855
1. კკკკკკკკკ კკკკკკკკკკ, კკკკკკკკკ კკ კკკკკკკკ 2. კკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ 3. კკკკკკ კკკკკკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკ. კკკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ. 4. კკკკკკკკკ კკკკკკკკკ 5. კკკკკკკკკ კკ კკკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკკკკკკკკკ კკ კკკკკკკკკ კკკკკკკკკკ 6. კკკკკკკკკკკკკკ კკ კკკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკ კკკკ კკკკკკკკკკ კკკკკკკკკკ კკკკ 7. კკკკკკკკკ კკ კკკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკ-კკკკკკკკკკკკკ 8. კკკკკკკკკ კკ კკკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკკკკკკ კკ კკკკკკკკკკკკკკკ 9. კკკკკკკკკ კკ კკკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკკკკ კკ კკკკკკკკკკკკ 10. კკკკკკკკკ კკ კკკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკკკკკკკკკ კკ კკკკკკკკკკკ. კკკკკკკკკ კკკკკკკკ კკკკკკკკკკ. 11. კკკკკკკკკ კკ კკკკკკკკკკ კკკკკკკ კკკ-კკკკკ კკკკკკკკკკ, კკკ-კკკკ-კკკკკკკკკკკკკკ კკ კკკკკკკკკკკკკკ. კკკკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ 12. კკკკკკკკკ კკ კკკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ კკკკ 13. კკკკკკკკკ კკ კკკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკკკკკ 14. კკკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკკკ კკკკკკკკკკ, კკკკკკკკკ კკ კკკკკკკკ 1. ტტტტტტტტ ტტტტტტტტტ ტტტტტ: 1. ტტტტტტტტტტტ ტტტტტ ტტტტტტ ტტტტტტტტტტტ ტტტტტტტტტტტტტ ტტტტტტ ტტტტტტ; 2.ტტტტტტტტტ ტტტტტტტტ; 3. ტტტტტტტტტტტტტ ტტტტტტტტტ ტტტტტტტტტტტ; 4. ტტტტტტტტ ტტტტტტ ტტტტტტტტტტტტტ ტტტტტ ტტტტტტ ტტტტტტ ტტტტტტტტტ ტტტტტტტტტტტტ ტტტტტტტტტტტ.

rama.moh.gov.gerama.moh.gov.ge/res/docs/anesteziologia.docx · Web viewკლინიკური ფიზიოლოგია, პათოლოგია და ბიოქიმია

  • Upload
    others

  • View
    10

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

1. კლინიკური ფიზიოლოგია, პათოლოგია და ბიოქიმია

2. კლინიკური ფარმაკოლოგია

3. ზოგადი ანესთეზიოლოგიის პრინციპები. უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

4. რეგიონული ანესთეზია

5. ანესთეზია და ინტენსიური თერაპია გულსისხლძარღვთა და თორაკალურ ქირურგიაში

6. ანესთეზიოლოგია და ინტენსიური თერაპია მუცლის ღრუს ორგანოების პათოლოგიის დროს

7. ანესთეზია და ინტენსიური თერაპია მეანობა-გინეკოლოგიაში

8. ანესთეზია და ინტენსიური თერაპია ნევროლოგიასა და ნეიროქირურგიაში

9. ანესთეზია და ინტენსიური თერაპია უროლოგიასა და ნეფროლოგიაში

10. ანესთეზია და ინტენსიური თერაპია ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში. ქრონიკული ტკივილის მკურნალობა.

11. ანესთეზია და ინტენსიური თერაპია ყბა-სახის ქირურგიაში, ოტო-რინო-ლარინგოლოგიასა და ოფთალმოლოგიაში. ამბულატორიული გაუტკივარება

12. ანესთეზია და ინტენსიური თერაპია თანმხლები დაავადებების დროს

13. ანესთეზია და ინტენსიური თერაპია პედიატრიაში

14. ინტენსიური თერაპია

კლინიკური ფიზიოლოგია, პათოლოგია და ბიოქიმია

1. ტკივილის შეგნებული აღქმა: 1. შეუძლებელია თავის ტვინის სიმპატიკური მგრძნობელობის მოშლის შემდეგ; 2.ქერქოვანი ფუნქციაა; 3. ექვემდებარება ქერქქვეშა სტრუქტურებს; 4.შეიძლება მოხდეს ექსპერიმენტში თავის ტვინის ქერქის ელექტრული გაღიზიანების შემთხვევაში.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

*გ) 2. 4

დ ) 4

ე ) ყველა დებულება ჭეშმარიტია

2. აცეტილქოლინი წარმოადგენს მედიატორს: 1. ავტონომიური ნერვული კვანძის; 2. პარასიმპატიკური ნერვული დაბოლოების; 3. სიმპატიკური პოსტგანგლიური დაბოლოების; 4. ჩონჩხის კუნთის მამოძრავებელი ნერვის დაბოლოების.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

*გ) 2. 4

დ ) 4

ე ) ყველა დებულება ჭეშმარიტია

3. აცეტილქოლინესთერაზა: 1. ქოლინერგული ნერვის დაბოლოებებშია; 2. შეიცავს აცეტილქოლინს; 3. დიდი რაოდენობითაა გრანულოციტებში; 4. განსაკუთრებით ეფექტურია აცეტილქოლინის დეფიციტის შემთხვევაში;

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

*ე) არცერთი დებულება არ არის სწორი

4. არტერიული წნევის მატებას და გულისცემის გახშირებას ადგილი აქვს: 1. ჰიპოთალამუსის უკანა ჯგუფის ბირთვების გაღიზიანების დროს; 2. ჰიპოთალამუსის ძაბრის მიდამოს გაღიზიანების დროს; 3. ჰიპოთალამუსის შუა ჯგუფის ბირთვების გაღიზიანების დროს; 4. ჰიპოთალამუსის წინა ჯგუფის ბირთვების გაღიზიანების დროს;

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

*დ) 1

ე ) არც ერთი არ არის სწორი

5. გულისცემის გაიშვიათებას ადგილი აქვს: 1.ჰიპოთალამუსის უკანა ჯგუფის ბირთვების გაღიზიანების დროს; 2.ჰიპოთალამუსის ძაბრის მიდამოს გაღიზიანების დროს; 3.ჰიპოთალამუსის შუა ჯგუფის ბირთვების გაღიზიანების დროს; 4.ჰიპოთალამუსის წინა ჯგუფის ბირთვების გაღიზიანების დროს;

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

*დ) 4

ე ) არც ერთი არ არის სწორი.

6. A ტიპის ნერვული ბოჭკოები: 1. მხოლოდ ავტონომიურ ნერვებშია; 2. მიელინურ მამოძრავებელ ნერვებშია; 3. შეიძლება იყოს მიელინური და არამიელინური;

ა ) 1. 2

ბ ) ბ. 2. 3

გ ) 1.

*დ) 2

ე ) არცერთი დებულება არ არის სწორი

7. B ბოჭკოები: 1. მხოლოდ ავტონომიურ ნერვებშია; 2. მიელინურ მამოძრავებელ ნერვებშია; 3. შეიძლება იყოს მიელინური და არამიელინური.

*ა) 1

ბ ) 2

გ ) 3

დ ) სწორია ყველა

ე ) არც ერთი არ არის სწორი

8. C ბოჭკოები: 1.მხოლოდ ავტონომიურ ნერვებშია; 2.მიელინურ მამოძრავებელ ნერვებშია; 3. შეიძლება იყოს მიელინური და არამიელინური.

ა ) 1

ბ ) 2

*გ) 3

დ ) სწორია ყველა;

ე ) არც ერთი არ არის სწორი.

9. C ბოჭკოები: 1. უმიელინოა; 2. ატარებენ ტემპერატურულ და ტკივილის იმპულსებს; 3. შეუძლიათ ტაქტილური იმპულსების გატარება; 4. იმპულსის გატარების სიჩქარე 2 მ/წმ ან უფრო მცირეა.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

*ე) ყველა დებულება ჭეშმარიტია

10. ვეგეტატიური ნერვული სისტემა სომატურისაგან განსხვავდება:

ა ) აგზნების და ქრონაქსიის მაღალი ზღურბლით, გახანგრძლივებული რეფრაქტერული ფაზით;

*ბ) მცირე აგზნებადობით, მაღალი ქრონაქსიით (აგზნების ზღურბლი), აგზნების გატარების მცირე სიჩქარით;

გ ) მცირე აგზნებადობით, მაღალი ქრონაქსიით, ხანმოკლე რეფრაქტერული ფაზით, აგზნების გატარების მცირე სიჩქარით;

დ ) მცირე აგზნებადობით, დაბალი ქრონაქსიით, გახანგრძლივებული რეფრაქტერული ფაზით, აგზნების გატარების დიდი სიჩქარით;

ე ) მცირე აგზნებადობით, დაბალი ქრონაქსიით, აგზნების გატარების დიდი სიჩქარით.

11. პარასიმპატიკური სისტემის ძირითად განსხვავებას სიმპატიკურისაგან წარმოადგენს:

ა ) განგლიების ექსტრამურული განლაგება, მხოლოდ ქოლინერგული ბუნების მედიატორების არსებობა, გაღიზიანების შემდეგ ეფექტის სწრაფად გამოვლენა, მოქმედების ხანგრლივობა;

ბ ) განგლიების ინტრამურული განლაგება, მხოლოდ ადრენერგული ბუნების მედიატორების არსებობა, გაღიზიანების შემდეგ ეფექტის სწრაფად გამოვლენა, მოქმედების ხანგრძლივობა;

*გ) განგლიების ინტრამურული განლაგება, მხოლოდ ქოლინერგული ბუნების მედიატორების არსებობა, გაღიზიანების შემდეგ ეფექტის სწრაფად გამოვლენა, მოქმედების მოკლე ხანგრძლივობა;

დ ) განგლიების ინტრამურული განლაგება, მხოლოდ ადრენერგული ბუნების მედიატორების არსებობა, გაღიზიანების შემდეგ ეფექტის დაგვიანებული გამოვლენა, მოქმედების მოკლე ხანგრძლივობა;

ე ) განგლიების ექსტრამურული განლაგება, მხოლოდ ადრენერგული ბუნების მედიატორების არსებობა, გაღიზიანების შემდეგ ეფექტის სწრაფად გამოვლენა, მოქმედების მოკლე ხანგრძლივობა.

12. პარასიმპატიკური ნერვული სისტემის უმდაბლესი ცენტრები განლაგებულია:

*ა) შუა ტვინში, მოგრძო ტვინში, ზურგის ტვინის კუდუსუნის ნაწილში;

ბ ) შუა ტვინში, ზურგის ტვინის გულმკერდისა და წელის ნაწილების გვერდით რქებში;

გ ) ზურგის ტვინის გულმკერდისა და წელის ნაწილების გვერდით რქებში;

დ ) მოგრძო ტვინში და ზურგის ტვინის გულმკერდისა და წელის ნაწილების გვერდით რქებში;

ე ) შუა ტვინში, ზურგის ტვინის წელის ნაწილების გვერდით რქებში.

13. ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპატიკური ნაწილის აგზნებისას აღინიშნება:

ა ) გუგების გაფართოება, გულის რითმის გახშირება, არტერიული წნევის მატება, ჰიპერგლიკემია, წვრილი ნაწლავის მოტორიკის გაძლიერება;

*ბ) გუგების შევიწროება, გულის რითმის გაიშვიათება, ნაწლავის მოტორიკის გაძლიერება, შარდის ბუშტის სფინქტერის მოდუნება;

გ ) გუგების გაფართოება, გულის რითმის გაიშვიათება, არტერიული წნევის მატება, კორონარული არტერიების შევიწროება, წვრილი ნაწლავის მოტორიკის შესუსტება;

დ ) გუგების შევიწროება, გულის რითმის გაიშვიათება, კორონარული არტერიების გაფართოება, ნაწლავის მოტორიკის შესუსტება;

ე ) გუგების შევიწროება, გულის რითმის შენელება, Aარტერიული წნევის დაცემა, კორონარული არტერიების შევიწროვება, წვრილი ნაწლავის მოტორიკის შენელება.

14. ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმპატიკური ნაწილის აგზნების შემთხვევაში აღინიშნება:

ა ) გუგების შევიწროება, გულის რითმის გაიშვიათება, არტერიული წნევის შემცირება, ჰიპოგლიკემია, წვრილი ნაწლავის მოტორიკის შესუსტება;

ბ ) გუგების გაფართოება, გულის რითმის გახშირება, არტერიული წნევის მატება, ჰიპოგლიკემია, წვრილი ნაწლავის მოტორიკის გაძლიერება;

გ ) გუგების შევიწროება, გულის რითმის გაიშვიათება, არტერიული წნევის შემცირება, ჰიპერგლიკემია, წვრილი ნაწლავის მოტორიკის შესუსტება;

დ ) გუგების გაფართოება, გულის რითმის გახშირება, არტერიული წნევის შემცირება, ჰიპოგლიკემია;

*ე) გუგების გაფართოება, გულის რითმის გახშირება, არტერიული წნევის მატება, ჰიპერგლიკემია, წვრილი ნაწლავის მოტორიკის შესუსტება;

15. სიმპატიკური ნერვული სისტემის უმდაბლესი ცენტრები განლაგებულია:

ა ) შუა ტვინში, მოგრძო ტვინში, ზურგის ტვინის კუდუსუნის ნაწილში;

ბ ) მოგრძო ტვინში, ზურგის ტვინის კუდუსუნის ნაწილში;

*გ) ზურგის ტვინის გულმკერდისა და წელის ნაწილების გვერდით რქებში;

დ ) ზურგის ტვინის კუდუსუნის ნაწილში;

ე ) ზურგის ტვინის გულმკერდისა და წელის ნაწილების წინა რქებში.

16. ჩამოთვლილი ორგანოებიდან, რომელზე ახდენენ ნერვული სისტემის სიმპატიკური და პარასიმპატიკური ნაწილები ყველაზე მეტად გამოხატულ ურთიერთსაწინააღმდეგო ეფექტს:

*ა) შარდის ბუშტის სფინქტერი, ნაწლავი (მამოძრავებელი ფუნქცია);

ბ ) სანერწყვე ჯირკვლები, სისხლძარღვები, გული;

გ ) თირკმლები, შარდის ბუშტის სფინქტერი და სანერწყვე ჯირკვლები;

დ ) სანერწყვე ჯირკვლები, გული, შარდის ბუშტის სფინქტერი;

ე ) კუნთები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლები და სანერწყვე ჯირკვლები.

17. სიმპატიკური ნერვული სისტემის პრეგანგლიური დაბოლოებებიდან გამოიყოფა: 1.ადრენალინი; 2. ნორადრენალინი; 3. ჰისტამინი; 4. აცეტილქოლინი.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

*დ) 4.

ე ) ყველა სწორია

18. სიმპატიკური ნერვული სისტემის პოსტგანგლიური დაბოლოებებიდან გამოიყოფა: 1. ჰისტამინი; 2. ნორადრენალინი; 3. აცეტილქოლინი; 4.ადრენალინი.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

*გ) 2. 4

დ ) 4.

ე ) ყველა სწორია

19. პარასიმპატიკური ნერვული სისტემის პრეგანგლიური დაბოლოებებიდან თავისუფლდება:

ა ) ადრენალინი;

*ბ) აცეტილქოლინი;

გ ) ნორადრენალინი;

დ ) სეროტონინი;

ე ) ჰისტამინი.

20. პარასიმპატიკური ნერვული სისტემის პოსტგანგლიური დაბოლოებებიდან თავისუფლდება:

ა ) ადრენალინი;

*ბ) აცეტილქოლინი;

გ ) ნორადრენალინი;

დ ) ჰისტამინი;

ე ) სეროტონინი.

21. შუამდებარე ტვინის რომელი ნაწილის გაღიზიანების დროს აღინიშნება პარასიმპატიკური ნერვული სისტემის აგზნებით განპირობებული ეფექტები:

ა ) თალამუსის მედიალური ნაწილების;

*ბ) ჰიპოთალამუსის წინა ნაწილის;

გ ) ჰიპოთალამუსის უკანა ნაწილის;

დ ) თალამუსის ლატერალური ნაწილის;

ე ) არც ერთი არ არის სწორი.

22. ცდომილი ნერვი (N. Vagus): 1. არ მოქმედებს გულისცემის სიხშირეზე; 2.იძლევა ტოტებს პარკუჭების კუნთისათვის; 3. მისი სტიმულაცია იწვევს ტაქიკარდიას; 4. აძლევს ტოტებს სინუსურ და ატრიოვენტრიკულურ კვანძებს.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

*დ) 4.

ე ) ყველა სწორია

23. ცდომილი ნერვის რეფლექტორული გაღიზიანება ვლინდება:

ა ) ბრადიკარდიით და არტერიული წნევის მატებით;

*ბ) ბრადიკარდიით და არტერიული წნევის დაცემით;

გ ) ტაქიკარდიით და ჰიპოტონიით;

დ ) ტაქიკარდიით და ჰიპერტონიით;

ე ) ბრადიკარდიით და დიასტოლური წნევის მატებით.

24. ჯანმრთელი გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციის მატება შესაძლებელია ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) გულის კუმშვადობის გაზრდით;

ბ ) გულის ჰიპერტროფიით;

გ ) სიმპატიკური სტიმულაციით;

დ ) ტემპერატურის მატებით;

*ე) სისტემური წნევის მატებით.

25. მოსვენების პოტენციალის ცვლილება განისაზღვრება უჯრედის შიგნით შემდეგი იონის დაგროვებით:

*ა) კალიუმის;

ბ ) ნატრიუმის;

გ ) კალციუმის;

დ ) მაგნიუმის;

ე ) ქლორის.

26. ადრენერგული რეცეპტორები სჭარბობს ყველა ჩამოთვლილ წარმონაქმნებში, გარდა: 1. ჩონჩხის კუნთების სისხლძარღვებისა; 2.მიოკარდიუმისა; 3.კანის სისხლძარღვებისა; 4.კორონარული სისხლძარღვებისა.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

*დ) 4.

ე ) ყველა სწორია

27. ცენტრალური ვენური წნევა ასახავს: 1. ვენურ ტონუსს; 2. მარჯვენა პარკუჭის კუმშვადობის უნარს; 3.სისხლის მოცულობას; 4. გულის წუთმოცულობას.

*ა) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4.

ე ) ყველა სწორია

28. ტრანსკაპილარული ცვლა ხორციელდება: 1.ფილტრაციის გზით; 2. რეაბსორბციის გზით; 3.დიფუზიის გზით; 4. მიკროპინოციტოზის გზით;

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4.

*ე) ყველა სწორია

29. არტერიული სისხლის გულიდან არტერიოლებამდე გავლისას ჟანგბადის პარციალური წნევის ცვლილება შეადგენს:

*ა) 0 მმ. ვწყ. სვ.

ბ ) 20 მმ. ვწყ. სვ.

გ ) 30 მმ. ვწყ. სვ.

დ ) 40 მმ. ვწყ. სვ.

ე ) 50 მმ. ვწყ. სვ.

30. პლაზმის ონკოზურ წნევას ძირითადად განაპირობებს:

ა ) ფიბრინოგენი;

ბ ) გლობულინი;

გ ) ჰისტამინი;

დ ) გლუკოზა;

*ე) ალბუმინი.

31. ეფექტური სისხლძარღვშიდა ოსმოსური (ფილტრაციული ანუ ტრანსმემბრანული) წნევა შეადგენს:

ა ) 6 მმ. ვწყ. სვ.

ბ ) 12 მმ. ვწყ. სვ..

*გ)18- 24 მმ. ვწყ. სვ.

დ) 30 მმ. ვწყ. სვ.

32. მოზრდილი მამაკაცის მოცირკულირე სისხლის მოცულობა შეადგენს:

ა ) სხეულის მასის 2-5 %-ს;

ბ ) სხეულის მასის 10-20 %-ს;

*გ) სხეულის მასის 6-8 %-ს;

დ ) სხეულის მასის 1-3 %-ს;

ე ) სხეულის მასის 20-25 %-ს.

33. მოზრდილი ადამიანის არტერიული წნევა მდგომარე პოზაში ყველაზე მაღალია:

ა ) მხრის არტერიაში;

ბ ) საძილე არტერიაში;

გ ) თირკმლის არტერიაში;

*დ) ბარძაყის არტერიაში;

ე ) სხივის არტერიაში.

34. პლაცენტაში სისხლის ნაკადი ხდება არაადექვატური, როცა დედის სისტოლური არტერიული წნევა ეცემა:

ა ) 100-110 მმ. ვწყ. სვ.-მდე.

*ბ) 75-80 მმ. ვწყ. სვ.-მდე.

გ ) 45-50 მმ. ვწყ. სვ.-მდე.

დ ) 35-49 მმ. ვწყ. სვ.-მდე.

ე ) 15-20 მმ. ვწყ. სვ.-მდე.

35. სისხლში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატებისას ერითროციტებში ადგილი აქვს ყველა ჩამოთვლილ ცვლილებებს, გარდა: 1. ბიკარბონატების შემცველობის მატება; 2. ერითროციტებში ქლორიდების შემცველობის მატება; 3. წყლის შემცველობის და ერითროციტების მოცულობის მატება; 4. პლაზმაში და ერითროციტებში მეტალების კათიონების შემცველობის მატება.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

*დ) 4.

ე ) ყველა სწორია

36. სიმპატიკური სტიმულაცია იწვევს: 1. ადრენალინის და ნორადრენალინის გამოთავისუფლებას; 2. პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროებას; 3. გულის ინოტროპული ფუნქციის გაზრდას; 4. ტაქიკარდიას.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4.

*ე) ყველა სწორია

37. კალიუმის იონები სისხლში იმყოფება: 1. თავისუფალი სახით პლაზმაში; 2. KCl- ის სახით პლაზმაში; 3.KH2PO4- ის სახით პლაზმაში ; 4. მხოლოდ ერითროციტში.

*ა) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4.

ე ) ყველა სწორია

38. ალდოსტერონი აკონტროლებს:

ა ) ნატრიუმის გამოყოფას და კალიუმის შეკავებას;

ბ ) წყლის გამოყოფას;

გ ) ნახშირორჟანგის ტრანსპორტს;

დ ) ჟანგბადის ცვლას;

*ე) ნატრიუმის შეკავებას და კალიუმის გამყოფას.

39. ზოგადი ანესთეზიის პირობებში, საოპერაციო მაგიდის თავის მხარის 60 გრადუსით სწრაფი აწევისას არტერიული წნევის დაცემის მიზეზია:

ა ) კუნთური ტონუსის დაცემა;

ბ ) ბეინბრიჯის რეფლექსის დათრგუნვა;

*გ) ვენური უკუდინების შემცირება;

დ ) კაროტიდული სხეულების რეფლექტორული გაღიზიანება;

40. შემდეგი ფაქტორებიდან, რომლებმა შეიძლება გამოიწვიონ ფილტვის არტერიაში წნევის დაქვეითება: 1. ფენოთიაზინის შეყვანის შემდეგ თავის დაწევამ; 2. ფენოთიაზინის შეყვანის შემდეგ თავის აწევამ; 3. ზედაპირულმა ზოგადმა ანესთეზიამ ბარბიტურატებით; 4. სისხლის გამოშვება 500-1000 მლ.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

*გ) 2. 4

დ ) 4.

ე ) ყველა სწორია

41. ჩვეულებრივი ამოსუნთქვის ბოლოს ინტრაპლევრულ სივრცეში უარყოფითი წნევა შეადგენს:

ა ) 2 სმ წყლ. სვ.

*ბ) 5სმ წყლ. სვ.

გ ) 9 სმ წყლ. სვ.

დ ) 12 სმ წყლ. სვ.

ე ) 16 სმ წყლ. სვ.

42. ფილტვების ელასტიურობა განპირობებულია: 1. ალვეოლების კედელზე არსებული ელასტიური ბოჭკოებით; 2.გულმკერდის რიგიდობით; 3.ალვეოლების შიგნითა ზედაპირის ამომფენი პოლიპეპდიდების (სურფაქტანტის) ზედაპირული დაჭიმულობით; 4.დიაფრაგმის გუმბათის მაღალი მდებარეობით.

ა ) 1. 2. 3

*ბ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4.

ე ) ყველა სწორია

43. ალვეოლების კედლების შეწებებას ხელს უშლის:

*ა) სურფაქტანტი;

ბ ) ექსპირატორული წინააღმდეგობა;

გ ) ფილტვის ინტერსტიციული ქსოვილი;

დ ) პლევრის ღრუს უარყოფითი წნევა;

ე ) ჰაერის აზოტი.

44. ჩასუნთქვაზე ალვეოლების სუმარული ზედაპირი შეადგენს:

*ა) 100 მ.კვ;

ბ ) 50 მ.კვ;

გ ) 30 მ.კვ;

დ ) 20 მ.კვ;

ე ) 150 მ.კვ.

45. მოსვენებულ მდგომარეობაში ჯანმრთელი ადამიანის მიერ ჟანგბადის საშუალო მოხმარება შეადგენს:

ა ) 1-3 მლ/კგ/წთ;

*ბ) 5-7 მლ/კგ/წთ;

გ ) 10-12 მლ/კგ/წთ;

დ ) 18-20 მლ/კგ/წთ;

ე ) 25-30 მლ/კგ/წთ.

46. ფაქტორებს, რომლებიც ახდენენ ზეგავლენას სუნთქვით ცენტრზე, ჩამოთვლილთაგან მიეკუთვნება: 1.PO2; 2.PCO2; 3. PH; 4.ენდორფინები.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

*ე) ყველა ჩამოთვლილი

47. სასუნთქი გზების კომპლაინსი არის:

ა ) ორგანიზმის მიერ 1 წთ-ში მოხმარებული ჟანგბადის მოცულობა;

ბ ) წნევა ფილტვებში ამოსუნთქვის ბოლოს;

გ ) წნევა ფილტვებში ჩასუნთქვის ბოლოს;

*დ) სუნთქვითი მოცულობის შეფარდება მის მიერ ფილტვებში გამოწვეულ წნევის ცვლილებასთან;

ე ) აირის ნაკადის მოცულობითი სიჩქარის შეფარდება მთავარი ბრონქის დიამეტრთან.

48. ფილტვებში გაზთა ცვლა მოიცავს ყველა ჩამოთვლილ პროცესს, გარდა: 1. ალვეოლების ვენტილაცია; 2. აირების დიფუზიას ალვეოლო-კაპილარული მემბრანის გავლით; 3. ფილტვის არტერიებში სისხლის დინება; 4.სისხლით აირების ტრანსპორტი.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

*დ) 4

ე ) ყველა ჩამოთვლილი

49. ალვეოლური ვენტილაციის სიდიდე განისაზღვრება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) სუნთქვის სიხშირით;

ბ ) სუნთქვითი მოცულობით;

გ ) სასუნთქი გზების მკვდარი სივრცის მოცულობით;

დ ) სუნთქვის წუთმოცულობით;

*ე) ფილტვების სასიცოცხლო ტევადობით.

50. საშუალო მასის ადამიანში, 500 კუბ.სმ სუნთქვითი მოცულობის დროს ჩასუნთქული ჰაერის რა მოცულობა ერევა ალვეოლურ ჰაერს:

ა ) 50 სმ.კუბ;

ბ ) 200 სმ.კუბ;

*გ) 350 სმ.კუბ;

დ ) 450 სმ.კუბ;

ე ) 500 სმ.კუბ.

51. ფილტვებში გაზების დიფუზიაზე გავლენას ახდენს ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი, გარდა: 1. ალვეოლო-კაპილარული მემბრანის გასქელება; 2. ალვეოკაპილარული მემბრანი განვლადობის გაზრდა; 3. დიფუზიის ზედაპირის შემცირება; 4. ფილტვების ჰიპოვენტილაცია.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

*დ) 4

ე ) ყველა ჩამოთვლილი

52. ვენტილაციურ-პერფუზიული კოეფიციენტი ნორმაში არის:

ა ) 0,3;

ბ ) 0,4;

*გ) 0,8;

დ ) 1,2;

ე ) 1,5.

53. ნორმალური ატმოსფერული წნევის პირობებში პლაზმაში თავისუფლად გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა შეადგენს:

*ა) 0,3 მოც. %;

ბ ) 0,5 მოც. %;

გ ) 0,7 მოც. %;

დ ) 0,9 მოც. %;

ე ) 1,1 მოც. %;

54. მოზრდილი ადამიანის ნახშირორჟანგის წუთპროდუქცია ნორმაში შეადგენს:

ა ) 100 მლ.კუბ/წთ;

*ბ) 200 მლ.კუბ/წთ;

გ ) 400 მლ.კუბ/წთ;

დ ) 500 მლ.კუბ/წთ;

ე ) 700 მლ.კუბ/წთ;

55. ჩასუნთქულ ჰაერში ჟანგბადის შემცველობა შეადგენს:

ა ) 19, 1 მოც %;

*ბ) 20,9 მოც %;

გ ) 25 მოც %;

დ ) 30 მოც %;

ე ) 52,5 მოც %;

56. ალვეოლურ ჰაერში ჟანგბადის პარციალური წნევა შეადგენს:

ა ) 40-46 მმ.ვწყ.სვ.;

ბ ) 50-56 მმ.ვწყ.სვ.;

გ ) 60-66 მმ.ვწყ.სვ.;

*დ) 100-108 მმ.ვწყ.სვ.;

ე ) 140-180 მმ.ვწყ.სვ.

57. არტერიულ სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევა ნორმაში შეადგენს:

ა ) 30 მმ.ვწყ.სვ.

ბ ) 40 მმ.ვწყ.სვ.

გ ) 60 მმ.ვწყ.სვ.

*დ) 96-100 მმ.ვწყ.სვ.

ე ) 110-180 მმ.ვწყ.სვ.

58. ალვეოლურ ჰაერში ნახშირორჟანგის შემცველობა ნორმაში შეადგენს:

ა ) 1,0-1,5 მოც. %;

ბ ) 2,0-2,5 მოც. %;

გ ) 3,0-4,0 მოც. %;

*დ) 5,0-5,6 მოც. %;

ე ) 6,2-7,0 მოც. %.

59. არტერიულ სისხლში ნარშირორჟანგის პარციალური წნევა ნორმაში შეადგენს:

ა ) 30 მმ.ვწყ.სვ;

*ბ) 40 მმ.ვწყ.სვ;

გ ) 52 მმ.ვწყ.სვ;

დ ) 60 მმ.ვწყ.სვ;

ე ) 80 მმ.ვწყ.სვ.

60. ყველაზე მაღალი PCO2 აღინიშნება:

ა ) ამოსუნთქულ ჰაერში;

ბ ) ალვეოლურ ჰაერში;

გ ) არტერიულ სისხლში;

*დ) ვენურ სისხლში;

ე ) ქსოვილებში.

61. CO2 უკეთ გადის ალვეოლო-კაპილარულ მემბრანაში, ვიდრე O2. ამის მიზეზია:

ა ) მაღალი სიმკვრივე;

ბ ) პლაზმაში მაღალი ხსნადობა;

გ ) სხეულის ტემპერატურასთან შედარებით, ფილტვებში უფრო დაბალი ტემპერატურა;

დ ) დაბალი სიბლანტე;

*ე) დიფუზიის მაღალი კოეფიციენტი.

62. რომელი დებულებაა არასწორი: 1.ჰემოგლობინი სისხლის მთავარი ბუფერია; 2. ოქსიჰემოგლობინი, როგორც მჟავა, აღდგენილ ჰემოგლობინზე ძლიერია; 3. აღდგენილი ჰემოგლობინი ოქსიჰემოგლობინზე ძლიერია, როგორც ფუძე; 4. ნახშირბადანჰიდრაზას კონცენტრაცია მეტია პლაზმაში, ვიდრე უჯრედში.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

*დ) 4

ე ) ყველა დებულება არასწორია

63. აორტული და კაროტიდული ზონის ქემორეცეპტორები ახდენენ ზეგავლენას:

ა ) სისხლის მიმოქცევაზე;

*ბ) სუნთქვაზე;

გ ) ტვინის სისხლისმიმოქცევაზე;

დ ) კორონარულ სისხლისმიმოქცევაზე;

ე ) ფილტვის სისხლისმიმოქცევაზე.

64. აორტული და კაროტიდული ზონის პრესორეცეპტორები ახდენენ ზეგავლენას ყველა ჩამოთვლილზე, გარდა:

ა ) სისხლის მიმოქცევაზე;

*ბ) სუნთქვაზე;

გ ) ტვინის სისხლისმიმოქცევაზე;

დ ) კორონარულ სისხლისმიმოქცევაზე;

ე ) ფილტვის სისხლისმიმოქცევაზე.

65. კაროტიდული ზონის ბარორეცეპტორების გაღიზიანება იწვევს:

ა ) ჰიპერტენზიას, ბრადიკარდიას, ტაქიპნოეს;

ბ ) ჰიპერტენზიას, ბრადიკარდიას, ბრადიპნოეს;

*გ) ჰიპოტენზიას, ბრადიკარდიას, ბრადიპნოეს;

დ ) ჰიპოტენზიას, ტაქიკარდიას, ბრადიპნოეს;

ე ) ჰიპერტენზიას, ტაქიკარდიას, ბრადიპნოეს.

66. აორტის რკალის ქემორეცეპტორების გაღიზიანება იწვევს:

*ა) ტაქიპნოეს, ჰიპერტენზიას, ტაქიკარდიას, ვაზოკონსტრიქციას;

ბ ) ტაქიპნოეს, ჰიპოტენზიას, ბრადიკარდიას, სისხლძარღვების სპაზმს;

გ ) ბრადიპნოეს, ჰიპერტენზიას, ბრადიკარდიას, ვაზოდილატაციას;

დ ) ბრადიპნოეს, ჰიპოტენზიას, ტაქიკარდიას, ვაზოდილატაციას;

ე ) ბრადიპნოეს, ჰიპოტენზიას, ტაქიკარდიას, ვაზოკონსტრიქციას.

67. ფილტვის არარესპირატორულ ფუნქციებს მიეკუთვნება: 1. თერმომარეგულირებელი; 2. ფიბრინოლიზური, ანტიკოაგულაციური; 3.ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ცვლა; 4. სისხლის მიმოქცევის სისტემაში სისხლის ბუფერული რეზერვუარის ფუნქცია.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

*ე) ყველა ჩამოთვლილი

68. ფილტვების მეტაბოლურ ფუნქციას წარმოადგენს: 1. ანგიოტენზინ II -ის სინთეზი; 2. ბრადიკინინის ინაქტივაცია; 3. იმუნოგლობულინების სინთეზი;

ა ) 1

ბ ) 2

გ ) 3

*დ) 1. 2. 3

ე ) ყველა დებულება მცდარია

69. ფილტვების სასიცოცხლო მოცულობა დამოკიდებულია: 1. ასაკზე; 2. ფილტვების დაავადებებზე; 3. გულმკერდის თანდაყოლილ დეფორმაციაზე; 4. სიმსუქნეზე.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

*ე) ყველა ჩამოთვლილი

70. ბრონქიოლოსპაზმის დროს გვაქვს: 1. გაძნელებული ამოსუნთქვა; 2. ფილტვებში ხიხინი; 3.ფსიქომოტორული აგზნება; 4. ტაქიკარდია.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

*ე) ყველა ჩამოთვლილი

71. ფილტვის შეშუპება შეიძლება განვითარდეს: 1. სასუნთქი გზების გამტარებლობის დარღვევის დროს; 2. ნარშირჟანგით მოწამვლისას; 3. კოლაბირებული ფილტვის სწრაფი გაშლის დროს; 4. წყლით ინტოქსიკაციისას.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

*ე) ყველა ჩამოთვლილი

72. კომპენსირებულ რესპირატორულ ალკალოზს თან ახლავს: 1. ტვინის სისხლძარღვების და კორონარების გაფართოება; 2.არტერიული წნევის დაქვეითება; 3. ჰიპოკაპნია; 4. ოქსიჰემოგლობინის დისოციაციის მრუდის გადახრა მარჯვნივ.

ა ) 1. 2. 3

*ბ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

ე ) ყველა ჩამოთვლილი

73. ნორმაში ქლორიდების დონე სისხლში შეადგენს:

ა ) 50 მეკვ/ლ;

*ბ) 100 მეკვ/ლ;

გ ) 150 მეკვ/ლ;

დ ) 200 მეკვ/ლ;

ე ) 300 მეკვ/ლ;

74. ნორმაში სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობა შეადგენს:

ა ) 1,8_2,3 მეკვ/ლ;

ბ ) 0,8_1,0 მეკვ/ლ;

გ ) 2,0_2,7 მეკვ/ლ;

*დ) 3,8_5,3 მეკვ/ლ;

ე ) 6,3_8,0 მეკვ/ლ.

75. ნორმაში სისხლის პლაზმაში ნატრიუმის შემცველობა შეადგენს:

*ა) 135-145 მმოლ/ლ;

ბ ) 146-170 მმოლ/ლ;

გ ) 100-120 მმოლ/ლ;

დ ) 80-100 მმოლ/ლ;

ე ) 125-132 მმოლ/ლ.

76. როგორ იცვლება შრატში კალიუმის კონცენტრაცია მეტაბოლური აციდოზისა და მეტაბოლური ალკალოზის დროს:

ა ) ალკალოზის დროს მატულობს;

ბ ) აციდოზის დროს მცირდება;

*გ) მატულობის აციდოზის დროს და მცირდება ალკალოზის დროს;

დ ) მცირდება აციდოზის დროს და მატულობის ალკალოზის დროს;

ე ) არ იცვლება.

77. სისხლის ცილოვანი აზოტი არ მოიცავს: 1.შარდოვანას აზოტს; 2. ამინომჟავების აზოტს; 3.კრეატინინს; 4. სისხლში გახსნილ აზოტს.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3.

გ ) 2. 4

*დ) 4

ე ) მოიცავს ყველა ჩამოთვლილს

78. ნორმალურად ნაკვები ჯანმრთელი მამაკაცის საერთო წყლის შემცველობა შეადგენს:

ა ) 40 %;

ბ ) 50 %;

*გ) 60 %;

დ ) 70 %;

ე ) 80 %.

79. მოზრდილი ადამიანის მოცირკულირე სისხლის მოცულობა საშუალოდ შეადგენს:

ა ) 30-40 მლ/კგ;

ბ ) 40-50 მლ/კგ;

*გ) 60-85 მლ/კგ;

დ ) 90-100 მლკგ;

ე ) 100-110 მლ/კგ;

80. მოზრდილი ადამიანის პლაზმის მოცულობა საშუალოდ შეადგენს:

ა ) 14-20 მლ/კგ;

ბ ) 25-30 მლ/კგ;

*გ) 37-48 მლ/კგ;

დ ) 52-61 მლ/კგ;

ე ) 63-69 მლ/კგ;

81. ნორმაში პლაზმის ოსმოლარობა შეადგენს:

ა ) 190-205 მოსმ/ლ;

ბ ) 230-240 მოსმ/ლ;

*გ) 275-295 მოსმ/ლ;

დ ) 320-340 მოსმ/ლ;

ე ) 340-360 მოსმ/ლ.

82. მოზრდილი ადამიანის დღიური მოთხოვნილება წყალზე შეადგენს:

ა ) 0,5 ლ;

ბ ) 0,8 ლ;

*გ) 2,5 ლ;

დ ) 3,5 ლ;

ე ) 5,5 ლ.

83. მოზრდილი ადამიანის წყლის დღიური დანაკარგი შეადგენს:

ა ) 0,8 ლ;

ბ ) 1,2 ლ;

*გ) 2,5 ლ;

დ ) 3,5 ლ;

ე ) 5,5 ლ.

84. მაგნიუმის დეფიციტს ახასიათებს: 1. ნერვ-კუნთოვანი აგზნების მომატება; 2. ლარინგოსპაზმი; 3. ტეტანია;'4. ჰიპოტონია.

*ა) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

ე ) ყველა ჩამოთვლილი

85. კალიუმის დეფიციტის ძირითადი კლინიკური სიმპტომებია: 1. ასთენიზაცია; 2. კუნთოვანი სისუსტე; 3. სუნთქვითი დარღვევები; 4. კარდიოგრამაზე T კბილის გაფართოება და Q-T ინტერვალის გახანგრლივება.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

*ე) ყველა ჩამოთვლილი

86. კალიუმის დეფიციტის მიზეზად არ ითვლება: 1. პოლიურია; 2.ღებინება; 3. არასაკმარისი მიღება; 4. სპირონოლაქტონი მიღება 100მგ /დღ.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

*დ) 4

ე ) ყველა ჩამოთვლილი

87. ნატრიუმის დეფიციტის კლინიკურ ნიშნებს არ მიეკუთვნება: 1.დაღლილობა, აპათია; 2. ღებინება, გულისრევა; 3. ტაქიკარდია; 4.ჰემატოკრიტის მომატება; 5.პოლიურია.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 4. 5

გ ) 1. 4

*დ) 5

ე ) 2. 3

88. ჰიპოკალციემიის კლინიკურ ნიშნებს შეადგენს: 1. ჰიპერრეფლექსია; 2. ტეტანია; 3.მუცლის ტკივილი; 4. პოლიურია.

*ა) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

ე ) ყველა სწორია

89. მეტაბოლური აციდოზის მიზეზია: 1. კონსერვირებული სისხლის მასიური ტრანსფუზია; 2.სისხლში კეტომჟავის კონცენტრაციის გაზრდა; 3. ჰიპოქსია; 4. თირკმლის უკმარისობა.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3.

გ ) 2. 4

დ ) 4

*ე) ყველა ჩამოთვლილი

90. ალკალოზის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა, გარდა:

ა ) მძიმე ღებინება;

ბ ) ოფლიანობა;

გ* ) კალიუმის ქოლირიდის 4% ხსნარის ინფუზია

დ ) ჰიპერვენტილაცია;

ე) კონსერვირებული სისხლის მასიური გადასხმა.

91. მეტაბოლური ალკალოზი ვითარდება: 1. შარდმდენი პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებისას; 2. დიაბეტური კომის დროს; 3. ურემიული კომის დროს; 4. ჰიპერთერმიისას; 5. ჰემორაგიული შოკის დროს.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 4. 5

*გ) 1

დ ) 2. 5

ე ) ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში

92. ნატრიუმის ჰიდროკარბონატის დანიშვნის უკუჩვენება მეტაბოლური აციდოზის დროს არის: 1. ჰიპოვენტილაცია; 2. ეკლამფსია; 3. ჰიპეროსმოლარული კომა; 4. მასიური ჰემოტრანსფუზიის შემდგომი პერიოდი.

*ა) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

ე ) ყველა ჩამოთვლილი

93. სისხლში ბიკარბონატის და ნახშირმჟავას რაოდენობის გაორმაგებისას არტერიული სისხლის PH:

ა ) მცირედ გაიზრდება;

ბ ) მნიშვნელოვნად გაიზრდება;

გ ) მნიშვნელოვნად შემცირდება;

*დ) არ შეიცვლება;

ე ) უმნიშვნელოდ შემცირდება.

94. რომელი ხსნარები არ გამოიყენება მეტაბოლური ალკალოზის სამკურნალოდ: 1. კალიუმის ქლორიდი გლუკოზასთან ერთად; 2. ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარი; 3. გლუკოზაზე დამზადებული HCL-ის ხსნარი; 4. რინგერ-ლაქტატის ხსნარი.

ა ) 1. 2. 3

*ბ) 2. 4

გ ) 1. 3

დ ) 4

ე ) ყველა ჩამოთვლილი

95. ჰიპერტონულ დეჰიდრატაციამდე მივყავართ: 1. ჰიპერთერმიას; 2. ტაქიპნოეს; 3. სითხის არასაკმარის მიღებას; 4.ღებინებას.

ა) 1. 2. 3

ბ ) 1. 3.

გ ) 2. 4

დ ) 4

*ე ) ყველა ჩამოთვლილს

96. ჰიპერტონული დეჰიდრატაციის კლინიკური სიმპტომი არ არის: 1. გამოხატული წყურვილი; 2. კანისა და ლორწოვანების სიმშრალე; 3. პოლიურია; 4. პლაზმის მომატებული ოსმოლარობა; 5. ნერვულ-ფსიქიური დარღვევები.

ა ) 1. 2

ბ ) 2. 3

*გ) 3

დ ) 4. 5

ე ) ყველა ჩამოთვლილი

97. იზოტონურ დეჰიდრატაციამდე მივყავართ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევას, გარდა: 1. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სითხეების დაკარგვას; 2. პლაზმისა და სისხლის დაკარგვას; 3. პოლიურიას; 4. ჭარბ ოფლიანობას.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

*დ) 4

ე ) 3

98. იზოტონური დეჰიდრატაციის კლინიკური ნიშანი არ არის: 1. არტერიული ჰიპოტონია; 2. ჰიპოვოლემიური შოკი; 3. პოლიურია; 4. აპათია, შენელებული რეაქციები; 5. პირის სიმშრალე.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3.

გ ) 2. 4

*დ) 3

ე ) ყველა სწორია

99. ჰიპოტონური დეჰიდრატაციის მიზეზი შეიძლება იყოს: 1. არაკორეგირებული შარდმდენი თერაპია; 2.ელექტროლიტების არასაკმარისი შეყვანა; 3.სითხის დანაკარგის შევსება არაელექტროლიტური ხსნარებით; 4.ადისონის დაავადება.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

*ე) ყველა ჩამოთვლილი

100. ჰიპოტონური დეჰიდრატაციის დროს არ ვლინდება: 1.არტერიული წნევის დაცემა; 2. ტაქიკარდია; 3.ოლიგურია; 4. თვალის კაკლების დაჭიმულობა; 5. პლაზმის ოსმოლარობის დაქვეითება.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

*დ) 4

ე ) ყველა ჭეშმარიტია

101. ჰიპერტონული დეჰიდრატაციის მკურნალობისათვის რომელი საინფუზიო ხსნარების გამოყენებაა რეკომენდებული? 1. 5%-იანი გლუკოზის ხსნარი; 2.0,9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი; 3. 5%-იანი ფრუქტოზის ხსნარი; 4.რინგერ-ლაქტატის ხსნარი.

ა ) 1. 2. 3

*ბ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

ე ) ყველა ჩამოთვლილი

102. იზოტონური დეჰიდრატაციის კორეგირებისთვის ინიშნება: 1. იზოტონური ელექტროლიტური ხსნარები; 2. უპირატესად ელექტროლიტური ხსნარები; 3. ვოლემიური (მოცულობის შემავსებელი) ხსნარები; 4. 20% ალბუმინის ხსნარი.

ა ) 1. 2. 3, 4

*ბ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

103. იზოტონური ჰიპერჰიდრატაციისას სიმპტომად ვერ ჩაითვლება: 1. სხეულის შეშუპება; 2. ფილტვის შეშუპება; 3. პლაზმის ნორმალური ოსმოლარობა; 4. პლაზმის ოსმოლარობის მატება.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 2. 4

გ ) 1. 3

*დ) 4

ე ) ყველა სწორია

104. იზოტონური ჰიპერჰიდრატაციის დროს არამიზანშეწონილია: 1.ძირითადი დაავადების მკურნალობა; 2. ნატრიუმის და წყლის უარყოფითი ბალანსის შექმნა; 3.ცილოვანი დეფიციტის კომპენსაცია; 4. ოსმოდიურეზული და სალურეზული საშუალებების დანიშვნა; 5.შაქრიანი ხსნარების გამოყენება.

ა ) 1. 2.

ბ ) 3. 4

*გ) 5

დ ) 2. 4. 5

ე ) 3

105. ჰიპოტონური ჰიპერჰიდრატაციის მიზეზად ითვლება: 1. არაელექტროლიტური ხსნარების ჭარბი რაოდენობით შეყვანა; 2.ელექტროლიტური ხსნარების ჭარბი რაოდენობით შეყვანა; 3. ტრავმული შოკი; 4. პერორალურად სითხით დატვირთვა.

ა ) 1. 2. 3

*ბ) 1

გ ) 2. 4

დ ) 3

ე ) ყველა ჩამოთვლილი

106 წყლით მოწამვლის მნიშნელოვან სიმპტომად ითვლება: 1. სისუსტე, გონების დაბნელება, კომა; 2. ღებინება; 3. პოლიურია, გარდამავალი ოლიგო და შემდგომ ანურია; 4.ფილტვის შეშუპება.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

*ე) სწორია ყველა

107. ჰიპოტონური ჰიპერჰიდრატაციის მკურნალობის ძირითადი პრინციპები ემყარება:1. ძირითადი დაავადების მკურნალობას, რომელიც იწვევს წყლის შეკავებას ორგანიზმში; 2. წყლის უარყოფითი ბალანსის შექმნას ორგანიზმში; 3. ფორსირებულ დიურეზს მანიტოლის გამოყენებით; 4.სისხლის ულტრაფილტრაციას.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

*ე) სწორია ყველა

108. ჩამოთვლილი პასუხებიდან რომელია სავარაუდოდ სწორი პაციენტებისათვის, რომელებსაც აქვთ სისხლის PH 7,8: 1. მძიმე ღებინების შედეგად დეკომპენსირებული მეტაბოლური ალკალოზი; 2. გამოხატული ჰიპერვენტილაციის შედეგად დეკომპენსირებული სუნთქვითი ალკალოზი; 3.ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ჭარბი რაოდენობით შეყვანის შემდეგ განვითარებული დეკომპენსირებული მეტაბოლური ალკალოზი; 4. დიაბეტური კეტოაციდოზი.

*ა) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

ე ) სწორია ყველა

109. ფუძეების დეფიციტის მომატების საფუძველი არ შეიძლება იყოს: 1. მძიმე ღებინება; 2. ჰემორაგიული შოკი; 3.ჰიპოქსია; 4. სისხლში ჰიდროკარბონატის დონის შემცირება; 5. დიაბეტური კომა.

ა ) 1. 2. 3

*ბ) 1.

გ ) 2. 4

დ ) 4

ე ) სწორია ყველა

110. ფუძეების სიჭარბის გაზრდა თავს იჩენს ძირითადად: 1. კუჭის შიგთავსის მუდმივი ევაკუაციის დროს; 2. პლაზმაში ქლორის შემცველობის შემცირებისას; 3.ფორსირებული დიურეზის დროს; 4.გლუკოზის იზოტონური ხსნარის ვენაში შეყვანისას.

*ა) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

ე ) სწორია ყველა

111. მეტაბოლური აციდოზის კომპენსაცია ხდება თირკმლის გზით შემდეგი ნივთიერებების ექსკრეციის დროს: 1. H+ იონების; 2. თავისუფალი მჟავების; 3.ამონიუმის მარილების; 4.HCO3--ის იონების.

*ა) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

ე ) სწორია ყველა

112. მოზრდილი, საშუალო წონის ადამიანისათვის კალიუმის მოხმარების დღე-ღამური დონე შეადგენს:

ა ) 30-40 მმოლ;

ბ ) 10-30 მმოლ;

*გ) 50-70 მმოლ;

დ ) 120-140 მმოლ;

ე ) 150-180 მმოლ.

113. ნატრიუმის დღე-ღამური მოთხოვნილება მოზრდილი, საშუალო წონის ადამიანისათვის შეადგენს:

ა ) 170-200 მმოლ;

ბ ) 100-140 მმოლ;

*გ) 70-100 მმოლ;

დ ) 20-40 მმოლ;

ე ) 50-60 მმოლ.

114. კალიუმის დეფიციტის დროს რეკომენდებულია: 1. 1%-იანი KCl-ის ხსნარი; 2. 7,5%-იანი KCl-ის ხსნარი; 3. 10%-იანი KCl; 4. KCl 4% ხსნარი 20-40 მლ/სთ

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

*დ) 4

ე ) სწორია ყველა

115. კალიუმის ქლორიდის ვენაში შეყვანის ჩვენებად ითვლება: 1. ნებისმიერი წარმოშობის ოლიგურია ან ანურია; 2. ჰიპერკალიემია; 3. მძიმე მწვავე დეჰიდრატაცია; 4. დეკომპენსირებული მეტაბოლური ალკალოზი.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

*დ) 4

ე ) სწორია ყველა

116. შოკის საწინააღმდეგო მკურნალობის დროს დიურეზული საშუალებები გამოიყენება: 1. ყველა შემთხვევაში; 2. როდესაც სავარაუდოა პოსტრენული ანურია; 3. არ გამოიყენება; 4. როცა მოცირკულირე სისხლის მოცულობის, ცენტრალური ვენური წნევისა და არტერიული წნევის სტაბილიზაციის მიუხედავად არ აღსდგა სპონტანური დიურეზი.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

*დ) 4

ე ) სწორია ყველა

117. რომელია ინფუზური საშუალებები, არ გამოიყინება ვოლემიის შესავსებად: 1. დექსტრანები; 2. ერითროციტული მასა; 3. პლაზმა; 4. იზოტონური ელექტროლიტური ხსნარები.

ა* ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ) 2. 4

დ ) 4

ე ) სწორია ყველა

118. ერითროციტული მასის გადასხმის შესაძლო გართულებები: 1.ალერგიული რეაქციები; 2.იმუნიტეტის დეპრესია; 3. ვირუსული ინფიცირების საშიშროება; 4. ჰიპოალბუმინემია.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

*ე) სწორია ყველა

119. რომელ საინფუზიო ხსნარს აქვს შემადგენლობა, რომელიც უახლოვდება უჯრედგარეთა ნივთიერების შემადგენლობას:

*ა) რინგერ-ლაქტატის ხსნარი;

ბ ) 5% გლუკოზის ხსნარი;

გ ) 0,9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი;

დ ) ვოლუვენი;

ე ) დექსტრან 40 000.

120. გართულებებს, რომლებიც ვითარდება კუჭის წვენის დაკარგვის შედეგად, განეკუთვნება:

ა ) ჰიპერტონული დეჰიდრატაცია, მეტაბოლური აციდოზი;

*ბ) იზოტონური დეჰიდრატაცია, მეტაბოლური ალკალოზი;

გ ) იზოტონური დეჰიდრატაცია, მეტაბოლური აციდოზი;

დ ) ჰიპოტონური დეჰიდრატაცია, მეტაბოლური ალკალოზი;

121. კუჭის წვენის დაკარგვის დროს რაციონალური მკურნალობისათვის იყენებენ შემდეგ ხსნარებს: 1. ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი; 2. ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 8,4%-იანი ხსნარი; 3. რინგერის ხსნარი; 4. 5%-იანი გლუკოზა.

ა ) 1. 2. 3

*ბ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

ე ) სწორია ყველა

122. ჰიპერთერმიის დროს ვლინდება წყალ-მარილოვანი ბალანსის შემდეგი ცვლილებები:

ა ) ჰიპოტონური დეჰიდრატაცია;

*ბ) ჰიპერტონული დეჰიდრატაცია;

გ ) იზოტონური დეჰიდრატაცია;

დ ) იზოტონური ჰიპერჰიდრატაცია;

ე ) ჰიპოტონური ჰიპერჰიდრატაცია.

123. ჰიპოთერმია ხასიათდება მნიშვნელოვანი კოაგულაციური დარღვევებით. რომელი სისხლის შემადედებელი ფაქტორების აქტივობა შემცირდება ჰიპოთერმიისას? 1. VII ფაქტორი 2. VIII ფაქტორი 3. X ფაქტორი 4. V ფაქტორი 5. XII ფაქტორი

ა ) 1. 3. 5

ბ ) 2. 4.

გ ) 3. 5

დ ) 3

*ე) ყველა ჩამოთვლილი

124. პანკრეასის წვენის დაკარგვის დროს რეკომენდირებულია შემდეგი საინფუზიო ხსნარები: 1. კალიუმით მდიდარი საინფუზიო ხსნარები; 2. გლუკოზირებული ხსნარები; 3. საინფუზიო ხსნარები, რომლებიც შეიცავენ ელექტროლიტებს; 4. იზოტონური ხსნარი.

ა ) 1. 2. 3

*ბ) 1. 3

გ ) 2. 4

დ ) 4

ე ) სწორია ყველა

125. გართულებებს გამოწვეულს ნაღვლის, დუოდენური წვენის, წვრილი ნაწლავის სეკრეტის დაკარგვით, ნაწლავური ფისტულებითა და ფაღარათით, მიეკუთვნება:

ა ) ჰიპერტონული დეჰიდრატაცია, მეტაბოლური აციდოზი;

*ბ) იზოტონური დეჰიდრატაცია, მეტაბოლური აციდოზი;

გ ) იზოტონური დეჰიდრატაცია, მეტაბოლური ალკალოზი;

დ ) ჰიპერტონული დეჰიდრატაცია, მეტაბოლური ალკალოზი;

ე ) ჰიპოტონური დეჰიდრატაცია და მეტაბოლური აციდოზი.

126. ნორმოთერმიის პირობებში მოზრდილი ადამიანის ორგანიზმისათვის ყოველდღიური წყლის მოხმარება შეადგენს:

ა ) 1 ლ/მ.კვ;

*ბ) 1,5 ლ/მ.კვ;

გ ) 2 ლ/მ.კვ;

დ ) 2,5 ლ/მ.კვ

ე ) 3 ლ/მ.კვ

127. აზოტის ბალანსი ეს არის:

ა ) აზოტის დღე-ღამური დანაკარგი;

ბ ) საკვებით დღე-ღამეში აზოტის მიღება;

*გ) დღე-ღამეში მიღებასა და გაცემას შორის დამოკიდებულება;

დ ) სისხლში საერთო ცილის შემცველობა;

ე ) სისხლში შარდოვანას შემცველობა.

128. მოზრდილ ჯანმრთელ ადამიანში აზოტის ბალანსი:

ა ) დადებითია;

*ბ) ნეიტრალურია;

გ ) უარყოფითია;

დ ) მკვეთრად დადებითია;

ე ) მკვეთრად უარყოფითია.

129. აზოტის ბალანსი ბავშვებში:

*ა) დადებითია;

ბ ) ნეიტრალურია;

გ ) უარყოფითია;

დ ) მკვეთრად დადებითია;

ე ) მკვეთრად უარყოფითია.

130. აზოტის ბალანსი ორსულებში:

ა ) ნეიტრალურია;

*ბ) დადებითია;

გ ) უარყოფითია;

დ ) დამოკიდებულია ნაყოფის წონაზე;

ე ) მკვეთრად უარყოფითია.

131. აზოტის ბალანსი გამოჯანმრთელების პერიოდში:'

ა ) ნეიტრალურია;

*ბ) დადებითია;

გ ) უარყოფითია;

დ ) განისაზღვრება საერთო ცილის შემცველობით სისხლში;

ე ) მკვეთრად უარყოფითია.

132. თირკმელები შარდით გამოყოფენ მთელი აზოტის:

ა ) 20%;

ბ ) 40%;

*გ) 60%;

დ ) 80%;

ე ) 100%.

133. 1 გრამი აზოტი ექვივალენტურია:

ა ) 1,25 გრ ცილის;

ბ ) 2,25 გრ ცილის;

*გ) 6,25 გრ ცილის;

დ ) 13,25 გრ ცილის;

ე ) 18,25 გრ ცილის.

134. ამონომჟავების ასათვისებლად საჭიროა:

ა ) 60 კკალ 1 გრამ აზოტზე;

ბ ) 100 კკალ 1 გრამ აზოტზე;

*გ) 180 კკალ 1 გრამ აზოტზე;

დ ) 220 კკალ 1 გრამ აზოტზე;

ე ) 300 კკალ 1 გრამ აზოტზე.

135. ორგანიზმის დღე-ღამური მოთხოვნილება ცილებზე შეადგენს:

ა ) 3 გ/კგ-ზე;

ბ ) 2.8 გ/კგ-ზე;

*გ) 0,8 გ/კგ-ზე;

დ ) 4 გ/კგ-ზე;

ე ) 5 გ/კგ-ზე.

136. ცხიმების ენერგეტიკული ღირებულება წარმოადგენს:

ა ) 15 კკალ/გრ;

ბ ) 20 კკალ/გრ;

*გ) 9 კკალ/გრ;

დ ) 30 კკალ/გრ;

ე ) 25 კკალ/გრ.

137. ნახშირწყლების ენერგეტიკული ღირებულებაა:

ა ) 15 კკალ/გრ-ზე;

ბ ) 20 კკალ/გრ-ზე;

*გ) 4,1 კკალ/გრ-ზე;

დ ) 9 კკალ/გრ-ზე;

ე ) 18 კკალ/გრ-ზე.

138. ალანინამინოტრანსფერაზას აქტივობის მატება წარმოადგენს მნიშვნელოვან დიაგნოსტიკურ ნიშანს: 1. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს; 2. კუნთების და თირკმლის დაზიანების დროს; 3. ჰეპატიტის დროს; 4. პოსტჰემორაგიული ანემიის დროს; 5. ჰემოლიზის დროს.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 4. 5

გ ) 2. 4

*დ) 3.

ე ) ყველა შემთხვევაში

139. ასტ/ალტ თანაფარდობა მნიშვნელოვნად მატულობს: 1. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს; 2. ჰემოლიზის დროს; 3. თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს; 4. ტვინის დაზიანების დროს;

ა ) 1. 2. 3

*ბ) 1.

გ ) 2. 4

დ ) 4

ე ) არც ერთის დროს.

140. ასტ/ალტ თანაფარდობა მნიშვნელოვნად მცირდება: 1. ნებისმიერი ეტიოლოგიის გულის დაავადებების დროს; 2. ინფარქტების დროს; 3. ნებისმიერი ეტიოლოგიის ჰეპატიტების დროს; 4. ჰემოლიზის დროს; 5.პოსტჰემორაგიული ანემიის დროს.

ა ) 1. 2. 3

*ბ) 3

გ ) 2. 4

დ ) 4

ე ) არც ერთის დროს.

141. კრეატინფოსფოკინაზას მატებას დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს:

ა ) ეთერით ზოგადი ანესთეზიის დროს;

*ბ) ავთვისებიანი ჰიპერთერმიის დროს;

გ ) ფიზიკური დატვირთვისას;

დ ) ბარბიტურატებით ზოგადი ანესთეზიის დროს;

ე ) თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს;

142. ამილაზას (დიასტაზას) მატებას დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს: 1.პანკრეატიტის დროს; 2. ტოტალური პანკრეონეკროზის დროს; 3. სანერწყვე ჯირკვლების დაავადების დროს; 4. პერიტონიტის დროს; 5. ოპიოიდური ჯგუფის პრეპარატების მიღების დროს.

ა ) 1. 2. 3

*ბ) 1.

გ ) 2. 4

დ ) 4

ე ) ყველა შემთხვევაში

143. სისხლის შედედების დრო ლი და უაიტის მიხედვით შეადგენს:

ა ) 15-20 წთ;

ბ ) 2-3 წთ;

*გ) 5-10 წთ;

დ ) 2-5 წთ;

ე ) 12-15 წთ.

144. სისხლის შედედების დრო მატულობს: 1. ჰიპოკოაგულაციისას; 2. ჰიპერკოაგულაციისას; 3. სისხლში ფიბრინოგენის მატების შემთხვევაში; 4. დამწვრობის დროს;

ა ) 1. 2. 3

*ბ) 1.

გ ) 2. 4

დ ) 4

ე ) ყველა სწორია

145. "შედედების დროს" ზრდას იწვევს: 1. ჰემოფილია; 2.იდიოპათური თრომბოციტული პურპურა; 3. არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების გამოყენება; 4.ასკორბინის მჟავას დეფიციტი.

ა ) 1. 2. 3

ბ ) 1. 3

*გ) 2. 4

დ ) 4

ე ) ყველა ჩამოთვლილი

146. ჰიპერთერმული რეაქციის მიზეზებია: 1. ბაქტერიები და მიკრობები; 2. ენდო�