8
@! CTMNTV,THB7 GFHFCRTDB7 @_!@ O8 >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $_ stshb #34 (509) www.chemikharagauli.com პატრიარქის ხარაგაულელი ნათლულები როგორია კენჭისყრის დღის პროცედურები ცვლილებები საუბნო- საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში წინასაარჩევნო პროგრამები - კარგი ზღაპრები და არავითარი სიახლე ამომრჩევლის აზრით 8 გვ. 5 გვ. 5 გვ. 4 გვ. 4 გვ. პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატების ამომრჩევლებთან შეხვედრების განრიგი 3 გვ. დღეს ნომერშია „დღისით „ქართული ოცნების~ წარმომადგენელთან მისვლა არ შეიძლება~ ანუ რა მოხდა 15 სექტემბრის ღამეს სოფელ ვარძიაში „ძვირფასო ხარაგაულელებო, გთხოვთ მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილება~ ამომრჩევლებს აინტერესებთ დებატები, ურთიერთპაექრობა 2 გვ. 2 გვ. 3 გვ. გიორგი (ჟორა) კურტანიძე 80 წლისაა 7 გვ. საკრებულოს ბიუროს სხდომა ბიუროს წევრების შვებულებაში ყოფნის გამო გადაიდო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომები ყოვე- ლი თვის მესამე ორშაბათს იმართება. მიმდინარე თვეში ბიუროს სხდომა 17 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო. საკრებულოს აპარატიდან მოპოვე- ბული ინფორმაციით, რადგან ბიუროს წევრები შვებულებაში იმყოფებიან, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძა- ნების შესაბამისად, ბიუროს მორიგი სხდომა მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს ჩატარდება. ამომრჩეველთა სიებში ცვლილებები შევა საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, იმ მოქალაქეებმა, რომლე- ბიც სხვადასხვა მიზეზის გამო გამო- რჩენილი იყვნენ ამომრჩეველთა სიაში, უკვე მიმართეს შესაბამის საუბნო და საოლქო კომისიებს. №48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორ- მაციით, კომისიებში, ამომრჩეველთა სიიდან ამოღების მოთხოვნით, 40 გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრების განცხადება შევიდა. 36 მოქალაქე საჭიროებდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწესრიგებას, ხოლო 15-მა მოქალაქემ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. ახალი სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღინიშნა 2012-2013 სასწავლო წლის დაწ- ყებასთან დაკავშირებით ხარაგაულის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ახლადგახსნილ სპორ- ტულ დარბაზში ღონისძიება გაიმართა. სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მი- ულოცა შეკრებილთ და წარმატებები უსურვა. ხარაგაულის კულტურის ცენტრ- თან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა (ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე) ქალაქური სიმღერები შეასრულა, მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს ახალგაზრდა მომღერ- ლებმა თინათინ ლურსმანაშვილ- მა და თეა ჯანიაშვილმა. ღონისძიების ბოლოს ერთმანეთს შეხვდნენ ბორისა და ბორითის საჯა- რო სკოლების ვაჟ კალათბურთელთა გუნდები. დაზუსტება გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” 7 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში „შეცდომა, რომელიც არ არის „მომაკვდინებელი დანაშაული” უნდა ეწეროს, რომ „ვანის საარჩევნო უბანში „ლეიბორისტული პარტიიდან” კომისის წევრია ლალი ჭყოიძე.” 17 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლას 235 პირველკლასელი შეუდგა. ამ ფოტოებზე ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის დირექტორი დალი ლურსმანაშვილი გზას ულოცავს პატარებს და მათ პირველ მასწავლებელს თამარ სხილაძეს. 17 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო ძვირფასებო, მოგილოცავთ ახალ 2012-2013 სასწავლო წლის დაწ- ყებას. გისურვებთ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას. ასეთი შემარ- თებითა და კიდევ მეტი წარმატებებით შეგეღწიოთ ჯერ აღმოუჩენელი საოცრებების სამყაროში. ახალ-ახალი ვარსკვლავებით გაგებრწყინე- ბინოთ საქართველოს მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგი. სიყვარულით და პატივისცემით ენდი ბუაჩიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბაზო და საჯარო სკოლების პედაგოგიურ კოლექტივებს, მოსწავლე ახალგაზრდობას! ამბების აკიდო გაზეთი ღირს 3 თვით 5 ლარი; 6 თვით - 10 ლარი; ერთი წლით - 20 ლარი. გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” გამოსაწერად დაგვირეკეთ რედაქციაში ტელეფონებზე: 22 16 27; 593 900 501; 593 35 65 80 ან დაუკავშირდით ჩვენი გაზეთის გამავრცელებლებს. ძვირფასო მკითხველებო! გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” უახლესი ნომრის შეძენა პარასკეობით შეგიძლიათ ხარაგაულის სასურსათო მაღაზიებში. იკითხეთ გაზეთი ჩემი ხარაგაული“ მიმდინარეობს ხელმოწერა გაზეთზე ჩემი ხარაგაული“

ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $ stshb დღეს ნომერშია 17 ... · 2 xtvb [fhfufekb @! ctmntv,thb7 @_!@ o 18 სექტემბერს ტელეკომპანია

  • Upload
    others

  • View
    0

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $ stshb დღეს ნომერშია 17 ... · 2 xtvb [fhfufekb @! ctmntv,thb7 @_!@ o 18 სექტემბერს ტელეკომპანია

@! ctmntv,thb7 gfhfcrtdb7 @_!@ o8 >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $_ stshb#34 (509)

www.chemikharagauli.com

პატრიარქის

ხარაგაულელი

ნათლულები

როგორია კენჭისყრის

დღის პროცედურები

ცვლილებები საუბნო-

საარჩევნო კომისიების

შემადგენლობაში

წინასაარჩევნო

პროგრამები

- კარგი

ზღაპრები და

არავითარი სიახლე

ამომრჩევლის აზრით

8 გვ.

5 გვ.

5 გვ.

4 გვ.

4 გვ.

პარლამენტის

მაჟორიტარი

კანდიდატების

ამომრჩევლებთან

შეხვედრების

განრიგი 3 გვ.

დღეს ნომერშია

„დღისით „ქართული

ოცნების~

წარმომადგენელთან

მისვლა არ შეიძლება~

ანუ რა მოხდა 15

სექტემბრის ღამეს

სოფელ ვარძიაში

„ძვირფასო

ხარაგაულელებო,

გთხოვთ მიიღოთ

გონივრული

გადაწყვეტილება~

ამომრჩევლებს

აინტერესებთ დებატები,

ურთიერთპაექრობა

2 გვ.

2 გვ.

3 გვ.

გიორგი (ჟორა)

კურტანიძე 80 წლისაა

7 გვ.

საკრებულოს ბიუროს სხდომა ბიუროს წევრების შვებულებაში

ყოფნის გამო გადაიდოხარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს ბიუროს სხდომები ყოვე-ლი თვის მესამე ორშაბათს იმართება. მიმდინარე თვეში ბიუროს სხდომა 17 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო.

საკრებულოს აპარატიდან მოპოვე-ბული ინფორმაციით, რადგან ბიუროს წევრები შვებულებაში იმყოფებიან, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძა-ნების შესაბამისად, ბიუროს მორიგი სხდომა მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს ჩატარდება.

ამომრჩეველთა სიებში

ცვლილებები შევასაქართველოს საარჩევნო კოდექსის

თანახმად, იმ მოქალაქეებმა, რომლე-ბიც სხვადასხვა მიზეზის გამო გამო-რჩენილი იყვნენ ამომრჩეველთა სიაში, უკვე მიმართეს შესაბამის საუბნო და საოლქო კომისიებს. №48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორ-მაციით, კომისიებში, ამომრჩეველთა სიიდან ამოღების მოთხოვნით, 40 გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრების განცხადება შევიდა. 36 მოქალაქე საჭიროებდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწესრიგებას, ხოლო 15-მა მოქალაქემ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი.

ახალი სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღინიშნა

2012-2013 სასწავლო წლის დაწ-ყებასთან დაკავშირებით ხარაგაულის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ახლადგახსნილ სპორ-ტულ დარბაზში ღონისძიება გაიმართა. სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მი-ულოცა შეკრებილთ და წარმატებები უსურვა.

ხარაგაულის კულტურის ცენტრ-თან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა (ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე) ქალაქური სიმღერები შეასრულა, მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს ახალგაზრდა მომღერ-ლებმა თინათინ ლურსმანაშვილ-მა და თეა ჯანიაშვილმა.

ღონისძიების ბოლოს ერთმანეთს შეხვდნენ ბორისა და ბორითის საჯა-რო სკოლების ვაჟ კალათბურთელთა გუნდები.

დაზუსტებაგაზეთ „ჩემი ხარაგაულის” 7

სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში „შეცდომა, რომელიც არ არის „მომაკვდინებელი დანაშაული” უნდა ეწეროს, რომ „ვანის საარჩევნო უბანში „ლეიბორისტული პარტიიდან” კომისის წევრია ლალი ჭყოიძე.”

17 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლას 235 პირველკლასელი შეუდგა. ამ ფოტოებზე ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის დირექტორი დალი ლურსმანაშვილი გზას ულოცავს პატარებს

და მათ პირველ მასწავლებელს თამარ სხილაძეს.

17 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ძვირფასებო, მოგილოცავთ ახალ 2012-2013 სასწავლო წლის დაწ-ყებას. გისურვებთ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას. ასეთი შემარ-თებითა და კიდევ მეტი წარმატებებით შეგეღწიოთ ჯერ აღმოუჩენელი საოცრებების სამყაროში. ახალ-ახალი ვარსკვლავებით გაგებრწყინე-ბინოთ საქართველოს მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგი.

სიყვარულით და პატივისცემით ენდი ბუაჩიძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბაზო

და საჯარო სკოლების პედაგოგიურ

კოლექტივებს, მოსწავლე ახალგაზრდობას!

ამბების აკიდო

გაზეთი ღირს 3 თვით 5 ლარი;6 თვით - 10 ლარი;

ერთი წლით - 20 ლარი.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” გამოსაწერად დაგვირეკეთ რედაქციაში ტელეფონებზე: 22 16 27; 593 900 501; 593 35 65 80 ან დაუკავშირდით

ჩვენი გაზეთის გამავრცელებლებს.

ძვირფასო მკითხველებო!გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” უახლესი ნომრის შეძენა პარასკეობით

შეგიძლიათ ხარაგაულის სასურსათო მაღაზიებში.იკითხეთ გაზეთი „ჩემი ხარაგაული“

მიმდინარეობს ხელმოწერა გაზეთზე „ჩემი ხარაგაული“

Page 2: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $ stshb დღეს ნომერშია 17 ... · 2 xtvb [fhfufekb @! ctmntv,thb7 @_!@ o 18 სექტემბერს ტელეკომპანია

2 xtvb [fhfufekb @! ctmntv,thb7 @_!@ o

18 სექტემბერს ტელეკომპანია „მაესტროსა” და „მეცხრე არხის” მიერ პატიმართა სასტიკი წამების უმ-ძიმესი კადრების გავრცელების შემდეგ გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქცი-აში „ქართული ოცნების” აქტივისტი ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი გვეს-ტუმრა და გვთხოვა, პრესის საშუალე-ბით მიემართა ხარაგაულელებისთვის:

-მე, როგორც ერთი ქართველი, შეძრწუნებული ვარ გუშინდელი მოვ-ლენებით, როცა ფარდა აეხადა ამ ხელისუფლების ქმედებებს.

მე, როგორც ყოფილ პატიმარს, თვალწინ წარმომიდგა ის დღეები, რაც ხუთი წლის განმავლობაში გადა-ვიტანე. ეს არის ერთიანი სისტემა, რო-მელსაც ხელმძღვანელობს არა მარტო სასჯელაღსრულების დაწესებულება, არამედ პირდაპირ სამინისტრო.

ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რაც ხდება ქუთაისის №2 და გეგუთის №14 სასჯელაღსრულების დაწესებულე-ბებში. ყველა თანამშრომელს ყოველ-დღიურად ეტყობოდა, რა დავალებებს იღებდნენ და როგორ უნდა მოქცეოდნენ პატიმრებს. რომელი თანამშრომელიც არ შეასრულებს იმ დავალებას და არ იქნება სასტიკი, მას გაათავისუფლებენ.

ციხეში მოხვედრის მეორე დღეს ორმოც მეტრიან კორიდორს მოაწყო-ბენ, ჩამწკრივდებიან რეზინის ხელკე-ტებით შეიარაღებული თანამშრომლე-ბი. ისინი სცემენ პატიმრებს. თუ წაიქ-ცევი, მერე წიხლებით შეგდგებიან. თუ კორიდორის ბოლოში გახვალ, უფრო უარესია. იქ კარანტინში ჩაგსვამენ და ყოველდღიურად გცემენ, სულიერად გაგტეხავენ, გაგანადგურებენ.

მინდა განსაკუთრებით გამოვყო 2010 წლის 1 ოქტომბერი. ეს ფაქტი შესულია სახალხო დამცველის ანგა-რიშში. ერთ-ერთი პატიმარი მოკლეს ცემით და გამოაცხადეს, რომ მან

თავი ჩამოიხრჩო სამარტოო საკანში. სოლიდარობის ნიშნად 1 500-მა პატი-მარმა შიმშილობა გამოაცხადა. ყველა მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა. ღამის ორ საათზე შემოვიდა სპეცდა-ნიშნულების რაზმი, გამოგვიყვანეს ეზოში. პატიმრები, რომლებიც შიმ-შილობდნენ, სასტიკად სცემეს. 250 პატიმარი ცოცხალ-მკვდარი შეყარეს მანქანებში და წაიყვანეს გაურკვევე-ლი მიმართულებით. ამ ყველაფერს თვალ-ყურს ადევნებდა ხარაგაულში „ნაციონალური მოძრაობის” ამჟა-მინდელი კანდიდატი ბატონი მამუკა ჭყოიძე. ის ამას ვერ უარყოფს, რადგან მე თავად ვიყავი ამის მხილველი, როცა გარე პერიმეტრი ალყაში იყო. ეს იყო პატიმრების სასტიკი ცემა.

ხალხისთვის, შესაძლოა, ძნელი დასაჯერებელია ეს სისასტიკე, რადგან ხელისუფლება ლამაზად ფუთავს, რომ ევროპულ დონეზეა ყველაფერი. 18 სექტემბერს გავრცელებულმა კადრებ-მა მე მომცა იმის ძალა, რომ ეს მეთქვა ხარაგაულელებისთვის. სასჯელაღს-რულების სისტემა არის საშინელება და ამ სისტემაზე დგას დღევანდელი ხელისუფლება.

მინდა ვთხოვო ყველა ხარაგა-ულელს, კარგად გააანალიზოს, რა ხდება ქვეყანაში. ამ ყველაფრის სათავე არის „ნაციონალურ მოძრაობასა” და დღევანდელ ხელისუფლებაში.

მე, როგორც ერთი ქართველი, რომელმაც საკუთარ თავზე გადა-ვიტანე ყველაფერი, მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ 1 ოქტომბერს მიიღეთ ძალიან ფრთხილი და გონივრული გადაწყვეტილება. ერთხელ და სა-მუდამოდ იქნებ შევძლოთ ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიის, ნამდვილი სიტყვის თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით თამამი ნაბიჯების გადადგმა.

სრულიად საქართველოს კათოლი-კოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტა-რესი ილია მეორე საზოგადოებას გლდა-ნის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი სპეციალური კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს. როგორც ილია მეორემ საპატრიარქოში საგანგებო ბრიფინგზე ბრძანა, მედიასა-შუალებებით ვრცელდება შემაძრწუნე-ბელი ფაქტები, რაც ხდება ციხეებში. „საქართველოს ეკლესიის წმინდა

სინოდის სახელით მივმართავ სრუ-ლიად საქართველოს, გუშინ და დღეს მასმედიის საშუალებით ვრცელდება შემაძრწუნებელი ფაქტები, რაც ხდება ციხეებში. ჩვენ ვგმობთ ამ მოქმედე-ბას და მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ შეიქმნას სათანადო კომისია, რომელიც გამოიძიებს ამ ფაქტებს და დაიცავს პატიმრების უფლებებს. ძა-ლიან ვწუხვართ, რომ საქართველოში ხდება მსგავსი ფაქტები”, - ბრძანა უწმინდესმა.

№48 ხარაგაულის საოლქო საარჩევ-ნო კომისიის წევრები და სხდომაზე დას-წრების უფლების მქონე პირები სოფელ ვარძიაში მომხდარ ფაქტს ორი დღის განმავლობაში საკმაოდ დაძაბულ და ემოციურ ფონზე იხილავდნენ. ამ ფაქტის გამო კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი-ქარ-თული ოცნების” წარმომადგენელმა ინგა მაღრაძემ განცხადებით მიმართა საოლქო კომისიას. განცხადებაში ნათქვამია:

„15 სექტემბერს ვარძიაში სოფლის რწმუნებულისა და თანაშემწეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ჩვენს მხარდამ-ჭერზე, მოქალაქე მზია ნაცვლიშვილი-ხიჯაკაძეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. სოფლის რწმუნებულის მხრიდან ადგი-ლი ჰქონდა სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებას და მოქალაქის კონსტიტუციური უფლების შელახვას, რაც გამოიხატა თავისუფლე-ბის უკანონო შეზღუდვაში.”

განმცხადებელი №48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიას სთხოვ-და, დაინტერესებულიყო აღნიშნული ფაქტით.

სხდომაზე საოლქო კომისიის თავმ-ჯდომარემ და მდივანმა აღნიშნეს, რომ თუ რწმუნებულის მხრიდან მოქალაქეზე ზეწოლის ფაქტები დადასტურდა, ეს საკითხი სცილდება კომისიის კომპე-ტენციას და ამაზე სხვა შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იმსჯელონ. „ჩვენ განცხადება არც კი უნდა განგვეხილა. გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. თუმცა

განცხადებას ვიხილავთ იმიტომ, რომ, შესაძლოა, გამოიკვეთოს ისეთი ფაქტე-ბი, რომლებზე რეაგირებაც ჩვენს კომპე-ტენციაში შედის,” - აღნიშნა კომისიის მდივანმა მაყვალა სულაქველიძემ.

17 სექტემბერს საოლქო კომისიის სხდომაზე იმყოფებოდა მზია ნაცვ-ლიშვილი-ხიჯაკაძე, რომელმაც დამსწრეთ უამბო 15 სექტემბერს ღამით მომხდარი ინციდენტი. მისი ნაამბობიდან ირკვევა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების” კოორდინატორმა მზექალა გლუნჩაძემ მზია ნაცვლიშვილს შესთავა-ზა, მისი მეუღლის მანქანა გამოეყენებიათ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა მისაყვანად. უნდა გაფორ-მებულიყო შესაბამისი ხელშეკრულება მანქანის მეპატრონესთან, რომელსაც მიეცემოდა არა თანხა, არამედ საწვავი. მზია ნაცვლიშვილი 15 სექტემბერს მოგვიანებით გაემართა კოორდინატორ მზექალა გლუნჩაძესთან ინფორმაციის დასაზუსტებლად. როგორც თავად აღ-ნიშნა, თან არასრულწლოვანი შვილი ახლდა. „ძალიან დაძაბული მივდიოდი მზექალასთან, რადგან ჩემი უფროსი შვილი მუშაობს თბილისში და ის დღეს-დღეობით ჩემი ოჯახის მარჩენალია. ამიტომ უნდა მეთქვა მზექალასთვის, - თუ „ქართულ ოცნებასთან” ურთიერთობით ჩემი შვილის სამსახურს საფრთხე შეექმ-ნებოდა, ვერ წავიდოდი ასეთ რისკზე. ეს ღამის საათებში ხდებოდა, რადგან დღი-სით მზექალასთან მისვლა არ შეიძლება, რადგან ის არის „ქართული ოცნების” წარმომადგენელი.”

მზია ნაცვლიშვილის თქმით, მას გზა-ში სოფლის რწმუნებული, მამუკა ღონ-ღაძე შეხვდა, რომელიც დაინტერესდა მისი მარშრუტით. „მამუკა ჩემი მეუღლის ნათლულია. ჩვენ ძალიან ახლობლები ვართ. მე დავმალე სიმართლე და მამუკას ვუთხარი, რომ პენსიის დამტარებელ-თან მივდიოდი ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხის გასარკვევად. მოგვიანებით მამუკასთვის სიმართლის თქმას ვაპირებ-დი, რადგან ის ჩემი ოჯახის ახლობელია, მაგრამ ჯერ მზექალასთან უნდა გამერკ-ვია ყველაფერი. სანამ მზექალასთან მივიდოდი, წყაროსთან შევჩერდი. ამ დროს უკნიდან მანქანა მოგვადგა. ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ეს იყო დეპუტატი მამუკა ხიჯაკაძე.”

მზექალა გლუნჩაძისგან წამოსულთ გზად მანქანა შეხვდა. მზია ნაცვლიშვი-ლი ამბობს, რომ მანქანიდან მამუკა ღონ-

ღაძე გადმოხტა, მისი შვილი მანქანში ჩასვა და თავად ქალბატონი ამბულატო-რიის შენობაში განთავსებულ რწმუნებუ-ლის სამუშაო ოთახში შეიყვანა. „მამუკამ დამიწყო ყვირილი, სად იყავი, რატომ მომატყუეო. თან მთხოვდა, მიმეცა ფული, რომელიც თითქოს მე მზექალამ მომცა. რა თქმა უნდა, ფული არ მქონდა. შემდეგ მამუკამ მითხრა, ახლავე დავრეკავ ხარა-გაულში ერთ პიროვნებასთან (რომლის სახელი და გვარი თქვა, მაგრამ არ მახ-სოვს), ის დარეკავს თბილისში და შენს შვილს გაათავისუფლებენო.

ძალიან გავმწარდი. შენ შემოგევლე, ნათლია-მირონობის, დედა-შვილობის ხათრით, ეგ არ გამიკეთო-მეთქი. დავუ-ჩოქე და ვემუდარე, ოღონდ შვილს ნუ გაათავისუფლებთ და შენი მონა-მორ-ჩილი ვიქნები-მეთქი. არაფერმა გაჭრა,” - განაცხადა მზია ნაცვლიშვილმა.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა რამდენიმე შეკითხვით

მიმართეს მზია ნაცვლიშვილს. კერძოდ, დაინტერესდნენ, ჩაკეტილი ჰყავდა თუ არა ოთახში რწმუნებულს და შეეძლო თუ არა ნებისმიერ დროს დაეტოვებინა ამბულატორიის შენობა.

მზია ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ გარეთ გასვლას მას არ უზღუდავდა რწმუნებული. ამ პასუხის გამო კომისიამ მიიჩნია, რომ ინგა მაღრაძის განცხადე-ბაში მოყვანილი ფაქტი, „თავისუფლების უკანონო შეზღუდვა,” არ დადასტურდა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კახა გოლუ-

ბიანმა მიიჩნია, რომ საჭირო იყო მოესმინათ რწმუნებულისთვისაც. აი, რა თქვა მამუკა ღონღაძემ 18 სექტემბერს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე:

-მზექალა ნაცვლიშვილის მეუღლე ჩემი ნათლიაა. ჩვენ ძალიან კარგი ურ-თიერთობა გვქონდა. მე ვიცოდი, რომ იგი იყო „ნაციონალური მოძრაობის მხარ-დამჭერი.” ისიც ვიცი, რომ მას ოპო-ზიციურმა პარტიებმა თანამშრომლობა შესთავაზეს, მაგრამ ის ღიად აცხადებდა, რომც არ მომწონდეს ეს მთავრობა, მე მამუკა ღონღაძის ინტერესების წინააღმ-დეგ არ წავალო.

მე შვებულებაში ვარ და შემიძლია აგიტაცია გავწიო. თუმცა ვერავინ იტყვის, რომ მე ზეწოლას ვახდენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე. პურსაც ერთად ვჭამთ. ვარძიის სიძლიერეა ყველა ვარძიელის ამოსავალი წერტილი.”

მამუკა ღონღაძემ დაადასტურა მზია ნაცვლიშვილთან შეხვედრის ფაქტი და თქვა, რომ მას როგორც ოჯახის ნათე-სავს, ჰქონდა უფლება ღამით წვიმაში გარეთ მყოფი ქალბატონისთვის ეკითხა, თუ სად იმყოფებოდა იგი.

„წვიმა რადგან იყო, მე შევთავაზე შევსულიყავით ამბულატორიაში,” - განაცხადა მამუკა ღონღაძემ.

18 სექტემბერს სხდომაზე მყოფმა მზია ნაცვლიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მამუკა ღონღაძე შვი-ლის სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. რწმუნებულმა კი განაცხადა, რომ „არ არის იმ დონის პიროვნება, თბილისში მომუშავე ადამიანის გათავი-სუფლება რომ შეეძლოს.”

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი რუსუდან გურგენიძე დაინტერესდა, რატომ შევიდა შვებულებაში მყოფი რწმუნებული სამუშაო ოთახში, რატომ არ წაიყვანა მზია ნაცვლიშვილი სახლში და რა ფულს ითხოვდა მისგან.

„ამბულატორია სულ ღიაა და შევედი. რა მნიშვნელობა ჰქონდა, სად დაველა-პარაკებოდი ქალბატონს,” - უპასუხა მამუკა ღონღაძემ.

სხდომა საკმაოდ ემოციურად მიმდი-ნარეობდა და საბოლოოდ, პასუხგაუცე-მელი დარჩა რუსუდან გურგენიძის მიერ დასმული შეკითხვები.

18 სექტემბერს სხდომაზე იმყოფე-ბოდნენ ვარძიის რწმუნებულის თანაშემ-წე გელა ოკრიბელაშვილი და დეპუტატი

მამუკა ხიჯაკაძე, ასევე 15 სექტემბრის ინციდენტის შემსწრე ვარძიელი ქალბა-ტონი, თუმცა მათთვის კომისიის წევრებს არაფერი უკითხავთ. ამიტომ რეალურად რა მოხდა 15 სექტემბრის ღამეს სოფელ ვარძიაში, კომისიის სხდომაზე ვერ დადგინდა.

კოალიციის „ბიძინა ივანიშვილი-ქარ-თული ოცნება,” წარმომადგენელი ინგა მაღრაძე მოითხოვდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას ეხელმძღვანელა საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლით, რომ-ლის თანახმადაც წინასაარჩევნო აგიტა-ციისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამო-ყენებას კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა კანონდამრღვევის 2 000 ლა-რით დაჯარიმებას იწვევს.

„ჩვენ ვითხოვდით რეაგირებას საოლ-ქო კომისიისგან, მაგრამ, რადგან თქვენ ვერ აწესრიგებთ და ვერ უზრუნველ-ყოფთ სამართლიან საარჩევნო გარემოს, ამიტომ მივმართავთ ზემდგომ ორგა-ნოებს. ამ საკითხით აუცილებლად დაინ-ტერესდებიან შესაბამისი ორგანოები. ეს არის ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით და ადმინისტრაციული რესურსის უკა-ნონოდ გამოყენება. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. სარჩელი შეგვაქვს პროკუ-რატურაში,” - მიმართა ინგა მაღრაძემ საოლქო კომისიის წევრებს.

19 სექტემბერს საოლქო საარჩევ-ნო კომისიამ კიდევ ერთი განც-

ხადება განიხილა. ამჯერად კომისიას სოფელ ვარძიაში მცხოვრებმა მამუკა ხიჯაკაძემ მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მას ოჯახში შეეჭრენ „ქართული ოცნების” კოორდინატორი მზექალა გლუნჩაძე და ამავე პოლიტი-კური გაერთიანების მხარდამჭერი მზია ნაცვლიშვილი. მამუკა ხიჯაკაძის განც-ხადების თანახმად, ქალბატონები მას უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ და „ჩამშვებს” უწოდებდნენ. „ჩემს მიმართ შეურაცხყოფის მოყენების მიზეზი გახ-და ის გარემოება, რომ 15 სექტემბერს, ღამის საათებში, შემთხვევით შევხვდი მზია ნაცვლიშვილს, რომელსაც „ქარ-თული ოცნების” მაისური ეცვა. მისი ვარაუდით, მე ვეტყოდი რწმუნებულს ამის შესახებ,” - აღნიშნულია მამუკა ხიჯაკაძის განცხადებაში.

მამუკა ხიჯაკაძე საოლქო საარ-ჩევნო კომისიას სთხოვდა ამ ფაქტზე რეაგირებას.

№48 ხარაგაულის საოლქო საარჩევ-ნო კომისიის გადაწყვეტილებით, ვინაიდან ინგა მაღრაძისა და მამუკა ხიჯაკაძის განცხადებებში მოყვანილ ფაქტებზე რე-აგირება სცილდება საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას, ორივე განც-ხადება სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა რეაგირებისთვის.

კომისიის წევრის, იური ლურსმა-ნაშვილის აზრით, მხოლოდ ინგა მაღ-რაძის განცხადება უნდა გადაეგზავნათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის. „აუცილებლად უნდა დაჯარიმდნენ სამართალდამრღვევი პირები,” - განაც-ხადა იური ლურსმანაშვილმა.

„შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გაარკვევენ. თუ მოგვწერენ, რომ იყო ზე-წოლა, აუცილებლად დავაჯარიმებთ,” - აღნიშნა სხდომის დასასრულს კომისიის თავმჯდომარე კახა გოლუბიანმა.

ნინო კაპანაძე

პატრიარქი საზოგადოებას

პატიმართა წამების ფაქტების

შემსწავლელი სპეციალური

კომისიის შექმნისკენ

მოუწოდებს

„ძვირფასო ხარაგაულელებო, გთხოვთ მიიღოთ გონივრული

გადაწყვეტილება”

“დღისით “ქართული ოცნების” წარმომადგენელთან მისვლა არ შეიძლება” ანუ რა მოხდა 15 სექტემბრის ღამეს სოფელ ვარძიაში

Page 3: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $ stshb დღეს ნომერშია 17 ... · 2 xtvb [fhfufekb @! ctmntv,thb7 @_!@ o 18 სექტემბერს ტელეკომპანია

3xtvb [fhfufekb@! ctmntv,thb7 @_!@ o

ა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრისა” და გაზეთ „ჩემი ხარაგაულის”

ერთობლივი ჩანართი №3

ჩანართი დაფინანსებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ

პროექტის ფარგლებში - „შენი მომავალი შენს არჩევანშია” - 18-დან 26 წლამდე ახალგაზრდებთან შეხვედრა მოლითში 10 სექტემბერს, ხოლო დაბა ხარაგაულში 13 სექტემბერს გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრისა” და გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” ერთობლივი პროექტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ

გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია.მოახლოებული პარლამენტის არჩევნების მნიშვნელობა და კენჭისყრის დღის პროცედურების

განმარტება - ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება შეხვედრებზე პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან გურგენიძემ.

შეხვედრაზე დამსწრეთა მონაწილეობით მოდელირებული არჩევნები გაიმართა (ფოტოზე).

№1 გულადი ყრუაშვილი - „კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო”

№5 მამუკა ჭყოიძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს”

№10 გიორგი თაბუკაშვილი - „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება”

№38 პარმენ ბუაძე - „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”

№41 ნოდარ ებანოიძე - „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება”

№42 გიორგი გლუნჩაძე - ს ა ი ნ ი ც ი ა ტ ი ვ ო ჯ გ უ ფ ი (დამოუკიდებელი)

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის

არჩევნებისთვის №48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში

რეგისტრირებული პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი

კანდიდატები

ხვდებიან თუ არა ამომრჩევლებს მა-ჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატე-ბი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი განრიგის მიხეედვით, - ამ შეკითხვით კანდიდატებს მივმართეთ.

გულადი ყრუაშვილმა, რომე-ლიც კენჭს იყრის პარტიიდან „კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო” გვიპასუხა, რომ თბილისში ყოფნის გამო 17 სექტემბერს შეძლო ბორით-ში შეხვედრაზე მისვლა. „პარტიის რაიონულ ორგანიზაციაში დამხვდა შეხვედრების განრიგი. ბორითში მოსახლეობას ბოდიში მოვუხადე დაგვიანების გამო. ხვალიდან უკვე ყველა შეხვედრაზე ვივლი,” - გვითხრა გულადი ყრუაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრა-ობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა ჭყოიძემ ჩვენთან სატელე-ფონო საუბარში აღნიშნა, რომ მას როგორც სცალია, ისე დადის მოსახ-ლეობასთან შეხვედრებზე. „შესაძლოა, საოლქოს გრაფიკსაც დავემთხვე, არ ვიცი,” - გვითხრა მამუკა ჭყოიძემ.

„ქრისტიან-დემოკრატიული გაერ-თიანების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თაბუკაშვილი ქუთაისში 16 სექტემბერს მოქალაქეთა გადაყვანის ორგანიზებით იყო დაკავე-ბული და ამიტომ ვერ შეძლო ამომრ-ჩევლებთან შეხვედრებზე მისვლა. „ყველგან ვაპირებ მისვლას საოლქოს მიერ შემუშავებული განრიგის მიხედ-ვით. ბოდიშსაც ვუხდი მოსახლეობას, სადაც ვერ მივედი,” - ამბობს გიორგი თაბუკაშვილი.

„ძალიან დაკავებული ვარ და ვერა-ნაირად ვერ მოვახერხებ მაგ განრიგის მიხედვით ამომრჩევლებთან შეხვედ-

რას. არ მცალია,” - აღნიშნა ჩვენთან საუბარში პარმენ ბუაძემ, რომელიც კენჭს „ლეიბორისტული პარტიიდან” იყრის.

„პირველ ექვს შეხვედრაზე უკვე ვიყავი, - აღნიშნა „ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ნოდარ ებანოიძემ, - 17 სექტემბერს ჩემი წარმომადგენელი შეხვდა მოსახლეობას, რადგან მე თბი-ლისში ვიმყოფებოდი. განრიგი ყველა საარჩევნო სუბიექტთან უნდა შეთანხ-მებულიყო და თუ ჩვენს მიერ ინდივი-დუალურად შემუშავებულ განრიგს დაემთხვეოდა, ვაცნობებდით საოლქო კომისიას. ჩავთვალე, რომ საოლქო კომისიის მიერ მიღებული განრიგი მისაღები იქნებოდა „ერთიანი ნაციონა-ლური მოძრაობის” კანდიდატისთვის და ამიტომ აღარ გავაპროტესტე. სამ-წუხაროდ, სახელისუფლო პარტიის წარმომადგენელი ამ შეხვედრებზე არ დადის. ამომრჩევლებს კი აინტერესებთ დებატები, ურთიერთპაექრობა.

ყველა შეხვედრაზე მივალ. მე თუ არ ვიქნები ხა-რაგაულში, ჩემი ნდობით აღჭურ-ვილი პირი აუცი-ლებლად შეხვდე-ბა ამომრჩევლებს. ერთი პიროვნებაც რ ო მ მ ო ვ ი დ ე ს , ვალდებული ვარ, მის ინტერესებს პატივი ვცე.”

დ ა მ ო უ კ ი დ ე -ბელი კანდიდატი გიორგი გლუნ-ჩაძე ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის მასშტაბით თი-თოეულ ოჯახს ინდივიდუალურად ხვდება. „ამ ეტაპზე ვერ მოვახერხე საოლქო კომისიის მიერ შემუშავე-ბული განრიგის მიხედვით ამომრ-ჩევლებთან შეხვედრა. როგორც კი მომეცემა შესაძლებლობა და ჩემს მიერ დაგეგმილ შეხვედრებს დავასრულებ, შევუერთდები სხვა კანდიდატებს,” - ამბობს გიორგი გლუნჩაძე.

№48 ხარაგაულის საოლქო საარ-ჩევნო კომისიის მდივანი მაყვალა სულაქველიძე განმარტავს, რომ ამომრჩევლებთან მაჟორიტარი დეპუ-ტატობის კანდიდატების შეხვედრების განრიგი კომისიამ 5 სექტემბერს შე-იმუშავა. „მაშინვე გავუგზავნე მაჟო-რიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შტაბში. საოლქო კომისიის წევრმა კონსერვატიული პარტიიდან იური ლურსმანაშვილმა მაშინვე წაიღო განრიგი. პრეტენზია შეხვედრის თა-რიღზე არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ გამოუთქვამს.”

ნინო კაპანაძე

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მერვე პუნქტის თანახმად, №48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეიმუშვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატების ამომრჩევლებთან შეხვედრის განრიგი.

ამომრჩევლებთან შეხვედრები უკვე შედგა: 15 სექტემბერს - ხევში, ნადაბურსა და ხუნევში; 16 სექტემბერს - გედსამანიაში, ვერტყვიჭალასა და საქასრიაში;17 სექტემბერს - უბისაში, მაქათუბანსა და ბორითში;18 სექტემბერს - ღორეშაში, სარგვეშსა და საბეში;19 სექტემბერს - თეთრაწყაროში, საქარიქედსა და კიცხში;20 სექტემბერს - წყალაფორეთში, ვარძიასა და ხიდარში.

21 სექტემბერი წიფა - 11 სთ. - ადმინისტრაცი-

ული შენობამოლითი - 14 სთ. - საველე

(სოფლის ცენტრი)ზვარე 1630 სთ. - საველე (სოფ-

ლის ცენტრი).

22 სექტემბერი დეისი - 11 სთ. - საველე (სოფ-

ლის ცენტრი)ქვები - 1330 სთ. - საველე (სოფ-

ლის ცენტრი)ვახანი - 1630 სთ. - კლუბის

შენობა.

23 სექტემბერიდიდვაკე - 11 სთ. - საველე (სოფ-

ლის ცენტრი)მარელისი - 1330 სთ. - საველე

(სოფლის ცენტრი)ლეღვანი - 1530 სთ. - კლუბის

შენობა

24 სექტემბერი ვანი - 11 სთ. - საველე (სოფლის

ცენტრი)საღანძილე - 1330 სთ. - ადმინის-

ტრაციული შენობაჩხერი - 1530 სთ. - საველე (სოფ-

ლის ცენტრი)

25 სექტემბერიბაზალეთი - 11 სთ. - საველე

(სოფლის ცენტრი)ჯაფარეული - 1330 სთ. - სავე-

ლე (სოფლის ცენტრი)ლაშე - 1530 სთ. - ადმინისტრა-

ციული შენობა

26 სექტემბერიისლარი - 11 სთ. - საველე (სოფ-

ლის ცენტრი)ფარცხნალი - 1330 სთ. - საველე

(სოფლის ცენტრი)

28 სექტემბერიდ. ხარაგაული - 14 სთ. - კინო-

თეატრის შენობა

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების

ამომრჩევლებთან შეხვედრების განრიგი

„ამომრჩევლებს აინტერესებთ დებატები, ურთიერთპაექრობა”

Page 4: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $ stshb დღეს ნომერშია 17 ... · 2 xtvb [fhfufekb @! ctmntv,thb7 @_!@ o 18 სექტემბერს ტელეკომპანია

4 xtvb [fhfufekb @! ctmntv,thb7 @_!@ o

რა უნდა იცოდეთ კენჭისყრის ანუ ხმის მიცემის

პროცედურების შესახებკენჭისყრა ანუ ხმის მიცემის პრო-

ცედურა ტარდება 1 ოქტომბერს დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე.

ხმის მიცემისპროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანმიმდევრობის დაცვით:

• კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი ნაკადის მომწეს-რიგებელთან გადის მარკირების შემოწმების პროცედურას.

• ამომრჩეველი რეგისტრატორთან გადის რეგისტრაციას, რომელიც მას გადასცემს ბიულეტენებს;

• ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში, შემოხაზავს მისთვის სასურველ პარტიას და კანდიდატს. საარჩევნო ბიულე-ტენის შევსებისას დაუშვებელია სხვა პირის დასწრება;

• ამომრჩეველი მიდის ცალკე მდგარ მაგიდასთან და სპეციალური კონვერტების ზედამხედველის მითითებით იღებს სპეციალურ კონვერტს, ათავსებს მასში ბი-ულეტენებს და კონვერტს აგდებს საარჩევნო ყუთში;

• კონვერტის ყუთში ჩაგდების შემ-დეგ ამომრჩეველი ტოვებს საარ-ჩევნო უბანს.

მნიშვნელოვანია ამომრჩეველმა იცოდეს, თუ

რა უფლება-მოვალეობი აქვს კენჭისყრის დღეს საუბნო

საარჩევნო კომისიის წევრებს

ამომრჩეველთა ნაკადის მომ-წესრიგებელი:

არეგულირებს საარჩევნო უბანში შესული ამომრჩევლების ნაკადს;

სთხოვს ამომრჩეველს წარმო-ადგინოს საქართველოს პირადობის მოწმობა/ID ბარათი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

ულტრაისფერი ფარნით ამოწმებს, აღენიშნება თუ რა ამომრჩეველს მარ-კირება; (თუ ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკი-რება, მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო მისი სახელი და გვარი შეიტანება ჩანაწერთა წიგნში);

ამოწმებს, რამდენი ამომრჩეველი დგას ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან. თუ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი დგას, დროებით აყოვნებს კენჭისყრის ოთახში მორიგი ამომრჩევლის შესვლას;

მიუთითებს ამომრჩეველს, მივიდეს იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რო-მელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის პირველი ასო.

ამომრჩეველთა რეგისტრა-ტორი:

სთხოვს ამომრჩეველს წარმო-ადგინოს საქართველოს პირადობის მოწმობა/ID ბარათი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი; თუ ამომრჩე-ველი დევნილია ოკუპირებული ტერი-ტორიებიდან, მას თან უნდა ჰქონდეს დევნილის მოწმობაც;

ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის ყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის მარკირებას;

აკეთებს ხელმოწერას ამომრჩე-

ველთა ერთიანი სიის გრაფაში, ხოლო შემდეგ ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენე-ბის მიღებას;

საარჩევნო ბიულეტენებს ხელს აწერს უკანა მხარეს და ამოწმებს სპეციალური ბეჭდით.

საარჩევნო ყუთისა და სპე-ციალური კონვერტების ზედამ-ხედველი:

მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს, ხსნის საარჩევნო ყუთის ჭრილს და მიუთითებს ამომრ-ჩეველს, მოათავსოს სპეციალური კონვერტი საარჩევნო ყუთში.

გახსოვდეთ, რომ:კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შე-

ნობაში წესრიგის დაცვაზე პასუხისმ-გებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, კენ-ჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის

მიზნით, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევ-ნო კომისიის წევრთათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის.

დაუშვებელია კენჭისყრის შენობა-ში შეიარაღებულ პირთა შესვლა.

თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთ-ხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და დარღვევის აღკვეთამდე კენჭისყრის შენობაში/მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები.

ძვირფასო ამომრჩევლებო, 1 ოქტომბერი საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეა

ყურადღება: მარკირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ამომ-რჩეველს არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მას-ზე საარჩევნო ბიულეტენები არ გაიცემა!

„საქართველოს ლეიბორის-ტულმა პარტიამ” №48 ხარაგა-ულის საარჩევნო ოლქის ათი საარჩევნო უბნიდან პარტიის წევრები გაიწვია:

№2 პატარა ხარაგაულის საარჩევ-ნო უბნიდან - ცისანა კიკნაძე

№4 ბორითის საარჩევნო უბნიდან - დავით ბარბაქაძე

№5 მაქათუბნის საარჩევნო უბნი-დან - მაია ბიწაძე

№6 საქასრიის სააარჩევნო უბნი-დან - როლანდ წიქარიშვილი

№12 თეთრაწყაროს საარჩევნო უბნიდან - ქეთევან თავზარაშვილი

№13 ლაშის საარჩევნო უბნიდან - ლამარა ჭანკოტაძე

№14 ლეღვნის საარჩევნო უბნიდან - მაია ჩიტაძე

№15 მარელისის საარჩევნო უბნი-დან - ტარიელ ტაბატაძე

№30 ხევის საარჩევნო უბნიდან -

მაკა გრიგალაშვილი№36 ისლარის საარჩევნო უბნიდან

- ნუგზარ ჭიპაშვილი

საუბნო საარჩევნო კომისიებ-ში კომისიის წევრები შეცვალა ლეიბორისტულმა პარტიამ

№3 ბაზალეთის საუბნო საარჩევნო კომისიაში თემურ ფცქიალაძის ნაცვ-ლად კომისიის წევრია დავით ბოჟაძე;

№7 უბისის საუბნო საარჩევნო კომისიაში სოფიო ბლუაშვილის ნაცვლად კომისიის წევრია ტარიელ სებისკვერაძე;

№8 ვარძიის საუბნო საარჩევ-ნო კომისიაში მზექალა გლუნჩაძის ნაცვლად კომისიის წევრია ეთერ სარალიძე;

№16 დიდვაკის საუბნო საარჩევნო კომისიაში მერაბ ბლუაშვილის ნაცვ-ლად კომისიის წევრია გოგა კაპანაძე;

№18 დეისის საუბნო საარჩევნო

კომისიაში მდვან მარინა ჭყოიძის ნაც-ვლად არჩეულია მზია კიკნაძე.

№20 ნადაბურის საუბნო საარჩევ-ნო კომისიაში ჰამლეტ გელაშვილის ნაცვლად კომისიის წევრია ნაზი გელაშვილი;

№31 ხიდრის საუბნო საარჩევნო კომისიაში თამაზ სხილაძის ნაცვლად კომისიის წევრია ამირან ლურსმა-ნაშვილი;

№33 ვერტყვიჭალის საუბნო საარ-ჩევნო კომისიაში შეიცვალა მდივანი. ნატო გამცემლიძის ნაცვლად, რომე-ლიც კომისიაში წარდგენილი იყო ლე-იბორისტული პარტიიდან, კომისიის მდივნად არჩეულია მზია ტაბატაძე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიიდან.

№34 ჯაფარეულის საუბნო საარ-ჩევნო კომისიაში შეცვალა მდივანი. თამარ ნაცვლიშვილის ნაცვლად, რომელიც კომისიაში ლეიბორისტუ-ლი პარტიიდან იყო წარდგენილი, კომისიის მდივნად აირჩიეს ლალი ღამბაშიძე პარტიიდან მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.

№35 საქარიქედის საუბნო საარ-ჩევნო კომისიაში ლია ფცქიალაძის ნაცვლად კომისიის წევრია ბეჟან ლურსმანაშვილი.

საუბნო საარჩევნო კომისიებ-ში კომისიის წევრები შეცვალა „ქრისტიან დემოკრატულმა მოძრაობამ”

№4 ბორითის საუბნო საარჩევ-ნო კომისიაში მანანა გამცემლიძის ნაცვლად კომისიის წევრია მანანა მუმლაძე;

№16 დიდვაკის საუბნო საარჩევნო

კომისიაში თეა ბუაჩიძის ნაცვლად კომისიის წევრია ზვიად წარიაშვილი;

№22 საბის საუბნო საარჩევნო კომისიაში ნარგიზ ბუაჩიძის ნაცვ-ლად კომისიის წევრია ლევან ბუხნი-კაშვილი.

საუბნო საარჩევნო კომისიებ-ში კომისიის წევრები შეცვალა „ქრისტიან დემოკრატული სა-ხალხო პარტიამ”

№5 მაქათუბნის საუბნო საარჩევ-ნო კომისიაში მანანა გამცემლიძის ნაცვლად კომისიის წევრია მანანა მუმლაძე;

№6 საქასრიის საუბნო საარჩევნო კომისიაში თინა წიქარიშვილის ნაცვ-ლად კომისიის წევრია კახა გაბუნია;

№14 ლეღვნის საუბნო საარჩევნო კომისიაში გულნარა მაქაძის ნაცვ-ლად კომისიის წევრია მზევინარ გიორგაძე;

№15 მარელისის საუბნო საარჩევ-ნო კომისიაში გოჩა მესხის ნაცვლად კომისიის წევრია ზურაბ ტაბატაძე;

№30 ხევის საუბნო საარჩევნო კომისიაში ნათელა ბერაძის ნაცვლად კომისიის წევრია იმედა გრიგალაშ-ვილი;

№35 საქარიქედის საუბნო საარ-ჩევნო კომისიაში ნონა ტაბატაძის ნაცვლად კომისიის წევრია ბელა სხილაძე;

საუბნო საარჩევნო კომისიებ-ში კომისიის წევრები შეცვალა კონსერვატიულმა პარტიამ

№8 ვარძიის საუბნო საარჩევნო კომისიაში მამუკა გაგოშიძის ნაცვ-ლად კომისიის წევრია ელისო არ-ჯევანიძე;

№23 საღანძილის საუბნო საარ-ჩევნო კომისიაში ლენა ორჯონიკი-ძის ნაცვლად კომისიის წევრია ირა გოგოლაძე;

№27 ღორეშის საუბნო საარჩევნო კომისიაში ბაჩუკი ორჯონიკიძის ნაცვლად კომისიის წევრია მალხაზ ჭუმბურიძე.

საუბნო საარჩევნო კომისიებ-ში კომისიის წევრები შეცვალა პარტიამ „მრეწველობა გადა-არჩენს საქართველოს”

№16 დიდვაკის საუბნო საარჩევნო კომისიაში ნინო ხარაძის ნაცვლად კომისიის წევრია მზია თაბუკაშვილი;

№34 ჯაფარეულის საუბნო საარ-ჩევნო კომისიაში პაატა ფცქიალაძის ნაცვლად კომისიის წევრია ლალი ღამბაშიძე.

P. S. „საქართველოს ლეიბორის-ტული პარტიის” გადაწყვეტილების გამო №48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქოს ათ უბანზე არჩევნებს ცამე-ტის ნაცვლად კომისიის 12 წევრი ჩაატარებს. რა გახდა კომისიიდან წევრების გაწვევის მიზეზი, - ამ სა-კითხის გასარკვევად ლეიბორისტუ-ლი პარტიის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და-ვით გამცემლიძეს დავუკავშირ-დით. „მე ძირითად მიზეზს ვერ გეტყ-ვით. კომისიის წევრების გამოწვევა ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ. ერ-თადერთი, შემიძლია ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ - ალბათ ლეიბორისტუ-ლი პარტიის ნდობა ვერ დაიმსახურეს იმ პიროვნებებმა,” - აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში დავით გამ-ცემლიძემ.

ცვლილებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში

Page 5: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $ stshb დღეს ნომერშია 17 ... · 2 xtvb [fhfufekb @! ctmntv,thb7 @_!@ o 18 სექტემბერს ტელეკომპანია

5xtvb [fhfufekb@! ctmntv,thb7 @_!@ o

ნაციონალური მოძრაობის საარჩევ-ნო პროგრამაში წინა პლანზე ამჯერად დასაქმება დგას. ყველაზე მტკივნეული თემა, რაც დღეს საქართველოს მოსახ-ლეობას აწუხებს. (თუმცა უმუშევრობა ყოველთვის მწვავე საკითხი იყო. ამიტომ ნებისმიერი დონის არჩევნების წინ პარტიები ამომრჩეველთან ყველა-ზე მეტი „მონდომებით” სწორედ ამ საკითხზე საუბრობდნენ. იწერებოდა დასაქმების პროგრამები, პროექტები, უმეტესად ფანტასტიკის სფეროდან, ამიტომ შედეგი ისაა, რომ დღეს საქარ-თველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ოფიციალური მონაცემებით 15,1 პრო-ცენტია. თუმცა ობიექტურობისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო წლე-ბის განმავლობაში ეს მაჩვენებელი მცირედით, მაგრამ მაინც კლებადია.) პროგრამის ეს ნაწილი გათვლილია ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტების გააქტიურებაზე, რაც ზოგადად და-მატებით სამუშაო ადგილების არსე-ბობის წინაპირობაა. ხელისუფლებამ დასაქმების პრობლემის მოგვარების მიზნით უკვე შექმნა დასაქმების სა-კითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ამას გარდა, პროგრამის მიხედვით, სახელისუფლებო პარტია მიიჩნევს, რომ 2012-2016 წლებში ქვე-ყანაში 4 მილიარდზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვა, რის შედეგადაც 80 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამავე წლებში საქართველოში ტურიზმის განვითა-რების დინამიკის გათვალისწინებით, ნაციონალური მოძრაობა ტურიზმის ინფრასტრუქტურაში მოსახლეობას 140 ათასი კაცის დასაქმებას ჰპირდება. მათივე გათვლებით, ამავე პერიოდში 15 ჰესისა და 5 ათასი კილომეტრი გზის მშენებლობაზე 43 ათასი ადამიანი სტაბილურ სამუშაო ადგილს მიიღებს. ამას ემატება 1000 ლარიანი ვაუჩერი პროფესიული გადამზადებისათვის, რის შედეგადაც სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება. საერთო ჯამში, სახელისუფლებო პარ-ტიის დაპირებით 2016 წელს საქართ-ველოში 273 ათასით მეტი სამუშაო ადგილი იქნება ვიდრე დღესაა და უმუშევრობის მაჩვენებელი 7-8%-მდე შემცირდება.

„ქართული ოცნებისათვის” წინა-საარჩევნოდ ყველაზე მთავარი თემა სოფლის მეურნეობაა. (დასაქმების მსგავსად წინასაარჩევნოდ არც ეს სა-კითხია ქართული პოლიტიკური სპექ-ტრისათვის ნაკლებ პოპულარული. ყველა არჩევნების წინ იწყება იმაზე საუბარი, რომ „საქართველო აგრა-რული ქვეყანაა” და „ქვეყანა გლეხმა და სოფელმა უნდა გადაარჩინოს”).

კოალიცია ამ მიმართულებით სოფ-ლის მეურნეობის განვითარების 1 მილიარდიანი ფონდის შექმნას გეგ-მავს, რომელიც სოფლის მეურნეობის პროგრამებს დააფინანსებს, თანამო-ნაწილეობის პრინციპით გამოუყოფს გლეხებს შეღავათიან კრედიტებს, აამოქმედებს აგროდაზღვევის სისტე-მას. „ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ მათი პროგრამის ამოქმედების შემდეგ ქართული პროდუქცია გახდება კონკურენტუნარიანი და დაბრუნდება ადგილობრივ ბაზარზე, რაც მნიშვნე-ლოვნად შეამცირებს იმპორტირებული პროდუქციის მოხმარების მაჩვენე-ბელს. ეს კი თავის მხრივ გაზრდის სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შე-მოსავლებს. პროგრამის ავტორთა გან-მარტებით, ამ პოლიტიკის განხორცი-ელების შედეგად, უახლოეს წლებში, აგროსასურსათო სექტორში შეიქმნება რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ად-გილი დაქირავებით დასაქმებულთათ-ვის; გაიზრდება თვითდასაქმებულთა კეთილდღეობა, მათი შემოსავლები საარსებო მინიმუმს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს,შემცირდება ფარული უმუშევრობა სოფლად.

„ახალი მემარჯვენეებისათვის” კი წინასაარჩევნოდ ყველაზე აქტუ-ალური ქვეყანაში უსაფრთხო და პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებაა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან კალანდაძის განმარ-ტებით, ხელისულებამ უნდა შექმნას პირობები ქვეყანაში ბიზნესის განვი-თარებისათვის. ბიზნესს უნდა ჰქონდეს ზრდის და ჩამოყალიბების საშუალება, რაც თავის მხრივ სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს. არ უნდა არსებობდეს მონოპოლიები და ხელი შეეწყოს მცირე ბიზნესის განვითარე-ბას. ამისათვის მემარჯვენეები „მცირე ბიზნესის განვითარების ფონდის” შექმნის ინიციატივით გამოდიან. ეს ფონდი მეწარმეებზე მოკლევადიან, დაახლოებით 3-5 %-იან სესხებს გასცემს, ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა პირველადი მოხმარების კვების პროდუქტები, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება და სხვა.

ლეიბორისტები კი ამომრჩეველს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევა-ში კომუნალური ტარიფების მკვეთრად შემცირებას ჰპირდებიან. შალვა ნათე-ლაშვილის განცხადებით, დღეისათ-ვის არსებული დენის 17 თეთრიანი ტარიფი ხელოვნურად გაბერილია და იგი რეალურად 7-8 თეთრი უნდა იყოს. ასევე გაბერილია ბუნებრივი აირის ტარიფიც. რაც შეეხება წყალს, იგი საერთოდ უფასო უნდა იყოს. (უცნაური დამთხვევაა, მაგრამ მკითხველს ალბათ

გაახსენდა გასული ადგილობრივი არჩევნების დროს „ქრისტიან- დემოკ-რატების” სლოგანი „დენი 10 თეთრი, გაზი 5 თეთრი, წყალი უფასო!)

იმის მიუხედავად, რომ გასული ადგილობრივი არჩევნების დროს „ქრისტიან-დემოკრატების” მიერ აქტიურად წამოწეულმა კომუნალუ-რი ტარიფების თემამ ამომრჩევლის ღიმილი უფრო გამოიწვია ვიდრე მხარდაჭერა, პარტია ამ საკითხს მაინც ვერ ეშვება და კიდევ ერთხელ უბრუნდება, თუმცა განსხვავებული კუთხით. „ქრისტიან-დემოკრატები” წინასაარჩევნოდ ენერგოობიექტების სახელმწიფოს მიერ გამოსყიდვის ინიციატივით გამოვიდნენ, რომელსაც მათი აზრით ენერგოტარიფების შემ-ცირება მოყვება. პარტიის ერთერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის განმარტე-ბით, ენერგოობიექტები სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დაბრუნდეს.

ეკონომიკის ექსპერტთა დიდი ნა-წილი პარტიების საარჩევნო პროგ-რამებში განსაკუთრებულ სიახლეს ვერ ხედავს. ემზარ ჯგერენაიას განც-ხადებით, საარჩევნო შტაბებში კარ-გად იციან, რომ ამომრჩეველს კარგი ზღაპარი აინტერესებს და არა ეკონო-მიკური პროგრამა, ამიტომ არც ერთ საარჩევნო პროგრამაში რაიმე ახალი არ არის. „ეს უფრო სლოგანებია და არა პროგრამები.ყველა პოლიტიკური ძალა ერთი და იმავეს ჰპირდება ამომრ-ჩეველს, ამიტომ ჰგავს ეს პროგრამა-სლოგანები ერთმანეთს. ვერსად ვერ ვნახე ბაზრის საკითხი, კონკურენციის გაძლიერება, ბიზნესისათვის ხელის შეწყობა. მხოლოდ და მხოლოდ მემარ-ცხენე იდეები”- აცხადებს ჯგერენაია.

ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის განმარტებით კი, არ-სებული პოლიტიკური პროგრამები შეიძლება ორ ნაწილად, შესრულებად და უტოპიურ ნაწილებად დაიყოს. შესრულებადია „ნაციონალური მოძ-რაობის”, „ქართული ოცნებისა” და „ახალი მემარჯვენეების” იდეები, თუნდაც დაზღვევის თემა, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამე-ბი. „რაც შეეხება უტოპიურ პროგრა-მებს, აქ პირველ რიგში აღვნიშნავდი „ლეიბორისტების”ლოზუნგებს. არ ვიცი, თანამედროვე ქვეყანაში მათი იდეები რომელ ელექტორატზეა გათვ-ლილი. მაგალითად, „მდიდარს წავარ-თმევთ, ღარიბებს დავუბრუნებთ” და ა.შ. ეს არის აბსოლუტური დანგრევა იმისა, რაც აქამდე გაკეთებულა. ასევე უტოპიაა „ქრისტიან დემოკრატების” ენერგოობიექტების ნაციონალიზა-ციის იდეა. არ ეკითხებით ინვესტორს, იქნებ არ ყიდის ამ „თელასს”? ან მაგალითად მე სულ არ მგონია, რომ გაზრდილი ტარიფების პრობლემა „თელასის” გამოსყიდვით გადაიჭრება. „თელასი” ტარიფს არ ადგენს და რო-გორ უნდა დასწიონ გადასახადი არ მესმის,”-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

სოფო დვალი

წინასაარჩევნო პროგრამები - კარგი ზღაპრები და არავითარი სიახლე

წინასაარჩევნო პერიოდი პოლიტიკურ პარტიებს შორის ამომრ-ჩევლისათვის დაპირებების მიცემის, ანუ საარჩევნო პროგრა-

მებისა და სლოგანების შეჯიბრის ასპარეზია. როგორც სპეცი-ალისტები განმარტავენ, ამ დროს მიზნის მისაღწევად მთავარია

ამომრჩეველს ის უთხრა, რისი მოსმენაც სურს, რეალურად რამდენად განხორციელებადია ესა თუ ის დაპირება, ეს მეორეხა-

რისხოვანია. ეს საარჩევნო ტექნოლოგიის ერთ-ერთი დეტალია და ამას ყველა ქვეყანაში აქტიურად მიმართავენ.

პარტიები№1 პ/გ „კახა კუკავა - თავისუფალი

საქართველო” №2 „მამულიშვილთა ორდენი „სამ-

შობლო” №4 „ეროვნულ-დემოკრატიული

პარტია” №5 „ერთიანი ნაციონალური მოძრა-

ობა - მეტი სარგებელი ხალხს” №9 „სამართლიანი საქართველოსთ-

ვის”

№17 „სახალხო მოძრაობა” №19 „თავისუფლება - ზვიად გამსა-

ხურდიას გზა” №20 „ჩვენი ქვეყანა” №23 პ/გ „ჯონდი ბაღათურია - ქარ-

თული დასი” №24 პ/გ „ახალი მემარჯვენეები” №26 „სახალხო პარტია” №30 „მერაბ კოსტავას საზოგადოება” №31 „თეთრები” №35 „მომავალი საქართველო”

№36 „საქართველოს მშრომელთა საბჭო”

№37 „ტრადიციონალისტები” №38 „შალვა ნათელაშვილი - სა-

ქართველოს ლეიბორისტული პარტია” №40 „საქართველოს სპორტსმენთა

კავშირი” ბლოკები

№10 „გიორგი თარგამაძე - ქრის-ტიან-დემოკრატიული მოძრაობა”

№41 „ბიძინა ივანიშვილი - ქართუ-ლი ოცნება”

2012 წლის პარლამენტის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიები და ბლოკები

იზა ვეფხვაძე: -ხარაგაულის დღეს მოქმედი მაჟორიტარი ხარაგაულელებისთ-ვის სანთლით იყო საძებარი. ადამიანები საჭიროების და აუცილებლობის დროსაც კი ვერ ახერხებდნენ მასთან შეხვედრას. ამ ბოლო პერიოდში, რა საქმეშიც ყველაზე დიდი აქტივობა და ძალისხმევა გამოიჩინა ის გახლდათ, რომ ძალიან აქტიურად იბრძოდა სამსახურიდან ჩემს გასათავისუფლებლად. ჩემი აზრით, ასეთი აქტიურობა სხვა კეთილ საქმეში უფრო წაადგებოდა ხარაგაულს, რადგან ხარაგაულელებს უთვალავი პრობ-ლემა აქვთ და მაჟორიტარ დეპუტატს უნდა შეეძლოს, ადამიანებს ოდნავ მაინც შეუმსუ-ბუქოს მდგომარეობა.

მაჟორიტარ დეპუტატს იმიტომ ირჩევს მოსახლეობა, რომ ეს ადამიანი მათი ჭირისა და ლხინის გამზიარებელი უნდა იყოს, მათ სატკივარზე და პრობლემებზე უნდა საუბრობ-დეს მაღალი ტრიბუნიდან და ხელეწიფებოდეს ამ პრობლემების გადაჭრა.

რუსუდან გურგენიძე: -შეიძლება ითქვას, რომ ხარგაული დღეს მაჟორიტარი დეპუტატის გარეშეა. ხარგაულელებისათ-ვის მაჟორიტარი სანთლით საძებარი იყო. 4 წლის მანძილზე ხარგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ხმა პარლამენტში არ გაგვიგო-ნია. ხარგაულს მაჟორიტარი ჰყავს მხოლოდ იმიტომ, რომ აიღოს ხელფასი და მიიღოს საკმაოდ მსუყე დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ვისურვებდი, პარლამენტში ავირჩიოთ ისეთი მაჟორიტარი, რომელსაც ეცოდინება პოლიტიკა, კანონების კითხვა და აღქმა, საბი-უჯეტო საკითხები, ეკონომიკა და საკუთარი უფლება-მოვალეობები.

ლაშა გოგოლაძე: -დეპუტატი, რო-მელსაც ირჩევს ხალხი, უნდა იყოს ხალხის სამსახურში და არა პირიქით. მე მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი რამ არის ხალხზე დამო-კიდებული. ადამიანებმა უნდა გაანალიზონ, ვინ დგას მათ წინ და ვისზე უნდა გააკეთონ არჩევანი. რა წარსულის არის ადამიანი და აქედან გამომდინარე, რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს მას. ადამიანს, რომელსაც ანდობ შენს რაიონს, რომელზეც შეაჩერებ არჩე-ვანს, ვფიქრობ უნდა იყოს რჩეულთა შორის რჩეული. დაშინების ფონზე არ უნდა მოხდეს არჩევანის გაკეთება. ადამიანებს თავისუფა-ლი აზროვნების საშუალება უნდა ჰქონდეთ. დეპუტატის ამბიცია არ უნდა იყოს კარგად მორგებული სავარძელი. სავარძლიდან გადმოუსვვლელად არ უნდა მართოს რაიონი. დეპუტატი უნდა იცნობდეს საკუთარ რაიონს, იცოდეს თითოეული ადამიანის პრობლემა და იზრუნოს ადამიანების კეთილდღეობაზე.

რაც შეეხება დღევანდელ მაჟორიტარ დეპუტატს, ერთი რამ შეიძლება ითქვას, - დღიდან არჩევისა ძალიან ბევრ ხარაგაულელ ამომრჩეველს აინტერესებს, ვინაა მათი დეპუტატი.

თორნიკე ბაკურაძე: -ძველ დეპუ-ტატზე საუბარს ჯობია, ახალი არჩევანი გავაკეთოთ. მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტა-ტია ჯაბა მაღლაკელიძე რამდენჯერმე დაეხ-მარა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს და ჩვენ მისი ძალიან მადლობლები ვართ. სხვა რა აქვს გაკეთებული, პირადად მე არ ვიცი. ყველა კანდიდატს წარმატებას ვუსურვებ. მაჟორიტარი დეპუტატი მთავარია იყოს კომპეტენტური, თავის საქმის მცოდნე, მორწ-მუნე და პატრიოტი ადამიანი, ხარაგაული და ხარაგაულელები უნდა უყვარდეს.

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარო-ბის კანიდატ მამუკა ჭყოიძეს ბავშვობიდან ვიცნობ და დადებითი ადამიანია. მისი წვლი-ლია შეტანილი ხარგაულის საფეხბურთო გუნდის შექმნაში. ქართული ოცნების მა-ჟორიტარობის კანდიდატი ნოდარ ებანოიძე გამოცდილი ადამიანია.

მთელი ამ წლების განმავლობაში პარ-ლამენტში ჩვენი რაიონის სახელი არავის უხსენებია. მუნიციპალიტეტის პრობლემების დაყენება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანო-ში აუცილებელია.

მაჟორიტარი დეპუტატი ხალხის რჩე-ულია, ამიტომ ის უნდა იყოს პროფესიონალი, სამართლიანი, პატიოსანი და ღვთისნიერი.

ნიკოლოზ მაჭავარიანი: -როგორი საინტერესოც უნდა იყოს მაჟორიტარი დე-პუტატის საქმიანობა, ამომრჩეველს მაინც რჩება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და ეს ბუნებრივია.

რაც შეეხება იმას,თუ როგორი უნდა იყოს მაჟორიტარი დეპუტატი, ჩემის აზრით, დეპუ-ტატის საქმიანობაში ორი უმთავრესი უფლე-ბა-მოვალეობა შედის: პარლამენტში ახალ კანონებზე აქტიური მუშაობა და თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაზე ზრუნვა.

მაჟორიტარ დეპუტატს, ალბათ, ორმაგი პასუხისმგებლობა გააჩნია, რადგან მას იმ კონკრეტული მოქალაქეების ბედიც აბარია, რომელი ოლქიდანაც მისი არჩევა მოხდა.

ამომრჩევლის აზრით

როგორ შეაფასებთ მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობას და როგორი უნდა იყოს მაჟორიტარი დეპუტატი?

Page 6: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $ stshb დღეს ნომერშია 17 ... · 2 xtvb [fhfufekb @! ctmntv,thb7 @_!@ o 18 სექტემბერს ტელეკომპანია

6 xtvb [fhfufekb @! ctmntv,thb7 @_!@ o

№48.01 დაბა ხარაგაული - 1 213№48.02 პატარა ხარაგაული - 865№48.03 ბაზალეთი - 562№48.04 ბორითი - 846№48.05 მაქათუბანი - 311№48.06 საქასრია - 413№48.07 უბისა - 272№48.08 ვარძია - 1 053№48.09 ვახანი - 743№48.10 ზვარე - 750№48.11 კიცხი - 1 279№48.12 თეთრაწყარო - 364№48.13 ლაშე - 810№48.14 ლეღვანი - 695№48.15 მარელისი - 368№48.16 დიდვაკე - 140№48.17 მოლითი - 591№48.18 დეისი - 172№48.19 ქვები - 359

№48.20 ნადაბური - 352№48.21 სარგვეში - 350№48.22 საბე - 130№48.23 საღანძილე - 545№48.24 ვანი - 344№48.25 ჩხერი - 303№48.26 ფარცხნალი - 552№48.27 ღორეშა - 725№48.28 წიფა - 625№48.29 წყალაფორეთი - 892№48.30 ხევი - 991№48.31 ხიდარი - 692№48.32 ხუნევი - 468№48.33 ვერტყვიჭალა - 692№48.34 ჯაფარეული - 209№48.35 საქარიქედი - 233№48.36 ისლარი - 176№48.37 გედსამანია - 280

№48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 20 365 ამომრჩეველიაამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო უბნების მიხედვით

საზღვარგარეთ მცხოვრები ქარ-თველი ემიგრანტების უდიდესი ნაწილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ხმის მიცემის უფლება მათ საგარეო საქმე-თა სამინისტროს გადაწყვეტილებით ეკრძალებათ. ბრძანებით, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა გრი-გოლ ვაშაძემ გამოსცა, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტე-ბიდან არჩევნებში მხოლოდ ისინი მიიღებენ მონაწილეობას, ვინც სა-კონსულოებში რეგისტრაციას გაივ-ლის. რეგისტრაციის გასავლელად კი აუცილებელი პირობაა ემიგრანტმა უცხოეთში მისი“ჩაწერის”, ანუ საც-ხოვრებელი ადგილის დამადასტუ-რებელი დოკუმენტი წარმოადგინოს.

ამ ბრძანებიდან გამომდინარე საპარლამენტო არჩევნებში ემიგრან-ტთა მხოლოდ ის ნაწილი მიიღებს მონაწილეობას, ვინც საზღვარგარეთ ლეგალურად ცხოვრობს და მუშაობს. და თანაც იმ შემთხვევაში, თუ საკონ-სულოში რეგისტრაციის გავლას მოასწრებენ. ამასთან, არჩევნების თარიღი 1 ოქტომბერი ორშაბათია და რამდენი ადამიანი მოახერხებს სამსახურიდან გათავისუფლებას, ისიც საკითხავია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საარჩევნო უბნები მხოლოდ ქვეყნების დედაქალაქებ-შია გახსნილი და დედაქალაქებიდან შორს მცხოვრებმა ემიგრანტებმა საარჩევნო უბანზე მისასვლელად ზოგ შემთხვევაში ათასობით კილო-მეტრი უნდა გაიარონ.

ამ პირობებს რომ დააკმაყოფი-ლებს ანუ საზღვარგარეთ აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ამომრ-ჩეველთა რაოდენობა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 42 613-ს შეადგენს. ამიტომ ცესკო-ს გადაწყვეტილებით სააქრთველოს გარეთ 42 საარჩევნო უბანი შეიქმნა.

ბუნებრივია არავის სჯერა, რომ საზღვარგარეთ საქართველოდან ემიგრირებული მხოლოდ 42 613 ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს. სა-ქართველოს ოფიციალურ უწყებებში ემიგრანტთა შესახებ სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა მაგალითად ისეთი ავტორიტეტული ორგანიზა-ციების მონაცემებით, როგორიცაა გაერო, მსოფლიო ბანკი და მიგრა-ციის საერთაშორისო ორგანიზა-ცია, საქართველოდან ემიგრანტთა რაოდენობა 1990 წლიდან მუდმივად იზრდება (მცირედი გამონაკლისი იყო 2005-2006 წლები, როცა ხალ-ხის გადინება შემცირდა), და თუ 2005 წელს ქართველ ემიგრანტთა ოდენობა, სავარაუდოდ, 1,025,000 იყო, რაც ქვეყნის მაშინდელი მო-სახლეობის 22%-ს შეადგენდა, დღეს იმავე ორგანიზაციების მონაცემებით სავარაუდო ციფრი უკვე 1,1-1,2 მი-

ლიონია, რაც ქვეყნის მოსახლეობის 25,1%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში ლიდერთა შორისაა – მე-20 ადგილს იკავებს და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მას მხო-ლოდ სომხეთი უსწრებს (28,2%).

„ხელისუფლებამ ამ გადა-წყვეტილებით მილიონზე მეტ საქარ-თველოს მოქალაქეს ხმის მიცემის და არჩევანის გაკეთების უფლება წაართვა. თავად საქართველოს საარჩევნო კოდექსი მიუთითებს, რომ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საქართველოს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, თუკი მოქალაქეები დგანან ან არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე და არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21–ე დღისა, რეგისტ-რაციას გაივლიან სხვა სახელმწი-ფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებუ-ლებაში. ახალი ბრძანება კი ემიგრან-ტებს ავალდებულებს, წარადგინონ კონკრეტულ ქვეყანაში ცხოვრების იურიდიული დოკუმენტი. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ასიათასობით ემიგრანტი არჩევნებში მონაწილე-ობას ვერ მიიღებს, მარტივი მიზეზის გამო, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე

საზღვრებს მიღმა არალეგალურად ცხოვრობს, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ დარეგისტრირდნენ და მათი უცხო ქვეყანაში ყოფნა ლეგალური გახა-დონ. მმართველი პარტიაყველა ამ ხმის თავის სასარგებლოდ გაყალბე-ბას გეგმავს”-აცხადებს არასამთავ-რობო ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგის” თავმჯდომარე კოკა გუნცაძე.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავ-შირებით კოლიცია „ქართული ოცნე-ბის” წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართული ამბასადორეალის მონაწილეებს მიმართეს და ემიგრანტი ქართველე-ბისთვის არჩევნებში შეუფერხებელი მონაწილეობისთვის გარემოს შექმნა-ში დახმარება სთხოვეს. „მინისტრის ბრძანებაში შეტანილმა ცვლილებამ რეგისტრაციის პრობლემები შეუქმ-ნა როგორც არალეგალურად მყოფ ემიგრანტებს, ისე უცხოეთში ლეგა-ლურად მყოფ საქართველოს მოქა-

ლაქეებსაც. არჩევნების წინ ასეთი მოთხოვნების შემოღება საკუთარი მოქალაქეების მიმართ უსამართლოდ მიგვაჩნია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სწორედ არალეგალურად მყოფ, საკუთარი ქვეყნიდან გაჭირ-ვებასა და უმუშევრობას გაქცეულ ემიგრანტებს სჭირდებათ, მით უმე-ტეს, რომ მათი არალეგალურობის სტატუსი სწორედ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია. მიუხედავად მათი თხოვნისა, არც ცსკ და არც საგარეო საქმეთა სამინისტ-რო არ ითვალისწინებენ საკუთარი მოქალაქეების თხოვნას. კიდევ ერ-თხელ მოგიწოდებთ, ნუ წაართმევთ ჩვენს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას”, - ნათქვ-მია კოალიციის წარმომადგელელთა განცხადებაში, რომელსაც ხელს ირაკლი ალასანია, თედო ჯაფარიძე, ვიქტორ დოლიძე, მაია ფანჯიკიძე, დავით ზალკალიანი, ალექსი პეტ-რიაშვილი, ზაალ გოგსაძე, გიორგი ვოლსკი, კონსტანტინე სურგულაძე, ირაკლი ჩიქოვანი აწერენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შევეცადეთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების კომენტარის მო-

პოვებას, თუმცა უშედეგოდ. როგორც აგვიხსნეს, ნებისმიერი კომენტარის შეთანხმება პარტიის პრესსამსა-ხურის უფროსთანაა აუცილებელი, რომელთან დაკავშირებაც ვერ შევ-ძელით.

პ.ს. თავად ემიგრანტებმა კი უკე-თეს გამოსავალს მიაგნეს...უკვე რამდენიმე დღეა სარფის საბაჟოს გავლით ემიგრანტები იტალიიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ჰოლან-დიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთი-დან, ბელგიიდან საქართველოში ბრუნდებიან. ამ ხალხის განცხა-დებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნებში სადაც მუშაობენ, მათ საქართველოს მთავრობამ არჩევნებში მონაწილე-ობის უფლება აუკრძალა. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი დარჩათ - სამშობლოში ჩამოსულიყვნენ და მო-ქალაქეობრივი ვალი ასე მოიხადონ...

სოფო დვალი

მილიონზე მეტ ქართველ ემიგრანტს არჩევნებში მონაწილეობა

ეკრძალება

საქართველოში სტუმრად იმყოფე-ბიან ლიტვის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმე-თა მინისტრები. ვიზიტის ფარგლებში, აუდრონიუს აჟუბალისმა, ნიკოლაი მლადენოვმა, ედგარ რინკევიჩმა, ტიტუს კორლატეანმა და კარელ შვარცენბერგ-მა შეხვედრები გამართეს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. შეხ-ვედრების დროს განხილულ იქნა რო-გორც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა, ასევე საქარ-თველოს ევროპულ და ევროატლანტი-კურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები.

ლიტვის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი საქარ-თველოში 17 სექტემბერს, დილაად-რიან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრით დაიწყო. სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას მინისტრებმა დაადასტურეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგ-რაციის ხელშეწყობისადმი. ოფიცი-ალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა მნიშვნელოვანი განცხადე-ბები გააკეთეს როგორც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების, ასევე სამხ-რეთ კავკასიის უსაფრთხოების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინის-ტრის გრიგოლ ვაშაძის თქმით, რუსე-თის თავდაცვის სამინისტროს წვრთნები „კავკასია 2012” საქართველოს საზღვ-რის მახლობლად აშფოთებს არამარტო საქართველოს ხელისუფლებას:

„ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს რა შედეგი მოიტანა რუსეთის 2008 წლის სწავლებებმა, რომელიც თავისი მასშტაბით გაცილებით უფრო მცირე იყო და მასში გაცილებით შეზღუდული ძალები მონაწილეობდნენ. საქართვე-ლოს დიპლომატიის ძალისხმევამ გამო-იღო ის შედეგი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო და უფრო მძაფრ შეკითხვებს უსვამს რუსეთს ამ სამხედრო სწავლებების შესახებ.”

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ევროპის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტ-რების სტუმრობა იმის მანიშნებელია, რომ მათთვის საქართველო ისევე მნიშვ-ნელოვანია, როგორც საქართველოსთ-ვის ევროპის კავშირი და ნატო. ვაშაძის ბულგარელმა კოლეგამ საქარველოში მოახლოებული არჩევნების შესახებ ილაპარაკა. ნიკოლაი მლადენოვის თქმით, საქართველო გაგებით უნდა მო-ეკიდოს ევროკავშირის დაინტერესებას არჩევნებითა და მისი ხარისხით.

„ჩვენ არ გაგვიხარდებოდა, თუკი სხვა ხალხი მოვიდოდა ჩვენთან და ჩვენი არჩევნების შინაარსზე ისაუბრებდა. რისიც გვინდა გვჯეროდეს და რაზეც ინტენსიურად ვმუშაობთ ხელისუფლე-ბასთან, არის ის, რომ დავრწმუნდეთ: საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი არა მარტო გამყარებულია ნაკისრი საერთაშორისო ვალდებუ-ლებებით, არამედ უპასუხებს ეუთოსა და ევროსაბჭოს მეშვეობით ჩვენ მიერ ევროპაში დამკვიდრებულ საუკეთესო სტანდარტებს”, განაცხადა ნიკოლაი მლადენოვმა, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლიტვის საგარეო უწყების ხელმძ-ღვანელმა აუდრონიუს აჟუბალისმა კი განაცხადა, რომ მინისტრები საქართ-ველოში რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად არ ჩამოსულან. „საქართველოსთვის ძალიან მნიშვ-ნელოვანია საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ”, აღნიშნა ლიტველმა მინისტრმა. ასევე არჩევნებ-თან დაკავშირებით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ ძა-ლას სამართლიანი და თანაბარი პირო-ბები უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, თუ არჩევნების შედეგებს სამართლიანად აღიარებენ საერთაშორისო სადამკ-ვირვებლო ორგანიზაციები, ეს შედეგი ყველა პარტიამ უნდა მიიღოს. საქართ-ველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და უშიშროების საბჭოს მდივანთან დახურულ კარს მიღმა გამართული საუბრების შემდეგ ხუთი ქვეყნის სა-გარეო საქმეთა მინისტრები კოალიცია „ქართული ოცნების” ლიდერსაც შეხვ-დნენ. ბიძინა ივანიშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მინისტრები პატივს სცემენ თავისუფალ და დემოკ-რატიულ არჩევნებს და საქართველოში ჩამოვიდნენ არა რომელიმე პარტიის, არამედ დემოკრატიის მხარდასაჭერად:

„ისინი ჩამოვიდნენ საქართველოს ხალხის მხარდასაჭერად და არა რომე-ლიმე პარტიის ან ხელისუფლებისა. ამ კუთხით ჩვენც მადლობა გადავუხადეთ. მათ ჰქონდათ რამდენიმე შეკითხვა: დააზუსტეს ჩვენი სტრატეგია. კიდევ ერთხელ დავუსაბუთეთ, რომ ეს გახ-ლავთ ევროატლანტიკური სივრცე. დააზუსტეს რუსეთთან ურთიერთობა. დააზუსტეს საგარეო პოლიტიკის ჩვენი ხედვა და ა.შ. მგონი, ძალიან კარგი შეხ-ვედრა იყო. ძალიან კმაყოფილნი დარჩ-ნენ. ყველა შეკითხვაზე პასუხი მიიღეს და კარგად გაიგეს ჩვენი პოზიცია.”

ვიზიტის მსვლელობისას ლიტვის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრე-ბი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტსაც შეხვდებიან.

ჯიმშერ რეხვიაშვილი

ემიგრანტების აქცია სარფის საბაჟოზე

1645 წელს ერთმა ხმამ ოლივერ კრომველს ინგლისზე კონტროლი მოუტანა.1646 წელს ერთი ხმა ინგლისის მეფე ჩარლზ I-ს სიკვდილით დასჯად დაუჯდა.1868 წელს ერთმა ხმამ გადაარჩინა პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი იმპიჩმენტს.1876 წელს ერთი ხმის უპირატესობით გახდა რეზერფორდ ჰეისი ამერიკის პრეზიდენტი.1876 წელს ერთმა ხმამ საფრანგეთში მონარქიული წყობა რესპუბლიკურით შეცვალა.1995 წელს ერთი ხმით მოუგო ირაკლი ბათიაშვილმა ირაკლი მაჭავარიანს ვაკის საარჩევნო ოლქში

მაჟორიტარული არჩევნები.

რა შეუძლია ერთ ხმას

საგარეო საქმეთა მინისტრების წინასაარჩევნო სტუმრობა

Page 7: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $ stshb დღეს ნომერშია 17 ... · 2 xtvb [fhfufekb @! ctmntv,thb7 @_!@ o 18 სექტემბერს ტელეკომპანია

7xtvb [fhfufekb@! ctmntv,thb7 @_!@ o

გიორგი (ჟორა) კურტანიძე სო-ფელ ზარანში დაიბადა. ოჯახში ცხრა დედმამიშვილი იზრდებოდნენ. წარჩინებით სწავლობდა ჯერ საღან-ძილის, ხოლო შემდეგ ხარაგაულის №1 საშუალო სკოლაში. „წარჩი-ნებული სწავლის გამო ამირჩიეს კომკავშირის კომიტეტის მდივნად. ეს ძალიან მეამაყებოდა - იხსენებს ბატონი ჟორა, - არდადეგებზე სულ ვშრომობდით.

ძალიან კარგია ბევრი დედმამიშ-ვილი. დიდი სიყვარული გვქონდა ერთმანეთის მიმართ, კარგი დამოკი-დებულება, ურთიერთპატივისცემა.

გამორჩეულად მიყვარდა და ყვე-ლაზე ახლოს ვიყავი ჩემზე ორი წლით უფროს ძმასთან თენგიზთან. უფროსი ძმა პავლე მუშაობდა სახალხო მა-ტარებელზე და ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა. სტუდენტობის დროს მასთან ვცხოვრობდი და ის მიწევდა მამობას. ჩემი და ნადია ბორჯომში სახედრო ჰოსპიტალში უფროს ექ-თნად მუშაობდა. დედმამიშვილები ერთმანეთს ვეხმარებოდით. დედაჩემი იყო ოჯახის ბურჯი, ძალიან მშრომე-ლი ქალი, მრავალშვილიანი და გმირი დედა. სოფელში ყველას უყვარდა. მამა სოფლის თავკაცად ითვლებოდა მიუხედავად იმისა, რომ განათლება არ ჰქონდა მიღებული. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ეს სწორედ ოჯახიდან მოდის.

-განვლილ ცხოვრებას რომ გადახედოთ, რა არის თქვენთ-ვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

-სულ ვოცნებობდი შვილიშვილებ-ზე. ჩემს ქალიშვილს, მაიას ვაძალებ-დი ოჯახის შექმნას. დღეს თუ რამე მიხარია და სიცოცხლეს მილამაზებს, ჩემი შვილიშვილებია. თამარი და გიორგი ჩემი ყველაზე დიდი სიხა-რულია. უსაზღვროდ მიყვარს ორივე და მათაც ძალიან ვუყვარვარ. ესენი მამხნევებენ და მაცოცხლებენ.

1960 წელს ხარაგაულში დავიწყე მუშაობა. თავდაპირველად მილიციის უბნის ინსპექტორად ვმუშაობდი

კიცხში. მალე ჯერ სოცსაკუთრების მტაცებლობის და სპეკულაციის წი-ნააღმდეგ მებრძოლ ინსპექტორად, შემდეგ კი სისხლის სამართლის სამ-ძებრო სამმართველოს განყოფილება-ში უფროს ინსპექტორად დამნიშნეს. სამჯერ მივიღეთ გარდამავალი დრო-შა წარმატებული მუშაობისთვის. სხვა რაიონები იზიარებდნენ ჩვენს გამოცდილებას. ჩვიდმეტი წელი ვიმუშავე ხარაგაულის მილიციის უფროსის მოადგილედ, სამი წელი - საჩხერის მილიციის უფროსად. შემდეგ ხარაგაულში მილიციის უფ-როსად დავბრუნდი. ბევრჯერ შემომ-თავაზეს თბილისში შს სამინისტროს

აპარატში გადასვლა. ვერ გადავედი, რადგან ვფიქრობდი, რომ გამიჭირდე-ბოდა ხარაგაულის გარეშე. პენსიაში გასვლის შემდეგ საკრებულოსა და გამგეობის იურიდიული განყოფილე-ბის უფროსად ვმუშაობდი.

-ცხოვრებაში რა არის უმ-თავრესი?

-მთავარია იყო კარგი ადამი-ანი, სამართლიანი, განათლებული. უნდა შეგეძლოს საზოგადოებასთან ურთიერთობა, უნდა გქონდეს ნიჭი, ენერგია, ტაქტი, ზრდილობა.

-ყველა ადამიანს აქვს რაღაც საამაყო. თქვენთვის ყველაზე საამაყო რა არის?

-35 წელი ვიმუშავე მილიციაში. ამ ხნის მანძილზე ბევრი სიძნელე და სირთულე გადავლახე ისე, რომ არ შევრცხვენილვარ და დამსა-ხურებულად გამოვედი პენსიაში. ვმონაწილეობდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. სამინისტრომ არაჩ-ვეულებრივი გაცილება მომიწყო. ღირსების ორდენითა და სხვადასხ-ვა მედლებით დამაჯილდოვეს. ესაა ჩემთვის საამაყო.

...მახსოვს, კიცხის უბანში მოხდა მკვლელობა. მეზობელმა მოკლა მეზობელი. უბანში მარტო ვიყავი. მკვლელს ვერავინ ეკარება - თოფით დგას ხელში და იმუქრება. კანონი გავალებს და ვალდებული ხარ, შენი

მოვალეობა შეასრულო. უნდა მი-იღო გადამჭრელი ზომები. ამოვიღე იარაღი და გავემართე მისკენ. ვნერ-ვიულობდი, მკვლელთან მივდიოდი. თან არ მინდოდა ხალხის თვალში შევრცხვენილიყავი. მივედი და გან-ვაიარაღე. ხარაგაულშიც მარტო გადმოვიყვანე.

სოფელ ვერტყვიჭალაში ერთ ოჯახს დამნაშავეთა ხუთკაციანი ჯგუფი თავს დაესხა ღამის სამ საათზე და 20 000 დოლარი მოსთ-ხოვეს. შეკოჭეს ოჯახის უფროსი და ცხელი უთოთი აწამეს. ფული ვერ იპოვეს და დაემუქრენ, თუ გვი-ჩივლებ, შვილს მოგიკლავთო. შემ-დეგ დაუთქვეს დრო, როცა უნდა მიეტანა ფული. ათი დღის შემდეგ მოვიდა ის პიროვნება მილიციაში. შევიმუშავე გეგმა. გამოვყავი 12 თა-ნამშრომელი. რკინიგზა გადიოდა იმ ადგილას, სადაც დამნაშავეებს უნდა შეხვედროდა დაზარალებული. ჩემს თანამშრომლებს რკინიგზის მუშების ფორმები ჩავაცვი. ხიდიდან ჩაუგდო „ფულის ფუთა” დაზარალებულმა დამნაშავეს. ფუთა რელსებში ჩავარ-და. ბოროტმოქმედმა სწრაფად აიღო ფუთა და გაიქცა. გავეცი ცეცხლის გახსნის ბრძანება, რომ დამნაშავეები შეგვეშინებინა. ზოგმა მდინარეში ჩახტომა, დანარჩენებმა გაქცევა სცადეს. ხუთივე დამნაშავე დავაკა-ვეთ. ეს ჩემს პრაქტიკაში ყველაზე რთული ოპერაცია იყო. დამნაშავეთა იმ ჯგუფმა ბევრი დანაშაული აღი-არა. ამ დანაშაულის გახსნისთვის ფულადი ჯილდო მივიღე.

-ოჯახი როგორ შექმენით?-ბევრ ქალიშვილს მოვწონდი,

მაგრამ ლამარამ ყველას აჯობა. 29 წლისა დავოჯახდი. ჩემმა მომავალმა მეუღლემ მომხიბლა ადამიანობით, პატიოსნებით. გვყავს ორი ქალიშვი-ლი. ბედნიერი ვარ იმით, რომ კარგი მეუღლეობა გვაქვს. ერთმანეთს ვუსმენთ და ვუჯერებთ. ამ ბოლო ხანს დიდხანს ვმკურნალობდი და ასე რომ გამოვიყურები, ლამარას დამსა-ხურებაა. ჩემს საქმიანობაში თუ რამე წარმატებას მივაღწიე, მეუღლის გვერდში დგომით ვახერხებდი. და-ოჯახების შემდეგ, ლამარას ხელშეწ-ყობით, ჩავირიცხე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდულ ფაკულ-ტეტზე.

- ხ ა რ ა გ ა უ ლ ე ლ ე ბ ს რ ა ს უსურვებთ?

-ხარაგაულელებს ვუსურვებ მშვიდობიან ცხოვრებას, ყველა ოჯახს - ბედნიერებას, ჯანმრთელო-ბას, სიკეთეს, ეცხოვროთ უკეთეს პირობებში.

მიხარია, რომ ღირსეულად გამო-ვედი პენსიაზე. რთული იყო მილი-ციის უფროსად მუშაობა. ყველა კმაყოფილი ვერ გეყოლებოდა, მაგ-რამ შევძელი პირნათელი ვყოფილი-ყავი. ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე. ჩემი ფიქრი და ქმედება მუდამ იქეთ იყო მიმართული, რომ რაც შეიძლება ცოტა ხარაგაულელი მოხვედრილიყო ციხეში. ამქვეყნად დაუწერელი კანონებიც არსებობს. თუკი შეიძლებოდა სასჯელის შემ-სუბუქება, ყოველთვის განსასჯელის მხარეზე ვიყავი.

-დიდხანს სიცოცხლეს, მხნე-ობას და ჯანმრთელობას გისურვებთ, ბატონო ჟორა, თქვენს ძვირფას ოჯახთან ერ-თად.

„ყველა კმაყოფილი ვერ მეყოლებოდა, მაგრამ შევძელი პირნათელი

ვყოფილიყავი“ წლების მანძილზე ხარაგაულის მილიციის უფროსი, სხვა-

დასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობის პირი - გიორგი (ჟორა) კურტანიძე 25 სექტემბერს 80 წლის შესრულდება. მას ოჯახში ვესტუმრეთ და ბავშვობის, განვლილი ცხოვრების საინტერესო

ეპიზოდების გახსენება ვთხოვეთ.

გიორგი (ჟორა) კურტანიძე 80 წლისაა

ჩვენო საყვარელო და ტკბილო დედა, ერთი წელი სრულდება ჩვენი დაშორების დღიდან. დედა! რა ტკბილი და თბილია ეს სიტყვა. დედა ძვირფასი და განუმეორებელია. დედიკო, ჩემო უანგარო, როგორი კარგი იყავი. წახ-ვედი ღვთისმშობლობა დღეს ჩვენიდან და დაგვტოვე გულდათუთქულები შენი შვილები, შვილიშვილები და ახ-ლობლები. ერთი ჯავრი გაგყვა, - ვერ

მოესწარი გელას დაქორწინებას. სიკვ-დილის წინ სულ მას ეძახდი.

ვერასოდეს შევეგუებით უშენობას. ძალიან გვენატრები, გვაკლიხარ, დედა, შენი დარიგებებით. როგორი ცარიელია უშენოდ სახლი ლეღვანში. ნათელში იყავი, საყვარელო დედა.

შვილები გელა, ლია, ია მაღრაძეები

პრამონ აბრამიშვილი ოჯახით მწუხარებით აღნიშნავს სიყრმიდანვე ერთად შრომაში თანაშეზრდილი, საზოგადოებაში კეთილშობილ, პატიოსან ადამიანად აღიარებული, სამი ღირსეული ვაჟკაცის აღმზრდელი მამის

ვანო (ვანიჩკა) მესხისგარდაცვალებას და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

ქეთინო აბრამიშვილი, აზა ფურცელაძე, ნანი, ვალიდა არევაძეები, თინათინ მჭედლიძე, ირინა ბიბიჩაძე, ეკა ლურსმანაშვილი, ზაურ ჭუმბურიძე სამძიმარს უცხადებენ მაია ქასრაშვილს დედის

მერი რიგვავა-ქასრაშვილისგარდაცვალების გამო და თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს.

მურადი, ბონდო, ომარი კიკნაძეები, მალხაზ ღამბაშიძე ოჯახებით სამძიმარს უცხადებენ მაია ქასრაშვილს დედის

მერი რიგვავა-ქასრაშვილისგარდაცვალების გამო და თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს.

დიდი ტკივილი უტყვია და არასოდეს განელდება, ჩვენო ძვირფასო შვილე-ბო, ზურიკო და ციცო აბაშიძეებო. უკვე ერთი წელი სრულდება იმ ავბედითი დღეებიდან, როცა თქვენი ლამაზი სიცოცხლე შეწყდა. მეხის გავარდნას ჰგავდა, ზურიკო, ჯერ შენი და მერე შენი ლამაზი დის, ციცოს, სიკვდილის ამბის გაგება. დაუჯერებელია, თვენახევარში ორი ახალგაზრდის სიცოცხლის შეწყვეტა, მაგრამ ასეთი ბედისწერის ყოფილხართ.

ყველა შენი ნათესავი განვიცდით, მაგრამ დედის გულის ტკივილს, მეუღლისა და შვილების ტკივილს ვერავინ შევცვლით. მამიდა, ბიძა, ბიძაშვილები, ვლო-ცულობთ თქვენი სულების სასუფეველში დამკვიდრებისათვის. ნათელში იყოს თქვენი ლამაზი სულები.

ოთარ აბაშიძე ოჯახით

ზურიკო და ციცო აბაშიძეების ხსოვნას

(ნანა ბუაჩიძის ხსოვნას)სამი წელი სრულდება იმ ავადმო-

საგონარი დღიდან, შენ რომ ამ სამყა-როს დაემშვიდობე და მარადისობაში გადასახლდი. რამდენი რამ გქონდა აქ მოსაგვარებელი. ცხოვრება თავისთა-ვად მიდის. შენი ნინო სასწავლებელს ამთავრებს. მარიამმა ენა აიდგა და რა გულსაკლავია მისი ყოველი სიტყვა, ,,ვაი დედაო,” - ხშირად რომ იტყვის. თავისით კრეფს ყვავილებს დედიკოს სურათთან მისატანად. რას ვიზამთ, ისეთ ნიჭიერებას ავლენს, ისე სწორად მღერის, გაოცდები. სამწუხაროდ, ასეთი მოულოდნელობები ცხოვრებაში მაინც ხდება. უფლის მადლმა გაზარ-დოს მარიამი ჯანმრთელი და ბედნიერი. მას წმინდა მარიამის კალთა იფარავს.

შენ ცოცხალი ხარ, ჩვენო ნანა, შენს ცხოვრებას წყვილი გოგონა აგრძელებს.

წმინდა ღვთისმშობლის მადლმა გაანათლოს შენი უმანკო სული!

ოჯახი

ჩვენო ნანა!

მონატრება ნატაშა (ნანული) მაღრაძისა

d. xaragauli22.09 - cvalebadi moRrubluloba

unaleqod, dRe +290c, Rame +190c;

23.09 - ცვალებადი moRrubluloba

naleqiT, dRe +230c, Rame +160c;

24.09 - ცვლებადი მოღრუბლულობა უნალექოდ, dRe +240c, Rame +150c;

25.09 - მზიანი დარი, dRe +280c,

Rame +170c.

boriTi22.09 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, dRe +290c, Rame +170c;

23.09 - cvalebadi moRrubluloba

naleqiT, dRe +240c, Rame +140c;

24.09 - ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ, dRe +250c, Rame +140c;

25.09 - მზიანი დარი, dRe +280c,

Rame +150c.

kicxi22.09 - cvalebadi moRrubluloba

naleqiT, dRe +290c, Rame +200c;

23.09 - cvalebadi moRrubluloba

naleqiT, dRe +230c, Rame +170c;

24.09 - ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ, dRe +240c, Rame +160c;

25.09 - მზიანი დარი, dRe +290c,

Rame +180c.

moliTi22.09 - cvalebadi moRrubluloba

unaleqod, dRe +270c, Rame +150c;

23.09 - cvalebadi moRrubluloba

naleqiT, dRe +230c, Rame +130c;

24.09 - ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ, dRe +230c, Rame +120c;

25.09 - mziani dari, dRe +260c,

Rame +130c.

ამინდი

Page 8: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $ stshb დღეს ნომერშია 17 ... · 2 xtvb [fhfufekb @! ctmntv,thb7 @_!@ o 18 სექტემბერს ტელეკომპანია

8 xtvb [fhfufekb @! ctmntv,thb7 @_!@ o

vsfdfhb htlfmnjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

sofiko WipaSvili 557 26 77 99

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

E-mail: [email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $#! @# $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

ტელ.: 557 10 20 47 Email: [email protected]

გიორგი (ღუტუ) კალანდაძე იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, ვისაც უყვარს თავისი პროფესია, დაუღა-ლავად იღვწის ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და სწავლებისათვის, მუდამ ტრიალებს ცხოვრების შუაგულში და პასუხობს დროის მოთხოვნებს.

მან უმაღლესი სასწავლებლის დამ-თავრების შემდეგ ლამისყანის საშუ-ალო სკოლაში დაიწყო მუშაობა. მალე გადაიყვანეს იგოეთის სკოლაში სას-წავლო ნაწილის გამგედ. 1944 წლიდან კი მშობლიურ რაიონში დაბრუნდა. მუშაობდა ხარაგაულის სკოლაში სას-წავლო ნაწილის გამგედ, შემდეგ ხარა-გაულის ვაჟთა სკოლის დირექტორად. ნაყოფიერი იყო გიორგი კალანდაძის მუშაობა ღორეშის საშუალო სკოლის დირექტორად. მაშინ მამაჩემი, ალექ-სანდრე კურტანიძე, სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე იყო და დიდ ყურადღებას აქცევდა სკოლას. 20 აგვისტოსთვის სკოლა მომარაგებული იყო სათბობით და ყველა მასწავლე-ბელს სახლში ჰქონდა მიტანილი შეშა. სკოლის დირექტორი მაშინ თავმჯ-დომარის მოადგილედ ითვლებოდა და მისი შვებულებაში ყოფნის პერიოდში ცვლიდა მას.

გიორგი კალანდაძეს დიდი წვლილი მიუძღვის კიცხის სკოლა-ინტერნატის ჩამოყალიბებაში. იგი 1951 წლის ივ-ნისში დაინიშნა კიცხის სკოლა-ინტერ-ნატის დირექტორად. ჯერ კიდევ არ იყო მწყობრში სკოლის შენობა. ამიტომ მას მუშაობა უწევდა შეუსვენებლად. პირველ სასწავლო წელს მიიღეს ოთხი კლასი, მეორე წელს კიდევ ორი კლასი დაემატა და თანდათან ჩამოყალიბდა საშუალო სკოლად. გიორგი კალანდაძე წლების განმავლობაში უნარიანად ხელმძღვანელობდა კიცხის სკოლა-ინტერნატს და დატოვა კიდეც წარუშ-ლელი კვალი მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

გიორგი კალანდაძე 1975 წელს ხარაგაულის №2 საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, შემდეგ კი ვაშლევის სკოლაში - დირექ-ტორად. მისი უშუალო ძალისხმევითა და ხელმძღვანელობით აიგო ვაშლევის სკოლის ახალი შენობა.

შემდეგ გიორგი კალანდაძე სამი

წელი მუშაობდა საღანძილის საბჭოს თავმჯდომარედ, 1995 წლამდე - ფარც-ხნალის სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ.

უნარიან ხელმძღვანელს ყოველთ-ვის რთულად დასაძლევ და საპასუ-ხისმგებლო სამუშაოს ანდობდნენ. მას მუდამ ერთგულად ედგა გვერდით მეუღლე, ქალბატონი თინა. დღეს მისი ქალიშვილები თბილისში ცხოვრობენ. ნელი მამის სპეციალობას გაჰყვა და სკოლაში მუშაობს. დარეჯანი პედიატ-რია. ჰყავს შვილიშვილი, მოშენება და მომრავლება ვუსურვოთ მას.

გიორგი (ღუტუ) კალანდაძის ღო-რეშის სკოლაში მუშაობის პერიოდში მე მოსწავლე ვიყავი. კარგად მახსოვს, როგორ გვეამაყებოდა და გვიყვარდა ახალგაზრდა დირექტორი მოსწავ-ლეებს.

გიორგი კალანდაძე ხელმძღვანე-ლობდა ხარაგაულის №1 საშუალო სკოლას, სადაც მეც ვმუშაობდი დირექ-ტორად გარკვეული წლების შემდეგ. გიორგი კალანდაძე ჩემს ადგილზე მუშაობდა ხარაგაულის №2 საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილედ. ესეც გარკვეული დამთხვევა იყო.

ბატონო გიორგი, დიდხანს სიცოცხ-ლე, ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა, ქვეყნად არსებული ყოველი სიკეთე არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახს.

ლამარა კურტანიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სხივი” (ორგანიზაციის თავმჯდომარე იზა ვეფხვაძე), პროექტის „მოქალაქეობრივი მორალის და კანონის სამსახურში” ფარგლებში, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების უფლებების დაცვას, აცხადებს კონკურსს საუკეთესო ლიტერატურული ნაწარ-მოების შესაქმნელად.

ნაწარმოები უნდა შეეხებოდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშ-ვების პრობლემატიკას. ლიტერატურული ჟანრი არ არის შეზღუდული (ლექსი, მოთხრობა, ჩანახატი, მინიატურა, ესსე, პუბლიცისტიკა და ა.შ.). ლიტერატუ-რული ნაწარმოები არ უნდა აღემატებოდეს სამი თაბახის გვერდს. კონკურსში მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია.

კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა პრემია 80 ლარი.კონკურსანტებმა ლიტერატურული ნაწარმოებები უნდა წარმოადგინონ 15

ოქტომბრამდე.კონკურსის შედეგები გამოცხადდება ოქტომბრის ბოლოს.საკონტაქტო პირი იზა ვეფხვაძე; ტელეფონი: 557 19 23 32

კვალი ნათელი

2008 წლის, 19 იანვარს, ნათლის-ღების დღესასწაულზე, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ პირველად ჩაატარა საჯარო ნათლობა. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. უწ-მინდესის ნათლულები ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. უწმინდესის ნათლული ახლახან კიდევ სამი ხარაგაულელი გახდა: ნი-კოლოზ მანჯავიძე, ლუკა კვინიკაძე და ანდრია ნანიტაშვილი. თუ რას ნიშნავს ეს დიდი მადლი ამ ოჯახებისთვის, ამა-ზე თვითონ უწმინდესის ნათლულების მშობლები გვესაუბრებიან.

მარინა მუმლაძისა და მიშიკო მან-ჯავიძის მესამე შვილი - ნიკოლოზი 6 მაისს, გიორგობას, უწმინდესის ნათ-ლული გახდა.

„მესამე შვილის გაჩენის შემთხვევაში გადაწყვეტილი მქონდა შვილი უწმინდე-სისათვის მომენათვლინებინა, - გვიამ-ბობს ქალბატონი მარინა მუმლაძე, - ეს დღე ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და ემოციური იყო. ზარების რეკვას, უწმინ-დესის დალოცვას ისეთი ამაღლებული გრძნობა ახლავს, რომ სიტყვებითაც ვერ გამოვთქვამ. იქ ყოფნისას ცრემლები გერევა და სიხარულისგან გეტირება. პატრიარქის ნათლულობა ჩვენი ოჯა-ხისთვის დიდი მადლი და პასუხისმგებ-ლობაა. როგორც მშობელი ვალდებული ვარ, ყოველ შაბათ-კვირას ნიკოლოზი წირვა-ლოცვაზე ვატარო და ვაზიარო. მერე უკვე ამას დამოუკიდებლად გააგრ-ძელებს. დარწმუნებული ვარ, ნიკოლოზი ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი ადამიანი გაიზრდება. ნათლობის დროს გადმოგვცეს სამახსოვრო ალბომი, ნათ-ლობის მოწმობა და ,,ცხოვრების წიგნი.”

ნესტან კაკიაშვილისა და კახა კვი-ნიკაძის მესამე ვაჟი, ლუკა კვინიკაძე, 9 სექტემბერს მონათლა უწმინდესმა.

„მესამე შვილი ძალიან მინდოდა. ლუკას დაბადებამ ყველა გაგვახარა. ნათლობის დღე საოცრად თბილი და ემო-ციებით დატვირთული იყო. ჩვენი შვილი რომ პატრიარქის ნათლულია, ძალიან გვიხარია და ბევრს გვავალებს,” - ამბობს ლუკას დედა ნესტან კაკიაშვილი.

ლუკას ბებია, ქალბატონი გულ-დამი ამბობს, რომ ლუკას დაბადებამ მათი ცხოვრება შეცვალა. უწმინდესის ნათლულის გაზრდა მათთვის ძალიან სასიხარულოა.

თიკო კიკნაძისა და ლაშა ნანიტაშ-ვილის შვილი ანდრია ოთხი კვირის იყო, როცა 9 სექტემბერს უწმინდესმა მონათლა.

„ვთვლი, რომ მესამე შვილი ღვთის საჩუქარი იყო, - გვიამბობს თიკო კიკნაძე, - იმის შეგრძნება, რომ ჩემი შვილი უწმინდე-სის ნათული გახდებოდა, ორსულობისას ძალას მაძლევდა. მანამდე მინდოდა ორი შვილი მყოლოდა. ახლა ვხვდები, რომ ქალმა მინიმუმ სამი შვილი უნდა გააჩინოს. დედმამიშვილის ფასი არაფერია.

ნათლობის დღე საოცრად ამაღლე-ბული იყო. სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ზარების რეკვა და უწმინდესის ლოცვა დიდი მადლია.

რას ნიშნავს ჩვენთვის უწმინდესის ნათლულს რომ ვზრდით, - ძნელია, ამაზე ამომწურავად უპასუხო. მწამს, ჩვენს ოჯახს პატრიარქის ლოცვა-კურ-თხევა დაიცავს. მინდოდა ჩემს შვილებს წმინდანების სახელები რქმეოდათ. ნიკოლოზმა, უფროსმა ვაჟმა, თავად შეურჩია დედმამიშვილებს სახელები. როცა მეორე შვილს ველოდებოდით, მითხრა - თუ გოგო გეყოლება, თეკლა დავარქვათ, თუ ბიჭი - ანდრიაო. ასეც მოვიქეცით.“

ანდრიას მამა ლაშა ნანიტაშვილი ამბობს, რომ პატრიარქისგან მათი შვილის მონათვლა დიდი სიხარული და ბედნიერებაა.

სოფო ჭიპაშვილინიკოლოზი, თეკლა და ანდრია ნანიტაშვილები მშობლებთან,

თიკო კიკნაძესთან და ლაშა ნანიტაშვილთან, ერთად

გრძნობა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოხატავ...

მარიამ, ქეთევან და ნიკოლოზ მანჯავიძეები დედასთან, მარინა მუმლაძესთან, ერთად

კობა, ანა და ლუკა კვინიკაძეები მშობლებთან, ნესტან კაკიაშ-ვილშთან და კახა კვინიკაძესთან, ერთად

ცხადდება კონკურსი!

უკრაინის ავტორიზებული უნი-ვერსიტეტი ქ. ზესტაფონში ქუთაისის ეკონომიკის უნივერსიტეტის ბაზაზე, აცხადებს მიღებას IX, X, XI და XII კლასდამთავრებულთათვის ეკონომი-კის, სამართალმცოდნეობის, ტურიზმის, ფარმაციის სპეციალობებზე 2, 3, 4 და 5 წლიანი სწავლის ხანგრძლივობით, გადასახადების მოქნილი პირობებით.

მისამართი: ქ. ზესტაფონი, ზაპო-როჟიეს ქ. №10. ტელ.: 551 56 72 56.

ცოდნის დაუფლების მსურველთა საყურადღებოდ!