16

Click here to load reader

me4 leqcia

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: me4 leqcia

IV ლექცია

სარჩევი 4. გერმანული ენის ლექსიკური ფონდის მოცულობა, სიტყვათა მარაგის სოციალური და კულტურული ასპექტები ............................................................... 1

4.1 გერმანული ენის ლექსიკური ფონდის მოცულობა ...................................... 1 4.2 ლექსიკური ფონდის სოციალური და კულტურული ასპექტები ........ 2

4.2.1 გერმანული ლექსიკური მარაგის ისტორიული მარკირება.................. 3 4.2.2 ლექსიკის ინტერნაციონალური მარკირება ............................................. 6 4.2.3 გერმანული ლექსიკური მარაგის რეგიონალური მარკირება ............ 10

4.2.3.1 ლექსიკის სტანდარტული ვარიანტები ........................................... 11 4.2.3.2 გერმანული ლექსიკის რეგიონალური ვარიანტები ................... 12

4.2.4 გერმანული ლექსიკური მარაგის სოციალური მარკირება................. 13 4.2.4.1 ტრანზიტორული (ასაკობრივი) ლექსიკა.................................... 13 4.2.4.2 ჰაბიტუალური ლექსიკა ..................................................................... 15 4.2. 4.2 ტემპორალური ლექსიკა .................................................................... 15

4. გერმანული ენის ლექსიკური ფონდის მოცულობა, სიტყვათა მარაგის

სოციალური და კულტურული ასპექტები

4.1 გერმანული ენის ლექსიკური ფონდის მოცულობა

გერმანული ენის (ისევე როგორც სხვა ენების) ლექსიკური ფონდის

სიტყვათა მარაგის მოცულობის ზუსტი შეფასება შეუძლებელია. ამას თავისი

მიზეზები აქვს: ენის ლექსიკა ღია სისტემაა, რომელიც მუდმივად ივსება

ახალი სიტყვებით. ამავე დროს ზოგიერთი სიტყვა საერთოდ ქრება

ლექსიკური ფონდიდან.

მოცულობის დადგენისას სადაო საკითხია, უნდა ჩაითვალოს თუ არა

შედგენილი სიტყვები, სიტყვათა ფორმები და დარგობრივი სიტყვები ენის

ლექსიკის შემადგენელ ნაწილად. დარგობრივი სიტყვებისა და სიტყვების

მორფოლოგიური ფორმების გარეშე გერმანული ენის ლექსიკური მარაგი

მოიცავს დაახლოებით 300 000 – 500 000 სიტყვას, დარგობრივ სიტყვებთან

ერთად - 5- 10 მილიონს. ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია 6 000- 10 000 სიტყვა

აქტიურად გამოიყენოს. ადამიანებთან რომლებსაც ენასთან უფრო

ინტენსიური შეხება აქვს – ენა მათი პროფესიული საქმიანობის მთავარ

საშუალებას წარმოადგენს, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება. მაგალითად

Page 2: me4 leqcia

როგორც დაადგინეს, მწერალ თეოდორ შტორმს თავის ნაწარმოებებში 22 500

სიტყვა აქვს გამოყენებული.

მოცულობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა სიხშირით ხდება

სიტყვების გამოყენება, რადგან ეს მთავარი კრიტერიუმია ძირითადი

ლექსიკური ფონდის დადგენისთვის. სიტყვათა გამოყენების სიხშირის

დადგენა ტექსტების კორპუსის (ენობრივი ანალიზისთვის განკუთვნილი

ტექსტების ერთობლიობის) კომპიუტერული ანალიზის მეშვეობით

სირთულეს არ წარმოადგენს; თუმცა გასათვალისწინებია ისიც, თუ რა მიზანს

შეიძლება ემსახურებოდეს ძირითადი ლექსიკური მარაგის შედგენა. მიზანი

შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს:

• მეცადინეობას მეორე ენის შესასწავლად

• დაწყებითი სკოლის დიდაქტიკას (ორთოგრაფიის, გრამატიკისა და

წარმოთქმის გაკვეთილები - Ausdrucksunterricht)

• ლექსიკონების შექმნას

ამიტომ ლექსიკური მინიმუმის შექმნისთვის ანგარიშგასაწევია არა მარტო

რაოდენობრივი, არამედ კომუნიკაციურ-პრაგმატული ფაქტორების

გათვალისწინებაც, როგორიცაა სიტუაცია, მომხმარებელი, ენობრივი

ქმედების ნიმუში, თემა და სხვ.

4.2 ლექსიკური ფონდის სოციალური და კულტურული ასპექტები

ენა არის ფუნქციონალური მოვლენა, რომლის საშუალებითაც

ხორციელდება ადამიანებს შორის კომუნიკაცია. ის ფაქტი, რომ ადამიანები

საზოგადოებაზე არიან დამოკიდებული, რომ მათი საქმიანობა საზოგადოების

სხადასხვა ჯგუფებთან არის დაკავშირებული, რომ ისინი სხვადასხვა

ადგილებზე და სხადასხვა დროში ცხოვრობენ, აისახება ლექსიკურ ფონდშიც:

რადგანაც ენის ლექსიკური მარაგი მუდმივად იცვლება, არსებობს

სიტყვები, რომლებიც საერთოდ აღარ გამოიყენება და ისეთი სიტყვებიც,

რომელთაც ახლად არის შემოსული ენაში. ამ ასპექტს შეიძლება ეწოდოს

Page 3: me4 leqcia

„გერმანული ენის ლექსიკური მარაგის ისტორიული მარკირება“. გარდა ამისა

არსებობს რეგიონალურად მარკირებული სიტყვათა მარაგი. გერმანული

წერილობითი ენის შექმნიდან გერმანული ლექსიკა მუდმივად

მდიდრდებოდა სხვა ენებიდან შემოსული სიტყვებით. ამ შემთხვევაში საქმე

ეხება „გერმანული ლექსიკის ინტერნაციონალურ მარკირებას“. ადამიანებს

შორის არსებული სხვადასხვა სოციალური ურთიერთობები კი

(სამსახურეობრივი, თავისუფალი დროის, ოჯახური და ა. შ. ურთიერთობები)

განაპირობებენ ლექსიკის სოციალურ მარკირებას.

4.2.1 გერმანული ლექსიკური მარაგის ისტორიული მარკირება

როგორც ვთქვით, გერმანული ენის ლექსიკური ფონდი მუდმივად

იზრდება. სიტყვები, რომლებიც ლექსიკურ მარაგს ემატება, შეიძლება

ნასესხები იყოს უცხო ენიდან, ან შექმნილი იყოს ენაში უკვე არსებული

მორფემების საფუძველზე. სესხების, სიტყვაშემოქმედების თუ უკვე

არსებული ენობრივი საშუალებების საფუძველზე შექმნილ ახალ სიტყვებს

ნეოლოგიზმები ეწოდება. განასხვავებენ ნეოლოგიზმების სამ ტიპს:

ოკაზიონალური ნეოლოგიზმები

ოკაზიონალური ნეოლოგიზმები ეწოდება სიტყვებს, რომლებიც

კომუნიკაციის პროცესში ერთჯერადად იქმნება და შემდეგ აღარ გამოიყენება. ეს

ხდება ან ექსპრესიულობის გამოსაწვევად ან მოცემულ მომენტში შესაბამისი სიტყვის

ნაკლებობის გამო.

(1) ა) Ich möchte das mal Zeitinseln nennen.

ბ) ARD „Frühstücksfernsehen“. 02.12.2002, J. M. Bergzins

გ) Däubler-Gmelin, Stötzl, Kohl und Stiegler haben’s vorgemacht. Manchen

bringt Extrem-Vergleichung das Genick.

Frankfurter Rundschau, 28.09.2002

Page 4: me4 leqcia

დროებითი ნეოლოგიზმები

დროებითი ნეოლოგიზმები ეწოდება ახლად შექმნილ სიტყვებს, რომლებიც

გარკვეული დროის პერიოდში ინტენსიურადაც გამოიყენებიან, „მოდურ

სიტყვებს“ წარმოადგენენ, მაგრამ ძირითად ლექსიკურ მარაგში მათი

მუდმივად დამკვიდრება ნაკლებად ხერხდება – მათ ახალი სიტყვები

ანაცვლებენ. ერთ–ერთი ასეთი დროებითი ნეოლოგიზმის ისტორია

მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ტექსტში (2):

(2) სიტყვა „kaschubisch“ დიდი ხანია აღარ წაგვიკითხავს. ორმოცდაათიანი წლების შუა

პერიოდში დასავლეთგერმანულ ფელეტონებში ნამდვილი ფურორი მოახდინა და

ზედსართავი სახელი იყო ყველაფრისთვის, რაც უცხოდ ან საშიშად აგრესიულად

მოქმედებდა.“ (ქართული თარგმანი)

Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung, 20. 10. 2002, S. 54

დღესდღეობით მაგალითად „მოდურია“ გამოიყენება ხარისხების

მაწარმოებელი ელემენტები, რომლებიც გადაჭარბებულობას გამოხატავენ:

super-, mega-, brand-, tierisch, geil, ხოლო ultra- უკვე აღარ არის მოდაში.

(3) ა) Das brandneue Fibel-Programm!

Auer Schulbuchkatalog, 2002

ბ) Wir freuen uns alle tierisch über alles, was passiert!

Robert von „Mia“ in AUDIMAX, 07. 08. 2002, S. 22

გ) da draußen war vorhin ein geiler Sound beim Soundcheck, [...]

Xavier Naidoo in AUDIMAX, 07.08.2002, S. 24

ტემპორარული ნეოლოგიზმები

ტემპორარული ნეოლოგიზმები მიეკუთვნებიან გარკვეული ჯგუფის

ლექსიკურ მარაგს, ან გარკვეულ, ენობრივ ვარიანტს. შემდეგ ისინი კარგავენ

ახლის მნიშვნელობას და ხდებიან ლექსიკური მარაგის მუდმივი ერთეული.

ამის მაგალითად Riesterrente , რომელიც დარგობრივ ენაში დამკვიდრდა.

Page 5: me4 leqcia

ენაში ახალი სიტყვების შემოსვლასთან ერთად ბევრი სიტყვა ძველდება და

ქრება, რაც ან აღსანიშნი ობიექტის „გაქრობით“, ან ძველის ნაცვლად ახალი

მსგავსი მნიშვნელობის სიტყვის დამკვიდრებით არის გამოწვეული,

მაგალითად სიტყვა entküssen თავსართით შედგენილი სხვა სიტყვები

თავსართის შეცვლის შემდეგ გაქრა. ხოლო სიტყვა Christmonat სხვა თვეების

ძველი გერმანული სახელწოდებების მსგავსად რომაული სახელებით

შეიცვალა (4).:

(4) ა) entknüpfen (heute aufknüpfen), entküssen (heute abküssen)

ბ) indmonat (heute November), Christmonat (heute Dezember)

ძველ სიტყვებს შორის განასხვავებენ ისტორიზმებს და არქაიზმებს.

ისტორიზმები აღნიშნავენ დენოტატებს, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ

(შემორჩენილია მხოლოდ გადმოცემებში ან მუზეუმებში). მაგალითად(5):

(5)„Nach der Schlacht von Sedan im Jahre 1870 zeichnete sich ein einfacher Grenadier durch

Tapferkeit dermaßen aus, dass ein Kompanieführer ihn zu Verleihung des Eisernen Kreuzes

vorschlug“ (Wilhelm Spor: Der kluge Grenadier)

პირველი წინადადება შეიცავს სამ მოძველებულ ლექსემას შეიცავს: Schlacht

von Sedan და Eisernes Kreuz, და Grenadier ისტორიზმებია. ისინი მაშინ

გამოიყენება, როცა მიმართება ისტორიულ დენოტატზე ხდება.

არქაიზმები კი ეწოდება სიტყვებს, რომელთა დენოტატსაც თანამედროვე

პერიოდში ახალი აღმნიშვნელი აქვს. 1794 წელს დაბეჭდილი ლექციის ერთ

წინადადებაში ვპოულობს 3 არქაიზმს, რომლებიც სხვა ლექსემებით

შეიცვალა: verfloßne Sommer-Halb-Jahre დღეს ითქმება vergangene

Sommersemester (გასული ზაფხულის სემესტრი), და სიტყვა Jünglinge შეცვალა

სიტყვამ Studenten.

(6) „Diese Vorlesungen wurden im verfloßnen Sommer-Halb-Jahre vor einer beträchtlichen Anzahl

der bei uns studierenden Jünglinge gehalten.“

Johann Gottlieb Fichte: Erste Vorlesung. Über die Bestimmung des Menschen an sich.

Page 6: me4 leqcia

4.2.2 ლექსიკის ინტერნაციონალური მარკირება

როცა სხვადასხვა ხალხებსა და ენობრივ ჯგუფებს ხშირი შეხება აქვთ

ერთმანეთთან, ხდება სიტყვების სესხება. გერმანულ ენაში ძალიან ბევრია

ლათინურიდან და კელტური ენებიდან ნასესხები სიტყვები (მაგ. სიტყვა Tisch

ნასესხებია ლათინური სიტყვიდან discus, სიტყვა Geisel კელტური

წარმოშობისაა და თავდაპირველად გირაოს აღნიშნავდა), რაც გერმანიკული

ტომების რომაელებთან და კელტებთან ახლო კონტაქტით არის. ადრეული

შუასაუკუნეების გერმანულმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა ახალი

უცხო კულტურის (ქრისტიანობის) შემოსვლის გამო. განსაკუთრებით

გახშირდა ბერძნული და ლათინური სიტყვების შემოსვლა(7).

(7) ბერძ. :angelos ლათ. : angelus ძვ. გერმ. : angil - Engel

ძვ. ლათ. : nonna – Nonne

ლათ. :brevis – Brief

რაინდობის პერიოდში სიტყვები შემოდიოდა ფრანგულიდან (8):

(8) ძვ. ფრანგ. aventure საშ. გერმ. aventiure - Abenteuer

ძვ. ფრანგ. tornier საშ. გერმ. turnier – Turnier

მომდევნო პერიოდში გერმანული ლექსიკური მარაგის გამდიდრება

ხდებოდა აგრეთვე სხვა ენებიდან შემოსული სიტყვებით. ახალ პერიოდში

სესხება ხდება ანგლო-ამერიკული ენობრივი სივრციდან.

გერმანულ ენაში უცხო სიტყვების პოტენციური წილი არც ბოლო

საუკუნეებში შეცვლილა მნიშვნელოვნად. დღეისთვის გერმანულში

დაახლოებით 20 000-დან 40 000-მდე უცხო სიტყვაა, და ყოველდღიურ

სასაუბრო ენაში აქედან მხოლოდ 10 პროცენტი გამოიყენება. მაგრამ არის

ტექსტის სახეობები, სადაც უცხო სიტყვები გადაჭარბებული რაოდენობით

იხმარება (მაგ. : რეკლამა).

უცხო სიტყვების შემოსვლის მიზეზები სხვადასხვაა:

• კავშირები ერებს შორის

ეს კავშირი ხორციელდება ვაჭრობით ან წერილობითი თარგმანების

გავრცელებით. ასეთ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება

Page 7: me4 leqcia

სიტყვების სესხებას. მაგალითად გერმანულ ენაში ბევრია სავაჭრო

ურთიერთობების შედეგად არაბულიდან (Zucker, Alkohol, Haschisch...)

და სლავურიდან (Zobel, Zander ...) შემოსული სიტყვები.

• ძლიერი ერები გავლენას ახდენენ სუსტებზე

პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და სხვა ცვლილებები,

აგრეთვე გარდაქმნები იწვევენ ენაში უცხო სიტყვების შემოსვლას. XVII-

XIX საუკუნეებში განსაკუთრებით დიდი იყო ფრანგულის გავლენა

გერმანულზე. ჩვენს პერიოდში ყველაზე დიდი გავლენა ინგლისურ

ენას აქვს, რაც ჯერ კიდევ მე-17-ე საუკუნეში ინგლისური სამოქალაქო

ცხოვრების სტილისადმი მზარდმა ინტერესმა გამოიწვია და

მოგვიანებით კი ამერიკის ეკონომიკურმა და მეცნიერულმა

განვითარებამ გააძლიერა.

• თანამედროვე მოვლენები მუსიკაში, ცეკვაში და ჩაცმულობაში

საზოგადოების ცალკეული პრივილეგირებული ჯგუფები მასისაგან

ხშირად სწორედ უცხო სიტყვების გამოყენებით გამოირჩევიან, და

ამასთანავე მიბაძვის ობიექტები ხდებიან.ნასესხობათა სახეები:

გერმანულ ენაში არსებულ უცხო სიტყვათა მრავალი კლასიფიკაცია არსებობს,

მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ბეცის (1974) მოდელი (გამ. 4.1).

ნასესხობები

უცხო სიტყვები ინტერნაციონალიზმები ნასესხები სიტყვები კალკები

სიტყვაწარმოება უცხოენოვანი ნასესხები მნიშვნელობები ნიმუშის მიხედვით გამ. 4.1 ნასესხობათა სიტყვათა კლასიფიკაცია

უცხო სიტყვები

უცხო სიტყვებს ნასესხები სიტყვებისაგან განსხვავდებიან იმით, რომ ისინი

უცხო ენაშიც თავიანთ ფორმას თითქმის უცვლელად ინარჩუნებენ.

ცვლილებები შეიძლება უმნიშვნელო სახის იყოს: მაგალითად უცხოენოვანი

Page 8: me4 leqcia

არსებითი სახელები იძენენ არტიკლს და დიდი ასოთი იწერებიან. ზმნებს

ემატებათ ფლექსიური ნიშნები: die E-Mail, der Firewall, chatten (sie chattet).

უცხო სიტყვები აგრეთვე ინარჩუნებენ ჟღერადობას და წერილობით

ფორმას. უცხოენოვან წარმოშობაზე მიუთითებენ:

- უცხოენოვანი ფონემები: ფონემები, რომლებიც გერმანულ ენაში არა

გვაქვს. მაგალითად [í] სიტყვაში Gendarme [í°Æ'§°≤≠].

- უცხოენოვანი გრაფემები: მაგ. : Žłoty (პოლონური ფულის ერთეული)

- გრაფემისა და ფონემის ისეთი ურთიერთმიმართება, რომელიც

გერმანული ენისათვის დამახასიათებელი არაა: <ea> → [i:] სიტყვაში

Team

- ფონემების გერმანული ენისათვის უცხო კომბინაციები: [sv] ან [sk]

ინიციალები სიტყვებში Sweatshirt [['≥∑¤¥ÉŸ:¥], ან Skat [ska: t]

- გრაფემების გერმანული ენისათვის უცხო კომბინაციები, მაგ. : <gh>

სიტყვაში Ghetto ან <ou> სიტყვაში Courage

- უცხოური მახვილები: მაშინ როდესაც გერმანულ ენაში სიტყვის

მახვილი პირველ ან ძირეულ მარცვალზე მოდის, უცხო სიტყვებში

თავს იჩენს მახვილი ბოლო მარცვალზე: (aut΄ark ან extempor΄ieren)

- უცხო ფლექსიის ნიშნები. უცხო ენიდან გადმოდის აგრეთვე ფლექსია.

მაგ.: გენიტივის წარმოება (des Atlas და არა des Atlasses) ან მრავლობითი

რიცხვის(Kompositum მხოლობითში და Komposita მრავლობითში)

წარმოება.

- უცხოენოვანი სიტყვათწარმოების მორფემები: სხვა ენებიდან შემოდის

აგრეთვე პრეფიქსები და სუფიქსები ( inter- ან -ismus).

ნასესხები სიტყვები

ნასესხები ეწოდება უცხოური წარმოშობის სიტყვებს, რომლებიც იმდენად

მოერგნენ გერმანული ენის სისტემას, რომ გერმანულად მოლაპარაკეები

უცხოდ აღარ მიიჩნევენ.

თუმცა ეს მორგება/შეხამება სრულყოფილი მაინც ვერ იქნება. მაგალითად

სიტყვები Telefon, Mikrofon, Megaphon, Phonetik ეს სიტყვები ყოველდღიურ

Page 9: me4 leqcia

სასაუბრო ენაში გამოყენებით მართალია გარკვეულწილად დაემსგავსნენ

გერმანული წარმოშობის ლექსემებს, თუმცა ეს მოხდა ხანგრძლივი მხოლოდ

ხანგრძლივი პროცესის შედეგად.

უნდა გამოვყოთ დიდი ხნის ნასესხები სიტყვები, რომლებმაც მნიშვნელოვანი

ფონეტიკური, სემანტიკური და გრამატიკული ცვლილებები განიცადეს (მაგ.

სიტყვები: Tisch ← ლათ. discus, Abenteuer ←საშ. ფრანგ. aventure,

Kutter←ინგლ. Cutter) და მისთ. და (შედარებით ახლო წარსულში) ნასესხები

სიტყვები, რომლებმაც მხოლოდ მცირე სახელცვლილება განიცადეს და

გარკვეული თავისებურები შეინარჩუნეს, მაგალითად Garage, Konditor და

მისთ.

ინტერნაციონალიზმები

ინტერნაციონალიზმებს უწოდებენ სიტყვებს, რომელებიც აღნიშნავენ

ისეთ საგნებს, რომელთა მოხმარების სფერო გასცდა ერთი ეროვნების,

კულტურისა და ენის ფარგლებს, და საყოველთაოდ, საერთაშორისოდ

ცნობილი გახდა, შდრ. (9)

(9) ვისკი: გერმ. Whisky ინგლ. whisk(e)y, ფრანგ. whisk(e)y, იტ. whisky ესპ

whiski

გარდა ამისა ინტერნაციონალიზმებს მიეკუთვნებიან ისეთი ნასესხები

სიტყვები, რომლებიც საერთაშორისოდ არის ცნობილი: Bar , Büro, Chef,

Manager.

ინტერნაციონალიზმები უნდა განვასხვაოთ ეგზოტიზმებისაგან.

ეგზოტიზმები აღნიშნავენ ისეთ დენოტატებს, რომლებიც გერმანულენოვან

სივრცეში ადრე არ არსებობდნენ: Dollar, Geisha, Kaviar, Haloween.

კალკები

კალკები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს 2 ჯგუფად: 1. სიტყვაწარმოება

უცხოენობრივი ნიმუშების მიხედვით და 2. ნასესხები მნიშვნელობები.

პირველ შემთხვევაში სიტყვაწარმოება ხდება უცხოენოვანი რთული სიტყვის

შემადგენელლი მორფემების გერმანულ შესატყვისთა კომბინაციის შედეგად:

Page 10: me4 leqcia

მაგალითად Wolkenkratzer ნაწარმოებია ინგლისური სიტყვის skyscraper

მიხედვით. უცხო ენიდან ხდება არა მხოლოდ სიტყვაწარმოების, არამედ

ფრაზეოლოგიზმების გადმოღებაც, მაგალითად გამოთქმა Im gleichen Boot

sitzen (ერთ ცეცხლში წვა, ერთნაირი პრობლემების, გაჭირვების ქონა)

ნასესხებია ინგლისური შესიტყვებიდან To be in the same boat; ხოლო das macht

keinen Unterschied არის ინგლისური ფრაზის That makes no difference

თარგმანი. ამასთან უცხო სიტყვაზე ფორმალურ–შინაარსობრივი

დამოკიდებულების მიხედვით ერთმანეთისგან განასხვავებენ:

1. ნასესხებ თარგმანებს (Lehnübersetzungen): dies luanes – Montag (რაც

უცხო შედგენილი სიტყვის ან ფრაზის თითოეული მორფემის ან

სიტყვის ზუსტ თარგმანს გულისხმობს და

2. მნიშვნელობის გადატანას (Lehnübertragungen): ინგლ. show business –

Unterhaltungsgeschäft, რომლის დროსაც „თარგმანი“ შედარებით

თავისუფალია (შდრ. იგივე Wolkenkratzer).

3. ნასესხებ ნეოლოგიზმს (Lehnschöpfung), რაც გულისხმობს შესატყვისის

მოძიებას უცხო სიტყვისთვის: Universität –Hochschule.

რაც შეეხება ნასესხებ მნიშვნელობას, ის გულისხმობს სიტყვის

მნიშვნელობათა არის გაფართოებას უცხო ენის გავლენით. ასევე ძვ. გერმ.

სიტყვამ heilant = „Heilender“ ლათინური სიტყვიდან salvator მიიღო მნიშვნელობა

„Heiland“ (მაცხოვარი) სიტყვამ feuern = „Feuer machen“ თანამედროვე პერიოდში

ინგლისური სიტყვიდან fire მიიღო მნიშვნელობის ახალი ვარიანტი

„სამსახურიდან დათხოვნა“.

4.2.3 გერმანული ლექსიკური მარაგის რეგიონალური მარკირება

ენის რეგიონალურ მარკირებას განაპირობებენ ლექსემები, რომლებიც

მთელ გერმანულ ენობრივ სივრცეში არ გვხვდებიან და მხოლო გარკვეულ

რეგიონში გავრცელებული მეტყველებისთვის არიან დამახასიათებელი.

გერმანული ენის აქტუალური მდგომარეობის გათვალისწინებით

ერთმანეთისაგან განასხვავებენ გერმანული ლექსიკის სტანდარტულ და

დიალექტურ ვარიანტებს.

Page 11: me4 leqcia

4.2.3.1 ლექსიკის სტანდარტული ვარიანტები

გერმანული ენა დღეისთვის სახელმწიფო ენაა ხუთი ქვეყნიშთვის:

გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, ლიხტენშტაინისა და ლუქსემბურგისთვის.

გარდა ამისა იტალიაში და ბელგიაში გერმანული ენა არის ცალკეული

რეგიონების ოფიციალური ენა, ხოლო 27 სხვა სახელმწიფოში უმცირესობის

ენა (ამონი, 1995). განასხვავებენ გერმანული ლექსიკის სამ სტანდარტულ

ვარიანტს:

ავსტრიული სტანდარტული გერმანული: ავსტრიაციზმები

ენობრივი სიტუაცია ავსტრიაში დაახლოებით ისეთივეა, როგორც მის

მოსაზღვრე სამხრეთ გერმანიაში, თუმცა არსებობს აგრეთვე ტიპიური

ავსტრიული ლექსემებიც, რომელთაც ავსტრიციზმებს უწოდებენ. ისინი

გვხვდება როგორც დიალექტებში, აგრეთვე სტანდარტულ ვარიანტში.

ტიპიური ავსტრიციზმებია: Fleischhauer (ყასაბი), Kundmachung (გაცნობა,

გამოქვეყნება), allfällig (სავარაუდოდ), Rauchfangkehrer (მესაკვამურე), Jänner

(იანვარი).

შვეიცარიული სტანდარტული გერმანული: ჰელვეტიზმები

ხშირად ისმის კითხვა, არსებობს თუ არა ერთიანი ზეპირი შვეიცარიული

გერმანული(Einheitsschweizerdeutsch), რადგან შვეიცარიაში გერმანიისა და

ავსტრიისადან განსხვავებით უმეტესად დიალექტზე ლაპარაკობენ. ხშირად

მოჰყავთ კანფეტის მაგალითი: შვეიცარიის გერმანულენოვან ნაწილში

იყენებენ სიტყვას Bonbon, რომელსაც აქვს უამრავი დიალექტური ვარიანტი

(Zältli, Täfeli, Tröpsi და Zükerli), თუმცა ეს დიალექტებს შორის გაუგებრობას

არ ქმნის, იმიტომ რომ ეს ვარიანტები ყველგან ცნობილია. მაგრამ რა თქმა

უნდა არსებოს აგრეთვე ერთი სტანდარტული ვარიანტი. ტიპიური

ჰელვეტიზმებია: Velo (ველოსიპედი), Verträger (კურიერი), Glace (ნაყინი), pfüati

(სალამი), Billett (ბილეთი), ein Telefon geben (დარეკვა).

Page 12: me4 leqcia

გერმანიის სტანდარტული გერმანული „Binnendeutsch“:

ტევტონიზმები/გერმანიზმები

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფარგლებში გერმანული

სალიტერატურო ენა მთლიანად ფარავს დიალექტებსაც და სასაუბრო ენასაც.

მაგრამ სტანდარტული გერმანულიც არაა მთლიანად ჰომოგენური

(ერთგვაროვანი), ამის მაგალითია ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვების

სხვადასხვა რეგიონალური ვარიანტები, როგორიცაა: Samstag/Sonnabend,

Fleischer/Metzger, Guten Tag/Grüß Gott!

4.2.3.2 გერმანული ლექსიკის რეგიონალური ვარიანტები

სტანდარტულ გერმანულთან ერთად არსებობენ გერმანული დიალექტები

და სასაუბრო ენა. ტერიტორიული მდებარეობის, სოციალური ფენის,

საკომუნიკაციო სიტუაციისა და როლის მიხედვით ზოგჯერ სასაუბრო ენა

დიალექტურად არის შეფერილი. ფონეტიკურ და მორფოლოგიურ-სინტაქსურ

ნიშნებთან ერთად გვაქვს რეგიონალურად მარკირებული სიტყვები,

რომლებიც დიალექტურ შეფერილობას განაპირობებენ და ადვილად

გამოსაცნობი ხდება, რომელი რეგიონიდან არის ადამიანი. მაშინ როცა

წარსულში კვლევების ცენტრში სოფლების დიალექტი იდგა, ამ პერიოდში

უკვე კვლევის საგანი სტანდარტული ენა, ქალაქების სასაუბრო ენა

(Stadtsprache) გახდა, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება სოფლის

დიალექტური სასაუბრო ენისაგან. დიალექტური სასაუბრო ენა ქალაქების

სასაუბრო ენისაგან განსხვავებით არ არის ჰეტეროგენული (მრავალგვარი,

მრავალისახის) და წარმოადგენს დიალექტისა და სალიტერატური ენის

ნაზავს. რეგიონალური სასაუბრო ენა მეტნაკლებად განსხვავდება

რეგიონალური დიალექტისაგანაც. რეგიონალურ სასაუბრო ენას გერმანიის

სამხრეთში მკვეთრი დიალექტური შეფერილობა აქვს. ქალაქის სასაუბრო

ენაში დიალექტური სიტყვების გარდა გვხვდება აგრეთვე ქალაქებისათვის

დამახასიათებელი განსაკუთრებული ლექსიკა. შონფელდს (1989) მოჰყავს

მაგალითები ბერლინის სასაუბრო ენიდან:

Page 13: me4 leqcia

(10) ა) Hackepeter (უმი, საკეპილი ღორის ხორცი)

ბ) Schusterjungen (ჭვავის ფუნთუშები)

გ) Schrippe (ხორბლის ფქვილის ფუნთუშები)

4.2.4 გერმანული ლექსიკური ფონდის სოციალური მარკირება

რეგიონალური ვარიანტების გარდა არსებობს ენის სოციალურად

მარკირებული ვარიანტები. სპეციფიური, სოციალური ჯგუფის

მეტყველებისთვის დამახასიათებელი სიტყვები ენის სოციალურ ვარიანტებში

მთავარ როლს თამაშობენ. ვარიანტების ამოცნობა ამ სიტყვების გამოყენების

სიხშირითაც შეიძლება. ლოციალურად მარკირებული ლექსიკის

კლასიფიკაცია სხვადასხვა გარეენობრივი პარამეტრის მიხედვით ხდება,

როგორიცაა, მაგალითად, ასაკი, სქესი და პროფესია.

4.2.4.1 ტრანზიტორული (ასაკობრივი) ლექსიკა

ასაკის მიხედვით მარკირებულ ენის ვარიანტებს ლიოფნერზე (1994)

დაყრდნობით უწოდებენ „ტრანზიტორული სოციოლექტებს“. ასაკობრივი

ჯგუფების საფუძველზე გამოიყოფა ტრანზიტორული სოციოლექტების 4

საფეხური:

• ბავშვთა მეტყველება (Kindersprache)

ეს ტერმინი გულისხმობს ენის სწავლის პერიოდს. ბავშვების

მეტყველება იწყება პირველი სიტყვის წარმოთქმით და შეიძლება

სკოლამდელ ასაკამდე გაგრძელდეს. სამი წლისთვის ლექსიკა უკვე

მყარად არის შეზრდილი.

• მოსწავლეებისა და ახალგაზრდების მეტყველება: ჩვენს პერიოდში

ახალგაზრდული ლექსიკა ყველაზე კარგად გამოკვლეული სოციოლექტია.

მათ ლექსიკაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ახალგზრდულად

მარკირებულ ლექსემებს განსაკუთრებული ფუნქციონალურ-სემანტიკური

გამოყენების სფერო აქვთ, ისინი თავს იჩენენ პიროვნებების ან ჯგუფების

დამახასიათებელ ან შეფასებების გამომხატველ ლექსიკაში. ახალგაზრდულად

Page 14: me4 leqcia

მარკირებული ლექსემა საერთო ლექსიკურ ფონდშიც არის დამკვიდრებული

(11):

(11) ა)Wahrig 1986/91: cool, geil, prolo

ბ) Duden 1989: abgefuckt, ätzend, geil; Braut, Macker, Torte

მიუხედავად მუდმივი ცვალებადობისა და რეგიონალური განსხვავებებისა,

შეიძლება მაინც გამოიყოს ახალგაზრდული ლექსიკისათვის

დამახასიათებელი ზოგადი ნიშან–თვისებები:

- სტანდარტული ლექსიკის შემოქმედებითი ცვლილება. მაგალითად

ახალი მნიშვნელობის დამატებით (jmd. Anbaggern=ვინმეს

გამოწვევა, geil, moin)

- პროვოკაციული ლექსემების: ტაბუირებული, ვულგარული,

ფეკალიების აღმნიშვნელი სიტყვების გამოყენება (bescheissen,

verarschen)

- მნიშვნელობის გამაძლიერებელი ზედსართვი სახელების ხშირი

ხმარება (cool, megacool, fett)

- შორისდებულებისადმი განსაკუთრებული ინტერესი (ups, würg)

- ორიგინალური მისალმებისა და მიმართვის ფორმების შექმნა

(tschüssi) და სიტყვათა თამაში (Er ist ein Topf-Form, Radio

Schnulzenburg (Ehmann, 1992, S. 229)

• ზრდასრული ადამიანების პროფესიული ლექსიკა

ზრდასრული ადამიანების ლექსიკა უკვე ნორმალურ საფეხურად

ითვლება, რომელსაც ლინგვისტები იკვლევენ.

• ხანშიშესული ადამიანების ლექსიკა (Seniorensprache)

ასაკოვანი და უკვე პენსიაში მყოფი ადამიანების ლექსიკა, ჯერ კიდევ

არაა ინტენსიურად და სხვადასხვა მეთოდებით გამოკვლეული. მაგრამ

როგორც იაკობ გრიმმა 1864 წელს თავის „Rede über die Alter“ თქვა,

ასაკოვანთა ლექსიკა არის „ძალა განსაკუთრებული კანონებითა და

პირობებით. “

ხანშიშესულთა ლექსიკა შემდეგი ნიშნებით გამოირჩევა:

Page 15: me4 leqcia

- მოძველებული ლექსემების დიდი რაოდენობა

- ფრაზეოლოგიზმების გამოყენების კარგი ცოდნა და მათი ხშირი

გამოყენება

- განვითარებული სემანტიკური კომპეტენცია

4.2.4.2 ჰაბიტუალური ლექსიკა

ჰაბიტუალური ლექსიკა გულისხმობს ენის გენდერულად სპეციფიკურ

ვარიანტებს (ქალებისა და მამაკაცების მეტყველება). ქალებისა და მამაკაცების

ლექსიკა, სიტყვათა გამოყენების სიხშირე რამდენადმე განსხვავდება

ერთმანეთისგან, მაგალითად, ქალების პროტოტიპული მეტყველება

ხასიათდება შემდეგი დამახასიათებელი ნიშნებით:

- კნინობითი ნაწილაკების, ზმნიზედებისა და მოდალური ზმნების

ხშირი გამოყენება. ქალები უფრო ხშირად ამხობენ „ეს ალბათ ასეა“ ან

„შეიძლება ასე ყოფილიყო“, ნაცვლად იმისა რომ თქვან: „ეს ასეა“

- ვულგარული სიტყვების სიმწირე

- მოდალური ნაწილაკები ხშირი გამოყენება

4.2. 4.2 ტემპორალური ლექსიკა

ტემპორალური ლექსიკა არის „განსაზღვრულ პერიოდში, დღის ან წლის

განმავლობაში თავისუფალ დროს ერთად მყოფი ადამიანთა ჯგუფის, ერთი

და იმავე ჰობის მქონე ადამიანთა ჯგუფის ლექსიკა თავისი ჟარგონებითა და

ლექსიკური მარაგით“ (ლიოფნერი, 1994). ტემპორალური ლექსიკა

დამახასიათებელია ასევე დარგობრივი (პროფესიული) სოციოლექტებისთვის.

„საერთო სალიტერატურო ენის ლექსიკისაგან განსხვავებით დარგობრივი

ლექსიკა გამოირჩევა იმით, რომ ის უფრო კონკრეტული და კონტექსტისგან

დამოუკიდებელია. თავისი კონკრეტიზაციის უმაღლეს საფეხურს

დარგობრივი ლექსიკა აღწევს თეორიულ სფეროში, სადაც საქმე

ტერმინოლოგიას ეხება.

დარგობრივი ლექსიკა ნაწილდება სამი სფეროს მიხედვით: თეორია,

პროფესიული ლექსიკა და დარგობრივი სასაუბრო ლექსიკა. დარგობრივი

ლექსიკის ცენტრში დგას ტერმინოლოგია, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში

ზუსტად განსაზღვრული, ნაკლებად აბსტრაქტული და ერთმნიშვნელოვანი

Page 16: me4 leqcia

უნდა იყოს. ისინი არიან ტერმინოლოგიური სისტემის ელემენტები და

ნორმებს ემორჩილებიან. დარგობრივი სიტყვები იყოფიან ძირითად

ტერმინებად და ქვეტერმინებად (მაგ. ლექსიკოლოგიაში

Entlehnung→Lehnwort, Fremdwort).

ტერმინებს ჩვეულებრივ აქვთ თავისი (დარგობრივი) დეფინიციები. ლოგიკასა

და თეორიულ მეცნიერებებში განასხვავებენ დეფინიციების ორ ტიპს:

სახელადი (Nominal-) და რეალური (Realdefinition) დეფინიციები. სახელადი

დეფინიციის შემთხვევაში მნიშვნელობები სინონიმურ სიტყვებთან ან

გამოთქმებთან არის შეთანხმებული და დადგენილი. მაგალითად:

Engelaut: Frikativ(laut) (ენათმეცნიერული ტერმინოლოგიის ლექსიკონი)

ხოლო რეალური დეფინიციებისას მიმართება ხდება კონკრეტულ

დენოტატზე, და ზოგჯერ კი პირიქით არის მცდელობა განიმარტოს ყველაზე

მნიშვნელოვანი, რაც ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია.

მაგ: heterosyllabisch: zu verschiedenen (aufeinander folgenden) Silben gehörend. z.

B. e und u in beurteilen

დარგობრივი ენები იყოფა შრეებად საკომუნიკაციო სფეროს,

დარგობრიობის (კვლევა, სწავლა, პროფესია...), მედიუმის (ზეპირი ან

წერილობითი) და ტექსტის სახეობების მიხედვით, დარგობრივი ლექსიკის

დანაწილებაც მათ მიხედვით ხდება. გარდა ამისა, ტერმინოლოგიასთან

ერთად არსებობს ნახევრად ტერმინები, დარგობრივი ჟარგონები და „სამუშაო

სიტყვები“, რომლებსაც არა აქვთ პრეტენზია განსაკუთრებულ სიზუსტეზე.