა, აღარ შეიძლებოდა.

-რას ამბობ?-მოსმენილს, არ იჯერებდა, ლილე.

-მესმის, რთულია შენთვის. არც ჩემსთვის იყო მარტივი, ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ

გადავწყვიტე და ეს, საბოლოოა.

-სხვა შეგიყვარდა? -მამაკაცი, პასუხს არ ცემდა.

-სხვა შეგიყვარდა? როდის და როგორ მოახერხე? -ნერვიულად იღიმოდა ლილე.

-არა, სხვა ქალი, არაფერ შუაშია. - ძლივს ამოილუღლუღა, ცოტაოდენ ძალებ მოკრებილმა იაკობმა.

-ადამიანი, არ ხარ? გამაგებინე, ვინ არის შუაში?! - ემუდარებოდა ლილე, რომელსაც სახე და კისერი,

ცრემლისგან დასველებოდა.

-გადავწყვიტე, ჩემი თავი ღმერთს მივუძღვნა.

-რაა? -როგორც ჩანდა, ქალი, ყველა მიზეზს ელოდა, ამის გარდა.

-რა და რაც გაიგე. მე, არჩევანი გავაკეთე.

-ვისსა და ვის შორის, იაკობ?

-შენსა და ღმერთს შორის.

-და მერე? - ახლა, უკვე ნერვიულად იცინოდა ლილე.

-რაღა მერე? ღმერთი ავირჩიე.

-რა ჰქვია შენ საქციელს, იაკობ.

-სწორ გზაზე დადგომა, ლილე.

-გგონია, რომ სწორ გზას ადგახარ?

-კი არ მგონია, დანამდვილებით ვიცი, ჭეშმარიტების გზას, რომ ვადგავარ.

-რა არის ჭეშმარიტება, იაკობ?!

-სიმართლე! - არ დაიბნა მამაკაცი.

-სიმართლის გზას ადგა ხარ და მე, უსამართლოდ მექცევი?

-ვიცი და გეთანხმები, რომ რთულია, მაგრამ სამართლიანი გზაა ეს. ღმერთის ნებაა ყველაფერი ლილე,

Page 11: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

მის გარეშე, არაფერი ხდება, ამ სამყაროში.

-რა არის ღმერთის ნება? ჩემი ცხოვრების და სიყვარულის განადგურებაა ღმერთის ნება?

-არა, არა, არასწორად გაიგე რაღაც.

-მაშინ, ამიხსენი სწორად.

-ლილე, ჩემი მსახურება, ღმერთისთვის თავის მიძღვნა, მისივე ნებაა და აქ, საკამათო არაფერია. შენ კი,

ბედნიერი უნდა იყო.

-ბედნიერი? თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი.

-ღმერთი, რომ მწამს, ამიტომ მივდივარ მასთან.

-არა, რომ გწამდეს, ჩემთან დარჩებოდი.

-რატომ არ გესმის, რომ ადამიანები, ღმერთთან ვალში ვართ ლილე?!

-ვალში? რა გვმართებს ღმერთის?

მე, კიდევ ერთი საერთო აღმოვაჩინე ლილესა და პირველ ქალს შორის.ორივე მათგანს, სასურველი

მამაკაცები, ზურგს რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო აქცევდნენ და ამ, მიტოვება-დატოვებას, ღმერთის

ნება-სურვილად ასაღებდნენ.

-მან შეგვქმნა, ყველაფერი მოგვცა ადამიანებს, ჩვენ კი, არ დავუფასეთ.

-არ მითხოვია მისთვის, შემქმენი და უბედურად მამყოფე-მეთქი.

-ნუ სცოდავ, ლილე.

-კიდევ, მე ვცოდავ?

-ჰო, შენ.

-ახლა, მე მოვალ, შენ სიახლოვეს. შეგეხები, ისე როგორც ადრე და თუ წახვალ, წადი, შენ ღმერთთან.

-ჩემ ღმერთთან, რას ნიშნავს?

-იმას, რომ მე და შენ, სხვადასხვა ღმერთი გვყავს.

-შენი ღმერთი, ვინ არის და როგორია?

-ის, ბედნიერების და სიყვარულის ღმერთია.

-და ჩემი? - მოუთმენლად ელოდა ქალის პასუხს, იაკობი.

-სანამ გეტყვი, შეგეხები.

მამაკაცმა, თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია. ლილე, მიუახლოვდა, როგორც ადრე, ახლაც, მძიმედ

Page 12: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

სუნთქავდა იაკობი. ქალი მიხვდა, იაკობს ის ძველებურად უყვარდა და იმედი მიეცა. ღმერთის

უარყოფის კი არა, სიყვარულის ორად გაყოფის იმედი.

-მითხარი, გთხოვ, მითხარი, რომ ვერ მგრძნობ. იქნებ, ასე უფრო გამიადვილდეს განშორება.

-გგრძნობ და სწორედ ეგ შეგრძნებაა, რომ მაწუხებს.-მკლავები მამაკაცმაც შემოხვია, რომელიც თვალის

ახელას არ ცდილობდა.

-ნუ წახვალ, ჩემგან...-ემუდარებოდა ლილე.

-სხვანაირად, არ შემიძლია.-პასუხობდა მამაკაცი და მკლავებს, ისე ძლიერად ხვევდა ქალს, გეგონებოდა,

მისი ძვლებში დამტვრევა განიზრახაო. ცოტა ხანს დუმდნენ, ერთმანეთზე მიკრული სხეულები.

-ახლა, რას ფიქრობ?

-იმას, რომ უნდა წავიდე.

-რატომ? რისთვის?

-პირობა, უნდა შევასრულო.

-პირობა, სივრცეში გასროლილი?

-არა, პირობა, ღმერთისთვის მიცემული.

-შენ წარმოსახვაში არსებული ღმერთი, ეგოისტია, იაკობ.

-ნუ სცოდავ, ლილე.

-საყვარელ ადამიანს, შენ იშორებ და კიდევ მე ვცოდავ?

-შეუცნობელ არს, გზები, უფლისანი...

-შეუცნობელ იქნება, სანამ თვალებს არ ავახელთ.

-გეყოფა, საკმარისია სიტყვებით თამაში.

-გრძნობებით თამაშს, ნამდვილად ჯობს.

-და ვინ თამაშობს გრძნობებით, ლილე?

-შენ და შენი ღმერთი.

-გასაგებია.

-არაფერი, არ არის გასაგები.

-მე, მივდივარ.

-სად, მიდიხარ?

Page 13: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

-ღმერთთან, მის სახლში.

-ღმერთი, ყველგან არის, იაკობ.

-გამიშვი, ლილე გთხოვ...

-სად გაგიშვა იაკობ, სად...-ცინიკური ღიმილი ახლა, ცრემლა ჩაანაცვლა.

-იქ, სადაც, ყველაფერია.

-არ მჯერა მე ამის. მგონია, რომ ეს ყოველივე მესიზმრება და გამოღვიძება მსურს. დამეხმარე იაკობ,

დამეხმარე, რომ გავიღვიძო.-ქვითინებდა მამაკაცის მკერდს მიკრული ქალი.

-ეს, რეალობაა, ლილე. შენ, ახლა, დაბრმავებული ხარ. ამიტომაც, არც ჩემი გჯერა და არც ღმერთისა.

-მე, შენი ღმერთის არ მჯერა მხოლოდ.

-გამიშვი...

-ვერ გიშვებ ადამიანო, არ შემიძლია.

-მაინც წავალ.

-მოიცადე!-მკლავში ხელი სტაცა ქალმა.-გთხოვ, ნუ გამიხდი ღმერთს მეტოქედ.

-სხვა ქალთან წასვლას, ღმერთთან წასვლა არა ჯობს? მეგონა, გაგიხარდებოდა კიდეც.

-ახლა, ჩემთვის, ღმერთს და ქალს, ერთი ფასი აქვს.

-ვფიქრობ, უნდა დავასრულოთ.

-მოიცა, იაკობ.-უეცრად გაუბრწყინდა სახე ლილეს.

-რა დაგემართა?

-მოვიფიქრე.

-რა მოიფიქრე.

-ჩვენ შეგვიძლია, ერთად ვემსახუროთ ღმერთს და ის ვალი გადავუხადოთ, შენ რომ ახსენებ და მე არ

ვიცი. - მამაკაცი ინტერესით მიაჩერდა გამოსავლის პოვნის სიხარულით აცახცახებულ ქალს.

-დავოჯახდეთ, შემდეგ კი, შეგეძლება გახდე მოძღვარი. გვეყოლება შვილები, შენ, მრევლის

სულიერებაზე იზრუნებ, მე კი, ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები. მხარში ამოგიდგები და ვიზრუნებ

შენზე. განა ასე არ ცხოვრობენ სხვები?

-არა, მე ასე, ვერ ვიცხოვრებ. მე სხვა პირობა მივეცი ღმერთს.

-მე? ჩემთვის მოცემული პირობა?

Page 14: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

-შენ, ადამიანი ხარ ლილე, ამიტომ, შევთხოვ ღმერთს, რომ შენ ოდესმე შეძლო, გამიგო და მაპატიო.

-პატიება პირდაპირ მე უნდა მთხოვო, იაკობ, არ გჭირდება შუამავალი ღმერთის სახით.

-პირდაპირ შენ რომ გთხოვო მაპატიებ?

-არა, ახლა, თუ წახვალ, არასოდეს გაპატიებ.

-სხვა გზა არ მაქვს.

-ვინ გითხრა, რომ არ გაქვს?

-შინაგანმა ხმამ.

-და ვინ არის ეგ ხმა?

-ღმერთი.

-მაშინ, უთხარი შენ ღმერთს, რომ შენი გული, მხოლოდ მისი ვერასოდეს იქნება.

-და შენ რა იცი?

-ჩემში არსებული ხმა მეუბნება.

-ეგ, ღმერთის ხმა არ არის ლილე, ეგ, ბოროტის ხმაა, ჩემი გზიდან ასაცდენად შენში შემოჭრილი.

-ბოროტის?

-დიახ, სატანის.

-მაშინ, დამტოვე მე, ჩემ სატანასთან და წადი შენ, შენს ღმერთთან. - მამაკაცი შებრუნდა, თითქოს კიდევ

რაღაცის თქმა სუროს, ზურგშექცევით გაჩერდა.

-წადი იაკობ, წადი და არ დაგავიწყდეს, შენ ღმერთს უთხრა, უფრო სწორედ, გააფრთხილე ის, რომ ერთ

დღეს, აუცილებლად დავამარცხებ შენში მის სიყვარულს. -ახლა, უკვე ქალმა აქცია ზურგი იაკობს.

**

მეორე დღეს, ახლად გაღვიძებულმა, ისევ აივნიდან გადავხედე გარემოს. ქალი, არსად ჩანდა. შემეშინდა,

გავიფიქრე, სისუსტემ ხომ არ სძლია მეთქი. სახლში შევბრუნდი და ოთახებში დავუწყე ძებნა. მხოლოდ,

ერთი ოთახი დამრჩა, რომლის კარიც ჩაკეტილი იყო. მე, კარის გაღება მოვინდომე. თავდაპირველად,

უკანა თათებზე დავდექი და ავიზიდე, მივწვდი, თუმცა ძალა არ მეყო ურდულის ჩამოსაწევად.

მოვიფიქრე, ოდნავ შორი მანძილიდან, რის საშუალებასაც გარემო მომცემდა, ნახტომი გამეკეთებინა და

სახელურს დავხტომოდი. ასეც მოვიქეცი, მაგრამ, კარი მაინც ვერ გავაღე და სახელურზე გაწოლილმა

ქანაობა დავიწყე. მართალი აღმოვჩნდი, ლილე ოთახში იყო, ჩემ მიერ გამოწვეულ ხმაურზე კარი გააღო

და მე, ერთიანად გაოფლილი, მის ფეხთან ჩავვარდი.

-რა დაგემართა ტომ?

Page 15: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

მკითხა და ხელში ატაცებულმა მთელი ძალით მიმიხუტა. ჭუჭყიანს და ღამენათევს, სხვადასხვა

მცენარეების სურნელი კვლავ ასდიოდა. ეს სურნელი ჭკუიდან მშლიდა და ხანდახან, ჩემ კატობასაც

მავიწყებდა. ახლაც, შევეცადე, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და მკერდიდან თავი წამოვწიე.

ლილეს, თვალებში მიჩერებული დავრწმუნდი, რომ ჩემ პირველ მეგობარს, ჩემი თხოვნა, შეესრულებინა.

მკერდიდან არ მოვუშორებივარ, ასე, ერთმანეთზე მიკრულებმა, ოთახები მოვიტოვეთ.

-არა, არ მინდა მანდ, აქაც კარგად ვარ. - ვუთხარი, მაგრამ მაინც, ადგილი მუხლს ქვემოთ მოშორებით

გამომიძებნა. ბალახებში ჯდომას, აქ ყოფნა ბევრად ჯობდა, ამიტომ, ხმა არ ამომიღია.

-ტომ, წუხელ უცნაური სიზმარი ვნახე. ვიდექი კარიბჭესთან, რომლის მიღმაც, ჩემი დარდისა და

სამყაროში არსებული, ყველა უბედურების მიზეზი იმალებოდა. დიდხანს ვიწვალე, თუმცა, კარის

გაღება მაინც შევძელი. შიგნით შესულს ხმა მესმოდა, რომელიც ჩემგან გამბედაობას მოითხოვდა.

ირგვლივ, ყველაფერი ირწეოდა, კედლები იბზარებოდა და მტვერი ცვიოდა. მცენარეები წელში

იხრებოდნენ და ფოთლები, მოწითალო კვამლში იკარგებოდნენ. ირგვლივ, იასამნის ცივი სურნელი

ტრიალებდა. ვგრძნობდი, სხეული როგორ მეყინებოდა, თუმცა, არ შემშინებია. ხმა განუწყვეტლივ

ჩამესმოდა, რომელმა ხმამაც მითხრა, მეძებნა და აუცილებლად მივაგნებდი მიზეზს, რომელსაც

სამყაროში არსებული, ყოველი უსამართლობა გამოეწვია. მე, ვუპასუხე, რომ ერთი უბრალო ქალი

ვიყავი, რომელსაც ცხოვრებაში, არასოდეს გამართლებია. ხმამ, მითხრა:-,,უბრალო ქალები, არ

არსებობენ. არსებობენ, ორი ტიპის ქალები. ქალები, ევამდე და ევას შემდგომი ქალები. ქალი, რომელიც

გავს ევას და ქალი, რომელიც მყავს, მე. შენ, ახლა, არჩევანი უნდა გააკეთო. უნდა გადაწყვიტო, რომელი

კატეგორიის ქალი გსურს იყო. თუ მოისურვებ მიპოვო, აუცილებლად, მიპოვი. თუ განიზრახავ, ამოხსნა

საიდუმლო, ამოხსნი საიდუმლოს. პირველ რიგში, საჭიროა, დაუპირისპირდე ტკივილს. ვიცი და

გეუბნები, დარდის მოკვლამდე, მისი გაჩენის მიზეზი უნდა მოკლა. თუკი, ძალას მოიკრებ და არ

გამოგელევა ნებისყოფა, შენ ამოხსნი საიდუმლოს, რის შემდეგაც, აუცილებლად შეიცვლება სამყარო.

მანამდე კი, საჭიროა დაიბრუნო საკუთარი თავი. ანგარიში გაასწორო წარსულათან და შეასრულო

ოდესღაც მიცემული პირობა. მე, ქალი ვარ და ერთ დროს შევძელი, რასაც მოგვიანებით შეოტყობ. ვიცი,

თუ მოისურვებ, შეძლებ და კიდევ ერთი, ყურადღება მიაქციე კატას, შენ გვერდით მყოფს. მას, შენი

ყველაზე კარგად ესმის". - ეს თქვა და გამომეღვიძა. საოცარი ძალა ვიგრძენი, თითქოს ახლა, ამ დილას

დავიბადე. შენი აზრით, რომელი პირობა შემახსენა ტომ ხმამ? იქნებ, იაკობისთვის მიცემული?

-დიახ, დიახ, სწორედ ეგ პირობა შეგახსენა. - ვუპასუხე ქალს.

-ტომ, შენ თუ გესმის ჩემი და ფიქრობ, რომ ეგ შეახსენა, მანიშნე. - მე, წამოვდექი და სახეზე, თათი

ფრთხილად ჩამოვუსვი.

-შენ, ჩემი გესმის ტომ, შენ, ჩემი გესმის.-მითხრა და მიმიხუტა.

***

-სიმართლისთვის და თავისუფლებისთვის დევნილო, სამყაროს პირველო ქალო. მადლობას გიხდი

დახმარებისთვის. ლილემ მიამბო, რომ ეჩვენე და გაამხნევე.

-მე, შენი თხოვნა შევასრულე.

-ამისთვის გიხდი მადლობას.

Page 16: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

-თუკი შეძლებს, შეასრულოს პირობა კაცისადმი მიცემული, იმ შემთხვევაში მოგცემ ძალას და უფლებას,

უამბო ჩემ შესახებ დაწვრილებით.

-აუცილებლად, შეძლებს.

-ნუ ხარ ასე დარწმუნებული, ის ხომ ადამიანია.

-ვიცი, მაგრამ მე, მჯერა მისი.

-მე, არ მჯერა ადამიანების. ისინი, არასოდეს არიან ბოლომდე ერთგულნი. ჩემ შემდგომი ადამიანები,

გონებით რთულად თუ მართავენ საკუთარ თავს. მათში ემოციები ვულკანებივით ამოიფრქვევიან ხოლმე

და უეცრად, მიზნამდე თითქმის მისულები, ფარ-ხმალს ყრიან.

-ასე მგონია, ლილე შეძლებს და ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს.

-თუ შეძლებს, შენც შეძლებ უამბო.

-თავად რომ ესაუბრო? - ვკითხე და ციდან პასუხს დაველოდე.

-სად იცქირები, მე შემომხედე,-უეცრად, წელზე თათით შემეხო.

-აზრი მომივიდა. ერთად რომ წავიდეთ ლილესთან ამ ფორმით, უფრო გავუმარტივებთ მიზნამდე

მისვლას. მარტივად შევძლებთ, დავეხმაროთ, ქალს.

-შენ რაღაც გავიწყდება.

-რა? - ვკითხე პირველ ქალს, ძაღლის სხეულში.

-მას კი არა, ჩვენ გვჭირდება მისი დახმარება.

-ვერ გავიგე?

-თუ ლილე შეძლებს, მეც შევძლებ, ბოლო დაპირების შესრულებას.

-უეცრად, რაღაც გამახსენდა და თვალი დავხუჭე.

***

კლდის მწვერვალზე ორი ძალა იდგა, ორი, ერთმანეთზე მბრწყინავი და ღონიერი სილუეტი.

-შენ, ჩემს მიერ შექმნილო, უმადურო არსებავ, დაისჯები დაუმორჩილებლობისთვის და გაძევებულ

იქნები სამუდამოდ ედემის ბაღიდან. აღარ ერქმევა ადამს, შენი ქმარი. მისი სხეულიდან ამოვიღებ ნაწილს

და შევუქმნი ახალ ქალს, რომელიც, სამუდამოდ მორჩილი და მადლიერი იქნება, კაცისა და ღმერთისა.

-შენ, შეგიძლია შექმნა სხვა ქალი შემოქმედო, ვიცი, რომ ეს არ გაგიჭირდება. მაგრამ, გპირდები, მე,

სამყაროს პირველი ქალი, ჩემ ნაწილს ჩავდებ ყველა ქალში და არც ერთი მათგანი, არასოდეს იქნება

კაცისა და ღმერთის, ბოლომდე მორჩილი.

-მე კი გეუბნები! გაჩნდებიან თაობები, რომელთაც შენ შესახებ, არაფერი ეცოდინებათ, უმადურო.

Page 17: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

-მე კი გეუბნები - გაჩნდებიან თაობები, რომლებიც მოისურვებენ, შეიტყონ ისტორია, პირველი ქალისა.

-გაძლევ უფლებას სიცოცხლისას. ამიტომ გირჩევ, განმერიდო და მისცე სამყაროს მშვიდად გამრავლების

საშუალება.

-სიცოცხლის უფლებას კი არ მაძლევ, უბრალოდ სიცოცხლეს ვერ მართმევ შემოქმედო. არასოდეს

დაგავიწყდეს, მე, შენ, ერთი ბრძოლა უკვე მოგიგე.

-და რამდენი ბრძოლა დაგრჩა მოსაგები უმადურო შვილო?

-იმდენი, სანამ, არ აღიარებ შენ მიერ დაშვებულ შეცდომას.

-ჩემი შეცდომა, შენი შექმნაა ურჩო ქალო.

-არა შემოქმედო, შენი შეცდომა, ჩემთვის უუფლებოდ დატოვების სურვილია.

-მე, შენ, ყველაფერი მოგეცი, ხელის გულზე გადაგიშალე მთელი სამყარო და გიბოძე ის.

-მაგრამ სანაცვლოდ, ყველაზე მთავარი და საუკეთესო წამართვი. შენ, მე, თავისუფალი სიყვარულის

უფლება წამართვი. მამაკაცი, აიძულე ჩვენ შორის არჩევანი გაეკეთებინა. ჩემგან ადამისადმი მორჩილებას

მოითხოვდი. არ ვიცი, რატომ მოისურვე გექციე მასზე მდაბლად. შენი სურვილი მხოლოდ ის იყო, რომ

ადამი, ჩემზე აღმატებული ყოფილიყო, მე კი, მხოლოდ ერთი რამ მსურდა.

-რა გსურდა?

-მისი თანატოლობა.

-განმერიდე, წადი შენი გზით. აქ და ახლავე დავასრულოთ ის, რაც არც კი უნდა დაწყებულიყო.

-არ წავალ. მე ვიბრძოლებ, მომავალი ადამიანების თავისუფლებისთვის.

-შენ დაინახავ, როგორ შევქმნი მე სხვა ქალს, მორჩილსა და თავმდაბალს. მე, მას, ევას ვუწოდებ.

-რატომ გგონია, რომ ის, მორჩილი იქნება?

-იმიტომ რომ ის, ვალში მყოფი გაჩნდება. ყოველ წამს იგრძნობს, რომ მისი სიცოცხლე და არსი მამაკაცის

ძვალშია.

-მაშინ, არ გამიკვირდება თუკი მორჩილთან ერთად მხდალი და მშიშარაც იქნება ქალი.

-მხდალი?

-დიახ, მხდალი. ის, ადამივით მხდალი იქნება. თუმცა, იდება მასში გამბედაობის მარცვალი.

-არასოდეს, არასოდეს ექნება გამბედაობა ქალს.

-როგორც იტყვი შემოქმედო. მე კი ახლა, მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია.

-თქვი და დავასრულოთ.

Page 18: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

-ჩვენ, შევხვდებით.

-არასოდეს, შენი ხილვა აღარასოდეს მომინდება, უმადურო შვილო.

-ჩვენი შეხვედრა გარდაუვალია შემოქმედო.

-და როდის მოხდება ეს? - ღმერთს კარგ ხასიათზე მოსვლა დაეტყო. რთული მისახვედრი არ იყო, პირველ

ქალს, დასცინოდა.

-ჩვენ, შემოქმედო, მე და შენ, ევას დაუმორჩილებლობის დღეს შევხვდებით.-ყველაფერი თვალწინ

დამიდგა. პირველი ქალი, კვლავ გვერდით მიჯდა რომელიც, ამ ყველაფერს, ჩემთან ერთად იხსენებდა.

-როდის მექნება უნარი საუბრისა?

-მაშინ, როდესაც, ლილე, იაკობის გულში ღმერთს დაამარცხებს.

-გასაგებია.-ძაღლმა დაიწკმუტუნა და ბალახებში გაუჩინარდა.

***

-რატომ მითხრა: ,,-მე ქალი ვარ და შევძელი, შენც ქალი ხარ და შეძლებ.“ ვინ იყო და რა გააკეთა იმ ქალმა

ტომ? ვფიქრობ და ვერ გამიგია, უკვე დავიბენი კიდეც. სამზარეულოში შემოსულმა ლილემ ისე წამოიწყო

საუბარი და მომაჩერდა, გეგონებოდა მეგობარს ან ვინმე, სხვა ადამიანს ელაპარაკებაო. მივხვდი, კიდევ

ერთ ღამეს, როგორ გამოეცვალა იგი და ვიგრძენი, მზად იყო ლილე შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად.

ფინჯან მომარჯვებული, სავარძელში მოკლათდა და ფანჯარაში მოჩერებულ მზის სხივს, თვალი

გაუშტერა. მეორე სავარძელიდან, სადაც მე მოვკალათებულიყავი, მძიმედ გადმოვხტი და მისი

ყურადღება მივიქციე.

-რა ხდება ტომ? - მკითხა და მეც კნავილით, კარისაკენ მიმართულება აღებულმა, დინჯი მოძრაობა

დავიწყე. ლილე მიხვდა, უკან უნდა გამომყოლოდა და ასეც მოიქცა. მე, იმ დიდიხნის წინათ გამოკეტილ,

პატარა ოთახის კარს მივუახლოვდი, რომელშიც სასულიერო სახის ლიტერატურა ინახებოდა. ჩემმა იქ

მისვლამ ლილე დააიბნია, რომელიც ერთ ადგილას ქანდაკებასავით ჩამოდგა.

-აქ რა გინდა ტომ?

-კარი გააღე.

კნავილითა და ბრჭყალების რამდენჯერმე ჩამოსმით ვანიშნე. ოთახში, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.

ირგვლივ ყველაფერი მტვერსა და ობობების მიერ მოქსოვილ, სინათლისგან მოლივლივე ქსელებს მოეცვა.

თვალი შევავლე ოთახში მოთავსებულ ნივთებს და აი, დავინახე, ვიპოვე ის, რაც ყველაზე მეტად

მჭირდებოდა. საწერ მაგიდაზე ავხტი და ჭუჭყიან ბიბლიას, რომელზე ამოკაწრული, ჯვრის მხოლოდ

ფრაგმენტიღა ჩანდა, თათები რამდენჯერმე დავადე და ავაცილე. ლილე დაბნეული იდგა და ჩემი

ქმედებების ამოცნობას ცდილბდა.

-რას აკეთებ ტომ? რის მინიშნებას ცდილობ? - მისმა ამ შეკითხვამ დამარწმუნა, რომ ის ჩემი მოქმედებების

ამოცნობას ცდილობდა და ახლა, ცხვირით ვცადე წიგნი გადამეშალა.

-გასაგებია ტომ, მივხვდი... - მითხრა და მაგიდის გვერდით მდგარ სავარძელში მოთავსებულმა, ბიბლია

Page 19: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

გადაშალა.

-ახლა რა ვქნა? წავიკითხო? - ქალის შეკითხვას ხმადაბალი და მოკლე კნავილით ვუპასუხე.

,,თავდაპირველად, ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. მიწა იყო უსახო და უდაბური. ბნელი იდო უფსკრულზე

და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.“-ხმამაღლა და უხალისოდ კითხულობდა ლილე, ღვთის

სიტყვას. მე, მის მარჯვნივ ვიჯექი და ვუსმენდი.

-რატომ გინდა, ეს რომ წავიკითხო? - წიგნის დახურვა სცადა ქალმა, რომელსაც ფურცლებს შორის თათის

მოთავსებით ვანიშნე, რომ კითხვა გაეგრძელებინა.

-კარგი, კარგი. - მითხრა და განაგრძო.

,,თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში

ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.“

-კარგი რა ტომ, ეს ისტორია ხომ ზეპირად ვიცი?!

-ზეპირად რომ იცი სწორედ ეგაა პრობლემა. - ვუპასუხე ქალს, რომელიც ხანგრძლივი კნავილით

მივახვედრე, კითხვა გაეგრძელებინა. ასეც მოიქცა.

,, შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.“ - აქ კი, კითხვის

გაგრძელების საშუალება აღარ მივეცი. ქალი დაიბნა, რადგან თათებით ამ წინადადების მომდევნო

წინადადებები გადავუფარე და ამით, მივანიშნე რომ, ახლიდან წაეკითხა უკვე წაკითხული და როგორც

თავად აღნიშნა, დაზეპირებული.

-ვერ ვხვდები რა გინდა ტომ? - ოდნავ გაღიზიანებული ქალი, მალევე დამშვიდდა, რადგან გაახსენდა, რა

უთხრა ხმამ სიზმარში, რომ ჩემთვის, ყურადღება მოექცია.

-კარგი ტომ, ალბათ, რაღაც უფრო ღრმაა აქ.

,, შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.“-მშვიდად და

უფრო დაკვირვებით ამოიკითხა წინადადება.

-ეს რას ნიშნავს? თავის ხატად შექმნა, ქალად და კაცად შექმნა, ანუ გამოდის რომ... ჯობია გავაგრძელო.

,, აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას,

ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.“

-ტომ, გამოდის, რომ ღმერთმა, კაცი და ქალი ერთდროულად შექმნა. თანაც ორივე მის ხატად, მისივე

მსგავსი. მრავლობითი ფორმით გვეუბნება ბიბლია: აკურთხა ღმერთმა ისინი, ინაყოფიერეთ და

იმრავლეთ... რაღაც, ბოლომდე არ მესმის ტომ.

,, გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის

სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად...“

-კი მაგრამ, ბიბლია დასაწყისში ხომ მეუბნება, რომ ღმერთმა, ქალი და კაცი თავისსავე ხატად ანუ,

მსგავსად შექმნა, მას შემდეგ, რაც სამყარო მოაწყო და დედამიწა გააშენა? რამდენიმე წინადადების

Page 20: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

შემდეგ, კი აღგვიწერს, თუ როგორ შექმნა მტვრისგან, არა ადამიანები, არამედ მხოლოდ მამაკაცი. ვთქვათ

და ის პირველი წინადადება წიგნში გაპარული ხარვეზია...

მომწონდა ლილეს მსჯელობა, ამიტომ მშვიდად, ყოველგვარი მოძრაობის გარეშე ვუსმენდი.

-შეიძლება ვიფიქროთ, რომ წიგნის გამოცემისას დაუშვეს შეცდომა და ამიტომაც, მივიღეთ მრავლობითი

ფორმა ზემოთ. თუ ასეა, და მხოლოდ ადამი შექმნა პირველად ღმერთმა, ესეც ხომ არალოგიკურია?

ღმერთმა, ხომ ყველაფერი გამრავლების მიზნით შექმნა? შემოქმედმა ხომ ყველაფერი წყვილი

(დედალ-მამალი) მოავლინა დედამიწაზე? მაშინ, რატომ შექმნიდა მხოლოდ მამაკაცს? როგორ შეძლებდა

ამ შემთხვევაში მხოლოდ ადამი, ადამიანების გამრავლებას? ღმერთი ხომ ეუბნება:

,, ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას...“

მიხვდა, როგორც იქნა მიხვდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ თანხმობის ნიშნად, ამოკნავლებაც ვეღარ

შევძელი. ლილე კითხვას განაგრძობდა.

,, უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა.

აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში

კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა...“

-ტომ, მე ვიცოდი, კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის შესახებ, მშობლებსაც უთქვამთ, პედაგოგებსაც და

სასულიერო პირებსაც თუმცა, არასოდეს, არაფერი მსმენია სიცოცხლის ხის შესახებ. - კითხვა განაგრძე,

ვანიშნე და ცხვირით ბიბლია რამდენჯერმე გადავუფურცლე. ვხედავდი ლილეს გაოცებისა და სიახლის

აღმოჩენისაგან, თვალები გადიდებოდა და კანკალს ერთიანად აეტანა.

,, აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად.

გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის

და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.“

-ტომ, ადამს და ევას არ უთხრა ღმერთმა ეს? მე ასე ვიცოდი, ასე მასწავლიდნენ რომ, ღმერთმა ორივეს

აუკრძალა ეჭამათ ნაყოფი. მომდევნო წინადადებაში კი ამბობს ბიბლია, რომ იმ დროისთვის, როდესაც

ღმერთმა ხის შესახებ გააფრთხილა ადამი, ევა არ არსებობდა. აი, ნახე:

,, თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. უფალმა ღმერთმა

ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო.

ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.“

-ე.ი. ბიბლია, ჯერ გვიმტკიცებს იმას, რომ ევამ იცოდა აკრძალული ნაყოფის შესახებ და მაინც ჭამა ის,

შემდეგ კი, ადამი აცდუნა და თან გვიწერს, რომ ადამი გააფრთხილა, არ ეჭამა სიკეთისა და ბოროტის

შეცნობის ხიდან ნაყოფი, მაშინ, როდესაც, ჯერ არ არსებობდა ევა და მხოლოდ ამ გაფრთხილების შემდეგ

მიხვდა ღმერთი, რომ არ იყო კარგი ადამის მარტო ყოფნა და შეუქმნა ქალი. იცოდა თუ, არ იცოდა ევამ?

ვერაფერი გავიგე ტომ. ან კიდევ, რატომ არაფერს გვეუბნება ბიბლია მეორე, სიცოცხლის ხეზე? -

მიხაროდა, როდესაც ვუსმენდი ლილეს, ასე მონდომებულსა და მოფიქრალს. რომელიც სწორი

მიმართულებით და სამართლიანად აზროვნება. ჯერჯერობით კი, არ ჰქონდა იმდენი ცოდნა,

ჩაწვდომოდა სიცოცხლის ხის გაჩენისა და გაქრობის მიზეზს. არა, არა, ამას ლილე ვერასოდეს

გამოიცნობს. ეს, მე, იმიტომ ვიცი რომ, იქ ვიყავი და საკუთარი თვალით ვხედავდი. ამის შესახებ, მე უნდა

Page 21: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

ვუამბო მას, როდესაც სამყაროს პირველი ქალი, ამის უფლებას მომცემს.

,, თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას

მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.“-ეს კი მართლაც ძვალია - ძვალთაგანი... ეს კი მართლაც ძვალია...

ხორცია ჩემი ხორცთაგანი...-იმეორებდა ლილე და ჭერს მიშტერებული წაკითხულის გააზრებას

ცდილობდა.

-გავიგე! გავიგე! მივხვდი ტომ!-ისე შემომყვირა, რომ შემეშინდა და გულმოსულმა დავუკნავლე - რა

გაყვირებს მეთქი და ჩემი ფაფუკი თათი, სახესთან ჩამოვუქნიე.

-ადამი ამბობს, რომ ეს სხვა ქალია, ეს ქალი, იმ სხვა, პირველი ქალისგან განსხვავებულია, ეს ქალი,

მართლაც მისი ნაწილია, მისი ძვალია და მისი ხორცია... ადამი, ადარებს პირველ, სხვა ქალს და მეორეს,

ევას ერთმანეთს და პოვლობს მსგავსებას საკუთარ თავსა და ევაში. ბიბლია ამბობს: რომ ნეკნისაგან

შექმნილი ქალი, არაფრით არ გავს პირველს, მტვრისაგან შექმნილს, ღმერთის ხატად, ადამთან ერთად.-ამ

ყოველივეს კი არ მიყვებოდა არამედ, შემომყვიროდა ლილე. ყვიროდა სიხარულით, მან ხომ ეს ესაა მცირე

საიდუმლო ამოხსნა, რომელზეც ერთი-ორს თუ უფიქრია და ალბათ, გაჩუმებულა, რა სისულელე

მომაფიქრდაო. ვიფიქრე, დღეისთვის საკმარისი იყო სიახლეები და თათით წიგნის დახურვა ვცადე,

რაზეც მისგან წინააღმდეგობა მივიღე.

-ცოტაც მაცადე ტომ, ცოტაც...- მითხრა და კითხვა გააგრძელა. სიმართლე უნდა ვთქვა, წინააღმდეგობის

გაწევამ პირველად გამახარა.

,, გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა

დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?

მიუგო დედაკაცმა გველს: რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე

დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო...“

-ვერ ვხვდები ტომ, რატომ ეუბნება გველს ევა რომ ღმერთმა ნაყოფის ჭამა აუკრძალა? ბიბლია ხომ ამბობს,

რომ ღმერთმა მამაკაცს სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან ნაყოფის ჭამა აუკრძალა და შემდგომ

შეუქმნა მას ევა, ვინაიდან დაინახა, რომ არ ვარგოდა მისი მარტო ყოფნა? ახლა, რატომ მეუბნება იგივე

წიგნი, რომ ევა აღიარებს გველთან, რომ ღმერთმა ის და ადამი გააფრთხილა? ან, რა უნდოდა გველს?

რატომ გადაწყვიტა ადამიანების ცდუნება? მისი სიბოროტე და სიეშმაკე მანამდე რატომ არსად არა ჩანს? -

გველს საკუთარი სურვილით არ შეუცდენია ევა - ვუთხარი და ამჯერად მართლაც დავხურე ბიბლია.

ლილეს, თითქოს არც კი შეუმჩნევია ეს ქმედებაო, სივრცეს მიჩერებული ხმამაღლა ფიქრობდა.

-ტომ, ახლა ზუსტად ვიცი ვინც მესიზმრა იმ ღამით. ის, ის, პირველი ქალი იყო, ქალი ევამდე. ამიტომაც

მითხრა, რომ სუსტი ქალები არ არსებობენ და ორად დაყო ისინი: ევას მსგავს და თავის მსგავს ქალებად. -

ყოჩაღ, ყოჩაღ ლილე - შექება და ემოცია, მის შუბლზე ჩემი თავის ხახუნით გამოვხატე, რამაც მიახვედრა

ქალი, რომ კმაყოფილი ვიყავი და მთელი ძალით მიმიხუტა.

-და სად წავიდა ტომ, ის ქალი? რა დაემართა?

ამას, ბუნებრივია, თავად ვერ გამოიცნობდა. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი პირობის ასრულება იყო. რაც

უფრო სწრაფად გადადგავდა ნაბიჯს, იაკობისთვის მიცემული დაპირების ასასრულებლად, მით უფრო

სწრაფად შეძლებდა გაეგო სიმართლე. სიმართლე, რომელიც საკუთარი თვალით ვნახე. ვერ მოისვენა,

Page 22: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

საძინებელ ოთახში ფეხაჩქარებით შევიდა და კარი მიიხურა. მე იქვე, სახელურის ქვეშ ჩამოვჯექი და

დაველოდე. ვფიქრობდი, ან დამიძახებს, ან თავად გამოვა მეთქი. მართლაც, ასე მოხდა. კარი გაიღო და

გავოცდი. ჩემ წინ, ახლა უკვე თავმოწესრიგებული, თვალებ გაბრწყინებული, მხრებში გამართული,

ძლიერი ქალი, იდგა.

-გამომყევი ტომ, მე მზად ვარ. მითხრა და საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული, წინ გამიძღვა.

***

ეზო მოვიტოვეთ და ფერდობს ავუყევით. მძიმე, გრძელი ნაბიჯებით მიიწევდა მაღლობისკენ. ვხედავდი,

დრო და დრო ლოყები უფერადდებოდა. მიახლოვებულ ტაძართან, ცოტახნით შეჩერდა და ირგვლივ

მიმოიხედა. როდესაც დარწმუნდა იქ მოძღვარის გარდა, არავინ იყო, შეიგნით შევიდა.

-ადამიანებს, ღმერთი, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო გიყვართ...

-და რა მიზეზია ეს? - მოისმა მოძღვარის ხმა საკურთხევლიდან, რომელსაც ტაძარში შესული ქალი არ

დაუნახავს და ვერც ხმით მიამსგავსა ვინმეს.

-ჯოჯოხეთის შიშის გამო და კიდევ... - საკურთხევლიდან გამოსული მოძღვარის გაოცებული სახის

დანახვამ, ლილეც, დააბნია.

-ღმერთი, იმიტომ გიყვართ, რომ გეშინიათ და, კიდევ იმის გამო, რომ არ იცნობთ, მას. - ძლივს დაასრულა

წინადადება ქალმა.

-კეთილი იყოს შენი ღვთის სახლში მობრძანება, შვილო ჩემო. მოხარული ვარ, რომ ვხედავ, თუ როგორ

უერთდება კიდევ ერთი დაკარგული შვილი, ფარას. - უთხრა მოძღვარმა, ქალს და ჯვრიანი მარჯვენა,

ამბორისთვის გაუწოდა.

-როგორ მოგმართო, მოძღვარო თუ, იაკობ? - მოძღვარი იაკობი მიხვდა, რომ რიტუალს აზრი არ ჰქნდა და

ჯვარს ჩაბღაუჭებული მარჯვენა, უკან წაიღო.

-მე, მოძღვარი იაკობი ვარ, შვილო ჩემო.

-მოძღვარო იაკობ, თქვენ აღნიშნეთ, რომ ფარას კიდევ ერთი შვილი შეუერთდა. მე, ახლა, ღვთის სახლში

ვარ და ვერ ვიტყვი ტყუილს. არ შევერთებივარ, პირიქით, ახლა უფრო შორს ვარ მისგან, ვიდრე, ოდესმე

ვიყავი.

უთხრა მოძღვარს და ხელით მანიშნა, შიგნით შევსულიყავი. მე, მხოლოდ მისი ნებართვა მჭირდებოდა,

ამიტომაც ხერხემალში გაჭიმულმა, მტკიცე ნაბიჯების გადაადგილება წამოვიწყე. სათვალის მიღმა,

თვალებმოჭუტულ მოძღვარს მივუხვდი, რომ ჩემი დანახვა, არ ესიამოვნა. თუმცა, ისიც კარგად იცოდა,

არაფრის თქმას, აზრი რომ არ ჰქონდა და თათებისგან წარმოქმნილი მტვრის უცნაური ფრაგმენტები,

მშვიდად შეათვალიერა. მე, ახლა, უკვე ლილეს მუხლზე მოკალათებული, გავიწელე და კუდის ყელში

რამდენჯერმე გამოსმით, ქალის მიმართ, მადლიერება გამოვხატე.

-რატომ გგონია, რომ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო გვიყვარს ღმერთი და თან, არ ვიცნობთ მას?

-კი არ მგონია, დანამდვილებით ვიცი.

Page 23: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

ვხედავდი, ორივე მათგანი, რაღაც უცნაურს აეტანა. მოგონებები აეშალათ, თუ კიდევ ერთხელ გაიღვიძა

მათში ვნებამ, ვერ ვხვდებოდი.

-ამიხსენი, რა იცი.-ჰკითხა მოძღვარმა და მის მოპირდაპირედ, ოდნავ მოშორებით, მოთავსდა.

-ვიცი, იმიტომ, რომ ადამიანის შესაყვარებლადაც მხოლოდ ერთი მიზეზია საჭირო. ერთი კონკრეტული

რამის გამო, გიყვარდება ადამიანი. შემდეგ კი, ვპოვლობთ სხვა მიზეზებს. უფრო სწორედ, კი არ

ვპოვლობთ, თავისთავად მოდის. ანდა, ვცდილობთ, ვაიძულოთ საკუთარი თავი, რომ დავინახოთ

სხვადასხვა მიზეზები, შემდგომში თავის გასამართლებლად თუკი დაგვჭირდება, რომ გამოგვადგეს.

-გამომართვი...

მოძღვარმა, ნახევრად სავსე სასმისი გაუწოდა ქალს, რომელსაც, არც კი შეუნიშნავს. რადგან დაახლოებით

ნახევარი წუთის განმავლობაში, სითხე, ჩემ ფუმფულა კისერთან, სივრცეში, მოძღვარის სუნთქვის რიტმს

აყოლილი ქანაობდა. მივუხვდი, ქალს მკლავების ამოძრავება დავიწყებოდა და ხმადაბლა ვთხოვე,

გამოერთმია. ჩემმა კნავილმა ლილე, ფიქრებიდან გამოარკვია და მოძღვარს მადლობის ნიშნად თავი

ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად დაუკრა.

-ეს ერთ-ერთმა სულიერმა შვილმა მომართვა, სუფთა, საზიარებელი ღვინოა. - ვხედავდი, ვგრძნობდი,

მოძღვარი დაბნეული იყო. მან, სითხე ჯერ ცხვირთან მიიტანა, შემდეგ კი, თმებს შორის ბაგეები

გამოძებნა და ერთი დიდი ყლუპი გააკეთა. ასე ათი-თხუთმეტი წამის განმავლობაში, შეიკავა სითხე,

რომელმაც, ბაგის ბოლოებიდან თითქმის გამოჟონა და ისე ხმამაღლა გადაუშვა სხვეულში, რომ ხმა

ტაძრის კედლებმაც გაიგეს და გამოაჯავრეს.

-შენთან შეკითხვა მაქვს, მოძღვარო. - უხერხული სიჩუმე, ლილემ დაარღვია,

-გისმენ, რამ შეგაწუხა? - სათვალის ქვეშიდან ეჭვიანი თვალებით ახედა იაკობმა.

-ბიბლიის კითხვა დავიწყე, და...

-დიდება უფალს... - საუბარი შეაწყვეტინა, იაკობმა.

-მოხარული ვიქნები, თუკი ლაპარაკს დამაცდი იაკობ.

-მამა ან, მოძღვარო, იაკობ. - შეუსწორა მოძღვარმა.

-მოკლედ, ბიბლიის კითხვა დავიწყე და გამიჩნდა შეკითხვები.

-ყოველთვის მოხარული ვარ, როდესაც ადამიანები ღვთის შეცნობის გადაწყვეტილებამდე მიდიან და

მისკენ, ნაბიჯებს დგავენ.

-მე, პირიქით დამემართა.

-პირიქით? ეგ როგორ? - გაიკვირვა მოძღვარმა, თუმცა, მალევე საკუთარი თავის გაუკვირდა, ლილესგან

ამის მოსმენა, რატომ გავიკვირვეო.

-ვფიქრობ, ქაოსია ბიბლიაში, ან კიდევ, ვცდები და მე მეჩვენება ასე. თითქოს, რაღაც აკლია, მგონია, რომ

რაღაც ამოიღეს და საგულდაგულოდ გადამალეს.

Page 24: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

-ვერ ვხვდები, რას ამბობ, რისი თქმა გინდა. ბიბლია, წმინდა წიგნია, მასში სიტყვის ჩამატების და

გამოკლების უფლება, არავის არ აქვს.

-მაშინ, გამოდის, რომ თავად ღმერთი არ გვეუბნევა ბოლომდე რაღაცას.

-აქ, თუ ღვთის დასაგმობად მოხვედი, ცუდი ადგილი და მოსაუბრე შეგირჩევია საამისოდ.

-შენ, ხომ ერის სულიერი მოძღვარი ხარ?

-დიახ, ამას კითხვა რად უნდა? განა თვითონ არ იცი?

-რომ ვიცი, ამიტომაც მოგაკითხე. შენ, ჩემგან განსხვავებით, შესწავლილი გაქვს ბიბლია, ამიტომ, მგონია,

რომ ჩემ შეკითხვებზე, პასუხები გექნება თუ არა და...

-თუ არა და რა? - ანერვიულებული მოძღვარი საუბრის დასრულებას არ აცდიდა.

-ნუ ჩქარობ, მოძღვარო. - გაუღიმა ლილემ და წინ და უკან სიარულით, საუბარი გააგრძელა.

-თუ არა და შენც ბრმად გწამს და გიყვარს, ღმერთი.

-არ შეგიძლია დაჯდე და ისე ვისაუბროთ?

-სახეაწითლებული მოძღვარი ვიწრო, მოკლე კაბისგან, თვალის აცდენას ცდილობდა.

-არ მინდა დაჯდომა, ხომ იცი, ასეთი ვარ. არ შემიძლია, ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა. -უთხრა

და ახლა უკვე იაკობის ზურგს უკან მდგომმა, მხარზე ხელი მოუთათუნა.

-კარგი, იდექი, იარე, ან რაც გინდა, ის ქენი. - თავგზააბნეულმა მოძღვარმა მხრების უცნაური მოძრაობით

ანიშნა, რომ მისი სხეულიდან ხელი აეღო. ლილე, არ დაბნეულა, მხრიდან წელამდე ფრთხილად ჩააცურა

მტევანი და გაეცალა. ვხედავდი მოძღვარს, რომლის სახეზეც, სამყაროში არსებული ყველა ფერი,

ისახებოდა და ქრებოდა.

-მგონია, რომ ევამდე სხვა ქალი არსებობდა მოძღვარო. იცი ამის შესახებ, რამე?

-სად ამოიკითხე ეს? შენ, ალბათ სხვა ბიბლიას კითხულობ. - გაეღიმა იაკობს.

-არა, მე სწორედ იმ ბიბლიას ვკითხულობ, შენ რომ შეისწავლე.

-იქ, მსგავსი არაფერია.

-მოიტანე ბიბლია.

-ახლავე.

იაკობი წამოდგა და საკურთხეველში შევიდა. ლილე, დროის გასაყვარად წმინდა სახეების თვალიერებას

შეუდგა. მე, საკურთხეველის კარს ამოვეფარე და მოძღვარს, ყური დავუგდე.

,,უფალო, განსაცდელი მომადგა შენ წმინდა სახლში, ქალი სახით. რომელმაც ყველა მოგონება

ერთდროულად ამიშალა. გთხოვ, ჩემი ცდუნების უფლება, არ მისცე მას. გევედრები ღმერთო, არ მომცე

Page 25: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

შეცდომის ჩადენის და ცოდვაში ჩავარდნის შესაძლებლობა. დათრგუნე ჩემში ყოველი აზრი და

სურვილი, რაც ახლა, მისდამი გამაჩნია. მუხლმოყრილი გევედრები შემოქმედო, განმიმტკიცე, რწმენა

შენდამი“...

აი, ადამის შთამომავალი, ჩემ წინ, ჯვარცმასთან მუხლოყრილი, მობუტბუტე და მშიშარა. ჩავილაპარაკე

და ჩემთვის განკუთვნილ ადგილს სწრაფადვე დავუბრუნდი. მოძღვარი საკურთხეველიდან გამოვიდა.

ლილე, რომ ვერ დაინახა, ირგვლივ მიმოიხედა და შეჩერდა. საოცარი სანახავი იყო, ქალი. სანთლების

ყვითელ-მოწითალო სიკაშკაშე არა ამქვეყნიურ ხიბლს ძენდა.

-სადა ხარ ამდენ ხანს?

თქვა და უეცრად შემობრუნებულმა, მასთან ახლოს მდგომ მოძღვარს, თმა სახეზე შეაყარა. იაკობი,

ქანდაკებასავით იდგა.

-აჰ, აქ ხარ მოძღვარო? მე, უკვე შენს მოსაძებნად მოვდიოდი. - იაკობი, ხმას არ იღებდა და ლილეს ისე

მიშტერებოდა, თითქოს, მოჩვენებას ხედავდა.

ალბათ, ჭაობში იძირება და ტკბილი სიკვდილით კვდება - გავიფიქრე და გავმხიარულდი.

-კარგად ხარ იაკობ? სიცხიანის ფერი გადევს სახეზე. - ჰკითხა ლილემ და გაშლილი მტევანი შუბლზე

მიადო.

ეს უნდა კიდევ, ამ საცოდავს? მოეშვი, ხელებში არ ჩაგაკვდეს! - გავძახე ქალს და რეალობაში ახლახანს

დაბრუნებულმა იაკობმაც, ამოილუღლუღა.

-მოვიტანე ბიბლია. - და მკერდში ჩაკრული წიგნი, ლილეს გაუწოდა.

-ეგ, შენ გქონდეს, შენ, უნდა წაიკითხო.

-მე? მე, ზეპირად ვიცი.

-ასე უფრო გაგვიმარტივდება კითხვაზე - პასუხის გაცემა.

-კარგი, როგორც მოისურვებ. - უთხრა და თავდაპირველ ადგილს დაუბრუნდა. ლილეც ჩამოჯდა.

ჩამოჯდა, არა პირდაპირ, არამედ, მოძღვარის გვერდით.

-თავდაპირველად, ვინ შექმნა ღმერთმა? - იაკობმა, ბიბლიის კითხვა დაიწყო.

-არა, არ წამიკითხო, ჯერ შენი სიტყვებით მითხარი, ვინ შექმნა ღმერთმა პირველად?

კითხვა შეწყვეტილმა მოძღვარმა, პასუხი ზედმეტი ფიქრის გარეშე გასცა.

-ღმერთმა, თავდაპირველად, შექმნა ცა და მიწა, შემდეგ...

-არა, არა, მოკლედ მიპასუხე მოძღვარო.

-მაშინ, ასე გეტყვი. ღმერთმა, როდესაც დედამიწა შექმნა, მეექვსე დღეს, შექმნა ადამი, რომელსაც

დაავალა, სახელები დაერქმია ყველა, ხმელეთზე, მიწის ქვეშ, მიწაზე, წყალში თუ ცაში არსებული

ბინადარისთვის.

Page 26: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

-ღმერთმა, ყველაფერი, რაც დედამიწაზე შექმნა, წყვილად შექმნა თუ კენტად? ანუ, მხოლოდ მამრები

შექმნა?

-არა, ღმერთმა, ყველაფერი გამრავლების მიზნით შექმნა, ამიტომ წყვილად შექმნა ისინი.

-ანუ, ღმერთმა, მამრი ძაღლი და მდედრი ძაღლი შექმნა?

-ხუმრობის განწყობაზე ხარ?

-არა, არ გეხუმრები. გთხოვ, უპასუხე ჩემ კითხვებს.

-რა თქმა უნდა, შექმნა მდედრი ძაღლი და მამრი ძაღლი, სხვანაირად როგორ გამრავლდებოდნენ?

-მეც ეგ მაინტერესებს.

-ვერ გავიგე, რა გაინტერესებს? - დაიბნა მოძღვარი.

-ღმერთმა, ადამიანი, იმიტომ შექმნა, რომ გამრავლებულიყო ხო?

-დიახ, მაგას კითხვა რად უნდა? რა თქმა უნდა, მაგისთვის შექმნა.

-პირველად, ადამი შექმნა ხო?

-დიახ, ადამი.

-და მხოლოდ ადამი, როგორ გამრავლდებოდა?

-მხოლოდ ადამი რატომ? ევაც ხომ შეუქმნა?

-ევა და ადამი ერთდროულად შექმნა?

-არა, ევა, მერე შექმნა, ადამის ნეკნიდან.

-მაგას ვკითხულობ, რატომ გააჩინა ჯერ ადამი და შემდეგ ევა? თუკი შემოქმედმა ყოველივე გამრავლების

მიზნით შექმნა და წყვილად შექმნა ისინი. რატომ შექმნა მაინც და მაინც ყველაზე ძვირფასი და

ღირებული, ადამიანი, კენტად?-ჩაფიქრებულ მოძღვარს, ლილემ სთხოვა წაეკითხა.

,, შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.“

-ეს, რას ნიშნავს მოძღვარო? - იაკობმა, მუხლზე იდაყვი ჩამოდო და გაშლილ მტევანში თავჩარგულმა,

თვალები დახუჭა. მეც და ლილეც მივხვდით, რომ მოძღვარი ფიქრობდა.

-არ შეიძლება და დიდი ცოდვაა ღვთის სიტყვაში დაეჭვება.

-მხოლოდ ეს პასუხი გაქვს? მხოლოდ, ამის თქმა შეგიძლია?

-მე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბიბლია, ღმერთის სურვილით დაიწერა და მან ჩადო სხვადასხვა

დროს, ადამიანებში ის სიტყვები, რაც აქ არის თავმოყრილი.

-გასაგებია, ე.ი. შენც ბრმად გწამს. შენც, ვერ აცნობიერებ, როგორ დაჩაგრა ქალი ღმერთმა, როგორ

Page 27: იასამნის ქვეშ პს ნუ · იასამნის ქვეშ პ.ს - ნუ წაიკითხავ, თუკი, მხოლოდ უნდა

გვატყუებს ბიბლია და რისთვის მოაქცია მამაკაცის ჩრდილს ქვეშ, ქალი.

-შენ რა, გინდა თქვა, რომ ღმერთმა, ქალი დაჩაგრა?

-კი არ მინდა, პირდაპირ ვამბობ ამას.

-საიდან მიხვედი ამ აზრამდე? სად ამოიკითხე რომ ქალი დაჩაგრა ღმერთმა?

-პირველ რიგში, იქ დავინახე, რომ ქალი, მამაკაცის ძვლისგან შექმნა. შემდგომ კი, აი აქ, ამ წინადადებაში.

- ლილე, მოძღვართან უფრო ახლოს მიიწია და წიგნის ფურცვლას შეუდგა. ქალის, კანთან ახლოს მყოფმა

თვალებდახუჭულმა იაკობმა, ღრმად ჩაისუნთქა.

-აღარ ვხმარობ იმ სუნამოს. - ყურთან ახლოს მიწეული ბაგეებიდან ჩასჩურჩულა ქალმა. მოძღვარმა,

უეცრად დააჭყიტა თვალები და ლილეს, შეპირებული წინადადების ჩვენება სთხოვა.

,, თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს.“

-აქ, შენ რას ხედავ? ნუთუ, ამ წინადადებაში არ არის ქალი მეორე ხარისხოვანი?

-რატომ გგონია ასე? ღმერთი ამბობს, რომ ქალს გაუჩენს, რომელიც მისი შემწე, ანუ დამხმარე, იქნება.

-აქ პრობლემას ვერ ხედავ? ნამდვილად ასე ფიქრობ, იაკობ?

-ნამდვილად, ნამდვილად, ასე ვფიქრობ. - ქალი გრძნობდა, მოძღვარი იაკობიც შეერთებოდა რწმენის

სახელს ამოფარებულ, ურწმუნო ბრბოს და ყველაფრის მიუხედავად, ენანებოდა ამ სახიფათო გზისთვის.

-შენ, როგორ ფიქრობ, ლილე? - პირველად მიმართა ქალს სახელით, მოძღვარმა.

-იაკობ, დროს მოგცემ ფიქრისთვის. მეც, კარგად დავფიქრდები და შემდგომ მოსვლაზე, მოგახსენებ ჩემ

მოსაზრებას. - ქალი წასასვლელად მოემზადა. მოძღვარმა, ანაფორა გაისწორა და წიგნი საკურთხეველში

შეაბრძანა.

-გამოუმშვიდობებლად მიდიხარ? - მოგვაძახა უკვე კართან მდგომ მე და ლილეს. ქალს გაეღიმა და

მამაკაცის მიმარულებით წავიდა. იაკობმა, იმაში დარწმუნებულმა, ჯვარს მაინც არ ემთხვევაო,

გამოსამშვიდობებლად მარჯვენა ხელი გაუწოდა, რომელსაც მკრთალად დაჭორფლილი, გრილი ხელი

შეეგება და უეცრად, ქალმა, ტუჩის მარცხენა კუთხეში, მსუბუქად აკოცა.

როგორი სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ, ეს ქალი. - გავიფიქრე და სასიამოვნოდ გაოცებულმა, ტაძარი

დავტოვე.

თინა თაყაძე