2

Click here to load reader

6-11 მარტი, 2012

  • Upload
    ei-lat

  • View
    714

  • Download
    2

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: 6-11 მარტი, 2012

- 1 -

Website: ei-lat.ge facebook: Liberal Academy Tbilisi YouTube: Liberal Academy flickr: Liberal Academy Tbilisi slideshare: EI LAT

Email: [email protected] Telephone: (+995) 32 293 11 28 Fax: (+995) 32 293 11 28

6-11 მარტი, 2012 ქართულ პრესაში ევროპისა და ევროკავშირის თემის ყოველკვირეული მიმოხილვა “ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის დაწყების შემდგომ საქართველოში უმუშევრობა პრაქტიკულად აღარ იქნება“. - ასეთია საქართველოს პრეზიდენტის მოლოდინი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში. ამ კვირის „რეზონანსი“ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებზე ამახვილებს ყურადღებას და აქვეყნებს სტატიას, სათაურით „ევროკავშირი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებას მარტის ბოლოს დაიწყებს“, სადაც ასევე მოყვანილია საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის განცხადება, რომელიც მან ევროკომისარ კარლ დე გუხტთან შეხვედრის შემდგომ გააკეთა.

პრემიერის განცხადებით, მომდევნო 14-24 თვის მანძილზე მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართება, პირველი რაუნდი კი უკვე მარტის ბოლოსთვის დაიწყება. გამოცემა წერს იმ ოთხი მთავარი რეკომენდაციის შესახებ, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს ამ ეტაპზე მისცა:

1. კონკურენციის შესახებ საკანონმდებლო გარემოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;

2. კონკურენციის შესახებ სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;

3. სურსათის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მიღწევა;

4. ვაჭრობის საკითხებზე ევროპული ნორმების შესაბამისი კანონმდებლობის მიღება.

Page 2: 6-11 მარტი, 2012

- 2 -

„უმეტესობა შესრულებულია და დანარჩენი ნაწილიც უახლოეს პერიოდში დასრულდება“. - აცხადებენ მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების საკითხზე. „საბერძნეთის ხელისუფლებამ ოფიციალური განაცხადება გააკეთა სახელმწიფო ობლიგაცების წარმატებული გაცვლის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ათენი კერძო კრედიტორებს გაურიგდა და დეფოლტის თავიდან აცილება შეძლო“. - ირკვევა გაზეთ „24 საათში“ გავრცელებული სტატიიდან. „მსგავსი ოპტიმისტური განცხადებების ფონზე ათენში ბირჟაზე აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა, რამაც სხვა საფონდო ინდექსებს ბიძგი მისცა-გერმანული და ფრანგული ინდექსი 2.5%-ით, ბრიტანული FTSE 100 1,2%-ით გაიზარდა“. როგორც სტატიიდან ხდება ცნობილი, გარიგების პირობებს კერძო კრედიტორების 85,8% დათანხმდა, მაშინ როცა ათენს კერძო კრედიტორების 75%-ის თანხმობა სჭირდებოდა.